Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > General Discussion > კერძო სკოლა "ფესვები" თემქაში


Posted by: Forester 27 Aug 2010, 22:39
თუ გაგიგიათ მაგ სკოლის შესახებ რამე?

კარგი ან ცუდი...

ბავშვის შეყვანას ვაპირებ და მაინტერესებს სად მიმყავს...

დირექტორმა მითხრა დაწყებითის მასწავლებლები არ გვავსო ჯერო, ვინც გვყავდა გავუშვითო და ახლები კონკურსის წესით უნდა მივიღოთო, რაღაც არ მომეწონა ეგ ამბავი...

თუ რამე იცით გამაგებინეთ რა ძალიან გთხოვთ

გმადლობთ

Posted by: JollyRoger 27 Aug 2010, 22:42
არ გამიგია მაგრამ თემქაში რა არის? biggrin.gif

Posted by: Mustis 27 Aug 2010, 22:42
თემქაში არა...თემქაზე...კი...სკოლას არაუშავს...იქვე ასწავლიან გაკვეთილებს და სწავლის დონე კარგია...კვებაც...შენობა გასარემონტებელია...ადგილი კარგია,იქვე უდგება ყველა მარშუტკა და ადვილი მისაგნებია...თუ მანქანა გყავს უკეთესი...მასწავლებლებზე არ ვიცი რა გითხრა...

Posted by: Forester 27 Aug 2010, 23:03
Mustis
თუ იმასაც ამიხსნი რატომ თემქაზე და არა თემქაში ძალიან გამახარებ

თუ მასწავლებლებზე არ იცი მაშ დადებითად როგორ უნდა შეაფასო სკოლა? ცოტა გაუგებარია თქვენი შეფასების კრიტერიუმები

მაინც დიდი მადლობა

Posted by: beN :) 27 Aug 2010, 23:08
Forester
გამიგია,ვყოფილვარ კიდეც, რავი რა გითხრა ძმაკაცის ნათესავმა დაამთავრა წელს

Posted by: WOMAN IN LOVE 27 Aug 2010, 23:12
QUOTE
რატომ თემქაზე და არა თემქაში

რატომ საბურთალოზე და არა საბურთალოში?
იმიტომ, რატომაც ვაკეში და არა ვაკეზე
smile.gif

Posted by: BASTIAN_SCHWEINSTEIGER 27 Aug 2010, 23:22
Forester

მასწავლებლებზე ხო თვითონაც არ ეცოდინებათ, თავად არ თქვით რომ არ ჰყავთ ჯერო .... spy.gif

Posted by: miramax 29 Aug 2010, 14:44
QUOTE
რატომ საბურთალოზე და არა საბურთალოში?
იმიტომ, რატომაც ვაკეში და არა ვაკეზე

smile.gif

Posted by: hitchhiker 30 Aug 2010, 16:12
საჯარო სკოლაში შეიყვანო ისე ეგ არ ჯობს

Posted by: Forester 30 Aug 2010, 19:50
hitchhiker
საჯაროში კარგია, მგრამ პირველი საათის მერე რა ვუყო ბავშვებს?

იქ კი 5 საათამდე იქნებიან და ასწავლიან კიდევაც მეორე დღისთვის რაღაცეებს...

მესამე შვილი პატარა გვყავს და დიასახლისი ვერ არის იმ დონეზე მოცლილი, როგორც საჭიროა ორი ”მაკვარანჩხი” ბიჭისთვის დასაჯდომად... smile.gif

Posted by: by_0m1ko 30 Aug 2010, 20:53
Forester
მემგონი საჯაროებშიც არის ჯგუფი "გახანგრძლივებული" და გაკვეთილების მერე იქ რჩებიან ბავშვები და მეცადინეობენ.

Posted by: ბიტო 30 Aug 2010, 23:49
by_0m1ko
QUOTE
მემგონი საჯაროებშიც არის ჯგუფი "გახანგრძლივებული" და გაკვეთილების მერე იქ რჩებიან ბავშვები და მეცადინეობენ.


საჯაროს ყოველთვის სჯობს ნორმალური კერძო.

Forester

მხოლოდ თემქაზე გსურს?

Posted by: Forester 31 Aug 2010, 00:00
ბეტო
QUOTE
მხოლოდ თემქაზე გსურს?

მხოლოდ თემქაზე არა, სხვაგანაც იყოს, მაგრამ ძალიან ძვირებია და დაწყებით სწავლებაში ძვირი თანხის გადახდა არ მიმაჩნია აუცილებლობად...
თან მაინცდამაინც დიდად არ განსცვავდებიან სწავლის ხარისხით... არ არიც ჩვენთან ეგ კულტურა კარგად დამკვიდრებული...

