Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > ჩვენი საყვარელი ლექსები


Posted by: Alice_In_Wonderland 18 Mar 2013, 02:29
http://forum.ge/?f=18&showtopic=33661951
http://forum.ge/?f=18&showtopic=33815847
http://forum.ge/?f=18&showtopic=34140016&st=0
http://forum.ge/?f=18&showtopic=34226887&st=0
http://forum.ge/?f=18&showtopic=34318683

თვრამეტი მარტი

თვრამეტი მარტი, თვრამეტი მარტი....
თვრამეტი უკვე გასული წელი,
თვრამეტი უკვე გამქრალი ლანდი
და წელზე ახალ მეგობრის ხელი.

თვრამეტი მარტი, თვრამეტი მარტი,
ერთად ატანა მზისა და თოვლის....
და როგორც ბეწვი და სუნთქვა კატის,
ქუჩაც სავსეა დენით და თრთოლვით.

თვრამეტი მარტი, თვრამეტი მარტი...
დრო როგორ გარბის, რა სწრაფად გარბის...
ვიღაცა გიხსნის გულსა და კარტებს...
დროს თითქოს სცივა და სადღაც გარბის...


და შენს კაბაში ირხევა ქალი
და ნაზი ბინდი ედება თვალებს,
და სულში ვიღაც ჩურჩულებს: მალე,
დალიე, სანამ სხვა ვინმე დალევს.

და როგორც ღვინო ან როგორც ბროლი,
ქუჩა სავსეა თრთოლვით და დენით...
და როგორც ღამე უეცარ სროლით,
ჩემი ცხოვრება შემკრთალა შენით.

და აი, ისიც! გაშლილ აფრებით
მოსულა ვიღაც და გიცდის კართან,
მე კი ჩუმად ვწერ და არაფერი
არ შემიძლია სიჩუმის გარდა.

თვრამეტი მარტი, თვრამეტი მარტი...
თვრამეტი უკვე გასული წელი,
თვრამეტი უკვე გამქრალი ლანდი
და წელზე ახალ მეგობრის ხელი.

ო. ჭილაძე
http://www.radikal.ru


Posted by: vaho 18 Mar 2013, 09:55
ბურია მგლოიუ ნებო კროეტ,
ვიხრი სნეჟნიე კრუტია,
ტო კაკ ზვერ ანო ზავოეტ,
ტო ზაპლაჩეტ, კაკ დიტია...

დღევანდელ ამინდას შეეფერება და თანაც ერთადერთი ლექსია, ზეპირად რომ ვიცი...

Posted by: irusha 18 Mar 2013, 10:09
გილოცავთ ახალ თემას.. 2kiss.gif


დავფიქსირდეთ პირველ გვერდზე.. user.gif

Сероглазый король

Слава тебе, безысходная боль!
Умер вчера сероглазый король.

Вечер осенний был душен и ал,
Муж мой, вернувшись, спокойно сказал:

"Знаешь, с охоты его принесли,
Тело у старого дуба нашли.

Жаль королеву. Такой молодой!..
За ночь одну она стала седой".

Трубку свою на камине нашел
И на работу ночную ушел.

Дочку мою я сейчас разбужу,
В серые глазки ее погляжу.

А за окном шелестят тополя:
"Нет на земле твоего короля..."


ანა ახმატოვა.


***

"რა საჭიროა სიტყვები? მჯერა!

რაღაც წყურვილით და გაგიჟებით,

როგორც სიცოცხლე და ბედისწერა,

თქვენ გაზაფხულზე მეპატიჟებით"


მგონი წინა თემაც ამ ლექსით დავიწყე.. ))

Posted by: საკურა. 18 Mar 2013, 11:47
დღეს არაფერი არ შეიცვლება,
რადგან შენ ჩემი მეუღლე გქვია...
მაგრამ მე ვფიქრობ-
ხომ შეიძლება,
მენახე, მაგრამ ძალიან გვიან.

ხომ შეიძლება, გეცხოვრა სადღაც,
შევხვედროდით და ჩაგვევლო უბრად,
შეეწყობოდი სრულიად სხვა კაცს,
დაუმშვენებდი ოჯახს და სუფრას.

ეს გაზაფხული შენით მიცვნია,
გზადაგზა მინდვრის ყვავილებს ვითვლი...
და ახლა ფიქრიც არ შემიძლია,
რომ შენ შეგეძლო ცხოვრება სხვისთვის.

Posted by: nini gogo 18 Mar 2013, 11:50
QUOTE
გილოცავთ ახალ თემას.


http://www.radikal.ru




‎*სანთელი*

ობლად მნათობი სანთელი
სწუხდა ცხოვრებას, გლოვობდა.
და დღე არ იყო ნათელი,
უკუნით ბნელში ცხოვრობდა.

გადიოდა დრო, სიცოცხლე,
ბნელში სიბნელე მატობდა,
მაგრამ სანთლისა სისავსე
ცრემლებში ღმერთით ხარობდა.

ცდილობდა ძალა ბოროტი -
ძალისა თვისსა მაცდურით,
რომ დაემონა მონობით
მონა უფლისგან მართული.

ხან შეაჭიდა გრიალ ქარს,
არწია როგორც ლერწამი,
ხან მაცდურ ხერხებს მიმართა, -
იყო ცხოვრებით ვერაგი.

მაგრამ ნათელი სანთელი
ხედავდა შორით სინათლეს,
არ აღელვებდა ცა ბნელი,
სწამდა რომ ის გაინათებს.

იწვიდა დღეც და ღამეცა,
უმზერდა მზეს და მთვარესა,
გულს არ იტეხდა სჯეროდა,
სიცოცხლეს კვლავ უმღეროდა.

იცნო უფალმა სანთელი
და ის შემოსა ნათელით
და უთხრა ესე სიმართლე;
ქვეყნად იყავი სინათლე,

აჰა იცხოვრე სამოთხედ,
დღე უკუნითით ხარობდე,
ვერ შეგაშინოს სიბნელემ
და სამუდამოდ იმღერე.

სანთელმავ თავი დახარა,
ადიდა უფლის დიდება
და სიხარულის ამარამ
სთქვა: ჩემთვის აღარ ბინდდება.

ასე ნაგრძნობი სიცოცხლე
ჩემებრ რითმებში მოვყევი,
ვიცი სადამდეც ვიცოცხლებ
ბოროტს არ დავემონები.

მიხეილ ქაშიაშვილი


Posted by: imereti 18 Mar 2013, 11:51
ამ თემაში დაპოსტვის უფლება მაქვს თუ კიდე გამაგდებენ აქედანაც tongue.gif

Posted by: nini gogo 18 Mar 2013, 12:01
imereti
საინტერესოა რატო გაგაგდეს wink.gif როგორ ხარ?




*გენიოსების სამყარო*

ისვენებენ აზრები და ოცნებებს ასდევენ
და ასეთი გრძნობები სიმსუბუქეს მაძლევენ.

ჩუმდებიან ველები და თბებიან ხელები
და ზევიდან ჰორიზონტს ასველებენ ცრემლები.

ვერ იშლება წარსული - ოდეს ტანჯვით გასული
და მზეც თითქოს სევდიან მხარეშია ჩასული.

ეს თოთხმეტი მარცვალი მეტად მომხიბლავია
და სიცოცოხლის შენება წუთისოფლად ავია...

რატომ არის სიშორე სულსი ასე ნაცნობი,
რატომ არის ეს უცხო სიყვარული მათრობი?!

და ჰა ისევ ღამეა, ვარსკვლავთ შუქი ანთია
და საათზე ზუსტი დრო შესრულდა და ათია.

და მივდივარ ღამეში ვით სიკვდილის კაშკაში
და ვარ სული - დუმილი, ეს არ არის თამაში.

მიერთდება ნიავი და ჩვენ ლანდებს მივყვებით
და დრო ჩვენ არ გვეხება თვით მაგიურ ციფრებით.

შენობები მკვდარია და გაშეშდა ყოველი
და დრო ჩემზე ღრიალებს ვით მრისხანე ცხოველი.

მე კი ისევ გზაზე ვარ და სიშვიდე მაბერებს
და რითმები სიმღერას, - უკვდავებას აჟღერებს.

ხმელი ფოთოლთ გუნდები გზის ნაპირებს ედება,
ვგრძნობ სამყაროს სიკვდილი ვერაფრით გაჩერდება.

მიხმობს ისევ შორიდან უკუნითი სინათლე,
პოეზიის რიგებში ჩემი გზაა სიმართლე.

უბრალო და ნათელი მწვერვალებზე მაღლდება
და ამაყი სიცოცხლე სიცოცხლეში ალდება.

მე კი ისევ მივდივარ ოცნებების ტრფიალში,
სადღაც ნეტარ სიცოცხლის დაუღალავ ტრიალში.

და კარები შორია ვით მირაჟი ყვავილის,
უკან მომსდევს წამები და ხმა-კვდომა ჩხავილის.

იძირება ნისლები და გაგება ძნელია
და მე ცისკენ მივდივარ როგორც წმინდა ელია.

მიწა ისევ მკაცრია, ისევ გაუმაძღარი,
ისევ უმოწყალოა ვით მშიერი აფთარი.

და მიზეზებს არა სცნობს ბრმაა ბრმათა სხეულში
და დრო ჩემი გაფრენის იწერება რვეულში.

აღარ არის სიკვდილი, აღარ არის სიცოცხლე,
მახსენდება ბინდ-ბუნდად რაც აქამდე ვიცოცხლე.

და ეს არც ნაღველია, იყო წამი და სხვა რა
ბრმად მივდივარ მინდობით უშიშრობის ამარა.

მოსჩანს, მოსჩანს კარები, მოიყარეთ მუხლები,
ცრემლთა ფრქვევა იწყება, განათდება ქუფრები.

მხოლოდ სამი კიბეა კარებამდე მანძილი
და ვგრძნობ უკვე ჩემია ღვთაებრივი ნაწილი.

ჰა, შეიღო კარები და არ ვიცი როგორ ვთქვა,
ენაც ისე ჩუმდება და მძიმდება როგორც ქვა.

ზღვა ცისფერი ალები, არცა მიწა არც ზეცა,
თითქოს გამოუთქმელი ნეტარება დამეცა.

აქ სულ სხვაა სამყარო და სწმინდე უსრული,
აქ იშლება უკვდავი, - ნეტარების უფსკრული.

აქ ყველა გენიოსი ერთმანეთით ტკბებიან,
აქ არც ცრემლთა ფრქვევაა, არც ფოთლები ხმებიან.

აქ არც რამე სრულდება და ყოველი ერთია,
სამუდამო ანთება დაუსრული ღმერთია.

არის ჭეშმარიტება და კარს უკან გოდება,
სულს აღარ ახსენდება გატანჯული ცხოვრება.

ჭეშმარიტი გრძნობები, -მას აქამდე მოვყავდი,
იქნა შეწყალებული თუ როს რამეს ვცოდავდი...

მაინც გემშვიდობები შენ სხეულო ნაწამო,
მაინც გამახსენდები თბილისურო საღამო.

მაგრამ ახლა სხვაგან ვარ, მივაღწიე სხვა წამებს
და მშვიდობით სიკვდილო, მე სიცოცხლე მახარებს.

მიხეილ ქაშიაშვილი

Posted by: MOLA 18 Mar 2013, 12:06
სარკეში იგრძნობ – დროა უკვე გახდე მშობელი;
განმეორება საჭიროა ბუნების განძთა.
მოტყუებული რომ არ დაგრჩეს წუთისოფელი
და ვინმე ასულს არ მოაკლო დედობის განცდა.
ყველა ქალისთვის სანატრელი მამაკაცი ხარ,
ყველა ქალწული შემოგწირავს თავის მშვენებას,
მაგრამ საკუთარ სილამაზეს გაუტაცნიხარ
და არ გაფიქრებს შენი მოდგმის გადაშენება.
დედაშენისთვის წარსულ დღეთა სარკე შენა ხარ,
მას ნეტარ აპრილს გაუცოცხლებს სიყრმე შვილისა,
როცა შენს შუბლსაც ნაოჭებით ჟამი შელახავს,
მაშინ გაგიღებს შვილი სარკმელს სიყმაწვილისას.
უშვილ-უძირო თუ დარჩები მიუსაფარად,
მაგ შენს სახესაც შენთან ერთად მიწა დაფარავს.

Posted by: imereti 18 Mar 2013, 12:13
nini gogo
QUOTE
საინტერესოა რატო გაგაგდეს

ძალიან ბევრი ლექსი გიყვარსო და არ შეიძლება მასეო smile.gif თუ კიდევ ამიბუნტნენ, ისევ წავალ smile.gif

QUOTE
როგორ ხარ?

ვარ რა...

ისე მომენატრე, რომ გაჩერდა დროის წამები,
ისე მომენატრე, ვეღარ ამბობს სათქმელს თვალები,
ისე მომენატრე, ჩემი გრძნობით ზეცა ატირდა,
ისე მომენატრე, რომ ზაფხული უცებ გაცივდა.

რატომ მომენატრე! ჩემს გულს იცავს კარების ფიქრის,
ფიქრით დაღლილი მონატრება იმედთან მიჰქრის,
ისე მომენატრე, რომ ამ გრძნობამ მთვარეც გაათბო,
ისე მომენატრე, მონატრებამ ღვინოც დაათრო.

ისე მომენატრე, რომ წარსული ცრემლებად მექცა,
ისე მომენატრე, გრძნობა ფურცელს ეხება ლექსად,
ისე მომენატრე, შენზე ფიქრებს ვეღარ ვიცილებ,
ისე მომენატრე რომ დაღლილიც ვეღარ ვიძინებ...

Posted by: nini gogo 18 Mar 2013, 12:18
imereti
QUOTE
ძალიან ბევრი ლექსი გიყვარსო და არ შეიძლება მასეო

ნუ იტყუები ლექსების მოყვარული შენ არ გაგაგდებდა მაგის გამო biggrin.gif




შენს მერე მიყვარს ფიქრი,
აგორებული ზვირთად...
მერე კი ჩემი კერა
მხრებზე, რომ მაწევს ტვირთად...
ჯერ, შენ მიყვარხარ!
ჯერ, შენ!
შენით ვიპოვე თავი,
შენით გამითბა სული,
შენითვე ვიცანი ავი...
შენით შევიცან ყველა
და დროის სამი ფერი,
მინდა მოგიძღვნა ერთად
სამყაროს ყველა ფერი...
ჯერ,შენ მიყვარხარ!
ჯერ,შენ!
ფიქრით შენათან ვარ კრძალვით,
შენსკენ მოვილტვი ისევ,
მთელი გრძნობით და ძალით...

გიორგი ხვედელიძე

Posted by: imereti 18 Mar 2013, 12:22
nini gogo
QUOTE
ნუ იტყუები ლექსების მოყვარული შენ არ გაგაგდებდა მაგის გამო

ფაქტია, შეგიძლია წინა თემებს გადახედო, ზუსტად არ მახსოვს რომელი იყო, მგონი მესამე...

ისე მართალი ხარ, იმათ ლექსების და პოეზიის მოყვარულებს ნამდვილად ვერ ვუწოდებ wink.gif

შენგან განშორება წყვდიადის მსგავსია,
ქვაზე ამოსული მოშავო ხავსია.
რატომ მიმატოვე, სულ არ გებრალები,
ჩემგან დაფარულად ვარსკვლავს ედარები!

მე შენ დაგეძებდი, დამერღვა იდილია,
შენი არდანახვა ჩემი სიკვდილია.
იყო დამარცხება, იმედის გაცრუება,
ვაი სირცხვილო და გულის აცრუება!

მაგრამ შენ გამოჩნდი, იმედი ჩამესახა,
სახეზე სევდიანი ღიმილი ამესახა.
ყვავილის მსგავსი ხარ - ედემში აღზრდილი,
შენ ანგელოზი ხარ, მე შენი აჩრდილი...!!!!

Posted by: საკურა. 18 Mar 2013, 12:24
QUOTE

შენს მერე მიყვარს ფიქრი,
აგორებული ზვირთად...
მერე კი ჩემი კერა
მხრებზე, რომ მაწევს ტვირთად...
ჯერ, შენ მიყვარხარ!
ჯერ, შენ!
შენით ვიპოვე თავი,
შენით გამითბა სული,
შენითვე ვიცანი ავი...
შენით შევიცან ყველა
და დროის სამი ფერი,
მინდა მოგიძღვნა ერთად
სამყაროს ყველა ფერი...
ჯერ,შენ მიყვარხარ!
ჯერ,შენ!
ფიქრით შენათან ვარ კრძალვით,
შენსკენ მოვილტვი ისევ,
მთელი გრძნობით და ძალით...

გიორგი ხვედელიძე



აააააჰ............. love.gif
მაგრამ შანდორ პეტეფის ასოციაცია დამიტოვა რატომღაც..... ^_^


გიშვებ.. სამყარო დიდი არის, კი არ გაშინებ - გიშვებ ,
რომ იშვე შენ ხელახლა ცის ქვეშ და მზის ქვეშ.....
ხელს კი არ გიშვერ , გიშვებ - მეთქი, ღამის სიგიშრე ტბები დამიშრა,
ცრემლიც არ მაქვს - უცრემლოდ გიშვებ.....
მიყვარხარ მთელი ამოსუნთქვით, ჩასუნთქვით..
შიშველ ტკივილით ძილში ,ღვიძილში და მე გიშვებ
იმ შენ ერთადერთ გზაზე , ვიწრო გზაზე
და ეს კი ნიშნავს რომ შენს საკუთარ სიღრმეში და წიაღში გიშვებ....
სახლში დაბრუნდა ღვთისმშობელი გოლგოთის მერე,
ჯვარცმის საღამო მიიწურა და ალბათ ნივთებს
(რაზეც ნაკლებად საუბრობენ, ფიქრობენ , წერენ)
ადგილს უცვლიდა , ალაგებდა და წმენდდა იმ დღეს....
ათი მცნებით ვართ აკრძალულნი ,
ათი უძირო....უკიდეგანო უფსკრული წევს ჩვენს შორის შიშებს....
ათასგვარს აღძრავს იგი ჩვენში - უღრმესს....უმძიმესს,
და ამიტომაც სხვა რა გზაა - მე სახლში გიშვებ....
ბედნიერება ცრურწმენაა , ნუ ჩაეფლობი ამ ძველ ჭაობში,
ნუ კითხულობ მის მაცდურ ნიშნებს........
ეს მე კი არა - სიყვარულის შეუძლებლობა
თავის ვეება მოქნეული ფრთებიდან გიშვებს!........

Posted by: nini gogo 18 Mar 2013, 12:29

QUOTE
მაგრამ შენ გამოჩნდი, იმედი ჩამესახა,
სახეზე სევდიანი ღიმილი ამესახა.
ყვავილის მსგავსი ხარ - ედემში აღზრდილი,
შენ ანგელოზი ხარ, მე შენი აჩრდილი...!!!!


love.gif




ჩუმად იყავი,
თვალები მეტყვის შენზე ყველაფერს.
ჩუმად იყავი,
ვხედავ ვარდები ემსგავსება თითქოს კელაპრებს.
ჩუმად იყავი,
თუნდაც სათქმელი გქნდეს ათასი,
ჩუმად იყავი,
რადგან ვერცხლია დღეს სიტყვის ფასი.
ჩუმად იყავი,
გაირინდება ოცნებებში ბებერი მუხა.
ჩუმად იყავი,
პოეტებსაც ამ დუმილში ეწვიათ მუზა.
ჩუმად იყავი,
სისულელეა სიტყვების თოვა.
ჩუმად იყავი,
თვით სიყვარულიც თავისით მოვა.

მოვა, ლექსივით ჩამოგიქროლებს,
ჟრუანტელივით დაგივლის თითქოს,
გზაში ერთი-ორს ამოიოხრებს,
მაგრამ ის გზაში ყოველთვის ფიქრობს:
ჩუმად იყავი,
თვალები მეტყვის შენზე ყველაფერს.
ჩუმად იყავი
გზებზე ვარდები ემსგავსება თითქოს კელაპტრებს

ვახო კილასონია


Posted by: საკურა. 18 Mar 2013, 12:34
ღმერთო, მაპატიე აპათია,
რაც კი მაბადია - მაპატიე...
ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს,
ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს.
თორემ უშენობა უმზეოა,
არ ვიცი ვისავით უმწეო ვარ...
ქვიშაზე ნაწერივით წავიშლები,
უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები
მე მივატოვე მზის შენობა,
ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობა
იქნებ გამახსენო? გამახსენე
ყველაფერი თავიდან ამიხსენი
შენი სამი ცალი სამოსელი,
ღმერთო ფარდებივით ჩამოხსენი.
იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი...
უფალო მე კი არა - შენ იყავი.

Posted by: wuma 18 Mar 2013, 12:41
ოჰო გილოცავთ ახალ თემას smile.gif

***
დედაა, რასაც პირველად ნახავ.
მამით იწყება გზებზე ფიქრები.
მერე ჩვენ ვძერწავთ საკუთარ სახეს
იმ დღისთვის როცა აღარ ვიქნებით.
ბავშვობა გადის და უცებ გადის.
ჩვენც გვიხარია, რომ უცებ გადის.
აღარ ჩანს-დღემდე რაც ნათლად ჩანდა,
ქრება უხილავ მეტოქის ლანდიც.
ვერც ჩვენ ვახერხებთ იმ განძის პოვნას,
ვცერც ჩვენ ვნახულობთ იმ აშიშ სოროს,
რომელიც დიდხანს მოჰყვება ხსოვნას
და ბავშვობაში არსებობს მხოლოდ.
სამაგიეროდ დღემდე ჩაკეტილს,
დღეს ყველა ქუჩას გვიჩენს ქალაქი
და უკვე ვიცით, ვინ რას აკეთებს
ულაპარაკოდ თუ ლაპარაკით.
ჩვენ აღარ გვაკრთობს ხმაური ქარის
და აღარც დედებს არ ვეტირებით,
რადგან ზღაპრების გმირების დარად,
ვართ ბოროტები ან კეთილები.
და ყველა ვცდილობთ რაღაცის შოვნას,
ყველამ ვიღაცას მივეცით ფიცი.
ჩვენ უკვე ვიცით, რას ნიშნავს თოვლი,
ბავშვები როგორ ჩნდებიან ვიცით.
და უცებ სულში შემოდის ქალი:
ვარდებით, ელდით და ჟრუანტელით....
და ტკივილამდე გახელილ თვალებს
ეცოტავებათ ზეცის ნათელი.
ჩვენ ვხურავთ წიგნებს, უჯრებს და ფანჯრებს
და გაბრუებულ ფრინველის მსგავსად
ვაწყდებით კედლებს და უცებ ვამჩნევთ,
რომ წასასვლელი აღარ გვაქვს არსად.
რომ აღარ გვახსოვს, რაც უკვე ვნახეთ,
რასაც ოდესღაც მივწვდით ფიქრებით....
და მაინც ვძერწავთ საკუთარ სახეს
იმ დღისთვის, როცა აღარ ვიქნებით.

ჭილაძე

Posted by: imereti 18 Mar 2013, 12:45
nini gogo
QUOTE
ჩუმად იყავი

ვერ გავჩუმდები biggrin.gif

ისევ დათბება, ქარი ჩადგება, შეწყდება თოვა,
მზე თავის სითბოს უწილადებს გაყინულ მიწას,
მერცხლებთან ერთად გაზაფხული ნამდვილად მოვა
ჭირვეულობა დამთავრდება ალბათ მარტისაც.
აპრილთან ერთად აყვავდება ალბათ ბუნება
აზვირთდებიან უთავბოლოდ მდინარეები,
გამოცოცხლდება ადამიანთა მკვდარი გუნება,
რტოებს გაშლიან გაცოცხლდებიან მცენარეები.
მაისში ალაბთ კოკორს გაშლის უკვდავი ვარდი
და დაიწყება ვარდის მიმართ ბულბულთა ლტოლვა,
მაგრამ რად მინდა, მომაწვება სევდა და დარდი,
ჩემთვის მაისში დაიწყება მუდმივი გლოვა,
მე მირჩევნია იყოს ზამთარი და იყოს თოვა,
ჩემთვის უშენოდ გაზაფხული არასდროს მოვა...

Posted by: nini gogo 18 Mar 2013, 12:50
QUOTE
ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს.
თორემ უშენობა უმზეოა,
არ ვიცი ვისავით უმწეო ვარ..

love.gif love.gif

QUOTE
დედაა, რასაც პირველად ნახავ.
მამით იწყება გზებზე ფიქრები.
მერე ჩვენ ვძერწავთ საკუთარ სახეს

chups.gif


ყოველმა დღემ ჩვენ უნდა გაგვრწთვნას,
ჩვენი გონება მან უნდა გახსნას,
მაგრამ ამ დროის უკუღმართობას
დაუკითხავად მივყავართ სადღაც...
და სამწუხაროდ მივყვებით ჩვენც მას,
არ ვუფიქრდებით ახლო-მომავალს.
თვალებს არ ვახელთ,
გამოცდილებას კუთხეებს ვახევთ,
უიმედოს კი იმედს არ ვაძლევთ.
და ამ საქმეში გართულები იმას ვერ ვხვდებით,
რომ ჩვენს სახეზე იხატება მკვდარი თევზები
და საბრალონი დავნებდებით მდინარეს მიმავალს,
მკვდარი თევზები თან რომ მიაქვს და იქვე მიმარხავს!
ჰაჰ,სასაცილოა რომ ვიმარხებით
და ჩვენგან არ რჩება ქვეყნად არაფერი...
აქაც კი მართლაც თევზები გვჯობნიან მაშინ,
როცა ისინი საკუთარ სიმყრალეს ტოვებენ გზაში.
ჩვენი გვამები კი ცოტა ხანში,
სულმთლად გაქრება მკვდარ ხალხთა ზღვაში...!

კარიჭაშვილი მარი
* * *
imereti

ჩაქრი შენ :დ თუმცა ,,არა ...შენ რომ ჩაქრე ვინ გამინათებს გზებს lol.gif lol.gif

Posted by: imereti 18 Mar 2013, 13:03
nini gogo
QUOTE
შენ რომ ჩაქრე ვინ გამინათებს გზებს

მე რომ ვერ გინათებ? wink.gif


შორიდან ისე შემომეპარე როგორც,
ალვის ხეს, ცელქი ნიავი,
უცებ ვერ მივხვდი რა ქარი ქროდა,
ან რად დამეწყო გულის ფრიალი.
ნეტავი მაშინ არ შემხვედროდი,
ნეტავი მაშინ არ გამეცანი.
ჩვენმა თვალებმა შეხედეს ერთურთს,
მაშინ გამოჩნდა ერთი მიზანი,
იმედი ვიგრძენ, ჩუმად გიგულე,
მერე უეცრად გაუჩინარდი,
არც დამეთანხმე, არც უარი თქვი
და მეც დამტოვე გაუცინარი.
თუ მღვიძავს, შენზე ფიქრები მადნობს,
შენ მესიზმრები თუ ვარ მძინარი,
ნეტავ საიდან გამომეცხადე,
რა ხარ ასეთი ვერ შეგიცანი.
ნეტავი მაშინ არ შემხვედროდი,
ნეტავი მაშინ არ გამეცანი...

Posted by: nini gogo 18 Mar 2013, 13:08
imereti
QUOTE
მე რომ ვერ გინათებ?

აი ამ ლექსის მერე გამინათებ biggrin.gif





შენი მონატრება გამიბევრდა
ძილის საათები შემცირდა.
სხვისი მოფერება გამიძნელდა,
გუშინ სხვის თვალებში შემცივდა.
კარგი თვისებები გაგიბევრდა,
რამე ნაკლი თუ გაქვს არც მახსოვს.
დღეებს საათები მოემატა,
მგონი დაავიწყდა წასვლა დროს.
შენთან ყველაფერი ადვილია,
შენში ყველაფერი ჩემია.
მიყვარდე ისე მარტივია,
გიყვარდე ასეთი ძნელია?
სული ქარზე უფრო შეშლილია
ვფიქრობ–გრძნობა ხარ თუ სიგიჟე?
შენი გაბევრების მეშინია,
შენი სულის მომკლავს სიშიშვლე.
სახელდრქმეული ოცნება ხარ,
სიცხით გათანგულის წყურვილი.
ჩემი სიყვარულის ლოცვა ხარ და
ჩემი არსებობის სურვილი.
გულის ფეთქვასავით განგიცდი და
მაინც ვერ დაგარქვი ვინა ხარ.
ცოდვაშენდობილის შვება ხარ და
მზის ამოსვლასავით მიყვარხარ.

Posted by: imereti 18 Mar 2013, 15:13
nini gogo
QUOTE
აი ამ ლექსის მერე გამინათებ

აჰა მაშინ wink.gif

ჩემი ცხოვრება სავსეა შენით,
შენი სუნთქვით და თვალების ფერით,
თმებით, ტუჩებით, ალერსით, მზერით,
ჩემი არსება სავსეა შენით...
ჩემი დღეები სავსეა თმენით,
მარადიული მზითა და რწმენით,
მხრებით, მკლავებით, თვალებით, ყელით,
ჩემი ფიქრები სავსეა შენით.
ჭორით, ოცნებით, იჭვნეულ სენით,
ტყუილით, მართლით, ბოროტი ენით,
ზღვა სიყვარულით, პატარა წყენით,
მთელი სიცოცხლე სავსეა შენით,
ასე მგონია მე შენით ვცოცხლობ,
ასე მგონია ვსულდგმულობ შენით...

Posted by: MOLA 18 Mar 2013, 15:41
სონეტი #93

სამარადისოდ დავიჯერებ შენს ერთგულებას,
მოტყუებულმა ქმრებმაც სწორედ ასე იციან,
მაგ უნდო გულში ტრფიალება კვლავ მეგულება,
თუმცაღა ვიცი, გული სხვისთვის გადაგიცია.
ზოგი თვალები ორგულობის ამბავს ყვებიან,
მოღალატენი ვერასოდეს თავს ვერ იჭერენ,
შენს გამოხედვას სიძულვილი არ შეხებია,
მეც შენს სიყვარულს, ძველებურად, მიტომ ვიჯერებ.
შენი შექმნისას ზეცამ, ალბათ, ასე ინება:
შენს გულის ნადებს სიყვარული ფარავდეს ნიღბად,
ფიქრთა სიშავე მოსპოს თვალთა გამობრწყინებამ,
თეთრად მოჩანდეს გულიც შავი თვალების მიღმა.
აღარაფერი ამ სიცრუეს არ ეშველება,
ევას ვაშლივით მაცდურია შენი მშვენება.

Posted by: საკურა. 18 Mar 2013, 15:49
მომეცით სულ ცოტა ემოცია....
ამიქნიეთ თვალებწინ ხელი,
დამანახეთ ადამიანები...
მომწერეთ სასიყვარულო წერილები და მერე სახეში გამარტყით.
ამიხსენით სიყვარული
და ყველა სიტყვა უკან წაიღეთ,
რომ სიყვარულის ახსნის აღარ დავიჯერო.
ეცადეთ მიყიდოთ ლამაზ სიტყვებად.
სეილია!!!!!!
გამიღიმეთ და მერე გამჭორეთ
შემიშურეთ და მიმატოვეთ.
დამანახეთ ადამიანები!
ფიტულები უკვე დავინახე..
შემომაყარეთ თვალებში სინამდვილე.
შემომფიცეთ მეგობრობა და გამყიდეთ.
ძვირი არ ვღირვარ.
სულ რაღაც,ერთი ადამიანი...... love.gif

Posted by: merciamercia 18 Mar 2013, 16:46
***
მე მივაბიჯებ მოწყენილი, წელში მოხრილი,
და უიმედოდ გადავხედავ ჩემს თავს ზევიდან _
ის ისე არის ნაგვემი და მხრებჩამოყრილი,
როგორც ქალაქი უკანასკნელ შემოსევიდან.
დღე _ დღე არ არის, სანამ ცაზე მზე არ ამოვა,
არც ღამე ჰქვია _ უფრო დღეა ღამის საცვლებით. . .
აღმოსავლეთი ემსგავსება მდუღარ სამოვარს
და ცასაც შუბლი დაჰფარვია ოფლის მარცვლებით.
სიჩუმე მშვიდად გაწოლილა
გაკრულ ნაწერში
(მე ამ სიჩუმეს შევყურებ და ხელით ვეხები),
ისე ნებივრობს, როგორც დენდი რბილ სავარძელში
და მაგიდაზე ულაგია თითქოს ფეხები. . .

მზე ამოვიდა, მზე, რომელიც ჩემშივე სახლობს,
მზე არა სადღაც მეცხრე ცაზე, არამედ გულთან!
და მე მოვდივარ შენს ხელებთან, რადგანაც მახსოვს,
რომ შენს ხელებში
უკეთესად
ვფიქრობდი მუდამ!


ზვიად რატიანი

Posted by: nini gogo 18 Mar 2013, 17:39
imereti
QUOTE
ასე მგონია მე შენით ვცოცხლობ,
ასე მგონია ვსულდგმულობ შენით...

აი მესმისა განათებაა biggrin.gif

ლექსებად ჩაგითვლი უბრალო სიტყვებსაც,
ოღონდაც ამოთქვა გულიდან რაც მოგდის,
rolleyes.gif


QUOTE
გამიღიმეთ და მერე გამჭორეთ
შემიშურეთ და მიმატოვეთ.
დამანახეთ ადამიანები!
ფიტულები უკვე დავინახე..
შემომაყარეთ თვალებში სინამდვილე.
შემომფიცეთ მეგობრობა და გამყიდეთ.
ძვირი არ ვღირვარ.
სულ რაღაც,ერთი ადამიანი..

love.gif


QUOTE
მზე ამოვიდა, მზე, რომელიც ჩემშივე სახლობს,
მზე არა სადღაც მეცხრე ცაზე, არამედ გულთან!






რაღაც მორჩა და რაღაც დაიწყო
შენ უნდა ყველა გადამავიწყო

შენ შექმნა უნდა ჩემში სამყარო
და აღარასდროს გადამაყვარო

ცხოვრებაც ასე ფერებად ივლის
შენი თვალები ჟრუანტლად მივლის

მოგიძღვნი ლექსებს ნათენებ ღამეს
და დავთმობ შენთვის უამრავ რამეს

მოვივლით ერთად წვიმაში ქუჩებს
კოცნით აგიკლებ მაგ ლამაზ ტუჩებს

ვიქნებით ერთად დღისით და ღამით
ბედნიერები ვიქნებით ამით

ერთად გავყვებით ჩვენ ამ დინებას
თუ რათქმაუნდა ღმერთმა ინება

შენით დამჩემდა შვილზე ოცნება
როგორ მომწონხარ სულ მეკოცნება

რა მაგარია და რა ადვილი
როცა გრძნობები არის ნამდვილი

ლექსს რომ გიწერდი გული ღრმად ცემდა
თუმცა თვალები მაინც გამცემდა

მე ავირჩიე შენთან მყოფობა
და სიყვარულის ავადმყოფობა.

Posted by: საკურა. 18 Mar 2013, 17:54
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი.
ძვირფასო, მოსვლა რად გაგიძნელდა,
ძვირფასო, რისთვის დაიგვიანე.
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს.
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და, როგორც ბავშვი, დავიწყებ ტირილს.
ასე გაივლის წამება, ოხვრა,
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით.
მოხვალ დაღლილი, მეტყვი: როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი, მომეფერები.
თუმცა იქნება ღამე წვალების,
ღამე სასტიკი და ულმობელი.
და ეს თვალები, ლურჯი თვალები,
ჩემი თვალები ისევ მოგელის.

Posted by: nini gogo 18 Mar 2013, 18:03
QUOTE
მე მინდა შენგან რომ მყავდეს ბიჭი

ჰაჰ ეს გამახსენდა
წინადადება მაქვს შენთან
სახლი მინდა ვიქირავო...
ჩემი შვილისთვის...
მხოლოდ ცხრა თვით,
მხოლოდ შენს სხეულში..
========================

შენს ყველა სისხლძარღვს მთლიანად მოვივლი,
ჩაგისახლდები გულში,
მაგ სხეულს დაუვლი ცხელ ჟრუანტელად
აგიდუღდება სისხლი,
მერე თვალებში ზღვად ჩაგეღვრები
და დაგანახებ სიღრმეს,
ჩემს ამდენ კოცნას თუ ვერ გაუძლებ,
დაგითმობ ჰაერს, დაგითმობ სივრცეს,
შენს ყველა სისხლძარღვს მთლიანად მოვივლი
გაჩვენებ ვნებების ზვირთებს,
ისეთ სიყვარულს გაჩუქებ...
რომ ვერ გაჩუქებს ვერასდროს ვინმე.
თუ არ დამთანმხდები
ალბათ შევიშლები,
გული უმატებს ბიძგებს
გაიხლიჩება, დაიჩეხება,
სისხლით დაფარავს სივრცეს.
იმდენ სიყვარულს გაფანტავს ირგვლივ,
რომ არ უნახავს, ვინმეს
ნიჰილზმს წაიყვანს სასაკლაოზე
ბოლოს მოუღებს იქვე.
შენს ყველა სისხლძარღვს მთლიანად მოვივლი
ჩაგისახლდები გულში
სხეულს დაუვლი ცხელ ჟრუანტელად
ვნების ზვირთები გაჩნდება სისხლიში.

პაპი რომანაძე
* * *
საკურა.
სად გააქრე ის ლექსი გოგო biggrin.gif

Posted by: საკურა. 18 Mar 2013, 18:10
QUOTE
წინადადება მაქვს შენთან
სახლი მინდა ვიქირავო...
ჩემი შვილისთვის...
მხოლოდ ცხრა თვით,
მხოლოდ შენს სხეულში..



ეს რა კარგია! აააჰ......
ჩავასწორე....სანამ დაწერდი მანამდე... :დ
აი, შენ... biggrin.gif

მე მინდა შენგან რომ მყავდეს ბიჭი
თან მამაჩემის ერქვას სახელი
არ მოჰყვეს ჩემი "დალევის ნიჭი"
არ შერცხვეს არსად ჩვენი გამხელის...

Posted by: nini gogo 18 Mar 2013, 18:15
საკურა.
biggrin.gif ხო სანამ დავპოსტავდი გაქრა რას ერჩოდი მშვენიერი სიტყვებია

http://www.radikal.ru

სადა ხარ? რას შვრები?
გიცდი და არ ვრეკავ.
ვჯიუტობთ ბავშვები
გაზაფხულს წავლეკავთ.

გახსოვარ? რა გინდა?
ლოდინმა დაგღალა?
მე შენი ბაგიდან
ამბორის დამღა ვარ.

როგორ ხარ? იწექი?
რამდენ ხანს გეძინა?!
დაგღალე სიცელქით,
სიცელქე გეწყინა?!

შენ ჩემი სუნთქვა ხარ?
რა იყო, არ გჯერა?
ახლოს ხარ, სულთან ხარ-
სხეულის ფანჯრებთან.

რა მოხდა გინდივარ?
დღეს მუხლი იტკინე?
ამბორის დამღა ვარ
ასე რომ ვითმინე,

რა დროა? სამია?
გავჩუმდე ჯობია?
რა ვქნა ნასვამია
დღეს მარტოობია.

დაგღალე საუბრით?
ხმა რატომ იცვალე?
შეხვედრას გაურბით
ასე რომ ვიწვალე.

მარტო ხარ? მერე რა?
გინდა რომ მოვიდე?
ტკივილი მერევა,
მაგრამ მე მოვითმენ.

რამდენ ხანს გელოდი?!
გინდოდა გეთქვა რა?
რომ ერთად მელოტი
ჭადრები გვეთვალა?

სადა ხარ? რას შვრები?
გიცდი და არ ვრეკავ.
ვჯიუტობთ ბავშვები
სიყვარულს წავლეკავთ.

გ.ზანგური

Posted by: საკურა. 18 Mar 2013, 18:17
დროდადრო
ყველაფერს ეცვლება ფერები,
ჰო, წლებიც სხეულზე იცვლიან სეზონებს,
მერე კი გგონია უდროოდ ბერდები,
სარკეში ედრები შენს კარის მეზობელს.
დროდადრო
ფიქრობ რომ ამინდზე მშვიდი ხარ,
ქარიშხალს დაჰყვები და უფრო ლმობიერს,
გინდება უსიტყვოდ უმზერდე ხიდიდან
წამის წინ ხმაურით გაფრენილ თოლიებს.
დროდადრო
ხასიათს თან დასდევს განწყობა,
სულს მეტი სიგიჟე, გონება – სინთეზი
და როცა ორდები, “გაფრენა” წყაროა,
დაცლილი სხეულით ხელახლა ინთები...
დროდადრო
ისეთი ხშირია წვიმებიც,
ან ისე მშრალია ნაცემი ქუჩები,
რომ ენაც უშრებათ და მეტი სიბერწით
ლოკავენ სხვის ფეხებს, რატომღაც ჩუმდები...
დროდადრო
დღე-ღამეც იცვლიან საღამურს,
ხანდახან მზეს ჩასთვლემს მთვარესთან ბუდეში
და ემოციების დელგმასთან განაბულ
შენს მესთან, ლექსების წერასაც უნდები.
დროდადრო
სულ ისე, მარტივად ვრთულდები,
ფერი მაქვს ხან უფრო ცასავით მოავდრო,
ხან ასე შლეგი და ხან ისე სულელი,
გიყვარდე მინდა და თუ გინდა
დროდადრო...


nini gogo
QUOTE
ხო სანამ დავპოსტავდი გაქრა რას ერჩოდი მშვენიერი სიტყვებია

რავიცი...აღვგვი პირისაგან მიწისათქო,მაგრამ.... :დ

Posted by: imereti 18 Mar 2013, 18:26
საკურა.
nini gogo
QUOTE
მე მინდა შენგან რომ მყავდეს ბიჭი

აუფ... რა დღეში ხართ? smile.gif

ეს არ წავა? biggrin.gif

როგორ გიხდება შავი თვალები
და მაგ თვალებზე პატარა ცრემლი,
აგატირებდი ერთ ღამეს მაგრამ,
ხელშესახებად არ მემეტები.

ქალიშვილური ეგ სიამაყე
ისე მატყვევებს და ისე მიპყრობს,
დადგება ერთი ლამაზი ღამე,
და იმ ღამეში აღარ დაგინდობ.

ვიცი დამიწყებ, ხელი გამიშვი,
ჩემს პატრონს მხოლოდ მე ერთი ვყავარ,
არ დავიჯერებ შენს შემკრთალ სიტყვებს,
და მხრებზე ხელებს შემოგხვევ მაგრად.

ამიტირდები როგორც ბეღურა,
და დაიწყება ფიცი, ვედრება,
მაგრამ ეგ შენი ლამაზი ტანი,
ხელშესახებად არ მემეტება.

- არ გეცოდები? - მოთქვავ ტირილით,
-ვაიო - იტყვი ქალწულის ბრალი,
წაგიჩურჩულებ - ღმერთმა შემინდოს,
და იმ ღამეში გახდები ქალი.

Posted by: საკურა. 18 Mar 2013, 18:26
დამტოვე ამ უცხო, ბოდვიან ქალაქში,
შენზე მოჯაჭვული გრძნობების ხუნდებით
და ბევრჯერ გარეცხილ ფერად ნაჭერივით,
ვგრძნობ, რომ ვიცრიცები, საოცრად ვხუნდები...
სიშორე... პანელზე გამოსულ ქალივით
გულში ჩაგიხუტებს, ნაბიჯებს აგირევს...
მე ისევ შორსა ვარ... დამშრალი ტუჩებით
თუ არ დამეწაფე, ჩემს თავს სხვა დაგილევს.
ზეცას შეაწმინდა უცნობმა მხატვარმა
ვარდისფერ გუაშში დასვრილი თითები,
ჩემი მარტოობის გრძელ წინადადებას
როგორც ლოგიკური წერტილი, სჭირდები.....




* * *
imereti

QUOTE
არ დავიჯერებ შენს შემკრთალ სიტყვებს,
და მხრებზე ხელებს შემოგხვევ მაგრად.

^_^

კი....წავა..... biggrin.gif

Posted by: imereti 18 Mar 2013, 21:04
ქუჩას მისდევდა ლამაზი გოგო
და ცალი ხელით ვარდი მიჰქონდა,
ისეთი იყო... აგიხსნათ როგორ?
მოგონებაა მასთან ჯოკონდა.
გაქვავებული ბიჭები იდგნენ
და ქანდაკებას ჰგავდნენ ყველანი,
ვერ პოულობდა სიტყვას ვერც ერთი,
ხმას ვერ იღებდა დიდხანს ვერავინ.
და როდის, როდის ერთმა მათგანმა,
იმ გაქვავებულ ბიჭებთა შორის,
ძლივს ამოღერღა ყველას სათქმელი,
"ჩემს მტერს ასეთი ლამაზი ცოლი"

Posted by: ვივიანა 18 Mar 2013, 21:10
მოვარდა ქარი
და
ღრუბლები ცას მიუსია...
უფერულია რეალობა...
ვარ ილუზია...
ისევ გათენდა...
გაფერმკრთალდნენ მკვეთრი განცდები...
სხვა ფერადდება მზის სხივებით...
მე კი...
ვბაცდები...
ისევ ვიხრჩობი...
ამაოა ყველა მცდელობა...
დგას ოთახებში უშენობის უჰაერობა...










როგორ მიყვარს ეს თემა

Posted by: nini gogo 18 Mar 2013, 22:27
QUOTE
ჩემი მარტოობის გრძელ წინადადებას
როგორც ლოგიკური წერტილი, სჭირდები.


love.gif
QUOTE
"ჩემს მტერს ასეთი ლამაზი ცოლი"

chups.gif

QUOTE
სხვა ფერადდება მზის სხივებით...
მე კი...
ვბაცდები.

user.gif




ნისლის ფატით და

თოვლის ქოშებით,

ჩუმად გაიპარა ეს ზამთრი.

მოვარდა მარტი ქოშინით და

მოყვა გაზაფხულის ნიაღვარი.

ისე უჩვეულო ღამე არი,

ალბათ ყვავილობას გაგვიმხელენ

და დილით ჭადრები ნამიანი,

ქუჩას მწვანე თვალებს გაუხელენ.

ოჰ, ეს რა სულელი ქარი არი,

კისკისებს მეზრდება ნადავლიო,

ვაიმე,

ჭკუიდან შემეშლება

შენ რომ მოგიკითხავს სად არიო.

Posted by: imereti 19 Mar 2013, 12:40
საკურა.
QUOTE
არ დავიჯერებ შენს შემკრთალ სიტყვებს,
და მხრებზე ხელებს შემოგხვევ მაგრად.

^_^

კი....წავა.....

ეს თუ წავა biggrin.gif

გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება.
რა დააოკებს თავნება აპრილს?
მოვა, მოიტანს, ცისფერ ყვავილებს
და შენს ფეხებთან დაჰყრის და დაჰყრის.

ვერ გაუძლებენ მოვარდნილ ვნებებს
და დასკდებიან ატმის კვირტები
და მეც ვითარცა ახლად გაცნობილს,
ახალი თვალით დაგაკვირდები.

შენშიაც ვიგრძნობ აპრილის სუნთქვას,
მოვარდნილ მეწყერს და ძუ ავაზას!
გეტყვი, მითხარ: აპრილი გათბობს,
თუ სხვა სურვილმა გაგალამაზა?

გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება,
მოვა დღეები წყურვილების და გაგიჟების,
სადაც შეგხვდები, შემოგახევ მოცისფრო კაბას,
თუ შენი ნებით, შენი ნებით არ გაშიშვლდები!

Posted by: საკურა. 19 Mar 2013, 12:56
მომხედე!
ახლა ერთგულება ისე მჭირდება,
გავნიავდები,
გავქარდები ზეცაში ვიდრე,
მომხედე ახლა,
შეგრძნებების ცეცხლი ღვივდება,
და შენკენ ისევ გაგუდული ძახილით მიწვევს.
გადავცდით მზისგან აყვავებულ თოვლიან ხეებს,
დროსაც ვაჩუქეთ ფრაზები და სივრცეებს ვერწყმით,
ჩვენ ჰაერი გვაქვს საერთო და მთლიანობისთვის,
როგორც არასდროს,
ახლა ისე გვჭირდება ფრთები.
ისუნთქე ჩემით,
საფეთქელზე დამაწვი ბაგე,
რომ მერე ჩვენი შემოდგომის ფოთლებს ვეურჩო,
რომ ვიკამათოთ, დამაჯერე როგორ გაკლივარ,
ვიეგოისტებ და ათასჯერ გეტყვი_ მე უფრო.
მომხედე,
ახლა,
საზღვრებიდან როცა გავდივარ,
არდაბრუნების აპათია არ დამეუფლოს...


QUOTE
ოჰ, ეს რა სულელი ქარი არი,

კისკისებს მეზრდება ნადავლიო,

ვაიმე,

ჭკუიდან შემეშლება

შენ რომ მოგიკითხავს სად არიო.

როგორ მიყვარს ქარი..... !!!!!! love.gif

QUOTE
გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება.
რა დააოკებს თავნება აპრილს?
მოვა, მოიტანს, ცისფერ ყვავილებს
და შენს ფეხებთან დაჰყრის და დაჰყრის.

ვერ გაუძლებენ მოვარდნილ ვნებებს
და დასკდებიან ატმის კვირტები
და მეც ვითარცა ახლად გაცნობილს,
ახალი თვალით დაგაკვირდები.

შენშიაც ვიგრძნობ აპრილის სუნთქვას,
მოვარდნილ მეწყერს და ძუ ავაზას!
გეტყვი, მითხარ: აპრილი გათბობს,
თუ სხვა სურვილმა გაგალამაზა?

გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება,
მოვა დღეები წყურვილების და გაგიჟების,
სადაც შეგხვდები, შემოგახევ მოცისფრო კაბას,
თუ შენი ნებით, შენი ნებით არ გაშიშვლდები!

წავა?..... ^_^
ძალიან კარგია .... !!!

Posted by: imereti 19 Mar 2013, 13:01
საკურა.
ეს შენ...

მადლი შენს გამჩენს, ლამაზო, ქალო შავ-თვალებიანო,
დღისთ მზევ, ღამით მთვარეო, წყნარო და ამოდ ხმიანო.
შენის ლოდინით ვსულდგმურვარ, თაყვანს ვცემ შენსა სახელსა,
დედის ერთა ვარ, ნუ მომკლავ, ნუ დამანანებ სოფელსა.
ყარიბი ვინმე მოვსულვარ, სოფლისა მუშა საწყალი,
ამხანაგად მყავს ნაბადი, ძმობილად _ ბასრი ხანჯალი,
მე სხვა სიმდიდრე რად მინდა? მე შენი გულიც მეყოფის,
მის ფასი კიდევ საუნჯე ცის ქვეშეთ განა იმყოფის?


nini gogo
ეს შენ...

ვიცი,
ისევ მოვა თოვლი...
მიყუჩდება გულში დარდი...
მერე, ისევ გიპოვი და
გეტყვი,
როგორ შემიყვარდი...
ვიცი,
ისევ მოვა ფიქრი...
წლები, შენს სიყვარულს მომთხოვს...
სუსხი დამიბერავს. ვიცი...
ისევ,
გამეტებით მოთოვს...
ვიცი,
ისევ მოვალ, დაღლილს...
ამოგიშრობ ცრემლებს კოცნით...
თოვლს,
სახეში შემოგაყრი...
შენ იქნები, ისევ მორცხვი...
ვიცი,
ისევ დამდევს ლანდი...
შენი მონატრების ფერი...
მახსოვს,
როგორ შემიყვარდა,
შენთან ერთად ყველაფერი...
ვიცი,
უშენობას ახლა...
ისევ, მონატრება ჰქვია...
მოგონება გამიახლა...
თავს, რითმები მომახვია...
ვიცი,
ისევ მოხვალ, მალე...
და სიყვარულს, ისევ მომთხოვ...
ერთად,
გავიღვიძებთ ხვალე...
და უჩვენოდ აღარ მოთოვს...
და მაჩუქებ, ისევ ღიმილს...
დღეს, რომ ასე მიმატოვა...
დამავიწყებ,
ვიცი, ტკივილს...
სიყვარული მოვა, თოვად...
ვიცი,
ისევ მოვა თოვლი...
და შენ მოხვალ, თოვლის გუნდად...
მე ხომ,
შენი შეხება და
მხოლოდ შენი კოცნა მსურდა...
ფიფქებს მაყრის დილა, უხვად...
მინდა,
მოგეფერო ფრთხილად...
შენ ხარ,
თეთრი თოვლის სუნთქვა...
ჩემი თოვლისფერი დილა...

Posted by: wuma 19 Mar 2013, 13:02
***

შენ ვეღარ შეძლებ ჩემს დავიწყებას
და თუკი შეძლებ, მაშინ მთვარეს უნდა გაექცე,
უნდა გაექცე თოვლის რიჟრაჟს შუაღამისას
და სისხლს ფიქრები აუკრძალო,
ხოლო სიზმარს _ შემოსვლა შენში,
შენ ვეღარ შეძლებ ჩემს დავიწყებას
როგორც მზე ვეღარ დაივიწყებს საკუთარ სხივებს,
როგორც მინდორი მწვანე ბალახს ვერ დაივიწყებს.
აღფრთოვანებას გადაჩვეული
ჩემი თვალები მოძებნიან შენს სიჩუმესაც
და დავინახავ, როგორ იზრდება
შენს მაღალ ყელში სასორწარკვეთა.

თამაზ ბაძაღუა

Posted by: საკურა. 19 Mar 2013, 13:13
imereti

ხალხური?????

QUOTE
ჩემი თოვლისფერი დილა...

love.gif

შენ თვალებიდან აპრილი გცვივა,
იღვიძებს დილა რძისფერი კაბით.
წელმოწყვეტილი იები მტკივა,
შენ მაპატიე, თუ შემიყვარდი.
წუხელის წვიმამ დატბორა გზები,
და აჩრდილივით გეძებდი ქარში,
შენ თვალებიდან გცვივა იები,
და გაზაფხული გიფეთქავს ტანში.
იასამნებად გეტყობა წლები,
დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი,
მინდა გიყურო შორიდან გზნებით,
მინდა მოვიკლა ასე წყურვილი.
მინდა გაფრენა ოცნების ფრთებით,
მარტმა ფიქრები ისევ არია,
მიყვარხარ-ამას ნუ მეკითხები,
თუ გინდა გეტყვი, გეტყვი: ძალიან!!!...

Posted by: imereti 19 Mar 2013, 13:19
საკურა.
QUOTE
ხალხური?????

არ მოგწონს?

ნეტავი, გოგო, შენი ხმა
ავადმყოფს გამაგონაო,
ტუჩი ტუჩს დამადებინა,
ძუძუებს ჩამაკონაო.
მალ-მალე მოდი ჩემთანა,
შენც ობოლი ხარ, მეცაო,
უბეში ხელის ჩაყოფა,
შენც გიამება, მეცაო.
ნეტავი, გოგო, მე და შენ
ერთამდაც დაგვაწვინაო,
დაგვხურა ჩემი ნაბადი,
მაღლით დაუშვა წვიმაო.
ნეტავი, გოგო, მე და შენ
ერთმანეთს დაგვატოლაო,
რომელიც მეტი მოვიდეს,
მაკრატლით დაგვასწორაო...

Posted by: საკურა. 19 Mar 2013, 13:23
imereti
QUOTE
არ მოგწონს?

რატომაც არა.....
სწორად თუ "შევიცანი" გაგება მინდოდა......


ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს,
რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,
როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.
წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც, ჩვენს უკან
აელვებული იდგა თბილისი.
ორთაჭალაში ყვაოდა ნუში,
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,
და შენც, ძვირფასო, ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, მოჰგავდი ხვითოს.
ნუ მომწერ. ისეც ვიცი, რა გვარი
ფერებით ყვავის თბილისი ახლა,
რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით
და დილისათვის ამწვანებს ნახნავს.
მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს
მოაქვთ გულების საამო ფეთქვა
და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს,
თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, -
გეტყვი, რომ მოვედ ბროძლანახული
და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,
რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,
ბრძოლების შემდეგ – მზე გამარჯვების.
* * *
შემოვიტანოთ ცოტაოდენი "პაპსა"........... ^_^



დასრულდა ცრემლებით ბანალურად
ერთი სიყვარულის პრემიერა,
პირქუში სიზმარივით გამიმეტე
ასე თავნება და ნებიერა

არადა, ღმერთმანი, თავი მომწონს,
მართლა კარგი ვარ და სასურველი,
მიკვირს _ადექი და შემელიე,
მიკვირს _ უჩემობას გაუძელი...

ვაი _ შენ თორე მე რა მიჭირს _
მე ჩემს ტყე-უღრანებს გადავლახავ...
შენებრ გონიერი იმდენიააა!..
ჩემებრ თავქარიანს სადა ნახავ?

Posted by: nini gogo 19 Mar 2013, 16:02
imereti
QUOTE
ვიცი,
ისევ მოვა თოვლი...
მიყუჩდება გულში დარდი...
მერე, ისევ გიპოვი და
გეტყვი,
როგორ შემიყვარდი...


გადაწყვიტე დამწვა ისე რომ ფერფლიც აღარ დარჩეს ჩემი? biggrin.gif

აი ეს შენ chups.gif

შენ თუ მეძებდი არ მახსოვს ,
მე რომ გეძებდი ვიცი!
გენატრებოდი? - არ მახსოვს...
მენატრებოდი ვიცი!
შენ თუ ტიროდი არ მახსოვს,
მე რომ ვტიროდი ვიცი!
მართლა გიყვარდი? - არ მახსოვს..
მე რომ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ვიცი!

====================================



QUOTE
ვაი _ შენ თორე მე რა მიჭირს _
მე ჩემს ტყე-უღრანებს გადავლახავ...
შენებრ გონიერი იმდენიააა!..
ჩემებრ თავქარიანს სადა ნახავ?

ჰაჰ


ჩუმ მაღნარშია წამოწოლილი

ვიყავ, ზედ მედგა ხის უხვი ჩრდილი,

და საიდღამაც ნაზი ბულბული

სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.

დიდხანს და დიდხანს ვუგდებდი მე ყურს

იმ ხმას საკვირველს, იმ ხმასა გრძნეულს;

ვგრძნობდი ჩემ სულის მშვიდ აღმაფრენას

და გულის ჩემის სულ სხვა-რიგ ცემას.

დიდხანს ვატარე, დავღალე თვალი,

ვერსად ვერ ვპოვე ის მომღერალი;

თურმე, ჩემს გულში ნაზი ბულბული

სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.

(ილია ჭავჭავაძე)

Posted by: merciamercia 19 Mar 2013, 16:42
რექვიემი

მე გუშინ ისევ დავეკიდე ოთახის ჭაღებს,
ეს სიკვდილია, მახსენებდა ოდნავი რხევა.
სარკის მინაზე აორთქლებულს ვუმზერდი სახეს,
ჩემს პროცესიას, მეგობრებო, მოჰყევით ნელა!

ჩვენს ქვიშის საათს ამოუშრა მუცელი ლუწი
და ჟამი _ ხვლიკი გადაიქცა მარადისობად.
მთვარეს მოუკვდა მზის შობისას თენება უწინ
და ალიონი ჰორიზონტზე ფრენას შიშობდა.

ოცი ავაზა აფრენილი მოჰყვება კუბოს,
დღე ფარშევანგის ბუმბულივით ამიპრიალდა,
მაშ, ბოლო ვალსი, ბოლო ალტის სიმები უხმო?
თუ, მეუფეო, ევერესტზე დამაგვიანდა?!

ბაირაღები _ სისხლისფერი თქვენი კალთები,
ამ მოკვეთილი ბაგეებით რომ მიკოცნია,
მე ვიცინოდი? ეს ცრუობდნენ ჩემი ნაკვთები,
ნუთუ, ერთხელაც ჩემს სახელზე არ გილოციათ?

და თუ ასეა, მოილოცეთ ბოლოჯერ სული,
ჰიმალაებზე რომ მიანდო სხეული ხრამებს.
მაგრამ ცეცხლივით მზის ბუდეში შხიოდა გული
და კვლავ ლესავდა საბოგინოდ ღრუბელი ქარებს.

როცა გეძინათ სასთუმალზე სიზმრის ბეღლებში,
მე მაშინ ვწერდი `ევასა” და “ადამს~, `ზარების დონებს~,
ვიღაც ბაყაყი რომ ყნაოდა წუხელ ღელეში,
ოქროს გვირგვინით დღეს მიგათრევთ, ვით მორჩილ მონებს.

და ის საფანტი, ჩემს გულზე რომ მოსულა ნუშად,
იყო გარდასვლა შემოდგომის თეთრი ღამესი
დალეწილი მაქვს თვალის ჭრილში საცქერი შუშა
და, სიყვარულო, შენ ყოფილხარ ჩემი დანტესი.

ღმერთო ძლიერო, არ ვყოფილვარ მე ბასტილია,
არც მეგობრობა არ ყოფილა ჩემი ღალატი.
მოდით დამხედეთ, ეს მაჯები გადახსნილია,
თბილი `კინჟალით~ განვისვენებ, როგორც მარატი.

ამ რექვიემზე იზეიმებს, ალბათ, სიკვდილი
და ეს იქნება ნელი ვარდნა, კვლავ წამიერი.
არ გამაგონოთ პარტიტურა ბოლო ტირილის
თქვენში უჩუმრად ცოცხალია ჰერ სალიერი.

მოდით, დამხედეთ, გარდაცვლილმა როგორ ვიბრძოლე,
ნუ შეგაშინებთ თალხისფერი ჩემი სხეულის.
მე არ მოვმკვდარვარ,

არ მოვმკვდარვარ, მხოლოდ ვიცოცხლე,
ამაოებით არ მივსია სულის რვეული.

ერთი ლეგატო, მაესტრო წამის,
ერთიც დამითმე ხნიერი ნოტი,
ერთიც ვიცეკვოთ ჟიზელი ღამის,
შენ, შემოდგომავ, ვიცეკვოთ, მოდი!

და მე დამკრძალეს შაბათის დილას,
მზის ნიჟარიდან დღე მოძვრებოდა
და იქვე, ხესთან ეძინა მოცარტს,
გაიღვიძეო? _ მეკითხებოდა.

ჩემს გვერდზე უკვე არავინ იდგა,
მხოლოდ ნაღველი მითბობდა მუხლებს.
აქ ტიციანი მომიჯდა დინჯად
და მაჩვენებდა უფეხო ღრუბელს.

კვლავ აფრენილა ავაზა ოცი, ფრინავენ არსად.
ლამპიონები წყვდიადისაკენ ილტვიან ჯარით.
მე გავიღვიძებ, გპირდები, დედა, აუცილებლად,
ღია დატოვე ჩემი სარკმლის მტვრიანი კარი.

მე წუხელ მოველ ვერცხლის წვიმად,
მე მოველ თოვლით,
თქვენ ისევ ყოფის ბორბლებს დასდევთ ლურჯ ბილიკებზე.
კვლავ დაგავიწყდათ `მოდერატო, ტკივილი შორი,
ისევ ალლეგრო თქვენს სისხლშია და თქვენს ღიმილზე.

სარკის მინაზე აორთქლებულს ვუმზერდი სახეს,
ჩემს პროცესიას, მეგობრებო, მოჰყევით ნელა,
მე გუშინ ისევ დავეკიდე ოთახის ჭაღებს,
შენ გაცოცხლდები, მახსენებდა ოდნავი რხევა.

დათა გულუა

Posted by: nini gogo 19 Mar 2013, 16:53
QUOTE
მოდით, დამხედეთ, გარდაცვლილმა როგორ ვიბრძოლე,
ნუ შეგაშინებთ თალხისფერი ჩემი სხეულის.
მე არ მოვმკვდარვარ,

არ მოვმკვდარვარ, მხოლოდ ვიცოცხლე,
ამაოებით არ მივსია სულის რვეული.

user.gif user.gif user.gif


"სტუდენტობისას,
ერთხელ, პროსპექტზე,
უსინათლო რომ გადამყავდა,
რაღაც აზრებმა შუა გზაზე გამყინეს უცებ;

წარმოვიდგინე,
თუ რა დღეში ჩავარდებოდა,
მე რომ მისთვის ხელი გამეშვა,
გავშორებოდი...

და ზუსტად ასე მოვიქეცი,
იქ მივატოვე,
გადმოვედი მეორე მხარეს
და დავაკვირდი;

არც რამე უთქვამს, სახის ნაოჭიც
კი არ შეცვლია,
სულ ერთი წამით, შედგა მხოლოდ,
წელში გასწორდა
და გააგრძელა თავისი სვლა ტროტუარისკენ.

რომ გადმოვიდა,
მივედი ისევ და, როგორც უცხომ,
ჩემი თავი ვუგინე დიდხანს.
ერთი აუგიც არ დასცდენია:
- ნახევარ გზაზე მოხმარებაც ხომ საქმეაო, -
თქვა და გამშორდა.

ამის შემდეგ, მეც ჩვევად მექცა,
ვინც ცხოვრებაში ჩამომშორდება,
იმათ რაიმეს კი არ ვუყვირი, -
დასაბრუნებელს, ან გულისსატკენს, -
თითქოს ვიღაცა მეკითხებოდეს,
ვეპასუხები;

მასთან საერთო წარსული ხომ მაინც ძვირფასად
შემომრჩა-მეთქი, -
მუდამ ამ სიტყვებს ვამბობ ხოლმე,
შევდგები მერე,
გავჩერდები,
ზეცას ავხედავ
და მაგონდება;

ისეთებიც ხომ არსებობენ,
მთელ სიცოცხლეში მსუბუქად რომ მიაბიჯებენ,
იფიქრებ, თითქოს ქარს მიჰყვებიან
და უშფოთველად მიაქვთ ცხოვრება.
მაგრამ ქარსაც აქვს დრო, ადგილი,
ბოლო წერტილი,
სადაც ჩადგება და მუხლს მოიყრის."

(თორნიკე ჭელიძე)


Posted by: საკურა. 19 Mar 2013, 17:11
ამ ქუჩის ბოლოს,
ამ ქუჩის ბოლოს,
ორი მოხუცი ცხოვრობს,
მათი სახლ-კარი მარტოობისგან
დამსგავსებია სოროს..
ცაში ღრუბლებად გადაიშლება ქვეყნის ოთხივე კიდეს,
რაც უფირქიათ, რაც წაუკითხავთ, რაც სიზმრებიათ კიდეც,
გაიხსენებენ ახალგაზრდობას, როგორც შხაპუნა წვიმას,
მათი შვილების პატარაობას, ათას უბრალო წვრილმანს.
ფანჯრის რაფაზე ბეღურები და წამლის შუშები სხედან,
წიგნი..საქსოვი.. ბანქოს ქაღალდი.. ანიავებენ სევდას,
ამ ქუჩის ბოლოს,
ამ ქუჩის ბოლოს,
ორი მოხუცი ცხოვრობს..
აქედან ვხედავ და უკვე მიყვარს ბევრი ჩვენგანის ბოლო,
მაგრამ ხანდახან შიში შემიპყრობს და იმ დღეებზე ვდარდობ,
ამ ქუჩის ბოლოს ერთი მათგანი როცა დარჩება მარტო.


QUOTE
მე ვიცინოდი? ეს ცრუობდნენ ჩემი ნაკვთები,
ნუთუ, ერთხელაც ჩემს სახელზე არ გილოციათ?


QUOTE
ერთი ლეგატო, მაესტრო წამის,
ერთიც დამითმე ხნიერი ნოტი,
ერთიც ვიცეკვოთ ჟიზელი ღამის,
შენ, შემოდგომავ, ვიცეკვოთ, მოდი!

მოდი... !!!!!!

Posted by: nini gogo 19 Mar 2013, 23:40
ზოგს რომ ჰკითხო თავი გენიოსი ჰგონია,
თურმე ერთი-ორი წიგნი წაკითხული ჰქონია,
დაჯდება და ურცხვად დაგიწყებს კამათს
სწორი რომ არ არის ვერ აგებინებ ამას.

შემდეგ ემატება კიდევ ერთი - ორი,
უკვე რთულია იყო მისთვის ტოლი - სწორი,
უცოდინრებს ჩააბარეს ჩვენი ქვეყნის ბედი
ერთმანეთში რომ ეშლებათ განედი და გრძედი.

Posted by: MOLA 20 Mar 2013, 02:07
#109


გემუდარები, ორგულობა არ დამაბრალო,
არ დაიჯერო, განშორებამ გრძნობა გასრისა,
არ დაივიწყო, რომ ოდესღაც გული საბრალო
შენსავე მკერდჩი შევინახე, შენგან წასვლისას.
შენი მკერდია ჩემი გრძნობის თავშესაფარი,
შინ დაბრუნება იცის, თურმე, ჩემისთანამაც,
შენზე ოცნებით მოვიარე ქვეყნად მთა-ბარი,
მაგრამ ცოდვების განსაბანი წყალიც თანა მაქვს.
არ დაგიმალავ, მეც სხვებივით ლხენას დავეძებ,
და ახლაც შენთან უცოდველი როდი მოვედი,
მაგრამ არასდროს დაიჯერო – ისე დავეცე,
გადავივიწყო შენი სულის სვეტი ცხოველი.
შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა,
ამ უნაპირო სამყაროში მხოლოდ შენა ხარ.


#111

ჩემი კი არა, ბედისწერის ბრალია მხოლოდ,
ამ ცხოვრებაში სამარცხვინო რაც კი მქონია,
ვეღარ გავუგე წუთისოფელს თავი და ბოლო,
და მათხოვრობაც სათაკილო აღარ მგონია.
რადგან ვით მღებავს საღებავი, ხელზე წასმული,
ლაქად მაცხია სამარცხვინო ნამოღვაწარი,
გთხოვ, შემიცოდო შერისხული და დაღდასმული,
აღმადგენინო დანგრეული სულის ტაძარი.
მეც დაგიმტკიცებ ავადმყოფის მოწადინებას,
ვფიცავ, სიმწარე წამლებისა არ შემაშინებს,
შხამსაც მივიღებ, შენმა ნებამ თუკი ინება,
ოღონდ სენისგან განიკურნოს სული მაშინვე.
არა, არ გინდა, წამალს არ გთხოვ ძვირფას მეგობარს,
შემიბრალე და მკურნალობად ესეც მეყოფა.

Posted by: imereti 20 Mar 2013, 12:10
nini gogo
QUOTE
გადაწყვიტე დამწვა ისე რომ ფერფლიც აღარ დარჩეს ჩემი?

yes.gif yes.gif

მყვირალობისას თორმეტ სანთელს ავინთებ ქედზე,
წყალდიდობისას გადავლეკავ დახატულ ჭალებს,
სუბსარქისისას ვიბობოქრებ ქარიშხლის გვერდზე
და კვირტობისას შენთან ერთად გავახელ თვალებს.

ყვავილობისას გაგეშლები სოსნად და ვარდად,
მარიამობას ჩამოგიკრავ ერდოზე ზარებს,
სათიბობისას გავხუნდები მოცელილ დარდად,
და ღვინობისას ჭურ-მარანის შეგიღებ კარებს.

ფოთოლცვენისას ავცეკვდები სურვილით ქარის,
გიორგობისთვეს შენს სარკმელთან მომიტანს ბედი,
ქრისტესშობისას ავმაღლდები სხეულში ქალის
და აღსარებად ავკვნესდები სიმღერით გედის.

დიდთოვლობისას დაგიფარავ ციცაბოს გზათა,
ენძელობისას ლილო-ჭრილოდ მოგივალ ხევში,
და როცა მარტი აგისუსხავს სისველეს თვალთა,
ტყემლის ყვავილად ჩაგაკვდები საფიცარს ხელში...

Posted by: wuma 20 Mar 2013, 14:54
Bring me the sunset in a cup

Bring me the sunset in a cup,
Reckon the morning's flagons up
And say how many Dew,
Tell me how far the morning leaps—
Tell me what time the weaver sleeps
Who spun the breadth of blue!

Write me how many notes there be
In the new Robin's ecstasy
Among astonished boughs—
How many trips the Tortoise makes—
How many cups the Bee partakes,
The Debauchee of Dews!

Also, who laid the Rainbow's piers,
Also, who leads the docile spheres
By withes of supple blue?
Whose fingers string the stalactite—
Who counts the wampum of the night
To see that none is due?

Who built this little Alban House
And shut the windows down so close
My spirit cannot see?
Who'll let me out some gala day
With implements to fly away,
Passing Pomposity?

Emily Dickinson

Posted by: merciamercia 20 Mar 2013, 16:08
wuma
up.gif


გაზაფხულის პირველი დღე


რაღაცა ჰქონდათ იმ ქარს და წვიმას
ჯერ განუცდელი და იდუმალი.
მთვარეც მაძლევდა რაღაცის იმედს,
მორიდებული, როგორც სტუმარი.

მართლაც კეთილი აღმოჩნდა ბოლო
და მივაღწიე დანიშნულ ადგილს,
თუმცა ხელებზე ცეცხლის და ბოლის
და ფერფლის მძაფრი სურნელი ამდის.

და ახლა, როცა ახლოა უკვე
სახლიც და ყველა ნაცნობი სახეც,
გადაჩვეული სითბო და შუქი
ნატკენ თვალივით ნელ-ნელა მახელს.

და რასაც ვხედავ, პირველად ვხედავ,
არ არსებობდა თითქოს აქამდე
არც გზა, რომლიც გვირაბში შედის,
არც ხე, რომელიც უნდა აყვავდეს.

უნდა აყვავდეს რომ ერთხელ კიდევ
გათბეს, გაბრუვდეს და გათამამდეს,
და დაუბრუნოს ხალისი ჩიტებს,
ვიდრე ბუნება დათვლის სამამდე.

მე კი დავრწმუნდი რომ შენი ხელი
ჩემს დაღლილ ხელზე შეცდომით იდო,
შეცდომით იდო და ნელა-ნელა
თავის შეცდომას ხვდებოდა თვითონ.


მეც თვითონ მივხვდი, მივხვდი და ვყვები,
რომ დღევანდელი დასრულდეს დღესვე,
ანდა რა უნდა მოსთხოვო ვნებებს,
რომლებმაც ყველა სასმისი შესვეს.

შესვეს და დათვრნენ და კვლავ ჰგონიათ,
რომ პირვანდელი ძალით ღელავენ.
მე კი ვერაფრით ვერ მიპოვნია
სიტყვა, რომელიც ახსნის ყველაფერს...


ოთარ ჭილაძე

Posted by: nini gogo 20 Mar 2013, 17:43
გაზაფხულთან ერთად გრძნობაც იღვიძებს,
სიყვარული ლამაზფერად ჰყვავის...
მზის სხივები ათბილებენ ცივ სიზმრებს,
ნაზი სიო დაფარფატებს ღამით.
ვარსკვლავებიც სიყვარულით ანთია,
სიყვარული უკაშკაშებს თვალებს,
სანატრელი ღამე მხოლოდ წამია,
დღის სინათლე წყვდიადს ქარში აბნევს.
გაზაფხულდა! მთებმა ერთხმად შემძახეს.
გავუღიმე, ჩემი გულიც ჰყვავის...
ჩუმად მოსულ თეთრ თოვლს უბღვერს მებაღე:
რისთვის მოხველ თბილ გრძნობების ჟამში!
შერცხვენილმა თოვლმა თავი დახარა,
გული ჩაწყდა:,,არ ვუყვარვარ არვის"
ჩასჩურჩულა ჩიტმა ყურში პატარამ
გვიყვარხარო ძლიერ, მაგრამ ზამთრის.

ნინო შიშმანიძე

Posted by: Moby-Dick 21 Mar 2013, 00:01
QUOTE (საკურა. @ 18 Mar 2013, 15:49 )
მომეცით სულ ცოტა ემოცია....
ამიქნიეთ თვალებწინ ხელი,
დამანახეთ ადამიანები...
მომწერეთ სასიყვარულო წერილები და მერე სახეში გამარტყით.
ამიხსენით სიყვარული
და ყველა სიტყვა უკან წაიღეთ,
რომ სიყვარულის ახსნის აღარ დავიჯერო.
ეცადეთ მიყიდოთ ლამაზ სიტყვებად.
სეილია!!!!!!
გამიღიმეთ და მერე გამჭორეთ
შემიშურეთ და მიმატოვეთ.
დამანახეთ ადამიანები!
ფიტულები უკვე დავინახე..
შემომაყარეთ თვალებში სინამდვილე.
შემომფიცეთ მეგობრობა და გამყიდეთ.
ძვირი არ ვღირვარ.
სულ რაღაც,ერთი ადამიანი...... love.gif

ეს ლექსი საიდან გაჩითე? მე თუ სწორად მახსოვს, ვიცი ამის ავტორი. ძალიან კარგი გოგოა. შენ ხომ არ ხარ ვაბშე? biggrin.gif

Posted by: საკურა. 21 Mar 2013, 10:30
Moby-Dick
QUOTE
ეს ლექსი საიდან გაჩითე? მე თუ სწორად მახსოვს, ვიცი ამის ავტორი. ძალიან კარგი გოგოა. შენ ხომ არ ხარ ვაბშე?

არვიცი, ადრე ვნახე ერთ-ერთ საიტზე.... ^_^
არა, მე არ ვარ ავტორი....... )))


ჩვენ ზოგჯერ ჩუმი გვაწუხებს დარდი,
ხან მზე დგას, ხან კი ქარები ქრიან...
ყველა ვიღაცის იმედით დადის,
ყველას ვიღაცის იმედი ჰქვია.
ჩუმად მოსული ტკივილის გარდა,
გული ხომ ათას სიხარულს ელის...
და ჩვენც ვიცინით, ვიცინით, რადგან
ვიღაცას ჩვენი სიცილი შველის! ...

Posted by: nini gogo 21 Mar 2013, 12:16
QUOTE
და ჩვენც ვიცინით, ვიცინით, რადგან
ვიღაცას ჩვენი სიცილი შველის! .




რატომ ვსდუმვარ?
იმიტომ,რომ ვეძებ სიტყვებს,
რითიც მინდა მოგითბო და მოგეფერო...
ზღურბლს გადავცდე მეშინია,
შინ არ დამხვდე,
შევიდე და მარტოობამ ამაცრემლოს.
შენგან წასვლაც მეშინია,
მივრჩე სადმე,
იქნებ ქარმა გამთოშოს და გადამჩეხოს,
მომიტევე,მომიტევე
რაც შეგკადრე,
სიტყვები და ტკივილები უსაშველო...

მომიტევე ეს დღეები შფოთიანი,
შეღამების წვიმიანი თაკილობა,
მომიტევე უგზო-უკვლო ფორიაქი,
შენს ძებნაში დაკარგული ყმაწვილობა ...
ზღურბლს გადავცდე,
ვიცი ისევ დავდუმდები,
დამჩემდება უსიტყვობა უსაშველო,
დაგლეჯილი ნერვებისთვის საზღაურის
ან ვინ მომცეს მე შენს გარდა გასამრჯელო....

რატომ ვსდუმვარ?
იმიტომ,რომ ვეძებ სიტყვებს,
რითაც მინდა მოგითბო და მოგეფერო...
ზღურბლს გადავცდე მეშინია,
შინ არ დამხვდე,
შევიდე და მარტოობამ ამაცრემლოს...

დიკა სალაყაია

Posted by: საკურა. 21 Mar 2013, 12:49
საერთოდ არ ვთვლი ამ ლექს "ლამაზად"....არც საყვარელია,მაგრამ ნერვები მომეშალა და უნდა დავდო!


თვალებს არასდროს იღებავ,
აღარც იგრძელებ წამწამს,
კარებს დაღლილი მიღებ და
ჩვენი ცოლქმრობაც არ გწამს.

შენი კაბები დაგრძელდა,
ბიჟუტერია გაცვდა
და ლოგინივით გაცივდა
ნაზი ღიმილი ღაწვთან.

ბარათებს აღარ მიწერ და
სიცელქეც სადღაც გაქრა.
დღეს ბავშვთან ყოფნა მიწევდა,
არ დაიძინა, რა ვქნა?!


სახსოვარ ნივთებს დაუწყე
საფუძვლიანი ,,უბორკა”,
რაც ბედნიერი დღეების
გადავიწყებას უფრო ჰგავს.

ჩვენი პაემნის ადგილად
სამზარეულო დაგვრჩა,
აღარ მნებდები ადვილად,
გამოსავალიც არ ჩანს.

ყვავილებს აღარ მაბარებ
სამსახურიდან მოსულს,
მუცელსაც აღარ მაკარებ _
ვალდებულებით ორსულს.

გაზეთის კითხვას მაძალებ,
ვნებაც წააგავს მიტკალს,
სულ მეუბნები: ,,მაცალე,
გაზზე სადილი მიდგას!”

ლოგინში გაჩნდა საზღვარი _
ნეიტრალური ხაზი.
ხარ ჩემი ბედინაცვალი
გაშიშვლებული ბრაზი.

ღამის პერანგით იძინებ,
წიგნებითა და ქსოვით.
ურთიერთობის სიცივე _
ურეაქციო ცოლი.


|||||||||||||||||||||

Posted by: nini gogo 21 Mar 2013, 13:02

საკურა.
QUOTE
ურეაქციო ცოლი.

vik.gif vik.gif vik.gif biggrin.gif




ამ დილით ფოთოლს ესიზმრა ხილვა,
მწვანედ ემოსა ჩემი აპრილი,
სატრფოდ ელოდა ნიავის შრიალს
და ცის ებურა ლურჯი მანდილი.

რატომ იფხიზლა უეცრად ძილმა,
მთვარით ნახატმა ცხადში არ ვიცი,
მაგრამ ცის აპკში ფოთოლმა დილას
უკვე შენიშნა მზეში ყვავილი.

ზეცის სურნელმა დაათრო მიწა,
მიწამ კი ვარდებს უძღვნა აისი,
ფოთოლი სუნთქვად უძახის ნიავს...
მიჯნურს, სიყვარულს როდის ამიხსნი?

( შალვა ლონდარიძე )

Posted by: საკურა. 21 Mar 2013, 13:18
შენ გხიბლავს ვნებათა სიცხე და სიცხადე
სურვილის გამხელა და გათამამება
გინდა რომ უტკბილეს ტკივილებს იტანდე
და მერე უსაზღვროდ გაგრძელდეს წამება

სასტიკად დასცინი ზეციურ ზმანებებს
გიზიდავს გრძნობების ხეთქება მიწაზე
შენ მხოლოდ თვალების მიბნედვას დაეძებ
და მარტო სიშმაგით გათანგვა გიტაცებს

არ გინდა გიყვარდე და მაინც განიცდი
სახეს და ტკივილებს – უგონოდ გალეშილს
მე გათენებამდე არავინ დამიცდის
ამიტომ ვნებებსაც მოვახრჩობ ღამეში

უკვე ვერაფერი მე ვეღარ მიშველის
შენ ახლაც ცხოველურ ინსტინქტებს აქეზებ
ვაგროვებ დამთვრალი ტუჩების სისველეს
დაბინდულ წამწამებს ვიწებებ ბაგეზე

შენ გინდა რომ ჩემი სხეულის სითბოთი
ჩავახშო მხურვალე სხეულის ამბოხი
ვიცი და აქამდეც ყოველთვის ვიცოდი
დამტოვებ უაზროდ აშლილს და დაბოღმილს

ვსუნთქავდი მკერდიდან ავარდნილ ოხშივარს
ახლა კი სუნთქვასაც არავინ დამაცლის
ვიცი რომ შენია სუყველა კოზირი
და მაინც – ბოლომდე მოგყვები თამაშში

ორივე წუთიერ სიგიჟეს ავყევით
თითებში ლამაზი სიბილწე იბუდებს
ტუჩებსაც – კბილებით უხეშად დაკბენილს
ვერავინ დაარქმევს ვნებათა სიმრუდეს...

ახლა ის დრო არის ავდგე და წავიდე
ნელდება ცეცხლი და შენს თავზე ბრაზდები
მარტოდ დარჩენილი მოკრებას დაიწყებ
თოვლში ჩაკარგული ამაყი აზრების...

ჩვენ ვნების შანთებსაც თეთრ თოვლთან წავაწყდით
ქვაზე იხატება დადნობა სხეულის
შენ ისევ ჯიუტად არ გინდა დამარცხდე
მე კი გამარჯვება არა მსურს ეული!

ფეხებთან დაგიყრი დაუცლელ სურვილებს
მზერასაც ამოვგლეჯ – შენს ხორცზე დაჭედილს...
შენია – გიტოვებ ოცნებებს უტკბილესს –
გათელე... ჩაფერფლე... დაწვი და... გაჩერდი!!!

Posted by: wuma 21 Mar 2013, 13:51

დაორთქლილი მინების ღამე

მე დავთმობ ამ ქალაქს
ამ ქუჩებს
ამ ტოტებს
და შენთან მოვიტან
ფეხებთან დაგიყრი
შენს მზერას _
შეშლილი სურვილის გადმომდებს
ელვარე ხმალივით
სხეულში გავიყრი
და შენ დამინახავ მე
ჩემო ძვირფასო
შენს მუხლებს დაღლილი ხელებით შევწვდები
და მერე უთუოდ ვიტირებთ ამაზე
რომ ვეღარასოდეს ჩვენ ვეღარ შევცდებით
და რომელ ჩვენგანსაც არ უნდა აუხდეს
სიზმარი _
რომელსაც ათასჯერ წავაწყდით
უნდა დაიბზაროს და უნდა დადუღდეს
ყოველ ოცნება _
ჩვენ უკვე დავმარცხდით
გამოშრეს
დაიმსხვრეს ეს ჩემი ხელები _
ისინი შენს ღამეს ვერ შეეხებიან
სიჩუმეს დავაფრთხობ ჭლექიან ხველებით
და წავალ ქუჩაში
და ვიწრო მხრებიან
კედელს მივეყრდნობი
მოთმენას მივუსჯი
გაყინულ თითებსა და ჩამოშლილ ხერხემალს
სანამ შუაღამის უძირო სილურჯით
ჩემს სხეულს სიბნელე არ შემოეხვევა
შენც გახსოვს _
დეკემბერს სისხლივით დიოდა
სიტყვები _ ავსილი უაზრო ოცნებით
და როცა ჩემს ხელებს ჰკოცნიდი _ მტკიოდა
და მერე ჭრილობებს ვეღარ ვიხორცებდი
და ვწერდი
თვითონაც არ ვიცი _ რას ვწერდი
ჩაკუჭულ ლექსებით აივსო თხრილები
მე შენთან მინდოდა და ვეღარ ვაღწევდი
და კედელს ვკორტნიდი სისხლიან ფრჩხილებით
ახლა კი დავმშვიდდი
ყველაფერს ბოლო აქვს
სიჩუმე ყველაფერს უპოვის გასაღებს
ღამეებს სისხლი და ცრემლები რომ მოაქვს
იმათ ვალამაზებ და ფრთებად ვასაღებ
და მთვარეს ავძახებ _ რატომღაც ჩურჩულით _
რომ ისევ უსაფრთხო ქიმზე დავბანაკდი
მაგრამ ლოკოკინის გასრში შეყუჟული
ვიღას გავაბრიყვებ ფრთებზე ლაპარაკით
მე ისევ ისა ვარ
შემხედე _ ის ვისაც
ნაცნობი ჭრილობა მეასედ ასტკივდა
და შენს მონატრებას თითებით ვისრისავ
და ისევ ვჩერდები ისევ იმ ადგილას
შენმა თვალებმა რომ ქვესკნელი გათხარეს
და ყოველ საღამოს მთვარით გალოკილი
ძარღვი _ დაჭიმული _ ვენაზე ფართხალებს
ხან როგორც გველი და ხან როგორც ბორკილიчф
მინდოდა’
მე ერთ დროს ძალიან მინდოდა
რომ ბოლო ჰქონოდა უაზრო მოლოდინს
და მივსულიყავით იისფერ მინდორთან
და შენს თმებს ცეცხლოვან ზღვაში ჩავყოლოდი
მაგრამ მე დავფლითე ყოველი ნატვრა და
ყოველი სურვილი ქარს გადავაბარე
ძარღვებიც გამოშრა და სისხლიც გათავდა
და თუკი ხანდახან მზერას გავაპარებт
ცეცხლოვან მზისაკენ _
უდაბნოს სიყვითლით
სიჩუმე იღვიძებს და იწევს გულს იქით
სიჩუმე მეძახის განწირულ სიტყვით და
გადაღლილ სხეულის დამშრეტი მუსიკით
როგორც ძაღლის ლეკვი _ უღვთოდ გაყიდული _
დაცინვით რომ იცდის _ თავს როგორ იმართლებ
ისე _ დამსხვრეული ორივე კიდურით
ჩემი სიყვარული მიყეფს და მიმათრევს
და რა ვქნა _ მივყვები
და მაინც მიყეფენ
თუ ჩემს დასაცავად
ხმას ამოიღებენ
მაგრამ ვინ გაბედავს _
არ ყოფნით სიტყვები
ის ისევ მიმათრევს
მეც უხმოდ მივყვები
დაგნებდი
გამოვთხრი ნესტიან ფუღუროს
იქ შევიკეტები
კვნესას შევიკავებ
ცოტა ხნით დამტოვეთ _ მე უნდა ვუყურო
ყვითელი ფოთლები თავს როგორ იკლავენ
და ამ ფოთლებიდან რომელსაც მოვწონდი _
ვერაფრით ვიპოვნი
კვლავ იმას თუ ვეძებ
ახლა ის დრო არის რომ ორი კოცონი
დაგინთოს საღამომ მდუღარ ძუძუებზე
და მოვალ
მე შენი ძახილი მომესმა
ვიცი _ მომეჩვენა
და მაინც ვენდობი
როგორც ფიფქები სხდებიან ტოტებზე
ისეთი სინაზით მხარზე დაგეყრდნობი
და გეტყვი _
სისხლნარევ ცრემლის შეკავებით
მე შენთან მოვედი და ახლა ვიხსენებ
თუ როგორ მიხმობდნენ მე შენი მკლავები
და შენი ტუჩების უძირო სიცხელე
თუ როგორ გეძებდი დაორთქლილ მინებზე
და შენი სურვილით
თუ როგორ ავივსე
მაგრამ არარსებულ სიყვარულს ვინ ეძებს
ღამეში მზის სხივებს ვინ მოისაკლისებს
არა ხარ _
შენ მხოლოდ სიზმრებმა დაგხატეს
და ახლა ამ სიზმრებს ქარები მიფრთხობენ
და ყველა კუნჭულში სიჩუმე ღაღადებს
და ჩემი ხელები შენს მუხლებს ითხოვენ
დაბრუნდი
ან იქნებ არსად არ წასულხარ
შენ იქნებ აქა ხარ და სივრცეს მიაპობ
დაბრუნდი
და შენი სიჩუმის პასუხად
მე თვალებს დავხუჭავ და ისე გიამბობ
რომ ქარი კბილებში ნასრეს და დაღეჭილ
ოთახის სიბნელეს სურვილით ავავსებ
რომ შენი ღიმილის პატარა ნაგლეჯი
მკრთალი სანთელივით ჩაწვა რაფაზე
რომ ლურჯი ღრუბლები
ბეჯითად ხატავენ
გაყინულ ზეცაში უცნაურ ასოებს
რომ ისევ სიჩუმეს უპყრია სადავე
და ქარი ატირებს ბნელ სადარბაზოებს
რომ ასე სუსტი და ასე უძლური
საკუთარ ოცნებას გიჟივით ვაქეზებ
რომ ახლაც ოთახში
ვზივარ მობუზული
და ახლაც დაორთქლილ მინებზე დაგეძებ
რომ ისევ ღამეა და და ალბათ ადრეა
რომ შემომილეწოს თვალები სინათლემ
რომ სადღაც გავრბივარ
და შენს მონატრებას
მშიერი მხეცივით
კბილებით მივათრევ

რატიანი

Posted by: imereti 21 Mar 2013, 17:24
QUOTE
ღამის პერანგით იძინებ,
წიგნებითა და ქსოვით.
ურთიერთობის სიცივე _
ურეაქციო ცოლი.

lol.gif lol.gif lol.gif

ეგ სექსის დროს სემიჩკასაც შეჭამს biggrin.gif



ერთად წამართვი ყველა გრძნობა თუკი გწადია
ამით შენ მაინც არაფერი შეგემატება
წაურთმევლადაც შენი არის რაც მაბადია
რადგან მთლიანად შენ გეკუთვნი ჩემო ხატებავ.
თუ სიყვარულმა გიკარნახა ჩემი გაძარცვა
მადლობას გეტყვი სულში ასე რომ ითარეშე,
მაგრამ ვაი თუ თავს იტყუებ ტრფობის ტაძართან
და გულს მიქურდავ ჭეშმარიტი გრძნობის გარეშე.
შენდობას გეტყვი, მშვენიერო ჩემო მძარცველო,
სულით ღარიბი ბოლომდეც რომ გამაღატაკო.
მაგრამ მე მიჯობს გულახდილმა ზიზღმა გამცალოს,
ვიდრე მიჯნურის უსამართლო წყენამ დამდაგოს.
მოხიბლული ვარ და სიავეც აღარ მადრტვინებს
კიდეც რომ მომკლა, შენს მტრობაში ვერ დამარწმუნებ....

Posted by: საკურა. 21 Mar 2013, 18:09
მე და შენ ღმერთო, ან მე და თქვენ, ან… (როგორც არი),
არ შეგვიძლია, სხეული რომ წამებას მივცეთ,
ზოგჯერ ისეთი მარტივია შეაღო კარი
და კარის უკან დამწყვდეული ვერ ნახო სივრცე.
გზას მივყვებოდეთ შენ გოლგოთის, მე ჩემი სოფლის,
მერე კი ერთად მივდიოდეთ თოვლში და ქარში,
ჩვენ დედამიწა ისეთივე პატარა გვყოფნის,
სადაც შენ ჯვარზე გაგაკრეს და მე მარტო დავრჩი.
დრო იტყუება… კვლავ გოლგოთის მთიდან დაგვყურებ,
მე პირჯვარს ვიწერ და ვლოცულობ და ღმერთო… “ამინ”
კაცობრიობა დაამწყვდიეს… კარი დახურეს…
ახლა ფანჯრებთან ერთმანეთის სხეულებს ჭამენ.
მიწაზე ყველას დაავიწყდა რწმენაც და ქრისტეც,
ჯვარზე გაცვეს და დაიჯერეს… ჰგონიხარ მკვდარი -
ადამიანებს – ძნელია რომ დღეს რწმენა მივცეთ
მე და შენ, ღმერთო, ან მე და თქვენ, ან… (როგორც არი)

Posted by: merciamercia 21 Mar 2013, 22:10
***
ალბათ ყველაფერს მოედო ხავსი
და ალბათ უკვე ვეღარც იხარებს:
ეზო, რომელიც ძილშიღა გვახსოვს,
სახლი, რომელიც გადავიყვარეთ.

სამაგიეროდ... სამაგიეროდ,
ქვეყნის ტალახი გვათოვს და გვაწვიმს...
შენ დაიფარე, ღმერთო ძლიერო,
საკუთარ ფესვებს მომწყდარი კაცი


ოთარ ჭილაძე

Posted by: nini gogo 22 Mar 2013, 00:12
ნეტავ ისევ ჩვილი ვიყო,
შენს მკლავებში მძინარე,
ნეტავ ისევ შენთან ვიყო
სიხარულით მცინარე..
უფრო ბევრჯერ გაკოცებდი,
სულ შენთან ვიქნებოდი,
გახსოვს შენგან გაკიცხული
თუ როგორ ვიბნეოდი. .
ო რამდენჯერ გაგაბრაზე
და რამდენჯერ გატირე,
ჩემო დედავ,ჩემო ტკბილო,
ცუდი მუდამ ჩაძირე..
მე შენს ხელებს ვენაცვლები
თვალებს შენსას სულს ვუთმობ,
დედის გული უფლის გულს გავს
ლოცაში რომ სულ ვუხმობ..
ნეტავ ისევ ჩვილი ვიყო
შენს მკლავებში მძინარე,
ნეტავ ისევ შენთან ვიყო
სიხარულით მცინარე

love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif
ჩემო ცხოვრება დე
როგორ მიყვარხარ დე
ჩემი სუნთქვა ხარ დე
სულ ბოლო ამოსუნქვამ_დე...
სულ შენზე ვფიქრობ დე
ჩემი გული ხარ დე
სანამ ვარსებობ დე
მზეშიც შენ გხედავ დე
მე შენით ვსუნთქავ დე
შენით ვარსებობ დე
რომ არ გაჩერდეს გული,
სულ უნდა გხედავ_დეეეეე



Posted by: jangulashvili 22 Mar 2013, 00:31
გავიგე ხვალე გიორგი ზანგურის პოეზიის საგამოა რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზშიო და ვინმემ ხო არ იცით სწორი ინფორმაცია მაქვს თუ არა?

Posted by: Special_1 22 Mar 2013, 01:02
ტა,
ტა,
ტა,
ტა!
რანაირად ბრდღვინავს არაგვი!
ხო,
ხო,
ხო,
ხო! -
ხმელეთს როგორ ეხეთქება ზღვა!
არა!
სხვისი მისაბაძი
რა მჭირს, -
თვარა, - კი!..
სხვა
როცა მე შემომნატრის,
მე
მივბაძო სხვას?!

მე - პატრონმა,
მე - პატრონმა
ამისთანა ზღვის,
მე - პატრონმა,
მე - პატრონმა
ამისთანა ცის, -
თუ ღმერთი გწამს,
თუ კაცი ხარ -
სხვას მივბაძო?! -
ვის?!

რა გინდა რომ აქ არ იყოს, -
ენა იტყვის რას!
სიტყვა გინდა?! -
მარტო წვიმას
აქვს სახელი ცხრა.

მე შენ გეტყვი -
არ გეყოფა სიტყვის მარაგი...
არა!
სხვისი მისაბაძი
რა მჭირს, -
თვარა, - კი!

მუხრან მაჭავარიანი

Posted by: Berti Vusteri 22 Mar 2013, 03:06
კარლსონ, ნუთუ მართლა ავად ხარ?
სიცხე – ოცდათი-ორმოცი?
წამალს მოგიმზადებ ახლავე,
გახსოვს, რეცეპტი რომ მომეცი ? –

ვნაყავთ ცოტაოდენ შოკოლადს,
მერე ამდენივე ნამცხვარი,
ბლომად კანფეტები. მოგარჩენ
კარლსონ, ცოტა უნდა მაცადო.

კარგად ჩაიფუთნე ლოგინში,
კაშნეს შემოხვევაც არ გავნებს,
მე კი თბილ ფუნთუშებს მოგიტან,
რძეს და შენს საყვარელ კარამელს.

გახსოვს, გაზეთებში რას წერდნენ?-
თითქოს ჯაშუშური მიზნებით
დიდი საჰაერო კასრი ხარ...
ოჰ, ეს შტერი ჟურნალისტები.

კარლსონ, იქნებ რაღაც თრუშა გაქვს,
თანაც უცნაურად გახველებს,
ჩემთან ხომ დარჩები?- მოგივლი!
უნდა მოვერიდოთ მნახველებს!

კარლსონ, მაჭკატები არ გინდა?
ცხელი შოკოლადი დავლიოთ?
ღამით, ვარსკვლავების ცქერისას
ისევ აფუილებ ყალიონს?

მგონი, ალბერგები მოფრინდნენ,
თანაც ათასივე, უკლებლივ,
ყეფენ, სახურავზე გვიცდიან,
ჩემი დაყვლეფილი მუხლებით

აბა, როგორ ავალ, ბიმბოსაც
ისე უნდა მათი გაცნობა.
კარლსონ, ალბერგებიც შენსავით
ოინბაზობენ და ანცობენ?

მოდი, ფანჯარასთან ჩამოვსხდეთ,
როგორ მოთხლაშუნებს ეს წვიმა,
გახსოვს, სახლი წყლით რომ აგვივსე,
დედას როგორ ძლიერ ეწყინა?

კარლსონ, ქოთანში რომ კურკაა
აღარ მოესხმება ატმები?
კარლსონ, ხომ ყოველთვის იცოცხლებ?
კარლსონ, ხომ არასდროს გატყდები?

ნახე, პროპელერი დაგსვრია,
თავს კი სისუფთავით იწონებ,
მამას ჰგონია, რომ თითქოს შენ
შენი თავი გა-მო-ი-გო-ნე.

ისევ მოიწყინე? გავერთოთ!
გინდა, გუფთის კოშკი აგიგო?
ნეტავ გუნილასაც მოვწონვარ?
მირჩევ, როგორ უნდა გავიგო?

კარლსონ, როგორ მოხვდი სტოკჰოლმში?
შენც აქ დაიბადე ჩემსავით?
და-ძმა ნუთუ მართლა არა გყავს?
მე ხომ ბოსეც მყავს და ბეტანიც.

გძინავს? შენს კოტიტა თითებზე
მიყვარს, ჩემს ხელებს რომ ვატოლებ,
კარლსონ, იცი როგორ მიყვარხარ?
კარლსონ, ხომ არასდროს დამტოვებ?


Posted by: საკურა. 22 Mar 2013, 11:17
QUOTE
შენ დაიფარე, ღმერთო ძლიერო,
საკუთარ ფესვებს მომწყდარი კაცი

ოთარ ჭილაძე

love.gif


სადმე წამიყვანა ნეტავ,
სადმე,საქართველოს მთებში,
ბილიკს ამადევნა კენტად,
წვიმის დამაწია თქეში,
მუხა შემახვედრა ბედად,
ბინდით ჩაღამებულ ტყეში,
უკუ მაყრევინა სევდა,
კოცნა მაბნევინა თმებში,
წამით დამანახა დედა,
დილით აგორებულ მზეში,
მწყურვალს შემაგება კლდე და
მასვა ნაკადული პეშვით.
რამდენ სითამამეს ვბედავ,
ძვალზე გაკიდული ლეში,-
სადმე წამიყვანა ნეტავ,
სადმე,საქართველოს მთებში........... ♥

Posted by: wuma 22 Mar 2013, 12:22
წამოდი!

გავიფინე შენი თმები და
ავუყევი ბილიკს ოცნების.
ხევსურეთის კუშტი მთებიდან_
მზის სხივიც რომ ფრთხილად ცოცდება_
მოგწვდები.

მკლავები მაქვს მზემდე აწვდილი.
ნისლგამატეული მთა მიყვარს,
ცას რომ გადუმალავს არწივებს,
წინ რომ დაგიდგება: სა მიხოლ!
წაგიყვან.

წამოდი, რად გვინდა იაბო,
მზე ხელისგულიდან ამომდის.
არღუნის მონაყოლს გიამბობ,
სანამ დაგვამუნჯებს არდოტი...
რა მოგდის?!

წავიდეთ, ოცნების ბილიკი
მთას ოქროს ნაწნავად ჰკიდია.
პირიქით წავიდეთ! პირიქით...
ღრუბლებიც სულ იქით მიდიან.
წამოდი!

ბერეთელი

Posted by: nini gogo 22 Mar 2013, 12:42
როცა ნამიან ველზე გავივლი
ნამი ბალღივით მართობს,მახარებს...
ქარო მოიტა ატმის ყვავილი,
ქარო,ფოთლებიც შემომაყარე...
როგორც გიჟი,ო როგორც გიჟი,
თმააწეწილი მოლი ხარხარებს...
ხეთ სამკაული მოიხსნეს შიშით
და ხელუკუღმა შეშომაყარეს...
და მეც გავგიჟდი... ო მე კი არა,
გული ხარხარებს, გული ხარხარებს...
და შენ,ქუჩაში რომ გაიარო,
ფოთლები წაღმა შემომაყარე.

ანა კალანდაძე

Posted by: საკურა. 22 Mar 2013, 12:52
QUOTE
როცა ნამიან ველზე გავივლი
ნამი ბალღივით მართობს,მახარებს...
ქარო მოიტა ატმის ყვავილი,
ქარო,ფოთლებიც შემომაყარე...
როგორც გიჟი,ო როგორც გიჟი,
თმააწეწილი მოლი ხარხარებს...
ხეთ სამკაული მოიხსნეს შიშით
და ხელუკუღმა შეშომაყარეს...
და მეც გავგიჟდი... ო მე კი არა,
გული ხარხარებს, გული ხარხარებს...
და შენ,ქუჩაში რომ გაიარო,
ფოთლები წაღმა შემომაყარე.

ანა კალანდაძე



უაზროდ მომეწონა!
არ ვიცოდი ეს... ^_^

გამოჩნდა მიწა. შენთან ვარ თითქმის.
იღვიძებს მიწა და პერანგს იცვამს.
ეს ხომ თოვლია. მე წუთებს ვითვლი.
ნათურებს ანთებს და მორბის მიწა.
ოღონდ შენთანაც სინათლე ენთოს
და ყველა სასჯელს უხმოდ ავიტან.
და აი, უკვე შენთან ვარ, ღმერთო,
ეს შენი ხმაა- როგორ? საიდან?
ამოდის მთვარე და ცალი თვალით
ჩემს ხელებს ზვერავს ჩუმად და მკაცრად,
მე კი ოთახში შემომყავს ძალით
და თავქვეშ გიდებ ბალიშის ნაცვლად.

Posted by: Magdala 22 Mar 2013, 12:53
QUOTE
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
არის გზა, არის ნელი თამაში...
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!
მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში
ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!
მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ
მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,
მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში
და თმების ქარით გამოქროლება.
მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში...
თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი
და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.
თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული ფიფქით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!


ამის გარეშე არ ჩაიაროს ამ თემამ



QUOTE
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს
მე ვგრძნობ, რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ როგორც სიცივეს.

გარეთ კი წვიმით სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს.
მეც აღარ მინდა, რომ სხვას დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.

გათავდა აღარ ჩამოგეხსნები,
არც მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე-სულში.

ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, წვეთიც...
შენ ხარ-აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ-ოთახში ჰაერზე მეტი!

Posted by: Alex_Steel 22 Mar 2013, 12:54
მარეკები შლიდნენ ბანაკს,
ქარი ჩამი-ჩუმით ჰქროდა,
ვიწექ, რომელიღაც ბალახს
უცბად ქალის სუნი ჰქონდა.
თითქოს ურო დამკრეს თავში,
თითქოს პაპაჩემი ცხონდა
ათას სურნელოვან შვავში
უცბად ქალის სუნი ჰქონდა.
სუნი ჰქონდა არა დალის,
ლალის, — ცისფრის ანუ თეთრის, –
სუნი — საზოგადოდ ქალის,
სუნი — საზოგადოდ მდედრის…
ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი
სიკვდილს შენ მაცოცხლო ვინძლო,
სანამ ვიცნო ეს სურნელი,
სანამ ეს სურნელი ვიგრძნო!


მურმან ლებანიძე

https://www.facebook.com/video/video.php?v=284898481553766

Posted by: merciamercia 22 Mar 2013, 14:32
ეჭვიანობა ვნებაზე


დავტოვებ მიწას,
ცის კიდურზე ვიპოვი ბინას,
წვიმის წყალს დავლევ, ღრუბელს შევჭამ,
მაგრამ რა ვუყო?!
მე შენს გამო სამყარო მინდა...

გაჩუქებ ქვეყნის მთა-ველებს, ბაღებს,
ყველა ფრინველის ენას ვისწავლი,
ყველა ზღვას მკლავით გავცურავ ნაპირს
და მაინც მოვალ,
კარს შემოვაღებ...
არა აქვს აზრი ასაკს და წონას
არც შავს, არც ქერას კაცი არ ინდობს,
მაგრამ თვალების მაგიჟებს ფერი,
თითქოს, მუმიად გადავიქეცი,
ამ პირამიდან კი დამიმონა,
ეს არის თეთრი ლეგენდა შავზე.
თითქოს ჟულიან სორელის მსგავსად
წითელს მიველტვი ანთებულს თავზე.
ორი ისარი მწვანე და მწვანე
გმობენ შენდობას, სხივი აქვთ მწვავე.
რომანი წრეში, სახელად რომბი...
ჩემი სამარხის ჩონჩხი ავაგე.
შენ გადაიცვამ ალქაჯის ფორმას,
მე კი ამ ფორმის წინ უნდა დავდგე,
დავდგები უხმოდ, არაფერს გეტყვი,
მხოლოდ შენს თვალებს დავუწყებ შებმას.

მომნატრებია ხმაური სეტყვის,
შენ დაიქუხებ, ელვად იქცევი...
პარასკევს ღამით მე დავიბადე,
პარასკევს ღამე მოვკვდები ახლა.
ღრუბლად მედება შეშლილი სახე,
მწვანე სიმწვავე საწოლში მმარხავს.
ჩვენ, გალეშილი მდედრი და მამრი
მივექანებით ვნებათა ძაბრში,
ერთხანს მიპირებს დახრჩობას ქამრით,
ახლა ეშვები ჩამავლო ყბაში.
პარასკევს ღამით აივსო მთვარე,
ვნებით ათლილი კბილები ყელში,
სისხლის ალერსი საამოდ მწარე,
თვალის სინათლე დავკარგე ბნელში.

ტერენტი


Posted by: imereti 22 Mar 2013, 17:58
Berti Vusteri
QUOTE
კარლსონ, ნუთუ მართლა ავად ხარ?
სიცხე – ოცდათი-ორმოცი?
წამალს მოგიმზადებ ახლავე,
გახსოვს, რეცეპტი რომ მომეცი ? –

ვნაყავთ ცოტაოდენ შოკოლადს,
მერე ამდენივე ნამცხვარი,
ბლომად კანფეტები. მოგარჩენ
კარლსონ, ცოტა უნდა მაცადო.

კარგად ჩაიფუთნე ლოგინში,
კაშნეს შემოხვევაც არ გავნებს,
მე კი თბილ ფუნთუშებს მოგიტან,
რძეს და შენს საყვარელ კარამელს.

გახსოვს, გაზეთებში რას წერდნენ?-
თითქოს ჯაშუშური მიზნებით
დიდი საჰაერო კასრი ხარ...
ოჰ, ეს შტერი ჟურნალისტები.

კარლსონ, იქნებ რაღაც თრუშა გაქვს,
თანაც უცნაურად გახველებს,
ჩემთან ხომ დარჩები?- მოგივლი!
უნდა მოვერიდოთ მნახველებს!

კარლსონ, მაჭკატები არ გინდა?
ცხელი შოკოლადი დავლიოთ?
ღამით, ვარსკვლავების ცქერისას
ისევ აფუილებ ყალიონს?

მგონი, ალბერგები მოფრინდნენ,
თანაც ათასივე, უკლებლივ,
ყეფენ, სახურავზე გვიცდიან,
ჩემი დაყვლეფილი მუხლებით

აბა, როგორ ავალ, ბიმბოსაც
ისე უნდა მათი გაცნობა.
კარლსონ, ალბერგებიც შენსავით
ოინბაზობენ და ანცობენ?

მოდი, ფანჯარასთან ჩამოვსხდეთ,
როგორ მოთხლაშუნებს ეს წვიმა,
გახსოვს, სახლი წყლით რომ აგვივსე,
დედას როგორ ძლიერ ეწყინა?

კარლსონ, ქოთანში რომ კურკაა
აღარ მოესხმება ატმები?
კარლსონ, ხომ ყოველთვის იცოცხლებ?
კარლსონ, ხომ არასდროს გატყდები?

ნახე, პროპელერი დაგსვრია,
თავს კი სისუფთავით იწონებ,
მამას ჰგონია, რომ თითქოს შენ
შენი თავი გა-მო-ი-გო-ნე.

ისევ მოიწყინე? გავერთოთ!
გინდა, გუფთის კოშკი აგიგო?
ნეტავ გუნილასაც მოვწონვარ?
მირჩევ, როგორ უნდა გავიგო?

კარლსონ, როგორ მოხვდი სტოკჰოლმში?
შენც აქ დაიბადე ჩემსავით?
და-ძმა ნუთუ მართლა არა გყავს?
მე ხომ ბოსეც მყავს და ბეტანიც.

გძინავს? შენს კოტიტა თითებზე
მიყვარს, ჩემს ხელებს რომ ვატოლებ,
კარლსონ, იცი როგორ მიყვარხარ?
კარლსონ, ხომ არასდროს დამტოვებ?

რა ბიჭუნაც იყავი, ისევ ის ბიჭუნა ხარ tongue.gif

შენ-შენზე ჩემი ხარ ფიქრისფიქრი,
მე ფიქრისფიქრი ვარ ჩემზე შენი
და ფიქრისფიქრისფიქრია იგი_
მე და შენს შორის რაც ითქმის ენით.
მას კი, რაც სივრცით მზის არის ტოლი,
გამოთქმა რისიც, თვით დუმილს უჭირს,
ღიმილით ამბობს სხეული ორი,
ვითარცა ერთის ტუჩი და ტუჩი...

შენ არ გეძღვნება ეს ბუჯო რომ იცოდე მაინც tongue.gif

Posted by: nini gogo 23 Mar 2013, 20:35
სანამ ლოდინმა ვერ ჩაყლაპა სიმწრისგან ნერწყვი,

საზღვართან წევხარ და საკუთარ მოლოდინს ებრძვი.

სანამ მზერაში გამეჩხირა აჩრდილის ბეწვი,

მზის გულზე დგახარ და შენსავე ჩრდილს თვითონ ეტრფი.

სანამ გონება მოგონებებს მტვერს ფრთხილად აცლის,

ტერფზე ტრიალებ და ქუსლებით ცას მიწას აყრი.

სანამ იმედი გულივით ძგერს, სანამ სულს გავცდი,

დროში აცდენილს დაგეწიე და... უკან დამრჩი.

(სალომე ლილუაშვილი)

Posted by: xatushka 23 Mar 2013, 20:49
QUOTE (Berti Vusteri @ 22 Mar 2013, 03:06 )
კარლსონ, ნუთუ მართლა ავად ხარ?
სიცხე – ოცდათი-ორმოცი?
წამალს მოგიმზადებ ახლავე,
გახსოვს, რეცეპტი რომ მომეცი ? –

ვნაყავთ ცოტაოდენ შოკოლადს,
მერე ამდენივე ნამცხვარი,
ბლომად კანფეტები. მოგარჩენ
კარლსონ, ცოტა უნდა მაცადო.

კარგად ჩაიფუთნე ლოგინში,
კაშნეს შემოხვევაც არ გავნებს,
მე კი თბილ ფუნთუშებს მოგიტან,
რძეს და შენს საყვარელ კარამელს.

გახსოვს, გაზეთებში რას წერდნენ?-
თითქოს ჯაშუშური მიზნებით
დიდი საჰაერო კასრი ხარ...
ოჰ, ეს შტერი ჟურნალისტები.

კარლსონ, იქნებ რაღაც თრუშა გაქვს,
თანაც უცნაურად გახველებს,
ჩემთან ხომ დარჩები?- მოგივლი!
უნდა მოვერიდოთ მნახველებს!

კარლსონ, მაჭკატები არ გინდა?
ცხელი შოკოლადი დავლიოთ?
ღამით, ვარსკვლავების ცქერისას
ისევ აფუილებ ყალიონს?

მგონი, ალბერგები მოფრინდნენ,
თანაც ათასივე, უკლებლივ,
ყეფენ, სახურავზე გვიცდიან,
ჩემი დაყვლეფილი მუხლებით

აბა, როგორ ავალ, ბიმბოსაც
ისე უნდა მათი გაცნობა.
კარლსონ, ალბერგებიც შენსავით
ოინბაზობენ და ანცობენ?

მოდი, ფანჯარასთან ჩამოვსხდეთ,
როგორ მოთხლაშუნებს ეს წვიმა,
გახსოვს, სახლი წყლით რომ აგვივსე,
დედას როგორ ძლიერ ეწყინა?

კარლსონ, ქოთანში რომ კურკაა
აღარ მოესხმება ატმები?
კარლსონ, ხომ ყოველთვის იცოცხლებ?
კარლსონ, ხომ არასდროს გატყდები?

ნახე, პროპელერი დაგსვრია,
თავს კი სისუფთავით იწონებ,
მამას ჰგონია, რომ თითქოს შენ
შენი თავი გა-მო-ი-გო-ნე.

ისევ მოიწყინე? გავერთოთ!
გინდა, გუფთის კოშკი აგიგო?
ნეტავ გუნილასაც მოვწონვარ?
მირჩევ, როგორ უნდა გავიგო?

კარლსონ, როგორ მოხვდი სტოკჰოლმში?
შენც აქ დაიბადე ჩემსავით?
და-ძმა ნუთუ მართლა არა გყავს?
მე ხომ ბოსეც მყავს და ბეტანიც.

გძინავს? შენს კოტიტა თითებზე
მიყვარს, ჩემს ხელებს რომ ვატოლებ,
კარლსონ, იცი როგორ მიყვარხარ?
კარლსონ, ხომ არასდროს დამტოვებ?

-კალე, რა ხანია ხიდის მოაჯირზე
აღარ გაგვივლია,
ჰეჰ, ფეხშიშველებიც კი დავტანტალებდით
ამ ვიწრო ქუჩებში.
გახსოვს, ჭრელ კოლოფებს თოკს გამოვაბამდით
და გზაზე დავდებდით,
მერე კი გამვლელებს ვუცდიდით ფხუკუნით
ჟასმინის ბუჩქებში.

ჩვენს მესერს კვლავ ერთი ფიცარი აკლია,
ჩუმად რომ ააძრე,
ამბობდი : « ჭიშკრით თუ შემოვალ შენს ბაღში,
გზა უფრო გრძელია »
ჩემი საქანელა ისევ ბლის ტოტზეა
თოკით გამობმული,
ყუნწივით მოწყდება ხელით რომ შეეხო,
ისეთი ძველია.

კალე, სათრიმლავთან კოჭლი ფრედერიკი
აღარ დგას, რა ვიცი,
ეს ძია ბიორკიც სადღა დაიკარგა,
დიდხანს არ მინახავს.
ჩემთან, სხვენში ისევ აურზაურია,
მტვერი, ხარახურა,
ძველისძველ კომოდის უჯრაში, შავ ყუთში
ჩვენს მუმრიკს ვინახავ.

ვინახავ წერილებს, კანფეტის ქაღალდებს,
ჩვენი თმის ღერებსაც
და ძველი ომების ძვირფას რელიკვიებს -
საზავო ბარათებს,
რუკებს საიდუმლოს, კონვერტებს წარწერით
„წუპაკო ძაღლებო“,
შენს ჯიბის ფარანსაც (რამდენი ხანია
რაც აღარ ანათებს)

სალანძღავ წერილებს ვინ დათვლის, ომები
აბა, რით დაგვეწყო,
« ოჰ, „თეთრი ვარდების“ ბენტერა ბელადო,
ხვალე პრერიებში
გელით „ალისფერი ვარდების“ არმია,
თქვე ცინგლიანებო,
მუმრიკი დაგვითმეთ, თუ არ მოგენატრათ
მუშტები კბილებში!“

როგორ მენატრება დაყვლეფილ მუხლებზე
ფოთლების დაფენა,
იმ თოკზე სრიალი, გზას რომ გვიმოკლებდა
სხვენიდან ეზომდე
და გაკვეთილები, ხუთსაათიანი,
ქაჯების ენაში,
ყა-ფა-ყა-ფა-ნი-ფით თავს რომ ვაბეზრებდით
საცოდავ მეზობლებს.

კალე, პრერიებში ვეღარ დავბრუნდებით?
მუმრიკს ვერ დავიცავთ?
მოდი და მითხარი რამე ჩვენებურად,
ქაჯების ენაზე -
„ჩე-ფე-მო-ფო ე-ფე-ვა-ფა-ლო-ფო-ტა-ფა,
მო-ფო-ვე-ფე-დი-ფი,
მომწყინდა მსხლის ძირას ფიქრი და მოვედი »
. . . როგორ მომენატრე!


ნათი ჯანაშია

love.gif

Posted by: DUDEGIVBEND 23 Mar 2013, 21:13
ვიცი არ არის პოეზია მაგრამ სათქმელი
ნაღვერდალივით სულს ღადრავს და ხორხში ხრიალებს
ამოიფშვინა ჩუმა ჩაქრა წმინდა სანთელი
აღსარება და ზიარება დავაგვიანე

ბრიალებს ანძა მთაწმინდაზე და ჩინჩხლებს ისვრის
შემარყევს ფიქრი დელგმამ წარღვნით გადამიარა
არ აგვცდებოდა ამათ ხელში მოტეხა კისრის
ვიცოდი ვგრძნობდი და ვერ ვფარავდი გახსნილ იარას

რით შეიცვალა მიპასუხე მღვრიე სამყარო
წვერგაბურძგნულო საჭურისო სული საპყარო
ჩემს ფესვს და წარსულს ზნეს და რწმენას გინდა გამყარო
რომ ჩამოთესლო უცხო ჯიში და ახარხარო

როგორ გარბოდით წითელ ხიდზე ჯორკიდებულით
უკანალის და ოქრო-ვერცხლის გადასარჩენად
მაგარიაო კვლავ შესძახებს ვინმე დებილი
თავქუდმოგლეჯილ თქვენს ფერწასულ მამა მარჩენალს

ნუღარ ბუქნაობთ ნუღარ ტკეპნით ყრმათა საფლავებს
უსმინეთ ჩუმად სამებიდან მწუხრის გალობას
დავარდით მუხლზე პატიება სთხოვეთ ახლავე
ერსა და მამულს აწმყოსა და შთამომავლობას

ვერ შეიფერე რაც მოგართვეს შორიდან სინით
თრთი და იგონებ კუდიანებს ჭინკებს და ქაჯებს
თუ მართლა ეძებ მანდ არა გყავს ეგ ხორცის ზვინი?
ეგ სოვდაგარი აიღე და სახალხოდ საჯე

მაგრამ ვერ იზამ შეკრული გაქვთ რადგანაც პირი
გაანადგურებთ თუ დაგცალდათ რაც დაგვრჩენია
დღეს გალახული საქართველო ბალღივით სტირის
და ეს ცრემლები თქვენი ბოლო განაჩენია

შენ გეუბნები მწვალებლების ძმავ და შეგირდო
თუ არ გსურს ხალხი ქვების სროლით გამოგეკიდოს
და ცოდვის ლოდი სიკვდილამდე გულზე გეკიდოს
მოინანიე იქნებ ერმა მართლა შეგინდოს

თორემ სხვაგვარად ყოველივე ყალბი ფიცია
ვაი რომ უკვე ყველაფერმა ერთად გიწია
და სანამ კიდევ მოიხოცავ მაგ ცხვირს ბიძია
სამშობლო ჩემი ნახევარი მინდვრის სიგრძეა...

Posted by: merciamercia 23 Mar 2013, 21:22
ატმის ყვავილები

რტოებში ავობს ბებერი ქარი,
ყვავილთა ჯარი ფიფქით ბანაობს.
ტყდება, ნანაობს ეთერი ჩქარი,
ნანაობს ქარი და მიქანაობს.

და ქარი შეხვდა ატმის ყვავილებს,
ვარდისფერ ღილებს შეატყო ჟრჟოლა,
ფრთა დაატოლა გაუშლელ ღილებს,
დასწვდა ბილილებს და აათრთოლა.

ატმის ხე იდგა თაიგულივით,
იქ მას მილევით უთრთოდა სული!
შორით მოსული გაზაფხულ სხივით
და ნამთა მძივით გარემოცული.

ატმის ხე იდგა, ვით ნაზი ქალი,
ვით დედოფალი უცხო მხარეში:
სინარნარეში სწვავდა მზის ძალი,
და გრძნობათ ალი - სიმწუხარეში.

ატმის ხე შლილი ოცნებას ჰგავდა,
როცა ღელავდა მზით აღჭურვილი,
მე მისი ჩრდილი ხშირად მხიბლავდა
და ხშირად მწვავდა ტრფობის სურვილი.

მაგრამ ეწვია ატმის ხეს ქარი
და ფრთა მედგარი შემოახვია,
ახლაც ატყვია ხეს განაბზარი,
ყვავილთა ღვარი რომ დააფრქვია.

როგორც პეპლები, მშვიდი და ფრთხილი,
შემდეგ აშლილი და აფრენილი -
გადაცვენილი ატმის ყვავილი
იყო დაღლილი და მოწყენილი.

ოცნებათ რიგი თვალს მიეფარა!
მტვრით გაისვარა წყალთა ლიკლიკი,
ყვავილი იგი მოკვდა და ჩქარა
წითლად დაფარა ბაღის ბილიკი.

ბაღის ბილიკზე მივდივარ და თან
გაძრცვნილ ატამთან ზღვები გროვდება,
საღამოვდება და მზის ჩასვლასთან
თანდათან მწუხრი მიახლოვდება.

მე აღარ ვდარდობ... რა მსურს, რას ველი?
ვით მზის ნათელი და ღამის ჩრდილი,
მეფობს სიკვდილი - ჭკნობის მსურველი!
გაქრა სურნელი, დაჭკნა ყვავილი!

გალაკტიონ ტაბიძე

Posted by: Special_1 23 Mar 2013, 21:27
ვაჟაო, დილის მზის სხივო,
ხან მთებზე ნისლთა დინებავ,
შუაფხოდან რომ მიდიხარ,
გული რად გაგეტირება?
შენ თუ არ იცი მიზეზი,
აბა, ვის ეცოდინება?
გადმოდი, გადმოაშუქე
ლურჯ თხილიანას კალთები.
რა დაშავდება? არც რაი:
გნახავ და... გამეხარდები!

ანა კალანდაძე

Posted by: DUDEGIVBEND 23 Mar 2013, 21:37
ალბათ თვითონ ღმერთი ირჩევს უცნაური რამეა
ქრისტეშობის ღამე მუდამ საოცარი რამეა
დეკემბერი დააჭენებს ყინვით ნახატ ეტლებსა
ამ ღამეს ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა

მერე ზეცად აღევლინე არ გიგუეს მიწაზე
ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილთ დედამიწაზე
ზეცად წასულს უკან მოგყვა ლოცვა, ცრემლი დამდენი
ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩი და იუდა რამდენი

ალბათ მისთვის გაიაფდა ღალატი და გაცემა
ფეხზე დგომა არის ძნელი ადვილია დაცემა
მეც დავრწმუნდი არ გამქრალა ქვეყნად შური და მტრობა
მეც მომიწევს ლეონარდოს საიდუმლო სერობა

და წარსული სიზმრად მექცა მომავალი ოცნებად
მეგობარი ვეღარ მიცნობს მნახავს და გაოცდება
ხოლო შენზე სხვა ჩემს გარდა სევდას ვინ დაიბედებს
ძველი წელი ხსოვნას მართმევს ახალი კი იმედებს

ქრისტე აღსდგა, ქრისტე აღსდგა ჩემი სული ცას უხმობს
ჭეშმარიტად, კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს
მაგრამ გულზე სამარცხვინოს მონდა დაღი დავაკრა
ჯვარს ვერ ვკადრებ ქრისტეს მერე ზედ იუდა გავაკრა

შერცხვენილი წაწყმედილი ეგდოს ქვეყნად ეთრიოს
ხოლო შენზე მრავალ მლოცველს მრავალ რამე ეთიოს
რწმენა ძნელად გადარჩება ხატი უფრო ადვილად
ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად ქრისტე აღსდგა ნამდვილად

ღიმილი და მილოცვები თუმცა ბევრი გავეცით
ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად ხოლო ჩვენ კი დავეცით ...


ზვიად გამსახურდია


Posted by: წუნა 23 Mar 2013, 21:48
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა.
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს.
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს.

გარეთ კი წვიმით სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს.
მეც აღარ მინდა, რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.

გათავდა! აღარ ჩამოგეხსნები,
არ მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე …… სულში.

ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც , წვეთიც….
შენ ხარ- აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი.
* * *
ხშირია სიჩუმე ოთახის სტუმარი,
წვიმის დროს მოვა და დილამდის დარჩება,
ბუხართან კატაა ყოველთვის მდუმარი...
ცისფერი ოთახი წითლად იფარჩება.

მივდივარ ბუხართან. რა მინდა! რა ვიცი!
ელავენ, თბებიან ტიტველი ფეხები.
მე არ შემიძლია, მე მარტო დავიწვი
და ფეხის გულებით კატის ზურგს ვეხები.

და ისევ ზმორება, ვნება უწინდელი,
კატასთან თამაში და თრთოლვით ხუმრობა.
ძვირფასმა მაჩუქა პატარა ცინდალი;
მე მიყვარს ზამთარში სიჩუმის სტუმრობა.

პაოლო იაშვილი

Posted by: საკურა. 23 Mar 2013, 21:55
პატარა ბავშვის ტერფების კვალი
ნამიან სილას ზღვის პირას აჩნდა...
მე თითქოს წამით ამეხსნა თვალი
და ის დღე ვიგრძენ იდუმალ ძალით,
როცა სიცოცხლე პირველად გაჩნდა!
ვიდექი მარტო. შორიდან ფრთხილად
მოდგა სიჩუმე და გულში ჩაჯდა.
ვხედავდი პირველ გაჩენის დილას...
და მხოლოდ სილას, ნამიან სილას,
პატარა ბავშვის ტერფები აჩნდა...

Posted by: DUDEGIVBEND 23 Mar 2013, 22:14
ორშაბათს გოგონა გავიცანი
გოგონა ნახატი ყალმისანი
მისი ღიმილი და დალალები
სამშაბათს გამიხდა საფიცარი

ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე
და ტავს მოსაკლავად ვიმეტებდი
ჩემი გასაჭირი ავუხსენი
ჩემი ეჭვები და იმედები

პარასკევს პასუხი მომივიდა
ვაიმე ბედო უკეთურო
დაბერებულხარო გნოლივიტა
ცოლშვილს მიხედეო უბედურო

თეთრად გავათენე პარასკევი
ფიქრჭში გავატარე შაბათ კვირა
თავმოჭრილი ვართქო დავასკვენი
ხოდა თავის მოკვლა გავაწყვიტე

გათენდა მეორე ორშაბათი
ისევ შემეფეთა ეს უღმერთო
ელვამ დამიარა კოჭებამდინ
დილამშვიდობისას გისურვებთქო

მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?
უნდა სხვანაირად ვსძლიო სვე-ბედს
მე ვიცი რაცხა ოხერი ვარ
ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ

ღმერთია ჩემი მწყალობელი
მე კი ამ უღმერთოს მგალობელი

biggrin.gif

Posted by: წუნა 23 Mar 2013, 22:27
ნუ მოხვალ ახლო, იყავი შორი,
სიშორის ორმოს ავავსებთ სევდით,
მთელ ქვეყანაზე მარტო ვართ ორი,
ქვეყნის დასასრულს ორი შევხვდებით...
სად შემიყვარდა, რად შემიყვარდა?
მე არ ვკითხულობ, არც მსურს გაგება.
შენ გაუშლელი ტანჯვის ხარ ვარდი
და ჩემი სული ეკლად დაგება...
შენი სიშორის მიმაფრენს ქარი,
შენ სურნელების წვიმა მაწვიმებს.
ანგელოსი ხარ თუ ჯადოქარი,
წაიღე სული, არ დაგამძიმებს.
დამწვარ ოცნებას, დაფერფლილ ფიქრებს,
ჩახლეჩილი ხმის ქებას დახეულს
და აწითლებულს ველურ ქიმერებს
კუბოდ დაგიწნავ ძვირფასს, შორეულს...

Posted by: საკურა. 23 Mar 2013, 22:54
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თვალებ დანაბული,
საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს
და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს.
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში
მზიურებს მაშინ
არაფერი მოგვაგონდება...
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში
ლურჯ სფინქსთან მივა, დიდხანს უცქერს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ვნებას ალურს;
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.

Posted by: nini gogo 23 Mar 2013, 23:24
QUOTE
ვაჟაო, დილის მზის სხივო,
ხან მთებზე ნისლთა დინებავ,
შუაფხოდან რომ მიდიხარ,
გული რად გაგეტირება?
შენ თუ არ იცი მიზეზი,
აბა, ვის ეცოდინება?
გადმოდი, გადმოაშუქე
ლურჯ თხილიანას კალთები.
რა დაშავდება? არც რაი:
გნახავ და... გამეხარდები!



QUOTE
ღიმილი და მილოცვები თუმცა ბევრი გავეცით
ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად ხოლო ჩვენ კი დავეცით .


QUOTE
გათავდა! აღარ ჩამოგეხსნები,


QUOTE
და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს.
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში
მზიურებს მაშინ
არაფერი მოგვაგონდება...



იქნებ არც მეკუთვნი...
მე კი გისაკუთრებ,
იქნებ შენ სხვას ავსებ...
ანდა სხვით ივსები...
რატომღაც ამრეზით
ვფიქრობ სიყვარულზე...
არ მაფორიაქებს
ტანჯვათა ზვირთები.
"ტრფობა ძლიერია
როგორც სიკვდილი,
მაგრამ მსხვრევადია
ვითარცა მინა" ,
მე სიყვარულით მინდა
სიცილი,
თვით სიყვარულში
მე მინდა ბინა.
უსწორმასწორო,თან რთული გზებით
ცხოვრება გვამცნობს მთავარს...
მე სიყვარულზე შეყვარებული...
უსიყვარულოდ დავალ.
თუ შენი სულის საყდარი გავხდი...
გპირდები ძალიან გისათუთებ,
იქნებ შენ სხვას ავსებ,
ანდა სხვით ივსები...
იქნებ არც მეკუთვნი...
მე კი...გისაკუთრებ.

Posted by: საკურა. 23 Mar 2013, 23:45
QUOTE
თვით სიყვარულში
მე მინდა ბინა.

QUOTE
იქნებ შენ სხვას ავსებ,
ანდა სხვით ივსები...
იქნებ არც მეკუთვნი...
მე კი...გისაკუთრებ.

love.gif


სუნთქვა გაყურსულა ნებიერად
კაბის გადაჩითულ საგულესთან...
ეგებ მოხვიდე და კოცნა დადო
ყურზე,კონწიალა საყურესთან?!
გარეთ შემოდგომის დღეებია
მწიფე ყურძნის ცრემლით ვიტირებ და
გული დაეწვება ღამის სიოს
გარეთ გამიტყუებს ჭრიჭინებთან.
ფოთლებს ოქროსფერი გადაუკრავთ
გული გაფრენილა საგულედან...
შენი კოცნის გემო დამიღვინდა
ყურზე კონწიალა საყურესთან.

Posted by: nini gogo 23 Mar 2013, 23:52
QUOTE
გული გაფრენილა საგულედან...

love.gif

მოვალ. თვალებში ჩახედვით დაგღლი
ჩვენს შორის მანძილს დავწნი სამძივედ
ხელში აგიყვან მკლავების ტალღით
და დაგაძინებ.
ჩვენი სიზმრების ბრთხილი შეხებით
მყუდრო ნაპირზე
ამოვა მზე და ერთი შეხედვით
გამოგაღვიძებ.

(რატი ამაღლობელი)

Posted by: Berti Vusteri 24 Mar 2013, 00:44
xatushka
QUOTE
-კალე, რა ხანია ხიდის მოაჯირზეაღარ გაგვივლია,ჰეჰ, ფეხშიშველებიც კი დავტანტალებდითამ ვიწრო ქუჩებში.გახსოვს, ჭრელ კოლოფებს თოკს გამოვაბამდითდა გზაზე დავდებდით,მერე კი გამვლელებს ვუცდიდით ფხუკუნითჟასმინის ბუჩქებში.ჩვენს მესერს კვლავ ერთი ფიცარი აკლია,ჩუმად რომ ააძრე,ამბობდი : « ჭიშკრით თუ შემოვალ შენს ბაღში,გზა უფრო გრძელია »ჩემი საქანელა ისევ ბლის ტოტზეათოკით გამობმული,ყუნწივით მოწყდება ხელით რომ შეეხო,ისეთი ძველია.კალე, სათრიმლავთან კოჭლი ფრედერიკიაღარ დგას, რა ვიცი,ეს ძია ბიორკიც სადღა დაიკარგა,დიდხანს არ მინახავს.ჩემთან, სხვენში ისევ აურზაურია,მტვერი, ხარახურა,ძველისძველ კომოდის უჯრაში, შავ ყუთშიჩვენს მუმრიკს ვინახავ.ვინახავ წერილებს, კანფეტის ქაღალდებს,ჩვენი თმის ღერებსაცდა ძველი ომების ძვირფას რელიკვიებს -საზავო ბარათებს,რუკებს საიდუმლოს, კონვერტებს წარწერით„წუპაკო ძაღლებო“,შენს ჯიბის ფარანსაც (რამდენი ხანიარაც აღარ ანათებს)სალანძღავ წერილებს ვინ დათვლის, ომებიაბა, რით დაგვეწყო,« ოჰ, „თეთრი ვარდების“ ბენტერა ბელადო,ხვალე პრერიებშიგელით „ალისფერი ვარდების“ არმია,თქვე ცინგლიანებო,მუმრიკი დაგვითმეთ, თუ არ მოგენატრათმუშტები კბილებში!“როგორ მენატრება დაყვლეფილ მუხლებზეფოთლების დაფენა,იმ თოკზე სრიალი, გზას რომ გვიმოკლებდასხვენიდან ეზომდედა გაკვეთილები, ხუთსაათიანი,ქაჯების ენაში,ყა-ფა-ყა-ფა-ნი-ფით თავს რომ ვაბეზრებდითსაცოდავ მეზობლებს.კალე, პრერიებში ვეღარ დავბრუნდებით?მუმრიკს ვერ დავიცავთ?მოდი და მითხარი რამე ჩვენებურად,ქაჯების ენაზე -„ჩე-ფე-მო-ფო ე-ფე-ვა-ფა-ლო-ფო-ტა-ფა,მო-ფო-ვე-ფე-დი-ფი,მომწყინდა მსხლის ძირას ფიქრი და მოვედი ». . . როგორ მომენატრე!ნათი ჯანაშია


ნწუ

კალესთან ჩემი დაკავშირებული არც ერთი წუთი მახსოვდეს,მართლა ბედნიერი ვიქნებოდი
ასევე კარლსონთან პეპისთან
აი სალტროკელები მევასება
მაგაზე ლექსი მიშოვვე აბა

Posted by: საკურა. 24 Mar 2013, 00:48
ისლის სახლი, ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!
შენ მაჩვენე მზის სიახლე
და ზღაპრების მხარე.

მე
ზღვის ნისლებს გადავყევი და მთებს მივეფარე,
ვეღარ ვნახე შენი სახე, ვეღარ მოგისწარი.
ისლის სახლი, ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!

ჩემი სისხლი შენკენ იწევს, ჩემი სისხლი ჩქარი.

ისლის სახლი, ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!

Posted by: skvincha14 24 Mar 2013, 13:14
* * *
იქ,
სადაც დუმილს ფასი არა აქვს,
იქ,
სადაც ჭუჭყი ვერცხლზე ძვირია,
იქ,
სადაც იყო ოდესღაც ტილო,
ახლა შეღებილ ფურცლებს ჰყიდიან.
ოდესმე_
ხორცი გავხდები ქვისა,
ალბათ,
ოდესმე ცრემლიც დაშრება,
მივეჯჭვები გამოქვაბულებს,
ვერ გავიხსენებ ბოლო დაშვებას
დედამიწაზე...

Posted by: საკურა. 24 Mar 2013, 13:31
წვიმამ მოიკლა ჟინი ღამით
და ახლა გრილა
და სველ სილაზე
მკვდარ თევზივით აგდია დილა....
ნისლია მთებზე
და ბურუსში სახლებიც გაქრა
და ზღვაში
თეთრი ხომალდივით
შეცურდა გაგრა...
უცებ შორიდან, — ვერ გაიგებ, საიდან
ისმის, —
ქალის კივილმა
ხანჯალივით გაკვეთა ნისლი,
როგორც სიგნალი განსაცდელის, ეძახის ყველას:
— სოს! სოს! სოს! ჩქარა, ვიღუპებით! —
და ითხოვს შველას! ..........

Posted by: AncientCaucasian 24 Mar 2013, 13:33
QUOTE
და ზღვაში
თეთრი ხომალდივით
შეცურდა გაგრა...

love.gif რაღაცნაირი სიტყვებია

Posted by: nini gogo 24 Mar 2013, 17:39
ჩემს ხელისგულზე

სიცოცხლის ხაზი გაწყდა.

სინათლემ დატოვა

თვალის ბადურა.

ღმერთსაც ეჭვი

შეეპარა ჩემს არსებობაში,

რაც უშენობამ

დაისადგურა.

=================================



Posted by: საკურა. 24 Mar 2013, 19:18
მა,სად ხარ?
უშენო წამები მაციებს,
ხელ-ფეხიც ძველებურად გამეყინა,
ვითვლი კვლავ შენამდე დღეებს და მანძილებს,_
ღმერთო, რამდენია(?!)
თითებს ცხელი სუნთქვით აქ არვინ არ მითბობს,
სევდასაც კოცნებით არავინ არ მიშლის,
ისეთს ხომ არაფერს არ ვითხოვ?_
მამასთან გ ა მ ი შ ვ ი თ ! . .
შენ მაინც გამიშვი სიზმრის ლაბირინთო,
იქ სადაც მამის გულს საათი დარაჯობს,
მსურს,მა,შენს ხელებში თმები ამილინთო
და აღარ დაგშორდე არასდროს... love.gif

არადა დამგრუზა... ((((

Posted by: nini gogo 24 Mar 2013, 19:50


love.gif


Posted by: nia-1nia 24 Mar 2013, 22:59
ზოგჯერ მომიკითხე იქნებ როგორა ვარ,
როცა გადაივლის წუთი განრისხების.
წუხელ ჰამაკივით მთვარე აქანავა
ქარმა, წერილს გწერდა მერე თავისხელით.

ფოთლებს ვერ აუდის ქურთი მეეზოვე...
აბა შემოდგომა როგორ ეყვარება.
მე კი უშენობა ისე მოვიძულე,
წუთებს აივნებზე ვითვლი რიკულებად.

ზოგჯერ მომიკითხე იქნებ როგორა ვარ,
თუკი გახსოვარ და თუკი გენაღვლები.
თორემ შემოდგომა, როგორც მეგობარმა,
ლამის მივატოვო უკვე ხელაღებით..

Posted by: merciamercia 24 Mar 2013, 23:53
***

Я не унижусь пред тобою;
Ни твой привет, ни твой укор
Не властны над моей душою.
Знай: мы чужие с этих пор.
Ты позабыла: я свободы
Для заблужденья не отдам;
И так пожертвовал я годы
Твоей улыбке и глазам,
И так я слишком долго видел
В тебе надежду юных дней,
И целый мир возненавидел,
Чтобы тебя любить сильней.
Как знать, быть может, те мгновенья,
Что протекли у ног твоих,
Я отнимал у вдохновенья!
А чем ты заменила их?
Быть может, мыслию небесной
И силой духа убежден
Я дал бы миру дар чудесный,
А мне за то бессмертье он? —
Зачем так нежно обещала
Ты заменить его венец?

Зачем ты не была сначала,
Какою стала наконец?
Я горд! — прости — люби другого,
Мечтай любовь найти в другом: —
Чего б то ни было земного
Я не соделаюсь рабом.
К чужим горам, под небо юга
Я удалюся, может быть;
Но слишком знаем мы друг друга,
Чтобы друг друга позабыть.
Отныне стану наслаждаться
И в страсти стану клясться всем;
Со всеми буду я смеяться,
А плакать не хочу ни с кем;
Начну обманывать безбожно,
Чтоб не любить, как я любил —
Иль женщин уважать возможно,
Когда мне ангел изменил?
Я был готов на смерть и муку
И целый мир на битву звать,
Чтобы твою младую руку —
Безумец! — лишний раз пожать! —
Не знав коварную измену,
Тебе я душу отдавал; —
Такой души ты знала ль цену? —
Ты знала: — я тебя не знал!

Михаил Лермонтов


p.s ავტორები მიაწერეთ

Posted by: skvincha14 25 Mar 2013, 13:28
* * *
ვინ აჭმევს მშიერს,
როდესაც შია?
ვინ უღებს კარებს უსახლო მგზავრებს?!
სისხლგამშრალ ყელში გაქვავდა ნერწყვი,
წავალ,
არაფრით დამეზარება!
აქ თურმე,
მხოლოდ სიყვარულს ჭამენ,
აქ თურმე,
ქოლგა არ უნდა წვიმას,
აქ ღვინოს კასრით თუ ვეღარ დალევ,
გაწირული ხარ დაუნანებლად...
დახეთქილ ასფალტს ფრჩხილებით ვაწერ,
ავტოგრაფს,
მერე შვილმა რომ ნახოს,
ჩემსავით გარეთ რომ აღარ დარჩეს,
ცხოვრებამ ასე რომ არ გალახოს...
აქ მშიერისთვის არავის სცხელა,
ვერავის სცხელა,
მზეს სცხელა მხოლოდ!

ლელა ლაშხი
* * *
* * *
მოძალადეა ერში ბერი თავისი არსით,
ჭეშმარიტების მქადაგებელ ზეშინაარსით...
მოძალადეა ქალში კაცი დღიდან გაჩენის,
არმორჩილების შემთხვევაში–ვერგადარჩენა!
ასცდა სამოთხეს.
წინგადადგმული ერთი ფეხიც საბედისწეროდ,
გასალანძღად და დასამხობად საკმარისია!
ჩემი ჩემია,
შენი ჩემია,
ჩვენიც ჩემია,
ყველა ჩემია,
ჩემი ვისია?!
არავისია,მარტო ჩემია.
ჯერ ჩემს შეძენილ ბილეთზე ვზივარ,
შემეღირსია!

ლელა ლაშხი

Posted by: wuma 25 Mar 2013, 14:34

ვერ მოვიტყუე თავი ბოლომდე
ვერც სიყვარულით და ვერც იმედით,
სად არის ქალი, რომ გამყოლოდეს
იმ გზაზე, სადაც ვეღარ მივედი.
წვიმამ და ქარმა დამსუსხა ერთად,
და საკუთარი წამართვა ლანდიც.
მწყუროდა ღვინო და ვსვამდი ქეძაფს,
მწყუროდა ზეცა და მიწას ვჭამდი.
თან იმ ჭრილობებს სულს ვუბერავდი
ხან ღმუილით და ხანაც სიცილით,
ვერ მოვიტყუე თავი ვერაფრით,
არყოფნის მზერა ვერ მოვიცილე.
შენ _ განუწყვეტლივ მიბიძგებ საით?
მარადიულო დღეო და ღამევ,
ამოდი ჩემგან, რომ მივხვდე მაინც
ჩემგან შენს გარდა თუ რჩება რამე,
ყველა ცდუნებას გზა მოვუჭერი,
რომ ჩავიღვარო შენში ვით წვენი,
თუ მხოლოდ ეს ვარ _ უტყვი ჭურჭელი,
რათა ბოლომდე ავივსო შენით.

ბაძაღუა

Posted by: საკურა. 25 Mar 2013, 14:42
ვწევარ და ვუსმენ. ქარია გარეთ.
მე ბნელ ოთახში ვწევარ და ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედელზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.

სად გაქრა შენი ფერკმთალი სახე,
სუნთქვა სიჩუმის და ფოთოლცვენის,
ან ის სიზმრები, ერთად რომ ვნახეთ,
აუხდენელი სიზმრები ჩვენი.

ახლა მჭირდები... შენ არც კი იცი,
შენ ვერც იფიქრებ, როგორ მჭირდები...
შეეძლო მარტო შენს ბავშვურ სიცილს
გაევსო სახლი მზით და ჩიტებით.

სად გაქრი... საით გაყევი ქუჩებს...
სად დაგავიწყდი... სად ვიყავ მაშინ...
ან იქნებ ვინმეს მოუნდა უცებ,
ჩემი ყვირილი გაიგოს ქარში.

საბრალო სული! დე, იყოს ასე!
მე არ მრცხვენია ვნებები ჩემი,
მე ყოველ ღამეს - შენი ხმით სავსეს -
ვხვდები ცახცახით და გულისცემით.

მაგრამ შენ სად ხარ... ქარია გარეთ,
ისევ ქარია და ისევ ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედლებზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.

Posted by: nini gogo 25 Mar 2013, 14:58
QUOTE
ჩემი ჩემია,
შენი ჩემია,
ჩვენიც ჩემია,
ყველა ჩემია,
ჩემი ვისია?!
არავისია,მარტო ჩემია.

ჰაჰ chups.gif

QUOTE
მე ყოველ ღამეს - შენი ხმით სავსეს -
ვხვდები ცახცახით და გულისცემით.


საუკუნე, წელიწადი და თვე,
კვირა, დღე და საათი და წუთი,
წამი, მელანქოლია და მე,
ყელში უშნოდ გაჩხერილი ბურთი.
ღამე, კარზე კაკუნი და... შენ,
გარეთ თავსხმა, გალუმპული თმა,
"გაზაფხული შემოსულა ლენ", -
როიალი, თითები და ხმა.

შამპანური, ბუხარი და სითბო,
თვალი თვალში, მოპარული მზერა,
გახელება, გაგიჟება, რითმა,
სიყვარული, ღიმილი და წერა...

ყოყმანი და მიხურული კარი,
სველი დილა, ნაცრისფერი დღე...
შიშველ მხრებზე მოხვეული ქარი,
სიყვარული, აპრილი და შენ!.

Posted by: Nitsa_a 25 Mar 2013, 22:28
- თქვი, არჯაკელო ხვიარა,
ქსანზე ვინ ჩამოიარა?
- რა ვი, ღრუბლებზე ვფიქრობდი
და არა გამიგია რა...
- მეც.. სხვათაშორის ვიკითხე,
სალაპარაკოდ კი არა.

ანა

Posted by: skvincha14 25 Mar 2013, 22:31
* * *
მიფათურებდა სულში ხელებს ჭრელი დემონი,
თვალშიგაყრილი ღმერთს ვუზივარ ძოწის მუხლებზე,
შენზე ოცნებას,
აქაც ვეღარ ვერიდებოდი,
დაუსრულებლად ვუამბობდი,
ჩემს მკვდარ მუზებზე...
შორსა ვარ ახლა,
ისე,
როგორც შორს ვარ ყოველთვის,
ისე ახლოს ვარ შენს ფიქრებთან,
როგორც მზე ცასთან,
მივდიოდი და ნაფეხურად გულს გიტოვებდი,
ჭრელი დემონი ოკეანის ნაპირებს გასცდა
და ზღვა ჩაცელა,
უკანასკნელ კენჭამდე მარჯნის,
განთიადს სული ,
ისე უმალ ამოახვრიპა,
რიგში ელოდნენ,
დამცირებულ სათქმელს ღეჭავდნენ,
იმან კედელზე აგვაკრა და ყველა დაგვხვრიტა!
ხმაგაბზარული,
აღმართ–აღმართ მე და ის,
"დიდი",
დაღლილნი,
მაგრამ მაინც ზევით ამოვდიოდით,
მიტევებული ომის სურნელს ვერ განვიცდიდით,
როცა მოვბრუნდი,
ჩვენს კვალდაკვალ,
შენც მოდიოდი...

ლელა ლაშხი

Posted by: nini gogo 25 Mar 2013, 22:31
ახლოს,
სულ ახლოს ჩამიქროლა ბედნიერებამ,
ახლოს,
სულ ახლოს,
ზედ ყურისძირთან.
მომელამუნა მაგ თმებივით,
მაგ ჩურჩულივით
და აცდენილი ტყვიასავით გაიზუზუნა..

(შოთა ნიშნიანიძე)

Posted by: merciamercia 25 Mar 2013, 22:51
მარტი

ახლახანს გათენდა... ღრუბელთა მანტია
ამღვრეულ თვალებში იჭრება კარტივით...
მე ისევ მარტო ვარ... ირგვლივ კი მარტია –
უბრალოდ რთული და ძალიან მარტივი.
.
ღმერთი ხარ?! – მაშინ მე ურწმუნო თომა ვარ!
ვნახოთ ვინ გაიტანს და ვისი აჯობებს...
უკვე წარსულივით ვიგონებ მომავალს
არმოსულ გაზაფხულს თვალებით ვაბოდებ...
.
მე ახლა ნამდვილად არ ვიცი რა მინდა,
ჰაერი ირწევა ნასვამი კაცივით...
შენ შეცდი ძვირფასო... დახარე თავი და
დაღუპულ ოცნებებს მიაგე პატივი...
.
ერთი საოცრება მოხდა და... წავიდა,
მსუბუქი ოცნებაც დამძიმდა დარდივით...
მარტიც მერამდენედ მეწვია თავიდან
და ფიქრებს მირიგებს აჭრილი კარტივით...
.
დავითვლი ცრემლებად ჩამოღვრილ ღამეებს,
თვითეულს სიკვდილზე მეტადაც ვაფასებ!
ახლახანს გათენდა... ეგეც თუ რამეა...
იმედებს ბავშვივით ჩამოვწერ დაფაზე...
.
დაღლილი თვალები კიბეზე აგდია,
ჰაერი ირწევა ნასვამი კაცივით...
შენ შეცდი ძვირფასო... ირგვლივ კი მარტია...
უბრალოდ რთული და ძალიან მარტივი...

ბაკურ სვანიძე

Posted by: nini gogo 26 Mar 2013, 12:02
არ ვიცი,
თავს ვერ ვარწმუნებ,
როგორ დაგკვლიე, იაო...
გეძინა ყოჩივარდასთან,
თვალები გქონდა ღიაო.
როგორც ანგელოზს ,ღიმილმა
ბაგენი აგიმღვრიაო,
შენ რას ეჩრები,გვირილავ
შენი ვერ გამიგიაო.
შენ არ სთქვა,თავადაც ვიცი,
მზის სწორი ისევ მზეაო...

(ტარიელ ხარხელაური)

Posted by: merciamercia 26 Mar 2013, 16:21
ისეთი ლექსი

ვიყავი მხოლოდ ლექსით მდიდარი,
არ მიძებნია მეტი ქონება
და ლექსის გარდა არავითარი
მე არ მხიბლავდა სხვა შთაგონება.
ისეთი ლექსი დავწერო მინდა,
რომ არ დამჭირდეს კვლავ ლექსის წერა

მსურს დავიფერფლო, ვით ცეცხლი წმინდა
და ეს იქნება გედის სიმღერა.
ჩემი ცხოვრებ არის ლოდინი,
ამ აგონიის და ამ სიმღერის.
რამდენი წელი დღე რაოდენი
ვიყავ მძებნელი იდუმალ ფერის!
მე აღარ მინდა მეტი წვალება,
სულის და ხორცის ყოფაზე ზრუნვა,
დღეთა კოშმარი ცეცხლისთვალება,
რითმების ძებნა სიტყვების ბრუნვა!
კმარა! გათავდეს მწველი ამბავი.
უკანასკნელად ვიმღერო მინდა.
ლექსი, ჩემს შემდეგ დასასტამბავი -
ჩემი ანდერძი და სიტყვა წმინდა.
და მაშინ ვიტყვი გულგაპობილი:
- ბედო, შავპირო! გამიშვი ახლა!
გულში ჩამიკრავს მიწა მშობელი,
დამიტირებენ ვარსკვლავნი მაღლა.
ისეთი ლექსი დავწერო მინდა,
რომ არ დამჭირდეს კიდეც ცხოვრება,
და მჟერა, ჩემი სიმღერა წმინდა
სამშობლო მხარეს ემახსოვრება.

ვალერიან გაფრინდაშვილი

Posted by: Paloma_Picasso 26 Mar 2013, 18:53
ძუნწო მეფეო სიღრმეთა მიწის,
მწყემსო კაცთა და იმპერატორთა,
ორსულ მარცვალთა საშოთა სიცხეს,
მოკვდავი ხორცის აქცევ საწოლად.
ზღვის ფსკერზე ვეშაპთა მძინარე ჩონჩხებს,
გადაავიწყდა შიში და მოცდა,
უდროოდ ჩაძირულ,დიდებულ გემებს,
ლოკოკინათა მიეკრო კოცნა.

ირაკლი ჩარკვიანი

Posted by: skvincha14 26 Mar 2013, 19:42
* * *
შენ ყველა გიცნობს,
როგორც ერთადერთს,
შენ ხარ ყველასთვის,
მხოლოდ არავინ,
სახელწოდებას პარავ სამყაროს,
შენსას,
რომ გერქვას _ადამიანი.
სახელებს,
ჩემთვის ძვირფას სახელებს,
სახეებს,
არცერთს,
რომ არა ჰგვანან,
დაგვის ზამთარი,
გასწმენდს მზის ოფლი,
მოუმაქმანებს მკლავზე სარტყელად.
როდესაც შეგხვდი,
ასი წლის მერე,
ჩემი ტყავიდან გამოქცეული,
შენ ისევ ისე დაგვილ–დავარცხნილს,
გენთო კვარცხლბეკზე ნორჩი სხეული.
ჰო,
მაინც ყველა გაერთადერთებს,
ყველასთვის,
მაინც შენ ხარ არავინ,
ამ სახეს,
ამ ჩემს საყვარელ სახელს,
მოვიპარავ და დავაარქივებ...

ლელა ლაშხი

Posted by: chxareli_to 26 Mar 2013, 20:40
QUOTE
შენ ყველა გიცნობს,
როგორც ერთადერთს,
შენ ხარ ყველასთვის,
მხოლოდ არავინ,
სახელწოდებას პარავ სამყაროს,
შენსას,
რომ გერქვას _ადამიანი.
სახელებს,
ჩემთვის ძვირფას სახელებს,
სახეებს,
არცერთს,
რომ არა ჰგვანან,
დაგვის ზამთარი,
გასწმენდს მზის ოფლი,
მოუმაქმანებს მკლავზე სარტყელად.
როდესაც შეგხვდი,
ასი წლის მერე,
ჩემი ტყავიდან გამოქცეული,
შენ ისევ ისე დაგვილ–დავარცხნილს,
გენთო კვარცხლბეკზე ნორჩი სხეული.
ჰო,
მაინც ყველა გაერთადერთებს,
ყველასთვის,
მაინც შენ ხარ არავინ,
ამ სახეს,
ამ ჩემს საყვარელ სახელს,
მოვიპარავ და დავაარქივებ...



აუ რა მაგარი ლექსია


მომეწონა love.gif love.gif love.gif

Posted by: nini gogo 26 Mar 2013, 21:07
საათის ტიკტიკი გესმის?
მესმის.
დრო მიდის, იცი?
ვიცი.
წუთი სიკვდილია, ხვდები?
ვხვდები.
მაშ რაღას უცდი?
ვუცდი...

==========================

ჩემი პატარა ხელისგულით-... სახეს გაგითბობ,
გული გჭირდება სიყვარულით??-გულსაც დაგითმობ.
ბრმა თუ გახდები...აღსაქმელად თვალებს გათხოვებ,
ოღონდაც დარჩი,ამ სამყაროს... ნუღარ დატოვებ.
თუ ინტერესი არსებობის სადღაც დაკარგე...
ნუ წაიშლები...სავალი გზა ისევ დაქარგე,
ზეთის ფერადი საღებავით მოხატე კრედო...
მინდა ხეს ესხა მწვანე ფოთლად...
ძირს აღარ აგდო.
რომ გადაგთელონ ...განვრისხდები...ვეღარ ავიტან,
წამოგაყენებ...ფიქრს გასწავლი ისევ თავიდან..
წაბორძიკდები???
აღარ მოგცემ წაქცევის ნებას,
კვლავ აეწყობი მთლიანობად..ჩვეული ნგრევას.
წამოიმართე...
სვლა განაგრძე...
შველას ნუ ელი...
სულ შენთან არის ჩემი გული...პატარა ხელი..
............................................................................
უდაბნო...
ქვიშა...ხრიოკი ცა...
მსგავსი სულები.......
აღმართი...ვაკე...
გადაბმული ხელისგულები.

რიტა უჩავა

Posted by: merciamercia 26 Mar 2013, 23:25
ჩვენ - ,,ცისფერი ყანწები"

მარად ლექსები. პოეზია. გადაქანება.
საქართველოს კი დაუბერა ციებამ, სურდომ,
ჩვენ პოეზიამ თავი მაინც ვერ დაგვანება
და ვერ გაგვტეხა შემოსეულ სიკვდილთა ურდომ.

სამშობლოს ჯვარზე პოეზიით დალურსმულები,
ფეხზე ვიკიდებთ ჰენიოსთა დაფნის გვირგვინებს
და როცა ქვეყნის აღსასრული ჩამოიგრგვინებს,
ჩვენ გავიცინებთ თეთრ ფერებში გადაცმულები.

ჩვენ ლექსებს დავწერთ, ავტირდებით და ავატირებთ,
ჩვენი დარტყმული ამ ქვეყანას დარჩება ლარი,
თვალწამოვარდნილ საქართველოს გადვინადირებთ
და ჩვენს ძეგლებზე აინთება ლოცვის ოლარი.

ნიკოლო მიწიშვილი

Posted by: nini gogo 27 Mar 2013, 12:24

_____________

Posted by: skvincha14 27 Mar 2013, 15:51
* * *
რა უსაშველოდ იცის ხოლმე წუთმა გაწელვა,
უმადურებით ავსებული ვქოლავ საათებს.
ცის ნაპირებთან მოვახერხე შენზე დაწევა,
ჩემს გასალღობად შუაღამე კოცონს აანთებს.
მოვინადირებ კაბადონებს,ნადავლს დავითვლი,
გაგინაწილებ სასიცოცხლოდ ძვირფას საგანძურს,
მაგვიანდება,მიმასწრებენ,დრო არ დაიცდის,
რა შეიცვალა თუ დავმუნჯდი?მიყვარს,განა მძულს!
საგულდაგულოდ გადამალა აწმყომ სარდაფში,
უღიარებლად დამარხული ჩემი თაობა!
არც უნანია,ისე დათმო,ერთხელ ნანახში,
საპირჯვრე მხარზე მოინიშნა არარაობად.
წავა,გაივლის,არ დარჩება სამიდღემჩიოდ,
ვინ მიჩვეულა,ისე,რომ არ გადასჩვეოდეს,
მე მეშინია,მაკანკალებს,არ მივეჩვიო,
უპატიებელ იარებად არ მემჩნეოდეს.
ის,რაც ასე და ამნაირად აშთობს მოლოდინს,
ის,რაც ამდენად ავიწროვებს ბილიკს თმენამდე,
ის,რაც მიგათრევს იძულების წესით ბოლომდის,
ის,რაც გაშორებს საკუთარი თავის რწმენამდე.
რომ არ წარხოცავს,შენში ფარულ ყველა ღირსებას,
რომ შეგინახავს დედაშენის თბილი გულივით,
თუ წაგაქციეს,ის მოგკიდებს ხელებს ისედაც,
გამოგიწოდებს დაღლილ იმედს,თბილი პურივით.
რა უსაშველოდ იცის ხოლმე წუთმა გაწელვა,
უმადურებით ავსებული ვქოლავ საათებს.
ცის ნაპირებთან მოვახერხე შენზე დაწევა,
ჩემს გასალღობად შუაღამე კოცონს აანთებს.

ლელა ლაშხი

Posted by: nini gogo 27 Mar 2013, 19:12
QUOTE
საპირჯვრე მხარზე მოინიშნა არარაობად.

rolleyes.gif






და იყო ქალი, იყო ალი,

გრიგალ-ქალწული,

უცაბედი დამწველი, როგორც

სილაგაწნული.

Posted by: merciamercia 27 Mar 2013, 19:58
***
სხივებმა ფოთლების ბოლო ნაპულსარი
ნისლებს შეაწმინდეს, სქელსა და მიწიანს,
მოკვდე შეიძლება, მზე ისე შორს არის
და სველი ხეები სველ ხელებს იწვდიან

ქალაქში, მთებიდან, როგორც დივერსია,
ეწყობა ნისლები, აქ, როგორც სარჩევში,
სიკვდილის მოძებნა უმარტივესია
(ბევრიც რომ ეცადო, მაინც გადარჩები).

ლონდონში ნისლები უფრო სქელ-სქელია,
ვენაში გავუშვი ყველა თადარიგი
და ფლამინგოები სანგრებს შესცქერიან,
ეს კი საშველია, შენი ბადალი კი

არ არის, არ არის, არ არის, არ არის
და კიდევ არ არის, დილავ, საზიზღარო,
რადგან სამარიდან ასე მისავალი,
სუსხი ჩემს ოთახში უნდა ასისხამო.

ჩვენ კი, საქართველო, ერთმანეთს ყოველთვის
ასე ვექცეოდით, რადგან მოგვისაჯეს
სქელი ჯაჭვების და ტანჯვის ეგზოტიკა,
ჯვრების ეგზოტიკა, კიდევ, ზოგისათვის.

ახლა სისრულეში მოდის განაჩენი,
რამდენ სისაძაგლეს კიდევ შევეგუეთ,
ბევრიც რომ ვეცადოთ, მაინც გადავრჩებით,
ზამთრის პროლოგია ახლა შენებური

და შენს სიბნელეში სველი ხეებიდან
სიკვდილის დანახვა უმარტივესია
და სქელი ნისლები, ცუდი დღეებივით,
ეწყობა ზედიზედ, როგორც დივერსია.

რეზო გეთიაშვილი

Posted by: skvincha14 27 Mar 2013, 20:06
* * *
კიბეზე ვიღაც იდგა...
სულ დასაწყისში იდგა და ჩუმად,
ფიქრობდა იმას,
რაც ჰსურდა იმ წამს,
ალბათ სტკიოდა,
ან უხაროდა,
ან არაფერი,
მხოლოდ ფიქრობდა.
თვალები მისი არ ანათებდნენ,
არც ბაგეებზე უკრთოდა შუქი,
არც ხელის მტევნებს ესხათ სხივები,
გამოხუნებულ ეპიზოდს ჰგავდა,
ძველი ფილმიდან
და იდგა ასე,
უსიტყვოდ,
დიდხანს,
მერე წავიდა,
როგორც შუადღე ჩემი ფანჯრიდან.

ლელა ლაშხი

Posted by: nini gogo 27 Mar 2013, 20:24




love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif

გიყურებ, მოგყვები, და სული დამემშა,
და ჭამენ როიალს კვლავ შენი თითები,
და დევნი თვალებში დამწყვდეულ კაეშანს,
და უფრო მოგყვები, და უფრო მჭირდები.

Posted by: skvincha14 27 Mar 2013, 20:54
მომეწონა გიოს ლექსი.არ ვიცოდი თუ წერდა...
up.gif up.gif up.gif up.gif

Posted by: nini gogo 27 Mar 2013, 22:57
skvincha14
ეს ნახე როგორ კითხულობს დაგბურძგლავს )))


Posted by: skvincha14 28 Mar 2013, 07:13

nini gogo
გიორგი კაი ადამიანია და რაღაცნაირია.მომწონს!
* * *
***
არ ვიცი ლექსები რატომღა მინდება,
ახლა ხომ დაღლილს და მკვდარს უნდა მეძინოს
არ ვიცი ოცნება რატომ არ მწყინდება
არ ვიცი ვისგან და რა მინდა მე თითონ...
ან რატომ ვიჩემებ,ის რაც არ მეკუთვნის,
ან რატომ დავეძებ,რაც ჩემთან არ მოვა,
ან რისთვის გავრბივარ საითკენ ვეშურვი,
მე ჩემმა ცისა მზემ ისედაც დამტოვა...
გლიჯავდა ოქტომბერს ქარი და მეტეხი,
ქვაფენილს ეფინა ფოთლების ხალიჩა
დავბრმავდი,
დავმუნჯდი,
ვერაფერს ვეხები
არ ვნანობ სულში, რომ ბნელეთი გამიჩნდა...
რად მინდა ლექსები,
შემძულდა ფურცელი
მაყრუებს დუმილი ,
გონებას მიკაწრავს
მე ჩემი სამყაროს შვილი ვარ უძღები
არა ვცნობ ნაფესვარ ზეცას და მიწა-წყალს.
ყრუ ვარ
და
ვიფარებ ხმაურის პირბადეს,
ბრმა ვარ
და
მაღელვებს ჭადრების ციალი,
ეული ჩრდილები თავს მორცხვად მიკრავენ,
არ აფრთხობს მათ ჩემი სიჩუმის ღრიალი.

ლელა ლაშხი

Posted by: nini gogo 28 Mar 2013, 11:54
QUOTE
მაყრუებს დუმილი ,
გონებას მიკაწრავს

chups.gif

სიყვარულს რად უნდა ლამაზი ფერები...
ისედაც ეყოფა.
სიყვარულს რად უნდა სამყარო ფერადი...
სწყურია მეფობა.
არც სკიპტრა,არც ტახტი ძვირფასად ნაგები...
გულში აქვს გრიალი,
ცუდი მმართველია...სამეფოს არ ინდობს...
იწყება ღრიალი.
სამოქალაქო ბრძოლების შემდეგ...
სიწყნარე სუფევს,
დაღლილი განცდა ილექება...
გულის ფიცარზე,
უარაფროდ და თან ყველაფრით აღსავსე
გრძნობას...
მოყირჭებია სიარული მარტო...მიწაზე.
დაქანცულ სხეულს...უანგაროდ იფარებს სკვერი,
ხის ქვეშ,გრძელ მერხზე იძირება
კანოე ფიქრთა...
ომის მიზანი აღსრულდაო...ხარობენ ზევით,
უგამარჯვებოდ...აღსრულება მიზნების...
ვინ თქვა??!!!!!!!
სიკეთესა... და ბოროტს გაიდო ხიდი...
მატარებელი,ელჩი მათი...მიჰქრის რელსებზე,
არცერთი ცდილობს რომ დახაროს ამაყი თავი
და გულამოსკვნით იქვითინოს...
გულწრფელ ლექსებზე.
........................................................................
ალბათ გავა დრო...
დაიდება მათ შორის ზავი...
კითხვაზე "გიყვაარს"???!!!
გულს ექნება პასუხი
"რავი"......

რიტა უჩავა

Posted by: skvincha14 28 Mar 2013, 14:03
* * *
გაჩენის დღიდან,
ვალში ვარ დღემდე...
მუჰამედია,ქრისტე,თუ ბუდა,
ვუყვარვარ,
დარდობს,
ნაბიჯებს მითვლის,
ამ სიყვარულით რისი თქმა უნდა?
ქერქმოცლილ ფესვებს მიწა მიკოცნის,
ხელისგულებზე მარტი გათოვდა,
დედამიწაზე ჯვარნაწერ ღამეს,
ჩემი სიზმარი სხვაზე გათხოვდა.
რის თქმას აპირებს ნეტავ აპრილი?
რას მემართლება ამ ჯვრის სიმძიმე,
თუკი ვუყვარვარ,
ნუღარ მახსენებს,
უცხოა ჩემთვის ღმერთის სიძვირე...
რისი თქმა უნდა ჩემს დამბადებელს?
იმით,
რომ ახლა
ძალა მაქვს_ვიყო,
ნაზამთრევ თითებს თუ ვერ დავითმენ,
და
თბილ საბანში თუ შემოგიყოფ...
ოდესმე ალბათ მსგავსად სითეთრის,
ფერებს თავისი დაუბრუნდება,
რის თქმასაც ასე ცდილობდა ყველა,
მერე არავის არ მოუნდება...

ლელა ლაშხი



სულ ცინცხალია.რამოდენიმე საათის დაწერილი. bis.gif

Posted by: Davon 28 Mar 2013, 20:31
She Walks in Beauty

She walks in beauty, like the night
Of cloudless climes and starry skies;
And all that's best of dark and bright
Meet in her aspect and her eyes:
Thus mellow'd to that tender light
Which heaven to gaudy day denies.

One shade the more, one ray the less,
Had half impaired the nameless grace
Which waves in every raven tress,
Or softly lightens o'er her face;
Where thoughts serenely sweet express
How pure, how dear their dwelling-place.

And on that cheek, and o'er that brow,
So soft, so calm, yet eloquent,
The smiles that win, the tints that glow,
But tell of days in goodness spent,
A mind at peace with all below,
A heart whose love is innocent!

QUOTE
სულ ცინცხალია.რამოდენიმე საათის დაწერილი.

კარგია.

Posted by: wuma 28 Mar 2013, 20:35
ჯობს ჩემში დაეჭვდე, ჩემო თანამგზავრო!
უფალს შენი ლოცვა რად უნდა ესმინა;
ჯობს ტრფობის ნამსხვრევი დარდში გააზავო,
ისე გამოწურო ცრემლები კვნესიდან.

მე კი, ჩემდა თავად, მოგყვები ბოლომდე
და მეტს უსუსურ ქალს ნურას დამაძალებ,
ლამაზი მზითვებით მოგირთავ მოლოდინს,
როგორც ბედნიერი ტურფა პატარძალი.

ოღონდ ეს იცოდე, სულს ვერ მოგაბარებ,
ის საბუდარია ცრემლთა და სნებათა,
რაც მქონდა, დაგითმე, ჩემო მეგობარო,
თუკი რამ გამაჩნდა, თუკი რამ მებადა
ქალწულს უთვისტომოს, სუსტსა და თავმდაბალს.

ეს გულიც დღეიდან შენ უნდა გკმარობდეს
და ჩემი აღმასვლაც შენ თანა მთავრდება,
ოღონდ მაღალ ზეცას მოვუხმობ თავდებად,
რომ მუდამ შენ გვერდით ვიქნები მარადის..


Doubt Me! My Dim Companion!
Why, God, would be content
With but a fraction of the Life—
Poured thee, without a stint—
The whole of me—forever—
What more the Woman can,
Say quick, that I may dower thee
With last Delight I own!

It cannot be my Spirit—
For that was thine, before—
I ceded all of Dust I knew—
What Opulence the more
Had I—a freckled Maiden,
Whose farthest of Degree,
Was—that she might—
Some distant Heaven,
Dwell timidly, with thee!

Sift her, from Brow to Barefoot!
Strain till your last Surmise—
Drop, like a Tapestry, away,
Before the Fire's Eyes—
Winnow her finest fondness—
But hallow just the snow
Intact, in Everlasting flake—
Oh, Caviler, for you!

Emily Dickinson


Posted by: nini gogo 28 Mar 2013, 20:53
თებრო ძალოს წერილი ექიმს

ღრმად პატივცემულო, ნერვების ექიმო.
ამ ჩემს ბერიკაცზე მინდა შეგეკითხო,
ვეღარას ვაგონებ... დაყრუვდა საწყალი
ხომ არ მოგიგონავთ სიბერის წამალი.

ხან მუხლი აწუხებს, ხან წელი, ხან მხარი
ძველი ურემივით ჭრაჭუნებს საწყალი,
აღმართზე რომ ადის ქოშინებს ძალიან,
ვეღარ გამიგია ეს რიღას ბრალია...

ბოლო დროს რაღაცა, სკრელოზიც დასჩემდა,
ხან თებროს მეძახის ხან კიდევ გალიას...
ნეტაი ვიცოდე გალია ქალია?
თუ თავს მტრედს ადარებს, მე ჩიტის გალიას.

ბოლო დროს ქალაქში დაიწყო წანწალი...
რაღაცა ეჭვი მღრღნის არ ჰყავდეს წაწალი,
ან კიდევ რა ვიცი რაღა შეუძლია...
ჩემს ურგებ ქოთანსა... თავშიც ქვა უხლია,

ბოდიში გაწუხებ ბატონო ექიმო...
მაგრამ კიდევ ერთიც უნდა შეგეკითხო,
ეს ჩემი ბებერი ქალაქს რომ დაძვრება...
ვითომა მკურნალობს?...თუ ნეტა რა ხდება?

ნანა გოგოლაური.

=======================================================
ის გზა და ბილიკი გახსოვს?
აჩრდილი გაფოთლილი თუთის,
- რომელი თუთა ქალო,
ქმარი შეჰყურებს და უკვირს.
თუ გახსოვს წისქვილი ძველი,
საფქვავი დაგვქონდა ერთად,
- რომელი წისქვილი ქალო,
წისქვილში რა მინდოდა შენთან?

- როგორ მომიტაცე, გახსოვს?
როგორ ამიხვიე თვალი,
- ღმერთმანი ტყუილია, ქალო
ბრაზდება ასწლოვანი ქმარი.

შვილთაშვილები კი ამ დროს
ხითხითით იკლებენ ბინას,
დედაბერს მოგონება ართობს,
ბერიკაცს რა ხანია სძინავს...

Posted by: skvincha14 28 Mar 2013, 20:58
***
მე წუხელ ღამეს ტანგო ვეცეკვე,
მე წუხელ მტკვარმა გადამიბირა,
მე ვერ გაკოცე წუხელ ვერცერთხელ,
მე წუხელ ბედმა არ გამიღიმა...
სამაგიეროდ ვიყავი მარტო,
სამაგიეროდ ისევ მეფე ვარ,
სამაგიეროდ სიჩუმე მათბობს,
თავთან მეჯდა და დიდხანს მეფერა...

ლელა ლაშხი

Posted by: nini gogo 28 Mar 2013, 21:03
QUOTE
მე წუხელ ღამეს ტანგო ვეცეკვე,
მე წუხელ მტკვარმა გადამიბირა,
მე ვერ გაკოცე წუხელ ვერცერთხელ,
მე წუხელ ბედმა არ გამიღიმა...
სამაგიეროდ ვიყავი მარტო,
სამაგიეროდ ისევ მეფე ვარ,
სამაგიეროდ სიჩუმე მათბობს,
თავთან მეჯდა და დიდხანს მეფერა...

კარგია rolleyes.gif





Posted by: skvincha14 28 Mar 2013, 21:11
* * *
გამამარტოსულე,
უკვე,
მეათასე ჯერია,
ახლა,
მინდა ისე ვწერო,
რომ არ დამიწერია....
ისევ მტოვებ გაუკაფავ,
ტრამალისფერ ბილიკზე,
იქნებ შენ სულ არ ყოფილხარ,
ჩემი სევდის პირიმზე
დავუღლივარ შენთან ყოფნას,
უწვიმია ჩემს საფლავზე შროშანებს,
შენ რომ ცრემლი დამადინე,
ის ჩემიდან საბოლოოდ მოვშალე...
თურმე სასულეთში გინდა,
მე გამწირე საამისოდ,
ცოცხალი,
ნუთუ იმას ვერ მიხვდი,
რომ ამით,
უკვე მეათასედ მომკლალი...
ჩვენს ნამარტალ უცხო გზაზე,
აღარ ვჩრდილავ იასამნის ხეივნებს,
შენს სანატრელ სურნელებას,
მოგონების სხვენზე გავასეირნებ...

ლელა ლაშხი

Posted by: nini gogo 28 Mar 2013, 21:16
ნეტავ გეთქვა... ნეტავ მეთქვა .....
ნეტავ სადმე კიდევ ერთხელ შეგვახვედრა....
გულმა როგორ უსაშველოდ გაგაღმერთა ნეტავ მეთქვა...
განთიადზე, თუნდ საღამოს მზის ჩასვლისას ეგ თვალები ბინდის პირას შემაფეთა...
მხოლოდ ერთი, მხოლოდ ერთი სიტყვა მეთქვა ... მომაგნებღა?
სინანულმა მოიხვია წვიმის ჩადრი,მონატრებამ სევდის ტილო შემიკვეთა...
ნეტავ ცოტა დამეძლია მორცხვობა და ერთი სიტყვა მხოლოდ ერთი სიტყვა მეთქვა...
ნეტავ მცირე სულ პატარა ერთი წუთი
მომეთხოვა ,დროს მოეცა და მე მეთქვა...
დარჩი ჩემთან.

ნანა გოგოლაური.

Posted by: skvincha14 28 Mar 2013, 21:19
* * *
თუკი მარტის ყველა წუთი შენი იყო,
თუ აპრილსაც,
დაგპირდები,
რომ შენ გიძღვნი,
მაპატიებ ?!
თუ მაისის საყვავილეთს
და ივნისის მწვანე ფერებს,
შენ მოგართმევ,
მაპატიებ ?!
თუ გეტყვი,
რომ საივლისეთს,
მთელი თავის სურნელებით,
შენ გინახავ,
მაპატიებ?!
თუ აგვისტოს თეთრ ღამეებს,
მთელი თავის ვარსკვლავეთით,
შენ აგინთებ,
მაპატიებ ?!
თუ სექტემბრის სიჭრელეში,
ფოთოლ-ფოთოლ ნაქარგავი,
ცისარტყელა მიგაფერე,
მაპატიებ?!
თუ ოქტომბრის ცივი ქარი,
დაგითბე
და
ჩაის ორთქლად მოგაფინე,
მაპატიებ ?!
თუ გეტყვი,
რომ ნოემბერი,
იისფერად დაგაწვიმს
და
იასამანს მოგაგონებს,
მაპატიებ ?!
თუ დეკემბრის ზამთრის-პირი,
საიანვროდ,
შენს ბუხართან დაივანებს,
მაპატიებ ?!
თუ თებერვალს,
ისევ ვთხოვე,
ჩემი მარტის მოლოდინი,
შენთან ერთად მოეყვანა,
მაპატიებ ?!
და თუ მარტში ისევ გნახე,
თუკი ისევ გაგიცანი,
თუკი ისევ დაგიგულე,
თუკი ისევ ჩემი გახდი,
მივხვდები,
რომ მაპატიე...

ლელა ლაშხი

Posted by: nini gogo 28 Mar 2013, 21:47
დახურეთ ზეცა!
ვარსკვლავებთან საუბარს ვიწყებ...
მოსწიეთ მთვარე,
მოსაყრელად დამიდგით მუხლის
და თქვენ ქარებო,
ჩამომბერტყეთ სიმძიმე მიწის,
რომ ჩემმა გმინვამ
გაამღვრიოს სამყაროს მწუხრი.
სულნო შეშლილნო,
ყველა სკნელის კარნი განახვნეთ,
რომ ჩემი მოსვლა ყველა ნერვით
იგრძნოს სამყარომ...
გადამიტანეთ -
მზის მხურვალე მტვერში დამმარხეთ,
მიწას ცხელ მკერდზე
სიყვარულად გამოაყაროს.

(ტარიელ ხარხელაურ)

Posted by: skvincha14 28 Mar 2013, 21:49
* * *
ამჯერად,
მაშინ წასვლას ავირჩევ,
შენგან კი არა,
ჩემი თავისგან,
ნალოლიავებ სულზე დამისე,
დუმილი,
როცა ასე განრისხდა...
ავბოდიალდი,
ფერი დავკარგე,
დღისა და ღამის მიჭირს გარჩევა,
დავფიქრდი,
მაგრამ ვერ გავიხსენე,
შენი ხატება როდის დამჩემდა...
არა არ ვაგდებ,
იყოს,
ისუნთქოს,
სად მყავს ამდენი ჩემი
სარჩევად?!.
რაც შევეცდები წასვლას,
მით უფრო,
ის ჩემში,
კიდევ,
მეტ ხანს დარჩება...

ლელა ლაშხი

Posted by: nini gogo 28 Mar 2013, 22:10
QUOTE
სად მყავს ამდენი ჩემი
სარჩევად?!.
რაც შევეცდები წასვლას,
მით უფრო,
ის ჩემში,
კიდევ,
მეტ ხანს დარჩება...

up.gif




Posted by: wuma 29 Mar 2013, 16:37


(“_ესუ კირისტო-სამას შეუყვარდა პრინცესა სანტა მარია,
სიყვარულისგან მოკვდა და ამიტომ გახდა ღმერთი”
“ძურიანო კიტისკე”
რიუნოსკე აგუტაკავა)

ყველაფერი საათივით აეწყო, რიუნო...
განტევების სამკუთხედი:
სატრფო _ მეგობარი _ ღალატი.
აფრები გაშლილია. მელოდება მყუდრო ტრიუმი.
დროა, გადავიცვა წითელი კიმონო,
როგორც ჯალათის ხალათი.
რამე უნდა მეთქვა.
ახლა ყველაფერი რიგზეა.
ხომ არ ვიტყოდი, რომ აქაური სუსხით ვიჭინჭრები.
ხომ არ ვიტყოდი, რომ ქვეყანა იქცევა
ბაგედაბრეცილი ღამის მიწისძვრებით.
რომ კეთილი ღიმილი, რა ხანია, ჩაიკვნიტეს ტუჩივით
და ვინც ვერ ჩაყლაპა, ყელში გასჩრია და ჰგუდავს.
და სამასკარადო ბაზარს უჩივის
ძველი მეძველმანეც, კეთილი ნიღბების გუდით.
რომ გადამდგარი გენერლებივით მოხუცი ღმერთები
ცეცხლს მიფიცხებიან
და მდუმარედ წრუპავენ საკეს.
თავი დაანებე ლუციფერს _ თავისთვის ერთობა _
თავისია და, როგორც უნდა,
ისე დაბრეცს ვეება სარკეს.
ან რა დროს ამაოებაზე ლაპარაკია.
მერე რა, თუ სისულელეა ყველა ტანკა და სონეტი.
მერე რა, რომ სიძვის პაპანაქებაა
ირგვლივ და ვერცხლის უთვალავი მონეტა.
როგორ იტყვი, რომ ნამდვილი კი არა _ მითი ხარ
ან _ უსაზმნოდ განმუხტული მუხტი.
არადა, რაღაც უნდა თქვა, როცა მიდიხარ,
ოღონდ ისეთი _ სულსა და გულს მოხვდეს.
და, აჰა, შვებით ვგრეხ უკანასკნელ სტრიქონებს _
ხელგაშლით ვანიავებ მათხოვრის ქონებას.
ნახე _ სატრფო და მეგობარი გამოვიგონე.
ღალატს რად უნდოდა გამოგონება.
რაკი ხელთ ვიგდე სანუკვარი სადავე,
ავდექი და დავაფრქვიე მდუღარე სტრიქონებიც.
ბანალურია? _ შესანიშნავია, მაშასადამე.
მით უმეტეს _ მთელი სიცოცხლე ამას ვიგონებდი.
ახლა შემიძლია,
მიმავალმა მყუდრო ტრიუმისკენ
ვიმეორო მხოლოდ:
ო, ესუ კირისტო-სამა... სამა-კირისტო...

რა კარგად აეწყო ყველაფერი, რიუნოსკე.
რა კარგი დღეა ხარაკირისთვის.


ზაზა ბიბილაშვილი


Posted by: nini gogo 29 Mar 2013, 17:10


მხოლოდ გულიც ცემით გაიგებდი ჩემს აზრს love.gif

Posted by: skvincha14 29 Mar 2013, 17:10
მიყვარს ეს ლექსი.
* * *
მეტი ხარ,ვიდრე ცაში ღრუბელი,
მეტი ხარ, ვიდრე წვეთები წვიმის.
მთელი დღე შენზე ფიქრებს ვუნდები,
წამერთვა ასე ნანატრი ძილი.

მეტი ხარ, ვიდრე გვირილა მინდვრად,
მეტი ხარ, ვარდზე,შროშანზე მეტი.
არ ვიცი შენგან სხვა რაღა მინდა?!
ახლა რას ვგრძნობ და შენ როგორ გეტყვი?!

მეტი ხარ, ზღვაზე ,ცაზე და სხვაზე,
მეტი ხარ, მზეზე,ჩემზეც და შენზეც,
მეტი ხარ, ყველა ხმამაღალ ხმაზე,
არ ვიცი ამ ტვითს როდემდე შევძლებ?!

მეტი ხარ, ფიქრზე შორეულ წუთის ,
მეტი ხარ, მთვარის სპეკალზე დიდი,
უშენო ფერი ჯოჯოხეთს უდრის
და თითქოს გზაზეც არავინ მიდის...

მეფე ხარ დროის,მეტი ხარ დროზე,
მეტი ხარ, როგორც ყველაზე მეტი,
მეტი ხარ, მი–ზე,ფა–ზე და სოლ–ზე,
შევეცდები და მუსიკად გეტყვი...

მეტი ხარ, ჩემში ძარღვებში სისხლზე,
სუფთა ჰაერზე მეტი ხარ უფრო.
მეტი ხარ, ბოღმით ავსებულ ზიზღზეც,
გამიჭირდება დღეს ღამე ვუთბო...

მეტი ხარ,გეთქმის ჩემი სიმეტე,
ჩემი დუმილის მყუდრო ბანაკი,
არ ვიცი ჩემთვის რას გაიმეტებ,
გასრულდა ჩემი იაგავ–არაკი...

ავტ.ლელა ლაშხი

Posted by: nini gogo 29 Mar 2013, 23:33
QUOTE
მეტი ხარ, ჩემში ძარღვებში სისხლზე,
სუფთა ჰაერზე მეტი ხარ უფრო.

chups.gif

პატარა იყავ და ამიტომაც
თუ ვერ გამჩნევდი - მეპატიება,
რას ვიფიქრებდი არ დამინდობდა
შენი ქალური შურისძიება.

და რომ გიყვარდი, როდია ჭორი
ან ქარაგმულად თქმული იგავი.
მიუწვდომელი და შორზე შორი,
შენს თვალში დიდი ვინმე ვიყავი.

და როცა ეშხი შეგმატეს წლებმა,
როცა სიმწიფის ფერი გაჩუქეს,
შენ დაგინახა სუყველამ ერთად:
თვალებმა, გულმა და სიჭაბუკემ.

და შეიცვალა ჩვენი როლები:
შენ გამირბოდი... მე გდევდი ბოლოს,
შენ წითლდებოდი და ათრთოლებით
უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ.

ერთხელ კი გზაზე აღარ გაგიშვი,
ლამაზ თვალებში ჩაგხედე დარდით,
ამხელა ბიჭი, მე შენს თვალებში,
რა პატარა და უმწეო ვჩანდი!

მას შემდეგ მუდამ გხვდებოდი მცინარს,
თითქოს მიმზერდი კიდეც ზემოდან,
გავიწყდებოდა სალამი ხშირად
და ძველებურად აღარ გრცხვენოდა.

ბოლოს გავიგე, როგორ დაგკარგე,
დაგკარგე... დამრჩი ნატვრა მარადი,
თვალებში როცა ჩაგხედე, კარგო,
შენს თვალში მაშინ დავპატარავდი.

(შოთა ნიშნიანიძე)

Posted by: ფორცხოლი 29 Mar 2013, 23:35
QUOTE (nini gogo @ 29 Mar 2013, 23:33 )
QUOTE
მეტი ხარ, ჩემში ძარღვებში სისხლზე,
სუფთა ჰაერზე მეტი ხარ უფრო.

chups.gif

პატარა იყავ და ამიტომაც
თუ ვერ გამჩნევდი - მეპატიება,
რას ვიფიქრებდი არ დამინდობდა
შენი ქალური შურისძიება.

და რომ გიყვარდი, როდია ჭორი
ან ქარაგმულად თქმული იგავი.
მიუწვდომელი და შორზე შორი,
შენს თვალში დიდი ვინმე ვიყავი.

და როცა ეშხი შეგმატეს წლებმა,
როცა სიმწიფის ფერი გაჩუქეს,
შენ დაგინახა სუყველამ ერთად:
თვალებმა, გულმა და სიჭაბუკემ.

და შეიცვალა ჩვენი როლები:
შენ გამირბოდი... მე გდევდი ბოლოს,
შენ წითლდებოდი და ათრთოლებით
უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ.

ერთხელ კი გზაზე აღარ გაგიშვი,
ლამაზ თვალებში ჩაგხედე დარდით,
ამხელა ბიჭი, მე შენს თვალებში,
რა პატარა და უმწეო ვჩანდი!

მას შემდეგ მუდამ გხვდებოდი მცინარს,
თითქოს მიმზერდი კიდეც ზემოდან,
გავიწყდებოდა სალამი ხშირად
და ძველებურად აღარ გრცხვენოდა.

ბოლოს გავიგე, როგორ დაგკარგე,
დაგკარგე... დამრჩი ნატვრა მარადი,
თვალებში როცა ჩაგხედე, კარგო,
შენს თვალში მაშინ დავპატარავდი.

(შოთა ნიშნიანიძე)

up.gif
აქაც მოწოდების სიმაღლეზე ხარ smile.gif

Posted by: merciamercia 29 Mar 2013, 23:48
თოვლის ლიბრეტო
(ოთარ ჭილაძეს)

ზღვას ათოვდა და კაფეშიც თოვდა
და ღვინოც თოვლი იყო – გემოთი
და ხელი, თითქოს ხელთათმანს მთხოვდა –
სველი, რომელსაც ასე ველოდი.

მოშრიალებდა შოპენის თოვლიც –
კლავიშებიდან – შორი ლირიკით...
და როგორც ეჭვით დაღლილი ცოლი –
აუზთან ქოლგით იდგა ტირიფი.

უქათქათებდა ფლანელის პლისე
ქვაფენილს და ბრმად ცეკვავდა თოვლი
და ბრამსის ბისზე: ისევ და ისევ
"უკრავდა ბავშვი სტუმრების თხოვნით"...

წრუპავდნენ მარტინს და პინტ–პორტვაინს
და ტორტმანებდა პორტის პორტალი;
თოვლის სიგარეტს სწევდა პორტიე,
თოვლს ატარებდა ტანტრე მომტანიც.


N–ი კვლავ წყენის ეძებდა მიზეზს
და "უმნიშვნელო ყოყმანის მერე"...
აგიზგიზებულ თოვლის ნარგიზებს
გულზე აღვრიდა ამღვრეულ ხერესს.

ცოლი კი: მართლა იდგა აუზთან –
ტირიფის ქოლგით და თოვლის თავშლით;
ეშურებოდა ტაშის პაუზას
და მოცარტ ცრემლებს ყლაპავდა ბავშვი...

თოვდა და თოვლის ქალს გაეტირა:
ფრანტი, გიტარა და სიგარეტი...
და თოვლ–კარეტით – კარტის ჰეტერას
მიაქროლებდა თოვლის ვალეტი!..

ლაშა გახარია

Posted by: ვივიანა 30 Mar 2013, 01:09
ნახევრად ვინ რა აღმოაჩინა,
ან ნახევარი რაა დიდება...
სრული სიცრუე უფრო გაშნებს,
თუ ნახევარი ჭეშმარიტება?

ვინ თქვა ნახევრად ძლევა მწვერვალის,
ან სანახევროდ ვინ თქვა მიზანი,
აუსტერლიცი და ნახევარი?
ნახევრად ბრძენი ანდა მისანი?

ქვეყანას ბევრჯერ არ გაუმართლდა
და გამუდმებულ სიკვდილის ქიშით
მუდამ ნახევრად გიჟი ღუპავდა
და არა თხემით ტერფამდე გიჟი.

სულ ასე იყო კაცთა სიყრუე,
ერთმანეთს ბევრი ჰგავდა ეპოქა,
ნახევარ ყმობას უფრო ვიგუებთ
ვიდრე ნახევარ ტახტს ან მეფობას.

სულ სწორი იყოს შენი გზა, ამინ!
ეშმაკისაგან გაუჭლიკავი
და თუ იქნები ნახევრად რამე,
მაშინ ნახევრად ღმერთი იყავი.

ნიშნიანიძე

Posted by: DUDEGIVBEND 30 Mar 2013, 01:51
ორბელიანი, ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდინეს და
მეთხუთმეტე კაცად შევიდა
ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე
ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემან მეფეს ხალხზე უფრო
კატა ეცოდება

ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა, ოჰ ოჰ ოჰოო თქვა და
კიდეც ინანა
მაგრამ ამით არაფერი გამოვიდა რა რაც შეიტანა ისევ ის გამოიტანა ამ სახელგანთქმულ ვერსალიდან
ელჩმან ქართლისამ.

წვიმა არ არის საბას კალთა დაუსველა რამ!?
თოვლი არ არის საბას თავი გაუთეთრა რამ!?
ყინვა არ არის სულხან საბას აკანკალებს რა!?
საქართველოა
მისთვის წვიმაც, თოვლიც და ყინვაც

მზე ეთხოვება ალბათ ახლა ტურფა ტანძიას
ეს სიცხადეა სულხან საბავ თუ ფანტაზია
დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს
ალვის ჩეროში დედა შვილს სტირის მოტაცებულს

სტამბოლში შვილი დედას სტირის ჰყიდიან ყმაწვილს
სჭვრეტენ ჯვარის წინ წმინდა ნინოს მუხლზე დაცემულს.

რამდენს აფასებ მაგ პატარას? ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს
უი ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა
წარმოსთქვა ბალღმა რა ყური მოჰკრა საბას პასუხს

არა პატარავ ქართველივარ ქართველი გესმის?
უი დედასთან წამიყვანე წამიყვან ძია!?
საბას ცრემლები მოეძალა ატირდა კაცი
თავის ბალღობა გაახსენდა თავის ტანძია.

ვით ეს ყმაწვილიც საქართველოც ასე მცირია
ვით ამ ყმაწვილსაც საქართველოსაც ასე ჰყიდიან
საფრანგეთს სთხოვენ გვიშველისო სასაცილოა
ჩვენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია.

ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი
მხარდა-მხარ მას ის პაწია ბიჭი მისდევდა
მოგწყინდა განა? უნაყოფო ელჩო ყიალი
გულს ნუ გაიტეხ მუხა კვლავაც შეიმოსება...

მუხრან მაჭავარიანი

Posted by: skvincha14 30 Mar 2013, 08:28
ლელას შეგიძლიათ ხმა მისცეთ ,ვისაც მოსწონს მისი შემოქმედება.მადლობა.
http://www.facebook.com/RepliesToBeigbeder

Posted by: nini gogo 30 Mar 2013, 12:02
QUOTE
აქაც მოწოდების სიმაღლეზე ხარ

მადლობ 2kiss.gif

QUOTE
და ხელი, თითქოს ხელთათმანს მთხოვდა –
სველი, რომელსაც ასე ველოდი.


QUOTE
სულ ასე იყო კაცთა სიყრუე,
ერთმანეთს ბევრი ჰგავდა ეპოქა,
ნახევარ ყმობას უფრო ვიგუებთ
ვიდრე ნახევარ ტახტს ან მეფობას.



DUDEGIVBEND
up.gif


QUOTE
ლელას შეგიძლიათ ხმა მისცეთ ,ვისაც მოსწონს

მოწონებული მაქვს ეგ გვერდი wink.gif წარმატებები




თუ გწამს სიმაღლეში,
ერთი – მრავალ-შლადი,
ტოლი ხშირ–კავშირი,
დაბლით ზევით ადი.

მე – მზით ვიხავერდო,
მე – მზით ვიხავერდო,
მე – მზით ვიხავერდო –

სფერო უფარგალოდ –
ერდო.

ქარი დამსხვრეული,
წევს, დგას უარსებო,
ვერსად ვერ მქროლავი,
მე მსურს შევაწებო.

ბნელში ცეცხლი ენთო,
ბნელში ცეცხლი ენთო,
ბნელში ცეცხლი ენთო –

მე და შენთან ერთად –
ერთო...

Posted by: luka123 30 Mar 2013, 19:36
Я не люблю пустого словаря
Любовных слов и жалких выражений:
"Ты мой", "Твоя", "Люблю", "Навеки твой".
Я рабства не люблю!

Александр Блок
..........................

"განა არ ღირს ეს სტროფი მთელ პოემად?"
smile.gif

Posted by: skvincha14 30 Mar 2013, 21:19

DUDEGIVBEND



QUOTE
ლელას შეგიძლიათ ხმა მისცეთ ,ვისაც მოსწონს

მოწონებული მაქვს ეგ გვერდი წარმატებები
მადლობელი ჩემო ბატონო.
smile.gif
* * *
ტრამალის მგელი

ნება მიბოძეთ,
წარმოდგინოთ,
ჩემი ტრამალის მოსაყდრე მგელი,
მიუსაფარი...
გადაქანცული...
მარტოობის და ხმაურის დევნით.
ის იყო ერთი,როგორც ერთ-ერთი,
ის იყო შორი,როგორც ნუგეში,
გაგდებული და მივიწყებული,
გადამალული თავის ბუდეში.
ფხიზლობდა მუდამ,
სუნთქავდა ჩუმად,
დაძრწოდა ღამით,ტრამალის პირას,
არავინ ჰყავდა,არავის სურდა,
ვერავინ,
ვერსად ნახავდა მტირალს.
ძუნძულით დაღლილს აწვიმდა წლები,
მზესთან ლაციცით ირთობდა სევდას,
მის მონურ ტკივილს ზამბახებს ვფენდი,
მაგრამ დრო მაინც უსიტყვოდ სცემდა.
ძლივს მივაგენი,
სად არ ვეძებე...
როგორც არავინ,ის იყო ჩემი.
მინდოდა,მასაც ამოვეჩემე,
მიყვარდა ჩემი ტრამალის მგელი!

ლელა ლაშხი

Posted by: Davon 31 Mar 2013, 01:02
ამ სურათმა ახმატოვას ავტორობით, ჩემი საყვარელი ლექსი გამახსენა :ს


user posted image

Сжала руки под темной вуалью…
“Отчего ты сегодня бледна?”
- Оттого что я терпкой печалью
Напоила его допьяна.

Как забуду? Он вышел, шатаясь.
Искривился мучительно рот…
Я сбежала, перил не касаясь,
Я бежала за ним до ворот.

Задыхаясь, я крикнула: “Шутка
Все, что было. Уйдешь, я умру”.
Улыбнулся спокойно и жутко
И сказал мне: “Не стой на ветру”.

Posted by: skvincha14 31 Mar 2013, 13:45
* * *

ხმელეთად დამეგო დღე-ღამის ნიშა...
დაუსრულებელ ტკბობად ვიქეცი,
შენ თუ გადარჩი მე რაღა მიშავს?!.
მზისგან ხომ ჩემსკენ გამოიქეცი?!.
იყო ზღვა,
იყო მოლურჯო ღამე,
იყო ცა ღრუბლის ჩამონაგლეჯი,
მინდოდა,
ეცნე მთვლემარე მთვარეს,
დარდით და ბოღმით გულმკერდგახლეჩილს.
იყო,
იმდენი რაიმე იყო...
არც არაფერი ყოფილა ბევრი,
სულყველგან წვიმა რომ ყოფილიყო,
რაღა გამრჯიდა ქარების დევნით.
გამილალისფრდა სიზმრები შენზე,
გამირიჟრაჟდი მწვანე დარაბად,
ალბათ ოდესმე გაქცევას შევძლებ,
გაჩუქებ,მთელ ჩემს დავიდარაბას...

ლელა ლაშხი
* * *
* * *
დღეს,სწორედ ამ წამს შენ მომენატრე,
სახლი მომინდა,
საჩვენო სახლი,
გახვითქულ ლოდინს ამოვეფარე
და
მარტოობის მივენდე ძახილს...
ჩემი ცის ფერი გაჩუქე,ჩემო...
ჩემი ზღვა მხოლოდ შენთვის ვაღელვე,
იქნებ იმედი გამოიმეტო,
იქნებ ოცნებას ჩემთვის დანებდე.
უდღეურივით მივყვები ქუჩას,
შენი ჩრდილისფრად ელავდა ვერხვი,
სევდას კი ბოლო არაფრით უჩანს,
თქმა მინდა,მაგრამ ვერავის ვეტყვი.
ჩვენი სახლის გზა მეტად შორია,
სადღაც მთაშია,
მიუვალ მხარეს,
ბილიკზე პეპლებს მოუთოვიათ
და ჩემი სევდაც მათ მივაბარე.
აშქერილიყო ბინდი მდელოზე,
როგორც არასდროს,მენატრებოდი...
ელფებმა მთვარე თეთრით შემოსეს,
მეგონა აღარ დავიღლებოდი...
დილის მადლივით სუფევდი ირგვლივ,
ზღვა სავსე იყო მზითა და შენით,
ვნების სურნელი ზეცისკენ მიდის,
ვარდით მოსილი ფერდასამშვენით...
მივყვები უხმოდ,სახლის გზას ჩვენსას...
იქნება დამხვდე,
იქნება გნახო...
წვიმის მთესავი ნაკადულს თესავს,
აარაკრაკებს ჩვენს სახლთნ ახლოს...
ისე მომინდა ცხოვრება შენთან,
შენთან სიბერე და ბოლო ჟამი,
სიმთელე,
თითო-ოროლა დღეთა,
ყველასაგან
და ყველაფრით დაღლილს..

ლელა ლაშხი

Posted by: nini gogo 31 Mar 2013, 14:09
Dav0n
კარგია რომ ავტვირთე ეგ ფოტო აქ მოგიყვანე მშვენიერი ლექსით wink.gif 2kiss.gif

QUOTE
იმდენი რაიმე იყო...
არც არაფერი ყოფილა ბევრი,

chups.gif

დროს ჰაერივით მოჰქონდა სევდა,
იყო განცდათა დიდი ზვირთები.
ცნობიერება შეეხო იმ ძაფს...
ცრემლებს რომ ჰქონდა ანაზვირთები.
შტორმმა იმძლავრა...დაიმსხვრა ტალღა,
შიშმა მოიცვა ნაპირი...მშვიდი,
გათავხედებულ,მღელვარე განცდას
უკვე არავის აღარ აქვს რიდი.
ჯებირს მოაწყდა კადრები ძველი,
შმაგი წარსული ირეკლავს აწმყოს,
დაინგრა მათი მთლიანი ველი...
და...აღზევება არცერთს არ აწყობს.
მარტო მივყვები დაკბილულ ბილიკს,
იქნებ გიპოვო...
იქნებ გიშველო...
იქნებ გაძარცვულს...ჩაგაცვა რაღაც,
რომ არ გეძახონ "სულით შიშველო"...
იქნებ ისევ გაქვს სურვილი მძლავრი
და ისევ იბრძვის ჭკვიანი ეგო,
რა მოხდა,...თუკი შენს სხეულს
რთული და დახლართული ცხოვრება ერგო???
მე ხომ აქა ვარ,
გეძახი...
გეძებ...
და სულის დამაქვს ნაწილი მხოლოდ,
იქნებ ჩვენს "სულთა კავშირი" შედგეს,
ხმა ამოიღე...მიმიხმე ოღონდ...
დავალ შენი გზით...ოდითგან დღემდე,
სურვილთა შეკვრა გადავდე გვერდზე,
ბნელი ღამიდან მიგიყვან მზემდე...
ოღონდ გამოჩნდი...და ოღონდ მენდე.
...........................................................
შტორმი არ ჩაცხრა...აბორგდა ცრემლიც...
გულმა და ...ზეცამ შეკრეს რა პირი,
დროს ჰაერივით მოჰქონდა სევდა...
და...გაძრცვული დარჩა ნაპირი.

რიტა უჩავა

Posted by: merciamercia 31 Mar 2013, 17:31
***

რამხელა დრო გასულა -
სანამ მე შემოდგომა
გაგილექსე,
ზამთრიდან, ლეთარგიულ,
მოსული კოშმარივით
აიტუზა
ფანჯრებთან,
ალვებიდან
რაფაზე ჩამოთოვლილ
ყვავილებზე,
უმძიმეს ალერგიით
სნეული გაზაფხულის
ჰაბიტუსი.
რამხელა დრო გასულა -
ვაგროვებ დღეებს, როგორც
რელიკვიებს
(ღამეთა ადენომას
მისტიკის გარეშეაც
ვერეოდი)
და თითქმის სულერთია,
რომ ჩემთვის
უშენობას
წლები ჰქვია,
შენთვის კი – რამდენიმე
მარტივი სინტაქსური
პერიოდი.
რამხელა დრო გასულა...

გიორგი საჯაია

Posted by: Davon 31 Mar 2013, 18:25
QUOTE
Я не люблю пустого словаря
Любовных слов и жалких выражений:
"Ты мой", "Твоя", "Люблю", "Навеки твой".
Я рабства не люблю!

chups.gif

nini gogo
chups.gif


И скучно и грустно, и некому руку подать
В минуту душевной невзгоды...
Желанья!... что пользы напрасно и вечно желать?
А годы проходят - все лучшие годы!

Любить... но кого же?.. на время - не стоит труда,
А вечно любить невозможно.
В себя ли заглянешь? там прошлого нет и следа:
И радость, и муки, и всё там ничтожно...

Что страсти? - ведь рано иль поздно их сладкий недуг
Исчезнет при слове рассудка;
И жизнь, как посмотришь с холодным вниманием вокруг -
Такая пустая и глупая шутка...


За все, за все тебя благодарю я:
За тайные мучения страстей,
За горечь слез, отраву поцелуя,
За месть врагов и клевету друзей;
За жар души, растраченный в пустыне,
За все, чем я обманут в жизни был...
Устрой лишь так, чтобы тебя отныне
Недолго я еще благодарил.



Пора уснуть последним сном,
Довольно в мире пожил я;
Обманут жизнью был во всем,
И ненавидя и любя.

Posted by: nini gogo 1 Apr 2013, 21:49
QUOTE
А годы проходят - все лучшие годы!

chups.gif

მერე რა,რომ გაფრენილა წლები ასე,
მერე რა,რომ სიყვარულიც გაფრენილა,
მერე რა,რომ ზოგჯერ წლებიც მტკივა გულში
და მომავალს ბევრი დრო არ დარჩენია.
მაინც მიყვარს ეს ცხოვრება,როგორ ადრე,
მაინც მიყვარს ალერსი და მოფერება,
ჩემი გული არასოდეს დაიღლება,
მე ჭაღარაც ვერასოდეს მომერევა.
მერე რა,რომ წლები მიღმა დარჩენილა,
სანამ ვცოცხლობ არასოდეს დავეცემი,
დროს არ მოვკლავ,ჩავიხუტებ ყველა საათს, არასოდეს,არასოდეს დავნებდები.

Posted by: skvincha14 1 Apr 2013, 22:29
* * *

ესეც გაივლის,როგორც ყოველი,
მე კი ვინ მომცემს რაც ასე მინდა?!
არ ვიცი,ვისგან რამდენს მოველი?!
ან ჩემი, ვისთვის რამდენი ღირდა?!
ვიწრო ლელიანს ეპოვნა ჩრდილი,
ღამის პირმშონი ისევ მელიან,
ვიდექი მათკენ ხელგამოწვდილი,
წინ კიდევ ბევრი გასავლელია...
როდის გაივლის?!
წავა საითკენ?!
არც ისე დიდი დრო დამრჩენია,
თუ ამის გჯერათ,
მაშ თქვენ წაიღეთ,
მე მოვრჩი,
ახლა თქვენი ჯერია...

ლელა ლაშხი

Posted by: Davon 2 Apr 2013, 02:22
skvincha14
შენ ხარ ეს ლელა ლაშხი?
იმიტომ, რომ აშკარად მხოლოდ მის ლექსებს წერ და თან აწერ როგორ მოგწონს.
პ.ს არაა ცუდი მართა.


მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს
აქამდე რომ ცოცხალი ვარ მიკვრის,
მე იმდენად შევეჩვიე ლანდებს
მინდა თოვლიშიც მათი კვალი ჩანდეს,
მე იმდენად შევეჩვიე სევდას
ყველა ლექსი ცრემლით დამისველდა,
მე იმდენად შევეჩვიე ღამეს
ეს სინათლე ვიცი გამაწამებს,

Posted by: skvincha14 2 Apr 2013, 09:28
Dav0n

მე არა ვარ ლელა ლაშხი.ჩემიანია.უბრალოდ ლექსებს არ ვკითხულობ (მეზარება)ამ გოგოს ლექსების გარდა.ზოგადად არ გამოვირჩევი ლექსების სიყვარულით.პროზა მირჩევნია.

Posted by: nini gogo 2 Apr 2013, 12:27
ყველგან კი სადაც მზეა,ანდა
სუსტი უბერავს ქარი,
ან სადღაც მტვერში გაუშლია
ყაყაჩოს ფრთები,
ან თვალუწვდენელ სამყაროში
მე როგორც მგზავრი
ხან საკუთარ თავს გავურბივარ
ხან ისევ ვხვდები.
ალბათ ასეა,
ჩემნაირად სხვაც დადის ბევრი
ან კარგავს რამეს
ან დიდიხნის დაკარგულს ეძებს
და კაცმა რომ თქვას -
არც იმდენად არა ვარ შტერი
თავის სურვილით შემოვიწყო
ხელები მკერდზე.
ახლა კი სხეულს
თავისსავე მტვერში გახვეულს
ვატარებ ალბათ,
ჩემნაირად სხვაც ბევრი დადის,
ვიცი , უთოოდ შევეყრები
ვინმე დამთხვეულს,
ვისაც ჩემსავით ეშინია
საკუთარ ლანდის.

ტარიელ ხარხელაური

Posted by: Davon 2 Apr 2013, 21:26
skvincha14
გასაგებია, უბრალოდ სამწუხაროა, სხვას რომ არ კითხულობ და მაინცდამიანც ამ გოგოსას, ნახე უბრალოდ შესადარებლად, იქნებ სხვებიც მოგეწონოს :დ


უკვე გათენდა დილა,
გაქრნენ წამები გლოვის.
ასეთი დღეა, თბილა
და სიმშვიდეა თოვლის.

ამარა ამდენი ცრემლი,
კმარა, არ მინდა მეტი.
მოდის ნუგეში ჩემი,
როგორც ცისფერი მტრედი.

ახლა გამშორდი, წადი!
დღეა ამნაირ ქროლვის.
ისე იცვლება წამი,
როგორც თამაში თოვლის.

ცრემლია სიტყვის იქით,
მგონია ხვალაც მოთოვს.
ისევ ეცემა ფიფქი
ხეზე დარჩენილ ფოთოლს.

უკვე გათენდა დილა,
გაქრნენ წამები გლოვის.
ასეთი დღეა, თბილა
და სიმშვიდეა თოვლის

Posted by: nini gogo 2 Apr 2013, 22:33
QUOTE
ამარა ამდენი ცრემლი,
კმარა, არ მინდა მეტი.
მოდის ნუგეში ჩემი,
როგორც ცისფერი მტრედი.


chups.gif

მოდი, თუ მოხვალ, ოღონდ კი მოდი,
მარტით, აპრილით, გინდა მაისით,
რა ხმა ჰქონია უსიტყვო ლოდინს,
წყალზე ტყდება და მთებში გაისმის.

თოვლივით მოდი, ან მოდი წვიმად,
გამანდე გზები ციდან მიწამდე,
მე ხომ ბეთლემში დიდი ხნის წინად
ციდან მოსული კაცის ვიწამე.

თოვდი და თოვლის გფარავდა ბლონდი,
გაწვიმდი... წვიმა ბინდავდა მზერას,
მოდი თუ მოხვალ,
უბრალოდ მოდი,
ან ბედად მოდი, ან ბედისწერად.

Posted by: Davon 3 Apr 2013, 00:32
nini gogo
ვის გაუგია აპრილში თოვა, მაგრამ შენ თუ მთხოვ მე თოვლად მოვალ :დ
თუ როგორაა ეგა?

ეს ორი ლექსი აქ მილიარდჯერ იდებოდა :დ მაგრამ ჩემი საყვარელიცაა ამიტომ :

ყორღანებიდან გნოლი აფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.
ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე,
მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!
ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!
მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...
მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;

ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..




ჩვენ მოვდიოდით იმ ღამეს წყვილად
და იდუმალი მოგვქონდა სითბო.
წამოგვეწია გრაკალთან წვიმა,
წამოგვეწია სიმღერა თითქოს.

დარაჯებს ჰგვანდნენ მრუმეში ხენი,
მთვარე უძინარ მორიგეს ჰგავდა...
არვის ესმოდა ჩურჩული ჩვენი
ჩვენივე ცხელი გულების გარდა.

ელნათურები ელავდნენ შორით,
ვეღარ ვარჩევდით სადგურებს თვალით
და ვრცელდებოდა ჩვენს ირგვლივ ჭორი
როგორც თუთუნის მსუბუქი კვამლი.

ჩვენ მოვდიოდით იმ ღამეს წყვილად
და იდუმალი მოგვქონდა სითბო.
რაღაცას წერდა მინაზე წვიმა,
წერდა და შლიდა სტრიქონებს თვითონ.

ეს არამგონია ისეთი ხშირი ყოფილიყო :დ




შენთან ჩურჩული კვლავაც ტკბილია,
მე ვამსხვრევ ჩემი დუმილის კოლოფს,-
ამ ხიდზე მე ჯერ არ გამივლია,
მე ავაშენე ეს ხიდი მხოლოდ.

შენ რომ ყოველთვის გვერდით მყოლოდი,
ასე თუ ისე,იგრძნობდი ბოლოს,
ამ ეპოქაში მე არ ვცხოვრობდი,
ამ ეპოქაში ვიბრძოდი მხოლოდ.

ალბათ სიმღერაც ბრდღვნა და ომია,
ვდგავარ შენს წინ და წარსულს ვიხსენებ,-
აქ მოსვენება მე არ მქონია,
ცხადია,ვერც იქ ვერ მოვისვენებ.

Posted by: skvincha14 3 Apr 2013, 10:50
Dav0n
ეს ლექსები ბავშობიდან მესმის სულ და დავიღალე.ერთი და იგივე გ ე ნ ი ო ს ე ბ ი თ .
ჩემთვის ამ გოგოს ლექსები აღმოჩენაა ერთგვარი და მიხარია, რომ ვკითხულობ.
ეს გ ე ნ ი ო ს ე ბ ი გადაბულბულებული მ ა ქ ვ ს .

Posted by: nini gogo 3 Apr 2013, 13:19
Dav0n
QUOTE
ვის გაუგია აპრილში თოვა, მაგრამ შენ თუ მთხოვ მე თოვლად მოვალ :დ

მოდი, მოდი, განთიადო,. მოდი, მოუთმენლად გელი,. მზეო, მალე ამობრწყინდი,. მადლიანო, რაღას ელი?! biggrin.gif
wink.gif

გაზაფხულმა გამოაღო დარაბები
სიყვარულში გამ ო უ ტყდა ტიტებს,
ახლა ჩემზე სულ არაფერს მოგიყვები
აპრილია თავად უნდა მიხვდე...
თბილის ქალაქს სამოთხის მზე ეფერება,
ყვავილებზე ჭკუას კარგავს რიყე,
არ გეტყვი რომ განშორება მეძნელებაა
აპრილია თავად უნდა მიხვდე...
არც კი ვიცი ამ ბილიკებს სად მივყავარ,
ენძელებმა მტკვარზე გადეს კიბე,
აღარ გეტყვი უსასრულოდ რომ მიყვარხარ,
აპრილია თავად უნდა მიხვდე.

Posted by: Davon 3 Apr 2013, 13:36
nini gogo
QUOTE
რაღას ელი?!

2kiss.gif

მსუბუქი ბინდი, თითქოს ჩურჩული,
ფრთხილი ნაბიჯით მომყვა კარამდის.
ბაღიდან ლურჯი, როგორც ურჩხული,
მხრებს მიჩვენებდა მე მასკარადი.

კართან სისველეს და შრიალს შორის,
შეხვედრას ჩვენსას იცრიდა ბაღი,
მე - აქილევსის ნიღაბით შავით,
შენ - უთეთრესი ლედის ნიღაბით.

ო, ეს შეხვედრა სხივს უარილოს
ვედრებასავით სულში შეიტანს.
თითქოს საარი, თითქოს ალილო,
დაგვღუღუნებდა მხრებთან ფლეიტა.

სცემდა მუსიკა ლამაზ კოსტუმებს,
გიჟ ცეკვებს, მკლავებს, გაღეღას ღილის,
მე მაგიჟებდა შენი დასტური,
მაგრამ ნიღაბი მიშლიდა ღიმილს.

ბოლოს დავშორდით... დათენთილს, დაღლილს,
დამრჩა სევდა და მხრებით დამჩრდილა,
და აქილევსმა დავტოვე ბაღი -
ქუსლში კი არა, გულში დაჭრილმა.

შენ კი სად წახველ? გულისნადები
ვის გავუმხილო, როგორც ვედრება,
ყოველდღიური მასკარადები
მიჰქრიან უხმოდ, შეუხვედრებლად.

მიჰქრიან, როგორც ირმის ფეხები
სტეხენ ღამეს და ისმის დგანდგარი.
დღეს ფერს და ხალისს დავესესხები
და მზესთან ერთად მთაზე ამდგარი

ვიყვირებ, რომ გზა გაწვა პირიქით,
რომ დღე შეხვედრის ჩვენიდან გარბის,
რომ დამეკარგა შენი ბილიკი
და მწამებელი წარაფი-წარბი.

ოცნების რხევა იმედებს შველის,
დავივლი ბაღებს, როგორც კულისებს.
არსად შემხვედება ნიღაბი შენი -
და უშენობა გამაგულისებს.

არსად შემხვდები... მაღალ პროფილებს
ქარი არხევს და ხეებს ანებებს,
არც შენზე ფიქრი მაკმაყოფილებს,
არც დღენი მოაქვთ შემოღამებებს.

მხოლოდ სურვილი შორით იალებს
და შეხვედრისთვის იმედს მიქეზებს
და ვამბობ: ზიზღი ყველა ნიღაბებს,
როგორც გათიშვის პირველ მიზეზებს.

Posted by: nini gogo 3 Apr 2013, 14:49
QUOTE
მე - აქილევსის ნიღაბით შავით,
შენ - უთეთრესი ლედის ნიღაბით.

chups.gif


გამეფიქრა ვინ ვარ რა ვარ
ჩაგიფიქრე ჩემი რა ხარ
მე კი ვიცი ვინც ვარ რაც ვარ
აფრენილი ცაში ზღვა ვარ.
ვერ ვპოულობ ჩემს თავს სად ვარ
ამ სიზმარში რაღაც სხვა ვარ
გადავედი სხვაგან სხვაგან
არ გამიშვა.... სად ხარ სად ხარ.
მივაკითხე სევდას არ ვარ
მეკითხება სული რა ხარ?
ამეკიდა ეჭვიანი ფიქრის დილა
ღმერთო სად ხარ...
დავიკარგე...
არც მინდება რომ ვიპოვო
ჩემი თავი ,აქ მშვიდად ვარ...
საოცრებებს ვათამაშებ
ხელის გულზე,სხვისი ხმა მაქვს...
ყველა ნორმა დავარღვიე
ცრუ სიგიჟე გავაბნიე
არ ჭირდება მოგონება ჩემი
გრძნობის დანაპირებს....
ვერ გპოულობ...
ვეღარც ჩემში ვეღარც სხვაში...
დავიღალე...

უსასრულო წერტილები
თოვს და წვიმას არ აპირებს...
გრძნობა ყველა შემოგწირე
ვერ ვკითხულობ ჩანაფიქრებს
სანამ შენში ეჭვიანი
თებერვლის თვე განმადიდებს
ჩემი ფიქრის
ყველა რითმის
ყველა სიტყვის
ყველა დღისთვის
სიცოცხლისთვის თქმას ვაპირებ:
რომ დამშვიდდეს...
მე ნუ მებრძვის...
დიდხანს ყოფნას
არ ვაპირებ!
დ ა ვ ი ღ ა ლ ე...

(ზანგური ბესო)

Posted by: BELLA-DONNA 3 Apr 2013, 14:53
Dav0n
QUOTE
მსუბუქი ბინდი, თითქოს ჩურჩული,
ფრთხილი ნაბიჯით მომყვა კარამდის.
ბაღიდან ლურჯი, როგორც ურჩხული,
მხრებს მიჩვენებდა მე მასკარადი.

კართან სისველეს და შრიალს შორის,
შეხვედრას ჩვენსას იცრიდა ბაღი,
მე - აქილევსის ნიღაბით შავით,
შენ - უთეთრესი ლედის ნიღაბით.

ო, ეს შეხვედრა სხივს უარილოს
ვედრებასავით სულში შეიტანს.
თითქოს საარი, თითქოს ალილო,
დაგვღუღუნებდა მხრებთან ფლეიტა.

სცემდა მუსიკა ლამაზ კოსტუმებს,
გიჟ ცეკვებს, მკლავებს, გაღეღას ღილის,
მე მაგიჟებდა შენი დასტური,
მაგრამ ნიღაბი მიშლიდა ღიმილს.

ბოლოს დავშორდით... დათენთილს, დაღლილს,
დამრჩა სევდა და მხრებით დამჩრდილა,
და აქილევსმა დავტოვე ბაღი -
ქუსლში კი არა, გულში დაჭრილმა.

შენ კი სად წახველ? გულისნადები
ვის გავუმხილო, როგორც ვედრება,
ყოველდღიური მასკარადები
მიჰქრიან უხმოდ, შეუხვედრებლად.

მიჰქრიან, როგორც ირმის ფეხები
სტეხენ ღამეს და ისმის დგანდგარი.
დღეს ფერს და ხალისს დავესესხები
და მზესთან ერთად მთაზე ამდგარი

ვიყვირებ, რომ გზა გაწვა პირიქით,
რომ დღე შეხვედრის ჩვენიდან გარბის,
რომ დამეკარგა შენი ბილიკი
და მწამებელი წარაფი-წარბი.

ოცნების რხევა იმედებს შველის,
დავივლი ბაღებს, როგორც კულისებს.
არსად შემხვედება ნიღაბი შენი -
და უშენობა გამაგულისებს.

