Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მოგზაურთა კლუბი > დანიაში ვიყავი,


Posted by: gige 18 Sep 2023, 11:55
მინდა ვთქო, რომაა არცერთ ევროპულ ქვეყანას არ ჰგავს, სრულიად განსხვავებული გარემო, მენტალიტეტი, ცხოვრების წესი, შრომის და დასვენების კულტურა. უამრავი ველოსიპედი, სკუტერი და ა.შ. ძაან ლამაზი და ტანადი მოსახლეობა, ზენიტშია აყვანილი ოჯახური ურთიერთობები.
ყველაფერი ადამიანისთვის. ყველა იღიმის და შენც ძალაუნებურად გაღიმებული დადიხარ.
რა ჯიპი და ესკორტები, მთელი პარლამენტი და მთავრობა ველოსიპედებით დატასაობს. ქალქში ელექტრომობილების დომინაცია.

ორი კვირის შემდეგ რომ დავბურნდი, სანამ აეროპორტიდან სახლამდე მივედი, მივხდი რომ ჩვენი განვითარების ამ ეტაპზე ევროკავშირში არაფერი გვესაქმება და ფლუგენგენგეხოლენი გარანტირებული გვაქვს.facepalm.gif

პუ.სუ. კინაღამ დამავიწყდა, გამომწვევი ჩაცმულობა და ელჯიბისტების ალღუმები არ მინახია. ძაანაც არ აფიშირებენ საზოგადოდ არატრადიციული წყვილები ურთიერთობებს.






Posted by: iverski 18 Sep 2023, 12:00
ფაქტიურად ქართველობა წართმეული დაბრუნებულხარ

Posted by: serjhanti 18 Sep 2023, 12:01
იმ ევროპის დედას ######, ჩვენ რომ დღეის მდგომარეობით რაც ვართ, ესეთს მიგვიღებს.
საღორეში ვართ და მეტი არაფერი. არანაირი კულტურა ჩვენ არ გაგვაჩნია.
არანაირ დაწერილი თუ დაუწერელი კანონის დაცვას არ ვცდილობთ.

Posted by: Plat_7 18 Sep 2023, 12:11
gige
ევროპა რატო დააკნინე დანიით?

ეს ევროპა ჩვენ ვიცით ტურისტული ცენტრები, ბერლინი, ბარსელონა, რომი, მილანი, პარიზი და ასე შემდეგ, სადაც ევროპელზე მეტად ტურისტი და მიგრანტია, რომელიც კრიმინალური აქტივობებით არის დაკავებული.

მიუნხენიც კი, მიუხედავად იმისა რომ ტურისტული ცენტრია, ზუსტად იგივე მახასიათებლებით გამოირჩევა რაც ჩამოწერე, იმიტომ რომ გერმანელები დომინანტობენ მაინც და ევროპის ყველა ქალაქში სადაც ადგილობრივი დომინანტობს აბსოლუტურად იგივე სიტუაციაა, ტანადობა, ღიმილი და ბედნიერება. საუბარი არ ამქვს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაზე.


Posted by: Captain Cassius Calhoun 18 Sep 2023, 12:16
ძალიან მაგარი სახელმწიფოა დანია.
ჩვენ კატასტროფულად შორს ვართ დაანისაგან ძალიან, მაგრამ ვიზალიბერალიზაცია და ახლა უკვე კანდიდატის სტატუსი ფუნდამენტურია ჩვენი კიდევ უფრო დაახლოებისათვის. მენტალურად მაინც.

Posted by: Christian Cullen 18 Sep 2023, 12:17
2016 ში ვიყავი მეც და შოკი მივიღე. ყოველ ფეხის ნაბიჯზე სკვერი და მორბენალი ხალხი.

მაღაზიებში ველოსიპედების 4 იდან 32 ათას კრონას ჩათვლით.

პირველად მაგ დროს მივხვდი, თუ რა ტრაკში ვართ.


