#53527228 · 2 Oct 2018, 19:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Davion
QUOTE | მაში ვხედავ წინააღმდეგობას. თუ მოვლენები (ე.ი. პროცესები) ერთნაირად მიმდინარეობს ინერციულ სისტემებში, მაშინ ერთიდაიგივე პრინციპზე აგებული საათებიც ერთნაირი ტემპით აღრიცხავს დროის მსვლელობას და დროის შენელება საერთოდ არ უნდა არსებობდეს. |
რატომ? ერთნაირი მიმდინარეობა ნიშნავსყველა პარამეტრის ტოლობოს?, ცხადია არა.. Fარდობითობის სპეციალური თეორიის შემთხვევაში, ეს ნიშნავს ლორენცის გარდაქმნების მიმართ ინვარიანტობას, ერთანირობას... ეს ნიშნავს, რომ განტოლება, რომელიც აღწერს პროცესს რჩება იგივე მეორე სისტემაში უფრო მათემატიკურად კიდევ ლაგრანჟიანი, რომელიც წარმოადგენს პროცესს, ინვარიანტულია ლორენცის გარდაქმნის ჯგუგის მიმართ.. თუ ავიღებთ მაგალითად საათს, ცეზიუმის საათს, რომლის გარკვეულ დონეებს შორის გადასვლის სხვაობა იცვლება, მაგრამ პროცესი იგივე რჩება, ანუ დირაკის განტოლება ინვარიანტულია... ასეა გაგებული ერთნაირობა, ინვარიანტულობა ფიზიკაში...
QUOTE | რახან არსებობს დროის შენელების ეფექტი უნდა ვაღიაროთ რომ თანაბარი სიჩქარით მოძრაობა არ არის ფარდობითი არამედ აბსოლუტურია "ფიზიკური ვაკუუმის" მიმართ, ბრჭყალები იმიტომ დავსვი რომ არავინ არ იცის ამ სუბსტანციის სტრუქტურა. |
ამაში გეთანხმები, ჩვენ არ ვიცით რა სტრუქტურა აქვს ფიზიკურ ვაკუუმს, მასში ვრცელდება სინათლეც და ყველაფერიც,.... ის ჩვენი სამყაროს 73პროცენტია და ასეთი დიდი რაოდენობის სუბსტანცია არ ახდენდეს გავლენას, ჩვენს სამყაროზე, შეუძლებელია... ხადია რომ მასთან ურთიერთქმედება სუსტია, მაგრამ მასში იმალება სავსებით ახალი ფიზიკა... მას ჰქვია ფიზიკური ვაკუუმი კვანტური ფიზიკის დონეზე, მაგრამ ფარდობითობის თეორია მას ლამბდა ვაკუუმს ეძახის, იგივე ბნელი ენერგია... ბევრი რაღაცეები ვიცით მის შესახებ, მაგრამ ეს წვეთია ოკიანეში... იმასაც ვერ მივაღწიეთ, რომ გამოთვლილი ფიზიკური ვაკუუმის ენერგია უდრიდეს ლამბადა ვაკუუმის ენერგიას, სხვაობა 10^60 ია...ჩვენ არ ვიცით როგორ გამოვიყენეოთ ეს სუბსტანცია ათვლის სისტემად, ან გარემოდ გავრცელების... თუმცა არსებობს, ე.წ. გრავიტაციის თეორია, რომელიც ამბობს, რომ როდესაც სხეულს მოვათავსებთ ამ ვაკუუმში ის ვაკუუმი გამოიდევნება ამ ადგილიდან და იზრდება ამ ვაკუუმის სიმკვრივე და წნევა ამ ობიექტის გარეთ და ეს ახდენს წნევას ამ ობიექტზე და ამის გამოვლინება არის გარვიტაცია.... ანუ რეალურად გრავიტაციული ურტიერთქმედება არ არსებობს, არსებობს წნვა ამ ფიზიკური ვაკუუმიდან,. ბევრი ამას პესიმისტურად უყურებს... რელიქტური გამოსხივება არ არის ეს ვაკუუმი,.. რელიქტური გამოსხივება, ასევე ნოტრინოებით შევსებული ეს სამყარო ცალკე არის ამ ფიზიკურ ვაკუუმში... და როგორც ზევით ავღნიშნე ამ რელიქტურ გამოსხივებას, დიპოლის გარეშე შეუძლია შეასრულოს აბსოლუტურად უძრავი სისტემის როლი, როგორც ფიზიკურ ვაკუუმს, მაგრამ ფიზიკურ ვაკუუმში, ჯერ ხელწამოსაკიდი მოვლენა არ გვაქვს, რომ მასთან სისტემა დავაკავშიროთ...
QUOTE | მოკლედ თუ დავუშვებთ რომ თანაბარი მოძრაობა აბსოლუტურია და არა ფარდობითი ამ ვაკუუმის მიმართ მაშინ ლოგიკაში ჯდება |
ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი ამ ვაკუუმში ვრცელდება, მაგრამ როგორია ეს გავრცელების მექანიზმი, არ ვიცით... აონშტაინმა უარყო ეთერი და საერტოდ გარემო სინათლის გავრცელებისთვის.. ეს რეალურად ნიშნავს, რომ სინათლე არ ურთიერთქმედებს ამ ვაკუუმთან, მაგრამ ვაკუუმი არსებობს...... და მასში უზარმაზარი საიდუმლოებაა... როგოც მოხდა მე20 საუკუნის დასაწყისში ფიზიკის შესვლა ახალ ეტაპზე, ატომის გამოკვლვით,.. ამის მსგავსად ახალი მეთოდებით დაიწყება ვაკუუმის სტრუქტურაში შესვლა...
QUOTE | მაშინ ისიც უნდა ვთქვათ რომ ინერციულ სისტემებში პროცესები შეიძლება განსხვავებულად მიმდინარეობდეს (საათის შენელება) |
ეს არასწორია, რადგან თუ იქნებოდა ერთი სისტემიდან გადასვლა სხვა სისტემაში მაგალიტად გალილეოს გარდაქმნებით, მაშინ დროის განსხვავება იქნებოდა მოვლენის განსხვავებული მიმდინარეობა, განტოლება არ იქნებოდა ინვარიანტული მის მიმარტ, მაგრამ სინათლის სიჩქარე მუდმივია და ეს მოითხოვს ლორენცის გარდაქმნებს...და მათ მიმართ პროცესები ინვარიანტულია, აბსოლუტური სისტემის გარეშეც... ფარდობითობის თეორია არ უარყოფს პრვილეგირებულ სისტემას, თუ მასშიც მოვლენები ინვარინტულია...
--------------------
ლოგიკით ნუ ტრაბახობ თუ არ გაქვს ცოდნა, არ გექნება ლოგიკა
|