Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სილამაზე და მოდა > პარფიუმერია/Perfume, სილამაზე ჰაერში., Vol.4


Posted by: black_man 19 May 2020, 23:14
user posted image

https://forum.ge/?f=99&showtopic=35087338
---------------------------------------------
მაღაზიები თბილისში, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ სუნამოები:
http://iciparis.ge
https://www.voulez-vous.ge/
https://www.lutecia.ge/
http://www.arome.ge/
https://www.facebook.com/aromatequeGe/
https://www.facebook.com/le.parfum24/
---------------------------------------------
ონლაინ მაღაზიები საიდანაც შეგიძლიათ გამოწეროთ სუნამო
http://fragrancex.com
http://fragrancenet.com
http://maxaroma.com
http://notino.de
http://notino.co.uk
---------------------------------------------
აგრეთვე:
http://amazon.com
http://ebay.com
---------------------------------------------
გადამზიდები რომელთაც ჩამოაქვთ სუნამოები:
http://camex.ge
http://usa2georgia.com
http://inex.ge
http://postalon.ge

წინა თემის ტოპ 10 მპოსტავი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



==================================================================================================================
user posted image

Posted by: akako78 19 May 2020, 23:32
black_man
არც თუ სახუმარო კოლექციაა..მაგრამ არ უნდა იყოს აქაური არა?

პ.ს.გილოცავთ ყველას ახალ თემას-გამხსნელს მადლობა ჩემგან..არ მეგონა სენპაის თუ ჰქონდა ყველაზე მეტი პოსტი,არც მე მეგონა რომ რეზის ვაჯობებდი ორჯერ პოსტებში..სიმართლე გითხრად არც ეხლა ვითვლი და არც მანამდე დამითვლია ოდესმეsmile.gifმასტერ ნიკმა მართლა მალადეც..ასე მალე რომ მოაგროვა 80 პოსტი..აშკარად დაინტერესებულია ეს კაცი..და ყველას მადლობა ვინც პოსტავდა წინარე თემაში..განსაკუთრებით ჩვენს ქალბატონს არიენს(ძალიან გვაკლია ზოგადად ქალბატონების აქტიურობა ამ თემის ირგვლივ რაც არ უნდა პარადოქსი იყოსsmile.gif

Posted by: Master_Nick 19 May 2020, 23:32
black_man
შენი კოლექციაა? გილოცავთ ახალ თემას.

Posted by: black_man 19 May 2020, 23:44
akako78
Master_Nick
სამწუხაროდ ჩემი არაა, შემთხვევით გადავაწყდი, მომეწონა განლაგება და დავურთე თემას ..
გილოცავთ ახალ თემას, იმედია ისევ ისე აქტიური იქნება ეს თემა bis.gif

Posted by: spider77 20 May 2020, 10:32
ახალ თემაში დავაფრქვიე ფარენჰეიტი (ჩემი უსაყვარლესი სუნამო) და გავიქეცი ... bis.gif

Posted by: black_man 20 May 2020, 11:59
akako78
გაიხარე, არა აქაური არაა უცხოურ ფორუმზე ვნახე, არც მე მეგონა თუ ამდენი პოსტი მქონდა გაკეთებული, ყველას მადლობა ასეთი აქტიურობისთვის, ეს თემა მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული და აქტიურია თქვენი წყალობით... bis.gif

Posted by: senpai 20 May 2020, 12:35
ახალი თემა. ახალი სურნელები.


user posted image

Posted by: blue_velvet 20 May 2020, 20:21
senpai
ემეიზინგ ფოტო ბრო.

მოგწონს ეგ ბრენდი? რამდენი კომენტარიც შემხვდა ყველას მოსწონს.

Posted by: akako78 20 May 2020, 20:24
black_man
პირიქით მადლობა რომ ახალი ძარღვი გაგვიხსენი-არადა წესით ჩვენი ლამაზმანი ქალბატონები უნდა აქტიურებდენენ ამ თემაში,მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ დაგვივიწყა ნარკოზელმაც კი...და რამარტო მანsmile.gif)ერიენს მადლობა კიდევ ერთხელ-ჩვენს ერთგულ მეგობარს!!!

Posted by: senpai 20 May 2020, 20:49
blue_velvet
QUOTE
მოგწონს ეგ ბრენდი?

ყველაზე მეტად იმათ შორის, რაც მქონია და დამიტესტავს.


ამდენი მაგარი სუნამო არავის არ აქვს ერთი ბრენდიდან ჩემთვის.


კონკურენციას უწევს ეს ბრენდი, მარა ჩემთვისაც კი ზედმეტად ექსპერიმენტულია ამათი ზოგი სურნელი biggrin.gif


user posted image


Posted by: blue_velvet 20 May 2020, 21:11
QUOTE
კონკურენციას უწევს ეს ბრენდი, მარა ჩემთვისაც კი ზედმეტად ექსპერიმენტულია ამათი ზოგი სურნელი

იცი რა გამიკვირდა, ზედა სურათი რომ ვნახე კაკრას მაგ ბრენდზეც ვიფიქრე რაც დადე, i am trashზე. biggrin.gif

მე ძალიან მაინტერესებს ეგ 2 ბრენდი, უბრალოდ როგორც ვნახე ძვირია ჩემთვის : )

შემიძლია წელიწადში 3ჯერ გავისროლო ეგეთები, მაგრამ მირჩევნია ჯერ არა ნიშეებზე ვიყო და ყოველთვე რაღაც ახალი ვნახო.

ისე ეგ 2 ბრენდი არის თბილისში?

Posted by: senpai 20 May 2020, 21:43
blue_velvet
აქვთ პატარა ფლაკონებიც. გამყოლია იმდენად რომ ბევრის დაახმა არ დაგჭირდება.


აქვს ლარომ ბუტიკს ორივე. პეკინზე.




Posted by: black_man 20 May 2020, 23:34
ლუტეციაში იყო კარგი ფასდაკლებები, ვიყავი გასული და მომეწონა ეს სუნამო, როდესაც უკვე სრულყოფილად დავტესტე სახლში, შლეიფი, ხანგრძლივობით სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი.. წარმოიდგინეთ ეროს რომ დავუმატოთ ყავის ნოტი, თავიდან უფრო ემსგავსება სანამ ყავის ნოტი მკვეთრად გაიხსნება, გავს ასევე Ferragamo Signature ს, მთლიანობაში ძალიან მომეწონა, რა ფასიც გადავიხადე ხარისხი 3 ჯერ მაინც აღემატება. ზამთარში იქნება კარგი, სულ სხვანაირად გაიხსნება, უფრო ცივი დღეებისთვის.. საერთოდ არ ქიმოზობს, ძალიან კარგი პერფორმანსი აქვს, 3 სპრეიც საკმარისია.. გემრიელი სურნელია მოკლედ...
user posted image

Posted by: Arien 21 May 2020, 12:38
akako78
QUOTE
მადლობა ვინც პოსტავდა წინარე თემაში..განსაკუთრებით ჩვენს ქალბატონს არიენს


პირიქით მადლობა,მიყვარს პარფიუმერია და აქ მართლა ბევრი რამეს ვგებულობ,ჩემთვის სასიამოვნოა თქვენთან ურთიერთობა smile.gif
ოშიზე გული მწყდება რომ აღარ წერს,მართლა რამდენ საინტერესო სიახლეს ვეცნობოდით, და კიდევ ფოტოები ჰქონდა ძალიან ლამაზი.
რეზის უნდა ვკითხო ოშიზე ექიმი ხომ არ არის,ოღონდ საიდან დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება არ ვიცი smile.gif)

ბოლო შენაძენი,Aerin - Tuberose Le Soir,მინიატურული 4მლ-ნი ფლაკონი მაქვს,მაგრამ დიდის იდენტურია love.gif

Posted by: MAN-DARK 22 May 2020, 05:04
გილოცავთ ახალ თემას, Arien
QUOTE
ოშიზე გული მწყდება რომ აღარ წერს,მართლა რამდენ საინტერესო სიახლეს ვეცნობოდით, და კიდევ ფოტოები ჰქონდა ძალიან ლამაზი.

სიმართლე გითხრა ამაზე მეც ვფიქრობდი, მისი გემოვნება ჩემსას ემთხვეოდა ყოველთვის სიამოვნებით ველოდებოდი მის ახალ აღმოჩენებს.

ჩემი მეორე ბოთლია უკვე Royal Mayfair
user posted image
* * *
QUOTE
ბოლო შენაძენი,Aerin - Tuberose Le Soir,მინიატურული 4მლ-ნი ფლაკონი მაქვს,მაგრამ დიდის იდენტურია

როგორც ვხვდები ტუბეროზას ნოტა მოგწონს, გასინჯე Jo Malone Tuberose Angelica ინტენს ვერსიაა და შედარებით დიდხანს ძლებს კანზეც (განსხვავებით სხვა ამ სახლის სუნაბოებიდან). სასიამოვნო და ბუნებრივი სურნელია, თავიდან ბოლომდე ყვავილები.

Posted by: blue_velvet 22 May 2020, 10:13
user posted image
წავახალისოთ თემა სურათებით.............

ჰერმეს ვეტივერი არმაფი და დიო სპორტი შევუკვეთე......


Posted by: senpai 22 May 2020, 10:20
blue_velvet
კარგი, მრავალფეროვანი კოლექციაა.


Histoires de Parfums ბოთლი აკლია, დაამშვენებდა. 1828 ცადე. იქნებ მოგეწონოს.



პ.ს. ვიტამინის ბოთლი არ დადო ხოლმე სუნამოებთან, აფუჭებს სიახლოვე.

Posted by: MAN-DARK 22 May 2020, 10:25
blue_velvet
სულ მარჯვნივ CDG 2 MAN-ია?
* * *
QUOTE
წავახალისოთ თემა სურათებით.............

up.gif

Posted by: black_man 22 May 2020, 10:30
blue_velvet
საკმაოდ კარგი კოლექციაა... მეც ნელ-ნელა უკვე ვამატებ, ყველა თვე ვცდილობ 1 სუნამო მაინც მივამატო..


Posted by: Arien 22 May 2020, 11:45
MAN-DARK
QUOTE
როგორც ვხვდები ტუბეროზას ნოტა მოგწონს, გასინჯე Jo Malone Tuberose Angelica ინტენს ვერსიაა და შედარებით დიდხანს ძლებს კანზეც (განსხვავებით სხვა ამ სახლის სუნაბოებიდან). სასიამოვნო და ბუნებრივი სურნელია, თავიდან ბოლომდე ყვავილები.


ვნახავ აუცილებლად,ტუბეროზა რთული ნოტაა,ბევრისთვის გამაღიზიანებელი,რამდენიმე სუნამო მაქვს დომინანტი ამ ნოტით და მართალია,მაინტერესებს.
ჯო მალონის Poppy & Barley სანახავი მაქვს,ესეც მირჩიეს.

მოლეკულაზე გამახსენდა რომ ეგ ბრენდიც არ ვიცი,არ დამიტესტავს არცერთი,არადა უკვე მეხუთე წყვილი გამოუშვეს.
1 წყვილი Iso E super
2 წყვილი ამბროქსანი
3 წყვილი ვეტივერი
4 წყვილი სანდალი
5 წყვილი ქაშმირანი

უამრავი სემფლი არ ითვლება და ეს რა მაქვს დღეს სამსახურში biggrin.gif
რამდენიმე სულ დევს უჯრაში და ზოგი ჩანთაში.

Posted by: akako78 22 May 2020, 12:27
MAN-DARK
მაგარი კოლექცია..ბევრის შეძენაში..

Arien
იმედია გამოჩნდება..კარგი ადამიანია..

blue_velvet

მშვენიერი სუნამოებია..ასე გააგრძელე..
პ.ს.მოგწონს აქუა ამარა..კომს დე კარგონს კი მართლა ჰგავს დაწვენილი..

Posted by: senpai 22 May 2020, 12:56
akako78
მოდი დავამატებინოთ რამე ზაფხულისთვის. თუნდაც ბიუჯეტური.

Posted by: akako78 22 May 2020, 13:06
senpai
ფერარი ბრაით ნეროლი თუნდაც-არც ძვირია..

Posted by: blue_velvet 22 May 2020, 13:46
senpai
QUOTE
Histoires de Parfums ბოთლი აკლია, დაამშვენებდა. 1828 ცადე. იქნებ მოგეწონოს.

აუცილებლად უნდა დავტესტო.

MAN-DARK
QUOTE
სულ მარჯვნივ CDG 2 MAN-ია?

ბვგლარი აქვა ამარა, ძალიან გამყოლია და ძლიერი სუნამოა, ზამთარში ვისხავდი.

black_man
QUOTE
საკმაოდ კარგი კოლექციაა... მეც ნელ-ნელა უკვე ვამატებ, ყველა თვე ვცდილობ 1 სუნამო მაინც მივამატო..

მეც ეგრე ვარ, ამათ გარა სადღაც 15 სუნამო დავამთავრე და სულ ძიებაში ვარ.

საყვარელი სამეული მაქვს, მაგრამ როდესაც +200 სუნამოს დატესტავ ვხვდები რომ მანდ ჩემი ფავორიტი სამეულიდან შეიძლება არაფერი დარჩეს, თUმცა ფარენგეიტი ჩემი საყვარელი სუნამოა ამ ეტაპზე.

პს:თქვენც დადეთ კოლექციები მეგობრებო, ძალიან უხდება ამ თემას.......

Posted by: MAN-DARK 22 May 2020, 17:30
Arien
QUOTE
ვნახავ აუცილებლად,ტუბეროზა რთული ნოტაა,ბევრისთვის გამაღიზიანებელი,რამდენიმე სუნამო მაქვს დომინანტი ამ ნოტით და მართალია,მაინტერესებს.
ჯო მალონის Poppy & Barley სანახავი მაქვს,ესეც მირჩიეს.

ახლა გაავხედე, ძალიან საინტერესო პირამიდა აქვს.

QUOTE
მოლეკულაზე გამახსენდა რომ ეგ ბრენდიც არ ვიცი,არ დამიტესტავს არცერთი,არადა უკვე მეხუთე წყვილი გამოუშვეს.
1 წყვილი Iso E super
2 წყვილი ამბროქსანი
3 წყვილი ვეტივერი
4 წყვილი სანდალი
5 წყვილი ქაშმირანი


თავიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, ის მოლეკულა დაახლოებით 3 წლის წინ ბლაინდ ბაი იყო, მართლა ვიფიქრე რომ მეც იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები რომელთა ცხვირიც საერთოდ ვერ გრძნობს Iso E Super-ს, (კანზე ახლაც ვერ ვგრძნობ თუ მხოლოდ მოლეკულა მასხია) მივაპკურე ყელსახვევსაც და დროგამოშვებით უცაბედად ვიგრძნობდი და ქრებოდა. შემდეგ კი ექსპერიმენტები ჩავატარე სხვა სუნამოებთან შერევით, ასე დაიბადა ჩემი Signature scent Creed Royal Mayfair + Molecule 01.

QUOTE
უამრავი სემფლი არ ითვლება და ეს რა მაქვს დღეს სამსახურში 
რამდენიმე სულ დევს უჯრაში და ზოგი ჩანთაში

ესენი თუ მხოლოდ შენი სამუშაოს სუნამოებია, მაშინ სახლში უნდა გქონდეს ნამდვილად შესანიშნავი კოლექცია.

akako78
მადლობა. ავენტუსის კლონამდე ჩემი შენაძენებია, დანარჩენები საჩუქრად მივიღე.
user posted image

Posted by: akako78 22 May 2020, 17:50
MAN-DARK
არაფერს..მაგ ლა ავენცჩერს როგორ დაახასიათებდი?..მეგობარს ვაჩუქე და იმის მერე არც კი მინახავს(ადრე ვკითხე და ძალიამ მომეწონა-ვერ დაახასიათა)..გაუხსნელი რაღათქმაუნდაsmile.gifუბრალოდ არ გავხსენი რახან საჩუქრად მინდოდა არადა მაინტერესებდაsmile.gif

Posted by: MAN-DARK 22 May 2020, 18:03
akako78
ჩემი აზრით CDNM (ესეც მქონდა) ჯობია, უფრო კარგადაა შეკრული და დამუშავებული, გახსნიანად. არ არის ძალიან ქიმიური. ფასთან შედარებით გაცილებით მაღალი ხარისხის სითხეა, სიმართლე გითხრა მეორედ არ ვიყიდი (არცერთ ავენტუსის კლონს).
მე მომიკლა ავენტუსის ყიდვის სურვილი biggrin.gif

Posted by: spider77 23 May 2020, 11:55
blue_velvet
QUOTE
ჰერმეს ვეტივერი

ჭკუა მეკეტება.
EDT ხო ძაან მაგარია, მაგრამ ვეტივერის ვერსია უფრო მომწონს.

Posted by: Arien 23 May 2020, 12:06
MAN-DARK
QUOTE
თავიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, ის მოლეკულა დაახლოებით 3 წლის წინ ბლაინდ ბაი იყო, მართლა ვიფიქრე რომ მეც იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები რომელთა ცხვირიც საერთოდ ვერ გრძნობს Iso E Super-ს, (კანზე ახლაც ვერ ვგრძნობ თუ მხოლოდ მოლეკულა მასხია) მივაპკურე ყელსახვევსაც და დროგამოშვებით უცაბედად ვიგრძნობდი და ქრებოდა. შემდეგ კი ექსპერიმენტები ჩავატარე სხვა სუნამოებთან შერევით, ასე დაიბადა ჩემი Signature scent Creed Royal Mayfair + Molecule 01.


საინტერესოა და ალბათ საუკეთესო გამოყენება მოლეკულების.
უნდა ვცადო ჩემს კანზე რას იზამს, 30$ ღირს 10 ცალი 2მლ-ნი ნიმუში.
ისე ყოველთვის მეძვირებოდა და ვფიქრობდი არ ღირდა თავის ფასი.

მარფა გქონიათ,ანუ ტუბეროზა თქვენც გიყვართ smile.gif

ეს ჩემი ყველაზე ინენსიური ტუბეროზა და გამოთხოვება მე-20 საუკუნესთან.

Posted by: blue_velvet 23 May 2020, 13:28
user posted image
ეს აუქციონი მოვიგე, ძირითადად სემპლეების გამო მინდოდა მოგება, რომ ახლები დამეტესტა.....

QUOTE
ეს ჩემი ყველაზე ინენსიური ტუბეროზა და გამოთხოვება მე-20 საუკუნესთან.

რა ლამაზი ბოთლია...........

spider77
QUOTE
EDT ხო ძაან მაგარია, მაგრამ ვეტივერის ვერსია უფრო მომწონს.

რამდენი ხანი ძლებს?

senpai
akako78
მეგობრებო თქვენი კომენტარები ჩემთვის საინტერესოა ხოლმე, მგონია რომ დიდი გამოცდილება გაქვთ სუნამოებში, საინტერესოა თქვენი კოლექციები...

Posted by: MAN-DARK 23 May 2020, 13:39
Arien
QUOTE
მარფა გქონიათ,ანუ ტუბეროზა თქვენც გიყვართ

კი მომწონს თეთრი ყვავილების ნოტა ზოგადად, მარფა მიუხედავად იმისა რომ ფემინურია, მამრსაც შეუძლია ატაროს (ერთი ან მაქსიმუმ ორი სპრეი) ცივ ამინდებში.

Posted by: senpai 23 May 2020, 14:53
blue_velvet
თუ ეგრე დაინტერესებული ხარ დატესტვით, შეგიძლია მცირე ზომის ბოთლები მომიტანო და ჩამოგისხავ რამე თუ დაგაინტერესებს კონკრეტულად. უბრალო შპრიცით კეთდება საკმაოდ მარტივად, არც ჰაერი ეპარება სურნელს და ზუსტად გამოდის რაოდენობითაც. ცოტა უნდა გაუდიდო შპრიცს ლურსმნით თავი და ეგაა.


მაგ აუქციონს რაც შეეხება, ისეთია, რომ კარგ გამოცდილებას შეგძენს. შეეცადე ყველა სიტუაციაში დატესტო

Posted by: spider77 23 May 2020, 15:18
blue_velvet
QUOTE
რამდენი ხანი ძლებს?

მე გავტესტე ამას წინათ ორივე.
ერთ ხელზე EDT დავისხი, მეორეზე ვეტივერი. ცოტათი მეტ ხანს ძლებს EDT.

ჩემ კანზე:
EDT 6-7 საათი.
ვეტივერი 5-6 საათი.

Posted by: black_man 23 May 2020, 16:11
akako78
დიდი მადლობა ეს სუნამო რომ მირჩიე.. ბრმად გამოვწერე და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ძალიან მომეწონა..
user posted image

Posted by: akako78 23 May 2020, 16:15
black_man
არაფერს..კი მაგარია..ეგ აქვს ძველი დეიდაშვილს და ისიც ძალიან კარგია..მე მე მგონი 2016 წლის მაქვს მეორე თუ არ ვცდები..ეგ რომელი წლისაა?რა დაჯდა ლარებში?ტესტერია თუ პროდუქცია?

Posted by: black_man 23 May 2020, 16:21
akako78
ეს ახალი გამოშვებაა, ის ძველი ფორმულაცია არ არის... თუმცა, რაც არის ძალიან მომწონს. ტესტერი 20$ გადავიხადე + 10 ლარი წონის, ახლა ვფიქრობ მეორე ფლაკონიც ხომ არ გამოვწერო, იმდენად მომეწონა.. ბატჩი ეს არის
user posted image

Posted by: akako78 23 May 2020, 17:40
black_man
ე.ი.23 დოლარი..მშვიდობაში..წარმოიდგინე ეხლა რომ 2.4 რომ იყოს დოლარი ან 1.65:)რა ფასად გამოვიდოდა?

Posted by: black_man 23 May 2020, 18:26
akako78
კი, გაიხარე მადლობა.. დოლარი რომ 2 ზე მაინც იყოს მართლაც კაპიკები გამოვიდოდა.. ხარისხი ბევრად აღემატება ფასს ; )

Posted by: Arien 23 May 2020, 18:48
blue_velvet
QUOTE
რა ლამაზი ბოთლია...........


გაცვლაც შემომთავაზეს და გაყიდვაც,მაგრამ მეგობრის საჩუქარია,12-13 წელია მაქვს,შეიძლება მეტიც.დღეს მესხა და ისევ ისეთი კარგია,როგორც წლების წინ.

რით ვაფასებთ სუნამოს?
ჩემთან ასეა - პირველ რიგში კომპოზიცია უნდა მომეწონოს და საინტერესოდ ჩავთვალო...
მეორე კრიტერიუმია არომატის განვითარება,როგორ იცვლება,აქვს თუ არა სტადიები,საწყისი,ბაზა,თუ საერთოდ არ იცვლება და უბრალოდ ნელ-ნელა ქრება
მესამე - რამდენად მდგრადია.კანზე თუ 7-8სთ. ვგრძნობ ძალიან კარგია,თუ კომპოზიცია მომწონს 3-4სთ.-ზეც არ მაქვს პრეტენზია.ხელს რომ ვიბან და არ მშორდება ეგ მანერვიულებს,12სთ + და 3-4 დღიანი სუნამოებიც დამღლელი და გამაღიზიანებელია.
მეოთხე - პროექცია,ჩემგან რა რადიუსში ისმის არომატი.მირჩევნია კანთან ახლოს დაჯდეს,ამის გამო მონტალის სუნამოების გაჩუქება მომიწია,პრაქტიკულად ვერ ვხმარობდი,მთელ ოთახს ავსებდა.ერთი დავიტოვე - ბლუ ემბერი smile.gif
მეხუთე - რამდენად შლეიფურია,გავიარეთ და სუნამოს კვალი დარჩა.ეს არ მაინტერესებს.

ფლაკონი მომწონს,საინტერესოა რა ასხია

Posted by: spider77 23 May 2020, 19:01
senpai
1212 გამოვიწერე (თქვენი რეკომენდაციით) და კიდე .. ამან დამაინტერესა - Issey Miyake L’Eau D'Issey Pour Homme და ესეც მივაყოლე.


ასევე - რევიუები მაფრთხობდა, მაგრამ 2020-ის დიორ ჰომზეც წამიცდა ხელი gigi.gif

Posted by: black_man 23 May 2020, 19:31
spider77
იბეიდან გამოწერე?
212 მეც მაინტერესებს რომ ჩამოგივა გაგვიზიარე შთაბეჭდილებები... ახალი ფორმულაცია საინტერესოა როგორი იქნება

Posted by: senpai 23 May 2020, 19:58
spider77
QUOTE
1212 გამოვიწერე

ეგ რომელია ? 212-ზე ამბობ ? რომელი ფლაკონი ?

QUOTE
Issey Miyake L’Eau D'Issey Pour Homme

ძველი ვერსია ?






ზაფხულისთვის სცადეთ Tommy Bahama სუნამოები, მარტივი, სასიამოვნო და ცხელი ამინდისთვის მისწრებაა.

Posted by: Master_Nick 23 May 2020, 20:31
English Laundry ბრენდის სუნამოებზე რას იტყვით? თუ გქონიათ გამოცდილება?

senpai
თქვენ სუნამოების მაღაზია ხომ არ გაქვთ შემთხვევით?

Posted by: spider77 23 May 2020, 20:34
senpai
შემეშალა.
ხო, 212 smile.gif
user posted image


QUOTE
Issey Miyake L’Eau D'Issey Pour Homme
ძველი ვერსია ?

user posted image


black_man
QUOTE
იბეიდან გამოწერე?

კი.

QUOTE
212 მეც მაინტერესებს რომ ჩამოგივა გაგვიზიარე შთაბეჭდილებები.

აუცილებლად.

Posted by: senpai 23 May 2020, 20:49
Master_Nick
QUOTE
თქვენ სუნამოების მაღაზია ხომ არ გაქვთ შემთხვევით?

არა, ჰობით არ ვვაჭრობ.


spider77
ხო, ვნახოთ თუ მოგეწონება რომელიმე. ბრმად ყიდვას არ გირჩევდი მე მაინც.

ჩემგან გახსოვს მაგ 212-ს რეკომენდაცია ? კლუბური სუნამოა.


ზაფხულის ვერსიებიდან ესენია ძალიან უწყინარი და სასიამოვნო

user posted image


კივის არომატი ძაან მისწორდება

Posted by: spider77 23 May 2020, 20:57
senpai
QUOTE
ჩემგან გახსოვს მაგ 212-ს რეკომენდაცია ?

კი.

QUOTE
ვნახოთ თუ მოგეწონება რომელიმე. ბრმად ყიდვას არ გირჩევდი მე მაინც.

რა თქმა უნდა.

Posted by: Tom_Waits 24 May 2020, 05:33
მეორე ფავორიტი TF-ს შემდეგ love.gif

user posted image

Posted by: spider77 24 May 2020, 10:20
senpai
QUOTE
ჩემგან გახსოვს მაგ 212-ს რეკომენდაცია ?

წინა თემას გადავხედე, აკაკის მოუცია ეგ რჩევა smile.gif

Posted by: qatsia 24 May 2020, 13:24
black_man
გამარჯობა, შეგიძლიათ იბეის სელერის ლინკი დადოთ, საიდანაც ეს სუნამო გამოწერეთ?


Posted by: black_man 24 May 2020, 13:54
qatsia
გამარჯობა. მე რომელი სელერისგანაც გამოვწერე იმას აღარ აქვს 10კ ზე მეტი გაყიდა ეს ვერსაჩეები.. სხვებს უდევთ 23$ ამ მონეტისთვის და შემიძლია ის დაგილინკო....

Posted by: akako78 24 May 2020, 13:59
spider77
მე ამაზე გითხარიuser posted image


პ.ს.ისე ეგ 212 ვიპ არის პაკოს მილიონის კლონი..მახსოვს ეგ მომეწონა-ცოტაა ცააქიმოზა,მაგრამ იშვიათია მაგის გარეშე თანაც დიაზინერი.."საპახმელიო" სუნამოა:აქვს რუსული "ვოდკის" და შავი ხიზილალის სურნელი გახსნისას..მერე უფრო ემგვანება მილიონს..ეს კლასიკური 212 სხვა პონტია-ვერსიტალია და ისეთი აი ერთი სუნამო რომ გქონდეს გაქაჩავს ყველა სეზონს..და თან ისეთია რომ არ იცი რა დაისხა როცა გაქვს კოლექცია..დაისხავ და არ გაწყენინებს..დატესტე აქ უნდა ჰქონდეს ისიპარის ორივე..

Posted by: qatsia 24 May 2020, 15:21
black_man
მადლობა, მოვძებნი, არ შეწუხდეთ

Posted by: senpai 24 May 2020, 16:27
akako78
QUOTE
ცააქიმოზა

ვადასტურებ. თან საკმაოდ ჩემ კანზე.


პლიუსი ის აქვს რომ ძლებს დიდხანს, მარა ეგეთი სურნელი მინდა თუ არა რომ მოდიოდეს ჩემგან, ეგაა საკითხავი.



Posted by: black_man 24 May 2020, 17:29
qatsia
არანარიად არ ვწუხდები... ამ მომენტისთვის ყველაზე იაფად ამ სელერს უდევს foreverlux
https://www.ebay.com/sch/i.html?_from=R40&_trksid=p2380057.m570.l2632.R2.TR6.TRC1.A0.H0.Xversace+dreamer+.TRS0&_nkw=versace+dreamer&_sacat=180345
პირველივე



Posted by: akako78 24 May 2020, 17:33
senpai
ხო მაგაშია საქმე..გამყოლობა არაა მთავარი ყოველთვის..მაგალითად ფრაპინის ჰუმანისტს რომ გახსნა აქვს მარტო მაგით ღირს რომ დაისხაsmile.gifმილიონერი რომ ვიყო-ყოველ დილას მაგით დავიწყებდი:10 სპრეი და მერე გადავიდოდი სხვაზე 2-3 საათშიsmile.gif

Posted by: qatsia 24 May 2020, 20:27
black_man
უღრმესი მადლობა

Posted by: MAN-DARK 25 May 2020, 05:58
akako78
black_man
წინა თემაში თქვენ ახსენეთ L'Eau Bleue d'Issey Pour Homme Issey Miyake, დამაინტერესა და ბრმად ვიყიდე. ისეთი გამოდგა რომ ვერც ვიფიქრებდი, დიდი ხანი ვეძებდი მსგავს სურნელს უშედეგოდ, რას წარმოვიდგენდი თუ ასე მარტივად და ასეთ ფასად შეიძლებოდა (დაახ. 30 დოლარი გადავიხადე, ახლა არ ვიცი რატომ მაგრამ ამაზონზე ხუთმაგი ფასი ადევს). მოკლედ დიდი მადლობა

Posted by: spider77 25 May 2020, 10:03
MAN-DARK
QUOTE
L'Eau Bleue d'Issey Pour Homme Issey Miyake, დამაინტერესა და

მეც მაქვს გამოწერილი.

ამაზონზე არც ღირს ნახვა, იმდენად ძვირია.

Posted by: MAN-DARK 25 May 2020, 10:08
spider77
დაწერე შენი შთაბეჭდილება როდესაც ნახავ. პირადად ჩემთვის, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სასიამოვნო სურპრიზი აღმოჩნდა.

Posted by: akako78 25 May 2020, 11:02
MAN-DARK
არაფერს..მშივოდობაში..კი ეგ სურნელი თუ მოირგე კაცმა-აქვს თავისი დიდი პლიუსი-გამყოლობაც და აი მკვდარივით რომ იყო დილას და გეზარება არ დაგანებებს რომ დაისხავ..გაგააქტიურებს:მიდექი,მოდექი-შეაწუხე ვინმეოsmile.gifძალიან გამყოლია-ჩემს ძმას და მამაჩემს არ მოეწონათ..მე კი მომწონს-უბრალოდ კომპლიმენტების მაგნიტი არაა..არის წარმოსახვა კიპარისის და ტყის-მინდვრის ყვავილების სურნელის(არა უდის და მაგდაგვარი ხეების,მარამდწვანე ხეების ნოტი დაჰყვება აშკარად)-აი შოვში რომ იცის მაგალითად..უცხოა აშკარად,მაგრამ დაუტესტავად მე პირადად არ გავრისკავდიsmile.gif

Posted by: spider77 25 May 2020, 11:22
MAN-DARK
QUOTE
დაწერე შენი შთაბეჭდილება როდესაც ნახავ

აუცილებლად.
ოღონდ ჩემი "ბლუ" არაა, საბაზისო ვერსიაა და უფრო საინტერესო იქნება შედარება.

თუ მომეწონა, მერე ფლაკონს გამოვიწერ და ფრაიჩ ვერსიასაც.


ისე წიწვოვანების მძაფრი სუნი თუ გიზიდავს, ეს გატესტე.

user posted image

Posted by: black_man 25 May 2020, 12:12
MAN-DARK
გაიხარე, ბევრი გამოგეწეროს და შეგეძინოს ) სიმართლე გითხრა თავის დროზე მეც ბრმად გამოვიწერე და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი.. ამინდს და განწყობას უნდა შეუხამო.. პერფორმანსი აქვს უმაგრესი, ძალიან განსხვავებული სუნამოა.. რაც შეეხება კომპლიმენტს, ჩემდა გასაკვირად ერთმა ძალიან ლამაზმა გოგომ მითხრა ამ სუნამოზე, მოეწონა ძაან.. biggrin.gif bis.gif წავიკითხე რომ ამ სუნამოს წარმოება სამწუხაროდ შეწყვიტესო და რაც დარჩენილი გაიყიდება და მერე იბეიზე დაადებენ მაღალ ფასებს სავარაუდოდ..... ამ მომენტისთვის კი ჯერჯერობით დევს კარგ ფასებად.
yes.gif

Posted by: Master_Nick 25 May 2020, 14:27
ყავის და კასრში კარგად დაძველებული ვისკის, ბოლის არომატების რომელ სუნამოს გაუწევთ რეკომენდაციას.


Posted by: spider77 25 May 2020, 23:40
ეს წუთია ეს ავიღე აუქციონით.

user posted image

Posted by: Master_Nick 25 May 2020, 23:50
spider77
გილოცავ, ჩემი ერთ ერთი ფავორიტი სუნამოა, must have!
რა მაგარ ფასად მოგიგია, სუპერ ფასია!

Posted by: spider77 25 May 2020, 23:58
Master_Nick
QUOTE
გილოცავ

მადლობა.
გაიხარე.

QUOTE
მაგარ ფასად მოგიგია, სუპერ ფასია!

ფასმა მომხიბლა, თვითონ (კონკრეტულად) ამ პროდუქტთან შეხება არ მქონია.

გამიმართლა, ერთდროულად (პარალელურად) 2 ცალი იყო გამოტანილი აუქციონზე და ეს წამოვიღე.

Posted by: Master_Nick 26 May 2020, 00:14
spider77
ზაფხულისთვის ჩემთვის იდეალური სურნელია. რომ მცოდნოდა მეორეს მე ვიყიდიდი, აღარ მაქვს. დაუჯერებელი ფასი აქვს. გაგიმართლა, ეტყობა ამოყიდვაზე იყო ტიპი რახან 2 ცალი ჰქონდა დარჩენილი.
* * *
კარგი ფასდაკლებები ჰქონდათ დღეს პარფ მაღაზიებს. ისი პარიში Issey Miyake l'eau Majueure D'issey შევიძინე.

Posted by: spider77 26 May 2020, 21:09
მეგობრებო,
მინდა გკითხოთ -

"დოლჩე გაბანა ლაით ბლუ"-ს 1 რომელიღაცა ნოტს ცუდი (მინიმუმ არასასიამოვნო) სუნი მართლა აქვს, თუ მე მეჩვენება? fingal.gif
* * *


Master_Nick
QUOTE
ისი პარიში Issey Miyake l'eau Majueure D'issey შევიძინე.

მშვიდობაში.
კარგია.

Posted by: black_man 26 May 2020, 21:13
რას იტყვით ამ სუნამოზე? როგორ დაახასიათებთ?
user posted image
* * *

spider77
Master_Nick
მშვიდობაში ორივეს კარგი შენაძენებია...
Issey Miyake l'eau Majueure D'issey დაახასიათე როგორია. მეც ვუტრიალებ მაგ სუნამოს

Posted by: spider77 26 May 2020, 21:39
black_man
QUOTE
მშვიდობაში

მადლობა.

QUOTE
Issey Miyake l'eau Majueure D'issey დაახასიათე როგორია

მეც მაინტერესებს, გამოწერილი მაქვს და ერთი სული მაქვს როდის ჩამოვა.

დღეს ესენი ჩამომივიდა:

user posted image

Posted by: MAN-DARK 27 May 2020, 06:42
spider77
QUOTE
ისე წიწვოვანების მძაფრი სუნი თუ გიზიდავს, ეს გატესტე

აუცილებლად ვნახავ, ზოგადად წიწვოვანი, მწვანე სუნი მიზიდავს. ამ გერლიან საინტერესო პირამიდა აქვს, პრობლემა ის არის რომ ვერსად ვნახე ონლაინ რომ იყიდებოდეს.black_man
black_man
QUOTE
გაიხარე, ბევრი გამოგეწეროს და შეგეძინოს ) სიმართლე გითხრა თავის დროზე მეც ბრმად გამოვიწერე და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი.. ამინდს და განწყობას უნდა შეუხამო.. პერფორმანსი აქვს უმაგრესი, ძალიან განსხვავებული სუნამოა.. რაც შეეხება კომპლიმენტს, ჩემდა გასაკვირად ერთმა ძალიან ლამაზმა გოგომ მითხრა ამ სუნამოზე, მოეწონა ძაან..   წავიკითხე რომ ამ სუნამოს წარმოება სამწუხაროდ შეწყვიტესო და რაც დარჩენილი გაიყიდება და მერე იბეიზე დაადებენ მაღალ ფასებს სავარაუდოდ..... ამ მომენტისთვის კი ჯერჯერობით დევს კარგ ფასებად.

სწორია, მორგება უნდა ალბათ. ტანსაცმელზე არ მომეწონა, კანზე კი საერთოდ იცვლება

Posted by: Master_Nick 27 May 2020, 20:23
spider77
black_man
ჩემთვის Issey Miyake უცნობი ბრენდი იყო, მაგრამ ბიჭები კარგ გამოხმაურებებს დებდნენ და ყურადღება მივაქციე. უშუალოდ ეს სუნამო ზღვის, ოკეანის მიმართულების სუნამოა, ბერგამოტის და გრეიფიტის ძალიან კარგი მიქსია. მე მიყვარს ეგეთი ტანდემი. თავიდან თითქოს მძაფრი მომეჩვენა, თუმცა არ არის მასე, ბევრი დასხმა არ სჭირდება, გამყოლია და მდგრადიც ამავდროულად. ფასიდან გამომდინარე ჩემი აზრით ძალიან მაგარი სუნამოა. რომ ვარჩევდი ალტერნატივა მქონდა D&G ,,K", თუმცა ეს ავარჩიე და სწორი გადაწყვეტილებაც მივიღე.
user posted image
* * *
spider77
ეთერნითი აქუა როგორ მოგეწონა?

Posted by: spider77 27 May 2020, 20:48
Master_Nick
QUOTE
ეთერნითი აქუა როგორ მოგეწონა?

ცოტა ხნის წინ მოვედი სახლში, დავისხი და ვაკვირდები.
მართალი რო გითხრა აღფრთოვანებული არ ვარ. არც გასაგიჟებელია და არც ცუდი.
არაუშავს რაა. იაფი იყო და ავიღე.
მგონი ცოტა უფრო გრილი ამინდისაა, 15-20 გრადუსის ფარგლებში კარგი იქნება ალბათ. ამიტომ შემოდგომამდე გადავდებ.
ფასიდან გამომდინარე ღირს აღება.
ხანდახან დაისხავს კაცი.

მარილიანი ზღვის წყლის არომატი დაკრავს. იგრძნობა ასევე მწვანე ნოტები, კიტრის ლოსიონის სუნი და ლოტოსის ყვავილი.


Hugo boss pour homme თუ გაგიტესტავს, მაგას წააგავს.



რო გაიხსნა, დაახლოებით 2 საათის შემდეგ სიტკბო (ოდნავი, რაც დაკრავდა) გაქრა და ეხლა არაუშავს.

Posted by: Master_Nick 27 May 2020, 22:49
spider77
ოკ გასაგებია. ბოსის ეგ სუნამი ვიცი, მე და ბოსი ვერ ვმეგობრობთ, ერთადერთი რასაც ბოსიდან ვხმარობ ციტრუსების ხათრით არის just different,

გუშინ დავტესტე Guerlan l homme ideal sport, ძალიან მომეწონა, გრილი სუნამოების მოყვარულებისთვის არის.

Posted by: akako78 27 May 2020, 23:36
black_man
ეგ სუნამო არ დამიტესტავს სამწუხაროდ..ეგეც საინტერესოა და მეორე რომ გუჩი ს პურ ომს რომ აგვანებენ,შავი აბსოლუტი..
spider77
მშვიდობაში პლატინუმი ძალიან მიყვარს-ამ ამინდს უხდება..მაგს ცეკას ვერა ვწყალობsmile.gifეგ ბოისე თუ ბუასე მართლა კარგი იყო ადრე,მაგრამ ჩემზე საშინლად არაგამყოლი..ეგ ვერსაჩე ძალიან ქიმოზობს ჩემზს კანზე და მღლის საშინლად..ალურს ვერ ვამგვანებ ვერანაირად..10 თავიდ მაღლა დგას ჩემთვის ალური ომ სპორტი..
Master_Nick
კი ისიე მიაკის აქვს მაგარი სუნამოები,მეც მომწონს..მაგრამ ეგ ვერ მოვიწონე,,გერლენის მაგ ხაზში მხოლოდ თეთრი და კაკაოსფერი რომ არის პარფუმი და კოლონი ეგენი მომეწონა..ედტ საშინელება იყო ჩემთვის,ასევე ეგ სპორტი-არც ინტენსი არ მომეწონა..შეიძლება შენ პირიქით ეგ ორი არ მოგეწონოს-კაცია და გუნება..

Posted by: Master_Nick 28 May 2020, 00:06
akako78
კი ეგ ინდივიდუალურია ძალიან. მაგალითად ლალიკზე გავრცელებული მოსაზრება რომ უფრო შემოდგომა- ზამთრის სუნამოა და წვიმიან ამინდს უხდება, ჩემთვის გაუგებარია. ტყის და ხის სურნელი იმდენად მიყვარს რომ ლალიკს ეხლაც დიდი სიამოვნებით ვხმარობ. დრო უნდა ჩემთვის და რომ გაიხსნება მერე მოდის და მოდის wink.gif
* * *
akako78
Issey miake რომელი სუნამო აქვს მაგარი შენი შეფასებით?

Posted by: akako78 28 May 2020, 13:21
ორიგინალი მომწონს ედტ..ასტრალიც არ იყო ცუდი.ეს ბლუ დისეი და შავი ნნუიტ ედტ..ედპ მაინც დამაინ არ მომეწონა..მე მგონი ბლექ მენმა იყიდა ედტ.ამბერს აქებენ არ დამიტესტავს..ვუდ ვუდიც თავიდან ქიმოზურია მერე არაუშავს..იმდენი აქვს რომ ვერ ვიხსენებ..ნუარ დე აჯენტიც არ მახსოვს ცუდად..

პ.ს.ინდივიდუალურია აშკარად..ე.ი. მოგეწონა ლალიკი?სპრეიერიდან მეც მომეწონა მაგრამ ვერ ვატარებ..

Posted by: senpai 28 May 2020, 14:43
QUOTE
Issey miake

ცოტა ფასებს დაუგდებენ ახალ გამოშვებებს და ხელმისაწვდომი იქნება უფრო. ეს ზამთრისთვის იქნება მისწრება

user posted image

Posted by: black_man 28 May 2020, 14:47
ესეც ჩემები თემა გავახალისოთ )
user posted image

Posted by: Master_Nick 28 May 2020, 17:59
akako78
ლალიკი მომეწონა კი, ამოჩემებული მაქვს, ვნახოთ რამდენ ხანში მომბეზრდება.

black_man
მარჯვნიდან მესამე, ბოსის ბოთლის გვერდით რა სუნამოა?

Posted by: akako78 28 May 2020, 20:00
black_man
თითქმის ყველა მქონია ეგ სუნამოები-ემთხვევა 90% smile.gif

Posted by: black_man 28 May 2020, 20:30
Master_Nick
Halloween Man X კარგი სუნამოა, შენ ეძებდი მემგონი ყავის და ვისკის არომატს, გადახედე პირამიდას, პერფორმანსი ძალიან კარგი აქვს, მთავარია სურნელი თუ მოგეწონება .. ფასიც სავსებით მისაღებია... ლუტეციაშია კარგი ფასდაკლებით...
akako78
კიი, გემოვნებაც საკმაოდ ემთხვევა yes.gif smile.gif

Posted by: spider77 29 May 2020, 18:35
black_man
ესეთი კითხვა მაქვს:

ვერსაჩე დრიმერს მოტკბო სურნელი დაკრავს თუ არა?
რომელ სუნამოს წააგავს?

Posted by: black_man 29 May 2020, 21:56
spider77
ოდნავ, სასიამოვნოდ მოტკბო სურნელი დაკრავს კი. რატომღაც ვამგვანებ Hugo Hugo Boss for men სიტკბო დაკარგული რომ აქვს ნახევრად, თითქოს ამ სურნელთან ვაკავშირებ, აკაკოს უფრო მეტი აქვს დატესტილი და შეიძლება სხვა სუნამოებსაც ამგვანებდეს.. მთლიანობაში არის ძალიან სასიამოვნო, არაშემაწუხებელი, იმის მიუხედავად, როცა შეიქმნა ეს სურნელი არის ძველი დროისა და ახლის ოქროს შუალედში, სექსუალური სურნელი. თითქმის ყველა სეზონი.. ნუ მე ბრმად გამოვწერე და ძალიან მომეწონა.. დანარჩენი გემოვნების საკითხია, აქ რომ იყოს კი დატესტავდი მაღაზიებში.

Posted by: Master_Nick 29 May 2020, 22:33
ჰერერას ბედ ბოიზე რას იტყვით?

black_man
კიდევ აქვს ლუტეციას ფასდაკლებები?, YSL ,,Y" intense მაინტერესებს

Posted by: black_man 29 May 2020, 22:58
Master_Nick
ფბ ზე მიწერე, ფასდაკლებები არის თუმცა მარაგში რამდენად დარჩენილია არ ვიცი..

Posted by: spider77 29 May 2020, 23:32
black_man
მადლობა.

რაღაცა მოტკბო სუნამოები არ მიზიდავს.


* * *


ისე, ეხლა ვათვალიერებდი მონაცემებს და ჰერმესი მგონი ერთადერთია კლასიკურ სუნამოებს შორის, რომელიც სიტკბოს მიმცემ ნოტებს არ შეიცავს.
ტყუილად არ მიყვარდა თურმე გამორჩეულად, ფარენჰეიტთან ერთად.

Posted by: Master_Nick 30 May 2020, 14:36
დღეს ვუყიდე მეუღლეს YSL - Libre , ლორანის ახალი სუნამოა - ნამდვილი შედევრია. მეუღლისთვის, მეგობარი ქალისთვის იდეალური საჩუქარია.
user posted image

Posted by: ბეატრიცა 30 May 2020, 16:16
QUOTE (Master_Nick @ 30 May 2020, 14:36 )
დღეს ვუყიდე მეუღლეს YSL - Libre , ლორანის ახალი სუნამოა - ნამდვილი შედევრია. მეუღლისთვის, მეგობარი ქალისთვის იდეალური საჩუქარია.

ამ სეზონისთვისაა განკუთვნილი ?!
ზამთარში შევიძინე, ცოტა სწრაფად და დაუფიქრებლად და სამწუხაროდ, საერთოდ აღარ მომწონს sad.gif

მაინტერესებს თქვენი მეუღლის შეფასება, დაწერეთ, გთხოვთ.

user posted image

Posted by: spider77 30 May 2020, 16:27
Master_Nick
QUOTE
დღეს ვუყიდე მეუღლეს

ყოჩაღ. მეც მიყვარს ეგეთი სიურპრიზების გაკეთება smile.gif

Posted by: senpai 30 May 2020, 16:40
QUOTE
დღეს ვუყიდე მეუღლეს

კარგია, მარა მე ვერ წარმომიდგენია ეგრე ქალს ვუყიდო, ძაან პრეტენზიული გემოვნების ხალხი მყავს გარშემო და აუცილებლად უნდა დატესტონ ჯერ.


ბოლო წარმატებული ეგეთი საჩუქარი იყო ეს


user posted image

Posted by: Master_Nick 30 May 2020, 17:44
ბეატრიცა
მეუღლეს ძალიან მოეწონა, მომენტალურად გააბედნიერა საჩუქარმა. კი ამ სეზონისთვის არის. ისეთი შლეიფი აქვს სუნამოს მთელი სახლი თავდაყირა დააყენა.


* * *
senpai
კარგად ვიცნობ მის გემოვნებას და შესაბამისად არ ვცდები არჩევანში, თუმცა ყოფილა ფეილის შემთხვევებიც. ამ შემთხვევაშიც გაამართლა არჩევანმა.

Posted by: ბეატრიცა 30 May 2020, 18:20
QUOTE (Master_Nick @ 30 May 2020, 17:44 )
მეუღლეს ძალიან მოეწონა, მომენტალურად გააბედნიერა საჩუქარმა.

მთავარი ესაა smile.gif
სეზონი იმიტომ ვიკითხე, რომ ზაფხულისთვის ზედმეტად მძაფრია ( ჩემი სუბიექტური შეფასებით, პირველ რიგში), ზამთარშიც კი მემძიმებოდა.
გაჩუქება მომიწევს, იმდენად არასაჩემო სუნამო გამოდგა.


Posted by: Master_Nick 30 May 2020, 18:40
ბეატრიცა
ეს ალბათ უფრო ინდივიდუალურია, ძალიან ფრეშ სუნამოა, ყვავილები, ლავანდა, ფორთოხალი ჩვენთვის უფრო გაზაფხულ/ზაფხულთან ასოცირდება.
თუ ვერ ხმარობ, მაშინ მოგიწევს გაჩუქება wink.gif

Posted by: ბეატრიცა 30 May 2020, 19:01
Master_Nick

ლავანდა, ვანილი, ციტრუსი კომპოზიციაში მომწონს და მქონია კიდეც ასეთი სუნამო, უფრო გურმანული + კარამელი, დარიჩინი...
LIRA . საოცარი სუნამოა, დაუვიწყარი.

LIBRE ცოტა ნაჩქარევად ვიყიდე და ასე ამიტომ "განვიცდი" :დ

ინდივიდუალურია, თქვენი შეფასებითაც დავრწმუნდი.

კარგია, ასე რომ გსიამოვნებთ..სურნელოვან ზაფხულს გისურვებთ smile.gif

Posted by: Master_Nick 31 May 2020, 21:24
QUOTE (ბეატრიცა @ 30 May 2020, 19:01 )
Master_Nick

სურნელოვან ზაფხულს გისურვებთ smile.gif

თქვენც ასევე! ისე არ იჩქაროთ Libre სთან დამშვიდობება, დარწმუნებული ვარ უამარავ კომპლიმენტს მიიღებთ. სცადეთ მასთან დამეგობრება - საოცარი სუნამოა.

Posted by: spider77 2 Jun 2020, 13:12
Dior Homme Sport 2017 გამოვიწერე საცდელად 5 მლ.
ჩამომივიდა და ....



პუდრი, პუდრი, პუდრი და პუდრი .... biggrin.gif
თანამშრომელ გოგებს მოეწონათ რო დავისხი, თუ გინდათ გაჩუქებთ მეთქი wink.gif

Posted by: akako78 2 Jun 2020, 13:16
spider77
ვა არ იყო ეგეთი როცა დავტესტე..უფრო შანელის სიმკვეთრისკენ იყო და ჰქონდა წაუმჭახე ციტრუსების ფონი..აშკარად ალუურ ომ სპორტისკენ მიდიოდა კვალი...ეტყობა სხვა სუნამო ჩამოგისხეს..უბრალოდ საინტერესოა აქ რომ დაისხა ეგ სადმე ქსელურში და მერე ეგ რომ დაიპკურო მეორე ხელზე-იქნება იდენტური?

Posted by: spider77 2 Jun 2020, 13:25
akako78
QUOTE
აქ რომ დაისხა ეგ სადმე ქსელურში და მერე ეგ რომ დაიპკურო მეორე ხელზე-იქნება იდენტური?

ვიზამ მაგას.
მაგასთან ერთად ჩამომივიდა Chanel Allure Blanche - ეს მომეწონა up.gif


ისე, ერთი ერთ ხელზე დავისხი და მეორე მეორეზე, ხო არ ამერია? givi.gif




არა რააა, რამდენი რამე დავტესტე, გამოვიწერე, ვიყიდე და .... ფარენჰეიტი, ჰერმესი და დი ჟიო ჩემთვის ფავორიტებად რჩებიან. love.gif
ალბათ ბუნებით კონსერვატორი ვარ.
ზამთარში დ&გ-ს "ზი ვან"-იც მომწონს.

Posted by: Master_Nick 2 Jun 2020, 14:00
spider77
Allure blanche , კლასიკურ სპორტს და ექსტრიმს გავს თუ ახალი სურნელია? მეც მაინტერესებს და ვერ მოვახერხე ჯერ დატესტვა.



Posted by: spider77 2 Jun 2020, 14:42
Master_Nick
QUOTE
Allure blanche , კლასიკურ სპორტს და ექსტრიმს გავს

ჩემი შეხედულებით უფრო დახვეწილი და ელეგანტურია, "ბლუ"-სკენ იხრება.
თავისუფლად გამოიყენებ კოსტუმთან ერთად (მოუხდება კიდეც), ოღონდ სიცხეში არა.


ვზივარ და ეხლაც ვკაიფობ, დაახლოებით 3-3,5 საათის წინ დავისხი.

Posted by: Master_Nick 2 Jun 2020, 15:08
spider77
მაშინ საყიდელი ყოფილა. ,,ბლუს" სკენ თუ იხრება მითუმეტეს. მეც შენსავით მაქვს ამოჩემებული შანელი და პრადა, ვტრიალებ წრეზე უკვე წლებია biggrin.gif
პრადას L homme არ მოგწონს?

Victor&Rolf spicebomb რას იტყვით?

Posted by: spider77 2 Jun 2020, 15:24
Master_Nick
QUOTE
მაშინ საყიდელი ყოფილა.

კი, აუცილებლად. თუ შანსი გაგიჩნდა ნორმალურ ფასად, აუცილებლად აიღე, ყველანაირ სპორტს (დიორსაც და შანელსაც) ჯობია.

QUOTE
პრადას L homme არ მოგწონს?

არ მაქვს და არც გამიტესტავს.
* * *


QUOTE
Victor&Rolf spicebomb რას იტყვით?

კარგიაო ამბობენ.
ეცოდინებათ მეგობრებს და იმედია დააფიქსირებენ მოსაზრებას.

Posted by: senpai 2 Jun 2020, 15:48
QUOTE
Victor&Rolf spicebomb რას იტყვით?

კარგია, ბოლო გამოშვებაც დაჟე. პროსტა ოდნავ სლაბი გახადეს და მეტი ხარჯი მიდის. საკოლექციოდ აუცილებელია ჩემი გემოვნებით.


ბევრი ალტერნატივა მქონია და ეგ ყველაზე სასიამოვნოა მაინც. 1899 არის ნიშ ვერსია, მარა უფრო მერე ხდება სასიამოვნო. მდგრადობა ყველას ნორმალური.


ეხლა რო ვაკვირდები, 10-15 საბაზისო სუნამო ხო მაინც უნდა ქონდეს გავლილი ჩვეულებრივ კაცს ცხოვრების მანძილზე. biggrin.gif


Posted by: Master_Nick 2 Jun 2020, 17:15
spider77
ეხლა გადავხედე საიტებზე და რა ფასი ჰქონია ბლანშს wink.gif მაგას განბაჟებაც მოუწევს. აქ ყიდვა ჯობია ისევ.
Prada l'homme დატესტე, ოფისისთვის ძალიან მაგარია, ქალსაც იზიდავს და კაცსაც lol.gif

senpai
სულ მაინტერესებდა ეგ სუნამო, მაგრამ ამ ,,ლიმონკის" ბოთლის ფორმის გამო, რატომღაც ვერ აღვიქვამდი სერიოზულად.

Posted by: spider77 4 Jun 2020, 13:01
2020 წლის Dior Homme ჩამომივიდა.

ძალიან, ძალიან მომეწონა (სპორტისგან განსხვავებით).
ბევრი კარგს წერს და ბევრი ნეგატიურს .... გულის ფანცქალით ველოდი biggrin.gif

Posted by: blue_velvet 4 Jun 2020, 16:23
spider77
QUOTE
2020 წლის Dior Homme

ესეც მომწონს, ინტენსი საერთოდ ჩემი აზრით ნიშეებს არ ჩამოუვარდება არაფრით, სპორტი ჩამომივიდა და მომწონს, მდგრადიცაა.

armaf club de nuit intense man ჩამომივიდა და ძალიან მომეწონა, ვერ ვხვდები რატომ ღირს 30$(მართალია საკმაოდ მძიმეა და სადღაც 6$ დაამატებთ საბაჟოზე), ჩემი აზრით მინიმუმ 70$ უნდა ღირდეს.
გახსნაც მომწონს, მაგრამ 30-40 წუთში უმაგრესად ჯდება, მდგრადიცაა.
მოკლედ მეგობრებო ვინც არ იცით ეს სუნამო აუცილებლად დატესტეთ. creed aventusis კლონია. მგონია რომ გააძვირებენ.რევიუებიც კარგი აქვს და რეიტინგიც.

აქვე სემპლეებზე დავწერ რაც ჩამომივიდა: spicebomb არ მომეწონა, ტომ ფორდ ვეტივერიც ვერ დავამუღამე, 1 მილიონიც არ მომეწონა, არც ck2 KALVIN KLEIნი


ჩემი შემდეგი სამიზნეები:bentley intense, encre noire lalique. ესენი მინდა დავტესტო.

Posted by: spider77 4 Jun 2020, 16:47
blue_velvet
QUOTE
encre noire lalique

ზამთარში .... up.gif

Posted by: Master_Nick 4 Jun 2020, 21:14
blue_velvet
encre noire lalique - მეც მომეწონა, ხის არომატები თუ მოგწონს ძალიან მაგარია!
სპაისბომბის კლასიკა არ მოგეწონა? მეც ვუტრიალებ მაგას მაგრამ დაუტესტავად ვერ ვიყიდი.

Posted by: Arien 5 Jun 2020, 06:41
Carner Barcelona - Besos - ნაზი,მსუბუქი,საპნისებრი პუდრის არომატია,მოტკბო ყვავილების და მუშკის.კანზე საკმაოდ მდგრადია,მაგრამ არაშემაწუხებელი,სისუფთავის შეგრძნებით.

Posted by: black_man 6 Jun 2020, 13:11
Master_Nick
salvatore ferragamo acqua essenziale blu ხომ არ ჩამოგივიდაა?

Posted by: Master_Nick 6 Jun 2020, 22:49
black_man
არა აღარ ვიყიდე, დაუტესტავად არ ღირს ყიდვა, იმედია ახლო მომავალში მომიწევს ქვეყნიდან გასვლა და დუტი ფრიში დატესტვის შემდეგ გადავწყვიტავ, ვიყიდი თუ არა.

Posted by: cuda 8 Jun 2020, 16:12
blue_velvet
QUOTE
bentley intense

ფასდაკლებებს დაელოდე შარშან თუ არ ვცდები black friday დღეებში ვიყიდე 50% ფასდაკლება იყო ლუტეციაში 80 ლარი გამოვიდა, მაგ სუნამოში თან 100მლ უეჭველი საყიდელია ჩემი ამ საკითხში მოკრაძალებული აზრით biggrin.gif

QUOTE
encre noire lalique

მძიმე სუნები თუ მოგწონს მაშინ A L'extreme-ს გირჩევ უმაგრესია ,

azzaro pour homme-ს ახალი სერია ხოარ შეგხვედრიათ თბილისში სადმე? ginger lover / wild mint ..... 25 დოლარი იყოს discount საიტებზე და შეფასებებიც კარგი აქ


Posted by: Master_Nick 8 Jun 2020, 21:33
პიტნის მძაფრი სურნელით რომელ სუნამოს მირჩევთ?

Posted by: akako78 8 Jun 2020, 22:08
Master_Nick
ეროსი ვერსაჩე,მაგრამ გახსნაა მხოლოდ..არის კარტიეს როადსტარი..სხვა ბევრია ეს უცებ რაც გამახსენდა..

Posted by: senpai 8 Jun 2020, 23:56
Master_Nick
QUOTE
პიტნის მძაფრი სურნელით რომელ სუნამოს მირჩევთ?

ბიუჯეტურს ბარბერი ინდიგოს.


არაბიუჯეტურს Virgin Mint Carolina Herrera



Posted by: Master_Nick 9 Jun 2020, 00:22
akako78
senpai
მადლობა ბატონებო,

Posted by: spider77 9 Jun 2020, 09:29
მეგობრებო, ვინმეს თუ გაინტერესებთ ანკრ ნუარი კარგ ფასად, 2 დღიანი ფასდაკლებაა იბეიზე:

user posted image

Posted by: Master_Nick 9 Jun 2020, 22:50
akako78
D&G light blue intense იმდენად მომეწონა კაცმა რომ დაისხას რა უჭირს lol.gif

Posted by: spider77 9 Jun 2020, 23:00
Master_Nick
QUOTE
D&G light blue intense

ეგ ორია, არის კაცის და არის ქალის smile.gif

Posted by: akako78 9 Jun 2020, 23:22
Master_Nick
ძველი ედტ ვაჩუქე მეუღლეს..უმაგრესი იყო..2010 იყო თუ არ ვცდები..მეც მინდოდა რომ დამესხა..ეხლა ედტ აღარ ვარგა ეგ პარფუმი სჯობნის როგორც იძახიან..მერე აჩუქა თავის დას-ნახევარი რომ ჩაცალა და მეც დამწყდა გული..მაგ სურნელის ქალს შემიძლია გავყვე ყველგან-თუნდაც ლილოს ბაზრობაზეsmile.gif

Posted by: Master_Nick 10 Jun 2020, 09:12
spider77
კი ეგ ვიცი, რატომღაც მომეჩვენა რომ ქალის უფრო ინტენსიურია.
* * *
akako78
ნამდვილად მაგარია,
ელიზიუმებს ვუყურებ და რა ფასები ჰქონია biggrin.gif მაგის კლონი არსებობს რამე?

Posted by: akako78 10 Jun 2020, 13:52
კი არის კლონები-არ დამიტესტავს სამწუხაროდ

https://www.fragrantica.com/perfume/Alexandria-Fragrances/Zion-50103.html

https://www.fragrantica.com/perfume/Samy-Andraus-Fragrances/Blue-Sapphire-58011.html

https://www.fragrantica.com/perfume/Parfums-Vintage/Evolution-De-L-Homme-Soir-52040.html

https://www.fragrantica.com/designers/Dua-Fragrances.html




Posted by: senpai 10 Jun 2020, 14:04
akako78
არ მევასება ეგ ტიპიც. ისეთი უკადრებელი რამე გააკეთა რო მაიმუნის დონეზეა ჩემთვის.


სიამოვნებით ვნახავდი ეგეთებს ფერადკანიანებისგან დალეწილს. ეგეთებზე ალალია.


Posted by: akako78 10 Jun 2020, 14:14
senpai
ხო არც მე და არ ეს ტიპი რომ არის კუბელი-ტვინს ხნავს სერიოზულად!!!მაგან რა დააშავა-კაი ბლუყუნაა ეგეც კარლოსის არ იყოს..სიდანაა ეგ ჩემისა რა აქცენტი აქვს,მაქს ფორტსაც აქვს აქცენტი..ისე ეგ ხომ ყველაფერს აქებს უმეტესწილადsmile.gif

პ.ს.აინტერესებს კაცს და მეცsmile.gifგაქვს აქედან რომელიმე ან სხვა კარგი კლონი დატესტილი?

Posted by: senpai 10 Jun 2020, 14:29
akako78
ელიზიუმის ხარისხის გადმოცემა რთული იქნება ბიუჯეტში, მარა სურნელის პროფილი აქვს რამდენიმეს. ალექსანდრია კარგია, მარა ბიუჯეტური არ გამოდის მაინც, თუ ვინმემ არ გაყიდა იაფად ფბ-ს ჯგუფებში.

კლონში 1 დოლარზე მეტი როგორ უნდა მისცე.




Posted by: akako78 10 Jun 2020, 14:31
senpai
ხო რათქმაუნდა..კლონი კლონია..არც დოლარია იაფი..მაგრამ თუ კარგია კიდევ გადაიხდი კაციsmile.gif

Posted by: Master_Nick 10 Jun 2020, 21:11
akako78
ეს კუბელი რა კაცია lol.gif
YSL L'homme Ultime დავტესტე და სუპერ! ნამდვილად ღირს ყიდვა.

Posted by: Alexito21 10 Jun 2020, 21:45
user posted imageგამარჯობათ მეგობრებო , დღეს ჩამომივიდა club de nuit intense man , ბრმად გამოვწერე ამაზონიდან და რავიცი არაა საჩემო, ამიტომ გავყიდი ან გავცვლი რამე მზგავსში 5-6 სპრეია გამოყენებული სულuser posted image

Posted by: akako78 10 Jun 2020, 22:17
Master_Nick
კი ღირს..კაცის ვარდი იშვიათია ზოგადად..გამყოლობა მოგეწონა?ხოო კი ეტყობა რაცაა სულ თავის კვერცხებზე ლაპარაკობსsmile.gif

Posted by: Master_Nick 10 Jun 2020, 23:42
akako78
კი მშვენიერი გამყოლობა აქვს up.gif

Posted by: პიანისტი 11 Jun 2020, 09:00
გამარჯობათ, გილოცავთ ახალ თემასაც და ზაფხულის სუნამოების ბოლომდე გახსნასაც, მევასება მაგრად ეს პერიოდი.
არომატეკამ შაბათობით გვექნება სეილებიო ,სახლებს აირჩევენ.

Posted by: senpai 11 Jun 2020, 11:24
ვუწევ რეკომენდაციას. კარგი გამძლე თბილი ამინდის სუნამოა.


user posted image



Posted by: Arien 11 Jun 2020, 11:52
პიანისტი
QUOTE
არომატეკამ შაბათობით გვექნება სეილებიო ,სახლებს აირჩევენ.


დიპტიკის ფადაკლებებს ველოდები,სანთლებს მაინც ვიყიდი,საიტზე ვნახე და სავსებით ნორმალური ფასები აქვთ.

Moschino Light Clouds - წლების წინ მქონდა მინიატურა - გრილი,ინტენსიური,ცოტა უცნაური,ასოციაციურად წვიმის,ყვავილების სუნი აქვს.გამახსენდა,გამოვიწერე love.gif

Posted by: Master_Nick 11 Jun 2020, 20:39
senpai
გრილი სუნამოა?
სულ მაინტერესებდა საავტომობილო ბრენდების სუნამოების ისტორია, მერსედესი, ბენტლი, ფერარი, იაგუარი რატომ უშვებენ პარფიუმერიას?

Posted by: black_man 12 Jun 2020, 00:39
user posted image
ეს დავტესტე და ძაან მომეწონა ფასთან მიმართებაში.. სამომავლოდ ვფიქრობ ვიყიდო...

Posted by: პიანისტი 12 Jun 2020, 08:47
Arien
ჯერ არცერთს არ გაგვიმართლა ;დ მე მემოს ველოდები ,ძალიან მიმზიდველი სახლია, თითქოს ყველა სუნამოში სულის ნაწილი ჩადესო, მაგრამ ამ პირბადით დატესტვას წინასწარ ვერ ვეგუები.

Posted by: senpai 12 Jun 2020, 09:04
Master_Nick
QUOTE
გრილი სუნამოა?

ფარენჰაიტის უმცროსი ძმაა. ამერიკული პროფილით. ნორმალურია და კოლექციისთვის სასურველი.


QUOTE
მერსედესი, ბენტლი

შენ წარმოიდგინე, ხშირად ბენტლი უფრო იაფი ღირს სუნამოებში, ვიდრე მერსედესი biggrin.gif

QUOTE
რატომ უშვებენ პარფიუმერიას?

ბრენდია და იმიტომ. იმავე მიზეზით უშვებენ სელებრიტები, ფეხბურთელები, ზოგადად სპორტსმენები. გაყიდვადია, ცნობადია.

ზლატანამ გამოუშვა ახალი ხაზი და ჰეიტერობს ხალხი, რახან არ ევასებათ, ისევე როგორც ტრამპზე ჰეიტერობდნენ, არადა ჩვეულებრივი სუნამო იყო, სხვა სახელის ქვეშ რომ გამოსულიყო, პოზიტიურ შეფასებებს დაუწერდნენ.

Posted by: Arien 12 Jun 2020, 10:39
პიანისტი
QUOTE
ჯერ არცერთს არ გაგვიმართლა ;დ მე მემოს ველოდები ,ძალიან მიმზიდველი სახლია, თითქოს ყველა სუნამოში სულის ნაწილი ჩადესო, მაგრამ ამ პირბადით დატესტვას წინასწარ ვერ ვეგუები.


მემოსი სულ სამი არომატი ვიცი,მაგრამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა,გამორჩეული ხარისხია და მგონია რომ ღირს ის თანხა რასაც ითხოვენ. სამი სემფლიდან ერთ-ეთი ლუქსორი იყო,უდის და ვარდის თემა ხომ გაცვეთილია,ვისაც არ დაეზარა ყველამ გააკეთა,მაგრამ მემოსი მაინც სხვაა.

რამდენიმე დღის წინ ლუტეციაში ვიყავი და მიუხედავად იმისა რომ შემოსასვლელში ხელებს იმუშავებ, ფლაკონების შეხების უფლება არ გაქვს,ასე მითხრეს.ესტეს და ბულგარის სიახლეები მაინტერესებდა და არცერთის ტესტერი არ ჰქონდათ,არაფერი მიყიდია ისე გამოვედი.
პარფიუმერია არ არის პირველადი მოხმარების საგანი,მე რომ ჩემი ჯიბიდან რამდენიმე ასეული ლარი სისულელეში უნდა გადავიხადო, ამისთვის შესაფერისი გარემო მჭირდება biggrin.gif ჯიპისიშიც შეიტანეს ლუტეციას სუნამოები და ჯიპისის მენეჯერი აფთიაქების დანიშნულების თანამედროვე კონცეფციაზე მწერდა,არადა პარფიუმერიასაც აქვს თავისი კონცეფცია,განსაკუთრებით ნიშ პარფიუმერიას.
აი არომა ბუტიკში არავის უთქვამს შეხება არ შეიძლებაო,რაც მინდოდა ვნახე,ბოლოს რამდენიმე ბლოტერი გავიტანე გარეთ - ნიღაბს ვერ ჩამოვიწევდი,შეიძლება მეც დამაჯარიმონ და მაღაზიაც,გარეთ გადავწყვიტე და ასე შევიძინე Besos smile.gif)

Posted by: akako78 12 Jun 2020, 11:31
black_man
აქ არის ეგ ან აბსოლუტი?
senpai
ეგ მერსედერსი დავტესტე აქ და ძალიან არაგამყოლი იყო ჩემს კანზე როგორც მახსოვს..სურნელმაც დიდად ვერ მომხიბლა სიმართლე გითხრა..ფარენას შეიძლება გავს,მაგრამ მე არ მომეწონა მთლიანობაში..ასევე არ მომეწონა მონ ბლანის პრეზენსი..დიხლაფოსია ჩემთვის..არადა აქებენ..
Arien
ეგ მოშინო თუ მოსკინო გრილია როგორც მახსოვს-კარგი სუნამოა?..ფანი უყვარს დედაჩემსsmile.gifორი 100მლ ბოთლი ჩაცლილი აქვს..
პ.ს.უყურე სერიალებს?

Posted by: senpai 12 Jun 2020, 12:15
akako78
ხო იცი ბევრი რამე განაპირობებს კონკრეტულ მომენტში სურნელის გამყოლობა როგორ გესმის და თავად სურნელსაც როგორ აღიქვამ. ერთი დატესტვა ამიტომაც არ კმარა შეფასებისთვის. როგორც გამოცდილ ადამიანს, წესით არ უნდა გეშლებოდეს ეგეთები.


ისევ ამ დალოცვილ სელერებს უნდა ვუმადლოდე რომ საჩუქრად მაძლევენ მაგეებს, თორე არც მეცოდინებოდა რომ აქვთ დასტოინი სურნელები, რომელსაც ყოველდღიურად იხმარ როცა რამე ნაცნობი გინდა რომ დაისხა და არავინ შეაწუხო თან.

გამყოლობას რაც შეეხება, 7 საათი ამ ამინდში ნორმალური შედეგია. ჩვეულებრივი ვერსია სუსტი იყო შედარებით, ინტენსი არა. ნუ ჩემ კანზე, თორე ხალხი არის 3 საათში უქრებათ სურნელი, როცა ჩემზე 12 საათი ძლებს. ასე რომ ინდივიდუალურია ყოველთვის.


ცხელ/ცივ კანზე ძაან სხვანაირად ისმის სურნელის გახსნაც და შემდგომი მდგრადობაც.


Posted by: black_man 12 Jun 2020, 12:18
akako78
კი ეს ლუტეციაში დავტესტე 50% ფასდაკლება იყო თან... აბსოლუტე არ მახსოვს, აზურე დავტესტე კიდევ, ისიც მომეწონა..
Arien
მე როდესაც ვიყავი ლუტეციაში, ჩვეულებრივ დავტესტე, ფლაკონსაც ვიღებდი, რაც მაინტერესებდა და არავის მოუცია შენიშვნა.. ასევე პირბადესაც ვიხსნიდი დატესტვის დროს.. რა უცნაურია, ადამიანმა რანაირად უნდა დატესტოს მაშინ..
P.S. 2 კვირის წინ ვიყავი, მაგის მერე გაამკაცრეს ეტყობა..

Posted by: akako78 12 Jun 2020, 12:38
senpai
მე არც ეგეთები მეშლება-არც მაგეთებიsmile.gifნუ მოკლედ მაგ ფასში რაც ღირს და რაც აქვს გამყოლობა ჩემს კანზე-მე ვწერ და ვამბობ არას!!!მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ბეჭედს ვუსმევ ვინმესთვის..მე არ მომწონს-სხვას შეიძლება მოეწონოს..არც ისეთი სუნამო იყო ეხლა შტანგის არ იყოს 4-5 მისვლა გამეკეთებინა..
* * *
black_man
აბსოლუტი მაინტერესებს-ყიდვა მინდოდა ადრე და ბლაინდში აღარ შევუკვეთე..

Posted by: spider77 12 Jun 2020, 12:53
QUOTE
Moschino Light Clouds - წლების წინ მქონდა მინიატურა - გრილი,ინტენსიური,ცოტა უცნაური,ასოციაციურად წვიმის,ყვავილების სუნი აქვს.გამახსენდა,გამოვიწერე

საინტერესოა biggrin.gif


QUOTE
ფარენჰაიტის უმცროსი ძმაა.

ფარენჰეიტი შემომეყიდა, კლასიკური, 100-იანი fingal.gif

Posted by: akako78 12 Jun 2020, 13:35
spider77
ვა გილოცავ!!!კარგია და თუნ შენს სტილში ჯდება აგერ ცივ ამინდებში გამოგადგება..რომ დატესტე-ყბადაღებულ სალიარკის სუნს თუ დიზელისას გრძნობ?

Posted by: spider77 12 Jun 2020, 13:49
akako78
QUOTE
ვა გილოცავ!!!

მადლობა smile.gif

QUOTE
თუნ შენს სტილში ჯდება

ჭკუა მეკეტება.

QUOTE
რომ დატესტე-ყბადაღებულ სალიარკის სუნს თუ დიზელისას გრძნობ?

ნუ, ადრე (როცა პირველად დავტესტე) პირველი რეაქცია მეც ეგეთი მქონდა spy.gif
მეუცნაურა, მერე გავერკვიე რო ეგ მძაფრი "სურნელი" ტყავის ნოტი/სუნი იყო და ა.შ. givi.gif
ეხლა ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია. მქონდა ძველი 50-იანი. ის რო დამიმთავრდა ერთი პერიოდი პრობნიკებით და სხვა სუნამოებით გავდიოდი და ეხლა ვერ მოვითმინე და 68 დოლარად შემომეყიდა.
ფედექსით მიიტანეს ამერიკის ოფისში და ეხლა ერთი სული მაქვს აქ როდის ჩამოვა.

user posted image

Posted by: senpai 12 Jun 2020, 15:04
spider77
QUOTE

ფარენჰეიტი შემომეყიდა, კლასიკური, 100-იანი

up.gif მშვენებაა. თუმცა ძველთან შედარებით ძაან ლოიალური გახადეს ახალი ფორმულა. ეხლა უფრო მეტს მოსწონს.



akako78
არ მითქვამს ეგეთი ტონით რომ გწყენოდა.

Posted by: Alexito21 12 Jun 2020, 15:18
ეს თუ დაგიტესტავთ ვინმეს?user posted image

Posted by: black_man 12 Jun 2020, 15:25
spider77
მშვენიერია მშვიდობაში....
შემთხვევით გადავაწყდი 4 წლის წინანდელ ფლაკონს, არ ვიცი რა შეიცვალა, მაგრამ შუადღის პირველ საათზე დავისხი და საღამოს 10 საათზე კომპლიმენტი მივიღე, მე თვითონაც ვგრძნობდი ისევ სურნელს, წარმოუდგენელია ამ სუნამოზე ესეთი რამ biggrin.gif biggrin.gif
user posted image

Posted by: spider77 12 Jun 2020, 15:29

Alexito21
მქონდა ეგ და გავაჩუქე, არ მომეწონა. ცოტა (ჩემთვის) ზედმეტად მძაფრი იყო sad.gif


black_man
QUOTE
მშვენიერია მშვიდობაში....

მადლობა smile.gif

Posted by: Alexito21 12 Jun 2020, 15:47
spider77
თბილისში იქნება ნეტა სადმე დასატესტად?

Posted by: spider77 12 Jun 2020, 15:57
Alexito21
QUOTE
თბილისში იქნება ნეტა სადმე დასატესტად?

ალბათ კი, არ ვიცი.

მე ავსტრიიდან ჩამომიტანეს საჩუქრად.

Posted by: akako78 12 Jun 2020, 16:53
senpai
არ მწყენია..სიცილაკი მაგიტომ დავაყოლეsmile.gif

Posted by: senpai 12 Jun 2020, 18:14
საიბტერესოა. ბოლო იმედგაცრუებების მერე მინდა ეს კარგი გამოუვიდეთ.


user posted image

Posted by: Master_Nick 12 Jun 2020, 19:05
black_man
ბანდერასის ბლუ სედაქშენი გადასარევი სუნამოა დამწყებთათვის, განვითარების სასტარტო ეტაპისთვის იდეალურია, მე ეხლაც მიდევს კოლექციაში biggrin.gif

Alexito21
Abercrombie & Fitch first instinct ნახე, ახალგაზრდული სუნამოა, თბილისშიც ნახავ ლუტეციაში, დატესტე და ისე მიიღე გადაწყვეტილება, ბრმად არ იყიდო. ბანდერასიც ოკ ია, რაც დადეს. მაგასაც დატესტავ ისი პარიში.

Posted by: Alexito21 12 Jun 2020, 19:21
Master_Nick
კარგი მადლობა ვნახავ აუცილებლად

Posted by: spider77 12 Jun 2020, 19:21
akako78
212 VIP ტესტერი ჩამომვიდა.
მომეწონა სხვათაშორის, არყის და რაღაცა ალუბლის მსგავსი ნოტები დაკრავს.
უბრალოდ ვერ წარმომიდგენია რა სიტუაციაში უნდა დავისხა. აშკარად არაა ჩემი ასაკისთვის. დიდი დიდი აგარაკზე პროსტო კაიფის ვარიანტში თუ შევიპკურებ biggrin.gif

ისეი მაიაკიც ჩამომივიდა მაგრამ ხვალ დილამდე გადავდე გატესტვა, უკვე რამოდენიმე სუნი აირია ერთმანეთში და მინდა "უზმოზე" გავსინჯო fingal.gif

Posted by: akako78 12 Jun 2020, 21:00
spider77
ნაბახუსევზე უნდა იპკურო..რუსული არყის ფონზე ან ჩვენი ჭაჭის და თან მისაყოლებელი შავი ხიზილალაც ურევია..ასე რომ კლუბურია და ნასვამ საზოგადოებასთან მისაღები..

პ.ს.ისი მიაკის ორიგინალი?თუ ფლანკერი?

Posted by: Master_Nick 12 Jun 2020, 21:08
spider77
akako78
მაგ არყის გამო 212 ვიპ საერთოდ ვერ გავიგე, ვერც კლუბის პონტში დავინახე ეგ სუნამო,
მგონი ვბერდები biggrin.gif
კლუბისთვის Victor&Rolf spicebomb იქნება მართლა ბომბი, ძალიან მომეწონა up.gif

Posted by: spider77 12 Jun 2020, 21:49
akako78
QUOTE
პ.ს.ისი მიაკის ორიგინალი?

ჯერ არ დამიტესტავს, ხვალისთვის ვინახავ.

user posted image

212 VIP
QUOTE
ნაბახუსევზე უნდა იპკურო

ძაან მაგარი იქნება.


Master_Nick
212 VIP ძალიან მომეწონა, სახლში რო მოვედი დავისხი და ვკაიფობ biggrin.gif


* * *

ესეც ჩამომივიდა დღეს, მაგრამ ამან ძაან არ მომხიბლა, თუმცა კელვინ კლეინს ჯობია.

user posted image

Posted by: black_man 12 Jun 2020, 22:28
Master_Nick
კი გეთანხმები, უბრალოდ თავის დროზე ძალიან არაგამყოლი იყო და მაგან გამაკვირვა, დამწყებისთვის ნამდვილად კარგი სუნამოა yes.gif

Posted by: akako78 12 Jun 2020, 22:39
black_man
რომელზე ამბობო სპაისბომბზე?ბულგარი მენ ინ ბლექი არის კარგი რაც მახსოვს მაგ სტილში..

Posted by: Arien 13 Jun 2020, 08:01
akako78
QUOTE
ეგ მოშინო თუ მოსკინო გრილია როგორც მახსოვს-კარგი სუნამოა?..ფანი უყვარს დედაჩემსორი 100მლ ბოთლი ჩაცლილი აქვს..
პ.ს.უყურე სერიალებს?


მგონი მოსკინო უნდა იყოს სწორი, რადგან იტალიური ბრენდია.გრილი სუნამოა,გაურკვეველი ყვავილების ან თოვლიანი ყვავილების,ვერცერთ ნოტს ვერ გამოვყოფ,ვერ ვარჩევ,მაგრამ ისეთია ბოლომდე მინდება შევისუნთქო.
პირველი სეზონის ყურება დავიწყე,4 სერია მაქვს ჯერ ნანახი.მილევა მარიჩზე არაფერი ვიცოდი,პარალელი ჩანს კიურეებთან?კომპლექსურია,ბევრი თემაა და ძალიან საინტერესოა.

Posted by: akako78 13 Jun 2020, 08:07
Arien
უფრო არა კიურები სხვა ისტორია..რენდგენს უფრო ჰგავს,მაგრამ არცმაინდამაინც..ისინი მთელმა მსოფლიომ იცოდა რომ ერთად შრომობდნენ და იკვლევდნენ..ეს ქალბატონი არც მე ვიცოდი..
პ.ს.ეგ სუნამო ცივი უნდა იყოს,გრილი..ფანიც გრილია..ჩემთან ქალბატონებს ძალიან ტკბილი და მძიმე სუნამოები არ მოსწონოთ..

Posted by: Arien 13 Jun 2020, 08:23
black_man
QUOTE
მე როდესაც ვიყავი ლუტეციაში, ჩვეულებრივ დავტესტე, ფლაკონსაც ვიღებდი, რაც მაინტერესებდა და არავის მოუცია შენიშვნა.. ასევე პირბადესაც ვიხსნიდი დატესტვის დროს.. რა უცნაურია, ადამიანმა რანაირად უნდა დატესტოს მაშინ..
P.S. 2 კვირის წინ ვიყავი, მაგის მერე გაამკაცრეს ეტყობა..


ახლა ეჭვი გამიჩნდა რომ მე მითხრეს მხოლოდ,კონსულტანტმა მიცნო და გამომყვა,ხალხიც არ იყო,მაგრამ ასე ყველას ვერ სდევენ. ლალიკის ერთ-ერთი სუნამოს ნახვა მინდა,დღეს კიდევ შევივლი და ვნახავ რას მეტყვიან.
* * *
akako78
QUOTE
უფრო არა კიურები სხვა ისტორია..რენდგენს უფრო ჰგავს,მაგრამ არცმაინდამაინც


მარია შეხვდა პიერს და მათი ისტორია დაიწყო.მარიჩი შეხვდა აინშტაინს და მარიჩის ისტორია დამთავრდა.

Posted by: spider77 13 Jun 2020, 10:01
akako78
ეს ის 212-ია რაზეც ადრე გვქონდა საუბარი, როგორც ყოველდღიურ ვარიანტზე?

user posted image



ისე ძვირი კი ყოფილა.
კონკრეტულად ეს (რა ფოტოც მიდევს) ნახმარია და იმიტომ ღირს 20 დოლარი, თორემ ახლები რათქმაუნდა უფრო ძვირია.


და თქვენი აზრით მეგობრებო - რომელი ჯობია, ეს თუ cool water davidoff?



Posted by: akako78 13 Jun 2020, 11:35
spider77

კი ეგაა..აქ არის ისი პარიში და დატესტე მაინც..ნუ იყო ყოველთვის და ეხლა თუ არ გაწყდა..საოფისე ვარიანტია-ყოვედღიური..