Posted by: wolf-larsen 18 Sep 2023, 12:19
ტიპები ველოებით პახაობენ, ჩვენ შავი ჯიპებით და კიდე ჩვენ ვართ დრაკში? smile.gif))

Posted by: Plat_7 18 Sep 2023, 12:20
wolf-larsen
QUOTE
ტიპები ველოებით პახაობენ, ჩვენ შავი ჯიპებით და კიდე ჩვენ ვართ დრაკში? smile.gif))


ძაან სწორი მიდგომაა, მთელი პლანეტა ჰასლაობს რომ შავი ჯიპი ყავდეს, ჩვენ გვყავს და ვერ ვაფასებთ. ეგაა რა, სხვისი ცუდიც კი გვინდა ოღონდ ჩვენზე ვთქვათ უარი smile.gif

Posted by: Kakha.G 18 Sep 2023, 12:22
ნწუ ნწუ დანია ნახა
რაღა დანიას ეტაკებით, წადით ჩ.მაკედონიაში, ალბანეთში, ბოსნიაში ეგაა ნანდვილი ევროპა

Posted by: DORO 18 Sep 2023, 12:24
აბა ბოლგარიამ და რომანიამ რაღა ქნას ..როდის ეგენი მიაღწევენ მაგ ლეველზს ...

Posted by: Bettoro 18 Sep 2023, 12:24
QUOTE
ზენიტშია აყვანილი ოჯახური ურთიერთობები.

QUOTE
პუ.სუ. კინაღამ დამავიწყდა, გამომწვევი ჩაცმულობა და ელჯიბისტების ალღუმები არ მინახია. ძაანაც არ აფიშირებენ საზოგადოდ არატრადიციული წყვილები ურთიერთობებს.

ეეე, ნუ ჩააშხამე ალტინფოს და საპატრიარქოს პროპაგანდაში რააა, უუუჰ!


Posted by: დიდიმინდორი 18 Sep 2023, 12:25
მარტივადაა საქმე, ერთია ცივილიზებული ევროპელი ხალხი, მეორეა ჩამორჩენილი, ველური და ინსტინქტებით მცხოვრები ნახევრად ცოცხალი ორგანიზმები. აღარ გავაგრძელებ დონეების შედარებას, ამით მხოლოდ ნერვებს მოვიშლი და თქვენც მოგიშლით.

ლუდი როგორი აქვთ, ჯობს გერმანულს და ჩეხურს?
* * *
ან რა შედარებაა, ბარემ უცხოპლანეტელებს შედეგარებინათ ქართველები.

Posted by: ცქიფო 18 Sep 2023, 12:28
Christian Cullen
QUOTE
ყოველ ფეხის ნაბიჯზე სკვერი და მორბენალი ხალხი.

აქაც იყო სკვერები და პოტენციური ადგილები პარკებისთვის მაგრამ ყველგან კორპუსები ჩადგეს ღორებმა.
ფეხბურთში რატომ ვაგებთო.
help.gif

Posted by: Mr_Crowley 18 Sep 2023, 12:29
სამტრედიაშიც ეგრეა ბიძაჩემი სულ ველიკათ მოძრაობს.

Posted by: zeech 18 Sep 2023, 12:31
ნახე ვაკენი?


https://forum.ge/?f=29&showtopic=35270928

Posted by: alex_noza 18 Sep 2023, 12:37
მეც ვიყავი , თან ბევრჯერ .... წელს შვილთან ერთად ვიყავით , არ უნდოდა თბილისში დაბრუნება ....

Posted by: oligarh 18 Sep 2023, 12:39
გიოგიჟეეემ რაო?

მეც ვიყავიო?


30 ვიყაიო?

Posted by: gige 18 Sep 2023, 17:05
QUOTE
Plat_7

QUOTE
ეს ევროპა ჩვენ ვიცით ტურისტული ცენტრები

ევროპაში უმეტესად მივლინებით დავდივარ
QUOTE
ერთია ცივილიზებული ევროპელი ხალხი, მეორეა ჩამორჩენილი, ველური და ინსტინქტებით მცხოვრები ნახევრად ცოცხალი ორგანიზმები.

user posted image
QUOTE
ლუდი როგორი აქვთ, ჯობს გერმანულს და ჩეხურს?

ლუდისტი არ ვარ, მაგრამ რაც გავსინჯე გერმანული მირჩევნია.
Mr_Crowley
QUOTE
სამტრედიაშიც ეგრეა ბიძაჩემი სულ ველიკათ მოძრაობს.

ფაქტიურად ევროპაა

Posted by: spider77 18 Sep 2023, 17:15
QUOTE
ზენიტშია აყვანილი ოჯახური ურთიერთობები.

აბა დედა დედა უნდა იყოს და მამა მამაო ეგ როგორაა? ups.gif




ეს სარკაზმულ ირონიული კითხვა რა თქმა უნდა თემის ავტორს არ ეკუთვნის.

