#27505440 · 23 Sep 2011, 11:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საფინანსო-ანალიტიკური სამსახური აცხადებს ვაკანსიას მარკაპ/კონტენტ მენეჯერის (Markup/Content Manager) თანამდებობაზე.
მოთხოვნები:
** CMS-თან მუშაობის გამოცდილება; ** შემდეგ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება: Adobe Photoshop, Adobe illustrator, Dreamweaver, Visual Studio2010; ** HTML, CSS და XHTML-ის თანამედროვე სტანდარტების ცოდნა; ** გუნდური მუშაობის უნარი ** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა ** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
მოვალეობები:
** საიტზე ინფორმაციის განთავსება, სტილისტურ-პროგრამული პარამეტრების გათვალისწინებით; ** შემუშავებული დიზაინის მორგება არსებულ CMS-ზე; ** კონკრეტული გვერდების კორექტირება, საიტის საბოლოო სახემდე მიყვანა, როგორც ვიზუალურად, ასევე ინფორმაციულად; ** სხვა მოვალეობები უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.
ანაზღაურება დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებაზე და პროფესიულ უნარებზე (გთხოვთ, განაცხადში მიუთითოთ ანაზღაურების სასურველი მინიმალური ზღვარი).
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: web@mof.ge და მიუთითეთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება ("Markup Content Manager") როგორც წერილის საგანში - Subject, ასევე, პირველ სტრიქონში.
|