Posted by: spider77 13 Jun 2020, 11:41
akako78
QUOTE
კი ეგაა..აქ არის ისი პარიში და დატესტე მაინც..ნუ იყო ყოველთვის და ეხლა თუ არ გაწყდა..საოფისე ვარიანტია-ყოვედღიური..


მადლობა.
სამშაბათს შევივლი დილიდან.
ერთ ხელზე მაგას დავისხამ, მეორეზე დავიდოვს, ან რამე მსგავსს და დღის განმავლობაში დავაკვირდები smile.gif
* * *


Master_Nick
QUOTE
YSL L'homme Ultime დავტესტე და სუპერ! ნამდვილად ღირს ყიდვა.

მეც მაქვს და მომწონს.
აქვს რაღაცა მომხიბვლელი, მიმზიდველი შტრიხები.
მსიაომვნებს რო ვისხამ.

* * *



მოკლედ, ისი მიაკს ვტესტავ დილიდან.
დავისხი შხაპის მერე და ვაკვირდები.
თავიდან რაღაცა გაურკვეველი, მძაფრი სურნელი იყო.
მერე რო დაჯდა, გაიხსნა და პირამიდის შუალედურ ნოტებზე ფარენჰეიტს ვამსგავსებ (ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა), ალბათ ვეტივერის, ამბრას, ბერგამოტის, სანდალის და მუსკუსის კომბინაციაა მსგავსი.

Posted by: akako78 13 Jun 2020, 12:56
spider77
არაფერს რა მადლობა..ის მიაკი ადრე უფრო კარგი იყო როგორც მახსოვს,არც ეს უნდა იყოს ცუდი..გამყოლოცაა წესით..კი თავისებურია-უცხოა მაგ კატეგორიისთვის კეზო პუ ომის არ იყოს..

Posted by: Master_Nick 13 Jun 2020, 17:10
spider77
კი კარგია, მე ეხლა ვაპირებ ყიდვას, YSL Cologne blue ასევე ძალიან მომეწონა,

Posted by: spider77 13 Jun 2020, 23:04
მეგობრებო, ფლაკონს ჩალის წნელივით რო აქვს შემოხვეული, იმ სუნამოს სახელს ხო ვერ შემახსენებთ?

მამაკაცის სუნამოა, უფრო თბილი პერიოდისათვის.

Posted by: black_man 13 Jun 2020, 23:20
ეს ან რომელიმე Artisan Pure John Varvatos

Posted by: spider77 13 Jun 2020, 23:35
black_man
QUOTE
Artisan Pure John Varvatos

ეგაა smile.gif

მადლობა.

Posted by: Master_Nick 14 Jun 2020, 23:05
spider77
JV artisan pure საზაფხულოდ ჩემი ფავორიტია, ბლუც კარგი აქვს და არტიზანის მთელი სერია მაგარია, რასაც ვერ იტყვი NJ სერიაზე.
აქ აპირებ ყიდვას? ლუტეციას ჰქონდა -30% ფასდაკლება.

Posted by: პიანისტი 15 Jun 2020, 08:16
Arien

ჰო ეგრეა და სწორად მოქცეულხარ, პრინციპში უკეთესიც არის ჰაერზე დატესტვა , მეც არ შემიძლია ბრმად სუნამოს და ტანსაცმლის ყიდვა, სუნამოს შემთხვევაში 2 ჯერ მაინც თუ არ დავტესტე შანსი არაა. biggrin.gif
მე მაინტერესებს მემოს კედუ, რაღაც ძალიან ეგზოტიკური ჩანს ნოტებით, მთავარია ჩემი იყოს, ზაფხულის სურნელის მუღამი მაქვს.jump.gif

Posted by: Arien 15 Jun 2020, 13:05
პიანისტი
QUOTE
2 ჯერ მაინც თუ არ დავტესტე შანსი არაა.


ყოველთვის ეგრე კარგად ვერ ვიქცევი,ცნობისმოყვარეობა მაწუხებს და ბრმადაც ხშირად ვიწერ smile.gif) ბოლო ეს იყო - Serge Lutens Laine de Verre,ითარგმნება როგორც მინაბამბა,აღწერაში უწერია მუშკი,ალდეჰიდები,საპნისებრი და ფრეშიაო.ახლა რაღაც ასეთები მინდა,კომ დე გარსონის უცნაურობებსაც ვნახავდი მაგრამ ჩვენთან მგონი არ აქვთ.
ლატექსი ისევ ფავორიტია,შემდეგ besos,light clouds და Laine de Verre - ს ერთნაირად ვხმარობ.ეს იქნება ჩემი ზაფხული.
კედუ საინტერესო ჩანს და კარგიც იქნება.

ამ საიტიდან - scentbird.com გამოვწერე პირველად,ამაზონ ფეი გამოვიყენე. 8მლ 14.95$

Posted by: senpai 15 Jun 2020, 13:36
QUOTE
scentbird.com გამოვწერე პირველად,ამაზონ ფეი გამოვიყენე. 8მლ 14.95$

შეთავაზებები კარგი აქვს, მარა ლატარეაა სამწუხაროდ. ხალხი თვეობით ელოდება მიტანას და აგვიანებენ. ბევრი უკმაყოფილო კლიენტი ყავთ, თუმცა თუ გაგიმართლა, ბევრ კარგ სუნამოს წამოკრავ ხელს.

Posted by: პიანისტი 16 Jun 2020, 08:42
Arien
მე საერთოდ არვიცი გამოწერა და ეგ პრობლემა არ მაქვს, ლოდინი მაღიზიანებს იმისა რაც ყველაზე ძალიან შეიძლება მომწონდეს და მაგიტომ არც მიცდია.
სამივეს გადავხედე და ძალიან კარგები ჩანს, თუ სადმე ჩაიარე მივხვდები biggrin.gif

Posted by: black_man 16 Jun 2020, 12:00
Arien
რა დროში ჩამოვიდაა?

Posted by: Arien 16 Jun 2020, 12:57
პიანისტი
QUOTE
მე საერთოდ არვიცი გამოწერა და ეგ პრობლემა არ მაქვს, ლოდინი მაღიზიანებს იმისა რაც ყველაზე ძალიან შეიძლება მომწონდეს და მაგიტომ არც მიცდია.
სამივეს გადავხედე და ძალიან კარგები ჩანს, თუ სადმე ჩაიარე მივხვდები


თუ ფასში დიდი განსხვავება არ არის მეც აქ მირჩევნია ყიდვა.ზოგჯერ მოცულობის გამოც გამომიწერია,პატარები მინდა,მაგრამ უფრო ხშირად ის სუნამოებია ჩვენთან რომ არ იყიდება და ბრმა შენაძენია.
არ მიყვარს სუნამოები შლეიფით,ესენი ცოტა უცნაურებია,მაგრამ კანთან ახლოს ჯდება და იმედია გვერდზე ჩამვლელებს არავის ვაწუხებ smile.gif)

black_man
QUOTE
რა დროში ჩამოვიდაა?


27 მაისს ვიყიდე, 2 ივნისს თრექინგი მომცეს და 12 ივნისს usa2georgia-ს ოფისში ავიღე.მომდევნო თვის თანხის ჩამოჭრა 5 ივლისს უწევს და
რახან ამაზონ ფეი გამოვიყენე,მეეჭვება ავტომატურად ჩამომაჭრან. ვნახოთ,თუ რამე გამიპრობლემდება,გავაუქმებ.

Posted by: Master_Nick 16 Jun 2020, 17:46
QUOTE (senpai @ 8 Jun 2020, 23:56 )
Master_Nick
QUOTE
პიტნის მძაფრი სურნელით რომელ სუნამოს მირჩევთ?

ბიუჯეტურს ბარბერი ინდიგოს.



დღეს დავტესტე ბარბერი ინდიგო და მომეწონა up.gif

Posted by: senpai 16 Jun 2020, 18:09
Master_Nick
QUOTE
დღეს დავტესტე ბარბერი ინდიგო და მომეწონა

up.gif


როგორ გაიხსნა შენ კანზე ? გამყოლი იყო დღის მანძილზე ?



ეხლა ვტესტავ კიდე ერთ პიტნას, ჯერჯერობით მომწონს, მესამე დატესტვაზე დავწერ როგორი იყო.


Posted by: Master_Nick 16 Jun 2020, 18:38
senpai
კარგად გაიხსნა, პიტნა თავიდან უფრო იგრძნობა, მერე თითქოს იკარგება, მაგრამ მსუბუქად იგრძნობა მაინც.
გერლენის L Homme ideal cool უფრო აგრესიული პიტნით გამოირჩევა, ეგეც ოკ -ია, თუმცა მთლიანობაში ბარბერი უფრო მომეწონა.

Posted by: senpai 16 Jun 2020, 18:45
Master_Nick
ეგეთი გრუბი თუ გინდა ეს ცადე. მარა მე პირადად არ მომწონს ამის ბალანსი.


user posted image

Posted by: Master_Nick 16 Jun 2020, 18:52
senpai
ბარბერზე ჩამოვყალიბდი, მძაფრი სურნელები არ არის საჩემო.
ეს ბრენდი არ ვიცი, თბილისში ხელმისაწვდომია?

სასაჩუქრედ ვეძებ ბრენდების გიფტ სეტებს, მაღაზიებში რაც ვნახე სეტებში მხოლოდ 1 სახეობის სუნამოა, სადმე ხომ არ გეგულებათ სეტში 3-4 სუნამო რომ იყოს, პირობითად ვერსაჩეს ან არმანის სუნამოები?

Posted by: senpai 16 Jun 2020, 19:03
Master_Nick
ისიპარიში იყო მგონი. იგივე პარფიუმერის ნამუშევარია, ოღონდ გაცილებით ჩამოუყალიბებელი ვიდრე შემდგომი გამოშვებები.


QUOTE
ბარბერზე ჩამოვყალიბდი

up.gif


QUOTE

სასაჩუქრედ ვეძებ ბრენდების გიფტ სეტებს

არის იბეიზე ბევრნაირი.

user posted image

Posted by: Master_Nick 16 Jun 2020, 19:36
senpai
კი ეგეთი მინდა, თბილისში მეგონა ექნებოდათ მაღაზიებს მაგრამ არ არის. იბეიდან კი ვიყიდი მაგრამ დროში ვარ შეზღუდული. ამ კოვიდის გამო დიდი ხანი უნდება ტრანსპორტირებას.

Posted by: aschenputell-TARA 16 Jun 2020, 19:50
თუ იცით დაზუსტებით მაინტერესებს Baccarat Rouge 540 ან თბილიში სად იყიდება (ისეთი არა რო თირკმელის გაყიდვა საჭირო იყოს) და ან სანდ და 100% საიდან შეიძლება რომ გამოვიწეროთ. მადლობა დიდი წინასწარ. ამ კრონოას მოუკვდა პატრონი.....თორე წავწანწალდებოდი სადმე....და თავად ვიყიდდი.

Gტხოვთ თუ ვინმემ პასუხი იცით აქვე შემომეხმიანეთთ.

Posted by: akako78 16 Jun 2020, 21:12
aschenputell-TARA
არ დაგჭირდება არც თირკმლის და არც ღვიძლის გაყიდვაsmile.gifახმეტელის მეტროდან რომ ამოდიხარ არის ბიბლიუსი..მანდ დაიკეტა კარები..გახვალ პირდაპირ და მარჯვნივ ბიბლიუსისკენ და არის მარიამის შენობა..მანდ არის გასასვლელი და 5 მეტრში მარცხნივ არის სუნამოების მაღაზია..200მლ ჰქონდათ ჩამოსასხმელი-პირდაპირ ორიგინალი ბოთლიდან გიფრქვევენ..რა ღირს არ ვიცი..8 ლარი ალბათ-მასე მახსოვს...ხოდა შეგიძლია ჩამოასხმევინო თუ გინდ შენივე სემპლში და თუ არ გაქვს იმათ აქვთ როგორც ვიცი..მოკლედ 10მლ დაგიჯდება 80 ან მეტი ლარიკუნა..ფასი აღარ მახსოვს კარგად..იმედია 10 ლარს არ გეტყვიან მილიტრშიsmile.gif

პ.ს პიტნის სუნამოებს რაც შეეხება-სულ მინდოდა დამეტესტა მუგლერის კრიპტომინტი..ვისაც ჰქონია ან აქვს დატესტილი-გაგვიზიაროს შთაბეჭდილებები..რამდენჯერ გადამირჩა ყიდვას ეგ და მუგლერის პურ ტონკა..ვნანობ-ორივე უნდა მეყიდაsmile.gif

Posted by: პიანისტი 17 Jun 2020, 08:48
Arien
დღესვე დავრეგისტრირდები და გამოვწერდი, მაგრამ მექნება ისეთი შეგრძნება რო ფეიკი ჩამოვიდა, მაგიტომ მირჩევნია 50-100 ლარი არ დამენანოს, რაც აქ არ იყიდება იმაზე ჰო გეთანხმები სხვა გზა არ არის. ბევრი ,,სარდაფი" იქნება სადაც ამზადებენ ფეიკ სუნამოებს.
არმგონია შენ ვინმე შეაწუხო,პირიქით შეიძლება დღე უკეთესი გაუხადო.


Posted by: black_man 17 Jun 2020, 21:25
ძალიან მომწონს.
user posted image

Posted by: Master_Nick 18 Jun 2020, 13:20
akako78
მე ვაპირებ გამოვიწერო დასატესტად მუგლერის კრიპტომინთი და აზაროს ვაილდ მინთი. ასევე მინდა Goldfield & Banks ,,Pacific Rock Moss" დატესტვაც

Posted by: Arien 18 Jun 2020, 14:57
პიანისტი

შაბათის შთაბეჭდილებებს ველოდებით,მემოზე დადეს ფასდაკლება smile.gif

ძირითადად FragranceNet.com - დან ვიწერ,ეს ძველი და ცნობილი აუთლეთ საიტია.
www.beautyhabit.com ესეც ძალიან კარგია,ასევე რამდენიმე ბრენდის ოფიციალური საიტიდანაც გამომიწერია კარგი ფასდაკლებებით,მაგ.ელდოს ჰქონდა იყიდე ერთი და მეორეს გჩუქნიდნენ.
www.scentbird.com - რუსი ემიგრანტების გაკეთებულია,ახალი არც ეს არ არის,ადრე მქონდა მცდელობა და ჩვენი ბარათი არ მიიღეს.ძირითადად ამუაჟი მინდა და რაც მინდა ყველას სუნი ვიცი,თუ რამე არ მომეწონება გავაუქმებ.
ისე ვამოწმებ იმ სუნამოებს რომლებსაც ვიწერ,თუ ოფიციალური საიტიდან არ არის,აქვს თუ არა ფეიქები,ძირითადად არ აქვს და არც არის პოპულარული,უმეტესობას არც გაუგია,ან ზოგი იმდენად იაფია რომ არ უღირთ მისი ფეიქის გაკეთება.
საერთოდ გეთანხმები,მეც მირჩევნია მეტი გადავიხადო და მშვიდად ვიყო,ვიდრე მერე ეჭვებმა შემაწუხოს.

QUOTE
არმგონია შენ ვინმე შეაწუხო,პირიქით შეიძლება დღე უკეთესი გაუხადო.


ამის დაწერისთვის დიდი მადლობა,ჩემთვის ნამდვილად უკეთესი დღე გახდა smile.gif)

Posted by: spider77 18 Jun 2020, 15:07
akako78
მოკლედ დღეს დავტესტე ცალ ხელზე 212 და მეორეზე კონსულტანტებს ვკითხე, მირჩიეთ რამე ანალოგითქო.
რაც მირჩიეს, ვუპასუხე - ეს მაქვს, ეს ვიცი, მაქვს, ვიცი და მიადგნენ დიორის რღაცა (სახელი არ მახსოვს, სულ თეთრ კოლოფში დევს) სვეჟაკს, რომელიც არ ვიცოდი და დამასხეს მეორეზე. მოკლედ ახალი გამოსულიაო.
წამოვედი და მას მერე ვაკვირდები.

212 კარგია, მომეწონა, მაგრამ თავს შევიკავებ ყიდვისაგან, იმიტომ რომ მსგავსი ბერვი მაქვს და ეხლა არ მაქვს იმისი ფუფუნება, რომ 200 ლარი გავისროლო დამატებით, კოლექციის გულისთვის.
აი დიორის ის რაღაცა კი საშინლად არ მომეწონა, თითქოს დიხლოფოსი მესხაო biggrin.gif

Posted by: akako78 18 Jun 2020, 21:51
Master_Nick
კარგი იქნება ეგენი რომ დატესტო..მეც მაინტერესებსsmile.gif
spider77
ეხლა რომ გითხრა 212 ვაბოდებმეთქი მოგატყუებ-რუსულად რომ გითხრა"რაბოჩაია ლაშადკაა"-ეგ არის და მეტი არაფერი..ბევრ სხვა არაფრის მომცემ ბევრ ვერსაჩეს,ბარბერის,ჰუგო ბოსსის ვითომდა ფლანკერებს და ა.შ. ყველა სჯობნის ჩემთვის საოფისედ..მაგდაგვარი განხრა და სტილ-სიტუაიშენი იგულისხმე ალბათ თორემ ეგ რომ "გრიმიტობდა" სად იყო შანელ-დიორ-ვერსაჩ-ბულგარ-ისსეი???smile.gifმაშინ იყო სუნამოს ბრენდი ივსენ ლორენი-ეხლა სიმართლე გითხრა აჩრდილიღაა დარჩენილი ძველი დიდების..ინერციით ვყიდულობ პირადად მე ლორენს..არადა დააცვედანებულია-გაქიმოზებული,გაწყალებული და ა.შ. იშვიათი გამონაკლისების გარდა..გუჩის სახლი საერთოდ კრიტიკას ვერ უძლებს..ერთადერთს ვაღიარებ ახლანდელს-უდ ინტენს პუ ომს..დანარჩენი ჩემთვის პურ ომ I- პურ II და ენვის და რაშის გარდა არის ლიმონათი და ასევე საშინელი ტყავი-აბსოლუტი,ზოგს ნიშესთან აქვს ასოციაცია!!!????..მე ბაბუაჩემის სამხედრო-ჯარის დოკუმენტების შესანახ,რუსული ტყავის აყროლებულ და დაშმორებულ სურნელად აღვიქვამ!!??smile.gif

პ.ს.საერთოდ ჩემის მოკრძალებული აზრით-დიზაინერში ვაღიარებ-შანელს,ტომ ფორდის დიზაინერულ ხაზსს და კრისტიან დიორს..ამათზე არანკლები არის ასევე პრადას ხაზია-ბევრად მირჩევნია უკვე დიორსაც მე მგონი..უმაგრესი ბრენდია..მერე ჩემთვის მოდის ჯიორჯიო არმანი,ვალენტინო და ა.შ.

Posted by: spider77 18 Jun 2020, 22:31
akako78
QUOTE
უსულად რომ გითხრა"რაბოჩაია ლაშადკაა"-ეგ არის და მეტი არაფერი

კი, ნამდვილად ეგრეა.

Posted by: პიანისტი 19 Jun 2020, 08:47
Arien
გუშინ ვათვალიერებდი მეც გული მიგრძნობდა, ნეტა კედუ ჰქონდეთ))
თუ იცი საიტზე 671 ლარი სწორი ფასებია მემოზე,თუ ძველია?
დიდი მადლობა ინფორმაციისთვის, შევინახავ და გამოწერას თუ გადავწყვეტ, მოვიშველიებ აუცილებლად.
მიხარია შენი უკეთესი დღე^^.
დღესაც მინდა დატესტვა და ხვალ გადავწყვეტდი უკვე.

Posted by: Master_Nick 19 Jun 2020, 12:57
akako78
ისი მიაკის l'eau bleue eau fraiche pour homme ხომ არ დაგიტესტავს? პიტნის სურნელის მქონე პარფიუმი ყოფილა.

Posted by: akako78 19 Jun 2020, 17:48
Master_Nick
კი არ იყო ცუდი..გამყოლობით ისე ვერ გამოირჩევა როგორც ლურჯი,მაგრამ არც გასაგიჟებელია და არც ცუდი..ძალიან კარგად არც მახსოვს..

Posted by: პიანისტი 19 Jun 2020, 19:00
Arien
კედუმ არ გაამართლა დღეს დავტესტე, თავიდან ძალიან მდიდრული სურნელი წამოიღო ციტრუსის, ნეროლთან და ვარდთან ერთად, აი შემდეგი ეტაპი სადღაც 20 წუთში დაჯდა Prada l'homme ს მსგავსი სურნელი,ოღონდ უფრო დახვეწილი, შემდეგ 1 საათში კი თითქმის ერთიერთში დაემსგავსა პრადას ყოველგვარი განვითარების გარეშე , უფრო ქალის სუნამოა,ვიდრე კაცის, მაგრამ მგონია რო არც დახვეწილი ქალბატონისთვის არის ეს სურნელი, შეიძლება ვცდები და სულ სხვანაირად გაიხსნას.
პ.ს ვერ ვიტან Prada l'homme ს ,ძალიან მღლის იმიტომ რო არანაირი განვითარება არ გააჩნია, მეორეა კიდე ტომის შავი ორქიდეა, ეს ორი სუნამო შავ ლისტში მაქვს biggrin.gif
და მაინც ვაპირებ სამიდან ერთერთის ყიდვას ხვალ დილით , ვნახავ რომელი შემრჩება ხელში smile.gif

Posted by: spider77 20 Jun 2020, 12:23
akako78
მოკლედ, 212-ზე ვიყავი ჩაციკლული, მაგრამ როგორც ზემოთ მოგახსენეთ ამ ეტაპზე ვერ ვყიდულობდი.
ამასობაში გამხსენდა, რომ ცხელი ამინდებისთვის დეზადორი (სპრეი) აღარ მავქს და რამე უნდა შევიძინო ახალი და ....
გავიფიქრე - რატომაც არა 212 ?!
თუმცა არ ვიცოდი დეზადორის ფორმა ჰქონდათ თუ არა.
მოვიძიე და კი, ჰქონიათ. თან რევიუებში ყველგან ამბობენ, რომ კლასიკურის ფორმულა შენარჩუნებულია და როგორც დეზადორი არაჩვეულებრივიაო.
ავდექი და გამოვიწერე, 150 მლ.
ფაქტიურად კომპრომისული ვარიანტი გამომივიდა biggrin.gif

user posted image

Posted by: akako78 20 Jun 2020, 13:28
spider77
გაგეცინება და მე მაქვს-უბრალოდ მიმთავრდება ეხლა..რამოდენიმე გაფრქვევაღა დარჩა..ძალიან მაგარი რამეა..არ მგონია რომ არ მოგეწონოს!!!

პ.ს.დედაჩემს გადუვარდა კარადიდან ჩემი ძმის 212 და ბოთლიდან უშვებდა 98მლ იქნებოდა სითხე..მოკლედ ამოვიღე შპრიცით და გადავასხი..ეხლაც მაგ ბოთლს სუნი აქვს 2 ჯერ ჩაასხეს წყალი შიგნით ისეთი სუნი აქვს როგორც სხვა სუნამოებსsmile.gifფორმულა არის 2016 წლის..

Posted by: Arien 20 Jun 2020, 18:12
პიანისტი

შავი ორქიდეა ჩემთანაც შავ სიაშია,პრადა არ ვიცი და არომათეკაში თუ მოვხვდი კედუს მეც ვნახავ,სხვა მემოებსაც.
ცუდია რომ არ მოგეწონა,მაგრამ ხდება ხოლმე რომ მიდიხარ ერთი სუნამოსთვის და მოდიხარ მეორეთი.
ფასები არ ვიცი გააძვირეს თუ არა,საიტზე მგონი ძველი ფასებია,რაღაცეები მახსოვს და იგივეა.ლუტეციაში რასაც შევხედე არ იყო მომატებული,არც არომა ბუტიკში.შეიძლება არც მოუმატონ რადგან გაყიდვები ისედაც შემცირებული ექნებათ და პირიქით ფასდაკლებები დაიწყონ რომ როგორმე ასე მაინც მიიზიდონ მყიდველი.

* * *
ჩემს სიას გადმოვიტან წინა თემიდან,რომ არ ვეძებო -

COUP DE GRACE - ისევ მინდა
TUBÉREUSE IMPÉRIALE - ზამთარში ვნახოთ,ზაფხულში არ მინდა.
OEILLET BENGALE - მომწონს
NYMPHESSENCE - ?
Peau De Peche - მომწონს
bohèmes - ალდეჰიდების გამო და ისედაც მომწონს - ზამთარში ვნახოთ
Pure eVe - ისევ მომწონს
DOM ROSA -? კონსულტანტზე გაბრაზება იმედია ზაფხულამდე გამივლის და მერე ვიფიქრებ biggrin.gif - ? - რაღაცა არ გამიარა,სუნამო ემოციას მაძლევს და არ მინდა ნეგატიური ასოციაციები,ან ლუტეციაში ვიყიდი...

SANTAL MAJUSCULE - მომწონს
First - ალდეჰიდების და ცნობისმოყვარეობის გამო - ამან გამიარა
Citizen Queen - ცნობისმოყვარეობის გამო - ამანაც biggrin.gif

Comme Des Garcons 2 ვერცხლისფერი,ალდეჰიდების გამო - ვიყიდე და ძმამ იჩუქა ეს უკვე მეორე კომ დე გარსონი.

#hashtag,Wandervogel, OH ± Denim - ესენი love.gif

* * *
Masque Milano Times Square - ზოგჯერ ასეთებიც მომწონს, ჩემთვის ჟოლოს,უდის,ხის ნოტები,პომადის და ოდნავ დამწვარი საბურავების სუნი აქვს.იწყება ჟოლოს გურმანული,ტკბილი სუნით,ერევა რეზინის,გახურებული ასფალტის ეფექტი,შემდეგ პომადა და ხის ნოტებია.

Posted by: senpai 20 Jun 2020, 21:28
user posted image



ფავორიტი ბრენდია, ვერაფერს ვიტყვი.

Posted by: პიანისტი 21 Jun 2020, 10:06
Arien
იგივე ფასებია, 470 ლარი გამოვიდა ფასდაკლებით რაც ძალიან მაგარი ფასია მემოსთვის.
ზაფხულის მემოს სუნამოები რომელიც უნისექსად არის მიჩნეული არის ქალის, თუ დააკვირდები მენ არც აქვთ , მაგრამ ტყავები აქვთ საჩვენო და მეც რაც ყველაზე მაგრად მომწონდა ის ვიყიდე აფრიკული, ისე ირიში ძალიან მომეწონა და თუ კიდევ გადავწყვეტ ტყავს ირიშს ვიყიდი.
დომ როსა მეცნო მხოლოდ, ჩემს ნაცნობს ჰქონდა წლების წინ და ძალიან მომწონდა, რატომ გაგაბრაზა კონსულტატმა?

ტომის ყუთს გავს,მაგრამ ეს უფრო მდიდრულია, მეორე მაგრამ ტყავი არაა და დერმატინიაbiggrin.gif პრინციპში ტყავის ნოტი მეორე ფონად გასდევს ამ სუნამოს .love.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: spider77 21 Jun 2020, 11:42
ჩამომივიდა სიცოცხლის ელექსირი smile.gif

user posted image

user posted image

Posted by: Master_Nick 21 Jun 2020, 12:24
senpai
ზენიას Acqua di Bergamoto როგორ შეაფასებ?

spider77
გილოცავ! up.gif ზაფხულში ხმარობ ფარენჰეიტს?

Posted by: spider77 21 Jun 2020, 12:37
Master_Nick
QUOTE
გილოცავ

მადლობა.


QUOTE
ზაფხულში ხმარობ ფარენჰეიტს?

არა smile.gif
20-22 გრადუსს ქვემოთ.

Posted by: senpai 21 Jun 2020, 13:28
Master_Nick
QUOTE
ზენიას Acqua di Bergamoto როგორ შეაფასებ?

კარგია მაგ ფასში, თუ გიყვარს ეგ ნოტა. გამყოლობა საშუალოა. ეხლა არვიცი რამდენად არის, მარა 100 მლ იყო 40 დოლარზე ნაკლებში.





ესაა ძაან დაუფასებელი ბრენდი. არადა ხარისხი და განსხვავებული ფორმულა გარანტირებული გაქვს, თუ დატესტავ. ამართლებს სახელს.

user posted image


Posted by: akako78 21 Jun 2020, 15:00
senpai
მე მიყვარს ზეინა..ადრე მქონტა ექსტრიმი ვეცხლისფერი რომ არის-ალბათ გახსოვს..შხაპის მერე ჰქონდა სურნელი კანზე!!!???ძალიან გამყოლი იყო..ბერგამოტოს სჯობნის ეგ გამყოლობით და მთლიანობაში სურნელით?ბერგამოტოზე იძახიან არ არისო გამყოლიო..

პ.ს.ესენსა დი ზეინა მქონდა ხოლმე ნაბახუსევისთვის-უმაგრესია იყო ეგეც..მაგრამ ზეინამ ორივე შეწყვიტა ექსტრიმიც და ესენსაც ჩემდა სამწუხაროდ..
* * *
spider77
გილოცავ..ფარიკა მაინც ფარიკააsmile.gifმე ეგ არ მაქვს ამჟამად..იბეიდან გამოიწერე?
პიანისტი
მაგარია მემო..გილოცავ!!!
* * *
Arien
ეგ თაიმ სქვეარი კარგი რამე ჩანს,მრავლის შეძენაში-კარგად დაახასიათე..უნისექსია ალბათ არა?მამაკაცი დაისხავს?

Posted by: senpai 21 Jun 2020, 15:07
akako78
ხო, რაც კარგი გამოსდით, იმ ხაზს ან სუნამოს რატომღაც აღარ უშვებენ მერე. ვიღაცამ თქვა იგივე ინგრედიენტები აღარ აქვთ და მაგიტოო, მარა რავიცი აბა.


რაც ჩამივარდა ხელში, თითქმის ყველაფერი ვიყიდე მაგათი. დიდი ბოთლები. უბრალოდ ძაან მალე ქრება ბაზრიდან. სამ დღეში ამოიყიდა 136 ცალი იბეიზე. არვიცი სპეციალურად აკეთებენ ეგრე რო მერე ფასი დაედოს თუ მართლა ეგეთი დიდი ინტერესი აქვს ხალხს

Posted by: spider77 21 Jun 2020, 15:17
akako78
QUOTE
იბეიდან გამოიწერე?

კი, 68 usd

Posted by: 4L3X 21 Jun 2020, 18:52
ვახ! ახალი თემა? მეც არ ვიფიქრე რატომ აღარ ახლდება ძველითქო gigi.gif

გილოცავთ!

მეც დავდებ ჩემს მოკრძალებულ კოლექციას. user.gif

user posted image

რა გეგმები მქონდა ამ ზაფხულისთვის და როგორ ჩამიგდო ამ პანდემიამ facepalm.gif

მაგის გახსენებაზე, ვინმეს ხომ არ გაგისინჯავთ მანსერას Soleil D'Italie ან Deep Forest.

user posted image user posted image

Posted by: black_man 21 Jun 2020, 21:03
akako78
burberry touch for men როგორი გამყოლობა აქვს?
4L3X
კარგი კოლექციაა.. mancera cedrat boise როგორი პერფორმანსი აქვს? მინდოდა ყიდვა და თავი შევიკავე ისეთი გამყოლი აღარ არისო და....

Posted by: spider77 21 Jun 2020, 21:24
4L3X
QUOTE
რა გეგმები მქონდა ამ ზაფხულისთვის და როგორ ჩამიგდო ამ პანდემიამ

ეხლა პარიზში უნდა ვიყო gigi.gif

იქიდან 24-ში ოსლოში მივფრინავდით.
ბილეთები, ჯავშნები, ყველაფერი მოგვარებული გვქონდა იანვრის ბოლოს sad.gif

Posted by: 4L3X 21 Jun 2020, 21:33
black_man
მადლობა. 5-6 საათი ძლებს. 2018-ში ვიყიდე.

spider77
გეგმებში სუნამოებს ვიყდვას ვგულისხმობდი user.gif

Posted by: akako78 21 Jun 2020, 21:47
black_man
ნორმალური..მხეცი არაა..ზოგადად არ არის ცუდი სუნამო..

სედრა ბუასე მეც 2019 იანი მაქვს და რავი მშვენიერია..ისე გამყოლობა კი არადა სურნელია გაუმჯობესებული..ადრე სხვა სუნი ჰქონდა თითქოს რომ დავაკვირდი და გამყოლიც კი შეიძლება 20 პროცენტი მეტი,მაგრამ ახალი ფორმულაცია მირჩევნია სურნელით..შედი ვულევუში 2019 ფორმულაციებია აქვთ და დაისხი კანზეც და კისრის მიდამოებში არ მოგერიდოს..და ნახავ
* * *
spider77
კი მაგარი გეგმები გქონია..დაუჯერე კაიზერ სოზა გახარიას და წადი ფშავ-ხევსურეთში,სვანეთში..ან რაჭაში მოასწარი სანამ დაუქცევია კარლიკ ოლიგარქსsmile.gifუნამუსო ქუმსიშვილის არ იყოს ჩაუბღუჯე ქართველ ბიზნესმენებს ბღუჯა-ბღუჯა ფულები-შენ კი ჟღურტულა ფრანგების და ვიკინგების გამდიდრება გინდოდა არა?smile.gif

Posted by: Master_Nick 21 Jun 2020, 22:48
Creed Green irish Tweed ეს ყოფილა რაც ყოფილა up.gif

Posted by: akako78 21 Jun 2020, 22:54
Master_Nick
კი ნიკ მაგარია..სილვერ მაუნთანიც..ვირჯინ ვოთერიც..ეგ ყველა დროის კლასიკაა..

Posted by: Master_Nick 21 Jun 2020, 23:10
akako78
არც ერთი არ ვიცი ეგენი, უნდა დავტესტო აუცილებლად.

Posted by: black_man 21 Jun 2020, 23:24
akako78
გაიხარე, ვნახავ მაშინ ...

Posted by: პიანისტი 22 Jun 2020, 08:35
spider77
გილოცავ, სავაჟიც გაქვს?

akako78
მადლობა ჰო მაგარი სუნამოა ძალიან, თან ძალიან გამყოლია.


Posted by: Lamorac 22 Jun 2020, 10:35
ამაზონზე ამ სუნამოს აქვს სასწაული გაყიდვები
რა არის ესეთი?
გაქვთ ვინმეს?

https://www.amazon.com/dp/B000P22TIY/?coliid=I13METUHA09KKR&colid=1H85S1TP1D591&psc=1&ref_=lv_ov_lig_dp_it

Posted by: spider77 22 Jun 2020, 11:12
პიანისტი
QUOTE
გილოცავ

მადლობა.

QUOTE
სავაჟიც გაქვს?

კი.




Posted by: senpai 22 Jun 2020, 12:05
Lamorac
QUOTE
ამაზონზე ამ სუნამოს აქვს სასწაული გაყიდვები
რა არის ესეთი?

ჰიტი იყო წლების წინ. ამ ბოლო დროს ისე აღარ. გააფუჭეს ახალი ფორმულა როგორც ამბობენ. ძველი ნორმალური იყო მაგ ფასისთვის. ყოველდღიური, ძლიერი გამყოლი ფრეში.


ახალ გამოშვებას აქებენ კიდე. დასატესტია სამომავლოდ.

user posted image

Posted by: Lamorac 22 Jun 2020, 12:19
senpai
გამოვწერ ივლისისთვის

ეხლა ეს გამოვწერე და ვნახოთ:
https://www.amazon.com/gp/product/B001CT0742/ref=ppx_yo_dt_b_asin_title_o00_s01?ie=UTF8&psc=1

კაი რევიუ ჰქონდა იუთუბის ინფლუენსერებიდან

აკუა დი ჟიოს ვხმარობდი სტაბილურად, მაგრამ გადავწყვიტე შევაგროვე სუნამოები სხვადასხვა შემთხვევებისთვის, ჰოდა ცოტა ბიუჯეტურებს ვარჩევ თორე ათასები არ მეყოფა ჩემი მოთხოვნები რომ დავაკმაყოფილო biggrin.gif

მაგის მერე ეს მინდა ვიყიდო:
https://www.amazon.com/dp/B00DP3DD1W/?coliid=I3UTGZMH73HDZX&colid=1H85S1TP1D591&psc=1&ref_=lv_ov_lig_dp_it

Posted by: senpai 22 Jun 2020, 12:54
Lamorac
QUOTE

ეხლა ეს გამოვწერე და ვნახოთ

ძველი სტილის სუნამოა, ეგ თქვენ მაგ იუთუბერებმა ? 90-იანების ნოსტალგიაა ფაქტიურად.


სწორს შვები ისე, ბიუჯეტურებიდან უნდა დაიწყო. ეროსის ბიუჯეტური არის ეს და ცადე თუ გინდა.

user posted image

Posted by: spider77 22 Jun 2020, 13:12
Lamorac
QUOTE
მაგის მერე ეს მინდა ვიყიდო:
https://www.amazon.com/dp/B00DP3DD1W/?colii...lv_ov_lig_dp_it

ამაზონს შეეშვი ... smile.gif

იბეიზე გაცილებით იაფად იყიდი ანალოგიურ საქონელს.


დი ჟიოს სტილში, უფრო ბიუჯეტურები - სცადე ბარბერი ბრიტ სპლეში, პერი ელისი 360, დავიდოვი და ესეთები გატესტე.

შენი სურვილისა არ იყოს მეც ეგრე დავიწყე. სხვადასხვა სიტუაციებისა და სეზონებისთვის მაქვს შეგროვილი.

Posted by: Arien 22 Jun 2020, 13:21
პიანისტი
მგონი მემოს აფრიკული ტყავი ბესტსელერი აქვს,შესანიშნავი არჩევანია up.gif

დომ როსა და კონსულტანტი უფრო ჩემი ახირებაა,ვიდრე რეალური პრობლემა.მკითხა მომავლისთვის რის შეძენას ვაპირებდი,ვუთხარი ერთი-ერთ სუნამოსა და დომ როსას
შორის გავაკეთებ არჩევანს-თქო და გაიცინა მაგ ორს როგორ ადარებ ერთმანეთსო,ეს გაცინება გამოუვიდა დაცინვასავით.არანაირ შედარებას არ ვაკეთებდი ორივე მომწონდა და ჯერ ერთს შევიძენდი,მერე მეორეს.უბრალოდ ზოგჯერ რომელიღაც არომატის ხასიათზე მეტად ვარ,ეს სუფთა სუბიექტური დამოკიდებულებაა და რომელი რომელს ჯობია ამასთან კავშირში არ არის.ჰოდა მეორე სუნამო ვიყიდე და დომ როსა ვერა biggrin.gif

akako78
QUOTE
ეგ თაიმ სქვეარი კარგი რამე ჩანს,მრავლის შეძენაში-კარგად დაახასიათე..უნისექსია ალბათ არა?მამაკაცი დაისხავს?

მადლობა smile.gif
კი,უნისექსია,უფრო ცივი სეზონის და მამაკაცზე შეიძლება გაცილებით საინტერესოც იყოს ვიდრე ქალზე.ალბათ ტიპაჟს გააჩნია,ჩემი აზრით სუნამოს აქვს ის ნოტები რასაც მამაკაცი მეტად მოიხდენს და კიდავ რაღაც პიკანტურობა, რაც ასევე აუცილებლად მიიქცევს ყურადღებას.

ეს ჩემი ზაფხულის დამხმარე სუნამოები -

Posted by: black_man 22 Jun 2020, 13:38
Lamorac
დი ჟიოს შემცვლელი თუ გინდა ეს ცადე Just Me for Men Paris Hilton for men
ამაზონზე ძვირია უფრო.. იბეიზე ცადე არის სანდო სელერები და შეგვიძლია დაგილინკოთ რომელიმე კონკრეტული, რომელიც გენდომება..
https://www.maxaroma.com/ აქაც შედარებით იაფია, თუმცა ყველაზე კარგი მაინც იბეია...


Posted by: Master_Nick 22 Jun 2020, 23:02
Lamorac
არ გირჩევ ნაუტიკას, ძალიან ქიმიურია, მე ვერ ვიხმარე და გავაჩუქე.
ჩემი აზრით ჯობია იყიდო 2-3 ლუქს სუნამო, ვიდრე რაოდენობაში ბევრი ბიუჯეტური.

Posted by: პიანისტი 23 Jun 2020, 08:27
Arien
ჰო ძალიან კარგი სუნამოა,გრილოდა ეს დღეები ღამით და მომეცა საშუალება ისევ დატესტვის წლების შემდეგ, ბევრი ფაზა აქვს განვითარების და ერთ ხასიათზე არ დგას, ძალიან მდიდრული სურნელია თან.
უბრალოდ მოეწონე როგორც ადამიანი და მაგ ფორმით გამოხატა, ასე რომ ეგ უხერხულობა რაც დაგრჩა მგონი შეცდომაა და ერთ მშვენიერ დღეს მიდი ისევ . yes.gif

პ.ს სილვერი ზაფხულშიც ძალიან მაგარია, ყველა სეზონზე სასწაულია.

Posted by: spider77 23 Jun 2020, 11:09
ისე რამოდენიმე დღეა ვაკვირდები და ჩემი აზრით, Issey Miyake pour homme გამოადგებათ ფარენჰეიტის მოყვარულებს, ზაფხულის ვარიანტად.

Posted by: Unnamed89 23 Jun 2020, 19:23
მამაკაცის სუნამოები რა გაქვთ გასაყიდი, ნორმალურ ფასში......

Posted by: Fragrance66 23 Jun 2020, 22:35
გამარჯობა. მე ვყიდი lalique encre noire eau de toilette ტესტერს 100 მილიგრამიანს. ყუთი არ მაქ და აკლია 15-20 მილიგრამი მაქსიმუმ, ვიყენებდი მეთვითონ .ორიგინალი რომ არის ვარ პასუხისმგებელი 1000%
50 ლარად მოგცემ. თუ დაინტერესდები მომწერე.

Posted by: Lamorac 24 Jun 2020, 07:57
Master_Nick
QUOTE
არ გირჩევ ნაუტიკას, ძალიან ქიმიურია, მე ვერ ვიხმარე და გავაჩუქე.
ჩემი აზრით ჯობია იყიდო 2-3 ლუქს სუნამო, ვიდრე რაოდენობაში ბევრი ბიუჯეტური.


კაი ბევრი რევიუ კი აქვს
მაინც ვცდი კაპიკები ღირს

ისე ზოგადად გეთანხმები
ტანსაცმელში ეგ მიდგომა 100 პროცენტით ამართლებს.
ჯობია ძვირი გადაიხადო და ხარისხიანი იყიდო


black_man
spider77
პერი ელისი ვიცი კი
წითელ მაღალ ბოთლში მქონდა
მშვენიერი ბიუჯეტური ვარიანტია
პროსტა დი ჯიო როგორი თემაა იცი
მე მგონია რომ ეგ ისეთი სუნამოა, რომლის სუნი ყველამ იცის
ანუ რომ გასხია მაგალითად ქალს მაგრად ეცნობი რა
იმიტო რო ბევრს მის გარშემო ეგ სუნი ადის/ადიოდა
ხოდა ცოტა ინდივიდუალურ ამბავში ჭედავს რა
ბიუჯეტურებს შეილება ეგ ხიბლიც ქონდეს რომ ნაკლებად ცნობილები არიან და რაღაც ინდივიდუალურ მომენტს გიქმნიან
სხვა შემთხვევაში დიზაინერულ თემებზე უნდა გახვიდე რაც ბევრ ფულს მოითხოვს და ნებისმიერ შემთხვევაში მაგდენიც რომ მქონდეს სუნამოში 1000 დოლარის ინვესტიციას მაინც არ გავაკეთებდი biggrin.gif



არმანის ფორ უ მაჩუქეს
ამაზე რას იტყვით?
ძალიან არ მომეწონა
პლუსი ის აქვს რომ იმენა არ გშორდება სუნამო
გუშინ მთელი დღე გარეთ ვიყავი მოძრაობებში და საღამოს სახლში რომ მოვედი ისევ მქონდა სუნი
მაგას ვაფასებ სუნამოებში მარა რათ გინდა ეს ნამეტანი ტკბილია
უფრო ზამთრის ვარიანტია

Fragrance66
ვიცი ეგ სუნამო
გამორჩეული სუნი აქვს
რაღაც მისტიური
მაჩუქეს კუბუკის ფორმა ქონდა
საკაიფოდ ვიხმარე

Posted by: Fragrance66 24 Jun 2020, 10:58

QUOTE
Lamorac

QUOTE
ვიცი ეგ სუნამო
გამორჩეული სუნი აქვს
რაღაც მისტიური
მაჩუქეს კუბუკის ფორმა ქონდა
საკაიფოდ ვიხმარე

გაიხარე. ეგ არის კუბიკის ფორმა აქვს, მომწონს ესეთი "მიმართულების" სუნამოები.

Posted by: black_man 24 Jun 2020, 12:20
Lamorac
შედარებით ბიუჯეტურები თუ გინდა ზაფხულისთვის შემიძლია გირჩიო:
salvatore ferragamo acqua essenziale blu
Bentley For Men Black Edition
Bentley Azure by Bentley
Tommy Bahama ST. KITTS
mont blanc legend
Scuderia Ferrari Ferrari for men
AB King Of Seduction
UOMO SALVATORE FERRAGAMO CASUAL LIFE
john varvatos artisan pure
ესენი უცბად, რაც გამახსენდა..

Posted by: WUDU 24 Jun 2020, 12:40
Fragrance66
როგორი შლეიფი აქვს? რაც ვნახე მაგაზე წიწინებენ რევიუებში smile.gif)

Posted by: Fragrance66 24 Jun 2020, 12:51
QUOTE
WUDU

ჩემს კანზე საშუალო. ყოფილა შემთხვევა მე ვერ ვგრძნობ და უკითხავთ რა გასხიაო. თუ სურვილი გექნება დატესტე მაღაზიაში და დააკვირდი, ლუტეციას უნდა ქონდეს თუ არ ვცდები.

Posted by: WUDU 24 Jun 2020, 13:58
Fragrance66
QUOTE

QUOTE
WUDU

ჩემს კანზე საშუალო. ყოფილა შემთხვევა მე ვერ ვგრძნობ და უკითხავთ რა გასხიაო. თუ სურვილი გექნება დატესტე მაღაზიაში და დააკვირდი, ლუტეციას უნდა ქონდეს თუ არ ვცდები.

კარგი და თუ მომეწონა შეგეხმიანები.
* * *
Fragrance66
ფოტო შეგიძლია ჩამიგდო და ნომერი? ტესტერია თუ რითეილი?

Posted by: Lamorac 25 Jun 2020, 11:14
senpai
QUOTE
ძველი სტილის სუნამოა, ეგ თქვენ მაგ იუთუბერებმა ? 90-იანების ნოსტალგიაა ფაქტიურად.

კი, ეგეთი უნდა იყოს
რამდენიმე დღეში ჩამოვა და დავტესტავ

Posted by: Master_Nick 26 Jun 2020, 10:19
ფავორიტები, YSL L'Homme & La Nuite De L'Homme
user posted image

Posted by: პიანისტი 26 Jun 2020, 10:39
Master_Nick
ლა ნუიტი მაგრად მევასება და ძალიან ცოტა მაქვს დარჩენილი მგონი 2014 წლის არის.

ივსენს კიდევ რომელი აქვს კარგი ისე? 1-2 დავტესტე არც მახსოვს და ვერა რა

Posted by: spider77 26 Jun 2020, 13:26
პიანისტი
QUOTE
ივსენს კიდევ რომელი აქვს კარგი

ულტიმა ... up.gif

user posted image

Posted by: Lamorac 26 Jun 2020, 13:28
Master_Nick
QUOTE
La Nuite De L'Homme

ამას აქებენ გამიგია
სუნი არ ვიცი

Posted by: Master_Nick 26 Jun 2020, 13:28
პიანისტი
ლა ნუიტის სერიაში საზაფხულოდ ახალი კოლონ ბლუ მომეწონა და ვიყიდე.
user posted image
ასევე საზაფხულოდ Ultime - ც მომეწონა. ვუტრიალე, მაგრამ ბოლოს დიორზე გავაკეთე არჩევანი.


* * *
QUOTE (Lamorac @ 26 Jun 2020, 13:28 )
Master_Nick
QUOTE
La Nuite De L'Homme

ამას აქებენ გამიგია
სუნი არ ვიცი

მაგარია, თუმცა უფრო შემოდგომა ზამთრის სურნელია, ზაფხულში დაგამძიმებს.

Posted by: Lamorac 26 Jun 2020, 14:13
Master_Nick
მდგრადობა?


...............
აქ რა ღირს

Posted by: senpai 26 Jun 2020, 14:17
ცხელ-ცხელი.


user posted image

Posted by: akako78 26 Jun 2020, 14:20
senpai
შენია?როგორია?წააგავეს რაიმეს?
* * *
spider77

გამყოლობა როგორი აქვს აქვს ულტიმს შენზე?მე რამდენჯერაც დავტესტე ძალიან ახლოს ჯდებოდა კანთან,წაუქიმოზა თანაც აშკარად მომენტში-მერე თითქოს გაუვიდა ქიმია..კი ვარდის სექსუალური სურნელიც აქვს მამაკაცისთვის-ვერ წაართმევ,მაგრამ სიძლიერე მდგრადობით არ მომწონს-უბრალოდ თუ ვიყიდე 5-6 სპრეი უნდა დავისხა ალბათ ან 6-8..შეწუხებით შეიძლება შემაწუხოს რომ ქიმოზობს..ეხლა ველოდები დიორ ჰაიერ ენერჯის და თუ გამიჩითეს..ამ ზაფხულს მაგას დავაყენებ N1 ადგილზე..
2 დღის წინ 2010 წელში ნაყიდი არმანი ემპორიო დაიმონდსი(10 წლისაა უკვე ედტ) და მთელი დღე ვგრძნობდი სურნელს..პერანგზეც საკმაოდ დარჩა სურნელი..


პ.ს.ლუტეციაში დავტესტე ენკრე ლალიკის..გამყოლია ჩემს კანზე ძალიან..დავისხი იდაყვთან მოსახარში..ეხლაც ვგრძნობ..სადღაც 20 საათია გასული..რაც შეეხება სურნელს ჩემი "ქაფ ოფ თი" არ არის..

Posted by: spider77 26 Jun 2020, 15:06
akako78
QUOTE
გამყოლობა როგორი აქვს აქვს ულტიმს

დიდად გამყოლი არაა, ჩემ კანზე 3, მაქსიმუმ 4 საათი.
შლეიფი, პრინციპში საშუალო აქვს. არც ძაან ყვირის და უჩინარიც არაა, ამ მხრივ ნორმ.

მთლად ზაფხულისაც არაა, ეხლა მძიმე იქნება, უფრო გაზაფხული შემოდგომა.
ძალიან მომწონს, დავისხამ ხოლმე და ვკაიფობ smile.gif

Posted by: senpai 26 Jun 2020, 15:30
akako78
QUOTE
?როგორია?წააგავეს რაიმეს?

არა, ჩემი აზრით ესე არაფერს გავს, კარგი რამე გამოუვიდათ. ლაითია თან, არ გაწუხებს მარა დიდხანს აქვს გამყოლობა. როგორც წესი ძაან ფრეშია ხოლმე ესეთი ნოტის დომინანტი სუნამო, ეს კიდე ბალანსს იცავს და ფრეში მაგივრად გადადის თბილში. ყველაზე კარგი იქნება ოქტომბერში ალბათ.

2021 დან საერთოდ ჩამოფასდება და 30 დოლარზე ნაკლებში იქნება შესაძლებელი ყიდვა, როგორც სხვები მაგ ხაზიდან

Posted by: Master_Nick 26 Jun 2020, 16:11
senpai
მაგ სერიის ვაილდ მინთი ხომ არ დაგიტესტია როგორია, ყიდვას ვაპირებ და ბრმად არ მინდა ვიყიდო
* * *
akako78
ლალიკის ენკრე ვერ მოირგე შენ, არადა მაგარია.

Posted by: akako78 26 Jun 2020, 20:19
Master_Nick
ხო მაგრამ ვისაც კი დატესტინე არავის არ მოეწონა..სამსახურში ერთი გოგოა და ეგრევე აუ რა ცუდი სუნია და მეორემაც ინდუსების პონტიაო და რამეsmile.gifარადა მკლავზე მესხა ერთი გაფქვევა..გამყოლია და შლეიფიანიც..24 საათი ვ გრძნოვდი კანზე და მაგაზე იძახიან გადაარეფურმულირესო..smile.gifარადა სულ პირველი კიდევ უფრო საშიში იყო მახსოვს..სურნელით ის უფრო თითქოს მაზუთიანი შპალების და დამწვრის(სმოუკის პონტში)სურნელიც მეტი ჰქონდა..ეს უფრო ვეტივერითაა გაჯერებული..
* * *
spider77
20-25 გრადუსზე კარგი იქნება..40 გრადუსზე შეგაწუხებს აშკარადა..გაზაფხულს უფრო ვხედავ მაგ სუნამოში ვიდრე შემოდგომას..
* * *
senpai
აზარო კარგი ბრენდია მთლიანობაში..ფასი ვს ხარისხი..მომწონს

Posted by: Master_Nick 26 Jun 2020, 21:16
akako78
ლალიკი საოფისედ ჩემთვისაც მძიმეა. მე ძირითადად ქეჟუალ სიტუაციებში ვხმარობ. ოფისში YSl, Chanel, Prada.

Jimmy Choo ს პარფიუმზე რას იტყვით?

Posted by: spider77 26 Jun 2020, 22:04
akako78
QUOTE
20-25 გრადუსზე კარგი იქნება

ზუსტად მაგ დიაპაზონში ვიყენებ smile.gif

Posted by: პიანისტი 27 Jun 2020, 08:18
spider77
ვნახავ აუცილებლად.

Master_Nick
ლუტეციის გარდა ვულევუშიც აქვთ?


ახალი პარფუმ დე მარლის სედლი მაინტერესებს და კალანი, სედლი ზაფხულისაა ციტრუსი.

Posted by: Master_Nick 27 Jun 2020, 18:14
პიანისტი
ლალიკი ვულევუში არ მინახია. ლუტეციაში ნამდვილდ ააქვთ.
დღეს ზუსტად ლალიკის ამინდია.

Posted by: WUDU 27 Jun 2020, 21:59
akako78
QUOTE
Master_Nick
ხო მაგრამ ვისაც კი დატესტინე არავის არ მოეწონა..სამსახურში ერთი გოგოა და ეგრევე აუ რა ცუდი სუნია და მეორემაც ინდუსების პონტიაო და რამეარადა მკლავზე მესხა ერთი გაფქვევა..გამყოლია და შლეიფიანიც..24 საათი ვ გრძნოვდი კანზე და მაგაზე იძახიან გადაარეფურმულირესო..არადა სულ პირველი კიდევ უფრო საშიში იყო მახსოვს..სურნელით ის უფრო თითქოს მაზუთიანი შპალების და დამწვრის(სმოუკის პონტში)სურნელიც მეტი ჰქონდა..ეს უფრო ვეტივერითაა გაჯერებული..

ჩემთან საპირისპირო რექაცია ჰქონდათ. უფრო თავიდან აქვს ხის და თბილი ნოტები, მერე ძალიან მაგრად ჯდება კანზე.

Posted by: Lamorac 28 Jun 2020, 06:45
ამხელა სხვაობა რატომ არის ფასში?

ამაზონზე უფრო იაფია

აბა ნახეთ ეს ორი ლინკი.

https://www.amazon.com/dp/B00DP3DD1W/?coliid=I3UTGZMH73HDZX&colid=1H85S1TP1D591&psc=1&ref_=lv_ov_lig_dp_it


https://www.fragrancenet.com/cologne/gianni-versace/versace-eros/edt#232011




და ზოგადად, რაც თვალი გადავავლე, ამაზონზე გაცილებით უფრო იაფია ვიდრე მაგ საიტზე

Posted by: Arien 28 Jun 2020, 08:49
პიანისტი
QUOTE
უბრალოდ მოეწონე როგორც ადამიანი და მაგ ფორმით გამოხატა, ასე რომ ეგ უხერხულობა რაც დაგრჩა მგონი შეცდომაა და ერთ მშვენიერ დღეს მიდი ისევ .


უკაცრავად დაგვიანებული პასუხისთვის ცხელების ცენტრში მოვხვდი,ცუდადაც ვიყავი და წერაც მიჭირდა.
არ მგონია მოვწონდე ან არ მოვწონდე,უფრო თამამად მითხრა რაღაც და თვითონ არც ემახსოვრება.მე ავტომატურად ვიმახსოვრებ biggrin.gif სულ არ მეხალისება მაგრამ თავისით გამომდის.ნამყოფი ვარ და მასთან შეძენილიც მაქვს, ოღონდ სხვა სუნამო smile.gif

Posted by: Arien 28 Jun 2020, 08:52
Lamorac

ცენტებშია სხვაობა ამაზონის ფასთან.

Posted by: Lamorac 28 Jun 2020, 09:03
Arien
ვაახ
არადა სხვანაირად აჩვენებდა წეღან
drug.gif

Posted by: black_man 28 Jun 2020, 15:41
Lamorac
https://www.maxaroma.com/fragrance/men/versace-eros-for-men/pid/8860/3

Posted by: Master_Nick 28 Jun 2020, 17:11
Lamorac
ebay მე მგონი ყველაზე კარგი ფასებია, აუქციონებზეც შეგიძლია კარგ ფასად მიაგნო საინტერესო ვარიანტებს.

Posted by: akako78 28 Jun 2020, 17:32
Lamorac
ფრაგრანსენეტზე ხომ იცი როგორ იწერ?მე არასოდეს არ გამომიწერიაsmile.gifმაგრამ როგორც ვიცი ამაზონის მოქმედი ანუ გამოწერილი უნდა გქონდეს და იმ ღილაკს დააჭერ სადაც ამაზონია..კუპონს მიუთითებ და $51.99 ღირს მაგრამ 60 დოლარს უნდა გადააჭარბო ერთი შეკვეთა ანუ სხვა რამეც უნდა დაუმატო ე.ი. რომ შეკვეთა უფასოდ მიიტანონ იმ გადამზიდის საწყობში რომელსაც მიუთითებ..არადა წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიხდება ამერიკის მიწაზე გადასახადის გადახდა შეკვეთაზე რომელიც 60 დოლარზე ნაკლები იქნება ერთ ჯერზე..


პ.ს.გამოიყენე კუპონ კოდი 35% -ის და არა 25-ის..
35%-ის ესაა RTCA7 და აბა ჩასვი..
* * *
WUDU
ჩემს კანზე იხსნება ე.ი. სხვანაირად მაქვს რეცეპტორები ცხვირში რომელიც მშრალი თუ ხანაც წვნიანი ვეტივერის გარდა არაფერს სხვა განსაკუთრებულს და მისტიურს ვერ მაჩვენებს-არის ძალიან სწორხაზოვანი ოღონდ ისე ადვილადაც კი არა,მაგრამ ჩემთვის ძალიან მოსაბეზრებელია..სხვა სურნელს ძლივს ვიხსენებ ასე რომ მომებეზრა თავი-აი გამახსენდა ჰუგოს სუნამო იყო,ბოსს სოულ ერქვა..ერთადერთი გამონაკლისია ლუქსში ტომ ფორდის გრეი ვეტივერი პარფუმი(ნუ ფასიც აქვს იცოცხლე)..ერთხელ ვაგონში შევედი მეტროში 5-6 სპრეი იყო და ხალხი გაოგნდა..განსაკუთრებით მდედრობითი სქესის წარმოდადგენლებიsmile.gifპირი დააღეს კარგად მახსოვს და ცხვირის ნესტოებს ათამაშებდნენ(თითქოს სიამოვნებით კრუტუნებენო)smile.gif..აშკარად მეტი მომივიდაsmile.gifმაქსიმუმუ 2 სპრეი და ეგაა..

Posted by: Lamorac 28 Jun 2020, 19:04
Master_Nick
akako78
მაგარი ძველმოდური კაცი ვარ მაგ გამოწერების ამბავში
იბეის ვაფშე ვერ გავუგე

ამაზონი ვიცი წყალივით biggrin.gif

Posted by: Master_Nick 28 Jun 2020, 19:50
Lamorac
გარღვევა უნდა მოახდინო სასწრაფოდ და დარეგისტრირდე. Ebay არის საუკეთესო სავაჭრო პლატფორმა რაც კი მინახავს ონლაინ გაყიდვებში, დიდი ხანია ვიყენებ და არც თანხა დამიკარგავს და არც შეძენილი საქონელი. ამაზონისკენ აღარ გაიხედავ.

Posted by: spider77 28 Jun 2020, 22:16
QUOTE
Ebay არის საუკეთესო სავაჭრო პლატფორმა რაც კი მინახავს ონლაინ გაყიდვებში, დიდი ხანია ვიყენებ და არც თანხა დამიკარგავს და არც შეძენილი საქონელი

+100

მეც ანალოგიური აზრი მაქვს.

Posted by: Alexito21 1 Jul 2020, 17:36
user posted image

იყიდება 70 ლარად. 99 % სავსეა

Posted by: black_man 1 Jul 2020, 18:02
Alexito21
მაგარი ფასია...
გაცვლის თემა თუ დაგაინტერესებს მომწერე....

Posted by: Alexito21 1 Jul 2020, 18:08
black_man
კარგი, ჯერ პროსტა გაყიდვა უფრო მაწყობს

Posted by: WUDU 1 Jul 2020, 23:07
Alexito21
ნომერი მომწერეთ.

რომელი წლის ბეთჩია?

Posted by: Alexito21 2 Jul 2020, 00:00
WUDU
2019 ისაა
მოგწერ პირადში

Posted by: Master_Nick 3 Jul 2020, 22:39
შანელის საუკეთესო ოთხეული, ბლანში მე მგონი საუკეთესო გამოუვიდათ. ყიდვა მინდა და სადმე მისაღებ ფასად ხომ არ გეგულებათ?
user posted image

Posted by: akako78 3 Jul 2020, 22:52
Master_Nick
კი მართლა კარგებია ეგენი..აქ არ არის ფასდაკლება რომ იყიდო რომელიმე ქსელურში?

Posted by: Master_Nick 3 Jul 2020, 22:58
akako78
ყველა ბრენდზეა ფასდაკლება, შანელის გარდაsmile.gif ეს ბლანში ძალიან მომეწონა, ზაფხულში ჩემი სურნელიაsmile.gif

Posted by: spider77 4 Jul 2020, 01:19
Master_Nick
QUOTE
შანელის საუკეთესო ოთხეული

მაგ ოთხეულში აუცილებლად ჩავტევდი "ბლუ"-ს.

ბლანში მეც მომწონს და ტოლად ვაყენებ "ბლუ"-ს.


ისე, აქ რა ფასდაკლებაც არ უნდა იყოს, მაინც იბეიზე გამოდის უფრო იაფი.

Posted by: Master_Nick 4 Jul 2020, 16:59
QUOTE (spider77 @ 4 Jul 2020, 01:19 )
Master_Nick
QUOTE
შანელის საუკეთესო ოთხეული

მაგ ოთხეულში აუცილებლად ჩავტევდი "ბლუ"-ს.

ბლანში მეც მომწონს და ტოლად ვაყენებ "ბლუ"-ს.


ისე, აქ რა ფასდაკლებაც არ უნდა იყოს, მაინც იბეიზე გამოდის უფრო იაფი.

იბეიზე გეთანხმები, თუმცა 100მლ იანს განბაჟება უწევს და +18% საკმაოდ აძვირებს.
აქაური -20% იანი სეილით კარგი ფასი ჯდება.
,,ბლუ" ალურებზე ზევით დგას, ჩემთვის საოფისედ #1 სუნამოა .

Posted by: akako78 4 Jul 2020, 18:26
ბლუს ედპ ვიყიდე შარშან მამაჩემისთვის 150 მლ 69 წლისაა და ეხლაც კეთილად იყენებს..ისედაც გიტარაზე უკრავს და მღერის ხოლმე სუფრებზე-ნუ ძალით თუ ამღერებენ ხომე ხათრითsmile.gif..ბლუს რომ ისხავს მანდილოსნები ძალიან უახლოვდებიან ხოლმე ფიზიკურად რასაც დავაკვირდი და შემდგომ ეცეკვებიან ხოლმეsmile.gif(მე ატომაიზერში მაქვს ყოველთვის-ვეხმარები რომ მალე დაცალოსsmile.gif)

Posted by: ჯადოსანი 4 Jul 2020, 19:17
მეგობრებო მივიღებ რჩევს რაიმე ზაფხულის სუნამოზე - ბიუჯეტური მირჩევნია მაგრამ თუ რაიმე მომეწონა შევიძენ biggrin.gif აქაც თუ ვინმე ყიდით მომწერეთ პირადში

Posted by: Dato10kokli 4 Jul 2020, 21:21
მეგობრებო xerjoff სუნამოები ვისაც გაქვთ დატესტილი რას ფიქრობთ ამ ბრენდზე? გამყოლობა როგორი აქვს?

Posted by: 4L3X 4 Jul 2020, 21:26
Dato10kokli
მე მაქვს Xerjoff Casamoratti Mefisto. სუნამოც ძალიან კარგია და გამყოლობაც შესანიშნავი აქვს. აღიარებული ფაქტია რომ ძალიან ძლიერი ნიშური პარფიუმერია აქვს მაგ ბრენდს. ყველაზე პოპულარული სუნამოებია NAXOS, NIO, RENAISSANCE, KOBE

Posted by: spider77 5 Jul 2020, 00:17
ჯადოსანი
QUOTE
ზაფხულის სუნამო

QUOTE
ბიუჯეტური მირჩევნია

Cool Water Davidoff

user posted image

Posted by: Master_Nick 5 Jul 2020, 22:35
ჯერემის ახალი სუნამო office for men ხომ არ დაგიტესტავთ ვინმეს?

Posted by: ჯადოსანი 6 Jul 2020, 14:12
spider77
ვნახავ მაგრამ უფრო ძვირადღირებულიც შეიძლება biggrin.gif

Posted by: spider77 6 Jul 2020, 16:02
ჯადოსანი
QUOTE
ვნახავ მაგრამ უფრო ძვირადღირებულიც შეიძლება


1. დაახლოებით რა ფასში გინდა და იმის მიხედვით გირჩევ;
2. "დავიდოვი" იმ იშვიათ გამონაკლისს მიეკუთვნება, ფასმა რო არ უნდა მოგატყუოს. თავის ფასთან შედარებით აშკარად ღირსეული სუნამოა. smile.gif

Posted by: ჯადოსანი 7 Jul 2020, 01:17
spider77
ერთი 100 ლარიდან 300 ლარადე biggrin.gif ან ცოტა მეტიტ მითხარი აბა რამე



აქაც თუ ვინმე ყიდით მომწერეთ პირადში

Posted by: spider77 7 Jul 2020, 06:15
ჯადოსანი
QUOTE
ერთი 100 ლარიდან 300 ლარადე  ან ცოტა მეტიტ მითხარი აბა რამე

ხო, მთავარი - იმედია მამაკაცის სუნამოს გულისხმობდი gigi.gif

მაგ ფასად რაღა ბიუჯეტური, ნებისმიერ ლუქსს იყიდი იბეიზე. smile.gif
ნუ დანარჩენი გემოვნების ამბავია.
იგივე Acqua Di Gio, Chanel Allure Sport, Dior homme Sport, D&G Light Blue, Versace pour homme, Terre D'hermes fraiche, Kenzo pour Homme, ან სულაც Issey Miyake Summer.


აქ 3, ან 4-ჯერ ძვირია ყველაფერი.
იგივე ის "დავიდოვი" სულ ცოტა 100-120 ლარი მაინც ეღირება.

Posted by: WUDU 7 Jul 2020, 10:08
Master_Nick
QUOTE
ჯერემის ახალი სუნამო office for men ხომ არ დაგიტესტავთ ვინმეს?

ისეთი ფასები უდევს, მეეჭვება ახლო მომავალში შევძლოთ))
* * *
ჯადოსანი
QUOTE
ერთი 100 ლარიდან 300 ლარადე  ან ცოტა მეტიტ მითხარი აბა რამე

100მლ D&G lite blue intense იყიდი მაგ ფასად და საკმაოდ მდგრადია, კარგი შლეიფით.

Posted by: Master_Nick 7 Jul 2020, 23:44
WUDU
მე როგორც ვნახე, შანელის, დიორის და YSL საფასო სეგმენტში გადის.


* * *
ჯადოსანი
კარგი ვარიანტები გირჩიეს, დავამატებდი ამ სუნამოს - საზაფხულოდ ჩემთვის ერთ ერთი ფავორიტია.
user posted image

Posted by: NimFadora 8 Jul 2020, 15:36
ჩემი უცვლელი ფავორიტია
user posted image

Posted by: GAASVENE 8 Jul 2020, 17:12
სალამი ყველას. რამე ცივი მირჩიეთ მამაკაცისთვის. 40 გრადუსი რო აჭერს და შენი ყინულივით ცივი სუნით რომ მოძრაობ ეგეთი მინდა. თან კარგად რომ ძლებდეს.

Posted by: spider77 8 Jul 2020, 22:41
GAASVENE
QUOTE
რამე ცივი მირჩიეთ მამაკაცისთვის. 40 გრადუსი რო აჭერს და შენი ყინულივით ცივი სუნით რომ მოძრაობ ეგეთი მინდა. თან კარგად რომ ძლებდეს

ეგეთი არ არსებობს mo.gif

Posted by: akako78 8 Jul 2020, 22:42
GAASVENE
მაგდაგვარი არის დიორ ომ კოლონი..ყინულივით ცივის რა გითხრა მაგრამ ყველა დროის კლასიკაა ისეი მიაკი ოპუ ომი..უცხო თუ გინდა ისევ ძველი დავიწყებული კენზო პუ ომი ედტ..ძალიან ბევრია..კარგია დიორ ომ სპორტი 2012 წლის ვერსია..მაგრამ 2008 თუ იშოვი რაც ნაკლებად არის წარმოსადგენია-მართლა მაგარი იქნება..როგორც მახსოვს ასევე დიორ ჰაიერ ენერჯიც-ძალიან კარგია წვიმიან ამინდში და ა>შ>
პ.ს.არმანის სუნამოებიდან გირჩევ აქუა დუი ჟიოს ესენსას ედპ-ს(არცერთ შემთხვევაში თანამედროვე ჟიო და ასევე გაფეტიშებული პროფუმო)..უმაგრესია..ეს უცებ რაც გამახსენდა ისე უამრავია..და ფასების სეგმენტიც შესაბაქმისად მაგრამ იცვლება მერე უკვე მაღლისკენsmile.gif

Posted by: senpai 8 Jul 2020, 22:45
QUOTE
40 გრადუსი რო აჭერს და შენი ყინულივით ცივი სუნით რომ მოძრაობ


user posted image

Posted by: GAASVENE 10 Jul 2020, 00:56
akako78
ძაან დიდი მადლობა და სად მირჩევ მაგათ დასერჩვას? ისი პარის მივადგე ლიტეციას თუ არის სადმე სხვაგან სადაც უმრავლესობა აქვთ რომ ავარჩიო??
senpai
სად იყიდება ჩვენთან ხომ არ იცი და დაახლოებითი ფასი??

Posted by: senpai 10 Jul 2020, 08:08
GAASVENE
ლუტეციაში დატესტე და მერე გამოიწერე თუ მოგეწონება.

Posted by: პიანისტი 10 Jul 2020, 09:35
არომატეკამ ტომ ფორდზე დადო სეილები, შაბათისთვის იქნება -30%
ვისაც გინდათ მანდარინო ,ნეროლი ...

Posted by: Master_Nick 10 Jul 2020, 17:31
პიანისტი
ფორდის შეზღუდულ ასორტიმენტზე დადეს სეილები თუ ყველაფერზე? Oud Wood და Lost Cherry მაინტერესებს თუ ხვდება ნეტა სეილებში.

Posted by: პიანისტი 10 Jul 2020, 19:36
Master_Nick
ყველაფერზე იქნება სეილი საერთოდ შაბათ დღეს, ნუარ ექსტრიმიც დატესტე , ყველაზე საინტერესო ზამთრის სუნამოა არა ნიშ ხაზიდან.

Posted by: TITITA 10 Jul 2020, 19:46
დავბრუნდი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. თუ გაინტერესებთ, განახებთ ჩემს კოლექციას.user posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted image

Posted by: akako78 11 Jul 2020, 05:31
TITITA
საკმაოდ შთამბეჭდავი კოლექციაა..კასამაროტები,შანელი და ამუაჟები ჭარბობს არა?მრავალი შეგეძინოთ..

GAASVENE
ვულევუში უფრო დიორ კოლონი და ალბათ ლუტეციაში პეკინზეც..ესენსა არ ვიცი დარჩათ თუ არა სადმე..დანარჩენები ძნელად იშოვება..

Posted by: spider77 11 Jul 2020, 10:47
QUOTE
ვულევუში უფრო დიორ კოლონ

კი, რამოდენიმე დღის წინ მარჯანიშვილზე ჰქონდათ, დავისხი ხელზე.

Posted by: akako78 15 Jul 2020, 18:07
senpai
მანსერებიდან რედ ტობაკო და ჰინდი კუში რომ შეადარო-რომელი მოგწონს მთლიანობაში?

Posted by: senpai 15 Jul 2020, 18:15
akako78
თავს მატკიებს ზოგჯერ ტობაკო, ასე რომ ვერ ვხმარობ მუდმივად, კუში კიდე მაგარია ყველანაირად, დაბალანსებულიცაა და არ ყვირის, თუმცა ყოველთვის იგრძნობა.


თავად ?



Posted by: akako78 15 Jul 2020, 19:06
რავი მჩუქნიან და ტობაკო უფრო მემდიდრულება მე მგონი..ეს კი დერსკია ასე ვთქვათ ჰინდუ კუში,მაგრამ ალბათ ტობაკოს ავირჩევ
პ.ს.ეგ ტობაკო უნდა დაისხა მაქსიმუმ ორი არცთუ ისე დიდი სპრეი..აბა 5 სპრეი თავს კი არა და ტანსაც კი აატკიებს ადამიანსsmile.gif

Posted by: Master_Nick 15 Jul 2020, 21:59
akako78
ეგ რედ ტობაკო ძალიან ტკბილი არ არის? ჩემთვის ტედმეტად ტკბილია.
ჰაი ენერჯის ჩამოსვლას არ დაადგა საშველი facepalm.gif

Posted by: senpai 15 Jul 2020, 22:21
akako78
ოკ





--------------------------

Posted by: akako78 15 Jul 2020, 22:58
Master_Nick
მეც ველოდები..ისე ცივი სუნიაო მამაჩემმაც..ძალიან ცივიო და შენ მოგეწონება ალბათ..კი ტკბილია მაგრამ ჰინდი კუშს ბლექ ავგანოს ვამჯობინებ და კინსკის ალბათ..ამდენი ჰაშიშიც არ მინდა სიმართლე გითხრა..მეშინია მოწევა არ დავიწყოsmile.gif

Posted by: Master_Nick 15 Jul 2020, 23:34
akako78
ჰინდი კუში არ ვიცი, ავგანო და ჰაშიში არ არის საჩემო, ისევ ცივ/გრილ მივაწვები ჯობია wink.gif
ბარბერის ინდიგო მომეწონა ამ ბოლო დროს დატესტილებიდან.

Posted by: black_man 16 Jul 2020, 13:58
Master_Nick
გაუ.. ბარბერის ინდიგო სად დავტესტო?

Posted by: Master_Nick 16 Jul 2020, 20:39
black_man
გაუმარჯოს, ისი პარიში შეგიძლია დატესტვა.

Posted by: beso1968 18 Jul 2020, 01:08
მანსერას ტობაკო კარგია ზამთარში

Posted by: akako78 18 Jul 2020, 04:15
beso1968
კი ძალიან გამყოლია და ერთადერთი ზაფხულში რომ დავტესტე ეხლა..ვანილის გამო ვიკავებდი თავს..მაგ სუნამოში უფრო უდი ისმის ვიდრე ვანილი..სხვათაშორის უდ ვანილაც მაგარია მანსერასი..მაგრამ ეს რატომღაც ყველაზე ძვირფასს სურნელად ითვლება..ჰინდუც მოგეწონება ალბათ შენც,მაგრამ მთლიანობაში მეც ტობაკო ვარჩიე..

Posted by: Alexito21 18 Jul 2020, 15:40
user posted image
რას იტყვით? არის აქ დასატესტად?

Posted by: beso1968 19 Jul 2020, 22:36
user posted image ამ.სუნამოზე მითხრეს სასწაულიაო, დაგიტესტავთ ვინმეს?
* * *
ხო არავის დაგიტესტავთ?...............

Posted by: Master_Nick 19 Jul 2020, 23:04
არმანის საუკეთესო ოთხეული!
user posted image

Posted by: black_man 21 Jul 2020, 15:04
Alexito21
კი არის მე მაქვს და კმაყოფილი ვარ ყველანაირად ))

Posted by: blue_velvet 22 Jul 2020, 12:51
სალამი მეგობრებო.

bentley intense
encle noire

ეს ორი თუ გაქვთ ვინმეს და თქვენი ფიდბექი მაინტერესებს.

Posted by: spider77 23 Jul 2020, 08:36
blue_velvet
QUOTE
encle noire

ალბათ encre noire-ს გულისხმობდი.

ზამთარშიიი ...

აუცილებლად დატესტე, ისე ნუ იყიდი მთლიან ფლაკონს.
* * *
ისი მიაკების 2 ფლაკონით (pour homme და summer) შევავსე ჩემი კოლექცია. ორივე 125 მლ. smile.gif

Posted by: Master_Nick 23 Jul 2020, 16:00
QUOTE (blue_velvet @ 22 Jul 2020, 12:51 )
სალამი მეგობრებო.

bentley intense
encle noire

ეს ორი თუ გაქვთ ვინმეს და თქვენი ფიდბექი მაინტერესებს.

ორივე მაგარია ფასი / ხარისხის კომბინაციით.
Encre Noire - რაც დრო გადის უფრო და უფრო მიზიდავს მაგნიტივით. ნარკოტიკია რა. თუმცა ყიდვამდე აუცილებლად უნდა დატესტო.
* * *
spider77
გილოცავ! აქ იყიდე თუ გამოიწერე?

Posted by: spider77 23 Jul 2020, 16:04
Master_Nick
მადლობა.
იბეიდან გამოვიწერე.

Posted by: Arien 27 Jul 2020, 16:40
ლამაზი დასაწყისით,შემდეგ რაღაც რეტრო 90-იანებიდან.ვერ გავიხსენე რას მაგონებს.

Posted by: Master_Nick 27 Jul 2020, 22:27
ზაფხულისთვის ძალიან კარგი სუნამოა, გრილი, გრილი, გრილიsmile.gif
user posted image

Posted by: akako78 27 Jul 2020, 22:55
Master_Nick
მოგეწონა?რომელი წლის ბატჩია?ძველი კარგი იყო..მეც ველოდები მაგას და თუ გაიჩითა მოვასწრებდი ამ ზაფხულს გამოყენებას..

პ.ს.გილოცავ-კარგი შენაძენია,თან აღარც გამოდის..

Posted by: Master_Nick 28 Jul 2020, 12:07
akako78
მადლობა, კი მომეწონა, მაგარია. რატომ გააჩერეს გამოშვება გაუგებარია. 2006 წლის ბატჩია.

Posted by: akako78 28 Jul 2020, 19:32
Master_Nick
არაფრის ე.ი. ჩემმა რეკომენდაციამ გაჭრა?smile.gifგამყოლობაც კარგი ჰქონდა.მერე აბა წვიმიან შემოდგომაზე ასე 18-20 გრადუსზე გასინჯე,აბა როგორ მოგეწონება..

Posted by: spider77 28 Jul 2020, 20:52
QUOTE (Master_Nick @ 27 Jul 2020, 22:27 )

ვაა, მაგარია. smile.gif
გილოცავ. მშვიდობაში.


Posted by: Master_Nick 28 Jul 2020, 21:58
akako78
კი გაჭრა, ჩემი ფავორიტი არომატებია up.gif მე მგონი უფრო საზაფხულო ვარიანტია, საშემოდგომოდ უკეთესი ვარიანტები მაქვს wink.gif

spider77
მადლობა, გაიხარე

Posted by: spider77 29 Jul 2020, 18:13
მოგესალმებით მეგობრებო.

დილემის წინაშე ვდგევარ და გთხოვთ დამეხმაროთ თქვენი მოსაზრებებით და არგუმენტებით.

მოკლედ, გამიჭირდა არჩევანი -
კლასიკური "არამისი" თუ "არამისი ჰავანა" ?! smile.gif

Posted by: akako78 30 Jul 2020, 03:47
spider77
არც მახსოვს ეგენი სიმართლე გითხრა..მეც მაინტერესებს ორივეsmile.gifუბრალოდ სახელწოდებით მე ჰავანას ავიღებდიsmile.gif

Posted by: spider77 30 Jul 2020, 09:23
akako78
მადლობა გამოხმაურებისთვის.

ბევრი ვიფიქრე, რუსული ფორუმები გადავიკითხე და გამოვიწერე კლასიკური არამისი.
თუმცა ვაღიარებ, რომ შენი რჩევა რო მენახა, ჰავანას გამოვიწერდი.

ყველა აღნიშნავს, რომ ამ ორიდან უნდა არჩიოვო კლასიკური არამისი.
შეუდარებელი ოლდ სკულიაო და ვნახოთ ერთი რაა ესეთი smile.gif


თუ მომეწონა მერე (დროთა განმავლობაში) ჰავანასაც გამოვიწერ.
მაგაზე წერენ თამბაქოს საუკეთესო არომატი აქვსო და მაგიტომ დამაინტრიგა.

Posted by: Arien 30 Jul 2020, 14:42
scentbird.com -
მეორედ მივიღე ამანათი.
5 ივლისს თანხა ჩამომაჭრეს,11 ივლისს თრეკინგი მომცეს,გუშინ ავიღე usa2georgia-ს ოფისში.
გადავწყვიტე ორი ერთად გამოვწერო,გამომივა 16მლ.-25$.
10-მდე სუნამოს მაინტერესებს რაც აქვთ,თითოს ლოდინი მეზარება.

Posted by: senpai 30 Jul 2020, 16:47
QUOTE
კლასიკური "არამისი" თუ "არამისი ჰავანა"

იმენა კოლექციისთვის ორივე კარგია, პირადი პრიორიტეტი მექნებოდა კლასიკურთან.


საკოლექციოდ ესეც მისწრებაა ჩემი აზრით. ამ კონცენტრაციისთვის ესეთი გამყოლობა შესაშურია.

PS Fine Cologne Paul Sebastian

user posted image



Posted by: spider77 30 Jul 2020, 17:47
senpai
QUOTE
იმენა კოლექციისთვის ორივე კარგია, პირადი პრიორიტეტი მექნებოდა კლასიკურთან.

მეც კლასიკას მივანიჭე უპირატესობა და გამოვიწერე.



ეხლახანს სულმა წამძლია და ჰავანაც გამოვიწერე gigi.gif

Posted by: senpai 30 Jul 2020, 18:13
spider77
QUOTE
მეც კლასიკას მივანიჭე უპირატესობა და გამოვიწერე.

up.gif


QUOTE
ეხლახანს სულმა წამძლია

რის მიხედვით აარჩიე ეგ არომატები ? ვინმეს კომენტარი შეგხვდა ?


Posted by: spider77 30 Jul 2020, 19:05
senpai
QUOTE
რის მიხედვით აარჩიე ეგ არომატებივინმეს კომენტარი შეგხვდა ?

არამისმა დამაინტერესა და გადავიკითხე რუსული ფორუმები, ძალიან ბევრს წერენ ეგენი და იქ აღმოვჩინე, რომ არამისს ჰქონდა საინტერესო ვერსია "ჰავანა", თამბაქოს არომატით ბაზაში, რომელიც ზოგადად ყველა სუნამოებს შორის ერთ-ერთი გამოკვეთილი ვარიანტიაო.


ისედაც მაინტერესებდა თამბაქოს არომატით რამე საინტერესო და მაგიტომ მივედი ამ არჩევანამდე.

Posted by: akako78 30 Jul 2020, 19:27
senpai
ეგ მქონდა 2011მ წელს და გავაჩუქე..არაა ცუდი სუნამო,მაგრამ მე ძალიან ოლდ სქული მომეჩვენა მაშინ..დავტესტავდი ახლიდან..
spider77
საინტერესო იქნება ორივე უეჭველი..მთავარია ძალიან ოლდ სქული არ იყოს..აი ისეთი მყვირალა შიპრი ადრე მე რომ მქონდა მქონდა-პაკო რაბანის პურ ომი..ჩემთან ოჯახში არავის არ მოეწონათ და ცამ ჩაყლა თუ მიწამ ვეღარ ვიპოვე..მგონი დედაჩემმა ურნაში მოუძახა..არადა 100მლ იყო და ეკლდა 15-20 ან სპრეიsmile.gifგამყოლობა ჰქონდა არნახულიsmile.gifმაწუხებდა კიდევაც და არც მე დიდად არ დამწყვეტია გულიsmile.gifამ ლეველზე მაგასაც სიამოვნებით დავტესტავდი...

Posted by: spider77 30 Jul 2020, 19:42
akako78
QUOTE
ეგ მქონდა 2011მ წელს და გავაჩუქე..არაა ცუდი სუნამო,მაგრამ მე ძალიან ოლდ სქული მომეჩვენა მაშინ..დავტესტავდი ახლიდან..

არამისი თუ ჰავანა?


QUOTE
.მგონი დედაჩემმა ურნაში

gigi.gif
* * *


ეგეთი მაქვს კლასიკური ვერსაჩე.
ეტყობა ასაკთან ერთად მოდის მსგავსი სუნამოების ინტერესი, თორემ სტუდენტობის დროს როგორ გავიკარებდი smile.gif

* * *


ისე რაც დრო გადის უფრო და უფრო მომწონს Versace l'homme.
ეხლაც (მიუხედავად რო ცხელა და საკმაოდ მძიმე სუნამოა) 1 ფშიკი დავისხი და ვკაიფობ smile.gif

რა თქმა უნდა სახლში ვარ.