Posted by: lovelock 18 Sep 2023, 19:40
საქართველოში მაცხოვრებლები გადასახადებს იპარავთ. საჩკაობთ და შემოსავალს მალავთ. დანიაში ნახევარზე მეტი საგადასახადოში მიდის. ჰოდა აბა ვინ უნდა დააფინანსოს ეგ ლამაზი პარკები და საბავშო ბაღები.


Posted by: s-n-r 18 Sep 2023, 19:58
QUOTE
რა ჯიპი და ესკორტები, მთელი პარლამენტი და მთავრობა ველოსიპედებით დატასაობს


ველო და მოტო ძალიან მიყვარს, ერთიც მყავს და მეორეც.
მაგრამ ახლა, საქართველოში, 4x4 ავტოს გარდა, რომლის ყოლას აქვს აზრი?

მთაგორიანი ქვეყანა ვართ, რუსეთთან ომში ვართ.
ძლიერად მოწვიმს, მთელი ქალაქი პარალიზებულია, მოთოვს, ქალაქში ვერ გაივლი.
გზა ჩამოიქცევა, ცივილიზაციას მოწყვეტილი ხარ. მეწყერი ჩამოწვება და ყველას ფეხებზე კიდიხარ.
აბა, ვისი ან რისი იმედი უნდა გქონდეს, ე.წ. SUV, შედარებით მაღალი გამავლობის მანქანა თუ მაინც არ გყავს?
სიკვდილ - სიცოცხლის საკითხი შეიძლება აღმოჩნდეს მაღალი გამავლობის მანქანის ყოლა.
ჯიპი კი არა, ყველა ქართულ ოჯახში ერთი ტანკი მაინც უნდა იყოს. სერიოზულად ვამბობ.

მეც ძალიან მინდა პატარა ან სპორტული კაბრიოლეტით სიარული, მაგრამ არ მაქვს 2 მანქანის მოვლის საშუალება.
გარდა ამისა, გზები საშინლად მოუწესრიგებელია, მართლა მიკვირს, თბილისში სედანებით და ჰეჩბექებით როგორ დადის ხალხი.
განა დახაზვას, ჯებირს ან მსგავს ფუფუნებას ვგულისხმობ, იმხელა ორმოებია ზოგან, რომ ავტოსაგზაო შემთხვევას ძლივს გადაურჩები ჩვეულებრივი, ძალიან წყნარი სიარულით.
რა ვქნა, სულ ფეხით რომ მომიწიოს სამსახურში სიარული, ისევ ჯიპი მირჩევნია, რადგან სედანებს და დაბალ მანქანებს ვერ აღვიქვამ მანქანებად, რაღაც სათამაშოები მგონია.

Posted by: anamaria77 18 Sep 2023, 22:18
QUOTE (gige @ 18 Sep 2023, 11:55 )
ზენიტშია აყვანილი ოჯახური ურთიერთობები.
ყველაფერი ადამიანისთვის. ყველა იღიმის და შენც ძალაუნებურად გაღიმებული დადიხარ.

............ .......... ნუ ახლა სკანდინავიის ქვეყანაა cry.gif დანია და ნორვეგია ჩემი ოცნების ქვეყნებია.

Posted by: Pinkman987 18 Sep 2023, 22:26
ყველაზე მაგარი ქვეყანა ევროპაში არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

Posted by: anamaria77 18 Sep 2023, 22:34
QUOTE (Pinkman987 @ 18 Sep 2023, 22:26 )
ყველაზე მაგარი ქვეყანა ევროპაში არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

რითი მაგალითად , ნორვეგია რომ ცხოვრების დონით გერმანიას უსწრებს ?

Posted by: Pinkman987 18 Sep 2023, 22:45
anamaria77
QUOTE
რითი მაგალითად , ნორვეგია რომ ცხოვრების დონით გერმანიას უსწრებს ?

Volkswagen , Daimler AG Mercedes Benz, Allianz, BMW , Robert Bosch GmbH , Siemens, SAP .....

სად გერმანიის ეკონომიკა და ტექნოლოგიები.... ნორვეგია ახლოსაც ვერ მივა სამსახურების და სამუშაო პერსპექტივების მხრივ
ნორვეგიას ერთი ყავს მგონი მხოლოდ Fortune 500 დან ისიც ნავთობის და ბუნებრივი რესურსების ხარჯზე

Posted by: spider77 19 Sep 2023, 08:58
QUOTE
ზენიტშია აყვანილი ოჯახური ურთიერთობები.
ყველაფერი ადამიანისთვის. ყველა იღიმის და შენც ძალაუნებურად გაღიმებული დადიხარ.