არსად შემხვდები... მაღალ პროფილებს
ქარი არხევს და ხეებს ანებებს,
არც შენზე ფიქრი მაკმაყოფილებს,
არც დღენი მოაქვთ შემოღამებებს.

მხოლოდ სურვილი შორით იალებს
და შეხვედრისთვის იმედს მიქეზებს
და ვამბობ: ზიზღი ყველა ნიღაბებს,
როგორც გათიშვის პირველ მიზეზებს.

ვისი ლექსია? up.gif up.gif up.gif

Posted by: nini gogo 3 Apr 2013, 15:01
BELLA-DONNA
QUOTE
ვისი ლექსია?

გელოვანის .. smile.gif



საით მივფრინავ,
უსასრულოდ,
ფრთების გარეშე...
ცოდვილ მიწაზე,
რამოდენა, წელი გავლიე...
ჰაერი - შენი სიყვარული
მხვდება – სახეში...
მოვფრინავ შენთან
და მიხარია...

იქნებ,
მე მართლა მიწა ვარ და
მიწად ვიქეცი...
იქნება, მწარედ მატყუებენ
ჩემი თვალები...
ზევით მინდოდა,
ღრუბლებისკენ გამოვიქეცი...
და მაინც,
შენსკენ მოვექანები...

ვინ იცის,
იქნებ ცაში ფრენა
- ოცნებად მექცა...
და გულით დამაქვს
შენი მზე და თაკარა სითბო...
ჩემი თვალები
საძებნელად რომ გამომექცა...
შენთან მინდოდა,
შენგან მხოლოდ
სიყვარულს ვითხოვ...

მახსოვს წარსულმა
ბინდისფერი სევდა გამანდო...
ახლა ღამეა,
ვარსკვლავები
შენთვის იწვიან...
საით მივფრივან, უფრთებოდ და
უმისამართოდ...
შენი თვალები,
ვიცი მიცდიან...

მაღლა ცას,
ცეცხლი გასჩენია,
მზე რომ ანთია...
და სიყვარული
უსასრულოდ ისევ – თარეშობს...
ვერ ხვდები?
ჩემს გულს
უშენობით რა დამართნია...
ან რად დავფრინავ,
უთავბოლოდ
ფრთების გარეშე?

ზვიად კეჭაყმაძე

Posted by: Davon 3 Apr 2013, 15:40
QUOTE
უსასრულო წერტილები
თოვს და წვიმას არ აპირებს...
გრძნობა ყველა შემოგწირე
ვერ ვკითხულობ ჩანაფიქრებს
სანამ შენში ეჭვიანი
თებერვლის თვე განმადიდებს
ჩემი ფიქრის
ყველა რითმის
ყველა სიტყვის
ყველა დღისთვის
სიცოცხლისთვის თქმას ვაპირებ:
რომ დამშვიდდეს...
მე ნუ მებრძვის...
დიდხანს ყოფნას
არ ვაპირებ!
დ ა ვ ი ღ ა ლ ე...

ჩემს სიგნაჩასთან მიდის :დ


BELLA-DONNA
მირზა გელოვანის.




ეს გული დაისერა,

ნისლია ნაპრალებთან.

ასეა ბედისწერა,

ასეა გაწვალება.

არ მინდოდა ნიღაბი,

დარდი მქონდა ისედაც.

მე ოთახში ვიყავი,

მთვარე მაღლა იწევდა.

იდუმალ მხარეების

მოდიოდა გრიგალი,

და მკლავდნენ ღამეები

ბედის მძიმე გრიალით.

პირჯვარი გადვიწერე

და გთხოვე მოწყალება.

ასეა ბედისწერა,

ასეა გაწვალება.


ესეც სრული ვერსია ჩემი სიგნაჩასი chups.gif

You are tired,
(I think)
Of the always puzzle of living and doing;
And so am I.

Come with me, then,
And we'll leave it far and far away—
(Only you and I, understand!)

You have played,
(I think)
And broke the toys you were fondest of,
And are a little tired now;
Tired of things that break, and—
Just tired.
So am I.

But I come with a dream in my eyes tonight,
And knock with a rose at the hopeless gate of your heart—
Open to me!
For I will show you the places Nobody knows,
And, if you like,
The perfect places of Sleep.

Ah, come with me!
I'll blow you that wonderful bubble, the moon,
That floats forever and a day;
I'll sing you the jacinth song
Of the probable stars;
I will attempt the unstartled steppes of dream,
Until I find the Only Flower,
Which shall keep (I think) your little heart
While the moon comes out of the sea.

Posted by: merciamercia 3 Apr 2013, 17:18
O Captain! My Captain!


O CAPTAIN! my Captain! our fearful trip is done;
The ship has weather'd every rack, the prize we sought is won;
The port is near, the bells I hear, the people all exulting,
While follow eyes the steady keel, the vessel grim and daring:
But O heart! heart! heart!
O the bleeding drops of red,
Where on the deck my Captain lies,
Fallen cold and dead.


O Captain! my Captain! rise up and hear the bells;
Rise up--for you the flag is flung--for you the bugle trills; 10
For you bouquets and ribbon'd wreaths--for you the shores a-crowding;
For you they call, the swaying mass, their eager faces turning;
Here Captain! dear father!
This arm beneath your head;
It is some dream that on the deck,
You've fallen cold and dead.


My Captain does not answer, his lips are pale and still;
My father does not feel my arm, he has no pulse nor will;
The ship is anchor'd safe and sound, its voyage closed and done;
From fearful trip, the victor ship, comes in with object won; 20
Exult, O shores, and ring, O bells!
But I, with mournful tread,
Walk the deck my Captain lies,
Fallen cold and dead.

Walt Whitman


მოდით, თემას გადავარქვათ სახელი და დავარქვათ, ლია ლაშხის შემოქმედებითი საღამო chups.gif

Posted by: Davon 3 Apr 2013, 18:23
merciamercia
QUOTE
მოდით, თემას გადავარქვათ სახელი და დავარქვათ, ლია ლაშხის შემოქმედებითი საღამო

;დ ლელა.
მაგრამ რა გინდა მისი საყვარელი ლექსები ეგაა :დ

When my eyes are weeds,
And my lips are petals, spinning
Down the wind that has beginning
Where the crumpled beeches start
In a fringe of salty reeds;
When my arms are elder-bushes,
And the rangy lilac pushes
Upward, upward through my heart;

Summer, do your worst!
Light your tinsel moon, and call on
Your performing stars to fall on
Headlong through your paper sky;
Nevermore shall I be cursed
By a flushed and amorous slattern,
With her dusty laces' pattern
Trailing, as she straggles by.

Posted by: საკურა. 3 Apr 2013, 18:56
მსურს დაგიტოვო უნარი ხილვის,
მარადიული წვის და დუღილის...
ზამთარი - თავის თოვლით და ყინვით,
ზაფხული - თავის ჭექა ქუხილით.

მსურს დაგიტოვო სხვათა ტკივილის
და სიხარულის განცდის უნარიც...
სოფელი - სავსე მამლის ყივილით,
ქალაქი - კედლებს შორის მბრუნავი.

კიდევ გიტოვებ ორ ლამაზ ყმაწვილს:
დღესა და ღამეს-ძილსა და ღვიძილს -
განთქმულს სიკეთით, სიწმინდით, ღვაწლით,
როგორც ქურდობით, კვლითა და სიძვით.

იმ საწყალ გოგოს ცრემლსაც გიტოვებ,
ჩემს მოლოდინში დღემდე რომ ტირის.
დანარჩენს ალბათ ნახავ თვითონვე:
ნაცარს დამწვარი ჩიტის და სტვირის.

ნახავ გალეულ კალამს და ვარსკვლავს,
თავზე რომ ედგა ჩემს ხრიოკ მინდვრებს...
და თუ ანდერძი კაცს მართლა არ კლავს,
ჯერ ნურც შენ მომკლავ... მამყოფე კიდევ

ოთარ ჭილაძე

Posted by: ditosdeda 3 Apr 2013, 19:41
მე ვიტყვი,რომ...



მე ვიტყვი,რომ ძლიერია უმწეობით
ძლიერია უსუსური ცრემლით,
მე ვიტყვი,რომ ცხოვრობს მხოლოდ დღევანდელით
და ჩემსავით არ შეჰყურებს მერმისს.
მე ვიტყვი,რომ არასოდეს არ უცდია
გაეღრვია უხილავი ზღუდე,
მე ვიტყვი,რომ თავიდანვე მას ის უნდა,
რაც მე არ მსურს,მხოლოდ იგი მსურდეს.
მე ვიტყვი რომ,ყოველდღიურს ვეწირები
და რომ არარ შემიძლია მეტი,
მე ვიტყვი,რომ ფუსფუსია იგი მხოლოდ,
მე ვიტყვი,რომ ...
ის არაფერს მეტყვის...


მე ვიტყვი,რომ ის,რას იყო ერთხელ იყო,
ერთხელ იყო და ყველაფერს ჯობდა,
მე ვიტყვი,რომ გაზაფხული დაემსგავსა
დედოფალას გახუნებულ კოფთას.
გაყვითლებულ ფოთოლს ცეცხლი ეკიდება,
მაგრამ აღარ იმუქრება ხანძრით,
მე ვიტყვი, რომ ახდილია თავი სკივრის
მაგრამ სკივრში აღარ არის განძი.
მე ვიტყვი,რომ თურმე ორის სიყვარულში
მუდამ სჭარბობს სიყვარული ერთის
მე ვიტყვი, რომ დუმილითაც ძლიერია,
მე ვიტყვი,რომ.....

ის არაფერს მეტყვის...

Posted by: skvincha14 3 Apr 2013, 20:18
თემას სახელს რომ გადაარქმევთ ღმერთებო მიჯიკეთ. baby.gif

Posted by: merciamercia 3 Apr 2013, 20:26
The Road Not Taken

Two roads diverged in a yellow wood,
And sorry I could not travel both
And be one traveler, long I stood
And looked down one as far as I could
To where it bent in the undergrowth;

Then took the other, as just as fair,
And having perhaps the better claim
Because it was grassy and wanted wear,
Though as for that the passing there
Had worn them really about the same,

And both that morning equally lay
In leaves no step had trodden black.
Oh, I marked the first for another day!
Yet knowing how way leads on to way
I doubted if I should ever come back.

I shall be telling this with a sigh
Somewhere ages and ages hence:
Two roads diverged in a wood, and I,
I took the one less traveled by,
And that has made all the difference.

Robert Frost

Posted by: Davon 3 Apr 2013, 20:30
QUOTE
Robert Frost

chups.gif



Whose woods these are I think I know.
His house is in the village though;
He will not see me stopping here
To watch his woods fill up with snow.


My little horse must think it queer
To stop without a farmhouse near
Between the woods and frozen lake
The darkest evening of the year.


He gives his harness bells a shake
To ask if there is some mistake.
The only other sound's the sweep
Of easy wind and downy flake.

The woods are lovely, dark and deep.
But I have promises to keep,
And miles to go before I sleep,
And miles to go before I sleep.

Posted by: nini gogo 3 Apr 2013, 22:39
მიდიანა-დ ვრჩებითა-დ
მივდივართა-დ რჩებიან,
ახალ მასკვლავნ ცას ამკობს,
ძველნ ქანცმწყდარებ ქვრებიან.
მზეს მთვარე სცვლის, დღეს - ღამეი,
თოვლ მოვ, ყვავილნ ხმებიან...
მივდივართა-დ სამზეოს
ჩვენ აღეებ რჩებიან...

ეთერ თათარაიძე

Posted by: wuma 3 Apr 2013, 23:08
The Palace

When I was a King and a Mason -- a Master proven and skilled --
I cleared me ground for a Palace such as a King should build.
I decreed and dug down to my levels. Presently, under the silt,
I came on the wreck of a Palace such as a King had built.

There was no worth in the fashion -- there was no wit in the plan --
Hither and thither, aimless, the ruined footings ran --
Masonry, brute, mishandled, but carven on every stone:
"After me cometh a Builder. Tell him, I too have known."

Swift to my use in my trenches, where my well-planned ground-works grew,
I tumbled his quoins and his ashlars, and cut and reset them anew.
Lime I milled of his marbles; burned it, slacked it, and spread;
Taking and leaving at pleasure the gifts of the humble dead.

Yet I despised not nor gloried; yet, as we wrenched them apart,
I read in the razed foundations the heart of that builder's heart.
As he had risen and pleaded, so did I understand
The form of the dream he had followed in the face of the thing he had planned.

* * * * *
When I was a King and a Mason -- in the open noon of my pride,
They sent me a Word from the Darkness. They whispered and called me aside.
They said -- "The end is forbidden." They said -- "Thy use is fulfilled.
"Thy Palace shall stand as that other's -- the spoil of a King who shall build."

I called my men from my trenches, my quarries, my wharves, and my sheers.
All I had wrought I abandoned to the faith of the faithless years.
Only I cut on the timber -- only I carved on the stone:
"AfterT me cometh a BuilderT. Tell him, I too have known!"

1902
Kipling

Posted by: nini gogo 3 Apr 2013, 23:36

Posted by: საკურა. 4 Apr 2013, 11:41
ჩემი ბავშვობის "ბლა-ბლა-ბლას" დავწერ..... biggrin.gif
ხასითზე ვარ რაღაც....
პ.ს. ზედმეტად კრიტიკულები არ იყოთ რა... )))))

"ეშმაკთან დავდე დღეს მე გარიგება
ჯოჯოხეთს დავადექი ნებით,
ჩემი ცოდვები უფრო გავამრავლე
უფრო წყეული ვარ ვხვდები....
სატანა თვალებით იღიმება
ცოდვის დაიწყება თქეში
და უკვე საუკუნის „სამომავლოდ“
სული წავირწყმიდე ნებით.
ლუციფერს შენი თავი ვთხოვე,
გამოუსყიდველი ცოდვით
და ახლა ვემზადები დასასჯელად
საუკუნოვანი ბორგვით.
ამიტომ....
მე თუ ხვალ ეშმაკი ჯოჯოხეთს მიმაქანებს
ამაში შენ მიგიძღვის ბრალი....
ხოდა მე და შენ, ჯოჯოხეთს შევხვდებით
შენც იქ უნდა მოხვდე მაინც!"

Posted by: nini gogo 4 Apr 2013, 12:55
QUOTE
პ.ს. ზედმეტად კრიტიკულები არ იყოთ რა.

lol.gif საკურა.2kiss.gif


აისის მზესთან ფრინველების საამო სტვენას
აჰყვება მუზა და ჭიკჭიკით დატკბება ყელი,
ქართული ჰქვია, ამ უბრალო ლექსების ენას,
ენა გალობის, სიყვარულის ამოსათქმელი.

ქართული ჰქვია ვაზის ცრემლით გაჟღენთილ სტროფებს,
მოსაფერებელს, საალერსოდ ნათქვამს გალექსილს,
როს ჭრილობაზე საკურნებელ მალამოს მოგფენს,
ვაი მას, ვისაც, ეს ღმერთების ენა არ ესმის.

ნაღიმილარებს, ნასათუთებს და მონატრებას,
უკვე ამოთქმულს, გაფიქრებულს, ოცნებას ფრთიანს,
ცეცხლმოდებული მზის სხივების შემონათებას,
გალობასავით სათაყვანო ქართული ჰქვია.


დედის ნანინას, ჩვილის ღუღუნს, მოხუცის ალერსს,
გაზაფხულებზე ენძელების თვალის ახელას,
ქართული ჰქვია ზეცისაკენ აპყრობილ თვალებს,
და მოკრძალებით სიყვარულის პირველ გამხელას.

სულის ანბანი რეალობად შეგვიცვილს მითებს,
ჟამი დადგება აღდგინების ადრე თუ გვიან,
აი იაზე გაყოლებულ პატარა თითებს,
უფლის წინაშე სალოცავი ქართული ჰქვია.

http://youtu.be/G8SvCFND6c0

( ნანა მეფარიშვილი )

Posted by: rock in rose 4 Apr 2013, 20:53
...მალე გაზაფხული მოვა
და შენც ყვავილები ქარში,
ალბათ, გეგონება თოვა,
ქოლგას უნებურად გაშლი...

გაგრძელება ისე ძალიან არ მიყვარს როგორც ეს დასაწყისი biggrin.gif

Posted by: BELLA-DONNA 4 Apr 2013, 21:54
nini gogo
QUOTE

up.gif up.gif up.gif
ბევერი, ბევრი, ბევრზე ბევრი ლაიქი! 2kiss.gif
როინია მანდ ჩემი ფავორიტი! love.gif love.gif love.gif



პ.ს. ,,პოეტები ნაბიჯებს არ ითვლიან,
ძმაბიჭებს ითვლიან პოეტები!" chups.gif

Posted by: nini gogo 4 Apr 2013, 22:11
BELLA-DONNA
2kiss.gif ხომ კარგები არიან ... მიყვარს ეს ხალხი love.gif love.gif



chups.gif

Posted by: kranci 4 Apr 2013, 22:27
რა საბრალოა საწყალი სანტა,
ძმა ხეპრე ჰყავს,
მამა-ხეიბარი.
თვითონ ღამეებს
წიგნებში ათევს.

*

თითქმის სახელიც
არ ახსოვთ მისი,
ის კი დაბრუნდა
თავის სოფელში,
ახრჩობს ხველება.

*

ო, რომ ჩავეფლო
ფაფუკ თოვლში
ანთებულ სახით...
სწორედ ასეთი სიყვარულით
მიყვარდეს მინდა


cry.gif

Posted by: merciamercia 4 Apr 2013, 22:36
Dav0n
QUOTE
დ ლელა.
მაგრამ რა გინდა მისი საყვარელი ლექსები ეგაა :დ

იყოს ვინ უშლის მერე, თუ უნდა ზურა სალუქვაძეის ,,პოეზია'' დაუდია biggrin.gif



მწვანე მონასტერი (დაბრუნება)

შემხედე.
მოვდივარ თვალებახვეული ასფალტზე,
შიშველი ფეხებით ქალაქის მტვრიან გზას მოვათრევ.
გვირილას ფურცლები შარაზე შორი-შორ დავფანტე
ხელების ცეცებით ვკარგე და კვლავ ვპოვე სიმართლე.
ქარი წამომჯდარა ღრუბლების სალოსად ხიდისთავს,
ხიდსიქით ელავს და იღვრება გობიდან ცრემლები.
მეც ვტირი ხანდახან, იმდენჯერ წავაგე სიკვდილთან,
მეც ვაგებ ხანდახან...
ხანდახან ვდუმვარ…და
ვჩერდები
შენს წინ და თუ მაინც მწვანეში, მწვანით ვერ ვიწყები
ქვას ხელი არ ახლო! წყენით მეუბნები. მდინარემ
ოცდაორ კალმახად ტანზე დაიყარა წინწკლები
ვიდინე ტაძრამდე, დინებამ ხანდახან მინარეთს
მიმაგდო და მაინც მტვრიანი შიშველი ფეხებით
მოვედი ქალაქის დაღლილი ნაცემი ღამიდან.
შენ იცი, რომ წავალ და მაინც სველ შუბლზე მეხები,
შენ იცი, რომ წავალ და სიკვდილს დავიწყებ თავიდან.
რამდენ ხანს გეძებდი. რამდენ ხანს...
უთუოდ იცოდი
მერე რა, თუ მაინც მწვანეში არ ჩანდა სამრეკლო,
დამსაჯეს და ალბათ მე ხარკად დამადეს სიცოცხლე
რომ ამ ჯოჯოხეთის კარები ლექსისთვის გამეღო.

თეკლა ბატონიშვილი



Posted by: nini gogo 5 Apr 2013, 14:25
merciamercia
QUOTE
ზურა სალუქვაძეის ,,პოეზია'' დაუდია

აი ახსენე და არ დაგწყვიტავ გულს მე დავდებ tongue.gif რას ერჩი მშვენიერი ბიჭია .. wink.gif ყველა დიდი გენია ვერ იქნება ზოგი საშუალო იქნება და ზოგიც პატარა.. 2kiss.gif




ქალავ, ის მიყვარს მე შენი,
თავს რომ დაჰკიდებ მელადა,
პირდაპირ ცქერას ვერ ჰბედავ,
ვაჟთ ცქერას იმჩნევ წყენადა.
დრო-და-დრო გაგეღიმება
გულის საკლავად, ნელადა;
უხმლო ხმალს იქნევ, უხანჯლოდ
გულის გამხდარხარ მჭრელადა.
ჯერაც ატყვია ჩემს გულსა
შენგნით წყლულები ჭრელადა,
ოცგანაც კიდევ რომ დამჭრა,
ვერ გაგიხდები მტერადა!

(ვაჟა)

Posted by: merciamercia 5 Apr 2013, 15:24
nini gogo
QUOTE
აი ახსენე და არ დაგწყვიტავ გულს მე დავდებ  რას ერჩი მშვენიერი ბიჭია ..  ყველა დიდი გენია ვერ იქნება ზოგი საშუალო იქნება და ზოგიც პატარა.. 

პიროვნულად არაფერს ვერჩი, მაგრამ პოეტად არ ვთვლი. გარითმული სიტყვები პოეზია არ არის. მოკლედ საეჭვო ღირებულების ლექსები აქვს biggrin.gif


მე და ყივჩაღი

სამზღვარსა მუხრანისასა
რო ვეგდეთ მე და ყივჩაღი,,
ის რომ სისხლს ლევდა, მენაცა
რო ვეყარენით პირჩაღმით.
ცოლი რო სხვაგან წავიდა,
რო გახდა დუშმანისია,
ე მაგით ძალმიცემული
ყივჩაღი წამოიწია.
მე რო ის მკვდარი მეგონა
ის თურმე არ მომკვდარიყო,
შორით მიმზერდა, ფიქრობდა
იქნა დრო დამდგარიყო
და როცა ჟამი იგულა
მომვარდა ხმალმოღერებით,
პური კი აღარა მთხოვა,
პური ისედაც, მისია
ღვინო კი აღარა მთხოვა,
ღვინო ისედაც მისია,
ცოლი კი აღარა მთხოვა,
ღმერთმა გაიგოს ვისია,
მამული მთხოვა-ვერ მივე
ის გავხდე საძრახისია.
იმედი მრჩება ღმერთისა
თან ჩემი პაპებისია.

გოდერძი ჩოხელი

Posted by: nini gogo 5 Apr 2013, 15:29
merciamercia
QUOTE
მაგრამ პოეტად არ ვთვლი.

ხოდა არც ვარო პოეტიო კაცმა biggrin.gif დრო გვიჩვენებს რა იქნება.. ისე სიცოცხლეეში რომ დავაფასოთ მაინც ჯობია tongue.gif




ხელები უნდა ჰქმნიდნენ მწვერვალებს,
მშვენიერებებს,შედევრებს ჰქმნიდნენ,
უნდა ბედავდნენ თავისუფლებას
და სასწაულებს სამყაროს ოდენს,
რომ მათ მუშტებათ შეკვრის უფლება,
მერე მოთხოვნის უფლება ჰქონდეთ.
ხელები უნდა ჰქმნიდნენ პარნასებს,
ახალ მსოფლიოს დიდებას ჰქმნიდნენ,
უნდა აქციონ სივრცე უბნებად
და მზე მოსტაცონ შორეულ ბლონდებს,
რომ მათ შენს ცეცხლთან მისვლის უფლება,
მერე გათბობის უფლებაც ჰქონდეთ.
ხელები უნდა ჰქმნიდნენ გუმბათებს,
მტევნებს, უქურთმებს, ღიობებს ჰქმნიდნენ,
უნდა შეჰბრწყინონ ცას ალუბლებად,
უნდა ნაღმავდნენ თავთუხით კორდებს,
რომ შენს სუფრასთან მოსვლის უფლება
და სადღეგრძელოს უფლება ჰქონდეთ.
ხელები უნდა ჰქმნიდნენ წალკოტებს,
ცას და ყვავილებს, ოცნებებს ჰქმნიდნენ,
უნდა შეუნდონ ცოდვა უვნებლად
ისევ ვნებებით მოდერნილ ცოდვებს,
რომ შენს მუხლებთან დგომის უფლება
და წამოდგომის უფლებაც ჰქონდეთ.
ხელები უნდა ჰქმნიდნენ ღვთაებებს,
სათნოებას და სიყვარულს ჰქმნიდნენ,
უნდა შეიძლონ გასაუბრება
თმებთან, თვალებთან მთრთოლავთან ოდეს,
რომ მათ საკინძის შეხსნის უფლება,
მერე შეღილვის უფლებაც ჰქონდეთ.
ხელები უნდა ჰქმნიდნენ ხელები,
მადლს და სიკეთეს, სინათლეს ჰქმნიდნენ,
უნდა აკმიონ სულებს სუფევა,
აღიღონ წიგნი მარტვილთა ოდენ,
რომ მათ განკითხვის ჰქონდეთ უფლება
და პატიების უფლებაც ჰქონდეთ.

ხელები უნდა ჰქმნიდნენ ხელები,
მუდამ და მუდამ, ქროლავდნენ, ჰქმნიდნენ
მეც ხელები მაქვს და მეც კაცი ვარ
მაგრამ ვის ჯოგში დამასახელებ?
და ვხედავ მხოლოდ ხურდა აცვივა
ქუჩაში უქმად გაშვერილ ხელებს...

(ზურაბ გორგილაძე)

Posted by: merciamercia 5 Apr 2013, 16:37
nini gogo
QUOTE
ხოდა არც ვარო პოეტიო კაცმა  დრო გვიჩვენებს რა იქნება.. ისე სიცოცხლეეში რომ დავაფასოთ მაინც ჯობია 

სწორედ მაგისთანები არიან დაფასებული ამ ქვეყაანაში, თორემ მართლა ნიჭიერი ადამიანები არიან ჩუმად და დაუფასებელნი.


****
მე რომ ვიყო გაზაფხულის დილა
და უბეში მთის ნიავი მეჯდეს,
მოვიდოდი სუყველასთან ფრთხილად
და იმ ნიავს მოგისვამდით გვერდზე.
მე რომ ვიყო შემოდგომის ქარი
აქეთ-იქით რომ ატოკებს ხეებს,
ვიქნებოდი, ვიქნებოდი წყნარი,
რომ მეფიქრა სიყვარულით თქვენზე.
მე რომ ვიყო შავ სიკვდილის ცელი
სუყველას რომ განურჩევლად სცელავს,
გავლღვებოდი, რომ არ ვიყო მჭრელი,
ჩაგივლიდით, ჩაგივლიდით ყველას.
და იცოდეთ, შევასრულებ ნატვრას,
მე გავხდები გაზაფხულის დილა.

გოდერძი ჩოხელი

Posted by: vadagasuli 5 Apr 2013, 18:09
ცაც კი დაძველდა (დაუფიქრდი,
უკვე რამხელა
დროა გასული), მიაცოცებს
ღრუბლებად ხავსებს,
გყავს არაფერი (არაფერი),
თუმცა, ნახე რა
შვენიერია - სიცოცხლით და
სიკვდილით სავსე.

ბინდდება, რჩება, აღარ გრჩება
ალტერნატივა,
გრჩება ქალაქი (მისაღები
უკვე სრულებით)
სამოგზაუროდ, განაჩენად,
თანაც ნახე რა
მშვენიერია - ღალატებით,
სიყვარულებით.

რა მოხდა, თუკი აღარა ჰგავს
ღმერთის ნახელავს,
ღმერთი (მაღალი), იცი, სადაც
შეასასაბამო,
გიშენებს სიზმრებს (აგარაკად),
თანაც ნახე რა
მშვენიერია - შიშისა და
სიმშვიდის გამო.
მიიღე!
მიდი!
სიმბოლურად, ჩუმად, ნახევრად,
ფიცად, ხუმრობად, გამოწვევად, თხოვნად, ძახილად,
შეურაცხყოფად, კომპლიმენტად, სახედ, სახელად
(მშვიდად), კანონად, დასაცავად, გადასახევად,
დოზად, გრადუსად, სუბოტექსად, ოღონდ ისეთი,
როგორიც არის, უპირობოდ, თანაც ნახე რა
მშვენიერია - ცოდვისა და შენდობისათვის.

ცაც კი დაძველდა, დაუფიქრდი,
უკვე რამხელა
დროა გასული, მიაცოცებს
ღრუბლებად ხავსებს.
გაქვს დასაკარგი არაფერი,
თუმცა, ნახე რა
მშვენიერია - სიცოცხლით და
სიკვდილით სავსე.

რეზო გეთიაშვილი
love.gif

Posted by: nini gogo 5 Apr 2013, 20:45
merciamercia
ზურას პირადად არ ვიცნობ მაგრამ ახლობელი მყავს ვინც იცნობს .. მისი გადმოცემით ვიცი რომ ზურა აწყობს პოეზიის საღამოებს და შემოსული თანხით უპატრონო ბავშვებსაც ეხმარება .. ერთი კანფეტითაც რომ დაეხმაროს ეს უკვე დასაფასებელია ,მე ესეც არ შემიძლია.. ბავშვობაში ერთი სტროფი ლექსი დავწერე და ისეთი პრიმიტიულია ცუდ ხასითზე რომ ვარ თუ გავიხსენე სიცილი ამივარდება.. biggrin.gif მე რა ლექსებიც მომწონს და მბურძგლავს აქ უკვე დევს და შეძლებისდაგვარად ვცდილობ არ გავმეორდე თან ასე უფრო ადვილია ერთი მეორისგან გაარჩიო.. (ანუ კარგი და ცუდი) .. შეიძლება გაგეცინოს რატო მიხსნი ამასო (მეც მეცინება) ალბათ იმიტომ რომ შენ გამოხატავ ხოლმე გულისწყრომას tongue.gif
ხოო რაც შეეხება ხმაურს ხმა ყოველთვის ხმაურობს ...2kiss.gif

love.gif

სულის წამალი თუკი სიტყვაა
და სიტყვა იყო თუკი პირველი,
მაშ რატომ გვიჭირს მისი გამოთქმა?! -
ესაა ეგზომ გასაკვირველი...

სიტყვებს, ხომ იცი, ბევრის აქვთ ძალა,
შენს სულშიც ალბათ დატოვეს კვალი,
ჩემი ღრმა რწმენით ერთობ სჯობია,
ენა გიჭრიდეს და არა თვალი.

(თამარ მეხრიშვილი)
==============================


ფიქრებში წავალ და ისევ
ხელში ავიღებ კალამსა,
ლექსებად ვიტყვი ამ გულის
სევდას, წუხილს და ვარამსა.
მსურს პატიოსნად ვიცხოვრო,
ლუკმას არ ვსჭამდე არამსა,
როს მომინდება ბარს ვიყო,
ან მთაში ვშლიდე კარავსა.
ჩემს გვერდით იყოს ვინაც კი
თოვლში გზას გამიკვალავსა.

(თამარ მეხრიშვილი)

Posted by: merciamercia 5 Apr 2013, 21:27
nini gogo
QUOTE
ზურას პირადად არ ვიცნობ მაგრამ ახლობელი მყავს ვინც იცნობს .. მისი გადმოცემით ვიცი რომ ზურა აწყობს პოეზიის საღამოებს და შემოსული თანხით უპატრონო ბავშვებსაც ეხმარება .. ერთი კანფეტითაც რომ დაეხმაროს ეს უკვე დასაფასებელია ,მე ესეც არ შემიძლია.. ბავშვობაში ერთი სტროფი ლექსი დავწერე და ისეთი პრიმიტიულია ცუდ ხასითზე რომ ვარ თუ გავიხსენე სიცილი ამივარდება..  მე რა ლექსებიც მომწონს და მბურძგლავს აქ უკვე დევს და შეძლებისდაგვარად ვცდილობ არ გავმეორდე თან ასე უფრო ადვილია ერთი მეორისგან გაარჩიო.. (ანუ კარგი და ცუდი) .. შეიძლება გაგეცინოს რატო მიხსნი ამასო (მეც მეცინება) ალბათ იმიტომ რომ შენ გამოხატავ ხოლმე გულისწყრომას 
ხოო რაც შეეხება ხმაურს ხმა ყოველთვის ხმაურობს ...

ქველმოქმედება ძალიან კარგია, მაგრა ეს მის ლექსებს კარგ ლექსებად ვერ აქცევს, პოეზიის გარეშეც შეიძლება სიკეთის კეთება. ხმა ყოველთვის ხმაურობს რაც შეეხება, შენ ალბათ არ გაგიგია ნიკო სამადაშვილი ბრწყინვალე პოეტი, რომლის ლექსები მისი სიკვდილის მერე გამოქვეყნდა, მაგრამ ზურა სალუქვაძის და მისი მსგავსების პოეზიას არც შევადარებ, კიდევ შემიძლია მოვიყვანო მსგავსი მაგალითები. მოგწონს და მოგწონდეს, მე ამას არ გიშლი, უბრალოდ მე ჩავთვლი, რომ ვისაც ეგ ბიჭი მოსწონს, რბილად რომ ვთქვა არცთუ კარგი გემოვნება აქვს

ლექსი ვიცი მე ესეთი love.gif

L'art Poetique

გაფიზის ვარდი მე
პრუდომის ჩავდე ვაზაში,
ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის
ბოროტ ყვავილებს.
და რაც შემხვდება , შემაჩერებს
შორეულ გზაში,
ჩემს ღვრია ლექსში დაისვენებს
და დაიჩრდილებს.
გრძნობის სიჭარბე მომეტებით
გრძნობას ამკრთალებს,
უვნებო ვნებით მინდა ვწვავდე
ვნებიან თვალებს.
და ჩემი ჩანგი სირცხვილისგან
დაიმსხვრეოდა,
თუ გიტარაზე მისი ლექსი
მომესმებოდა.
ვიცი, რომ მოვა საყვარელი,
ვისაც მოველი,
ვიცი, რომ მოვა სილამაზე,
დაუთოველი.
მეც წავიკითხავ და ვუმღერებ
ჩემს ქალდეაზე,
ჩამავალი მზის გააგვაბრწყინებს
ჩვენ სილამაზე.
ვუცქერ გულგრილად წარმოდგენას,
ვტირი ანტრაქტებს,
დავიწყებული ძველ სიტყვების
ვგრძნობ ანდამატებს.
და თუ არ ამყვა ხმა სიმღერად
გაშლილი, ლაღი,
უხმო ბულბულსაც დამიფასებს
ქართული ბაღი...

ტიციან ტაბიძე

Posted by: nini gogo 5 Apr 2013, 22:24
merciamercia
QUOTE
პოეზიის გარეშეც შეიძლება სიკეთის კეთება.

ვისაც რით შეეუძლია იმით აკეთებს სიკეთეს smile.gif
QUOTE
ნიკო სამადაშვილი ბრწყინვალე პოეტი, რომლის ლექსები მისი სიკვდილის მერე გამოქვეყნდა,

აი აქ ვარ მეც , მაინცდამაინც უნდა მოკვდეს ადამიანი რომ დავაფასოთ..
QUOTE
მოგწონს და მოგწონდეს, მე ამას არ გიშლი, უბრალოდ მე ჩავთვლი, რომ ვისაც ეგ ბიჭი მოსწონს, რბილად რომ ვთქვა არცთუ კარგი გემოვნება აქვს

ფაქტიურად სილა გამაწანი user.gif არ შეიძლება ესეც მომწონდეს და ტიციანიც?
გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ომობენ.biggrin.gif




ვეღარ მიშველის თეთრ რაშის

მინდორში გამოგელვება,

თუკი ლექსების წერაში

სათქმელი გამომელევა...

მაშინ რად მინდა ეს მთები,

ან გაღვიძება ამგვარი,

ომი იქნება ცხოვრება,

სჯობს გავითხარო სანგარი.

რად მოვევლინე ქვეყანას,

რისთვის მაჭამეს პურები,

თუ ვერ ვუმღერე ტყე-ყანას,

გავძეხი მათი ყურებით.

რისთვის გაშალონ კვირტები

ხელებგაწვდილმა ხეებმა,

თუ აღარ გამიკვირდები,

თუ გრძნობა გამიხევდება...

რაღად მინათოს მნათობმა,

ცამ რად იცვალოს ფერები,

გულის ვერ შეძლონ გათბობა,

თუ ვეღარ მოვეფერები.

მაშინ, რაღა ვქნა ბედკრულმა,

რისთვისღა ვტკეპნო ეს გზები,

თუ გრძნობა-ხებეშეკრულმა

ვეღარ დავწერე ლექსები...

ვეღარ მიშველის თეთრ რაშის

მინდორში გამოგელვება,

თუკი სიტყვების წერაში

სათქმელი გამომელევა...

მარიამ მელიქიშვილი

Posted by: merciamercia 5 Apr 2013, 23:50
nini gogo
QUOTE
აი აქ ვარ მეც , მაინცდამაინც უნდა მოკვდეს ადამიანი რომ დავაფასოთ..

მაგის ლექსებს არც მერე ექნება ფასი და ნიკო სამადაშვილთან მისი შედარება ცოტა არ იყოს უხერხულია biggrin.gif
დაფასებას რაც შეეხება მეტი რა დაფასება გინდა, პოეზიის საღამოებს ეგ მართავს თვეში 9ჯერ, ფეისბუქზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოეტია, ყველა მაგის ლექსს აზიარებს, გოგოები იპუტავენ მაგ ბიჭზე, აუ რა საყვარელია <3 biggrin.gif ამ დროს მართლა ნიჭიერი ხალხი ჩრდილშია. ხანდახან მგონია, რომ პოეზია ჩვენი მოგონიალია ( ამაზე არ მეცეთ ახლა biggrin.gif) და ძალიან მიკვირს ქართველს რატომ უნდა მოგინდეს ასეთი ლექსების კითხვა sad.gif( კარგი მოვრჩი მე ამაზე კამათს, რა ვქნა არ არის ეგ ბიჭი პოეტი და ამას გეტყვის ნებისმიერი ვინც ცოტა მაინც ერკვევა პოეზიაში.

Posted by: საკურა. 6 Apr 2013, 00:00
ფეხის წვერებზე ავიწევი
ბოლომდე ავმაღლდები და
სიჩუმეს ჩავისუნთქავ...
ასე
ჩემს ფილტვებში
გაზაფხული დაივლის...
მერე
სახლისაკენ ასკინკილით წავალ,
მეზობლის ალუჩებს
მოჭუტული მზერით ავხედავ და
ცხვირიც ამეპრიხება მსუნაგი სურვილისგან...
(აქ ჯერ პატარა ვარ...)

ღამით ქარს მოვუსმენ,
ფანჯრებსაც ღიას დავუტოვებ-
რომ იქრიალოს ოთახებში-
რომ აფრიალოს ფარდები,
რომ გადმოცვივდნენ რაფებიდან
წლობით ნაგროვები
და ნაზარდი ქოთნის ყვავილები...
ზოგი საჩუქრად რომ მომართვეს,
ზოგი რომ ვითხოვე,
ზოგი ჩუმად რომ მოვტაცე უგულო პატრონს...
ვგიჟდები ისე მიყვარს ქარის გრიალი-
და ფარდების თავაწყვეტილი ფრიალი...
(აქ უკვე სადღაც შუაში ვარ-
ალბათ პირველად, მართლა რომ შემიყვარდა
იქ...)

მზეში, ჰამაკში ჩავჯდები,
საყვარელი ლექსების კრებულს
კალთაში ჩავიდებ და
ერთხელაც არ გადავშლი-
ისე წავიკითხავ ამოჩემებულ სტროფებს...
მზე თვალებში ჩამანათებს,
ვითომ ცრემლიც ამის გამო მომადგა,
უხერხულად გავიმშრალებ სახეს და
ცას ავხედავ-სარკეში ჩასახედად...
(აქ უკვე მოვხუცდი-ხელებზე და თვალების კუთხეებში
წლები სხივებად მეტყობა)

და მაინც... ისევ ისეთი ვარ-
როცა ვღელავ
სიჩუმეს ვსუნქავ და ფეხის წვერებზე ვიწევი...



გვანცა ბუაძე

Posted by: Nitsa_a 6 Apr 2013, 01:23
ფიქრი გაიტაცა დილის ქარიშხალმა
(მე ასე ვსეირნობ ნელი სიარულით).
სულში უიმედო სივრცე გაიშალა,
გაჩნდა მუსიკიდან ქარი სინანულის.

ისევ შრიალია, ქრიან ეს გედები,
მე შენ განშორებას უხმოდ გავალებდი.
მხოლოდ მარტოობის დღეებს ვეგებები,
მხოლოდ სიჩუმეა ჩემი კავალერი.

ალბათ მეგობარმა სადღაც გამიხსენა,
როგორც ღამეების მიერ გადამწვარი.
ახლა კუბოში ვარ, გულმა დაისვენა,
მომდევს პროცესია, ჩუმი თანამგზავრი.

ალბათ სამარესთან ვარდი მრავალია,
ალბათ მარიამიც ტირის თავდახრილი.
მთვარე მდუმარეა და ცა მაღალია,
მოდის გათენება, როგორც ბალდახინი...

ტერენტი გრანელი

Posted by: vadagasuli 6 Apr 2013, 01:36
მოდიან წვიმები... ფანჯრებთან... და ისეც კი ხდება,
მიდიხარ ფანჯრებთან - წვიმები. ვინ იცის, თუ ხვდები,
რომ ასეთ ამინდში, ასეთი მოწყენა გიხდება
და ასეთ მოწყენას, რომ ასეთ ამინდში უხდები

იმდენად, რომ გინდა ადგე და მიეცე კაეშანს
ქანქარა სავარძლის, კუბოკრულ პლედის და თამბაქოს
და ფიქრს დადევნებულ მზერას დააწიო კარებში
თვალები და მერე საფერფლეც, ფინჯანიც, ლამბაქიც

და ღამეც, რომელსაც სხვაგვარად უწოდე წამება...
და გინდა იყვირო, ან სულაც ძაღლივით აყეფდე!
და ისე ხდება, რომ მოდიან ფანჯრებთან წვიმები
და ისეც ხდება, რომ მიდიხარ ფანჯრებთან, აღებ და

იგუბებ ფილტვებში ოზონის მომწარო სიბლანტეს
და მკერდში ესობი, როგორც ხელოვნური იმპლანტი,
ქალაქის (რომელიც არასდროს არაფრით გხიბლავდა)
ქვაფენილს (რომელსაც ყოველთვის რაღაცით ხიბლავდი).

გიო საჯაია

Posted by: wuma 6 Apr 2013, 10:32
ფარული ვედრება

სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან
სანთლებით მისდევენ ყვავები ამ აპრილს.
პოეტს გარინდებულს, როგორც პირამიდა,
ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს.

გუმბათებს აკივლებს ხატების ანთება,
ჰაერში ირხევა ფრთები ანგელოზების.
სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება,
ტაძარში შევდივარ მწუხარე ლოცვებით.

ჩემს ცოდვილ სავანეს ქაოსი ედება,
თითქოს ვარ სიზმარში და ირგვლივ ქვებია.
ჭლექიან ფერებით ბაღებში თენდება,
ჩემს ვიწრო ოთახში წამები ქრებიან.

ჯვარებთან გაივლის ფარული ვედრება,
წირვებით წამიღებს წამების მწვერვალი.
ვარდისფერ სარკეში სურვილი ბერდება,
მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი.

მე, ჩუმი, მივყვები ლანდების ასეულს,
ღამე უდაბნოა, ვნება კოშმარია.
ქუჩაში მცხოვრებს და სახლიდან გაქცეულს,
შემინდე, შემინდე, წმინდაო მარიამ...

ტერენტი

Posted by: nini gogo 6 Apr 2013, 11:32


სათქმელი აღარა მაქვს, სათქმელი დამელია.
ყველაზე ნამდვილი სათქმელი - დუმილია.
მეც წავალ, ცხადია. ნეტაი თუ მელიან!
ყველაზე დიდი მოლოდინიც - დუმილია!
რაღა დროს ზარია, რაღა დროს ყურმილია -
ყველაზე ბრძნული საუბარი - დუმილია!
ნეტა არ შემესვა, ნეტა არ დამელია -
ყველაზე ტკბილი სასმელიც - დუმილია!
მთავარი განა მზე, მთავარი - ღამეა,
სოკრატეს მთავარი სათქმელიც - შხამია!
ის წიგნიც - ბლეფია, ეს ლექსიც - ტყუილია!
ნამდვილი სათქმელი - ჯვარცმულის დუმილია!

ეს კიდევ - ვითომდა ჭკვიანი ფუტურო -
ეს ისევ ხელებს შლის - რაღაცას ბჟუტურობს...
შევცქერით ტორტის ვარდისფერ ტრაპეციას.
ვდუმვართ. დუმილი - ღმერთების ტრაპეზია.

(ტარიელ ჭანტურია)

Posted by: CHLOE" 6 Apr 2013, 12:06
,,გაზაფხულდა და მობარბაცებს მთვრალი ყაყაჩო
რად გინდა სატრფოს ბაგეების გარდა სხვა სარჩო
ღვინო დალიე, ამ ბებერმა წუთისოფელმა
თავის მორევში შენნაირი ბევრი დაახრჩო)))"...

ომარ ხაიამი

Posted by: merciamercia 6 Apr 2013, 23:59
****
Кое-как удалось разлучиться
И постылый огонь потушить.
Враг мой вечный, пора научиться
Вам кого-нибудь вправду любить.

Я-то вольная. Все мне забава,-
Ночью Муза слетит утешать,
А наутро притащится слава
Погремушкой над ухом трещать.

Обо мне и молиться не стоит
И, уйдя, оглянуться назад...
Черный ветер меня успокоит,
Веселит золотой листопад.

Как подарок, приму я разлуку
И забвение, как благодать.
Но, скажи мне, на крестную муку
Ты другую посмеешь послать?

Анна Ахматова

love.gif

Posted by: kranci 7 Apr 2013, 10:37
"...გამხმარ ტოტებზე ჯამბაზივით ცეკვავდა ალი
და სველ ტუჩებზე გიცინოდნენ ღვინის წვეთები;
მე შენი ცქერით სიგიჟემდე ვიყავი მთვრალი,
მაგრამ იმ ღამეს დათვრებოდნენ თვითონ ღმერთებიც,
შენთვის რომ ერთხელ მოეკრათ თვალი..."


პეტრე გრუზინსკი user.gif

Posted by: skvincha14 7 Apr 2013, 12:00
ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის
და მოღვაწისა უძლეველისა...
ქალწულთ ქალწულო შენი სახით,
ადამის მოდგამს შვება ეღირსა.
მაგრამ რის ფასად?!
ცრემლი გადინეთ,
ვნება ვერ ვჰპოვეთ ჩვენი სამყოფი,
და როს შენდობის თქმა დავაპირეთ,
ვერცხლი გვეწვია
ცოდვის გამყოფი...
მიზეზს რა დალევს,
თავის მართლების;
პურის არ ქონის,
შვილის არ ყოლის...
ჰო,
სულ ესაა ჩვენი სათქმელი
და ვრჩებით მარად ასე მარტონი.
ღირს არს დედაო,
შენ ღვთის ჩვენისა,
უპირველესო ქალწულთა შორის.
აუწონავი განძი გვეღირსა
არსებობისა...
სანაცვლოდ გლოვის.
დედავ ერისა,
დედავ ღმერთისა,
შუამდგომელო სულის ჩვენისა.
ძალა მოგვეცი ტკივილთ თმენისა
დანაცრებული ცისა ფერისა.
ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის
და
მოღვაწისა უძლეველისა...


ავტორს ვერ ვაწერ.შეიძლება "დამახრჩონ".ეს ხომ არაღიარებული ადამიანის ლექსია და ისე "ჯერ კიდევ ცოცხალია".

Posted by: nini gogo 7 Apr 2013, 14:09




Posted by: merciamercia 7 Apr 2013, 17:15
შენ ცისკარი ხარ


შენ ცისკარი ხარ, მე – მიმქრალი სანთლის მუდარა,
მაგრამ განთიადს სანთლისაგან არა უნდა–რა.

სული მხდება და მებინდება სიცოცხლის დღენი,
შენმა ღიმილმა ჩემს სულს ვეღარ გამოუდარა.

სამარეს ია ამიყვავებს, რადგან ამ გულმა
ზედ დაჭდეული ზილფის დაღი იას უდარა.

ჰაფეზ, შენს საფლავს სატრფომ სიოდ რომ ჩაუქროლოს,
შემოგეხევა ვნებისაგან ტანზე სუდარა

.ჰაფეზი

Posted by: nini gogo 7 Apr 2013, 22:13

QUOTE
შენ ცისკარი ხარ, მე – მიმქრალი სანთლის მუდარა,
მაგრამ განთიადს სანთლისაგან არა უნდა–რა.

chups.gif



სად მიდის ეს გზა კრწანისის შემდეგ,
სად მიდის მტკვარი?
სად მიდის მთვარე მხარსისხლიანი
სამასი ფარით?
სამასი თასით რა მოაქვთ ჩვენთან
კრწანისის მხედრებს?
სიცოცხლე მოაქვთ: უკვდავებაა
იმათი ხვედრი!
იმათ თვალებში, დახეთ, ინთება
ცეცხლი ფარული:
- სვით სიხარული ამ თასებიდან,
სვით სიხარული!

ანა კალანდაძე

Posted by: vadagasuli 7 Apr 2013, 23:07
უძღები შვილი(შვილი)

როცა ჯერ კიდევ ბებიაჩემს ვეწექი გვერდით,
თითზე ვიხვევდი ყოველ ღამე ძვირფას კულულებს,
თამაშ-თამაშით თეთრი თმიდან ზღაპრად ვიწერდი
მაცხოვრის ხატთან დაჩოქილი და მოჩურჩულე,
ძაძით მოსილი, თავდახრილი მოხუცის ლოცვას:

,,მოწყალე ღმერთო, მეუფეო, დიდება შენდა!
დაიფარე და გაამრავლე ჩემი ბადიში!
შენი ერთგული იობივით, დაე, აშენდეს,
როგორც მეთევზეს, - არ მოაკლო თევზი ბადეში,
ხოლო როგორც თევზს, - ნუ ჩაუგდებ ხელში მეთევზეს.

წამოიზარდა ვაშლის ნერგი ჩემი დარგული,
მისი ჩრდილის ქვეშ ჩამოჯდომა ისე მახარებს,
როგორც მის ნაყოფს მომასწარი, ისე მარგუნე
სიბერის ჯილდოდ - გამხდარიყოს ხე ფესვმაგარი,
სუფთა სინდისით გაელიოს წუთისოფელი.”

- დაამთავრებდა მოწიწებით ლოცვას ბებია,
შეასრულებდა ძილისპირულ ბოლო რიტუალს,-
შემიცურებდა თმებში თითებს ნაოჭებიანს,
შუბლზე მკოცნიდა, მისწორებდა ხელით სასთუმალს,
დაიძინეო, მეტყოდა და სანთელს აქრობდა.

წლები გავიდა. ბებიამაც სული დალია
და ვაშლის ჩრდილში მიწის ბორცვთან თავი დავხარე.
მისი დაკრძალვის მეორე დღეს დილაადრიან
მხრებში გაშლილი ჩვენი ვაშლი დამხვდა გამხმარი,
როგორც ნაგაზი მიყინული მწყემსის საფლავზე.

სხვა ნერგი დავრგე, მივამაგრე ტოტზე სანთელი,
მეც შევავედრე ჯერ ფესვები, მერე ნაყოფი
უფალს და ლოცვა შესმენილი ფეხით გავთელე, -
უძღებ შვილივით ვიწანწალე, ვიავადმყოფე,
მაგრამ ღვთის კალთას აღარასდროს დავბრუნებივარ.

მოხდა ის, რისიც ეშინოდა მოხუც ბებიას:
გზადაგზა ვკრიფე ტკივილები ყველას სამყოფი,
არც უფალი და არც ფესვები გამხსენებია
და როგორც ღვთისგან შერისხული ხე უნაყოფო,
ჩემი დარგული (არმოვლილი) ვაშლის ხეც გახმა.

Posted by: merciamercia 7 Apr 2013, 23:19
***

დღე ისე გადის, რომ არ ძალმიძს ვიღონო რამე,
ყოფნა–არყოფნის საფიქრალში ილევა ღამე,
გადის ცხოვრება, რომლის წამიც მთელ ქვეყნად ფასობს
და მე ფიქრებში ფუჭად ვკარგავ ამ ძვირფას წამებს.


აბუ საიდი

Posted by: CHLOE" 8 Apr 2013, 01:39
მე შენ დაგხურავ ლამაზ გვირგვინს
და მით მიწიერს
ჩემს საიდუმლოს გაზიარებ,
ო, ფიქრთა ჩემთა...
მე ავმაღლდები შენს ლურჯ ცაზე,
შენთვის ვიბრწყინებ,
აღვინთები და დავშრტები შენდა!


ანა კალანდაძე

Posted by: merciamercia 8 Apr 2013, 01:56
***
ჩამოიხსენი სიხარბის და სიძუნწის ბარგი,
ლხინში შეიცან წუთისოფლის ავი და კარგი,
დროზე მოასწარ დალევაც და მოალერსებაც
დრო ხომ მიფრინავს, წამიც არ გაქვს შენ დასაკარგი...


დიდხანს ვძებნე და არაფერი დამიხვდა წინ მე
გადავიღალე წარამარობით გარეთ თუ შინ მე
რომ მეუბნებით "ჯოჯოხეთი არ აგცდებაო"
ნუთუ სამოთხეს ან ჯოჯოხეთს წვევიხართ ვინმე...

ომარ ხაიამი...


Posted by: mamaduniangi 8 Apr 2013, 02:08
............საბა..............

ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და... მეთხუთმეტე კაცად შევიდა


ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება;
ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე;
ხალხს ხმა დაუკარგავს მეფის სიყრუემა,
მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება.

ხემლწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა
––ოჰ... ოჰ...ოჰ..ოჰოო..–– თქვა და თითქოს კიდეეც ინანა.


მაგრამ ამით არაფერი გამოვიდა რაა
(სბას ხმა როდი წაგავდა კნავილს კატისას)
რაც შეიტანა, ისევ ის გამოიტანა
იმ სახელ განთქმულ ვერსალიდან ელჩმა ქრთლისმა.

–წვიმა არ არი!
საბას კაბა დაუსველა რამ?!
–თოვლი არ არი!
საბას თავი გაუთეთრა რამ?!
_ყინვა არ არი!
სულხან–საბას აკანკალებს რაა?
––რამ დასველა
რამდათეთრა
რა აკანკალებსსსს?
საქართველოა მისთვის
წვიმაც, თოვლიც და ყინვაც!....

მზე ეთხოვება, ალბათ, ახლა ტურფა ტანძიას....
ეს სიცხადეა, სულხან საბავ, თუ ფანტაზია?


დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახს აწვიმს,
ალვის ჩეროში სტირის დედა შვილს მოტაცებულს,
სტამბოლში შვილი დედას ტირის, .... ჰყიდიან ყმაწვილს,
(სჭვრეტენ ჯვარისწინ წმინდა ნინოს მუხლზე დაცემულს).


.....რამდენს აფასებ მაგ პატარას? ...... ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს დაა მოუთმელად ელოდა პასუხსს.
.....უი ქართველი მეგონე და სპარსი ჰყოფილხარ ,
წარმოთქვა ბალღმა, ყური მოჰკრა რა საბას სპარსულსა.


არა პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი გესმისს?
უი დედასთან წამიყვან, წამიყავ ძიააა?.......
საბას ცრემლები მოეძალა, ატირდა კაცი,...
თავის ბაშობა გახსენდა თვის ტანძია.

ვით ეს ყმაწვილი საქართველოც ასე მცირეა,
საქართველოსაც ვით ამ ყმაწვილს ასე ჰყიდიან;
საფრანგეთს ვთხოვოთ: გვიშველისო სასაცილოაა!
შენი ვახტანგ ლუდოვიკოს ფეხზე კიდია.

ასე ფიქრობდა სულხაბ_საბა ხელჯოხიანი;
მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა....
....მოგწყინდა განა უნაყოოდ, ელჩო, ყიალი?!
....გულს ნუ გაიტეხ... მუხა კვლავ შეიმოსებაააააააააააააააა!

მუხრან მაჭავარიანი

სულში ჩასაწდომოიაა

Posted by: magic100 8 Apr 2013, 03:44
.............
user posted image

Posted by: nini gogo 8 Apr 2013, 12:44


_________________

Posted by: vadagasuli 8 Apr 2013, 12:51
QUOTE
არა პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი გესმისს?
უი დედასთან წამიყვან, წამიყავ ძიააა?.......



love.gif love.gif

როგორ მიყვარს, სკოლაში სწავლისას, ყველა ღონისძიებაზე ამ ლექსს ვყვებოდი smile.gif))

Posted by: nini gogo 8 Apr 2013, 13:05

-------------------------

Posted by: leni-ko 8 Apr 2013, 15:53
ბარათი მთიდან

სვანეთში მივდივარ მთებში და...
მიყვარხარ,
ვინ იცის რა რიგად,
ეგების მწვერვალზე დავმშვიდდე,
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.
გამორბის მდინარე ბღავილით,
ნაპირებს ცრემლები მოვწმინდე.
ფერდობზე წერწეტა ყვავილი
მაგონებს შენს თავს და მოვწყვიტე.
იმ ხევში მკივანა შურთხია,
მომწყინდა ბილიკზე წანწალი.
მე შენზე ოცნებას ვუფრთხი და
გულს მაინც ედება ხანძარი.
სვანეთში, მთებშიაც დამშვილდე
მიყვარხარ,
ვინ იცის რა რიგად.
ეგების ლატფარზე დავმშვიდდე,
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.
მაფიქრებს ღრუბელი მღელვარი.
მივდივარ, გზა მხვდება ახალი.
სვანეთში ბევრია მწვერვალი
და შენ ხარ ყველაზე მაღალი.

Posted by: magic100 8 Apr 2013, 20:22
სულია მთავარი ადამიანში,
სულს სიფაქიზე მუდამ სდევს გვერდით,
გულკეთილი და სულით ძლიერი,
დალოცვილია ოდითგან ღმერთით.
გული გრძნობს ყველაფერს,
გულს ვერ უბრძანებ,
ვერ დაავალებ ვერაფერს ძალით,
თუ წინააღმდეგ წახვალ როდესმე,
სევდა გეწვევვა თანმხლები დარდით.
ბედნიერია ადამიანი, სულში სიწმინდე
თუ ახლავსთანაც,
ვერ მოერევა, ვერ დაამარცხებს,
მას უდიდესი, ბოროტი ძალაც.

Posted by: merciamercia 8 Apr 2013, 20:39
facepalm.gif

***
ვით ნიაღვარში წვიმის წვეთი და ზვავში ფიფქი,
დღეო უღმერთო საწუთროში უკვალოდ მიქრი,
სანამ ვარ ქვეყნად ეს ორი რამ არ დამამწუხრებს,
უკვე წასულ და ჯერარმოსულ დღეებზე ფიქრი.

ხაიამი

Posted by: nia-1nia 8 Apr 2013, 23:09
გუშინ წვიმდა!
შეგამჩნიე ჩემი სახლის ფანჯრის წინ,
და სად მიგეჩქარებოდა ,
ეხ! ვინ იცის, ვინ იცის,
ვისი დარდი დაგაქვს გულით,
ან ვინ გდარდობს ძილის წინ,
რად მიჩქარებ გულისცემას,
როცა გხვდები პირისპირ,
რატომ მართმევს შენზე ფიქრი,
თუნდ პაწია ძილის წილს,
იქნებ ქმარიც გელოდება!
იქნებ შვილიც ვინ იცის,
იქნებ სიზმრის ზმანებაც ხარ!
არც არსებობ ვინ იცის.

Posted by: Raycher 9 Apr 2013, 00:38
QUOTE (merciamercia @ 7 Apr 2013, 23:19 )
***

დღე ისე გადის, რომ არ ძალმიძს ვიღონო რამე,
ყოფნა–არყოფნის საფიქრალში ილევა ღამე,
გადის ცხოვრება, რომლის წამიც მთელ ქვეყნად ფასობს
და მე ფიქრებში ფუჭად ვკარგავ ამ ძვირფას წამებს.


აბუ საიდი

user.gif

Posted by: merciamercia 9 Apr 2013, 01:48
Raycher
smile.gif


***
სწორად მოიქცა ვინც ბაღნარში წყაროს ნაპირთან
მოილხინა და მწუხარებას გაუნაპირდა
ჩვენი სიცოცხლე ვარდის მსგავსად ათდღიანია
ნურას ინაღვლი, ეს სამყარო ვის რას დაჰპირდა ?!

ჰაფეზი

Posted by: Davon 9 Apr 2013, 02:36
QUOTE
დღე ისე გადის, რომ არ ძალმიძს ვიღონო რამე,
ყოფნა–არყოფნის საფიქრალში ილევა ღამე,
გადის ცხოვრება, რომლის წამიც მთელ ქვეყნად ფასობს
და მე ფიქრებში ფუჭად ვკარგავ ამ ძვირფას წამებს.

chups.gif

Acquainted with the Night

I have been one acquainted with the night.
I have walked out in rain -- and back in rain.
I have outwalked the furthest city light.

I have looked down the saddest city lane.
I have passed by the watchman on his beat
And dropped my eyes, unwilling to explain.

I have stood still and stopped the sound of feet
When far away an interrupted cry
Came over houses from another street,

But not to call me back or say good-bye;
And further still at an unearthly height,
A luminary clock against the sky

Proclaimed the time was neither wrong nor right.
I have been one acquainted with the night.

Posted by: Raycher 9 Apr 2013, 11:01
merciamercia
QUOTE
სწორად მოიქცა ვინც ბაღნარში წყაროს ნაპირთან
მოილხინა და მწუხარებას გაუნაპირდა
ჩვენი სიცოცხლე ვარდის მსგავსად ათდღიანია
ნურას ინაღვლი, ეს სამყარო ვის რას დაჰპირდა ?!

ჰაფეზი


მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან — შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა.
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!

Posted by: vendetaaa 9 Apr 2013, 11:30
სანამ ცოცხალი ვარ სანამ კვლავ ვარსებობ,
სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი,
მანამ მომეფერე, მანამ გამიფრთხილდი,
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა,
სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი,
გულში ჩამიკარი გული არ მატკინო,
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია,
სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი,
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა,
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს,
აგარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი.
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს
და აგატირებს შიჩუმის ტრფიალი,
მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ
მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი.
სანამ ცოცხალი ვარ მანამ მომეფერე
მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით
გული არ მატკინო თორემ ცრემლების ღვრა,
როცა არ ვიქნები იქნება გვიანი.



ხანდახან დავფრინავ, ოღონდ ოცნებებში,

ხანდახან დავფრინავ, ოღონდ ოცნებებში,
ხანდახან ვირევი, ჩემს დამპალ გრძნობებში,
ხანდახან არ მახსოვს, თუ რისთვის მოვედი,
ხანდახან მინდა და ვეშვები მორევში,
ხანდახან ჩემი გზა აღმართს ემსგავსება,
ხანდახან მიზანი სადღაც მეკარგება,
ხანდახან მივრბივარ, ხანდახან მივდივარ,
ხანდახან ვდგევარ და ჰორიზონტს გავცქერი.
ხანდახან მგონია ძალა მაქვს ულევი
და ისე როგორც ღმერთს, მტრებსაც ვეყვარები,
ხანდახან მგონია ამ ჩემს დაპირებებს
ისევე როგორც სხვებს ერთად ემალები.
ხანდახან საღამოს ვარსკვლავებს გავცქერი,
ნელ-ნელა ვხვდები რომ თოვლივით დადნები,
შენ ორთქლად ქცეული ზეცაში გაჩნდები
და ანგელოზივით კამათში ამყვები.

Posted by: nini gogo 9 Apr 2013, 12:01
დღე დგება უტყვი და უჩვევი,
მეწამულ ბილიკზე ვდგები, -
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე,
გავუთბოთ ერთმანეთს ძვლები.

თქვენს ლამაზ ფიქრებში ვიჭრები,
თქვენს სარკმელს ვაწყდები თრთოლვით...
ვაჩუქოთ ერთმანეთს წვიმები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს თოვლი.

ყველას სიყვარულში გიტყდებით,
გლოცავთ და მიშრება ყელი, -
ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ცრემლი!

გავუგოთ ერთმანეთს უკლებლივ,
ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი, -
ავუვსოთ ერთმანეთს გულები,
სიყრმის და სიცოცხლის რწმენით!

ვპოვოთ ერთმანეთი ღვთის ნებით.
სიტყვა გამოვნახოთ თბილი, -
ლოცვით მიმოვყაროთ ნისლები,
ფარად ავეფაროთ თბილისს!

ავუნთოთ ერთმანეთს სანთლები,
შევუწყოთ ერთმანეთს ხმები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ზღაპრები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს წლები.

ო, სისხლო, რა უცებ წყალდები,
ო, გულო, რა უცებ თვრები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს თვალები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ფრთები.

ხორხს ცხელი სიმღერით ვიღადრავ,
ვფხიზლობ და ვჩურჩულებ: - ამინ!
დავუთმოთ ერთმანეთს დილა და
დავუთმოთ ერთმანეთს ღამე!


მორის ფოცხიშვილი

Posted by: merciamercia 9 Apr 2013, 13:46
Raycher
QUOTE
მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან — შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა.
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!

ბარათაშვილი <3 კარგი პასუხი იყო : ))

***
უღმერთობიდან ღმერთამდეა ნაბიჯი ერთი.
ნოლიდან ციფრთა ჯამამდე ხომ წამია ერთი!
შენც გაუფრთხილდი, დაიჭირე ძვირფასი წამი,
თვითონ სიცოცხლე წარმავალი წამია ერთი!

ომარ ხაიამი

Posted by: burnchurch 9 Apr 2013, 17:33
ცის შორეული ნათება ჩემთვის იქცევა ღამედ,
დილით გაშლილი ყვავილი დაითვლის ბოლო წამებს,
ჩემი სიცოცხლეც მთავრდება და ნეტავ ღირდეს რამედ,
სიკვდილის ზღაპარს მიამბობს უკანასკნელად მთვარე.

Posted by: nini gogo 9 Apr 2013, 21:51
ჩვენ არყოფნიდან მოვედით
და ვნახეთ, ყოფნა რაც არი,
აზრი ამქვეყნად ყოფნისა
თითქოს არი და არც არი.
წინ-წყალი, უკან მეწყერი,
ცეცხლი და ბოლოს ნაცარი.
ბედნიერებას ვეძებდით,
მაგრამ ვერ ვპოვეთ მარცვალი.
სიკვდილი დედა ყოფილა,
სიცოცხლე – დედინაცვალი.

ვახუშტი კოტეტიშვილი

Posted by: burnchurch 9 Apr 2013, 22:20
ღამესავით ბნელი, ყინულივით ცივი,
მთვარესავით თეთრი ჩემი სული კივის,
თითქოს ქართან ერთად, ეს დროც სადღაც მიჰქრის,
და სიკვდილის კართან დრო არ მრჩება ფიქრის,
და ერთხელაც ღამით, გულთან იგრძნობ ტკივილს,
როდესაც შენ ცაში გაიგონებ ტირილს,
თითქოს აღარ მტოვებს, ტანჯვა არ მეშვება,
სადღაც მარტოდმარტო ჩემი სული კვდება.

Posted by: merciamercia 9 Apr 2013, 22:46
ვისაც მუზა შემოგაწვებათ ამ თემაში დაპოსტეთ
http://forum.ge/?f=18&showtopic=33849255&st=60


***
გულში სევდა გვაქვს, მკერდს დარდები მწარედ ფხაჭნიან,
სიყვარული გვაქვს, ცრემლის კვალი თვალებს აჩნია,
გზნება, რა გზნება - ქვეყანას რომ მთალდ გადაბუგავს,
დარდი, რა დარდი - წამალი რომ არ გააჩნია!!!

აბუ საიდი

Posted by: magic100 9 Apr 2013, 23:16
მე სანამ შენში შთაგონების ძიებას ვბედავ,
სანამ შენს სუნთქვას სიოდ ვაფენ ლექსის სტრიქონებს,
უხეშ ქაღალდზე საფერებელს ვერავის ვხედავ
და ჩემი მუზაც სხვა სალოცავს ვეღარ იგონებს.

ჩემს ლექსს კი არა,საკუთარ თავს უთხარ მადლობა,
შენს სილამაზეს,შენზე უკეთ,ვინ რას გაუგებს?!
მუნჯიც რომ იყოს და ვერ შეძლოს გრძნობის განდობა,
შენს სიტურფეზე მისი მზერა გაისაუბრებს.

შენ რომ მეათე მუზა იყო,თვით დრომ ინება,
შენ ცხრა დანარჩენს ერთი ათად გასცდი პატივით...
თუ წუთისოფელს განკითხვის დღე მოევლინება,
მარადისობას შენ შერჩები წმინდა ხატივით.

სიტყვებით თამაშს რომ შევწირე დრო და გონება,
მე ცოდვად მექცეს,ოღონდ გერქვას შენ შთაგონება!





უილიამ შექსპირი

Posted by: nini gogo 10 Apr 2013, 12:26
იქ, სადაც ქალი უყვარდა ღრუბელს
ქალს კი თავისი ფანჯრების ხედი,
ქარები შეხვდნენ და ისაუბრეს
და მერე, მშვიდად წაიღეს ბედი.
ქალი უსმენდა პიაფის პადამ-ს
და ოცნებობდა ჰქონოდა ფრთები.
ღრუბელი სთხოვდა: `გადმოხტით მადამ,
ჩვენ სამუდამოდ ერთად ვიქნებით”
იქ, სადაც ქალი უყვარდა ღრუბელს,
ქალს ეშინოდა მსუბუქი რისკის.
ცის სიღრმე ჰქონდა პატარა გუბეს
და მიდიოდა ბედი ქარისკენ.

(ბექა აბუთიძე)

Posted by: BELLA-DONNA 10 Apr 2013, 13:37
nini gogo
QUOTE
იქ, სადაც ქალი უყვარდა ღრუბელს
ქალს კი თავისი ფანჯრების ხედი,
ქარები შეხვდნენ და ისაუბრეს
და მერე, მშვიდად წაიღეს ბედი.
ქალი უსმენდა პიაფის პადამ-ს
და ოცნებობდა ჰქონოდა ფრთები.
ღრუბელი სთხოვდა: `გადმოხტით მადამ,
ჩვენ სამუდამოდ ერთად ვიქნებით”
იქ, სადაც ქალი უყვარდა ღრუბელს,
ქალს ეშინოდა მსუბუქი რისკის.
ცის სიღრმე ჰქონდა პატარა გუბეს
და მიდიოდა ბედი ქარისკენ.

(ბექა აბუთიძე)

up.gif
მიყვარს ეგ ბიჭი...

Posted by: ვივიანა 10 Apr 2013, 14:04
http://www.radikal.ru

Posted by: fermina 10 Apr 2013, 15:49
სულ რაღაც ერთი ნაბიჯი კიდევ და მოგვადგება კარზე ზამთარი,

შორს მოლოდონით გათანგულ ხეებს წაჰკიდებიათ ფერი ზაფრანის.

მე ვფიქრობ თქვენზე, დიდი ხნის შემდეგ, ჩუმად ვიხსენებ გამქრალ თარიღებს,

გთხოვთ მაპატიოთ, რომ ვერაფერი, ვერ ავასრულე, რაც დამარიგეთ…

ამბოხებული დაცხრნენ ვნებები, მუქდება ღამე ჩაქრა დაისი.

გვიანღა მივხვდი, ამ ქვეყნად ყველას, რომ ბედისწერა უცდის თავისი…


თავისი წილი მზე და იმედი, თავისი წილი ცა და ოცნება.

სიცოცხლე ერთი წამია მაგრამ, უნდა ყველაფრის შესძლო მოსწრება.

მე კი ბევრი რამ გამომრჩა, რადგან ვერ ავიყოლე სული ნაგვემი.

ბედნიერება ჩემი წილხვედრი, კუზიანია, როგორც აქლემი…

მე როგორც წესი, გაშლილ სუფრასთან, ვიგვიანებდი თითქმის ყოველთვის

და გზად ამოსულ ყველა ეკალზე ჩემი სხეულის ნაწილს ვტოვებდი.

მაინც გადავრჩი, ესა ვარ რაც ვარ, მაინც მოვედი აგერ თქვენამდე,

ზამთარი მიდის, გთხოვთ შემიფაროთ, პირველ მერცხლების შემოფრენამდე…

მე მოგიყვებით, საით მატარეს ამდენი ხანი ფრთებით ლექსებმა.

სხვაგან ვერ წავალ, თქვენს გარდა ახლა მე, ალბათ არსად არ მიმესვლება…

თქვენ ერთადერთი იყავით ქვეყნად, ვინც არ ელოდით ჩემგან არაფერს,

მეც არაფერი არ მინდა თქვენგან, ოღონდ წარსულზე მალაპააკეთ…

მაგრამ სხვებივით თუ მომიძულეთ, თუ დაივიწყეთ ჩემი პროფილი,

მე დავბრუნდები კლავ ნირვანაში, როგორც ციხეში – უარყოფილი.

შევურიგდები ჩემს ბედს, თუმც ზოგჯერ მაინც დანისლავს თვალებს სისველე,

რადგან თქვენს შემდეგ მე ამ ქალაქში, ვიცი არავინ არ გამიხსენებს….

Posted by: vendetaaa 10 Apr 2013, 16:15
მინდოდა შენთვის მომეძღვნა ლექსი,
მაგრამ სიტყვების არ მეყო ნუსხა
და ამიტომაც გიძღვნი ამ წერილს,
რომ ჩემი გულის შეიგრძნო სუნთქვა.
შენი ლამაზი სახის დახატვა
ვერ შევძელ, რადგან ვერ ვნახე ფერი,
რომელიც ტუჩებს მოგიხატავდა
და იქნებოდა თვალთ შესაფერი.
შენი ლამაზი ხმის ჰარმონია
ყურში ჩამესმის მე გამუდმებით.
შენი სახელის ყრუ მელოდია
გულის სიღრმიდან ნაზად მომესმის...
და აღარ შემწევს იმისი ძალა,
რომ კვლავ წარმოვთქვა შენი სახელი,
მე ვეღარ შევძლებ ამის დამალვას
და ამიტომაც გიძღვნი ამ წერილს...
მინდოდა შენთვის მომეძღვნა ლექსი,
ლექსი რითმებით გამდიდრებული,
მაგრამ გიგზავნი ამ მცირე წერილს,
წერილს დაწერილს ღრმა სიყვარულით
* * *
თუკი ერთგულება არ არსებობს,
ერთად ნუ ვიქნებით მეტ ხანს,
შენი მოლოდინის ჯვარზე გამაკარი,
და მას ერთგულება ერქვას.

თუკი უკვდავება არ არსებობს,
უფალს შევავედრებ შენს თავს,
შევქმნათ საოცარი სიყვარული
და მას უკვდავება ერქვას.

არ წამთ სიყვარულის არსებობა,
და ჩვენ დავუმტკიცოთ ყველას,
ჩვენი გულები რომ შევაერთეთ,
ამას სიყვარული ერქვას.

თუკი მოკვდავია ყველაფერი,
თუკი ვერ ვიცოცხლებთ დიდხანს,
თუკი დასასრული სიკვდილია,
სიკვდილს სილამაზე ერქვას.
თუკი საოცრება არ არსებობს,
მომსწრე სუყველაფრის ჩვენ ვართ,
შევქმნათ ხელთავიდან ყველაფერი
და მას საოცრება ერქვას.


* * *
გამარჯობათ, იცით დღეს მე მიმატოვეს
დღეს სიცოცხლით ანთებული მოკლეს გული
სამახსოვროდ მოგონება დამიტოვეს
დღეს წამართვეს ერთადერთი სიყვარული
ვერ მიცანით? ჩვენ ხომ ადრეც შევხვედრილვართ
მე ისა ვარ სიყვარულს რომ დავეძებდი
ის ვარ ვინც თქვენ გამშვიდებდათ, გიღიმოდათ.
ვინც თქვენ ასე გიყვარდათ და აღმერთებდით
რატომ გიკვირთ ნუთუ ასე შევიცვალე
მე ხომ მხოლოდ ციცქნა გული ამომგლიჯეს
მე უბრალოდ დამცინეს და მიმატოვეს
ჩემში ცელქი წყნარი ბავშვი ამოძირკვეს
არ შეშინდეთ..მე უბრალოდ მომკლეს ცოცხლად
აღარა მყავს საოცნებო სიყვარული
აღარც ცრემლი, არც იმედი, აღარც სევდა
აღარც ტანჯვას აღარა გრძნობს ჩემი გული
რატომ გიკვირთ რომ ვიღიმი .. გული ნახეთ..
აბა გულში ჩაიხედეთ როგორ ცივა
იქ ობოლი შენახულა მოგონება
და ამდენი ვაებისგან სულიც მტკივა
წასვლის დროა მგონი სადღაც ვაგვიანებ
აბა კარგად არ მგონია ისევ მნახოთ
და ერცა გთხოვთ დატანჯული გოგოს ხსოვნა
სულ მცირე ხნით მოგონებად შეინახოთ

Posted by: nia-1nia 10 Apr 2013, 20:14
როგორც ტალღები ასკდებიან სილიან ნაპირს,
ჩვენი წუთებიც უფსკრულისკენ მიისწრაფიან,
წუთებს ახეთქებს ერთმანეთზე დინება სწრაფი
და მიჰყვებიან დღენი ჩვენნი ზვირთებს ქაფიანს.
სიჭაბუკე ხომ ქვეყნად დიდხანს ვერ იციაგებს,
სიბერისაგან ვერ შეიძლებს შემობრუნებას,
შავი ღრუბელი გვირგვინოსანს მაინც მიაგნებს
და თავის პირმშოს შეიწირავს თვითონ ბუნება.
ნაირფერადი სიყმაწვილე გამოხუნდება,
ვეღარ იბრწყინებს დაღარული შუბლი ნატიფად,
მშვენიერებას დაედება ჟამი ხუნდებად
და დროის ცელი, მოქნეული, ყველას გათიბავს.
მაგრამ ლექსებთან უძლურია დროის მარჯვენა,
ლექსი იცოცხლებს მაგ მშვენების გადასარჩენად.

Posted by: vendetaaa 10 Apr 2013, 20:32
უშენოდ წუთებს არ ეჩქარება,
თვალებს კი ძილი არ ეკარება,
ამ გულს შენს გარდა არ ეყვარება,
შენთვის სიკვდილიც არ ეზარება,

უშენოდ სუნთქვა დამენანება,
სიცოცხლის აზრი დამეკარგება
და რაც მოხდება არ მედარდება,
თუ ყოველივე წარსულს ბარდება.

შენს შემხედვარე ყველა კარგდება
და თუ გაქრები უმალ მწარდება!
უშენოდ ცაზე მზეც კი გაქრება,
უშენოდ ღამეს მთვარე გაყვება,
უშენოდ ზღაპარს არვინ არ ყვება
და ეს სიცოცხლეც სიკვდილს დაყვება
* * *
თუკი მიგატოვა სიყვარულმა
თუკი მოგონება აღარ დაგრჩა
გულში კაეშანი ელვარების
მაშინ აღარაფრად აღარ ვარგა.

თუკი ოცნებები დაილეცა
ანდა გული აღარ გემონება
მაშინ მომავალში იქნებ კიდევ
სხვისი მაინც შესძლო შეყვარება

გულს ნუ გაუწყრები იმისათვის
სხვისთვის ცრემლი თუ არ გემეტება
იქნებ სიყვარული ასეთია
მხოლოდ ერტხელ მოვა გეფერება.

ჩვენმა წინაპრებმაც ასე გვითხრა
ერთხელ მოდის მხოლოდ წმინდა გრძნობა,
ერთხელ ვიბადებით ამ ქვეყნად და
ერთხელ არ გვღალატობს წინათგრძნობა.

მაშინ სჯობდეს იქნებ დავუჯეროთ
საკუთარი გულის აღელვებას
და თუ სიყვარული ასეთია
სიცოცხლეში ერთხელ ამღერდება...

* * *
ჩემი სიყვარული მდინარე არ, არის
რომ გადსცურო, გახვიდე გაღმა,
ჩემი სიყვარული ზღაპარი არ არის
რომ დაასრულო ლამაზად ახლა.

ჩემი სიყვარული ჭრილობა არ არის
ნემსით და ძაფით არ გაიკერება,
კანონი არ არის ჩემი სიყვარული
ბრძანებით არ დაიწერება.

არც ვერცხლის მონეტა არ არის
გროშებად არ დახურდავდება.
არც საიდემლოა, არც დანაშაული
არც მიმქრალ ვნებათა მხილება,

ორკესტრი არა რის ჩემი სიყვარული
დირიჟორს არ ემორჩილება.
ქრება და ინთება ვით სიყრმის ღადარი
ბჟუტავს და იწვის უდაროდ.
არავის ემალება, არც არავინ ზღუდავს,

მხოლოდ ყოველთვის შენსკენ უვლია.
ჩემი სიყვარული არავის არ უნდა
რადგან ის შენი სიყვარულია.

Posted by: გაგუშა 10 Apr 2013, 20:43
.........................................................

Posted by: vendetaaa 10 Apr 2013, 20:45
შენ ამაყობდი, რადგან ძლიერ მიყვარდი
ჩემი გრძნობა,სათამაშო ბურთი გეგონა
გსურდა გენახე შენს წინაშე მუხლმოდრეკილი
უსუსური და საცოდავი ვით მწირი მონა

მიყვარდი განა დასაძრახი რაიმე მქონდა??
თუმცა, მართალია ვერ გავიგე შენი მიზანი,
შევცდი,უზომოდ იმისთვის რომ შეგიყვარე
რადგან მე შენში საყვარელი ბიჭი ვიცანი

მე ამ გრძნობებს უშენოდაც კარგად მოუვლი
არ გეგონოს რომ შეგაწუხებ ოხვრა გოდებით
ცხოვრების გზაზე ნამდვილ გრძნობას როცა გაიგებ
გულის კუნჭულში ალბათ სადმე მოგაგონდები

მოგაგონდები მაგრამ უკვე გვიან იქნება
ვიცი ცხოვრება სადმე ცრემლით დამასამარებს
და მერე თუნდაც მოინდომე ვერ დაინახავ სიყვარულისგან
და სევდისგან დატანჯულ თვალებს

Posted by: გაგუშა 10 Apr 2013, 20:50
vendetaaa
ამ ლექსებს შენ წერ?

Posted by: vendetaaa 10 Apr 2013, 20:51
ჩაგეხუტები..ვგრძნობ შენს სითბოს ჩემში გადმოსულს,
ჩაგეხუტები..გულის ცემა მიხდება ჩქარი,
ჩაგეხუტები..მავიწყდება მთელი სამყარო,
ჩაგეხუტები...და ეს არის ოცნების წამი!

ჩაგეხუტები..ხელს შემოგხვევ მთელს შენს სხეულზე,
ჩაგეხუტები..და ფიქრებს ვწყვეტ წარსულ წყეულზე,
ჩაგეხუტები..აღარ ვდარდობ აღარც ცხოვრებას,
ჩაგეხუტები...…ვუერთდები ამაოებას.

ჩაგეხუტები..თავს დაგადებ კუნთიან ბეჭზე
ჩაგეხუტები..ხელს მოგიჭერ საყვარელ ხელზე.
ჩაგეხუტები..თვალს დავხუჭავ არ ვფიქრობ დღეზე,
ჩაგეხუტები..და ვოცნებობ მე მხოლოდ შენზე!

* * *
მიყვარს დუმილი,ჩემი სურვილი,
მიყვარს როდესაც მქვია მუდმივი
მიყვარს ოცნება,მიყვარს ფიქრები,
მიყვარს, დასმული კითხვის ნიშნები.
მიყვარს ცხოვრება, მიყვარს სიტყვები,
მიყვარს, ქათქათა თოვლის ფიფქები.
მიყვარს გოდება,ჭორი რომ ჭორდება
მიყვარს, სიძნელისგადაგორება.
მიყვარს ფუსფუსი ცოტა წუწუნი,
მიყვარს ვარდების უტკბესი, სუნი.
მიყვარს სასმელი როცა მაქვს ბევრი,
ვსვამ და უგონოდ მალევე, ვთვრები.
მიყვარს ქალები,მთვრალზე ვარდები,
მათ დანახვაზე მწყდება, თვალები.
მიყვარს ქუჩები,ვიწრო ბილიკი,
მიყვარს მუშტების ქნევა, მიმიკით.
მიყვარს დუმილი,ჩემი სურვილი,
მიყვარს როდესაც მქვია მუდმივი.
მიყვარს მუსიკა,მიყვარს ციფრები,
მიყვარს საათის დრო და ფიქრები.
მიყვარს ფერები,მხატვრის ხელები,
მიყვარს როდესაც,შედევრს ვედრები.
მიყვარს ლექსები,მიყვარს კალამი,
მიყვარს ფურცლებზე ჩემი ნაჯღაპნი.
მიყვარს ხალხი და მიყვარს ქალაქი,
როცა ამ ბრბოში მიდის ღადავი.
მიყვარს ეს სიტყვაც, მიყვარხარ-მიყვარს,
მიყვარს და ბევრჯერ ეს ფრაზაც მითქვამს.
მიყვარს ყოველი, რაც კი დავწერე
და ჩემი ენით მიყვარს ავღწერე.
მიყვარს ცხოვრება,მიყვარხარ-მიყვარს
და ეს სიტყვებიც ათასჯერ მითქვამს.
* * *
მომავალს ვერ შეცვლი, ისიც წარსულია,
სიმართლეს შეხედე და ნუ გეშინია,
ჩვენი ოცნებები ყოველთვის ტკბილია,
მე შენ დაგივიწყო? ეს სისულელეა!

როგორ დაგივიწყო, ან როგორ დავიწყო,
ცხოვრება თავიდან მინდა რომ დავიწყო,
ტკივილი გავაქრო და სევდა დავმალო
და გულის კუთხეში მინდა რომ დაგმალო.

მე ასე მეგონა წარსულს ვემალები,
მაგრამ განვლილ დღეებს ვერ დაემალები,
ვერ დაემალები მთვარეს და ვარსკვლავებს,
მე ამ სამყაროში რაღაცა მაკავებს.

რასაც დავეძებდი, მე ის ვერ ვიპოვნე,
სიხარულს ვეძებდი, მეგონა ვიპოვნე,
კითხვას არ ვეძებდი, პასუხი ვიპოვნე,
უფლის დახმარება ამიტომ ვითხოვე.

სიმშვიდეს ვეძებდი და ვერსად ვერ ვპოვე,
ცუდი რაც შემემთხვა, წარსულში დავტოვე,
სიმართლეს ვეძებდი, სინათლე ვიპოვნე,
მე კი ეს სიმართლე გულში ჩავიტოვე.
* * *
სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება,
რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები…
იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება,
ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!

ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება,
მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი…
ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება
და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი…

დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი,
დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები…
როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი…
მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები!


Posted by: maria_m_i 11 Apr 2013, 04:01
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა.
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს.
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს.

გარეთ კი წვიმით სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს.
მეც აღარ მინდა, რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.

გათავდა! აღარ ჩამოგეხსნები,
არ მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე …… სულში.

ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც , წვეთიც….
შენ ხარ- აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი.


Posted by: wuma 11 Apr 2013, 10:38
წრე

მოდი, ჩამხედე ამ თვალებში, შიგნით ტბებია,
ჩაღამებული ყურეები მყუდრო დღეებით,
ზღვის სიშორეში შუაღამეს უერთდებიან
მთვარეში ნავით გადასული მეთევზეები.

თვალუწვდენელი ურჩხულების ვერცხლის პერანგით
ბზინავენ ზღვები მთვარის შუქზე. მლაშე სურნელით.
იძვრის ნიავი, როგორც მშვიდი ძილის სურვილი,
ვიდრე წრეს შეკრავს, შემოხაზავს მზის ბუმერაგი.

მოდი, ჩამხედე ამ თვალებში, სარკმლის, ფარდების
მიღმა, როდესაც ვარსკვლავეთის მხარე ინთება,
უფსკრულებია აქ ისეთი – შეგეშინდება
ციხე-კოშკიდან მონაზვნების გადმოვარდნები.

აქ ტყეებია ამ ტბებში რომ ირეკლებიან,
მთიდან ველებით ევლებიან ტყეს ფრინველები,
ტყეების შიგნით საიდუმლო ბილიკებია,
შემოიხედე – შენც ამ ტყეებს გადაევლები.

ერთი ჩახედვით, ერთი წამით და გაელვებით
ვნახოთ ქუჩები, სანაპიროს ქალაქები და
ტაძრის ბაღებში გადავძვრებით გალავნებიდან
და ბრმა მათხოვარს გზის პოვნაში მივეშველებით.

ცოტა ხნით ღმერთის გვეგონება მისი ხელები,
მაგრამ იცოდე ჩემს თვალებში ღმერთი არ არი,
აქ მხოლოდ მისი საფლავია, ზეთისხილები
ფარავენ და ჩვენც გავანათებთ საფლავს ფარანით.

ტაძრის გუმბათზე ნახავ როგორ თვლემენ მტრედები,
მსუქანი მღვდლები შეგხვდებიან ეჭვის თვალებით,
წამით ათასგვარ მწიკვლოვნებას დაგაბრალებენ
და ტაძრის ზღურბლთან მდგარ ხეიბრებს შეეფეთები.

სუნი გეცემა საზარელი, მაგრამ საკურთხის
და საკმეველის სურნელებაც მოვა შენამდე.
ასეთი ფერის განათება მხოლოდ წაკითხულ
ზღაპრებშია და სიზმრებშია. შიგნით შემოდი!

შენ ვერ გაიგებ ხმაურია თუ, სიმშვიდეა,
არ ისმის სიტყვა, ისმის მხოლოდ ექო ბგერების,
შუაღამეში ეს ტაძარი ისე დიდია -
აქ ქრისტეს ძმებიც არიან და ქრისტეს მკვლელებიც.

მიწის მუშები, დურგლები და მებადურენი
აღსავლის კართან სიწმინდეებს ეძალებიან,
კედლის ნაპრალში ხელისგულებს აფათურებენ
ბებრუხანები, იქვე ძველი მეძავეები

დგანან და მორცხვად ბუტბუტებენ. თუ, აკვირდები
ნახავ ლოცვანებს მათ ხელებში ოდნავ გადაშლილს,
ოდესღაც მათთან მეც ვიწექი – გაგიკვირდება,
იმათაც უკვირთ გამოჩენა შენი ტაძარში.

კოლონების ქვეშ კაცი რომ დგას და იმის ვაჟი,
მზვერავის თვალით გიყურებენ, მაგრამ ვერავინ
შეგბედავს სიტყვას, სულ აქ დგანან, ისე კი სახლში
მეთევზეთათვის ხომალდების აფრებს კერავენ.

მათთან მოდიან მეზობლები და სადილის წინ
ამბობენ ლოცვებს სამადლობელს, ბოლოში – ამინ!
თვალი თვალის წილ, როგორც არის, კბილი კბილის წილ
სხედან და ასე ჯამებიდან ხელებით ჭამენ.

აგერ, ფერდობზე რომ გაჰყურებს ზღვებს და ამინდებს -
ჩემი სახლია აკაციის ტყის პირას მდგარი,
ათასი წელი შეიძლება ისე გავიდეს,
რომ ვერ შევაღო საკუთარი სამყოფლის კარი.

არ ვიცი შიგნით ვინ დამხვდება, თუკი იქნება
ვინმე საერთოდ ამ ძველ სახლში. შევიდეთ, ვნახოთ.
სიზმარშიც მიჭირს ამ ადგილის, ამ გზის მიგნება,
ამ ხნის მანძილზე არ ვყოფილვარ მე ასე ახლო

მასთან. ისევე დაბურული ეზო და ბაღი,
როგორც ოდესღაც და კედლებზე სურო ასული,
ქვის ქანდაკება, შადრევანი, გალავნის თაღი
მომადენს ცრემლებს თუ, რამხელა ჟამი გასულა.

შენ გაოცება გადაგირბენს სახეზე, ბაგე
ოდნავ ღიმილით გაგეპობა, ბაღის ჩრდილი კი
აშრიალდება, გამოჩნდება სახლის ბილიკი
და მოწყურებულს გეტყვი; – ძველი ჭა არის აგერ.

ვენახის გვერდით! ჩემი სიღრმის უძველეს ჭიდან
წყალს ამოვიღებ და მოგაწვდი, ამ დროს კარები
მძიმე ჭრიალით გაიღება, აივნის ჩიტი
დაფრთხება და შენც მომეკრობი მიუკარება.

გარეთ გამოვა მამაჩემი შესული ხანში,
ფეხის ხმით მიცნობს, მეც ვიცანი მისი ფეხის ხმა,
უძღები შვილის იგავში თუ, საკუთარ სახლში
აღმოვჩნდი. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი ძმა.

ჩემზე უფროსი ათასი წლით, უკან მოყვება
განათებული ლამფით ხელში მოხუც მამაჩემს.
ეს იყო ადრე – უარყოფა თუ, ამბოხება,
ახლა ვდგავარ და უნებლიედ ველი განაჩენს.

დედა მოგვიკვდა ახალგაზრდა, ამ კაცის ცოლი,
ორივე იმან გაგვაჩინა, ცათა სიშორეს
მალე გაუყვა და მეც დედას ვგავარ და მგონი
ამ უეცარი განკითხვის წამს ეს თუ, მიშველის.

ლოყაზე წვერით შემეხება და მამაჩემი
მეტყვის: მოხვედი, დაგვიბრუნდი! კიდევ ორ სიტყვას.
ჩვენ შიგნით შევალთ და ამ ღამით იქვე დავრჩებით
სახლში, რომელიც მოგვაგებებს სიზმრების სითბოს.

შემოიხედე ჩემს ოთახში, შემოდი, ნახე
ის, რაც ვერასდროს ვერ იხილეს სხვისმა თვალებმა,
მოვძებნოთ სხვენში ხელთუქმნელი მაცხოვრის სახე,
როგორც ჭრილობა, სიყვარული და შებრალება.

მონატრებული მამაჩემი გაგვიშლის სუფრას,
ჯერ შენს სტუმრობას დალოცავს და გაგეცინება,
მერე კი შვილებს გვადღეგრძელებს – უმცროსს და უფროსს,
ნამგზავრს და დაღლილს შენც ჩემს მხარზე ჩაგეძინება.

და ძილში გეტყვი, რომ მიყვარხარ, რომ ვერ დავმალე
მე ვერაფერი თუკი გულში რამე მიცემდა,
ხვალ შენს თვალებში ჩავიხედავ, როცა მამალი
იყივლებს სამჯერ რიჟრაჟზე და გაგეღვიძება.

ამაღლობელი

Posted by: საკურა. 11 Apr 2013, 16:08
სარძლოდ მიგიღებენ
ჩემი მთიელები...
მეც უკვე გნებდები,
შენი ვარ, ასე რომ,
მიყვარხარ,
გნატრობ და
მებედნიერები,
შენს თავს გეფიცები
დღეს შენით ვარსებობ...

სიყვარულს ვსწავლობ და
შენც მინდა იცოდე,
შენც მინდა გჯეროდეს,
რომ ჩემი ბედი ხარ...
ზეცა ხარ,
მზეცა ხარ,
სითბო და სიცოცხლე...
უბრალოდ შენ ჩემთვის
სუნთქვაზე მეტი ხარ.

თან ისე თბილი და
თან ისე კარგი ხარ, -
მოგიწონებენო
სარძლოდ მთიელები.
შენ ახლა ყველაზე
ლამაზი ქალი ხარ,
მიყვარხარ,
გნატრობ და
მ ე ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ ი...


დათო ახლოური

Posted by: Raycher 11 Apr 2013, 19:31
QUOTE
ჩვენი ლექსები

vis.gif
არ შეისვლება.

Posted by: nia-1nia 11 Apr 2013, 23:42
"დავბრმავდი,ჩემს ცისფერ თვალებს
ცეცხლის ხაზი გასდევს ზოლად,
ვიღაც ალბათ დამაბრალებს:
თავს ვთვლი ჰომეროსის ტოლად.

არა,ჩემი დაბრმავება
სულ სხვაგვარი მირონია
-ეს არ არის არც წამება
და არც ბედის ირონია.

მე ველოდი ამგვარ შედეგს.
ვნატრულობდი,განა არა.
თვითონ ვთხოვდი ჩვენზე ზემდეგს...
შეისმინა - დამაბრმავა.

მიმაქროლებს ცაში რაში
დარდი,სევდა გამეყარა,
რადგან ერთ დღეს უცებ თვალში
სიყვარული ჩამეყარა.

Posted by: magic100 11 Apr 2013, 23:47

არ მინდა სიტყვა, არ მინდა სიტყვა!

როდესაც სიტყვა დაიბადება,

სიმართლის ალი, როგორც ბურუსი

ისე ირღვევა და იფანტება.

მხოლოდ თვალებით, მაგ განუსაზღვრელ

სევდის მორევში მცურავ თვალებით,

მითხარი რამე, თორემ სულს დავლევ

გამოურკვეველ ქენჯნა-წვალებით.

მე სული არ მაქვს ამქვეყნიური,

შენზე ოცნებით დაიწვა იგი.

განშორდა სოფელს და თუ კვლავ სცოცხლობს

სცოცხლობს ისე, ვით ტრფობის ტარიგი.

და ზექვეყნიურ სიყვარულით მწვავს

გამოუთქმელი და მწარე ალი,

სადაა სიტყვა, რომ ამოაშროს

გულში ნაგრძნობი და ნაფიქრალი?

Posted by: nini gogo 12 Apr 2013, 11:13
ყველამ გამწირა, _
მეგობრისა ვინც იყო მსგავსი:
მიწაზე ყოფნას
ზოგმა ყოფნა არჩია ცაში.
ზოგი მათგანი
ქვეყნის დამქცევს ჩაუჯდა ნავში:
ტყე აიჩეხა, _
ტყის ადგილას ერთი ხე დავრჩი..

(მუხრან მაჭავარიანი)

===============================
ქვეყანა დაღუპა შურმა,
უღმერთოდ იცინის ღმერთი,
რა გალაპარაკებს თურმე
გაჩუმდი ,იყავი შენთვის....

(მუხრან მაჭავარიანი)

================================


მზე ამოდიოდა,
მთვარე ჩადიოდა,
მამალი ჰყიოდა,
კვამლი ადიოდა,
ვიღაცა ტიროდა,
ვიღაცა ჩიოდა,
ვიღაცას შიოდა,
ვიღაცას ციოდა,
და
დრო
გადიოდა.
ვითარცა ღვინო -
ქვევრიდან
ხაპში -
ხაპიდან -
დოქში -
დოქიდან
ჯამში -
ქართული სისხლი,
ქართული სული,
ქართული სიტყვა,
ქართული გული
გადადიოდა
კაციდან კაცში…
გადადიოდა,
გადადიოდა,
გადადიოდა -
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
ვითარცა მტკვარი…
გზადაგზა სვამდნენ,
ამღვრევდნენ,
ღვრიდნენ,
უღმერთოდ ჰრყვნიდნენ,
უგულოდ ჰყიდდნენ
და…
მიუხედავად ამისა, მაინც -
გამოიარა
რუსთველის გული,
გამოიარა
ვახტანგის გული,
გამოიარა
თამარის გული,
გამოიარა
სულხანის გული
და დღეს -
შოთაის ნაქონი სისხლით,
და დღეს -
ვახტანგის ნაქონი სისხლით,
და დღეს -
სულხანის ნაქონი სისხლით -
თბილისის ფართო ქუჩებში დადის:
ლეილა,
ლონდა,
ნათია,
ნანი,
ელისო,
ვაჟა,
გიორგი,
გივი.
და…
იარონ!
იარონ!
იარონ!
ამინ!

(მუხრან მაჭავარიანი)



Posted by: vendetaaa 12 Apr 2013, 12:24
გული ამტკივდა მიშველე დედი
თვალთ დამიბნელდა დაღამდა
დედი?
ამ ხალხს რაუნდა?გამიშვით
ხელი
არსად წამოვალ!მიხსენი დედი
თეთრი სუდარა რათ გინდა
დედი?
რატომ ტირიხარ?რატომ გდის
ცრემლი?
რომ გეფერები ვერა გრძნობ
დედი?
გთხოვ შემომხედე შვილი ვარ
შენი
ნუთ ვერ მხედავ?ეს მე ვარ დედი
არც ჩემი გესმის?რა ხდება
დედი?
აქ რატომ ვწევარ?რატომ ვერ
ვდგები?
რატომ მოფრინდა ეს თეთრი
მტრედი?
საით მიგყავართ?არ მინდა
ხელში!
დაბლა ჩამომსვით!გავივლი
ფეხით!
ეს რა ორმოა?მითხარი დედი
და რატომ ჩარბობს დღეს შავი
ფერი?
მიწას ნუ მაყრით!არა გწამთ
ღმერთი?
რატომ დაბნელდა ? სადა ხარ
დედი?
sad.gif

Posted by: merciamercia 12 Apr 2013, 14:33
vendetaaa
ეს შედევრები შენია?


****
Нас всех друг другу посылает Бог.
На горе иль на радость – неизвестно…
Пока не проживем цикличный срок,
Пока мы не ответим свой урок,
И не сдадим экзамен жизни честно.

Мы все друг другу до смерти нужны,
Хоть не всегда полезность очевидна…
Не так уж наши должности важны,
И не всегда друг к другу мы нежны -
Бывает и досадно, и обидно…

Как знать: зачем друг с другом мы живем?
Что вместе держит нас, соединяет?
По жизни мы идем, и день за днем
Себя друг в друге лучше узнаем ,
И шляпу перед зеркалом снимаем…

Нас манит даль непройденных дорог,
А друг в дороге – радость и подмога…
И не сочтем высокопарным слог:
Нас всех друг другу посылает Бог!
И слава Богу – нас у Бога много…

Борис Пастернак

Posted by: vendetaaa 12 Apr 2013, 14:52
[b]merciamercia[/b
ჩემი არა მაგრამ ჩემს შედევრებში დიდი გრძნობით დევსsmile.gif

დაგელოდები...
და განა ერთი? ათასი ღამე შემომიწირავს,
ათიათასჯერ თრთოლვით მითქვამს შენი სახელი,
შენი ლანდის წინ დამიჩოქია მე ვითა მწირსა,
და ცრემლიანი თვალებით მითქვამს შენი სახელი.
და მე სულ ასე შენზე ფიქრში გავათევ ღამეს,
და მე სულ ასე შენზე ფიქრში დამათენდება,
დაგელოდები, მთელი ცხოვრება დაგელოდები,
სანამ ჭაღარა თოვლის ფიფქად დამათოვდება...
* * *
ისევ მონატრება,ისევ ეს ტკივილი,
ისევ მანძილია,გზები უშორესი,
ისევ ისეთია ძველი მოგონება,
ისევ განშორება,ისევ მენატრები.

ნუთუ ვეღარ ვნახავ ღიმილს უსაყვარლესს,
ნუთუ ვეღარ იგრძნობ როგორ დამჭირდები,
ალბათ ასე არის ბედი დაწერილი,
მე კი ფანჯარასთან ისევ გელოდები.

მაგრამ კვლავაც მჯერა შენი დაბრუნების,
თუმცა ისიც ვიცი რომ არ ბრუნდებიან,
ჩემი ცრემლებია,ისევ წვიმა მოდის,
ნუთუ ეს თვალები ვეღარ შემხვდებიან...
* * *
რაღაც ყოველთვის პირველდ ხდება ცხოვრებაში,პირველად და უკანასკნელად.ყოველ ჯერზე მიყვარს პირველად და უკანასკნელად,განსხვავებულად და განსაკუთრებით.დღეს შენ მიყვარხარ და არ ვიცი ეს რისი ბრალია.შემიყვარდი მოულოდნელად და ძლიერად,ჰაერი შენი სიყვარულით გავჟღინთე და ეხლა შენს სიყვარულს ვსუნთქავ.თავბრუდახვეული,დარეტიანებული დავაბიჯებ უცხო ქალაქის ქუჩებში,გზებთან ერთად ფეხიც მერევა.ჩუმად გავცქერი ცას,რომელიც ერთადერთი რამ არის რაც
ყოველთვის გვაერთიანებს.იმითაც ბედნიერი ვარ,რომ ასე ძლიერად და არანორმალურად მიყვარხარ. მეყვარები ჩემებურად,ფანჯარასთან მისული ისევ ავხედავ ცას,შენ სახეს გავიხსენებ,გაყინულს შენზე ფიქრები გამათბობს,ღრმად ჩავისუნთქავ შენს მონატრებას და ისევ გაუყვები გზას,რომელიც ისეთივე უსასრულოა,როგორც სიყვარული....))))))))))

Posted by: merciamercia 12 Apr 2013, 16:54
vendetaaa
QUOTE
რაღაც ყოველთვის პირველდ ხდება ცხოვრებაში,პირველად და უკანასკნელად.ყოველ ჯერზე მიყვარს პირველად და უკანასკნელად,განსხვავებულად და განსაკუთრებით.დღეს შენ მიყვარხარ და არ ვიცი ეს რისი ბრალია.შემიყვარდი მოულოდნელად და ძლიერად,ჰაერი შენი სიყვარულით გავჟღინთე და ეხლა შენს სიყვარულს ვსუნთქავ.თავბრუდახვეული,დარეტიანებული დავაბიჯებ უცხო ქალაქის ქუჩებში,გზებთან ერთად ფეხიც მერევა.ჩუმად გავცქერი ცას,რომელიც ერთადერთი რამ არის რაც
ყოველთვის გვაერთიანებს.იმითაც ბედნიერი ვარ,რომ ასე ძლიერად და არანორმალურად მიყვარხარ. მეყვარები ჩემებურად,ფანჯარასთან მისული ისევ ავხედავ ცას,შენ სახეს გავიხსენებ,გაყინულს შენზე ფიქრები გამათბობს,ღრმად ჩავისუნთქავ შენს მონატრებას და ისევ გაუყვები გზას,რომელიც ისეთივე უსასრულოა,როგორც სიყვარული....))))))))))

გოგონი ეს ლექსების თემაა

Posted by: vendetaaa 12 Apr 2013, 17:18
QUOTE
გოგონი ეს ლექსების თემაა


გოგონი smile.gif

Posted by: წუნა 12 Apr 2013, 17:26
ვერ აგაცილე დაღლა _
გბანდი, ცრემლებით გრწყავდი.
ვერ აგიყვანე მაღლა,
ვერ აგამაღლე ცამდის.
სტირი,
უჩემოდ სტირი,
ნანობ, უჩემოდ ნანობ,
ვერ გიმკურნალე ტკივილს
ჩემი ტკივილის გამო.
მე გაგიხუნე ფერი,
ცრემლი გიქციე წყაროდ,
ვერ შეგაშველე ხელი _
ვერ გაგიფრთხილდი ქალო.
ისევ გარიდებ თვალებს,
წარბებს ქვემოდან გიმზერ,
ვერ დაგისვენე მთვარე
მკერდთან შებნეულ ღილზე.
ტვირთად გიქციე წლები,
ჩასცქერ ჩაღვენთილ სანთელს,
ვერ გავუმაგრე ფრთები
შენ რომ მიზრდიდი _ მართვეს,
ვწუხვარ, ვეღარა გშველი,
არც სურვილი მაქვს ამის.
ვდგავარ ნისლიან ველის
და გასაყართან ღამის.
გასვლა შენგანაც მინდა,
გავალ ღრუბლების ზემოთ,
მზე მე გიქციე ბინდად,
მე დაგაღამე ჩემო.
ვერ აგარიდე დაღლა,
გბანდი _ ცრემლებით გრწყავდი.
ვერ აგიყვანე მაღლა,
ვერ აგამაღლე ცამდის.


Posted by: merciamercia 12 Apr 2013, 17:31
vendetaaa
QUOTE
გოგონი 

კარგი მაშინ იუზერო ეს ლექსების თემაა და არა მერვე კლასელის დღიური, არსებობს ასეთი თემა საყვარელი ფრაზები და მანდ დაწერე.



შეხვედრა ლუდით შემთვრალ თორღვასთან ახიელში

მოგწონს არხვატი? ჰაი, ქვექურის ძალო!
თვალ-მარგალიტით მორთულ მეგონე, ქალო,
თავზე ნათელი გადაგდიოდა ზენა,
ასე ვგონებდი, აი, თორღვაის მზემა!
შავ ქალ ყოფილხარ, გვირგვინ გრქმევია არცა...
რკენას თუ იყავ, ამღიონების ხატსა?
მნახე ხატობას? ან საით უნდა გეცვნე?
ხალხ ცოტა იყო, - წელს არ მოვიდა მეძღვნე...
რა გედარდებისთ? რა ფიქრები გაქვთ უღვთო?
ჩემს სალოცავებს... სანთელ მე უნდა ვუნთო,
მე უნდ ვუმზირო ბისნა-ჩორეხის ნისლებს,
მე უნდ ვასხურო ნიშთა სამსხვერპლო სისხლი...
მე უნდ შევწირო შესაწირავი ჩვენი!..
თუ... ვინ გაღონებს? ხმალზე ავაგებ, ქალო,
რას გეცინების? ერთი მოვზიდო ვადა...
მაისტელიც კი ვერ უმთელებდეს ნაჭრევს,
წავა ბარუქას, ათენგენაის მადლმა!
ხვალე გაჩვენებ კიდეგანაის მყინვარს, -
იმისი მუხლი მოსდევს არაგვისწყალას...
ყურს ნუ ათხოვებ შავი ჭკეების ყივილს:
ბეჩავი არი, ნაღვლიანია, ქალო!
ამღას მივდივარ, კალოთანაის მხარეს, -
ცხვარი იქა მყავ (თუ ხევში სად არ ჩავრჩი...)...
ისე მიცვნია შენი ყოველი ლექსი,
როგორც კალმახი ვიცი ასაის წყალში!
გნახე მშვიდობით... ცა ჩირახივით ბოლავს -
ნილსები დიან... ქვექვური ჯვარის ძალო!
არ-კი გეწყინოს, - ლუდ მაუბნებდის ასე,
ჩემ ათი შვილის გახარებამა, ქალო!

ანა კალანდაძე


წუნა
up.gif ტარიელ ხარხელაური, მიაწერეთ რა ავტორები :**

Posted by: vendetaaa 12 Apr 2013, 19:14
ისევ მიყვარხარ, ვაღიარებ, ისევ მიყვარხარ,
გულს ვერ ვუბრძანე, დავიწყება შენი ვერ შეძლო,
შენზე ფიქრები ისევ მპარავს მე ძილს ხანდახან,
რა ვქნა, მირჩიე, რომ მე უშენოდ სიცოცხლე შევძლო.
გაცრეცილ წარულს ვებღაუჭები შიშველ ხელებით,
მაგრამ დამღალა სიყვარულთან უაზრო ბრძოლამ,
ვერ გამიგია მინდა თუ არა წარსულს თან გაჰყვე,
განა აზრი აქვს საკუთარ თავთან ჭიდილს და ბრძოლას?
დღეები გადის, დრო არ ჩერდება, მიქრის უაზროდ,
და ან ფიქრებში კიდევ ერთხელ გათენებულა,
მინდა იცოდე, არც სიყვარული გამქრალა ჩემი
და არც ტკვილი შენი დაკარგვის განელებულა


.merciamercia

ნუ ბრაზობ ჩემო კარგო მშვიდ და წყნარ ნერვებს არაფერი შეედრება smile.gif)))

Posted by: nia-1nia 12 Apr 2013, 21:55
ღამეს ელვარე დღე შეუცვლია
თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი,
ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია
დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი.
მომკალით! ყოფნა მაინც შუქია
თქვენზე აღმართულ სადღეგრძელოთა,
შეხვედრა ენას ვერ შეუქია,
შეხვედრა განა ასე გველოდა?
თქვენ გაიხსენეთ, ო, გაიხსენეთ,
ო, გაიხსენეთ, ამ სიტყვებს იქით
რამდენი რამე ვერ აგიხსნიათ
ვერც ჩუმი ცრემლით, ვერც ლალის ჭიქით.
რისთვის მიყვარხარ? მე არ მაქვს ნება?
მაგნაირ გულით და სინაზეთი...
არის ამქვეყნად დაგვიანება –
მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი?
არის ამ ქვეყნად ვერხვი და სვია,
არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით...
ამ რევორველშიც არის რვა ტყვია,
ერთს გაიმეტებთ: მე გთხოვთ, მომკალით!

Posted by: vendetaaa 12 Apr 2013, 22:42
ვწევარ, გიხსენებ და მომდის ცრემლი,
ცრემლი ამ თვალებს ისევ ასველებს.
ვწევარ და ვფიქრობ; კიდევ როდემდე,
სევდა როდემდე არ დამასვენებს?
დავხუჭავ თვალებს და მაინც გხედავ,
თვალებს გავახელ და შენ დამხვდები,
მოგონებებში ჩავიძირე და
საკუთარ აზრებს არ ვეთანხმები.
შენ ისე ცივი, ისე შორი ხარ,
აზრი არა აქვს შენზე ოცნებას,
მე რომ მოვუყვე შენს მუქ თვალებზე,
ალბათ ცხრათვალა მზეც გაოცდება.
მოვითვლი დღეებს, უკვე რამდენი,
მართლაც რამდენი ხანი გავიდა...
გაუწყრეს ღმერთი დროს და საათებს,
მე შეგუება ბედთან არ მინდა!
მაინც არ იცდის დრო დაწყევლილი,
არც დამცინავი კედლის საათი;
"ფეხს აუჩქარეთ, წარმოდგენამდე
დარჩა სულ რაღაც ერთი საათი!"
ფიქრს მოვიშორებ, მაინც თან დამსდევს
შენი ხატება _ ძილშიაც მოვა;
წახვედი შენ და ღამის სიზმრები,
მოგონებები დამრჩა სახსოვრად.
შენზე ვერავინ ვერ იტყვის აუგს,
სანამდე სითბოს გრძნობენ ხელები
და შენ იცოცხლებ მანამდე, სანამ
იარსებებენ ჩემი ლექსები

Posted by: merciamercia 12 Apr 2013, 23:35
QUOTE
ნუ ბრაზობ ჩემო კარგო მშვიდ და წყნარ ნერვებს არაფერი შეედრება )))

ჩემს ნერვებს არაფერი უჭირს და აი თქვენს გემოვნებას არაფერი ეშველება მემგონი sad.gif(

Posted by: საკურა. 13 Apr 2013, 01:30
ვიდრე ხარ... ვიდრე გათოვს და გაწვიმს,
არ წარიკვეთო არასდროს სასო,
ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი,
ხან ოცდაათი _ ერთ ვერცხლად ფასობს.
მაგრამ იმედი, ეს უფლის ჩიტი,
კვლავ ისეთია, როგორიც იყო,
კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითის
და თხილისხელა გულს ყველას გვიყოფს.
არ ჩაიქნიო არასდროს ხელი,
ვიდრე ხარ... ვიდრე ხედავ და გესმის...
ძველს ცვლის ახალი, ახალს კი _ძველი
და ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის.
ხან ბროლის კოშკზე შემოგსვამს ბედი,
ხან გაბზრიალებს, ვით შოლტი ჩიკორს,
მაგრამ ღიმილი და ცრემლის წვეთი
კვლავ იგივეა, რაც ადრე იყო.

Posted by: magic100 13 Apr 2013, 01:44
სასაცილოა, აქ რისთვის შემოვედი, სისულელეებს ვწერ და ვკითხულობ... :DDDDD

Posted by: wuma 13 Apr 2013, 11:27

I never lost as much but twice,
And that was in the sod;
Twice have I stood a beggar
Before the door of God!

Angels, twice descending,
Reimbursed my store.
Burglar, banker, father,
I am poor once more!

ორჯერ წავაგე , რაც კი გამაჩნდა,
და გამოვცადე საფლავის გემო.
ორჯერ მათხოვრად ვიდექ შენს კარზე,
უფალო ჩემო !

ანგელოზები ორჯერ დაეშვნენ,
ახალი განძით მომამარაგეს .
მძარცველო ! ბანქოს გამშლელო-ღმერთო !
კიდევ წავაგე!


ემილი დიკინსონი


Posted by: vendetaaa 13 Apr 2013, 14:12
ასე მგონია ყველა სიმღერა ჩვენს სიყვარულზე არის ნამღერი
და ყველა ლექსი,სევდით და ცრემლით გულის ტკივილით არის ნაწერი...
მაგრამ ყოველთვის ღამე როდია?! -
ისევ გაფანტავს მზე თავის სხივებს,
და ცისფერ ცაზე თეთრი ღრუბლები დამიხატავენ შენს ლამაზ სახეს!!
მომაგონდები სანთელს ავანთებ, მომეფინება შუქი ნათელი,
გული ვარდივით გაიფურჩქნება და გამიქრება ტანჯვა,ნაღველი....
დღეს თუკი მოვყე სადაც არა წვიმს , მაინც მოხვდება ნამი იმ მიწას,,
შენზე ვლოცულობ, თვალი ლაღად ცრის და მიღამდება მე ყოველ დილას!!

Posted by: merciamercia 13 Apr 2013, 21:53
* * *
მე ქვა ვიყავი,
მოვკვდი ქვა და მცენარედ მოველ,
მოვკვდი მცენარეც
და ბუნაგი ცხოველში ვპოვე.
მოვკვდი ცხოველიც
და ვიქეცი ადამის ტომად,
მოვკვდები აქაც,
მაგრამ განა მაძრწუნებს კვდომა!
გარდავიცვლები
ახალ დღეთა იმედით მთენი,
რომ ანგელოსის
გამომესხას მსუბუქი ფრთენი.
და ერთ დღეს, როცა
ანგელოსის დადგება რიგი,
არავინ უწყის,
იქ რა მელის, რა არის იქით!..
არარაობა დამანახებს უსახო სახეს
და მიგალობებს:
"ნივთი თვისად მოიქცეს სახედ".
სიკვდილი ხარობს,
შენ კი მასზე ტყუილად ცხარობ,
განა არ იცი,
ჯურღმულში ჩქეფს სიცოცხლის წყარო!
წყალმანკიანო,
წყალს რომ სვამ და ვერ იკლავ სურვილს,
სურვილი შენი
შეუხამე ლოტოსის სურვილს, -
ლოტოსის მსგავსად
შუა წყალში გაიდგი ფესვი
და სვი ეს წყალი,
რამდენიც გსურს, იმდენი შესვი,
მაგრამ გახსოვდეს
ამ ცხოვრების სასტიკი მცნება:
წამალიც არის
წყალმანკისთვის წყალი და სნებაც.
დაგვიწყებია სულის სატრფო,
შენს ტკბილ სულს ჰყვარობ,
იძახი კია: შემომხედეთ,
მიჯნური ვარო!
დოქში ჩაგისხამს
შენთვის ჩუმად წყალი წყაროსი
და გიხარია,
და გგონია, გიდგას წყალი,
გადააქციე ჩქარა წყალი,
ნებაზე უშვი,
იდინოს თავის კალაპოტში,
ჩაუშვი რუში!

ჯალალ ედ-დინ რუმი

Posted by: nini gogo 13 Apr 2013, 22:05
QUOTE
ორჯერ წავაგე , რაც კი გამაჩნდა,
და გამოვცადე საფლავის გემო.
ორჯერ მათხოვრად ვიდექ შენს კარზე,
უფალო ჩემო !

ანგელოზები ორჯერ დაეშვნენ,
ახალი განძით მომამარაგეს .
მძარცველო ! ბანქოს გამშლელო-ღმერთო !
კიდევ წავაგე!



QUOTE
გარდავიცვლები
ახალ დღეთა იმედით მთენი,
რომ ანგელოსის
გამომესხას მსუბუქი ფრთენი.
და ერთ დღეს, როცა
ანგელოსის დადგება რიგი,
არავინ უწყის,
იქ რა მელის, რა არის იქით!..
არარაობა დამანახებს უსახო სახეს
და მიგალობებს:
"ნივთი თვისად მოიქცეს სახედ".


chups.gif



წარწერა თავის ქალისგან დამზადებულ სასმისზე.

ნუ შეშინდები მკვდარი ძვლისაგან!
სულმა დამტოვა; _ სიცოცხლე მორჩა.
თუმც განსხვავებით ცოცხლებისაგან,
სისულელეებს მე აღარ ვროშავ.

2. მეც ხომ მიყვარდა; და მეც მართობდა
ცხოვრება. ძვლებს კი მიწა ეხვევა.
მიდი ამავსე! _ შენი დათრობა,
ჯობია მატლის ტუჩის შეხებას.

3. ჯობია ვაზის ნაჟურით გავსონ,
ვიდრე ჭიების იყო საჭმელი;
ჯობია ისევ სასმისს გამსგავსონ;
დალიონ შენით ღმერთის სასმელი.

4. და სადაც ერთ დროს ბრწყინავდა ტვინი,
რომ ყოფილიყო სხვებისთვის მარგი,
სიცარიელე დარჩა და ღვინით
შეივსოს, ნუთუ, არ არის კარგი.

5. მიდი დალიე, ვიდრე ეს ძალგიძს
თორემ როდესმე ვინმე გარდაცვლილს
გიპოვის შენაც; დაგირღვევს წყნარ ძილს;
ერთ დღეს სუფრაზე გიხილავ დაცლილს.

6.

რა ხეირი გვაქვს თავებისაგან,
ვიდრე ცოცხლები დავდივართ ქვეყნად?
ხოლო დახსნილნი მატლებისაგან,
გამოდგებიან უთუოდ მეტად..

ბაირონი

Posted by: ninA26 14 Apr 2013, 00:14
მე მინდა წავიდათ ვაჟაუ მთებში და
ზეცაზე შავყაროთ ტრფიალა ღრუბლები
წამოდი ვესტუმროდ დალოცვილ მხარეს და
სახლი ავიგოთ მადლიან მუცოში.

ვუჩინოთ ვუმრავლოთ ხევსურეთს ვაჟები
სახელად დავარქვათ ბაღათერ ალუდა
მხარზე ავკიდოთ თოფი და ხანჯალი
ჩვენს შვილებს მთის მეტი სხვა აბა რად უნდათ?

წამოდი წავიდათ ხეობებს დავუყვეთ
ბედი დავლოცოთ ერთურთის შამყრელი
სითბოს და სიყვარულს იქ მთებში გაჩუქებ
არავინ იქნება ჩვენ ორნის გამყრელი.

დავზარდოთ ვაჯები და მერე მე და შენ
ბებია პაპის როლები გავიყოთ
ჯოხი დავიჭიროთ და ასე კოჭლობით
შვილიშვილთ ბახში თხილები ვუკრიფოთ.

მე მარტო უშენოდ არაფერ ვიქნები
მიყვარხარ და მინდა ფიქრები გამიგო
წამოდი წავიდათ მწვერვალი ვნახოთ და
ჩვენს მთებში ტრფობის ხანძარი დავანთოთ.
* * *
წამო, წავიდეთ
მოვერიდოთ მოწყენილ ქალაქს...
ფშაველი ვარ და
შენც ფშაველი
იყავი, ქალავ...
წავიდეთ, ვნახოთ
ნისლების ჯგრო
მთებზე გაშლილი,
გზას დაგვილოცავს
ჩემი
ლუკა რაზიკაშვილი...
წავიდეთ ქალავ
ხოშარაში
დავდგათ კარავი,
მე და შენ ვიყოთ,
მე და შენ და
მეტი არავინ...
მზისა და მთვარის
სწორფრობაზე
ვიუბნოთ რამე...
მთების ჩურჩულში
გავათიოთ
თუშური ღამე...
რა უჭირს-დილით
გაგვაღვიძოს
ირმის ყვირილმა...
იცი?-იქ ბევრი იაა
და ბევრი გვირილა...
სულ შენ გაჩუქებ,
რაც ყვავილი იქნება მთებში...
დავკრიფოთ მერე
და გვირილებს
ჩაგიწნავ თმებში...
წამო, წავიდეთ
გავერიდოთ მოწყენილ ქალაქს,
ფშაველი ვარ და
შენც ფშაველი
იყავი ქალავ.

Posted by: nini gogo 14 Apr 2013, 00:18
QUOTE
მე მარტო უშენოდ არაფერ ვიქნები
მიყვარხარ და მინდა ფიქრები გამიგო
წამოდი წავიდათ მწვერვალი ვნახოთ და
ჩვენს მთებში ტრფობის ხანძარი დავანთოთ.

chups.gif

მერე კი თურმე
ყველა სახლი პატარავდება,
არც საწოლია საკმარისი,
აღარც საბანი.
(ასე სამფეხა სკამი მახსოვს,
პაპის პაპის ნაქონი სკამი,
ხან ერთ კუთხეში მიაგდებდნენ, ხან - მეორეში,
ნაგვის მანქანას არ ატანდნენ, -
ენანებოდათ!)
ნუ...
ნუ ჩააბარებთ დედიკოებს თავშესაფრებში.
ეს არც ქუჩაა,
საღამომდე იდგე, უცქირო,
და მერე თეთრი მზე აიჭრას
თვალში რძესავით.
ეს არც კუბოა,
აწიო და მხარზე შეიდგა.
რა მოხდა მერე,
თუ არ ესმით,
თუ ვერ ხედავენ,
თუ ყნოსვაც არ აქვთ...
"ვთქვათ, ასანთს გაჰკრეს "ცეოორით" სავსე ოთახში..."
(დოს მარილი რომ დააკლდება!)
ნუ...
ნუ ჩააბარებთ დედიკოებს თავშესაფრებში,
გაუმზეურეთ პერანგები და ხალათები,
ბოლომოჭმული თავსაფრები
გაზაფხულებით...
ნუ დაუფრთხობთ ჭიამაიებს
და
დიდი ხნის წინ გამოცლილი სუნამოს შუშა
არ გატყდეს, ფრთხილად!
ნუ...
ნუ ჩააბარებთ დედიკოებს თავშესაფრებში.
და არაუშავს,
გამორეცხეთ ღამის ქოთნები -
უხმოდ,
მოთმენით!..
ყველა ქოთნიდან
ბოლო-ბოლო სურო ამოდის
და წვიმის წყალი ჟონავს ხოლმე
სახელურიდან.

(რობერტ მესხი)

==============================

არც ერთი ყლუპით,
არც ერთი გროშით,
არც ერთი ღერით,
არც ღონითა,
და არცა ჭკუით:
– ერთი ცრემლით მეტი ვარ თქვენზე!


ბესიკ ხარანაული

Posted by: merciamercia 14 Apr 2013, 00:38
****
მე დავიბენი, აღარ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?
სული ვარ, გონი თუ სხეული, ვინა ვარ, რა ვარ?

მე კაცი მქვია, თუმც არ ვიცი კაცობის არსი,
აზრი ვარ, ფორმა თუ სახელი, ვინა ვარ, რა ვარ?

როგორ აღვწერო საკუთარი თავი, ცეცხლი ვარ,
წყალი ვარ, მიწა, თუ ჰაერი, ვინა ვარ, რა ვარ?

უგონო ვარ თუ გონიერი, განშორებული,
თუ მასთან მყოფი, აღარ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?

ამ სამყაროში მაქვს თუ არა ადგილი ჩემი,
არარაობა თუ რაობა, ვინა ვარ, რა ვარ?

განდეგილი თუ მოქეიფე, მთვრალი, ფხიზელი,
მწდე ვარ, ღვინო თუ სასმისი ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?

სიყვარული ვარ, მოყვარული თუ საყვარელი,
მოძღვარი ვარ თუ შეგირდი ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?

მე ქრისტიანი ბერი ვარ თუ სუფი დერვიში,
ან იქნებ თავად მესია ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?

მე უსხეულო სული ვარ თუ უსულო გვამი,
ცოცხალი ვარ თუ გარდაცვლილი, ვინა ვარ, რა ვარ?

სანთელი ვარ თუ უკუნეთი, შხამი, ბადაგი,
მახინჯი ვარ თუ მშვენიერი, ვინა ვარ, რა ვარ?

მე ზღვის გმინვა ვარ თუ გოდება გაოგნებისა,
ოკეანე ვარ თუ ხომალდი, ვინა ვარ, რა ვარ?

უნიშნოდ იქცა ნიშანი და უენო ენა,
უნიშნობათა შემნიშნავი, ვინა ვარ, რა ვარ?

ვინმემ რომ მკითხოს, ვინაობა, რა ვუპასუხო
შტერად შთენილმა და უბირმა, ვინა ვარ, რა ვარ?

შამსე თაბრიზის სევდისასაც ამას იტყვიან
და მეც მას ვწუხვარ, რომ არ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?!

ჯალალ ედ-დინ რუმი

Posted by: pro_leo66 14 Apr 2013, 02:12
გავფირნდეთ მითხრა მწარე ცრემლებით
თუმცა დაღლილი ფრთები სტკიოდა
რომ აყვავდება კვლავ ეს ტყემლები
კვლავ მეც ავღსდგები საიქიოდან

ვიფრინოთ სანამ ქარი ჩვენია
ერთმანეთს თვალზე მოვწმინდოთ ნამი
სანამ ერთურთი შემოგვრჩენია
სანამ ერთუთის გვიხილავს გვამი

ბუხარში მკრთალად ტკრციალებს კვარი
და ნაცრისფერი დაგვყურებს ზეცა
მახსოვს წვიმებმა დაგვწერეს ჯვარი
მე დარდი შენ კი ნისლები გეცვა

Posted by: ვივიანა 14 Apr 2013, 12:08
წელს ამ გაზაფხულზე მინდორთა მშვენიერ
ფერებით მმოსავი,
ო, არსად გაშლილა უჩვენოდ არცერთი
ია და შროშანი...
თითქოს ჩვენ გვმონებენ იმათი პაწია,
პაწაწა ძალები
და არა ზესკნელთა და არა ქვესკნელთა
უხილავ მბრძანებელს...
წელს, ამ გაზაფხულზე მინდორთა მშვენიერ
ფერებით მმოსავი,
ო, არსად გაშლილა უჩვენოდ არცერთი
ია და შროშანი...

ანა კალანდაძე

Posted by: merciamercia 14 Apr 2013, 17:34

ლირიკული მისამართიდან

ჯერ სიყვარული ასე ფართო და ასე მთელი
მე არ მიგრძვნია - და ეს სიბრძნე დამბუდებია,
მოშვერილი ვარ შენზე გულით და როგორ გელი -
თვალები ამის უტყუარი საბუთებია.


ჩემი დაბნევა, ელდა, ყოველ წამით ცეტობა,
როცა არ მესმის, რას ამბობენ, რად მეძახიან,
უხერხულობა, ყველა დარდი, ყველა შეცდომა -
ეგ ყველაფერი, სანატრელო, შენი დაღია.


მოუსვენრობა ვერაფერმა ვეღარ გახარა,
გამოჩნდი იმ დროს, იჭვები რომ მებადებიან.
ნუ გეშინია, ჩემო კარგო, თმაში ჭაღარა -
ეს სინათლეა, სიყვარულს რომ შემატებია!


ოცდაჩვიტმეტი წელიწადი ისე გაცურდა
როგორც მხატვარის მეგობრობა საყვარელ ფერთან,
იყავი ჩემთან, გამტანელთან და ვაჟკაცურად,
ამ დიდ თვალებში ყოველ წამში ვიაროთ ერთად.


ნუ ჩაგაფიქრა ჭირვეული ჭორის ხროებმა,
ჩემთვის სიჩუმე ღამეში რომ მოიზანტება,
საშინელია, როგორც ომის მოახლოება,
საშინელია, როგორც ჩემთვის ტყვიის მზადება...

პაოლო იაშვილი

Posted by: ninA26 14 Apr 2013, 19:32
შენი გაზაფხული მიყვარს,
შენი იისფერი თმები,
ყველა სიწმინდეზე წმინდა,
ძლიერ,ძლიერ მენატრები.

მარტოს ხეტიალი მინდა,
წვიმით შემოსილა გზები.
ახლა ენძელების მთიდან,
როგორ,როგორ მენატრები.

მთვარეს შენი ხილვით ანთებ,
ღამე ვარსკვლავებად ჩნდები.
ღმერთო ვერ ავიტან ამდენს,
უფრო,უფრო მენატრები.

შენი გაზაფხული მიყვარს,
შენსკენ მიმავალი გზები.
ჩემთვის ყველაფერზე წმინდა,
ძლიერ,ძლიერ მენატრები.

* * *
შენ ჩემი სიყვარული ხარ,
ჩემი ოცნების ქალი,
ჩემი სული და გული ხარ,
სინათლე ორთავ თვალის.

ჩემი ღმერთი და რწმენა ხარ,
ცა ხარ, მიწა ხარ, მზე ხარ...
ჩემი ოცნება შენა ხარ,
ჩემი სიცოცხლეც შენ ხარ...

მინდა გიხმო და ვინატრო
გულზე დაფენა თმების.
ჩემს ოცნებებში ბინადრობ,
ვფიქრობ შენზე და ვთბები...

შენა ხარ ჩემი ფერია,
შენა ხარ ჩემი ბედი,
თუკი რამ დამიწერია,
შენს სიყვარულზე ვწერდი.

გძებნე, გელოდე იმდენ ხანს...
ან კი ვითმენდი როგორ...
რა საყვარელი ვინმე ხარ,
შენ გენაცვალე გოგო!
\დათო ახლოური\

* * *

შენ თვალებიდან აპრილი გცვივა,
იღვიძებს დილა რძისფერი კაბით.
წელმოწყვეტილი იები მტკივა,
შენ მაპატიე, თუ შემიყვარდი.
წუხელის წვიმამ დატბორა გზები,
და აჩრდილივით გეძებდი ქარში,
შენ თვალებიდან გცვივა იები,
და გაზაფხული გიფეთქავს ტანში.
იასამნებად გეტყობა წლები,
დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი,
მინდა გიყურო შორიდან გზნებით,
მინდა მოვიკლა ასე წყურვილი.
მინდა გაფრენა ოცნების ფრთებით,
მარტმა ფიქრები ისევ არია,
მიყვარხარ-ამას ნუ მეკითხები,
თუ გინდა გეტყვი, გეტყვი ძალიან...

/მამა პეტრე 2010, მარტი/

Posted by: nini gogo 14 Apr 2013, 20:07
ქართული მარტო ენაა?! -
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა! -
იმოდენაა!

(მუხრან მაჭავარიანი)

შენ „დედაენით“ მწუხრს მიჰკაფავდი,
სიძნელეს გზისას არად აგდებდი.
როგორც ილიას, ვაჟას, აკაკის,
გშვენის დიდების შარავანდედი.

გულის ღადარში წიგნი წრთობილი
მტრის შუქს აქრობდა, ჩვენს გულს ათბობდა.
შენ ბიბლიური იაკობივით
ერკინებოდი უსამართლობას.

წიგნი კი არა, ჩვენთა მართვეთა
სიტყვა, სიმღერა ხალისიანი,
წიგნი კი არა, ფარი ქართველთა,
ამოღებული ხმალი ფხიანი.

წიგნი კი არა, ყრმობის ზღაპარი,
წყაროს ჩუხჩუხი, ფშვინვა იათა,
წიგნი კი არა, წმინდა ლამპარი,
შეჭიდებული ღამის წყვდიადთან…

ტოროლა, ცად რომ მიიტყორცნება,
მაღლა აჭრილი მთები მზიანი,
ხამისპერანგა ბიჭის ოცნება,
ნამგლის წკრიალი, ყანის შრიალი…

წიგნი კი არა, მიმოფანტული
კაბადონებზე სხივთა მარმაში,
სიტყვა ქართული, სული ქართული
ჩართული დედის იავნანაში.

ჩვენ კარგად ვიცით სიბრძნე ნამდვილი,
შენს წმინდა წიგნში ამოქარგული;
თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი,
გულში გაკლია ცეცხლი ქართული.

ჩვენ კარგად ვიცით აზრი ხალასი,
რაც გვიანდერძა წიგნმა ნათელმა:
თუ დედაენით შვილებს არა ზრდი,
თავი ტყუილად მოგაქვს ქართველად.

ჩვენ გვიყვარს წიგნი სიტყვახატული,
განა სიტყვები?… ნატვრის თვლებია.
თუ დაივიწყე ენა ქართული,
მაშ, საქართველო დაგვიწყებია…

ვინა სთქვა, ვითომ ბედმა დაგვცინა,
ძე არ გაღირსა, როგორც ილიას,
ვისაც მამულის მადლი აცხია
შენი ძე არის, შენი შვილია.

განა რა ძალით დაიკეცება
ან ეს ტრამალი, ან ეს ჩვენი ცა…
მოდგმიდან მოდგმას გადაეცემა
შრიალი შენი „დედაენისა“.

(იოსებ ნონეშვილი-- იაკობ გოგებაშვილს )
დღეს საქართველო ქართული ენის დაცვის - "დედა ენის" დღეს 35-ედ აღნიშნავს.

Posted by: საკურა. 14 Apr 2013, 20:12
რადგან უიღბლობა ბავშვობიდან
მღვრიე მორევივით მატრიალებს,
როცა გამიმართლებს,გაუღიმარ
ბავშვებს დავურიგებ ნატვრისთვალებს.

Posted by: ninA26 15 Apr 2013, 01:34
იშვა ევა,
შეუყვარდა ქალი ადამს,
იშვა ქალი და
ქვეყანა შეშლილია...
ახლა შენზე
ოცნებები კი არა და შენს ქუჩაზე
ჩავლისაც კი მეშინია...
ასე მითხრეს
-,,დამშვიდდეო, ის ხანია,"
რა იციან,
რას მპირდება
დრო და წლები...
მიხარია,
რომ გიპოვე მიხარია,
არ ვინანებ,
თუ ოცნებით შევიშლები..
არ ვინანებ შენს კოცნას და
შენს თბილ ალერსს,
რა ვქნა თუ კი
არ ამცდება შეჩვენება...
მგონია, რომ
სიყვარული ამიკრძალეს,
მიყვარხარ და
არ ვიცი რა მეშველება...

Posted by: საკურა. 15 Apr 2013, 12:44
QUOTE
იშვა ევა,
შეუყვარდა ქალი ადამს,
იშვა ქალი და
ქვეყანა შეშლილია...
ახლა შენზე
ოცნებები კი არა და შენს ქუჩაზე
ჩავლისაც კი მეშინია...

აააჰ ............. love.gif


მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!

ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე
(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი).
წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით...
სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი.
რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით,
გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას.
დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს...
გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები.
ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა
ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს...
მთელი დედამიწა, ჩემი ფანჯრებიდან,
მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი...
და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია -
ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები,
ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით...


Posted by: Just_smile 15 Apr 2013, 22:35
* * *

Заметался пожар голубой,
Позабылись родимые дали.
В первый раз я запел про любовь,
В первый раз отрекаюсь скандалить.

Был я весь - как заброшенный сад,
Был на женщин и зелие падкий -
Разонравилось пить и плясать,
И терять свою жизнь без оглядки.

Мне бы только смотреть на тебя,
Видеть глаз златокарий омут,
И, чтоб прошлое не любя,
Ты уйти не смогла к другому.

Поступь нежная, легкий стан:
Если б знала ты сердцем упорным,
Как умеет любит хулиган,
Как умеет он быть покорным.

Я б навеки забыл кабаки,
И стихи бы писать забросил,
Только б тонкой касаться руки
И волос твоих, цветом в осень.

Я б навеки пошел за тобой,
Хоть в свои, хоть в чужие дали...
В первый раз я запел про любовь,
В первый раз отрекаюсь скандалить.

Posted by: nia-1nia 15 Apr 2013, 23:49
ოთარ ჭილაძე

გალაკტიონ ტაბიძეს
ქუჩებში წვიმდა. მე ვიყავ მარტო.
ვუსმენდი წვიმას და თუთუნს ვწევდი.
და ოთხკედელში მოქცეულ ფართობს
წვიმა ავსებდა საკუთარ სევდით,
მე ჩემი მქონდა და მსურდა მშვიდად
მეძებნა ჩემი სევდის მიზეზი,
მაგრამ ვიღაცა სახურავს მხიდიდა
და ჩამდიოდა წვიმა კისერში.
მე ვფხიზლდებოდაი და დიდი ბაღი
ბრწყინავდა წვიმის ყალბი მძივებით.
ბრწყინავდა კუბოც, რომელსაც ხალხი
ნელა მისდევდა, როგორც იმედი.
მე აღარ მახსოვს, რა მოხდ ადრე,
ან ჩემს სიყვარულს ვის ვაძალებდი,
მე მახსოვს მხოლოდ, რომ ბებერ ჭადრებ
ეკიდა წვიმის მძიმე ზარები.
და გარეუბნის ნაცრისფერ ღრუბლებს
შეშფოთებული უცქერდა ხალხი,
უცქერდა ჩუმად და სველი კუბო
მიჰქონდა, როგორც ჩამქრალი ჭაღი.
ქუჩებში წვიმადა და წვიმის წვეთებს
არ აწუხებდათ ცოცხლების ხვედრი.
და ყველაფერი მოჩანდა მკვეთრად
წვიმით გაჭღენთილ სიკვდილის გვერდით...

Posted by: საკურა. 16 Apr 2013, 00:31
"როგორც ფიფქები სხდებიან ტოტებზე
ისეთი სინაზით მხარზე დაგეყრდნობი
და გეტყვი -
სისხლნარევ ცრემლის შეკავებით,
მე შენთან მოვედი და ახლა ვიხსენებ,
თუ როგორ მიხმობდნენ მე შენი მკლავები
და შენი ტუჩების უძირო სიცხელე,
თუ როგორ გეძებდი დაორთქლილ მინებზე
და შენი სურვილით,
თუ როგორ ავივსე,
მაგრამ არარსებულ სიყვარულს ვინ ეძებს,
ღამეში მზის სხივებს ვინ მოისაკლისებს,
არა ხარ -
შენ მხოლოდ სიზმრებმა დაგხატეს
და ახლა ამ სიზმრებს ქარები მიფრთხობენ
და ყველა კუნჭულში სიჩუმე ღაღადებს
და შენი ხელები ჩემს მუხლებს ითხოვენ..."

Posted by: wuma 16 Apr 2013, 10:27
QUOTE (Just_smile @ 15 Apr 2013, 22:35 )
* * *

Заметался пожар голубой,
Позабылись родимые дали.
В первый раз я запел про любовь,
В первый раз отрекаюсь скандалить.

Был я весь - как заброшенный сад,
Был на женщин и зелие падкий -
Разонравилось пить и плясать,
И терять свою жизнь без оглядки.

Мне бы только смотреть на тебя,
Видеть глаз златокарий омут,
И, чтоб прошлое не любя,
Ты уйти не смогла к другому.

Поступь нежная, легкий стан:
Если б знала ты сердцем упорным,
Как умеет любит хулиган,
Как умеет он быть покорным.

Я б навеки забыл кабаки,
И стихи бы писать забросил,
Только б тонкой касаться руки
И волос твоих, цветом в осень.

Я б навеки пошел за тобой,
Хоть в свои, хоть в чужие дали...
В первый раз я запел про любовь,
В первый раз отрекаюсь скандалить.

ესენინი love.gif ყველაზე ხულიგანი პოეტი smile.gif


"Письмо к женщине"

Вы помните, вы всё, конечно, помните,
Как я стоял, приблизившись к стене,
Взволнованно ходили вы по комнате
И что-то резкое в лицо бросали мне.

Вы говорили: нам пора расстаться,
Что вас измучила моя шальная жизнь,
Что вам пора за дело приниматься,
А мой удел - катиться дальше, вниз.

Любимая! Меня вы не любили.
Не знали вы, что в сонмище людском
Я был как лошадь, загнанная в мыле,
Пришпоренная смелым ездоком.

Не знали вы, что я в сплошном дыму,
В развороченном бурей быте
С того и мучаюсь, что не пойму -
Куда несет нас рок событий.

Лицом к лицу лица не увидать.
Большое видится на расстоянье.
Когда кипит морская гладь -
Корабль в плачевном состояньи.

Земля - корабль! Но кто-то вдруг
За новой жизнью, новой славой
В прямую гущу бурь и вьюг
Ее направил величаво.

Ну кто ж из нас на палубе большой
Не падал, не блевал и не ругался?
Их мало, с опытной душой,
Кто крепким в качке оставался.

Тогда и я, под дикий шум,
Но зрело знающий работу,
Спустился в корабельный трюм,
Чтоб не смотреть людскую рвоту.

Тот трюм был - русским кабаком.
И я склонился над стаканом,
Чтоб, не страдая ни о ком,
Себя сгубить в угаре пьяном.

Любимая! Я мучил вас,
У вас была тоска в глазах усталых:
Что я пред вами напоказ
Себя растрачивал в скандалах.

Но вы не знали, что в сплошном дыму,
В развороченном бурей быте
С того и мучаюсь, что не пойму,
Куда несет нас рок событий...

Теперь года прошли. Я в возрасте ином.
И чувствую, и мыслю по-иному.
И говорю за праздничным вином:
Хвала и слава рулевому!

Сегодня я в ударе нежных чувств.
Я вспомнил вашу грустную усталость.
И вот теперь я сообщить вам мчусь,
Каков я был, и что со мною сталось!

Любимая! Сказать приятно мне:
Я избежал паденья с кручи.
Теперь в Советской стороне
Я самый яростный попутчик.

Я стал не тем, кем был тогда.
Не мучил бы я вас, как это было раньше.
За знамя вольности и светлого труда
Готов идти хоть до Ла-Манша.

Простите мне... Я знаю: вы не та -
Живете вы с серьезным, умным мужем;
Что не нужна вам наша маета,
И сам я вам ни капельки не нужен.

Живите так, как вас ведет звезда,
Под кущей обновленной сени.
С приветствием, вас помнящий всегда
Знакомый ваш Сергей Есенин.

Сергей Есенин


Posted by: Just_smile 16 Apr 2013, 11:08
wuma


QUOTE
ესენინი  ყველაზე ხულიგანი პოეტი



Хулиган

Дождик мокрыми метлами чистит
Ивняковый помет по лугам.
Плюйся, ветер, охапками листьев,—
Я такой же, как ты, хулиган.

Я люблю, когда синие чащи,
Как с тяжелой походкой волы,
Животами, листвой хрипящими,
По коленкам марают стволы.

Вот оно, мое стадо рыжее!
Кто ж воспеть его лучше мог?
Вижу, вижу, как сумерки лижут
Следы человечьих ног.

Русь моя, деревянная Русь!
Я один твой певец и глашатай.
Звериных стихов моих грусть
Я кормил резедой и мятой.

Взбрезжи, полночь, луны кувшин
Зачерпнуть молока берез!
Словно хочет кого придушить
Руками крестов погост!

Бродит черная жуть по холмам,
Злобу вора струит в наш сад,
Только сам я разбойник и хам
И по крови степной конокрад.

Кто видал, как в ночи кипит
Кипяченых черемух рать?
Мне бы в ночь в голубой степи
Где-нибудь с кистенем стоять.

Ах, увял головы моей куст,
Засосал меня песенный плен.
Осужден я на каторге чувств
Вертеть жернова поэм.

Но не бойся, безумный ветр,
Плюй спокойно листвой по лугам.
Не сотрет меня кличка «поэт»,
Я и в песнях, как ты, хулиган.

Posted by: nini gogo 16 Apr 2013, 12:56
ჩამოვარდნილი ხიდან ნიავი,
მიშველე, ხელში ამაყვანინე,
მერე გავგორდეთ იმ ბალახებში
და მივეფეროთ მინდვრის ყვავილებს.
პირველყოფილი ბუნების ლხინში
მე წაგჩურჩულებ ჰიმნებს, ნანინებს.
ჩამოვარდნილი ხიდან ნიავი,
მიშველე, ხელში ამაყვანინე.
აქ, მარტოსულის მშიერ ბილიკზე
შენს მეტი, აბა, გამომყვა ვინმე?..
მოდი, გავგორდეთ ამ ბალახებში
და მივეფეროთ მინდვრის ყვავილებს.

სულაბერიძე ლადო

Posted by: საკურა. 16 Apr 2013, 15:41
ერთმანეთის სევდას თვალებში რა ვუყოთ?
ამინდს გავუყოთ,
გუბეს ფეხები სულში ჩავუყოთ,
ყვავილებივით ერთ ადგილას დგომა ვისწავლოთ,
მოტეხილებმაც შევძლოთ ღიმილი.
მიწა რომ გაშრება, ვიწვალოთ,
ვითმინოთ ტკივილი.


ერთმანეთის სხეულებს რა ვუყოთ?
რა და, მოდი ფერება დავუწყოთ...
დავშალოთ ხელებად, მხრებად ,ფეხებად
და მერე ერთად ავაწყოთ ხმებად.

მუსიკა ერთხელაც სხეულში გახმება...
შემდეგი შეხვედრა
იქნება ჩემხელა...
იქნება შენხელა...
შემხედავ, შეგხედავ შეხებით,
შემღებავ სხეულში ჩამხმარ ფერებად.

ფერები,
ყვავილშიც ბერდება,
ხუნდება, ბევრდება,
ჭკნება
და ბოლოს კვდება.

ერთმანეთის სევდას თვალებში რა ვუყოთ?
ამინდს გავუყოთ,
გუბეს ფეხები სულში ჩავუყოთ
ყვავილებივით დგომა ვისწავლოთ,
ყვავილებივით კვდომა ვისწავლოთ.
მოტეხილებმაც შევძლოთ ღიმილი,
მიწა რომ გაშრება, ვიწვალოთ,
ვითმინოთ ტკივილი.

თენებას თვალებში სევდა აქვს რა ვუყოთ?
დავკეცოთ ფესვები,
წავიღოთ ჩრდილი...
ყვავილებივით თუკი ვიცხოვრეთ,
ყვავილებივით შევძლოთ სიკვდილიც...

Posted by: nini gogo 16 Apr 2013, 15:46
გვერდზე

სანამ თვალებს ავახელდე,
სანამ რამეს გავარჩევდე,
მომიდექი გვერდზე!
იქნებ სიტყვა გაგივარდეს,
მე კი ლუკმად დამივარდეს
ამ გამოწვდილ ხელზე.
"ხე მრუდე და ხე მართალი"
"ხე მრუდე და ხე მართალი"
სადაც გინდა ძებნე...
მაინც ჯვარზე აიყვანენ,
მაინც სილას გააწნავენ,
გააკრავენ ძელზე.
თიხის ტერფებს შეაწმენდენ,
თიხის ხელებს შეახებენ,
თიხის ბაგეს მიადებენ მხრებზე.
ის კი მაინც მაღლა წავა,
ქარის რტოებს გადაუსწებს,
ზეცის მინდვრებს გადაურბენს მერე,
მერე სიტყვად გავარდება,
მერე ლუკმად დავარდება,
ამ გამოწვდილ ხელზე.
სანამ თვალებს ავახელდე,
სანამ რამეს გავარჩევდე,
მომიდექი გვერდზე!

(ნინო ქადაგიძე)

=======================================

შემთხვევით შევხვდით...
და ერთდროულად გაგვექცა თვალი
ერთმანეთის არათითისკენ.
-ბედნიერი ხარ ?
ერთდროულად წამოვიყვირეთ...
- პატივს ვცემ...
ისევ ერთდროულად ვუპასუხეთ ერთმანეთს
და ორივეს ერთდროულად გაგვეღიმა ....

(ნინო ქადაგიძე)


Posted by: საკურა. 16 Apr 2013, 17:23
ეწევი?გკითხე და ჩაგხედე
თვალებში, რომელიც მიყვარს,
ნაფაზი თაროსთან მიხუნდა,
შენს გამქრალ ნასუნთქარს მიჰყვა.
გიყვარვარ?გკითხე და გიყურე
თვალებში, რომელიც კვესავს,
სიბნელე ქუდივით გვეხურა,
მიტარე დუმილის მესა.
მეჯექი თვალების მინადან:
(ნიავი ტირიფებს ვარცხნის)
ორიოდ ნაბიჯით წინა და
სამიოდ იდაყვით მარცხნივ.
სიგარეტს უზომოდ ვეტანეთ,
აბოლდა ოთახი ქერთად...
სიკვდილით? არ ვიცი ღმერთმანი,
სიცოცხლით? ვიცხოვრებთ ერთად! ... ^_^

Posted by: nini gogo 17 Apr 2013, 12:36
გახსენით ფანჯრები
და შემოუშვით შრიალი წვეთების
ასფალტზე ნაფენის...
გააღეთ,გააღეთ
თუ შეძლებთ გულშიც გააღეთ!
და შემდეგ იგრძნობთ
ცის სიახლოვეს და
მიწის სიშორეს!

=======================

სიტყვამ დაგათრო მწარე ბანგივით:

ცლიდი სასმისებს, დარდის მრეკავებს...

წინ დაგხვდა, როგორც სამგლე ხაფანგი:

ცხოვრება, შენ რომ კბილით ეკავე.


ვინ იცის, ბედი იყო თუ არა,

ფიქრი შორეთის ცაში გაწირე...

შენ წარსულს გულზე გადაუარე:

ფეხი დაადგი ძვირფას ნაწილებს...


ბოლოს დაგეცა ფლოქვი კენტავრის:

დასრულდა გზებზე სისხლით თამაში...

შენი ცხოვრება, ქანცგამწყვეტავი,

შემკვრივდა მწარე ეპიგრამაში!

========================================

ჯარჯი ფხოველი


Posted by: ninA26 17 Apr 2013, 14:21
უშენობამ დღეს ცრემლები მომგვარა,
ხვალ კი გნახავ - იმედია უფლის...
აღარ მინდა შენთან გაბუტობანა,
აღარ მინდა ეს ოხერი ჩხუბი.

ჰოდა, ახლა, რაც არ მინდა, არ მინდა...
მინდა შენთან გათენდეს და შებინდდეს.
თუ გიყვარვარ, არ დაიწყო თავიდან,
მოდი ახლა - ერთხელ კიდევ შევრიგდეთ!
\დათო ახლოური\
* * *
ეს ლამაზი ქალბატონი,
ეს საყვარელთოლება,
სულ არ არის ჩემი ტოლი,
თუმც მე თა ნა ტო ლე ბა...

სხვების ასე გადამრევი -
მცირედით თუ სრულიად,
არც მეტი და არც ნაკლები,
ჩემი სიყვარულია...
\დათო ახლოური\
* * *
მჯერა, სიკვდილის მერეც იმ იებად მოვალ, საფლავიდან რომ მოიპარავენ ბავშვები, მერე შეყვარებულს მიურბენინებენ და შემკრთალი, აკანკალებული ხმით ეტყვიან:
მ ე ... შ ე ნ ... მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !
* * *
დღეს ისევ ცივი ამინდია,
შფოთავს ქარიო,
მოდი ავყვეთ და
ერთმანეთი
ავრივ - დავრიოთ.
მერე გავათბოთ
წვიმაცა და
სველი ქუჩებიც...
მოდი სიყვარულს
დავუკოცნოთ
ცხელი ტუჩები.
მოდი ორსული
დავახვედროთ
ღამე ალიონს.
ამ სიყვარულის
სადღეგრძელოც
ერთად დავლიოთ.
მერე ოცნების
ციხე - კოშკი
ცამდე ვაშენოთ.
ყველას გავანდოთ
სიყვარული
სამედაშენო...
სულ ერთად ვიყოთ,
სულ ამ ღამეს
ვესიყვარულოთ...
მოდი ერთმანეთს
ვესახსოვროთ
დღეს სიყვარულო.
\დათო ახლოური\

***

გუშინ შენზე ვსაუბრობდი
შემოდგომის წვიმებთან.
ვუამბე, რომ
ჩემი ხარ და
საყვარელი ვინმე ხარ...
წვიმას იქნებ არ ეჯერა
შენზე რომ ვოცნებობდი,
მაგრამ, იქ რომ ყოფილიყავ,
შემომეკოცნებოდი.
სახეს აგიფერმკრთალებდა
ეგ ქალური სიმორცხვე...
იცი? - გუშინ ღვთისმშობელთან
სიყვარულზე ვილოცე.
გუშინ ხატებს შევავედრე
ოცნებების ზედაშე,
მერე წვიმის
წვეთად შევრჩით
იმ სველ ქუჩებს
მე და შენ...

გუშინ შენზე ვსაუბრობდი
მთელი ღამე ხატებთან,
არ მეძინა
და ეს დილა
შენზე ფიქრში გათენდა...
\დათო ახლოური\

* * *
ერთმანეთს ისე შემოვეყარეთ
ჩემი ცხოვრების გზაზე,
რომ უნებურად შემომეყვარე,
მიხარიხარ და მავსებ...

ჩემი გახდი და აღარ დამტოვო...
ამ სიყვარულის ხათრით
შენი სხეული უნდა მათხოვო
ჩვენი შვილისთვის - ცხრა თვით.

მე შენგან მინდა მხოლოდ და მხოლოდ
ფშავლის თავნება ბიჭი.
მამის თვალები გამოვაყოლოთ
და სიყვარულის ნიჭი.

რომ გაგვახსენდეს შენი წარსული
ვაჟს მოვაყოლოთ ქალი.
მინდა შენ გგავდეს ჩემი ასული -
დედის ალი და კვალი...

მერე გაივლის კიდევ ცხრა თვე და
კიდევ ცხრა თვე და ცხრა თვე...
მინდა სულ ასე გვერდით მყავდე და
მინდა სულ შენით გავთბე.

ერთმანეთს ისე შემოვეყარეთ,
აზრი აღარ აქვს მალვას,
გნახე თუ არა, შემომეყვარე
და დაგიჩემე ქალავ...
\დათო ახლოური\

***
მინდა რომ იყო ჩემი,
და იფერებდე მორცხვად.
თვალს გემჩნეოდეს ცრემლი,
შორს ვიქნებოდი როცა.

მინდა იწყენდე მაშინ,
თუ შემნიშნავდი წყენას.
როგორც პატარა ბავშვი
ჩემთან იჩლექდე ენას.

ყველგან ამბობდე -,,მიყვარს,"
გყავდე გულში და გულთან.
მიძღვინიდე ლამაზ სიტყვას
და ყოველ ამოსუნთქვას.

რომ მიფიცებდე, გწამდე -
მინდა გიყვარდე ასე...
მინდა სულ გვერდით მყავდე,
სულ ჩემით იყო სავსე...

მინდა, რომ იყო ჩემი...
\დათო ახლოური\

Posted by: leni-ko 17 Apr 2013, 16:22
ვენეცია. გასვლა.



მტრედების გუნდი, სან მარკოდან აფრენილი,
უკვე აღარ ჩანს.
გარს უვლის გემი ხიდების ქალაქს,
არხების ქალაქს,
სევდიანი გონდოლების ჩუმი მიმოსვლით
გადაღლილ ქალაქს,
სადაც შენ არ ხარ.
და მერე რა, რომ ასე მიყვარს ხმაური ტალღის,
ქუჩები ვიწრო,
ტანმაღალი ღვინის ჭიქიდან ნაპირისკენ გახედვა ჩუმად,
და მერე რა, რომ მეღიმება ძალიან ხშირად,
როცა უძველეს ქვაფენილზე
ისე ფრთხილად დავაბიჯებ,
თითქოს მურანოს მინა იყოს ეს ქვაფენილიც _
აქ ვერ დავრჩები,
შენ აქ არ ხარ.
და მერე რა, რომ გზები თუ არა,
ყველა არხი, ყველა მდინარე აქეთ მოდის და
თოლიებსაც აღარ ყოფნით უკვე ჰაერი
ნახშიროჟანგის უსაშველოდ მომატებისგან,
და ისე უყვართ ეს ქალაქი ადამიანებს,
რომ ჰგონია ყველას თავისი
და არხებში თევზებიც კი გაწყვიტა ჭუჭყმა.
მერე რა, რომ ზურგჩანთებზე ამხედრებული მთელი მსოფლიო
აქეთ მოილტვის,
მე სხვა სახლი მაქვს,
სხვაგან მყავხარ
და ამიტომაც სხვა მისამართი აწერია ჩემოდანს ჩემსას _
აქ ვერ დავრჩები.
ზემოთ, გემბანზე, არაყს სვამენ სხვა ქართველები,
იატაკზე სძინავთ არაბებს,
და ჩვეული, ლაღი ხმაურით,
ყავით სავსე, თეთრი ფინჯნებით
მაგიდებთან სხედან ბერძნები.
და ზანგები, ჭრელი ჩანთებით,
ერთი ჰოლიდან სხვა ჰოლისკენ იპარებიან _
ასეთია ცხოვრება მაშინ,
როცა არ გყოფნის სამშობლოს წყალი
და მალულად სხვის წყლებში ცურავ.
გავცდით შუქურას
და გაშლილ ზღვას ვიპყრობთ თანდათან.
მე იქ არ დავრჩი,
იქ საკუთარ სახეზე მეტად ნიღბები უყვართ.
იქ შენ არა ხარ,
შენ სხვაგან ხარ.
ჩემს ბილეთს კი, საბოლოო მიმართულებად,
დაბეჭდვის დღიდან აწერია შენი სახელი.



სალომე ბენიძე

Posted by: საკურა. 17 Apr 2013, 18:09
მიყვარხარ, როგორც გლეხს უყვარს მიწა,
როგორც დასიცხულ მიწას _ ღრუბელი.
მაინც მიყვარხარ, მებრძვი თუ მიცავ,
ჩემი მხსნელი ხარ თუ დამღუპველი.
და წინ, კარივით, მეხსნება სივრცე,
თითქოს ბავშვისთვის წამალი მიმაქვს...
ეს გრძნობა ჩემში სინანულს იწვევს
უკვე გარდასულ დღეების მიმართ.
ასე იქცევა ნახატი ხატად,
ლერწამი – სტვირად და ორთქლი – წვიმად...
ეს გრძნობა ჩემში იმედებს ბადებს
ჯერ მოსასვლელი დღეების მიმართ.


Posted by: vendetaaa 17 Apr 2013, 19:33
•ყველა ქალი ბოლო ბოლო ქალია,
ხან ყინვაა, ხანაც ცეცხლის ალია,
აფეთქდება? ტყვიასავით მალია,
მინელდება? ჩაგებული ხმალია.

ქალი ღმერთის უცნაური ქნარია,
ხან ნისლია, ხან ხილული ქარია,
თუ გაუღე მას ბოლომდე კარია
წაგიტაცებს როგორც ნიაღვარია.

ქალმა თუკი განდო გულის ნამალი,
ვერ გაგკურნავს შენ ვერცერთი წამალი,
გადალახო....ცხრა მთა, ცხრა ზღვა, ტრამალი,
ტყუილ სძებნო შენ იქ სხვა სამალავი.

ქალი? ქალი ტკბილი და ცხარეა,
ზოგჯერ მზეა, ზოგჯერ დილის ცვარია.
ერთ დღეს ხედავ მისხლტის ვერცხლის წყალია,
მეორე დღეს გელოდება წყნარია....
რადგან ქალი ბოლოს მაინც ქალია

Posted by: nini gogo 18 Apr 2013, 19:50
ვაჟუნავ, ხახათ ვაჟუნაო,
ვარსკვლავო, ცაზე მოარულო,
ჩამოვარდნილო დაკარგულო;
ბიჭო, რა იქენ, სად წახვედ,
ბეჭებ სად დასხენ ლომისანი,
კბილ სად დაჰყარე ბროლისანი?.

(ხალხური )


Posted by: wuma 19 Apr 2013, 10:43
მიქელანჯელოს წერილი მეგობარს

...ვიტორიას კი გადაეცი, მშვიდად იყოს, როგორც ფოთოლი,
მსუბუქად, ნელა, რბილი სიჩუმით გაენდოს მიწას,
მე ეს, მიხრწნილმა ბერიკაცმა, ახლა გავიგე,
როდესაც ქვიდან გამოვედი.
იმ ქვაში წვიმდა,
მარტო იდგა-თქო თვალგაყინული
ქარისა და საუკუნეების შუაგულში,
წყლით და პურით კვებავდა-თქო თვალგაყინული
ქარისა და საუკუნეების შუაგულში,
წყლით და პურით კვებავდა-თქო წყნარ მარმარილოს,
რომ მერე ნელა, რბილი სიჩუმით
დროის მეორე მხარეს თვალი მოეხუჭა-თქო.
უთხარი, ზოგჯერ უცნაურად სცივა-თქო გულთან,
უთხარი, წვიმს-თქო ფლორენციაში,
ისიც უთხარი, არაფერი არ სჭირდება-თქო,
თქვენ ვერ მოურჩენთ იმ წყლულეს-თქო, ვერ უწამლებთ-თქო.
ცეცხლმაც იგრძნო-თქო ჩემი სიჩუმე,
წყნარად ტკაცუნებს, მიბიძგებს-თქო უფლის შუქისკენ,
მე კი ძრწოლვით ავყურებ-თქო საკუთარ ხელებს,
ჩემი სიკვდილი მაცოცხლებს-თქო,
ჩემი ტანჯვა მახარებს-თქო, -ესეც უთხარი..

ბაძაღუა

Posted by: nini gogo 19 Apr 2013, 14:55
თქვა, რომ მის თვალში მეტოქე არ მყავს,
რომ მიწიერი კი არ ვარ ქალი,
არამედ დილის მზის სხივი ვარ და
ლაღი სიმღერა მშობლიურ მხარის.

როცა მოვკვდები, კი არ იგლოვებს,
მკვდრეთით აღდგომას არ მთხოვს უმწეოდ,
არამედ იგრძნობს: არ ეცხოვრება
სულს უსიმღეროდ, სხეულს - უმზეოდ.

…...… ახლა კი რაღა?

(ანა ახმატოვა)

Posted by: vendetaaa 20 Apr 2013, 17:09
თვალის შენებრ ციმციმი,
გულის გულით ტარება...
მომწონს შენი სიცილი,
შენი იდუმალება.
თვალი უსწრებს ხეობებს,
თვალი უსწრებს მანქანებს...
ო, რამდენი გელოდე,
გული მდუღრში ქაქანებს!
მიზანს ვერ მივაღწიე,
გაიწელა მანძილი,
ეკალ-ბარდში დავხიე
ჩემი თეთრი მანდილი.
ხელმა ხატა შენი ცა,
გულმა კიდევ, სიტყვები,
ნუ გარბიხარ, დაიცა!
სიყვარულში გიტყდები...

Posted by: nini gogo 20 Apr 2013, 17:33
ყოველ საღამოს, როცა მინდა დავწერო ლექსი,
როცა ბავშვები ეზოს ნუშებს ეთხოვებიან,
უცხო გოგონას აღებული აკორდი მესმის,
დავდებ კალამს და დავდუმდები:
ბეთჰოვენია...
ის მოყავს ჩემთან უცხო გოგოს, უცხო ალერსით,
მოყავს,რომ გული, ჩემი გული სადღაც წაიღოს,
და იმ საღამოს ბეთჰოვენი როცა არ მესმის,
მე მეშინია ის გოგონა ავად არ იყოს....

(ნოდარ დუმბაძე)

Posted by: საკურა. 20 Apr 2013, 22:45
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე,
უნდა ღრუბელი გეფინოს ლურჯი.
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ,
რომ ჩავახედო შენს კეთილ სულში.
შენ უნდა უცხოდ მოსული ქარი
გიფრიალებდეს ნისლისფერ მერდინს,
გაიღოს უცებ სამოთხის კარი-
მუხლებთან გეჯდეს შემკრთალი ღმერთი...
რა ჯობს-სიმღერა თუ წყვილი ცრემლი!
სად ჯობს- მიწაზე თუ მიწის გარეთ!..
მზე-მზეზე უფრო დიდი და ცხელი,
მთვარე-მთვარეზეც მაღალი მთვარე,
და ცა!- ღმერთების ცისფერი ჰოლი-
ძლივს რომ აუდის მომსვლელს და წამსვლელს...
მაღალი ბიჭი ლამაზი ცოლით-
მოდიან, მაგრამ მიდიან წამსვე:
ბოლოს და ბოლოს , ერთი აქვს ბოლო
ლომსა და თინუსს, ნაძვსა და ღოლოს!
სიყვარულისთვის! კარგო, ჩვენ მხოლოდ
სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ!
უხერხულია-შენ გერქვას ცოლი-
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე.
აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი!-
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ.....

Posted by: nini gogo 21 Apr 2013, 12:42
QUOTE
მაღალი ბიჭი ლამაზი ცოლით-
მოდიან, მაგრამ მიდიან წამსვე:
ბოლოს და ბოლოს , ერთი აქვს ბოლო
ლომსა და თინუსს, ნაძვსა და ღოლოს!

)))


იბობოქრე


იბობოქრე, ცხოვრების ზღვავ, ჩემს ირგვლივ,
იბობოქრე, მე რა უნდა დამაკლდეს!
პიტალო კლდეს რას დააკლებს ზღვის ტალღა,
რას დააკლებს ზვირთი გამობრძმედილ კლდეს?
ბევრგვარ გრიგალს გადუვლია ჩემს გულში,
ბევრს ქარიშხალს ურბენია ქვითინით...
ბევრი ტალღა აღტყენილა გარშემო,
დავუსჯივართ შურით, ეკლის გვირგვინით.
ბევრჯერ ჩემი იალქანი დაშლილა,
არ მჯეროდა თუ სადმე გამიყვანდა,
ბევრჯერ, ბევრჯერ მწარედ ავტირებულვარ,
როცა შველა არსაიდან არ სჩანდა.
ყველაფერი ამ ბრძოლაში დავღუპე:
იმედები, უმართლობის მხილება...
რაც დავკარგე, ხომ დავკარგე სამუდმოდ,
დამრჩა მხოლოდ მწარე გამოცდილება.
და რაც დამრჩა, მას ვერავინ წამართმევს,
უიმედოს, ბედისაგან განამეტს
და ვიბრძოლებ სტიქიური გულისთქმით,
რაც დავკარგე, რას დავკარგავ იმის მეტს?
იბობოქრე, ცხოვრების ზღვავ, ჩემს ირგვლივ,
რას გახდები, ან რა უნდა დამაკლდეს?
პიტალო კლდეს რას დააკლებს ზღვის ტალღა,
რას დააკლებს ზვირთი გამობრძმედილ კლდეს?..

======================================================


მშვენიერი მახსოვს ბაღი, მებაღე მას არ თარგავს,

დავკარგე და ვიგრძენი, რომ კარგი რამ დამიკარგავს.

უნაზესი სიყვარულიც გულს ვარდებით არ ქარგავს.

დავკარგე და გული მტკივა - კარგი რამ დამიკარგავს.

ჯანმრთელობა არის განძი, სხვა განძებს რომ არა ჰგავს,

დავკარგე და ვიგრძენი, რომ ბევრი რამ დამიკარგავს.

მქონდა დიდი ნებისყოფა, მუხას ჰგავდა, კლდეს ნარგავს,

დავკარგე და იმავე დღეს სიცოცხლეც დამიკარგავს.

აღარ მიყვარს, ო, ქალაქო, ცხოვრების სიავკარგე -

არ ვამბობ, რომ ყველაფერი, ყველაფერი დავკარგე!

ნურც ვინ მეტყვის: გულს ნუ იტეხ, გული ხომ ქვას არა ჰგავს

არაფერი, ან სულ ცოტა, ცოტა რამ დაგიკარგავს!.

გალაკტიონ ტაბიძე




Posted by: merciamercia 21 Apr 2013, 16:39
* * *
სადგური სავსე ჯარისკაცებით,
ხმაური არხევს მღვრიე ვაგონებს,
შენ მითხარი, რომ ეს განშორება,
რაღაც შორეულ სიზმარს გაგონებს...

შენ მითხარი რომ ჩემს დაბრუნებას
დაუცდის შენი ბავშვობა წმინდა,
მაგრამ შენ გქონდა ქალის ბუნება,
შენ ქალი იყავ და დაგავიწყდა...

ვერ გაგამტყუნებ, არ მაქვს უნარი,
გავკიცხო შენში, რაც ასე გშვენის,
ამ ქვეყნად მე ვარ გასამტყუნარი,
რომ სიკვდილამდე მჯეროდა შენი

მირზა გელოვანი

Posted by: nini gogo 21 Apr 2013, 18:13
მინდა, მყავდეს დედა; მინდა მყავდეს შვილი
და არ მკბენდეს ქარი _ ავად აღრენილი,
თვალში კრთოდეს სხივი, ბაგეს აჩნდეს ღიმი,
არ სკდებოდეს გული _ დაჭიმული სიმი.
მინდა, იყოს მხარი, ძლიერი და სანდო,
ჩემი დარდის გუდა რომ თამამად ვანდო.
მინდა, ითქვას სიტყვა _ სიყვარულის მხსნელი
და ამ სიტყვის პოვნა სულ არ იყოს ძნელი.
მინდა, გზა გზას ჰგავდეს და არ იყოს მრუდე,
სახლი _ სახლს და არა ასპიტების ბუდეს.
მინდა, ქართულ კვირტებს არ დაატყდეს მეხი
და იმედის ფესვებს არ დაადგან ფეხი.
მინდა, მყავდეს შვილი; მინდა, მყავდეს დედა,
ამ ბანალურ ლექსში მე ოცნებას ვბედავ.

სიხარულიძე ნინო

Posted by: merciamercia 21 Apr 2013, 18:55
მწუხარების ვარ სამოსელი

შემომაქსოვეს დეპრესია, ვით ბობრის ქსელი,
მზემ მეც დამტოვა გათოშილი, ვით ბეთსაიდა.
და ახლა უფრო მწუხარების ვარ სამოსელი,
ჭირი ათასგან მონაბელი, ხსნა ვერსაიდან.

არ მიკვირს, რომ შენ, უშენობით ნაცხოვრებს მრიყავ,
არ მიკვირს, რადგან ბოროტი ვარ, ბოროტს ნაცვალი,
არ მქონდა შიში ( ვითომ, თორე ლაჩარი ვიყავ ),
არ მქონდა რწმენა, როგორც ბრძანე, მდოგვის მარცვალი.

გაყინულ წამებს მივეცემი სიკვდილის ხელით.
ჩამოღამდება ჩემი სულის სივრცეში, როცა,
ფიქრი მომწყდება, სიბეჩავის ხმით განახელი
და უკუნეთშიც შემაყოვნებს გვიანი მოცდა.

სულისთვის რაყა გარსნარტყამი, ხორცისთვის სელი
ვღამდები, რადგამ მზემ დამტოვა, ვით ბეთსაიდა.
და ახლა უფრო მწუხარების ვარ სამოსელი,
ჭირი ათასგან მონაბელი, ხსნა ვერსაიდან

ირაკლი დეისაძე

Posted by: nini gogo 21 Apr 2013, 23:48
QUOTE
ვღამდები, რადგამ მზემ დამტოვა, ვით ბეთსაიდა.

rolleyes.gif


აქ გული ვერსად ვეღარ დავტიე,
ამიღეს თქმით და იჭვით,
არც სიყვარული არ მაპატიეს,
არც სიყვარულის ნიჭი.
ნუთუ ყველაფერს ტალახს ესვრიან,
არვისთვის არვინ იღვწის,
ყველასთვის ნახავ რამეს გესლიანს,
და შეურაცხყოფ იჭვით.
აქ გული ვერსად ვეღარ დავტიე,
ამიღეს თქმით და იჭვით,
არც სილამაზე არ მაპატიეს,
არც სილამაზის ნიჭი.

=====================================

ფერხთით დამიგეს ვარდი და ია,
არ დაიშურეს არც ერთი ძღვენი,
ციხე-ქალაქში განცხრომით ვზივარ
და გარს მივლიან მეციხოვნენი.
მაღლა აღმართეს კავკასიონი,
დაბლა გაშალეს ალაზნის ველი,
ხან მოიწვიეს აპრილის დილა,
ხან ტყე შეფერეს ოქტომბრის ფერით.
მეც ფეხი ვერსად ვერ მომიცვლია,
სიცოცხლე მინდა ათასი წელი,
ზღაპრის გმირივით მზის კოშკში ვზივარ,
და გარს მივლიან მეციხოვნენი.

==================================

აქ ყოფნის ნიშნად დავტოვო რამე,
თუ არაფერი არის საჭირო,
ან გაგაღვიძო ხანდახან ღამით
და უჩემობით მწარედ გატირო.
ეს სიყვარული ღირს ნეტავ იმად,
რომ ყველაფერი მისთვის გავწირო,
რომ გავუმკლავდე ლექსების წყურვილს
და შენი ხვედრი გაინაწილო.
აქ ყოფნის ნიშნად დავტოვო რამე,
თუ არაფერი არის საჭირო,
თუ გაგაღვიძო ხანდახან ღამით
და უჩემობით მწარედ გატირო.


(ბარნაბიშვილი მერი)

Posted by: leni-ko 24 Apr 2013, 10:25
ქაღალდის სახლი


შენ ჩუმად წახვალ...
მე კი დავრჩები _
კლდესავით უტყვი, მშვიდი, პიტალო,
რომ უშენობამ ან დამანგრიოს,
ან შევძლო კაცად გამოვითალო.
დავმშვიდდი...
დავცხრი...
გავწონასწორდი...
ზეცას ვუწვდინე სიცოცხლის კიდე,
ნუ გეშინია, მომიახლოვდი:
მკერდში ყინულის ნატეხი მიდევს.
როცა უეცრად ხელში ჩამეფშვნა
მაგ ძუძუების თეთრი ფიქალი,
ვერ დავაღწიე სიყვარულს თავი
და ვეღარც თავი ვერ მოვიკალი.
რაღაც საოცარ სიზმარში ვდგავარ
მე _ საკუთარი სიზმრის გამცემი _
და ჯოჯოხეთის ცეცხლივით მეკვრის,
სხეულს მიბურღავს ეს ტანსაცმელი.
დაბრუნდი!
გესმის?
მე შემიძლია,
გითხრა, რომ
დღემდე ვცხოვრობდი ფუჭად,
ჩემ შიგნით კვდება რაღაც ლამაზი
და ნაცარშეყრილ თვალივით მხუჭავს.
ასე უეცრად იასამანი იშლება ბაღში _
სწრაფად და ლაღად...
ასე გვტოვებენ...
და უფსკრულივით
ჩავცქერით
გულგრილ,
ცარიელ ქაღალდს;
რომელიც ურცხვად გაგიმეორებს
ძალაგამოცლილს,
შეშლილს
და დაღლილს...
რამდენი ცივი ქარით ზუზუნებს
ეს ცარიელი ქაღალდის სახლი;
რამდენი წვიმა უნდა მიაწყდეს,
როგორც კლდის თავზე არწივის ბუდეს,
რადგან ქვეყანას, გულის მაგივრად,
მკერდში ყინულის ნატეხი უდევს.
და რადგან ხელში უცებ ჩამემსხვრა
მაგ ძუძუების თეთრი ფიქალი,
მეც კლდედ ვიქეცი,
მაგრამ ვერ შევძელ
და დღემდე
თავი ვერ მოვიკალი.


გიორგი ლობჟანიძე

Posted by: nini gogo 24 Apr 2013, 13:48
QUOTE
და ნაცარშეყრილ თვალივით მხუჭავს.




ვიცი საბოლოოდ მაინც გადავხტები
ოღონდ ფანჯრებიდან ალბათ არასოდეს...
ჩემში უცაბედად შენ თუ გარინდდები
სიტყვებს გაგახსენებ პულსით ორიოდეს...

თუმცა იცოდე რომ როგორც ლექსების დროს
ახლაც ისე მიჭირს წუთის დასრულება...
იცი ? სხვაფერია ზეცა თოვლობისას
რადგან სხვანაირად თვალი პალიტრდება...

ხოდა დათოვლილზე როცა ბილიკების
უხმო სიმარტივეს სული მიყვებოდა...
მაშინ გავიფიქრე ჩემი არაფრობის
სტროფად გადმოცემა რაში მჭირდებოდა...

როცა სიახლოვეს შენ ვერ დაგინახე
როცა უღმერთობა უფრო დამეუფლა...
მაინც ბოლო ღერით გრძნობა დაგიხატე
იქნებ შენი სახე სადმე დამეუბნა...

ვიცი საბოლოოდ მაინც გადავხტები
ოღონდ ფანჯრებიდან ალბათ არასოდეს...
რადგან თუ გადავხტი ფანჯრის კიდულიდან
მაშინ ვეღარ გნახავ ვერსად ვერასოდეს...

ნიკა ნორიელი

Posted by: leni-ko 24 Apr 2013, 14:24
მეათე ძმა


სად არის ჭერი,
სადაც შევძლებ
თავის მიდრეკას,
კარი გამიღე,
სიყვარულო,
მოვედი,
მე ვარ,
კაცი, რომელიც
ჭერს დაეძებს
და საკუთარ თავს
ისე გაურბის,
როგორც სასტიკ,
ულმობელ მდევარს.
სად არის სახლი -
დამფარავი ცხელი ვნებისა?
კარი გამიღე,
სიყვარულო -
ძველო მევალევ,
და დამიცავი,
გადამმალე ჩემივ თვალისგან,
რომლის მზერასაც
დღემდე
ვერსად
ვერ დავემალე.
ჰო, ერთიბეწო თხილის გული
ცხრა ძმამ გაიყო,
ვერ შეჰკადრებდი
იმათ ძმობას ფიქრებს ბიწიანს,
მე კი იმ ცხრა ძმის
მეათე ძმა
ვიყავი მუდამ
და ჩემმა წილმა
თხილის გულმა
არ მომიწია.
იქნებ, თვალები მექცეს ჭერად? -
ესეც მიცდია:
შევვანებივარ ქუთუთოს სხვენს,
როგორც ობობა,
მაგრამ იქ მუდამ
ცრემლის
წვიმა
ჩამომდიოდა
და თვალთა ჭერიც
უნუგეშოდ
თავს მემხობოდა.
არსად სინათლე,
ყველგან წვიმა წკრიალებს ცივად,-
ქვაზეც,
ბალახზეც,
კუბოსა თუ გულის ფიცარზე...
საით მიდიხარ,
მეათე ძმავ,
რა ჭერს დაეძებ
თხილის გულივით
პაწაწინა
დედამიწაზე.

Posted by: wuma 24 Apr 2013, 14:39
წერილი ნინოს

ჩემი დარდია ის,რომ დარდი საერთოდ არ მაქვს.
ჩემი ფიქრია ის, რომ ფიქრი ზღვისკენ გამირბის.
სახლში რომ ვიყო, დავკიდებდი ეზოში ჰამაკს,
არ ვიქნებოდი იმ ჰამაკში ასე ღარიბი,
სახლში რომ ვიყო, პარმაღის წინ დამღლიდა ჯდომა,
იმ სახლში კიდევ შენც რომ მყავდე, მაშინ რა მიჭირს,
მაგრამ სხვაგან ვარ უშენოდ და სიბნელეს ვზომავ
და ჩემს მხრებს უკან ქრება ყველა ჩემი ნაბიჯი.
ახლა ღამეა და ვერაფერს ვუხერხებ ნატვრებს,
არც ძალა მყოფნის, რომ ეს გული ისევ ჩავრაზო,
მინდა გიყვარდე ,ისე როგორც გიყვარდი ადრე,
მინდა მიყვარდე ისე როგორც...როგორც არასდროს

შალვა ბაკურაძე

Posted by: merciamercia 24 Apr 2013, 14:45
რაც მაცოცხლებს ამდენ ხანს..


როგორც სული-უხორცო სისპეტაკის მანტია,
მელის უძრაობიდან მოძრაობის წამები.
ახლა შფოთის ცენტრი ვარ, ომი რჯულად მარტყია
და ამ რჯულის სიმტკიცის დამრღვევს შევემწარები.

არის რაღაც ისეთი რაც მაცოცხლებს ამდენ ხანს,
და ეს რაღაც გულია, უფრო გულის ტკივილი.
წავალ, მაგრამ ამ წასვლით ვიღაც ჩემს ხეს დაფერთხავს
და ზღვას მისცემს საცემად უხარისხო ტივივით.

ვდგავარ დროის მიღმა და დროს შევცქერი გარედან,
დროში სისხლის ლაქებად დამჩნეულან გმირები.
დრო მოვა და ამ დროსთან შეჯახებას გავბედავ,
მერე ლაქებს სისხლს მივცემ, გმირებს შევებირები.

როგორც სული-უხორცო სისპეტაკის მანტია,
მელის უძრაობიდან მოძრაობა საშენო.
ახლა შფოთის ცენტრი ვარ, დრო გარშემო მარტყია,
რომ ამ დროში შევძვრე და ღამე გადავაშენო.

ირაკლი დეისაძე

Posted by: leni-ko 24 Apr 2013, 16:08
არაბულის მასწავლებელი



ვიქნები შენი არაბულის მასწავლებელი
და გასწავლი,
როგორ აუღლო
სიყვარული სამივე დროში
უმარტივესად,
რადგან არაბულს
დროის გრამატიკული კატეგორია არა აქვს
და, შესაბამისად,
არაფერი
წარსულად, აწმყოდ და მომავლად
არ ნაწილდება.
აქ ზიმზიმებენ უწარსულო აწმყოები
და უმომავლო წარსულები,
ადამიანი კი თავდაყირა ჰკიდია
მათ მობურბურე,
მცხუნვარე საკირეში.

მე ვარ შენი არაბულის მასწავლებელი
და ყველაფერს ვიწყებთ არა სიტყვით,
არამედ საქმით -
"ფაყალა" ძირით,
რაც ქართულად კეთებას ნიშნავს.
ვაუღლოთ კეთება სამივე დროში:
უწარსულო აწმყოში
უაწმყოო წარსულსა და
უწარსულ-უაწმყოო
მომავალში:
საინტერესოდ იტრიალებს
"ფაყალა" ძირი
მე და შენ შორის.

ვიკითხოთ
ისლამამდელი არაბული პოეზია,
უმეცრების ხანის,
ხალხის სიბნელის დროინდელი,
სიბნელიდან
ჟღალი აქლემივით
ამონათებული,
უდაბნოში ზანტად მიმომრწევი,
სანამ სავსე მთვარე დაგვნათის და
მაინც უკუნია,
რადგან ცაზე ჯერ არ აკაშკაშებულა
ნახევარმთვარის
ავადმოელვარე,
ეული მახვილი.
ვიკითხოთ ყურანი,
რამაც უმეცრების ხანა გაანათა
ღვთისგან ნაბოძები
ნატიფი სურებით.

სურა ოთხმოცდამეერთე,
"დაგრაგვნა":

"როს მზე დაიგრაგნება,
როს ვარსკვლავნი მიინავლებიან,
როს მთანი ამოძრავდებიან,
როს ცხრა თვის მაკე აქლემები
უმეთვალყურეოდ დარჩებიან,
როს ნადირნი შეკრებილ იქნებიან,
როს ზღვანი გადაივსებიან,
როს სულნი შერწყმულ იქნებიან,
როს ცოცხლად დამარხულს ჰკითხავენ -
რა ცოდვისთვის მოიკლა?
როს გრაგნილი გაიშლება,
როს ზეცა აიშლება,
როს ჯოჯოხეთი გახურდება,
როს სამოთხე მოახლოვდება,
გაიგებს სული, თუ რა მოიტანა!"

და ეტყვის სული:
უფალო,
მე ვიყავი
ცოცხლად დამარხული
შენგან ნაბოძებ სხეულში
ამ სხეულის უაზრო და უმიზნო ხუშტურებს აყოლილი,
ადამიანური მოვალეობებიდან
ვერ გამომღწევი.
მე ვერ გავიგე
და იქნებ, შენ ამიხსნა,
რა ცოდვა მომეკითხა,
რისთვის დავიმარხე,
რა შეცოდებისათვის მოვიკალი,
თუკი ყველაფერი მაშინ განმესაჯა,
სანამ
მსწრაფლწარმავალში მოვიდოდი,
სანამ უბადრუკ წვეთად დამათხევდი
და სანამ უბადრუკ წვეთს დამათხევინებდი!

ყველა უბადრუკი წვეთი შენ დამათხევინე,
რადგან შენ შექმენი
კარაქზე უფრო რბილი საშოები,
ქვიშის ბორცვებივით
მკვრივი დუნდულები,
ენერგიული,
მსხვილი ბაგეები,
ხოლო სხეულზე, ისე როგორც ცაზე,
შენ ჩამომკიდე
ვნებისაგან სავსემთვარესავით წელში გადრეკილი,
ვერცხლისფრად ავად მოლაპლაპე იატაგანი -
ყველგან შეღწევის და
ყველაფრის გაპობის ჟინით ანთებული,
როგორც სული,
თუ უფრო:
სამშვინველი.

შენ შექმენი ჩემი ასო
და ასო წიგნისა,
რომლითაც იწერება
ყველა ენის ყოველი ნაწერი,
მათ შორის, არაბული...
და იწერებოდა არაბულად
ათას ერთი რამე:
"ათას ერთი ღამე"
"მაკამები",
"ღაზალები", თუ
ეპისტოლე-ტრაქტატები,
რომელთაგან აღსანიშნავია:
მუჰი ად-დინ იბნ ალ-არაბის
"სიყვარულის თარჯიმანი",
ალ-ჰალლაჯის
"შეითნის ეპისტოლე",
აბუ ლ-ალა ალ-მაარის
"შენდობის ეპისტოლე"
და უავტორო
"ასოს დაგრძელების ათას ერთი ხერხი, არაბული".

და, უფალო,
მე ვიყავი მიმომფანტველი,
იმათგან,
შენი ერთი სურის სათაურად რომ გამოიტანე:

სურა ორმოცდამეთერთმეთე,
მიმომფანტველნი:

"დე, დაიხოცონ მატყუარები,
რომლებიც არიან უდარდელობის მორევში;
კითხულობენ: როდისაა დღე სამსჯავროსი?!
იმ დღეს, როცა ისინი ცეცხლზე გამოიცდებიან: -
დააჭაშნიკეთ თქვენი გამოცდა;
ეს სწორედ ისაა, რასაც ასწრაფებდით!
ჭეშმარიტად ღვთისმოშიშნი -
ბაღებსა და წყაროსთვალებში;
მიმღებელნი იმისა, რასაც უბოძებთ უფალი მათი. ჭეშმარიტად, ამაზე უწინ იყვნენ ისინი კეთილისმქნელნი
მხოლოდ ღამის რაღაც ნაწილში თუ მცირედ წასთვლემდათ
და გამთენიას პატიებას ივედრებოდნენ;
მათ ქონებაში არის წილი მათხოვართა და უპოვართათვის
და ქვეყანაზე სასწაულებია დაჯერებულთათვის
და თქვენს სულებში;
განა ვერ განჭვრეტთ?!"

განვჭვრიტე, უფალო,
განვჭვრიტე და გეკითხები:

და ჩემს სხეულში;
სხეული რაღად დაივიწყე?!
აქაც იმდენი სასწაულია:
მარჯნის ბაგენი,
კბილები - წყობილმარგალიტი,
ვარსკვლავები ცაზე, სულსა და თვალებში.
მთვარეიატაგანი ცაზე
და მთვარეიატაგანი -
ლაჯებში.
გული - შენთა სიღრმეთა მწვდომი
და ასო - შენი შექმნილების სიღრმეთა მწვდომი.
რით არ არის ჩემი სხეულის ყოველი მყესი
შენი სასწაული;
ისე, როგორც
ვარსკვლავები, მთვრე თუ
ბალახი.

მე ვარ შენი არაბულის მასწავლებელი.
გასწავლი და ასე გიყენებ,
რადგან მე აღარა ვარ ჰომო საპიენსი,
არც ჰომო ფაბერი,
არამედ ის, რადაც იქცა ჩემი მოდგმის ყოველი წევრი,
რადაც ყოველი საბოლოოდ ჩამოყალიბდა:
ადამიანი - მომხმარებელი,
გამომყენებელი.

მე ვარ შენი არაბულის მასწავლებელი:

"ას-სალამუ ალაიქუმ" -
მშვიდობა შენდა!
ალაიქუმუ ს-სალამუ -
შენდა მშვიდობა!
ერთმანეთს ასე ესიტყვება მაშრიყ-მაღრიბი.

მე ვიყავ შენი არაბულის მასწავლებელი
იმ დღეს, იმ (არა) ჩვეულებრივ 11 სექტემბერს,
ნიუ-იორკის ცათამბჯენის
მაღალ სართულის
ერთ აივანზე
ვიდექი და სამახსოვრო სურათს ვიღებდი.
დავყურებ ფოტოს:
ვიღიმები,
ვერაფერს ვხედავ,
წინ ვიხედები
და ხიფათსაც არ მიგრძნობს გული.
ხოლო ფოტოზე, რათქმაუნდა, გარკვევით მოჩანს,
რომ უკან დიდი თვითმფრინავი მიახლოვდება!

"ჰირუ უმმიქა!"
(აღარ ვთარგმნი)
"ჰირუ უმმიქა!" -
ერთმანეთს ასე ესიტყვება
მაშრიყ-მაღრიბი.

ხოლო ყურანი ამბობს:
"ალაჰს ეკუთვნის აღმოსავლეთიც და დასავლეთიც და საითაც არ მიბრუნდები, მისი სახეა, რადგან ალაჰი ყოვლის მომცველი ბრძენთა ბრძენია."

მე ეს ვიცოდი,
მე იმ დღეს, ღმერთო, სურათს ვიღებდი,
დამშვიდებული
და უკან არც ძრწოლით შევბრუნდი!

ისიც ვიცოდი,
რომ არაბულად სახეს ნიშნავს სიტყვა "სურათი"
ხოლო ქართულად, რასაც ნიშნავს,
მოგეხსენება:
ფოტოს ან სურათს
ანუ იმას, რაც ჩემგან დარჩა,
მას შემდეგ, რაც შენ ცოცხალ სახეზე
თვითმფრინავით გადამიარე,
და, როგორც ზეცა,
გადამგლიჯე თუ გადამკაწრე,
ის ზეცა, რომლის გულისგულში
შენ გიდგას ტახტი.

"ჰირუ უმმიქა" -
დედისტრაკი,
ანდა:
"ფაქ იუ"
ერთმანეთს ასე ესიტყვება მაშრიყ-მაღრიბი,

და ამერიკელს ვინღა ჩივს,
თვითონ არაბსაც
უკვე არ ახსოვს, რა თქმა უნდა,
ის არაბული,
რაც უფალმა ენათა შორის გამოარჩია
და ის, რისთვისაც გამოარჩია ენათა შორის:
სიზუსტისათვის
და სიზუსტის სილამაზისთვის;
როცა ენას შეუძლია იმდენად ზუსტი
იყოს, რომ გულში ჩაკონებას დაემსგავსოს,
მოხვევნას და არა - გასრესვას,
რაკიღა ხშირად ხვევნა გინდა, სრესვა გამოდის.

მე ვიყავ შენი არაბულის მასწავლებელი:
მე შენ გასწავლე:
მუცლით როკვა,
აქლემზე ჯდომა,
ინახით ჯდომა,
და ასე მჯდომს მშვიდი ბაასი,
რომ ღმერთმა შექმნა ეს ქვეყანა,
ამ ქვეყანაში
შექმნა წიგნი
და თვითმფრინავი,
მსხვერპლი - ჯალათი...
უფალმა შექმნა მოწაფე და,
რაც მთავარია,
შექმნა ასეთი არაბულის მასწავლებელი...

ვიქნები შენი არაბულის მასწავლებელი...








Posted by: meme3 24 Apr 2013, 16:36
ვაშენე ჩემში იმეპრიები დიდი
გაწირა ღმერთმა გრძნობა ასეთი
ამ გრძნობას ნაპოლეონად ვზრდიდი
მან დაანგრია რომი, სპარსეთი

ვაშენე კოშკები მე ცამდე ასული
და მის გალავანს ხელითვე ვქმნიდი
ოცნებას არ ჰქონია თურმე დასასრული
ჩემივე ოცნებას მეთვითონ ვსჯიდი

დამიწერია სიმფონიები ჩუმად ჩემში
მოცარტსაც შურდა იმდენად ღრმა
მომიძებნია შეცდომები თვით ღმერთში
და შევიქმენი შემდეგ ყრუ და ბრმა

დამიხატია თურმე ნახატი მრავალი
და მიხმარია მგონი ვან გოგის ფუნჯი
ცხოვრება ფერივით თურმე წარმავალი
არაფრის მთქმელნი და თითქოს მუნჯი

შემდეგ მოვკვდი, ჩუმად და წყნარად
ან იქნებ ჩემში მოკვდა გრძნობა
მუსიკა,ფერები,ოცნება მყავდა ფარად
ვერ დავიბრუნე მე ღმერთის ნდობა

Posted by: merciamercia 24 Apr 2013, 17:06
ლექსი, მონატრება რომ უნდა რქმეოდა

ჩემს უხეშ ხელებს მოენატრა მაგ თმის სირბილე,
ჩემს დამცრალ თვალებს- მაგ თვალების კრთომა-კვესება.
მოხვედი, გულზე წვიმასავით გადამირბინე,
წახვედი უცებ და ტკივილი იგრძნეს ფესვებმა.

ხედავ? მევსება ბრმა ცრემლებით რქა საზედაშე,
მზის ჩასვლის სცენას შენთან ერთად სულ სხვა ხიბლი აქვს.
გახსოვს, ფრთებზე რომ ვოცნებობდით, კარგო, მე და შენ -
იარწივეო, მე ვიქნები მხოლოდ ნიბლია...

შემოგვივლია ანანური, გრემი, ვარძია,
ავდევნებივარ მაჯისსიმსხო ნაწნავს მთვრალივით,
მაგ მარჯნებიდან, ჰოი, ცეცხლი გამიტაცია!
(მტკივა ხელები - შენი მკერდის ცხელი ყალიბი.)

შენი ხალიბი წინაპრებით ვარ მოხიბლული
და რითმებს ვჭედავ შენი გრძნობის ძველი გრდემლიდან;
მე მაგ გრძნობებით ვაშლის ხეზე ვიყავ მიბმული,
მე, გაჩენამდე, სამოთხიდან ღმერთი მდევნიდა.

იქნებ შენიდან სულ სხვაგვარი ჩანდა პოეტი,
თუ ასრულებდა ტრაგედიის ნაცნობ პარტიებს,
იქნებ შენამდე მართლა მრუდე გზებით მოვედი
და ეს სიმრუდე - გზის სიმრუდე - ვერ მაპატიე?!

ვეღარ დამტიე, მაინც, გულის ვერცერთ კუთხეში,
ვერც დაუთმობდი რადგან მთელ გულს "უცნობ სახელებს",
გამოიმეტე (ზრდილობისთვის!) ცოტა ნუგეში
და ერთი კოცნა... ო, ეგ კოცნა ახლაც მახელებს!

დღესაც ამ ხელებს ენატრება მაგ თმის სირბილე,
ჩემს დამცხრალ თვალებს - მაგ თვალების კრთომა-კვესება.
მოხვედი, გულზე წვიმასავით გადამირბინე,
წახვედი უცებ და ტკივილი იგრძნეს ფესვებმა..

ნუკრი ბერეთელი

Posted by: nini gogo 24 Apr 2013, 19:31
როცა თითები
სიყვარულის ცეცხლთან
თბებიან,
გულში მესობა
მზის სხივები,
როგორც ეშვები,
ასე ლამაზს და
ყვავილივით ასე ვნებიანს
ვეღარ გეშვები.

=========================
ხმაურში მეტი სიჩუმეა,
ვედები კედლებს,
ზედმეტი ცოდნით გამოუწვარ
ყვითელ აგურებს.

ვედები ქალაქს,
სადაც თვალი არაფერს ეძებს,
გამაძღარ შიმშილს ვედები და
ლექსი მაპურებს.

ვედები ფერდებს ,
დალურჯებულ თავისუფლებას –
უსცენო თეატრს,
სადაც აღარ უშვებენ ფარდას,
ქალაქს,რომელშიც არაფერი არ იზღუდება
ხმაანთებული ფიქრისა და
სიმართლის გარდა.

====================================
ზამთარდახეული ქუჩა,
ბამბის ყვავილებით კერე,
ცივი სიცხეების მერე
ამინდს გაუსწორე თმები . . .

გარეთ – სიცივეა,დედა,
შიგნით – შენა ხარ და ვთბები.

დავით ლომაია

Posted by: leni-ko 25 Apr 2013, 13:18



სინანული


მოვიდა წვიმა,
წვიმა წკრიალა,
დასტოვა ცრემლი და ჩაიარა...
მოვარდა ქარი,
ქარი გრიალა,
დასტოვა მტვერი და ჩაიარა...
მზე აშრობს ქვებად
ქცეულ იარებს, -
მოხვედი შენ და...
შენც ჩაიარე...
* * *
ზამთრის სიმღერა



როდესაც მცივა, მე ვიზრდები, ვხდები უსასრულო
და თვლა აღარა აქვს ჩემს ხელებს, ჩემს მუხლებს, ჩემს თვალებს
და ვასრულებ მოძრაობებს,
რომლებიც არც კი დასიზმრებია სხეულს.
როდესაც მცია, ბრმავდება სამყარო
და შემიძლია უტიფრად მივაჩერდე დავსებულ თვალებში,,
ჩემი ხელები კი იზრდებიან,
სცივათ და იზრდებიან,
იტოტებიან, როგორც ქუჩები,
ედებიან მთელ ქალაქს, მთელ სამშობლოს, მთელ დედამიწას
და თოვს.



როდესაც მცივა, მე შევრბივარ პირველივე სასადილოში,
სადაც შენ მიცდიდი მუდამ, როცა მე მციოდა,
და მუდამ იყავი ისეთი, როგორიც უნდა იყოს ქალი,
როცა მე მცივა,
და მერე ვსვამდით ჩაის, ვთბებოდით,
დაორთქლილი მინებიდან მოჩანდა ქუჩა,
რომელსაც სციოდა
და ტანზე ეყარა ავტო-ბუსუსები.
შენ ზოგჯერ გრძნობდი, რომ მე ვიტანჯები,
რომ ჩემი ხელები იზრდებიან, იტოტებიან,
ედებიან მთელ დედამიწას,
რომ თვლა აღარა აქვს ჩემს თვალებს, ჩემს მუხლებს,
და მეუბნებოდი: ნუ ღელავ, დაწყნარდი,
ჩვენ შეგვიძლია გაბედულად ვილაპარაკოთ,
თამამად დავდოთ პირობები, ბოდიშები ადვილად ვიხადოთ,
რადგან, სულერთია, უხერხული პაუზები
თქმისთანავე ააშრობენ თვითეულ სიტყვას,
კვალსაც არ დატოვებენ ჩვენი ნათქვამიდან
და შეგვიძლია გაბედულად ვილაპარაკოთ.



კარგად ვარ - გეუბნებოდი მე, და ჩემი მოცახცახე მუხლები
აზანზარებდნენ კლდეებს, ნაგებობებს.
მესმის - მპასუხობდი, და ჩემს ათრთოლებულ ხელებზე
თავს ვეღარ იმაგრებდნენ მანქანები, მოქალაქენი.
იშმუშნებოდნენ თბილ საბნებში გახვეული ქალიშვილები.
გარდაცვლილები ხელს იღებდნენ
ცხოვრებაში დაბრუნების ფუჭ ოცნებაზე.



ჩვენ ახლაც აქ ვართ,
სასადილოს გრილ კუთხეში მიყუჟულები,
ერთი ჭიქიდან ვწრუპავთ ჩაის, თანდათან ვთბებით,
უხერხული პაუზები იწელებიან,
კიდევ ცოტაც და: ვეღარ გაწვდება
იმათ სიგრძეს ჩვენი პირის ჭრილის ზომები -
რომ ღიმილები გადავაფაროთ.



როდესაც მცივა, მე ბევრად მეტს ვლაპარაკობ, ვიდრე შენ გესმის.
მე მინდა, ვცდილობ, მეტი სიტყვა შემოგაწიო,
რათა შენ, როგორც ბავშვობაში, იატაკზე დაჯდე,
სხვა ყველაფერი დაივიწყო
და ჩემი სიტყვებით სახლი ააშენო,
რომელსაც, თუ მოგინდა, თვითონვე დაანგრევ;
რათა შენ, როგორც დიდობაში,
ჩემი სიტყვები თაროებზე ჩამოალაგო,
სერვანდების ვიტრინებში გამოფინო,
კედლებზე დაკიდო;
რათა შენ, როგორც სიბერეში, ჩემი სიტყვები ექიმთან წაიღო
და დამშვიდდე, როცა ანალიზის პასუხი გამცნობს,
რომ ამ სიტყვებზე, მართალია, ერთი-ორგან აღინიშნა ნაკბილარები,
მაგრამ ისინი კიდევ დიდხანს გაცოცხლებენო;
რათა შენ, როგორც სიკვდილში,
მთელ სამყაროს მიაწერო ჩემი სიტყვები.



როდესაც მცივა, მრავლდებიან ჩემი გულები,
ჩემი სიზმრებით იბერება ყველა ბალიში,
ყველა პოეტი ჩემს ლექსებს დასდევს -
ვინ - პეპლის საჭერით, ვინ - შურდულით, ვინ კიდევ - თოფით,
და ეს არავის უცნაურად არ ეჩვენება,
რადგან არ სმენიათ არცერთი მკვდრისაგან,
სხვის საფლავში ჩამასვენესო.



როდესაც მცივა, ზამთარია.
ან გვიანი შემოდგომა.
ან სიყვარული.
როგორც ტოტები ფოთლებისაგან,
ჩემი სიტყვები გრძნობებისგან იძარცვებიან
და ჩვენ ერთმანეთს უხერხული პაუზებით ვესაუბრებით,
და შენც ყოველთვის ისეთი ხარ, როგორც ყოველთვის:
ჩემი მომლოდინე
გრილ სასადილოში,
სადაც მე და შენ აღარ დავდივართ,
სადაც ძვირფასმა რესტორანმა დაიდო ბინა,
სადაც აღარ სვამენ ჩაის.



როდესაც მცივა, მე შენ მყავხარ; და ასე იქნება მუდამ,
ვიდრე ზამთრობით ბეღურები
თბილ ქვეყნებში გადაფრენას დაისწავლიან.



ზამთრისპირულად...



ზვიად რატიანი






Posted by: merciamercia 26 Apr 2013, 15:34
***
ეს სიყვარული გავდა ბავშვობის
ეს სიყვარული გავდა ბავშვობის
დროინდელ ზაფხულს, აგარაკს, ნიავს
რაღაც უწინდელს, რასაც დავშორდი –
ხეებზე ღამეს, მთვარეს და ქლიავს.
წყაროზე წასვლას, დასუსხვას ჭინჭრით
ზღაპრებს ბუხრის წინ, საუბრებს გვიანს
და როგორ მტკივა, და როგორ მიჭირს,
როცა მკვდარია და თვალებ-ღია
ეს სიყვარული, ოდესღაც წიწკვი,
ნაძვის ახალი წიწვივით ბასრი,
სურნელოვანი შუადღის სიცხით
და ნაძვის ჩრდილში მოსული აზრით: -
“რომ შენ მიყვარხარ” და რომ ეს გავდა
მინდორში დევნას ფრინველის ჩრდილის,
თეთრ პერანგს გასვრილს ბალახით, ანდა
მუხლებზე სისხლს და მშობლების ჩივილს.
ეს სიყვარული ცივ წყაროს გავდა,
პეშვით რომ ვსვამდი და წყურვილს კლავდა,
რომლითაც იმავ ჭრილობებს ვბანდი
სულსა და სხეულს, მუხლთან და მკლავთან.
და სული ჩემი სიყვარულს ამას
ყველაზე მყუდრო სახლივით გრძნობდა,
აივნებიდან ხედავდა ლამაზს –
მზის ჩასვლასა და ამოსვლას სოფლად.
ეს სიყვარული უმთავრესს გავდა,
თვითონ სიყვარულს, სხვა ყველა განცდას
მას ვადარებდი – ცოლივით მყავდა
დასავით მყავდა, ძმას ვგრძნობდი მასთან.
ახლა კი მხოლოდ ხსოვნაში დამრჩა,
რამაც დამტოვა. წავიდა. არ ჩანს.

რატი ამაღლობელი

Posted by: nini gogo 27 Apr 2013, 14:01
მზეო მზეწვიაო, თუკი მეწვიაო,
გულში ელვარება შენი კელაპტრების,
ღრუბლების ქულაო, თეთრო, ქუნქულაო,
გულით გეხვეწები, ნუღარ გაავდრდები,
ცაზე გამოკვანწულს, ვხედავ ცისარტყელას,
იქნებ დამასესხო შენი ფერადები,
ცვარო, იის ცვარო, იქნებ სიხარულის,
ცრემლად დამაპკურო, შენი გულს ნადები,
ჭია მაიაო, ბედის დაიაო,
იქნებ მაპოვნინო, ვისაც ვენატრები.

(მარიკა ორჯონიკიძე.)

Posted by: leni-ko 27 Apr 2013, 15:59
შეხედე

შეხედე _
ზეცის ციხე-კოშკიდან
წვიმის დალალი ჩამოიშალა...
ვერ დაგივიწყე,
ზღვის ხმაურივით
დაგიმახსოვრე, როგორც ნიჟარამ.
წვიმს და უშენოდ ეს გაზაფხული
ყველა საამო ჟრუანტელს მწაპნის...
მწვანე თვალების დაღლილი შუქით
ვერ გააკვირვებ ციმციმა აპრილს.
მე დღეს მარტო ვარ და სუროსავით
გულში ვიხუტებ ჟანგიან მესერს.
და ეს თქაფუნა წვიმის წვეთები
აუმღვრეველი სიმშვიდით მსრესენ...
სიმარტოვე კი ორ ცხელ ღარს ისე
გულგრილად ტოვებს დაღლილ სახეზე,
კი არა ვტირი...
სულ ერთი წამით
დარდი გულიდან გამოვახედე.

Posted by: merciamercia 27 Apr 2013, 18:42
***
მთებში გათოვდა... თებერვლამდე... მერე მარტიდან
მოსარკევდება ფერდობები, ნისლების ნამით...
შენ, გინახია სვანეთის ცა, შხელდას კალთიდან,
რა ბუმბერაზი ვარსკვლავებით ინთება ღამით?!

მოგისმენია ენგურისთვის: ან როცა მდორედ
მოედინება და ნაკვალევს კლდეში ნიშებად
ტოვებს ან დაჭრილ ცხოველივით ბორგავს და ტორით
მთიდან ანაგლეჯ ბელტებს ლეწავს და ფქვავს ქვიშებად?!

დაგსიზმრებია დადიაში, უშბა ან შხარა-
ქართული გენის უკვდავ ძეგლად აჭრილი ცაში-
ან თოვლის თეთრი დედოფალი თეთნულდი?! არა?
არ გიცხოვრია! არ შობილხარ საერთოდ მაშინ!

მთებში გათოვდა... თებერვლამდე... მერე მარტიდან,
მოსარკევდება ფერდობები, ნისლების ნამით...
შენ, გინახია სვანეთის ცა, შხელდას კალთიდან,
რაოდენ დიდი ვარსკვლავებით ინთება ღამით?!


love.gif

გიორგი საჯაია

Posted by: nini gogo 27 Apr 2013, 20:32
biggrin.gif
რაც დღეს არ არის ,ეტყობა ზეგ არის chups.gif


Posted by: nia-1nia 27 Apr 2013, 21:18
სჯობს აღიარო, რომ არ გიყვარს ქვეყნად არავინ,
თუ დასაღუპად საკუთარი თავიც გასწირე,
ბევრმა გაჩუქა სიყვარული დაუფარავი,
მაგრამ შენ თვითონ ტრფობა არავის გაუნაწილე.
დაგუფლებია ბოროტების გრძნობა საზარი,
თითქოს გახარებს საკუთარი სულის გოდება,
გინდა დალეწო სილამაზის წმინდა ტაძარი,
შენი მარჯვენით განახლებას რომ ელოდება.
მაგრამ გონს მოდი, სიყვარული სამტრო რად არი?
სიძულვილი თუ არ განდევნე, ცოდვას დაიდებ,
დე, სულიც გქონდს მაგ ლამაზი სახის სადარი
და, სხვა თუ არა, შენი თავი მაინც დაინდე.
ასე თუ წახველ, ჩვენს მომავალს რაღა დარჩება?
შვილი დასტოვე სილამაზის გადასარჩენად

Posted by: nini gogo 28 Apr 2013, 12:54
ნათესავად კესანე,
მოყვრად ვარდი ლურჯი.
სხვა არავინ მესამე,
მშვიდი ვარ და მუნჯი.
აჯანყებას აპირებს,
მარტმა ფერი იცვალა.
ზღვა აწყდება ნაპირებს,
რაც აქამდე იწვალა,
ქარს აფრებად ავუშლი,
რაც მებადა შენია,
შეყვარებას არ ვუშლი,
მეტი რა დამრჩენია.

===========================

გული გამიშალა მზემ და,
მკერდზე მივიკარი მთვარე.
სუნი ყვავილების მსდევდა,
ცვარი ცრემლებივით ვღვარე.
შენთვის მოვიზიდე ყველა,
რაც კი მეგულება გრძნობა.
მარტმა დამიპირა შველა,
ფარისეველივით ძმობა.
გუშინ თებერვალი თოვდა,
ბინდი ავაცალე ნისლებს.
ღამე შეყვარებას მთხოვდა,
დილას გათენება მივსებს.

==========================
შენ გგონია მიცნობ,
მე,მე ვარ და მორჩა,
ერთი აზრი ვიწრო,
შენთვის ერთი მოჩანს.

==========================

არა შეყვარება კი არ მაშინებს,
არც უქარობით,არ ვეტრფი ნიავს.
არც უშენობა გადამაშენებს.
ან ვის რა მოაქვს,ან ვის რა მიაქვს.

(ანტონ გაგუა)


Posted by: Marco Materazzi 28 Apr 2013, 15:22


givi.gif


Posted by: s0uL 28 Apr 2013, 15:33
A Dream Within A Dream

Take this kiss upon the brow!
And, in parting from you now,
Thus much let me avow-
You are not wrong, who deem
That my days have been a dream;
Yet if hope has flown away
In a night, or in a day,
In a vision, or in none,
Is it therefore the less gone?
All that we see or seem
Is but a dream within a dream.

I stand amid the roar
Of a surf-tormented shore,
And I hold within my hand
Grains of the golden sand-
How few! yet how they creep
Through my fingers to the deep,
While I weep- while I weep!
O God! can I not grasp
Them with a tighter clasp?
O God! can I not save
One from the pitiless wave?
Is all that we see or seem
But a dream within a dream?

ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ლექსია და პახოდუ პო love.gif

nia-1nia

ვისი ლექსია?

Posted by: Just_smile 28 Apr 2013, 16:03
love.gif

Posted by: Bobgure 28 Apr 2013, 19:46
შენ ჭერქვეშ სტუმრობა ორ ქისტს და ერთ ხევსურს
გვანიჭებს ხალისს და უნაზეს მოლოდინს,
თანაბრად გვიღიმი,სტუმრებს კი ესე გვსურს
ერთ ჩვენგანს საკუთრად მიენდო ბოლომდის.

დილაზე წამომდგართ ჭრელ ნოხებს დაგვიფენ
დავსხდებით რომ ვჭიმოთ ტრფიალის ჭაპანი,
უხდება ხუმრობა მეგობარ რაყიფებს
მეც ერთი ხევსური არა ვარ ჯაბანი.

ზოგჯერ კი გავალთ და მერნებით ჯიქითა
დავქრივართ,შენ გვიმზერ ღიმილის მხატავი,
ქისტები ნათქვამნი არიან ჯიგიტად
მაგრამ არც მე ვუჭერ ჩემ ლურჯას სადავეს.

როდესაც მნათობი შუა ცას დალახავს
შავ ნაბდებს გაშლიან მინდორზე ქისტები,
მოხრიან მუხლებს და შესთხოვენ - ალაჰო,
ამ ლამაზ ქალშავას შენს მონას მისცემდე.

ჩვენ ვრჩებით, ხვთის ნაცვლად ვარ შენზე მლოცველი
და აი,თანხმობით შეერთდნენ ბაგენი,
გონს როცა მოვედით თვალგანაოცები
ქისტები პირისპირ გვიმზერდნენ შმაგები..

ერთბაშდ შეიკრეს თავები ჩალმითა
შესხდნენ და გაქუსლეს,მერნები ქარული,
აწ, ნიავს ჩამოაქვს სოფელზე ჩავლითა
ალაჰის გმობა და ცხენების თქარუნი..


გაბრიელ ჯაბუშანური

Posted by: merciamercia 28 Apr 2013, 20:53
***
შენ მოწყალე ხარ, მოწყალება არის სიკეთე,
სამოთხის კარი ცოდვილთ რაღად გამოგვიკეტე,
მორჩილს თუ მინდობ, ვერაფერი მოწყალებაა,
ცოდვილს შემინდო, ამაშია, ღმერთო, სიკეთე.


ომარ ხაიამი

Posted by: nini gogo 28 Apr 2013, 21:46
სამი დღეა
დამიბრიყვა სევდამ:
სამი დღეა
გულმოდგინედ წვიმს...
მომანატრა,
მომანატრა, ნეტა —
რაც მიყვარდა,
რაც მომწყინდა —
ის.

მუხრან მაჭავარიანი


http://youtu.be/uqdd_n8K1OM

love.gif

Posted by: merciamercia 29 Apr 2013, 19:02

შემომეყარა ყივჩაღი

შემომეყარა ყივჩაღი
საზღვარს მუხრანის გზისასა,
პური მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი თავთუხისასა,
ხორცი მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი ხოხობისასა,
ღვინო მთხოვა და ვასმიე,
ვურჩევდი ბადაგისასა.
ცოლი მთხოვა და ვერ მივეც,
მიმყვანდა სიდედრისასა,
ან კი ცოლს როგორ მივცემდი,
შვილსა, გაზრდილსა სხვისასა.
ხელი მოჰხვია, აკოცა,
მოზიდა ნაწნავს თმისასა,
შესტირა საბრალო ქალმა:
,,ვაი, ცოლს ცუდი ყმისასა!"
მეც გულმა ვეღარ გამიძლო,
მოვზიდე ვადას ხმლისასა,
უმალვე იმან დამასწრო,
ელვასა ჰგვანდა ცისასა.
მაგრამ დაუცდა მუხანათს,
ვენაცვლე მადლსა ღვთისასა,
ახლა მე შემოუქნივე,
ვენდე მადლს ლაშრის ჯვრისასა,
გავჭერი ცხენი და კაცი,
წვერიც მომიხვდა ქვიშასა,
არ იყო ღირსი, მოშორდა
ცქერას ნათელის მზისასა,
ცოლი სიდედრსა მივგვარე,
ის კი იქა სჭამს ქვიშასა.

ხალხური
love.gif

Posted by: magic100 29 Apr 2013, 19:12
არა უნდა დავწერო რა... ზემოთ რომ ვასოს ლექსია ეგ ჯობია ამ ლექს (იქ გულუბრყვილო,, და ბევრად ნაკლები ეგოიზმია!!) რა სისულელეებს წერენ(მომიტევეთ), პოეზიის მოყვარული ხალხი არიან და ღმერთის სიკეთეში ეჭვი ეპარებათ ... biggrin.gif
..........
შენ მოწყალე ხარ, მოწყალება არის სიკეთე,
სამოთხის კარი ცოდვილთ რაღად გამოგვიკეტე,
მორჩილს თუ მინდობ, ვერაფერი მოწყალებაა,
ცოდვილს შემინდო, ამაშია, ღმერთო, სიკეთე.

ომარი


Posted by: merciamercia 29 Apr 2013, 22:00
***
ზენ ბაცალიგოს თოვლი თოვს,
ქვენ ბაცალიგოს დნებაო,
თინიბექაის ციხესა
კუთხი მარჯვენა სკდებაო.
ზედა ზის შავი ყორანი,
ლიბოში გველი ძვრებაო.
შიგა წევს თინიბექაი,
გულსუწადილოდ კვდებაო.
გვერდს უზის ცოლი ლამაზი,
სანთელივითა დნებაო.

ხალხური

Posted by: magic100 29 Apr 2013, 23:08
.............................
facepalm.gif

Posted by: merciamercia 29 Apr 2013, 23:15
magic100
რაო შენ დადებულ შედევრს ვერ შეედრება ხო? biggrin.gif
http://forum.ge/?showtopic=34510237&f=&st=210&#entry35932963
givi.gif givi.gif სად შოულობ ესეთ შედევრებს გაგვანდე გთხოვ.

Posted by: leni-ko 30 Apr 2013, 10:06

ისე მშვიდია ეს გაზაფხული



ისე მშვიდია ეს გაზაფხული,
თითქოს, უბრალოდ თამაშობს ბავშვი
და თავის უცხო წარმოსახვებით
კვლავ ინარჩუნებს სიზმართან
კავშირს...
გადახუნებულ დღეთა აკიდო
მოგონებების შემორჩა ხარდანს;
სხვა არაფერი არც გვაბადია,
ამ უსიცოცხლო წარსულის გარდა.
თუმც ხიდი _ უკან დანაღმულია,
მაინც გავრბივართ გულისხეთქებით
და გაზაფხულზე,
ატმის ხესავით,
მოგონებათა ნაღმზე ვფეთქდებით...
და დაფლეთილი ჩვენი სულები
იძირებიან წვიმათა შვავში,
ისე უბრალოდ და გატაცებით,
ისე საშიშად
თამაშობს ბავშვი...











Posted by: nini gogo 30 Apr 2013, 16:22
სიცოცხლე მშვიდი მდინარეა,
გასდევს მოედანს,
ჩემი თვალები ამ მდინარის მშრალი ქვებია
და ისე გგრძნობენ,
მზერას ძველი ხავსი მოედო
და შენ გარეშე
სხვა კადრები ისე ქრებიან,
დილით ნანახი სიზმარივით.
მოჩანს (მიწამე),
ხიდის ორ მხარეს, ნაივურად ნახატი შარა...
მე როლს ვთამაშობ ჩემი თავის,
ვგავარ მიწაყრილს,
ვასრულებ ყოფნას სულს და შეცვლილ სხეულებს შორის,
ჭრელი გველივით...
დასავლეთში, თითქოს კანზასში
ხეზე დავკიდე, ტყავის ქამრით, მთელი ცხოვრება
და მზემ, ძვლებამდე, გაცრეცილი კანი გააშრო.
ცაში ღრუბლები გადადიან მკვდარი ცხვრებივით.
ვმდუმარებ შენზე...
წვიმებია, ქარმა წამიღო,
ვფანტავ ჩემს თვალებს მდინარეში, სადაფებივით,
დგას მარტოობა - უშენობის ბოლო პარმაღი,
მოდი, მზის შუქზე ამიტანე სარდაფებიდან.

თორნიკე ჭელიძე

Posted by: bebera 1 May 2013, 02:22
ნამბერ ვან

ნ ო ს ტ ა ლ გ ი ა

უკაცრავად, მაპატიეთ სითავხედე,
ვხედავ ჩქარობთ მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,
ვერ მიცანით ვერც ვერაფრით მიგახვედრეთ?
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო.
რატომ შეკრთით? ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი,
ნუთუ ისევ ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს?!
გამოცვლილხართ, თუმც თვალები ძველებურად,
მიამიტი შეგრჩენიათ ქალბატონო.
როგორა ვარ, რას ვაკეთებ? რად არ მკითხავთ?!
ცოლიც მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო,
დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით რაც არ მითქვამს,
ახლა მაინც მომისმინეთ ქალბატონო.
თქვენს წინაშე თუ კი რამე დავაშავე,
ამიხსენით, მიმანიშნეთ არ დამზოგოთ
საკუთარ თავს ჩავთვლი ალბათ დამნაშავედ,
სინანულიც გვიანია ქალბატონო?
ეს ცხოვრება ბილიკია, ეკლიანი
ზოგი დარდის ლუკმას ეძებს სამახსოვროდ,
არ მოგბეზრდათ მარტოდმარტო ხეტიალი?
გულახდილად მიპასუხეთ ქალბატონო.
მაგ სიმკაცრით და უზომო სიამაყით
რა მოიგეთ, რა საჩუქარს ელით ბოლოს!
მენანებით ლოდინით და დარდით დაღლილს,
სიბერეც, რომ შეგპარვიათ ქალბატონო.
და დრო დადგა უკვე ჩვენი განშორების,
ქედს მოგიხრით, მაგ სიტყვების სამახსოვროდ,
გახსოვთ მაშინ, თვალს რო ვეღარ გაშორებდით,
ახლა კიდევ რა გატირებთ ქალბატონო?
თუ გიყვარდით ამიხსენით რატომ დამგმეთ?
ახლა ვინ გყავთ პატრონი ან საპატრონო?
მომიტევეთ, კიდევ ერთხელ პატივს დაგდებთ
და სახლამდე მიგაცილებთ ქალბატონო



ნამბერ თუ

რატომ გგონიათ ქალბატონო, თითქოს წუხელის
თქვენით შეშლილი მივეძალე ასე კონიაკს,
არა, ეს მხოლოდ ახირება იყო წუხილის,
თქვენ კი გგონიათ,
ქალბატონო, თქვენ კი გგონიათ,
რომ მარტოოდენ თრობისათვის უაზროდ ვსვამდე,
ან სასიკვდილოდ შევიტოვე მეშვიდე ტყვია;
მე შემიძლია გიერთგულოთ იმ სადგურამდე,
რომელსაც ბოლო, ან უბრალოდ, სიკვდილი ჰქვია.
მიეძინება ამ ვნებასაც დროის მირაჟში,
მიეძინება როგორც მზისგან ნაგმობ ფოლიანტს,
თქვენ მომღიმარი დაბრუნდებით მყუდრო ბინაში,
მე კი სად წავალ, ქალბატონო, როგორ გგონიათ?!
ეს არც ფიცია, არც ღაღადი, არც აღსარება
თუ თქვენი კდემა გავიხადე სიგიჟის ძეგლად...
და ყველა მზერა, თუ უსიტყვო ამკვნესარება
იკმარეთ ჩემი თავხედობის მოსატევებლად...
და ნუ გგონიათ, მარტოოდენ თრობისთვის ვსვამდე,
ან საფეთქლისთვის ჩავარჩინე ლულაში ტყვია;
არა! უბრალოდ ერთგულება მწამს სადგურამდე,
რომელსაც ბოლო, ან უბრალოდ, სიკვდილი ჰქვია.