Posted by: senpai 30 Jul 2020, 21:50
akako78
QUOTE
მაგრამ მე ძალიან ოლდ სქული მომეჩვენა მაშინ..დავტესტავდი ახლიდან..

კი, მარა საკოლექციოდ უნდა ადამიანს და ღირს რომ ქონდეს.


spider77
QUOTE
არამისმა დამაინტერესა და გადავიკითხე რუსული ფორუმები, ძალიან ბევრს წერენ ეგენი და იქ აღმოვჩინე, რომ არამისს ჰქონდა საინტერესო ვერსია "ჰავანა", თამბაქოს არომატით ბაზაში, რომელიც ზოგადად ყველა სუნამოებს შორის ერთ-ერთი გამოკვეთილი ვარიანტიაო.


ისედაც მაინტერესებდა თამბაქოს არომატით რამე საინტერესო და მაგიტომ მივედი ამ არჩევანამდე.

up.gif

Dupont-ებზე აფანატებენ რუსები ჩემი გამოცდილებით.

QUOTE
მაინტერესებდა თამბაქოს არომატით

ცივ ამინდში დატესტე ლუტეციაში

user posted image


Posted by: spider77 30 Jul 2020, 22:09

senpai
QUOTE
ცივ ამინდში დატესტე ლუტეციაში

აუცილებლად.

Posted by: akako78 30 Jul 2020, 22:31
spider77
არა ეგ არა..პოლ სებასტიანზე სენპაიმ რომ დადო სუნამო...

Posted by: Master_Nick 30 Jul 2020, 22:59
senpai
ზენიას ხაზიდან სხვა რომელ სუნამოს გაუწევ რეკომენდაციას?

akako78
გაუმარჯოს, ენერჯის მოაქვს და მოაქვს ნესვი და პიტნაsmile.gif ეგეთ იდეალურ კომბინაციას ვეძებდი რამდენი ხანია

Posted by: senpai 30 Jul 2020, 23:05
Master_Nick
QUOTE
ზენიას ხაზიდან სხვა რომელ სუნამოს გაუწევ რეკომენდაციას?

რომელი ხაზიდან გააჩნია. რამდენიმე აქვს. ყველაზე ძვირადღირებულიდან ამას ულაპარაკოდ. $150 - 50 მლ, მარა ღირს და დაჟე იმაზეც უნდა ვიზრუნო რომ არასოდეს გამომელიოს, მეორე ბოთლს წელსვე ვიყიდი ალბათ.


user posted image

Posted by: Master_Nick 30 Jul 2020, 23:17
senpai
ერთხელ აეროპორტში დუტი ფრიში შემომთავაზა გამყიდველმა, ზუსტად აღარ მახსოვს დასახელება (ძალიან კი მომეწონა მახსოვს, მაგრამ ვეღარ ვიყიდე), ეს Passion არ იყო, დანამდვილებით ვიცი.

Posted by: akako78 31 Jul 2020, 07:41
Master_Nick

კარგია რომ მოგეწონა..ბევრი ძველი დავიწყებული სჯობნის ბევრ ახალ მარკეტინგზე ვითომდა გათვლილ სუნამოებს..კარგია რომ მოგეწონა..მეც სიამოვნებით გამოვიყენებ ყიდვის შემთხვევაში..

Posted by: senpai 31 Jul 2020, 10:33
Master_Nick
ბევრი კარგი არომატი აქვს მაგ ბრენდს. ყველა საფასო სეგმენტში.


Posted by: Master_Nick 31 Jul 2020, 21:48
akako78
ახლებიდან ეს მომეწონა ძალიან, საზაფხულოდ იდეალურია ჩემთვის
user posted image

senpai
ზენიას ხაზიდან, საშემოდგომოდ რომელ ვარიანტს მირჩევ?

Posted by: ✨N✨ 31 Jul 2020, 22:21
♥️✨

user posted image

Posted by: akako78 31 Jul 2020, 22:25
Master_Nick
კი კარგია ეგეც და ორიგინალი ედტ-ეც..პარფიუმი თითქოს უფრო ცუდი მეჩვენა როგორც როდრიგესი ბლუს და როგორ ისსეის ნუიტის პარფუმი..პარფუმი ყოველთვის ვერ ამართლებს თავის სახელს..
* * *
spider77
ზეინას რაც შეეხება მე რაც მქონია მაგათი ხაზიდან(ჩემი ნაბახუსევის სუნამოს ვეძახდი ესსენსა დი ზეინას-გაზაფხული-ზაფხულში იყო ძალიან კარგი,მაგრამ არც ზამთარში არ იყო მიკნავლებული..მყარად იდგა ფეხზე სიცივეშიც..ავი ხმები ამბობდნენ ძველად-პუტინის საყვარელი სუნამო იყოო-მე ისე ჩავცალე ორი ფლაკონი რომ ეგ არც ვიცოდი,ძმაკაცს ჰქონდა და დატესტვის მერე ეგრევე 2 ცალი 100მლ-იანი ვიყიდე და მეორე რომელიც განსაკუთრებით მომწონდა შემოდგომაზე(არც ზამთარში ვიწუნებდი) ეს არის ზეინა ექსტრემი-ძალიან ადვილად იტანდა შხაპს..გამყოლი იყო არნახული)
user posted image
user posted image

Posted by: senpai 31 Jul 2020, 22:33
Master_Nick
QUOTE
ზენიას ხაზიდან, საშემოდგომოდ რომელ ვარიანტს მირჩევ?

თუ არმანი კოდი მოგწონს

user posted image


თუ ლეღვი მოგწონს
user posted image


მაღალბიუჯეტიანებს მერე დავწერ

* * *
akako78
ეგენი რაც დაასახელე აღარ იშოვება ხელმისაწვდომ ფასად.

Posted by: akako78 31 Jul 2020, 22:54
senpai
კი ვიცი,მე მაგათზე მაგრად არაფერი მომწონებია..ეგ კოდის კლონიც ვიცი,ეგ მილანოც,ფორტეც,უმოც..მე პირადად ეგენი ვერ მოვიწონე..მაგ ორს რაც დავასახელე ზემოთ არცერთი არ მირჩევნია დიზაინერული ხაზიდან..ჩვეულებრივი პურ ომიც მაქვს და არც ეგ არის ცუდი,მაგრამ ესსენსას და ექსტრიმს ახლოსაც ვერ დავუყენებ..

Posted by: senpai 31 Jul 2020, 23:27
რატოა ესეთი სუნამოები ლიმიტირებული ვერ ვხვდები

user posted image

Posted by: akako78 31 Jul 2020, 23:35
senpai
კი მქონდა მაგის ყიდვის შანსი ადრე ამაზონზე კარგ ფასად მაგრამ გავმაზეsmile.gif

Posted by: toyota12345 1 Aug 2020, 01:20
თბილისში სად შეიძლება დაახლოებით 100 ლარის ფარგლებში რამე საკაიფო მამაკაცის სუნამო ვიყიდო ორიგინალი თან გამყოლი სუნი რომ ქონდეს და დღის განმავლობაში გაძლოს ან რას მირჩევდით?

Posted by: akako78 1 Aug 2020, 01:39
გაძვირდა სუნამოები..იშვითად თუ ნახავ უკვე აქ სადმე 100 ლარში სუნამოებს..

Posted by: senpai 1 Aug 2020, 08:22
toyota12345
არაბული ბრენდები ნახე მაგ ფასში აქ, ძირითადად კლონებია პოპულარული სუნამოების.


გამოწერით კიდე ძალიან ბევრს გირჩევ მაგ ფასში.


გუშინ გაძვირდა სუნამოები 2-3 დოლარით იბეიზე.

Posted by: Master_Nick 1 Aug 2020, 10:07
senpai
არმანი კოდი მომწონს კი, უნდა დავტესტო ეგ ზენიას ინტენსო.

akako78
senpai
რატომ უნდა გაძვირებულიყო სუნამოები ამ კრიზისის დროს?

Posted by: black_man 1 Aug 2020, 14:57
გაძვირებულია აშკარად საიტებზე სუნამოები................. yes.gif

Posted by: akako78 1 Aug 2020, 21:09
Master_Nick
საკვირველია ღმერთმანიsmile.gifპანდემიის დროს სუნამოს ვერც იყენებდა ხალხი..მხოლოდ სახლში ისხავდნენ და არომატებით ტკბებოდნენ..პირიქით უნდა გაიაფებულიყო-რა დროს სუნამოებია?ხალხს საჭმელი ენატრება!!!????

Posted by: Master_Nick 1 Aug 2020, 21:45
akako78
30-40% იანი ფასდაკლებებია ბრენდულ მაღაზიებში. ტომ ფორდზე - 30% იყო 2 დღე სეილი ლუტეციაში biggrin.gif კრიზისის დროს ფუფუნების საგნები პირველ რიგში იაფდება wink.gif

Posted by: akako78 1 Aug 2020, 21:54
Master_Nick
ხო კი იყო მაგრამ ადრე მართლა სეილი რომ ჰქონდათ(ეხლა ისედაც მოუმატეს ფასები 30 პროცენტი 18 პროცენტია სინამდვილეში)მე რომ ფორდის სუნამო მინდოდა ეხლა 120 ლარით მეტი ღირდა ვიდრე მანამდე სეილზეsmile.gifაქ ასეთი სეილებია უმეტესად..

Posted by: Arien 1 Aug 2020, 22:46
ასეთი ფასდაკლებები ნიშნავს იმას რომ ვაჭრობა არ არის,დროში ეს გამოიწვევს ფილიალების დახურვას და მერე პროდუქციის გაძვირებას.
კრიზისს ყველა ვერ გაუძლებს,რა ვიცი,ასე მგონია, თუ სიტუაცია არ შეიცვლება.

Posted by: senpai 1 Aug 2020, 23:02
ვულე ვუს აქვს მაგარი ფასდაკლება. იყიდი ერთ სუნამოს 700 ლარად და მეორეს იმავე ხაზიდან გჩუქნიან.


დამაფიქრა დღეს ერთი 20 წუთი, სანამ მოლში ვიყავი biggrin.gif


Posted by: პიანისტი 2 Aug 2020, 00:34
არადა აღარაფერი მინდა სუნამოებიდან, ეგ კი არა ამ ფასდაკლებებზე luxury sneakers - ბს ჩავუჯექი და სამზე ავედი, მგონია არ გავჩერდები ჯერ კაი ხანი, ნუ ფასდაკლებითაც ნიშის ფასი კი გამოდის, მაგრამ მაინც...

Posted by: spider77 2 Aug 2020, 01:51
მეგობრებო, კოსტუმს acqua di parma-ს კონკრეტულად რომელი ვერსია მოუხდება ხომ ვერ მირჩევთ შესაძენად?

Posted by: senpai 2 Aug 2020, 13:03
spider77
QUOTE
კოსტუმს acqua di parma-ს

user posted image

სამი სეზონის.

Posted by: spider77 2 Aug 2020, 13:28
QUOTE (senpai @ 2 Aug 2020, 13:03 )
spider77
QUOTE
კოსტუმს acqua di parma-ს

user posted image

სამი სეზონის.

ანუ ტყავი.
აუცილებლად გავითვალისწინებ.
მომავალი სამიზნეა.

დიდი მადლობა.

Posted by: senpai 2 Aug 2020, 13:56
spider77
არის კიდევ ამბრა და უდის ვერსიებიც, მარა ამას ვერ შეედრება ჩემი აზრით.


ოფიციალურ შეხვედრებზე არის სახმარი ზუსტად, ოღონდ ბევრი არ უნდა მოგივიდეს, შემაწუხებელი იქნება გარშემო ხალხისთვის.

Posted by: spider77 2 Aug 2020, 17:22
senpai
QUOTE
არის კიდევ ამბრა და უდის ვერსიებიც

უდი , ამბრა და უნისექსები (კლასიკური კოლონა, ასსოლუ და ა.შ.) ეგრევე გამოვრიცხე.
შევჩერდი ტყავზე და ესენცაზე.
ამ ორს შევიძენ აუცილებლად.

QUOTE
ოფიციალურ შეხვედრებზე არის სახმარი

ზუსტად მაგისთვის მინდა, სხვა სუნამოების ალტერნატივად.

QUOTE
ოღონდ ბევრი არ უნდა მოგივიდეს, შემაწუხებელი იქნება გარშემო ხალხისთვის

ეგ თავისთავად.

Posted by: Master_Nick 2 Aug 2020, 21:27
senpai
spider77
acqua di parma - თბილისში ხელმისაწვდომია? ეს ნიშ პარფიუმერიის ბრენდია ხომ?

Posted by: spider77 3 Aug 2020, 21:49
Master_Nick
QUOTE
acqua di parma - თბილისში ხელმისაწვდომია?

ნამდვილად არ ვიცი.

QUOTE
ეს ნიშ პარფიუმერიის ბრენდია ხომ?

ალბათ უფრო ლუქსი.

Posted by: პიანისტი 3 Aug 2020, 21:52
Master_Nick
ვაგზალზე იყიდა ჩემმა ძმაკაცმა ტესტერი 200 რაღაცა ლარად, მეც დავტესტე და ორიგინალია.
ნიში არ არის.

ზეგ წაღება მინდა სილვერის, მანდარინო დი ამალფის და სავაჟის gigi.gif ეგ ჩანთა არ უნდა დავკარგო lol.gif

Posted by: Master_Nick 3 Aug 2020, 22:37
პიანისტი
კარგ ფასად უყიდია, მშვენიერია up.gif

იბეიზე კარგად დაეცა ფასები ჩემს ერთ ერთ ფავორიტზეც,
user posted image

Posted by: პიანისტი 3 Aug 2020, 22:58
Master_Nick
კი , ძალიან კარგი სუნამოა თან, განსხვავებული და დახვეწილი ფრეში აქვს სტარტზე.

პრადას ეგ სუნამო აგრესიას იწვევს ჩემში, რუტინულია ძალიან, არანაირი განვითარება არ აქვს, ერთ სასიამოვნო სურნელზე დგას საათობით biggrin.gif
გაქვს შენ თუ ერთხელ დატესტე?

Posted by: Master_Nick 3 Aug 2020, 23:03
პიანისტი
L HOMME ამბობ? biggrin.gif რას ამბობ, შანელის ეგოისტის და , ბლუს" შემდეგ ოფისის სუნამოებში ტოპ 3 ში აუცილებლად შევიყვანდი. მაქვს და არასოდეს გამოვილევ. პრადას სხვა სუნამოებიც ძალიან მომწობს.
Prada l homme Leu ასევე ფავორიტია
user posted image

Posted by: პიანისტი 3 Aug 2020, 23:15
Master_Nick
დიახ l homme biggrin.gif მჩუქნიდნენ და ისეთი უარი ვუთხარი ახლობელს, ეხლაც ნაწყენია მგონი;დ
ბევრს მოსწონს პრადას ეგ სუნამო, ჩემს კანზეა ეგრე ნერვების მომშლელი დიდი ალბათობით.
ოფისში ქრიდის სილვერიც ძალიან კარგია, მიუხედავად იმისა რო საოფისე არაა , პრეტენზია ვერავის ექნება მაგ სუნამოს გამო, პირიქით მადლიერი იქნება კოლექტივი biggrin.gif

Posted by: Master_Nick 3 Aug 2020, 23:28
პიანისტი
პირველად მესმის ამ სუნამოზე მსგავსი შეფასებები, რას იზამ, გემოვნების ამბავია wink.gif
საოფისედ რას ხმარობ ძირითადად?

Posted by: პიანისტი 3 Aug 2020, 23:35
Master_Nick
ჩემი საქმიანობა არაა საოფისე,ნუ არც ხასიათი მაქვს საოფისე, ალბათ მაგიტომაც არ მომწონს, ჰო გემოვნებაზეა.

Posted by: rezi0881 4 Aug 2020, 11:46

გამარჯობა,
როგორ ხართ?
ზაფხულის ცხელი დღეების უკონკურენტო ფავორიტი.
ალბათ ერთ თვეში ჩავცლი ისე გემრიელად მიდის.
Mediterraneo Carthusia

user posted image

Posted by: Master_Nick 4 Aug 2020, 22:52
rezi0881
გაგიმარჯოს! ყოველთვის საინტერესო ბრენდებს წარმოადგენ up.gif კარგი გამყოლობა აქვს?

Posted by: rezi0881 4 Aug 2020, 23:42
Master_Nick

გამყოლობა სამწუხაროდ სუსტი. მთელი ხიბლი ძალიან ბუნებრივ გრილ ციტრუსშია, ზოგადად ერთერთი უძველესი და მართლაც საინტერესო ბრენდია, რომლის სუნამოებსაც მონასტერში ბერები ამზადებდნენ. https://www.carthusia.it/mondo-carthusia

Posted by: Master_Nick 6 Aug 2020, 01:21
rezi0881
ვნახე ეს ინფო და ძალიან საინტერესო ისტორიაა, მონასტრის ბერების წარმოების ღვინო, ლუდი გამიგია და გამისინჯავს, მაგრამ აი ბერების წარმოებული სუნამო პირველად გავიგე. თბილისში შეიძინე?

Posted by: rezi0881 6 Aug 2020, 02:36
Master_Nick

კი, ლუტეციას აქვს, 50% იანი ფასდაკლებით, არ იცნობენ ჩვენთან მსგავს ბრენდებს და ხალხიც არ ეტანებოდა როგორც ჩანს, მედეტერიანო ღირს ნახვად ციტრუსების მოყვარულისთვის, ფასიც ადეკვატური აქვს. 135 ლარი 100მლ.
პრადას ირისები თუ მოგწონს კარტუზიას 1681 ნახე. ირისი, საკმეველი, სანდალი, ჯენტლმენსკი სუნამოა.

Posted by: Master_Nick 6 Aug 2020, 13:45
rezi0881
ჭავჭავაძის ლუტეციაში მედიტერიანოს ბოლო კოლოფს მივასწარი, ისიც 50 მლ. გადასარევია up.gif ეტყობა მაგრად გაიყიდა. დადე ხოლმე ეგეთი ინფოები wink.gif
1681 - პრადას ირისებს მართლა ჰგავს, უფრო ლაითიც კი მომეჩვენა.
TERRA MIA - მომეწონა ასევე, საინტერესო სურნელია.

Posted by: rezi0881 6 Aug 2020, 16:50
Master_Nick

მგონი ისთ პოინტს ქონდა დარჩენილი 100 იანი მედეტერიანო. სიცხეში სასიამოვნო და ასატანია, რამდენიც არ უნდა დაისხა არ შეგაწუხებს.
1681 -ს დიორ ოუმ ინტენსის ძველ ვერსიასაც ამსგავსებენ, კი, ლაითი ვარიანტია მაგეებთან შედარებით,
TERRA MIA - მოგეწონება თუ გურმანული სუნამოები მოგწონს, პირდაპირ ახლად დაფქული ყავა გამახსენა.
ისე ბევრი არ მითვალიერებია ეს ბრენდი, ერთი კიდევ რაც მომეწონა Corallium არის, ცოტა ქალის მხარეს მიდის მაგრამ ძალიან სასიამოვნოა.

Posted by: Master_Nick 6 Aug 2020, 22:58
rezi0881
ისტ პოინტში ვეღარ გავიდოდი. ესეც საკმარისია ამ ატაპზე. მალე კი იკარგება სურნელი, 50 მლ სწრაფად ჩაცლის კაცი ამ სიცხეებში. ციტრუსებთან ერთად მწვანე ჩაიც კარგად იგრძნობა up.gif

Posted by: Sophist 7 Aug 2020, 14:58
Creed Silver Mountain Water-ს ადამიანი სად ნახავს თბილისში?

Posted by: MRlurch 7 Aug 2020, 15:17
Sophist
ლუტეციაში აქვთ კრიდები
bis.gif bis.gif

Posted by: spider77 9 Aug 2020, 21:09
ესეც ჩემი ახალშენაძენები.

user posted image

Posted by: Arien 10 Aug 2020, 10:49
Santal Cardamome -Fragonard
სანდალი მინდოდა მაგრამ უფრო კარდამონი და რაღაც სპეციებია,ერთ მომენტში თითქოს შამპანურსაც ვგრძნობ,ბაზა კომფორტულია,ხის, ნაზი,კრემისებრი ნოტების სინთეზია,ზამთარში ვცდი ტარებას.
უნისექსია,მამაკაცს შეიძლება მეტად მოუხდეს.


* * *
rezi0881
QUOTE
როგორ ხართ?


ვფიქრობ ერთი-ორი კაცის სუნამო ვიყიდო,უნისექსი არ მინდა,უფრო კაცისკენ რომ იყოს biggrin.gif
Green Water ნანახი გაქვს?რას ფიქრობ?

Posted by: spider77 10 Aug 2020, 13:15
Arien
QUOTE
კაცის სუნამო ვიყიდო,უნისექსი არ მინდა,უფრო კაცისკენ რომ იყოს

ბომბა smile.gif

user posted image

Posted by: rezi0881 10 Aug 2020, 13:16
Arien

მქონდა სემფლი, Green Water საინტერესოა, უფრო პიტნა, ციტრუსი, მწვანე ნოტები, ცოტას წაუოლდსქულებს მაგრამ ზომიერად, უნისექსად ყოფილა დაანონსებული მაგრამ ჩემთვის მასკულინური უფროა.

Santal Cardamome -Fragonard ეს არ ვიცი არომაბუტიკის ბრენდია?

Sandalo Nobile Nobile 1942 - თუ არ იცი ესეც ნახე, კარგი სანდალია.
Milky Musk 39 Parle Moi de Parfum - ესაც მომწონს კარგია.






Posted by: Arien 10 Aug 2020, 18:25
spider77

მადლობა,მაგ სუნამოზე რუსულ ფრაგრანტიკაზე წავიკითხე არომატების კლინტ ისტვუდიაო,ჰოდა უკვე მომწონს smile.gif)
თან არც ძვირი ღირს და გამოვწერ.

rezi0881

Fragonard-ჩვენთან არ არის ეს ბრენდი,ბრმა შენაძენი იყო და სანდალის გამო გავრისკე.
Sandalo Nobile Nobile 1942 - ეს ნანახი მაქვს,ბოლოს რომ ვიყავი,რა მინდოდა თვითონაც არ ვიცოდი და მარიამ მაჩვენა,ისე მომეწონა კინაღამ ვიყიდე.მაგრამ მერე მაინც HEGOA გადავწყვიტე.Milky Musk 39 Parle Moi de Parfum - ამასაც ვნახავ და ერთ-ერთს ავარჩევ.არომათეკას ფასდაკლებებს ველოდებოდი დიპტიკზე თუ ექნებოდათ და რახან არ არის მაშინ ისევ მაგათთან მივალ.

QUOTE
მქონდა სემფლი, Green Water საინტერესოა, უფრო პიტნა, ციტრუსი, მწვანე ნოტები, ცოტას წაუოლდსქულებს მაგრამ ზომიერად, უნისექსად ყოფილა დაანონსებული მაგრამ ჩემთვის მასკულინური უფროა.

ე.ი. კარგია.ზუსტად რეტრო ვაიბით მინდა love.gif

Posted by: rezi0881 10 Aug 2020, 19:13
Arien

ისე სანდალში დიდი არჩევანია, ფასებიც სხვადასხვა კატეგორიაშია და არჩევანიც არის. დიპტიკზე და კილიანზე უკვე ქონდა არომატეკას ფასდაკლება, ამათი სანდლები ძალიან პოპულარულები და მაღალი ხარისხის არის.

Sacred Wood By Kilian

Tam Dao Eau de Parfum Diptyque

ბრმად ეს ხო არ გიფიქრია? Santal Majuscule Serge Lutens ესეც ძალიან პოპულარული სანდალია.

Milky Musk 39 Parle Moi de Parfum - მე ეს უფრო მომწონს, მუსკუსი და სანდალვუდია.

სხვებიც თუ გამახსენდა საინტერესოები დავწერ.


* * *
QUOTE
ე.ი. კარგია.ზუსტად რეტრო ვაიბით მინდა


კი, ნახე მსგავსს თუ ეძებ მოგეწონება.

HEGOA ესეც კარგი უნდა იყოს ცხელი სეზონისთვის, თურმე მედეტერიანოსაც ამსგავსებენ.


Posted by: Master_Nick 11 Aug 2020, 00:05
Annick goutal eau d'hadrien, ახალი აღმოჩენა, საზაფხულოდ იდეალური გრილი სუნამოა, -50% Sale ჭავჭავაძის ლუტეციაში
user posted image

ესეც სასიამოვნო აღმოჩენაა, ატომაიზერით დაიწყო ყველაფერი
Goldfield and Banks, Pacific Rock Moss
user posted image



Posted by: rezi0881 11 Aug 2020, 01:44
Master_Nick

გუტალი კარგი ბრენდია, ცნობილი და დროში გამოცდილი. ეგ კოლონისებური ციტრუსებიც კარგი აქვს ხარისხიანი და ბუნებრივი სურნელით.

QUOTE
Goldfield and Banks, Pacific Rock Moss


ამ სუნამოზე ისეთი ჰაიპი იყო რო გამოჩნდა კინაღამ ბრმად ვიყიდე, ბოლო წუთს გადავიფიქრე, ძაან მოწონდათ და იუთებერებიც აქტიურად აპიარებდნენ, კარგი იქნება რასაც ვუყურე და წავიკითხე მომეწონება რაღაც ჩემი სტილის არის.

Posted by: Arien 11 Aug 2020, 10:54
rezi0881
დიპტიკზე როცა ჰქონდათ ფასდაკლება მაგ შაბათს ვმუშაობდი და ვერ მივედი.თან მანდ არ ვიცი და გალერიაში ტესტერს ვერ მიეკარები,არც ხელის ხლება შეიძლება,შესაბამისად ვერც დაყნოსავ,არადა ბაზას ფლაკონიდან ვხვდები როგორია,ნუ მიახლოებით.ბოლოს რომ მივედი ისე თავხედურად მომცეს შენიშვნა,ისი პარიში გადავედი და იქ ვიყიდე.მაგრად კი მეზარებოდა სიარული,დაღლილი ვიყავი,მძიმე სამუშაო დღე მქონდა და განტვირთვის მაგივრად, პირიქით დამემართა.დარწმუნებული სხვასთან სხვანაირად მოიქცეოდნენ,მაგ.ვინმე სიმპათიურ ყმაწვილთან ან გაპრანჭულ ქალბატონთან biggrin.gif

QUOTE
Santal Majuscule Serge Lutens
- მქონდა სემპლი,ჯერ კიდევ ამერიკული ნოტინოდან გამოვწერე,მაგრამ მაშინ CEDRE ვარჩიე,ახლა სიამოვნებით ვიყიდიდი,მახსოვს როგორც კაკაოს და ვარდის, გურმანულისკენ წასული არომატი,ძალიან სასიამოვნო.

QUOTE
HEGOA
- მშვიდი და კომფორტულია,აი ჩაის ჭიქით რომ დაჯდები ვარდებიან ეზოში ეგაა smile.gif) Carthusia-ს ორი სუნამო მაქვს,Essence of the park და Lady,სხვებიც მომწონდა,კარგი ბრენდია.

QUOTE
Milky Musk 39 Parle Moi de Parfum - მე ეს უფრო მომწონს, მუსკუსი და სანდალვუდია.

აუცილებლად ვნახავ,მუსკუსი ჩემს კანზე კარგად არ იხსნება,მაგრამ ახლა ესეც მაინტერესებს,თუ ის სუნამო აღმოჩნდება რაც მინდა ორი კურდღლის
ერთად დაჭერა გამომივა smile.gif)

Posted by: rezi0881 11 Aug 2020, 12:53
Arien

დიპტიკის დათვალიერებას რომ გადაწყვეტ მიდი არომატეკაში, პეკინზე და ჭავჭავაძეზე არ უთქვამთ ხელი არ მოკიდოო ვათვალიერებდი რაც მაინტერესებდა უპრობლემოდ, გალერიაში მეც მასე მითხრეს კონსულტანტი დამყვებოდა მე გაჩვენებ რაც დაგაინტერესებსო. იმდენ რამეს ვათვალიერებ ხოლმე ჩემთვისაც დისკომფორტია მასე თვალიერება, მირჩევნია სხვაგან მივიდე. თვითონ გალერიას ადმინისტრაციის მოთხოვნა ყოფილა.

მუსკუსებთან ვერც მე ვარ კარგად, უმეტესობა რაც მინახავს არ იხსნება კარგად ჩემ კანზე, კარგი შერჩევა უნდა რომ მოირგო.


Posted by: Arien 12 Aug 2020, 10:58
rezi0881

მე მაგრად გავბრაზდი გალერიის ლუტეციაზე,მაგ დღეს ისედაც არ ვიყავი ხასიატზე და სერიოზული ნეგატივი ავკრიფე biggrin.gif ადრეც უთქვიათ,მაგრამ ის ნაცნობი კონსულტანტი იყო და ეს ბოლოს ვიღაც ახალი შემხვდა.10 მომხმარებელი რომ შევიდეს
რას იზამენ,გაყოფას დაიწყებენ?ყველას ხომ ვერ აედევნებიან?იგივე გალერიაში, სათამაშოების მაღაზიაში არავის არაფერი უთქვამს,ბენეტონშიც ჩვეულებრივ ვნახე და მოვისინჯე რაც მაინტერესებდა.
დიპტიკი არ მეჩქარება,როცა ექნებათ ფასდაკლება და მეცლება მაშინ მივალ.აი სანდალი და მუშკი უფრო მაინტერესებს,ანუ ბუტიკში მისვლის დროა smile.gif)

ეს შვებულების სუნამო

Posted by: rezi0881 12 Aug 2020, 13:53
Arien
QUOTE
მე მაგრად გავბრაზდი გალერიის ლუტეციაზე,მაგ დღეს ისედაც არ ვიყავი ხასიატზე და სერიოზული ნეგატივი ავკრიფე  ადრეც უთქვიათ,მაგრამ ის ნაცნობი კონსულტანტი იყო და ეს ბოლოს ვიღაც ახალი შემხვდა.10 მომხმარებელი რომ შევიდეს
რას იზამენ,გაყოფას დაიწყებენ?ყველას ხომ ვერ აედევნებიან?

გეთანხმები ნამდვილად დისკომფორტია, მაინც დიდ დროს თვალიერებას ვუთმობ და შეწუხებული სახით თუ დამყვება კონსულტანტი იმაზე უარესად მე ვწუხდები.
QUOTE
აი სანდალი და მუშკი უფრო მაინტერესებს,ანუ ბუტიკში მისვლის დროა )

ეს ბრენდი გალერიაშია, ზამთარში ისე მომეწონა არ დამვიწყებია ისე ჩაჯდა გონებაში, გუშინ ვნახე და სიცხეში ისე ვერ აღვიქვი, მაინც სანდალი და მუსკუსია არაა მსუბუქი ნოტები, შეიძლება მაგის გამო? არ ვიცი... მოსინჯე ცოტა გრილ ამინდში.

Posted by: Hyperzet 12 Aug 2020, 20:14
Arien
QUOTE
დაღლილი ვიყავი,მძიმე სამუშაო დღე მქონდა და განტვირთვის მაგივრად, პირიქით დამემართა.დარწმუნებული სხვასთან სხვანაირად მოიქცეოდნენ,მაგ.ვინმე სიმპათიურ ყმაწვილთან ან გაპრანჭულ ქალბატონთან


ზუსტად ეგრეთი დამოკიდებულების გამო, როცა ძვირი ნივთის საყიდლად მივდივარ, ვცდილობ
სპეციალურად ეფექტურად მეცვას კლასიკურ, საოფისე სტილში.
კონსულტანტები ფერიებივით დამფარფატებენ და თან გადამყვებიან ხოლმე.
აბა რა ვქნა, აი, ასეთი ქართული მარკეტინგის გადამკიდემ, მარტივად გადავწყვიტე პრობლემა. biggrin.gif

არადა, შეიძლება ძალიან მდიდარი ადამიანი შევიდეს, მართლა გადაღლილი და სახეახეული.
ერთხელ სიტუციურად მომიხდა შესვლა სპორტულებით და ზედ არ მიყურებდნენ. biggrin.gif

ვინმეს ეს სუნამო ხომ არ გაქვთ?
რა ა ზრის ხართ? მართლა ისეთი ცივი და შთამბეჭდავია, როგორც არეკლამებენ?
ძალიან ცივი, ცივი სუნამო მინდა <3

Posted by: spider77 12 Aug 2020, 21:29
Hyperzet
ჰიპერ-სუპერ-ზეტ-მოდერ, ჰაი. .. smile.gif

QUOTE
მართლა ისეთი ცივი და შთამბეჭდავია, როგორც არეკლამებენ?

ისე, ნოტებით თუ ვიმსჯელებთ, პარფიუმ ვერსია არ ვიცი, მაგრამ აი ეს (ფრაიჩე) ნამდვილად გრილი იქნება yes.gif

user posted image


Posted by: Master_Nick 13 Aug 2020, 09:55
BOADICEA THE VICTORIOUS KING OF THE WORLD ამ სუნამოს ხომ არ იცნობთ?

Posted by: Hyperzet 13 Aug 2020, 14:09
spider77
QUOTE
Hyperzet
ჰიპერ-სუპერ-ზეტ-მოდერ, ჰაი. ..

ჰაი, ჰოლლა, ალოჰა tan.gif

მადლობა, დიდი, უზარმაზარი bis.gif love.gif


Posted by: ჯადოსანი 13 Aug 2020, 16:11
QUOTE (senpai @ 1 Aug 2020, 08:22 )
toyota12345
არაბული ბრენდები ნახე მაგ ფასში აქ, ძირითადად კლონებია პოპულარული სუნამოების.


გამოწერით კიდე ძალიან ბევრს გირჩევ მაგ ფასში.


გუშინ გაძვირდა სუნამოები 2-3 დოლარით იბეიზე.

სად ვნახოთ ხომარიცი სადმე ადგილი? ან საიტი რავიცი

Posted by: spider77 14 Aug 2020, 20:12
მოკლედ, სუნამო ჩამომივიდა "ჰავანა არამისი" რომელიც მომეწონა.
მაგრამ საჩუქრად მოაყოლეს 2 "პრობნიკი".
ამ ორიდან ერთი იყო მწვანე პოლო.
ჭკუიდან გადამიყვანა ისე მომეწონა. ნამდვილად არ მოველოდი sad.gif
ვისაც ტყავის და თამბაქოს სურნელები მოგწონთ, მგონი ერთ-ერთი საუკეთესოა.
ფარენჰეიტის მოყვარულებს მოგეწონებათ.

Posted by: senpai 14 Aug 2020, 20:45
ჯადოსანი
QUOTE
სად ვნახოთ ხომარიცი სადმე ადგილი?

ვაგზალზე. რისი კლონი გინდა გააჩნია. ორი ცნობილი და იაფიანი ბრენდი აქვთ შემოტანილი. არმაფი და ესტიარა. რისი კლონი გინდა მითხარი და კონკრეტულად გეტყვი, რომლის ნახვა სჯობს. ერთ დროს გამიტაცა მაგ არაბულებმაც, მარა არაა საჩემო და მივანებე თავი.


spider77
QUOTE
ერთი იყო მწვანე პოლო.
ჭკუიდან გადამიყვანა ისე მომეწონა. ნამდვილად არ მოველოდი

დაჟე ახალი ფორმულაც ძაან კარგია. თუმცა ნაკლებად ინტენსია და აკლია ის შარმი რაც ვინტაჟურს ქონდა.

QUOTE
ფარენჰეიტის მოყვარულებს მოგეწონებათ.

სავარაუდოდ კი.


Posted by: rezi0881 15 Aug 2020, 00:47
spider77

ჰავანა კარგი უნდა იყოს, ასე ვფიქრობ. მევასება სუნამო თამბაქოს სუნით.

ამ სუნამოს ამსგავსებენ ვინტაჟ პოლო გრინს, არ ვიცი რა ჯანდაბაა მაგრამ ერთი სპრეი 2 დღე იგრძნობა, თან ოდეტუალეტია.

user posted image


Posted by: spider77 15 Aug 2020, 08:43
rezi0881
QUOTE
ჰავანა კარგი უნდა იყოს, ასე ვფიქრობ. მევასება სუნამო თამბაქოს სუნით.

კი ძალიან კარგია.


წუხელის ჩავატარე ექსპერიმენტი, თანაბარი პროპორცია ავურიე ერთმანეთში მწვანე პოლო, ჰავანა და ისი მიაკი და დავტოვე რო კარგად შეერიოს ერთმანეთს. gigi.gif
ანუ, ჰავანას თამბაქო, პოლოს სიმწვანე და ტყავი და ისი მიაკის მსგავსი, მდიდარი ნოტები რო ერთმანეთს დაემატოს.

ეხლა (შაბათ დილით) ჯერ არ ავმდგავარ ლოგინიდან და დავისხი მარცხენა ხელზე ეს კოკტეილი.
აი ვერ გადმოგცემთ (ჩემთვის) როგორი სასიამოვნო რამე გამოვიდა. ვწევარ და ვკაიფობ ... love.gif

Posted by: Master_Nick 15 Aug 2020, 08:55
spider77
საინტერესო ექსპერიმენტი ჩაგიტარებია, სუნამოების ეგრე ერთმანეთში არევა შეიძლება?
პოლო კარგია ! გილოცავ შენაძენს.

senpai
ზენიას Acqua Di Bergamotto ყოფილა ბომბი biggrin.gif up.gif

Angel Shloesser Homme დავტესტე და ფასი ხარისხის კუთხით გადასარევი ვარიანტია

Posted by: spider77 15 Aug 2020, 08:59
Master_Nick
QUOTE
სუნამოების ეგრე ერთმანეთში არევა შეიძლება?

კი რატომაც არა, ოღონდ ცალკე, ნეიტრალურ ჭურჭელში (მაქვს სუფთა მინი ფლაკონები). smile.gif

Posted by: rezi0881 15 Aug 2020, 13:04
spider77

როგორც ჩანს უფრო ინტენსიური სუნამოები მოგწონს, მე ვერ დავსვი ვერაფერი ისე შერეული სუნამოები რომ მომწონებოდა, მირჩევნია ცალკე დავისხა.
მოლეკულაა შესარევად კარგი როგორც გვირჩევენ, უხანგრძლივებს სხვა სუნამოს მდგრადობას, მართალი კი არის მაგრამ სურნელსაც უცვლის და მოლეკულაც იგრძნობა.
მედეტარიანოსთან ვცადე, ციტრუსს უფრო დიდხანს ვგრძნობდი მაგრამ საბოლოოდ მოლეკულამ აჯობა და მერე სულ მოლეკულას ვგრძნობდი.

თამბაქოს სუნამოები უნდა დავათვალიერო კარგად, მაგრამ უმეტესობა ძალიან ტკბილებია ხოლმე, რატომ არ ვიცი.

Master_Nick

Pacific Rock Moss Goldfield & Banks - ამის პრობი სად შეიძინე?


Posted by: Master_Nick 15 Aug 2020, 16:57
rezi0881

ebay ზე შევიძინე,
ამ სელერისგან
https://www.ebay.co.uk/itm/Goldfield-Banks-Pacific-Rock-Moss-parfum-concentrate-AUTHENTIC-DECANT/324188470724?hash=item4b7b237dc4:g:RnUAAOSwB4Je2XOn


Posted by: spider77 15 Aug 2020, 18:38
rezi0881
QUOTE
როგორც ჩანს უფრო ინტენსიური სუნამოები მოგწონ

კი მომწონს, ტყავის სურნელით.
მაგრამ პოლიტკორექტულობას ყოველთვის ვიცავ, გამონაკლისის გარეშე.

ამ ბომბებს მხოლოდ სახლში ვისხამ, როცა არსად არ ვარ წასასვლელი და ვკაიფობ ჩემთვის. ან სადმე ტყეში და ბუნებაში, რო საზოგადოება არ შევაწუხო gigi.gif

QUOTE
თამბაქოს სუნამოები უნდა დავათვალიერო კარგად, მაგრამ უმეტესობა ძალიან ტკბილებია ხოლმე

მეც არ მომწონს ტკბილები.
ჰავანა არამისი დატესტე, კარგია და ამბობენ მაგარიაო "Open Roger", თამბაქოს მძაფრი სურნელით.

Posted by: rezi0881 15 Aug 2020, 19:20
Master_Nick

მადლობა, საინტერესო რამე ჩანს.

spider77

ეს იცი? ბომბა კი არა დინამიტია biggrin.gif Rien Intense Incense Etat Libre d'Orange არომაბუტიკში იყიდება თუ მოხვდები ნახე, მეც მევასება ტყავის სუნამო, ფავორიტი მემოს აფრიკული რჩება. ისე კი ბევრი კარგია, მაგალითად ფორდის ომბრე ლეზერი. პოლიტკორექტულობის დაცვა კარგია ზოგი საერთოდ ვერ იტან მძაფრ სურნელებს up.gif

Posted by: spider77 15 Aug 2020, 20:01
rezi0881
QUOTE
ბომბა კი არა დინამიტია  Rien Intense Incense Etat Libre d'Orange

კი, ძაან მაგარია, მაგრამ საკმაოდ ძვირიც sad.gif



QUOTE
პოლიტკორექტულობის დაცვა კარგია ზოგი საერთოდ ვერ იტან მძაფრ სურნელებს

ხო, რა თქმა უნდა.

Posted by: rezi0881 15 Aug 2020, 23:18
spider77

ხო, ეს კონკრეტული ძვირია თან მხოლოდ 100 მლ მოცულობა აქვს. სხვა ამ ბრენდის სუნამოებს 30-50-100 მლ არჩევანი აქვს,

Posted by: Arien 16 Aug 2020, 18:09
rezi0881

Milky Musk 39 Parle Moi de Parfum - რეზი ეს სად ვნახო?
ბუტიკში ვიყავი და ეს სანდალი მომეწონა Tantrico - Laboratorio Olfattivo,ახალი მიღებული აქვთ,სემფლიც მომცეს
* * *
Hyperzet
QUOTE
ზუსტად ეგრეთი დამოკიდებულების გამო, როცა ძვირი ნივთის საყიდლად მივდივარ, ვცდილობ
სპეციალურად ეფექტურად მეცვას კლასიკურ, საოფისე სტილში.
კონსულტანტები ფერიებივით დამფარფატებენ და თან გადამყვებიან ხოლმე.
აბა რა ვქნა, აი, ასეთი ქართული მარკეტინგის გადამკიდემ, მარტივად გადავწყვიტე პრობლემა.


მე რომ მაგას ვიზამ,შანსი არის 0 biggrin.gif ძალიან მეზარება biggrin.gif
ოფისში ვარ დღეში 9 საათი,საოფისე სტილი მაქვს ჯინსი და კომფორტული/სპორტული ფეხსაცმელი.კორპორატიულებზე სასიარული სტილიც ეგ არის,ქორწილში სასიარულოც და ლუტეციაში მისასვლელიც,მეტზე თავის შემწუხებელი არა ვარ smile.gif)

Posted by: rezi0881 16 Aug 2020, 19:29
Arien
QUOTE
Milky Musk 39 Parle Moi de Parfum - რეზი ეს სად ვნახო?

გალერიას ლუტეციაში ქონდათ ერთი 50 მლ და ერთი 100 მლ დარჩენილი. სხვა ქსელებში არ ვიცი თუ აქვთ.

მეც დავათვალიერე ახალი ლაბორატორიო კარგი სუნამოები აქვს, ყველაფერი ერთად ვნახე და ისევ ავურდავურიე ერთმანეთში. კიდევ ვნახავ.

ბევრი საინტერესო ნიმუში მაქვს, რა გაინტერესებს მითხარი და გავტესტოთ. biggrin.gif

რეფილში Arancia di Capri არის ესეც მომეწონა ძალიან მაგარი ციტრუსია.

user posted image

Posted by: spider77 17 Aug 2020, 12:19
ეს წამოვიღე აუქციონით.
ბაჩ კოდით 2014 წლისაა.

დაახლოებით 55-60 მლ. ასხია.

user posted image

Posted by: Sophist 17 Aug 2020, 12:59
Leather Oud Christian Dior for men-ის შესახებ რას მეტყვით მეგობრებო?

Posted by: senpai 17 Aug 2020, 13:37
კიდე ვერ ვხსნი, ეხლა რატომ გაძვირდა სუნამოები. მინდოდა ყიდვა, შენახული მქონდა, შევედი ეხლა და 25 დოლარით არის მომატებული.


სელერების საჩუქრებით გავიდოდი თავს წელს უყიდელად, მარა დიდი ბოთლია საჭირო.


ოლდ სქულ სუნამოებს ვაქცევ ყურადღებას ამ შემოდგომაზე. ამის ვინტაჟური ვერსია მაქვს ამოღებული მიზანში შემდეგ თვეში.


user posted image

Posted by: black_man 17 Aug 2020, 18:36
spider77
მალადეც კარგ ფასად გიყიდია............ smile.gif

Posted by: Master_Nick 17 Aug 2020, 19:06
rezi0881
Acqua di parma ს სერიიდან შემოდგომისთვის რომელ სუნამოს მირჩევ?

spider77
პოლოს რაგბის მაისურებს ვხმარობ საკაიფოდ, სუნამოსაც თუ ასხამდნენ ეგ არ ვიცოდი wink.gif

senpai
ტომ ფორდის ოუდ ვუდის ალტერნატივად რა შეიძლება რომ ამოვიღო მიზანში?

Posted by: spider77 17 Aug 2020, 19:19
Master_Nick
QUOTE
პოლოს რაგბის მაისურებს ვხმარობ საკაიფოდ, სუნამოსაც თუ ასხამდნენ ეგ არ ვიცოდი

ეს (ანუ მწვანე) ძაან მაგარია.


Posted by: senpai 17 Aug 2020, 19:20
Master_Nick
QUOTE
ტომ ფორდის ოუდ ვუდის ალტერნატივად რა შეიძლება რომ ამოვიღო მიზანში?

ამის პირველი ვერსია. მაგაზე ახლოს არაფერი მქონია მე პირადად.


user posted image

Posted by: spider77 17 Aug 2020, 19:21
black_man
QUOTE
კარგ ფასად გიყიდია

არ მეგონა ეგრე იაფად თუ წამოვიღებდი. 2.5-იანის ყიდვას ვაპირებდი. ბევრად ძვირია, შედარებაც არ შეიძლება).

Posted by: rezi0881 17 Aug 2020, 22:31
Master_Nick
QUOTE
Acqua di parma ს სერიიდან შემოდგომისთვის რომელ სუნამოს მირჩევ?

პარმას უდი მაქვს და მომწონს, უფრო შემოდგომის გრილ ამინდში მომწონს.
Fico di Amalfi - მომეწონა ასევე, ზაფხულში და შემოდგომაზეც კარგი იქნება, უფრო თბილ დღეებში.

ეს სუნამო გავს უდ-ვუდს https://forum.ge/?showtopic=35087338&view=findpost&p=55561177





Posted by: MAN-DARK 18 Aug 2020, 04:34
rezi0881
QUOTE
Fico di Amalfi - მომეწონა ასევე, ზაფხულში და შემოდგომაზეც კარგი იქნება, უფრო თბილ დღეებში.

ამის ყიდვას ვფიქრობ 150მლ. ღირს შენი აზრით? სიმდგრადით რომ არ გამოირჩევა კი ვიცი, უბრალოდ მოსაწყენი ხომ არ ხდება მალე ამის მეშინია. სუნი მახსოვს უბვრალოდ პერფორმანსი არ ვიცი.

Posted by: rezi0881 18 Aug 2020, 11:12
MAN-DARK
QUOTE
ამის ყიდვას ვფიქრობ 150მლ. ღირს შენი აზრით?

გააჩნია შენ რამდენად მოგწონს და რამდენად თვლი საჭიროდ რომ გინდა 150 მლ, ერთი სემფლი შეიძინე და ისე მიიღე გადაწყვეტილება მგონი ასე აჯობებს.
QUOTE
სიმდგრადით რომ არ გამოირჩევა კი ვიცი, უბრალოდ მოსაწყენი ხომ არ ხდება მალე ამის მეშინია. სუნი მახსოვს უბვრალოდ პერფორმანსი არ ვიცი.

მოსაწყენი არ მგონია გახდეს, გუშინ ერთი სემფლი თითქმის სულ ჩავცალე, ცოტა დავტოვე კიდევ რომ დავაკვირდე, სულ მომწონდა მსიამოვნებდა და მინდოდა განმეახლებინა ხშირად. უბრალოდ ისე თუ მოგეწონა კაცს რომ გინდოდეს სულ ამის სურნელს გრძნობდე დღის განმავლობაში 1-2 ჯერ მაინც უნდა განაახლო..

Posted by: Master_Nick 18 Aug 2020, 14:30
QUOTE (rezi0881 @ 17 Aug 2020, 22:31 )
Master_Nick

ეს სუნამო გავს უდ-ვუდს https://forum.ge/?showtopic=35087338&view=findpost&p=55561177

რა ფასი ჰქონია, რა ბრენდია ამისთანა facepalm.gif ტომ ფორდზე ძვირი გამოდის

Posted by: USER001 18 Aug 2020, 17:31
ფორუმელებო, კრიდის სუნამოები, საიდან შეიძლება გამოვიწერო?

ზოგადად სუნამოებს რა საიტზე ყიდულობთ ხოლმე?

Posted by: black_man 18 Aug 2020, 18:01
USER001
ebay.com
fragrancex.com
fragrancenet.com
maxaroma.com
amazon.com
ebay ზე გირჩევ თავიდან ნახო ამათგან ყველაზე იფად მანდ შეიძლება ყიდვა.. დანარჩენი საიტებიც სანდოა და ფასის მიხედვით ამოარჩევ, სადაც იაფი იქნება...

Posted by: USER001 18 Aug 2020, 21:38
QUOTE (black_man @ 18 Aug 2020, 18:01 )
USER001
ebay.com
fragrancex.com
fragrancenet.com
maxaroma.com
amazon.com
ebay ზე გირჩევ თავიდან ნახო ამათგან ყველაზე იფად მანდ შეიძლება ყიდვა.. დანარჩენი საიტებიც სანდოა და ფასის მიხედვით ამოარჩევ, სადაც იაფი იქნება...

იბეიზე კარგი იდეაა მაგრამ ორიგინალს და არა ორიგინალს ვერ ვანსხვავებ, რამდენიმე რაც ვნახე თავსახურზე აქვთ გადაღებული სურათები, ეგ რამე ორიგინალობის დადგენის საშუალებაა?

Posted by: senpai 18 Aug 2020, 23:07
USER001
აქ დაწერე რისი ყიდვა გინდა იბეიზე და გეტყვით ნაღდია თუ არა.

Posted by: _kutaiseli_ 18 Aug 2020, 23:21
იქნებ ვინმემ დამაკვალიანოთ, მეუღლეს უნდა სახის კრემების გამოწერა კორეიდან...

ტაობაოზე ვნახე და ყველა გადამზიდი იძახის კორონას მერე ჩინეთიდან პარფიუმერიის გამოწერა არ შეიძლებაო

საიდან იწერთ?

Posted by: USER001 18 Aug 2020, 23:22
QUOTE (senpai @ 18 Aug 2020, 23:07 )
USER001
აქ დაწერე რისი ყიდვა გინდა იბეიზე და გეტყვით ნაღდია თუ არა.

კრიდის ავენტუსი მინდა 50ML-იც წავა .
150$ ში.
რამე სანდო საიტზე თუ გეგულებათ დამილინკეთ 2kiss.gif

თუ არა და ისევ იბეიდან ლინკებით შეგაწუხებთ 2kiss.gif

Posted by: spider77 18 Aug 2020, 23:22
USER001
პირველ რიგში დაუკვირდი სელერის (გამყიდველის) რეიტინგს.
თუ ბევრი გაყიდვა აქვს (რამოდენიმე ათასი, ან თუნდაც 300, ან 500) და იმავდროულად დადებითი რევიუების პროცენტები არაა 99-ზე ნაკლები, ე.ი. სანდოა.
მერე შევდივარ და ვნახულობ უარყოფით რევიუებს და თუ ერთი მაინ წერია, რომ ამ სელერისგან მიუვიდა ფეიკ სუნამო, აღარ ვეკარები.

შემდეგ, თავად პროდუქტის ფოტოებიც ბევრის მეტყველია და ა.შ.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, არ ხარ დაზღვეული რომ უხარისხო, ან სულაც ყალბი პროდუქტი არ ჩამოგივა.

Posted by: USER001 18 Aug 2020, 23:29
QUOTE (spider77 @ 18 Aug 2020, 23:22 )


მიუხედავად ამ ყველაფრისა, არ ხარ დაზღვეული რომ უხარისხო, ან სულაც ყალბი პროდუქტი არ ჩამოგივა.

ამიტომ მინდა ზუსტად ყველაზე ნაკლებად იბეიდან გამოწერა,

ისე პოსტები წავიკითხე და ზამთრის/ზაფხულის სუნამოებად გაქვს ზოგ იუზერს დაყოფილი სუნამოები.

ასე კარგადაც ვერ ვერკვევი და ამიტომ

D&G light blue პარფიუმი

Gucci Guilty Men's Black Pour Homme Eau de Toilette

მაქვს ხოდა რომელია ზაფხულის და რომელი ზამთრის?

givi.gif

Posted by: spider77 18 Aug 2020, 23:45
USER001
D&G LB ზოგადად ზაფხულის ხაზია.

გუჩი პირადად მე არ მაქვს, მაგრამ თუ fragrantica.com -ს დავუჯერებთ, კონკრეტულად ეგ სუნამო უფრო გაზაფხული-შემოდგომისაა.

Posted by: USER001 18 Aug 2020, 23:47
QUOTE (spider77 @ 18 Aug 2020, 23:45 )
USER001
D&G LB ზოგადად ზაფხულის ხაზია.

გუჩი პირადად მე არ მაქვს, მაგრამ თუ fragrantica.com -ს დავუჯერებთ, კონკრეტულად ეგ სუნამო უფრო გაზაფხული-შემოდგომისაა.

გუჩი macys.com -დან გამოვწერე სურნელი დაახლოვებით 1 საათში იკარგება facepalm.gif

გაბანა ბევრად უკეთესია .

ავენტუსი გუჩივით რომ გამოდგეს სუნამოს აღარც ვიყიდი vik.gif

Posted by: MAN-DARK 19 Aug 2020, 07:50
USER001
კონკრეტულად ავენტუსი fragrancenet.com-ზე ძვირია, თორემ სხვა ქრიდებზე კარგი ფასდაკლებაა, ბოლოს 120მლ ქრიდი გამოვიწერე ტესტერი ძალიან დიდი ფასდაკლებით და ტესტერის ნაცვლად ჩვეულებრივი ვერსია მომივიდა, ანუ ესეც ხდება.

Posted by: senpai 19 Aug 2020, 09:00
USER001
QUOTE
კრიდის ავენტუსი მინდა 50ML-იც წავა .
150$ ში.

რთულ საქმეს შეჭიდებიხარ, მანდ მთელი ომი აქვთ გამოცხადებული იმაზე თუ რომელი წლის გამოშვებაა უფრო კარგი, ზოგან ანანასი ჭარბობს, ბოლო ორი წლის გამოშვებებზე წუწუნებენ რომ არ არის გამყოლი და აღარ უღირთ ყიდვა.


QUOTE
ავენტუსი გუჩივით რომ გამოდგეს სუნამოს აღარც ვიყიდი

ხოდა არ გინდა, გამყოლს თუ ეძებ არის ბევრი ალტერნატივა.

მგონი ჯობია მანსერას ბრენდს მიაქციო ყურადღება. გამყოლობის პრობლემა 90% მაგათ სუნემოებს არ აქვთ

Posted by: Arien 19 Aug 2020, 10:10
QUOTE (rezi0881 @ 16 Aug 2020, 19:29 )
Arien
QUOTE
Milky Musk 39 Parle Moi de Parfum - რეზი ეს სად ვნახო?

გალერიას ლუტეციაში ქონდათ ერთი 50 მლ და ერთი 100 მლ დარჩენილი. სხვა ქსელებში არ ვიცი თუ აქვთ.

მეც დავათვალიერე ახალი ლაბორატორიო კარგი სუნამოები აქვს, ყველაფერი ერთად ვნახე და ისევ ავურდავურიე ერთმანეთში. კიდევ ვნახავ.

ბევრი საინტერესო ნიმუში მაქვს, რა გაინტერესებს მითხარი და გავტესტოთ. biggrin.gif

რეფილში Arancia di Capri არის ესეც მომეწონა ძალიან მაგარი ციტრუსია.

user posted image

რა მაგარი რაღაცეები გქონია,ლე ლაბოს santal 33 რომ მომეცი მერე დამაინტერესა ბრენდმა,ოფიციალური გვერდიდან გამოწერე?
ვნახავდი BAIE 19,ANOTHER 19,TONKA 25,THE NOIR 29,მეტი ამერევა.
სამსახურში გამოივლი? წინასწარ მითხარი მაინც,მაგიდას დავალაგებ biggrin.gif

რომ გაინტერესებდა musc imperial - ეს ვიპოვე,გალერიაში რომ შევხვდით მაშინ გაძლევდი და არ გამომართვი,მერე ჩამრჩა ჩანთაში და ახლა აღმოვაჩინე,ეგეც და კიდევ რამდენიმე.მართლა ჰგავს ავენტუსს,მომეწონა.მგონი არც მქონდა ნორმალურად დატესტილი რახან musc ეწერა,მაგრამ ეს კარგია.
tobacco nuit,gold leather და oud saphir ესენიც მაგ ჩანთაში იყო,თუ დაგაინტერესებს, მაქვს smile.gif

Posted by: GAASVENE 19 Aug 2020, 12:13
senpai
ესენი მინდა გამოვწერო იბეიდან და ლინკები რომ დამიდო რა, მე უეჭველი რაღაცა ბოლო დონის ფეიკს გამოვწერ და როარ #####უვდე.
user posted image
user posted image

Posted by: black_man 19 Aug 2020, 13:06
USER001
სწორად დაგიწერეს შეიძლება საბოლოოდ იმედგაცრუებული დარჩე გამყოლობის მხრივ... თან პატარა თანხაც არ ღირს, რავიცი.. ჩემს შემთხვევაში, მაგალითად თავიდან გამოწერილი სუნამოები რამდენიმეზე უკმაყოფილო ვიყავი გამყოლობით რა გავიდა 1 წელი აშკარად უფრო გამყოლები გახდა.. mancera cedrat boise ეს საკმაოდ იაფი ღირს ავენტუსთან შედარებით გადახედე მაინც...

Posted by: senpai 19 Aug 2020, 13:18
GAASVENE
QUOTE
ესენი მინდა გამოვწერო იბეიდან

ვერ ვლინკავ, მარა სანდო სელერს აქვს პირველი სუნამო ქვია 1-perfumes და 39.68 დოლარად აქვს დიდი ბოთლი. ვენდობი მაგ სელერს მაგრად. 12 დოლარიანიც გამომიწერია და ბოლოს 113 დოლარიანიც ნაღდი აღმოჩნდა. ჯერ არაა სეზონი, მარა ვისაც ტყავის ნოტა, უდი უყვარს და ხარისხი უნდა, არამგონია იმედგაცრუებული დარჩეს ამით.

user posted image


ბრმად არ იყიდოთ ოღონდ.

Posted by: 4L3X 19 Aug 2020, 13:22
QUOTE (senpai @ 19 Aug 2020, 13:18 )
ბრმად არ იყიდოთ ოღონდ.

უდი და ტყავი ნამდვილათ ჯოჯოხეთური ნაზავია. ყველას არ მოეწონება. yes.gif

Posted by: black_man 19 Aug 2020, 13:34
_kutaiseli_
პარფიუმერიას ჩინეთიდან საერთოდ არ ვიწერთ.... ძირითადად ამერიკიდან

Posted by: senpai 19 Aug 2020, 13:40
4L3X
QUOTE
უდი და ტყავი ნამდვილათ ჯოჯოხეთური ნაზავია. ყველას არ მოეწონება.

ნამდვილად. უფრო ნიშს მიჩვეულ ხალხზეა გათვლილი, მარა არაა ისეთი ძველი ტყავი, უფრო ისეთი ტიპის ტყავია, ახალი მანქანის სალონში რომ იგრძნობა. პოლირებული. დაბალანსებული. უფრო უდისკენ და ბერგამოტისკენ მიდის და ცოტა სიტკბოებაც აქვს.





პ.ს. პატარა დაკვირვება გავაკეთე და კარგად როცა გაქვს მიღებული რუჯი, გაცილებით დიდხანს ძლებს ზაფხულის სუნამოები. ორჯერ დავისხი ხელზე დღეს და როცა ვიცი რომ 4 საათში აღარ იგრძნობა სუნი, დღეს ძალიან მაგრად იგრძნობა. სხვა სუნამოებზეც ანალოგიურად.

Posted by: rezi0881 19 Aug 2020, 13:54
Arien
QUOTE
რა მაგარი რაღაცეები გქონია,ლე ლაბოს santal 33 რომ მომეცი მერე დამაინტერესა ბრენდმა,ოფიციალური გვერდიდან გამოწერე?
ვნახავდი BAIE 19,ANOTHER 19,TONKA 25,THE NOIR 29,მეტი ამერევა.
სამსახურში გამოივლი? წინასწარ მითხარი მაინც,მაგიდას დავალაგებ

გამოგივლი, მომწერე როდის გეცლება, წამოვიღებ ყველაფერს და ვნახოთ, სხვებიც საინტერესოებია, ბოლომდე მეც არ დამითვალიერებია ჯერ. smile.gif სემფლები არ მიყიდია. ფასებში მაგრად უბერავს ეს ბრენდი თორემ ისე მართლა კარგი სუნამოები აქვთ.. მაგიდა? ოკ, თუ არ დაალაგებ პატარა სივრცე მაინც გამოყავი. old.gif

musc imperial და tobacco nuit მაჩვენე,

პარმები ასე გადავანაწილე:
1. fico di amalfi
2. arancia di capri
3. bergamotto di calabria
4. mandorlo di sicilia - მეოთხეზე არა იმიტომ რომ არ მომეწონა, ქალის სუნამოა ჩემთვის თავიდან ბოლომდე.

Posted by: USER001 19 Aug 2020, 14:57
black_man
ბოლო პოსტებიდან გამომდინარე ერთერთმა იუზერმა ისე აღწერა კრიდის ავენტუსი მომინდა ძააან chups.gif

კარგი ავენტუსს შევეშვები...

მაგ მონსერასაც გადავხედავ..

senpai
MAN-DARK
კრიდის სუნამოებიდან რომელს მირჩევთ?

გამყოლი,გრილი და მდგრადი სურნელი რომ ქონდეს love.gif

Posted by: senpai 19 Aug 2020, 15:26
USER001
QUOTE
კრიდის სუნამოებიდან რომელს მირჩევთ?

არცერთს. მანსერა ნახე და 70-80 დოლარში. კმაყოფილი დარჩები. სხვის აღწერით მოხიბლული ნუ გააკეთებ არჩევანს. მიდი ვულევუში და დატესტე თავად.

ესენი ნახე პირველ რიგში.

user posted image


user posted image

Posted by: USER001 19 Aug 2020, 15:33
კრიდებში ეს ავარჩიე ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტი ესაა როგორც ჩანს, ლუტეციაში ვნახავ სურნელს.

https://www.fragrancenet.com/cologne/creed/creed-royal-mayfair/eau-de-parfum#278058

senpai
მაგასაც ვნახავ 2kiss.gif

Posted by: Arien 19 Aug 2020, 16:28
rezi0881

სემფლებს ხვალ წამოვიღებ და თან მექნება.საღამოსკენ,როცა მოგიხერხდება გამოარე,შვიდამდე ვარ,ამ შაბათს დასვენების დღე მაქვს,მომდევნო შაბათს ვმუშაობ smile.gif
პარმები საერთოდ არ ვიცი,www.scentbird.com - აქედან მოვნიშნე რაღაცეები და თუ არ გამაბრაზეს,გამოწერას გავაგრძელებ.

ბოლო და წამიერი გადაწყვეტილება... რაღაცა მინდოდა და შემრჩა - Terrasse à St-Germain Jul et Mad
კიდევ კარგი პატარაა smile.gif)

Posted by: GAASVENE 19 Aug 2020, 16:33
senpai
კარგი ვიპოვი და გამოვწერ მადლობა.

Posted by: black_man 19 Aug 2020, 17:03
USER001
თუ გამოწერას გადაწყვეთ შეგარჩევინებთ იბეიზე მეც ვიცი რამოდენიმე სანდო სელერი. ჯერ მთავარია დატესტო და მოგეწონოს..

Posted by: spider77 19 Aug 2020, 21:56
QUOTE
თუ გამოწერას გადაწყვეთ შეგარჩევინებთ იბეიზე მეც ვიცი რამოდენიმე სანდო სელერი. ჯერ მთავარია დატესტო და მოგეწონოს..

+1

Posted by: USER001 19 Aug 2020, 22:57
spider77
black_man
მადლობა ფორუმელებო 2kiss.gif

პ.ს
კრიდები ლუტეციაში და არომატეკაში აქვთ და მაჯაზე რომ დავასხმევინო 1 ზე ერთი მეორეზე მეორე რასაც შევარჩევ, და მერე ვნახო დროთა განმავლობაში რომელი შეინარჩუნებს უკეთ სურნელს ჩემს კანზე ასეთი რამ შეიძლება თუ ტეხავს? gigi.gif

Posted by: spider77 20 Aug 2020, 00:18
USER001
QUOTE
რომ დავასხმევინო 1 ზე ერთი მეორეზე მეორე რასაც შევარჩევ, და მერე ვნახო დროთა განმავლობაში რომელი შეინარჩუნებს უკეთ სურნელს ჩემს კანზე ასეთი რამ შეიძლება თუ ტეხავს?

არანაირად არ ტეხავს.
სრულიად ნორმალურია.


Posted by: MAN-DARK 20 Aug 2020, 05:01
USER001
QUOTE
კრიდებში ეს ავარჩიე ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტი ესაა როგორც ჩანს, ლუტეციაში ვნახავ სურნელს.

https://www.fragrancenet.com/cologne/creed/...e-parfum#278058

ჩემი signature, ამის და მოლეკულა ერთის კომბინაცია. მოკლედ ხშირად არ ვხმარობ, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და სეზონზე. ასე თუ ისე მქონია სუნამოების ნორმალურუი კოლექცია მაგრამ კომპლიმენტების მხრივ გაოცებული დავრჩი, თითქმის უცხო ადამიანებისგან რომ მივიღე. თან ამ კონკრეტულს სხვა ქრიდებთან შედარებით კარგი მდგრადობა აქვს.გახსნამ შეიძლება დიდად არ მოგხიბლოს მაგრამ დააკვირდი რამდენიმე საათში.
რადგტან ქრიდს ეძებ მსგავს კატეგორიებშ დატესტე Silver Mountain Water და Virgin Island Water

Posted by: GAASVENE 20 Aug 2020, 16:36
senpai
ლაკოსტას ბლანკიც რომ მიპოვო თუ არ შეწუხდები სანდო სელერთან რა. ამ სელერს არაქვს ვნახე.

Posted by: black_man 20 Aug 2020, 16:48
MAN-DARK
ისე ამათი კომბინაციაც საკმაოდ კარგია.)
user posted image

Posted by: MAN-DARK 20 Aug 2020, 17:37
user posted image
black_man
გავსინჯავ, მაქვს ორივე LOL

Posted by: black_man 20 Aug 2020, 17:39
MAN-DARK
bis.gif biggrin.gif lol.gif lol.gif lol.gif ხო ნახე აბა, რა დამთხვევაა ))

Posted by: USER001 20 Aug 2020, 17:49
QUOTE (MAN-DARK @ 20 Aug 2020, 05:01 )
USER001
QUOTE
კრიდებში ეს ავარჩიე ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტი ესაა როგორც ჩანს, ლუტეციაში ვნახავ სურნელს.

https://www.fragrancenet.com/cologne/creed/...e-parfum#278058

ჩემი signature, ამის და მოლეკულა ერთის კომბინაცია. მოკლედ ხშირად არ ვხმარობ, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და სეზონზე. ასე თუ ისე მქონია სუნამოების ნორმალურუი კოლექცია მაგრამ კომპლიმენტების მხრივ გაოცებული დავრჩი, თითქმის უცხო ადამიანებისგან რომ მივიღე. თან ამ კონკრეტულს სხვა ქრიდებთან შედარებით კარგი მდგრადობა აქვს.გახსნამ შეიძლება დიდად არ მოგხიბლოს მაგრამ დააკვირდი რამდენიმე საათში.
რადგტან ქრიდს ეძებ მსგავს კატეგორიებშ დატესტე Silver Mountain Water და Virgin Island Water

ვიყავი ლუტეციაში ორივე მივიპკურე მაჯაზე მადლობა კონსულტანტ ბიჭს ჯიგარია <3

როიალ მეიფეარი პირველი შთაბეჭდილება ასეთ იყო, საკმაოდ მძიმე სურნელი და შემდეგ უკვე ტყის სურნელში გადავიდა თითქოს ტყეში დამპალი ხის სუნი აქვსო რაღაც ასეთი gigi.gif
დიდად პროფესიონალი არ ვარ სუნამოებში და რაც შევატყე ესაა,

მეორე სანტალი ორიგინალი გამჭვირვალე- მოწითალო ბოთლში რომელიცაა, ეგ უფრო კარგ სურნელად მეჩვენა როიალის ტყის არომატების შემდეგ.

https://www.fragrantica.com ზე როიალს კი უწერია Woody სხლა მივხვდი ეს რასაც ნიშნავდა.


მაჯაზე ორივე თითქმის თანაბრად შეიმჩნევა დაპკურებიდან 4 საათის შემდეგ, როიალი 5% ით უფრო მეტად.

Posted by: MAN-DARK 20 Aug 2020, 18:01
black_man
QUOTE
რა დამთხვევაა ))

ხო ეროსი საჩუქარია მეორე კი შენი ან რომელიმე სხვა ფორუმელის რეკომენდაციით ჩავაგდე კალათში
* * *
USER001
QUOTE
როიალ მეიფეარი პირველი შთაბეჭდილება ასეთ იყო, საკმაოდ მძიმე სურნელი და შემდეგ უკვე ტყის სურნელში გადავიდა თითქოს ტყეში დამპალი ხის სუნი აქვსო რაღაც ასეთი 
დიდად პროფესიონალი არ ვარ სუნამოებში და რაც შევატყე ესაა,

საინტერესოა, ჩემს კანზე უფრო მწვანე და ცოცხალია, შეიძლება სულ ახალი რეფორმულირებულია

Posted by: USER001 20 Aug 2020, 18:09
QUOTE (MAN-DARK @ 20 Aug 2020, 18:01 )
black_man
QUOTE
რა დამთხვევაა ))

ხო ეროსი საჩუქარია მეორე კი შენი ან რომელიმე სხვა ფორუმელის რეკომენდაციით ჩავაგდე კალათში
* * *
USER001
QUOTE
როიალ მეიფეარი პირველი შთაბეჭდილება ასეთ იყო, საკმაოდ მძიმე სურნელი და შემდეგ უკვე ტყის სურნელში გადავიდა თითქოს ტყეში დამპალი ხის სუნი აქვსო რაღაც ასეთი  
დიდად პროფესიონალი არ ვარ სუნამოებში და რაც შევატყე ესაა,

საინტერესოა, ჩემს კანზე უფრო მწვანე და ცოცხალია, შეიძლება სულ ახალი რეფორმულირებულია

https://www.fragrancenet.com
ზე ორივე კარგ ფასადაა კუპონი მაქვს 35% იანი საიტისგან საჩუქრად, ამათ ბიუჯეტში 150$ რა ვარიანტები არის კიდე ფორუმელებო, გრილი მდგრადი გამყოლი სურნელით კრიდისგან. 2kiss.gif

მანსერაც არ დამვიწყებია შემდეგ მისვლაზე აუცილებლად ვნახავ.

Posted by: MAN-DARK 20 Aug 2020, 18:15
USER001
ვფიქრობ Silver Mountain Water ძალიან უნდა მოგეწონოს, ძალიან რთულად გადმოსაცემი სურნელია, ყველა ნოტა იმდენად კარგად არის შეკეული რომ ცალ ცალკე რთულია მათი გარჩევა. ასევე გირჩევ მილესიმ იმპერიალი გასინჯო, უბრალოდ ეს უკანასკნელი არც ისე მდგრადია.

Posted by: USER001 20 Aug 2020, 18:31
QUOTE (MAN-DARK @ 20 Aug 2020, 18:15 )
USER001
ვფიქრობ Silver Mountain Water ძალიან უნდა მოგეწონოს, ძალიან რთულად გადმოსაცემი სურნელია, ყველა ნოტა იმდენად კარგად არის შეკეული რომ ცალ ცალკე რთულია მათი გარჩევა. ასევე გირჩევ მილესიმ იმპერიალი გასინჯო, უბრალოდ ეს უკანასკნელი არც ისე მდგრადია.

იმპერიალი 198$ ღირს გასინჯვით კი გავსინჯავ როგორ წავა თუ კარგ ფასში დავსვი უახლოეს პერიოდში კარგი იქნება, კიდე რამე ვარიანტები მირჩიეთ <3
საიტზე ვნახე და Marine უწერია ასევთქვათ პირველ არომატად, საინტერესოა არასდროს არ შემიმჩნევია რა სურნელია.

Posted by: rezi0881 20 Aug 2020, 21:37
USER001

როგორც ჩანს ქრიდის შეძენა გაქვს გადაწყვეტილი, ჩემი რჩევა იქნება 2 სუნამოს დატესტვით არ მიიღო გადაწყვეტილება შეძენაზე, იაფი არ ღირს არც აქ და არც გამოწერით, კიდევ მიდი და დატესტე სხვა სუნამოებიც.

ძალიან კარგი გირჩიეს - Silver Mountain Water
ასევე ნახე - Original Vetiver
ესეც ნახე - Virgin Island Water

და კიდევ სხვა დანარჩენებიც ყველას დაწერას აზრი არ აქვს, ზედაპირულად ღებულობ გადაწყვეტილებას და დატესტე კარგად აღმოაჩინე რომელი სურნელია შენი და ისე მიიღე გადაწყვეტილება.



Posted by: senpai 20 Aug 2020, 22:08
USER001
რატო აიჩემე ეგ ბრენდი არვიცი, მარა არ დააძალო თავს რაიმე მოიწონო, რახან ვინმემ თქვა რომ კარგი ბრენდია ან ფასი აქვს მაღალი და ამიტომ იქნება კარგი.


მე პირადად 100 ეულშიც არ შევიყვანდი არცერთ მაგათ სუნამოს. მაგათზე ძვირიანებიც მქონია და იაფიანებიც, ფასი ვერ შეესაბამება ხარისხს სამწუხაროდ. ერთი გაპიარებული ბრენდია და ხალხს ატენიან ყველანაირად, გინდა იუთუბზე და გინდა სუნამოების ფორუმებზე.

ახალბედა ადამიანები ეგებიან მაგ სატყუარაზე მარტივად, რაღაცნაირი რიდი უჩნდებათ ბრენდისადმი და პედესტალზე აყავთ. ამ დროს რეალურად ღირებული და თავისი ფასისთვის შესანიშნავი სუნამოები ჩრდილში რჩება.

99% ადამიანებისა ვერ გაარჩევს 350 დოლარიანი სუნამო გასხია თუ 30 დოლარიანი. ჩატარებული მაქვს ექსპერიმენტი რამოდენიმეჯერ biggrin.gif ეგეც გაპიარებული სუნამოს ბედი.

user posted image

ერთ ხელზე ეს და მეორეზე ნამდვილი, ნახევარ საათში ვერ გაარჩევს ვერავინ ვინც ამ ჰობიში არაა ჩართული, ანუ ხალხის 99% biggrin.gif ასე რომ შენზეა გადაწყვეტილება. ეს კონკრეტული ნაღდად უფრო დიდხანს ძლებს ვიდრე ორიგინალის ბოლო გამოშვებები.

გავაჩუქე ჩემი ბოთლი, თორე მოგცემდი ულაპარაკოდ.

Posted by: პიანისტი 20 Aug 2020, 22:49
არ ვარგა Silver mountain water არ იყიდოთ,გაპიარებულია და 800 ლარამდე ღირს ასიანი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: USER001 20 Aug 2020, 23:08
QUOTE (rezi0881 @ 20 Aug 2020, 21:37 )
USER001

როგორც ჩანს ქრიდის შეძენა გაქვს გადაწყვეტილი, ჩემი რჩევა იქნება 2 სუნამოს დატესტვით არ მიიღო გადაწყვეტილება შეძენაზე, იაფი არ ღირს არც აქ და არც გამოწერით, კიდევ მიდი და დატესტე სხვა სუნამოებიც.

ძალიან კარგი გირჩიეს - Silver Mountain Water
ასევე ნახე - Original Vetiver
ესეც ნახე - Virgin Island Water

და კიდევ სხვა დანარჩენებიც ყველას დაწერას აზრი არ აქვს, ზედაპირულად ღებულობ გადაწყვეტილებას და დატესტე კარგად აღმოაჩინე რომელი სურნელია შენი და ისე მიიღე გადაწყვეტილება.

კი ქრიდი მინდა, ეს 2 ამ ჯერად, როგორც კი მოვხვდები უახლოეს დღეებში კიდევ 2 ს ვნახავ და ნუ ყველას არა მაგრამ,რაც ჩემთვის ხელმისაწვდომი იქნება იმ ქრიდის სუნამოებიდან ავარჩევ აუცილებლად 1 ს მაინც.




* * *
senpai
არ დავეძალები კონკრეტულს რათქმაუნდა,დღეს ორი ვნახე ერთ ავარჩიე ამ ერთს თუ არ აჯობა სხვამ ამაზე შევჩერდები rolleyes.gif

QUOTE
ახალბედა ადამიანები ეგებიან მაგ სატყუარაზე მარტივად, რაღაცნაირი რიდი უჩნდებათ ბრენდისადმი და პედესტალზე აყავთ. ამ დროს რეალურად ღირებული და თავისი ფასისთვის შესანიშნავი სუნამოები ჩრდილში რჩება.


რამდენიმე დღის წინ ჰუგო ბოსის ინფინიტი "დავაგემოვნე" ისიპარში (არვიცი გასინჯვა იქნება სწორი, დაყნოსვა თუ რა რეპლიკაცია სუნამოს დასუნვის ასევთვქათ ზრდილობიანი ვარიანტი givi.gif )

მომეწონა ვსო მაგარია გამოვწერ მეთქი, ისე გამახსენდა ფორუმზეც რომ იყო სუნამოებზე თემა შემოვედი გადავხედე პოსტებს და კრიდი მომხვდა თვალში გადავხედე ინტერეტშიც და დღესაც რაც "დავაგემოვნე" აშკარად ორივე ჯობია ჰუგო ბოსის ინფინიტს მდგრადობითაც და ზოგადად სურნელით.

იდეაში აქამდე სუნამოებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი, ახლა კი ცხოვრებისეული სიტუაციებიდან გამომდინარე გამოიწვია ჩემი დაინტერესება, თან ეს ზაფხული/ზამთრის სუნამოებზე ხო საერთოდ გარტყმაში არ ვიყავი rolleyes.gif

==========
ერთი ცოტა დილეტანტური კითხვა უნდა დავსვა, სუნამოს ვიპკურებ სახლიდან გასვლის წინ,როდესაც უკვე ზღურბლთან ვდგვარა ანუ ტანსაცმელი მაცვია როგორც სეზონი მოითხოვს, და ვიპკურებ 2 ჯერ, ერთს ყელის ერთ მხარეს მეორეს მეორე მხარეს user.gif
რამეს არასწორად ვაკეთებ?
ყელიდან ასე 20-30 სმ დაშორებით მიჭირავს ფლაკონი სუნამოს.

Posted by: senpai 20 Aug 2020, 23:24
USER001
მესმის შენი, არ იჩქარო. ბევრ მაგარ სურნელს აღმოაჩენ. გამოწერას და ყიდვას ყოველთვის მოასწრებ. შემიძლია კონკრეტული სუნამოები გირჩიო დღეების მიხედვით. მიდი თითო ფილიაში თითო დღეს და ხელზე დატესტე biggrin.gif


ხვალე მაგალითად შეგიძლია ლუტეციაში ეს ნახო. თუ მოგეწონება, დიდი შანსია 100 ლარში მთელი შემოდგომა ზამთარი ისიამოვნო მაგ სურნელით.

user posted image

Posted by: black_man 20 Aug 2020, 23:26
USER001
ისე ამ ეტაპზე შემოდგომა-ზამთრის სუნამოს ვიყიდიდი უფრო....
თუ მოხვდები დასატესტად ესეც დატესტე Prada L'Homme L'Eau intense
ქრიდის ყიდვამდე მანსერასაც დავტესტავდი მაინც......

Posted by: senpai 20 Aug 2020, 23:27
QUOTE
რამეს არასწორად ვაკეთებ?

სუნამოს სიძლიერიდან გამომდინარეობს ეგ, არის სუნამოები, რომლის ერთი მიპკურებაც საკმარისია, მარა ძირითად სუნამოებს ჭირდება 3-4 მიპკურება მინიმუმ. ყელზე, კისერზე, შეგიძლია ხელზე თითოჯერ. გააჩნია სეზონს და როგორი ტიპის სუნამოა.

თავად ადგენ ისე მაგას უკვე გამოცდილებით. როგორი ტიპის კანიც გაქვს და როგორც რეაგირებს სხვადასხვა ტიპის სუნამოებზე.

Posted by: rezi0881 20 Aug 2020, 23:35
Arien

Musc Impérial - გავს მართლა ავენტუსს, უფრო მსუბუქ ლაით ვერსიას, მალე ქრება ისე როგორც ატელიერის ციტრუსები. ისე სასიამოვნოა დიდი ხანი მაინტერესებდა..
Tobacco Nuit - ეს კი რა ბომბა ყოფილა, უდი, ტყავი, თამბაქო, ამუაჟის ფეიტი გამახსენა ძირა აქვს ამასაც თან სპეციებშიც მიდის, ზამთრის სუნამოა უფრო, მოტკბოც არის. მდგრადია ძალიან სითხეც რა ბლანტი და ზეთოვანია თან როგორი ყვითელია.

ეხლა გამახსენდა სანდალი რო გაინტერსებდა ამის Santal Carmin საც აქებენ.

USER001

ფასდაკლება სანტალზე ვეტივერზე და მაიფეარზე აქვთ, მგონი მარტო ამ სამზე ასე მახსოვს, წარმატებები.





Posted by: USER001 20 Aug 2020, 23:38
senpai
https://www.fragrantica.com - ზე ვნახე და Woody -უწერია ტყე და დამპალი ხეები ჩანს ეგეც biggrin.gif

მოვინიშNავ მაგასაც ისე, არვარ თბილისში შემდეგ დაბრუნებაზე ყველას შევუვლი.

ისე დღეს 12-1 საათისთვის 2 ქრიდი რომ მივიპკურე, როიალ მეიფეარი საერთოდ გაქრა მაჯიდან , და სანტალი ისევ ვგრძნობ სურნელს მაჯაზე რომ "დავსუნავ"

დღის განმავლობაში პირბადესთან ოდნავ ახლოს თუ მივიტანდი ხელს როიამ მეიფეარს გვრძნობდი უფრო ჩემი წარმოდგენით ტყის სურნელი იყო, ეხლა საერთოდ გაქრა.


black_man
კი შემოდგომა ზამთრის მინდა ზუსტად, რასაც მიწერთ ყველაფერს ვინიშნავ და შესაძლებლობებიდან გადმომდინარე შევადარებ 2 ს ყოველდღე.

ესეთი ყურადღებიანი ფორუმელები სხვა თემაში არ შემხვედრია ყველა რეკომენდაციას მიწევს 2kiss.gif 2kiss.gif
* * *
QUOTE (rezi0881 @ 20 Aug 2020, 23:35 )

USER001

ფასდაკლება სანტალზე ვეტივერზე და მაიფეარზე აქვთ, მგონი მარტო ამ სამზე ასე მახსოვს, წარმატებები.

კი ლუტეციაში 40% ფასდაკლება აქვთ ქრიდის მოდელებზე სახელები არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ რა ფასიც გამოდის აქ. მაინც გამოწერა ჯობია ისევ 100-150 ლარიანი სხვაობა გამოვიდა რაც მახსოვს.

Posted by: senpai 20 Aug 2020, 23:45
USER001
მერე ნახე როგორი მუღამი იცის ამ თემამ biggrin.gif


თუ რამე გაინტერესებს დასვი კითხვა და ნუ მოგერიდება იმის რომ შეიძლება დილატანტური იყოს კითხვა.



პ.ს. გაითვალისწინე რომ ამინდის მიხედვით სერიოზულად იცვლება სუნამოს ხანგრძლივობა კანზე. ცივ ამინდში გაცილებით დიდიხანი ძლებს მაგ ამინდის შესაბამისი ნოტების მქონე სურნელი.


Posted by: Arien 20 Aug 2020, 23:55
rezi0881
QUOTE
ეხლა გამახსენდა სანდალი რო გაინტერსებდა ამის Santal Carmin საც აქებენ.


თავის დროზე უნდა მეყიდა,ძალიან მომწონდა,ახლა ძვირი ღირს user.gif

მე კიდევ ტონკა ვერ მოვიშორე ხელიდან,რამდენჯერმე დავიბანე მაინც ვგრძნობ.ძალიან ინტენსიურია.
აქვა დი პარმას სუსტი არომატიც რამდენიმე საათი იგრძნობოდა,ისეთი გახდა,როგორ ვთქვა, სათუთი love.gif მგონი ამგვარი არომატების შექმნა უფრო რთული უნდა იყოს...