იგივეს თქმა შემიძლია ნორვეგიაზე.
მაქვს იქ ცხოვრების გამოცდილება და ოსლოს გარშემო ნორვეგიას თითქმის ისევე ვიცნობ როგორც საქართველოს.

ზოგადად, ბილწსიტყვაობა არ მიყვარს, მაგრამ მოროშკინას, უცნობის, ხაინდრავას (და ა.შ.) მსგავს სუბიექტებს დედა მინდა ხოლმე რო ვაგინო, რაღაც სისულელეებს რო მიედ-მოედებიან და ხალხს ტვინს რო ურეცხავენ.

Posted by: Jorik 19 Sep 2023, 19:48
კოპენჰაგენი ყველაზე ძვირი ქალაქიაო ევპოვაში

Posted by: gige 19 Sep 2023, 20:01
QUOTE
მოროშკინას


იმდენად ბინძური ქალია, რომ ახალციხის რაღაც ჭ კლასის სასწავლებლიდან გამოაგდეს სტუდენტებთან ჯიმაობის გამო.
ბალაშიხას საერთო საცხოვრებლის იქით არაა განვითარებული

Posted by: freecooler 25 Mar 2024, 00:02
საშინლად ძვირია არ გირჩევთ იქ სიარულს.......................................დარჩით ქალაქ მალმოში შვედეთია გვერდზე. იაფია უფრო.

Posted by: JAH 25 Mar 2024, 00:18
ჩემი ახლობელი ოყო ევროპაში გადასახლებას ფიქრობს და ადგილს ეძებს მარა ყველაგან სიძვირეა ისე ამ არჩევნებს დაველოდები მეც

Posted by: გამარჯობაათ 25 Mar 2024, 18:08
QUOTE
საშინლად ძვირია არ გირჩევთ იქ სიარულს.......................................დარჩით ქალაქ მალმოში შვედეთია გვერდზე. იაფია უფრო.

ანუ შვედეთი ჯობია ფასის მხრივ?
* * *
QUOTE (Pinkman987 @ 18 Sep 2023, 22:45 )
anamaria77
QUOTE
რითი მაგალითად , ნორვეგია რომ ცხოვრების დონით გერმანიას უსწრებს ?

Volkswagen , Daimler AG Mercedes Benz, Allianz, BMW , Robert Bosch GmbH , Siemens, SAP .....

სად გერმანიის ეკონომიკა და ტექნოლოგიები.... ნორვეგია ახლოსაც ვერ მივა სამსახურების და სამუშაო პერსპექტივების მხრივ
ნორვეგიას ერთი ყავს მგონი მხოლოდ Fortune 500 დან ისიც ნავთობის და ბუნებრივი რესურსების ხარჯზე

შეიძლება მანქანათწარმოება და ტექნოლოგიები უკეთესი აქვს, მაგრამ ნორვეგიაში უფრო მაღალი ცხოვრების დონეა და უფრო კარგად ცხოვრობს ხალხი, მარტო ტექნოლოგიები არაა მთავარი.

საცხოვრებლად პირადად ნორვეგია ასჯერ მირჩევნია ბარეულ შუა და სამხრეთ ევროპულ ქვეყანას.

Posted by: spider77 26 Mar 2024, 12:58
გამარჯობაათ
QUOTE
ანუ შვედეთი ჯობია ფასის მხრივ?

კი.
ნორვეგია, დანია, შვედეთს შორის ფასებით შვედეთი ჯობია.
აი ხელფასები კი ნორვეგიაშია მაღალი (მსოფლუოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს).
ნორვეგიას კარგად ვიცნობ და ვიცი ბევრი დეტალი.
შვედეთთან ახლოს (დაახლოებით 100 კილომეტრის რადიუსში) ვინც ცხოვრობს, უქმე დღეებში საშოპინგოთ შვედეთში გადადიან, გაავსებენ ავტომობილს და უკან ბრუნდებიან.