Posted by: ვივიანა 1 May 2013, 14:01
QUOTE (leni-ko @ 30 Apr 2013, 10:06 )
ისე მშვიდია ეს გაზაფხული



ისე მშვიდია ეს გაზაფხული,
თითქოს, უბრალოდ თამაშობს ბავშვი
და თავის უცხო წარმოსახვებით
კვლავ ინარჩუნებს სიზმართან
კავშირს...
გადახუნებულ დღეთა აკიდო
მოგონებების შემორჩა ხარდანს;
სხვა არაფერი არც გვაბადია,
ამ უსიცოცხლო წარსულის გარდა.
თუმც ხიდი _ უკან დანაღმულია,
მაინც გავრბივართ გულისხეთქებით
და გაზაფხულზე,
ატმის ხესავით,
მოგონებათა ნაღმზე ვფეთქდებით...
და დაფლეთილი ჩვენი სულები
იძირებიან წვიმათა შვავში,
ისე უბრალოდ და გატაცებით,
ისე საშიშად
თამაშობს ბავშვი...











ვისი ლექსიაა ?
ძააან მომეწონაა

Posted by: wuma 1 May 2013, 15:59
ავდარი

თქვენი თვალები, ზღვას რომ ბაძავენ,
მე მზის ვიგრძენი გულში ისარი.
დღეს ყველა ქარი ფრენას მაძალებს,
და ეს ავდარიც ალბათ ძრვის არი.
ავგული იყოს და ჯავშნიანი
ფოლადი რეკდეს ქარიშხლის ხმაში,
ზღვის ღელვა _ ლურჯი კაბის შრიალი,
ზღვის მსხვრევა _ თეთრი ხელების ტაში...
ჩემი ხომალდი გადურჩა ავდარს
და საუნჯეთა მფლობელი არის,
მას ვარსკვლავები ტყვეებად ჰყავდა,
მან დაატყვევა ყოველი ქარი.
ჩემი ხომალდის გზა _ სიყვარული,
თეთრი და ირმის ნახტომის მსგავსი...
ჩვენ ვიცით მარტო გულის ფარულის
და დაუხარჯავ ცრემლების ფასი.

ალექსანდრე საჯაია
1938.წ

Posted by: merciamercia 1 May 2013, 16:25
დაუმთავრებელი ბარათი

ვერ აიტანე უკმეხი ბედი-
მინანქრებს სადღაც სუსხავდა თრთოლვა,
ეხლაც არ მახსოვს, როგორ წავედი,
ან გულმა როგორ გამოგიგლოვა.

შენ რომ გამშორდი, თხელ ნაფეხურებს
დიდხანს უმზერდნენ ხიდან ჩიტები.
და კვლავ ბარდნიდნენ ჩემ მწუხარებას
თოვლი და მკრთალი პანაშვიდები.



ნიკო სამადაშვილი

Posted by: nia-1nia 2 May 2013, 02:01
ორბელიანი
ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და…
მეთხუთმეტე კაცად შევიდა…

ცამეტი ლუდოვიკო
კედლიდან იყურება;
ციცას ეფერება
ლუი მეთოთხმეტე;
ხალხს ხმა დაუკარგა
მეფის სიყრუემა,
მეფეს ხალხზე უფრო
კატა ეცოდება.

ხელმწიფემ
საბას ნაუბარი
მოისმინა რა,
– ოჰ…
ოჰ…
ოჰ…
ოჰო!… –
თქვა და
თითქოს კიდეც ინანა.

მაგრამ ამითი
არაფერი
გამოვიდა რა
(საბას ხმა
როდი წააგავდა
კნავილს კატისას);
რაც შეიტანა,
ისევე ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან
ელჩმან ქართლისამ.

– წვიმა არ არი!
საბას კაბა
დაუსველა რამ?!
– თოვლი არ არი!
საბას თავი
გაუთეთრა რამ?!
– ყინვა არ არი!
სულხან-საბას
აკანკალებს რა?!

– რამ დაასველა?!
რამ დათეთრა?!
რა აკანკალებს?!
საქართველოა
მისთვის წვიმაც,
თოვლიც და ყინვაც!..

…მზე ეთხოვება
ალბათ ახლა
ტურფა ტანძიას…
ეს სიცხადეა,
სულხან-საბავ,
თუ ფანტაზია?!
დედის ცრემლები
ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს,
ალვის ჩეროში
სტირის დედა
შვილს მოტაცებულს,
სტამბოლში
შვილი დედას სტირის, -
ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ
წმიდა ნინოს –
მუხლზე დაცემულს).

– რამდენს აფასებ მაგ პატარას? –
ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და
მოუთმენლად ელოდა პასუხს.
– უი, ქართველი მეგონა და
სპარსი ყოფილა, -
წარმოსთქვა ბალღმა,
ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.

– არა, პატარავ,
ქართველი ვარ,
ქართველი,
გესმის?
– უი, დედასთან წამიყვანე,
წამიყვან, ძია?.. –
საბას ცრემლები მოეძალა,
ატირდა კაცი, -
თავის ბალღობა გაახსენდა,
თავის ტანძია.

ვით ეს ყმაწვილი –
საქართველოც
ასე მცირეა,
საქართველოსაც,
ვით ამ ყმაწვილს,
ასე ჰყიდიან;

საფრანგეთს ვთხოვოთ:
გვიშველისო,
– სასაცილოა!
შენი ვხტანგი
ლუდოვიკოს
ფეხზე ჰკიდია.

ასე ფიქრობდა სულხან-საბა
ხელჯოხიანი;
მხარდამხარ საბას
ის პაწია ბიჭი მოსდევდა…
– მოგწყინდა განა უნაყოფოდ,
ელჩო, ყიალი?!
– გულს ნუ გაიტეხ!
– მუხა კვლავაც შეიმოსება!

Posted by: merciamercia 2 May 2013, 22:31
ქვეყნიერებას უცქეროდი ათასნაირად

ქვეყნიერებას უცქეროდი ათასნაირად,
წარმართ თვალებზედ ქრისტეს წყევლა გქონდა აკრული,
მთვარე დაისით გაგითბია, როგორც დაირა
და ანგელოზებს ულანძღიხარ მუხლებდამზრალი.

ბნელ გეთსიმანის ბაღში დიდხანს ტრუბადურობდი,
ღმერთების ჯოგი გოლგოთაზედ გელანდებოდა,
დასწყევლოს ღმერთმა რაღა ნისლებს დაუმეგობრდი,
თუ არ იცოდი სად ინათლა, სად ბნელდებოდა!

რა საოცარი იყო შენი მარადისობაც:
დევნილ სიცოცხლეს, ბნელ სიზმრების ჯანღი მალამდა,
დრო საუკუნის ჯახაჯუხში ჩაისრისება
და ეგ ცხოვრებაც მოთავდება როგორც ბალადა.

ძლივს დარწმუნდები რომ შენ ჯვარცმაც კი არ გწყალობდა,
ბედს ნუღარ ერჩი, თუ ლოდებმა ამოიოხრეს,
იტყვიან: ნეტავ დაგენახათ, როგორ წვალობდა,
სანამ დარდებმა საცოდავი სულ არ გამოხრეს.

ეხლა დადიხარ და ხეებსაც კი ერიდები,
ხან არც კი გინდა რომ ბინაში შემოგყვეს ჩრდილი,
ცოტა ხანს კიდევ... იმის მერე, რო დაბერდები,
ეგ თავის ქალა კლდეს ექნება პირში გაჩრილი.

და შენს ხერხემალს სალამურად გამოიყენებს,
არმაზის კერპი, ან ქარების ტიალი დოღი,
სანამ გრიგალებს, შენს ძვლებს კვერთხით დააყრევინებს,
გოლგოთის მთიდან მორეკილი ღმერთების ჯოგი.

ნიკო სამააშვული

Posted by: kranci 4 May 2013, 11:05
".... ანგელოსო,
მიტოპავენ წვალებით...
სიყვარული მდინარეში ფონია...
დაირწევა ჯაზი მაწანწალების,
შეწყალების უკვდავი სიმფონია.

ზედ სათიბზე ფეხით მოდის ქალი,
ტერფიც არ დასველებია პურში,
პირჯვარს ვიწერ,
რომ არ ყავდეს ცალი,
პურის ზვირთზე
ფეხშიშველა ქალი..."



დათო მაღრაძე

Posted by: kranci 4 May 2013, 11:55
ბაქანი, წეროები, კონიაკი.

ზეცას, თუნდაც მოღუშულს,
მოწყენილს
და წვიმიანს,
ფრთების ჯარს რომ მიანდობს
ყელგაწვდილი ფრინველი,
მისი სულისკვეთება
ამ საკრავის სიმია.
... დრამა ორ მოქმედებად,
მოქმედება პირველი:

-გავა მატარებელი?
ხალხია თუ თხებია,
ზოგი მოკლე კაბით და ზოგი
გრძელი ულვაშით,
რაც ქვეყანას მოვედი,
ამას მეკითხებიან,
მერე უკვირთ, მნახავენ
ადრიანად დუქანში.

ასეთ გზებზე ვათრიე
ჩემი ალფა-ომეგა,
ცაზე მოხვდა პატრიას
ლექსის პწკარი ყანჩებად,
არასდროს მინატრია-სადმე
რამე მომეგო,
რადგან პირჯვარს ვიწერდი
მხოლოდ გასამარჯვებლად.

იყო ბედთან თამაში,
იყო გზაზე დაცემაც,
წუთისოფლის შალაშინს როცა
ტრფობა დანებდა,
რა ვქნა, ვერ მივიცალე
თქვენთვის პატივსაცემად.
რადგან მუხლზე ვიდექი
მხოლოდ სათაყვანებლად.

არსაით არ მეძახდა
საგანძური მეფეთა,
მთვარე მედგა ნაკლული,
სიყვარულის ქომაგი,
შეძახილით კაფეში იყო
ჩემი შეკვეთა:
-კონიაკი ფრანგული
რიჟრაჟამდე ორმაგი!

წუთისოფლის მენიუს
მივაწერე ფასები,
უფრო ხელმისაწვდომი,
ვიდრე სხვაგან ნახავდით,
საფასურად სიცოცხლე,
საკმარია სავსებით,
სიყვარულის მხარგასწვრივ,
როგორც გადასახადი.

ამ ქალაქში, რა ვიცი,
ძველად ვის რა ენება,
ახლა გახდა წრფელობა
ირონიის საბაბი,
სიცოცხლეს იგრძელებენ
გაგრძელებით ენების
და ასაკსაც იკლებენ
დამოკლებით კაბების.

როგორც ჭაღის პეპლები,
ირევიან ნაშები,
თითქმის დავიწყებული
ცოცხლდებიან ქუჩები,
დაბერილი ტუჩებით
ადრე ნაპარპაშები
კვლავ მოდიან
შენ იცი,
თუკი გადაურჩები.

გადარჩენა ერთია,
სიყვარულის წვეთია
ბედი შეუკვეთია,
ამის დამწერს ორმაგი,
აბა ახლა შენ იცი,
შენა ხარ და ღმერთია,
თუ დარჩები პირველი
სიყვარულის ქომაგი.

ზოგი ხალხს თვლის - მოსეა,
ზოგი თავს თვლის მესიად,
მინდა გავქრე მზიანად,
შევერიო უსიერს,
ანდა ვკითხო ფღანგულად,
ძველებური წესია,
თანაც თავაზიანად:
შიგ ხომ აღ გაქვთ, მუსიე!

მუზეუმში საკლავით
მისდგომიან ოპიზარს...
საკმეველი გზას იკვლევს,
საპოვნელად ნაკლისა
ეკლესია იქნება
მეკვლე ქრისტეშობისა,
როცა გვირგვინს ეკლისას
კაცი მოისაკლისებს.

რუხი ცა გააცილებს
წეროების ქარავანს
და მოიწყენს ბაქანი,
ცრემლიანი საცოლე...
მგონი, გუნდს გადავყევი,
მგონი, მე აქ არა ვარ,
სულ შენ ეღვენთებოდი
ცისქვეშეთის საწოლებს.

სანამ გადაივლიან
წეროების გუნდები
ცის კიდეზე სტრიქონებს
წეროებით მივაწერ.
დავბრუნდები სიზმრიდან
სანამ გადავბრუნდები
თუ დამხვდები ბინაში,
დაბრუნებულს ბინაზე.
აქედან და შენამდე გზა
ვერ დავაცოტავე.
ვხვდები ალავერდობას
მერამდენედ უშენოდ...
თუ ოცნება ცოდვაა,
ოცნებები სცოდავენ,
უშენობას შენობა
მინდა ამოვუშენო.

შემომყურებს ბოჭორმის
ხატი წმინდა გიორგის,
ოქროსფერი გიორგი
წრფელობაზე მეტია,
გამებზარა ძახილით ყელში
სახმო იოგი
რადგან ზეცის ვარსკვლავი
გულში არ დამეტია.

შემოგყურებ ღამეში
შუქელვარე ლამპიონს,
ძახილით - გალაკტიონ!
ქარი დაგედევნება,
მინდა მთაში გავიქცე,
მწყემსებს გავეკაფიო,
ვთქვა სიტყვები მკაფიო
მწვერვალების მშვენება.

ცის არ გადაშენება,
წეროების ირაო,
მათი ფრთების მარაოს
მოწვდენილი ნიავი,
სიცოცხლით გადავიხდი
გადაუხდელ გირაოს,
ოღონდ მომწყდეს ნიავი,
ფრთებით ნალოლიავი.

ამდგარა და გამქრალა
ფიროსმანის სამარე,
არც აკვანი არა სჩანს,
იქნებ სულაც არ იყო...
თამარ, მიეთამარე,
აღდგომა დღეს გაფრინდა
უკვალოდ, უთარიღოდ.

და ისე არ ჩაივლის
ჩემი წუთისოფელი,
ცის კიდეზე სტრიქონებს,
წეროებით მივაწერ,
დასრულდება მირაჟი
თრობით დაუთრობელი,
დავბრუნდები ბინაში,
თუ დამხვდები ბინაზე.

გადაივლის ზამთარიც
მოწყენილი დღეებით,
ცაზე შეიკლაკნება
აქსელბანდი ოფიცრის,
სატრფოს გაეღვიძება კარის
ერთი შერებით,
მყუდრო საძინებელი სიცოცხლისთვის მოიცლის.

მოიცლის და
მოიცლის მარტოობის არშიას,
ოხშივარი დაგათრობს
ნათბილარი საწოლის,
გამრუდებულ ცხოვრების
გაისწორებ ხვაშიადს,
მერე წვიმა, ბაქანი,
დარჩენილი საცოლე...

და ბაქანის წვიმები
დადგენილი ფოთლიდან
ისაუბრებს ქოლგასთან
მოლოდინს რომ მოება,
ასხლეტილი წუთები, რასაც
ცული მოთლიდა,
ნაფოტებად დასცვივდა
შეჩერებულ დროებას.

აქაფებულ ტალღებში ჯერ
შევდივარ მხარულით
და თუ მეხსიერება მაინც
გახდა არქივი.
მაშინ თუნდაც დაძველდეს ეს
ჩემი სიყვარული,
სიყვარული ძველდება,
ოღონდ კონიაკივით.

P.S.
ხან ჩემივე სიტყვები
უსაშველოდ მაბრაზებს,
ამიტომაც არასდროს ნათქვამს
არ ვიმეორებ
და ძვირფასო მკითხველო,
შეისვენე ანტრაქტზე,
ვიდრე არ დაიწყება
მოქმედება მეორე.


დათო მაღრაძე

Posted by: -Beka- 5 May 2013, 01:58
მარიამ მაღლაკელიძე - მე...


არასდროს ყოფილა ჩემში კეისარი,
არც მოცარტობას ვიჩემებ დღეს
მუდამ მიტაცებდა შოპენის აკორდები,
მაგრამ მის ჰანგებსაც ვერ ვუძლებ დღეს.

ვიტყვი, რომ ვერასროს დავიპყრობ ევერესტს,
თუმცა კი ვეტრფოდი მე დიდად მთებს.
შევიგრძნობ ჩარკვიანს, მუსიკის აკორდებს
იცით? მე მაინც ვერ ვცურავ ზღვებს.

პრომეთედ, ამირანად ჯაჭვში გავები,
ყვავმაც კი დამცინა, მატირა მე.
შექსპირად გადვიქეცი, აზრებად დავიღვარე,
როცა მე წერასაც ვერ ვფლობდი ჯერ..

არასდროს ყოფილა ჩემში კეისარი,
გაიგეთ,სიმტკიცე სიმცირეს მძენს,
მახსოვს, მიყვარდა ჰანგებში ხეტიალი,
ლომის ბოკვრებთან არ ვზრდილვარ მე...

ოდესღაც გრანელმა სიჩუმე მიწოდა,
როცა ზღვის ტალღებში ვბღაოდი მე
ახლა მომიწოდებთ, ვიქცე ბარბაროსად
მე ვერ შევიცვლები, გაიგეთ , ვერ !

სიჩუმის ამბორში, შავ ნისლში გავგორდი
(კენ კიზის ბელადი მალავდა თმებს),
მოცარტის რექვიემში ტრაგიზმით გავოგნდი,
მინორულ პროცესიას ვერწყმოდი მეც...

იცით – კეისრობა ბრალდებად მომესაჯა?!
მე დღეს ეს ცხოვრება სიკვდილზე მდებს
თუ ვერ გამიცანი, თუ ვერ გაგიცანი,
გრანელთან სიჩუმეში მეძიეთ მე..

ზღვა უკვე მშვიდი არის...
გრძნობები დიდი არის...
კეისრის მუხლებთან,
დავობლდი
მე...

http://gpoets.blogspot.com/2013/03/blog-post_6609.html

Posted by: merciamercia 5 May 2013, 15:17
სააღდგომო აღსარება

როს აღესრულა მიმწუხრის წირვა,
ლოცვით ამოველ გზები წნული და
სიტყვის ძარღვებში სისხლად ჩავწურე
მზე მოწყვეტილი ბროწეულიდან.
ეს მე ვარ, მე ვარ – ადამ და ევა
მსურს ჯოჯოხეთის სამოთხედ ქცევა.
ეს მე ვარ მკვლელი ძმისა – კაენი,
ხელდასისხლული ეს მე ვარ, მე ვარ.
ეს მე ვარ, მე ვარ მიღმა განედთა,
სად შენი პირველხატი განათდა.
თვით პირველცოდვის ვნებით შობილი,
ეს მე ვარ, მე ვარ ძე შეპყრობილი.
მე ვარ სირცხვილის შვილი შიშველი,
მე ვიცი ერთი სიტყვა – მიშველე!
და ვთესავ ამა სიტყვის ნიადაგ,
სიცოცხლის თესლად ვურევ ნიადაგს,
რომ სამერმისოდ მოვიმკა ენით
ლამექ, იობალ, თუბალ–კაენი.
ეს მე ვარ, ვქრები, ისევ ვენთები,
ყოველ ნაყოფში ვხორციელდები.
ვკვდები, სიკვდილშიც გმინვას ვუნდები,
ვიდრე გმინვითვე კვლავ დავბრუნდები.
ენუქ, ნოემა, ენოს, იობალ!
ეს მე ვარ, მე ვარ – კაცობრიობა.
ხან ძვირად გყიდი, ხან კი იაფად,
ხან იუდა ვარ, ხან კაიაფა.
ეს მე ვარ, ხეზე თუ ავა ზაქე,
დღეს მეძავი ვარ, ხვალ ავაზაკი.
ვალის ამკრეფი, თავად მოვალე
ეს მე ვარ, მე ვარ – ავკეთროვანი.
კაცობრიობის სნეული ძე ვარ,
კაცობრიობა – ეს მე ვარ, მე ვარ.
სამყაროს რიტმულ სუნთქვის გამებში,
შესაქმის პირველ ცხოველ ღამეში
ეს მე ავეშვი გზნებით ველურით,
როგორც პრომეთე და გილგამეში.
ვყვირივარ, ვგოდებ და ვიუწყები,
ეს მე ვარ შვილი შენი უძღები.
დამსმენის ენა – სამარის მთხრელი,
მემრუშეს ხვევნა, ჯალათის ხელი,
ეს მე ვარ მონა ჩემი ბუნების,
ძე მომლოდინე შინ დაბრუნების.
კაცობრიობა – ეს მე ვარ, მე ვარ.
მე დავიწყების ბურუსში ვწევარ.
უგულო აზრთა და ფიქრთა ცქერა,
გულის უფიქრო, უაზრო ძგერა,
არათუ ერთი უბრალო სიტყვა,
მე მტკივა ყველა უსულო ბგერა.
თუმცა მრავალი მელის წვალება,
მჯერა ჩემს გახრწნილ წიაღშიც შეხვალ,
ამ ჯოჯოხეთის ფერისცვალება,
სამოთხედ ქცევა – ეს უკვე შენ ხარ.

რატი ამაღლობელი


პ.ს გილოცავთ დღევანდელ დღეს :**

Posted by: nia-1nia 7 May 2013, 19:57
გუშინ წვიმდა!
შეგამჩნიე ჩემი სახლის ფანჯრის წინ,
და სად მიგეჩქარებოდა ,
ეხ! ვინ იცის, ვინ იცის,
ვისი დარდი დაგაქვს გულით,
ან ვინ გდარდობს ძილის წინ,
რად მიჩქარებ გულისცემას,
როცა გხვდები პირისპირ,
რატომ მართმევს შენზე ფიქრი,
თუნდ პაწია ძილის წილს,
...
იქნებ ქმარიც გელოდება!
იქნებ შვილიც ვინ იცის,
იქნებ სიზმრის ზმანებაც ხარ!
არც არსებობ
ვინ იცის...


აჩიკო ჯოჯიშვილი

Posted by: wuma 7 May 2013, 23:00
არაბი ხარ?

დგახარ ქუჩის განაპირას,
ვარდებს ჰყიდი...
- ჩემო კარგო,
არაბი ხარ?
- იეზიდი...
როგორც ია
თავდახრილი ბუჩქის ძირას,
მორცხვი ხარ და
როგორ გშვენის კდემა დიდი...
- თქვი, შავთვალავ,
არაბი ხარ?
- იეზიდი...

ანა

Posted by: leni-ko 8 May 2013, 15:23
vivianna
გიორგი ლობჟანიძის ლექსიაsmile.gif
და კიდევ ერთი რომელიც მიყვარსsmile.gif


მე გჩუქნი თვალებს

მე გჩუქნი ჩემ თბილ, თაფლისფერ თვალებს,

დღეს სულერთია ჩემთვის, ვინა ხარ,

მე თვალებს გჩუქნი,

ეს იმას ნიშნავს,

რომ თვალს აახელ და დამინახავ.

რადგან ვხედავდი, მთელი ქვეყანა

მუდმივად კვალში მედგა მუქარით,

მე თვალებს გჩუქნი,

ნუ გიხარია,

შეჩვენებაა ეს საჩუქარი.

თვალებში მთელი სამყარო მოჩანს

და ის გეყოფა ფიქრად თუ დარდად,

გქონდეს თვალები და ამ თვალებით

ყველას ხედავდე იმ ერთის გარდა.

მე გჩუქნი კეთილ, ნაღვლიან თვალებს,

ვით იის ანდა ენძელას კონას,

შენ ჯერ ვერ ხედავ, რომ ამ თვალთაგან

უკანასკნელი ცრემლები ჟონავს.

დიდი და უხვი სინათლის ნაცვალდ

დამრჩება ორი ბნელი ფუღურო,

ნუ გიხარია,

შენ ამ თვალებით

ხვალ ბრმა ქვეყანას უნდა უყურო.






გათავისუფლებ


ჩემი ბაგისგან,
ჩემი ტანისგან,
ჩემი ხელისგან,
ჩემი მკლავისგან,
ჩემი მხრებისგან,
ჩემი თვალისგან,
ჩემი ფიქრისგან,
ჩემი წყენისგან,
სიძულვილისგან,
სიყვარულისგან,
ჩემი თავისგან -
შენი თავისკენ
გ ა თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ!

რატი ამაღლობელი

Posted by: საკურა. 8 May 2013, 16:35
ნერვები მაქვს (დ)აწყვეტილი ღილებივით,
(გარეთ ისევ ირევიან ამინდები),
ყრუ დღეები მატარებენ გიდებივით,
ამ ერთხელაც შეძელი და გამიძელი.
ხელის გულზე ვაშოშმინებ ნებისყოფას,
ჩამონგრეულ სულში ისევ ვაგებ იმედს,
გუშინ ცა და დედამიწა ვერ მიყოფდა,
ახლა უარაფრისობა მანებივრებს.
სარკემ შვებით აირეკლა გათენება,
გადახდილი უძილობა ათბობს საწოლს,
დაღლილ მხრებზე ჩამოეყრდნო ქუჩებს მზე და
ჩემს ფანჯრებთან გულწითელა ჯერაც სახლობს.
ჯერაც, რადგან მორიგ ჯერზე გაფრინდება,
მიატოვებს საგიჟეთის ვიწრო სადგომს,
მე კი შენი მიტოვება არ მინდება,
არ მინდება, ამ კედლებში ვრჩები,
ვამბობ:
მერე რა რომ არაფერი შეიცვლება,
ფიქრებიდან მაინც ვეღარ დამიძვერი,
ოცნებებში ყველაფერი შეიძლება,
ამ ერთხელაც შეძელი და გამიძელი...... ^_^

* * *
QUOTE
ჩემი ბაგისგან,
ჩემი ტანისგან,
ჩემი ხელისგან,
ჩემი მკლავისგან,
ჩემი მხრებისგან,
ჩემი თვალისგან,
ჩემი ფიქრისგან,
ჩემი წყენისგან,
სიძულვილისგან,
სიყვარულისგან,
ჩემი თავისგან -
შენი თავისკენ
გ ა თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ!

love.gif

* * *
Marco Materazzi
კარგი რა მარკო.... ||| biggrin.gif

Posted by: Marco Materazzi 8 May 2013, 19:12
საკურა.

რა იყო ? givi.gif

მოძველბიჭო ელემნეტები რო თანამედროვე პოეტები გახდნენ და ესეთ ლექსებს წერენ ეხლა გაიგე ? givi.gif

Posted by: Parabola 8 May 2013, 20:20
ჩვენ აქ ვწვალობდეთ, ვბერდებოდეთ,
შენ კი იყო მუდამ უცვლელი
და მოწყალე. ჩვენ არასდროს გვქონდეს უფლება
ეჭვი შევიტანოთ შენს მოწყალებაში,
არსებობაზე – ლაპარაკიც ზედმეტია. სწორადაც იქცევი,
რომ ასე ადვილად არ გვითმობ ჩვენს თავს,

რომ გვახვეწნინებ ჩვენივე სხეულებს,
ჩვენს შიშველ და სასაცილო, მოუქნელ სხეულებს,
და არასოდეს გვიტოვებ დროს
ავიდეთ და მივალაგოთ ჩვენი საფლავები,
ფოთლები გავხვეტოთ,
მტვერი გადავწმინდოთ ქვიდან.

სწორადაც იქცევი.
ჩვენ ხომ ჩვენივე სიცოცხლეც კი არ მოგვენდობა,
სიკვდილი კი – მითუმეტეს.
ზვიად რატიანი 2kiss.gif

Posted by: leni-ko 9 May 2013, 14:22
ტიციანს

გახელებული ხარი აბღავლდა,
თითქოს ვიღაცას უხდიდა ბოდიშს,
ნატყვიარევი ვერ შებღალავდა
უალდის კეთილ და ამაყ პროფილს.
გაოცებული გაქრა ნუგეში,
ლაგამს ლოღნიდა უფეხო რაში;
კაცები ფოთლებს წვავდნენ ქუჩებში
და პასტერნაკი ტიროდა ბაღში.
მარტორქებს სუსტი, სიმართლის შველი
რქაზე აეგოთ, იყო ტალახი,
როცა პაოლომ ნატიფი ხელით,
დასხლიტა თოფის ყველა ჩახმახი.
და კოლომბინას წითელი პალტო,
მიტოვებული, ფერსევდიანი,
თქვენს საკიდელზე ეკიდა მარტო
და შემოდგომა იდგა გვიანი.
თავს იმართლებდნენ, სჭირდება მიზანს
მსხვერპლი და გველი ღმერთის ლოგინში,
დიდი ბოდიში, მეტს აღარ ვიზამთ,
მოხდა შეცდომა, დიდი ბოდიში.
ცავ ულმობელო, შენც განგიცდია,
როცა მზეები წითლად დაბინდე,
როცა დაარქვეს ჯვარცმას _ ტიციან!
როცა დაბრმავდა ტანიტ ტაბიძე.
დაბრმავდა, მზეს ვეღარ შეხედა,
მაშინ ზეცაში მზეც დაეხვრიტათ
და თამუნიას ლამაზ ფეხებთან
ეგდო მიხაკი დანამეხიდან.
მაგრამ ლექსები ვეღარ დარაზეს,
ვერ დააჭედეს მონური ნალი,
შენ ყაჩაღებმა მოგკლეს არაგვზე _
და შენ სიკვდილში მე მიდევს ბრალი!


ლაშა თაბუკაშვილი

Posted by: voice of amerika 9 May 2013, 15:18
ქეთი ხოსიტაშვილი

დუმილი

როცა სათქმელი არაფერია
და ტანზე აგდის ვიღაცის სუნი,
სხვა ყველაფერი დანარჩენია
და არაფერი ჯობია დუმილს.

სახლში სითბოა, სითბოში ბავშვი,
ფეხი მოუჩანს საბნის კიდედან,
დგახარ ორპირი ქარივით კარში
და გაღიმებას მხოლოდ მიბედავ.

და დგება ისევ დუმილი - საშვი
რამდენი სიტყვა გამოგვრჩენია...
სახლში სითბოა, სითბოში ბავშვი
სხვა ყველაფერი - დანარჩენია
* * *
ქეთი ხოსიტაშვილი
შეხვედრა

გამოსასვლელი ჯინსი მაცვია,
ვზივარ კაფეში ვსაუბრობ შენთან,
მზემ ყველა ჩრდილი გვერდზე გასწია,
ალუბალს მკვახე ნაყოფი ესხა.

ორი ჩაი გვაქვს - ბევრი სათქმელი,
ვიხსენებთ, როგორ ვიყავით ერთად....
შენ უნებურად ხელი დამადე,
მერე სახლებიც ჩამოსხდნენ ჩვენთან.

სხვადასხვა დრო გვაქვს მაჯის საათზე,
ვზივართ და თვალებს ერთამენეთს ვესვრით...
მზე ჩრდილებს თავის მხარეს გადასწევს
და ახლა ჩვენი მიმტანსაც ესმის.

მერე კი გზაა უკან - სახლამდის,
ალუბალს მწვანე ნაყოფი ესხა.
ვფიქრობ, რომ რაღაც ისევ არა ვთქვით,
რაღაც ძლიერ რომ გვინდოდა გვეთქვა ...

Posted by: leni-ko 9 May 2013, 16:39
ვწევარ და ვუსმენ. ქარია გარეთ.
მე ბნელ ოთახში ვწევარ და ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედელზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.

სად გაქრა შენი ფერკმთალი სახე,
სუნთქვა სიჩუმის და ფოთოლცვენის,
ან ის სიზმრები, ერთად რომ ვნახეთ,
აუხდენელი სიზმრები ჩვენი.

ახლა მჭირდები... შენ არც კი იცი,
შენ ვერც იფიქრებ, როგორ მჭირდები...
შეეძლო მარტო შენს ბავშვურ სიცილს
გაევსო სახლი მზით და ჩიტებით.

სად გაქრი... საით გაყევი ქუჩებს...
სად დაგავიწყდი... სად ვიყავ მაშინ...
ან იქნებ ვინმეს მოუნდა უცებ,
ჩემი ყვირილი გაიგოს ქარში.

საბრალო სული! დე, იყოს ასე!
მე არ მრცხვენია ვნებები ჩემი,
მე ყოველ ღამეს - შენი ხმით სავსეს -
ვხვდები ცახცახით და გულისცემით.

მაგრამ შენ სად ხარ... ქარია გარეთ,
ისევ ქარია და ისევ ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედლებზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.
love.gif

* * *
მეფეებივით ფიქრობენ მთები...
ღამე კოცონთნ სველ ფეხებს ითბობს...
მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები...
მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს...

ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი -
ლამის არაგვის შევსვა პეშვებით.
ერთი ხევიდან ძლივს ამოსული,
უფრო უარეს ხევში ვეშვები.


კაცი არა ჩანს , რომ რამე ვკითხო.
გარინდულ კლდეებს ვესაუბრები.
და აი, ცაში ავედი თითქოს
და ბატკნებივით დაფრთხნენ ღრუბლები.

Posted by: merciamercia 9 May 2013, 17:25
ხატაური

მწვანე ხავერდი, ვერცხლის ბეწვი და ხატაური
ჭრელ ხალიჩაზე ჩაჰკვდომია სპარსეთის რაშებს…
დათენთილ ბრჭყალებს ამახვილებს და ათამაშებს
ამართულ ყურთა ესმის უცხო ქვეყნის ხმაური.
ცხელი საღამო, ქვიშის სრბოლა, აურზაური
აუტეხნია შუაღამით წყეულ ზარნაშებს,
ო, რა უხდება, ამპარტავან, აშლილ ულვაშებს
მისი სვლა ასე მომხიბლავი და უცნაური.
მწუხრის საატზე სფინქსის სახე გააცხოველებს
ღამის წიაღში ის კითხულობს ღამის ნოველებს
და განუწყვეტლივ აპრუტუნებს შორით ნაღარას.
პატარა თითებს კარგად ახსოვთ სპილოსთან ბრძოლა,
რა დროს დაიწყებს ზამთრის სუსხში ბუნება ძრწოლას,
ბუხრის სითბოზე მოიგონებს ყვითელ საქარას.

პაოლო love.gif love.gif

Posted by: merciamercia 10 May 2013, 23:09
***
ბაგით დავწვდი დოქის ბაგეს, ბაგე გადავიბადაგე,
დღეგრძელობას ვეძიებდი, ჟამთა სრბოლით დავიდაგე,
დოქმა მითხრა საიდუმლოდ: მომაგებე ბაგეს ბაგე,
ქვეყნად განა კიდევ მოხვალ, დალიეო, რა ქადაგებ.

ომარ ხაიამი

***
შავ მთაზე თეთრად დაუთოვია,
მშვილდს დაემსგავსა წერწეტა სარო.
რაც არ მტანჯავდა, დღეს იგი მტანჯავს
და რაც მიყვარდა, დღეს იმას ვზარობ.

რუდაქი

* * *

Posted by: merciamercia 11 May 2013, 23:17
***
სადმე წამიყვანა ნეტავ,
სადმე, საქართველოს მთებში,
ბილიკს ამადევნა კენტად,
წვიმის დამაწია თქეში,
მუხა შემახვედრა ბედად,
ბინდით ჩაღამებულ ტყეში,
უკუ მაყრევინა სევდა,
კოცნა მაბნევინა თმებში,
წამით დამანახა დედა,
დილით აგორებულ მზეში,
მწყურვალს შემაგება კლდე და
მასვა ნაკადული პეშვით.
რამდენ სითამამეს ვბედავ,
ძვალზე გაკიდული ლეში,-
"სადმე წამიყვანა ნეტავ,
სადმე,საქართველოს მთებში."


მანანა ფრუიძე

Posted by: საკურა. 11 May 2013, 23:51
თქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა: - როგორ დავბადოთ
კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც,
რა დავაწყევლოთ ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც?

პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი:
დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი.

წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,
ულამაზესი იყოს, მაგრამ უღარიბესიც.

ბოლოს კი შავი ანგელოსი წამოიმართა
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:

სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს.
ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშე,
უთუოდ მგოსნად
და უთუოდ -
საქართველოში. . .

თურმე იმ ღამეს ვერ დიოდა წყნარად რიონი,
ჭყვიშში იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი . . . . . . .

Posted by: wuma 13 May 2013, 10:33
ა.ვ-ს

ისე გავიდა ეს გაზაფხული...
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი,
მე _ სიყვარულით ვარ დაზაფრული,
კიდეც რომ მსურდეს, ვეღარ მიშველი.
... ისე გავიდა ეს გაზაფხული,
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი.

რა დაგიშავე, მითხარი ბარემ,
რად ამითრთოლე მგზნებარე გული,
რისთვის მომიკალ, რად გამიმწარე
ეს სიჭაბუკე და გაზაფხული.

მე სიყვარული ამიტანს უცებ,
დაგეძებ, დამდევს ფიქრთა კრებული,
დავიარ თბილის-ქალაქის ქუჩებს
და დავბრუნდები აცრემლებული.

ვაი, სად გნახო, საით იქნები,
ვიცი _ გარბიხარ და მემალები,
შენ დაგეძებენ ჩემი ფიქრები
და ამღვრეული ჩემი თვალები.

ჩემთვის ერთია, სადაც იქნები,
ჩემს სიყვარულში დაგაჯერებენ,
შემოგხვდებიან ჩემი ფიქრები
და ჩემს მაგივრად გაგაჩერებენ.

შენ შემომხედავ მწყრალი თვალებით,
გაიცქრიალებ და შებრუნდები,
მე ვნებიანი და ნამთვრალევი
გეტყვი: _ აროდეს არ შემძულდები!

ნუ გაფრინდები, ჩემო ოცნებავ,
ნუ გაგიტაცებს თრთოლვა ქალური,
მე შენთვის მინდა ეს საოცრება,
ეს სიჭაბუკე და სიყვარული.

ნუ მათქმევინებ ამ გაზაფხულზე:
_ ნეტავი, მიწა მეყაროს გულზე!

ჰოდა, თუ მოხვალ ვარდებით ხელში
(პოეტებს უყვართ ვარდის სურნელი)
ვიმღერებ მუდამ მე, შენი ეშხით
და სიყვარულით განუკურნელი.

დავლევთ სიყვარულს, როგორც ტკბილ ღვინოს,
გეტყვი, რაც დამაქვს გულში ფარული,
მერე წავიდეთ, დავაგვირგვინოთ
ეს სიჭაბუკე და სიყვარული.

ლადო ასათიანი

Posted by: Batuka 13 May 2013, 17:00
მე მიყვარს ღმერთი, საქართველო, მზე და აისი,
მიყვარს ყოველი, რაც ფეთქავს და რაიც სულდგმულობს,
მიყვარს თვეები: აპრილი და სველი მაისი,
კაცი ალალი, ახოვანი, უშნო, უგულო.

მე მიყვარს ჩვილის საოცარი ყელის სურნელი,
მადლით მოსილი, ღვთისნიერი, კეთილი ბერი,
მიყვარს ჭკვიანი, გონიერი, მიყვარს სულელი,
მიყვარს მოყვასი, უცნობი თუ ნაცნობი მტერი.

მე მიყვარს დედა, დაკოჟრილი გლეხის ხელები,
მიყვარს შვილები, მონათება მათი თვალების,
შემოდგომაზე აღრეული ათასი ფერი,
და მზერა მიყვარს, სიყვარულით სავსე ქალების.

მიყვარს და ვეტრფი მამა–პაპის განვლილ ნაბიჯებს,
მიყვარს მთის ქედზე ავარდნილი ბღავილი ხარის,
ღმერთმა შეუნდოს, ვინც გადახსნილ გულზე მაბიჯებს..
მიყვარს დილის მზე, და საღამოს ავსება მთვარის.

მიყვარს სიცოცხლე, სიყვარულით გულის ფანცქალი,
მიყვარს თითებში შენახული ნაცნობი სითბო,
მიყვარს ხილული, უხილავი, მადლი რაც არი,
ვინც კეთილ საქმეს აკეთებს და არაფერს ითხოვს.

მიყვარს რითმებით სიყვარულის ახსნა და მღერა,
მონანულ კაცთა გადმოღვრილი მიყვარს ცრემლები,
მიყვარს, უძილო ღამეებში ლექსების წერა,
მხრებზე იმედად მოხვეული მძიმე ხელები.

მიყვარს ტაძრებში დანთებული სანთლების ალი,
და ის ბილიკი, ცოდვილი რომ კარებთან მიყავს,
მიყვარს გრძონებით დამთბარი და ერთგული ქალი,
კაცის თვალები, ნამდვილი და მართალი მიყვარს.

ერი და ბერი, დიდ–პატარა, ქალი თუ ბავშვი,
მიყვარს ყოველი, რაც სულდგმულობს და რაც ხმიანობს,
მიყვარს და ვიცი, ამ სიყვარულს ვერავინ წაშლის,
ღმერთის ხატებავ, შენ მიყვარხარ ადამ–იანო.

Posted by: tamuussi 13 May 2013, 21:45
*თ.ს.-ს*

სავსეა ქუჩა წვიმის სურნელით.
და ჩემი ჩრდილი კედლიდან წვეთავს,
ქარი ჩემს სუნთქვას - ყრუს და მოცელილს -
ფრთხილად იპარავს და მიაქვს ღმერთთან.

ღია სარკმელში, ბნელი ქალაქი -
სველი მგზავრივით შემოდის შიგნით,
და მთვარის ჩრდილი მის გრძელ ფეხებთან
დევს - როგორც გარეთ ნაპოვნი წიგნი.

სავსეა ქუჩა წვიმის სურნელით.
და მიაქვს განცდა სხვადასხვა თემის.
ვიბრუნებ სუნთქვას და შენს მუცელში -
ახალი სუნთქვა იწყება ჩემი.

http://forum.ge/?f=18&showtopic=34530718


*********************
რა შეიცვალა,
ო, იმ ტკბილი მომავლის შემდეგ,
გულს რომ ჩაუთქვი, აისრულე, ხოლო დღეები
გადახალისდა, გაიზარდნენ
შენი ხელები
და ხვალინდელი
სარჩოს
ფიქრით აღარ იღლები.
შენი სახელიც,
ვით მდინარე, ისე ადიდდა,
და ყველა ღამე წარსულია
ახლა რატომღაც.
რა შეიცვალა, იმ მწარე და ტკბილ მომავლიდან,
როგორც ფოთოლი - მოწყვეტის ჟამს,
ისევ მარტო ხარ.



http://forum.ge/?f=18&showtopic=34530718

Posted by: Nitsa_a 13 May 2013, 21:58
ქრისტე

მწარე ბრძოლის ცეცხლ-ალმურში ელვარებდა ჩემი ხმალი,
მე არ მწამდა ამ ბრძოლაში გაკითხვა და ცოდვა-ბრალი.
და სადაც კი ხელჩართული მწვავდებოდა კაცთა ომი,
როგორც ლომი, მე ვიბრძოდი, ცეცხლისა და სისხლის მდომი.
ყვავილოვან სიყმაწვილის რომ დამიჭკნა ია-ვარდი,
მე მწყუროდა სისხლის ღვარში ჩამენთხია გულის დარდი.
მაგრამ ერთხელ, როცა ველად მე გარს მერტყა მტერთა ჯარი,
მწარე კვნესა შემომესმა, გულის სიღრმით ამომსკდარი.
დაჭრილი და ძალმიხდილი ბრძოლის ველზე ეგდო მტერი,
სისხლი სჩქეფდა და ერთოდა მტვერში სისხლი, სისხლში მტვერი,
და რა უნდა მომხდარიყო, რომ მომეკლა ეგ მტარვალი?
მე ავთრთოლდი, ავკანკალდი და ვიშიშვლე სწრაფად ხმალი.
მაგრამ ამ დროს, ქრისტევ, ქრისტევ, წინ დამიდგა შენი ჩრდილი,
მზის სხივივით ანთებული და ჩრდილივით მოწყენილი.
და ეგ სახე, შენი სახე, სახე მშვიდი, სახე მტკბარი,
სათნოება-მწუხარებით მიცქეროდა განამწარი.
საყვედურით მიცქეროდნენ მე თვალები მწველი შენი
და მკითხავდენ, თუ რათა ვკლავ, ან მკვლელად რად შევიქენი?
შეიბოჭა ჩემი ლტოლვა, განადგურდა ფიქრი ლაღი,
ძირს დავუშვი სწრაფად ხელი და დავყარე იარაღი.
მივატოვე ბრძოლის ველი, გადვიარე ტყე და მთები...
და მას შემდეგ მოღალატეს მეძახიან მეგობრები.

Posted by: nini gogo 13 May 2013, 21:59
ცოტა სიყვარული კმარა,
ცოტა სიყვარული, თვარა
რომ შეგშლის და გადაგრევს,
იმისთანა სად არისი!

ცოტა სიხარული კმარა,
ცოტა სიხარული, მარა
ან ის ცოტა, ან ის ცოტა,
ან ის ცოტა
სად არისი!

(მურმან ლებანიძე)

Posted by: merciamercia 14 May 2013, 01:06
Незнакомка

По вечерам над ресторанами
Горячий воздух дик и глух,
И правит окриками пьяными
Весенний и тлетворный дух.

Вдали, над пылью переулочной,
Над скукой загородных дач,
Чуть золотится крендель булочной,
И раздается детский плач.

И каждый вечер, за шлагбаумами,
Заламывая котелки,
Среди канав гуляют с дамами
Испытанные остряки.

Над озером скрипят уключины,
И раздается женский визг,
А в небе, ко всему приученный,
Бессмысленно кривится диск.

И каждый вечер друг единственный
В моем стакане отражен
И влагой терпкой и таинственной,
Как я, смирен и оглушен.

А рядом у соседних столиков
Лакеи сонные торчат,
И пьяницы с глазами кроликов
«In vino veritas!»* кричат.

И каждый вечер, в час назначенный,
(Иль это только снится мне?)
Девичий стан, шелками схваченный,
В туманном движется окне.

И медленно, пройдя меж пьяными,
Всегда без спутников, одна,
Дыша духами и туманами,
Она садится у окна.

И веют древними поверьями
Ее упругие шелка,
И шляпа с траурными перьями,
И в кольцах узкая рука.

И странной близостью закованный,
Смотрю за темную вуаль,
И вижу берег очарованный
И очарованную даль.

Глухие тайны мне поручены,
Мне чье-то солнце вручено,
И все души моей излучины
Пронзило терпкое вино.

И перья страуса склоненные
В моем качаются мозгу,
И очи синие бездонные
Цветут на дальнем берегу.

В моей душе лежит сокровище,
И ключ поручен только мне!
Ты право, пьяное чудовище!
Я знаю: истина в вине.

Александр Блок

Posted by: nini gogo 14 May 2013, 11:46
უშენოდ

უშენოდ, ბაღი ვარ ყვავილობის,
ღმერთმა უშენოდ ნუ მამყოფოს,
უშენოდ სკა ვარ ცარიელი,
უსარგებლო და უნაყოფო.

უშენოდ, სიბერის ყავლი მოდის,
უშენოდ ჩემთვის დღე არ დღეობს,
უშენოდ, ბაღი ვარ ყვავილობის
სადა ხარ, ჩემო მებაღეო.

(მედეა კახიძე)

============================
დიაღ, ტრფიალი სათაყვანოა,
გულახდილობით მე გეუბნები,
მე ახლაც მინდა, მეჰაერება,
რაც მეფიქრება და გებუნები.

მინდოდა, მინდა, მესულგულები,
თუ ჩემი არ ხარ, ვისი ხარ აბა?!
როგორც მე ვიცი, მეერთგულები,
ვერ გამაგიჟებს ეგ ჭრელი კაბა.

თუ ხარ, იყავი, სიტყვა აცეცხლე,
თუ უგულო ხარ, მე რაღას მერჩი?!
შენ ვერ შემომწვდი, ვერ დამაფასე,
რადგან არ გინდა, ARRIVEDERCI!..

(ბარსელი)

Posted by: In Private 14 May 2013, 12:57
მე დავამთავრე სიყვარულის დამარცვალება..
მე დავამთავრე ჩემი გულის გარდაცვალება..
ის სიყვარული დავამთავრე მე რომ მიყვარდა..
და ისიც თითქოს ყველაფერი გულს რომ მიკლავდა,
არ მემეტები მაგრამ რა ვქნა არც შენ დამინდე ..
არცერთი სიტყვა სიყვარულის მე არ გამინდე..
მე ქარავნებით მოგიზიდე ლამაზი ბედი
შენ კი შავთეთრად შემიღებე ცხოვრების ხედი..
მე ვოცნებობდი დაეხატე უფუნჯოდ მხატვარს..
რომელიც ჩემსში იმალება და სულ შენ გხატავს..
სულ ის მინდოდა მოსულიყო შენთვის ზამთარი
რომ ჩემ სხეულსში მომეძებნე სადღაც გამთბარი!!..
სულ ის მინდოდა მიყვარხარო ჩემთვის რომ გეთქვა,
და ამ სიტყვებით ჩემი გრძნობა რომ დამესეტყვა..
ბევრი მინდოდა ალბათ ბევრი,რაც არ მერგება ..
რაც არ მეკუთვნის ის ხომ მაინც არ შემერგება..
შენ არ გამტყუნებ ყველაფერი ჩემი ბრალია ..
რომ არ გიყვარდი ჩემთვის ხომ არ დაგიმალია ..
მე ვარ ასეთი შენ რას გეტყვი ყველას ხიდი ვარ..
ყველა ზედ მივლის მაგრამ თავად საით მივდივარ!!
ჩემთვისაც არის სადღაც გზები..
ან ვერ ვხედავ ან ბრმა ვარ ანდა კიდევ წასვლას ვერ ვბედავ..
მე რომ წავიდე მერე რა ვქნა ვის მიგაბარო? ..
ნუთუ არ ჯობდა გეთქვა რომ მიყვარხარო..
ალბათ არ ჯობდა რადგან ენა არ აგიმღერდა..
ალბათ სხეულში შენი გული ვერ მიმიღებდა..
ალბათ დაგღალე და ამიტომ აღარ გინდივარ..
სწორედ ამიტომ სიყვარულო შენგან მივდივარ ..!! .

Posted by: nini gogo 14 May 2013, 13:10
დამღალა შენმა ლოდინმა,
ქარაფთა ქართა სმენამა,
როცა ძალიან მწყუროდი
მაშინ არ გამოჩენამა.
გულის ეჭვებით ბორგვნამა,
მეტ - ნაკლებობით ტკენამა,
რაც რომ საწუთრომ დამაკლო,
ის დამიმატა ზენამა.
ჩემს მხრებზე შავი ღრუბლების
ხშირ - ხშირად ჩამოფენამა,
დილით ხარივით ბუბუნმა
ღამით ცრემლების დენამა,
წუთისოფელთან ბრძოლამა,
სულ აქეთ - იქით ფრენამა.
ჩაჰლია გულის კედლები
ჩაგუბებულმა წყენამა,
ახლა გინდ მოდი,გინდ არა -
ფრთები დაჰკეცა ძერამა,
მე თავად გარდავიცვლები,
რომც არ იჩქაროს წერამა.

ტარიელ ხარხელაური

Posted by: merciamercia 14 May 2013, 15:44
***
ბინდისფერია სოფელი,
უფრო და უფრო ბინდდება,
რა არი ჩვენი სიცოცხლე,
ჩიტივით გაგვიფრინდება,
წამოგვეწევა სიბერე,
მელივით წამოგვარდება,
სიკვდილი გზაში გიყელებს,
თვალები გაავდარდება.
მოგიგონებენ შვილები,
მზეს შეხედავენ მაღლითა:
„სოფელში შემოაღამდა,
ბინდმა ძაღლივით დაფლითა“.
ნეტა სიცოცხლის მამგონი
ღმერთი თუ ჯოჯოხეთია?
ბევრი სიმწარე მინახავს,
ბევრი სხვა გადამხედია.

ნიკო სამადაშვილი


Posted by: nini gogo 14 May 2013, 17:46
QUOTE
რა არი ჩვენი სიცოცხლე,
ჩიტივით გაგვიფრინდება,

user.gif



მეფევ–დედოფალო თამარო

მე რომ ქართველი ვარ, მე რომ თამამი ვარ,
ფეხზე ამაყად რომ ვდგავარო,
უღმერთოებისგან, რომ ვერ გავთელილვარ,
შენით, დედოფალო თამარო.

რომ ვერ წაგვიშალეს რწმენა ნაბოძები,
მრავალჟამიერის ქუხილი,
მომხვდურ მტერს და დუშმანს ქალი აოცებდი,
გულზე გაწვა ქვეყნის წუხილი.

შენს წინ თავდახრილი იდგა იბერია,
სულზე გერწეოდა ვარძია,
შენი მეფობის ჟამს როგორ გვიბევრია,
მტერმა ვერაფრით ვერ დაგძლია.

აზრით გამჭრიახი, ფიქრით შორსმჭვრეტელი,
ღმერთმა აგირჩია დედოფლად,
შენი ნაშენები ტაძრის ჭერ–კედელი,
რამდენ საუკუნეს გვეყოფა.

დედავ იბერიის, მცველო მადლიანო,
ლოცვით ქედმოხრილი ვდგავარო,
ჩვენი საქართველოს, დარდით დარდიანო,
მეფევ– დედოფალო თამარო.

გზები გაგვიკვალე, ქალო საოცარო,
თავად საქართველოს ასულო,
სულით უწმინდესო, ხატო სალოცავო,
ჩვენო საამაყო წარსულო.

შენ რომ ამიშენე, იმ ტაძრებში გლოცავ,
აგალობებული ხმა ვარო,
ქართლის ისტორიას გადავფურცლავ როცა,
მხრებში გავიშლები თამარო.

ქალო უწმიდესო, ქალო სანატრელო,
ჩვენო ანგელოზო ფრთამალო,
ისევ შენეული მოგცეც საქართველო,
მეფევ–დედოფალო თამარო.

(ნანა მეფარიშვილი)

გილოცავთ თამარობას
( ქართული ეკლესია მაისის პირველ დღეს (ძველი სტილით) თამარ მეფეს შემთხვევით არ იხსენიებს. როგორც საეკლესიო წყაროებშია მოხსენიებული, “რაც მაისის ნაზი და მაცოცხლებელი მზეა ბუნებისათვის, ის იყო საქართველოსთვის თამარ მეფე”.

თამარობა, როგორც ეროვნული დღესასწაული, საქართველოში 1917 წლიდან აღინიშნება.

თამარ მეფე საქართველოს 1184-1213 წლებში მართავდა. მისი მეფობის პერიოდს ოქროს ხანა ეწოდა.)

Posted by: serebriani 14 May 2013, 23:48
ჩემს ლექსს გადებ ხელისგულზე დედა,
და სიცოცხლეს ბოლო აღარ უჩანს,
როცა ნისლი მე ზღაპარში მხვევდა,
წვიმა რწყავდა აზვირთებულ ქუჩას.

მუდამ რატომ მეკარგება კვალი?
კვალი კლდეზე დაკიდებულ შუნის,
ღამე დაწვეს ოქროსფერი კვარით,
სიყვარულის ასდიოდა სუნი.

და გარეჯაც,თითქოს გადამწვარი,
ირეკლავს და მზესაც სხივებს აფრქვევს,
დღეს რომ ციდან მოჟონავდა ცვარი,
რატომ არვინ დააფარებს სარქველს.

შენი წყენა რომ ვალივით მადევს,
ცა ბავშვივით ატირებას ითხოვს,
მთვარე მალავს თავის გულის ნადებს,
მთვარე ჩემზე ნაწყენია თითქოს...

და სიცოცხლეს ბოლო აღარ უჩანს,
ჩემს ლექსს გადებ ხელისგულზე დედა,
წვიმა რწყავდა აზვირთებულ ქუჩას,
როცა ნისლი მე ზღაპრებში მხვევდა.

ლაშა-გიორგი

Posted by: nini gogo 14 May 2013, 23:57


wink.gif

Posted by: serebriani 15 May 2013, 00:02
საკურები და საკაურები

გადაპენტილან აქაურები,
საკურები და საკაურები,
ფიქრი მოყვება ამბებს ნაღვლიანს,
ასათიანს და ზოგჯერ არღვლიანს.

სახლში დარჩენა ნაპატიები,
ემიგრანტული აპათიები,
და სევდა და ცა და უნაპირო,
ქალავ,დამბაჩავ და უნაგირო!

სუნი არა გცემთ ახალ მაჭარის?
მთები გურიის,მთები აჭარის!
ზღვა რომ წაიღებს გემებს აფრიანს,
ლოცმანის ჯავრი ჰკლავს წინსაფრიანს.

Posted by: merciamercia 15 May 2013, 00:11

***
თავი დაიხრჩო სიმხურვალემ
ჩემს ბრინჯაოსფერ შიშველ მკლავებზე,
როცა შევნიშნე, რომ დაფარულად
შენი ღიმილი სხვას შესთავაზე.
ხომ იცი, ვგავარ ველურ წარმართებს
და სურვილები მძლავრად მერევა...
მაშ, როგორ ფიქრობ, მე ვინ წამართმევს
შენს თავს და შენთან ბედნიერებას?
მრავალ სიმებით გადამეხლართე,
თერთმეტ ზაფხულის მზიან რკალებით...
და როცა ღამეს სხვასთან გაათევ,
მიცქერი ნაცემ ძაღლის თვალებით.
ო, მე ეგ ხედვა ძლიერ მაღონებს
და მაგონდება დრო შორეული:
ჩემთვის წირავდი ქართველ მადონებს
და მიცქეროდი წყალმორეული.
მე მახსოვს შენი სხვა გამოხედვა:
მშვიდი, მშიერი, მკაცრი და მწველი,
როს სიბრალულით ჩემს თვალებს ხევდა
ეგ გამოხედვა: დაჭრილი შველის.
გახსოვს: ლურჯ ზეცას ხმლები სერავდნენ,
ზღვაზე ვფიქრობდით მაშინ ნაკლებად,
ჩვენ ავდიოდით მთების სერამდე
დაუზარელად... ტყის ასაკლებად...
გახსოვს, ნაძვებსაც მტვერი სცვიოდა,
ჰაერში სუნი იდგა საკმევლის.
ხავსი, კარავი. ტყის ნოტიო და...
ეხ, რამდენია კიდევ სათქმელი.
ვგზავნიდი ლექსებს და ამანათებს.
დღეს კი ერთად ვართ ზღვის დავალებით
და ვიტანჯები, რომ მომანათებ
ნაცემი ძაღლის მუნჯი თვალებით.

მარიჯან

Posted by: serebriani 15 May 2013, 00:17
ექსპედიცია ბორჯომი

არარატიან ხატებას,
დაეცა ბინდი ანცური,
ყანწი მოითხოვს მატებას,
სუფრაა იღლიბანცური.

ხევებია თუ გზებია,
მზის დისკომ ააბრიალა,
ირგვლივ სიმწვანე,ბზებია,
ფეხებზე ბევრი იარა.

გვერდს ვერ აგვიქცევს ლიკანი,
გული გაგვიხსნა ბორჯომმა,
ფარას ჩამორჩა თიკანი,
ჩვენ წინ მიგვიძღვის ორჯონა.

ირმებია თუ ლოსები,
შენ გაგვანათლე ატამან!
დაგვიფრთხო ანგელოსები
ფოცხვერიაანთ კატამან.

ღრუბელმა მზეს რომ უყელა,
მოდი იქ დავცეთ კარავი,
თანახმა არის სუყველა,
წინააღმდეგი-არავინ!

Posted by: nini gogo 15 May 2013, 10:49
სალოცავ ხატად ორი რამ მინდა,
თავისუფლება და ტრფობა წმინდა,
ყველა ოცნება ამისრულდება,
გულს სიყვარული თუ მიქცევს ფერფლად,
მაგრამ თუ მომთხოვს თავისუფლება,
მას სიყვარულსაც შევწირავ მსხვერპლად.

( შანდორ პეტეფი)


Posted by: serebriani 15 May 2013, 17:03
გამომელია.
მოთმინება გამომელია.
მე დავეძებდი ენძელებს და აქაც იები,
ნეტავ,
სადაა ჩემი ეზო ან რომელია?
გამიხსენებენ ჩემი სოფლის აკაციები?

გამომელია.
სიხარული გამომელია.
მე დავეძებდი გვირილებს და აქაც იები,
ღმერთო,
სადა მაქვს მე ადგილი ან რომელია?
სად შრიალებენ შეფოთლილი აკაციები?

გამომელია.
სიძულვილიც გამომელია.
მე დამიტირეს შაითნებმა სიცილ-ხარხარით,
ნეტავ,
სადაა ჯოჯოხეთი ან რომელია?
სად მივაკითხო დროზე ადრე ჩემი სამხარით.

გამომელია.
მე სიტყვები გამომელია.
და თეთრ ფურცელზე ნაღველიან მელნად დავშვრები,
ეს გაზაფხულიც გაგიჟების საზომელია,
ჩემი სარკმლის წინ ჟღურტულებენ ცელქი ბავშვები.


ლაშა-გიორგი

Posted by: nini gogo 15 May 2013, 18:10
QUOTE
გამომელია.
მოთმინება გამომელია.
მე დავეძებდი ენძელებს და აქაც იები,
ნეტავ,
სადაა ჩემი ეზო ან რომელია?
გამიხსენებენ ჩემი სოფლის აკაციები?

გამომელია.
სიხარული გამომელია.
მე დავეძებდი გვირილებს და აქაც იები,
ღმერთო,
სადა მაქვს მე ადგილი ან რომელია?
სად შრიალებენ შეფოთლილი აკაციები?

გამომელია.
სიძულვილიც გამომელია.
მე დამიტირეს შაითნებმა სიცილ-ხარხარით,
ნეტავ,
სადაა ჯოჯოხეთი ან რომელია?
სად მივაკითხო დროზე ადრე ჩემი სამხარით.

გამომელია.
მე სიტყვები გამომელია.
და თეთრ ფურცელზე ნაღველიან მელნად დავშვრები,
ეს გაზაფხულიც გაგიჟების საზომელია,
ჩემი სარკმლის წინ ჟღურტულებენ ცელქი ბავშვები.

up.gif love.gif


''შემოდი მარტო,
ვემზადები შენთან საფრენად,
შენ თამაშ-თამაშ, მისხალ-მისხალ
ჩემში იწყები,
ჩვენი მკლავები
გაიშლება მალე აფრებად
და ერთმანეთის
მონატრებას მივეფიცხებით. ''

Posted by: serebriani 15 May 2013, 22:36
მე მაწუხებდა სიცივე,
მარანთან ახლოს,საბძელი.
გულს არ მთავაზობ ვიცი მე,
და მეც უშენოდ გავძელი.

სულს ვერ იჭერდა აღვირი,
ოი, რარიგად ვიწვალე,
დუმდა ბუნების საყვირი,
მერცხალს ელოდა სიმწვანე.

ღამეს რა ებუებოდა,
შენზედ დახარჯა,ალობდა,
ზამთარს არ ეპუებოდა,
ბებერი შაშვი გალობდა.

შენ კი...ხელთათმან კაშნიან
დაიარები ამქარში,
ფიქრები შენზე ამშლიან,
ამ დღეს,ამ თოვლში,ამ ქარში.

მე მაწუხებდა სიცივე,
მარანთან ახლოს,საბძელი.
გულს არ მთავაზობ ვიცი მე,
და მეც უშენოდ გავძელი.


ლაშა-გიორგი

Posted by: nini gogo 15 May 2013, 22:41
QUOTE
გულს არ მთავაზობ ვიცი მე,
და მეც უშენოდ გავძელი.

love.gif

რად მგლოვიარობს შენი სული ღმერთდალეული,
ბადახშის ღაწვი ბნელის ჩრდილით ვინ შეგიმოსაი!
ვაგლახ, მთოვარე გველს უპყრია იჭვით სნეული,
მწუხარე ცრემლებს დაუსეტყვავს ბაღჩის მიმოზა.
როს მთვარე მკრთალობს, იბინდება ვარსკვლავთ კრებული,
გაძვირდა ჩემთვის შენი ნახვა ვით თვალი ნატვრის,
აჰ, რისთვის არ ხარ დედოფალი შენ სავიატრის,
მე კიდევ - პაჟი, შენს აჩრდილზე შეყვარებული!

შენს სასახლეში მგოსანს მხლებლად თუ ამიყვანდი,
ჩემ შორი-ახლოს ყოფნას თუ არ დაიზარებდი,
თან გსდევდი მუდამ, ვით შენივე ფერმკრთალი ლანდი.
შლეიფზე მაინც მრთოლვარ თჳთებს მოგაკარებდი.
როს მთვვარე მკრალობს, იბინდება ვარსკვლავთ კრებული,
გაძვირდა ჩემთვის შენი ნახვა, ვით თვალი ნატვრის,
აჰ რისთვის არ ხარ დედოფალი შენ სავიატრის,
მე კიდე - პაჟი, შენს აჩრდილზე შეყვარებული!..

კონსტანტინე გამსახურდია

Posted by: serebriani 16 May 2013, 00:39
მე გავფრინდი ზეცაში,
დედამიწა ნულია,
ირგვლივ მდუმარებაა,
ირგვლივ სინანულია.

საუბარი არ წყდება,
საუბარი რთულია,
ჩემთან მდუმარებაა,
ჩემთან სინანულია.

თქვენ ვერ ხედავთ იმ მხარეს,
იგი მიმალულია,
იქეთ მდუმარებაა,
აქეთ - სინანულია.

მე გავფრინდი ზეცაში.
მე დავტოვე კარავი.
მომიგონებს სამყარო?
ალბათ არა.არავინ.

Posted by: -Beka- 16 May 2013, 03:10
რატი ამაღლობელი - სეკვენცია

ანი ბანი და განი და
მართლა არ ვიცი რა მინდა,
ალბათ პატარა და მინდა
ღმერთო, დამინდე, ამინ, და
ანი ბანი და განი და.
მინდა ამოვძვრე კანიდან,
სიცოცხლე მინდა თავიდან.
სიკვდილი მინდა? - არ მინდა,
არა როგორმე გავუძლებ,
არა როგორმე ავიტან,
მხრით გოლგოთაზე ავიტან
დღეებს, რომელიც სვე-ბედმა
გამი-წვიმ-ავდარ-ამინდა.
ანი ბანი და განი და
სევდის სივრცე და განი და
ბედის ცამეტი განედი
ვერ გავისეგრძეგანე და
მისი უღრმესი ქანიდან
ვყვირივარ: ანი ბანი და
განი და დანი ზანი და
თანდათან თანი კანი და
ლანი და მანი მანი და
მე ნანი-ნანი-ნა მინდა.
ვეხფვის ტყავისა გაძრობა
ამ გატანჯული ტანიდან
და წასვლა იერუსალიმს,
კანას ქორწილში სმა მინდა.
მეგზურად მწყემსი ძმა მინდა:
პანი და ჟანი რანი და
ფანი და ღანი ყანი და
შანი ჩანი და ქანი და
ეზო-კარიდან, ყანიდან
მუნ ჩემი ბაღის ნაყოფის
მიტანა ქანაანიდან.
მე ცაზე ცანი ვცანი და
ჯანი და ძანი წანი და
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა.
ვიწრო ბილიკის მაგიერ
ათი ათასი გზა მინდა.
გზა მინდა მნათობებიდან,
შენსკენ მავალი გზა მინდა,
მზის მუცელღების ხმა მინდა.
სანი და ჭანი ხანი და
ვერძის შუბლიდან, ხარიდან
ისევ მნათობთა გზა მინდა,
ყოველ მნათობში ანთებულ
საიდუმლოში წვა მინდა..
ყველა ვარსკვლავში წვა მინდა,
ყველა ვარსკვლავში სვლა მინდა,
ყველა ვარსკვლავის ცვლა მინდა,
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა.
ანი ბანი და განი და,
ღმერთო, ამ შუბლის ამინდი
ცხრა მზით ამინთე, ამინ, და
ისევ ა-მინდა, ე-მინდა,
თეთრი ი-მინდა, ო-მინდა,
სანამ ცხოვრების ჰოემდე
მივალ ათასი ომიდან,
ერთი ძლიერი უ-მინდა,
სამოთხის ვაშლი უმი, და
მერე შენს გვერდით თუ გინდა,
ანი ბანი და განი და,
ღმერთო, დამინდე და მინდა.

http://gpoets.blogspot.com/2013/05/blog-post_5363.html


OFFTOPIC:
მეგობრებო ვისაც გაქვთ სურვილი საიტზე Gpoets.blogspot.com-ზე ლექსების შევსებაში დახმარების მომწერეთ Pm. ძალიან გამახარებთ თუ ცოტათი მაინც დამეხმარებით. ბოდიში offtopic-ისთვის




Posted by: nini gogo 16 May 2013, 11:00


____________________

Posted by: serebriani 16 May 2013, 13:23
ნარდს გეთამაშები თუ გინდა კოცნებზე,
მსაჯად დავიყენოთ დედამიწა,
თუმც შენი თვალები მოჰგვანან ოცნებებს,
წააგებ იცოდე და ვერავინ ვერ დაგიცავს.
შენსავით ლამაზი რომ მყავდეს მეუღლე,
ჩათვალე დამიჯდა დუბეში,
ძალიან განვიცდი რომ ვერ დაგეუფლე,
რომ ვერ შეგიფარე უბეში.
წყვილი კამათელი ბედია მემგონი,
არ იცი რა გინდა,აგორებ ჩავლაზე,
კარები აიღე სასწრაფოდ გოგონი,
თორემ გულის კარი ჩავრაზე!
ასე ეშმაკურად რად მიელვებ თეთრ კბილებს,
გგონია ვერ გვამჩნევენ მარტოებს?!
როცა უშენობა იკივლებს,
დავკოცნი ყვავილებს,ამ რტოებს.
ნარდს გეთამაშები თუ გინდა კოცნებზე,
მსაჯად დავიყენოთ დედამიწა,
თუმც შენი თვალები მოჰგვანან ოცნებებს,
ჩემგან ვერავინ ვერ დაგიცავს.

ლაშა-გიორგი

Posted by: nini gogo 16 May 2013, 14:27
QUOTE
ნარდს გეთამაშები თუ გინდა კოცნებზე,
მსაჯად დავიყენოთ დედამიწა,
თუმც შენი თვალები მოჰგვანან ოცნებებს,
ჩემგან ვერავინ ვერ დაგიცავს.

chups.gif






ქალი? –
მიყვარს,
მიყვარს ქალი
ღვინოც –,
ოღონდ არა ქარხნის,
პურიც,
ოღონდ არა ფურნის,
პური – თონის
ღვინო – ჭურის
ქალი მსგავსი გაზაფხულის.

მუხრან მაჭავარიანი

Posted by: gvelis_wiwila 16 May 2013, 14:29
მარიამ,
ახლა შენ უფრო გძინავს ალბათ,
როგორც არაერთხელ ჩაგძინებია,
უთვალავი კილომეტრებით,
განვითარების ათწლეულებით,
თავისუფლების რამდენიმე ყლუპით
სამშობლოსგან დაშორებულს, თვალებს რომ გახუჭინებდა დაღლა
ხიდის ქვეშ დამსხვრეული ათასობით ოცნების ხარჯზე
რამდენიმე გამარჯვებული იმედის ქვეყანაში,


ასეა: ვუმოწმებთ ერთმანეთს გემოვნებას,
ხედვას,
რწმენის ნაკვალევს,
აღმართ-დაღმართებს წარსული გამოცდილებიდან,
ვიკვლევთ - რომელს უფრო დაგვეტყო დაღლა,
და ამავდროულად:
ვაწვეთებთ ერთმანეთს -
აქა-იქ,
სიცილ-სიცილში,
წვეთებს სულის უფრო ღრმა გუბეებიდან,
ხშირად ამას ვერც ვამჩნევთ ალბათ,



მარიამ,
გახსოვს, ვსაუბრობდით პირველ დღეს:
ცხოვრების აზრზე,
მიზანზე,
უაზრობაში დახარჯულ წლებზე,
რომლებიც შემდეგ თურმე სისხლად ფასობენ -
და მხოლოდ მეოთხე დღეს სექსზე,


ნუ დაუჯერებ რა, მახრჩობელებს
ყულფივით რომ შემოგახვევენ ნელ-ნელა,
რომ თურმე მთავარია:
იფიქრო,
გადაწყვიტო,
იცინო,
როგორც ყველამ,
დასაშვები გადახრებით, ნაყიდი გამონაკლისებით,
ოცი წლის მერე რომ არ დაგჭირდეს შველა,
მათი სიგიჟეც კი სცენარით ვითარდება,
მაკმერფის მკვლელზე მკაცრად განსჯიან,
მათი თავისუფლება იმის კეთებას ნიშნავს,
რის გამოც არ დასჯიან,




მარიამ,
ჰეე...რომ იცოდე რა იოლია,
ერთ დღეში გარდაიქმნა ვიღაცის
იმედად,
სიყვარულად,
მეგობრად - „გიჭირს თუ გილხინს?“,
ყველაზე იაფი შოუს როლია
თუ ტრანსფორმაცია არაფრად გიღირს,



და ასე, კვებო გაუმაძღარი სიცარიელე,
სანამ უკვე შენსას არ მოითხოვს თავდებში,
თუმცა გეტყობა:
პაუზებზე,
სიცილზე,
სიფრთხილეზე,
შენთვისაც არაერთხელ უთხოვია საკვები,




მარიამ,
შენ სიკვდილზე ფიქრი არ გეყვარება,
მეც გიერთდები, განა რა სასიამოვნოა, შეიგრძნო:
ენით ასფალტი,
საფეთქლით ტყვია,
ან გემოთი მლაშე წყალი,
თუმცა ხანდახან შორეულ მომავალზე ფიქრისას...
რადგან ამქვეყნად ყველაფერს აკლია სილამაზე,
სიცოცხლეს,
ადამიანებს,
ამ ნაჯღაბნს,
მხოლოდ სიკვდილი ცდილობს გაისტუმროს ეს ვალი,



ასე არაა? სიკვდილია ყველგან ყველაზე მშვენიერი:
ტექსტებში,
კადრებში,
აბზაცებში,
რაღაცის გულისთვის, რაღაცის თანხლებით,
ცოტათი მაინც რომ გაგამდიდროს შენი წილი
დეფიციტური იდუმალებით,


მარიამ,
მაინც, ნეტავ მერე რა ხდება ა?
სამოთხეში ჩემნაირები არ ნდომებიათ,
ავრევ-დავრევ
ფასს დავუკარგავ,
და გავაციებ,
თუმცა მე იქ ალბათ ვერც გავჩერდები,
ისევ შენ თუ მოხვდები, უნებლიედ

Posted by: serebriani 16 May 2013, 14:34
QUOTE
პური – თონის
ღვინო – ჭურის
ქალი მსგავსი გაზაფხულის.

kiss.gif kiss.gif kiss.gif kiss.gif


დგება თეთრი დღეები,

რიდეების სეზონი;

გაჩნდნენ ორხიდეები

ყოვლად უმიზეზონი.

ლაჟვარდების კიდეო,

დაბურულო ზმანებით,

ლურჯო მონტევიდეო,

ვიწრო ხელთათმანებით;

სულში ნისლის ტბებია

და ქაოსის მხატვარი,

სადაც ვეღარ თბებიან

ფრთები ნამკათათვარი..

Posted by: nini gogo 16 May 2013, 14:37
QUOTE
ცხოვრების აზრზე,
მიზანზე,
უაზრობაში დახარჯულ წლებზე,



QUOTE
ნუ დაუჯერებ რა, მახრჩობელებს
ყულფივით რომ შემოგახვევენ ნელ-ნელა,
რომ თურმე მთავარია:
იფიქრო,
გადაწყვიტო,
იცინო,
როგორც ყველამ,



არა, გამაგიჟებს ნაღდად მე ეს ხალხი!
რა არის ამაში არამართებული?!
არ შეგყვარებიათ ნუთუ ერთი ნახვით?
არასდროს გქონიათ გული ანთებული?!

რატომ გაგიკვირდათ, მაინც არა მესმის,
ვერ იჯერებთ ვითომ?!
– არა, არ მგონია!
იქნება შეგშურდათ, ჩვენი, ორივესი,
და გულზე დაგადგათ ჩვენი ჰარმონია?!

შური არ გაივლოთ, არ გაგიწყრეთ ღმერთი,
ჩვენი სიყვარული უსათნოესია!
ჯვარიც დავიწერეთ უკვე ერთმანეთზე,
ხელიც მოვაწერეთ მე და პოეზიამ!

Posted by: serebriani 16 May 2013, 14:41
QUOTE
შური არ გაივლოთ, არ გაგიწყრეთ ღმერთი,
ჩვენი სიყვარული უსათნოესია!
ჯვარიც დავიწერეთ უკვე ერთმანეთზე,
ხელიც მოვაწერეთ მე და პოეზიამ!

2kiss.gif

აკაციებს თეთრი კვირტი,
ფუტკარვით მოესია,
რატომ მიყვარს ყველა,მიკვირს
ვისაც უყვარს პოეზია.


საქართველო ტევრებიდან,
ანისი და ჰოესია,
მზე იცინის მტევნებიდან,
ღვინო უახლოესია.


ჩემი გული მგლოვიარე,
ადამის და ნოესია,
შენი სული მგრძნობიარე
მხოლოდ უსათნოესია.


მიხაროდა ჩემი ოდა,
ძველისძველი,პროზაული,
ღამით ზმანებები მქონდა,
თითქოს ვიყავ მოგზაური.


დავდიოდი ღრუბელ-ღრუბელ,
დევებს ვტყორცნე ჰოროლები,
ირეკლავდა გზისპირს გუბე,
ცას უსტვენდნენ ტოროლები.


ქართულ სიტყვას კვნესის ქნარი,
დამაშვრალს და მითებიანს,
პირჯვარს მსახავს ცივი ქარი,
ალბათ ღმერთის თითებია.


აკაციებს თეთრი კვირტი,
ფუტკარივით მოესია,
რატომ მიყვარს აღარ მიკვირს
ვისაც უყვარს პოეზია.


ლაშა-გიორგი

Posted by: nini gogo 16 May 2013, 14:49


QUOTE
შენი სული მგრძნობიარე
მხოლოდ უსათნოესია.



QUOTE
რატომ მიყვარს აღარ მიკვირს
ვისაც უყვარს პოეზია.

love.gif love.gif




ფოთოლი

მსუბუქი ტანი გაქვს, სურვილს აყოლილი, ნეტა შენ...
არ ვგავართ ერთმანეთს მე და შენ.
ქარს გინდა რომ აჰყვე და სივრცეს სულ ევლო?
დედიკოს რომ მოსწყდე, დასჭკნები სულელო!

(მირზა გელოვანი)

Posted by: ფორცხოლი 16 May 2013, 14:50
ჩვენ ავირჩიეთ ერთხელ ბარაბა

ჩვენ ავირჩიეთ ერთხელ ბარაბა
და იმის მერე ვაწყდებით ნაღმებს
სიჩუმე ხეთქავს ყური ბარაბანს,
მცდარი ვნებებით ვიგუდავ ნაღველს.

ტონით მონურით,
მონოტორულით,
მე მასწავლიდნენ–რა შემერგება…
ვუსმენდი ვთმობდი,–
თუმცა ვერ ვგრძნობდი…
ჯერ არ მყოფნიდა ალბათ შგნება.

ვიღაცა რწმენას იღებს იჯარით,
სასუფეველში ადგილს იბევებს.
გამოზუთხული ხშირი პირჯვარით
ცოდვა არ იკლებს,ცოდვა იბევრებს.

ფარისეველი ტაძარს აშენებს,
ოქროს ათეთრებს, ოქროს აშვიდებს.
ეს, არ მგონია, მეც დამამშვენებს,
ეს, არ მგონია, მეც დამამშვიდებს.

როცა ასაკი დამინთებს სანთელს,
უსასრულობა გახსნის დარაბას,
ნეტავ,ვის ვეტყვი უმთავრეს სათქმელს,
ღმერთს თუ ბარაბას?

ნიკო გომელაური

Posted by: nini gogo 16 May 2013, 15:04


love.gif

Posted by: tamuussi 16 May 2013, 16:48
*თამუსი სუბელიანს*

ვანესა მეი და დღეს ვიწყებ ამგვარად,
განწყობით მორიგ დღეს სიკვდილსაც მივუსჯი,
შენ ახლა მზისფერი სიზმარით გძინავს და
დილა კი შენს სარკმელს ჩიტივით მიუჯდა.

გავივლი ქუჩაში, როგორც ეს მჩვევია,
გამვლელთა თვალიდან სტრიქონებს ვაგროვებ,
იცი, თამ, იქ ყოველ მათგანში წერია-
-სიცოცხლე,
როგორაც არ უნდა ათოვდეთ.

წვიმა ზის ღრუბელზე, ბავშვობას აპირებს,
წამოვა და ფერად კადრებად დამაწვიმს,
ქუჩები იხდიან ბლანფიქსის მანტიას,
შიშველი კრიოა-სიჩუმის დარაჯი.

თამ, არის ხანდახან ამინდი იცვლება,
სიცოცხლეს ფეხებთან გროშივით მოგვიგდებს,
მე და შენ ყოველდღე თავიდან ვიწყებით,
და მინდა ამ გზაზე პირველი მოვიდე-

-სადაც შენ ტიტების სიზმარი დაკრიფე,
და ექსტრასენსია სადაც კი სიო,
და ისე, და ისე, და ისე, და ისე,
და ისე ბავშვურად გინდა რომ სდიო-

-იმ ფერად ყვავილებს, ნისლებში რომ ყრია…
ამგვარი განწყობით ცრემლებიც არ მინდა,
ვუსმენ და მივხვდები სიცოცხლის ნოტია,
პირველი მოხვედი-დეუქს ექს მაქინა.

მე ქუჩის კუთხეში თავდახრით დაგიცდი,
სწორედ აქ დალბება უხეში ლაგაზი,
ძვირფასო შენ ახლა გძინავს და არ იცი,
რომ შენი ფანჯრის წინ თავს იკლავს ზამთარი.

http://forum.ge/?f=18&showtopic=34530718

Posted by: serebriani 16 May 2013, 18:56
QUOTE
მსუბუქი ტანი გაქვს, სურვილს აყოლილი, ნეტა შენ...
არ ვგავართ ერთმანეთს მე და შენ.

ყველა მოკლე და ქერა თმის ნახვით

გამახსენდება თმები შოლტები.

როგორ არ მინდა, როგორ არ მინდა,

მაინც მივდივარ, მაინც გშორდები.



ასე თიშავდნენ ძველი ზღაპრები

ასფურცელას და ოქროსთმებიანს,

ქარმა დაგლიჯა ყველა აფრები

და შენზე დარდში დამთენებია.



მგზავრი ვარ, შენზე ფიქრებს ვუნდები

და აჩრდილებთან თამაშს უვნებელს.

მე დავბრუნდები, ჰო, დავბრუნდები,

მე შენი თმები დამაბრუნებენ.

Posted by: nini gogo 16 May 2013, 20:24
QUOTE
მგზავრი ვარ, შენზე ფიქრებს ვუნდები

love.gif


გამეფიქრა ვინ ვარ რა ვარ
ჩაგიფიქრე ჩემი რა ხარ
მე კი ვიცი ვინც ვარ რაც ვარ
აფრენილი ცაში ზღვა ვარ.
ვერ ვპოულობ ჩემს თავს სად ვარ
ამ სიზმარში რაღაც სხვა ვარ
გადავედი სხვაგან სხვაგან
არ გამიშვა.... სად ხარ სად ხარ.
მივაკითხე სევდას არ ვარ
მეკითხება სული რა ხარ?
ამეკიდა ეჭვიანი ფიქრის დილა
ღმერთო სად ხარ...
დავიკარგე...
არც მინდება რომ ვიპოვო
ჩემი თავი ,აქ მშვიდად ვარ...
საოცრებებს ვათამაშებ
ხელის გულზე,სხვისი ხმა მაქვს...
ყველა ნორმა დავარღვიე
ცრუ სიგიჟე გავაბნიე
არ ჭირდება მოგონება ჩემი
გრძნობის დანაპირებს....
ვერ გპოულობ...
ვეღარც ჩემში ვეღარც სხვაში...
დავიღალე...

..................................
უსასრულო წერტილები
თოვს და წვიმას არ აპირებს...
გრძნობა ყველა შემოგწირე
ვერ ვკითხულობ ჩანაფიქრებს
სანამ შენში ეჭვიანი
თებერვლის თვე განმადიდებს
ჩემი ფიქრის
ყველა რითმის
ყველა სიტყვის
ყველა დღისთვის
სიცოცხლისთვის თქმას ვაპირებ:
რომ დამშვიდდეს...
მე ნუ მებრძვის...
დიდხანს ყოფნას
არ ვაპირებ!
დ ა ვ ი ღ ა ლ ე...

(ზანგური ბესო)

Posted by: serebriani 16 May 2013, 20:32
აფხაზეთის წვიმა მიყვარს,

იცი რად?

მგოსნის ხმა აქვს, როს ფოთლებზე

ხმაურობს.

ჟღერს მაისის მწვანე ჩანგი

და წკირად

მასზე ზვირთი დადის და

მოგზაურობს.

მიიმღერა, მოიმღერა

აქ ხვითომ...



აფხაზეთის წვიმა მიყვარს

ამიტომ...

წვიმა მოდის, კოკის პირით

იღვრება,

ხმა შრიალებს დაფნისა და

ლიანის,

და ღრუბლიდან ეშხით

გადმოიხრება

მოგონება სიყვარულის

მზიანის.

მიიმღერა, მოიმღერა

აქ ხვითომ...

აფხაზეთის წვიმა მიყვარს

ამიტომ...

ო, შუშხუნებს ახალგაზრდა

მაჭარი.

ის ხმაურობს, ის განიცდის

თავის დროს,

გამოვიდეს რომელიმე

ვაჭარი

და ამ წვიმის პოეზია

უარყოს!

მიიმღერა, მოიმღერა

აქ ხვითომ...

აფხაზეთის წვიმა მიყვარს

ამიტომ...


Posted by: nini gogo 16 May 2013, 20:39
არ მესმის ქვეყნად რისთვის მოვედი
ვისთვის ვათრიე ამხელა ტვირთი
ან ჩანაცვლება ჩემით სხვა სულში
უფალმა განგებ მოაწყო.ვღირდი?
არ ვიცი, ხვალ რა იქნება ანდა
რა იყო გუშინ... არ მინდა ფიქრი...
ან შემოდგომის გაცვეთილ ფოთლებს
რისი ან ვისი გულისთვის ვითვლი.
თქვენ ძვირფასებო ამა ქვეყნისა
მე მომიტევეთ თუ ჩემთვის ვიბრძვი
თუ თქვენს გონებას ჩემზე ფიქრები
აურევს აზრებს დილით რომ იცის.
მე ჩემს მომავალს აწყმოს ვუმალავ
ახლანდელ სიტყვებს ცოდვებით ვიმკი
და განაჩენის დრო როცა მოვა
ჩემი სათქმელი უფალმა იცის!
რომ შეგიწუხეთ გულები ვიცი!
რამდენჯერ უკვე თავად ვერ ვითვლი
სად მოგიტანოთ გრძნობები სხვისი
სასაკლაოზე რომ ურცხვად ითვლით...
ნუ შეგაშფოთებთ ეს გაავდრება
ჩემი სათქმელი მე უკეთ ვიცი,
მაგრამ გონება გულს რომ გაეყო
ეს მხოლოდ მე და განგებამ ვიცით.

(ზანგური ბესო )

Posted by: merciamercia 16 May 2013, 22:22
Письмо к женщине

Вы помните,
Вы всё, конечно, помните,
Как я стоял,
Приблизившись к стене,
Взволнованно ходили вы по комнате
И что-то резкое
В лицо бросали мне.
Вы говорили:
Нам пора расстаться,
Что вас измучила
Моя шальная жизнь,
Что вам пора за дело приниматься,
А мой удел -
Катиться дальше, вниз.
Любимая!
Меня вы не любили.
Не знали вы, что в сонмище людском
Я был как лошадь, загнанная в мыле,
Пришпоренная смелым ездоком.
Не знали вы,
Что я в сплошном дыму,
В развороченном бурей быте
С того и мучаюсь, что не пойму -
Куда несет нас рок событий.
Лицом к лицу
Лица не увидать.

Большое видится на расстоянье.
Когда кипит морская гладь -
Корабль в плачевном состояньи.
Земля - корабль!
Но кто-то вдруг
За новой жизнью, новой славой
В прямую гущу бурь и вьюг
Ее направил величаво.

Ну кто ж из нас на палубе большой
Не падал, не блевал и не ругался?
Их мало, с опытной душой,
Кто крепким в качке оставался.

Тогда и я,
Под дикий шум,
Но зрело знающий работу,
Спустился в корабельный трюм,
Чтоб не смотреть людскую рвоту.

Тот трюм был -
Русским кабаком.
И я склонился над стаканом,
Чтоб, не страдая ни о ком,
Себя сгубить
В угаре пьяном.

Любимая!
Я мучил вас,
У вас была тоска
В глазах усталых:
Что я пред вами напоказ
Себя растрачивал в скандалах.
Но вы не знали,
Что в сплошном дыму,
В развороченном бурей быте
С того и мучаюсь,
Что не пойму,
Куда несет нас рок событий...

Теперь года прошли.
Я в возрасте ином.
И чувствую и мыслю по-иному.
И говорю за праздничным вином:
Хвала и слава рулевому!
Сегодня я
В ударе нежных чувств.
Я вспомнил вашу грустную усталость.
И вот теперь
Я сообщить вам мчусь,
Каков я был,
И что со мною сталось!

Любимая!
Сказать приятно мне:
Я избежал паденья с кручи.
Теперь в Советской стороне
Я самый яростный попутчик.
Я стал не тем,
Кем был тогда.
Не мучил бы я вас,
Как это было раньше.
За знамя вольности
И светлого труда
Готов идти хоть до Ла-Манша.
Простите мне...
Я знаю: вы не та -
Живете вы
С серьезным, умным мужем;
Что не нужна вам наша маета,
И сам я вам
Ни капельки не нужен.
Живите так,
Как вас ведет звезда,
Под кущей обновленной сени.
С приветствием,
Вас помнящий всегда
Знакомый ваш

Сергей Есенин.

Posted by: tamuussi 16 May 2013, 23:52
პარასკევს, 17 მაისს, 5საათზე "კავკასიურ სახლში" (გალაკტიონ ტაბიძის №20) გაიმართება პოეტ http://forum.ge/?f=18&showtopic=34530718 ს პოეზიის საღამო. დასწრება თავისუფალია.

Posted by: serebriani 17 May 2013, 01:42
წუხელ თოვდა,
ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი,
გენახე და ძილში თბილად დაგეხურე...
მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადში
და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს.

დაეყარა სახლებზე და ვერის გზაზე
თოვლი, თეთრად დასახული,
ასე თეთრად, გულუბრყვილოდ ჰყვავის ასე
იმერეთში ტყემლის ხეზე გაზაფხული.

ჰყვავის ასე,
და განთიადს მიხალისებს
ეს ზამთარიც, დეკემბერში თოვლის ხვავი,
ის თბილისის ხეივნებში კიპარისებს
იმერულად გამოასხამს ტყემლის ყვავილს.

დგას ბუცები ვერის ბაღში, შემკრთალები,
ზედ თოვლია თუ ფრიალი ფაფანაკთა?!
ანდა იქნებ ავჭალიდან თეთრ კარვებით
ადგა ჯარი და თბილისში დაბანაკდა?!

რა თოვლია!
შენობებს და ბაღში ხარდანს
ფარავს, თეთრად დასახული...
ეს პირველი თოვაც ისე გამეხარდა,
როგორც გუშინ მიხაროდა გაზაფხული.

მიხარია,
ცხელ ზაფხულის დაბრუნებაც,
წვიმაც, ქარიც, უსაქმურად დანაბერი...
ბევრი კარგი რამ სცოდნია ამ ბუნებას,
მაგრამ, კარგო, შენისთანა არაფერი!.

Posted by: nini gogo 17 May 2013, 10:39
QUOTE
მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადში
და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს.

chups.gif


ვინ იცის ქვაო, როგორ გტკივა
თოვლი გაგიჟებს,
ვინ იცის მიწავ, როგორ გტკივა
ფეხს რომ გაბიჯებ.
ვინ იცის პირუტყვს, როგორ უჭირს
ყოფნა უენო,
ამ გულს კი ყოფნა ყოფნა-ფუჭი
ყოფნა უშენოდ.
ვინ იცის, ხეო, ფეხზე დგომით
გტკივა ფესვები
წელში იხრებით ქართან ომით
არყნი, მუხები.
ვინ იცის, ფიფქებს როგორ უნდათ
დიდხანს სიცოცხლე,
ტალახში როცა ვაგდებთ გუნდას,
ყოფნას ვუმოკლებთ.
ვინ იცის, ურვა და ჩივილი
ქარის, მიწის, ცის . . .
პოეტის გარდა მუნჯ ტკივილის
არავინ იცის.

გელა დაიაური

Posted by: საკურა. 17 May 2013, 11:16
აჩუქეთ პატარებს იმდენი ბუშტები,
გაბერონ და მერე აფრინდნენ ზეცამდე..
უთხარით მოჩხუბრებს: დაწიონ მუშტები,
დამყარდეს მშვიდობა სულ ყველგან, ეცადეთ.

ჩაიცვით იმდენად პატარა კაბები
და მოკლე შარვლები, რომ თქვენზე იცინონ..
მოყევით იმდენად „უაზრო" ამბები,
სახეზე ღიმილი რომ ვერ მოიცილონ.

არსობდეთ იმდენად უბრალოდ არსობით,
რომ ფულის სუნზეც კი მთელს ტანზე გაყრიდეთ..
აკეთეთ სიკეთე ათასჯერ ასობით,
სანამ ცა სულიერს ხორცისგან გაგყრიდეთ.

იფიქრეთ იმდენი , თან ისე მარტივად,
სულ ყველა გენიოსს თავბრუს რომ ახვევდეთ..
მეუღლეს პირობა დაუდეთ ქარტიად,
რომ მხოლოდ მის მკერდზე გინდათ რომ გახელდეთ.

იმდენად ფართოზე გახსენით ფანჯრები,
სულ ყველა მზის სხივმა თქვენს გულში ანათოს..
იმღერეთ ისე, რომ დაგისკდეთ მაჯები,
რომ სულმა სხეულში ზეიმი გამართოს.

შეწყვიტეთ ეჭვები ყოველგვარ ეჭვებზე
და დროის მსვლელობას ეცეკვეთ ვალსები..
თქვენივე სიცოცხლე შეისვით ბეჭებზე,
გიყვარდეთ სამყარო, თან მთელი არსებით.

გაყიდეთ თუკი რამ ძვირფასი გაგაჩნდეთ,
ნუ ეძებთ სიამეს ამაო საგნებში..
სამშობლოს გულისთვის დაღიც რომ დაგაჩნდეთ,
ცოლ--შვილს ნუ დამალავთ ამოთხრილ სანგრებში.

სიცოცხლე დროების აკვანში არწიეთ,
დილიდან დილამდე ღვთისადმი გალობდეთ..
ერთობის დროშები ზეცამდე აწიეთ,
რომ დედა უფლისა სულ ყველას გწყალობდეთ.


არვიცი ვისია.... შემთხვევით გადავაწყდი...... ^_^

Posted by: nini gogo 17 May 2013, 11:21
საკურა.
up.gif ძალიან კარგიაა

http://youtu.be/Ciys2VTh9UA
ამ გოგოზე ვარ შეყვარებული biggrin.gif love.gif



არ იყოს-" ჰე, ღმერთი, რჯული, _ მეც არ ვუწყი,
ვინა ვარ, რა ვარ,
ეს რა უცნაურ ყოფაში ვარ, _ მე მე არა ვარ;
მეტრფე ვარ? სატრფო? სიყვარული
თუ საყვარელი?
ღვინით კი არა, გაოგნებით სავსე ჯამი ვარ.
მე მე ვარ ნეტავ? მე მე არა ვარ?
რა ვარ, ვინა ვარ, _ არსი ვარ თუ ბრმა მოჩვენება,
თუ სულ სხვა რამის ნიღაბი ვარ? _
მე მე არა ვარ.
მარადისობის წილკერძი ვარ, _ სული მედინი,
უცხო დიდების თავი ვარ და... მე მე არა ვარ."

რუმი

Posted by: serebriani 17 May 2013, 13:12
შენს სახლში ყველა ნივთი ბრენდია,
ჩემთან-დაჟანგდა ყველა რიკული,
ამბობ-იცნობდე,ჩემი ფრენდია
და პრონანსი გაქვს ამერიკული.

მთელმა მსოფლიომ გააპიარა,
რა ამაოა ჩვენი კრუსუნი,
ფეხი დამადგით,გახსენ იარა,
გულზე დამადგით ჩექმა რუსული.

სუქსუალური უმცირესობა:
"გადააქციეთ ვაზის ნაჟური,
ნუ გვავიწროვებთ,ეკლად გვესობა,
ვაჟი რომ არის ისევ ვაჟური!"

ამ ხმას აყვება ექო ველებად,
და აღშფოთდება წამსვე გაერო!
გამოზრდილხართო ყველა გველებად,
ქართული დაგმე ქართლის ჰაერო!

შენს სახლში ყველა ნივთი ბრენდია,
ჩემთან-დაჟანგდა ყველა რიკული,
ამბობ-იცნობდე,ჩემი ფრენდია,
და პრონანსი გაქვს ამერიკული.

ლაშა-გიორგი

Posted by: nini gogo 17 May 2013, 15:20
ჩემი შვილია

მე გავაჩინე, ჩემი შვილია...
თუ გნებავთ, მკერდი მომკვეთეთ ახლა.
ყოველი წუთი - ეს იგივეა,
რაც მიჯრით გულში ტყვიების დახლა.
ჩემი პირმშოა... ნაწილი - ჩემი.
ჩემი გული და ჩემი ცხეული...
ასეთიც მიყვარს, ასეთიც მტკივა -
ქურდიც, მეძავიც, ლოთიც, სნეულიც!...
მე ვათენებდი მასთან ღამეებს,
პირველ ნაბიჯებს მასავით ვდგამდი...
მას რომ დაცემულს სისხლი სდიოდა,
ის სისხლი გულში მე ახლაც დამდის.
ჩემი შვილია... ჰო, ჩემი, ჩემი.
ახლა თუ გნებავთ, მომკვეთეთ მკერდი.
რომ ვჭირდებოდი, მე დავეხმარე,
მე დავუდექი ბეჩავი, გვერდით!...
ნარკომანია, კახპა, თუ გეი...
შვილია ჩემი, შვილია ჩემი...
თქვენ ვერ მიხვდებით, რა დარდი მძიძგნის,
თქვენ ვერ გაიგებთ რა ხდება ჩემში...
სხვანაირია, არავის არ გავს,
და ეს სხვაობა ჭკუიდან შემშლის!...
მე ვიღიმები... ზოგჯერ ვღიღინებ...
მან რომ არ იგრძნოს სულის ქვითინი...
მე ახლაც მესმის ცრემლიან ცხადში,
მისი ბავშვური ხმა და ტიტინი....
მე გავაჩინე, ჩემი შვილია!...
მე ვაგებ პასუხს მისთვის და მასზე!..
და მაინც ყველამ, და მაინც ყველამ
ილაპარაკოს საკუთარ თავზე.

Posted by: serebriani 17 May 2013, 20:23
QUOTE
ე გავაჩინე, ჩემი შვილია...
თუ გნებავთ, მკერდი მომკვეთეთ ახლა.
ყოველი წუთი - ეს იგივეა,
რაც მიჯრით გულში ტყვიების დახლა.

love.gif

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება,
ცვარად ეღვრება მკერდზე იელებს,
აღაც მზის მოსვლით არ შეივსება
ეს შემზარავი სიცარიელე.
კლდეებს, ნაწყლულებთ, ნისლით ვუხვევდი,
ცაო, როგორ მღლი შენი უფლობით,
წუხელ სიკვდილი მეწვა მუხლებზე
და მე და მთვარე ვჭირისუფლობდით.

ტარიელ ხარხელაური

Posted by: nini gogo 17 May 2013, 21:40
QUOTE
წუხელ სიკვდილი მეწვა მუხლებზე
და მე და მთვარე ვჭირისუფლობდით.

user.gif




მითხრეს,სიწითლემ გადამკრა წუთით,
ვერ დავრჩი მშვიდად და არხეინად,
არც მყვარებიხარ,არც ჩემად მსურდი,
და მაინც ჩუმად რაღაც მეწყინა.

გათხოვდი,
ბოლოს ყველა თხოვდებით,
თითქმის ყველანი ხდებით დედები,
თქვენი სიმართლით,თქვენი ცოდვებით
მოძებნით,ვინმეს მიეკედლებით.

მაინც რად გვწყდება გული,რით არი?
თითქო ვშორდებით ვინმე ჩვენიანს,
თითქო გვაკლდება ერთი საზმარიც,
ჩიტი ყოფილა და გაგვფრენია.

შორით მომწონდი,მხვდებოდი წუთით,
დღეს თითქო ჩემი დასტოვე ბინა,
არც მყვარებიხარ,არც ჩემად მსურდი,
არც ვიცი,გული რატომ მეტკინა.

გრ.აბაშიძე

Posted by: serebriani 18 May 2013, 15:02
გადმოფრენას ეს ყორანი

მადათოვზე აპირებს,

გაანათებს რესტორანი

ტივებიან ნაპირებს.

ასე მიდის ეს ზამთარი

სიზმარივით მდევარი,

ასე რეკავს საზანდარი -

უქმი, შემაქცევარი,

რომ ისმოდეს საიათნოვას

დაჟანგული ჰანგები,

მიეთოვოს, მოეთოვოს

კედლებს ფარშავანგები.

სული სტირის და როს ნანას,

კოჭლო საჰაკ, ჰპირდები,

დაანებე ფიროსმანას

სევდიანი ტვირთები,

რომ წავიდეს ეს ზამთარი

სიზმარივით მდევარი,

რომ რეკავდეს საზანდარი

უქმი, შემაქცევარი.

ოცნებაო, ჩემო ძველო,

ვართ ღამეთა მთეველი,

კიდევ ბევრი სადღეგრძელო

დაგვრჩა დაულეველი..

Posted by: merciamercia 19 May 2013, 00:00
Alone

From childhood's hour I have not been
As others were; I have not seen
As others saw; I could not bring
My passions from a common spring.
From the same source I have not taken
My sorrow; I could not awaken
My heart to joy at the same tone;
And all I loved, I loved alone.
Then- in my childhood, in the dawn
Of a most stormy life- was drawn
From every depth of good and ill
The mystery which binds me still:
From the torrent, or the fountain,
From the red cliff of the mountain,
From the sun that round me rolled
In its autumn tint of gold,
From the lightning in the sky
As it passed me flying by,
From the thunder and the storm,
And the cloud that took the form
(When the rest of Heaven was blue)
Of a demon in my view.


Edgar Allan Poe

Posted by: merciamercia 20 May 2013, 21:08
****
Мне грустно на тебя смотреть,
Какая боль, какая жалость!
Знать, только ивовая медь
Нам в сентябре с тобой осталась.

Чужие губы разнесли
Твое тепло и трепет тела.
Как будто дождик моросит
С души, немного омертвелой.

Ну что ж! Я не боюсь его.
Иная радость мне открылась.
Ведь не осталось ничего,
Как только желтый тлен и сырость.

Ведь и себя я не сберег
Для тихой жизни, для улыбок.
Так мало пройдено дорог,
Так много сделано ошибок.

Смешная жизнь, смешной разлад.
Так было и так будет после.
Как кладбище, усеян сад
В берез изглоданные кости.

Вот так же отцветем и мы
И отшумим, как гости сада...
Коль нет цветов среди зимы,
Так и грустить о них не надо.

Сергей Есенин

Posted by: narkozeli 21 May 2013, 00:25
საკურა.

რა ვქნა ლექსებშიც as usuall adore შენს გემოვნებას love.gif




***

ბროწეულივით გახლეჩილ ზეცას
მე ხელებს ვუწვდი,
რომ მარცვალ-მარცვალ
შენ გიწილადო ყველა ვარსკვლავი.
შენს გასართობად
ლეგენდებს,
მითებს
ვქსოვ, როგორც მფრინავ ხალიჩას ბავშვი, -
შენ ავად ხარ და
მე ღამეს გითევ,
შენს ძილს ვდარაჯობ სინათლის დაშნით…
ბროწეულივით გახლეჩილ ზეცას
მე ხელებს ვუწვდი,
რომ მარცვალ-მარცვალ
შენ გიწილადო ყველა ვარსკვლავი.

Posted by: nini gogo 21 May 2013, 15:41
შენ გაზაფხული გიყვარს და გშვენის,
ზამთრის სიცივე გეუცხოვება,
გაზაფხულია ცხოვრება შენი,
შემოდგომაა ჩემი ცხოვრება.

ჩემს სახეს ჩრდილი დაჰკრავს უხეში,
შენი ლოყები ვარდივით ღვივის,
ჩემი თვალების დაღლილ გუგებში
კრთის შემოდგომის დაღლილი სხივი.

გულსაც ნაღველი შემოეპარა,
ჩემს გულს, ნაღველს რომ არ იკარებდა,
და უკვე ერთი ნაბიჯი კმარა,
რომ უცებ დავდგე ზამთრის კარებთან.

შენ რომ წინ წადგა ნაბიჯი სწრაფად,
მეც უკან წავდგა ნაბიჯი ერთი,
ერთი ხნისანი, ზაფხულში, ალბათ,
აღმოვჩნდებოდით ერთურთის გვერდით.

შანდორ პეტეფი

Posted by: In Private 21 May 2013, 21:52
ალბათ გძინავს მშვიდად თბილად,
მე კი შენზე ვფიქრობ ხშირად,
არ მასვენებს, არ მაძინებს...
ყოველ ღამე შენთან მინდა,
გეჭორაო ჩუმად მშვიდად,
გულს ჩაგიკრა ძლიერ მინდა.
ცრემლი ვღვარო, გულში ვქარგო,
სიყვარული ძლიერ მინდა...
არ გეწყინოს ამ საღამოს...
შენთან ყოფნა ცხოვრებაზე მეტად მინდა..

user posted image

love.gif

Posted by: nini gogo 21 May 2013, 22:17


________________

Posted by: orovela87 22 May 2013, 21:25
ეს არის ძალიან მაგარი ლექსი

მაშ გამარჯვება...

თუ ჩემი ძმა ხარ, ერთიც მიმღერე

და დავუჩოქებ მიწას მუხლებით.

- მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლე,

დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი.


ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს,

ვინ მისცა ფერი არაგვის ველებს,

სანამდე უნდა, რომ მზეთ ედინოს

გავარვარებულ ოქროს თაველებს!


სხვა რომ მოკვდება, მისთვის რა არი:

წავა, გაქრება, როგორც სიზმარი,

მე კი რა ვუყო ამ გოლიათ მთებს,

რომ ქონდრის კაცსაც დევად აგანთებს.


ნეტა, სადა აქვს ამ ზვარებს ბოლო,

ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზი.

სჯობს აღარ გქონდეს სულაც სამშობლო,

ანდა არ იყოს ასე ლამაზი!


- სხვა საქართველო მაინც სად არი?

რომელი კუთხე, რომელ ქვეყნისა?

ვის თუთქავს ასე ცეცხლის ღადარი,

ქვეყნად სამოთხე სხვას ვის ეღირსა?


დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა,

და საქართველოს მედგას უღელი:

- მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლე,

დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი!.




ივლისი,

1928 წ.

Posted by: merciamercia 22 May 2013, 21:53
QUOTE (orovela87 @ 22 May 2013, 21:25 )
ეს არის ძალიან მაგარი ლექსი

მაშ გამარჯვება...

თუ ჩემი ძმა ხარ, ერთიც მიმღერე

და დავუჩოქებ მიწას მუხლებით.

- მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლე,

დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი.


ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს,

ვინ მისცა ფერი არაგვის ველებს,

სანამდე უნდა, რომ მზეთ ედინოს

გავარვარებულ ოქროს თაველებს!


სხვა რომ მოკვდება, მისთვის რა არი:

წავა, გაქრება, როგორც სიზმარი,

მე კი რა ვუყო ამ გოლიათ მთებს,

რომ ქონდრის კაცსაც დევად აგანთებს.


ნეტა, სადა აქვს ამ ზვარებს ბოლო,

ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზი.

სჯობს აღარ გქონდეს სულაც სამშობლო,

ანდა არ იყოს ასე ლამაზი!


- სხვა საქართველო მაინც სად არი?

რომელი კუთხე, რომელ ქვეყნისა?

ვის თუთქავს ასე ცეცხლის ღადარი,

ქვეყნად სამოთხე სხვას ვის ეღირსა?


დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა,

და საქართველოს მედგას უღელი:

- მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლე,

დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი!.




ივლისი,

1928 წ.

ტიციანი up.gif



L'art Poetique

გაფიზის ვარდი მე
პრუდომის ჩავდე ვაზაში,
ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის
ბოროტ ყვავილებს.
და რაც შემხვდება, შემაჩერებს
შორეულ გზაში,
ჩემს ღვრია ლექსში დაისვენებს
და დაიჩრდილებს.
გრძნობის სიჭარბე მომეტებით
გრძნობას ამკრთალებს,
უვნებო ვნებით მინდა ვწვავდე
ვნებიან თვალებს.
და ჩემი ჩანგი სირცხვილისგან
დაიმსხვრეოდა,
თუ გიტარაზე მისი ლექსი
მომესმებოდა.
ვიცი, რომ მოვა საყვარელი,
ვისაც მოველი,
ვიცი, რომ მოვა სილამაზე,
დაუთოველი.
მეც წავიკითხავ და ვუმღერებ
ჩემს ქალდეაზე,
ჩამავალი მზის გაგვაბრწყინებს
ჩვენ სილამაზე.
ვუცქერ გულგრილად წარმოდგენას,
ვტირი ანტრაქტებს,
დავიწყებული ძველ სიტყვების
ვგრძნობ ანდამატებს.
და თუ არ ამყვა ხმა სიმღერად
გაშლილი, ლაღი,
უხმო ბულბულსაც დამაფასებს
ქართული ბაღი...


ტიციან ტაბიძე

Posted by: nini gogo 22 May 2013, 23:19
თითქოს გუშინ დასრულდა
შინ და გარეთ, შინ,
ჭრელკაბიან ასულთან
თა... მა... ში..

"ენკი,ბენკი,სიკლისა,
ენკი,ბენკი.. და "
დღენი სიყმაწვილისა
გა... ვი... და...

მოველ შენს ფანჯარასთან
და ვდუდუნებ "ი",
შენ კი, შენ კი, არა
არ გა...მოხვე... დი...

როგორ დაგვიწყებია
"ენკი,ბენკის" ხმა,
რა ხანია,გძებნი და
ვერ მი... პოვი... ხარ...


მორის ფოცხიშვილი.

Posted by: orovela87 23 May 2013, 17:44
merciamercia
სწორია. ტიციანი ძალიან დიდი პიროვნება იყო.

* * *
ლადო ასათიანი
ქართული ენა
საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ!
მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმა
შლეგი ჩანჩქერების ნაპრალებზე ხლტომა,
მყინვარების ღვთიურ ბრწყინვალებით დნობა,
ჯაგნარებში ირმის ჯოგის ნავარდობა,
გაფანტული ფარის მთაზე დაჯანღება
და ქართული ფარის ფარზე დაჯახება!
უძველესმა ტომმა დღემდის მოიმღერა,
მწიფე პურის ყანა ქარში როგორ ღელავს,
სარკინეთში გრდემლზე როგორ სცემენ უროს
და ვარსკვლავი ზღვებზე როგორ მოგზაურობს,
ან მთვარიან ღამით ციხე-კოშკის ჩრდილში
რა ტკბილია ფარულ სიყვარულის შიში,
როცა ღამისმთევლებს ლხინი გაუმართავთ
და სიზმრები როცა თვლემენ სასთუმალთან…
საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!

Posted by: nini gogo 23 May 2013, 18:32
ჭალაში, ფაფარ-აშლილი თეთრი სეტერი ქრის!
მწყერი ბალახში წრიალებს, აფრინდება და ფრი!
სანამდე არ აფრინდება არავინ ერჩის მწყერს
ვაიმე ჩემი სიცოცხლეც იქნებ ასეა დღეს.

ვიდრე მიწაზე დავდივარ, ყველა სიამეს მგვრის
აფრინდები და ვაიმე, ავფრინდები და ფრი
ტყვიაც იწივლებს შურისა, მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს
სანამდე არ აფრინდება არვინ ერჩის მწყერს!
შავი საფანტი ირევა, თეთრი სეტერი ქრის!
მე მაინც უნდა ავფრინდე, ავფრინდები და ფრი!

მორის ფოცხიშვილი

Posted by: merciamercia 23 May 2013, 20:59
***

აღმართს მოვუყვები შენსკენ,
ლამარია,
სისხლის მდინარე მაქვს
- ურჩი არაგვივით.
ლილეეეე!..
სიყვარულმა ისე გადამრია,
გული მიფრიალებს
ომში - ალამივით!

აღმართს მოვუყვები შენსკენ,
ლამარია,
გზაზე თმებს მიშლიან,
ქარის ასულები,
თითქოს მხლებლებივით,
გვერდით მომყვებიან
მხარზე შემოუდგამთ
კოკა და სურები.…

როგორ მესურვები,…
მგონი, აღარ დარჩა
ჩემში არაფერი
შენით შეუცვლელი,
შენი მონატრება
მთიბავს უთიბესად,
მთიბავს უთიბესად,
როგორც თავთავს
- ცელი!
ნაწნავს დანაწვიმებს
შავი ყურძენივით,
ნელა ჩაგაწურავ
უბის საწნახელში,
გულიდან აგიფრენ
მაგ ველურ არწივებს,
მერე დამედევნე
მზიან სანახებში!..

აღარ მენაღვლება
აწი არაფერი,
რაკი გაერთხაზდა
ჩვენი ბილიკები,
რაკი მზერა ისე
ფიცხად დამადევნე,
როგორც მონადირის
ჩქარი მარეკები!

მე ვერ მეყვარები
უმთო და უმზეო,
გულზე უნდა გედოს
ცეცხლის ნაკერები,
მთელი უმზევეთი
უნდა გავამზეოთ,
უნდა ჩამოვკრიფოთ
მწიფე ვარსაკვლავები!

ახლა ქარი მთიბავს,
აღმართს მივუყვები,
ლილეეე! – ჩემი სისხლი
ურჩი არაგვია,
რაც ვერ გაგიმხილე
- უშგულს მოვუყვები
როცა ჩამიხუტებს
გულში ლამარია!

ნინო ლარცულიანი


http://www.radikal.ru
უშგულის ლამარია

Posted by: nini gogo 23 May 2013, 22:07
ჩვეულებრივი დღე

ჩვეულებრივად დაღამდა ჩვეულებრივი დღე,
ჩვეულებრივი ვარსკვლავი ჩვეულებრივად ანათებს.
შენი დაკარგვის ამბავიც ჩვეულებრივად შევიტყვე
და მარტოობას უნიჭო მსახიობივით ვამართლებ.

ჩვეულებრივი სიზმრებით ჩვეულებრივად ვიძინებ,
ჩემს ჩვეულებრივ ოთახში ქარმა ფანჯარა ჩალეწა.
რადგან სულელურ ამბავზე ჩვეულებრივად ვიცინე,
წითელი ღვინოც პერანგზე ჩვეულებრივად დამექცა.

ჩვეულებრივი სუნი მაქვს, ჩვუელებრივი განცდები,
ჩვეულებრივად ვსაუბრობ, ჩვეულებრივად მაცვია.
ასე მგონია სიხარულს გზაზე ბრმასავით ავცდები,
ჩვეულებრივად იტყვიან _ 'უსიხარულო კაცია.

ჩვეულებივად დავფრინავ, ჩვეულებრივი ოცნებით,
დეკემბერია! ქუჩაში ჩვეულებრივად ითოვებს.
უნდა მიყვარდეს მე შენი ჩვეულებრივი კოცნები,
ტუჩზე რომ დამადნება და არაფრის გემოს მიტოვებს.

უნდა ვუყურო პაემანს ჩვეულებრივი წყვილებით,
ყვავილებს ბიჭი იყიდის, როგორც წესი და რიგია.
უნდა მიყვარდეს თბილისის ჩვეულებრივი წვიმები
და ნიაღვარი სტრიქონი არ იყოს, როგორც სტიქია.

ეს მსახიობი სცენაზე ჩვეულებრივად თამაშობს,
ეს კი, იცნობდეთ, მხატვარი _ ჩვეულებრივი მხატვრობით.
დედა წვიმიდან შემოსულს ჩვეულებრივად გამაშრობს
და დავშორდები სიყვარულს ჩვეულებრივი მადლობით.

ჩვეულებრივად რას ნიშნავს? ჩვეულებრივად _ ეს როგორ?
უჩვეულობის გარეშე? მაშინ სიცოცხლე რად მინდა?!
თუ შემიყვარდა ისე რა, ჩვეულებრივად ეს გოგო
და არ ვაჩუქე მაისი აყვავებული ატმიდან….

ჩვეულებრივად რად მინდა?!

გიორგი ზანგური

Posted by: kranci 24 May 2013, 23:05
ამ გაზაფხულზე
მხოლოდ
ის ხე დამამახსოვრდა,
მეზობლის ბაღში
რომ არ აყვავდა...

***

თაროზე წიგნი,
რაფაზე ყვავილი,
ღიმილი შენს სახეზე და
ცეცხლზე ჩაი-
ამქვეყნიური სამოთხე ჩემი...

***

ბუხრის კვამლივით ხართ
სამშობლოს თავზე,
ჯიუტო მოხუცებო,
ვინც სოფლად
დარჩით...


იაკი კაბე

Posted by: nini gogo 24 May 2013, 23:15
გაღიმებაც ვერ მოსაწრო ტკივილსგან ვერც იყვირა
როგორც თოვლი შემომადნა ხელში ჩემი ციცქნა ირა
ჩემთვის უნდა დაიწყევლოს აღდგომა და ყველა კვირა
მე მიწაში უნდა ვეგდო შენ ცოცხლობდე ჩემო ირა
ჩემზე კარგად არვინ იცის ჩემი თავის განაჩენი
მთავარია ჩემში ცხოვრობ სხვა ჯანდაბას დანარჩენი
მთავარია შენზე დარდში ვილევი და ნელა ვქრები
და რაც უფრო ვიტანჯები უფრო მეტად მენატრები
ამ საკანში ერთადა ვართ მე და სევდიანი ლანდი
რისთვის შემიყვარე კარგო მე თუ სიკვდილს მოგიტანდი
მალე შენსკენ მქროლავ ქარებს, სულს გავატან ჩემო ირა
ჩვენი სიყვარულის გემი, კლდეს შეასკდა ჩაიძირა
ტუსაღი ვარ სულში ყინავს, შენს საფლავზე ვარდი ხარობ
ჩემო ამომშრალო ცრემლო, ჩემო ამომშრალო წყარო
ვინ გამიგებს, ვის შევჩივლო? ამ კედლებს თუ რკინის კარებს?!
შენთან წერილს გავატანდი, რომ მოსჩაანდეს ცაზე მთვარე.
ნუ შეგაკრთობს მარტოობა შენთან მოვალ, მოვალ მალე!

გია ფერაძე



Posted by: Special_1 25 May 2013, 20:51
ქალავ!

გულო ოცნებას მალავ ,
ცაო,ლურჯდება ზოლი.
ვაჟი: -დაიცა,ქალავ?
ქალი: -დაგიბრმა თოლი?
შორით ბრუნდება წყალი,
ნისლი იცრება მთაში,
-არა,-ჩურჩულებს ქალი.
-კარგი!-ამშვიდებს ვაჟი.
გულო ოცნებას მალავ,
ცაო,ლურჯდება ზოლი,
ისევ: -დაიცა ქალავ!
ისევ: -დაგიბრმა თოლი!"
თუნდა წაიყვა ჯოგი,
კიდენ დამრჩება მრავალ,
ბროლ–ღიკილასაც მოგი,
როცა ქალაქში ჩავალ.

გალაკტიონი

Posted by: nini gogo 25 May 2013, 21:21
ვით ფოთოლი შენი, მზეზე მოციმციმე,
ქარებს აჰყოლია
და წასულა შენგან, გაფრენილა შენგან,
მიწას დაჰკონვია,
ისე გული ჩემი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა…
არ ვახსოვარ ალბათ, არ ვახსოვარ ალბათ,
ჩემო მაგნოლია!
ჩვენ ცხრათვალა მზეთა და მძვინვარე ზღვათა
ტრფობა გაგვყოლია…
მიგვატოვონ მარად მათ, სამხრეთის ქართა,
რაღაც არ მგონია…
მაგრამ… გული მისი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა…
მე არ ვიცი რატომ… არც შენ იცი, რათა,
ჩემო მაგნოლია?
ო, ასეთი წუთი, დაუბრუნებელი,
შენც ხომ არ გქონია?
დაბრუნდება ისევ, დაბრუნდება ისევ,
შენც ხომ არ გგონია?
მშვენიერი ზღვების, მშვენიერი მთების
ტრფობა გაგვყოლია…
როგორ მინდა შენთან, როგორ მინდა


(ანა კალანდაძე)

Posted by: midnight-madness 26 May 2013, 01:38
ასეთი ქალები არ მოჰყავთ ცოლად

ასეთი ქალები არ მოჰყავთ ცოლად-
ზამთრის ცასავით არეულები.
მზერის მაგივრად-
დამტვრეული, სველი ტოტებით,
სიტყვის მაგივრად-
დაგუბებულ ყელთან ლექსებით.
ასეთი ქალები არ მიჰყავთ მზესთან-
ინთებენ ღამეს,ხავსისგან და კაჟი ქვებისგან

ნანა ქელეხიძე

Posted by: nini gogo 26 May 2013, 11:48
QUOTE
ასეთი ქალები არ მიჰყავთ მზესთან-
ინთებენ ღამეს,ხავსისგან და კაჟი ქვებისგან

rolleyes.gif love.gif

არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს,
შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს.
ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ,
ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე.

მე ვგმობ ცხოვრების მონას და მორჩილს,
ჩემი ფიქრები ისევ კივიან.
ძვირფასო, ახლა ამ მიდამოში
ყველაზე კარგი ეს ადგილია.

შენ სად მიდიხარ, მე რა ვქნა აწი,
ეს დღე, ეს ბედი ისევ შენია.
გარშემო დაჰქრის სურნელი ნაძვის,
ტყეა, მარტო ვარ და მეშინია.

სდუმან ეს მთები, მეც ვდუმვარ აგრე,
შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს.
ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ,
ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე!


ტერენტი გრანელი

Posted by: merciamercia 26 May 2013, 17:08
I Do Not Love You Except Because I Love You

I do not love you except because I love you;
I go from loving to not loving you,
From waiting to not waiting for you
My heart moves from cold to fire.

I love you only because it's you the one I love;
I hate you deeply, and hating you
Bend to you, and the measure of my changing love for you
Is that I do not see you but love you blindly.

Maybe January light will consume
My heart with its cruel
Ray, stealing my key to true calm.

In this part of the story I am the one who
Dies, the only one, and I will die of love because I love you,
Because I love you, Love, in fire and blood.

Pablo Neruda

Posted by: Special_1 26 May 2013, 17:15
1 ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!
ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!
პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!

2 თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად,
გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად,
მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო!

3 ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი,
მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი;
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო!

4 ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო!
თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო?
თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო!

5 შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს:
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს!
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს!
ვაჲ, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო!.

ბესიკი

Posted by: Manuelo Costa 26 May 2013, 17:27
პაოლოს ლექსი ვალერიანს
(გამორჩეულად მიყვარს)


როდესაც გძინავს დამძიმებულ წვიმიან დღეში,
შენ თმებს გივარცხნის ოფელია სუსტი თითებით.
იმას გედები ჩააბარეს თეთრ სამოთხეში
და გულსაფარი მოუქარგეს მარგალიტებით.

გაახელ თვალებს, მორცხვად იტყვი: ახ, უკაცრავად,
ჩამოხსნი ფრთხილად თეთრ ნაბადს და დერიდახოლებს,
და თუ დაჰკოცნი იმის თითებს დაუკაწრავად,
ათ კოცნას თვალი ათ მარგალიტს გადააყოლებს.

ქვეშევრდომ პოეტს ენა მეტად დაგებორკება,
აწვდი საყურეს თავდახრილი და უხერხული.
მან დაგავალა შენ მესტების ფეხზე მორგება
და ემზადება, რომ გამართოს ცაში ფერხული.

სურს ოფელიას პირველობა და ძვირფასობა,
ქალწულ სურვილებს გაგიმჟღავნებს და დაგენდობა,
და თუ მხოლოდ შენ გეკუთვნებოდა ეს დარბაზობა,
აღარ სჭირდება ოფელიას ცოდვის შენდობა.

და ეს შეხვედრა კიდევ ბევრჯერ რომ გამეორდეს,
რომ მის მადლობით ამაყობდეს პოეტის მკერდი,
შემოგთავაზებს ოფელია საკუთარ ორდენს,
რომ იყო მისი კავალერი შენ ერთად-ერთი..

Posted by: Davon 26 May 2013, 17:38
ზამთარმა ცივმა და შემპარავმა
კვლავ მომისია თეთრი ფიფქები
და კვლავ მიყვარხარ, თუმცა არა ვარ
ის რაც ვიყავი ანდა ვიქნები
და იქნებ ჯობდეს გაიხსნას ფრჩხილი
გულმა და ენამ აიძროს ლუქი
ბოლო უჯრამდე შეივსოს ცხრილი
ბოლო კუნჭულსაც მიადგეს შუქი
იქნებ გვჭირდება მესამე კაცი
მსაჯულისა და მკურნალის მსგავსი
ამ მტანჯველ გრძნობას რომ დასდოს ღვაწლი
და მისცეს სახეც, სახელიც, ფასი
არ გამოჩნდება იგი გარედან
მაგრამ არსებობს, უტყვი და ურჩი
როგორც ფორმულა ან მარგალიტი
გამომწყვდეული ცეცხლგამძლე ყუთში

განწირულია ეს გრძნობა ვიცი
მუცლიდან დაყვა გიჟის ხალათი
მისთვის უცხოა ვალი და ფიცი
რადგან არ იცის რაა ღალატი.

* * *
QUOTE
I Do Not Love You Except Because I Love You

I do not love you except because I love you;
I go from loving to not loving you,
From waiting to not waiting for you
My heart moves from cold to fire.

I love you only because it's you the one I love;
I hate you deeply, and hating you
Bend to you, and the measure of my changing love for you
Is that I do not see you but love you blindly.

Maybe January light will consume
My heart with its cruel
Ray, stealing my key to true calm.

In this part of the story I am the one who
Dies, the only one, and I will die of love because I love you,
Because I love you, Love, in fire and blood.

chups.gif

Posted by: BELLA-DONNA 26 May 2013, 17:59
Dav0n
QUOTE
ზამთარმა ცივმა და შემპარავმა
კვლავ მომისია თეთრი ფიფქები
და კვლავ მიყვარხარ, თუმცა არა ვარ
ის რაც ვიყავი ანდა ვიქნები
და იქნებ ჯობდეს გაიხსნას ფრჩხილი
გულმა და ენამ აიძროს ლუქი
ბოლო უჯრამდე შეივსოს ცხრილი
ბოლო კუნჭულსაც მიადგეს შუქი
იქნებ გვჭირდება მესამე კაცი
მსაჯულისა და მკურნალის მსგავსი
ამ მტანჯველ გრძნობას რომ დასდოს ღვაწლი
და მისცეს სახეც, სახელიც, ფასი
არ გამოჩნდება იგი გარედან
მაგრამ არსებობს, უტყვი და ურჩი
როგორც ფორმულა ან მარგალიტი
გამომწყვდეული ცეცხლგამძლე ყუთში

განწირულია ეს გრძნობა ვიცი
მუცლიდან დაყვა გიჟის ხალათი
მისთვის უცხოა ვალი და ფიცი
რადგან არ იცის რაა ღალატი.

up.gif up.gif up.gif
დეჟავუ მაქვს. wink.gif

Posted by: merciamercia 26 May 2013, 18:06
QUOTE (Manuelo Costa @ 26 May 2013, 17:27 )
პაოლოს ლექსი ვალერიანს
(გამორჩეულად მიყვარს)


როდესაც გძინავს დამძიმებულ წვიმიან დღეში,
შენ თმებს გივარცხნის ოფელია სუსტი თითებით.
იმას გედები ჩააბარეს თეთრ სამოთხეში
და გულსაფარი მოუქარგეს მარგალიტებით.

გაახელ თვალებს, მორცხვად იტყვი: ახ, უკაცრავად,
ჩამოხსნი ფრთხილად თეთრ ნაბადს და დერიდახოლებს,
და თუ დაჰკოცნი იმის თითებს დაუკაწრავად,
ათ კოცნას თვალი ათ მარგალიტს გადააყოლებს.

ქვეშევრდომ პოეტს ენა მეტად დაგებორკება,
აწვდი საყურეს თავდახრილი და უხერხული.
მან დაგავალა შენ მესტების ფეხზე მორგება
და ემზადება, რომ გამართოს ცაში ფერხული.

სურს ოფელიას პირველობა და ძვირფასობა,
ქალწულ სურვილებს გაგიმჟღავნებს და დაგენდობა,
და თუ მხოლოდ შენ გეკუთვნებოდა ეს დარბაზობა,
აღარ სჭირდება ოფელიას ცოდვის შენდობა.

და ეს შეხვედრა კიდევ ბევრჯერ რომ გამეორდეს,
რომ მის მადლობით ამაყობდეს პოეტის მკერდი,
შემოგთავაზებს ოფელია საკუთარ ორდენს,
რომ იყო მისი კავალერი შენ ერთად-ერთი..


up.gif მაგარია

Love


Because of you, in gardens of blossoming flowers
I ache from the perfumes of spring.

I have forgotten your face,
I no longer remember your hands;
how did your lips feel on mine?

Because of you, I love the white statues drowsing in the parks
the white statues that have neither voice nor sight.

I have forgotten your voice, your happy voice;
I have forgotten your eyes.

Like a flower to its perfume,
I am bound to my vague memory of you.
I live with pain that is like a wound;
if you touch me, you will do me irreparable harm.

Your caresses enfold me,
like climbing vines on melancholy walls.
I have forgotten your love,
yet I seem to glimpse you in every window.

Because of you, the heady perfumes of summer pain me;
because of you, I again seek out the signs that precipitates desires:
shooting stars and falling objects.

Pablo Neruda

Posted by: nini gogo 26 May 2013, 18:51
QUOTE
გაახელ თვალებს, მორცხვად იტყვი: ახ, უკაცრავად,
ჩამოხსნი ფრთხილად თეთრ ნაბადს და დერიდახოლებს,
და თუ დაჰკოცნი იმის თითებს დაუკაწრავად,
ათ კოცნას თვალი ათ მარგალიტს გადააყოლებს.

უუჰ love.gif

QUOTE
განწირულია ეს გრძნობა ვიცი
მუცლიდან დაყვა გიჟის ხალათი
მისთვის უცხოა ვალი და ფიცი
რადგან არ იცის რაა ღალატი.

rolleyes.gif


QUOTE
I Do Not Love You Except Because I Love You

http://youtu.be/yPwJxYPmHbM



მართლა მეძახდი, თუ უცებ დაგცდა
ჩემი სახელი, ქარო?
შენ ჯერ ბავშვი ხარ
და მეშინია,
არ შემიყვარო, ქარო.
მე მეშინია, არ მოიხიბლო
ამ დამსხვრეული ფრთებით,
ამ აწეწილი ჩემი ცხოვრებით,
ღელვით, წუხილით, გზნებით...
წადი, იქროლე,
ძლიერ ბევრია,
ვინც ჩემზე უკეთ გალობს,
რა ვიცი, გზა ხომ არ აგერია,
ო, აქ რა გინდა ქარო?!
სხვაგან ძლიერი შუქიც უნთიათ,
სახლიც დიდი აქვთ, ხაროც...
ცხოვრება მათთვის
საპნის ბუშტია,
შენ თუ დაჰბერავ, ქარო.
მე კი უხედნელ, ველურ რაშებით
ვღელავ, ვინთები, ვჩქარობ,
სულ სხვა ქარიშხალს ვეთამაშები,
არ შემიყვარო, ქარო... !

მორის ფოცხიშვილი

Posted by: Special_1 26 May 2013, 20:09
სასაფლაოზე ქარი დაძრწის სავსე კაეშნით...
დუმს სასაფლაო ქვის ძეგლებით,
ვით ძველი ქალდუ...
სასაფლაოზე ქარი დაძრწის და აკლდამებში
დაეძებს სადგურს...
ყვავნი სამრეკლოს გარს უვლიან
და თვალთა კრთომით
დაეძებენ მყუდრო სავანეს
და ტირის თოვლი
ობოლთ სამარეს...
დუმს სასაფლაო სევდიანი, ვით ძველი ქალდუ,
გულში ინახავს კაეშანს ფარულს...
კითხულობს მთვარე
ქვის ძეგლებით უძველეს ქართულს-
ნუსხურს და მთავრულს
სასაფლაოზე ქარი დაძრწის და აკლდამებში
დაეძებს სადგურს....

ანა კალანდაძე

Posted by: nini gogo 27 May 2013, 12:07
სჯობია მართლა არამზადა იყო ნამდვილი, ვიდრე ტყუილად არამზადას ხალხმა გადაროს.
ბედნიერებაც აღარ არის მაშინ ადვილი, თუ ეს ცხოვრება სხვის ჭკუაზე უნდა ატარო.
რატომ შემიქეს აწყვეტილი ვნება დამნთქმელი, სხვათა აზრები რატომ უნდა გახდნენ საჩვენო?
თვითონ ცოდვილებს ჩემს ცოდვებზე რა აქვთ სათქმელი, ან რად ცდილობენ თეთრი შავად რომ მომაჩვენონ?!
მე იგივე ვარ და ვინც მადებს მძიმე ბრალდებას,მხოლოდ თავს ამხელს, მე კი ვრჩები უზიანები,
სულით მდაბლების თავდასხმა კი მალიმალდება და მსაჯულობენ თავად სულით კუზიანები.
პატივაყრილებს სურთ პატივი სხვასაც აჰყარონ და მოგაჩვენონ ეს ქვეყანა ცოდვილთ სამყაროდ.

(უილიამ შექსპირი)

Posted by: personaji 27 May 2013, 13:08
სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო- ხის და ისლის.
სასთუმლად- ნუშის ბაღნარი, საბნად- თიბათვის ნისლი.
ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკავდი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით.

ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,
გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.

გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს
და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.
მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი-მზის სხივს,

ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,
ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გავლით დასიცხულ მგზავრებს
ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.

მერე ვნახავდი საცოლეს- ცისფერთვალებას, ლამაზს,
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს
და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს,

მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში შუბლზე ვაცხებდი მირონს,
მერე შევსვამდი სამივეს უუნგირო ცხენზე,
პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე,
წკეპლას მოვცხებდი თეძოზე ჩემ ხალიბნალა ფაშატს
და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს.

სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო- ხის და ისლის,
სასთუმლად- ნუშის ბაღნარი, საბნად-თიბათვის ნისლი.

გიორგი შალამბერიძე

ერთ-ერთი საყვარელთაგანი

Posted by: nini gogo 27 May 2013, 20:46
ტერენტი გრანელი- გულიდან სისხლის წვეთები (სულის ამოძახილი)



მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.
მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.
თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.
წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.
მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისკენ, რომ მეხილა მზე.
ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.
მოველი ადრე.
და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.
ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.
და მეშინია...
ვფიქრობ: მოვა წვიმა, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.
მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.
ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.
პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.
მე არ მინდოდა სიცოცხლე.
არც სიკვდილი.
მე რაღაც სხვა მსურდა.
ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების.
მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან, ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისგან.
და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.
მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:
მე მინდა გაფრენა.
მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი.
ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე.
და არ ვიცი, როგორ ამოვიდე იმ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.
არა სიცოცხლე.
არა სიკვდილი.
არამედ რაღაც სხვა.

ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობისათვის...
გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და ისევ სიშორეზე ტირის როიალი.

=====================================================================================

სადღაც სდუმს მთები, სადღაც ნისლია,
ვერ გადურჩები სულის წვალებას
მე რომ გაფრენა არ შემიძლია
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

სადღაც სდუმს დილა, სადღაც ძილია,
გზა გაიარეს სადღაც ქალებმა.
ჩემი სხეული რომ დაღლილია,
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

და სადღაც ბაღთან ვიღაც იცდიდა,
და უცებ ზეცა ნახეს თვალებმა.
რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან -
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.



Posted by: personaji 27 May 2013, 21:31
რად გიყურებ? სურთ ამ თვალებს უმეცართ,
შეგამჩნიონ ნაკლიცა და მშვენებაც,
მაგრამ თუკი შემიყვარდი უეცრად
ყველაფერი კარგად მომეჩვენება.

Posted by: nini gogo 27 May 2013, 22:17
ჩათვალე თავი ოცნებად
და ამისრულო იქნება
და ნახავ ჩემს გაოცებას
შენით რომ გარდაიქმნება.

ჩათვალე თავი იმედად
უშენოდ იქნებ კვდებოდეს
გამოაცოცხლე იმდენად
ორივეს გვაკვირდებოდეს

ჩათვალე თავი ნუგეშად
იქნებ ნუგეში მშველოდეს
აღარ მსურს სევდა უხეშად
ჩემს გულს რომ ევლინებოდეს.

ჩათვალე თავი სინათლედ
რომელიც ასე მჭირდება
ხოდა მზესავით ინათე
შენ ეს არ გაგიჭირდება

და სიყვარულად ჩათვალე
თავი, ჩემში რომ იძინებს,
და რა ანაღვლებთ მაგ თვალებს
ვერაფრით გამოვიძიე.

რადგანაც დრო არ დაიცდის
წლები თოვლივით დნებოდეს
შენც გამიხსენე, რა იცი
იქნება გელოდებოდე.

გიორგი ხოფერია


Posted by: Smari 28 May 2013, 12:13
ომის ბალადა, ანუ ჩემი ჯარისკაცი ქმარი

1.
რაც შენ წახვედი, მე ვსვამ ყავას შენი ფინჯნიდან,
მაშინებს ყველა ქედმაღალი გადმოსახედი,
გაქაფულ ჭურჭელს ნიჟარასთან ვაწყობ მიჯრით და
ვტოვებ. დამჩემდა გულგრილობა, რაც შენ წახვედი.

რაც შენ წახვედი, მე დავდივარ შენი მანქანით
და შენებურად ვასიგნალებ თავგამეტებით,
ამეკვიატა უძილობა, ხელის კანკალი
და უსაშველოდ შევიძულე სენტიმენტები.

რაც შენ წახვედი, მე ვიძინებ სწორედ იმ მხარეს
შენ რომ გეძინა ჩვენს საწოლში და იმ მანძილებს,
ჩვენ რომ გვაშორებს, დიდი ხნის წინ როგორც მითხარი,
ვამოკლებ ფიქრით და ტკივილებს ჩვენსას ვაძინებ.

რაც შენ წახვედი, მაწუხებენ ჩუმი შიშები,
რომ სახლში ვიღაც დააბიჯებს და მემალება,
ზოგჯერ მგონია (არ ვაჭარბებ), ისე ვიშლები,
რომ ვერც კი ვხვდები.

დავიღალე, ვიქეც თვალებად.

რაც შენ წახვედი, ამინდების ცვალებადობა
პირობითია და ჩვენს სახლში ქრიან ქარები,
ჩემი თვალები დაიწყებენ ცრემლად დადნობას
მალე და ცრემლებს მერე არსად შეიფარებენ.

რაც შენ წახვედი, ჯიბით დამაქვს შენი დანა და
ჩემთან მერცხლები დაბრუნებას აგვიანებენ,
მიჭირს, მჯეროდეს, რომ რატომღაც, მუდამ ავად ვარ
და არ მიხდება შენი შავი რეიბანები.

რაც შენ წახვედი, მე ვარ ორი, ასე მგონია
და თან, ჯამი ვარ ამქვეყნიურ სიმარტივეთა,
იქით, საითაც მარტოობა და სიშორეა,
არ შემიძლია, მაპატიე! ვერ მივიხედავ!

და გელოდები, სასაკლაოს სუნით გაჟღენთილს,
შენი სიცოცხლის და სიკვდილის ჩუმი მხლებელი,
წაუკითხავად მაგიდაზე დაგრჩა გაზეთი
და ახლა ისიც გელოდება ხელუხლებელი.

მე ისიც ვიცი, გესიზმრება ჩვენი ოთახი,
რომელსაც მთვარე მოკრძალებულ შუქით ანათებს,
ვზივარ და ვფიქრობ, ჩემს ნაკვალევს როდის მონახავ,
თმიდან მდის წყალი და მაცვია შენი ხალათი.

რაც შენ წახვედი, შეიცვალა მთელი სამყარო
და ჩემს ბილიკებს აეკიდა ყველა თავხედი,
მე კი, უბრალოდ, გა#####დები და გაგახარებ,
რომ უფრო მეტად შემიყვარდი შენ, რაც წახვედი.

2.
ვხედავ,
ზეციდან ანგელოზები ცვივიან,
ფრთხილად!
სიკვდილებს ახლოს ფუთფუთი სჩვევიათ!
მე და
შენ გადავრჩებით. მიწა ისეთი ცივია,
ვერ მიგაბარებ, შენი სიცოცხლე ჩემია.

არა,
ცხედრებთან ნუ შეჩერდები მდუმარედ!
ფრთხილად!
სიკვდილმა არ მიგიყტუოს უჩუმრად,
მოვალ სიზმრებში, ვით სასურველი სტუმარი,
დავიწყებული გაზაფხულების ჩურჩულად.

ვხედავ,
იწვიან მიტოვებული სახლები,
ვხედავ,
ტირიან შვილებმოკლული დედები,
მე ყოველ დილით შენს მოლოდინში ვახლდები
და ყოველ ღამით მარტოობაში ვბერდები.

კვდებიან ფარაჯიანი ბიჭები,
მინდორს დანაღმულს შიშით გვერდს უქცევს მდინარე,
ვიღაც ეცემა,
ვიღაც გარბის და იჭრება,
არ მოიხედო!
ნუ შეჩერდები!
იარე!

ავტორი : სალომე ბენიძე


love.gif

Posted by: nini gogo 28 May 2013, 12:43
QUOTE
რაც შენ წახვედი

user.gif

QUOTE
კვდებიან ფარაჯიანი ბიჭები,
მინდორს დანაღმულს შიშით გვერდს უქცევს მდინარე,
ვიღაც ეცემა,
ვიღაც გარბის და იჭრება,
არ მოიხედო!
ნუ შეჩერდები!
იარე!


war.gif
სულ სხვა სამყარო ვიხილე მზეში,
სულ სხვა სიზმრების გზებით დავდივარ,
ვეღარ ჩამხედავ შემდეგ თვალებში,
თუ დრომ სხეული გაინაწილა.......
დარჩა წარსულში ბავშვური გრძნობა,
მაგრამ ის გული კვლავ ფეთქავს მკერდში,
თუ შემიყვარე-მაჩუქე ნდობა!
თუ გძულვარ,მაშინ,წადი...! რას მერჩი !.....
მე ვეღარ ვხატავ გიჟური სულით....
დაშრიტა ღამემ მუზა ხალასი,
თუ დამინახე გაღიმებული,
ღიმს უკან დარდი კვნესის ათასი......
დამთავრდა დროის დინება ჩემში,
დამთავრდა.... სივრცეს შევრჩი ეული...
გული ცხელია კვლავ სიყვარულით,
გაცივდა მხოლოდ მძიმე სხეული.....

ელენე ხუციშვილი


Posted by: Davon 28 May 2013, 17:49
ნუ გეშინია თენდება უკვე
მოეშვი, მოწყდი მაგ წყეულ ფიქრებს
ხვალ უსათუოდ იქნები უკეთ
ცოტა ხნით ფეხზეც წამოდგე იქნებ
ნუ გეშინია, აქ არის ყველა
ყველა მზადაა თუ მოხდა რამე
შენ კი არ მოკვდი, ჯერ ისევ ბნელა
ჯერ არ დაძრულა ეს გულქვა ღამე.

Posted by: nini gogo 28 May 2013, 20:47
როცა მიმტკიცებენ: ბალახი მწვანეა!
ყინული - ცივია!
პლატონი - ბრძენია,
კაცი დაბადებით პატიოსანია, -
პირდაღებული ვარ...
და...
მრცხვენია...

(ნიშნიანიძე შოთა)

Posted by: chxareli_to 29 May 2013, 11:32
ღამე ახლოვდება დღესაც ვერსად გნახე
ასე საყვარელი მე სად გამოგნახე


love.gif

Posted by: nini gogo 29 May 2013, 14:16

აბა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,
გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ,
მე შენი თვალებით შევხედავ სამყაროს
არ გჯერა?
თუ გინდა იებზე დაგიფიცებ
''პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები,
მათ ახლად ახელილ თვალებს''
ო! ისე ლამაზად მეყვარები
შენს თავს შენ თვითონვე შეგაყვარებ,
არა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,
გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ
მე შენი თვალებით შევხედავ ყვავილებს
არ გჯერა?თუ გინდა იებზე დაგიფიცებ
''პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები''.--

(დათო კრაწაშვილი.)


===========================================
მე სიყვარულში აწი ვეღარ გამოგიტყდები...
ვეღარ გაგიმხელ ჩემი გულის მწარე იარებს ...
და თუ სიყვარულს წმინდა გულით არ დამპირდები,
წადი!!!! იარე!!!

საუბედუროდ, შენთან ახლოს ვერ გავჩერდები...
გრძნობები ჩემი ცივი ხელით დაარიალე...
ვიცი, რომ ტკბილად ორივენი ვერ დავბერდებით,
გასწი!!! იარე!!!

ო, საბოლოოდ მივხვდი ყოველს, მივხვდი და ვნანობ...
დამახრჩობს, ალბათ შავ გრძნობების ავი მდინარე
მე შენ გეძახი , მაგრამ , რადგან წასვლა გიბრძანე ...


მოიცა....


ანდა....


ვაი, რა ვქნა...

.....

წადი..................


იარე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!


Posted by: Smari 29 May 2013, 19:09
წყალი მქვია და წყალი არა ვარ,
ქარი მქვია და ქარი არა ვარ.
ვმარცვლე ხორბალი და შენი თმის ქვეშ
ვთესე - ველები გადატყორცნილი კეფის ჩრდილებთან.
შენი სიზმარი უნდა გავხდე - ძილგახელებით.
სიზმარი ცხელი,
წყალსნაამბობი,
ცრუმორწმუნე
და უფერებო.
შვილი მქვია და შვილი არა ვარ,
მტერი მქვია და მტერი არა ვარ.
ვტეხე დარაბა ჯოჯოხეთური,
ვტეხე ფეხდაფეხ დავიდარაბა - სულის.
გზის მტვერი ვყლაპე,
გზის ანგელოზებს საგზალი ვუცხვე,
თბილი ღვინო ვსვი,
ვიცვი მზისა და მთვარის სამოსი - ცაშენისლული.
წვიმიანი დღეებით ვკვებე შენი წუხილი.
გზის შაოსან დედაკაცებს კვალი ვუჩვენე,
ვუჩვენე გზა და იქვე გავუქრი.

შენ დაგელოდე...
შენ არ მოხვედი...

ჩამესმის შენი სველი მოთქმა-გოდება,
ჩამესმის შენი მოსვლის ხმაური,
ჩამესმის ლოცვა გულის ბუხარზე სადად გამთბარი,
ყოველი დღის დილას, საღამოს.
ჩამესმის შენი ნამღერი ძილი.
შენი მერქვა და შენი არ ვიყავ,
”შენთან” მერქვა და შენთან არ ვიდექ...
ცხრა ნაჩუქარი სიცოცხლე ვხარჯე,
ვთესე სიკეთე...
თვალი მოვირწყე ცრემლების სურით.
ჰო, შაოსანო, წავედი კიდეც,
თუმცა უკან ვეღარ დავბრუნდი.

წვიმა ვიყავ და არ დამისველდნენ წვიმის ბარტყები,
ქარი ვიყავ და არ მერქვა ქარი,
ცრემლი ვიყავ და არ მიტირეს ქუთუთოებქვეშ,
ბავშვი ვიყავ და ძუნწი ღიმილით
ამცდნენ შარაზე - ასე დამკარგეს.
მზე ვიყავი და მოიჩრდილეს ჯიბრიანად ცხელი შუბლები.

სამაგიეროდ...
მიწა ვიყავ და მიწად ვიქეცი.
დე, ნუ იტირებ,
ჩემთან, ზეცაში, არ დამტოვებენ
უპატიებელს.


ავტორი : ნინო (ნინია) ნადირაძე.

საოცრად მიყვარს ეს ლექსი.. ძალიან..

Posted by: Paloma_Picasso 30 May 2013, 00:50
ვინ მოგცნეს შენ, ძმისწულო ჩემო, წოვნად ძუძუნი დედისა ჩემისანი? გარე გპოვე, ამბორს- გიყავ შენ, და არა შეურაცხ-გყავ.
მოგეხჳე შენ და შეგიყვანე სახლსა დედისა ჩემისასა და საუნჯეთა მუცლადმღებელისა ჩემისათა.
და გასუა შენ ღჳნისაგან სულნელთასა, სინედლისაგან ბროწეულთა ჩემთასა.
მარცხენე მისი თავსა ზედა ჩემსა და მარჯუენე მისი გარემომეხჳა მე.
გაფუცებ თქუენ, ასულნო იერუსალიმისანო, ძალთა მიმართ და ძლიერებათა მიმართ აგარაკისათა,
უკუეთუ აღსდგეთ და აღადგინოთ სიყუარული, ვიდრემდისცა ენებოს.

Posted by: Alice_In_Wonderland 30 May 2013, 14:06
ქალავ გამამყევი!, ერთად შავიარათ,
მთაში მისავალი წვრილი ბილიკები,
ქალავ შემომხედე!, კიდევ დავინახო,
შენს ლამაზ სახეზე, ნაზი მიმიკები.
ქალავ გამამყევი!, მთა-გორებს განახებ,
განახებ ლამაზი ბუნების სიუხვეს,
განახებ იებს და განახებ ენძელებს
და ცაზე ლამაზად, მიბჯენილ ჭიუხებს.
ქალავ გამამყევი!, დაუყვეთ ხეობებს,
და დასასრული არ მივცეთ სიარულს,
ქალავ გამამყევი!, არაგვსაც ვუსმინოთ,
ხანდახან ბობოქარს, ამჟამად მხიარულს.
წამოდი გაჩუქო წითელი გრძნობები,
ჭაღარა მწვერვალზეც, ჩვენ ორნი ავიდეთ,
წამოდი ლამაზო რა გინდა ქალაქში,
ხელი ჩამკიდე და წამოდი წავიდეთ.!
წამოდი!!! ხო, მართლა ავიდეთ მწვერვალზე
პატარა თითებით შეეხე ვარსკვლავებს,
გული გაუხსენი, ჩემს ლამაზ გძნობებს და
ეს ჩემი გრძნობებიც თავისას განახებს.
წამოდი!!! ძვირფასო განახო გუდანი,
მომლოცველ ხევსურებს ვეწვიოთ „ხატობას“,
მთიელთა ღრეობებს განახებ,ლამაზო
და მერე ამაყად ხევსურთა დათრობას.
მერე კვლავ დავუყვეთ, მიმავალ ბილიკებს,
უფსკრულებს ჩავხედოთ, კლდეების არეში,
ბუნების სიცოცხლით, ვიცხოვროთ ძვირფასო
და მთვარეს ვეფეროთ, უკუნეთ ღამეში.
წამოდი!!! ვეწვიოთ შატილის ალმასებს,
მუცოშიც თამამი, კოშკები გველიან,
განახებ ამაყი კლდეების ყვავილებს,
რომ მხოლოდ, ლამაზი ქალისთვის მღერიან.
წამოდი!!! შევხედოთ, არხოტის სალ კლდეებს,
ერთ ჭიუხს გაჩუქებ, ის უკვე შენია,
ვუყუროთ ნისლებში გახვეულ მწვერვალებს,
ნისლები??? ამათი მუდმივი სენია.
წამოდი!!!ლამაზო... მე ვერ ვძლებ უშენოდ
იცოდე შენგანაც წამოსვლას ველი,
შენ ჩემი სიცოცხლის ნატამალი ხარ,
ვხვდებო რომ უშენოდ, არა ვარ მთელი.

თემო არაბული

http://www.radikal.ru

Posted by: Paperino 30 May 2013, 16:09
Когда так много позади всего,
в особенности - горя,
поддержки чьей-нибудь не жди,
сядь в поезд, высадись у моря.

Posted by: nini gogo 1 Jun 2013, 11:25
QUOTE
უკუეთუ აღსდგეთ და აღადგინოთ სიყუარული, ვიდრემდისცა ენებოს.

love.gif




მინდა სადმე ტყის სიღრმეში ვიყოთ
და ფოთლების ქვეშაგები გვქონდეს.
შენს კალთაში ბანგნასვამი ვთვლემდე,
მიკითხავდე ლექსებსა და ლოცვებს.
აგიშენო ხის უბრალო ქოხი,
ფრთოსნების ხმა გვაღვიძებდეს დილით,
ყვავილებით მოგირთავდი სარკმელს,
მწვანე ეზოს - ხის ფოთლების ჩრდილით.
ყვავილიან მინდვრებს მოვირბენდით,
სასთუმალად დაგიდებდი მკლავებს,
ვით ნაკადულს სისხლმდინარი შველი,
ისე დავეწაფებოდი ბაგეს.
ღამ-ღამობით ცეცხლის თბილი სახე
და მდინარის დაგავტკბობდა სმენა,
შენ თმებ ჩამამეშლებოდა მხარზე,
გაგვართობდა ვარსკვლავების ცქერა.
მოგითხრობდი ლეგენდბს და მითებს,
ცივ წვიმაში შეგიყუჟდი მკერდში,
დაჰბადებდი ფშაურ სისხლის ბოკვრებს,
არწივებად გამოვზრდიდით მთებში.
შეგწირავდი თითოეულ სუნთქვას,
გულის ძგერად მექნებოდი ბედი,
შენით მთვრალი დაგათრობდი ტრფობით,
მაგრამ სად ხარ? ვერ გიპოვე დღემდი...

(დეკა ნაყეური)

Posted by: Davon 1 Jun 2013, 17:31
I can write the saddest poem of all tonight.

Write, for instance: "The night is full of stars,
and the stars, blue, shiver in the distance."

The night wind whirls in the sky and sings.

I can write the saddest poem of all tonight.
I loved her, and sometimes she loved me too.

On nights like this, I held her in my arms.
I kissed her so many times under the infinite sky.

She loved me, sometimes I loved her.
How could I not have loved her large, still eyes?

I can write the saddest poem of all tonight.
To think I don't have her. To feel that I've lost her.

To hear the immense night, more immense without her.
And the poem falls to the soul as dew to grass.

What does it matter that my love couldn't keep her.
The night is full of stars and she is not with me.

That's all. Far away, someone sings. Far away.
My soul is lost without her.

As if to bring her near, my eyes search for her.
My heart searches for her and she is not with me.

The same night that whitens the same trees.
We, we who were, we are the same no longer.

I no longer love her, true, but how much I loved her.
My voice searched the wind to touch her ear.

Someone else's. She will be someone else's. As she once
belonged to my kisses.
Her voice, her light body. Her infinite eyes.

I no longer love her, true, but perhaps I love her.
Love is so short and oblivion so long.

Because on nights like this I held her in my arms,
my soul is lost without her.

Although this may be the last pain she causes me,
and this may be the last poem I write for her.

Posted by: nini gogo 1 Jun 2013, 19:00
შენ კი მეტრფი, პატარავ, მაგრამ აბა, რაღა დროს!
ლამის სევდამ ეს გული ამომწვას და დაღადროს.
ლამის კუბოდ გადმექცეს ზეციური თავანი,
ლამის მზეც კი დავწყევლო მთვარის ავანჩავანი.
აღარა მაქვს სიეშხე, აღარა მაქვს ხალისი
და ლოთი ვარ ლექსისა, ლოთი შესაბრალისი.
ჩემი ძველი ალერსი დრომ თან გადაიყოლა...
დაივიწყე, პატარავ! ,, იყო... არა--იყო--რა!''


იოსებ გრიშაშვილი

Posted by: merciamercia 2 Jun 2013, 15:00
***

Я помню чудное мгновенье:
Передо мной явилась ты,
Как мимолетное виденье,
Как гений чистой красоты.

В томленьях грусти безнадежной
В тревогах шумной суеты,
Звучал мне долго голос нежный
И снились милые черты.

Шли годы. Бурь порыв мятежный
Рассеял прежние мечты,
И я забыл твой голос нежный,
Твой небесные черты.

В глуши, во мраке заточенья
Тянулись тихо дни мои
Без божества, без вдохновенья,
Без слез, без жизни, без любви.

Душе настало пробужденье:
И вот опять явилась ты,
Как мимолетное виденье,
Как гений чистой красоты.

И сердце бьется в упоенье,
И для него воскресли вновь
И божество, и вдохновенье,
И жизнь, и слезы, и любовь.

Александр Пушкин



Posted by: nini gogo 2 Jun 2013, 17:13
გულგატეხილს თუ რწმენა ვაჩუქე,
ერთი ტკივილი თუ გავაყუჩე,
ქვეყნად ამაოდ არ მიცხოვრია!

თუ ვანუგეშე ერთი სიცოცხლე,
თუ დავაბრუნე ჩიტი ბუდეში,
ქვეყნად ამაოდ არ მიცხოვრია!

ემილი დიკინსონი

Posted by: Smari 2 Jun 2013, 23:23
მეკუბოვე

ვენახი ვნახე და ვთქვი და დავწერე,
ზუსტად ის ვენახი, მე რომ ვნახე,
რაც კი შევისრუტე და ტანზე შემაშრა, დავწერე.
ვნახე, რომ სამყარო წვენით სავსეა და
იმ ერთი ნანახის მევენახემ
ვიფიქრე, კარგია და წვენით სავსეა.

ხანდახან გქონდა სიჩუმის მწველი ხმა,
ყველა სხვასიტყვა რომ შეასახლეს,
მერე სიჩუმესაც ვუპოვე ის შენი მწველი ხმა.
ვნახე, რომ ჩემი სამყაროს წვენი ხარ და
მე კი ამ ყველაფრის მეარაფრე,
ვიფიქრე, კარგია, შენ მისი წვენი ხარ.

საკუთარ თავს ვუვლი გარშემო, წლებია,
მაგრამ მისასვლელი ვერ ვუპოვე,
ათასუცნობიანს, უცნაურს, ათასათმცნებიანს.
სიტყვები უკვე ზედიზედ ჭკნებიან და
ყველა იმ ნანახის მეკუბოვე
ვფიქრობ რომ ასეა, სიტყვებიც ჭკნებიან.
თერაპია

ბაღში გავიარე, მინდოდა საღამო
მომეწყო თავისთვის, დღეს, როგორც ქავილი
მოჭრილი ხელიდან, სიმშვიდე ვიგრძენი
და ფოთლებგამოცვლილ ბაღში გავიარე, ვიფიქრე,
ხეების მშობლიურ ენაში ძველ კურსებს გავივილი...
ფერფლი მაცვიოდა,
უფრო მშობლიური მეჩვენა სამი ხე
გვერდიგვერდ, ხეების ინტერნაციონალს
ვუსმენდი, არ იყო თუნდაც წამიერი
სიმშვიდე, ჩვეულმა ფიქრებმა წამიღეს.
ბოლოს დასასრული ჰპოვა ამ ფიქრებში
ერთმა დღემ, როდესაც მე, როგორც ქავილი
მოჭრილი ხელიდან, სიმშვიდე ვიგრძენი
და უღვთოდ გამოცვლილ ბაღში გავიარე,
ალბათ, იმ უცნაურ გრძნობას რომ გაევლო.

გეთიაშვილი..

Posted by: nini gogo 3 Jun 2013, 10:35
QUOTE
მეკუბოვე

ვენახი ვნახე და ვთქვი და დავწერე,
ზუსტად ის ვენახი, მე რომ ვნახე,
რაც კი შევისრუტე და ტანზე შემაშრა, დავწერე.
ვნახე, რომ სამყარო წვენით სავსეა და
იმ ერთი ნანახის მევენახემ
ვიფიქრე, კარგია და წვენით სავსეა.

ხანდახან გქონდა სიჩუმის მწველი ხმა,
ყველა სხვასიტყვა რომ შეასახლეს,
მერე სიჩუმესაც ვუპოვე ის შენი მწველი ხმა.
ვნახე, რომ ჩემი სამყაროს წვენი ხარ და
მე კი ამ ყველაფრის მეარაფრე,
ვიფიქრე, კარგია, შენ მისი წვენი ხარ.

საკუთარ თავს ვუვლი გარშემო, წლებია,
მაგრამ მისასვლელი ვერ ვუპოვე,

ათასუცნობიანს, უცნაურს, ათასათმცნებიანს.
სიტყვები უკვე ზედიზედ ჭკნებიან და
ყველა იმ ნანახის მეკუბოვე
ვფიქრობ რომ ასეა, სიტყვებიც ჭკნებიან.
თერაპია

ბაღში გავიარე, მინდოდა საღამო
მომეწყო თავისთვის, დღეს, როგორც ქავილი
მოჭრილი ხელიდან, სიმშვიდე ვიგრძენი
და ფოთლებგამოცვლილ ბაღში გავიარე, ვიფიქრე,
ხეების მშობლიურ ენაში ძველ კურსებს გავივილი...
ფერფლი მაცვიოდა,
უფრო მშობლიური მეჩვენა სამი ხე
გვერდიგვერდ, ხეების ინტერნაციონალს
ვუსმენდი, არ იყო თუნდაც წამიერი
სიმშვიდე, ჩვეულმა ფიქრებმა წამიღეს.
ბოლოს დასასრული ჰპოვა ამ ფიქრებში
ერთმა დღემ, როდესაც მე, როგორც ქავილი
მოჭრილი ხელიდან, სიმშვიდე ვიგრძენი
და უღვთოდ გამოცვლილ ბაღში გავიარე,
ალბათ, იმ უცნაურ გრძნობას რომ გაევლო.

გეთიაშვილი..


up.gif აუ ძალიან კარგიაა ..



"გემუდარები, ორგულობა არ დამაბრალო,
არ დაიჯერო, განშორებამ გრძნობა გასრისა,
არ დაივიწყო, რომ ოდესღაც გული საბრალო
შენსავე მკერდში შევინახე შენგან წასვლისას.
შენი მკერდია ჩემი გრძნობის თავშესაფარი,
შინ დაბრუნება იცის თურმე ჩემისთანამაც,
შენზე ოცნებით მოვიარე ქვეყნად მთა-ბარი,
მაგრამ ცოდვების განსაბანად წყალიც თანა მაქვს
არ დაგიმალავ მეც სხვებივით ლხენას დავეძებ
და ახლაც შენთან უცოდველი როდი მოვედი,
მაგრამ არასდროს დაიჯერო- ისე დავეცე,
გადავიწყვიტო შენი სულის სვეტი ცხოველი,
შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა,
ამ უნაპირო სამყაროში მხოლოდ შენა ხარ."

უილიამ შექსპირი

Posted by: Alice_In_Wonderland 4 Jun 2013, 22:05
თქვენ _ ყველაფერი,
მე _ ფერი ყველა.
დამექცეს ჭერი,
თუ გთხოვოთ შველა.

თქვენ _ ქვეყნის ოქრო
და შარა ვრცელი,
მე _ ოკრობოკრო
ბილიკი ძნელი.

მამრი თუ მდედრი _
ნუ მყვედრით ყველა,
მე _ ჩემი ხვედრი _
შვლის ნუკრის შველა...

მე ამ წესს ვიცავ
ღამეც და დღეცა,
რომ ჩემი მიწა
ვაქციო ზეცად.

ვახუშტი
2004

Posted by: Alice_In_Wonderland 4 Jun 2013, 22:09
მე მინდა რაღაც ახალი
და რაღაც უფრო სხვა...
ცა მინდა უფრო მაღალი
და უფრო ვრცელი _ ზღვა...

ნურც ცა იქნება მაღალი,
ნურც უფრო ვრცელი _ ზღვა,
ოღონდ რაიმე ახალი,
ოღონდ რაიმე სხვა.

Posted by: nini gogo 4 Jun 2013, 22:30
დიან დღეები,
ღამეებიც ესრეთვე მწყობრად -
მწუხრის ზეწარი
ყოველივეს გადაჰფენია...
„ყოფნა - არყოფნა?!“ -
ამჯობინეს პასუხად „ყოფნა!“
მაგრამ ეგ „ყოფნაც“,
მე თუ მკითხავ, - არაფერია!

ვგდებულვარ როსმე
თვალშეუდგამ ღამეში ობლად,
თავს ლეგიონი
სიკვდილების გადამფრენია...
„ყოფნა - არყოფნა?!“ -
ხვეწნით მითქვამს პასუხად „ყოფნა!“
მაგრამ ეგ „ყოფნაც“,
ღმერთი-რჯული, - არაფერია!

სიკვდილი - წუთში!
ნუ ჩამითვლი შენ ამას ჯობნად -
სხვა ნაპირისკენ
გზა ვარდისფრად დანაფერია...
„ყოფნა - არყოფნა?!“ -
ვამჯობინე პასუხად „ყოფნა!“
მაგრამ ეგ „ყოფნაც“,
ოჰ, ეგ „ყოფნაც“ არაფერია!

მურმან ლებანიძე

Posted by: Alice_In_Wonderland 5 Jun 2013, 00:24
მე იმ დღეებს ვერ ვივიწყებ,
იმ გაფრენილ წამთა,
როცა ცაში მიუწვდომლის სიახლოვე მწამდა.
ახლა ვდგავარ შავ უფსკრულთან,
პირდაღებულ ხრამთან,
თამთა, სად ხარ საოცნებო, გაფრენილო თამთა...
გაზაფხული ვეღარა სძლევს
გულში ჩამდგარ ზამთარს,
მე უშენოდ დარშიც მცივა,
თამთა
თამთა
თამთა...
შენს საძებრად ღრუბელივით
ხევ-ხევ ვივლი, მთა-მთა,
ცხრა მთას იქით დაკარგულო
თამთა
თამთა
თამთა...

Posted by: nini gogo 5 Jun 2013, 18:08
მე ვგრძნობ სიყვარულს, რომელიც მათრობს,
მთვარეს მაგონებს ის უსინათლოს.
მას მხოლოდ გული ატარებს ცოცხალს,
ზედმეტი ფიქრი სიყვარულს მოკლავს.

არ მახსოვს ზღვა მე ასეთი სიღრმის,
ბებერი მიწა უსაზღვრო სიზმრის,
და როცა ბავშვი ამ თვალებს ახელს,
გარკვევით ხედავს; მსოფლიო აფრენს.

======================================

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ვიტანჯები არცოდნით, რას ფიქრობენ სხვა ადამიანები..

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ პოეზიას შეუძლია ნათელი გახადოს ჩემი აზრები, განკურნოს პარანოია- ჩემი და სხვისი..

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ მტანჯავს აზრი - დავიბადე რომ მოვკვდე, ეს ყველას ტანჯავს.

ალენ გინზბერგი



Posted by: merciamercia 5 Jun 2013, 20:21
* * *
Я научилась просто, мудро жить,
Смотреть на небо и молиться богу,
И долго перед вечером бродить,
Чтоб утолить ненужную тревогу.

Когда шуршат в овраге лопухи
И никнет гроздь, рябины желто-красной,
Слагаю я веселые стихи
О жизни тленной, тленной и прекрасной.

Я возвращаюсь. Лижет мне ладонь
Пушистый кот, мурлыкает умильней,
И яркий загоряется огонь
На башенке озерной лесопильни.

Лишь изредка прорезывает тишь,
Крик аиста, слетевшего на крышу.
И если в дверь мою ты постучишь,
Мне кажется, я даже не услышу.

Анна Ахматова

Posted by: leni-ko 6 Jun 2013, 10:39
უადრესატოდ

ნუთუ მართლა არ იცოდი ჩემი სახელი?
და არც იმაზე გიფიქრია,
სად ვიყავი, რომელ კუნძულზე?
ერთხელაც არ გიხსენებივარ.
ერთხელაც არ წერებია შენს ძვირფას გზავნილს
ადრესატი, ქუჩა, ქალაქი...

შენი სიტყვები კი ამ ხნის მანძილზე
მაინც მდიოდნენ და აღწევდნენ ჩემამდე.
სიტყვები, შენ რომ აგზავნიდი -
უსახელოდ, უმისამართოდ...
ნაწილ-ნაწილ, ანდა ერთბაშად;
დროულად, ან დაგვიანებით
მოდიოდნენ სიტყვები ჩემამდე,-
მაკვირვებდნენ, მახარებდნენ, კიდეც მათბობდნენ
და მჯეროდა - ვიღაცას ვუყვარდი!..

ალბათ ძალიან მსურდა ჩემთვის მე ის სიტყვები;
ალბათ ძალიან მინდოდა, რომ გამხარებოდა
და ის სითბოც მჭირდებოდა, როგორც ჰაერი,
და ამ დიდი სურვილის ძალით
ვიზიდავდი მე იმ სიტყვებს,
იმ სიხარულს და იმ სითბოსაც.
ნუთუ მართლა არ იცოდი ჩემი სახელი?
ერთხელაც არ წერებია შენს ძვირფას გზავნილს
არც სახელი, არც მისამართი.

...და მე ვფიქრობ უნებლიე დანაშაულზე,
რომ ის სიტყვები,
იქნებ სულაც სხვისთვის იყო გამოგზავნილი? -
უსახელოდ, უმისამართოდ;
სხვისთვის იყო... მივიტაცე და მივითვისე,
და სხვას წავართვი ის სითბო და ის გაოცება...

უხერხულობას ვგრძნობ და თითქოს მრცხვენია კიდეც.
მრცხვენია, მაგრამ თავსაც ვიმართლებ:
რომ ის სიტყვები - უსახელო, უმისამართო -
ალბათ იმ სხვაზე მეტად მე მსურდა,
უფრო მეტად მე მჭირდებოდა...

ალბათ იმ სხვაზე მეტად მე მიყვარდი!..



თემურ ჩხეტიანი

Posted by: merciamercia 6 Jun 2013, 13:42
მთაწმინდის მთვარე

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს…
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით
მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე…
ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული…
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული…
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ,
რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი…
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!





გენიალური love.gif

Posted by: Herr 6 Jun 2013, 15:00
მე დავიბადე შავი ზღვის პირას
სადაც ამინდი ნებივრობს თბილი
ზუსტად ვერ ვიტყვი შაბათს თუ კვირას
დედის რძის მადლი ვიგემე ტკბილი
ვთბებოდი, მზეზე ვიწექი ზღვაზე
მათამაშებდა ტალღა დინების
რა არ შემემთხვა ცხოვრების გზაზე
სილაჟვარდეში მანდარინების
პირველ სიყვარულს იქ შევაგებე
ჩემი ვნებებით აღსავსე მკერდი
და ცხოვრებაში თითქოს განგებამ
გადამიშალა ახალი გვერდი
ოხ როგორ მინდა ვიყო იმ გემზე
რომელსაც მართავს ის მეზღვაური
კვლავ ოცნებობდეს დღე და ღამ ჩემზე
და მთელ გემს ღლიდეს ჩვენი ხმაური
მე კი ჯიხურში შოკოლადს ვყიდი
ხანდახან ნავთის გაყიდვაც მიწევს
და გულში მიდევს იმედი დიდი
რომ დავიბრუნებ დაკარგულ მიწებს

კოტე ყუბანეიშვილი

Posted by: Smari 7 Jun 2013, 00:01


აი, აქ გადის სიყვარული. ეს საზღვარია
ყოფნის ნიშანი. სულ აქ ყოფნა. აღარსად წასვლა.
უზარმაზარი შიშის ჭა და ამ შიშის ჭიდან
სულმოუთქმელად დალეული საფრთხე და სანამ
ამ საზღვარს ჰქვია სიყვარული, ვინ დაგიჯერებს,
რომ მურაბიან ზედაპირზე დაკრულ მწერივით
ეს მიწა გითრევს. ჩაგიბღუჯავს შენც მისი მაჯა
ავადმყოფივით, უყურადებ სახეშეშლილი
ყოველი ბორცვის და მტკაველის სუნთქვას და იცი
მარტო შენია, სულ შენია, ეს გაძლევს ძალას,
გივსებს ძარღვებს და ეს ლაქები ჯერ თბილი სისხლის
დამწვარ მინდორში ჩათესილმა იფქლმა და ღვარძლმა
რომ გაგირჩიოს, სისხლია თუ სხვისი ტალახი,
როგორც სიცოცხლეს, ეჭიდები საზღვრის ერთ ბოლოს.
და უცხო ხორცი შენს ბავშვობას, როგორც სალაფავს
სანამდე შეთქვლეფს და წაბილწავს, უფრო ნაკლები
გრჩება მანძილიც ამ საზღვრამდე: აღარსად წასვლა,
ყოფნის ნიშანი და ჰაერი - გლუვი და მწარე,-
ომი კი არა, დაიჭირეს თითქოს პეპელა
და ჟანგიანი მაკრატლებით ფრთებს უსწორებენ.

ავტორი: ნათია ნაცვლიშვილი . 2008.

Posted by: Berti Vusteri 7 Jun 2013, 15:44
... და ალიონზე თეთრ დუქანთან
სტირის არღანი.
მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარში
თავი დავიხრჩო.
სიყვარულისგან მეტ მოთმენის
არა მაქვს ღონე,
მინდა ამ დილას ამ ცივ მტკვარში
თავი დავიხრჩო.
მეტი მოზიდეთ კალმახები
მაშ არაგვიდან,
რაც იყოს იყოს, ამ ქეიფსაც
ერთხელ ავიტან.
ერთ ლამაზ ქალზე მარტო ერთი
ლექსი დარჩება,
განა გავხდებით პოეტები
ლექსის ჩარჩებად?..



- ნინა, ნინა, ჩემო ნინა
გათხოვება, ხომ არ გინდა?
- გათხოვება რომ მინდოდეს,
შენი კითხვა მე რად მინდა?


ასე მეარღნე, დაამტვრიე,
დასცხე, გეთაყვა,
აბა რად გიღირს ერთი ძველი
შენ მუხამბაზი!
რამდენი ძველი სიყვარული
ამ მტკვარს თან გაჰყვა,
ზაჰესის სინას ხომ გაჰყვება
ეხლაც ჯამბაზი.
- “შაბათი რომ დაღამდება,
კვირა გათენდება.
თამრიკო მოწამლულა,
რაღა მეშველება?”
ტყვილი იქნება, ჩემო ძმაო,
თავს ვინ იწამლავს?
ალბათ იმ ქალსაც სულ ტყუილად
ჰქვიოდა თამრო!
ის სხვა სიყვარულს უეჭველად
გულში იმალავს,
რამდენიც გინდა, თვითონ ვიცი,
იმას ჰყავს საქმრო...
ჩემო მეარღნევ, გენაცვალე,
წაიღე სული,
საქართველოში ნეტა ასე
ვინმეს ვუყვარდე!
რა ვუყოთ მერე, პოეტი ვარ
ხელით წასული,
საქართველოში ხომ ფეტვივით
სთესავენ ვარდებს!
ვიცი გიყვარვარ, ასე მწარედ
მიტირებ არღანს,
ვიცი გიყვარვარ, რომ არ გინდა
მოკვდეს თამარი.
შენ, ჩემო ძმაო, თუ მოკვდები
არვინ დაგმარხავს,
თავის სამარხი ზედ გარტყია
ვერცხლის ქამარი.
ცდები, მეარღნევ, გათხოვდება
ეგ შენი ნინა!
არ დაიჯერო, ის თამრიკოც
რომ მოიწამლოს.
ქალი ქალია, დიდხანს უქმროდ
რამ არონია,
ქალი ქალია და იშოვის
თავის მალამოს.



უბრალოდ ვკვდებით მეარღნები
და პოეტები,
მაგრამ ჩვენ ალბათ თავის მოკვლაც
გვეპატიება...


16 თებერვალი,

Posted by: nini gogo 7 Jun 2013, 22:46
როცა ქუჩაში ერთად მოვდივართ,
შენი თვალების მზით ვარ შემცბარი,
მე გაზაფხული თავი მგონია
და შენი სახით მომყავს მერცხალი.
როცა მარტო ვარ - ღიმილით მოდის
ერთი,
მეორე,
მერე მესამე:
- ბიჭო, იმ გოგს რომ მიჰყვებოდი,
გვითხარი, რატომ არ მოგვესალმე?!

შოთა ნიშნიანიძე

Posted by: chikole 8 Jun 2013, 01:14
შენ ბევრი რამე შეცვალე ჩემში,
შეცვალე თუნდაც ლექსების მუზა,
მე ბევრი რამე მივიღე შენით,
ის რაც აქამდე ჯერ მხოლოდ მსურდა.

მე ბევრი რამე ვისწავლე შენით,
სითბო და გულის უზომოდ გაშლა,
მე სიყვარული ვისწავლე შენით,
და მწარე გრძნობის უკვალოდ წაშლა.

მინდა რომ მუდამ ასეთს გიყურო.
ისევ ლექსები ვწერო და ვწერო,
რომ დავიყვირო რომ ვიღრიალო,
როგორ მიყვარხარ ძვირფასო ჩემო.

მე ბევრი რამე ვისწავლე შენგან,
ღამე უაზროდ ქუჩის გაცნობა,
და ხეტიალი წვიმიან ღამეს,
შენი ხელების ჩემით გათბობა.

მე არ ვპოეტობ, მე არ ვქედმაღლობ
და არც არავის არ ვედარები,
მოვალ უბრალო ადამიანი
და ყურსი გკითხავ, ხომ გეყვარები?

დაველოდები სულ მოუთქმელად,
შენი ტუჩიდან ამოსულ პასუხს,
გულში ჩაგიკრავ მაგრად გაკოცებ,
ქალი შენს გარდა არავინ არ მსურს.

მგონი ოცნებამ წამიღო ეხლაც,
ალბათ ვერასდროს ვეღარ გიხილავ,
შეგხვდები ისევ ქუჩაში სადმე,
გამიღიმებ და კვლავ მომიკითხავ.


ჩაივლი ღიმილს გამომაყოლებ
და მე ვიდგები პატარა ბავშვი,
გვერდზე მოგყვება შენი მეუღლე,
მეკი არავინ არ მელის სახლში.

და რცება შენი კანის სურნელი,
რომელზეც ადრე ტუჩებს ვაწყობდი,
არ დამაცადე რომ მეთქვა შენთვის,
ამდენი ხანი ჩუმად გნატრობდი.

შენ ბევრი რამე შეცვალე ჩემში,
შეცვალე თუნდაც ლექსების მუზა,
მაგრამ მე დაგტმე გაგიშვი ხელი,
რადგან ძვირფასო შენ ასე გსურდა.




ლევან ფხაკაძე

Posted by: crytek 8 Jun 2013, 01:49
დავიქსირდები კარგი რამეები იდება აქ smile.gif

Posted by: luka123 8 Jun 2013, 02:17
Шел Господь пытать людей в любови,
Выходил он нищим на кулижку.
Старый дед на пне сухом в дуброве,
Жамкал деснами зачерствелую пышку.

Увидал дед нищего дорогой,
На тропинке, с клюшкою железной,
И подумал: "Вишь, какой убогой,-
Знать, от голода качается, болезный".

Подошел Господь, скрывая скорбь и муку:
Видно, мол, сердца их не разбудишь...
И сказал старик, протягивая руку:
"На, пожуй... маленько крепче будешь".
smile.gif

Есенин

Posted by: nini gogo 8 Jun 2013, 12:52
რა მაღალი ხარ - ტრფობავ -
ნისლივით დნები ქარში -
მაგრამ რომ ვიყოთ ორნი -
ფრთას არწივივით გავშლი -
ჩიმბორაზოზე გავლით -
კლდოვან ზღუდეებს წავშლი
და თავადურად ლაღი -
ამოგიდგები მხარში -

რა უძირო ხარ - ტრფობავ -
უსასრულობით მაკრთობ -
მაგრამ რომ ვიყოთ ორნი -
ხმელეთს უსიტყვოდ დავთმობ -
რომ სულ პატარა ნავი -
და რომ - მენიჩბე სანდო -
ზაფხულის მეფურ დილას -
ხელს შევავლებდი მნათობს -

უჩინარი ხარ - ტრფობავ -
გაკრთები როგორც ტყვია -
ჰგავხარ წამიერ ღიმილს -
მოუხელთებელ ნიავს -
და თუ ნეტარმა არ გცნო -
ვერ გაექცევი წყვდიადს -
რამეთუ უფლის ნებით -
მარადისობა გქვია.

ემილი დიკინსონი

Posted by: NNina 8 Jun 2013, 13:37
”კარგ ყმას ნუ შურობ სოფელო,
კაი ყმა კაი ფარია,
იქიდან მოგეფარება,
საიდანაც ქრის ქარია.”

(ხალხური)
* * *
ანა კალანდაძე

პაწაწინა რტო ვარ

მეფერება მზე ალერსის მთოვარს,
ვარდისფერად ცამან ჩამომთოვა...
მე მიგალობს, როდი მიმატოვა,
თოხიტარა, პაწაწინა რტო ვარ...
ქარი მარხევს და ყვავილებს მაცლის,
ყვავილს მომწყვეტს, გაიტაცებს მინდვრად...
დამიყვავე, ქარო, ნუ ხარ მკაცრი:
პატარა ვარ, მოფერება მინდა!
მითხარიო: როგორ, როგორ ვანდო
საიდუმლო აშარსა და მსტოვარს?
მებაღეო, ნუ დამტოვებ მარტო,
მეშინია, პაწაწინა რტო ვარ!

Posted by: nini gogo 8 Jun 2013, 15:34
QUOTE
”კარგ ყმას ნუ შურობ სოფელო,
კაი ყმა კაი ფარია,



სოფელს რა მხარეც უნახე,
სუყველა მხარე ჭრელია,
ძმაცა ვცან და ძმობილიცა,
ფეხქვეშ მიწისა მთხრელია,
სადაც მოკეთე მეგონა,
სულ ყველა ჩემი მტერია;
ეს ამისთანა სიცოცხლე,
აბა, რა სანატრელია,
ნუ დაენდობი სოფელსა,
სოფელი ჭრელი გველია.

(ხალხური)

Posted by: NNina 8 Jun 2013, 16:32
QUOTE
სოფელი ჭრელი გველია.


გველი გარედან არის ჭრელი და ადამიანი შიგნიდანო ..

სოფელი ერთ დღეს არ აშენებულაო.


..
QUOTE
სადაც მოკეთე მეგონა,
სულ ყველა ჩემი მტერია;


თხას უთხრეს: მგელი მამკვდარა!
თხამ ნავარდი ქნა, გაიქცა.
- თხაო, ნუ გაგხარებია,
განა სამგლეთი დაიქცა.

იმას რომ დარჩა ლეკვები,
ისინიც მგლებად მაიქცა.


კარგი ვარ, იმას ნუ იტყვი,
თავს ნუ დაუწყებ ქებასა,
კარგი ჩვენც მოგვეწონება,
..ცუდი, არც თავის დედასა

Posted by: nini gogo 8 Jun 2013, 22:01
QUOTE
კარგი ვარ, იმას ნუ იტყვი,
თავს ნუ დაუწყებ ქებასა,
კარგი ჩვენც მოგვეწონება,
..ცუდი, არც თავის დედასა

up.gif love.gif


ვიღაც მომბღავის ტაოდან,
რაღაც შიგ ხორხში კვნესის, -
არც რა ბრუხუნი „ბრავო“ და
არც რა სლუკუნი „მერსი“.

არც რა ბუყბუყი ჭაობად,
არც რა ტაფაზე ხრაკვა, -
არც ის ლამაზი „ჩაო“ და
არც ის მაცდური „პაკა“.

გეყო, რაც დარდი გდაღავდა,
გრისხავ, გიწყრები, გისტვენ, -
აღარასოდეს „აღა“ და
აღარასოდეს „მისტერ!“

ვის რას არგებს და რად უნდა
ხვითო სხვათა და სხვისი, -
არც რა ფაშფაშა „ფრაუ“ და
არც რა მისნური „მისის“.

ბედად თუკი რამ გადაგვრჩა,
საშვილიშვილოდ დაგვრჩა, -
აღარასოდეს „ჩა-ჩა-ჩა“,
აღარასოდეს “ჩაჩა!“

დადექ სარფთან და არხოტთან,
არ წამოეგო ანკესს, -
არც რა დიადი „საღოლ“ და
არც რა ზვიადი „დანკე!“

არც ეფექტური „ეფენდი“,
არც რიტორული „რაჯა“, -
იქნევდე, როგორც იქნევდი
სიტყვას მათრახად, ხანჯლად.

ისმოდე, როგორც ისმოდი,
ლოცვად, გალობად, ლხენად,
თორემ შეხედე, ის მოდის...
ფხიზლად, იბერთა ენავ!!!

მორის ფოცხიშვილი (უცხო სხეული ანუ ბარბარიზმებით სავსე ბალადა)

Posted by: NNina 9 Jun 2013, 10:48
nini gogo
: )მშვენიეერი ლექსია

მორის ფოცხიშვილი
აღმოჩენა

წყალს ვითხოვდი,
ცხრა მთას გადმოდიოდა,
ჩემს მკლავებში
ნაკადულად დიოდა,
სულ სტკიოდა
თურმე რაც მე მტკიოდა,
ჭრილობაზე
მეღვრებოდა იოდად...
არ მტოვებდა.
როცა სხვები მტოვებდნენ,
ხორცს იგლეჯდა,
ოდეს სხეულს შიოდა,
სულს მითბობდა,
ალბათ გრძნობდა,მციოდა,
იწოდა და
ნაპერწკლები სცვიოდა.
ჩემთვის დუღდა,
მწიფდა,როგორც ვენახი,
ერთი იყო,ორად არ გაყოფილა,-
მახსოვს,ადრე
ღვთის წყალობას ვეძახდი,
ახლა ვამბობ:
სიყვარული ყოფილა!



* * *
გალაქტიონი .


მთაწმინდის მთვარე


ჯერ არასდროს არ შობილა
მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი
შეღამების ქნარი

ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს
და ხეებში აქსოვს...
ასე ჩუმი, ასე ნაზი
ჯერ ცა მე არ მახსოვს!

მთვარე თითქოს ზამბახია
შუქთა მკრთალი მძივით,
და, მის შუქში გახვეული
მსუბუქ სიზმარივით,

მოჩანს მტკვარი და მეტეხი
თეთრად მოელვარე...
ოჰ! არასდროს არ შობილა
ასე ნაზი მთვარე!

აქ ჩემს ახლო აკაკის ლანდს
სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს,
ვარდით და გვირილით,

ეფინება ვარსკვლავების
კრთომა მხიარული,
ბარათაშვილს აქ უყვარდა
ობლად სიარული...

და მეც მოვკვდე სიმღერებში
ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ
სულში როგორ ჩაიხედა,

თუ სიზმარმა ვით შეისხა
ციდან ცამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა
ლურჯი იალქნები;

თუ სიკვდილის სიახლოვე
როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა
ვარდებს და ჩანჩქერებს

თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის,
ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არ-რა არის,
ვარდისფერ გზის გარდა;

რომ ამ გზაზე ზღაპარია
მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა
ასე ჩუმი ღამე,

რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო
სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი
და სიმღერით ვკვდები,

რომ წაჰყვება საუკუნეს
თქვენთან ჩემი ქნარი...
ჯერ არასდროს არ შობილა
მთვარე ასე წყნარი!


* * *
მე და ღამე


ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება
მთვარით ნაფენს არე-მარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს.
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.
საიდუმლო შუქით არე, ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.
რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;
ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.

მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.
იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!


Posted by: nini gogo 9 Jun 2013, 12:39
NNina
შენ რა კარგი გოგო ხააარ 2kiss.gif

QUOTE
წყალს ვითხოვდი,
ცხრა მთას გადმოდიოდა,
ჩემს მკლავებში
ნაკადულად დიოდა,
სულ სტკიოდა
თურმე რაც მე მტკიოდა,
ჭრილობაზე
მეღვრებოდა იოდად...
არ მტოვებდა.
როცა სხვები მტოვებდნენ,
ხორცს იგლეჯდა,
ოდეს სხეულს შიოდა,
სულს მითბობდა,
ალბათ გრძნობდა,მციოდა,
იწოდა და
ნაპერწკლები სცვიოდა.
ჩემთვის დუღდა,
მწიფდა,როგორც ვენახი,
ერთი იყო,ორად არ გაყოფილა,-
მახსოვს,ადრე
ღვთის წყალობას ვეძახდი,
ახლა ვამბობ:
სიყვარული ყოფილა!


love.gif love.gif love.gif


უნდა იცოდე!

შენ რომ ქუჩაში ვაჟი გხვდება -
ყოველდღე თითქმის;
ხან მოწყენილი,
ხან მხიარული...

ვაჟი -
სიმაღლით
შენზე ერთი მტკაველით დიდი, -
მძიმე ნაბიჯით მოსიარულე, -
ის როცა ფიქრობს, -
შენ ხარ ხოლმე იმისი ფიქრი.
ღიმილი შენი
არ გეგონოს მარტო შენი.
ცრემლსაც ნუ ჩასთვლი
ნურასოდეს
შენ მარტო შენად.
ღმერთმა ნუ ჰქნას და...
შენ რომ იყო გადასარჩენი, -
თავს არ დაზოგავს
ის ვაჟი შენს გადასარჩენად.
შენ რომ ქუჩაში ვაჟი გხვდება -
ყოველდღე თითქმის;
ხან მოწყენილი,
ხან მხიარული...

============================
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ
ემ ერთის პოვნის
თუ გახდი ღირსი!
არაერთს ისე მოეღო ბოლო,-
თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის.
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ,
სად არის იგი,-
ეს ღმერთმა იცის!
იმ ერთის ხილვის,-
იმ ერთის პოვნის,-
ათასში ერთი გამხდარა ღირსი!


(მუხრან მაჭავარიანი)

Posted by: NNina 9 Jun 2013, 18:05
ილია ჭავჭავაძე - ბედნიერი ერი
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი -
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?

ეს ლექსი მაგრად მფხანს გულს ხოლმე.

Posted by: merciamercia 10 Jun 2013, 00:01
"Любовь"

Я дважды пробуждался этой ночью
и брел к окну, и фонари в окне,
обрывок фразы, сказанной во сне,
сводя на нет, подобно многоточью,
не приносили утешенья мне.
Ты снилась мне беременной, и вот,
проживши столько лет с тобой в разлуке,
я чувствовал вину свою, и руки,
ощупывая с радостью живот,
на практике нашаривали брюки
и выключатель. И бредя к окну,
я знал, что оставлял тебя одну
там, в темноте, во сне, где терпеливо
ждала ты, и не ставила в вину,
когда я возвращался, перерыва
умышленного. Ибо в темноте —
там длится то, что сорвалось при свете.
Мы там женаты, венчаны, мы те
двуспинные чудовища, и дети
лишь оправданье нашей наготе.
В какую-нибудь будущую ночь
ты вновь придешь усталая, худая,
и я увижу сына или дочь,
еще никак не названных,— тогда я
не дернусь к выключателю и прочь
руки не протяну уже, не вправе
оставить вас в том царствии теней,
безмолвных, перед изгородью дней,
впадающих в зависимость от яви,
с моей недосягаемостью в ней.

Иосиф Бродский

Posted by: Melpomene 11 Jun 2013, 10:42
Цвет небесный, синий цвет,
Полюбил я с малых лет.
В детстве он мне означал
Синеву иных начал.

И теперь, когда достиг
Я вершины дней своих,
В жертву остальным цветам
Голубого не отдам.

Он прекрасен без прикрас.
Это цвет любимых глаз.
Это взгляд бездонный твой,
Напоенный синевой.

Это цвет моей мечты.
Это краска высоты.
В этот голубой раствор
Погружен земной простор.

Это легкий переход
В неизвестность от забот
И от плачущих родных
На похоронах моих.

Это синий негустой
Иней над моей плитой.
Это сизый зимний дым
Мглы над именем моим.

(1841
Перевод Бориса Пастернака)

Posted by: serebriani 11 Jun 2013, 13:43
ლაშა-გიორგი - თვითმარქვია პოეტი


ვსეირნობდი თბილისში,მეტეხზე ცა ეკიდა,
მტერი არსად არ ჩანდა,არსად სჩანდა გამცემი,
მეიდანზე ყაყაჩოს ალმური წაეკიდა,
და ჩურჩული მასმინა ფრიად თავზარდამცემი:

საწვიმარი ღრუბლები დილით ქარმა გარეკა,
როცა ვახტანგ გორგასალს ქორი გადაკარგვია,
და ისმოდა ყიჟინი აღტკინებულ მარეკთა,
რად არა სწერ ამაზე,პოეტო თვითმარქვია?

ქალაქს წამოფაფრვია კოშმარები ურჩხულის,
მიმოზების მორცხვობას სხვა სახელი რა ქვია?
და ჩამესმის ყაყაჩოს ვნებიანი ჩურჩული,
რად არა სწერ ამაზე,პოეტო თვითმარქვია?

აისი ვერ იხილა მთვარემ თავდადებულმა,
ეს ღვთიური წყევლაა თუ კერპების ხარკია?
ქორწინება ნუშების რისთვის გადადებულა,
რად არა სწერ ამაზე პოეტო თვითმარქვია?

აზიურ მზეს ირეკლავს უბნის შუშაბანდები,
მეიდანზე ყაყაჩოს ვგონებ ცეცხლი მოედო,
და ჩურჩულით მაუწყა თავის გულისნადები:
ერთი სტროფი მაჩუქე თვითმარქვია პოეტო.

Posted by: nini gogo 11 Jun 2013, 14:20

______

რას სჩადით? - შემოუძახა, -
ვის სტუმარს ჰბოჭავთ თოკითა?
რად სტეხთ საუფლო ჩვენს წესსა,
თავს ლაფს რად მასხამთ კოკითა?
ჩემს სჯულსა ვფიცავ, სისხლს დავღვრი,
განანებთ ბრიყვულს ქცევასა,
განანებთ, თუმცა ძმანი ხართ,
ჩემის კაცობის ქელვასა!..
- რას ამბობ, შტერო, რას ამბობ?
რას არ მოდიხარ ცნებასა?
მოსისხლე სტუმრის გულისთვის
ძუძუს ვინ მოსჭრის დედასა!? -
შემოუძახეს ქისტებმა
ერთხმად, ძლიერად, ჭექითა, -
შენ და შენს სტუმარს, ორივეს
ერთად გადგისვრით ბექითა.
თემს რაც სწადიან, მას იზამს
თავის თემობის წესითა.
მთელის ქისტეთის ამომგდე
სტუმრად რადა გყავს სახლშია?
ზვიადაურის სახელი
ბავშვმაც კი იცის მთაშია.
ეს იყო მუდამ, ჭკვათხელო,
ჩვენის გაჟლეტის ცდაშია,
მგლურად რო გვეტევებოდა,
რო გვიჯდებოდა გზაშია.
ჯოყოლა ცოტას შეფიქრდა,
პირს სინანული წაესო,
თითქოს ნატყორცი ისარი
ზედ გულის კოვზზე დაესო.
- თვით ამან მოკლა შენი ძმა
არყიანებში თოფითა,
ჩვენ ვიცნობთ მაგის სახესა,
გადალესულსა ცოფითა.
„გახლავართ ზვიადაური!“ -
ჩამოგვკიოდა გორითა;
სულ კარგად ვიცით, ცხადადა,
თვალს ვადევნებდით შორითა.
აავსო ფშავ-ხევსურეთი
აქით წასხმულის ძროხითა.
უკან გაუდგა ლაშქარსა
ფეხმარდი, ლეგის ჩოხითა.
თავს რად იმურტლავ, ბედკრულო,
გაუმაძღარის ღორითა?
გული როგორ არ გერევა
მაგასთან ჯდომა-ყოფნითა?!
- ეგ მართალია, იქნება...
რა უნდა მითხრათ მაგითა,
მითც ვერ მიაბამთ ჩემს გულსა
თქვენს გულისთქმასთან ძაფითა.
დღეს სტუმარია ეგ ჩემი,
თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა,
მითაც მე ვერ ვუღალატებ,
ვფიცავ ღმერთს, ქმნილი იმისა.
მე გთხოვ, გაუშვა, მუსაო,
ნუ სტანჯავ უდიერადა,
როცა გასცდება ჩემს ოჯახს,
იქ მოეპყარით ავადა.
ვის გაუყიდავ სტუმარი?
ქისტეთს სად თქმულა ამბადა?
რა დავაშავე ისეთი,
რომ მომიხედით კარადა?
თვის რჯული დაგვიწყებიათ,
მიტომ იქცევით მცდარადა;
ჩემს ოჯახს პასუხს რით აძლევთ?
სახლში ხართ, განა შარადა!
ვაი თქვენ, ქისტიშვილებო,
მომდგარნო ჩემს კარს ჯარადა!
უიარაღოს აწვალებთ,
გული რასა ჰგრძნობს თავადა?

Posted by: wuma 12 Jun 2013, 11:14
ფარული ვედრება

სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან
სანთლების მისდევენ ყვავები ამ აპრილს.
პოეტს გარინდებულს, როგორც პირამიდა,
ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს.

გუმბათებს აკივლებს ხატების ანთება,
ჰაერში ირხევა ფრთები ანგელოზების.
სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება,
ტაძარში შევდივარ მწუხარე ლოცვებით.

ჩემს ცოდვილ სავანეს ქაოსი ედება,
თითქოს ვარ სიზმარში და ირგვლივ ქვებია.
ჭლექიან ფერებით ბაღებში თენდება,
ჩემს ვიწრო ოთახში წამები ქრებიან.

ჯვარებთან გაივლის ფარული ვედრება,
წირვებით წამიღებს წამების მწვერვალი.
ვარდისფერ სარკეში სურვილი ბერდება,
მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი.

მე, ჩუმი, მივყვები ლანდების ასეულს,
ღამე უდაბნოა, ვნება კოშმარია.
ქუჩაში მცხოვრებს და სახლიდან გაქცეულს,
შემინდე, შემინდე, წმინდაო მარიამ...

ტერენტი

Posted by: nini gogo 13 Jun 2013, 19:34
სიკეთე რა არის? - სიკეთე ზღვა არის
ამ ზღვაში დახრჩობა მართლაც ხსნა არის.
სიკეთით კვდები? - სხვა რაღა გინდა,
ამაზე კარგი ქვეყნად რა არის.

თუ კი ოდესმე ცხოვრების გზაზე
შენ ტანჯვის ჯარი შემოგესია,
არ დამარცხდები, თუ კი ჯერ სული
ბოროტისათვის არ მიგიცია,

თუკი ჯერ კიდევ გული სიკეთით
და სიბრალულით შენი სავსეა,
დაიჩაგრები, მაგრამ ცოტა ხნით
ცხოვრების წესი დღეს ხომ ასეა.

მაინც არ მისცე შენ სული ბოროტს,
ფული სიყვარულს არ ამჯობინო,
საწყალს თავისი სისაწყლე მაინც
იცოდე არასდროს არ აგრძნობინო.

მაშინ იქნები კაცი, როდესაც
სხვის გულის წუხილს გულთან მიიტან,
თუკი ვაჟაცთა სასაფლაოზე
კეთილი გულით ვარდებს მიიტან.

იყო კეთილი - იცი რა არის?...
- მარტო სიტყვები არაფერია,
სიკეთე, სიყვარული და წრფელი გული
ამაზე კარგი არაფერია.


მირზა ხოსროშვილი

Posted by: mariqurcikidze 13 Jun 2013, 19:40
მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...

რაც გადის დრო და ხანი,

მე უფრო მეტად მიყვარს

შენი პატარა ტანი

შენი შავი თმის ბუჩქი

ეგ თეთრი შუბლის სერი

თვალები გიშრისფერი

ლოყები ვარდისფერი,

შენი თითები მიყვარს

ორი პატარა თითი

ო, იცი როგორ მიყვარს,

ოდნავ შეხებაც მათი,

ო, იცი როგორ მიყვარს

გამოუთქმელი ენით?

შენი გრძნობების სიღრმე,

სულის სიმაღლე შენი

მე დარდიც მიყვარს შენი

შენი ღიმილიც ფართო

მე ცრემლიც მიყვარს შენი

შენი კისკისიც მართობს

მე შუქი მიყვარს შენი

რა არის მისი ფასი!

მე ჩრდილიც მიყვარს შენი

მზის დაბნელების მსგავსი....

მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ

მწვავს შენი ტრფობის ალი

მიყვარხარ...ძლიერ... ძლიერ

მთელი გრძნობით და ძალით.

მთელი სამყარო ვრცელი

შენით არსებობს ჩემთვის

რაზეც კი ვფიქრობ, ყველა

ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის

ფიქრში ჩემთან ხარ დღისით

გულის ძგერის ხმა მესმის

შენი ხმა არის ისიც,

შენთვის მივწვდები მწვერვალს,

დიდების ყველა მნათობს,

დიდებას დავთმობ შენთვის,

შენთვის მწვერვალებს დავთმობ.

შენი ოცნებით ვხარობ

შენს დარდს ვატარებ დარდად

მე სხვა სურვილი არ მაქვს

შენი სურვილის გარდა.

მსხვერპლი ყველაზე დიდი

მე მეჩვენება მცირედ

რადგან შენ გსურდა იგი

რადგან შენ შემოგწირე

შენს მცირეოდენ წყენას,

სულ უმნიშვნელო წვრილმანს

სდევს ჩემი სევდა დიდი

ჩემი ცრემლების წვიმა.

მიყვარხარ... ძლიერ... ძლიერ

მიყვარხარ ცხადად, მალვით

როგორც არასდროს არვინ

არ ყვარებია არვის.

ეს სიკვდილს უდრის თითქმის

ეს შეუძლოა თითქმის

შენ ერთს გეკუთვნის ყველა

რაც სიყვარულად ითქმის:

ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი,

მამაც, დაო და დედავ,

მე შეყვარებულს ყველას

შენს სახებაში ვხედავ,

სატრფოვ, შვილო და დედავ

ჩემო ძვირფასო ცოლო,

ყველას მაგივრად ერთად

მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.

რა მაბადია ქვეყნად

ამ სიყვარულზე კარგი.

მიყვარხარ ძლიერ ძლიერ

ვარ შენი ტრფობით შმაგი.

თუ ტრფობისათვის რამე

ჯილდო იქნება ბოლოს,

ის შენ გეკუთვნის მარტო

ის შენ გეკუთვნის მხოლოდ

ნაყოფი მისი არი

ვინც ნორჩი ნერგი დარგო

ეს სიყვარული დიდი

შენ შემასწავლე კარგო.!

Posted by: nini gogo 13 Jun 2013, 20:37
სევდა ზღვა არის,
იდუმალი და უნაპირო,
გულ-გონებაში ჩამომდგარი ჩუმი მთა არი,
მზის ჩასვლის მერე დარჩენილი
თალხი ნაგრილი.
მზე იწურება მთების იქით, მიმწუხრი დგება,
გულში კი სევდა საღამოვდება,
დგას ბნელი ღამე,
იდუმალი და თავდახრილი...
გაივლის ჟამი,
მთის იქიდან ამოვა მთვარე
და ამ სევდიან ღამეებში ისე ჩადგება,
როგორც ნაზამთრალ თალხ ტყეებში
თეთრი აპრილი.


(გოდერძი ჩოხელი)

Posted by: serebriani 14 Jun 2013, 17:47
ცის ლურჯი ბილიკი-სავალი ღმერთამდი,
ამინდი იქნება,როგორც ქარს უნდება,
მზე ჩაიფერფლა ოქროსფერ ღვენთამდი,
მშფოთვარე საღამო დუმილით სრულდება.
სიმშვიდეს ვერ არღვევს მთრთოლვარე ატამი,
და ალვის ხეების ტოტებში ბინდდება,
და მსგავსად გედების,სიკვდილით ატანილს,
სიმღერა და მერე გაქრობა მინდება.

Posted by: nini gogo 14 Jun 2013, 19:40
ხშირად მწყინხარ,
თუმცა ხშირად მეხარები,
შენს უღელში
მებრალება მე ხარები.
რად შეჩერდი,
რად დამორცხვდი,
წამო წინა,
ქართლის მინდვრებს,
ნახე, როგორ წამოწვიმა.
შინდის შტოზე
ის პაწია ჩიტი გალობს,
იმ პაწიას ის პატარა
ჩიტი წყალობს.
აღარ მინდა,
აღარც მზე და აღარც ღვინო,
როგორ მინდა,
შენს ბაგეზე ვიღიღინო.
ხშირად მწყინხარ,
მაგრამ ხშირად მეხარები,
შენს უღელში
მებრალება მე ხარები...

თემურ ჩალაბაშვილი

Posted by: საკურა. 14 Jun 2013, 23:56
რისი გეშინია?
შენი აჩრდილია,
დაგდევს და სურვილი აწვალებს.
შენი კოცნა უნდა?
არც გასაკვირია, -
მას კოცნა აკვანში ასწავლეს

•მირზა გელოვანი



დავტოვებ მიწას,
ცის კიდურზე ვიპოვი ბინას,
წვიმის წყალს დავლევ, ღრუბელს შევჭამ,
მაგრამ რა ვუყო?!
მე შენს გამო სამყარო მინდა..
გაჩუქებ ქვეყნის მთა-ველებს, ბაღებს,
ყველა ფრინველის ენას ვისწავლი,
ყველა ზღვას მკლავით გავცურავ ნაპირს
და მაინც მოვალ,
კარს შემოვაღებ...
არა აქვს აზრი ასაკს და წონას
არც შავს, არც ქერას კაცი არ ინდობს,
მაგრამ თვალების მაგიჟებს ფერი,
თითქოს, მუმიად გადავიქეცი,
ამ პირამიდან კი დამიმონა,
ეს არის თეთრი ლეგენდა შავზე.
თითქოს ჟულიან სორელის მსგავსად
წითელს მიველტვი ანთებულს თავზე.
ორი ისარი მწვანე და მწვანე
გმობენ შენდობას, სხივი აქვთ მწვავე.
რომანი წრეში, სახელად რომბი...
ჩემი სამარხის ჩონჩხი ავაგე.
შენ გადაიცვამ ალქაჯის ფორმას,
მე კი ამ ფორმის წინ უნდა დავდგე,
დავდგები უხმოდ, არაფერს გეტყვი,
მხოლოდ შენს თვალებს დავუწყებ შებმას.
მომნატრებია ხმაური სეტყვის,
შენ დაიქუხებ, ელვად იქცევი...
პარასკევს ღამით მე დავიბადე,
პარასკევს ღამე მოვკვდები ახლა.
ღრუბლად მედება შეშლილი სახე,
მწვანე სიმწვავე საწოლში მმარხავს.
ჩვენ, გალეშილი მდედრი და მამრი
მივექანებით ვნებათა ძაბრში,
ერთხანს მიპირებს დახრჩობას ქამრით,
ახლა ეშვები ჩამავლო ყბაში.
პარასკევს ღამით აივსო მთვარე,
ვნებით ათლილი კბილები ყელში,
სისხლის ალერსი საამოდ მწარე,
თვალის სინათლე დავკარგე ბნელში....

•ტერენტი გრანელი

Posted by: nini gogo 15 Jun 2013, 10:38
QUOTE
რისი გეშინია?
შენი აჩრდილია,
დაგდევს და სურვილი აწვალებს.
შენი კოცნა უნდა?
არც გასაკვირია, -
მას კოცნა აკვანში ასწავლეს


love.gif




Posted by: avagardner 16 Jun 2013, 00:29
***
წუხელ მთელი ღამე ქარი ხმაურობდა,
სისხლი გასდიოდათ ფანჯრებს მინებიდან,
ალბათ ორი ფეთქვა დარჩა ამ გულს,
ჰოდა,
თუნდაც ერთი იყოს,
მხოლოდ შენთვის მინდა.

ნიკა ჩერქეზიშვილი.

Posted by: nini gogo 16 Jun 2013, 11:15
დაუთოვია ფიქრის
კალთებზე,
აღარ მაღელვებს
ფეთქვა კვირტების,
ახლა არავინ
აღარ დამეძებს,
ახლა არავის
აღარ ვჭირდები.
გაფრინდნენ
ჩემი ბუდის მერცხლები,
სახლის კუნჭულშიც
კარგად ვეტევი,
და იმ ნატვრისთვალს,
მე რომ ვეძებდი,
სხვები ეძებენ
თავგამეტებით.

ფრიდონ გელაშვილი

Posted by: avagardner 16 Jun 2013, 14:27
ბარათი მთიდან

სვანეთში მივდივარ, მთებში და...
მიყვარხარ,
ვინ იცის, რარიგად...
ეგების მწვერვალზე დავმშვიდდე,
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.
გამორბის მდინარე ბღავილით,
ნაპირებს ცრემლი მოვწმინდე.
ფერდობზე წერწეტა ყვავილი
მაგონებს შენს თავს და მოვწყვიტე.
იმ ხევში მკივანა შურთხია.
მომწყინდა ბილიკზე წანწალი.
მე შენზე ოცნებას ვუფრთხი და
გულს მაინც ედება ხანძარი.
სვანეთში, მთებშიაც დამმშვილდე,
მიყვარხარ, ვინ იცის რარიგად...
ეგების ლატფარზე დავმშვიდდე,
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.
მაფიქრებს ღრუბელი მღელვარი.
მივდივარ, გზა მხვდება ახალი.
სვანეთში ბევრია მწვერვალი
და შენ ხარ ყველაზე მაღალი

სიმონ ჩიქოვანი

Posted by: ზირაქა 16 Jun 2013, 20:49
***

გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს,
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები
მაგრამ ვარ გხედავ,როგორც სიცივეს!
გარეთ კი წვიმითსველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს,
მე აღარ მინდა,რომ სხვებს დაბრალდეს ჩემი სიჩუმე
და ხმაურს ვიწყებ....
გათავდა..აღარ ჩამოგეხსნები,
არ მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე,მხრებზე,მუხლებზე...სულში...
ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც,ქუჩაც,ფოთოლიც,წვეთიც...
შენ ხარ-აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი!


ოთარ ჭილაძე

user posted image
გვანცა ჯობავა

Posted by: nini gogo 16 Jun 2013, 21:33



_______________________

Posted by: wuma 17 Jun 2013, 11:16
QUOTE

ეგების მწვერვალზე დავმშვიდდე,
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.



ვიგონებ: მთებია, ნისლები,
ჯიხვი ხტის, ჩანჩქერი რაკრაკებს,
სხივები, სხივები _ მზის დები ...
ქალაქში? _ ქალაქში დავკარგე.

სულში კვლავ მთის ნატვრა მოძვრება,
ქალაქმა მიმონა ყრმა ურჩი,
დავკარგე ფიქრი და ოცნება,
სიჩუმეც დავკარგე ხმაურში.

მთა ვიყავ, ახლა რა _ ნაკუწი,
ფრესკა ვერ დავქარგე ქალაქში
დავკარგე სინდისი, ნამუსი
სიწმინდე დავკარგე ქალაქში

მპარავს ვერ დაიჭერს გონება,
ჟამია სიბრმავის მწიფობის,
გამქურდეს და იმ ჩემს ქონებას
ზაფხულში კვლავ მთებში ვიპოვი.

გელა დაიაური

Posted by: avagardner 17 Jun 2013, 14:16
***
მე ქალის თმების სურნელის მსგავსად
მათრობს სიმინდის ულვაშის სუნი...
ლექსის სათქმელად რომ ვემზადები,
ვარ ოჯალეშით გულდასისხლული.



ლადო <3


Posted by: nini gogo 17 Jun 2013, 16:35
მოგშორდი სულსა
აღნაგ-შემკულსა,
ბრძენ-განკაზმულსა,
ანდამატ-გულსა,
ჩემთვის მოსრულსა,
გონება-სრულსა!.


ბესიკი

Posted by: ზირაქა 17 Jun 2013, 19:16
ანა ლოლუა
user posted image

Posted by: nini gogo 17 Jun 2013, 22:37
ღამე ყორანივით შავი,
უფრო ნერვიული ხველა.
ყველამ დამანებეთ თავი,
თავი დამანებეთ ყველამ.
ხშირად ვიხედები უკან,
ფიქრი გაწოლილა მთებზე.
ჩემზე ნერვიულობთ ნუღარ
ნუღარ ნერვიულობთ ჩემზე.
დაუნდობელია დრო მთლად,
ბედი ხელუკუღმა მცემდა...
ჩემთან ნუღარავინ მოხვალთ,
მოხვალთ ნუღარავინ ჩემთან.
ღამე ყორანივით შავი,
უფრო ნერვიული ხველა.
ყველამ დამანებეთ თავი,
თავი დამანებეთ ყველამ.

(ფირცხალაიშვილი თემურ)

Posted by: ზირაქა 18 Jun 2013, 20:13
ცოდო ხარ...

ცა დაბერებულა, წვიმის სეზონია -
წამი გაფითრებულ დღეებზე მოხოხავს,
თუ ადამიანობ, მე ასე მგონია -
მარადისობისთვის ძალიან ცოდო ხარ!
ზამთარმა გამოჭრა ცხელი გაზაფხული
და მთიდან ჩამოტყდა მდინარე როხროხა.
თუ დღესვე ირწმუნებ, რომ მიწას ეკუთვნი,
მარადისობისთვის ძალიან ცოდო ხარ!
რადგან სიკვდილი მიწასთან მეგობრობს
და მუდამ გახსენებს, რომ უთვისტომო ხარ.
გგონია შეიცნობ? გგონია? - გეგონოს!
მარადისობისთვის ძალიან ცოდო ხარ!
მე შურით ვუყურებ პატარა მათხოვარს,
რომელსაც მზე ექცა უზნეო სოდომად,
რომელსაც განგებამ სიცოცხლე ათხოვა,
მაგრამ სიცოცხლისთვის ძალიან ცოდოა!

Posted by: nini gogo 19 Jun 2013, 10:45
(გილგამეშის მოტივები)
1.
მე, გილგამეში: ნინსუნის შვილი, ურუქის მეფე და გმირთაგმირი, ჩემი მაღალი ხმითა და ტანით მოვარღვევ მიწას და თვალწინ მიდგას ევფრატის წყალი, ქალურად უხვი და იდუმალი. ჩემს ლამაზ ქალაქს ურუქი ერქვა. მე შემოვავლე მას გალავანი და ავუშენე დიდი ტაძრები ანუს და იშთარს. მე კაცი ვიყავ, მაგრამ ყოველთვის მშურდა ღმერთების, ან უფრო სწორად, სიცოცხლე მსურდა დაუსრულებლად. მე მსურდა, მაგრამ არ სურდათ ღმერთებს და ჩემი მძლავრი სუნთქვის ნასახი ამ ხმელ ფირფიტას შემორჩა მხოლოდ. ამ ხმელ ფირფიტას, რომელიც ახლა ჩემი ხელივით გიჭირავს ხელში. მე დავამარცხე შლეგი ხუმბაბა.
მე და ენკიდუმ შლეგი ხუმბაბა ავჩეხეთ ჩვენი მძიმე ცულებით და დავამშვიდეთ მონადირენი, შეძრწუნებულნი ხუმბაბას შიშით. მე ვძლიე ხარი, ციური ხარი. მე და ენკიდუმ, ორივემ ერთად. ენკიდუმ კუდში ჩაკიდა ხელი, მე კი დავკარი ბასრი მახვილი საზარელ რქებსა და თვალებს შორის. მაგრამ ვერც ერთი ვერ გავცდით მაინც ადამიანის უბრალო სახელს, ვერ ვძლიეთ სიკვდილს. ოღონდ ჩემამდე ენკიდუ მოკვდა. მიწაზე დაწვა და მიწად იქცა.
მე შემეშინდა და მთელი ღამე დავძრწოდი ტყეში ევფრატის გასწვრივ და ვაბიჯებდი ჩათვლემილ ლომებს, რომლებიც ყვითელ გორაკებს გავდნენ. ჩემი ენკიდუ ღმერთებმა შექმნეს. მოზილეს მიწა და შექმეს კაცი, მხოლოდ იმიტომ, რომ შეეზღუდათ ჩემი სახელი და ასპარეზი. მაგრამ ჩვენ ძმობა ვარჩიეთ მაინც ჯიბრსა და მტრობას, არ გავუმართლეთ ღმერთებს იმედი. ალბათ ამიტომ მოკვდა ენკიდუ, ალბათ ამიტომ ჩასახლდა ჩემშიც სიკვდილის ჭია და ალბათ, მალე, ჩემი ხელებიც ვეღარ იგრძნობენ ნაზი მეუღლის მკერდსა და კისერს და დრეკად ნეკნებს, ვეღარც სიმძიმეს საომარ ცულის. მე მივუგზავნე ენკიდუს ქალი, როცა ის ტყეში ცხოვრობდა მშვიდად. იმ ქალს სახელად შამხატი ერქვა და მთელ ურუქში ყველაზე კარგად ესმოდა ქალის მთავარი საქმე.
შამხატმა უხმოდ გაიძრო კაბა და მიაჩეჩა უხეშ ხელებში მოქნილი წელი და მკვრივი მკერდი. და მთელი კვირა სვამდა ენკიდუ ამ უცხო სასმელს. სვამდა, თვრებოდა და ნათდებოდა მისი გონება ხვრელივით ბნელი. მერე შამხატმა აჭამა პური და გაახედა ურუქის მხარეს. და რადგან იგრძნო პურიც და ქალიც, ენკიდუ იქცა ადამიანად და მოკვდა, როგორც ადამიანი.


ქალაქს საფუძვლად ლეგენდა უდევს
და შესაფერი სახელიც ჰქვია.
და საათები უჩინარ წუთებს
ჯანსაღი გულის სიზუსტით თვლიან.

რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე,
ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ.
და ქვებზე ჩუმად გროვდება მტვერი
და ჩასაფრებულ თვალივით ბრწყინავს.

მაინც არავინ არ გარბის არსად,
ცხოვრებას ყველა თავიდან იწყებს.
და თიხის დიდი თოჯინის მსგავსად,
ქალაქი ხელში უჭირავს სიცხეს.

იზრდება სიცხე და მაგარ თითებს
თანდათან უფრო თამამად უჭერს
აცახცახებულ თაღებს და ხიდებს
და ჩრდილებისკენ გაქცეულ ქუჩებს.

იზრდება სიცხე და სიცხით მთვრალებს
თვალი ფანჯრისკენ გაურბით მუშებს
და შამხატივით თამამი ქალი
ასწორებს საწოლს და ფარდებს უშვებს.

დღემდე გრძელდება, ფეთქავს და ბრუნავს
შამხატის ცხელი და ლაღი სისხლი
და ჩვენც გვიმძაფრებს სიცოცხლის უნარს,
სიცოცხლის მარტივ კანონებს გვიხსნის.

გვიხსნის და მიდის და ჩვენს სახელებს
მხიარულ სულში მძევლად იტოვებს
და უსასრულო ღელვით გვაღელვებს,
რომ დაგვამშვიდოს ზოგჯერ თვითონვე.

მზეზე ბრწყინავენ ზანტი მუშები
და იმშრალებენ გაოფლილ კისრებს
და როცა სიცხით პირი უშრებათ,
თვალი ფანჯრისკენ გაურბით ისევ.

იქ ეგულებათ ისეთი რამე,
რაც ყველა ტკივილს ავიწყებთ უცებ
და გახურებულ თვალებით სვამენ
უცხო ქალაქის იდუმალ ქუჩებს.

რა უბრალოა ადამიანი!
რა ცოტა ყოფნის, რომ იქცეს მიწად
და რა უმწეო ხმებით შრიალებს,
რასაც სიცოცხლეს არქმევს და იცავს.

მაინც არავინ არ გარბის არსად,
ცხოვრებას ყველა თავიდან იწყებს
და, თიხის დიდი თოჯინის მსგავსად,
ქალაქი ხელში უჭირავს სიცხეს.

და იმედივით ნათელს და კეთილს,
შუა ქალაქში სძინავს მდინარეს
და ატივტივებს არეკლილ კედელს
და სძინავს, ანდა თავს იმძინარებს.

ამქვეყნად ყველა მდინარემ იცის
თავისი ფასი, სიგრძე და განი.
ზოგი უდროოდ ივსება მიწით,
მარად წყალუხვნი რჩებიან სხვანი.

ზოგი პირთამდე სავსეა თევზით,
ზოგს ელანდება თევზის ბრჭყვიალი
და უსასრულოდ გადადის ქვებზე,
ხელმოცარული და ეჭვიანი.

მაგრამ ყველანი ცხრებიან დღისით,
გაბრუებულნი ღმერთთან კამათით,
და ეშინიათ, არ აღსდგნენ ისევ
აფსუ და მუმუ და თიამათი.

რადგან ქალაქი სავსეა ხალხით,
რომელიც ქალაქს ყველაფერს მისცემს
და რაც დღეისთვის სათქმელად არ ღირს,
ხვალ, შეიძლება, სიმღერად იქცეს.

ხვალ, შეიძლება, განახლდეს ისევ,
რაც დღეს საოცრად ძველია უკვე
და ისევ გახდეს სიცოცხლის ღირსი
და გაახილოს თვალები უკეთ.

ასე ფიქრობდა ნინსუნის შვილიც,
საქვეყნოდ განთქმულ ურუქის მეფე,

და უყურებდა ცვალებად ჩრდილებს
და ღმერთზე გულუხვ ევფრატის შხეფებს.

მან უთვალავი ლომი და სპილო
შეწირა მსხვერპლად ანუს და იშთარს,
მაგრამ იდუმალ ევფრატის პირას
იპყრობდა ეჭვი და ჩუმად იჯდა.

სადღაც ქრებოდა დრო და თარიღი,
როგორც სილაში თხუნელას სორო.
მას კი უნდოდა, რომ მომხდარიყო
ის, რაც ზღაპარში მომხდარა მხოლოდ.

ლომის სურნელი დაჰქონდათ ქარებს
და ნთქავდა სივრცეს უდაბნოს ბუღი,
თვალი გარბოდა ოთხივე მხარეს,
სისხლი ხმამაღლა იწყებდა დუღილს.

მაგრამ ყველაზე ვრცელდება თურმე,
თურმე სიკვდილი მოგველის ყველას,
რომელიც უკან მოგვყვება ურმით
და გამოფიტულ თვალებით გვზვერავს.

ურუქიც გაქრა.
დაიცვა წესი
ამქვეყნიური და გაქრა უცებ,
მაგრამ მიწაში ჩარჩენილ ფესვებს
გული აქამდე შერჩათ და უცემთ.

ისიც აქამდე ცოცხლობს და ეძებს,
ხმელ ფირფიტაზე წევს და ცახცახებს
და მზე აწვალებს მის გაშლილ მკერდზე
ურუქის მძიმე კარის გასაღებს.

ვინ იცის, ისიც ცოდავდა იქნებ
ყველა მოგონილ ღმერთის წინაშე
და სულ ამაოდ მისდევდა ფიქრებს,
ვით დასიცხული კაცი მირაჟებს.

