#54393607 · 20 Mar 2019, 12:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბოლო პერიოდში ხშირად იგრძნობა სურვილი რომ როლები გადაფასდეს ან მეტად კრისტალიზდეს.
ჩემი აზრით, კაცის როლია ზრუნავდეს ცოლ-შვილზე და შეუქმნას გარკვეული გარანტიები: უზრუნველყოს ეკონომიკურად და ყავდეს კარგი მეგობრები, რაც მტრულ გარემოში დაცულობის ხარისხს ამაღლებს. ოჯახის გარდა, იზრუნოს უფრო ფართო კოლექტივებზეც, როგორებიცაა სანათესაო, სამეგობრო, სამეზობლო, სექტა, სოფელი, ქალაქი, ქვეყანა - ნებისმიერზე, სადაც ხელი მიუწვდება, იყოს მათთვის სამაგალითო.
ინდივიდუალურ lone wolf გენიოსებს, რომლებმაც კაცობრიობას ეპოქალური ნაშრომები აჩუქეს, დიდ პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში არავისთვის ყოფილან საყრდენი ბოძი, არავისთვის მიუნიჭებიათ სიხარული, არც ნამდვილი მეგობარი ყოლიათ და არც შთამომავლობა დაუტოვებიათ. ასევე, არანაკლებ პატივს ვცემ უბრალო, სამაგალითო მეოჯახეს, რომელიც საკუთარ კოლექტივებში პასუხისმგებლიანი ადამიანია, ვისი იმედიც აქვთ.
რამდენად ახლოს დგას კაცის როლის ჩემებური აღწერა რეალობასთან? თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ კაცის როლი XXI საუკუნეში?
--------------------
"I play in a metal band." "Oh cool, what instrument?" "The violin."
|