Posted by: USER001 21 Aug 2020, 00:01
QUOTE (senpai @ 20 Aug 2020, 23:45 )
USER001
მერე ნახე როგორი მუღამი იცის ამ თემამ biggrin.gif


თუ რამე გაინტერესებს დასვი კითხვა და ნუ მოგერიდება იმის რომ შეიძლება დილატანტური იყოს კითხვა.



პ.ს. გაითვალისწინე რომ ამინდის მიხედვით სერიოზულად იცვლება სუნამოს ხანგრძლივობა კანზე. ცივ ამინდში გაცილებით დიდიხანი ძლებს მაგ ამინდის შესაბამისი ნოტების მქონე სურნელი.

ეს ზამთრის/ზაფხულის სუნამოებს რაც შეეხება

https://www.fragrantica.com რაც წერია ხოლმე 90% მაინც არის სწორი ინფორმაცია? სუნამოს დიაგრამაზე ზოგზე ზამთარია პირველი ზოგზე კი ზაფხული.



QUOTE
პ.ს. გაითვალისწინე რომ ამინდის მიხედვით სერიოზულად იცვლება სუნამოს ხანგრძლივობა კანზე. ცივ ამინდში გაცილებით დიდიხანი ძლებს მაგ ამინდის შესაბამისი ნოტების მქონე სურნელი.

ეს უნდა დავამუღამო givi.gif


რაც პოსტებს ვკითხლობ აქ რა ლოგიკაც მქონდა აქამდე, 2 სუნამო მაქვს ამ მომენტში და ხან ერთს ს დავიპკურებ ხან მეორეს მეთქი 1 წელი და მერე შევცვლი კიდევ 2 ით აშკარად არ გამოვა user.gif

დავალაგებ ზამთარი/ზაფხულის და ისე მივუდგები საკითხს.

Posted by: Arien 21 Aug 2020, 00:03
USER001
QUOTE
ესეთი ყურადღებიანი ფორუმელები სხვა თემაში არ შემხვედრია ყველა რეკომენდაციას მიწევს 


რა თქმა უნდა ძალიან ყურადღებიანები არიან,განსაკუთრებით თუ ჯადოსნურ სიტყვას "კრიდს" ახსენებთ,თქვენ კი ამით დაიწყეთ smile.gif)

Posted by: USER001 21 Aug 2020, 00:57
QUOTE (Arien @ 21 Aug 2020, 00:03 )
USER001
QUOTE
ესეთი ყურადღებიანი ფორუმელები სხვა თემაში არ შემხვედრია ყველა რეკომენდაციას მიწევს 


რა თქმა უნდა ძალიან ყურადღებიანები არიან,განსაკუთრებით თუ ჯადოსნურ სიტყვას "კრიდს" ახსენებთ,თქვენ კი ამით დაიწყეთ smile.gif)

chups.gif


https://www.fragrancenet.com ზე ვინმეს გაქვთ გააქტიურებული Subscr1ption - Monthly Price
$14.95

+ $10 PREMIUM ვერ გავიგე ეს 10 დოლარი რისია.


ანუ ყოველთვე ახალ-ახალი ფლაკონი, Over 125 sprays / 0.27 oz / 8ml - 125 მიპკურება თუ არის 1 ფლაკონში არაა ხომ ცუდი იდეაა? 10$ ად.
თან ყოველთვე სხვადასხვა.

Posted by: MAN-DARK 21 Aug 2020, 03:59
USER001
QUOTE
+ $10 PREMIUM ვერ გავიგე ეს 10 დოლარი რისია.

ეგ სერვისი შეიცავს სტანდარტულ დიზაინერების სუნამოებს, ხოლო პრემიუმი უკვე ნიშე ან სხვა მაღალი ფასის სუნამოებს, ამის გამო იხდი დამატებით გადასახადს, კონკრეტულ შემთხვევებში 10 დოლარზე მეტია, ზოგჯერ ნაკლები.

Posted by: senpai 21 Aug 2020, 09:02
USER001
QUOTE
სუნამოს დიაგრამაზე ზოგზე ზამთარია პირველი ზოგზე კი ზაფხული.

უმეტესად სწორად წერია ხოლმე, მარა არის უნივერსალური სუნამოების კატეგორიაც, რომელიც იხმარება ყველგან და ყოველთვის. რას ხმარობ ამჟამად ?



Posted by: rezi0881 21 Aug 2020, 14:27
Arien

იცი რა არის? რაღაც ეტაპზე შევეშვი ქრიდს და გადავერთვე სხვა ბრენდებზე, მიზეზი ფასი და ამავდროულად შეგრძნება იმისა რომ სულ რაღაც მაკლდებოდა, ბევრი სხვა ბრენდიც ვათვალიერე, უფრო მაღალ თუ უფრო დაბალ სეგმენტში, მაგრამ მერე რომ მივუბრუნდი ისევ თავიდან აღმოვაჩინე და, ჩემი შეხედულებით ეხლა ერთერთი უმაგრესი ბრენდია თავის განსაკუთრებული ინდივიდუალიზმით. ვერანაირი მარკეტინგული გათვლა ვერ დადებს ესეთ მაღალ შედეგს მომხმარებელს რომ არ მოწონდეს და კმაყოფილი რომ არ იყოს.

თუნდაც ავენტუსს რომ შევეხოთ რაც დღეს ყველაზე მეტად ასოცირდება ქრიდთან.
Perfume rating: 4.40 out of 5 with 7978 votes.



Posted by: Arien 21 Aug 2020, 15:40
rezi0881
QUOTE
თუნდაც ავენტუსს რომ შევეხოთ რაც დღეს ყველაზე მეტად ასოცირდება ქრიდთან.
Perfume rating: 4.40 out of 5 with 7978 votes.


და ეს 10 წელი გრძელდება smile.gif)

დილით დამხვდა ოთახი სურნელოვანიlove.gif
ეს გუშინ რომ არ მიირთვი,ვერ ვისწავლე დაძალება,სულ მთიულები ვართ

Posted by: senpai 21 Aug 2020, 17:32
QUOTE
Perfume rating: 4.40 out of 5 with 7978 votes.



Perfume rating: 4.40 out of 5 with 1554 votes.

ათჯერ იაფიან და ნიშ ხარისხთან ძალიან ახლოს მყოფი სუნამოს რეიტინგია იგივე საიტიდან. სხვათაშორის 2015 წლის სუნამოა. 5 წელში ესეთი სიყვარული მართლა რაღაცაზე მიუთითებს. biggrin.gif

ორივე გააპიარეს.

ერთი იმიტომ რომ ეგეთ იაფში შეიძენ ხარისხს, კომპოზიციას და მდგრადობას.

მეორე უცნობია.


* * *
პ.ს. lol.gif lol.gif lol.gif



user posted image

Posted by: black_man 21 Aug 2020, 17:52
senpai
შემთხვევით ეს ხომ არ არის? Encre Noire A L'Extreme Lalique for men

Posted by: senpai 21 Aug 2020, 17:59
black_man
yes.gif up.gif


-------------------------------


ჩემი სნობური შენაძენი შემოდგომისთვის იქნება

user posted image

პ.ს.
Perfume rating: 4.53 out of 5 with 965 votes. აჯობა იმას eek.gif


Posted by: _kutaiseli_ 21 Aug 2020, 19:48
black_man
QUOTE
პარფიუმერიას ჩინეთიდან საერთოდ არ ვიწერთ.... ძირითადად ამერიკიდან

ჩინეთიდან, ანუ ტაობაოს ვგულისხმობ, საიდანაც შესაძლებელია კორეადან გაუშვა პირდაპირ ამანათი და გამოიწერო კორეული ორიგინალი პარფიუმერია

Posted by: black_man 21 Aug 2020, 20:32
_kutaiseli_
ნუ აქ რასაც ვუყურებ და ვწერთ ამერიკა-ევროპიდან ვიწერთ პარფიუმერიას... მე პირადად პარფიუმერიაზე შეხება არ მქონია ტაობაოსა თუ კორეულ საიტებთან.. თუ ვინმეს ჰქონია შეხება დაწერენ აუცილებლად.. yes.gif


Posted by: senpai 21 Aug 2020, 20:38
_kutaiseli_
QUOTE
გამოიწერო კორეული ორიგინალი პარფიუმერია

გაქვს კონკრეტული კორეული ბრენდი ? მითხარი და მოვძებნი ინფოს.

Posted by: rezi0881 21 Aug 2020, 21:59
Arien
QUOTE
და ეს 10 წელი გრძელდება )

ხოო, ამ 10 წლის აღსანიშნავად ლიმიტირებულ collector edition creed aventus 10th anniversary უშვებენო, რამდენად მართალია არ ვიცი.
QUOTE
დილით დამხვდა ოთახი სურნელოვანი

ქაღალდებზე რო დავასხით ხო? smile.gif ტონკა მართლა ისე მაგრად დაჯდა კანზე ხელის დაბანის მერეც ვგრძნობდი.
QUOTE
ეს გუშინ რომ არ მიირთვი,ვერ ვისწავლე დაძალება,სულ მთიულები ვართ

ვიღას ეცალა მაგისთვის იმდენი რამე იყო დასატესტი. biggrin.gif








Posted by: USER001 21 Aug 2020, 23:09
QUOTE (senpai @ 21 Aug 2020, 09:02 )
USER001
QUOTE
სუნამოს დიაგრამაზე ზოგზე ზამთარია პირველი ზოგზე კი ზაფხული.

უმეტესად სწორად წერია ხოლმე, მარა არის უნივერსალური სუნამოების კატეგორიაც, რომელიც იხმარება ყველგან და ყოველთვის. რას ხმარობ ამჟამად ?

https://www.fragrantica.com/perfume/Gucci/Gucci-Guilty-Black-Pour-Homme-17322.html
https://www.fragrantica.com/perfume/Dolce-Gabbana/Light-Blue-Eau-Intense-Pour-Homme-44035.html

ეს ორი მაქვს, დღეს (რატომაც აქამდე არც მცდია) გაბანა დავიპკურე მაჯაზე და 3 საათში სურნელი სრულიად გაქრა
გუჩზეც უნდა ვცადო იგივე, არადა ამ დროს ქრიდის სანტალი 10 საათზე მეტი იყო მაჯაზე.
* * *
QUOTE (MAN-DARK @ 21 Aug 2020, 03:59 )
USER001
QUOTE
+ $10 PREMIUM ვერ გავიგე ეს 10 დოლარი რისია.

ეგ სერვისი შეიცავს სტანდარტულ დიზაინერების სუნამოებს, ხოლო პრემიუმი უკვე ნიშე ან სხვა მაღალი ფასის სუნამოებს, ამის გამო იხდი დამატებით გადასახადს, კონკრეტულ შემთხვევებში 10 დოლარზე მეტია, ზოგჯერ ნაკლები.

და ეს სპრეი 8ML რეალურად 125 მიპკურებას ეყოფა თუ ძალიან ცოტაა?

Posted by: senpai 21 Aug 2020, 23:17
USER001
როგორც ჩანს გინდა რომ განსაკუთრებულად დიდხანს გაძლოს სუნამომ, მოდი ესენი ცადე და იქნებ რომელიმემ გაამართლოს.
ისი პარის საშემოდგომო კოლექციიდან

user posted image


user posted image


user posted image


ყველა არის 10+ საათიანი სუნამოებია. ხვალე იქნება კარგი ამინდი დასატესტად. წვიმიანი და ოდნავ გრილი ამინდი იქნება.

Posted by: რეიჩელ.ვაისი 22 Aug 2020, 02:06
რა მკვდარი განყოფილებაა 24 საათზე მეტია არავის დაუპოსტავს
დასკვნა : ქართველი ქალები თავს არ ვუვლით

Posted by: mackenhoupt 22 Aug 2020, 09:27
QUOTE
დასკვნა : ქართველი ქალები თავს არ ვუვლით


ფეისბუქზე პოსტავენ, აქ არავი აღარ შემოდის.

Posted by: spider77 22 Aug 2020, 09:47
QUOTE
აქ არავი აღარ შემოდის.

რატომ, მამაკაცების აქტიურობამ დააფრთხო? wink.gif

Posted by: USER001 22 Aug 2020, 10:50
QUOTE (mackenhoupt @ 22 Aug 2020, 09:27 )
QUOTE
დასკვნა : ქართველი ქალები თავს არ ვუვლით


ფეისბუქზე პოსტავენ, აქ არავი აღარ შემოდის.

ფეისბუქზეც თუ არის ჯგუფი იქნებ დალინკოთ.

Posted by: lobja 22 Aug 2020, 12:12
მოგესალმებით,

მოკლედ ფბ ზე რომ არის გვერდები და ტესტერებს ყიდიან მართლა ტესტერებია? თუ პატენტებია? გიყიდიათ ხოლმე ესე?


* * *
და ასევე საქართველოში სადმე თუ შეგხვედრიათ ელიზაბეტ არდენის მწვანე ჩაი ? დუტიფრიში ვყიდულობ ხოლმე და ეხლა ...

Green Tea Elizabeth Arden

Posted by: black_man 22 Aug 2020, 13:24
lobja
გამარჯობა
ხშირად უმეტესობა პატენტი ტესტერებია.. მაგალითად ტომ ფორდის რომელი ტესტერი და ბოსის ტესტერი ერთნაირი ფასი რომ ღირს ეგრევე ეტყობა რაც არის... თან აწერენ ევროპული ტესტერებიო.. ნუ მოკლედ 99% პატენტებია ეგენი.. ვინმეს შეიძლება რამოდენიმე ქონდეს გამოგზავნილი ევროპიდან ან ამერიკიდან ისენი კიდე შეიძლება, მაგრამ ასეთი ფართო არჩევანი რომ არის და ერთნაირი ფასები მანდ ყველაფერი ნათელია უკვე... ეს კიდევ Green Tea Elizabeth Arden ლუტეციაში ან ვულევუში უნდა იყოს... ადრე შემხვდა და წესით ეხლაც იქნება...

Posted by: lobja 22 Aug 2020, 15:40
black_man
QUOTE
Green Tea Elizabeth Arden ლუტეციაში

კი გაიხარე , წეღან ვიყავი და ქონიათ smile.gif თან ფასდაკლება ქონდათ 50 იანებზე

black_man
QUOTE
ხშირად უმეტესობა პატენტი ტესტერებია.. მაგალითად ტომ ფორდის რომელი ტესტერი და ბოსის ტესტერი ერთნაირი ფასი რომ ღირს ეგრევე ეტყობა რაც არის... თან აწერენ ევროპული ტესტერებიო.. ნუ მოკლედ 99% პატენტებია ეგენი.. ვინმეს შეიძლება რამოდენიმე ქონდეს გამოგზავნილი ევროპიდან ან ამერიკიდან ისენი კიდე შეიძლება, მაგრამ ასეთი ფართო არჩევანი რომ არის და ერთნაირი ფასები მანდ ყველაფერი ნათელია უკვე...

ხო მეც მაგან დამაეჭვა ამდენი რომ აქვთ რაოდენობაში .. ერთს ველაპარაკე და თავისი კოდი აქვს შეგიძლია გადაამოწმო ნადმვილი რომ არისო მარა სად მოწმდება ეგ ვეღარ გავიგე smile.gif))

Posted by: black_man 22 Aug 2020, 15:50
lobja
პატენტებსაც აქვს კოდი გაყალბებული, ისეთ ფასებში ყიდიან მაინც ძალიან იაფი გამოდის ორიგინალი ტესტერისთვის... ყველას მასე ეუბნებიან და ბევრასაც შეაპარებენ.. ჩვენს ქვეყანაში არ მგონია ბევრი იყოს იმდენად ჩახედული და გამოცდილი, რომ ასე ერთი შეხედვით და დათვალიერებით მიხვდეს რომელია ორიგინალი და რომელი ყალბი (სწორედ მაგათზეა გათვლა გაკეთებული)... ვინც გარკვეულია მაგ საკითხში, არც მიდიან, იმიტომ თავიდანვე იციან და ხვდებიან რომ პატენტებია... მანდ ყველაზე მომხიბლელი ფასია და სწორედ ეგ არის ცდუნება ყველა გამოუცდელისთვის.. ერთი მაგალითად ავენტუსის ვითომ ორიგინალ ტესტერს 160 ლარად ყიდიდა.. აქედანვე ხომ უკვე გასაგებია რა იქნებოდა....

Posted by: senpai 22 Aug 2020, 16:52
საუკეთესო ამინდია სუნამოების დასატესტად. მაგრად იხსნება კანზე სურნელი.

Posted by: beso1968 22 Aug 2020, 19:05
არაორიგონალებია, მაგას შეკითხვაც არ უნდა

Posted by: USER001 22 Aug 2020, 22:31
მაღაზია სორველას( მოლებში აქვთ პატარა "ჯიხურები" როგორც საათების მაღაზიებს)
მაგათი კრიდის ავენტუსი ხომ არ გაქვთ ვინმე? 2 სხვადასხვა ავენტუსი იყო ორივე დავაპკურებინე ტესტერ ქაღალდზე 3 დღის წინ და ახლაც ორივეს გადასარევი სურნელი აქვს...

Posted by: black_man 22 Aug 2020, 23:16
USER001
ფასი რა ქონდა? საინტერესოა არასდროს მსმენია...

Posted by: USER001 22 Aug 2020, 23:23
QUOTE (black_man @ 22 Aug 2020, 23:16 )
USER001
ფასი რა ქონდა? საინტერესოა არასდროს მსმენია...

100-150 ლარის ფარგლებში, 20-50-100მლ იანები ქონდათ, ეს როგორც მახსოვს 100 იანის ფასი იყო, შემთხვევით მოვხვდი ვიკითხე რახან ლუტეციაში არ იყო ავენტუსი დამაინტერესა რა იქნებოდა მანდ, შემდეგში როცა ვნახავ ავენტუსს შევადარებ მაგათ ავენტუსთან.

Posted by: black_man 22 Aug 2020, 23:39
USER001
ძალიან იაფია, ძალიან... პატენტი იქნება უეჭველი... ჩამოსასხმელი ორიგინალი ავენტუსი 1მლ 8 ლარი ღირს მინიმუმ..
თუ გინდა მიგასწავლი ნიშ და დიზაინერული ხაზის სუნამოები არის გლდანში, ახმეტელის მეტროსთან მარიამი რომ იყო მაგ შენობაში.. შეგიძლია მთლიანი ფლაკონი იყიდო ან რამდენიც გინდა ჩამოასხმევინო 10-15-20 და ა.შ მილიგრამი... ავენტუსიც ქონდათ ბოლოს როგორც მახსოვს, კორონა რაც დაიწყო ჩვენთან იმის მერე აღარ გამივლია და ზუსტად არ ვიცი თუ კიდევ აქვთ..

Posted by: USER001 22 Aug 2020, 23:46
QUOTE (black_man @ 22 Aug 2020, 23:39 )
USER001
ძალიან იაფია, ძალიან... პატენტი იქნება უეჭველი... ჩამოსასხმელი ორიგინალი ავენტუსი 1მლ 8 ლარი ღირს მინიმუმ..
თუ გინდა მიგასწავლი ნიშ და დიზაინერული ხაზის სუნამოები არის გლდანში, ახმეტელის მეტროსთან მარიამი რომ იყო მაგ შენობაში.. შეგიძლია მთლიანი ფლაკონი იყიდო ან რამდენიც გინდა ჩამოასხმევინო 10-15-20 და ა.შ მილიგრამი... ავენტუსიც ქონდათ ბოლოს როგორც მახსოვს, კორონა რაც დაიწყო ჩვენთან იმის მერე აღარ გამივლია და ზუსტად არ ვიცი თუ კიდევ აქვთ..

კი პატენტი რათქმაუნდა, უბრალოდ მაინტერესებდა ვინმეს თუ ქონდა შეხება რომ დაწეროს რამდენად დაახლოვებული სურნელი აქვს, ვიცი ეგ შენობა, მაგრამ სავაჭრო ცენტრია და კონკრეტულად რომელ მაღაზიაში იყო?

Posted by: black_man 23 Aug 2020, 00:19
USER001
ისე იმენა პატენტის ყიდვას მაგის კლონი იყიდო ჯობია.. ხარისხიანები მაინც არის და გამოცდილი..
armaf club de nuit intense man
Supremacy Silver Afnan Perfumes for men
Al Haramain L'Aventure Eau de Parfum
ცოტა რთული ასახსნელია, მაგრამ მაინც ვცდი აგიხსნა, მეტროდან რომ გამოხვალ პირდაპირ შეხვალ გლდანი მოლში, ახვალ მეორე სართულზე და სულ პირდაპირ გასასვლელია გარეთ. როგორც გახვალ კარებში მაშინვე მარჯვნივ გაუხვევ გაივლი მიალხოებით 15-20 მეტრს ( აფთიაქია იქ და მაგის მოპირდაპირე მხარეს) და მარცხენა მხარეს არის შესახვევი, იქ შეუხვევ და მარცხნივ მეორე მაღაზიაა. შეათვალიერებ თან შიგნით ულაგია სუნამოები, გარედან შეიძლება ვერ დაინახო ანუ უნდა შეხვიდე მაღაზიაში... თავიდან მეც გამიჭირდა მიგნება, მაგრამ რაღაცნაირად მივაგენი biggrin.gif

Posted by: USER001 23 Aug 2020, 00:28
QUOTE (black_man @ 23 Aug 2020, 00:19 )
USER001
ისე იმენა პატენტის ყიდვას მაგის კლონი იყიდო ჯობია.. ხარისხიანები მაინც არის და გამოცდილი..
armaf club de nuit intense man
Supremacy Silver Afnan Perfumes for men
Al Haramain L'Aventure Eau de Parfum
ცოტა რთული ასახსნელია, მაგრამ მაინც ვცდი აგიხსნა, მეტროდან რომ გამოხვალ პირდაპირ შეხვალ გლდანი მოლში, ახვალ მეორე სართულზე და სულ პირდაპირ გასასვლელია გარეთ. როგორც გახვალ კარებში მაშინვე მარჯვნივ გაუხვევ გაივლი მიალხოებით 15-20 მეტრს ( აფთიაქია იქ და მაგის მოპირდაპირე მხარეს) და მარცხენა მხარეს არის შესახვევი, იქ შეუხვევ და მარცხნივ მეორე მაღაზიაა. შეათვალიერებ თან შიგნით ულაგია სუნამოები, გარედან შეიძლება ვერ დაინახო ანუ უნდა შეხვიდე მაღაზიაში... თავიდან მეც გამიჭირდა მიგნება, მაგრამ რაღაცნაირად მივაგენი biggrin.gif

არა გადაწყვეტილი მაქვს რომ ორიგინალს ვიყიდი უბრალოდ ავენტუსს ვერა სხვა მოდელს კი, არ ვცხოვრობ თბილისში და რომ მოვხვდები მანდ შევივლი იქნებ ქონდეს ისევ..

Posted by: akako78 23 Aug 2020, 00:28
senpai
კი მართლაც,წუხელ მესხა დიზაინერული ხაზის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი პრადას ამბერ-ი..და ისე გაიხსნა რომ გამიკვირდა..ტყვიას ტყვიაში აჯენდა ყველა ნოტიsmile.gif
==================================================================================================================================================
პ.ს.ჩემს ძმას ესხა აზარო ვიზიტი(ნამეტანს ისხავს 4 სპრეი გაფრქვევა აქვს უმაგრესი)და 7 საათის მერეც კი აქვს შლეიფი..საკმაოდ კარგი სუნამოა..2016 წლის ბოთლია..რაც შეეხება სუნამოები ფუჭდება თუ არა..დეიდაშვილმა მაჩუქა 2008 წელს ნაუტიკა ვოიაჟის 20მლ სემპლი..გამახსენდა და წავიღე გურიაში..ყველაზე იაფიანი სუნამოა რაც კი ოდესმე მქონია მგონიsmile.gifგამიკვირდა ყუთს გაუჯინა ისე სურნელი რომ დამტენებს ასდიოდა მობილურების და რაც მთავარია დავისხი და ბაზები(ასე ეძახიან გურიაში საშინელ ბზიკებს რომლენიც ჩვეულებრივზე 4-5 ჯერ დიდები არიან-ალერგიულ ადამიანს ადვილად ჰკლავენ კბენის შემთხვევაში)დამზდევდნენ საკბენადsmile.gifსურნელმა მიიტაცა..გამყოლობა ჰქწონდა არნახული ამდენი წლის მერე..გადახდიალია როგორც მახსოვს მხოლოდ 11 დოლარი 100მლ-ში..

Posted by: black_man 23 Aug 2020, 00:52
akako78
როგორ ხარ? არ შემოსულხარ კარგა ხანია მემგონი ამ თემაში.. გამოცოცხლდა თემა და ძაან სასიხარულოა...

Posted by: akako78 23 Aug 2020, 06:09
black_man
გაიხარე-კარგად,თავად როგორ ხარ?რა ხდება ტიფლისში-ემატება ფასებინ თუ აკლდება ქსელურებში სუნამოებს?..გურიაში ვიყავი მთებში და ინტერნეტი არ იჭერდაsmile.gif

Posted by: Master_Nick 23 Aug 2020, 07:38
akako78
გაუმარჯოს, პრადას ამბერის ყიდვას მეც ვფიქრობ, ჩვეულებრივი გაქვს თუ ინტენსი?

Burbery indigo ს შემდეგ Burbery weekend - ჩემთვის ახალი საინტერესო სუნამო აღმოვაჩინე.

Posted by: black_man 23 Aug 2020, 12:37
akako78
აჰა ესეიგი დასასვენებლად, ძალიან კარგი გაიხარე, მეც კარგად.. არის ფასდაკლებები, განსაკუთრებით ლუტეციაში..
Master_Nick
ბარბერს დაუმუღამე ესეიგი, კარგია
up.gif up.gif up.gif

Posted by: beso1968 23 Aug 2020, 16:17
ლუტეციაში პენჰალიგონებზე 50 პროცენტიანი ფასდაკლებენია ყველაზე, გარდა ლოთაირისა

Posted by: spider77 23 Aug 2020, 18:00
Master_Nick
QUOTE
Burbery indigo ს შემდეგ Burbery weekend - ჩემთვის ახალი საინტერესო სუნამო აღმოვაჩინე.

მე მაქვს Burberry brit splash, რიგის დიუტი ფრიში ვიყიდე.
ძალიან მომწობს.
ვისაც დიჯიო-ს სტილის სუნამოები მოსწონს, იმათთვისაა.

Posted by: პიანისტი 23 Aug 2020, 18:25
მოლეკულა ვის რომელი გაქვთ და რა განსხვავებაა ნომრებს შორის, მგონი ნ2 ზე საერთოდ ვერ ვიგრძენი, მინდა ყველა სეზონის სუნამო რო დამიბუსტოს, ანუ დაბალანსებული მოლეკულა, თუ მე სხვებიც ვერ ვიგრძენი რა პრინციპით შევარჩიო?

გუშინ აფრიკული ტყავი დავისხი კანზე საღამოს 6 საათზე და დღეს რო გავიღვიძე ეგრევე სურნელი მეცა biggrin.gif ზამთრის სავაჟია,სასწაული სუნამოა და ძალიან დახვეწილი, მიხარია რო ეს ვიყიდე lol.gif

Posted by: Arien 23 Aug 2020, 19:56
პიანისტი
QUOTE
მოლეკულა ვის რომელი გაქვთ და რა განსხვავებაა ნომრებს შორის


არცერთი არ მაქვს,დიდი ალბათობით არც მექნება,თუმცა მაინტერესებდა და ცოტა გავერკვიე.გვაქვს ორი ტიპის სუნამო:მოლეკულა მოლეკულა და ესცენტრიკ მოლეკულა.მოლეკულა მოლეკულა არის მხოლოდ გაზავებული რომელიმე მოლეკულა,ესცენტრიკ მოლეკულა კი არის მოლეკულაზე შექმნილი კომპოზიცია, სხვა ინგრედიენტების დამატებით.
მაგ. Molecule 01 არის მხოლოდ გაზავებული Iso E Super, Escentric 01 კი სუნამო Iso E Super + სხვა ნოტები.
Molecule 02 არის გაზავებული ამბროქსანი,ხოლო Escentric 02 - ამბროქსანი + სხვა ნოტების კომპოზიცია და ასე შემდეგ.
აუცილებლად უნდა დაიტესტოს კანზე,ძალიან ბევრი ვერ გრძნობს მოლეკულებს,განსაკუთრებით 02-ს.

1 წყვილი Iso E Super
2 წყვილი ამბროქსანი
3 წყვილი ვეტივერი
4 წყვილი სანდალი
5 წყვილი ქაშმირანი

Posted by: პიანისტი 23 Aug 2020, 20:51
Arien
მადლობა ინფორმაციისთვის.
არ ჰქონდათ ლუტეციაში 01 და მაგიტომ დავტესტე 02, ჩემზე ვერა და სხვის კანზე გავიგე სურნელი, არ მომეწონა მახსოვს.
ჰო რაღაც ვერ მესმის მოლეკულას თემა, მაინტერესებს სხვა სუნამოსთან ერთად რა ცვლილებას მოახდენს და 01 ს თუ გავიგებ.
გალერის ლუტეციაში აქვთ 01? შეიძლება ხვალ შევიარო.
,,ზედმეტი" ფული მაქვს ცოტა და ვერ ვისვენებ facepalm.gif

Posted by: Sophist 23 Aug 2020, 20:51
L'Artisan Parfumeur სად იყიდება თბილისში?

Posted by: Master_Nick 23 Aug 2020, 20:58
black_man
კი მომეწონა, ფასი ხარისცის კომბინაციით მშვენიერი სუნამოები ჰქონიათ.

spider77
ბარბერის ბრიტი არ ვიცი, დასატესტია ეგეც.

დღეს წვიმიან ამინდში ლალიქის ენკრე ნუარმა მოიტანა სველი ტყის სურნელი, მაგარია!

* * *
პიანისტი
მოლეკულას მეც ვერ გავუგე, არადა ბევრი ვუტრიალე მაგრამ ვერ მოვირგე wink.gif

Posted by: პიანისტი 23 Aug 2020, 21:12
Master_Nick
ყველა დატესტე? მგონი სულ ოთხია ჰო, რაღაცნაირი ჟინი მაქვს რო გავერკვიო და ინტერესიც, პირველ ცდაზე ვერაფერი გავუგე 02 -ს biggrin.gif

გალერიში ესეიგი არ უნდა შევეხო არაფერს? კანზე დატესტვა თუ მინდა უნდა ვთხოვო? აქამდე არაფერი უთქვამთ ჩემით ვტესტავდი, ბოლოს ალბათ ორი თვის წინ ვიყავი.

Posted by: Arien 23 Aug 2020, 21:17
პიანისტი
QUOTE
გალერის ლუტეციაში აქვთ 01?


მე როცა ვიყავი მხოლოდ მოლეკულა 02-ის ტესტერი ჰქონდათ,შეიძლება შეავსეს,ან რა ვიცი,მე არ მაჩვენეს,უჯრაში ედოთ.ამბროქსანი საკმაოდ ნაცნობი ნოტა აღმოჩნდა,ბევრ სუნამოში მიგრძვნია,ჰოდა გეზა შონმა რომ სპირტში იღბლიანად გააზავა,მაგაში ფულის გადახდას არ ვაპირებ biggrin.gif
04 და 05,სანდალი და ქაშმირანი მაინტერესებს,რა გამოუვიდა.
* * *
QUOTE
მგონი სულ ოთხია ჰო


ხუთია,მეხუთე ქაშმირანია და ახალი გამოსულია.
ჩამოვწერე წინა გვერდზე რომელი ნომერი,რომელი მოლეკულაა.
* * *
Sophist
QUOTE
L'Artisan Parfumeur სად იყიდება თბილისში?


მხოლოდ გალერიის ლუტეციაშია შემორჩენილი.არჩევანი მწირია,ვფიქრობ ბრენდი გავიდა საქართველოდან.

Posted by: rezi0881 23 Aug 2020, 21:24
პიანისტი

Molecule 01 მაქვს და მომწონს, შესარევადაც ამას გვირჩევენ, მაგრამ ცალკე უფრო მომწონს. ეს არის ერთი ნოტა Iso E Super.
აქებენ კარგიაო 05 მაგრამ ჩვენთან ჯერ არ არის.

ისე კი თუ გაინტერსებს დრო უნდა დაუთმო და ყველა სუნამო ცალცალკე კანზე უნდა დატესტო როგორ გაიხსნება, დღეში მხოლოდ 1.

Sophist

ლუტეციას ქონდა, მერე დიდი ფასდაკლება ქონდათ არტიზანზე, შეიძლება ერთეულები ჰქონდეთ შემორჩენილი ჯობია ფბ-ზე კითხო, ისე დახლებზე აღარ დამინახავს დიდი ხანია.





Posted by: Master_Nick 23 Aug 2020, 21:25
პიანისტი
02 და 03 მაქვს ლუტეციაში დატესტილი, 1 კვირის მერე მეორედ დავტესტე, მაგრამ ვერ მოვირგე და თავი დავანებე.

Posted by: პიანისტი 23 Aug 2020, 21:32
Arien
კი ვნახე, გვიან შევნიშნე მეხუთე.
შარშანაც 02 ჰქონდათ , მგონი სისტემატიურად მხოლოდ 02 ის ტესტი გამოაქვთ.
ისე ისთ პოინტის ლუტეცია არის ყველაზე კარგი, უფრო მეტი სუნამო აქვთ და პერსონალიც ძალიან კარგია.
არომატეკაში აქვთ მოლეკულა? შეიძლება იქ შემოიტანეს 05...


Master_Nick
სოლოზე დატესტე, თუ სხვა სუნამოსთან ერთად კომბინაციაში?

Posted by: Master_Nick 23 Aug 2020, 21:39
პიანისტი
სხვებთან ერთად და სოლოზეც, ხელზე დასხმით და ბლოტერით, მაგრამ .....ვერა.
იგივე დამემართა ბლექ ავგანზეც. ხოდა შევეშვი ერთსაც და მეორესაც wink.gif

Posted by: Arien 23 Aug 2020, 21:55
rezi0881

მალის ვეტივერზე რას ფიქრობ?
ყველა ვნახე რაც მომეცი,ფურცლებზეც მკვეთრი სუნი დარჩა და პირველი შთაბეჭდილება არ შემცვლია.აი ვეტივერის მიმართ გაორებული ვარ,
შეიძლება უცხოა ჩემთვის და ამიტომაა გამაღიზიანებელი,თან საინტერესოა biggrin.gif სხვაზე ვცდილობ წარმოდგენას

Posted by: rezi0881 23 Aug 2020, 22:18
Arien

მე მომწონს, ცოტა ოლდ-სქულისკენ მიდის, სასიამოვნოა გრილი მასკულინური, კლასიკური სუნამოს ჟანრია.
ზოგადად ვეტივერი ხშირ შემთხვევაში ქალებს არ მოსწონთ, ეს კიდევ კლასიკური ვეტივერისგან განსხვავებით კიდევ ცოტა სხვა რამეა.
ეს ვეტივერი მიეძღვა ერთ ადამიანს რომელიც მხოლოდ ვეტივერს ატარებდა, ამიტომ სუნამოც თვითონ უნიკალურია, არ გავს არანაირ ვეტივერს რაც კი მინახია.
ეს მალლეს კომენტარი ადრეც რომ დავპოსტე ამ სუნამოს ეხებოდა.

- Есть одна интересная история – о том, как создавался Vetiver Extraordinaire. У моего отца был друг – принц из Польши. Он был образцом элегантности и обаяния, и, конечно, женщины сходили по нему с ума. Сколько себя помню, он всегда пах ветивером – неудивительно, что именно с ним эта нота у меня ассоциируется по сей день. Однажды он приехал ко мне и попросил создать для него аромат с этой нотой. Спустя год одним ранним утром я закончил работу над парфюмом и показал ему – с тех пор он носил Vetiver Extraordinaire каждый день до самой смерти. Вот так и получается, что парфюм – это портрет человека, а ноты – это краски, которыми его писали.


Posted by: პიანისტი 23 Aug 2020, 22:24
rezi0881
ჰო ეგრე ჯობია დატესტვა მადლობა,გავარკვევ სად აქვთ ტესტები და იქ მივალ.

Master_Nick
ჰო ეგრეა ზოგადად სუნამო, მეც ბევრი პოპულარული სუნამო ვერ მოვიწონე, არა იმიტომ რო განსხვავებული აზრის დაფიქსირება მომწონს,თუნდაც მცდარი იყოს პროვინციალივით, მართლა არ მომეწონა ავენტუსი და ტომ ფორდის შავი ორქიდეა biggrin.gif

Posted by: Arien 23 Aug 2020, 23:37
rezi0881

კარგი ისტორიაა,გამახსენდა...
ეგ თემაა ქალების და ვეტივერის,მართლა უჩვეულოა,დასამახსოვრებელი,გამიხარდა გაცნობის საშუალება რომ მქონდა smile.gif

Posted by: MARTIN-EDEN 24 Aug 2020, 13:37
გამარჯობა მეგობრებო.

საჩუქრად უნდა შევიძინო კოლეგისთვის: ვიცი რომ მოსწონს, დიორის ჰოუმ სპორტ, ივ სენ ლორანის ჰოუმ სპორტ და გოწიეს ლე მალი, რომელს მირჩევთ? ანუ მდგრადობის, სეზონური სურნელის და ა.შ. გათვალისწინებით. მე დიდად ვერ ვერკვევი ამ საკითხებში smile.gif

Posted by: senpai 24 Aug 2020, 13:43
MARTIN-EDEN
ბიუჯეტი ? შემიძლია 70 ლარიდან 800 ლარამდე გირჩიო გამოწერით. ადგილზე სავარაუდოდ 200-360 ლარებში იქნება.


ეს მოეწონება დიდი ალბათობით. საშუალო ვარიანტს გეუბნები. როგორც ბრენდის, ისევე ხარისხის და ბიუჯეტის მხრივ


Luna Rossa Sport Prada

user posted image

Posted by: MARTIN-EDEN 24 Aug 2020, 19:10
senpai

აქ მინდა ვიყიდო, 30ში მჭირდება, ბიუჯეთი სადღაც 300-400 ლარი, ისენი რაც ჩამოვთვალე იმათზე შეგიძლია რამე მიტხრა?

ეს პრადა როგორი სუნითაა? გრილი? და მდგრადია?

Posted by: akako78 24 Aug 2020, 20:22
MARTIN-EDEN
ტომ ფორდის გრეი ვეტივერი პარფუმი-თუ იშოვი აქ..ყველა სეზონია..განსაკუთრებით კარგია გაზაფხულ,შემოდგომა,ზაფხულ თუნდაც ზამთარშიც არ შეარცხვენს კაცს..და არც რაიმე დასაწუნი აქვს ზოგადად ვინმესი,მდიდრულია და ინგლისელი ჯელტმენის განსახიერებაა ზოგადად..ზუსტად მაგ ფარგლებშია 300-400 ლარი გააჩნია 50მლ თუ 100მლ..

Posted by: USER001 24 Aug 2020, 22:51
ეს ზაფხულის ზამთრის სუნამოები დამამუღამებინეთ, ანუ სურნელი კარგად არ იფრქვევა ზამთრის სუნამოსი მაგალითად თუ ზაფხულში დაიპკურებ?

Posted by: პიანისტი 24 Aug 2020, 23:56
USER001
სხვანაირად იხსნება, ზამთრის სუნამო სიცხეში ძალიან მძიმე და უსიამოვნოა, სიცივეშია მაგარი და თბილისში ეგეთი ამინდი 2 კვირა იყო როდესაც პეგასი გაიხსნა, ასე რო შემოდგომა ზაფხულის სუნამოებიც კარგია თბილისურ ზამთარს, ზაფხულის სუნამოები კი უფრო საპნის სურნელით იხსნება.

senpai
მაგარია ლუნა როზა up.gif

Posted by: senpai 25 Aug 2020, 16:37
MARTIN-EDEN
გავს შენ დასახელებული ლე მალს. მდგრადია და თან ეტევი მაგ ბიუჯეტში. მოეწონება წესით ყველანაირად.



--------------------


ეროსის მოყვარულებმა ეს ნახეთ. გაცილებით სასიამოვნო და დაბალანსებული ჩემთვის.

user posted image

Posted by: USER001 25 Aug 2020, 21:56
https://www.fragrancenet.com - ზე ტესტერი გიყიდიათ ვინმეს,რამე სხვაობაა?
სუნამოს ვადის ათვლა იწყება,პირველი დაპკურებიდან ასე ასე მაქვს გაგებული და ტესტერი როდის დააპკურეს პირველად, და როდის ყიდიან რას გავიგებ...

ასეა თუ ვცდები?

Posted by: senpai 25 Aug 2020, 22:03
USER001
ტესტერი ამერიკული გაგებით არის სულ ახალი სუნამო, რომელიც არის დაუსხმელი და ხანდახან მოდის თავსახურის გარეშე. სულ ესაა სხვაობა

Posted by: USER001 25 Aug 2020, 22:12
QUOTE (senpai @ 25 Aug 2020, 22:03 )
USER001
ტესტერი ამერიკული გაგებით არის სულ ახალი სუნამო, რომელიც არის დაუსხმელი და ხანდახან მოდის თავსახურის გარეშე. სულ ესაა სხვაობა

ვადის ათვლა ასეა როგორც დავწერე? პირველი დაპკურების შემდეგ იწყება ვადის ათვლა?

Posted by: black_man 25 Aug 2020, 22:22
USER001
ბოთლში ჩასხმიდან იწყება უკვე და გამოშვებების მიხედვით აქვს სხვადასხვა ბატჩ კოდები წლების მიხედვით... კი ტესტერი შეიძლება იყოს გაფრქვეული რამოდენიმეჯერ მაგას ვერ გაიგებ ზუსტად...

Posted by: Sophist 25 Aug 2020, 22:27
QUOTE (black_man @ 25 Aug 2020, 22:22 )
USER001
ბოთლში ჩასხმიდან იწყება უკვე და გამოშვებების მიხედვით აქვს სხვადასხვა ბატჩ კოდები წლების მიხედვით... კი ტესტერი შეიძლება იყოს გაფრქვეული რამოდენიმეჯერ მაგას ვერ გაიგებ ზუსტად...

სხვათაშორის სუნამო გაფრქვეულია თუ არა მაგის გაგება ძალიან მარტივიაsmile.gif

Posted by: USER001 25 Aug 2020, 22:48
QUOTE (Sophist @ 25 Aug 2020, 22:27 )
QUOTE (black_man @ 25 Aug 2020, 22:22 )
USER001
ბოთლში ჩასხმიდან იწყება უკვე და გამოშვებების მიხედვით აქვს სხვადასხვა ბატჩ კოდები წლების მიხედვით...  კი ტესტერი შეიძლება იყოს გაფრქვეული რამოდენიმეჯერ მაგას ვერ გაიგებ ზუსტად...

სხვათაშორის სუნამო გაფრქვეულია თუ არა მაგის გაგება ძალიან მარტივიაsmile.gif

დაგვიწერე თუ არ შეწუხდები 2kiss.gif

Posted by: ninobino 25 Aug 2020, 23:18
მოგესალმებით,
ხომ ვერ მეტყვით, დონა კარანს სად შევიძენ?

Posted by: senpai 25 Aug 2020, 23:57
QUOTE
ტესტერი შეიძლება იყოს გაფრქვეული რამოდენიმეჯერ მაგას ვერ გაიგებ ზუსტად...

გაიგებ, როცა დააჭერ და არ გადმოვა, დაგჭირდება რამდენჯერმა დაჭერა და მხოლოდ შემდგომ წამოვა სუნამო. მაგით ხვდები რომ ახალია.


ათეულობით ტესტერი მქონია და ყველა ახალი იყო. სპეციალურ ტესტერის ყუთში ჩადებული.

Posted by: Master_Nick 26 Aug 2020, 00:26
დღეს დავტესტე, მაგარია!
user posted image

Posted by: black_man 26 Aug 2020, 13:46
senpai
Sophist
ტესტერები მეც ახლები გამომიწერია, (ძირითადად იბეიდან სხვადასხვა სელერებისგან) მოკლებულიც არ ქონია რასაც ვაკვირდებოდი და წამოსულა ეგრევე, რამდენიმე.... მე ვიგულისხმე იქ თვითონ ყიდვის მომენტში თქო, ზოგს აწერია ახალია მაგრამ პირველივე დაჭერაზე წამოსულა...(არადა შეხედავ ბოთლს არ აკლია) მაგაში გეთანხმებით თუ საერთოდ არაა ნახმარი, რამდენჯერმე დაჭირდება სანამ ატომაიზერი წამოიღებს სითხეს.. იმიტომ ფიზიკურად გამოუყენებელ სუნამოს მილში თავიდან სითხე არ იქნება შესული და რამდენიმეჯერ დაჭირდება დაჭერა..

Posted by: USER001 26 Aug 2020, 20:35
https://www.fragrancenet.com/ ზე შეკვეთა გამიუქეს, ფეიფელით ვიხდიდი არ მიიღეს ბარათით გადავიხადე ჩამომეჭრა თანხა და 1-2 საათში დაბრუნდა, ახლა ამაზონის საშუალებით გადავიხადე და ველოდები იმედია ამასაც არ გააუქმებენ, თქვენ როგორ იწერთ ხოლმე?

Posted by: rezi0881 26 Aug 2020, 21:19
USER001
QUOTE
ახლა ამაზონის საშუალებით გადავიხადე და ველოდები იმედია ამასაც არ გააუქმებენ

თუ ამ ბარათით რითიც გადაიხადე უკვე განხორციელებული გაქვს შესყიდვა ამაზონზე არ უნდა დააქენსელოს. ანუ ბაზას უნდა ქონდეს დამახსოვრებული.

Posted by: USER001 26 Aug 2020, 21:20
QUOTE (rezi0881 @ 26 Aug 2020, 21:19 )
USER001
QUOTE
ახლა ამაზონის საშუალებით გადავიხადე და ველოდები იმედია ამასაც არ გააუქმებენ

თუ ამ ბარათით რითიც გადაიხადე უკვე განხორციელებული გაქვს შესყიდვა ამაზონზე არ უნდა დააქენსელოს. ანუ ბაზას უნდა ქონდეს დამახსოვრებული.

ეს ახალი ბარათია( აქამდე ამაზონზე არ გამომიყენებია) რასაც ვიყენებდი მოქმედების ვადა გაუვიდა იმას, ახალი დავამატე ამაზონზეც და ისე გადავიხადე ველოდები ეხლა,
ამაზეც რომ არ მიიღოს რა მოვიმოქმედო?

Posted by: rezi0881 26 Aug 2020, 21:26
USER001
თუ დააქენსელა რამე მინიმალური ღირებულების შენაძენი გააკეთე ამაზონზე რომ დაფიქსირდეს, უკეთესი ვარიანტი თუა რამე გირჩევენ, ორჯელ მაქვს მანდედან ამაზონ-ფეით გამოწერილი და არ შემქნია პრობლება.

Posted by: senpai 26 Aug 2020, 21:27
USER001
QUOTE
ამაზეც რომ არ მიიღოს რა მოვიმოქმედო?

იბეიზეც აქვს მაღაზია და იქ იყიდე. ან სხვა სელერი ნახე იბეიზე

Posted by: USER001 26 Aug 2020, 22:02
senpai
თვითონ საიტზევე 35% ფასდაკლებით ვყიდულობ არამგონია იბეიზეც იგივე ფასად იყოს, ვერც ვიპოვე მაგათი მაღაზია იბეიზე.
rezi0881
მასე ვცდი თუ ესეც დააქანსელეს ამაზონზე ვიყიდი რამეს.
* * *
დადასტურდა ამაზონით და დაიშიპა უკვე love.gif

Posted by: WUDU 27 Aug 2020, 15:41
USER001
QUOTE
https://www.fragrancenet.com/ ზე შეკვეთა გამიუქეს, ფეიფელით ვიხდიდი არ მიიღეს ბარათით გადავიხადე ჩამომეჭრა თანხა და 1-2 საათში დაბრუნდა, ახლა ამაზონის საშუალებით გადავიხადე და ველოდები იმედია ამასაც არ გააუქმებენ, თქვენ როგორ იწერთ ხოლმე?

ამაზონის იუზერით იყიდე და არ დააქენსელებს.

Posted by: rezi0881 27 Aug 2020, 15:50

Nasomatto Hindu Grass - ერთერთი ფავორიტი პაჩულის სუნამო. მასკულინური მწვანე ნოტებით.

user posted image


Posted by: USER001 28 Aug 2020, 00:24
QUOTE (WUDU @ 27 Aug 2020, 15:41 )
USER001
QUOTE
https://www.fragrancenet.com/ ზე შეკვეთა გამიუქეს, ფეიფელით ვიხდიდი არ მიიღეს ბარათით გადავიხადე ჩამომეჭრა თანხა და 1-2 საათში დაბრუნდა, ახლა ამაზონის საშუალებით გადავიხადე და ველოდები იმედია ამასაც არ გააუქმებენ, თქვენ როგორ იწერთ ხოლმე?

ამაზონის იუზერით იყიდე და არ დააქენსელებს.

კი ამაზონით ვიყიდე და დაიშიპა უკვე.

ავენტუსის კლონებზე იყო საუბარი რომელიღაც გვერძე, ყველაზე გამომდგარი და მიხლოვებული სურნელი რომელს აქვს თქვენი გამოცდილებით?

Posted by: rezi0881 28 Aug 2020, 01:26
USER001

ავენტუსის კლონი იმდენია უკვე თავგზას აგიბნევს, ექსპერტების შეფასებული სიაც კი შემხვდა რომელი რამდენი პროცენტით გავს, ოღონდ რამდენად კომპეტენტურმა ექსპერტებმა შეაფასეს არ ვიცი https://www.takeit2day.com/blog/aventus-creed-clones-riiffs-khalis-perfumes

ისე ჩვენთან რაც მინახია ზარაში, კარგი კლონია - Vibrant Leather Zara for men

Posted by: akako78 28 Aug 2020, 06:03
rezi0881
რეზი ეგ ახალი შენაძენია?კარგი იქნება თუ პაჩულია და თანაც სიმწვანე თუ ახლავს თან..

პ.ს.თანამშრომელს ესხა ზარა და მივამგვანე შლეიფში..სახელი რათქმაუნდა არ იცოდაsmile.gif

მარიამობას გილოცავთ ყველას!!!

Posted by: USER001 28 Aug 2020, 09:07
QUOTE (akako78 @ 28 Aug 2020, 06:03 )

მარიამობას გილოცავთ ყველას!!!

მეც გილოცავთ!

ეს გაბანას ლაით ბლუ ან ჩემი არაა აშკარად ან რაღაცას არასწორად ვაკეთებ, ვერავინ ვერ ამჩნევს user.gif

Posted by: rezi0881 28 Aug 2020, 11:32

გილოცავთ მარიამობას მრავალს დაესწარით!

akako78

დიდი ხანია რაც მაქვს, არ არის ახალი, ამის წარმოება შეწყდა და გამიკვირდა რატომ შეწყვიტეს მართლა კარგია, არომაბუტიკში მითხრეს თვითონ გუალტიერს უთქვამს, იმ პაჩულის ვეღარ ვშოულობდი რომელსაც ჰინდუ გრასში ვიყენებდი და მაგიტომ ამოვიღეო. ალბათ რეფორმულირება არ უნდოდა არ ვიცი..




Posted by: Sophist 28 Aug 2020, 13:02
Kenzo Jungle Homme- დავისხი ამასწინათ და რა კარგი სუნამო ყოფილა..

Posted by: akako78 28 Aug 2020, 18:00
Sophist
ქალიც მაგარია და კაციც..კაცისას ჰგავს აზარო ვიზიტი,მაგრამ ეს მაინც სხვაა..უფრო აღმოსავლეთია ჯანგლ-ი..ქალისას კი მაგარს რომ ვიხსენებ-ძალიან გამყოლია და ძალიან სექსი ჩემთვის..ერთი აშოლტილი უკრაინული წარმოშობის გოგონა მახსენდება 2003 წელში რომელსაც ეგ ქალის კენზო ჯანგლ ვაჩუქე..ნეტავ იმ დროს-მართლაც რომ მივსტირიsmile.gif

Posted by: senpai 28 Aug 2020, 22:19
დაედო ფასი biggrin.gif


user posted image

Posted by: Dato10kokli 29 Aug 2020, 03:33
user posted image

ზაფხულისთვის მინდოდა რამე ბომბას მიმატება მაგრამ გადავიფიქრე მოგზაურობის გეგმების ჩაშლასთან ერთად

Posted by: akako78 29 Aug 2020, 13:31
senpai
ეგ კარგი სუნამოა როგორც მახსოვს..აკაციის სურნელი დაჰყვება და ძალიან გამყოლია..
Dato10kokli
მშვენიერი კოლექციაა..მარჯვნივ არ ჩანს ფოტოში ალბათ ქულ ვოთერია ახალი პარფუმი..მრავალი შეგეძინოს კიდევ..კარსლაილზე რა გვეტყვი?როგორ დაახასიათებ მთლიანობაში და წვრილ-წვრილადაც თუ არ დაგეზარებაsmile.gif

Posted by: Dato10kokli 29 Aug 2020, 16:14
akako78
მადლობა,
კი ქულ ვოთერ ინტენსია, საინტერესო რაღაცაა, ყველაფრის გათვალისწინებით (ფასის მითუმეტეს) გამყოლიცაა და ქულ ვოთერივით სწორხაზოვანიც არ არის.

კარლაილის ყველაზე ძლიერი მხარე არის გამძლეობა, ნუ შეიძლება მე ვანიჭებ ამ კომპონენტს დიდ მნიშვნელობას, მაგრამ აი ისეთია დილით რო დაისხავ საღამომდე მიგვყება და 1-2 მეტრში ხალხი გრძნობს.
მეორე დადებითი მხარე არის რომ არაპრეტენზიულია, ძირითადად ხალხს მოსწონს ან ნეიტრალურადაა განწყობილი.
თვითონ არომატი ჩემთვის აი ვაშლის პეროგი რო კონიაკით ან რამე ალკოჰოლით დაასველო ეგეთია, უფრო გურმანულისკენ მიდის და წაუტკბილებს, ამის გამო ალბათ უფრო უნისექსია ვიდრე კაცის.
საბოლოო ჯამში ნამდვილად კარგი სუნამოა, თუმცა 120მლ-ს არ ვიყიდდი, და საერთოდ ფასი რომ მახსენდება შეიძლება სხვა რამეც მეყიდა,

ერთია საქართველოში ესეთ სუნამოს რო ყოდულობ უფრო კარგად უნდა დაფიქრება, გაცვლის თემა ძალიან რთულადაა, თორემ მე მოხარული ვიქნებოდი biggrin.gif

Posted by: rezi0881 29 Aug 2020, 18:23
akako78
QUOTE
მარჯვნივ არ ჩანს ფოტოში ალბათ ქულ ვოთერია ახალი პარფუმი

რა თვალი გაქვს სად იცანი biggrin.gif

Posted by: პიანისტი 30 Aug 2020, 00:38
Dato10kokli
ჰო 125 ძალიან ბევრია, მეც პეგასი 5 წელია მაქვს და ნახევარია მგონი კიდევ დარჩენილი biggrin.gif
ხალხს ლიტრიანი ავენტუსი რო აქვს, ალბათ შვილიშვილს დაუტოვებს 60 წლის მერე

,,პოლიტრა" სილვერი biggrin.gif
user posted image

Posted by: akako78 30 Aug 2020, 07:49
rezi0881
smile.gif კი ვიცანი

Dato10kokli
დიდი ხანი უნდა ტესტო..ერთ მისვლაზე ყიდვაც ძნელია თან თუ ფასი მაღალია..აქ გაყიდვაც ჭირს მერე და გაცვლაცsmile.gif

Posted by: black_man 30 Aug 2020, 17:13
დღეს ვიყავი გალერიას ლუტეციაში და ვიყიდე ეს სუნამო, მინდა ვთქვა რომ ძალიან კმაყოფილი ვარ 50% ფასდაკლება იყო.. აგრეთვე 100 ლარის ზევით თუ იყიდით რომელიმე სუნამოს 25 ლარიან ვაუჩერს გჩუქნიან..
user posted image

Posted by: Master_Nick 30 Aug 2020, 19:30
black_man
კარგი შენაძენია, ეს ბლექ ედიშენი არ ვიცი, მაგრამ ბენტლის ინტენსი ძალიან მაგარი სუნამო აღმოჩნდა. ეს როგორი სტილის სუნამოა?

Posted by: senpai 30 Aug 2020, 20:57
black_man
QUOTE
% ფასდაკლება იყო..

100 ლარამდე დაგიჯდა ?

Posted by: black_man 30 Aug 2020, 22:26
Master_Nick
senpai
ესეც ძალიან კარგია, ვერსაჩე დილან ბლუს და ბლუ დე შანელის ალტერნატივად ვიყიდე.. შენ დიდი ალბათობით მოგეწონება..
112 ლარი გამოვიდა 50% ფასდაკლებით... და 25 ლარიანი ვაუჩერი მაჩუქეს კიდევ..

Posted by: rezi0881 30 Aug 2020, 22:42
black_man

ბენტლი ერთერთი საუკეთესო ბრენდია ფასი/ხარისხის მიმართებაში, ბენტლი ინტენსი მეც მქონდა, ნიშეს უფრო ადარებენ და ვეთანხმები, საინტერესო ტრანსფორმაცია აქვს დღის განმავლობაში, გამყოლობაც ძალიან კარგი აქვს..

Bentley For Men Absolute - ეს ხო არ გამოგიწერიათ ვინმეს? ჩვენთან არ იყიდება და ამასაც აქებენ.. Gucci pour Homme (2003) Gucci for men -ს გავს ძალიან რომელსაც მისტირიან ისეთი მაგარი რამე ყოფილა, ერთი პარფუმერის არის ორივე.

Posted by: black_man 30 Aug 2020, 23:03
rezi0881
კი სხვათაშორის მაგ სუნამოს ვათვალიერებდი Bentley For Men Absolute და არ არის ჩვენთან არსად... შეიძლება ბრმად გამოვწერო საერთოდ...

Posted by: akako78 30 Aug 2020, 23:21
black_man
მშვიდობაში..ადრე მგონი 80 ლარის დიაპაზონში ყიდდენ-ეხლა ცოტა გაუძვირებიათ...მაგრამ მშვენიერი ფასია მთლიანობაში..როგორც მახსოვს ინტენსიც გაქვს არა?კი მეც ვფიქრობდი აბსოლუტის გამოწერას-გუჩის I გავსო პირ ომს..ორიც მინდოდა და რავიცი გამყოლობით არ გამოირჩევა II,მაგრამ მაინც კაი სუნამოა..

Posted by: black_man 30 Aug 2020, 23:36
akako78
გაიხარე მადლობა.. 90 ლარის დიაპაზონში იყო სხვები აზურე და ინტენსი.. ამის ფასი ოდნავ მეტი იყო და ფასდაკლებით მასე გამოვიდა... აბსოლუტს იმდენად მაგარი შეფასებები აქვს შეიძლება გაირისკოს და გამოვწერო... ფასი არ აქვს ძაან მაღალი და მაქედან გამომდინარე მაგ რისკზე შეიძლება წასვლა...

Posted by: Sophist 31 Aug 2020, 19:19
QUOTE (rezi0881 @ 30 Aug 2020, 22:42 )
black_man

ბენტლი ერთერთი საუკეთესო ბრენდია ფასი/ხარისხის მიმართებაში, ბენტლი ინტენსი მეც მქონდა, ნიშეს უფრო ადარებენ და ვეთანხმები, საინტერესო ტრანსფორმაცია აქვს დღის განმავლობაში, გამყოლობაც ძალიან კარგი აქვს..

Bentley For Men Absolute - ეს ხო არ გამოგიწერიათ ვინმეს? ჩვენთან არ იყიდება და ამასაც აქებენ.. Gucci pour Homme (2003) Gucci for men -ს გავს ძალიან რომელსაც მისტირიან ისეთი მაგარი რამე ყოფილა, ერთი პარფუმერის არის ორივე.

მე მაქვს ორივე- გუჩიც და ბენტლიც. ზოგადად, გუჩი საოცრებაა და მას რთულია რომელიმე სხვა სუნამო შეედაროს, მაგრამ ბენტლი საკმაოდ ახლოს დგას მასთან- სუნითაც და ხარისხითაც. ასე რომ ბენტლი კარგი შენაძენი იქნება ნამდვილად

Posted by: senpai 31 Aug 2020, 19:42
rezi0881
black_man
QUOTE
შეიძლება ბრმად გამოვწერო საერთოდ...

ღირს გამოწერა ბრმადაც.


ყველა ბენტლი დატესტილი მაქვს 2019 წლამდე გამოშვებულები და მეორე ადგილზეა ეგ სუნამო ჩემთვის.

კიდე გამოვიდა წელს ეს სუნამო, უფრო საინტერესო ნოტების მხრივ ჩემთვის, მარა ჯერჯერობით დატესტვის საშუალება არ მაქვს

user posted image

Posted by: Dato10kokli 31 Aug 2020, 22:12
rezi0881
მადლობა რეზის, 10 მლ კარლაილი ლეიტონი გავცვალეთ და საინტერესო სემფლებიც მომცა

თუ ვინმეს კარლაილი გაინტერესებთ მოხარული ვიქნები კონკრეტული რაოდენიბები გავცვალოთ, ასევე
pure havane ს გავცვლიდი მთლიანად

Posted by: spider77 31 Aug 2020, 22:32
ბენტლიზე მიდის საუბარი, საავტომობილო თემატიკაში ჩავჯდები და ვიტყვი, რომ Ferrari uomo გამოვიწერე (30-იანი) smile.gif

ამბობენ კარგიაო და ვნახოთ fingal.gif
* * *
senpai
QUOTE
ყველა ბენტლი დატესტილი მაქვს 2019

"აზური"-ზე (ლურჯი ბენტლი) რა შეგიძლია თქვა?
რომელ სუნამოს შესდარებდი ლუქს კლასიდან?

Posted by: Master_Nick 1 Sep 2020, 10:36
QUOTE (black_man @ 30 Aug 2020, 22:26 )
Master_Nick
senpai
ესეც ძალიან კარგია, ვერსაჩე დილან ბლუს და ბლუ დე შანელის ალტერნატივად ვიყიდე.. შენ დიდი ალბათობით მოგეწონება..
112 ლარი გამოვიდა 50% ფასდაკლებით... და 25 ლარიანი ვაუჩერი მაჩუქეს კიდევ..

up.gif კარგი ყოფილა, თან მაგარ ფასად გიყიდია.
ეს საავტომობილო ბრენდები არ მეგონა ესეთ სუნამოებს თუ აწარმოებდნენ.
მერსედესის პროდუქცია ასევე საინტერესო ჩანს.

Posted by: black_man 1 Sep 2020, 10:45
Master_Nick
კი განსაკუთრებით ბენტლის მაღალი ხარისხი უჭირავს რასაც დავაკვირდი.... საავტომობილო ბრენდებიდან ფასი/ხარისხის მიმართებაში პირველ ადგილზე დავაყენებდი....

Posted by: senpai 1 Sep 2020, 11:09
spider77
QUOTE
აზური"-ზე (ლურჯი ბენტლი) რა შეგიძლია თქვა?
რომელ სუნამოს შესდარებდი ლუქს კლასიდან?

საჩემო აღარაა, მარა თავისი ფასისთვის მშვენიერი დამატება იქნებოდა კოლექციისთვის. შედარებით ესე ვერაფერს კონკრეტულად, მარა მომენტებში იგრძნობა რო უკვე სადღაც გაგონილი გაქვს მსგავსი არომატი. უფრო 90 იანები წლების ბოლოდან რაღაც. ეგეთ ასოციაციას იწვევს.


საერთოდ ბრმად გამოწერას არავის ვურჩევ, მარა ბენტლიზე მწვანე შუქი ანთებულია. რეალურად ყველა სურნელი მოსაწონი აქვთ ენთუაზისტებისთვის, უბრალოდ ზოგი არომატი ზედმეტად მოყვარულებზე აქვთ გათვლილი. მაგალითად ვარდის მოყვარული არაა ბევრი კაცი, ასე რომ ბრმად ამის ყიდვა არვიცი როგორი გადაწყვეტილება იქნება. ამიტომ უნდა იცოდე რა ნოტები მოგწონს წინასწარ, როცა ბრმად ყიდულობ

user posted image

Posted by: spider77 1 Sep 2020, 12:30
senpai
QUOTE
საჩემო აღარაა, მარა თავისი ფასისთვის მშვენიერი დამატება იქნებოდა კოლექციისთვის. შედარებით ესე ვერაფერს კონკრეტულად, მარა მომენტებში იგრძნობა რო უკვე სადღაც გაგონილი გაქვს მსგავსი არომატი. უფრო 90 იანები წლების ბოლოდან რაღაც. ეგეთ ასოციაციას იწვევს.

გასაგებია მადლობა.


QUOTE
ამიტომ უნდა იცოდე რა ნოტები მოგწონს წინასწარ, როცა ბრმად ყიდულობ

რა თქმა უნდა, მე ასეც ვიქცევი.
დეტალურად ვაკვირდები ნოტებს და მაქსიმალურად ვეცნობი რევიუებს.
ჩამოყალიბებული მაქვს ჩემი ფავორიტი და მიუღებელი ნოტების ნუსხა და მათი კომბინაციების მიხედვით ვიღებ ორიენტირს.

Posted by: senpai 1 Sep 2020, 13:30
spider77
QUOTE
ჩამოყალიბებული მაქვს ჩემი ფავორიტი და მიუღებელი ნოტების ნუსხა და

მოდი განვიხილოთ. ჩაის ნოტა მოგწონს მაგალითად ?


Posted by: Sophist 1 Sep 2020, 13:46
QUOTE (Master_Nick @ 1 Sep 2020, 10:36 )
QUOTE (black_man @ 30 Aug 2020, 22:26 )
Master_Nick
senpai
ესეც ძალიან კარგია, ვერსაჩე დილან ბლუს და ბლუ დე შანელის ალტერნატივად ვიყიდე..  შენ დიდი ალბათობით მოგეწონება..
112 ლარი გამოვიდა 50% ფასდაკლებით... და 25 ლარიანი ვაუჩერი მაჩუქეს კიდევ..

up.gif კარგი ყოფილა, თან მაგარ ფასად გიყიდია.
ეს საავტომობილო ბრენდები არ მეგონა ესეთ სუნამოებს თუ აწარმოებდნენ.
მერსედესის პროდუქცია ასევე საინტერესო ჩანს.

Aqua Fahrenheit- ის საკმაოდ კაი კლონია ასევე Mercedes Benz Intense. გაზაფხული-შემოდგომაზე კარგი სუნი აქვს

Posted by: spider77 1 Sep 2020, 14:27
senpai
QUOTE
მოდი განვიხილოთ. ჩაის ნოტა მოგწონს მაგალითად ?

smile.gif
სიმართლე გითხრა ჩაის ნოტა ერთადერთია აზუროს გამაში, რომელზეც წარმოდგენა არ მაქვს.
დანარჩენები, ზოგი მომწონს (კედრი, პაჩული, ვისკი, ბერგამოტი), დანარჩენის მიმართ ნეიტრალური ვარ.
ყოველშემთხვევაში, ჩემთვის უარყოფითი ნოტია არცერთია, თუ ჩაის არ ჩავთვლით.

Posted by: senpai 1 Sep 2020, 16:13
ერთმა ნოტამ როგორ შეიძლება გააფუჭოს მთელი სუნამო. ვერ ვიტან 99% სუნამოებში კუმინის ნოტას. კოშმარი სუნი ასდის უბრალოდ, დაუბანელი ადამიანის, საშინლად დაუბანელის თან. ეს სუნამო გააფუჭა თავიდან ბოლომდე ჩემთვის.

user posted image


სხვადასხვა კანზე ინდივიდუალურად იხსნება, ეგეც არ დავივიწყოთ

Posted by: ლავლოკი 1 Sep 2020, 18:31
ახალი სუნამო მირჩიეთ რაიმე fruity / floral

ვიკტორია სეკრეტის ბოდი სპრეის ვიყენებ ყველა დღე კარგა ხანია და მინდა ზამთრისთივს ახალი სუნამო რომელიც დაემატება.
ესენია ნოტებში ჩემს ბოდი სპრეიბში და იქნებ ვინც ერკვევით დამეხმაროთ. თუ არა და მერე დავძებნი თავად.

Desert Wildflower, Star Lotus and Neon Rose
Cherry blossom and peach
Casaba melon, freesia, Plum



Posted by: Master_Nick 1 Sep 2020, 20:09
senpai
შემოდგომა ზამთრისთვის რამე ახალს და საინტერესოს ვეძებ, რას მირჩევ?
ბიუჯეტი მაქს - 100 $

Posted by: spider77 1 Sep 2020, 21:16
senpai
QUOTE
ერთმა ნოტამ როგორ შეიძლება გააფუჭოს მთელი სუნამო. ვერ ვიტან 99% სუნამოებში კუმინის ნოტას. კოშმარი სუნი ასდის უბრალოდ, დაუბანელი ადამიანის, საშინლად დაუბანელის თან. ეს სუნამო გააფუჭა თავიდან ბოლომდე ჩემთვის.

მაგას უეჭველი ამინდის (წვიმა/მზე) და ტემპერატურის დიაპაზონი ექნება, რომელზეც მიმზიდველად იხსნება, თორემ ბომჟის სუნი რანაირად უნდა ჰქონდეს სუნამოს gigi.gif


ისე, მერსედეს ინტენსსა და ბენტლი აბსოლუტს შორის, რომელს ანიჭებ უპირატესობას?

ფასით თითქმის ერთი სეგმენტია.

* * *


Master_Nick
ლუქსიდან ზამთრისთვის, დიორ ომ ინტენსი, დოლჩე გაბანას ზი ვან (ედპ) და ჯივენში ჯენტლმენ (ოღონდ ედტ და არა ედპ) საინტერესო ვარიანტებია, თუ ჯერ არ დაგიტესტავს.

ფარენჰეიტი კი პირადად ჩემი #1 ფავორიტია ყველა სუნამოს შორის.

თუ ტყავის ნოტებისადმი ანტაგონიზმი არ გაგაჩნია, მწვანე პოლო არაჩვეულებრივია. ზომიერად აქვს ყველაფერი და ეკალივით არ გერჭობა არაფერი smile.gif

Posted by: Master_Nick 1 Sep 2020, 22:02
spider77
დიორი და D&G ნაცნობია, შანელი და YSL იც მაქვს კოლექციაში, რამე ახალი ბრენდი მინდა.
ტყავის ნოტების მიმართ კი მაქვს ანტაგონიზმი wink.gif არ არის საჩემო.


Posted by: spider77 1 Sep 2020, 22:22
Master_Nick
QUOTE
ახალი ბრენდი მინდა.

ჰერმესი გაქვს?
ძაან მაგარია, მითუმეტეს შემოდგომა ზამთრისაა (ტყავის ნატამალი არ ურევია).

ლალიკოც კარგია smile.gif


Posted by: Master_Nick 1 Sep 2020, 22:41
spider77
ლალიკო მაქვს wink.gif ჰერმესი არა და საინტერესოა.
ვიქტორ & როლფის სპაისბომბ ექსტრიმს ვუტრიალებ და ბრმად არ მინდა ვიყიდო.
ასევე მეისონ მარჯელას fireplace მაინტერესებს როგორია. მუგლერიდან რამე საინტერესოს შერჩევაც შეიძლება.

Posted by: spider77 1 Sep 2020, 22:46
Master_Nick
ჰერმესები აქვთ ჩვენ მაღაზიებში.
შედი და დაისხი, ერთ ხელზე ედტ (კლასიკური) და მეორეზე ინტენს ვეტივერი.

დატესტავ და გეცოდინება შენია თუ არა.

* * *


Sophist
QUOTE
მე მაქვს ორივე- გუჩიც და ბენტლიც

ბენტლი რომელი გაქვს, ედტ თუ ინტენსი?

ეხლა ვუტრიალებ ამ ორს და მერსედეს ინტენსს და ვარჩევ, რომელი გამოვიწერო.

Posted by: senpai 1 Sep 2020, 23:30
Master_Nick
QUOTE
შემოდგომა ზამთრისთვის რამე ახალს და საინტერესოს ვეძებ, რას მირჩევ?
ბიუჯეტი მაქს - 100 $

ისეთი გენიალური რაღაცეები აღმოვაჩინე წელს, რომ არც კი ვიცი რომელი გირჩიო. აუცილებლად 100 მლ გინდა 100 დოლარად ?

აი მაგალითად განსხვავებული და სოლიდური სუნამო. მოგწონს საკმევლის და
რბილი ტყავის სუნი ?

Loewe 7 Anonimo

user posted image

დატესტვა ნეტა შეიძლებოდეს ყველაფრის ჩვენს ქალაქში. სტამბულის დონეზე მაინც ვიყოთ mad.gif

რა ნოტა გინდა რომ იყოს დომინანტი მითხარი და შევეცდები აგარჩევინო.



spider77
QUOTE
მერსედეს ინტენსსა და ბენტლი აბსოლუტს შორის, რომელს ანიჭებ უპირატესობას?

სხვადასხვა სეზონია, სხვადასხვა კატეგორია. ეგ ბენტლი უფრო კაია. მარა მერსედესის ზამთრის თუ გინდა, აქვს უფრო ოდნავ ძვირიანი სუნამოები, საკმაოდ ნორმალური. მარა ბიუჯეტი ორმაგია თითქმის. თუ ევროპაში არ იყიდი, რაც პრობლემურია.


Posted by: black_man 1 Sep 2020, 23:56
Master_Nick
ზამთრისთვის ლუქსებიდან
Versace Pour Homme Oud Noir
Valentino Uomo Intense Valentino for men
Bvlgari Man In Black Bvlgari for men
A*Men Pure Tonka Mugler for men

Posted by: Sophist 2 Sep 2020, 10:24
QUOTE (spider77 @ 1 Sep 2020, 22:46 )
Master_Nick
ჰერმესები აქვთ ჩვენ მაღაზიებში.
შედი და დაისხი, ერთ ხელზე ედტ (კლასიკური) და მეორეზე ინტენს ვეტივერი.

დატესტავ და გეცოდინება შენია თუ არა.

* * *


Sophist
QUOTE
მე მაქვს ორივე- გუჩიც და ბენტლიც

ბენტლი რომელი გაქვს, ედტ თუ ინტენსი?

ეხლა ვუტრიალებ ამ ორს და მერსედეს ინტენსს და ვარჩევ, რომელი გამოვიწერო.

ბენტლის ეს ორი მაქვს- Intense Bentley for men და Absolute Bentley for men. მე აბსოლუტი უფრო მომწონს, მაგრამ რამდენიმე ჩემს მეგობარს ინტენსი უფრო მოწონს. კაცია და გუნებაsmile.gif

Posted by: blossom 2 Sep 2020, 11:01
ლავლოკი

https://fr.loccitane.com/eau-de-toilette-terre-de-lumiere-l-eau,74,1,80232,1153057.htm
floral ვარიანტია
საკაიფოა
ნაზი ქალური სურნელია მოკლედ უნივერსალური ზამთარ ზაფხულ რომ მიიპკურებ და არ ინაგლებს


Posted by: Lallana 2 Sep 2020, 11:44
spider77
QUOTE
ჰერმესი გაქვს?
ძაან მაგარია, მითუმეტეს შემოდგომა ზამთრისაა (ტყავის ნატამალი არ ურევია).



რომელი ჰერმესია შემოდგომა-ზამთრის შეგიძლია დალინკო?


მე ამ სუნამოს მომხმარებელი ვიყავი საკმაოდ დიდ ხანს და მომწონდა, მერე მომბეზრდა, თუმცა ეს თბილი სეზონისაა როგორც ვიცი, ნუ მე ეგრე მოვიხმარდი biggrin.gif

https://www.ebay.com/itm/Terre-Dhermes-by-Hermes-Cologne-for-Men-3-4-oz-New-In-Box/291255032832

Posted by: Master_Nick 2 Sep 2020, 12:09
senpai
საკმეველი და რბილი ტყავი საინტერესო ტანდემი უნდა იყოს, თუმცა დაუტესტავად არ ვიცი ღირს თუ არა ყიდვა. მოცულობაზე 50 მლ შეიძლება.

black_man
ვერსაჩეს უდ ნუარი არის თბილისში ხელმისაწვდომი? ვალენტინო და მუგლერიც საინტერესო ვარიანტები მირჩიე up.gif

Posted by: rezi0881 2 Sep 2020, 12:46

Posted by: ლავლოკი 2 Sep 2020, 12:55
blossom
მადლობა! გავსიჯავ ამ შაბათ კვირას მაღაზიაში

Posted by: senpai 2 Sep 2020, 12:58
Master_Nick
ისე მაინც თქვი როგორი სუნამო გინდა, ტკბილი, ფრეში, ხისებრი.


ზამთრისთვის ყავის მოყვარულებს ამას ვურჩევდი უპირობოდ


Ristretto Intense Café Montale

user posted image



Posted by: spider77 2 Sep 2020, 13:20
Lallana
QUOTE
ეს თბილი სეზონისაა როგორც ვიცი, ნუ მე ეგრე მოვიხმარდი

არასწორად მოიხმარდი, ზუსტადაც გრილი ამინდისაა, ანუ გაზაფხული შემოდგომა. smile.gif

თბილი ამინდისთვის ფრეშ ვერსიაა მაგისი.
ასევე გრილი სეზონისთვის საკმაოდ საინტერესო სურნელია ჰერმესის შედარბით ახალი ვერსია - intense vetiver. პირადად მე, ჰრმესებში ეს მომწონს ყველაზე მეტად.

https://www.ebay.com/itm/362889569164


Posted by: Lallana 2 Sep 2020, 14:51
spider77

QUOTE
არასწორად მოიხმარდი, ზუსტადაც გრილი ამინდისაა, ანუ გაზაფხული შემოდგომა.

თბილი ამინდისთვის ფრეშ ვერსიაა მაგისი.
ასევე გრილი სეზონისთვის საკმაოდ საინტერესო სურნელია ჰერმესის შედარბით ახალი ვერსია - intense vetiver. პირადად მე, ჰრმესებში ეს მომწონს ყველაზე მეტად.



up.gif up.gif

მადლობა, მეცოდინება, თუმცა უახლოეს პერიოდში ჰერმესთან მიბრუნებას აღარ ვაპირებ, ყველა ლიფტში მაგის სურნელი ტრიალებს და რაღაც ისეთია უკვე biggrin.gif biggrin.gif



ისე იბეიზე ნახევარი ფასები რატომ ღირს სუნამოები, ფეიკის რისკია თუ ძველ მოდელებს ყიდიან?


მე ერთხელ გამოვწერე კაროლინა ჰერერა ფრაივი იბეიდან, ამაზონთან შედარებით 20 დოლარით იაფად და არ ვარ დარწმუნებული, რომ მთლად ორიგინალი იყო

Posted by: spider77 2 Sep 2020, 14:58
Lallana
QUOTE
ძველ მოდელებს ყიდიან?

უფრო ესაა.
თუ ნორმალურ სელერს შეარჩევ, რისკი მინიმალურია.


Posted by: Master_Nick 2 Sep 2020, 15:04
QUOTE (senpai @ 2 Sep 2020, 12:58 )
Master_Nick
ისე მაინც თქვი როგორი სუნამო გინდა, ტკბილი, ფრეში, ხისებრი.


ნოტებს დავწერ, ვისკი, ყავა, კარდამონი, ლავანდა, ნაწილობრივ ხისებრი და ცხარე ნოტები.

Posted by: senpai 2 Sep 2020, 15:19
Master_Nick
QUOTE
ხისებრი და ცხარე ნოტები.

ეს გდომებია biggrin.gif


user posted image


Posted by: black_man 2 Sep 2020, 15:39
Master_Nick
ვერსაჩე ადრე ამფორაში იყო თუ არ ვცდები, ახლა არ ვიცი სადმე თუ არის (შეიძლება ახმეტელზე იყოს მილიგრამობით რომ არის სუნამოები)... ვალენტინო და მუგლერი არის პარფიუმერულ მაღაზიებში როგორც მახსოვს.......

Posted by: akako78 2 Sep 2020, 16:05
black_man
ვალენტინო არსად აღარაა ქსელურებში..ამფორაში იყო თუ არა არ ვიცი ოდესმე..ახმეტელზე ვერსაჩე უნდა იყოს..ძალიან მაგარია ედპ ვერსაჩე უდ ნუარი..მე მომწონს..პურ ტონკაზე რას იტყვი ადრე ვყიდულობდი არ მახსოვს 42-49 დოლარად და ვერ წავიცდინე ხელიsmile.gif

პ.ს.გემოვნება ემთხვევა 95% ან თითქმის 100% მე და შენიsmile.gif

Posted by: black_man 2 Sep 2020, 16:58
akako78
ამფორაში იყო კი, პირადად დავისხი მახსოვს, როდესაც ვტესტავდი და ძალიან მომეწონა... პურ ტონკაც ძალიან მაგარია, სხვაზე უფრო მომწონს როდესაც ასხია, ვიდრე ჩემზე, ყავის ნოტი მოქმედებს რაღაცნაირად.. კი, ჩვენი გემოვნება ძალიან ემთხვევა, შეიძლება ითქვას 100% მდეც... bis.gif yes.gif

Posted by: stephanozi 2 Sep 2020, 17:41
ყველა დროის საუკეთესო მამაკაცის 3 სუნამო, რა მოგდით თავში?

Posted by: Master_Nick 2 Sep 2020, 17:53
QUOTE (senpai @ 2 Sep 2020, 15:19 )
Master_Nick
QUOTE
ხისებრი და ცხარე ნოტები.

ეს გდომებია biggrin.gif


user posted image

ბარბერის ინდიგო რომ მირჩიე, მაგ შემთხვევაში 10 იანში მოარტყი. ძალიან მომეწონა ზაფხულისთვის.
ეს სად დავტესტო? თუ ბრმად გენდო? lol.gif

Posted by: senpai 2 Sep 2020, 18:07
Master_Nick
QUOTE
თუ ბრმად გენდო?

არა. ბრმად არ ენდო არავის. givi.gif მარა ცხარე ნოტებიო და ამას აქვს ეგ სიცხარე ზუსტად. თან კლასიკაა უკვე.


ისეთი რო დატესტო აქ იქნება ალბათ ეს.

user posted image

საერთოდ ამის ახალი ხაზი რაცაა ყველაფერი დატესტე. აქვს ორი სამი ისეთი სუნამო, რომელიც ღირს ყურადღებად

Posted by: Sophist 2 Sep 2020, 19:33
QUOTE (senpai @ 2 Sep 2020, 18:07 )
Master_Nick
QUOTE
თუ ბრმად გენდო?

არა. ბრმად არ ენდო არავის. givi.gif მარა ცხარე ნოტებიო და ამას აქვს ეგ სიცხარე ზუსტად. თან კლასიკაა უკვე.


ისეთი რო დატესტო აქ იქნება ალბათ ეს.

user posted image

საერთოდ ამის ახალი ხაზი რაცაა ყველაფერი დატესტე. აქვს ორი სამი ისეთი სუნამო, რომელიც ღირს ყურადღებად

issey miyake noir argent ძალიან კარგია. issey miyake noir ambre ასევე ძალიან კარგია

Posted by: Master_Nick 2 Sep 2020, 20:19
senpai
ცხარეს გარდა სხვა ნოტებიც ხომ დავწერე? ისი მიაკი საინტერესოა, ვალენტინომ ასევე დამაინტერესა, აქ უნდა დავტესტო ჯერ და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას. wink.gif

Posted by: senpai 2 Sep 2020, 20:37
Master_Nick
გინდა კიდე 10 იანში გავარტყა ? biggrin.gif


ეს მოგეწონება როცა დატესტავ ისიპარიში


user posted image

Posted by: Master_Nick 2 Sep 2020, 22:47
senpai
ოკ, მადლობა bis.gif

Posted by: Lamorac 3 Sep 2020, 07:31
ისე, ქართული მაღაზიებიდან ესენი ვიცი:

ისი პარი, ლუტეცია, ვულევუ

თუ გვაქვს ინფორმაცია რამდენად სანდოა ქართული მაღაზიები?

ორიგინალი პროდუქცია იყიდება?

Posted by: black_man 3 Sep 2020, 13:02
Lamorac
კი მაგ ქსელურებში ყველა ორიგინალი და სანდოა..

Posted by: Lallana 3 Sep 2020, 13:16
QUOTE
კი მაგ ქსელურებში ყველა ორიგინალი და სანდოა..



ფასებიც ძალიან ორიგინალურებია ხოლმე biggrin.gif


ყველა ვარიანტში გამოწერა ჯობია, თუ რამე სასწაულ სეილს არ წააწყდი აქ

Posted by: f57 3 Sep 2020, 13:52
გამარჯობა!!

სუნამოებში საერთოდ ვერ ვერკვევი და იქნებ მომცემთ რამოდენიმე რჩევა.
სასაჩუქრედ მინდა სუნამო მეგობრისთვის, გოგოა, 24 წლის.
ფასს მნიშვნელობა არააქ (მაქს ბიუჯეტი 500-600 ლარი) ზამთრის-გაზაფხულის კოლექციიდან მინდა რამე კარგი სუნამო.
სამწუხაროდ ისიც არ ვიცი, თუ რომელი არომატები მოსწონს((
საქართველოში უნდა ვიყიდო და მაღაზიებიც რომ მითხრათ, რომელში სჯობს მისვლა?