იქნება სცოდავ, როდესაც ცდილობ,
განდევნო შენგან სიკვდილის შიში,
ან როცა ბედი გარგუნებს წილად_
დაიცვა შენი მოდგმა თუ ჯიში.

ახლა კი ჩრდილი და მხოლოდ ჩრდილი,
ოდესღაც ჯანით განთქმულ სხეულის,
ყოველ საღამო და ყოველ დილა
ცისკენ მიფრინავს ლოცვად ქცეული.

მაგრამ რა უნდა აკეთოს ცაზე_
შეყვარებულმა ევფრატის შხეფებს,
და დღემდე ეძებს და წვალობს ასე
ყოფილი კაცი, გმირი და მეფე.

მას ურჩევნია გულზე ეყაროს
და არა ფეხქვეშ ურუქის ქვები
და ისევ ქვეყნად დარჩეს ქვეყანა
ჯიუტი კაცის თუ ღმერთის ნებით.


2.

ბედნიერია უტნაფიშთიმი. მან მოიპოვა სიცოცხლე მხოლოდ და ახლა სადღაც თავისთვის ცხოვრობს, განდიდებული და კმაყოფილი. ღმერთზე მეტია უტნაფიშთიმი. მისი წყალობით ვიგემეთ ყველამ, რაც კი ვიგემეთ, კარგიც და ცუდიც. თურმე წინათაც ცოდავდა ხალხი და თურმე შური ახრჩობდათ ღმერთებს და დათქვეს, ერთხელ და სამუდამოდ, მოესპოთ კაცის თავხედი თესლი. ღმერთებმა, როგორც ჩვევიათ ღმერთებს, არ დააშორეს სიტყვა და საქმე, მაგრამ გამორჩათ, რომ ნაზი ეა ჯერ ქალი იყო და მერე ღმერთი. მან გააფრთხილია უტნაფიშთიმი.
ისიც მაშინვე გაიქცა ტყეში. ტყიდან მოზიდა ნედლი კედარი და ააშენა მცურავი სახლი. და რასაც მისწვდა, სახლში შეზიდა, რომ წარღვნის შემდეგ ამ ქვეყანაზე სიცოცხლეს ისევ გაედგა ფესვი. ასე გადარჩა უტნაფიშთიმი და გაოცებულ ღმერთების ნებით გახდა ღმერთების ტოლი და ღირსი. სამაგიეროდ უკვალოდ გაქრა ხალხის ნაფიქრი და ნახელავი. მე სულ არ მინდა, რომ ისევ გაჩნდეს ამგვარი აზრი ღმერთების ტვინში და არც ის მინდა, რომ ნაზმა ეამ ჩემით შეცვალოს უტნაფიშთიმი. თუკი ურუქი უნდა დაინგრეს, მეც დავინგრევი ურუქთან ერთად.
მე მირჩევნია, გულზე მეყაროს და არა ფეხქვეშ ურუქის ქვები. მე ახლა მზეზე ვზივარ და ვუცქერ მზეზე გაფენილ თიხის ფირფიტებს. მე მათ გავანდე და ჩავაბარე ჩემი ფიქრები და ოცნებები. ადამიანზე გამძლეა თიხა და იქნებ ვინმემ იპოვოს იგი, როცა ამქვეყნად აღარ ვიქნები, იქნება ვინმემ იპოვოს იგი და წაიკითხოს ჩემი ცხოვრება, შეძრწუნებული სიკვდილის შიშით.

ადამიანზე გამძლეა თიხა!
შენ ამ ფირფიტას, ვით უცხო ფრინველს_
ყველაფრის მცოდნეს და გულთამხილველს,_
კალთაში ისვამ და ჩუმად ზიხარ.

ზიხარ და ფიქრობ და ძალას იკრებ
და კვირას მისდევს ახალი კვირა...
და თურმე შენად მიჩნეულ ფიქრებს
ფეხი აუდგამთ ევფრატის პირას.


თუმცა არავის არა აქვს ნება,
იცქიროს უცხო ფარდების იქით:
აწონ-დაწონოს ვიღაცის ვნება,
ფანქრით ასწოროს ვიღაცის ფიქრი.

იზრდება სიცხე და ჩრდილის ფასი,
მაგრამ ცოტაა ჩრდილის მარაგი
და თიხის დიდი თოჯინის მსგავსად,
ხელში უჭირავს სიცხეს ქალაქი.

და იმედივით ნათელს და კეთილს,
შუა ქალაქში სძინავს მდინარეს
და ატივტივებს არეკლილ კედელს
და სძინავს, ანდა თავს იმძინარებს.

მდინარე, როგორც ჯიუტი კვალი,
კვლავ ინარჩუნებს პირვანდელ სახეს.
და სემაფორი შეღებილ თვალებს
ახელს და ხუჭავს, ხუჭავს და ახელს.

და გამვლელები საკუთარ ჩრდილებს
გულზე აფენენ დასიცხულ ქუჩებს
და ქუჩა ჩრდილებს მიყვება ფრთხილად
და გული გამთბარ დოლივით უცემს.

შენ კი მზადა ხარ, რომ უფრო დიდხანს
უცადო შენთვის გაჩენილ შამხატს.
ყველაფერს ფერი ეცვლება თითქოს,
როცა შამხატის თვალებში ჩანხარ.

შამხატიც მიზეზს ბევრჯერ იშოვის
და არარსებულ ქვეყნების ამბავს
ბევრჯერ მოგაწვდის და მოიშორებს
ზღვის ფრინველივით მყვირალა კაბას.

და შეუმჩნევლად გაქრება შიშიც,
რომელიც მოჰყვა თიხის ფირფიტას.
შენ აღმოჩნდები სანატრელ ჩრდილში,
გონებას განგებ გამოიფიტავ.

თუმცა არავის არა აქვს ნება,
თუნდაც ცოტა ხნით მოხუჭოს თვალი
და აკივლებულ ფიქრებს და ვნებებს
ხმა ჩაუწიოს და ჩაკლას ძალით.

და თუ შენც გიყვარს შენი კარავი
და თუ გაიგე, რაც აგიხსენი,
თამამი უნდა იყო ქარივით,
ძაღლივით უნდა იყო ფხიზელი.

ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზეც გამძლეა სიტყვა,
ის, შეიძლება, უბრალოც იყოს
და აუტანელ ტკივილით ითქვას.


უბრალო იყოს, ვით მწყემსის დანა,
უფრო უბრალო, ვიდრე მარილი.
სულში კი მთელი სიმძიმით წვანან
დღეები, უკვე გადატანილი.

წვანან ჩაძირულ გემის ფიცრები...
წვანან ჩაძირულ გემის აფრები...
მაგრამ სიკვდილის წინ შეიძლება,
რომ ერთი სიტყვით თქვა ყველაფერი.

და სიკვდილამდე ამ სიტყვას ეძებ,
მისკენ მიყავხარ უჩინარ საჭეს
და ფიქრებს, როგორც გასაწვრთნელ მხეცებს,
ყველა ტკივილის ატანას აჩვევ.

რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე,
ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ
და უკვე ყოფილ ხმებსა და ფერებს,
უნდათ თუ არა, მიწაში სძინავთ.

მხოლოდ ხანდახან თუ ამოყვება
მათი ნასახი წერაქვს და ნიჩაბს,
როგორც კივილი და ამბოხება,
რომელმაც ბედი მრავალჯერ სინჯა.

და მუზეუმის გრილ დარბაზებში
ცნობისმოყვარე ხალხი გროვდება.
დგანან, უცქერენ და აფასებენ
გონებას, ქცეულს ოქროს ზოდებად.

ბევრს ავიწყდება, რა დარდიც ჰქონდა,
და ახლა სულში იმედი წვეთავს.
ბევრი კი მხოლოდ იმიტომ მოდის,
ამდენი ოქრო რომ ნახოს ერთად.

დარბაზში გრილა და სიჩუმეა,
როგორც უეცარ ქუხილის შემდეგ,
და უძველესი სამაჯურები
ჯილდოებივით კიდია კედლებს.

საყურეც ისევ ცახცახებს ვნებით
და ისევ ასდის ნაზი სურნელი,
თითქოს არაფერს არ ნიშნავს წლები
თითქოს არაფერს არ ცვლის...
სრულებით.

და ბევრი ხვდება, რისთვისაც წუხდა,
ბევრი სულელად რჩება ბოლომდე
და მაინც ყველა მადლობას უხდის
მზით გაბრუებულ არქეოლოგებს.

არ უნდა მოხდეს დიდი ხნის მერეც
ის, რაც მომხდარა დიდი ხნის წინათ,
რადგან უთვალავ ხმებსა და ფერებს
ჯერ კიდევ მიწის წიაღში სძინავთ.

იზრდება სიცხე და ჩრდილის ფასი,
მაგრამ ცოტაა ჩრდილის მარაგი
და, თიხის დიდი თოჯინის მსგავსად,
ხელში უჭირავს სიცხეს ქალაქი.


3.
მე, გილგამეში: ნინსუნის შვილი, ურუქის მეფე და გმირთაგმირი, ცოცხლებში აღარ ვითვლები უკვე.
და მაინც ვცდილობ ჩემი სიკვდილით გავახანგრძლივო თქვენი სიცოცხლე. მე ბევრჯერ მითხრეს, ბევრჯერ მირჩიეს, რომ შემეცვალა სიკვდილზე ფიქრი ლხინით და ქალით. ბევრჯერ ამიხსნეს, რომ ყველაფერი მოგონილია და წარმავალი, რომ ერთადერთი ჭკვიანი საქმე არის გართობა და სიყვარული. თუმცა არც ჩემთვის არ იყო უცხო ლხინი და ქალი. ჩემი ხანმოკლე ცხოვრების გზაზე მეც მიგემია ლხინიც და ქალიც. სწორედ ამიტომ ვუცქერდი შიშით თიხის უფერულ და უძრავ ბორცვებს. და მიზანს მაინც ვერ მივაღწიე, რადგან ყოველთვის მარტო ვიყავი.
თუ გესმის ჩემი, თუ ჩემი მძლავრი სუნთქვის ნასახი მართლა შემორჩა ამ ხმელ ფირფიტას, რომელიც ახლა ჩემი ხელივით გიჭირავს ხელში, შენ გააგრძელე, რაც მე მინდოდა და გაამრავლე შენისთანები.


თუ მართლა გესმის და მართლა გჯერა
შენს ჩასახვამდე გარდაცვლილ კაცის
და თუკი შენი ფუძე და ჭერი
გართმევს სიცოცხლის უდიდეს ნაწილს,

შენი საღამო და შენი დილა
რას მოხმარდება, ისიც თუ იცი:
ორივე ხელი და ყველა კბილი
მაგრად ჩაჭიდე შამხატის სიცილს.

მაგრად ჩაჭიდე ქალაქის კედლებს
და იმედივით ნათელ მდინარეს,
რომელიც ღმერთთან კამათის შემდეგ
შენს დასანახად თავს იმძინარებს.

არც მოწყალება და არც საშველი
არ ღირსებია ციდან არავის
და რასაც ფიქრობ, ყველას აჩვენე,
ან ვისთან რა გაქვს დასამალავი.

სიჩუმე ზოგჯერ სისუსტეს უდრის
და შენც გახსენი შენი ფიქრები,
რომ პატიოსნად, დიდხანს და მყუდროდ
იცხოვრო, როცა აღარ იქნები.

( 1962 წ. ოთარ ჭილაძე)

Posted by: In_private 19 Jun 2013, 11:51
სძინავს მთელ ქალაქს მე ვფხიზლობ ისევ,
შენობებს ღამე აწევს ლოდივით,
ჩემს ფანჯარასთან ზუზუნებს ქარი,
გული იღლება ამდენ ლოდინით.

მალულად მისდევს წამები, წამებს,
მოგონების და ფიქრების მიღმა,
კართან პირქუშად წევს შავი ღამე
და ზანტად იხსნის მწუხარე ნიღაბს.

და კვდება ღამე ვარსკვლავთან ერთად,
ალბად ეცემა ყველა შენს ფერხთით,
ფერთა სიშავეს გაფანტავს მერე,
მოგონებათა ღიმილი თეთრი.

აი გაისმის მანქანის ზათქი,
დარეკავს წუთი სიამის მგვრელი,
მივაყურადებ ქუჩიდან ხმაურს,
ვიცი არ მოხვალ და მაინც გელი.
user posted image

Posted by: nini gogo 19 Jun 2013, 11:55
QUOTE
გული იღლება ამდენ ლოდინით.



არ შემიძლია და მე ავად ვარ,
ქარი ეწვია წუხელ იმ ყვავილს.
ცხოვრობდი უწინ, ახლა არა ხარ.
მე მოვდიოდი, შენ არ იყავი.

იყო ოცნება, როგორც შენობა.
იყო გაფრენა ხიდან იმ ყვავის.
მკლავდა იღბალი და უშენობა.
მე მოვდიოდი შენ არ იყავი.

კრთოდა გულიდან სხვა სტრიქონები,
ქრებოდა ლანდი შავი ნიღაბის.
შენ მიდიოდი დამიგონებდი,
შენ მიდიოდი, მე არ ვიყავი.

ტერენტი გრანელი

Posted by: In_private 19 Jun 2013, 12:03
თვალები მეტყველი, მსგავსი გაქვს ფირუზის
ნათალი თითებით მე, როგორც კლავიშებს
მეხები და ვნებას კვლავ ბრალი მიუძღვის,
რომ შენი შეხება დღეს ასე მაგიჟებს.

ცხოვრება სცენაა, ნიღბებით მორთული
სცენაზე ვბორგავ და დავეძებ კულისებს,
კი არ მომატყუე მე თავად #####უვდი
თევზივით დუმილი ბოლოსაც მომიღებს.

ჩაივლის, ჰო, როგორც ამღვრეულ მდინარეს
შორდება ჭუჭყით და სუფთა წყლით ივსება,
ფიქრები მოვიდნენ, იარეს, იარეს
და მაინც დამირჩნენ უბრალო ფიქრებად.
@ფიქრის მხატვარი

Posted by: nini gogo 19 Jun 2013, 12:20
სათიბში მიჯნური მთვარე დაბანცალებს.
იციან - იწვიან ვარსკვლავთა ნარგისნი.
მსურხარ და მაძალებ - სულ ცოტა მაცალე -
სული თუ მოვითქვი - სიყვარულს აგიხსნი

Posted by: In_private 19 Jun 2013, 12:23
მე დავამთავრე სიყვარულის დამარცვალება..
მე დავამთავრე ჩემი გულის გარდაცვალება..
ის სიყვარული დავამთავრე მე რომ მიყვარდა..
და ისიც თითქოს ყველაფერი გულს რომ მიკლავდა,
არ მემეტები მაგრამ რა ვქნა არც შენ დამინდე ..
არცერთი სიტყვა სიყვარულის მე არ გამინდე..
მე ქარავნებით მოგიზიდე ლამაზი ბედი
შენ კი შავთეთრად შემიღებე ცხოვრების ხედი..
მე ვოცნებობდი დაეხატე უფუნჯოდ მხატვარს..
რომელიც ჩემსში იმალება და სულ შენ გხატავს..
სულ ის მინდოდა მოსულიყო შენთვის ზამთარი
რომ ჩემ სხეულსში მომეძებნე სადღაც გამთბარი!!..
სულ ის მინდოდა მიყვარხარო ჩემთვის რომ გეთქვა,
და ამ სიტყვებით ჩემი გრძნობა რომ დამესეტყვა..
ბევრი მინდოდა ალბათ ბევრი,რაც არ მერგება ..
რაც არ მეკუთვნის ის ხომ მაინც არ შემერგება..
შენ არ გამტყუნებ ყველაფერი ჩემი ბრალია ..
რომ არ გიყვარდი ჩემთვის ხომ არ დაგიმალია ..
მე ვარ ასეთი შენ რას გეტყვი ყველას ხიდი ვარ..
ყველა ზედ მივლის მაგრამ თავად საით მივდივარ!!
ჩემთვისაც არის სადღაც გზები..
ან ვერ ვხედავ ან ბრმა ვარ ანდა კიდევ წასვლას ვერ ვბედავ..
მე რომ წავიდე მერე რა ვქნა ვის მიგაბარო? ..
ნუთუ არ ჯობდა გეთქვა რომ მიყვარხარო..
ალბათ არ ჯობდა რადგან ენა არ აგიმღერდა..
ალბათ სხეულში შენი გული ვერ მიმიღებდა..
ალბათ დაგღალე და ამიტომ აღარ გინდივარ..
სწორედ ამიტომ სიყვარულო შენგან მივდივარ ..!! .

sad.gif

Posted by: nini gogo 19 Jun 2013, 12:31
In_private
ყოველთვის ვიგრუზები მაგ ლექსზე sad.gif

არა! ნუ წახვალ!
მე ვერ ავიტან უშენობას, მე ვერ ავიტან,
გოლგოთის მთაზე სიყვარულის უღელს ავიტან.
ოღონდ ნუ წახვალ, ნუ დამტოვებ განცდებისტყეში,
შენთან სიშორეს, ერთაობას მე ვერ ავიტან,
მე ვერ ავიტან სიმარტოვის მოსვლას თავიდან,
ოღონდაც დარჩი, სამსხვერპლოზე ჩემს გულს ავიტან,
ოღონდ ნუ წახვალ, ნუ დამტოვებ ცრემლების თქეშში,
განმხოლოებას, განშორებას მე ვერ ავიტან,
მე ვერ ავიტან დაკენტებას წუთით, წამითაც,
ვეღარ გამოვალ უშენობის შავი ღამიდან.
დავიკარგები მარტოობის დახლართულ გზებში,
გიჟურ სურვილს და მონატრებას ვერ გადავიტან,
არა, ნუ წახვალ!..უშენობას მე ვერ ავიტან

user.gif
===========================================
ერიდეთ პოეტებს.
ერიდეთ ამ უმაქნის იდიოტებს,
თვალებში ცეცხლით, გულში ცეცხლით,
ტვინში სტენდით სახანძრო უსაფრთოებითვის,
ორი წვეტიანი ვედროთი და და ერთი “ეკლერით”,
ძალაყინით, ნაჯახით და ინსტრუქციით,
ევაკუაციის გეგმით:
როგრ უნდა დავარწიოთ თავი ხანძარს.

უმოკლესი გზით.

ერიდეთ პოეტებს.
ერიდეთ, როგორც კეთროვანებს,
როგორც რუდიმენტულ ბანჯგვლებს,
როგორც გამონაყარს,
როგორც შხამიან სოკოს, ან შხამიან სიტყვას.

ერიდეთ პოეტებს,
წარმართ ქურუმებს მკვდარი ღმერთების.
ერიდეთ მათ გამომისტერიებულ მზერას,
მომხიბლავ ღიმილს, აუხსნელ შარმს,
თბილ გამოხედვას, ლამაზ სიტყვებს,
ერიდეთ მათ კივილს, უილაჯოდ გაშვერილ ხელებს,
გაფარჩხულ თითებს. თვალი მოარიდეთ მათ ტანჯვას.
ცხოვრების უაზროდ ფლანგვას, არაღებული ჰონორარის ხარჯვას.

ერიდეთ პოეტებს,
ამ ასოციალურ ელემენტებს,
წესრიგის მტრებს, ბახუსის ძმაკაცებს,
სუტენერებს, სუიციდით შეპყრობილებს,
ერიდეთ მათ ლამაზ სიფათებს,
რადგან მათ უკან დაჩეხილი გონებაა
წითელი სტენდით სახანძრო უსართხოებისათვის,
ერიდეთ მათ სათნოებას და უსასოობას,
ერიდეთ სახლებთან ახლოს სიარულს,
რომ თავზე არ დაგეცეთ მეოთხე სართულიდან
გადმოხტარი მოხუცი პოეტი.
ერიდეთ ტყვის, რომელმაც
ახალგაზრდა პოეტის საფეთქელში გაირა.

ერიდეთ პოეტებს,
ყველგან სადაც თავს დაცულად და უსაფრთოდ გრძნობთ,
ერიდეთ პოეტებს, როდესაც თვითკმაყოფილება შეგიპყრობთ,
ერიდეთ წიგნებს, რომლებითაც თქვენს ხარჯზე კარგად გაერთენ,
ერიდეთ დუქნებს, სადაც პოეტები თვრებიან, ან უკვე გამოთვრენ.


ერიდეთ ყველას, ვისი მზერაც ცარიელი არ არის,
ერიდეთ ყველას, ვისი ფრთებიც ცვილის არ არის,
ერიდეთ ლამაზ სიტყვებს, ლამაზ ფრაზებს,
საერთოდ მოერიდეთ სილამაზეს.

თვალებში ცეცხლით, გულში ცეცხლით,
სულშიც ხანძარით, ბევრი ყუნული დაძარით,
ბევრი მყინვარი დაადნეთ,
მოერიდეთ გლობალურ დათბობას,
მოერიდეთ ნებისმიერ დათმობას,

ერიდეთ პოეტებს.

(თომა ოტიელი)

Posted by: In_private 19 Jun 2013, 13:11
QUOTE
არა! ნუ წახვალ!
მე ვერ ავიტან უშენობას, მე ვერ ავიტან,
გოლგოთის მთაზე სიყვარულის უღელს ავიტან.
ოღონდ ნუ წახვალ, ნუ დამტოვებ განცდებისტყეში,
შენთან სიშორეს, ერთაობას მე ვერ ავიტან,
მე ვერ ავიტან სიმარტოვის მოსვლას თავიდან,
ოღონდაც დარჩი, სამსხვერპლოზე ჩემს გულს ავიტან,
ოღონდ ნუ წახვალ, ნუ დამტოვებ ცრემლების თქეშში,
განმხოლოებას, განშორებას მე ვერ ავიტან,
მე ვერ ავიტან დაკენტებას წუთით, წამითაც,
ვეღარ გამოვალ უშენობის შავი ღამიდან.
დავიკარგები მარტოობის დახლართულ გზებში,
გიჟურ სურვილს და მონატრებას ვერ გადავიტან,
არა, ნუ წახვალ!..უშენობას მე ვერ ავიტან


up.gif

მეც მგრუზავს, ძაან სევდას მგვრის, პირველად რომ წავიკითხე ამეტირა კიდეც ... მაინც ძალიან მიყვარს


****
თუ სახეზე შემომხედავ, დაინახავ უცებ ღიმილს,
ვერ მიხვდები, რომ მე ჩუმად ამით ვფარავ გულის
ტკივილს...
გავუყვები ღამით ქუჩას და ავხედავ სავსე მთვარეს,
ცას ვარსკვლავი თუ მოწყდება, ჩუმად ჩავიფიქრებ
რამეს...
ვინ რა იცის, როგორ ვცხოვრობ, რად ვიღიმი მუდამ ასე...
არ იციან ჩემი გული ტკივილით თუ არის სავსე,
მე რომ მუდამ თან ვატარებ განწყობას და ლამაზ ღიმილს,
ვერ ხვდებიან, რომ ღიმილი მალავს ჩემი გულის ტკივილს...

Posted by: ზირაქა 19 Jun 2013, 19:34
ქრისტეს

ქრისტინე რობაქიძე

დამენახო მინდა,
დამენახო იქნებ,
უშენობა სტკივათ
სულში სტალაქტიდებს.
რა ვქნა, ჩემი ნეკნები
კანში რომ ვერ ეტევა,
შენი სუნთქვის სიშორე
მამცნო ძუძუს კერტებმა.
მოდი, ჩემი ლოცვების
ამოგიგებ საბანს,
მოდი, როგორც მაშინ
ცრემლით ფეხებს დაგბან.
ეს ხრიოკი აღმართი
ავირბინოთ ერთად,
შენ გაშოლტილ ზურგზე
დავითვალოთ ხალები.
ანდა დამალობანა ვიტამაშოთ ამ ბაღში,
ოღონდ
უნდა ვიცოდე
სადმე რომ მემალები.
დამენახო მინდა,
დამენახო იქნებ,
.....
ჩემი კანის სინორჩე
ვერ მოვიდა ზეცამდე,
სუნთქვის უმარისობა
მაპატიე, ეცადე.
მე გავედი შინიდან,
მე დავტოვე ბინა,
დღეს შორიდან ვუცქერ
სხვის დაორთქლილ მინას.
დამენახო მინდა,
დამენახო იქნებ,
და შინიდან გასულს
როგორც იქ, იმ ასულს
ჩამჩურცულო ასე:
ტალი ტაკუ
ტალი ტაკუ -
გოგონავ, აღსდექ!

Posted by: goqadze 19 Jun 2013, 19:46
გუშინ გნახე მე შენ ხალხში, დამავიწყდა ყველა ქალი.
გუშინ არ იყავი მარტო, გვერდით გიქროლებდა ქარი.
მიდიოდი და მიგქონდა ხელით ერთი ცალი ვარდი
გეფიცები გუშინ დღიდან სუყველაფერს შეუყვარდი.

თმებს გიშლიდა გუშინ ქარი, გრიგალივით რომ დაჰქროდა,
ის ბიჭი ვარ,გუშინ ჩუმად მთელი დღე რომ დაგყვებოდა
გეფიცები, გიხდებოდა ქარში ერთი ცალი ვარდი
უხდებოდი ქარს და გუშინ მე კინაღამ შემიყვარდი.


ჩემი დაწერილია bis.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: nini gogo 19 Jun 2013, 20:47

goqadze
QUOTE
გეფიცები გუშინ დღიდან სუყველაფერს შეუყვარდი.

smile.gif

QUOTE
კინაღამ შემიყვარდი.

კინაღამ არ ითვლება ბოლო ბოლო შეგიყვარდა თუ არა? wink.gif

მე მომეწონა, კინაღამს თუ შეცვლი კიდევ უფრო მომეწონება biggrin.gif


სომეხი
ქართველს უამბობდა, პიტალო სახით
უსმენდათ ფრანგი,
ამრეზილი წვრილ-წვრილი ხალხით...
„რა ვიხარეო, -
თქვა სომეხმა, - რაფრად დანაყა,
რა ჩხუბს ვუყურე,
ერთმა კაცმა ოთხი გალახა,
რომელსაც მოსდო,
სათითაოდ ადგილზე დასვა,
მიაწყ-მოაწყო
და თავის გზით გასწია კაცმა...“
„ვენაცვალეო
შიგ ჯიგარში! - (სომეხი იდგა)
სად უყურეო,
თუ კაცი ხარ?!“ - ქართველმა ჰკითხა.
ფრანგს გაეცინა:
„რა ხალხია, ეს რაებს ბლანდავს!
არ კითხულობსო
დალოცვილი მტყუანს და მართალს!“
„ამას უყურე! -
თქვა სომეხმა, - რა ბრძანეთ აქო!
ვაჟკაცობისა
რა გესმისო, შე მართლა ფრანგო!“
და თქვა ქართველმაც
იდეური თანხმობით დოსტთან:
„ერთი - ყოველთვის მართალია
ათთან და ოცთან!“
„ცოტანი ხართო!
ვერ გასულხართ, ვერც გახვალთ გაღმა! -
რიცხობრიობის
გაწუხებთო საკითხი!“ -
ფრანგმა.

( მ.ლებანიძე)

Posted by: ზირაქა 20 Jun 2013, 19:22
შორეული

ნუ მოხვალ ახლო, იყავი შორი,
სიშორის ორმოს ავავსებ სევდით,
მთელ ქვეყანაზე მარტო ვართ ორი,
ქვეყნის დასასრულს ორი შევხვდებით.
სად შემიყვარდი, რად შემიყვარდი?
მე არ ვკითხულობ, არ მსურს გაგება.
შენ გაუშლელი ტანჯვის ხარ ვარდი
და ჩემი სული ეკლად დაგება.
შენი სიშორის მიმაფრენს ქარი
და სურნელების წვიმა მაწვიმებს,
ანგელოზი ხარ თუ ჯადოქარი,
წაიღე სული, არ დაგამძიმებს.
დამწვარ ოცნებას, დაფერფლილ ფიქრებს,
ჩახლეჩილი ხმის ქებას დახეულს,
და აწითლებულ უცხო ქიმერებს
კუბოდ დაგიწნავ ძვირფასს, შორეულს.

ტიციან ტაბიძე

Posted by: nini gogo 20 Jun 2013, 19:48
QUOTE
სად შემიყვარდი, რად შემიყვარდი?
მე არ ვკითხულობ, არ მსურს გაგება.
შენ გაუშლელი ტანჯვის ხარ ვარდი
და ჩემი სული ეკლად დაგება.




ვის უკვირს? (საბავშვო)

ადამიანს უკვირს,
ჩიტი როგორ ფრენს,
უჰაეროდ თევზი
წყალში როგორ ძლებს.
ჭკვიანს უკვირს, თორემ
სულელი და ბრიყვი
ყველა კითხვის პასუხს
სხვაზე სწრაფად იტყვის.


წიკლაური მარიამი

Posted by: პითონი 21 Jun 2013, 00:56
ლექსი სხვისია,ხმა კი ჩემია biggrin.gif

http://vocaroo.com/i/s1lCJCpwrE66

Posted by: nini gogo 21 Jun 2013, 11:35
პითონი
კარგი ბიჭი ხარ შენ, კარგიი chups.gif




გაუჩინარდი, ვეღარ გიმზერ _ სხვა იყო წინათ,
მაგრამ არ ვგოდებ _ შენ ჩემს
გულში მოგეცი ბინა.

მე უშენობამ მომაწყინა და მძაგს სიცოცხლე,
უშენოდ ყოფნა არყოფნაა, სიკვდილი ბრწყინავს.

მენიაზება, მე შენს მიწად გარდამაქცია,
ფეხთ ქვეშ განგერთხე, გზასავალზე,
დაგიხვდე წინა.

შენ წინ დავმდგარვარ, თავგანწირულს,
გული მიღელავს,
დამკარ მახვილი, ორლესული, მზეზე რომ ელავს.

გული ყოველი შენი ტრფობით იშვებს
და გმინავს,
ეგ შენი ბასრი ცისქვეშეთში ვინ აიცდინა?!

წილად მერგუნა დარდი, ჭმუნვა კაეშნიანი,
მე კი ეს მრუმე მწუხარება ვიწვნიე ლხინად.

ამ დარდით ჯამი დაილეწა და განადგურდა,
მე ჩემი გითხარ, ახლა შენი შენ უწყი,
ფრთხილად..



(ჯამი აბდ-ორ-რაჰმან)

Posted by: პითონი 21 Jun 2013, 11:38
nini gogo
პირველად წავიკითხე ლექსიbiggrin.gif
ცუდია,არაა ჩემი საქმე

Posted by: nini gogo 21 Jun 2013, 11:45
პითონი
პირველიდან იწყება ყოველთვის რაღაც biggrin.gif გააგრძელე ჩემი სახით გეყოლება მსმენელი, შენც გაერთობი და მეც,
თან დაიხვეწები თანდათან და მერე ბევრი მსმენელი გეყოლება biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: პითონი 21 Jun 2013, 12:04
nini gogo
მადლობა.
მომწონს მეც,შევეცდები უფრო,თუ გამოვა ხომ კარგი,თუარადა არც არაფერი დაშავდებაbiggrin.gif

Posted by: nini gogo 21 Jun 2013, 19:13
გუშინ ჩემს ფაჯარასთნ გოგონამ ჩაიარა,
თითქოს გულში შეირხა ატმის ტოტი ბრიალა.
იმას ჰგავდა, სულ იმას...(ღმერთო, რა გამიხარდა!)
მე რომ პატარობაში შეშლილივით მიყვარდა.
გულო, რისა გრცხვენია, შე სულელო, შე გლახა,
განა არ გიხარია იმ ნაღვერდლის შენახვა?
სამარიდან წამოვდექ
თუ ცის გახსნა მეფონა?
დაკარგული სამოთხე
დამიბრუნდა მეგონა.
ცაო, ეს რა მიყავი
შენს მგალობელ მეგობარს,
ჩემი ბებერი თავი
ბიჭუკელა მგონია.

ო, იმ ციურ სასწაულს
ხვალ, ზეგა თუ გაისად
თუკი ვერ შემახვედრებ,–დამასიზმრე მაინცა

შოთა ნიშნიანიძე

Posted by: wuma 23 Jun 2013, 15:50
* * *

ყური დამიგდე, შენ კი არა,
მე ვარ ვენახი!
ფოლადის მტევნებს ვაჩხრიალებ
მჩატე სხეულზე,
ენისელი ვარ, რქაწითელი და კარდენახი,
ყურძნის ტევრი ვარ,
საწნახელში გამომწყვდეული.
კარგად შემხედე, შენ კი არა,
მე ვარ ვენახი!
ზვრები გავცურე, რომ
დამედგა თავზე გვირგვინი.
სტროფებს ვაფეთქებ, როგორც
ნაღმებს ვისვრი ხელაღმა!
არ სცდება მიზანს
ცეცხლოვანი ჩემი სიტყვები.
ყური დამიგდე, შენ კი არა,
მე ვარ ვენახი!
ფოლადის მტევნებს ვაჩხრიალებ
მჩატე სხეულზე.
სისხლივით მძიმე საფერავი და კარდენახი -
ყურძნის ღმერთი ვარ,
საწნახელში გამომწყვდეული...

ზურა რთველიაშვილი

Posted by: nini gogo 23 Jun 2013, 17:30
აჰა, კვერცხიდან ხსნად სამყაროსი
გადმოდის ბარტყი ფრთების სავსავით.
გდია ნაჭუჭი
უკვე ამოხსნილ
სიკვდილ–სიცოცხლის ფორმულასავით.

=======================================

– ატოტილი, ირიბი,
რატომ ტირის ტირიფი?
– მთელი წელიწადია,
გაღმა გასვლა სწადია.
ასეთივე პატარა, ასეთივე ირიბი,
იქ, მეორე ნაპირზე, წუხს მეორე ტირიფი.

==========================================

არა მინდა რა, მილხინს თუ მიჭირს,
არაფერს არ ვთხოვ ბედს ჩაციებით,
ოღონდაც მომცეს მოთმენის ნიჭი,
მონანიების და პატიების.
ოღონდ შემეძლოს კვლავ გაოცება
და სიყვარული ღვრთით ბოძებული,
თუნდაც სულ ჩემი დღე და მოსწრება
ვიყო ბავშვივით მოტყუებული.

==================================

მარადიულ უკუნში
წუთით გამოიდარა,
ამ ქვეყანას მოვსულვართ
არარაობიდანა.
დავბრუნდებით,გადავალთ
არარაობაშივე –
წუთისოფლის სტუმრებო,
აბა რაღა გვაშინებს?..

============================

გთხოვ მომატყუო, თუკი დაგჭირდეს,
გაგიჩუმდები,
რას ვიქმ უკეთესს...
ოღონდაც ისე ნუ გამიჭირდეს,
შენ ჩუმად იყო,
მე – გატყუებდე...

=================================

თუ მწარეს გეტყვი და შხამიან ნესტარს გიტოვებ,
შენ წყენა გრჩება და ტკივილი...
მაგრამ იცოდე:
უფრო მეტად ვსჯი ჩემს თავს თვითონვე,
ნესტარს ვტოვებ და
ფუთკარივით ვტოვებ სიცოცხლეს...

(შოთა ნიშნიანიძე)


Posted by: In_private 23 Jun 2013, 18:12
ამდენ მონატრებას და არეულ ფიქრებს
როგორ სცოდნია დაღლა,
ახლა შენთან მინდა და ამ ამბოხებას
ვერავინ დამიშლის ალბათ..
მაგრამ რომ მოვიდე, რისვის მოვედიო,
ან რა მინდაო რა ვთქვა?..
შენ რომ ვერ გაიგო ჩემი ტკივილები
შენ რომ ვერ მიმიხვდე რა ვქნა?..
უკან დასახევი გზები მოჭრილია
გამოსავალიც არ ჩანს,
შენ უნდა გაიგო როგორ მიყვარხარ
ეს ერთი იმედიღა დამრჩა../

love.gif

Posted by: nini gogo 23 Jun 2013, 18:19
In_private
up.gif


მართლა რა კარგი ხარ, რა ვქნა არ ვიცი,
მართლა რა ლამაზად მართობ,
როცა იღიმები სიყვარულს განვიცდი,
მაშინ სულ არაფერზე ვდარდობ.
მერე ჩაგიხუტებ და სუნთქვა შეკრულს
ასე მეყოლები ერთ ხანს,
მერე ჩუმად მეტყვი, ჩუმად ჩურჩულით,
ესე თუ გიყვარდი გეთქვა,
მეკი მაგ ჩურჩულში ბაგეებს დაგიკოცნი,
სიხარულს ჩავისუნთქავთ ერთად,
სიმშვიდეს მოვუცდი და თან მოვისმენ,
მაგ შენი გულის ფეთქვას,
მართლა რა კარგი ხარ შენ ხომ არ იცი,
მართლა რა ლამაზად მართობ,
როცა ჩაგიხუტებ სიმშვიდეს განვიცდი,
მაშინ სულ არაფერზე ვდარდობ.

გურამი თოდაძე

Posted by: natka80 23 Jun 2013, 19:06
QUOTE

აჩუქეთ პატარებს იმდენი ბუშტები,
გაბერონ და მერე აფრინდნენ ზეცამდე..
უთხარით მოჩხუბრებს: დაწიონ მუშტები,
დამყარდეს მშვიდობა სულ ყველგან, ეცადეთ.

ჩაიცვით იმდენად პატარა კაბები
და მოკლე შარვლები, რომ თქვენზე იცინონ..
მოყევით იმდენად „უაზრო" ამბები,
სახეზე ღიმილი რომ ვერ მოიცილონ.

არსობდეთ იმდენად უბრალოდ არსობით,
რომ ფულის სუნზეც კი მთელს ტანზე გაყრიდეთ..
აკეთეთ სიკეთე ათასჯერ ასობით,
სანამ ცა სულიერს ხორცისგან გაგყრიდეთ.

იფიქრეთ იმდენი , თან ისე მარტივად,
სულ ყველა გენიოსს თავბრუს რომ ახვევდეთ..
მეუღლეს პირობა დაუდეთ ქარტიად,
რომ მხოლოდ მის მკერდზე გინდათ რომ გახელდეთ.

იმდენად ფართოზე გახსენით ფანჯრები,
სულ ყველა მზის სხივმა თქვენს გულში ანათოს..
იმღერეთ ისე, რომ დაგისკდეთ მაჯები,
რომ სულმა სხეულში ზეიმი გამართოს.

შეწყვიტეთ ეჭვები ყოველგვარ ეჭვებზე
და დროის მსვლელობას ეცეკვეთ ვალსები..
თქვენივე სიცოცხლე შეისვით ბეჭებზე,
გიყვარდეთ სამყარო, თან მთელი არსებით.

გაყიდეთ თუკი რამ ძვირფასი გაგაჩნდეთ,
ნუ ეძებთ სიამეს ამაო საგნებში..
სამშობლოს გულისთვის დაღიც რომ დაგაჩნდეთ,
ცოლ--შვილს ნუ დამალავთ ამოთხრილ სანგრებში.

სიცოცხლე დროების აკვანში არწიეთ,
დილიდან დილამდე ღვთისადმი გალობდეთ..
ერთობის დროშები ზეცამდე აწიეთ,
რომ დედა უფლისა სულ ყველას გწყალობდეთ.


არვიცი ვისია.... შემთხვევით გადავაწყდი...... ^_^


ეს ლექსი არის ბექა კოლხიტაშვილის, მეც მომწონს ძალიან

Posted by: avagardner 23 Jun 2013, 23:09
***
Забудут? - вот чем удивили!
Меня забывали не раз,
Сто раз я лежала в могиле,
Где, может быть, я и сейчас.
А Муза и глохла и слепла,
В земле истлевала зерном,
Чтоб после, как Феникс из пепла,
В эфире восстать голубом.

Анна Ахматова

Posted by: ზირაქა 23 Jun 2013, 23:10
QUOTE
აჩუქეთ პატარებს იმდენი ბუშტები,
გაბერონ და მერე აფრინდნენ ზეცამდე..
უთხარით მოჩხუბრებს: დაწიონ მუშტები,
დამყარდეს მშვიდობა სულ ყველგან, ეცადეთ.

ჩაიცვით იმდენად პატარა კაბები
და მოკლე შარვლები, რომ თქვენზე იცინონ..
მოყევით იმდენად „უაზრო" ამბები,
სახეზე ღიმილი რომ ვერ მოიცილონ.

არსობდეთ იმდენად უბრალოდ არსობით,
რომ ფულის სუნზეც კი მთელს ტანზე გაყრიდეთ..
აკეთეთ სიკეთე ათასჯერ ასობით,
სანამ ცა სულიერს ხორცისგან გაგყრიდეთ.

იფიქრეთ იმდენი , თან ისე მარტივად,
სულ ყველა გენიოსს თავბრუს რომ ახვევდეთ..
მეუღლეს პირობა დაუდეთ ქარტიად,
რომ მხოლოდ მის მკერდზე გინდათ რომ გახელდეთ.

იმდენად ფართოზე გახსენით ფანჯრები,
სულ ყველა მზის სხივმა თქვენს გულში ანათოს..
იმღერეთ ისე, რომ დაგისკდეთ მაჯები,
რომ სულმა სხეულში ზეიმი გამართოს.

შეწყვიტეთ ეჭვები ყოველგვარ ეჭვებზე
და დროის მსვლელობას ეცეკვეთ ვალსები..
თქვენივე სიცოცხლე შეისვით ბეჭებზე,
გიყვარდეთ სამყარო, თან მთელი არსებით.

გაყიდეთ თუკი რამ ძვირფასი გაგაჩნდეთ,
ნუ ეძებთ სიამეს ამაო საგნებში..
სამშობლოს გულისთვის დაღიც რომ დაგაჩნდეთ,
ცოლ--შვილს ნუ დამალავთ ამოთხრილ სანგრებში.

სიცოცხლე დროების აკვანში არწიეთ,
დილიდან დილამდე ღვთისადმი გალობდეთ..
ერთობის დროშები ზეცამდე აწიეთ,
რომ დედა უფლისა სულ ყველას გწყალობდეთ.


Posted by: pamplona 23 Jun 2013, 23:15
აუ ამან და მისმა მანქანა ხო ტვინი წაიღო drug.gif drug.gif

Posted by: avagardner 23 Jun 2013, 23:42
ძველი გოგოს სტილში წაკითხული ლექსი biggrin.gif


***
Я помню, любимая, помню
Сиянье твоих волос...
Не радостно и не легко мне
Покинуть тебя привелось.

Я помню осенние ночи,
Березовый шорох теней...
Пусть дни тогда были короче,
Луна нам светила длинней.

Я помню, ты мне говорила:
«Пройдут голубые года,
И ты позабудешь, мой милый,
С другою меня навсегда».

Сегодня цветущая липа
Напомнила чувствам опять,
Как нежно тогда я сыпал
Цветы на кудрявую прядь.

И сердце, остыть не готовясь
И грустно другую любя,
Как будто любимую повесть
С другой вспоминает тебя.

Сергей Есенин

Posted by: nini gogo 24 Jun 2013, 10:48
ვერ მოვირჩინე ჩემი ყრმობის წვიმების წყევლა.
მაშინღა მივხვდი;
რომ
სიცოცხლის წყალმა წამიღო,
სიკვდილი ხავსია და
ვეჭიდები,
სიკვდილი ხასვია და
ვეჭიდები..
ვეჭიდები..
ვერ დავამარცხე..

=======================

ფერადმა მინდვრებმა გამიტყუეს
და
მომდგარი ცრემლი ჩავაბრუნე

თვალს წყალი დავალევინე.

გიორგი კეკელიძე
===========================


გაურკვევლობა

გზები... შენი ნაბიჯებით გიხაზია,
წინ კი მხოლოდ ცარიელი ფურცელია,
ცხოვრება თუ მართლა მარტო მირაჟია,
მაშინ, ალბათ, ყველაფერი უცვლელია.

ვერ გაიგე, სისადავე რატომ ქრება,
როცა თითქოს ყველაფერი უთქმელია,
მაშინ, ალბათ, ყოველგვარი საოცრება
მხოლოდ ერთი ცარიელი ფურცელია.

გაგა ნახუცრიშვილი

Posted by: mashusha 24 Jun 2013, 11:48
აქ არსდეს არაფერი დამიდია..

დღეს დილიდან ამეკვიატა. ყველას გეცოდინებათ და გეყვარებათ ეს ლექსი... დავდებ მაინც ...


მინდა ვიყოთ ერთად

სოფელში და წვიმდეს,

შემოჩვეულ სევდას

წვიმის ღვარი შლიდეს,

იფარავდეს შინდი

შეციებულ ჩიტებს

შენ კი ჩემი დიდი

სიყვარული გჭირდეს.

გიკითხავდე ლექსებს,

არა ვგავდეთ დიდებს,

გიკოცნიდე ლამაზ

საფერებელ თითებს.

მთელი ღამე მშვიდი,

თბილი წვიმით წვიმდეს

და შენ ჩემი დიდი

სიყვარული გჭირდეს...

Posted by: In_private 24 Jun 2013, 12:05
ალბათ, არ დავიწყებ შენთვის თხრობას,
რომ კვლავ უსასრულოდ მენატრები.
შენ არ შეასრულე ჩემი თხოვნა,
ახლა სევდა ხარ და მედარდები...
ალბათ, კიდევ დავწერ სათქმელ სტროფებს,
თითქოს, ჩვენ შორის დგას დედამიწა.
უწინ ვარსკვლავები ჩვენთვის კრთოდნენ,
შენი სიტყვები რომ მედავითნა.
რატომ ამოვივსე ასე შენით,
რატომ დამეღვარე თავზე წვიმად?
ახლა უშენობას ვეღარ ვშველი,
ისევ მინდა ვიყოთ ორნი, წყვილად.
ვიცი, ამ სტრიქონებს წაიკითხავ,
შენთვის სულ ერთია რას ვწერ ახლა.
მაინც ნურასოდეს განმიკითხავ,
რა ვქნა, თუ მწყურიხარ ისევ ნახვად.
რა ვქნა, თუ დავიწყე ისევ თხრობა,
რომ კვლავ უსაშველოდ მენატრები.
ვიცი, წახვედი და აღარ მოხვალ,
ახლა სევდა ხარ და მედარდები...

მარიამ მელიქიშვილი

Posted by: nini gogo 24 Jun 2013, 12:06
QUOTE
შენ კი ჩემი დიდი

სიყვარული გჭირდეს.

love.gif


- ატოტილი, ირიბი,

რატომ ტირის ტირიფი?

- მთელი წელიწადია,

გაღმა გასვლა სწადია.

ასეთივე პატარა, ასეთივე ირიბი,

იქ, მეორე ნაპირზე, სწუხს მეორე ტირიფი.

შ. ნიშნიანიძე

Posted by: leni-ko 25 Jun 2013, 10:37

თევზები

"ადვილი როდია
ცრემლში ცურვა მთელი სიცოცხლე:
ასე უმწეოდ,
ასე უხმოდ,
ასე უკვალოდ.
როცა არ იცი,
ვის ანკესზე წამოეგები,
ვის ბადეში გაიხლართები.
ვის ხახაში მოხვდები და
ვის სტომაქში გადაინაცვლებ...
"სიცოცხლე ცრემლის სისველედ
დაგვბედებია თევზებს,-
ვის ლუკმად გადავიქცევით?
ვის დავადგებით ყელზე?..."

Posted by: nini gogo 25 Jun 2013, 11:55
QUOTE
ვის ლუკმად გადავიქცევით?
ვის დავადგებით ყელზე?..."

chups.gif


უკვე მოგეცი,
რაც მქონდა,
რაც მაქვს
და რაც ოდესმე მექნება-ისიც...
მე ვარ შენს სულზე გაკრული ჯვარცმა,
შენს ლურჯ სიზმრებში დანთქმული ნისლი...
ახლა შენ იცი,
თუ როგორ მტანჯავს
ამგვარი ყოფის გარდუვალობა,
რომ შენს ტაძარში დილამდე დარჩა
ჩემი სუნთქვა და ჩემი გალობა...
ახლა შენ იცი,
თუ როგორ ვფიქრობ,
როგორ ვოცნებობ,
ვცხოვრობ და ვკვდები...
ღამეულ სივრცეს ან როგორ ვიპყრობ
შენს თეთრ სხულზე დალეწილ ფრთებით...

(არჩილ სულაკაური)

Posted by: Cluviel_Dor 26 Jun 2013, 01:35
Presa da malinconia
Magari fossi come l’autunno… magari,
io fossi come l’autunno.
Magari, come l’autunno silenziosa e malinconica io fossi.
Ingiallirebbero una ad una le foglie delle mie speranze,
gelerebbe lento il sole dei miei occhi.
Colmo di dolore diverrebbe il cielo del mio petto,
improvvisa la tempesta d’angoscia coglierebbe la mia anima.
Come pioggia tingerebbero la mia veste le lacrime,
ah… che meraviglia se fossi come l’autunno, selvatica, amareggiata, sovrana dei colori.
Un poeta canterebbe nei miei occhi i versi del cielo,
accanto al cuore innamorato la fiamma arderebbe,
nelle scintille accese da un dolore nascosto la mia melodia…
come il suono della brezza spezzata
il profumo del male si spargerebbe nei cuori afflitti.
Davanti ai miei occhi il volto amaro di un giovane inverno,
e alle mie spalle il fervore improvviso di un’estate amorosa.
Questo è il mio petto, dove riposano l’angoscia, e il dolore, l’amarezza.
Magari fossi come l’autunno…magari,
io fossi come l’autunno...

Posted by: leni-ko 26 Jun 2013, 09:38
თოვლიანი ზამთარი.საღამო

მიდიხარ თოვლში თოვლივით კარგი
და კარგი ბიჭის ერთგული ცოლი,
და სუსტი მხრებით შინ მიგაქვს ხარკი –
ათასი ბიჭის ნასროლი თოვლი.
გამახსოვრდება გაშლილი მხრები...
გაკრთობს ქუჩაში ნაპოვნი ვნება,
მაგრამ ოჯახში იოლად თბები...
და სხვისი თოვლიც... იოლად დნება.

Posted by: Paloma_Picasso 26 Jun 2013, 13:08
QUOTE
В этот голубой раствор
Погружен земной простор.

Это легкий переход
В неизвестность от забот


smile.gif

Posted by: leni-ko 26 Jun 2013, 18:25
ნუ დამიბედებ



დღეს ბედობაა... აუხდენელი ოცნებების,
ნუ დაიბედებ, ცივ ქარტეხილებს...
თავხედობაა, ჩემი მხრიდან, შენთან თამაში!
და შენზე ფიქრი, ვითომ ღამეს რომ მატეხინებს...
მე და შენს შორის უფსკრულების არის ლამანში...
ჯოჯოხეთია, გზააბნეულ ორი სულისთვის...
და ამ ორიდან გადარჩება მხოლოდ ერთ-ერთი!
და ერთადერთმა ღმერთმა იცის, ალბათ - რომელი...
ნუ დაიბედებ ჩემს სიყვარულს! მე ვარ დემონი...
მე ვარ სატანა... ვოლანდი ვარ და ბელზებელი...
ლუციფერი ვარ... ქვესკნელების ვარ ჰეგემონი
და სივრცეებში მიმოფანტულ ქართა მპყრობელი...
პლანეტები ვარ გადამწვარი... მათი მზეები...
და გალაქტიკებს დემონიურ ფეხებს ვაბიჯებ...
ნუ დაიჩემებ ჩემს სიყვარულს, ქრისტეს გაფიცებ, -
იქნებ როგორმე გადამირჩე - ღმერთის გულისთვის!
დღეს ბედობაა... დაიბედე ჩემზე არფიქრი!
ანგელოზები დაიბედე... სამოთხეები...

Posted by: nini gogo 26 Jun 2013, 22:34
როცა მოვკვდები ჩამაცვით კაბა
რომელსაც გულზე ედება ვარდი
რადგან ამქვეყნად ჩვენ ორის გარდა
სულ ყველაფერი მეგონა ყალბი..
მე რომ მოვკვდები დაიწყებთ გლოვას,
შენ გამიხსენებ ლექსების სისქეს
მესაფლავე კი კუბოსთან მოვა
ერთადერთია..მწუხრით რომ მიმზერს..
როცა მოვკვდები სისხლისფრად მომრთეთ,
რადგან სიკვდილი ყალბი მეჩვენოს,
გულზე მიწისფრად ღიმილი მომყვეს
და ჩემს ბაგეზე კოცნად ესვენოს..
ზოგი მიხსენებს ცოდვას ბრალიანს,
ზოგს კი უბრალოდ ძალიან უმძიმს,
მესაფლავე კი ცრემლს ღვრის ლარიანს
ამის შემყურე ეშმაკსაც ულხინს..
იასამნისფრად დამათოვს ალბათ
ან ზამბახები ამოვა ფორთხვით,
ციცინათელა აანთებს საფლავს
ის დამიტირებს ღამესთან შფოთვით...
მაშინ ვიქნები ციდან სიშორით,
ვნახავ სატურნ და მარსის ნათებას
მთვარეს დავხედავ თავზე სიმორცხვით
მზე პაემანზე ალბათ დამხვდება...
ვიბარებ სამს რომ ოცი აკლია
შუა ცენტრში,რომ არის პლანეტის,
აქ,ტიციანი გულში დაჭრილა
მესამე ბილიკს უმზერს გრანელი...
გთხოვთ.ღვინისფერი ჩამაცვით კაბა
იქაც დამიდგეს თრობის საათი
აქ თვითმკვლელობის არ მყოფნის ძალა
იქ კი წერასაც სხვა აქვს აზარტი..
მუზა მომახვევს ბროლის ნათებას,
ანგელოზები შექმნიან რკალებს,
სული სიწმინდის ლხენას აყვება
"იქ" დასვენება მოუწევთ თვალებს...

(ნ.ბესელია)

http://imageshack.us/photo/my-images/856/ou8c.jpg/


Posted by: Batuka 27 Jun 2013, 11:51
მივდივარ, შენს სულში ვერ ვნახე ადგილი,
ვერ მოგეც სინათლე, საღამოს ბინდი ვარ,
მერწმუნე, ეს წასვლა, არ არის ადვილი,
გიტოვებ ჩემს გულს და უგულოდ მივდივარ.

შენს თვალებს შერჩება მშიერი ფერები,
გარიდებ ცრემლებს და წამებიც დავთვალე,
წასვლისას, ერთხელაც მომხვიე ხელები,
ხელები, ოდესღაც ჩემად რომ ჩავთვალე.

მეგონა, სულ მცირე სინანულს მომცემდი,
მიკივის სული და თვალთმაქცად მშვიდი ვარ,
შენ, ხომ მე ყოველთის ასე მაოცებდი,
ღიმილებს გიტოვებ, ცრემლებით მივდივარ.

არეულ ნაბიჯებს ლოდები ეკიდა,
მივათრევ სიცოხლეს დროებით ნათხოვარს,
ვიცოდი, არ ვიყავ მე შენი ნეკნიდა,
ჩათვალე, გზად შეხვდი გრძნობების მათხოვარს.

მათხოვარს, თუმც არა ღირსება წართმეულს,
გულში რომ ჩაუგდე იმედის ნამცეცი.
გიტოვებ ღამეებს საშენოდ გათეულს,
და ასე უძილო, თუ სადმე დავეცი...

ჯანდაბას ერთხელაც ამეწვას მუხლები,
ვალი მაქვს ამქვეყნად, ღმერთის და გამჩენის,
მიმყვება გრძნობები, ასე ხელ–უხლები,
მივდივარ, სურვილი მიმყვება დარჩენის.

ცერებზე ვიწევი, გულზე რომ გაკოცო,
იქ , სადაც საჩემო ადგილი ვერ ვნახე,
წასვლისას, ალალად მინდა რომ დაგლოცო,
ნამდვილი გრძნობებით დღეგრძელი მენახე.

მომისწრო საღამომ, ისედაც ბინდი ვარ,
დრო, ისე აჩქარდა წამებსაც ვერ უთვლის,
გიტოვებ ჩემს გულს და უგულოდ მივდივარ,
იქ, უკვე შენ სახლობ და შენვე გეკუთვნის.

Posted by: wuma 27 Jun 2013, 23:24

მათი ნებაა...

მათ უფლება აქვთ დაიბადონ სიკვდილზე ადრე,
რომ ფეხაკრეფით სიმღერაზე გავარდნენ ქარში.
მათ უფლება აქვთ დაბალ ხმაზე იცეკვონ ღამე,
,,იცეკვონ ფრთხილად” მთელი დილა, მათი ნებაა...

მათი საქმეა, როგორ მოკლან უფასოდ გრძნობა,
თუ არ იძლევა უსაფუძვლოდ ალერსის ნებას.
მათ უფლება აქვთ გაამრავლონ ახალი მოდგმა,
ცვითონ ტერფები გატაცებით, მათი ნებაა...

მათი საქმეა ააშენონ მაღალი სახლი,
ვიწრო კარები ჩამოკიდონ მძიმე კედელზე _
მათი ნებაა ჩუმად ერქვათ რჩეული ხალხი,
გაჭრან არხები გადაკეტონ ყველა საზღვარი.

მათი სურვილი ნათელია _ იარონ სწრაფად,
ათრიონ ბარგი, ვიდრე გზები არ დამთავრდება.
მათ უფლება აქვთ ყველაფერი აკეთონ კარგად,
და მშვიდად მოკვდნენ მომავლისთვის, მათი ნებაა

ზურა რთველიაშვილი

Posted by: Nitsa_a 28 Jun 2013, 00:22
მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენ , რა იპოვე ჩემში ?!
შენ - წმინდა სანთლის ღვენთი.
მე - გაფანტული ხრეში.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
ჩემში კი სველი დენთი
- აღარ ღირს დროის კარგვად.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
ტერფებთან გინთებ სანთლებს ...
და თუ ასეა - წვეთი ,
ნამუსი მაინც მმართებს ...

Posted by: nini gogo 28 Jun 2013, 11:27
ანგელოზი ხარ, განა არ იცი?
განა არ მითქვამს შენთვის?
ფრთები რომ გქონდეს ალბათ იფრენდი,
შემოივლიდი შეშლილს,
ამ ცხოვრებაში თუკი რამ მძიმეს,
თუკი ამძიმებს რამეს,
შენ კი სუნთქვა ხარ სულის სიმშვიდე,
გულის ფეთქვა ხარ წამი,
მაგრამ ის წამი სულ უსასრულო,
როგორც სამყარო თვალის,
დარდს ხომ აძევებ, ვერ ავისახე,
შენი თვალების ხედვა,
ანგელოზი ხარ მხოლოდ სიმშვიდის
და სილამაზის ხედვა,
ყველა დიაცის რაღაც მშვენიერი,
თითქოს შეიკრიბა შენში,
ანგელოზი ხარ თავად სილამაზის,
და მე ეგ მშვენება შემშლის.

გურამი თოდაძე

Posted by: Alice_In_Wonderland 29 Jun 2013, 03:17
კარლსონ, ნუთუ მართლა ავად ხარ?
სიცხე – ოცდათი-ორმოცი?
წამალს მოგიმზადებ ახლავე,
გახსოვს, რეცეპტი რომ მომეცი ? –

ვნაყავთ ცოტაოდენ შოკოლადს,
მერე ამდენივე ნამცხვარი,
ბლომად კანფეტები. მოგარჩენ
კარლსონ, ცოტა უნდა მაცადო.

კარგად ჩაიფუთნე ლოგინში,
კაშნეს შემოხვევაც არ გავნებს,
მე კი თბილ ფუნთუშებს მოგიტან,
რძეს და შენს საყვარელ კარამელს.

გახსოვს, გაზეთებში რას წერდნენ?-
თითქოს ჯაშუშური მიზნებით
დიდი საჰაერო კასრი ხარ...
ოჰ, ეს შტერი ჟურნალისტები.

კარლსონ, იქნებ რაღაც თრუშა გაქვს,
თანაც უცნაურად გახველებს,
ჩემთან ხომ დარჩები?- მოგივლი!
უნდა მოვერიდოთ მნახველებს!

კარლსონ, მაჭკატები არ გინდა?
ცხელი შოკოლადი დავლიოთ?
ღამით, ვარსკვლავების ცქერისას
ისევ აფუილებ ყალიონს?

მგონი, ალბერგები მოფრინდნენ,
თანაც ათასივე, უკლებლივ,
ყეფენ, სახურავზე გვიცდიან,
ჩემი დაყვლეფილი მუხლებით

აბა, როგორ ავალ, ბიმბოსაც
ისე უნდა მათი გაცნობა.
კარლსონ, ალბერგებიც შენსავით
ოინბაზობენ და ანცობენ?

მოდი, ფანჯარასთან ჩამოვსხდეთ,
როგორ მოთხლაშუნებს ეს წვიმა,
გახსოვს, სახლი წყლით რომ აგვივსე,
დედას როგორ ძლიერ ეწყინა?

კარლსონ, ქოთანში რომ კურკაა
აღარ მოესხმება ატმები?
კარლსონ, ხომ ყოველთვის იცოცხლებ?
კარლსონ, ხომ არასდროს გატყდები?

ნახე, პროპელერი დაგსვრია,
თავს კი სისუფთავით იწონებ,
მამას ჰგონია, რომ თითქოს შენ
შენი თავი გა-მო-ი-გო-ნე.

ისევ მოიწყინე? გავერთოთ!
გინდა, გუფთის კოშკი აგიგო?
ნეტავ გუნილასაც მოვწონვარ?
მირჩევ, როგორ უნდა გავიგო?

კარლსონ, როგორ მოხვდი სტოკჰოლმში?
შენც აქ დაიბადე ჩემსავით?
და-ძმა ნუთუ მართლა არა გყავს?
მე ხომ ბოსეც მყავს და ბეტანიც.

გძინავს? შენს კოტიტა თითებზე
მიყვარს, ჩემს ხელებს რომ ვატოლებ,
კარლსონ, იცი როგორ მიყვარხარ?
კარლსონ, ხომ არასდროს დამტოვებ?

http://pix.ge/

Posted by: nini gogo 29 Jun 2013, 12:11
კარგის მოქმედი არ ჰყვირის,
ნახეთ რა ვქენი ესაო.
სადაც კი შეხვდა ნიადაგს
ჩუმად ხნა, ჩუმად სთესაო.
ვისაც კი ცეცხლი დასჭირდა,
ჩუმადვე დაუკვესაო,
და მხოლოდ ზეცას ესმოდა
მშრომელი კაცის კვნესაო.

გულდამპალს ზეცა რომ მისცეთ,
ედემი საცხოვრებლადა,
ძალა და ღონე, ქონება,
სამოთხე - სატკბუნებლადა,
მაინც იცხოვრებს ბოროტად
და კაცის დამღონებელად;
არ სწუხს თუ მისი სახელი,
დარჩება საგინებელად.

ალექსანდრე ყაზბეგი

Posted by: CHLOE" 29 Jun 2013, 17:57
mashusha
QUOTE
მინდა ვიყოთ ერთად

სოფელში და წვიმდეს,

შემოჩვეულ სევდას

წვიმის ღვარი შლიდეს,

იფარავდეს შინდი

შეციებულ ჩიტებს

შენ კი ჩემი დიდი

სიყვარული გჭირდეს.


love.gif

მე თუ გავგიჟდი, გავგიჟდები შენი ყურებით!
გითვალიერებ ხორციელ მკლავებს,
ეგ ბაგეები – ალუბლებით შენიღბულები,
ეგ ალუბლები – სიმწიფით მკლავენ.
გჭვრეტ ქვეყნიური შვენებით ბურვილს,
გისმენ ვედები ღობეს და ყორეს,
ვცემ თაყვანს – ჩემსას შენდამი სურვილს,
აღძრულს – შენდამი ძალსა და ღონეს!

/მ.ლებანიძე/

Posted by: nini gogo 30 Jun 2013, 11:25
მე რომ მიყვარხარ
მგონია რომ
უყვარხარ ყველას...
მთელ სამყაროზე
ეჭვიანობს
ახლა ეს გული...
ვინც სიყვარული
იწამა და...
ღმერთს სთხოვა შველა
ასე მგონია
შენზე იყო
შეყვარებული...

რა ეშველება
აღარ ვიცი
უშენოდ ამ ხალხს...
რა ეშველება
ამ ქვეყანას
შეცვლილს... ვნებიანს...
ასე მგონია
ვერ ამჩნევენ
ჩემსავით
სხვა ქალს
ასე მგონია
შენს სიყვარულს
მეცილებიან...

ჰოდა, ამიტომ
მიმაჩნიხარ
სამყაროს ფასად
ჰოდა, ამიტომ
გნებდებიან
ვნებულს
გულები...
მე რომ მიყვარხარ...
მგონია რომ
უყვარხარ სხვასაც...
ვეჭვიანობ და
უმიზეზოდ
გებუზღუნები...

დათო ახლოური

Posted by: natka80 30 Jun 2013, 11:31
Alice_In_Wonderland
QUOTE

გძინავს? შენს კოტიტა თითებზე
მიყვარს, ჩემს ხელებს რომ ვატოლებ,
კარლსონ, იცი როგორ მიყვარხარ?
კარლსონ, ხომ არასდროს დამტოვებ?

უსაყვარლესი ლექსია .. ავტორი ეს გოგოა ?

Posted by: boni91 30 Jun 2013, 11:37
მელოდე

მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი გული მელოდეს.
შევყრი მეგობრებს, მაღალ მაყრიონს,
ორღობეებში გასროლას დოღის,
ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას
ჯილდოდ მოვუტან ბრწყინვალე ლოდინს.
და შენს ეზოში დაუკრავს ზურნა,
დაბალი ხმებით დუდუნი დოლის,
აგიცხადდება სიზმარი შორი,
გაგახსენდება დობილთა ზრუნვა.
გეტყვიან... ოი, ჰკარგავ ბავშვობას,
ოი, დობილებს გვტოვებ ბავშვებად,
მშვიდობა ყრმობას და თამაშობას,
მშვიდობის შუქი ნურც მოგეშვება.
... და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში,-
შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს.

Posted by: nini gogo 30 Jun 2013, 11:41

სათიბში მიჯნური მთვარე დაბანცალებს.
იციან _ იწვიან ვარსკვლავთა ნარგისნი.
მსურხარ და მაძალებ _ სულ ცოტა მაცალე _
სული თუ მოვითქვი _ სიყვარულს აგიხსნი.
გეტყვი, რა სახმილმა ეს გული დაფლითა
ან მთვარე რად ვიძმე _ ღამეთა პოეტი.
გეტყვი, რომ ცასავით შორეულ ზღაპრიდან
სულ შენთან მოვდივარ და ვეღარ მოვედი;
მერანს შევაცვითე ფერდებზე დეზები,
ვაწბილე ეშმა და ჭინკა და მაცილი,
ამდენი გეძებე _ რამდენი გეძებე!
და დაუძლეველი ვიპოვე მანძილი.
და თუმცა თითებში შენი თმის ლანდია,
თითები თვრებიან მთენთავი ბანგის სმით, _
ნარგისის თვალები ისე შორს ანთია,
ვით ღამის სათიბში ვარსკვლავთა ნარგისნი.
გეტყვი, რომ სიზმრები ქარებმა მირწიეს,
შლეგი იკაროსის ელდით ვარ ნასეტყვი...
და ასე სასურველს
და ასე მიწიერს,
უკვე აღარ ვიცი, გეტყვი თუ არ გეტყვი! _
რომ, თუნდაც მერანმა არსად გადამჩეხოს,
ბედი იქირქილებს, ბილწი და ბოროტი,
რადგან ეს ბილიკი, ასე საცალფეხო,
მკაცრად საცალფეხო იქნება ბოლომდის;
რომ მთვარე მარტოა და მწირის თმა-წვერით
სხვადასხვა სცენაზე ჩვენ ერთი როლი გვაქვს;
და უსასრულოა
და სისხლით ნაწერი
ჩემი ქრონიკული ტრფიალის ქრონიკა;
რომ შემომჩვევია სევდა გაბასრული,
კაეშნის მგეშავი, ავი და გულზვავი,
ჩემი მარტოსული პატარა წარსული
ზურგზე რომ ამკიდა ამხელა კუზივით;
ათასჯერ სიკვდილით თვალები დავიწვი,
სული აქილევსის ვეება ქუსლია...
და ალბათ, არ გეტყვი, რადგან თუ რამ ვიცი,
ვიცი, რომ სიყვარულს ასე არ უხსნიან!
და სწორედ ამიტომ შენი თმის თავთავებს
მდუმარედ მოვისთვლი დამთვრალი ბანგის სმით,
და სწორედ ამიტომ მთვარეს ვუთვალთვალებ,
და სწორედ ამიტომ
სიყვარულს არ გიხსნი..

ზაზა ბიბილაშვილი

Posted by: Alice_In_Wonderland 30 Jun 2013, 16:03
natka80
QUOTE
უსაყვარლესი ლექსია ..


ჰო ...

QUOTE
ავტორი ეს გოგოა ?

არა, ეს ბავშვი ბავშვთა სამყაროსთან ვიპოვე, პაპას გამოჰყავდა წიგნების მაღაზიიდან კარლსონით ხელში და გავგიჟდი გადავირიე ისე მომეწონა love.gif

ლექსი კიდე ამ თემაში ვიპოვე ადრე ადრე smile.gif)

სამწუხაროდ, არ ვიცი ვისია sad.gif

Posted by: wuma 30 Jun 2013, 22:09
მთაში

'რა გინდა მთაში ? აქ არის წიგნები და აზრები აქ იბადებიან,
სდუმხარ და მთა ხომ გამართლება არ არის'
მეგობრის წერილიდან


მე ვდგავარ მთაში, ცივ ღრუბლებში თავაწეული,
ია და ხავსი ჩავიქსოვე აწეწილ თმაში.
და ზოგჯერ ქარი , ყაჩაღივით შემოსეული,
დალეწავს ხეებს, ნადირების ნაკვალევს წაშლის.
ყვირიან მაშინ მარად მწვანე იორის მთები,
დგანან ამაყნი მთიულურად და დიდებულად ,
მეც მომინდება, ბალახებში გავრიო თმები
კუნძის კიდეზე თავმიდებულმა.
მუხი ქვეშ ძილი, კურდღელივით თვალგაღებული,,,
და თუ უეცრად ღამის ჩიტმა შეიფრთხიალოს,
გამეღვიძება ღამე ფშვინავს ჩაშავებული
ან ბუ მეძახის 'იპოვეო, ადამიანო?'
ავდგები დილით დანამული და ჯანმაგარი,
ავასწრებ არწივს, გადავუვლი ხევებს ხმაურით
და ქვაკაცასთან წყარო რომ ქუხს, მთების ანგალი,
პირდასაბანად მე ჯიხვი ერთად ჩავუვლით.

მირზა გელოვანი

Posted by: boni91 30 Jun 2013, 22:20
ო, მაპატიეთ


ბედმა უცნობი გზით გამაქამანა,
თქვენ დარჩით შორი... ცაზედაც შორი...
და, როგორც კარტში აგურის ქალებს,
გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.
მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,
რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები,
ჩემს შეპირებას ანადგურებენ.
და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების.

Posted by: In_private 2 Jul 2013, 11:22
მეც მეტყვიან მშვიდობითო, დამიქნევენ ხელს,
ჩამაწვენენ ცივ სამარეს, მიტირებენ ბევრს.
მოაყრიან ჩემ ცივ სხეულს, მშობელ მიწის მტვერს.
და მიქცევენ მოგონებად დაბადების დღეს.
ჩემ მკვდარ სხეულს შევავედრებ,ჩემ ზეციურ ღმერთს,
დედამიწავ გთხოვ მომხედე როგორც ძვირფას ძღვენს.
ნუ შეაჭმევ მაგ ბრმა მატლებს, ჩემს გაყინულ ძვლებს,
ხის ფესვები ჩამახუტე შევუერთდე ღმერთს.
ამიყვანოს ხის ფესვებმა დამანახოს მზე,
ხის ფოთლებად ვინავარდო,გავუღიმო ბედს.
დედაჩემი ჩემ საფლავზე, რომ დამაღვრის ცრემლს,
მე მაღლიდან ვუჩრდილავდე გაზაფხულის მზეს.
შემოდგომა შემომხედავს გამიყვითლებს ფერს,
გაცრეცილს და უსიცოცხლოს, მომაწყვეტავს ხეს.
შორს წამიღებს ავი ქარი სულ ამირევს გეზს,
ჩემი სატრფოს ფანჯრის რაფის შემაწმინდავს მტვერს.
და ძველ გრძნობებს მიმკვდარებულს გამიღვიძებს ბევრს,
დავავიწყდი თურმე სატრფოს ახლა უმღერს სხვებს,
წამიყვანე ჩემო ქარო თორემ ვყლაპავ ცრემლს,
პირველ კოცონს ჩამახუტე, იქნებ გავქრე მეც.
ამაყოლა, ამაგლიჯა ქარმა ფანჯრის მტვერს,
სატრფოს სუნი ამაყოლა, გულზე ვგრძნობ მის თმებს.
ჩემს ეზოში ჩამაფრინა ბაბო იყვანს ყველს,
ჩემს ოთახში სიჩუმეა ვეღარ ახწევს მზე.
დედა ხელით ცომსა ზელავს, თან აყოლებს ცრემლს,
მისი ბაგე წარმოსთქვავენ და წყევლიან ბედს.
მამა ქვევრში ყურძენს წურავს გამიხსენებს მეც,
ჩემს მაგივრად ჩემი ძამა, თონეს უნთებს ცეცხლს.
ჩემ დაიკოს სილამაზე, აურეკლავს მზეს,
რამდენ რამეს დავკლებივარ, გაუვლიათ წლებს,
ქარმა თავი ქვევრში მიკრა მამა მასხავს წვენს,
დღეში სამჯერ ქვევრს ურევენ მადუღებენ მეც.
ვაზის ცრემლებს შევუერთდი, აღარავღვრი ცრემლს,
აქეთ-იქით გადმიღებენ მიწმენდავენ ფერს.
აღარა ვგრძნობ მარტოობას, სახლში ვიდგავ ფესვს,
ქვევრში ნაზად ჩამარწიეს, დამეფარნენ ზედ.
დროდადრო გამიხსენებენ, მანახებენ მზეს,
დოქდადოქ ჩამომასხავენ, მწრუპავენ ყურძნის წვენს.
ორ-ორ ჭიქაზე თვრებიან, ლოცავენ მაღლა ღმერთს,
რა მათრობელა შექმნილა ყურძენი ამა წელს.
მათ სულში შევუჭიკჭიკებ, წარსულის ვუხსნი გზებს,
ძველ სხეულს დავალოცინებ, ვახსენებ მწარე წლებს,
ჩემ საფლავს ამომივლიან ღვინის მასხავენ წვენს,
სულ ია-ვარდად ამოვალ მივეფიცხები მზეს.
წრედია ჩემი ცხოვრება, მეც მოვგზაურობ ზედ,
სიკვდილის არა მჯერა და, ვენდობი მხოლოდ ღმერთს.
რაც არა ნახოთ, შეეხოთ, მიგრძენით ყველგან მე,
დღეს ვიყავ ადამიანი ხვალ იქნებ ვიყო ხე?
სანამ ცულს დამკრავ მახსენე, პირჯვალი მსახე ზედ,
სანამ ბუხარში შემაგდებ ჯერ მიმიკარი მკერდს,
შევიგრძნო მშობლის სურნელი, მივუახლოვდე ღმერთს,
მერე კი ცეცხლში შემაგდე გაგითბობ ბებერ ძვლებს.
რომ გადავიქცე ნაცრადა, მაბნიე ხისა ფესვს,
ისევ ხის ხორცში შევალ და მივეფიცხები მზეს.
ასე მანამდე ვიბორგებ სანამ არ ვნახავ ღმერთს,
როცა მამა ღმერთს შევხვდები. მასთან დავრჩები მეც.....

Posted by: In_private 2 Jul 2013, 11:37
ასე მაცდურად და
ასე გამეტებით,
ქარებს გაუცარცვავთ
ბაბუაწვერები,
და მეც სიცივისგან
ქარში დავეცემი,
თუკი დამტოვებ და
თუკი გამეცლები...
ქარებს რა მოვკითხო,
ქარებს თვალმაცდურებს,
მოდი, სიყვარულში
კვლავ შენ დამარწმუნე,
თორემ სიცივისგან
ქარში დავეცემი...
გთხოვ, ნუ დამტოვებ და
გთხოვ, ნუ გამეცლები!..

Posted by: In_private 2 Jul 2013, 11:41
რით ვერ მომიღო ბოლო ტკივილმა
რომ დაისვენოს ტანჯულმა გულმა
რით ვერ დავტოვე ეს დედამიწა
რომ მომაყაროთ სუყველამ მიწა..
განა რას ვითხოვ ასე ძვირფასო
მე ხომ უბრალოდ სიკვდილი მინდა
მინდა თვალები დავხუჭო მარტო
და სამუდამოდ სიბნელე მინდა ..
როცა თვალიდან ცრემლი წამოვა
და სადღაც ტუჩთან ნაზად მოკვდება
ამ ცრემლს გაჰყვება ჩემი არსება
მაშინ დადგება გარდაცვალება..
გარდაცვალება ჩემი სხეულის
ჩემი ცოდვების დასაფლავება ..

Posted by: In_private 2 Jul 2013, 14:55
ვწევარ და ვუსმენ. ქარია გარეთ.
მე ბნელ ოთახში ვწევარ და ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედელზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.
სად გაქრა შენი ფერკმთალი სახე,
სუნთქვა სიჩუმის და ფოთოლცვენის,
ან ის სიზმრები, ერთად რომ ვნახეთ,
აუხდენელი სიზმრები ჩვენი.
ახლა მჭირდები… შენ არც კი იცი,
შენ ვერც იფიქრებ, როგორ მჭირდები…
შეეძლო მარტო შენს ბავშვურ სიცილს
გაევსო სახლი მზით და ჩიტებით.
სად გაქრი… საით გაყევი ქუჩებს…
სად დაგავიწყდი… სად ვიყავ მაშინ…
ან იქნებ ვინმეს მოუნდა უცებ,
ჩემი ყვირილი გაიგოს ქარში.
საბრალო სული! დე, იყოს ასე!
მე არ მრცხვენია ვნებები ჩემი,
მე ყოველ ღამეს – შენი ხმით სავსეს -
ვხვდები ცახცახით და გულისცემით.
მაგრამ შენ სად ხარ… ქარია გარეთ,
ისევ ქარია და ისევ ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედლებზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.

ო.ჭილაძე

Posted by: In_private 2 Jul 2013, 15:00
გამომიტანა ბუნებამ მსჯავრი:
სულზე ბორკილად მადევს ასაკი
და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი,
თუ გნებავს – შენი გზის ავაზაკი.
მე შენსკენ დიდხანს მოვქონდი ტალღას,
ვით უგრძნობელი ნივთი, საგანი…
და შენი ყველა ცოდვა ვარ ახლა
და არა ერთი იმათთაგანი.
ვერ ჩამოვჯდები სიბერის ქოხთან,
თუმცა, რას ვეძებ, თვითონ არ ვიცი.
რაც დღემდე მოხდა, თავისით მოხდა,
რაც დღემდე ითქვა, ითქვა თავისით.
და ვიდრე შენსკენ მოვქონდი ტალღას,
შემთხვევის მონა და ბედის ურჩი,
წლები ზრიალით გაფრინდნენ მაღლა,
ვით ნამსხვრევები ყამარის ჭურჭლის.
მათ აღასრულეს ბუნების მსჯავრი,
ხუნდად დამადეს სულზე ასაკი…
და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი
და მაინც – შენი გზის ავაზაკი.

love.gif
ო.ჭილაძე

Posted by: Paloma_Picasso 2 Jul 2013, 18:19
Churches are best for prayer, they have the least light
To see God only, I always go out of sight
And to escape these stormy days
I choose everlasting nights

Posted by: Bnaiat 2 Jul 2013, 18:48
Bluebird

there's a bluebird in my heart that
wants to get out
but I'm too tough for him,
I say, stay in there, I'm not going
to let anybody see
you.

there's a bluebird in my heart that
wants to get out
but I pur whiskey on him and inhale
cigarette smoke
and the whores and the bartenders
and the grocery clerks
never know that
he's
in there.


there's a bluebird in my heart that
wants to get out
but I'm too tough for him,
I say,
stay down, do you want to mess
me up?
you want to screw up the
works?
you want to blow my book sales in
Europe?

there's a bluebird in my heart that
wants to get out
but I'm too clever, I only let him out
at night sometimes
when everybody's asleep.
I say, I know that you're there,
so don't be
sad.
then I put him back,
but he's singing a little
in there, I haven't quite let him
die
and we sleep together like
that
with our
secret pact
and it's nice enough to
make a man
weep, but I don't
weep, do
you?

Posted by: In_private 3 Jul 2013, 09:40
ეს ცხოვრება მალე ქრება,
ჩვენ კი ბევრი გვგონია,
დრო რომ გადის მერე ვხვდებით
რა ცოტა დრო გვქონია,
დრო ქარია, ჩაგვიქროლებს,
წავა.......დაიკარგება,
ჯერ ცეცხლივით იგიზგიზებს,
ბოლოს კვამლად გაქრება.
დროს ღიმილი, ფერება და
სიყვარული სჭირდება,
დრო რომ გადის მერე ვხვდებით
რა ბევრი დრო გვჭირდება,
სიცოცხლე თუ მალე ქრება
და ყოველდღე ბინდდება,
ყველა წუთი საკვირველი
წავა......გაგვიფრინდება,
და ასე რომ ცოტა დრო გვაქვს
სიკეთის შესაქმნელად,
ღმერთმა ყველას მოგვცა ძალა
სილამაზის სამღერლად,
დრო კი მიდის არ ჩერდება
ადვილია სათქმელად?
ეს ცოტა დრო მაინც კმარა
სიყვარულის სათქმელად ...

Posted by: wuma 3 Jul 2013, 15:21
შენ

შენ ნახე, როგორ იწვოდა ზეცა
გაუგონარი, მღვრიე დაწვითა,
შენ გახსოვს, ტყვია მე როგორ ამცდა
და ამხანაგის გულში გაცივდა.
როგორ დაეცა იგი დაჭრილი,
როგორ კაწრავდნენ მიწას თითები
და გაზაფხულის შორი აჩრდილი
როგორ მოჰქონდა დღეს გაფითრებით.
მაგრამ მითხარი, განა გიშველის,
რომ შედრკე ახლა სიკვდილის გამო!
რამდენი ნახე შენ ფეხშიშველი
ბავშვი უსახლო და უდედმამო!
შენ მიდიოდი... გზა იყო სისხლის
და ბავშვის თვალებს უცვლიდა იერს...
სიკვდილისაგან შენ ვერრა გიხსნის,
თვითონ სიკვდილი თუ არა სძლიე.

მირზა

Posted by: nini gogo 3 Jul 2013, 23:11
ვით ფოთოლი შენი, მზეზე მოციმციმე,
ქარებს აჰყოლია
და წასულა შენგან, გაფრენილა შენგან,
მიწას დაჰკონვია,
ისე გული ჩემი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა…
არ ვახსოვარ ალბათ, არ ვახსოვარ ალბათ,
ჩემო მაგნოლია!
ჩვენ ცხრათვალა მზეთა და მძვინვარე ზღვათა
ტრფობა გაგვყოლია…
მიგვატოვონ მარად მათ, სამხრეთის ქართა,
რაღაც არ მგონია…
მაგრამ… გული მისი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა…
მე არ ვიცი რატომ… არც შენ იცი, რათა,
ჩემო მაგნოლია?
ო, ასეთი წუთი, დაუბრუნებელი,
შენც ხომ არ გქონია?
დაბრუნდება ისევ, დაბრუნდება ისევ,
შენც ხომ არ გგონია?
მშვენიერი ზღვების, მშვენიერი მთების
ტრფობა გაგვყოლია…
როგორ მინდა შენთან, როგორ მინდა შენთან,
ჩემო მაგნოლია!

(1953.ანა კალანდაძე..)
http://youtu.be/IBgl8pMH6T8

Posted by: pamplona 7 Jul 2013, 23:18
სიკვდილს მე როდი შევუშინდები,
იგი, ძმა, მუდამ ჩვენს მხარეზეა.
მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის,
სიკვდილს რომ ჰგავს და უარესია.
აქ გაზაფხული არავის ჰკოცნის,
არც ეს მაისი, არც პოეზია.
მაშ, გაუმარჯოს იმგვარ სიცოცხლეს,
სიცოცხლეზე რომ უტკბოესია!

Posted by: nini gogo 7 Jul 2013, 23:29
QUOTE
მაშ, გაუმარჯოს იმგვარ სიცოცხლეს,
სიცოცხლეზე რომ უტკბოესია!




ჯვრისწერა

თანახმა ხარ მოიყვანო ცოლად?
სიყვარულში არ იცოდე ზღვარი,
ერთი ლუკმა მისთვის გაყო ორად,
ჭირშიც,ლხინშიც იყო მისი ქმარი?–
რომ გიყვარდეს ქუჩა,სადაც დადის,
უკოცნიდე თვალებს,ცრემლით ნაბანს,
პატიობდე რასაც გულით სჩადის,
ყოველ ღამით უსწორებდე საბანს?
თანახმა ხარ უერთგულო სხვასთან?
იყო მამა ყველა მისი შვილის,
ყოველ ღამე იძინებდე მასთან,
თუარადა გეშინოდეს ძილის?
ჯოჯოხეთის რომ აღმოჩნდეთ ცეცხლში,–
თანახმა ხარ მას დაუთმო წყარო?
სხვამ რომ ჩაგსვას ოქროსა და ვერცხლში
ვერ გაიგოს შენგან ”მიყვარხარო” ?
თანახმა ხარ აპატიო წყენა?
რომ ყოველთვის შენ არახარ სწორი…
რომ სისხლისგან დაგეცალოს ვენა…
რომ უბრალოდ გიყვარს შენი ცოლი?
თანახმა ვარ!
თანახმა ვარ!
თანახმა ვარ მოგიყვანო ცოლად,
სიყვარულში არ ვიცოდე ზღვარი ,
ერთი ლუკმა შენთვის გავყო ორად,
ჭირშიც,ლხინშიც ვიყო შენი ქმარი !

(ზვიად ცინდელიანი)

Posted by: nikanorieli 9 Jul 2013, 01:33
გამარჯობათ smile.gif ერთ ლექსს დავდებ და მითხარით მოგეწონებათ თუ არა smile.gif http://www.youtube.com/watch?v=qNDV2VLnnGE

Posted by: varisvincvar 9 Jul 2013, 20:44
შენ, სიყვარულში სიკვდილს რომ ეძებ,
სიკვდილში მხოლოდ სიყვარულს ხედავ...
და ფანტავ წუთებს, ვით ნარჩენ ძენძებს,
შენ, სიყვარულში სიკვდილს რომ ეძებ.

ხარ მინდობილი ზეციურ მხედარს
და ღმერთს ავედრებ ნებიერ ბღენძებს.
შენ, სიყვარულში სიკვდილს რომ ეძებ,
სიკვდილში მხოლოდ სიყვარულს ხედავ.


ვაჟა დადიანიძე

Posted by: wuma 10 Jul 2013, 09:46
ცხოვრება ქვებში

გასაგებია ყველაფერი.
მეც სწორედ მსგავსი სიბრძნეებით ვისულელებდი
ჩემს გულს, მაგრამ გაიწელა –

ეს ჟამი ქვების შეგროვების – სწორად ვამბობ? – ჰოდა ეს ჟამი
უსაშველოდ, სამარცხვინოდ გაიწელა:
შეგროვილია ყველა ლოდი და ყველა კენჭი,
უზარმაზარი გალავანი ამოშენდა
ჩემს გარშემო,
და იმსიმაღლე –
გინდაც მოვიდეს ჟამი სროლის,
ალბათ ყველაზე მსუბუქ კენჭსაც ვერ გადავაცდენ,
ვერ გადავაგდებ გალავნის მიღმა.

განძრევისაც კი მეშინია – შეიძლება ჩამოიშალონ
ეს ჩემი წლობით ნაგროვები მეტყველი ქვები
და მომსრისონ. ვზივარ უძრავად

და ყველა ქვას სათითაოდ ვათვალიერებ;
ზოგიერთი მიყვარდება,
მაგრამ ვერ ვუმხელ.

რატიანი

Posted by: nini gogo 10 Jul 2013, 11:38
"ბალდახინების მოყვარული სულაც არა ვარ,
გარეგან პატივს ვერ მივიჩნევ ღირსად პატივის,
უკვდავებისთვის ოსტატურად არ ვყრი ბალავარს,
ის უკვდავებაც მოკვდავია თვით ოსტატივით.
გაკოტრებულა განდიდების ყველა მსურველი,
არ შერგებია ნეტარება დაფნის მაძებარს,
დამტკბარ წუმპეზე ვინც გაცვალა მიწის სურნელი,
ის უძვირფასეს ატლასებსაც დაფლეთს ძაძებად.
მე კი შენს გულში დამაყენე მორჩილ მსახურად,
არ იცოტავო ჩემი მცირე შემონაწირი,
ალალი გულით სიყვარულის ფრთებს მოგახურავ,
რომ მუდამ დარჩე განუყოფლად ჩემი ნაწილი.

განვედ მაცდურო! თუმც არვის აქვს ძალა შენდენი,
სულს ამბოხებულს გალიაში ვეღარ შედენი!"

შექსპირი

Posted by: nin777 10 Jul 2013, 23:08
უ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ო დ



უსიყვარულოდ

მზე არ სუფევს ცის კამარაზე

სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება

სასიხარულოდ...

უსიყვარულოდ არ არსებობს

არც სილამაზე,

არც უკვდავება არ არსებობს

უსიყვარულოდ.

მაგრამ, სულ სხვაა სიყვარული

უკანასკნელი,

როგორც ყვავილი შემოდგომის

ხშირად პირველს სჯობს,

იგი არ უხმობს ქარიშხლიან

უმიზნო ვნებებს,

არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს

იგი არ უხმობს...

და შემოდგომის სიცივეში

ველად გაზრდილი,

ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს

სულაც არა ჰგავს...

სიოს მაგივრად ქარიშხალი

ეალერსება

და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს

გარემოუცავს.

და ჭკნება, ჭკნება სიყვარული

უკანასკნელი,

ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ

უსიხარულოდ.

და არ არსებობს ქვეყანაზე

თვით უკვდავება,

თვით უკვდავებაც არ არსებობს

უსიყვარულოდ.

Posted by: burnchurch 11 Jul 2013, 11:09
ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი,
მიფრინავდა ფოთოლი, ხიდან გადმოცვენილი.
და სტიროდა მიდამო, იძრცვნებოდა ტყეები,
და სცურავდნენ, სცურავდნენ ღრუბელთ სიშორეები.

შემდეგ თოვლი მოვიდა და, ვით სულს მოტივტივეს,
შევაჩვიე სიცივე ჩემი გულის სიცივეს.

ეხლა... თოვლში, ჩაფლული, უნუგეშოთ შთენილი,
იყინება ფოთოლი, ველად ჩამოცვენილი...

Posted by: nini gogo 11 Jul 2013, 12:54
"არ მითხოვია ვარსკვლავთა ცვენა,
არ მითხოვია მე სასწაული
გთხოვ, დამიბრუნე ბავშვური რწმენა,
დღესასწაულთა დღესასწაული."

==================================


მე ის ვარ შენ რომ გაცვია,
შენ ის ხარ მე რომ ვირწმუნე,
ბაგიდან ღიმილს მაცლიან,
მერე კი დავიწუწუნე.
შენ ის ხარ მე რომ დაგარქვი,
ზღვა მონატრების ნაპირი,
მე ის ვარ შენ რომ წამართვი,
წელმოწყვეტილი აპრილი.
ცაში ვარსკვლავებს ვითვლიდი,
მთვარეს ვირგებდი მანტიად,
მე ის ვარ შენ რომ გივლიდი,
ღამე ლურჯად რომ ათია.
შენ ის ხარ, ის ხარ, ისა ხარ,
გზაში ხურდად რომ დამყარე,
მხოლოდ იმიტომ მიყვრხარ,
ჩემთან სიძულვილს ვამყარებ.
ის ვარ, ვინც არსად არ არის,
და აღარავინ ვირწმუნე,
შენ დაეძებდი არავის,
და ცოტაც დაიწუწუნე...



/მამა პეტრე/

Posted by: pollini 11 Jul 2013, 13:17
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა...
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს..
მე ვგრძნობ, რომ მცივა...და მენატრები.
მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს.
გარეთ კი წვიმის სველი აფრები,
აშიშინებენ შერცენილ სიცხეს
და მე, არ მინდა, რომ სხვას დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ!!!
გათავდა!.. აღარ ჩამოგეხსნები,
არც მახსოვს ვის, რა ვუტქხარი გუშინ!
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს,
შენს თმებზე, მხრებზე...მუხლებზე, სულში!...
ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს,
საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, წვეთიც
შენ ხარ- აქამდე რაც უდნა მეთქვა !
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი!!!

Posted by: nin777 11 Jul 2013, 14:23
ნიკო გომელაური

როგორ მომწონდი, როგორ ...
ღმერთმა გაძლება მომცეს.
შენ შემომხედე გოგოვ
და შემეკითხე "ვონც ეს?"

როგორ მინდოდი როგორ ...
შენით გამეხსნა მადა.
შენ გაიკვირვე გოგოვ,
მითხარი: "ტაკ ი ნადო"

როგორ მაღგზნებდი, როგორ...
ვკიოდი რა ხმით : აუ!
შენ მომეფერე გოგოვ,
მითხარი: "Fuck me now"...

როგორ მართობდი, როგორ...
შენს გამო გული ვფლითე.
შენ გამიღიმე გოგოვ,
მითხარი: წავალ, "bitte".

როგორ მჯეროდა, როგორ...
მეგონა, მედექ გვერდში.
შენ მიმატოვე გოგოვ,
და თქვი: "arive derci!"

პატარა, ცელქო გოგოვ,
როგორ მიყვარდი, როგორ...
სიყვარულია ლოტო.
შე-ჩემის პოლიგლოტო.

Posted by: luka123 11 Jul 2013, 21:08
DE PROFUNDIS

Ища от любви защиты,
спят они -сто влюбленных,
сухой землей покрыты.
Красны, далеки-далеки
дороги Андалузии.
В Корлове средь олив
поставят кресты простые,
чтоб не были позабыты
те, что навек уснули-
иша от любви защиты.

federico garcía lorca
* * *

Христос вознес зеркала
в обеих руках,
чтобы множить, как эхо,
свой собственный образ,
чтоб сердце его отражалось
в темнеющих
взглядах.

federico garcía lorca

Posted by: In_private 12 Jul 2013, 10:17
წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
და დიდხანს, დიდხანს არ დამეძინა;
მე მქონდა ბინა, თავშესაფარი,
მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.

ხან კარებს უკან ატირდებოდა,
ხან დარაჯობდა სარკმელის წინა.
გადამიშალა თვალწინ წარსული
და მწარედ, მწარედ ამაქვითინა.

მისებრ პოეტი ვიყავ უცნობი
ვეხეტებოდი სევდიან ღამეს,
რამდენ ტკბილ ფიქრებს მოეღო ბოლო,
რამდენ ოცნებას, რამდენ სიამეს!

წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
და როცა დილით გამომეღვიძა,
ყვითელ ფოთლებს და დამსხვრეულ რტოებს
მიმოეფარათ ყამირი მიწა.

ბაღში გავედი...
იქაც ბილიკზე ფენილი იყო ფოთოლი რბილი,
და დიდხანს, დიდხანს ვხეტიალობდი
წარსულ სიზმრებში გადაფრენილი.


Posted by: burnchurch 12 Jul 2013, 10:59
დაე, ვცდებოდე, მატყუებდეს ოცნება ჩემი,
აუსრულებელ იმ ოცნებებს კვლავ მივეცემი.

ჩემს შორ გაზაფხულს უდარაჯებს სიცოცხლის ვნება,
იმ შორ გაზაფხულს, ძლიერად რომ გამობრწყინდება.

სინამდვილეშიც ოცნებისას ავანთებ კანდელს,
იმ შორ გაზაფხულს ფეხქვეშ ვუგებ ყოფნას დღევანდელს.

Posted by: nini gogo 12 Jul 2013, 11:10
QUOTE
წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
და დიდხანს, დიდხანს არ დამეძინა;
მე მქონდა ბინა, თავშესაფარი,
მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.



QUOTE
ჩემს შორ გაზაფხულს უდარაჯებს სიცოცხლის ვნება,
იმ შორ გაზაფხულს, ძლიერად რომ გამობრწყინდება.


up.gif



ყვავილნარში ყვავილები ყვავილობენ კვლავაც,
მზე სამზეოს ამზეურებს უმზეობით დაღლილს,
აღარ დევნის მადევარი დევნილს მოსაკლავად,
და ტალღებში ტალღა ტალღას ტალღასაც არ ახლის.

უნაპირო ნაპირებთან განაპირა ვდგავარ,
მარტოსული მარტოობას მარტოობით ვებრძვი,
სიყვარულო, შემაყვარე, ვინც მიყვარდა, კვლავაც
სიძულვილო, შემიძულე მძულვარების მსხვერპლი.

მახსოვრობავ, გამახსენე სახსოვარი ძველი,
საპოვნელავ, მაპოვნინე უპოვნელი კაცთა,
მოლოდინის მომლოდინე ველოდი და ველი,
სიცოცხლეო, გამიცოცხლე უსიცოცხლო განცდა.

დავბრუნდი და, უბრუნებლის დაბრუნებას ვცდილობ,
წასასვლელი წასულა და წაუსვლელიც წავა,
დე, სიკვდილმა, სასიკვდილო, მომკლას უსიკვდილოდ,
ყვავილნარში ყვავილები ყვავილობენ კვლავაც.

(ვახტანგ ღლონტი)

Posted by: In_private 12 Jul 2013, 11:25
ხან მონატრების ჩუმი სევდა მოგიკაკუნებს,
ხან მარტოობის აჩრდილები დაგესევიან,
მაგრამ იცოდე, არ დანებდე იმათ მარწუხებს,
არ დაემონო არასოდეს ფიქრებს სევდიანს.

ის არ იფიქრო ქვეყანაზე თითქოს მარტო ხარ,
თუ ზოგჯერ გიწევს პრობლემებთან მარტოს ჭიდილი,
მაშინაც შორს ხარ მეგობრისგან, როცა ახლოს ხარ,
მას კი გულს უკლავს შენს თვალებზე ცრემლის ციმციმი.

მაშინ, როდესაც გგონია რომ დაცემული ხარ,
უნდა წამოდგე ფერფლისაგან როგორც ფენიქსი,
ერთი იცოდე, ღმერთთან ერთად შენს გვერდში ვდგავარ
და ერთსღა გეტყვი მეგობარო: "აბა შენ იცი!".

Posted by: wuma 12 Jul 2013, 11:30
კაფია

არაფერია, წვიმას აპირებს!
ქარი, ავდარი და მისტერია! . . .
ფიქრებმა ერთხელ მეც ამატირეს,
შენ კი მითხარი: - არაფერია!
ლამაზი იყო, მზე იყო მხოლოდ;
თეთრი სიზმარი, თეთრი ფერია.
მე სიყვარულიც დავკარგე ბოლოს,
შენ კვლავ მითხარი: - არაფერია!
ცრემლები დაშრენ. დღეს დღენი მიჰყვა. . .
გზებს ია-ვარდი დაუფენიათ.
არაფერია, მე ბავშვი ვიყავ,
თორემ ცრემლებიც არაფერია. . .
მოიტათ ღვინო. . . სულში ფარული
არ დარჩეს კიდევ ჩრდილი პატარაც,
ვხედავ, მეწვია მე სიხარული,
მაგრამ ძნელია მისი ატანაც.
მოიტათ ღვინო. . . ღვინო სისხლს ერთვის,
შეგათრთოლებს და სისხლის ფერია. . .
ვგიჟდები. . . ახლაც მაღირსე ერთი,
ძმავ, ეგ ძვირფასი: - არაფერია!

ალ.საჯაია

Posted by: varisvincvar 12 Jul 2013, 11:37
იქნებ დრო დადგა ჩრდილიდან გასვლის, -
შენ გაკლდები და სხვას ვემატები;
გული წაიღო ყეფამ კატების...
იქნებ დრო დადგა ჩრდილიდან გასვლის.

ცხოვრება ისეც აუგად გაგსვრის:
ჩინით, მედლებით, ჭორით, კვანტებით.
იქნებ დრო დადგა ჩრდილიდან გასვლის, -
შენ გაკლდები და სხვას ვემატები.


ვაჟა დადიანიძე

Posted by: burnchurch 12 Jul 2013, 11:41
არ მინდა სიტყვა, არ მინდა სიტყვა!
როდესაც სიტყვა დაიბადება,
სიმართლის ალი, როგორც ბურუსი
ისე ირღვევა და იფანტება.
მხოლოდ თვალებით, მაგ განუსაზღვრელ
სევდის მორევში მცურავ თვალებით,
მითხარი რამე, თორემ სულს დავლევ
გამოურკვეველ ქენჯნა-წვალებით.
მე სული არ მაქვს ამქვეყნიური,
შენზე ოცნებით დაიწვა იგი.
განშორდა სოფელს და თუ კვლავ სცოცხლობს
სცოცხლობს ისე, ვით ტრფობის ტარიგი.
და ზექვეყნიურ სიყვარულით მწვავს
გამოუთქმელი და მწარე ალი,
სადაა სიტყვა, რომ ამოაშროს
გულში ნაგრძნობი და ნაფიქრალი?.


გალაკტიონი

Posted by: nini gogo 12 Jul 2013, 11:42
QUOTE
მაშინ, როდესაც გგონია რომ დაცემული ხარ,
უნდა წამოდგე ფერფლისაგან როგორც ფენიქსი,
ერთი იცოდე, ღმერთთან ერთად შენს გვერდში ვდგავარ
და ერთსღა გეტყვი მეგობარო: "აბა შენ იცი!".



QUOTE
ფიქრებმა ერთხელ მეც ამატირეს,
შენ კი მითხარი: - არაფერია!

QUOTE
მე სიყვარულიც დავკარგე ბოლოს,
შენ კვლავ მითხარი: - არაფერია!

QUOTE
ვგიჟდები. . . ახლაც მაღირსე ერთი,
ძმავ, ეგ ძვირფასი: - არაფერია!




QUOTE
იქნებ დრო დადგა ჩრდილიდან გასვლის, -
შენ გაკლდები და სხვას ვემატები.

up.gif



გული გავგზავნე ქვეყნადა
სალაღოდ, სანავარდოდა.
სულ უტიფარი და ნორჩი,
ვინ იცის, საით დარბოდა!
დაბრუნდა, ჩემთან მოვიდა,
შევხედე, ვეღარ ვიცანი:
ათიათასი წყლული სჭირს -
ტანჯვა-ვაების ნიშანი.
დამდნარა, ნალევს მთვარეს ჰგავ,
სულს ჰლევდა, თითქოს კვდებოდა.
ვეკითხებოდი, ხმას არ მცემს,
ცრემლის მორევში დნებოდა.
ვაებად ქმნილსა მოლხენის
აღარაფერი სცხებოდა.
ვასუსუვ-ვანუგეშებდი,
არ მისმენს, არა სცხრებოდა.
თვითეულს შეკითხვაზედა
ცრემლი ზღვად გადმოჰსკდებოდა.
გავიგე, რადაც სტიროდა
და რისათვისაც ბნდებოდა:
ქვეყნის ავ-კარგის გაცნობას
თურმე თან ცრემლი ჰხლებოდა.

ვაჟა

Posted by: varisvincvar 12 Jul 2013, 14:39
სევდა, რომელიც თვალებით დაგაქვს,
ჩამქრალ ვარსკვლავის შუქით ანთია;
და ამქვეყნიურს არაფერს არ ჰგავს
სევდა, რომელიც თვალებით დაგაქვს.

შორით ტრფიალი და შორით დაგვა
გამოუხსნელი, ალბათ, ხლართია.
სევდა, რომელიც თვალებით დაგაქვს
ჩამქრალ ვარსკვლავის შუქით ანთია.


ვაჟა დადიანიძე

Posted by: nini gogo 12 Jul 2013, 18:05
ვინ დამბადა ასე ფლიდი?
ასე წყნარი, ასე დიდი,
ასე ცუდი, ასე კარგი
ვინ მასწავლა ასი დარგი?
ვინ აბრალებს ძუძუს წყევლას
და მიწუნებს ცოლებს ყველას,
ვინ ჩამარტყამს თავში უროს
ასე ჩემთან სხვა ვინ ხუმრობს ?
ან იმ ღამეს ვინ გამათბობს
მე ჭაღარა რომ დამათოვს?
ვის დავუთმობ ზედმეტ სიტყვას,
ვერც ავუხსნი როოგორ მიყვარს
ვინ იქნება მუდამ ახლოს,
მაშინაც კი შორს თუ სახლობს
ვინ იქნება? ვინ და დედა
(თორმეტ ივლისს) დამებედა...

(ნიკო გომელაური)

Posted by: varisvincvar 13 Jul 2013, 11:25
თითქოს ბომონთან ნაჯახით დგახარ,
მაგრამ მიყვარხარ, როგორც ჯალათი.
მაქციასავით, ყოველთვის, სხვა ხარ, -
თითქოს ბომონთან ნაჯახით დგახარ.

და ჟამს მიჟამებ, - ისედაც მსახვრალს
და მავსებ მტრობით, ბიწით, ღალატით.
თითქოს ბომონთან ნაჯახით დგახარ,
მაგრამ მიყვარხარ, როგორც ჯალათი.


ვაჟა დადიანიძე

Posted by: nini gogo 13 Jul 2013, 11:28
QUOTE
მაგრამ მიყვარხარ, როგორც ჯალათი.



ვინც აქ მოსულა,
არ მოსულა,
როცა მოსულა,
მზე მტევანივით
თუ სინათლედ არ ჩამოსწურა.

ვინც თავის ჩანგზე
არ მღეროდა,
მწამდა, მჯეროდა,
ის არასოდეს
არ მღეროდა,
როცა მღეროდა.

ვინც არ იცოდა,
რომ იცოდა,
რაც არ იცოდა,
არც ის იცოდა,
რომ იწოდა,
როცა იწოდა.

ვინც ვერ გაიგო,
რომ გვიყვარდა,
გასაგებია,
მაშასადამე,
ის არავის
არ ჰყვარებია!

მორის ფოცხიშვილი

Posted by: varisvincvar 13 Jul 2013, 12:15
nini gogo

QUOTE
ვინც აქ მოსულა,
არ მოსულა,
როცა მოსულა,
მზე მტევანივით
თუ სინათლედ არ ჩამოსწურა.

ვინც თავის ჩანგზე
არ მღეროდა,
მწამდა, მჯეროდა,
ის არასოდეს
არ მღეროდა,
როცა მღეროდა.

ვინც არ იცოდა,
რომ იცოდა,
რაც არ იცოდა,
არც ის იცოდა,
რომ იწოდა,
როცა იწოდა.

ვინც ვერ გაიგო,
რომ გვიყვარდა,
გასაგებია,
მაშასადამე,
ის არავის
არ ჰყვარებია!

მორის ფოცხიშვილი


კარგია. გატყლარჭული სიტყვების გარეშე არის დაწერილი.

Posted by: nini gogo 13 Jul 2013, 12:31
varisvincvar
smile.gif

მზე და მთოვარე -
მე ზედმეტი ვარ.

ცა და მერცხალი -
მე ზედმეტი ვარ.

ზღვა და ნაპირი -
მე ზედმეტი ვარ.

გზა და აპრილი -
მე ზედმეტი ვარ.

ტყე და გრიგალი -
მე ზედმეტი ვარ.

დრო და იგავი -
მე ზედმეტი ვარ.

სხვა გზა არ არი -
იცოდეს ღმერთმა,
მე დღესვე უნდა მოვიდე შენთან!

(მორის ფოცხიშვილი - მესამე ზედმეტი)

Posted by: varisvincvar 13 Jul 2013, 13:29
nini gogo

QUOTE
varisvincvar
smile.gif

მზე და მთოვარე -
მე ზედმეტი ვარ.

ცა და მერცხალი -
მე ზედმეტი ვარ.

ზღვა და ნაპირი -
მე ზედმეტი ვარ.

გზა და აპრილი -
მე ზედმეტი ვარ.

ტყე და გრიგალი -
მე ზედმეტი ვარ.

დრო და იგავი -
მე ზედმეტი ვარ.

სხვა გზა არ არი -
იცოდეს ღმერთმა,
მე დღესვე უნდა მოვიდე შენთან!

(მორის ფოცხიშვილი - მესამე ზედმეტი)



up.gif up.gif up.gif up.gif up.gif up.gif up.gif


Posted by: nini gogo 13 Jul 2013, 22:03
არ მიყვარს ყვავილი ლარნაკში
სიცოცხლეს მოკვეთილს არ ვეტრფი,
ყუნწების ტკივილი ჩამესმის
ფესვები ,ფესვები,
ფესვები...........
არ მხიბლავს ყვავილი ლარნაკში
სიცოცხლე შემზჭკნარი არ მესმის?!
ფესვებთან მოწყვეტილ ყვავილის
კვნესა და ტკივილი ჩამესმის-----
.....
ჭურჭელში ,ჭაობში ჩაყრილი
სიცოცხლე ტკივილით მომტირის
ფესვები,ფესვები,ფესვები.......
ფესვები,ფესვები,ფესვები!!!!!!!

ნ.ლაშქარავა

Posted by: In_private 14 Jul 2013, 00:24
როგორ გაიწელა დრო,
დასასრული აღარ ჩანს
ხელებს ვიფშვნეტ,ვერ ვათბობ
შენ მჭირდები სადა ხარ?

აი ორი შესრულდა
მალე სამიც გახდება
ალბათ ოთხზე დავწვები
და დავიწყებ შენზე დარდს

აი უკვე გამოჩნდი
ოღონდ ჩემს ოცნებებში
მე შენსკენ მოვდიოდი
შენ კი ბაღში მელოდი

დავასველე ბალიში
ვეღარ ვიკავებდი თავს
შენზე ფიქრს რომ არ ვიშლი
მივეცემი ხოლმე დარდს

ყოველ წუთს და ყოველ წამს
შენზე ფიქრი მგონი მკლავს
მერე რა რომ სხვა გიყვარს
მე ხომ მეგობარი ვარ

ვერასდროს ვერ გავბედავ
ვერ გაგიმხელ მე გრძნობებს
მე ხომ ვიცი სხვას ეტრფი
და ეს რა ვქნა მადარდებს

უკვე ექვსი სრულდება,
რა ვაკეთო რა ვქნა დღეს
მოდი შენთან ამოვალ
მოგიყვები რამეს ბევრს

უკვე აქ ვარ როგორ ხარ
ესე რატომ მიყურებ
უი ჯერ ხომ ადრეა
შემოვიდე?ეხლავე

რატომ მიახლოვდები?
შეგიყვარდი?კარგად ხარ?
მომაცილე ეგ ხელი
რომ მომხვიე შენ ამ წამს

ვეღარ ვხედავ ვერაფერს
მარტო ვგრძნობ რომ ცაში ვარ
მე შენ ტუჩებს ვერ დავთმობ
ამის ძალა მე არ მაქვს.

უცბათ ქრება ყოველი,
მეღვიძება,ვახელ თვალს
უი ისევ სიზმარი?
სიზმარშიც შენ გნახე კვლავ...

Posted by: pippa 14 Jul 2013, 00:37
შენი სიცოცხლე,
შენი ნაბიჯი,
მე შემაყვარა შენმა სარკმელმა,
მე მიხარია - შენ რომ არსებობ
ვისი ხარ, -
ეს რა ჩემი საქმეა. შენით თენდება,
შენით ღამდება,
შენი ვარ,
შენთან მინდა ხელახლა!
შენა ხარ რაც მე გამეხარდება!
რაც მეწყინება ისიც შენა ხარ!..

მუხრან მაჭავარიანი

Posted by: nini gogo 14 Jul 2013, 11:04
QUOTE
მე მიხარია - შენ რომ არსებობ
ვისი ხარ, -
ეს რა ჩემი საქმეა.



ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი
და ნისლს მთებისას გაიფრენს აფრად,
ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი
აშრიალდება უშორეს ზღაპრად.

ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს
ძველი ღვინის სმით, უგონოდ, მძაფრად;
სადღაც დაკარგულ ვარდს და გვირილებს
მოგონებებში ვიჭერ თანაბრად.

ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ.
სად როდის, რისთვის, არ ვიცი, არა!
იყვნენ ოდესღაც და მიეძინათ...
ღელავს ფოთლების მწყობრი კამარა.

მას შემდეგ ბედი და იალქანი
ქარის სიმძიმით გადაიხარა,
შენ კი სადა ხარ ამდენი ხანი?
რისთვის, ან ვისთან, არ ვიცი, არა!

ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ,
ეს იყო ვერხვის ფოთლების კვნესა.
დრომ ყვავილებით დაგვაგვირგვინა,
მე პაჟი ვიყავ, ის კი - პრინცესა...

გალაკტიონ ტაბიძე

Posted by: varisvincvar 14 Jul 2013, 14:17
შენა ხარ ერთი და ყველგანა ხარ,
მე კი, მრავალი, ერთი ვარ ჩემში.
გგრძნობ, გხედავ, მაგრამ მიჭირს დანახვა,
შენა ხარ ერთი და ყველაგანა ხარ.

ან დავძლევ ზღუდეს და გადავლახავ,
ან უძლურება დამშლის და შემშლის.
შენა ხარ ერთი და ყველგანა ხარ,
მე კი, მრავალი, ერთი ვარ ჩემში.


ვაჟა დადიანიძე

Posted by: burnchurch 14 Jul 2013, 14:31
გეძებდი ყველგან...
მახრჩობდა სიცხე
და მწვავდა ჯვარის მხურვალე რკინა.
მე ყველაფერი გადავივიწყე,
არ არის ზეცა... არ არის ბინა.
არის ჩვენ შორის მთელი კედელი
და ბრძოლა მძაფრი, ცეცხლის მდებელი.
ჩემში აღმოჩნდა ბედის მკვნეტელი,
ჩემში აღმოჩნდა ამფეთქებელი.
ო, მე იმედი დავკარგე ზეცის:
არც მინდა შენი ყალბი ტახტები;
მსხვერპლი ქვეყნიურ ძალის ასკეცის -
მტვერი იყავი, მტვერი გახდები.
არის სიჩუმე, ბნელი ცხედარი,
მის ტანზე შავი ცეცხლის გაჩენა,
აპოკალიპსის მძაფრი მხედარი
ვინც ქაოსებში შემოაჭენა.

გალაკტიონი.

Posted by: nini gogo 14 Jul 2013, 17:11
QUOTE
ჩემში აღმოჩნდა ბედის მკვნეტელი,
ჩემში აღმოჩნდა ამფეთქებელი.

love.gif



ზესარკმელში გამოკრთოდა ზეწითელი ზეცა,
ზესხეულზე ზემოდური ზეაბჯარი მეცვა.

ერთმანეთში ირეოდა ზეტკბილი და ზემწარე,
ზექაღალდი მიყურებდა, ვით ზეთეთრი ზეწარი.

ზემაგიდას ზესინათლით ანათებდა ზებრა
და ზეხელში ზეკალამი ზეკვერთხივით მეპყრა.

პაატა ნაცვლიშვილი

Posted by: In_private 15 Jul 2013, 10:25

თუ დავბრუნდი, გეტყვი მოკლედ,
რომ არავინ შემრჩა სანდო.
ან რამდენჯერ უნდა მოვკვდე
და რამდენჯერ დავიბადო.
მაინც დამაქვს ფიქრი ძველი
და იმედი სამიოდე.
დავბრუნდები, თუ შევძელი,
თუ შეძელი _ დამელოდე!
---------------------------------------------------------------------------------


ზურგშიმოხრილნი – სიცივისგან – იდგნენ ძეგლები,
ქუჩებს, სიმძიმედ შემოეცვათ – თებერვლის მანტო.
იმდენი ითქვა, იმდენჯერ და ისე ხმამაღლა,
უკვე თვალებიც დადუმდნენ და მხოლოდ ერთს ნატრობ.

სითბო გსურს თურმე, ძველად ნანახ თაფლისფერ თვალთა,
სინათლე ჩამქრალ სიმძიმეებს რომ ზიდავს ფსკერზე,
ყოველ მოსვლაზე რომ გაბრუნებს – საკუთარ თავთან.
შენ კი გგონია, რომ უშენოდ – მარტოა, ვერ ძლებს...

მოვიდეს დრო, ან თუნდაც თოვლი მაინც მოვიდეს,
მოჰყვეს ჟამთა სვლას,თებერვლის სუსხს, სევდიან ქუჩებს.
სიცივისაგან მობუზული სულის ბეღურა
მუჭში დავმალოთ, მოვუფრთხილდეთ, მერე – ამ მუჭებს.

შენ ზამთრისაგან გაყინული ხელის გულების ,
დამსკდარ კანსა და აქერცვლამდე მისულ ჩემს სითბოს,
გაზაფხულამდე – უჩემობის უკმევ საკმეველს
და ჩემი სუნთქვის მოლოდინში იორთქლავ თვითონ.


Posted by: varisvincvar 15 Jul 2013, 10:58
ისევ სურვილის ყვავილებს ვფურცლავ,
რომ ერთში მაინც გპოვო და მოვკვდე.
გარიდებ მინდორს უხნავს და ურწყავს,
ისევ სურვილის ყვავილებს ვფურცლავ.

ხვატი ვერ აშრობს შერჩენილ კურცხალს
და შუქი მისი კვალდაკვალ მოგდევს.
ისევ სურვილის ყვავილებს ვფურცლავ,
რომ ერთში მაინც გპოვო და მოვკვდე.


ვაჟა დადიანიძე

Posted by: jurnalistka 15 Jul 2013, 11:20
ნუ გახდი ავად, ვინც მარტოა. მითუფრო - ღამით.
მითუფრო - როცა სხვაგანაა. სხვაგან და მარტო.
როცა ვერავინ ანუგეშებს სიტყვით ან წამლით.
გდია სასტუმროს ბნელ ნომერში. საბანი, პალტო,
თუკი რამ იყო, წაიფარა. მაინც აციებს.
და ბოთლშიც წყალი ცოტავდება, საცაა, დაცლის.
ნუ გახდი ავად, ვინც მარტოა. თანაც კაცია.
კაცი ასეთ დროს გაცილებით სუსტია. კაცი
გაცილებით ძნელად უძლებს ფიზიკურ ამბებს,
როცა მარტოა. როცა გვერდით არ არის იგი,
- დედა, და, ცოლი, საყვარელი, - რომელიც დარბის
ცალ ხელში წამლით, მეორეში - წყლიანი ჭიქით.
და სულ გახსოვდეს ის სიმწარე, როგორ იმატა
სიკვდილის შიშმა. აქ სიკვდილის. უკვე ხედავდი,
რა საწყლად ეგდო თეთრ ზეწარზე შენი ცხედარი;
და როგორ შეგრცხვა ამ ყველაფრის, როცა ინათა.

რატიანი

Posted by: In_private 15 Jul 2013, 11:26
მთვარემ ღამე გაათია, კრთება შუქთა დინება,
ღამის სამი საათია, შენ კი არ გეძინება.
გავაცურეთ სადღაც ნავი სავსე ლურჯ ექსცესებით,
შეგაყვარე კიდეც თავი ამ უბრალო ლექსებით.
ეფინება გზებს სიმებად ლალთა ცეცხლი, საყურე,
შენი კარგი გაღიმება მაინც დავიმსახურე.

Posted by: nini gogo 15 Jul 2013, 11:30
მოდი ფეხაკრეფით მომეპარე,
თორემ უშენობით ვგმინავ,
თვალებს ხელისგული ააფარე,
ყურთან მიჩურჩულე "ვინ ვარ."

მხრები გამიმაგრე დალეწილი,
სული შეუკარი სუნთქვას,
თმები გამისწორე აწეწილი,
ვგრძნობდე სიყვარულით ხუთვას.

ღიმილს ამბორები დააკონე,
გიცდი, გარინდული ვდგევარ,
ჩუმად მომეპარე, გამაგონე,
ყურთან მიჩურჩულე "მე ვარ"

ნანა მეფარიშვილი

Posted by: jurnalistka 15 Jul 2013, 11:37
***
უნდა დაგიბრალო, თორემ სიყვარულის მონატრებით
სული დაილია, სულში მაცილები ქირქილებენ,
სანამ დაღლილ მაჯებს ისევ უსახელოდ მომამტვრევენ
ყოფის ქარიშხლებით აღრიალებული წისქვილები.
უნდა დაგიბრალო, სანამ მოგონებით მთვრალი ვარ და
სანამ თვალები მაქვს ალის ათინათით შენაფერი;
ვიდრე მარტოობა თავში თრიაქივით ამივარდა,
ვიდრე წავედი და ყულფის თავშესაფარს შევეფარე.
უნდა დაგიბრალო ხამი მოტრფიალის გაგიჟებით
ისევ ჩაქნეული ხელის ალიყურის შემოკვრამდე;
სადღაც ცხრა მთას იქით ციხემიუვალი აგიშენო,
მერე მოგძებნო და სისხლის მძებნელივით შემოგადგე.
უნდა გადმომძახო, ისევ უიმედო მოალყე ხარ,
გამოეკიდეო ქარებს ოცნებათა ამირბარო!
ყველაგზამოჭრილმა მეტი ვერაფერი მოვახერხო _
შენი სიყვარული დანაშაულივით დავიბრალო.
ლექსი _ უშენობის თეთრი ღამეებით ნაწამები,
ლექსიც არ მიუშვა შენი სიმხურვალის სამოთხემდე;
ჩემგან დაზიდული ძირში მოიკვეცო ნაწნავები,
მერე წახვიდე და სადმე ცხრა მთას იქით გამითხოვდე!
უნდა დაგიბრალო, თორემ წლები ვეღარ მომათრევენ,
თორემ უპატრონო სულში მაცილები ქირქილებენ.
უნდა დაგიბრალო, სანამ დაღლილ მაჯებს მომამტვრევენ
ყოფის ქარიშხლებით აღრიალებული წისქვილები..


ზაზა ბიბილაშვილი

Posted by: nini gogo 15 Jul 2013, 11:44
QUOTE
უნდა დაგიბრალო ხამი მოტრფიალის გაგიჟებით

chups.gif


რამდენი ვინმე მიყვარდა ადრე,
რამდენი ვინმე ვიწამე ღმერთად.
ვიხსენებ ახლა გარდასულ კადრებს,
სულში წარსული ჯერ ისევ ფეთქავს...

ზოგჯერ ველტვოდი ქალებს- ვნებიანს,
ზოგჯერ თვალები მომწონდა ბავშვის...
თურმე არავინ არ მყვარებია,
მე შენს სიყვარულს ვსწავლობდი მაშინ.


დათო ახლოური

Posted by: In_private 15 Jul 2013, 11:47
მინდა იქ,სადაც საათის წიკ-წიკი არ ისმის,
იქ მინდა,სადაც გრძნობები სიტყვებით არ ითქმის,
სადაც ზღვა საამმოდ თბილი და მშვიდია,
იქ მინდა,სადაც მწარეც კი ტკბილია.
სადღაც იქ,სადაც მწველი მზეც გამათბობს,
იქ მინდა,სადაც მზის ჩასვლაც დამატკბობს,
იქ,სადაც არ იციან საათი რისია,
სადაც არასოდეს არაფრის შიშია.
* * *
.......................................
ოცნება,ფიქრში ჩუმი ზმანება,
იქნებ,მომავლის რწმენა,
სიზმრები,ნატვრა და ნეტარება,
რომლისაც დღემდე გჯერა.

ოცნება იქნებ შენი გულისხმა,
უნდა დაუგდო ყური,
თუ მართლა გინდა,დაელოდე და
ინატრე მთელი გულით.

ოცნება,ზოგჯერ ზღვის ტალღების ხმა,
ხან წვიმა,ხანაც ელვა,
ოცნება,იცი აგისრულდება,
თუ შენ ნამდვილად გჯერა.

Posted by: nini gogo 15 Jul 2013, 12:03
QUOTE
იქ მინდა,სადაც მწარეც კი ტკბილია.

chups.gif


დამღალა შენმა ლოდინმა,
ქარაფთა ქართა სმენამა,
როცა ძალიან მწყუროდი
მაშინ არ გამოჩენამა.
გულის ეჭვებით ბორგვნამა,
მეტ - ნაკლებობით ტკენამა,
რაც რომ საწუთრომ დამაკლო,
ის დამიმატა ზენამა.
ჩემს მხრებზე შავი ღრუბლების
ხშირ - ხშირად ჩამოფენამა,
დილით ხარივით ბუბუნმა
ღამით ცრემლების დენამა,
წუთისოფელთან ბრძოლამა,
სულ აქეთ - იქით ფრენამა.
ჩაჰლია გულის კედლები
ჩაგუბებულმა წყენამა,
ახლა გინდ მოდი,გინდ არა -
ფრთები დაჰკეცა ძერამა,
მე თავად გარდავიცვლები,
რომც არ იჩქაროს წერამა.


ტარიელ ხარხელაური

Posted by: In_private 15 Jul 2013, 12:12
შავი ზღვის პირას, რომ ჩამოჯდები
გახედავ ნაპირს,
შენ დაინახავ უსასრულო
ჰორიზონტს გაშლილს.

უკიდეგანო სივრცე გაფანტავს
შენს თვალთახედვას
და ეს სიშორეც შენს თვალწინ
თითქოს თანდათან ქრება.

ზღვის ტალღების ხმა მოგესმევა ჩუმი ჰანგივით
და სიო ნაზი მოგეხვევა მხრებზე შარფივით
და კვლავ გახედავ იმ სიშორეს,
ჰორიზონტს გაშლილს,
მაშინ ინატრებ: რომ იქვე, სადღაც, ახლომახლო
შენც გქონდეს სახლი.

Posted by: nini gogo 15 Jul 2013, 12:23
სიტყვებს თან აჰყვა არითმია ,
აქ უკვე მგონი სხვა რითმია ..
დაირღვა ყველა დოგმა და ჩარჩო ,
მეც მინდა , გავცდე ფარგლებს და დავგმო !

სიყვარულია თან , რომ მდევს სულ , თან ..
შენი სუნთქვა არის რომ მათბობს მუდამ !
ამდენი წელია ვამძიმებ მიწას ,
ის კი სულ მისმენს , მიტანს და მიცავს ..

მგონი გავგიჟდი ! გავშალე ფრთები !
სითბო აკლიათ , გადავდგათ მთები ..
შემოდგომაა ფოთლებს , რომ აცვენს ,
ხეებს რომ ართმევს და .. მიწას აძლევს !
არ ვიცი როგორ აიტანს ამდენს ?!
ქრისტეს შობიდან გვიძლებს და გვათრევს.

მგონია მასაც , რომ უყვარს მზე .
როგორც მე შენ .. შენ კი - ჩვენ !
აბა ამდენს რატომ უტრიალებს?
ალბათ მკაცრია თვალებს უბრიალებს ..
მაგრამ ხომ უყვარს? მაგრამ ხომ ელის?
მეც ვიტან ჩემს თავს ! გული ძგერს , გელის..

Posted by: Centaur27 15 Jul 2013, 14:11
Once upon a midnight dreary, while I pondered, weak and weary,
Over many a quaint and curious volume of forgotten lore,
While I nodded, nearly napping, suddenly there came a tapping,
As of some one gently rapping, rapping at my chamber door.
Tis some visitor," I muttered, "tapping at my chamber door —
Only this, and nothing more.
ალან პო

Posted by: pamplona 15 Jul 2013, 16:48
nini gogo
ძალიან მაგარი ფორუმელი ხარ love.gif 2kiss.gif

Posted by: nini gogo 15 Jul 2013, 18:12
pamplona
ძალიან მიხარია შენ თუ ასე ფიქრობ ჩემზე 2kiss.gif

http://imageshack.us/photo/my-images/842/zx3.gif/


Posted by: burnchurch 16 Jul 2013, 09:28
გული სწუხს და სწუხს... გარეთ წვიმს და წვიმს
ცას ტყვიისფერი ღრუბელი მოსავს.
ტყე განიძარცვა და მის კალთებზე
ფრთხილი გველივით ნისლი მიცოცავს.
სწუხს არე-მარე, კვნესის მიდამო,
ხმა ჩაწყვეტილად ზუზუნებს ქარი...
და მის ქვითინში მე ჩემის ყრმობის
აუხდენელი მესმის ზღაპარი.
გაჰქრა ზაფხული... წავიდა ის დღე,
როს მეორე დღეს შვებით ვხვდებოდი,
მე ყვავილები მესიზმრებოდა,
და მე ყვავილებს ვესიზმრებოდი.
ეხლა კი ბნელი შემოდგომის დღე
ვერ გაანახლებს მზის ელვა-ციმციმს,
დასჭკნა ყვავილთა ნარნარი გროვა...
გული სწუხს და სწუხს, გარეთ წვიმს და წვიმს..

Posted by: In_private 16 Jul 2013, 10:47
ოჰ, ნუ იფიქრებ რომ მოკვდა გული,
რომ სულ დავმარხე ოცნება წრფელი,
განადგურების სევდიან გზაზე
გულს ბევრი რამ აქვს ხელუხებელი.
ველი, ვიბრძოლებ...მე ამ ყვავილებს
ვატარებ, სანამ მექნება ძალი,
რომ არ შეეხოს მას სისასტიკის
ძალა შავ-ბნელი, ხელი მუხთალი.
და მუდამ გულში გავზრდი იმ იმედს,
რომ სადღაც არის ისეთი მხარე,
სადაც ედემი ჰყვავის მზიანი,
სადაც არ არის სული მწუხარე.
წინ მელის ბედი... რაც იყო, იყო...
ის წარსულია განუკურნელი...
ხელუხებელი გულს ბევრი რამ აქვს.
სულს კიდევ დარჩა ოცნება წრფელი..

Posted by: varisvincvar 16 Jul 2013, 12:08

რაც უფრო შორს ხარ – მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.
ხელუხლებელი – როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი – როგორც ედემი.

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ –
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული –
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული.

Posted by: Centaur27 16 Jul 2013, 13:55
ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ლექსთაგანი:
წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;
ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა
და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.

იდაყვ-დაყრდნობილ ყურს უგდებ მე მისსა ჩხრიალსა
და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!
ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?
მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..

არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება
რად იყო ფუჭი და მხოლოდა ამაოება?..
მაინც რა არის ჩვენი ყოფა — წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?

თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლეს
არც ვინღა არის, და წინაშე არც ვინ აღუდგეს,
რომელთ ხელთ ეპყრასთ უმაღლესი სოფლის დიდება,
შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: «როდის იქნება,
ის სამეფოცა ჩვენი იყოს?» და აღიძვრიან
იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!..

თუნდ კეთილ მეფე როდის არის მოსვენებული?
მისი სიცოცხლე: ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული;
მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს
თავისს მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა დროს
არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!..
მაგრამ თუ ერთხელ უნდა სოფელს ბოლო მოეღოს,
მაშინ ვიღამ სთქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?..

მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან — შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა.
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!
ნიკოლოზ ბარათაშვილი

Posted by: burnchurch 16 Jul 2013, 14:36
არ შემიძლია და მე ავად ვარ,
ქარი ეწვია წუხელ იმ ყვავილს.
ცხოვრობდი უწინ, ახლა არა ხარ,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.

იყო ოცნება, როგორც შენობა,
იყო გაფრენა ხიდან იმ ყვავის.
მკლავდა იღბალი და უშენობა,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.

კრთოდა გულიდან სხვა სტრიქონები,
ქრებოდა ლანდი შავი ნიღაბის.
შენ მიდიოდი და მიგონებდი,
შენ მიდიოდი, მე არ ვიყავი..

Posted by: varisvincvar 16 Jul 2013, 15:00
ისევ სხეულის საკანში ვზივარ
და მხოლოდ ლექსი გამიღებს კარებს.
ჩელტიდან კრთება ხანდახან მზირა,
ისევ სხეულის საკანში ვზივარ.

საკუთარ დილეგს ვუდგავარ მზირად, -
ვერ შევერიე შორეულ ქარებს...
ისევ სხეულის საკანში ვზივარ
და მხოლოდ ლექსი გამიღებს კარებს.


ვაჟა დადიანიძე

Posted by: In_private 16 Jul 2013, 16:44
ისევ ის სევდა... ისევ კვნესა, ტანჯვა-წამება,
ოჰ, სად ხარ, სად ხარ, მეგობარო, მომეცი ხელი!
ბედით ტანჯული, უთვისტომო, არ გებრალება?
არ გებრალება სიყმაწვილე ჯერ გაუშლელი?
ოჰ, რომ იცოდე, თუ რა ცეცხლი ტრიალებს გულში,
რარიგ მიშფოთავს მკერდი ესდენ დაწყლულებული,
მაგრამ, მზადა ვარ, მეგობარო, შენს სიყვარულში
სიტყვაუთქმელად, უშფოთველად დავლიო სული!

სხვები მიცქერენ, როგორც მავნე სენით შეპყრობილს
და გატაცებულს დიდებაზე ფუჭის ოცნებით...
რარიგ სცდებიან... მკერდსმოღლილს და ისრით გაპობილს
სხვაგვარ იმედით ვასხიოსნებ, სხვაგვარის მცნებით.
შენ, მეგობარო, შენ ხარ ჩემი იმედი ტკბილი...
ვერ შემაშინებს ვერცა ტანჯვა, ვერცა - წამება,
ნავს გავაცურებ... მეგობრული შენი ღიმილი
იქნება ჩემი აღთქმის მხარე და ნეტარება!.

Posted by: nini gogo 16 Jul 2013, 19:15
QUOTE
გული სწუხს და სწუხს, გარეთ წვიმს და წვიმს..


QUOTE
ხელუხებელი გულს ბევრი რამ აქვს.
სულს კიდევ დარჩა ოცნება წრფელი..



QUOTE
დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული –
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული.




QUOTE
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!


რა კარგები ხართ ყველაა love.gif


მოდი ძვირფასო, იქნებ მიხვდე, რატომ გეძახი?!
სევდა ვარ შენი უსასრულო, ლხენით გამლიე,
წყაროს წყალი ვარ, მორაკრაკე, შენ რომ შესვამდი,
ხილი ვარ შენთვის მოწეული, კრძალვით დამკრიფე.

მე შენს უბეში მუდამყოფი საგზლის პური ვარ,
ჩრდილი ვარ, სიცხით გათანგულს რომ მოგცე საფარი,
ის ჰაერი ვარ, შენს ფილტვებს რომ ასე სწყურია,
მიწა ვარ, ნუღარ გამაქვავებ, ბარი დამკარი.

დილის ცვარ-ნამით დაწინწკლული თეთრი ვარდი ვარ,
შენს მოლოდინში სიხარულის შიშით მთრთოლვარი,
მთას მოხვეული ფიქრების და დარდის ნისლი ვარ,
აქაფებული მდინარე ვარ, მუდამ მღელვარი.

მე ბალახი ვარ მობიბინე, ხავერდოვანი,
თუ არ დამნამე, ალბათ მზისგან გადავხუნდები,
სიზმარი მქვია, მოპარული ღამის მსტოვარი,
შენს სასთუმალთან ერთი წუთით ჩანამუხლები.

ხვაშიადი ვარ შენი, მწველი, აუსრულები,
მთელი სიცოცხლე ეცდები და ვეღარ გაბაწრავ,
მოლოდინი ვარ უსაშველო, დაუსრულები,
ის ბილიკი ვარ, უღრან ტყეში შენ რომ გაკვალავ.

შენი ნეკნი ვარ, მტკივნეული, გულისწამღები,
იმ ძვლით ქმნილი ვარ,შენ რომელსაც ვერ შეელევი,
სისუსტე მქვია შენი მოდგმის,ისე მტანჯველი,
მთელი კაცობის საზომითაც ძლივს შეედრები.

წითელი ღვინით ავსებული ბროლის თასი ვარ,
რაც უნდა ხარბად დაეწაფო, შენ ვერ გამოცლი,
თავსატეხი ვარ, ქარაგმა ვარ, გამოცანა ვარ,
მთელი ცხოვრება რომ გაგტანჯავს და ვერ ამოხსნი.

იქნებ გაიგო, ვინ ვარ, რა ვარ, რატომ მოგიხმობ?!
შენი ცხოვრების აზრი ვარ და შენი მიზანი.
მორჩა..ვჩუმდები..აღარაფერს აღარ მოგითხრობ,
ლექსი ვარ, შენთვის ნათქვამი და ამომიცანი.

(ალადაშვილი)

Posted by: varisvincvar 18 Jul 2013, 19:52
ტყუილად გაკრთობს შიში არყოფნის,
სიკვდილი თვითონ გასწავლის სიკვდილს.
გაქრება ყოფის ცოდვა და მწიკვლი,
ტყუილად გაკრთობს შიში არყოფნის.

ადვილად სძალავს სიცოცხლე სიყმილს, -
ნაყოფს იძლევა ისევ ნაყოფი...
ტყუილად გაკრთობს შიში არყოფნის,
სიკვდილი თვითონ გასწავლის სიკვდილს.


ვაჟა დადიანიძე

Posted by: nini gogo 18 Jul 2013, 21:21
QUOTE
ტყუილად გაკრთობს შიში არყოფნის,
სიკვდილი თვითონ გასწავლის სიკვდილს.

mo.gif


ვინც არ იკითხა,
რად მოვიდა, როცა მოვიდა,
ნუღარ იკითხავს,
რატომ მიდის, როდესაც წავა!

=============================



მე გული მიმდის
შენს ხსენებაზე
და შენი ხილვა
მასულიერებს.

მორის ფოცხიშვილი

Posted by: varisvincvar 18 Jul 2013, 21:45
nini gogo

QUOTE
მე გული მიმდის
შენს ხსენებაზე
და შენი ხილვა
მასულიერებს.


პარადოქსია, givi.gif მაგრამ ხდება ხოლმე.

Posted by: nini gogo 18 Jul 2013, 21:49
varisvincvar
დიახ ...დიახ biggrin.gif
QUOTE
ხდება ხოლმე.



ფრთამოტეხილი ფრინველის მსგავსად,
ეშვება ზამთრის მწუხარე ფარდა.
უკვე დაეშვა. და სახლის გარდა,
თუ წასასვლელი არა გაქვს არსად,
სახლიც ციხეა, სადაც უაზრო
ნებაყოფლობით ზის პატიმარი...
შორიდან ისმის ოხვრა მდინარის,
გაგლეჯილია გული შუაზე...


ოთარ ჭილაძე

Posted by: varisvincvar 18 Jul 2013, 22:19
nini gogo

QUOTE
ზამთრის


გავგრილდეთ! givi.gif

თოვლი

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა:
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
არის გზა, არის ნელი თამაში...
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!
მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში
ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!
მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ
მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,
მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში
და თმების ქარით გამოქროლება.
მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში...
თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი
და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.
თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული ფიფქით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

Posted by: nini gogo 18 Jul 2013, 22:25
varisvincvar
QUOTE
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!


რა დამთხვევაა.. გუშინ და დღეს ეს სიმღერა ავიჩემე ........,,,ჩამოთოვა ისევ - მამუკა ჩარკვიანი,,,,






Posted by: varisvincvar 18 Jul 2013, 22:35
nini gogo

წელო, წელო ახალო... biggrin.gif


Posted by: nini gogo 18 Jul 2013, 22:52
varisvincvar
ვის გაუგია ივლისში თოვა?biggrin.gif

QUOTE
წელო ახალო

biggrin.gif სადაც ახალი წელი იქაც ბედობა

ღამე,ფიქრი,მთვარე,სევდა,მონატრება.
ბედობაა დღეს, უბედობა დამებედა.
ეხლა ვნანობ,როცა გნახე
მაშინ მეთქვა,მეკოცნა და გამებედა,
რომ იცოდე,თუნდაც ესე არ განმსჯიდი,
მოხვიდოდი უშენობით არ დამსჯიდი,
გაგეღიმა იქნებ გულიც გაგეხარა,
გეკოცნა და მერე თავიც დაგეხარა.
ტკბილად გძინავს მე კი ფიქრით ღამეს ვათევ,
ქაშუეთში რომ შევდივარ სათელს ვანთებ.
ღვინოს ვსვავ და შენით მთვრალი ვერა ვთვრები,
გულზე ცეცხლი მიკიდია და ვერ ვთბები,
შენზე ფიქრმა დამავიწყა ყველა დარდი
გვირილები აღარ მიყვარს,მომწონს ვარდი,
დღე და ღამე ამერია დავიღალე,
მზიანი დღე რა უდროოდ დამიღამე.
ლექს რომ დავწერ შენ უთუოდ წაიკითხავ,
ესე ძლიერ ვინ უყვარსო გაიკითხავ.

Posted by: varisvincvar 18 Jul 2013, 23:15
nini gogo

QUOTE
ღამე,ფიქრი,მთვარე,სევდა,მონატრება.
ბედობაა დღეს, უბედობა დამებედა.
ეხლა ვნანობ,როცა გნახე
მაშინ მეთქვა,მეკოცნა და გამებედა,
რომ იცოდე,თუნდაც ესე არ განმსჯიდი,
მოხვიდოდი უშენობით არ დამსჯიდი,
გაგეღიმა იქნებ გულიც გაგეხარა,
გეკოცნა და მერე თავიც დაგეხარა.
ტკბილად გძინავს მე კი ფიქრით ღამეს ვათევ,
ქაშუეთში რომ შევდივარ სათელს ვანთებ.
ღვინოს ვსვავ და შენით მთვრალი ვერა ვთვრები,
გულზე ცეცხლი მიკიდია და ვერ ვთბები,
შენზე ფიქრმა დამავიწყა ყველა დარდი
გვირილები აღარ მიყვარს,მომწონს ვარდი,
დღე და ღამე ამერია დავიღალე,
მზიანი დღე რა უდროოდ დამიღამე.
ლექს რომ დავწერ შენ უთუოდ წაიკითხავ,
ესე ძლიერ ვინ უყვარსო გაიკითხავ.



ვააჰ! user.gif საშინელებაა, რა!

P.S. რა ლამაზი ლექსი იყო, გამაჟრიალა...

მაგ ლექსს ეს სიმღერა მოუხდება:




Posted by: nini gogo 18 Jul 2013, 23:32

varisvincvar
უჰჰ..... კარგი იყო დავტკბი love.gif

Друг ты мой единственный, где моя любимая?
Ты скажи, где скрылась, знаешь, где она?

Друг ответил преданный, друг ответил искренний,
Была тебе любимая, была тебе любимая,
Была тебе любимая, а стала мне жена..

love.gif love.gif



უსიყვარულო დღეების გავლით
ლამაზ ნაპირთან ვერ მივა ქალი.

ქალს როცა უყვარს და როცა ელის
მისია მაშინ ქვეყანა ვრცელი
და განსაცდელის ჟამმა თუ დაჰკრა
მოკვდება შენკენ გამოწვდილ ხელით.

უსიყვარულოდ ცოდვაა ქალი
როგორც ეკლესია გარეშე ზარის.

ქალს როცა უყვარს სივრციდან მისთვის
მზის და ვარსკვლავების გალობა ისმის
და უკვდავების წყალსაც მოიტანს
შენთვის და შენი ათასი ძმისთვის.

ქალია გზების ბედნიერება
ქალია სითბო დღეის და ხვალის
ქალს როცა უყვარს ამქვეყნად ყველა
დღესასწაულზე მეტია ქალი.



ვაჟა ხორნაული

Posted by: საკურა. 18 Jul 2013, 23:34
He never looks for praises...
He's never one to boast....
He just goes on quietly working....
For those he loves the most....
His dreams are seldom spoken....
His wants are very few...
And most of the time his worries....
Will go unspoken too....
He's there.... A firm foundation....
Through all our storms of life....
A sturdy hand to hold to....
In times of stress and strife....
A true friend we can turn to....
When times are good or bad....
One of our greatest blessings....
The man that we call Dad........... love.gif

Posted by: varisvincvar 18 Jul 2013, 23:35
QUOTE
ქალს როცა უყვარს ამქვეყნად ყველა
დღესასწაულზე მეტია ქალი.


yes.gif

Posted by: nini gogo 18 Jul 2013, 23:39
http://youtu.be/vQVeaIHWWck

ქალი სულ მოლოდინშია,
სულ სიყვარული სწყურია,
უფლის ხმებით და დუმილით
გაბრწყინებული გულია.

ნამივით აუმღვრეველი,
სალამურივით უბრალო,
ვინც ხატად უწამებია,
ეწირება და უგალობს.

სიცოცხლეს გაგილამაზებს,
როგორც აისი ყანასა,
შენთვის არ დაერიდება
არც ხანძარს,არცა დანასა.

ზეციერისგან ნაკურთხი
ღვინო,თაფლი და პურია,
უსიყვარულო დღეები
მისთვის ბნელი და კრულია.

ქალი სულ მოლოდინშია,
სულ სიყვარული სწყურია.



(ვაჟა ხორნაული)

Posted by: varisvincvar 18 Jul 2013, 23:58
nini gogo

QUOTE
ქალი სულ მოლოდინშია,
სულ სიყვარული სწყურია.


biggrin.gif

ამ ფილმის გმირსაც კი.

https://www.youtube.com/watch?v=BOByH_iOn88

Posted by: nini gogo 19 Jul 2013, 15:04
varisvincvar
კი მაგ ფილმის გმირსაც .. იმიტომ იყო ეგეთი არეული biggrin.gif
ჩემი ფავორიტი ფილმია love.gif


უსიყვარულოდ სიცოცხლე არ მწამს,
გრძნობათა ღელვა გემივით მმართავს,
პოსეიდონი ტალღებს თან მატანს,
ქართა ბორგვილი არაფერს არ ჰგავს!

უსიყვარულოდ სიცოცხლე არ მწამს,
ტუჩთა ქორწილი მორევში მშთანთქავს,
აქერონების ზვირთები მფატრავს,
თვალთა ძრწოლვილი საფლავშიც ატანს!
უსიყვარულოდ სიცოცხლე არ მწამს,
თმათა სარტყელი ჰორიზონტს ფანტავს,
ზევსი ელვებს ჩემს თავზე ხატავს,
მათი ცდომილი სულშიც კი მკაწრავს!
უსიყვარულოდ სიცოცხლე არ მწამს,
გულთა ზმანება ცეცხილივით მდაგავს,
აფროდიტე ფრთებს კუბიდონს ართავს,
მათი კვდომილი მატირებს ახლაც!
უსიყვარულოდ სიცოცხლე არ მწამს,
ტრფობით დოგვილი წვეთები მხლართავს,
ათენა ბრძოლას ღრუბლებში მართავს,
მათი შობილი დამღუპავს ალბათ!
უსიყვარულოდ სიცოცხლე არ მწამს,
ტანთა დუღილი ოლიმპოს ლახავს,
ჰერაკლე სატრფოს ცაზედაც ნახავს,
იცი,რამდენი ხანი ველოდი ამ წამს?!

(ალექსანდრე ამირიძე.)

Posted by: varisvincvar 19 Jul 2013, 15:27
nini gogo

QUOTE
იმიტომ იყო ეგეთი არეული


biggrin.gif yes.gif

მუხის ხე ჩუმად აჩეხეს წალდით
და ყულფის ჩაბმა ვერ მოვასწარი.
გასანთლულია ისევ ბაწარი...
მუხის ხე ჩუმად აჩეხეს წალდით.

არ მახსოვს, როდის ან რატომ მწამდი, -
დიდი ხანია, ჩაქრა ხანძარი.
მუხის ხე ჩუმად აჩეხეს წალდით
და ყულფის ჩაბმა ვერ მოვასწარი.


ვაჟა დადიანიძე

Posted by: nini gogo 19 Jul 2013, 15:31
QUOTE
არ მახსოვს, როდის ან რატომ მწამდი, -
დიდი ხანია, ჩაქრა ხანძარი.

user.gif



სულში თამაშობს ათასი განცდა
და მაინც, მზერა დამრჩა ბავშვური,
ცხოვრებას ავცდი ერთი დღით, ანდა
საუკუნეებს დავადგი ქუსლი.

მზე ყვავილივით ჩნდება ამაღამ,
მე ეს სული მწამს და უკოცნელი
ღამე ჩემს შუბლზე კვდება ხმამაღლა
დღეს მეოცნებე, ვით უბედური...

რა ცოდვილია მთელი ქვეყანა,
თითქოს არასდროს ყოფილა ჩვილი,
ვეთამაშები როგორც ბავშვი და
მას მაინც უნდა ჩამარტყას წიხლი.


ჩემგან კი მაინც არასდროს წავა
ეს ხიბლი, სავსე უმანკო ძალით,
რადგან სამყაროს ბავშვური ხმაა
დილა,რომელსაც ლექსებად ვთარგმნი...

(რატი იონათამიშვილი)

Posted by: varisvincvar 20 Jul 2013, 12:34
ტუჩები შენი, მთრთოლვარე მუდამ,
ჯადოსნურ ცეცხლის ფერებით ფეთქავს;
და მხურვალებით ყველაფერს ბუგავს
ტუჩები შენი, მთრთოლვარე მუდამ.

ნესტარი ნექტარს ელტვოდეს უნდა,
შიშინებს სისხლი და ძარღვებს ხეთქავს.
ტუჩები შენი, მთრთოლვარე მუდამ,
ჯადოსნურ ცეცხლის ფერებით ფეთქავს;


...

საკუთარ თავში საკუთარ თავს ვკლავ,
რომ შენს ნათელში კვლავ ვპოვო იგი;
ფერს იცვლის დღეთა მიმქრალი რიგი,
საკუთარ თავში საკუთარ თავს ვკლავ.

სხივი მიტყუებს ჰორიზონტს იქით
და კვალში მივდევ მოწყვეტილ ვარსკვალვს.
საკუთარ თავში საკუთარ თავს ვკლავ,
რომ შენს ნათელში კვლავ ვპოვო იგი;


ვაჟა დადიანიძე

Posted by: nini gogo 20 Jul 2013, 16:58
QUOTE
შიშინებს სისხლი და ძარღვებს ხეთქავს.

chups.gif



იყურე უკან, წინა და შორეთს!
მზეში სანთელი არ გინდა სწორედ!
ზღვაში წყალს ნუ ღვრი – არ იცი განა?
ბზიკს და ჭრიჭინას უნდა გარჩევა.
გინდა სიმღერით ხალხის დარჩენა?
უმჯობესია დათესო ყანა!


==============================

ვიცინი დღისით – ვიტირებ ღამით.
ყველგან ყოველთვის ვალს ვიხდი ამით.
თენდება – თუნდაც ეძინოს მამალს,
ნაპერწკლისაგან ინთება ალი.
რა ჯებირია, თუ გადის წყალი,
თუ არ გიშველის, რად იღებ წამალს!


================================


კუმ არწივს უთხრა: მიჩვენე ზეცა,
ამწიე მაღლა, ვიფრინო მეცა!
ასწია, როგორც სულელს უნდოდა,
შემდეგ დაუშვა სვედანავსული,
და ის დაიმსხვრა, დალია სული –
ასეთი გახლავთ ბედი უფრთოთა.

====================================


იქ ხომ არ არის მუშტის ზეობა,
სად დაივიწყეს კეთილზნეობა?
სად სათავეში ზის ჭკუამქისი,
ურცხვი, უნიჭო რომ ჰყავთ პატივში,
ბრძენსა და სწავლულს ელის პატიჟი,
პატიოსნება რაკი სძულთ მისი?
ყველგან გიჟებსა და ნავსიანებს
ვხედავთ, მოწამლულ ადამიანებს.
გაშლილი ვაკეც რომ იყოს გარსა,
ზოგს ელანდება ხრამი, თხრილი და
არ ჩავვარდეო, ზედმეტად ფრთხილი
ნაბიჯსაც კი არ გადადგამს არსად.

(ჟან ანტუან დე ბაიფი)

Posted by: CHLOE" 21 Jul 2013, 16:43
დაუსტვინე, ჩემო ბიჭო,
და გავჩნდები შენთან!
დაუსტვინე, ჩემო გიჟო,
და გავჩნდები შენთან!
გაგიჟდება მამაჩემი,
შეიშლება დედა, -
სულ ერთია, დაუსტვინე
და გავჩნდები შენთან!
მაგრამ ჭკუით მოიქეცი,
რაკი ქალთან მიხვალ:
კუტიკარის მხრიდან მოდი,
არ მოადგე ჭიშკარს,
თავს ნურავის დაანახებ,
არ გაგიგონ, ვინ ხარ,
ვითომც ჩემთან კი არა და,
ვითომც სხვასთან მიხვალ.
ვითომც ჩემთან კი არა და,
სულაც სხვასთან მიხვალ.
თუ ბაზარში შემხვდე უცბად,
ანუ საყდრის კარად,
უცხოსავით შემხვდი კუშტად,
ჩამიარე მწყრალად,
ერთხელაც რომ გადმომხედო,
დამიჯერე, კმარა,
ისიც, ვითომ სხვას უყურებ,
მართლა მე კი არა!
ისიც, ვითომ სხვას უყურებ,
მართლა მე კი არა!
გაჯიქდი და იუარე
და მზად გქონდეს ფიცი,
თქვი, რომ სულაც არ მოგწონვარ,
თქვი, რომ სხვისთვის იწვი,
ოღონდ ეს კი დაიხსომე,
არსად წაგცდეს ბიჯი,
გეშინოდეს, არ წამართვას
ვინმემ ჩემი ბიჭი,
ბიჭო, მართლა არ წამართვას
ვინმემ ჩემი ბიჭი!
დაუსტვინე, ჩემო ბიჭო,
და გავჩნდები შენთან!
დაუსტვინე, ჩემო გიჟო,
და გავჩნდები შენთან!
რომც გაცოფდეს მამაჩემი,
რომც გაგიჟდეს დედა, -
სულ ერთია, დაუსტვინე
და გავჩნდები შენთან!

* * *

- მანდ რომელი ხარ ჭიშკართან ნეტავ?!
- ვითომ არ იცის! ეს მე ვარ, ფინდლი!
- გასწი, გამცილდი! პირველად გხედავ!
- მეასედ მნახავ! - მიუგო ფინდლიმ.
- მაინც რა გნებავს, რას დაწრიალებ?!
- ის ბიჭმა იცის! - მიუგო ფინდლიმ.
- ეს აქ ერთ ამბავს დაატრიალებს!..
- დავატრიალებ! - მიუგო ფინდლიმ.
- ვთქვათ, შემოგიშვი - არ დამაშინებ?
- რად დაგაშინებ? - მიუგო ფინდლიმ.
- მაგრამ ნამდვილად არც დამაძინებ!
- არ დაგაძინებ! - მიუგო ფინდლიმ.
- რომ შემოგიშა ოთახში, ვშჳშობ...
- რის გეშინია? - მიუგო ფინდლიმ.
- გათენებამდე დარჩები, ბიჭო...
- გათენებამდე! - მიუგო ფინდლიმ.
- ამაღამ მართლა ჩემთან რომ დარჩე...
- დავრჩები კიდეც! - მიუგო ფინდლიმ.
- ხვალ მომადგები ხელახლა კარზე!..
- აბა, მაშ, როგორ! - მიუგო ფინდლიმ.
- მაშ, რაც ჩვენს შორის ამაღამ მოხდეს...
- მოხდება კიდეც! - მიუგო ფინდლიმ.
- ჩვენს შორის მოკვდეს! ჩვენს შორის მოკვდეს!
- კაცი არ ვიყო! - მიუგო ფინდლიმ.

რობერტ ბერნსი <3

Posted by: nini gogo 21 Jul 2013, 19:29
QUOTE
დაუსტვინე, ჩემო ბიჭო,
და გავჩნდები შენთან!

chups.gif


როგორც სჩვევია ზაფხულს -
ჩამოცხა
ზეცას შეაშრა ცრემლი,
ნუ მიმზერ ასე
ჩუმად და მორცხვად,
თორემ მზე დამწვავს შენი...

კაი,
არაფერს გეტყვი აქ თუნდაც,
განვლოთ სასახლის ბჭენი.
თორემ ხომ ხედავ,
სისხლი ადუღდა,
თიბათვითა და
შენით...

Posted by: varisvincvar 21 Jul 2013, 21:45
არ ვიცი, როდის შეგიჩნდა ეშმა,
მზეში ხარ, მაგრამ დაკარგე ჩრდილი;
ისევ გაცდუნა ლიქნმა და შესხმამ, -
არ ვიცი, როდის შეგიჩნდა ეშმა.

იქნება გიხსნას ქალურმა გეშმა
და ყვავილივით აფეთქდე დილით?!.
არ ვიცი, როდის შეგიჩნდა ეშმა,
მზეში ხარ, მაგრამ დაკარგე ჩრდილი.



ვაჟა დადიანიძე

Posted by: maldini 21 Jul 2013, 22:03
მირბის მიმაფრენს უგზო უკვლოდ ჩემი მერანი
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი
გასწი მერანო შენს ჭენებას არ აქვს სამზღვარი
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი შავად მღელვარი
......
ნუ ვინ სჩივის ობლობისა ვაებას
ნუ ვინ სჩივის თავის უთვისტომობას
საბრალოა მხოლოდ სული ობოლი
რა დაკარგოს ვეღარ ჰპოვოს მან სწორი...
....
ეს ორი მიყვარს ბარათაშვილიდან...


კიდევ მუხრანის ეს ლექსი

ეს მეტისმეტი ჩემგან კია თუმცა სიმკაცრე
მაგრამ ყოველთვის ცნობილია
არც ხამს ალერსი
დაღონებული როა კაცი
მესმის იმ კაცის
გახარებული კაცის არ მესმის
ვინც გინდა იყავ გინდ არქიფო
თუგინდა ზაქრო
რა გიხარია შე შობელძაღლო

.......
მურმან ლებანიძე

ის სამსახურში შპალერს
ფიქრში წასული შესცქერდა
თამბაქო სწვავდა ტვალებს
იჯდა კაცი და ლექს სწერდა

ქაღალდი ჰქონდა ოხრად
ლექს საუბრებში აცხობდა
ჰქონდა უჯრაც და კოხტად
იმ უჯრის ფსკერზე აწყობდა

თუმცა კავშირი არ ჰქონდა
მის ლექსს მოვარდნილ მეწყერთან
პრესისთვის მაინც ვარგოდა
იჯდა კაცი და ლექსს სწერდა

მხრებს იჩეჩავდა ხალხი
უფროსი პასუხს არ სთხოვდა
დღის ბზრიალებდა ჩარხი
ეს კაცი ლექსებს აცხობდა

ვაჯა რომ თვეში თვითოს
ეს დღეში ექვს ექვს შეგვძენდა
ექვს და ექვსსავეს ხვითოს
იჯდა კაცი და ლექს სწერდა

გამახსენდება კუშტად
კალამს მელანში აწობდა
წერდა იოლად უცბად
სტამბა ხელიდან სტაცებდა

არც თესავდა და არც ხნავდა
რას ვერჩი შპალერს შესცქერდა
რა მოხდა კაცს ხომ არ კლავდა
იჯდა კაცი და ლექს სწერდა

....

ეს მიყვარს მაგრად შექსპირისაა არ ვიცი რომელი სონატაა

როცა დრო მოვა თუკი ეს დრო ოდესმე მოვა
შენ დაინახავ ჩემს ათასგვარ უბედურებას
როდესაც იგრძნობ სიყვარული გათავდეს დროა
და შენი გრძნობა ძველ ანგარიშს დაემგვანება
როდესაც ხალხში უცხოსავით ჩამივლი გვერდით
და თვალებს ოდნავ შემომავლებ ნათელ მზესავით
და გრძნობას რასაც ატარებდი ოდესღაც მკერდში
გახდება ჩემთვის სიცივის და სუსხის მთესავი
მაშინ შემიგრძნობს ბედუკუღმართს იმის შეგრძნება
რომ უმადური თავის დროზე არ ვღირდი შენად
ჩემს წინააღმდეგ არმართული ხელი მექნება
რომ ყსამართლო საყვედური არ დასცდეს ენას
ჩემებრ უღირსის მიტოვების გქონდა უფლება
და ენა ჩემი სამდურავსაც ვერ გეუბნება...

..........
ესეც მიყვარს

ტანო ტატანო გულწამტანო უცხოდ ვარებო
ზილფო კავებო მომკლავებო ვერ საკარებო
წარბ წამწამ ტვალნო მისატვალნო შემაზარებო
ძოწ ლალ ბაგეო დამდაგეო სულთწამარებო
პირო მთვარეო მომიგონე მზისა დარებო

...........

ბროლმან ლალსა გარეულმან ვარდნი თხელი ანატიფნა
იგი ტკბილი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა
არ აგვიხნა არცა დაგვსხნა ყოლა არად ამოგკვრიფნა
მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა

თვალთა ხელნი უკუივლო ცხელნი ცრემლნი მოიწურნა
ხრმალ კაპარჭი მოიმარჯვა მკლავნი გაიმამაცურნა
ცხენსა შეჯდა მონათამცა საუბარნი რად იყურნა
სხვათა მხარეს გაემართა მათი ჭირი არ განკურნა...

ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი პირ გამქუშავია
ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა მერანი რამე შავია
თავსა და ტანსა ემოსა გარე თმა ვეფხის ტყავია
ჯერთ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია

ციხისა მცველნი ყველაი იდვა მართ ვიტა სნეული
თავით ფერხამდის დაჭრილი აბჯარი მუნ დახეული
ციხისა კარნი განხმული კარტა ნალეწი სრეული
ცნეს ნაქმნად ტარიელისა თქვეს საქმე არს მისეული

გზანი დახვდეს შეკაზმული შევიდეს და გაძვრნენ ხვრელსა
ნახეს მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა
მუზარადი მოეხადა შვენის აკრვა თმასა ლელსა
მკერდი მკერდსა მიეწება გარდაეჭდო ყელი ყელსა

რავი რაღა დავწერო ბევრი მევასება

ისე ყველაზე მეტად სტუმარ მასპინძელი მევასება


Posted by: wuma 21 Jul 2013, 22:03
თვალები... ლი...

/ძალიან არაჩემებური ლექსი/

შენ ახლა თვალები არ გაქვს... ლი...
ცხოვრებას ჯოხივით აცეცებ,
წამებს ცხვრებივით თვლი
სიცოცხლეს სასჯელად აწესებ...
.
შენ ისევ ვერ გძინავს... ლი...
უბრალოდ, დახუჭულ თვალებში
უგულოდ დაწერილ ფურცელს შლი
ჯერაც ვერგათენებულ ღამეში...
.
ასე ხომ ცუდია ძალიან... ლი...
მინდა, რომ არ იყოს ცუდი
იმ თვალებს დარჩენილ დღეებში ვცვლი –
წაიღე სუყველა წუთი
.
თუკი ჩემს ვერნახვას... ლი...
თვალებზე სალბუნად დაიდებ -
დამითმე ორივეს ტკივილი...
მე მხოლოდ ტკივილებს წავიღებ...
.
თუ რამეს გიშველის სიტყვები... ლი...
მიყ-ვარ-ხარ... მიყ-ვარ-ხარ... მიყ-ვარ-ხარ...
ასე სიყვარულის დამარცვლით
იმ თვალებს ვეძებ და ვინახავ
.
და ისევ იმ დროებს... ლი...
სულელი ბავშვივით ვაგროვებ...
ალბათ, სისულელეც ძალიან გღლის...
აღარ ვისულელებ, მადროვე...
.
აღარ შემომხედო ასე... ლი...
არაფერს უყურებ თითქოს...
სულ ცოტა სიცოცხლეს თუ მაცლი
ცოტას შემინახავ სითბოს...
..............
მე შენ დაგიბრუნებ თვალებს... ლი...

ბაკურ სვანიძე

Posted by: ბებერა 22 Jul 2013, 03:52
მე რაღაცნაირი მეგობარი მყავდა...

მე რაღაცნაირი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით...
ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები,
დამტოვა და ღრუბლებს გაჰყვა ცადა...
ღრუბლებს გაჰყვა... სად ვეძებო, სადა?
მე რაღაცნაირი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით.


Posted by: nini gogo 22 Jul 2013, 10:44
(უ)შენობას უშენობით ვაშენებ

ხან შავთეთრი, ხან ფერადი კუბებით,

ხან მენგრევა და კვლავ ისევ თავიდან

აშენებას, დიდხანს.დიდხანს ვუნდები.

(უ)შენობას დასასრული არ უჩანს

(უ)შენობა ალბათ ცათამბჯენია,

აშენება აღარ მინდა ხანდახან...

ავაშენებ... სხვა რაღა დამრჩენია.

ყოველი დღე, ყოველი თვე მაქეზებს

ავაშენო (უ)შენობა ბოლომდე

წვიმამ აღარ დამინგრიოს შენობა

და ვაშენებ.. კვლავ ვაშენებ მხოლოდ მე.

Posted by: CHLOE" 22 Jul 2013, 23:52
მანძილი შენამდე დიდია,
შენიდან ჩემამდე - არც ისე
ამინდი საგრძნობლად მშვიდია,
მანცვიფრებ...
ჯერ კიდევ ჰყვავიან ატმები,
ქარია - მომიტანს რამე ჭორს,
მე ვამბობ, არ მომენატრები,
შენ სდუმხარ, იღიმი
საეჭვოდ,
ვარსკვლავნი აენთნენ ,
რომ ვხედავ , შორი_შორს
საკმაოდ,
მე ახლა გიჟი ვარ საერთოდ -
ჩემს ჭკვაზე გადმომყავს სამყაროც,
მუდმივად რაღაცა მაწამებს
და ჩემში მუდმივად ბინდია,
და მაინც მიზიდავს
წამწამებს
მთვარე რომ ნისლივით ჰკიდია.
შორს სადღაც ჰყვავიან ატმები,
ქარია - მომიტანს რამე ჭორს,
მე ვამბობ, არ მომენატრები,
შენ სდუმხარ, იცინი
საეჭვოდ.
ტარიელ ხარხელაური

Posted by: In_private 23 Jul 2013, 20:58
სულაც არ მინდოდა მაინც გამახსენა.
წვიმა არ მინდოდა ზეცამ დამასველა.
ნიავი მინდოდა და ქარი დაქროდა
ყიდვა მინდოდა და ჯიბეში რა მქონდა

სითბო მინდოდა და ზამთარი მათოვდა
როდესაც მციოდა არავინ მათბობდა.
ღამე მინდოდა და უცბათ თენდებოდა
წუთი მინდოდა და წამათ გრძელდებოდა,

მეტირებოდა და ცრემლი გამქრალიყო
ფხიზელს ვეძებდი და ყველა დამთვრალიყო.
კეთილს ვეძებდი და ვპოულობდი ბოროტს
წინ მივდიოდი და სულ მტოვებდნენ ბოლოს.

ჩუმად ვიყავი და ჩუმად ხმადაბლაო
დავიღლებოდი და ჩქარა რა დაღლაო.
ყიდვა მინდოდა და ვკეტავ დაბინდდაო
ჩემს სახლს ვაღებდი და შენ აქ რაგინდაო.

არ ვჩხუბობდი და ჩხუბის ბუნტიაო
არ მომიპარავს და ეგეც ქურდიაო.
რიგში ვიდექი და ეს აქ დაიცდისო
მართალს ვამბობდი და ამან რაიცისო.

სიცოცხლე მინდოდა და სიკვდილი მეტრფოდა
თბილ სიტყვას ველოდი და არავინ მეტყოდა.
მათხოვარს ვხვდებოდი და ფული მეცარ მქონდა
გვერდს რომ აუვლიდი ძუნწოს მეძახოდა.

ჯერ ყვავილს დავკრეფდი სადმე თუ გხვდებოდი
რაში მჭირდებაო რატომ წუხდებოდი.
ლექსებს გიწერდი და მგონი ვერარიო
გამომივიდაო ესეც მწერალიო.

შველა მინდოდა და არავინ მშველოდა
მეტირებოდა და სულყველა მღეროდა
შორს მივდიოდი და ნეტავ სად ივლისო
გული მტკიოდა და ალბათ გაგივლისო.

რატომ დადიხარო დღისით ან ღამეო
სიტყვა არ მითქვამს და უკვე დამღალეო
ამიტომ ვამბობ და ამიტომ მიკვირსთქო
რომ ვსუნთქავ წუხდებით? მაინც რომ ვიკითხო... love.gif

Posted by: burnchurch 24 Jul 2013, 16:33
დავხუჭე თვალი, გულის სიღრმეში
რომ დამენახა რამე ნათელი
და მოვიგონე ნეტარნი დღენი
და გაზაფხული უკანასკნელი.
რა ადრე მოკვდა. რა ადრე მოკვდა!
ახლა ღამეა... ქვითინებს ქარი,
რომ გამახსენოს ტკბილი წარსული
და მოგონების სახე ნეტარი.
მაგრამ ვის ველი. ან რად ვღონდები,
განა არა მაქვს წინ მომავალი?
რად ჩავიგონო გზის უმიზნობა.
რად ავარიდო სიცოცხლეს თვალი?
ვის შევუშინდე? რას შევუშინდე?
დავიწყებული სად არის ჩრდილი?
დაბრკოლებები? - უამისოდ ხომ
არც გმირობას აქვს ქვეყნად ადგილი?
წავალ, გავყვები ამ სევდიან გზას,
ზღვათა ქუხილით. წყალთა ლიკლიკით...
და დავამკვიდრებ დაღლილ სიცოცხლეს
შორს, სხვა ედემში! შორს, ჩემს ბედს იქით!

გალაკტიონი.

Posted by: nia-1nia 25 Jul 2013, 02:07
მოედანს, ქვაფენილს, ფარანს და აფთიაქს
ანათებს უაზრო და მკრთალი ნათელი,
სიცოცხლეს ამდაგვარს სიცოცხლე არ ჰქვია,
თუგინდა გაძელი კვლავ ერთი ამდენი.

დრო წავა და ისევ ყველაფერს თავიდან,
ყველაფერს თავიდან ცხოვრება მოიტანს...
არხებში მდინარის ციმციმებს ჭავლი და
კვლავ შუქი ეცემა ქუჩას და მოედანს..

Posted by: In_private 25 Jul 2013, 09:44
შენ,ჩემი დაღლის ნუ გეშინია,
მალე გამივლის ალბათ,
გავძლებ,შენს გამო გავძლებ,
გავივლი
ქვეყნის ქაოსს და აღმართს.

გადავაბრუნებ მზეში მთვარეს და
შენთვის გავხდები კარგად,
ნუ გეშინია,
ნუ გეშინა
მაინც გიპოვნი,გნახავ....

მაინც გიჩრდილავ,მაინც გიმზევებ,
მაინც აგიხდენ ნატვრას,
შენ,ჩემი დაღლის ნუ გეშინია,
დაგჭირდე,მიხმე
-მზად ვარ!!!!!!!!

Posted by: Ophiuchus 25 Jul 2013, 23:29
მე არ მინახავს აფხაზეთი და
არ ვიცი, არის თუ არა სოხუმში
ვიწრო ქუჩები, ან რომელ ბაღშია
უფრო ხშირი იასამანი.
რა ფერია ზღვა და თუ აგროვებს
ვინმე ფერად კენჭებს.
არ ვიცი რომელ ფანჯარაში ცხოვრობს
ლამაზი ქალი და არ დამითვლია
აივნიანი სახლები.
არ ვყოფილვარ მოხუცის სტუმარი,
სევდიანი მოგონებები, მაგნოლიები
და ფორთოხლის ბაღი რომ აქვს ეზოში.
რამდენი ნაბიჯია ჩემიდან ზღვამდე...

არ მინახავს აფხაზეთი და
ვერ ვწერ საქართველოზე...

არავის მიმიმსგავსებიხარ და
არ გამხსენებია შენი მიხვრა-მოხვრა,
ხეტიალისას.
ვიცი ხშირად წვიმს და ნაწვიმარზე...
ფორთოხლის ბაღი და
შილიფად ჩაცმულს შეგხვდე მეზობელ
ქუჩაზე, მინდა.


არ დამითვლია აივნიანი სახლები.

...
უნდა ვნახო აფხაზეთი!
სანამ ნაწვიმარზე, ქართული სისხლის
სუნი ასდის აფხაზურ მიწას...


(ბექა აბუთიძე)
2007.

Posted by: xatushka 25 Jul 2013, 23:43
სადგური სავსე ჯარისკაცებით,
ხმაური არხევს მღვრიე ვაგონებს...
შენ მითხარი, რომ ეს გატაცება
რაღაც შორეულ სიზმარს გაგონებ.
შენ მითხარი, რომ ჩემ დაბრუნებას
დაუცდის შენი ბავშვობა წმინდა,
მაგრამ შენ გქონდა ქალის ბუნება
შენ ქალი იყავ და დაგავიწყდა.
და არც გამტყუნებ, არ მაქვს უნარი
გავკიცხო შენში, რაც ასე გშვენის.
ამქვეყნად მე ვარ გასამტყუნარი,
რომ სიკვდილამდის მჯეროდა შენი

მირზა

Posted by: Nitsa_a 25 Jul 2013, 23:51
გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!
ლურჯო მთებო, თეთრო სანატორია!
მომენატრა მზე, სინათლის მფენი;
მომენატრა ზღვა, რომელიც ვრცელია.
მომაგებე შენ იგივე პალმა,
სად ოდესმე მშვენიერმა ქალმა
გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი,
მომაგებე მშობლიური გემი,
მომაგებე მშობლიური მიწა,
შენი ძველი მეგობარი მიცან..

Posted by: კაზლოვსკი 26 Jul 2013, 13:22
ლიბერალი ქრისტე აძლევს ინტერვიუს /ედრიან მიტჩელი/
თარგმანი ინგლისურიდან გიორგი ხასაია, ვაკო ნაცვლიშვილი

წყალზე სიამოვნებით გავივლიდი
მაგრამ არაფრისგან ვართ დაზღვეულები
მედიკოსებმა მიჩივლეს პირველივე
განკურნებული კეთროვანის გამო

წავიკითხავდი მთის ქადაგებას
მაგრამ ეს მთები არ მომწონს
დავაპურებდი 50 ათას მშიერს
პრესა თუ გააშუქებდა

ბიზნესმენებმა ეკლესიის კარებზე
ჩამოკიდეს სპილენძის აკაზმულობა
და თუ უდაბნოში დავკარგავ დროს
კუთვნილ პენსიასაც დავკარგავ

წყალს ღვინოდ უმალ გადავქცევდი
მაგრამ ლიცენზია არა მაქვს
მოვკვდებოდი და ჯვარზეც ვეცმებოდი
მაგრამ… თავადაც იცით ეს როგორია

წვერის გაპარსვას და
თმის შეჭრას ვაპირებ
და ტყვიაგაუმტარი საცვლების ყიდვას

მე ლიბერალი ქრისტე ვარ
სადა მაქვს დასაღვრელი სისხლი.



მაგარია..........................

Posted by: burnchurch 28 Jul 2013, 10:23
რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი - როგორც ედემი.

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული,
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული.

გალაკტიონი.

Posted by: In_private 30 Jul 2013, 12:24
მინდა დავხატო წვიმის სიჩუმე,

ღამის ქუჩებში ნისლების დაღლა

სულ ერთი წუთით, სულ ერთი წუთით

სულ ერთი წუთით მჭირდები ახლა.

გამოვიარე გზა ჩიტის გულით

და შენზე ფიქრი ვით ტყვიის დახლა

სულ ერთი წუთით, სულ ერთი წუთით

სულ ერთი წუთით მჭირდები ახლა.

მე ავირჩიე ყოფნა უშენოდ,

შენი ცრემლები ტკივილად მახლავს

სულ ერთი წუთით, სულ ერთი წუთით

სულ ერთი წუთით მჭირდები ახლა.

Posted by: Centaur27 30 Jul 2013, 12:56
A Dream Within A Dream

Take this kiss upon the brow!
And, in parting from you now,
Thus much let me avow-
You are not wrong, who deem
That my days have been a dream;
Yet if hope has flown away
In a night, or in a day,
In a vision, or in none,
Is it therefore the less gone?
All that we see or seem
Is but a dream within a dream.

I stand amid the roar
Of a surf-tormented shore,
And I hold within my hand
Grains of the golden sand-
How few! yet how they creep
Through my fingers to the deep,
While I weep- while I weep!
O God! can I not grasp
Them with a tighter clasp?
O God! can I not save
One from the pitiless wave?
Is all that we see or seem
But a dream within a dream?
Edgar Allan Poe

Posted by: burnchurch 30 Jul 2013, 22:41
რა სევდიან ნანას ამბობს ქარი,
ამეშალა ჩვეულ ფიქრთა ჯარი.

დაიძინეთ, სურვილებო, კმარა!
კმარა ცრემლი, რაც რომ დაიღვარა.
დაიძინე შენც, იმედო ჩემო,
ჩემო რწმენავ, ზეცავ და ედემო!

Posted by: საკურა. 31 Jul 2013, 00:15
მზაკვარი სხივი როგორ ქირქილებს
ბროწეულებზე:
იმას ჰგონია, აქ განზრახ შეხვდნენ
ჩვენი გულები...
ჩქარა წავიდეთ, თორემ სიჩუმით
დაქანცულები
პირს რომ გახსნიან, ალბათ გაგვცემენ
ბროწეულები! ...... (ა. კალანდაძე)


http://radikal.ru/fp/478bdcf756e14005a7e1daeb9425d570

* * *
ის ისე ჩუმად
წავიდა ჩემგან,
ო, ისე უხმოდ,
როგორც მიდიან
ყვავილებიდან
მთვარის სხივები... (ა. კალანდაძე)

Posted by: nini gogo 1 Aug 2013, 22:35


ვინ მოიგონა ეს დალოცვილი
მრავალწერტილი,
ასე რომ ავსებს თეთრი ფურცლის
უბრალოებას.
დასვი სულ მომცრო,პაწაწინა
სამად-სამი შავი წერტილი
და მოისვენე.
ყველა თავისას გააგრძელებს
(ცოტაა დარდი?!)
მითუმეტეს,რომ ფანტეზიას
ეძლევა ქორო,
რამდენი რამე მოიძულო
და მოიშორო.
სამი წერტილი-რამდენ რამეს
დაიგულისხმებ,
რამდენ თეთრ ღამეს,
რამდენ გზას და
რამდენ იმედებს.
და ისე,როგორც გაგიმეტებს
ერთი წერტილი,
მრავალწერტილი ხომ არასდროს
არ გაგიმეტებს?
რამდენ უფლებას მოგანიჭებს
სამი წერტილი,
რამდენს შეგინდობს,შეგარიგებს
და გაპატიებს,
რასაც არასდროს არ იზამდა
ერთი მათგანი
და თუნდაც ორი ვერ შეძლებდა
ერთის მაგიერს.
მრავალწეტილი ხომ უთქმელი
საიდუმლოა,
მრავალჯერ მხოლოდ
ერთისათვის განსაკუთვნელი,
განსაკუთრებით მაშინ არის
ბევრის ამტანი,
ბევრის ,მთქმელი და თან უთქმელი
განსაკუთრებით!
ვინ მოიგონა დალოცვილი
მრავალწერტილი...
დასვი...რაც გინდა იგულისხმე
და მოისვენე,
თვითონ იცოცხლებს,ისაუბრებს,
იაქტიურებს
მოისაკლისებს,
მოიძულებს,
და მოიფერებს,
ვინ მოიგონა,დალოცვილმა,
მრავალწერტილი!

ნ.ღეჩუაშვილი

Posted by: BELLA-DONNA 3 Aug 2013, 18:13

user.gif

Posted by: Frankens†ein 3 Aug 2013, 20:06
რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,
მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:
გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,
მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა…
მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე,
ეს ფორიაქი ამოუხსნელი.
გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს,
რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი.
მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს -
კარგად იყავით, გმადლობთ, მშვიდობით...

Posted by: pamplona 4 Aug 2013, 14:57
nini gogo
მოდი თორე დავიტანჯე user.gif user.gif user.gif

Posted by: nini gogo 4 Aug 2013, 15:06
pamplona
2kiss.gif
ცუდი ინტერნეტი მაქვს აქ და ისე ვეღარ ვაქტიურობ ..




ზღვამ გადაყლაპა მზე,
შეიგრძნო მისი ეშხი...
როგორც შენ ერთხელ მე,
შემომიტყუე შენში...

ნიკო

Posted by: pamplona 4 Aug 2013, 15:59
nini gogo
2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: nini gogo 5 Aug 2013, 19:37
მელოტი თავი გაადენს ტყაპანს givi.gif


Posted by: nini gogo 6 Aug 2013, 18:32
.........................................................................
მოვდივარ,ბევრგან დასერილი (შიშველი) ფეხით,
ვამჩნევ,თანდათან ძილივით რომ მერევა დაღლა,
უბრალოდ მე ვარ(მეოცნებე),უბრალოდ გლეხი,
მოვდივარ მარტო,ხმის გამცემი არავინ მახლავს.

ალბათ მრავალჯერ გახუნებულ სიზმრებში მნახე,
აღარ გგონივარ სამკალად თუ სათიბად მყოფი,
მომაგონდება შენი სახე...ლამაზი სახე-
შუბლზე შიგნიდან მივიხატავ სევდიან პროფილს.

იქნებ გეგონე დიდი ხნის წინ ქალაქში მკვდარი,
იქნებ სიცრუე უშურველად გაჭამა ჩიტმა,
ამ დროს კი შენი უღირსი და უძღები ქმარი,
უკუნ ღამეებს უძინარი მაჯამად ვრითმავ.

ვეცემი,ვდგები,ვეცემი და მოვდივარ მაინც,
მოვაღწევ მალე(იმ ქარაფის ხახაში ვსახლობთ),
ყველა შეცდომას ჩავაყოლებ მინავლულ დაისს,
ოღონდ ჩემს სახლში დავბრუნდე და ოღონდ შენ გნახო.

ასაღამურდა.ვიწრო კვამლი აუვათ ქოხებს,
(სოფლის კაცებმა მოითავეს კამათი ხველით),
დაგიჩოქებ და ორივე ხელს მუხლებზე მოგხვევ,
შენ კი უბრალოდ...შენ კი თავზე დამადე ხელი!

ახალაია ბექა

Posted by: merciamercia 6 Aug 2013, 22:01
***
დახურეთ ზეცა!
ვარსკვლავებთან საუბარს ვიწყებ...
მოსწიეთ მთვარე,
მოსაყრელად დამიდგით მუხლის
და თქვენ ქარებო,
ჩამომბერტყეთ სიმძიმე მიწის,
რომ ჩემმა გმინვამ
გაამღვრიოს სამყაროს მწუხრი.
სულნო შეშლილნო,
ყველა სკნელის კარნი განახვნეთ,
რომ ჩემი მოსვლა ყველა ნერვით
იგრძნოს სამყარომ...
გადამიტანეთ -
მზის მხურვალე მტვერში დამმარხეთ,
მიწას ცხელ მკერდზე
სიყვარულად გამოაყაროს.

ტარიელ ხარხელაური

Posted by: nia-1nia 6 Aug 2013, 23:07
ჩიტი ბუდეს, არასოდეს არ თმობს,
თუ იცოცხლებს, მაინც სახლში მივა,
შენიანად მე სიცივეც მათბობს,-
უშენოს კი, სითბოშიაც მცივა...
ყვავილობას მოინატრებს თივა,
ჩემში ზამთარს, გაზაფხული ათბობს
თუ აცოცხლებ, მაიც სახლში მივა,-
ჩიტი ბუდეს არასოდეს არ თმობს!!!!

Posted by: nini gogo 7 Aug 2013, 18:03
merciamercia
QUOTE
რომ ჩემი მოსვლა ყველა ნერვით
იგრძნოს სამყარომ...

მე ვიგრძენი შენი მოსვლა და გამიხარდააა tongue.gif 2kiss.gif

მე სიბრალული არ მჭირდება, ეს კარგად ვიცი.
ქარებს ვარჩიე ათასწილად ქარიშხალები....
ყოველთვის ჩემით წამოვდექი, როცა დავეცი
და დაცემულებს კიდევ ბევრჯერ დავეხმარები.


მერე რაა, თუ სხვაზე მეტად ყოველთვის მტკივა?!.
დასისხლული მაქვს დარტყმისაგან მუხლისთავები.
მაინც, დაცემულ ანგელოზზე ცოტა მეტი ვარ,
ამიტანია განა სხვა დროს ამისთანები?!....

არ დაიჯეროთ, მერე რა, თუ ხანდახან მცივა,
მერე რაა, თუ ამ დროს ვხდები აუტანელი,
შემოდგომაზე ხეს იმდენი ფოთოლი სცვივა,
კვირტებად რომ აქვს გაზაფხულზე გამოტანილი....

როცა გვიანი შემოდგომა მოჭირხლავს ბილიკს,
მოისარკება თეთრი სახე მზერადყინულის, -
ვიღაცა ჩემზე, უეჭველად, დაიწყებს ქილიკს....
რომ ვარ გულგრილი და გრძნობებში ზედაპირული.

ჰო, სიბრალული არ მჭირდება, - ეს ზუსტად ვიცი,
მაინც დაცემულ ანგელოზზე ცოტა მეტი ვარ.
რაც კი მებადა ყველაფერი უკვე გავეცი,
მიჭერს და... სული ამ სხეულში აღარ მეტევა.

/ლელა ლაჩაშვილი)

Posted by: merciamercia 7 Aug 2013, 18:45
nini gogo
QUOTE
მე ვიგრძენი შენი მოსვლა და გამიხარდააა   

გაიხარე მადლობა, ძალიან კარგი გოგო ხარ შენ 2kiss.gif


დილა

ასეთ განთიადს წარმოიდგენს ფიქრის სიმარდე;
დილა ქვიშაზე გაიშალა გამთბარ წუთებად;
ხელის გულიდან სიო ძირს რომ გადმომივარდეს
დანესტილ მოლზე ხმაურივით დაფაცურდება!
საბავშო ნავებს ჰგავს იხვების მცურავი ფარა,
ხის წვრილი წვერო დაემსგავსა ანთებულ ასანთს,
სიგრილე ტყეში ბუდობს, იგი არ გამომთბარა
და ფრინველების ჟრიამულიც არ ისმის არსად.
მაგრამ უეცრად შემოისმა მათი ჟრარუნი
ტყეში, ბალახში, ეს ხმაური სიომ დაბადა,
იგი მდინარის სარკეზეა გადაღვარული
და მცურავ იხვებს უშხაპუნებს ხმები საფანტად.
კლდის ნაპრალები გაღვიძებას ჩუმად ელიან
მყვინთავებივით ფერდობებზე მუხები ჩანან _
რადგან ჰაერის ელვარება ისე სქელია
რომ დიდ მდინარეს ემატება ზეციურ ფშანად.
მაგრამ ისევე შეიცვალა ბუნება რადგან
სხვა სიხარულმა დაკვირვება აღარ მადროვა:
როცა ყანაში მთესავების ნადური ჩადგა
და გადმოგორდა ნესტიანი ბელტების გროვა.

პაოლო იაშვილი

Posted by: In_private 8 Aug 2013, 11:35
თითქოს დამივიწყე,
თუ მე მეჩვენება?-
თითქოს ეგ ღიმილიც
აღარ მეჩემება...
ალერსს დაუკარგავს,
ძველი გრძნობის სითბო,
სული დაუხლართავს,
ეჭვს და... პასუხს ითხოვს.
თვალებს რად მარიდებ?
აღარ გვეშველება?
გულს კი კვლავ ვამშვიდებ,
იქნებ მეჩვენება?!

Posted by: nini gogo 8 Aug 2013, 13:42
მისტიური ოდა

"მზე შეიშალა, უსამანო ზღვასთან იმრუშა,
იშვება რაში ზეციური შერთვის ნიმუშად.

დატოვებს ქაფს და მიაშურებს ველს უარტახოს
რათა დათქეროს ყოველივე, გააპარტახოს.

ჩატოვებს ვნებას ნაფლოქვარში სისხლის წვეთებად
და ამორძალთა უპირველესს შეეკვეთება.

სამოსელიდან გამოკრთება მკერდი ოპალის
და დაიურვებს გავეშებულ რაშს დედოფალი.

აკურთხებს მიწას ნამხურვალევს დიადი ატონ"
- უთხრობდა ქარი საქაჯეთის გოდოლთა ბატონს.

მე კი ქვეყნიურ შეშლილობის ვჭვრეტდი ნიმუშებს,
რა მოხდა ერთხელ გავგიჟდი და ზღვასთან ვიმრუშე.

/ზაალ ჩხეიძე/

Posted by: Centaur27 8 Aug 2013, 16:08
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ლექსი:
Alone

From childhood's hour I have not been
As others were; I have not seen
As others saw; I could not bring
My passions from a common spring.
From the same source I have not taken
My sorrow; I could not awaken
My heart to joy at the same tone;
And all I loved, I loved alone.
Then- in my childhood, in the dawn
Of a most stormy life- was drawn
From every depth of good and ill
The mystery which binds me still:
From the torrent, or the fountain,
From the red cliff of the mountain,
From the sun that round me rolled
In its autumn tint of gold,
From the lightning in the sky
As it passed me flying by,
From the thunder and the storm,
And the cloud that took the form
(When the rest of Heaven was blue)
Of a demon in my view.
Edgar Allan Poe

Posted by: nia-1nia 8 Aug 2013, 20:12
საქართველო პაემანზე იდგა..
არ იცოდა ვის ელოდა იგი
.ქუჩის ბოლოს ვიღაც ვარდებს ჰყიდდა..
მევარდესთან იყო დიდი რიგი.

საქართველო აგრძელებდა ლოდინს.
ფიქრობდა , რომ ეს ლოდინი ღირდა.
ეგონა, რომ მასთან ვიღაც მოდის
მევარდე კი ისევ ვარდებს ჰყიდდა ..

არ დამთავრდა ეს ლოდინი მისი.
სციოდა თუმც ტანსაცმელი ეცვა.
და იქნებ ის სულ არ იყო ღირსი.
მისთვის ვინმეს ვარდი , რომ მიეძღვნა..

და დასრულდა პაემანი მისი.
მზის სინათლეც სამუდამოდ ჩაქრა.
იქნებ ვარდი სულ არ იყო ღირსი..
იქნებ ვარდი სულ არ იყო ღირსი..


გაიყიდა ყველა ვარდი თუმნად.
საჩუქრები გახდნენ ალბათ ქალთა..
საქართველო ისევ იდგა ჩუმად
ვერ მიიპყრო ყურადღება თვალთა.

მზის სინათლეს დაუვარდა ძაბვა
და აბნევდა საქართველოს თავზე.
ვინმეს მოსვლას პირი არ უჩნდა
არც არავინ იყო უკვე გზაზე..

იქნებ ვარდი სულ არ იყო ღირსი..
იქნებ ვარდი სულ არ იყო ღირსი..

ვის მიართვეს ის ვარდები ნეტა.
ვის ბინაში დაიფანტა მტვერი
ის ფურცლები ნეტა ვინ მოხვეტა.
ვინ აღმოჩნდა საქართველოს მტერი..

დაეძინა სოლო პაემანზედა
სიზამრში ყვავილები ნახა..
არ გამართლდა მოლოდინი ვარდზე.
მარტო ეგდო , მარტო როგორც გლახა.


და დასრულდა პაემანი მისი..
და დასრულდა პაემანი მისი..
მზის სინათლეც სამუდამოდ ჩაქრა..

იქნებ ვარდი სულ არ იყო ღირსი...
იქნებ ვარდი სულ არ იყო ღირსი..
საქართველო პაემანში გაქრა..

Posted by: Centaur27 9 Aug 2013, 14:01
Dreams

Oh! that my young life were a lasting dream!
My spirit not awakening, till the beam
Of an Eternity should bring the morrow.
Yes! tho' that long dream were of hopeless sorrow,
'Twere better than the cold reality
Of waking life, to him whose heart must be,
And hath been still, upon the lovely earth,
A chaos of deep passion, from his birth.
But should it be- that dream eternally
Continuing- as dreams have been to me
In my young boyhood- should it thus be given,
'Twere folly still to hope for higher Heaven.
For I have revell'd, when the sun was bright
I' the summer sky, in dreams of living light
And loveliness,- have left my very heart
In climes of my imagining, apart
From mine own home, with beings that have been
Of mine own thought- what more could I have seen?
'Twas once- and only once- and the wild hour
From my remembrance shall not pass- some power
Or spell had bound me- 'twas the chilly wind
Came o'er me in the night, and left behind
Its image on my spirit- or the moon
Shone on my slumbers in her lofty noon
Too coldly- or the stars- howe'er it was
That dream was as that night-wind- let it pass.

I have been happy, tho' in a dream.
I have been happy- and I love the theme:
Dreams! in their vivid coloring of life,
As in that fleeting, shadowy, misty strife
Of semblance with reality, which brings
To the delirious eye, more lovely things
Of Paradise and Love- and all our own!
Than young Hope in his sunniest hour hath known.

Posted by: ვივიანა 9 Aug 2013, 18:07
ოთარ ჭილაძე

ჩემი ცხოვრების უსიერ ტყიდან
დღემდე მოისმის გალობა ჩიტის
და რაც სიხარულს ან სევდას მგვრიდა,
კვლავ მახსოვს, როგორც დამწვარი თითი.

კვლავ სიამაყით ვითვლი იარებს,
კვლავ ჯილდოებად ვთვლი, როგორც ვთვლიდი
ოღონდ არ ვიცი- გამოვიარე,
თუ მეც ჩამიწყდა ის ბეწვის ხიდი.

Posted by: nini gogo 9 Aug 2013, 18:10
QUOTE
ოღონდ არ ვიცი- გამოვიარე,
თუ მეც ჩამიწყდა ის ბეწვის ხიდი.

rolleyes.gif


მეშინია უშენობის...
როგორ ვიყო უშენოდ?!.
მოზღვავდება გულში სევდა,
ტკივილს რითი ვუშველო?

ნუ დამტოვებ,
ნუ დამტოვებ,
ნუ დამტოვებ დიდი ხნით...
ხომ გიყვარვარ?
ხო, გიყვარვარ!
ხოდა სათქმელს მიმიხვდი!..

ხომ იცი, რომ
მე უშენოდ
ვერ ვიქნები ვეროდეს...

– მალე მოვალ,
ჩქარა მოვალ,
დამელოდე – გჯეროდეს!

მეც ეგრე ვარ,
მეც შენსავით,
უშენობა მაგიჟებს...
აი, ნახე,
უკვე ვითვლი...
დაბრუნების ნაბიჯებს!...

მიხეილ ღანიშაშვილი, ილტოსპირელი

Posted by: merciamercia 9 Aug 2013, 23:35
***
ხეებს ფოთლები დასცვივდა ისევ-
სიბერის შუქით განაზებული-
და ტოტებს შორის გამოჩნდა სივრცე,
აქამდე თითქოს არ არსებული.
მერე კი მთებზე მოთოვა ოდნავ
და დღე ბრმასავით დაიბნა ქარში....
შენც ფრთები უკვე გაშლილი გქონდა
და ვერ მივმხვდარვარ-რატომღა დარჩი.



ოთარ ჭილაძე
* * *
QUOTE (Centaur27 @ 9 Aug 2013, 14:01 )
Dreams

    Oh! that my young life were a lasting dream!
    My spirit not awakening, till the beam
    Of an Eternity should bring the morrow.
    Yes! tho' that long dream were of hopeless sorrow,
    'Twere better than the cold reality
    Of waking life, to him whose heart must be,
    And hath been still, upon the lovely earth,
    A chaos of deep passion, from his birth.
    But should it be- that dream eternally
    Continuing- as dreams have been to me
    In my young boyhood- should it thus be given,
    'Twere folly still to hope for higher Heaven.
    For I have revell'd, when the sun was bright
    I' the summer sky, in dreams of living light
    And loveliness,- have left my very heart
    In climes of my imagining, apart
    From mine own home, with beings that have been
    Of mine own thought- what more could I have seen?
    'Twas once- and only once- and the wild hour
    From my remembrance shall not pass- some power
    Or spell had bound me- 'twas the chilly wind
    Came o'er me in the night, and left behind
    Its image on my spirit- or the moon
    Shone on my slumbers in her lofty noon
    Too coldly- or the stars- howe'er it was
    That dream was as that night-wind- let it pass.

    I have been happy, tho' in a dream.
    I have been happy- and I love the theme:
    Dreams! in their vivid coloring of life,
    As in that fleeting, shadowy, misty strife
    Of semblance with reality, which brings
    To the delirious eye, more lovely things
    Of Paradise and Love- and all our own!
    Than young Hope in his sunniest hour hath known.

კარგია, მაგრამ ავტორს თუ მიაწერ კიდევ უკეთესი 2kiss.gif

Posted by: nini gogo 10 Aug 2013, 11:02
QUOTE
და ტოტებს შორის გამოჩნდა სივრცე,
აქამდე თითქოს არ არსებული.




თქვენ და მე
თქვენ _ ყველაფერი,
მე _ ფერი ყველა.
დამექცეს ჭერი,
თუ გთხოვოთ შველა.

თქვენ _ ქვეყნის ოქრო
და შარა ვრცელი,
მე _ ოკრობოკრო
ბილიკი ძნელი.

მამრი თუ მდედრი _
ნუ მყვედრით ყველა,
მე _ ჩემი ხვედრი _
შვლის ნუკრის შველა...

მე ამ წესს ვიცავ
ღამეც და დღეცა,
რომ ჩემი მიწა
ვაქციო ზეცად

კოტეტიშვილი ვახუშტი


Posted by: merciamercia 10 Aug 2013, 23:57
***
დაე, ვცდებოდე, მატყუებდეს ოცნება ჩემი,
აუსრულებელ იმ ოცნებებს კვლავ მივეცემი.

ჩემს შორ გაზაფხულს უდარაჯებს სიცოცხლის ვნება,
იმ შორ გაზაფხულს, ძლიერად რომ გამობრწყინდება.

სინამდვილეშიც ოცნებისას ავანთებ კანდელს,
იმ შორ გაზაფხულს ფეხქვეშ ვუგებ ყოფნას დღევანდელს.

გალაკტიონი

Posted by: wuma 11 Aug 2013, 09:57
მრგვალ ბაღთან
მხვდება რამაზ გიორგობიანი,
კიდევ უფრო აწოწილი
და ნაწვიმარი, ვიდრე კინოში
და უკვე მკვდარი.
პარალელურად მიდიოდა ჩვენი ცხოვრება,
ის დარდისგან ჯიხურში სვამდა,
მე ფრჩხილებიდან ხიჭვებს ვიძრობდი.
რა უნდა ვუთხრათ ერთმანეთს
სამძიმრის გარდა,
როცა ცის გარეშე ვცხოვრობთ
და, მითუმეტეს, ვარსკვლავების?..

ლია სტურუა

Posted by: vaax: 11 Aug 2013, 10:23
ეს ერთი ექსპრონტად...
წამებს მისდევენ უსასრულოდ დინჯი წუთები,
მივსდევ ნაპირებს და მთებისკენ მივეშურები....
ვიცი...დავტოვებ ქვეყანას მალე, და გადავცურავ ჭალებს ნისლიანს
მე შევაბიჯებ უღმრთო კიდეში და ავაშენებ უბრალო ბინას..
უღმრთო კიდეში მე დავსახლდები, შევეგუები გარემოს მზიანს..
მიწას საჩემოდ დავამუშავებ და გავაშენებ სანატრელ ვენახს..
ასე უცრემლო, და ძალზედ მშვიდი, უფალლს შევვედრებ მე გოგოს ხატულს,
და ისიც ლამაზ გოგოსთან ერთად, პატარ უფლისწულს მაჩუქებს ნათლულს...
შვილის ნახვისას მე შევიცვლები.. მამის ინსტიქტი იფეთქებს ჩემში..
ხოლო მეუღლეს ამ საჩუქრისთვის, ათ თვალ მარგალიტს ვუბოძებ ხელში.
მე, ყოველ დილით წყაროზე ჩავალ.. ბადით კალმახებს დავიჭერ ჩვენთვის,
ბაღში კი ქორფა მწვანილს და ხე-ხილს მე დავუკრეფავ ჩემ ლამაზ ცოლ-შვილს.


Posted by: nika1792 11 Aug 2013, 12:20
მურმან ლებანიძე
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო

ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.

ყოფილა დავით მეფე – აღმაშენებელი,
ყოფილან ოპიზრები – გასაშტერებელი;

ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი,
რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი...

ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანეთელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.

ყოფილა ნიკოფსით – დარუბანდამდე
გაჭენებული და გამოჭენებული,

რტოებგაშლილი და გამოჩინებული,
ყოფილა ორ-ზღვას-შუა აღმოცენებული.

ფიე, საქართველოს ჰყოლია ვასლები!
თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები!

ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია,
რომ გავმზადებულვართ ახალ ბიზანტიად.

მაგრამ უცაბედად მატლი არეულა,
ბორბალი უკუღმა დატრიალებულა.

ჩვენთვის მონღოლია პირველი სასჯელი,
მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი.

ტურფა საქართველო ყორნებს წაუღიათ,
სპარსეთს და ოსმალეთს შუაზე გაუყვიათ.

ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა,
იყალთო დაკეტილა, გელათი დანგრეულა.

ოთხ მეფეს
სულ სისხლის ცრემლებით უცრემლია,
ოთხივეს საბრალო ლექსები უწერია.

– რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი! –
ხმლით შემოვარდნილა ერეკლე – ბატონი...
ამას მოჰყოლია:
„ვაჰ, დრონი! ვაჰ, დრონი!“

ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო!

1969

Posted by: orovela87 13 Aug 2013, 11:56
გალაქტიონის ლექსი "მესაფლავე" -სთვის ვიგაცას ლექსითვე პასუხი გაუცია და მერე მაგ ლექსზე პასუხიც მიწერეს და გაიგეთ ეგ ამბავი? smile.gif

Posted by: nini gogo 13 Aug 2013, 14:28
orovela87
როგორ ხარ დაკარგულო/? smile.gif

QUOTE
გალაქტიონის ლექსი "მესაფლავე" -სთვის ვიგაცას ლექსითვე პასუხი გაუცია და მერე მაგ ლექსზე პასუხიც მიწერეს და გაიგეთ ეგ ამბავი?


ამან დამაინტერესა და თუ დაპოსტავ იმ ლექსებს კარგი იქნება..rolleyes.gif




წვიმა...

წვიმის ხელი ადევს სახეს,
ფერი სერი - მზერის მსერი
აბნევს მნახველს.
ნახეს,
სახელს სულ არ ამხელს,
მხოლოდ ახალ ქსელში ახვევს
წვიმა სამ ხეს
და სანახებს გასალახებს.
წვიმა სულ არ ატალახებს
ზღვის არტახებს,
ზღვამ ეს იციხ,
მზის სიცილიც იცის ზღვამ და
იცის წვიმამ.
მინამ წვიმა იწვა მიწას
მის შვილს გავდა,
და ზეცისკენ ფეხს არ დგამდა.
მგავდა, სანამ გადაგვარდა
მზით და ზევით აიზიდა...
აისი და
აისიდან დაისამდე მივა წვიმა...
მაისიდან დაისამდე
აიწონა დაიწონა
ცით და მიწით
წვიმის ფერი,
ფერი სერი მზის მსერი,
ნახეს, სახელს სულ არ მხელს,
მხოლოდ ახალ ქსელში ახვევს
მნახველს წვიმა.

იორიკი...

Posted by: orovela87 13 Aug 2013, 15:47
nini gogo
მე დაკარგული ვარ და შენ უჩინარივით ხარ დაკარგული ვირტუალურ ფორუმში და ისე არ ვიცი smile.gif დავაგდებ უეჭველი მაგ ლექსსაც და მაგის პასუხსაც smile.gif
* * *
პასუხად “მესაფლავეს”

გენიოსო, შენ ამბობ რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება!
მე მაოცებს რად იგონებ ყველა ტრფობის მლანძღავ ზღაპარს,
რომ მუდმივი ტრფობის გლოვა აღარავის არ უნახავს,
რომ ივიწყებს ყველა ხსოვნას,ვისაც სატრფო მოუკვდება,
რომ სუყველას გლოვის შემდეგ სხვა ტრფიალი მოუნდება,
რომ თითქოსდა აღარავის აღარ ჰქონდეს წრფელი სული,
რომ ერთ სატრფოს სამუდამოდ შემოავლოს სიყვარული!
რაღად გინდა ეგ ცინიზმი რომ მღერიხარ დიდო გონო,
ან ვის გინდა ცოდვიანი სტრიქონები გააგონო?!
მილიონში რომ ერთია ვიცი ჩემი ლექსის ქება,
მაგრამ სწორედ იმ ერთშია ტრფიალების უკვდავება!
სკოლის მერხთან მუდამ ერთად იჯდა ლაღი გოგო-ბიჭი,
და უბოძა მათ უფალმა ერთმანეთის ტრფობის ნიჭი
უბოძა და გაიხარა ორმა ნორჩმა,წრფელმა გულმა
და ამაყად იწყო წინსვლა ამ უბადლო სიყვარულმა
ზეიმობდა და ხარობდა სილამაზით ორი გონი
ტრფობის ცაზე ნავარდობდა უკვდავების ფაეტონი
მაგრამ ბედმა ვარდის კოკრებს გადაფურჩქვნა არ აცალა
მოუვლინა მიწიერი უკვდავების გამოცანა,
სამუდამოდ შეაჩერა ვაჟის გულში სისხლი ცხელი
ქალიშვილს კი მიუსაჯა ურთულესი განსაცდელი
დაითუთქა მწუხარებით თოთხმეტი წლის გოგოს გული
მიაცილა სამარემდე უკოცნელი სიყვარული
დაიტირა შავი ძაძით მოუსველა გულზე მიწა
უწრფელესი ცრემლთა ღვარით შეაძრწუნა დედამიწა
ვაჟის დედას ეახლა და უთხრა თქვენი ვარო რძალი
და მიიღო დედამთილმა ქალიშვილი პატარძალი!
გენიოსო კიდევ იტყვი რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?!
და მის მერე სატრფოს საფლავს არ სცილდება გოგო_ქალი
მიწიერი მწუხარების ,მგლოვიარე დედოფალი
ზეციური სილამაზის სახეს ადებს ვაჟის გულზე
აღარც ფიქრობს ამ უზომო მწუხარების დასასრულზე
თმას გაიშლის დაემხობა საცოდავად ტირის,კვნესის
მის ცრემლების სიკამკამეს ვეღარ იტევს ჩემი ლექსი
განა მისთვის არ უნდოდათ მიერთმიათ ნორჩი ვარდი?!
და მწუხარედ ეჩურჩულათ შემიყვარდი, შემიყვარდი?!
მაგრამ როგორ კადრებ ტრფობას როცა გიდგას თვალწინ ქალი
ღვთისმშობელი მარიამის თვალებიდან მომზირალი!
ვაჟის დედაც დასტრიალებს უბადლო რძალს მუდამ თავზე
არავინ ჰყავს მისი ფასი გამოცდათა პლანეტაზე
მოხიბლულა მისი ქცევით დედის გული მგრძნობიარე
სიგიჟემდე უყვარს რძალი უკვდავების მოტრფიალე!
ამოწურა მიწიერი წლების რიცხვი დედა_ქალმა
ღირსეულად დაიტირა დედამთილი ქვრივმა რძალმა!
გენიოსო არ გეცვლება ხედვა შენი დიდი ნიჭის?!
ნუთუ არ გშურს სიმდიდრისა გარდაცვლილი ლაღი ბიჭის?!
და მის მერეც წლების რისხვას ქალიშვილი ებრძვის მარტო,
რაღათ უნდა ამ სრულყოფას სხვა სიტყვები მივუმატო
ვაჟის ხსოვნა,წმინდა გრძნობა ააცურა მაღლა ცაზე
ამაყად და ღირსეულად დააბიჯებს ქვეყანაზე
კვლავ ერთგული არის ხსოვნის კვლავ ერთგული არის ღვთისა
როგორ გინდა არ იწამო ამ განგების რჩეულისა!
მიილია მისი წლებიც მიწიერი გამოცდისა
წლეულს გახდა მშვენიერი ქალიშვილი სამოცისა!
შენკი ამბო ბარ არსებობს უკვდავება დაგიკარგავს
ჩემულობდი მაგრამ ნუთუ არასოდეს არ გინახავს?!
ან გმირები მოღალატე,უერთგულო როცა ნახე
მაშინ ერთი ღირსეული ქართველი ვერ გამონახე
გამაგონე გენიოსო ამ ღალატით რის თქმა გსურდა
რომ თქვენს დროში ერთგულება აღარავის არ ძალუძდა
როგორ ამბობ სულ ერთგული რომ არავინ იყო უწინ,
და თუ იყო რატომ გახდი მისთვის ასე სიტყვაძუნწი”!
რატომ ცდილობ უკვდავ ტრფობას გაუჩინო შავი ბზარი
მილიონში იმ ერთისთვის ვერ გამოყავ ერთი ბწკარი?!
აღარ იყო?ვერ გიცვნია არ გცოდნია ტრფობის ფასი,
ნუთუ აღარ დაგიცლია უკვდავების თავად თასი
ნუთუ თავად არ ძალგიძდა ერთგულება მარად მწვანე,
ნუთუ მერის რომ ეტრფოდი სხვა ტრფიალზე გადაცვალე,
ნუთუ ის სხვა მოგიკვდა და ვერ შეძელი გლოვა მისი,
ნუთუ ისე გაბოროტდი რომ შეგძულდა გლოვა სხვისი,
ღირსეულს რომ ყვარებოდი არ ყოფილხართ თურმე ღირსი
მერისთანაც გახდებოდი მოტრფიალე ალბათ სხვისი
ვხედავ ვეღარ შეგიცვნია ჭეშმარიტი უფლის მრწამსი
რომ ღალატი მრავლობს მიტომ ერთგულებას ჰქონდეს ფასი
განკითხვამდე უსაზღვროა ცდუნებების რიგთა წყება
ერთგულების ღირსება კი არასოდეს იფარგლება
მაგრამ, ვხედავ გენიოსი ამ სიწმინდეს ვეღარ მისწვდა
და ვაი შენ რომ სიკვდილი სიცოცხლეშივ დაგავიწყდა!
დაგავიწყდა რადგან ასე მსჯელობს შენი დიდი გონი
გსურს უფრსკულში გადაჩეხო უკვდავების ფაეტონი
სხვა რად მინდა ჩემი გითხრა ერთგულების სიმფონია
რა სატრფო ვარ გარდაცვლილი სატრფო თუ ვერ მიგლოვია
დამიფაროს ღმერთმა მაგრამ თუ წამერთვა სატრფოს სული
მის საფლავზე მიჯაჭვული მეყოლება სიყვარული
მიჯაჭვული მეყოლება სანამ სუნთქვის მექნა ნება
ასე მესმის გენიოსო მიწიერი მე ცხოვრება
ვუერთგულებ სატრფოს საფლავს ვუერთგულებ უფლის ნებას
ვუერთგულებ ღირსებას და ტრფიალების უკვდავებას?!
ზარსა სცემენ იმ ქალს ვინაც დაამარცხა ბედი მწარე
მოწიწებით სულ უბრალო კუბოში შჭედს მესაფლავე
შჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე ეხლა კიარ იღიმება
სტირის ჩვენი მესაფლავე ასე უნდა ეგრეც ხდება
ეახლება ქალი ედემს თუ მიგიწვდა მასთან სული
უპასუხე გენიოსო რად ატკინე ოქროს გული
უპასუხე რად უარყავ არ გინდოდა მხელა რისი
უპასუხე რად არიყავ სიყვარულის თავად ღირსი
და უთხარი რომ შეიცან ჭეშმარიტი უფლის მრწამსი
რომ არსებობს რომ არსებობს ერთგულება ქვეყნად მსგავსი
რომ გრცხვენია რომ გრცხვენია მოიფიქრე კიდევ რამე
რომ აკლია “მესაფლავეს” სიყვარულის სიკამკამე
თავად ხედავ აღარა გაქვს ნება რაც თქვი კვლავ იგი თქვა
ვერასოდეს შეიწირავს წმინდა ტრფობას სამარის ქვა
მეკი გეტყვი განა გჯიბრობ და გიცხადებ ლექსით მტრობას
გედავები მარადიულ უერთგულეს გრძნობის გმობას
გიღიარებ გატოლება ლექსით შენთან არის ძნელი
მაგრამ, გკითხავ რად ირგუნე უკვდავების სავარძელი?!
წამოდექი სავარძლიდან ჩამომართვი ხელზე_ხელი
არ მელოდი გენიოსო? უკვდავება გეახელი!!!

პასუხის პასუხი

ვიცი წესით არ მეხება მე ეგ დავა ჩემგან უცხო,
არც ის ვიცი რომელი ხარ, სიტყვებს ბედავ საუცხოოს.
წერა მართლაც შეგძლებია, მაგ აზრების რითმად შეკვრა,
ვის ეხება რომ გავიგე სული მართლა მე შემეკრა...

ვერც გამტყუნებ, იმიტომ რომ ცხოვრებაა არეული,
როგორც ვატყობ ახალგაზრდის გონებაა გარეული,
რომ შეგეძლოს სწორად ხედვა, რეალობის აღქმა სრულად,
არ ჩათვლიდი იმ ეპოქას ამ ეპოქის გარდასულად.

ალბათ ისე როგორც მეც და როგორც თითქმის ნახევარ ერს
არ გვიგრძვნია ის რაც იმ დროს შეუგრძვნია მესაფლავეს,
სულ ტყუილად ამბობ იმას რომ უკვდავი არის გრძნობა,
ერთადერთი რაც შენიშნე მაგას ქვია თანაგრძნობა.

მესმის ის რომ შენ საერთოდ არ გიგრძვნია გემო მისი,
ამიტომ ხარ ასე მყარად შენ ფაქტებით შემოსილი,
მაგ შენ ამბავს ასე გულით გვიზიარებ საქართველოს
და საერთოდ არ მიიჩნევ გალაქტიონს საქართველოდ.

თუკი ამბობ რომ იმ გოგომ შეაწირა მთელი წლები
და შენც იყავ იმის გვერდით შესაბამის მთელი წლები,
უყურებდი როგორ თრთოდა მთელი ტანის ნაწილებით ,
ვერ იცოცხლებს ძველებურად მისი გული აწი ვნებით.

არც ის იცი შენს ზურგს უკან რა ხდებოდა ქვეყანაზე,
არც ის იცი ვინ იშნოვებს მაგ შენ ხოტბას ფერად ცაზე,
გატყობ როგორ გულჩვილად ხარ მოვლენილი მიწაწყალზე,
კიდევ გეტყვი რომ არ იცი შენ რა ხდება ქვეყანაზე ...

სიყვარულზე რაღაც რომ თქვა, ერთხელ მაინც უნდა იგრძნო,
არც გიგრძვნია და გვარწმუნებ სხვისი გრძნობა რომ შევიგრძნოთ,
რატომ? რისთვის? იმისთვის რომ შენ ჩათვალე ეგრე სწორად?
თუ ესეა გამოცადე, დადე თავი ასაწონად...

Posted by: Nitsa_a 13 Aug 2013, 17:05
სადღაც სდუმს მთები, სადღაც ნისლია,
ვერ გადურჩები სულის წვალებას
მე რომ გაფრენა არ შემიძლია
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

სადღაც სდუმს დილა, სადღაც ძილია,
გზა გაიარეს სადღაც ქალებმა.
ჩემი სხეული რომ დაღლილია,
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

და სადღაც ბაღთან ვიღაც იცდიდა,
და უცებ ზეცა ნახეს თვალებმა.
რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან -
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

Posted by: nini gogo 13 Aug 2013, 20:53
orovela87
პასუხი დამაფიქრებელია მაგრამ მე პასუხის პასუხში რაც წერია ,,სრულიად ვიზიარებ .



QUOTE
პასუხის პასუხი

ვიცი წესით არ მეხება მე ეგ დავა ჩემგან უცხო,
არც ის ვიცი რომელი ხარ, სიტყვებს ბედავ საუცხოოს.
წერა მართლაც შეგძლებია, მაგ აზრების რითმად შეკვრა,
ვის ეხება რომ გავიგე სული მართლა მე შემეკრა...


ვერც გამტყუნებ, იმიტომ რომ ცხოვრებაა არეული,
როგორც ვატყობ ახალგაზრდის გონებაა გარეული,
რომ შეგეძლოს სწორად ხედვა, რეალობის აღქმა სრულად,
არ ჩათვლიდი იმ ეპოქას ამ ეპოქის გარდასულად.

ალბათ ისე როგორც მეც და როგორც თითქმის ნახევარ ერს
არ გვიგრძვნია ის რაც იმ დროს შეუგრძვნია მესაფლავეს,
სულ ტყუილად ამბობ იმას რომ უკვდავი არის გრძნობა,
ერთადერთი რაც შენიშნე მაგას ქვია თანაგრძნობა.


მესმის ის რომ შენ საერთოდ არ გიგრძვნია გემო მისი,
ამიტომ ხარ ასე მყარად შენ ფაქტებით შემოსილი,

მაგ შენ ამბავს ასე გულით გვიზიარებ საქართველოს
და საერთოდ არ მიიჩნევ გალაქტიონს საქართველოდ.

თუკი ამბობ რომ იმ გოგომ შეაწირა მთელი წლები
და შენც იყავ იმის გვერდით შესაბამის მთელი წლები,
უყურებდი როგორ თრთოდა მთელი ტანის ნაწილებით ,
ვერ იცოცხლებს ძველებურად მისი გული აწი ვნებით.

არც ის იცი შენს ზურგს უკან რა ხდებოდა ქვეყანაზე,
არც ის იცი ვინ იშნოვებს მაგ შენ ხოტბას ფერად ცაზე,
გატყობ როგორ გულჩვილად ხარ მოვლენილი მიწაწყალზე,
კიდევ გეტყვი რომ არ იცი შენ რა ხდება ქვეყანაზე ...


სიყვარულზე რაღაც რომ თქვა, ერთხელ მაინც უნდა იგრძნო,
არც გიგრძვნია და გვარწმუნებ სხვისი გრძნობა რომ შევიგრძნოთ,
რატომ? რისთვის? იმისთვის რომ შენ ჩათვალე ეგრე სწორად?
თუ ესეა გამოცადე, დადე თავი ასაწონად...



Posted by: faverliki 14 Aug 2013, 12:41
რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი - როგორც ედემი.

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული,
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული.

* * *
მინდა ვიყოთ ერთად

სოფელში და წვიმდეს,

შემოჩვეულ სევდას

წვიმის ღვარი შლიდეს,

იფარავდეს შინდი

შეციებულ ჩიტებს

შენ კი ჩემი დიდი

სიყვარული გჭირდეს.

გიკითხავდე ლექსებს,

არა ვგავდეთ დიდებს,

გიკოცნიდე ლამაზ

საფერებელ თითებს.

მთელი ღამე მშვიდი,

თბილი წვიმით წვიმდეს

და შენ ჩემი დიდი

სიყვარული გჭირდეს...

Posted by: larakroft 14 Aug 2013, 12:50
ამ ბოლო დროს ეს სტროფი მაქვს აჩემებული:

ქუჩაში მარტო მიდიხარ დილით
და შენც მიყვები ცელქო ნიავო..
ო როგორ მინდა მეც ნიავივით
თან გამოგყვე და გელოლიავო............

Posted by: wuma 14 Aug 2013, 14:57
ისიც ჩაწერე, სანამ ბოლო წერტილს დავსვამდე,
რომ ახლა უფრო შევეჩვიე სახლში ყოფნას, ნუ გეცინება.
ისიც ჩასწერე, რომ მეშინია, ყველა ახალი დღის გათენება,
ჩემ გვერდით ახლა არავინ არის და იქნებ ვინმემ მაინც გაიგოს,
რომ დამავიწყდა ჩემი სიცოცხლე, რომ დამავიწყდა ყველა სიმღერა,
რომ შუადღეს კარტოფილს ვიწვავ და ორ კაცზე ვაწყობ მაგიდას,
ისიც ჩასწერე, რომ არ ვიცი, რა მემართება,
როცა მზე მოდის, მე კი ფარდებს ვუშვებ ბოლომდე,
რატომ გაჩერდი, სანამ ბოლო წერტილს დავსვამდე,
რომ მესიზმრება, ბაბილონი ინგრევა თითქოს
და ძილში ვხედავ ავარვარებულ წითელ სახეებს,
რომ ჩემ სიკვდილთან ერთად სამყაროც მოკვდება თითქოს,
ისიც ჩასწერე, რომ გავყიდე ძველი ნივთები,
სანამ ბოლო წერტილს დავსვამდე,
ომ ზოგჯერ დანას ვეღარ პოულობ, რომელიც თურმე ხელში მიჭირავს,
რომ მეშინია მისი წკრიალის, მისი ტკბილი მიმზიდველობის,
ისიც ჩასწერე, რა დაგემართა, რომ ღამით აღარ ვაქრობ სინათლეს,
რომ მეშინია, რატომ გაჩერდი, სანამ ბოლო წერტილს დავსვამდე,
ჩასწერე, როგორ მაკლდება თვალში, როგორ დავდივარ პანაშვიდებზე,
სიც ჩასწერე, ვერაფრით შეძლო, ერწმუნა რამე, თუმც ბევრს ეცადა,
რა დაგემართა, რატომ ცახცაცებ, რომ დავწვი ყველა ძველი სურათი
სიც ჩასწერე, სანამ ბოლო წერტილს დავსვამდე,
რომ წერტილია ჩემი ბოლო უსასრულობა,
ისიც ჩასწერე,.. რა დაგემართა, რა დაგემართა, რატომ ცახცახებ?
ბალახს ცეცხლივით ეღვრება წვიმა.
აქ იწყება შენი საღამო.
აქ იღვიძებენ ანგელოზები ილუზიურ ფრთათა შხუილით.
შენი სნეული ანგელოზები, ბალახს ცეცხლივით ეღვრება წვიმა.
ლითონივით წკარუნებენ მათი სხივები ილუზიურ ფრთათა შხუილში.
ენი მშვიდი და ნამდვილი ცოდვა იფარება ბალახის ცეცხლით
მე შეიძლება მარიამი გიწოდო ახლა-
დედა კი არა, ის მეორე, მაგდალინელი,
ხვა სახელი შენ არ შეგფერის, შენი მშვიდი და ნამდვილი ცოდვა
ცეცხლის ალივით დასრიალებს ნათელ წვიმაში.
შენ უკვდავი ხარ შენი ცოდვით. აქ იწყება შენი საღამო.
და როგორც წვიმა კარგავს ღრუბელს, როგორც ბალახი კარგავს მინდორს
შენ გეკარგება
ენი სნეული ანგელოზების ილუზიურ ფრთათა სიგრილე,
მე შეიძლება მარიამი გიწოდო ეხლა...
რა ჩაიფიქრა შემოდგომამ შენს ღრმა თვალებში:
ლოცვის ნეტარი სიმხურვალე, ნიჰილიზმი, მონანიება
თუ გაძარცვული ბაღის სიჩუმე....

ბაძაღუა

Posted by: nini gogo 14 Aug 2013, 22:57
მეგობარი და მტერი

მტერი? – დგას და ჩვენს ძვირს ამბობს, თუმც
თვით არ სჯერა, რასაც ჩვენზე ბოდავს.
მეგობარი? – ყურს უგდებს და დუმს,
ფიქრობს: „კი ჰგავს ეს სიმართლეს, ცოტა!“.

არტურ შნიცლერი

Posted by: chikole 15 Aug 2013, 00:42
გუშუნ ჩავფიქედი და ფეხით მივდიოდი,
ისე როგორც ადრე, მიყვარს სიარული,
რაღაც ძველმა გრძნობამ ისევ ამიტაცა,
გავხდი ბავშვური და ცოტა მხიარული.

მერე გავიხსენე ძველი ადგილები,
სადაც მივლია და სადაც არ მივლია,
უკან მოვიხედე და ვთქვი გაღიმებით,
ღმერთო ეს რამხელა გზები გამივლია.

გავცდი იმ ადგილებს სადაც ჩვენ ვიყავით,
სადაც ღამეები ერთად გვიტეხია,
ისევ გამახსენდი სულში დამიარა,
თურმე მომენატრე მაგრამ გვიანია.

გზები გავაგრძელე ისევ გაღიმებით,
გადავუხვიე და გავქრი სამუდამოდ,
ვეძებ ახალ გზებს და ახალ ისტორიებს,
ვეძებს სულ სხვა ადგილს,სხვასთან საგუნდაოდ.