Pinkman987
QUOTE
სად გერმანიის ეკონომიკა და ტექნოლოგიები.... ნორვეგია ახლოსაც ვერ მივა სამსახურების და სამუშაო პერსპექტივების მხრივ

პირიქითაა, ეგ.
მხოლოდ მერსედეს ვოლკსვაგენით (და ა.შ.) ნუ საზღვრავ.
ნორვეგია მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა თანამედროვე ტექნოლოგიებით, ზოგადად ცხოვრების დონით, ხელფასებით და ა.შ.

თუ ავტომობილებთან მიმართებაში გაინტერესებთ, ნორვეგია პირველ ადგილზეა მსოფლიოში, ერთ სულ მოსახლეობაზე ტესლას და ზოგადად ელექტრომობილების რაოდენობით.

(რუსეთს თუ არ ჩავთვლით) ევროპის უდიდესი ნავთობ/გაზ მომპოვებელი ქვეყანაა ევროპაში. მთელ ნორვეგიაში გაზქურას ვერ ნახავთ, ყველაფერი ელექტროობაზეა, ეკოლოგიას უფრთხილდებიან. გაგიკვირდებათ და დენი ჩვენზე იაფი აქვთ და კომუნალურებს ჩვენზე მეტს არ იხდიან, ამხელა ხელფასების პირობებში.

და ა.შ.

ვისაც მშვიდი, წყნარი ცხოვრება უყვარს ნორვეგია, დანია, შვედეთი, საუკეთესო ვარიანტია.
ქურდებისათვის და დახმარების მიღების მსურველთთვის (ლტოლვილად ჩაბარება გამორიცხულუა) აბსოლუტურად გაუმართლებელია სკანდინავიის ქვეყნებში წასვლა, განსაკუთრებით ნორვეგიაში.



Posted by: GEORGEXIII 26 Mar 2024, 13:12
1-2 წლით ჩავიდოდა კაცი, მარა სულ მანდ დარჩენა რავიცი.

Posted by: გამარჯობაათ 26 Mar 2024, 13:18
QUOTE
1-2 წლით ჩავიდოდა კაცი, მარა სულ მანდ დარჩენა რავიცი.

მეც მაგ აზრზე ვარ, მაგრამ არა ნირვეგიის შემთხვევაში, არამედ ნებისმიერი ქვეყნის შემთხვევაში.

spider77
QUOTE
კი.
ნორვეგია, დანია, შვედეთს შორის ფასებით შვედეთი ჯობია.
აი ხელფასები კი ნორვეგიაშია მაღალი (მსოფლუოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს).
ნორვეგიას კარგად ვიცნობ და ვიცი ბევრი დეტალი.
შვედეთთან ახლოს (დაახლოებით 100 კილომეტრის რადიუსში) ვინც ცხოვრობს, უქმე დღეებში საშოპინგოთ შვედეთში გადადიან, გაავსებენ ავტომობილს და უკან ბრუნდებიან.

ისე გამიგია ერთი შნაურისგან, ნორვეგიაშ ჩასულებს ჯერ გაუსწორადთ მოწესრიგებული ქვეყანა და მერე დეპრესია დაეწყოთ დიდი ღამეების, ზამთრების და მსგავსი ერთფეროვნებიდან გამომდინარე და ანტიდეპრესანტებსე ზიან ეხლაო. რამდენად რეალური თემაა


პლიუს რახან კარგად იცნიობთ სკანდინავიურ ქვეყნებს რამოდენიმე კითხვა მექნება მანდ მოგზაურობის თაობაზე თუ არ შეწუხდებით.

Posted by: spider77 26 Mar 2024, 13:42
გამარჯობაათ
QUOTE
ნორვეგიაშ ჩასულებს ჯერ გაუსწორადთ მოწესრიგებული ქვეყანა და მერე დეპრესია დაეწყოთ დიდი ღამეების, ზამთრების და მსგავსი ერთფეროვნებიდან გამომდინარე

არაა სიმართლისაგან შორს.
ადამიანებს ზოგადად გვიწევს არჩევანის გაკეთება რაღაცეებს შორის.
ვისაც აფანატებს წესრიგზე და სიმშვიდეზე, ნორვეგია მისთვის სამოთხეა.
ექსცენტრიულ სანგვინიკი, გამოკვეთილად სამხრეთელი კი რომელსაც დღე და ღამ ღრეობა, ცეკვა თამაში მოთხოვნილებაში აქვს და "ავოიეეე, მეზობლებო თქვენი დედა მოვდღან" ტიპია, ის ვერ იცხოვრებს gigi.gif