Posted by: black_man 3 Sep 2020, 14:25
f57
გამარჯობა.. რთულია მასე არჩევა, რომ არ მოეწონოს? მე გირჩევდი სასაჩუქრე ბარათი აჩუქო და თავისი გემოვნებით აარჩევს.. თუ არა და მაინცდამაინც ჩუქება გინდა სუნამოსი, ამ თემაში არის ერთი ძალიან კარგი ქალბატონი და გირჩევს... ნუ მე ეს სუნამო მომწონს მაგალითად ქალბატონზე, შედარებით ახალი კოლექციიდან Libre Yves Saint Laurent for women,

Posted by: f57 3 Sep 2020, 15:46
QUOTE (black_man @ 3 Sep 2020, 14:25 )
f57
გამარჯობა.. რთულია მასე არჩევა, რომ არ მოეწონოს? მე გირჩევდი სასაჩუქრე ბარათი აჩუქო და თავისი გემოვნებით აარჩევს..  თუ არა და მაინცდამაინც ჩუქება გინდა სუნამოსი, ამ თემაში არის ერთი ძალიან კარგი ქალბატონი და გირჩევს...    ნუ მე ეს სუნამო მომწონს მაგალითად ქალბატონზე, შედარებით ახალი კოლექციიდან Libre Yves Saint Laurent for women,

მადლობა! ვნახავ მაგას აუცილებლად love.gif

კი, ძალიან მინდა რომ ვაჩუქო.
კიდევ ვფიქრობ რაიმე სამკაულიც ვუყიდო, თავი რომ დავიზღვიო user.gif
მაგრამ ჯერ ვფიქრობ ამაზე smile.gif

Posted by: spider77 3 Sep 2020, 16:02
f57
QUOTE
მე გირჩევდი სასაჩუქრე ბარათი აჩუქო და თავისი გემოვნებით აარჩევს.. თუ არა და მაინცდამაინც ჩუქება გინდა

ნამდვილად.
აჩუქე პირდაპირ 500 ლარიანი ვაუჩერი და თავისი გემოვნებით შეარჩევს.
ეგ იგივეა კარგი სუნამო რო აჩუქო love.gif

Posted by: akako78 3 Sep 2020, 20:11
f57
ლამაზი ყურები თუ აქვს-საყურე უყიდე..ბევრჯერ მიჩუქნია საყვარელი ადამიანისთვის საყურეები..ამართლებს 100%-ით..სუნამო უნდა იცოდე რაც უყვარს კონკრეტულად-ძალიან ძნელია..ან თუ არ იცი რა აინტერესებს და არ განიხილავს სუნამოს როგორც აუცილებელ აქსესუარს-დაანებე თავი სუნამოს ყიდვას..სამკაული უყიდე რაც უყვარს და უკეთია იმ სტილის-ეგეც სიუპრიზის ვარიანტში თორემ ფულის ვაუჩერი რაც ზემოთ გირჩიეს-ფული ყველაფერს სჯობნის თუ ისე ახლოს ხარ რომ აჩუქო და სხვანაირად არ გაიგოს..

Posted by: f57 3 Sep 2020, 21:49
QUOTE (akako78 @ 3 Sep 2020, 20:11 )
f57
ლამაზი ყურები თუ აქვს-საყურე უყიდე..ბევრჯერ მიჩუქნია საყვარელი ადამიანისთვის საყურეები..ამართლებს 100%-ით..სუნამო უნდა იცოდე რაც უყვარს კონკრეტულად-ძალიან ძნელია..ან თუ არ იცი რა აინტერესებს და არ განიხილავს სუნამოს როგორც აუცილებელ აქსესუარს-დაანებე თავი სუნამოს ყიდვას..სამკაული უყიდე რაც უყვარს და უკეთია იმ სტილის-ეგეც სიუპრიზის ვარიანტში თორემ ფულის ვაუჩერი რაც ზემოთ გირჩიეს-ფული ყველაფერს სჯობნის თუ ისე ახლოს ხარ რომ აჩუქო და სხვანაირად არ გაიგოს..

ვაუჩერის ჩუქებაზე კი დავფიქრიდი, როგორც წინა 2 იუზერმა მირჩია, მომეწონა ეს იდეა.
მაგრამ, როგორც შენ დაწერე სიახლოვეზე, ეგრე ძაან ახლოს არ ვარ მასთან რომ ფული ვაჩუქო.
პირიქით, მასთან დაახლოება მინდა და როგორმე საჩუქრით მინდოდა ამის გამოხატვა, თანაც რომ დასამახსოვრებელი იყოს.

ამიტომაც ცოტას ვყოყმანობ ვაუჩერის ამბავზე, და სუნამოს რაც შეეხება, სრულიად გეთანხმებით, არ მინდა ისეთი ვაჩუქო რომ არ მოეწონოს sad.gif

საყურეც კარგი იდეაა, აქამდე მხოლოდ ყელსაბამს განვილიხავდი ერთ-ერთ ვარიანტად user.gif
აღარ ვიცი რა ვქნა cry.gif

Posted by: Master_Nick 4 Sep 2020, 10:03
f57
YsL Libre კარგი გირჩია ბლექ მენმა. შემოდგომა ზამთრის სეზონის სუნამოა.

akako78
გაუმარჯოს, როგორ ხარ? ვერსაჩეს უდ ნუარი ხომ არ გეგულება სადმე?

Posted by: neosat 4 Sep 2020, 13:04
Date of manufacture:
January 2013
General shelf life: 36 months
bad It looks like your product was manufactured more than 3 years ago



ანუ 3 წელი აქვს სუნამოს ვადა და მერე გადასაგდები ხდება, ან სუნი ეცვლება თუ რა ემართება? არ ღირს ხო ესე ბრმად გამოწერა იბეიდან ესეიგი

Posted by: პიანისტი 4 Sep 2020, 13:24
neosat
რომელ სუნამოზე ეწერა? პირიქით რაც ძველი მაქვს უკეთესი ხდება წლების განმავლობაში, არვიცი მეჩვენება თუ არა მაგრამ სუნამოსაც აქვს დაძველების პროვილეგია ,როგორც ღვინოს biggrin.gif

Posted by: neosat 4 Sep 2020, 13:40
პიანისტი

სახლში მაქვს კაროლინა ჰერერა და კოდით გადავამოწმე საიტზე, იბეიდან გამოვწერე შარშან და 2013 წლის მოდელი ყოფილა biggrin.gif

Posted by: black_man 4 Sep 2020, 13:47
პიანისტი
ნამდვილად მეც დავაკვირდი მაგას, 4-5 წლის წინანდელი სუნამოები რაც მქონდა, უფრო მდგრადი გახდა და სურნელიც უკეთესობისკენ შეეცვალა... დაღვინების მსგავსი პროცედურა მოქმედებს მემგონი...

Posted by: პიანისტი 4 Sep 2020, 13:54
neosat
ჰერერა მაგარი სუნამოა, თუ ვადა აქვს აშკარად უკეთესობისკენ იცვლება ,გასვლის შემთხვევაში.
პეგასი,სავაჟი, მანდარინო და ივსენის ლანუიტი მეც ძველები მაქვს, უკეთესი გახდა ყველა აშკარად.

black_man
კი აშკარად, მე ორი წლის წინ შევამჩნიე და მეგონა მეჩვენებოდა, არადა ზუსტად მახსოვდა თავიდან სურნელი.

Posted by: 4L3X 4 Sep 2020, 13:54
QUOTE (black_man @ 4 Sep 2020, 13:47 )
დაღვინების მსგავსი პროცედურა მოქმედებს მემგონი...

პარფიუმერები სუნამოს გაკეთებას ალკოჰოლური სასმლის დამზადებას ადარებენ. იქაც და იქაც სპირტი უმთავრესია. იქაც და იქაც ხილს და ბალახებს იყენებენ.

Posted by: senpai 4 Sep 2020, 14:09
QUOTE
ანუ 3 წელი აქვს სუნამოს ვადა და მერე გადასაგდები ხდება, ან სუნი ეცვლება თუ რა ემართება?

გააჩნია რომელი ბრენდის სუნამოა და რა ინგრენდიენტები აქვთ გამოყენებული, ასევე როგორ პირობებში ინახავ და რა სიხშირით ხმარობ.

ზოგადად კი ეგ წერია გახსნის მომენტიდან. მარა არ შეესაბამება სიმართლეს 90% შემთხვევებში.

სურნელს რაც შეეხება, იცვლება დროთა განმავლობაში. მაგალითად ეხლა მაქვს სუნამო, რომლის საწყისი ნოტები მთლიანად გაქრა, ეგრევე მიდის ბაზისკენ.

Posted by: Khatuta 4 Sep 2020, 14:51
გამარჯობა,
ParfumClubGeorgia-სგან ვინმეს თუ გიყიდიათ სუნამო, ფეისბუქზე აქვს გვერდი და ყიდის გრამობით (ანუ დიდ ფლაკონს შლის, ასე ვთქვათ). მაინტერესებს ვინმეს თუ გქონიათ ამ გამყიდველთან შეხება და რამდენად კმაყოფილი ხართ.

Posted by: akako78 4 Sep 2020, 16:23
neosat
ეგ არც ბრენდზეა დამოკიდებული და არც ინგრედიენტებზე..არის აქ სხვა რამ..არმანის სუნამო მედო ერთ ადგილას(ორივე ერთნაირი) ორივე და ერთნაირ პირობებში..ვიყენებდი ერთს მეორეს არა..რომელიც აიმღვრა და ნაწილაკები დაელექა მაგას ვიყენებდი-11 წლისაა ისე ეს სუნამო..მეორე კი საერთოდ გამოუყენებელი ისევ ისე იდგა როგორც ყიდვისას..არანაირი ამღვრევა და დალექვა,.

პ.ს.აქ დავწერე თუ წაიკითხე და ყველაზე იაფი ბრენდი რომელიც არსებობს-შენახვა მქონდა საშინელი რადგანაც სუნამო რომ ჩავასხი წლების მერე აორთქლდა კიდევაც და ეგ საშინელი ვითომდა ქიმიური სითხე ისეთი გამყოლი გამოდგა წელს 12 წლის მერე რომ ბაზები დამზდევდნენ გურიაში საკბენადsmile.gifისეთი არომატული იყოsmile.gifმოკლედ ეხლა ხუმრობის გარეშე-სუნამოს ინახავ ცივ გრილ ადგილას და სინათლის სხივები არ უნდა ხვდებოდეს..საერთოდ დამწყები ნოტები შეიძლება შეეცვალოს ან ფერი წლების მანძილზე,მაგრამ როცა სუნამოს გახსნი ან პირველად დააწვები სპრეიერს მაშინ აქვს ათვლა და არა სამი წელი რაც ზედ აწერია..ედტ ძლებს მინიმუმ 10-15 წელი კარგ პირობებში..ედპ და ექსტრაიტიც კი 20 წლისაც მინახავს რომ ვარგისია..შეიძლება ოდნავ რაღაც შეეცვალოს წლების მერე ნოტების ერთობლიობის ბალანსი ან დაიკარგოს რომელიღაც ნოტი,მაგრამ მთლიანობაში მაინც სუნამო იქნება და არა სპირტი..

Posted by: black_man 5 Sep 2020, 15:41
გუშინ ვიყავი ლუტეციაში ვაჟაზე რომ არის, მინდა გითხრათ მაგ ქსელში, ჩემი აზრით, ყველაზე კარგი მომსახურება მაგ ფილიალშია.. დავტესტე ისევ ტერენზის ორიონი მაჯაზე და მართლაც ძალიან მაგარი რამეა.. ხარისხი ნამდვილად ეტყობა...(ვისაც ავენტუსი მოგწონთ, მაგ მიმართულებისკენ არის და შეგიძლიათ დატესტოთ) ფასი აქ ძვირია.. გამოწერა ჯობია ყველა ვარიანტში, აქაურ ფასებთან შედარებით ბევრად იაფი გამოვა...
რას იტყვით ამ სუნამოზე? Yves Saint Laurent Y EDP

Posted by: spider77 5 Sep 2020, 16:14
QUOTE
f57
YsL Libre კარგი გირჩია ბლექ მენმა. შემოდგომა ზამთრის სეზონის სუნამოა.

up.gif

Posted by: Master_Nick 5 Sep 2020, 21:02
black_man
YSL Y ჩემი აზრით არაფრით გამორჩეული სუნამოა, განსაკუთრებით L Homme და La nuite de' L Homme ის შემდეგ სუსტად გამოიყურება.
ვუტრიალე საყიდლად და კარგი ვქენი რომ არ ვიყიდე wink.gif

Posted by: 4L3X 5 Sep 2020, 22:54
ხალხო ხომ ვერ მეტყვით რომელი სუნამო უნდა ვიყიდო რომ ვეტივერის ნოტა შევისწავლო? (მისაღებ ფასებში)

Posted by: senpai 5 Sep 2020, 23:21
4L3X
QUOTE
რომელი სუნამო უნდა ვიყიდო რომ ვეტივერის ნოტა შევისწავლო? (მისაღებ ფასებში)

გააჩნია როგორი ვეტივერი გინდა, არის რამოდენიმენაირი, სუფთა, გაწმენდილი. არის ისეთი, რომელშიც იგრძნობა შებოლილობა და სიმწარე.

დასაწყისისთვის მე პირადად ამას ვურჩევდი ნებისმიერს.


user posted image

Posted by: rezi0881 5 Sep 2020, 23:23
4L3X

ალბათ მაინც Vetiver Guerlain for men ისე ძაან დიდი არჩევანი კი არის ვეტივერებში მაგრამ, ვეტივერების მოყვარულების მასტ ჰევია. ფასს თუ გავითვალისწინებთ და ბრენდის რეპუტაციასაც ალბათ კარგი არჩევანი იქნება.

Posted by: 4L3X 6 Sep 2020, 00:06
senpai
rezi0881
მადლობა ორთავეს chest.gif

Posted by: spider77 6 Sep 2020, 00:37
QUOTE
Vetiver Guerlain for men ისე ძაან დიდი არჩევანი კი არის ვეტივერებში მაგრამ, ვეტივერების მოყვარულების მასტ ჰევია. ფასს თუ გავითვალისწინებთ და ბრენდის რეპუტაციასაც ალბათ კარგი არჩევანი იქნება.

+1




ჩემი აღმოჩენა - "Open Roger & Gallet".
თამბაქოს არომატის მოყვარულთათის საკმაოდ საინტერესო იქნება. არ მოველოდი იმდენად კარგია.
ფაქტიურად ნარკოტიკია love.gif

Posted by: akako78 6 Sep 2020, 03:30
4L3X

ძვირია თორემ ტომ ფორდის ვეტივერი ედპ ძალაინ მომწონს..თან კომპლექსურია-ფაქტიურად ყველა სეზონია..ვისაც ერთი სუნამო აქვს მაგისთვისაა ნამეტნავად კარგი...სხვათაშორის იაფიანებში კარლ ლაგერფილდის ვეტივერიც არაა ცუდი..რეზიმ რაც გირჩია-გერლენის ვეტივერი ეგ კლასიკაა ზოგადად..

black_man

ორიონი მეც მომეწონა გამოვიდა თუ არა თვალი დავადგი უბრალოდ ვერ ვიყიდე..მერე გაძვირდა კიდევაცsmile.gifY ედპ კი გამყოლია,მაგრამ ძალიან ქიმოზურია ჩემზე ეგ ხაზი და შემაწუხებელია..ინტენსიც არაა ცუდი და ახალიც თეთრი თავსახურით რომ არის მესამე,მაგრამ ძალიან ქიმოზობენ რა-სირცხვილი ივსენ ლორენს..გადიან შანელის ბლუს კლასში,მაგრამ ჩემის აზრით შანელის სამეული ედტ,ედპ და პარფუმი მაგათ სამივეს ჩაისვავს ჯიბეში..
* * *
spider77
ოულდ სქულია თუ არ იმჩნევს?smile.gif
* * *
Khatuta

არ ვიცი მაგის შესახებ რაიმე..მაგრამ მე პირადად ვერ ვენდობი მასეთ საიტებს..უმეტესად 20-30 ლარიან დუბაის ე.წ. ტესტერებს ასხავენ-უნამუსოდ იტყუებიან..

Posted by: spider77 6 Sep 2020, 11:07
akako78
QUOTE
ოულდ სქულია თუ არ იმჩნევს?

წაუოლდსკულებს smile.gif




მგონი გავრეკე gigi.gif
"Havana Aramis" და ეს "Open Roger", ცოტ-ცოტა, თანაბარი წილი შევურიე ერთმანეთში (რაც ერთს აკლია მეორეს აქვს და პირიქით) და ისეთი რაღაცა გამოვიდა ენით ვერ გადმოვცემ.
ეს მიქსი დავისხი ერთი საათის წინ და აი როგორც კატა ვალერიანზე ისე ვარ facepalm.gif

Posted by: akako78 6 Sep 2020, 11:15
spider77

ვა მაგარია..ქიმიკოსობაც შეგითავსებიაsmile.gif

Posted by: Master_Nick 6 Sep 2020, 13:30
დღეს სულ სხვა სუნამოსთვის შევედი ლუტეციაში და ამით გამოვედი bis.gif ბენტლის სუპერქარი არ მყავს, მაგრამ სუნამო გაჩნდა კოლექციაში lol.gif
Bentley Momentum Unlimited - ფლაკონით დაწყებული სურნელით დამთავრებული არის სუპერ! ფასზე აღარ დავწერ არაფერს - 50% სეილია ბრენდზე.
user posted image

Posted by: spider77 6 Sep 2020, 13:39
Master_Nick
QUOTE
შევედი ლუტეციაში და ამით გამოვედი  ბენტლის სუპერქარი არ მყავს, მაგრამ სუნამო გაჩნდა კოლექციაში

მაგარია. smile.gif

მშვიდობაში.

Posted by: akako78 6 Sep 2020, 13:47
Master_Nick
მშვიდობაში..რამდენი ხანი უგრძელდებათ სეილი ხომ არ იცი?

Posted by: black_man 6 Sep 2020, 13:57
Master_Nick
მშვიდობაში... ძალიან კარგია... ხომ არ ჩამოხვედი თბილისში?

Posted by: Master_Nick 6 Sep 2020, 14:18
akako78
black_man
spider77
მადლობა.

akako78
ვაჟაზე ლუტეციაში აქვთ ბენტლიზე ეს სეილი, როგორც მითხრეს, სანამ არ ამოიყიდება პროდუქცია მანამდე გაგრძელდება აქციაც.

black_man
თბილისში საქმეზე ვიყავი ჩამოსული და უკან დავბრუნდი wink.gif

Posted by: akako78 6 Sep 2020, 15:40
spider77

ჰავანას არამისისას როგორ დაახასიათებდი?ან ორიგინალს რომ შეადარო?

Posted by: Khatuta 6 Sep 2020, 16:20
akako78
მადლობა ყურადღებისთვის
Master_Nick
რამდენი გადაიხადეთ 50%-იანი ფასდაკლებით Bentley Momentum Unlimited-ში?

Posted by: spider77 6 Sep 2020, 16:45
akako78
QUOTE
ჰავანას არამისისას როგორ დაახასიათებდი?ან ორიგინალს რომ შეადარო?

ორიგინალი არამისი, არის ნაღდი ოლდ სქული, კლასიკა , ალბათ 1910-იანი წლების ამერიკიდან. უცბად წარმოვიდგენ განგსტერებს ჩიკაგოდან, ტომპსონის ავტომატით ხელში. givi.gif
უხეში, მამაკაცური. აშკარად ცივი სეზონისთვისაა და ეხლა ცოტა უსიამოვნოცაა. გადადებული მაქვს ზამთრისთვის.
მისი ჰავანა კი უფრო ნაზია, ყვავილების სურნელიც ურევია და თამბაქოც სასიამოვნოდ იგრძნობა, ოღონდ ისე გამოკვეთილად არა როგორც "Open Roger"-ში, რომელიც ზემოთ ვახსენე.
იგრძნობა ვეტივერი, ფაჩული, მუხის ხავსი, მიხაკი.
შემიძლია შევადარო კლასიკურ ვერსაჩე ლ'ომს, მისი ლაითი და უფრო ნაზი ვარიანტია, ტყავის ნოტის ნაცვლად თამბაქოთი.
მისი გამოყენება თავისუფლად შეიძლება 10-20 გრადუსის ინტერვალის ამინდში.

საკმაოდ გამძლეა და აქვს საშუალო შლეიფი.
ის მიქსი, ამ დილით ათისკენ დავისხი და ჯერ კიდევ ვტკბები smile.gif

Posted by: Master_Nick 6 Sep 2020, 19:54
QUOTE (Khatuta @ 6 Sep 2020, 16:20 )

Master_Nick
რამდენი გადაიხადეთ 50%-იანი ფასდაკლებით Bentley Momentum Unlimited-ში?

100 მილიგრამიანში 90 ლარი გადავიხადე.

Posted by: spider77 6 Sep 2020, 20:11
QUOTE
100 მილიგრამიანში 90 ლარი გადავიხადე.

მაგარი ფასია.

Posted by: rezi0881 6 Sep 2020, 21:29

ბოლო დღეები ვტესტავ Lothair Penhaligon's, სულ რაღაც ნაცნობს და სასიამოვნოს მახსენებდა, გამახსენდა უცებ და, დავუკავშირე La Nuit de l'Homme Yves Saint Laurent -ს, საკმაოდ საინტერესო მსგავსება აქვთ ორივეს Middle და Base ნოტებში, ლავანდა და კარდამომი ორივეში თითქმის ერთნაირად ჯდება. Lothair-ს ვფიქრობ უფრო საინტერესო ტრანსფორმაცია აქვს, სხვანაირად იხსნება და ბაზაში ემსგავსება, La Nuit ერთ ლეველზე რჩება თავიდანვე.

Posted by: akako78 6 Sep 2020, 21:39
rezi0881
სარტორიალიც ხომ არ დაგიტესტია ახლიდან რევაზ?ან კოლოგნე 33??

კი ლოთაირზე მაინც ჰქონოდათ ფასდაკლება..ბოლოს რომ დავტესტე საკმაოდ გამყოლია..ადრე არ მეჩვენა ასეთი გამყოლი და შლეიფიც მშვენიერი ჰქონდა..გავს რაღაცით-პუდროვანებაც აქვს..მაგრამ კარდამონი უფრო მძლავრი მაინც ლა ნუის აქვს..ტრანფორმაცია რათქმაუნდა ლოთაირს უფრო მეტი აქვს..
* * *
spider77

მშვენიერი დახასიათებააsmile.gif

Posted by: rezi0881 6 Sep 2020, 21:43
akako78

არაა, ბოლო დროს აღარ. გალერიას ლუტეციაში აღარ იდო სარტორიალი.

Posted by: მამაო ენუქი 6 Sep 2020, 21:46
ქალზე, კაცზე და პიდარასტზეც მიდის old.gif

user posted image

Posted by: senpai 6 Sep 2020, 22:21
მამაო ენუქი
მამაოზე ვერ მიდის. sad.gif

Posted by: მამაო ენუქი 7 Sep 2020, 00:26
senpai
მიდის, არმანის ანაფორა თუ გაცვია old.gif

Posted by: Master_Nick 7 Sep 2020, 09:58
მამაო ენუქი
არმანის ანაფორაც არსებობს? wink.gif

spider77
სუნამოც ძალიან კარგია, ეს მომენტუმ ანლიმიტედის სერიაში მე მგონი ყველას ჯობია.

Posted by: 4L3X 7 Sep 2020, 10:05
არმანის ანაფორაზე ვერაფერს ვიტყვი მაგრამ ამ რუს მამაოს ძალიან უყვარს გუჩის და ლუის ვუტონის ფეხსაცმელები და ჩანთები

user posted image

Posted by: პიანისტი 7 Sep 2020, 10:23
4L3X
900 ევროიანი გუჩით მამაო ნახეე, ლუი კიდევ რა ფასიანი აქვს ხზ ?ზოგი 5-10კ ც ღირსlol.gif lol.gif lol.gif ეს გაძარცვეს ჰო?

აჩუქეს ძმაო მრევლმა facepalm.gif

Posted by: Arien 7 Sep 2020, 12:21
QUOTE (Khatuta @ 4 Sep 2020, 14:51 )
გამარჯობა,
ParfumClubGeorgia-სგან ვინმეს თუ გიყიდიათ სუნამო, ფეისბუქზე აქვს გვერდი და ყიდის გრამობით (ანუ დიდ ფლაკონს შლის, ასე ვთქვათ). მაინტერესებს ვინმეს თუ გქონიათ ამ გამყიდველთან შეხება და რამდენად კმაყოფილი ხართ.

ვიყავი მაგ ჯგუფში და დიდად ნდობა არ გამჩენია. https://www.facebook.com/decantperfume1/ ამ გვერდიდან მაქვს შეძენილი,ირმამ ჩემს თვალწინ გადმომისხა ფლაკონიდან,აქვს კარგი კოლექცია, ჩვენსავით გატაცებულია პარფიუმერიით,მისთვის ეს მხოლოდ ბიზნესი არ არის,კარგად ერკვევა,პრეზენტაციებზეც მინახავს.ირმა გონგაძე ასეც მოძებნით და ჯგუფიც აქვს, მგონი ახალი გაკეთებული,მეც დამატების პროცესში ვარ

Posted by: Khatuta 7 Sep 2020, 14:05
Arien
მადლობა,
აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს რჩევას


Posted by: USER001 7 Sep 2020, 17:16
https://www.fragrancenet.com/

26 ში გამოწერილი სუნამო რომელსაც 3-5 დღემდე უნდა დასჭირვებოდა გადამზიდის მისამართზე მისატანად, ახლაც არ მიუტანია ფედექსსს facepalm.gif

მივწერე და 10 მდე თუ არ მოგივიდა მოგვწერე და თანხას დაგიბრუნებთო cry.gif

Posted by: senpai 7 Sep 2020, 17:25
USER001
QUOTE
მივწერე და 10 მდე თუ არ მოგივიდა მოგვწერე და თანხას დაგიბრუნებთო

იმედია გახსნილი და გაყვითლებული არ მოგივა. ყოფილა შემთხვევები

Posted by: USER001 7 Sep 2020, 17:45
QUOTE (senpai @ 7 Sep 2020, 17:25 )
USER001
QUOTE
მივწერე და 10 მდე თუ არ მოგივიდა მოგვწერე და თანხას დაგიბრუნებთო

იმედია გახსნილი და გაყვითლებული არ მოგივა. ყოფილა შემთხვევები

ეგ როგორ? facepalm.gif

ანუ ყუთი გახსნილი?

რამე შეიძლება მოვთხოვო მაგ დროს საიტს?

Posted by: senpai 7 Sep 2020, 17:51
USER001
QUOTE

ეგ როგორ?

ანუ აბრუნებენ ხოლმე ესე მომხმარებლები, როცა არ მოსწონთ და მერე ეგრევე ყიდიან ხოლმე. რამდენი ჩივილი იყო მაგაზე წლების განმავლობაში ვინ იცის.


კიდე არის სიტუაცია როცა აპარებს ბოთლი ზემოდან და ისეთებს ყიდიან. იმიტო არ მევასება ეგ დილერი, არ მომწონს ლატარეის თამაში რა გარტყმაზე შეკვეთა

Posted by: USER001 7 Sep 2020, 17:58
QUOTE (senpai @ 7 Sep 2020, 17:51 )
USER001
QUOTE

ეგ როგორ?

ანუ აბრუნებენ ხოლმე ესე მომხმარებლები, როცა არ მოსწონთ და მერე ეგრევე ყიდიან ხოლმე. რამდენი ჩივილი იყო მაგაზე წლების განმავლობაში ვინ იცის.


კიდე არის სიტუაცია როცა აპარებს ბოთლი ზემოდან და ისეთებს ყიდიან. იმიტო არ მევასება ეგ დილერი, არ მომწონს ლატარეის თამაში რა გარტყმაზე შეკვეთა

მაგ საიტზე ვიკითხე რეკომენდაცია გაუწიეს და მაგიტომ გამოვწერე user.gif

მივწერ ეხლა მოვიკითხავ ამბავს კიდე რატო აგვიანებს..

Posted by: senpai 7 Sep 2020, 18:01
USER001
აცადე ჯერ, მივა წესით. ერთი კვირა ჭირდება ხოლმე მაინც მაგათგან.

არ გეგონოს ყველა შეკვეთა ეგეთი აქვთ და ცუდად ყიდიან ყველაფერს, უბრალოდ ხდება ხოლმე და არაა სასიამოვნო როცა ელოდები და ეგეთ მდგომარეობაში ჩამოდის

Posted by: USER001 7 Sep 2020, 18:05
QUOTE (senpai @ 7 Sep 2020, 18:01 )
USER001
აცადე ჯერ, მივა წესით. ერთი კვირა ჭირდება ხოლმე მაინც მაგათგან.

არ გეგონოს ყველა შეკვეთა ეგეთი აქვთ და ცუდად ყიდიან ყველაფერს, უბრალოდ ხდება ხოლმე და არაა სასიამოვნო როცა ელოდები და ეგეთ მდგომარეობაში ჩამოდის

პირველად არ ვიწერ ნოვთს და რისკების შესახებ ცნობილია ჩემთვისრაც ახლავს გადაზივდას, მომენტში მეგონა ზოგადად ცუდი გამყიდველი იყო ეგ საიტი და მომეშალა ნერვები vik.gif

თუ სტანდარტულია როგორც ამაზონი 6პმ და სხვა საიტები დავუცდი ჩვეულებრივ.


სხვა დროისთვის, გამოწერისას რომელ საიტს გაუწევ რეკომენდაციას?

Posted by: 4L3X 7 Sep 2020, 18:11
QUOTE (პიანისტი @ 7 Sep 2020, 10:23 )
აჩუქეს ძმაო მრევლმა facepalm.gif

lol.gif lol.gif lol.gif

ხალხნო Franck Boclet-ზე, BOIS-ზე, Frapin-ზე და Nobile 1942-ზე რა არზრის ხართ? ვისაც გაქვთ და ვინც იცის ეს კომპანიები.

Posted by: senpai 7 Sep 2020, 18:25
4L3X
QUOTE
Franck Boclet-

50/50 ზე. აქვთ კარგები, აქვთ ბანძები. ახალი ხაზიდან ყველა სოლიდურია და ძალიან ძალიან ძლიერი გამყოლობა აქვთ. ერთი სპრეი მაქსიმუმ. ზამთარშიც.


QUOTE
Frapin

90% კარგები აქვთ, მარა სუსტებია ძირითადში.

QUOTE
BOIS

კარგია მთლიანობაში, მარა არტში გადასდის ხოლმე.

კონკრეტულად რამე გაინტერესებს ?

QUOTE
Frapin

ეს უნდა გაიცნოს სასმლის მოყვარულმა პიროვნებამ, რომელიც აფასებს კარგ ალკოჰოლს. განსაკუთრებით რომის სურნელი აქვთ დამუღამებული კარგად

Posted by: 4L3X 7 Sep 2020, 18:32
senpai
მადლობა.
QUOTE
90% კარგები აქვთ, მარა სუსტებია ძირითადში.

ეს ნობილეზე იგულისხმე ალბათ ხომ?
კაი ერთსაც გკითხვა თქვენის ნებართვით. Jovoy-ზე რა აზრის ხართ? user.gif

QUOTE
კონკრეტულად რამე გაინტერესებს ?

არა ვცდილობ ისეთი ნიშ პარფიუმერიის სახლი ავირჩიო კარგიც რომ იქნება და უფულოთაც რომ არ დამტოვებს. user.gif

Posted by: senpai 7 Sep 2020, 18:40
4L3X
QUOTE
არა ვცდილობ ისეთი ნიშ პარფიუმერიის სახლი ავირჩიო კარგიც რომ იქნება და უფულოთაც რომ არ დამტოვებს.

რაც ჩამოთვალე ეგ კი კარგია, მარა ანუ მაგდენი ბიუჯეტი გაქვს ?

QUOTE
Franck Boclet

ამათი ფასი რა არის ეხლა ნეტა. შარშანდელის მერე არ მინახავს ჩვენ მაღაზიებში. განსაკუთრებით ეს ხაზი მევასება

user posted image
* * *
QUOTE
. Jovoy-ზე რა აზრის ხართ?

არ შეესაბამება მოთხოვნილ ფასს biggrin.gif


ეს ბრენდი ნახე, ხარისხი კარგი აქვთ და იქნებ 100 დოლარამდეც იშოვო ზოგიერთი

user posted image

Posted by: 4L3X 7 Sep 2020, 18:46
senpai
ყველასგან ყიდვას არ ვაპირებ. ერთს ავირჩევ. 611 ლარი ღირს ეგ. მე 400 ლარიან ბოკლეტს ვუმიზნებ.

429 ლარი ღირს JOVOY L' Arome Boutique-ში. spy.gif

Posted by: senpai 7 Sep 2020, 18:48
4L3X
ამას ხო არა ?

user posted image

Posted by: 4L3X 7 Sep 2020, 18:50
senpai
QUOTE (senpai @ 7 Sep 2020, 18:48 )

ამას ხო არა ?

user posted image

ეგ ზამთრისთვის.


429 ლარი ღირს JOVOY L' Arome Boutique-ში. spy.gif

Posted by: senpai 7 Sep 2020, 18:53
QUOTE
429 ლარი ღირს JOVOY L' Arome Boutique-ში

კარგი, მაშინ გირჩევ biggrin.gif

user posted image

Posted by: მამაო ენუქი 7 Sep 2020, 18:56
senpai
QUOTE
Frapin

კონიაკს ვსვავ ხოლმე , პარფიუმიც თუ ქონდათ არ ვიცოდი, დავითრევ კონიაკის ხათრით gigi.gif

Posted by: Lallana 7 Sep 2020, 20:17
მეგობრებო ცივი სეზონისთვის რომელია ამათგან ოფისში სატარებლად ყველაზე მეტად მისაღები და თან მდგრადობაც რომ ნორმალური ჰქონდეს??

Farenheit Dior
Bently intense
Carolina herrera prive
Encre noire l'extrime

Posted by: senpai 7 Sep 2020, 20:25
მამაო ენუქი
QUOTE
კონიაკს ვსვავ ხოლმე , პარფიუმიც თუ ქონდათ არ ვიცოდი, დავითრევ კონიაკის ხათრით

კონიაკის პონტში ეს ცადე

user posted image


Lallana
QUOTE
Farenheit Dior

QUOTE
Encre noire l'extrime

გარანტირებული მდგრადობა

Posted by: Master_Nick 7 Sep 2020, 20:25
USER001
Ebay გირჩევ მე, ყველაზე უპრობლემო და გამოცდილი სავაჭრო პლატფორმაა ელექტრონულ კომერციაში.

Posted by: მამაო ენუქი 7 Sep 2020, 20:25
senpai
აქ იყიდება ?

Posted by: senpai 7 Sep 2020, 20:34
მამაო ენუქი
ვულე ვუში შეიარე და დატესტე

Posted by: rezi0881 7 Sep 2020, 20:53

მართლაც მშვენიერია.

user posted image


Posted by: Arien 7 Sep 2020, 20:53
https://www.fragrancenet.com/ ამ საიტიდან თითქმის ყოველ თვე ვიწერ.ახლაც ორ სექტემბერს გამოვიწერე და თრექინგით მიჩვენებს რომ რვაში საღამოს მიიტანენ
usa2georgia-ს ოფისში.წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი სუნამო მაქვს ნაყიდი და არცერთი შემთხვევა არ მქონია ფლაკონი ყოფილიყოს დაზიანებული ან ყუთი გახსნილი.ერთხელ იყო eutopie-ს თეთრი ყუთი მცირედ დალაქავებული.ეს ახალი ფრანგული ნიშ ბრენდია,სუნამო შევიძინე თითქმის მესამედ ფასში და ლაქასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ მაქვსsmile.gif) ასეთია ჩემი პირადი გამოცდილება.

Posted by: USER001 7 Sep 2020, 21:09
QUOTE (Master_Nick @ 7 Sep 2020, 20:25 )
USER001
Ebay გირჩევ მე, ყველაზე უპრობლემო და გამოცდილი სავაჭრო პლატფორმაა ელექტრონულ კომერციაში.

იბეი ვიცი კარგად, უბრალოდ რასაც პარფიუმერია ეწოდება,არ ვიცი ავთენტურობის დადგენა როგორ ხდება, და ამიტომ იბეის ავარიდე თავი პარფიუმერიის საკითხში.

Posted by: Arien 7 Sep 2020, 21:10
www.scentbird.com - აქედანაც იღბლიანად ველოდები მეოთხე ამანათს - მორიგ ამუაჟს და აქვა დი პარმას ვარდს.ჯერ მიმართლებს...

Posted by: black_man 7 Sep 2020, 22:22
ფრაპინის ჰუმანისტია ძალიან მაგარი...... yes.gif yes.gif

Posted by: senpai 7 Sep 2020, 23:06
black_man
QUOTE
ფრაპინის ჰუმანისტია

გახსნა აქვს იმენა ანგელოზების ღრუბლებთან სიახლოვის ტოლფასი up.gif



კაი ბრენდია ზოგადად. საყურადღებო ვისაც უყვარს ალკოჰოლი და სუნელები


QUOTE
Ebay გირჩევ

სანდო სელერების სიაც დაიდება და მაქსიმალურად გამოირიცხება ფეიკის ამბები.

იმ საიტიდან ლატარეის თამაშს მართლა მირჩევნია 3-5 დოლარით მეტი მივცე და სწრაფი შიპინგით სანდო სელერისგან ვიყიდო ეგრევე.




* * *
არიქა lol.gif lol.gif


user posted image



Posted by: Lamorac 8 Sep 2020, 08:11
dolce gabana the one

მომეწონა

კარგი საშემოდგომო ვარიანტი უნდა იყოს

მოტკბო სუნი აქვს, ოღონდ არც ძაან გამაღიზიანებული სიტკბო აქვს (მაგალითად როგორც არმანის for you-ს)

250 ლარი 50 მლ-იანი
ვუტრიალებ ცოტა ხანს კიდე

Posted by: Arien 8 Sep 2020, 08:12
ე.ი.იუზერები და ავენტუსი: 1.მოსწონთ ავენტუსი,ყიდულობენ და არიან მშვიდად.
2.არ მოსწონთ ავენტუსი,არ ყიდულობენ, მაგრამ არიან მშვიდად.
3.მოსწონთ ავენტუსი,ეძებენ მათთვის მისაღებ კლონს,ყიდულობენ და არიან მშვიდად.
4.ხალხი რომელთაც ავენტუსი უბრალოდ არ აინტერესებთ.
5.ავენტუსით ტრავმირებული - ისტერიულ-აგრესიული პოსტინგი.

პ.ს.შვებულებაში ვარ,ბევრი დრო მაქვს.

Posted by: Lamorac 8 Sep 2020, 08:57
Arien
მე ვერ ჩავჯექი თქვენს კატეგორიებში

მე-6 კატეგორიას დავამატებდი:

მომწონს, ვერ ვყიდულობ. შესაბამისად, ხან ვარ მშვიდად, ხან ვერა

biggrin.gif


პ.ს.
კლონების სია დაიდოს vik.gif

Posted by: senpai 8 Sep 2020, 10:39
კატეგორიებად ხალხის დაყოფა ვერაა მთლად კარგი საქციელი ესეთ ჰობიში. თავისუფალი ადამიანები არ ექცევიან ეგეთ ჩარჩოებში. biggrin.gif



ადამიანი, რომელიც ძველ წყენებს ვერ ივიწყებს და აწმყოშიც წარსულის თვალით იყურება, აი ეგაა ცოტა საფრთხილო.


როგორი საინტერესოა ისე, რომ ნებისმიერ ჰობიში ჩანს ადამიანის ინდივიდუალიზმი.


ეს დააბრუნონ ნეტა ოდესმე sad.gif

user posted image

Posted by: spider77 8 Sep 2020, 17:35
Lamorac
QUOTE

250 ლარი 50 მლ-იანი
ვუტრიალებ ცოტა ხანს კიდე

The One -ისთვის ცოტა ძვირია.
გაცილებით იაფად (მინიმუმ ორჯერ იაფად) გამოიწერ.

Posted by: senpai 8 Sep 2020, 18:03
4L3X
ეს ბრენდი ცადე ?

user posted image

Posted by: Master_Nick 8 Sep 2020, 18:40
Lamorac
ავენტუსის კლონი თუ გაინტერესებს ნახე zara vibrant leather, ამასწინათ დავტესტე და ეგეთი მსგავსება მე არ ვიცი. კაპიკები ღირს თან.


Posted by: senpai 8 Sep 2020, 18:58
ახალი წელი მოსულა და არ გვცოდნია bis.gif


user posted image


user posted image

Posted by: black_man 8 Sep 2020, 19:17
Master_Nick
სად შეიძლება დატესტვა და რა ღირს? zara vibrant leather

Posted by: 4L3X 8 Sep 2020, 19:23
QUOTE (senpai @ 8 Sep 2020, 18:03 )
4L3X
ეს ბრენდი ცადე ?

user posted image

ეგ ცოტა ცდება ჩემს ბიუჯეტს. ვფიქრობ მაგაზეც. Comme des Garcons და Alexandre J უფრო ვუმიზნებ. კიდევ Floris ვუტრიალებ. მაგრამ რეპლიკა თუ ჯობია დანარჩენებს ჯანდაბას ცოტა გადავჭიმავ საბანს.

Posted by: senpai 8 Sep 2020, 19:26
4L3X
QUOTE
Alexandre J

ამას იბეიზე უნდა ჩაუჯდე და დაჟე 60 დოლარადაც შეიძლება იშოვო. მე მგონი 56 დოლარი მივეცი ბოლოს. მარა ვერ ვიტყვი რო ხარისხით იმათთან ახლოსაა.

QUOTE
Floris

up.gif

Posted by: 4L3X 8 Sep 2020, 19:33
QUOTE (senpai @ 8 Sep 2020, 19:26 )
QUOTE
Floris

up.gif

კაი, ალექსანდრე გამოირიცხა. Floris EDT-ები როგორი აქვთ გამძლე თუ სუსტი?

Posted by: senpai 8 Sep 2020, 19:40
4L3X
QUOTE
, ალექსანდრე გამოირიცხა

რატო ? იქნებ მოგეწონოს რამე ისე რომ ეგრევე იყიდო. მაგალითად ეს

Zafeer Oud Vanille

user posted image



QUOTE
Floris EDT-ები როგორი აქვთ გამძლე თუ სუსტი?

გამძლეებია.

Posted by: USER001 8 Sep 2020, 19:41
QUOTE (black_man @ 8 Sep 2020, 19:17 )
Master_Nick
სად შეიძლება დატესტვა და რა ღირს? zara vibrant leather

+1
ლუტეციაში არ იყო ავენტუსის ტესტერი და მაგ რეპლიკას მაინც გავსინჯავ user.gif

Posted by: Master_Nick 8 Sep 2020, 19:47
QUOTE (black_man @ 8 Sep 2020, 19:17 )
Master_Nick
სად შეიძლება დატესტვა და რა ღირს? zara vibrant leather

თბილისი მოლის ზარაში ვნახე 3 დღის წინ, იყიდება ცალკე და წყვილშიც zara vibrant leather oud თან ერთად

Posted by: USER001 8 Sep 2020, 21:35
QUOTE (Master_Nick @ 8 Sep 2020, 19:47 )
QUOTE (black_man @ 8 Sep 2020, 19:17 )
Master_Nick
სად შეიძლება  დატესტვა და რა ღირს?  zara vibrant leather

თბილისი მოლის ზარაში ვნახე 3 დღის წინ, იყიდება ცალკე და წყვილშიც zara vibrant leather oud თან ერთად

რომელი უფრო გავს ავენტუსს?

დაბალი ფასი= ხარისხს თუ კარგია?

Posted by: Master_Nick 8 Sep 2020, 21:53
USER001
Zara vibrant leather არის ავენტუსის კლონი. ავენტუსის ორიგინალი ატომაიზერიც მაქვს და დიდი სხვაობა მე ვერ ვნახე, განსაკუთრებით ახლად დასხმულზე ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.
თუ მოგწონს ეგ სურნელი იყიდე ზარა, 100 კაციდან ალბათ 98 ვერ გაარჩევს სხვაობას, ნუ პარფიუმერიის კორიფეებს არ ვგულისხმობ ცხადია wink.gif

Posted by: USER001 8 Sep 2020, 22:08
QUOTE (Master_Nick @ 8 Sep 2020, 21:53 )
განსაკუთრებით ახლად დასხმულზე ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.
თუ მოგწონს ეგ სურნელი იყიდე ზარა, 100 კაციდან ალბათ 98 ვერ გაარჩევს სხვაობას,

სურნელს კარგად ინარჩუნებს? spy.gif

CDNI ან ზარა

შემოდგომა/ზამთრის სეზონზე კარგია?

Posted by: Lamorac 10 Sep 2020, 07:20
ლუტეციას აქვს ფასდაკლება

საბოლოოდ givenchy gentleman პარფუმე ვიყიდე

საერთოდ არ ვაპირებდი ამის ყიდვას.

მეტიც, ჩამოყალიბებული ვიყავი დოლჩე გაბანა the one მეყიდა. თუმცა, ზემოთხსენებული შემთხვევით რომ დავისხი ისე მომეწონა წამებში გადავწყვიტე ამეღო.

204 ლარი გამოვიდა 50 მლ-იანი. 90 ლარი დამიკლეს ზუსტად.

Master_Nick
რამდენად სინდისიერი საქციელია კლონის ყიდვა? biggrin.gif

Posted by: spider77 10 Sep 2020, 08:54
Lamorac
მშვიდობაში.

QUOTE
givenchy gentleman

მე ამისი EDT ვერსია უფრო მომწონს.

Posted by: senpai 10 Sep 2020, 11:17
ისწავლა ჭკუა ამ კაცმა. ბოლო ორი წელი აღარ მაღიზიანებს კომპოზიციებით


user posted image



Posted by: 4L3X 10 Sep 2020, 11:24
senpai
Mancera-ს სუნამოები უნდა გეცადა მაშინ. იგივე პიერ მონტალის არის ოღონდაც უფრო რაფინირებული და დახვეწილი იყო ყოველთვის.

Posted by: senpai 10 Sep 2020, 11:33
4L3X
QUOTE
Mancera-ს სუნამოები უნდა გეცადა მაშინ. იგივე პიერ მონტალის არის ოღონდაც უფრო რაფინირებული და დახვეწილი იყო ყოველთვის.

ვიცი კაცო biggrin.gif ამეებზე ვამბობ, თორე მანსერას არასოდეს ქონია ეგ პრობლემა, იქ უფრო შეკავებულია ხოლმე.

2019-2020 ყველაფერი არის დაბალანსებული და გაცილებით ადვილად ტარებადი, ვიდრე ოდესმე მაქამდე.

Posted by: 4L3X 10 Sep 2020, 11:42
senpai
უყვარს მაგ კაცს უდი და მოკალი თუ გინდა.

Posted by: senpai 10 Sep 2020, 12:45
4L3X
თამბაქოს ნოტა მოგწონს ?



Posted by: 4L3X 10 Sep 2020, 12:52
senpai
QUOTE (senpai @ 10 Sep 2020, 12:45 )
თამბაქოს ნოტა მოგწონს ?

Red Tobacco უნდა შემომთავაზო? gigi.gif
კი მომწონს თამბაქო.

Posted by: senpai 10 Sep 2020, 13:21
4L3X
QUOTE
Red Tobacco უნდა შემომთავაზო?

არა, ეგ ექსტრიმია. biggrin.gif

QUOTE
კი მომწონს თამბაქო.

არა ნიშა, მარა ყოველდღიურად სახმარად, ლაითი და სასიამოვნო

user posted image

Posted by: 4L3X 10 Sep 2020, 15:03
QUOTE (senpai @ 10 Sep 2020, 13:21 )
არა ნიშა, მარა ყოველდღიურად სახმარად, ლაითი და სასიამოვნო

მადლობა მაგრამ გადავწყვიტე რომ დიზაინერულბზე აღარდავხარჯო ფული. ჰა, ჰა ისეთებზე აი ნიშას ხარისხში რომ გადადის.

Posted by: senpai 10 Sep 2020, 15:16
4L3X
QUOTE
გადავწყვიტე რომ დიზაინერულბზე აღარდავხარჯო ფული

კარგი, მაშინ ნაღდ ნიშეს გესვრი ეგრევე. biggrin.gif

თამბაქოს დასტოინი წარმომადგენელი

user posted image

Posted by: 4L3X 10 Sep 2020, 16:39
QUOTE (senpai @ 10 Sep 2020, 15:16 )
თამბაქოს დასტოინი წარმომადგენელი


ეს ინდის უფრო გავს ვიდრე ნიშას. საქართველოში ეს არ არის და ბრმად არ ვყიდულობ სუნამოებს. რა ღირს ისე?

Posted by: senpai 10 Sep 2020, 16:49
4L3X
ვახ, სემპლი იყიდე შენც და დატესტე biggrin.gif 10

ეგრე 90% არაა წარმოდგენილი აქ და ხელი უნდა ჩაიქნიო კაცმა ?


84 დოლარი ღირდა ადრე, ეხლა აზრზე არა ვარ.


ირისის მოყვარულებმა ეს დატესტეთ ისე. იქნებ აღმოჩენაც იყოს ზოგისთვის.


user posted image

Posted by: Master_Nick 10 Sep 2020, 21:27
QUOTE (Lamorac @ 10 Sep 2020, 07:20 )


Master_Nick
რამდენად სინდისიერი საქციელია კლონის ყიდვა? biggrin.gif

Zara vibrant leather vs Creed aventus, 70 Gel VS 900 Gel, ავენტუსის სურნელის მოყვარული რომ ვიყო, ერთი წუთითაც კი არ შემაწუხებდა სინდისის ქენჯნა ისე გავაკეთებდი ზარას სასარგებლოდ არჩევანს. lol.gif

annick goutal eau d'hadrien - 50% ფასდაკლებით ჭავჭავაძის ლუტეციაში,
ზაფხულის იდეალური გამაგრილებელი სუნამოა
user posted image

Posted by: USER001 10 Sep 2020, 23:39
QUOTE (USER001 @ 8 Sep 2020, 22:08 )
QUOTE (Master_Nick @ 8 Sep 2020, 21:53 )
განსაკუთრებით ახლად დასხმულზე ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.
თუ მოგწონს ეგ სურნელი იყიდე ზარა, 100 კაციდან ალბათ 98 ვერ გაარჩევს სხვაობას,

სურნელს კარგად ინარჩუნებს? spy.gif

CDNI ან ზარა

შემოდგომა/ზამთრის სეზონზე კარგია?

ვისაც ორივე გქონიათ გაგვიზიარეთ გამოცდილება. 2kiss.gif

Posted by: Hyperzet 11 Sep 2020, 03:20
ამას წინათ ვიკითხე - არმანის Acqua di Gioia მაინტერესებდა, ვიპკურე და საერთოდ არ ჰქონდა ცივი ნოტები.
უარესი, ტკბილის შთაბეჭდილება დატოვა.
სურნელი კარგია, მაგრამ ცივი არაა.

ტომ ფორდის ვანილი -თამბაქოს თქვენეული , პროფესიონალური დახასიათება მაინტერესებს.
user posted image

Posted by: Lamorac 11 Sep 2020, 07:05
Hyperzet
აკუა დი ჯიო ტკბილი რანაირად არის biggrin.gif


Posted by: spider77 11 Sep 2020, 07:14
Lamorac
QUOTE
აკუა დი ჯიო ტკბილი რანაირად არის

"ჯიოია-ო, ანუ ქალის სუნამოზეა საუბარი. smile.gif

Posted by: Lamorac 11 Sep 2020, 07:23
spider77
აჰა გასაგებია
პარდონ

Posted by: Hyperzet 11 Sep 2020, 14:05
Lamorac
spider77
თემა ხომ არ მეშლება და მამაკაცის პარფუმ-ში ვპოსტავ?
გოგოების სადაა, მოდერ? biggrin.gif

Posted by: 4L3X 11 Sep 2020, 14:07
Hyperzet
საქართველოში კაცები უფრო დახვეწილები აღმოჩნდით boli.gif
კარგი, გული არ გაიტეხო. არის აქ ერთი მანდილოსანი, სუნამოების დიდი მოყვარული.

Posted by: Hyperzet 11 Sep 2020, 14:19
4L3X
QUOTE
საქართველოში კაცები უფრო დახვეწილები აღმოჩნდით

აშკარად biggrin.gif
და ძალიან მაგარი მომენტია. love.gif

კინაღამ დავეჭვდი, ხან მშენებლობა -რემონტში მეგონა თავი, ხან ავტომობილებში.

rolleyes.gif

Posted by: senpai 11 Sep 2020, 14:47
Hyperzet
ერთი სიტყვით თუ გინდა მაგის აღწერა გეტყვი - ფასისთვისშეუფერებელი biggrin.gif

დაჟე ალტერნატივებს გეტყოდი, მარა ვეჭვობ ბრენდმა მოგხიბლა და არ უღალატებ.

Posted by: Lamorac 11 Sep 2020, 15:00
4L3X

QUOTE
საქართველოში კაცები უფრო დახვეწილები აღმოჩნდით

არაა ეგრე
კაცებს შორის მაგარი დაბალი კონკურენციაა ჩვენთან biggrin.gif

Posted by: Hyperzet 11 Sep 2020, 15:02
senpai
QUOTE
ერთი სიტყვით თუ გინდა მაგის აღწერა გეტყვი - ფასისთვისშეუფერებელი .
დაჟე ალტერნატივებს გეტყოდი, მარა ვეჭვობ ბრენდმა მოგხიბლა და არ უღალატებ.


ვიპკურე ლუტეციაში ... მისტიკა, ღამე, სავსემთვრეობა, ბლუზი და დროში მოგზურობა ერთად აირია ამ სურნელში.

ალტერნატივა- Nasomatto Narcotic V -ის მაინტერესებს.
love.gif

Posted by: senpai 11 Sep 2020, 15:09
Hyperzet
QUOTE
ვიპკურე ლუტეციაში ... მისტიკა, ღამე, სავსემთვრეობა, ბლუზი და დროში მოგზურობა ერთად აირია ამ სურნელში.

კარგია. ესეიგი გიპოვია საშენო პარფიუმი.


QUOTE
Nasomatto Narcotic V

მთვარე და სიგრილე. ახლოს წყალი მოედინება, აგრილებს და ასაზრდოებს ყვავილებს. მოდის ერთდროულად ყვავილის სიკტბოება, სიმწვანე და სინაზე. გვერდით საყვარელი ადამიანია, ვისი იმედიც გაქვს და გრძნობ მის მზრუნველობას. ფიქრობ ამ ყველაფერზე და გინდა შეინარჩუნო ეს წამი.


ესეთი აღწერები მოგწონს ?

Posted by: Hyperzet 11 Sep 2020, 15:13
senpai
QUOTE
კარგია. ესეიგი გიპოვია საშენო პარფიუმი.

მთლად საჩემო არაა, მაგრამ ძალიან მისტიურად მიზიდავს,
აი ისეთია, რომ უნდა მქონდეს.

QUOTE
მთვარე და სიგრილე. ახლოს წყალი მოედინება, აგრილებს და ასაზრდოებს ყვავილებს

აღწერის ფორმას არ აქვს მნიშვნელობა, მთვარია მიხვდე რა იქნება.

შენი დახასიათებით გრილია, რომანტიული, დამოუკიდებელი.
წესით ძალიან, ძალიან უნდა მომეწონოს.
<3

Posted by: senpai 11 Sep 2020, 15:19
Hyperzet
QUOTE
წესით ძალიან, ძალიან უნდა მომეწონოს.

რომანტიულად ავღწერე, მარა სუბიექტურად თუ ვიტყვი, სექსუალურია ზედმეტად. ლტოლვის არომატია უფრო. გამაბრუებელი. ზოგადად ტუბეროზას ახასიათებს ეგ.

ეს სუნამო ნახე თუ მოგეწონება ეგეთი პროფილის არომატები. ბომბია მაგ მხრივ, ოღონდ უნისექსი.

user posted image

Posted by: Hyperzet 11 Sep 2020, 15:25
senpai
QUOTE
სუბიექტურად თუ ვიტყვი, სექსუალურია ზედმეტად. ლტოლვის არომატია უფრო. გამაბრუებელი.

ობიექტურადაც მგონი.
ეგრე ახასიათებენ ზუსტად და მაგიტომ დამაინტერესა.

QUOTE
ს სუნამო ნახე თუ მოგეწონება ეგეთი პროფილის არომატები. ბომბია მაგ მხრივ, ოღონდ უნისექსი.

მადლობა, აუცილებლად ვნახავ მაგას. bis.gif
მგონი სწორ გზაზე დავდექი.
yes.gif

Posted by: senpai 11 Sep 2020, 15:28
Hyperzet
არაა პრობლემა, დაწერე მერე რა მოგეწონება, ავარჩიოთ და გავარჩიოთ ერთად


ქალზე ზედმეტად პრეტენზიული ვარ ხოლმე არომატების მხრივ. მარა ამან ძაან მომაწონა თავი.

user posted image

Posted by: USER001 11 Sep 2020, 18:28
QUOTE (USER001 @ 10 Sep 2020, 23:39 )
QUOTE (USER001 @ 8 Sep 2020, 22:08 )
QUOTE (Master_Nick @ 8 Sep 2020, 21:53 )
განსაკუთრებით ახლად დასხმულზე ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.
თუ მოგწონს ეგ სურნელი იყიდე ზარა, 100 კაციდან ალბათ 98 ვერ გაარჩევს სხვაობას,

სურნელს კარგად ინარჩუნებს? spy.gif

ზარა

შემოდგომა/ზამთრის სეზონზე კარგია?

ვისაც ორივე გქონიათ გაგვიზიარეთ გამოცდილება. 2kiss.gif

ვიყიდე + ოუდი (ერთად დევს ყუთში) 60-60 მლ ვისაც აინტერესებს 89 ლარი ღირს.


ZARA VIBRANT LEATHER- ავენტუსს თუ ეს სურნელი აქ და ამაზე გიჟდება ხალხი givi.gif

რაღაც უფრო სხვანაირი მეგონა.

ცუდი არაა მთლიანობაში კარგია.

მაჯაზეა 1 საათზე მეტია და სასიამოვნო სურნელი აქვს ჯერ.

ოუდი არვიცი ჯერ.


Posted by: akako78 11 Sep 2020, 18:32
senpai
ეგ კოკაინი კარგი რამეა..ბოკლეს ტობაკო მოგწონს?

Posted by: Master_Nick 11 Sep 2020, 18:45
USER001
გილოცავ up.gif მიდი ეხლა ლუტეციაში და 1200 ლარიან ორიგინალს შეადარე wink.gif
ისე ჯერ დაგეტესტა, გენახა სურნელი და მერე გეყიდა, ჩემთვისაც დიდი არაფერი განსაკუთრებული სურნელია, თუმცა ბევრს მოსწონს.

Posted by: senpai 11 Sep 2020, 19:13
akako78
QUOTE
ბოკლეს ტობაკო მოგწონს?

yes.gif

სიყვარულის პერიოდი არ მაქვს ჯერ, მარა მომწონს ცალსახად. ბევრ სუნამოს არ აქვს ეგეთი ქლიავის ნოტა და სატარებლადაც უფრო სასიამოვნოა

Posted by: Master_Nick 11 Sep 2020, 19:29
ამ გიფტ სეტს გავცვლი შემოდგომა ზამთრის საინტერესო სუნამოში.
15 მილიგრამიანებია ოთხივე, ახლებია და ორიგინალი. ინგლისიდან ჩამოტანილი.
user posted image
user posted image

Posted by: Dato10kokli 11 Sep 2020, 20:13
გერლენს ვინც იცნობთ კარგად, Heritage EDP როგორი სუნამოა? ღირს პირდაპირ გამოწერად?

Posted by: USER001 11 Sep 2020, 22:33
QUOTE (Master_Nick @ 11 Sep 2020, 18:45 )
USER001
გილოცავ up.gif მიდი ეხლა ლუტეციაში და 1200 ლარიან ორიგინალს შეადარე wink.gif
ისე ჯერ დაგეტესტა, გენახა სურნელი და მერე გეყიდა, ჩემთვისაც დიდი არაფერი განსაკუთრებული სურნელია, თუმცა ბევრს მოსწონს.

ვნახე სურნელი ფასთან შედარებით კარგი აქვს ძალიან ამიტომაც ვიყიდე.
ოუდიც ვნახე და კარგია.

ლიუტეციაში 2 ჯერ ვიყავი,არცერთხელ არ ქონდათ ავენტუსის ტესტერი ამიტომ სანტალი შევარჩიე და გამოვწერე givi.gif

Posted by: black_man 11 Sep 2020, 22:33
Master_Nick
მშვენიერი გიფტ სეტია...
USER001
ხანგრძლივობა რამდენი ხანი ექნება დააკვირდი აბა.............. yes.gif

Posted by: rezi0881 11 Sep 2020, 23:31
Dato10kokli
QUOTE
გერლენს ვინც იცნობთ კარგად, Heritage EDP როგორი სუნამოა? ღირს პირდაპირ გამოწერად?


გაუმარჯოს, რთული სარჩევია Heritage ბრმად გამოსაწერად, უფრო ოლდსქულ კლასიკური ვარიანტია თუმცა მდიდრული და ელეგანტური, ცოტა რთულიც.. არ დამიტესტავს მაგრამ ჩემი აზრი ასეთია შეფასებებიდან გამომდინარე.. პრობი მქონდა Roja Danger ის რომელიც გავს ჰერიტაჯს, მომწონდა მაგრამ როჟას ფასისთვის ნამეტანი ძვირი იყო.
კოლექციისთვის თუ ფიქრობ აქვს თავის ადგილი ისეთი სუნამოა, უფრო კლასიკური ჩაცმულობის და გრილი სეზონის არის,

Posted by: Dato10kokli 11 Sep 2020, 23:43
rezi0881

მინდა რამე ხარისხიანი ზამთრის, ოღონდ ტკბილი/ფემინინური რომ არ იყოს, და არც მაინცდამაინც მეინსტრიმი, უმეტესობა რაც პოპულარულია უფრო უნისექსისკენ იხრება,

ალბათ გავრისკავ მაგას

Posted by: rezi0881 11 Sep 2020, 23:52
Dato10kokli

თუ გამოწერ დაწერე აბა მერე, მაინტერესებს როგორ შეაფასებ, როჟა ნამდვილი მასკულინური და მკაცრი იყო, ეგაც მასეთი ვარიანტი იქნება. ხარისხს რაც შეეხება გერლენს უჭირავს მაღალი ხარისხი დიზაინერებში..

Posted by: Dato10kokli 12 Sep 2020, 00:00
rezi0881
კი ამ დღეებში გამოვიწერ და დავწერ რა იქნება

საბოლოოდ ამ 3-ზე დავედი გერლენიდან
Habit Rouge Eau de Parfum Guerlain for men
L'Instant de Guerlain pour Homme EDP Guerlain for men
Heritage Eau de Parfum Guerlain for men

Posted by: rezi0881 12 Sep 2020, 00:37
Dato10kokli

QUOTE
Habit Rouge Eau de Parfum Guerlain for men
L'Instant de Guerlain pour Homme EDP Guerlain for men


ამეებს ბრმად ნუ გამოწერ, ვუ-ლევუში ან ლუტეციაში დატესტე, აქვთ.
Heritage ია რედკი.

ესაც ნახე თუ არ იცი Guerlain Homme Eau de Parfum მშვენიერია.


Posted by: ჩემიკაინიკალაი 12 Sep 2020, 10:53
user posted imageuser posted image

მეგობრებო დღესვე თუ იყიდით ვინმე 100 ლარად წაიღეთ . ვფიქრობ ძალიან კარგი ფასია

Posted by: spider77 12 Sep 2020, 13:51
QUOTE (ჩემიკაინიკალაი @ 12 Sep 2020, 10:53 )
user posted imageuser posted image

მეგობრებო დღესვე თუ იყიდით ვინმე 100 ლარად წაიღეთ . ვფიქრობ ძალიან კარგი ფასია

ნამდვილად კარგი ფასია, ნუ ვისაც მოსწონს იმისთვის.

Posted by: Dato10kokli 12 Sep 2020, 14:23
მოკლედ არომა ბუტიკში ვიყავი, ვიყიდე Bocklet Sugar საჩუქრად, საერთოდ ეს სუნამოები ძაან მომეწონა, კოკაინს და ეროტიკს ვფიქრობ სამომავლოდ რომ ვიყიდო

Puredistance ცალკე აღნიშვნის ღირსია, მოკლედ მივხვდი რომ ექსტრატებია საჩემო და ედპ ედტ-ს თავი უნდა დავანებო

Posted by: rezi0881 12 Sep 2020, 20:23
Dato10kokli

ბოკლეს ეგ ხაზი ძალიან მდგრადებია ექსტრაქტებია, შენი ცხვირი კარლაილს მიეჩვია და სხვა რამეები სულ სუსტები გეჩვენება ალბათ biggrin.gif
ნოტების მიხედვით ხაზი რო აქვს მანდაც საინტერესო რამეები აქვს ბოკლეს. Cafe Franck Boclet ეს ბოლოა საინტერესოა, ყავის სუნი თუ მოგწონს.

Puredistance - ამ ბრენდს როჟა დავმა შეუქმნა სუნამო M - იმდენად მაგარი და პოპულარული გამოუვიდა მერე თავის ბრენდშიც გამოუშვა Fetish Pour Homme - თითქმის ერთნაირი სუნი აქვს ორივეს.. ტყავის სუნამოებში არის ბომბები.





Posted by: Dato10kokli 12 Sep 2020, 20:34
rezi0881
Puredistance Black იყო ბომბა, მაგრამ რეალურად 500$-ზე მეტი გამოდის 100მლ რაც ძალიან ბევრია, ექსტრაქტისთვისაც კი, ბოკლე კარგ ფასებში აქვთ, თან ფასდაკლებებსაც აკეთებენ
გამოწერით იბეიზე სულ რუსეთიდან არის, ამიტომ არ ღირს ალბათ, სხვაგან ვერც ვნახე, რომელიმე რომ გამოვიწერო

Posted by: spider77 12 Sep 2020, 22:39
ჩამომივიდა Ferrari Uomo.
წააგავს აქუა ფარენჰეიტს.
სტარტზე ერთი-ერთშია, ბოლოსკენ უფერულდება.

გაზაფხულ-შემოდგომაზე წავა რაა, სეირნობისას.

user posted image


ეხლა მერსედესს ველოდები givi.gif

Posted by: Master_Nick 12 Sep 2020, 22:55
spider77
მერსედესის რომელ მოდელს ელოდები?smile.gif

ბენტლის მომენტუმი თუ დატესტე? მე მგონი საავტომობილო სუნამოებში ბენტლი პირველია.

Posted by: USER001 12 Sep 2020, 23:21
QUOTE (black_man @ 11 Sep 2020, 22:33 )

USER001
ხანგრძლივობა რამდენი ხანი ექნება დააკვირდი აბა.............. yes.gif

ესეიგი დღეს ვატარე Zara vibrant leather თბილისის ამინდის პირობებში და გრუბად რომ ვთქვათ 5 საათი იყო შესამჩნევი, კომპლიმენტებიც იყო yes.gif

როდესაც გაბანას ლაით ბლუს რომ ვატარებ ვერავინ ამჩნევს facepalm.gif

ოუდი ჯერ არ ვიცი ცოტა ტკბილი სურნელი აქ და მემგონი ზამთარში უფრო წავა.

Posted by: spider77 12 Sep 2020, 23:26
Master_Nick
QUOTE
მერსედესის რომელ მოდელს ელოდები?

ბენტლის მომენტუმი თუ დატესტე? მე მგონი საავტომობილო სუნამოებში ბენტლი პირველია.

მერსედესის ინტენსს ველოდები 100მლ.-ს.

ბენტლის 10 მლ-იანი ტესტერი მაქვს გამოწერილი.
რევიუებში ვკითხულობ, ბევრი წერს რომ ტკბილი გემო აქვსო და ამიტომ გამოვიწერე პატარა ტესტერი. ტკბილების აბსოლუტური უმრავლესობა მაფრთხობს.

Posted by: Master_Nick 13 Sep 2020, 13:07
spider77
საინტერესოა მერსედესზე შენი შეფასება,
ტკბილებს მევ ვერ ვიტანsmile.gif ბენტლის მომენტუმი არ არის ტკბილი.

მე ამას ველოდები
user posted image

Posted by: Lamorac 13 Sep 2020, 13:15

QUOTE
როდესაც გაბანას ლაით ბლუს რომ ვატარებ ვერავინ ამჩნევს

ეგეთი სუნამო მგონია, რომ არაც არავინ უნდა შეგამჩნიოს იმ ერთის გარდა, რომელსაც ყველაზე ახლოს უშვებ rolleyes.gif

Posted by: spider77 13 Sep 2020, 13:23
QUOTE
ეგეთი სუნამო მგონია, რომ არაც არავინ უნდა შეგამჩნიოს იმ ერთის გარდა, რომელსაც ყველაზე ახლოს უშვებ

+1

ზუსტად.
სწორი შეფასებაა.

დაისხი Versace l'homme ან მწვანე Polo და სულ ყურადღების ცენტრში იქნები smile.gif
* * *


Master_Nick
QUOTE
მე ამას ველოდები

საინტრესოა, რო მოგივა გაგვიზიარე შთაბეჭდილებები. smile.gif

Posted by: Alexito21 13 Sep 2020, 13:51
შემოდგომა-ზამთრის ტკბილ და ბიუჯეტურ რა სუნამოს მირჩევთ მეგობრებო?

ბრმადაც რო ღირდეს გამოწერა

Posted by: rezi0881 13 Sep 2020, 14:18
Alexito21
QUOTE
შემოდგომა-ზამთრის ტკბილ და ბიუჯეტურ რა სუნამოს მირჩევთ მეგობრებო?

ბრმადაც რო ღირდეს გამოწერა


ეს იცი? L'Homme Ideal Eau de Parfum Guerlain - ძალიან კარგია ზამთრისთვის, ბრმად მაინც ნუ გამოწერ იყიდება ვუ-ლევუში და ლუტეციაში ჯერ დატესტე, უფრო საშუალო ბიუჯეტის კატეგორიაშია.


Posted by: Alexito21 13 Sep 2020, 15:05
rezi0881
არვიცი ვნახავ აუცილებლად ნოტები მშვენიერია

Posted by: Master_Nick 13 Sep 2020, 15:21
QUOTE (rezi0881 @ 13 Sep 2020, 14:18 )
L'Homme Ideal Eau de Parfum Guerlain - ძალიან კარგია ზამთრისთვის,

მართლა ძალიან კარგია up.gif ნიშებში დაახლებით იგივე ნოტები, ალუბალი, ნუში, ვისთან შეიძლება რომ მოვძებნო?

Posted by: Dato10kokli 13 Sep 2020, 15:34
Master_Nick
კილიანს აქვს ეგ ნოტები back to black, სემფლიც მქონდა გამოწერილი, მაგრამ თაფლის მეტი მართლა არ იგრძნობა არაფერი, ძალიან დომინანტია ეგ ნოტი და ალუბალს და ნუშს მთლიანად ფარავს

Posted by: spider77 13 Sep 2020, 15:38
QUOTE
L'Homme Ideal Eau de Parfum Guerlain - ძალიან კარგია ზამთრისთვის,

მართლა ძალიან კარგია

მაქვს იდეალი, ალუბალი და ნუში მომწონს, მაგრამ ჩემთვის ზედმეტად ტკბილია sad.gif

მე კითხვას ასე დავსვავ, მსგავსი არომატებით, ოღონდ სიტკბოს გარეშე გეგულებათ რომელიმე?

Posted by: rezi0881 13 Sep 2020, 15:41
Master_Nick
QUOTE
მართლა ძალიან კარგია  ნიშებში დაახლებით იგივე ნოტები, ალუბალი, ნუში, ვისთან შეიძლება რომ მოვძებნო?


ეს გერლენი ყველაზე უფრო მომწონს მაგ ჟანრში. ფასი ხარისხის მიმართებაში.

ბევრს ვერ გირჩევ ამ ტიპის სუნამოებს, რაც ვიცი და მიგვრძვნია ალუბალი.


Back to Black By Kilian
Close Up Olfactive Studio
Lost Cherry Tom Ford - ეს კაცზე რავი, მაგრამ მაგ ჟანრშია.

Pegasus Parfums de Marly - ეს ნუშის თემაში, მამაკაცის სუნამოა ზამთრისთვის იდეალურია.




* * *

Dato10kokli
QUOTE
კილიანს აქვს ეგ ნოტები back to black, სემფლიც მქონდა გამოწერილი, მაგრამ თაფლის მეტი მართლა არ იგრძნობა არაფერი, ძალიან დომინანტია ეგ ნოტი და ალუბალს და ნუშს მთლიანად ფარავს

ერთხელ მესხა დასატესტად და ვგრძნობდი ალუბალს, მაგით უფრო დამამახსოვრდა.

spider77
QUOTE
მაქვს იდეალი, ალუბალი და ნუში მომწონს, მაგრამ ჩემთვის ზედმეტად ტკბილია

მე კითხვას ასე დავსვავ, მსგავსი არომატებით, ოღონდ სიტკბოს გარეშე გეგულებათ რომელიმე?

ალბათ არა ყოველ შემთხვევაში მე არ შემხვედრია, ისეთი ნოტებია გურმანულში გადის უფრო და შესაბამისად, მოტკბოებია.



Posted by: Dato10kokli 13 Sep 2020, 15:54
rezi0881
ბევრი ვეცადე და ვერ ვიგრძენი ალუბალი, ვერც მუგლერის ჰავანაში არადა Insurrection 2 Wild ის გამო ვიყიდე, ამ იაფასიანს ყველაზე მეტი ჩერი აქვს რაც
მინახავს, ტომ ფორდი არ დამიტესტია ერთადერთი
* * *
Alexito21

ბიუჯეტური თუ გინდა, https://www.fragrantica.com/perfume/Reyane-Tradition/Insurrection-II-Wild-30721.html ეს ცადე, 15 დოლარად შეიძლება იშოვო, მაგრამ ძალიან საინტერესოა და გამყოლი

Posted by: rezi0881 13 Sep 2020, 16:01
Dato10kokli

მაშინ Lost Cherry დატესტე და ეგ არის, მაგდენი ალუბალი არცერთში არ იგრძნობა smile.gif ოღონდ ქალია რა ჩემთვის თავიდანბოლომდე.

spider77

Sakura Eau de Parfum Acqua di Parma შეიძლება ეს იყოს საინტერესო, მე არ დამიტესტავს მაგრამ, ციტრუსის ჯგუფში გადის, ალუბლის ყვავილი აქვს ამას. მაგრამ უფრო ქალის სუნამო მგონია ფლორალ ნოტების გამო.


Posted by: Master_Nick 13 Sep 2020, 16:07
QUOTE (spider77 @ 13 Sep 2020, 15:38 )

მე კითხვას ასე დავსვავ, მსგავსი არომატებით, ოღონდ სიტკბოს გარეშე გეგულებათ რომელიმე?

მე სპაის ბომბში დავიჭირე ეგ ალუბალი სიტკბოს გარეშე და მაგიტომაც ვიყიდეsmile.gif
დატესტე აბა, მე მგონი მოგეწონება.


* * *
rezi0881
Dato10kokli
მადლობა ინფოსთვის, გავითვალისწინებ.

rezi0881
დე მარლი მაგარია, ახლახანს დავტესტე მაგათი პროდუქცია და მოლოდინებს გადააჭარბა bis.gif

Posted by: spider77 13 Sep 2020, 16:22
Master_Nick
QUOTE
მე სპაის ბომბში დავიჭირე ეგ ალუბალი სიტკბოს გარეშე და მაგიტომაც ვიყიდე
დატესტე აბა, მე მგონი მოგეწონება

მადლობა.

Posted by: USER001 13 Sep 2020, 16:22

https://www.fragrancenet.com/
- დან
ქრიდის სანტალი ჩამომივიდა რიგზეა ყველაფერი და სურნელიც იგივე აქვს რაც ლუტეციაში იყო ტესტერზე yes.gif

კიდევ რამდენიმე ტესტერი და სამადლობელო წერილი + 100$ Gift card მოყვა ღვინის მაღაზიის რომელსაც
საქართველოში ვერ გამოვიყენებთ მაგრამ მაინც მადლობა givi.gif

Zara Vibrant leather - სურნელს ტოვებს რაღაც საოცრად ნამდვილად ღირს ყიდვა love.gif

როგორი Batch ია ვინც ერკვევით .

Posted by: Master_Nick 13 Sep 2020, 16:28
QUOTE (USER001 @ 13 Sep 2020, 16:22 )

Zara Vibrant leather - სურნელს ტოვებს რაღაც საოცრად ნამდვილად ღირს ყიდვა love.gif


კარგია თუ მოგეწონა, მეც არ ველოდი ეგეთ სუნამოს ზარას პროდუქციაში, როგორც ჩანს კარგად მოინდომესsmile.gif
კომპლიმენტები მოდის?

Posted by: USER001 13 Sep 2020, 16:33
QUOTE (Master_Nick @ 13 Sep 2020, 16:28 )
QUOTE (USER001 @ 13 Sep 2020, 16:22 )

Zara Vibrant leather - სურნელს ტოვებს რაღაც საოცრად ნამდვილად ღირს ყიდვა love.gif


კარგია თუ მოგეწონა, მეც არ ველოდი ეგეთ სუნამოს ზარას პროდუქციაში, როგორც ჩანს კარგად მოინდომესsmile.gif
კომპლიმენტები მოდის?

გუჩი , გაბანა, რამდენჯერაც მესხა კაციშვილი ვერ ამჩნევდა user.gif

კი მოდის და გულს უხარია love.gif

სანტალი შემოდგომა-ზამთარო უწერია და ამ თბილისის ამინდებში ჯერ ადრე ხომ არაა ტარება?

Posted by: Master_Nick 13 Sep 2020, 16:37
QUOTE (USER001 @ 13 Sep 2020, 16:33 )

კი მოდის და გულს უხარია love.gif


up.gif ძალიან კარგი. ის მეორე უდიც დატესტე? წყვილში იყიდე როგორც მახსოვს ხომ?

Posted by: rezi0881 13 Sep 2020, 16:40
USER001
QUOTE
როგორი Batch ია ვინც ერკვევით .

მშვენიერი 2019 წლის არის. up.gif მეგონა უფრო ძველები იქნებოდა. რა მოცულობა შეიძინე?
ეგ დაგვიანებები კოვიდის პონტშია, ბევრ საიტებზე ხდება ეხლა მასე.

Master_Nick
QUOTE
დე მარლი მაგარია, ახლახანს დავტესტე მაგათი პროდუქცია და მოლოდინებს გადააჭარბა

მართლა მაგარი ბრენდია, 125 მლ ჰეროდი 200 ლარად გავყიდე დღემდე ვერ მომინელებია..user.gif


Posted by: Master_Nick 13 Sep 2020, 16:50
QUOTE (rezi0881 @ 13 Sep 2020, 16:40 )
125 მლ ჰეროდი 200 ლარად გავყიდე დღემდე ვერ მომინელებია..user.gif

facepalm.gif რატომ გაყიდე? თან ჰეროდი რა მაგარია.
თბილისში ყიდულობ დე მარლის ? თუ სადმე შედარებით იაფი საიტი იცი დაგვილინკე რა.

Posted by: rezi0881 13 Sep 2020, 17:03
Master_Nick
QUOTE
რატომ გაყიდე? თან ჰეროდი რა მაგარია.
თბილისში ყიდულობ დე მარლის ? თუ სადმე შედარებით იაფი საიტი იცი დაგვილინკე რა.


რავი რა დამკრა თავში, არადა სემფლი მქონდა გამოწერილი სანამ ვიყიდიდი და მართლა მომწონდა.. ჰეროდი მგონი ბლექფრაიდეის სეილზე გამოვწერე მანდედან განბაჟებაც არ მოუწია smile.gif notino.com ამერიკული ნოტინო, აქ იყო ყველაზე მაგარი ფასები რაც კი არსებობს დღეს საიტებზე, მოკლედ ბრენდებმა უჩივლეს რა ისეთ დაბალ ფასებში აძრობდნენ, მერე დავა ქონდათ სასამართლოში, დავბრუნდებითო ეწერათ, ეტყობა წააგეს არვიცი, ევროპის ქვეყნებში ყიდიან ეხლა. თბილისში დემარლი არ მიყიდია მანდედან მაქვს გამოწერილები.




Posted by: USER001 13 Sep 2020, 17:13
rezi0881
100 მლ იანი არის, 175$ ად ვიყიდე კუპონით, საიტზე 35% ფასდაკლება მქონდა და მაგ ფასად ავიღე, იდეაში თავიდან ავენტუსი მინდოდა მაგრამ ტესტერი რომ არ იყო ლუტეციაში იმ პერიოდში და სხვა მოდელის არჩევა მომიწია.

Master_Nick
უდიც კარგია მაგრამ ტკბილი სურნელი აქ შედარებით და არ მიტარებია, უფრო მანდილოსნისთვის წავა.

ისე მაჯაზე ვცადე ღამით დავიპკურე და დილით ასე 8 საათის შემდეგ დაპკურებიდან ისევ ირგძნობოდა სურნელი.
კი წყვილში ვიყიდე 2X60 იანები ორივე 89 ლარად.


* * *
https://www.fragrancenet.com
-ზე ვისაც გინდა 35% ფასდაკლების კოდია. CHRT7

Posted by: Arien 13 Sep 2020, 17:17
QUOTE
რატომ გაყიდე?


გაცივდა და მაღალი სიცხე ჰქონდა biggrin.gif 2kiss.gif

Vetyverso - Laboratorio Olfattivo - გუშინ მოვიხიბლე,ვეტივერის და ციტრუსების არომატია,მეგობარს მინდა ვაჩუქო.
მითხრეს საახალწლოდ შევუკვეთავთ და პატარა მოცულობითაც გვექნებაო.

Posted by: rezi0881 13 Sep 2020, 17:28
Arien

QUOTE
გაცივდა და მაღალი სიცხე ჰქონდა


გახსოვს ხო, lol.gif lol.gif მოკლედ ამუაჟის სილვერიც მოყვა მაგ გაუგებრობაში და მერე არიენმა უკან დამიბრუნა უფასოდ. 2kiss.gif

QUOTE
Vetyverso - Laboratorio Olfattivo - გუშინ მოვიხიბლე,ვეტივერის და ციტრუსების არომატია,მეგობარს მინდა ვაჩუქო.
მითხრეს საახალწლოდ შევუკვეთავთ და პატარა მოცულობითაც გვექნებაო.


კარგია, კლასიკური ვარიანტია, მასკულინური. მშვენიერი საჩუქარი იქნება smile.gif




Posted by: Arien 13 Sep 2020, 17:31
ლილია და საერთოდაც ყვავილების ბუკეტი,ინტენსიური,ლამაზი,ფემინური...
შემომეყიდა love.gif

Posted by: rezi0881 13 Sep 2020, 17:38
Arien

QUOTE
ლილია და საერთოდაც ყვავილების ბუკეტი,ინტენსიური,ლამაზი,ფემინური...
შემომეყიდა


მშვიდობაში, დაუმეგობრდი შენ ლაბორატორიოს, საინტერესო ბრენდია.




Posted by: Arien 13 Sep 2020, 17:49
rezi0881
მახსოვს,
უფასოდ ჯერ თვითონ გამოგივიდა მოცემა 2kiss.gif

QUOTE
კარგია, კლასიკური ვარიანტია, მასკულინური. მშვენიერი საჩუქარი იქნება

მეც ეგრე ვიფიქრე.არომატი ხომ მომეწონა და რაღაც,კიდევ უფრო მეტი იყო.
სემფლიც გამოვართვი

* * *
rezi0881
QUOTE
მშვიდობაში, დაუმეგობრდი შენ ლაბორატორიოს, საინტერესო ბრენდია.

მადლობა
კი,დავმეგობრდით.სალინას მერე დამაინტერესა და უფრო ყურადღებით დავათვალიერე.მარტში რომ პრეზენტაცია ჰქონდათ, მაშინ მოვსინჯე თითქმის ყველა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტიცაა მოცულობა და ფასი.ხელმისაწვდომია.
მითხრეს ბევრმა მომხმარებელმა გადააფასა ამ კოვიდის დროს თავის დამოკიდებულება პარფიუმერიასთანო,იმედია პარფიუმერიის სახლებიც გადააფასებენ და ბევრი პატარა მოცულობის 20 - 30 მლ.-ნი სუნამო გვექნება.მე ვერ გადავაფასე,ერთი რისიც მეშინია ყნოსვა არ დავკარგო კორონა რომ შემეყრება biggrin.gif

Posted by: rezi0881 13 Sep 2020, 19:26
Arien
QUOTE
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტიცაა მოცულობა და ფასი.ხელმისაწვდომია.

ეს ძალიან კარგია არჩევანის საშუალება როცა არის, ჩემთვისაც სრულიად საკმარისია 20-30 მლ.
QUOTE
იმედია პარფიუმერიის სახლებიც გადააფასებენ და ბევრი პატარა მოცულობის 20 - 30 მლ.-ნი სუნამო გვექნება.

არ მგონია აქამდე დაწიონ მაგრამ ნადვილად კარგი იქნება.
QUOTE
მე ვერ გადავაფასე,ერთი რისიც მეშინია ყნოსვა არ დავკარგო კორონა რომ შემეყრება

ეს კარანტინები და ამბები რო იყო გავცივდი და ვერ ვგრძნობდი სუნს კარგად, მეთქი ეგაა... სერიოზულ საფიქრებელში ვიყავი facepalm.gif


Posted by: spider77 13 Sep 2020, 20:13
rezi0881
QUOTE
Sakura Eau de Parfum Acqua di Parma შეიძლება ეს იყოს საინტერესო, მე არ დამიტესტავს მაგრამ, ციტრუსის ჯგუფში გადის, ალუბლის ყვავილი აქვს ამას. მაგრამ უფრო ქალის სუნამო მგონია ფლორალ ნოტების გამო.