ვგრძნობ რომ გაფერმკრთალდა შენი სიყვარული,
აღარც მენატრები, ალბათ სამწუხაროდ.
დრომ ხომ ამაცალა შენი სიყვარული,
ეხლა ეს ფიქრებიც უნდ აგამოვცვალო,

ისევ მივდიოდი უკვე უცხო გზაზე,
ისევ ღიმილით და ისევ შემართებით,
ალბათ დავბრუნდები უკან სულ სხვა გზებით,
მაგამ დავბრუნდები სხვაზე შეყვარებით.

Posted by: gochaj 15 Aug 2013, 00:59
nia-1nia
QUOTE
საქართველო პაემანზე იდგა..
არ იცოდა ვის ელოდა იგი

up.gif ვისია?

Posted by: orovela87 15 Aug 2013, 10:02
nini gogo

მეც პასუხის პასუხი მომეწონა გასაგები მიზეზების გამო smile.gif

Posted by: cicatridina 15 Aug 2013, 12:54
QUOTE
წვიმა...წვიმის ხელი ადევს სახეს,ფერი სერი - მზერის მსერიაბნევს მნახველს.ნახეს,სახელს სულ არ ამხელს,მხოლოდ ახალ ქსელში ახვევსწვიმა სამ ხესდა სანახებს გასალახებს.წვიმა სულ არ ატალახებსზღვის არტახებს,ზღვამ ეს იციხ,მზის სიცილიც იცის ზღვამ დაიცის წვიმამ.მინამ წვიმა იწვა მიწასმის შვილს გავდა,და ზეცისკენ ფეხს არ დგამდა.მგავდა, სანამ გადაგვარდამზით და ზევით აიზიდა...აისი დააისიდან დაისამდე მივა წვიმა...მაისიდან დაისამდეაიწონა დაიწონაცით და მიწითწვიმის ფერი,ფერი სერი მზის მსერი,ნახეს, სახელს სულ არ მხელს,მხოლოდ ახალ ქსელში ახვევსმნახველს წვიმა.იორიკი...

მომეწონა


მე შენთვის სიცოცხლეს
ჩამოვალ ავანსად,
გავრისკავ ყოველგვარ
თავხედურ ნაბიჯებს,
ცხოვრებას პირისპირ
შევხედავ თვალებში,
მის ყველა ზღვარს
უტიფრად გადავაბიჯებ.

ვიბრძოლებ შენთვის და
იმ გათენებისთვის,
სიბნელის ჯინაზე
მაინც რომ თენდება,
ვიბრძოლებ იქამდე
სანამდეც ჩემს ლექსებს
დღე ღამის ნათებად
რომ დაათენდება.

ამოსვლას მზისა და
სამყაროს საწყისის,
მოტანილ ფოთლებად
უხეში წამიდან ,
არ მინდა სიცოცხლე
თუ იგი ფუჭია,
არ მინდა სამყარო
ცრემლების ნამიდან.

დასალევს წავალ და
მე მაინც მოვძებნი,
საკუთარ დარდთან და
ფიქრებთან დავთვრები,
განვდევნი ბოროტის
ყოველგვარ მისიებს,
და მერე მზის ჩასვლას-
თან ერთად გავქრები.

წავიღებ ყველაფერს
რაც კი რომ ცუდია,
ვხვდები რომ ზოგჯერ მე
ეშმაკსაც ვერევი,
წავიღებ ყველაფერს
რასაც მე ვერ ვწვდები,
წავიღებ ყველაფერს
რასაც ვერ ვერევი.

გავცდები ჰორიზონტს
არსად რომ მთავრდება,
სირბილით გავივლი
დანაღმულ ადგილებს,
ვიცი რომ რაც არ უნ-
და იყოს ყოველთვის,
იქნება ვიღაცა
ვინც რომ შემაგინებს.

ცხოვრება თამაშად
ყოფილა შექმნილი,
მაცადეთ პაუზა
წარსულში ვეხები,
გაზაფხულს, მაცადეთ
ვაცადო შრიალი,
მაცადეთ ყურება
ბებერი ვერხვების.

თვალების დახუჭვად
ღირს ამაოება,
სიბნელის სიწმინდეს
დიახ რომ ვერ ვწვდები,
სიღრმეა უკიდე-
განო და ფერები…
არ არის და ნდობით
მივდივარ … ვეშვები.

სიბნელეს ჩავყვები,
სადღაც და უფსკრულში,
ვენდობი სიმაღლის
სიღრმეს და სიშორეს,
ჰაერთან სიცივეს
ჩავკიდებ ხელებს და
ვერასდროს, ვერასდროს
ვეღარ მომიშორებს.

გავყვები ყველაფერს
სიცოცხლის იმედად,
ვენდობი და ვიცი
მოვიმკი იარებს,
რა სასაცილოა
ტკივილი ჭრილობის,
როდესაც სიცოცხლე,
ჩვენს თვალწინ ტრიალებს,

გავხდები ჰაერი
შენს წარმოსახვაში,
როდესაც უჩემოდ
მზე აღარ ამოვა,
და შენი გულისთვის,
თუნდ დამარცხებული,
მეორე სიცოცხლეს
ავანსად ჩამოვალ !

გავიღებ ყოველგვარ
ტანჯვას და წამებას,
ჯიუტად გავიტან
ამ სტროფებს მითამდე,
გპირდები ვიცოცხლებ
სიცოცხლის ბოლომდე,
გპირდები ვიცოცხლებ
იმ ბოლო ფიცამდე.

სადაც რომ დავიწყეთ
პირველი გრძობები,
სიჩუმის მუსიკის
ფონზე რომ ვცეკვავდით,
იქ სადაც პირველად
გითხარი მიყვარხარ,
იქ სადაც ჩვენ პირველ
მომავალს ვხედავდით.

ღამე არ მთავრდება
სადაც რომ მდინარე,
რწმენის და იმედის
ტაძარს რომ ეხება,
მე მჯერა ფიცი რომ
სიცოცხლეს ერია,
მე მჯერა ფიცი რომ,
სიცოცხლის ფერია !

ჩემია გრძნობა და
არ მოვკლავ ეჭვებში,
გავთელავ ყველაფერს
რაც რომ დღეს მიბნელებს,
მე მჯერა ღმერთის და
მისივთვე ახელილ
ნათელი თვალებით
ვაჯობებ სიბნელეს.

ვიბრძოლებ იქამდე
სადამდეც არ ძალმიძს,
და წარმოდგენაშიც
რომ არ გამივლია,
ვფიქრდები რამდენი
მქონია ვარამი,
ვფიქრდები ცხოვრება
როგორ გამივლია.

დრო დგება როდესაც
ცხოვრების ფიქრებით
სარკეში რომ ვხედავ
ჩემს სახეს დაზაფრულს,
დრო დგება როდესაც
ვფეთქდები ისე რომ
ვითარცა კვირტები
აფეთქებს გაზაფხულს.

როდესაც ამ სიტყვებს
ამბობენ თვალები,
როდესაც ვხვდები რომ
ზუსტად ის ერთია,
ღამით რომ ვფიქრდები
და დილით რომ ვხვდები,
დიახ სიყვარული
თავად რომ ღმერთია.

და არს უკვდავება
მე მჯერა ამის და
ის ერთადერთია
ცხოვრების წესდებით,
გპირდები დროის სვლას
მე არ დავნებდები
მე და სიყვარული
არ დაგიბერდებით

აი, მემტერება
ძალა ჩაბურული,
შუშის თვალებით რომ
მელაპარაკება,
სული საოცარი
ადამიანური,
მხოლოდ ჩემი არა
სხვისიც მებრალება,

დღეს ღამით ყველაფერს
გადავდებ ხვალისთვის,
ფეხებზე მკიდია
რა უნდათ არაბებს,
ამ ღამით ძილის წინ
არ მოვწევ სიგარეტს,
და დილის გარიჟრაჟს
გავუღებ დარაბებს.

მოვძებნი ყველაფერს
რაც არის წარსული,
ბავშვობის კამფეტით
კიბეზე დავჯდები,
მეზობლის ბაღჩაში
მოვწყვიტავ ყვალილებს,
და შენს ფანჯარასთან
წვიმაში დავდგები.

ღამესაც გავტეხავ
ამ ლექსის წერაში,
გულს ამოვიღებ და
სტროფებში გაგიხსნი,
თუნდაც რომ ვკვდებოდე
ხვალამდე გავძლებ და,
სანამდე მოვკვდები
სიყვარულს აგიხსნი !

არადა ცხოვრება
როდესაც კი შესძლებს,
მომიქნევს წიხლებს და
მუშტს ცხვირში ამომკრავს,
ღამით საფეთქელთან
მომიტანს იარაღს,
მე კი არასდროს
სასხლეტს არ გამოვკრავ.

და დგება ის წუთი
როდესაც ვხვდები რომ,
სამყაროს სიდიდე
ფეხებზე მკიდია!
ეს არის ის წუთი
როდესაც ვხვდები რომ,
ეს გრძნობა ამ ქვეყნად
ყველაზე დიდია…

ამ სტროფებს ფუნჯებით
ავიტან ღმერთამდე,
შევღებავ ზეცას და
ვერ წაშლის ვერა დრო…
ხვალ თუ მოგიკვდები
ნუ ეტყვი ნურავის,
ამ პოეტს ლექსებზე
უყვარდი მეტად რომ…

Posted by: nini gogo 15 Aug 2013, 14:48
QUOTE
როდესაც ამ სიტყვებს
ამბობენ თვალები,
როდესაც ვხვდები რომ
ზუსტად ის ერთია,
ღამით რომ ვფიქრდები
და დილით რომ ვხვდები,
დიახ სიყვარული
თავად რომ ღმერთია.




დედა,შემცივდა
დედა,
დედა,გავწბილდი
დე,
ფიქრის გადაღმა მტკივა
მთებში ჩასული მზე...
დედა ითოვოს მინდა,
ხელი შემახე დე,
გადამითენე ღამე,
გადამარჩინე დე.
დედა,ავტირდი
დედა,
დედა,ვიხრჩობი
დე,
ცხოვრება მაწვიმს თავზე
გამოადარე დე.
დედა,დამჭირდი დედა,
დედა,გავხუნდი
დე,
პალიტრის ყველა ფერით
თმებზე შემავლე მზე...
დედა,ვსულდგმულობ
დედა,
შენ მაძლებინებ
დე,
ტკივილის უხმო თმენა
შენგან ვისწავლე დე.
დედა,იცოცხლე
დედა,
სულ მეიმედე დე,
შენ,რომ არ მყავდე ქვეყნად
სეტყვა წამლეკავს დე.
ღამე გამთოშავს ყინვა,
სულს ვერ მოვითქვამ დე...

დედა,შემცივდა
დედა,
დედა,გავწბილდი
დე,
ფიქრის გადაღმა მტკივა
მთებში ჩასული მზე...

დიკა სალაყაია

Posted by: BELLA-DONNA 15 Aug 2013, 17:22
orovela87
ჰეი, როგორ ხარ? რამდენი ხანია თვალი აღარ მომიკრავს შენთვის ფორუმზე... smile.gif


დილა დამადგება ბობო ბატონივით

დილა დამადგება
ბატონივით,
ოხერ ჩამონათვალს
დამიტოვებს...
ბაღში აყვავებულ
ალუბლის ხეს
რიხით შეადარებს
ატმის რტოებს...
მერე, სიამაყით
შემახსენებს,
რომ დრო ფულია
და ფული-ჭუჭყი!
და მე ლოგიკურად
დავასკვნი, რომ
ადრე გაღვიძება
არის ფუჭი!
მერე, უსასრულოდ
ვიფარფატებ,
ათას უაზრობას
მოვედები...
ხელი მომაშველოს
ვინმემ დროზე-
-სად ხართ-
-ბოჰემური პოეტები!
სად ხართ, დროის
ფუჭად მფლანგველები
რაღაც ლექსებზე და
სონეტებზე!
მე დღეს ტრიუმფალურ
თაღთან ვდგავარ
და დროს ვაგირავებ
მონეტებზე...

ნუციკო დეკანოზიშვილი

Posted by: Ramo_s5 15 Aug 2013, 17:26
... და ალიონზე თეთრ დუქანთან
სტირის არღანი.
მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარში
თავი დავიხრჩო.
სიყვარულისგან მეტ მოთმენის
არა მაქვს ღონე,
მინდა ამ დილას ამ ცივ მტკვარში
თავი დავიხრჩო.


Posted by: დიაბლო 15 Aug 2013, 17:33

Posted by: GoGoNNa 15 Aug 2013, 19:53
უხერხულია შენ გერქვას ცოლი

შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე,
უნდა ღრუბელი გეფინოს ლურჯი.
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ,
რომ ჩავახედო შენს კეთილ სულში.

შენ უნდა უცხოდ მოსული ქარი
გიფრიალებდეს ნისლისფერ მერდინს,
გაიღოს უცებ სამოთხის კარი -
მუხლებთან გეჯდეს შემკრთალი ღმერთი...

რა ჯობს - სიმღერა თუ წყვილი ცრემლი!
სად ჯობს - მიწაზე თუ მიწის გარეთ!..
მზე-მზეზე უფრო დიდი და ცხელი,
მთვარე-მთვარეზეც მაღალი მთვარე,

და ცა! - ღმერთების ცისფერი ჰოლი -
ძლივს რომ აუდის მომსვლელს და წამსვლელს...
მაღალი ბიჭი ლამაზი ცოლით -
მოდიან, მაგრამ მიდიან წამსვე:

ბოლოს და ბოლოს, ერთი აქვს ბოლო
ლომსა და თინუსს, ნაძვსა და ღოლოს!
სიყვარულისთვის! კარგო, ჩვენ მხოლოდ
სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ!

უხერხულია - შენ გერქვას ცოლი -
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე.
აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი! -
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ... love.gif

Posted by: nini gogo 15 Aug 2013, 23:42
QUOTE
დილა დამადგება
ბატონივით,
ოხერ ჩამონათვალს
დამიტოვებს...



ერთმანეთის სევდას თვალებში რა ვუყოთ?
ამინდს გავუყოთ,
გუბეს ფეხები სულში ჩავუყოთ
ყვავილებივით ერთ ადგილას დგომა ვისწავლოთ
მოტეხილებმაც შევძლოთ ღიმილი.
მიწა რომ გაშრება ვიწვალოთ
ვითმინოთ ტკივილი.
ერთმანეთის სხეულებს რა ვუყოთ?
რა და, მოდი ფერება დავუწყოთ
დავშალოთ ხელებად მხრებად ფეხებად
და მერე ერთად ავაწყოთ ხმებად.
მუსიკა ერთხელაც სხეულში გახმება
შემდეგი შეხვედრა
იქნება ჩემხელა
იქნება შენხელა
შემხედავ შეგხედავ შეხებით
შემღებავ სხეულში ჩამხმარ ფერებად.
ფერები,
ყვავილშიც ბერდება,
ხუნდება, ბევრდება
ჭკნება
და ბოლოს კვდება.
ერთმანეთის სევდას თვალებში რა ვუყოთ?
ამინდს გავუყოთ,
გუბეს ფეხები სულში ჩავუყოთ
ყვავილებივით დგომა ვისწავლოთ
ყვავილებივით კვდომა ვისწავლოთ
მოტეხილებმაც შევძლოთ ღიმილი.
მიწა რომ გაშრება ვიწვალოთ
ვითმინოთ ტკივილი.
თენებას თვალებში სევდა აქვს რა ვუყოთ?
დავკეცოთ ფესვები,
წავიღოთ ჩრდილი…
ყვავილებივით თუკი ვიცხოვრეთ
ყვავილებივით შევძლოთ სიკვდილიც..

იორიკი

Posted by: wuma 16 Aug 2013, 14:58
სვანური მოტივებიდან

საღამოთი შველი გადამეღობა,
ას წელიწადს მაძებნინა კვალი;
მთვარედ მექცა, ვარსკვლავებში შეტოპა,
მივდევ ელვის მოგიზგიზე ხმალით.
სალოცავად ქართველობა მეყოფა,
საფიცავად შენი თაფლის თვალი.
უშენობით გული დამიმიწდება,
დევის მკლავებს წაერთმევა ძალა:
კვალდაკარგულს ფეხი გადამიცდება,
გავტყდები და მომაშველებ დალალს;
მთის კაცი ვარ, ხელი ცამდე მიწვდება,
ქარის მუხლით მოგეწევი, ქალავ.
დავიწვი და ენგურსა ვთხოვ, მეგობარს,
მომასხუროს მკერდზე წმინდა წყალი.
შენი შუქი ბნელში გადამეღობა,
ღრუბელზედაც ვნახე შენი კვალი.
საამაყოდ ქართველობა მეყოფა,
საფიცავად შენი თაფლის თვალი.
ქარს ღრუბლების ჯოგი მიჰყავს და
დაბრუნდება, იქნებ როდის.
შენ ღრუბელი ყოფილიყავ და
მენაც ქარი ვიქნებოდი.
შენ უშბაზე დაიძინებ და
მე ხევს ჩავალ ქარიშხლებით.
თუკი შევხვდით, ან ვიწვიმებთ და
ანდა სეტყვად დავიშლებით.
მზე მთის საფარს ეფარება,
ეზოს მწუხრი ეპარება,
და ჩრდილები ხეთა,
ფერად ნისლში იძირება,
აივნიდან იმზირება,
მოწყენილი დედა.

ალექსანდრე საჯაია

Posted by: BELLA-DONNA 17 Aug 2013, 14:49
ჰირან

ოვვა იალა!
დილა იწყება კვნესით..
რა უცნაური სიყვარული სცოდნიათ აღმოსავლეთში,
ფიქრის ღრუბლებით მოქუფრული,
ყოველ გამოხედვას ფერი აქვს წვიმის და წვიმა კი არ ჩანს..
ეს სამეფოა განწირული ემბრიონების..
ოვვა იალა!

მინარეთებზე შემომჯდარი პატიოსნება
ხარბად ეტანება ამერიკულ წყურვილს..
რა უცნაური ფიქრი სცოდნიათ აღმოსავლეთში,
თითქოს აქ მხოლოდ ცაა წყნარი, მზეა ღიმილის,
მაგრამ სულ მიწას ჩასჩერებიან ტირიფებივით
და ბავშვი, ცრემლით ხელ-პირს რომ იბანს განთიადისას,
ოცნებობს მხოლოდ ავტომატზე, ბევრი ტყვიებით..
და აქ თოჯინებს მიუჩინეს რა ხანია მყუდრო ადგილი,
ცეცხლის ზვინებში, მიწის ღრმულებში..
ჰირან! ოვვა იალა!
გაკივლებული ვნებებით
და მზის ჩასვლისას მიძინებული ანგელოსებით..
აქ ყოველ წამს სჭედავენ თვალების ამბოხს,
თქრიალით ღვრიან საკუთარ სისხლს გასამრავლებლად,
სერავენ ღურბლებს წვეტიანი მზერის ისრებით
და არც ელიან ცისგან შვებას..

ოვვა იალა!
დღე სრულდება კვნესით დაღლილი ქალებით
და ბავშვები ტალახებში იბანენ ფეხებს..
ჰირან! ოვვა იალა!
დაწნეხილი ოცნებებით გაზიპულ თმებსაც
ხშირად ეტყობათ წუხანდელი ნაოცნებარი ამერიკაზე..
ეს სამყაროა დაჩეხილი ემბრიონების,
და გამოჭვარტლულ თვალის გუგებს დანით ხეთქავენ,
რომ აღარასდროს დაინახონ ბავშვების ომი
და მინარეთზე შემომდგარი მოლა მძინარე..
ოვვა იალა! ჰირან! ოვვა იალა!
რა უცნაური სიყვარული სცოდნიათ აღმოსავლეთში..
გაყვითლებული კოცნებით და რაჰათლუჰუმით..
და სიტკბო აღწევს მხოლოდ პირის გამოქვაბულში,
იმის იქით კი მთები მწარედ იგრიხებიან..
ჰირან! ოვვა იალა!
ოვვა იალა, ჰირან! არ ჩაგეძინოს!

ალექსანდრე ლორთქიფანიძე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: nini gogo 18 Aug 2013, 10:33
QUOTE
ყოველ გამოხედვას ფერი აქვს წვიმის და წვიმა კი არ ჩანს..


rolleyes.gif

მეკითხებიან, რამდენის წლის ხართ?
რა ვუპასუხო?! ნაღდად არ ვიცი.
გუშინ, ვიყავი ალბათ ოცის და
დღეს უნდა ვიყო სადღაც ორმოცის.

...არა გაგიმხელთ! მე შვიდისა ვარ,
ჯერ არ მოსულან ჩემთან ალები,
მე ისევ მჯერა მეგობრობის და
ასევე მჯერა ლამაზ ზღაპრების.

...გამოგიტყდებით, მე უბრალო ვარ
ოცნებს გიჟი, ფიქრთა ხნულების
მხოლოდ ის ვიცი რომ მერწყული ვარ,
და გულით მჯერა მე ქალწულების.

ნეტავი რატომ , რისთვის? მოვედი.
ანდა რად ვენდო ვიწრო ბილიკებს
თუნდაც ამ სტრიქონს რა მაწერინებს?
რომელიც ჭკუის მიწყობს ლირიკებს.

ეხლაც მარტო ვარ, არ გესმით ჩემი
რატომ მიჭირავს ხელში სანთელი.
მინდა , რომ ჩავწვდე გულის სიღრმეებს
მინდა ჩავღვარო ბნელში ნათელი.

ყველგან აანთეთ მართალი ცეცხლი
სანამ იმედი ღვივის არ ქრება,
თორე იქნება მერე გვიანი
და ირგვლივ ყველა კაცი გაქრება.

შენ რჩეული ხარ - ვით ნაწამები,
ჩემო ერო და სამშობლოვ ჩემო,
მაგიტომ აგერ ისევ მოვედი,
თუ გინდა ტყვია ეხლაც მესროლონ.

გუშინ ხომ გახსოვს რომ დაგაძინეთ,
და რომ გიმღერეთ ია ნანები,
ეხლა მოვიდა დრო - გაიღვიძე!
და ზეცის ნებით ისევ აღსდგები.

მეკითხებიან, რამდენის ხარო.
რა ვუპასუხო?! ეხლაც არ ვიცი.
გუშინ, ვიყავი ალბათ ოცის და
დღეს უნდა ვიყო სადღაც ოთხმოცის.

...არა გაგიმხელთ! მე რვაასის ვარ,
ჯერ არ გავმხდარვარ სრულად ცხრაასის,
მე ისევ მჯერა სიყვარულის და
ისევე მჯერა ლამაზ ზღაპრების.

/კ.ჭიჭინაძე))))11.04.2013წ.

Posted by: varisvincvar 19 Aug 2013, 22:46
ერთხელ შენც გნახე, სიკვდილო,
ჩაგძინებოდა მთაზედა.
გავუსწორდები, ვიფიქრე,
ხელი ავიკარ ხმალზედა...

მაგრამ ვერ გამოგიმეტე,
მზე დაგფენოდა თავზედა,
დავიჩოქე და გაკოცე
ნამმოკიდებულ თმაზედა.

ხალხური

Posted by: nini gogo 19 Aug 2013, 23:00
ზოგს თავიდანვე არ გაუმართლდა,
ზოგისთვის შველა იყო გვიანი,
დემონი იჯდა ჩემს სასთუმალთან
თუ ანგელოზი ნათელფრთიანი?
მფარველად მყავდა სული ძლიერი,
სინდისი იყო ჩემი მრჩეველი,
ყოველთვის ვთვლიდი თავს ბედნიერად,
რადგან ვიყავი შეუმჩნეველი.
ზოგს ცხოვრებაში არ გაუმართლდა,
მე მათ გულგრილად გვერდს ვერ ავუვლი,
მათთან ყოველთვის უხერხულად ვარ,
თითქოს მე მქონდეს დანაშაული.

შოთა ნიშნიანიძე

Posted by: In_private 20 Aug 2013, 10:18
არის წუთები, როს არ გვახელებს
ჩვენი ცხოვრების ელვა და თქეში,
ვიღაცა მხრებზე დაგაწყობს ხელებს,
ვიღაც ჩაგხედავს გრძნობით თვალებში

და იმავე წამს უფსკრულს ეშვება
ყოველდღიური ჩვენი რუტინა,
და ცისარტყელად მოსული შვება,
სიჩუმით ხევზე, ხიდს სდებს უჩინარს.

მოვა მუსიკა, როგორც ნუგეში,
ქნარის ჰანგები მოიტანს იმედს,
გამოაღვიძებს სადღაც უბეში,
ჩვენი სულების დაჭიმულ სიმებს.

Posted by: orovela87 20 Aug 2013, 12:14
BELLA-DONNA

კარგად ვარ შენ როგორ ხარ?

Posted by: BELLA-DONNA 20 Aug 2013, 12:26
orovela87
QUOTE
კარგად ვარ შენ როგორ ხარ?
მეც კარგად, სად იყავი დაკარგული? smile.gif



Posted by: საკურა. 20 Aug 2013, 12:41


ქალის აგონია


დაღონებული და მარად სუსტი,
სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა.
დღესაც შორეულ მეგობარს უცდი,
მაგრამ მან მოსვლა დაიგვიანა.

მახსოვს, ცრემლები შენ თვალს უვლიდა,
ალბათ ფიქრებმა ასე დაგღალა,
და უცხო ბინის ყრუ სართულიდან
შენ ფრინველივით დაჰყურებ ქალაქს.

მიხვალ როიალთან და როგორც გიჟი
იწყებ კლავიშზე ხელების თამაშს.
შენ ძლიერ გინდა და რაღაც გიშლის,
რომ გყავდეს ბავშვი, რომ იყო დამა.

სარკესთან ზიხარ და ფიქრობ სხვაზე,
ხან, როგორც მტრედი, თვალებს დანაბავ.
მიყვები ბედის უცნაურ ხაზებს,
და ნატრობ ვიღაც არათანაბარს.

შენი ლოდინი სანამდი დასტანს,
ანდა სანამდი იქნები წმინდა.
რის მიზეზია, ჯერ ახალგაზრდას,
რომ შენ ცხოვრება ასე მოგწყინდა.

ოთახში ზიხარ შენ, ავადმყოფი,
ხან როგორც ბავშვი ძილს მიეცემი.
შენ ეს ჰაერი თითქოს არ გყოფნის,
და გინდა გლოვა და გინდა ცრემლი.

დაღონებული და მარად სუსტი,
სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა.
ახლაც შორეულ მეგობარს უცდი,
რომელმაც ასე დაიგვიანა..........

Posted by: BELLA-DONNA 20 Aug 2013, 12:44
საკურა.
up.gif


Posted by: orovela87 20 Aug 2013, 14:33
BELLA-DONNA
საქმეები და ასე შემდეგ ძირითადი მიზეზი ეგ არის.

Posted by: nini gogo 20 Aug 2013, 22:17
QUOTE
ახლაც შორეულ მეგობარს უცდი,
რომელმაც ასე დაიგვიანა.......

user.gif


"მე ვიძირები და ვინთქმები ღამის წყვდიადში,
გონარეული, ღონედაცლილი, ფიქრწართმეული,
მიწავ, გამიშვი! შენი მტვერი ვეღარ შემბორკავს,
არც ღამე ვიცი, დღეც წამერთვა და ვიძირები.
მთვარით დამთვრალო ვარსკვლავებო, გემშვიდობებით."

თაგორი


Posted by: merciamercia 23 Aug 2013, 20:42
მეშინია!

ეს სოფლები:
ეს ლიქოკი, ეს არხოტი,
ცარიელა
ეს პარტახი საიგავო,
მეშინია,
ეს სამოთხე, ეს წალკოტი
სხვა არავინ
მოვიდეს და დაიკავოს!

შქმერს სათიბზე
არ დავობენ მეზობლები,
ძაღლი არ ჰყეფს,
ძაღლი არ ჰყეფს ბარისახოს!
ვაითუ ვინმეს
მოეწონოს ეს სოფლები,
ვაითუ ვინმე
მოვიდეს და დაესახლოს!

ეს სხიერი,
ეს ლიქოკი, ეს არხოტი
არ ჩააქრო,
არ ჩააქრო! _ გაფიცებდი.
არ წააგო,
არ წააგო ეს წალკოტი! _
დამიხსომე,
ასი წლის წინ გეძახოდი,
დამიხსომე,
განჯღრევდი და გაღვიძებდი!

მურმან ლებანიძე



Posted by: burnchurch 25 Aug 2013, 22:13
არ ვხედავ ღრუბელს, არ ვხედავ ნისლებს,
ჩემთან ახლოა ეს ერთი ნუში.

და იმ ადგილას მივედი ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.

აქაც გაისმის ქარის გოდება,
ქარია გარეთ, ქარია სულში.
დღესაც მეწვია და არ მშორდება
ფიქრი, რომელიც მტანჯავდა გუშინ.

დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს,
რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის.
და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ..

ტ. გრანელი

Posted by: norusik 26 Aug 2013, 02:36

დედა
მე სიყვარული მასწავლა დედამ
სითბო ალერსი ნანინას მღერამ
ღამით ნამღერმა იავნანის ხმამ
კვალი დატოვა შენნმა ხმა დედა
ღამით თხრობილმა ზღაპრებმა შენნმა,
მე ამიშენა კოშკები დედა
სადაც,კეთილი ფერიებია
სადაც, მარადის ზაფხულია
სადაც, ყვავილობს მინდორში ია
სადაც, სითბო და სიყვარულია,
ჩემი ოცნება ამიხდა დედა
შენ,რომ გიყურებ ამ ქვეყნად დედა
შენი ლამაზი თვალების ცქერა
იავნანს, რომ მიმღერს დედა.

Posted by: In_private 26 Aug 2013, 11:59
წყნარი ღამეა, დუმილი სუფევს,
ცის კიდობანზე ძლივს მოჩანს მთვარე,
გარს ახვევია ვარსკვლავთ ლაშქარი
და გზას განაგრძნობს მჭმუნვარ-მწუხარე.

ანგელოზთ გუნდი ცაში მიმოფრენს,
ძირს ჩამოისმის მათ სიმთა ჟღერა,
ქებათა ქებას ასმენს შემოქმედს,
უკვდავებაა მათი სიმღერა.

ნუ, ნუ შეწყვიტავთ საღმთო მუსიკას,
გრძნობით დაუკართ დავითის ქნარი.
ჩემს მოკლულ გულსა თუ გააცოცხლებს
ისევ თქვენი ხმა, ნაზი, ნარნარი.

ოხ! რომ შემეძლოს, ბედკრულს ამჟამად,
შემოუერთდე თქვენს ღვთიურ კრებას,
მოვსწყდე ქვეყანას, ცოდვის სავანეს,
სასიზმრო მხარეს გავყვე ოცნებას.

მაგრამ ამაო, ფუჭი ნატვრაა,
ოცნება ისევ ოცნებად დარჩა.
გულის წიაღში მეფობს ნაღველი
და სულს მიშფოთებს კვლავ მწუხარება.

Posted by: burnchurch 26 Aug 2013, 12:11
- ატოტილი, ირიბი,
რატომ ტირის ტირიფი?

- მთელი წელიწადია,
გაღმა გასვლა სწადია.

ასეთივე პატარა, ასეთივე ირიბი,
იქ, მეორე ნაპირზე, სწუხს მეორე ტირიფი.

შ. ნიშნიანიძე

Posted by: xatushka 26 Aug 2013, 14:54
მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი გული მელოდეს.
შევყრი მეგობრებს, მაღალ მაყრიონს,
ორღობეებში გასროლას დოღის,
ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას
ჯილდოდ მოვუტან ბრწყინვალე ლოდინს.
და შენს ეზოში დაუკრავს ზურნა,
დაბალი ხმებით დუდუნი დოლის,
აგიცხადდება სიზმარი შორი,
გაგახსენდება დობილთა ზრუნვა.
გეტყვიან... ოი, ჰკარგავ ბავშვობას,
ოი, დობილებს გვტოვებ ბავშვებად,
მშვიდობა ყრმობას და თამაშობას,
მშვიდობის შუქი ნურც მოგეშვება.
... და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში,-
შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს.

მირზა

Posted by: nini gogo 26 Aug 2013, 18:56
QUOTE
დედა
მე სიყვარული მასწავლა დედამ
სითბო ალერსი ნანინას მღერამ
ღამით ნამღერმა იავნანის ხმამ
კვალი დატოვა შენნმა ხმა დედა
ღამით თხრობილმა ზღაპრებმა შენნმა,
მე ამიშენა კოშკები დედა
სადაც,კეთილი ფერიებია
სადაც, მარადის ზაფხულია
სადაც, ყვავილობს მინდორში ია
სადაც, სითბო და სიყვარულია,
ჩემი ოცნება ამიხდა დედა
შენ,რომ გიყურებ ამ ქვეყნად დედა
შენი ლამაზი თვალების ცქერა
იავნანს, რომ მიმღერს დედა.


love.gif love.gif love.gif

მე სათუთი ვარ,
როგორც ქორა ყვავილი ვაშლის,
ჩუმი და სათნო,
ვით ქურციკი ორიოდ კვირის,
ჩემს ნაზ ოცნებას
ერიდება ფრთებისა გაშლის
და ჩემს ნაზ სულში
ცეცხლი ღვივის და ცეცხლი სტირის.

(კონსტანტინე გამსახურდია)

Posted by: burnchurch 26 Aug 2013, 21:23
როს დაბინდდება და შავბნელი მწუხრი ღამისა
ცოდვილ ქვეყანას თავს ევლება, გულში იხუტებს,
ნელი ნიავი, სევდიანი ასული მთისა
ეამბორება ცადაზიდულ მთასა, მწვერვალებს.
ცის კიდობანზედ როს მჭმუნვარე მთვარე ანათებს
და შავ ღრუბლებში გახვეული კრთება, კანკალებს,
როცა გრძნეული ცის სივრცეში ჰანგი მისწყდება, -
სატანას ქნარზე არე მწარედ აქვითინდება.


მაშინ სიმღერა მე მომესმის სადღაც მწუხარე!
სიმღერა ჩუმი, სევდიანი და მგლოვიარე,
გულის წიაღში სწვდება ეს ხმა სულთ ქვითინებას,
მუდამ ობოლი ობლობასვე მოთქვამს, ვალალებს,
ოხ! რარიგ მიყვარს ეს სიმღერა ნაღვლიან ხმაზე!
ამ სამარის ხმას, კაეშნისას, ვერ გავცვლი სხვაზე,
მაგრამ ვისია, ნეტა, ეს ხმა ან გულს რად ხვდება,
სატრფო-მეგობრის, თუ იმღერის ვარსკვლავთა კრება?


ტ. ტაბიძე

Posted by: nini gogo 26 Aug 2013, 21:27
მე რომ ოდნავად #####უვდე შენში,
ან რომ ოდნავად გამართლდეს იჭვი
ამაზე ფიქრი ჭკუაზე შემშლის,
ღმერთმა ნუ ქნას და გამხელაც მიჭირს.
ო, ჩემო ბავშვო, მაგ თვალებს გარდა,
ვერ დავუჯერებ ვერავის თვალებს,
ვეღარ ვენდობი მე ვერვის ღიმილს,
ვერც ვერვის ჩურჩულს, ვერც ვერვის ალერსს,
ყველაზე მეტად მე შენი მჯერა,
შენ მინთებ გულში იმედის კოცონს,
არცერთი სიტყვა არ გითქვამს ჯერაც,
რომ ჩემს თვალებში არ შეამოწმო
ბედნიერი ვართ ჩვენ ჩვენი ბედით
სიშორის სევდას ჩვენ უკვე ვძლიეთ…
მე რომ ამქვეყნად არ ვიყო შენთვის
შემეცოდები რატომღაც ძლიერ…
რადგან შენს მოვლა პატრონობაში,
(სიყვარულიც რომ ეფიცათ ბევრი)
ბედ-იღბალს შენსას, სათუთო ბავშვო
ვერ მივანდობდი ჩემს გარდა ვერვის.
შენ ჩემი ნახვა ყოველ წუთს გინდა
გინდა სუნთქავდე ჩემს შორი-ახლოს,
ვერ დაიძინებ იმ ღამით მშვიდად
ერთი საღამოც რომ ვერა გნახო
და მთელი ღამე ვით საყვედური,
რაღაც უცნაურ ტკივილის მჩენი,
შვებას არ მომცემს მაგ თვალთა მდურვა
არ მომასვენებს ჩურჩული შენი…

შოთა ნიშნიანიძე

Posted by: norusik 27 Aug 2013, 00:40
ლამაზი ქალი
ავობს, ბობოქრობს , გუგუნებს ქარი
შეუმოსია ბურუსით ქალი,
განაგებს ირგვლივ ყველაფერს ავი
ხელთ ჩაუგდია ლამაზი ქალი.

ქალი ნატიფი,ქალი ყვავილი
სურნელება და ტკობობა მარადი,
მის სიყვარულში ,რომ დაითვრები
უცხო ნოტებზე,რომ ამღერდები,

ჯოჯოხეთის კარს რომ სამოთხედ გიქცევს
გამოქვაბულს კი, მინდვრად რომ გიქცევს
ქარ-ბუქიან დღეს დარად,რომ გიქცევს
ეს ის ქალია თვალწინ,რომ გიცქერს.

ავობს ,ბობოქრობს,გუგუნებს ქარი
შეუმოსია ბურუსით ქალი
განაგებს ირგვლივ ყველაფერს ავი
მის წინ ქედს იხრის ბებერი ქარი.

Posted by: norusik 27 Aug 2013, 01:01
საქართველო

ვარდისფერათ მოელვარე, ხევო ჩემო მშობლიურო
მოციმციმე ცისარტყლისფერ, ერო ჩემო ქართველებო
მორაკრაკე წყარო ჩემო, მთებო ჩემო სიმდიდრეო
მზე მნათობო მოკაშკაშე, მშობლიურო დედა ჩემო,

გვირილებით მოფენილო არე-მარე მხარე ჩემო
იასამნის სურნელს აფრქვევ ჩემო მიწა ჩემო წყალო.
ვაზს ფესვები გაუდგია მყარად მიწის შუაგულში
და გადმოღვრის წითელ ღვინოს, დაილოცე მიწა ჩემო,

ომალო და შენაქო გზა მომეცი მე ვნახო
დავტკბე შენი სილამაზით, დავთვრე შენი სურნელით
ვნახო მთები როგორც ძმები საქართველოს ყრმა გმირები
და ვიყვირო მაღალ ხმაზე საქართველო, საქართველო.

Posted by: In_private 27 Aug 2013, 11:16
ნელი მუსიკა სიბნელეში შეჰქვითინებს ცას,
გაუკითხავსა დ ტყვიისფერს ჰყვედრის რაღაცას.
სიყვარულისა, სიყმაწვილის მიდიან დღენი,
დაკეტილია სიცოცხლის და სიამის ბჭენი;
რა ვქნა, რა ვუყო, გევედრები, მარქვი, მითხარი,
ცივია, მკვეთრი სასაფლაოს სიკვდილის ქარი.
ცა მოღრუბლული, სევდიანი, ცა დასერილი,
ისე აფრქვევს მწუხრს, როგორც შავი გლოვის წერილი.
მიყუჩდა ხმა და მუსიკაც უფრო ნელდება,
ნისლში ქალწულის სილუეტი გაინაკვთება;
სოველ მიწაზე დაემხობა, აქვითინდება;
ამდენი ტანჯვა, მოლოდინი კიდევ იქნება?

Posted by: norusik 27 Aug 2013, 15:41
დედა
დედა სიტყვაა, დედა განძია
დედაენაა მონაპოვარი
იავნანაა ღამით ნამღერი
ნანა ნანაო ნანი ნანაო,

დედა სიტყვაა, დედა განძია
მზის სხივია და მთვარის ნათება
ამომავალი და ჩამავალი
მზე მნათობია, მზე მნათობია,

დედა სიტყვაა, დედა განძია
გაზაფხულია და ზაფხულია
მინდორ-ველია და ნამქერია
და ჯეჯილია და ჯეჯილია,

დედა სიტყვაა, დედა განძია
დედაკაცია, დედაკაცია
გალობაა და ტკბილი ნანაა
ნანა ნანაო ნანი ნანაო.

Posted by: nini gogo 27 Aug 2013, 18:01
QUOTE
დედა სიტყვაა, დედა განძია
მზის სხივია და მთვარის ნათება
ამომავალი და ჩამავალი
მზე მნათობია, მზე მნათობია,

love.gif


მერი გოდვინს

მიმზირე აგრე,მეგობარო, ნუ მერიდები!
ამოიკითხე ჩემს თვალებში კვლავ სიყვარული,
იქ ანთებულა შენთა თვალთა შუქი დიდებით,
ძლევამოსილთა თვალთა შენთა ლანდი ფარული.

სთქვი კიდევ რამე! შენი სიტყვა ოცნების დარი,
-აღტაცებული ჩემი სულის გამოძახილი,
შენი უკვდავი სილამაზის დარეკავს ზარით
როგორც ნუგეში, როგორც ტრფობის მცველი მახვილი.

და მეჩვენება, რომ გიყვარვარ ყოველი წამით;
მესმის ჩურჩული —— სიყვარულით სუნთქვა ხმებისა;
ახლო ხარ ჩემთან,როგორც დღესთან წვდიადი ღამის,
როგორც სამშობლო დევნილისთვის განშორებისას..

პერსი ბიში შელი


* * *

______________

Posted by: burnchurch 28 Aug 2013, 17:16
ეს არის ჩემი მეგობრის სული –
თრთის და ციმციმებს, კრთება ნამივით...
აცვია თეთრი, სპეტაკი კაბა,
ხელში უჭირავს თეთრი ყვავილი...
აწვდის ვიღაცას თოვლისფერ ყვავილს...
ირგვლივ ყოველი თეთრია მისებრ...
ვუახლოვდები...
- ბავშვი არ იყო,
არ მომეკარო, მივდივარ ისევ!-
და ყვავილების ზღვა არი ირგვლივ
და გაზაფხულის ნიავქარივით
მიფრინავს ჩემი მეგობრის სული,
მიაქვს ზეცისკენ თეთრი ყვავილი....


ა. კალანდაძე

Posted by: In_private 29 Aug 2013, 11:15
ეს მერე, როცა ფერს შეუცვლის ტუჩებს ღალატი
და დასასრული ფოთოლცვენას დაემგვანება,
ავეთქვიფები ჩამუქებულ ნისლებს ქალაქის
და არასოდეს აღარავინ არ მეყვარება.
ეს მერე, როცა ვერ გაუძლებს გვემას სხეული,
როცა მზერასაც ლიბრისფერი გაეკარება,
მე გავიქცევი, სიცოცხლისგან ასე ეული,
და არასოდეს აღარავინ არ მეყვარება.
ეს მერე, როცა გახუნდება ღილი კაბაზე
და მონატრება სულთან ერთად გამეპარება,
გადავინაცვლებ მარმარილოს მომცრო დაფაზე
და არასოდეს აღარავინ არ მეყვარება...

Posted by: burnchurch 29 Aug 2013, 13:07
ვწყევლი სიცოცხლეს, ოცნებაცა მძულს,
მოველტვი კუბოს… ვსწვავ ჩემს გაზაფხულს…
ვის ძალუძს მითხრას, რაა ნუგეში?
მარქვით, ვინ ჩაჰკლას გველი უბეში?
რა შეაკავებს მომსკდარ ჯოჯოხეთს?
რა დააწყნარებს შურისგების ღმერთს?
დღეთა დარაჯად დადგა დემონი,
ტანჯვა - წუხილში მიჰქრიან დრონი.
სულო, სტიროდე სატრფოს გველობას,
პირველ სიწმინდეს, უცოდველობას…
სულო, სტიროდე თასს, ჯერ დაუცლელს,
ნეკტარისა წილ რომ ხედავ შიგ გველს…
რად არ წაიღებს ნეტა მას ზეცა,
რაც სავალალოდ მისგან მომეცა?
სადა აქვს ყოფნას ბოლო, საზღვარი?
როდის გამოხრავს ჩემ ძვლებს აფთარი?
ველტვოდი მზესა, ვეძებდი ნათელს…
ვერ მოვსწყდი სევდას, ვერ მოვსწყდი ნაღველს…
რომ ბოდვა არის თვით სიყვარული
აშკარადა გრძნობს ცოდვილი გული.
კუბოთა შორის სატანა ცეკვავს,
შურისძიებით სახე უელავს…
დღეთა დარაჯად დადგა დემონი…
ტანჯვა-წუხილში მიჰქრიან დრონი


ტ. ტაბიძე

Posted by: orovela87 30 Aug 2013, 10:51
QUOTE
ქალი ნატიფი,ქალი ყვავილი
სურნელება და ტკობობა მარადი,
მის სიყვარულში ,რომ დაითვრები
უცხო ნოტებზე,რომ ამღერდები,


სამწუხაროდ ასეთი ქალი დღევანდელ დღეს თითქმის არ მოიძებნება, ამიტომ ამ სიტყვების გააზრება მამაკაცისთვის და ზოგადადაც; მაქსიმუმ ღრმა ემოციებთან ასოცირდება ან/და ისეთ საოცნებო ქალთან რომელიც არ არსებობს ძნელად საპოვნელია; მაგრამ როგორც იტყვიან იმედი ბოლოს კვდება...

პ.ს. ასე რომ ტყუილად ოცნებებში და ფიქრებში დროის ხარჯვას დავჯერდეთ უფრო პრიმიტიულ და მარტივ ურთიერთობებს და მოვიხმაროთ ის რასაც დღევანდელი მსოფლიო გვთავაზობს. smile.gif

Posted by: nini gogo 31 Aug 2013, 14:42
orovela87
უი როგორ გაუბრაზებიხარ ვიღაცას .. rolleyes.gif

იმედი მაქვს მთლად ასე არ ფიქრობ..
wink.gif


ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს,
გაექცე ქვეყნის სამართალს, ჭორს,
იყო და იფიქრო, რაზედაც გინდა,
ან არ იფიქრო საერთოდ სულ, _
იჯდე ხის კუნძზე და მზესუმზირად
აქუცმაცებდე უბრალოდ დროს...
ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს.
და გაურბიხარ მეგობრებს, მტრებს,
ეჭვს და სიძულვილს, სიყვარულს, წლებს,
უბრალოდ გინდა მარტო დარჩენა,
რატომღაც მარტო დარჩენა გსურს,
რატომღაც გინდა, წახვიდე სადღაც,
გაექცე ნდობას, ზეიმ-ზარს, შურს...
საქმიან კაცის თვინიერ ნიღბით
ქალაქს ტოვებ და მიდიხარ სოფლად,
მერე სოფლიდან მირბიხარ მთებში,
თახვის თათებით შედიხარ ტყეში,
შედიხარ ტყეში, უსიერ ტყყეში,
უკაცურ ტყეში შედიხარ მშვიდად
და, რომ გგონია,
მარტო ხარ თითქოს, _
ხე რომ ხე არის,
ხე ენას იდგამს,
ხე ენას იდგამს და პასუხს ითხოვს.
ხე ენას იდგამს და პასუხს ითხოვს,
ყველაფრისათვის,
რაც ჰქმენ, რაც იყავ,
რაც არ იყავ ან რაც აიტანე...
ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს
და... უბრუნდები ადამიანებს.

მორის ფოცხიშვილი

Posted by: norusik 1 Sep 2013, 01:23
საქართველო
საცოდავო საქართველო
ალბათ როგორ იღვრი ცრემლად
მაგრამ, შენი ცრემლების ხმა
რომ არავის ესმის ქვეყნად,

როგორ იყავ ძველად მახსოვს
ძლიერი და უდრეკელი
ვერ გატეხდა ქვეყნად ვერვინ
გმირთა გულსა უდრეკელსა,

დედა შვილა გამოზრდიდა
საქართველოს ვაჯკაც გმირსა
შვილის სისხლა ცრემლად ღვრიდა
თუ სამშობლოს ამად ჭირდა,

მაგრამ,დღეს ხომ ყველაფერი
წისქვილივით დატრიალდა
ეჰ...საცოდავო საქართველო
ალბათ,როგორ იღვრი ცრემლად.

Posted by: pamplona 1 Sep 2013, 12:05
norusik
სურათებს რატო დებ? ისე ვერ წავიკითხავთ ლექსებს?

Posted by: nini gogo 1 Sep 2013, 13:10

შენ
შემოდგომა თვალებით დაგაქვს...
მე კი,
მისივე ფერებით მთვრალი
როცა გიყურებ,
მგონია არ აქვს
ცხადსა და მირაჟს რაიმე ზღვარი.
შენ ვარსკვლავები გინთებენ თვალებს,
ცას როცა უმზერ -
მრავალხალიანს...
მე რომ ფრაზები ვზომე და ვთვალე,
ალბათ, გწყინს,
რატომ არ მითხარიო...
და მაინც მშვიდად,
როგორც ყოველთვის,
მიჰყვები ქუჩის სევდისფერ საფარს,
როგორც ამბორი დამშვიდობების,
შენ შემოდგომა თვალებით დაგაქვს...

თეა თაბაგარი
=================================


ფოთლები

ჭკნება, ყვითლდება საბრალო ბაღი,

ქარი უბერავს, ფოთლები სცვივა,

გამოურკვეველ მწუხარებაში

მზეს სული უწუხს და გული სტკივა,

ნოემბრის ქარმა ყვითელ ფოთლებით

კვალ-ბილიკები გადაიარა,

ფოთლები სწყდება იმ გატაცებას

და შემოდგომის მეფობს იარა.

/გალაკტიონ ტაბიძე 1915.)


Posted by: merciamercia 1 Sep 2013, 13:52
QUOTE
იავნანაა ღამით ნამღერინანა ნანაო ნანი ნანაო

QUOTE
მინდორ-ველია და ნამქერიადა ჯეჯილია და ჯეჯილია,

QUOTE
ქალი ნატიფი,ქალი ყვავილი სურნელება და ტკობობა მარადი, მის სიყვარულში ,რომ დაითვრები უცხო ნოტებზე,რომ ამღერდები

საუკეთესოები ამოვარჩიე რა biggrin.gif
დაიწვა იგარი givi.gif facepalm.gif




***
ისეთნაირად გაჰქრა
ეს შემოდგომა ქარვის,
რომ ერთი გაღიმებაც
არ მოუცია არვის.

მაგრამ ასი წლის შემდეგ
შენ გამამართლებ არა?
მადლობელი ვარ მაინც,
ჩემთვის ეს გრძნობაც კმარა.

აბა რას ვგავდით გუშინ
ან მე, ანუ შენ, ან ის?
რისთვის გვწყუროდა ყველას,
გულში ჩაგება დანის?

ნამეტანია, საით?
იქ შენ არავინ გელის,
ნუ გეჩქარება ნახვა
იმ უბედური ველის.

გალაკტიონი


არ მიყვარს სხვისი წაკითხული ლექსების მოსმენა, მაგრამ ჯინორია გამონაკლისია <3

Posted by: nini gogo 1 Sep 2013, 14:02
merciamercia
ოჰ ,,მერცია როგორი დაუნდობელი ვინმე ხარ lam.gif fingal.gif

როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა,
ღიმილით გევხარ მაისის დღესა,
მე შენს თვალებში ვსჭვრეტ სამოთხესა
და მათი მჭვრეტი ვიწვი ცეცხლითა!
არ დაიჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ,
არ დაიჯერებ, არ დაიჯერებ, არ დაიჯერებ,
თუ ვით სატრფო ხარ!

როს უბედურ მყოფს მე მოშორება
გონებამტაცის მშვენიერების,
ვსთვლი მოწყინებით ჟამთ მჭმუნვარების
და სევდა გლახ-გულს დამეფარება!
არ დაიჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ!

ხან ძილსა იკრთობს, ხან სევდით ოხრავს,
ხანცა ყოველს სულს ამხიარულებს,
ხან სიკვდილს იწვევს, ხან შორით ოცნებს,
ხან ჰყვება სოფელს, ხან ცად მიფრინავს!
არ დაიჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ!

ნიკოლოზ ბარათაშვილი

Posted by: merciamercia 1 Sep 2013, 14:34
nini gogo
QUOTE
ოჰ ,,მერცია როგორი დაუნდობელი ვინმე ხარ   

ეჰ რა ვქნა ასეთი დაუნდობელი ვარ მე user.gif



Posted by: iunoonis 1 Sep 2013, 14:50

http://www.sazogadoeba.ge/index.php?post_id=14 - შთამბეჭდავი ლექსები აქვს, სხვათა შორის smile.gif ბლოგის მისამართი მითითებულია სტატიაში smile.gif

Posted by: nini gogo 1 Sep 2013, 15:08
merciamercia
შენ დაუნდობელი რა საყვარელი ხარ და დანდობილი ვინ იქნები წარმომოდგენაც მიჭირს bis.gif

iunoonis
up.gif როგორი ჭკვიანი და ჩაძირული თვალები აქვს ამ ნიჭიერ ადამიანს love.gif love.gif
"ზარმაცი კაცი ვარ მეტისმეტად. იმდენი რამე მეზარება,იმდენი, რომ...მაგაზე ფიქრიც კი მეზარება"-givi.gif ნამდვილი ქართველია..


არც-რა ტანთ მცვია, არც ფეხთა

არც-რა ტანთ მცვია, არც ფეხთა,
დავდივარ დედიშობილა,
მეც იმათ ჯოგიდამა ვარ,
ვინც სიღარიბით ცნობილა.
ამ წუთისოფლის თორნეში
ბევრი სხვა გამოცხობილა.
ჩემს გარდა ასეთს ყოფაში
მრავალი სხვაცა ყოფილა.
ყველას სამარე მიგველის,
ვინც დედის მუცლით შობილა.
საგმობიც ვიყო, ქედს არ ვხრი,
თავი მდიდარი მგონია,
ისეთი, თქვენმა ძმობამა,
ჯერ არვის გაუგონია.
მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა:
მთაში - მთა, ბარად - ბარია,
ზღვა და ხმელეთი ერთიან,
ცას - ვარსკვლავების ჯარია,
დილით მზე მანათობელი,
ღამის გუშაგი მთვარია,
მდიდართ სიმდიდრით ღიღინი,
ბეჩავთ ქვითინი მწარია,
ავდარი, ჟინჟლი, ცის ქცევა,
ცა მოწმენდილი, დარია;
დილით გაფურჩნა ვარდისა,
მთელი იმისი გვარია:
ია, უღრანს ტყეს მოსული,
თალხ-კაბა, ენა-მტკბარია,
კლდის თავს გაშლილი პირიმზე, -
მთის სასახელო ქალია;
მარგალიტივით მდელოზედ
ბრჭყვიალა დილის ცვარია.
ზამთრის ზვავების ქუხილი,
გაზაფხულს წვიმის ღვარია,
იქ ჯოჯოხეთი, სამოთხის
თუ დამიკეტეს კარია.
ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ;
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! –
მძინარიც იმას ვდუდუნებ;
საწყალთ საწყლობა რომ მესმის,
იმათ ვარამზე ვწუწუნებ;
არცროს უსაქმო არა ვარ,
მუდამ ვკოწიწობ, ვჩუჩუნებ.
ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები,
ბეჩავთაც გავუზიარებ.
სიკეთისათვის სიკეთეს
არავის დავუგვიანებ.
ავის თქმით, ავის ქცევითა
გულს არვის დავუზიანებ.
ხარს ვგავარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ:
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! –
მძინარიც იმას ვდუდუნებ;
საწყალთ საწყლობა რომ მესმის,
იმათ მაგივრად ვწუწუნებ;
ხანდახან ჟინი ამიღებს,
სიმღერას დავაგუგუნებ.

(ვაჟა-ფშაველა)

Posted by: ratomac aRa 1 Sep 2013, 16:23
ბოლოს ეს მომეწონა :

ჩემი სახლი იფნის ჩრდილია,
მეზობელია თავად იფანი.
ჩემო სიცოცხლევ, ისე მიდიხარ,
ვერც შემოგხედე ვერც გაგიცანი.
ჩემო რიჟრაჟო,
შუადღევ ჩემო, როგორ მინდიხარ,
არადა უკვე,
უკვე ბინდი ხარ!
ჩემი სახლი იფნის ჩრდილია,
მეზობელია თავად იფანი.

Posted by: merciamercia 1 Sep 2013, 16:56
nini gogo
QUOTE
შენ დაუნდობელი რა საყვარელი ხარ და დანდობილი ვინ იქნები წარმომოდგენაც მიჭირს  

არა და არ იცი რა ქუნქულა და საყვარელი ვარ ups.gif givi.gif facepalm.gif



შენ და შემოდგომა

არის ნეტარება - ხშირად მოაგონდეს
პოეტს შედარება: შენ და შემოდგომა.
შუქი არ ინთება ჩამქრალ იაგუნდის,
ოხვრა, გარინდება, შენ და შემოდგომა.

ღამე ბნელზე ბნელი მისდევს უდროობის.
როგორც ბელზებელი, ქარებს უსადარესს,
ცრემლი უნდობარი გახრჩობს მარტოობის,
მაგრამ მეგობარი, ვაი, არსად არის.

მხოლოდ გაგონება ჰანგის უნაზესის
დაგრჩა მოგონებად: არ ღირს გამოდგომა.
გული უდაბნოა, სული - ოაზისი;
შენ და შემოდგომა, შენ და შემოდგომა.

გალაკტიონ ტაბიძე

Posted by: nini gogo 1 Sep 2013, 20:39
merciamercia
QUOTE
არა და არ იცი რა ქუნქულა და საყვარელი ვარ
შენ(შემოდგომა...)

ვიცი ვიციი.. ნუ თავიდან არ ვიცოდი მაგრამ ახლა ვიცი ups.gif love.gif



შენ
შემოდგომა თვალებით დაგაქვს...
მე კი,
მისივე ფერებით მთვრალი
როცა გიყურებ,
მგონია არ აქვს
ცხადსა და მირაჟს რაიმე ზღვარი.
შენ ვარსკვლავები გინთებენ თვალებს,
ცას როცა უმზერ -
მრავალხალიანს...
მე რომ ფრაზები ვზომე და ვთვალე,
ალბათ, გწყინს,
რატომ არ მითხარიო...
და მაინც მშვიდად,
როგორც ყოველთვის,
მიჰყვები ქუჩის სევდისფერ საფარს,
როგორც ამბორი დამშვიდობების,
შენ შემოდგომა თვალებით დაგაქვს...

თეა თაბაგარი





Posted by: norusik 1 Sep 2013, 21:00
pamplona
როგორ ვერ წაიკიტხავთ, უბრალოდ მომწონს.
* * *
merciamercia
მაგ სიტყვებში სასაცილო ნამდვილად არაფერია

Posted by: nini gogo 1 Sep 2013, 21:29
ქისტის ქალების საუბარი

პირველი ქალი

მე ისეთი ქმარი მინდა, ქალებო,
შავი ღამე დღენათელი ეგონოს,
ცხენი ჰყავდეს - მოპაექრე ქარების,
შვიდი მერნის გამძლეობის მექონი!
თოფი ჰქონდეს - ბეჭდის თვალსაც არ ასცდეს,
სატევარი - მტერს გულში განეწონოს,
მუხლი ჰქონდეს - შუაღამე ქარაფზე
მიდიოდეს და შარაგზა ეგონოს!
მე ისეთი ქმარი მინდა, ქალებო,
ღონით, მარტომ, ცხრა ვაჟკაცი შეკონოს,
ტანი ჰქონდეს - ჩამოსხმული ყალიბში,
შევხედო და... ჩვენი ციხე მეგონოს!

მეორე

მე კი, დებო, ქმარი მინდა ისეთი:
გული ჰქონდეს, შიში კი არ იცოდეს,
გარს რომ ერტყას მტერი, როგორც ნისლეთი,
იგი ხირიმს დამშვიდებით ისროდეს!
მე, ქალებო, ქმარი მინდა ისეთი:
თვალი ჰქონდეს, ბინდი კი არ იცოდეს,
ყური ჰქონდეს, ჩემგან თქმული: ,,ვის ეტრფი?’’
დღის სავალზე მიესმას და მიცნობდეს!
რიჟრაჟის ჟამს მომიტაცოს ჯიგიტმა,
მდევარს მარტო აბრუნებდეს ის ერთი;
მე შევხედო - შეკრთეს როგორც ჩვილი ყრმა,
ჰოი, დებო, ქმარი მინდა ისეთი!

მესამე

მე, ქალებო, ქმარი სულაც არ მინდა:
ის ჩემს ციალს მოევლება ღრუბლებად...
გიჟმაჟობა მომექცევა არმადა,
მომაკლდება ტკბილი თავისუფლება!
ჩემს სილაღეს გაჰყიდიან არბითად
და აბრაგი დამიმონებს ბოროტი...
მე, ქალებო, ქმარი სულაც არ მინდა,
ქალწულობა მირჩევნია ბოლომდის!..
მე, ქალებო, ქმარი სულაც არ მინდა,
და თუ მამა მაინც მიმცემს მეურვეს,
ვინატრებდი: ჩემი ქმარი, ამ დღიდან,
ძებნას აღარ დაუწყებდეს მეორეს!..

Posted by: merciamercia 2 Sep 2013, 00:12
norusik
QUOTE
მაგ სიტყვებში სასაცილო ნამდვილად არაფერია

ნამდვილად, სატირალი უფროა sad.gif((
ისე შენი ,,შემოქმედებაა ''?


nini gogo
QUOTE
ვიცი ვიციი.. ნუ თავიდან არ ვიცოდი მაგრამ ახლა ვიცი     

2kiss.gif

Posted by: norusik 2 Sep 2013, 08:23
QUOTE (merciamercia @ 2 Sep 2013, 00:12 )
merciamercia
იავნანაა ღამით ნამღერინანა ნანაო ნანი ნანაო

მინდორ-ველია და ნამქერიადა ჯეჯილია და ჯეჯილია,

ქალი ნატიფი,ქალი ყვავილი სურნელება და ტკობობა მარადი, მის სიყვარულში ,რომ დაითვრები უცხო ნოტებზე,რომ
ამღერდები.

საუკეთესოები ამოვარჩიე რა
დაიწვა ჟიგარი

არც რუსთველი ვარ, არც ილია ვარ
არც გალაქტიონ ჩემი მხარისა
ერთი უბრალო მიწიერი ვარ
მოსულ ამ წუთისოფელსა.

Posted by: orovela87 2 Sep 2013, 12:27
nini gogo

არავის არ გავუბრაზებივარ. smile.gif ასე არ ვფიქრობ უბრალოდ რეალობა დავწერე.

ალეგორიულად გამოვხატავ ჩემ სათქმელს დღევანდელი "მანდილოსნების" 75%-ის მიმართ: "შენ რომ ხარ მისთანა კაცის გახარებისთვის, არ ღირდეს იქნება მე რო ვარ მისთანა კაცის მოკვლა ბონია..."

Posted by: In_private 2 Sep 2013, 12:39
შენ ჩემში უკვე შემოდგომის სიშიშვლეს ხედავ:
რტოებს სიყვითლე ფოთლებისა შემოძარცვია,
ფრინველთ გალობა შეუცვლია გოდებას ხეთა
და ტყეს სამოსი არასოდეს თითქოს არ ცმია.
შენ ჩემში ხედავ წარსულ დღეებს მიმწუხრიანებს,
მეწამულ სხივებს დასავლეთის ცაზე მოფენილს,
ქრება ნათელი, შუაღამე ავად ხრიალებს
და მოუსავლეთს ემგვანება წუთისოფელი.
ვიცი, რომ უკვე მიმქრალ კოცონს მადარებ გულში,
ღადარი დღებს დაუნაცრავთ, ცხარე ცრემლიანთ,
და რაც სინაზით ძიძაობდა სიცოცხლეს გუშინ,
ახლა მისისვე სასიკვდილო სარეცელია.
რაც უფრო ამჩნევ, – სააქაოს თითქმის არღა ვარ,
მით უფრო მეტრფი, ვით განწირულს დასამარხავად

Posted by: merciamercia 2 Sep 2013, 12:44
norusik
QUOTE
არც რუსთველი ვარ, არც ილია ვარარც გალაქტიონ ჩემი მხარისაერთი უბრალო მიწიერი ვარმოსულ ამ წუთისოფელსა.

ხო ოღონდ გალატიონი და არა გალატიონი wink.gif


Posted by: burnchurch 2 Sep 2013, 14:21
ქვეყანაზედ და ზეცაზედა იყო დუმილი,
მოლხენით იყვნენ უდარდელნი მთიებნი ცისა...
და მე კი მკლავდა მწუხარების წყლულთა ტკივილი,
შიგ გულში მედვა სასიკვდილო გესლი სევდისა.

სული მიგუბდა, გული მტეხდა ტკივილით, ტანჯვით,
თითქოს ჩემს გვამსა ზედ-გადესხა ნავთი მდუღარე,
ძარღვნი სკდებოდნენ საშინელის წვითა და დაგვით,
ტვინი მეწოდა, გესლი მწვეთდა თვალთაგან მწარე.

ესე უწყალოდ განწირული და დაშთომილი
ვეგდე მარტოკა უცხო ცის ქვეშ დიდ კლდისა პირსა,
ქვეყანაზედ და ზეცაზედ კი იყო დუმილი,
მოლხენით იყვნენ უდარდელნი მთიებნი ცისა!

====================================

ჩუმ მაღნარშია წამოწოლილი
ვიყავ, ზედ მედგა ხის უხვი ჩრდილი,
და საიდღამაც ნაზი ბულბული
სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.

დიდხანს და დიდხანს ვუგდებდი მე ყურს
იმ ხმას საკვირველს, იმ ხმასა გრძნეულს;
ვგრძნობდი ჩემ სულის მშვიდ აღმაფრენას
და გულის ჩემის სულ სხვა-რიგ ცემას.

დიდხანს ვატარე, დავღალე თვალი,
ვერსად ვერ ვპოვე ის მომღერალი;
თურმე, ჩემს გულში ნაზი ბულბული
სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.



ი. ჭავჭავაძე

Posted by: norusik 2 Sep 2013, 14:25
merciamercia

ხო ოღონდ გალაკტიონი და არა გალაქტიონი

აუ გამომიჭირა smile.gif , კაი რა იყო რას გამომეკიდე სიტყვებში, ინსტიქტურად მომივიდა
* * *
ყველაფერი შეიძლება მოხდეს...

ყველაფერი შეიძლება მოხდეს:

მთა მთას შეხვდეს, მზე მთის იქით მოხვდეს,

ვარდი დაჭკნეს, როს ბულბული მოსხლტეს, -

ყველაფერი შეიძლება მოხდეს.




შეიძლება, როს დაბნელდეს არე,

ხევებს იქით გადაქანდეს მთვარე,

შეიცვალოს ვარსკვლავების არე, -

ყველაფერი შეიძლება მოხდეს.


შეიძლება, შხამით სავსე სასმისს

გიწვდიდეს ხმა მეგობართა რაზმის,

თან საშინელს გიმზადებდეს რასმეს, -

ყველაფერი შეიძლება მოხდეს.


სამშობლოს წინ ყოველ ვალთა მოხდის,

მშვიდობის წიგნს გვირგვინს ვერვინ მოხდის,

მშვიდობის გზა რომ ოდესმე მოკვდეს,

არა, ეს არ შეიძლება მოხდეს.


/ გალაკტიონ ტაბიძე /

Posted by: nini gogo 2 Sep 2013, 22:11
ერთი ქალი შემიყვარდა,
ქალი, ხოხბისკისერა.
როცა ვკითხე, თუ ვუყვარდი,
მიპასუხა:
- ისე, რა!
გული წალკოტს დაემგვანა,
ნარწყავსა და ნაბარავს.
გულს ჩავძახე: - შემიყვარებს?
ამომძახა:
-აბა რა!.
ერთი ქალის სიყვარულმა
გული გადამისერა,
მთვარეს ვკითხე: - შემიყვარებს?
მიპასუხა:
-ისე, რა!..
მთვარემ გული გამიტეხა,
დავრჩი ბედის ამარა,
ცისკარს ვკითხე: - შემიყვარებს?
მიპასუხა:
- აბა რა?!
მე მიყვარდა, იმან კიდევ
გული არ მომაბარა...
მკითხა - ჩემთვის თავს გაწირავ?
ვუპასუხე:
- დავფიქრდები... ან გავწირავ, ან არა!..

გენრი დოლიძე

Posted by: pamplona 2 Sep 2013, 23:50
nini gogo
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif love.gif

ოოოო გენრი love.gif

Posted by: norusik 3 Sep 2013, 07:51
ალიონზე დილით, თვალთა ცქერა ირგვლივ
ბადებს გულში სითბოს დღისით,ყოველ დილით
მშვენებაა სულის ყოველ დილის ტკბობა
ტკბობა ცქერით მინდვრის, თრობა სურნელთ იით

შემოსძახებს სალამს წითელ ქოჩრიანა
მოგვახარებს დილას გათენებას დღისას
აგვაჩქროლებს მარდად და დაგვიდობს ბანად
ქართულ სულთა ძგერას. მრავალჯამიერს.

Posted by: nini gogo 3 Sep 2013, 12:42
pamplona
love.gif

QUOTE
ოოოო გენრი

პოეტებმა სხვანაირი სიყვარული იციან...ასე მგონია მეც ...




პოეტებმა სხვანაირი სიყვარული იციან
თეთრ ფურცელზე სტრიქონი ხტის,
ერთგულების ფიცია?
პოეტებმა სხვანაირი,
სიყვარული იციან.
ჩემი გული საით მიჰქრის?!
თითქოს ფრთები შესხმია,
ამოსუნღქვას რომ მოჰყვება,
ალბათ გრძნობის ლექსია.
ისევ ვებრძვი, ვიღაც დემონს,
ვებრძვი დემონს, შავფრთიანს,
ო, ეს სული დარდით სავსე,
ღამემ სად არ ათრია.
მერე სადღაც დრო შეჩერდა,
შეწყდა წამი, საათი,
ახალ ცეცხლს და ახალ ვნებას,
გაჰყვა ფიქრი ტაატით.
სიყვარულში ვეჯიბრები,
გალაქტიონს, ტიციანს,
პოეტებმა სხვანაირი
სიყვარული იციან.
გრძნობა ზეცას მივაწვდინე,
მწველი, ცეცხლის ალებით,
მინდა სული დავასვენო,
უღმთოდ განაწვალები.
მზეს, რომ მიწვდა, ამიტაცა,
ჩემი მუზის კვიცია,
გულმა გული უცებ იცნო,
შენსკენ გამოიწია.
ამგვარ გრძნობას, ალმოდებულს,
კოცონად რომ აეშვა,
მოკვდავი ვერ გაუგებდა,
ასეთ ცეცხლს და კაეშანს.
ფიროსმანმა ვარდით მორთო,
აივნები, ქუჩები,
კვლავ შენს სახელს ჩურჩულებენ,
თრთოლვით ჩემი ტუჩები.
მოკვდავი ვერ გაუგებდა,
ამ რიდსა და ამ კრძალვას,
არ მსურს ისევ ოცნებების
და გრძნობების დაკრძალვა.
საგულეში გული მითრთის,
შეშინებულ ბავშვივით,
ცაში ხტიან სტრიქონები,
გაუხედნავ რაშივით.
ამოვარდნილ ყველა სიტყვას,
ალმოდებულს გრძნობებით,
კვლავ ნაცარი მიაყარეს,
დიდი თავგამოდებით.
ვერ გაუგეს გალაქტიონს,
ვერ გაუგეს ტიციანს,
”სულელებო”! პოეტები,
სულ სხვა ცეცხლით იწვიან.


დალი ყარაულაშვილი

Posted by: gochaj 5 Sep 2013, 01:05
nini gogo
QUOTE
ერთი ქალი შემიყვარდა,
ქალი, ხოხბისკისერა.



ოოოოოოო, გენრი! კარგია!

Posted by: nini gogo 5 Sep 2013, 11:16
ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს,
მაგრამ მე მაინც მინდოდა მეთქვა,
რომ დღემდე შენით ვცხოვრობდი მხოლოდ,
შენ იყავ სუნთქვაც და გულის ფეთქვაც.

გადიან წლები და ფიქრით დაღლილს
გადაუხდელი მრჩება ვალები
და მეკარგება მშობლების სახლი -
აუტანელი და საყვარელი.

მე არ ვკითხულობ, რად მოხდა ასე,
ან რად შემჯავრდა, რაც ადრე ვწერე,
ან რად დავკარგე შენს თვალში ფასი
ამდენი ცდის და წვალების მერე.

ალბათ ასეა ცხოვრების წესი,
მკაცრი სიმართლით პირამდე სავსე,
და ამ სიმართლით ივსება ლექსიც,
რომ ხვალ მეხივით დამატყდეს თავზე.

მაგრამ ჯერ უნდა მოვიდეს თოვლი
და გადმოჰფინოს თეთრი აფრები
და შენი ნაზი სხეულის თრთოლვით
ათრთოლდეს თოვლიც და ყველაფერი.

მე ვაღებ სარკმელს და ჭადრებს ვითვლი,
ჭადრებს გაქცევა შეეძლოთ თითქოს,
და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის,
თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ.


ოთარ ჭილაძე

Posted by: wuma 7 Sep 2013, 13:43
არა! ხვალაც ვერ დაივიწყებ ცხოვრებას!
ხვალაც ამოვა ის დიდი, მღელვარე მზე
და გულის სარქველს აგილოკავს ცხელი ბაგეებით.
ნუთუ გგონია უკანასკნელ სიყვარულსაც
ასე იოლად გადაურჩები?
შენ აქ ვალს იხდი, მაგრამ დღისით,
შემოდგომის ნაღვლიან წვიმაში
დაინახავ, რომ ხეებს უცნაურად ეცვლებათ ფერი
და შეგაშფოთებს შემოდგომის წვიმის სიცივე.
არა, ხვალაც ვერ დაივიწყებ ცხოვრებას,
თუ ღმერთმა მოგისაჯა, რომ შენს სულში,
როგორც სანაგვე ყუთში,
იყრებოდეს მთელი დღის ჩენჩო.
ღამით ხომ ფრჩხილებივით იზრდებიან ტკივილები.
შენ წახვსლ ტანჯვის ბილიკებით,
ხოლო შენს სახეს გადაფარავს ღიმილის მტვერი,
ღიმილის მტვერი გადაფარავს შენს მწარე ღამეს
და დაობებულ სიზმარიდან გადმოაბიჯებ.
შენ ის კარი ხარ-გრიგალი რომ
აქეთ-იქით კედლებს ახეთქებს,
შენ ის კარი ხარ-სუყველას რომ შეუძლია
გასვლა-გამოსვლა,
შენ ის კარი ხარ-
სამუდამოდ ღია და ცივი..

თამაზ ბაძაღუა

Posted by: nini gogo 7 Sep 2013, 15:58
სიჩუმე ყვირის...და ეს ხმაური
ახლა ყველაზე უფრო მაწუხებს...
საკუთარ სულის აურზაური
ჩემს ოცნებებში მიჭერს მარწუხებს...
სიჩუმე ყვირის...და ყველაფერი
დამუნჯებული ჰაერით თვრება...
მე სიმარტოვეს ცოლად გავყევი
და სინამდვილეს გადაყვა ვნება...
სიჩუმე ყვირის...და ეს ხმაური
როგორც ეკალი სულში, მაწუხებს,
მე ჩემს ოცნებებს ისე ჩავუვლი...
შენს ერთ ოცნებას არ შევაწუხებ

Posted by: geo_spamer 7 Sep 2013, 21:48
ტირი?
_ჰო, ვტირი...
_მერედა რატომ?_ეს მკითხა
ქარმა დარჩენილს მარტოდ.
_გიყვარს?
_ჰო, მიყვარს... _რამ შეგაყვარა_ დამძახის
ქარი, მე უფრო მეტად მომაწვა
დარდი... ქარი კი
ქროდა დღისით და ღამით, და
მეკითხება:
_რად გიყვარს მაინც? თუ მიგატოვა და გიღალატა ის
სიყვარულის რაღა ღირსია?
_დამნაშავეა, მაგრამ რა ვუყო,
რომ ჩემი გული მხოლოდ
მისია...
_პატარა ქალო ნუ გადამრიე აღარ უყვარხარ ის ხომ
სხვისია.
_გაჩუმდი ქარო, ნუ ვეყვარები,
არ დავუჩოქებ ნება მისია.
მაგრამ სიყვარულს
და წმინდა გრძნობებს არავის ვაძლევ სესხად, ნისიად...
უკვე დაბნელდა და სიჩუმეში,
ისე გაისმა ქარის ზუზუნი,
მტვრის კორიანტელს
ცაში ახვევდა, მოჰქონდა
ჩემთან ხეთა ჩურჩული: _მარტო ის გიყვარს?_ მკითხა
ჭადარმა._მარტო იმისთვის
ტირიხარ ასე?
ვუწყრებით იმას, ვიმც
ამისთანა ძლიერ სიყვარულს
დაასამარებს. ვინც შენისთანა გულის მეუფეს გართობის
ფიქრთან გაათანაბრებს

Posted by: nini gogo 7 Sep 2013, 21:59
QUOTE
ვუწყრებით იმას, ვიმც
ამისთანა ძლიერ სიყვარულს
დაასამარებს. ვინც შენისთანა გულის მეუფეს გართობის
ფიქრთან გაათანაბრებს





ახლა უფრო მდუმარეა ზეცა,

ვინ მიხვდება ჩემს ამნაირ გლოვას?

ისევ ციდან ველოდები მერცხალს,

მაგრამ ციდან ქარიშხალი მოვა.



გათენდება ქარიანი კვირა.

ბედისწერა დაეტყობა ხელებს.

მოვა დარდი და ვეწვევი ხშირად

შემოდგომის გაყვითლებულ ველებს.



მიწა უნდა ჩემს უბრალო თვალებს,

ღმერთო ჩემო, ახლა უკვე დროა,

მოვა ჩუმი შემოდგომა მალე,

შემოდგომას სიხარული მოაქვს.



ახლა მეტი მწუხარება არის,

ვიღაც ალი სამარესთან გოდებს,

და წაიღებს შემოდგომის ქარი

უფსკრულისკენ გარინდებულ ფოთლებს.



ახლა უფრო მდუმარეა ზეცა,

ვინ მიხვდება ჩემს ამნაირ გლოვას?

ისევ ციდან ველოდები მერცხალს,

მაგრამ ციდან ქარიშხალი მოვა...

ტერენტი გრანელი

Posted by: Frankens†ein 7 Sep 2013, 22:03
ჩემი საყვარელი ლექსი:

გარეთისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს,
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ როგორც სიციევს...

გარეთ კი წვიმით სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენულ სიცხეს,
მე აღარ მინდა რომ სხვებს დაბრალდეთ
ჩემი სიჩუმე და ხმარს ვიწყებ.

გათავდა, აღარ ჩამოგეხსნები,
არ ვიცი ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე, სულში,

ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს,
საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, ცრემლის,
შენ ხარ აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი....



მაგარია ჭილაძე

Posted by: nini gogo 7 Sep 2013, 22:18

დავბერდი? - არა

ცხოვრებისაგან წყალწაღებული
მე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე.
გამარჯვებული, გალაღებული
მიყვარხარ კიდევ!

დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!

ვინ დააწყნარებს მეტეხის მორევს?
ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს?
მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს,
გულში - სიყვარულს.

და თუ ხანდახან ფშატის ხესავით
ვერცხლის ჭაღარას მეც შევერევი, -
გწამდეს, შენს თვალებს დაუკვნესავი
ვერ შეველევი.

დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილს სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!


იოსებ გრიშაშვილი

Posted by: საკურა. 8 Sep 2013, 01:11
მე შენ გიღალატებ ცოლთან,
მოვა ის უგულო ღამეც
და ეს ოცნებებიც ორთა,
ნერვებგადაყვლეფილ წამებს
უფრო გააზანტებს, რათა,
ვიგრძნო საუკუნო ზიზღი
თავის და სხვათა და სხვათა!
მიწყივ საკუთარის, მიწყივ...

მე შენ გიღალატებ ცოლთან,
გული უძღებია კაცის,
შენთან ყველაფერი მქონდა,
მქონდა დიდებაც და მარცხიც
გამოერეოდა ზოგჯერ...
მარცხს ვინ დაეძებდა - გწამდი!
ქისტის მარჯვენივით მოგჭერ
კუზად ამოზრდილი დარდი.

მე შენ გიღალატებ ცოლთან,
ვიღაც თაფლობისთვედ ვედრებს
მას, რაც შხამისფერად მორთავს
ჩვენი საძინებლის კედლებს.
და გულს უშენობა ნელა,
მშვიდად გამოუტანს წირვას:
ბნელა, შუადღითაც ბნელა!
მცივა, ზაფხულშიდაც მცივა!

შენ მე მიღალატებ ვეღარ
რადგან ერთგული ხარ ფიცის...
რადგან ვეღარავის ხედავ -
რადგაც აღარავინ იცი.
მე ვერ შეგიფერებ რადგან
აღარ შემიძლია დრამა,
ბრბოსაც ურჩევნია ფარსი!
ყალბი სიყვარულის დადგმა!!!

მე შენ გიღალატებ ცოლთან,
მაგრამ სიკვდილის წინ თუკი
ბოლო ნატვრის ნება მქონდა
და თუ ავაგლიჯე ლუქი
(შენც ხომ უჩემობა არ გსურს?)
ნატვრის ჩაჟანგებულ კარებს,
კვლავ შენს საპატრონო ამ სულს
შენივ გულის კოვზზე დავლევ!!!
* * *
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
კლდენი ჩამორეცხონ ცრემლებმა,
შორიდან მოგიარონ მორიდებით,
სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა.
ხვამლი და მთაშავა ჩამოზვავდეს,
მამულეთს გაჰქონდეს გოდება,
ქარაფებს გადავლებულ ამორძალზე,
უხმოდ გისამძიმრონ ლოდებმა.
ახლად გამოჩორკნილ სატივეზე,
ვეფინო უშენობით დაღლილი,
ბებერი რიონის ნაპირებზე,
ტკივილი დაყმუოდეს ძაღლივით.
დევკაცნი მიტატებდნენ მორიდებით,
მძიმედ მიითვლიდნენ ნაბიჯებს...
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
შენში უჩემობა გაგიჟდეს!!!

ამაზე ვგიჟდები.....
რომ ვკითხულობ სულ წარმოვიდგენ რომ ვიღაც "მოხეული" ქართველი კითხულობს....
აი ტანში რომ დაგბურძგლავს ისე.... biggrin.gif

Posted by: nini gogo 8 Sep 2013, 11:04
ცოდვა დამედო, – შემიყვარდა ჩემივე თავი,
თავმოთნეობამ სული ჩემი მოინადირა
და რადგან ვატყობ, ძალა არ მაქვს გუმანთან დავის,
ამ სენისაგან ვერაფერი მიხსნის ადვილად.
ჩემზე ლამაზი სხვა არავინ არ მეგულება,
მხიბლავს ეს სახე, ღვთაებრივად ჩამონათალი,
მჯერა, რომ მართლაც სრულყოფილი შექმნა ბუნებამ,
მჯერა, რომ ქვეყნად არ არსებობს ჩემი ბადალი.
მაგრამ როდესაც ჩემს უტყუარ სარკეს ჩავხედავ,
შევეფეთები დაბერებულ სახეს საშინელს,
მაშინვე ვხვდები, რომ გონებამ გამათავხედა
და საკუთარი თავის ტრფობა კვდება მაშინვე.
მე ჩემი თავი შენმა ტრფობამ თუ შემაყვარა,
შენი ნორჩობის გაზაფხულით ვფერავ ჭაღარას.

შექსპირი

Posted by: wuma 8 Sep 2013, 11:55
QUOTE (საკურა. @ 8 Sep 2013, 01:11 )
მე შენ გიღალატებ ცოლთან,
მოვა ის უგულო ღამეც
და ეს ოცნებებიც ორთა,
ნერვებგადაყვლეფილ წამებს
უფრო გააზანტებს, რათა,
ვიგრძნო საუკუნო ზიზღი
თავის და სხვათა და სხვათა!
მიწყივ საკუთარის, მიწყივ...

მე შენ გიღალატებ ცოლთან,
გული უძღებია კაცის,
შენთან ყველაფერი მქონდა,
მქონდა დიდებაც და მარცხიც
გამოერეოდა ზოგჯერ...
მარცხს ვინ დაეძებდა - გწამდი!
ქისტის მარჯვენივით მოგჭერ
კუზად ამოზრდილი დარდი.

მე შენ გიღალატებ ცოლთან,
ვიღაც თაფლობისთვედ ვედრებს
მას, რაც შხამისფერად მორთავს
ჩვენი საძინებლის კედლებს.
და გულს უშენობა ნელა,
მშვიდად გამოუტანს წირვას:
ბნელა, შუადღითაც ბნელა!
მცივა, ზაფხულშიდაც მცივა!

შენ მე მიღალატებ ვეღარ
რადგან ერთგული ხარ ფიცის...
რადგან ვეღარავის ხედავ -
რადგაც აღარავინ იცი.
მე ვერ შეგიფერებ რადგან
აღარ შემიძლია დრამა,
ბრბოსაც ურჩევნია ფარსი!
ყალბი სიყვარულის დადგმა!!!

მე შენ გიღალატებ ცოლთან,
მაგრამ სიკვდილის წინ თუკი
ბოლო ნატვრის ნება მქონდა
და თუ ავაგლიჯე ლუქი
(შენც ხომ უჩემობა არ გსურს?)
ნატვრის ჩაჟანგებულ კარებს,
კვლავ შენს საპატრონო ამ სულს
შენივ გულის კოვზზე დავლევ!!!


ბერეთელი love.gif

ჩემი სიკვდილი

ტკივილი ფონია, კაკტუსი-სიმბოლო.
ღამეებს გამაკრეს სამსჭვალით ეკლების...
ამაღამ სიკვდილი რომ გამოვიგონო,
მიზეზს გამართლება უთუოდ ექნება.

ლექსებით სიკვდილი რომ გამოვიგონო...
რა ყულფი?! უჰ, ლულას საფეთქელს შევახებ?!
სად ის, რომ იფეთქებ მეხივით სტრიქონად
და ჯოჯოხეთის კარს წიხლით რომ შეაღებ!

სად ის, რომ ჩაუვლი ამაყად გაბრიელს,
რიდი შენ კი არა_ შენი რომ ექნებათ...
მთელი დღე ლექსებმა დღეს ხელი დამრიეს!
უჰ, ხელი დამრიეს მთელი დღე ლექსებმა!..

წუთისოფელმა კი იდინოს, იგოროს;
(ვინ გხედავთ, თვალებო, დარდით რომ მევსებით.)
მე ჩემი სიკვდილი მსურს გამოვიგონო_
ლექსებით სიკვდილი... სიკვდილი ლექსებით...

Posted by: geo_spamer 8 Sep 2013, 13:35
nini gogo
QUOTE
ცოდვა დამედო, – შემიყვარდა ჩემივე თავი,
თავმოთნეობამ სული ჩემი მოინადირა
და რადგან ვატყობ, ძალა არ მაქვს გუმანთან დავის,
ამ სენისაგან ვერაფერი მიხსნის ადვილად.
ჩემზე ლამაზი სხვა არავინ არ მეგულება,
მხიბლავს ეს სახე, ღვთაებრივად ჩამონათალი,
მჯერა, რომ მართლაც სრულყოფილი შექმნა ბუნებამ,
მჯერა, რომ ქვეყნად არ არსებობს ჩემი ბადალი.
მაგრამ როდესაც ჩემს უტყუარ სარკეს ჩავხედავ,
შევეფეთები დაბერებულ სახეს საშინელს,
მაშინვე ვხვდები, რომ გონებამ გამათავხედა
და საკუთარი თავის ტრფობა კვდება მაშინვე.
მე ჩემი თავი შენმა ტრფობამ თუ შემაყვარა,
შენი ნორჩობის გაზაფხულით ვფერავ ჭაღარას.

QUOTE
შექსპირი

59_ე სონეტია ხომ? love.gif

1. ნუ შეშინდები მკვდარი ძვლისაგან!
სულმა დამტოვა; _ სიცოცხლე მორჩა.
თუმც განსხვავებით ცოცოხლებისაგან,
სისულელეებს მე აღარ ვროშავ.

2. მეც ხომ მიყვარდა; და მეც მართობდა
ცხოვრება. ძვლებს კი მიწა ეხვევა.
მიდი ამავსე! _ შენი დათრობა,
ჯობია მატლის ტუჩის შეხებას.

3. ჯობია ვაზის ნაჟურით გავსონ,
ვიდრე ჭიების იყო საჭმელი;
ჯობია ისევ სასმისს გამსგავსონ;
დალიონ შენით ღმერთის სასმელი.

4. და სადაც ერთ დროს ბრწყინავდა ტვინი,
რომ ყოფილიყო სხვებისთვის მარგი,
სიცარიელე დარჩა და ღვინით
შეივსოს, ნუთუ, არ არის კარგი.

5. მიდი დალიე, ვიდრე ეს ძალგიძს
თორემ როდესმე ვინმე გარდაცვლილს
გიპოვის შენაც; დაგირღვევს წყნარ ძილს;
ერთ დღეს სუფრაზე გიხილავ დაცლილს.

6.

რა ხეირი გვაქვს თავებისაგან,
ვიდრე ცოცხლები დავდივართ ქვეყნად?
ხოლო დახსნილნი მატლებისაგან,
გამოდგებიან უთუოდ მეტად..

Posted by: nini gogo 8 Sep 2013, 15:37
geo_spamer
QUOTE
59_ე სონეტია ხომ?

62--smile.gif

QUOTE
მეც ხომ მიყვარდა; და მეც მართობდა
ცხოვრება. ძვლებს კი მიწა ეხვევა.
მიდი ამავსე! _ შენი დათრობა,
ჯობია მატლის ტუჩის შეხებას.

rolleyes.gif chups.gif


რომ გაგინებენ, მას, ჩემო, რად ვერ ეჩვევი,
ჭორი ხომ მუდამ სილამაზის იყო მხლებელი,
მშვენიერებას სამკაულად დააქვს ეჭვები
და ცის სილურჯეც ყვავს არ დარჩა ხელუხლებელი.
ვერა გაგაკლოს, ღირსეული თუკი დაეჩა ხელუხლებელი
ვერა დაგაკლოს,ღირსეული თუკი დარჩები,
შენი სახელლი ჭორმა მხოლოდ განადიადოს,
ჭიაღუასაც ხომ იზიდავს კვირტი ნარჩევი
და შენ კვირტი ხარ, სილამაზევ, საგანთიადო!
თუმც გიძლევია საფრთხეები ყმაწვილკაცური,
გიზეიმია ცდუნებებთან ომის მოგება,
შენი სახელი ამ ბრძოლებში წმინდად დაცული
მაინც სუსტია შავი შურის დასაოკებლად.
და ოდნავ რომ არ გიბღალავდეს სახელს სოფელი,
გულთა სამყარო დაგრჩებოდა განუყოფელი.


დღეს შექსპირმა შემომიტია 70 სონეტი chups.gif

Posted by: geo_spamer 8 Sep 2013, 21:08
nini gogo
QUOTE
62--

მე მაპატიეთ 2kiss.gif
* * *
ქალი რომ დაგითქვავს პაემანს თავისთან
დაგხვდება გამომწვევ კაბით და მკლავებით,
შენ უნდა გახსოვდეს რომ უცხო არის
და გადაკეტე ზურგ სუკან ოთახის კარები.
არ უთხრა ყავაზე გადაჭრით უარი
,ალკოჰოლს თუ დალევთ, მან მეტი დალიოს,
როდესაც დათვრება გულდასმით უარეთ
რომ შენმა ფიქრმა და ზრუნვამ გადარიოს.
ლექსი წაუკითხე ალერსზე ხმადაბლა
ეცეკვე მგზნებარედ, თამამად, უხეშად
ასწავლე ტუჩებით ტუჩებზე გადაბმა
და კოცნა აქციე სევდიან ნუგეშად.
უთხარი, რომ მისი სუნისგან ირევი
რომ მისი სხეული აპრილზე ნაზია
დათვალე კაბაზე ნამცეცა ღილები
პეპლებად დაბერილ მკერდზე რომ აზია.
აჩვენე ნიღაბი, რომელსაც მოიხსნი
მიხვდეს რომ მარტო ხარ და მისით აივსე,
მსუბუქი მისი თმა სახეზე მოისვი,
ბევრი ესაუბრე ვნებაზე, მაისზე.
გაჩუმდი როდესაც დაიწყებ ფერებას.
რამე რომ ზედმეტი წამოგცდეს,
ინანებ ჯობია აჩვენო ვნების გახელება
და მერე დაღლილმა თვალები მინაბე.
ახლა მან დაიწყოს ზრუნვა და გიაროს,
ოთახში მთავრის შუქს შიშველი დაუდგეს
ღამემ გათენება რომ დაიგვიანოს
მზის სხივად ლოგინზე შენ უნდა გაუთბე.
როდესაც გადაღლილს ძილი მოერევა
და შენზე დაღვრილი ბურანში ჩარჩება,
იქაც არ მოაკლო მგზნებარე ფერება
ვერ შეძლოს სიცხადის სიზმრისგან გარჩევა.
ადექი ჩუმად და გამოდი სახლიდან,
თავთან დაუტოვე ყვავილის ფურცელი,
ვიდრე ამ შეგრძნებას სიყვარულს გახდი
და გამოებერება სიმწიფით მუცელი.
იარე ცარიელ ქუჩაში თავდახრით,
ცუდად მოიქეცი ასე რომ დატოვე,
თავს ირჩენ გრძნობებზე უხეში თავდასხმით
და ისევ ერთად ხართ შენ და სიმარტოვე.
დრო მოვა, როდესაც გონება შეშლილი
მიხვდები არავინ გიყვარდა მასავით,
მას კი გრძნობა ექნება შენდამი შეცვლილი
და გულში ჩაგიკრავს საყვარელ ძმასავით.
შეცდი რომ ასე ბრმად აყევი ჩემ რჩევას...
ქალი რომ თავისთან პაემანს დაგითქვავს,
ისწავლე ბედნიერ წუთების შემჩნევა...
ჩათვალეთ მე თქვენთვის ეს სიტყვა არ მითქვამს..

Posted by: მარიამ_მ 9 Sep 2013, 00:23
"დიდი ხნის შემდეგ...
როცა უსუსური, ხორცნაკლული თითებით
შეგეხები სახეზე და
თვალებში ჩაგხედავ –
მითხარი, რომ ისევ ლამაზი ვარ...

მაშინ,
როცა ერთმანეთს
შემოვაღამდებით...
შემოვათენდებით...
შემოვაბერდებით...
ყოველ კვირა დღეს, ჩემს ტაძრადქცეულ სულში
ხავსმოკიდებულ სანთლებს აგინთებ და
ვედრებად დავიცლები...

მხოლოდ მაშინ, როცა ზღვა
მზის ანარეკლს აისხლეტს (შუადღის სამზე)...
შენ მიმატოვე...
მე გაპატიებ!"

ლექსი არ არის მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს <3

Posted by: nini gogo 9 Sep 2013, 12:36
geo_spamer
მიპატიებია smile.gif chups.gif

QUOTE
ისწავლე ბედნიერ წუთების შემჩნევა...

love.gif



სუსტი არისო როცა ამბობენ ქალზე,
უცნაურია,რად არ იცინის ღმერთი?
ათასი კაცის ძალას დასჯაბნის ბევრჯერ,
იმ სუსტი ქალის,სუსტი ღიმილი ერთი...
რა მოხდა თუკი ზოგჯერ დაღლილი ფიქრით,
წვიმის ორ ცხელ წვეთს ჩამოაყოლებს ტკივილს...
ვითომ ძლიერი მამაკაცებიც ბევრჯერ ნატრობენ,
მაგრამ ვერ ახერხებენ ტირილს.
ქალი მზისგან და სინათლისაგან შექმნა ღმერთმა,
ქალს სხვანაირად ენატრება და უყვარს.
საერთოდ ქალი მხოლოდ კაცისთვის არა–
სამყაროსათვის გაუჩენია უფალს.
ვერ შეედრება ქვეყნად ვერცერთი ძალა,
ქალში გაჩენილ ახალ,უმწეო სუნთქვას.
არ არის უფრო დიდი გმირობა ქვეყნად
დედობა–ჯილდოდ უბოძებია უფალს.
მადლობა ღმერთო,რომ გავჩნდი ქალად
და თანახმა ვარ–მიწოდეთ სუსტი.
ბედნიერი ვარ,რომ მქვია ქალი
და დედად ქცევის სასწაულს ვუცდი.

ელენე თომაევი

Posted by: In_private 9 Sep 2013, 14:57
დღეს, მარტოობაც და ცხოვრებაც იისფერია,
გაფანტულ ფოთლებს, კვლავ აცეკვებს ლამაზად, ქარი.
დღეს მისი მზერა, გამჭირვალე მინისებრია.
საოცარია, ფიქრებისგან დაღლილი ქალი.
თითქოს, სიყვარულს ელოდება ფოთოლთ შრიალში.
თუმც, სიყვარულის წაიშალა ყოველი კვალი.
ის, მარტოობამ შეიყვარა ყველაზე მეტად
და ოქტომბერში, მარტოობამ დასწერა ჯვარი...

Posted by: geo_spamer 9 Sep 2013, 16:10
nini gogo
QUOTE
არ არის უფრო დიდი გმირობა ქვეყნად
დედობა–ჯილდოდ უბოძებია უფალს.

up.gif


პირველი თოვლი მე მაგონებს პირველ სიყვარულს
და პირველ ღამეს,
როცა მე ხარბად დავეწაფე მშვენებას ქალურს -
ახალ სიამეს.
ციდან დაჰკიდა რეჟისორმა ფარდა უსწორო,
ფარდა მთოველი,
და მთელ ქვეყანას დაგვაშორა მხოლოდ ჩვენ ორი.
სდუმდა ყოველი.
განმარტოებით ხმაურობდა სადღაც სარაჯი,
შრიალი ქსელთა.
და იდგა თვალი - საპატიო თეთრი დარაჯი
ჩვენს სარეცელთან.
მაგრამ შეირხა თოვლიანი ფარდა მრავალი-
ცა იმედების.
მოვიდა ქარი და გამართა სხვა კარნავალი
თეთრი გედების.
სარეცლიდან დავინახეთ მთელი თეატრი,
ჩვენთან მოსული.
ყველა გმირები გვილოცავდნენ და ბეატრიჩე,
ბროლით მოცული,
იყო ნირვანა და გრიგალის ხმა დაკორძილი
წვით და წვალებით.
პირველმა თოვლმა გადიხადა ჩვენი ქორწილი
მეტ ბრწყინვალებით.
ო,რარიგ არის სანეტარო თოვლი პირველი:
პირველი თოვლი!
ნათელ ბავშვობის სიყვარულის გასაკვირველი
პირველი თოვლი.
პირველი თოვლი მე მაგონებს პირველ სიყვარულს
და პირველ ღამეს,
როცა მე ხარბად დავეწაფე მშვენებას ქალურს -
ახალ სიამეს.

love.gif

Posted by: nini gogo 9 Sep 2013, 16:26
geo_spamer
ავტორები მიაწერე ხოლმე smile.gif
QUOTE
ციდან დაჰკიდა რეჟისორმა ფარდა უსწორო,
ფარდა მთოველი,


love.gif

შეხვედრის წუთებს განშორება ვერ ანიავებს,
და მე არ მინდა დავივიწყო შენი ღაწვები,
ტრფობის ტკივილებს მოგონება ისევ მიავებს,
შეხვედრის წუთებს განშორება ვერ ანიავებს.
დაიშლი კავებს და მიუშვერ სარკეს ღლიავებს,
დავარცხნილ თმებით, მოთენთილი მარტო დაწვები,
შეხვედრის წუთებს განშორება ვერ ანიავებს
და მე არ მინდა დავივიწყო შენი ღაწვები.

ვალერიან გაფრინდაშვილი

Posted by: geo_spamer 9 Sep 2013, 17:42
nini gogo
QUOTE
ავტორები მიაწერე ხოლმე

ბოლოს რომ დავდე, ვალიკოსია smile.gif გაფრინდაშვილის

Posted by: TetGiorgsson 9 Sep 2013, 17:45
სადღაც სდუმს მთები, სადღაც ნისლია,
ვერ გადურჩები სულის წვალებას
მე რომ გაფრენა არ შემიძლია
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

სადღაც სდუმს დილა, სადღაც ძილია,
გზა გაიარეს სადღაც ქალებმა.
ჩემი სხეული რომ დაღლილია,
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

და სადღაც ბაღთან ვიღაც იცდიდა,
და უცებ ზეცა ნახეს თვალებმა.
რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან-
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

up.gif

Posted by: nini gogo 9 Sep 2013, 17:59
geo_spamer
კი დამაინტერესა და ვნახე smile.gif


ბულბული, ვარდზედ მჯდარი, ეტყოდა მას მსტვინავი:

”ვარდო, ვარდო, მტანჯ ჩემო, გვედრებ გულით მტკინავი,

მაღირსე, თუ როგორ არს გაშლა შენი მღინავი,

მწუხრსა აქეთ აქ ვზივარ, ფურცლებზედა მკონავი!”

ასე ყეფდა ბულბული, ოდესცა ღამე ბნელი

მოიცვამდა ჭალებსა, ქრიდა ნიავი ნელი.

და როს სდუმდა ბულბული, მაშინ აღმოხდა მთვარე,

ვარდმანც მაშინ მოჰფინა სუნნელება მის არე.

მაგრამ მგოსანსა თურმე მოერია გლახ რული.

აღმობრწყინდა მთიებიც და ფრთოსანთ მხიარული

გალობა ყვეს ჰაერში, განაღვიძეს ბულბული;

ნახა ვარდი ფურცვნილი და მყის მოუკვდა გული.

თვალნი ემოსა ცრემლით, გული სევდის საცლმითა,

ფრთა ფრთას ჰკრა და აღმაღლდა, მსტვინავი ლმობის ხმითა.

უხმო ყოველთა სირთა: ”მოდით და შემოკრბითა,

მისმინეთ, შემიბრალეთ, ვის მივმართო წყლულითა?”

”განთიადით ღამედმდე შევფრფინვიდი კოკრობას,

არ ვზოგავდი სიცოცხლეს, უძილობას, გალობას;

მქონდა მცირე წადილი, ვერ მივხვდი კი ძნელობას:

მსურდა გაშლა ვარდისა, არ ვჰფიქრობდი დაჭკნობას!”

ნიკოლოზ ბარათაშვილი

Posted by: geo_spamer 9 Sep 2013, 20:04
ქალია დილა,
მიწა — ქალი
საღამო — ქალი...
წვიმა ქალია...
ყველაფერი
ქალივით მიყვარს...
და როცა ვინმე
ჩემზე უკეთ
ადიდებს დილას, — ასე მგონია:
მე რო მიყვარს, —
მართმევენ იმ ქალს.

მუხრან მაჭავარიანი love.gif

Posted by: lady antebellum 9 Sep 2013, 21:06
ვერსად შევჩერდი მგზავრი,

გზა შენს სიყვარულს მართმევს,

მე ხან ლომი ვარ მძლავრი,

ხან გულწითელას მართვე.

და გულნაკლული დავალ,

დავალ, ცალს ვეძებ ირემს,

ხან უმკაცრესი ხმა ვარ,

ხან უნაზესი ვინმე.

ვთვლემ ბალახებზე დაბლა,

შენი ლოდინით ვთვრები.

მაქვს უჭრელესი კაბა -

ჭიამაიას ფრთები.

ამიყვან: ფრთათა ბრჭყვიალს

გამინაოჭებს ქარი.

- აბა გამიგე, ჭიავ,

საით წამიყვანს ქმარი...

არ გავფრინდები, მომკლა,

არ აგისრულებ სურვილს,

და შენს თითებზე ვტოკავ

უნეტარესი სული.

მირზა გელოვანი

Posted by: stephanozi 9 Sep 2013, 21:52
ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,

რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,

რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,

რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,

რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,

რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,

რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,

რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.

რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,

რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,

რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,

რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.


ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,

მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს

Posted by: nini gogo 9 Sep 2013, 22:44

ის, რომ ის ის არის,
ის, რომ შენ შენა ხარ,
ის , რომ მე მე მქვია,
ნეტავ არ მენახა!
არა, მე არა ვარ,
საშიში ურჩხული
და ამას არ უნდა
ბევრის თქმა, ჩურჩული.
ნეტავი რა არის
ჩემთვის უმთავრესი?
მე ლექსის მთლელი ვარ?
კალამი სალესი?
ნეტავი ვინა ვარ?
ან თუ ვარ საეთოდ?
ადვილი არ არის
ამ ფიქრით გაერთო.
მაგრამ ამ დროისთვის,
ვარ ძლიერ დაღლილი
და ძილი მწყურია,
მშვიდი და ადვილი.
ზოლია გამყოფი,
ჯდომის და დგომისაც,
მე, შენ, ის, ჩვენ, თქვენ და
ისინის შორისაც!.

არპი ჰანს

Posted by: daviii 10 Sep 2013, 23:40
ათეისტია ბეატრისი სულით ხორცამდე,
სულით ხორცამდე ბეატრისი ათეისტია,
გამიკვირდება ალბათ კიდეც ღმერთის რომ სწამდეს,
რადგან მოკვეთა ათი მცნების ათივე გზიდან-
-დედამ რომელმაც შეატოვა დაბადებიდან
... მამას, (რომელიც ბავშვობიდან მეძავად ზრდიდა).

კადრი პირველი(მოგონება)- გაწვდილი ხელი,
მსუქანი ძიას ზიზღით სავსე შავი თვალები...
ახსოვს მეზობლის გოგონა და ზურგჩანთა ჭრელი,
ახსოვს ოთახი(საფუნთუშე), წარწერით კარზე,
ახსოვს ბებია თმაჭაღარა, ლოყებწითელა,
იქ შესული რომ გამოაგდო კინწისკვრით გარეთ...

კადრი მეორე (მოგონება) - ბუნკერი ნაგვის,
არაყის, ლუდის, ლიმონათის მინის ბოთლები,
ფეხმოტეხილი, ინვალიდი თოჯინა(ბარბი)...
თოვლის ფიფქები, დეკემბერი, ფეხები სველი,
ტოტებნაკლული, მოყვითალო, დიდი ნაძვის ხე,
ცხრამეტ იანვარს აღნიშნული ახალი წელი...

კადრი მესამე(მოგონება) - "კეთილი ძია",
მოსიყვარულე, ისე თბილი, იმდენად კარგი,
მაღაზიაში თეთრი კაბაც კი შეუძინა...
მერე სავახშმოდ დაპატიჟა ზუსტად იმ ბარში,
რომლის დარაჯიც ახლომახლო სიარულსაც კი
უკრძალავდა მას როცა იყო პატარა ბავშვი...

კადრი მეოთხე(მოგონება) - სიცარიელე,
"კეთილი ძია" - უგზოუკვლოდ გადაკარგული,
თითებზე იკვნეტს დაპირებებს, გამქრალ იმედებს,
ქუჩაში ხალხი, პარადი თუ რაღაც მსვლელობა,
დილა... აბორტი... ტკივილი და... სიცარელე...
ღამე... სიჩუმე... თვითმკვლელობის შვიდი მცდელობა...

დღეს მეძავია, სამუშაო საათებს ზომავს...
საკუთარ თავთან ყოველ ღამე დებს იმ პირობას,
რომ არცერთ წყენას, არცერთ ტკივილს ადამის მოდგმას,
არ აპატიებს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.
თუმც დღემდე სტუმრობს ნაძირალა მამის საფლავს და...
და გულის ჯიბით დაატარებს დედის სურათებს...

Posted by: geo_spamer 11 Sep 2013, 00:30
სადაც ყველა სახე მხოლოდ ნიღაბია,
სადაც ამაზრზენი არის ფორიაქი,
სადაც გულწრფელობა უფრო იაფია
ვიდრე ერთი ჭიქა ყალბი კონიაკი.

სადაც გროვდებიან ჭკუისკოლოფები,
ყველას სხვისი ცუდი სადაც უხარია,
სადაც არწივებად სხედან ოფოფები,
სადაც სხვისი კარგით ყველა მწუხარეა.

სადაც დღე და ღამე ქუჩის ხმაურია,
სადაც მანქანები ქრიან დაფეთებით,
ქარმა ფოთლებივით აურ–დაურია
ცოდვით დაცვენილი სულის ნაფლეთები

ნიკა ჩერქეზიშვილი

Posted by: nini gogo 11 Sep 2013, 10:13
ბალი კრიალა
ჩამოვარდა
წკრიალ-წკრიალა...
ქალი კი არა
წყარო ხარ და
თანაც ცქრიალა...
ვარდის ფიალა
შეავსო და
შესვა მთლიანად
და მერე ბალახს
უცნაურად გააჟრიალა...

ბადრი სულაძე

Posted by: varisvincvar 11 Sep 2013, 13:03
ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს “Memento mori”-ა.


დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,
ჩემს გარშემო ციხეა - მწუხარების სავანე.
რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,
მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.


სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,
ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.
ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია
ვარსკვლავები - სიმბოლო თეთრი მარადისობის.


ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,
როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.
მე ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,
ჩემი ნაზი სამშობლო - ლაჟვარდები ცისფერი.


რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო,
მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები.
ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო,
რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.


ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,
მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.
ჩემი გვარი: გრანელი - პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს ”MEMENTO MORI”-ა..


Posted by: In_private 11 Sep 2013, 13:52
შენ ნეტარებით ტკბები-ლაჟვარდით...
მე კი კვლავ ვბორგავ სევდის მორევში,
ჩვენ ერთდროულად ვცხოვრობთ და ამ დროს-
ვართ პარალელურ სამყაროებში....
გულის სიღრმეში იბუდა ტვირთმა,
შენ სინამდვილეს ხატავ ”ფორებში”,
ჩვენ ერთდროულად ვშთანთქავთ სიცოცხლეს-
ამ პარალელურ სამყაროებში...
მე ჯოჯოხეთის მარწუხებს ვებრძვი,
შენ ციასარტყელას კინძავ ზოდებში...
ჩვენ ხომ ერთად ვართ ამ უსასრულო-
კვლავ პარალელურ სამყაროებში...
მალე წავიღებ სულს ფიანდაზედ,
წამით ავცდებით თითქოს დროებში!
და მაინც ისევ ვიქნებით ერთად-
იქ-პარალელურ სამყაროებში...

Posted by: vadagasuli 11 Sep 2013, 14:43
QUOTE
ათეისტია ბეატრისი სულით ხორცამდე,
სულით ხორცამდე ბეატრისი ათეისტია,
გამიკვირდება ალბათ კიდეც ღმერთის რომ სწამდეს,
რადგან მოკვეთა ათი მცნების ათივე გზიდან-
-დედამ რომელმაც შეატოვა დაბადებიდან
... მამას, (რომელიც ბავშვობიდან მეძავად ზრდიდა).

კადრი პირველი(მოგონება)- გაწვდილი ხელი,
მსუქანი ძიას ზიზღით სავსე შავი თვალები...
ახსოვს მეზობლის გოგონა და ზურგჩანთა ჭრელი,
ახსოვს ოთახი(საფუნთუშე), წარწერით კარზე,
ახსოვს ბებია თმაჭაღარა, ლოყებწითელა,
იქ შესული რომ გამოაგდო კინწისკვრით გარეთ...

კადრი მეორე (მოგონება) - ბუნკერი ნაგვის,
არაყის, ლუდის, ლიმონათის მინის ბოთლები,
ფეხმოტეხილი, ინვალიდი თოჯინა(ბარბი)...
თოვლის ფიფქები, დეკემბერი, ფეხები სველი,
ტოტებნაკლული, მოყვითალო, დიდი ნაძვის ხე,
ცხრამეტ იანვარს აღნიშნული ახალი წელი...

კადრი მესამე(მოგონება) - "კეთილი ძია",
მოსიყვარულე, ისე თბილი, იმდენად კარგი,
მაღაზიაში თეთრი კაბაც კი შეუძინა...
მერე სავახშმოდ დაპატიჟა ზუსტად იმ ბარში,
რომლის დარაჯიც ახლომახლო სიარულსაც კი
უკრძალავდა მას როცა იყო პატარა ბავშვი...

კადრი მეოთხე(მოგონება) - სიცარიელე,
"კეთილი ძია" - უგზოუკვლოდ გადაკარგული,
თითებზე იკვნეტს დაპირებებს, გამქრალ იმედებს,
ქუჩაში ხალხი, პარადი თუ რაღაც მსვლელობა,
დილა... აბორტი... ტკივილი და... სიცარელე...
ღამე... სიჩუმე... თვითმკვლელობის შვიდი მცდელობა...

დღეს მეძავია, სამუშაო საათებს ზომავს...
საკუთარ თავთან ყოველ ღამე დებს იმ პირობას,
რომ არცერთ წყენას, არცერთ ტკივილს ადამის მოდგმას,
არ აპატიებს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.
თუმც დღემდე სტუმრობს ნაძირალა მამის საფლავს და...
და გულის ჯიბით დაატარებს დედის სურათებს...


love.gif
ავტორი ვინაა?

Posted by: nini gogo 11 Sep 2013, 18:36
მე ბევრს არ ვითხოვ , მინდა სიმშვიდე,

მე-გულები და ეს სულს მიმშვიდებს .

გადაგეყრები - ჩვენ გავზრდით შვილებს

ნატვრას ავიხდენ და ერთს ვიშვილებთ.

ჩვენ დავბერდებით , შევივერცხლებით,

მაჯებს შეგიმკობ ლეკურ ვერცხლებით.

ბუხარი ენთოს , ხურდეს კეცები ,

მერე მე წავალ , აღვიკვეცები ...


ირაკლი გაფრინდაშვილი

Posted by: geo_spamer 14 Sep 2013, 23:23
ზღვამ მზეს მობანა პირი-ვნებიანს
და ცეცხლს უკიდებს შენს ბავშვურ თვალებს,
ამ ქვეყნად რაც კი გვირილებია,
დაგიკრეფ, მერე მიდი და თვალე...
მერე მიდი და, თითო ფურცელი
ცაში აპნიე ვარსკვლავცვენებად...
შენს გამოხედვას თუ გავუძელი
მწველი თვალების უხმო ჩვენებას
დაგკითხავ მერე, ვისი ბრალია,
(ცის გუმბათზე რომ ავა მზე-მაშინ)
ღიმილს რომ მიცვლი თორმეტბალიან
თორმეტბალიან გულისცემაში....
ამინდი შენი ხასიათია,
მზეს შენთან ერთად უყვარს ანთება
შენი ბრალია, ყოველ განთიადს
მთვარეს ჩასვლა რომ აგვიანდება.
ზღვამ მზეს მობანა პირი-ვნებიანს
და ცეცხლს უკიდებს შენს ბავშვურ თვალებს,
ამ ქვეყნად რაც კი ოცნებებია,
დაგიკრეფ, მერე მიდი და თვალე...

გენრი დოლიძე

Posted by: nini gogo 16 Sep 2013, 14:47
QUOTE
ამ ქვეყნად რაც კი ოცნებებია,
დაგიკრეფ, მერე მიდი და თვალე...

bis.gif bis.gif bis.gif

უნდა წამოვკრიფო
სულის ნაწილები,
ვიდრე ეს ქარები
ღრუბლებს წამოშლიან,
ვიდრე თოვლი მოვა,
ვიდრე გაწვიმდება...
ვიდრე შემოდგომა
მზისფერ სამოსშია...
მერე მოგიყვები
ამ დღეს დაწვრილებით _
რაზე იცინოდა
მთვარე დავერცხლილი,
ფოთლებს მივუყვები...
ვიდრე გაწვიმდება,
უნდა წამოვკრიფო
სული სარეცხივით.

ახლა უშენობაც
შენი ნაწილია...
უფრო ნამდვილი და
უფრო შორეული...
მაინც უშენობით
დაღლილ_დაცლილი ვარ,
ქუჩას მივუყვები
წვიმამორეული...

ცირა ბარბაქაძე

Posted by: In_private 18 Sep 2013, 11:43
დავხუჭავ თვალებს მოვუსმენ შოპენს...
ფიქრები ზღაპრულ იღებენ ფორმებს
დაკუნტრუშობენ იისფერ თოვლზე...
სიჩუმე უფრო მეტია ზოგჯერ...
ნაზად გიხატავს ოცნების ნოტებს...
გიყვება მზისგან მოსმენილ ამბებს
და მთვარის შუქი შენს სიზმრებს ქარგავს.......
სიჩუმე უფრო მეტია ზოგჯერ.....



Posted by: nini gogo 18 Sep 2013, 17:37
QUOTE
სიჩუმე უფრო მეტია ზოგჯერ.....

user.gif



სიკვდილმა უთხრა სიცოცხლეს: - მენდე...
რა დაგრჩენია ამ დიდ სამყაროს?..
ჩემთან წამოდი, რომ იყო მეფე
და ამ ცხოვრების დღენი არ თვალო…

აბა დაფიქრდი? რამდენჯერ გდევნეს,
როგორ გამცირეს ყველა განვლილ დროს,
ხშირად ღიმილით ღალატშიც გხვევდნენ
და შენც იცრემლე, როგორც არასდროს…

ახლა გეძახი, შენ სხივთა შემქმნელს,
მინდა გაიგო, ცა რომ არ ხარობს,
მხოლოდ მიწაში ხსნა არის ბევრჯერ
და ამ სიუხვეს... შენთვის არ ნანობს.

აბა, რას ფიქრობ, რას იტყვი? ფერმზევ,
ნუთუ, გული გწამს, სისხლს რომ სდარაჯობს,
ანდა, სულსხივი გრძნობას რომ ფენდეს,
ბედი მუდმივად რატომ თამაშობს?..

უმზერს სიცოცხლე... სიკვდილის ცხელ ცელს,
ახლა რომ ზეცის შვიდ შრეს ფარაჯობს
და ჯოჯოხეთის უგვანო ფესვებს
რწმენის გვირგვინით ძირკვავს, ალმასობს...

მე სიცოცხლე ვარ... სიკვდილო, ხეპრევ!..
და შენს სიზმარსაც არსად ვდარაჯობ,
მე ვარ თვით უფლის აღდგომა... დღემზე,
მარად, გულის გზას სულს რომ სთავაზობს.

ბელტი რად მინდა? როდესაც ჩემს ფერს,
ცაში ვაცოცხლებ, სხივით - ვათასობ,
მიწის სიღრმიდან ფესვს ვიყრი კლდესვეტს
და ქვას სითბოსგან ნაყოფს ვთავაზობ...

მე შენც გაცოცხლებ... ჩემს გვერდით, შენს დღედ...
როცა დრო მოვა... წამიც არ ნანობს...
ხვდები სიკვდილო?.. უჩემოდ ვერ ძლებ...
და შენს გლოვაშიც კაცი ცრემლს აწრთობს...

ახლა გამშორდი... იცოდე, ჩემს წლებს...
გრძნობა „მიყვარხარ“ ბნელში არ დათმობს
და ამ სიცხადით მადლმოსილს, დღეგრძელს,
ყველა მე მეტრფის, ხოლო შენ დაგგმობს...

/ შალვა ლონდარიძე /


Posted by: AbyssWalker 23 Sep 2013, 00:43
ეს ვიცი დაწერილი ლექსია ხო არ იცით? spy.gif

ჰურაიდა ვარადას

ოჯალეში დეკემბრის მზეს ბოლო სხივს პარავდა
ხვიჩა ბაბუ იმ ზამთარს ვენახს აღარ ბარავდა,
ალბათ გრძნობდა რომ იყო მისთვის ბოლო კალანდა.
თუთა ბებო მაგრობდა, ცრემლს თავშალში მალავდა,
ამოიღო სკივრიდან საქორწილო კაბადა უთხრა ბაბუს,
თოლგეე, შენი მსგავსი სად არის, ბიჭო, ისე მიყვარდი,
მზეჭაბუკის სადარი, ბედნიერი ვიყავი, ბნელში შენი მხილველი
შენგან ნაამბორევ ხატს მე ვკოცნიდი პირველი.
მოიმღერდა ტეხური, ჰურაიდა ვარადას,
ბებიას და ბაბუას სიყვარულის ბალადას.
წუთისოფლად ვინ არის, მუგამ გაუჭირველი,
მოკვდომია ოდესღაც ბაბუს ცოლი პირველი,
თურმე ეკა რქმევია, ყმაწვილს განუსვენია,
მასზე სიტყვა ბაბუას, არასდროს დასცდენია.
სამოცი წლის მანძილზე ეგოთ ერთი ჭილოფი,
იყო თუთა ბებოსთან ბაბუ სიამტკბილობით,
მოიმღერდა თეხური, ჰურაიდა ვარადას,
ბაბუას და ბებიას სიყვარულის ბალადას,
დილით განუსვენია, ვეღარ უკალანდია,
ჯალაბმა და სოფელმა ბაბუ შეიცხადია,
თვალი ვკიდე ბებიას იდგა გაქვავებული,
სიტყვა დაუცდენელი თითქოს გაავებული,
დამიმარტოხელადა უცებ დასცდა ჩივილი,
არ ეკუთნის შენს ბაბუს, შვილო ჩემგან ტირილი,
ჩემს მკლავებში დალია სული, გულქვა როდივარ,
მაგრამ ბოლო სიტყვები ეს თქვა, ეკა მოვდივარ.
მოიმღერდა ტეხური, ჰურაიდა ვარადას,
ბაბუას და ბებიას სიყვარულის ბალადას.

Posted by: merciamercia 23 Sep 2013, 00:49
AbyssWalker
QUOTE
ეს ვიცი დაწერილი ლექსია ხო არ იცით?

თემურ ელიავა

Posted by: merciamercia 25 Sep 2013, 22:56
***
დიაცი ჯინსით!
გამოკრული არტახში ტანი!
თვალი გამექცა...
ახალგაზრდას ვარიგებ პოეტს:
_ გახსოვდეს ქალი,
ამ ცხოვრების `ანი~ და `ბანი~! _
ის იღიმება:
_ ჩვენ ბოდიში, ეტყობა, `ჰოეც~!.


მურმან ლებანიძე

Posted by: sangria808 26 Sep 2013, 13:46
Какая ночь! Я не могу.
Не спится мне. Такая лунность.
Ещё как будто берегу
В душе утраченную юность.

Подруга охладевших лет,
Не называй игру любовью,
Пусть лучше этот лунный свет
Ко мне струится к изголовью.

Пусть искажённые черты
Он обрисовывает смело, -
Ведь разлюбить не сможешь ты,
Как полюбить ты не сумела.

Любить лишь можно только раз,
Вот оттого ты мне чужая,
Что липы тщетно манят нас,
В сугробы ноги погружая.

Ведь знаю я и знаешь ты,
Что в этот отсвет лунный, синий
На этих липах не цветы -
На этих липах снег да иней.

Что отлюбили мы давно,
Ты не меня, а я - другую,
И нам обоим всё равно
Играть в любовь недорогую.

Но всё ж ласкай и обнимай
В лукавой страсти поцелуя,
Пусть сердцу вечно снится май
И та, что навсегда люблю я.

Posted by: lasho1993 26 Sep 2013, 14:14
მთვარევ ჩამოდი მიწაზე
კიბე ვერ წვდება შენამდე
არც მევარ გოლიათი და
იქნებ მოხვიდე ჩემამდე,
ღამის სიბნელეს ვინ სშჩივის
ან ვინ გიყურებს ქვევიდან,
ახლა სულ ყველა ამაყობს
სულ ყველა გიცქერს ზევიდან
მე რას მიქვია სიბნელე
შენი სინათლე მაცოცხლებს,
მაგრამ მარტო სულს ვინ იცის
მთვარეც რომ არ მიმატოვებს
მთვარევ ჩამოდი მიწაზე
ხელის გულებით გატარებ
როგორც მეთევზე ანკესით
ციდან მოვწვყვიტავ ვარსკვლავებს
ჩამოდი თორემ დაგიჭერ
მაინც ამოვალ ცაზედა
ვარსკვლავთ ტომარად ჩავაგდებ
შენ კი მოგიგდებ მხარზედა
რას მეურჩები ოხერო
ან რა გახარებს ღამესა
ჩამოდი თორემ იცოდე
აღარ გიწოდებ მთვარესა
ჩამოდი ერთად ვიცხოვროთ
ტკივილს მოგირჩენ გულზედა
რა ვქნა რომ ვერ დავიჯერებ
შენც იყიდები ფულზედა
ახლა ხომ ყველა ასეა
კაცსაც ხომ კაცი არ ჰქვია
ჩაცმით შენ ვერას გახდები
მეც ხომ შარვალი მაცვია
კაბას გიყიდი ოქროსფერს
და მზის ჩასვლისას ჩაგაცმევ
დედამიწაზე გატარებ
გულზე მალამოს დაგაცხებ
მაქედან რას იყურები
ვერას გაიგებ ქვეყნისას
იქნებ მეწვიო ოდესმე როგორც
მუზები წერისას !

Posted by: burnchurch 26 Sep 2013, 14:16
როს დაბინდდება და შავბნელი მწუხრი ღამისა
ცოდვილ ქვეყანას თავს ევლება, გულში იხუტებს,
ნელი ნიავი, სევდიანი ასული მთისა
ეამბორება ცადაზიდულ მთასა, მწვერვალებს.
ცის კიდობანზედ როს მჭმუნვარე მთვარე ანათებს
და შავ ღრუბლებში გახვეული კრთება, კანკალებს,
როცა გრძნეული ცის სივრცეში ჰანგი მისწყდება, -
სატანას ქნარზე არე მწარედ აქვითინდება.

მაშინ სიმღერა მე მომესმის სადღაც მწუხარე!
სიმღერა ჩუმი, სევდიანი და მგლოვიარე,
გულის წიაღში სწვდება ეს ხმა სულთ ქვითინებას,
მუდამ ობოლი ობლობასვე მოთქვამს, ვალალებს,
ოხ! რარიგ მიყვარს ეს სიმღერა ნაღვლიან ხმაზე!
ამ სამარის ხმას, კაეშნისას, ვერ გავცვლი სხვაზე,
მაგრამ ვისია, ნეტა, ეს ხმა ან გულს რად ხვდება,
სატრფო-მეგობრის, თუ იმღერის ვარსკვლავთა კრება?


ტ. ტაბიძე

Posted by: In_private 27 Sep 2013, 10:43
მე როცა ვიგრძნობ, რომ შენ გჭირდები
და გინდა ჩემთან უბრალოდ ყოფნა,
მე მაშინ მოვალ ჩუმი ფიქრებით
და შენს სამყაროს ფერებით მოვრთავ.

მე როცა ვიგრძნობ, რომ შენ გაკლდები,
როცა არა ვარ, ვერ ძლებ უჩემოდ,
მე ამ ფიქრებით კვლავ განვახლდები,
ღიმილს მოგიტან, თვალებს უცრემლოს.

მე როცა ვიგრძნობ, რომ გენატრები,
რომ შენი სული მიხმობს თავისთან,
დავტოვებ ყოველს და გეახლები,
და შენს ცხოვრებას მზეზე გავიტან.

მე როცა ვიგრძნობ... მე მოვალ შენთან,
სულს მოგიშორებ ნაცრისფერ ფერებს,
და შენს ოცნებებს მივიტან ღმერთთან,
უსაზღვრო გრძნობით აგავსებ ჩემებრ.

Posted by: მარიამ_მ 27 Sep 2013, 21:38
"მე ვარ მდინარე. ყველა მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს; მეორე ეძებს, რომ შეუერთდეს და მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე.არ შეიძლება, არ შეიძლება მთელი სიცოცხლე გეძინოს მარტოს, ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ, მუდამ ვინმესთან შეხვედრას ნატრობ.დღემდე ამის თქმას ვერ ვახერხებდი, დღეს კი ფრჩხილებში მოგწერო უნდა: ვისაც ეძებდი, ის არ აღმოვჩნდი, არც შენ ყოფილხარ, მე ვინაც მსურდა.........."

პ.ნაცვლიშვილი

Posted by: wuma 28 Sep 2013, 16:07
სამშობლოს

რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

როგორც ოხვრა შორეული გედის,
ანდა როგორც მარმარილო ცივი, -
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

ვგრძნობ მსოფლიოს და უსაზღვროს ვეტრფი,
შენ გაიგებ ჩემს ამნაირ ტირილს.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი.
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

ტერენტი

Posted by: Algophobia 28 Sep 2013, 23:23
გული სწუხს და სწუხს... გარეთ წვიმს და წვიმს
ცას ტყვიისფერი ღრუბელი მოსავს.
ტყე განიძარცვა და მის კალთებზე
ფრთხილი გველივით ნისლი მიცოცავს.

სწუხს არე-მარე, კვნესის მიდამო,
ხმა ჩაწყვეტილად ზუზუნებს ქარი...
და მის ქვითინში მე ჩემის ყრმობის
აუხდენელი მესმის ზღაპარი.
გაჰქრა ზაფხული... წავიდა ის დღე,
როს მეორე დღეს შვებით ვხვდებოდი,
მე ყვავილები მესიზმრებოდა,
და მე ყვავილებს ვესიზმრებოდი.
ეხლა კი ბნელი შემოდგომის დღე
ვერ გაანახლებს მზის ელვა-ციმციმს,
დასჭკნა ყვავილთა ნარნარი გროვა...
გული სწუხს და სწუხს, გარეთ წვიმს და წვიმს..


გალაკტიონი

Posted by: merciamercia 29 Sep 2013, 14:11
***
Осень. Сказочный чертог,
Всем открытый для обзора.
Просеки лесных дорог,
Заглядевшихся в озера.

Как на выставке картин:
Залы, залы, залы, залы
Вязов, ясеней, осин
В позолоте небывалой.

Липы обруч золотой —
Как венец на новобрачной.
Лик березы — под фатой
Подвенечной и прозрачной.

Погребенная земля
Под листвой в канавах, ямах.
В желтых кленах флигеля,
Словно в золоченых рамах.

Где деревья в сентябре
На заре стоят попарно,
И закат на их коре
Оставляет след янтарный.

Где нельзя ступить в овраг,
Чтоб не стало всем известно:
Так бушует, что ни шаг,
Под ногами лист древесный.

Где звучит в конце аллей
Эхо у крутого спуска
И зари вишневый клей
Застывает в виде сгустка.

Осень. Древний уголок
Старых книг, одежд, оружья,
Где сокровищ каталог
Перелистывает стужа.

Борис Пастернак

Posted by: Algophobia 29 Sep 2013, 14:21
არ ვხედავ ღრუბელს, არ ვხედავ ნისლებს,
ჩემთან ახლოა ეს ერთი ნუში.

და იმ ადგილას მივედი ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.

აქაც გაისმის ქარის გოდება,
ქარია გარეთ, ქარია სულში.
დღესაც მეწვია და არ მშორდება
ფიქრი, რომელიც მტანჯავდა გუშინ.

დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს,
რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის.
და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ..


ტ. გრანელი

Posted by: nini gogo 29 Sep 2013, 21:04
წინ, მეეტლევ!
ეგ ცხენები გააქანე, გააქანე!
მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხულის მთები მწვანე,
მსურს, რომ დაფნით გადავხლართო მძიმე ფიქრთა
ოკეანე…
წამიყვანე!
მთები! როგორ შვენის მათზე გაზაფხულის ბუჩქ-ფოთოლი,
როგორ შვენის ველზე ნამი, გამჭვირვალე, როგორც ბროლი.
ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი,
რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი.
კიპარისი ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ღელავს,
ისე ტოკავს, ისე ტოკავს, როცა ქარი გადათელავს,
წყარო, კლდეში მოჩუხჩუხე, წვეთანკარა, ვით ცის ვნება,
დაფნის ბუჩქთა მწვანე ჩარჩოს ეომება, ეხეთქება.
და ჩანჩქერი, მთით ნასხლეტი, დაფერილი დილის სხივით,
ძირს ეშვება და იფრქვევა და გადადის რძის ქაფივით.
ვდგავარ მთაზე… და სიჩუმის იდუმალი მესმის ენა
და მიტაცებს სწრაფი ფრთებით პოეტური აღმაფრენა.
ვხედავ სურებს, ვხედავ დაფნარს, ვხედავ მდუმარ ნასაკირალს,
ვხედავ სოფლებს სიცოცხლისას, განახლების თვალით მზირალს.
ჩუმად! ვიღაც მღერის მთაზე… რა ძალაა ამ ტკბილ ხმაში,
არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში,
არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრძოლის ქარი,
არსად ისე არ გადმოხეთქს უკმარობის ნიაღვარი,
და არსად მთელ ქვეყანაზე არ ჰკოცნიან ისე ვნებით,
ისე ცეცხლით, ისე ჟინით და იმგვარი გატაცებით.
ვერსად ისე ვერვინ გაგხვევს გამოუცნობ ცეცხლის ტბაში,
როგორც ლერწამ-ქალწულები აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში.
და, მეეტლევ,
თუ მათ ალერსს ვერ ვეღირსე, გეთაყვანე,
საალერსოდ ისევ მიწვევს გაზაფხულის მთები მწვანე…
მაშ, გარეკე ეგ ცხენები,
სადმე შორს, შორს წაიყვანე,
გამაქანე,
გამაქანე!

(გალაკტიონ ტაბიძე/)

Posted by: Algophobia 29 Sep 2013, 21:18
დავხუჭე თვალი, გულის სიღრმეში
რომ დამენახა რამე ნათელი
და მოვიგონე ნეტარნი დღენი
და გაზაფხული უკანასკნელი.
რა ადრე მოკვდა. რა ადრე მოკვდა!
ახლა ღამეა... ქვითინებს ქარი,
რომ გამახსენოს ტკბილი წარსული
და მოგონების სახე ნეტარი.
მაგრამ ვის ველი. ან რად ვღონდები,
განა არა მაქვს წინ მომავალი?
რად ჩავიგონო გზის უმიზნობა.
რად ავარიდო სიცოცხლეს თვალი?
ვის შევუშინდე? რას შევუშინდე?
დავიწყებული სად არის ჩრდილი?
დაბრკოლებები? - უამისოდ ხომ
არც გმირობას აქვს ქვეყნად ადგილი?
წავალ, გავყვები ამ სევდიან გზას,
ზღვათა ქუხილით. წყალთა ლიკლიკით...
და დავამკვიდრებ დაღლილ სიცოცხლეს
შორს, სხვა ედემში! შორს, ჩემს ბედს იქით!


გალაკტიონი

Posted by: nini gogo 29 Sep 2013, 21:34
QUOTE
მაგრამ ვის ველი. ან რად ვღონდები,
განა არა მაქვს წინ მომავალი?
რად ჩავიგონო გზის უმიზნობა.
რად ავარიდო სიცოცხლეს თვალი?
ვის შევუშინდე? რას შევუშინდე?
დავიწყებული სად არის ჩრდილი?
დაბრკოლებები? - უამისოდ ხომ
არც გმირობას აქვს ქვეყნად ადგილი?


up.gif love.gif




მის სუფევას ვგრძნობ, როცა თვალთაგან ცრემლები მდივა:
მეგობრად მყავდა დასახული მოსისხლე მტერი!
ფარულ ჯადოთი გზას რკალავენ, როგორც ეკვდერი
დალილას ლანდი, ვიქტორია, ლედი გოდივა.
მათი ხელებით დასრესილი - ოცნებას სცვივა
გაზაფხულებად აფოთლების ხშირი ჩანჩქერი,
დაწყვეტილ ვარდებს ძალამოკლულ თვალით დავცქერი,
ოჰ, რანაირი გულდაწყვეტით ბაღში დავდივარ!
აღმოხდა მთვარე, გაანათა უსივრცო ბაღი,
მაღალ ღეროზე გაიშალა გრძელი ზამბახი,
მაგრამ მის გაშლას სიყვარულით არ ვეგებები:
ზამბახთა შორის ყრია თეთრი ქანდაკებები,
თეთრი ძეგლები და იმათ ქვეშ ობლად მარხია
გული, უგონო სიყვარულმა რომ შეარყია..

(გალაკტიონ ტაბიძე)

Posted by: Algophobia 29 Sep 2013, 22:03
ჩუმ მაღნარშია წამოწოლილი
ვიყავ, ზედ მედგა ხის უხვი ჩრდილი,
და საიდღამაც ნაზი ბულბული
სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.

დიდხანს და დიდხანს ვუგდებდი მე ყურს
იმ ხმას საკვირველს, იმ ხმასა გრძნეულს;
ვგრძნობდი ჩემ სულის მშვიდ აღმაფრენას
და გულის ჩემის სულ სხვა-რიგ ცემას.

დიდხანს ვატარე, დავღალე თვალი,
ვერსად ვერ ვპოვე ის მომღერალი;
თურმე, ჩემს გულში ნაზი ბულბული
სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.


ი. ჭავჭავაძე

Posted by: Schism 29 Sep 2013, 22:07
Friendship

I think awhile of Love, and while I think,
Love is to me a world,
Sole meat and sweetest drink,
And close connecting link
Tween heaven and earth.

I only know it is, not how or why,
My greatest happiness;
However hard I try,
Not if I were to die,
Can I explain.

I fain would ask my friend how it can be,
But when the time arrives,
Then Love is more lovely
Than anything to me,
And so I'm dumb.

For if the truth were known, Love cannot speak,
But only thinks and does;
Though surely out 'twill leak
Without the help of Greek,
Or any tongue.

A man may love the truth and practise it,
Beauty he may admire,
And goodness not omit,
As much as may befit
To reverence.

But only when these three together meet,
As they always incline,
And make one soul the seat,
And favorite retreat,
Of loveliness;

When under kindred shape, like loves and hates
And a kindred nature,
Proclaim us to be mates,
Exposed to equal fates
Eternally;

And each may other help, and service do,
Drawing Love's bands more tight,
Service he ne'er shall rue
While one and one make two,
And two are one;

In such case only doth man fully prove
Fully as man can do,
What power there is in Love
His inmost soul to move
Resistlessly.

______

Two sturdy oaks I mean, which side by side,
Withstand the winter's storm,
And spite of wind and tide,
Grow up the meadow's pride,
For both are strong

Above they barely touch, but undermined
Down to their deepest source,
Admiring you shall find
Their roots are intertwined
Insep'rably.

Henry David Thoreau

Posted by: Algophobia 30 Sep 2013, 00:13
მის სუფევას ვგრძნობ, როცა თვალთაგან ცრემლები მდივა:
მეგობრად მყავდა დასახული მოსისხლე მტერი!
ფარულ ჯადოთი გზას რკალავენ, როგორც ეკვდერი
დალილას ლანდი, ვიქტორია, ლედი გოდივა.
მათი ხელებით დასრესილი - ოცნებას სცვივა
გაზაფხულებად აფოთლების ხშირი ჩანჩქერი,
დაწყვეტილ ვარდებს ძალამოკლულ თვალით დავცქერი,
ოჰ, რანაირი გულდაწყვეტით ბაღში დავდივარ!
აღმოხდა მთვარე, გაანათა უსივრცო ბაღი,
მაღალ ღეროზე გაიშალა გრძელი ზამბახი,
მაგრამ მის გაშლას სიყვარულით არ ვეგებები:
ზამბახთა შორის ყრია თეთრი ქანდაკებები,
თეთრი ძეგლები და იმათ ქვეშ ობლად მარხია
გული, უგონო სიყვარულმა რომ შეარყია..


გალაკტიონი

Posted by: In_private 30 Sep 2013, 11:00
მინატრე როცა...გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის ,
როცა თვალებში ჩაგიდგება ვნებისკენ ლტოლვა...
მინატრე როცა..თოვლისფერი აპრილი მოვა ,
როცა მზის სხივი უკანასკნელ სამოსელს გაგხდის.
მინატრე ყველგან.....სიყვარული დაგაკლდეს როცა ,
როცა თვალებში ჩაგიდგება სურვილი ჩემი ,
როცა შენს ფერხთით დაიბნევა ათასი ფერი
და შენს სარკმელთან სიყვარულის ქალღმერთი მოვალ.
მინატრე ღამით,დამილოცე დეკემბრის თოვა
და როცა ქუჩებს გაიტაცებს სიგიჟე მარტის ,
მინატრე როცა...თოვლისფერი აპრილი მოვა ,
მინატრე როცა...გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის.

Posted by: Algophobia 30 Sep 2013, 11:20
ალვა მწვერვალსა ხრის,
ნაზი ტარივით სწორს,
მთიდან ნიავი ჰქრის
შორს, უბოლოოდ შორს.
შევხვდით ისევე ჩვენ,
გზით მიმავალი გზად,
კვლავ მოგონებებს მფენ,
მაგრამ არ ვიცი: რად?
მზე გიოქროვებს თმას,
ვით მონიავე რულს,
ვისმენ დანატრულ ხმას
და ვერ ვიმშვიდებ გულს.
ფრთადაღალული დღე
სცდება დასავალ ცას,
გარინდებული ტყე
ფიქრობს, არ ვიცი - რას?


გალაკტიონი

Posted by: ანანასი 30 Sep 2013, 11:23
ახტა დახტა ნიკორა
იყო და არა იყორა
ზედ დაეცა პანდუსი
გაუფუჭდა ნასუსი

Posted by: merciamercia 30 Sep 2013, 20:55
Schism
up.gif

***
იმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავ...
იმგვარადვე მდევ... იმგვარადვე მკლავ.

ო, როგორ მომწყურდი! მწუხარეა დღე.
იმგვარივე ცა, იმგვარივე ხე...

იგივ ქარი დაჰქრის, იღუნება ბზა.
იმგვარივე მზე, იმგვარივე გზა.

ძლიერ...ძლიერ...ძლიერ...ვეტყვი ზენა ქარს
იმგვარივე ხმით, იმგვარივე ზარს!

გალაკტიონ ტაბიძე

love.gif

Posted by: Schism 30 Sep 2013, 22:17
მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,

უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!

გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,

და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!


გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი,

გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!

ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა,

ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა!


რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობარსა,

ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს,

ტკბილმოუბარსა;

საც დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო,

მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე

საიდუმლო!


კვნესა გულისა, ტრფობის ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას,

და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას!

გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,

და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!


ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,

ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი

მწუხარის;

შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის

მინდვრის,

და ქარისშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას

მამაყრის!


სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი

ცვარნი,

ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი!

გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი,

თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!


დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან, ოხერი!

ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!

გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,

და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!


ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,

და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;

და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,

და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!


მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,

უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!

გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,

და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

love.gif

Posted by: Algophobia 2 Oct 2013, 10:37
ატირდნენ მთები და
ლამის მეც ავტირდე,
ნაძვები დაღონდნენ
და მეც, მეც ვღონდები...
მოწყდნენ და გაფრინდნენ,
გაფრინდნენ,
გაფრინდნენ
ფოთლები... ფოთლები...
ხეთ ხელი აღაპყრეს
და ღმერთი ადიდეს,
მაგრამ უჩვეულო
კვნესით და გოდებით
მოწყდნენ და გაფრინდნენ,
გაფრინდნენ,
გაფრინდნენ
ფოთლები... ფოთლები...


ა. კალანდაძე

Posted by: Jeanne 3 Oct 2013, 17:50
Warning:
ბანი

Posted by: Algophobia 4 Oct 2013, 09:56
ჰორიზონტი ოდნავ ღელავს შემოდგომის მკრთალი სხივით,
და სცვივიან ხეს ფოთლები მომაკვდავი პეპლებივით...
ყვითელ ფოთლით მოიფარა ხეივანი, ბილიკები.

თეთრი ნისლით შეიმოსა ცად აწვდილი შორი მთები.
ობლადა სდგას მონასტერი, სადაც თავი შეაფარე,
სადაც ციურ ფიქრთა ნისლში, მიატოვე ცოდვათ მხარე.

მაგრამ მე ვერ დაგივიწყე, კვლავ მიყვარხარ ძველი ვნებით,
იმავ სულით, იმავ ფიქრით, იმავე თავდავიწყებით.

ჰორიზონტი ოდნავ ღელავს შემოდგომის მკრთალი სხივით
ცა სცვივიან ხეს ფოთლები მომაკვდავი პეპლებივით!.


გალაკტიონი

Posted by: AbyssWalker 4 Oct 2013, 17:06
merciamercia
QUOTE
თემურ ელიავა

ნწ,, გენრი დოლიძის ლექსი ყოფილა tongue.gif

Posted by: Algophobia 4 Oct 2013, 18:45
ბაღში ისევ
ტირიფების ლოდინია,
ხანგრძლივი და
უსასრულო ლოდინი...
ხეივნები
მოდიან და მოტირიან,
ქარი მოდის
და ხეივნებს მოსტირის...
მთა კვნესის და
ცაიც გულდაკოდილია,
ჩემო კარგო,
მტკვარიც გულდაკოდილი...
ხეივნები
მოდიან და მოტირიან,
ქარი მოდის
და ხეივნებს მოსტირის...


ა. კალანდაძე

Posted by: Anna Ricci 4 Oct 2013, 21:51
გაგეზარდა თავი
გაგებარა მუცელი,
ყოველივეს კუჭიდან
და მუცლიდან უცქერი

არემარემ ირგვლივეთმა
შეიცვალა იერი,
გაპარტახდა დაჭიანდა
შენთვის წუთი-სოფელი

C. ბენდუქა

Posted by: Algophobia 4 Oct 2013, 21:59
როცა ყაყანი ქვეყანისა სრულად მისწყდება
და აღარ ისმის ბოროტების ხმა მოსაწყენი,
როს მძინარ სოფელს კამარა ცის ზედ გარდეშლება,
სამხრეთის ღამევ! მაშინ მიყვარს ყურება შენი.


ი. ჭავჭავაძე

Posted by: nini gogo 5 Oct 2013, 00:00
ღამეს ფიქრები
გავანდე
და არც შემშლია,
ვეღარ ვუშველე
და მთვარე
თითქოს შეშლილა...
ზოგჯერ ოცნების
სათავე
იის ფერშია,
მაგრამ მთვარიან
ამ ღამეს
შენთან მერჩია...

ბადრი სულაძე

Posted by: Algophobia 5 Oct 2013, 00:07
არ შემიძლია და მე ავად ვარ,
ქარი ეწვია წუხელ იმ ყვავილს.

ცხოვრობდი უწინ, ახლა არა ხარ,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.

იყო ოცნება, როგორც შენობა,
იყო გაფრენა ხიდან იმ ყვავის.
მკლავდა იღბალი და უშენობა,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.

კრთოდა გულიდან სხვა სტრიქონები,
ქრებოდა ლანდი შავი ნიღაბის.
შენ მიდიოდი და მიგონებდი,
შენ მიდიოდი, მე არ ვიყავი..


ტ. გრანელი

Posted by: nini gogo 5 Oct 2013, 00:19
QUOTE
იყო ოცნება, როგორც შენობა,
იყო გაფრენა ხიდან იმ ყვავის.
მკლავდა იღბალი და უშენობა,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.




Posted by: Algophobia 5 Oct 2013, 00:36
არა ვარ, მინდა გამოცოცხლება,
ისევ დაფარეს მიწა ბინდებმა.
და ვარდისფერი ჩემი ოცნება
ანგელოზივით კვლავ მოფრინდება.

ანდა, ვინ იცის, რას ვგრძნობდი გუშინ,
თმა ამიწეწეს გუშინ ქარებმა.
ახლა თოვლია, ახლა ჩემ სულში
კვლავ დუმილია და ნეტარება..


ტ. გრანელი
==================
როგორი საინტერესოა გრანელის შემოქმედება

Posted by: nini gogo 5 Oct 2013, 00:51
QUOTE
როგორი საინტერესოა გრანელის შემოქმედება

და როგორ მიყვარს ჩემი სევდიანი გრანელი love.gif




მოვალ. თვალებში ჩახედვით დაგღლი;
ჩვენ შორის მანძილს დავწნი სამძივედ.
ხელში აგიყვან მკლავების ტალღით
და დაგაძინებ.
ჩვენი სიზმრების ფრთხილი შეხებით
მყუდრო ნაპირზე
ამოვა მზე და ერთი შეხედვით
გამოგაღვიძებ.


რატი ამაღლობელი

Posted by: Algophobia 5 Oct 2013, 09:28
nini gogo
QUOTE
და როგორ მიყვარს ჩემი სევდიანი გრანელი love.gif

გრანელის სევდიანი და ლამაზი სიტყვები


არავინ არის, გული დაობლდა,
მიწაზე წვება ხეების ჩრდილი.
ეს ხომ კუკიის სასაფლაოა
და სასაფლაო კარგია დილით.

ისევ ნოემბრის მზიანი დღეა,
მიდიან დღენი უმეგობრობის.
ძვირფას კლავდიას საფლავთან ვდგევარ
და მაგონდება ახლა გობრონი.

ნოემბერია და ისევ გრილა
და ვხედავ, ცისკენ მიფრინავს ქორი.
გარშემო ელავს მზიანი დილა
და მე ვსეირნობ საფლავებს შორის..


ტ. გრანელი

Posted by: nini gogo 5 Oct 2013, 20:51
.•* ვინც გეკარება, ყველა მტერი მგონია ჩემი,
ან გაღიმებით ,სიყვარულის გიპირებს ახსნას,
შენი თვალების ,ძველებურად ერთგული ვრჩები,
დღეს ალიონი ლანდებისგან მიპირებს დახსნას... ¸¸


ანტონ გაგუა

Posted by: Algophobia 6 Oct 2013, 19:28
ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი
(წუხელ ოცნებას ცისკენ მივყავდი) .
მე დავდიოდი შენ სახლის ირგვლივ
და შენ, ძვირფასო, სხვაგან იყავი.

ალბათ გულიდან სისხლი მდიოდა
და გული ჩანდა უფრო სტრიქონთან.
ვწუხდი, ეს წამი რომ გადიოდა,
ვწუხდი, ეს ფიქრი რომ დროს მიჰქონდა.


და იყო ბაღი და თეთრი სკამი,
მე ვისვენებდი, ქროდნენ ბინდები.
და იყო წამი, ცისფერი წამი
და იყო წამი სხვა გარინდების..


ტ. გრანელი

Posted by: nini gogo 6 Oct 2013, 20:41
QUOTE
ვწუხდი, ეს წამი რომ გადიოდა,
ვწუხდი, ეს ფიქრი რომ დროს მიჰქონდა.

user.gif


მოვიდა წვიმა,

წვიმა წკრიალა,

დატოვა ცრემლი და ჩაიარა...

მოვარდა ქარი,

ქარი გრიალა,

დატოვა მტვერი და ჩაიარა...

მზე აშრობს ქვებად

ქცეულ იარებს, -

მოხვედი შენ და...

შენც ჩაიარე...



მორის ფოცხიშვილი

Posted by: BELLA-DONNA 6 Oct 2013, 21:35
nini gogo
QUOTE
მოვიდა წვიმა,

წვიმა წკრიალა,

დატოვა ცრემლი და ჩაიარა...

მოვარდა ქარი,

ქარი გრიალა,

დატოვა მტვერი და ჩაიარა...

მზე აშრობს ქვებად

ქცეულ იარებს, -

მოხვედი შენ და...

შენც ჩაიარე...

love.gif

Posted by: nini gogo 6 Oct 2013, 22:16
BELLA-DONNA
2kiss.gif აქაც მოსულხარ love.gif


მოხვედი ჩემთან, გაზაფხულო,
როგორ მინდოდი,
სავსე ვარ სევდით და ეჭვებმა
სული დაფლითა,
შეურვებული უმზეობით,
უამინდობით
და ასე გრძელი, უსაშველოდ
გრძელი ზამთრითა.
მოხვედი ჩემთან, გაზაფხულო,
მოხვედი ჩემთან,
მადლობა, ჩემო, ჩემი პოვნა
არ გაგიძნელდა,
მთელი ზამთარი მე ვიცხოვრე
ეჭვთან და ცრემლთან
და ქარიშხალიც მაწამებდა,
ბეჭებს მინგრევდა.
ახლა თუნდ მოვკვდე,
ეს სიკვდილიც არის იოლი,
რადგან გიხილე, შენი ხილვა
რადგან მეღირსა,
ჩემს სხეულიდან ჩემორეცხავს
ნაგავს იორი,
დამასაფლავებს თეთრ ნისლებში
გათენებისას.
მოხვედი ჩემთან, გაზაფხულო,
მოხვედი ჩემთან,
როგორ მინდოდი, როგორ მსურდი,
როგორ მწყუროდი,
ჩემი ტკივილის მიზეზია
დღეს მხოლოდ ეს ცა,
თავის სიტურფით, ეჭვებით და
უსასრულობით.

ტარიელ ხარხელაური

Posted by: geo_spamer 6 Oct 2013, 23:45
შემოდგომის ფერებია, ცაში...
დილაა და თმას მისველებს წვიმა...
თურმე,
როგორ მყვარებიხარ მაშინ...
ახლა, უფრო მენატრები ხშირად...
ფოთლებივით ქარს გაყვება სევდა...
და მზეც,
სადღაც ემალება ნისლებს...
შენი კოცნა
ისევ გამახსენდა...
თურმე,
ახლაც მენატრები ისევ . . .

გიო არაბული

Posted by: Algophobia 7 Oct 2013, 00:31
არავინ მოდის და ვატყობ, რომ
ჯობდა სამარე სხვაგან მეპოვა.
საშინელია ეს სავადმყოფო,
სიკვდილის ბინა და სამეფოა.

მიწიდან მოდის ღამე თანდათან,
საღამოს ბაღში ჰქრიან ბინდები.
არ შემიძლია, გული გათავდა,
მე ფრთას შევისხამ და გავფრინდები..


ტ. გრანელი

Posted by: In_private 7 Oct 2013, 09:57
მაპატიე თუ სათქმელი ვერ გითხარი
გულში გრძნობა დავხუთე და დავატიე
თუმცა ევას მემკვიდრე ვარ,მაგრამ მაინც
ეს უთქმელი სიყვარული მაპატიე..
მაპატიე დაბნეული თვალები და
გაზაფხულზე არ გაუწყრე ამაყ იებს,
მაპატიე მოპარული წამები და
დამარხული ოცნებები მაპატიე
მაპატიე თუ,თუ ამ წუთშიც შენზე ვფიქრობ
და ეს ღამეც მარტომ თეთრად გავათიე,
მაშინდელი გულუბრყვილო ცრემლები და
ახლანდელი სიყვარული მაპატიე,
მაპატიე ეს ურითმო სტრიქონები
გრძნობების ზღვა სიტყვებად რომ დავაბნიე
მაპატიე ეს გულწრფელი მონატრება
ეს უაზრო სიყვარული მაპატიე...

Posted by: BELLA-DONNA 7 Oct 2013, 11:53
nini gogo
QUOTE
აქაც მოსულხარ

ყველგან გპოულობ. biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: მეგატვინი 7 Oct 2013, 12:43
ყორანი
ერთხელ ღამით როცა ბნელი მაძალებდა ფიქრი ძნელი
უცნაური თავსატეხის, მივიწყებულ ცოდნის აზრს
მომეჩვენა, ვიღაც მიხმობს შემომესმა უცებ თითქოს,
აკაკუნებს ვიღაც ითხოვს თავშესფარს, აღებს კარს
"სტუმარია" გავიფიქრე "აკაკუნებს აღებს კარს
სტუმარი სხვა არარა"

მაგონდება, მახსოვს მაშინ დეკემბერში, მყინვარ ქარში
ჯერ ჩაუმქრალ ნაკვერცხალში ლანდი როცა ახელს თვალს
მოვინატრე განთიადის შუქი, დრო რა ნელა გადის!
სევდა ლამის მისწვდეს ცამდის სად ლენორის სახლი დგას
მზეთუნახავ ქალის ვინაც ანგელოზთა ისმენს ხმას
აქ არავინ იცნობს მას

ჩრდილი ჩუმად ფრიალებდა უჩვეულო შრიალება
განცვიფრებულს ფანტასტიკურ შიშის ელდას სცემდა ზარს
გულისცემა ჩემი მესმის ხმა ღამეულ წყვდიადს ერთვის
ისევ ვიმეორებ ჩემთვის აკაკუნებს აღებს კარს
სტუმარია ვიღაც გესმის აკაკუნებს აღებს კარს
სტუმარი სხვა არარა.

რომ დავძლიე შიში ძნელად კარებისკენ მივალ ნელა
"მოიცადეთ" ვამბობ "ცოტა მოითმინეთ სულ ერთ წამს"
ფიქრებში ღრმად ჩავიძირე სევდა გულზე მაწვა მძიმე
უნებლიედ ჩავიძინე ყური ძლივსღა ვუგდე ხმას
აკაკუნებს ვიღაც მივხვდი მივდივარ და ვაღებ კარს
წყვდიადი სხვა არარა.

სიბნელეში მზერა მირბის შიშისაგან გული მიმდის
იქ ზმანებას ვხედავ ისეთს ვერ გავბედავ ენით თქმას
სიჩუმე კი, დაურღვევი უძრავი და უმეტყველი
მხოლოდ ერთი სიტყვის მთქმელი "ლენორ!" შემომესმა ხმა
მე ვჩურჩულებ ეს ექოა იმეორებს მხოლოდ ხმას
მხოლოდ ხმა, სხვა არარა

გულში ცეცხლი დატრიალდა სულში ალი აბრიალდა
რაღაც ისევ აწრიალდა მოუმატა კიდეც ხმას
ეს ხომ; "ვთქვი მე, ახლა ვხვდები სარკმელიდან ისმის ხმები
რომ ვიხილო ახლოს ვდგები აფრთხიალებს თითქოს ფრთას
მაჟრიალებს, ტანი მიკრთის აფრთხიალებს თითქოს ფრთას
ქარი ქრის, სხვა არარა

დარაბები გამოვაღე ფრთის ფართხუნით, დავინახე
შიგ ყორანი შემობრძანდა მედიდურად იჭერს თავს
ანარეკლი წარსულ ჟამის დავივიწყეთ ჩვენ რომ ლამის
როგორც მბრძანებელი ღამის შეაფრინდა სახლის კარს
შეხტა პალადას ბიუსტზე ზემოდან რომ ადგას კარს
შემოჯდა სხვა არარა

მწუხარება გამინელდა გავიღიმე გაქრა სევდა
სახე ისე ამაყი და უცნაური ჰქონდა მას
აქოჩრილი ბუმბლი ბნელი ეს ყორანი ძველისძველი
ჩემს სარკმელთან საზარელი მოუგდია ღამით ქარს,
"თქვი ზმანებავ ღამეულო გიწოდებენ სახელს რას?"
ჩხავის მხოლოდ "არარა!"

მართლაც ძლიერ გამაოცა მან წარმოთქვა სიტყვა როცა
უაზრო და უმიზეზო მოსაწყენად ჟღერდა ხმა
უბადლო და არსად თქმული, საოცრება არის სრული
რომ ფრინველი არნახული შეაფრინდეს ღამით კარს
ფრინველი, ან იქნებ მხეცი დააფრინდეს ძეგლის თავს
დაიჩხავლოს "არარა!"

ყორანი რომ ძეგლზე დაჯდა მხოლოდ ერთი სიტყვა დასძრა
ერთი სიტყვა მაგრამ სული მოაყოლა თოთქოს მას
არც ჩხავის და არც ყრანტალებს არც კი, ამოძრავებს თვალებს
წავა, გაფრინდება მალე ვჩურჩულებ და ვხუჭავ თვალს
ვით ქრებიან იმედები მიმატოვებს დილით ხვალ
შემომძახა: "არარა!"

შევკრთი თითქოს მიწა იძრა მან იგივე სიტყვა მითხრა
"მართლაც" ვთქვი მე "მან ყოველთვის ერთი სიტყვა უნდა თქვას
უცაბედად გაგონილი, ვინმე სასოწარკვეთილი
სიკვდილმისჯილი რომ მოთქვამს ეშაფოტზე როცა დგას
რომ გალობენ სულთათანას სევდიანი ისმის ხმა
"ო, არა, არარა!"

კვლავ ღიმილად გადამექცა, სევდა ალბათ ჩვევად მექცა
სავარძელი დავდგი კართან ფრინველი კი იქვე დგას
ახლა უკვე აღარ მიკვირს დრო საკმაოდ მქონდა ფიქრის
ვდარდიანობ მხოლოდ მისთვის რომ არ ვიცი ნეტავ რას,
რას მიქადის საშინელი ხმით რომ დაიყარყარა
შემომძახა "არარა!"

გამოვიცნობ მაინც მჯერა არ დამიძრავს თუმცა ბგერა,
სანამდის მის თვალთა მზერა გულს აღგზნებულ ცეცხლში წვავს
საგონებელს ჩაძირული განსაცდელში განწირული
ვხედავ შუქი გაყინული იისფერი სხივით რთავს
ოთახს მკრთალი შუქი ფარავს დამცინავი სხივით რთავს
დამცინის: ო, არარა!"

მომეჩვენა ვიღაც თითქოს სურნელოვანს აფრქვევს სითბოს
სერაფიმი მოაბიჯებს და წკრიალა ისმის ხმა
"საბრალოვ, ღმერთს შენი სულის განკურნება სურს ტანჯულის
შესვი მადლით და ქალწულის აღარ გაიგონებ ხმას
შესვი, შესვი ეს სასმისი დაივიწყებ უმალ მას."
ჩხავის ისევ "არარა!"

"მოძღვარი ხარ ბოროტების ეშმაკს გამოგისხამს ფრთები
ხარ მაცდურის მოგზავნილი მოუგდიხარ ღამით ქარს.
უბადრუკი განდეგილი მოხიბლული დაწყევლილი
ავსახეთაგან დევნილი გევედრები მართლის თქმას
გალაადის მთებში შველა არის ჩემთვის თუ არა"
ჩხავის ისევ "არარა!"

"მოძღვარი ხარ ბოროტეის ეშმაკს გამოგისხხამს ფრთები
ჩვენ ორივეს გვფარავს ზეცა თანაც ერთი ღმერთი გვწამს
ეღირსება კი, რომ ჩემს სულს ნეტარებას მონატრებულს
თუ იხილავს წმინდა ქალწულს აქ რომ არვინ იცნობს მას
მზეთუნახავს, წმინდა ასულს ვინც ზეციურს ისმენს ხმას"
ჩხავის ისევ "არარა!"

"დაე შენი ბოლო სიტყვა განშორების ნიშნად ითქვას
განვედ ჩემგან შორს მაცდურო შორს ღამეულს მიჰყევ ქარს
არ დატოვო არც ბუმბული ვით მაცდური სიტყვა თქმული
მიმატოვე მარტოსული ნუღარ შემოაღებ კარს
გულს ნისკარტი მომაცილე ჩამოშორდი ძეგლის თავს"
ჩხავის ისევ "არარა!"

მომზირალი უმოწყალოდ ზის ყორანი უმოძრაოდ
ქვის პალადას თეთრ ბიუსტზე ზემოდან რომ ადგას კარს
თვალებით კი, ის ჰგავს გრძნეულს ბოროტ დემონს ჩაძინებულს
მან კარებთან დაკიდებულ ჭრაქის შუქიც დაფარა
სული ჩემი იმ ჩრდილიდან ოთახი რომ დაფარა
წამოიწევს? "_არარა!".


Posted by: Centaur27 7 Oct 2013, 13:10
Annabel Lee

It was many and many a year ago,
In a kingdom by the sea,
That a maiden there lived whom you may know
By the name of ANNABEL LEE;
And this maiden she lived with no other thought
Than to love and be loved by me.

I was a child and she was a child,
In this kingdom by the sea;
But we loved with a love that was more than love-
I and my Annabel Lee;
With a love that the winged seraphs of heaven
Coveted her and me.

And this was the reason that, long ago,
In this kingdom by the sea,
A wind blew out of a cloud, chilling
My beautiful Annabel Lee;
So that her highborn kinsman came
And bore her away from me,
To shut her up in a sepulchre
In this kingdom by the sea.

The angels, not half so happy in heaven,
Went envying her and me-
Yes!- that was the reason (as all men know,
In this kingdom by the sea)
That the wind came out of the cloud by night,
Chilling and killing my Annabel Lee.

But our love it was stronger by far than the love
Of those who were older than we-
Of many far wiser than we-
And neither the angels in heaven above,
Nor the demons down under the sea,
Can ever dissever my soul from the soul
Of the beautiful Annabel Lee.

For the moon never beams without bringing me dreams
Of the beautiful Annabel Lee;
And the stars never rise but I feel the bright eyes
Of the beautiful Annabel Lee;
And so, all the night-tide, I lie down by the side
Of my darling- my darling- my life and my bride,
In the sepulchre there by the sea,
In her tomb by the sounding sea.
Edgar Allan Poe
* * *
Alone

From childhood's hour I have not been
As others were; I have not seen
As others saw; I could not bring
My passions from a common spring.
From the same source I have not taken
My sorrow; I could not awaken
My heart to joy at the same tone;
And all I loved, I loved alone.
Then- in my childhood, in the dawn
Of a most stormy life- was drawn
From every depth of good and ill
The mystery which binds me still:
From the torrent, or the fountain,
From the red cliff of the mountain,
From the sun that round me rolled
In its autumn tint of gold,
From the lightning in the sky
As it passed me flying by,
From the thunder and the storm,
And the cloud that took the form
(When the rest of Heaven was blue)
Of a demon in my view.
Edgar Allan Poe
* * *
სული ობოლი

ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას,

ნუ ვინ სჩივის თავის უთვისტომობას!

საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი,

ძნელღა პოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი!

მეგობართა, ნათესავთ მოკლებული,

ისევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული;

მაგრამ ერთხელ დაობლებული სული

მარად ითმენს უნუგეშობას კრული!

არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის;

ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის,

ვის აუწყოს დაფარული მან გრძნობა,

ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა!

ძნელი არის მარტოობა სულისა:

მას ელტვიან სიამენი სოფლისა,

მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,

ოხვრა არის შვება უბედურისა!

ნიკოლოზ ბარათაშვილი
* * *
ფიქრნი მტკვრის პირას
წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;
ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა
და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.

იდაყვ-დაყრდნობილ ყურს უგდებ მე მისსა ჩხრიალსა
და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!
ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?
მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..

არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება
რად იყო ფუჭი და მხოლოდა ამაოება?..
მაინც რა არის ჩვენი ყოფა — წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?

თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლეს
არც ვინღა არის, და წინაშე არც ვინ აღუდგეს,
რომელთ ხელთ ეპყრასთ უმაღლესი სოფლის დიდება,
შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: «როდის იქნება,
ის სამეფოცა ჩვენი იყოს?» და აღიძვრიან
იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!..

თუნდ კეთილ მეფე როდის არის მოსვენებული?
მისი სიცოცხლე: ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული;
მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს
თავისს მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა დროს
არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!..
მაგრამ თუ ერთხელ უნდა სოფელს ბოლო მოეღოს,
მაშინ ვიღამ სთქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?..

მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან — შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა.
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!
ნიკოლოზ ბარათაშვილი

Posted by: Algophobia 7 Oct 2013, 14:42
ბედი ტრიალებს.
მიწა ტრიალებს.
შლის წარამარა დუმილი შრიალს;
ხან უფოთლოებს,
ხან ფოთლიანებს, _
ხეები ტოტებს თვალებში მჩრიან.

მოემართება ფანჯრისკენ ტოტი...
ცოტაც და...
ფოთოლს მინას შეახებს....
რამხელა გახდა მეზობლის გოგო!
როგორ დაბერდა
ჩვენი მებაღე!


მ. მაჭავარიანი

Posted by: livesx11 7 Oct 2013, 14:52
ვისაც ვებრძოდი, ბრძოლად არ ჰღირდნენ,
გვიან შევიტვყე ეს ცდომილება;
ეხლა მათ საზიზღ, მდაბალ მტრობაზედ
არც მეცინება, არც მეტირება.

Posted by: Algophobia 7 Oct 2013, 14:58
სამი დღეა
დამიბრიყვა სევდამ:
სამი დღეა
გულმოდგინედ წვიმს...
მომანატრა,
მომანატრა, ნეტა —
რაც მომწყინდა,
რაც მომწყინდა —
ის.


მ. მაჭავარიანი

Posted by: nini gogo 7 Oct 2013, 23:39
QUOTE
სამი დღეა
დამიბრიყვა სევდამ:
სამი დღეა
გულმოდგინედ წვიმს...
მომანატრა,
მომანატრა, ნეტა —
რაც მომწყინდა,
რაც მომწყინდა —
ის.


love.gif




გული - ოცნებების სასაფლაო
თითქოს მიყუჩდა და გაჩერდა...
აღარ გახსენებ და აღარ ვდაობ,
დრო ხომ უშენობას მაჩვევდა.

ჩემი სურვილები - შეშლილები,
წარსულს ვუსახსოვრე დღეს ნებით.
წავალ, მეც დეკემბერს ვეშვილები...
გულო, მდუმარებას ვნებდები,

ნუღარ გამიღვიძებ სულს ხმაურით,
იქნებ მწუხრისფერიც ახია...
გული საფლავია უცნაური,
სადაც სიყვარული მარხია.

დათო ახლოური





Posted by: Algophobia 8 Oct 2013, 00:15
როგორ შემიყვარდა ეს ლამაზი თემა

==========================

წამერთვი,
მაგრამ ვერ წამართვი წუთები ტკბილი;
დღეს მე იმ წუთთა წარმოდგენით ხელახლა ვტკბები...
გეალერსები,
გეუბნები:
_ ჩემი ხარ, ჩემი!
მიწურულია ათასცხრაასორმოცდაშვიდის.

ცაა კრიალა.
ციდან მთვარე გვიყურებს ბადრი;
დღეს მე იმ ღამის წარმოდგენით ხელახლა ვტკბები...
გეალერსები,
გეუბნები:
_ ჩემი ხარ, ჩემი!
არის დამდეგი ათასცხრაასორმოცდაათის.

სად სიკვდილშია მაშინდელი ხალისი ახლა?
სად სიკვდილშია მაშინდელი, თუ გინდა, ფიქრი?
დღეს იქ სტამბაა, მაშინ შენი რომ იდგა სახლი
და მაშინდელი დღეს ჭადარი დგას მხოლოდ იქვე..


მ. მაჭავარიანი

Posted by: Centaur27 8 Oct 2013, 14:08
A Question

A voice said, Look me in the stars
And tell me truly, men of earth,
If all the soul-and-body scars
Were not too much to pay for birth.
Robert Frost
* * *
Acquainted with the Night

I have been one acquainted with the night.
I have walked out in rain -- and back in rain.
I have outwalked the furthest city light.

I have looked down the saddest city lane.
I have passed by the watchman on his beat
And dropped my eyes, unwilling to explain.

I have stood still and stopped the sound of feet
When far away an interrupted cry
Came over houses from another street,

But not to call me back or say good-bye;
And further still at an unearthly height,
A luminary clock against the sky

Proclaimed the time was neither wrong nor right.
I have been one acquainted with the night.
Robert Frost
* * *
A Minor Bird

I have wished a bird would fly away,
And not sing by my house all day;

Have clapped my hands at him from the door
When it seemed as if I could bear no more.

The fault must partly have been in me.
The bird was not to blame for his key.

And of course there must be something wrong
In wanting to silence any song.
Robert Frost

Posted by: nini gogo 8 Oct 2013, 15:04
QUOTE
გეალერსები,
გეუბნები:
_ ჩემი ხარ, ჩემი!

love.gif

ჩვენ მოვდიოდით იმ ღამეს წყვილად
და იდუმალი მოგვქონდა სითბო.
წამოგვეწია გრაკალთან წვიმა,
წამოგვეწია სიმღერა თითქოს.

დარაჯებს ჰგვანდნენ მრუმეში ხენი,
მთვარე უძინარ მორიგეს ჰგავდა...
არვის ესმოდა ჩურჩული ჩვენი
ჩვენივე ცხელი გულების გარდა.

ელნათურები ელავდნენ შორით,
ვეღარ ვარჩევდით სადგურებს თვალით
და ვრცელდებოდა ჩვენს ირგვლივ ჭორი
როგორც თუთუნის მსუბუქი კვამლი.

ჩვენ მოვდიოდით იმ ღამეს წყვილად
და იდუმალი მოგვქონდა სითბო.
რაღაცას წერდა მინაზე წვიმა,
წერდა და შლიდა სტრიქონებს თვითონ.

მორის ფოცხიშვილი

Posted by: Centaur27 8 Oct 2013, 17:03
The Road Not Taken

Two roads diverged in a yellow wood,
And sorry I could not travel both
And be one traveler, long I stood
And looked down one as far as I could
To where it bent in the undergrowth;

Then took the other, as just as fair,
And having perhaps the better claim
Because it was grassy and wanted wear,
Though as for that the passing there
Had worn them really about the same,

And both that morning equally lay
In leaves no step had trodden black.
Oh, I kept the first for another day!
Yet knowing how way leads on to way
I doubted if I should ever come back.

I shall be telling this with a sigh
Somewhere ages and ages hence:
Two roads diverged in a wood, and I,
I took the one less traveled by,
And that has made all the difference.
Robert Frost

Posted by: Algophobia 8 Oct 2013, 17:13
გვიან მივხვდი: ყოველი,
ცუდიც, კარგიც მოაქვს დროს.
ჩემს ბედს ვგმობდი, რომელმაც
შენს დაცემას მომასწრო.

ეხლა სინანულსა მგვრის
ნაღვლიანი ფიქრები:
შენ რომ აღორძინდები,
მე ხომ აღარ ვიქნები!

მე მივდივარ, შენ გტოვებ,
თითქმის სასომიხდილად.


შენ აღდგები, მაგრამ მე...
მე შენ ვეღარ გიხილავ!


გ. აბაშიძე

Posted by: AncientCaucasian 8 Oct 2013, 17:18
Algophobia
QUOTE
წამერთვი,
მაგრამ ვერ წამართვი წუთები ტკბილი;
დღეს მე იმ წუთთა წარმოდგენით ხელახლა ვტკბები...
გეალერსები,
გეუბნები:
_ ჩემი ხარ, ჩემი!
მიწურულია ათასცხრაასორმოცდაშვიდის.

ცაა კრიალა.
ციდან მთვარე გვიყურებს ბადრი;
დღეს მე იმ ღამის წარმოდგენით ხელახლა ვტკბები...
გეალერსები,
გეუბნები:
_ ჩემი ხარ, ჩემი!
არის დამდეგი ათასცხრაასორმოცდაათის.

სად სიკვდილშია მაშინდელი ხალისი ახლა?
სად სიკვდილშია მაშინდელი, თუ გინდა, ფიქრი?
დღეს იქ სტამბაა, მაშინ შენი რომ იდგა სახლი
და მაშინდელი დღეს ჭადარი დგას მხოლოდ იქვე..


მ. მაჭავარიანი

love.gif

Posted by: Algophobia 8 Oct 2013, 17:33
გაყვითლებულა, შეხმობია ფოთოლი ჭადარს,
მეღამურები ევლებიან თავზე ძველ საყდარს.
მიმფრინავ წეროთ სევდის მღერა ატირებს მდელოს
და შემოდგომა თეთრ ზამთრისას სვამს სადღეგრძელოს.
გაღმა ქარიშხალს თავისთავი არ ეცოდება,
ველურ სიმღერის ველურ ცეცხლში იწვის, ცოფდება.
მწუხრის ჟამისას შეეპარა სულს კაეშანი,
მწუხრის საღამოს ეფარება ნისლის საბანი.

გამოილოცა უკვე მამამ, - შაბათი არი
და თეთრ წვერებზე თითქო მოჩანს ლოცვა დამდნარი.
დაბნელდა, თვალი გარეშემო ვერაფერს ხედავს,
კუდიანივით ქარიშხალი მიდამოს სწეწავს.
ქარვის ტალახში ეფლობიან მძიმედ ფეხები,
ყვითელ ფოთლებში მე ვიხრჩვები და ვიმარხები.


ტ. ტაბიძე

Posted by: MaverickAbnormal 8 Oct 2013, 17:43
***

მე ახლა დავდივარ რედაქციაში,
სადაც კედლების ჰაერია,
სადაც ჭერი იატაკზე მაღლაა,
სადაც მაგიდები თავს გრძნობენ ბუნებრივად,
სადაც კალამი მუდამ მელნიანია,
სადაც გახსენდება, რომ მილიციაში გამოცვალე პასპორტი,
სადაც გახსენდება, რომ ამბულატორიაში ამოგიღეს ჭიანი კბილი,
სადაც ისე უკიდებ პაპიროსს,
რომ ვერ ამჩნევ
ასანთზე წარწერას: "გამარჯვება".
სადაც რედაქტორი თავს ისე გრძნობს,
როგორც საკუთარ სახლში
და ისე გელაპარაკება,
როგორც ტრამვაის გაჩერებასთან,
როდესაც ტრამვაი უკვე ახლოვდება.

შოთა ჩანტლაძე

Posted by: Algophobia 8 Oct 2013, 19:00
ვწყევლი სიცოცხლეს, ოცნებაცა მძულს,
მოველტვი კუბოს… ვსწვავ ჩემს გაზაფხულს…
ვის ძალუძს მითხრას, რაა ნუგეში?
მარქვით, ვინ ჩაჰკლას გველი უბეში?
რა შეაკავებს მომსკდარ ჯოჯოხეთს?
რა დააწყნარებს შურისგების ღმერთს?
დღეთა დარაჯად დადგა დემონი,
ტანჯვა - წუხილში მიჰქრიან დრონი.
სულო, სტიროდე სატრფოს გველობას,
პირველ სიწმინდეს, უცოდველობას…
სულო, სტიროდე თასს, ჯერ დაუცლელს,
ნეკტარისა წილ რომ ხედავ შიგ გველს…
რად არ წაიღებს ნეტა მას ზეცა,
რაც სავალალოდ მისგან მომეცა?
სადა აქვს ყოფნას ბოლო, საზღვარი?
როდის გამოხრავს ჩემ ძვლებს აფთარი?
ველტვოდი მზესა, ვეძებდი ნათელს…
ვერ მოვსწყდი სევდას, ვერ მოვსწყდი ნაღველს…
რომ ბოდვა არის თვით სიყვარული
აშკარადა გრძნობს ცოდვილი გული.
კუბოთა შორის სატანა ცეკვავს,
შურისძიებით სახე უელავს…
დღეთა დარაჯად დადგა დემონი…
ტანჯვა-წუხილში მიჰქრიან დრონი


ტ. ტაბიძე

Posted by: nini gogo 8 Oct 2013, 21:40
QUOTE
ცუდიც, კარგიც მოაქვს დროს.




ჩემი სიყვარული ყველაფერს გერჩიოს,
გახსოვდე ყველგან და მარად
არ გადამეჩვიო,
არ გადამეჩვიო,
არ გადამეჩვიო, არა!

შენ თუ მიმატოვებ ვის უნდა შევჩივლო,
ვინ მეტყვის: წუხილი კმარა...
არ გადამეჩვიო,
არ გადამეჩვიო,
არ გადამეჩვიო,
არა!

მიხეილ ქვლივიძე

Posted by: Algophobia 8 Oct 2013, 22:11
nini gogo
მშვენიერი ლექსები გყვარებია))))



ეძინება მთებში ნიავს, ეძინება მთის მწვერვალებს
და ყრუ ხევში ნაკადული ეუბნება ღამეს ზღაპრებს…
ძილის კალთა გადეფარა, ძილის კალთა მდუმარ სოფელს,
ფასკუნჯის ფრთა გამოესხა, ფასკუნჯის ფრთა სევდა -ნაღველს…

ეძინებათ ზეცის ციაგთ, ეძინებათ მთის მწვერვალებს,
მხოლოდ ძილი შორს გაურბის დამაშვრალი მგოსნის თვალებს.
სული გოდებს, სული მოსთქვამს, ჟამთ სიმწარე აყოლებს ბანს…
რა ჩაფერფლავს გულში ვნებას, რა გაადნობს ჩემს კაეშანს?!
სულის სწორო. ნუ დამტოვებ უთვისტომოთ, მარტოდმარტო;
აბა, რა ვქნა მე შენოთ, ან ფიქრი ვის განვუმარტო?


ტ. ტაბიძე

Posted by: Algophobia 8 Oct 2013, 22:15
შავი ღამეა, ცა გლოვობს,
ძაძა მოუსხამთ მაღალ მთებს,
ჭმუნვით მტირალი გრიგალი
დაჭრილ მხეცივით ღრიალებს.
ხან ფანჯრებს მოუკაკუნებს,
ხან მწარე ქვითისნ მოჰყვება;
-“მამა, მამილო! მითხარი,
სად არის ნეტავ დედაო? ”
“მახსოვს, პატარას, როს ქარი
ქვითინსა დაიწყებდაო,
მე შიშით ვთრთოდი, სტიროდი,
მანუგეშებდა დედაო”.
“და ეხლაც მახსოვს ის ნანა,
ის დედის ტკბილი ხმებიო…
მამა! სად არის დედილო,
მითხარი გენაცვლებიო?”
ჩაჰკითხავს ბავშვი მამასა,
და როცა პასუხს მიიღებს,
თავს ჩაჰყობს ბავშვი ქვითინით
და ქარი მწარედ ბანს აძლევს.


ტ. ტაბიძე

Posted by: nini gogo 8 Oct 2013, 22:23
Algophobia
smile.gif
ძალიან მიხარია ამ თემაში რომ გამოჩნდი love.gif


გული სიკეთით მოვქარგე,
სული მაქვს ვარდთა მთოველი,
სიყვარულს მეპირებიან
გრძნობები დაუცხრომელი.
მიხარის თქვენთან სიცოცხლე
ყოფნაც მალაღებს თქვენთანა,
ღვთის სადიდებელს ვმღერივარ
მოყვარესთან და მტერთანა.
ლაღი ვარ, ისე ლაღი ვარ
გულ-მკერდზე ვკოცნი ქვეყანას,
მიხარის, ღიმილიანი
ჩოქვით მივდივარ ღმერთთანა.

(გოდერძი ჩოხელი)



QUOTE
სულის სწორო. ნუ დამტოვებ უთვისტომოთ, მარტოდმარტო;
აბა, რა ვქნა მე უშენოთ, ან ფიქრი ვის განვუმარტო?


Posted by: Algophobia 8 Oct 2013, 23:04
nini gogo
QUOTE
ძალიან მიხარია ამ თემაში რომ გამოჩნდი love.gif

მეც ძალიან მიხარია ამ თემის არსებობა, დიდი მადლობა



ვწევარ და ვუსმენ. ქარია გარეთ.
მე ბნელ ოთახში ვწევარ და ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედელზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.

სად გაქრა შენი ფერკმთალი სახე,
სუნთქვა სიჩუმის და ფოთოლცვენის,
ან ის სიზმრები, ერთად რომ ვნახეთ,
აუხდენელი სიზმრები ჩვენი.

ახლა მჭირდები... შენ არც კი იცი,
შენ ვერც იფიქრებ, როგორ მჭირდები...
შეეძლო მარტო შენს ბავშვურ სიცილს
გაევსო სახლი მზით და ჩიტებით.

სად გაქრი... საით გაყევი ქუჩებს...
სად დაგავიწყდი... სად ვიყავ მაშინ...
ან იქნებ ვინმეს მოუნდა უცებ,
ჩემი ყვირილი გაიგოს ქარში.

საბრალო სული! დე, იყოს ასე!
მე არ მრცხვენია ვნებები ჩემი,
მე ყოველ ღამეს - შენი ხმით სავსეს -
ვხვდები ცახცახით და გულისცემით.

მაგრამ შენ სად ხარ... ქარია გარეთ,
ისევ ქარია და ისევ ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედლებზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.


ო. ჭილაძე

Posted by: nini gogo 8 Oct 2013, 23:16
QUOTE
ახლა მჭირდები... შენ არც კი იცი,
შენ ვერც იფიქრებ, როგორ მჭირდები...
შეეძლო მარტო შენს ბავშვურ სიცილს
გაევსო სახლი მზით და ჩიტებით.





რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით,
ამ ქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით,
მარადიული ის არის მხოლოდ

და ასეთია ყოველთვის ბოლო
ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების
და მეც ამ დიდი კანონის ნებით
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !
მაგრამ ამ სიტყვას ახლა
იაფი სცენის სურნელი ახლავს
რაც არც უხდება და არც სჭირდება,
ამიტომ, ალბათ, გამიჭირდება
მისი წარმოთქმა, მაგრამ გახსოვდეს,
მაგრამ გჯეროდეს, რომ არასოდეს
არ დაგავიწყებ ჩემს ხმას და სახელს,
შენგან მრავალი ტკივილის მნახველს.
და გზა რომელიც გაიყო ორად
და უკვე იქცა ცოდვად და ჭორად
იყოს დღეგრძელი, რომ შენი წილი,
თავისი ღორღით, მტვრითა და ჩრდილით
ტანჯვის გზად იქცეს და უცხო თვალი:
ყრმის თუ მოხუცის, კაცის თუ ქალის,
გხედავდეს მხოლოდ ამ გზაზე მავალს,
რადგან დღეიდან მე შენი ხმა ვარ,
რადგან მე უკვე ვიყავი ღმერთთან და მოვიგონე
ეს გრძნობა ჩემთვის,
ჩემს დასაცავად და დასაღუპად
და რისხვა გულმა რაც დააგუბა,
რაც გულს აქამდე ძალით ეკავა,
წვრილმან გრძნობების წასალეკავად
გასასვლელს ეძებს, რომ დღეის იქით
შენს ნაკვალევზე დიოდეს იგი.
და უსასრულოდ, დღისით თუ ღამით
და თუნდაც მხოლოდ სულ ერთი წამით
იქცეს კოშმარად და მოჩვენებად,
დაგიფრთხოს ძილი და მოსვენება
რომ ფრთებშეკვაცილ ფრინველის მსგავსად
აღარ შეგეძლოს გაფრენა არსად.
მერე რა მოხდა თუ უცხო თვალი
ჩვენი უცნაურ სეირით მთვრალი,
ბაგეს გადასცემს დამცინავ ღიმილს
და იმ ღიმილის უხეში ქიმი
გაგვივლის გულში...
შენ კი გახსოვდეს,
რომ ვერ მიაგნებ ხსნას ვერასოდეს,
რომ მე ვარ ჯვარიც და ეშაფოტიც
და ჩემი სულის ყველა ნაფოტი
იმ კოცონისთვის მზადდება ახლა,
რომელზეც შენი სურვილით ახვალ.

ოთარ ჭილაძე

Posted by: Algophobia 8 Oct 2013, 23:19
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს,
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები
მაგრამ ვარ გხედავ,როგორც სიცივეს!
გარეთ კი წვიმითსველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს,
მე აღარ მინდა,რომ სხვებს დაბრალდეს ჩემი სიჩუმე
და ხმაურს ვიწყებ....
გათავდა..აღარ ჩამოგეხსნები,
არ მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე,მხრებზე,მუხლებზე...სულში...
ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც,ქუჩაც,ფოთოლიც,წვეთიც...
შენ ხარ-აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი!...........


ო. ჭილაძე

Posted by: nini gogo 8 Oct 2013, 23:43
Algophobia
ხოო ეს ლექსი მეც განსაკუთრებულათ მიყვარს rolleyes.gif

QUOTE
შენ ხარ-აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი!

chups.gif

QUOTE
მე აღარ მინდა,რომ სხვებს დაბრალდეს ჩემი სიჩუმე
და ხმაურს ვიწყებ..

love.gif


ალბათ ასეთი ვარ ცოტა არეული,
დამყვა ხასაითი მარტის ამინდივით,
დიდი სიყვარულიც უცებ მოვარდნილი
ვიცი ჩემებური უფრო კაპრიზივით.

ფეხქვეშ ამერია დღესაც დედამიწა
და ცის დამხობაზე არ მაქვს სინანული,
ალბათ ასეთივე ცოტა უცნაური დამაქვს
ოცნებებიც,ზოგჯერ ტირანული.

ქარის წისქვილებთან ბრძოლით დავიღალე
ფრთები შევალეწე გავხდი ინვალიდი,
ალბათ ჩემებურიც ვიცი გაბრძოლება,
ბოლო გაღიმებაც კარგი, სიკვდილის წინ.

ალბათ ასეთი ვარ ცოტა უცნაური,
და ნუ გამიკარებთ ხალხნო სიახლოვეს,
ვიცი აგიწეწავთ ყველას მშვიდ ცხოვრებას,
მერე ხელს ჩავჭიდებ ისევ სიმარტოვეს...


გიო ანდრონიკაშვილი

Posted by: Algophobia 8 Oct 2013, 23:52
nini gogo
QUOTE
ხოო ეს ლექსი მეც განსაკუთრებულათ მიყვარს rolleyes.gif

მეც ძალიან მიყვარს, "გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს"


ეს არის ჩემი მეგობრის სული –
თრთის და ციმციმებს, კრთება ნამივით...
აცვია თეთრი, სპეტაკი კაბა,
ხელში უჭირავს თეთრი ყვავილი...
აწვდის ვიღაცას თოვლისფერ ყვავილს...
ირგვლივ ყოველი თეთრია მისებრ...
ვუახლოვდები...
- ბავშვი არ იყო,
არ მომეკარო, მივდივარ ისევ!-
და ყვავილების ზღვა არი ირგვლივ
და გაზაფხულის ნიავქარივით
მიფრინავს ჩემი მეგობრის სული,
მიაქვს ზეცისკენ თეთრი ყვავილი....


ა. კალანდაძე
სულ რაღაც 5 წლის წინ დაიღუპა, როგორც მახსოვს

Posted by: nini gogo 9 Oct 2013, 00:03
ესენიც იყოს მაშინ ამ გვერდზე .. love.gif



რაც დასახარჯი არსებობს – ვხარჯავ,
რაც სანახავი არსებობს- ვნახე.
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.

ვერ დავარბიე ჩემში ველური,
კანდაშაშრული მზით და მარილით,
ვერ მივაჭედე სულს სახელური,
რომ გამოაღოს ყველამ კარივით.

ყველა ზეიმზე დავიგვიანე,
ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე.
არც მდიდარი ვარ და არც ჭკვიანი,
მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს.

მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს,
თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.

==================================


წამსვლელი თვითონ დგება და მიდის -
ზღვებსაც აცოფებთ ზედმეტი წვეთი.
მე ჩემს თავს უფრო ძლეირად ვთვლიდი
სხვა არაფერი შემშლია მეტი.

აი, შედეგიც… დრომ მეც გამტეხა.
დრო მეც ზარივით დამემხო თავზე.
არადა, ალბათ კიდევ რამდენ ხანს
უნდა იდინოს ამ მტკვარმა ასე.

================================

რაც დასახარჯი არსებობს – ვხარჯავ,
რაც სანახავი არსებობს- ვნახე.
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.

ვერ დავარბიე ჩემში ველური,
კანდაშაშრული მზით და მარილით,
ვერ მივაჭედე სულს სახელური,
რომ გამოაღოს ყველამ კარივით.

ყველა ზეიმზე დავიგვიანე,
ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე.
არც მდიდარი ვარ და არც ჭკვიანი,
მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს.

მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს,
თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.


ოთარ ჭილაძე


Posted by: Algophobia 9 Oct 2013, 00:13
QUOTE
ესენიც იყოს მაშინ ამ გვერდზე .. love.gif

ძალიან კარგია, ლამაზი გვერდი გამოვიდა



ის ისე ჩუმად
წავიდა ჩემგან,
ო, ისე უხმოდ,
როგორც მიდიან
ყვავილებიდან
მთვარის სხივები...

----------------

თავზე მევლება
სულანთებული
ჩემი პეპელა,
ეძებს ჩემს ყვავილს,
სიხარული აქვს
საუწყებელი...
მივდრკები მისგან
მე...
მზეთა ნაცვლად...
ბნელთა მძებნელი.
მაგრამ, მაუწყეთ,
შესაძლო არის
შეუძლებელი?


ა. კალანდაძე

Posted by: nini gogo 9 Oct 2013, 00:19
QUOTE
ჩემი პეპელა,
ეძებს ჩემს ყვავილს,
სიხარული აქვს
საუწყებელი...

rolleyes.gif


სულში - სიცოცხლე,
გულში - შენ,
თვალებში - ცა არ მეტია,
რაგინდ ფრთა შალოს ოცნებამ,
ცხადი ცხრა მტკავლით მეტია...
ეჰ, ჩემო ბედის პეპელავ,
მაინც საიდან სად გდიე,
ჩემი სახელის შროშანზე
ერთი ღამეც არ ათიე.
შენთვის რომ ნამს ვინახავდი,
სხვისთვის ცრემლებად ვანთხიე,
ბრალი რა მედო ეგეთი,
წამს საუკუნოდ გავდიე.
სულში - სიცოცხლე,
გულში - შენ,
თვალებში - ცა ვერ ჩავტიე.

=========================

ხეებს დატყობიათ ფოთოლცვენა,
ფოთლებს შეპარვიათ სიყვითლე...
შემოდგომაა და... ისევ ჩვენ ვართ,
მე გამოგარჩიე სიყრმითვე...
მალე ზამთარია... გათოვდება...
მზეც გამოაჭყიტებს ჟამ და ჟამ...
ბრალი მისი, ვინაც მარტო ხვდება
ზამთარს, ვისი ვნებაც დაჟანგდა...
დილით დაგინახე, მომეჩვენა -
გულში გაზაფხულად იკვირტე.
და კვლავ გავაკეთე აღმოჩენა -
როდემდე უნდა მიკვირდე?


Algophobia
ღამეშვიდობის : )))

Posted by: Algophobia 9 Oct 2013, 00:23
nini gogo
ღამემშვიდობის, sweet dreams))


ვარსკვლავი ბრწყინავს,
ო, ვარსკვლავი
კრთის სასიამო
და მთვარე არის კვლავ
სხივთა მთოვარ. . .

დაგვიანებით გადაიფრენს
ჩიტების გუნდი
და ლერწმიანებს მიაშურებს
ღამეულ კრთომით..


ა, კალანდაძე

Posted by: nini gogo 9 Oct 2013, 10:33
რა ბინდისფერი ყოფილა წუთისოფელი თეთრი,

რა უბედური ყოფილა, ბედნიერების ღმერთი,

რა საარაკო ყოფილა სულმთლად უიღბლო კაცთა

იღბლიანობა როდესაც, განსაცდელი აქვთ განცდა.

რა საზარელი ყოფილა, ფრენა შეჭრილი ფრთებით

სიცოცხლე, როცა გკლავენ და მაინც ცოცხალი რჩები...

რა სასაცილო ყოფილა, სვლა სატირალი გზებით,

როცა მწვერვალთა დამპყრობი ბუმბულ-საბანში კვდები.

რა ძნელსამტვრევი ყოფილა, ჩემო რწმენავ და ხატო,

როდესაც ხატვა არ გინდა და მაინც უნდა ხატო.

რა ძნელსალეწი ყოფილა მწიფე საწუთროს კალო,

ჟამი, ყრუ-მუნჯთა სცენაზე , როცა მთელი ხმით გალობ.

როცა ცა გიხმობს ნათელი,

მაგრამ არა გაქვს მოცლა,

როცა ყველაფერს წყევლი და...

თურმე ყველაფერს ლოცავ...



(მორის ფოცხიშვილი... )

Posted by: In_private 9 Oct 2013, 10:34
გადაბერებულ მე ამ სამყაროს
თითქოს მოვპარე რაღაც მაგია,
შევუერთდები მღვრიე საღამოს
მაგრამ მემგონი რაღაც აკლია.

არააქვს სევდა არა აქვს დარდი
არცა ტკივილი და არც ცრემლები,
რაღაც მაგია რაც მომიპარავს,
ეს გრძნობებია,რომ ვერ ვერევი.

მაგრამ რა არის ადამიანი,
სევდა თუ გულში არ მოედება,
თუ დარდით ერთი თმის ღერი მაინც
სიბერისკენაც არ გათეთრდება.

ადამიანი ცრემლის გარეშე
ამ სამყაროში ვერ დამკვიდრდება,
სწორედ მაგია რაც მომიპარავს,
ეს გრძნობებია რაც მე მჭირდება...

Posted by: nini gogo 9 Oct 2013, 10:44
QUOTE
მაგრამ რა არის ადამიანი,
სევდა თუ გულში არ მოედება,
თუ დარდით ერთი თმის ღერი მაინც
სიბერისკენაც არ გათეთრდება.




დაიმახსოვრებს ვინმე ზეპირად,
არ მოედება შენს ფიქრს ბალახი,
თუ სიყვარულმა აგაღებინა
ხელში კალამი - ვით იარაღი.

აზრი არა აქვს წუწუნს და ჩივილს,
ფრთას - ვინც გაჩუქა -ის შეგჭრის მხოლოდ,
მხოლოდ ტკივილი დაგიცხრობს ტკივილს,
ერთ ფესვი აქვს კეთილს და ბოროტს.

მაშ, რაღას დარდობ?! ჯერ ღვთის წყალობით
ხედავ და გესმის ისევ და ისე
გაფორიაქებს ჩიტის გალობა
და მზე ხვითქივით გადაგდის პირზე.

არ დაელოდო არასადროს წერტილს,
და არა ბედის - მრწამსის დამჯერი
ელტვოდე, რადგან სიცოცხლეს შენთვის
არც ჯილდო ჰქვია და არც სასჯელი...

(ჭილაძე ოთარ)


Posted by: Algophobia 9 Oct 2013, 10:57
დილამშვიდობისა

======================

ფიქრი გაიტაცა დილის ქარიშხალმა
(მე ასე ვსეირნობ ნელი სიარულით).
სულში უიმედო სივრცე გაიშალა,
გაჩნდა მუსიკიდან ქარი სინანულის.

ისევ შრიალია, ქრიან ეს გედები,
მე შენ განშორებას უხმოდ გავალებდი.
მხოლოდ მარტოობის დღეებს ვეგებები,
მხოლოდ სიჩუმეა ჩემი კავალერი.

ალბათ მეგობარმა სადღაც გამიხსენა,
როგორც ღამეების მიერ გადამწვარი.
ახლა კუბოში ვარ, გულმა დაისვენა,
მომდევს პროცესია, ჩუმი თანამგზავრი.

ალბათ სამარესთან ვარდი მრავალია,
ალბათ მარიამიც ტირის თავდახრილი.
მთვარე მდუმარეა და ცა მაღალია,
მოდის გათენება, როგორც ბალდახინი..


ტ. გრანელი

Posted by: nini gogo 9 Oct 2013, 11:00
Algophobia
დილამშვიდობიის bis.gif


ჭადრაკის დაფად ქცეულ მიწაზე
არა აქვს დიდი სიცოცხლე პაიკს,
არა აქვს დიდი სიცოცხლე პაიკს,
მაგრამ პაიკი ოცნებობს მაინც.
დამუხტულია კეთილი სიბრძნით,
ემორჩილება დედოფლის კდემას, _
ყველა პაიკი მეფისთვის იბრძვის,
ყველა პაიკი მეფისთვის კვდება.
მაგრამ, ო, მაგრამ, ადრე თუ გვიან
მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრიან.
ერთ მცირე ყუთში ერთად თავსდება
აზრი,
ოცნება,
სიმართლე,
ჭორი...
არის უთუოდ რაღაც მსგავსება
ამ ჭადრაკსა და იმ ჭადრაკს შორის,
ჩვენ რომ ვთამაშობთ
ყოველთვის, ყველგან
გულდაჯერებით და გამძაფრებით, _
დაფაზე რჩება პატარა სევდა,
პაიკის სევდა, სხვა არაფერი..

(მორის ფოცხიშვილი)

Posted by: In_private 9 Oct 2013, 11:13
ო, რა ამაყად დავატარებთ სიცივის გვირგვინს!
მახსოვს, ოდესღაც ვკითხულობდით უთქმელად აზრებს
ვხედავდით სულებს ერთმანეთის ნიღბების მიღმა
შედევრად ვრქმნიდით ღიმილების უნიჭო ასლებს.

დაჭიმულ ძარღვებს მიეყინა წვეთები სისხლის
სულის კედელთან შედგა სუნთქვა და აიტუზა
ვეღარ ვწერ ლექსებს, მიმეკარგა შეგრძნება რითმის
მხოლოდ ტკივილის, მხოლოდ ცრემლის, შემორჩი მუზად.

Posted by: nini gogo 9 Oct 2013, 11:25
QUOTE
ვხედავდით სულებს ერთმანეთის ნიღბების მიღმა

rolleyes.gif


ვაი შენ, წუთისოფელო,
დაგცადე ათასფერადა, _
შორით დაგიდექ,
შორიდან
არა, არ ღირდი ცქერადა,
ახლოს მოველ და
დამდაგე,
გამხადე დღეთა წერადა,
გავიქეც, გამომეკიდე,
გზა მომიქციე მტვერადა.

ცეცხლად მეკიდე,
მე კიდევ
დარდი ისედაც მკვერავდა,
ვერ იქნა, გაგსწორებოდი,
ვერ იქნა, აუჰ, ვერა და...
კლდე იყავ,
კენჭიც არ გქონდა
მოსარყევ-მოსამტვრევადა..


მორის ფოცხიშვილი

Posted by: In_private 9 Oct 2013, 11:27
მწამდა მჯეროდა, ეხლა უბრალოდ, ყველაფერს მოვრჩი...
მოვრჩი სიცოცხლის აყვავებას, ვებრძვი სიხარულს...
ეხლა უბრალოდ გავიზარდე, აღარ ვარ ნორჩი...
გახსოვს განდობდი, დარდებს მორცხვს და დარდებს დაფარულს...
ამ წლების მიღმა, სიჩუმეს უჭირს გამოფხიზლება...
ამ წლების მიღმა, გახსოვს? სწერდი შენზე სტრიქონებს...
მე კვლავ მტკივა და მომავალშიც ასე იქნება...
თუ არა სხვები, ხომ გჯერა რომ მე მოგიგონებ...
ეხლა უბრალოდ, სიგიჟეებს ეცვალათ ფერი...
ეხა უბრალოდ, მარტოობის, მთრგუნავს ქუჩები...
დიდი ხანია, მე უბრალოდ, უბრალოდ გელი...
და მოლოდინში გათოშილი შავი ტუჩები...
გახსოვს განდობდნენ, დარდებს მორცხვს და დარდებს დაფარულს...
ეხლა უბრალოდ გავიზარდე, აღარ ვარ ნორჩი...
მოვრჩი სიცოცხლის აყვავებას, ვებრძვი სიხარულს...
მწამდა მჯეროდა, ეხლა უბრალოდ, ყველაფერს მოვრჩი...

Posted by: Algophobia 9 Oct 2013, 11:28
QUOTE
ო, რა ამაყად დავატარებთ სიცივის გვირგვინს!
მახსოვს, ოდესღაც ვკითხულობდით უთქმელად აზრებს
ვხედავდით სულებს ერთმანეთის ნიღბების მიღმა
შედევრად ვრქმნიდით ღიმილების უნიჭო ასლებს.

ეჰ, უიმედობა


***
შენ მიდიოდი ნისლიან გზაზე
და კანკალებდა რტოები ვაზის.
გველივით გდევდა ცრემლების ზღვაზე,
მკვდარი დღეების ცისფერი ხაზი.


***
ამ ფიქრის გარდა კარია ახლო,
მოვა დრო და მე დავიღუპები.
განთიადია და მინდა ვნახო
ეს ოქროსფერი ზეცის ღრუბლები.

Posted by: nini gogo 9 Oct 2013, 17:12
იმან იკითხოს,... ვინც სიყვარულს ეძებს და კარგავს,
თორემ მე იგი იმდენი მაქვს, ყოველდღე ვხარჯავ!
რადგან გირიგებთ, ლექსში ვქარგავ და ისე გატანთ,
მე არ დაგიწყებთ დამტკიცებას ან თუნდაც კამათს...

ვიცი უჩუმად,... ოდესღაც სადღაც წახვალთ,
და მე გაგატანთ ისეთ გრძნობას რომელიც გვმართავს,
ვიცი გაგათბობთ და გეყოფათ უამრავ ზამთარს,
რადგან ლექსია და ამ ლექსსაც გრძნობები ფარავს,

ოდესღაც ალბათ თქვენი ტუჩები ხმამაღლა გამთქვამს.....
მაგრამ სახელი რომ გახსოვდეთ რატომღაც არ მწამს...
მთავარი არის, სიყვარულით არავის ვგავარ ....
რადგან გრძნობაა, უკვდავება რომელიც გვწამლავს...

მე ჩამოვყვები თითო ასოს, ანბანის კაბას,...
ვიცი სიყვარულს რომ დაეძებთ ისევ და კარგავთ...
მე კი ბევრი მაქვს და ამ გრძნობას მუდმივად ვხარჯავ...
რადგან გირიგებთ , ლექსში ვქარგავ და ისე გატანთ.....

კახი ბერიშვილი

Posted by: Algophobia 9 Oct 2013, 18:27
არა მყავს ტოლი,
ახლა ღამეა, წავალ, გავივლი.
და როგორც თოვლი
დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი.

სხვა ფიქრი მივლის
და საშინელი სიკვდილის ლანდი.
მე მინდა ძილი
და ეს სიზმარი გათენებამდის.

დგას წამი თრთოლვის,
ახლა ღამეა, წავალ, გავივლი.

კვლავ, როგორც თოვლი,
დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი..


ტ. გრანელი

Posted by: merciamercia 9 Oct 2013, 19:00
ჩვენ - ,,ცისფერი ყანწები"

მარად ლექსები. პოეზია. გადაქანება.
საქართველოს კი დაუბერა ციებამ, სურდომ,
ჩვენ პოეზიამ თავი მაინც ვერ დაგვანება
და ვერ გაგვტეხა შემოსეულ სიკვდილთა ურდომ.

სამშობლოს ჯვარზე პოეზიით დალურსმულები,
ფეხზე ვიკიდებთ ჰენიოსთა დაფნის გვირგვინებს
და როცა ქვეყნის აღსასრული ჩამოიგრგვინებს,
ჩვენ გავიცინებთ თეთრ ფერებში გადაცმულები.

ჩვენ ლექსებს დავწერთ, ავტირდებით და ავატირებთ,
ჩვენი დარტყმული ამ ქვეყანას დარჩება ლარი,
თვალწამოვარდნილ საქართველოს გადვინადირებთ
და ჩვენს ძეგლებზე აინთება ლოცვის ოლარი..

ნიკოლო მიწიშვილი

http://radikal.ru/fp/26918cd5889c4aa6911078995e793fc7



Posted by: nini gogo 9 Oct 2013, 22:22
merciamercia
გამოჩნდი ...გამოანათე? tongue.gif 2kiss.gif




ვასო გოძიაშვილი......... რად მიყვარხარ........

Posted by: MaverickAbnormal 10 Oct 2013, 10:00
ბოჰემის მონოლოგი

სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა,
გარდა თვითმკვლელობის.
არა მსურს ვიყო ვიქტორ ჰიუგო, ან აკაკი,
მე მირჩევნია დავიღუპო, როგორც ბოჰემა.
სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა,
გარდა სიგიჟის.
არა მსურს ვიყო ბედნიერი, როგოც გოეთე.
მე მირჩევნია დავიღუპო, როგორც როლლინა.
სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა,
გარდა ჭლექისა!
დღეგრძელ მალარმეს მირჩევნია ისევ ლაფორგი.
პოეტისათვის მე ვიწამე ეს კარიერა:
სიგიჟე, ჭლექი და თვითმკვლელობა.
სალამი შენ - ტროტუარის პოეტო!
შენ ეკუთვნი თვითმკვლელების დინასტიას
და გვარი შენი რაინდული არის - ლოზინსკი.
სამარცხვინოა პოეტისთვის დიდი წიგნები,
დიდი სიცოცხლე!
უთუოდ ჰქონდა ბუასილი "ფაუსტის" ავტორს.
მე ვესალმები დღენაკლულ პოეტებს
და მინდა კიდევ ჩამოვთვალო ეს სახელები:
ჟერარ დე-ნერვალ, მორის როლლინა, ტომას ჩატერტონ,
ჟიულ ლაფორგ, ლოტრეამონ, კრისტოფორ მარლო,
გრიშა აბაშიძე!
კარიერა მარტოობის და ლოთობის;
გიჟი ედგარი ნახეს ქუჩაში
მთვრალი და მომაკვდავი
და ესეც იყო - ხარაკირი.
მე მეჯავრება პოეტისთვის რამე ხელობა.
მისთვის ვიწამე სამუდამოთ ეს კარიერა:
სიგიჟე, ჭლექი, ალკოჰოლი და თვითმკვლელობა!
სიკვდილი იყოს ამ დუელში შავ ბარიერად!

ვალერიან გაფრინდაშვილი

Posted by: In_private 10 Oct 2013, 10:06
მართლა მეძახდი, თუ უცებ დაგცდა
ჩემი სახელი, ქარო?
შენ ჯერ ბავშვი ხარ
და მეშინია,
არ შემიყვარო, ქარო.
მე მეშინია, არ მოიხიბლო
ამ დამსხვრეული ფრთებით,
ამ აწეწილი ჩემი ცხოვრებით,
ღელვით, წუხილით, გზნებით...
წადი, იქროლე,
ძლიერ ბევრია,
ვინც ჩემზე უკეთ გალობს,
რა ვიცი, გზა ხომ არ აგერია,
ო, აქ რა გინდა ქარო?!
სხვაგან ძლიერი შუქიც უნთიათ,
სახლიც დიდი აქვთ, ხაროც...
ცხოვრება მათთვის
საპნის ბუშტია,
შენ თუ დაჰბერავ, ქარო.
მე კი უხედნელ, ველურ რაშებით
ვღელავ, ვინთები, ვჩქარობ,
სულ სხვა ქარიშხალს ვეთამაშები,
არ შემიყვარო, ქარო... !

Posted by: Algophobia 10 Oct 2013, 13:10
მხოლოდ ეს გული,
ჩვენი გული, ისევ მხურვალე
გრძნობდა, რა ნამი
გადასუსხულ ველს ეპკურება,
მას გაზაფხული ენატრება
და არა ცივი,
საშემოდგომო, უიმედო
დაუძლურება..


გალაკტიონი

Posted by: merciamercia 10 Oct 2013, 18:41
nini gogo
QUOTE
გამოჩნდი ...გამოანათე?   

biggrin.gif 2kiss.gif

***
ყველაფერს ნუ ამისრულებ,
ნუ გამიმეტებ, ღმერთო!
მე მირჩევნია ჩემს მაგიდაზე
ნატვრის ლამპარი ენთოს,
ვიდრე ნატრული ბედით კმაყოფილს,
... ნატვრა არ მქონდეს ერთობ...

გემუდარები, ყველაფერს
ნუ ამისრულებ, ღმერთო!


მორის ფოცხიშვილი

Posted by: Algophobia 10 Oct 2013, 23:00
არის ნეტარება - ხშირად მოაგონდეს
პოეტს შედარება: შენ და შემოდგომა.

შუქი არ ინთება ჩამქრალ იაგუნდის,
ოხვრა, გარინდება, შენ და შემოდგომა.

ღამე ბნელზე ბნელი მისდევს უდროობის.
როგორც ბელზებელი, ქარებს უსადარესს,
ცრემლი უნდობარი გახრჩობს მარტოობის,
მაგრამ მეგობარი, ვაი, არსად არის.
მხოლოდ გაგონება ჰანგის უნაზესის
დაგრჩა მოგონებად: არ ღირს გამოდგომა.
გული უდაბნოა, სული - ოაზისი;
შენ და შემოდგომა, შენ და შემოდგომა.


გალაკტიონი

Posted by: MaverickAbnormal 11 Oct 2013, 11:03
(არა მთვარეზე და ვარსკვლავებზე...)

არა მთვარეზე და ვარსკვლავებზე, -
ყაზარმის სუნში, შეშფოთებულ სიზმრების ქვემოთ
ჯარისკაცები ფიქრობენ პურზე
და ახსენდებათ მოკლული მზერა,
რომელიც ქრება სიჩუმეში, როგორც ვარსკვლავი...
ყაზარმის სუნში, შეშფოთებულ სიზმრების ქვემოთ
ჯარისკაცები მიწასავით მძიმე მაზარებს
იხდიან, მერე არაყსა და ცეცხლზე ფიქრობენ.
იმათ გულებში მზესავით წითლად ჩადის ტკივილი,
იმათ თითებზე თამბაქოს მწარე კვამლი ბზინავს...
ჯარისკაცები ძილში ბორგავენ,
ჯარისკაცები სიზმარში ჯავრით იგინებიან.
იმათ ფეხებთან, როგორც დაღლილი, ერთგული ცოლი,
წვებიან ჩუმად ჩექმები და კილომეტრები.

თამაზ ბაძაღუა

Posted by: Eirlys 11 Oct 2013, 14:59
В эти желтые дни меж домами
Мы встречаемся только на миг.
Ты меня обжигаешь глазами
И скрываешься в темный тупик...

Но очей молчаливым пожаром
Ты недаром меня обдаешь,
И склоняюсь я тайно недаром
Пред тобой, молчаливая ложь!

Ночи зимние бросят, быть может,
Нас в безумный и дьявольский бал,
И меня, наконец, уничтожит
Твой разящий, твой взор, твой кинжал!

user posted image

Posted by: BELLA-DONNA 11 Oct 2013, 15:14
Eirlys
QUOTE
В эти желтые дни меж домами
Мы встречаемся только на миг.
Ты меня обжигаешь глазами
И скрываешься в темный тупик...

Но очей молчаливым пожаром
Ты недаром меня обдаешь,
И склоняюсь я тайно недаром
Пред тобой, молчаливая ложь!

Ночи зимние бросят, быть может,
Нас в безумный и дьявольский бал,
И меня, наконец, уничтожит
Твой разящий, твой взор, твой кинжал!

up.gif love.gif


Posted by: MaverickAbnormal 11 Oct 2013, 15:14
გოქსუ

სადაც ყვავილები მთავრდებიან
და შენი თითები იწყებიან,
შენი თითებიდან დაწყებული,
ჩემი დაკარგული მიწებია.
არ ღირს ობლობაზე ლაპარაკი,
სულით ობლობასაც ნურვინ ტირის,
საკუთარ ძარღვებში დავწანწალებ,
ერთი უცხოელი ტურისტივით,
თანაც დაკიდებულს, საცალფეხოს,
ფართოდ ვიღიმები გულისტკივილს.
უკან ურდოები მომყვებიან
და მიტოვებული მეფეები,
როცა ყველაფერი წესრიგშია,
როცა ყოჩივარდებს ეფერები.
სხვებით სხვა მგოსნებმა გაიხარონ,
ალბათ, ჩემს გვირგვინად ეს აკურთხეს:
მთელი უშენობის მფლობელი ვარ,
დიდი დანაკარგის მესაკუთრე.

რეზო გეთიაშვილი

Posted by: formula3000 11 Oct 2013, 21:46
დგება თეთრი დღეები


დგება თეთრი დღეები,
რიდეების სეზონი;
გაჩნდნენ ორხიდეები
ყოვლად უმიზეზონი.

ლაჟვარდების კიდეო,
დაბურულო ზმანებით,
ლურჯო მონტევიდეო,
ვიწრო ხელთათმანებით;

სულში ნისლის ტბებია
და ქაოსის მხატვარი,
სადაც ვეღარ თბებიან
ფრთები ნამკათათვარი.
love.gif

Posted by: nini gogo 11 Oct 2013, 22:22
მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები...
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?

ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.
თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები...
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!

ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,
თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები...
მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები...
მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.

თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება,
ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?

ნიკო გომელაური

Posted by: ბუზღუნა__ 12 Oct 2013, 11:41
თხოვნა

ამ დღემაც ისე ჩაიარა
უხმოდ,უბრალოდ,
სულში დატოვა ღრმა იარა
გაქრა უკვალოდ.
ვერ შეველიე საწუთროზე
დღითი- დღე ჩივილს,
წლები მიდიან
ემატებე ტკივილი ტკივილს.
გულში ჩამიქრა სიხარული
გაქრა მზის სხივიც,
სულის სიღრმეში
ბინდისფერი ყორანი ყივის.
უფალო მიხსენ,
კვლავ ამინთე გულში სანთელი
და სულს მომფინე
შორეული სივრცის ნათელი

გოდერძი ჩოხელი

Posted by: merciamercia 12 Oct 2013, 19:11
სამოთხის კართან

თითქოს ახლო ვარ სამოთხის კართან,
და თითქოს ჩვენზე ლოცულობს ქარი,
მე სახლში შენი სურნელი წამყვა
და გულზე შენი თითების კვალი.

ცისფერი ღამის ფიქრიან სიზმრებს
შენზე ლოცვები წვიმებად უვლის,
მე მზეში შენი ღიმილი ვიგრძენ
და ცაში - შენი ლამაზი სული.

რამდენი დამრჩა უთქმელი სიტყვა,
სანთელსაც თითქოს ცრემლები შვენის.
მე უშენობაც საოცრად მიყვარს,
და უშენობაც სავსეა შენით.


თითქოს ახლო ვარ ბედნიერ წამთან,
და თითქოს სევდას მაშორებს ქარი.
მე სახლში შენი ცრემლები წამყვა,
და გულზე - შენი თითების კვალი.

რეზო გეთიაშვილი

Posted by: nini gogo 12 Oct 2013, 22:47
QUOTE
თითქოს ახლო ვარ ბედნიერ წამთან,
და თითქოს სევდას მაშორებს ქარი.

chups.gif


"ბრიყვი ჭკვიანის ბარგია,ზურგით სათრევი გუდადა,
უნდა ჭკვიანმა ასწოროს ბრიყვის ნათალი მრუდადა."

ვაჟა - ფშაველა

Posted by: Algophobia 12 Oct 2013, 23:37
ნუ მოხვალ ახლო, იყავი შორი,
სიშორის ორმოს ავავსებთ სევდით,
მთელ ქვეყანაზე მარტო ვართ ორი,
ქვეყნის დასასრულს ორი შევხვდებით...
სად შემიყვარდა, რად შემიყვარდა?
მე არ ვკითხულობ, არც მსურს გაგება.
შენ გაუშლელი ტანჯვის ხარ ვარდი
და ჩემი სული ეკლად დაგება...
შენი სიშორის მიმაფრენს ქარი,
შენ სურნელების წვიმა მაწვიმებს.
ანგელოსი ხარ თუ ჯადოქარი,
წაიღე სული, არ დაგამძიმებს.
დამწვარ ოცნებას, დაფერფლილ ფიქრებს,
ჩახლეჩილი ხმის ქებას დახეულს
და აწითლებულს ველურ ქიმერებს
კუბოდ დაგიწნავ ძვირფასს, შორეულს...


ტ. ტაბიძე

Posted by: gigajoj 13 Oct 2013, 13:45
Me mivuyvebi nacvimar quchebs
Kvlav sevdiani, kvlav dardiani
Minda movuyve rogor miyvarxar
Rogor mcadia sheni tuchebi
Sheni lamazi patara tani
Kvlav mocimcime sheni tvalebi
Minda shevigrdzno sheni surneli
Da gagabruo chemi sityvebit
Kvlav mivecemit chven chven siyvaruls
Ghames gavarev shenze fiqrebit
Dards dagavicyeb mende patarav,
Siyvaruls agixsni shotas sityvebit
Me shen miyvarxar, miyvarxar dzlier
Rogorc arasdros, aravis Arvin,
Shen alamazeb mtel chems samyaros,
Angelozi xar chems cxovrebashi
Rogor gixdeba oqrosferi tma,
Margalitebit garshemortymuli,
Cashi agafren, tavs shegayvareb,
Da gamogyvebi, cvimashi, qarshi
Me shen miyvarxar ufro da ufro
Me shen gicode qali pirveli,
Gtxov gamighime, gamoanate
Bunebac tiris sheni gulistvis

აბა როგორია?

Posted by: wuma 13 Oct 2013, 21:31
***
Пой же, пой. На проклятой гитаре
Пальцы пляшут твои в полукруг.
Захлебнуться бы в этом угаре,
Мой последний, единственный друг.

Не гляди на ее запястья
И с плечей ее льющийся шелк.
Я искал в этой женщине счастья,
А нечаянно гибель нашел.

Я не знал, что любовь — зараза,
Я не знал, что любовь — чума.
Подошла и прищуренным глазом
Хулигана свела с ума.

Пой, мой друг. Навевай мне снова
Нашу прежнюю буйную рань.
Пусть целует она другова,
Молодая, красивая дрянь.

Ах, постой. Я ее не ругаю.
Ах, постой. Я ее не кляну.
Дай тебе про себя я сыграю
Под басовую эту струну.

Льется дней моих розовый купол.
В сердце снов золотых сума.
Много девушек я перещупал,
Много женщин в углах прижимал.

Да! есть горькая правда земли,
Подсмотрел я ребяческим оком:
Лижут в очередь кобели
Истекающую суку соком.

Так чего ж мне ее ревновать.
Так чего ж мне болеть такому.
Наша жизнь — простыня да кровать.
Наша жизнь — поцелуй да в омут.

Пой же, пой! В роковом размахе
Этих рук роковая беда.
Только знаешь, пошли их на хер...
Не умру я, мой друг, никогда.

სერგო bis.gif

Posted by: N143P 13 Oct 2013, 22:20
Я помню чудное мгновенье:
Передо мной явилась ты,
Как мимолетное виденье,
Как гений чистой красоты.

В томленьях грусти безнадежной,
В тревогах шумной суеты,
Звучал мне долго голос нежный
И снились милые черты.

Шли годы. Бурь порыв мятежный
Рассеял прежние мечты,
И я забыл твой голос нежный,
Твои небесные черты.

В глуши, во мраке заточенья
Тянулись тихо дни мои
Без божества, без вдохновенья,
Без слез, без жизни, без любви.

Душе настало пробужденье:
И вот опять явилась ты,
Как мимолетное виденье,
Как гений чистой красоты.

И сердце бьется в упоенье,
И для него воскресли вновь
И божество, и вдохновенье,
И жизнь, и слезы, и любовь.

Posted by: Netochka 14 Oct 2013, 01:37
John Donne "The Ecstasy"

Where, like a pillow on a bed
A pregnant bank swell'd up to rest
The violet's reclining head,
Sat we two, one another's best.
Our hands were firmly cemented
With a fast balm, which thence did spring;
Our eye-beams twisted, and did thread
Our eyes upon one double string;
So to'intergraft our hands, as yet
Was all the means to make us one,
And pictures in our eyes to get
Was all our propagation.
As 'twixt two equal armies fate
Suspends uncertain victory,
Our souls (which to advance their state
Were gone out) hung 'twixt her and me.
And whilst our souls negotiate there,
We like sepulchral statues lay;
All day, the same our postures were,
And we said nothing, all the day.
If any, so by love refin'd
That he soul's language understood,
And by good love were grown all mind,
Within convenient distance stood,
He (though he knew not which soul spake,
Because both meant, both spake the same)
Might thence a new concoction take
And part far purer than he came.
This ecstasy doth unperplex,
We said, and tell us what we love;
We see by this it was not sex,
We see we saw not what did move;
But as all several souls contain
Mixture of things, they know not what,
Love these mix'd souls doth mix again
And makes both one, each this and that.
A single violet transplant,
The strength, the colour, and the size,
(All which before was poor and scant)
Redoubles still, and multiplies.
When love with one another so
Interinanimates two souls,
That abler soul, which thence doth flow,
Defects of loneliness controls.
We then, who are this new soul, know
Of what we are compos'd and made,
For th' atomies of which we grow
Are souls, whom no change can invade.
But oh alas, so long, so far,
Our bodies why do we forbear?
They'are ours, though they'are not we; we are
The intelligences, they the spheres.
We owe them thanks, because they thus
Did us, to us, at first convey,
Yielded their senses' force to us,
Nor are dross to us, but allay.
On man heaven's influence works not so,
But that it first imprints the air;
So soul into the soul may flow,
Though it to body first repair.
As our blood labors to beget
Spirits, as like souls as it can,
Because such fingers need to knit
That subtle knot which makes us man,
So must pure lovers' souls descend
T' affections, and to faculties,
Which sense may reach and apprehend,
Else a great prince in prison lies.
To'our bodies turn we then, that so
Weak men on love reveal'd may look;
Love's mysteries in souls do grow,
But yet the body is his book.
And if some lover, such as we,
Have heard this dialogue of one,
Let him still mark us, he shall see
Small change, when we'are to bodies gone.

Posted by: ninc_lfc 14 Oct 2013, 04:54
Heinrich Heine

Der Brief, den du geschrieben ...

