Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Georgianisation > ნუსხა-ხუცური კლავიატურა


Posted by: იტალიელი 11 Oct 2010, 12:21
მოკლედ მაინტერესებს ნუსხა-ხუცირი კლავიატურის გაკეთება თუ შეიძLება, აი მაგალითად alt+shift-ით რომ ირჩევ ქართულ კლავიატურას, მანდვე რომ იყოს დამატება და ნუსხა-ხუცურით რომ შეიძლებოდეს დაწერა მაგის გაკეთება შესაძლებელია ? და რამდენად რთულია?

Posted by: Beqa Arabuli 11 Oct 2010, 15:20
შესაძლებელი რო იქნება მაგაში დარწმუნებული ვარ მაგრამ პროცესი არ ვიცი როგორ უნდა გაკეთდეს sad.gif sad.gif

Posted by: იტალიელი 11 Oct 2010, 19:02
იქნებ ვინმემ გააკეთოს, არამგონია დიდი დრო დასჭირდეს, ნუსხური ფონტი დევს ფონტს.გე ზე smile.gif

Posted by: ბპგ 11 Oct 2010, 21:49
არაა აუცილებელი თავის ეგრერიგად შეწუხება...

აქაა „ვორდ“-ის კონვერტირების მაკროსები -- მათ შორის მხედრულიდან ნუსხა-ხუცურზე და ასომთავრულზე გადასაყვანად...

* * *

აქ კი არის საჭირო ფონტებიც...

OpenOffice Writer Linux კონვერტორი მაკროსები, მხედრული ნუსხახუცური ასომთავრული მთავრული აკადნუსხ

http://forum.ge/?f=39&showtopic=34170954

* * *

Posted by: MONTY 12 Oct 2010, 06:21
ბპგ
Microsoft office ზე წავა?
კლავიატურის დრაივერის გაკეთება თუ ძნელი არ არის კარგი იქნება თუ გაკეთდება smile.gif

Posted by: იტალიელი 12 Oct 2010, 08:24
ბპგ


მანდ ვერაფერი გავიგე smile.gif უბრალოდ ფონტებია როგორც მივხვხდი და მაგ ფონტებით მხოლოდ პროგრამებში თუ დაწერ, მაგ: ოფისში ფოტოშოპში. აი დრაივერი რო გაკეთდეს რომ ვთქვათ კლავიატურის გადართვის შემთხვევაში შესაძლებელი რომ გახდეს მაგალითად ფორუმზე ნუსხურად დაწერა

Posted by: Crypto 12 Oct 2010, 15:34
იტალიელი
და ხუცური ანბანის განლაგების რაიმე სტანდარტი არსებობს?
გაკეთება კი მართლაც ძალიან ადვილია ამით http://msdn.microsoft.com/en-us/goglobal/bb964665.aspx

QUOTE
ნუსხური ფონტი დევს ფონტს.გე ზე

რომელია?

Posted by: იტალიელი 13 Oct 2010, 10:07
Crypto


http://fonts.ge/ka/font/488/A-Nusxuri


აგერ ეს ფონტია


განლაგებაში რა იგულისხმე ვერ მივხვდი, ქართული ქვერთი კლავიატურა როგორცაა ისე რომ დაყენდეს ნუსხურიც რა

Posted by: Crypto 13 Oct 2010, 20:35
იტალიელი
QUOTE
ქართული ქვერთი კლავიატურა როგორცაა ისე რომ დაყენდეს ნუსხურიც რა

ხუცურში 38 სიმბოლოა, ის ძველი 5 სიმბოლო სად უნდა განლაგდეს კლავიატურაზე, მაგის სტანდარტი არსებობს?

Posted by: იტალიელი 14 Oct 2010, 22:30
Crypto


არ არსებობს მაგრამ ეგ რა პრობლემაა? წერტილ მძიმესთან რომ სიმბოლოებია მანდ შეიძლება მაგ 5 ასოს განლაგება

Posted by: Crypto 15 Oct 2010, 02:35
იტალიელი
QUOTE
წერტილ მძიმესთან რომ სიმბოლოებია მანდ შეიძლება მაგ 5 ასოს განლაგება

შიფტზე? შეიძლება, ვცდი
სტანდარტის შესახებ კი ბპგ-ს ეცოდინება, იმედია გვირჩევს რამეს, როცა შემოიხედავს

Posted by: SINATLEBNELSHI 15 Oct 2010, 12:40
Crypto
QUOTE
ხუცურში 38 სიმბოლოა, ის ძველი 5 სიმბოლო სად უნდა განლაგდეს კლავიატურაზე, მაგის სტანდარტი არსებობს?