უნისექსია yes.gif

Posted by: Lamorac 13 Sep 2020, 20:51
QUOTE
უჩი , გაბანა, რამდენჯერაც მესხა კაციშვილი ვერ ამჩნევდა


იცი რა
მე მგონია, რომ ეგ სუნები იმდენად გავრცელებულია რომ ყურადღებას აღარ იპყრობს.
რა თქმა უნდა ლუქს ბრენდებია, მაგრამ იმდენად მოშინაურდნენ რომ ამჩნევ უეჭველად, მაგრამ კომპლიმენტზე ან ჩაძიებაზე აღარ გადადიხარ იმიტომ რომ ყველგან გცემს. რომელიმე ორგანიზაციის ლიფტში რომ შეხვიდე იქაც კი ტრიალებს რომელიმეს სუნი და გკიდია უკვე რა.


QUOTE
საბოლოოდ givenchy gentleman პარფუმე ვიყიდე

საერთოდ არ ვაპირებდი ამის ყიდვას.

მეტიც, ჩამოყალიბებული ვიყავი დოლჩე გაბანა the one მეყიდა. თუმცა, ზემოთხსენებული შემთხვევით რომ დავისხი ისე მომეწონა წამებში გადავწყვიტე ამეღო.

ეხლაც რაც შეეხება ამაზე ჩემს გამოცდილებას
უკვე რამდენიმე დღეა ვხმარობ
ნუ, თავიდანვე ისე მომეწონა, სატესტოდ რომ დავისხი, ბევრი არ მიფიქრია ისე ავიღე.
სეზონი შემოდგომა/ზამთარი.
ზამთარი უფრო.
ეხლა დაჟე თბილი ამინდებია ამისთვის.

გამძლეობა ძალიან კარგი აქვს.
საკმაოდ დიდი ხანი შენც კი გრძნობ რომ გასხია.
ტანსაცმელზე არაფერს ვამბობ, მეორე დღესაც აქვს პერანგებს სუნი ხოლმე.

კომპლიმენტი ერთიც არ მიმიღია ჯერჯერობით givi.gif
რაც მთავარია მე მომწონს და ბედნიერად ვატარებ
* * *
Arien
რამე კომპანია გაქვს სუნამოების ამბავში?
კაცებს თუ დაგვაინტერესებს?

Posted by: spider77 13 Sep 2020, 22:50
Lamorac
ჯივანში ჯენტლმენის EDT ვერსია (გამჭვირვალე ფლაკონში, მოყვითალო სითხე) გასინჯე?

მე, ეს უფრო მომწონს, ვიდრე EDP.
ნოტები განსხვავებულია.


* * *


QUOTE
კომპლიმენტი ერთიც არ მიმიღია ჯერჯერობით

ამ სიცხეში არ მგონია მაგაზე ვინმესგან კომპლიმენტი მიიღო, აშკარად ზამთრისაა. ლიფტში ვინმე თუ შეგხვდა გაიგუდება gigi.gif

ჯამში კარგი სუნამოა, თუმცა სიცხეში არაპოლიტკორექტულია.
სამაგიეროდ ზამთარშია ელეგანტური.


Posted by: USER001 13 Sep 2020, 23:25
QUOTE (spider77 @ 13 Sep 2020, 22:50 )
თუმცა სიცხეში არაპოლიტკორექტულია.
სამაგიეროდ ზამთარშია ელეგანტური.

ეს როგორ განვასხვავო სუნამო ზამთრისაა თუ ზაფხულის?

https://www.fragrantica.com- ს მივენდო?

Posted by: rezi0881 13 Sep 2020, 23:58
USER001

იუზერების დაფიქსირებული აზრია, სტატისტიკა გროვდება აქ. ოფიციალურად არსად არ წერია სად რა უნდა დაისხა. ამუღამებ ნელნელა საკუთარი გამოცდილებით.

user posted image



Posted by: Arien 14 Sep 2020, 00:03
rezi0881
გაციების ან ალერგიის დროს მქონია მეც ყნოსვის დაკარგვა,მაგრამ ამ კოვიდის მეშინია.ძირითადად კი ოპტიმისტურად ვუყურებ,მაგრამ ზოგჯერ აპოკალიპსური ფიქრებიც მაწუხებს biggrin.gif

Lamorac
არაფერია საინტერესო,უბრალოდ ენთუზიასტი ვარ smile.gif

USER001
გამიხადა თქვენი ამანათის მშვდობიანად ჩამოსვლა,ისიც რომ ყველაფერი რიგზეა და მოგეწონათ up.gif

Posted by: rezi0881 14 Sep 2020, 00:15
Arien
QUOTE
გაციების ან ალერგიის დროს მქონია მეც ყნოსვის დაკარგვა,მაგრამ ამ კოვიდის მეშინია.ძირითადად კი ოპტიმისტურად ვუყურებ,მაგრამ ზოგჯერ აპოკალიპსური ფიქრებიც მაწუხებს

მე გაციების დროს ვკარგავ ხოლმე ყნოსვას, თუ არ დავკარგე მაინც ისე ვარ მაგ დროს არ მსიამოვნებს სუანმოები. ეს კოვიდი შიშზე მეტად ნერვების მომშლელია უკვე.. იმედია მალე დასრულდება. facepalm.gif

Posted by: spider77 14 Sep 2020, 00:52
QUOTE (rezi0881 @ 13 Sep 2020, 23:58 )
USER001

იუზერების დაფიქსირებული აზრია, სტატისტიკა გროვდება აქ. ოფიციალურად არსად არ წერია სად რა უნდა დაისხა. ამუღამებ ნელნელა საკუთარი გამოცდილებით.

user posted image

+1.


როცა სუნამოს პირველად ვეცნობი, დიახ, ფრაგანტიკიდან ვიღებ ზოგად ინფორმაციას, რომელიც საკმაოდ ბევრის მომცველია და საინტერესოსთან ერთად საჭიროც.


რაც შეეხებ ჯივანშ ჯენტლმენებს (EDP და EDT), ეს უკვე საკუთარი კოლექციიდან და გამოცდილებიდან შემიძლია შევაფასო, როგორც ცალსახად ცივი სეზონის სუნამოები.


Posted by: rezi0881 14 Sep 2020, 01:13
spider77
QUOTE
როცა სუნამოს პირველად ვეცნობი, დიახ, ფრაგანტიკიდან ვიღებ ზოგად ინფორმაციას, რომელიც საკმაოდ ბევრის მომცველია და საინტერესოსთან ერთად საჭიროც.


რაც შეეხებ ჯივანშ ჯენტლმენებს (EDP და EDT), ეს უკვე საკუთარი კოლექციიდან და გამოცდილებიდან შემიძლია შევაფასო, როგორც ცალსახად ცივი სეზონის სუნამოები.


რათქმაუნდა, ფრაგრანტიკაზე ზოგი სკანდინავიური ქვეყნიდან პოსტავს სდაც ზაფხულშიც კი ცივა და ჩვენთვის ზამთრის სუნამოს ზაფხულად ახასიათებს, კლიმატი ჰავა და ა.შ. ბევრი ფაქტორია სხვადასხვანაირად აღსაქმელად.


Posted by: USER001 14 Sep 2020, 01:31
თუ არ დაიზარებთ ჩვენი კლიმატ/ჰავა/ ტემპერატურის გათვალისწინებით(თბილისის)

ესენი დამალაგებინეთ სეზონების მიხედვით თქვენი ცოდნა/გამოცდილებით
popcorn.gif

Zara vibrant leather
Zara vibrant oud
Creed santal
Gucci guilty (მწვანე შავში)
D&G light Blue


Posted by: spider77 14 Sep 2020, 12:20
USER001
მაგ ხუთიდან მაქვს მხოლოდ D&G LB და შემიძლია მასზე გითხრა, რომ ვიყენებ 22-28 გრადუსის დიაპაზონში (ამინდს ვგულისხმობ), ჩემთვის ყველაზე ეფექტური და სასიამოვნო ამ პერიოდშია. უფრო ნაკლებ ტემპერატურაზე არ ისმის ისე კარგად. სიცხეში კი მალე ორთქლდება, ხოლო სანამ აორთქლდება ცოტა მძიმე სურნელის იერი აქვს.

საოფისედ კარგი ვარიანტია, არაა მყვირალა და არ შეაწუხებს სხვას.
არაა იმაზე გათვლილი, რომ ყველამ შენ მოგაქციოს ყურადღება.

დაახლოებით 35 სუნამო გამაჩნია და ყველა მათგანი დაყოფილი მაქვს ჩემი სუბიექტური შეხედულებით, გარემოს ტემპერატურული დიაპაზონისა და გამოყენების სიტუაციის მიხედვით.

Posted by: rezi0881 14 Sep 2020, 14:32
USER001
QUOTE
თუ არ დაიზარებთ ჩვენი კლიმატ/ჰავა/ ტემპერატურის გათვალისწინებით(თბილისის)

ესენი დამალაგებინეთ სეზონების მიხედვით თქვენი ცოდნა/გამოცდილებით


მოდი ესე ძაან ნუ ჩაეძიები ამ ჰავა/გრადუს/კლიმატებს.. smile.gif ზემოთ რაც დავდე ფრაგრანტიკიდან ფოტო ეგ სტატისტიკა მთლიანობაში ემთხვევა კარგად. სანტალზე გეტყვი რომ გრილი/ცივი ამინდის არის, სიცხეში დამღლელი და შემაწუხებელია ისე სასიამოვნოდ არ იხსნება სურნელი როგორც სიცივეში. ზარას ვიბრანტ უდზე თავად თქვი მოტკბოაო, ეგაც ცივი ამინდისთვის გაითვალისწინეა, სხვა დანარჩენი დააკვირდი როდის რა უფრო სასიამოვნოა და იმის მიხედვით დაისხი, ნელნელა ჩამოგიყალიბდება შენეული ხედვა და ეგ იქნება ყველაზე სწორი მიდგომა. smile.gif


Posted by: spider77 14 Sep 2020, 15:28
QUOTE
ფრაგრანტიკიდან ფოტო ეგ სტატისტიკა მთლიანობაში ემთხვევა კარგად

+1000

Posted by: ჯადოსანი 14 Sep 2020, 15:47
მოგესალმებით. ზამთრისთვის სუნამო მინდა სინთეთიკის სუნს ან სპირტის სუნს რომ არ ტოვებდეს. 250 ლარამდე. ტკბილიც რომ არ იყოს.

მირჩიეთ რამე რამდენიმე ვარიანტი.
თუ ვინმე ყიდის აქ შემოთავაზებასაც ველოდები

Posted by: febus 14 Sep 2020, 15:57
ძალიან კარგი თემაა ცოტა გადავავლე თვალი. ვერც წარმოვიდგენდი სუნამოს არჩევისას ამდენი რამე თუ უნდა გამეთვალისწინებინა.
ზამთრისკენ მეც ავარჩევ რამეს ბიუჯეტურ ფასად 50მლ. რომ იყოს 150 ლარამდე, თქვენი რჩევა დამჭირდება მერე love.gif

Posted by: Alexito21 14 Sep 2020, 18:09
user posted image
რას ფიქრობთ? სად შეიძლება დავტესტო

Posted by: Arien 14 Sep 2020, 19:04
მაკლდა მრავალფეროვნება biggrin.gif
--------------------

Posted by: senpai 14 Sep 2020, 19:49
ამ ყველაფერს 5 კარგ ნიშ სუნამოში ხო გაცვლიდით ? biggrin.gif


user posted image



Posted by: USER001 14 Sep 2020, 20:04
rezi0881
spider77
კი დამუღამების ამბავია ზუსტად, და რასაც ვაკვირდები სწორია მაგ საიტის მონაცემები.

დღეს რაც დავაკვირდი,სანტალი მესხა სურნელს სხვებიც ამჩნევენ (ორმა პატარა 6-7 წლამდე ბავშვმაც აღნიშნა სადაც ვიყავი რაკარგი სუნიაო gigi.gif ) მაგრამ გრილ-ცივ ამინდებში უფრო მაგარი იქნება.

აი თბილი-ცხელი ამინდებში Zara vibrant leather მაგრად მიდის love.gif

Posted by: Master_Nick 14 Sep 2020, 21:32
დღეს გავსინჯე ეს ბრენდები და ნეტა არ დამეტესტაsmile.gif
საოცარი სურნელი მოდის და მოდის, შემოდგომა ზამთრის ფავორიტები

თამბაქო / თაფლი და კიდევ ვინ იცის რამდენი რამეა არეული
Serge Lutens Chergui
user posted image

საკმეველი /თამბაქო/ტყე და აქაც დალაგებული ტყის არომატების ქაოსი
Bois 1920 - Real Patchouly
user posted image

rezi0881
Voulez- Vous - კარგი ფასდაკლება დადეს ამაზე
user posted image

Posted by: rezi0881 14 Sep 2020, 22:18
Arien
QUOTE
მაკლდა მრავალფეროვნება

მოგეწონა? smile.gif შავი ვნახე ერთხელ და საინტერესოდ მომეჩვენა რაღაც უცნაური ვარდია, ნიშეს ადარებენ მაგას და მგონი მართლაც მასეა..

febus
QUOTE
ძალიან კარგი თემაა ცოტა გადავავლე თვალი. ვერც წარმოვიდგენდი სუნამოს არჩევისას ამდენი რამე თუ უნდა გამეთვალისწინებინა.
ზამთრისკენ მეც ავარჩევ რამეს ბიუჯეტურ ფასად 50მლ. რომ იყოს 150 ლარამდე, თქვენი რჩევა დამჭირდება მერე


ერთი ძალიან კარგი იტალიური ბრენდია ეხლა ფასდაკლებაში carthusia ლუტეციაში ნახეთ, მაგ ფასში არ მგონია უკეთესი შეარჩიოთ. smile.gif

Master_Nick
QUOTE
დღეს გავსინჯე ეს ბრენდები და ნეტა არ დამეტესტა
საოცარი სურნელი მოდის და მოდის, შემოდგომა ზამთრის ფავორიტები

თამბაქო / თაფლი და კიდევ ვინ იცის რამდენი რამეა არეული
Serge Lutens Chergui


მაქვს შერგი, ძალიან კარგია, ცივ ამინდში საერთოდ up.gif თან ძალიან მდგრადია.
ეგ Bois 1920 - Real Patchouly კარგია, არ მეგონა პაჩული თუ მოგწონდა, თავისებურია მაინც.
QUOTE
Voulez- Vous - კარგი ფასდაკლება დადეს ამაზე

კარგია მომწონს ეგ, ამ ზაფხულს კარგად გამოვიყენე, ეგ და მედეტარიენო.

ეს ლუტენსი როგორ გაძვირებულა რა ხდება? ბევრად იაფად ვიყიდე ადრე.


Posted by: 4L3X 14 Sep 2020, 22:23
Master_Nick
Serge Lutens სად გასინჯეთ?

Posted by: Master_Nick 14 Sep 2020, 22:46
rezi0881
მედიტერანეოზე ვიჯექი მეც 2 კვირა lol.gif ცოტაღა დამრჩა, ნეტა კიდევ მეყიდა, ბოლო ბოთლი ვიყიდე.
შერგი რაღაცით დე მარლის ჰეროდს არ ჰგავს? თითქოს მსგავსება დავიჭირე.



* * *
4L3X
ატომაიზერები ვიყიდე ნეტის დახმარებით.

Posted by: rezi0881 14 Sep 2020, 22:58
Master_Nick
QUOTE
მედიტერანეოზე ვიჯექი მეც 2 კვირა  ცოტაღა დამრჩა, ნეტა კიდევ მეყიდა, ბოლო ბოთლი ვიყიდე.

მეოთხედს ჩავცდი და გადავდე, biggrin.gif მაგრამ მაინც მაგისკენ მიმიწევს ხელი..
QUOTE
შერგი რაღაცით დე მარლის ჰეროდს არ ჰგავს? თითქოს მსგავსება დავიჭირე.

ერთ ხასიათში ჯდება ორივე, მგონი აქვთ კიდეც რაღაც მსგავსება.

4L3X

არ იყიდება ჩვენთან, ლე-პარფუმს ქონდა რამოდენიმეცალი.
ხშირად ახსენე ლუტენსი ასე მახსოვს, 5-5 მლ შერგის და ამბრე სულტანს გადმოგისხავ თუ გინდა smile.gif

Posted by: 4L3X 15 Sep 2020, 00:00
rezi0881
აღარ აქვს ლე-პარფუმს? sad.gif
მადლობა, არ შეწუხდე. smile.gif

Posted by: black_man 15 Sep 2020, 00:51
senpai
შენებია? biggrin.gif biggrin.gif


rezi0881
სუნამოების გადმოსხმა მინდა და სად ვიყიდო ცარიელი ეგრედწოდებული ფლაკონები თუ რაც ქვია...
smile.gif

Posted by: rezi0881 15 Sep 2020, 00:59
black_man

აზრზე არ ვარ, მინისო და ნავნე როა მანდ ნახე. smile.gif

4L3X

ადრე ვნახე და არ ქონდათ დიდი არჩევანი, ეხლა არ ვიცი.. smile.gif
პმ.ნახე.



Posted by: black_man 15 Sep 2020, 01:05
rezi0881
გაიხარე, ვნახავ აბა.. თუ ვინმემ იცით გთხოვთ დაწერეთ, სად ვიყიდო? მჭირდება ძალიან ))

Posted by: Arien 15 Sep 2020, 10:15
rezi0881
QUOTE
მოგეწონა?  შავი ვნახე ერთხელ და საინტერესოდ მომეჩვენა რაღაც უცნაური ვარდია, ნიშეს ადარებენ მაგას და მგონი მართლაც მასეა..


ძალიან,სურპრიზი აღმოჩნდა.ვარდი,ვეტივერი,ციტრუსი და თითქოს ცივი საკმეველია.განსხვავებულია,არაბუნებრივი ვარდია,მაგრამ მელამაზება.სხვაზე რომ მეგრძნო,ალბათ ვკითხავდი რა ასხია.ქაშმირანი და კიდევ რაღაც ახალი მოლეკულა აქვს.
თეთრიც კარგია,ხილის,მწვანე ვაშლი იგრძნობა ერთ მომენტში კარგად,საღეჭი რეზინის,თავისუფალი,ახალგაზრდული,ხალისიანი არომატია.ბაზაც სასიამოვნოა,არცთუ ინტენსიური სისუფთავის,შამპუნის სუნის ეფექტი აქვს.
საერთოდაც მომწონს მოსკინო, Light Clouds ადრეც მქონდა,ახლა ვამთავრებ და კიდევ გავიმეორებ,ეს ორიც საინტერესოა,სხვებიც უნდა ვნახო,ზოგი გავიხსენო,დიზაინიც სახალისო აქვს smile.gif

Posted by: spider77 15 Sep 2020, 11:21
Master_Nick
QUOTE
საინტერესოა მერსედესზე შენი შეფასება,

მოკლედ, ჩამომივიდა მერსედეს ინტენსი 100 მლ.

არ გამიმართლა იმედები mo.gif

ძაან უბრალოდ მომეჩვენა და კოწახურის კანფეტს მაგონებს ბავშვობიდან biggrin.gif
ეხლა მასხია მარჯვენა ხელზე და ვაკვირდები მერე და მერე რა იქნება.
თითქმის 2 საათია რაც დავისხი და რაიმე ცვლილებებს ვერ ვატყობ.

ერთი სიტყვით, მე არ გირჩევდი, ვფიქრობ უბრალო და არასერიოზულია ... მანქანის სალონის სუნები როა, რაღაც იმას წააგავს, საპნის სუნით yes.gif



რაც ამ სუნამოზე დავწერე ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, შეიძლება ვინმეს მოსწონს კიდეც fingal.gif

Posted by: febus 15 Sep 2020, 11:22
rezi0881
სამწუხაროდ მარაგში აღარ გვაქვსო. ფასდაკლებით რა ღირდა დაახლოებით ხო არ გახსოვს?

Posted by: პიანისტი 15 Sep 2020, 11:51
QUOTE (senpai @ 14 Sep 2020, 19:49 )
ამ ყველაფერს 5 კარგ ნიშ სუნამოში ხო გაცვლიდით ? biggrin.gif


user posted image

რამდენია და რა კარგად გამოიყურება, შენი კოლექციაა? არა რას გავცვლიდი ,არც 10 ნიშში
ოღონდ რაც ეხლა მაქვს ნიშებიდან ისიც მქონდეს

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: spider77 15 Sep 2020, 12:00
QUOTE (პიანისტი @ 15 Sep 2020, 11:51 )
QUOTE (senpai @ 14 Sep 2020, 19:49 )
ამ ყველაფერს 5 კარგ ნიშ სუნამოში ხო გაცვლიდით ? biggrin.gif


user posted image

რამდენია და რა კარგად გამოიყურება, შენი კოლექციაა? არა რას გავცვლიდი ,არც 10 ნიშში
ოღონდ რაც ეხლა მაქვს ნიშებიდან ისიც მქონდეს

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ნაკოლი !? givi.gif


დიდი კუში .... love.gif

Posted by: პიანისტი 15 Sep 2020, 12:12
spider77
ამას ჩვენნაირი სუნამოს მოყვარული ვერ მოიპარავს, სანამ სიფრთხილით ჩაალაგებს რო არ გატყდეს ახალი წელი მოვა biggrin.gif

ისე ქაოსია ჩემთვის ამდენი სუნამო, მაგიტომ არ ვაგროვებ კოლექციას, მხოლოდ ის მაქვს რაც მიყვარს, საჩუქარიც არ ამიღია ბევრჯერ სუნამო, ისე მითქვამს სხვას აჩუქე თქო რო არ სწყენოდა.
მესმის დიპლომატია biggrin.gif

Posted by: spider77 15 Sep 2020, 12:59
პიანისტი
QUOTE
ამას ჩვენნაირი სუნამოს მოყვარული ვერ მოიპარავს, სანამ სიფრთხილით ჩაალაგებს რო არ გატყდეს ახალი წელი მოვა

lol.gif

QUOTE
ისე ქაოსია ჩემთვის ამდენი სუნამო

+1

ეხლა დავაფიქსირე, რომ უკვე ზედმეტი მომდის და მეც "დავტორმუზდი". კოლექციონერობას არ ვაპირებ და ვერც გავწვდები biggrin.gif
რაც მიყვარს და მომწონს მაქვს და ახალ-ახალი რამეების შეძენის აზრს ვეღარ ვხედავ, ტყუილად გაფუჭდება დროთა განმავლობაში.
ამასთან, ესე ვარაუდით შეძენილმა თითქმის არცერთმა არ გამიმართლა (მერსედესი, ალურ სპორტ შანელი, დიორ სპორტი, გერლაინები თითქმის არცერთი არ მომწონს, კარტიერ დეკლარეიშენ, აზარო, ანქრ ნუარი ოღონდ სპორტი არ მომეწონა, ვერსაჩეები L'Homme-ს გარდა არცერთი არ მომწონს, კელვინ კლეინის ფაქტიურად არცერთი არ მომწონს და კიდევ წვრილმანი რაღაცეები).


გამოწერილი მაქვს სპიცბომბის ტესტერები და თუ მომეწონა, მომავალში (და არა ეხლა. ეხლა ისედაც ბევრი მაქვს და საკმარისია) გამოვიწერ ფლაკონს, ნარცისო როდრიგესთან ერთად.
ეს უკანასკნელი მქონდა და მომწონს.

Posted by: rezi0881 15 Sep 2020, 13:21
Arien
QUOTE
ძალიან,სურპრიზი აღმოჩნდა.ვარდი,ვეტივერი,ციტრუსი და თითქოს ცივი საკმეველია.განსხვავებულია,არაბუნებრივი ვარდია,მაგრამ მელამაზება.სხვაზე რომ მეგრძნო,ალბათ ვკითხავდი რა ასხია.ქაშმირანი და კიდევ რაღაც ახალი მოლეკულა აქვს.

დაგეთანხმები შავი მოსკინო ჩემთვისაც განსხვავებული და უცხო აღმოჩნდა, სიახლის შეგრძნება დატოვია რაღაც ისეთი სხვაგან რო არ შემხვედრია.
QUOTE
თეთრიც კარგია,ხილის,მწვანე ვაშლი იგრძნობა ერთ მომენტში კარგად,საღეჭი რეზინის,თავისუფალი,ახალგაზრდული,ხალისიანი არომატია.ბაზაც სასიამოვნოა,არცთუ ინტენსიური სისუფთავის,შამპუნის სუნის ეფექტი აქვს.

თეთრი არ ვიცი, მაგასაც ვნახავ რო მოვახერხებ, კარგია თუ მასეც ემოციას ტოვებს smile.gif

febus
QUOTE
სამწუხაროდ მარაგში აღარ გვაქვსო. ფასდაკლებით რა ღირდა დაახლოებით ხო არ გახსოვს?

სხვადასხვა ფასები ქონდა, თუ არ ვცდები 105 ლარიდან იწყებოდა და სადღაც 220 ლარამდე იყო.



Posted by: Arien 15 Sep 2020, 13:54
rezi0881
QUOTE
თეთრი არ ვიცი, მაგასაც ვნახავ რო მოვახერხებ, კარგია თუ მასეც ემოციას ტოვებს


ფრაგრანტიკაზე ბაირედოს ბლანშს ადარებენ.ფლაკონის ვიზუალი და შიგთავსი ერთმანეთთან შესაბამისობაშია,ისეთია უპრობლემოდ რომ აჩუქებ უმცროს დას ან თინეიჯერ გოგონა შვილიკოს,პოზიტიური და სასიამოვნო.
მე თეთრის საყიდლად მივედი და შავით წამოვედი,მომაჯადოვა,კონსულტანტმა კიდევ ხომ იცით რომ კაცის სუნამოს ყიდულობთო biggrin.gif
თეთრს მეორე დღეს მივაკითხე.

Posted by: Master_Nick 15 Sep 2020, 14:03
spider77
ვა ცუდია რომ ვერ გაამართლა, ისე სანამ იყიდი აქ დაგეტესტა, მერსედესი აქვთ როგორც ვიცი მაღაზიებში.
სპაის ბომბს მეც ველოდები, დატესტილი მაქვს და ჩემთვის ოკ, შემოდგომა ზამთრის სურნელია, სპაისი და ალუბალი.

black_man
მაი მარკეტზე ნახე აბა სუნამოების განცხადებებში მომიკრავს თვალი, ცარიელ ატომაიზერებს რომ ყიდიან.


* * *
senpai
შენი კოლექციაა? wink.gif რამდენი ხანია აგროვებ?
რაც სასმელს თავი დავანებე სუნამოების კოლექციონერობაზე უნდა გადავიდე. მაგარი ჩათრევა სცოდნია და ძალიან აზარტული საქმე ყოფილა.

Posted by: spider77 15 Sep 2020, 14:07
Master_Nick
QUOTE
აქ დაგეტესტა, მერსედესი აქვთ როგორც ვიცი მაღაზიებში.

ხო, რა ვიცი mo.gif

მიტყდება აქ, შედი ამხელა კაცი, დაისხი და გამოდი, მერე არ მიხვალ როგორც კლიენტი biggrin.gif
არაუშავს ...


Posted by: Master_Nick 15 Sep 2020, 14:09
spider77
მეც მიტყდებოდა თავიდან, მაგრამ მოვიხსენი ეგ კომპლექსი. დაიკიდე რა biggrin.gif

Posted by: Arien 15 Sep 2020, 14:33
EXIT THE KING
----------------------------------

Posted by: rezi0881 15 Sep 2020, 14:34
Arien
QUOTE
მე თეთრის საყიდლად მივედი და შავით წამოვედი,მომაჯადოვა,კონსულტანტმა კიდევ ხომ იცით რომ კაცის სუნამოს ყიდულობთო
თეთრს მეორე დღეს მივაკითხე.

შენგან არ მიკვირს biggrin.gif ბლანშის სემფლი არ მქონია, ბაირედოც კარგია, კარგი რაღაცეები აქვს.

spider77
Master_Nick

ეს იცით? 1899 Hemingway Histoires de Parfums სპაისბომბი თუ მოგწონთ ნახეთ, კი გავს მაგრამ ვერ იტყვი ერთი მეორეს კოპიოაო, უფრო ცივი ამინდის არის.


Posted by: პიანისტი 15 Sep 2020, 14:43
spider77
საერთოდ არ ტეხავს, ერთი ტესტიც არ იყო ჩემთვის საკმარისი , მაგალითად სავაჟი მეზიზღებოდა თავიდან რო დავტესტე, მეორედ რო მივედი რამოდენიმე თვის შემდეგ ეგრევე ვიყიდე ისე მომეწონაbiggrin.gif


https://www.fragrantica.com/perfume/Amouage/Sunshine-Men-31619.html
გაქვთ ვინმეს ამუაჟის სანშაინი? არომატეკაში აქვთ ამუაჟი?

Posted by: senpai 15 Sep 2020, 14:45
არადა მაგდენ სუნამოს მე გავცვლიდი 5 კარგ ნიშეში. ხარისხი ჯობნის რაოდენობას.

მარტო ამას გავცვლიდი ყველა დიზაინერის სუნამოში, რომელსაც ალკოჰოლის ნოტა აქვს

user posted image


Posted by: febus 15 Sep 2020, 17:05
rezi0881
მადლობა.

spider77
რომელი საიტიდან იწერ ?

Posted by: Arien 15 Sep 2020, 17:13
rezi0881
QUOTE
შენგან არ მიკვირს

user.gif
ბლექ ფრაიდისთვის უნდა მოვემზადო,შარშან ელდოს საიტზე კარგი აქცია ჰქონდათ - ერთს იყიდიდი,მეორეს იგივე ფასიანს გჩუქნიდნენ.
ეს ახალი მინდოდა და ნიმუშიც კი აღარ აქვთ.

პიანისტი
QUOTE
არომატეკაში აქვთ ამუაჟი?

ვულევუს ბრენდია,რომელიმე დიდი ფილიალში ექნებათ არჩევანი.მაგ.პეკინზე მაქვს ნანახი

Posted by: Master_Nick 15 Sep 2020, 17:28
QUOTE (rezi0881 @ 15 Sep 2020, 14:34 )


spider77
Master_Nick

ეს იცით? 1899 Hemingway Histoires de Parfums სპაისბომბი თუ მოგწონთ ნახეთ, კი გავს მაგრამ ვერ იტყვი ერთი მეორეს კოპიოაო, უფრო ცივი ამინდის არის.

საინტერესო რამე ჩანს, ერთია სად შეიძლება დატესტვა?
სპაისბომბი ადრე რომ გავსინჯე არ მომეწონა, მერე დრო გავიდა და ყიდვაც გადავწყვიტე. რომ დავაკვირდი იცვლება ყნოსვის რეცეპტორები wink.gif

Posted by: senpai 15 Sep 2020, 18:02
ჩემი ტოპ 3 კონიაკის სუნამო გვიანი შემოდგომა-ზამთრისთვის ( მსხვილი ჯიბისთვის biggrin.gif )

user posted image


user posted image


user posted image

Posted by: spider77 15 Sep 2020, 18:16
febus
QUOTE
რომელი საიტიდან იწერ ?

Ebay.com

Posted by: rezi0881 15 Sep 2020, 18:38
Arien
QUOTE
ბლექ ფრაიდისთვის უნდა მოვემზადო,შარშან ელდოს საიტზე კარგი აქცია ჰქონდათ - ერთს იყიდიდი,მეორეს იგივე ფასიანს გჩუქნიდნენ.
ეს ახალი მინდოდა და ნიმუშიც კი აღარ აქვთ.

ცოდნიათ მაგათ მართლა ბლექფრაიდეი და სეილი რაც არის biggrin.gif Spice Must Flow - ამის სემფლი ისევ მაქვს მომეწონა. სიახლე რო იყო გაიყიდა ალბათ ნიმუშები.

Master_Nick
QUOTE
საინტერესო რამე ჩანს, ერთია სად შეიძლება დატესტვა?
სპაისბომბი ადრე რომ გავსინჯე არ მომეწონა, მერე დრო გავიდა და ყიდვაც გადავწყვიტე. რომ დავაკვირდი იცვლება ყნოსვის რეცეპტორები

არომაბუტიკში იყიდება ჰისტორი.. მეც მომსვლია მასე, რაღაც არ მომწონდა და მერე მომწონებია, რაღაცაც პირიქით.



Posted by: spider77 15 Sep 2020, 20:30
rezi0881
QUOTE
ბლექფრაიდეი

რა რიცხვი უწევს?

Posted by: akako78 15 Sep 2020, 20:52
spider77
მეც მაგ აზრის ვარ..მერამდენე ვიყიდო და თუ არ გავხსნი რა აზრი აქვს??თან უნდა მედოს და არადა კარგი სუნამოებია ფასდაკლებაში ლუტეციაში..

Posted by: Master_Nick 16 Sep 2020, 01:10
rezi0881
Frapin 1270 მაინტერესებს და რას ფიქრობ? დატესტილი ხომ არ გაქვს? შემოდგამა ზამთრისთვის კარგი ვარიანტი უნდა იყოს

Posted by: rezi0881 16 Sep 2020, 10:52
Master_Nick

ძალიან კარგია შემოდგამა ზამთრისთვის, უგემრიელესი სურნელი აქვს, ტკბილია მაგრამ ამავდროულად რაღაც მსუბუქიც არის, შემაწუხებელი სიტკბო არ დაყვება ვანილის და ტონკას ნაზავმა რო იცის, უფრო სხვანაირია, ლაითად წაუგურმანულებს ოღონდ არც ისე ყავის ან ნამცხვრის შეგრძნებას რომ ტოვებდეს.. ნახე და დააკვირდი ბლოტერზეც და კანზეც საინტერესო რამეა.


Posted by: Master_Nick 16 Sep 2020, 12:18
rezi0881
up.gif მადლობა ინფოსთვის, ლ' არომაბუტიკს აქვს როგორც ვიცი Frapin 1270.

Posted by: 4L3X 16 Sep 2020, 15:41
Master_Nick
კი 410 ლარი ღირს 100მლ

Posted by: senpai 16 Sep 2020, 15:49
QUOTE
410 ლარი ღირს 100მლ

მშვენიერი ფასია მაგისთვის up.gif


4L3X
ჩამოყალიბდი შენ რამეზე ? biggrin.gif

Posted by: 4L3X 16 Sep 2020, 16:03
senpai
იმაზე ჩამოვყალიბდი რომ გარეთ თითქმის არ გავდივარ და ის სუნამოები რაც მაქვს თავზე გადამდის და ეხლა ფულის ხარჯვა იმაზე რასაც ვინ იცის როდის გამოვიყენებ უაზრობაა tongue.gif

Posted by: Sophist 16 Sep 2020, 16:51
FAHRENHEIT ABSOLUTE და FAHRENHEIT PARFUM-ს შორის დიდი განსხვავებაა?

Posted by: spider77 16 Sep 2020, 17:03
Sophist
QUOTE
FAHRENHEIT ABSOLUTE და FAHRENHEIT PARFUM-ს

ფაქტიურად სხვადასხვაა და კლასიკური ფარენჰეიტი კიდე სხვანაირია.
პირადად მე კლასიკური მირჩევნია ორივეს, ჩემი ფავორიტი სუნამოა.

Posted by: black_man 16 Sep 2020, 17:39

A*Men Pure Havane Mugler სად შეიძლება დავტესტო? და როგორ დაახასიათებდით?

yes.gif

Posted by: Master_Nick 16 Sep 2020, 20:00
4L3X
ფასდაკლებაზე შეიძლება ყიდვა.

rezi0881
Acqua Sextius 20 მლგ ბოთლები განსხვავდება ხომ 50 მლგ კლასიკური ბოთლისგან? შეფუთუვა განსხვავებულია და გამყიდველმა ვერ გამაგებინა განსხვავებულ შეფუთვებში როტომ არის ერთი და იგივე სუნამო.

Posted by: rezi0881 16 Sep 2020, 20:55
Master_Nick

20 მლ. არის თრეველ მოცულობა, შეფუთვაც და ბოთლიც 50 მლ-სგან რათქმაუნდა განსხვავებული იქნება, ერთი ნამდვილად ვიცი სუნამო ერთიდაიგივე ასხია ყველგან და არაფრით არ განსხვავდება ერთმანეთისგან.

user posted image


Posted by: Hyperzet 17 Sep 2020, 02:37
black_man
QUOTE
სუნამოების გადმოსხმა მინდა და სად ვიყიდო ცარიელი ეგრედწოდებული ფლაკონები თუ რაც ქვია...

https://www.facebook.com/CosmeticjarsGEORGIAN

ამათ აქვთ კარგი რაღაცეები, გადახედე.

Versace eros femme გავსინჯე და სულ სხვა იყო, ვიდრე დაახასიათეს.

Franck Boclet Cocaine-ს თბილისში სად ვიშოვნი?
rolleyes.gif
user posted image

Posted by: akako78 17 Sep 2020, 02:47
Hyperzet
ლ'არომა ბუტიკში დარეკე და მანდ აქვთ..ფასსაც გეტყვიან და მისამართებსაც..032 240 09 00

Posted by: Hyperzet 17 Sep 2020, 02:52
akako78
QUOTE
ლ'არომა ბუტიკში დარეკე და მანდ აქვთ..ფასსაც გეტყვიან და მისამართებსაც..032 240 09 00


მგონი ყველგან ვიკითხე მაგის გარდა. :დ

მადლობა <3

Posted by: Arien 17 Sep 2020, 07:01
Hyperzet

Franck Boclet Cocaine-ის არომატი იცით?როგორია შთაბეჭდილება?


ისე ტუბეროზა თუ გაინტერესებთ ესენიც ნახეთ - Tubéreuse Impériale - BDK
Nasomatto Narcotic Venus

Private Collection Tuberose Gardenia - ეს ლუტეციაში

Posted by: Dato10kokli 17 Sep 2020, 11:26
ვისაც ბოკლეს სუნამოები გაქვთ, თქვენს კანზე რამდენად ახლოს ჯდება? ექსტრატია და უფრო მეტს მოველოდი, ძალიან დიდხანს ძლებს, მაგრამ კანთან 3-4 სმ
ფასს რაც შეეხება 610 ადევს, მაგრამ 20 პროცენტს კრედიტ კარტის მიხედვით აკლებენ, 20 ს მაგათი ბარათი თუ გაქვს

Posted by: Paco_rabanne 17 Sep 2020, 12:52
tom fordis black orchid machuqes ar momwon rashi gacvlit ? biggrin.gif

Posted by: WUDU 17 Sep 2020, 14:21
Paco_rabanne
რა ტიპის სუნამოს ეძებ? ან ფასი? რამდენია მოცულობა?

Posted by: Dato10kokli 17 Sep 2020, 14:35
Paco_rabanne
PM მოგწერე


Posted by: Master_Nick 17 Sep 2020, 14:39
მეც დამიგროვდა სუნამოები რომლებსაც აღარ ვხმარობ, ერთიანად გავცლი ან იაფად გავყიდი.
ბოთლის მოცულობებია
Dunhill century 75 ml
SAUVAGE 100 ml
Prada Leu 150 ml
Burbery 50 ml
რაც დარჩენილია ფოტოზე ჩანს.
user posted image

Posted by: black_man 17 Sep 2020, 15:30
Hyperzet
დიდი მადლობა ზუსტად მაგას ვეძებდი )

Posted by: nnn_lll 17 Sep 2020, 22:51
ჰაი მეგობრებო,
მჭირდება ტონალური, რომელსაც ექნება ძალიან ძლიერი დაფარვა, იმდენად რომ ამძვრალი მუწუკი წითელი, და ჩალურჯება ლურჯი ისე დაფაროს რომ არაფერი შეეტყოს. მოკლედ ძლიერი ტონალური მირჩიეთ გამოცდილებო <3

Posted by: USER001 18 Sep 2020, 01:12
ნიშ სუნამოები გარდა ფასიაა სხვა სუნამოებისგან რით განახვავდება?

Posted by: Arien 18 Sep 2020, 08:10
USER001
QUOTE
ნიშ სუნამოები გარდა ფასიაა სხვა სუნამოებისგან რით განახვავდება?


კრეატივით.ნიშ ბრენდი არ ხარჯავს ფულს რეკლამაზე,არ ქირაობს რომელიმე პოპვარსკვლავს,არ სჭირდება გასაოცარი ფლაკონების მოგონება.
ზოგადად არ არის გათვლილი მასებზე.ნიშ არომატი გარკვეულ წილად სურპრიზია.
ლუქს ბრენდები პირიქით,გათვლილია მასებზე,მიდის აქტიური რეკლამა რომელიმე ცნობილი სახის მონაწილეობით,არომატი იქმნება ფართო მასების მოთხოვნის გათვალისწინებით,აქ რაიმე გამორჩეულის შექმნა რისკია.
თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ლუქს ბრენდები უშვებენ პრივატ კოლექციებს, რომლებიც მათი ჩვეულებრივი ხაზის სუნამოებისგან განსხვავებით ბევრად ძვირი ღირს და ნიშას ჰგავს,ნიშ ბრენდებიც ცდილობენ უფრო პოპულარულები გახდნენ.
ეს იმას არ ნიშნავს რომ ლუქს ბრენდებში ვერ შევხვდებით საინტერესო არომატებს და პირიქით,უბრალოდ ალბათობა მეტია რომ ნიშ ბრენდებში
მეტი თავგადასავალი ვიპოვოთ smile.gif)
საერთოდ კი როცა საქმე გრძნობას ეხება,ემოციას, ყველაფერი მკაცრად ინდივიდუალურია.ცხვირი ჩვენია,არომატით გამოწვეული შეგრძნებებიც და ის თანხაც რასაც სუნამოში გადავიხდით,ჰოდა რაც მოგვწონს და გვესიამოვნება იმას ვყიდულობთ smile.gif

Posted by: Master_Nick 18 Sep 2020, 13:59
შემოდგომა - ზამთრის სეზონისთვის ჩემთვის იდეალური ვარიანტია
user posted image
გასაყიდად ხომ გაქვთ ვინმეს, დაინტერესებული ვარ და ვიყიდიდი.

Posted by: Hyperzet 18 Sep 2020, 19:02
Arien
QUOTE
Franck Boclet Cocaine-ის არომატი იცით?როგორია შთაბეჭდილება?

არა, არ ვიცი ჯერ, ლ"არომა ბუტიკში ვერ მივედი ეს დღეები. ეგ და Nasomatto Narcotic Venus
მაინტერესებს სიგიჟემდე.
დავტესტავ და დავწერ.

black_man
bis.gif
nnn_lll
QUOTE
მჭირდება ტონალური, რომელსაც ექნება ძალიან ძლიერი დაფარვა, იმდენად რომ
ამძვრალი მუწუკი წითელი, და ჩალურჯება ლურჯი ისე დაფაროს რომ არაფერი შეეტყოს.
მოკლედ ძლიერი ტონალური მირჩიეთ გამოცდილებო <3

ეს სუნამოების თემაა, სხვაგან უნდა გეკითხა მაგრამ იყოს.
თუ მთლიან კანზე არ გინდა, როგორც თხელი ფენა და კონკრეტულად სილურჯეები და ნაწიბურები გინდა დაიფროს
ესაა უმაგრესი ვარიანტი.
თავისუფლებაზე, გალერიაში, პირველ სართულზე NYX-ში აქვთ.
კანის ფერის მიხედვით აარჩევ.
სასწაული ეფექტი აქვს,

Posted by: akako78 18 Sep 2020, 19:07
Hyperzet
ხო მართლა-პეკინზე აქვთ ბოკლეს კოკაინი ვულევუში..

Posted by: Hyperzet 18 Sep 2020, 19:14
akako78
QUOTE
ხო მართლა-პეკინზე აქვთ ბოკლეს კოკაინი ვულევუში..

ვნახავ, მანდ თუ აქვთ.
მადლობა. <3

Posted by: 4L3X 18 Sep 2020, 20:19
USER001
პირველად რომ დავისხი ნიშური სუნამო მივხვდი რომ დიზაინერულს ვეღარასდროს ვეღარ ვიხმარდი user.gif

Posted by: senpai 18 Sep 2020, 21:25
Master_Nick
QUOTE
შემოდგომა - ზამთრის სეზონისთვის ჩემთვის იდეალური ვარიანტია

საინტერესო რაღაცა შეგირჩევია, ცუდია რომ ჩვენთან მაგ ბრენდს არ ექცევა სათანადო ყურადღება.


4L3X
QUOTE
პირველად რომ დავისხი ნიშური სუნამო მივხვდი რომ დიზაინერულს ვეღარასდროს ვეღარ ვიხმარდი

ბრმად დაგასხავ სუნამოს და ვერ მიხვდები ნიშაა, დიზაინერია, სელებრიტია, ლუქსია თუ ინდი biggrin.gif



Posted by: Master_Nick 18 Sep 2020, 22:15
spider77
ჩამოვიდა სპაისბომბი და მართლა ბომბია, სპაისებს და ალუბლებს ისვრის. თავიდან ძალიან აგრესიულია მაგრამ მერე რომ ჯდება საკაიფოა. ვფიქრობ რომ მოგეწონება.


* * *
QUOTE (senpai @ 18 Sep 2020, 21:25 )
Master_Nick
QUOTE
შემოდგომა - ზამთრის სეზონისთვის ჩემთვის იდეალური ვარიანტია

საინტერესო რაღაცა შეგირჩევია, ცუდია რომ ჩვენთან მაგ ბრენდს არ ექცევა სათანადო ყურადღება.

კიი ძალიან დონეა, აი ძალიან! ჩემ თავზე ვბრაზობ ახლა, 1 თვის წინ ბრენდზე 40% ფასდაკლება ჰქონდათ და გავმაზე. ეხლა ცეცხლის ფასი უკიდია facepalm.gif

Posted by: 4L3X 18 Sep 2020, 22:22
QUOTE (senpai @ 18 Sep 2020, 21:25 )
ბრმად დაგასხავ სუნამოს და ვერ მიხვდები ნიშაა, დიზაინერია, სელებრიტია, ლუქსია თუ ინდი biggrin.gif

დამასხი რა ჩემი რა მიდის gigi.gif
ინდის ნაღდათ ვერ გამოვარჩევ იმიტომ რომ შეხება არ მქონია. სელებრითი ვფიქრობ რომ რაღაც იაფფასიანია ყოველთვის. მე მგონი თეორიულად მაინც უკვე შემიძლია დიზაინერულის და ნიშის გარჩევა tongue.gif

Posted by: senpai 18 Sep 2020, 22:49
Master_Nick
QUOTE
კიი ძალიან დონეა, აი ძალიან! ჩემ თავზე ვბრაზობ ახლა, 1 თვის წინ ბრენდზე 40% ფასდაკლება ჰქონდათ და გავმაზე. ეხლა ცეცხლის ფასი უკიდია

დაელოდე ცოტახანი. ახალ წლამდე მაინც იქნება რამე


4L3X
QUOTE
თეორიულად მაინც უკვე შემიძლია დიზაინერულის და ნიშის გარჩევა

ანუ ნიშს დაგასხავ და გეგონენა დიზაინერი. biggrin.gif

სელებრიტის დაგასხავ და გეგონება ლუქსი

და

დიზაინერი კიდე ნიშე გეგონება.

მუჰამედ ალის აქვს უცხო ხაზი სუნამოების. სუფთა ნიშეა. შემაწუხებლად მდგრადი. ვიდითაც რაღაცნაირია.

user posted image


მოდი და გაარჩიე ეხლა ეგ რომელ კატეგორიაში შედის, ანუ იდეაში არი სელებრიტი, კომპანია ამბობს რომ არის დიზაინერი და სურნელით ნიშეა biggrin.gif

Posted by: 4L3X 18 Sep 2020, 22:51
senpai
ეს უკვე ჩიტერობაა. gigi.gif მე ვლაპარაკობ იმ სუნამოებზე რომლებიც იყიდება თბილისში.

Posted by: senpai 18 Sep 2020, 23:05
4L3X
QUOTE
ვლაპარაკობ იმ სუნამოებზე რომლებიც იყიდება თბილისში.

შენ თქვი გარჩევა ვისწავლეო და თბილისში არსებული სუნამოები რა შუაშია ? biggrin.gif


Posted by: 4L3X 18 Sep 2020, 23:11
senpai
აბა Legacy სად შეგხვედრია თბილისში? ან ისეთი სუნამო ერთიც რომ არის, მეორეც და მესამეც. spy.gif

Posted by: rezi0881 18 Sep 2020, 23:21

კარგი ბრენდია ატკინსონი, ტობაკო ვანილის მსგავსია სუნამო The Odd Fellow Bouquet მსუბუქი და დელიკატური.

user posted image




Posted by: senpai 18 Sep 2020, 23:25
4L3X
ხოდა ეს სუნამო უბრალოდ მაგალითად ვთქვი, თორე სხვა სუნამოებს განახებ ისეთს, რომელიც ნიშეა და დიზაინერი უფრო გეგონება.


კაი დაიკიდე. biggrin.gif


ეს იყოს ნიშეც, დიზაინერიც და ინდიც


user posted image

Posted by: black_man 19 Sep 2020, 00:10
QUOTE (senpai @ 18 Sep 2020, 23:25 )
4L3X
ხოდა ეს სუნამო უბრალოდ მაგალითად ვთქვი, თორე სხვა სუნამოებს განახებ ისეთს, რომელიც ნიშეა და დიზაინერი უფრო გეგონება.


კაი დაიკიდე. biggrin.gif


ეს იყოს ნიშეც, დიზაინერიც და ინდიც


user posted image

senpai
აქ არ იქნება არსად რომ დავტესტო? დამაინტერესა ძაან )

Posted by: Lallana 19 Sep 2020, 01:07
მეგობრებო ამ სელერზე რას იტყვით?

ძაან დაბალი ფასები აქვს და რამეს ხომ არ მაიმუნობს?

https://ebay.com/usr/foreverlux

Posted by: black_man 19 Sep 2020, 03:10
Lallana
მაქვს გამოწერილი რამდენიმეჯერ, კმაყოფილი ვარ, ავთენტური ჩამოვიდა ყველა და დაუზიანებელი..

Posted by: senpai 19 Sep 2020, 08:38
black_man
QUOTE
აქ არ იქნება არსად რომ დავტესტო? დამაინტერესა ძაან

იყო ლუტეციაში და ნახე, მარა ცხენები უნდა მოგწონდეს ეგ სუნამო რო დააფასო biggrin.gif


Posted by: Lamorac 19 Sep 2020, 10:50
ისე, იბაი კაი გამახსენეთ

ჩამოყარეთ კარგი სელერები თუ არ გეზარებათ

Posted by: Master_Nick 19 Sep 2020, 14:03
ვულევუ- ს ქსელში აზაროს ახალი ხაზის პროდუქცია მიიღეს, ხომ არ დაგიტესტიათ?
Wild mint დავტესტე და ზედმეტად ქიმიური მომეჩვენა თუ მართლაც ასეა?

Posted by: senpai 19 Sep 2020, 14:41
Master_Nick
QUOTE
ვულევუ

QUOTE
აზაროს

აქამდე ლუტეციას ქონდა აზარო

Posted by: black_man 19 Sep 2020, 16:06
შემოდგომა-ზამთრისთვის ესენი შევარჩიე:
Versace Pour Homme Oud Noir
Prada L'Homme Intense Prada for men
უფრო ქვევით:
Nuit d’Issey Parfum Issey
Bentley For Men Absolute

თქვენ რომელს აირჩევდით? yes.gif boli.gif

Posted by: akako78 19 Sep 2020, 16:35
black_man

მე ზედა ორს..ნუიტ დისსეი ედტ უფრო მომეწონა როგორც მახსოვს..პარფუმზე გამყოლიც იყო და საინტერესოც..ანუ მრავალწახნაგოვანი მეჩვენა უფრო..ბენტლი არ დამიტესტავს..ზედა ორი მაქვს და მომწონს..პრადას 2018 წლის დიზაინურ საუკეთესო სუნამოდ ვთვლი მე პირდად..ვერსაჩე კი ძალიან წააგავს უდ ვუდს ნუ თავიდან მაინც..ჩემზე არ ქიმოზობს რაც მთავარია..

Posted by: Master_Nick 19 Sep 2020, 19:50
black_man
Prada & Bentley.
ვერსაჩე დატესტილი გავს? ვაპირებდი ყიდვას და კიდევ კარგი დავტესტე, არ არის საჩემო.

Posted by: black_man 19 Sep 2020, 19:55
akako78
ნუიტ დისსეი ედტ მქონდა და დავცალე.. ედპ ვიფიქრე ეხლა, თუმცა მგონი მართლა ედტ სჯობს ისევ...
Master_Nick
ვერსაჩე კი და ბენტლი არა... შენ ხომ არ დატესტე Bentley For Men Absolute?


Posted by: Master_Nick 19 Sep 2020, 20:00
black_man
კი დატესტილი მაქვს და მომწონს. რა ფასშიც იყიდება, ჩემი აზრით იდეალური ვარიანტია. ლუტეციაში შეგიძლია დატესტვა.
ყიდვას ვაპირებდი, მაგრამ ბენტლის სხვა სუნამო, მომენტუმ ანლიმიტედი ვიყიდე.

Posted by: black_man 19 Sep 2020, 20:03
Master_Nick
ეს შემოიტანეს Bentley For Men Absolute? ან როდის?

Posted by: Master_Nick 19 Sep 2020, 20:13
black_man
ბოდიში ამერია ბენტლის ფორ მენში, ეგ აბსოლუტი არ ვიცი შავი ბოთლით ყოფილა.

Posted by: black_man 19 Sep 2020, 20:20
Master_Nick
არაუშავრს, უბრალოდ გამიკვირდა რამდენჯერ ვიყავი და შემოტანილი ფიზიკურად არ ქონიათ და მაგიტო.. მე ბლექ ედიშენი მაქვს ბენტლის.... ზაფხულისთვის შეიძლება ეგ დავტესტო რომ მოვხვდები მომენტუმ ანლიმიტედი...... yes.gif

Posted by: Master_Nick 19 Sep 2020, 20:46
black_man
საინტერესოა როგორ მოგეწონება, ვაჟას ლუტეციაში ეს მომენტუმ ანლიმიტედი ამოიყიდა, მხოლოდ ინტენს ვერსია აქვთ და ისიც შეფუთული ყუთებით, დატესტვა რომ გინდოდეს ვერ დატესტავ wink.gif

Posted by: spider77 21 Sep 2020, 11:39
მოკლედ ჩამომივიდა ბოგარტის ONE MAN SHOW .

ვისაც ძველი კლასიკური სუნამოები მოგწონთ, VERSACE L'HOMME, მწვანე POLO და ეგეთები, მისწრებაა.
9-10 დოლარად გამოიწერთ და ამ სასაცილო ფასად არაჩვეულებრივი სუნამო შეგრჩებათ.

user posted image

Posted by: USER001 21 Sep 2020, 14:24
ავენტუსი, ფრაგნანტიკაზე არაა არცერთი სეზონი კარგად გამოკვეთილი და რა პერიოდში უფრო მდგრადი და გამყოლი არის?

Posted by: Master_Nick 21 Sep 2020, 15:41
Frapin ის კონიაკები აქამდე ვიცოდი და კომპანია სუნამოსაც თუ კარგს აკეთებდა ეგ ნამდვილად არ ვიცოდი.
Frapin 1270 მშვენიერია, შემოდგომა ზამთრის სეზონზე კონიაკის და მშრალი ხილის, ჩირების არომატების მოყვარულთათვის იდეალური ვარიანტია.

Posted by: neosat 21 Sep 2020, 15:55
მეგობრებო ამ სუნამოს როგორ დაახასიათებდით?

https://www.ebay.com/itm/Dolce-Gabbana-Pour-Homme-Intenso-men-4-2-oz-edp-NEW-IN-BOX/292708880805


ან დაახლოებით 30-40 აშშ დოლარის ფარგლებში რას მირჩევთ ცივი სეზონისთვის რომ გამომადგეს ძირითადად საოფისე მოხმარებისათვის

Posted by: akako78 21 Sep 2020, 16:11
spider77
კი მახსოვს ეგ..მამაჩემს ჰქონდა-აჩუქეს ორიგინალი რუსეთში..ძალიან მაგარი იყო მაშინ და ეხლაც ნოსტალგია მაქვსsmile.gif

USER001
ავენტუსი მესხა თუ არ ვცდები 2015 წლის ბათჩი..ლუტეციის ტესტერი 12+ ჰქონდა გამყოლობა კანზე..თებარვლის მზიანი დღე იყო-გრადუსი 11-13 იქიდან შემიყვარდაsmile.gifძალიან ისმოდა ანანასი და სმოუკიც..მახსოვს შევედი თი-ბი-სი-ში მენეჯერთან და უცხო კაცს მკითხა..დიდი ბოდიშის მოხდით რა სუნამო გასხიათო?არადა 2 მეტრი იყო დაშორებაsmile.gifჩემი მეზობელია ერთი და მას ასხია ხოლმე..მართალი შორტიკები რომ აცვია მაშინაც ისხავსsmile.gifმაგრამ სუნი სადღაც 2-- მეტრიდან მესმის ხოლმეsmile.gifბევრს კი ისხავს ვიცი..ახალი ბათჩი აქვს 100მლ-იანი ანუ ახალი..მერე რომ დავისხი 2015 წლისა ის 120მლ-იანი იყო..მოკლედ ძალიან ძალიან სიცივეში არა მაგრამ ზამთრის-შემოდგომის-გაზაფხულის თბილ მზიან ამინდში მისწრებაა ჩემთვის..ზაფხულში ისედაც უხდება და დანარჩენი უკვე გემოვნებაზეა..ზოგს მოსწონს-ზოგს არა..

Posted by: USER001 21 Sep 2020, 20:14
QUOTE (akako78 @ 21 Sep 2020, 16:11 )

USER001
ავენტუსი მესხა თუ არ ვცდები 2015 წლის ბათჩი..ლუტეციის ტესტერი 12+ ჰქონდა გამყოლობა კანზე..თებარვლის მზიანი დღე იყო-გრადუსი 11-13 იქიდან შემიყვარდაsmile.gifძალიან ისმოდა ანანასი და სმოუკიც..მახსოვს შევედი თი-ბი-სი-ში მენეჯერთან და უცხო კაცს მკითხა..დიდი ბოდიშის მოხდით რა სუნამო გასხიათო?არადა 2 მეტრი იყო დაშორებაsmile.gifჩემი მეზობელია ერთი და მას ასხია ხოლმე..მართალი შორტიკები რომ აცვია მაშინაც ისხავსsmile.gifმაგრამ სუნი სადღაც 2-- მეტრიდან მესმის ხოლმეsmile.gifბევრს კი ისხავს ვიცი..ახალი ბათჩი აქვს 100მლ-იანი ანუ ახალი..მერე რომ დავისხი 2015 წლისა ის 120მლ-იანი იყო..მოკლედ ძალიან ძალიან სიცივეში არა მაგრამ ზამთრის-შემოდგომის-გაზაფხულის თბილ მზიან ამინდში მისწრებაა ჩემთვის..ზაფხულში ისედაც უხდება და დანარჩენი უკვე გემოვნებაზეა..ზოგს მოსწონს-ზოგს არა..

რომელიმე ბათჩი არის ბანძი? givi.gif
თუ ყველა კარგია...

ისე დასხმას რაც შეეხება,ყელის არეში სხვადასხვა მხარეს 2-3 მთლიანიბაში, მაჯებზე 1-1 კიდევ სად შეიძლება თუ რაოდენობას მოვუმატო war.gif

Posted by: akako78 21 Sep 2020, 20:45
USER001

ბატჩებს რომ აჰყვე სჯობია ლარის კურსი დაადგინო ხვალისთვის ან უახლოეს 2 თვისა ამ 1 წლისა თუ გინდაც..გეფიცები შამანი იქნები ისეთი რომ ვანგას შეშურდებოდაsmile.gifხოდა მე დავანებე მასეთ რაღაცეებს თავი..უბრალოდ გეტყვი..ყველა სუნამოს აქვს ასეთი რაღაც-გახსნი..გამოაპკურებ 20-50 სპრეის მერე ის დგას..ძველდება და ძლიერდება..როგორც კონიაკი ან ღვინო..შენახვის პირობების დაცვით..გრილ,მშრალ და ბნელ ადგილას-ნესტი არ უნდა იყოს!!!შემდგომ სუნამო ძლიერდება..სუნამოს გააჩნია-ყველაზე ასე არ მოქმედებს.შეიძლება პირიქით გაწყალდეს-ეგ მხოლოდ უფალმა იცის..ავენტუსს მე ვისხავ 3 სპრეის..ყურს უკან ორივე მხარეს და კეფაზე თმებსაც რომ მიაესხას ცოტა..მაჯებზე არ ვისხავ ხოლმე-მაღიზიანებს ყველა სუნამოsmile.gifანუ მბეზრდება..

პ.ს.დღეს მოგეხსენებათ იყო ძალიან უაზრო ამინდი..ხან წვიმა-ქარი-მოღრუბლულობა..ხოდა დავისხი ნარცისო როდრიგესის ედტ..ძალიან ბნელია-მუსკუსია-პუდრისებრია..ერთ-ერთი უცნაური სუნამოა დიზაინერებში,მაგრამ დღეს გაქაჩა..წვიმიან ამინდს უხდება და ამ გრადუსს..გამოსაფრქვევი აქვს რაღაც სასწაული-ნახევარი დოზირებით სამჯერ ვიპკურე და ეხლაც მომდის სურნელი პერანგიდან..13 საათის მერეsmile.gif არის 2009 წლის ბატჩი-ვინტაჟია!!!

Posted by: tetrisa 21 Sep 2020, 21:05
azzaro wanted by night ამის შეძენას ვფიქრობ და ვისაც დაგიტესტავთ როგორია შემოდგომა - ზამთარში წავა?

Posted by: toyota12345 21 Sep 2020, 21:16
საბერძნეთიდან მამაკაცის სუნამოს მიგზავნიან საჩუქრათ ოღონთ შენ გვითხარი რომელიო და არ ვიცი ძაანაც არ მინდა გავწეწო. ისე ზოგადათ მანდ უფრო ძვირია სუნამოები?

Posted by: black_man 21 Sep 2020, 22:09
tetrisa
შემოდგომა-ზამთრისთვის მშვენიერია.. მე მაქვს ედტ ვერსია და კმაყოფილი ვარ...

Posted by: Master_Nick 21 Sep 2020, 22:15
დღეს ლალიკმა ამ წვიმიანში მაგრად გაასწორა, გაიხსნა ბოლომდე ნოტებიsmile.gif რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტად მომწონს ეს სუნამო.
user posted image

user posted image

Posted by: toyota12345 21 Sep 2020, 22:20
ეეხ ნეტა მეც მასე ვერკვეოდე სუნამოებში როგორც თქვენ. რამე ისეთის ყიდვა მინდა რომ დავისხამ და ცოტა მოშორებითაც გრძმობენ სუნს. აქ მასეთი ვერ ვიშოვე.... საბერძნეთიდან მიგზავნიან და არ ვიცჯ რა გამოვაგზავნინო რამე საკაიფო მინდა თან ცივ ამინდებს რო შეეწყოს.

Posted by: spider77 21 Sep 2020, 23:04
Master_Nick
QUOTE
დღეს ლალიკმა ამ წვიმიანში მაგრად გაასწორა, გაიხსნა ბოლომდე ნოტები რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტად მომწონს ეს სუნამო.

მაგარია.


akako78
QUOTE
ნარცისო როდრიგესის

4-5 წლის წინ მაჩუქეს 50-იანი.
ახალი ჩამთავრებული მაქვს და პირველი რასაც შევიძენ ეგ იქნება.


toyota12345
ძალიან ძნელია ესე ვინმემ გირჩიოს, შეიძლება ჩამოვიდეს და არ მოგეწონის.
ამიტომ ჯობია შეხვიდე რომელიმე ბრენდირებულ მაღაზიაში ჩვენთან, კონსულტანტი დაიხმარო, დატესტე რამოდენიმე და 3-4 საათის განმავლობაში დააკვირდი, რომელიც მოგეწონება იმაზე ჩამოყალუბდი და ის გამოაგზავნინე.

Posted by: Lallana 21 Sep 2020, 23:50
toyota12345


რავი ჰერმესი გამოაგზავნინე, ეგ რო ვინმეს არ მოწონებიდეს არ მინახია ჯერ biggrin.gif

Posted by: blue_velvet 22 Sep 2020, 00:05
QUOTE
დღეს ლალიკმა ამ წვიმიანში მაგრად გაასწორა, გაიხსნა ბოლომდე ნოტები

Master_Nick
მაგის შეძენას ვფიქრობ, ზოგადი შეფასებებით ითვლება რომ თავისი ხარისხისთვის ძალიან იაფია ისევე როგორც ბენტლი ინთენსი, რას ფიქრობთ?

spider77
akako78

Posted by: Master_Nick 22 Sep 2020, 00:14
blue_velvet
კი მაგარია, ხისებრი ნოტები თუ მოგწონს ეს არის ბომბა, ფასზე აღარაფერს ვამბობ. ჩემი აზრით ეს სუნამო არის must have. წვიმიან ამინდში და სიგრილეში განუმეორებელია.

Posted by: Lallana 22 Sep 2020, 01:12
Master_Nick

რომელზე ამბობ კლასიკზე თუ ექსტრიმზე?

Posted by: USER001 22 Sep 2020, 01:18
https://www.fragrancenet.com/fragrances/discount/perfume-travel-atomizer/perfume#231154

გაქვთ ვინმეს?
უკეთეს ხომ არ მირჩევთ რამეს?


თუ Airline Approved იქნება ისიც მთლად უკეთესი სამომავლოდ იქნება გამომადგეს givi.gif

იგივე ვიზუალით ბევრად დაბალ ფასადაა ალიზე

https://www.aliexpress.com/item/4000579018774.html?spm=a2g0o.productlist.0.0.2e71557b6ZU5CP&algo_pvid=32340ed0-598f-4cd9-8b48-d1ac5a597553&algo_expid=32340ed0-598f-4cd9-8b48-d1ac5a597553-0&btsid=0bb0624616007236308873390e0e51&ws_ab_test=searchweb0_0,searchweb201602_,searchweb201603_

Posted by: akako78 22 Sep 2020, 01:34
blue_velvet
მე ბენთლი ინტენსი უფრო მომწონს და როდრიგესის ედტ..

spider77

სხვათაშორის ჩემს ვიტაჟს აქვს გახსნა მძაფრი და ხმამაღალი..როცა ახლი დავტესტე იმის გახსნა უფრო პოლიტკორექტულია-ანუ სხვანაირად რომ ვთვათ ბევრად გასაგებ ენაზეა გახსნა ვიდრე ეს ცხოველურიsmile.gif

Posted by: Master_Nick 22 Sep 2020, 08:11
Lallana
კლასიკურზე ვამბობ, ექსტრიმი კიდევ უფრო ინტენსიურია როგორც გამიგია.

Posted by: toyota12345 22 Sep 2020, 20:10
მადლობა ყურადღებისთვის. ჰერმესს გამოვაგზავნინენ ტუალეტის წყალი იყოს თუ პარფიუმი რომელს მირჩევდით უფრო მდგრადი რომ იყოს????

Posted by: USER001 22 Sep 2020, 20:17
QUOTE (toyota12345 @ 22 Sep 2020, 20:10 )
მადლობა ყურადღებისთვის.  ჰერმესს გამოვაგზავნინენ ტუალეტის წყალი იყოს თუ პარფიუმი რომელს მირჩევდით უფრო მდგრადი რომ იყოს????

პარფიუმი ყოველთვის.

--------

Posted by: tetrisa 22 Sep 2020, 20:36
Mont blanc Emblem 100 ml. მაქვს თუ ვინმეს გსურთ გავყიდი იაფად, 2 ჯერ მაქვს სულ დასხმული, batch code ით არის 2017 წელს გამოშვებული.

https://www.fragrancex.com/products/_cid_cologne-am-lid_m-am-pid_71157m__products.html?sid=MBEMB34M

Posted by: USER001 22 Sep 2020, 21:49
QUOTE (USER001 @ 22 Sep 2020, 01:18 )
https://www.fragrancenet.com/fragrances/discount/perfume-travel-atomizer/perfume#231154

გაქვთ ვინმეს?
უკეთეს ხომ არ მირჩევთ რამეს?


თუ Airline Approved იქნება ისიც მთლად უკეთესი სამომავლოდ იქნება გამომადგეს  givi.gif

იგივე ვიზუალით ბევრად დაბალ ფასადაა ალიზე

https://www.aliexpress.com/item/4000579018774.html?spm=a2g0o.productlist.0.0.2e71557b6ZU5CP&algo_pvid=32340ed0-598f-4cd9-8b48-d1ac5a597553&algo_expid=32340ed0-598f-4cd9-8b48-d1ac5a597553-0&btsid=0bb0624616007236308873390e0e51&ws_ab_test=searchweb0_0,searchweb201602_,searchweb201603_

რას მირჩევთ რომელი ჯობია.


-----------

Posted by: black_man 23 Sep 2020, 13:13
USER001
ალიზე საკმაოდ იაფია, შეფასებებიც კარგი აქვს და არ უნდა იყოს ცუდი....
_______________________________________________________________________
გავყიდი ამ სუნამოს 50 ლარად.. ან გავცვლი სხვაში.. შეგიძლიათ დატესტო ლუტეციაში.. Jesus Del Pozo Halloween Man X 75 მლ იანი, თითქმის ახალი, რამდენიმეჯერ გამოყენებული.. ყავის ნოტს ვერ შევეგუე და მაგიტომ ვყიდი, თავის ფასთან მიმართებაში საკმაოდ კარგია https://www.fragrantica.com/perfume/Halloween/Halloween-Man-X-53215.html
user posted image




Posted by: Dato10kokli 23 Sep 2020, 13:34
USER001
არ იყიდო ეგენი, 2 ცალი მაქვს ავენტუსი სემფლი ეგრე ჩამოვიდა და აშკარად უშვებს სითხეს საიდანაც იტენება

Posted by: USER001 23 Sep 2020, 14:49
QUOTE (Dato10kokli @ 23 Sep 2020, 13:34 )
USER001
არ იყიდო ეგენი, 2 ცალი მაქვს ავენტუსი სემფლი ეგრე ჩამოვიდა და აშკარად უშვებს სითხეს საიდანაც იტენება

მაგ დანიშნულებისთვის რა დანიშნულებაც აქვს მაგათ სხვას რას მირჩევ?

Posted by: toyota12345 23 Sep 2020, 15:09
საბერძნეთში 500 ევრო ღირსო ჰერმესი. მაგას ჯობია აქ ვიყიდო ვერ გავწეწავ ჩემიანებს მაგხელა თანხაზე და თბილისში სად ვიყიდი ორიგინალს კარგ ფასში?

Posted by: spider77 23 Sep 2020, 15:21
toyota12345
QUOTE
მაგას ჯობია აქ ვიყიდო ვერ გავწეწავ ჩემიანებს მაგხელა თანხაზე და თბილისში სად ვიყიდი ორიგინალს კარგ ფასში?

ვულევუ, ლუტეცია, ისი პარი.

სამივე ერთადაა მარჯანიშვილზე, გვერდიგვერდ.
მაკდონალდსსა და თიბისი ბანკს შორის.

Posted by: USER001 23 Sep 2020, 15:22
QUOTE (toyota12345 @ 23 Sep 2020, 15:09 )
საბერძნეთში 500 ევრო ღირსო ჰერმესი. მაგას ჯობია აქ ვიყიდო ვერ გავწეწავ ჩემიანებს მაგხელა თანხაზე და თბილისში სად ვიყიდი ორიგინალს კარგ ფასში?

ჰერმესი ბრენდია, მხოლოდ 1 სუნამო კი არ აქვს givi.gif

რაღა მაგ ფასიანი ნახეს საკმაოდაა 100-150$ ის ფარგლებში.

Posted by: toyota12345 23 Sep 2020, 15:30
spider77

როგორ ხარ პატივცემულო? გამიხარდა ამ თემაში შენი ნახვა. შევივლი აუცილებლათ.


USER001

კონკრეტულად ეს ფოტო გავუგზავნე და ეს ნახეთ მეთქი.user posted image

Posted by: USER001 23 Sep 2020, 15:34
QUOTE (toyota12345 @ 23 Sep 2020, 15:30 )
spider77

როგორ ხარ პატივცემულო? გამიხარდა ამ თემაში შენი ნახვა. შევივლი აუცილებლათ.


USER001

კონკრეტულად ეს ფოტო გავუგზავნე და ეს ნახეთ მეთქი.user posted image

ზუსტდ ეგ სუნამო შტატებში 74$ ღირს
აქ ადგილზე 300 ლარზე მეტი არც ეღირება.

https://www.fragrancenet.com/cologne/hermes/terre-dhermes-eau-intense-vetiver/eau-de-parfum#314660
ესაა,

აშკარად სხვა იკითხეს ან 1 ლიტრიანი givi.gif

ვერანაირად ვერ ეღირება საბერძნეთში 500 ევრო ეს.

Posted by: Dato10kokli 23 Sep 2020, 15:42
USER001
ნახე იბეიზე ატომაიზერები, ჯობია არ იტენებოდეს თვითონ, ანუ უბრალოდ თავი ეხსნებოდეს და ისე ასხავდე,

მაგ რკინის 2 ატომაიზერს გაჩუქებ თუ გინდა უბრალოდ დაგიკარგავს სითხეს

Posted by: black_man 23 Sep 2020, 15:48
USER001
აქ იყიდება ეგ ატომაიზერები ბევრნაირი, სხვადასხვა მოცულობის.. გამოწერას და ლოდინს იგივე დაჯდება მგონი..
https://www.facebook.com/CosmeticjarsGEORGIAN

Posted by: WUDU 23 Sep 2020, 16:21
toyota12345
რა ფოტოს გიდევს, ეგ არ არის კლასიკური ტერა.

ესაა კლასიკური:

https://www.fragrantica.com/perfume/Herm-s/Terre-d-Hermes-17.html

ტუალეტის წყალიც საკმაოდ მდგრადია.

ასევე, ბლაინდ ბაის კუთხით, თუ გრილი სუნამოები გიყვარს ამას გირჩევდი:
https://www.fragrantica.com/perfume/Dolce-Gabbana/Light-Blue-Eau-Intense-Pour-Homme-44035.html


ერთი და იგივე საფასო კატეგორიაა.

Posted by: neosat 23 Sep 2020, 16:36
toyota12345

რა 500 ევრო, 60 დოლარად დაითრევ იბეიზე :დ

Posted by: USER001 23 Sep 2020, 18:35
ავენტუსი 100 იანი მოვხსნა Fragrancenet- დან თუ საახალწლოდ არის ხოლმე ფასდაკლებები? ანუ 300$ ს ქვემოთ თუ მოდის ფასი? spy.gif

Posted by: toyota12345 23 Sep 2020, 18:58
სასტავ ბევრს აღარ შეგაწუხებთ. ვისაც გამოწერა ვთხოვე არ ჩამოაქვთ სუნამოებიო და რომელ გადამზიდს ჩამოაქვს საპრობლემო რო არ გამიხდეს? და კიდევ ერთი თხოვნა ლინკის მოძიებაში თუ დამეხმარებით 100% ორიგინალი ჰერმესი ვისაც აქვს და იმისგან გამოვიწერ ან ვინმეს გამოვაწერინებ.

Posted by: black_man 23 Sep 2020, 19:09
toyota12345
https://www.ebay.com/itm/Terre-DHermes-Eau-Intense-Vetiver-by-Hermes-cologne-EDP-3-3-3-4-oz-New-in-Box/293570282721?hash=item445a2704e1:g:IxQAAOSwkfVesYxv
https://www.ebay.com/itm/Terre-DHermes-by-Hermes-3-3-oz-EDT-Spray-for-Men/401617678877?epid=85095225&hash=item5d8247721d:g:gocAAOSwNzleXqkR
ორივე ვერსიაა... ედპ (Terre D'Hermes Eau Intense Vetiver) და ედტ კლასიკური რომელიც გინდა გამოაწერინე, ორივე სანდოა.. პირველ გვერძე, რაც ჩამომტანები მიწერია ყველას უპრობლემოდ ჩამოაქვს, მე მაგალითად usa2georgia ვსარგებლობ..
თუმცა, ჰერმესი რატომ გადაწყვიტე, ან დაგეტესტა რამოდენიმეს გირჩევდით, შემოდგომა-ზამთრის სუნამოს და ისე გამოგეწერა არ ჯობდა? ნუ როგორც გინდა, ეს ორივე ლინკი სანდოა...
აქ შედარებით ძვირია, მაგრამ ესეც 100% სანდოა..
https://www.maxaroma.com/unboxed/men/hermes-terre-d-hermes-for-men-limited-edition-2019/pid/22727/199

Posted by: USER001 23 Sep 2020, 19:52
QUOTE (toyota12345 @ 23 Sep 2020, 18:58 )
სასტავ ბევრს აღარ შეგაწუხებთ. ვისაც გამოწერა ვთხოვე არ ჩამოაქვთ სუნამოებიო და რომელ გადამზიდს ჩამოაქვს საპრობლემო რო არ გამიხდეს? და კიდევ ერთი თხოვნა ლინკის მოძიებაში თუ დამეხმარებით 100% ორიგინალი ჰერმესი ვისაც აქვს და იმისგან გამოვიწერ ან ვინმეს გამოვაწერინებ.

ინექსით ვიწერ და ჩვეულებრივად ჩამოაქვთ სუნამოები, ასევე უსა2ჯორჯიაზეც ვიცი რომ ჩამოაქვთ.
ჰერმესი არის ბრენდი, რომელ მოდელს გულისხმობ კონკრეტულად?

ჰერმესი დატესტე თუ რახან ეგ ბრენდი გირჩიეს მაგიტომ დაგაინტერესა?

* * *
https://www.maxaroma.com/fragrance/niche-fragrances/creed-aventus-for-men/pid/14194/2

ამ საიტიდან იწერთ ხოლმე? როგორ შეაფასებდით 280$ ად დაიდო 100 იანი ავენტუსი.

* * *
https://noseparis.com/en/aventus

210 ევრო
100მლ

Posted by: spider77 24 Sep 2020, 00:12
toyota12345
კარგად ვარ მეგობარო, მადლობა smile.gif

ჰერმესის ინტენს ვეტივერი, კარგი შეგირჩევია.
პირადად მე ჰერმესების მაგ ხაზში, კონკრეტულად ეს ვერსია მომწონს ყველაზე მეტად. კარგი არჩევანია.

ჯერ დატესტე მაინც (აქაურ მაღაზიებში), ფასიც ნახე და 200-250 ლარში თუ ეტევი აქვე ჯობია ყიდვა.
თუ იბეის ლინკი დაგჭირდა, ერთად შევარჩიოთ.
წარმატებები.

Posted by: USER001 24 Sep 2020, 18:02
მაქსარომას ავენტუსი არავის არ გაქვთ?

Posted by: Master_Nick 24 Sep 2020, 20:20
ამ კურსის გადამკიდე აღარაფრის ყიდვას აღარ აქვს აზრი. სუნამოები ჩამომივიდა და კურსის გამო განბაჟება უწევს facepalm.gif სხვადასხვა მაღაზიებში ნაყიდი მაგრამ ერთი გადამზიდავის მიერ ერთ რეისზე ჩამოტანილი ნივთების ღირებულება 300 ლარს თუ აღემატება უნდა განაბაჟოთ. ინექსის ამბავს ვწერ, გაითვალისწინეთ.

Posted by: akako78 24 Sep 2020, 20:22
Master_Nick
ვა ეგ ცუდია..ისე არ უნდა გეყიდა ერთი გადამზიდით..ან შუალედებით შეგეძინა..

Posted by: USER001 24 Sep 2020, 20:24
QUOTE (Master_Nick @ 24 Sep 2020, 20:20 )
ამ კურსის გადამკიდე აღარაფრის ყიდვას აღარ აქვს აზრი. სუნამოები ჩამომივიდა და კურსის გამო განბაჟება უწევს facepalm.gif სხვადასხვა მაღაზიებში ნაყიდი მაგრამ ერთი გადამზიდავის მიერ ერთ რეისზე ჩამოტანილი ნივთების ღირებულება 300 ლარს თუ აღემატება უნდა განაბაჟოთ. ინექსის ამბავს ვწერ, გაითვალისწინეთ.

ხანდახან განსხვავებული ფასი დეკლარაციაში wink.gif

მიმხვედრი მიხვდება 2kiss.gif

Posted by: spider77 24 Sep 2020, 20:29
Master_Nick
QUOTE
ერთ რეისზე ჩამოტანილი ნივთების ღირებულება 300 ლარს თუ აღემატება უნდა განაბაჟოთ. ინექსის ამბავს ვწერ, გაითვალისწინეთ.

წელს ერთხელ დამემართა ეგრე და ჭკუა ვისწავლე.

Posted by: Master_Nick 24 Sep 2020, 20:33
QUOTE (akako78 @ 24 Sep 2020, 20:22 )
Master_Nick
ვა ეგ ცუდია..ისე არ უნდა გეყიდა ერთი გადამზიდით..ან შუალედებით შეგეძინა..

არ ვიცოდი, ეხლა გავიგე და კი დავწერე აქ. ერთ მაღაზიაში არ მიყიდია, 5-6 მაღაზიაზე გადავანაწილე, რას ვიფიქრებდი თუ გამიერთიანებდნენ, რაც არის ეს არის, სხვებისთვის მაგალითი იქნება. ინექსიც სცოდავს რომ მომხმარებელს არ აძლევს მსგავს ინფორმაციას. ტეხავს პოსტ ფაქტუმ რომ გებულობ.
* * *
spider77
მერე ჩვენთვისაც გეთქვა, რატომ არ დაპოსტე? lol.gif

Posted by: spider77 24 Sep 2020, 22:50
Master_Nick
QUOTE
მერე ჩვენთვისაც გეთქვა, რატომ არ დაპოსტე?

მართალი ხარ sad.gif


ვერ წარმომედგინა ესეთი წინდაუხედაობა სხვასაც თუ დაემართებოდა smile.gif

Posted by: USER001 24 Sep 2020, 23:06
QUOTE (spider77 @ 24 Sep 2020, 22:50 )
Master_Nick
QUOTE
მერე ჩვენთვისაც გეთქვა, რატომ არ დაპოსტე?

მართალი ხარ sad.gif


ვერ წარმომედგინა ესეთი წინდაუხედაობა სხვასაც თუ დაემართებოდა smile.gif

ზოგადად სულ მასე იყო. ერთ რეისზე თუ დაემთხვეოდა ამანათები რომელთა ჯამური ფასი 300+ ლარია განბაჟება უწევდა.

Posted by: spider77 25 Sep 2020, 00:04
USER001
QUOTE
ზოგადად სულ მასე იყო. ერთ რეისზე თუ დაემთხვეოდა ამანათები რომელთა ჯამური ფასი 300+ ლარია განბაჟება უწევდა.

ეგ კი მაგრამ, ისე დაემთხვა, რო დიდი ხნის გამოწერილი ნივთების მიტანა დააგვიანეს ინექსის ამერიკულ ოფისში, მერე ახალიც იმ დროს მიიტანეს და ამას კიდე დაემატა ნივთი, რომლის მიტანაც 2 თვით დააგვიანეს და იბეიმ ფული ამინაზღაურა smile.gif
ზუსტად ამ ბოლო ნივთმა გადაწყვიტა განბაჟების ზღვარზე გადაცდომა და მომიწია 70 ლარის გადახდამ.


Posted by: USER001 25 Sep 2020, 00:33
spider77
არაუშავს ის ნივთი და + იბეის დაბრუნებული თანხა რომ შეგრჩა( თუ ის ნივთი 70+ ლარის ღირებულებისაა მოგებაშიც იქნები)
* * *
https://noseparis.com/
დან მაინც არავის გქვთ ავენტუსი? კარგ ფასშია.

Posted by: spider77 25 Sep 2020, 01:08
USER001
QUOTE
არაუშავს ის ნივთი და + იბეის დაბრუნებული თანხა რომ შეგრჩა( თუ ის ნივთი 70+ ლარის ღირებულებისაა მოგებაშიც იქნები)

12 დოლარიანი იყო და ზუსტად 9-10 დოლარით ავცდი ზღვარს smile.gif

Posted by: klubnika 25 Sep 2020, 09:06
ეს მაიმუნობა ნავნეში 10 ლარად ვიყიდე
ერთი სული მაქვს როდის წავისვამ :დ
user posted image

Posted by: Dato10kokli 25 Sep 2020, 11:04
USER001
ამერიკაში ტესტერი შეგიძლია 230 დოლარად იყიდო უპრობლემოდ

Posted by: USER001 25 Sep 2020, 11:25
QUOTE (Dato10kokli @ 25 Sep 2020, 11:04 )
USER001
ამერიკაში ტესტერი შეგიძლია 230 დოლარად იყიდო უპრობლემოდ

ამერიკაში რომ არ ვარ user.gif

გამოწერის ვარიანტი არის?

Posted by: black_man 25 Sep 2020, 11:58
USER001
იბეიდან გამოწერე, საკმაოდ იაფი გამოვა..
არც ჩვენ ვართ ამერიკაში, მაგრამ კი ვიწერთ yes.gif gigi.gif

Posted by: Master_Nick 25 Sep 2020, 12:16
Nasomatto Baraonda ამაზე რას იტყვით? ძალიან მომეწონა, მე მგონი ბოთლში ნამდვილი ვისკი ასხია 15 წლიანი დაძველებით.

Posted by: MARTIN-EDEN 25 Sep 2020, 13:15
გამარჯობა რამდენიმე გვერდზე ბევრმა აღნიშნა რომ ზარა ვიბრანტ ლეზარ ძალიან კარგიაო, ავენტუსს გავსო smile.gif)) დღეს შევიარე სითი მოლში და 2 ვარიანტი დამხვდა ვიბრანტის, ღია ფერის და მუქი, ნუ ჩემი გემოვნებით ღია ფერის უფრო მომეწონა და თქვენ რომელს გულისხმობდით მეგობრებო?

Posted by: ჯადოსანი 25 Sep 2020, 14:19
მოგესალმებით. ზამთრისთვის სუნამო მინდა სინთეთიკის სუნს ან სპირტის სუნს რომ არ ტოვებდეს. 200 ლარამდე. ტკბილიც რომ არ იყოს.