Der Brief, den du geschrieben,
er macht mich gar nicht bang;
du willst mich nicht mehr lieben,
aber dein Brief ist lang.
Zwölf Seiten, eng und zierlich!
Ein kleines Manuskript!
Man schreibt nicht so ausführlich,
wenn man den Abschied gibt.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



Posted by: Algophobia 14 Oct 2013, 18:45
გამომიტანა ბუნებამ მსჯავრი:
სულზე ბორკილად მადევს ასაკი
და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი,
თუ გნებავს - შენი გზის ავაზაკი.
მე შენსკენ დიდხანს მოვქონდი ტალღას,
ვით უგრძნობელი ნივთი, საგანი...
და შენი ყველა ცოდვა ვარ ახლა
და არა ერთი იმათთაგანი.
ვერ ჩამოვჯდები სიბერის ქოხთან,
თუმცა, რას ვეძებ, თვითონ არ ვიცი.
რაც დღემდე მოხდა, თავისით მოხდა,
რაც დღემდე ითქვა, ითქვა თავისით.
და ვიდრე შენსკენ მოვქონდი ტალღას,
შემთხვევის მონა და ბედის ურჩი,
წლები ზრიალით გაფრინდნენ მაღლა,
ვით ნამსხვრევები ყამარის ჭურჭლის.
მათ აღასრულეს ბუნების მსჯავრი,
ხუნდად დამადეს სულზე ასაკი...
და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი
და მაინც - შენი გზის ავაზაკი.


ო. ჭილაძე

Posted by: 0m1ko 15 Oct 2013, 12:47
ზუსტად არ ვიცი მაგრამ მემგონი ლეონიძის ლექსია სიყვარულის ყარაჩოღელი თუ რაღაც მაგდაგვარი ქვია, ვერსად მოვიძიე და ხო არ იცით ვინმემ

Posted by: irusha 15 Oct 2013, 14:15
QUOTE
В эти желтые дни меж домами
Мы встречаемся только на миг.
Ты меня обжигаешь глазами
И скрываешься в темный тупик...

Но очей молчаливым пожаром
Ты недаром меня обдаешь,
И склоняюсь я тайно недаром
Пред тобой, молчаливая ложь!

Ночи зимние бросят, быть может,
Нас в безумный и дьявольский бал,
И меня, наконец, уничтожит
Твой разящий, твой взор, твой кинжал!


მომეწონა ძალიან.. ))


"მოვა სექტემბერი
წვიმით და ტალახით..
და უცებ მოიწყენს
პატარა ქალაქი.. " ^^

Posted by: MaverickAbnormal 15 Oct 2013, 15:33
(სასტიკი პასუხი)

თქვენ მეუბნებოდით, რომ ამ ოთხიდან
ორი ბავშვი მაინც უნდა ჩამეძაღლებინა,
მაგრამ ვერ ამოვარჩიე - რომელი...
და ამასობაში დაიზარდნენ.
თავის დაცვა უკვე კარგად შეუძლიათ.
ისე ადვილად ვეღარ დახოცავ...
ერთი რომ მყოლოდა,
ოთხივეჯერ მას ვაკოცებდი
და არავინ ეტყოდა, რომ დანარჩენები
იმ სამი კოცნისთვის დაიხოცნენ.
ვერ მოვიქეცი გონივრულად,
ვერ ამოვითხარე სტერილური თოხებით
შვილები - როგორც გლანდები -
და საქმე საბოდიშოდ გავიხადე,
რადგან სულ მეგონა, რომ
თუ დაგიჯერებდით,
მუცელი მაინც გამომეზრდებოდა
და მთელი ცხოვრება
ზუსტად იმდენი ბორცვი უნდა მეტარებინა,
რამდენ ბავშვსაც ტანში ჩავიკლავდი.
და ესენი კი იქნებოდნენ
ბევრად უფრო საშიშნი და მარადიულნი -
ჩემივე შვილების საფლავების ბორცვები.
თქვენ მეუბნებოდით, რომ ამ ოთხიდან
ორი ბავშვი მაინც უნდა ჩამეძაღლებინა,
მაგრამ ვერ ამოვარჩიე - რომელი,
და ამასობაში დაიზარდნენ,
ლოყებზე თითები მომაფინეს,
ალაპარაკდნენ...

მაია სარიშვილი

Posted by: In_private 16 Oct 2013, 09:56
ნუ დარდობ, წადი, თუ წასვლა გინდა,
რა მოხდა მერე, ნურას განიცდი,
გუშინაც ისე ულმობლად წვიმდა,
ხვალემ იდაროს იქნებ, რავიცი...
ნუ გაიყოლებ სევდიან თვალებს,
მართლა ალალად გიშვებ და გლოცავ,
იქნებ ზედმეტიც კი მოგვდის ქალებს,
სიცოცხლესავით ვიყვარებთ როცა.
წადი, ნუ დარდობ გულს რომ სტკივდება,
ღმერთი მიშველის, კვლავ თუ დავეცი,
ვიცი, რომ დიდხანს არ შეგცივდება,
შენთვის იმდენი სითბო გავეცი.

Posted by: MaverickAbnormal 16 Oct 2013, 10:06
***

შპალერის ყვავილს
ლურსმანი მოარიდა
და უკვე იცი არავის გაწირავს.

ვაჟა ხორნაული

Posted by: Algophobia 16 Oct 2013, 14:51
წუხელი ღამით ქარი დაჰქროდა
და დიდხანს, დიდხანს არ დამეძინა:
მე მქონდა ბინა, თავშესაფარი,
მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.
ხან კარებს უკან ატირდებოდა,
ხან დარაჯობდა სარკმელის წინა.
გადამიშალა თვალწინ წარსული
და მწარედ, მწარედ ამაქვითინა.
მისებრ პოეტი ვიყავ უცნობი,
ვეხეტებოდი სევდიან ღამეს,
რამდენ ტკბილ ფიქრებს მოეღო ბოლო,
რამდენ ოცნებას, რამდენ სიამეს.
წუხელი ღამით ქარი დაჰქროდა
და როცა დილით გამომეღვიძა,
ყვითელ ფოთლებს და დამსხვრეულ რტოებს
მიმოეფარათ ყამირი მიწა.
ბაღში გავედი... იქაც ბილიკზე
ფენილი იყო ფოთოლი რბილი,
და დიდხანს, დიდხანს ვხეტიალობდი
წარსულ სიზმრებში გადაფრენილი..


გალაკტიონი

Posted by: In_private 16 Oct 2013, 20:26
არაფრით არ ჰგავს ეს დღე გუშინდელს,
თუმცა ქუჩებში ისევ ქარია,
ისევ არ ვიცი რას შევუშინდე,
რა მტკივა, ანდა რა მიხარია.

და როგორც სანთლის შუქზე ლანდები,
დაბარბაცებენ თავში ფიქრები,
ხვალაც ამ მწარე დღეში ვიქნები
და ზეგაც, ვიდრე არ დავმთავრდები…

Posted by: Algophobia 16 Oct 2013, 20:44
ვწევარ და ვუსმენ. ქარია გარეთ.
მე ბნელ ოთახში ვწევარ და ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედელზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.

სად გაქრა შენი ფერკმთალი სახე,
სუნთქვა სიჩუმის და ფოთოლცვენის,
ან ის სიზმრები, ერთად რომ ვნახეთ,
აუხდენელი სიზმრები ჩვენი.


ო. ჭილაძე

Posted by: Eirlys 17 Oct 2013, 01:01
Мне милая моя – не подаёт руки.
У милой у моей – железные глаза.
Хоть издали она – такая егоза! –
Но, ближе подойдёшь, – кинжалы и штыки.

А я и рад, дурак, что нрав её суров,
И что язык – острей, чем крючья алебард...
Проходят, как во сне, январь, февраль и март, –
Всё в той же мы поре, в том – лучшем – из миров.

Ах, милая, решимся – станцевать кадриль! –
Чтоб талия твоя – ладони жгла... И вот:
Несёмся мы, как вихрь, – бок-о-бок, взад-вперёд...
Но, – чувствую! – уже за десять тысяч миль.

Наверное, смешно... – Так я же и смеюсь! –
Тактично промолчав? Осмелившись, – сказав?..
У милой у моей – железные глаза.
Двух разнородных тел мистический союз...

Posted by: milda 17 Oct 2013, 11:01

Сергей Есенин - Берёза

Белая берёза
Под моим окном
Принакрылась снегом,
Точно серебром.

На пушистых ветках
Снежною каймой
Распустились кисти
Белой бахромой.

И стоит берёза
В сонной тишине,
И горят снежинки
В золотом огне.

А заря, лениво
Обходя кругом,
Обсыпает ветки
Новым серебром.


Posted by: Algophobia 17 Oct 2013, 15:25
ვზივარ და შევჭვრეტ ჩემ-წინ სანთელსა,
რომელიც წეღან უხვად ნათელსა
ჩემს ოთახს ჰფენდა და აშუქებდა
და თვალ-წინ ბნელსა განმინათლებდა;

აწ მიწურვილა გასაქრობლადა,
შანდლისა თავზე ძლივ-ძლივღა ბჟუტავს,
ხან ჩაქრება და ხან მნათობლადა
კვლავ შანდლიდამა წამოიხედავს...

ებრძვის სიკვდილსა ჩემი სანთელი,
მაგრამ მას, წყეულს, რა დაამარცხებს?
ლაჟვარდად ქმნილი სუსტი ნათელი
შანდლის ჯურღმულში თავსა ანარცხებს.

აგერ ოთახსაც ჩრდილმან გადაჰკრა,
კედლებზე ძლივს სცემს ბნელადა შუქი,
აგერ სანთელიც შანდალში ჩაქრა...
რა დამრჩა მისგან? — მწვარი პატრუქი.

ეგრეთაც კაცი ძლიერი ჰქრება,
რა ეწვევა მას სიკვდილი — მტერი;
მშვენიერ არსის მაგიერ გვრჩება
ერთი მუჭა-ღა გამხმარი მტვერი.


ი. ჭავჭავაძე

Posted by: MaverickAbnormal 18 Oct 2013, 10:44
უბნელი

ასეთი ახალგაზრდაა და
უკვე ლუდით იოხებს სევდას,
რესტორანში და კაფეში კი არა,
გასტრონომის წყნარ კუთხეში მიდგება ჩუმად
და გაგრძელებულ, ნელ-ნელ ყლუპებს
სიგარეტს აყოლებს,

ასეთი ახალგაზრდაა და
უკვე ხმის გამცემი ენატრება,
ერთი სული აქვს ვინმემ რაიმე რომ შეეკითხოს,
ანდა ისეთიც რომ აღმოჩნდეს შემოსულებში,
გარეთ ლანძღვით რომ გააპანღურებს -
იმის გამოცნობაც სურს წინასწარ
და უწყინარი მლიქვნელობით შეჰყურებს ყველას.

მე ხშირად შევდივარ იმ გასტრონომში -
ცხოვრების ძღვენის მისაღებად,
რომელიც მუდამ
იმაზე ცოტა არის ხოლმე,
რასაც ველოდი.
ერთი-ორჯერ კიდეც გავრისკე
და სასწორზე დავდე ჩემი თავმოყვარეობა -
ავიღე ლუდი,
დავუდექი იმ ჭაბუკს გვერდით
და გაგრძელებულ,
ნელ-ნელ ყლუპებს
სიგარეტის კვამლი ვატანე.
მეც მინდოდა,
თავი მეგრძნო ამ ქვეყნის გარეთ
და შიშის წილად,
ხიფათის და სირცხვილის წილად,
უკითხავი კაცის ცხოვრება მეგრძნო.

კიდევ კარგი, რომ
ტანჯვის ხელოვნება მაინც არის
მიუბაძველი.

ბესიკ ხარანაული
* * *
***

ჩვენში _
ვიღაცას დრო აქვს
და უყურებს ჟან-ლუკ გოდარის ფილმებს კინოს სახლში.
ჩვენში _
ვიღაცას ფული აქვს და ყიდულობს ჟან-ლუკ გოდარის
ფილმების რეტროსპექტივის ფრანგულ კატალოგს.
ჩვენში _
ვიღაც ისე უპრობლემოა, რომ ეცოდება ქუჩის ძაღლები.
ჩვენში _
ვიღაცას იმდენი ფული აქვს,
რომ არაყს სვამს ქუჩაში.
ჩვენში _
ყველა ესენი იმდენად გულუბრყვილონი არიან,
რომ ჰგონიათ უკვე აღარ ცხოვრობენ ამ ქალაქში.
ჩვენში _
ყველამ ყველაფერი იცის.

კარლო კაჭარავა

Posted by: chikole 19 Oct 2013, 02:57
http://www.youtube.com/watch?v=df7HutD4KXU

Posted by: მადლი 19 Oct 2013, 17:24
არასდროს ბედი არ ყოფილა ისე ცბიერი,
როს ეშაფოტზე ადიოდა რობესპიერი.
და მიდიოდა კლდე და ტალღა, მძაფრი და გიჟი,
როცა მსოფლიო ნაღარა-დაფს სცემდა პარიჟი.
როცა ლანდივით გაიშვირა ქიმერამ დინგი
იქით, საითკენ იშლებოდა ხალხის მიტინგი
და ნილოსიდან წამოსული ქამელეონი-
ეპარებოდა მას მძვინვარე ნაპოლეონი
გაჰკრა , დროს ისე ღიმილით არ ეალუბლება
თავისუფლება, დახვრეტილი თავისუფლება

Posted by: Tiny 19 Oct 2013, 17:34
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა.
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს.
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს.

გარეთ კი წვიმით სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს.
მეც აღარ მინდა, რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.

გათავდა! აღარ ჩამოგეხსნები,
არ მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე …… სულში.

ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც , წვეთიც….
შენ ხარ- აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი.

Posted by: Algophobia 19 Oct 2013, 19:03
ბაღში ისევ
ტირიფების ლოდინია,
ხანგრძლივი და
უსასრულო ლოდინი...
ხეივნები
მოდიან და მოტირიან,
ქარი მოდის
და ხეივნებს მოსტირის...
მთა კვნესის და
ცაიც გულდაკოდილია,
ჩემო კარგო,
მტკვარიც გულდაკოდილი...
ხეივნები
მოდიან და მოტირიან,
ქარი მოდის
და ხეივნებს მოსტირის...


ა. კალანდაძე

Posted by: nini gogo 20 Oct 2013, 21:09
არ მიყვარს ღალატი,
ლიქნი და ქარაგმა,
არ მინდა მღვრიეში
დამაღრჩოს არაგვმა.
ეკლებით სავსე გზა,
ვკაფე და ვარჩიე,
ამ გულში სიცრუე,
ვერ შემოვაჩვიე.
ყველას აქვს თავისი,
გზა-შარა,ბილიკიც,
იქ თესეთ შხამიც და
გაერთეთ ქილიკით...
ნაწვეთი გესლები,
ტკივილში მეზრდება,
მერე ცრუ სამყარო
საშინლად მბეზრდება...
ყველას გთხოვთ,ჩემს გზაზე,
საწამლავს ნუ დაღვრით,
ჩემს გამოსაცვლელად
გონებას ნუ დაღლით.
ჩემს გზაზე მზე ბრწყინავს,
ყვავიან ვარდები,
თქვენს გზაზე ვბორძიკობ--
და გზიდან ვვარდები...

გიული ჩქარეული

Posted by: Algophobia 20 Oct 2013, 21:19
აჰა, განქარდა
ყოველივე ესე ციური,
ამაოების კვლავ აჩრდილმა
გული განკვეთა...
ახლა, შენ აღებ ცივ დარბაზებს
ჩემი სულისთვის
და...
მწუხარების სახლში მიწვევ,
სასოწარკვეთავ!


ა. კალანდაძე

Posted by: nini gogo 20 Oct 2013, 21:25
მე მოვდიოდი
შენს შესახვედრად,
წინ შავმა კატამ
გადამირბინა,
დღე ტორტმანებდა
ელვით დაჭრილი...
წვიმდა ირიბად...
ისევ დღისულზე
უნდა მენახე,
ღამემ კი ურცხვად
გადამიბირა,
შენ მზესთან ერთად
გადამეკარგე...
წვიმდა ირიბად...

ბადრი სულაძე

Posted by: Algophobia 20 Oct 2013, 21:32
სასაფლაოზე ქარი დაძრწის სავსე კაეშნით...
დუმს სასაფლაო ქვის ძეგლებით,
ვით ძველი ქალდუ...
სასაფლაოზე ქარი დაძრწის და აკლდამებში
დაეძებს სადგურს...
ყვავნი სამრეკლოს გარს უვლიან
და თვალთა კრთომით
დაეძებენ მყუდრო სავანეს
და ტირის თოვლი
ობოლთ სამარეს...
დუმს სასაფლაო სევდიანი, ვით ძველი ქალდუ,
გულში ინახავს კაეშანს ფარულს...
კითხულობს მთვარე
ქვის ძეგლებით უძველეს ქართულს-
ნუსხურს და მთავრულს
სასაფლაოზე ქარი დაძრწის და აკლდამებში
დაეძებს სადგურს....


ა. კალანდაძე

Posted by: Marthin_Luther_King 20 Oct 2013, 21:36
მე მძულს სიცოცხლეც და უკვდავებაც,
ჩუმი სიშორე ნაზი ფერებით,
მე მძულს ადამის გარდაცვალება
და მატყუარა ცეცხლის ენები.

მე მძულს სიზმარი როდესაც ქრება,
გამოღვიძება მარტო საწოლში,
მე მძულს ოცნება, რომელიც ხდება,
ადოლფ ჰიტლერი შავი სამოსით.

მე მძულს სიშორე და მონატრება,
ნაზმა გრძნობებმა გული არიეს,
მე მძულს მზის სხივი და მთვარის ჩრდილი,
ცად ვარსკვლავებმა ბრძოლა დამიწყეს.

მე მძულს ცხოვრება შავ-თეთრ ფერებში,
როდესაც მოდის ტკბილი სიბერე
და მარტოობის უკვდავ მორევში,
მძულს მეგობარიც, მტერიც, სიკეთეც.

მე მძულს სიცოცხლეც და უკვდავებაც,
გრძნობებმა ჩემმა წყალი დალიეს,
მე მძულს ზეცაც და თვით გადარჩენაც,
სიყვარულს მოაქვს, მხოლოდ სიმშვიდე!

Posted by: nini gogo 20 Oct 2013, 21:44
QUOTE
მე მძულს სიცოცხლეც და უკვდავებაც,
ჩუმი სიშორე ნაზი ფერებით,
მე მძულს ადამის გარდაცვალება
და მატყუარა ცეცხლის ენები.

user.gif user.gif


მინახავს დილა,
მორცხვიც, თამამიც,
დილა, რომელიც
სულ თან მომძახის:
- ვისთვის რა არის
ქვეყნად მთავარი?..
- დედისთვის,- ქმარი,
შვილი, ოჯახი...
როცა ქალია
ზრუნვით დამთბარი,
ყოფნის პატარა,
მომცრო ოთახიც...
- ვისთვის რა არის
ქვეყნად მთავარი?..
- დედისთვის,- ქმარი,
შვილი, ოჯახი...
ქალს არ აშინებს
მაშინ ზამთარიც
და ქარის ხმაც კი
მოჰგავს მოძახილს...
- ვისთვის რა არის
ქვეყნად მთავარი?..
- დედისთვის,- ქმარი,
შვილი, ოჯახი...

ბადრი სულაძე

Posted by: Algophobia 20 Oct 2013, 21:47
თავი დავკარგე და აღარ ვეძებ...

აქ უნდა დავრჩე,
რადგან ეს გზა მიდის არსაით
და სული ეძებს ცაში გასაღწევს,
ღია სარკმელში შემოფრენილ ბეღურასავით.

გული ჩიხია,
სადაც ერთმანეთს შევუძღვებით
და იქ ვამყოფებთ,
იქვე ვინახავთ ხსოვნის საფლავებს,
მერე ვიზოგავთ მწარე სალაფავს...
შემაჟრიალებს გულგრილობა სიცარიელის
და ვსინჯავ ფიქრით აღმოჩენილს და ნაალაფარს,
ვათვალიერებ კოლექციას ძველ გალერიის..
და იგი ისევ აქვე არის,
ბგერებს ამოჰყავთ,
როცა გარდაცვლილ ბავშვებისთვის მღერის მალერი...

შეცბუნებული გავხედავ დღეებს,
ადრე რომ იყვნენ და მობრუნდნენ,
ისევ რომ წავლენ...
შენ უისრებოს ჰგავდი ციფერბლატს
და მიამბობდი, ეს ნოემბერი,
როგორ თანდათან ჩაილია და ჩაიფერფლა.

რა უნდა ვუთხრა კარსმომდგარ ზამთარს
და შიშს, რომელმაც გამოიღვიძა
და ჩემში თავის სამყოფელს ავლენს,
რა უნდა ვუთხრა დაჭაობებულ
წარსულის ჟალტამს და მალარიას,
დაბრუნებული დღეებიც წავლენ...
შემოდგომამ ხომ იმალიარა,
მზერა გაგვითბო ფერადი ნავლით....

ახლა ეს წუთი _ ათასი წლის სამალავია..
და გარდაცვლილი ბავშვებისთვის მღერის მალერი...

Posted by: nini gogo 20 Oct 2013, 21:52
up.gif up.gif Algophobia

QUOTE
გული ჩიხია,
სადაც ერთმანეთს შევუძღვებით
და იქ ვამყოფებთ,
იქვე ვინახავთ ხსოვნის საფლავებს,
მერე ვიზოგავთ მწარე სალაფავს...
შემაჟრიალებს გულგრილობა სიცარიელის
და ვსინჯავ ფიქრით აღმოჩენილს და ნაალაფარს,
ვათვალიერებ კოლექციას ძველ გალერიის..
და იგი ისევ აქვე არის,
ბგერებს ამოჰყავთ,
როცა გარდაცვლილ ბავშვებისთვის მღერის მალერი...




შენ ხარ რომანტიულ, დღესთან შეზავებულ,
შემოდგომის ფერეში, ჩემი სიმარტოვე,
გზა არეულ დროსთან, გააზრებულ სივრცის,
ის ყოველი წამი როცა მიმატოვე.
შენ ხარ დროს და სივრცის, ჩემი სიავკარგე,
ის დღე ის წამები, შემოჩვეულ ფიქრთან,
შენ ხარ არეული დღესთან დარდნაფიცი,
ძველი სიყვარულის, ჩემი სიმარტოვე.

გურამ თოდაძე

Posted by: Algophobia 20 Oct 2013, 22:12
nini gogo
სასიამოვნოა შენი ხილვა თემაში



...ჩვენც ავყევით, რადგან სისხლში -
ოქტომბრის მზემ გაიდგა ფესვი
და მოგვანატრა ერთმანეთი
და შეგვიძღვა ერთმანეთში და ერთ სიტყვაში, -
უწყვეტელ დროში
და გვაუღლა იმ დღესთან ერთად,
თითქოს რომ იყო,
თითქოს რომ არის...

შენ ხარ ჩემი - შინ,
არ მეშინია,
გაშინაურდა, მგონი, სულეთი
და ვეღარ ვარჩევ მე რომელი ვარ,
ის აჩრდილი თუ
ეს სილუეტი...

მოგეფერები,
მიწა მიწას რომ ეფერება -
სულაც არ არის ჩემთვის სულ ერთი,
რომ მიყვარს, შენი სიახლოვეა,
შენს ხსენებაზე მოვსულიერდი.

Posted by: nini gogo 20 Oct 2013, 22:18
Algophobia
მეც მიხარიხარ love.gif

QUOTE
შენ ხარ ჩემი - შინ,

ვაა რა სიტყვებიაა rolleyes.gif

დღეს რა დღეა,
რა რიცხვია,
რა თვე,
ავირიე სივრცესა და დროში,
გულში ნატვრამ დამიჩეკა მართვე,
სველ ტერფებზე ოკეანე მლოშნის.

ეს მეხუთე ოქტომბერი მოდგა,
ნეტავ როდის ავისრულებ წადილს,
თურმე ჩემი თვე მოსულა ჰოდა,
უკვე ჩემი გაზაფხულიც გადის.

დღეს რა დღეა,
რა დროს არის ახლა,
ამერია დრო,
სივრცე
და წელი,
რატომ მინდა ისევ შენი ნახვა,
რატომ მინდა შემოგხვიო ხელი.

შემოდგომის სიყვითლე აქვს ფურცლებს,
იქნებ დროა სიდინჯის და რიდის,
აბა წლები ვის დასტოვებს უცვლელს,
ოქტომბერი მოსულა
და მიდის.

(ნანა მეფარიშვილი/)

Posted by: Algophobia 20 Oct 2013, 22:39
nini gogo
2kiss.gif
QUOTE
ვაა რა სიტყვებიაა

ალხაზიშვილი გივის პოეზიაა, კარგი ლექსები აქვს


დღეებს გამსჭვალულს უშენობით,
როგორ ვუშველო,
ვარ უშენოდ და უშენობის სივრცეს ვიშენებ,
დუმილი ისე მისაკუთრებს,
ლამის მიშვილოს,
სიცარიელეს ვეღარ ვუძლებ თუ არ მიშველე.
რაც თავს გადამხდა, რა ვიცოდი..
მაგრამ აქ რომ ვარ -
ვეძებ გასაქცევს,
ვირტუალურ დროში ვსახლდები…
რა მწარე იყო უეცარი შენი გაქრობა
და მყისიერად გამოცლილი ყველა საყრდენი.
არაფერია, არაფერი,
სულ არაფერი
და არაფერშიც შენს საძებნად შევეხეტები,
გამჭვირვალეა ხელისგული,
რომ ავიფარე
თვალზე და ახლა
ყველაფრიდან შენ იხედები..

Posted by: Marthin_Luther_King 20 Oct 2013, 22:49
ბარემ ჩემ ლექსსაც დავდებ.

წერით ვეღარ ვწერ,
ფიქრით ბევრს ვფიქრობ,
დარდით,ყოველდღე ვდარდობ,
იქნებ ეკალს არ მისცე საზრდო
და მარტო შენ დარჩე ვარდო,
ხის სალამური დაკარგა მწყემსმა,
და უსმენს ახლა მთიდან ნიავებს,
და სამწუხაროდ მე ისევ აქ ვარ
ვუძლებ სულმდაბალ ადამიანებს.

Posted by: merciamercia 20 Oct 2013, 22:58
***
ვით ლოცვა, ედება საღამო მთის კალთებს.
შორს ქარი გაჰკივის, ბნელდება თანდათან.
მე გავალ ამ ქარში, გავიტან ამ ვარდებს
და შენი ლოდინის სიმღერას გავატან.

გალაკტიონი

chups.gif

Posted by: nini gogo 20 Oct 2013, 23:00
Algophobia

დრო არასოდეს არ არის ცოტა
და არც ბევრი,
ის ყოველთვის საკმარისია.,
უკმარია მხოლოდ სურვილი.

(შენ გაიხარე ეს სიტყვები დიდხანს მეწერა სტატუსად საიტზე ..ახლა ვნახე ალხაზიშვილის ყოფილა.)


>...>
ხანდახან ნაბიჯის გადადგმა ძნელია,
მაშინაც, როდესაც ზიხარ და არ იძვრი
და ფიქრით მიიწევ წვიმიან ბაღებში
და ქარში.

ქარ-წვიმა და ისევ ქარი ცრის
ყოფილი დღეების, მრავალჯერ ჩავლილის
ნავლია, თვალებში გვეყრება ირიბად
და ტოლერანტობა ნულოვან ღიმილით,
ნულოვან-ნალოვან-განიველირება.
მე შენთვის სიმღერა რომ წავიღიღინე
გამტაცა ქარმა და დაშალა ტაქტებად,
მოძრავი ბაღია ამ ქარის ნაკვთები
და ფიქრი, რომელიც სიტყვაში ჩაკვდება.
ნაბიჯი… ნაბიჯი… ყოველთვის ძნელია,
მეტადრე როდესაც გადადგამ არსაით..
აქ მარტო ორნი ვართ და შინ ფეხაკრეფით
საღამო შემოდის შვილმოკლულ დასავით.

გივი ალხაზიშვილი

Posted by: Algophobia 20 Oct 2013, 23:07
წვიმა და წვიმა, ცივი ველი, გამხდარი ლანდი.
ვინ არი ლანდი?.. გზა სად არი?.. გამხდარ ლანდს სცივა,
უნდოდა ბინა… გაციებულს დააჰვიანდა,
გაყინულ კვნესით დიდხანს ივლის და ვერსად მივა.

სიკვდილი მოდის… სად მიდიხარ, ან სად იყავი?
დახეულ თვალებს ძილი უნდა, ახლოა ბინდი.
მგლოვიარე გუნდს ყვავებისას დასცილდა ყვავი,
მწუხარო მგზავრო, ღამე ახე და აქვითინდი.

არ იცის ქარმა ვის წაუღოს ვეილს ამბავი,
არ იცის წვიმამ ვის კარებთან იტიროს მწარეთ,
მგზავრის ძომნებში, ცივ ღამეში გათბება ყვავი,
მშვიდობა ყველას, ვინც ზამთარში მოკვდება გარეთ!


პ, იაშვილი

Posted by: nini gogo 20 Oct 2013, 23:41
QUOTE
სიკვდილი მოდის… სად მიდიხარ, ან სად იყავი?

user.gif


ყოფნა არ არის გამოცანა... ნუ შეშფოთდებით.
მთვარის ქვეშეთი ნათელია და ნამიანი.
სხვა რაღა გვინდა, გამოგვკვებავს ნაზი ფოთლები,
ჩვენ – ანგელოზთა ლოკოკინებს – ადამიანებს.

იღოღე, ეკლით მოირთე და გახდი ძლიერი,
რაც უფრო მძიმე იყო მწვანე გზით სიარული,
ხავერდოვანი არის მეტად და მშვენიერი,
თავისუფლებით მონავარდე ფრთების ალმური.

ვლადიმირ ნაბოკოვი

Posted by: Algophobia 20 Oct 2013, 23:46

სონეტით მინდა ჩემი გრძნობა შენდამი ელლი
შენს სულს გადავცე!.. მაგონდება სოფელი შორი;
ერთმანეთს შევხვდით; ყვავილებით ხარობდა ველი.
იყავინაზი, ისე როგორც ტყის ნიამორი.

მე შემიყვარდი… და მიყვარხარ… და მარად გელი,
მე მინდა შენი სიახლოვე შენი ამბორი,
შენთვის ვოცნებობ მე, სონეტით მადიდებელი,
და შენით, ელლი, ანთებული, მზის თანასწორი.

ყვავილებია ჩემს გარშემო!.. მაისი მინდა…
ჩემო ბაღებო, აყვავილდით, იმხიარულეთ!
გაზაფხულის დღე, შემხვედრის დღე ხომ დაგვიბრუნდა?..

იცხოვრეთ ყველამ სიხალისით და სიყვარულით!..
და ამ ბუნების მე მანმადე ვარ გადამკიდე,
სანამ იმედი დამპიდრება, რომ გნახავ კიდევ.


პ. იაშვილი

Posted by: Eirlys 21 Oct 2013, 00:34
აწვიმდა შიშველ ბაღებში მოლბერტს,
და თეთრ გვირილებს შენთვის აწვიმდა,
მოდილიანი ხატავდა პორტრეტს
და გაფითრებულ თითებს გაწვდიდა.
გაწვიმდა ლურჯად, თეთრად გაწვიმდა
წუხელის იშვი ხეებთან არყის
ჩემს შემოდგომას ფერი გაცვივდა
საოცარია ფოთლებს რომ არ ყრის.
მერე გაცივდა, სივრცე გაცივდა,
ჩემი და შენი გაჰქრნენ რტოები,
ბაგეზე წვიმის წვეტი გაცივდა
ერთურთს უმზერდნენ განმარტოებით.
შენთან ვიყავი,ძლიერ ტიროდი,
ქუჩებში წვიმის ისმის არია...
შიშველ ქუჩებზე შორს დადიოდი
და მერე ღამე ცამ გადარია.
შენთან ვიყავი. გმოსავდნენ სხვები,
და ღამე-მთვარე ენთო კვარივით,
ლურჯი კელია სდუმდა და სხვენი
შეშლის გელოდა სანუკვარივით.
მიჰქონდა სული ამ ცისფერ სვეტებს
შორ მეგობართან ჩუმი ხმაურით,
შენი თითები გმობდნენ სონეტებს
ალბატროსების წყევლა-ტრაურით.
აწვიმდა შიშველ ბაღებში მოლბერტს
და თეთრ გვირილებს შენთვის აწვიმდა,
მოდილიანი ხატავდა პორტრეტს
და გაფითრებულ თითებს გაწვდიდა

Posted by: MaverickAbnormal 21 Oct 2013, 09:26
***

რით ვერ გაიგეთ,
რომ ჩემი ღარიბული ტანსაცმლით,
მოუწყობელი ბინით
და ცუდი ხასიათით
თავს ვიცავ თქვენგან.

© ბადრი გუგუშვილი

Posted by: Algophobia 21 Oct 2013, 18:58
როგორ მაშინებს ჩვენს სოფელშიმე დაბინდება,
სიჩუმე მოდის, როგორც დედა მკვდრის საფლავიდან;
მკვდარ ძმებთან წასვლა და ტირილი მეც მომინდება,
არ ვიცი სოფლის მყუდროებას ვით გადავიტან.

ცამეტ ეზოსი ატირდება ცამეტი ძაღლი,
თითქოს სოფელი სასიკვდილოთ მიესვენება,
მკვდრების ლანდებით აივსება ეს ჩვენი სახლი,
მომაკვდავ რაშზე ჩემი თავი მომეჩვენება.



შიშის ნაპრალთან მომესმება ჩემი სახელი.
“გიყვარდეს მკვდარი, ვით ცოცხალის კოცნა გიყვარდა.
წავიდეთ, სანამ მოვა დილა თვალგასახელი,
სანამ მზის სხივმა არ აანთოს ქვისფერი ფარად.”

სახეშეშლილი მივეკვრები ცახცახა კარებს,
გაიტაცებენ შიშის ასულს კოჭლი ქაჯები.
სოფლის შიშისგან დასახსნელად შვაღამის ზარებს
ცივ სამრეკლოზ ჩამორეკენ ღვთის დარაჯები..


პ. იაშვილი

Posted by: nini gogo 21 Oct 2013, 22:14
სინამდვილე ბევრჯერ გამიზღაპრებია,
სიმახინჯე სილამაზით დამიხატავს,
ლურჯ ოცნებას ლურჯი ფრთები დამსხვრევია,
საქორწილე ფიქრს გასცლია თეთრი ფატა,

სიძულვილშიც სიყვარული მიძებნია,
ღალატის წილ ღალატს როგორ გავივლებდი,
იქ დავმდგარვარ, სადაც მეტი სიძნელეა,
გოლგოთაზე როგორ გავიაპრილებდი,,,,

მოლოდინი იჭვებისგან დამიხსნია
მაინც რწმენად დამისახავს,რაც არ მწამდა
და დღეს ის,რაც ჩემი ბედის დაისია,
მომყოლია სიზმარ-ცხადის გასაყართან,

რაღა შემრჩა?? დარდიანი ფოთოლცვენა
დარდიანი ფოთოლცვენის მუნჯი ფერი,
მე კეთილი ჯადოქრების მაინც მჯერა,
გიჟი ვარ და მაპატიეთ ყველაფერი...

რონა ბუბუტეიშვილი

Posted by: MaverickAbnormal 21 Oct 2013, 22:34
***

ბევრი არაფერი -
სულ სამი რამ გამიტყდა
ამ ერთი წლის მანძილზე:
ჭიქა, საფერფლე, გული...

© თემურ ჩხეტიანი

Posted by: nini gogo 21 Oct 2013, 22:49
ო, არა, ჯონ !
მე ახლა აგერ იმ ქალთან მივალ,
იგი "ჰოს" მეტყვის, ან კიდევ "არას".
- ლამაზო, თუ არ გამიჯავრდები,
მე მხოლოდ ერთხელ გაკოცებ წყნარად,
- ო, არა, ჯონ, არა, ჯონ, არა !
ბავშვობიდანვე მასწავლა მამამ,
რომ ერთი მტკიცე პასუხი "არა"
მუდამ მზად მქონდეს ბიჭებისათვის,
სანამ ცრემლები წამსკდება ღვარად -
ო, არა, ჯონ, არა, ჯონ, არა !
- ლამაზო, განა რამეს მოგაკლებ -
დიდია ჩემი ჯოგი და ფარა,
მე რომ ოქრო და ვერცხლი მაქვს, ალბათ,
ორი ოჯახის სარჩოდაც კმარა.
- ო, არა, ჯონ, არა, ჯონ, არა !
- ეს რა სასტიკი ქალი ყოფილხარ,
მაგ მკერდში თურმე რკინის გულს მალავ,
მივდივარ, ოღონდ მალე მოგცილდე,
ოღონდაც აქედან წავიდე ჩქარა.
- ო, არა, ჯონ, არა, ჯონ, არა !

Posted by: MaverickAbnormal 22 Oct 2013, 09:33
იესოს

არ შემიძლია, დავიჯერო, უფალო, რომ აღდგომისთანავე
ჩამოიშორე ყველაფერი ადამიანური
და არ შეუარე პირველ ყოვლისა
ერთი წუთით, რომ გენახა დედა,
და არ შეუარე პირველ ყოვლისა
ერთი წუთით, რომ ენახე დედას
(-დედა, გააღე, მე ვარ!).

კოსტას მონტისი

Posted by: In_private 22 Oct 2013, 12:36
არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა,
ახლა იშლება სივრცე ნახული.
ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,
აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.

და იბადება ყოველთვის კითხვა:
- კმარა ტირილი, ცრემლი მეყოფა!
მახსოვს ამ ბაღში ვფიქრობდი დიდხანს,
როს ჩამოვშორდი ძვირფას მეგობარს.

იშლება ზეცა ბევრჯერ ნახული,
ისევ სივრცეა, არსებობს მიწა.
აქ დავდიოდი შარშან ზაფხულში,
მერე ეს ბაღი მე დამავიწყდა.

არ მახსოვს, გუშინ რა გამიხარდა,
ახლა იშლება სივრცე ნახული.
ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,
აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.

Posted by: Algophobia 22 Oct 2013, 13:11
შეეგუე, შეეგუე, ბედს შეეგუე
სხვა გზა არ დაგიტოვა: შეეგუე, შეეგუე
ნაჭუჭში ჩაგამწყვდია,
შეეგუე, შეეგუე:
რომელიღაც წუთი უშენოდ ჩაივლის:
უჩემოდ,
უშენოდ,
უიმისოდ ჩაივლის და შეეგუე.

მერე აღარ დარჩება დრო შეგუებისთვის,
აღარაფრისთვის,
რადგან თვითონვე იქცევი დროდ, _
შეგუების მქადაგებლად,
უიმედობის მთესველად.

ჯერ კი თვალზე აფარებული ხელისგულები
შუშასავით გამჭვირვალეა
და გეშინია საკუთარი გამჭოლი მზერის _
თუ შუშასავით გამჭვირვალე ხელისგულის.

ამ ორიდან _ ერთ-ერთი სინამდვილეა,
მეორე უცნობია, მუდამ უცნობი,
არსად რომ არ ჩანს,
გარდა გამჭვირვალე ხელისგულისა, _
თვალებზეც რომ ვერ აიფარებ
იმისი შიშით, რომ უფრო მეტი არ დაინახო,
ვიდრე ხედავ და ამიტომაც _ შეეგუე, შეეგუე,
ბაბუაწვერას შეადარე ბედნიერება
და შეეგუე წუთს, _
ყოველ წუთს რომ ახლოვდება.

Posted by: MaverickAbnormal 22 Oct 2013, 13:27
ვიდრე მე წავალ

ვიდრე მე წავალ,
გავფრინდები
ჩემი კოშკის სახურავიდან,
ნამძინარევ ქალაქს გავხედავ,
ფანჯრებდაბინდულ,
ნისლში ჩასრესილ ქალაქს
გავხედავ
და სანამ წავალ,
გავფრინდები
ჩემი კოშკის სახურავიდან,
დავინახავ
სკოლისაკენ მიმავალ ბავშვებს
და ჩემთვის ვიტყვი: -
"ჯერ გოგონებმა გაიარონ..."

© გიგი სულაკაური

Posted by: nini gogo 22 Oct 2013, 22:16
QUOTE
შეეგუე, შეეგუე, ბედს შეეგუე
სხვა გზა არ დაგიტოვა: შეეგუე, შეეგუე
ნაჭუჭში ჩაგამწყვდია,
შეეგუე, შეეგუე:

user.gif

მოკლული განწყობით შარა გზას მივყვები,
უდღეო დღეების სიბევრემ დამტანჯა,
ოდესღაც მეც მქონდა სილაღე გულში და
მზის გამონათების ლოდინმა დამღალა!
გუშინდელს მივტირი, ჩემს ფიქრებს ვფარავ,
თითქოს და ვიღიმი, გულში ცრემლს ვმალავ...
ვერავინ ჩაწვდება ამ ტკივილს, განცდებს,
ვცდილობ მოვერიო სევდას და დარდებს!
გარდაცვლილ ხასიათს არ ვიცი რა ვუყო,
ვცდილობ, რომ გრძნობები სუყველას გავუყო.
ყოველ წუთს მივტირი ამინდებს დაკარგულს
და თანაც მოველი ოცნების გაზაფხულს.

დ. ფხაკაძე

Posted by: Algophobia 22 Oct 2013, 22:22
ჩემი ბავშვობის სახლთან
ვხვდებოდი ფერმკრთალ ასულს
და შენ მაგონებ ახლა
იმ სილამაზეს წარსულს.

სხვა რამ, შაირის გარდა,
როგორ გაკადრო, აბა?
რარიგ გიხდება და გრთავს
ეს შინდისფერი კაბა!

ხედავ? ზამთარი ქრება,
ყვავილებს გაშლის ნუში;
ყველგან ხალისი… სევდა
მხოლოდ პოეტის გულში.

წუხილს წაიღებს ქნარი
და სტრიქონებად დაქსოვს.
— საღამო იყო წყნარი,
თქვენთან ვიყავი, მახსოვს…


ლ. ასათიანი

Posted by: Bobgure 22 Oct 2013, 22:31
მეოცნებე

ნამდვილად ღმერთი მწყალობს, ახლა ეს ნევროზიც რომ დამემატა,
მარჯვენა, დამშეულ თვალს, ამ დილით მარტოობას ვატენიდი,
სახლიდან არ გავდივარ, ეკრანთად დახვავებულ კინოლენტებს,
კადრებად ვიზეპირებ, ჩარლზ სპენსერ ჩაპლინიდან კიტანომდე.

დივანზე მოვთავსდები, სიგარეტს გავაბოლებ წარამარა
და ვფიქრობ ისეთებზე, რაზედაც არასოდეს ვიფიქრებდი
და ზეცა (ასე რომ ვთქვათ) შენც იცი, თეატრში რომ სულ არ არი,
კინოში მინი ცაა, იმ ცაში მინი მზე და მინი ღმერთი.

ხო, ასე გამოგონილ, პატარა სამყაროში გადავსახლდი,
ცხოვრებამ გამასინჯა კუთვნილი იმედების გაცრუება,
მე ვიცი ჩემო ძმაო, შენც ბედი დაკარგე და არ აგიხდა,
ელამი გამოხედვის კიჩოზე გაბნეული ოცნებები...

დედა რომ აღარ მყავდეს, სულს ტანის ქარქაშიდან ვიშიშვლებდი,
შენ რწმენა წაგართვი და ბაბუას ნაბადივით მე მაცვია
და თუკი გამომრიყა ზღვამ, როგორც დაკარგული ბიში შელი,
შენ - ლორდი ბაირონი, ვიცი, რომ დაესწრები კრემაციას

ნაპირზე, ჩემი გვამის! ჭრილობა ქოფაკივით გავილოკე,
ადრეც ხომ მოგიყევი, თუ როგორ მივიჩვიე სუიციდი,
გუშინწინ დამესიზმრა, სიკვდილი შავგრემანი ქალი იყო
და მასთან სექსი მქონდა... ამაზე უეჭველად გაიცინებ...

დაწვები ნამთვრალევზე, ფიქრისთვის სათანადოდ მოწყენილი,
კეფის ქვეშ მოთენთილი ხელების დაჩვეული შეუღლება,
ზევსი რომ აღარ არის და ბრძენი ჰომერი რომ ცოცხალია,
მე და შენ ჩემო ძმაო, მგონი ეს ბევრ რაღაცას გვეუბნება!

ბექა ახალაია

Posted by: nini gogo 22 Oct 2013, 22:42
Bobgure
up.gif up.gif


... პატარა იყავ და ამიტომაც
თუ ვერ გამჩნევდი, მეპატიება...
რას ვიფიქრებდი, არ დამინდობდა
შენი ქალური შურისძიება.

და რომ გიყვარდი, როდია ჭორი,
ან ქარაგმულად თქმული იგავი...
მიუწვდომელი და შორზე შორი,
შენს თვალში დიდი ვინმე ვიყავი.

როდესაც ეშხი შეგმატეს წლებმა,
როცა სიმწიფის ფერი გაჩუქეს,
შენ დაგინახეს სულ ყველამ ერთად:
გულმა, თვალებმა და სიჭაბუკემ.

და შეიცვალა ჩვენი როლები,
შენ გამირბოდი, მე გდევდი ბოლოს...
შენ წითლდებოდი და ათრთოლებით
უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ

ბოლოს გავიგე როგორ დაგკარგე,
დაგკარგე, დამრჩი ნატვრა მარადი...
თვალებში როცა ჩაგხედე კარგო,
შენს თვალში მაშინ დავპატარავდი.

შოთა ნიშნიანიძე

Posted by: GunsN 22 Oct 2013, 22:52
მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად
ვმღერი ქართულად
მადლობა ღმერთს ნება დართულად.

შანსი მქონია არ მომირთხამს
ფეხი თათრულად,
ვზივარ და ფეხი ფეხზე მიძევს, ეგეც ქართულად.

და კი ბატონო თარგმნეთ რუსულად
თარგმნეთ სპარსულად
მაგრამ მე მიყვარს, მე მძულს
მე მწამს, მე ვწერ ქართულად

მე ყოვლად ქართველს
ყოველივე მიყვარს ქართული
ამიტომაც ვარ ქართველებთან წელგამართული.

Posted by: nini gogo 22 Oct 2013, 23:23
მზიანი ამინდი მინდაა...
ველიი...
ველიი...
ველიი...
======================


წვიმასაც წაუღია
უშენობის უშნოდ უხეირო დასაწყისი,
ყინვა.
ოქტომბერი.
ღამეს გაცრეცილი თვალები აქვს.
ვეღარც ვნერვიულობ... (უკვე ყველა ნერვი დამაწყვიტე),
...მაინც შენზე ძლიერ დღემდე არავინ არ მყვარებია!

*
ღამეს ღამურები ღრენით აცილებენ აივნიდან,
ცაა საქართველოს ლამის კოშმარივით ჭუჭყიანი,
ვიცი, ზუსტად ვიცი, ესეც გაივლის და
ხვალე გათენდება უპრიანი.

*
სახე - მოლბერტია, ცრემლით მეთხაპნება მიმიკები,
სიკვდილისფერშია ზეცაც, ამინდიც და განათებაც,
ფერფლით ივსებიან ჩემი განიერი ბილიკები,
წყალსაც წაუღია ყველაფერი, შენი უარია ანათემა.

*
ჭირსაც წაუღია
ყველა ცრემლიანი მოგონება,
სრული აბსურდია ახლა სიყვარულზე საუბარი, -
თავგზა ამირიეს მოკლე კაბიანმა გოგონებმა
და როგორც იტყვიან - გავუბერე.

*
მეცვა ქარიშხალი ჯანყის მოზეიმე აღლუმებზე,
სახე მათხოვარის, მკვლელის... და პირქუში
ისე ჩამომჯდარა ცა ღრუბლებზე, -
როგორც ხევისბერი საფიხვნოში.

*
ღმერთს კი ჩვენი მართლა ვეღარ გაუგია...
სიკვდილისფერშია ზეცაც, ამინდიც და განათებაც,
წყალსაც წაუღია...
წყალსაც წაუღია ყველაფერი! -
შენი უარია ანათემა.





Posted by: HEPHAESTUS 23 Oct 2013, 00:14
აჰ მამაჯაან

Я в Тбилиси воровал не мало
А в Батуми заложили гады
И пишу тебе моя родная, ой мамаджан
Вот какая доля воровская.

ой мамаджан
ой мамаджан

Ночью я родился под забором
Воры окрестили меня вором
Мать родная назвала Рамадом, ой мамаджан
И теперь кайфую я под планом.

ой мамаджан
ой мамаджан

А теперь сижу на голых нарах
У меня есть хлеб и все, что хочешь.
Только нет свободы дорогая, ой мамаджан
Вот какая доля воровская.

В Магадане долго мы сидели
Ели, пили, в карты мы играли
Ели, пили, в карты мы играли
Тихо, тихо долю напевали
Ели, пили, в карты мы играли
Тихо, тихо Боку вспоминали

ой мамаджан
ой мамаджан
ой мамаджан

ავტორი,
ოვანეს მნაცკანოვიჩ გენძაკეცი.

შემსრულებელი,
ამაიაკ მხითაროვიჩ ჰამბარცუმიანი.

შენიშნვნა:
მისამღერის დროს სასურველია ხმის გაწვრილება.

Posted by: Ania 23 Oct 2013, 00:25
QUOTE
შენიშნვნა:
მისამღერის დროს სასურველია ხმის გაწვრილება.

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: MaverickAbnormal 23 Oct 2013, 09:32
დაწყევლა და შთაგონება

ფანტასტიურო, წვრილთავა კრეტინებო,
მე ვიცდი, როდესაც რომელიმე თქვენგანი
წამოდგება მთელი სიმაღლით…
მსუქანო, გულკეთილო მამათმავლებო,
ბოსტნის თხებო და ნახვრეტის ვეტერანებო,
ჯიუტო, გამოთაყვანებულო წმინდანებო,
განავალძმებო და ინდივიდუალისტებო,
გავაათრეულო სახელმწიფო მოხელეებო,
ტუჩნაკვნეტო ბედგაცრუებულნო,
შერყვნილო პორნოგამყიდველებო,
ჩემო მეომარო დენდებო,
უცნაურ ურჩხულთა რიგებო,
რომ შეიგრძნეთ ღვინის კასრების სურნელი,
ჩვენ მოგესალმებით - ჩვენსავე პროცესიაზე!

ჯიმ მორისონი

Posted by: In_private 23 Oct 2013, 10:23
ცეცხლი მსგავსია ჩემი ფიქრების
და სადღაც მივსდევ ცისფერ ზმანებას.
მოცემულ სხეულს ვერ ვურიგდები,
მაგრამ ჩემია და მენანება.

სისხლი იქცევა, მე ვერ ვისვენებ,
ეს გული ისევ დაისრულია.
იქ მინდა, სადაც მეფობს სიბნელე,
სადაც არ ისმის ხმები სრულიად.

ეს უდაბნოა და მარტო მე ვარ,
(დგება ლანდივით დღე ნაწვიმარი).
ვიცი, სხეულმა რომ დამატყვევა,
ტანი - ციხეა, მე - პატიმარი.

Posted by: Algophobia 23 Oct 2013, 10:49
ო, სულო ტყისა,
დედავ ხისა -
ფესვო და ყლორტო,
ნუ გაიზრდებით ნურასოდეს სახრჩობელებად,
ნურს ნურასოდეს დაითლებით საფლავის ჯვრებად,
ნურც ნურასოდეს ყავარჯნებად გაგთლიან...
ამინ!

შ. ნიშნიანიძე

Posted by: In_private 23 Oct 2013, 10:51
დროდადრო რაღაც გვაკლდება და ვავსებთ ერთმანეთს _
სუთნქვით, საუბრით, მინიშნებით, გულის სითბოთი,
მე შენგან მხოლოდ სიყვარული მინდა, ღმერთმანი
და რომ შემეძლოს მთელ სამყაროს შენ დაგითმოდი..

მაგრამ აქ არ ხარ, პარალელურ დროში ბინადრობ
და ძველებურად, ამა სოფლის არ ხარ სტუმარი,
საკმარისია გამოგიხმო და მოგინატრო,
რომ შენს უნებურ სიახლოვეს ვხვდები გუმანით.

როგორც ზღაპარში, შენი სული ალბათ ჩიტია,
შემომეჩვიე და თავს იქცევ გულში შეფრენით
და შენი ფრთების აღმაფრენა ისე მჩატეა,
როგორც სიმღერა, სულის მოთქმის ბოლო რეფრენი...

Posted by: MaverickAbnormal 23 Oct 2013, 10:56
Поезд № 193

Нет времени, чтобы себя обмануть,
И нет ничего, чтобы просто уснуть,
И нет никого, кто способен нажать на курок.
Моя голова - перекресток железных дорог.

Здесь целое небо, но нечем дышать.
Здесь тесно, но я не пытаюсь бежать.
Я прочно запутался в сетке ошибочных строк.
Моя голова - перекресток железных дорог.

Нарушены правила в нашей игре.
И я повис на телефонном шнуре.
Смотрите, сегодня петля на плечах палача.
Скажи мне - прощай, помолись и скорее кончай.

Минута считалась за несколько лет,
Но ты мне купила обратный билет.
И вот уже ты мне приносишь заваренный чай.

С него начинается мертвый сезон.
Шесть твоих цифр помнит мой телефон,
Хотя он давно помешался на длинных гудках.
Нам нужно молчать стиснув зубы до боли в висках.

Фильтр сигареты испачкан в крови.
Я еду по минному полю любви.
Хочу каждый день умирать у тебя на руках.
Мне нужно хоть раз умереть у тебя на руках.

Но... Но любовь - это слово похоже на ложь.
Пришитая к коже дешевая брошь.
Прицепленный к жестким вагонам вагон-ресторан.
И даже любовь не поможет сорвать стоп-кран.

Любовь - режиссер с удивленным лицом,
Снимающий фильмы с печальным концом,
А нам все равно так хотелось смотреть на экран...

Любовь - это мой заколдованный дом,
И двое, что все еще спят там вдвоем.
На улице Сакко-Ванцетти мой дом 22.
Они еще спят, но они еще помнят слова.

Их ловит безумный ночной телеграф.
Любовь - это то, в чем я прав и неправ,
И только любовь дает мне на это права.

Любовь - как куранты отставших часов.
Стойкая боязнь чужих адресов.
Любовь - это солнце, которое видит закат.
Это я, это твой неизвестный солдат.

Любовь - это снег и глухая стена.
Любовь - это несколько капель вина.
Любовь - это поезд Свердловск-Ленинград и назад.
Любовь - это поезд туда и назад.

Нет времени, чтобы себя обмануть.
И нет ничего, чтобы просто уснуть.
И нет никого, кто способен нажать на курок.
Моя голова - перекресток железных дорог.

Александр Башлачев

Posted by: Algophobia 23 Oct 2013, 10:58
დღეებს გამსჭვალულს უშენობით,
როგორ ვუშველო,
ვარ უშენოდ და უშენობის სივრცეს ვიშენებ,
დუმილი ისე მისაკუთრებს,
ლამის მიშვილოს,
სიცარიელეს ვეღარ ვუძლებ თუ არ მიშველე.


Posted by: MaverickAbnormal 23 Oct 2013, 11:05
შაბიამანი

ყორანკლდემდე რა აიყვანდა...
თავიც მოეკლა და
იმსიშორეზეც ევლო?!
სოფელში კიდე,
საიდან გინდა, გადმოვარდე, -
ნეტა რომელი მეთექვსმეტე სართულიდან...
თოფი, თოკი და შაბიამანი, -
კახელ თვითმკვლელთა არჩევანი.
... უფალო, რამე უსაშველე
თვითმკვლელების უგზოუკვლობას...
ერთ ლექსში რომ ნანიას ვამბობ,
ის ნანია დააქვრივა
ვანო პაპამ, - მეზობელმა.
„ვანომ რო თავი მაიწამლა შაბიამანით“, -
სულ ეს არის,
რაც მასზე მახსოვს;
სხვა დანარჩენი, - წარმოსახვაა
და ხსოვნაში მერევა ხოლმე.
... უფალო, რამე უსაშველე
თვითმკვლელების უგზოუკვლობას...
დედაკაცი რომ თვალმოშორებით დაიგულა,
გამოიტანა მარნიდან მალვით (ალბათ)
და მიბრეცილ-მობრეცილი ჯამის ასწვრივ
გახსნა მუჭა (ალბათ),
მიაშვავა შაბიამანი - ცის ფხვნილივით.
მუხლზე აიგდო გრილი კოკურა (ალბათ),
დაჰკრა ჯამს წყალი (ალბათ),
ამოურია,
ამოურია წიფლის ნაფოტით,
ფხაკაფხუკით (ალბათ),
გახსნა ცის ფხვნილი, -
ამოიხედა თხევადმა ზეცამ
გლეხის ჯამიდან
ცისფერთვალა გოლიათის
ცალი თვალივით (ალბათ)...
... უფალო, რამე უსაშველე
თვითმკვლელების უგზოუკვლობას...
მთელი ცხოვრება
ვენახს წამლობდა შაბიამანით,
ადგა და, ერთხელ,
თავსაც უწამლა (ალბათ).
... უფალო, რამე უსაშველე
თვითმკვლელების უგზოუკვლობას...
დახსენ,
დახსენ მწარე ხეტიალს
და მანდაური ვენახის ბოლოს
ჩარგე ბალახბულახივით,
ან თიკანივით მიაბი სადმე,
მანდაური
საჩრდილობელი ატმის ძირში,
დაღლილი სული ვანო პაპასი, -
ულამაზესი საწამლავით
თავმოკლულისა.

ელა გოჩიაშვილი

Posted by: In_private 23 Oct 2013, 11:07
თუკი
გავვუცხოვდი,
მე ნუ დამაბრალებ,
მარტი გამაისდა ჩემში ამინდებად,
შენთან სიახლოვეს ქარი ვანაცვალე,
ახლა ეს სიშორეც ისე გამიბევრდა...
მგონი ამერია ნატერფალები და
ყელზე მახვევია მძივად ტკივილები,
სევდის სამყოფელი დაღლილ თვალებშია,
როცა მაკლიხარ და როცა მეფიქრები.
ისევ მომეპარა ცელქი ხასიათი,
ამ სულს დასაკარგად უფრო ენანები,
ლექსი მოგონებად, სუნთქვით დაგინამე,
ალბათ რომ გიამბოს, როგორ
მენატრები…

Posted by: MaverickAbnormal 23 Oct 2013, 11:14
"წაბლი გამსკდარი
როგორც გული დაჭრილ ღვთისმშობლის
ძირს ჩამოჰქონდა ამინდს ქარიანს
და შემოდგომის წაბლი იყო ისეთი ფერის
რა ფერის კანიც ექნებოდა ალბათ მარიამს"

გიიომ აპოლინერი

Posted by: Algophobia 23 Oct 2013, 11:21
შენს ცისფერ თვალებს როცა შევხედავ,
უსაზღვრო სევდას მე ვამჩნევ მათში...
და ფიქრი ფიქრზე თითქო სცურავენ
უსიტყვო ტბაში, უხმო კამათში.
და ხშირად მინდა გკითხო, თუ რისთვის
ასე სასტიკად გექცევა ბედი,
რისთვის წაგართვა სპეტაკი რწმენა,
რისთვის მოგიკლა ნორჩი იმედი.
მაგრამ, როდესაც წარმომიდგება,
რომ კაეშნისთვის სიტყვა არ არის,
მე მხოლოდ გიცქერ, გიცქერ და ვწუხვარ
ჩუმად მიმონებს დარდი სამარის.

ასე ორ გულში ერთი ნაღველი
გაუნელებლად იწვის და იწვის,
ასე იტანჯვის ორი არსება
და ვერრა უთქვამთ ერთმანეთისთვის..


გალაკტიონი

Posted by: In_private 23 Oct 2013, 11:23
გავიფანტები. ჩემი სუნთქვით მინებს შეორთქლილს
არ მივახატავ გაფიქრების უცნობ ფიგურებს,
რადგან იგივე მინდა გითხრა, შარშან შენ რომ თქვი,
ერთი წელია ვგრძნობ, შორიდან როგორ მიყურებ.

ერთი წელია გემალები, ვერ დაგემალე,
როგორ დაგმალავს კვამლი ფიქრის და სიგარეტის.
გთხოვ, აბრეშუმი იგივე მზის დააგე მალე
და გამიბრწყინე იმავ სხივთა ასი კარატი.

პირველი ყლუპი. ცხელი ჩაი რა საამოა,
ჩაისთან ერთად ვწრუპავ იმ დროს, მე რომ ვეკუთვნი.
ჩამოღამდება, მზე ხვალისთვის ისევ ამოვა,
თუ არ ამოვა, ამ სიტყვებში მნახავ შეფუთვნილს

Posted by: MaverickAbnormal 23 Oct 2013, 11:28
ვიეტნამი

- ქალბატონო, რა გქვიათ?
- არ ვიცი.

- რამდენი წლის ხართ? სადაური ხართ?
- არ ვიცი.

- რატომ თხრით ამ სოროს?
- არ ვიცი.

- რამდენი ხანია, რაც იმალებით?
- არ ვიცი.

- რატომ მიკბინეთ თითზე?
- არ ვიცი.

- თქვენ რა, არ იცით, რომ ჩვენ არაფერს დაგიშავებთ?
- არ ვიცი.

- ვის მხარეზე ხართ?
- არ ვიცი.

- ეს ომია, თქვენ უნდა აირჩიოთ.
- არ ვიცი.

- თქვენი სოფელი კიდევ არსებობს?
- არ ვიცი.

- ესენი თქვენი შვილები არიან?
- დიახ.

© ვისლავა შიმბორსკა

Posted by: Algophobia 23 Oct 2013, 11:33
ისე შევეჩვიე შენს არსებობას,
რომ ვეღარ გამჩნევდი.

ჭიდან რომ წყალი ამოშრება,
ისე ამოშრა შენს თვალებში სიყვარული.

ახლა კი ვდგავარ ფანჯარასთან
და სუნთქვით ვეძებ
შენი თმის სურნელს,
იმ ყვავილივით, რომელიც არ ჩანს
და შუაღამის ჰაერს ამჩატებს.

მე მირჩევნია, სადმე იყო,
თუნდაც არ ჩანდე.

Posted by: MaverickAbnormal 23 Oct 2013, 11:54
ბოჰემის მონოლოგი

სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა,
გარდა თვითმკვლელობის.
არა მსურს ვიყო ვიქტორ ჰიუგო ან აკაკი,
მე მირჩევნია დავიღუპო, როგორც ბოჰემა.
სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა,
გარდა სიგიჟის.
არა მსურს ვიყო ბედნიერი, როგოც გოეთე,
მე მირჩევნია დავიღუპო, როგორც როლლინა.
სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა,
გარდა ჭლექისა!
დღეგრძელ მალარმეს მირჩევნია ისევ ლაფორგი.
პოეტისათვის მე ვიწამე ეს კარიერა,
სიგიჟე, ჭლექი და თვითმკვლელობა.
სალამი შენ - ტროტუარის პოეტო!
შენ ეკუთვნი თვითმკვლელების დინასტიას
და გვარი შენი რაინდული არის - ლოზინსკი.
სამარცხვინოა პოეტისთვის დიდი წიგნები,
დიდი სიცოხლე!
უთუოდ ქონდა ბუასილი "ფაუსტის" ავტორს.
მე ვესალმები დღენაკლულ პოეტებს
და მინდა კიდევ ჩამოვთვალო ეს სახელები:
ჟერარ დე-ნერვალ, მორის როლლინა, ტომას ჩატერტონ,
ჟიულ ლაფორგ, ლოტრეამონ, ქრისტოფერ მარლო,
გრიშა აბაშიძე!
კარიერა მარტოობის და ლოთობის;
გიჟი ედგარი ნახეს ქუჩაში
მთვრალი და მომაკვდავი
და ესეც იყო - ხარაკირი.
მე მეჯავრება პოეტისთვის რამე ხელობა.
მისთვის ვიწამე სამუდამოთ ეს კარიერა:
სიგიჟე, ჭლექი, ალკოჰოლი და თვითმკვლელობა!
სიკვდილი იყოს ამ დუელში შავ ბარიერად!

© ვალერიან გაფრინდაშვილი,

Posted by: nini gogo 23 Oct 2013, 20:53
QUOTE
- ესენი თქვენი შვილები არიან?
- დიახ.

დედა love.gif love.gif love.gif


ისე მოხდა, რომ დაბადება შევძელი. გმადლობ...
რატომღაც ახლა ვარსებობ და გიორგი მქვია,
ჯერ ერთი წლის ვარ, მერე – ორის, და ბოლოს... ვნახოთ,
კაცი კაცია, ყველა კვდება ადრე თუ გვიან.

მანამდე ბევრჯერ წავიტეხავ კისერს და მოვალ,
უფალო, შენთან, უფრო სწორად, წამოვალ შენკენ.
თოვლიან გზაზე ნაფეხურით მოვხაზავ ოვალს,
ვილოცებ მასში, ჩემებურად და ყველა ნეკნით.

მაგრამ ანკარა წყაროც ხდება ბინძური ზოგჯერ,
სისუფთავეებს ეტანება ტალახი უფრო,
რაც რამე მქონდა სითბოები თითებით ვზოგე,
ახლა ხეებზე გაფენილი სულივით ვაფრენ.

დამალეთ სადმე, თუ ღმერთი გწამთ, ხატები... სულის
შეშლამდე მინდა არსებობის მივაგნო მიზეზს,
ვარ ირემივით ეჭვიანი და ხარზე რთული,
როცა ხელები თვითმკვლელობის ფუნქციას იძენს.

ახედეთ ზეცას... ცა სუფთაა, ეს ბევრჯერ უთქვამთ,
მაგრამ ცოტას თუ უნახიხარ იქ, ღმერთო… ამინ!
შეწყვიტეთ ჭუჭყით გატენილი უაზრო სუნთქვა,
ცათა სიღრმიდან ჩამოცვენილ ნიავებს ვუსმენ.

აქ მაინც ასე, უსაქმური ქარები ქრიან,
მხოლოდ ერთია მიზეზი, რომ ბოლომდე გავძლო.
რატომღაც ახლა არსებობ და შენ ნინო გქვია,
არ ვიცი რა ვთქვა, რა ვიყვირო...
უბრალოდ...
გმადლობ...

გიო არაბიძე
wink.gif smile.gif

Posted by: MaverickAbnormal 23 Oct 2013, 23:41
ტერენტი გრანელს

"გააჩმახაო ამდენი სიკვდილებით!" -
ტერენტი გრანელზე იტყვიან პოეტები -
ხბოს აღტაცებით დამუხტული,
ხორციანი, მხნე პოეტები…

"გამოაგდოო სამეგრელომ უხვანჯროდ კარში!
რა იცოდაო უკვდავების, თუ ძმა ხარ, არსი
უწიგნურმა მეგრელმა წიემ?!"

"ვერ ამოუდგაო ეპოქას მხარში!
შეშინებული სიკვდილისგან იყოო ბავშვი!
უცნობ კუბოებს დასდევდაო თოვლიან ქარში!"
ამასაც იტყვიან…



ხბოს აღტაცებით დამუხტული პირაღიები -
ხორციანი და ვარდისფერი
მხნე პოეტები!

© მურმან ლებანიძე

Posted by: Algophobia 24 Oct 2013, 15:30
ვერაფერი გამიგია,
ცხოვრებაში რა ხდება;
ყველაფერი წამიგია _
მეგობრები მაკლდება.

ბრაუნინგით არ მომკვდარან,
ვინც დღეს ჩემთვის მკვდარია,
არც ფანჯრიდან გადმომხტარან _
მშვენიერად არიან.

უფრო ხშირად ახლა შინ ვარ,
წვიმას ვნატრობ შხაპუნას:
შევსვათ! ყველა თავის წვრილმან
საზრუნავში ჩაფლულა!

ყველა თავის ნავში სხდება,
ყველამ სადღაც გაცურა,
ყველა კვდება, გული მწყდება _
წასულან და წასულან!

და დღეები გადის ზანტად,
ღამეები გროვდება,
ვიღაც უსაშველო ლანდად
მწუხრში მიახლოვდება...

მინდა მთაზე ავირბინო,
ზღვის მიქცევა ვიხილო,
თავში ხელი წავიშინო _
რაც მომხვდება, ვიყვირო..

Posted by: MaverickAbnormal 24 Oct 2013, 15:47
მგზავრობისას მყუდრო მანქანიდან

მგზავრობისას მყუდრო მანქანიდან,
წვიმიან სოფლის გზაზე,
ვხედავთ დაფლეთილტანსაცმლიან კაცს, შებინდებისას,
ხელს რომ გვიქნევს ძლიერ მოხრილი
და გვთხოვს თან წაყვანას.
ჩვენ გვქონდა თავშესაფარი და გვქონდა ადგილი და ჩვენ მას ჩავუარეთ და ჩვენ გავიგეთ ხმა,
მე რომ მეუბნებოდა გაუბედავად:
არა ჩვენ ვერავის წავიყვანთ.
ჩვენ უკვე შორს ვიყავით იმ ადგილიდან,
ალბათ ერთი დღის სავალით,
როცა უცებ შემეშინდა ამ ჩემი ხმის, ამ ჩემი საქციელის
და ამ მთელი სამყაროსი.

© ბერტოლტ ბრეხტი

Posted by: nini gogo 24 Oct 2013, 23:05
როდის ახდები ჩემს ყველა ლექსში ?!
ან როდის გეტყვი ”სად ხარ აქამდე ?”
როდის ჩადგება ჩვენს შორის ღმერთი ,
ან როდის გეტყვი ”მიყვარხარ ცამდე” ...

როდის ვიპოვნი მე ჩემს სიმშვიდეს ?!
სავსე მთავრეს რომ ღელვას ვაბრალებ.
როდის ვუამბობ ზღაპარს ჩვენს შვილებს ?!
ან თვალებს როდის დავუბრიალებ ...

როცა ჩემს ყველა ლექსიში ახდები
და როცა ორზე გადავმრალვდებთ ...
როცა ამ ქვეყნად უკვე წავხდებით ,
წარსული შენზე ადრე გავხდები ...

ირაკლი გაფრინდაშვილი

Posted by: MaverickAbnormal 25 Oct 2013, 09:29
***

აბა, ვის ეცალა შენთვის,
წითელი კვერცხი ეგორებინა,
და შენს ღამეში შემოსულიყო,
შენს სასთუმალთან დაედო ხელი.

ქარი იყო შენი პატრონი,
ჩემი სიტყვების გამსკდარ გულიდან
ქარს მოსძახოდი აცახცახებულ ოთახებიდან,
აგზნებული თეთრი მუხლებით და ალკოჰოლით,

მაგრამ ქარმაც არ მოგისმინა,

ქარიც შეჩერდა მკვდარ და უძრავ სიცარიელედ...

აბა, ვის ეცალა ეთქვა
ერთადერთი და ნამდვილი სიტყვა.
წამახული ლურსმნებივით გესობოდა ტანზე სიცილი
და უხამსი სიზმრებით დახრულს
ახალი მთვარე გიქნევდა ხელებს,
როგორც ძმაკაცი, როცა ლუდზე გეპატიჟება.

აბა, ვის ეცალა შენთვის,
გლუვი დღეების ბრწყინვალებაში,
გლუვი დღეების მელოდიებში,
გლუვი დღეების სინანულში.

© თამაზ ბაძაღუა

Posted by: nini gogo 25 Oct 2013, 21:23
ქალი თუ ბედმა სათაყვანო კერპად გახადა,
შეყვარებულებს ეჩვენებათ ქალი ნახატად.

ქალსა და ნახატს საერთო აქვთ ერთი თვისება:
უნდა მრავალჯერ შეიცვალო ჭვრეტის მანძილი,
რომ უფრო სწორად შეაფასო მათი ღირსება
და უფრო იგრძნო სილამაზე მათში განცდილი.

შოთა ნიშნიანიძე

Posted by: ა თ უ კ ა 25 Oct 2013, 21:34
არ ვიცი განყოფილების წესები, იმედია შეიძლება ვიდეოს დადება mo.gif

გიორგი ხასაია კითხულობს ჩარლზ ბერნშტეინის ლექსს საკუთარ თარგმანში.
ხელოვნების ფესტივალი "ვენტილაცია", ქუთაისი, 2013


Posted by: nini gogo 25 Oct 2013, 23:24
ა თ უ კ ა
ჰაჰ up.gif up.gif





აურ -დაურია ქარმა ხის ფოთლები,
ცოცხის ანაბარა მერე მიატოვა,
მიურ-მოურია მთელი გრძნობები და
გულცივი ფიფქებით ოხვრით მიათოვა..
.
არის სევდიანი ისევ დედამიწა,
რაღაც ფრაზებს ისვრის, ფრაზებს ბანალურად,
ახლა მათხოვარმა გვერდით ჩამიარა,
მისმა მარტოობამ სულ მტლად გამანულა...
უფრო ცივი არის ახლა შემოდგომა,
რატომღაც შემშურდა მარტოსულ ფოთლის,
უცნობმა სიგარეტს ბოლოჯერ გაუკიდა,
დარჩა ანაბარა ცარიელ ბოთლის...
უფრო მტკივნეული არის უშენობა
შენ ხომ წახვედი და მარტო მიმატოვე,
ვიცი არასოდეს აღარ დაბრუნდები,
ვიცი საბოლოოდ შემშლის სიმარტოვე...
უფრო გადარევით იწვის ეს სანთელი,
ცხელი ლავასავით ქაღალდზე დაიღვარა,
შენმა თვალებმა კი სულ მტლად გამაგიჯეს,
ტანში ჟრუანტელმა დამიარა...
ქარი მარტოობით ისევ შეიშალა,
მინდა გავაღვიძო უნიჭო ნიჭი,
აი ჩადრის ძირში ნახე გაიხედე,
გიტარას აკვნესებს ვიღაცა ბიჭი...
ყველა მარტოა და ყველას გული ტკივა,
ქარი კი უფრო ამძაფრებს სევდას,
თმები გაუწეწა ქუჩაში ამ ღამეს,
აი იქ თავს იკლავს ვიღაცა ვხედავ...
მეც რაღა დამრჩა რისთვის ვიცოცხლო,
ჩემი ბოდვების ღამეა ახლა,
წავალ ქუჩაში ქარს ვეთამაშები,
მერე მოვკვდები ვერ ვიგრძნობ დაღლას...
უცნობმა სიგარეტს კიდევ მუკიდა
ცრემლით გადახედა ცარიელ ბოთლებს,
წავალ ავურევ მთელ შემოდგომას,
შევეხიზნები მარტოსულ ფოთლებს!..

Posted by: MaverickAbnormal 26 Oct 2013, 21:56
(მე ჩამოვედი უკანასკნელ გაჩერებაზე...)

მე ჩამოვედი უკანასკნელ გაჩერებაზე,
სადაც ვერავინ ვერ მიპოვიდა,
სადაც არავინ არ დამაძებდა.
ავხედე ხეებს,
თბილ სიმწვანეს რომ ისრუტავდნენ
და იქ დავტოვე თვალები ჩემი.

ავადმყოფ წვიმის ცივ სირბილეში
გამოვიპარე ხელებიდან,
თმები ვერცხლის ქარს შევატოვე.

მე მივდიოდი
დაუნდობელი სიჯიუტით და სიმსუბუქით,
როგორც შურისმაძიებელი.

იღვრებოდა წყალი მინდორში,
ეცემოდა შუქი მდინარეს,
რომლის სახელი აღარავის აღარ ახსოვდა
და იმ მდინარის ნაპრალებში
ტუჩები და სახე ჩავქოლე.
სანამ მდინარე რამეს მეტყოდა
მე დავასწარი:
გმადლობ, ჩემო მოთმინებავ, რომ მიღალატე!
ვისი ხმა ისმის მინდვრის ბოლოდან!

მგზავრო, შენ გეძებს ეს მინდორი, დაუსრულებლად
რომ იმეორებს ბალახებს და წითელ ყვავილებს,
შენ გეძახის დასამშვიდებლად...
უკანასკნელ გაჩერებაზე
ჩადიან მხოლოდ მთვრალები და მინდვრის მსურველნი.
ხის ბოლოდან კი ცა იწყება.
ხოლო ცის გულში
წმინდა გუმბათი
ჩემს ცოდვიან მიწას აშინებს!...

© თამაზ ბაძაღუა

Posted by: nini gogo 26 Oct 2013, 22:20
წვიმაც ასეა: მტვრიან ტოტებზე
მაშინ გადირბენს, როცა არ ელი,
და მერე დაგაქვს, როგორც მოტივი,
აჩემებული და საყვარელი.

მაგრამ შენ უკვე ტყუილად ბორგავ,
დამთავრდა ვნება _ დარჩა ამბავი...
და სველ აფიშას კითხულობს ქოლგა
და თავისი გზით მიქრის ტრამვაი.

Posted by: Algophobia 28 Oct 2013, 21:53
სტიროდნენ ერთად ჭიანურები
და სალამური ტკბილი ხმიანი;
სულს შეცდომისთვის ნუ ემდურები,
თუ გრძნობა იპყრობს მას ვნებიანი.

ვნახე ტოლები ცეკვით მთვრალები
უვლიდნენ წრესა ლამაზის რხევით;
_ ‘შენ მართლა გიყვარს ჩემი თვალები?”
_ “მე შენ მიყვარხარ”. _ “ ო! სთქვი გარკვევით!”

ბაგენი ლალის, მღერდნენ სიმთვრალეს,
პასუხი ალის ისმოდა ნელი.
“ჩვენ დავიღალეთ”, _ “ჩვენ დიდხანს გელით”
“შენ სედან მოხვალ?” _ “შორეულ ველით”
“ო! მსურხარ ძლიერ! მსურს კოცნა მწველი!”

და იყო კოცნა! თავს ივიწყებდნენ,
როგორც ფოთოლნი მთვარის დროს ქარში.
ხმები, ვით გველნი, ხვევნას იწყებდნენ..
მე ვგრძნობ შვენებას.. ვცხოვრობ სიზმარში.


პ. იაშვილი

Posted by: nini gogo 28 Oct 2013, 22:09
QUOTE
“ჩვენ დავიღალეთ”, _ “ჩვენ დიდხანს გელით”

mo.gif


გულო მაიმედე, ნუ ხარ დარდიანი,
იებს დაგიკრიფავ სახეალეწილებს,
სულში ჩამიფინე გრძნობა მადლიანი,
მერე სიყვარულის კალო მალეწინე.
გულო გამიძელი, გულო მაპატიე,
სევდის სარეცელზეც აღარ დაგასვენე,
ყველა განსაცდელი შენში ჩავატიე,
ბევრჯერ მოგკალი და ბევრჯერ გაგასვენე.
მიდი ამიჩქარდი, ისე გამიღვიძე,
ფეთქვა შენეული, რომ ვერ დამითვლია,
მუზებს შეეხე და რითმად ამიკინძე,
სუნთქვას სიყვარულის სჭირდეს არითმია.
ისე პატარა ხარ, ხელში ჩამეტევი,
იებს დაგიკრიფავ სახეალეწილებს,
მიდი, ამიჩქარდი უფრო გამეტებით,
ჩემი სიყვარულის დარდი მალეწინე.

ნანა მეფარიშვილი

Posted by: MaverickAbnormal 28 Oct 2013, 22:26
წვეთი სინათლე

თეკლა ჩერქეზიშვილს

შენ ახლა ბავშვი ხარ, თეკლუ, და დრო მოვა -
მე ჭიანჭველების ქალაქებს გაჩვენებ,
გეტყვი, რომ სამყარო არყოფნის დრამაა,
რომ ნაგვის ბუნკერში ვაგროვებთ ნარჩენებს
სიცოცხლის, სიკვდილის, აწმყოს, თუ სიზმართა,
ჩვენ ყველა ოცნება ეკლებს შევახიეთ,
რომ გულში მიაგნებ სიკეთის მისამართს
და ქრისტეს ნაკვალევს ტერფით შეეხები.
თეკ, მე შენ დაგარქვი კოკოშა, ბაჭია. -
ვიღიმი, ფანჯრებთან ქარები უსტვენენ,
თეკ, შენი ფოტოა სინათლის ნაჭერი,
ყვითელი ქუდით და ყვითელი სვიტერით
მოძრაობ კადრებზე, იმდენად პატარა
ნაბიჯებს აკეთებ, რომ არ წაიქცევი.
ცხოვრება ყოველთვის ტალახში გვატარებს
უფროსებს და დიდი ბლეფია, ფიქცია,
თამაში, რომელსაც არასდროს თამაშობ.
ვიდრე ჩვენ ხანმოკლე როლები მოვლიეთ,
შენ, თბილ ხელს ჩაჰკიდებ გათოშილ მამაშენს
და ზამთრის ქუჩებში გამოხვალ თოვლივით.

თორნიკე ჭელიძე

Posted by: nini gogo 28 Oct 2013, 22:30
იქნებ, არც იყოს გვიან,
შევიფრთხიალოთ ერთიც,
ვნებებს მოვუხმოთ ფრთიანს,
ვიდრე გული გულს ერთვის.
წამო დაგიფენ ცაში,
ღრუბლის ქათქათა ლოგინს,
დროს, ნუ დავკარგავთ ცდაში,
რაღა აზრი აქვს ლოდინს.
თორემ, ჰა და ჰა მოვა,
ზამთარი გააფთრებით,
მზეს გადაფარავს თოვა,
გაგვეთოშება ფრთები.

კახა შალამბერიძე

Posted by: Algophobia 29 Oct 2013, 10:19
დილამშვიდობისა



ჩუმად გამოჩნდა აივნის კართან
და ყვავილები მოფინა ხეებს,
მზით გაალული პატარა კალთა
გადააფარა სუსხიან ტყეებს.
ცეცხლანთებული როცა მოკეცა
ელვების ფარჩა და გაქრა წამსვე
ცისარტყელებით მოქარგა ზეცა
ჭექა-ქუხილის სიმღერით სავსე.
ველზე ყვავილთა ზვირთებში ვუმზერ
როდესაც დილამ გაჰფანტა ნისლი,
ანთებულ ცისკრის ლურჯ აბრეშუმზე
იისფერ სხივებს შორიდან ისვრის.

ჩუმად გამოჩნდა აივნის კართან
და ყვავილები მოჰფინა ხეებს,
მზით გაალული პატარა კალთა
გადააფარა სუსხიან ტყეებს..

Posted by: In_private 29 Oct 2013, 10:53
user posted image

კვლავ მინავლულ ოცნებებში გეფერები,
სულს მიწეწავს ჩვენს წარსულზე დაფიქრება...
ახლა მაინც ნუ დამტოვებ, გევედრები,
მაპატიე, შენი უხმოდ ატირება.

ჩავლილ დღეებს ქარი უკვე ნამქერს აყრის
წარსულ ზაფხულს ფარჩა უკვე გაუხდია
მოდი ჩემთან, მოგეფერო უღვთოდ დაღლილს –
შენი წილი სითბო არვის წაუღია.

ნათელ დღეებს მუდამ მოსდევს დაღამება,
ქარს მიჰყვება თეთრი ღრუბლის ქარავანი.
ცოტა ხანში ალბათ უკვე დაზამთრდება–
მერე ჩემთან აღარ მოვა აღარავინ.

ახლა მხოლოდ შეშლილ სურვილს ვედევნები,
მომენატრა წამიერი გარინდება...
სულ მარტო ვარ, მოდი ჩემთან, გევედრები–
უნდა შეძლო შეცდომების პატიება.

Posted by: MaverickAbnormal 29 Oct 2013, 11:14
პეკინური იმპროვიზაცია

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ინგლისური სიტყვა ინსპირაცია მოდის ლათინური სპირიტუსიდან, სუნთქვიდან და მეც მსურს თავისუფლად ვისუნთქო.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ უოლტ უიტმენმა სამყაროს გულწფელი ლაპარაკის ნება დართო.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ უოლტ უიტმენმა აღმოაჩინა სალექსო ფორმები შეუფერხებელი სუნთქვისთვის.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ეზრა პაუნდმა დაინახა სპილოს ძვლის კოშკი, ფსონი დადო არასწორ ცხენზე, პოეტებს ნება დართო, ჩვეულებრივ სასაუბრო ენაზე წერონ.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ პაუნდმა დასავლელი პოეტები აიძულა ჩინური სიტყვის სურათ-ხატი დაენახათ.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ უ.კ. უილიამსმა რეზერფორდში დაწერა ნიუ-ჯერსული "მოდი თვალი ამოგთხარო" და იკითხა: როგორ ჯდება ეს ხუთტერფიანი იამბიკოს საზომში?

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ მამაჩემი პოეტი იყო, ხოლო დედა, წარმოშობით რუსი, გაცხადებული კომუნისტი, საგიჟეთში გარდაიცვალა.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ჩემი ახალგაზრდა მეგობარი გერი სნაიდერი დაჯდა, რათა შეეხედა საკუთარი აზრებისთვის, როგორც თათბირის მონაწილეებისთვის 1984-დან.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ მტანჯავს აზრი - დავიბადე რომ მოვკვდე, კენჭი თირკმელში, სისხლის მაღალი წნევა, ეს ყველას ტანჯავს.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ვიტანჯები არცოდნით, რას ფიქრობენ სხვა ადამიანები.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ პოეზიას შეუძლია ნათელი გახადოს ჩემი აზრები, განკურნოს პარანოია - ჩემი და სხვისი.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ჩემს გონებას სურს ჩაწვდეს ბუდადრაჰმას მედიტაციის სექსუალური პოლიტიკის არსს.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ მსურს შევქმნა საკუთარი გონების სრულყოფილი სურათი.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ვაღიარე ბოდჰისატტვას ოთხი აღთქმა:
დედამიწის ზურგზე უამრავი მგრძნობიარე არსების გათავისუფლება,
საკუთარი გაუმაძღრობისა და მრისხანების მუდმივი უგულვებელყოფა სირთულეების დასაძლევად,
სხვადასხვა ურიცხვ სიტუაციაში საკუთარი თავის პოვნა,
გამოფხიზლების შემდეგ გონების უსასრულობის აღიარება.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ დღეს დილით შიშით აკანკალებულს გამეღვიძა - რისი თქმა შემიძლია ჩინელებისთვის?

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ რუსმა პოეტებმა მაიაკოვსკიმ და ესენინმა თავი მოიკლეს და მათ ნაცვლად ვინმემ უნდა ილაპარაკოს.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ მამაჩემი ხმამაღლა კითხულობდა ინგლისელ პოეტ შელის და ამერიკელ პოეტ ვეიჩელ ლინდსეის და შთაგონებული სუნთქვის ქარიშხალს აყენებდა.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ სექსზე წერა აკრძალული იყო შეერთებულ შტატებში.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ დასავლეთისა და აღმოსავლეთის მილიონერები როლს-როისებით დაქრიან, ღარიბებს კი შიმშილისგან კუჭი უხმებათ.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ჩემი გენები და ქრომოსომები გოგოების ნაცვლად პატარა ბიჭებისკენაა მიმართული.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ არასდროს ვზრუნავ ხვალინდელ დღეზე.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ მინდა მარტო ვიყო და მინდა ადამიანებს ველაპარაკო.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ვკამათობ უიტმენთან, ვკამათობ ახალგაზრდებთან, მოხუც ბიძებთან და ბიცოლებთან, რომლებიც ჯერ კიდევ ცხოვრობენ ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ 1939-ში რადიოთი ლედბელისა და მა რეინის შავი ბლუზი მოვისმინე.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ შთაგონებული ვარ ახალგაზრდა მხიარული ბიტლზის მოძველებული სიმღერებით.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ჩუან-ძიმ ვერ გაიგო კაცია თუ პეპელა, ლაო-ძიმ თქვა, რომ წყარო მთიდან ჩამოედინება, კონფუცი უფროსების პატივისცემას ითხოვდა და მე მინდოდა პატივი მიმეგო უიტმენისთვის.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი მონღოლეთიდან ველურ დასავლეთამდე ანადგურებს ბალახს და ეროზია შობს უდაბნოს.

მე ვწერ ლექსებს ცხოველის ტყავისგან შეკერილ ფეხსაცმელში.

მე ვწერ ლექსებს პრინციპით - "პირველი აზრი საუკეთესო აზრია."

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ აზრები მხოლოდ უმნიშვნელო დეტალებში ამჟღავნებენ საკუთარ თავს: არა სიტყვებში, არამედ საგნებში.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ტიბეტელი ლამა, გურუ ამბობს "საგნები საკუთარი თავის სიმბოლოებია."

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ გაზეთები დაუფარავად წერენ შავ ხვრელზე ჩვენი გალაქტიკის ცენტრში და ჩვენც შეგვიძლია მისი დანახვა.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი, ატომური ბომბი და, თუ გნებავთ, მესამე მსოფლიო ომი არაფერში მჭირდება.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ჩემი პირველი პოემა "ყმუილი" დაბეჭდილიც არ ყოფილა და უკვე იდევნებოდა პოლიციის მიერ.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ჩემი მეორე პოემა "კადიში" პატივს მიაგებდა დედაჩემის პარინირვანას ფსიქიატრიულ კლინიკაში.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ჰიტლერმა 6 მილიონი ებრაელი დახოცა, მეც ებრაელი ვარ.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ მოსკოვმა აღიარა - სტალინმა გააციმბირა 20 მილიონი ებრაელი და ინტელექტუალი, მათგან 15 მილიონი არასდროს დაბრუნებულა სანკტ-პეტერბურგის კაფეში "მაწანწალა ძაღლი."

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ვმღერი, როცა თავს მარტოდ ვგრძნობ.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ უიტმენმა თქვა : "ჩემს თავს ვეწინააღმდეგები? ძალიან კარგია, მაშასადამე დიდი ვარ, ბევრს ვიტევ ჩემს თავში."

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ჩემი გონება ეწინააღმდეგება საკუთარ თავს, აი, ის ნიუ-იორკშია, მეორე წუთას კი დინარის ალპებში.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ თავში 10 000 აზრი მიტრიალებს.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ არ არსებობს არავითარი რატომ და იმიტომ.

მე ვწერ ლექსებს იმიტომ, რომ ეს საუკეთესო საშუალებაა გამოთქვა ყველაფერი 6 წუთში და არ მოანდომო მთელი ცხოვრება.

© ალენ გინსბერგი / თარგმანი - ვაკო ნაცვლიშვილი, გიორგი ხასაია

Posted by: Algophobia 29 Oct 2013, 11:58
მოკვდა ოცნება, იტყვის ვიღაც,
ვინც დიდი ხნის მკვდარია თვითონ..

Posted by: In_private 29 Oct 2013, 12:56
იდევ ერთხელ დავიკარგეთ ერთმანეთში,
ამ ცხოვრებამ ისევ გაგვყო სხვა პირებად...
მე წავედი, თუმცა დავრჩი კვლავაც შენში,
შენ კი ჩემში ერგულების დაპირებად...

როგორ გავძლებთ წუთისოფლის... მრავალ თვეში,
როგორ გითხრა... ცხოვრებაში რა იქნება?...
აქ თუ ვერ ვძლებთ, იქნებ მოვხვდეთ (სამ)(ოთხ)ეში
და იქ შევხვდეთ მეშვიდე ცის ნაპირებთან...

Posted by: Algophobia 29 Oct 2013, 14:08

დღეებს გამსჭვალულს უშენობით,
როგორ ვუშველო,
ვარ უშენოდ და უშენობის სივრცეს ვიშენებ,
დუმილი ისე მისაკუთრებს,
ლამის მიშვილოს,
სიცარიელეს ვეღარ ვუძლებ თუ არ მიშველე.
რაც თავს გადამხდა, რა ვიცოდი..
მაგრამ აქ რომ ვარ -
ვეძებ გასაქცევს,
ვირტუალურ დროში ვსახლდები…
რა მწარე იყო უეცარი შენი გაქრობა
და მყისიერად გამოცლილი ყველა საყრდენი.
არაფერია, არაფერი,
სულ არაფერი
და არაფერშიც შენს საძებნად შევეხეტები,
გამჭვირვალეა ხელისგული,
რომ ავიფარე
თვალზე და ახლა
ყველაფრიდან შენ იხედები..

Posted by: MaverickAbnormal 29 Oct 2013, 17:22
***

ხე ხევის პირას...

სხვაგან სულ სხვანაირი
გამოჩნდებოდა.

თემურ ჩხეტიანი

Posted by: nini gogo 29 Oct 2013, 20:43
არ ვარ მე შენზე ნაწყენი, ღმერთია მოწამე,
უბრალოდ ეჭვებმა შემშალეს, ეჭვებმა მომწამლეს,
არ ვიცი ახლა რა მიშველის, არ ვიცი რა გიყო,
სჯობია შევრიგდეთ, კამათი – არავინ გაგვიგოს,
თუმცა კი არ არის საშველი, ვერ გამოვსწორდები,
როცა კი ღვთის ნებით ახლოს ვართ, მე მაშინ გშორდები.
და მგონი ასეთად დავრჩები სამარის მიწამდე,
რა მოხდა, ასეთი მიმიღე, ასეთი მიწამე.
არ ვარ შენდამი გულგრილი, ღმერთია მოწამე,
უბრალოდ ეჭვებმა შემშალეს, ეჭვებმა მომწამლეს.
ხომ იცი არ მსურდა გვეჩხუბა, ეს ერთიც შემინდე,
თუ გინდა ხვალ კიდევ ვიჩხუბოთ, ოღონდ დღეს შევრიგდეთ.

დათო ახლოური

Posted by: MaverickAbnormal 29 Oct 2013, 20:43
წავიდა წვიმა და მოვიდნენ ქარები,
წვიმები, ქარები მეასედ,
ციოდა მარიამს და დედის მკლავებში
ციოდა პატარა იესოს.

Posted by: nini gogo 29 Oct 2013, 20:55

ჰორიზონტი ოდნავ ღელავს შემოდგომის მკრთალი სხივით,

და სცვივიან ხეს ფოთლები მომაკვდავი პეპლებივით...

ყვითელ ფოთლით მოიფარა ხეივანი, ბილიკები.

თეთრი ნისლით შეიმოსა ცად აწვდილი შორი მთები.

ობლადა სდგას მონასტერი, სადაც თავი შეაფარე,

სადაც ციურ ფიქრთა ნისლში, მიატოვე ცოდვათ მხარე.


მაგრამ მე ვერ დაგივიწყე, კვლავ მიყვარხარ ძველი ვნებით,

იმავ სულით, იმავ ფიქრით, იმავე თავდავიწყებით.


ჰორიზონტი ოდნავ ღელავს შემოდგომის მკრთალი სხივით

ცა სცვივიან ხეს ფოთლები მომაკვდავი პეპლებივით


გ. ტაბიძე

Posted by: MaverickAbnormal 29 Oct 2013, 20:58
ცოტაოდენი თამბაქოს სუნი -
რადგანაც მამა,
სამზარეულოში,
გამოღებულ ფანჯარასთან იჯდა ხოლმე
და ეწეოდა -
არასოდეს აღარ იქნება.
სკამი კი!..
ძველი, ზურგიანი,
ისევ იდგება.
ყველაფერი ისევ იქნება,
მაგრამ
სამზარეულოს კარს რომ შეაღებ და
შიგ რომ შეხვალ,
იქ არასდროს აღარი ქნება,
ცოტაოდენი თამბაქოს სუნი.

Posted by: chikole 29 Oct 2013, 21:29
გაგეღვიძება დილით, აკეთებ ორმაგ ყავას,
კბილებს იხეხავ უცებ, მერე ურეკავ დაქალს,
დაებერები სწრაფად თითქოს ბევრი გაქ საქმე,
და დატლიკინობ ტყუილა ხან იქეთ ხანდა აქეთ.

ძაან რო სვეცკობ ვიცი, თავი გგონია დამა,
ფიქრობ მოწონხარ ყველას და უნდათ შენი დაბმა.
ეს გისწორდება მაგრადნ მოკლე კაბაში ჩაცმულს,
დეკოლტე გინდა გეცვას კლუბში შუაღამე წასულს.

მიხვალ დათვრები ძაან იწყებ მატლივით კლაკვნას,
ვიღაცა ტიპი მოდის გიყიდის ლუდს ან ბაკარდს,
შენ გიხარია მაგრად დაქალს ჩაუკრავ თვალს,
ფიკრობ ააგდე ვიღაც ვინც გაიგიჟებს თავს.

მერე ჭორაობ დღეში შვიდი საათი ამას,
რომ ვიღაც უცხო ტიპი გიჟდება შენზე მაგრა,
შეხვდები ერთხელ ორჯერ, ისიც უყვება ძმაკაცს,
რომ ღამე ვიღაც ნაშაა ააგდო ეხლა აბავს.

შენ facebook ზე დაქალს ანახებს იმის სურათს,
წარმოგიდგება თითზე კალიცო როგორ ბრუნავს,
ის კი ძამაკცებს იქვე შენსას ანახებს ფოტოს,
ერთხმად იძახის ყველას მეც ვიხმარ ასეთ გოგოს.

მერე მოხდება ცოტა ტასაობა და ფლირტი,
და აიხსნება შენი დეკოლტის ქვემოთ ლიფი,
შენ ვითომ ძაან მორცხვობ, ეტყვი მრცხვენია შენი,
ვითომ პირველად გხვდება სამ ნომერ მკერდზე ხელი.

დილით იღვიძებ დგები და ამბობ ეს რა ვქენი?
ვითომ ცუდად გრძნობ თავს და მისი სახლიდან ქრები,
მერე მთელი დღე ელი მისი ნომრიდან ზარებს,
დაქალები კი გწმენდენ ცრემლით გაჟღენთილ თვალებს.

ის არ გირეკავს რადგან მგრად კიდიხარ იცის
შენ ისევ იწყებ ბღავილს ყველა მე რატომ მისვრის?
ის კი უყვება ძამაკცს როგორი ქონდა ღამე,
როგორ პოზაში იწვა და კიდევ ბევრი რამე.

შენ კი ფიქრობ რომ ყველა ერთნაირია კაცი,
რადგან არასდროს შენთვის არ უჩუქნიათ ვარდი,
გწყინს ყველა ბიჭი შენგან, მუდამ რომ ასე მიდის,
მაგრამ კვლავ მიხვალ კლუბში ცეკვის დროს ისევ იხდი.

და ამ ცკვის დროს შენზე გაგიჯებული ხალხი,
ყველას უნდიხარ კარგო ყველას უნდიხარ ღამით,
ცოლობას არვინ არ გთხოვს არვინ დაგინთებს გულებს,
ცოტას გასმევენ ალბათ დაგახარჯავენ ფულებს.

ამიტომ მოდი ნუ გწყინს კაცის ესეთი ქცევა,
ნუ მოიქცევი ისე რომ მუდამ ნაშაჩკა გერქვას,
იჯექი ცოტა წყნარად ძუძუს შეეშვი ქნევას,
მერ იქნება ვიქაც იპოვის შენში დედას.

ჩაგეხუტება მუდამ არ გაგექცევა არსად,
შეგიყვარებს და ვარდებს ყოველდღე გჩუქნის ახალს,
გაგიხარდება მერე რომ შენში ნახეს ქალი,
გაივლის ასე წლები და შენ გიბრწყინავს თვალი.

ბედნიერი ხარ ეხლა ბედნიერი ხარ ძაან,
სუყველა კაცი ერთი არაა ხვდები ამას,
სახლში ამაზადებ საჭმელს გვერდით თამაშობს ბავშვი,
აგრძელებ ასე ყოფნას ძველ მოგონებებს წაშლი.

ხოდა ეხლა ხარ ქალი, ეხლა გეწოდა დამა,
უმაკიაჟოს სახეს არ დატყობია დაღლა,
თუგინდა ყველა კაცმა გიყუროს როგორც გინდა,
მაშინ შეეშვი ქცვებს ბოზური რასაც ქვია. smile.gif))))))))))))))

Posted by: nini gogo 29 Oct 2013, 22:04
chikole
ვისი ლექსია? რაღაცნაირი ლექსია არც კარგია არც ცუდი ....



ბოროტი არ ვარ, არც ანგელოზი,
არც სხვებზე ბრძენი, სხვებზე ჭკვიანი,
უბრალოდ, - ჩემებრ ვცდილობდი მუდამ -
ვყოფილიყავი ადამიანი.
ვცდილობდი მუდამ არვისთვის მევნო,
ვცდილობდი სხვებსაც არ დავეჩაგრე,
მაგრამ ბუნებას ადამის მოდგმის
ვერავინ შეცვლის ადვილად, ეგრე.
კაცთა უტყვ ზრახვებს ნიღბები ფარავს
ზოგჯერ მწვევია მეც გაორება,
ხშირად ცხოველურ ინსტიქტებს ტიალს
გადაყოლია ჩვენი ცხოვრება.

გივი გელაშვილი

Posted by: In_private 30 Oct 2013, 09:58
რამდენჯერ გთხოვე?!
ვიცი და ვხვდები...
რამდენჯერ გენდე?!
შეცდომებს ვნანობ...
ახლა, ცხოვრება?...
ძნელია, ვერ ვძლებ...
რა არის ძნელი?!
გკარგავ და ვდარდობ...

ისევ გიყვარვარ?
სიკვდილის დღემდე!...
და მერე აღარ?
იქაც ვარ, არ გთმობ!
არ ვიცი, რა ვქნა...
იყავი ჩემკენ,
აზრი აქვს, მერე?
ნუ დამთმობ, მარტო...

Posted by: MaverickAbnormal 30 Oct 2013, 13:52
***

ჯაგებმა ვერც ახლა შეამჩნიეს
მოჭრილ ხეში
სინათლის ჩაქრობა.

ვაჟა ხორნაული

Posted by: Algophobia 30 Oct 2013, 17:10
მე შენ გელოდი,
ვგრძნობდი კაეშანს,
როს ანგელოზის
ფრთები დაეშვა.

როს ანგელოზის
ფრთები დაეშვა,-
მე შენ გელოდი,
ვგრძნობდი კაეშანს..

Posted by: MaverickAbnormal 30 Oct 2013, 17:27
***

ბაბუაწვერაზე მძიმე
არასოდეს ყოფილა
საფულე დედისა.

ვაჟა ხორნაული

Posted by: chikole 30 Oct 2013, 20:25
nini gogo რეალობაა რა smile.gif) რაცაა ესააა

Posted by: nini gogo 30 Oct 2013, 20:39
chikole
QUOTE
რეალობაა

ხო,, ასეთებიც ხდება ..

QUOTE
ამიტომ მოდი ნუ გწყინს კაცის ესეთი ქცევა,
ნუ მოიქცევი ისე რომ მუდამ ნაშაჩკა გერქვას,
იჯექი ცოტა წყნარად ძუძუს შეეშვი ქნევას,
მერ იქნება ვიქაც იპოვის შენში დედას.

ჰაჰ rolleyes.gif






ჭალაში ცეცხლივით ანთია ასკილი -
მიბინდავს მზერასა,
მე შენს სიყვარულზე ათასაგზის აცრილი,
ვავადობ ხელახლა...
ჩვენს შორის ჩამდგარა წლები და ჭორები,
პატარა წყენაცა...
ჩემი ლექსების და სიზმრების რაინდი
აქამდე შენა ხარ...
გავთელე წლები და დეკემბრის არაგვი
ფეხდაფეხ გავტოპე,
უშენოდ არ მინდა ამ ქვეყნად არავინ,
ზეიმობ...

მაჯობე...
მე მეტი მერგუნა ტკივილი, ცრემლებიც
ალმასთა სხივითა,
ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად
კალმახის ჟინითა...
ხანდახან გნახავ და რითმებს ვწნავ დილამდე,
ლექსებით ვხმიანობ...
შენს პერანგს შემწყდარი სადაფის ღილივით
ბუჩქებში ვკიაფობ...
მთის წვერებს საავდრო ნისლები თქორავენ,
ხვალ-ზეგ თოვლს გთავაზობ...
მე შენს სიყვარულზე ათასგზის აცრილი,
კვლავ და კვლავ ვავადობ....

მარიამ ხუცურაული

Posted by: Nitsa_a 30 Oct 2013, 21:41
ის, მისი დღე და წუთისოფელი,
როცა სწყუროდა, სულ ღვინოს სვამდა,
იდგა ბუხართან ხელადა სველი
და უღვიძებდა ბაბუას მადას.

ენამზიანი და ზამთრის გულში
ტკბილი ქართულით მოლაპარაკე,
ჰყვებოდა მშვიდად ბუხრის გუგუნში
საბა-სულხანის იგავ-არაკებს.

არ იშორებდა წელზე სატევარს,
ბატონკაცური შვენოდა წვერი,
უყვარდა ლხინში ღამის გათევა -
მოგონებები ძველთაგან-ძველი.

უყვარდა მოხუცს ხმალამოწვდილი
ქართველის ეშხი და სილამაზე,
უყვარდა შვილი და შვილიშვილიც,
ამღერებული არწივის ხმაზე.



Posted by: nini gogo 30 Oct 2013, 22:08
აღმოსავლური ბალადა

მე ვგრძნობ სიყვარულს, რომელიც მათრობს,
მთვარეს მაგონებს ის უსინათლოს.
მას მხოლოდ გული ატარებს ცოცხალს,
ზედმეტი ფიქრი სიყვარულს მოკლავს.

არ მახსოვს ზღვა მე ასეთი სიღრმის,
ბებერი მიწა უსაზღვრო სიზმრის,
და როცა ბავშვი ამ თვალებს ახელს,
გარკვევით ხედავს; მსოფლიო აფრენს.


ალენ გინზბერგი

Posted by: chikole 31 Oct 2013, 00:03
რაღაც მაკავებს მიწაზე თითქოს
დღეს სიგიჟესთან უფრო ახლოს ვარ
მე ჩემი რწმენის არმჯერა თვითონ
და ამდენ ხალში მაინც მარტო ვარ

ვკარგავ სუფლიორს საკუთარ თავთან
სულით ობლობის ვირწმუნე აზრი
სხვაში ვეძებდი ჭეშმარიტებს
მაგრამ აღმოჩნდა რომ მე ვარ მცდარი

არვიცი რა მაქ საერთო ხალხთან
თითქოს ვარ ზღვაში ნასროლი ბოთლი
მსახიობს ვგავარ თეატრის მიღმა
რომელსაც ისევ არ დარჩა როლი

მაგრამ მე მაინ სცენაზე ვდგავარ
საკუთარ თავთან ვთამაშობ პოეტს
არც ხალხია და არც სპექტაკლია
ავარჩევ ჩემთვის საყვარელ როლებს

რაღაც მაკავებს მიწაზე თითქოს
დღეს სიგიჟესთან უფრო ახლოს ვარ
მე ჩემი რწმენის არ მჯერა თვითონ
და ამდენ ხალში მაინც მარტო ვარ



მე

Posted by: MaverickAbnormal 31 Oct 2013, 09:39
ღამის ელეგია

დედა, როდესაც მე მეძახიან მორიგი შეურაცხყოფის მოსაყენებლად,
მე ვფიქრობ იმაზე, რომ სახლში თითქმის აღარაფერი გვაქვს,
რომ მდიდრებს და ღარიბებს მართლა განსხვავებული ღმერთები ჰყავთ -
და რომ იმან, ვის მანქანაშიც ის ახალგაზრდა ქალი იჯდა,
მოიპარა ჩემი ბედნიერება.
თუმცა ის ქალი დაბერებამდეც ისევე აუტანელია, როგორც მერე.
მე კი ვიღაც თოფიანი კარდინალები დამცინიან.
როცა ვსაუბრობ ჟან-პოლ რიხტერზე ანდა დიობლინზე.

კარლო კაჭარავა

Posted by: nini gogo 31 Oct 2013, 21:57
მწუხარე ეს ოცნება,
მწუხარე ეგ სანთელი.
და ისევ საოცრება
და ისევ განსაცდელი.

რაღაც მოდის ფარდებით,
რაღაც მოდის კივილით.
საღამოა დარდების,
საღამოა ტირილის.

ჩაიარეს ბინდებმა,
თუმცა არ მიხარია.
გულში ცეცხლი ინთება
და სიჩუმის ქარია.

მწუხარე ეს ოცნება,
მწუხარე ეგ სანთელი.
და ისევ საოცრება
და ისევ განსაცდელი.

სადღაც ელავს ლამპარი
ჩემი თეთრი სულივით.
ღამეებმა დაფარეს
უამრავი სურვილი.

ეს წამება გაივლის,
თუ აისმა ინათა
და ცისფერი ყვავილი
დაეცემა მინასთან.

მწუხარე ეს ოცნება,
მწუხარე ეგ სანთელი.
და ისევ საოცრება
და ისევ განსაცდელი.

არ თავდება თარეში
მოგონების და ნისლის.
ღამე დაქრის თვალებში
და წვალებას განვიცდი.

ეს ბედია მხლებელი
და სიჩუმე მძინარე.
ფიქრი დაულეველი
მოდის, როგორც მდინარე.

მწუხარე ეს ოცნება,
მწუხარე ეგ სანთელი.
და ისევ საოცრება
და ისევ განსაცდელი.



ტერენტი გრანელი

Posted by: MaverickAbnormal 1 Nov 2013, 09:25
***

ხმაურობდა ჩიტების დახურული ბაზარი,
დაყოფილი დახლებად, რიგებად და უბნებად,
გამოკეტილ გალიებს აწყდებოდა ბრმასავით -
ჩალის ფასად გასაყიდი ჩიტის თავისუფლება.
უცებ ბიჭი გამოჩნდა, რომელიღაც ჩიხიდან
შემოიჭრა ხალხის და მანქანების ხმაურში,
შეირბინა ბაზარში, სამი მტრედი იყიდა,
გამოვიდა ბაზრიდან და სამივე გაუშვა.

ვახტანგ ჯავახაძე

Posted by: In_private 1 Nov 2013, 10:53
ეძინება მთებში ნიავს, ეძინება მთის მწვერვალებს

და ყრუ ხევში ნაკადული ეუბნება ღამეს ზღაპრებს…

ძილის კალთა გადეფარა, ძილის კალთა მდუმარ სოფელს,

ფასკუნჯის ფრთა გამოესხა, ფასკუნჯის ფრთა სევდა -ნაღველს…



ეძინებათ ზეცის ციაგთ, ეძინებათ მთის მწვერვალებს,

მხოლოდ ძილი შორს გაურბის დამაშვრალი მგოსნის თვალებს.

სული გოდებს, სული მოსთქვამს, ჟამთ სიმწარე აყოლებს ბანს…

რა ჩაფერფლავს გულში ვნებას, რა გაადნობს ჩემს კაეშანს?!

სულის სწორო. ნუ დამტოვებ უთვისტომოთ, მარტოდმარტო;

აბა, რა ვქნა მე უშენოთ, ან ფიქრი ვის განვუმარტო?


Posted by: In_private 1 Nov 2013, 11:29
მხოლოდ იმიტომ, დრო რომ გავიდეს,

ვზივარ და ჩუმად ვფურცლავ კალენდარს.

ჩაკეტილი მაქვს უკვე კარიბჭე

და აღარავის ველი გარედან.

მხოლოდ იმიტომ დრო რომ გავიდეს,

ვუსმენ მუსიკას, ვფიქრობ, ვეწევი.

ვამთავრებ ფიქრს და ვიწყებ თავიდან _

გაფრენილს ფიქრით თუ დავეწევი.

მხოლოდ იმიტომ, დრო რომ გავიდეს,

ვქექავ ფირფიტებს, წიგნებს, კარადებს...

და არაფერი ახლა არ მინდა,

რადგან, რაც მინდა, არსად არ არის...

და აღარავის ველი გარედან,

არც წასასვლელი არ ვარ საითმე.

ვზივარ და ისევ ვფურცლავ კალენდარს,

მხოლოდ იმიტომ დრო რომ გავიდეს..

Posted by: MaverickAbnormal 1 Nov 2013, 12:37
ნეტავი დიდხანს ითოვოს ღმერთო!...

ნეტავი დიდხანს ითოვოს ღმერთო!
ჩემი ოთახი უცხო ხმების ტანჯვით გაივსოს,
ჩემი ოთახი ატივტივდეს ბედნიერების
ილუზიაში და მოლოდინში,
რომ გაყვითლებულ მოგონებებს ჩავკიდო ხელი
და ტირილით შევბრუნდე სულში.
ნეტავი დიდხანს ითოვოს, ღმერთო!
რომ დავიბრუნო ძველი სიზმრები -
ტვინის ხვეულში ხოჭოსავით აცოცებული,
რომ გაყინული ჭრილობა შეთბეს
და ფანჯრებს იქით პეიზაჟის ერთფეროვნებამ
და ფანჯრებს იქით პეიზაჟის განურჩევლობამ
გამახსენოს ჩემი სიმხდალე -
უცოდველობად მონათლული დიდი ხნის წინათ...
საუკუნეა არ უთოვია!
საუკუნეა გამოფიტულ ოთახში დავრჩი,
საუკუნეა ჩემს სხეულში, როგორც ტაძარში,
აღარავინ აღარ ლოცულობს!

თამაზ ბაძაღუა

Posted by: Algophobia 1 Nov 2013, 14:43
ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.

მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.

საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.

რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;

ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.

მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.

იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!


გალაკტიონი

Posted by: MaverickAbnormal 1 Nov 2013, 15:32
უკანასკნელი ქრისტიანები

1. ბეთანია

გავხედე ალგეთს, ბოკრო ფერდობებს
ქეცად შეჰყროდათ გაჭრილი ახო,
მთები ხრჩოლავდნენ ნაირ ფერებით
და ხან ცხვრის ფარა კვარცხლბეკის ახლო.

ლორწო ფლატეებს სწოვდნენ კლდეები,
ფილტვებს ფურჩქნიდა სუნთქვის ყუათი.
მიწა გაირღვა თითქოს ქვესკნელმა
ამოისროლა ტაძრის გუმბათი.

დავეშვით ქვევით და ბეთანიამ
ზურგი გვაქცია, ტყეს შეეფარა!..
ცოდო არ გვქონდა, იცოდეს რმერთმა,
ღობის სიწმინდეც რომ შეგვებღალა.

ხევში მდინარე შემოგვეფეთა -
შეწირულ ბავშვთა ცრემლები იყო.
ჩვენ მივდიოდით აღმართზეთ ერთად,
რატომღაც ჩუმად რაღაც უიღბლოდ...

2. ხილვა

აქ დანდობილა გლეხი სახრეზედ
აქ შესწრებია ორშაბათ დილას,
ეხლაც კი ვამჩნევ ლაშას სახეზედ
ჯალალედინის შემოკრულ სილას.

აქ გაუხსნია გული დედოფალს,
თმებში ჩაუწნავს ბაბთის შაირი,
აქ თავის თათით ითხრიდა საფლავს,
წყემსდაღუპული სოფლის ნახირი.

ჟამს ტაძრის კანი ისე დაუხრავს,
რომ გარეთ ჟონავს ჭაღის ნათელი.
ძლივს ვამშვიდებდით შემკრთალ მაცხოვარს,
რჯულდაწყვეტილი ორი ქართველი.

3. ვედრება

აქ შეგეწირე ნეტავი დედავ,
თავი დამედო და დაგეკალი,
ალბათ ოდესმე წესს ამიგებდა
შავი ღრუბლების ცივი წინწკალი.

რო ეთქვათ ქარებს მადლი დედაშენს!
თან ღმერთს შესჭროდი საყდრების გლახა,
რომ ჩემი სისხლი, როგორც ზედაშე,
ქვევრში ჩაგესხა დაგეტალახა.

4. ლოცვის ანეული

კედელზე სანთლის შუქი იჭრება,
სჩანს წმინდანებმა როდი მიგვიღეს,
რა გვეშველება წყეულ ნაბიჭვრებს,
თუ გზაც ავდრებმა გადაგვიტიხრეს.

დაუსუსხია ბზის ბუჩქი ჭინჭარს,
ქანდაკება სდგას აღთქმული მგზავრის.
ტაძრის ფუტურო ქერქში ჭრიჭინებს
ვიღაც უძეგლო ხუროთმოძღვარი.

მათხოვარი ზის, როგორც ობობა-
მყრალ ჯოჯოხეთის მოხდილი პკეა,
არც ზღაპარია, აღარც მოთხრობა,
ის თითქოს ჩიტებს აუკენკიათ.

5. თქმულება

აქ წარმართებიც მუხლებს იყრიდნენ,
როგორც ამბობენ დიდ გიორგობას,
თურმე ამ ჯვარცმას რო უყურებდნენ,
გვჭორავდნენ: ხედავთ კაცობრიობას?!

სამრეკლო იდგა მუდამ პირქუშად,
თუ დარეკავდი გაყრიდა ნაგავს.
სვეტიცხოველი ზურგით ზიდავდა,
თუნგში ჩამოსხმულ ქოთქოთა არაგვს.

აკლდამის ჭოჭში დახოცილთ ძვლები,
ეყარა, როგორც მოჭრილი ფიჩხი,
გაღმა ბუდობდა ძველი საბძელი,
და ალაგ-ალაგ ღვია და კვრინჩხი.

6. გამობრუნება

გზა სჩანდა ოდნავ, ხან ბექობს ზევით
ჰქრებოდა განცდა გზნების მომგვრელი,
უკან ყმუოდა ხატის მიზეზით
სახადშეყრილი ვარაზის მგელი.

ძნელია მუდამ გულდაძმარება,
კაცის შელოცვა ტლანქი მთქნარებით
უსინანულოდ ვტოვებდით ტაძარს
უკანასკნელი ქრისტიანები.

ნიკო სამადაშვილი

Posted by: nini gogo 3 Nov 2013, 21:06
მითხარ რაა ბილიკი, თუ გზაზე არ გაგიყვანს,
შენკენ თუ არ მოვყავარ - სიყვარულიც არ მიყვარს,
წლები უყაირათო, ფლანგვით დამიხარჯია,
ვცხოვრობ, არ ვიჩაგრები, არ მწყურია, არ მშია,

რამდენ არარაობას ვწერ რაობის დაფაზე,
თავი ვერ შევიკავე, დრო, დრო ვერ დავაფასე...
კიდევ შენ მაპატიე - ცეცხლო, რომ არ მოგეშვი,
მანამ, სანამ გადავალ, სხვა, დიდ სიმყუდროვეში!.

ფრიდონ ხალვაში

Posted by: MaverickAbnormal 4 Nov 2013, 08:38
***

თუ მოვინდომე - ყველაფერს შევძლებ,
მეტრ იპოლიტ ტენს გავურითმავ მეტროპოლიტენს.
მაგრამ, ღმერთო, გთხოვ მოწყალებას:
შვილებისთვის დაწერილ ლექსში
გამარითმინე სამშობლო და თავისუფლება.

Posted by: merciamercia 4 Nov 2013, 16:23
***
Ночь, улица, фонарь, аптека,
Бессмысленный и тусклый свет.
Живи еще хоть четверть века -
Все будет так. Исхода нет.

Умрешь - начнешь опять сначала
И повторится все, как встарь:
Ночь, ледяная рябь канала,
Аптека, улица, фонарь.

Александр Блок

Posted by: MaverickAbnormal 4 Nov 2013, 17:56
ვაკის ფიროსმანი

დრომ მარმარილოდ უქცია ტილო
და დაივიწყეს დიდი ხანია.
თქვენთვის უბრალო ლოთია ილო,
არადა ვაკის ფიროსმანია.

საფლავებს უფრო მეტი აქვთ კითხვა
(არა აქვთ შური და ამბიცია)
შეეშვი, ხალხმა რაც უნდა ის თქვას,
აქ მხოლოდ მკვდრების ფასი იციან.

ახლა უბრალო ლოთია ილო,
რაც დაივიწყეს, დიდი ხანია.
დრომ მარმარილოდ უქცია ტილო
და სასაფლაოს ფიროსმანია...

ბექა აბუთიძე

Posted by: Algophobia 4 Nov 2013, 19:09
ბედი ტრიალებს.
მიწა ტრიალებს.
შლის წარამარა დუმილი შრიალს;
ხან უფოთლოებს,
ხან ფოთლიანებს, _
ხეები ტოტებს თვალებში მჩრიან.

მოემართება ფანჯრისკენ ტოტი...
ცოტაც და...
ფოთოლს მინას შეახებს....
რამხელა გახდა მეზობლის გოგო!
როგორ დაბერდა
ჩვენი მებაღე!


მ. მაჭავარიანი

Posted by: nini gogo 4 Nov 2013, 23:45
ჩამომღვარე წვიმის წვეთად,
ჩამომთოვე თოვლად.
ამაყვავე გაზაფხულზე
იასამნის ტოტად.
ლურჯ ტალღებად ამაღელვე,
მაფარფატე პეპლად,
მწვანე ფოთლად მაშრიალე
და ამანთე ცეცხლად.
ამაყ ქორად მალივლივე,
ზეცას ფრთებით შევწვდე,
მზის სხივებად მაციმციმე,
ნერგად მომსხი ფესვზე.
ცისარტყელად ამაჭრელე,
ფერთა სიმღერებად,
მერე ისე ამამღერე
როგორც მემღერება,
გაზაფხულად მათამაშე,
სიყვარულად, კოცნად
და ვარსკვლავად გამანათე
ჩამომთოვე თოვლად.

ნინო გაბუნია

Posted by: MaverickAbnormal 5 Nov 2013, 11:36
***

ჰა, პირი გავაღე,
რას მომჩერებიხართ,
ჩემგან სიბრძნეს ელით?
მოდით, მოიწით,
მე არავის მოვკლავ.
აჰათ, იყნოსეთ ისევ არყის სუნი.

გურამ რჩეულიშვილი

Posted by: nini gogo 5 Nov 2013, 22:56
ნაოჭებში ჩახვეული წლები...
თბილ თვალებში ჩაწოლილი სევდა...
წამწამებზე დაკიდული ცრემლი,
ალბათ, რას არ შეგახვედრათ ბედმა?..

ქალი სხვაა...ქალს უხდება ცრემლი,
იტირებს და მოიოხებს ვარამს,
კაცის ცრემლი-გულის ასჯერ მკვლელი-
მამაკაცის თვალზე ცრემლი მზარავს!..

ხათუნა შავგულიძე

Posted by: MaverickAbnormal 5 Nov 2013, 23:31
კედელი

წავიდა კაცი,
თან წაიღო
სხვისთვის ფარული მხარეები -
ბნელიც, ნათელიც...
მაინც არავის ეყვარებოდა,
მაინც არავინ ისურვებდა
გაეგო მისთვის,
შეესწავლა მისი თვალები.
ეს ხომ ძნელია
და დამღლელი,
არის თითქმის შეუძლებელი...
ცხოვრებაც ისე ნაცნობია!
ის წავიდა.
მარტო წავიდა.
მაგრამ წასვლამდე...
ღმერთმა უწყის,
რა გაიფიქრა.

© გიგი სულაკაური

Posted by: nini gogo 6 Nov 2013, 00:34
QUOTE
წავიდა კაცი,
თან წაიღო
სხვისთვის ფარული მხარეები -
ბნელიც, ნათელიც...
მაინც არავის ეყვარებოდა,
მაინც არავინ ისურვებდა
გაეგო მისთვის,
შეესწავლა მისი თვალები.

user.gif


ეცადე არვის ესროლო
ღვარძლის ლოდი და გუნდა,
გული საკუთარ ნაღველში
ამოგეგუდოს თუნდა.
მუდამ ეცადე, სიხარბე
რომ დაიოკო შენი.
უნდა ჯვარს ეცვა, მაგრამ სხვას
ვნება აშორო უნდა!

/ომარ ხაიამი/



Posted by: MaverickAbnormal 6 Nov 2013, 09:24
შეხვედრა

დღეს მე თბილისში
მოულოდნელად შემოვედი
ყველა კარიდან.
მოულოდნელად და ერთდროულად,
რომ შევხვედროდი
წელიწადის ოთხივე დროს
და ბიჭებს,
რომლებიც დააკლდნენ ბიჭებს.
მოულოდნელად და ერთდროულად
მე ყველა დროის მიღმა დავრჩი
და გულნაკლული
დავესწარი იმ გაკვეთილებს,
რომლებიც ძმებს გაუცდენიათ.

Posted by: wuma 6 Nov 2013, 13:41
-წყაროზე დოქი გავტეხე!
-მერე რა მოხდა ბებო!
-წყაროზე დოქი გავტეხე!
-ჭირიმაც წაიღოს ბებო!
-წყაროზე დოქი გავტეხე!
-დოქს რა გატირებს ბებო!
-წყაროზე დოქი გავტეხე!
-შენ შემოგევლოს ბებო!
-წყაროზე დოქი გავტეხე!

-ნურცა გქონია ბებო!
-წყაროზე დოქი გავტეხე!ნუთუ არ გესმის ბებო?!
-დოქი წყაროზე გატყდება სხვაგან კი არა ბებო!
-დოქი მარტო მე გავტეხე სხვამ კი არავინ ბებო!
-ერთხელ ყველაიც გავტყდებით შენ დიდხანს მყავდე ბებო!
და მერე როცა დავწექით გვერდით მივუწექ ბებოს,
ტირილით წავიჩურჩულე:
-ბებო,მისმინე ბებო!ცხრა შვილი გყავდა?
-ცხრა ვაჟი-კვნესით ამოთქვა ბებომ
--ცხრავე იმ დოქით დარბოდა?
დღეს კი მე ფეხი წამოვკარ და დაგიმსხვრიე დოქი,
ვერ შეგისრულე იმედი მე დაგიმსხვრიე ბებო!
წყაროზე დოქი გავტეხე!დოქი გავტეხე ბებო!
-ბებომ სანთელი აანთო პირჯვერი დაიწერა:
-გამრჯვებულნო ღთიშვილნო ქართველთა ჯვარ-ხატებო
თქვენ დამიამეთ ე ბალღი გაზარდეთ სანაქებო.
.დოქს რას დავეძებ თიხისას, ოღონდ ეს გამილაღდეს
ეს გამიმრავლდეს წვრილშვილში,გამსხივნებული მყავდეს,
სადიდებულო თქვენია და ეს ქვეყანაც ცამდე!
-დაწვა ბებო და მეც მშვიდად ჩავეკარ ჩამჭკნარ გულში.

გოდერძი ჩოხელი

Posted by: MaverickAbnormal 6 Nov 2013, 14:17
(ნუ მობრუნდებით...)

ნუ მობრუნდებით -
დღეს ამ კედლებმა
დაიმახსოვრეს თქვენი თვალები,
დაიმახსოვრეს თქვენი ღიმილი.
მე ხომ გითხარით,
აქ ვერაფერს ვერ იპოვიდით,
ვერც ეგზოტიკურ პეიზაჟებს,
ვერც ბრჭყვიალა მონეტებს,
ვერც იდუმალი სინათლის კრთომას.
ჩემს ძარღვებშია დალექილი ახლა ის ცოდვა
და ღამით,
როცა მთვარე მაწვალებს,
ფანჯრებივით იღება ტკივილი.
სული კი ცარიელია
და ქუჩა-ქუჩა დაძრწის,
როგორც მოხეტიალე მევიოლინე.

თამაზ ბაძაღუა

Posted by: nini gogo 6 Nov 2013, 21:24
მიყვარხარ, ცოტაა ძალიან სათქმელად
შენს გარდა არ მინდა მე აღარც სამყარო,
ავაგოთ აკვანი გრძნობების სარწევად
ცხოვრებას უბრალო სიტყვები ვაკმაროთ.
ცოტაა ძალიან ყვავილი სათქმელად
თორემ ამ ბაღებსაც სულ ყველას დავკრეფდი,
ასეა სავსებით და თუ კი არ გჯერათ
შემეძლოს ქალიდან ყველა ფიქრს დავდებდი.
ეს ლექსიც ვიცი რომ ცოტაა სათქმელად
მინდა რომ ჩემსავით სულიდან გამიცნო,
და თუ კი არ მეყო ცხოვრება საწერად
მე მზად ვარ სიცოცხლე, თავიდან დავიწყოყოთ.

(რეზი ქინქლაძე)

Posted by: MaverickAbnormal 7 Nov 2013, 12:16
ზამთრის დივერსია

სხივებმა ფოთლების ბოლო ნაპულსარი
ნისლებს შეაწმინდეს, სქელსა და მიწიანს,
მოკვდე შეიძლება, მზე ისე შორს არის
და სველი ხეები სველ ხელებს იწვდიან

ქალაქში, მთებიდან, როგორც დივერსია,
ეწყობა ნისლები, აქ, როგორც სარჩევში,
სიკვდილის მოძებნა უმარტივესია
(ბევრიც რომ ეცადო, მაინც გადარჩები).

ლონდონში ნისლები უფრო სქელ-სქელია,
ვენაში გავუშვი ყველა თადარიგი
და ფლამინგოები სანგრებს შესცქერიან,
ეს კი საშველია, შენი ბადალი კი

არ არის, არ არის, არ არის, არ არის
და კიდევ არ არის, დილავ, საზიზღარო,
რადგან სამარიდან ასე მისავალი,
სუსხი ჩემს ოთახში უნდა ასისხამო.

ჩვენ კი, საქართველო, ერთმანეთს ყოველთვის
ასე ვექცეოდით, რადგან მოგვისაჯეს
სქელი ჯაჭვების და ტანჯვის ეგზოტიკა,
ჯვრების ეგზოტიკა კიდევ ზოგისათვის.

ახლა სისრულეში მოდის განაჩენი,
რამდენ სისაძაგლეს კიდევ შევეგუეთ,
ბევრიც რომ ვეცადოთ, მაინც გადავრჩებით,
ზამთრის პროლოგია ახლა შენებური

და შენს სიბნელეში სველი ხეებიდან
სიკვდილის დანახვა უმარტივესია
და სქელი ნისლები, ცუდი დღეებივით,
ეწყობა ზედიზედ, როგორც დივერსია.

რეზო გეთიაშვილი

Posted by: nini gogo 7 Nov 2013, 20:34

ჩაკეტავს მალე ეს ზამთარი ყველა შესასვლელს,
და აპრილამდე სულში სითბოს რაღა შეავსებს...
აიბუზება თოვლისფერი სევდა კარებზე,
დაეკიდება თეთრი ცრემლი გრძელ წამწამებზე.

მოედებიან მოფარფატე ფიფქები არეს,
ჩამოღვრემილი სარკმელიდან გახედავ ღამეს.
სიჩუმეც, გრძელი ზამთარივით უტყვი გახდება,
და გაზაფხულის დადგომამდე არც რა ახდება.

დაიწერება ფიფქებივით თეთრი ლექსები,
უსასრულობას გაგიჟებად ამოევსები.
დარაბებს შიგნით გადაწვება ნატვრა სულამდე,
ღმერთო, ამ ზამთარს რა გაუძლებს გაზაფხულამდე.

user.gif


ნანა მეფარიშვილი

Posted by: chaPPek 8 Nov 2013, 10:21
MaverickAbnormal

love.gif

Posted by: MaverickAbnormal 8 Nov 2013, 10:37
როგორ დავწეროთ ავტობიოგრაფია

ბოლოს და ბოლოს, რას გთხოვენ ასეთს?
განცხადებას და ბიოგრაფიას.

სიცოცხლის ხანგრძლივობის მიუხედავად,
თავს რაც გადაგხდა, უმოკლესად უნდა აღწერო.

აქ საჭიროა მხოლოდ ფაქტები,
ხედების ნაცვლად _ მისამართები,
მოგონებათა სანაცვლოდ კი _ მხოლოდ ზუსტი წელი და რიცხვი.

მთელი სიყვარულიდან მხოლოდ კანონიერი ქორწინება უნდა დატოვო,
ბავშვებისგან კი, მარტო ისინი _ ვინც დაბადება მოახერხა.

უმთავრესი მარტო ის არის, ვინც შენ გიცნობს და არა ის, შენ იცნობ ვისაც.
მოგზაურობა _ მხოლოდ საზღვარგარეთ.
თუ იყავი რაღაცის წევრი, აინტერესებთ, სახელდობრ _ რისი
და არა ის _ რატომ იყავი.
ჯილდოც ასეა _ მთავარია, რომ დაგაჯილდოეს და არა _ რისთვის.

ისე დაწერე, თითქოს სიტყვაც კი არ გეთქვას შენი თავისთვის,
არამედ მხოლოდ მის გარშემო გევლოს და გევლოს.

სიტყვა არ დაძრა კატებსა და ჭკვიან ძაღლებზე, ჭრელ ფრინველებზე,
ტკბილ სიზმრებსა და მეგობრებზე.

უნდა აღნიშნო რაღაცის ფასი და არასდროს _ ფასეულობა,
მიუთითო უნდა სახელი და არასოდეს _ შინაარსი.
შენგან ითხოვენ ფეხსაცმლის ნომერს, და არა იმას, საით წავიდა,
ის, რამაც შენგან გამოაღწია.

უნდა დაურთო ფოტოსურათი, ზედ რომ ნათლად ჩანდეს ყურები _
ყურების ფორმას უფრო დიდი აზრი ეძლევა,
ვიდრე იმას, რაც მათ მოესმით.

და მაინც, რა მოესმით ასეთი ყურებს?
ფურცლისმცოხნელი მანქანის გრგვინვა..

ვისლავა შიმბორსკა

Posted by: chaPPek 8 Nov 2013, 10:42
მე მომერია დიდი სურვილი დავწერო

ჩემი ბიოგრაფია,
პირობას გიდებთ არ ვიქნები ორიგინალური,
ვეცდები ვიყო მორიდებული ზედმიწევნით
და თავმდაბალი,
საუკეთესო ჩემს თვისებებს მიეკუთვნება _
და მის შესახებ მე თვითონ ვიტყვი ორიოდ სიტყვას:...
_________________

პედერასტთა კლუბი პარიზში

თვალებდაჭყეტილი.
შავკანიანი თეთრი კბილებით.
ამოგდებული, გაშიშვლებული.

კუთხეში სხედან მიბნედილი
თეთრი ძიები..
__________________
smile.gif

საღამოს ჩავალ თელავში.

Posted by: MaverickAbnormal 8 Nov 2013, 11:47
თუ ვინმე ნამდვილი შემოქმედი იყო ქართულ მწერლობაში, ერთ-ერთი უპირველესი იყო გურამ რჩეულიშვილი.

Posted by: wuma 8 Nov 2013, 13:41
ყველაფერი საათივით აეწყო, რიუნო..

(“_ესუ კირისტო-სამას შეუყვარდა პრინცესა სანტა მარია,
სიყვარულისგან მოკვდა და ამიტომ გახდა ღმერთი”
“ძურიანო კიტისკე”
რიუნოსკე აკუტაგავა)

ყველაფერი საათივით აეწყო, რიუნო...
განტევების სამკუთხედი:
სატრფო _ მეგობარი _ ღალატი.
აფრები გაშლილია. მელოდება მყუდრო ტრიუმი.
დროა, გადავიცვა წითელი კიმონო,
როგორც ჯალათის ხალათი.
რამე უნდა მეთქვა.
ახლა ყველაფერი რიგზეა.
ხომ არ ვიტყოდი, რომ აქაური სუსხით ვიჭინჭრები.
ხომ არ ვიტყოდი, რომ ქვეყანა იქცევა
ბაგედაბრეცილი ღიმის მიწისძვრებით.
რომ კეთილი ღიმილი, რა ხანია, ჩაიკვნიტეს ტუჩივით
და ვინც ვერ ჩაყლაპა, ყელში გასჩრია და ჰგუდავს.
და სამასკარადო ბაზარს უჩივის
ძველი მეძველმანეც, კეთილი ნიღბების გუდით.
რომ გადამდგარი გენერლებივით მოხუცი ღმერთები
ცეცხლს მიფიცხებიან
და მდუმარედ წრუპავენ საკეს.
თავი დაანებე ლუციფერს _ თავისთვის ერთობა _
თავისია და, როგორც უნდა,
ისე დაბრეცს ვეება სარკეს.
ან რა დროს ამაოებაზე ლაპარაკია.
მერე რა, თუ სისულელეა ყველა ტანკა და სონეტი.
მერე რა, რომ სიძვის პაპანაქებაა
ირგვლივ და ვერცხლის უთვალავი მონეტა.
როგორ იტყვი, რომ ნამდვილი კი არა _ მითი ხარ
ან _ უსაზმნოდ განმუხტული მუხტი.
არადა, რაღაც უნდა თქვა, როცა მიდიხარ,
ოღონდ ისეთი _ სულსა და გულს მოხვდეს.
და, აჰა, შვებით ვგრეხ უკანასკნელ სტრიქონებს _
ხელგაშლით ვანიავებ მათხოვრის ქონებას.
ნახე _ სატრფო და მეგობარი გამოვიგონე.
ღალატს რად უნდოდა გამოგონება.
რაკი ხელთ ვიგდე სანუკვარი სადავე,
ავდექი და დავაფრქვიე მდუღარე სტრიქონებიც.
ბანალურია? _ შესანიშნავია, მაშასადამე.
მით უმეტეს _ მთელი სიცოცხლე ამას ვიგონებდი.
ახლა შემიძლია,
მიმავალმა მყუდრო ტრიუმისკენ
ვიმეორო მხოლოდ:
ო, ესუ კირისტო-სამა... სამა-კირისტო...

რა კარგად აეწყო ყველაფერი, რიუნოსკე.
რა კარგი დღეა ხარაკირისთვის.

ზაზა ბიბილაშვილი

Posted by: MaverickAbnormal 8 Nov 2013, 15:07
ნუ შეიყვარებ ქვეყანას: შეიძლება რუკიდან გაქრეს.
მითუფრო ქალაქს: აღენიშნება ჩუმი ლტოლვა ნანგრევებისკენ.

ნუ დაიჭერ საქმეს ხალხთან: ადვილად კვდებიან.
ან, განსაცდელში ჩავარდნილნი, შველას ითხოვენ.

არ შეინახო სუვენირები. შეიძლება შენი უჯრიდან
ისეთი კვამლი ამოიჭრას, კიდეც დაგახრჩოს.

არანაკლებ მავნებელია ბავშვობის ტბაში დიდხანს ყურება:
ლემნების აპკი შენს ანარეკლს დაამახინჯებს.

ჩესლავ მილოში / ნაწყვეტი "ევროპის პირმშოდან"

Posted by: Algophobia 8 Nov 2013, 20:06
არავინ მოდის და ვატყობ, რომ
ჯობდა სამარე სხვაგან მეპოვა.
საშინელია ეს სავადმყოფო,
სიკვდილის ბინა და სამეფოა.

მიწიდან მოდის ღამე თანდათან,
საღამოს ბაღში ჰქრიან ბინდები.
არ შემიძლია, გული გათავდა,
მე ფრთას შევისხამ და გავფრინდები..


ტ. გრანელი

Posted by: nini gogo 8 Nov 2013, 21:21
QUOTE
ნუ შეიყვარებ ქვეყანას: შეიძლება რუკიდან გაქრეს.
მითუფრო ქალაქს: აღენიშნება ჩუმი ლტოლვა ნანგრევებისკენ.

ნუ დაიჭერ საქმეს ხალხთან: ადვილად კვდებიან.
ან, განსაცდელში ჩავარდნილნი, შველას ითხოვენ.

არ შეინახო სუვენირები. შეიძლება შენი უჯრიდან
ისეთი კვამლი ამოიჭრას, კიდეც დაგახრჩოს.

არანაკლებ მავნებელია ბავშვობის ტბაში დიდხანს ყურება:
ლემნების აპკი შენს ანარეკლს დაამახინჯებს.


აუუ ძალიან მომეწონა smile.gif up.gif up.gif


QUOTE
მე ფრთას შევისხამ და გავფრინდები..


bis.gif



ვერაფერი გამიგია,
ცხოვრებაში რა ხდება;
ყველაფერი წამიგია -
მეგობრები მაკლდება.

ბრაუნინგით არ მომკვდარან,
ვინც დღეს ჩემთვის მკვდარია,
არც ფანჯრიდან გადმომხტარან -
მშვენიერად არიან.

უფრო ხშირად ახლა შინ ვარ,
წვიმას ვნატრობ შხაპუნას:
შევსვათ! ყველა თავის წვრილმან
საზრუნავში ჩაფლულა!

ყველა თავის ნავში სხდება,
ყველამ სადღაც გაცურა,
ყველა კვდება, გული მწყდება -
წასულან და წასულან!

და დღეები გადის ზანტად,
ღამეები გროვდება,
ვიღაც უსაშველო ლანდად
მწუხრში მიახლოვდება...

მინდა მთაზე ავირბინო,
ზღვის მიქცევა ვიხილო,
თავში ხელი წავიშინო -
რაც მომხვდება, ვიყვირო...

მურმან ლებანიძე

Posted by: MaverickAbnormal 9 Nov 2013, 20:54
შემოდგომა „უმანკო ჩასახვის“ მამათა სავანეში

ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს
გადირეკს ნოემბრის ბაღები.
მხურვალე ვნებები გამივლის,
სასახლის ჩაქრება ჭაღები.
დარჩება აუზთან სანდალი
და ძველი ფოთლები ყვითელი...
რომანზე ისვენებს შანდალი,
რომანში - შეშლილი სკვითელი.
ვეწვევი განდეგილ მამათა
„უმანკო ჩასახვის“ სავანეს.
იქ შავი თოვლივით დამათოვს
ჭვარტლი და ბურუსი თავანის.
სიმკაცრით შემხედავს საშვენი
თვალები შეკრული კამარის:
ჯვარს ეცვი, თუ გინდა! საშველი
არ არის, არ არის, არ არის!
დაჰქრიან უდაბნოს ქარები,
მტანჯავენ და ვიცი: გახსოვარ!
სამრეკლოს ანგრევენ ზარები...
წმინდაო, წმინდაო მაცხოვარ!
გრიგალთა სადაურ შებერვას
მისდევენ ფოთლების შვავები...
თებერვალს უხმობენ, თებერვალს,
სამრეკლოს ჯვარიდან ყვავები!
და ვიცი ღელვაა საგანი,
როდესაც ღამეა უკუნი
და ჩემი მდუმარე საკანი
და ცეცხლის მფარველი გუგუნი.
ერთგავარ მიიტანს ამ სახის
ლოცვისთვის ზმანებამტკივანი:
გზაელებს - მგოსანი სასახლის,
ხელთათმანს - სასახლის მდივანი.

გალა

Posted by: Algophobia 9 Nov 2013, 21:12
შენ მეკითხები: რას ვაპირებ აწი და აწი!
რას შეიძლება
აპირებდეს
ჩემი ხნის
კაცი?!

ვაპირებ იმას, რაშიც შაურს არავინ გიხდის:
კოხტად,
ლამაზად
დაბერებას,
ლამაზად _
სიკვდილს!

შენ რა, საერთოდ მეკითხები, გავიგო ასე,
თუ ყოველდღიურს?!
რას ვაპირებ,
დავუშვათ,
ხვალ-ზეგ?!

თუ აგრეა და, ჩაკარებას ველი დეკემბრის,
თოვლი მიყვარს და
ჩამოთოვოს
მთები ეგების...

ველი ფანჯრების
ამოგმანვას... თოვლით და ჭირხლით, _
განვაგრძო
ჩემი მოწყენილი
`ოთახის ციკლი!~.


მ. ლებანიძე

Posted by: In_private 10 Nov 2013, 13:07
****
არა! ნუ წახვალ!
მე ვერ ავიტან უშენობას,მე ვერ ავიტან,
გოლგოთის მთაზე სიყვარულის უღელს ავიტან.
ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ განცდების
ტყეში,
შენთან სიშორეს,ერთაობას მე ვერ ავიტან,
მე ვერ ავიტან სიმარტოვის მოსვლას თავიდან,
ოღონდაც დარჩი,სამსხვერპლოზე ჩემს გულს
ავიტან,
ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ ცრემლების
თქეშში,
განმხოლოებას,განშორებას მე ვერ ავიტან,
მე ვერ ავიტან დაკენტებას წუთით,წამითაც,
ვეღარ გამოვალ უშენობის შავი ღამიდან.
დავიკარგები მარტოობის დახლართულ გზებში,
გიჟურ სურვილს და მონატრებას ვერ გადავიტან,
არა,ნუ წახვალ!..უშენობას მე ვერ ავიტან...

Posted by: Algophobia 10 Nov 2013, 14:05
ოჰ, ნუ იფიქრებ რომ მოკვდა გული,
რომ სულ დავმარხე ოცნება წრფელი,
განადგურების სევდიან გზაზე
გულს ბევრი რამ აქვს ხელუხებელი.

ველი, ვიბრძოლებ...მე ამ ყვავილებს
ვატარებ, სანამ მექნება ძალი,
რომ არ შეეხოს მას სისასტიკის
ძალა შავ-ბნელი, ხელი მუხთალი.

და მუდამ გულში გავზრდი იმ იმედს,
რომ სადღაც არის ისეთი მხარე,
სადაც ედემი ჰყვავის მზიანი,
სადაც არ არის სული მწუხარე.

წინ მელის ბედი... რაც იყო, იყო...
ის წარსულია განუკურნელი...

ხელუხებელი გულს ბევრი რამ აქვს.
სულს კიდევ დარჩა ოცნება წრფელი..

================

გზები გაუვალი
და გზები გავლილი
გულისტკივილით მაქვს
ყველა შესწავლილი.
ადის მწვერვალზე თუ
ჭაობში ეფლობა -
ერთი ნიშანი აქვს:
დაუსრულებლობა.


გალაკტიონი

Posted by: MaverickAbnormal 10 Nov 2013, 17:42
სადგური სავსე ჯარისკაცებით,
ხმაური არხევს მღვრიე ვაგონებს,
შენ მითხარი, რომ ეს განშორება,
რაღაც შორეულ სიზმარს გაგონებს...

შენ მითხარი, რომ ჩემს დაბრუნებას
დაუცდის შენი ბავშვობა წმინდა,
მაგრამ შენ გქონდა ქალის ბუნება,
შენ ქალი იყავ და დაგავიწყდა...

ვერ გაგამტყუნებ, არ მაქვს უნარი,
გავკიცხო შენში, რაც ასე გშვენის,
ამქვეყნად მე ვარ გასამტყუნარი,
რომ სიკვდილამდე მჯეროდა შენი.

მირზა

Posted by: In_private 11 Nov 2013, 10:52
დაკრიფე ჩემში ყველა ღიმილი,

ვით ყაყაჩოებს კრეფდი მინდორზე...

გამაფერადე გაზაფხულივით

შეშურდეთ ჩემი ეგებ მიმოზებს...

გავუძლოთ ერთად ზამთრის სიცივეს

და ერთმანეთის სევდა გავლიოთ,

ერთად მივიდეთ გაზაფხულამდე

ვაჯობოთ მარტს და იქით ავრიოთ.

გადავაწვდინოთ მზერა გორაკებს

მთებში მდინარის სათავე ვკოცნოთ...

მადლობა მინდა გითხრა ყოველ დღე

რომ ვხედავ იმას რისთვისაც ცოცხლობ!

დაკრიფე ჩემში ყველა ღიმილი

ზედმეტს ვერ შევძლებ,ვერც დაგპირდები

უბრალოდ გეტყვი...წაიღე შენთვის

და ისევ შენთვის ავყვავილდები!!

Posted by: MaverickAbnormal 11 Nov 2013, 11:41
ახალუხლები

ჩემს სახლს სიმღერით ჩაუარეს ახალუხლებმა,
სალამი თქვენდა, ჭაბუკებო, უდარდელებო.
გაიჟრიალეს როკვის ჟინით კვალად მუხლებმა...
ჩემს სახლს სიმღერით ჩაუარეს ახალუხლებმა.
ნუთუ გაბრიელს გახარება აღარ უხდება,
რად გეკრძალებათ ტაშის დაკვრა, ჩემო ხელებო...
ჩემს სახლს სიმღერით ჩაუარეს ახალუხლებმა,
სალამი თქვენდა, ჭაბუკებო, უდარდელებო.

გაბრიელ ჯაბუშანური

Posted by: DUDEGIVBEND 11 Nov 2013, 13:57
საქართველოშI იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე
ეჰ წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.

თავს არ მოიკლავს ქართველი არა
ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს
ერთი იმედით, სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს

საქართველოში როცა კვდებოდნენ
უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე
ეჰ წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე

ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს
ყველამ გაიგოს ყველამ იცოდეს
ჩვენ შეიძLება ბრძოლაში მოვკვდეთ
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.

რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე

Posted by: MaverickAbnormal 11 Nov 2013, 14:12
გაჭვავება

ლექსო ივანიშვილს

შენ არ დაეძებ დროთა მწვერვალებს,
ყელამდე შფოთავ, რაღაცას ნანობ!
წვიმის გუბეში ბედი გაწვალებს
და ნაფოტივით შიგვე ქანაობ.

ის ეკლესია, შენ რომ გიყვარდა,
დიდის საკენკით ათრობს ბეღურებს.
ვინც განდიდებს კვერით დანაყრდა,
რა ეშველებათ, იმ უბედურებს.

დანგრეულ სხეულს გულის სიწმინდე
როგორღა შერჩა, ვით მერცხლის ბუდე?
ხალხთა უდაბნო დედამიწაზე,
ერთი შეხედე, რა უშნოდ უდევს.

რა შემზარავად ყმუიან წლები,
რა დანდობილად მოგვინარეკლეს!
და სათითაოდ ჩვენც რომ გავწყდებით,
ნისლი დაფარავს აპყრობილ ხელებს.

არც წარწერები, არც საკმეველი,
იტყვიან, გულის ჭერ-ქვეშ გალობდნენ
და სიკვდილიდან სიცოცხლისაკენ
მკვდარ ფოთლებივით მიქანაობდნენ.

თვალების ხვრელში გველი სისინით
იშვა, ინათებს გულის კანდელი.
და კვირაძალზე თალხით მოსილი
ილოცებს ვიღაც კათაკმეველი.

წამოვიხუროთ ერთი ფანჯარა,
ისიც შევინდოთ, ვისაც ვაგინეთ.
შენ ეყოლები ქრისტეს ფარეშად
და მე კი ბუდას მოჯამაგირედ.

ნიკო სამადაშვილი

Posted by: chikole 11 Nov 2013, 15:59
როგორ შევძლებ ცხოვრებას,
როცა ერი მკვდარია,
როცა ყველა გლოვობს და
მე ჭრელები მაცვია.

როგორ შევძლებ ცხოვრბას,
როცა არ გემსგავსებით,
როცა ყველა ყალბობს და
მაგრად არ მევასებით.

როგორ შევძლებ რამე ვთქვა,
როცა სიტყვას გესლიან ,
წინ შეგხვდება იღიმის,
ჩაივლი და გესვრიან.

როგო უნდა ვიფიქო,
ოცნებასაც მიშლიან,
არასწორი ფიქრისთვის,
სამუდამოს მისჯიან.

საით უნდა წავიდე,
როცა ერთი გზა არის,
და აქ შენს წასაქცევად,
ყველაფერი მზად არის.

ვისგან უნდა ისწავლო,
პედაგოგიც გიჟია,
მასზე ბევრი თუ იცი,
გონებასაც გიშლიან.

საით უნდა გაექცე,
გადარეულ თაობას,
მზესუმზირს გულისთვის,
ერთმანეთის დახოცვას.

რა გინდა რომ აკეთო,
არაფერი არ ხდება,
ოცდაათი წელია,
სულ მიტინგი ტარდება.

ვისთან უნდა წახვიდე,
როცა ვერსად გხედავენ,
გვერდსაც არ აგივლიან,
ისე გადაგთელავენ.

როცა შენი სტუმრობა,
მასპინძელს არ ახარებს,
და ყოველი მეორე,
ჯიბით ბიოს ატარებს.

ნარცისიზმით შეპყრობილ,
მინისტრების კამანდას,
და სუფრაზე დანიშნულ,
თურმე გეი თამადას.

აღარ ვიცი ვის ვენდო,
მეგობარი მგონია,
მაგრამ თურმე ამდენ ხანს,
გვერდით მტერი მყოლია.

ვინღა უნდა ითხოვო,
ყველა დაკერილია,
ვინც გინდოდა საცოლედ,
თურმე გაკერილია.

როგორ გინდა წამოდგე,
ვითომ ხელს რომ გიწვდიან,
ახლოს რომ მიიწევი,
უფრო უკან მიდიან.

როგორ შევძლებ ცხოვრებას,
მომავალში არვიცი,
ნეტავ ამას ჩემს გარდა,
სხვა ვინმე თუ განიცდის.

Posted by: Algophobia 11 Nov 2013, 20:35
რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,
მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:
გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,
მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა…

Posted by: MaverickAbnormal 11 Nov 2013, 23:25
მიდიხარ თოვლში თოვლივით კარგი
და კარგი ბიჭის ერთგული ცოლი,
და სუსტი მხრებით შინ მიგაქვს ხარკი -
ათასი ბიჭის ნასროლი თოვლი.

გამახსოვრდება გაშლილი მხრები...
გაკრთობს ქუჩაში ნაპოვნი ვნება,
მაგრამ ოჯახში იოლად თბები...
და სხვისი თოვლიც... იოლად დნება...

Posted by: merciamercia 12 Nov 2013, 18:57
***
გესმის? გამოჩნდი, მე იმდენს ვფიქრობ
რომ შემიძლია შეგეხო კიდეც,

მაგრამ, ყოველთვის, თითქმის და თითქოს..
და მერე დიდხანს ვამშვიდებ თითებს...

ოთარ ჭილაძე

Posted by: nini gogo 12 Nov 2013, 22:58
QUOTE
გულს ბევრი რამ აქვს ხელუხებელი.

merciamercia
QUOTE
გესმის? გამოჩნდი,

მეძახდი? biggrin.gif 2kiss.gif

QUOTE
გესმის? გამოჩნდი, მე იმდენს ვფიქრობ
რომ შემიძლია შეგეხო კიდეც,

love.gif up.gif


სულ ერთმა ჭიქამ, სულ ერთმა ჭიქამ
დამათრო ასე და მომაგონდი.
აღარსად ჩანდი,
აღარსად იყავ...
სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე...
ვიფიქრე _ წავალ, გავივლი გზაზე,
შემხვდები ალბათ ამ ქუჩის ბოლოს,
სხვა ფერის კაბა გეცმება მხოლოდ,
სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე.
მერე რამდენი შენ მიგამსგავსე
რხევით,
ღიმილით,
ხმით და სიცილით!
მომინდა უცებ შენი სიცივეც...
სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე.
რა იყო მაინც ის ერთი ჭიქა _
ოქტომბრით სავსე და შენით სავსე.
აღარსად ჩანდი,
აღარსად იყავ...
სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე...

(თამაზ ჭილაძე)

Posted by: MaverickAbnormal 13 Nov 2013, 00:50
თანაგრძნობა

ბესიკ ხარანაულს

შეიძლება შეგიძულონ,
როგორც მევალე,
რომლისგანაც კაი ძალი სესხი აიღეს,
შეიძლება წამოგესიოს -
ძაღლების ხროვა
მგელს რომ მოიმწყვდევს
და ყველამ, სხვების დასანახავად
და საკუთარი უღონობის დასაფარვად,
ყველამ გაგკრას თითოჯერ კბილი...

გაივლის ხანი.
შენი ტყავის თვითეულ ნაფლეთს
ისინი დიდხანს შეინახავენ,
როგორც უწმინდეს რელიქვიას
და თავიანთ სასახლეებში
ყველაზე საჩინო ადგილას გამოფენენ...

რით განუგეშო?
შენს გვერდით დგომას
ხომ არ სჯობია
მეც ამ ხროვას ჩავუდგე კვალში,
მტრად მოგეკიდო -
თუკი ძმად ვერ გამოგადგები...

© თედო ბექიშვილი

Posted by: merciamercia 13 Nov 2013, 18:47
nini gogo
QUOTE
მეძახდი? 

biggrin.gif გამომრჩენია შენი პოსტი. მოდი მოდი biggrin.gif 2kiss.gif

***
შავ მთაზე თეთრად დაუთოვია,
მშვილდს დაემსგავსა წერწეტა სარო.
რაც არ მტანჯავდა, დღეს იგი მტანჯავს
და რაც მიყვარდა, დღეს იმას ვზარობ.

რუდაქი

Posted by: MaverickAbnormal 13 Nov 2013, 23:11
ქუჩა

ქუჩა წააგავს დაკემსილ შარვალს
და ძველი ჯიბე ვერ უძლებს ხელებს,
საღამოს ქუჩის ბოლოში ჩავალ,
საღამოს ქუჩა ძლიერ ახველებს.

და ილეშება დუქანთან ქარი,
გაავდრდება და წვიმებიც მოვა,
ქუჩაში ქოლგით რომ მხვდება ქალი,
ის ქალი ქუჩას ამინდით ზომავს.

დალაქი ყველგან დადის პარიკით,
რადიო თავის თავთან კამათობს,
ბებრები ისევ შელაპარაკდნენ,
ხვითქი გადასდის დაღლილ კამათელს.

ქუჩაში ღიმილს შეხვდებით მრავალს,
თუმც წვიმამ მცირე სევდა ჩაურთო,
ქუჩა წააგავს დაკემსილ შარვალს,
დადის ტრამვაი _ ვეება უთო.

ზაზა მებადური

Posted by: nini gogo 13 Nov 2013, 23:48
merciamercia
QUOTE
გამომრჩენია შენი პოსტი.

გამოგრჩებოდა აბა რა ყველა განყოფილებაში ხარ თითქმის biggrin.gif სადაც არ უნდა შევიდე შენ პოსტს წავაწყდები ხოლმე..
მერედა როგორ მიყვარს შენი პოსტების კითხვა biggrin.gif 2kiss.gif 2kiss.gif



ქარი თავნება,
სიყვარულს უხსნის
ხის ტოტზე ობლად
დარჩენილ ფოთოლს,
ეჩურჩულება,
ეალერსება,
ჩქარობს -
საცაა მოთოვს...
უეცრად ვნებამ აიტაცა,
მძლავრად დაქროლა,
ფოთოლიც ჟრჟოლამ აიტანა -
ძლიერ ათრთოლდა
და...
უკანასკნელი, ობოლი,
ხის
ტოტს,
მოსწყდა,
ფოთოლი...

კახა შალამბერიძე

Posted by: chikole 14 Nov 2013, 03:26
როგორ, საოცრად იცეკვე ვალსი,
ყვაოდა ნუში, რტოების ველზე,
ვიღაც ლამაზი, უცხო მეწყვილე,
გეფერებოდა ღამისფერ თმებზე.

როგორ საოცრად იცეკვე წუხელ,
ელტვოდა ვნებას, ველური ქალი,
და ანათებდნენ ლურჯი კაბიდან,
ხელუხლებელი წვივების ძვალი.

როგორ უზადოდ იცეკვე ვალსი,
გადაშლილ ველზე ირხევით ორნი,
დღეს ღამის ნისლი არის შოპენი,
და ვარსკვლავები სალვადორ დალი.

მოგავდი ტალღას ზღვაზე აფენილს,
მეზღვაურობა ვინატრე მაშინ,
მეხომ გავფენდი სურნელს აფრებად,
თან ჟრუანტელი მივლიდა ტანში.

წელზე გეხვევა ვიღაცის ხელი,
როგორ ლამაზად გიკავებს თეძოს,
როგორ საოცრად იცეკვე ვალსი,
მოგავდი ხორბლის ოქროსფერ ღეროს.

როგორ მდიდრულად იცეკვე ვალსი,
ამწვანებული გამოჩნდა მთები,
ღამე გავიდა ცეკვას კი არ თმობ
და წელზე გადევს მხურვალე ხელი.

როგორ საოცრად ცეკვავდით ორნი,
მე უსუსურად ვიდექი ახლოს,
ეხლა ვინატრე ყაჩაღად ყოფნა,
და ამ ანგელოზს მოვტაცდი პატრონს.

ნაზად დაგყვება გვირილა თმაში,
ღიმილი ტუჩებს სინაზეს ატყობს,
ნუშის ქვეშ ჩემი მდგარი სხეული,
ამ სინაზესთან შეხებას ნატრობს.

როგორ საოცრად იცეკვეთ ვალსი,
ყვაოდა ნუში რტოების ველზე,
შენი ქათქა ხელის მტევნები,
ეფერებოდა კავალერს თმებზე.

მანაც თამამადდ მოგხვია ხელი,
დაპყრობილივით გიკოცნის თვალებს,
თავს შევადარებ საცოდავ პუშკინს,
მას კი დავარქმევ ფრანგ ჟორჟ შარლ დანტესს,

როგორ ლამაზად გაცეკვეს სხვასთან,
დუელში ჩემი გააპეს ძვალი,
დღეს ღამის ნისლი არის შოპენი,
და ვარსკვლავები სალვადორ დალი.


მეsmile.gif

Posted by: MaverickAbnormal 14 Nov 2013, 13:48
ზამთრის ლექსი


სად არის ახლა გაზაფხული?
ვინ ზრუნავს მასზე ამ სიცივეში?
დღისით სად თბება?
ღამით სად სძინავს?
მე მგონია, რომ მისი უმშვენიერესობა,
როგორც კი მაისის უკანასკნელი დღე ჩათავდება,
პატარა ბავშვების საფლავებს უვლის
შემოდგომის მიწურულამდე,
ზამთრის დღეებში კი
ახალგაზრდობაში გარდაცვლილ
ცოლების მაგივრობას ცდილობს...
ამიტომ ის შეიძლება
ზოგჯერ იწვეს შენს საწოლზეც,
რომელიც ჯერ კიდევ
ჩემი საწოლის გვერდით დგას!.

ბათუ დანელია

Posted by: merciamercia 14 Nov 2013, 22:38
nini gogo
QUOTE
მერედა როგორ მიყვარს შენი პოსტების კითხვა    

არა, ხო კარგ პოსტებს ვდებ boli.gif givi.gif ვხუმრობ gigi.gif 2kiss.gif


"ჯანდაბას იქით წყეული წიგნი,
ვის რაში უნდა, რაც დღემდე უთქვამთ.
მე მინდა ჩემი სუნთქვა და ფიქრი
იქცეს შენს ფიქრად, იქცეს შენს სუნთქვად..."

ოთარ ჭილაძე

Posted by: nin777 15 Nov 2013, 16:28
რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები!

მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.

ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,

მიუწვდომელი - როგორც ედემი.



და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, -

მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!

ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების

თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.



დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,

ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული -

ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა

და სიყვარულის დღესასწაული.

გალაქტიონ ტაბიძე.

Posted by: Algophobia 15 Nov 2013, 23:14
ვერ გამოვძებნე შენთვის ადგილი
ამ კარჩამოხსნილ, ცარიელ გულში,
დაგკარგე კიდეც ასე ადვილად,
ასეთი ტანჯვით ნაპოვნი გუშინ.

როცა გაქრება ის, რასაც ვუძლებ,
ჩამოილევა სიზმარი ავი,
მხოლოდ ამას გთხოვ _ იქნებ შენს მუხლზე
ესვენოს ჩემი დაღლილი თავი....


თ. ჭილაძე

Posted by: nini gogo 15 Nov 2013, 23:17
merciamercia
QUOTE
არა, ხო კარგ პოსტებს ვდებ

მომწონს შენი პირდაპირობა tongue.gif 2kiss.gif 2kiss.gif




ზღვას მომაშორეს», _ ქვითინებდა
პატარა წვეთი,
დარდს მისას ზღვისა ღიმი ედგა,
ვით ნათლის სვეტი:
ერთნი ვართ ყველა, ერთმანეთით
მიწყივ ვივსებით,
ნუ სევდიანობ, _ განშორება წუთია კენტი.

ომარ ხაიმი

Posted by: Algophobia 15 Nov 2013, 23:21
წარმოიდგინეთ სიმარტოვე,
სიცივე,
ღამე,
ნავთქურის ახლოს მთვლემარე კატა
და კალენდარი შარშანდელი
(თუ უფრო ძველი),
ნოტების წიგნით გამართული
მაგიდის ფეხი.

როცა მარხავდნენ ჩემს მეგობარს,
ცალკე, კუთხეში,
მეგობრის დედა ფლეიტაზე უკრავდა ჩუმად...
გარეთ კი წვიმდა...
ღია კარში მოჩანდა ქუჩა....

Posted by: nini gogo 15 Nov 2013, 23:26
ვისაც ხელში ნახევარი პური აქვს
და თავისთვის დასაჯდომი ყურე აქვს,
არც მონა ჰყავს და არც სხვას ემონება,
ქვეყნად იმას რაღა დასამდური აქვს..

ომარ ხაიმი

Posted by: Algophobia 15 Nov 2013, 23:42
ღმერთის ეზოში ვესვენე თითქოს...
ჩამოდიოდა ღრუბელი ნაცრად...
და მკერდზე მეწყო, ხელების ნაცვლად,
უაზრო ფრენით დაღლილი ფრთები....

Posted by: nini gogo 16 Nov 2013, 00:14
QUOTE
ღმერთის ეზოში ვესვენე თითქოს...
ჩამოდიოდა ღრუბელი ნაცრად...
და მკერდზე მეწყო, ხელების ნაცვლად,
უაზრო ფრენით დაღლილი ფრთები....

mo.gif


მე ვხედავ, მე მესმის - მოდიან,
ხშირ სუნთქვას ასდევენ თელები...
სიცოცხლე სიკვდილი როდია,
რომ ოდენ შეიცნო ცრემლებით.
ღრუბლები მთებს გარე უვლიან,
ქარმა ვერ შეჰბედა აჰყაროს;
რას იზამ, სამყარო რთულია,
იმდენად რთულია სამყარო...
და ღელავ, რაც უფრო მშვიდი ხარ,
ისვენებ, რაც უფრო იღლები,
რომ დგახარ, მაშინაც მიდიხარ,
ზურგზე შემოყრილი ნიღბებით.
და ვხედავ, და მესმის - მოდიან,
ხშირ სუნთქვას ასდევენ თვალები...
სიცოცხლე - სიკვდილი როდია,
რომ მხოლოდ შეიცნო ცრემლებით.


ტარიელ ხარხელაური

Posted by: merciamercia 16 Nov 2013, 13:25
nini gogo
QUOTE
მომწონს შენი პირდაპირობა    

მადლობა 2kiss.gif

***
დადგება მხრებთან თეთრი საღამო
და, როგორც თრთოლვა, წუთით გრძელდება
მაღალ ფიქრებთან ვდგევარ მაღალი
და სიმაღლეში გამითენდება.

და ერთადერთი ჩრდილი აწვალებს
უჩინმაჩინის უსახო სხეულს,
ასე აწვალებს ჯამბაზს ბაწარი,
ასე აწვალებს ნიავებს რხევა.

ასე აწუხებს ცას გათენება
და უნებური შიში მკვლელობის.
ასე ჭრილობით გამომრთელებას
მოაქვს ტკივილი გაურკვევლობის.

მირზა გელოვანი

Posted by: MaverickAbnormal 16 Nov 2013, 14:48
ასე იყო:
ცხოვრება მუდამ
ცხვირ-პირში გვცემდა
და ჩვენ ბიოგრაფიებს ვაფუთხებდით,
როგორც ჩამტვრეულ,
სისხლიან კბილებს....

Posted by: mtis_yoili 16 Nov 2013, 19:32
* * *
ლიფს ავსებდა შენი თეთრი
მკერდი,
ჩემი მუზა გრძნობებს სხეპდა
ფარულს,
ღელის პირას ისევ ლექსებს
ვწერდი,
და ამჯერად უფრო
ლ ე ქ ს უ ა ლ უ რ ს.

პატარები აფეთქებდნენ
კოცონს,
ნენეს თოთო გამოჰქონდა
ჭყინტი,
ახლა მინდა მოგვარდე და
გკოცნო,
შენ კი ისევ გადაყლაპო
კრინტი.

სასაცილოდ არ ვყოფნიდი
ბიჭებს,
რადგან აღარ მიკარებდი
ახლოს.
სურვილები გულზე ისე
მიჭერს -
როგორც კაბა ორსულ
ს ა პ ა ტ ა რ ძ ლ ო ს...

ძროხას თვალში ჩადგომოდა
მთვარე
და ტკაცუნით იხრებოდა
პალო,
კიდვენ ერთხელ ამ ბიჭების
ჯიბრზე,
მხოლოდ ერთხელ ჩემეხუტე
ქალო.

/როინ აბუსელიძე/

Posted by: nini gogo 16 Nov 2013, 23:26

მორჩა, გათავდა!- ყოველივე იყო სიზმარი,
იმედის სხივით აღარ ბრწყინავს ჩემთვის ცისკარი;
უბედობის ჟამს სუსხიანმა მწარე ქარბუქმა
ჩემი ცხოვრების გარიჟრაჟი დარდით მოქუფრა.
გემშვიდობებით_ სიყვარულო, ლხენავ, იმედო!
ნეტავ შემეძლოს, მოგონებავ, შენც გაგიმეტო!

/ჯორჯ ბაირონი/

Posted by: chikole 17 Nov 2013, 19:08
როგორ შევძლებ ცხოვრებას,
როცა ერი მკვდარია,
როცა ყველა გლოვობს და
მე ჭრელები მაცვია.

როგორ შევძლებ ცხოვრბას,
როცა არ გემსგავსებით,
როცა ყველა ყალბობს და
მაგრად არ მევასებით.

როგორ შევძლებ რამე ვთქვა,
როცა სიტყვას გესლიან ,
წინ შეგხვდება იღიმის,
ჩაივლი და გესვრიან.

როგო უნდა ვიფიქო,
ოცნებასაც მიშლიან,
არასწორი ფიქრისთვის,
სამუდამოს მისჯიან.

საით უნდა წავიდე,
როცა ერთი გზა არის,
და აქ შენს წასაქცევად,
ყველაფერი მზად არის.

ვისგან უნდა ისწავლო,
პედაგოგიც გიჟია,
მასზე ბევრი თუ იცი,
გონებასაც გიშლიან.

საით უნდა გაექცე,
გადარეულ თაობას,
მზესუმზირს გულისთვის,
ერთმანეთის დახოცვას.

რა გინდა რომ აკეთო,
არაფერი არ ხდება,
ოცდაათი წელია,
სულ მიტინგი ტარდება.

ვისთან უნდა წახვიდე,
როცა ვერსად გხედავენ,
გვერდსაც არ აგივლიან,
ისე გადაგთელავენ.

როცა შენი სტუმრობა,
მასპინძელს არ ახარებს,
და ყოველი მეორე,
ჯიბით ბიოს ატარებს.

ნარცისიზმით შეპყრობილ,
მინისტრების კამანდას,
და სუფრაზე დანიშნულ,
თურმე გეი თამადას.

აღარ ვიცი ვის ვენდო,
მეგობარი მგონია,
მაგრამ თურმე ამდენ ხანს,
მტერი გამომყოლია.

ვინღა უნდა ითხოვო,
ყველა დაკერილია,
ვინც გინდოდა საცოლედ,
თურმე გაკერილია.

როგორ გინდა წამოდგე,
ვითომ ხელს რომ გიწვდიან,
ახლოს რომ მიიწევი,
უფრო უკან მიდიან.

როგორ შევძლებ ცხოვრებას,
მომავალში არვიცი,
ნეტავ ამას ჩემს გარდა,
სხვა ვინმე თუ განიცდის.

Posted by: BELLA-DONNA 17 Nov 2013, 19:20
chikole
ამ ლექსებს სად პოულობ, გაფიცებ?

Posted by: chikole 17 Nov 2013, 21:28
იასამნების გაცვია კაბა,
და საოცარი ღიმილი გშვენის,
შენ უნდა იყო ღრუბლებზე მაღლა,
შენ უნდა იყო ედემზე ზევით.

მინდა რომ გახდე სამყაროს წვიმა,
დილა და ღამე უცვლელი წამი,
შენ უნდა გერქვას სრუყოფილება,
მუხლზე დაგიდგეს სუყველა ქალი.

და შენს თვალებში იშლება ია,
მზის სხივი გირთავს ოქროს ნაწნავებს,
მეკი უბრალოდ დაგიწერ ლექსებს,
სანამ მუზები შენს თავს წამართმევს.

იასამნების გაცვია კაბა,
და მონალიზას ღიმილი გშვენის,
შენ უნდა იყო ღუბლებზე მაღლა,
შენ უნდა იყო ედემზე ზევით.





ქორწილი იყო ჩემს გვერდით შაბათს,
ჩემს მარჯვნინ გოგოს გაეხსნა ბედი,
და ამშვენებდა ქალს თეთრი კაბა,
ორი კვირის წინ მას თხოვეს ხელი.

და ზუსტად ქვემოთ,ქვედა სართულზე,
ვიღაცას ბოლო მოუღო ბედმა,
ახალგაზრდა ბიჭს უთხრიან საფლავს,
და თავთან ცრემლით ასველებს დედა.

სამი თვის ბავშვის ტირილი ისმის,
და მისი ცოლი იხევდა პერანგს,
იზილებოდა ეს ყოველივე,
პანაშვიდი და ქორწილი ერთად.

ეჩეხებოდა მაყარი მამას,
შავებში ჩაცმულს დარდისგან დამჭკნარს,
ზედა სართულზე თხოვდება გოგო,
ქვემოთ კი ცოლი ქმარს ატანს საფლავს.

ამ ყოველივეს მე ვუმზერ სახტად,
და მგონია რომ გასკდება გული,
აქ სიგნალების ისმის ხმაური
და ყვავილების მახრჩობს მე სუნი.

ასეთი რამე არვის გინახავთ
და გული ასჯერ ძლიერად ფეთქავს,
პირველად ვნახე,პირველად ვნახე,
პანაშვიდი და ქორწილი ერთად.
* * *
რაღაც მაკავებს მიწაზე თითქოს
დღეს სიგიჟესთან უფრო ახლოს ვარ
მე ჩემი რწმენის არმჯერა თვითონ
და ამდენ ხალში მაინც მარტო ვარ

ვკარგავ სუფლიორს საკუთარ თავთან
სულით ობლობის ვირწმუნე აზრი
სხვაში ვეძებდი ჭეშმარიტებს
მაგრამ აღმოჩნდა რომ მე ვარ მცდარი

არვიცი რა მაქ საერთო ხალხთან
თითქოს ვარ ზღვაში ნასროლი ბოთლი
მსახიობს ვგავარ თეატრის მიღმა
რომელსაც მუდამ არ რჩება როლი

მაგრამ მე მაინ სცენაზე ვდგავარ
საკუთარ თავთან ვთამაშობ პოეტს
არც ხალხია და არც სპექტაკლია
ავარჩევ ჩემთვის საყვარელ როლებს

რაღაც მაკავებს მიწაზე თითქოს
დღეს სიგიჟესთან უფრო ახლოს ვარ
მე ჩემი რწმენის არ მჯერა თვითონ
და ამდენ ხალში მაინც მარტო ვარ

Posted by: Algophobia 17 Nov 2013, 22:14
სულს ბორკილები
რისთვის დაადე?
რად შემჭერ ფრთები,
კაეშნის ბადე?
სტირიან მთები..
მოსთქვამენ ფრთები..
გეძახი: ვკვდები...
გამომეცხადე!

დაიმსხვრა სული
ფრქვეული ცამდე,
გაჰქრა ფარული
ცის სიდიადე.
აღმეძრა წყლული,
სევდით მოკლული,
ატირდა გული:
გამომეცხადე!

ლანდებათ ვნება
რად გამიხადე?
სულს მოსვენება
რისთვის უქადე?
შავ ფიქრთა კრება
კვლავ აღარ ცხრება
და გევედრება:
გამომეცხადე!


გალაკტიონი

Posted by: In_private 18 Nov 2013, 10:55
მე წავალ შენგან შემოდგომის სევდიან ღამეს
და დაგიტოვებ ყვითელ ფოთლებს, შემკრთალ იმედებს,
ფიქრებს გაცრეცილს,მოგონებად ქცეულ წამებსაც,
შეველევი და უყოყმანოდ გამოვიმეტებ...

მე წავალ შენგან, გავიყოლებ სევდის ნამსხვრევებს,
გულს გადავუშლი ფურცლებსა და ნანატრ სტრიქონებს,
მერე იწვიმებს, ნაცრისფერი იქნება დილა,
ვივლი წვიმაში, ვიოცნებებ და მოგიგონებ...

მოგენატრები, ერთხელ მაინც მოგენატრები,
სიგარეტის კვამლს გააყოლებ მზერას ფიქრებად,
სულ ერთი წამით გაიელვებს ჩემი ხატება
სულ ერთი წამით, ჰოი როგორ გაგიჭირდება...

მე წავალ შენგან შემოდგომის ლამაზ საღამოს,
წავალ ამაყად, არც რამეს გთხოვ, არც დაგპირდები,
მერე იწვიმებს სევდანარევ წვიმიან ღამეს
ქუჩის კუთხეში ჩამოვჯდები და ავტირდები...

Posted by: GoGoNNa 18 Nov 2013, 11:28
რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით.
ამქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, -
მარადიული ის არის მხოლოდ
და ასეთია ყოველთვის ბოლო
ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების,
და მეც ამ დიდი კანონის ნებით
მიყვარხარ!
მაგრამ ამ სიტყვას ახლა
იაფი სცენის სურნელიც ახლავს,
რაც არ უხდება და არც სჭირდება,
ამიტომ ალბათ გამიჭირდება
მისი წარმოთქმა. მაგრამ გახსოვდეს,
მაგრამ გჯეროდეს, რომ არასოდეს
არ დაგავიწყებ ჩემს ხმას და სახელს,
შენგან მრავალი ტკივილის მნახველს.

და გზა, რომელიც გაიყო ორად
და უკვე იქცა ცოდვად და ჭორად,
იყოს დღეგრძელი, რომ შენი წილი,
თავისი ღორღით, მტვრითა და ჩრდილით,
ტანჯვის გზად იქცეს და უცხო თვალი:
ყრმის თუ მოხუცის, კაცის თუ ქალის
გხედავდეს მხოლოდ ამ გზაზე მავალს,
რადგან დღეიდან მე შენი ხმა ვარ,
რადგან მე უკვე ვიყავი ღმერთი და
მოვიგონე ეს გრძნობა ჩემთვის,
ჩემს დასაცავად და დასაღუპად.
და რისხვა, გულმა რაც დააგუბა,
რაც გულს აქამდე ძალით ეკავა,
წვრილმან გრძნობების წასალეკავად
გასასვლელს ეძებს, რომ დღეის იქით
შენს ნაკვალევზე დიოდეს იგი
და უსასრულოდ, დღისით თუ ღამით,
და თუნდაც მხოლოდ სულ ერთი წამით
იქცეს კოშმარად და მოჩვენებად,
დაგიფრთხოს ძილი და მოსვენება,
რომ ფრთებშეკვეცილ ფრინველის მსგავსად,
აღარ შეგეძლოს გაფრენა არსად.
მერე რა მოხდა, თუ უცხო თვალი,
ჩვენი უცნაურ სეირით მთვრალი,
ბაგეს გადასცემს დამცინავ ღიმილს
და იმ ღიმილის უხეში ქიმი
გაგვივლის გულში...
შენ კი გახსოვდეს,
რომ ვერ მიაგნებ ხსნას ვერასოდეს,
რომ მე ვარ ჯვარიც და ეშაფოტიც
და ჩემი სულის ყველა ნაფოტი
იმ კოცონისთვს გროვდება ახლა,
რომელზეც შენი სურვილით ახვალ.

მაგრამ იქამდე შენი სახელი,
ვით ჩემი მტრების თანამზრახველი,
ან ვით ურჩხული: ცხრა ხმით, ცხრა ხელით
დამახრჩობს, თუკი ამოძახებას
ვერ შევძლებ უცებ.

Posted by: MaverickAbnormal 18 Nov 2013, 17:22
აქ ერთ დროს

აქ ერთ დროს რეკავდნენ ზარები თამამი
და თითქოს დიდებას ამბობდნენ ღმერთების,
აქ ერთ დროს ილოცდნენ წმინდანი მამანი
და ბოლოს დასტოვეს მონასტრის კედლები.

და ბოლოს დასტოვეს მონასტრის არენი_
სიკვდილის ჟამმა თუ დარეკა,
ქარსა და ქვიშაზე უმიზნოდ ნარენი,
ქარმა და ქვიშამვე წალეკა.

დაინგრა მონასტრის ზეცა და გუმბათი,
დაინგრა კარები აღსავლის,
დადუმდნენ ზარები და დუმილს უმატეს
და ხმა არ ისმოდა არსაით.

წავიდა წვიმა და მოვიდნენ ქარები,
წვიმები,ქარები მეასედ,
ციოდა მარიამს და დედის მკლავებში
ციოდა პატარა იესოს.


Posted by: Algophobia 18 Nov 2013, 17:49
მე შენს სამარეს,მე შენს სამარეს,
მშვიდს და მდუმარეს
კვლავ თვალს ვავლებდი, კვლავ დავსცქეროდი,
ვით გაყიდული
ცოდვილის სული
„რისთვისო, რისთვის?“ მეკითხებოდი.
არ ვიცი, არა!
განა არ კმარა,
რაც დავიტანჯე, რაც ცრემლი ვღვარე?
ეხლა შენ მითხარ
ვინ ვარ, ან რა ვარ?
კვლავ რისთვის მტანჯავს შენი სამარე?

Posted by: wuma 18 Nov 2013, 22:15
ციკლიდან - blues

არავინ მყავს და არავის ვყავარ,
მივყვები მარტო ღამეულ თბილისს,
ვიტრინის მიღმა წრუპავენ ყავას
ვიღაცეები,
ძალიან თბილი
ღამეა,
მე კი
რატომღაც მცივა,
ერთმანეთისკენ იწევენ მხრები,
ეს ქუჩა,
ალბათ,
სახლამდე მივა,
სახლამდე,
სადაც არ მოვიხრები
ერთხელაც,
მხოლოდ ვიწვები ზურგზე,
გულაღმა
და მზე ბოლოჯერ ჩავა...
ვიტრინის მიღმა გრძელდება ბლუზი,
არავინ მყავს და არავის ვყავარ.

ნიკა ჩერქეზიშვილი

Posted by: nini gogo 18 Nov 2013, 22:24
QUOTE
სულს ბორკილები
რისთვის დაადე?
რად შემჭერ ფრთები,
კაეშნის ბადე?
სტირიან მთები..
მოსთქვამენ ფრთები..
გეძახი: ვკვდები...
გამომეცხადე!


ეს ფიქრი წავა ოცნების იქეთ
და შენ გაჩნდები, როგორც მისანი.
მე დღესაც ვნანობ, რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!

თუმცა სიცოცხლე მაინც კარგია,
ღამის გრიგალი თავზე მევლება.
სიკვდილის გარდა, კიდევ რა ჰქვია
ჩემს ასეთ გლოვას და აღელვებას?!

ვფიქრობ, ხვალისთვის ძალას დავიკრეფ,
ვფიქრობ, მძიმეა ჩემი მიზანი.
ვნანობ, ამდენ ხანს რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!

ტერენტი გრანელი

Posted by: Algophobia 18 Nov 2013, 23:13
ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ...
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ!
როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს,
ვერ გპოვებ ვერასდროს, ვერასდროს...
შენი მე სახება დამდევს თან
ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!..
შორი ცა ნისლიან ფიქრებს ცრის...
ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის!..

Posted by: chikole 18 Nov 2013, 23:28
მთვრალი ვარ, ფეხი ისევ მერევა,
და წავიქეცი თოვლიან გზაზე,
ვიღაც გაივლის დახედავს სხეულს,
გაიღიმებს და თავს გადააქნევს.

რაიცის, რატომ ვაგდივარ მარტო,
რატომ გავაქრე დარდი სასმელში,
რაიცის ეხლა მე რაზე ვნატრობ,
ან ამ დონემდე რატომ დავეშვი.

სახლში მელიან დედის უძილო,
ღამენათევი შავი თვალები,
მეკი ქუჩაში ამრტო ვაგდივარ,
და არც არავის არ ვენანები.

ფიფქების კრება მიყინავს სახეს,
ვგრძნობ რომ სხეული ვეღარ ინძრევა,
ყველა გამვლელი სევდით მიყურებს,
დახმარებას კი არვინ მპირდება.

მაგრამ მე არ მწყინს არავის ქცევა,
ყველას თავისი აწუხებს ფიქრი,
ხომ შეიძლება ხვალ თქვენ ეყაროთ,
ზუსტად იქ სადაც ეხლა მე გიცდით.

ხომ შეიძლება თქვენც მოგერიოთ
დარდი და დათვრეთ საკუთარ თავთან,
ხომ შეიძლება თქვენც მიგატოვონ,
და ვერ მიხვიდეთ ნასვამი სახლთან.

სადღაც კი დედა ღამეს მითენებს,
დარდობს და ცრემლი ერევა ხმაში,
იქნებ ცოცხალი ვეღარც მიხილოს,
და მიმიტანონ უძრავად სახლში.

უკვე ვხვდები რომ წამები რჩება,
ვერ დავამარცხე სასმელის კვალი,
ვიცი რომ მალე გავიყინები,
და მე გავხდები უბრალო მკვდარი.

მაგრამ უეცრად სახეზე ცივი,
ფიფქების ნაცვლად მეცემა წვეთი,
ადექი შვილო, წავიდეთ სახლში
და ლოყას მითბობს ნაცნობი ხელი.

ავყავარ, გულში მიხუტებს მაგრად,
თითქოს ისევ ვარ პატარა ბავშვი,
მივყავარ დედას ახალშობილი,
მივყავარ ჩემთვის საყვარელ სახლში.

ჩამოვეკიდე მოკუზულ მხრებზე,
მას სიყვარული უფეთქავს ხმაში,
და ჩვენ მივდივართ თოვლიან გზებზე,
დედა–შვილი და ფიფქების ვალსი.

გამვლელი უკვე ღიმილს მაგებებს,
მას გონია რომ მე მიმყავს დედა,
სადღაც ჩემს უკან სიკვდილი დარჩა,
და იქვე დარჩა უაზრო სევდაც.

მივდივართ გზაზე მე და ნამდვილი,
ჩემი მეგზური და ჩემი ყველა,
მივდივართ ოთხნი ნაცნობ ბილიკზე,
მე, სიყვარული, თოვლი და დედა.

Posted by: MaverickAbnormal 19 Nov 2013, 10:26
***

ო, მე არც თუ ისე ცუდად ვარ მოსილი,
დავდივარ ქუჩაში, დავდივარ მძიმედ და...
შემხვდება ვიღაცა მთლად ჩამოძონძილი
და დამცინავად გაეღიმება.

ო, მე არც თუ ისე მახინჯი გახლავართ,
დავდივარ ქუჩაში, დავდივარ მძიმედ და...
ჩემზე უარესნი დამინახავენ
და დამცინავად გაეღიმებათ...

ო, მე არც თუ ისე მსუბუქი იერით
დავდივარ ქუჩაში, დავდივარ მძიმედ და...
შემხვდება ვიღაცა - მთლად სიცარიელე
და დამცინავად გაეღიმება.

რამ დაგაბრმავათ, ბატონებო?
ვიცოდე ნეტავ?
რამ დაგაბრმავათ?
იმან, რომ მხედავთ...


Posted by: Algophobia 19 Nov 2013, 15:11
აჰა, ჩემს ირგვლივ ყველაფერმა
იცვალა ფერი,
ვარდ-ყვავილებით მოიქარგა
წყაროს ნაპირი.
მზისა სხივებით აფერადდა
ცისა ეთერი,
ჭალაზე მწყემსის აღუღუნდა
მწუხარე სტვირი...
წყნარმა ოცნებამ არემარე
გარემოიცვა,
შეამკო იგი ყვავილებით
და მორცხვი ვნებით,
ვით მოჩვენება - გაზაფხული
დაეშვა ქვეყნად.
გაასვენებენ შემდეგ ცხედარს
ამ გვირგვინებით.
გავყვები ვარდებს თავდახრილი
და მოწყენილი.
გული - გულია, კვლავ სიცოცხლით
რომ ავათრთოლო.
ყველა გათავდა, ყველაფერმა
იცვალა ფერი.
მარტო დარდთა ჩემთ უცვლელობას
არ უჩანს ბოლო.

Posted by: MaverickAbnormal 19 Nov 2013, 16:52
მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა

მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა,
მათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ბრუნდება სახლში
და ვიდრე ღამე მზის სხივებით არ აიმღვრევა -
ვერ შელევია მის წმინდა და სევდიან ნახშირს.
ვინც უკეთესი ვერაფერი ვერ შეძლო, ვიდრე
ღამის ხიდიდან ჯოჯოხეთში ვარდნაა; და ვინც
მზის პირველ სხივებს, როგორც ფილმის მოსაწყენ ტიტრებს,
ისე აჰყურებს. ვისაც სძულს და ვერა თმობს მაინც
თუნდაც ერთ წარსულს, უმაჯინჯესს. ჰოდა მიმღერე
შენი ხმამწარე იავნანა - მათთვის, ვინც ღმერთზე
მხოლოდ ის იცის, რომ ახლოა, და ვერ იყენებს
მისკენ მიმავალ ვერცერთ რწმენას, არადა ეძებს.
მიმღერე შენი იავნანა, მიმღერე შენი
კანონგარეშე იავნანა მათთვის, ვინც ახლა
ღამენათევი და ნათრევი მიიწევს ქშენით
ცივი სახლისაკენ; იმისაკენ, რასაც ჯერ სახლად
ნათლავს და სჯერა, რომ იქ მაინც დახვდება სითბო,
რომელიც თუნდაც მხოლოდ სხეულს ჭირდება ჯერაც;
სჯერა, რომ სიკვდილს და სიყვარულს რაც უფრო ითმენ,
მით უფრო მშვიდად დაიძინებ. რატომღაც სჯერა.
(იმღერე მისთვის, ვინც თავისი ნახა საფლავი
და თითქმის გული აუჩუყა წარწერამ ნიშში.
სახლებს ანგრევენ, ზღვებს აშრობენ, ტყეებს კაფავენ,
მან კი ვერაფრით მოიკვეთა სიკვდილის შიში.)
მიმღერე შენი იავნანა, შვების სიმღერა
მისთვის, ვინც ლიფტის წითელ ღილაკს დილითღა აჭერს
და მერე სამჯერ წარმოიდგენს, როგორ იღება
ლიფტის კარი დ ვიღაც როგორ დაახლის სამჯერ
სახეში ტყვიას. ვინც საკუთარ გასისხლულ სახეს
და აყმუვლებულ ჭირისუფალ ძაღლებსღა ფიქრობს,
როცა კანკალით დილისპირზე სახლის კარს აღებს
და გაუხდელად მიეგდება; და რათა იკლოს
ძილგამძლე ფიქრმა, ყვავილს ხატავს ბალიშზე თითით
ან წარმოიდგენს, რომ დალია აბი საძილე,
ან თავზე საბანს წაიფარებს, ან კიდევ ითვლის,
ან ცდილობს, თავი მოუყაროს ლექსის ნაწილებს
და გრძნობს, რომ სისხლი თვალებიდან აღარ იღვრება.
აღარც ცრემლები. მხოლოდ შიში, დაღლა და შიში.
მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა
მათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ეფლობა ძილში.

Posted by: Algophobia 19 Nov 2013, 21:17
მკვდარ ყვავილების ფენას,
ვხედავ ფერებით ნათელს,
ნისლი უმატებს წყენას
ზოდიაკალურ ნათელს.
მთები ბურუსმა შთანთქა,
გულს რა ზმანებას ვახლი?
სადღაც გრიგალი ადგა
და შეშლილების სახლი.
ის იდუმალად მუქი
დაფენილია რიგი,
როგორ ჰქრებოდა შუქი,
როგორ კვდებოდა იგი.
მკვდარ ყვავილების ფენას
გრძნობს მომაკვდავი ბაღი,
გული იბურავს წყენას,
როგორც კატორღის დაღი.

Posted by: nini gogo 19 Nov 2013, 22:41
QUOTE
მივდივართ გზაზე მე და ნამდვილი,
ჩემი მეგზური და ჩემი ყველა,
მივდივართ ოთხნი ნაცნობ ბილიკზე,
მე, სიყვარული, თოვლი და დედა.



chikole
როგორი გრძნობით კითხულობ ამ ლექსს,, ვნახე ვიდეო smile.gif




„დაე სხვა გემები მორეკოს წყალმა,
გემუდარებით იცინეთ, იცინეთ,
როცა მე წავალ!“

/ირაკლი ჩარკვიანი/

Posted by: Artanjelo 20 Nov 2013, 02:14
ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.

ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა -
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.


არავინ არ ტქვა გალაკტიონი ვერ იყო უდიდესი პოეტიო თორემ თავს მოვკვეთ.
* * *
მორისონის ეს ლექსი მიყვარს მაგრად
Moment of Freedom
as the prisoner
blinks in the sun
like a mole
from his hole

a child's 1st trip
away from home

That moment of Freedom

ქართულად თარგმნილი ორი ვარიანტი ვიცი.


თავისუფლების პირველი წამია,
როცა ტუსაღი
თვალს ვერ უსწორებს მზეს,
როგორც სოროდან გამომძვრალი
ბეცი თხუნელა...

ბავშვის პირველად გასვლა
შინიდან
გარეთ...
აი, ესაა თავისუფლების
პირველი წამი.

.............................
თავისუფლების წამი
როდესაც მზის შემყურე
ტყვე, ბრმავდება,
ვით თხუნელა
სოროდან.

ბავშვის პირველი მოგზაურობა
სახლიდან შორს…

აი ეს არის თავისუფლების წამი!

Posted by: GoGoNNa 20 Nov 2013, 09:54
ვწევარ და ვუსმენ. ქარია გარეთ.
მე ბნელ ოთახში ვწევარ და ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედელზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.

სად გაქრა შენი ფერკმთალი სახე,
სუნთქვა სიჩუმის და ფოთოლცვენის,
ან ის სიზმრები, ერთად რომ ვნახეთ,
აუხდენელი სიზმრები ჩვენი.

ახლა მჭირდები... შენ არც კი იცი,
შენ ვერც იფიქრებ, როგორ მჭირდები...
შეეძლო მარტო შენს ბავშვურ სიცილს
გაევსო სახლი მზით და ჩიტებით.

სად გაქრი... საით გაყევი ქუჩებს...
სად დაგავიწყდი... სად ვიყავ მაშინ...
ან იქნებ ვინმეს მოუნდა უცებ,
ჩემი ყვირილი გაიგოს ქარში.

საბრალო სული! დე, იყოს ასე!
მე არ მრცხვენია ვნებები ჩემი,
მე ყოველ ღამეს - შენი ხმით სავსეს -
ვხვდები ცახცახით და გულისცემით.

მაგრამ შენ სად ხარ... ქარია გარეთ,
ისევ ქარია და ისევ ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედლებზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.

ჭილაძე

Posted by: MaverickAbnormal 20 Nov 2013, 16:17
ღრუბლები ჩაივლიან
და ტყეებს გაბურავენ,
ამობოლდებიან
ნისლები უღრანებით....
შენ ნუ გეწყინება
პოეტის სამდურავი-
ის ცხოვრობს გალუმპულ
ტყეების მწუხარებით.

დაღლილის, დაშლილის,
დაჭრილის, ხეიბრის,
ხელჩაქნეულის და
ყასიდად უკარებლის
შენ ნუ გეწყინება-
ის ცხოვრობს ღრეების,
ის ცხოვრობს გალუმპულ
ტყეების მწუხარებით.

Posted by: juz111 21 Nov 2013, 11:13
იის კონაში გადავცვლიდი ახლა სიცოცხლეს,
დავივიწყებდი განშორებით გახსნილ იარებს,
დაღლილი გული საქციელებს მუდამ მიოცებს,
ვერ დაგივიწყე, არაფრით არ გადამიარე.

სულ ერთი კონა, ოღონდ მხოლოდ შენი ხელებით,
იქნება გულმა გიჩურჩულოს ჩემი სურვილი.
ლურჯთვალა იებს შენს ხელებში მოვეფერები
და ვიტყვი ნატვრებს მოვუკალი ყველა წყურვილი.

იის კონაში დღეს სიცოცხლეს ვიძლევი ქალი,
ალბათ სისუსტემ საბოლოოდ გაწყვიტა ძარღვი.
დე, დარჩეს ჩემად ახდენილი ოცნების ვალი.
იის ფოთლებში სიხარულის ცრემლებს თუ ჩავღვრი.

იის კონაში გადავცვლიდი ანთებულ თვალებს
რა გამხელილი სისუსტეა ქალის თხოვნაში,
რარიგ ტკივილით განუვლიათ ცხოვრება ქალებს,
ვისაც სიცოცხლე გაუცვლია იის კონაში.

იის კონაში დღეს ღიმილს და სიყვარულს გავცვლი,
უსურნელო და უყვავილო არაფერს ვგავარ,
ყველა ოცნებას ამ პატარა კონაში დავცლი
და შენგან ნატვრა ახდენილი იებით წავალ.

იის კონაში გადავცვლიდი ახლა სიცოცხლეს...

Posted by: MaverickAbnormal 21 Nov 2013, 13:47
ფეხებზე მკიდია, რომ კანის სიყვითლე
და ფილტვის კიბო მოაქვს ნიკოტინს.
გზის ფულით დღეს ისევ ყვავილი ვიყიდე,
უბრალოდ წვიმდა და უბრალოდ მინდოდი.

Posted by: chikole 22 Nov 2013, 02:58
QUOTE (nini gogo @ 19 Nov 2013, 22:41 )
QUOTE
მივდივართ გზაზე მე და ნამდვილი,
ჩემი მეგზური და ჩემი ყველა,
მივდივართ ოთხნი ნაცნობ ბილიკზე,
მე, სიყვარული, თოვლი და დედა.



chikole
როგორი გრძნობით კითხულობ ამ ლექსს,, ვნახე ვიდეო smile.gif





ხო თან მანდაც მთვრალი ვარ და გამომდის smile.gif
* * *
მე არ მომბეზრდით, მე უბრალოდ გადავიღალე,
საკუთარ თავთან, თქვენზე ფიქრში გადავიკარგე,

მე არ მომბეზრდით, მე უბრალოდ გამოვიცვალე,
ბოდიშს მოგიხდით თუკი თქვენთვის ვერ მოვიცალე.

მე არ მომბეზრდით, მე უბრალოდ თქვენით ვარსებობ.
და ეს "უბრალოდ" კიდევ ბევრჯერ უნდა ვახსენო.

მე თქვენ მიყვარხართ, მე "უბრალოდ" არა მაქ სხვა გზა,
გთხოვთ მომიტევეთ მაგრამ არ მსურს არაფრის ახსნა.

და ასე მშვიდად, მე უბრალო უბრალოდ ვქრები,
უბრალო ხალხში ალბათ ყველა უბრალო ვხდებით.

მე არ მომბეზრდით, მეც თქვენსავით ყველა მიყვარხართ,
და როცა გნახავთ მაშინ გეტყვით ჩემთვის ვინახართ.

თქვენ არ ხართ ჩემთვის ჩემს თავზე მეტი,
თქვენ არ ხართ მხოლოდ ხალხი და მასა,
თქვენ გახდით ჩემი სიცოცხლის ფესვი,
და მე კვლავ არ მსურს არაფრის ახსნა.

Posted by: juz111 22 Nov 2013, 03:03
MaverickAbnormal
QUOTE

ფეხებზე მკიდია, რომ კანის სიყვითლე
და ფილტვის კიბო მოაქვს ნიკოტინს.
გზის ფულით დღეს ისევ ყვავილი ვიყიდე,
უბრალოდ წვიმდა და უბრალოდ მინდოდი.


smile.gif

Posted by: MaverickAbnormal 22 Nov 2013, 13:38
დაბადების დღე

თენდება, მაგრამ ჯერ ისევ ბნელა,
საგნებიც ისევ უძრავად დგანან,
ბნელში საათის ისარი ელავს,
როგორც მკვლელობის ადგილზე დანა.

გამეფებულა დუმილი ირგვლივ
(თითქოს შემთხვევით შესულა სხვისას)
და უცებ ვხვდები, რომ ფარდებს იქით
მეოცე დღეა მესამე თვისა.

Posted by: In_private 22 Nov 2013, 16:51
ემოციამ დამიწყო კბენა,
ოცნებებმა გაშალეს ფრთები,
ნეტავ შემძლებოდა ფრენა,
ნეტავ დამევიწყა გზები...

ვიცი გავუძელი წარსულს,
ვხვდები სიტყვით როგორ ვკვდები,
ნეტავ შემძლებოდა ფრენა,
ნეტავ გამეშალა ფრთები...

ალბათ დამებნევა აწმყოც,
წარსულს მოვაბრუნებ? არა!
მხოლოდ უბედობა მახსოვს,
მხოლოდ უიღბლობა მწამლავს...

ნუთუ დამეწევა სითბო,
ნუთუ გავასწარი სიკვდილს,
ნუთუ უკვდავება მიხმობს,
ნუთუ არსებობაც მიკვირს...

სიტყვამ დამიშალა ფიქრი
ყინვამ დამიჭიმა მყესი,
ალბათ გადამივლით იჭვით
ოდნავ თუ დამიცდა ფეხი.

ვსუნთქავ? ნუთუ მართლა ვსუნთქავ,
ვცხოვრობ? არა ალბათ ვცდები,
ალბათ რეალობა მსუსხავს
ალბათ უმომავლოდ ვკვდები...

ვატყობ წამერთმევა ენა,
ალბათ საბოლოოდ გხვდები,
ნეტავ შემძლებოდა ფრენა
ნეტავ გამეშალა ფრთები...

Posted by: მამაო ენუქი 22 Nov 2013, 16:54
http://www.youtube.com/watch?v=vFDgpDyD_cY

Posted by: Algophobia 22 Nov 2013, 21:39
ალერსიანი შემოდგომის
დღე მევლება გარს,
ნიავი მითხრობს უცვლელ ზღაპარს,
სიკვდილის ზღაპარს.
და ყვავილები თანაგრძნობით
მეხვევიან გარს
და ფიქრი მიაქვს შორს ნიავქარს,
სევდის ნიავქარს!
ხვალ არ ვიქნები ქვეყანაზე
და იმიტომ მსურს,
ვიპოვო რამე, რომ წავუღო
ზეცას მედიდურს.
მართმევს მე ამ დღეს უკანასკნელს
სამარის მტვერი,
მართმევს იმგვარად, ვით წამართვა
მან ყველაფერი!
ოჰ, არ წამართვათ, არ წამართვათ
დღე ეს ნათელი,
დღე სევდიანი, დღე დაღლილი,
უკანასკნელი!

Posted by: nini gogo 23 Nov 2013, 19:10
QUOTE
ბავშვის პირველად გასვლა
შინიდან
გარეთ...
აი, ესაა თავისუფლების
პირველი წამი.




როგორც ვიწყები, ისე ვმთავრდები,
სიჩუმესთან და შიშთან ვძალაობ...
ამაოება ამაოთა და ყოველივე არის ამაო.

ჩემი ცხოვრება მდინარეს მოჰგავს,
სიცილ-ტირილი ზვირთებად მომაქვს,
ხან მღვრიე მოვქუხ, ხან წმინდად მოვალ,

ფერხთა მტვერი და სიჩუმის მონა,
ვერც კი გავბედავ ფიქრის გამხელას,
დამნთქავს, დამწრიტავს უძირო სივრცე
ზღვა... სიკვდილი რომ ქვია სახელად.

დავმთავრდები და ისევ ვიწყები,
სიჩუმესთან და შიშთან ვძალაობ...
ამაოება ამაოთა და ყოველივე არის ამაო.


სანდრო გველესიანი

Posted by: In_private 23 Nov 2013, 21:15
ისევ მაშინებს შენთან შეხვედრა,
უშენობა კი უფრო მაშინებს,
სუყველაფერი, რასაც შევხედავ,
იდუმალდება ჩემთვის მაშინვე.

გზად აჩრდილები დიან ზმორებით
და მათ თვალებში თვლემის ნისლია,
მე ტაძრის კიბეს მივეკონები,
უკან მოხედვა არ შემიძლია.

მეხება ვიღაც, მერე მშორდება,
ვერ იხსომებენ ლანდებს თვალები,
ხმა შემომესმა მოულოდნელად
უკანასკნელი დასაფლავების.

ღრუბლიანი ცა ეხება მაღლობს,
ქრება ტაძარი, არ მოჩანს დიდხანს.
მე ვიცი, აქ ხარ, ძალიან ახლოს,
მაგრამ აქ არ ხარ, შენ ისევ იქ ხარ....

Posted by: Algophobia 24 Nov 2013, 11:10
შემოდგომაა... ბაღის ბილიკებს
მიმოფენია ფოთოლი მჭკნარი...
და მე მივდივარ, და მე მოვდივარ,
და მე ვარ ისე, როგორც სიზმარი.

Posted by: nini gogo 24 Nov 2013, 22:34
ზამთარს ოთახებში ვაშამათებ,
ბოლთით, სიგარეტით, მოხიტოთი.
თოვლი მაინც იყო, მოხვიდოდი,
თუნდაც აქა-იქ და იშვიათად.
ვაშრობ გიგანტური კროსვორდებით
დროის ინდოეთის ოკეანეს -
ისე გაიწელა ნაკიანი,
როგორც დარღვეული პროსოდია.
თოვლი მაინც იყო... მოხვიდოდი...

(გიო საჯაია)

Posted by: ა თ უ კ ა 24 Nov 2013, 22:55
შენ ხარ ფორუმზე ტოპიკზე მეტი user.gif

Posted by: merciamercia 24 Nov 2013, 23:40
ა თ უ კ ა
მეგონა, დავით-დეფის პოეზიას დადებდი user.gif

Posted by: In_private 25 Nov 2013, 00:20
როცა ყველასგან მიტოვებული,
საკუთარ თავთან პირისპირ ვრჩები,
შემოგეხვევი პირქუშ დარდებად,
შენ შეგაშფოთებს სიშორე ჩემი.
როგორც უდედო, ძილის წინ, ბავშვი
თვალებს იმგვარი შიშით ვაცეცებ,
გულდასმით ვეძებ, გაფანტულს ქარში,
გამოკერებულ სევდის ნამცეცებს.
შემოგეზრდები კერპ სარეველად,
ფესვებს გავიდგამ გულის სარქველში,
ისე შეგიპყრობს ჭმუნვა და სევდა,
ჰაერს ვერ იგრძნობ ღია სარკმელში.
შემოგეზრდები ატმის ტოტებად,
ვარდისფერ ყვავილს გავიშლი თმებში,
მე აზაზელოს მჭირს ბოროტება...
აღარ მაშინებს სეტყვა და თქეში.
ჩამოგიქროლებ გიჟი მარტივით,
ალაყაფს გინგრევ, შმაგ მორიდებით,
შავ მოჩვენების სპეტაკ მანტიით,
შენი ნახვისთვის კვლავ მოვირთვები.
და როცა მოვალ, შემზარავ მოსვლით,
შენ მოლოდინით იქნები მთვრალი.
ნუ დამიტირებ მიჯნური მოთქმით,
მე საყვარელი ვიქნები მთვარის...
შეგისისხლხორცებ, არ მემეტები,
შენთან არ მინდა, არც მინდა დაგთმო,
შენ, ქარიშხალო თავგამეტების,
შენ, უხილავო სევდავ და დარდო...

Posted by: ა თ უ კ ა 25 Nov 2013, 02:06
QUOTE (merciamercia @ 24 Nov 2013, 23:40 )
ა თ უ კ ა
მეგონა, დავით-დეფის პოეზიას დადებდი user.gif

user.gif
ძგერს
<3

Posted by: MaverickAbnormal 25 Nov 2013, 17:40
სათნოებაც აღარ შერჩა იერს,
აკივლებულს ვეღარ ვშველი სულს...
მარტო ყოფნას ისე შემაჩვიეს,
უკვე გვერდით აღარავინ მსურს!
ნაადრევი თოვლი ათოვს იელს,
მეც დროებას შევეწირე რთულს...
მარტო ყოფნას ისე შემაჩვიეს,
გვერდით მართლა აღარავინ მსურს.

Posted by: nini gogo 25 Nov 2013, 18:39
თურმე,
შენც მოგნატრებივარ,
დღეს წამჩურჩულა ნიავმა,
გულს შემოერღვა ყინული,
გალხვა და გაიმზიანა...
ვაი, ამ მონატრებამა
რა ძაან დააგვიანა...

ტარიელ ხარხელაური

Posted by: In_private 25 Nov 2013, 21:23
ღამე ჩამოწვა, მთვარეც ზანტად, მკრთალად ანათებს,
ღამე ჩამოწვა, მომაკითხა ფიქრმა ამ ღამეს...
ფიქრი უშენო, უშენობას რომ მიქადაგებს,
ფიქრი წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე...
მომნატრებიხარ, აშრიალდა ნოემბრის ღამე,
მომნატრებიხარ, ვერ ვბედავ და არ ვამბობ სათქმელს...
წარსული შენზე, მხოლოდ ერთი, რაც შენგან დამრჩა,
წარსული შენზე, მოგონების დაეშვა ფარდა.
ღამე ჩამოწვა, მთვარეც ზანტად, მკრთალად ანათებს,
ღამე ჩამოწვა, მომაკითხა ფიქრებმაც ღამე...

Posted by: wuma 26 Nov 2013, 11:40
სიყვარულით

ქაფქაფა ფინჯანია ფანჯარა და ფერების ჩეფირს
მიჰყვები, სიწყნარეა, ბოლოში სიცხარე რომ გაკრავს,
ცოტაც და აღარა ხარ, ცოტაც და მაგიდაზე რჩები,
გვიანო შემოდგომა, ცოტაც და წარსული ხარ, მაგრამ

წასვლა რომ დასაწყისზე ხასხასა დასასრულით მორთო,
სიჩუმეს უცნაურზე უცნაურ უძრაობას უწყობ,
დღეს შენზე გაცილებით ლამაზი არაფერი მოთოვს,
თან შენზე მშობლიურად, თავიდან _ მშობლიურზე უცხოდ.

არავინ გჭირისუფლობს, ჯერ ბოლო აკორდამდე გაძლებ,
ფსკერიდან უფსკრულების აფრენის სწორფერი და ღირსი,
ან ბოლო სიყვარულის უფლებას მერამდენედ მაძლევ,
ყველაზე გაცვეთილი სიტყვებით ამიტომაც გიხსნი.

გეთიაშვილი

Posted by: MaverickAbnormal 26 Nov 2013, 11:46
შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც,
გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ,
ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო,
დაულეველო სამშობლოვ ჩემო.

შენთან ვარ , მაგრამ მაინც დაგეძებ,
როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი,
და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე
შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი.

Posted by: nini gogo 26 Nov 2013, 14:37
QUOTE
მომნატრებიხარ, ვერ ვბედავ და არ ვამბობ სათქმელს...


QUOTE
შენთან ვარ , მაგრამ მაინც დაგეძებ,




იცი სადამდე ვიცოცხლებ?
სანამ მოვკვდები...
ავად მანამდე ვიქნები,
სანამ მოვრჩები
გზას გავუყვები სულ ბოლო,
განაპირამდე
თვალსაც გავუწვდენ ზღვის ნაპირს,
სხვანაპირამდე.

სანამ არ მოხვალ დაგიცდი,
ჩემს მონატრებას გადაგდებ.
დაგელოდები ყოველთვის...
იცი საიდან სადამდეე?
სანამ ცოცხალი ვიქნები
ახლა ხომ ხვდები?
იცი სადამდე ვიცოცხლეებ?
სანამ მოვკვდები...

იცი ზამთარში სიცივეს
სულაც არცივა,
ფოთლების ნაცვლად ხისტოტებს
თოვლი დაცვივა.
რალამაზია არიცი
ფოთოლთა თოვლი.
ყინვა ზამთარში მედა შენ
მხოლოდ ჩვენ ორნი.

გინდაა? ჩემს წუთებს გაჩუქებ
ოღონდ გამენდე..
დღეს შევცვლი ღამის მაგივრად
ყველა ღამემდე..
ფიქრს არ მივუშვებ არასდროს
ბურუს, ნისლამდე.
წინ წასულს ადრე დაგხვდები,
შენს იქ მისვლამდე.

თუგინდა ჩემს გულს დაგითმობ,
ვითომ ჩემს კუთვნილს.
არცკი მრცხვენია რას ვამბობ
ეს შენ გეკუთვნის.
იებს დაგიკრეფ თავდახრილს
ლურჯთვალა იებს,
ვარსკვლავს მოგიწყვეტ ზეციდან
ცა მაპატიებს.

თუკი მოვკვდები რას ვიზავ?
მგონი ვერაფერს.
ან ცისარტყელის გაჩუქებ
თითქმის ყველაფერს,
ან წვიმად მოვალ მიწაზე,
შევუერთდები მდინარეს
ან ღამით მოვალ სიზმარში
გულში ჩაგიკრავ მძინარეს.

მაგრამ მე მაინც ვიცოცხლებ,
სანამ მოვკვდები.
ავად მანამდე ვიქნები,
სანამ მოვრჩები.
გზას გავუყვები სულ ბოლო
განაპირამდე.
თვალსაც გავაწვდენ ზღვის ნაპირს
სხვანაპირამდე..


გიორგი ხალაძე

Posted by: In_private 26 Nov 2013, 22:31
როგორ შემეჩვია სევდა,
დარდი უსულგულოდ მათოვს,
თვალებს გაუძნელდა ხედვა
ბაგეც გაღიმებას არ მთხოვს.

როგორ მომეძალა ცრემლი,
ფიქრი შეელია ლოდინს,
უკვე აღარაფერს ველი,
დილაც უღიმღამოდ მოდის.

შენც კი შეგელიე მგონი,
სუნთქვა აღარ მესმის რადგან,
აღარ მედარდება ჭორი,
აღარც გაზაფხული დადგა,

აღარ ველოდები აპრილს,
ალბათ დამეღალა გული.
ვნებებს სხეულიდან აყრილს,
ვეღარ ვახარებ და ვუვლი.

დარდი მოლოდინებს გასცდა,
ბედის მობრუნება ვინ თქვა,
ალბათ ყველაფერი გაცვდა,
ალბათ ყველაფერი ითქვა.

Posted by: nini gogo 27 Nov 2013, 17:25
QUOTE
ბედის მობრუნება ვინ თქვა,
ალბათ ყველაფერი გაცვდა,
ალბათ ყველაფერი ითქვა.




შემოდგომა მოდის,
გამელოტდა ფიჭვი,
გამიქრება როდის?
უნებლიე იჭვი.

შემოდგომა მოდის,
სხვაგან მიდის წერო,
გატკბილდება როდის?
სწავლების კენწერო.

შემოდგომა მოდის,
ყვითლად ღებავს ყოველს,
მე მივაღწევ როდის?
შენთან სიახლოვეს.

(ლაშა-გიორგი)

Posted by: In_private 27 Nov 2013, 22:23
წვიმს. მოწყენილი და სველი კვამლი
ცას ეტმასნება და სადღაც ერთვის.
ეს შემოდგომის დღეებიც წავლენ,
ხსოვნას შერჩება ათასში - ერთი.
აი, გაივლის სულ ცოტა ხანი,
მეც მოგონებად ვიქცევი შენთვის.
წვიმს. მოწყენილი და სველი კვამლი,
ცას ეტმასნება და სადღაც ერთვის…

ო.ჭილაძე

======================================================

მე აღარ ვიცი რა მინდა ამ წამს
ლექსი ვწერო თუ ოცნებას გავყვე,
დღეს სულ ერთია ვინ ვარ და რა მწამს
წვიმის წვეთივით ვეშვები თავქვე.

და ერთ დღეს მიწა მიმიღებს დაღლილს
ეჭვით, ლოდინით, იღბალთან ომით
ჩემი ოცნება ფრთებს ვეღარ გაშლის
გავქრები სულის ყვავილთა კვდომით.

ე.უძილაური

Posted by: nini gogo 27 Nov 2013, 22:41
დრო გადიოდა,
სიყვარული
არ მოდიოდა,
უსიყვარულოდ
ზამთარს ვგავდი,
სულში ციოდა...
შემომეფიქრა,
ჩამოთენდა
ფიქრში მგონი და,
მერე ერთ ღამეს
სიყვარული
მართლა მოვიდა.
ეს როდის იყო
აღარ მახსოვს
ახლა ნამდვილად;
იქნებ გუშინწინ,
იქნებ გუშინ,
იქნებ ამ დილას.
შემომეყვარა,
მასზე კარგი
არავინ მყავდა,
ის რომ მიყვარდა
მზეც მიყვარდა,
მთვარეც მიყვარდა.
უსიყვარულოდ
ვერ დავწერდი,
რაც მიწერია,
უსიყვარულოდ
ქალთამზეო,
ჯვარი გვწერია...

დათო ახლოური

Posted by: In_private 27 Nov 2013, 23:40
მითხარი, რომ სულში ყველა ჩირაღდანი ერთად გადაიწვა,
იმ წვიმიან ღამეს, ის ლამაზი ქალი შენს მკლავებზე იწვა,
მითხარი, რომ მოკვდა ყველა იმედი და ყველა დაპირება,
ნუ გაწუხებს ჩემი ნაღვლიანი სახე, ჩუმი ატირება...

მითხარი, რომ ჩემთვის აღარ დაკრეფ ბაღში იასამნის რტოებს,
გეძნელება თქმა,მაგრამ ვიცი,მაინც მალე მიმატოვებ.
მითხარი და წადი,დამიტოვე გულში უსაშველო დარდი,
სხვების დასანახად მე ვიქნები ისევ ამაყი და ლაღი..

მხოლოდ ჩამოჭკნება სულში აკაციის თეთრი შადრევნები,
შენზე ოცნებას და შენით გადარევას აღარ დავნებდები
წავალ ისევ მარტო და დამრჩება მხოლოდ უსახელო დარდი,
...როგორ შემეშალა,ჩემ ერთადერთ იმედს რა საოცრად ჰგავდი..

Posted by: ა თ უ კ ა 28 Nov 2013, 18:43
გაზაფხულის თქეში უშხაპუნებს ფანჯრებს,
ყველა აივანი გადმოკიდებს ჩანჩქერს
და მეზობლის გოგოც გაიხარებს მაშინ,
წვიმის ასაღებად გავარდება კარში,
რომ ხვალ უფრო კარგად
თმები ზიმზიმებდეს,
რომ ხვალ უფრო კარგად
მე ვერ ვიძინებდე.
გარეთ ჩიტუნები გაფანტულან წვიმით,
მე კი ფანჯარასთან ვერ ვიკავებ ღიმილს,
რომ მეზობლის გოგომ პატარა და ტყუპი
ორად ორი ჩიტი შეიფარა უბით.
გარეთ ნიაღვარი ქვებზე აქანავებს
ჩამოცვენილ ფოთლებს და ქაღალდის ნავებს.
მავთულებზე მიჯრით წვეთი წვეთზე ცოცავს
და მე შენსკენ ვატან გაუბედავ კოცნას...

შოთა ნიშნიანიძე

Posted by: nini gogo 28 Nov 2013, 22:40
,,გაზაფხულს წვიმა უხდება,
ზამთარს - თამამი თოვლი...
სოფელს კაი ყმა უხდება,
კარგ ყმას - ლამაზი ცოლი...
გაზაფხულს წვიმა უხდება,
ხანდახან - სუსტი ქარიც...
კერიას ქალი უხდება,
ქალს კი - ერთგული ქმარი..."


ბადრი სულაძე

Posted by: merciamercia 28 Nov 2013, 23:55
ილაიალი

სკიფიაში ვარ... ქიმერიის
მწუხრით დამწვარი,
ალი, ძვირფასო, მე შენი ხმით
ვკითხულობ პუშკინს.
ბახჩისარაის შადრევანის
მასველებს ღვარი,
ძველ შადრევანებს ატირებას
არავინ უშლის...
და ვეკითხები ამ დაბურულ
სკვითების ღამეს:
რა იქნება ჩვენი ჭაბუკობა
და გატაცება?
ვინ გადაფისა ასე გული
მშრალი ბაღლამით
და არ გვაცალა შთაგონების
დავაჟკაცება...

მალე თბილისში, როგორც წინათ
ვაჟა-ფშაველა,
მე ხურჯინებით ჩამოვიტან
დაწერილ ლექსებს.
მაგრამ ლექსებზე მეტი მომაქვს
მაინც ნაღველი,
ასე უჩემოდ სასიკვდილოდ
რომ გამილესეს.

და გეფიცები მეც ოვიდის
დამწუხრებულ ლანდს,
რომ ძველებურზე კიდევ უფრო
შენთან ვარ ახლო,
ვოცნებობ შენთან რუსთაველზე
ტირილით გავლას,
დავიწყებული სტრიქონები
რომ განვიახლოთ.

ვიგონებ იმ დროს, როცა შევხვდით
მართლა ლოენგრინს,
თეთრი ვაშლის ხე თეთრ ხიდეზე
მოსცურდი გედით;
გიგონებ რაინდს, სამუდამოდ
ლექსით დაბეგრილს,
რომ გათენებას ქუთაისშიც
ვეღარ ვიგებდით.

ვიგონებ თბილისს... რძიან დილას
და ვარდისუბანს,
აბნეულ სიტყვას, ლექსების ორთქლს,
ილაიალის
და საიათნოვას სიმღერებით
აყვანილ დუქანს.
ალი, ძვირფასო, დაგრჩა რამე
იმ ცეცხლის ალის?..

თვრამეტი წელი... დასაწვავი
თვრამეტი წელი.
ჩვენ ჰუსარები... გაფრენილი
ჰოლანდიელი.
მომტირის გული, სასიკვდილო
გული ალალი!
ციცინათელად გადამდნარი
ილაიალი...

ბუენოს აირეს... ალეხანდრო
და კასტილია!
თეთრი საბნებით თავწაკრული
მალაელები.

იმ ტანჯულ დღეთა პანაშვიდი
გადახდილია,
საბანეევას უნაზეს ხმით
ნამტირალევი.

თითქო გუგუნებს ამაღამაც
დავითის ზარი
და ეს სკიფია სიზმარია,
მხოლოდ სიზმარი.

ტიციან ტაბიძე
love.gif

Posted by: In_private 29 Nov 2013, 22:00
ჩემი სიყვარული ყველაფერს გერჩიოს,
გახსოვდე ყველგან და მარად
არ გადამეჩვიო,
არ გადამეჩვიო,
არ გადამეჩვიო, არა!
შენ თუ მიმატოვებ ვის უნდა შევჩივლო,
ვინ მეტყვის: წუხილი კმარა...
არ გადამეჩვიო,
არ გადამეჩვიო,
არ გადამეჩვიო,
არა!!!


მ.ქვლივიძე

Posted by: nini gogo 29 Nov 2013, 22:22
love.gif rolleyes.gif


თქვენ რომ არ გვყვანდეთ, ქალებო.
რა იქნებოდა ქვეყანა?
ვისაც რაც უნდა, ისა სთქვას,
მე კი გადარებთ მზესთანა.
ბნელს გულში სხივი ჩადგება,

როს თქვენა გხედავსთ თვალია,
ავსდგები თქვენსა საცქერლად,
კიდეც რომ ვიყო მკვდარია;
დატრამლდეს გულისთქმასთანა
ყველა ბუნების ძალია!..
კარგნი, ქართულად ჩაცმულნი
გამაჰგოგდებით წყნარადა,
ან თუ დასხდებით მწყაზარნი,
ვით ტრედის გუნდი ფარადა...
თუმც ხშირად თქვენი შვენება
კაცებს გვექცევა ძმარადა, -
მაინც მაყვარებს თქვენს თავსა
ეს გული ძალისძალადა!

ვაჟა ფშაველა

Posted by: Utopian 1 Dec 2013, 02:11
რაც არ უნდა მოხუცი იყო, რაც არ უნდა გრძელი იყოს
გზა, რომელიც გამოიარე, რაც არ უნდა ბევრი გქონდეს
ნანახი და დავიწყებული, ყოველდღიურად ხდება რაღაც
(და ვინ მოთვლის, დღეში რამდენჯერ), რაც ცხოვრებაში
პირველად ხდება. მაგრამ, რაც უფრო მოხუცი ხარ, მით უფრო ვერ
ამჩნევ. და თუკი მაინც შეამჩნიე, ვერ იჯერებ, რომ ეს მართლა
პირველად ხდება, გეჩვენება, რომ მსგავსი რამ ადრეც მომხდარა.
უფრო სწორად, ალბათ მომხდარა.
...............
რაც არ უნდა პატარა იყო, რაც არ უნდა გრძელი იყოს
გზა, რომელიც გასავლელია, რაც არ უნდა ბევრი გქონდეს
სანახავი, დასავიწყები, ყოველდღიურად ხდება რაღაც
(და ვინ მოთვლის, დღეში რამდენჯერ), რაც ცხოვრებაში
ბოლოჯერ ხდება. მაგრამ, რაც უფრო პატარა ხარ, მით უფრო ვერ
ამჩნევ. და თუკი მაინც შეამჩნიე, ვერ იჯერებ, რომ ეს მართლა
ბოლოჯერ ხდება, გეჩვენება, რომ მსგავსი რამ მერეც მოხდება.
უფრო სწორედ, ალბათ მოხდება.