ერთ სასწავლებელში მივედი და ხელშეკრულებას რომ გადავხედე, სკოლა იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს მოუმატოს სწავლის საფასურს... ეგ კიდე მე არ მაწყობს, თან ამ ნიუანსით ჩანს სკოლის მენეჯმენტის უსუსურობა, რაც მაძლევს ამ სკოლაში სწავლების დონის შეფასების საფუძველსაც... ხომ შეიძლება ცოტა მეტი დაადო თანხა და ხელშეკრულებას ვისაც გაუფორმებ იმისთვის მუდამ ის თანხა იყოს დოლარის კურსზე მიბმული, ამით კლიებნტი კოფორტს გრძნობს და ნდობის ფაქტორი მაღლა იწევა...
ამდენს ვინც ვერ საზღვრავს, იმან არა მგონია ჩემს შვილს განსხვავებულად ასწავლოს ვიდრე ეს ხდება უფრო იაფიან სასწავლებლებში...

რაც შეეხება ფესვებს, იქ 1000 ლარი უწევს წელიწადში და მეტს ვერ გადავიხდი, თან 2 ბავშვზე 2000 -ის გადახდა მიწევს და უფრო მეტისა გამიჭირდება...



Posted by: სოფია_ლი 31 Aug 2010, 00:09
ეს თუ ისაა უნივერსამთან როა მაგარი სლე სკოლაა, ჩემი ძმა დადიოდა და სანამ ჭკუიდან არ გადამიყვანეს თავიანთი რელიგიური ფანატიზმით რომელიც მართლა მარაზმში გადადიოდა უკვე, მანამდე გადავიყვანეთ სხვა სკოლაში.....

Posted by: ბიტო 31 Aug 2010, 00:17
Forester
მუხიანში გაწყობს? "ლილე"-ში, საკმაოდ კარგი სიტუაციაა, კვება და ყველაფერი აბსოლიტურად, გახანგრძლივებული ჯგუფებით, პარალელურად ცეკვა, ნუ თუ თქვენი სურვილი იქნება, ოღონდ ცეკვაზეც გადასახადია, 20 ლარი მგონი თვეში, შესანიშნავი გუნდი ყავთ smile.gif დამიჯერეთ არ ინანებთ.

Posted by: Forester 31 Aug 2010, 00:49
sopia_li
რელიგიურ ფანატიზმზე არაფერი გამიგია...
ისე მეორედ რომ ვიყავი დირექტორს შენიშვნა მივეცი, ხატები აღმოსავლეთის კედელზე უნდა იყოს თქო და უიმეო მართლაო... გადავიტანო... (ჩრდილოეთ კედელზე იყო)

რელიგიურობაში ცუდი არაფერია, პირიქით...

მაგრამ იმ დოზით რა დოზითაც დაწყებითი კლასის მოსწავლეების გონება გაწვდება სხვა საგნების სწავლასთან ერთად რელიგიას...

Posted by: ბიტო 31 Aug 2010, 00:50
Forester
QUOTE
მუხიანში გაწყობს? "ლილე"-ში, საკმაოდ კარგი სიტუაციაა, კვება და ყველაფერი აბსოლიტურად, გახანგრძლივებული ჯგუფებით, პარალელურად ცეკვა, ნუ თუ თქვენი სურვილი იქნება, ოღონდ ცეკვაზეც გადასახადია, 20 ლარი მგონი თვეში, შესანიშნავი გუნდი ყავთ smile.gif დამიჯერეთ არ ინანებთ.


Posted by: სოფია_ლი 31 Aug 2010, 01:12
Forester
QUOTE
რელიგიურობაში ცუდი არაფერია, პირიქით...

მაგრამ იმ დოზით რა დოზითაც დაწყებითი კლასის მოსწავლეების გონება გაწვდება სხვა საგნების სწავლასთან ერთად რელიგიას...

საქმეც მაგაშია რომ დოზაზე მაქვს საუბარი smile.gif

Posted by: Forester 31 Aug 2010, 01:20
ბეტო
არა არ მაწყობს...

რაღაც პერიოდი სოლოლაკიდან მომიწევს ტარება შემდეგ კი სანზონიდან და მუხიანი ძაან შორს იქნება... ამიტომ ვერ რა...


გმადლობ ყურადღებისათვის...

Posted by: SysOp 31 Aug 2010, 02:59
ამ თემას არ აწყენდა საჭირო განყოფილებაში გადატანა + იამს დავამატებ რო გაგარკვევენ smile.gif


http://forum.ge/?showforum=79


Posted by: beN :) 31 Aug 2010, 03:08
მეტა : JollyRoger
lol.gif

Posted by: JollyRoger 31 Aug 2010, 03:20
QUOTE (beN :) @ 31 Aug 2010, 03:08 )
მეტა : JollyRoger
lol.gif

მე მგონი დროა ტიმმა ექვს პუნქტიანი შეთანხმების შედგენა დაიწყოს givi.gif


lol.gif

Posted by: paranoidis_dzma 31 Aug 2010, 03:38
გლდანშია კარგი სკოლა მეორე მიკროში - ალმასი. yes.gif up.gif

Posted by: hitchhiker 31 Aug 2010, 20:42
Forester
მგონი საჯარო სკოლებშიც აქვთ გახანგრძლივებული სწავლება..ისე მე პირადად გირჩევ მიიყვანო ნორმალურ საჯარო სკოლაში და ტყუილად არ ყარო ფული კერძოშI ... თან კერძო სკოლები თბილისში ნორმალური 1-2 და საშინლად ძვირი ღირსsmile.gif

