ფულჰემი ქვეყანა: ინგლისი
ქალაქი: ლონდონი
fulhamმისამართი: სტივენეიჯ როუდი, ლონდონი, SW6 6HH
ტელ: 0870 442 1234
ოფიციალური საიტის მისამართი:
www.fulhamfc.com დაარსების წელი: 1879
პროფესიონალური სტატუსი: 1898
კლუბის მეტსახელი: კოტეჯელები
მიღწევები ინგლისის თასის ფინალისტი (1975)
პირველი დივიზიონის გამარჯვებული (2001)
ინტერტოტოს თასის სამთა ფინალის გამარჯვებული (2002)
ევროპის ლიგის ფინალისტები (2010) (
ატლეტიკო – ფულემი )
[IMG]http://s005.radikal.ru/i212/1006/d8/1588a6447a28.jpg[/IMG]
[IMG]http://s44.radikal.ru/i106/1006/7c/e79d268ccc0e.jpg[/IMG]
2009-10 წლების სეზონში კლუბის მთავარ მწვრთნელი როი ჰოჯსონი ორჯერ იქნა დასახელებული თვის საუკეთესო მენეჯერედ (ოქტომბერი 2009, თებერვალი 2010) წლის ბოლოს კი მწვრთნელთა გადაწყვეტილებით წლის მენეჯერადაც დასახელდა.
მარკ შვარცერი 2010 წლის თებერვლის თვის მოთამაშე.
ევრო ასპარეზიები [IMG]http://s60.radikal.ru/i167/1006/bb/3997eba9cd53.bmp[/IMG]
კლუბის რეკორდები და ანტირეკორდები ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: "იფსვიჩთან" - 10-1, 1-დ, 26 დეკ. 1963 წ.
ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხება: "ლივერპულთან" - 0-10, ლიგის თასი, 23 სექ. 1986
ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება ევრო სარბიელზე: იუვენტუსი 4-1. 18 მარტი 2010წ. (ევროპის ლიგა)
ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცვება ევრო სარბიელზე: იუვენტუსი 1-3. 11 მარტი 2010წ. (ევროპის ლიგა)
მოგებათა მაქსიმალური სერია - 8 თამაში, 6 მარტიდან 13 აპრილამდე 1999
ფრეების მაქსიმალური სერია - 6 თამაში, 14 ოქტომბერიდან 18 ნოემბრამდე 1995
წაგებათა მაქსიმალური სერია - 11 თამაში, 2 დეკემბრიდან 1961 24 თებერვლამდე 1962
წაუგებელი მაქსიმალური სერია - 15 თამაში, 26 იანვრიდან 13 აპრილამდე 1999
მოუგებელი მაქსიმალური სერია - 15 თამაში, 25 თებერვლიდან 23 აგვისტომდე 1950
ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩიები: ჯონი ჰეინზმა, 594, 1952-70 წლები
ყველაზე მეტი გატანილი ბურთი: გორდონ დევისი, 159, 1978-84 და 1986-91 წლები
ყველაზე მეტი გატანილი ბურთი ერთ სეზონში: ფრენკ ნიუტონი, 43, 3-დ, 1932 წ.
ყველაზე დიდი სტაჟის მქონე ინგლისის ნაკრებში - ჯონი ჰეინზი, 58
მენეჯერები:ჰარი ბრებშოუ 1904-1909
ფილ კეისი 1909-1924
ენდი დუკატი 1924-1926
ჯონ ბრედშოუ 1924-1929
ნედ ლიბელი 1929-1931
ჯეიმს მაკანტირი 1931- 1934
ჯიმი ჰოგანი 1934-1935
ჯეკ პერტი 1935-1948
ფრენკ ოსბორნი 1948-1949
ბილ დოჯინ-უმცროსი 1949-1953
ფრენკ ოსბორნი 1953-1956
დუგალდ ლივინგსტონი 1956-1958
ბედფორდ ჯეზარდი 1958-1964
ვიჩ ბუკინგჰემი 1964-1968
ბობი რობსონი 1968-1968
ბილ დოჯინ-უმცროსი 1969-1972
ალეკ სტოკი 1972-1976
ბობი კემპბელი 1976-1980
მალკომ მაკდონალდი 1980-1984
რეი ფარფორდი 1984-1986
რეი ლევინგტონი 1986-1990
ალან დიკსი 1990-1991
დონ მაკკეი 1991-1994
იან ბრენფუტი 1994-1996
მიკი ადამსი 1996-1997
რეი ვილკინსი 1997-1998
კევინ კიგანი 1998-1999
პაულ ბრეისვილი 1999-2000
ჟან ტიგანა 2000-2003
კრის კოულმენი 2003-2007
ლორი სანჩესი 2007-07
როი ჰოჯსონი 2007-
სტადიონები:• 1879-1883 - Star Road, Fulham
• 1883-1884 - Eel Brook Common, Fulham
• 1884-1885 - Lillie Rec, Fulham
• 1885-1886 - Putney Lower Common, Putney
• 1886-1888 - Ranelagh House, Fulham
• 1888-1889 - Barn Elms, Barnes
• 1889-1891 - Parsons Green, Fulham
• 1891-1895 - Half Moon, Putney
• 1895-1896 - Cpt. James Field, West Brompton
• 1896-2002 - Craven Cottage, Fulham
• 2002-2004 - Loftus Road, White City (groundshare with Queens Park Rangers during Craven Cottage renovation)
• 2004 to present - Craven Cottage (read the Craven Cottage article for future prospects of the ground.)