Posted by: nini gogo 1 Dec 2013, 13:12
QUOTE
რაც არ უნდა მოხუცი იყო, რაც არ უნდა გრძელი იყოს
გზა, რომელიც გამოიარე, რაც არ უნდა ბევრი გქონდეს
ნანახი და დავიწყებული, ყოველდღიურად ხდება რაღაც
(და ვინ მოთვლის, დღეში რამდენჯერ), რაც ცხოვრებაში
პირველად ხდება. მაგრამ, რაც უფრო მოხუცი ხარ, მით უფრო ვერ
ამჩნევ. და თუკი მაინც შეამჩნიე, ვერ იჯერებ, რომ ეს მართლა
პირველად ხდება, გეჩვენება, რომ მსგავსი რამ ადრეც მომხდარა.
უფრო სწორად, ალბათ მომხდარა



up.gif rolleyes.gif

მახსოვს, ბავშვური სიჯიუტით
ვდევდი სიბერეს,
ახლა შემკრთალი სიბერიდან
ბავშვობას ვეძებ...


=============================


დეკემბრის სონატა

იმ დილით ქალაქს ეპითეტი
ჰქონდა ასობით,
გამყიდველები მაღაზიის
ვიტრინებს რთავდნენ,
მანქანებივით იდგა ცაში
ღრუბლის საცობი,
ცისარტყელა კი
გაფუჭებულ შუქნიშანს ჰგავდა.

წვიმამ ქუჩაზე მიახატა
დეკემბრის ლოგო,
მიწას სისველე დამჩნეოდა
ცივი ოფლივით,
სეზონი იყო საორჭოფო
კროსვორდი როგორც
და კითხვითნიშანს ჩამოჰგავდა
ტალღის პროფილი.

მერე დაღამდა, უშენობას
მე ვეღარ ვძლიე,
ვუსმენდი მთვრალი
კლავიშნაკლულ ზამთრის როიალს,
წუხელ ბათუმში მთელი ღამე
ციოდა ძლიერ
და დილით მითხრეს,
რომ თბილისში მოუთოვია...

/როი აბუსელიძე/

Posted by: wuma 1 Dec 2013, 14:01
დიდებულად - წვიმს, დიდებულად - თოვს,
დიდებულად ქრის ქარი - ქარაშოტი...
არ დაგცდეს საყვედური წვიმაზე, ქარზე -
არ თქვა წუთისოფლის აუგი არასოდეს!

საზიზღრად იწვიმებს, საზიზღრად ითოვებს,
საზიზღრად იქროლებს ქარი - ქარაშოტი,
ჩვენ რომ დავიღლებით, ჩვენ რომ არ ვიქნებით
და სხვა რომ იქნება - მკერდზე ყაყაჩოთი!

მურმანი

Posted by: nini gogo 1 Dec 2013, 21:56
გამომიგონე – ლამაზი და
ერთგული შენი!
თეთრი მკლავებით შემოსაზღვრე ყოველი ღამე,
შემომიტყუე... შემომიშვი მეც ამ საზღვრებში,
მხოლოდ შენს მკერდზე გაითენე ჩემი დღეები,
შეაკოწიწე ჩემი მზერა – ჩამალე შენში...
გამომიგონე...
დამამსგავსე შენს ერთ–ერთ სიზმარს,
შენს ერთ–ერთ ნატვრას –
ყველაზე ტკბილს, ყველაზე ლამაზს...
მე შენთან ვდგავარ,
დავიღალე მე უშენობით!
მე შენთან ვდგავარ,
მოვაღწიე,
დამტოვე შენთან!
მე დაცლილი ვარ,
მე შიგნიდან გამომწვარი ვარ –
არ შემრჩა ქარი,
და არც ცეცხლი,
და არც სიჩუმე...
მოვედი შენთან – უპატრონე ჩემს მონატრებას,
მხრებით გამითბე გაყინული ხელისგულები!

(ზვიად რატიანი)

Posted by: Algophobia 2 Dec 2013, 21:53
დგება ნაზი შემოდგომა და მეც სევდით ვეგებები...
შეიცვალა ირგვლივ რაღაც... მაგრამ რაა, რომ ვერ ვხვდები?!
ოქროს ფოთლებს ხეივნებში ფერხული აქვთ, როგორც ძველად...
როგორც ძველად, მთვარიან ცას ღიმი უკრთის მიმზიდველად...
როგორც ძველად, ნიავ-ქარი დასრიალებს ჩემს მახლობლად,
ჭკნობის სუსხი ახლოვდება... მხოლოდ მე ვარ ეხლა ობლად...
იყო ჩემთან... ჩემთან იყო ის თვალები... ის ღიმილი,
როგორც შორი მოჩვენება, ვით ზმანება ნაზი, ტკბილი...
აღარ არის... გაზაფხულის ყვავილებთან ერთად მოკვდა
და ეგ გულიც უჩვეულო დარდ-კაეშნით ამიტოკდა.
ფერმილეულ შემოდგომას მარტოდ-მარტო ვეგებები...
ველოდები ნახულ სახეს და ლოდინში ვკვდები... ვკვდები!
ვარსკვლავთ შუქი დაიცარა და განელდა მიმქრალ ცაში,
მხოლოდ მთიებს ისევე აქვთ იქ სინათლე და კაშკაში...


გალაკტიონი

Posted by: nini gogo 2 Dec 2013, 21:59
QUOTE
ველოდები ნახულ სახეს და ლოდინში ვკვდები... ვკვდები!






მე პაემანს დაგინიშნავ...

არ ვიცი როდის...

აშრიალებულ ვერხვის ხესთან

დაგიწყებ ლოდინს,

მაშინ მეცმევა უთეთრესი კაბა

დედოფლის

და ალბათ გზაში, ალბათ გზაში

საშინლად მოწვიმს.

დავიგვიანებ, მოწიწებით

მოგიხდი ბოდიშს,

არ მაპატიებ, ვიცი გული გექნება

ლოდის,

მთვარეულივით მახსენდება

სიტყვები დედის

ოცნებაშიც კი არა აქვსო ლამაზ

ქალს ბედი.....

Posted by: Bobgure 2 Dec 2013, 22:00
თუ ქალის მკერდზე არ დამხობილხარ
თუ ძუძუს თავზე არ გიკბენია
თუ ქალი ოთხად არ მოგიკეცავს
რა გიგემია...

თუ თბილ თითებით თმებს არ უფურჩქნი
თუ ქალის კვნესა ყურთ არ გსმენია,
ქალს ფეხებამდე თუ არ გალოკავ
სხვა უკეთესი რა გიგემია...

თუ ხშირ სუნთქვაში შვებას არა გრძნობ
თუ გრძნობით ოფლი არ გიდენია
ღამე ჩურჩულში თუ არ დაგიწვავს,
სხვა უკეთესი რა გიგემია...

ხომ არ გგონია, შენთვის არ მოთოვს
შენთვის სიკვდილი კარზე არ მოვა

და ერთი წუთით მოსულს ამქვეყნად
წუთები უღვთოდ მოგეჩვენება
ჩაგიკრავს გულში ღვთიური ლოცვა
სთქვი, რომ ამ ქვეყნად არ გიცხოვრია...


Posted by: nini gogo 2 Dec 2013, 22:04
QUOTE
ქალს ფეხებამდე თუ არ გალოკავ
სხვა უკეთესი რა გიგემია...

givi.gif
იფ




გნახე და მივხვდი, ბრმა ვყოფილვარ თურმე აქამდე,
ანდა სიბნელე იყო საერთოდ,
მაგ ხმაზე მივხვდი, ყრუ ვყოფილვარ თურმე აქამდე,
ანდა სიჩუმე იყო საერთოდ.
მაგრამ მოხვედი, ამოავსე სიცარიელე
და თავი ჩემი მე ვიგრძენი შენი წყალობით.

/შოთა ნიშნიანიძე/




Posted by: MaverickAbnormal 3 Dec 2013, 12:07
როცა შენმა თვალებმა მკითხეს:
რა საიდუმლო გადამალეს შემოდგომის ყვითელ ღამეში
მოცახცახე ხელისგულებმა,
რა სინანულზე ჩურჩულებდნენ ეს სუსტი და მორცხვი თითები,
მე წყვდიადისკენ შებრუნებულ მთვარეს ავძახე -
ჩემი ხელები ჩემი სულის გაგრძელებაა.

ბაძაღუა

Posted by: nini gogo 3 Dec 2013, 19:39
წუხელ თოვდა,
ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი,
გენახე და ძილში თბილად დაგეხურე...
მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადში
და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს.

დაეყარა სახლებზე და ვერის გზაზე
თოვლი, თეთრად დასახული,
ასე თეთრად, გულუბრყვილოდ ჰყვავის ასე
იმერეთში ტყემლის ხეზე გაზაფხული.

ჰყვავის ასე,
და განთიადს მიხალისებს
ეს ზამთარიც, დეკემბერში თოვლის ხვავი,
ის თბილისის ხეივნებში კიპარისებს
იმერულად გამოასხამს ტყემლის ყვავილს.

დგას ბუცები ვერის ბაღში, შემკრთალები,
ზედ თოვლია თუ ფრიალი ფაფანაკთა?!
ანდა იქნებ ავჭალიდან თეთრ კარვებით
ადგა ჯარი და თბილისში დაბანაკდა?!

რა თოვლია!
შენობებს და ბაღში ხარდანს
ფარავს, თეთრად დასახული...
ეს პირველი თოვაც ისე გამეხარდა,
როგორც გუშინ მიხაროდა გაზაფხული.

მიხარია,
ცხელ ზაფხულის დაბრუნებაც,
წვიმაც, ქარიც, უსაქმურად დანაბერი...
ბევრი კარგი რამ სცოდნია ამ ბუნებას,
მაგრამ, კარგო, შენისთანა არაფერი!

/ირაკლი აბაშიძე/

Posted by: MaverickAbnormal 4 Dec 2013, 11:18
წარმავალია ნათელი, სულ მოსაჩვენრად ბრწყინდება,
ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება,
რა არი ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება,
ჩვენს ნასახლარზეც ოდესმე ბალახი აბიბინდება.

იმასაც მოკლედ უვლია, გრძლად ვინც გვეგონა იარა.
შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს − ჭია, კაცის გულს − ჯავრის იარა,
მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგყრის იარაღს;
ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით, სხვას არა წაუღია რა.

Posted by: nini gogo 4 Dec 2013, 21:37
გაწყვეტილი ყელსაბამი
გდია ბუჩქის ძირას,
დაღლილ ცისარტყელასავით
ჩემს სიზმარში გძინავს.

როდის იყო?
როდის იყო?
ათასი წლის წინათ...

თამაზ ჭილაძე

Posted by: juz111 4 Dec 2013, 22:44
უფლის ნებით შემომხვდი და ყოველდღე
მილამაზებ დილასა და საღამოს...
შენც პატარა გოგოსავით მომენდე,
ჩემი ხარ და მეთბილება სამყარო.

ვინ რა იცის, ხვალ იქნება დავშორდეთ,
მერცხლებსაც კი უნგრევენო საბუდარს...
როცა გიყვარს, კიდეც უნდა ბავშვობდე,
ეჭვობდე და იფერებდე გაბუტვას...

როცა გიყვარს, ვეღარ დათმობ, იცოდე,
სიყვარულთან სიძულვილი არ ხარობს...
მიყვარხარ და მილამაზებ სიცოცხლეს,
ჩემი ხარ და მეთბილება სამყარო.

Posted by: xareb 5 Dec 2013, 20:28
თქვენ ეკითხებით, რატომ გაცივდი...
ის შეეჭიდა რქებით ცხოვრებას
კაცი გაგიჟდა , და შენ დასცინი ?
გთხოვ, რომ მოუხმო ცოტა გონებას..
როცა, სისხლი დუღს რეალობაში
და შენ ხალხისგან ელი წოდებას,
ძნელია, ყოფა ამ დღეობაში
გაუძლო ყველას და მათ გოდებას!
თქვენ ეკითხებით, რატომ გაცივდი...
ის შეეჭIდა, რქებით ცხოვრებას
კაცი გაგიჟდა და შენ დასცინი !?
გთხოვ რომ მოუხმო ცოტა გონებას..

---
მე

* * *
QUOTE
გამომიგონე – ლამაზი და
ერთგული შენი!
თეთრი მკლავებით შემოსაზღვრე ყოველი ღამე,
შემომიტყუე... შემომიშვი მეც ამ საზღვრებში,
მხოლოდ შენს მკერდზე გაითენე ჩემი დღეები,
შეაკოწიწე ჩემი მზერა – ჩამალე შენში...
გამომიგონე...
დამამსგავსე შენს ერთ–ერთ სიზმარს,
შენს ერთ–ერთ ნატვრას –
ყველაზე ტკბილს, ყველაზე ლამაზს...
მე შენთან ვდგავარ,
დავიღალე მე უშენობით!
მე შენთან ვდგავარ,
მოვაღწიე,
დამტოვე შენთან!
მე დაცლილი ვარ,
მე შიგნიდან გამომწვარი ვარ –
არ შემრჩა ქარი,
და არც ცეცხლი,
და არც სიჩუმე...
მოვედი შენთან – უპატრონე ჩემს მონატრებას,
მხრებით გამითბე გაყინული ხელისგულები!

პერფეცტ

Posted by: nini gogo 5 Dec 2013, 22:04
QUOTE
როცა გიყვარს, ვეღარ დათმობ, იცოდე,
სიყვარულთან სიძულვილი არ ხარობს...
მიყვარხარ და მილამაზებ სიცოცხლეს,
ჩემი ხარ და მეთბილება სამყარო.

love.gif

QUOTE
ძნელია, ყოფა ამ დღეობაში




Posted by: oxunji pirveli 6 Dec 2013, 02:31
juz111

QUOTE
უფლის ნებით შემომხვდი და ყოველდღე
მილამაზებ დილასა და საღამოს...
შენც პატარა გოგოსავით მომენდე,
ჩემი ხარ და მეთბილება სამყარო.

ვინ რა იცის, ხვალ იქნება დავშორდეთ,
მერცხლებსაც კი უნგრევენო საბუდარს...
როცა გიყვარს, კიდეც უნდა ბავშვობდე,
ეჭვობდე და იფერებდე გაბუტვას...

როცა გიყვარს, ვეღარ დათმობ, იცოდე,
სიყვარულთან სიძულვილი არ ხარობს...
მიყვარხარ და მილამაზებ სიცოცხლეს,
ჩემი ხარ და მეთბილება სამყარო.


მომეთბილა..
ვისია?

Posted by: Martha Gellhorn 6 Dec 2013, 13:39
“I love the dark hours of my being.
My mind deepens into them.
There I can find, as in old letters,
the days of my life, already lived,
and held like a legend, and understood.”

Rainer Maria Rilke

**

"If suddenly you forget me
Do not look for me
For I shall already have forgotten you

If you think it long and mad the wind of banners that passes through my life
And you decide to leave me at the shore of the heart where I have roots
Remember
That on that day, at that hour, I shall lift my arms
And my roots will set off to seek another land"

Pablo Neruda

**


Tonight I can write the saddest lines.

Write, for example,'The night is shattered
and the blue stars shiver in the distance.'

The night wind revolves in the sky and sings.

Tonight I can write the saddest lines.
I loved her, and sometimes she loved me too.

Through nights like this one I held her in my arms
I kissed her again and again under the endless sky.

She loved me sometimes, and I loved her too.
How could one not have loved her great still eyes.

Tonight I can write the saddest lines.
To think that I do not have her. To feel that I have lost her.

To hear the immense night, still more immense without her.
And the verse falls to the soul like dew to the pasture.

What does it matter that my love could not keep her.
The night is shattered and she is not with me.

This is all. In the distance someone is singing. In the distance.
My soul is not satisfied that it has lost her.

My sight searches for her as though to go to her.
My heart looks for her, and she is not with me.

The same night whitening the same trees.
We, of that time, are no longer the same.

I no longer love her, that's certain, but how I loved her.
My voice tried to find the wind to touch her hearing.

Another's. She will be another's. Like my kisses before.
Her voide. Her bright body. Her inifinite eyes.

I no longer love her, that's certain, but maybe I love her.
Love is so short, forgetting is so long.

Because through nights like this one I held her in my arms
my sould is not satisfied that it has lost her.

Though this be the last pain that she makes me suffer
and these the last verses that I write for her.

Posted by: nini gogo 6 Dec 2013, 21:01
სული წააგავს დასეტყვილ მინდორს,
და როგორც გლეხი, მივტირი იმ დროს,
ფესვებად როცა ჩავრგავდი სითბოს,
გრძნობით მოვლაში ვკარგავდი დიდ დროს.
მესეტყვებოდა გრძნობები, როგორც
შერჩენილ მარცვალს გვერდები თითქოს.
ამინდიც რატომ ხელს აღარ მიწყობს,
ნატკენ სულს ახლაც ფესვებზე ვითბობ.

Posted by: Algophobia 6 Dec 2013, 22:28
იყო ფიქრების ვალსი,
იდგა რკალები წყალზე,
არ ასვენებდა ღამეს
ფიქრი ერთ ლამაზ ქალზე.

თვალს არ ეკიდა ძილი,
მზეთა ვიყავით შვილი,
რისთვის დაგვარქვეს ნეტა
დემონიური წყვილი?!

მაგრამ ეს იყო სრული
ყრმობის სევდა და რული,
იმ სიყვარულის ცეცხლი,
იმ არსებობის გული.


გალაკტიონი

Posted by: Eirlys 7 Dec 2013, 02:38
Pablo chups.gif

Пой же, пой. На проклятой гитаре
Пальцы пляшут твои в полукруг.
Захлебнуться бы в этом угаре,
Мой последний, единственный друг.
Не гляди на ее запястья
И с плечей ее льющийся шелк.
Я искал в этой женщине счастья,
А нечаянно гибель нашел.
Я не знал, что любовь — зараза,
Я не знал, что любовь — чума.
Подошла и прищуренным глазом
Хулигана свела с ума.
Пой, мой друг. Навевай мне снова
Нашу прежнюю буйную рань.
Пусть целует она другова,
Молодая, красивая дрянь.
#
Ах, постой. Я ее не ругаю.
Ах, постой. Я ее не кляну.
Дай тебе про себя я сыграю
Под басовую эту струну.
Льется дней моих розовый купол.
В сердце снов золотых сума.
Много девушек я перещупал,
Много женщин в углах прижимал.
Да! есть горькая правда земли,
Подсмотрел я ребяческим оком:
Лижут в очередь кобели
Истекающую суку соком.
Так чего ж мне ее ревновать.
Так чего ж мне болеть такому.
Наша жизнь — простыня да кровать.
Наша жизнь — поцелуй да в омут.
Пой же, пой! В роковом размахе
Этих рук роковая беда.
Только знаешь, пошли их на хер...
Не умру я, мой друг, никогдa.

user posted image

Posted by: MONTY 7 Dec 2013, 05:56
იესოსადმი
( ლ ო ც ვ ი ს მ ა გ ი ე რ)
რა ტკბილი არის შენი სასჯელი,
მართალი გულის რისხვა და წყრომა,
მე ეგ-ღა დამრჩა სულის სახსნელად,
ალბათ ფუჭია ახლა სხვა შრომა.
არ გამიცრუო ბოლო იმედი,
თუ გზას გადავცდი შენსკენ მომავალს,
მრუდე გზის გავლა მაინც ბოლომდე
არ დამაცალო, რამეთუ ბრმა ვარ.
მყის დამატეხე თავს შენი რისხვა,
თუნდ არ კმაროდეს გამოფხიზლებად,
დაე, ნუ ჩათვლი ზედმეტად კიცხვას,
ნურც გამწარებას, ტანჯვით მხილებას.
არ დამაცალო სვლა მცდარ ბილიკზე,
გზაზე, რომელიც შენსას შორდება,
მე თუ ჯიუტად ვალ დაღუპვისკენ,
თუ ბილწს არ მინდა გამოსწორება.
იმ ბავშვის სული მაინც დაინდე,
ვინც უგნურებამ თვისმა იმსხვერპლა,
გენიის ცეცხლად თავში აინთე,
კვნესის, ვაების უქრობელ ცეცხლად.
შენ გევედრები, იესო ქრისტე,
ბილწი-გულმართალს,
სულმყრალი-კეთილს,
ოჰ, დროზე ადრე შენ შემიზიზღე,
მომეცი ტანჯვა მე ძველზე მეტი.
ნუ ამარიდებ თვალს, თუნდ მწყრომარეს,
და ნუ მიმიშვებ მრუდე ნებაზე,
სჯობია მომკლა მარად მცთომარე,
ვიდრე შევბღალო ტატოს ემბაზი.
სჯობს გამათავო ერთი სიკვდილით,
ვიდრე აღსრულდეს, რაც შენ არა გსურს,
ოჰ, სინდისი-ღა ზეცისკენ ყვირის,
რწმენით მოელის სასჯელს _
შენს პასუხს.
როცა შენ მსჯიდი, თუმცა ვწვალობდი,
მაგრამ ეგ მზერა მე არ მტოვებდა,
მე ზეცის მიმართ უხმოდ ვგალობდი,
მსჯიდი, ესე იგი მაინც მწყალობდი,
სული გეძახდა და სასოებდა.
და ნუ იყოფინ, შეჩერდეს ტანჯვა,
ოჰ, გევედრები, ღმერთო, მხურვალედ,
ბოლომდე მექმენ ჯალათად, დასჯად,
მე გეაჯები კეთილმწყურვალე.
შენ განმიკითხე ყოველი ბიჯი,
რადგან დიდია ცთუნება ჩემში,
ეს ყოველივე ხომ კარგად იცი,
ვზივარ სხეულში, როგორც მყრალ გემში.
ჰოი, უფალო, მომეცი ძალა,
მივხვდე რა არის ამჟამად სწორი,
გთხოვ, არ გამწირო, არა და არა,
იქნებ გზა შენსკენ აღმოჩნდეს შორი.
გთხოვ,
რომ არ მიმცე მაცთურს არასგზით,
თუნდ ამას კიდეც ვიმსახურებდე,
სჯობია მომკლა ცეცხლით ანაგზით,
ვიდრე სხვა თვალით ღმერთს გიყურებდე.
ოჰ, ნუ იყოფინ, ღმერთო, უფალო,
რომ სიყვარული მომიკლას ვინმემ,არ მიმატოვო მტერთან უფაროდ,
მაცთურს სასჯელის ცეცხლი აწვიმე.
ჩემზე ზრუნავდი, მრავალმოწყალევ,
მადლით, მხილებით, მკაცრი სასჯელით,
კვლავაც იზრუნე, თუ გსურს მაწამე,
დაე, წამება გახდეს ასწილი.
ოღონდ არ მიმცე მე ჩემს გულისთქმებს,
არ მიმატოვო მათთან ბრძოლაში,
თუკი მივნებდე ამ ცოდვილ ფიქრებს,
მარად მამყოფე სულის ძრწოლაში,
ნუ გაიხარებს ჩემზე მაცთური,
ნუ გავებმები კრული მახეში,
არ დამავიწყო შავი წარსული,
არ დამთმო კრავი ჩემს სიცოცხლეში.
მექმენ მფარველად, მექმენ დამხმარედ,
მექმენ დამსჯელად და შემბორკველად,
თუ არ აღმადგენ, როგორც ლაზარეს,
ნუ გამხდი ავის კარზე მროკველად.
უმალ დამფალი, დამასამარე,
ჰა, ჩემი სიტყვა, როგორც დასტური,
ან დამაბრმავე, ან მასაპყარე,
არ მიმატოვო სული ქართული.
ზვიადს და მერაბს ნუ წაშლის ჩემში,
გულისთქმა მყრალი და შესაზარი.
დაე, გაწვიმდეს კვლავ თავში თქეში,
წამლად ვსვა ტანჯვა უზარმაზარი.
ზვიადს და მერაბს ნუ წაშლის ჩემში,
გულისთქმა მყრალი და შესაზარი.
აპრილის სუნთქვას და სულიწმინდას,
დე, ნუ დაწნეხავს უხსენებელი,
იესო, ღმერთო, ო, როგორ მინდა,
ჩემივ სინდისით ვიქმნა ვნებული.
აპრილის სუნთქვას და სულიწმინდას,
მართალი ბიჭის წყრომას და ცრემლებს,
შენ შეგავედრებ, თუ ვერ დასდინდა
ასეთი ცრემლი დილეგის კედლებს.
ამ დილეგიდან ნუ გამომიშვებ,
ჰა, ჩემი სიტყვა, როგორც დასტური,
ნუ გამხდი ბოროტს,
ღმერთო, და შიშველს,
შენ დამითრგუნე ესე მაცდური.
აპრილის ცრემლი წრფელი და სუფთა,
მე ისე მახსოვს, როგორც ედემი,
ან ქუჩის ბოლოს რხეული თუთა
და საფეხბურთე ლაღი კედელი.
ან მეზობლების წყრომა ფეხბურთზე,
და სიკეთეში ბრწყინვა ასგვარი,
ამ მოგონებებს ყრუ ტანჯვით ვუმზერ,
ისიც ბოროტმა სულმა წამგვარა.
თუ არ ეღირსა განმეორება
ჩემს ლაღ ბავშვობას, ჩემს ლამაზ ედემს,
მფარველი ჩემი ნუ გამშორდება,
ვინაც მჩუქნიდა ბავშვობის გედებს.
შენ დამიფარე, ღმერთო მაღალო,
და შემაწიე მფარველი სული,
ძველო დღეთაო მარად ახალო,
შენ შემოგცქერი გაოგნებული.
მამაო, ვცოდე, მამაო, ვცოდე,
არა ვარ ღირსი შენი ძეობის,
მე ახლა უნდა ცრემლებში ვთრთოდე,
მე-დამკარგავი ჩემი მეობის.
შენ არ გამწირო, თუ ჩემი თავი,
აწ საბოლოოდ მე გამიწირავს,
მომე სამარე და მიწა შავი,
სად თვით უცოდველ ბავშვებსაც სძინავთ.
ოღონდ არ მხადო კერძი ეშმასი,
ოღონდ მომეცი მადლი ხშულ გულში,
თუნდ ხსნა მომეცი გონის შეშლაში,
როგორც მალამო სინდისის წყლულში.
არ დამცე, აღარ, არ დამაწიო,
ის რაიც უკან უნდა რჩებოდეს,
დაე, სირცხვილში ყველამ დამცინოს,
ბილწი გულისთქმა ოღონდ დნებოდეს.
არ მითხრა, არა, რომ გვიანია,
რომ ჩემი შრომა არის ამაო,
მე ვინანიებ, მე ვინანიებ,
მე ვინანიებ _ ტკბილო მამაო.

რატი (ტატო) ნინუა
user posted image

Posted by: Martha Gellhorn 7 Dec 2013, 12:39
Lucy Gray [or Solitude]
William Wordsworth

Oft I had heard of Lucy Gray,
And when I cross'd the Wild,
I chanc'd to see at break of day
The solitary Child.

No Mate, no comrade Lucy knew;
She dwelt on a wild Moor,
The sweetest Thing that ever grew
Beside a human door!

You yet may spy the Fawn at play,
The Hare upon the Green;
But the sweet face of Lucy Gray
Will never more be seen.

http://vimeo.com/28226717

Posted by: nini gogo 7 Dec 2013, 21:20
დავთმობდი წარსულს,
სულ კაპიკებში გავატანდი,
ვაჭრობით გართულს.

გავხსნიდი კარებს
ვუმასპინძლებდი, მომავლის
მფარველს.

დავთვლიდი მტრედებს
მშვიდი განწყობით
შემოფრენილებს.

გავცვლიდი წვიმას
შემოდგომის, ზაფხულის მზეში.

ვამბობდი რაც მსურს
და ვიტყვი მარად,
გავცვლიდი წარსულს.
მე დღეს სხვაგვარად, ცხოვრება არ მსურს.

შონ აბრამი

Posted by: In_private 9 Dec 2013, 17:18
შუაღამისას ჩემს სარეცელთან
რაღაც უცნობი მესმის ვედრება,
თვალთგან ჩვენებას ცრემლები სცვივა,
განთიადისას კი მიდის, ჰქრება.

და მწუხარე ჟამს მარტოობისას
სული არ მშვიდობს, გული არ სცხრება,
თვალწინ იშლება მთელი წარსული
უბედურება, ბედნიერება.

გავაღებ სარკმელს, დაბერავს ქარი,
ნაზი პეპელა შემოფრინდება.
შუქი ეცემა კედლებს, სარკეებს.
გათენდა. სულში კი არ თენდება.

Posted by: Bobgure 9 Dec 2013, 18:54
ვან ვეი

ჩინის მხატვარი დახატავს
ჯუჯა ხეს, წელში მოხრილს...

იმ ხის ქვეშ შენი სავანე:
შენი ბამბუკის ქოხი...

და შენი გული: ღიღინით
და ღვინით მონაოხი...

ცხოვრება განდეგილისა:
მდორედ მავალი , ლოხი...

დაემსგავსება პოეტი
ჯუჯა ხეს, წელში მოხრილს..

Posted by: N143P 9 Dec 2013, 19:39
ამქვეყნად გმართებს არ გადასცდე სიფრთხილის კიდეს,

მოსავალს შენსას ქვეყნად უნდა უჩუმრად მკიდე,

სანამ გაქვს ენა, ყურები და თვალებიც გიჭრის,

უნდა დამუნჯდე, დაყრუვდე და დაბრმავდე კიდეც.


ომარ ხაიამი
* * *
გზა გამიმრუდდა და ცხოვრება ჩემი ბნელია,

სიმშვიდე გაჰქრა, კაეშანში ყოფნა ძნელია,

დიდება უფალს, რადგან ქვეყნად ნაღველი მაინც

სახვეწი არ მაქვს და ადვილად საშოვნელია.
* * *
შენ მოწყალე ხარ, მოწყალება არის სიკეთე,

სამოთხის კარი ცოდვილთ რაღად გამოგვიკეტე,

მორჩილს თუ მინდობ, ვერაფერი მოწყალებაა,

ცოდვილს შემინდო, ამაშია ღმერთო, სიკეთე.

***

ბაგით დავწვდი დოქის ბაგეს, ბაგე გადავიბადაგე,

დღეგრძელობას ვეძიებდი, ჟამთა სრბოლით დავიდაგე.

დოქმა მითხრა საიდუმლოდ: მომაგებე ბაგეს ბაგე,

ქვეყნად განა კიდევ მოხვალ, დალიეო, რას ქადაგებ.

Posted by: ChadiiH 9 Dec 2013, 21:25
ტანს გეტმასნება სველი ალერდი.
ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს.
და აზიდული მაღალი მკერდით
მიეფინები მწვანე ეზოებს.
დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი
და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.
გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის -
და ატევრილი სხეულმზიანი
როგორც ავაზა
შენ ტანმხურვალი
დაეძებ კუროს -
რომ დაგიურვოს...
გხედავ და ვიცი: შენი კუნთები
დათესლილია ჩემი სურვილით.
წამოვიწევი... შენ გაბრუნდები
გადალეწილი მხეცის წყურვილით -
და გავარდები...
დაგედევნები...
თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:
შენი ვარ შენი მოდი გევნები,
მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს
აგიყვან ხელში
და გადაგისვრი დიდ საწნახელში -
რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად
მწიფე მტევნები...
მაგრამ თვალები -
თვალები - თვალები: -
უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში.
ათასი ქალი ყველა მრუში.
აშარა თუ ხარ კახპა და ურცხვი.
გწყურია ვაჟი უცხო და უცხო.
არა ხარ ჩემი. არ ხარ არვისა.
თუმც არაოდეს არა ხარ უარზე.
იცოდე: მოვგრეხ ნებას ყუაზე.
ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისა.
და შენი თმების წითური მორგვით
მიგაკრავ მაგრად
ცხენის ძუაზე...
მაგრამ თვალები -
თვალები - თვალები:
ეხლა მადონნა - წმინდა - ხასხასა.
რა გიყო მე შენ უძღებო ხასავ?!
ნელი და ტკბილი
ქვემეფინები -
რომ გადავიქცეთ ჩვენ კიდევ წყვილი.
ელამურ ღიმილს მომახვევ რიდეთ.
მეც დავრბილდები რისხვარის მოშლით.
აგამზეურებ როგორც შუბის ტარს
ირუბაქიძის
და ერთხელ კიდევ
გასუდრულ მტევანს
გაგშოლტავ ლოშნით.

გ. რობაქიძე

Posted by: nini gogo 9 Dec 2013, 22:05
მიდიხარ, ისე მიგაქვს წვალება,

თითქოს ზღვის პირას თივას თიბავდე,

ვინა სთქვა შენი გარდაცვალება,

არა, უთუოდ დღეს დაიბადე.


მიდიხარ, აღარ დაგემდურება,

არც მიწიერი არც ზეციერი,

ვინა სთქვა შენი უბედურება,

არა, დღესა ხარ შენ ბედნიერი.




მიდიხარ, ტკბილი გქონდეს მგზავრობა,

სხვა ბინა მარად იყო ზღაპარი,

ვინა სთქვა შენი მიუსაფრობა,

არა, შენ ჰპოვე თავშესაფარი.


მიდიხარ, შენს ბედს ბევრი ინატრებს -

ბედნიერს, ბედი სხვა არსად არი,

შენ სივრცეებმა დაგაბინადრეს,

შენ უკვდავების ხარ ბინადარი..


გალაკტიონ ტაბიძე

Posted by: Algophobia 11 Dec 2013, 10:27
ისეთ ნაირად გაჰქრა
ეს შემოდგომა ქარვის,
რომ ერთი გაღიმებაც
არ მოუცია არვის.

მაგრამ, ასი წლის შემდეგ,
შენ გამამართლებ, არა?
მადლობელი ვარ მაინც,
ჩემთვის ეს გრძნობაც კმარა.

თორემ რას ვგავდით გუშინ
ან მე, ანუ შენ, ან ის?
რისთვის გვწყუროდა ყველას
გულში ჩაგება დანის?

ნამეტანია! საით?
იქ შენ არავინ გელის,
ნუ გეჩქარება ნახვა
იმ უდაბური ველის.

ასეთ ნაირად გაჰქრა
ეს შემოდგომა ქარვის,
მაგრამ ასი წლის შემდეგ
ის არ დაგვტოვებს არვის.

Posted by: merciamercia 11 Dec 2013, 18:35
***
"Hope" is the thing with feathers -
That perches in the soul -
And sings the tune without the words -
And never stops - at all -

And sweetest - in the Gale - is heard -
And sore must be the storm -
That could abash the little Bird
That kept so many warm -

I’ve heard it in the chillest land -
And on the strangest Sea -
Yet - never - in Extremity,
It asked a crumb - of me.

Emily Dickinson

Posted by: Melpomene 11 Dec 2013, 18:41
დღეს მქონდა პოეზიის მოკრძალებული საღამო, წევრები ბევრნი არ ვიყავით(მხოლოდ მე და მე)... არაჩვეულებრივი იყო! მადლობა რომ არსებობენ ადამიანები და ასე ახლოს არიან ღმერთთან!

Posted by: nini gogo 11 Dec 2013, 20:49
როგორ მეგონა, რომ ზამთარსაც
ახლავს სიცხადე,
თოვლს კი სიმართლის ნატამალი
სულ არ ემჩნევა...
არ მიყვარხარო, - ახლა თუკი
გამომიცხადე,
ადრე რატომღა მაზიარე
ცრუ მოჩვენებას,
რისთვის მაჩუქე ღიმილი და
რისთვის გამწირე,
როგორც ჭადრაკის რომელიღაც
ერთი ფიგურა?...
ალბათ, გინდოდა, დარდის ზღვაში
რომ ჩაგეძირე
და მერე შენი სიძლიერით
რომ გედიდგულა...

ბადრი სულაძე

Posted by: merciamercia 12 Dec 2013, 21:02
,,არც ერთი სიტყვა არ დამცდენია
მხოლოდ იმისთვის, რომ ლექსი მეთქვა, -
როცა პწკარები პწკარებს სდევნიან,
საკუთარ გულის მაშინებს ფეთქვა.''

ტიციან ტაბიძე
chups.gif

Posted by: chikole 12 Dec 2013, 21:05
ამ ზამთარში, მეზარება მარტოობა,
თავიდან რომ შემიყვარო რამოხდება,
მერე წახვალ,ალბათ ისევ მიმატოვებ,
გაზაფხულზე როცა ია გამოჩნდება.

გაზაფხულზე, მეზარება უშენობა,
ახალ მზესთან უსუსური სიმარტოვე,
მაისშიც რომ ჩემი იყო რამოხდება,
და ზაფხულში თუ გსურს ისევ მიმატოვე.

მე ზაფხულშიც აღარ მინდა მარტოობა,
ზღვის ნაპირზე, მინდა შენთვის გავილექსო,
მზის ამოსვლას შევეგებოთ განთიადზე,
ზამთარი და გაზაფხული გავიხსენოთ.

შემოდგომით უკვე აღარ მიმატოვებ,
შენს მუცელში, აფეთქდება სიყვარული,
და ზამთრისთვის გამზადებულ ბავშვის სამოს,
დაალაგებ კარადაში სიხარულით.

დარჩი ჩემთან, წელიწადის ყველა თვეში,
შენზე ფიქრებს მუდამ გულით დავატარებ,
დამიბრუნდი, ამ ზმთარში გელოდები
და ცხოვრებას შენთან ერთად გავატარებ.

Posted by: Martha Gellhorn 12 Dec 2013, 22:09
ბედის დაბედება ისევ ამაოა,
ისევ მუქი არის ჩემი ჰორიზონტი,
წუთისოფელმაც ხომ ბინდი დამაქსოვა,
შენ კი ალბათ უფრო ნათელს მომიქსოვდი..

იქნებ ყველა ვარ და იქნება არავინ,
იქნებ ვმეორდები ანდა ვი-ორები,
განცდებს მართმევენ და გრძნობებს იპარავენ,
სულის სასთუმლიდან მოროდიორები..

ზეცის კიბეები, სადღაც სავალია,
სველი იმედები მალე დაშრებიან,
ჩემი მომავალი, შთამომავალია,
ბერძნულ ტრაგედიის გადმონაშთებიდან..

ორად დაკეცილა ჩემი ბედისწერა,
რჩევას მაშინ ვიღებ, როცა არ ელიან,
აქეთ ბაზელელი, გიჟი პროფესორი,
იქით ერთი ბრძენი... ვაიმარელია..

უკვე მერამდენედ ასე ეული ვარ,
იქნებ მეასეა ანდა მეორასე..
სულთა ასპარეზი ჩემი სხეულია,
ხან აპოლონი ვარ, ხან კი დიონისე..

მოვა ეპიზოდი, ჩემი ნოველიდან,
ვიტყვი, ღმერთო ჩემო - ნახე რა ბედია!
ასე უღიმღამოდ აქაც მოვედი და
ასე უღიმღამოდ ველი ტრაგედიას..

Posted by: nini gogo 13 Dec 2013, 00:10
QUOTE
როცა პწკარები პწკარებს სდევნიან,
საკუთარ გულის მაშინებს ფეთქვა.''





მოდი,შეისმინე ნატვრა საგულედან,
მზეში აკრეფილმა სხივად შეგიფარო,
მოდი,გადავწეროთ ტრფობის მატიანე,
გადაუყვარებლად ეგებ შეგიყვარო...
დარჩი,ნუ დაბინდავ დღეებს უშენობით,
ზამთრის სიშორეში სითბოდ ჩაგიკონებ,
ვიდრე აპრილების სუნთქვა საპატარძლო,
ატმის ყვავილების ცეცხლში გაგიყოლებს...
სანამ მონატრება ლექსად მოფარფატე,
მთვარეს ევედრება სიზმრის განტევებას,
შენი სათნოება სულზე დამათოვე,
ბაგეს ეშარბათე კოცნის ფანტელებად...
მოდი...ჩამეკონე შვების ფიანდაზად,
მზეში აკრეფილმა სხივად შეგიფარო,
მოდი,გადავწეროთ გულის მატიანე,
გადაუყვარებლად მინდა შეგიყვარო...

/ზვიად სეხნიაშვილი/

Posted by: NIKUULINA 13 Dec 2013, 00:39
ისევ ისე ათოვს ქუჩებს
როგორც შარშან თოვდა
შენს სიყვარულს ვერასოდეს
ვერაფერი თმობდა
მაგრამ მოვა გაზაფხული და მოიტანს კვირტებს
და ჩვენს სიყვარულსაც
უფრო გაამდიდრებს
მას მოყვება ზაფხული
მზიანი ,მცხუნვარე
და ჩვენს სიყვარულსაც უფრო გაამხურვალებს
ისევ მოვა ზამთარი
ისევ ისევ ჩვენი ფიქრები ისევ თეტრი საბნის ქვეშ
ისევ ერთად ვიქნებით

Posted by: formula3000 13 Dec 2013, 09:17
დგება თეთრი დღეები,
რიდეების სეზონი;
გაჩნდნენ ორხიდეები
ყოვლად უმიზეზონი.
ლაჟვარდების კიდეო,
დაბურულო ზმანებით,
ლურჯო მონტევიდეო,
ვიწრო ხელთათმანებით;
სულში ნისლის ტბებია
და ქაოსის მხატვარი,
სადაც ვეღარ თბებიან
ფრთები ნამკათათვარი.

Posted by: In_private 13 Dec 2013, 10:16
ფიფქები ფიფქების
ნაკვალევს მისდევენ,
ალუბლის ტოტებზე
სხდებიან მეფურად,
დამღალა ყოველდღე
ამაო ლოდინმა,
ზამთრის სიცივეებს
შემოვრჩი ეულად.
ქარი დათარეშობს
ტრამალზე ხმაურით
თითქოს ჯურღმულებში
სატანა ხარხარებს,
ტირიფი გარბენილ
გაზაფხულს მისტირის
სევდა დასწოლია
ცრემლიან წამწამებს.
თოვლიან ხეივნებს
მოწყენით მივყვები
ხის ტოტზე ბეღურა
სიცივით კანკალებს,
ჩავივლი, ფიფქები
უწყალოდ წაშლიან
თოვლიან ბილიკზე
დარჩენილ ნაკვალევს.

Posted by: ChadiiH 13 Dec 2013, 11:58
ვის ლექსებს
დებთ ხოლმე
დააწერეთ რა
... ... .. ..... ....
__________
__________
_________
__________

Posted by: nini gogo 13 Dec 2013, 13:21
ამ ხეივანში ის ძალზე ხშირად

დასეირნობდა ჩვენს სასახელოდ,

ხელში ცისფერი წიგნი ეჭირა

და აწეული ჰქონდა საყელო.

ერთი შეხედვით უზომოდ მკაცრი,

ახლოს არავის არ იკარებდა

და იდგა, როგორც სხვა დროის კაცი,

ფოთლებდაცვენილ ბაღის კარებთან.

ნეტავ იმ ასულს, ასულს საროტანს,

ვისაც ის თავის გულს გაუღებდა…

არვინ იცოდა რა უხაროდა

ან ასე ძლიერ რა აწუხებდა.

ბინდი რამ დაჰყვა სიჭაბუკიდან

მისი თვალების გაცისკროვნებას…

უმზერდა ხალხი და ხალხს უკვირდა

ამ სულ უბრალო კაცის ცხოვრება…

ერთ დღეს ის გაქრა და გულის შიგნით

ჩაგვიდგა რაღაც ნაღველის მსგავსი…

ნეტავ, ჭაბუკი ცისფერი წიგნით

კვლავ თუ გაივლის ამ ხეივანში?!



ლადო ასათიანი

Posted by: wuma 13 Dec 2013, 14:51
თოვლი თოვს. თეთრი ქარია,
თეთრ სამოსელით ვირთვები.
ჩიტებო, რა გიხარიათ,
რისთვის მღერიხართ ჩიტები.
დიდი ზამთარი იქნება?
ნეტამაც ასე ინებოს!
თქვენ მაინც რა გეფიქრებათ,
რა გენანებათ, ჩიტებო?
გადივლის, დაიფარება
ფიქრებით, თოვლის ქულებით. . .
თქვენ მაინც ვინ გეყვარებათ
ამ პაწაწინა გულებით?
თოვლი თოვს, უფრო თოვდება,
თეთრ სამოსელით ვირთვები.
მივდივარ, აღარ მშორდება
მკერდგაღეღილი ჩიტები.

ალ.საჯაია

Posted by: ChadiiH 13 Dec 2013, 15:51
მატარებლიდან
შორით გამოჩნდა ფოსტა,
იჭერს წერილებს მაღლით
გაჩერებული ხბოსთან
ბიჭი პატარა ძაღლით.

გვიან ყვავილთა რიგით
ბაღი თანდათან ცხრება,
აქეთ - სადგური. იქით -
მშვიდ სოფლელების კრება.

მოდის სოფელი, როგორც
დამსვენებელი ჩრდილი,
რაღაცას მღერის გოგო
მშვენიერი და ზრდილი.

აჰა, ღამდება. ბიჯი
და - აქვე არის სახლი.
მიდის წერილით ბიჭი,
ხბო და პატარა ძაღლი.

გალაკტიონ ტაბიძე

Posted by: Algophobia 13 Dec 2013, 16:48
ნაზი პეპელა თავს დასციმციმებს,
გარშემო ყვავის გაშლილი ველი,
მიყვარს, საფლავო, ეგ მდუმარება
და ეგ სიჩუმე დაურღვეველი.
შენსკენ ვისწრაფვი, რაკი დატანჯულს
სევდა და ფიქრი შემომაწვება,
თუმცა კი ვიცი, შენს სიჩუმეში
თვითონ სიჩუმეც საგრძნობი ხდება.
გულს აღელვებულს, სხეულს მოწამლულს
ნიავი ნელი ეთამაშება.
არ ვიცი რისთვის, ჩემი ტანჯვებით
ბუნება თითქო ხარობს და სტკბება.
QUOTE
გალაკტიონ ტაბიძე


Posted by: nini gogo 13 Dec 2013, 17:32
წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;
ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა
და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.

იდაყვ-დაყრდნობილ ყურს უგდებ მე მისსა ჩხრიალსა
და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!
ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?
მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..

არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება
რად იყო ფუჭი და მხოლოდა ამაოება?..
მაინც რა არის ჩვენი ყოფა — წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?

თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლეს
არც ვინღა არის, და წინაშე არც ვინ აღუდგეს,
რომელთ ხელთ ეპყრასთ უმაღლესი სოფლის დიდება,
შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: «როდის იქნება,
ის სამეფოცა ჩვენი იყოს?» და აღიძვრიან
იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!..

თუნდ კეთილ მეფე როდის არის მოსვენებული?
მისი სიცოცხლე: ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული;
მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს
თავისს მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა დროს
არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!..
მაგრამ თუ ერთხელ უნდა სოფელს ბოლო მოეღოს,
მაშინ ვიღამ სთქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?..

მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან — შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა.
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!

ნიკოლოზ ბარათაშვილი

http://youtu.be/WSSfLWuM5Tg


Posted by: MaverickAbnormal 13 Dec 2013, 17:38
QUOTE
თოვლი თოვს. თეთრი ქარია,
თეთრ სამოსელით ვირთვები.
ჩიტებო, რა გიხარიათ,
რისთვის მღერიხართ ჩიტები.
დიდი ზამთარი იქნება?
ნეტამაც ასე ინებოს!
თქვენ მაინც რა გეფიქრებათ,
რა გენანებათ, ჩიტებო?
გადივლის, დაიფარება
ფიქრებით, თოვლის ქულებით. . .
თქვენ მაინც ვინ გეყვარებათ
ამ პაწაწინა გულებით?
თოვლი თოვს, უფრო თოვდება,
თეთრ სამოსელით ვირთვები.
მივდივარ, აღარ მშორდება
მკერდგაღეღილი ჩიტები.

ალ.საჯაია



up.gif

Posted by: Algophobia 14 Dec 2013, 14:33
ჩამოჰკარ სიმებს, გრგვინავდეს ქნარი, ქარის სიახლით გადანათელი,
არსებობს სხივი, გაჰქრა წყვდიადი, ჩვენ სამუდამო გვინდა ნათელი.
პოეტის სიტყვებს ცა გულდახშული ვერ გაიგონებს ვით სიდიადეს,
მიწა შეამჩნევს, თუ რა ერთგულად ჩვენ ვუმღეროდით სიგანთიადეს.

Posted by: nini gogo 15 Dec 2013, 16:51
ასე არასდროს არ მყვარებია
შენი მშიშარა სხეულის სითბო –
თითქოს პირველად შეგახე ხელი,
უკანასკნელად გიყურებ თითქოს.

ტყუპისცალივით ხარ ახლობელი
და ამავე დროს, უცხო სრულიად…
ასე იწყება ალბათ სიცოცხლე,
ანდა ეს უკვე აღსასრულია!

ო.ჭილაძე

Posted by: KREMATORIA 16 Dec 2013, 23:36
იტოგში იქნებ ვინმემ იცოდეთ ლექსია თAნ სიმღერა არც ავტორი ვიცი უბრალოდ ეპიზოდია ესეთI დაახლოვებით
: ნამცეც ნამცეც დაპნეული მძივი ვარ : ან ნაპრალ ნაპრალ დაპნეული მძივი ვარ
იქნებ ვინმემ იცოდეთ კაცურად და მითხრად

Posted by: juz111 16 Dec 2013, 23:46
oxunji pirveli
QUOTE
uz111

QUOTE
უფლის ნებით შემომხვდი და ყოველდღე
მილამაზებ დილასა და საღამოს...
შენც პატარა გოგოსავით მომენდე,
ჩემი ხარ და მეთბილება სამყარო.

ვინ რა იცის, ხვალ იქნება დავშორდეთ,
მერცხლებსაც კი უნგრევენო საბუდარს...
როცა გიყვარს, კიდეც უნდა ბავშვობდე,
ეჭვობდე და იფერებდე გაბუტვას...

როცა გიყვარს, ვეღარ დათმობ, იცოდე,
სიყვარულთან სიძულვილი არ ხარობს...
მიყვარხარ და მილამაზებ სიცოცხლეს,
ჩემი ხარ და მეთბილება სამყარო.


მომეთბილა..
ვისია?


დათო ახლოური love.gif

Posted by: nini gogo 17 Dec 2013, 20:23
თავგზა ამირიე,
გრძნობით მიმიმწყვდიე,
სიტყვით მიმსუბუქე თმენა.
ისე მიმიტყუე,
ისე მიმიჩვიე,
შორს ვერ წამიხვალო,ვერა..
ყოვლად უიმედოს,
ისევ განმიახლე,
ისევ დამიბრუნე რწმენა,
ხელი არ გამიშვა,
კვლავ რომ არ წავიქცე,
ვეღარ წამოვდგები,ვერა.

======================

მე,
ჩემეული სახლ-კარი მაქვს
და იქ ვმარტოობ.
შინ,
ჩემი მსგავსი სიყვარული მყავს,
ჩუმად ვპატრონობ.
დილით,
ფინჯნიდან ჩაის ერთად ვსვავთ,
სადილს მივირთმევთ.
სახლიდან კარში,
კარიდან სახლში ერთად მივიწევთ.
მოდის შუადღე,
ვცდილობთ სხივები ცხელ მზეს ავართვათ,
მზე რომ გადავა,
მარტოობას რომ თავი გავართვათ.
ღამდება,
ფერმკრთალ მთვარის შუქზე
ერთმანეთს ვეძებთ,
მერე ჩემსავით,
ისიც წყვდიადში დადის და გეძებს.

ნათია ფრანგიშვილი

Posted by: juz111 18 Dec 2013, 12:06
მე მოვალ შენთან! –
ბანალური არის სიტყვები...
ზუსტად ისეთი, როგორც ახლა ჩვენი განწყობა...
არაფერს გეტყვი,
შენ ყველაფერს ისეც მიხვდები –
წასვლისას ყველა გულნატკენიც ასე ამბობდა...
.
დამელოდები? –
არც ეს კითხვა არის ახალი
და უფრო ხშირად
პასუხია – თავის დაქნევა...
ისიც იცი, რომ არაფერი აღარ მახარებს
და მხოლოდ ძველი სურვილია –
კვლავ გადარევა!
.
რითმებიც ძველი –
მაგ ცრემლების ტბებმა დატბორა
გემი, რომელიც ტრფობის ზღვაში დიდხანს ვატარე...
და ალბათ ფიქრობ –
რა იქნება ის მეტაფორა
ჩემს მოსვლას ახლა, ბოლო სტროფში რომ შევადარებ...
.
დაგელოდები! –
თავის ქნევით მპასუხობ რახან
და წამწამებიც სინანულის ფერით მორთულან...
მე მოვალ შენთან!
როგორც...
თოვლი მოვიდა შარშან!
შარშან კი...
თოვლი...
როგორც მახსოვს...
სულ არ მოსულა...

ბაკურ სვანიძე

Posted by: nini gogo 18 Dec 2013, 14:21
QUOTE
დამელოდები? –
არც ეს კითხვა არის ახალი
და უფრო ხშირად
პასუხია – თავის დაქნევა...



http://youtu.be/ye8oJH8aL7M

შენს სიყვარულში ასე დაღლილი...
მელაქუცება ღამე ნისლებით...
რამდენი ცრემლი მქონდა დაღვრილი...
და მაინც,
ისევ შენით ვივსები...

ან სიყვარული ასეთს, რას მთხოვდა...
ეს ღამე ისევ, წარსულში მიმაქვს...
მეგონა, თითქოს ისევ გათოვდა...
მაგრამ,
ყოფილა ნაცნობი წვიმა...

სიყვარულს დღემდე, მე ვერ ვამხელდი...
დაგდევდი ლანდად, დაგდევდი ჩრდილად...
მეგონა თოვლი, ისე გავხელდი...
მაგრამ,
ფანჯარიდან მაწვიმდა დილა...

და ღამე ისევ, შენით დაღლილი...
ჩემს ფეხთან გდია ვით ნასუფრალი...
ვით უპატორნო, სურვილ დაცლილი...
და
ჩემი დილის ჭირისუფალი...

სულით ვყოფილვარ სულ მთლად შიშველი...
მაციებს, მაგრამ ფიქრი არა მაქვს...
ვიცი, ოდესმე მაინც მიშველი...
შენი,
ფიქრების დასაფარავად...

სევდა ვარ შენი, ტყვია დახლილი...
ასე რომ ტკივა გულის ნაპრალებს...
გთხოვ, მაპატიო ცრემლი დაღვრილი...
და ღალატს,
მაინც ნუ დამაბრალებ...

მე ისევ შენი გზებით მივდივარ..
და ვიცი, სადღაც რომ დავბერდები...
მე ის აღარ ვარ, უკვე დიდი ვარ...
შენამდე,
მაინც არ გავჩერდები..


Posted by: xatushka 20 Dec 2013, 13:12
ვერ აგაცილე დაღლა
გბანდი ცრემლებით გრწყავდი
ვერ აგიყვანე მაღლა
ვერ აგამაღლე ცამდის
სტირი
უჩემოდ სტირი
ნანობ უჩემოდ ნანობ
ვერ გიმკურნალე ტკივილს
ჩემი ტკივილის გამო
მე გაგიხუნე ფერი
ცრემლი გიქციე წყაროდ
ვერ შეგაშველე ხელი
ვერ გაგიფრთხილდი ქალო
ისევ გარიდებ თვალებს
წარბებს ქვემოდან გიმზერ
ვერ დაგისვენე მთვარე
მკერდთან შებნეულ ღილზე
ტვირთად გიქციე წლები
ჩასცქერ ჩაღვენთილ სანთელს
ვერ გავუმაგრე ფრთები
შენ რომ მიზრდიდი მართვეს
ვწუხვარ ვეღარა ვშველი
არც სურვილი მაქვს ამის
ვდგავარ ნისლიან ველის
და გასაყართან ღამის
გასვლა შენგანაც მინდა
გავალ ღრუბლების ზემოთ
მზე მე გიქციე ბინდად
მე დაგაღამე ჩემო
ვერ აგარიდე დაღლა
გბანდი ცრემლებით გრწყავდი
ვერ აგიყვანე მაღლა
ვერ აგამაღლე ცამდის

ტარიელ ხარხელაური

Posted by: nini gogo 20 Dec 2013, 21:49
ვაჟა-ფშაველა. ჩემი ვედრება.



ღმერთო, მიიღე ვედრება,
ეს ჩემი სათხოვარია:
არ დამეკარგოს გულიდან
მე შენი სახსოვარია!
გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,
მამყოფე შეუდრკელადა;
ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო
დაჩაგრულების მცველადა.
ბალახი ვიყო სათიბი,
არა მწადიან ცელობა;
ცხვრადვე მამყოფე ისევა,
ოღონდ ამშორდეს მგელობა;
არ წამიხდინო, მეუფევ,
ეს ჩემი წმინდა ხელობა!
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი,
შვილთ საგმოდ არ გამიხადო
ჩემი მუდმივი სამყოფი.
გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა,
მნათობს ტრფობისა შეშითა,
ნუ მავლევ ქვეყანაზედა
გაცივებულის ლეშითა, -
თვალებში მადლ-დაკარგულსა,
შუბლზე გაკრულის მეშითა.
ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს
მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა,
ნუ დაუძვირებ ოცნებას,
შენს ხმას, სხივ-გამომღებელსა:
სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა,
ეძახის თავის მხლებელსა.
გულს დარდი გამიდიადე
იმ სანეტარო საგანზე,
დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე
ჩემის გონების საბანზე!..
გონებას ფიქრი სტანჯავდეს,
გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი,
მშიოდ-მწყუროდეს კეთილი,
ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი...
ნუ დამასვენებ ნურა დროს,
მამყოფე შეძრწუნებული,
მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,
როცა ვარ შეწუხებული;
როცა გულს ცეცხლი მედება,
გონება მსჯელობს საღადა, -
მაშინ ვარ თავისუფალი,
თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.

მფარავდეს შენი მარჯვენა,
კალთა სამოსლის შენისა,
სანამ არ მოვა დრო-ჟამი
სულ ბოლოს ამოქშენისა.
სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.


love.gif
1893 წ.



Posted by: xatushka 22 Dec 2013, 01:27
რაღაცა მოხდა,
იდუმალი, გაუგებარი...
რაღაცა მოხდა...
გაიბზარა რაღაც ჩვენ შორის
და ყოველ ღამე
სიზმრად მესმის კივილი ჭოტის,
ასე მგონია,
ფეხაკრეფით ვიღაცა მოდის...
ვიღაცა მოდის...
ვიღაცა მოდის...
ვიღაცა მოდის...
მესამე მოდის...
მოდის კანონი, კანონის ძალით,
მისი სახელით.
მოდის ცივი და მოდის თავხედი;
მოდის და მოდის...
მოდის და მოდის...
სადა და როდის,
სად გავიგონე
მე პირველად კივილი ჭოტის?!
ვიღაცა მოდის...
ვიღაცა მოდის...
ვიღაცა მოდის...
უცხო, ზედმეტი...
რაღაცა ხდება გაუგებარი
და ითელება გული მგზნებარე
კანონის ძალით.
კანონს მიჰყვება მორჩილი ქალი;
მე ვდგავარ მთვრალი,
როგორც ყოველთვის,
სუნი დგას მძორის...
რაღაცა მოხდა...
გაიბზარა რაღაც ჩვენ შორის.
ვიღაცა მიდის...
ვიღაცა მოდის...
მე ისევ მესმის კივილი ჭოტის!.

პეტრე გრუზინსკი

Posted by: nini gogo 22 Dec 2013, 14:48
xatushka
up.gif up.gif


QUOTE
ვიღაცა მიდის...
ვიღაცა მოდის...

rolleyes.gif


სადაც უნდა მივდიოდე
უცხო ქვეყნად მარები,
უკანასკნელ შვიდიოდე
წლის თან დამდევს ქარები.
სადაც უნდა შევიარო,
ღვინოს დამაძალებენ,
მწუხარება ვერ დავფარო,-
ღვინოს დააბრალებენ.
ო, ძვირფასო, ჯვარზე მაცვეს,
გაქრა გიჟი ოვნება,
ვკოცნი, ვკოცნი მე შენს ბაგეს,
მაგრამ რა მეკოცნება

(გალაკტიონ ტაბიძე)

Posted by: xanka 23 Dec 2013, 22:24
KREMATORIA
ანა კალანდაძის ლექსზე

აღარც დაბნეული მძივი ვარ და
აღარც მარცვალ-მარცვალ ვიკრიფები,
ნუთუ არ გინახავს წვიმის ფარდა,
ან ატირებული ტირიფები?

მე გაზაფხულივით მოგეპარე,
და გაზაფხულივით შენში დავრჩი,
ჩვენი სიყვარული მოგაბარე,
ეს უნაზესი, თოთო ბავშვი.
ჩვენი სიყვარული მოგაბარე.

კიდევ ნისლიანი მთები მიყვარს,
ჩვენგან გათელილი ბილიკები.
ასე ნეტავი რად გააცინა.
ოი ეს მტირალა ტირიფები.

კიდევ ნისლიანი მთები მიყვარს,
ჩვენგან გათელილი ბილიკები.
ასე ნეტავი რად გააცინა.
ოი ეს მტირალა ტირიფები.

მე გაზაფხულივით მოგეპარე,
და გაზაფხულივით შენში დავრჩი,
ჩვენი სიყვარული მოგაბარე,
ეს უნაზესი, თოთო ბავშვი.
ჩვენი სიყვარული მოგაბარე.

Posted by: GoGoNNa 24 Dec 2013, 09:10
პატარა იყავ და ამიტომაც
თუ ვერ გამჩნევდი, მეპატიება...
რას ვიფიქრებდი, არ დამინდობდა
შენი ქალური შურისძიება.

და რომ გიყვარდი, როდია ჭორი,
ან ქარაგმულად თქმული იგავი...
მიუწვდომელი და შორზე შორი,
შენს თვალში დიდი ვინმე ვიყავი.

როდესაც ეშხი შეგმატეს წლებმა,
როცა სიმწიფის ფერი გაჩუქეს,
შენ დაგინახეს სულ ყველამ ერთად:
გულმა, თვალებმა და სიჭაბუკემ.

და შეიცვალა ჩვენი როლები,
შენ გამირბოდი, მე გდევდი ბოლოს...
შენ წითლდებოდი და ათრთოლებით
უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ

ბოლოს გავიგე როგორ დაგკარგე,
დაგკარგე, დამრჩი ნატვრა მარადი...
თვალებში როცა ჩაგხედე კარგო,
შენს თვალში მაშინ დავპატარავდი.

ნიშნიანიძე

Posted by: IOSKAMAN 24 Dec 2013, 09:14
მე პატარა ბიჭი ვარ
გამოვდივარ სცენაზე
რა დროს ჩემი ლექსებია
პატარა ვარ ყველაზე

ვიღაცა

Posted by: MaverickAbnormal 24 Dec 2013, 09:59
ბედმა უცნობი გზით გამაქამანა,
თქვენ დარჩით შორი... ცაზედაც შორი...
და, როგორც კარტში აგურის ქალებს,
გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.
მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,
რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები,
ჩემს შეპირებას ანადგურებენ.
და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების.

Posted by: In_private 24 Dec 2013, 12:07
QUOTE (MaverickAbnormal @ 24 Dec 2013, 09:59 )
ბედმა უცნობი გზით გამაქამანა,
თქვენ დარჩით შორი... ცაზედაც შორი...
და, როგორც კარტში აგურის ქალებს,
გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.
მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,
რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები,
ჩემს შეპირებას ანადგურებენ.
და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების.

up.gif


დრო გარდასული აღარ დაიცდის,
არც დააბრუნებს უკან აღარას...
ვიღაცას ტკივა, ვიღაც განიცდის,
ვიღაცამ ცხარე ცრემლი დაღვარა

ხანდახან ისე სწრაფად გაივლის,
მოიხედავ და გრძნობ გვიანია,
დროს შეცდომების გამოსწორების,
დროება სადღაც წარუტანია.

ხშირად შეცდომებს გვიანღა ვხვდებით,
მათთვის რადგან ადრე არ გვცალია...
თუ პატიებას ვერ მოვიპოვებთ
მხოლოდ დროის და ჩვენი ბრალია.

დასაბამიდან ასევე ვფიქრობთ,
დღეს ვერაფერი ვერ შეგვიცვლია,
მხოლოდ ერთს გეტყვი: გთხოვ მაპატიო,
მე პატიება არ შემიძლია!..

Posted by: nini gogo 24 Dec 2013, 14:08
QUOTE
ბედმა უცნობი გზით გამაქამანა,
თქვენ დარჩით შორი... ცაზედაც შორი...
და, როგორც კარტში აგურის ქალებს,
გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.
მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,
რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები,
ჩემს შეპირებას ანადგურებენ.
და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების.


მიყვარს ))




..ზმანებასავით შორეულ გემის მე არ მაღელვებს ტალღებზე რწევა––რაც მიყვარს, იმის პირველი მტერი, როცა მოკვდავო მსაჯულნო, მე ვარ!
ხსნის გზა–ბილიკი გარკვევით ჩანდა წინათ... (არა დღეს და არა ხვალე!) აწ არარაა მირაჟის გარდა და შიშით ხუჭავს იმედი თვალებს!
ჩემთვის ხსნის ტვირთი მძიმეა ერთობ და შელახული სწავლულთა მიერ––„მაძღარი მშიერს ვერ გაუგებსო...
“ სდექ! მშიერიც რომ ვერ უგებს მშიერს?! ვგრძნობ, იისფერი საღამო დადგა და იფანტება ჟამი წამებად;
აღსარებების იქნება, ალბათ, უკანასკნელი შემოღამება!
მახსოვს, უდაბნოს სუნთქვა მომედო–– არ იყო წყალი (არცა მწყუროდა), ვეუფლებოდი, კუტ–ბატონებო, ჩვენს განათლებულ უსაქმურობას!

მერე გავშალე წელთა მარაო და ავედევნე უცხო მხედართა და დავეძებდი იმ კაცს ამაოდ, არარსებულზე მეტს რომ ხედავდა..

ბოლოს, ისევ მე დამიგეს მახე! მე, დამაშვრალს და სამყაროს მორჩილს... მიხვდნენ, სულელი რომ ვიყავ მათზე და საკუთარ თავს რომ ვთამაშობდი!!!
აწ რას ეძიებთ, უგნურნო, არსში––„იყო?“ „რა იყო?“ „აწ რა იქნება?“...
მერწმუნეთ, კაცთა ბედ–იღბლისათვის სისულელეა ზოგჯერ მისწრება! იარეთ თქვენებრ––როგორც გენებოთ, დამცინეთ თანაც–– „ამ შეშლილს შეხე!...“
იცინეთ, დიდო კუტ–ბატონებო, მეც თქვენთან ერთად ვიცინი, ხე–ხე...
ნუ მოგეჩვენათ, შევშფოთდი თითქოს და ნუ გატყუებთ თვალები სველი! არ მეცოდებით––უკეთუ გიხმობთ და არ დაგცინით––უკეთუ გელით...
გაიშრიალებს ახლო
გვირგვინიანი გველი:
–„რით ვერ გაიგე, კაცო,
არსად არავინ გელის!“
მერე––რიალი ორთქლის,
დედამიწელთა ჯარი;
და თავწაცლილი ორბი,
როგორც ემბლემა ფარის;
კრთომა წარსულის შუქთა
კაცო, მიგიხმობს საით?
სადღაც ბგერები წუხან
და სიჩუმეა მაინც...
ჩათვლიმე, სულო... შიშობ იქნება, რომ ძილის ჯანღით დაიბურები, უსაზღვროება დაგესიზმრება და გაცრეცილი გრავიურები.
წელთა ტალღები დაიხევს უკან და შეგიტყუებს ფერად მორევში––დატრიალდება ძვირფასი ქუჩა, ხმელი თელა და ლურჯი შორეთი...
მერე წარსულის თეთრი საუფლო (სად მერამდენედ, მარტო ბრუნდები!) გაგიხსნის ჭიშკარს და შენც, ეულო, შეხვალ ბოღმით და თეთრი ხუნდებით...
გაგეღვიძება და აღმოაჩენ, დღეების კროსი ისევ გრძელდება! შემოვა სხივი––მთვარის მოახლე და დაგემსხვრევა შიში ცრემლებად...
გაჰყე ხმას!––გიხმობს ზარნი,
გზა რად გაშინებს ქარვის,
როცა ამქვეყნად არვინ
არდროს ეკუთვნის არვის?
რად შემოგიჩნდა ახლა,
შიში წარსულთან შეხლის,
როცა იცი, რომ მასაც––
უკანასკნელად შეხვდი?
წასვლისას რატომ ნანობ
მას, რაც იყო და არი?
დაეხეტება მარტო
მწირი ანთებულ კვარით,
ამბობს:––„შორია ზარნი!
გზა რად გაშინებს ქარვის,
როცა ამქვეყნად არვინ
არდროს ეკუთვნის არვის?!.“

ლია რუსიაშვილის(აკმე (საკანი––ნომერი იქსი) ნაწყვეტი)

Posted by: jozefina 25 Dec 2013, 00:48
GoGoNNa

ძალიან მიყვარს ეგ ლექსი და ასერთოდ ნიშნიანიძის ლექსები მიყვარს smile.gif



ზაზა ბიბილაშვილის პოეზიის ხასიათზე ვარ smile.gif


ნუ მესიზმრები, რაა!
შემომჩენიხარ აბა რად?
წუთისოფელი რაა,
ისიც - ლანდების ამარა?

მერედა, განა ცხრაა -
ერთი მრგებია წილადა.
ნუ მესიზმრები, რაა! -
ნუ გადამაქცევ ძილადა..

****************************************************************************

სიყვარულის ახსნა

სათიბში მიჯნური მთვარე დაბანცალებს.
იციან _ იწვიან ვარსკვლავთა ნარგისნი.
მსურხარ და მაძალებ _ სულ ცოტა მაცალე _
სული თუ მოვითქვი _ სიყვარულს აგიხსნი.
გეტყვი, რა სახმილმა ეს გული დაფლითა
ან მთვარე რად ვიძმე _ ღამეთა პოეტი.
გეტყვი, რომ ცასავით შორეულ ზღაპრიდან
სულ შენთან მოვდივარ და ვეღარ მოვედი;
მერანს შევაცვითე ფერდებზე დეზები,
ვაწბილე ეშმა და ჭინკა და მაცილი,
ამდენი გეძებე _ რამდენი გეძებე!
და დაუძლეველი ვიპოვე მანძილი.
და თუმცა თითებში შენი თმის ლანდია,
თითები თვრებიან მთენთავი ბანგის სმით, _
ნარგისის თვალები ისე შორს ანთია,
ვით ღამის სათიბში ვარსკვლავთა ნარგისნი.
გეტყვი, რომ სიზმრები ქარებმა მირწიეს,
შლეგი იკაროსის ელდით ვარ ნასეტყვი...
და ასე სასურველს
და ასე მიწიერს,
უკვე აღარ ვიცი, გეტყვი თუ არ გეტყვი! _
რომ, თუნდაც მერანმა არსად გადამჩეხოს,
ბედი იქირქილებს, ბილწი და ბოროტი,
რადგან ეს ბილიკი, ასე საცალფეხო,
მკაცრად საცალფეხო იქნება ბოლომდის;
რომ მთვარე მარტოა და მწირის თმა-წვერით
სხვადასხვა სცენაზე ჩვენ ერთი როლი გვაქვს;
და უსასრულოა
და სისხლით ნაწერი
ჩემი ქრონიკული ტრფიალის ქრონიკა;
რომ შემომჩვევია სევდა გაბასრული,
კაეშნის მგეშავი, ავი და გულზვავი,
ჩემი მარტოსული პატარა წარსული
ზურგზე რომ ამკიდა ამხელა კუზივით;
ათასჯერ სიკვდილით თვალები დავიწვი,
სული აქილევსის ვეება ქუსლია...
და ალბათ, არ გეტყვი, რადგან თუ რამ ვიცი,
ვიცი, რომ სიყვარულს ასე არ უხსნიან!
და სწორედ ამიტომ შენი თმის თავთავებს
მდუმარედ მოვისთვლი დამთვრალი ბანგის სმით,
და სწორედ ამიტომ მთვარეს ვუთვალთვალებ,
და სწორედ ამიტომ
სიყვარულს არ გიხსნი..

Posted by: xatushka 25 Dec 2013, 01:01
QUOTE
ბედმა უცნობი გზით გამაქამანა,
თქვენ დარჩით შორი... ცაზედაც შორი...
და, როგორც კარტში აგურის ქალებს,
გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.
მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,
რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები,
ჩემს შეპირებას ანადგურებენ.
და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების.


love.gif როგორ მიყვარს.

თემატურად.

მე მხოლოდ მახსოვს, რომ გასაშრობად
ცას ეწვა ნისლი უკაბადონო.
მე არ მქონია ქვეყნად ბავშვობა,
თქვენ უსირცხვილოდ სტყუით, ბატონო,
შეხედეთ ჩემს გულს ათასგზის ნაგმობს,
ქარმა, ღამემ და სიცივემ აცრა.
თქვენ რაღაც სუფთა ყვავილზე ამბობთ
ჩემი უსიტყვო ცრემლების ნაცვლად.
მე მხოლოდ მახსოვს, ქარი ულხინოდ
მიაქანებდა ბედს უპატრონოს,
თქვენ უსირცხვილოდ, ო, უსირცხვილოდ
ჰო, უსირცხვილოდ სტყუით, ბატონო.
ხომალდი ჩემი ტალღებს ქაფიანს
არც შველას სთხოვდა, არც სთხოვდა
შეხლას.
მე მაქვს უბავშვო ბიოგრაფია
და ერთადერთი ამით ვარ ქვეყნად.

Posted by: Algophobia 25 Dec 2013, 09:57
შუაღამისას, მარტოობის საშინელ ჟამად,
მეწვევა ჩემი იდუმალი მეორე სახე.

გამოუცნობი მღელვარებით ვდგევართ პირდაპირ:
მშვიდი სიცოცხლე - რა ამაოდ მე განვიზრახე.

თვალწინ მეშლება დღეთ წარსულთა მწუხარე რიგი
და უნაყოფო ჩემსა ბრძოლას მაგონებს იგი;

და მსურს მე ამ დროს, მსურს უსაზღვრო თავისუფლება,
რომ ჩემს მახლობლად არ სუფევდეს წამების ღმერთი,

მსურს არ დამდევდეს იდუმალი სახე მხილების
და ვიყო ერთი, ყველგან, მუდამ მსურს ვიყო ერთი.


გალაკტიონი

Posted by: In_private 25 Dec 2013, 13:58
დრო, შენს გარეშე, გატარებული,
ცხოვრებას სულაც არ ჰგავს.
სიცარიელე მან ვერ შეავსო,
მკლავს,მარტოობის განცდა.
ვიცი, რომ აღარ დამიბრუნდები
თავს კი ვერ ვატან ძალას.
მაინც, ვერ გიშვებ. ვიცი ამაოდ
ვებრძვი, შენს ჩემგან წასვლას.

Posted by: merciamercia 25 Dec 2013, 18:19
***
ქარი აიხვეტავს ფოთლებს,
სუნთქვა თმა–შევერცხლილ მთათა,
ზამთრის მოლოდინში შეშას,
ვამტვრევ ჩვენი ქოხის კართან.
ხვალე ნანადირევს მოგგვრი,
კლდეზე დავიტყავებ მუხლებს,
თოვლით გატენილებს, ცივებს,
ცაზე წამოგიშლი ღრუბლებს.
თეთრად გავათენებთ ღამეს,
გვეგოს ფარდაგი და ტყავი,
ჩუმად მიმღეროდეს რამეს,
მედოს შენს მუხლებზე თავი.
გარეთ აბარდნიდეს თეთრად,
შენ კი სანთლის შუქზე ქსოვდე,
დეკის ჩაის ვსვამდეთ ერთად,
მერე ლექსების თქმას მთხოვდე.
გაზაფხულის პირზე მზიფერ,
ყვავილთ დაგიკრეფდი კლდეში,
გვირგვინს დაგიწნავდი ისეთს,
მორთულს ათასნაირ ფერში.
ქოხი შუა ტყეში გვედგას,
ნალ–მიჭედებული კარით,
მხოლოდ ჩვენ ვუსმენდეთ ფეთქვას,
გარეთ მობუბუნე ქარის.
არც შენ იქნებოდი ცოლი,
არც მე ვიქნებოდი ქმარი....


chups.gif
მერაბ არაბული

Posted by: Algophobia 25 Dec 2013, 18:27
წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
და დიდხანს, დიდხანს არ დამეძინა,
მე მქონდა ბინა, თავშესაფარი,
მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.
ხან კარებს უკან ატირდებოდა,
ხან დარაჯობდა სარკმელის წინა.
გადამიშალა თვალწინ წარსული
და მწარედ, მწარედ ამაქვითინა.

Posted by: In_private 26 Dec 2013, 11:14
მართლა დავღლილვარ,მგონი მეტი არ შემიძლია.
გასულმა წლებმა შემახსენეს ყოფის სიავე.
განა მიღირდა ემოციად დაცლა ყოველდღე,
რომელმაც თითქმის მიმიყვანა აპათიამდე?
არც ვიცი, თუმცა ვიცი ესა ვარ რაც ვარ...
და ვერ ვიცხოვრებ ისე, რომ არ დავდარდიანდე...

Posted by: nini gogo 26 Dec 2013, 13:40
როცა აკრძალულ სიყვარულს ეტრფი,
და როცა გიყვარს თხემიდან ტერფით.
როცა ცას წვდები გაშლილი ფრთებით,
და როცა გიღირს ცხოვრება ერთ დღით.

როცა გული ცემს აპრილის ტემპით,
ატმის ყავივლებს ქარი შლის პენტვით.
უნდა გიყვარდს მუცელში პეპლით,
პეპლებიც ერთ დღით მოდიან , ერთ დღით!

როცა აკრძალულ სიყვარულს ეტრფი,
და როცა გიყვარს თხემიდან ტერფით.
როცა მუხელბი გეღლება კეცვით,
როცა შენს სუნთქვას სიხშირე ერთვის.

ესეთ სიყვარულს ვინატრებ ღმერთით,
თუნდაც პეპელად ვიცხოვრო , ერთ დღით!
ესეთ სიყვარულს , უვნებელს , კეთილს...
მე ხომ აკრძალულ სიყვარულს ვეტრფი!


ირაკლი გაფრინდაშვილი

Posted by: MaverickAbnormal 26 Dec 2013, 14:07
დღიური, 1994 წელი

გამომძიებლებს უწამებიათ
და გონებიდან გადასული დაბრუნდა სახლში.
როგორც კი გაზაფხულის წყლები აირევა,
ეგაც წყალივით იმღვრევა და საშიში ხდება.

წუხელ მამამისს დასდგომია შიშველი ხანჯლით:
- შესაწირავი ცხვარი ხარ და უნდა დაგკლაო.

... და აი, ახლა თოკით შეკრული სამ კაცს მოჰყავდა -
ორნი აქეთ-იქით ედგნენ, მესამე - ზურგიდან.

რომ დამინახა, ქვას მიადგა ორივე ფეხი,
შემომაცქერდა და შემომტირა:
- აი, ხომ ხედავ, საგიჟეში უნდა შემაგდონ,
ვეღარ გავუძლებ იქაურ მხეცებს -
იმათ რეჟიმს და რეზინის ჯოხებს,
მიშველე რამე, - გადმომამხო მღვრიე თვალები.

... მაგრამ მაშინვე შემატყო, რომ ვერ ვუშველიდი,
ვერ ვიხსნიდი და მოჭრილ ხესავით,
უცებ მოერღვა, ჩაეშალა მთელი სხეული.
დაძრეს. მიაწვნენ. წაიყვანეს.
ჩემი იმედი გამოეცალა -
დამსუბუქდა და ფეხი ვეღარ მოსდო მიწაზე,
დამორჩილდა და ბუმბულივით წაეღებინა.

გულმა მირჩია: მიდი, გადასჭერ
თოკები, რითაც ეგ საწყალი შეუბოჭავთო,
მაგრამ... გული ხომ ყოველთვის მარცხდება
დიქტატორ გონებასთან კამათში.

მამუკა წიკლაური

Posted by: nini gogo 26 Dec 2013, 14:16
QUOTE
გულმა მირჩია: მიდი, გადასჭერ
თოკები, რითაც ეგ საწყალი შეუბოჭავთო,
მაგრამ... გული ხომ ყოველთვის მარცხდება
დიქტატორ გონებასთან კამათში.


))))

სიტყვით დაიქარგა - სიყვარული,
კოცნა - ტაეპებით მოგიწანი,
მიყვარს - უაზრო სიარული,
(ერთხელ პანთეონთან მომისწარი...).
სიტყვა ავიხირე - სევდიანი,
სევდაც - მილეული, დახეული,
რიცხვი - რა თქმა უნდა შვიდიანი,
ფიქრი - სიყვარულში გახვეული.
რითმა - გაცვეთილი, ბანალური,
ასე - დახეული-გახვეული
გვარი - რა თქმა უნდა არაბული,
თმები - რა თქმა უნდა დახვეული.
თვალი - ზოგჯერ მწვანეც, თაფლისფერიც,
წარბი - ერთი წარბი შრამიანი,
ლექსი - რა თქმა უნდა ატმისფერი,
ცოტა მოლუდო და შარიანიც.

ბოლოს - ალბათ ისევ თარიღი და
ალბათ ისევ - გიო არაბული,
მისამართი - ჩემი სამყოფლიდან,
რითმა - რითმა ისევ ბანალური.

Posted by: MaverickAbnormal 26 Dec 2013, 17:53
***

ჩემი ქუდი მთლიანად დასველდა და გაიყინა -
მე თავზე მეხურა კაშნე და ზემოდან -
(ძველი) გაყინული სისხლის ქუდი.
არბატზე მოდიოდა სველი თოვლი და
სამი მილიციონერი.
მე ვფიქრობდი: აჰა, შენი მემარცხენეთა ხელოვნების ოქრო,
რომლის შესახებ ლაპარაკობდი თბილისის ტელევიზიაში.
აჰა, არალეგალური ცხოვრების ჩრდილოური ხიბლი.
აი, მეტროს ის სადგური, სადაც გონის დაკარგვამდე გცემეს
და საკუთარი სისხლის გუბეში მწოლიარეს
სამხრეთ კორეული ბათინკები გაგხადეს.
აი, მშვენიერი პატარა ქალი, რომელიც გავროშს ჰგავს
და გავროშივით იცმევს,
მაშინაც, როცა თავის ვიდეო-არტს
და სიყვარულს აკეთებს.
აი, ტრამვაი, რომლის სარკმლებიდანაც მხოლოდ
დათოვლილი სტრაგინო მოჩანს.
აი "ტვინ-პიკსი", "MTV", "სნიკერსი" და
"სტიმოროლი".
ნეტა როგორია შენი ახალი მითი, რომელსაც
თხზავ, როცა მეტროდან ამოსული
სიგარეტს უკიდებ
და დღისითაც ნათურებანთებულ ჯიხურებს
ათვალიერებ...

P. S. არავინ არაფერი არ იცის... ახალი მითი?

კარლო კაჭარავა

Posted by: nini gogo 26 Dec 2013, 20:33
ყველაფერს ნუ ამისრულებ,
ნუ გამიმეტებ, ღმერთო!
მე მირჩევნია ჩემს მაგიდაზე
ნატვრის ლამპარი ენთოს,
ვიდრე ნატრული ბედით კმაყოფილს,
... ნატვრა არ მქონდეს ერთობ...

გემუდარები, ყველაფერს
ნუ ამისრულებ, ღმერთო!

მორის ფოცხიშვილი

Posted by: MaverickAbnormal 27 Dec 2013, 12:01
დღეს მეზიზღება მყუდრო ნაპირი -
სხვა არაფერი;
ქარი მწყურია მე პირდაპირი -
სხვა არაფერი.
რომ ღამე იყოს შავი, მწყურია,
ერთი უბრალო ნავი მწყურია;
ო, ნავი, ნავი, ნავი მწყურია,
ერთიც ნიჩაბი -
სხვა არაფერი.

Posted by: nini gogo 27 Dec 2013, 12:27
MaverickAbnormal
QUOTE
ერთი უბრალო ნავი მწყურია;
ო, ნავი, ნავი, ნავი მწყურია,



აი შენ ნავი help.gif )))

Posted by: xatushka 27 Dec 2013, 22:58
ფოთლები ცვივა, ცვივა თითქო ყრუ სიმაღლიდან,
თითქო ჭკნებოდეს ცის უფსკრულში მყუდრო ბაღები.
ფოთლები ცვივა უარისმთქმელ ხელის ჩაქნევით.

და ყოველ ღამე დედამიწა ვარსკვლავთ სახლიდან
მძიმედ ვარდება უდაბური გზის მისაგნებად.

და ჩვენც ყველანი ძირს მოვცვივით, ვით თოვლის ბარდნა,
ხმელი ფოთოლი, დედამიწა, კაცის ხელები, _

და მხოლოდ ერთი დგას უძრავად, _ მას ყველა ვარდნა
ხელში უჭირავს უსასრულოდ ნაზ მოფერებით..

რილკე

Posted by: merciamercia 28 Dec 2013, 13:55
***
А ты теперь тяжелый и унылый,
Отрекшийся от славы и мечты,
Но для меня непоправимо милый,
И чем темней, тем трогательней ты.

Ты пьешь вино, твои нечисты ночи,
Что наяву, не знаешь, что во сне,
Но зелены мучительные очи,-
Покоя, видно, не нашел в вине.

И сердце только скорой смерти просит,
Кляня медлительность судьбы.
Всё чаще ветер западный приносит
Твои упреки и твои мольбы.

Но разве я к тебе вернуться смею?
Под бледным небом родины моей
Я только петь и вспоминать умею,
А ты меня и вспоминать не смей.

Так дни идут, печали умножая.
Как за тебя мне Господа молить?
Ты угадал: моя любовь такая,
Что даже ты не смог ее убить.

Анна Ахматова.

ხალხებო biggrin.gif შემდეგი თემა მინდა გავხსნა მე, ხო და მალე აიყვანეთ რა 100 გვერდამდე user.gif biggrin.gif

Posted by: nini gogo 28 Dec 2013, 14:46
QUOTE
ხალხებო  შემდეგი თემა მინდა გავხსნა მე, ხო და მალე აიყვანეთ რა 100 გვერდამდე 



biggrin.gif 20 გვერდი რაა ჩვენთვის,,, მალე მოგიწევს გახსნა :*


მე სათუთი ვარ,
როგორც ქორფა ყვავილი ვაშლის,
ჩუმი და სათნო,
ვით ქურციკი ორიოდ კვირის,
ჩემს ნაზ ოცნებას
ერიდება ფრთებისა გაშლის,
და ჩემს ნაზ სულში
ცეცხლი ღვივის და ცეცხლი სტირის.


კონსტანტინე გამსახურდია

Posted by: merciamercia 28 Dec 2013, 15:59
nini gogo
QUOTE
20 გვერდი რაა ჩვენთვის,,,  მალე მოგიწევს გახსნა :*

იმედია jump.gif biggrin.gif 2kiss.gif

***
საღამოს ლანდები, ვით ბინდი ნიავის,
მიდამოს სდებია.
გინახავთ თქვენ ფერი დაბინდულ ქლიავის? -
ეს ჩემი სამშობლო მთებია!


გალაკტიონი chups.gif

http://radikal.ru/fp/fafb0a5bc1cd4e75867338d8d5e1f0d9

Posted by: kaxakale 28 Dec 2013, 16:04
არც ავტორი მახსოვს არ ლექსის სახელი, მემგონი პროფილში ვნახე ადრე, სიტყვებიც არ იყო ლექსში მხოლად ჰააააა ჰუუუუ ჰაეე და ეგეთ ბგერებს იძახდა მაპოვნინეთ რა ვიდეო sad.gif

Posted by: nini gogo 28 Dec 2013, 21:30
როგორც გაფრენა მტრედის,
შენ მოსვენება გინდა.
თოვლი ასეთი თეთრი,
თოვლი ასეთი წმინდა.
და როგორც სულის ტოლი,-
სადა ხარ! - დღესაც გეძებ.
აბრეშუმივით თოვლი
ისევ ელვარებს მზეზე.

ტერენტი გრანელი

Posted by: მამაო ენუქი 28 Dec 2013, 21:34
ოდესღაც სადღაც, მარტოობაში
გულით ამომსკდა სიმღერა წყნარი,
ჩემი სიმღერა ქვითინი იყო
სულით ობლობას კვნესოდა ქარი.
ხანი გავიდა, გადამავიწყდა
სიმღერა სადღაც, ოდესმე თქმული,
სანამ არ ვპოვე მეგობრის გულში
ღრმად ჩაქსოვილი და შენახული.
ერთხელ,ოდესღაც გზად მივდიოდი,
მე მოვისმინე ჩემივ ნაღველი
ყრმობის ოცნებით გატაცებული,
ყმაწვილურ ვნების გამომსახველი.
და ვერ ვივიწყებ ქალწულის სახეს
სადღაც, ოდესმე სიზმრად ზმანებულს,
შემდეგ ახდენილს სინამდვილეში,
მაგრამ... ძალიან დაგვიანებულს. ©რაჟდენი

Posted by: nini gogo 28 Dec 2013, 21:39
QUOTE
და ვერ ვივიწყებ ქალწულის სახეს
სადღაც, ოდესმე ფიქრში ზმანებულს,
შემდეგ ახდენილს სინამდვილეში,
მაგრამ... ძალიან დაგვიანებულს.


rolleyes.gif



სიყვარულს ვსწავლობ:
-დაე,წავაგო მე ეს ბრძოლა,
ბევრი ბრძოლა მაქვს მოგებული!
-დაე წავაგო ეს სიცოცხლეც,
მე ისედაც ბევრი ვიცხოვრე!

ჰადესში წავალ კელაპტარით წამძღვარებული-~
სიყვარულის დრო დაკარგული დრო არ ყოფილა!!

ბესიკ ხარანაული




Posted by: merciamercia 29 Dec 2013, 16:43

ძალიან მაგარია და იყოს აქაც love.gif

სონეტი 18

ზაფხულის დილაც ვერ გახდება შენი სადარი,
მისი იერი შენს მშვენებას ვერ ემსგავსება,
მაისის კვირტებს აჩანაგებს ავი ავდარი,
ზაფხული გადის – ხანმოკლეა მისი არსება.
ცის კაბადონზე საზაფხულო მზე რომ მზიანობს,
მასაც ღრუბლებით დაუნდობლად ბურავს ბუნება,
რაა ისეთი ქვეყნად, დრომ ვერ დააზიანოს,
მარად ვის ძალუძს სილამაზის შენარჩუნება?!
მაგრამ ეს სახე არასოდეს დაიბინდება,
შენი ზაფხული არასოდეს არ გათავდება,
თვითონ სიკვდილმაც ვეღარ მოსპოს შენი დიდება,
რადგან, ძვირფასო, ჩემი ლექსი გიდგას თავდებად.


ვიდრე იცოცხლებს ქვეყნად მოდგმა, ღვთისგან შობილი,
მუდამ იქნები ჩემი ლექსით უკვდავყოფილი.


sonnet 18

Shall I compare thee to a summer's day?
Thou art more lovely and more temperate.
Rough winds do shake the darling buds of May,
And summer' s lease hath all too short a date,
Sometime too hot the eye of heaven shines,
And often is his gold complexion dimmed;
And every fair from fair sometime declines,
By chance, or nature' s changing course, untrimmed:
But thy eternal summer shall not fade,
Nor lose possession of that fair thou ow' st,
Nor shall death brag thou wand'rest in his shade,
When in eternal lines to time thou grow' st.


So long as men can breathe or eyes can see,
So long lives this, and this gives life to thee.

shakespeare



Posted by: nini gogo 29 Dec 2013, 21:14
QUOTE
ვიდრე იცოცხლებს ქვეყნად მოდგმა, ღვთისგან შობილი,
მუდამ იქნები ჩემი ლექსით უკვდავყოფილი.

rolleyes.gif love.gif




თოვლს ნაბიჯები უხდება,
შეყვარებული წყვილის,
როგორც გაზაფხულს - სიმწვანე,
ვით მცხუნვარება - ივლისს.
თოვლს ჟრუანტელი უხდება,
გზნებით ამწვარი სახე...
ბაგე - ვარდგადაფენილი,
კოცნის ცოდვას რომ ამხელს.
მთვარით მოვერცხლილ ქუჩებში
ჩუმი ტკაცუნი, ყინვის...
თოვლს მიჯნურები უხდება,
როგორც ვარდები, ივნისს.

მარიამ კოზმანიშვილი

Posted by: MaverickAbnormal 29 Dec 2013, 22:51
***

ბიჭო,
ჟენენ ლავენუ,
აბანოში წადიო,
ცოტას გაგხეხავენო,
ბიჭო,
ჟენენ ლავენუ.
თორემ ხალხი ავენობს -
გახდა წელიწადიო...
ბიჭო,
ჟენენ ლავენუ,
აბანოში წადიო.

ფრანსუა ვიიონი

Posted by: merciamercia 29 Dec 2013, 23:19
***

შენ ცისკარი ხარ, მე მიმქრალი სანთლის სუდარა,
მაგრამ განთიადს ცისკრისაგან არა უნდა რა,

სული მხდება და მებინდება სიცოცხლის დღენი
შენმა ღიმილმა ჩემს სულს ვეღარ გამოუდარა.

სამარეს ია ამიყვავებს რადგან ამ გულმა
ზედ დაჭდეული ზილფის დაღი იას უდარა
ჰაფეზ, შენს საფლავს სატრფომ სიოდ რომ ჩაუქროლოს
შემოგეხვევა ვნებისაგან ტანზე სუდარა.

ჰაფეზი

Posted by: nini gogo 29 Dec 2013, 23:33
QUOTE
შენ ცისკარი ხარ, მე მიმქრალი სანთლის სუდარა,
მაგრამ განთიადს ცისკრისაგან არა უნდა რა,




გახსოვს?

გახსოვს, როცა შეხვდნენ, მერი,
ზღვად შენი და ჩემი ნავი,
ნორჩთა დღეთა გულთმიერი
მიარხევდა წყალს ნიავი.
შენ ციმციმი თვალთა მტყორცნე
თან ტკბილი და თანაც მწარე,
მოგეხვიე. გადავკოცნე
მე იმ სახის არემარე.
ეჰ! დრო იგი დარჩა მიღმა,
ტალღა მოსკდა, როგორც გორა.
ზღვას შეშურდა, ჩვენ სასტიკმა
ღელვამ დაგვაშორიშორა.
ძნელი როდი არის პოვნა,
რაც რამაა დაკარგული,
რადგან რასაც კარგავს ხსოვნა -
ღრმად ინახავს ჩვენი გული.

(გალაკტიონ ტაბიძე 1947)

Posted by: merciamercia 30 Dec 2013, 14:53
НОВОГОДНЯЯ БАЛЛАДА

И месяц, скучая в облачной мгле,
Бросил в горницу тусклый взор.
Там шесть приборов стоят на столе,
И один только пуст прибор.

Это муж мой, и я, и друзья мои,
Мы Новый встречаем год,
Отчего мои пальцы словно в крови
И вино, как отрава, жжёт?

Хозяин, поднявши первый стакан,
Был важен и недвижим:
"Я пью за землю родных полян,
В которой мы все лежим",

А друг, поглядевши в лицо моё
И вспомнив Бог весть о чём,
Воскликнул: "А я за песни её,
В которых мы все живём".

Но третий, не знавший ничего,
Когда он покинул свет,
Мыслям моим в ответ
Промолвил: "Мы выпить должны за того,
Кого ещё с нами нет".

Анна Ахматова

Posted by: მამაო ენუქი 30 Dec 2013, 16:21
QUOTE
ჰაფეზი

ამის ტატუს გაკეთებას ვაპირებ yes.gif
* * *
merciamercia
მაგის მთარგმნელის ლექსიც იყოს ბარემ yes.gif

ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო
და მომინდა ხეტიალი ქართან,
ცხრა ფიქრის და ცხრა ოცნების მიღმა
აშრიალდა შენი კაბის კალთა…

ღამით, რა ვქნა, ოცნებების მეტი,
მაგ ღიმილის გახსენების გარდა;
დავეცემი, როგორც წვიმის წვეთი
მოგონების საჩრდილობლის კართან.

უძილობის თეთრ თოლიებს მისევს
გახსენება მაგ ანთებულ თვალთა
და ფიქრებში გათენდება ისე,
როგორც უცებ ჩამომწყდარი ფარდა.

Posted by: merciamercia 31 Dec 2013, 01:19
მამაო ენუქი
QUOTE
ამის ტატუს გაკეთებას ვაპირებ               

მაგარია, არაბულად ალბათ?


QUOTE
ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო
და მომინდა ხეტიალი ქართან,
ცხრა ფიქრის და ცხრა ოცნების მიღმა
აშრიალდა შენი კაბის კალთა…

ღამით, რა ვქნა, ოცნებების მეტი,
მაგ ღიმილის გახსენების გარდა;
დავეცემი, როგორც წვიმის წვეთი
მოგონების საჩრდილობლის კართან.

უძილობის თეთრ თოლიებს მისევს
გახსენება მაგ ანთებულ თვალთადა
ფიქრებში გათენდება ისე,
როგორც უცებ ჩამომწყდარი ფარდა.


up.gif მიყვარს ეგ ლექსი.




001
ქვეყნად რაიმე, ქარის გარდა, არ არსებულა
რადგან ყოველი დაქცეულა, არ ავსებულა,
არ არსებული არსებულად ჩათვალე, ძმაო,
არსებული კი მიიჩნიე არ არსებულად.


011
შენ მოწყალე ხარ, მოწყალება არის სიკეთე,
სამოთხის კარი ცოდვილთ რაღად გამოგვიკეტე,
მორჩილს თუ მინდობ, ვერაფერი მოწყალებაა,
ცოდვილს შემინდო, ამაშია, ღმერთო, სიკეთე.


015
რადგან ჩვენს დროში არვინ ფასობს ჭკუა–გონებით,
მხოლოდ უგნურნი ნებივრობენ ქვეყნის ქონებით,
მომეცით ღვინო, ისეთი, რომ ჭკუა წამართვას,
ბედი მომხედავს და უთუოდ მოვეწონები.

ომარ ხაიამი

Posted by: მამაო ენუქი 31 Dec 2013, 01:21
merciamercia
QUOTE
მაგარია, არაბულად ალბათ?

არაბულად რა, პორტრეტი პორტრეტია biggrin.gif

Posted by: merciamercia 31 Dec 2013, 01:23
მამაო ენუქი
QUOTE
არაბულად რა, პორტრეტი პორტრეტია 

lol.gif ვუი, მე მაპატიე biggrin.gif მეგონა, რამე სტროფის ან თავად სახელის ამოსვირინგებას გულისხმობდი user.gif

Posted by: მამაო ენუქი 31 Dec 2013, 01:30
merciamercia
QUOTE
რამე სტროფის

სტროფთან ერთად, მარა ენა ვერ გადამიწყვეტია, ორიგინალში მე ვერ ვკითხულობ და ქართულიც არ მინდა no.gif

Posted by: merciamercia 31 Dec 2013, 01:54
მამაო ენუქი
QUOTE
სტროფთან ერთად, მარა ენა ვერ გადამიწყვეტია, ორიგინალში მე ვერ ვკითხულობ და ქართულიც არ მინდა 

ორიგინალი ჯობია, მერე რა რომ ვერ კითხულობ.
ეგრე, ზოგს ჩინური იეროგლიფებით უწერიათ რაღაც და რას ამბობ სულ გადაბულბულებული აქვთ ჩინური biggrin.gif


004
რომელმან შეჰქმნა ეს სამყარო და ცის თაღები,
თავის ქმნილებებს არსებობას უსპობს განგებით.
თუ ცუდად შეჰქმნა, ვის მიუძღვის ამაში ბრალი?
და თუ კარგია, რაღად ამსხვრევს მათ ხელაღებით?

ომარ ხაიამი

Posted by: wuma 31 Dec 2013, 23:55
გილოცავ!
გილოცავ!
ახალ წელს გილოცავ.
შენ -
ვისაც სამშობლო გიყვარს…
გელა ხარ!
თინა ხარ!
შოთა ხარ!
ცირა ხარ!
ეს სულერთია -
ვინ ხარ.

ახალი წელია…
თოვლიც გვესალმება…
თოვლიც გვესალმება ციდან…
- ცრემლები?!
- ცრემლებზე – ბოდიში!
- ღიმილი?!
- ღიმილი -
რამდენიც გინდა…

ბავშვებო!
თქვენსავით
მეც ვიყავ მოსწავლე…
მე დღესაც არ ვსწავლობ განა?!
ამიტომ ერთმანეთს,
ამიტომ ერთმანეთს
ვუსურვოთ ხუთებზე სწავლა…

გვიყვარდეს სამშობლო,
სიმართლე გვიყვარდეს,
გვიყვარდეს,
გვიყვარდეს წიგნი…
რაც უნდა ისურვო,
რაც უნდა ინატრო, -
ესაა ყველაზე დიდი.

გილოცავ!
გილოცავ!
ახალ წელს გილოცავ.
შენ -
ვისაც სამშობლო გიყვარს…
ზაზა ხარ!
ლაშა ხარ!
ვაჟა ხარ!
ნინო ხარ!
ეს სულერთია -
ვინ ხარ!

მუხრან მაჭავარიანი

Posted by: nini gogo 2 Jan 2014, 16:31
QUOTE
გილოცავ!
გილოცავ!
ახალ წელს გილოცავ.

bis.gif



ცას უნდა უთხრა მადლობა,
მზე რომ მიიღო ბედობად...
მომწონს, აზრი რომ აზრობს და
მაინც გულისთქმას ენდობა...

მომწონს, დილას რომ შენატრი
და მზე წამით არ გეთმობა,
ასე სათნოს და ენატკბილს
ქალს, დაგებედოს დედობა...
მომწონს, ოჯახს რომ ბუდედ თვლი
და არქმევ უფლის წყალობას,
ასე ძლიერს და გულკეთილს
კაცს, დაგებედოს მამობა...
მომწონს, მზეს, მთვარეს-ორივეს
ზღვა სიკეთე რომ ეტყობა...
დალოცვა უნდა მოგინდეს,
სანამ ღმერთს შესთხოვ შენდობას..
ცას უნდა უთხრა მადლობა,
მზე რომ მიიღო ბედობად...
მომწონს, აზრი რომ აზრობს და
მაინც გულისთქმას ენდობა...

ბადრი სულაძე

Posted by: natka80 2 Jan 2014, 17:49
nini gogo
QUOTE
ბადრი სულაძე

love.gif
ძალიან მიყვარს , მისი ლექსებიც და პიროვნებაც.. საოცრად სათნო და კეთილშობილი ადამიანია

Posted by: In_private 2 Jan 2014, 18:48
დღეს ბედობაა... აუხდენელი ოცნებების,
ნუ დაიბედებ, ცივ ქარტეხილებს...
თვახედობაა, ჩემი მხრიდან, შენთან თამაში!
და შენზე ფიქრი, ვითომ ღამეს რომ მატეხინებს...
მე და შენს შორის უფსკრულების არის ლამანში...
ჯოჯოხეთია, გზააბნეულ ორი სულისთვის...
და ამ ორიდან გადარჩება მხოლოდ ერთ-ერთი!
და ერთადერთმა ღმერთმა იცის, ალბათ - რომელი...
ნუ დაიბედებ ჩემს სიყვარულს! მე ვარ დემონი...
მე ვარ სატანა... ვოლანდი ვარ და ბელზებელი...
ლუციფერი ვარ... ქვესკნელების ვარ ჰეგემონი
და სივრცეებში მიმოფანტულ ქართა მპყრობელი...
პლანეტები ვარ გადამწვარი... მათი მზეები...
და გალაქტიკებს დემონიურ ფეხებს ვაბიჯებ...
ნუ დაიჩემებ ჩემს სიყვარულს, ქრისტეს გაფიცებ, -
იქნებ როგორმე გადამირჩე - ღმერთის გულისთვის!
დღეს ბედობაა... დაიბედენ ჩემზე არფიქრი!
ანგელოზები დაიბედე... სამოთხეები...

Posted by: nini gogo 2 Jan 2014, 20:54
natka80
QUOTE
ძალიან მიყვარს , მისი ლექსებიც და პიროვნებაც.. საოცრად სათნო და კეთილშობილი ადამიანია

up.gif rolleyes.gif ეტყობა მის ლექსებს როგორი პიროვნებაცაა : )

ხშირად მხვდება ხოლმე მისი ლექსები სხვადასხვა საიტებზე smile.gif




დუმილს,სიწყნარეს და სიმშვიდეს დაედო ფერი,
ხმაურს,ჟრიამულს,აურზაურს გადაეფარა.
ვერ მიპოვნია სიყვარულის, დრო შესაფერი,
უსიყვარულოდ შეყვარება გადამეყარა.


/ანტონ გაგუა/




Posted by: Algophobia 3 Jan 2014, 12:44
ასე, ამგვარად... ეხლა დადიხარ
და შენს აღსასრულს გულმშვიდად ელი,
არ იცი, ვინ ხარ, არ იცი, რა ხარ,
რას მოგცემს შემდეგ ცხოვრება ძველი.
იცოდე, ერთი აუცდენელი
ბედი თავისით კარს მოგადგება
და წამთა თვისთა არგამცდენელი
ჩაიარს... დიდხანს აქ არ დადგება.

=======================

ამჩნევთ, რაოდენ იყო ამ კაცში სიცალიერე გამეფებული?
რაოდენ იყო უშინაარსო ცხოვრება ქვეყნად გატარებული?
სახელი ჰქრება. სიცოცხლეც ჰქრება, როცა იგონებს უმიზნო წარსულს,
მას ენანება წუთისოფელი, როს ყოველივეს ხედავს გაძარცულს.

Posted by: nini gogo 3 Jan 2014, 14:13
QUOTE
ამჩნევთ, რაოდენ იყო ამ კაცში სიცალიერე გამეფებული?
რაოდენ იყო უშინაარსო ცხოვრება ქვეყნად გატარებული?
სახელი ჰქრება. სიცოცხლეც ჰქრება, როცა იგონებს უმიზნო წარსულს,
მას ენანება წუთისოფელი, როს ყოველივეს ხედავს გაძარცულს.

up.gif


ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი,
შენ სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.
ვარ მოწყენილი ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.
მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.
ვტიროდი ხარბად მარტოობით ნაალერსალი.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი.

ვალერიან გაფრინდაშვილი

Posted by: merciamercia 3 Jan 2014, 16:13

НОЧЬ НА НОВЫЙ ГОД

Лежат холодные туманы,
Горят багровые костры.
Душа морозная Светланы
В мечтах таинственной игры.
Скрипнет снег – сердца займутся –
Снова тихая луна.
За воротами смеются,
Дальше – улица темна.
Дай взгляну на праздник смеха,
Вниз сойду, покрыв лицо!
Ленты красные – помеха,
Милый глянет на крыльцо...
Но туман не шелохнётся,
Жду полуночной поры.
Кто-то шепчет и смеётся,
И горят, горят костры...
Скрипнет снег – в морозной дали
Тихий крадущийся свет.
Чьи-то санки пробежали...
"Ваше имя?" – Смех в ответ...
Вот поднялся вихорь снежный,
Побелело всё крыльцо...
И смеющийся, и нежный
Закрывает мне лицо...

Лежат холодные туманы,
Бледнея, крадется луна.
Душа задумчивой Светланы
Мечтой чудесной смущена...

Александр Блок

Posted by: nini gogo 3 Jan 2014, 20:56
მოვალ, როცა მთა და ბარი
თეთრ ნაბადში გაეხვევა,
პატარების საოცნებო
საახალწლო ნაძვის ხე ვარ.
ჩამოვიყვან თოვლის პაპას,
მხარზე ხურჯინგადაკიდულს,
ჩამოვიტან ნამცხვარს, ქადას,
ჩურჩხელას და შაქარყინულს.
მალხაზებო, მანანებო,
ვარსკვლავების სადარებო,
მოდით ჩემთან, საჩუქრები
დაგირიგოთ, პატარებო!
სიმღერებით ცა მთოვარი
გაათბეთ და გაადარეთ,
ეს ახალი წელიწადიც
ბედნიერად გაატარეთ!

ნოდარ დუმბაძე

Posted by: merciamercia 3 Jan 2014, 22:08
ტფილისი

მეფე ლომკაცმა, თუ მგელკაცმა დაგარტყა კვერთხი
და ჩემ წამებად შენ აღსდექი ქვეყნად, ქალაქო,
ბევრი ვაჟკაცი გალავანთან შემოიფერთხე,
მეც მინდა, გული სისხლის ლექსად შემოგალაქო.

მეც მიმინო ვარ, გოგირდის ტბას შენ რომ ჩაფალი,
მეც სიკვდილამდე წყურვილისგან მიშრება პირი.
ვიცი, სხვა ღმერთზე უწყალოა ქართლის უფალი,
მაგრამ მისი ვარ სამუდამო მე ოქროპირი;

ვიცი, გიცავდენ მეციხოვნე მორკინალები,
ვიცი, ძვლებიდან ამდგარია შენს ახლო მთები,
ვიცი, გთელავდნენ ყიზილბაშის ცხენის ნალები
და წაუჭრიათ ტაძრებისთვის ხმლებს გუმბათები.

თათრების სისხლით მეწამული გამხდარა მტკვარი
და როგორც მოსეს - სააკაძეს ხმლით გაუკაფავს;
გილეწდა კალოს ბავშვებისას თათრის ყევარი,
მიტომ ვერ გენდვნენ თამარ მეფის შენ ძვირფას საფლავს.

ბებერი ძვლები ირაკლიმაც ძლივს გაიტანა,
სული დამარხა ნარიყალას გამსკდარ ბასტიონს,
მესამე უნდა საქართველოს ზღვა შავ ზღვისთანა -
მარაბდის ველზე ვაჟკაცური ქართლი დასტიოს.

ვერ გიბედავდა რუსთაველი პირისპირ შებმას,
ვერც სხვა პოეტმა შენ აქამდე ლექსით ვერ გაქო
და უფრთხის ყველა სამუდამო შენ სისხლის ემბაზს.
ვაჟკაცობისთვის განწირულო, ძველო ქალაქო!..

თავი შეგაკლა საიათნოვამ, უცხო სომეხმა,
გემრიელ წყალით ნაქებია ძველადვე მტკვარი,
და თუ შენ ახლა პოეტისგან მოგესმის შესხმა,
ეს გედი მღერის - ყელწაჭრილი და ცოცხალმკვდარი.

მე ვარ მიმინო, ხახამშრალი და კაპოეტი,
მე ვარ ტფილისის აგონიით მკვდარი პოეტი...


ტიციან ტაბიძე love.gif

Posted by: nini gogo 3 Jan 2014, 22:17
თუ შენი ხელი მიჭირავს ხელში
ყველგან სახლში მგონია თავი.
ნაზი ხის ჩრდილში, თუ ღია ცის ქვეშ,
ყველა ჭერქვეშ და ცეცხლის პირასაც.
სულ უკაცრიელ ქუჩაში და თაკარა მზეში,
ბრბოს მიუწვდომელ მღვრიე თვალებში
ბრძენთა გვერდით და გიჟთა გვერდითაც
სახლში ვართ, სახლში, ბავშვებთან და მოხუცებთანაც
და სიყვარულის საიდუმლო მხოლოდ ეს არის.
ჩვენ ვართ საბუთი უტყუარი,
რომ შეყვარებულთ, ყველგან სახლში ჰგონიათ თავი.

პოლ ელუარი

Posted by: merciamercia 3 Jan 2014, 22:46
***
“სარკმელი საღამომ და ფარდამ დაბურა,
სანთელი მბჟუტავი მთლად გაუდაბურდა,
მას შემდეგ რაც შენი სახება ბინდბუნდზე,
სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა…”

chups.gif
გალაკტიონი


Posted by: მამაო ენუქი 3 Jan 2014, 22:53
QUOTE
გემრიელ წყალით ნაქებია ძველადვე მტკვარი,

givi.gif

Posted by: xatushka 4 Jan 2014, 15:39
პირველი თოვლი მე მაგონებს პირველ სიყვარულს
და პირველ ღამეს,
როცა მე ხარბად დავეწაფე მშვენებას ქალურს -
ახალ სიამეს.
ციდან დაჰკიდა რეჟისორმა ფარდა უსწორო,
ფარდა მთოველი,
და მთელ ქვეყანას დაგვაშორა მხოლოდ ჩვენ ორი.
სდუმდა ყოველი.
განმარტოებით ხმაურობდა სადღაც სარაჯი,
შრიალი ქსელთა.
და იდგა თვალი - საპატიო თეთრი დარაჯი
ჩვენს სარეცელთან.
მაგრამ შეირხა თოვლიანი ფარდა მრავალი-
ცა იმედების.
მოვიდა ქარი და გამართა სხვა კარნავალი
თეთრი გედების.
სარეცლიდან დავინახეთ მთელი თეატრი,
ჩვენთან მოსული.
ყველა გმირები გვილოცავდნენ და ბეატრიჩე,
ბროლით მოცული,
იყო ნირვანა და გრიგალის ხმა დაკორძილი
წვით და წვალებით.
პირველმა თოვლმა გადიხადა ჩვენი ქორწილი
მეტ ბრწყინვალებით.
ო,რარიგ არის სანეტარო თოვლი პირველი:
პირველი თოვლი!
ნათელ ბავშვობის სიყვარულის გასაკვირველი
პირველი თოვლი.
პირველი თოვლი მე მაგონებს პირველ სიყვარულს
და პირველ ღამეს,
როცა მე ხარბად დავეწაფე მშვენებას ქალურს -
ახალ სიამეს.

ვალერიან გაფრინდაშვილი

Posted by: merciamercia 4 Jan 2014, 18:24

***
ავწიე ფარდა და მაისმა აკოცა მინას;
ვინც მე მიყვარდა ჩემთან არის და ჩემთან სძინავს.

ვაკოცებ ხელზე, როგორც წმინდანს გადავკოცნი მას.
და სხვა სახელზე მე დავიწყებ მერმე ოცნებას.

და მორიდებით კოცნას ვმალავ მე იმის თმაში,
და ძვირფას ქვებით მომინდება მერმე თამაში.

ზურმუხტს და ლალებს მოვიფანტავ ტანზე ძვირფასად,
დავხუჭავ თვალებს მეყვარება მაისის მსგავსად.

კოცნით გამთბარი, სიხარულში გავიწმინდები.
იღვიძებს ქმარი, რომ ჩამაცვას თეთრი წინდები.

ძვირფასი ქვები ჩვენს საწოლში დაიფანტება...
მე ვკვდები, ვკვდები --- მისი ხელი მკერდს ელანდება.
შიშით ვიცანი: რომ მაისი გაგვითენდება
და ჩემი ტანი მზის ალმურში დაითენთება.

პაოლო იაშვილი

Posted by: dryade 4 Jan 2014, 21:32
ДЕМОН

В те дни, когда мне были новы
Все впечатленья бытия -
И взоры дев, и шум дубровы,
И ночью пенье соловья,-
Когда возвышенные чувства,
Свобода, слава и любовь
И вдохновенные искусства
Так сильно волновали кровь,-
Часы надежд и наслаждений
Тоской внезапной осеня,
Тогда какой-то злобный гений
Стал тайно навещать меня.
Печальны были наши встречи:
Его улыбка, чудный взгляд,
Его язвительные речи
Вливали в душу хладный яд.
Неистощимой клеветою
Он провиденье искушал;
Он звал прекрасное мечтою;
Он вдохновенье презирал;
Не верил он любви, свободе;
На жизнь насмешливо глядел -
И ничего во всей природе
Благословить он не хотел.
1823

Posted by: amoeka 4 Jan 2014, 21:47
გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი,
და თვალთა დათხრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დახვდები,
ლექსო გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი,
თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები.

არი მკვლელობა, არი ომი, არი ხანძარი,
მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად თულებად,
მაგრამ არ არი ტანჯვა უფრო უზარმაზარი
როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება.

დადის ქალაქში ბევრის მსგავსი ჩემი სხეული
და ხალხი ამბობს "ეს კაცია ლექსის მწერალი",
მაგრამ ვინ იცის, რა ცეცხლშია გამოხვეული
ეს ჩემი ტანჯვა, დასაქცევი ტვინი ვერანი.

რამდენი თვალი უნდა მქონდეს, რომ ყველა ვნახო,
რამდენი გული უნდა მედგას, რომ ვიგრძნო ყველა,
რამდენი სახე მე თვით უნდა გავაპარტახო,
რომ ერთი ლექსი დამრჩეს წმინდა, როგორც პეპელა.

შემომახურებს სიკვდილივით სიტყვა კვიატი
და სისხლი, აზრი სული იქცნენ იმის მონებად,
გავიდა ღამე, მოასკდება კარს განთიადი
აღარ ხარ კაცი, აღარც ჩონჩხი, ხარ მოგონება.

რამდენი ლექსი დაიწერა, იმდენი წელი
ჩამოეწერა ჩემს ცხოვრებას, ვით ადამიანს,
და თუ ეს ლექსი უნდა იყოს უკანასკნელი,
მაშინ ეს ძორი ყვავებისთვის გასატანია.

პაოლო იაშვილი

Posted by: merciamercia 4 Jan 2014, 23:16
* ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია...

ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია,
იგი ელვარებს, საბოლოოთ დაშრება ვიდრე,
მასში სახელი პოეტისა მე დავიმკვიდრე,
რომლის გარეშე უკვდავებაც არაფერია.

ყველამ იცოდეს: მე არავის წინ თავს არ ვიდრეკ..
მე არ ვუღიმი იმ პიგმეებს, რაც კი მტვერია -
მე ვმღერი ისე, ვით არავის არ უმღერია -
ასსონანსია სათაყვანო ჩემი სიმდიდრე.

მე აქ მოვედი, მე მოვედი, უცნობი, ნაზი,
არ მომწყინდება სადღეგრძელოდ ავსწიო თასი
თქვენი, რომელთა გატაცება ცეცხლის ჟინია.

და შურიანი პოეტების, მარადი ყეფა
დეე ისმოდეს: რისთვისაა პოეტი მეფე?
უფრო ხმამაღლა დაიძახონ... არ მეშინია.

გალაკტიონი

როცა მე მინდა, რომ მალე შეივსოს 100 გვერდამდე, მაინდამაინც მაშინ არ პოსტავს არავინ mad.gif mo.gif biggrin.gif

Posted by: nini gogo 5 Jan 2014, 15:02
merciamercia2kiss.gif
QUOTE
არ პოსტავს არავინ

პროსტა ვიზე ამბობ mad.gif

biggrin.gif


ჰხამს ტრფიალსა საყვარელი სულად ედგეს, მით ჰსცოცხლებდეს,
მოშორებას ვერა ჰსთმობდეს, ღაწვთა მისთვის დაილებდეს;
გულს სურვილი ეგზნებოდეს, ჭირთა ყოლე მითა ჰსძლებდეს,
ზოგჯერ ზრახვით განჰსცხრებოდეს, ხან ტრფობითა მიახლებდეს..



=============================================================

სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს რომე არ ჰმონებდეს?
ვინ არს რომე გულსა ტახტად, ოხრვას ხარკად არა გცემდეს?
შენგან მეფე მონას ეყმოს, შენგან ბრძენი ხელად რებდეს,
და ბულბულსა რად ეძრახვის, რომ შენგამო ვარდს შეჰყეფდეს!

სიყვარულო, ძალსა შენსა ყოველი გრძნობს, არსებს რაცა,
სჯულსა შენსა ყველა ერჩის: ბერი, ერი, მეფე, ყმაცა;
ხელმწიფე ხარ თვითმპყრობელი, ტახტი მზა გაქვს, ჰგიებ საცა,
გულები გყავს ქვეშევრდომად, ამას მეც ვგრძნობ და თვით სხვაცა.

შენის უღლისგან გამოსვლა ნეტა უნდოდეს რადმე ვის!
თუ შენ ხარ ვნების მიზეზი, ლხენაც შენგან არ გვეძლევის?
ნამდვილ კეთილ არს განცხრომა, იგი ნუმც-ოდეს გველევის,
მაშა ცუდია, თუ მაში სიბნელეც არსით ერევის.

===================================================


ჭმუნვის მახვილი გულსა მსომია;
მიკვირს, თუ სული რად არ მხდომია!
ნაცვლად იმედთა მათ ჩემთა, მზეო,
ჭოგრითით ჭვრეტა შეღამრჩომია.

განვშორებულვარ შენთანა შვებას,
თუმცა გონება შენთან ხომია;
კმა-ყოფის გზათა ვხედავ ხლართულად,
სურვილი უქმად გულს შემჭრომია;

განმხეცებია, ვაჰ, სიყვარული,
და გულსა მიხოკს, ვითა ლომია!
აქაით გეაჯ, მიბრუნო სული,
ვის ტრფიალებით ფერი მკრთომია.

არ გესმის ოხრვა, ოხრვის მიზეზო,
სასმენთა კარნი ჩემთვის გხშომია!
თუ აწ ვერ გპოვო შენ ჩემს მკურნალად,
ვჰსცნობ რომე ბედი სრულად მწყრომია;

რისხვამან შენმან სიცოცხლის ძაფი
შეჰსწყვიტოს, რადგან შესაწყდომია!



ალექსანდრე ჭავჭავაძე

Posted by: merciamercia 6 Jan 2014, 00:07
nini gogo
QUOTE
პროსტა ვიზე ამბობ 

შენ არა biggrin.gif შენ ჩემპიონი ხარ ;D 2kiss.gif


***
აი, ის დარდი, სულისმხდელი, გულს რომ მედება,
ტრფობა, რომელსაც არაფერი ეიმედება,
თვალი, რომელსაც მიწყივ სისხლი ჩამოსდის ღვარად,
ღამე, რომელიც არასოდეს არ გათენდება.

აბუ საიდი


Posted by: nini gogo 6 Jan 2014, 17:09
ზოგჯერ _ პეშვი წყალია,
ზოგჯერ _ ვეფხვის ცალია,
ზოგჯერ _ მორცხვი ძალიან,
ზოგჯერ _ ქარიშხალია,
ზოგჯერ _ შესაბრალია,
ზოგჯერ _ კლდე და სალია,
ზოგჯერ, თუ არ სცალია,
ალბათ, ჩვენი ბრალია.
ზოგჯერ დიდი ძალაა,
ზოგჯერ რბილი კრავია,
ცის და მიწის ერთობის
ჯაჭვი და საკრავია.
ზოგჯერ, როგორც კალია,
მზით და მიწით მთვრალია,
ზოგჯერ _ მოსწონს გალია
ზოგჯერ _ (როცა წყნარია).
მასზე ძლიერს იცოდებს!
და თუ ზოგჯერ მწყრალია...
დაამშვიდეთ, სიცოცხლე _
მოეფერეთ, ქალია !!!

მზია შეწირული

Posted by: merciamercia 6 Jan 2014, 17:53
სონეტი 125

ბალდახინების მოყვარული სულაც არა ვარ,
გარეგან პატივს ვერ მივიჩნევ ღირსად პატივის,
უკვდავებისთვის ოსტატურად არ ვყრი ბალავარს,
ის უკვდავებაც მოკვდავია თვით ოსტატივით.
გაკოტრებულა განდიდების ყველა მსურველი,
არ შერგებია ნეტარება დაფნის მაძებარს,
დამტკბარ წუმპეზე ვინც გაცვალა მიწის სურნელი,
ის უძვირფასეს ატლასებსაც დაფლეთს ძაძებად.
მე კი შენს გულში დამაყენე მორჩილ მსახურად,
არ იცოტავო ჩემი მცირე შემონაწირი,
ალალი გულით სიყვარულის ფრთებს მოგახურავ,
რომ მუდამ დარჩე განუყოფლად ჩემი ნაწილი.

განვედ მაცდურო! თუმც არვის აქვს ძალა შენდენი,
სულს ამბოხებულს გალიაში ვეღარ შედენი!"

შექსპირი

Posted by: nini gogo 6 Jan 2014, 23:26
QUOTE
სულს ამბოხებულს გალიაში ვეღარ შედენი!"

))


თქვენ მყარად დგახართ ამ მიწაზე. მე ვარ ნიავი.
თქვენ ნუ გგონიათ, გიყურებდეთ თითქოსდა უნდოდ.
გარწმუნებთ, არ მაქვს მე თქვენს მიმართ რამე სიავე,
ოღონდ ეს ჩემი ნიავობა არ შემიზღუდოთ.

მე ხომ არ მიშლის ნერვებს თქვენი მთობა, ზღვაობა,
ცათამბჯენობა, მიწიერი წონა, სიმძიმე?!
თქვენ რად გაღელვებთ, ჩვენს შორის რომ არის სხვაობა?
თქვენ მჭახედ ბრჭყვინავთ, ხოლო მე კი ოდნავ ვციმციმებ.

თქვენია, ქვეყნად ყველაფერი, რაც იყიდება,
და თვლა არა აქვთ ფუთებს, ყუთებს, ჩანთებს თუ ბოთლებს...
თქვენ მიიხვეტავთ მთელი ქვეყნის ავლა-დიდებას,
მე კი მარტოდენ შემოდგომის ნაირფერ ფოთლებს.

ითმინეთ ჩემი ნიავობა, სანამ გიგალობთ.
ნუ იზამთ ისე, რომ უეცრად ამაგრიგალოთ!

(ვახუშტი კოტეტიშვილი)

Posted by: _Moxuci_ 6 Jan 2014, 23:36
,,შარზე ვარ,
ცხოვრებას ვაკვდები ნერვებით...
უაზრო ლოდინში, თანდათან ვბერდები...
არ მინდა სიცოცხლე შავ-თეთრი ფერებით...
ცა მინდა ცისფერი და თეთრი დღეები...
არ ვიცი.
წახვალ თუ, გზის ბოლოს, დამიცდი...
შარზე ვარ,
რა მინდა, მე თავად არ ვიცი...
ყოველ წამს, ყოველ წუთს, ვფიქრობ და განვიცდი...
მე დარდმა მომტეხა ცხოვრების ლავიწი...
არ ვიცი, ვინ ვარ და
არ ვიცი რა მინდა...
და ახლაც, უგონოდ, უაზროდ მთვრალი ვარ...
ცხოვრებას დავიწყებ, ხელახლა თავიდან...
არ დავლევ, შევპირდი ცხოვრებას, ხვალიდან...
არ ვიცი,
სანამდე ამიმღვრევს გონებას...
რამდენი ვეცადე და გულიც ვიხეთქე...
რად მინდა სიცოცხლე, რად მინდა ქონება...
თუ გული ისევე უშენოდ იფეთქებს...
საომრად...
ოცნებებს, სიყვარულს ავისხამ...
არ მინდა შევჩერდე, უშენოდ ვომობდე...
შარზე ვარ,
საშველად საწამლავს დავისხამ...
და შენი დავრჩები, ცხოვრების ბოლომდე.."

ავტორი არ ვიცი.
* * *
ჩემ წინ დაეცა ჭადრის ფოთოლი,
გამოფიტული და დაქანცული,
და ზოოპარკის ცისფერ სკამებზე
ანთია სიცხის ანაბეჭდები.
- გინდა? გაჩუქებ.
თუმცა ამ ფოთოლს
ვინ გააჩერებს შენს გალიაში,
ან ვინ იფიქრებს, რომ ეს ფოთოლი
მე შემოგიგდე და არა ქარმა.
ქარს მხოლოდ მიაქვს,
ქარს სიტყვაც მიაქვს,
მაგრამ ხანდახან განგებ ატანენ,
რომ მოიშორონ სიტყვის სიმძიმე
და ქარს დაბრალდეს ქარში ნათქვამი.
ქარი მოვარდა,
ქარმა მომაგნო,
ქარს გავეკიდე,
ქარის ბრალია,
ქარით დაღლილი,
ქარად ვიქცევი,
ქარო, როდემდის ვიქნები ასე?
მე მთელი ღამე სიტყვას ვეძებდი,
რომელსაც უნდა გადავერჩინე.
ის ცალკე იჯდა და იცინოდა,
მე კი მიყვარდა და ვბრაზდებოდი,
და ვრწმუნდებოდი, რომ ვერასოდეს
ვერ მოვნახავდი საჭირო სიტყვას.
და ყველაფერი გადაწყდა უცებ:
მან გაისწორა ლამაზი თმები,
ლამაზი კაბა..
და შემომხედა,
როგორც ტურისტმა ცარიელ კედელს.
გათავდა?
თუმცა ამ სიტყვის გარდა
მე მქონდა გული,
გულიც და ვნებაც.
მან გაისწორა ლამაზი თმები,
ლამაზი მხრები... და გაიცინა.
გესმის? - გაწვიმდა.
ხედავ? - გაწვიმდა.
მე მიყვარს წვიმა,
წვიმა და ფიქრი.
წვიმა და ფიქრი ჰგვანან ერთმანეთს.
წვიმა მოვიდა,
წვიმამ მომისწრო,
წვიმას წავყვები,
წვიმის წილი ვარ,
წვიმით ავივსე,
წვიმად ვიქცევი,
წვიმავ, როდემდის ვიქნები ასე?
წვიმა კი მოდის,
ხმამაღლა მოდის
და ძირს ჩამოაქვს ხმელი ფოთლები,
ფოთლებს ჩამოაქვთ ხის ოცნებები,
ხის სურვილები და იმედები.
და ტოტებს შორის, დიდი ხნის მერე,
ისევ გამოჩნდა თეთრი ქალაქი,
ადამიანთა თავშესაფარი,
თეთრი ქალაქი გამოჩნდა ისევ.
ამასობაში გადიღო კიდეც
და შემოდგომის მზე ამოვიდა,
და შემოდგომის მზე გალიებში
კვლავ შემოცვივდა ოქროს ფოთლებად.
შეინარჩუნე თუ შეგიძლია,
ნაწილი მაინც შეინარჩუნე.
რადგან უმზეოდ გაგიჭირდება,
გაგიჭირდება...
გაგიჭირდება...
მზე ამოვიდა,
მზემ გამაბრუა,
მზეს შევეფარე,
მზის იმედი მაქვს,
მზით გავთამამდი,
მზედ მინდა ვიქცე,
მზეო, ნურასდროს ნუ წახვალ ჩემგან!
მზე ყველას უნდა და ყველას უჭირს
მისი გაყოფა და დარიგება,
რადგან ყველაფერს ადვილად ვიტანთ,
როცა სხეული მზითაა სავსე.
ქალმა, რომელიც მიყვარდა ძლიერ,
როგორც მებადურს უყვარს მდინარე,
მდინარეს - ფიქრი, ფიქრს - კი დუმილი,
დუმილს - ხმაური და ხმაურს - სივრცე...
დიდხანს უცადა იმ წყეულ სიტყვას,
უცადა დიდხანს და მოთმინებით,
მერე წამოდგა და შემომხედა,
როგორც ტურისტმა ცარიელ კედელს.
და აი, უკვე მზეც ამოსულა
და შემოგომის მზე გალიებში
შემოცვენილა ოქროს ფოთლებად.
ზამთარი მოდის და სანამ დროა
შეინარჩუნე ოქროს ფოთლები:
ზამთარში გულზე დაიფენ ხოლმე,
თავქვეშ დაიდებ და განათდები.
მე კი მეყოფა, თუ შენს თვალებში
ვნახავ საოცრად პატარა მზეებს,
პატარა მზეებს ვნახავ თვალებში,
თვალებში ვნახავ უთვალავ მზეებს.
მზე ამოვიდა,
მზემ გაგვაბრუა,
მზეს გავახსენდით,
მზის შვილები ვართ,
მზით მორთულები
მზედ უნდა ვიქცეთ.
მზეო, ნურასდროს ნუ წახვალ ჩვენგან!

ჭილაძე

Posted by: nini gogo 7 Jan 2014, 19:48
QUOTE
მე კი მეყოფა, თუ შენს თვალებში
ვნახავ საოცრად პატარა მზეებს,
პატარა მზეებს ვნახავ თვალებში,
თვალებში ვნახავ უთვალავ მზეებს.



გასაოცარი მისი შვენება
არის ქვეყნიურ დემონის დარი,
როდესაც გესლი და შეჩვენება
ჯოჯოხეთიდან არის მომსკდარი.

და ეს მაისი, ქალი მეორე -
პატრონი იგი წამწამთა ქოხის,
მას გამზაფრება მომეტეორე
თან სდევდა დენდის, ზახერ-მაზოხის.

რომანიული სარჩული წყრომის,
შეხვედრა მკაცრი გადასწყვეტს ღამით,
რომელს დარჩება უფლება ლომის,
ჩაილდჰაროლდის წამოსასხამით.


გალაკტიონ ტაბიძე

Posted by: Lorem ipsum 7 Jan 2014, 22:46
ალბათ, პაპაჩემი ბოშებს აკერპებდა _
აშლილ ვიოლინოს ვნებით აყეფებდა,
უქროდა მათებრ და მათსავით მღეროდა,
ვიღაცა აქებდა, ვიღაცა მტერობდა.
მეც მისი ჯიშის ვარ, შლეგი და სულელი,
თან დამდევს ქვიშის და ქარების სურნელი.
ეს მან დამანათლა, ალბათ, ხეტიალი,
ხუჭუჭა ქოჩორი, ცხვირი კეხიანი.
ახლაც ჩემი ხელით კვლავ ატმებს იპარავს
და ჩემი თითებით ტკრციალებს გიტარა...
ნამგალს არ ჰკვერავდა, სულ დანავარდობდა,
მეგობრად ვერა და, საყვარლად ვარგოდა!
თამბაქო უყვარდა, მთვარე და მძივები,
მეზობლის ქალების მკერდზე დაძინება.
ცხოვრება ჩემსავით ფეხებზე ეკიდა,
დანა მოუჩანდა ჩაკეცილ ჩექმიდან!
ცოტა მხდალიც იყო _ საფლავებს უფრთხოდა _
ეშმაკს მთლად გროშებად სულსაც დაუთმობდა.
ალბათ, კატასავით გამვლელს კლანჭს ასობდა,
შენი ვიოლინო სულ აღარ ახსოვდა...
რა შლეგიც ის იყო და მიეთ-მოეთი,
ხედავთ, მეც ისეთი დავდექი პოეტი!.

Posted by: merciamercia 7 Jan 2014, 22:53
რუდაქი იტყვის...

პოეტზე იტყვის;-
ჯამი იტყვის, ფეჰლევი იტყვის,
რუდაქი იტყვის,
სიტყვასიტყვით ამასვე თითქმის;
შორიდან სალმით
შენს ხელმწიფეს დასდევი ფასი -
კაცია ისიც -
მაგრამ მაინც ქვეითად გასწი.

არ შეგეშალოს,
არ გაბრიყვდე, არ იყო ბავშვი, -
არამც და არამც
არ ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში!

ვთქვათ, გაწყრა ღმერთი,
ქარაშოტმა დაბერა ავმა.
მიემსხვრა მეჩეჩს,
ანუ ზღვაში დაყვინთა ნავმა,
იტყვიან ერთნი:
„აეკიდა ხელმწიფეს გზაში,
ვერ უვაზირა -
ვაზირობა იცოდა ნავსი!“
იტყვიან სხვანი:
„უყვარდაო ლიქნი და ტაში!“
შენ დაგბრალდება _
ჩავარდები დუნიის ყბაში...

არ შეგეშალოს,
არ გაბრიყვდე, არ იყო ბავშვი _
არამც და არამც
არ ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში!

ხოლო თუ დაცხრა,
ვინც დღეებში ქარიშხლებს ურევს,
ნავმა მშვიდობით
მიაღწია დიდების ყურეს,
დიდებას დიადს,
არ გაბრიყვდე, ხელმწიფე ჰპოვებს,
ხელმწიფის ჩრდილში
მოგიხდება დადგომა პოეტს...
კვარცხლბეკზე მდგარიც
და ქარიშხლით წყალწაღებულიც -
ასეც და ისეც
ხალხის თვალში ხარ წაგებული!
მაშ გასწი ფეხით!
პურს გიწვდიან ჩანგში და თარში!
სვი ხალხის ღვინო -
ხალხის შვილი ხალხადვე დარჩი!..

არ შეგეშალოს,
არ გაბრიყვდე, არ იყო ბავშვი _
არამც და არამც
არ ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში!


მურმან ლებანიძე

Posted by: nini gogo 9 Jan 2014, 18:16
ახალგაზრდობა ნექტარია, სვამ და ვერ ძღები,
მაგრამ გახსოვდეს, შენც ოდესმე შეივერცხლები.
…თავდაჭერაა შენი ფარი, ჭკუის ნიშანი,
სიძნელეებზე გამარჯვება – შენი მიზანი.

==========================================

ვიდრე არ იცი – ნუ იღებ ხმასა!
ვიდრე არ გესმის – უსმინე სხვასა!
ნუ გხიბლავს ფუჭი სტავრა-ფარჩები,
თორემ იცოდე, მშრალზე დარჩები.
ბოროტის ძლევა არ არის ძნელი,
ცოდნას ვერავინ შეგეცილება.
იყავ მართალი და თავმდაბალი,
იწამე ჩემი გამოცდილება.
ერთ ბრძენზე ასი სულელი მოდის? –
უვიცს მოუვა მარად ზიანი!
ისწავლე შენ და ასწავლე სხვასაც –
ცოდნით სულდგმულობს ადამიანი


====================================


თუ გსურს იყო კაცი, კაცის მსგავსი,
შერჩე დროს და არ მოგედოს ხავსი,
ხუთი რამე შეიყვარე ქვეყნად,
ხუთი რამე შეიზარე ეკლად:
ფლანგვა, კვეხნა, უსაქმობა გძულდეს,
სიცრუე და დაბეზღება გძულდეს!
გაგაცანი – ახლა გეყო მტრები!
გაიცანი ლაღი მეგობრები:
ნებისყოფა, თავმდაბლობა, შრომა,
საღი ჭკუა და სიკეთის ნდომა!
ბოროტებას თუ აქციე ზურგი,
არ ყოფილხარ ქვეყნისათვის ურგი;
თუ სიკეთე გიყვარს მშვენიერი,
შეგიყვარებს მუდამ შენი ერი!




აბაი კუნანბაევი



Posted by: giojavaxa 10 Jan 2014, 20:13
********
დილით ცის ლაჟვარდებს
მწყემსივით დავუხვდები
დილის სისხამივით ცივი თვალები მაქ..
მინდვრად ხმელი მიწის სურნელს
შევისუნთქავ,გულში ჩავიკრავ და დავრწმუნდები
რომ მე გზა შენ გარდა
უკვე არსაით მაქ..
და მეც მჯერა რომ ჩემი გული შენით სულდგმულობს
სისხლისფრად მორწყულ მდელოებზე
რაინდად დაგიდგები...
ხმელი პურის,მწიფე ვაშლისა და დედის სურნელი გაქ..
ვიცი რომ შენ კალთებში
ადამიანად გავიზრდები..
დარდისგან გამხმარ მდელოებზე
ანკარა წყაროსავით დავიღვრები
სიცოცხლის შემდეგ,მიწის ქვეშიდან
გახსოვდეს საყრდენად დაგიდგები

გიორგი ჯავახიშვილი ანუ მე biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Centaur27 11 Jan 2014, 00:34
A Dream

In visions of the dark night
I have dreamed of joy departed-
But a waking dream of life and light
Hath left me broken-hearted.

Ah! what is not a dream by day
To him whose eyes are cast
On things around him with a ray
Turned back upon the past?

That holy dream- that holy dream,
While all the world were chiding,
Hath cheered me as a lovely beam
A lonely spirit guiding.

What though that light, thro' storm and night,
So trembled from afar-
What could there be more purely bright
In Truth's day-star?
Edgar Allan Poe

Posted by: xatushka 11 Jan 2014, 23:54
შენ გაზაფხული გიყვარს და გშვენის,
ზამთრის სიცივე გეუცხოვება,
გაზაფხულია ცხოვრება შენი,
შემოდგომაა ჩემი ცხოვრება.

ჩემს სახეს ჩრდილი დაჰკრავს უხეში,
შენი ლოყები ვარდივით ღვივის,
ჩემი თვალების დაღლილ გუგებში
კრთის შემოდგომის დაღლილი სხივი.

გულსაც ნაღველი შემოეპარა,
ჩემს გულს, ნაღველს რომ არ იკარებდა,
და უკვე ერთი ნაბიჯი კმარა,
რომ უცებ დავდგე ზამთრის კარებთან.

შენ რომ წინ წადგა ნაბიჯი სწრაფად,
მეც უკან წავდგა ნაბიჯი ერთი,
ერთი ხნისანი, ზაფხულში, ალბათ,
აღმოვჩნდებოდით ერთურთის გვერდით.

პეტეფი.
ჩემი პოეტი love.gif

Posted by: nini gogo 12 Jan 2014, 12:00
QUOTE
რაინდად დაგიდგები...


შვილს, რომელიც არ მყოლია


შენ იქნებოდი, ალბათ, გიორგი,
მხრებგანიერი, ბიჭი, ქორბუდა,
შენს უიღბლობას ცრემლად ვდიოდი,
ჩემზეც მრავალი ჟამი მობრუნდა.
სულ დაგეძებდნენ დედის გენები,
ათასწლეულებს გამოქცეული,
დღეს ვით ნასეტყვარ ვენახს მტევნები,ზეცას ჰკიდია ჩემი სხეული.
ეშმა ჯიუტად მიჭერს მარწუხებს,
პირი შეიკრეს თითქოს მისნებმაც,
მე შენი წილი სისხლი მაწუხებს,
მე შენი წილი გული მისკდება.
გაორებული სულით მოგტირი,
თუმცა არა ვარ, შვილო, ჯაბანი,
ბედიც კაცია, ცრუ და ორპირი,
მასაც სიკეთის მადლით დავჯაბნით.
არ შეუშინდე ამოწვდილ მახვილს,
და თუ მოსინჯავ ემაგ დევის შნოს,
გწამდეს ვით სახლში მიმავალ ნახირს,
სისხლსაც თავის გზა უნდა ენიშნოს.
მაშინ კი მოხვალ ბრძოლამოხდილი,
თვით ანგელოზის ნაფეხურებით,
და აინთება ჩემი თვალები,
როგორც ჩამქრალი საცეცხლურები...
შენ იქნებოდი მართლაც გიორგი,
დედის სუნთქვა და პაპის სეხნია,
მაგრამ შემინდე, თუ ეგ სიცოცხლე
მხოლოდ სიზმრიდან დამისესხნია.

მარინე ცხვედიაშვილი

Posted by: bukhurteli83 12 Jan 2014, 21:25
ზამთრის ცივ ღამეს მომენატრა შენი სხეული,
ის ხშირი სუნთქვა, ტუჩებს მკერდზე რომ ახელებდა,
ეგ ლერწმის ტანი, ნაბადივით შემოხვეული,
და სიგარეტი, ხანდახან რომ შეგვასვენებდა.

გაზაფხულდება კვლავ გაშლიან კვირტებს ვარდები,
მე შენი სუნი სიგიჟემდე მომენატრება,
შენს სილუეტს თუ დახატავენ სადღაც მხატვრები,
ეჭვი დამახრჩობს ან მხატვარი შემომაკვდება.

თითქოს აქა ხარ, შენს თითებს ვგრძნობ, უტკბილეს ტუჩებს,
ვხვდები ჩემთან ხარ, ყოველ წუთას, დღისით თუ ღამით,
ეგ სილამაზე რომ აღვწერო არ მყოფნის ნიჭი,
არ იწერება რასაც მე ვგრძნობ არც ერთი კალმით.

ან რა დავწერო, ვინ გაიგებს ეს თუ არ იგრძნო,
თუ არ მოსწყურდი, ვით ბედიუნს ანკარა წყარო,
რა ნეკნი ჰქონდა დალოცვილი იმ დიდ წინაპარს,
რომ გამოგძერწა, შენ რომ შეგქმნ უფალმა ქალო.

Posted by: nini gogo 12 Jan 2014, 23:24
ჭიქა საუბარი

ნდობა არ გვქონდა ერთმანეთის,
უბრალო ნდობა, -
და მაინც შევხვდით...
სისულელე ყოფილა მტრობა!

სულ ერთი ჭიქა საუბარი
კმაროდა გზნებით,
რომ ერთმანეთში გვეპოვა ძმები.

დრო დროს ედავა,
ცა გაეხსნა სასურველ სურვილს.
მაინც ერთად ვართ, -
სისულელე ყოფილა შურიც!

რაც იყო, იყო,
გასულია ეპოქა მგლური, -
უნდა იპოვოს გონებამ გული!

ნდობა არ გვქონდა ერთმანეთის,
უბრალო ნდობა.


(მორის ფოცხიშვილი)

Posted by: giojavaxa 13 Jan 2014, 21:52
nini gogo
bukhurteli83
up.gif

Posted by: wuma 14 Jan 2014, 12:44
სვანური მოტივებიდან

საღამოთი შველი გადამეღობა,
ას წელიწადს მაძებნინა კვალი;
მთვარედ მექცა, ვარსკვლავებში შეტოპა,
მივდევ ელვის მოგიზგიზე ხმალით.
სალოცავად ქართველობა მეყოფა,
საფიცავად შენი თაფლის თვალი.
უშენობით გული დამიმიწდება,
დევის მკლავებს წაერთმევა ძალა:
კვალდაკარგულს ფეხი გადამიცდება,
გავტყდები და მომაშველებ დალალს;
მთის კაცი ვარ, ხელი ცამდე მიწვდება,
ქარის მუხლით მოგეწევი, ქალავ.
დავიწვი და ენგურსა ვთხოვ, მეგობარს,
მომასხუროს მკერდზე წმინდა წყალი.
შენი შუქი ბნელში გადამეღობა,
ღრუბელზედაც ვნახე შენი კვალი.
საამაყოდ ქართველობა მეყოფა,
საფიცავად შენი თაფლის თვალი.
ქარს ღრუბლების ჯოგი მიჰყავს და
დაბრუნდება, იქნებ როდის.
შენ ღრუბელი ყოფილიყავ და
მენაც ქარი ვიქნებოდი.
შენ უშბაზე დაიძინებ და
მე ხევს ჩავალ ქარიშხლებით.
თუკი შევხვდით, ან ვიწვიმებთ და
ანდა სეტყვად დავიშლებით.
მზე მთის საფარს ეფარება,
ეზოს მწუხრი ეპარება,
და ჩრდილები ხეთა,
ფერად ნისლში იძირება,
აივნიდან იმზირება,
მოწყენილი დედა.

ალექსანდრე საჯაია

Posted by: Berti Vusteri 15 Jan 2014, 02:24
QUOTE
შენ გაზაფხული გიყვარს და გშვენის,
ზამთრის სიცივე გეუცხოვება,
გაზაფხულია ცხოვრება შენი,
შემოდგომაა ჩემი ცხოვრება.

ჩემს სახეს ჩრდილი დაჰკრავს უხეში,
შენი ლოყები ვარდივით ღვივის,
ჩემი თვალების დაღლილ გუგებში
კრთის შემოდგომის დაღლილი სხივი.

გულსაც ნაღველი შემოეპარა,
ჩემს გულს, ნაღველს რომ არ იკარებდა,
და უკვე ერთი ნაბიჯი კმარა,
რომ უცებ დავდგე ზამთრის კარებთან.

შენ რომ წინ წადგა ნაბიჯი სწრაფად,
მეც უკან წავდგა ნაბიჯი ერთი,
ერთი ხნისანი, ზაფხულში, ალბათ,
აღმოვჩნდებოდით ერთურთის გვერდით.


რა კარგი ლექსია



"მე ვერ მოგიტან რტოს იასამნის
და ვერც გაზაფხულს ვერ დაგპირდები..."

Posted by: guramus 15 Jan 2014, 20:02
მე (მოჰიკანი) - /ოთო გურგენიშვილი/

შენი ტუჩებით ვსწავლობდი კოცნას,
შენი თვალებით ვხედავდი მთვარეს,
ჩემი კალამით გასხამდი ხოტბას,
ლექსს გიკითხავდი მთვარიან ღამეს.

დილის ალიონს მე და შენ მხოლოდ
ნოხზე გაშლილი წითელი პლედით.
ვნებადაცლილი ვასრულებ სოლოს,
ლექსის კითხვაში და შენი მკერდით –

მევსება გული და როგორც ზეცა,
განთიადს ელის მძინარე სახით.
შეშლილ მელექსეს ზმანება მეცვა,
ძველს ვივიწყებდით ახლით და კარგით.

წარმოვიდგენდით შიშველი კალმით,
როგორ დავწერდით ვნებიან ლექსებს.
მერე თავსხმაში ქოლგით და კარვით,
გადავარჩენდით წვიმისგან ტექსტებს.

ხელს ჩამკიდებდი და მე კი თუნდაც
ვყოფილიყავი შენზე ძლიერი,
და დამრჩენოდა სულ ბოლო ხურდაც
როგორც ბაღნარში აკაციები –

ვისეირნებდით ნისლიან დილას,
კარამელით და თერმოსი ყავით.
აბაზანაში დაორთქლილ მინას,
შევცურდებოდით ღრუბელის ნავით.

შენი ამბორი და თხელი ტანი,
მეტმასნებოდა ქაფივით მკერდზე.
ვნების აბჯარით მე (მოჰიკანი),
გეფერებოდი ნამიან მხრებზე.

შენც გეტყობოდა ჩემი ტუჩები,
უბიწო მკერდზე და როგორც მთვარე.
დედიშობილა დადის ქუჩებში,
გვათენდებოდა ოცნების ღამე.

დრო გაიწელა წამის წყვდიადად,
დაგვძინებოდა ალიონს ზეწრით.
ჩამხუტებოდი ტანზე მთლიანად,
მეც ჩამეძინა შენივე მკერდით.

დილას საუზმედ ფორთოხლის წვენი,
კრუასანით და წითელი ვარდით.
გაკოცე შუბლზე და მცირე ძღვენით,
აღარ მინდოდა გქონოდა დარდი.

შენი ტუჩებით ვსწავლობდი კოცნას,
შენი თვალებით ვხედავდი მთვარეს,
ჩემი კალამით გასხამდი ხოტბას,
ლექსს გიკითხავდი მთვარიან ღამეს.

Posted by: nini gogo 15 Jan 2014, 21:57
მე გამოვდივარ
დღის ბოლოა
სრულდება 6
ფართო ქუჩაში
ჩვეულებრივ მოძრაობს ხალხი...
გულუხვად ბარდნის
ბეღურა კვნესის...
მე მოვაბიჯებ გაშლილი სახით...

დაგინახავ და...
გაზაფხული მყარდება ირგვლივ
შუაზამთარში
მეყურება შრიალი ხეთა...
რაც მართალია... მართალია...
გულწრფელად მიკვირს
ყველა ჩემსავით რომ არ ღელავს
შენ როცა გხედავს...


(მუხრან მაჭავარიანი)

Posted by: MaverickAbnormal 17 Jan 2014, 11:33
Все от винта!
Александр Башлачёв

Рука на плече. Печать на крыле.
В казарме проблем - банный день.
Промокла тетрадь.
Я знаю, зачем иду по земле.
Мне будет легко улетать.

Без трех минут - бал восковых фигур.
Без четверти - смерть.
С семи драных шкур - шерсти клок.
Как хочется жить? Не меньше, чем спеть.
Свяжи мою нить в узелок.

Холодный апрель. Горячие сны.
И вирусы новых нот в крови.
И каждая цель ближайшей войны
Смеется и ждет любви.

Наш лечащий врач согреет солнечный шприц.
И иглы лучей опять найдут нашу кровь.
Не надо, не плачь. Сиди и смотри,
Как горлом идет любовь.

Лови ее ртом. Стаканы тесны.
Торпедный аккорд - до дна.
Рекламный плакат последней весны
Качает квадрат окна.

Дырявый висок. Слепая орда.
Пойми, никогда не поздно снимать броню.
Целуя кусок трофейного льда
Я молча иду к огню.

Мы - выродки крыс. Мы - пасынки птиц.
И каждый на треть - патрон.
Лежи и смотри, как ядерный принц
Несет свою плеть на трон.

Не плачь, не жалей. Кого нам жалеть?
Ведь ты, как и я, сирота.
Ну, что ты? Смелей! Нам нужно лететь!
А ну от винта! Все от винта!

Posted by: nini gogo 17 Jan 2014, 15:07
ყველას ვიღაცა

გვიწოდებს ლამაზს,

ხან გარეული, ხან შინაური,

ყველა ადვილად

მიხვდება განა,

ხუმრობაა თუ ქათინაური.



ვინმე ვინმესთვის

გზა არის დიდი,

ვინმე ვინმესთვის

არის იმედი,

განა ყოველთვის

სიმღერით მიდის

სიჭაბუკიდან გზა სიბერემდი.



მე ვინც მგონია მკაცრი და ცუდი,

ჩემთვის ვინც არის კაცი უგულო,

არის სხვა ქალი -

ვინც წლობით უცდის,

და საწუთროში

მისით სულდგმულობს.



ზოგჯერ სიცოცხლეს

დაუსვამ წერტილს,

სახეს ღრუბელით ჩამოიქუფრებ,

და მაინც სადმე

სიყვარულს შენს წილს

იპოვი, როგორც

გრემის სიტურფეს.



ხან დაბერდები კაცთან

შემთხვევით,

მოკვდები, როგორც

ზამთრის ცივი დღე,

ხან უცხოს სადმე შეეფეთები

და მთელ სიცოცხლეს

ვეღარ ივიწყებ.



რადგან ბუნება არ გვრჩება ვალში

რაღაც სიკეთით

ყველას მოგვმადლის,

იმედის ზღვაში თეთრი აფრებით

ვტივტივებთ, როგორც

შორი ხომალდი.



ყველას ვიღაცა გვიწოდებს ლამაზს,

ხან გარეული, ხან შინაური,

ყველა ადვილად

მიხვდება განა,

ხუმრობაა თუ ქათინაური.


მედეა კახიძე

Posted by: giojavaxa 17 Jan 2014, 23:42
*********
შეხვედრა უეცარი,
ღიმილი უნებური,
სიმორცხვე შენებური,
ლექსი ჩემებური
ცა თითქოს შებურული,
გრძნობები დაბურული,
ლექსები დაზაფრული.
სიტყვები დაკარგული
ჩრდილები განაბული,
სევდა ჩაკარგული,
საკუთარ გრძნობებში ვართ,
ორივე ჩამალული.
ისევ გელოდები,
და გიწერ ლექსებს,
ვიცი რომ დაგკარგე,
და ვითვლი დღეებს.

ავტორი : გიორგი ჯავახიშვილი ანუ ჩემი თავი wink.gif

Posted by: nini gogo 18 Jan 2014, 11:13
QUOTE
შეხვედრა უეცარი,
ღიმილი უნებური,
სიმორცხვე შენებური,
ლექსი ჩემებური
ცა თითქოს შებურული,
გრძნობები დაბურული,
ლექსები დაზაფრული.
სიტყვები დაკარგული
ჩრდილები განაბული,
სევდა ჩაკარგული,
საკუთარ გრძნობებში ვართ,
ორივე ჩამალული.
ისევ გელოდები,
და გიწერ ლექსებს,
ვიცი რომ დაგკარგე,
და ვითვლი დღეებს.


მე მომწონს.. წარმატებები გიო smile.gif





მითხარ რაა ბილიკი, თუ გზაზე არ გაგიყვანს,

შენკენ თუ არ მოვყავარ - სიყვარულიც არ მიყვარს,

წლები უყაირათო, ფლანგვით დამიხარჯია,

ვცხოვრობ, არ ვიჩაგრები, არ მწყურია, არ მშია,



რამდენ არარაობას ვწერ რაობის დაფაზე,

თავი ვერ შევიკავე, დრო, დრო ვერ დავაფასე...

კიდევ შენ მაპატიე - ცეცხლო, რომ არ მოგეშვი,

მანამ, სანამ გადავალ, სხვა, დიდ სიმყუდროვეში!.


ფრიდონ ხალვაში

Posted by: Herr 19 Jan 2014, 01:05
ორო ჭადარო, წყვილო ჭადარო,
შემოხვეულნო შუქთა ბადრებით,
ო, მე არ ვიცი, რას შეგადაროთ,
ან უცხოეთში რად მენატრებით?
კვლავ გახვევიათ ოქროს ზეწარი
და შემოდგომის მკრთალი ბლონდები?
მე, უთვისტომო და გარეწარი,
თქვენ გაგიხსენებთ და დავღონდები.
თქვენთან რბიოდნენ ნათელნი დღენი,
ლოცვა ბავშვური, ფერი გედური,
ახლა რად მესმის შრიალი თქვენი,
როგორც ტირილი და საყვედური?

გალაკტიონი

Posted by: giojavaxa 19 Jan 2014, 21:26
nini gogo
დიდი მადლობა smile.gif)
Herr
up.gif

Posted by: RENE_Z 20 Jan 2014, 20:15
"ცხოვრებისაგან წყალწაღებული
მე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე
გამარჯვებული, გალაღებული
მიყვარხარ კიდევ!
დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო
ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს
სულზე უტკბესო!
.....
ი.გრიშაშვილი

Posted by: nini gogo 20 Jan 2014, 22:35
"ძველად... აბანოში წამსვლელი ქალები დილაადრიან სისხამზე მიდიოდნენ და საღამოთი ბინდისას ბრუნდებოდნენ, რომ მათი გამგზავრება მამაკაცის თვალს არ დაენახა"

"ძვ. თბ. ლიტ. ბოჰემა"


შენ აბანოდან გამოდიოდი,
მარტო კი არა, ქმართან - ხელკავით,
და ბოტანიკურ ბაღის სიოთი
გეგრილებოდა ხუჭუჭი თავი.

მე შეგამჩნიე! და მკერდის ტალღით
გავაპე ხალხი და შენ წინ შევდეგ,
აწითლდი, როგორც წითლდება ბალღი
საკუთარ დედის დატუქსვის შემდეგ.

არც კი გრცხვენიან! ვით ალამდარი,
აფენ შენს სხეულს ვაჟის მახლობლად.
აბანოს ბოხჩით მოგდევდა ქმარი
და ზედ ეწერა: "ჩემი სახლობა!"

როგორ მიყვარდი! ასჯერ, ათასჯერ,
მითქვამს ეს სიტყვა ჩემს გულში წინდად:
ახ, ვიკისრებდი ყოველგვარ სასჯელს,
ოღონდ მის თითებს შევეხო წმინდად.

ეხლა? რა მეთქმის? ვნების ონავარს
გეტყვი, რომ უკვე დაეშვი ტაფობს.
გიცქერ საჯაროდ ნააბანოვარს.
და ეგ სიწითლე ყველაფერს ამბობს.

მითხარ, რად იყავ შენ ალეწილი?
მითხარ, რად შეკრთი აგრე ძალიან?
შენს სიწითლეში მე მიდევს წილი?
თუ ეს აბანოს ორთქლის ბრალია?

იოსებ გრიშაშვილი

Posted by: Z@G@NTi 21 Jan 2014, 02:57
QUOTE (nini gogo @ 20 Jan 2014, 22:35 )
"ძველად... აბანოში წამსვლელი ქალები დილაადრიან სისხამზე მიდიოდნენ და საღამოთი ბინდისას ბრუნდებოდნენ, რომ მათი გამგზავრება მამაკაცის თვალს არ დაენახა"

"ძვ. თბ. ლიტ. ბოჰემა"


შენ აბანოდან გამოდიოდი,
მარტო კი არა, ქმართან - ხელკავით,
და ბოტანიკურ ბაღის სიოთი
გეგრილებოდა ხუჭუჭი თავი.

მე შეგამჩნიე! და მკერდის ტალღით
გავაპე ხალხი და შენ წინ შევდეგ,
აწითლდი, როგორც წითლდება ბალღი
საკუთარ დედის დატუქსვის შემდეგ.

არც კი გრცხვენიან! ვით ალამდარი,
აფენ შენს სხეულს ვაჟის მახლობლად.
აბანოს ბოხჩით მოგდევდა ქმარი
და ზედ ეწერა: "ჩემი სახლობა!"

როგორ მიყვარდი! ასჯერ, ათასჯერ,
მითქვამს ეს სიტყვა ჩემს გულში წინდად:
ახ, ვიკისრებდი ყოველგვარ სასჯელს,
ოღონდ მის თითებს შევეხო წმინდად.

ეხლა? რა მეთქმის? ვნების ონავარს
გეტყვი, რომ უკვე დაეშვი ტაფობს.
გიცქერ საჯაროდ ნააბანოვარს.
და ეგ სიწითლე ყველაფერს ამბობს.

მითხარ, რად იყავ შენ ალეწილი?
მითხარ, რად შეკრთი აგრე ძალიან?
შენს სიწითლეში მე მიდევს წილი?
თუ ეს აბანოს ორთქლის ბრალია?

იოსებ გრიშაშვილი

up.gif

Posted by: nini gogo 22 Jan 2014, 13:23
გაგაცილე და... ის იყო, ვბრუნდებოდი სახლში ჩქარა,
რომ მომესმა ეს მუქარა:
"გააცილე? ვნახოთ ! კარგი! მე მღალატობ? კარგი! ვნახოთ!
რომ ორივემ ივაგლახოთ?
მე დამტოვე და ჩემს ნაცვლად შეიყვარე ვიღაც ფლიდი?
მაშ გამცვალე? მაშ შენც მცვლიდი?
ვაჰ, შენს ლექსებს! თორემ მე რა? ვაჰ, მგოსანო, შენი ბრალი -
მას გრძნობა აქვს რომ ჩამქრალი!
მას არა აქვს გულახდილი არც ბაასი, არც იერი,
ის გველია მშვენიერი.
ის შენს ვნებას დაუწმენდელს, უმანკოს და დაუღალავს
გარყვნილ ჟინით შეგიბღალავს.
შენ გგონია, შენ უყვარხარ, როცა შენთან ეგრე ნაზობს?

თითლიბაზობს... თითლიბაზობს...

ან იქნება - დღეის შემდეგ, რომ არ გრძნობდე თავსა ობლად -
აირჩიე გასართობლად?..
ან იქნება შენი შუბლი უნდა დაფნით მას მოერთო!
რა ტანჯვაა! ღმერთო! ღმერთო!
გაცუღლუტებს, შე საწყალო, ის ფლიდია, მატყუარა,
გაგშორდება შენ თუ არა,
სხვას მიჰყიდის შენს სიყვარულს, სხვას ჩაჰკოცნის, ჩაიხუტებს,
გაცუღლუტებს... გაცუღლუტებს...
და ის ქალი, ვინც თვალთ სხივებს ყველას ესვრის განდაგანა,
ის ღირსია მგოსნის განა?
და რა უნდა მექნა, მითხარ! და რა უნდა მექნა, ნეტავ,
ჩემო სატრფოვ, ტანწერწეტავ,
ცილს გწამებდა, გესმის ცილს, ცილს! ცილს გწამებდა, ცილს უგვანოს
შენ, ჩემს სატრფოს-სათაყვანოს!
მე ავზვავდი! მე ამიტყდა ძარღვის ცემა, ხმის კანკალი,
ვეცი უხმოდ და... მოვკალი.
იცი როგორ? შენ გგონია, მე იმ ქალსა ბევრი ვდიე:
ვარდის კოშკში დავამწყვდიე,
ვარდის ხუნდი გავუყარე და... დავახრჩე - ჰმ! ხელითა?! -
არა ვარდის სურნელითა.


1915 (იოსებ გრიშაშვილი)

Posted by: In_private 24 Jan 2014, 10:27
მე ვიცი, ჩემში ორი ქალია -
ერთი ლექსებს წერს, მეორე არა . . .
მე ვიცი იმ ერთს რა უხარია,
მეორე გულში რა ნაღველს მალავს . . .
ერთი ადგება დილაადრიან,
მეორე ღამით სულ არ იძინებს . . .
ერთს რომ სახეზე განთიადი აქვს,
მეორის თვალზე ცრემლი ციმციმებს ....

Posted by: MaverickAbnormal 24 Jan 2014, 17:04
აქ ერთ დროს

აქ ერთ დროს რეკავდნენ ზარები თამამი
და თითქოს დიდებას ამბობდნენ ღმერთების,
აქ ერთ დროს ილოცდნენ წმინდანი მამანი
და ბოლოს დასტოვეს მონასტრის კედლები.

და ბოლოს დასტოვეს მონასტრის არენი _
სიკვდილის ჟამმა თუ დარეკა,
ქარსა და ქვიშაზე უმიზნოდ ნარენი,
ქარმა და ქვიშამვე წალეკა.

დაინგრა მონასტრის ზეცა და გუმბათი,
დაინგრა კარები აღსავლის,
დადუმდნენ ზარები და დუმილს უმატეს
და ხმა არ ისმოდა არსაით.

წავიდა წვიმა და მოვიდნენ ქარები,
წვიმები, ქარები მეასედ,
ციოდა მარიამს და დედის მკლავებში
ციოდა პატარა იესოს.

© შოთა ჩანტლაძე

Posted by: giojavaxa 24 Jan 2014, 22:47
მახსოვს ის ცელქი ცქრიალი,
მუცოში მოცვზე ცილობა,
ცად ცისარტყელას ციალი,
ოცნება და სიცილობა.
კოცნა დამქცევის სიცივის
ან ცვენა ცხელი ცრემლების,
ან ცივი ცვარის ციმციმი,
ცერებში ცეკვა ცელების.
კლდის ცქერით ზღვა გაოცება,
ცად აცერილი ფიცარი,
ან საოცნებო ცხოვრება,
სიმტკიცით შენაფიცარი.
ან ციყვის მომცრო ცაცებით,
ცირცელზე გადაცოცება,
ალიცლიცული ცაცხვები,
ცად ატყორცნილი ლოცვებად.
ან ჯერაც გასაციები,
ცვრიანი ხორცი აცმული,
მეცხრე ცას ასაცილები,
ცხელი კოცონის ტკაცუნი.
იმაზე ანცი ოცნება
რაც არ იცი და რაც იცი,
ცის-კარზე ცის დამორცხვება,
ცისფერ სივრცესთან ლაციცი.
ციცინათელას ციალი,
ოცნება და სიცილობა,
გახსოვს ის ცელქი ცქრიალი,
მუცოში მოცვზე ცილობა

გელა დაიაური

Posted by: Schism 24 Jan 2014, 22:56
გაზაფხულია. წვიმს.
გზად ერთმანეთს
ესაუბრება ქოლგა და მინო.


Posted by: giojavaxa 24 Jan 2014, 23:14
***

უკვე მერამდენე თებერვალი
მოგონებებით დახუნძლული
ეული მოხუცი ფანჯარასთან
თითქოსდა ფიქრით დათრგუნული

ნელ-ნელა იგონებს გარდასულ დღეებს
და ცრემლით იხსნებს ძველ ნათელ ფერებს
გულის ჯიბეში სულ უდევს ფოტო
სიყვარულისგან ეს დარჩა მხოლოდ

შემოწოლილ დარდს სასმელში აკლავს
მის სიტყვებს მუდამ ცრემლები ახლავს
ფიქრში იძინებს ,ელოდება მუდმივად ახალს
დილით კი ისევ მიუყვება ცხოვრების აღმართს...

ავტორი :მე

Posted by: gvants-a 25 Jan 2014, 00:39
Lotuses bloom
the lake has opened
a thousand eyes!

smile.gif

Posted by: Schism 25 Jan 2014, 01:00
gvants-a
up.gif

O snail
Climb Mount Fuji,
But slowly, slowly!

Posted by: gvants-a 25 Jan 2014, 03:19
Schism

Clouds appear
and bring to men a chance to rest
from looking at the moon.

Posted by: Bobgure 26 Jan 2014, 04:05
მაღაროსკარში შევვარდი,
როგორც მშიერი მგელია,
სამოცი დამხვდა ყაზახი,
სამოცივ კავალერია:
სამოცივ თოფი ავყარე,
დავშალე მთელი ჯარია,
ავი და შეუსმინარი
მოვკალი კომისარია.
იარაღს ხელი არ ვახელ,
რად მინდა სხვის ნახმარია,
ხელაშვილს მუდამ თავისი
აქვს კარგი თოფ-ისარია.
შევჯექ და გამოვაქციე
მისრიაშვილის ცხენია,
თან მივაძახე, ხელა ვარ,
კომუნისტების მტერია!

Posted by: nini gogo 26 Jan 2014, 22:58
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს,
ისე მაღალი და სპეტაკი განა მთებია?
მარტის ნიაღვარს აყვირებულს გზები ჩაუხრავს,
უგრიალნია და ზღვის უბეს შეერთებია.
მე ვის უბეში, მე ვის გულში შევინავარდო;
ვის შევუერთდე, - შენი გული დაკეტილია!
ნუთუ ეს ტრფობა, საყვარელო, თეთრო მთის ვარდო,
პოეტისათვის მხოლოდ ძველი გაკვეთილია?


გიორგი ლეონიძე

Posted by: wuma 27 Jan 2014, 16:28
ДИКАЯ ВОЛЯ

Я люблю такие игры,
Где надменны все и злы.
Чтоб врагами были тигры
И орлы!

Чтобы пел надменный голос:
"Гибель здесь, а там тюрьма!"
Чтобы ночь со мной боролась,
Ночь сама!

Я несусь,- за мною пасти,
Я смеюсь - в руках аркан...
Чтобы рвал меня на части
Ураган!

Чтобы все враги - герои!
Чтоб войной кончался пир!
Чтобы в мире было двое:
Я и мир!

М.Цветаева

Posted by: MaverickAbnormal 27 Jan 2014, 17:23
Я возвращаюсь домой

Я слишком долго был здесь,
Наверно, мне пора прощаться.
И все же я хотел бы остаться, но, увы, мне пора.
Я возвращаюсь домой.
Я не был там так давно,
Меня не ждут там, и все равно
Я возвращаюсь домой.
Сладкое слово "домой"!

И когда я уйду, кто-то скажет:
"Что-то случилось с Майком".
И кто-то засмеется и откроет бутылку вина,
И вам про меня расскажут самую последнюю сплетню.
В мире нет ничего интересней, чем сплетни про меня!
Я возвращаюсь домой.
Я не был там так давно,
Меня не ждут там, и все равно
Я возвращаюсь домой.

Я возвращаюсь домой -
К грязным полам и немытой посуде,
К холодным простыням и увядшим цветам.
Я возвращаюсь домой -
К холодным сарделькам и яйцам вкрутую,
К пустым бутылкам и разбитым пластинкам - домой,
Сладкое слово "домой"!

Posted by: nini gogo 30 Jan 2014, 18:42
რამდენი შრომა უწევს სიკვდილს.
არავინ იცის, როგორი გრძელი
და დამღლელი დღეები აქვს, ახალგაზრდა
ცოლი სახლში მარტოა
და აუთოვებს სიკვდილის საცვლებს,
მშვენიერი ქალიშვილები
ამზადებენ სიკვდილის ვახშამს,
მეზობლები სხედან ეზოში
და მთელი დღე კარტს თამაშობენ
ან სხედან კიბის საფეხურებზე
და ლუდს წრუპავენ. ხოლო სიკვდილი
ქალაქის მათთვის უცნობ ნაწილში
დაძრწის, ყველა კართან აყურადებს
და ეძებს ვინმეს, ვინც ბოლო დროს ცუდად ახველებს.

ან გზა აებნა, ან შეცდომით დაიმახსოვრა
მისამართი. სიკვდილსაც კი არ შეუძლია
შეაღოს კარი, თუკი ჯვარი არ აქვს დასმული
განგებისგან. წინ კი ღამეა.
ქარიანი და გრძელი ღამე. წვიმაც მატულობს
და მას გაზეთიც კი არა აქვს, რომ წაიფაროს;
ძილმორეული, მილასლასებს შორი სახლისკენ,
თუმც შეუძლია ნებისმიერ საწოლში მიწვეს,
სიკვდილს ხომ ყველა საწოლი იტევს.


ჩარლზ სიმიკი (მთარგმნელი: ზვიად რატიანი)

Posted by: orovela87 31 Jan 2014, 10:53
აღდგომის ტრიოლეტი

აღდგომა დღეა,სამრეკლოზე ზრიალებს ზარი

და ჭიდაობენ ჩაკირული წითლად კვერცხები.

ცოცხალს კლავს ღვინო და ისევე ცოცხლდება მკვდარი.

აღდგომა დღეა. სამრეკლოზე ზრიალებს ზარი.

აღარ ჩანს ქრისტე ამ ლოთებში, არც მისი ჯვარი.

არ ვიცი, ახლა ვის წინაშე დავენარცხები.

აღდგომა დღეა. სამრეკლოზე ზრიალებს ზარი

და ჭიდაობენ ჩაკირული წითლად კვერცხები.



1917.

Posted by: nini gogo 31 Jan 2014, 12:19
აი, აქ გადის სიყვარული. ეს საზღვარია
ყოფნის ნიშანი. სულ აქ ყოფნა. აღარსად წასვლა.
უზარმაზარი შიშის ჭა და ამ შიშის ჭიდან
სულმოუთქმელად დალეული საფრთხე და სანამ
ამ საზღვარს ჰქვია სიყვარული, ვინ დაგიჯერებს,
რომ მურაბიან ზედაპირზე დაკრულ მწერივით
ეს მიწა გითრევს. ჩაგიბღუჯავს შენც მისი მაჯა
ავადმყოფივით, უყურადებ სახეშეშლილი
ყოველი ბორცვის და მტკაველის სუნთქვას და იცი
მარტო შენია, სულ შენია, ეს გაძლევს ძალას,
გივსებს ძარღვებს და ეს ლაქები ჯერ თბილი სისხლის
დამწვარ მინდორში ჩათესილმა იფქლმა და ღვარძლმა
რომ გაგირჩიოს, სისხლია თუ სხვისი ტალახი,
როგორც სიცოცხლეს, ეჭიდები საზღვრის ერთ ბოლოს.
და უცხო ხორცი შენს ბავშვობას, როგორც სალაფავს
სანამდე შეთქვლეფს და წაბილწავს, უფრო ნაკლები
გრჩება მანძილიც ამ საზღვრამდე: აღარსად წასვლა,
ყოფნის ნიშანი და ჰაერი - გლუვი და მწარე,-
ომი კი არა, დაიჭირეს თითქოს პეპელა
და ჟანგიანი მაკრატლებით ფრთებს უსწორებენ.



ნათია ნაცვლიშვილი

Posted by: ვივიანა 31 Jan 2014, 23:12
ვიცი, მე ვიცი,
რომ ტვირთად გაწევს
მოუსვენრობა გარდასულ დღეთა;
ღვინით, უძილო ღამეებით გულგატეხილი
მოვედი შენთან
და შიშნაკრავი პატარა გული
მაინც ქალური სითბოთი შემხვდა.

ვიცი, მე ვიცი,
იმ უძილო ღამეებს გაჰყვა
სიჭაბუკე და სიწმინდე სულის
და ვდგავარ შენი ცხოვრების გზაზე
ისე, ვით მგზავრი გვიან მოსული.

ვიცი, მე ვიცი, ბევრჯერ ვინანებ,
რომ შენთან მოსვლა დავიგვიანე;
უაზროდ დავწვი სიცოცხლის დღენი,
აქვე იყავი - სადღაც სულ ახლოს
და თავის დროზე
სიახლოვეც კი ვერ ვიგრძენ შენი.
ვიცი, მე ვიცი,
რომ ჩვენ შორის ცივად ჩამდგარან
წლები დამწვარი ღვინით და ვნებით
და მე სულმოკლემ, ლამის არის ვწყევლო ყოველი,
ის, რაც მიყვარდა თავდავიწყებით

Posted by: nini gogo 31 Jan 2014, 23:19
QUOTE
ვიცი, მე ვიცი, ბევრჯერ ვინანებ,
რომ შენთან მოსვლა დავიგვიანე;
უაზროდ დავწვი სიცოცხლის დღენი,
აქვე იყავი - სადღაც სულ ახლოს
და თავის დროზე
სიახლოვეც კი ვერ ვიგრძენ შენი.





ფიფქი

ფიფქი რომ მხარზე დამეცა,
რა შეგძლებია, ზეცაო,
თვალი მეც მისკენ გამექცა,
ისეთი კაბა ეცვაო...
ახლა დღეც ვფიქრობ, ღამეცა,
ან ფიქრი როგორ შევცვალო,
არც მე ვიცოდი რა მექნა,
მასაც ქალივით შერცხვაო...

ბადრი სულაძე

Posted by: wuma 3 Feb 2014, 22:56
ვარ ნაპოლეონი

ვარ ნაპოლეონი!..
მომკალით, იცოდეთ, მსოფლიოს დავიპყრობ,
ვიწამე ლუდხანის და ვიღაც ავარას
ვნიშნავდი ჩემს რაზმში დიდ მხედართმთავარად,
სიკვდილიც შემთხოვდა: გრძნობები გავიყოთ,
მომკალით, იცოდეთ მსოფლიოს დავიპყრობ!

ვარ ნაპოლეონი!
მსოფლიოს ხმაურიც ფეხებში მედება,
მე არ მწამს ცრემლები, ხვეწნა თუ ვედრება,
არ მწამს ტრაგედია და მარცხი ცბიერი,
უკან არ დაიხევს ავარა მშიერი,
მოვმადლე ავარას მეფური იერი!

ვარ ნაპოლეონი!..
ქარები, წვიმები არის სასაცილო,
მოდით, რომანტიზმი ერთად გავაცილოთ
და ჩემთან დადექით ფერკმრთალი ვარდებით,
რადგან სიფერადეც გახდა სასაცილო,
მოდით, სიყვარულიც ერთად გავაცილოთ.

ვარ ნაპოლეონი,
ვიღაცა ოხერი თუ იმპერატორი!..
თქვენ ჩემთან მოხვედით? რა გინდათ, ბატონო?
და რაკი მოხვედით, ხართ გიჟი ან პოეტი,
ბრძოლა ხომ დაიწყო, დგას საღამოეთი
და მაინც იბრძოლეთ, გწამთ იმპერატორის.

ვარ ნაპოლეონი!..
მსოფლიო ცახცახებს და ვიგრძენ დაღუპვა,
არ შეცდეთ, მე სისხლი სულაც არ მწყურია,
არ მინდა ოცნების ეჭვებით გალუმპვა
და ვიცი დიდების შიში და შურია.
უბრალოდ, სამყარომ დამღუპოს, მწყურია!

ვარ ნაპოლეონი!..
როცა დავიპყარი სამყაროს ნაწილი
და როცა შევიგრძენი ცრემლები ნამდვილი,
როცა დავიკარგე ცრემლების ქაოსში
და როცა ღრიალით საშინლად დავოსდი,-
არ მსურდა ეჭვებით ოცნების დაღუპვა.

ვარ ნაპოლეონი!..
ლამაზი სიკვდილიც არ არის ამქვეყნად,
მიქარავს ტოლსტოი, ვკვდები ვით ათასი,
ვარ იმპერატორი და თანაც ჯამბაზი!
ძნელია ოცნების, იდეის განდევნა.
ზამთარიც ჩამოდგა ვით ქამელეონი.

ვარ ნაპოლეონი!..
ზამთარი სიმღერებს და ფერებს შეიცვლის,
დავმარცხდი? არ მჯერა და ალბათ შემრისხეს,
მე უკვე დამღუპა სიყალბემ ზამთარის
და სადღაც ივსება უაზროდ დავთარი.
და მეც შევეწირე ფერებს, ქამელეონს,
წადი, ჯანდაბამდის გზა გაქვს, ნაპოლეონ!
მასხრობა ყოფილა ადამის გენია,
დახურეთ ფარდები, ფარდები, მრცხვენია!

გაგა ნახუცრიშვილი

Posted by: nini gogo 4 Feb 2014, 21:06
სიყვარულისთვის არასოდეს არაა გვიან;
დრო განუსაზღვრონ;
ნაღდ სიყვარულს ეგღა აკლია;
ვაი, იმ ტრფობას, -
სიყვარული რომელსაც ჰქვიან,
სინამდვილეში დახვეწილი სიყალბე კია.
ქებათაქება იმ უტკბეს წუთსა,
იმ ნეტარებას ქებათაქება,
როდესაც გიყვარს (არ იცნობ თუმცა),
ძმარიც კი როცა გებადაგება...

(მუხრან მაჭავარიანი)

Posted by: xatushka 4 Feb 2014, 23:46
ვიცი გარჩევა რძისაგან ბუზის,
ვიცი გარჩევა ბზისაგან ქერის,
ვიცი, ვინ კაცი რა საქმეს უზის,
ვიცი, ვინ ჩიტი რა ხმაზე მღერის,
ვიცი თვალადიც, ვიცი ართვალიც,
ვიცი უკმეხიც და კუდქიცინაც,
ვიცი ამ ქვეყნის ტყუილ მართალი,
ჩემი თავისა არა ვიცი რა.

ვიცი ყველა და ყველას გზა-კვალი,
ვიცი, რა ძაფი სად ჩაბურდულა,
ვიცი, რას უხსნის მღვდელს დიაკვანი,
ვიცი, რას ახვევს ქურდი ქურდულად,
ვიცი, ვინ ვისი კრიფა ყურძენი,
ვიცი, ვინ გასხლტა, ვინ ჩაიძირა,
ვიცი ღვინოც და ღვინის ჭურჭელიც,
ჩემი თავისა არა ვიცი რა.

ვიცი ნატვრა და ფასი ნატვრისა,
ვიცი, რისია ქალთა მისნობა,
ვიცი ბეატაც და ბეატრისაც,
ვიცი, რომელი რითი იცნობა,
ვიცი ათასი იწილ-ბიწილო,
ვიცი, ვინ ვისთან იძილღვიძილა,
ვიცი ცრემლი და ცრემლში _ სიცილი,
ჩემი თავისა არა ვიცი რა.

პრინცო, ვიცი და პასუხსაც მთხოვენ,
ვიცი, საწუთრო მეც შემიწირავს,
ვიცი, სიკვდილი შემუსრავს ყოველს...
ჩემი თავისა არა ვიცი რა..

ფრანსუა ვიიონი

Posted by: orovela87 7 Feb 2014, 19:27
ეცადნენ და ვერ გამხადეს ბოროტი,
ეცადნენ და ვერ გამხადეს ფლიდი...
წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდე,
თურმე ესეც გმირობაა დიდი.

Posted by: nini gogo 7 Feb 2014, 19:39
ბედო, ბედო, გირჩევ ჩემზე
ნუ გექნება გული ცხარი.
შენ ყასაბი არ ბრძანდები
და არც მე ვარ შენი ცხვარი.
გულში ცეცხლი ნუ შემინთე
და ნუ დამწვავ, ბედო, ავად,
ისიც კმარა, სანთელივით
რომ ვიწვები თავისთავად.
მე შუშა ვარ და თუ ახლა
შენგან ქვები მომეჯახა,
ხომ მომეჭრა ხალხში თავი,
და საქვეყნოდ მომეჯაყა!
თითბერი ვარ, მაგრამ ოქროს
ზარნიში მაქვს გარეთ ყალბად,
გახრწნილი ვარ, მაგრამ მუშკი
ნაპკური მაქვს, იცი, ალბათ.
ანგარებით სნეული ვარ,
მასულდგმულებს ავი ვნება,
ერთი ვინმე კუდაბზიკა,
ერთი ვინმე თავისნება.
გარეგნულად ლომს მძვინვარეს
დამამგვანა თუმცა ზეცამ,
განა მართლა ლომი ვიყავ,
მხოლოდ ლომის ტყავი მეცვა.
მტერს რომ მედგრად შევუტიო,
ხომ არა ვარ მართლაც ლომი,
ისიც კმარა, თავის თავთან
რაც მოხდება ცხარე ომი.
მქონდა შვება და სიამე,
დღეს რომ ასე გულით მინდა
და ხელიდან სიჭაბუკე
მერცხალივით გამიფრინდა.
ოცდაათ წელს რომ გადახვალ,
რაც არ უნდა თვალად ჩანდე,
ყრმათა ცოდვებს ნუ ჩაიდენ;
ნუ გიჭირავს თავი მჩატედ.
ორმოც წლამდე იშვებს კაცი,
იშოვება კიდევ შვება,
ამის შემდეგ კი, მშვიდობით,
ფრთები მშვიდად დაგეშვება.
ორმოცდაათს თუ გააღწევ,
აი, ჭირი მაშინ თვალე,
მუხლები რომ გიღალატებს
და დაუწყებ ჩივილს თვალებს!
სამოც წლისას რაღა გითხრა,
ხოლო ათით თუ ხარ მეტი,
შენი ბედი, დავრდომილმა
თუ იხმარე კარგად კეტი.
ოთხმოცსა და ოთხმოცდაათს
თუ მიაღწევ, კედელს ჩხირი!
დაჯექი და გამოსცადე
თუკი დაგრჩა კიდევ ჭირი.
ხოლო ასს თუ მიატანე,
შეგისრულდა წელი ასად,
მაშინ გიჯობს, სიკვდილს უხმო
და სიცოცხლე მისცე ფასად.
გინდა ერთი დღე იცოცხლე,
გინდა ასე წელს გაუძელი,
გული მაინც ამ სოფლიდან
არ გაგყვება დაუწველი!
რადგან მაინც უნდა მოკვდე,
მინდა მოგცე რჩევა ერთი;
მხიარული იყავ მუდამ
და გახსოვდეს მუდამ ღმერთი!
ჩვენ ანთებულ სანთელს ვგავართ,
ლხინში დარდი გვეცილება,
თვალებიდან ცრემლებს ვაფრქვევთ,
როცა პირით გვეცინება.


ნიზამი განჯელი

Posted by: In_private 8 Feb 2014, 11:51
გულზე წუხილი გადამათოვე,
მიმატოვე და წახველ ერთთავად...
ო, გევედრები, ნუ მიმატოვებ,
ნუ მიმატოვებ,
შენი ერთა ვარ.
ახლაც გამქრალან სადღაც დილები
და ღამეები გოლიათობენ...
შენ უძილობა გეადვილება,
მე კი მარტო ვარ, —
ნუ მიმატოვებ.
იგივ ვარსკვლავნი ზეცად ასულან,
მე მიცქერიან და შენ გნატრობენ...
თუნდაც დაგითვლი ვარსკვლავებს სრულად,
ოღონდაც დარჩი, —
ნუ მიმატოვებ.
გულზე წუხილი გადამათოვე,
მიმატოვე და წახველ ერთავად...
ო, გევედრები, ნუ მიმატოვებ,
ნუ მიმატოვებ, —
შენი ერთა ვარ.


Posted by: irusha 10 Feb 2014, 13:43
QUOTE
ДИКАЯ ВОЛЯ

Я люблю такие игры,
Где надменны все и злы.
Чтоб врагами были тигры
И орлы!

Чтобы пел надменный голос:
"Гибель здесь, а там тюрьма!"
Чтобы ночь со мной боролась,
Ночь сама!

Я несусь,- за мною пасти,
Я смеюсь - в руках аркан...
Чтобы рвал меня на части
Ураган!

Чтобы все враги - герои!
Чтоб войной кончался пир!
Чтобы в мире было двое:
Я и мир!

М.Цветаева


რა კარგია.. ))


В огромном городе моем - ночь.
Из дома сонного иду - прочь
И люди думают: жена, дочь,-
А я запомнила одно: ночь.

Июльский ветер мне метет - путь,
И где-то музыка в окне - чуть.
Ах, нынче ветру до зари - дуть
Сквозь стенки тонкие груди - в грудь.

Есть черный тополь, и в окне - свет,
И звон на башне, и в руке - цвет,
И шаг вот этот - никому - вслед,
И тень вот эта, а меня - нет.

Огни - как нити золотых бус,
Ночного листика во рту - вкус.
Освободите от дневных уз,
Друзья, поймите, что я вам - снюсь.

Posted by: ვივიანა 10 Feb 2014, 21:38
ქარი
ეს ორი დღეა, მზის მოლოდინში
მთებს მიეძალა ფერები ქარვის,
სახლის კიბეზე, სულ უბოდიშოდ,
ბოშაქალივით ჩამოჯდა ქარი.

ფერად ფოთლებში ურევდა ხელებს
უძინარი და გზაზე ნათრევი
და შემოდგომის ავდრიან დღეებს
მარჩიელობდა ფოტლის კარტებით.

ნიშნიანიძე

Posted by: nini gogo 13 Feb 2014, 21:18
სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად,
ჩემის გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად?
მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე სულის მშვიდობა,
რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება?

ამას უქადდი ჩემს ცხოვრებას, ყმაწვილკაცობას?
თითქოს მაძლევდი ამა სოფლად თავისუფლებას,
ტანჯვათა შორის სიამეთა დამისახავდი
და თვით ჯოჯოხეთს სამოთხედა გარდამიქცევდი!

მარქვი, რა იქმნენ საკვირველნი ესე აღთქმანი?
რად მომიხიბლე, აღმირიე, წრფელნი ზრახვანი?
სად ხარ, აღმშფოთო, მიპასუხე, ნუ იმალები,
რატომ გაცუდდა ძალი შენი მომჯადოები?

წყეულიმც იყოს დღე იგი, როს შენთა აღთქმათა
ბრმად მივანდობდი, ვუმსხვერპლიდი ჩემთ გულისთქმათა!
მას აქეთ არის — დავუკარგე მშვიდობა სულსა,
და ვერც ღელვანი ვნებათანი მიკვლენ წყურვილსა!

განვედი ჩემგან, ჰოჲ, მაცთურო, სულო ბოროტო!
რა ვარ აწ სოფლად დაშთენილი უსაგნოდ, მარტო.
ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო, სულით მახვრალი?
ვაი მას, ვისაც მოხვდეს ხელი შენი მსახვრალი!


Posted by: chikole 13 Feb 2014, 22:08
მიყვარს შამპანიური,
სიყვარული დღიური,
თებერვალი მზიანი
სუფთა ადამიანი.

მიყვარს კოცნა ტუჩებზე,
სიყვარულის თარეშით,
ღამე რომ მოგანდომებს,
ამბორს არყით გალეშილს,

მხიბლავს, ქალის სხეული,
დახვეწილი მანერით,
მისი თეძოს შეგრძნება,
მოხვეული მკლავებით.

მიყვარს ღამის თბილისის,
მთვრალზე ფეხით შემოვლა,
და სუყველა შეცდომის,
შემიძლია შენდობა.

ლექსის წერაც რომ მიყვარს,
ამას აღარ ვახსენებ,
სტროფს სტროფებზე დავაწყობ ,
და ყველაფერს გაჩვენებთ.

მე არ მიყვარს დედობით
გადაღლილი ქალები,
ქორწინების მერე, რომ
ჩაუქრებათ თვალები.

მეზიზღება ქუჩაში ,
გაფენილი კახპები,
მათ წინ გაჩერებული,
დამშეული ახვრები.

ცოლის "მოსიყვარულე"
მოღალატე კაცები,
"ერთხელ სექსი რამოხდა
კაცი ვარ და დავძვრები"

მე არ ვეტრფი არაფერს
ხელოვნური რაც არი,
უკვე შემოსასვლელში
ჩამოვკიდე ბაწარი.

მალე თავსაც გავაძვრენ,
მერე სკამსაც წავაქცევ,
და ყველაფერს რაც მტკივა,
თავს იოლად დავაღწევ.

Posted by: In_private 15 Feb 2014, 13:58
რა ლამაზია ზოგჯერ წარსული…
ტკივილის გარდა რაღაც ხომ იყო…
ბედნიერების ზღვარს გადასული
მოკლე დღე ჩუმი და უთარიღო...
ხომ იყო რაღაც, თანაც ისეთი,
რაც არასოდეს არ გავიწყდება,
რაღაც მომენტებს ფილმის კადრივით
რომ ატრიალებ და არ გწყინდება..
რა ვუყოთ მერე მკაცრმა დროებამ,
თუ ლამაზ წუთებს დარია ხელი,
ჩვენ ამდენი ხნის სუნთქვა შეკრულებს,
ეს სიყვარული გვრჩება უცვლელი...


Posted by: BELLA-DONNA 15 Feb 2014, 23:07
ლიფტის მინიმა

მეორე.
მესამე.
მეოთხე.…
ინთება ტაბლოზე სართული.
მე ხომ უცნაური ჩვევა მაქვს -
ყველაფერს ვართულებ!
ახლაც მეეჭვება, სახლში ხარ?
ან იქნებ აღარც კი მიმელი...
აჰ, სხვა დროს!
აჰ, სხვა დროს, ძვირფასო!
მესამე.
მეორე.
პირველი.

ნინო ქოქოსაძე

Posted by: Algophobia 16 Feb 2014, 00:01
თანდათან ბნელდება, ბნელდება, ბნელდება,
ნათელი მწუხრისა მიფრინავს სადღაცა,
დასავლით ღრუბელი წითლდება, ღელდება,
და ბინდში ეხვევა მინდორიც და მთაცა.
დაბნელდენ ბუჩქები, ჩაბნელდენ ხევები,
დანისლულ ველიდან ბრუნდება ნახირი..
აღარ სჩანს ჩამალულ მნათობის სხივები,
ლანდებით აივსო მდინარის ნაპირი.
ძახილი არ ისმის... ცრემლს ვეღარ მივწვდები...
სიცივე და ნისლი, ნისლი და სიცივე,
ფრთასუბუქ ლანდებათ არ დაჰქრის წარსული.
ყოველი საგანი ბნელია და მღვრივე..

Posted by: nini gogo 16 Feb 2014, 15:09
QUOTE
მე ხომ უცნაური ჩვევა მაქვს -
ყველაფერს ვართულებ!





მიყვარს თვალები მიბნედილები,
ეშხისა ცეცხლით დაქანცულები;
მაგრამ როს ვუჭვრეტ, ზამბახ–ვარდთ ველად
განეწონვიან მათი ისრები.

მივხვდი, თვალებო, ჩემო მკვლელებო, მაგ თქვენსა ქცევას,
მაგრამ ვით ელით თქვენგან კოდილის თქვენგან გაქცევას?

ვიცი, რომ ჰმტრობენ გულსა მგრძნობელსა,
უწყალოდ სტანჯვენ უენო მსხვერპლსა,
მაგრამ რა ისართ ზეცად აღმართვენ,
მათშივე ჰპოვებს საკურნებელსა!

თვალნო ლამაზნო, ვინ უძლოს თქვენსა ძლიერს ბასრობას,
თუ არა სჭვრეტდეს თქვენგან სიკვდილში თვით უკვდავებას?

ნიკოლოზ ბარათაშვილი

Posted by: xatushka 16 Feb 2014, 21:09
ნელა ცეკვავდნენ
იქ, საღამოს ნაცრისფერ შუქში,
ერთდროულად რომ მტკივნეულიც იყო, ლამაზიც,
როგორც სინათლე - წყლის სიღრმეში გაზავებული,
რომელსაც მკერდით მიაპობდა მთელი ცხოვრება,
როგორც ტრიტონი, დევნილი და გადაკარგული.
ცეკვის დროს,
ქალი, სასურველი თუმცა არ იყო,
მთელი სხეულით მიეკრა და
რაღაცას ნაზად ჩასჩურჩულებდა,
თხელ თითებში
ეჭირა მისი მხურვალე ხელი.
და ქალი, თუმცა სასურველი არ იყო მისთვის,
მორკალულ მკლავზე თავთავივით გადაიხარა,
როგორც მალამო, გამოწვდილი -
უამრავი სახეებიდან დაკარგული, ძვირფასი სახის ამოსაშლელად,
გასაყუჩებლად ტკივილისა, რომელსაც ერქვა -
ერთადერთი ქალის სახელი.
და მშვენიერი, მოლივლივე სილუეტები
ცდილობდნენ მისთვის მოეტანათ სიმშვიდე და თავდავიწყება,
მაგრამ მბრწყინავი აჩრდილებიც
ტკივილისა, სიამაყის და სიკვდილისა -
ავი ღიმილით ტრიალებდნენ,
კაცის ტანჯვას აელვარებდნენ.
მან ის დაკარგა, რადგან ქვეყნად ხეტიალისას
ყოველგვარი მონაპოვარი დანაკარგის დასაწყისია;
შეხვედრა უკვე განშორებაა;
მოლივლივე აჩრდილებიც თავს უქნევენ, ეთანხმებიან
მწუხარე ვარსკვლავებიც, ვნების გარეშე
მაღლა, ცაში გამოკიდულნი..

თომას ვულფი <3

Posted by: nini gogo 16 Feb 2014, 22:04
QUOTE
შეხვედრა უკვე განშორებაა;



ჩაფიქრება

ნუ შფოთავ აგრე ო, ტკივილო ჩემო, იყუჩე,
საღამოს გსურდა-ისიც დადგა, ნაზი, მიმქრალი,
წყვდიადის სული დაეუფლა ქალაქის ქუჩებს,
ზოგს მოუტანა სიმშვიდე და სხვას-საფიქრალი.
ვიდრე მოკვდავნი ადიდებენ ასეთი გზნებით
სიამოვნების-ამ უწყალო ჯალათის-მათრახს,
წადი, დაკრიფე სინანულის მწიფე მტევნები,
ჩემო ტკივილო, ჩვენ ამ ქვეყნად მარტო ვართ, ვაგლახ!
გავშორდეთ ყველას და შევხედოთ ამ წლებს გარდაცვლილთ,
ცის აივნებზე ძველ კაბებში ჩვენსკენ თავდახრილთ,
ო, მომღიმარი სინანული ამოდის ზღვიდან,
მზე- ჩამავალი-მთის გადაღმა კვდება, იცოდე,
ჩემო ძვირფასო, მოდი ხელი გამომიწოდე
და მოუსმინე ამ მშვიდ ღამეს, ჩამოსულს ციდან.


შარლ ბოდლერი

Posted by: დარინა 18 Feb 2014, 07:30
***

გუშინ შენზე ვსაუბრობდი
შემოდგომის წვიმებთან.
ვუამბე, რომ
ჩემი ხარ და
საყვარელი ვინმე ხარ...

წვიმას იქნებ არ ეჯერა
შენზე რომ ვოცნებობდი,
მაგრამ, იქ რომ ყოფილიყავ,
შემომეკოცნებოდი.

სახეს აგიფერმკრთალებდა
ეგ ქალური სიმორცხვე...
იცი? - გუშინ ღვთისმშობელთან
სიყვარულზე ვილოცე.

გუშინ ხატებს შევავედრე
ოცნებების ზედაშე,
მერე წვიმის
წვეთად შევრჩით
იმ სველ ქუჩებს
მე და შენ...

გუშინ შენზე ვსაუბრობდი
მთელი ღამე ხატებთან,
არ მეძინა
და ეს დილა
შენზე ფიქრში გათენდა...

დათო ახლოური

Posted by: helle 18 Feb 2014, 07:48
შექსპირი



------------------------------------------

Posted by: GoGoNNa 18 Feb 2014, 17:08
თანახმა ხარ მოიყვანო ცოლად?
სიყვარულში არ იცოდე ზღვარი,
ერთი ლუკმა მისთვის გაყო ორად,
ჭირშიც, ლხინშიც იყო მისი ქმარი?
რომ გიყვარდეს ქუჩა, სადაც დადის,
უკოცნიდე თვალებს, ცრემლით ნაბანს,
პატიობდე რასაც გულით სჩადის,
ყოველ ღამით უსწორებდე საბანს?
თანახმა ხარ უერთგულო სხვასთან?
იყო მამა ყველა მისი შვილის,
ყოველ ღამე იძინებდე მასთან,
თუ არა და გეშინოდეს ძილის?
ჯოჯოხეთის რომ აღმოჩნდეთ ცეცხლში,
თანახმა ხარ მას დაუთმო წყარო?
სხვამ რომ ჩაგსვას ოქროსა და ვერცხლში
ვერ გაიგოს შენგან “მიყვარხარო”?
თანახმა ხარ აპატიო წყენა?
რომ ყოველთვის შენ არახარ სწორი…
რომ სისხლისგან დაგეცალოს ვენა…
რომ უბრალოდ გიყვარს შენი ცოლი?
თანახმა ვარ!
თანახმა ვარ!
თანახმა ვარ მოგიყვანო ცოლად,
სიყვარულში არ ვიცოდე ზღვარი,
ერთი ლუკმა შენთვის გავყო ორად,
ჭირშიც, ლხინშიც ვიყო შენი ქმარი!

კარგი იქნებოდა ასეთი ქმარი user.gif

Posted by: BELLA-DONNA 18 Feb 2014, 21:46
ვინსენტე

პარიზი.
მონმარტრი.
ფუნჯები.
პასტელი.
გაგცდები ოდნავ და წვიმდება.
წამიღებს მისტრალი
და მარტოდ დარჩენილს,
მიმახლის სენაზე.
ახლა ჩემს სცენაზე იდგმება მალარმე,
ბოლოჯერ მღერიან გედები...
შენ მეიმედები ისევ და,
სულ მინდა – შენ ხატო,
მე კიდე –
კიდეზე ვიჯდე და გისმენდე,
ვინსენტე!

ნინო ქოქოსაძე

Posted by: In_private 20 Feb 2014, 10:29
მინდა გიყვარდე ვიდრე მოვკვდები…
და მერე შენში მატარო ხსოვნად...
არ მიმატოვო, ციდან მიწამდე,
სული ჩამკიდო... არ დამთმო ობლად...

არ გამიბრაზდე, აქ რომ მოვრჩები...
როცა მეწამულს დამარბევს თოვა,
შენში ჩამჭედე გულის ფიცრამდე...
ბედის ლურსმნებსაც ნუ აქცევ გლოვად.

ბედნიერების ნატვრის ბორცვები,
არ დაისველო ცრემლების გროვად,
მე დავბრუნდები, გესმის? იწამე!...
ერთი ვიქნები და არა ორად...

Posted by: nini gogo 20 Feb 2014, 12:34
QUOTE
გაგცდები ოდნავ და წვიმდება.
წამიღებს მისტრალი
და მარტოდ დარჩენილს,
მიმახლის სენაზე.



QUOTE
შენში ჩამჭედე გულის ფიცრამდე.



იცი რა!

მიძირა

სიყვარულის ზღვამ!

მაგრამ რა!

მომპარა

შენი თავი სხვამ!

მას უმზერ,

მას უმღერ

შენ სიმღერას ჩემს!

ვნებით ის

გიცქერის,

სულში ლახვარს მცემს!

რით გამკობს?..

რით გატკბობს?

მიგიჩნევს ღმერთად?

შენ თუ ის,

ვინ სტყუის?

ორივე ერთად?

ახ, გულსა

დაგულსა -

ახრჩობს იჭვის ფხა!

რა ვქნა, რა?

ტყვია გკრა?

შეკრთი?

ხა, ხა, ხა!!

კოტე მაყაშვილი

Posted by: marikuna-200 20 Feb 2014, 13:09
საკინძე შეხსნოდა , ვერც კი შეემჩნია ,
გულის პირს შევნიშნე ხალი ,
ჟინმა დამიარა , ჟინმა შლეგიანმა
მოვფერებოდი წამით .
თვალი გავაპარე ქათქათა მკერდისკენ ,
შვენოდა პატარა ხალი ,
სულში ჩამეღვარა ალერსის სურვილი ,
თავი დავიღუპე ლამის ...
სურვილმა დამძლია ხელით შევხებოდი ,
ამბორით დამესვა დაღი
ხალზე მეოცნება , ხალზე მეფიქრა და
ხალზე ჩამომეხრჩო თავი .
მაცდურად მიხმობდა შეხსნილი საკინძე
ნუთუ ვერ ავიხდენ წადილს ?
- გეყოს ვაჟკაცობა ! მოდი მომეფერე !
ჯიუტად მიხმობდა ხალი ...
სურვილი მოვთოკე,ჟინი შლეგიანი
ვცადე არ გამეცა თავი .
საფიცრად გამიხდა მის მკერდზე ამაყად
წამოსკუპებული ხალი...

Posted by: nini gogo 20 Feb 2014, 13:29
გაჰქრა კვალი! ბნელა, ცივა... მოკვდა მზე!

გულში გასწყდა რაღაც... მტკივა!.. მოკვდა მზე!

შავი ნისლი ჰბურავს არეს, მიწის მკერდს.



სევდის ფიქრი სულზე მცვივა... მოკვდა მზე!

ვინ ხარ, რა ხარ? სად ხარ?.. გახსენ კრიჭა, სთქვი!

ბნელში ჩემი ხმა ვერ მოვა: მოკვდა მზე!



მოდი ჩემთან, ერთად მოვკვდეთ!.. არსით ხმა!..

ისევ მარტო...

მცივა... მტკივა... მოკვდა მზე!.


კოტე მაყაშვილი

Posted by: :უზერ:: 20 Feb 2014, 21:08

"ჩემი გონების პაწაწინა ეკრანზე დღემდე
აღბეჭდილია ერთადერთი კადრი ფილმისა,
რომელსაც ,,ჩვენი ცხოვრება" ჰქვია –
ჩემს მხარზე მშვიდად თავმიდებული,
ზიხარ და სუნთქავ –
რაც არასოდეს არ მომხდარა სინამდვილეში,
ვერ მოვიცალეთ საამისოდ,
ჩვენ ხომ უაზროდ
და უსაშველოდ
და ვარსკვლავებზეც უფრო მეტად ვართ მოწყვეტილნი
ერთმანეთს... მაგრამ კი არ ვცდილობთ,
მხოლოდ ვოცნებობთ,
თავისით როდის ამოივსება
ეს გამთიშავი, გამთოშავი სიცარიელე,
რომელმაც გვშობა რაღაცისთვის
და რომელშიაც
თანდათანობით ვითქვიფებით
რაღაცის გამო."


Posted by: xatushka 21 Feb 2014, 01:17
გაზაფხულია, რამე ინატრე,
განა ყოველთვის გაგაწბილებენ,
განა ყოველთვის ცას და სინათლეს
თვალახვეული ანაწილებენ...
ხედავ? იებმა გადაგირბინეს,
შეგაბეს ყელზე ლურჯი ეჟვნები...
აწი საითაც უნდა გაფრინდე,
შენ არავისში არ შემეშლები.

ნოდარ ადეიშვილი

1 კვირაც და ვინატრებ--- ზაფხულს love.gif

Posted by: nini gogo 21 Feb 2014, 12:32
ცოტა ინფანტის, ცოტა არტისტის,
ცოტა თვალთმაქცის, გულგრილის ცოტაც,
მღერი სევდისთვის, მღერი დარდისთვის,
სიყვარულისთვის მღერი და სცოდავ...

ალბათ ნატიფი, ალბათ აზიზი,
გადაზნექილი ვნებებში ოდნავ,
მღერი ბრბოსათვის და დარბაზისთვის,
შენს სიყვარულზეც იმღერე ცოტა.

ეს იყო ერთხელ, იდგა დაფნისი
და სიყვარულის გენიით ძრწოდა,
დაჯექი სადმე შენი თავისთვის,
შენი გულისთვის იმღერე ცოტაც...

ეს ყვავილები ეს შუქფენობა,
ერთფეროვნებას შესკვნილი ყელი,
რა ეშველება მის გულწრფელობას,
ვინც სიყვარულზე ყოველდღე მღერის.

ან ვინ მოძებნის იმ ცრემლს, იმ ფერებს,
ქალში დაკარგულ სიკეთეს ბავშვის,
შენ სიყვარულზე ერთხელ იმღერე
და რა მართალი იყავი მაშინ.


ზურაბ გორგილაძე

Posted by: wuma 21 Feb 2014, 13:05
რეკვიემის ნაცვლად

სევდა ავიხირე
რატომღაც,
ბოლი_ მოტკბო-მწარე სიგარის.
მარტო მოვდიოდი,
მათოვდა.
შენ კი, სულ სხვა მხარეს იყავი.
მარტო მოვდიოდი,
არ მქონდა
სახლში დარჩენილი ვალები.
მარტო მოვდიოდი,
მაფრთხობდნენ,
თევზივით თვალცივი ქალები.
მარტო მოვდიოდი,
ფიფქები
ისე, უთავბოლოდ ცვიოდა
მარტო მოვდიოდი,
რაც მქონდა,
შენთვის მომქონდა და...
მციოდა.

ლუბა ელიაშვილი

Posted by: nini gogo 26 Feb 2014, 10:44
კარგის მოქმედი არ ჰყვირის, ნახეთ რა ვქენი ესაო.
სადაც კი შეხვდა ნიადაგს ჩუმად ხნა, ჩუმად სთესაო.
ვისაც კი ცეცხლი დასჭირდა, ჩუმადვე დაუკვესაო,
და მხოლოდ ზეცას ესმოდა მშრომელი კაცის კვნესაო.

გულდამპალს ზეცა რომ მისცეთ, ედემი საცხოვრებლადა,
ძალა და ღონე, ქონება, სამოთხე - სატკბუნებლადა,
მაინც იცხოვრებს ბოროტად და კაცის დამღონებელად;
არ სწუხს თუ მისი სახელი, დარჩება საგინებელად.

ალექსანდრე ყაზბეგი

Posted by: xatushka 26 Feb 2014, 18:57
ველური მზერით გიყვარს თამაში,
ჩემს წინ ამაყად, ნებივრად დგომა.
ძლივს დატეულხარ ვიწრო კაბაში
შენ, გაზაფხული და შემოდგომა.
ჯანსაღი ფერით, მდიდარი ტანით
მოხეთქილი ხარ, როგორც ჩანჩქერი,
ჩემს წასალეკად და გასატანად
და არსაიდან არ სჩანს საშველი.
შენა ხარ ჩემი თავდავიწყება
და მზიან გულზე დარდად მოწოლა,
ჩემი საცერა თვალებით გაგცრი
აგაბრიალებ ველურ კოცონად.
შემოგადნება სხეულზე კაბა,
როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით კანი
და ოცნებაში
თრთის ვარდის ქაფად
შენი ღვთიური რძისფერი ტანი.
მოდი, იხუვლე, ნაპირს გადმოდი,
თავდავიწყებას რახან მპირდები.
მე ცარიელი ვარ კალაპოტი
და ამომავსე შენი ზვირთებით.

ნიშნიანიძე

Posted by: luka123 27 Feb 2014, 01:48
wuma
QUOTE
ლუბა ელიაშვილი

როგორ არის, გადაურჩა? (

Posted by: nini gogo 28 Feb 2014, 21:43
გული წამართვი ცნობითურთ, მითხარ, ნაცვალი მომე რა?
ვეღარ გავძელი უშენოდ, გაყრისა სევდა მომერა.
დამწვი და წყალი არ მომეც — დამწვარსა გულსა მომერა:
უვარდოდ წალკოტისათვის თვალნი რისათვის მომერა?!

ა.ჭავჭავაძე


Posted by: Hermyon 1 Mar 2014, 22:26
კახელი ტიპია, ახალგაზრდა
აუდიტორიის წინაშე კითხულობს, მამოც იქვეა
ხელებს იქნევს
მერე მყიფე ტანხმოვნებით აბამს
გეცდინებათ მაგ ბიჭის სახელი და გვარი
უეჭვ.

Posted by: Nitsa_a 2 Mar 2014, 22:08
The Hangman at Home

WHAT does the hangman think about
When he goes home at night from work?
When he sits down with his wife and
Children for a cup of coffee and a
Plate of ham and eggs, do they ask
Him if it was a good day's work
And everything went well or do they
Stay off some topics and talk about
The weather, base ball, politics
And the comic strips in the papers
And the movies? Do they look at his
Hands when he reaches for the coffee
Or the ham and eggs? If the little
Ones say, Daddy, play horse, here's
A rope-does he answer like a joke:
I seen enough rope for today?
Or does his face light up like a
Bonfire of joy and does he say:
It's a good and dandy world we live
In. And if a white face moon looks
In through a window where a baby girl
Sleeps and the moon gleams mix with
Baby ears and baby hair-the hangman-
How does he act then? It must be easy
For him. Anything is easy for a hangman,
I guess.

Posted by: nini gogo 3 Mar 2014, 21:05


დედავ -- სიცოცხლის ტკბილო საწყისო,
დედავ -- ცხოვრების ფუძევ მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.

ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს
შენ დამღეროდი „ნანას", „მზე შინას",
რამდენი ღამე არ გძინებია,
რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა.

შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,
არ მშორდებოდი წუთით, საათით,
რომ სიარული გესწავლებინა
შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.

მე შენი წმინდა შუქი მეფინა,
შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,
რომ ლაპარაკი გესწავლებინა,
შენც ტიტინებდი ჩემთან ბავშვივით.

დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები,
თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,
შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,
რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.

თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ,
რამდენჯერ სენმა ხელი დამრია,
დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა,
თმებში ჭაღარა შემოგპარვია.

როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,
შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,
შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად
ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული.

ახლაც შენა ხარ შენი კანდელი,
სიცოცხლის დიდი გასხივოსნება,
შენ შემაყვარე დღე დღევანდელი,
ხვალინდელ დღეზე ტკბილი ოცნება.

შენ დამილოცე ქვეყნად კაცობა,
თავზე ნამუსის ქუდი დამხურე,
სულ შენ გეკუთვნის თუ რამ მადლობა
და სიყვარული დავიმსახურე.

დედავ -- სიცოცხლის ტკბილო საწყისო,
დედავ -- ცხოვრების ბურჯო მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.

Posted by: Big Lebowski 3 Mar 2014, 21:09
როცა მოფრინავს ხოჭო,
თავი გაწიე პროჭო





Posted by: mtis_yoili 3 Mar 2014, 23:37
შენი ნეგატივი ზეციდან

იცი, ხშირად მიფიქრია:
რა მოხდება
ერთ საღამოსაც
პლაჟზე რომ ერთად წავიდეთ,
მე დავჯდე შენს წინ,
ზღვას ზურგი შევაქციო,
შენ უცქერდე ჰორიზონტს
და მზის ჩასვლას მაგ თვალებში ველოდებოდე?
მე მიფიქრია...
.

შენი წუთები სხვების წლებზე ბევრად ძვირი ღირს,
გადაშლილია ხომალდების ვრცელი ტაიგა,
მე კი სათქმელი შემრჩენია ისე ირიბი,
ლექსის გარეშე რთულია რომ რამე გაიგო.

ბინდდება, ქრება დროებითი ხაზი, ბილიკი,
ამღვრეულ ღელვას ჰორიზონტზე მიაქვს ნავები,
მზის ჩასვლის შემდეგ შენი მზერაც ისე თბილია,
ზღვაში კი არა მაგ თვალებში ვიბანავებდი.

სხეულშიც მეტი სიცხეა და მეტი ზეიმი,
ვიდრე ნაპირზე, ვიდრე ადრე, ვიდრე - ვიდრემდი
და როგორც ზღვაში მოტივტივე მეთევზეები
ითმენენ ლოდინს, გეფიცები ისე გითმენდი.

ვიცვლიდი ნიღბებს, იღვრებოდა ტალღის არია,
(თითო ნიღაბი გწამდეს ყველას გამოუჩარხავს)
მაგრამ მე ბედმა დამარწმუნა - უფრო მწარეა
ნიღბების მიღმა რომ გიყვარს და... რომ არ უყვარხარ!

იქნებ აღარ ღირს სიყვარულზე თავის შეწირვა?!
ქარს ვატან სიტყვებს ამიტომაც ქარის დინებით,
წუხელ გფიქრობდი და იმდენ ხანს არ ჩამეძინა
შენ რომ გცოდნოდა ალბათ არც შენ ჩაიძინებდი.


/როინ აბუსელიძე/

Posted by: giojavaxa 4 Mar 2014, 23:59
გამარჯობათ,დიდი ხანია აქ აღარ დამიპოსტია..გავკადნიერდები და ჩემს ლექსს წაგიკითხვავთ smile.gif
** *
მე დილას ვიწყებ შენზე ოცნებით
რომ სადმე შეგხვდე,სადმე წაგაწყდე
მე შენზე ვფიქრობ და შენზე ვწერ ცივი გონებით
რითმა დაიწვა,ლექსი დადნა მარტოსულობით

სადმე რომ შეგხვდე მე არ ვიცი რას ვიზამ მაგ დროს,
ლექსებს ვაჩუქებ მოყავისფრო ძველის-ძველ თაროს,
რომელიც გახდა თვითმხილველი ჩემი განცდების ,
და სიზმრად უკვე ჩვენ ჰორიზონტს ერთად გავცდებით ..

გიორგი ჯავახიშვილი

Posted by: nini gogo 6 Mar 2014, 21:59



წახვედი ისე არ დაბრუნდები,
გადაივიწყებ ჩემს მყუდრო კარავს
და იმ სიცილით სულ სხვა ბრუვდება,
რომელსაც თეთრ ცხვირსახოცში მალავ.

დავსევდიანდი, დასანანია,
და მოიწყინა ბუხარში ცეცხლმაც,
წიგნის ფურცლებში დამჭკნარი ია,
მახსენებს რა ლაღი ვიყავი ერთხანს.

(სერგეი ესენინი )

Posted by: ChadiiH 6 Mar 2014, 22:30
თქვი, არჯაკელო ხვიარა,
ქსანზედ ვინ ჩამოიარა?
რავი ღრუბლებზე ვფიქრობდი
და არა გამიგიარა...

მეც სხვათაშორის ვიკითხე,
სალაპარაკოდ კი არა...

ა. კალანდაძე

უბრალოდ, მარტივად, გასაგებად, მაგრამ დიდებულად!
* * *
აკაციის ტევრი...
წნელის სუსტი ღობე...
ქუდმოხდილი ქვევრი...
ღვინიანი კოპე...
აქ-მზით დამწვარ ხელში
ღვინიანი ჭიქა...
იქ-ცარიელ ქვევრში
დამწყვდეული ჭინკა...
პაპის მონაცემი,
მარად საოცნებო,
კარ-მიდამო ჩემი
დამილოცეთ ძმებო!
აკაციის ტევრი...
წნელის სუსტი ღობე...
ღვინიანი ქვევრი...
ღვინიანი კოპე...
* * *
***********************და კიდევ ეს******************************


SegviSvi mebaRev, gzas movWriT baRiTa,
aba ras davaklebT vards erTi naxviTa,
wvims, Semodgomaa gviani, gviani,
xom xedav, Zmobilo, rogor wvims tiali?
mTebi da kldeebi mosilan jangiTa,
SegviSvi mebaRev, gzas movWriT baRiTa...

Posted by: nini gogo 6 Mar 2014, 23:03
ჩვენ ვხვდებით ისევ_უცნობი მხრიდან,
შენ, მეგობარო, მომეცი ხელი;
ჩვენ მეგობრები ვართ დიდი ხნიდან.
ჩვენ მეგობრები ვართ განუყრელი.

დგეხარ და უცდი, ვიცი ვის ელი,
ახ, მეგობარო...ლოდინი ლოდის.
ჩვენ მეგობრები ვართ დიდი ხნიდან,
და ჰა, მესამეც... შეხედე, მოდის.

გალაკტიონ ტაბიძე

Posted by: wolf-larsen 7 Mar 2014, 11:22
ზღვა ღელავს როგორც ტომატი
ხელში მიჭირავს მე ავტომატი.......

Posted by: nini gogo 11 Mar 2014, 09:36

გულს ბუდე არა ჰქონია,

მე კი შენთან ვარ ბინათა,

შენ შემირხიე სულის ფრთა,

შენმა ნათელმა მინათა.



შევიტყე, ვერ სპობს შავი დღე,

ვერც მოშხამული ისარი,

არც გადახმება, თუ ერთხელ

გულია ნამაისარი.



შენთვის მღელვარებს, შენდამი,

შენგამო იკრეფს ღონესა,

ქარიშხალს ჩასთვლემს ხანდახან,

მე არა, შენსა მგონესა..

გიორგი ლეონიძე

Posted by: MaverickAbnormal 11 Mar 2014, 09:46
QUOTE
ზღვა ღელავს როგორც ტომატი
ხელში მიჭირავს მე ავტომატი.......


მეორე სტრიქონში ორი მარცვალი ზედმეტია, ბრად. sleep.gif

Posted by: nini gogo 11 Mar 2014, 22:57
როგორ ხარ? - ჩუმად იკითხე
(ძველი ნაღველი გშთენია...)
დაბნელდა ირგვლივ მზის სხივი
მხოლოდ ბორბალოს ჰფენია...
- რა მიშავს? - თვალი მარიდე
დაფარულ ცეცხლთა მკრთომელი..
ჩანს, არ ყოველი წაშლილა,
არც... არაგვს მიაქვს ყოველი!

ანა კალანდაძე

Posted by: xatushka 11 Mar 2014, 23:20
წამოდი ცაში,
მაგ სნეულ სხეულს,
მე ვუდასტაქარებ შუქის ლექსებით;
მზეს მაცოცხლებელს გამოვთხოვ სხივებს,
მაინც გამოვთხოვ,
არ მოვეშვები!
და თუ მნათობი მაინც გაკუშტდა,
არ გაიმეტა შენთვის წამალი,
გულს ამოვიგლეჯ, მზექალ-საკუთარს,
და შენ ჩაგიდგამ!
დაე,
ალალი იყოს ის შენთვის!
თუ ბედნიერი იქნები მგოსნის
ქალღმერთი ჯიქი!
ჩემთვის კი , აბა რა ბედენაა,
თუ რომელ მკერდქვეშ იბორგებს იგი!

გაბრიელ ჯაბუშანური

Posted by: nini gogo 13 Mar 2014, 14:06
QUOTE
გულს ამოვიგლეჯ, მზექალ-საკუთარს,
და შენ ჩაგიდგამ!
დაე,
ალალი იყოს ის შენთვის!

ჰაჰ smile.gif



და მაინც ვდგავარ
და მაინც ველი...
და ირგვლივ
ირგვლივ ქარია მხოლოდ,
მე დაღლილი ვარ ლანდების მზერით
და აღარაფრის არა სჩანს ბოლო.
ხანდახან მაინც უაზროდ ვღონავ
და კივის,
კივის
ბნელში ზარნაშო,
ისევ მე და მე
და ისევ ორნი,
ისევ,
ო,
ისევ,
ისევ ვთამაშობ.

ტარიელ ხარხელაური

Posted by: wuma 17 Mar 2014, 13:37
იის სუნთქვაზე უფრო მსუბუქი,

გათენებაზე უფრო ალალი,

წყლის დალევაზე უფრო იოლი

და უდაბნოზე უფრო მწყურვალი,

საკუთარ ბედით ანთებული მიჭირავს სული

და,

სამარისკენ მიმავალი

ბნელ გზას ვინათებ”.

გოდერძი ჩოხელი

Posted by: nini gogo 17 Mar 2014, 23:02
არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა:
მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!
მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი ჩემთ დღეთა გარსამოვავლო,
საღამოს მისთვის შთავიდე, რომ დილა უფრო ვაცხოვლო.



მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი,
რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ ტყეთა ფრინველნი და ვარდი.
მინდა შენ იყო, სატრფოო, მშვენიერისა ცის ცვარი,
რომ განაცოცხლო, შავარნო, მდელო, სიცხითა დამჭკნარი,

რომ მხოლოდ მზისა ციაგი მას დილის ნამსა იშრობდეს,
და, ერთად შესხივებულნი, შვებას მოჰფენდნენ სიცოცხლეს!
არეს ავსებდენ სიამით, მცენარეთ განმაცხოვლებლად,
იყვნენ მარადის, უხსნელად, სოფლისა განსათავებლად!


ნუ თუ ამ სულის წადილსაც ჰრქვა სიყვარული სხვათაებრ?
მაშინ მზეც უსხივ-უცეცხლოდ შეიძლებს ნათვას ვარსკვლავებრ;
მაშინ ვარდიცა განთიადს ვერღარა გარდაიშალოს
და ცისა ცვარმან მდელოი არღარა გააბიბინოს.


მაშინ შენც სხვათა მოკვდავთა ბანოვანთ მიემსგავსები!
მაშ რად ერჩევი მათ შორის და ციურთ დაედარები?..
მაგრამა მშვენიერება გაქვს, ცისიერო, უხრწნელი,
და ჩემთა გრძნობათ შენდამი ვერ დასდვან კაცთა სახელი!

ნიკოლოზ ბარათაშვილი

Posted by: Melpomene 27 Mar 2014, 19:55
Ода Бетховену

Бывает сердце так сурово,
Что и любя его не тронь!
И в темной комнате глухого
Бетховена горит огонь.
И я не мог твоей, мучитель,
Чрезмерной радости понять:
Уже бросает исполнитель
Испепеленную тетрадь.

[Когда земля гудит от грома
И речка бурная ревёт
Сильней грозы и бурелома,]
Кто этот дивный пешеход?
Он так стремительно ступает
С зеленой шляпою в руке,
[И ветер полы раздувает
На неуклюжем сюртуке.]

