პრო-ირანული ლიბანური ტელევიზია ალ-მაიადინი (ჰეზბოლას მედია) ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ დროისთვის ემირატების ერთ-ერთი უდიდესი ფუჯაირაჰის პორტში ემირატების 7 ნავთობის ტანკერი იწვის, დიდი ალბათობით აღნიშნული სპეცოპერაცია ირანულმა სპეცსამსახურებმა ჩაატარეს. თავიდან ემირატების სახელწიფო ტელევიზიამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, სულ რამოდენიმე წუთის წინ კი დაადასტურეს, რომ პორტში არსებულ 4 ნავთობის ტანკერზე განხორციელდა თავდასხმა(საბოტაჟი). ამ დროისთვის კი დასტურდება მინიმუმ 5 ნავთობის ტანკერზე თავდასხმა(ირანული მედია ავრცელებს დაზუსტებულ ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რომელი ნავთობის ტანკერები იქნა განადგურებული). ირანი დიდი ხანია იმუქრება, რომ ის ჩაკეტავს ჰორმუზის სრუტეს(ნავთობის 40% ამ სრუტეზე გადის) და დაიწყებს საუდისტების და ემირატების ნავთობის ტანკერების ჩაძირვას, თუ მასზე სანქციები გამკაცრდება. ფუჯაირაჰის პორტი კი სწორედ ჰორმუზის სრუტესთან იმყოფება და არის ემირატებისათვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ადგილი. ირანი ასევე იმუქრება, რომ მასზე ომის დაწყების შემთხვევაში მიწასთან გაასწორებს ბალისტიკური რაკეტებით, რეგიონში არსებულ ამერიკულ ბაზებს და ამერიკის მოკავშირე ქვეყნებს(საუდის არაბეთი, ემირატები და ისრაელი).
ამერიკის საზღვაო ძალების მე-5 ფლოტის სარდლობა(რომელიც ახლო აღმოსავლეთშია განთავსებული) კი დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.
დიდი ალბათობით ეს სპეცოპერაცია(საბოტაჟი) განხორციელებულია ირანის სპეცსამსახურების მიერ. აღნიშნული ფაქტი არის ირანის მორიგი ძალიან სერიოზული პროვოკაცია და სიტუაციის სერიოზული ესკალაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.
მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც აშშ-მ სპარსეთის ყურისკენ გადაისროლა ავიამზიდი აბრაამ ლინკოლნი და მისი დამრტყმელი ესკადრილია.
პ.ს სიტუაცია უკიდურესად იძაბება და შესაძლოა ეს ყველაფერი რეგიონში ძალიან დიდი ომში გადაიზარდოს
Massive explosions reported at UAE port
https://www.presstv.com/Detail/2019/05/12/5...-explosion-fireUAE Says Four Commercial Vessels Targeted by 'Sabotage Operations'
https://www.haaretz.com/middle-east-news/ua...ampaign=GeneralSeveral explosions hit UAE port of Fujairah
https://timesofindia.indiatimes.com/world/m...ow/69293161.cmsვრცელდება ინფორმაცია, რომ განადგურებულია შემდეგი ემირატების ნავთობის ტანკერები:
1. ნავთობის ტანკერი ამჯადი(AMJAD tanker)
2. ნავთობის ტანკერი მარზუქაჰი(Marzuqah tanker)
3. ნავთობის ტანკერი მირაჯი(Miraj oil tanker)
4. ნავთობის ტანკერი მიჩელი(A.MICHEL oil tanker)
5. ნავთობის ტანკერი ფნსა - 10(FNSA 10 oil tanker)
ეს სპეცოპერაცია დიდი ალბათობის ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსისზ(ქუდსის ბრიგადა) და ირანის უშიშროების სამსახურის "ვევაკის" მიერ განხორციელდა (მათ ხელწერას გავს)
This post has been edited by DIDGORI-GEO on 12 May 2019, 20:28