ყოფილა ეს თემაც. ამოვქაჩოთ
--------------------------------------
FRM შედარებით ახალი, მაგრამ უკვე ტიტულოვანი სერთიფიკატია. ფინანსური რისკების მართვის ოქროს სტანდარტი.
სერთიფიკატის მოსაპოვებლად უნდა ჩააბაროთ 2 4-საათიანი გამოცდა. გამოცდა ტარდება წელიწადში ორჯერ - მაისისა და ნოემბრის შუა რიცხვებში, თარიღი წინასწარ იქნება ცნობილი. გამოცდების ჩაბარების შემდგომ უნდა დაადასტუროთ თქვენი სამუშაო გამოცდილება - 24 თვე რისკების მართვაში. სამუშაო გამოცდილების დასაგროვებლად გაქვთ 5 წელი ბოლო გამოცდის ჩაბარებიდან, ამის შემდეგ ხელახლა აბარებთ გამოცდებს.
ამჟამად საქართველოში არის (საქართველოს სახელით რეგისტრირებულია) 11 FRM. მათ შორის 2 ან 3 ამასთან ერთად არის CFA ჩარტერის მფლობელიც.