მაგის წესებს ჩვენ თვითონ დავადგენთ

შენი სახელი მეცნობა შენ თუ ის ხარ მართლა ძაანმაგარი ხარ შენს საქმეში.

მოკლედ მაგრად მაინტერესებს როგორ კეთდება მაგალითად ის რომ ვიღაცის ბატ ფაილით რა დლლ ყენდება სისტემ32ში და რატო ჩნდება ქართული,

ენა თანაც გამართული

დლლ ბრძანებები და ეს ყველაფერი მაინტერესებს თუ აგვიხსნი დანარჩენი ჩემზე იყოს smile.gif
სხვა უამრავ რამეში გამოგვადგება



აქ კიდე http://msdn.microsoft.com/en-us/goglobal/bb964665.aspx

ვნახოთ აბა რა შეუძლია Microsoft Keyboard Layout Creator 1.4-ს


_______________

შენ გაიხარე Crypto პროგრამა მუშაა და კარგი წინათქგრძნობაც მაქვს smile.gif







user posted image

Posted by: ბენი 23 Oct 2010, 11:22
QUOTE
შესაძლებელი რო იქნება მაგაში დარწმუნებული ვარ მაგრამ პროცესი არ ვიცი როგორ უნდა გაკეთდეს

+1

Posted by: SamaraT 30 May 2014, 22:58
ისე, დასაწყის დონეზე, http://fonts.ge/ka/font/488/A-Nusxuri ეს ფონტი რომ ჩააგდოთ C:\windows\fonts -ში და მერე Word გახსნათ და იქ აკრიფოთ ტექსტი, ეგეც კაია (ნუსხური შრიფტი გექნებათ მენიუში სახელწოდებით a_nusxuri).

Posted by: Accident 30 May 2014, 23:03
SamaraT
http://forum.ge/?showtopic=34653429&view=findpost&p=41030833

Posted by: _Moxuci_ 31 May 2014, 00:11
კომპზე არა, მაგრამ ანდროიდზე მაქვს დაყენებული უკვე რახანია.

QUOTE
დავიბრუნოთ ქართული ასოები ჱ ჲ ჳ ჴ ჵ (post #41030833)

+1

Posted by: multitate 2 Jun 2014, 22:17
rolleyes.gif ურიგო არ იქნებოდა ქართული კლავიათურა

Posted by: shoshia 6 Jun 2014, 14:26
არ ვიცი აქ ლინუქს მომხმარებლები რამდენადაა თუ საჭიროა სხვა თემას გავხსნი პინგვინებში.
ვაკეთებ ქართულ კლავიატურის ფაილებს X ვინდოუს სისტემისთვის.

დრესდღეობით რაც არის და რაც ხშირად გამოიყენება არის ასეთი. ვინდოუსის ქწერტყუიპ -კლავიატურა
http://en.wikipedia.org/wiki/Georgian_keyboard_layout
სადაც არის მხოლოდ მხედრული.

ასომთავრულ ხუცურისთვის შეიძლება გაკეთდეს ზუსტად იგივე განლაგება.
ცატვირთვა იქნება setxkb -layout "us, ge" ეს ბრძანება ჩატვირთავს ინგლისურ მხედრულს.

setxkb -layout "us, ge, ge(asomt) " ეს ბრძანება ჩატვირთავს ინგლისურ მხედრულს ასომტავრულს.
setxkb -layout "us, ge, ge(asomt),ge(khuc) " ეს ბრძანება ჩატვირთავს ინგლისურ მხედრულს ასომტავრულს და ხუცურს.

სცხადია შეიძლება მხოლოდ
setxkb -layout "us, ge(asomt),ge(khuc) " ამ შემთხვევაში ა რიქნება მხედრული და ა.შ.

გადარტვა მოხდება L_Shift---R_Shift კომბინაციით.