"ფულჰემის" ისტორია[YOUTUBE]8al_iPsc0jQ&feature[/YOUTUBE]
ლონდონის "ფულჰემს" დაახლოებით ასოცდაათწლიანი ისტორია აქვს, თუმცა ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დალხენილი ცხოვრება ნამდვილად არ ჰქონია. გუნდი ხან ელიტაში ასპარეზობდა, ხანაც ყველაზე დაბალ დივიზიონში და მთავარს მაინც აღწევდა - არსებობდა...
წარსულში, როცა კლუბს ძალიან უჭირდა, მისი გადარჩენა ბევრმა მეწარმემ თუ მწვრთნელმა სცადა, მაგრამ ამაოდ - "ფულჰემი" კატასტროფული სიჩქარით მიექანებოდა უფსკრულისაკენ. ერთმა ბიზნესმენმა მისი გაუქმება, თავიდან დაარსება და ახალი სახელი "ფულჰემ პარკ რეინჯერს" დარქმევა გადაწყვიტა, მაგრამ მხოლოდ ლონდონელთა რისხვა დაიმსახურა.
ბოლოს და ბოლოს კლუბს გაუმართლა, უმდიდრესი მფლობელის ხელში აღმოჩნდა და ოთხ სეზონში დაუბრუნდა პრემიერლიგას (2000). მართალია, ელიტაში 1968 წლის შემდეგ არ ყოფილა, "ფულჰემი" ხშირად ჩნდებოდა ავანსცენაზე, ამხანაგურ თუ სათასო მატჩებში მონაწილეობდა და სახელგანთქმულ მეტოქეებს მედგარ წინააღმდეგობასაც უწევდა. ყველაზე რთულ მომენტებშიც კი, საყვარელი გუნდის თამაშებს ხუთიათასამდე ქომაგი ესწრებოდა. ალბათ, ამიტომაც გადარჩა...
შორეულ 1891 წლის (დაარსდა 1879-ში) ზაფხულში "ფულჰემს" საკუთარი მოედანი არ ჰქონდა, ამიტომ ვარჯიშებსა და მატჩებს იქ მართავდა, სადაც მოუწევდა. შემდგომში მდგომარეობა ოდნავ გამოსწორდა - "ფულჰემს" და სარაგბო კლუბ "უოსპს" საზიარო მოედანი გამოუჩნდათ, რომელიც დედაქალაქის მეორე ბოლოში მდებარეობდა.
მაშინ კლუბს "ფულჰემ სენტ ენდრიუსი" ეწოდებოდა. 1894 წელს კი სახელი შეეკვეცა და დღევანდელი სახე მიიღო - "ფულჰემი". იმავე წელს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა,
კლუბს კრეივენ კოტეჯის მიწები შესთავაზეს. მის წევრებს ადგილი ნანახიც არ ჰქონდათ, ისე განაცხადეს თანხმობა, თუმცა იქ მისულებს ნანგრევები დახვდათ, "ფულჰემის" ხელმძღვანელებმა, ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა ერთად მოკიდეს საქმეს ხელი, ადგილი დაასუფთავეს, ახალი გრუნტი დააგეს და პირველი ტრიბუნებიც წამოჭიმეს, რომელიც "კურდღლის გალიად" შეირაცხა.
"ფულჰემმა" პირველი საშინაო მატჩი მოიგო. ეს 1896 წელს მოხდა, როცა მიდლსექსის თასის გათამაშებაში ლონდონელებმა "მინერვას" უმასპინძლეს და 4:0 სძლიეს. ორი წლის შემდეგ კლუბმა ოფიციალური სტატუსი მიიღო და სამხრეთის ლიგაში აღმოჩნდა, ხოლო 1903 წელს "ფულჰემი" კომპანიად იქცა, რომელსაც იმ დროისთვის საკმაოდ მსხვილი კაპიტალი ჰქონდა - 7500 გირვანქა.
გავიდა კიდევ ორი წელი და კლუბის სათავეში ცნობილი ბიზნესმენი ჰენრი ნორისი მივიდა, რომელიც ოფიციალურ სპონსორად აირჩიეს სხვა საქმოსნებთან ორთაბრძოლაში. ნორისმა უმალ მოჰკიდა საქმეს ხელი, დაიწყო "კრეივენ კოტეჯის" კეთილმოწყობა და საერთოდ, ლონდონური ფეხბურთის განვითარებაზეც დიდი ზეგავლენა მოახდინა. მას გუს მოერსმა მშენებარე "სტემფორდ ბრიჯზე" გადასვლა შესთავაზა, მაგრამ უარის მიღების შემდეგ თავად დაარსა გუნდი, სახელად "ჩელსი". ნორისმა კი ცნობილი სქოთი მშენებელი (სტადიონების განხრით) არჩიბალდ ლიგი დაიქირავა და "კრეივენ კოტიჯმაც" დღევანდელი სახე მიიღო.
