Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ARCADE, CASUAL & MOBILE GAMES > განყოფილებაში პოსტვის წესები


Posted by: zep 13 Dec 2016, 11:22
1. თემის გახსნის წესი

1.1 თემის გახსნამდე აუცილებლად მოძებნეთ იქნებ არსებობს მსგავსი თემა.
1.2 როდესაც ხსნით თემას რომელიმე თამაშის შესახებ, აუცილებელია თემის პირველ პოსტში მოაყოლოთ სკრინები,
მოკლე ინფო თამაშის შესახებ (სისტემური მოთხოვნები, გამომცემელი და ა.შ.) და თუ შესაძლებელია, თამაშის ოფიციალური საიტის ლინკიც
1.3 აკრძალულია მსგავის თემების გახსნა პირადი განხილვებისათვის როგორიცაა: "დამეხმარეთ", "შემოდით", "მოდერ ცოტახანი აცადე" და ა.შ.
1.4 თამაშების განყოფილებაში VS ტიპის თემების გახსნა აკრძალულია -- ანუ ისეთი თემების, რომლებშიც ხდება ორი თამაშის
(ან პაბლიშერის, სტუდიის, ჟანრის, საიტის, სერვერის და ა. შ.) დაპირისპირება


2. განყოფილებაში პოსტვის წესები

2.1 თამაშების განყოფილებაში აკრძალულია ტრანსლიტით პოსტვა
https://forum.ge/?f=28&showtopic=34902598
შეგიძლიათ გამოიყენოთ ღილაკი "abg --> აბგ",
რომელიც დაგეხმარებათ ლათინური ასოებით აკრეფილი ტექსტის ავტომატურად გადაქართულებაში

2.2 აკრძალულია ოფტოპიკი ანუ ფლუდი. თემასთან დაუკავშირებელი გზავნილის შინაარსი.

2.3 იკრძალება შეურაცყოფის მიყენება ფორუმელის მიმართ.

2.4 იკრძალება განცხადება ყიდვის,გაყიდვის ან გაცვლის თაობაზე;ძებნა,მომსახურების შეთავაზება(გარდა ფორუმისა "ყიდვა-გაყიდვა-გაცვლა")

2.5 იკრძალება სარეკლამო ხასიათის გზავნილები და თემები

2.6 ძველი თემები: განყოფილებაში იკრძალება ძველი თემების უმიზეზოდ ამოგდება.

2.7 თამაშების განყოფილებაში იკრძალება ნებისმიერი მომხმარებელის მიერ თამაშის რეფერალის დადება


ეს არის განყოფილებაში პოსტვის შემოკლებული წესები
სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ https://forum.ge/?f=28&showtopic=33605147

ასევე მოქმედებს ფორუმის საერთო წესები
https://forum.ge/rules.html

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)