ამას გარდა ე.წ. ძველი ასოები იკრიფება Alt_R როცა დაჭერილია


ასეა ამჯერად.
მაგრამ არის სხვა ვარიანტებიც:
1. ზომოთმოყვანილ კლავა განლაგებაში არაა \ ქართულზე..და საჭიროა ინგლისურზე გადართვა.
2. გჭირდება გადართვა რომ აკრიფო ხუცური ასომთავრული.

შეიძლება გაკეთდეს ასეც:
ჭ და ღ გადადის [ და ] ზე
შ და ჟ გადადის ; და' ზე
ძ და ჩ გადადის , da / ze
, იქნება Alt_R , და
/ იქნება Alt_R /

ასმოთAვრული და ხუცური დაჯდება ზუსტად ასევე
ასეთი განლაგება საშუალებას იძლევა
გაკეთდეს ისეთი გალაგება რომ შიფტ-ზე იჯდეს ასომთავრული ან ხუცური და არ დაგჭირდებათ კლავიატურაზე გადართვა.
smile.gif ..მე ჩემთვის როოგრც მინდა ისეთს გავაკეთებ მაგრამ მაინტერესებს სხვებს როგორ აწყობთ რომ სისტემაში განახლდეს.

Posted by: Accident 6 Jun 2014, 20:09
shoshia

ამჟამად ასეა სისტემაში, თუმცა განლაგება რატომ არის ასეთი, არ ვიცი

http://i.minus.com/ixWLwWdJJOY3S.gif

user posted image

Posted by: shoshia 6 Jun 2014, 21:46
ეგ ვინდოუსში....არ ვიცი...


გააკეთეთ usr / share / X11 / xkb / symbols / ge ბეკაპი
გადაწერეთ ეს ფაილი/როგორც რუთმა/ http://lshoshia.science.tsu.ge/ge
usr / share / X11 / xkb / symbols / დირექტორიაში
კდე, გნომე ხფც4 და ა.შ. თუ რაიმე კლავიატურის დრაივერი გავქთ გაშVებული გამორთეთ
გაუშვით კონსოლზე
setxkbmap -option "grp:switch,grp:shifts_toggle,grp_led:scroll" -layout "us,ge(khuc)"

ეს ჩAტვირთავს ინგლისურ/ხუცურ კლავიატურას.

კლავიატურის განსაკუთრებულობები:
1. მიყვება qwerty-ს
2. შიფტზე ზის ასომთAვრული
3. მარცხენა Alt უნდა გქონდეთ დაჭერილი და
Alt r =ღ
Alt+Shift r=ასმოთAვრული ღ

Alt w =ჭ
Alt+Shift w=ასმოთAვრული ჭ

Alt t =თ
Alt+Shift t=ასმოთAვრული თ

Alt i =იოტა
Alt+Shift i=ასმოთAვრული იოტა

განსხვავებით ჩვეულებრივი ხუცურისგან
ხუცურში ასოების ჭ, თ ასაკრეფად გჭირდებოდა შიფტი.
ძველი ასოების ასაკრეფად მარჯველა ალტ.

აქ კი შიფტი ყოველთვის გაძლევს დიდ ასოს ალტ გაძლევს ალტერნატიულს(ანუ ჭ,თ, იოტა)
თუ დაჭერილია მარცხენა ალტ (მარჯვენა შევცვალე მარცხენათი..მოხერხებულია გეჭიროს მარცხენა ალტ-შიფტი მარცხენა ხელით და მარჯვენათი აკრიფო ასო ნიშანი) და შიფტიც ერთდროულად მაშIნ იძლევა ალტერნატიული ასოს (ჭ,თ) შესაბამის ასომთAვრულს.

იგივე გე ფაილში ასევე არის ასომთAვრულიც
რომელიც შეიძლება ჩაიტვირთოს როგორც
setxkbmap -option "grp:switch,grp:shifts_toggle,grp_led:scroll" -layout "us,ge(mtav)"
ეს გაძლევთ ასომტავრულს და ინგლისურს. ასომთAვრულის ამ ვარიანტში ზუსტად იგივეა რაც მხედრულის განლაგება
შეგიძლიათ ჩAტვირთოთ ორივე
setxkbmap -option "grp:switch,grp:shifts_toggle,grp_led:scroll" -layout "us,ge(khuc),ge(mtav)"
და სამივეც smile.gif
setxkbmap -option "grp:switch,grp:shifts_toggle,grp_led:scroll" -layout "us,ge,ge(khuc),ge(mtav)"

შეგიძლაით დატესტოთ და თQვენი შენიშვნები/ უკეთEსი განლაგება და ა.შ. დაწეროთ აქ.
პ.ს.
დამავიწყდა კლავიატურის განლაგებების გადართვა ხდება
მარცხენა და მარჯვენა შიფტზე ერთდროული დაჭერა აშვებით.

