ეს საქმე მაგალითად მიუხედავად იმისა რომ კანონდამრღვევს პირობითი ქონდა მანამდე დაჯარიმებიტ დასრულდა:
http://www.versia.ge/index.php/2013-07-31-...%83%93%E1%83%90რა პრობლემის წინაშე დგას ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი და დაიჭერენ თუ არა დაპირისპირებაში მონაწილე ბრაკონიერსბორჯომის მუნიციპალიტეტის პატარა სოფელი ბანიხევი უკვე არაერთხელ გახდა ადგილობრივი მცხოვრებლებისა და ბორჯომის ეროვნული პარკის რეინჯერების დაპირისპირების ადგილი. უფრო სწორად და ზუსტად თუ ვიტყვით, ბანიხევის მცხოვრებნი რეინჯერებს იმის გამო დაუპირისპირდნენ, რომ ამ უკანასკნელებმა ხეების უკანონოდ ჭრაში ხელი შეუშალეს. სოფელ ბანიხევში არაერთ დახურულ უკანონო ხის სახერხ საამქროს ნახავთ. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათი მთავარი შემოსავალი წლების განმავლობაში ხის მასალა იყო, რომელსაც ადგილზევე ყიდდნენ.
სოფელ ბანიხევსა და მიმდებარე ტყეებში, რომლებიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ეკუთვნის, გაჩაღებულ უკანონო ჭრაზე სახელმწიფო წლების განმავლობაში თვალს ხუჭავდა, რადგან პოლიტიკურად არავის აწყობდა ბანიხევისა და მთელი ბორჯომის ხეობის სოციალური აჯანყება. ერთადერთი, ვინც ტყის უკანონო ჭრას წინ აღუდგებოდნენ ხოლმე, რეინჯერები იყვნენ. ისინი მოსახლეობის მხრიდან მუდმივი ტერორის ფონზე აკეთებდნენ საქმეს, მაგრამ განსაკუთრებული შედეგი არც ამას მოჰქონდა.
ეს ყველაფერი ბოლოს მაინც დიდ დაპირისპირებამდე მივიდა. 31 მაისს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერებს მოსახლეობა სასტიკად გაუსწორდა. განსაკუთრებით დაზარალდა ადგილობრივი სატყეო უბნის მთავარი მეტყევე რეზო ქიმიძე. ბანიხეველებმა იგი სცემეს.
ინციდენტში მონაწილე მთავარი პირი ბანიხევში მცხოვრები მ.გ.–ა, რომელიც საკუთარი მიკროავტობუსით დაცულ ტერიტორიაზე უნებართვოდ შევიდა და 2 კუბური მეტრი საშეშე მერქანი მოჭრა.
როცა რეინჯერები ამ ადგილზე მივიდნენ, ბრალდებული ხარებით ხეს მიათრევდა. რეინჯერების მანქანები რომ დაინახა, ხე ჩახსნა. რეინჯერებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინეს, თუმცა მ.გ.-მ ხელის მოწერა არ ისურვა.
ამის შემდეგ, მოჭრილი საშეშე მერქანი რომ არ მოეპარათ, რეინჯერები დაცულ ტერიტორიაზე მოჭრილი მორის გასატანად მანქანებით შევიდნენ. მ.გ.-მ მათ მიკროავტობუსით გზა ამ დროს გადაუკეტა. რეინჯერებს ჰქონდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა, მოჭრილი საშეშე მერქანი მიკროავტობუსშიც ჰქონდა, ამიტომ ტრანსპორტის შემოწმება მოითხოვეს, რასაც ბრაკონიერის აგრესია მოჰყვა: მან „მარშუტკით“ ჯერ ერთ პიკაპს დაარტყა, მერე მეორეს. შემდეგ კი ცემა-ტყეპაზე გადავიდა.