ფანების რიცხვი საოცარი სისწრაფით იზრდებოდა, ხოლო "ფულჰემი" მათ ლამაზი, შემტევი, გააზრებული ფეხბურთით უხდიდა მადლობას. პირველი "ნამდვილი" მენეჯერის ჰარი ბრედშოუს ხელმძღვანელობით კლუბმა ზედიზედ ორჯერ (1906, 07 წლებში) იმარჯვა სამხრეთის ლიგაში, რის შემდეგაც მეორე დივიზიონში მიიწვიეს. პირველ სეზონში "ფულჰემი" მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა, და სულ რაღაც სამი ქულა დააკლდა, რომ სადებიუტო სეზონშივე ელიტაში ამოეყო თავი.
იმავე წელს ლონდონელებმა ყველა გააოცეს და ინგლისის თასის ნახევარფინალში გავიდნენ, თუმცა იქ ძალიან ძლიერი "ნიუკასლის" ზეწოლას ვეღარ გაუძლეს და 0:6 განადგურდნენ. ამ დროს თანაქალაქურმა "ჩელსიმაც" წამოჰყო თავი, მოერსის გუნდი სწრაფად აბარგდა პირველ დივიზიონში (დღევანდელი პრემიერლიგა) და ლონდონელ ქომაგთა უმეტესობაც გადაიბირა. ნორისი ამან ძალიან გააღიზიანა, მისი კლუბი ვერა და ვერ აღწევდა თავს მეორე ლიგას, რის გამოც ნელ-ნელა ჩამოშორდა "ფულჰემს" და პარალელურად პირველი დივიზიონის "ვულვიჩ არსენალში" დაიწყო მოღვაწეობა. 1910 წელს ბიზნესმენმა ამ ორი კლუბის გაერთიანება გადაწყვიტა, მაგრამ ფეხბურთის ასოციაციამ არ დაანება და პირველი მსოფლიო ომის დაწებამდე ნორისი "ფულჰემიდან" წავიდა.
ომისშემდგომ პერიოდში ლონდონელებმა კიდევ ცხრა სეზონი დაყვეს მეორე დივიზიონში, 1928 წელს კი სულაც მესამე (სამხრეთ) ლიგაში აღმოჩნდნენ. გუნდს ჰარი ბრედშოუს ვაჟი ჯო ხელმძღვანელობდა. მიუხედავად დაქვეითებისა "ფულჰემმა" ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მაინც შეძლო და გაორმაგებული ენერგიით შეუდგა საქმეს. გუნდში ირიცხებოდნენ: ინგლისის ნაკრების ყოფილი წევრი ფრენკ ოზბორნი, მცველი ჯონ არნოლდი, ნახევარმცველი ჯიმ ჰამონდი, რომელმაც პირველმა მოახერხა "ფულჰემის" მაისურით ასი გოლის გატანა.
ყოველივეს გუნდის თავკაცად ჯიმ ჰოგანის დანიშვნა მოჰყვა და შედეგმაც არ დააყოვნა: 1931/32 წლების სეზონში "ფულჰემმა" 111(!) გოლი გაიტანა და მესამე დივიზიონის ჩემპიონი გახდა. გაიბრწყინა ფიზიკურად ძალიან ძლიერმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ფრენკ "ბონზო" ნიუტონმა, ვინც 42 მატჩში 44-ჯერ დალაშქრა მოწინააღმდეგეთა კარი. მეორე ლიგაში გუნდს ბევრი არაფრისთვის მიუღწევია, ერთხელ მესამე ადგილზე გავიდა, ერთხელაც თასის ნახევარფინალში გააღწია, მაგრამ იქ "შეფილდ იუნაიტედს" ვერაფერი მოუხერხა.
მალე ჰოგანი ჯერ პერტმა შეცვალა, პერტი კი "ფულჰემის" ყოფილმა მოთამაშემ ფრენკ ოზბორნმა, რომელმაც თანაშემწედ ასევე ყოფილი თანაგუნდელი ფრენკ პენი აიყვანა. მათ ხელში ლონდონელებმა საგრძნობლად მოუმატეს და 1949 წელს ოცნებაც აისრულეს - მეორე ლიგის ჩემპიონები გახდნენ და პირველში აინაცვლეს. ოზბორნი "ფულჰემის" გენერალური დირექტორი გახდა, ხოლო თავის ადგილზე ბილ დოჯინი დანიშნა, რომელიც ოზბორნის მსგავსად, აქცენტს საკუთარი სკოლის ნიჭიერ აღსაზრდელებზე აკეთებდა და არა სხვა გუნდებიდან მოწვეულ სახელოვან, გადაბერებულ ვეტერანებზე.
სამწუხაროდ ელიტაში ყოფნა დიდხანს არ გაგრძელებულა და სამ სეზონში, 1952 წელს, "ფულჰემი" ისევ მეორე დივიზიონში დაბრუნდა, თუმცა ამ დროს ზემოთხსენებულმა აქცენტმა (ახალგაზრდებზე) ნაყოფი გამოიღო. გუნდში ჩინებული თაობა მოვიდა: მცველები ტომ უილსონი და ტომ ჩემბერლენი, ფორვარდი ბედი ჯეზარდი და ჰავბეკთა მთელი ბუკეტი - ბობი რობსონი (დღეს სახელგანთქმული მწვრთნელი, სერის ტიტულის მფლობელი), ჯიმი ჰილი და ჯონ ჰეინზი. დოჯინს უყვარდა მათთვის თქმა: "ბიჭებო, ბურთი მრგვალია, ამიტომ ბევრი აგორავეთ და რეზულტატიც იქნება".