Posted by: shoshia 13 Jun 2014, 21:43
გასწორდა რამდენიმე ხარვეზი კლავიატურის ფაილში.
http://lshoshia.science.tsu.ge/ge

ხუცური(ნუსხახუცური + ასმომთავრული) კლავიატურა:

ⴕⴜⴄⴐⴒⴗⴓⴈⴍⴎ[]
ⴀⴑⴃⴔⴂⴠⴟⴉⴊ;'
ⴆⴞⴚⴅⴁⴌⴋ,./

როცა დაჭერილია Aლტ

ⴕⴝⴢⴖⴇⴗⴓⴤⴍⴎ[]
ⴀⴘⴃⴣⴏⴉⴊ;'
ⴛⴡⴙⴥⴁⴌⴋ«»჻

როცა დაჭერილია Shift:

ႵႼႤႰႲႷႳႨႭႮ{}
ႠႱႣႴႢჀႿႩႪ:"
ႦႾႺႥႡႬႫ<>?

როცა დაჭერილია Shift+Alt:

ႵႼႤႰႲႷႳႨႭႮ{}
ႠႱႣႴႢჀႿႩႪ:"
ႦႾႺႥႡႬႫ<>?

პ.ს.
როცა ალტ აქტიური ფაირფოქსით ვერ ვბეჭდავ ფორუმში..როგორც ჩანს აქტიურ ღIლაკად ითვლება sad.gif

Posted by: shoshia 15 Jun 2014, 15:32
QUOTE
როცა ალტ აქტიური ფაირფოქსით ვერ ვბეჭდავ ფორუმში..როგორც ჩანს აქტიურ ღIლაკად ითვლება sad.gif

ეს პრობლემა აღარაა..ისევ მარჯვენა ალტ-ზეა დაბრუნებული. მარცხენა ალტს პროგრამები იყენებენ
ანუ:
მარჯვენა ალტ-რ იძლევა ღ-ს ⴖ
მარჯვენა ალტ+შიფტ+რ იძლევა ასომთავრულ ღႶ


ქვემოთ სურათზე მარცხენა შიფტია გაფერადებული, მაგრამ ცხადია მარჯვენაც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

Ⴎ.Ⴑ. ხშირად შიფტზე რომ არ გეჭიროთ როცა ასომთAვრულს კრეფთ შეგიძლიათ ჩAრთოთ კაპს-ლოკ და ჩვეულებრივად იმუშავებს შიფტის გარეშე

Posted by: kinki 8 Aug 2014, 00:15
ეს ჩემი გაკეთებული ქართული კლავიატურაა: მხედრული, ასომთავრული და ხუცური
მხედრულში:
shift + ი = ჲ,
shift + ხ = ჴ,
shift + ე = ჱ,
shift + ჰ = ჵ,
shift + ვ = ჳ,
სმაილებისთვის:
shift + დ = D,
shift + პ = P

ხუცური და ასომთავრული იდენტურია მხედრულისა, ასოები ზუსტად ემთხვევა

Posted by: xokaido 26 Dec 2015, 13:47
შესანიშნავი რამეა....
ერთი რაც გვაკლია ქარაგმებია, მე ჩავუჯდები დღეს-ხვალ და ვსინჯავ ქარაგმების დამატებასაც....
ანუ ქარაგმის სიმბოლოების დასმა რო შეიძლებოდეს თითოეულ ასოზე, მაგალითად ასე:
user posted image

Posted by: შაქროII 31 Dec 2015, 04:19
xokaido
ოპენტაიპ ფონტებში შეიძლება ფონტის დონეზე..ანუ ქარაგმები ზის სხვაგან ე.წ. პრივატ არეშე..
და ფონტში ეუბნები
როცა შეგხვდება