ვითარების შესასწავლად გაზეთი „ვერსია“ და ორგანიზაცია CENN (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი) ბანიხევში ჩავიდა და სავარაუდო ბრალდებულთან სცადა დაკავშირება. მან თავიდან შეხვედრა დაგვითქვა და გვითხრა, თითქოს სოფელში მის სახლში გველოდა. ამის შემდეგ შეხვედრაზე უარი თქვა, გადაუდებელი საქმის მომიზეზებით ბორჯომში წავიდა და იქ შეხვედრა შემოგვთავაზა. დავთანხმდით, თუმცა ბოლოს, მობილური ტელეფონი საერთოდ გამორთო. ამის მიუხედავად, ჩვენ გამუდმებით ვურეკავდით მას და შევძელით ტელეფონით გასაუბრება. მ.გ. ძალადობაში მონაწილეობას საერთოდ უარყოფს და ამბობს, რომ კონფლიქტის პროვოცირება რეინჯერებმა მოახდინეს. საქმეს ამჟამად ბორჯომის პროკურატურა იძიებს, თუმცა რეინჯერებს დიდი იმედი არ აქვთ, რომ გამოძიება და შემდეგ სასამართლოს განაჩენი მათ მუშაობაზე დადებით გავლენას მოახდენს.
რეინჯერები თავს დაუცველად გრძნობენ
რეინჯერი რეზო ქიმიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ის და მისი კოლეგები თავს დაუცველად გრძნობენ და მათი საქმე საქართველოში დაუფასებელია. მისი თქმით, სოფელ ბანიხევში მომხდარი კონფლიქტი ერთი რიგითი დაპირისპირება არ იყო, რადგან მოსახლეობა ტყის გაკაფვის მოთხოვნით, რეინჯერებს მუდმივად ატერორებდა და უპირისპირდებოდა.
რეზო ქიმიძე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის უფროსი რეინჯერი: ,,რატომ გვიპირისპირდება მოსახლეობა? მიზეზი მარტივია. ხალხს სურს, ტყის კაფვის საშუალება მივცეთ და ამბობს, რომ ესაა მათი ოჯახების რჩენის წყარო. წარმოიდგინეთ, ყველა ოჯახმა რომ კვირაში ერთი ხე მოჭრას, მალე ტყე საერთოდ აღარ გვექნება. ჩვენი მცდელობა მათ შესაჩერებლად ხშირად კრახისთვისაა განწირული. ვუწერთ ჯარიმებს, მიდის მერე ეს ყველაფერი სასამართლოში, მაგრამ სასამართლო მათ ხშირად ამართლებს და ჯარიმებს უუქმებს. როცა არ აუქმებს, აზრი მაინც არ აქვს _ ადგილობრივები ჯარიმას არ იხდიან, რადგან აღსრულების სამსახური არაფერს აკეთებს. არავის უნდა დიდი კონფლიქტის გაღვივება და ისევ ჩვენ – რეინჯერები ვზარალდებით.
გამოსავალი მხოლოდ ისაა, რომ ტყის უკანონოდ ჭრა გახდეს სისხლის სამართლის დარღვევა და სისხლის სამართლის წესით გასამართლდნენ დამრღვევები. ადამიანმა მაღაზიიდან ერთი შეკვრა მაკარონი რომ მოიპაროს, ხომ დაიჭერენ? როცა ბევრად ღირებულს, ხეს ,,პარავს'' სახელმწიფოს, რატომ არ უნდა დაიჭირონ და რატომ არაა ეს სისხლის სამართლის დანაშაული? თუ ქმედითი ღონისძიებები არ გატარდება ასეთი ხალხის შესაჩერებლად, ჩვენს ტყეებს დიდი დღე აღარ უწერია“.
გამოსავალი არ ჩანს...
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი ლევან თაბუნიძე ამბობს, რომ საშეშე მერქნის უკანონოდ მოპოვებაში მოძალადე ბრაკონიერი არაერთხელ ჰყავდა შემჩნეული და შესაბამისი ოქმებიც არაერთხელ შეუდგენიათ: „ის ბრაკონიერია, ხე-ტყით ცხოვრობს, ჩემთვის პირადად აქვს ნათქვამი, მე უნდა მოვიპარო და თუ დამიჭერ, დამიჭირეო“.
ლევან თაბუნიძე საშეშე მერქნის გამოყოფასთან დაკავშირებით ადგილობრივების პრეტენზიასაც ეხმაურება. ბანიხეველები კი ამბობენ, რომ მათ საწვავად წლის განმავლობაში მხოლოდ 5 კუბურ მეტრს აძლევენ, ეს არ ჰყოფნით და იძულებულები არიან, უკანონობა ჩაიდინონ.