მირჩიეთ რამე რამდენიმე ვარიანტი.
თუ ვინმე ყიდის აქ შემოთავაზებასაც ველოდები

Posted by: spider77 25 Sep 2020, 14:59
ჯადოსანი
QUOTE
ზამთრისთვის სუნამო მინდა სინთეთიკის სუნს ან სპირტის სუნს რომ არ ტოვებდეს. 200 ლარამდე. ტკბილიც რომ არ იყოს.


https://www.fragrantica.com/perfume/Lalique/Encre-Noire-1834.html

https://www.fragrantica.com/perfume/Aramis/Havana-599.html

https://www.fragrantica.com/perfume/Jacques-Bogart/Bogart-7792.html


ფარენჰეიტი კარგია, მაგრამ ძვირია.



* * *




MARTIN-EDEN
QUOTE
სითი მოლში და 2 ვარიანტი დამხვდა ვიბრანტის,

ფასები ხო არ გახსოვს?



Master_Nick
სპაის ბომბა ჩამომივიდა.
ძალაიან მომეწონა, ოღონდ ისეთია რაა, პირადად ჩემი სიამოვნებისათვის. აი ვთქვათ მარტო რო ვარ, ან ვსეირნობ, რო დავისხამ და დავტკბები, სხვა სიტუაციაში ვერ წარმომიდგენია ( VIP 212-სა არ იყოს) biggrin.gif

* * *


ისე, შეიძლება სხვასაც დააინტერესოს ეს ნიუანსი.

212 Men Carolina Herrera, არაჩვეულებრივი არჩევანია თუ ეძებთ ნორმალურ ფასად (არა ჰაი კლასიდან), ყოველდღიურ საოფისე სუნამოს (ოღონდ სმოკინგზე არ წავა).
თან ისეთია სხვა რო გaქვს რამოდენიმე და რო არ იცი კონკრეტულ სიტუაციაში რომელი დაისხა, თამამად შეგიძლია იხმარო 212.

https://www.fragrantica.com/perfume/Jacques-Bogart/Bogart-7792.html

Posted by: neosat 25 Sep 2020, 15:22
spider77
QUOTE
ფასები ხო არ გახსოვს?


99 ლარი ღირს ერთ შეფუთვაშია 60 მლ 2 სუნამო zara vibrant leather and oud


რავი მე არ მომეწონა

Posted by: spider77 25 Sep 2020, 15:24
neosat
QUOTE
99 ლარი ღირს ერთ შეფუთვაშია 60 მლ 2 სუნამო zara vibrant leather and oud

მადლობა.

Posted by: USER001 25 Sep 2020, 15:58
neosat
ღია ფერის რომელიცაა ეგ გავს ავენტუსს როგორც წერენ, არვიცი ავენტუსის არომატი მაგრამ რა არომატიც აქვს მაგას აშკარად
გამყოლია ამჩენევენ და კომპლიმენტებიც არის, ეგ შეკრაში 2 ის ერთად ყიდვა სჯობია ისევ 89 ლარად 100 იანი იყიდო ღია ფერის, ის მუქი ფერის გავაჩუქე ძალიან ფემინურია როგორც იტყვიან ხოლმე.

Posted by: spider77 25 Sep 2020, 16:04
ისე ერთ რაღაცას დავაკვირდი, მიმსგავსებული და იმიტაცია არაფერი არ უნდა იყიდო.
თუ ორიგინალს (რისი ყიდვაც გინდა) ფასის გამო ვერ წვდები, ჯობია სხვა იყიდო რამე ნორმალური ვიდრე მიმსგავსებული.
ტყუილად ფულის ყრაა.

Posted by: USER001 25 Sep 2020, 16:18
QUOTE (black_man @ 25 Sep 2020, 11:58 )
USER001
იბეიდან გამოწერე, საკმაოდ იაფი გამოვა..
არც ჩვენ ვართ ამერიკაში, მაგრამ კი ვიწერთ yes.gif gigi.gif

იბეის ვერ ვენდობი, რამე სანდო საიტიდან მინდა ეჭვებში რომ არ ვიყო gigi.gif

Posted by: neosat 25 Sep 2020, 16:46
USER001

ყველაზე სანდო ამაზონია ოღონდ იმ შემთხვევაში თუ სელერი უშუალოდ ამაზონია

სოლდ ბაი ამაზონ უნდა ეწეროს

Posted by: rezi0881 25 Sep 2020, 16:49
USER001

QUOTE
არვიცი ავენტუსის არომატი მაგრამ


QUOTE
https://www.maxaroma.com/fragrance/niche-fr...men/pid/14194/2

ამ საიტიდან იწერთ ხოლმე? როგორ შეაფასებდით 280$ ად დაიდო 100 იანი ავენტუსი.

* * *
https://noseparis.com/en/aventus

210 ევრო
100მლ



შენი გამკვირვებია რა, gigi.gif ბლაინდ აპირებ ყიდვას?
მიდი არომატეკაში და დატესტე კარგად, თუ ბოლობოლო მოგეწონა და გადაწყვიტე ყიდვა დაელოდე აქ 20% იანი რო ექნებათ და აქ იყიდე, დათვალე აბა ამ გადარეულ კურსზე თავის განბაჟების ჩათვლით რამდენი გამოვა. ნუ დიდი სხვაობა არ გამოვა მაგრამ მაინც ამხელა ფასიანის გამოწერას აქ ვამჯობინებდი ყიდვას.



* * *
Master_Nick
QUOTE
Nasomatto Baraonda ამაზე რას იტყვით? ძალიან მომეწონა, მე მგონი ბოთლში ნამდვილი ვისკი ასხია 15 წლიანი დაძველებით.


კი ვისკის სუნი აქვს, მერე ჯდება სურნელი აი ხის კასრი რო გაიჟღინთება ალკოჰოლის სუნით, ან ბოთლის საცობი ალკოჰოლის სუნით, მაგის თავსახურიც იმიტაციაა საცობის, ის მასალაა რითიც საცობებს აკეთებენ, ბარაონდას გავს Single Malt By Kilian და Apple Brandy By Kilian იძახიან უფრო მასკულინურიც არისო, ძვირებია ვერ დავტესტე აქაც არ იყიდება.


* * *
spider77

ეს რო დატესტო თითქმის დარწმუნებული ვარ შენი ფავორიტი სუნამო გახდება, ისეთები მოგწონს, biggrin.gif ძალიან მაგარია, მასკულინური ულდსქულ კლასიკური ვარიანტია .

user posted image




Posted by: senpai 25 Sep 2020, 17:16
rezi0881
ეს იცი ?


user posted image

Posted by: rezi0881 25 Sep 2020, 17:22
senpai
არა, არ ვიცი.

Posted by: Master_Nick 25 Sep 2020, 17:50
rezi0881
ნელ ნელა ვეპარები ნიშებს. ბლექ ავგანოს შემდეგ ცოტა ალმაცერად ვუყურებდი ნასომატოს, მაგრამ ეს ბარაონდა ძალიან მაგარად მომეწონა.
ფრაპინ 1920 ის გავლენებით მივედი ნასომატომდე, ამ მიმართულებაში ვისკი/რომი/თამბაქო კიდევ რა იცი საინტერესო?
ფრენკ ბოკლეს ტობაკო და ატკინსონის გრანდ რეზერვი ორივე საჩემო აღმოჩნდა.


Posted by: rezi0881 25 Sep 2020, 18:20
Master_Nick

ვისკი/რომის თემაში:

Straight to Heaven By Kilian
Black Phantom By Kilian
Passion Boisee Frapin
Jadab Parfum Nektar SoOud

აბსინტი თუ მოგწონს:

Absinth Nasomatto
Memoir Man Amouage

თამბაქო:

XJ 1861 Naxos Xerjoff
Hindu Grass Nasomatto
Chergui Serge Lutens



Posted by: MARTIN-EDEN 25 Sep 2020, 18:39
spider77
QUOTE
ფასები ხო არ გახსოვს?


89 ლარი თუ სწორად მახსოვს

Posted by: Master_Nick 25 Sep 2020, 18:41
rezi0881
დიდი მადლობა up.gif შთამბეჭდავი სიაა.

Posted by: rezi0881 25 Sep 2020, 18:58
Master_Nick

არაფრის, up.gif

Posted by: spider77 25 Sep 2020, 19:05
rezi0881
QUOTE
ეს რო დატესტო თითქმის დარწმუნებული ვარ შენი ფავორიტი სუნამო გახდება, ისეთები მოგწონს,  ძალიან მაგარია, მასკულინური ულდსქულ კლასიკური ვარიანტია

ვა, საინტერესოა smile.gif

ჩვენ ქსელებში იქნება?
იბეიზე ვერ ვნახე.

Posted by: rezi0881 25 Sep 2020, 19:15
spider77

არა სამწუხაროდ აქ ვერ ნახავ, არაა მასიური ეს ბრენდი,
დაბლა არის საიტები რომლებიც ყიდიან, გაუძვირებიათ თან down1.gif
https://rogueperfumery.com/shop/

Posted by: spider77 25 Sep 2020, 19:16
rezi0881
მადლობა.
მერე ჩავუჯდები და დავძებნი.

Posted by: rezi0881 25 Sep 2020, 19:21
spider77

არაფრის, up.gif

Posted by: პიანისტი 25 Sep 2020, 19:57
ამუაჟიდან მინდა რამე მქონდეს, სანშაინის დატესტვა მაქვს გეგმაში, ძალიან დახვეწილი სახლია ამუაჟი.

დღეს საბურთალო სითი მოლის ორი სართული გაჟღენთილი იყო პეგასის სურნელით, ვიღაცას ძალიან ბევრი მოუვიდა biggrin.gif

Posted by: senpai 25 Sep 2020, 20:20
პიანისტი
QUOTE
ამუაჟიდან მინდა რამე მქონდეს

თითქმის უნაკლო სუნამო მაგ ბრენდისთვის


user posted image

Posted by: USER001 25 Sep 2020, 20:25
neosat
კი ვიცი ამაზონი რომ ყიდის ნივთს როგორ გავარჩიო.
rezi0881
ბლაინდ არა, გავხეთქე ტელეფონი ლუტეციაში რეკვით რომ გამეგო რომელ ფილიალში აქვთ ტესტერი მაგრამ არაერთი მცდელობის მიუხედავად არავინ მიპასუხა biggrin.gif
არომატეკა არ ვიცოდი მანდ მაინც ვნახავ სურნელს.

Posted by: black_man 25 Sep 2020, 23:12
USER001
გალერიას ლუტეციაში აქვთ და შეგიძლია მანდ დატესტო... საერთოდ ყველაზე ფართო არჩევანი მანდ არის ნიშე პარფიუმერია გინდა თუ ლუქსი, ყველაფერი მანდ არის...

Posted by: Khatuta 25 Sep 2020, 23:22
USER001
ატომაიზერს რომ ეძებდით, ეს გოგო ყიდის https://www.facebook.com/ParfumClub-Georgia-266145237401201

Posted by: USER001 25 Sep 2020, 23:27
Khatuta
გამოვწერე უკვე ალიდან თან შუშის, მადლობა <3
black_man
ვნახავ ამ დღეებში აუცილებლად 2kiss.gif

Posted by: პიანისტი 25 Sep 2020, 23:28
senpai
ვნახავ თუ ექნებათ აუცილებლად, სანშაინზე რას იტყვი?


black_man
ისთის ლუტეა ყველაზე მაგარი

Posted by: senpai 25 Sep 2020, 23:33
პიანისტი
QUOTE
სანშაინზე რას იტყვი?

კარგია, მარა რატომღაც ძალიან იშვიათად მინდება რომ დავისხა. რატომ დაინტერესდი მაინცდამაინც მაგ არომატით ? აშკარად არაა ისეთი სუნამო, რომელსაც სულ დადებითად დაახასიათებდა ადამიანი. შერეული რეაქციები მოდის ხალხისგან

Posted by: black_man 25 Sep 2020, 23:35
პიანისტი
რა მხრივ მაგარი? უფრო ფართო არჩევანია თუ?

Posted by: პიანისტი 25 Sep 2020, 23:47
senpai
ჰო მეც რო გადავხედე შეფასებებს ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ნოტები მომეწონა, რასაც დავაკვირდი თუ გამართლდა კანზე და ხასიათზე ეგეთი ორაზროვანი სუნამოები გასაოცარი ხდება, ან ცუდი biggrin.gif

black_man
ყველაფერია ორივეგან, გარემო უკეთესი მეჩვენება ყოველთვის ისთში, სუნამოს მაღაზიას რაც უნდა ჰქონდეს რა, გალერიში რო ვტესტავ რაღაც ვერ გამოდის და შესაბამისად რაც ლუტეციაში ვიყიდე ყველა ისთის ფილიალში იყო.

Posted by: black_man 26 Sep 2020, 00:02
პიანისტი
ისთის ფილიალში, სიმართლე გითხრა არ ვყოფილვარ და მაგიტომ გკითხე.. მე რავი კმაყოფილი ვარ გალერიას ფილიალით, ისთფოინთში თუ მოვხვდები შევივლი აუცილებლად. yes.gif war.gif

Posted by: USER001 26 Sep 2020, 01:27
ფეისბუქზე რაიმე ქართული პარფოუმერია/ სუნამოების მოყვარულების ჯგუფი არაა?

Posted by: Arien 26 Sep 2020, 10:17
ახლა ვუყურებ,ნახეთ, საინტერესო უნდა იყოს
-----------------------

Posted by: Arien 26 Sep 2020, 12:18
Perles de Lalique - fragrancenet-დან მორიგი სუნამო.თავიდან ძალიან მიწის,უჩვეულო სუნი აქვს,მერე იცვლება,ყვავილები ერევა და ბევრად სასიამოვნო ხდება.
რაღაც აქვს საინტერესო,შემოდგომის არომატია,ყვითელი ფოთლების

Posted by: USER001 26 Sep 2020, 13:26
Aventus cologne ს ვიკინგის სურნელი აქვს თუ მეჩვენება?

Posted by: პიანისტი 26 Sep 2020, 14:22
black_man
კი აუცილებლად შეიარე, კარგი მაღაზიაა yes.gif



ვულევუს ბარათზე 20% მაქს სეილი?

https://www.voulez-vous.ge/shop/product/C_AMO6102/

Posted by: Lamorac 26 Sep 2020, 14:42
zara vibrant leather

დღეს დავტესტე
მართლა ძაან უნამუსობაა ესეთი მსგავსება biggrin.gif


Posted by: Master_Nick 26 Sep 2020, 15:44
QUOTE (Lamorac @ 26 Sep 2020, 14:42 )
zara vibrant leather

დღეს დავტესტე
მართლა ძაან უნამუსობაა ესეთი მსგავსება biggrin.gif

lol.gif ხო ეგრეც არ შეიძლება, თუმცა ეგ მსგავსება თავიდან უფრო იგრძნობა, მერე რაც დრო გადის ზარა კარგავს მიმზიდველობას, მაშინ როცა ავენტუსის დროს პირიქით არის. დროის გასვლის სემდეგ უკეთესი ხდება.


Posted by: akako78 26 Sep 2020, 17:20
Arien
ესენი არცერთი არ არიან გაგებაში რა არის პარფიუმერია!!!მაგათი მასწავლებელიც გეცოდინება მათურე რომ არის ქალბატონი კომისაროვა..ეგეც იდეინია...წარსულშია გადახვეწილი აშკარად..ესენი აზრზე არ არიან ზოგადად რა არის გამძლეობა საათების მიხედვით და რა არის შლეიფი..პირველი ნოტებიდან რამდენად იცვლება ბაზა სუნამოსი..


მოკლედ უთუბერების 90 პროცენტი ჯერემის ნარატივით იკვებება.

პ.ს.კახურად ვიტყვი:ჯერემის სიაფანდი და ნარცისი ................. და მერე მაგის მიმდევრები უთუბერების გამომშვები ქარხნის...............

Posted by: Lamorac 26 Sep 2020, 17:40
Ჯერემი შეიძლება მცოდნეა, მაგრამ იუთუბზე ზედაპირული ნაშრომები უდევს, რაც ხალხის მოზიდვას რეალურად ჭირდება. Დანარჩენი სიღრმეები უკვე არასაჭირო თეორიაა ეგეთი იუთუბ არხისთვის

Posted by: Arien 26 Sep 2020, 17:56
akako78
QUOTE
ესენი არცერთი არ არიან გაგებაში რა არის პარფიუმერია!!!მაგათი მასწავლებელიც გეცოდინება მათურე რომ არის ქალბატონი კომისაროვა..ეგეც იდეინია...წარსულშია გადახვეწილი აშკარად..ესენი აზრზე არ არიან ზოგადად რა არის გამძლეობა საათების მიხედვით და რა არის შლეიფი..პირველი ნოტებიდან რამდენად იცვლება ბაზა სუნამოსი..


მოლკედ უთუბერების 90 პროცენტი ჯერემის ნარატივით იკვებება.

პ.ს.კახურად ვიტყვი:ჯერემის სიაფანდი და ნარცისი ................. და მერე მაგის მიმდევრები უთუბერების გამომშვები ქარხანის...............


მე ეგეთი კატეგორიული ვერ ვარ biggrin.gif

წინა გვერდებზე იყო თემა ნიშა ვს ლუქსი და იმიტომ დავდე.ჯერემიზე ვერაფერს ვიტყვი,ერთ-ორჯერ ჩავრთე,მაგრამ არცერთი ვიდეო მაგისი ბოლომდე არ მაქვს ნანახი,არ მომეწონა.
იუთუბერებს შეიძლება ვუსმინო სიახლეებთან დაკავშირებით,ან როცა რაიმე კონკრეტული სუნამო მაინტერესებს,ბრმად ვიწერ და მინდა ვიცოდე დაახლოებით რას უნდა ველოდო სურპრიზად smile.gif) არის ერთი-ორი რომელთა გემოვნებაც ჩემსას მეტ-ნაკლებად ემტხვევა და მათი აზრიც მაინტერესებს.
ზოგადად თუ ცნობისმოყვარეობას გამოვრიცხავთ,სუნამოს მიმართ ეგოისტური დამოკიდებულება მაქვს,ის არ მჭირდება არც კომპლიმენტის მისაღებად,არც ვინმეზე შთაბეჭდილების მოსახდენად,მხოლოდ ჩემია და საერთოდ არ მინდა ჩემს გარდა კიდევ ვინმე გრძნობდეს. შესაბამისად ორიენტირი მხოლოდ საკუთარი ცხვირია smile.gif)

Posted by: akako78 26 Sep 2020, 18:01
Arien
ჭეშმარიტი პარფუმოყვარული ხარ..ვიცი რომ ყოველთვის ჰყიდულობ იმას რომელიც მოდის ან ან სიიაფის გამო არ არის.თანაც კეთილი-ვიცი რომ არიგებ ოჯახში პარფიუმერიას..(ასე ვარ მეცsmile.gif)უბრალოდ ძმა არის ჩემი რაღაც სხვანაირი ტიპაჟი როგორც პარფუმოყვარული..მთვრალია-მოსწონს-იყიდის..მერე ისევ გადაიფიქრებს და ჩუქნის..აქვს ფული-ხარჯავს..კარტაზეც კი ეზედმეტება..ჰყავს ჯიპი რომელიც იტევს 90 ლიტრს და ავსებს..ის საწვავის ბარათიც კი ნერვებს უშლის რომელიც ფასდაკლებაშიაsmile.gif

Posted by: Arien 26 Sep 2020, 18:15
akako78

დარიგებას ნუ იტყვი,ცხელების ცენტრში რომ მოვხვდი ერთმა რძალმა პიურე გამიკეთა,მეორემ მანქანით წამომიყვანა, ILE POURPRE – Les Liquides Imaginaires და Teresa Helbig A Bulldog in the Atelier გავაჩუქე biggrin.gif

ახლა ორივე მინდა,ვფიქრობ ხომ არ ვუთხრა ცოტა გადმომისხან smile.gif)

Posted by: akako78 26 Sep 2020, 18:22
Arien
ხომ გაგიგია-არ ვიცი ძველ-ქართული შემეცნებაა ასეთი ეგოისტური:ჯერ ჩემო თავო და თავოოო..კიდევ ერთხელ ჩემო თავოო...და იმის მერეც კიდევ ერთხელ ჩემო თავოო და მერე სხვაოოოოოოოოოოოოsmile.gifsmile.gif

პ.ს.ხომ მშვიდობაა ეხლა შენსკენ-რატომ დაგჭირდა ეგ ცხელების ცენტრი?

Posted by: Arien 26 Sep 2020, 18:32
akako78
QUOTE
ხომ გაგონია არ ვიცი ძველქათულია თუ სიაფანდობა:ჯერ ჩემო თავო და თავოოო..კიდევ ერთხელ ჩემო თავოო...და იმის მერეც კიდევ ერთხელ ჩემო თავოო და მერე სხვაოოოოოოოოოოოო


biggrin.gif ასოცდარაღაც კიდევ მაქვს.უბრალოდ ერთი ახალი იყო,მეორეც სულ რამდენჯერმე მესხა,ინტერესი არ გამნელებია.
საერთოდ კი,რო რამე მხოლოდ საკუთარი თავი გვყავს...ეს ვიცი smile.gif

ზაფხულში ვიყავი სიცხიანი,ეგრე ცუდათ ცხოვრებაში არ ვყოფილვარ,მაგრამ გაურკვეველი ვირუსი დამიწერეს დიაგნოზში,კოვიდზე ტესტმა უარყოფითი აჩვენა.

Posted by: akako78 26 Sep 2020, 18:35
Arien
მადლობა უფალს რომ კარგად ხარ..იშვიათი მანდილოსანი ხარ ჩვენთან აქ ფორუმზე..ნამდვილი პარფუმოყვარული ხარ და კოლექციონერი..


პ.ს.ათასგზის დაგიბრუნდება უკან ყველა განაჩუქები სიხარულში და სიყვარულში!!!

Posted by: Arien 26 Sep 2020, 18:42
akako78

იცი, მართლა არ ვფიქრობ რომ კოლექცია მაქვს,ან კოლექციონერი ვარ.ვფიქრობ კოლექცია გარკვეულ სისტემატიზაციას უნდა შეესაბამებოდეს,მე კი უფრო ემოციური და ქაოსური შენაძენები მაქვს,რომლებიც წლების განმავლობაში უბრალოდ დაგროვდა.

მადლობა smile.gif)

Posted by: akako78 26 Sep 2020, 19:19
Arien
არაფრის-გაიხარე!!ნუ ხარ დავმდაბალი-ისედაც შენ რომ არა-მარტო კაცები ვპოსტავთ აქ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს...ეს ბევრწილად ნიშნავს ქართველი მანდილოსნების პასიურობას სურნელებისადმი..გაჩუქეს?ე.ი. კარგია-გამოიყენე!!!:)ეხლა მე თუ მკითხავ საფოსტო მარკების,კონიაკების და ა.შ. უფრო ძვირიანი ნივთების კოლექციონორობას-ისედაც ქართველნი არ გამოვირჩევით მაგ მხვრივ-მე პარფიუმერიას ვირჩევsmile.gif

Posted by: USER001 26 Sep 2020, 22:12
QUOTE (USER001 @ 26 Sep 2020, 01:27 )
ფეისბუქზე რაიმე ქართული პარფიუმერია / სუნამოების მოყვარულების ჯგუფი არაა?

------------------------------------

Posted by: black_man 26 Sep 2020, 23:08
USER001
მე არ შემხვედრია, ვეძებდი თან, თუმცა ამაზე კარგი ჯგუფი არ მგონია იპოვო ))

Posted by: Arien 27 Sep 2020, 12:58
akako78

კოლექციონერობა უფრო მეტ ცოდნას და სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს,ასე მგონია და ამაზე პრეტენზია ვერ მექნება.

რომ ვუყურებ ფბ-ზე რუსულენოვანი ჯგუფი გაცილებით აქტიურია,მეტი ინტერესი აქვთ,ვიდრე ქართული.ჩვენებს აინტერესებთ სუნამო როგორც თავის მოვლის ან ყურადღების მისაქცევი საშუალება,თან ძირითადად ერთი და იგივე ტრიალებს,ერთმანეთის მიბაძვით,ზოგადად ინტერესი პარფიუმერიის მიმართ ან არომატებს არჩევდნენ იშვიათად.იციან ცივი,ტკბილი და გამყოლი smile.gif თუმცა არის რამდენიმე, ვის აზრსაც ვაფასებ.

ჩემი სუნამოების "ბნელი მხარე" biggrin.gif

Posted by: USER001 27 Sep 2020, 13:00
ავენტუსი
ლუტეციაში არაა.

არომატეკაში არ ასხავს ტესტერი, მეორე ავენტუსი ქონდათ cologne მომეწონა მაგრამ კლასიკურიც მაინტერესებს.

კიდე სად აქვთ რომელ მაღაზიაში
boli.gif

Posted by: black_man 27 Sep 2020, 13:41
USER001
რომელ ფილიალში იყავი? მე რომ ვიყავი ქონდათ და რავიცი.....

Posted by: USER001 27 Sep 2020, 14:13
QUOTE (black_man @ 27 Sep 2020, 13:41 )
USER001
რომელ ფილიალში იყავი? მე რომ ვიყავი ქონდათ და რავიცი.....

გალერიში არ ქონდათ, შემდეგ დავრეკე და არცერთ ფილიალში აღარ გვაქვსო, არც ტესტერი არც გასაყიდი პროდუქციაო.

Posted by: nata.nn 28 Sep 2020, 12:44
https://www.brunobanani.com/en/women/fragrances/magic-woman/5571/magic-woman-edt-natural-spray?number=F004-001-0-V50


https://www.juicycouturebeauty.com/fragrance/all-fragrances/viva-la-juicy-bowdacious-eau-de-parfum-spray-1503A0115400.html


_____________

ისე ზოგადად რომელი საიტიდან იწერთ ხოლმე?

Posted by: black_man 28 Sep 2020, 13:43
nata.nn
ზოგადად იბეიდან ვიწერთ, ყველაზე იაფად მანდ ვნახულობთ სუნამოებს... თუ რომელიმე კონკრეტული სუნამო გინდა, დაწერე და მოძებნაში მოგეხმარებით იბეიზე...
შემდეგ მოდის:
https://www.amazon.com/
https://www.fragrancenet.com/
https://www.maxaroma.com/
https://www.fragrancex.com/
ამ საიტებზეც ორიგინალებია, თუმცა შედარებით ძვირია....

Posted by: Master_Nick 28 Sep 2020, 18:47
ყველა პარფმ მაღაზია სეილებს აცხადებს და რეალურად რა ხდება იცით?
რაც მაინტერესებდა და მივიწერე უარით გამომისტუმრეს.

Posted by: USER001 28 Sep 2020, 21:22
QUOTE (Master_Nick @ 28 Sep 2020, 18:47 )
ყველა პარფმ მაღაზია სეილებს აცხადებს და რეალურად რა ხდება იცით?
რაც მაინტერესებდა და მივიწერე უარით გამომისტუმრეს.

ჩვენ ქართულ მაღაზიებზე თუ ამბობ სულ არის ხოლმე სეილები ძირითადად 200-300 ლარამდე სინამოებზე, ალბათ აწ უკვე გასული სეზონის სუნამოებს ეხება ჩემი აზრით war.gif

Posted by: black_man 28 Sep 2020, 22:21
ეროსი პარფიუმი, გაზრდილი პერფორმანსით, თუმცა ედტსაც არაუშავრს... ახალი შეექმნათ ჯობდა ისე, ახლა ალბათ დილან ბლუსაც ედპ ვერსიას გამოუშვებენ.. აგრეთვე ახალი ბენტლი, ვნახოთ როგორი იქნება...
user posted image
user posted image

Posted by: USER001 28 Sep 2020, 22:44
ფორუმელებო, ვისაც ორივე გქონიათ რით ჯობს ერთი მეორეს?

კლასიკური ავენტუსი ვერა მაგრამ "cologne" ვნახე და მომწონს კარგია.

სანამ კლასიკურს შემოიტანს რომელიმე მაღაზია მანამდე დრო მაქ გადასაწყვეტად.

user posted image

Posted by: Master_Nick 28 Sep 2020, 23:03
USER001
კრიდს ვერ ეშვები მოკლედ შენ wink.gif ზარასი როგორი კმაყოფილი ხარ?

black_man
ბენტლის ახალი სილვერ ლეიქი უკვე არის გაყიდვაში? საჩემო ნოტები ჰქონია, საზაფხულოდ კარგი უნდა იყოს.


Posted by: USER001 28 Sep 2020, 23:17
QUOTE (Master_Nick @ 28 Sep 2020, 23:03 )
USER001
კრიდს ვერ ეშვები მოკლედ შენ wink.gif ზარასი როგორი კმაყოფილი ხარ?

black_man
ბენტლის ახალი სილვერ ლეიქი უკვე არის გაყიდვაში? საჩემო ნოტები ჰქონია, საზაფხულოდ კარგი უნდა იყოს.

როგორც ამ საკითხში ახლად ჩართული ადამიანის გადმოსახედიდან რეალურად კარგია, როგორც იტყვიან ხოლმე გამყოლი სურნელი აქვს,თან სასიამოვნო.


წინა გვერდებზე წერდნენ ფორუმელები ვისთვის რა იყო უპირატესობა სუნამოს არჩევის დროს, ჩემთვის კომპლიმენტები და გარშემო მყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენაა, სანტალზეც კომპლიმენტებია და ამ ზარაზეც gigi.gif

როდესაც გაბანას და გუჩს კაციშვილი ვერ ამჩნევს user.gif

Posted by: Master_Nick 28 Sep 2020, 23:30
USER001
რატომ D&G One რ მოგწონს? გუჩის გილთიც საკმაოდ აგროვებს კომპლიმენტებს.

ამას ველოდები და აღარ დაადგა საშველი ჩამოსვლას facepalm.gif
user posted image

user posted image

Posted by: USER001 28 Sep 2020, 23:37
QUOTE (Master_Nick @ 28 Sep 2020, 23:30 )
USER001
რატომ D&G One რ მოგწონს? გუჩის გილთიც საკმაოდ აგროვებს კომპლიმენტებს.

D&G One არა D&G light blue perfume მაქვს.

გუჩის გილთი ტუალეტის წყალია პარფიუმი არაა და მაგას ვაბრალებ facepalm.gif

ნუ სურნელი მომწონს მაგრამ როგორც ჩანს ჩემს კანს არ უხდება user.gif

Posted by: black_man 29 Sep 2020, 00:27
Master_Nick
ჯერ არ არის გაყიდვაში, იმედია ჩვენთან შემოიტანს ლუტეცია და დავტესტავთ.....
USER001
შემოდგომა-ზამთრისთვის თუ გინდა, განსაკუთრებით ქალბატონებისგან მიიღებ კომპლიმენტებს Valentino Uomo Intense ძალიან მაგარი სუნამოა... ადრე თბილისი მოლის ამფორაში იყო და იქ დავტესტე... ეხლა სამწუხაროდ დაიხურა ამფორა.... აგრეთვე, შეგიძლია ეს დატესტო, ჩევნთან იქნება Dior Homme Parfum.... ლუტეციას აქვს Parfums de Marly სუნამოები.. დატესტე: Herod, Layton,
Layton Exclusif.. ასევე Carlisle... როგორც ვხვდები თანხაში შეზღუდული არ ხარ და ეძებ ისეთ სუნამოს რომელიც იქნება მაღალი ხარისხის (ნიშე კატეგორია) და ამავდროულად იქნება კომპლიმენტების მაგნიტი... )

Posted by: USER001 29 Sep 2020, 01:18
QUOTE (black_man @ 29 Sep 2020, 00:27 )
Master_Nick
ჯერ არ არის გაყიდვაში, იმედია ჩვენთან შემოიტანს ლუტეცია და დავტესტავთ.....
USER001
შემოდგომა-ზამთრისთვის თუ გინდა, განსაკუთრებით ქალბატონებისგან მიიღებ კომპლიმენტებს Valentino Uomo Intense  ძალიან მაგარი სუნამოა...   ადრე თბილისი მოლის ამფორაში იყო და იქ დავტესტე...  ეხლა სამწუხაროდ დაიხურა ამფორა....  აგრეთვე,  შეგიძლია ეს დატესტო, ჩევნთან იქნება Dior Homme Parfum....    ლუტეციას აქვს Parfums de Marly სუნამოები..  დატესტე: Herod,   Layton,
Layton Exclusif..  ასევე Carlisle...  როგორც ვხვდები თანხაში შეზღუდული არ ხარ და ეძებ ისეთ სუნამოს რომელიც იქნება მაღალი ხარისხის (ნიშე კატეგორია)  და ამავდროულად იქნება კომპლიმენტების მაგნიტი...  )


შემოდგომა ზამთრისთვის მაქვს სანტალი უკვე, იდეაში სეზონზე 1 მინდა და ნიშ პარფიუმი როგორც იტყვით ხოლმე, და არა დიზაინერული ბრენდები yes.gif

ავენტუსს იმიტომ დავადგი თვალი რომ "ყველა სეზონზე" მიდის რაც წავიკითხე და ზაფხულში საერთოდ მაგარი იქნება.

სანტალი რომ არა ეხლავე მოვხსნიდი საიტიდან.

ისე, Black friday - ს პერიოდში არის ხოლმე სუნამოებზე სეილები? ონლაინ ამერიკულ საიტებზე, ტექნიკაზე და სხვა ნივთებზე არაერთხელ გამომიყენებია მაგრამ პარფიუმერიაზე არადროს გადამიმოწმებია.

Posted by: rezi0881 29 Sep 2020, 01:48

Pegasus Exclusif Parfums de Marly - საინტერესოა როგორი იქნება, ორიგინალი მშვენიერია, თუ კიდევ არ დახვეწეს იმედია არ გააფუჭებდნენ.

user posted image


Posted by: black_man 29 Sep 2020, 02:24
USER001
რაც დაგიწერე დე მარლი ეგენი ყველა ნიშეა.. ამუაჟი დატესტე რეფლექშენი კიდევ, ქრიდი ხომ არაა მარტო ნიშე.. ბევრი უმაგრესი ნიშე სუნამოებია მაგის გარდა... დატესტვა უნდა და მოგეწონება რომელიმე აუცილებლად)
rezi0881
ნამდვილად საინტერესოა როგორი იქნება..

Posted by: პიანისტი 29 Sep 2020, 10:24
QUOTE (rezi0881 @ 29 Sep 2020, 01:48 )
Pegasus Exclusif Parfums de Marly - საინტერესოა როგორი იქნება, ორიგინალი მშვენიერია, თუ კიდევ არ დახვეწეს იმედია არ გააფუჭებდნენ.

user posted image

ეს კარგი ამბავია, დიდი ალბათობით დახვეწდნენ უფრო, კი დაადებენ 900 ლარს .
იმედია შემოიტანენ მალე

Posted by: nata.nn 29 Sep 2020, 12:32
black_man
მადლობა აი https://www.brunobanani.com/en/women/fragrances/magic-woman/5571/magic-woman-edt-natural-spray?number=F004-001-0-V20 სხვადასხვა მლებია 20 30 და 50 და უფრო 20მლ მინდა ..


QUOTE

https://www.fragrancenet.com/
https://www.maxaroma.com/
https://www.fragrancex.com

აუ არცერთგან არარი ეხლა ვნახე ;; აი ამაზონზე ეს ვნახე
https://www.amazon.com/Bruno-Banani-BRUNO-BANANI-TOILETTE/dp/B001TKMWCO/ref=mp_s_a_1_11?dchild=1&keywords=bruno+banani&qid=1601367832&sr=8-11



და დარჩა იბეი ხო? და კიდე მაინტერესებს პირდაპირ ამ ოფიციალური საიტიდან რო გამოვიწერო შეიძლება ნეტა ? https://www.brunobanani.com/en/women/fragrances/magic-woman/5571/magic-woman-edt-natural-spray?number=F004-001-0-V20

Posted by: USER001 29 Sep 2020, 13:13
QUOTE (USER001 @ 28 Sep 2020, 22:44 )
ფორუმელებო, ვისაც ორივე გქონიათ რით ჯობს ერთი მეორეს?

კლასიკური ავენტუსი ვერა მაგრამ "cologne" ვნახე და მომწონს კარგია.

სანამ კლასიკურს შემოიტანს რომელიმე მაღაზია მანამდე დრო მაქ გადასაწყვეტად.

user posted image

jump.gif



----------------------

Posted by: პიანისტი 29 Sep 2020, 14:07
USER001
სიმართლე გითხრა მე ავენტუსი არ მევასება არცერთი, ქალების ავენტუსი უკეთესი სუნამოა ისიც ქალებისთვის.biggrin.gif ძალიან გაპიარებულია და პირველი სუნამოს სახელიც ტყუილად აქვს მიკერებული.biggrin.gif
კარგად დატესტე კანზე 1-2 ჯერ ავენტუსი, გრინ ირიშ ტვიდი,სილვერი ქრიდებიდან, დე მარლი,ამუაჟი , ესენიც რო არა არომატეკაში ძალიან ბევრი უცხო ნიშ სახლია და იქაც იქნება საინტერესო სუნამო, თუ გამოწერით ყიდულობ კი უფრო გახსნილი გაქვს არეალი და ყველაფრის ყიდვა შეგიძლია.

Posted by: black_man 29 Sep 2020, 15:59
nata.nn
იბეიზე ძვირად დევს უფრო... ოფიციალური საიტიდან ჯობია გამოწერო მაშინ........ ან ამაზონიდან............

Posted by: Master_Nick 29 Sep 2020, 17:50
Frapin 1270 მე მეჩვენება თუ ჩემს კანზე ქრება სურნელი მალე? დასხმიდან 2 საათში ვეღარ ვგრძნობ ვერაფერსsmile.gif
user posted image

Posted by: nata.nn 29 Sep 2020, 21:34
black_man
აურავიცი ამაზონი რავი ნოემბრამდე შეიძლება არჩამოვიდეს და მგონი არღირს . იბეიმ სულ გამაგიჟა 7$ რატო ღირს? Dddd https://www.ebay.com/itm/Magic-Woman-von-Bruno-Banani-Eau-de-Toilette-Spray-20ml-fur-Damen/283973544335?_trkparms=aid%3D111001%26algo%3DREC.SEED%26ao%3D1%26asc%3D20180816085401%26meid%3D3801eb8de19f4fc1b42ccb462fe8500d%26pid%3D100970%26rk%3D1%26rkt%3D1%26mehot%3Dnone%26sd%3D283973544335%26itm%3D283973544335%26pmt%3D0%26noa%3D1%26pg%3D2380057%26brand%3Dbruno+banani&_trksid=p2380057.c100970.m5481&_trkparms=pageci%3Aa4656973-0279-11eb-a5f6-8a05a56e85ad%7Cparentrq%3Adaeb8ad11740ad397e918bcfffedbbb5%7Ciid%3A1


აი აქედან გამოწერა შეიძლება ? 7 დოლარად? ;

Posted by: black_man 29 Sep 2020, 22:19
nata.nn
არაფერს არ მიჩვენებს მაგ ლინკზე რომ გადავდივარ.... ამაზონზე დიდი ხანი უწერია შიპინგი, ოქტომბრამდე ძაან დიდი დროა... ამერიკელ სელერებს არ აქვთ ეგ სუნამო, ევროპის ქვეყნებიდან ყიდიან
ამერიკულ იბეიზე... შეიძლება გერმანულ იბეიზე იდოს... თუ სხვა სუნამოს გადაწყვეტ, იბეიზე მოვძებნი ოპტიმალურ ვარიანტს...
Master_Nick
2-3 დღეში ნახე, მოემატება ხანგრძლივობა... ამ სუნამოებს რაღაც გარკვეული დრო ჭირდებათ. ახლები რაც გავხსენი არც მე დავრჩი კმაყოფილი ხანგრძლივობით თავიდან, რაღაც დროის გასვლის შემდეგ საგრძნობლად მოემატათ პერფორმანსი...

Posted by: USER001 29 Sep 2020, 23:27
QUOTE (პიანისტი @ 29 Sep 2020, 14:07 )
USER001
სიმართლე გითხრა მე ავენტუსი არ მევასება არცერთი, ქალების ავენტუსი უკეთესი სუნამოა ისიც ქალებისთვის.biggrin.gif ძალიან გაპიარებულია და პირველი სუნამოს სახელიც ტყუილად აქვს მიკერებული.biggrin.gif
კარგად დატესტე კანზე 1-2 ჯერ ავენტუსი, გრინ ირიშ ტვიდი,სილვერი ქრიდებიდან, დე მარლი,ამუაჟი , ესენიც რო არა არომატეკაში ძალიან ბევრი უცხო ნიშ სახლია და იქაც იქნება საინტერესო სუნამო, თუ გამოწერით ყიდულობ კი უფრო გახსნილი გაქვს არეალი და ყველაფრის ყიდვა შეგიძლია.

ეს Cologne - რომ შევადაროZara vibrant leather სუნამოს ბევრად მაგარი სურნელი აქვს, ამ ლოგიკით თუ zara vibrant leather არის ავენტუსის კლონი ესეიგი კლასიკურ ავენტუსს ჯობია Cologne. givi.gif

ვისაც ორივეს არომატებთან შეხება მაინც ქონია შეფასება მჭირდება მათგან, იუთუბზე ნუ გამიშვებთ ჯერემისთან gigi.gif

Posted by: rezi0881 30 Sep 2020, 13:11
Master_Nick

არაა ეგ სუნამო პროჯექშენ ბისთი, საშუალო დონეზეა.. მაგ ჟანრის სუნამოსთვის მაგის სიმსუბუქე და ზომიერება არის მთელი მუღამი, აი მაგალითად ზოგი ორიენტალ გურმანდ რო დაისხა შეიძლება ისე შეგაწუხოს დღის ბოლომდე ვერ გაუძლო. 4-5 სპრეი ნორმ. არის მაგისთვის 5-6 საათი უნდა გრძნობდე სურნელს ზომიერი შლეიფით. ისიც მართალია ხმარებას რო დაიწყებ და ფლაკონს ცოტა მოაკლდება ჟანგბადთან ზემოქმედებაში შედის სუნამო და უფრო კარგად იგრძნობა.

USER001

მეც მომეწონა Cologne, ძალიან კარგია, მაღალი ხარისხის ციტრუსოვანი სუნამოა მამაკაცისთვის, ნებისმიერ სიტუაციაში ვერსიტალური და თავდაჯერებული. (ნეგატივი იყო ფასის გამო თორემ სუნამო დასაწუნებელი არაა ნამდვილად) მე პირადად ავენტუსს არ მირჩევნია, ყიდვას რაც შეეხება არ უნდა იჩქარო ისეთი ფასის კატეგორიაშია ორივე, შემოიტანენ ავენტუსსაც და უნდა დატესტო კარგად ორივე და ისე მიიღო გადაწყვეტილება.





Posted by: Lamorac 30 Sep 2020, 20:55
ერთი სული მაქვს აცივდეს
ზამთრის სუნამოები უნდა გადმოვიღო
sa.gif

Posted by: USER001 30 Sep 2020, 21:28
QUOTE (Lamorac @ 30 Sep 2020, 20:55 )
ერთი სული მაქვს აცივდეს
ზამთრის სუნამოები უნდა გადმოვიღო
sa.gif

მეკიდევ ნოემბრის შუა რიცხვები მოვიდეს რომ მოვხსნა ავენტუსი.

გასულ წელს არავის გინახიათ ფასები შეიცვალა თუ არა Black friday - ს პერიოდში?
ბევრ საიტზეა ხოლმე ფასდაკლებები მაგ დროს, თუ მოვხსნა 3**$ ად და ტყუილად ვუცდი? user.gif

Posted by: Dato10kokli 30 Sep 2020, 23:10
USER001
გამოიწერე იბეიდან სემფლი, 2-3 მლ, იქნებ არ მოგწონს ეგრე ძაან, თან ზამთრის ნაკლებადაა

Posted by: Master_Nick 30 Sep 2020, 23:12
rezi0881
კი ეგრეა ნამდვილად 4-5 სპრეი ფრაპინზე ნორმალურია. ვადარებდი მანსერას რედ ტობაკოს სადაც 2 სპრეიმ კინაღამ გამგუდა lol.gif ფრაპინის მსგავსი მსუბუქი სუნამოები მომწონს მე. თუმცა რომ მგონია სურნელი გაქრა, სხვები აშკარად გრძნობენ ვისკის სურნელს. აღარ ვსვამ უკვე კაი ხანია და ვინც ეს ამბავი იცის და ვისკის სურნელს გრძნობს ყველა გაფართოებული თვალებით მიყურებს
lol.gif

black_man
აშკარად მოემატა ხანგრძლივობა , დროის გასვლის შემდეგ.
up.gif

ატკინსონის გრანდ რეზერვს ველოდები, ვნახოთ რა ჩამოვა.

Posted by: USER001 30 Sep 2020, 23:29
QUOTE (Dato10kokli @ 30 Sep 2020, 23:10 )
USER001
გამოიწერე იბეიდან სემფლი, 2-3 მლ, იქნებ არ მოგწონს ეგრე ძაან, თან ზამთრის ნაკლებადაა

ნოემბრამდე დროა კიდევ შემოიტანს რომელიმე მაღაზია war.gif

Posted by: rezi0881 30 Sep 2020, 23:41
Master_Nick

მეც მევასება ალკოჰოლის ნოტებით სუნამო, ხარისხიანად თუ იგრძნობა მაგარია, უხდება მამაკაცის სუნამოს და შარმს აძლევს.. რედ ტობაკო არის ბომბი 2 სპრეი მაქსიმუმია მაგ სუნამოზე biggrin.gif ესეთი რამე ბევრი თუ დავისხი იმ დონეზე მაწუხებს რომ ნერვებზე მოქმედებს.

ეს არის კიდევ მაგარი სუნამო მაგ თემაში, ოღონდ ძაან ძვირია რა. Uden Xerjoff for men

ესეც ნახე თუ არ იცი Mint & Tonic Atkinsons ესაც ძაან საკაიფოა.




Posted by: Master_Nick 1 Oct 2020, 00:12
rezi0881
ატკინსონის Mint & Tonic არ დამიტესტავს, საზაფხულოა ხომ? ვნახავ საინტერესოა.


Posted by: rezi0881 1 Oct 2020, 00:27
Master_Nick

კი, უფრო ზაზხულის არის მაგრამ, სიგრილეშიც კარგი იქნება. ისეთია მოგეწონება.



Posted by: Sophist 1 Oct 2020, 21:31
fahrenheit absolute-ზე რას ფიქრობთ? კარგია? საქართველოში არის მისი პოვნის შანსი?

Posted by: Master_Nick 1 Oct 2020, 22:12
QUOTE (rezi0881 @ 1 Oct 2020, 00:27 )
Master_Nick

კი, უფრო ზაზხულის არის მაგრამ, სიგრილეშიც კარგი იქნება. ისეთია მოგეწონება.

up.gif ამ დღეებში მოვხვდები ლუტეციაში და დავტესტავ

Javoy Paris Pavilion Rouge თუ იცი? ზევით რა მიმართულების სუნამოებს განვიხილავდით იმ ხაზის წარმომადგენელია, უნიკალური არომატებია
user posted image

Posted by: rezi0881 1 Oct 2020, 23:06
Master_Nick
QUOTE
Javoy Paris Pavilion Rouge თუ იცი? ზევით რა მიმართულების სუნამოებს განვიხილავდით იმ ხაზის წარმომადგენელია, უნიკალური არომატებია

კი მაქვს ეგ დატესტილი მაგრამ ვერ ვიხსენებ კარგად, როგორც მახსოვს აღმოსავლური ტიპის სუნამოა უფრო.
Incident Diplomatique Jovoy Paris - ესაც ძაან პოპულარულია მაგ ხაზის, აღარც აქვთ მგონი, ძალიან მამაკაცური, მკაცრი და უცხოა.


Posted by: პიანისტი 1 Oct 2020, 23:37
USER001
ეგრე მარტივად არ შემოაქვთbiggrin.gif სილვერის ასიანზე მითხრეს წინა აგვისტოს ოქტომბერში შემოვიტანთო და ეგრევე წავედი ვიყიდე არომატეკაში, 6 თვის მერეც არ ჰქონდათ შემოტანილი.
თან ავენტუსი, ვინც შედის 80 პროცენტი მაგის ტესტერს ხმარობს lol.gif

Posted by: Arien 2 Oct 2020, 10:49
rezi0881

მადლობა რომ მირჩიე love.gif
--------------------------------------------

Posted by: Sophist 2 Oct 2020, 11:59
Arien
სად იყიდება საქართველოში ამ ბრენდის სუნამოები?

Posted by: Arien 2 Oct 2020, 17:17
Sophist
QUOTE
სად იყიდება საქართველოში ამ ბრენდის სუნამოები?


გალერიის ლუტეციაში

Posted by: rezi0881 2 Oct 2020, 18:45
Arien

ვააჰ, შეგიძენია მშვიდობაში, biggrin.gif ეგ ბრენდი პირველად არომატეკას ქონდა და იქ ვნახე, ეგ მომეწონა ძალიან, მერე მოვიკითხე და აღარ ედოთ, ერთი სუნამო მაინტერესებსთქო მაგ ბრენდის კონსულტანტს ვუთხარი და არც უკითხავს რომელიო, პირდაპირ მკითხა მილკი მასკიო? biggrin.gif
ეს მაინტერსებს ეხლა მაგის Papyrus Oud 71 და არ აქვთ მაინცდამაინც. Sophist საც ეს უნდა აინტერესებდეს ჩემი აზრით. smile.gif



Posted by: Sophist 2 Oct 2020, 19:34
QUOTE (rezi0881 @ 2 Oct 2020, 18:45 )
Arien

ვააჰ, შეგიძენია მშვიდობაში, biggrin.gif ეგ ბრენდი პირველად არომატეკას ქონდა და იქ ვნახე, ეგ მომეწონა ძალიან, მერე მოვიკითხე და აღარ ედოთ, ერთი სუნამო მაინტერესებსთქო მაგ ბრენდის კონსულტანტს ვუთხარი და არც უკითხავს რომელიო, პირდაპირ მკითხა მილკი მასკიო? biggrin.gif
ეს მაინტერსებს ეხლა მაგის Papyrus Oud 71 და არ აქვთ მაინცდამაინც. Sophist საც ეს უნდა აინტერესებდეს ჩემი აზრით. smile.gif

ხოოsmile.gif გუჩის მინდა შევადარო თუ რამდენად ახლოსაა

Posted by: black_man 2 Oct 2020, 19:44
Arien
მშვიდობაში ძალიან კარგია )

Posted by: Master_Nick 2 Oct 2020, 20:47
სპაის ბომბზე მე ვერ ვგრძნობ სპაისს ნოტებს თუ თქვენც ასე ხართ? ალუბლის მურაბის სურნელი მოდის და მოდის, არადა რევიუებს რომ ვუყურებ ძირითადად ცხარე ნოტებზეა აქცენტი. დავიჯერო ჩემი რეცეპტორების ბრალია?
user posted image

Posted by: Arien 2 Oct 2020, 21:19
rezi0881
black_man

მადლობა smile.gif

არ ვაპირებდი გალერიაში მისვლას,ჯერ ისევ გაბრაზებული ვარ biggrin.gif მაგრამ ისტ პონტში არ ჰქონდათ ბრენდი წარმოდგენილი.რომ მინდოდა სანდალიც და მუშკიც,ეს ორივეა,მშვიდი,კარგი არომატი აღმოჩნდა.Totally White 126 ესეც უნდა ვნახო და ვარდიც.

Master_Nick
QUOTE
სპაის ბომბზე მე ვერ ვგრძნობ სპაისს ნოტებს თუ თქვენც ასე ხართ? ალუბლის მურაბის სურნელი მოდის და მოდის


მეგობარს ვაჩუქე რამდენიმე წლის წინ და არ ისხამდა,მურაბის სუნის აქვსო,ეგდო მანქანაში საცოდავად biggrin.gif მე თამბაქოს და დარიჩინს ვგრძნობდი და მომწონდა.

Posted by: rezi0881 2 Oct 2020, 22:29
Sophist
QUOTE
ხოო გუჩის მინდა შევადარო თუ რამდენად ახლოსაა

მართლაც საინტერესო იქნება smile.gif სამივე ერთი პარფუმერის კი არის, ბენტლი აბსულიტის ჩათვლით. მაგრამ უპირატესობას ყველა მაინც გუჩის ანიჭებს.

Arien
QUOTE
არ ვაპირებდი გალერიაში მისვლას,ჯერ ისევ გაბრაზებული ვარ

შენნაირი ბრაზიანები ბევრი ყავდეთ მაგათ lol.gif სულ მაიმნც ყიდულობ რაღაცას.

Master_Nick

მეც ალუბალს ვგრძნობ, თამბაქო დარიჩინი ქმნის მსგავს სურნელს, არამარტო სპაისბომბში. სხვა სუნამოებიშიც, აი ესენი თითქმის ერთნაირად ალუბლის მაგვარ სურნელზე ჯდება. თუ კონკრეტულად სპაისი გინდა შეიგრძნო ეს დატესტე და აღმოსავლურ ბაზარში გეგონება თავი სპეციების განყოფილებაში Spice Bazaar Nishane ისე მე არ მიყვარს გამოკვეთილად რო ვგრძნობ სპაისს, ზოგი ისეთია კულინარიის თემა უფროა ვიდრე სუნამოსი biggrin.gif

XJ 1861 Naxos Xerjoff
A*Men Pure Havane
1899 Hemingway Histoires de Parfums
Spicebomb Viktor&Rolf

Posted by: Master_Nick 2 Oct 2020, 23:17
Arien
rezi0881
მე მომწონს ეს ალუბალი, უბრალოდ სხვა მოლოდინები მქონდა სპეციების კუთხით. თავიდან ვფიქრობდი რომ დრო გავა და ალბათ დავიჭერ თამბაქოს და სპეციებს მეთქი. ტკბილი კარგი ალუბლის სუნამოა ჩემთვის სპაისბომბი. lol.gif
სპეციები მეც არ მიყვარს.

Posted by: rezi0881 2 Oct 2020, 23:35
Master_Nick

ესეც ნახე თუ არ იცი Oajan Parfums de Marly აქაც მიმალულია გემრიელი ალუბალი. ზემოთ რეებიც დავწერე მაგ თემაშია up.gif

Posted by: senpai 3 Oct 2020, 13:06
ღმერთო რა საზიზღრობაა. დაკარგული ეს ბრენდი ჩემთვის ამიერიდან. ყველაფერი რაც ბოლო ოსამ წელში გამოუშვეს და დავტესტე, არის საოცრად ბანძი.


user posted image

Posted by: black_man 3 Oct 2020, 13:17
Jesus Del Pozo ნიშ პარფიუმერიული ხაზი, ორივე ძალიან მომეწონა...
user posted image

Posted by: Dato10kokli 3 Oct 2020, 17:16
კარლაილი ჩავანაცვლე, 10/10

user posted image

Posted by: Arien 4 Oct 2020, 00:13
rezi0881
QUOTE
შენნაირი ბრაზიანები ბევრი ყავდეთ მაგათ  სულ მაიმნც ყიდულობ რაღაცას.


სამი თვე არ ვყოფილვარ,ისი პარიში დავდიოდი და მაგათთან ვაუჩერებიანი ფასდაკლებები ჩავაგდე biggrin.gif ისე სტრატეგიული მდებარეობა აქვთ და ცდუნება დიდია.
Totally White 126 -ეს ვნახე და მომეწონა,მსუბუქად იასამნის,კიდევ რაღაც ყვავილების,სუფთა,ნაზი,ელეგანტური და დახვეწილი სუნამოა.
ვარდის ტესტერი არ აქვთ.
white spirit - ამანაც დამაინტერესა და ეგრევე მივხვდი რომ რომელიღაც წყეული მოლეკულა ურევია,ბლოტერზე თითქმის ვერ ვიგრძენი,კანზეც სუსტად.ამბროქსანი ყოფილა.მგონი ამას ზოგ კომპოზიციაში კარგად ვგრძნობ,ზოგან ვერა,need-u აქ ძალიან მომწონს.


Posted by: rezi0881 4 Oct 2020, 01:32
black_man
Dato10kokli

გილოცავთ ახალ სუნამოებს. smile.gif

Arien

Parle Moi - ბევრი არ მითვალიერებია სიმართლე რო გითხრა, ერთი ეგ დამამახსოვრდა უფრო, იმიტომ რომ მომეწონა.
Le Labo Another 13 თუ გახსოვს მოლეკულას რო გავდა, რამოდენიმეჯერ კიდევ ვცადე დატესტვა და აი რო მაჩუქონ არ მინდა რა, ხალხს მოსწონს, თან რა ძვირია.
need-u ეს მეც მომწონს, ერთერთი ყველაზე უპრეტენზიო სუნამოა, გრილი სუფთა და, ციტრუსოვანი. smile.gif



Posted by: Master_Nick 4 Oct 2020, 10:49
ეს ხომ არ დაგიტესტავთ ვინმეს? მაინტერესებს თქვენი შეფასება
user posted image

Posted by: Dato10kokli 4 Oct 2020, 17:42
Mugler Pure Havane 60ml vintage - გავცვლი ზამთრის/შემოდგომის სუნამოში თუ დაგაინტერესებთ

Posted by: Duncan 6 Oct 2020, 15:03
fragrancex.com და fragrancenet.com რამდენად სანდოა? ღირს სუნამოების გამოწერა ამ საიტებიდან?

ვინმეს თუ გაქვთ გამოცდილება, გამიზიარეთ

Posted by: black_man 6 Oct 2020, 15:31
Duncan
კი ორივე სანდოა, გამოწერილიც მაქვს და ჩვეულებრივად ორიგინალები ჩამოდის...

Posted by: USER001 6 Oct 2020, 15:31
QUOTE (Duncan @ 6 Oct 2020, 15:03 )
fragrancex.com და fragrancenet.com რამდენად სანდოა? ღირს სუნამოების გამოწერა ამ საიტებიდან?

ვინმეს თუ გაქვთ გამოცდილება, გამიზიარეთ

Fragrancenet.com- დან გამომიწერია ჩამოვიდა ჩვეულებრივ.

Posted by: ჯადოსანი 6 Oct 2020, 17:17
მოგესალმებით. ზამთრისთვის სუნამო მინდა სინთეთიკის სუნს ან სპირტის სუნს რომ არ ტოვებდეს. 200 ლარამდე. ტკბილიც რომ არ იყოს.

მირჩიეთ რამე რამდენიმე ვარიანტი.
თუ ვინმე ყიდის აქ შემოთავაზებასაც ველოდები

ან სანდო ადამიანი ვინც პარფიუმერიას დაბლა მილიგრამობაში ასხამს

Posted by: Master_Nick 6 Oct 2020, 21:50
rezi0881
Arien
Franc Boclet Tobacco ჩამოვიდა დღეს, დავტესტე კარგად და ისევ ალუბალს ვგრძნობ. უფრო განსხვავებულს ვიდრე სპაის ბომბშია. აქ რბილი თამბაქო მეტად იგრძნობა თუმცა ალუბალი მაინც თავისას შვება.

Posted by: rezi0881 7 Oct 2020, 10:23
Master_Nick

ვერ გეტყვი, არ მაქვს მე ეგ სუნამო, რამოდენიმეჯერ დავტესტე ბლოტერზე და ტომ ფორდის ტობაკო ვანილს გავს ძალიან. ტარებით არ მიტარებია.

Posted by: Master_Nick 7 Oct 2020, 21:51
rezi0881
ტომ ფორდს მაგრად ჰგავს კი. თუმცა ეს ბევრად უფრო მსუბუქი და ადვილად სატარებელია. ტომ ფორდის თამბაქოს ტარება მიჭირს მე, ზედმეტად აგრესიულია ჩემთვის.

Posted by: Melakud 9 Oct 2020, 10:36
კარგი უდები დაყარეთ --------------

Posted by: Melakud 10 Oct 2020, 14:48
Perry Ellis M ჩამოვიდა. დარიჩინ - თამბაქო - შავი წიწაკა და მცირე დოზით სინთეტიკა.

მე ყველას ვურჩევ პერი ელისის ტანსაცმელს, აქსესუარებს და სუნამოებს.

პიჯაკი მქონდა და ახლა ეს სუნამო, რომელიც ნიშ სურნელს გავს. 18 დოლარად შეძენილი

Posted by: პიანისტი 11 Oct 2020, 13:53
აფრიკა სულ უფრო მომწონს რაც დრო გადის, სასწაულად ხსნის და გამყოლობა აქვს რავი, ღამით წყალი რო არ გადავივლო დილით კანზე კიდევ ვგრძნობ სურნელს, ცოტა სუსხი როა რავი რა

ერთი რამე უდიც მინდა ზამთრისთვის, ძალიან მძაფრი რო არ იყოს, ან Fucking dabulous მევასება და დავტესტავ კიდევ .

Posted by: akako78 11 Oct 2020, 14:29
Melakud
კი კარგია რედიც.ეგ სუნამო ჰგავს შანელის ალურს..კლონადაც მიიჩნევენ..სუნამოები მეტი არ გამისინჯავს..ტანსაცმელი კი ბატონო..პერანგებიც,ჯემპრებიც(ზამთრის შემოდგომის)ქურთუკებიც მშვენიერია მაქვს ახლებიც ძველი ნაყიდები და ალბათ ჩავიცმევ ამ წელს..

უდების რაც შეეხება:არმანის ეუ დე ნუიტ უდ,ვერსაჩე უდ ნუარ,ბოსი ბოთლედ უდი,მანსერა რედ ტობაკო(ჩემთვის უდია+თამბაქო მაინც)პენჰალიგონს ლევანტიუმი..
ძვირიანებს და ნიშეებს რაც შეეხება ტომ ფორდ უდ ვუდი და უდ ვუდ ინტენსი,ნასომატო ბლექ აფგანო და ა>შ>

Posted by: Melakud 11 Oct 2020, 15:09
akako78

ლევანი ვარ.

ეგ ყველაფერი გასინჯული მაქვს, მაგრამ სხვა უდი მინდა. ყველაფერს კუირ ბარსელონა მირჩევნია, ჩემს ტიპაჟს რამდენად უხდება ცალკე საკითხია.

ასევე ძალიან კარგია ზენიას ინდონეზიური უდი, ისე როგორც თითქმის ყველა სუნამო მაგ ხაზში. უბრალოდ ძვირია

ბოლო დროს Initio Oud for Greatness აპიარებენ, მაგრამ კუირ ბევრად უფრო მომწონს.

ბოლო დროს ატკინსონის The other side of oud ძალიან მომეწონა, თუმცა მეორეჯერ იმდენად აღარ.

Posted by: Master_Nick 11 Oct 2020, 17:51
rezi0881
Atkinsons mint&tonic ვატარე დღეს და მაგრად ვისიამოვნე. შემოდგომის სეზონზეც ვიხმარ ისეთი სუნამოა. ზაფხულში ხომ ისედაც გაასწორებს up.gif კარგი რამე მირჩიე, მადლობელი ვარ შენი.

Posted by: rezi0881 11 Oct 2020, 19:51
Master_Nick

გამიხარდა თუ მოგეწონა smile.gif any time any occasion რო მოიხმარ ისეთია, გარშემომყოფებისთვისაც სასიამოვნო იქნება ისეთი სუნამოა..

Posted by: Master_Nick 11 Oct 2020, 21:53
rezi0881
კი ნამდვილად ეგეთია up.gif

Posted by: spider77 13 Oct 2020, 20:45
Master_Nick
QUOTE
დავიჯერო ჩემი რეცეპტორების ბრალია?

მეც ეგრე აღვიქვი smile.gif

ალუბალი, მურაბა და ა.შ.

Posted by: akako78 13 Oct 2020, 21:01
Melakud
გაუმარჯოს ლევან-როგორ ხარ?დღეს მესხა LM პარფუმის ბლექ უდი..მაგარი რამეა მე მაგრად მომწონს..ასევე მომეწონა ორტო პარიზის ტერონი,მაგრამ ეგეც უნდა დაამუღამო..შეიძლება ვერც კი აიტანო კაცმა..მანსერას აქვს და მონტალს ბევრი..შეიძლება არჩევა რაიმესი ისეთის რომ მოგიხდება..

Posted by: black_man 13 Oct 2020, 21:44
გამარჯობათ.. როგორ დაახასიათებთ ამ სუნამოს?
A*Men Pure Havane Mugler

Posted by: Arien 14 Oct 2020, 10:03
სპაის ბომბზე ისევ ვკითხე მეგობარს,მაინტერესებდა რა ბედი ეწია.
ეგეთი რაღაც მითხრა,მე კი მომეწონა და არ ვფიქრობდი რომ მურაბის სუნი ჰქონდაო,მაგრამ კაბინეტში შემოსვლისას ამას სხვები აღნიშნავდნ და ეს არ მინდოდაო biggrin.gif
მოკლედ სამსახურში ვერ იხმარა,არასამუშაო გარემოში კი და აღარ აქვს.
მართალიც იყო,არ არის ისეთი უნივერსალური სუნამო ნებისმიერ გარემოში დაისხას კაცმა.

ამაზე ერთი ორი დღე ვიფიქრე და მაინც love.gif

Posted by: akako78 14 Oct 2020, 10:47
Arien
კი ეგ მაგარია მეუღლესაც მოეწონა..ყვავილების სუნია და დახვეწილიც არის რაღათქმაუნდა..
black_man
გაუმარჯოს..გურმანულია და გამყოლი..თამბაქო და თაფლია,შლეიფიც აქვს აშკარად..პურ მალტსაც წააგავს ვაიბით თუ იცი ეგ..

Posted by: Arien 14 Oct 2020, 18:24
akako78

მეუღლემ აარჩია უკვე თუ ჯერ ვერა?

ელდოს ახალ სუნამოს ვფიქრობდი,მაგრამ Totally White ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა.მოსვენება დამეკარგა,მეთქი რომ გაიყიდოს და ა.შ. biggrin.gif
ელდოს სემფლი მაინც გამოვიწერე,ცოტა აგვიანდება,მაგრამ ჩამოვა, სად წავა.

Posted by: akako78 14 Oct 2020, 19:17
Arien
ჯერ ვერა ტოტალი ვაიტი მოეწონა და ლევანტიუმიც..ლევანტიუმი შევიძინე

Posted by: Master_Nick 14 Oct 2020, 20:41
Arien
სპაის ბომბი საოფისედ ნაკლებად, უფრო ქეჟუალ სუნამოა. მე მომწონს, თუმცა ჩემმა შვილმა (გოგოა) ჩამომართვა და როგორც მეუბნება მის სამეგობრო წრეში საკმაოდ პოპულარული სურნელია ალუბლის გამო.

Atkinsons Pirate Grande Reserve - ალკოჰოლის მიმართულების ერთ ერთი ღირსეული წარმომადგენელია ჩემთვის. იცით ეს სურნელი? მაინტერესებს როგორ შეაფასებთ?

Posted by: rezi0881 14 Oct 2020, 23:46
Arien
QUOTE
ამაზე ერთი ორი დღე ვიფიქრე და მაინც

მაგასაც გილოცავ smile.gif საინტერესო ბრენდი აღმოჩნდა ხო? Papyrus Oud 71 ნეტა ესაც შემოიტანონ ძალიან მაინტერესებს..
ნარკოტიკ ვენუსის ყვავილები მომწონს ძალიან, ნასომატოს ზეგავლენის ქვეშ თუ არ ვარ მოქცეული ყველაზე ძაან მაინც ეგ მომწონს biggrin.gif

Master_Nick
QUOTE
Atkinsons Pirate Grande Reserve - ალკოჰოლის მიმართულების ერთ ერთი ღირსეული წარმომადგენელია ჩემთვის. იცით ეს სურნელი? მაინტერესებს როგორ შეაფასებთ?

მე ვიცი ეგ სუნამო, კარგია ალკოჰოლის სურნელი გემრიელად ისმის, მახსოვს როდესაც დავტესტე აღმოჩენა იყო და მომეწონა, ცოტა მოტკბოა მაგრამ მგონი შემაწუხებლად არა.
41 Burlington Arcade Atkinsons - ატკინსონის ეს მაქვს. კარგია მე მომწონს.

Rehab Initio Parfums Prives - ესაც გავს სპაისბომბს, ბევრად დახვეწილი ვერსიაა, მაგრამ უსაშველოდ ძვირია.





Posted by: iMaximuSi 15 Oct 2020, 21:22
ფეისბუქზე რაღაც ფეიჯი ვნახე ტესტერების ამოყიდვა გვაქო 65 ლარადო, რო მივწერე მერე კიდე სამი ფეიჯი მაჩვენა ეგეთი ფეისბუქმა და უეჭველი ტრუხა ტესტერებია ხო?

Posted by: akako78 15 Oct 2020, 21:41
iMaximuSi
რა ერქვა ტესტერებს შანელი დიორი ივსენ ლორენი ნარცისო როდრიგესი და ა>შ>?მაშინ სიაფანდია 100 პროცენტი..მაგ ფასებში აზაროს,დავიდოვის,ლანვინის,ნაუტიკას და ვერსაჩეს ორიგინალ ტესტერებს ვერ იყიდი..ორიგინალი ნიშნავს ამას:როდესაც სუნამოებს ასხავენ 100 ბოთლიდან რამოდენიმე გადადის გვერდზე რომელსაც იყენებენ მაღაზიებში დასატესტად..ზოგს აქვს თავსახური და ზოგსაც არა..გააჩნია მწარმოებელს ან ბოთლის სტრუქტურას..დებენ კარდონის ყუთებში და არ აფორმებენ ტრადიციულად..არის უმეტესად მუყაოში და აწერია შემადგენლობა და ა.შ.ზოგ ბოთლს ზედვე აქვს ეგ თავსახურივით და არც ეხსნება..ასე რომ იმ მწარმოებელს ქარხნის იქნება ეგ 65 ლარის ღირებულების?ანუ ვთქვათ პრადას ესპანური ქარხნიდან ან იტალიის დონატელა ვერსაჩეს ქარხნიდან ეგეთ ფასში ანუ 20 ევროში გაყიდის ვინმე თუნდაც იჯდეს და იპარავდეს დღეში 100 ცალს?რათქმაუნდა მასეც რომ იყოს მაგ ფასშიც არ გაყიდიდა!!!!ე.ი. ეგენი არის ბერლგიურ,პოლონურ,ჩინურ,არაბული ნაგავიიიიიიიიიიიიიიიიი!!!!ჩემი რჩევაა რომ კანზეც კი არ მიისხა თუ მასეთი რაიმე გაქვს ან აპირებ რომ იყიდო..ისე ტანსაცმელზეც კი ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის თუ ხშირად ჩაისუნთქავ..

Posted by: iMaximuSi 15 Oct 2020, 22:05
akako78
https://www.facebook.com/europeantester/
https://www.facebook.com/Tester-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-110013150547267/

ეს და კიდე რამდენიმე ასეთი გვერდია ნახე რეები უდევთ რაღაც ძან აბოლებენ ხალხს თან ერთდაიგივე ფასები უწერიათ 65 ლარი

Posted by: akako78 15 Oct 2020, 22:07
iMaximuSi
ტესტერების დარქმევა იმიტომ დაუწყეს ყალბის მქნელებმა რომ ამით ვითომდა ხაზს უსვამენ რომ ტესტერი როგორ შეიძლება იყოს ყალბიო როცა ტესტერი ჰქვიაო?არადა წააწერენ და ეგენიც ვითომდა ორიგინალ ტესტერის ყუთებში დებენ ამ ქიმიურ საშინელებებს და ასე უნდათ რომ შეასაღონ..

პ.ს.შანელის ტესტერს რომ ჰყიდიან მაგაზე მეცინება ხოლმე ძალიან..ამ ჩვენმა ქსელურებმა ძლივს შემოიტანეს შანელი ისეთი ბრენდია და ტესტერს ვინმე როგორ იშოვიდა თუნდაც 250 ლარად?არის მინახავს ორიგინალები,მაგრამ ძალიან ძნელად...არ დაიჯერო არცედრთი მასეთი საიტის..

Posted by: black_man 15 Oct 2020, 23:25
iMaximuSi
მაგას დაამატე ცოტა კიდევ და ორიგინალ ტესტერს გამოწერ იბეიდან.. რომელიმე კარგ სუნამოს, არის შედარებით დაბალ ბიუჯეტურებიც.... თუ გადაწყვიტავ შეგარჩევინებთ..

Posted by: Tavtechnics 16 Oct 2020, 10:10
გამარჯობა, ვინ დამეხმარებით სუნამოს შერჩევაში?

მომწონს ცივი სუნები
ფრეში
მთა,ზღვა

რომელია მსგავსი ? ტომ ფორდს აქვს ასეთი ?

ტკბილს ვერ ვიტანნნნ

Posted by: Arien 16 Oct 2020, 11:50
akako78
რახან ლევანტიუმი მოეწონა და შევიძინეთ, უკვე კარგია up.gif
ძნელია ახლა შერჩევა,ნორმალურად დატესტვის საშუალებაც რომ არ გვაქვს.

Master_Nick
QUOTE
სპაის ბომბი საოფისედ ნაკლებად, უფრო ქეჟუალ სუნამოა. მე მომწონს, თუმცა ჩემმა შვილმა (გოგოა) ჩამომართვა და როგორც მეუბნება მის სამეგობრო წრეში საკმაოდ პოპულარული სურნელია ალუბლის გამო.


გეთანხმებით.მე ადრე მაქვს ნაყიდი,მაშინ კიდევ უფრო ბევრი რამ არ ვიცოდი და მარტივად გადავწყვიტე - უბრალოდ მომეწონა biggrin.gif
ალუბლით ეს მაქვს Close Up Olfactive Studio,კარგია, ყავით და ალუბლით,თან ჩვენთან არ იყო პოპულარული ნიშ ბრენდი და 50% ფასდაკლებით ხშირად იყიდებოდა.
rezi0881
მადლობა smile.gif ბრენდის ორი სუნამო ვნახე და ორივე ვიყიდე,კიდევ კარგი ვარდის ტესტერი არ ედოთ.
რეზი იყიდე ვენუსი,ისედაც თითქმის ყველაფერი გაქვს მაგ შეშლილი ცხვირის და ბარემ სრულყოფილი კოლექცია გექნება,თან მოგწონს და ... smile.gif)
ახალი რომ აქვთ ეგ ნახე? - ფანტომასი

მოსკინოს თოი ბოიზე ვეძებდი რევიუებს,მაინც რა,მე რომ ვიყავი აღფრთოვანებული,მაინტერესებდა სხვები რას ფიქრობდნენ და ეს კაცი ვიპოვე love.gif biggrin.gif

Posted by: ketuketo 16 Oct 2020, 13:26
ჰაი გაიზ?

ემ აი ელაუდ თო პოსტ ხია?smile.gif)))

გადავხედე გადმოვხედე და მემგონი ძირითადად ნიშ პარფიუმერიას ჰყვარობენ აქაურები...არა უშავს მე ჩემს ფავორიტ სუნამოებზე ვიტყვი

აი დიადი სამეული
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

მოკლედ ქალური და ფარფატა არომატები მომწონს რაა

აგრეთვე მიყვარს

Lancome la vie e belle

Salvatore ferragamo signorina eleganza

Marc jacobs daisy მიყვარდა ადრე

მერე მომაგონდება გზადაგზა

აბა კარგი დღე help.gif user.gif

Posted by: spider77 16 Oct 2020, 14:20
ketuketo
QUOTE
მერე მომაგონდება გზადაგზა

ივსენლორან საჰარიაც კარგია yes.gif

კიდე მაგ სტილის გირჩევდი ... ქალების დოლჩე გაბანა ზი ვან.
* * *


Tavtechnics
QUOTE
გამარჯობა, ვინ დამეხმარებით სუნამოს შერჩევაში?

მომწონს ცივი სუნები
ფრეში
მთა,ზღვა

სეგმენტი
ფასი
კაცი/ქალი
სეზონი

* * *

Posted by: ketuketo 16 Oct 2020, 14:59
spider77
ჰაი...მაქვს ზი ვანიsmile.gif))) და დიდად ვერ ვყვარობ, იშვიათად ვისხამ

ისლ როუზი იყო ძალიან კარგი...

გერლენის იდილი მინდა ძალიან ვცადო და როგორი სუნი აქვს თუ იცით?

user posted image
ესეც მაქვს ეს მიყვარს...ძალიან პროვოკაციული სუნი აქვს, აფროდიზიაკია ჰაჰაsmile.gif)))

ფლორაბოტანიკას ვერ ვიტან ოფიციალურად..

Tierry mugler alien მიყვარს, მაგრამ აი მურაბაა ჩვეულებრივი და აღარ მომწონს მურაბები...

აი ამ პერიოდშია რა ეგ ჩემი სუნამოები კარგი ფარფარა ბლუზებსა და კაბებზე...

პარიზიენიც კარგი იყო

პ.ს ცივ სუნებს ვერ ვიტან საქართველოში უფრო ცივი უყვართ smile.gif))) მე მიყვარს უფრო პრინცესული სუნები

Posted by: spider77 16 Oct 2020, 15:08
ketuketo
QUOTE
პ.ს ცივ სუნებს ვერ ვიტან საქართველოში უფრო ცივი უყვართ ))) მე მიყვარს უფრო პრინცესული სუნები

biggrin.gif
მაშინ შანელ გაბრიელაც გექნება.


დატესტე ჯივენში ორგანზა yes.gif

Posted by: ketuketo 16 Oct 2020, 15:14
spider77
არაა შანელი ცვეტში ყველა ძაან მილფურია...დამსკი..ორგანზა მქონდა არ მიყვარს...აი დიორია ჩემი ფავორიტი...მის დიორი ყველაზე უფრო...ზოგადად პარფიუმერიაში მაინც უფრო ფრანგი მწარმოებლები მირჩევნია...ფერაგამო მომწონს კიდევ იმიტომ, რომ თან ნაზია თან სექსუალური...სინთეზურია რაღაცა..

ბადი შოპის სუნამო არაა მისტია ვარდის სუნით...ვგიჟდები ისე მიყვარს...

მოკლედ მარტო ფასზე არაა ეგ ამბავი ტომ ფორდს და კილიანს მე საერთოდ ვერ ვგუობ, მიუხედავად იმისა, რომ ნიშზეა გადაფსიხებული ყველა და ნიში უფრო მაღალი დონის კატეგორიად ითვლება

Posted by: spider77 16 Oct 2020, 15:22
ketuketo
QUOTE
არაა შანელი ცვეტში ყველა ძაან მილფურია...დამსკი..ორგანზა მქონდა არ მიყვარს...აი დიორია ჩემი ფავორიტი...მის დიორი ყველაზე უფრო...ზოგადად პარფიუმერიაში მაინც უფრო ფრანგი მწარმოებლები მირჩევნია

გასაგებია smile.gif

მის დიორი აქვს ჩემს მეუღლეს და მომწონს yes.gif

Posted by: ketuketo 16 Oct 2020, 15:35
spider77

მის დიორი ყოველთვის ყველაზე კარგი სუნამო იქნება...ბლუმინგი ხო საერთოდ..კარგი გემოვნება ჰქონია მეუღლეს...
მის დიორ შერიც ქულია და აღარ იყიდება აქ...გამოწერა კიდევ მესიკვდილება...

ერთი 5 წელი სუნამო არ მქონდა საერთოდ...რაღაც პერიოდი მატერიალურად მიჭირდა და ვერ ვყიდულობდი...მერე კიდევ გულს მირევდა და ტანის კრემებსა და ლოსიონ ან ზეთოვან ვერსიებს ვარჩევდი...

მერე გადავფსიხდი ისევ...ახლაც, მაგრამ სხეულის ბუნფბრივი სუნი მირჩევნია.

ან აი სუნამოს ლოსიონი ვერსია, კანი იწოვს და ცოტათი იგრძნობა სუნი...და აი აქ ითქვა შლეიფიო...მეზიზღება შლეიფი...და მეზიზღება ლიფტსა და ოფისში სუნამოს სუნი რომ დგას გაზის სუნივით user.gif

Posted by: black_man 16 Oct 2020, 15:37
ketuketo
ჰაი. ლუქსებიც ბევრი გვაქვს, პრინციპში მთავარია მოგვეწონოს )
Lancome hypnose
carolina herrera good girl
Libre Yves Saint Laurent
ესენი ვფიქრობ მეტ-ნაკლებად პრინცესული სუნებია smile.gif

Posted by: ketuketo 16 Oct 2020, 15:52
black_man

მოინsmile.gif))))) დიდი ხანია ბაიერნის გულშემატკივარი ვარ და გილოცავ წლევანდელ ტრიუმფს ბტვ.

ივ სენ ლორანს ზოგადად ეგეთი ფარფატული შიკი ევასება.

Good gurl არ მიცდია და რაც მიცდია ჰერერასი წყალში გახსნილ საპნად მომეჩვენა.

ჰიპნოზი მქონდა და ქული იყო.

ჟივენშის დალია დივინის ყველა ვერსია მევასება.

კიდევ Ange ou demon მქონდა მომწონდა

ბლუმარინის და შისეიდოს არასდროს არაფერი მქონია

Posted by: akako78 16 Oct 2020, 15:56
ketuketo
თუ იშოვი ძალიან მაგარია არმანის მანია ქალის..და ასევე ემპორიო არმანის ში..ტომ ფორდის არ მოგწონს პრივატ ბლენდიდან ან დიზაინერიდან რაიმე?ძალიან მაგარია ქალის ექსტრემ ნუარი და ა>შ> თან თუ გულის მოსაფხანი სურნელები გიყვარსsmile.gif

Posted by: ketuketo 16 Oct 2020, 16:02
akako78

არმანი მანია? ვნახოთ...არა ტომ ფორდი აი ჩერიზე რო ყველა ბორდიურს თავს ურტყამს მე ვერა...შეიძლება კონსერვატიული ვარ არ ვიცი...ხო ესტეს sensous მევასებოდა მაგრად...ბარბერიც მომწონდა...იტალიელებს ცოტა უფრო მკვეთრი არომატები მოსწონთ და ჩემი ცხვირი და ნაღვლის ბუშტი ვერ იტანს მაგას...აი მკვეთრი სამოსი ძალიან მომწონს...სუნები არა...ჰო კავალიც არ მიცდია კიდევ...თუ კორონამ საერთოდ არ გაგვსრისა, შევივლი ლუტეციაში და ვნახავ რამეებს

აი ვერსაჩე, ტრუსარდიც დიდად არ მომწონდა არასდროს popcorn.gif

Posted by: akako78 16 Oct 2020, 16:07
ketuketo
ეგრე შევიარე მეც ლუტეციაში და სამი ნიშე შემომეყიდა ამ დღეებშიsmile.gifვაჟაზე რომ არის ახალი მოლი მანდ არის დღეს და ხვალ(მხოლოდ მანდ აქვთ ბევრი ბრენდები ფასდაკლებით)ამ არმანებს ვერ იშოვი არსად არ არის ქსელურებში..ცოტა ძნელად საშოვარია..ისი პარისაც არ მგონია შემორჩენილი ჰქონდეთ..(ვაგზალზე ან თევდორეზე რომ ჰყიდიან ორიგინალებს იქ თუ ექნებათ შემორჩენილები,მაგრამ ჯერ უნდა დატესტო აუცილებლად)არადა უმაგრესებია ჩემთვის-რავიცი შეიძლება საერთოდ არ მოგეწონოს..პ.ს.ჩერის გარდა იმდენი სუნამო აქვს ტომს დონე რომ ჩერის დავაყენებდი სადღაც 39-ზე ან 59 smile.gif

Posted by: black_man 16 Oct 2020, 16:08
ketuketo
))) მეც გილოცავ სრულ ტრიუმფს.. მიხარია, რომ ბაიერნის გულშემატკივარი ხარ, მეც ძალინ დიდი ხანია, ბავშობიდან ბაიერნს ვგულშემატკივრობ bis.gif
ამ თემას ქალბატონებისგან აქტიურობა აკლია, მხოლოდ არიენი აქტიურობს და პოსტავს... თუ შემოგვიერთდები, გაგვიხარდება )))) ყოველთვის ახალი სურნელების ძიებაში ვართ, ერთმანეთს ვუზიარებთ შთაბეჭდილებებს, ვაძლევთ რჩევებს და ა.შ. )


Posted by: ketuketo 16 Oct 2020, 16:11
akako78
არაფერს აღარ ვიყიდი ფული უნდა მოვჟოშკო ამ კორონა კრიზისში კი აქვს ჩერიზე კარგი სუნამოებიც უდაოდ, მაგრამ მაინცდამაინც ნიში თუ არ მექნა ხომ არ მოვკვდები ამჟამად?smile.gif))))) ლუქსიც მეყოფა...smile.gif)))))) კი ნიში სხვა დონეა, მაგრამ ესენიც მომწონს რა ვქნაsmile.gif)))) ან სხვა რამეებს ვიყიდიsmile.gif))))

black_man
აჰაჰა ხო რა გითხრათ აბა არ მეგონა კაცებს ასე თუ უყვარდათ პარფიუმერია ქალებზე უფროsmile.gif))) დანქე, ბარსას შეჭანჭყარება ნამეტანი გამიხარდა, ეგენი სათანადოდ არ აფასებენ გერმანულ ხასიათს.

უბრალოდ კაცებს არ გჭირდებათ დეკორატიული კოსმეტიკა და არც იმდენად თავის მოვლის საშუალებებიsmile.gif)) და ჩვენ იმდენი რამე გვინდა ოოოოოsmile.gif))) სამკაულებიც მათ შორისsmile.gif)))

ნუ მოკლედ კარგი თემაა შემოვალ ხოლმეsmile.gif)) popcorn.gif

Posted by: akako78 16 Oct 2020, 16:17
ketuketo
ორტო პარიზი-ს ტერონი მომეწონა მაგრამ ჯერ არ ვიყიდეsmile.gifაქ ძალიან ძვირად ჰყდიდნენ ისედაც ვიდრე ამერიკა-ჰევროპაშიsmile.gifნუ როგორც ყოველთვის და რომ მივედი იმ წამს აძვირებდნენ 160 ლარით 50მლ-იანს-ხელში ეწირათ 545+160!!!???smile.gifარადა რა მაგარია ეგ ოხერიsmile.gif
* * *
Arien
მეც გილოცავ შენაძენებს..ძალიან კარგია ტოტალ ვაითი..კარტუზიას ტერა მიაც მოეწონა ყავა და დარიჩინი აქვს საკმაოდ კარგი..