Posted by: Forester 31 Aug 2010, 21:30
paranoidis_dzma
SysOp\
hitchhiker


გმადლობთ



QUOTE
მგონი საჯარო სკოლებშიც აქვთ გახანგრძლივებული სწავლება..ისე მე პირადად გირჩევ მიიყვანო ნორმალურ საჯარო სკოლაში და ტყუილად არ ყარო ფული კერძოშI ... თან კერძო სკოლები თბილისში ნორმალური 1-2 და საშინლად ძვირი ღირს


რაღა დავმალო და ზუსტად მაგ აზრზე ვარ მეც რა... აი ზუსტად რა...
მაგრამ "სო რე ჯგირი საჯარო სკოლა?" biggrin.gif ეგ რომ არ ვიცი?

განხანგრძლივებულიც რომ ჰქონდეს და ამავდროულად სწავლებაც ნორმალურ დონეზე იყოს სად არის ეგეთი საჯარო? იქნებ ეგ მაინც მიკარნახოთ ვინმემ?

სასურველია ტერიტორიულად იყოს სანზინიდან გლდანის მიმართულებით მაქსიმუმ თემქის ასახვევამდე
სანზონიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით მაქსიმუმ თავისუფლენბის მოედნამდე ნებისმიერ უბანში

2 თვეში საცხოვრებლად გადავდივარ სანზონაში დასამსახური მაქვს ვაკეში, ასე რომ ტარებით ვატარებ უპრობლემოდ ოღონდა გახანგძლივებული უნდა ჰქონდეს სკოლას

ველოდები თქვენს რჩევა-რეკომენდაციებს

გმადლობთ

Posted by: Tiberium L 1 Sep 2010, 00:10
http://www.aia-gess.com/
ამ სკოლას გირჩევ , წერეტელზე და გლდანში აქვთ ფილიალები.

Posted by: ფიო 1 Sep 2010, 01:50
და ქართულ-ალბანურ კოლეჯ "ცოდნის ძალაზე" რას იტყვით? givi.gif

Posted by: hitchhiker 1 Sep 2010, 17:07
Forester
აქ სანზონაში ნამდვილად არ ვიცი და თემქაზე ერთი საჯარო სკოლა 149ე გახანგრძლივებულიც აქვთ როგორც ვიცი და კიდევ რუსული სკოლაა მანდვე ახლოს 148ე smile.gif
თუ არ გეზარება შეგიძლია ნახო smile.gif მეტი სამწუხაროდ არ ვიცი

Posted by: Forester 2 Sep 2010, 11:38
Tiberium L
აუ როგორ მოვიშალე ამ დილით ნერვებზე რა...

გუშინ დავრეკე მაგ სკოლაში, აიაში რა... და დირექტორმა გინდა თუ არა უნდა მოხვიდეო ისე როგორ გითხრაო პირობებიო, ფასი მითხარი მეთქი... არა რა... არაფრის დიდებიტ არ მითხრა...
გავედი ამდილით, ჯერ ხომ ძლივს ვიპოვე 62-ის ატეესთან იპოლიტ-ივანოვის ქუჩა biggrin.gif და ვისაც ტფ-ზე ველაპარაკე თვითონ აღარც შემხვდა... ვინც შემხვდა იმ ქალბატონმა კიდე მითხრა ჩვენთანო 1500$-დან იწყებაო ფასებიო და ამომასხა კინაღამ, ისე პირდაპირ მითხრა, მე მეგონა რახან გამომიყვანეს მაგ სიშორეზე ალბათ ჯერ გამაცნობენ სკოლის პროექტებსთქო ან რამე მსგავსი და ამ ქალმა კიდე პირდაპირ თანხით დაიწყო... ხომ შეიძლებოდა ტელეფონითაც ეთქვა... თან ძალიან დაჟინებით მოითხოვა გამოვსულიყავი, ჯერ გაგვიცანი და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთო...

ძაან მომწონს აქაურობა თქო მაგრამ არ მაქვს ის სამი ათAსი დოლარი წელიწადში თქო და გამოვბრუნდი რა...

Posted by: by_0m1ko 2 Sep 2010, 13:38
user posted image

Posted by: levaa 2 Sep 2010, 13:47
Forester კარგი სკოლაა ნამდვიალდ smile.gif ბევრი უბნელი სწავლობდა და ყველა კმაყოფილი იყო

Posted by: zpetriashvili 26 Dec 2014, 16:30
დირექტორის გვარი ხო არ იცით ვინმემ მაია ქვია ეგ ვიცი...
* * *
გვარი ხო არ იცით ვინმემ სკოლა ,,ფესვები"-ს დირეკტორის...?

Posted by: lela_85 27 Dec 2014, 23:26



არ გირჩევთ ........................................


Posted by: MrsT 8 Aug 2018, 13:52
ძველი თემაა... მაგრამ ამ სკოლაზე თუ გაქვთ რამე ინფორმაცია მითხარით რა .. ფესვებს ვგულისხმობ. ან ნორმალური კერძო რომელია თემქა / სანზონა / მუხიანი

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)