#50825012 · 23 Jun 2017, 13:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხანდახან მინდა ხოლმე რომ სასამართლოს პრობლემებზე დავარცხნილად ვილაპარაკო, მაგრამ არაფრით გამომდის, როცა მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და ძველი ხელისუფლების ყოფილ მონებს "მიყავთ პარადი", როცა ახალი ხელისუფლება თითს თითზე არ აკარებს, რომ საერთოდ რაღაც მაინც გამოასწოროს. როცა აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტო ვერ ხვდება, რომ სასამართლოს გარეშე ამ ორს უბრალოდ აზრი არ აქვს. როცა გადაწყვეტილების მიმღებიდან ვერავინ აცნობიერებს, რამხელა რაღაც ფუჭდება უმოქმედობით.
დღევანდელი სასამართლო ისიც არ არის, რაც მიშას დროს იყო (და მიშას დროს რა სიმახინჯესთანაც გვქონდა საქმე, ყველამ ვიცით).
არაობიექტურობის, არაკვალიფიციურობის და კიდე სხვა არსებითი პრობლემების მოგვარებაზე ფიქრიც ზედმეტია. ელემენტარული მენეჯმენტი არ აქვთ, შიდა კონტროლის სისტემა საერთოდ არ არსებობს. საქმეს, რომელიც 1 საათში შეიძლება გაკეთდეს, 5 თვეს ანდომებენ და კაცი არ არის პატრონი.
თბილისის მერიაც კი ბევრად უფრო სუფთა ორგანიზაციაა დღევანდელი მდგომარეობით და ათასჯერ უფრო ეფექტურად მუშაობს, ვიდრე სასამართლო.
ადამიანი ძალმომრეობას უფრო ეგუება, ვიდრე უსამართლობას.
უბრალოდ მაინტერესებს, როდემდე შეიძლება ამ მარაზმის ატანა?
--------------------
შეშფოთებული
|