„ეს არ არის სიმართლე, ყოველწლიურად მთავრობის დადგენილების მიხედვით 7 კუბურ მეტრ საშეშე მერქანს იღებენ. მაგ სოფელში გაზიც არის. ისეთ სოფლებში ვაძლევთ 7 კუბურ მეტრ მერქანს, სადაც გაზიც კი არ არის შეყვანილი და იქ უკანონოდ ხეებს არ ჭრიან“, – აცხადებს თაბუნიძე და იმასაც დასძენს, რომ ადგილობრივები უკანონოდ მოპოვებულ საშეშე მერქანს საწვავად კი არა, კომერციული მიზნებისთვის იყენებენ: „ეს ადამიანები იპარავენ ხე-ტყეს და შემდეგ არალეგალურად ყიდიან“.
სანამ საზოგადოება მტყუან-მართალს არკვევს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის უნიკალური ტყეები დიდი საფრთხის ქვეშ რჩება. ფაქტია, ადგილობრივი რეინჯერები მართლაც დაუცველები არიან და ისინი სიცოცხლის რისკის ქვეშ მუშაობენ. რამდენიმე წლის წინ, ბრაკონიერებთან დაპირისპირებას ადგილობრივი რეინჯერის, მერაბ არევაძის სიცოცხლე შეეწირა. ძალადობის „საზარელი ტრადიცია“ კი, სამწუხაროდ, გრძელდება.
ლევან სეფისკვერაძე
* * *
ეს საქმეც გაუხსნელია
http://netgazeti.ge/news/88095/თბილისის ეროვნული პარკის დირექტორმა მანქანაში 2 ხელყუმბარა აღმოაჩინასაქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის, გიგა აგულაშვილის განცხადებით, 27 დეკემბერს თბილისის ეროვნული პარკის დირექტორმა, ლევან კაპანაძემ საკუთარ სამსახურებრივ ავტომანქანაში იარაღი აღმოაჩინა.
მინისტრის თქმით, ლევან კაპანაძის მანქანაში დაუდგენელი პირების მიერ ჩადებული ორი ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი 30 ვაზნით აღმოჩნდა.
“როგორც ჩანს, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გადაწყვიტეს შური იძიონ იმ საქმიანობაზე, რასაც ჩვენ ვახორციელებთ ზოგადად და უშუალოდ და პირადად ლევანი ახორციელებს თბილისის ეროვნულ პარკში, და სამწუხაროა, რომ ეს არ არის პირველი ფაქტი,”– განაცხადა მან.
გიგლა აგულაშვილი ინციდენტს სამართალდამრღვევებთან ეროვნული პარკის დირექტორის უკომპრომისო ბრძოლას უკავშირებს. მსგავსი შემთხვევა გაზაფხულზე ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზეც მოხდა, სადაც ადმინისტრაციის დირექტორის ავტომანქანაში ხელყუმბარა იპოვეს წარწერით „გაფრთხილებთ, წადი!“.
“მე მინდა გავაფრთხილო თითოეული ასეთ ადამაინი, გინდა თანამშრომელი იყოს, გინდა სხვა იყოს, არ აქვს ამას მნიშვნელობა, რომ ის სტრატეგია, რომელიც გვაქვს ჩვენ წესრიგის აღდგენაზე, კანონიერების დაცვაზე, უკანონო ხე–ტყის ჭრაზე წინააღმდეგ ბრძოლაზე, უკანონო ნადირობის წინააღმდეგ ბრძოლაზე გაგრძელდება და მე უნდა გავაფრთხილო ის ადამიანები, ვინც ასეთი განზრახვით მოქმედებს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევები აღიკვეთოს და ჩვენი თანამშრომლების, კანონმორჩილი თანამშროლმების საქმიანობა დაცული იქნას,”– განაცხადა გიგლა აგულაშვილმა 30 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრის თქმით, იგი ესაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც დახმარებას დაჰპირდა. აგულაშვილი გეგმავს, რომ მიმართოს პროკურატურასაც.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად ორივე ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. მინისტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს მოუწოდებს, ოპერატიულად გამოიძიოს დანაშაული.
This post has been edited by caucasica on 24 Feb 2017, 22:43