'ე'+'ს' გამოიყენე ქარაგმა(გადაბმა ცალკე გლიფი) 'ეს' ანუ ქარაგმული გინდ გადაბმული

რაც შეეხება მხოლოდ ქარაგმას..ეს ადვილად კეთდება TeX-ში...
ქ~წ მაგალიატდ

CODE
\newcommand{\qa}[2]{#1\kern-1.0ex\raise1.5ex\hbox{\scalebox{2}[1]{\char`\~}}\kern-1ex#2}

და დოკუმენტში

CODE
\qa{ქ}{წ}


და ცხადია პროგს უნდა შეეძლოს ნტერპრეტირებაც...თუ არ ვცდები ახალ ვორდს სეუძლია 2010 და ზევით...
ასევე პდფ-ს

Posted by: xokaido 3 Jan 2016, 15:33
შაქროII
არა, ეგეთი მოგვარება არ ივარგებს...
ქარაგმის რაობა ასოთა შეთანხმებაზე არ არის...
ქარაგმა შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს...
ერთ-ერთ ხუცურ ფონტში გადაწყვეტა ასეა გაკეთებული:
1, 2, 3, 4 სიმბოლოებს სხვადასხვა ტიპის ქარაგმები აზის...
თუ დაწერ უ1ლი-ს მაგალითად ქვედა ქარაგმა გამოვა...
მაგრამ იგივე ქარაგმა არ ივარგებს თუ გინდა რო ის "რ" -ს დაუსვა (რამეთუ), იმიტომ რომ "რ" ძველ ქართულში მაღალი ასოა...
ამისათვის გამოიყენებ 2-იანს (ანუ რ2):

user posted image

ცალკე სიმბოლო 1, 2, 3, 4 ასე გამოიყურებიან:


user posted image

წერტილები დავუსვი რო ადვილად გამოჩენილიყო რას ვგულისხმობდი...

ასეთ სიმბოლოებს ვეძებ UTF-8 character set-ში და ვერ ვნახე ვერაფერი...

შენც სავარაუდოდ ლინუქსზე ხარ და fontforge გამოიყენე და ფონტი DKR-Hu1 გახსენი მაგ პროგრამით, ადვილად მიხვდები რასაც ვგულისხმობ...

http://fonts.ge/ka/font/686/DKR-Hu1

Posted by: Logarithm 4 Jan 2016, 01:17
http://anbani.ge ze devs asomtavruli klaviatura da konvertoric aqvt nusxuris

Posted by: შაქროII 4 Jan 2016, 20:55
xokaido
რაც დავწერე ანალოგიურად შეგიძლია განმარტო სხვადასხვა კომბინაციებისთვის...ცხადია ამით ყველა სასურველ შედეგს ვერ მიიღებ ეს უფრო არსებული გლიფების კომბინაციებია კერნინგით და ზედა ქვედა აწევდაწევით..
ამით შეიძლება მაგალითდ ასეთი ეფექტის მიღწევა http://tex.tsu.ge/dabadeba.pdf და იხ სურათი ატტაჩმენტში smile.gif

რასაც ამბობ ეგ უფრო ლიგატურებია...
ოპენტაიპ ფონტ ფორმატს ბევრი კარგი შესაძლებლობა აქვს. სამწუხაროდ ქართველი ფონტდიზაინერები არ იყონებენ ყველა შესაძლებლობებს..

ქართული ლიგატურები რამდენიმე ფონტშია..ყველაზე ბევრი Titus Cyberbit Basic მხედრული ლიგატურებია
* * *
QUOTE
ასეთ სიმბოლოებს ვეძებ UTF-8 character set-ში და ვერ ვნახე ვერაფერი...

maseTi სიმბოლოები არაა..სომხებმა დაამატეს 1 მსგავსი სიმბოლო და აღწერაში უწერია რომ გვხვდება ძველ სასულიერო სომხურ და ქართულ ტექსტებში..mag orwertili და წერტილი..სომხურის რამდენიმე ლიგატურაა არის
უნიკოდში ასევე მარჯვენა და მარცხენა ბორჯღალი smile.gif ...ქართული ამ მხრივ ღარიბია...
http://www.unicode.org/charts/


Posted by: miShiko123123123 6 Jan 2016, 00:10
რა საჭიროა biggrin.gif რატომ უნდა იხმაროს ადამიანმა ეს დამწერლობა ? რომელიც უკვე დიდი ხანა ხმარებიდან ამოღებულია...