"ფულჰემის" მეპატრონე სატელევიზიო კომედიანტი, შოუმენი ტომი ტრინდერი გახდა, რამაც ის შედეგი გამოიღო, რომ 25 ათას მუდმივ გულშემატკივართა შორის ცნობილი პიროვნებებიც გამოჩნდნენ. ორმოცდაათიანებში გუნდი ახალი ფეხბურთელებით შეივსო - გიბრალტარელი მეკარე ტონი მასედო, მცველები ჯორჯ კოენი (მსოფლიოს მომავალი ჩემპიონი) და ჯიმი ლენგლი, ნახევარმცველი ალან მალერი (შემდგომში ინგლისის ნაკრების წევრი) და შოტლანდიის ეროვნული გუნდის თავდამსხმელი გრემ ლეგატი.
"კრევენ კოტეჯზე" ფანობა გამოცოცხლდა. ამავდროულად რობსონმა, ჰილმა და ნახევარმცველმა რონ გრინვუდმა ტაქტიკის შესწავლა დაიწყეს, რაც დიდად დაეხმარა მათ წარმატებულ სამწვრთნელო კარიერაში, თუმცა ისიც სათქმელია რომ ფეხბურთსაც დიდებულად თამაშობდნენ. მათ გარდა, გუნდში გამორჩეული ფიგურა იყო "მაესტრო" ჰეინზი, "ფულჰემის" და ინგლისის ნაკრების კაპიტანი, რომლის წინამძღოლობითაც ლონდონელები კიდევ ერთხელ გავიდნენ თასის ნახევარფინალში, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედს" შეხვდნენ. 1958 წლის მიუნხენის ტრაგედია ახალი მომხდარი იყო და "მანჩესტერი" თავიდან შენდებოდა. "ფულჰემმა" მაინც ვერ შეძლო გამარჯვება. შეხვედრა 2:2 დამთავრდა, "ჰაიბერიზე" გამართულ გადათამაშებაში კი მანჩესტერელებმა 5:3 მოიგეს და ფინალში გავიდნენ.
ერთ წელიწადში, ყოფილი წევრის, ჯეზარდის თავკაცობით "ფულჰემი" მეორე დივიზიონის მეორე ადგილზე გავიდა და მეორედ დაბრუნდა ელიტაში. როგორც პირველად, ლონდონელებს იქ კვლავ გაუჭირდათ, გამუდმებით ცხრილის ფსკერზე ტივტივებდნენ, მაგრამ როგორც მაშინდელი პრესა იუწყებოდა, საკუთარი სტილი არ დაუკარგავთ. 1962 წელს "ფულჰემი" მეოთხედ გავიდა თასის ნახევარფინალში, თუმცა კვლავ დამარცხდა, ამჯერად "ბერნლისთან". რაც შეეხება ჩემპიონატს, იქ გუნდი მეოცე საფეხურზე აღმოჩნდა, ხოლო წამყვანი მოთამაშეები - მალერი და რობსონი უფრო ძლიერ კლუბებში გადაბარგდნენ. შეიცვალა ხელმძღვანელობაც - მეპატრონის თბილ სკამს ბიზნესმენი ერიკ მილერი დაეპატრონა.
"ფულჰემი" ჯერ მეორე, მერე მესამე დივიზიონში დაქვეითდა. 1968 წელს მილერმა მენეჯერის პოსტი დაატოვებინა ბობი რობსონს და იგი ჰეინზით შეცვალა. ეს უკანასკნელი ერთ თვეში მიხვდა, რომ არაფერი გამოსდიოდა და თანამდებობა თავისივე სურვილით დატოვა. ახალ მენეჯერად ბილ დოჯინ - უმცროსი გვევლინება, რომელმაც გუნდი 1972 წელს დააბრუნა მეორე ლიგაში. ამ დროს "ფულჰემს" მალერი შემოუერთდა, მანამდე იგი "ტოტენჰემში" გამოდიოდა და უამრავი ტიტული დაისაკუთრა.
მალერმა რამდენიმე სეზონი დაჰყო "ფულჰემში" ალენ სტოკის თავკაცობით, ცოტა ხანში კი იქ სხვა "გადამწვარი" ვარსკვლავებიც გამოჩნდნენ, მათ შორის, ინგლისის ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი, ნაკრების ექსკაპიტანი, მსოფლიოს ჩემპიონი ბობი მური, რომლის დახმარებითაც, "ფულჰემი" 1975 წელს თასის ფინალში გავიდა, მაგრამ 0:2 წააგო თანაქალაქურ "ვესტ ჰემ იუნაიტედთან".
გავიდა კიდევ ერთი წელიწადი და კლუბს როდნი მარშმა და თვით ჯორჯ ბესტმა მიაშურეს, თუმცა პირველ დივიზიონში ანაცვლებას არა და არ დაადგა საშველი.
