ევროპის ტოპ-16 თასი ბევრი რამითაა გამოსარჩევი: ეს არის წლის პირველი მნიშვნელოვანი ტურნირი, ის ხანმოკლეა და სასიამოვნო საყურებელი, სპორტსმენთა დონე დაახლოებით თანაბარია და მაშასადამე ბრძოლა ყველა თამაშში მძაფრია. ყველაფერი ეს ჩვენ ვნახეთ მონტრეში, ჩემპიონები შეიცვალნენ.
დიმიტრი ოვჩაროვმა ბოლოს და ბოლოს შეწყვიტა თავისი წარუმატებელი სერია. შარშანდელი ტრავმის შემდეგ ის ვერაფრით ვერ ახერხებდა ფორმაში შესვლას, მაგრამ შვეიცარიაში ყველაფერი შეიცვალა. ნახევარფინალამდე გერმანელი უპრობლემოდ მივიდა. აქ კი მას თანამემამულე და შარშანდელი გამარჯვებული, ტიმო ბოლი ელოდა. ბრძოლა დრამატული გამოდგა, 0:3-ის შემდეგ ტიმომ შესძლო ანგარიშის გათანაბრება და მხოლოდ მე-7 პარტიაში დასძლია ოვჩაროვმა მისი წინააღმდეგობა 4:3.
ფინალში კი მას უბერებელი 42 წლის ვეტერანი ბელორუსი ვლადიმერ სამსონოვი ელოდა, რომლისთვისაც ეს 22-ე ფინალი გამოდგა. კვლავ უდაძაბულესი თამაში და ოვჩაროვის გამარჯვება 4:3. დაბრუნდა თუ არა დიმიტრი საბოლოოდ, ამას შემდგომ ტურნირებში გავიგებთ.
ჩემპიონი ქალებშიც შეიცვალა. შარშანდელმა გამარჯვებულმა , რუმინელმა ბერნადეტ სჩოსმა ნახევარფინალში ზედმეტად დიდი ენერგია შეალია პოლონელი ნატალია პარტიკას წინააღმდეგობის დაძლევას 4:3 და ფინალისთვის ძალები აღარ ეყო. ამით ისარგებლა გერმანელმა პატრისია სოლიამ, (რომელმაც თავის მხრივ გზად თანამემამულე ელიზაბეტა სამარა და ავსტრიელი სოფია პოლკანოვა ჩამოიშორა) და ფინალში წარმოუდგენელი ქამბეკით 0:3 დან შესძლო გამარჯვების მოპოვება.
შესანიშნავი თამაშები და ახალი ჩემპიონები - ევროპის თასმა იმედები გაამართლა.
* * *
Kამა
დახურული დარბაზი - მარჯანიშვილის მეტროსთან, ვარდების ბაღში.