С кем можно глубже и полнее
Всю чашу нежности испить;
Кто может ярче пламенея
Усилье воли освятить;
Кто по-крестьянски, сын фламандца,
Мир пригласил на ритурнель
И до тех пор не кончил танца,
Пока не вышел буйный хмель?

О, Дионис, как муж наивный
И благодарный, как дитя,
Ты перенес свой жребий дивный
То негодуя, то шутя!
С каким глухим негодованьем
Ты собирал с князей оброк
Или с рассеянным вниманьем
На фортепьянный шел урок!

Тебе монашеские кельи —
Всемирной радости приют —
Тебе в пророческом весельи
Огнепоклонники поют;
Огонь пылает в человеке,
Его унять никто не мог.
Тебя назвать боялись греки,
Но чтили, неизвестный бог!

О, величавой жертвы пламя!
Полнеба охватил костер —
И царской скинии над нами
Разодран шелковый шатер.
И в промежутке воспаленном —
Где мы не видим ничего —
Ты указал в чертоге тронном
На белой славы торжество!

/მალდელშტამი, 1914/




Posted by: nini gogo 28 Mar 2014, 00:04
Melpomene
აქაც მოხვვედიი love.gif


ანდაზების ბალადა


იმდენი ალტვეს, გაფოთლეს ძელი,
იმდენი ჩხიბეს, დახარეს პინა,
იმდენი ბერეს, გაცეტდა ბრძენი,
იმდენი კვერეს, დაიმსხვრა რკინა,
იმდენი აშრეს, დაულპათ ხილი,
იმდენი ფიცეს, დაკარგეს ნდობა,
იმდენი კოცნეს, გაგუდეს ჩვილი,
იმდენი უხმეს, მობრუნდა შობა.
იმდენი ფერეს, გალიეს ხმალი,
იმდენი მწყემსეს, გაფანტეს მრევლი,
იმდენი ჩქმიტეს, შვილს ელის ქალი,
იმდენი ვბუქნე, შემხვდება ცრემლი,
იმდენი აზრი, რამდენიც თავი,
იმდენი გმობა, რამდენიც მკობა,
იმდენი ჩასხდა, ჩაინთქა ნავი,
იმდენი უხმეს, მობრუნდა შობა.
იმდენი რეკეს, დაეხშოთ სმენა,
იმდენი კვალეს, წაშალეს კვალი,
იმდენი თმენა, რამდენიც რწმენა,
იმდენი ხვალე, რამდენიც ვალი,
იმდენი ხეხეს, გავარდა ძირი,
იმდენი ქარგეს, მოირღვა ქობა,
იმდენი ჭირი, რამდენსაც ვყვირი,
იმდენი უხმეს, მობრუნდა შობა.
პრინცო, იმდენი აყმუვლეს მგლები,
იმდენი მოძღვრეს, ანატრეს ცხვრობა,
იმდენი ურტყეს, დაბრძენდა შლეგი,
იმდენი უხმეს, მობრუნდა შობა.

(ფრანსუა ვიიონი)

Posted by: Melpomene 28 Mar 2014, 01:45
nini gogo
QUOTE
აქაც მოხვვედიი love.gif

კი მაგამ აქ აღარ დავპოსტავ...
ესე იგი,ნინი, არაჩვეულებრივი ლექსი და სურათი მინდა რო განახო:
* * *
Улыбнись, ягненок гневный с Рафаэлева холста, —
На холсте уста вселенной, но она уже не та:

В лёгком воздухе свирели раствори жемчужин боль,
В синий, синий цвет синели океана въелась соль.

Цвет воздушного разбоя и пещерной густоты,
Складки бурного покоя на коленях разлиты,

На скале черствее хлеба — молодых тростинки рощ,
И плывет углами неба восхитительная мощь.

მანდელშტამი
ე.წ. ვორონეჟის პერიოდის ჩანაწერებიდან, 1937 წ.მ

Posted by: Nitsa_a 28 Mar 2014, 16:20
ბედმა უცნობი გზით გამაქანა,
თქვენ დარჩით შორი… ცაზედაც შორი…
და როგორც კარტში აგურის ქალებს,
გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.

მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,
რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები
ჩემს შეპირებას ანადგურებენ.

და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების.

Posted by: my_sweet_november 28 Mar 2014, 21:42
როგორც ფიფქები სხდებიან ტოტებზე
ისეთი სინაზით მხარზე დაგეყრდნობი
და გეტყვი _
სისხლნარევ ცრემლის შეკავებით
მე შენთან მოვედი და ახლა ვიხსენებ
თუ როგორ მიხმობდნენ მე შენი მკლავები
და შენი ტუჩების უძირო სიცხელე
თუ როგორ გეძებდი დაორთქლილ მინებზე
და შენი სურვილით
თუ როგორ ავივსე

Posted by: nini gogo 29 Mar 2014, 11:12
მეღორის ლოცვა
უფალო! უსმინე შავარდენს,
მის ხელით გიგზავნი ბარათს,
მიშველე ღორებში ჩავარდნილს,
ღორებში დარჩენილს მარად.
როგორც რომ ბურვაკი პალოზე
მინდორში ბაწარით აბია,
მარტო ვარ, უფალო, დალოცე
მეღორე ცრემლების ყლაპია!
უფალო! მომეცი სამხარი
ძაღლივით ამოსულს ცაზე,
და შენი პერანგი ნახმარი
ჩამაცვი ცოდვიან ტანზე.
მომეცი ბავშვებში ჩარევის
და მათთან თამაშის ნება.
უფალო! შენს გარდა არავის
არა აქვს ამის უფლება.
ფიქრები სამწყემსო ღორებზე
ყოველდღე ცრემლებით მსჯიდა.
უფალო, გალავნის ყორეზე
დამნიშნე ბეღურა ჩიტად.

პაოლო იაშვილი

Posted by: tata_tata96 30 Mar 2014, 18:08
თაროდან დამცქერის წიგნების არმია,
ღამეა ოთხ საათს აკლია წუთები,
იმდენად დამჩემდა ხმამაღლა ფიქრი რომ
ჩემივე თავისგან თავადვე ვწუხდები.

ვიხსენებ რას აღარ, ნაპოვნს თუ დაკარგულს,
ტვინს ვტენი მრავალჯერ გასროლილ აზრებით,
გამხელილ გრძნობებზე პასუხი მაკვირვებს –
თქვენ მხოლოდ უბრალო რიგითი ბრძანდებით!

თითები არ მყოფნის იმ ხალხის სათვლელად
რომლებზეც წლებია რაც აზრი ვიცვალე,
რამდენი ცოცხალი დღეს ჩემთვის მკვდარია,
ზოგისთვის კი თავად მე გარდავიცვალე.

და მაინც ჩვეულად მიდიან დღეები...
საკუთარ სტროფებში შტერს ვხედავ (ხან ჭკვიანს)
სიგარეტს ვაყოლებ რითმებთან თამაშს და
კვლავ ვუსმენ ყოველდღე ირაკლი ჩარკვიანს.
დავით სულთანიშვილი

Posted by: nini gogo 30 Mar 2014, 18:47
tata_tata96
up.gif up.gif

ვინც გამიცინა
ყველა კაცს ვენდე,
მაგრამ
ეს კი ვერ ვისწავლე დღემდე,
სიმართლის მთქმელი
რომ დადის ურმით.
გულს იფხანს მხოლოდ
საწუთროს მდურვით,
რომ ყურები აქვს
თურმე კედებსაც
თუკი სიმართლის
სიტყვას შებედავ.
მე ვატრიალებ
ქარის წისქვილებს,
თუმც ვხედავ, ხალხი
როგორ ქირქილებს.
რადგან მე ვჯობდი
ბევრს ცით თუ ღრეთი
მყავდა ყოველთვის
მე ჩემი ღმერთი.
მე მესეოდენ, ვით ჩიტი ხურმას
და ვინც მეწვია
ოჯახში სტუმრად,
კაცი მეგონა
მგელიც და ტურაც.
ზოგ-ზოგებივით,
ვით ჭოტი ბუკნა
მხოლოდ ჩემს ჩრდილთან
არ ვტეხდი ლუკმას.
ყველას ვკერძავდი
მთელი წლის სარჩოს,
გულში ვიკრავდი
წამსვლელს და დამრჩომს
მათთან გულღიად
ვუვლიდი ფერხულს
და თუ მგლებისგან
მიპოვით შეხრულს,
იცოდეთ, ჩემმა მოყვრებმა დამხრეს,
რომლებიც სხვაზეც იხმარენ ამ წესს
თუ მე ბრმად ვანდონ
გულის გასაღებს,
ვინც თავს ჩემს ერთგულ კაცად ასაღებს,
სინამდვილეში მაიმახია,
არ შემიცოდოთ,
ჩემზე ახია!

მედეა კახიძე

===================

იბრძვიან, ნაღდი ომია
(შუაში მსაჯად ვდგევარ),
სული და ფიზიონომია.
დამნაშავე კი , მე ვარ...

გომელაური

Posted by: irusha 30 Mar 2014, 20:26
შეუნდე, შეუნდე, შეუნდე ბნელ-ცოდვილს,
ლ'უციფერს, ჩემს სულში ავობით მძვინვარეს,
ლ'უციფერს, მრისხანე ვეფხვივით დაკოდილს
და ეხლა მძინარეს.
შეუნდე, შეუნდე ჯოჯოხეთს - ჩემს თვალებს,
შეუნდე ჩემს ხელებს, ბოროტად დადაღულს.
მე შენი უმანკო ნათელი მაწვალებს,
მე ველი სასწაულს.

გალაკტიონი

Posted by: nini gogo 31 Mar 2014, 23:19
მარეკები შლიდნენ ბანაკს,
ქარი ჩამი-ჩუმით ქროდა...
ვიწექ...- რომელიღაც ბალახს
უცებ ქალის სუნი ჰქონდა...

თითქოს ურო დამკრეს თავში,
თითქოს პაპაჩემი ცხონდა,
ათას სურნელოვან შვავში
ბალახს - ქალის სუნი ჰქონდა...

სუნი ჰქონდა არა დალის,
ლალის, ცისფრის ანუ თეთრის,
სუნი - საზოგადოდ ქალის,
სუნი - საზოგადოდ მდედრის...


ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი
სიკვდილს, - შენ მაცოცხლო ვინძლო,
სანამ ვიცნო ეს სურნელი,
სანამ ეს სურნელი ვიგრძნო...

მურმან ლებანიძე

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: ა თ უ კ ა 1 Apr 2014, 03:35
love.gif love.gif love.gif
http://gpoets.blogspot.com/2014/03/blog-post_1098.html

Posted by: Schism 1 Apr 2014, 03:46
there's a bluebird in my heart that
wants to get out
but I'm too tough for him,
I say, stay in there, I'm not going
to let anybody see
you.
there's a bluebird in my heart that
wants to get out
but I pour whiskey on him and inhale
cigarette smoke
and the whores and the bartenders
and the grocery clerks
never know that
he's
in there.

there's a bluebird in my heart that
wants to get out
but I'm too tough for him,
I say,
stay down, do you want to mess
me up?
you want to screw up the
works?
you want to blow my book sales in
Europe?
there's a bluebird in my heart that
wants to get out
but I'm too clever, I only let him out
at night sometimes
when everybody's asleep.
I say, I know that you're there,
so don't be
sad.
then I put him back,
but he's singing a little
in there, I haven't quite let him
die
and we sleep together like
that
with our
secret pact
and it's nice enough to
make a man
weep, but I don't
weep, do
you?


user posted image
* * *


love.gif

Posted by: -Beka- 4 Apr 2014, 02:21
http://gpoets.blogspot.com/2012/12/blog-post_3383.html

თემა ჩავარდა aba.gif

Posted by: nini gogo 4 Apr 2014, 23:09
-Beka-
up.gif up.gif


ცა იყო შორი,ძალიან შორი,
ცაზე შენფერი მთვარე ესვენა.
მერე გორდაგორ ჩამოხდა მთვარე,
ჩამოდგა ჩემთან და მომეფერა.
ცა იყო შორი, ძალიან შორი,
ცა იყო შენი სულივით წმინდა...
მე გამახსენდი იმ ცაზე შორი
და ჩემს თვალებში უღრუბლოდ წვიმდა...



გ. ჩოხელი

Posted by: Pegasos 9 Apr 2014, 22:13
შენც ყმაწვილი ხარ და მეც ყმაწვილი, ჩვენ სიყვარული არა გვწყინდება,
ჩემი სხეულიც სარო მგონია, შენი სარო რომ ჩემთან წყვილდება,
ზეცას მაგონებს შენი თვალები, როცა წყენისგან გაიწმინდება
და შენი მკერდი თითქოს დილაა - რაც მეტს ვაშიშვლებ, უფრო ბრწყინდება.


ნაჰაპეტ ქუჩაკი (მე-16 საუკუნის სომეხი პოეტი)

Posted by: პანჩო 11 Apr 2014, 02:11
https://www.youtube.com/watch?v=f4H3czHT278

ამ მუსიკაზე რო წავიდეს ისეთი ლექსი მინდა რამე საქეიფო და სატრფიალო რო იყოს რა

Posted by: xatushka 11 Apr 2014, 21:56
დაუსტვინე, ჩემო ბიჭო,
და გავჩნდები შენთან!
დაუსტვინე, ჩემო გიჟო,
და გავჩნდები შენთან!
გაგიჟდება მამაჩემი,
შეიშლება დედა, _
სულ ერთია, დაუსტვინე
და გავჩნდები შენთან!
მაგრამ ჭკუით მოიქეცი,
რაკი ქალთან მიხვალ:
კუტიკარის მხრიდან მოდი,
არ მოადგე ჭიშკარს,
ტავს ნურავის დაანახებ,
არ გაგიგონ, ვინ ხარ,
ვითომც ჩემთან კი არა და,
ვითომც სხვასთან მიხვალ.
ვითომც ჩემთან კი არა და,
სულაც სხვასთან მიხვალ.
თუ ბაზარში შემხვდე უცბად,
ანუ საყდრის კარად,
უცხოსავით შემხვდი კუშტად,
ჩამიარე მწყრალად,
ერთხელაც რომ გადმომხედო,
დამიჯერე, კმარა,
ისიც, ვითომ სხვას უყურებ,
მართლა მე კი არა!
ისიც, ვითომ სხვას უყურებ,
მართლა მე კი არა!
გაჯიქდი და იუარე
ფიცი, თქვი, რომ სულაც არ მოგწონვარ,
თქვი, რომ სხვისთვის იწვი,
ოღონდ ეს კი დაიხსომე,
არსად წაგცდეს ბიჯი,
გეშინოდეს, არ წამართვას
ვინმემ ჩემი ბიჭი,
ბიჭო, მართლა არ წამართვას
ვინმემ ჩემი ბიჭი!
დაუსტვინე, ჩემო ბიჭო,
და გავჩნდები შენთან!
დაუსტვინე, ჩემო გიჟო,
და გავჩნდები შენთან!
რომც გაცოფდეს მამაჩემი,
რომც გაგიჟდეს დედა, _
სულ ერთია, დაუსტვინე
და გავჩნდები შენთან!.

რობერტ ბერნსი.

jump.gif love.gif

Posted by: Nitsa_a 12 Apr 2014, 01:16
ტრაგიკოსია და კლოუნად გამოჰყავთ მუდამ,
პარიკიც უგავს ცხენის ჯიდაოს,
"კაცო, ნუ ხარო უმადური, - ათასჯერ უთქვამთ,
ამაზე მეტი ტრაგედია რაღა გინდაო".

ზოგი მიფრინავს, უკან რჩება ჟამი და სივრცე,
ზოგი მიჩოჩავს, სიმწრის ოფლი გასდის კბილებში,
მაგრამ ქომაგი იშველიებს ანტიკურ სიბრძნეს:
"ვერ დაეწევა, ბატონებო, კუს აქილევსი".

ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით
და ჯუჯად თვლიან სულით გოლიათს,
ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები,
ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია.


Posted by: wuma 14 Apr 2014, 23:49
ჩემზეც ამბობენ: ის ვერ იცოცხლებს,
რადგან ტკივილებს ვეღარ აიტანს.
ამოვალ შენთან, ძვირფასო დალი,
და აწ დაღუპულ ლექსებს მოგიტან.
გარდაიცვალნენ ჩემი ლექსები,
ახლა სულს ღაფავს ჩემი პოემაც,
შენ დამანახვე შენს უნებურად
ამა ცხოვრების ამაოება.
ჰა, შორეულმა დარეკა ზარმა,
სიკვდილმა მითხრა: `შემხედე კარგად!”
მის ცივ თვალებში უსასრულობა
მხოლოდ დახვეწილ ნისლებად ჩანდა,
დალი! დამთავრდა ჩვენი ამბავი,
წინ ვხედავ მხოლოდ ღრუბელს ბოლიანს.
ისე მივდივარ, რაა ცხოვრება,
არ ვიცი, მხოლოდ გამიგონია.

ბეთქილ შამფრიანი.

Posted by: nini gogo 15 Apr 2014, 16:54
სხვებმა სვან ღვინო, მე უღვინოდაც
მთვრალი ვარ პირად ბედნიერებით
და ნეტარებას მიმრავალკეცებს
მიდამო მისის მშვენიერებით.


ვიშ ამ საღამოს,
მშვიდსა, საამოს,
ტკბილ ნეტარებით შეზავებულსა!..
რა უცნაურად,
მაღლით ციურად
სამოთხისაკენ იტაცებს გულსა,


რომ საიდუმლო,
სასიქადულო,
კაცსაც ბუნების შეატყობინოს
და, სადაც ჭკუა
სცდება და სტყუა,
იქ მარტო მხოლოდ გულს აგრძნობინოს!


აჰა, ვგრძნობ მეცა,
რომ არის ზეცა,
აღვსილი რაღაც ძალით საგზნობით,
და ეს ქვეყანა,
ყოვლგნით ყველგანა,
თავს უხრის შემქმნელს მადლით საგრძნობით!


დახეთ ამ მთვარეს,
სხივმომფინარეს,
თითქოს ტკბილ სევდით ივსებსო გულსა!..
მოკაშკაშენი,
მოთამაშენი,
ვარსკვლავნი ირგვლივ აბმენ ფერხულსა.


ძალთა დიდება,
შექმნათა ქება,
არს საიდუმლო მათი ვედრება.
ქვეყნით ბუნება
ბანს ეუბნება
და ეს ბანია “ქებათა-ქება”.


ყვავილთა ენა -
არს სუნნელთ ფშვენა,
საგალობელად აღმა კმეული,
წყალთა ჩქრიალი,
ფოთოლთ შრიალი,
ბალახთ ბიბინი რაღაც გრძნეული,


ბუნების მაყრულს,
საქორწილოდ სრულს,
ეკავშირება, ზე ემატება, -
და ახლა მეც ვგრძნობ,
საიდუმლოდ ვცნობ,
რომ არის კაცში ღვთისა ხატება!..


რამ ამამაღლა? ვინ მაგრძნობინა
ეს საიდუმლო, ღვთიური ძალა?..
ადამის ცოდვით მკრთალი ბუნება
ძლევამოსილად გარდამიცვალა?! -


შენ, სიყვარულო, ცისა და ქვეყნის
კავშირო და თან შუამავალო!
შენ, რომლის ერთ წამს, იმ სანეტაროს,
მზა ვარ, სიცოცხლე მთლად ვანაცვალო!..


შენ, ვისაც უგნურთ უმეტესობა
ვერ გიგრძნობს, ვერც გცნობს, მხოლოდ ცილს გწამებს,
და შენ მაგიერ შენის სახელით
ის აღიარებს პირუტყვულ წამებს!


შენ და მხოლოდ შენ, ციურო ნიჭო,
გამოუთქმელო კაცთა ენითა...
შენგან მგოსანი ფრთებშესხმული ვარ
და მონავარდე აღმაფრენითა,


რომ მეც, გედივით, სიკვდილის წინეთ
უცნაურ ჰანგზე ჩავიხმატკბილო...
გცხო წმინდა სიმებს ციურ მალამოდ
და ვსთქვა გალობა საშვილიშვილო.


მე მას ვუგალობ, ვისაც განგებამ
მშვენიერება უსხივცისკარა!...
ვინც ვარდს ელფერი, იას სინაზე
და ბულბულს ენა ერთად მოჰპარა!..


ის არის ჩემი ტკბილი სიზმარი
და მომხიბლავი მძლავრი ოცნება...
სიყვარული რომ ტახტად უდგია,
ეგვირგვინება პატიოსნება!..


როცა ჭაბუკი გამოუცდელი
მას თაყვანს ვცემდი თავდადებულად,
ვხედავდი ნინოს, თამარს, ქეთევანს,
იმაში შენათხზ-შეერთებულად;


და, საამქვეყნოდ გულგრილ მოხუცი,
დღესაც თაყვანს-ვცემ, როგორც პირველად,
თითქო ჭაბუკი ვიყო მე ახლა
და ვყოფილიყო მოხუცი ძველად!..


სხვებმა სვან ღვინო!.. მე უღვინოდაც
მთვრალი ვარ მეტის სიხარულითა!..
ემატა სოფელს მშვენიერება
ჩემს თვალში მისის სიყვარულითა!..

აკაკი წერეთელი

Posted by: Nitsa_a 15 Apr 2014, 22:49
ტანს გეტმასნება სველი ალერდი.
ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს.
და აზიდული მაღალი მკერდით
მიეფინები მწვანე ეზოებს.
დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი
და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.
გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის -
და ატევრილი სხეულმზიანი
როგორც ავაზა
შენ ტანმხურვალი
დაეძებ კუროს -
რომ დაგიურვოს…
გხედავ და ვიცი: შენი კუნთები
დათესლილია ჩემი სურვილით.
წამოვიწევი… შენ გაბრუნდები
გადალეწილი მხეცის წყურვილით -
და გავარდები…
დაგედევნები…
თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:
შენი ვარ შენი მოდი გევნები,
მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს
აგიყვან ხელში
და გადაგისვრი დიდ საწნახელში -
რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად
მწიფე მტევნები…
მაგრამ თვალები -
თვალები – თვალები: -
უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში.
ათასი ქალი ყველა მრუში.
აშარა თუ ხარ კახპა და ურცხვი.
გწყურია ვაჟი უცხო და უცხო.
არა ხარ ჩემი. არ ხარ არვისა.
თუმც არაოდეს არა ხარ უარზე.
იცოდე: მოვგრეხ ნებას ყუაზე.
ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისა.
და შენი თმების წითური მორგვით
მიგაკრავ მაგრად
ცხენის ძუაზე…
მაგრამ თვალები -
თვალები – თვალები:
ეხლა მადონნა – წმინდა – ხასხასა.
რა გიყო მე შენ უძღებო ხასავ?!
ნელი და ტკბილი
ქვემეფინები -
რომ გადავიქცეთ ჩვენ კიდევ წყვილი.
ელამურ ღიმილს მომახვევ რიდეთ.
მეც დავრბილდები რისხვარის მოშლით.
აგამზეურებ როგორც შუბის ტარს
ირუბაქიძის
და ერთხელ კიდევ
გასუდრულ მტევანს
გაგშოლტავ ლოშნით.


smile.gif

Posted by: nini gogo 16 Apr 2014, 09:31
ცხოვრების გზაზე
რად შემხვდი გვიან,
გულზე სახმილი
რად შემომიგზენ…
რა მშვენიერი სახელი გქვია,
რა სევდიანი
თვალებით მიმზერ.
აღმოსავლეთის მგოსნები ყველა
წარმოგაჩენდნენ
თვალებით შველის,
რას არ იტყოდნენ,
რომ ცისარტყელად
გამოეშუქათ წარბებიც შენი.

მე კი…
ო,მე კი ვერც ვხედავ კარგად
რა ხორციელი მშვენება გხატავს…
რაც ჩემი იყო,
რაც დამეკარგა,
რაც სულში ოდით ყუჩობდა ნატვრად,

შევიცან შენი თვალების სევდად,
არამქვეყნიურ
ნისლში და ხმაში
და ცა,
ბრჭყვიალა,
თავზე რომ მედგა
პირველქმნილ შუქით განიხვნა მაშინ.

და გადმომხედა
მოწყალემ ყოვლად,
ყოვლად მრისხანე
მუზამ თუ ღმერთმა…
სევდამ,
ღიმილმა,
ვით ტოლი ტოლმა,
იცნო…
და ვიგრძენ, ვიქნებით ერთად.

…რა სევდიანი
თვალებით მიმზერ,
რა მშვენიერი სახელი გქვია…
გულზე თაკარა
რად შემომიგზენ,
საწუთროს გზაზე
რად შემხვდი გვიან.


იოსებ ნონეშვილი

Posted by: -Beka- 18 Apr 2014, 18:15
გალაკტიონ ტაბიძე - გზაზე

დრო აღარ დარჩა, რომ ახალი
იწყო ცხოვრება?
არა! ყოველი წუთი გზაა
თავისდაგვარი.
ამ გზაზე ბევრი თანამგზავრი
უცდის მომავალს,
ბევრი გადივლის ქარიშხალი
და ნიაღვარი.
კვლავინდებურად
ირხევიან ალვის ხეები,
ცადატყორცნილი
ყინვის მთები დგანან მეფურად,
კვლავინდებურად
შრიალებენ ხშირი ტყეები,
კაცთა სიცოცხლე
კი არ მიდის კვლავინდებურად

http://gpoets.blogspot.com/2014/04/blog-post_8767.html

Posted by: GoGoNNa 18 Apr 2014, 18:24
უხერხულია შენ გერქვას ცოლი,
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე,
უნდა ღრუბელი გეფინოს ლურჯი.
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ,
რომ ჩავახედო შენს კეთილ სულში.
შენ უნდა უცხოდ მოსული ქარი
გიფრიალებდეს ნისლისფერ მერდინს,
გაიღოს უცებ სამოთხის კარი-
მუხლებთან გეჯდეს შემკრთალი ღმერთი...
რა ჯობს-სიმღერა თუ წყვილი ცრემლი!
სად ჯობს- მიწაზე თუ მიწის გარეთ!..
მზე-მზეზე უფრო დიდი და ცხელი,
მთვარე-მთვარეზეც მაღალი მთვარე,
და ცა!- ღმერთების ცისფერი ჰოლი-
ძლივს რომ აუდის მომსვლელს და წამსვლელს...
მაღალი ბიჭი ლამაზი ცოლით-
მოდიან, მაგრამ მიდიან წამსვე:
ბოლოს და ბოლოს , ერთი აქვს ბოლო
ლომსა და თინუსს, ნაძვსა და ღოლოს!
სიყვარულისთვის! კარგო, ჩვენ მხოლოდ
სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ!
უხერხულია-შენ გერქვას ცოლი-
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე.
აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი!-
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ...

Posted by: ორა 19 Apr 2014, 00:24
ახლა აქ ვერ ჩამოვწერ ლექსებს, მაგრამ ჩემი საყვარელი თანამედროვე პოეტების ჩამოთვლა კი შემიძლია, მოკლედ ვგიჟდები ზვიად რატიანზე, გიო არაბულზე, ნაროზაულზე, ჩერქეზიშვილზე და ბოლო ხანს საჯაიაც დამჩემდა ... love.gif love.gif

Posted by: mtis_yoili 19 Apr 2014, 03:37
ორა
რატიანს და საჯაიას ფონზე თორნიკე სუსტია, ახალგაზრდაა ჯერ და დასახვეწი.
გიო, ნიკა მეც ზაან მიყვარს. ელიავაა კიდე უზლიერესი.
მაგრამ მე მაინც ყველას რატიანი, გეთიაშვილი და ბაძაღუა მირჩევნია, სულ სხვა განზომილებაა , რაღაც სადა, უბრალი და ამ დროს საოცარი :ლოვე:


Posted by: abula 19 Apr 2014, 04:49
ერთ ლექსს ვერ ვიხსენებ და იქნება დამეხმაროთ, ავტორიც არ მახსოვს..

სიყვარულისთვის ცა შესძარ, იგმირე იტარიელე,
თუ გულში გრძნობა არა გაქვს, შეგრჩება სიცარიელე.
ვისია?

Posted by: -Beka- 19 Apr 2014, 05:39
დავით გურამიშვილი - ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,
ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო;
მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო;
ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო,
ყვრიმალს გცეს თვალებ-აკრულსა. გკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო?
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბრალი ვერ გპოვეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო,
ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო.
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპს სისხლი შეურიესო;
დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო!
ჯვარზედ გაგაკრეს. ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო;
წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო;
მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო.
თავს კრეტსამბელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო.

ჯვარით გარდმოგხსნეს, წაგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო:
დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველი შემოგხვიესო.
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგამჩნიესო?
მკვდარს აღუდგენდი, კურნავდი კეთროვანს, წყალ-მანკიერსო;
ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო.

უტყვს ენას ძღვნიდი, ყრუს – სმენას, საპყართა – სვლას შვენიერსო,
პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი, - ჭამე, სვი ესო.
ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო!
მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო!

განიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო;
რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო!
ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო.
ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

http://gpoets.blogspot.com/2013/05/blog-post.html

Posted by: Pegasos 19 Apr 2014, 10:57
მარტო არ ხარ

ნუ ერწმუნები, ნუ ერწმუნები
ქალის ნაზ ღიმილს და თვალთა ცქერას,
იგი წაგართმევს სულის სიწრფელეს,
იგი მოშხამავს ციურ სიმღერას.
როდესაც იგრძნო, რომ ის გშორდება,
უტოლმეგობროდ მალე გაგრიყავს,
ნუ დაივიწყებ იმ მწუხარე დროს,
რომ მარტო არ ხარ, რომ სხვა ღმერთიც გყავს.
ნუ დაენდობი შენს ყალბ მეგობარს,
თავისუფლება ვინ დაიმონა?
ან იმათში ფეთქს მონური გული
და ან შენა ხარ იმათი მონა.
როდესაც იგრძნო, რომ მათი ხედვა
შენდამი წმინდა ყვავილებს ჰკარგავს,
ნუ დაივიწყებ იმ მწუხარე დროს,
რომ მარტო არ ხარ, რომ სხვა ღმერთიც გყავს.
რა არის კაცთა ქება-დიდება,
იგი ფუჭია და წარმავალი,
ბევრს ყოვლისშემძლე სწამდა დიდება,
რომ მოეხიბლა მით მხოლოდ ქალი.
წარვიდა ის დრო... დღევანდელი დღე
წარსულ იმედებს არ ჰგავს და არ ჰგავს.
წარვიდა ის დრო... მე მაინც მჯერა,
რომ მარტო არ ხარ, რომ სხვა ღმერთიც გყავს.
ოდეს დაჰკარგო თავშესაფარი,
არსით არა სჩნდეს ბინა ისეთი,
რომ იქ იპოვო შენ მყუდროება,
რომ იქ იპოვო შენ შენი ღმერთი,
ნუ დაღონდები... არსებობს მხარე,
სად თანაგრძნობაც არსებობს შენთვის,
იქ დაუდეგარ, მეოცნებე სულს -
ბინა ექნება მუდამ, ყოველთვის.
იქ მაღლდებოდა პეტრარკას სული,
იქ მუსიკობდა თვით დანტეს ქნარი,
ღელვამ შელლისა და ბაირონის
მხოლოდ იქ ჰპოვა ნავთსაყუდარი.
იქ რუსთაველის დატრიალებდა
შემოქმედების დიდი ნადიმი
და იქ რეკავდა უცნაურ გრძნებით
ბარათაშვილის მწუხარე სიმი.
ვაი მას, ვისაც მარტოობის ჟამს
ვერა რა შველის, ვერა რა იხსნის,
შენ კი, მძლეველო, მარტო არა ხარ,
და თვით წამებაც შენვე ღმერთად გქმნის.

გალაკტიონ ტაბიძე

Posted by: abula 19 Apr 2014, 13:03
QUOTE
ერთ ლექსს ვერ ვიხსენებ და იქნება დამეხმაროთ, ავტორიც არ მახსოვს..

სიყვარულისთვის ცა შესძარ, იგმირე იტარიელე,
თუ გულში გრძნობა არა გაქვს, შეგრჩება სიცარიელე.
ვისია?



ეს ლექსი ვისია არავინ არ იცით ?


Posted by: wuma 21 Apr 2014, 22:56

To fight aloud is very brave,
But gallanter, I know,
Who charge within the bosom,
The cavalry of woe.

Who win, and nations do not see,
Who fall, and none observe,
Whose dying eyes no country
Regards with patriot love.

We trust, in plumed procession,
For such the angels go,
Rank after rank, with even feet
And uniforms of snow.

Emily Dickinson

ხმამაღლა ბრძოლა სიმამაცეა,
მაგრამ ჭრილობა უფრო მწველი აქვს-
ვინც მარტოდმარტო მიუძღვის მკერდით
მტრისაკენ - ჯავრის კავალერიას-

ვინც იმარჯვებს და არ განდიდდება,
ვინც ბრძოლის ველზე ეცემა მარტო,
და მომაკვდავი ვისი თვალებიც
მშობლიურ ხედებს ამაოდ ნატრობს-

გვჯერა- ზეცაში ელით მსვლელობა,
ანგელოზების მდუმარე გუნდი-
მიაგებს პატივს მწყობრი ნაბიჯით
დაკარგულ გმირთა დათოვლილ მუნდირს.

თარგმანი. ლელა სამნიაშვილი

Posted by: nini gogo 22 Apr 2014, 22:35
QUOTE
ვაი მას, ვისაც მარტოობის ჟამს
ვერა რა შველის, ვერა რა იხსნის,
შენ კი, მძლეველო, მარტო არა ხარ,
და თვით წამებაც შენვე ღმერთად გქმნის.



ჩვენ ვხვდებით ისევ უცნობი მხრიდან,
შენ, მეგობარო, მომეცი ხელი;
ჩვენ მეგობრები ვართ დიდი ხნიდან.
ჩვენ მეგობრები ვართ განუყრელი.

დგეხარ და უცდი, ვიცი ვის ელი,
ახ, მეგობარო...ლოდინი ლოდის.
ჩვენ მეგობრები ვართ დიდი ხნიდან,
და ჰა, მესამეც... შეხედე, მოდის.

გალაკტიონ ტაბიძე

Posted by: მოიისფრო 22 Apr 2014, 23:04

(გულში ჩაკვრა ...)

გულში ჩაკვრა რა სათქმელია —
გულის შორეულ მხარეებში,
უფლისგან მორწყულ ნაკრძალებში
შეგიძღვება ჩემი სიყვარული
და იქ იხარებ, იხარებ დიდხანს,
სანამ გულის ცაზე
ვარსკვლავები არ წაიშლებიან..

...................................................................


(დაეცა. ჩაიცინეს...)

დაეცა. ჩაიცინეს.
წამოდგა.

გაუცინეს..

...................................................................

(ეს ქვეყანა...)

ეს ქვეყანა უბეა უფლისა
და ჩვენ ამ უბეში
ერთმანეთის
წყაროებს შევხარით..

...................................................................

(სამყაროს ლურჯ ჭერს...)

სამყაროს ლურჯ ჭერს,
დედის მანდილივით
ლამაზად დაბინდულს,
ვარსკვლავები
ზოგჯერ ისე ახმაურებენ,
როგორც ეკლესიის
სახურავს მტრედები...
ორივე შემთხვევაში
ზეციერის გულის ფეთქვა
მოისმის თითქოს..


ვაჟა ხორნაული

Posted by: nini gogo 23 Apr 2014, 10:55
QUOTE
(დაეცა. ჩაიცინეს...)

დაეცა. ჩაიცინეს.
წამოდგა.

გაუცინეს..





ფიქრიც დაეჩვია უკვე უფიქრობას

გულსაც მოსწყინდა ფეთქვა ამაო,

"ნუ დაღონდები, და ნუ მოიწყენ,

ეს დროც ჩაივლის, მალე გავაო."

მაგრამ წართმეულ გრძნობას რა ვუყო,

აზრიც წაიღეს ჩემგან მოშორებით,

როგორ ვიცხოვრო გრძნობა დაკარგულმა,

როგორ ვიცხოვრო მწარე მოგონებით.

ცარიელია ირგვლივ ყველაფერი,

ფეთქვა უიმედო გულსაც მოსწყინდა,

ვეღარ დავიტოვე ჩემში ვერაფერი

არვის უფიქრია გულსაც რომ სწყინდა.

ჰო და, უიმედოდ ყოფნა-არყოფნაში

გულსაც გავაჩერებ, დრო ხომ გაჩერდა,

თვალებში ცრემლი თითქოს გაირინდა

ფიქრსაც უფიქრობა დასჩემდა.

Posted by: მოიისფრო 25 Apr 2014, 22:53
სეკვენცია

ანი ბანი და განი და
მართლა არ ვიცი რა მინდა,
ალბათ პატარა და მინდა
ღმერთო, დამინდე, ამინ, და
ანი ბანი და განი და.
მინდა ამოვძვრე კანიდან,
სიცოცხლე მინდა თავიდან.
სიკვდილი მინდა? - არ მინდა,
არა როგორმე გავუძლებ,
არა როგორმე ავიტან,
მხრით გოლგოთაზე ავიტან
დღეებს, რომელიც სვე-ბედმა
გამი-წვიმ-ავდარ-ამინდა.
ანი ბანი და განი და
სევდის სივრცე და განი და
ბედის ცამეტი განედი
ვერ გავისეგრძეგანე და
მისი უღრმესი ქანიდან
ვყვირივარ: ანი ბანი და
განი და დანი ზანი და
თანდათან თანი კანი და
ლანი და მანი მანი და
მე ნანი-ნანი-ნა მინდა.
ვეხფვის ტყავისა გაძრობა
ამ გატანჯული ტანიდან
და წასვლა იერუსალიმს,
კანას ქორწილში სმა მინდა.
მეგზურად მწყემსი ძმა მინდა:
პანი და ჟანი რანი და
ფანი და ღანი ყანი და
შანი ჩანი და ქანი და
ეზო-კარიდან, ყანიდან
მუნ ჩემი ბაღის ნაყოფის
მიტანა ქანაანიდან.
მე ცაზე ცანი ვცანი და
ჯანი და ძანი წანი და
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა.
ვიწრო ბილიკის მაგიერ
ათი ათასი გზა მინდა.
გზა მინდა მნათობებიდან,
შენსკენ მავალი გზა მინდა,
მზის მუცელღების ხმა მინდა.
სანი და ჭანი ხანი და
ვერძის შუბლიდან, ხარიდან
ისევ მნათობთა გზა მინდა,
ყოველ მნათობში ანთებულ
საიდუმლოში წვა მინდა..
ყველა ვარსკვლავში წვა მინდა,
ყველა ვარსკვლავში სვლა მინდა,
ყველა ვარსკვლავის ცვლა მინდა,
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა.
ანი ბანი და განი და,
ღმერთო, ამ შუბლის ამინდი
ცხრა მზით ამინთე, ამინ, და
ისევ ა-მინდა, ე-მინდა,
თეთრი ი-მინდა, ო-მინდა,
სანამ ცხოვრების ჰოემდე
მივალ ათასი ომიდან,
ერთი ძლიერი უ-მინდა,
სამოთხის ვაშლი უმი, და
მერე შენს გვერდით თუ გინდა,
ანი ბანი და განი და,
ღმერთო, დამინდე და მინდა.

რატი ამაღლობელი

Posted by: nini gogo 28 Apr 2014, 16:30
QUOTE
სიცოცხლე მინდა თავიდან.
სიკვდილი მინდა? - არ მინდა,
არა როგორმე გავუძლებ,
არა როგორმე ავიტან,
მხრით გოლგოთაზე ავიტან
დღეებს, რომელიც სვე-ბედმა
გამი-წვიმ-ავდარ-ამინდა.




სიყვარულო, ნიჭო სრულო,
წამ ტკბილო და ხანგრძლივ მწარე,
ჯერ აკვანო ნეტარების,
მერმე კუბოვ და სამარე!



დღეს ჩემი ხარ, ხვალ სხვისი ხარ,
უგზო-უკვლოდ მოარული!
სად არს შენი დასაბამი?
ან სადა გაქვს დასასრული?



ზოგი გყვედრის, ზოგი გვედრის,
ყველას კი ჰსურს, რომ გემონოს!..
ვინ არის, რომ შენსა სიტკბოს
სიცოცხლე არ შეუწონოს?



დიდის ხნობით… მაღალ გრძნობით
თუმც არავის არ ახარებ
და წამიერ სიტკბოებას
საუკუნოდ წაამწარებ,



მაგრამ მაინც ყველა გეძებს!..
ცოცხალმა ვით დაგიწუნოს?
ვინ არის, რომ იმ ერთს წამში
არ გასწირავს საუკუნოს?!

აკაკი წერეთელი

Posted by: gia4147 28 Apr 2014, 19:46
მე პოეტი ვარ – მიწა ვარ, ცა ვარ!..
მე პოეტი ვარ – სივრცე ვარ, დრო ვარ!..
მომენატრება სიკვდილი – წავალ!..
მომენატრება სიცოცხლე – მოვალ!!!

ზაურ ბოლქვაძე

Posted by: მოიისფრო 29 Apr 2014, 01:32
რაც უფრო შორს ხარ


რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი - როგორც ედემი.

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული,
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული.

გალაკტიონი

Posted by: nini gogo 29 Apr 2014, 23:23
გაცუდდა, რაც-რა ვეთრიე,
რაც ვკვლიე შენი გზა-კვალი:
ვერ შეგიპყარი,
ვერ მოგკალ,
ვერ თავი შემოგაკალი.
ხან - ჭიუხების ჭირხლები,
ხან - ხალნი ველის ხაოთა -
შენად ნაწოლად მენიშნა,
ვნახე - აფთარი ხაოდა.
ეგებ, დააგდე საჩვენო,
სხვა მზე ირჩიე,
სხვა წყალი?
ეგებ, ჯილაგით ამოწყდი -
კაცის ჯილაგზე გამწყრალი?
ეგება, კიდეც დაგლანდე
სადმე, ჩამომწვარ გორებთან? -
დამცეცხლა კოცნის სახმილმა -
მახვილს რა მომაგონებდა!
აღარ დამცალდა,
ნანატრი
ელდის ელვებით გაშოლტილს, -
ცალი ყბით შემომიღრინე,
ცალად გამკარ და გამშორდი.
არც საიქიოდ გამწირე,
არც შემიფარე სწორფერი,
დამიგდე, როგორც დილეგი -
უსიყვარულო სოფელი...
ეგება ფიქრობ, მოვრჯულდე
უმადურ კვალზე ნათრევი,
ვერცხლის ბომონებს დავაკლა
ჩემი უბელო ნატვრები,
გავთბე სარკმლიდან სამადლოდ
შემოგდებული მზის სხივით,
ტრფიალი აღარ მომშივდეს
აუღებელი სისხლივით,
რადმე ვიღირო უშენო
დღენი - უგვანოდ კუშტები,
ისევ არ გამოგეკიდო,
როგორც კი გამოვშუშდები!

ზაზა ბიბილაშვილი

Posted by: მოიისფრო 30 Apr 2014, 00:36
* * *

არ გინდა მოხვიდე და ნახო
მარტოობა? მხოლოდ ერთი ფოთოლი
კირის ხიდან.

* * *
მოიცა ვაჭარო,
გინდა ამ თოვლში
ქუდი მოგყიდო?

* * *
“ბავშვები გვღლიან”,
ამ ხალხისათვის
ულამაზოა ალუბლის ფერიც.

* * *
გვიან შემოდგომაზე
მომავალის სჯერა
მწვანე მანდარინს.

* * *
ტოტიდან წაბლი ჩამოგორდა.
შორეული მთების უნახავთ
ძღვენად მივართმევ.

* * *
სახლი მაგარი გამოვიდა!
ჩემს ეზოში ბეღურები
მხიარულად იკენკებიან.


მაცუო ბაშო


Posted by: nini gogo 30 Apr 2014, 17:28
QUOTE
გვიან შემოდგომაზე
მომავალის სჯერა
მწვანე მანდარინს.




შენობა ვერ გასწიეს, თუმცა ბევრი მოვიდა,


ახლაც, შუა ღამეში, შენი ნახვა მომინდა,
თითქოს გული მტკივანი შემიჩერდა ბუდეში.
შენობა ვერ გასწიეს, თუმცა ბევრი მოვიდა,
ზოგი შენზედ სათუთი, ზოგი შენზედ უხეში.
რომ შეგეძლოს გაგება, თუ რარიგად ვეწამე,
შენვე შეგძულდებოდა შენი ტლანქი მოქცევა,
როგორც სხვა დროს, ამ წუთშიც წამებაა ეს ღამე
და ძნელია გრძნობების ვნების ლაფში მოთრევა.
მაგრამ ახლაც ალერსი სხვაგან უნდა ვიყიდო,
თორემ შენ არ მოდიხარ და მომწყინდა ლოდინი,
ჩემი ბრალი არ არის, გოგო ცეცხლ-მოსაკიდო,
სხვას დაუგე საშენოდ შეწირული ლოგინი.

მირზა გელოვანი

Posted by: მოიისფრო 1 May 2014, 01:14
გამოთხოვება


რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით.
ამქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, -
მარადიული ის არის მხოლოდ
და ასეთია ყოველთვის ბოლო

ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების,
და მეც ამ დიდი კანონის ნებით
მიყვარხარ!
მაგრამ ამ სიტყვას ახლა

იაფი სცენის სურნელიც ახლავს,
რაც არ უხდება და არც სჭირდება,
ამიტომ ალბათ გამიჭირდება
მისი წარმოთქმა. მაგრამ გახსოვდეს,

მაგრამ გჯეროდეს, რომ არასოდეს
არ დაგავიწყებ ჩემს ხმას და სახელს,
შენგან მრავალი ტკივილის მნახველს.
და გზა, რომელიც გაიყო ორად

და უკვე იქცა ცოდვად და ჭორად,
იყოს დღეგრძელი, რომ შენი წილი,
თავისი ღორღით, მტვრითა და ჩრდილით,
ტანჯვის გზად იქცეს და უცხო თვალი:

ყრმის თუ მოხუცის, კაცის თუ ქალის
გხედავდეს მხოლოდ ამ გზაზე მავალს,
რადგან დღეიდან მე შენი ხმა ვარ,
რადგან მე უკვე ვიყავი ღმერთი და

მოვიგონე ეს გრძნობა ჩემთვის,
ჩემს დასაცავად და დასაღუპად.
და რისხვა, გულმა რაც დააგუბა,
რაც გულს აქამდე ძალით ეკავა,

წვრილმან გრძნობების წასალეკავად
გასასვლელს ეძებს, რომ დღეის იქით
შენს ნაკვალევზე დიოდეს იგი
და უსასრულოდ, დღისით თუ ღამით,

და თუნდაც მხოლოდ სულ ერთი წამით
იქცეს კოშმარად და მოჩვენებად,
დაგიფრთხოს ძილი და მოსვენება,
რომ ფრთებშეკვეცილ ფრინველის მსგავსად,

აღარ შეგეძლოს გაფრენა არსად.
მერე რა მოხდა, თუ უცხო თვალი,
ჩვენი უცნაურ სეირით მთვრალი,
ბაგეს გადასცემს დამცინავ ღიმილს

და იმ ღიმილის უხეში ქიმი
გაგვივლის გულში...
შენ კი გახსოვდეს,
რომ ვერ მიაგნებ ხსნას ვერასოდეს,

რომ მე ვარ ჯვარიც და ეშაფოტიც
და ჩემი სულის ყველა ნაფოტი
იმ კოცონისთვს გროვდება ახლა,
რომელზეც შენი სურვილით ახვალ.

მაგრამ იქამდე შენი სახელი,
ვით ჩემი მტრების თანამზრახველი,
ან ვით ურჩხული: ცხრა ხმით, ცხრა ხელით
დამახრჩობს, თუკი ამოძახებას
ვერ შევძლებ უცებ.

ოთარ ჭილაძე

Posted by: xatushka 1 May 2014, 03:04
companion

I am not alone.
he’s here now.
sometimes I think
he’s gone
then he
flies back
in the morning or at
noon or in the
night.
a bird no one wants.
he’s mine.
my bird of pain.
he doesn’t sing.
that bird
swaying on the
bough.

Bukowski

Posted by: nini gogo 1 May 2014, 17:33
კარგის თუ ცუდისმყოფელში
სრულყოფის განცდა ცოტაა,
ამ ცოდვილ წუთისოფელში
უცოდველობაც ცოდვაა.

============================

შევყურებ სამყაროს ცვალებადს,
ზედმეტი ფიქრით თავს არ ვიღლი,
სიკვდილი არ მიღირს წვალებად,
სიცოცხლე სიკვდილად არ მიღირს.

==============================
სიცოცხლე უნდა შეისისხლხორცო,
როგორც შეჰფერის ჭეშმარიტ მებრძოლს,
ჯერ მამულისთვის უნდა იცოცხლო,
რომ მერე მისთვის სიკვდილი შესძლო.


რევაზ ართილაყვა





Posted by: მოიისფრო 1 May 2014, 20:29
xatushka
ბუკოვსკი love.gif

სულის სურათი


ბინაა ჩემი,
პატარა და სუნთქვით გამთბარი,
ცოლია ჩემი ფეხმძიმე და
ცაა ორსულად,
საცაა თოვლის დაიხურავს
საბანს ზამთარი,
ჩვენ კი ვისხდებით
მომლოდინედ,
მშვიდად,
უბრალოდ,
ანუ ჩემს სულში ამ საღამოს
მოთოვს შეგრძნება -
რომ უფრო მეტად
მიყვარდე და მწამდე უფალო.

როინ აბუსელიძე

Posted by: nini gogo 3 May 2014, 11:03
გული ზღვასავით მიღელავს,
ხარ ჩემი სულის ნაჟური,
მსურს შენთვის ვჭექო სიმღერა -
ესოდენ გარიჟრაჟული.
''მინდა გაკოცო, მაკოცო'',
კოცნით აგივსო თვალები
და ერთხელ კიდევ დავლოცო
ის შენი ნატერფალები.
არ ვიცი, გითხრა მეტი რა,
ეშხით დამდაგე ყმაწვილი,
მე - შენი ცრემლის წვეთი ვარ,
შენ - ჩემი სულის ნაწილი.

ოთარ რურუა

Posted by: ორა 3 May 2014, 12:46
მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა,
მათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ბრუნდება სახლში
და ვიდრე ღამე მზის სხივებით არ აიმღვრევა -
ვერ შელევია მის წმინდა და სევდიან ნახშირს.
ვინც უკეთესი ვერაფერი ვერ შეძლო, ვიდრე
ღამის ხიდიდან ჯოჯოხეთში ვარდნაა; და ვინც
მზის პირველ სხივებს, როგორც ფილმის მოსაწყენ ტიტრებს,
ისე აჰყურებს. ვისაც სძულს და ვერა თმობს მაინც
თუნდაც ერთ წარსულს, უმაჯინჯესს. ჰოდა მიმღერე
შენი ხმამწარე იავნანა - მათთვის, ვინც ღმერთზე
მხოლოდ ის იცის, რომ ახლოა, და ვერ იყენებს
მისკენ მიმავალ ვერცერთ რწმენას, არადა ეძებს............................. :ლოვე:
* * *
mtis_yoili

მაგ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ გიოც და ნიკაც ახალგაზრდები არიან. მე მომწონს თორნიკე და ვფიქრობ დასაძრახი არაფერია, მაგრამ მართალი ხარ რატიანს არავინ შეედრება ..
love.gif

Posted by: nini gogo 3 May 2014, 23:56
დავდივარ, როგორც დადიოდა ჩემამდე ბევრი,
ჩემს თავზეც ბრუნავს ხან დოლაბი და ხანაც კევრი,
ვხედავ - რეგვენი ლაპარაკობს ამაყად, მძიმედ
და მე შენ გეტყვი - უბატონოდ ხმას გასცემს ვინმე.

კაცი თუ ქალი, ეჯიბრება იმაში ურთერთს
სიტყვის და საქმის დაცილებას ვინ შესძლებს უკეთ
გზადაგზა მხვდება კმაყოფილი სიფათი რეგვნის,
ფოთლებს უწვდიან ლამაზმანებს ამაოდ ლეღვნი...

დროდადრო მესმის უხერხული ხალხური ლექსი:
ვჭამოთო კარგად, არაფერი შეგვრჩება მეტი!
ვაი, ჩვენს პატრონს! ჩვენი ყოფის თავი და ბოლო
ჭამა და საჭმლის მონელება თუ არის მხოლოდ!

მუხრან მაჭავარიანი

Posted by: mtis_yoili 4 May 2014, 01:16
ორა
QUOTE
მაგ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ გიოც და ნიკაც ახალგაზრდები არიან. მე მომწონს თორნიკე და ვფიქრობ დასაძრახი არაფერია, მაგრამ მართალი ხარ რატიანს არავინ შეედრება ..

არც მითქვამს დასაძრახია მეთქი, თორნიკეს განა რამეს ვერჩი :გიგი: პირიქით მშვენიერი ურთიერთობა მაქვს, არც ის მიგულისხმია რომ რახან ახალგაზრდაა მაგიტომ არაა დიდი არაფერი მეთქი, უბრალოდ დასახვეწია და კონკურენტების ფონზე ვერ ქაჩავს, არა უშავს.
აი გიო და ნიკა კი ჩემთვის ახალგაზრდები კი არ არიან, თითქოს ერთი სიცოცხლე აქვთ გამოვლილი და რაც მთავარია პიროვნულადაც საოცრებები არიან love.gif

Posted by: ორა 4 May 2014, 12:58
mtis_yoili
ხო, მე გიოც, ნიკაც და თორნიკეც ერთნაირად მიყვარს. პიროვნულ მხარეს რაც შეეხება, სამწუხაროდ არცერთს არ ვიცნობ და ზედაპირულ დასკვნებს ვერ გამოვიტან. wink.gif

Posted by: mtis_yoili 4 May 2014, 14:46
ორა
QUOTE
ხო, მე გიოც, ნიკაც და თორნიკეც ერთნაირად მიყვარს. პიროვნულ მხარეს რაც შეეხება, სამწუხაროდ არცერთს არ ვიცნობ და ზედაპირულ დასკვნებს ვერ გამოვიტან.

ჰომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია შემოქმედი პიროვნულადაც ისეთი იყოს რასაც გადმოსცემს ლექსში, ანუ არ მიყვარს როდესაც ყალბი აღმოჩნდება ხოლმე შემოქმედება, აი ჩოხელი მაგალითად რასაც წერდა ისეთი ღრმა და უკეთილშობილესი პიროვნება იყო, ძალიან დიდი, აი ძალიან ახლო მაგალითს მოვიყვან კიდე ტარიელ ხარხელაური, საოცარი პიროვნებაა და ამართლებს თავის შემოქმედებას.

დარდი, ფიქრი და ტკივილი
ჩემგან მოედო სამყაროს...
რას ამბობ, ნისლო, ტირილი
შენ როგორ უნდა მასწავლო -
ეს მე ვარ, კლდეთა კალთებზე
ცრემლად რომ ჩამოვწკანწკარობ.

/ტარიელ ხარხელაური/

ამაზე ვგიჟდები love.gif

Posted by: ორა 4 May 2014, 15:01
ხერხელაური მეც მიყვარს love.gif ერთი დიდი ბედნიერებაა, რომ არსებობენ ასეთი ადამიანები და ერგვარი სულის მალამოები არაინ ამდენ ფსევდო ხელოვანთა გარემოცვაში love.gif მიხარია, რომ არსებობ შენც love.gif jump.gif

Posted by: mtis_yoili 4 May 2014, 15:06
ორა
რა საყვარელი ხარ love.gif

( სთქვი და აასრულე, გოდერძი ჩოხელო...)

კლდეებში დაასრულე სიცოცხლე შენი...
კლდეებს დაუტოვე ძვალი და რბილი,
კლდეებს უზიარე სიცოცხლის წილი,
კლდეებზე იპოვე ძილი!
სთქვი და აასრულე, სთქვი და აასრულე,
რაც მოსახდენია, ჰქენი!
არავის ტირილი არ გინდა ამქვეყნად,
გლოვაა ეს წუთისოფელი.
ლამაზი ისაა, კლდე რომ გაგიხსენებს:
_ იყო გოდერძი ჩოხელი!
ლამაზი ისაა, კლდეს რომ შეერევი,
სუნთქვას რომ გაატან ნიავს,
ქვიშას გაერევი, ბოღმას მოერევი,
კლდეს სისხლით შეღებავ, მზიანს.
კლდეებში შენს ძვალ-რბილს
რომ ვერვინ იპოვის,
კუბო რომ არავის მიაქვს,
შავ მიწას სათხრელად რომ არვის გაუხდი...
სიკვდილიც, სიკვდილსა ჰქვია.
_ შენ უკვე გიჟი ხარ, გოდერძი ჩოხელო!
_ ჩემზე სულელი ხარ, შენ, წუთისოფელო!.

ჩოხელი user.gif

Posted by: ორა 4 May 2014, 15:17
mtis_yoili
ამ მიწის ბედი ჩემი ბედია
მის ბეჭზე ბეჭით ვთიბავ ბალახებს,
მე თუნდა არ ვთქვა, მთები გეტყვიან,
რაც მაწუხებს და რაიც მალაღებს.
ამ ცის ქვეშ ვცხოვრობ უმისამართოდ,
ცა არის ჩემი ჭერხო და ბანი ,
საწუთრო ჩემზე ისე ბალახობს,
როგორც უღელში ნაბამი ხარი.
დავალაჯუნებ დედამიწაზე,
ბრუნავს მიწა და მეც მატრიალებს,
სადღაც მივდივარ, გზა მიდევს შორი,
წვეთი-წვეთ ვტოვებ უკან მზიანეთს.
ამ მიწის ბედი ჩემი ბედია
ამ მიწის ბეჭზე დამწერეს ჯვარი.

love.gif გენიალურია..

Posted by: mtis_yoili 4 May 2014, 17:08

ეს მიყვარს კიდე განსაკუთრებით love.gif

ამომიტანეთ,
რომ მოვკვდები,
საჯიხვეზე ამომიტანეთ,
აქედან კარგად ჩანს საქართველო...
აქ ნისლი დიდხანს არ ჩერდება,
აქ ნისლი ქარში იწეწება,
ამომიტანეთ,
აქედან გული ამაყად იხედება;
კლდედ რომ ვიდგები
დედაჩემი აღარ დაბერდება.
ამომიტანეთ,
რომ მოვკვდები,
საჯიხვეზე ამომიტანეთ,
აქედან კარგად ჩანს საქართველო...

Posted by: ორა 4 May 2014, 18:57
მარადიული რა არის,
მიწა თუ ზეცის თავანი?
ბევრი მინახავს მოსული,
წასული _ უფრო მრავალი,
ერთი გზა გვიდევს სიცოცხლით,
საიქიოსკენ სავალი,
ყველა იმ გზაზე მივდივართ,
მათხოვარიც და მთავარიც,
სუყველას ზურგზე ჰკიდია
თავის თავგადასავალი,
მარადიული ამქვეყნად
მარტო უფალის გზა არის. love.gif

Posted by: მოიისფრო 4 May 2014, 22:31
mtis_yoili ორა
მეც შემოგიერთდებით ჩოხელისა და ხარხელაურის მოყვარულთა კლუბში ^.^ love.gif

რაღა დაგრჩენია ადამიანებთან,
თუკი უკვე მოასწარი და იყავი გულწრფელი.
ის, რაც ამშვენებს ფოთლებს და ბალახებს,
რაც ქარიშხალში ერთად მიყრილ ცხოველებს უხდება,
ადამიანებისთვის თვალთმაქცური შერიგებაა
ძალის მოსაკრებად.

ბესიკ ხარანაული

Posted by: nini gogo 4 May 2014, 23:25
rolleyes.gif up.gif


სველ მატიტელებზე მოვრბივარ,
გავთელე გვირილა ნაწვიმი,
მე დამარცხებული გნოლი ვარ,
შენ _ გამარჯვებული არწივი.
გეძახის უძირო ოცნება,
შენს წინ მსურს მუხლებზე დავეშვა,
კერპი ხარ,
მოვსულვარ მლოცველად
და გულში ვიხუტებ კაეშანს.
ვფარხალებ ეჭვის ფაცერში,
გზას გულის ფანცქალით გავცქერი
და არც მსურს ვიწამო
სხვა გზები,
მოდიხარ ცხენდაცხენ ნავარდით,
არ გინდა გახედვა არსაით,
მსურს ტოროლასავით ავვარდე
და შენს გულს შევასკდე ცასავით

გულამოვარდნილი მორბიხარ,
გათელე გზა წვრილი...
მე გამარჯვებული გნოლი ვარ,
შენ _ შენ დამარცხებული არწივი.

მედეა კახიძე

Posted by: mtis_yoili 4 May 2014, 23:40
მოიისფრო
მე კიდე
QUOTE
ბესიკ ხარანაული
მიყვარს ძალიან
love.gif

Posted by: მამაო ენუქი 4 May 2014, 23:42
От всенощной вечор идя домой,
Антипьевна с Марфушкою бранилась;
Антипьевна отменно горячилась.
«Постой, — кричит, — управлюсь я с тобой;
Ты думаешь, что я уж позабыла
Ту ночь, когда, забравшись в уголок,
Ты с крестником Ванюшкою шалила?
Постой, о всем узнает муженек!»
— Тебе ль грозить! — Марфушка отвечает:
Ванюша — что? Ведь он еще дитя;
А сват Трофим, который у тебя
И день, и ночь? Весь город это знает.
Молчи ж, кума: и ты, как я, грешна,
А всякого словами разобидишь;
В чужой пизде соломинку ты видишь,
А у себя не видишь и бревна.

Posted by: nini gogo 4 May 2014, 23:44
მებაღის სიყვარული

გავყიდი მიხაკს. მიხაკის ფასად
ვიყიდი ვარდებს. ვარდების ფასად
ვიყიდი იებს. იების ფასად
იების ფასად - გიყიდი შენ!

წაგიყვან ბაღში, ხოლო ბაღიდან
წაგიყვან სახლში, ხოლო სახლიდან
აგიყვან ცაში, აგიყვან ცაში -
ერთად ვიცხოვრებთ ღრუბლებში ჩვენ!

ცისარტყელები გვექნება სიმად!
დაველოდებით ამინდებს კვიმატს,
და ღრუბლებიდან წამოვალთ წვიმად-
დავაწვიმდებით მიხაკებს ჩვენ!

ხოლო ნაწვიმარ მიხაკის ფასად
ვიყიდით ვარდებს! და იმის ფასად
ვიყიდით იებს! და იმის ფასად

იების გოგოს ვიყიდით ჩვენ!

იების ბიჭსაც ვიყიდით ჩვენ!..

(ტარიელ ჭანტურია)

Posted by: ორა 4 May 2014, 23:54
მოიისფრო

QUOTE
რაღა დაგრჩენია ადამიანებთან,
თუკი უკვე მოასწარი და იყავი გულწრფელი.
ის, რაც ამშვენებს ფოთლებს და ბალახებს,
რაც ქარიშხალში ერთად მიყრილ ცხოველებს უხდება,
ადამიანებისთვის თვალთმაქცური შერიგებაა
ძალის მოსაკრებად.

ვგიჟდები
love.gif love.gif

Posted by: mtis_yoili 5 May 2014, 00:00
მამაო ენუქი
QUOTE
В чужой пизде соломинку ты видишь,
А у себя не видишь и бревна.

lol.gif lol.gif lol.gif
ჩავბჟირდი . ამართლებ ნიკს.

Posted by: nini gogo 5 May 2014, 10:17
საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?
რას მომცემს ისეთს მე საქართველო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?

არ ვიცი! მაგრამ უმიზნო დღეებს
ვითვლი და ვითვლი ყმაწვილურ ჟინით,
ყოველ დღეს გულის ტკივილით ვხვდები
და ვეთხოვები მწარე ქვითინით.

მარტოდმარტო ვარ... ვისაც ოცნება
ედემის ციურ ხატებად სთვლიდა.
ვისაც სიყრმითვე მე თაყვანს ვსცემდი,
ყველა მომცილდა, ყველა წავიდა.

აუხდენელ ფიქრს ვინ არ იგონებს,
ძველ ოცნებებზე რომელი არ სწუხს?
ვწუხვარ, ვეძახი ჩემს სიყმაწვილეს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს!

საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?
რას მომცემს ისეთს ჩემი სამშობლო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?

არ ვიცი... მაგრამ უმიზნობაში
ფიქრს ვერ ვაკავებ ცრემლად მონაქუხს...
ვწუხვარ... ვეძახი სიცოცხლის მიზანს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს...

გალაკტიონ ტაბიძე

Posted by: Ujarma 5 May 2014, 12:25
მოდით დავწეროთ ყველამ ლექსები.....
რომ არ დაგვჭირდეს ტრაკში ნემსები......
იქნებ ვიაროთ თბილისში ლაღად გაღიმებული დავინახო გამვლელი ან ავტომობილის მძღოლი ერთი მაინც!
უბრალო ღიმილით,
უბრალო სიცილით
თვალებში სითეთრით
ხელებში სიკეთით
მხარგაშლით......
ღრმა სუნთქვით
სიამით, სიუხვით...........
მომენატრა!
მოდით დავწეროთ ყველამ ლექსები.... თუნდაც პატარა, თუნდაც ღარიბი... მერე წავშალოთ! დავხიოთ! დავწვათ!

Posted by: მოიისფრო 6 May 2014, 19:22
mtis_yoili ორა
2kiss.gif 2kiss.gif

დაე, იცოცხლონ . . .

გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.
ხომ იცი, როგორ უყვართ გათბობის მილები,
იქნებ ერთმანეთიც უყვართ?
მათ გაზურაზე უწევთ ცხოვრება,
ჩვენ დედამიწაზე,
მერე რა?
ერთიმეორისგან ვერ გაარჩევ,
სახელებიც არ ჰქვიათ,
როგორ ახარებთ სითბო და ტკბილი ჯემი,
რა მათი ბრალია, რომ არ იციან თავიანთი არსებობის შესახებ,
პლანეტებმაც ხომ არ იციან შერქმეული სახელები,
მაგრამ ბრუნავენ უმიზნოდ,
სივრცეში.
გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ..

ირაკლი ჩარკვიანი

Posted by: nini gogo 7 May 2014, 11:10
მე დავიბენი


მე დავიბენი, აგარ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?
სული ვარ, გონი თუ სხეული, ვინა ვარ, რა ვარ?

მე კაცი მქვია, თუმც არ ვიცი კაცობის არსი,
აზრი ვარ, ფორმა თუ სახელი, ვინა ვარ, რა ვარ?

როგორ აღვწერო საკუთარი თავი, ცეცხლი ვარ,
წყალი ვარ, მიწა, თუ ჰაერი, ვინა ვარ, რა ვარ?

უგონო ვარ თუ გონიერი, განშორებული,
თუ მასთან მყოფი, აღარ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?

ამ სამყაროში მაქვს თუ არა ადგილი ჩემი,
არარაობა თუ რაობა, ვინა ვარ, რა ვარ?

განდეგილი თუ მოქეიფე, მთვრალი, ფხიზელი,
მწდე ვარ, ღვინო თუ სასმისი ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?

სიყვარული ვარ, მოყვარული თუ საყვარელი,
მოძღვარი ვარ თუ შეგირდი ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?

მე ქრისტიანი ბერი ვარ თუ სუფი დერვიში,
ან იქნებ თავად მესია ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?

მე უსხეულო სული ვარ თუ უსულო გვამი,
ცოცხალი ვარ თუ გარდაცვლილი, ვინა ვარ, რა ვარ?

სანთელი ვარ თუ უკუნეთი, შხამი, ბადაგი,
მახინჯი ვარ თუ მშვენიერი, ვინა ვარ, რა ვარ?

მე ზღვის გმინვა ვარ თუ გოდება გაოგნებისა,
ოკეანე ვარ თუ ხომალდი, ვინა ვარ, რა ვარ?

უნიშნოდ იქცა ნიშანი და უენო ენა,
უნიშნობათა შემნიშნავი, ვინა ვარ, რა ვარ?

ვინმემ რომ მკითხოს, ვინაობა, რა ვუპასუხო
შტერად შთენილმა და უბირმა, ვინა ვარ, რა ვარ?

შემსე ტაბრიზის სევდისასაც ამას იტყვიან
და მეც მას ვწუხვარ, რომ არ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?

========================================

წუთისოფელში
ამ ჩემს კაეშანს არ აქვს სამანი...
გულდაკოდილი მივდევ გზასავალს,
თვალუწვდენელი მიძევს სავალი.
ჰო, მტანჯავს ჩემნი სალმობანი და
ნაღდად არ მინდა ეშმას წამალი.


(რუმი ჯალალ-ედ-დინ)

Posted by: მოიისფრო 7 May 2014, 14:37
* * *

ჩვენ აქ ვწვალობდეთ, ვბერდებოდეთ,
შენ კი იყო მუდამ უცვლელი
და მოწყალე. ჩვენ არასდროს გვქონდეს უფლება
ეჭვი შევიტანოთ შენს მოწყალებაში,
არსებობაზე – ლაპარაკიც ზედმეტია. სწორადაც იქცევი,
რომ ასე ადვილად არ გვითმობ ჩვენს თავს,

რომ გვახვეწნინებ ჩვენივე სხეულებს,
ჩვენს შიშველ და სასაცილო, მოუქნელ სხეულებს,
და არასოდეს გვიტოვებ დროს
ავიდეთ და მივალაგოთ ჩვენი საფლავები,
ფოთლები გავხვეტოთ,
მტვერი გადავწმინდოთ ქვიდან.

სწორადაც იქცევი.
ჩვენ ხომ ჩვენივე სიცოცხლეც კი არ მოგვენდობა,
სიკვდილი კი – მითუმეტეს; მაგრამ რა ვუყოთ სიზმრებს,
რომლებიც, გაუგებარია,
თავიდანვე რისთვის ჩაგვითქვი?
აქ კი, ჩვენს დროში, მათი ატანა შეუძლებელია,

ცხადიც გეყოფა, რომ დაგვცინო. სახლში ვბრუნდებოდი
და შორიდანვე დავინახე რუხი ბოლი,
ცისკენ აწვდილი,
და რაც უფრო მივუახლოვდი,
მოიმატა მითუფრო ეჭვმა,
რომ იქ

ჩემი სახლი იწვის. გამოღვიძებულმა,
ცივი ოფლით დანამული ბაგეებით
მადლობა გითხარი
და გულს, ჯერაც აჩქარებულს,
კიდევ ერთხელ შეუყვარდი,
რადგან მხოლოდ სიზმრით დამსაჯე.

ასე გამომტყუე რამდენი მადლობა.

მაგრამ ეს – ბოლოა.
ესეც ბოლოა, როგორც გუშინ,
როგორც ყოველთვის.
როგორც გუშინწინ,
როცა ლიფტში პირჯვარს ვიწერდი
დაბნეული – რომ მე მართლა პირჯვარს ვიწერდი

და ბედნიერი – რომ ის ბიჭი დამხვდა ცოცხალი,
მე კი, ვიდრე მოვძებნიდი,
რა სიმწარე აღარ ვიფიქრე.
ის კი დამხვდა მხიარული, მთვრალი, ცოცხალი
და გამიღიმა. შიშველ ტანზე ეცვა ქურთუკი,
რადგან ჯემპრი და მაისური თურმე ჩხუბში შემოახიეს,

შემდეგ კი ლიფტში ვიდექი და პირჯვარს ვიწერდი
და უეცრად გონს მოვეგე. მეც გამეცინა
და მომეჩვენა, შენც დამცინე. შენი არ ვიცი,
მე კი ჩემს ხელზე გამეცინა,
პირჯვრის წერისას გაქვავებულ ხელის მტევანზე
და იმაზეც, რომ ის ლიფტიც კი

ზემოდან ქვემოთ ეშვებოდა. ახლა მჭირდები,
რადგან ცხოვრება ბავშვობა და სიბერეა,
რადგან ყველაზე საზარელი მათშორის გზაა,
რადგან მეც მიჭირს შუაგზაზე,
სადაც ამდენი საცდურია –
საქმეც გვინდა, სიყვარულიც, ძილიც, წუწუნიც,

შენ კი არ გინდა დაგვენახო. მეორდება ჩემი სიზმარი,
მერამდენედ მესიზმრება ჩემი თავი
ინვალიდის მოხდენილ ეტლში;
და თუმც არ მჯერა საკუთარი წინათგრძნობების,
თუმცა სიზმრები არასოდეს მიცხადდებოდნენ,
გამოღვიძებულს, ისევ შენკენ გამექცა ფიქრი,

რადგან, თუ სადმე მეჩვენები,
იქ მირჩევნია, იმ სიზმარში: სიზმრის მიწურულს
მოულოდნელად რომ ჩაჭიდო ჩემი ეტლის სახელურს ხელი
და ვიდრე გონზე მოვეგები,
მიმაგორო მაღალ სარკესთან
და დაგინახო ჩემს ზურგსუკან ბინდბუნდში მდგომი;

დაგინახო და დაგიჯერო. თუკი სადმე, ისევ სიზმარში,
თან სიზმარში და თან სარკეში,
ალბათ იქ თუ დაგიჯერებდი,
მისვენებული ინვალიდის მოხდენილ ეტლში,
და არ მოგთხოვდი სხვა სასწაულს, ვთქვათ, განკურნებას;
ოღონდ თვითონაც ნუ დამაფრთხობ

და ნუ მომთხოვ ყველაფერს ერთად:
დღეს დამავალე, შევიყვარო მტერი ჩემი
და თანდათან გამირთულე მოთხოვნები.

არ გამოვრიცხავ,
რომ ბოლოს გახდე ისე ცხადი და უეჭველი,
როგორც ცხადია, რომ ეს ლექსი – არ არის ლექსი
და ის, რაც არის, აქ არ მთავრდება..

ზვიად რატიანი

Posted by: ორა 7 May 2014, 16:11
მოიისფრო
რატიანს ხომ არავინ მირჩევნია მე.. love.gif love.gif love.gif

Posted by: nini gogo 7 May 2014, 23:18
QUOTE
ჩვენ აქ ვწვალობდეთ, ვბერდებოდეთ,
შენ კი იყო მუდამ უცვლელი
და მოწყალე. ჩვენ არასდროს გვქონდეს უფლება
ეჭვი შევიტანოთ შენს მოწყალებაში,
არსებობაზე – ლაპარაკიც ზედმეტია. სწორადაც იქცევი,
რომ ასე ადვილად არ გვითმობ ჩვენს თავს,

რომ გვახვეწნინებ ჩვენივე სხეულებს,
ჩვენს შიშველ და სასაცილო, მოუქნელ სხეულებს,
და არასოდეს გვიტოვებ დროს
ავიდეთ და მივალაგოთ ჩვენი საფლავები,
ფოთლები გავხვეტოთ,
მტვერი გადავწმინდოთ ქვიდან.

სწორადაც იქცევი.
ჩვენ ხომ ჩვენივე სიცოცხლეც კი არ მოგვენდობა,
სიკვდილი კი – მითუმეტეს;

sad.gif




ჩვენ აივანზე ჟამი გვედგა მწველი, მე და შენ.
ორი სხეული, სულით ერთი მთელი, მე და შენ.

ბაღმა გვაპკურა უკვდავების წყაროს ცვარ-ნამი,
როცა ბაღნარში მოვიღერეთ ყელი, მე და შენ.

ჩვენს სათვალთვალოდ აციმციმდნენ ცაზე ვარსკვლავნი,
ჩვენ, როგორც მთვარე თეთრ ღრუბლებში მვლელი, მე და შენ.

ორნი აღარ ვართ, შეგვანივთა სიამის ჟამმა
და დავუტევეთ მჭმუნვარება ძველი მე და შენ.

ტრფობის სურვილით დაიშრიტნენ ფრინველნი ცათა,
როს წამოვანთეთ ვნებით ღამე, ბნელი, მე და შენ.

ჰე, საოცრებავ, იმ წამს, როცა ერთად ვიყავით
და როცა გვწადდა სიახლოვე, მწველი, მე და შენ.

შენ ხორასანის ცა გფარავდა, მე კი ერაყის
და გვაშორებდა ჩვენ მანძილი ვრცელი, მე და შენ.


(რუმი ჯალალ-ედ-დინ)

Posted by: მოიისფრო 11 May 2014, 00:29

(ღმერთო, მაპატიე აპათია...)

ღმერთო, მაპატიე აპათია,
რაც კი მაბადია - მაპატიე...
ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს,
ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს.
თორემ უშენობა უმზეოა,
არ ვიცი ვისავით უმწეო ვარ...
ქვიშაზე ნაწერივით წავიშლები,
უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები
მე მივატოვე მზის შენობა,
ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობა
იქნებ გამახსენო? გამახსენე
ყველაფერი თავიდან ამიხსენი
შენი სამი ცალი სამოსელი,
ღმერთო ფარდებივით ჩამოხსენი.
იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი...
უფალო მე კი არა - შენ იყავი..

რატი ამაღლობელი

Posted by: ორა 11 May 2014, 02:56
მე მივაბიჯებ მოწყენილი, წელში მოხრილი,
და უიმედოდ გადავხედავ ჩემს თავს ზევიდან _
ის ისე არის ნაგვემი და მხრებჩამოყრილი,
როგორც ქალაქი უკანასკნელ შემოსევიდან.
დღე _ დღე არ არის, სანამ ცაზე მზე არ ამოვა,
არც ღამე ჰქვია _ უფრო დღეა ღამის საცვლებით. . .
აღმოსავლეთი ემსგავსება მდუღარ სამოვარს
და ცასაც შუბლი დაჰფარვია ოფლის მარცვლებით.
სიჩუმე მშვიდად გაწოლილა
გაკრულ ნაწერში
(მე ამ სიჩუმეს შევყურებ და ხელით ვეხები),
ისე ნებივრობს, როგორც დენდი რბილ სავარძელში
და მაგიდაზე ულაგია თითქოს ფეხები. . .

მზე ამოვიდა!
მზე, რომელიც ჩემშივე სახლობს,
მზე არა სადღაც მეცხრე ცაზე,
არამედ გულთან!
და მე მოვდივარ შენს ხელებთან,
რადგანაც მახსოვს,
რომ შენს ხელებში
უკეთესად ვფიქრობდი მუდამ'!

Posted by: Christopher Robin 11 May 2014, 09:58
nini gogo

ვახუშტი კოტეტიშვილის
"აღმოსავლურ დასავლური დივანი"ს მოყვარული ხარ?
მეც ამოჩემები მქონდა ადრე რამოდენიმე ლექსის
ესეს ერთერთი

მახედ ქცეული მაკავებენ შენი კავები,
ნანადირევად რომ გავები, შენი კავები.

შენი კავების კაკანათში ებმიან გულნი
და მათი ჟინით კანკალებენ შენი კავები.

მეღირსა, გავხდი იმათ მიერ შენაკავები,
შენს მონას მკლავენ მაგ მკლავებით შენი კავები.

შენი ღაწვების განთიადი სულ სხვაა, ოდეს
მუშკის ნიღაბით აღამებენ შენი კავები.

მშფოთვარე გულებს გასაოცრად იმორჩილებენ
მართლაც კავ–ანკეს ნამგვანები შენი კავები.

მთვარეზე მაღლა უკავიათ ადგილი მშვენი,
მიკვირს თავს როგორ იკავებენ შენი კავები.

მე ბედნიერად მითენდება, თუმც გამუდმებით
მაგ უკუნეთში მაკავებენ შენი კავები

აბდ-ორ-რაჰმან-ჯამი

Posted by: nini gogo 11 May 2014, 10:48
✎Christopher Robin
up.gif ხო რაღაც ეს დღეები მაგათ ვკითხულობდი ))



QUOTE
შენი კავების კაკანათში ებმიან გულნი
და მათი ჟინით კანკალებენ შენი კავები.



არა იმიტომ, რომ სიტყვა `ქურდმა”
უარყოფითი დაკარგა ჟღერა!
არა იმიტომ, რომ თუ ხარ სუფთა, _
შენსავით მტერმა იცხოვრა შენმა! _
საქმე იმიტომ უფროა ცუდად,
რომ ცუდად როა, არ იცის ბევრმა!
ცდება, ვინც ვინმეს სიფიცხეს უქებს!
ვინც ითმენს, ისიც არაა ბრძენი!
საქმე მაშინღა იქნება უკეთ,
ვითაა, როცა შეიგნებს ბევრი!

(მუხრან მაჭავარიანი)

Posted by: თოფიჩაM 12 May 2014, 03:37
ოთარ ჭილაძე - "ეს წელიც გაქრა"

ეს წელიც გაქრა, უკვალოდ გაქრა
და არა მხოლოდ ჩემთვის – ყველასთვის.
მეც უნდა გული მწყდებოდეს, მაგრამ
მოლოდინით ვარ სავსე ყელამდის.

და მიხარია, რომ გაქრა ისიც,
როგორც გადაღლილ ხსოვნაში ჭორი,
ანდა ვარსკვლავი რომ ქრება დღისით,
გადაყვარებულ ქალივით შორი.

გარემოცული თოვლით და ქარით,
თავის ბუნაგში ცხოვრობს ქალაქი,
იხურება და იღება კარი,
საფეხურებზე ხმება ტალახი.

წელი კი გაქრა, ვით წვიმის წვეთი,
როგორც უთვალავ ლანდებში ლანდი,
როგორც ღრუბლებში მწვერვალის წვერი,
როგორც გაქურდულ ტაძრიდან ხატი.

კეტავენ კაფეს, გამოდის კინო,
გაჩერებებზე გროვდება ხალხი
და უნებურად ფიქრობს და ცდილობს
დამალოს მკაცრი ნაკვთები სახის.

ქუჩებში დაძრწის თოვლი და ქარი,
დაღლილი ყალბი ცრემლით და ფიცით,
და ყველა ჩქარობს, რომ ბებერ მთვარეს
მიუჯახუნოს კარები ცხვირწინ.

იმედისა და ოცნების მსგავსი
ფანჯრებზე ბზინავს ნაძვის ტოტები
და საახალწლო ვნებებით სავსე,
კიდევ ერთი წლით გიახლოვდები.

1969

Posted by: nini gogo 12 May 2014, 18:05
QUOTE
ეს წელიც გაქრა, უკვალოდ გაქრა
და არა მხოლოდ ჩემთვის – ყველასთვის.
მეც უნდა გული მწყდებოდეს, მაგრამ
მოლოდინით ვარ სავსე ყელამდის.


: ))



ვინ არის ადამიანი,
ზედ რომ აბიჯებს მიწასა,
გზა არის ყვავილიანი,
სულაც არ იმჩნევს იმასა.

ფეხს სიამაყით აბიჯებს,
ტანჯვით ნაზარდსა იასა,
ლამაზ ყვავილებს აირჩევს
და მოაშორებს მიწასა.

წაიღებს ყვავილს მიართმევს
და შეირიგებს ვიღაცებს,
ჰე… ჩემო კარგო გიყვარდეს
ოღონდ ნუ დაჰკრეფ მიხაკებს.

ვინ არის ადამიანი,
ზედ რომ აბიჯებს მიწასა,
გზა არის ყვავილიანი,
სულაც არ იმჩნევს იმასა.

ვახო კილასონია


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Pegasos 12 May 2014, 22:11
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას,
რომლებსაც ძველი ეკლესიის კედლებზე ვხედავ...
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ მსგავსი თვალები
არ უნდა ჰქონდეს სხვას არავის ხატების გარდა.
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
ასე მგონია, თუ ინებეს შენმა თვალებმა,
ვით წმინდა სანთელს, ცაში ვარსკვლავს
აგინთებ ახალს.
მე შემოგწირავ ყოველივეს დაუნანებლად,
მაგრამ დაჩოქილს შენ წინაშე ვერასდროს მნახავ.
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ მსგავსი თვალები
არ უნდა ჰქონდეს სხვას არავის ხატების გარდა.

პეტრე ბაგრატიონი

Posted by: nini gogo 12 May 2014, 23:34
QUOTE
ასე მგონია, თუ ინებეს შენმა თვალებმა,
ვით წმინდა სანთელს, ცაში ვარსკვლავს
აგინთებ ახალს.
მე შემოგწირავ ყოველივეს დაუნანებლად,
მაგრამ დაჩოქილს შენ წინაშე ვერასდროს მნახავ.

rolleyes.gif

up.gif

ვერ შევძელ, გრძნობა ვერ გაგიმხილე,
ახლა მწარედ ვგრძნობ,რომ გვიანია,
წრფელ გულს უხდება გრძნობის სიშიშვლე,
რადგან ცხოვრება ერთი წამია.
რადგან არ ვიცით ბედი მდევარი,
დაგვიხურავს თუ გაგვიღებს კარებს,
ვერ ანუგეშებს ქვეყნად ვერავინ
მას, ვისაც სხივი ჩაუქრეს ცაზე...

მთვარემ მზისა და მზემ უტყვი მთვარის
ვერ ამოიცნეს ფიქრის ცრემლები,
ჰო, გალაკტიონ, „ქარი ქრის, ქარი“,
ცრემლიან ფიქრებს მხოლოდ შენ ხვდები.
ახლა მარტოდენ ფიქრებთან რჩენილს
და მოჩურჩულეს სულის სფეროსთან,
მომნატრებია წარსული შენით,
როცა გაუმხელ გრძნობის გვჯეროდა...
მე შენზე ფიქრით შეჩვეულ აწმყოს
სულის საწრთობი ვუწოდე გრდემლი,
მინდა ვიმღერო,სტრიქონებს ვაწყობ,
სტრიქონებს, რასაც შლის ცხელი ცრემლი...

სტრიქონთან ერთად მსურს გულიც დავწვა,
მოუშუშარი არის ტკივილი,
უსიყვარულო სიცოცხლე არ მწამს,
გოლგოთას უდრის ეგ სიმძიმილი...
რად შეგვეშინდა, რად დავიბენით,
უხმოდ უხმობდა თვალებს თვალები,
შენ ერთადერთი იყავ იმედი
სულის, ყალბთაგან განაწამების.
ჩამქრალ ნაპერწკლით ჟამი შეჩერდა,
ჩვენ, ორივენი ახლა სხვასთან ვართ,
ვიცით, ამ ყოფას ჰქვია შეჩვევა
თორემ ოცნებით კვლავ იმ ზღვასთან ვართ,–
რომელმაც ჩვენი ფიქრები იცის,
და იცის უტყვი მზერის იარა,
ზღვამ, რომლის ტრფობით აქამდე ვიწვით,
ორთავეს გულზე გ ა დ ა გ ვ ი ა რ ა...


ია ჯიათელი


Posted by: Pegasos 13 May 2014, 11:19
ჩემს წელიწადში ხუთი დროა
გაზაფხული
ზაფხული
შემოდგომა
ზამთარი
და...
დრო, რომელიც გამოვიგონე.

გამოვიგონე...
რათა, შენი ნაზამთრალი სხეული
ეიფორიანარევი სუნთქვით გამეცოცხლებინა,
დამსკდარ ტუჩებში იასამნის ყვავილად ჩაგჯდომოდი
და მეთქვა
გაზაფხულია!

გამოვიგონე...
რათა, ტალღად დამეხატა ჩემი ვნება,
და ნაპირზე მძაფრი შეგრძნებებისაგან გამორიყულს
გცოდნოდა, რომ
ზაფხული დადგა.

გამოვიგონე...
რომ შენს სისხლძარღვებში
ბოლო სიმთვრალესავით მეხეტიალა და
გონდაკარგულს ნაყოფიერების ქალღმერთივით
თავს დაგდგომოდი, როგორც
შემოდგომა.

გამოვიგონე...
რათა, მცხუნვარე ემოციებისაგან დაღლილს
წუთით ჩაგძინებოდა და ჩემი თმები
საბნად დამეფარებინა შენთვის,
უკვე თეთრი...
ზამთარია...

გამოვიგონე...
რათა კიდევ ერთხელ მოსულიყო გაზაფხული...


ჩემს წელიწადში ხუთი დროა
გაზაფხული
ზაფხული
შემოდგომა
ზამთარი
და...
დრო, რომელიც გამოვიგონე….

პეტრე ბაგრატიონი

Posted by: nini gogo 13 May 2014, 16:12
აჰ, ვით ვისწრაფი, რარიგად მინდა
დავტოვო ვიწრო ხეობა ბნელი.
ვეწვიო მწვერვალს ლაღსა და დიადს,
ბედნიერების ვპოვო ნათელი.
იქ შვებას მომგვრის სილურჯე მთების
და ყვავილებით შემკული კორდი.
აჰ, ნეტავ მომცა ძლიერი ფრთები,
რა სიხარულით გავფრინდებოდი.

იქ ისმის ჰანგი ჰარმონიული,
ციურ სავანით გადმოფრქვეული,
ნაზად შრიალებს ნიავი ნელი,
მოაქვს სურნელი, მკურნალი გულის.
მწვანე ბაღებში ელავს ნარნარად
მიწის დოვლათი - ხეხილი უხვი,
და ყვავილები ჰყვავიან მარად,
ვერ მუსრავს სუსხით ზამთარი რუხი.

ვიშ, რა კარგია იგი მწვერვალი,
მზის ელვარებით გაბრწყინებული,
ვუცქერ და ჭვრეტით ვერ ძღება თვალი,
მისკენ ისწრაფის მგზნებარე სული.
ო, როგორ მინდა მივწვდე იმ არეს
და განვიქარვო მძიმე ნაღველი,
მაგრამ გზას მიხშობს გიჟი მდინარე,
მძაფრი ზვირთები, გადულახველი.

ვხედავ ნაპირთან ქანაობს ნავი,
მენავე არ ჩანს... მაშ მედგრად, გულო,
ნუ შეგაშინებს ტალღა მგრგვინავი,
დიადი ლტოლვით გატაცებულო.
ღმერთი საწინდარს არავის აძლევს;
წინ, ზვირთებს ძლევით გადავუქროლოთ.
სასწაულების წარმტაც მხარეში
სასწაულებით მივაღწევთ მხოლოდ!


ფრიდრიხ შილერი

Posted by: Naniko1 16 May 2014, 16:41
ისე მომენატრე როგორც არასოდეს
ახლა უფსკრულისკენ ვეშვები
დღეები საუკენეს ემსგავსება
ვატყობ უცაბედად ვბერდები.
თითქოს გააჩერეს დედამიწა
ზეცის დაიხურა თაღები
მინდა მონატრება დავივიწყო
წავალ, ტერენტისთან დავთვრები...
მაისმა აიყარა ტანი ლერწამივით
შვინდის ფერს გადაიკრავს ზეცა
სუნთვაშეკრული მოვარდა უცებ
ქარი, ანჯამებს ლეწავს...
სამყარო დაიცალა და გაუდაბნოვდა
ჰაერიც ცხელია თან მწველი
ღრუბლის დაბერილი ჯიქნებიდან
წვიმას, სიცოცხლისთვის ვწველი...
აჯანყებული გრძნობები მიპყრობს
ოო!!! გაუხედნავ ულაყზე მაბამს
ეს ლტოლვა ასე თავაშვებული
და უშენობა საოცრად მზარავს...
ჩამოიღვენთა მზე სანთელივით
დროც ჩაიცალა საათში ქვიშის
როგორც ყვავილებს უგაზაფხულოდ
ჩემთან რომ არ ხარ ძალიან მიჭირს...
ისე მომენატრე როგორც არასოდეს
ახლა უფსკრულისკენ ვეშვები
დღეები საუკენეს ემსგავსება
ვატყობ უცაბედად ვბერდები.
ბადიშ ხურსილი

Posted by: ChadiiH 16 May 2014, 17:58
ერთი
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ! -
იმ ერთის პოვნის
თუ გახდი ღირსი!
არაერთს ისე მოეღო ბოლო, -
თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის.

ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ!
სად არის იგი! -
ეს ღმერთმა იცის!
იმ ერთის ხილვის, -
იმ ერთის პოვნის, -
ათასში ერთი გამდარა ღირსი.

მუხრან მაჭავარიანი (კრებული-"ვითარცა მტკვარი")[B][/B][B]

Posted by: nini gogo 18 May 2014, 15:51
მომწყურდი ძვირფასო,
მონატრებას ვეღარ ვერევი,
ნეტავ თუ მოხვალ, რომ მომხვიო თბილი ხელები,
მომწყურდი ისე,
როგორც დამშრალ ნიადაგს წვიმა,
როგორც კოცონი თოვლისაგან გაყინულ მცივანს,
როგორც სიცოცხლე მოსწყურდება უდროდ მომაკვდავს
ან გამწვანება ზამთრის მერე ბუნების წიაღს.
მომწყურდი კარგო,
უშენობა ძალზედ მაწვალებს,
მთვარე ხომ ვერ ძლებს უმიწაოდ, მუდამ თან დასდევს,
მეც ვერ გავძელი უშენოდ და გეძახი ისევ,
მინდა მუდმივად შენს გარშემო სინათლედ ვენთო.
მინდა მოგიძღვნა ეს სამყარო მზისფერ დღეებით,
ყოველი დილა დააგიფერო ნაირფერებით,
მინდა ყოველი შენი მძიმე წუთი ვიცოდე,
რომ გაგიფანტო ტკივილები ნაზი ფერებით.
მომწყურდი ტკბილო,
მენატრება შენთან თამაში,
მიალერსება და კისერში თბილი ამბორი,
ისევ გეძახი ვერ გავძელი უშენოდ მარტომ,
შემოგინახე სიყვარული ას წელს სამყოფი,
ხოდა მოდი და უდარდელად გრძნობები ვხარჯოთ,
მომწყურდი კარგო!

თამარ ხარშილაძე

Posted by: ChadiiH 18 May 2014, 15:58
ლომი გალიაში[B]
(გალაკტიონის მიმბაძველებს)


გალიას ჩემსას ივლისის მზის მოადგა შუქი,
და ჩრდილი ჩემი თუმცა ზუსტად ჩემი სიგრძეა-
რად მინდა ჩრდილი საკუთარი ო, ღმერთო ტუკი
საკუთარ ჩრდილქვეშ... წამოწოლაც არ შეიძლება!

(ტარიელ ჭანტურია)


გთხოვთ...

მოწვეთავს სისხლი მზესავით ცხელი
გახეთქილ ტუჩთან და საფეთქლებთან!
მესროლე! - მე ვარ დაჭრილი ცხენი
და ეს მკვლელობად არ ჩაგეთვლება!

(ტარიელ ჭანტურია)

Posted by: nini gogo 18 May 2014, 16:06



QUOTE
გალიას ჩემსას ივლისის მზის მოადგა შუქი,
და ჩრდილი ჩემი თუმცა ზუსტად ჩემი სიგრძეა-
რად მინდა ჩრდილი საკუთარი ო, ღმერთო თუკი
საკუთარ ჩრდილქვეშ... წამოწოლაც არ შეიძლება!

up.gif up.gif


მე შენი ვნების მოგონება
მნაბავს და მვნებს,
როგორც სიმთვრალე გოგონებს.
მე შენი სახის გახსენება
მაბნევს და მკლავს,
ვცკოცნი სხვა ქალის სავსე
მკლავს.
შენ ისევ ჩემი გაოგნება
გნებავს და გწადს,
როცა ცას ველი საოცარს.

რატი ამაღლობელი


Posted by: ChadiiH 18 May 2014, 21:41
***
ჩვეულებრივი უწყინარი დღე იყო.
ისინი უდარდელად მიაბიჯებდნენ ტყეში.
არავითარ საშიშროებას არ გრძნობდნენ.
მშვიდად საუბრბდნენ.
სახიფათოს ვერაფერს ამჩნევდნენ.
ხალისიანად ხუმრობდნენ და იცინოდენ.
განსაცდელის წინათგრძნობა არ აწუხებდათ.
ღიღინებდნენ კიდეც.
არსაიდან არ ემუქრებოდათ საფრთხე.
ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად.
თითქოს არავითარი ფათერაკი არ ელოდათ.
არც არაფერი შემთხვევიათ.
მშვიდობით დაბრუნდნენ სახლში.

(ვახტანგ ჯავახაძე)

Posted by: nini gogo 18 May 2014, 23:00
ისეთი ლამაზი თვალები გაქვს,
ისეთი თბილი და უძირო,
ისეთი ჭკვიანი გამოხედვა,
მინდა რომ დღედაღამ ვუცქირო.

ისეთი საამოა შენი მზერა,
ისე სათნოა და უმწიკვლო,
სასწაულებსაც კი დამაჯერებს,
სათქმელს გამაგონებს უსიტყვოდ.

ისეთი საოცარი თვალები გაკქვს,
ისეთი მდაბალი და უბიწო,
ისეთი სიყვარულით მომზირალი,
აბა როგორ გავძლო უმისოდ.

თამარ ხარშილაძე

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: ChadiiH 18 May 2014, 23:10
ჩამქრალი მზერა სამუდამო საზღვარს ირეკლავს...
ოდესღაც სევდა მხოლოდ სტუმრად თუ მეწვეოდა
და მე მასპინძლის სულგრძელობით ვუფენდი ფიქრებს...
სტუმარი იგი რახანია მდგმურად ქცეულა
და ახლა ჩემს წასვლას ელოდება, რომ სულ დამკვიდრდეს.

(თამარ ჯავახიშვილი)

Posted by: nini gogo 18 May 2014, 23:30
მართლა, არავინ არ იცის ალბათ,
სუნთქვა და ცქერა ჩემსავით ხარბად.
მომეცი ნება - მეც ვიშრიალო -
შენს ხეებიდან ყველაზე დაბალს.
ვით ეგებები წვიმებს და ქარებს,
მეც შევეგებო, მომეცი ნება.
ღამით, როდესაც ამოდის მთვარე,
შენი ჩრდილები ჩემს გულზე წვება.
და იმ უეცარ წვიმებს და ქარებს
მეც შეუმჩნევლად მივყვები მაღლა....
გამიღე კარი, გამიღე ჩქარა! -
მე შენგან შენთან მოვსულვარ ახლაც.

ოთარ ჭილაძე

Posted by: ChadiiH 20 May 2014, 08:40
***
მე მთებს შემოვრჩი...
შენი სახლის ვიწრო სარკმლიდან
არ მოჩანს მთები.
არცა გწვავს ცეცხლი,
უშენობით გულს რომ მდებია.
მარტო ხარ ისევ
ჩაძირული მოგონებებში.

...სადღაც მთებია
და მარტოობით მოზეიმე უცხოდ ირთვები.
მე, მხოლოდმყოფი,
მოწყალებას არვისას ვუცდი,
ვერ დამაჩოქებს ბედი მდევარი.

ვიხსენებ თბილისს,
გაელვებას სახის მაცდურის,
გზებს რომ მინათებს,
ვით მსუბუქი თოვლის მტევანი.

მიაჩხრიალებს ყინვის მარხილს მთებში ზამთარი
და მიმაქანებს უცხო მხარეს შავი მერნითა...
მოვალ შენამდე, ჩემი გზა თუ აქ არ დამთავრდა,
მოვალ შენამდე, უთვალავი ფიფქის ქვეყნიდან.

შენ მოზეიმე მარტოობის ცივ ხავერდებით
კვლავ აენთები ცეცხლით,
შენგან გულს რომ მდებია...
მოვალ შენამდე, ჩემი მთებით, ჩემი ქედებით,
და შენ არ იტყვი:
”რა დროს მთებია”.

(შერმადინ ქალდანი)

Posted by: In_private 20 May 2014, 12:40
წიგნების თარო და კედელზე "ყვირილი" მუნკის,
დახშულ ოთახში მძიმე სპლინი და უსივრცობა,
ჰაერის ზანზარს რხევით იგრძნობ, როგორც ყრუ-მუნჯი -
აღრიალებულ სიჩუმეში არ გაივრცობი;

დუმილის ეფექტს, რა ხანია, კანით ისრუტავ,
სახელდახელოდ აგვირისტებ პარადიგმებად,
წერ, მაგრამ შენი მიგნებები ახლა ვის უნდა -
ისედაც უჭირთ საკუთარი თავის მიგნება.

მთელი სამყარო შენს გარეშე, შენს გარეთაა
და გულგრილ ყოფას უპირობო შიში დარაჯობს,
შენი ოთახი დავიწყების მძიმე ლეთაა
და ის რომ არა, ამ ცხოვრების შხამი დაგახრჩობს.

გინდა შორს იდგე, გაურბიხარ ჭუჭყს, სიმახინჯეს,
უხეშ შეხებას და შემოჭრას ბინძური ყოფის
და რა განცდებით, განჭვრეტებით აქ დააბიჯებ,
ოთახს კი არა, მთელს შენს ქალაქს... მთელ ქალაქს ჰყოფნის;

მიხვალ სარკმელთან, ცას შეავლებ დარდიან მზერას,
ითვლი გამვლელებს - ამ ცხოვრების მდუმარ თარიღებს,
აღრიალებულ ყრუ სიჩუმეს ირგებ და გჯერა,
დუმილით ნაწერს დრო ხმაურით დაათარიღებს.

Posted by: Naniko1 20 May 2014, 15:31
მე ახლა შენში ვარ და სადღაც ლიანებს,
დაარხევს ქარი და ღამესთან აცეკვებს..
მითხარი, რომ ისევ არ დავაგვიანე,
რომ გრძნობა თვალეში ეშმაკებს აცელქებს.
შენ ახლა ჩემში ხარ, ვაოკებ სურვილებს,
მზიანი აისით ავინთებ სარეცელს,
თავნება სიყვარულს ვერ ვუკლავ წყურვილებს
და ხელებს ვაშველებ სადმე არ დაეცეს.
სად მიდის ეს გზები, მოხედვაც არ მინდა,
ნანატრი სიზმრები თოკებზე გავფინე.
რამდენი ზამთარი უშენოდ გავიდა,
დღეს კი, შენს ფეხებთან მაისი დავფინე.
მარწმუნე, რომ ახლა ნამდვილად გათენდა,
დავადე საკეტი უშენო აპრილებს,
მითხარი ლოდინი შენშიც რომ ათევდა,
რომ ჩემი ბავშვური სიცელქე გაკვირვებს.
შენ ახლა ჩემში ხარ, ნაბიჯებს გიდარებ,
ჩავუვლით ლიანებს ქარებში გადაშლილს,
და თუგინდ იწვიმოს, მე შენთვის ვიდარებ,
დამპირდი, რომ წვიმა ნაკვალევს არ წაშლის.
ნანა მეფარიშვილი

Posted by: nini gogo 20 May 2014, 22:31
ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავით
და როცა მეწყება განსაცდელი,
როდესაც შენს გარდა აღარსაით,
არასგზით აღარ მაქვს გასაქცევი,
ტკივილი ცოტახნით დამიამე,
შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,
ძარღვებში სისხლივით დამიარე,
თვალებში შუქივით შეიჭერი.
შემივსე საგულე ცარიელი
და, ნიშნად ხელახლა დაბადების,
სიმხნევე მაღირსე წამიერი,
არა გთხოვ სიწმინდეს სამარემდის.
არა გთხოვ მეუღლის ერთგულებას,
ირწმუნე სათქმელი განდობილი,
მაღირსებ ოცნების შესრულებას?
ცოტასიც დავრჩები მადლობელი.
ჰო, მაგრამ მარტოდენ ბოდვებია
ჩემს შუბლში ძაფებად დაქსაქსული,
სხეულზე ცეცხლივით მომდებია
სიცოცხლის უშენო დასასრული.
და იწვის ბუხარში წუხანდელი
წერილი, კუნძივით მობრიალე,
სტრიქონებს ედება ჟრუანტელი:
მარტო ვარ, მომხედე, მომიარე!
ლურჯ კვამლად იერთებს საკვამური
ლიცლიცა ღამეებს, საღამოებს
და როგორც ვეება სალამური
ოთახში აკვესებს საგალობლებს.
ქარს მიაქვს ნაშთივით მწარე ბოლი
და შენსკენ გადმოაქვს დაქსაქსული,
ვით გულისჯიბიდან ვალიდოლი,
აბებად გულისკენ გადასული.
თავზე ცა მემღვრება შავ ზღვასავით,
მეწყება უწყალო განსაცდელი,
გამიგე, შენს გარდა აღარსაით
არ მქონდა, არცა მაქვს გასაქცევი.
ტკივილი ცოტახნით დამიყუჩე,
შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,
ხომ ხედავ, კუნძივით გავირუჯე,
ჰაერში კვამლივით შევიჭერი.

(ოთარ ჭელიძე)

Posted by: formula3000 21 May 2014, 22:49
დგება თეთრი დღეები,
რიდეების სეზონი;
გაჩნდნენ ორხიდეები
ყოვლად უმიზეზონი.
ლაჟვარდების კიდეო,
დაბურულო ზმანებით,
ლურჯო მონტევიდეო,
ვიწრო ხელთათმანებით;
სულში ნისლის ტბებია
და ქაოსის მხატვარი,
სადაც ვეღარ თბებიან
ფრთები ნამკათათვარი.
user posted image

Posted by: xatushka 21 May 2014, 23:07
ოდენ მშიერი ზის უზრუნველი,
ოდენ კრავები მგლობენ ფარაში,
ოდენ მტერია კეთილმსურველი,
ოდენ მძინარე _ ფრთხილი დარაჯი,
ოდენ ქატოა კერძო ნუგბარი,
ოდენ მორწმუნე _ უფლის მგმობელი,
ოდენ ავყია _ ტკბილმოუბარი,
ოდენ მიჯნური _ ჭკვადაწყობილი.
ოდენ გამრჯეა ყოვლად მოცლილი,
ოდენ გულფიცხი _ დინჯი მსმენელი,
ოდენ დევნილი _ გზდალოცვილი,
ოდენ როსკიპი _ შეუცდენელი,
ოდენ რეგვენი _ გულისხმიერი,
ოდენ ბოგანო _ სუფრით ცნობილი,
ოდენ ალალი _ ყოვლად ცბიერი,
ოდენ მიჯნური _ ჭკვადაწყობილი.
ოდენ ზრუნვაა უდარდელობა,
ოდენ სიმორცხვე _ მრუშის ლირწება,
ოდენ მტოვრობა _ წმინდა ხელობა,
ოდენ პანღური ღრმა მოწიწება,
ოდენ ტავსლაფი _ განძი რჩეული,
ოდენ ორპირი _ ნაღდი ძმობილი,
ოდენ ჯანმრთელი _ მძიმედ სნეული,
ოდენ მიჯნური _ ჭკვადაწყობილი.
ვისაც გწყურიათ სიტყვა მართალი,
ისმინეთ ყველამ ჩემი თხრობილი,
იფქლი _ ნაცარი, თოვლი _ ღადარი,
ოდენ ჯაბანი _ გმირად შობილი,
ნატიფი ლექსი _ გაუმართავი,
ილხის მერემე _ დიდი სარდალი,
ოდენ მიჯნური _ ჭკვადაწყობილი.

ფრანსუა ვიიონი

Posted by: MaverickAbnormal 23 May 2014, 16:31
ვიიონი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უბრწყინვალესი პოეტია.

Posted by: nini gogo 24 May 2014, 13:57
QUOTE
ოდენ მიჯნური _ ჭკვადაწყობილი.


QUOTE
ოდენ ჯაბანი _ გმირად შობილი,





მე ძლიერ მიყვარს, მაგრამ გრძნობას არ გამოვაჩენ,
რადგან ტრფიალი უნდა იყოს მუდამ ფარული,
მაშინ მიჯნური სიყვარულით არის მოვაჭრე,
თუ ხალხს მოუთხრო თავის გრძნობა და სიყვარული.

ვარდობისთვეში სიყვარული გვქონდა ახალი.
ახლა გრძნობები ლექსში ვეღარ სათუთდებიან,
ვარდობისთვეში ზეცას სწვდება მგოსნის ძახილი,
შემოდგომაზე ბულბულებიც დადუმდებიან.
შემოდგომაზე ბულბულები ღამეს ტოვებენ.

თუმცაღა ზეცა ვარსკვლავებით ისევ კიაფობს,
ველურ მუსიკით იღლებიან ხეთა რტოები
და ბულბულს არ სურს, რომ სიმღერა გააიაფოს.

მეც ბულბულივით დამუნჯდება ვრაცხე წყალობად,

რომ არასოდეს მოგაწყინოს ჩემმა გალობამ.

შექსპირი - 102 სონეტი

Posted by: is2701 24 May 2014, 14:17

ძალიან მიყვარს user.gif
საუკეთესოა,ფილმიც და წაკითხვაც

Posted by: nini gogo 26 May 2014, 22:52
დაუსტვინე, ჩემო ბიჭო,
და გავჩნდები შენთან!
დაუსტვინე, ჩემო გიჟო,
და გავჩნდები შენთან!
გაგიჟდება მამაჩემი,
შეიშლება დედა,
სულ ერთია, დაუსტვინე
და გავჩნდები შენთან!
მაგრამ ჭკუით მოიქეცი,
რაკი ქალთან მიხვალ:
კუტიკარის მხრიდან მოდი,
არ მოადგე ჭიშკარს,
ტავს ნურავის დაანახებ,
არ გაგიგონ, ვინ ხარ,
ვითომც ჩემთან კი არა და,
ვითომც სხვასთან მიხვალ.
ვითომც ჩემთან კი არა და,
სულაც სხვასთან მიხვალ.
თუ ბაზარში შემხვდე უცბად,
ანუ საყდრის კარად,
უცხოსავით შემხვდი კუშტად,
ჩამიარე მწყრალად,
ერთხელაც რომ გადმომხედო,
დამიჯერე, კმარა,
ისიც, ვითომ სხვას უყურებ,
მართლა მე კი არა!
ისიც, ვითომ სხვას უყურებ,
მართლა მე კი არა!
გაჯიქდი და იუარე
ფიცი, თქვი, რომ სულაც არ მოგწონვარ,
თქვი, რომ სხვისთვის იწვი,
ოღონდ ეს კი დაიხსომე,
არსად წაგცდეს ბიჯი,
გეშინოდეს, არ წამართვას
ვინმემ ჩემი ბიჭი,
ბიჭო, მართლა არ წამართვას
ვინმემ ჩემი ბიჭი!
დაუსტვინე, ჩემო ბიჭო,
და გავჩნდები შენთან!
დაუსტვინე, ჩემო გიჟო,
და გავჩნდები შენთან!
რომც გაცოფდეს მამაჩემი,
რომც გაგიჟდეს დედა,
სულ ერთია, დაუსტვინე
და გავჩნდები შენთან!


bis.gif bis.gif love.gif


რობერტ ბერნსი

Posted by: mtis_yoili 29 May 2014, 10:35
*უპუნქტუაციო სამშობლო (და ლექსიც)*

ჩვენც დროში დაკარგულ თაობას ვემსგავსებით
რომელსაც საყვედურობენ

გაიზრდებიან შვილები
ჩვენი ტკივილით გამოკვებილები
აიდგამენ ენას და მთელი ცხოვრება
ზიზღით ჩაგვეკითხებიან
- სად იყავით როცა
- ხმა რატომ არ ამოიღეთ როცა
- რაზე ფიქობდით როცა

ჩვენ არც ძალა გვექნება თავისმართლების
არც სიმართლე და ამიტომ ვერ ვეტყვით შვილებს
რომ გვეძინა
რომ გვეშინოდა
რომ ამოვქოლეთ ფანჯრები
რომ გავჩუმდით
რომ შევეგუეთ

ჩვენი შვილები ყოველდღე გაგვახსენებენ
ქუჩაში მოკლულ ადამიანებს
ნაწამებ პატიმრებს
გამქრალ და დატბორილ სოფლებს
წართმეულ მიწას
სუფრაზე დაღვრილ ოფლს
და დუმილს
რომელსაც ამოვეფარეთ როგორც მშვიდობას

სად იქნება სიმართლე
რომელ რწმენას ჩავიცვამთ
რომელ ჭეშმარიტებას ამოვეფარებით
რომელ მომავალზე ვიფიქრებთ

ძველებურად გავაბოლებთ სიგარეტს და ჩვენი წარსულით დამძიმებული კვამლი გაგვახსენებს რომ
ჩვენ დავანგრიეთ საქართველო
ჩვენ დავკარგეთ რწმენა
ჩვენ დავხოცეთ ადამიანები
ჩვენ დავარბიეთ მიტინგები
Äჩვენ დავიძინეთ

ბედნიერებიც კი ვიქნებით რადგან დავრწმუნდებით
ყველაფერი ჩვენი ბრალია
მხოლოდ ჩვენი

მერე ჩვენი შვილებიც გაიზრდებიან
ისინიც დაიწყებენ სამშობლოზე ლექსების წერას
ძველს დაანგრევენ და ვიდრე ახალს ააშენებენ
ამ ნანგრევებში ახლა მათი შვილები ჩაეფლობიან
როგორც ჭაობში და სანამ იქიდან ამოვლენ
დაბერდებინ ჩვენი შვილები

სად იქნება ღმერთი
ვის ტანსაცმელს ჩაიცვამენ გაყინული ბავშვები
რომელ კედელს ამოეფარებიან ცოლები
რომელ მომავალს დაპირდებიან მამები შვილებს
(როგორი) იქნება ჩვენი ქვეყანა

რაღა ეშველება სუფრას
რის სადღეგრძელოს დალევენ პატრიოტები
როგორ დამთავრდება ქეიფი
როგორ დამთავრდება ჩვენი ქვეყანა

მერე მოხდება დრო

შვილიშვილები
ჩვენს ლექსებში აღმოაჩენენ სამშობლოს
და წიგნის თაროზე შემოდებენ ძველ ალბომთან
ერთად

/გიორგი არაბული/

Posted by: mashusha 7 Jun 2014, 18:44
შორს ცის კამარას მიწიერთაგან ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა და იხრჩობოდა მაღალ მორევში რკინის ღრუბლებად ამოჭედილი ცხრა საფეხური ამაღლებულა მართლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი დროში ქცეული უკვდავ სხეულად იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი, და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვას გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა მე დედამიწის იალაღებზე ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან და თითქოს ლოდი გულ მკერდზე მეცა ღვთის ხმამაღალი, ამაყი სიტყვა ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა - ადამიანო! სასუფეველში ადრე მომხვდარხარ რომ დარჩე მარად მე შენი სულის ვხედავ მორევში იმ ბოროტება რომელსაც მალავ მოგიახლოვდა ღვთისა მართალი დასჯა ყოველი სუფთა და წმინდა სთქვი შენი სიტყვა რომ ხარ მართალი გულის სიღრმეში ამის თქმა გინდა. თავი ავწიე და ღმერთი ვნახე ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი ოფლით დასველდა ცოდვილი სახე ჩემში გაცოცხლდა მომკვდარი ზიზღი - უფალო! ხალხმა დაგარქვა ღმერთი. მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?.. დედამიწაზე რა ვნახე მეტი? სხვა ჯოჯოხეთი არ არის! არა! მე ცრემლს და დაღლას ვუძლებდი დიხანს მე ვგრძნობდი ტკივილს, მსდიოდა ოფლი ხელის დაქნევა და შენი რისხვა, არ მინდა ღმერთო, ისედაც მყოფნის. სიმართლე გინდა? აგერ ვარ, შენს წინ მუხლჩამოყრილი ლაპარაკს ვბედავ გული ჯერ კიდევ სიცოცხლით მეწვის ნახე თვალებზე ცრემლი მაქვს. ხედავ? იცი უფალო რა არის ცრემლი? ვერ მიამსგავსებ შენს შექმნილ წვიმას ცრემლი ისაა როდესაც ებრძვი, ცრემლი ისაა როდესაც გტკივა. მაგრამ არ ვიცი უფალო რადგან შენს მკაცრ თვალებს და შენს ამაყ სახეს არ მოუხდება ეხლა ცრემლი და დაღლა რომ არ გაფანტოს ეს სიამაყე. მე გეტყვი მართალს, დამსაჯე მერე. ადამიანი ამდენს რომ ვბედავ, მაგრამ, რომ მითხრა ვერ დავიჯერებ მე დამნაშავე რაში ვარ ნეტავ… თუ ეს სამყარო შეიქმნა ღვთისგან? თან კი ცოდვები თითოდ და თითოდ შენ ღმერთო პასუხს მოითხოვ ვისგან? თუ ყველაფერი შექმენი თვითონ. ცოდვებით არის სამყარო სავსე რადგან შევცოდავთ და ვმალავთ ვითომ შენ ეს სამყარო შექმენი ასე და დამნაშავეც შენა ხარ თვითონ! ადგა უფალი, დატოვა ტახტი, და ისევ შიშმა უეცრად დამჭრა შემხედა ზედა, ყველაფრით დაღლილს და თითქოს მონას პასუხი გამცა: - გტკივა, და ასე იქნება მარად. რადგან ეს არის სამყოფი ხალხის რადგან ცოცხალი აქციეთ მკვდარად რადგან ბრალს მადებთ სანაცვლოდ მადლის. ნახეთ სამყარო, ჩვილი და სუფთა მერე დაგლიჯეთ, დაკოდეთ, ეცით, მტვერი ააგდეთ სინათლის შუქთან ეხლა იმ მტვერში სამართალს ეძებთ? არ იყო ცუდი, არ იყო კარგი, არც განსხვავება არ იყო დროში მაგრამ სიწმინდეს ვერ მიხვდა ხალხი და გულში დაჭრა მიწიერ ომში შენ მართალი ხარ, უკვდავი სული არ გაღონდება ცოცხალი სევდით მაგრამ ოდესღაც მეც მქონდა გული ეხლა რომელიც ხალხს დააქვს მკერდით ოდესღაც ასე უცრემლო, მშვიდი დიდხანს ვეძებდი ბოლო არჩევანს და ერთადერთი გავწირე შვილი ამდენი შვილის გადასარჩენად გოლიათებზე ზედ იწვა ზეცა, ცეცხლი ეკავათ უფლისებრ …ბერებს მე ცხოვრებაში პირველად შემრცხვა, არა, ეს იყო ცხოვრების მერე თავი დავხარე, დავმალე სახე ასე უეცრად ჩემს სასჯელს ვიხდი ასე უფლის წინ სიმართლე ვნახე ჭეშმარიტებას გვიან რომ მივხვდი თუ მეზობელი სახლს აგიშენებს, შენ კი იმ სახლის დაიწყებ ლესვას, არ დააბრალო მერე მშენებელს სახურავიდან წყალი თუ წვეთავს უფალს შევთხოვე, დრო აზრებს არ წყვეტს, ჩემი სასჯელი მითხარი ღმერთო თვითონ გავაღებ მაგ რკინის კარებს შავ ჯოჯოხეთში რომ დავიფერფლო ძნელ ტკივილისგან არ მქონდა ფიქრი და გვიან გიხსნი ჩემს ცოდვებს მალულს მე დამნაშავედ იმიტომ გვთლიდი რომ უკვდავებში ვეძებდი ბრალულს დედამიწაზე ვეძებდი მართლებს და მოსამართლე არ მყავდა არსად, შენა ხარ ჩემთვის დღეს მოსამართლე და შვილი შენი მოველი დასჯას!

Posted by: nini gogo 8 Jun 2014, 11:14
QUOTE
ტკივა, და ასე იქნება მარად. რადგან ეს არის სამყოფი ხალხის რადგან ცოცხალი აქციეთ მკვდარად რადგან ბრალს მადებთ სანაცვლოდ მადლის. ნახეთ სამყარო, ჩვილი და სუფთა მერე დაგლიჯეთ, დაკოდეთ, ეცით, მტვერი ააგდეთ სინათლის შუქთან ეხლა იმ მტვერში სამართალს ეძებთ? არ იყო ცუდი, არ იყო კარგი, არც განსხვავება არ იყო დროში მაგრამ სიწმინდეს ვერ მიხვდა ხალხი და გულში დაჭრა მიწიერ ომში



წამი აღმაფრენის
და ფიქრი ნაჩვევი.
ღმერთო! გამაფრინე
და ქრისტე მაჩვენე.

ხელს მაღლა აგიშვერს
ცოდვა ადამისა,
ღმერთო! გამაგიჟე
და შენვე დამიცავ.

ნეტავ ზღვის ძახილზე
გრიგალს გავეტაცე.
ღმერთო! გამაღვიძე
მე სხვა პლანეტაზე.

მიმაქვს პანაშვიდი,
ვარ ღია ბაღისებრ.
ღმერთო! დამამშვიდე
და ძილი მაღირსე.

(ტერენტი გრანელი — ლოცვა გაფრენისთვის)

Posted by: mtis_yoili 23 Jun 2014, 22:03
ვებღაუჭები ყორეს,
მიწით მევსება ფრჩხილები
და ვტრიალებ საკუთარი ბავშვობის გარშემო,
როგორც - კოკობზინა.
ისე მაინც ვუყვარდეთ ღმერთს,
ჩვენს საფლავებზე
ამოდიოდნენ ფურისულები და სასუტელები.
ისე მაინც ვიცნობდეთ ჩვენს ქვეყანას,
რომ ბევრი არ ვიყაყანოთ მის სიყვარულზე..

შედედებული რძე, მაწონია - საზრდო,
შედედებული სისხლი - სამშობლოა - საფლავი.

გიო არაბული <3

Posted by: ვივიანა 23 Jun 2014, 22:39
გიშვებ, სამყარო დიდი არის, კი არ გაშინებ - გიშვებ ,
რომ იშვე შენ ხელახლა ცის ქვეშ და მზის ქვეშ.
ხელს კი არ გიშვერ , გიშვებ - მეთქი,
ღამის სიგიშრე ტბები დამიშრა,
ცრემლიც არ მაქვს - უცრემლოდ გიშვებ.
მიყვარხარ მთელი ამოსუნთქვით, ჩასუნთქვით,
შიშველ ტკივილით ძილში, ღვიძილში და მე გიშვებ..
იმ შენ ერთადერთ გზაზე , ვიწრო გზაზე
და ეს კი ნიშნავს რომ შენს საკუთარ სიღრმეში და წიაღში გიშვებ..
სახლში დაბრუნდა ღვთისმშობელი გოლგოთის მერე,
ჯვარცმის საღამო მიიწურა და ალბათ ნივთებს
(რაზეც ნაკლებად საუბრობენ, ფიქრობენ , წერენ).
ადგილს უცვლიდა , ალაგებდა და წმენდდა იმ დღეს..
ათი მცნებით ვართ აკრძალულნი ,
ათი უძირო-უკიდეგანო უფსკრული წევს ჩვენს შორის შიშებს.
ათასგვარს აღძრავს იგი ჩვენში - უღრმესს,უმძიმესს,
და ამიტომაც სხვა რა გზაა - მე სახლში გიშვებ.
ბედნიერება ცრურწმენაა , ნუ ჩაეფლობი ამ ძველ ჭაობში,
ნუ კითხულობ მის მაცდურ ნიშნებს..
ეს მე კი არა - სიყვარულის შეუძლებლობა
თავის ვეება მოქნეული ფრთებიდან გიშვებს !

Posted by: nini gogo 25 Jun 2014, 00:34
დასკვნა აქედან...


როცა არ ჰყვავის ვარდი ზამთარში,
თუ გულმა კარი მძიმედ დაკეტა.
ჩადე სანიშნად წლების დავთარში,
დასკვნა აქედან...
თუ გულგრილობა გიქსოვს პირბადეს,
ემოციისგან სახის სარიდად.
კაქტუსიც როცა ყვავილს იბამდა,
ის დრო გავიდა...
თუ არ არსებობს, ვისაც ელოდი,
სული მოგონილს თუ ვერ ჩაუდგი,
საკუთარ თავში ისე შემოდი,
არ თქვა აუგი...
ხომ მოიხადე ბატონებივით
გრძნობა დაყრილი ტანზე ჭორფლებად.
შეცდომებს დრო არ გასწორებინებს,
თვითონ მოფერფლავს...
როცა ეჩვევი აზრების ვარცხნას,
და დაუვარცხნელ გრძნობებს იხსენებ,
გულმა ხომ იცის, თვალმა რაც გასცა,
ლოყის სისველით...
როცა ისწავლი პრინციპს შელევის,
და აღარ არკვევ, საქმე რაშია,
ჰო, (ესე იგი), შენს თავს ერევი.
სხვა რა გაშინებს?..
როდესაც გაფცქვნი წლებს კანიანად,
ჩახედავ ნაყოფს, საძრახ-საქებარს,
ალბათ, არასდროს არის გვიანი,
დასკვნა აქედან...




============================

[b]შედი!
[/b]
მოდის ქუჩაში უქუდო კაცი,
მოწყენილ ქუჩას ცის სევდა აწვიმს.
მორბის ძაღლი და შესაფარს ეძებს,
ძაღლს სველი ძუკნა მოჰყვება გვერდზე.
დაეძებს ქუჩა, კაცი და ძაღლი.
სასრულს თუ საწყისს ძველის და ახლის.
ქუჩას აქვს ბოლო, კაცს კიდე - ბედი
და თუ გაგიღეს კარები - შედი!..


თამარ ბოლქვაძე

Posted by: mtis_yoili 25 Jun 2014, 00:44
....................................
სიმაღლეა განცდის ან სიმაღლეა აივნის,
ხაიამის დოქები არასოდეს მეყოფა,
ძარღვებს სისხლი გასდის და სურდოსავით გამივლის,
ტყუილი და დოგმების უჩვეულო ეპოქა...
ოდესმე თუ მორეჩებით ამინდებზე საუბარს,
ყველაფერზე პასუხობთ, არაფერი ისე რა,
მე კი იმის ნაცვლად რომ დუმილს მხარი ავუბა,
ღამე მგლების ყმუილზე ეშვით მაჯებს ვისერავ...
კარებს წიხლით დავაღებ, ნიავდება ნამუსი,
ნუ იცინი ვინ იცის იქნებ მართლა შემომრჩა,
ჯალათების გარშემო, მსჯავრდებული სტატუსი,
ეშაფოტზე ავდივარ, მერე ფრთებსაც შემბოჭავს,
ზეცა მისი სილურჯით, ახლა მორჩა ვსრულდები,
უჯრედები მელევა, ვემსგავსები ამებას,
ბნელ ჩიხებში მხვდებიან დაკარგული სულები,
გამო მერე თაყვანი ეცი ებულ სამებას,
მე კი თითებს მოვიჭრი არასოდეს ვილოცებ,
გამიქრება ნამუსი მისი ქენჯნაც გამივლის,
ვერასოდეს მიხვდები ცათამბჯენის ტილოზე,
სიმაღლეა განცდის თუ სიმღლეა აივნის...
მეგობარო გაგიმხელ ახლა როცა მტერი ხარ,
სადღაც ჯიბის სიღრმეში ჩამალული მონეტით,
როცა შემორჩებოდა ქალაქს შავი მტრედიღა,
დაგეძებდა ქუჩებში მეამბოხე პოეტი.
გაჰყვიროდა მთელი ხმით, მონატრებულ სახელებს,
დაწყვეტილი ნერვებით, ჩახლეჩამდე იოგების,
ახლა ნაცვლად ღიმილის შავი სისხლით მახველებს,
და ნუგეშად მიწყვია ხაიამის დოქები...
ყველაფერზე ვპასუხობ, არაფერი ისე რა,
სიმაღლეა განცდის თან სიმაღლეა აივნის,
ღამე მგლების ყმუილზე ეშვით მაჯებს ვისერავ
ძარღვებს სისიხლი გასდის და არასოდეს გამივლის.
ის რაც ადრე მარტივად, მირჩებოდა მარილის,
ეშვზე მოყრის გარეშე შენი იყო კაპიტან,
რამდენიმე წუთიც და მაჯისცემა გამივლის,
მანადე კი როგორმე გულისცემას ავიტან...


Posted by: nini gogo 29 Jun 2014, 16:14
QUOTE
უჯრედები მელევა, ვემსგავსები ამებას,



ვარსკვლავია

ეხლა, გამახსენდა როცა ყოველივე,
ყველა, ყველაფერი
არის გაჩენილი ამაოებისთვის,
მხოლოდ შენ ანათებ!
ნეტა არსებობდეს სიტყვა ქვეყანაზე
ამის ამხატავი,
ნეტა არსებობდეს გული ქვეყანაზე
ამის შემგრძნობელი
ნეტა არსებობდეს აზრი ქვეყანაზე ამის შემცნობელი,
ხომ სულ უბრალოა ერთი გაფიქრება,
ის, რომ შენ ნანიებ
და ის რომ ანათებ და რომ ვერავინ გხედავს,
გასაოცარია!
გასაოცარია ქვეყნად ყველაფერი,
ძლიერ საოცია
გასაოცარია,
გასაოცარია,
ის, რომ შენ ანათებ!
ნეტა როგორ ხდება ასეთ სიბნელეში,
ასეთ სიბნელეში
შენ ცას რომ ანათებ და შენ ვერავინ გხედავს
და შენ ვერ უგრძვნიხართ.
ო, რა მიზეზია, ნეტა გაცოდინა,
ასეთ დაბრმავების,
გასაოცარია,
გასაოცარია,
ძლიერ , მეტისმეტად!
ცრემლიც არ არსებობს, ყველა, ყველაფერი
მიდის უდაბნოში...
გასაოცარია, გასაოცარია,
გასაოცარია!

(გალაკტიონ ტაბიძე)

Posted by: merciamercia 3 Jul 2014, 17:10
***
Я понял жизни цель и чту
Ту цель, как цель, и эта цель -
Признать, что мне невмоготу
Мириться с тем, что есть апрель,

Что дни - кузнечные мехи,
И что растекся полосой
От ели к ели, от ольхи
К ольхе, железный и косой,

И жидкий, и в снега дорог,
Как уголь в пальцы кузнеца,
С шипеньем впившийся поток
Зари без края и конца.

Что в берковец церковный зык,
Что взят звонарь в весовщики,
Что от капели, от слезы
И от поста болят виски.

Борис Пастернак

Posted by: nini gogo 5 Jul 2014, 12:22
ჩვენ აბა რა ვართ,
- ჩვენ ვართ ერთი საკრავი ჩანგი
ეს შენ ხარ მხოლოდ მესაკრავე,შენია ჰანი;
ჩვენ აბა რა ვართ,
- ჩვენ ვართ ერთი ლიტონი სტვირი,
ეს შენ ქვითინებ ჩვენს სხეულში და ჩვენში ტირი;
ჩვენ აბა რა ვართ,
- მთა ვართ მხოლოდ, რა უნდა გვექოს,
ეს შენ ხმიანობ და ჩვენც შენი აგვიდის ექო;
ლომნი ვართ, მაგრამ, დროშის ფრთებზე
ვმძლავრობთ და ვმარდობთ,
გვიბერავს ქარი და ჩვენც ვშფოთავთ,
და ეს ვართ მარტო...
ჩვენ რატომ გვიმზერ,
როცა შენთან ესოდენ ვხვაობთ,
შენ თავს შეხედე სიუხვის და სიკეთის ზღვაო!"

(ჯალალ-ედ-დინ რუმი)

Posted by: ninA26 8 Jul 2014, 23:22
აჩუქეთ პატარებს იმდენი ბუშტები,
გაბერონ და მერე აფრინდნენ ზეცამდე..
უთხარით მოჩხუბრებს: დაწიონ მუშტები,
დამყარდეს მშვიდობა სულ ყველგან, ეცადეთ.
ჩაიცვით იმდენად პატარა კაბები
და მოკლე შარვლები, რომ თქვენზე იცინონ..
მოყევით იმდენად „უაზრო" ამბები,
სახეზე ღიმილი რომ ვერ მოიცილონ.
არსობდეთ იმდენად უბრალო არსობით,
რომ ფულის სუნზეც კი მთელს ტანზე გაყრიდეთ..
აკეთეთ სიკეთე ათასჯერ ასობით,
სანამ ცა სულიერს ხორცისგან გაგყრიდეთ.
იფიქრეთ იმდენი , თან ისე მარტივად,
სულ ყველა გენიოსს თავბრუს რომ ახვევდეთ..
მეუღლეს პირობა დაუდეთ ქარტიად,
რომ მხოლოდ მის მკერდზე გინდათ რომ გახელდეთ.
იმდენად ფართოზე გახსენით ფანჯრები,
სულ ყველა მზის სხივმა თქვენს გულში ანათოს..
იმღერეთ ისე, რომ დაგისკდეთ მაჯები,
რომ სულმა სხეულში ზეიმი გამართოს.
შეწყვიტეთ ეჭვები ყოველგვარ ეჭვებზე
და დროის მსვლელობას ეცეკვეთ ვალსები..
თქვენივე სიცოცხლე შეისვით ბეჭებზე,
გიყვარდეთ სამყარო, თან მთელი არსებით.
გაყიდეთ თუკი რამ ძვირფასი გაგაჩნდეთ,
ნუ ეძებთ სიამეს ამაო საგნებში..
სამშობლოს გულისთვის დაღიც რომ დაგაჩნდეთ,
ცოლ--შვილს ნუ დამალავთ ამოთხრილ სანგრებში.
სიცოცხლე დროების აკვანში არწიეთ,
დილიდან დილამდე ღვთისადმი გალობდეთ..
ერთობის დროშები ზეცამდე აწიეთ,
რომ დედა უფლისა სულ ყველას გწყალობდეთ!
* * *
დღეს შენზე საუბარს შევყევით,
დღეს შენზე მოვყევი ამბები,
ქუჩაში თუ სადმე შევხვდებით,
ბავშვივით განაბე თვალები.
რომ ისევ მიყვარდე ბავშურად,
რამდენი ლექსებიც გაკადრე,
მითები ზეცაში ასულან,
რომ ასე ბავშურად დაგკარგე.
დაგკარგე, თუმცა არ მყოლილხარ,
რამდენი ავდარიც შევიშრე,
მე თვალებდახრილი მოვდივარ,
რადგან სხვის მკლავებთან შეგნიშნე.
უაზროდ დავხარჯე სიტყვები,
დღეს შენზე მოვყევი ამბები,
მე შენი ვერასდროს ვიქნები,
შენ ჩემი არასდროს გახდები.

Posted by: nini gogo 12 Jul 2014, 11:18
1.
რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე,
ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ
და ქვებზე ჩუმად გროვდება მტვერი
და ჩასაფრებულ თვალივით ბრწყინავს.
მაინც არავინ არ გარბის არსად,
ცხოვრებას ყველა თავიდან იწყებს
და თიხის დიდი თოჯინის მსგავსად,
ქალაქი ხელში უჭირავს სიცხეს.
რა უბრალოა ადამიანი!
რა ცოტა ჰყოფნის, რომ იქცეს მიწად
და რა უმწეო ხმებით შრიალებს
რასაც სიცოცხლეს არქმევს და იცავს.
ხვალ შეიძლება განახლდეს ისევ,
რაც დღეს საოცრად ძველია უკვე
და ისევ გახდეს სიცოცხლის ღირსი
და გაახილოს თვალები უკეთ.
მაგრამ ყველაზე ვრცელდება თურმე,
თურმე სიკვდილი მოგველის ყველას,
რომელიც უკან მოგვყვება ურმით
და გამოფიტულ თვალებით გვზვერავს.
ვინ იცის ისიც სცოდავდა იქნებ
ყველა მოგონილ ღმერთის წინაშე
და სულ ამაოდ მისდევდა ფიქრებს,
ვით დასიცხული კაცი მირაჟებს.
იქნება სცოდავ როდესაც ცდილობ
განდევნო შენგან სიკვდილის შიში,
ან როცა ბედი გარგუნებს წილად
დაიცვა შენი მოდგმა თუ ჯიში.
ახლა კი ჩრდილი და მხოლოდ ჩრდილი,
ოდესღაც ჯანით განთქმულ სხეულის
ყოველ საღამოს და ყოველ დილას
ცისკენ მიფრინავს ლოცვად ქცეული.
მას ურჩევნია გულზე ეყაროს
და არა ფეხქვეშ ურუქის ქვები
და ისევ ქვეყნად დარჩეს ქვეყანა,
ჯიუტი კაცის თუ ღმერთის ნებით."

2.
თურმე არავის აარა აქვს ნება,
იცქიროს უცხო ფარდების იქით,
აწონ-დაწონოს ვიღაცის ვნება,
ფანქრით ასწოროს ვიღაცის ფიქრი.
იზრდება სიცხე და ჩრდილის ფასი,
მაგრამ ცოტაა ჩრდილის მარაგი
და თიხის დიდი თოჯინის მსგავსად,
ხელში უჭირვს სიცხეს ქალაქი.
და შეუმჩნევლად გაქრება შიშიც,
რომელიც მოყვა თიხის ფირფიტას
შენ აღმოჩნდები სანატრელ ჩრდილში,
გონებას განგებ გამოიფიტავ.
თუმცა არავის არა აქვს ნება
თუნდაც ცოტა ხნით მოხუჭოს თვალი
და აკივლებულ ფიქრსა და ვნებებს
ხმა ჩაუწიოს, და ჩაკლას ძალით.
ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას.
უბრალო იყოს, ვით მწყემსის დანა,
უფრო უბრალი ვიდრე მარილი,
სულში კი მთელი სიმძიმით წვანან
დღეები უკვე გადატანილი.
წვანან ჩაძირულ გემის ფიცრები...
წვანან ჩაძირულ გემის აფრები...
მაგრამ სიკვდილის წინ შეიძლება,
რომ ერთი სიტყვით თქვა ყველაფერი.
რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე,
ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ
და უკვე ყოფილ ხმებსა და ფერებს
უნდათ თუ არა მიწაში სძინავთ.
არ უნდა მოხდეს დიდი ხნის მერეც
ის, რაც მომხდარა დიდი ხნის წინათ
რადგან უთვალავ ხმებსა და ფერებს
ჯერ კიდევ მიწის წიაღში სძინავთ."

3.
სიჩუმე ზოგჯერ სისუსტეს უდრის
და შენც გახსენი შენი ფიქრები,
რომ პატიოსნად, დიდხანს და მყუდროდ
იცხოვრო, როცა აღარ იქნები"


(ოთარ ჭილაძე თიხის სამი ფირფიტა)

Posted by: wuma 14 Jul 2014, 18:19
***
მზეში ყოველთვის რაღაცას ვკარგავთ,
სხვა არის ღამე..
მე შემიძლია დავუგდო ყური
შენს დუმილს, სადღაც, ქალაქის იქით,
სხვა არის ღამე ეჭვის და შურის
თითო ნატეხის და ღვინის ჭიქის
და როცა ვიცი, რომ ფიქრობ სხვაზე,
როცა გგონია, რომ ფიქრობ ჩემზე,
სხვა არის ღამე, შენსავით ნაზი,
შენსავით ბავშვი,
მენდე, ძვირფასო,
მე შემიძლია დავუგდო ყური
გაყინულ ქარში ფოთლები თოვას
და თქვი, რაც გინდა, შხამად თუ პურად,
დღეს ყველაფერი ჩემამდე მოვა
და თქვი, რაც გინდა, არ ვღირვარ იმად,
რომ შენ იფხიზლო ქალაქის იქით,
რა შუაშია ქარი და წვიმა,
ეს სხვა ღამეა - დაცლილი ჭიქით.
არ შეუშვირო მუჭები წუთებს
და არ მიადო სიცივეს ლოყა,
არ მაგრძნობინო, ძვირფასო, უცებ
რომ ჩვენი სევდა ერთ ქარში მოყვა,
თორემ ხვალ დილით რაც გინდა, ის თქვი,
თუნდაც ღამეზე მოყევი რამე,
ოღონდ დილამდე თუ გამყვა ფიქრი,
ოღონდ დილამდე თუ იქნა ღამე.

რეზო გეთიაშვილი

Posted by: nini gogo 15 Jul 2014, 12:23
QUOTE
მე შემიძლია დავუგდო ყური
შენს დუმილს, სადღაც, ქალაქის იქით,



სიყვარული რომ ვიყო

ნეტავ კოცნად მაქცია შენს ბაგეს რომ ვრგებოდე
ამ ტკბილ წუთსოფელში უღლად გამომრგებოდე
დედამიწად მაქცია შენ ჩემს გულზედ ივლიდი
სიყვარულის ყველა გზას, ტრფობით შემოვივლიდით
მზედ რომ გადამაქცია დარდებს ამაცილებდი
ალბათ ყოველ დაისზე , სახლში გამაცილებდი,
ანდა მთვარედ რომ ვიქცე , სიზმრად მაინც მნახავდი
ყოველ ღამით, სარკმლიდან, მძინარს დაგინახავდი,
ან ვარსკვლავი რომ ვიყო, ბედი შენ იქნებოდი
სილამაზის მნათობად, შენად შევიქმნებოდი,
რომ მეცადა ღრუბლობა, აღარც დაგასვენებდი,
სიყვარულის ცრემლებით, სულ მთლად დაგასველებდი,
თოვლის ფიფქი რომ ვიყო, შენს გზას დავადგებოდი,
შემდეგ მსუბუქ ამბორად, ბაგეს დაგადნებოდი,
სიყვარულად რომ ვიქცე, უშენობით ვხდებოდი,
ნატვრას მაინც ავიხდენ, შენში ჩავსახლდებოდი,
დამპყრობელი რომ ვიყო, ვერსად გამექცეოდი,
მაგრამ ისე მიყვარხარ, მონად წაგექცეოდი,,,

გერმანე საზანოველი

Posted by: ChadiiH 19 Jul 2014, 15:03
ორი აივანი

ვიცი ფერადი შენი საბნები, ვიცი ქათქათა შენი ზეწრები.
უხერხულია, მაგრამ მე ზოგჯერ შენი ტრაპეზის დუმილს ვესწრები.
მე ვიცი, ჩაის როდის დაისხამ, მე ვიცი, კიბეს როდის აივლი,
ან კაბის კალთას როდის აიკრეფ, რომ გადახვეტო მტვერი აივნის.
...და მორჩილების თეთრი დროშები - კვლავ გამოფინე თეთრი ფარდები:

უკვე ჩემი ხარ. აი, ჩემი ხარ.
აი, ჩემთან ხარ. აი, მბარდები...

ეს თამაშია... თორემ ერთმანეთს ჩვენ არც კი ვიცნობთ, არც ვესალმებით.
სხვადასხვა ქვეყნებს წარმოადგენენ მთლად ერთნაირი ჩვენი ალმები-
დღეს ზეიმია! და ერთმანეთის ოჯახურ ვახშამს ისევ ვესწრებით!
იცოდე მაინც, შენს ნაწნავებსაც რომ გულისხმობენ ჩემი ლექსები...

ტ. ჭანტურია

Posted by: merciamercia 19 Jul 2014, 15:56
***
შევხვდებით ბაღთან, რიდებით, დარდით,
სად შაშვის ხმაზე შეგშინებია,
მე მოგიყვები, როგორ მიყვარდი...
შენ კი, მთვრალს, როგორ ჩამძინებია.

ნიკო სამადაშვილი <3


შემდეგ თემას მე ვხსნი yes.gif ნინი მე მითმობს, არა ნინი? biggrin.gif biggrin.gif
ხელი არ დაედოს biggrin.gif

Posted by: nini gogo 19 Jul 2014, 16:42
merciamercia
QUOTE
შემდეგ თემას მე ვხსნი  ნინი მე მითმობს,

რა თქმა უნდა გითმობ biggrin.gif..მეტიც გპირდები კვლავ ერთგულად ვემსახურები თემას biggrin.gif

მე შენს თვალებში ვიპოვე სითბო,
გაყინულ გულს რომ ყოველთვის მითბობ,
სამაგიაროდ არაფერს ვითხოვ
დაუფიქრებლად სიცოცხლეს გითმობ!
(ვისია არ ვიცი დათმობაზე გამახსენდა )




მე შენ გელოდი,
ვგრძნობდი კაეშანს,
როს ანგელოზის
ფრთები დაეშვა.
როს ანგელოზის
ფრთები დაეშვა,-
მე შენ გელოდი,
ვგრძნობდი კაეშანს…


ტერენტი გრანელი

QUOTE
ხელი არ დაედოს



vik.gif vik.gif vik.gif lol.gif

Posted by: merciamercia 19 Jul 2014, 21:45
nini gogo
QUOTE
რა თქმა უნდა გითმობ 

biggrin.gif
QUOTE
მეტიც გპირდები კვლავ ერთგულად ვემსახურები თემას

კი, შენ ჩემპიონი ხარ 2kiss.gif biggrin.gif


სონეტი 97

უშენოდ ყოფნა დაემსგავსა სევდიან ზამთარს,
მარტოობის გზას მივუყვები მწირი ბერივით,
გაყინულ მზერას საიმდროო წყვდიადი ხლართავს,
როცა სიცოცხლე დამემშევა დეკემბერივით.
ზაფხულის მადლი შემოდგომას როცა აღავსებს,
როცა სიუხვე დაგროვდება ყველგან სამყოფი,
ჩემს ცხოვრებას კი დაქვრივებულ ქალს დაამსგავსებს,
ვისაც საშოში ჩარჩენია ქმრისგან ნაყოფი.
დაობლებული შემოდგომის ყოველი წამი,
ასე მგონია, ერთი სრული წელიწადია,
სადაც უშენოდ საუკუნოდ გაჩერდა ჟამი,
სადაც გალობა ბულბულსაც კი აღარ სწადია...
იმედი ხმელი ფოთლებივით ეცლება ლოდინს
და შემზარავი მარტოობის ზამთარი მოდის.

უილიამ შექსპირი

Posted by: geminetal 19 Jul 2014, 21:57
ბოლოს წინა დღე

უკვე მოხვეტეს ქარებმა ბინდი
და გამოსტაცეს ბნელს განთიადი,
მე უიმედოდ ლოგინში გიცდი
და გარს მეხვევა ცის ცივი დარდი.

უმწეოდ დაღლილს ლოდინი მტანჯავს,
მაგრამ იმედი მიქარწყლებს ტკივილს,
იმედი, რომელიც არსაით არ ჩანს,
იმედი, რომელიც მანდომებს კივილს.

მიყვარხარ, როგორც ბნელეთი ეშმაკს,
მიყვარხარ, როგორც ცას თავმდაბლობა,
მაგრამ, ჩემს სხეულს ლოდინი ლეწავს,
ლოდინი, როგორც გარდაუალობა.

და აი მე ვკლავს იმედს ჩემს გულში,
ვემორჩილები უმორჩილობას,
ვანთავისუფლებ ჩემს სულს შენს სულში
და ვუერთდები უბორკილობას.

Posted by: Wrest 19 Jul 2014, 23:42
merciamercia
QUOTE
შევხვდებით ბაღთან, რიდებით, დარდით,
სად შაშვის ხმაზე შეგშინებია,
მე მოგიყვები, როგორ მიყვარდი...
შენ კი, მთვრალს, როგორ ჩამძინებია.

არც გუგლმა ამოაგდო, არც არასდროს მსმენია ..
მარტო ეს არის თუ აქვს გაგრძელება/დასაწყისი?? user.gif

***
ხეებს ფოთოლი დასცვივდა ისევ-
სიბერის შუქით განაზებული-
და ტოტებს შორის გამოჩნდა სივრცე,
აქამდე თითქოს არარსებული.
მერე კი მთებზე მოთოვა ოდნავ
და დღე ბრმასავით დაიბნა ქარში...
შენც ფრთები უკვე გაშლილი გქონდა
და ვერ მივმხვდარვარ - რატომღა დარჩი.

Posted by: merciamercia 20 Jul 2014, 00:26
Wrest
QUOTE
არც გუგლმა ამოაგდო, არც არასდროს მსმენია ..მარტო ეს არის თუ აქვს გაგრძელება/დასაწყისი??

ბლოკნოტში მარტო ეს სტროფი მიწერია, სავარაუდოდ ექნება გაგრძელება ან დასაწყისი biggrin.gif თუ შემხვდა დავდებ აუცილებლად smile.gif


ასეა მარად


...ეგრეა, ეგრე, როცა კვდება ეგ სიყმაწვილე,
სამხართან თითქმის ყველაფერი იწვის და ტყდება.
უცქერი მინდვრებს, ბაღში შეხვალ, ნაირ ყვავილებს
და ეს ოხერი არაფერი არ გენატრება.

რა შეგიძლია, განა მუდამ გიშველის ტვინი,
ან და ანთებულ კანდლების წინ წუწკი ნისნობა?
ეხლა დადიხარ უბან-უბან და ხალხს შესჩივი:
რა ვქნა, მიყვარდა: ლექსი, ცა და მარადისობა.

რა ოხრად გინდა ყველამ შენზე ილაპარაკოს,
გაქონ, გადიდონ, ყველა ბრიყვი მტლადაც დაგედოს,
არ გირჩევნია ისე ჩუმად გადაიკარგო,
რომ შენი ბინა მეეზოვემ ლანძღვით დაკეტოს?

ასეა მარად, როცა ქარი ჩადგება ხოლმე,
დარწეულ ხეებს ფერი დიდხანს არ ემატებათ.
დადიხარ მარტო, იცი ღამეც აღარ გაბრკოლებს
და ხედავ, მაინც არაფერი არ გენატრება.

ნიკო სამადაშვილი

Posted by: Wrest 20 Jul 2014, 12:01
merciamercia
QUOTE
ბლოკნოტში მარტო ეს სტროფი მიწერია, სავარაუდოდ ექნება გაგრძელება ან დასაწყისი  თუ შემხვდა დავდებ აუცილებლად

დამთაგე უეჭველი თუ იპოვი yes.gif
გუგლიც ურევს აშკარად.. ამ სტროფს ვაციტირებ და ამასაც არ მიგდებს.. არადა აშკარად არის აგერ დაპოსტილი ფორუმზე biggrin.gif

***

Posted by: merciamercia 20 Jul 2014, 15:50
Wrest
QUOTE
დამთაგე უეჭველი თუ იპოვი გუგლიც ურევს აშკარად..
ამ სტროფს ვაციტირებ და ამასაც არ მიგდებს.. არადა აშკარად არის აგერ დაპოსტილი ფორუმზე

კი, დაგთაგავ აუცილებლად არ დამავიწყდება smile.gif
ჰო მეც ვერ დავგუგლე ეხლა და არც მე ამიმიგდო არაფერი spy.gif

Posted by: oxunji pirveli 20 Jul 2014, 21:18
merciamercia


QUOTE
<3


შემდეგ თემას მე ვხსნი 


იმედი მაქვს, რომ გახსნა სანახაობრივი თვალსაზრისით ოლიმპიურ თამაშებზე ნაკლები დონის არ იქნება. .
ცეცხლი ნინის შემოატანინეთ, იმსახურებს..
ფეიერვერკები ჩემი მიმართულებით არ ისროლოთ. მე მაღლა ვიჯდები ბოლო რიადზე..
biggrin.gif

Posted by: merciamercia 20 Jul 2014, 22:22
oxunji pirveli
QUOTE
იმედი მაქვს, რომ გახსნა სანახაობრივი თვალსაზრისით ოლიმპიურ თამაშებზე ნაკლები დონის არ იქნება. .ცეცხლი ნინის შემოატანინეთ, იმსახურებს..ფეიერვერკები ჩემი მიმართულებით არ ისროლოთ. მე მაღლა ვიჯდები ბოლო რიადზე.. 

რატომ მებრძვი? weep.gif biggrin.gif biggrin.gif



მონობის სული იმალება კერპშიც, ქააბშიც,
მონა-მორჩილის ენა არის ზართა რეკვაშიც,
ყველგან მონობის აღბეჭდილა შავი ბეჭედი,
სადაც ჯვარია, საყდარია, მიჰრაბ-მეჩეთი.

ჰოი ზეცაო ოხრებისთვის უხვი გაქვს კალთა,
მისცემ აბანოს, წისქვილს, მიწას და არხის წყალთა,
პატიოსან კაცს, სულით წმინდას კი პურის ქერქსა,
ფურთხის ღირსია ასეთი ცა, ფუ, ასეთ ღმერთსა!

ომარ ხაიამი

Posted by: nini gogo 21 Jul 2014, 11:12
QUOTE
ცეცხლი ნინის შემოატანინეთ, იმსახურებს..

biggrin.gif

http://images.geotorrents.com/


ერთხელ ღამით როცა ბნელი მაძალებდა ფიქრი ძნელი
უცნაური თავსატეხის, მივიწყებულ ცოდნის აზრს
მომეჩვენა, ვიღაც მიხმობს შემომესმა უცებ თითქოს,
აკაკუნებს ვიღაც ითხოვს თავშესფარს, აღებს კარს
"სტუმარია" გავიფიქრე "აკაკუნებს აღებს კარს
სტუმარი სხვა არარა"

მაგონდება, მახსოვს მაშინ დეკემბერში, მყინვარ ქარში
ჯერ ჩაუმქრალ ნაკვერცხალში ლანდი როცა ახელს თვალს
მოვინატრე განთიადის შუქი, დრო რა ნელა გადის!
სევდა ლამის მისწვდეს ცამდის სად ლენორის სახლი დგას
მზეთუნახავ ქალის ვინაც ანგელოზთა ისმენს ხმას
აქ არავინ იცნობს მას

ჩრდილი ჩუმად ფრიალებდა უჩვეულო შრიალება
განცვიფრებულს ფანტასტიკურ შიშის ელდას სცემდა ზარს
გულისცემა ჩემი მესმის ხმა ღამეულ წყვდიადს ერთვის
ისევ ვიმეორებ ჩემთვის აკაკუნებს აღებს კარს
სტუმარია ვიღაც გესმის აკაკუნებს აღებს კარს
სტუმარი სხვა არარა.

რომ დავძლიე შიში ძნელად კარებისკენ მივალ ნელა
"მოიცადეთ" ვამბობ "ცოტა მოითმინეთ სულ ერთ წამს"
ფიქრებში ღრმად ჩავიძირე სევდა გულზე მაწვა მძიმე
უნებლიედ ჩავიძინე ყური ძლივსღა ვუგდე ხმას
აკაკუნებს ვიღაც მივხვდი მივდივარ და ვაღებ კარს
წყვდიადი სხვა არარა.

სიბნელეში მზერა მირბის შიშისაგან გული მიმდის
იქ ზმანებას ვხედავ ისეთს ვერ გავბედავ ენით თქმას
სიჩუმე კი, დაურღვევი უძრავი და უმეტყველი
მხოლოდ ერთი სიტყვის მთქმელი "ლენორ!" შემომესმა ხმა
მე ვჩურჩულებ ეს ექოა იმეორებს მხოლოდ ხმას
მხოლოდ ხმა, სხვა არარა

გულში ცეცხლი დატრიალდა სულში ალი აბრიალდა
რაღაც ისევ აწრიალდა მოუმატა კიდეც ხმას
ეს ხომ; "ვთქვი მე, ახლა ვხვდები სარკმელიდან ისმის ხმები
რომ ვიხილო ახლოს ვდგები აფრთხიალებს თითქოს ფრთას
მაჟრიალებს, ტანი მიკრთის აფრთხიალებს თითქოს ფრთას
ქარი ქრის, სხვა არარა

დარაბები გამოვაღე ფრთის ფართხუნით, დავინახე
შიგ ყორანი შემობრძანდა მედიდურად იჭერს თავს
ანარეკლი წარსულ ჟამის დავივიწყეთ ჩვენ რომ ლამის
როგორც მბრძანებელი ღამის შეაფრინდა სახლის კარს
შეხტა პალადას ბიუსტზე ზემოდან რომ ადგას კარს
შემოჯდა სხვა არარა

მწუხარება გამინელდა გავიღიმე გაქრა სევდა
სახე ისე ამაყი და უცნაური ჰქონდა მას
აქოჩრილი ბუმბლი ბნელი ეს ყორანი ძველისძველი
ჩემს სარკმელთან საზარელი მოუგდია ღამით ქარს,
"თქვი ზმანებავ ღამეულო გიწოდებენ სახელს რას?"
ჩხავის მხოლოდ "არარა!"

მართლაც ძლიერ გამაოცა მან წარმოთქვა სიტყვა როცა
უაზრო და უმიზეზო მოსაწყენად ჟღერდა ხმა
უბადლო და არსად თქმული, საოცრება არის სრული
რომ ფრინველი არნახული შეაფრინდეს ღამით კარს
ფრინველი, ან იქნებ მხეცი დააფრინდეს ძეგლის თავს
დაიჩხავლოს "არარა!"

ყორანი რომ ძეგლზე დაჯდა მხოლოდ ერთი სიტყვა დასძრა
ერთი სიტყვა მაგრამ სული მოაყოლა თოთქოს მას
არც ჩხავის და არც ყრანტალებს არც კი, ამოძრავებს თვალებს
წავა, გაფრინდება მალე ვჩურჩულებ და ვხუჭავ თვალს
ვით ქრებიან იმედები მიმატოვებს დილით ხვალ
შემომძახა: "არარა!"

შევკრთი თითქოს მიწა იძრა მან იგივე სიტყვა მითხრა
"მართლაც" ვთქვი მე "მან ყოველთვის ერთი სიტყვა უნდა თქვას
უცაბედად გაგონილი, ვინმე სასოწარკვეთილი
სიკვდილმისჯილი რომ მოთქვამს ეშაფოტზე როცა დგას
რომ გალობენ სულთათანას სევდიანი ისმის ხმა
"ო, არა, არარა!"

კვლავ ღიმილად გადამექცა, სევდა ალბათ ჩვევად მექცა
სავარძელი დავდგი კართან ფრინველი კი იქვე დგას
ახლა უკვე აღარ მიკვირს დრო საკმაოდ მქონდა ფიქრის
ვდარდიანობ მხოლოდ მისთვის რომ არ ვიცი ნეტავ რას,
რას მიქადის საშინელი ხმით რომ დაიყარყარა
შემომძახა "არარა!"

გამოვიცნობ მაინც მჯერა არ დამიძრავს თუმცა ბგერა,
სანამდის მის თვალთა მზერა გულს აღგზნებულ ცეცხლში წვავს
საგონებელს ჩაძირული განსაცდელში განწირული
ვხედავ შუქი გაყინული იისფერი სხივით რთავს
ოთახს მკრთალი შუქი ფარავს დამცინავი სხივით რთავს
დამცინის: ო, არარა!"

მომეჩვენა ვიღაც თითქოს სურნელოვანს აფრქვევს სითბოს
სერაფიმი მოაბიჯებს და წკრიალა ისმის ხმა
"საბრალოვ, ღმერთს შენი სულის განკურნება სურს ტანჯულის
შესვი მადლით და ქალწულის აღარ გაიგონებ ხმას
შესვი, შესვი ეს სასმისი დაივიწყებ უმალ მას."
ჩხავის ისევ "არარა!"

"მოძღვარი ხარ ბოროტების ეშმაკს გამოგისხამს ფრთები
ხარ მაცდურის მოგზავნილი მოუგდიხარ ღამით ქარს.
უბადრუკი განდეგილი მოხიბლული დაწყევლილი
ავსახეთაგან დევნილი გევედრები მართლის თქმას
გალაადის მთებში შველა არის ჩემთვის თუ არა"
ჩხავის ისევ "არარა!"

"მოძღვარი ხარ ბოროტეის ეშმაკს გამოგისხხამს ფრთები
ჩვენ ორივეს გვფარავს ზეცა თანაც ერთი ღმერთი გვწამს
ეღირსება კი, რომ ჩემს სულს ნეტარებას მონატრებულს
თუ იხილავს წმინდა ქალწულს აქ რომ არვინ იცნობს მას
მზეთუნახავს, წმინდა ასულს ვინც ზეციურს ისმენს ხმას"
ჩხავის ისევ "არარა!"

"დაე შენი ბოლო სიტყვა განშორების ნიშნად ითქვას
განვედ ჩემგან შორს მაცდურო შორს ღამეულს მიჰყევ ქარს
არ დატოვო არც ბუმბული ვით მაცდური სიტყვა თქმული
მიმატოვე მარტოსული ნუღარ შემოაღებ კარს
გულს ნისკარტი მომაცილე ჩამოშორდი ძეგლის თავს"
ჩხავის ისევ "არარა!"

მომზირალი უმოწყალოდ ზის ყორანი უმოძრაოდ
ქვის პალადას თეთრ ბიუსტზე ზემოდან რომ ადგას კარს
თვალებით კი, ის ჰგავს გრძნეულს ბოროტ დემონს ჩაძინებულს
მან კარებთან დაკიდებულ ჭრაქის შუქიც დაფარა
სული ჩემი იმ ჩრდილიდან ოთახი რომ დაფარა
წამოიწევს? "არარა!"

ედგარ ალან პო-ყორანი

თარგმანი ინგლისურიდან - ზვიად გამსახურდია


Posted by: merciamercia 21 Jul 2014, 21:49
***
შენ- ზღვა ხარ დიდი,
მე - შენი ტალღა.
შენს ყოველ წვეთში მე ვარ ჩაწნილი,
შენს უსრულებელ წიაღში გალღვა
ეს ჩემი ყოფა - შენი ნაწილი.
მე - კვირტი ვარ,
შენ - ფესვი ჩემი,
შენ - ღერო ჩემი, რტოებმრავალი;
ჩასახულია ამ კვირტში თვლემით
ჩემი წარსული და მომავალი.
შენს სავსეობას არა აქვს ბოლო
და ორი სუნთქვა ერთმანეთს ერთვის -
რომ მე - ეს შენ ხარ,
შენ კი -
მე მხოლოდ,
მე და შენ თურმე ერთი ვართ, ერთი.

შოთა ნიშნიანიძე

Posted by: მამაო ენუქი 21 Jul 2014, 21:53
დედა #####ნა ზესტაფონს,
გამონაბოლქვმა ფეროსი,
ღმერთო აცხონე იმქვეყნად,
კიწმარიშვილი ეროსი.

ყუბანეიშვილი

Posted by: merciamercia 21 Jul 2014, 22:32
QUOTE
დედა #####ნა ზესტაფონს,
გამონაბოლქვმა ფეროსი,
ღმერთო აცხონე იმქვეყნად,
კიწმარიშვილი ეროსი.   

lol.gif lol.gif user.gif

***
ახლოს ,
სულ ახლოს ჩამიქროლა ბედნიერებამ,
ახლოს,
სულ ახლოს,
ზედ ყურისძირთან.
მომელამუნა მაგ თმებივით,
მაგ ჩურჩულივით
და აცდენილი ტყვიასავით გაიზუზუნა...

შოთა ნიშნიანიძე

Posted by: mtis_yoili 22 Jul 2014, 03:14
ნუ გახდი ავად, ვინც მარტოა. მითუფრო - ღამით.
მითუფრო - როცა სხვაგანაა. სხვაგან და მარტო.
როცა ვერავინ ანუგეშებს სიტყვით ან წამლით.
გდია სასტუმროს ბნელ ნომერში. საბანი, პალტო,
თუკი რამ იყო, წაიფარა. მაინც აციებს.
და ბოთლშიც წყალი ცოტავდება, საცაა, დაცლის.
ნუ გახდი ავად, ვინც მარტოა. თანაც კაცია.
კაცი ასეთ დროს გაცილებით სუსტია. კაცი
გაცილებით ძნელად უძლებს ფიზიკურ ამბებს,
როცა მარტოა. როცა გვერდით არ არის იგი,
- დედა, და, ცოლი, საყვარელი, - რომელიც დარბის
ცალ ხელში წამლით, მეორეში - წყლიანი ჭიქით.
და სულ გახსოვდეს ის სიმწარე, როგორ იმატა
სიკვდილის შიშმა. აქ სიკვდილის. უკვე ხედავდი,
რა საწყლად ეგდო თეთრ ზეწარზე შენი ცხედარი;
და როგორ შეგრცხვა ამ ყველაფრის, როცა ინათა.

ზვიად რატიანი

ავტორის მიერ წაკითხულზე ვგიჟდები! love.gif

Posted by: ChadiiH 22 Jul 2014, 11:23
არშიყი

სურით მორთულ სარკმელზე
მიძვრებოდი როს კიბით,
ნებივრობდით ცისკრამდის
შენ და შენი როსკიპი...

ჟამი წამოგპარვია -
აუღია ის კიბე!
რაღა დარჩა! - წარსულში
უიმკიბოდ ისკუპე...

ტ. ჭანტურია

Posted by: nini gogo 22 Jul 2014, 16:04
უკვე დაღამდა. როგორც იქნა, დავრჩით მარტონი.

შეხედე! ზეცა არაქაურ სიწმინდით ელავს,

ახლა ღამეა ამ მიდამოს ბატონ_პატრონი,

მდინარეს გულზე აბნევია ვარსკვლავი ყველა.


ასეთ წუთებში ვერ აზროვნებს საღად გონება,

შეშლილს მიწოდებ და გრძნობები მართლაც შემშლიან,

სიყვარულს უხმობს ყველა ფიქრი და მოგონება,

ვერ გავჩუმდები _ არ მინდა და არც შემიძლია.

მე ვიტანჯები, მოწამეა მაღალი ღმერთი,

კარგად მისმინე და გაიგე! _ ვნებებს არ ვმალავ,

მე შენ მიყვარხარ და მინდიხარ, შენ ერთადერთი,

მე შენ მიყვარხარ და არ ძალმიძს ყოფნა სხვაგვარად..

(ათანას ფეტი)

Posted by: achi_nr 23 Jul 2014, 11:18
ტანს გეტმასნება სველი ალერდი.
ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს.
და აზიდული მაღალი მკერდით
მიეფინები მწვანე ეზოებს.
დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი
და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.
გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის -
და ატევრილი სხეულმზიანი
როგორც ავაზა
შენ ტანმხურვალი
დაეძებ კუროს -
რომ დაგიურვოს...
გხედავ და ვიცი: შენი კუნთები
დათესლილია ჩემი სურვილით.
წამოვიწევი... შენ გაბრუნდები
გადალეწილი მხეცის წყურვილით -
და გავარდები...
დაგედევნები...
თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:
შენი ვარ შენი მოდი გევნები,
მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს
აგიყვან ხელში
და გადაგისვრი დიდ საწნახელში -
რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად
მწიფე მტევნები...
მაგრამ თვალები -
თვალები - თვალები: -
უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში.
ათასი ქალი ყველა მრუში.
აშარა თუ ხარ კახპა და ურცხვი.
გწყურია ვაჟი უცხო და უცხო.
არა ხარ ჩემი. არ ხარ არვისა.
თუმც არაოდეს არა ხარ უარზე.
იცოდე: მოვგრეხ ნებას ყუაზე.
ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისა.
და შენი თმების წითური მორგვით
მიგაკრავ მაგრად
ცხენის ძუაზე...
მაგრამ თვალები -
თვალები - თვალები:
ეხლა მადონნა - წმინდა - ხასხასა.
რა გიყო მე შენ უძღებო ხასავ?!
ნელი და ტკბილი
ქვემეფინები -
რომ გადავიქცეთ ჩვენ კიდევ წყვილი.
ელამურ ღიმილს მომახვევ რიდეთ.
მეც დავრბილდები რისხვარის მოშლით.
აგამზეურებ როგორც შუბის ტარს
ირუბაქიძის
და ერთხელ კიდევ
გასუდრულ მტევანს
გაგშოლტავ ლოშნით.

გრიგოლ რობაქიძე "გველის პერანგი"

Posted by: In_private 23 Jul 2014, 11:46
დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან,
გაკოცებ და ჩემსკენ ნაზად მიგიზიდავ,
არ იფიქრო, რომ სიშორით დრო გაჩერდა,
რომ ცხოვრების განთიადი მიიბინდა.

დამელოდე, მე უთუოდ დაგიძახებ,
რადგან მხოლოდ შენი ნატვრა მასულდგმულებს,
მთვარის შუქზე ჩამომადე თავი მხარზე
და "მიყვარხარ"_უსასრულოდ მაჩურჩულე.

დამელოდე, დრო ლოდინით თუ არ დაგღლის,
თუ ცოდვისთვის მიტევება შეგიძლია,
ყველა გრძნობას, ფიქრად ქცეულს,
შენ გაჩუქებ მხოლოდ,რასაც ჩემი ჰქვია.

და იმ ცაზე, საიდანაც თოვდა სევდა,
დაგანახებ ტრფობის ქარით დაშლილ ღრუბლებს...
დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან
და ოდესმე გულში მაგრად ჩაგიხუტებ.

Posted by: nini gogo 23 Jul 2014, 12:50
რაწამს გატყორცნის გამოცდილი მტყორცნელი ისარს,
მან თითქოს იცის, უმალ რაღაც გუმანით ხვდება -
არ გაუმართლა და ისარი სამიზნეს სცდება
თუ უზუსტესად დაესობა ნატყორცნი მიზანს.

ეს შენც იცოდი, ჩემს უშფოთველ ცხადსა და სიზმარს
მზერა რომ სტყორცნე, რომ აღსრულდა განგების ნება
და რომ წარმტაცა - ო, მადონნა! - ტრფიალმა შვება
და უიმედოდ ვუმზერ ახლა წყვდიადს თუ სისხამს.

მე კი ის ვიცი - ნეტარებამ აღგივსო სული
და თქვი: “სიყვარულს მოჰყოლია სიამე როდის?!
მის საწყისშივე უწერია შვებას სასრული!...”

და ახლა, ოდეს გავხდი მსხვერპლი ვნების და ცოდვის,
ოდეს სიცოცხლე წამებაა ზღვარგადასული,
მე ვუხმობ სიკვდილს და მის ნაცვლად ტკივილი მოდის.

"(ფრანჩესკო პეტრარკა)

Posted by: Nitsa_a 25 Jul 2014, 16:57
ღმერთო,ნუ მოჰკლავ პატარას,
ნუ აუტირებ მშობელსა,
ნუ მიაბარებ შავ მიწას
ამ სოფლის გაუცნობელსა,
ნუ ვნახავ ბავშვის კუბოსა
ნუ გამხდი შენსა მგმობელსა!
აცადე, გაძღეს სიცოცხლით, -
ავის და კარგის ნახვითა,
შაეძლოს მამულის დაცვა
გამაგრებულის მკლავითა.
თუ არ აცლიდი,სოფელი
რადღა აჩვენე თვალითა?!


ვაჟა-ფშაველა

Posted by: erik lamela 25 Jul 2014, 17:43


QUOTE
არშიყი

სურით მორთულ სარკმელზე
მიძვრებოდი როს კიბით,
ნებივრობდით ცისკრამდის
შენ და შენი როსკიპი...

ჟამი წამოგპარვია -
აუღია ის კიბე!
რაღა დარჩა! - წარსულში
უიმკიბოდ ისკუპე...

givi.gif givi.gif

Posted by: nini gogo 25 Jul 2014, 18:15
ბევრს შევსწრებივარ წუთისოფლად ლამაზ განთიადს,
მინახავს მთებზე მოთამაშე ცისკრის სხივები,
ავდევნებივარ მწვანე მოლზე ოქროს ათინათს,
წყაროც მინახავს, გრძნეულ შუქზე ნალივლივები,
ზოგჯერ კი დილას შემზარავად წარბიც შეუკრავს,
ღრუბლების ხროვა შეჰპარვია ღვთიურ იერში,
არ უნაღვლია, რომ სამყაროს ნათელ დღეს უკლავს
და უმოწყალოდ ჩაბინდულა დასალიერში.
მზემაც ხომ ჩემთვის მხოლოდ ერთხელ გამოანათა,
ვაი, რომ მისი სახის ნახვა ერთხელ მეღირსა,
ჩვენს ერთად ყოფნას დრო აჩუქა ერთმა საათმა
და მალე მზერა მეც ღრუბლებით გადამენისლა.

მე რა შევკადრო მიწიერ მზეს?! - ცაც ხომ ასეა -
მზის მოლოდინში გამუდმებით ღრუბლით სავსეა.

Posted by: nick_el_son 25 Jul 2014, 22:00
ლუდი ედუღა, ბიჭებო, ვილის -
ელან და რობინ ვეწვიეთ ამფსონს,
სამი ჩვენებრი წურბელა ლხინის
სკოტლენდის ცისქვეშ, თქვი, რომელს გახსოვს!

არც მე ვარ მთვრალი, არც შენ ხარ მთვრალი,
ჯერ მხოლოდ ოდნავ გვიბრწყინავს თვალი.
მამალი ჰყივის, ცისკარი ღვივის -
დამისხი, ძმაო, დღეის და ხვალის!

სამი ლომკაცი, ძმაკაცი სამი
სუფრას ვუსხედვართ მთვარიან ღამით;
ავმტყდარვართ ხშირად,
დავმსხდარვართ ლხინად -
კიდევაც შეგვყრის კათხა და ჯამი!

ბებერი მთვარე კაშკაშებს ბაღში,
თვალს გვიკრავს ციდან - დაგვაცა, ბიძავ!
სურს გაგვიტყუოს ოხერმა სახლში -
ცდა მოუხდება დილამდე, ვფიცავ!

უკანასკნელი ის იყო ჩვენში,
ვინც შინისაკენ პირველი გასწევს,
ხოლო პირველი - ყველაზე ბოლოს
ვისაც სასმური უგონოდ დასცემს.

არც მე ვარ მთვრალი, არც შენ ხარ მთვრალი,
ჯერ ისე, ოდნავ გვიბრწყინავს თვალი.
მამალი ჰყვირის, ცისკარი ღვივის -
დამისხი, ძმაო, დღეის და ხვალის!

alk.gif





აბა ორიგინალში ვინ წაიკითხავს? biggrin.gif


Willie Brew'd a Peck o' Maut

O Willie brew'd a peck o' maut,
And Rob and Allen cam to see;
Three blyther hearts, that lee-lang night,
Ye wadna found in Christendie.

We are na fou, we're nae that fou,
But just a drappie in our ee;
The cock may craw, the day may daw
And aye we'll taste the barley bree.

Here are we met, three merry boys,
Three merry boys I trow are we;
And mony a night we've merry been,
And mony mae we hope to be!

We are na fou, we're nae that fou,
But just a drappie in our ee;
The cock may craw, the day may daw
And aye we'll taste the barley bree.

It is the moon, I ken her horn,
That's blinkin' in the lift sae hie;
She shines sae bright to wyle us hame,
But, by my sooth, she'll wait a wee!

We are na fou, we're nae that fou,
But just a drappie in our ee;
The cock may craw, the day may daw
And aye we'll taste the barley bree.

Wha first shall rise to gang awa,
A cuckold, coward loun is he!
Wha first beside his chair shall fa',
He is the King amang us three.

We are na fou, we're nae that fou,
But just a drappie in our ee;
The cock may craw, the day may daw
And aye we'll taste the barley bree.

boli.gif


Posted by: nini gogo 28 Jul 2014, 10:40

წვიმიანი დღე


დღეს ისევ ცივა, ცა მოქუფრა სიბნელის დაღმა,
დღეს ისევ წვიმს და ქარი დაქრის აღმა და დაღმა...
ჩასჭიდებია სურო-ვაზი დამსხვრეულ ლოდებს,
წვიმა და ქარი ფოთლებს აცლის და ისიც გოდებს...
და ისევ ცივა, ცა მოქუფრა სიბნელის დაღმა.

ჩემს ცხოვრებაშიც დაქრის ქარი, აღმა და დაღმა,
ისევ მაწვიმს და ცა მოქუფრა სიბნელის დაღმა;
ჩემი ფიქრები ჩაეჭიდნენ დამსხვრეულ წარსულს
და ჩემს უსასო სიჭაბუკეს სიცოცხლე არ სურს...
და ისევ მცივა, ცა მოქუფრა სიბნელის დაღმა.

აწ კმარა, გულო! ნუ იტკიებ ხსოვნის იარებს,
ღრუბლების მიღმა ცა ელვარებს და მზე ბრდღვიალებს;
და რითაც ბერი გული ნაღვლობს, შენც ნაღვლობ იმას -
უნდა გაუძლოს ზოგჯერ კაცმა ცხოვრების წვიმას...
და ცა მოქუფროს ზოგჯერ უნდა სიბნელის დაღმა.


ჰენრი ლონგფელო
(1807-1892)


Posted by: Worried 29 Jul 2014, 23:46
არ შემიძლია და მე ავად ვარ,
ქარი ეწვია წუხელ იმ ყვავილს.
ცხოვრობდი უწინ, ახლა არა ხარ,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.

იყო ოცნება, როგორც შენობა,
იყო გაფრენა ხიდან იმ ყვავის.
მკლავდა იღბალი და უშენობა,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.

კრთოდა გულიდან სხვა სტრიქონები,
ქრებოდა ლანდი შავი ნიღაბის.
შენ მიდიოდი და მიგონებდი,
შენ მიდიოდი, მე არ ვიყავი.

ტ. გრანელი

Posted by: nini gogo 29 Jul 2014, 23:52
QUOTE
არ შემიძლია და მე ავად ვარ,
ქარი ეწვია წუხელ იმ ყვავილს.
ცხოვრობდი უწინ, ახლა არა ხარ,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.

იყო ოცნება, როგორც შენობა,
იყო გაფრენა ხიდან იმ ყვავის.
მკლავდა იღბალი და უშენობა,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.

კრთოდა გულიდან სხვა სტრიქონები,
ქრებოდა ლანდი შავი ნიღაბის.
შენ მიდიოდი და მიგონებდი,
შენ მიდიოდი, მე არ ვიყავი.

ტ. გრანელი




up.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: merciamercia 29 Jul 2014, 23:54
I Do Not Love You Except Because I Love You

I do not love you except because I love you;
I go from loving to not loving you,
From waiting to not waiting for you
My heart moves from cold to fire.

I love you only because it's you the one I love;
I hate you deeply, and hating you
Bend to you, and the measure of my changing love for you
Is that I do not see you but love you blindly.

Maybe January light will consume
My heart with its cruel
Ray, stealing my key to true calm.

In this part of the story I am the one who
Dies, the only one, and I will die of love because I love you,
Because I love you, Love, in fire and blood.

Pablo Neruda

Posted by: Bobgure 31 Jul 2014, 02:35
ქარი არის

ქარი არის.
სულ უბრალოდ -
ქარი არის.
ლიხს იქით კი,
ახლა ალბათ
წვიმებია.
ცაზე თეთრმა
ურჩხულებმა
ჩაიარეს
და ფიქრებიც
ამინდივით
მძიმდებიან.

სიგარეტი,
გაბზარული
ჩაის ჭიქა...
ქარმა ღამე
გადაფინა
კანაფებზე.
დამიჯექი,
მოდი გვერდით
დამიჯექი
და დილამდე
ვისაუბროთ
არაფერზე.

გიო საჯაია

Posted by: nini gogo 31 Jul 2014, 11:57
QUOTE
დამიჯექი,
მოდი გვერდით
დამიჯექი
და დილამდე
ვისაუბროთ
არაფერზე.



და იყო დილა,
თრთოდა ზეცა აღმოსავლეთით.
ცა იყო შორი,
წვდომის სურვილს მოვყავდი
შენთან.
თუ გერქვა სხვისი
უკითხავად გახლებდი ხელს ან
ნებით თუ არა,
ძალით მაინც მიმყავდი ჩემთან.
და მერე იყო ბევრი დილა
ლამაზი, წრფელი.
და იყო ბევრი სიცილი ან
შეშლილი ბოდვა.
და იყო ფიქრი აკრძალული
ნატვრების,
გზების,
ოცნების - ცა რომ გადაღება
მეწამულისფრად.
და იყო წელი
შენთან ერთად განვლილი უკვე.
და იყო ქისა, მოგონებით სავსე
პირამდის.
არ არის ახლა ხსნა სხეულის
წარსულისაგან.
ნება რომ მქონდე,
ამ აწმყოსაც შევიწირავდი-
რომ იყოს დილა
შენთან ერთად,
ცის მიღმა სახლში.
რომ იყოს ფიქრი უშიშრად თან
საერთმანეთო.
იქნებ და მერე მაინც შევძლო(თ)
საზღვრებს გასულმა
მთელ სამყაროს რომ
მივაძახოთ- გავიპარეთო.

ლიკა დვალიშვილი

Posted by: merciamercia 6 Aug 2014, 21:39
***

მე ხომ სხვა ვარ, დღე ცისმარე
მახვილს ვფერავდი,
შენ კი გქონდა დღეთ სიზმარი
ფერად-ფერადი.

მიყვარს ამ ხმის გაგონება,
რადგან ვერრათი -
ვერ წავშალე მოგონება
ფერად-ფერადი.

შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი
ბედისწერამდი,
სად არ დამდევს მისი ჩრდილი
ფერად-ფერადი.

იყოს ისე, როგორც დარჩა,
ამიერამდი,
ჩემთვის-ძონძი, შენთვის-ფარჩა
ფერად-ფერადი..

გალაკტიონ ტაბიძე

Posted by: nini gogo 7 Aug 2014, 11:16
ფიქრის ადგილი

სივრცე მზიანი,

სევდა ნამდვილი

ადამიანის.

სევდა ნამდვილი

ადამიანის,

ფიქრის ადგილი -

სივრცე მზიანი.


ტერენტი გრანელი

Posted by: George Best :) 8 Aug 2014, 04:28
კარლსონ, ნუთუ მართლა ავად ხარ?
სიცხე – ოცდათი-ორმოცი?
წამალს მოგიმზადებ ახლავე,
გახსოვს, რეცეპტი რომ მომეცი ? –

ვნაყავთ ცოტაოდენ შოკოლადს,
მერე ამდენივე ნამცხვარი,
ბლომად კანფეტები. მოგარჩენ
კარლსონ, ცოტა უნდა მაცადო.

კარგად ჩაიფუთნე ლოგინში,
კაშნეს შემოხვევაც არ გავნებს,
მე კი თბილ ფუნთუშებს მოგიტან,
რძეს და შენს საყვარელ კარამელს.

გახსოვს, გაზეთებში რას წერდნენ?-
თითქოს ჯაშუშური მიზნებით
დიდი საჰაერო კასრი ხარ...
ოჰ, ეს შტერი ჟურნალისტები.

კარლსონ, იქნებ რაღაც თრუშა გაქვს,
თანაც უცნაურად გახველებს,
ჩემთან ხომ დარჩები?- მოგივლი!
უნდა მოვერიდოთ მნახველებს!

კარლსონ, მაჭკატები არ გინდა?
ცხელი შოკოლადი დავლიოთ?
ღამით, ვარსკვლავების ცქერისას
ისევ აფუილებ ყალიონს?

მგონი, ალბერგები მოფრინდნენ,
თანაც ათასივე, უკლებლივ,
ყეფენ, სახურავზე გვიცდიან,
ჩემი დაყვლეფილი მუხლებით

აბა, როგორ ავალ, ბიმბოსაც
ისე უნდა მათი გაცნობა.
კარლსონ, ალბერგებიც შენსავით
ოინბაზობენ და ანცობენ?

მოდი, ფანჯარასთან ჩამოვსხდეთ,
როგორ მოთხლაშუნებს ეს წვიმა,
გახსოვს, სახლი წყლით რომ აგვივსე,
დედას როგორ ძლიერ ეწყინა?

კარლსონ, ქოთანში რომ კურკაა
აღარ მოესხმება ატმები?
კარლსონ, ხომ ყოველთვის იცოცხლებ?
კარლსონ, ხომ არასდროს გატყდები?

ნახე, პროპელერი დაგსვრია,
თავს კი სისუფთავით იწონებ,
მამას ჰგონია, რომ თითქოს შენ
შენი თავი გა-მო-ი-გო-ნე.

ისევ მოიწყინე? გავერთოთ!
გინდა, გუფთის კოშკი აგიგო?
ნეტავ გუნილასაც მოვწონვარ?
მირჩევ, როგორ უნდა გავიგო?

კარლსონ, როგორ მოხვდი სტოკჰოლმში?
შენც აქ დაიბადე ჩემსავით?
და-ძმა ნუთუ მართლა არა გყავს?
მე ხომ ბოსეც მყავს და ბეტანიც.

გძინავს? შენს კოტიტა თითებზე
მიყვარს, ჩემს ხელებს რომ ვატოლებ,
კარლსონ, იცი როგორ მიყვარხარ?
კარლსონ, ხომ არასდროს დამტოვებ?

მიყვარდა ერთ დროს
ახლა ###ობაა

Posted by: dampalus 8 Aug 2014, 05:23
პოეტი ვარ ლირიკოსი
მძღნერი ვჭამე ინდიკოსი bis.gif

Posted by: SloT777 8 Aug 2014, 10:27
ხშირად მინახავს თვალზე ცრემლები
ბრმად რომ გითხარი მძიმე სიტყვები,
თვალცრემლიანი ნაზი თვალები
და ისევ დედის თბილი სიტყვები...

მე ჩემს ნათქვამზე თვითონ ვბრაზობდი
გულის სიღრმეში გრძნობებს ვმალავდი,
გულს ლოდად მიქცევს წარსულზე ფიქრი
დედის ფასს, გვიან რომ მივხვდი...

ეხლა წარსულით გადის დღეები
სიზმრად რომ გნახო ღმერთს ვევედრები,
სანთლებს დავანთებ საფლავის ქვაზე
და აღრც ტირილს მოვერიდები...

დარდს ვეღარ იტევს მძიმე ფიქრები
შენს მოგონებას გავუფრთხილდები,
წარსულს ვერ შეცვლის ჩემი სიტყვები
სულ მეყვარები ამას გპირდები
* * *

-----------tan.gif-----------

უშენოდ წუთებს არ ეჩქარება,
თვალებს კი ძილი არ ეკარება,
ამ გულს შენს გარდა არ ეყვარება,
შენთვის სიკვდილიც არ ეზარება,

უშენოდ სუნთქვა დამენანება,
სიცოცხლის აზრი დამეკარგება
და რაც მოხდება არ მედარდება,
თუ ყოველივე წარსულს ბარდება.

შენს შემხედვარე ყველა კარგდება
და თუ გაქრები უმალ მწარდება!
უშენოდ ცაზე მზეც კი გაქრება,
უშენოდ ღამეს მთვარე გაყვება,
უშენოდ ზღაპარს არვინ არ ყვება
და ეს სიცოცხლეც სიკვდილს დაყვება
tan.gif tan.gif
* * *
---------------- love.gif love.gif kiss.gif kiss.gif kiss.gif kiss.gif -----------------------

პირველი კოცნა, პირველი ვნება...
გამომხატველი პირველი გრძნობის,
ამოუცნობი, უცხო შეგრძნება,
იდუმალება პირველი კოცნის.

ჩაბნელებული, ვიწრო ქუჩები,
აღტაცება და ოდნავი შიში...
ჯერაც ბავშვური, ნაზი ტუჩები,
და გულის ფეთქვა უსწრაფეს რიტმში.

პირველი კოცნა, გამბედაობა,
დაუვიწყარი, მარად უცვლელი,
გამოუცდელი და ცხოვრებაში,
ყველა კოცნაზე უფრო გულწრფელი.

პირველი ლამაზ გრძნობის დასტური,
პირველი კოცნის ნაზი შეგრძნება,
ერთი ფურცელი ჩემი წარსულის,
მუდამ ლამაზად რომ მახსენდება

------------- kiss.gif kiss.gif kiss.gif kiss.gif -----------
* * *
ძნელია, როცა ტირილი გინდა,
ძნელია, როცა ტირილს ვერ ბედავ.
ძნელია, როცა სიცილი გინდა
და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ.
ძნელია, როცა შენ გული გტკივა,
რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს.
ძნელია, როცა ხელებზე გცივა
და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს.
ძნელია, როცა თვალები სველი
ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა.
ძნელია, როცა ვიღაცას ელი
და თან იცი, რომ ის აღარ მოვა...

მონატრება ტკივილამდე გაგიგია?
ხოდა სწორედ ასე მენატრები...
გაგიგია მონატრებით გადარევა?
გავგიჟდები ისე ძლიერ მენატრებიიი.
შენ ცრემლები მონატრების გაგიგია?
ცრემლად ვდნები ისე ძლიერ მენატრები

Posted by: nini gogo 8 Aug 2014, 11:55
გზა გავიარე... მსურს მოვიხედო
და დავინახო მთისა ქედები;
შავი ყორანი გზაზე მომჩხავის:
”ნუ იხედები... ნუ იხედები!”

გზაზე მივდივარ... მსურს გავარკვიო
გასასვლელი გზის სივრცე უცვლელი;
შავი ყორანი ისევ მომჩხავის:
”შორს ნუ გასცქერი... შორს ნურვის ელი!”

მაგრამ სადა ვარ? გზა აღარა სჩანს,
ამ სიბნელეშიც გაჭირდა გავლა;
შავმა ყორანმა ფრთა ფრთას შემოჰკრა,
შავმა ყორანმა თავზე დამჩხავლა...

გადაიფრინა და მომაგონა
დრო, უბედობის გვერდით მხლებელი,
ჟამი - ყველაფრის მქნელ-გარდამქმნელი,
სივრცე - ყველაფრის მიმტევებელი.

გალაკტიონ ტაბიძე

Posted by: In_private 8 Aug 2014, 20:27
იცი როგორ მომენატრე?
როგორც ბულბულს იადონი,
როგორც მთვარეს დედამიწა.
მერე რა რომ აქ არა ხარ
მერე რა რომ სხვასთანა ხარ...
იცი რამდენს ვფიქრობ შენზე,
იმ ღამეზე, იმ მთვარეზე,
შენ რომ გნახე მეყსეულად,
ჩვენ რომ თავზე დაგვნათოდა.
იმ კლდეებზე, იმ კოცონზე
ჩვენ რომ ცეცხლი გვერდს გვითბობდა.
ვფიქრობ ვფიქრობ ვერ ვივიწყებ
იმიტომ რომ ჩემში დარჩა,
დარჩა როგორც მოგონებად,
დარჩა როგორც გარდასახვად.
იცი? რამდენს ვფიქრობ შენზე
იმ ღამეზე იმ მთვარეზე
შენ რომ გნახე მეყსეულად...


ავტორი : გიორგი თავშავაძე

Posted by: NotSeriousGenius 8 Aug 2014, 23:24
ო, რა გრძელია ქარვისფერი ხოხობის კუდი -
ლერწმის ტოტივით იდრიკება მაღლა ფრენისას,
მაგრამ, გარინდულს მიუსაფარ მარტოობაში,
მე მაკრთობს ფიქრი:
მასზედ გრძელი და უსასრულო არის ეს ღამე…
კაკინომოტო


დედაქალაქთან ვცხოვრობ ახლოს, მაგრამ – ეულად,
სამხრეთულ ქარებს მინდობილი ღატაკი ქოხი
მწუხარე უჯის კალთაზე მაქვს წამომართული,
და ამბობს ხალხი, ქვეყნიური ზრუნვით გართული,
“უჯის მთასავით მწუხარეა ბერის ცხოვრება”…
ბერი კისენი

Posted by: In_private 9 Aug 2014, 01:32
როგორ აუტანლად მენარტები..
როგორ გაუძლებლად მყვარებიხარ!
საწერ მაგიდაზე ქაღალდები.
სადღაც ორი სიტყვით დამცდენიხარ.
მაინც აღარ ვიცი რა ვინატრო.
რაღაც სიყვარულში ვერ ვივარგე...
წიგნში ჩადებული სანიშნივით
სადღაც შუა გვერდზე დავიკარგე...
გარეთ წვიმაა და სამხილს აქრობს...
(ქვებზე სველდებიან ქაღალდები)
როგორ გაუძლებლად მყვარებიხარ...
როგორ აუტანლად მენატრები . . .

Posted by: SloT777 9 Aug 2014, 11:45
თუკი გიყვარვარ და მართლა მე მნატრობ,
მოდი ამ გრძნობას ნურავის გაანდობ,
გინდა ჩაგიკრავ? თანაც გაგათბობ
და ჩემი გულის ნადებს გაგანდობ.
იცი მჭირდები, იცი მაკლიხარ,
ერთი ოცნების დიდი დარდი ხარ,
ჩემი გონების დიდი ფიქრი ხარ,
ნეტავ ვიცოდე დღეს შენ ვისი ხარ?!
მოდი, შეცვალე ჩემი ცხოვრება,
ჩემი გულისთვის შენ ხარ ცხონება,
სულ შენთან არის ჩემი გონება
და აღარ მტანჯავს ის მოგონება.
ერთი პატარა, ციცქნა ცრემლი ვარ,
შენს ლამაზ თვალზე ჩუმად დავდივარ,
რით ვერ გაიგე, უკვე ლანდი ვარ,
უშენოდ ვკვდები, აღარ ვვარგივარ!!!

* * *
მე უდაბნოში დამტოვე მარტო
აღარ მაქ რწმენა მე გადარჩენის,
მე ღმერთს მივმართავ და ვკითხავ, რატომ ?
და დაგიტირებ შენ გადაფრენილს.

უფალო ღმერთო, მე ერთ მომაკვდავს,
შემყვარებია ჩემ თავზე მეტად,
შენი რწმენიდან მე გადავერთე
და ის მეგონა საკუთარ ღმერთად.

ვიცი აქ არის ჩემი შეცდომა,
ჩემმა გრძნობებმა რომ შთანთქა რწმენა,
მაგრამ სიყვარულს თავს რომ ვაკლავდი
ღირსი მეგონა მე ამის ყველა.

"თუმცა ღმერთიც ხომ სიყვარულია
და ამ სიყვარულს ბევრი ვერ იპყრობს,
მაგრამ ცხოვრება სიძულვილია
და ყველგან ირგვლივ სიძულვის ითხოვს."

–მე კი მიყვარდა და განვიცდიდი
მას კი მოსმენაც არ სურდა ამის,
ანდაც რას გიხსნი შენ უკეთ იცი,
გული ბაგაბუგს რომ იწყებს ღამით.

ამ ბაგაბუგში მე ვგრძნობდი ტკივილს,
სასიამოვნოს, ამაღელვებელს,
წმინდა ბავშვივით ვიწყებდი ტირილს
ჩემი სულისთვის დამაბერებელს.

და სწორედ ამ წამს გამიჩნდა კითხვა:
რატომ ან რისთვის მაწამე ამდენს,
თუ მაინც ბოლოს იცოდი სიტყვა,
რომ სიყვარულით ვერაფერს დავძლევ.

"ღმერთს ჩაეცინა, მე შემრცხვა უმალ,
როგორ შევბედე ამხელა სიტყვა,
ჩემ დამძიმებულ სულიერ მხარეს,
ესღა თუ აკლდა რაც წეღან ითქვა"

რატომ ან რისთვის? მე მეკითხები?
ამის პასუხი შენში დავმალე,
ამდენი დანჯვა, წამება ოხვრა,
მე სიყვარულით შენში ჩავღვარე.

შენ წამებისთვის ხარ მოვლენილი
უნდა გაუძლო რომ რამეს შერჩე
და ეგ სანთელი ხელთ დაღვენთილი,
შენი ხსნა არის რომლითაც მენდე

და მე ეს ნდობა, სწორად გავიგე,
არ მოგატყუე არცერთი წამით,
შენ თუ აგებდი ოცნების კოშკებს,
თავს იტყუებდი შენივე თავით.

სწორედ გაძლება იყო მთავარი
რათა შემექმნე უფრო ძლიერი,
მაგრამ ეშმაკი კუთხეში მდგომი
ყოველთვის არის შენზე ცბიერი.

არ იყო ბედი ეგ სანატრელი,
შენ რომ გიყვარდა შენ თავზე მეტად
ეს იყო შენთვის ის განსაცდელი
ჩუმი სეტყვა რომ არ იქცეს მეხად.

არ დაივიწყო ჩემი ნათქვამი,
მუდამ გახსოვდეს განსაცდელს ჟამად,
ეს გადაგარჩენს და ჩემი რწმენა
მუდამ გჯეროდეს რომ იყო მარად.

"ვერ გავუძელი, მე წამსკდა ცრემლი,
ამ მწარე ტანჯვის მე სიტკბო ვიგრძენ,
ვეღარ გავბედე ვერცერთი სიტყვა
ჩემი თვალები დაშტერდა ცისკენ.

უდაბნო გაქრა და ცრემლი გაშრა,
მე ღმერთის სიტვყით ვიგრძენი ძალა,
რომ ცხოვრებაში არასდროს არ ვთქვა,
რომ ეს ცხოვრება არაფრად ვარგა.

Posted by: Gpoets 9 Aug 2014, 13:29
გალაკტიონ ტაბიძე - ნეტავ მალე მიაღწევდე მიზანს

შენ შუბლს იხსნი და სიბნელეს ლეწავ,
საქართველოს მოღრუბლულო ზეცავ...
ნეტავ მალე აღმობრწყინდეს მნათი,
მალე სხივი მოგეფინოს ნეტავ!

წინ მიიწევ და ხმაურობ, გღვიძავს,
საქართველოს სევდიანო მიწავ.
ნეტავ მალე დაამსხვრევდე ბორკილს,
ნეტავ მალე მიაღწევდე მიზანს!...

QUOTE
http://gpoets.blogspot.com/2014/08/blog-post.html

Posted by: Ophiuchus 12 Aug 2014, 03:01
შემოდგომის ინსომნია

აღარაფერი აღარ დარჩა ძველი განძიდან,
დუმილის ოქროც განიავდა და სიტყვის ვერცხლიც.
ღამის პეპელა სტრიქონებით ვაპურებ მერცხლებს,
სიცარიელით ჩემი სული როგორ დამძიმდა.
რადგან რაც იყო გასაზიდი, ჟამმა გაზიდა
და ახლა დროის უზარმაზარ საცერში გაცრილს,
სექტემბრის ქარი სხეულიდან ფოთლებს-ღა მაცლის,

მე, ასეთ ბებერს, ასეთ ხმელს და ასეთ გატოტვილს
მათში, ვინც მოდის და ფესვებზე თეთრ ბატკანს მაბამს.
შემოდგომაა. ინსომნია. ტრაგიკულ ამბავს,
წიგნის თაროზე შემომჯდარი, ყვება ბალმონტი -
როგორ დედდება სისხლძარღვებში ქაღალდის წებო...
ჩემი დაღლილი თვალებიდან ღამე გადმოდის
და ჩემს მაგიერ ტანთ იხდის და ლოგინში წვება.

გიორგი საჯაია

Posted by: -Beka- 12 Aug 2014, 18:14
შოთა ნიშნიანიძე - ბიჭები

კაცობრიობა რომ არ დაბერდეს
სიბრძნით, ძიებით ან დადინჯებით,
ჩვენს სასახელოდ მამებთან ერთად
იბადებიან ზოგჯერ ბიჭებიც.
ბიჭები! ღმერთო, სულ მთლად ბავშვები!
როგორც ლეგენდებს გადმოუციათ.
-ბავშვებო, ცეცხლს ნუ ეთამაშებით,
ნურც ისტორიას!...
რევოლუციას!...
წადით, ბიჭებო, სახლებში წადით,
წიგნი იკითხეთ ან ითამაშეთ...
მაგრამ ბიჭები დროის წადილით
ისტორიისთვის წერენ განაჩენს.
მე მაინც მგოსნურ სიბრალულს ვიჩენ
და ჯადოსნური ხილვის წუთებით
ამ ლეგენდარულ, თავნება ბიჭებს
გზაზე ჯიუტად გადავუდგები.

აჯაგრულია პარიზი... სენა...
კვამლი და ცეცხლი ფერავს ტერასებს.
ვიღაც სკუპ-სკუპით და სტვენა-სტვენით
გადარბის მოკლულ გრენადერებზე.
აჰა, ასკდება ჭურვი ბარიკადს,
ბიჭი ჩქარობს და აღარ შეიცდის:
- მე გავროში ვარ! -
ხელი ამიკრა, -
მე უნდა მოვკვდე საფრანგეთისთვის!

აგე, ნორჩ მხედარს , მზავრობით დაღლილს,
სპარსეთ რომ ელის გზა დამღუპველი,
მამის და დედის ფიქრივით თალხი
ასდევნებია ნოსტეს ღრუბელი.
ბიჭს ცალი ხელით ვწვდები ქამარში,
ცალი ხელითაც მხარზე შემოვწვდი:
- მე პაატა ვარ... ვერ გადამარჩენ,
მე უნდა მოვკვდე საქართველოსთვის...

ორმოცდასამის ზამთარი... ყინვა...
სძინავთ გერმანულ სადარაჯოებს...
არ სძინავს ერთ ბიჭს, არც რუსეთს სძინავს
და ბიჭს იმედის თვალს არ აშორებს.
- ჰეი, შესდექი! იქ გაღმა, ხიდთან
ღალატს და სიკვდილს მალავს ნაპირი...
- მე ოლეგი ვარ... -
ღიმილით მითხრა
და ამ ღიმილით თქვა ყველაფერი...

ვიღაცა ხოხვით თხრილს გადავიდა.
გაუწვა ბლინდაჟს, ვით გემის კიჩოს,
თიანეთს ძეგლად გნახავთ, კაპიტან,
ჩვენო ამაყო, ჭაღარა ბიჭო!
არა, ისინი არა კვდებიან...
არა კვდებიან...
მათ მხოლოდ ჰკლავენ!
და ქვეყნად რაც კი იმედებია -
აუზიდია მათ ბავშვურ მკლავებს.

ათასი დაფნა,
წიგნი,
მოლბერტი,
ვინც სინდისს თავი არ აარიდა!

- კაცობრიობა რომ არ დაბერდეს,
ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან?!

წყარო : http://gpoets.blogspot.com/2014/08/blog-post_17.html


ძაან მაგარი ლექსია love.gif

Posted by: nini gogo 17 Aug 2014, 19:58
QUOTE
- კაცობრიობა რომ არ დაბერდეს,
ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან?!

rolleyes.gif


არ გამოხვიდე შინიდან.არ მიჰქარო.
თუ შიპკას ეწევი, მზეზე რაღა გინდა, ჯიგარო?
კარს იქით უაზრობაა ყოველი. იქ ბედიც გენგრევა.
მხოლოდ საპირფარეშოში გადი და უკან ეგრევე.

შინიდან არ გახვიდე. არ გამოიძახო მოტორი ფიცხელი.
სივრცე დერეფანია, რომლის ბოლოსაც ჰკიდია მრიცხველი.
ვინმე ლამაზმანი თუ გესტუმრა, რომც შემოგღაღადოს,
გახსოვდეს, ხასად არ გახადო, სჯობს სულ არ გახადო.

ო, არ გახვიდე შინიდან, ვითომ ავად ხარ, იყავი ასე.
განა რა არის ქვეყნად უკეთესი კედელზე, სკამზე?
აზრი რომ არა აქვს აქედან გასვლას, ეს ხომ გაქვს ნაგემი,
ხომ უნდა უკანვე დაბრუნდე და თანაც – ნაგვემი.

შინიდან ნუ გახვალ. მიდი და იცეკვე მარტომ.
და დედიშობილა ბასანოვას მოაცვი პალტო.
შემოსასვლელში ყარს კომბოსტო და რაღაც ზეთი.
კედელზე მიჯღაბნილს ასოც რომ დაურთო, იქნება მეტი.

შენ არ გახვიდე ოთახიდან. დაე, ოთახი მიხვდეს,
შენს გარეგნობას მისი შიგანი თუ როგორ იხდენს.
არსმა ფორმას უთხრა: ერგო სუმ უცნობი. შენც სხვა რამ არ იცი.
ო, გარეთ რა გინდა? გახვალ და იქ უცებ არ დაგხვდეს პარიზი.

არ გამოშტერდე! ის იყავ, რაც არვინ ყოფილა აროდეს.
შინიდან გარეთ არ გახვიდე.

ავეჯთან ყოფნა გიხაროდეს,
ამ კედლებს შპალერად აეკარ, გაყუჩდი და ამიერიდან
შენ ქრონოს-კოსმოსებს, რასებს და სხვა ვირუს-ეროსებს ერიდე..


იოსიფ ბროდსკი

მთარგმნელი:ვახუშტი კოტეტიშვილი

Posted by: roena 18 Aug 2014, 13:00
გამარჯობა, იქნებ დამეხმაროთ smile.gif ვეძებ ლექსს ავტორი არ ვიცი, დაახლოებით ასეთი ფრაზა ფიგურირებს : " დიდი ხანია სასწაულის აღარ მჯერა და ამიტომა ქუჩა-ქუჩა, რომ აღარ გეძებ". ვინც იცით იქნებ დაპოსტოთ ძალიან დამეხმარებით. დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: smith14 18 Aug 2014, 13:06
QUOTE (nini gogo @ 17 Aug 2014, 19:58 )
QUOTE
- კაცობრიობა რომ არ დაბერდეს,
ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან?!

rolleyes.gif


არ გამოხვიდე შინიდან.არ მიჰქარო.
თუ შიპკას ეწევი, მზეზე რაღა გინდა, ჯიგარო?
კარს იქით უაზრობაა ყოველი. იქ ბედიც გენგრევა.
მხოლოდ საპირფარეშოში გადი და უკან ეგრევე.

შინიდან არ გახვიდე. არ გამოიძახო მოტორი ფიცხელი.
სივრცე დერეფანია, რომლის ბოლოსაც ჰკიდია მრიცხველი.
ვინმე ლამაზმანი თუ გესტუმრა, რომც შემოგღაღადოს,
გახსოვდეს, ხასად არ გახადო, სჯობს სულ არ გახადო.

ო, არ გახვიდე შინიდან, ვითომ ავად ხარ, იყავი ასე.
განა რა არის ქვეყნად უკეთესი კედელზე, სკამზე?
აზრი რომ არა აქვს აქედან გასვლას, ეს ხომ გაქვს ნაგემი,
ხომ უნდა უკანვე დაბრუნდე და თანაც – ნაგვემი.

შინიდან ნუ გახვალ. მიდი და იცეკვე მარტომ.
და დედიშობილა ბასანოვას მოაცვი პალტო.
შემოსასვლელში ყარს კომბოსტო და რაღაც ზეთი.
კედელზე მიჯღაბნილს ასოც რომ დაურთო, იქნება მეტი.

შენ არ გახვიდე ოთახიდან. დაე, ოთახი მიხვდეს,
შენს გარეგნობას მისი შიგანი თუ როგორ იხდენს.
არსმა ფორმას უთხრა: ერგო სუმ უცნობი. შენც სხვა რამ არ იცი.
ო, გარეთ რა გინდა? გახვალ და იქ უცებ არ დაგხვდეს პარიზი.

არ გამოშტერდე! ის იყავ, რაც არვინ ყოფილა აროდეს.
შინიდან გარეთ არ გახვიდე.

ავეჯთან ყოფნა გიხაროდეს,
ამ კედლებს შპალერად აეკარ, გაყუჩდი და ამიერიდან
შენ ქრონოს-კოსმოსებს, რასებს და სხვა ვირუს-ეროსებს ერიდე..


იოსიფ ბროდსკი

მთარგმნელი:ვახუშტი კოტეტიშვილი


ვახუშტის უკეთაც შეეძლო Eთარგმნა.. yes.gif

Posted by: nini gogo 19 Aug 2014, 14:08
თუ ჩემი სიტყვა
ქვეყანას აქცევს,
თუ გსურს დავდუმდე სულ,
ისეც და ასეც,
ისეც და ასეც,
სსუ?
კი ბატონო,სსუ!!!
ვიცი,უბრალო ჭორიც,
ფაჩუნიც
რომ შეგიშფოთებს სულს,-
ვთქვათ,მე გავჩუმდი,
ვთქვათ,შენ გაჩუმდი,
ვთქვათ,სულ გავჩუმდით,სულ...
სსუ?
კი ბატონო,სსუ!!!
მაგრამ ის ერთი,
კრძალვით თუ რიდით,
დღეს თუ თევზივით სდუმს,
არ ნიშნავს რომ ხვალ
არაფერს იტყვის...
სსუ?
კი ბატონო,სსუ!!!

მორის ფოცხიშვილი

Posted by: Bobgure 19 Aug 2014, 20:46
ერთ-ერთი მაგარი პოეტია, ტრისტან (ბერდია) არაბული, წაიკითავ თუ არა მის რომელიმე ლექსს, ხვდები რამხელა პოეტური ნიჭი, სიმართლე, სიყვარული და კაცობაა ამ ადამიანში.

დავდებ მის რამოდენიმე ლექსს.


ჩემი ცხოვრების კიბეზე,
სულ აღმა – დაღმა დავალ
და თავი ჩემი ვერ რჩება
საკუთარ თავთან დავას.
ვერაფრით შევაგნებინე,
იყოს, რაც იყო, იყო.
წარსულს ვერ მოატრიალებ
შენ ჩემო თავო ბრიყვო!
როდემდე უნდა მოუნდე
უკვე განვლილის ქილიკს,
საით მიყავხარ, ის კითხე
კლდეებზე გაბმულ ბილიკს.
იქნებ აროდეს შემცდარხარ,
იქნებ კიდევაც შეცდი,
ბედის მორჩილი ხომ არ ხარ,
ცდება ის, ვინაც ბედს ცდის.

----------


დილა გუროში

მზეწვია მზესთან მაწვევს და
ცასწავალა ცად მპატიჟებს,
ჩიტებო რამ გადაგრიათ,
ან რად გსურთ რომ მე გავგიჟდე?
არ იცით,რომ ვერ ვიცხოვრებ
საცა არ გავჩნდი, იმ ბუდით,
სად წამომსვლელი მე მნახეთ,
მიწას ვარ ჯაჭვით მიბმული.
იფრინეთ ფრთახატულებო,
იწივწივეთ და ცას წადით,
მე კი მადლობა ჩიტებო,
რომ მინახულეთ წასვლამდის.


------


არაგვის პირზე ნისლები
ცხვრის ფარასავით დაყრილან,
მთების უბეში შეყუჟულს
თქვენი ღიმილი მაკლია.

ცისკარი ცერზე დავისვი,
ღამე ბეჭებით მიჭირავს,
თქვენს უნახაობას ვჩივი,
თორემ სხვა არა მიჭირს რა.

(ეს ლექსი მან თავის მეგობრებს მიუძღვნა).

Posted by: nini gogo 20 Aug 2014, 23:00
QUOTE
ჩემი ცხოვრების კიბეზე,
სულ აღმა – დაღმა დავალ
და თავი ჩემი ვერ რჩება
საკუთარ თავთან დავას.
ვერაფრით შევაგნებინე,
იყოს, რაც იყო, იყო.
წარსულს ვერ მოატრიალებ
შენ ჩემო თავო ბრიყვო!
როდემდე უნდა მოუნდე
უკვე განვლილის ქილიკს,
საით მიყავხარ, ის კითხე
კლდეებზე გაბმულ ბილიკს.
იქნებ აროდეს შემცდარხარ,
იქნებ კიდევაც შეცდი,
ბედის მორჩილი ხომ არ ხარ,
ცდება ის, ვინაც ბედს ცდის.


ნუ ჩაფიქრდები ხვალეზე. ბედი
რასაც მოგაგებს - ის მიითვალე.
(ჰორაციუსი)



ახლა ეს გრძნობა უფრო ნელია,
გული წაიღეს ცისკენ მტრედებმა.
სადაც მე ვდგავარ, იქ სიბნელეა,
იქეთ არავინ არ იხედება.

და პოეზია ჩემთვის გულია,
და ქარის შემდეგ ახლა თენდება.
სადაც მე ვდგავარ, იქ უფსკრულია,
იქეთ არავინ არ იხედება.

ჩემთვის სიცოცხლე ისევ ძნელია
და გრძნობის ცეცხლი სხეულს ედება
სადაც მე ვდგავარ, იქ სიბნელეა,
იქეთ არავინ არ იხედება.

ტერენტი გრანელი

Posted by: maldin_3 22 Aug 2014, 21:42
ბოლოს და ბოლოს შევხვდით ერთმანეთს,
სალამი ძაღლო სხვათა მსახურო,
შენ ახლა როგორ უნდა გაიგო
ჩემი ჯავრი და ჩემი საყმუვლო.
სხვა იქნებოდა თავისუფალი,
ჩემებრ სიზმარი რომ გადასიზმრა,
მე მომხვედრია ტყვია მრავალჯერ,
მაგრ არასდროს წიხლი კაცისა.
ბევრჯერ მიჭერდა ყელზე ხაფანგი
მაგრამ არასდროს ტუავის საბელი.
შენ სხვის ჭუჭყიან ჭინჭებზე წევხარ,
თეთრი თოვლია ჩემი საფენი,
თვიძლ ძმებს დადევ და უნგრევ ბუნაგებს
რომ ხვალ ცალი ყბით გითხრან მადლობა.
გახუნძვლის ფასად არის ნაყიდი
ეგ ერთგულება და ვაჯკაცობა,
ვშიშობ დაუფრთხო ძილი პატრონებს,
რა საცოდავად კნავი მურია.
ვერ გიტირია ერთხელ გემოზე,
ერთხელ გემოზე ვერ გიყმუვლია,
სხვა კი რა არის ჩვენი სიცოცხლე
როცა ძარღვებში სისხლი იხუვლებს.
როცა გახრჩობს და გაწამბს ბოღმა,
და ბოღმაც თუ ვერ ამოუიხუვლე,
მშვიდობით ძაღლო ჩემს ნაკბილარებს
როცა დახედავ ისიც გახსოვდეს.
კიდევ მომხვდება ტყვია მრავალჯერ,
წიხლი კაცისა კი არასოდეს


yes.gif

Posted by: nini gogo 23 Aug 2014, 11:35
love.gif love.gif love.gif



როგორ მიყვარს love.gif rolleyes.gif



სოფლის შარაზე მე კარდაკარ დავდიოდი წყალობის თხოვნად,
როს სიზმარეულ ჩვენების მსგავსი
ოქროცურვილი შენი ეტლი ვიხილე უცებ.
მე იმედებით აღმეძრა გული და გავიფიქრე:
მადლობა უფალს, გასრულდა-მეთქი ჩემი დუხჭირი
წუთისოფლის მწარე დღეები.
ვიდექი გზაზე
და უხვი ხელით მონიჭებულ წყალობას ველოდებოდი.
ეტლი გაჩერდა.
ჩამობრძანდი და შემომხედე ამო ღიმილით.
აჰა, ვიფიქრე, კარს მომადგა ბედნიერება.
მაგრამ უეცრად შენ მარჯვენა გამომიწოდე და მშვიდად მითხარ:
რას მიწყალობებ?
ო, რა მეფური აზრი იყო -
მათხოვარს სთხოვო მოწყალება ხელგაშვერილმა.
მე არ ვიცოდი, რა მეღონა თავგზააბნეულს,
ბოლოს გონება მოვიკრიბე,ჩემი აბგიდან ამოვიღე პაწაწინა ხორბლის მარცვალი და მოგაწოდე.
როგორ გავოცდი, როცა საღამოს, ჩემ უბადრუკ ნაწყალობევში
იმ ხორბლის მარცვის ოდენავე ოქრო შევნიშნე.
მე გულმდუღარედ ავტირდი და მწარედ ვინანე:
უფალო, რატომ ყველაფერი არ შემოგწირე!

===================

თუკი შენს ძახილს არვინ გაიგებს
გულს ნუ გაიტეხ, უვალ გზაზე მარტო გასწიე.
თუკი ჯაბანნი, შიშმორეულნი, პირუმტკიცოდ ზურგს შეგაქცევენ,
გახსენ გული და იდუმალი თავად სთქვი სიტყვა.
თუკი გულადიც უკან დაიხევს,
თუკი ძნელ გზაზე ხელს არავინ შემოგაშველებს,
შეუპოვარმა, უვალ გზაზე მარტო გასწიე.
თუკი წყვდიადი მოიცავს ყოველს,
თუკი ავდარში თავშესაფარს არავინ მოგცემს,
ელვით აინთე გულისგული,
შეუპოვარმა მარტო გასწიე.

============================



(რაბინდრანათ თაგორი)


Posted by: -Beka- 23 Aug 2014, 15:00
მუხრან მაჭავარიანი - უღირსი კი ხარ

უღირსი კი ხარ,
ბოროტი კი ხარ,
ღმერთსა ვთხოვ მაინც,-
გაცოცხლს დიდხანს,
რადგანაც ისე არ მოკვდე მინდა
''- გახსოვს?!''
არ გითხრა
ეს ერთი სიტყვა.

http://gpoets.blogspot.com/2014/08/blog-post_36.html

Posted by: wuma 24 Aug 2014, 11:08
შენ ვეღარ შეძლებ ჩემს დავიწყებას
და თუკი შეძლებ, მაშინ მთვარეს უნდა გაექცე,
უნდა გაექცე თოვლის რიჟრაჟს შუაღამისას
და სისხლს ფიქრები აუკრძალო,
ხოლო სიზმარს- შემოსვლა შენში,
შენ ვეღარ შეძლებ ჩემს დავიწყებას
როგორც მზე ვეღარ დაივიწყებს საკუთარ სხივებს,
როგორც მინდორი მწვანე ბალახს ვერ დაივიწყებს.
აღფრთოვანებას გადაჩვეული
ჩემი თვალები მოძებნიან შენს სიჩუმესაც
და დავინახავ, როგორ იზრდება
შენს მაღალ ყელში სასორწარკვეთა.

თამაზ ბაძაღუა

Posted by: ნებიერა 24 Aug 2014, 20:58
უკვდავი სული

მაცვია სხეული თიხა და ტალახი,
ნაზავი მიწისა, მტვრისა, თუ ქვიშისა
და ვიდრე შემქმნიდა, მას ვყავდი ნანახი,
იცოდა, რა გენის ვიყავ და ჯიშისა.

ნელ - ნელა მოხაზა ნაკვთები, და როცა,
გულს ძარღვებს უვსებდა ცრემლებით ატირდა,
ეწამე სამშობლოს ბედითო, დამლოცა,
ქართველად გძერწავო, მითხრა და დამპირდა...

რომ ამ გულს მის გარდა, ვერავინ შემიცვლის,
ჯერ ისევ უსულო სითბოთი ამავსო,
იბერის მოდგმის ხარ, ჰე, აბა შენ იცი,
მე გაძლევ ქართველის შეურყევ ძალასო.

და სადღაც შეტოკდა წამსვლელის სხეული,
ჩიტი, თუ სხვა ვინმე ცოცხალი არსება,
ჩემს თიხა სხეულში ჯერ არ შეჩვეული,
შევიდა და ნახა რაღაცა მსგავსება.

უმზერდა შემქმნელი რომ იბადებოდა
ბავშვი და სასწაულს ვერავინ ამჩნევდა,
მე ვიბადებოდი, ვიღაცა კვდებოდა
და ეს დაბადება სიცოცხლეს მაჩვევდა.

ბუნდოვან სამყაროს მზე გამოეკვეთა,
ცას გამოეკვეთა ცისფერი ფერები,
როდესაც შევხედე სხეული მეკეთა,
შიშველი სხეული და ციცქნა ხელები.

შემფუთეს, სამოსად დამჭირდა მტკაველი,
მას შემდეგ მეზრდება სხეული თიხისა,
ფეხიც კი ავიდგი, გავთელე მთა-ველი,
სამყარო რომ გაჩნდა, იქნებ ვარ იმ ხნისა.

ერთ დღესაც მივხვდები ჩემი დროც წავიდა,
ბზარები გაჩნდება თიხაზე და როცა,
გამჩენი ვიღაცას მოძერწავს თავიდან,
და მასაც ჩემსავით ცრემლებით დალოცავს.

Posted by: -Beka- 27 Aug 2014, 02:17
მუხრან მაჭავარიანი - დედაკაცი

- სამოთხე იყო...
დედაკაცმა დაგვაკარგვინა.
საწმისი იყო...
დედაკაცმა დაგვაკარგვინა.
დანაშაული,
თუ გიყვარდე,
მეტი რა გინდა!

- სამაგიეროდ
დიაცმავე იესო გვიშვა.
სამაგიეროდ
დიაცმავე რუსთველი გვიშვა.
ეს კი, მე მგონი,
თუ შენც იტყვი,
ცოტას არ ნიშნავს!

http://gpoets.blogspot.com/2014/08/blog-post_27.html

Posted by: -Beka- 29 Aug 2014, 04:15
ჩავარდა ეს თემა აღარავინ აღარ პოსტავს user.gif

დავით სულთანიშვილი - ნიჩურიტები


Posted by: Datvex7 28 Oct 2015, 15:50
ადმინი ვისაც გინდათ ლექსების გვერდზე მომწერეთ პირადში smile.gif

Posted by: დოლორეს 24 Nov 2015, 15:37
QUOTE
Pablo Neruda

ძალიან მიყვარს მისი ეს ლექსი:

EL MAR
NECESITO del mar porque me enseña:
no sé si aprendo música o conciencia:
no sé si es ola sola o ser profundo
o sólo ronca voz o deslumbrante
suposición de peces y navios.
El hecho es que hasta cuando estoy dormido
de algún modo magnético circulo
en la universidad del oleaje.
No son sólo las conchas trituradas
como si algún planeta tembloroso
participara paulatina muerte,
no, del fragmento reconstruyo el día,
de una racha de sal la estalactita
y de una cucharada el dios inmenso.

Lo que antes me enseñó lo guardo! Es aire,
incesante viento, agua y arena.

Parece poco para el hombre joven
que aquí llegó a vivir con sus incendios,
y sin embargo el pulso que subía
y bajaba a su abismo,
el frío del azul que crepitaba,
el desmoronamiento de la estrella,
el tierno desplegarse de la ola
despilfarrando nieve con la espuma,
el poder quieto, allí, determinado
como un trono de piedra en lo profundo,
substituyó el recinto en que crecían
tristeza terca, amontonando olvido,
y cambió bruscamente mi existencia:
di mi adhesión al puro movimiento.

Posted by: vaksona 26 Nov 2015, 20:09
როდესაც ნიცშემ დაკარგა რწმენა,
იქ დაიბადნენ ფიქრები ავი,
წალეკა ეგზომ მთელი ევროპა,
ვერ დაამონეს საქართველო,
რადგანაც ასეთი მამა გვყავს,
ბრძენი,თვით უკვდავება,
ყოველთვის გვახსოვდეს მისი სიტყვები,
ყველაფერი კარგად იქნება !!!

აბა შეაფასეთ, ჩემი დაწერილი ლექსია.

Posted by: EisblumE 27 Nov 2015, 18:17
ვოი!
რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვოი, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ -
ყინულის ლოგინში!..
ვოი, კალა-უშგული შეკრებილა -
ყანას და სათიბს მომცდარა.
მთელი სვანეთი შეკრებილა,
მთლად საქართველო შეკრებილა,
შხარასთან ღრუბელივით მომდგარა…
ვოი, შხარა სისხლით შეღებილა -
კოხტა თიკანაძე მომკვდარა…
ბექნუ ხერგიანს
და ბექნუს ლომებს
გურამის ნეშტი
უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს
და ბექნუს ლომებს
მშრალი ბურთები გასჩრიათ ყელში.
გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,
რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:
საკუთარ ხელით პალო დაუგია,
საკუთარ პალოზე მომწყდარა…
ცოცხლისგან საყვედური აუგია -
თოკი ერთადერთი ჩაუბია -
თავი სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო, სიმამაცით მომკვდარა!..
ბექნუ ხერგიანს
და ბექნუს ლომებს
გურამის ნეშტი
უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს
და ბექნუს ლომებს
მშრალი ბურთები გასჩრიათ ყელში…
“ხოჩა საკაცე გამითალეთ,
დავაწყო ხორცი და ძვალი,
სიკვდილი სიცოცხლედ ჩამითვალეთ,
აღმართში კვნესით ამიტანეთ,
ვაკეზე მითხარით ზარი!..”
უშგულში გამოვარდა ივდითი ნიჟარაძე,
შეჰკივლა, გაიკაწრა ლოყა;
ფოსტლების ფლატუნით უხნესი დიაცი
საკაცეს ფეხდაფეხ მოჰყვა:
“თეთნულდმა რა მოგცა? უშბაზე რა გქონდა?
შხარაზე რა გინდოდა, გმირო?!
ვო, გურამ, რამხელა ბეჭები დაგქონდა -
რამ დაგაპატარავა, შვილო?!”
ასი ცხენოსნით
უშგული გახლავს
და ბეჭზე მიდევს
შენი საკაცე…
შენ დაგეუფლა
ძილი და დაღლა,
შენ დასახარჯი
უკვე დახარჯე…
შენ გაიელვე
ღრუბლებზე მაღლა,
შენ საქართველოს
ღამე გახაზე…
ასი ცხენოსნით
უშგული გახლავს
და მიტივტივებს
შენი საკაცე…
ვოი, რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვოი, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ -
ყინულის ლოგინში!..
გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,
რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:
თავი სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო, გურამი მომკვდარა…
ცოცხლისგან საყვედური აუგია,
ჩაუქი მკვდარიც ჩაუქია -
ვარსკვლავი
ვარსკვლავებს მომწყდარა.


მურმან ლებანიძე,



პ.ს გახსენით ვინმემ ახალი თემა,,

Posted by: nini gogo 27 Nov 2015, 20:55
QUOTE
ვოი, რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვოი, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ -
ყინულის ლოგინში!..


user.gif


EisblumE
QUOTE
პ.ს გახსენით ვინმემ ახალი თემა,,

ახალი თემა გახსნილია https://forum.ge/?showtopic=34681440&st=810&hl=

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)