QUOTE
ანტიდეპრესანტებსე ზიან ეხლაო

ესეც ვინ როგორ, უფრო გადამეტებულია მსგავსი მოსაზრება.
ზამთარში თუ ნაკლებია მზის სინათლე, ზაფხულში პირიქითაა. ისე, სამხრეთ ნორვეგია ბუნებრივი პირობებით ბევრად არ განსხვავდება შოტლანდიისაგან, ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ გერმანია/პოლონეთისაგან.
მსგავსი მოსაზრებები უფრო ჩრდილოეთ ნორვეგიაზე ვრცელდება და იმ მხარეს ქართველები არც ეტანებიან.


QUOTE
რამოდენიმე კითხვა მექნება მანდ მოგზაურობის თაობაზე თუ არ შეწუხდებით

არაა პრობლემა.
გისმენთ.

თუ გნებავთ ნორვეგიის თემაა ცალკე და იქ გადმოინაცვლეთ.

Posted by: Ar-Pharazôn 26 Mar 2024, 16:15
მე ვიყავი ერთი თვის წინ ზუსტად

ყველაზე მაღალი ცხოვრების ხარისხია, რაც სადმე მინახავს. იმაზე უფრო ღიმილიანი და მეგობრული ხალხი, ვიდრე ველოდებოდი . ნუ ეხლა იტალიელებივით და ბალკანელებივით არ არიან, რა თქმა უნდა , ნორდები არიან მაინც, მაგრამ ბევრად უფრო კეთილგანწყობილები ვიდრე მოლოდინი მქონდა

თებერვლის ბოლო იყო და მეგონა რომ გავიყინებოდი, მაგრამ თბილისში რა ამინდებიც იყო, ის დამხვდა. ნუ შეიძლება 2-3 გრადუსით ქვევით, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული. მზეც გამოვიდა ერთიორჯერ.

კატასტროფა ფასები. სურსათი რომ ძვირი ეღირება. მიუნხენში იცხოვრებ ეკონომიურად, ლონდონში იცხოვრებ ეკონომიურად, აი კოპენჰაგენში ვერ იცხოვრებ ეკონომიურად. შესაბამისად საკმაოდ მონოეთნიკური კამანდა. ასე ტექნიკურად აჯმეინებენ უცხოელებს biggrin.gif

მაგარი ქვეყანაა, მაგრამ ღარიბობა არაა კაი არსად და არ ვიცხოვრებდი

Posted by: spider77 26 Mar 2024, 16:41
QUOTE (Ar-Pharazôn @ 26 Mar 2024, 16:15 )
მე ვიყავი ერთი თვის წინ ზუსტად

ყველაზე მაღალი ცხოვრების ხარისხია, რაც სადმე მინახავს. იმაზე უფრო ღიმილიანი და მეგობრული ხალხი, ვიდრე ველოდებოდი . ნუ ეხლა იტალიელებივით და ბალკანელებივით არ არიან, რა თქმა უნდა , ნორდები არიან მაინც, მაგრამ ბევრად უფრო კეთილგანწყობილები ვიდრე მოლოდინი მქონდა

თებერვლის ბოლო იყო და მეგონა რომ გავიყინებოდი, მაგრამ თბილისში რა ამინდებიც იყო, ის დამხვდა. ნუ შეიძლება 2-3 გრადუსით ქვევით, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული. მზეც გამოვიდა ერთიორჯერ.

კატასტროფა ფასები. სურსათი რომ ძვირი ეღირება. მიუნხენში იცხოვრებ ეკონომიურად, ლონდონში იცხოვრებ ეკონომიურად, აი კოპენჰაგენში ვერ იცხოვრებ ეკონომიურად. შესაბამისად საკმაოდ მონოეთნიკური კამანდა. ასე ტექნიკურად აჯმეინებენ უცხოელებს biggrin.gif

მაგარი ქვეყანაა, მაგრამ ღარიბობა არაა კაი არსად და არ ვიცხოვრებდი

აბსოლუტურად იგივე ეხება ნორვეგიას.
ერთი ეგაა, ოდნავ კიდევ უფრო ძვირია smile.gif

Posted by: Keyser 13 Apr 2024, 20:43
მეც ვიყავი

და მერე შვეიცარიაში ვიყავი

და დანია შვეიცარიასთან შედარებით არაფერი არ არის :უსერ:

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)