ცოტა ხანში 1977 წელს ერიკ მილერმა თავი მოიკლა და მისი საკუთრება ახალი პატრონის ერნი კლეის ხელში აღმოჩნდა. 1980 წელს "ფულჰემი" მესამე ლიგაში დაქვეითდა. კელი მთელი ექვსი წელიწადი იბრძოდა გუნდის ფეხზე დასაყენებლად და ვალების დასაფარად, მაგრამ არაფერი გამოსდის და 1986 წელს გუნდს ყიდის, რომლის ახალი მფლობრლიც ფირმა "მარლერ ესტეიტს" ხდება, "სტემფორდ ბრიჯის" ყოფილი მფლობელი, რომელმაც ასევე შეიძინა "ქუინზ პარკ რეინჯერსი" სტადიონ "ლოფტუს როუდითურთ".
როგორც გაირკვა, "მარლერ ესტეიტს" არცთუ საფეხბურთო ზრახვები ჰქონდა. გეგმა ასეთი იყო - "კრეივენ კოტიჯის" დანგრევა და მის ადგილზე მრავალსართულიანი სახლების აშენება. ფირმას წინ აღუდგა ფეხბურთის ასოციაცია და ყოფილ ფეხბურთელთა ჯგუფი - ჯიმი ჰილი, ბილ მუდიმენი და ტომ უოლსონი. მათ გუნდი ვალებიდან გამოისყიდეს, თუმცა უსტადიონოდ იყვნენ დარჩენილები, რადგან "კრეივენ კოტიჯი" ფირმა "მარლერ ესტეიტს" ეკუთვნოდა.
შემდგომში, 1989 წელს, "ესტეიტმა" სტადიონის უზარმაზარ ლუდის რესტორნად გადაკეთება დააპირა, მაგრამ საბედნიეროდ ვერ მოასწრო - ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში გაბანკროტდ. სასწაულით, "ფულჰემიც" განაგრძობდა არსებობას და 1997 წელს, როგორც იქნა, მის მშფოთვარე ცხოვრებას უზარმაზარი წერტილი დაესვა - კლუბი ეგვიპტელმა მილიარდელმა "ჰაროლდის" მაღაზიათა ქსელის მეპატრონემ მუჰამედ ალ ფაიედმა შეისყიდა.
ალ ფაედის მისვლისთანავე, მიკი ადამსმა "ფულჰემი" მეორე დივიზიონში აღაზევა, რასაც გუნდში კევინ კიგანის მიყვანა მოჰყვა. 1998 წელს ლონდონელები ელიტაში გასასვლელ ფლეიოფში მოხვდნენ, მაგრამ დამარცხდნენ. შემდგომ სეზონში კიგანამ შემადგენლობა გააძლიერა - კრის კოულმანი, ჯონ სალაკო, ჯეფ ნორსფილდი და პოლ პესკისოლიდო გადაიბირა. შედეგად "ფულჰემი" უპრობლემოდ გახდა მეორე ლიგის ჩემპიონი. ამავდროულად "მიკი მაუსს" (კიგანის მეტსახელი) ინგლისის ნაკრების დამრიგებლის თანამდებობა შესთავაზეს. მას ეგონა, ორივეგან იმუშავებდა, მაგრამ ალ ფაედმა არჩევნის წინაშე დააყენა და ექსვარსკვლავმაც ეროვნული გუნდი აირჩია, მემკვიდრედ კი ბრეისველი დატოვა.
ბრეისველის 1999-2000 წლების სეზონში არავინ უყიდია და მწარედ შეცდა - ლონდონელები
მეცხრე ადგილს დასჯერდნენ. არადა, ეგვიპტელი მაგნატი ფანებს დაჰპირდა ხუთ წელიწადში პრემიერლიგაში ვიქნებითო. ეგ იყო და ალ ფაედის, "ფულჰემს" თავკაცად 80-იანი ფრანგული ფეხბურთის ვარსკვლავი ჟან ტიგანა დაინიშნა. მას "მონაკოსთან" კონტრაქტი ახალი დამთავრებული ჰქონდა და კარიერის გაგრძელებას იაპონიაში აპირებდა, თუმცა მილიარდერის ერთი სატელეფონო ზარი საკმარისი აღმოჩნდა, რათა ტიგანა "ამომავალი მზის ქვეყნის" ნაცვლად, "ნისლიან ალბიონზე" ჩასულიყო.
ახალი სამუშაო ფრანგმა იმით დაიწყო, რომ ლონდონში ყველასათვის უცნობი თანამემამულე ლუის საჰა ჩაიყვანა. ამასთან, "საუტჰემპტონიდან" ლუიშ ბოა მორტე გადაიბირა და "ნიუკასლიდან" ვეტერანი ლი შარპი შეისყიდა. გულშემატკივრები ამ ფეხბურთელებს სკეპტიკურად უყურებდნენ, ლოზუნგიც კი გაჩნდა - "დააბრუნეთ პესკისოლიდო!" თუმცა ყველანი ცდებოდნენ და მხოლოდ ტიგანამ იცოდა, რომ სწორედ ეს სამი ფეხბურთელი, კაპიტან კოულმანთან ერთად, შეასრულებდნენ უმთავრეს როლს საბოლოო წარმატებაში.