Posted by: xokaido 6 Jan 2016, 11:03
miShiko123123123
QUOTE
დიდი ხანა ხმარებიდან ამოღებულია...

არავის, არასდროს ხუცური ანბანი ხმარებიდან არ ამოუღია... ;-)
ხუცური ანბანი არის ხუცესებისთვის, მღვდლებისთვის, სასულიერო ხასიათის,
საღვთისმსახურო საქმიანობისთვის და მას დღესაც ისეთივე სიხშირით იყენებენ როგორც იყენებდნენ
საუკუნეების წინ... ;-)
შაქროII
მე პოლიგრაფიაში ვერ ვერკვევი და სამწუხაროდ არც დიდი ინტერესი არ გამაჩნია....
ლიგატურები და ეგეთი რამეები არ ვიცი რა არის...
მაგრამ კარგი იქნებოდა რაიმენაირად ქარაგმების გამოყენება ყოფილიყო შესაძლებელი...

ისე, ეს UTF-8 ხუცური ფონტი რაღაც ვერ არის მთლად გამართული, ვისი შექმნილია რა საიტერესოა, ძველ სტილს არ მიყვება,
რკალები და წახნაგები ზოგი ნაკლებშესამჩნევია და ზოგ ასოს საერთოდ არ გააჩნია...
ყველაზე კარგი ვარიანტი მგონი DKR-Hu1 ფონტია, ყველაზე ახლოსაა ძველი ტექსტების ასოთმოყვანილობასთან...

Posted by: Accident 6 Jan 2016, 11:37
miShiko123123123

ინტერნეტში შესაძლებელია ძველი ნაწერების განთავსება, მსოფლიოსთვის იმის ჩვენება, თუ როგორი ძველი დამწერლობა გვაქვს, როგორ ვცემთ ჩვენს ისტორიას პატივს და ა.შ.

"რა საჭიროაზე" საინტერესო ისაა, ვიღაცა რაღაცას რომ აკეთებს და წერ "რა საჭიროაო".
წუხდები შენ ამით, ვიღაც რომ მუშაობს? თუ არა, მაშინ შენთვის რა მნიშვნელობა ექნება, საჭიროა თუ არა......

Posted by: კატანკა 6 Jan 2016, 16:23
QUOTE
ინტერნეტში შესაძლებელია ძველი ნაწერების განთავსება, მსოფლიოსთვის იმის ჩვენება, თუ როგორი ძველი დამწერლობა გვაქვს, როგორ ვცემთ ჩვენს ისტორიას პატივს და ა.შ.

"რა საჭიროაზე" საინტერესო ისაა, ვიღაცა რაღაცას რომ აკეთებს და წერ "რა საჭიროაო".
წუხდები შენ ამით, ვიღაც რომ მუშაობს? თუ არა, მაშინ შენთვის რა მნიშვნელობა ექნება, საჭიროა თუ არა......


+++++++++++++++++++++

Posted by: AUTOCRAT 6 Jan 2016, 21:30
QUOTE
რა საჭიროა  რატომ უნდა იხმაროს ადამიანმა ეს დამწერლობა ? რომელიც უკვე დიდი ხანა ხმარებიდან ამოღებულია...


martali xar zma aba ra yvela mshvenivrad vcert "inglisuri asoebit" ra sachiroa am 33 asos swavla kide?
tan bevrgan ver gamoiyeneb magalitad kartul asoebs utf-is mxardacheris ar konis gamo
eseni kide nusxurs da mtavruls itxoven... meti sakme ar akvt albat up.gif

Posted by: Mode-Off 26 Aug 2016, 17:04
მეგობრებო მაკზე მინდა დავაყენო ნუსხური და მთავრული ასევე აიფონზე... გთხოვთ მასწავლოთ როგორ თუკი არის შესაძლებელი. წინასწარ გმადლობთ.

Posted by: Accident 26 Aug 2016, 18:50
Mode-Off
ეგ, აქ უფრო უნდა იცოდნენ
https://forum.ge/?showforum=98

Posted by: შაქროII 15 Oct 2016, 02:40
Mode-Off
https://forum.ge/?showtopic=34171000&view=findpost&p=41197967
და შემდეგი პოსტები ნახე წესით უნდა იმუშაოს ოს-იქსზე

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)