შედეგად ლონდონელებმა 46 ტურში ოცდაათჯერ მოიგეს, თერთმეტი მატჩი ფრედ დაასრულეს და მხოლოდ ხუთი მატჩი დათმეს. აღსანიშნავია, რომ ამ ხუთი თამაშიდან გუნდმა სამი მას შემდეგ წააგო რაც პრემიერლიგის სანუკვარი საგზური გაინაღდა. ლონდონელებმა 101 ქულა დააგროვეს, 90 გოლი გაიტანეს და 30 გაუშვეს.
ფულჰემისთვის" 2003 წელი წარმატებული აღმოჩნდა. გუნდმა ჯერ ინტერტოტოს გათამაშების სამთა ფინალში "ბოლონია" დაამარცხა და უეფას თასის გათამაშებაში ჩაერთო. თუმცა 1/8 ფინალში დაძაბულ ბრძოლაში ბერლინის "ჰერტამ" ორი მატჩის ჯამში (2-1, 0-0) ტურნირს გამოთიშა. ამავე წლის ბოლოს გუნდი ჟან ტიგანამ სკანდალურად დატოვა. მისი ადგილი კი კრის კოულმანმა დაიკავა რომელიც იმ დროისთვის ავტოავარიაში მოყვა და კარიერა ნაადრევად დაასრულა. 2004 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდი საჰამ დატოვა, რამაც გუნდი მნიშვნელოვნად შეასუსტა, მაგრამ "ფულჰემი" იმ წელს მისთვის სარეკორდო 9 ადგილზე გავიდა. მალე საჰას რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა კიპერი ედვინ ვანდერ საარიც მიჰყვა. შედეგად გუნდს მომდევნო წლების განმავლობაში რაიმე წარმატებისთვის არ მიუღწევია, თუ არ ჩავთვლით ინგლისის თასის ნახევარფინალს სადაც "ჩლსიმ"2:1 სძლია.
მიუხედავად იმისა რომ ხელმძღვანელობა კოულმენის მუშაობით ყოველთვის კმაყოფილი იყო 2007 წელის დასაწყისში გუნდში კრიზისი დაიწყო. პრემიერლიგიდან ჩემპიონშიპში დაქვეითების საფრთხე ყოველი ტურის შემდეგ მატულობდა. ამიტომ უელსელი პრემიერლიგის დამთავრებიდან ხუთი ტურით ადრე თანამდებობიდან გადააყენეს. მის ადგილზე განსაცდელის ჟამს ჩრდილოირლანდიელი ლორი სანჩესი დანიშნეს, რომელიც იმ პერიოდში ჩ. ირლანდიის მთავარი მწვრთნელი იყო. თამაშის ხარისხი მისხალითაც არ გამოსწორებულა, თუმცაღა გუნდმა სასურველ შედეგს მიაღწია - ლიგაში ადგილი დაიბევა. სანჩესს კონტრაქტის გაგრძელება შესთავაზეს და ისიც დათანხმდა. სულ რამოდენიმე თვეში ალ ფაიედი შეცდომას მიხვდა და საკუთარი გადაწყვეტილების უსუსურობა აღიარა - მან სანჩესს კარისკენ მიუთითა. ჩრდილოირლანდიელის გუნდი თითქოს ძალისმიერ სტილში თამაშს ცდილობდა (სწორედ რომ ცდილობდა), მაგრამ ხისტი თამაში მათი შესრულებით ინგლისის საუკეთესო გუნდებისთვის ძალზე ადვილი დასაძლევი იყო. შესაბამისად, "ფულჰემის" უკონტროლო ვარდნა ძირს ისევ გაგრძელდა. სიტუაციას ამძიმებდა ის, რომ სინიორ ლორიმ გუნდში თავისი თანამემამულეები მიიყვანა, ვისაც ბრმა ნდობა გამოუცხადა. სტივენ დეივისი, აარონ ჰიუზი, კრის ბაირდი, დევიდ ჰილი იყვნენ თუ არა ფორმაში, დაუბრკოლებლად თამაშობდნენ. "ფულჰემი" გარდა უსახური თამაშისა, იმითაც გამოირჩეოდა, რომ თავად ძალიან ცოტა გაჰქონდა და გაშვებით კი ყოველ მეორე გოლს სტანდარტული მდგომარეობიდან უშვებდა. თითქოს ტრანსპორტი სახელად "ფულჰემი" ჩემპიონშიპის მიმართულებით შეუჩერებლად მიჰქროდა... ალ ფაიედმა გუნდი როი ჰოჯსონს ჩააბარა და ერთი შეხედვით გარდაუვალი უბედურება გუნდმა თავიდან აიცილა. 2008 წლის 20 დეკემბერს, 60 წლის სპეციალისტმა გუნდთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც კვირაში 25 ათასს გირვანქას გამოიმუშავებდა. გარდა ხელფასისა, გამოცდილმა ინგლისელმა სპეციალისტმა ბონუსის სახით 1 000 000 გირვანქა მიიღო.
როი ჰოჯსონი ლონდონის სამხრეთ ნაწილში 1947 წელს დაიბადა. მართალია, ფეხბურთს პროფესიულ დონეზე თამაშობდა, მაგრამ განსაკუთრებულად შთამბეჭდავი კარიერა, გახსენებად რომ ღირდეს, ნამდვილად არ ჰქონია - "კრისტალ პალასის" რეზერვისტობაზე უკეთეს დონეზე მას, პრაქტიკულად, არ უთამაშია, ხოლო სხვა კლუბებს, სადაც კი უასპარეზია, პროფესიულ ფეხბურთთან, თუ შეიძლება ითქვას ნელთბილი დამოკიდებულება ჰქონდათ. სამწვრთნელო საქმიანობას მან 1976 წელს მოჰკიდა ხელი, შვედეთში, სადაც ჰოჯსონი წარმატებით მუშაობდა "ჰალმშტადსა" და "მალმიოსთან". მან რამდენჯერმე მოახერხა ქვეყნის ჩემპიონობის მოპოვება (1976, 1979-ში პირველთან, ხოლო 1986, 1988-ში მეორესთან ერთად). ამ პერიოდში სამშობლოში მხოლოდ ერთხელ დაბრუნდა 1982 წელს, როცა "ბრისტოლ სიტი" ცოტა ხნით ჩაიბარა. 1990 წელს ჰოჯსონი ბედისწერამ შვეიცარიაში მოისროლა. "ქსამაქსთან" მისი სამწვრთნელო ავტორიტეტი კიდევ უფრო გაიზარდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მასპინძლებმა ინგლისელს მათი ეროვნული გუნდის გაწვრთნა შესთავაზეს, ეს 1992 წელს მოხდა. აი სწორედ მაშინ დარეკა მისმა ვარსკვლავურმა საათმა. ჰოჯსონი ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპეციალისტი გახდა. სხვა შემთხვევა, როცა ამ ქვეყნის ნაკრებმა ზედიზედ ორჯერ გადალახა შესარჩევიჯგუფის ბარიერი და ფინალურ ეტაპზე გავიდა ( 1994 მსოფლიო ჩემპიონატზე 1/8-ში გააღწია, წააგო რა ესპანეთთან 3-0, 1996 წელს კი ევროპირველობის ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა), იოლი გასახსენებელი არ არის. ჰოჯსონი თვით მილანის "ინტერმა" მიიწვია მთავარ მწვრთნელად, მაგრამ დიდი წარმატებებისთვის არ მიუღწევია. ერთადერთი რაც "ნერიაძურის" ფანებს გაახსენდებათ, 1997 წელს "შალკესთან" ორრაუდიან პაექრობაში წაგებული უეფას თასის ფინალია. სწორედ აქედან დაიწყო უკვე სახელგანთქმული მწვრთნელის დიდი მოგზაურობა: წელიწადნახევარი "ბლექბერნში" (ამ ხნის განმავლობაში ორჯერ დასახელდა თვის საუკეთესო მწვრთნელად); "ვარდებიდან" წასვლის შემდეგ მან მეორეჯერ შეცურა ეერთსა და იმავე მდინარეში და "ინტერში" დაბრუნდა; მუშაობდა "გრასჰოპერში", "კოპენჰაგენში" (2000-01 სეზონში მოიგო დანიის პირველობა); ისევ სერია A და წარუმატებლობები "უდინეზეში" (2001); მან ცხოვრების მიერ ნაბოძები დიდი შანსი გაუშვა ხელიდან, როცა არაბი შეიხის მიერ შეპირებული მილიონი დოლარი ვერ გამოიმუშავა. (მისმა გუნდმა სპარსეთის ყურის თასზე წარუმატებლად იასპარეზა). სპარსეთის შემდეგ ის ნაცნობ ჩრდილოურ გარემოს დაუბრუნდა და ნორვეგიის "ვიკინგი" ჩაიბარა, შემდეგ ფინეთის ნაკრებს მოჰკიდა ხელი, რომელთან ერთადაც, მას ნახევარი ნაბიჯი დააკლდა ევრო 2008-ზე გასასვლელად. და შემდეგი იყო "ფულჰემი"
"როცა სამუშაოდ "ფულჰემში" მივედი, გუნდში უამრავი ფეხბურთელი იყო,. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ სამი-ოთხი თითოეულ პოზიციაზე. ბევრ მათგანს სათამაშო დრო სულ არ ეძლეოდათ, მაგრამ ბუნებრივია, კუთვნილ ხელფასს ყველა მათგანი იღებდა, ეს კი კლუბს სერიოზული თანხები უჯდებოდა. ახლა გუნდში იმდენი ფეხბურთელია რამდენიც საქმისათვისაა საჭირო! ჩემს გუნდში თამაშის შანსი ყველას მიეცემა". "ბოლოს და ბოლოს მივაღწიეთ იმას, რომ ჩემი თანაგუნდელები ბურთის თავიდან მოშორებას კი არა, კომბინაციური ფეხბურთის თამაშს ცდილობენ,"- აღნიშნა თავის დროზე "ფულჰემის" ყოფილმა მოთამაშემ, გერმანელმა ლეგიონერმა მორიტც ფოლცმა. ჰოჯსონმა გუნდის შენება დაცვიდან დაიწყო, რადგან უკანა ხაზი მისთვის ყოველთვის იყო გუნდის საფუძველი. ამ მიზნით მან "კოპენჰაგენიდან" მისი საყვარელი შეგირდი, ნორვეგიის ნაკრების კაპიტანი ბრედ ჰანგელანდი გადაიბირა, ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად პრემიერლიგის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და სტაბილურ ფეხბურთელად მიიჩნევა. და რომელიც გასულ სეზონში პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებში იქნა შეყვანილი.
"ფულჰემისთვის" ისედაც რთული სეზონი, ჰოჯსონის ხელში ასევე კოშმარულად გრძელდებოდა - ზედიზედ სამი წაგების გარდა, ყველაზე შემაშფოთებელი იყო თამაშის საშინელი ხარისხი. გამოითქვა ვარაუდი, რომ ალ ფაიედმა მორიგი, ამჯერად უკვე საბედისწერო შეცდომა დაუშვა. პრესაში სახელდებოდა კონკრეტული გვარიც კი, ვისაც გამოცდილი კოლეგა ბოლო ტურებში უნდა შეეცვალა. ლაპარაკი იყო "ჰიბერნიანსის" თავკაც ჯონ კოლინზზე. ("ფულჰემის" ყოფილი მოთამაშე). "მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც უბედობას ასე იოლად ნებდება. ამჟამად ჩვენ ცუდად ვთამაშობთ, ცოტა გაგვაქვს და ბევრს ვუშვებთ,"- თავს იმართლებდა ჰოჯსონი. ხელი მოუსვიო და გეშველებაო, ნათქვამია. "ფულჰემსაც" ასე მოუვიდა. ფეხბურთელებმა ღირსეული დონეზე ასპარეზობა მხოლოდ ბოლო ტურებში შეძლეს, როცა ოთხიდან სამი თამაში მოიგეს. გადარჩენილის გამოსავლენად, შეიძლება ითქვას რომ ფოტოფინიშის გამოყენება გახდა საჭირო: "რედინგს" ბურთების ბალანსი ცოტათი უარესი აღმოაჩნდა.
გუნდის ძალზე სუსტი თავდასხმის ცოტა ფერზე მოსაყვანად მწვრთნელმა ენდი ჯონსონი და ბობი ზამორა გადაიბირა. მათ დადებითი გავლენა იქონიეს არამახოლოდ იმით, რომ თავად გააქვთ გოლები, არამედ იმითაც, რომ სხვებს უმართავენ ხელს გოლების გატანაში. ნახევარდაცვაში კლინტ დემპსი და ჯიმი ბულარდი (თავისი ეფექტური საჯარიმოებით) ბრწყინავდნენ. კარში კი "მიდლსბროდან" გადმობირებული მარკ შვარცერი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა. გუნდური მექანიზმი ძალზე ეფექტურად ამუშავდა. "დარწმუნებული ვარ, რომ თუკი შემადგენლობას სტაბილურად შევინარჩუნებთ, იმდენად მოვძლიერდებით, რომ მალე ბევრი ლამაზი გოლი ჩვენი შესრულებით აღარავის გაუკვირდება. ეს მხოლოდ დროის ამბავი მგონია, რადგან ჩვენ საკმაოდ ბევრი მომენტის შექმნას ვახერხებთ, ერთადერთი რაც გვაკლია, სტაბილურობაა. გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის მიმდინარე სეზონი ერთ-ერთი საუკეთესოა სამწვრთნელო ტექნიკის სრულყოფის თვალსაზრისით. შესრულებული სამუშაოს თვალსაზრისით, მართლაც კმაყოფილი ვარ,"- განაცხადა ჰოჯსონმა.
და მართლაც, შარშანდელი სეზონი "ფულჰემის" 130- წლიანი ისტორიის მანძილზე საუკეთესო გამოდგა. ლონდონელებმა მათთვის სარეკორდო VII ადგილზე დაასრულეს 2008/09 წლების სეზონი. ასევე ყველაზე დისციპლინირებულ გუნდად დასახელდნენ და ახლადშექმნილი "ევროპის ლიგის" საგზურიც მოიპოვეს სადაც წარმოუდგენელ შედეგს მიაღწიეს
სასწაული ევროპის ლიგაზე და წაგებული ფინალი რომელზე დაწვრილებით წერა ძალიან ძნელია და არც ვაპირებ... ისედაც ყველამ კარგათ იცით...
აი შესანიშნავი ვიდეო რომელიც ფინალამდე მიმავალ გზას აღწერს -
http://fr.soccerclips.net/videos/atletico-...urney-channel-5[IMG]http://s45.radikal.ru/i108/1006/6e/247fd2aa6f7d.jpg[/IMG]
საბედისწერო გოლი
[IMG]http://i052.radikal.ru/1006/69/c08d0fe2458a.jpg[/IMG]
ფინალური ცრემლები
[IMG]http://s48.radikal.ru/i119/1006/88/0e0d7b0d6f59.jpg[/IMG]
მაგრამ ამისთვის ღირდა სიცოცხლე!
[IMG]http://s60.radikal.ru/i169/1006/53/1b89795fe794.jpg[/IMG]
This post has been edited by MEDS on 26 Apr 2018, 15:00
მიმაგრებული სურათი