Posted by: ketuketo 16 Oct 2020, 16:31
akako78

აჰაჰ smile.gif))) ნუ ნიშპარფიუმერია დაბალ და საშუალოშემოსავლიან სეგმენტზე არაა გათვლილი და ბევრი ვერ შეიძენს ნამდვილად. ლუქსზეც იგივე შემიძლია ვთქვა, არც დუფტები და არც დეკორატიული ან მოვლა.

ასე რომ იგრიალეთ ოქროებო ღმერთმა ბევრი მოგცეთ და კიდევ უფრო მეტი :*

რაც მეტი შეძლებული ადამიანი ეყოლება ქვეყანას, მით უკეთეეს

Posted by: black_man 16 Oct 2020, 16:54
ketuketo
ეგ შეჭანჭყარება მესიამოვნა მეც ყველაზე მეტად..
და ვიდალის თამაშამდე კომენტარი:
ისინი " ბარსელონას" წინააღმდეგ თამაშობენ და არა ბუნდესლიგის რომელიმე გუნდის. ისინი მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ეთამაშებიან", განაცხადა არტურომ. )) ვერ წარმოვიდგენ თავს როგორ იგრძნობდა, თამაშის შემდეგ.. gigi.gif
ვსო თემას აღარ გადავუხვევ yes.gif

akako78
ლუქსებზე თუ იყო ფასდაკლება ახალ ლუტეციას ფილიალში?

Posted by: ketuketo 16 Oct 2020, 17:07
black_man
ხოო თავს რომ გაუვიდათ იმიტომ მოხვდათ კეხიან ესპანურ ცხვირში.

ვულე ვუში იყო მთელი ზაფხული და სექტემბერი ფერების მიხედვით...უი ხო საბურთალოზეა სითი მოლში არა?

იუბილეუმსანგებოთ..

უ ისა აიზენბერგი თუ იცით კარგია?

ისე რა სასაცილო იქნებოდა კაცებსაც რომ გჭირდებოდეთ პომადები და ტუშები

Posted by: akako78 16 Oct 2020, 17:59
black_man
კი აქვთ..მე ტოუს და რომელიღაც ბრენდზე აქვთ 50-იანი..მუგლერზე 40-ია და ივსენ და ა.შ. 30% თემებზე არიან..ტომ ფორდზე 25%

Posted by: Arien 16 Oct 2020, 18:31
akako78
QUOTE
მეც გილოცავ შენაძენებს..ძალიან კარგია ტოტალ ვაითი..კარტუზიას ტერა მიაც მოეწონა ყავა და დარიჩინი აქვს საკმაოდ კარგი..


მადლობა,თქვენც გილოცავთ smile.gif დარწმუნებული არ ვარ,ტერა მიას მგონი რაღაც ჯილდოც აქვს მოგებული,კარგი სუნამოა.
კაფე ტუბეროზა რომ არ მქონდეს,მენდომებოდა ეგეც biggrin.gif

QUOTE
ტომ ფორდი

არ არის ნიშ ბრენდი.
დიზაინერული და ძვირადღირებული ბრენდი კი ნამდვილად არის.

* * *
black_man
QUOTE
მხოლოდ არიენი აქტიურობს და პოსტავს


სულ რომ მონოლოგების დაწერა მომიწიოს მაინც... biggrin.gif
ჯერ კიდევ როდიდან,ადრე გოგონებს ჰქონდათ ამ თემაში მონოპოლია smile.gif)
ეს მეორე ნიკია,პირველით სხვებიც წერდნენ და მერე ახალი გავაკეთე,მარტო ჩემი.


Posted by: ketuketo 16 Oct 2020, 19:30
აიემსორი ბათsmile.gif)))

ეს ნიშ ბრენდების დეკლარირებული ორგანიკა და ბუნებრივი ინგრედიენტები არის ძაან ჩვეულებრივი მარკეტინგული ხრიკი და კონცეპტი smile.gif))

როგორც კერხერის 5000 ლარიან მტვერსასრუტზე გამოტყდა დილერებთან პიარი, რომ მარკეტინგული ხრიკია ჰიპოალერგიკაც და ბევრი რამაც smile.gif)))

Posted by: Dato10kokli 16 Oct 2020, 21:19
ketuketo
საერთოდ ნიშს რო თავი გაანებო და დიზაინერული აიღო, რომელიც ვთქვათ 60$ ღირს 100მლ, მანდ თვითონ 100მლ სითხის პირდაპირი დანახარჯი არის 0.25-1$, ნუ ემატება შეფუთვა და ა.შ, იყიდება დიდი ფასნამატით,

ხოდა ნიში, რომელიც დიზაინერულთან შედარებით 2-3ჯერ ძვირი ღირს, მინიმუმ 2-3 ჯერ ჯობია ხოლმე საშუალოდ კონცენტრაციით / გამძლეობით (გამონაკლისები იქნება რა თქმა უნდა), ამიტომ დიზაინერებზე უნამუსოები არ არიან ნიშ ბრენდები biggrin.gif

Posted by: rezi0881 16 Oct 2020, 21:20
Arien

QUOTE
მადლობა  ბრენდის ორი სუნამო ვნახე და ორივე ვიყიდე,კიდევ კარგი ვარდის ტესტერი არ ედოთ.

კარგია თუ მოგეწონა, როგორც ვხვდები მაგ ბრენდს აღარ განაახლებენ ჩვენთან, არადა მართლა კარგი სუნამოები აქვს, ფასი ხარისხის მიმართებაში ღირს შეძენა თუ მოიწონე რამე, გამოწერითაც ვეღარ იშოვი ესეთ ფასში რაც ეხლა ჩვენთან გამოდის. smile.gif
QUOTE
რეზი იყიდე ვენუსი,ისედაც თითქმის ყველაფერი გაქვს მაგ შეშლილი ცხვირის და ბარემ სრულყოფილი კოლექცია გექნება,თან მოგწონს და ... )

ვფიქრობ უფრო სამომავლოდ, მომწონს ძალიან ვენუსის ყვავილები, უფრო სარელაქსაციო სურნელია ჩემთვის, ისეთია გუნებაგანწყობას რომ მიმაღლებს smile.gif უბრალდ რამდენად შევძლებ ტარებას არ ვიცი მაინ ქალის სურნელად მიმაჩნია, ისე საკოლექციოდ კი მინდა.. კი ასაღებენ ტუბეროზას სუნამოდ მაგრამ სინამდვილეში ვენუსს არ აქვს ტუბეროზა, რომელიღაცა ქვეყნის ვარდია რომელიც ტუბეროზას წააგავს, მე არ მიყვარს ტუბეროზა თუ გამოკვეთილად ვგრძნობ, ვენუსი რაღაც სხვანაირია ვერც ვამსგავსებ კლასიკურ ტუბეროზას..
QUOTE
ახალი რომ აქვთ ეგ ნახე? - ფანტომასი

არ მივსულვარ კაი ხანია, მიუღიათ ფანტომასი და ეს კი მაინტერესებს.. ვნახავ როგორც კი მოვახერხებ.. biggrin.gif სახელსაც ხო მოფიქრება უნდოდა.
QUOTE
მოსკინოს თოი ბოიზე ვეძებდი რევიუებს,მაინც რა,მე რომ ვიყავი აღფრთოვანებული,მაინტერესებდა სხვები რას ფიქრობდნენ და ეს კაცი ვიპოვე 

სხვათაშორის ხშირად მხვდება განხილვებში და ბევრს მოწონს, კარგი გამოხმაურებები აქვს, მეც მომეწონა როცა ვნახე, ფეფფერი/როუს ასე ახასიათებენ და მართლაც ასეთია,




Posted by: akako78 16 Oct 2020, 21:51
Arien
მაგარია მართლა..მადლობა..
პ.ს.ნიშ ბრენდი არ არის თუ არის-პრივატ ბლენდს მთელი მსოფლიო განიხილავს როგორც ნიშ ბრენდად..ყველა რევიუში და ყველა პარფიუმერი რომელიც აფასებს სუნამოს-მხოლოდ ტომ ფორდის ამ პრივატ ბლენდს შეიყვანს ხოლმე ამ მარქაფაში...გასაგებია რომ უშვებს ათას რაიმეს ეს ტომია თუ ჯერი,მაგრამ არცერთი რევიუ ან დასახელება ნიშე ბრენდების არ მთავრდება ამ ტომის პრივატ ბლენდის სუნამოებით..მოკლედ ფაქტია ეს..კარგი იყოს მხოლოდ ძვირიანი ტრენდი,მაგრამ მთელი მსოფლიო ნიშედ აღიქვამს ამ ტომ ფორდის პრივატ ბლენდსsmile.gif
* * *
ketuketo
ასევე შენც,დიდი მადლობა-ბევრი შეგეძინოს ნიშეც,ლუქსიც და საშუალო სეგმენტიც(მანდაც არის ძალიან კარგი ბრენდები)..მეც ადრე მხოლოდ ლუქსები მქონდა და საშუალო,მაგრამ გავიდა დრო,ხანი,სიტუაცია და გავხდი ამ ნიშეების მფლობელიც საბედნიეროდ..მე როცა სუნამოს-ანუ სურნელს ვყიდულობ ის არის ჩემი გულის და სულის გახარება ერთგვარი და არ ვყოფ ამას ტრენდებად..რაც მომწონს ვყიდულობ..რასაც ვერ-მერმისთვის გადავდებ რომელსაც აუცილებლად ვიყიდი თუ ცოცხალი დავრჩიsmile.gif

Posted by: Arien 17 Oct 2020, 00:28
rezi0881
QUOTE
მომწონს ძალიან ვენუსის ყვავილები, უფრო სარელაქსაციო სურნელია ჩემთვის

რელაქსაცია საჭიროა,ჩაინა ვაითმა გამიფუჭა ამ ბრენდთან საქმე,წესიერად რომ არ დამიტესტავს.
მალე მიდი,ფანტომასზე შთაბეჭდილებები მაინტერესებს smile.gif

akako78
მსგავსი პრივატ ბლენდები,გრანდები,ესენსები და ა.შ. არ აქვს მნიშვნელობა რას არქმევენ,შექმნილი აქვს არმანს,ლანკომს,ელი სააბს,ბუშერონს,სალვადორ დალს,გერლანს,ლალიკს და სხ. კოლექციები განსხვავებულია ბრენდების ძირითადი ხაზისგან,როგორც კონცეფციით,ისე ფასით და უახლოვდება ნიშას.რატომაც არა,დააკმაყოფილებენ როგორც უმრავლესობას,ისე უმცირესობას რომელიც რაღაც გამორჩეულს,საინტერესოს ეძებს.ტომ ფორდი შესანიშნავი ბიზნესმენი და ნიჭიერი ადამიანია,ნამდვილად არ ეშლება ხარისხიანი და ძვირადღირებული პროდუქტის შექმნა,რომელსაც აბსოლუტურ უმრავლესობას მოანდომებს.ოღონდ ეს მას ნიშ ბრენდად არ აქცევს,არც ფრაგრანტიკაზე ფიქსირდება ნიშად და არც იმ ბლოგერებთან ვისაც ვუსმენ.ახლა ჯერემი და დანარჩენი მსოფლიო არ ვიცი biggrin.gif
პრინციპში არ აქვს მნიშვნელობა ვინ როგორ თვლის smile.gif
მეც არ შევიზღუდავ თავს იმ აზრით რომ მხოლოდ ნიშა მაინტერესებდეს.შვებულებაში ივ როშეს Plein Soleil წავიღე,მაგათ ნეროლს ვიმეორებ და ახლახანს ორიფლეიმის არაჩვეულებრივი Sublime Nature Tuberose დამიმთავრდა.
არ მინდა თავი მარკეტინგის მსხვერპლად ვიგრძნო,ან შეთქმულების თეორიის მსხვერპლად და მეგონოს თითქოს ყველა მე მატყუებს,ყველაფერს ეჭვით და ჩასაფრებულის პოზიციიდან ვუყურო.ცოტა ლავირებაა საჭირო,ცოტა იუმორი,მეტი საღი აზრი და რა ვიცი აბაsmile.gif)


Posted by: akako78 17 Oct 2020, 05:21
Arien
კი გასაგებია მეც მასე აღვიქვავ მთლიანობაში დიზაინერულ ნიშ ხაზად..ასეთ ბრენდებში გახდა აუცილებლობა ასეთი სეგმენტის შექმნისა რომელიც დიორის და შანელის ხაზმაც განახორციელა..თორემ თუნდაც კარტუზიას მინი ქარხანა რომ აიღო თავისი კუნძულის კაპრის დონეზე ჩემთვის ეგ უფრო ნიშე ხაზია ვიდრე ესენიsmile.gif

პ.ს.ისე მეც მასე მიმაჩნია-მხოლოდ ნიშეს გამოვიყენებ და არც კი გავიხედავ ლუქსისკენ ან თუნდაც დაფალ ფასიან სეგმენტისკენ არ არის სწორი ჩემის აზრით..თუ მომწონს სურნელი შემიძლია 12 დოლარიანი თუნდაც მაიკლ ჯორდანის სუნამო დავისხა ან რაიმე ზარასი..

Posted by: Master_Nick 18 Oct 2020, 18:43
rezi0881
გაუმარჯოს! როგორ ხარ?
ყავის არომატს ვეძებ, მსუბუქი და ადვილად სატარებელი რომ იყოს და იქნებ მირჩიო რამე საინტერესო.

Posted by: rezi0881 18 Oct 2020, 21:25
Master_Nick

გაუმარჯოს! კარგად შენ როგორ ხარ?
ყავის სუნამოებს ბევრს ვერ გირჩევ, უმეტესობა არის გურმანული ტკბილი და მსუყე.. მაგრამე ეს არის ძალიან მაგარი, ადვილად სატარებელი და სასიამოვნოც. Endymion Penhaligon's for men თან ეხლა ფასდაკლებაა პენჰალიგონზე თუ არის კიდევ დარჩენილი ეს ნახე, ისეთია მოგეწონება.

Posted by: პიანისტი 18 Oct 2020, 22:03
ზარას სუნამო რომელია ნორმალური? რაც ვნახე ყველა ისეთი ქიმიური იყო, როგორც ტომ ფორდის შავი ორქიდეა

Posted by: Master_Nick 18 Oct 2020, 22:57
rezi0881
მადლობა, ვნახავ აუცილებლად. საინტერესო პირამიდა ჰქონია.
კარტუსიას ტერა მიაზე რას ფიქრობ? ძალიან გურმანულია?
Majda Bekkali ის პრიდუქციაზეა ლუტეციაში მაგარი ფასდაკლება, ამოყიდვაზე არიან მგონი.
ალკოჰოლის ნოტებიდან ამან დამაგდო.
Majda Bekkali - Fusion Sacree Obscur.
50 მლ მთლიანად ამოყიდულია და 100 მლ არის დარჩენილები. არ ვიცი რა ვქნა.

Posted by: rezi0881 18 Oct 2020, 23:16
Master_Nick

არაფრის.. ტერა მია საინტერესოა მაგრამ ჩემთვის ზედმეტია, გურმანულია უფრო, თხილი ვანილი ყავა, რაღაც ნუთელას მსგავს სურნელს ვიჭერ, თუ მოგწონს კარგია, გააჩნია რა, ინდივიდუალურია ვინ როგორ მოირგებს მსგავს სუნამოს.
* * *
Majda Bekkali ამ ბრენდს არ ვიცნობ სიმართლე რო გითხრა, არც მითვალიერებია ამის სუნამოები. არიენს უყვარს ეგ ვიცი და არ აბაზრებს biggrin.gif .. ყავებზეც აკაკი წერდა ისე მახსოვს და შეიძლება კარგი რამეები გირჩიოს.. J'ose Eisenberg for men ესეც ისეთია არაგურმანული ამაზეც კარგი ფასდაკლება ქონდათ.

Posted by: Lallana 19 Oct 2020, 00:12
ამ სუნამოს შეძენა მინდა საჩუქრად და ვულევუში 90მლ მოცულობა ღირს 502 ლარი

იგივე სუნამო იბეიზე ღირს სულ რაღაც 30 დოლარი https://www.ebay.com/itm/264903504476

და რასთან გვაქვს საქმე, ჩვენი რითეილერებს აქვს უზომო მადა თუ ამერიკელები ყიდიან ფეიკებს??


Posted by: Arien 19 Oct 2020, 01:47
rezi0881
QUOTE
ფეფფერი/როუს

ამ ნოტს ვერ ვხვდები,მაგრამ თოი ბოის ვარდს თუ ეგ აძლევს მისტიურობას,უკვე მომწონს.კაცის სუნამოდ ითვლება და ეტყობა კაცი ბლოგერები უფრო განიხილივენ,ჩემთვის კი სიურპრიზი იყო smile.gif

QUOTE
Majda Bekkali - Fusion Sacree Obscur.

QUOTE
არიენს უყვარს ეგ ვიცი და არ აბაზრებს

biggrin.gif დავწერე ერთი ორჯერ და ვერავინ დავაინტერესე.ოღონდ სიმართლე ვთქვა, ეს ამბავი სულაც არ მწყინს... smile.gif)
მაქვს Fusion Sacree Obscur,რთული და საინტერესო არომატია,ყოველთვის ერთნაირი ემოცია არ მოაქვს,ზოგჯერ მაღიზიანებს მისი გურმანული აქცენტი,ზოგჯერ პირიქით ან მიხაკით განეიტრალებულს უფრო ვგრძნობ.როგორც მაჟდას ყველა სუნამო,ესეც ინდივიდუალური და სახასიათოა love.gif
უნისექსი და ყავით ბოლოს Fidelis Histoires de Parfums მომეწონა,თბილი და კომფორტულია,ამ სეზონის შესაფერისი.Savannah's Heart Olibere ესეც ყავა და უდია,ზღვარზეა ანიმალიკა,ნამდვილად ველური არომატია,დატესტავთ,მიხვდებით... biggrin.gif მე მომწონს,რეზის სემფლს ვიზოგავ.

Posted by: Master_Nick 19 Oct 2020, 14:31
Arien
მე რაც ვნახე, ჩემთვის ბეკალი ძალიან სპეციფიური და რთულია. არ ვარ ჯერ მაგ სიმაღლემდე გაზრდილი. თუმცა დრო რაც გადის დატესტვის შემდეგ მეხსიერებაში მაინც დამიტოვა რაღაც ისეთი რომ მაინც ვფიქრობ ამ სურნელზე.
Fusion sacre obscur უფრო ალკოჰოლის ნოტებია ჩემთვის.
ასევე გავსინჯე Mon nom est rouge - იმდენად რთული აღმოჩნდა თავიდან რომ თავი ამატკია, თუმცა მანქანიდან რომ გადმოვედი და ცოტა გავნიავდი მერე თითქოს მომეწონა. არ ვიცი 50 მლ რომ იყოს დარჩენილი ალბათ ავიღებდი.

Posted by: black_man 19 Oct 2020, 16:34
Lallana
სანდო სელერებს ეგ სუნამო უდევთ 70$ დან ზევით.. ეგ რაც დადე ძალიან იაფია, თითქმის ნახევარი ფასია... გადავხედე და რამოდენიმეს უდევს კიდევ, ახალ სელერებს დაბალ რეიტინგიანებს, დიდი ალბათობით რაღაცას მაიმუნობენ... გირჩევ მოერიდო.. 50 მილიგრამიანები არის 45$ დან ეგ უფრო რეალურია კიდევ....

Posted by: Arien 19 Oct 2020, 17:22
Master_Nick
QUOTE
ასევე გავსინჯე Mon nom est rouge - იმდენად რთული აღმოჩნდა თავიდან რომ თავი ამატკია, თუმცა მანქანიდან რომ გადმოვედი და ცოტა გავნიავდი მერე თითქოს მომეწონა. არ ვიცი 50 მლ რომ იყოს დარჩენილი ალბათ ავიღებდი.


ეგეც მაქვს და კი,საკმაოდ ინტენსიურია,სივრცე სჭირდება.ჩემთან მანდ ბოლის,საკმევლის,ხის ნოტების და ვარდი ვერა,მაგრამ ვარდს მიმსგავსებული ნოტები იგრძნობა. ასოციაციურად ნახატია ხეზე ამომწვარი,ფერებით,ზეთებით და ლაქით დამუშავებული,ნაცნობი სუნია.ბაკარა რუჟი თუ გავარვარებული წითელი მინაა,ეს გავარვარებული წითელი ხეა biggrin.gif

Posted by: Катеньки 19 Oct 2020, 23:54
პროფესიონალიზმი.
COCO MADEMOISELLE, the film with Keira Knightley - CHANEL Fragrance


L'Esprit de Chanel - COCO


Charlize theron - Anuncio J'adore- Dior - 2011


Jadore Dior New Commercial 2014 Charlize Theron


ANUNCIO DIOR CHARLIZE THERON Dior J'adore The Absolute Femininity The new film


2018 J'adore Dior the New Absolu - The film Charlize Theron


gigi.gif

Posted by: Master_Nick 20 Oct 2020, 00:25
Arien
კიი ძალიან მისტიური სურნელი აქვს, ხისებრი ნოტები ძალიან მიყვარს. მე შეცდომა დავუშვი თავიდან ეგ არ უნდა დამესხა, წაშალა ყველაფერი ისეთი ინტენსიური აღმოჩნდა. ჯერ სხვები უნდა დამეტესტა და ბოლოში Mon Nom est Rouge ით უნდა დამესრულებინა. 50 მლ ფლაკონი ხომ არ გეგულება სადმე? ჭავჭავაძეზე მხოლოდ 100 იანებია დარჩენილი.

Posted by: Arien 20 Oct 2020, 18:22
Master_Nick
QUOTE
50 მლ ფლაკონი ხომ არ გეგულება სადმე? ჭავჭავაძეზე მხოლოდ 100 იანებია დარჩენილი.


დღეს თუ მოვახერხე ვნახავ გალერიაში რა აქვთ.მეც სულ 50მლ-ს ვეძებდი,ორი ასიანი თუ 120-ნი ვიყიდე პატარები რომ არ იყო.
კიდევ დატესტეთ, Mon Nom est Rouge სატარებლად პრეტენზიულია,მე თავს არ მატკიებს,ძალიან მომწონს,მაგრამ გარშემო შეიძლება ვერ გაიგონ,მქონდა შემთხვევაbiggrin.gif
* * *
ვიყავი გალერიის ლუტეციაში და Mon Nom est Rouge არ აქვთ.
95 ევროზე და 125$-ზე ნაკლებად ვერ ვნახე საიტებზე,ადრეც როცა ვყიდულობდი ჩვენთან უფრო იაფი იყო,ვიდრე ამერიკულ ნოტინოზე.

Posted by: Master_Nick 21 Oct 2020, 15:40
Arien
მადლობა ინფოსთვის. კარგი ფასდაკლებები ჰქონდათ და 50 მლ სწრაფად ამოიყიდა როგორც ჩანს. ამ ლუტეციას გაყიდვების პოლიტიკა ვერ გავიგე. არის ადგილები სადაც ცალკეული ნიშ ბრენდები აქვთ და ადგილები სადაც არ ააქვთ, ამ ადგილებზეც ზოგ ბრენდზე არის ფასდაკლება და ზოგზე არა lol.gif
ჭავჭავაძე, პეკინი და გალერია სამივე ადგილი უნდა ნახო როცა რამეს ეძებ, რაც ძალიან მოუხერხებელია. ერთი მაღაზია არ არსებობს ხომ სადაც ყველა ნიშ ბრენდი იქნება თავმოყრილი?
მაგათ საიტზე კიდევ რაც ხდება სრული ქაოსია. ვერ გაიგებ რომელ პროდუქციაზეა სეილი facepalm.gif

Posted by: Melakud 23 Oct 2020, 21:27
user posted image

ჩამოვიდა. ინტენსიურ ვარდი, უდ, საკმეველ და ამბრა. ბევრი უმუშავიათ, მაღალი ხარისხი არის აშკარა.

ალბათ არ ვატარებ. უდი და ამბრა ერთად ფემინურისკენ იხრება

Posted by: პიანისტი 24 Oct 2020, 10:59
rezi0881
დღეს ჰო არ გაგვეცვალა დემარლების პეგასი-ლეიტონის მგები? biggrin.gif მოდის სეზონი

Posted by: rezi0881 24 Oct 2020, 12:04
პიანისტი

ატომაიზერები გააქვს?

Posted by: Arien 24 Oct 2020, 13:59
Master_Nick
QUOTE
ამ ლუტეციას გაყიდვების პოლიტიკა ვერ გავიგე. არის ადგილები სადაც ცალკეული ნიშ ბრენდები აქვთ და ადგილები სადაც არ ააქვთ, ამ ადგილებზეც ზოგ ბრენდზე არის ფასდაკლება და ზოგზე არა


ჯიპისის დიდ ფილიალებშიც რომ შეიტანეს?
მე არ ვიყიდიდი სუნამოს აფთიაქში,რადიკალურად განსხვავებული ემოციური დატვირთვა აქვს სუნამოს შეძენას,რასაც აფთიაქის გარემო ვერ მომცემს.
***********
უკვე 8 ფლაკონი მაქვს,შეძენა კი მარტო ერთის მომინდა Lilac Love Amouage - კაკაოს,პუდრის და ყვავილების სუნი აქვს,ვინტაჟური აქცენტით love.gif

Posted by: Master_Nick 24 Oct 2020, 15:21
Arien
არა აფთიაქებზე არ ვამბობ. მაგალითად ჭავჭავაძეზე რა ნიშ ბრენდებიც არის, ის არ აქვთ პეკინის ლუტეციაში, ვაჟა ფშაველაზე რაც ფასდაკლებაშია ის ჭავჭავაძეზე არ იყიდება. მარჯანიშვილის ლუტეციაში საერთოდ ნიშ ბრენდები არ ჰქონიათ და ა.შ. ანუ ერთი უნივერსალური მაღაზია მინდა სადაც ყველაფერი იქნება wink.gif აფთიაქებში თუ სუნამოები ჰქონდათ შეტანილი ეგ არც ვიცოდი, რა უნდა აფთიაქში სუნამოს facepalm.gif მოკლედ ამ გაგანია პანდემიის პირობებში მაგარი არეული გაყიდვების სისტემა აქვთ.

Posted by: პიანისტი 24 Oct 2020, 17:36
rezi0881
მგონი ვიშოვე რეზი, ერთერთ გვერდს მივწერე და ხვალ წავალ საყიდლად, ორ ცალზე შევთანხმდით.
გაგაგებინებ


ისთის ფილიალშია თითქმის ყველაფერი, თუ ყველაფერი არა.

Posted by: rezi0881 24 Oct 2020, 18:20
პიანისტი

მეც შევუკვეთე უკვე და 10 დღეში იქნებაო, თუ გინდა დავიცადოთ. მე სხვაგან ვერ ნახე აქ რო მეყიდა. თუ გეჩქარება დაითრიე ისტპოინტში როგოც გირჩევნია.

Posted by: პიანისტი 24 Oct 2020, 18:31
rezi0881
არა არ მეჩქარება დავიცადოთ ჯობია როგორც ვთქვით

ისტი ლუტეციაზე დავწერე, ეს ერთერთ ფბ გვერდზე ვიპოვე...

Posted by: zviozvio 26 Oct 2020, 01:22
Versace Eros By Versace Edt Spray For Men რომელ მაღაზიას აქვს გასაყიდად თბილისში?

Posted by: Master_Nick 26 Oct 2020, 19:53
Bentley for men intense შემთხვევით ხომ არ ყიდით?

Posted by: Dato10kokli 29 Oct 2020, 19:26
ზამთრის სამეული

user posted image

Posted by: Master_Nick 30 Oct 2020, 23:39
Dato10kokli
მარკიზ დე სადი საინტერესოა?

Posted by: Dato10kokli 31 Oct 2020, 12:33
Master_Nick

კი ძალიან განსხვავებული რაღაცაა, ზოგისთვის შეიძლება უსიამოვნოც, რადგან უნისექსისკენ არ იხრება და სტროგად კაცისაა

Posted by: Hyperzet 1 Nov 2020, 00:07
zviozvio
QUOTE
Versace Eros By Versace Edt Spray For Men რომელ მაღაზიას აქვს გასაყიდად თბილისში?

ლუტეციაში ვნახე, ჰქონდათ.


უამრავი ხოტბის მერე, Nasomatto narcotic v ვიპკურე ლ'არომა ბუტიკში,ვერ ამაღელვა ვერანაირად, აბსოლუტურად 0 ემოცია მქონდა.
ძალიან გამიკვირდა.

სამაგიეროდ, Nobile 1942-ის Malia-მ მომაჯადოვა. ნამდვილი ალქაჯის ქოხში მეგონა თავი.
love.gif love.gif love.gif

Posted by: akako78 1 Nov 2020, 10:10
Dato10kokli
მშვენიერი კოლექციაა..მარკიზ დე სადი არომა ბუტიკში იყიდე?60მლ-იანია არა?რა დაჯდა თუ გახსოვს ეგ და ბოკლე(100 ჩანს)?

Posted by: Dato10kokli 1 Nov 2020, 11:41
akako78
დე სადი გამოვიწერე, დაახლოებით 60 დოლარად თუ სწორად მახსოვს

ბოკლე 488 20%იანი ფასდაკლებით, თუმცა მაგის მერე დაახლოებით 2 კვირაში აწიეს ფასები

Posted by: Master_Nick 1 Nov 2020, 12:45
Dato10kokli
ბოკლეს თამბაქოა ?

Posted by: akako78 1 Nov 2020, 12:57
Dato10kokli

დე სადი ძალიან იაფად გამოგიწერია..საიდან გამოიწერე?

Posted by: Dato10kokli 1 Nov 2020, 13:07
Master_Nick
კოკაინია

akako78
fragrancebuy.ca 70 კანადური დოლარი მივეცი, 60 მლ

Posted by: Master_Nick 1 Nov 2020, 13:55
Dato10kokli
ზამთრის სუნამოა კოკაინი? ვფიქრობ მეც ყიდვას და დატესტვის მერე მივიღებ გადაწყვეტილებას.

Posted by: Dato10kokli 1 Nov 2020, 13:59
Master_Nick
საკმაოდ მძიმეა, სიცხეში ეს რო დაისხა შეიძლება შენც გაიგუდო და გარშემო 2 მეტრში ხალხიც :დ

Posted by: Master_Nick 1 Nov 2020, 14:00
Dato10kokli
ვა ეგეთი მძიმე თუ არის ვეჭვებ მე ვიგუო, ზამთარშიც კი.

Posted by: Dato10kokli 1 Nov 2020, 14:07
Master_Nick
ანუ ინტენსიურია თორემ არომატი ფლორალი/ ვანილისკენ მიდის

Posted by: Master_Nick 1 Nov 2020, 14:56
Dato10kokli
ოკ, დასატესტი მაქვს.

akako78
გაუმარჯოს როგორ ხარ? არ ჩანდი თემაში, რამე ახალი და საინტერესო ხომ არ მოგიძებნია?


Posted by: black_man 1 Nov 2020, 21:10
Dato10kokli
60 დოლარი შიპინგიანად გამოვიდა? კანადური საიტია და ამერიკის მისამართზე გააგზავნიდი ხო?

Posted by: Dato10kokli 2 Nov 2020, 00:03
black_man
კი უფასო შიპინგზე რაღაც კოდი არის, ჩაწერ და ემატება კუპონის მაგივრად

Posted by: akako78 2 Nov 2020, 11:16
black_man
აღარ აარის ეგ და რავიცი რაც ჩავწერე საინტერესო სუნამო არცერთი არ ჰქონდათsmile.gif

Dato10kokli
ამერიკაში დააშიპინე?ეხლა რაიმე ხომ არ აქვთ საინტერესო ასეთ იაფ ფასებში?მე ვერაფერი ვერ ვნახეsmile.gif
* * *
Master_Nick
გაუმარჯოს ნიკას..არამიშავს..თავად?რავი უდი ვიყიდე პენჰალიგონის ლევანტიუმი..პენჰალიგონებში მხოლოდ ეგ მომეწონა საყიდლად..ჯუნიპერ სლინგიც მომეწონა მაგრამ გამყოლობა ძალიან მოიკოჭლებს,მაგრამ ფასდაკლებით ეგეც უნდა მეყიდა-ზაფხულში იქმნებოდა მისწრება არადა 140 ლარი გამოდიდოდა 100მლ..ეხლა 280 ლარია:)157 ლარად 50% ფასდაკლება იყო..ასევე კარტუზიები ვიყიდე უმო და ნუმერო უნო(ეს უკანასკნელი ძალიან ოლდია მაგრამ შანელის პურ მონსინიორს მივამგვანე მუხის ხავსის სურბნელით და მაინც ავიღეsmile.gif)135 ლარად იყო 100მლ-იანებიsmile.gif

Posted by: Master_Nick 2 Nov 2020, 15:46
akako78
მეც ოკ ვარ, მადლობა.
კარგი რამეები გიყიდია, მშვიდობაში. კარტუზია კარგი ბრენდი გამოდგა. მეც შევიძინე საზაფხულოდ გრილი სურნელით მედიტერანეო.

ჩემი სამეული ნიშებიდან, შემოდგომა - ზამთრის სეზონისთვის. ფრაპინი კონიაკივით მიდის, ჩავცლი ამ სეზონზე. wink.gif
user posted image

Posted by: akako78 2 Nov 2020, 17:02
akako78
ვა მადლობა..ასევე ... ჩაცლი მაგეებს გემრიელადsmile.gif

Posted by: Dato10kokli 2 Nov 2020, 17:29
akako78
1828 აქვთ 79 კანადურ დოლარად

Posted by: black_man 2 Nov 2020, 17:55
akako78
ხო ეგ აღარ აქვთ...

Dato10kokli
როგორ ვნახო ეგ კოდი?

Posted by: akako78 2 Nov 2020, 18:04
Master_Nick
მადლობა-გაიხარე..მედიტერანეო მაგარია კარტუზიასი(სიგარეტის ანუ პაპიროსის სურნელი არ გაყვება ხოლმე?)..ეხლა აღარ ჰქონდათ მაგაზე ფასდაკლება..

Posted by: Dato10kokli 2 Nov 2020, 18:32
black_man
WETHRIFT თუ არ ვცდები

Posted by: Master_Nick 2 Nov 2020, 22:51
akako78
ლიმონი, ლაიმი, მწვანე ჩაი, ლიმონათია ზაფხულში გასაგრილებლად.
ამაზე ამბობ? სიგარეტის სურნელი არ მიგრძვნია. გული მწყდება რომ დიდ ბოთლს ვეღარ მივასწარი, 50 მლ შემხვდა მხოლოდ.
user posted image

Posted by: USER001 3 Nov 2020, 00:53
Armaf club de nuit intense - რაც ვნახე უნეტესად EDT არის, EDP
ვიპოვე და წესით ხო უკეთესი უნდა იყოსვ თუ პირიქითაა ამ შემთხვევაში?

წავა ზამთრის სეზონზე?

Posted by: black_man 3 Nov 2020, 22:58
USER001
კი წესით უკეთესია, გადავიკითხე რევიუები და კმაყოფილია ხალხი..... ედპ იყიდე თუ ყიდვას აპირებ......... ზამთრის სეზონი ნაკლებად არის, თუმცა გამოიყენებს ადამიანი ))

Posted by: akako78 4 Nov 2020, 19:59
Master_Nick
კი კარგი სურნელია,მაგრამ ჩემს კანზე 2 საათიც კი ვერ იცოცხლა(საკმაოდ თბილი დღე იყო)მაგრამ ნუმერო უნომ გამაკვირვა..კომპიუტერის კეისს ეხლაც ასდის მისი სურნელიsmile.gifმეტალზე გადავიდა!!!???..1.5 თვე ასდიოდა ბლოტერს სუნი..არის ოლდ სქული და აუცილებლად დასატესტია..შანელის კლასიკებს წააგავს..უმოც ძალიან მომეწონა და ძალიან კარგია ასევე ყავის ნოტით ტერა მია..მაგრამ ბლოტერზე დავტესტე მარტო-კანზე არ ვიცი რამდენ ხანს ძლებს..

USER001

წესით კარგი უნდა იყოს..არის 200მლ-იანებშიც..50 დოლარია ფრაგზე..

Posted by: Master_Nick 5 Nov 2020, 21:38
akako78
ჩემ კანზეც მალე ქრება, დღეში 2-3 ჯერ მინიმუმ უნდა დაისხა wink.gif თუმცა სურნელი მაგრად მომეწონა.

Kilian Angels Share ხომ არ დაგიტესტიათ?, კარგი რამე ჩანს. ჯერ მარტო ფლაკონია ძალიან საინტერესო.

Posted by: hungeruser 6 Nov 2020, 03:42
ცოტა უჩვეულო კითხვა მაქ smile.gif
The Gentlemen ამ ფილმთან, განსაკუთრებით კი მაკონაჰისა და ჩარლი ჰანამის პერსონაჟებთან, რომლი სუნამო ასოცირდება?
შეიძლება არომატი იყოს, ან სულაც კონკრეტული სუნამო (აი ისეთი ძველი ბრიტანული სული რომ აქვს smile.gif).

Posted by: akako78 6 Nov 2020, 22:06
ბუშერონის უდ მალაქის ან 24 სენსთორის გამოშვებას 24 გოულდს ედტ-ს თუ ვინმე იცნობთ ძალიან გამიხარდება თქვენი კომენტარებიsmile.gif


Posted by: senpai 7 Nov 2020, 14:09
akako78
QUOTE
ბუშერონის უდ მალაქის

ჩოპარდის უდ მალაქის ვიცნობ და ტოპ 10 უდია ჩემთვის ყველა ასპექტში. შერეული აღმოსავლეთის სურნელი დასავლეთის ბალანსთან და დამატებული თანამედროვე ელემენტები. ადვილად ტარებადი და დისკომფორტამდე მდგრადი.



Posted by: cuda 8 Nov 2020, 11:42
sauvage-ს EDP da Parfum-ში დიდი სხვაობაა ? როგორც სუნი ისე მდგრადობა

Posted by: akako78 8 Nov 2020, 12:09
senpai
ხო ჩოპარდი რატომ არ დავწერე ბუშერონი არც კი ვიციsmile.gifრას წააგავს?ან რის სტილშია?24 სენსთორი არ იცი?

Posted by: პიანისტი 8 Nov 2020, 12:31
cuda
Eau de parfum იგივე პარფუმია, ედტ არის სავაჟი საუკეთესო 2014 წლის

Posted by: akako78 8 Nov 2020, 12:55
senpai
ნარცისოს ბლუ ედტ არ მოგწონს ამ სეზონისთვის?

მაგ ჩოპარდის სედრა ან სხვეებიც იცი რომელია კარგი?

Posted by: senpai 8 Nov 2020, 15:02
akako78
QUOTE
რას წააგავს?

სიმართლე გითხრა ესე არაფერს, იმიტო რო ეგეთი კომბინაცია არ შემხვედრია ჯერ. არამარტო უდი და თამბაქოა შიგნით, დამატებული აქვს ეგზოტიკური სუნელები, რბილი ტყავი და ხის ნოტები.
ცალკეული ასპექტებით ამეებს
The One Mysterious Night Dolce&Gabbana
Dupont Oud Oriental
Qafiya 2 Ajmal
ადრე დაჟე 65 დოლარში იყიდებოდა. ყველა კარგია მაგ ხაზიდან თუ ნახავ ამ ან ნაკლებ ფასში,

QUOTE
ნარცისოს ბლუ ედტ არ მოგწონს ამ სეზონისთვის?

კი, ქარიანი და წვიმიანი გარდამავალი ამინდებისთვის კარგია.


მაგარი კრიზისია ისე, თვეში ერთ სუნამოს თუ შევიძენ აწი. ძაან გაძვირდა ყველაფერი.

სანდალოზის ხის არომატი ვისაც უყვარს და უნდა სანტალ 33-ის მსგავსი სურნელი, ეს მოსინჯოს.

user posted image

Posted by: akako78 8 Nov 2020, 17:20
senpai
ხო მე პარფუმი ბლუ ნუარის არ მომეწონა..ბევრად სჯობნის ჩემთვის ედტ..ედტ გაქვს როგორც მახსოვს და რამდენი ხანი ძლებს?ამ მალაკიზე იძახიან გამყოლიაო..

Posted by: senpai 8 Nov 2020, 20:11
akako78
კი მაგარი გამყოლია მალაკი.


ეგ ნარცისო სადღაც შუალედურია. არერთი არაა შემაწუხებელი რაც მთავარია

Posted by: Arien 9 Nov 2020, 13:56
Moschino Gold Fresh - მსხალი+მანგო და რაღაც ქიმოზური.ტკბილია,მდგრადი,ინტენსიური,ხალისიანი...
მგონი ყველა მოსკინო მინდა და სულ დათვების ბრალია

Posted by: Melakud 9 Nov 2020, 18:10
The One Mysterious Night 100ml. edp, არ ვხმარობ და მაიმარკეტზე დავდე.

არ შემიძლია რომ დევს და ზოგჯერაც არ ვიყენებ. თუ ვინმეს უნდა მომწეროს. fragrance.net - ზე გადავიხადე 79 დოლარი + ტრანსპორტირება კაპიკებ

ორი სპრეი საკმარისია რომ 24 საათი გრძნობდეთ თქვენც და სხვებიც.

Arien

მოსკინოს ტანსაცმელი დაგითვალიერებიათ ნეტში? ბავშვობაშიც კი არ მეცვა ისეთი საოცრებები ... 1000 დოლარამდ ღირს ცალი ))

Posted by: Master_Nick 10 Nov 2020, 21:17
Arien
რა საინტერესო ბოთლია, აქ იყიდება ?


Posted by: senpai 11 Nov 2020, 21:33
საინტერესო რამეა. უჩვეულო და დასამახსოვრებელი, მარა არაა ტარებადი. უნდა დაისხა ხელზე და იჯდე სახლში biggrin.gif (პირბადითაც იგრძნობს ხალხი)


user posted image

Posted by: akako78 11 Nov 2020, 21:42
senpai
პენჰალიგონის ჯუნიპერს სლინგზე რა აზრი გაქვს..ჩემზე ვეტივერის გაყინული ნოტია და ჯინ ტონიკის მსგავსი ვაიბი..მთლიანობაში ადვილად სატარებელი და უპრეტენზიოა..ზაფხულის ცხელი დღეებისაა..მაგრამ 5-6 სპრეიზე ნაკლებს მე არ დავისხავდი..ან ენდიმიონზე რას იტყვი?..კოლოგნე თუ კონცენტრი?..კოლოგნე ჩემზე ძალიან არაგამყოლია..როგორც ოპუსი..ეს კონცენტრი უფრო დაჯდა ჩემზე..სარტორიალსაც ვუტრიალე ბევრი-მაგრამ ვერა რა..4 სპრეი დავისხი ყელზე და არაფერი..საშინელი გამყოლობა ჰქონდა 2016 ბატჩი იყო..არადა რავი ფუჟერების მამააო ბევრი ცნობილი უთუბერი აქებს..ან სხვას რას გამოჰყოფდი ამ სახლიდან?მე ლევანთიუმი ვიყიდე და ძალიან მაგარია-არ გაჰიპებული და მაგით მომწონსsmile.gif..ისეთი უდი და ვარდის კომბოა რომ ზაფხულშიც არ შეგაწუხებს..ძალიან სასიამოვნოა პირველი ერთი საათი განსაკუთრებით..შებოლილი უდივითაა და გავს რაღაცით აფგანოს მიმართულებას,მაგრამ კლონი ნაღდად არაა..

პ.ს. ვ კანტოში თუ მოგწონებია რაიმე?ტერენზის შვილობილიაsmile.gifლაუდანო ნეროს როგორ დაახასიათებდი-მძიმეა ძალიან შენთვის?

Posted by: senpai 11 Nov 2020, 22:04
akako78
არვიცი რატო მარა ზაფხულის მერე კიდე უფრო შემეცვალა სურნელის აღქმა, მთლად კორონას ბრალი არ უნდა იყოს ალბათ. რაც მახსოვდა ადრე სურნელი, ეხლა სხვანაირად აღვიქვამ. მათ შორის ეს ბრენდიც. თავიდან უნდა შემოვიარო ყველა ნიშ სურნელი.

ესეთ ფორმატში ყიდვა გაცილებით კომფორტულია პირადად ჩემთვის. სწორი ზომაა კოლექციონერისთვის და შეფუთვაც შესაბამისია.


user posted image



Posted by: Khatuta 11 Nov 2020, 23:37
გამარჯობათ, ლუტეციას ფასდაკლება ჰქონდა ამას წინათ Mediterraneo Carthusia-ზე, თუ იცით ვინმემ ამ ეტაპზე კიდევ გრძელდება აქცია? ლუტეციას საიტიდან ვერაფერს ვერ გაიგებს ადამიანი, არც ტელეფონს არ პასუხობენ...

Posted by: Master_Nick 11 Nov 2020, 23:49
Khatuta
კარტუზიას მედიტერანეო დიდი ხანია აღარ აქვთ ლუტეციაში. ბოლო 50 მლ ფლაკონს ძლივს მივასწარი 3 თვის წინ wink.gif

Posted by: მამაო ენუქი 11 Nov 2020, 23:49
ტრაინოი ოდეკოლონი სად ვიშოვო ? boli.gif

Posted by: akako78 11 Nov 2020, 23:55
Khatuta
ედპ აღარ აქვთ ეხლა მხოლოდ პარფუმია ანუ პურ პარფუმი და 50 მლ 202 ლარია ფასდაკლებით..მე რომ დავისხი თავიდან ლიმონ გრასია ანუ ლიმონათი და მერე არის ჩაი ლიმონით და შემდგომ კი ჩაი ჩაი და კიდევ ჩაიsmile.gifეს ჩემს კანზე და ბლოტერზე..ახალი სიგარეტის ყუთის გახსნის დროს რომ სურნელი ეგეც მქონდა ასოციაციაშიsmile.gifთუ არ ვცდები-არის გალერიში..ტერა მია ბევრად საინტერესოა და ეგეც მაგ ფასში თუ ამ სეზონისთვის გაინტერესებს ეგეც პარფუმია ანუ პურ პარფუმი 50მლ იგივე ფასი იყო თუ არ ვცდები..არის დარიჩინი და ყავის დომინანტი და საკმაოდ გურმანულია..
* * *
senpai
კი მასე კარგია-შეცვლით რავიცი მე არაფერი შემცვლია..რაც მომწონდა უმეტესად მომწონს ეხლაც გამონაკლისების გარდაsmile.gif..ჰისტორის დე პარფუმში რა მოგწონს?ამას წინად დავტესტე ეგ ბრენდი და ბევრი რამე მომეწონა..რაიმეს ალბათ შევიძენ..

Posted by: Khatuta 12 Nov 2020, 06:35
Master_Nick
akako78
მადლობა გამოხმაურებისთვის, საინტერესო დახასიათებისთვის...

Posted by: Arien 12 Nov 2020, 12:15
Melakud
QUOTE
მოსკინოს ტანსაცმელი დაგითვალიერებიათ ნეტში? ბავშვობაშიც კი არ მეცვა ისეთი საოცრებები ... 1000 დოლარამდ ღირს ცალი ))


კი,ვიცი.
მათ სუნამოებს რომ გაუგო,კოლექციაზეც წარმოდგენის ქონაა საჭიროა.განსხვავებულია,სახალისოა და რომ უნდა გაგეღიმოს ისეთია smile.gif)

Master_Nick
QUOTE
რა საინტერესო ბოთლია, აქ იყიდება ?


მხოლოდ ისი პარის აქვს.

Comme des Garcons 2 Man - პირველად რომ ვიყიდე,იმავე საღამოს ძმამ ეს კაცის სუნამოა და შენ არ გჭირდებაო.
ახლახანს მეორედ ვიყიდე და გუშინ მეგობარმა Man აწერიაო და ჯიბეში ჩაიდო,წაიღო biggrin.gif
ოდესმე მესამედ თუ მექნება,საიდუმლოდ შევინახავ

Posted by: Master_Nick 12 Nov 2020, 15:20
John varvatos vintage - ამ სუნამოზე რას იტყვით, კარგად იგრძნობა თამბაქო?
user posted image

მამაო ენუქი
ტრაინოი ოდეკოლონს ფრაპინის 1270 ჯობია, სასმელს წააგავს გაგისწორდება wink.gif
* * *
Arien
კარგი ბრენდია გარსონი? არასდროს დამიტესტავს.

Posted by: senpai 12 Nov 2020, 16:01
akako78
QUOTE
ჰისტორის დე პარფუმში რა მოგწონს

ყველაფერი მომწონს, მარა ესენია იმენა საჩემო.

user posted image


user posted image


user posted image



გაქვს რამე ამჟამად ამათგან ?

Posted by: მამაო ენუქი 12 Nov 2020, 16:10
Master_Nick
ფრაპინს ვიყიდი აუცილებლად, კონიაკის ტონებითაც ყოფილა biggrin.gif

Posted by: akako78 12 Nov 2020, 20:22
senpai
ჯერ არა მე ამბრაც მომეწონა..1740 და ლურჯიც 1.1 და 1.6..1.3 ვუტრიალე არც ეგ არის ცუდი..ეგენი კი კარგებია..შავი კოლექციაც არაა ცუდი პროლიქსი ძალიან გამყოლია,ფუტკრის გინდელის სურნელია აქვს დომინანტი რომელიც გათანამედროვებულია მმსუბუქი ტყავუით და ა.შ...ყიდვით ჯერ 1740 გეგმაში..დღეს დავტესტე ლაუდანო ნერო..ტერენზის სუნამომ გამყოლობით გაქაჩა-აფგანოსთან მსგავსება ჩემთვის 50%-ია..ჩემს კანზე ზაბახისებრი და პუდრისები ნოტებში გადავიდა როგორც ტომ ფორ ნუარის პარფუმი..მომეწონა ეხლა უფრო და მართლაც რომ სხვანაირი მეჩვენა ვიდრე წლების წინ..
პ.ს.ასევე დამაინტერესა ძალიან ფრედერიკ მალეს სუნამოებმა..იმედია 5 ცალს მაინც ვიყიდი ცხოვრების მანძილზე და ასევე როჟა დოვის სუნამოებსაც უნდა გავკრა კბილი..smile.gifsmile.gifsmile.gif
Khatuta
არაფრის..გაიხარე..
Master_Nick
ნორფმალურია ჩემზე ძლებს ნახევარი ან 1 საათი სამწუხაროდ..მაგ ბრენდიდან მხოლოდ ვაპირებდი დარქ ლებელს და რაიდერს..უბრალოდ რაიდერი ძალიან არაგამყოლია ჩემზე..სამჯერ ვისხავდი დღის მანძილზე..მაგას კლასიკური პირველი ჯობია ბევრად როგორც მახსოვს..ჯერემი რომ ატრიალებს თეთრ მავთურხლართს საერთოდ ვერ ვგრძნობ მაგის სურნელს 1 საათის მერე და ტიპმა ასეთი ფრეშ სუნამო არ მინახავსოsmile.gifაშკარად "ძმაკაცობს" ვარვატოსთან..

Posted by: 4L3X 12 Nov 2020, 20:26
WonderWood ვცადე... მუაგარია

user posted image

Posted by: goga_0013 12 Nov 2020, 20:38
Viktor and Rolf -ის Spicebomb Extreme სად ვიყიდო ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: Master_Nick 12 Nov 2020, 21:29
akako78
ეგ თეთრი ვარვატოსი artizan pure მაქვს მე. საზაფხულოდ ნორმალურია, თუმცა ისეთები დავამატე წელს დაიკარგა ეგ ვარვატოსი. ეს Vintage საინტერესოა თუმცა დასჭირდება დატესტვა.

goga_0013
სპაის ბომბი ლუტეციაში ჰქონდათ ჭავჭავაძეზე, ექსტრიმიც და კლასიკურიც. მაგარი სუნამოა up.gif
* * *
მამაო ენუქი
Frapin 1270 აიღე. კონიაკის გავლენით ვიყიდე მე და კი ჩავცალე სანახევროდ. მაგით კონიაკის ლომკას ვიხსნი lol.gif ერთი როშფორ 10 ის ჩანაცვლება ვერ მოვახერხე რა lol.gif

Posted by: rezi0881 12 Nov 2020, 21:44
senpai

საინტერესოა ხო ზოოლოჯისტი, ქემელი მაინტერსებდა მაგის ერთი პერიოდი ძაან აიტაცეს, ცხოველური ნოტა ალბათ იგრძნობა მაგის სუნამოებში, არ მიყვარს ენიმალიქ ნოტები ზოგან ისე მაგრად იგრძნობა პირდაპირ ახლოს რო მიხვალ ცხოველთან ისეთ ასოციაციას იწვევს.

Arien

ვაა რა საინტერესოა მოგწონს ესეიგი მეორედ რომ შეიძინე, მეც მომწონს, აი საბოლოოდ რო ჩამოვყალიბდი ლელაბოებში ყველაზე უფო ვეტივერი მომეწონა მაგას რომ გავს, ეხლა იქნება გრილ ამინდში კარგი, სითბო/სიცხეში მაქვს დატესტილი და მძიმე მომეჩვენა. ჩემი აზრით შესაფერისი კლიმატი უნდა ეგ რომ კარგად გაიხსნას და მაგ დროს უმაგრესია.

მამაო ენუქი

ვოდკებიც არის თუ გევასება biggrin.gif
Marine Vodka ALYSONOLDOINI
Vodka on the Rocks By Kilian

akako78

მალლე მართლა საინტერესოა, შეიძლება არც მოგეწონოს რო ნახო, მაგრამ თითქმის ყველაფერი იმდენად განსხვავებულ/ინდივიდუალურია მიხვდები რომ რა პარფიუმერიასაც იცნობდი ეს რაღაც სხვაა და აღმოჩენის თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო იქნება მოყვარული ადამიანისთვის მალლეს გაცნობა.

Master_Nick

ყავაზე რო იძახდი გვიან გამახსენდა Intoxicated By Kilian ეს არის ყავის სუნამო, ყავა და სპაისი კარდამომი იგრძნობა ძალიან მდგრადი და შლეიფიანია, ცოტა მძიმეც კი.
1270 წავიდა ხო კარგად, ამდენი რომ მოაკელი ესეიგი ნამდვილად მოგეწონა. smile.gif

4L3X

მართლაც მშვენიერია smile.gif WonderWood მეც მომწონს.



Posted by: Master_Nick 12 Nov 2020, 22:00
rezi0881
კი ფრაპინი მაგრად წავიდა, გავანახევრე ფლაკონი
ძალიან დახვეწილი და მსუბუქი სურნელი აქვს. ფრაპინის კონიაკები ვისაც მოსწონს, მათთვის ზედგამოჭრილია
user posted image

ყავის ნოტებით ვერ ვიყიდე ჯერჯერობით ვერაფერი. ვნახავ კილიანის მაგ სუნამოსაც.

Posted by: rezi0881 12 Nov 2020, 22:07
Master_Nick

ძალიან კარგია, მაგ ჟანრში ყველაზე მოზომილი სუნამოა 1270 smile.gif
მშვენიერი სამეულია ატკინსონიც ძალიან კარგია, მშვიდობაში.

Posted by: Master_Nick 12 Nov 2020, 22:23
rezi0881
მადლობა, ფრაპინის კონიაკები მშვენიერია და აი სუნამოსაც თუ აწარმოებდნენ ეგ კი ნამდვილად არ ვიცოდი.
ატკინსონიც აღმოჩენაა, ეს გრანდ რეზერვი და Mint&tonic ორივე მომწონს. რეზერვი ცოტა ზედმეტად მეტკბილება თუმცა სიცივეში გადასარევია.

Posted by: senpai 12 Nov 2020, 22:40
akako78
QUOTE
ასევე დამაინტერესა ძალიან ფრედერიკ მალეს სუნამოებმა..

სულ ბებერი მდიდარი ქალის ასოციაციები მაქვს მაგ ბრენდთან. ბებერი დამჭკნარი ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება კაცებს აბავდა და ეხლა უჭირს შეგუება. biggrin.gif მარა ისე ძაან არატარებადი სურნელები აქვს, მიუხედავად იმისა რომ შედევრია მინიმუმ ერთი მაინც ჩემთვის.


rezi0881
QUOTE
საინტერესოა ხო ზოოლოჯისტი

ძალიან, მგონი როგორც მოყვარულმა აუცილებლად ყველამ უნდა დატესტოს კანზე. ექსპერიმენტებია, მარა წარმატებული. თუმცა ვერ ვიტყვი რომ საზოგადოება მოიწონებს. მარა მიზანი არაა ეგ მაგ ბრენდის.

QUOTE
არ მიყვარს ენიმალიქ ნოტები

არც მე, მარა ცხენის თავლის სუნი მომეწონა ბოლო პერიოდია biggrin.gif

Posted by: rezi0881 12 Nov 2020, 22:46
Master_Nick

მეც ასე მგონია გრანდ რეზერვი უფრო ცივი ამინდის არის, ისე კი მშვენიერია, მეც მომეწონა რო ვნახე.

senpai

ჰო მეც ასე მგონია თან ისეთი ინტენსივობით უშვებენ ეგენი სუნამოებს მოკლე დროში მეეჭვება რამე შედევრებს ქმნიდნენ, უფრო მოყვარულებისთვის და სიახლეების მაძიებლებისტვისაა ალბათ, ცხოველურ ნოტაზე აი თავლა არა მაგრამ, ცხენთან ახლოს რომ მიხვალ მსგავსი სუნი დამიჭერია,
ძალიან მომეწონა ლელაბოს ტონკა გახსნა განვითარება ისეთიი საკაიფო აქვს მდიდრული მასკულინური, მაგრამ მერე ისეთი ენიმალიკი ხდება კინაღამ გამაგიჟა.




Posted by: senpai 12 Nov 2020, 22:59
rezi0881
ძაან ბევრი ლაპარაკობს ზაზუნას გალიის სუნზე biggrin.gif მაგარიაო. იცი ?

Posted by: rezi0881 12 Nov 2020, 23:05
senpai

არ ვიცი მაგრამ არ გამიკვირდება მაგათგან biggrin.gif კონცეპტიც ეგ არის მაგ ბრენდის.

Posted by: Arien 13 Nov 2020, 00:22
Master_Nick
QUOTE
კარგი ბრენდია გარსონი? არასდროს დამიტესტავს.


რეი კავაკუბო იაპონელი დიზაინერია,ფრანგული განათლებით და ცნობილია ავანგარდული კოლექციებით.მან იგივე გააკეთ პარფიუმერიაშიც და სუნამოს შესაქმნელად გამოიყენა ისეთი არაპარფიუმერული ნოტები როგორიცაა თიხა,ქვები,ქვიშა,ქაღალდი,მელანი,სადენები,ასფალტი,წებო,მეტალის ნოტები და სხვა.საინტერესოა,გამომწვევი,თანამედროვე,ურბანული და ა.შ. ასეთი არომატები ქმნიან ბრენდის იმიჯს,თუმცა სხვა ტიპის სუნამოებიც აქვთ და ყველა ერთნაირი არ არის.Comme des Garcons 2 Man საკმევლის,ბოლის,ტყავის,ვეტივერის და ალდეჰიდების სუნამოა.საკმეველი ცივია,ალდეჰიდები კი თანამედროვე.ცივ სეზონს უხდება,გვიან შემოდგომას.
* * *
rezi0881
QUOTE
ვაა რა საინტერესოა მოგწონს ესეიგი მეორედ რომ შეიძინე, მეც მომწონს, აი საბოლოოდ რო ჩამოვყალიბდი ლელაბოებში ყველაზე უფო ვეტივერი მომეწონა მაგას რომ გავს, ეხლა იქნება გრილ ამინდში კარგი, სითბო/სიცხეში მაქვს დატესტილი და მძიმე მომეჩვენა. ჩემი აზრით შესაფერისი კლიმატი უნდა ეგ რომ კარგად გაიხსნას და მაგ დროს უმაგრესია.


კიი, წვიმიანი და ცივი სეზონი უხდება.
ზოგადად მომწონს საკმევლის განსხვავებული,საინტერესო კომპოზიციები.
ისეთივე სერიოზული აკვიატებაა როგორც კოპალ აზური,ან შენი შამანი იყო.ამას ფასი აქვს ხელმისაწვდომი,თორემ არაფერსაც არ
დავთმობდი biggrin.gif

Posted by: akako78 13 Nov 2020, 12:26
senpai
არ ვიცი რისი მაგვარია მათი სურნელების აღქმა,მაგრამ უდავოდ საინტერესოა და ყველა ნამდვილ მოყვარულს უნდა ჰქონდეს მაგათი ერთი სუნამო მაინც ფრედერიკ მალეს..
ისე თუ მოგეწონა ცხენის თავლის სუნი-მაშინ ორტო პარიზის უნდა მოგეწონოს ტერონი და სტერკუსი-უფრო ალბათ სტერკუსი..მე ტერონი მომეწეონა მაგ ხაზიდან ყველაზე მეტად ამ ეტაპზე..

როჟა დოვიდან რა მოგწონს-ანუ რა გაქვს დატესტილი?ელიზიუმი მე მომწონს ძალიან პარფუმ კოლონი..აქ არც აქვთ ჯერ..მიკვირს რომ არ აქვთ..დაადებდნენ 2000 ლარებს..

პ.ს.ლუტეციაზე მეცინება რა პენჰალიგონის ლოთეირი 315ლარი ღირდა წლების მანძილზე და იდო და იდო..ყველა ფილიალში აქვთ ხოლმე და მე ეგ დეფიციტში არ მინახავს..რავიცი არც გაყიდვაში არ ჰყოფილა ოდესმე ბესცელერი ამ ბრენდის(ხო ისე გუშინ ვიყიდე მაგათი ბესცელერიsmile.gif)ეხლა 600 ლარზე მეტი დაუწერიათ ზედ..ამ კოვიდში და ამ ეკონომიკის კრახში უბრალოდ 2 ჯერ გაამრავლეს ფასი!!!!???...და წარმოიდგინე როჟას სუნამოებს რა ფასს დაადებენ..აქ საოლიგარქე ხაზად დაანონსებენ ალბათ შემოტანის შემთხვევაშიsmile.gif

Posted by: senpai 13 Nov 2020, 15:06
akako78
QUOTE
ყველა ნამდვილ მოყვარულს უნდა ჰქონდეს მაგათი ერთი სუნამო მაინც ფრედერიკ მალეს..

გეთანხმები. ჩემ შემთხვევაში ესაა და არ ვაპირებ სხვა რამის შეძენას კიდე დიდიხანი.


როგორ ეტყობა რო არ დაინანეს ხარისხიანი მასალები. არადა თავიდან ძაან ცუდად იწყება, მერე კიდე უბრალოდ ნეტარებაა

user posted image



QUOTE
როჟა დოვიდან რა მოგწონს

ცუდი არაფერი არ აქვთ რაც მინახავს, მარა ამას გამოვარჩევ.

user posted image

საერთოდ ნაკლებად ცნობილ ბრენდებს უფრო ვაქცევ ყურადღებას. იქ მეტი შანსია რო რამე კარგი ვიპოვო.

Posted by: akako78 13 Nov 2020, 15:24
senpai
ეგ ხომ 1000 დოლარზე მეტი ღირს ფლაკონი რანაირად დაინენანებდნენsmile.gifვეტივერი არ დამიტესტავს როჟასი-კი აქებენ მაგასაც..

პ.ს.ადრე მახსოვს ზეინას აქუა დი ბერგამოტო მოგწონდა..როგორი და აქ სადმე არის რომ დავტესტო?რუსთაველზე ზეინას მაღაზიაში აქვთ ეგ?იძახიან რომ არ არის მაინცდამაინც გამყოლიო,მაგრამ დაუტესტავადაც ვხვდები რომ კარგი იქნება მაგათი ბერგამოტი..

Posted by: senpai 13 Nov 2020, 15:56
akako78
QUOTE
ზეინას აქუა დი ბერგამოტო მოგწონდა

მაგ ბრენდის მგონი ყველაფერი მომწონს ზედა ხაზიდან, ბოლო წლებში აურიეს უბრალოდ. არაა ისეთი გამყოლი, მარა რა ფასადაც ადრე იყიდებოდა ღირდა ნამდვილად.


აპირებ რამის ყიდვას ახალ წლამდე ? მე ორი მაქვს გეგმაში.

Posted by: Menekes 13 Nov 2020, 18:40
მოგესალმებით,

ახალი სუნამოს ძიებაში ვარ და სიამოვნებით მივიღებდი თქვენს რჩევებს smile.gif

(ამჯამად Balenciaga ს Florabotanica მაქვს და ძალიან მომწონს)

მადლობა

Posted by: Master_Nick 13 Nov 2020, 20:29
Arien
საინტერესო ბრენდი ყოფილა, რამდენჯერ მაღაზიაში შემხვედრია არასოდეს დამიტესტავს.
ცივი სეზონის სუნამოები საკმარისად დამიგროვდა. გრილებიდან, საზაფხულოდ რომელს გაუწევ რეკომენდაციას?

akako78
მეც მინდა ზენიას აქუა დი ბერგამოტო. ლუტეციას აქვს ზენიას სუნამოები და ვინ იცის ქონდეთ კიდეც.

Posted by: black_man 13 Nov 2020, 20:42
გამარჯობათ..ცივი სეზონის სუნამოებს შევეშვი და გრილებს ვამზადებ გაზაფხული-ზაფხულისთვის.. ახალ წლამდე მაინც ერთს რომელიმეს ვიყიდი ცივი სეზონისთვის...
user posted image

Posted by: akako78 13 Nov 2020, 22:06
senpai
ვიყიდე რაღაცეები ამ შემოდგომას..კარტუზია უმო,კარტუზია ნუმერო უნო..პენჰალიგონსის ლევანტიუმი,პენჰალიგონსის ჯუნიპერ სლინგი..ზაფხულში მანსერას რედ ტაბაკო მაჩუქეს(ნუ მოვიგე ასე ვთქვათ)..მეც მინიმუმ ორი:ჩოპარდის უდ მალაქი მინდა და ჰაიჰ პარსენის ვაით ჰოლი..იცი ჰაიჰ პარსენის სუნამოები?

black_man
გაუმარჯოს..ეგ მაგარი გამყოლია როგორც მახსოვს და საკმაოდ კარგი იაფიანი სუნამოა..ნიშე ხომ არ გიყიდია რაიმე ახალი?დროა გადავიდეთ ნიშეებზე მე და შენsmile.gif

Master_Nick

მეც ეგ მინდაsmile.gifაქ ძვირია უნდა გამოიწერო..სენპაის ვკითხოდ-რა ღირდა ადრე ეგ 100მლ?

Posted by: senpai 13 Nov 2020, 22:15
akako78
QUOTE
ჰაიჰ პარსენის ვაით ჰოლი

ვააა. საიდან გაიგე ეგ ბრენდი ? ყოჩაღ up.gif




მარა ეგ ამ სეზონის არააა. ამ სეზონში ოქსფორდი ნახე.


მიყვარს მაგის პარფიუმერი, რაღაც ტონკი გემოვნება აქვს და კარგი ბალანსის შეგრძნება.


* * *
QUOTE
რა ღირდა ადრე ეგ 100მლ?

35 დოლარი დიდი ბოთლი, 23 პატარა. ეხლა რა ფასებია ?


Posted by: akako78 13 Nov 2020, 22:30

senpai
ჰაიდ პარკი თუ იცი მაგათი?მწვანე სუნამოა და ამბობენ მაგარია..ვაით ჰოლს კი რომ გაიხსნება მაგარიაო-ცხელ დღეებში კარგი უნდა იყოს..სხვა რომელს დაახასიათებდი მაგ ბრენდიდან?ოქსფორდი გავს რაიმეს?აცქუა დი ბერგამოტო ადრეც მინდოდა და გადავდე ყიდვა..კი ეხლაც მასეა ფასები სადღაც..ღირს არა ყიდვა?მე მგონი კარგი ბერგამოტი უნდა იყოს მთლიანობაში..აქ სად დავტესტავ მაგას იცი?

პ.ს.ეს თუ იცი?კარგი რამეოა ერთმა მითხრა და რავიცი დაეჯერება მე მგონი...
Maserati Centennial Polo Tour For Man?არგენტინული ნიშ ბრენდიაsmile.gif

Posted by: Master_Nick 13 Nov 2020, 22:39
akako78
ამაზე ამბობ ხომ? კარგი რევიუები აქვს.
user posted image

Posted by: black_man 13 Nov 2020, 22:49
akako78
გაუმარჯოს... კი საკმაოდ კარგია ფასთან მიმართებაში.... არა ნიშე აღარ მიყიდია, ვაპირებ მეც ნელ-ნელა გადავიდე და ლუქსებს თავი დავანებო... მანამდე Valentino Uomo Intense მინდა ამ სეზონისთვისაა. აგრეთვე შემდეგში, გაზაფხული-ზაფხულისთვის ფრაპინის ჰუმანისტი მინდა, მაგრამ ძაან ძვირია ((

Posted by: senpai 13 Nov 2020, 23:07
akako78
QUOTE
ჰაიდ პარკი თუ იცი მაგათი?

ლეღვის ხეა მთლიანად. სუფთა მაგის მოყვარულებზეა გათვლილი ჩემი აზრით.

QUOTE
სხვა რომელს დაახასიათებდი მაგ ბრენდიდან?

აი ეგ ოქსფორდი არის უდის და ტრუფელის ნაზავი, მაგარი რამეა თუ იშოვი კაი ფასში. იწყება როგორც კლასიკური ბარბერშოპი და მიყვება უდი და სანდალოზი. ტოპ ნაზავია დიზაინერზე იაფ ფასში, სადაც პრადაში აძლევენ 70 დოლარს, ამაში როგორ არ უნდა მისცე ნაკლები არვიცი.

მარა აი ყველაზე უნივერსალური არი მაგათი ლურჯი ფლაკონი. სახელი არ მახსოვს.

QUOTE
Maserati

იგივე პარფიუმერი ყავს რაც ზემოთ ნახსენებს biggrin.gif საყიდელია.



Posted by: akako78 14 Nov 2020, 09:49
Master_Nick
კი მაგაზე..არ უნდ იყოს ცუდი ფასი ვს ხარისხი..ყველაზე იაფად 100მლ სად ნახე?მაგის ყიდვა 100მლ ჯობია რადგანაც ატომაიზერში გექნება და დღეში ორჯერ მაინც მოგიწევს რომ მიიბკურო..

black_man
არა რავიცი თავი რატომ უნდა დააანებო?უბრალოდ უფრო ბევრი ნიშე გექნება და ლუქსებშიც არის ისეთი სუნამოები რომ ბევრ ნიშეს ფორას მისცემს..აი ერიენს რომ აქვს მასე უნდა იყო თუ მართლა პარფუმუყვარული ხარ..აქვს დაბალი სეგმენტიც,საშუალოც,მაღალიც,ლუქსიც და რათქმაუნდა ნიშეებიც..კი ჰუმანისტს საუკუნის გახსნა აქვს,მაგრამ ძალიან ცუდი პერფომანსი აქვს..მაგრამ ეგ ნაკლად არ ჩავუთვალოთsmile.gif
senpai
გაიხარე,კარგია რომ იშვიათი რაღაცეები გაქვს დატესტილი..ხო არც ეგ ლეღვის ხე უნდა იყოს ცუდი..საინტერესო იქნება ოქსფორდიც..ეგ კი მუსკატის კაკლს ან მასერატის პოლოს დომინანტს-ბებიაჩემი იყენებს ხოლმე გემრიელობებში და ბავშვობიდან შემაყვარა მაგის სურნელი..საინტერესო სუნამო უნდა იყოს ცხელი დღეების მუსკატიsmile.gifისე პრადა რომ იცოდე მე ბევრ დიორ-ჰერმეს მირჩევნია(კი მაგათ შანელის თამადობით რათქმაუნდა ყველას გაბერილი ფასები აქვსთ-გეთანხმები)ასევე არმანიც..არაა ხელწამოსაკრავი პრადას სახლი..წინ მხოლოდ დავაყენებდი შანელს,ძველ დიორს და ძველ ივსენ ლორანს,ასევე ძველ გერლენს მხოლოდ..ეხლანდელებს ფორას მისცემს ისე გამოქლიავდნენ ეგ სახლები ჩემთვის..გუჩიზე და ლიმონათებზე აღარ მინდა ვილაპარაკო ეხლანდელზე-სირცხვილია ზოგადად ჩემთვის რაშის და ენვის მერე,ან პურ ომის მერე თუნდაც..ერთხელ გამოაბრწყინეს თავი მხოლოდ ჩემთვის ინტენს უდის სახით(რომელიც აქ ვერ შემოიტანეს)ეგეც აფგანოს თემატიკაა და მაგით მიეკედლენ ნაზომატოს..გელტი აბსოლუს მე ვერ ვიტან ვერანაირად(ზოგს შეიძლება ძალიან მოსწონს,ყველას რესპექტი ჩემგან)..ბაბუაჩემის რუქების შესანახ ჩანთას რომ სუნი აქვს ზუსტად იმას მახსენებს..ანუ რაშან ლეზერია 1948 წელში გამოშვებულიsmile.gifისეთი რომ ნაბახუსევზე ან მაგის ან აბსულოს რომ ერთი მოლეკულაც მომხვდეს რეცეპტორებში რა დამემართება მაგას აღარ დავწერsmile.gif

Posted by: Master_Nick 14 Nov 2020, 12:54
akako78
იბეიზე იქნება კარგ ფასებში, მომავალ კვირას მივფრინავ და აეროპორტში თუ სადმე წავაწყდი კარგ ფასებში ვიყიდი აუცილებლად. თუ გადაწყვეტილი გაქვს შენთვისაც ავიღებ.
ზენიას Madras Cardamom მაინტერესებს დამატებით, კარდამონის და ყავის საინტერესო კომბინაცია ჩანს და მაგასაც ვეძებ.

ზამთარი მოდის!
user posted image


Posted by: akako78 14 Nov 2020, 13:33
Master_Nick
მადლობა ნიკ..33.80 $ შეიძლება ყიდვა მაგის..თუ სადმე წააწყდები რაიმეს მერე მოგწერ პირადში სხვა რამეები უფრო მაინტერესებსsmile.gifმაგალითად კინსკი და ა.შ.აქ რაც არაა და რაც ნეტშიც ძალიან ძვირია..

პ.ს.მშვენიერი სუნამოებია,განსაკუთრებით ატკინსონია საინტერესო..აქებენ მაგას..

Posted by: black_man 14 Nov 2020, 13:51
akako78
ყველაფერი თანხებიდან გამომდინარეა.. მომენტში რისი საშუალებაც მაქვს იქიდან გამომდინარე ვყიდულობ.. დღეს შეიძლება ლუქსი, ხვალ ნიშე, ზეგ უბრალოდ ოდეკოლონი და ასე შემდეგ... იმდენად არასტაბილური მდგომარეობაა წინასწარ ვერ განვსაზღვრავ ხვალ და ზეგ რა იქნება... ამავდროულად უფრო მრავალფეროვანიც გამოდის პატარა კოლექცია... biggrin.gif smile.gif
Master_Nick
ზამთრისთვის მომზადებულხარ.. მშვენიერია... up.gif

Posted by: MKBHD 14 Nov 2020, 15:31
60 მლ la nuit de l'homme -ში 65 დოლარია როგორი ფასია? ნაკლებად ვიშოვი სადმე?
https://www.amazon.com/Saint-Laurent-Lhomme-Toilette-Spray/dp/B0080GG0LY/ref=sr_1_12?crid=ITWB7SJPQSEO&dchild=1&keywords=la+nuit+de+l%27homme+yves+saint+laurent&qid=1605353429&sprefix=la+nuit+de+%2Caps%2C285&sr=8-12

Posted by: rezi0881 14 Nov 2020, 17:02
akako78

მშვიდობაში აკაკი ჯუნიპერ სლინგი, არ მახსოვს კარგად ეგ სუნამო ვნახავ როცა მოვახერხებ.. smile.gif

პიანისტი

გაიხარე, პეგასუსი მინდოდა რამდენი ხანია, მაგრად მომწონს უმაგრესი სუნამოა, დღეს რო ვყიდულობდე პეგასუსს ვიყიდიდი ლეიტონის მაგივრად.. smile.gif

DaviD Davidson

დავით გაუმარჯოს როგორ ხარ? სუ დაიკარგე შემოიხედე ხოლმე.. smile.gif
ჰეროდი გაქვს როგორც მახსოვს, თუ გინდა 10-10 მლ გავცვალოთ, ლეიტონი, ნისეანი, რომელიც გინდა, რავი თუ გექნება სურვილი.

MKBHD

აქ არ მახსოვს რა ღირს გადაამოწმე ფასი ლუტეციაში, 20% იანი ფასდაკლება ხშირად აქვთ ხოლმე, შეიძლება აქ უფრო იაფად იყიდო.. smile.gif



Posted by: akako78 14 Nov 2020, 17:58
rezi0881
მადლობა გაიხარე..

პ.ს.კარგად მახსოვს მზიანი თებერვლის თბილი დღე..2017 წელია..და ერთ ხელზე მასხია ეგ პეგასუსი რომელმაც ტოლი არ დაუდო ლეგენდარულ ავენტუსს რომელიც მეორე ხელზე მესხა..ორივე იგრძნობოდა 12+ საათი..ავენტუსი ლუტეციაში ღირდა რაღაც 580 120მლ..და 20%ნ აკლდებოდა თუ მაგიანად ღირდა აი ეგ კი აღარ მახსოვსsmile.gifsmile.gifsmile.gifნახევარი ფასი ღირდა პეგასიც..მაშინ დე მარლის სუნამოები ძალიან იაფი ღირდა..უცებ ჰოპლა და გაძვირდა საშინლად..სასიცილოა რომ ეხლა პენჰალიგონის სუნამოებს რომლებიც 100 ფუნტზე მეტი არ ღირს-იმას ჰყიდიან 600-700-800 ლარებად..და მაშინ მეყიდა ორივე სად იყო ტვინიsmile.gif????ალბათ სადღაც და სხვაგანsmile.gif
* * *
black_man

კი თანხები და საშუალებაა მთავარია,მაგრამ პრიორიტეტია ასევე მნიშვნელოვანი..რასაც დაისახავ მიზნად-იმას მიაღწევ მეტ-ნაკლებად..აი მაგალითად ქურთუკი გაქვს და ახალი გინდა მაინც..ასევეა სუნამოც..ღირს ქურთუკი 200 დოლარი,ასევე ნიშ სუნამოც სადღაც მანდ..რომელს აირჩევ?სუნამო გაქვს 20ცალი და ქურთუკი 2?ამიტომ არჩევანი ჩვენზეა-მე შეიძლება თუ კარგ ფასშია სუნამო ავირჩიო მაინც..არადა 10 ჯერ მეტი სუნამო მაქვს ვიდრე ქურთუკიsmile.gifთუ ქურთუკი მომეწონა ძალიან-შეიძლება 10 სუნამოს მერჩივნოს ერთადsmile.gif

Posted by: Master_Nick 14 Nov 2020, 21:11
akako78
The Odd Fellow's Bouquet Atkinson - ესეც კარგია შემოდგომა ზამთრის სეზონისთვის. საზაფხულოდ Atkinsons Mint&Tonic მოგეწონება შენ. სერიოზული ბრენდია ატკინსონი.

black_man
ნიშ ბრენდები შევამატე, დანარჩენები ძველებია. შენ რაიმე საინტერესო ხომ არ შეგიძენია?
* * *
rezi0881
ლეიტონი თბილისში შეიძინე?

Posted by: rezi0881 14 Nov 2020, 21:48
akako78

მდგრადი და შლეიფიანია პეგასუსი, დემარლებს რომ ვათვალიერებდი თავიდანვე მომეწონა, ალბათ 2-3 სპრეი მაქს. არის ამისთვის.

Master_Nick

ლეიტონი ამერიკული ნოტინოდან გამოვიწერე ადრე, აქ არ შემიძენია.



Posted by: akako78 14 Nov 2020, 21:50
Master_Nick
კი თან ერთ-ერთი უძველესია ატკინსონი მსოფლიოში..ცოტა მუღამი სჭირდება ზოგადად-ადვილად გასაგებიც არ უნდა იყოს მთლიანობაში..უდები გაქვს მაგის დატესტილი?ბოკლეს ტობაკო კარგია..მომწონს..ფრაპინიც მშვენიერია..

Posted by: 4L3X 14 Nov 2020, 22:08
user posted image
გაზაფხულზე დავისხი ეს. დიიდი შეცდომა იყო. სამაგიეროდ აი ეხლა არის მაგისი დრო.

Posted by: black_man 14 Nov 2020, 22:27
akako78
კი მაგალითად. ჩემთვის პირველ რიგში ხარისხია პრიორიტეტი, ხარისხი უნდა იყოს ფასის შესაბამისი ... რისი საშუალებაც მაქვს, იქიდან გამომდინარე ვყიდულობ მოცემულ სეგმენტში.. ამ ეტაპზე ჩემი მიზანი მაინცდამაინც ის არ არის რომ გინდა თუ არა ნიშეები უნდა ვიყიდო... თუმცა, რაღაცნაირად მინდა დავაბალანსო, (ლუქსები მეტი მაქვს და მაგიტომ) თუნდაც სიტყვაზე ყიდვის დროს 2 ლუქსი, 1 ნიშე ან პირიქით გააჩნია.. მაგალითად, ხანდახან ისეთ კარგ ფასებში არის დასეილებული რომ სურვილი გაგიჩნდება ყიდვის, ხარისხთან ერთად ფასიც აქვს მიმზიდველი და იყიდი ნიშეს ლუქსის ფასში..
smile.gif smile.gif
Master_Nick
ზაფხულში ორი ვიყიდე და აღარ მიყიდია მის მერე ნიშე.. ) ისე ფრაპინი ეტყობა ძალიან მოგწონს, ფლაკონზე ეტყობა უკვე biggrin.gif up.gif

Posted by: akako78 14 Nov 2020, 23:01
black_man
ხო მეც მასე ვარ..ორივეს ვყიდულობ რა..ნიშეს უფრო ფასდაკლებებში..აქაც იაფად შემხვდა და ვიყიდე..უმეტესი ნეტიდან მაქვს გამოწერილი..ჰისტორის რაიმე ხომ არ დაგიტესტია?აქვს 1740 1899 1828 ამბრა114 ლურჯი 1.1 1.6 1.3 გააჩნია რა გემოვნებას..მე შავი ხაზიც მომეწონა..

4L3X
მაგის სურნელი აღარ მახსოვსრა დომინანტობს?და რითი მოგწონს?
პ.ს. მე ჯერეჯერობით^ რედ ტობაკო მაქვს და ცედრა ბუასე..ჰინდი კუში მინდა უეჭველიsmile.gif
* * *
rezi0881
კი მასეა..თავიდანვე მომეწონა ეგ ორივე სურნელი..მაშინ რომ მცოდნოდა ასე გაძვირდებოდა ეგენი აუცილებლად ვიყიდდიsmile.gifნუ ავენტუსი კი მაქვს..ეხლა როჟას ვუმიზნებsmile.gif

Posted by: Master_Nick 14 Nov 2020, 23:05
akako78
არ მაქვს მაგათი უდები დატესტილი და მაინტერესებს, თან როგორც ვიცი რამოდენიმე ვარიანტი აქვთ. შენ დატესტილი გაქვს?

black_man
ფრაპინი სუპერ! მაგათი კონიაკები მევასებოდა როცა ვსვამდი, ეხლა სუნამოთი ვიკლავ კონიაკის ლომკას და ფლაკონსაც ეტყობა wink.gif

Posted by: 4L3X 14 Nov 2020, 23:06
akako78
ია არის უმთავრესი ნოტა. სედრატ ბუასე მაგ კომპანიის ოპუს მაგნაა მემგონი. ჰინდუ კუში ცოტა სარისკოა მაგ სამსახურში მარიხუანის ნოტის გამო rolleyes.gif. ეხლა გამოუშვეს საინტერესოები Vetiver Sensuel Midnight Gold და Aqua Wood. საინტერესო კომპზიციები აქვთ.

Posted by: black_man 14 Nov 2020, 23:07
akako78
არ დამიტესტავს.. სად შეიძლება დატესტვა? არომატეკაში?

Posted by: akako78 14 Nov 2020, 23:37
black_man
არომა ბუტიკში..
4L3X
მომეწონა ეგ მახსოვს..მაგათი ვეივ მასკიც საინტერესოა..აქ არ მახსოვს არის თუ არა..
Master_Nick
კი დავტესტე..სიმართლე გითხრა იმდენი დავტესტე იმ დღეს რომ ვერც კი დავიმახსოვრე კარგად..აქ ლუტეციაში აქვთ პეკინზე ალბათ ვაკეშიც ექნებათ..
* * *
Master_Nick
შემოდგომისას ამასაც საინტერესოდ მიიჩნევენ არის მშრალიც და ალკოჰოლურიცო..როგორც მშრალი ღვინო ან მშრალი კონიაკიო..ისე ძალიან ლამაზი ბოთლია..
* * *
Master_Nick
Paul Emilien Chaleur Gitane
* * *
ესეც და Frapin Caravelle Epicee

Posted by: პიანისტი 15 Nov 2020, 10:56
rezi0881
QUOTE
გაიხარე, პეგასუსი მინდოდა რამდენი ხანია, მაგრად მომწონს უმაგრესი სუნამოა, დღეს რო ვყიდულობდე პეგასუსს ვიყიდიდი ლეიტონის მაგივრად..

მახსოვს პირველივე ტესტზე ვთქვი რო ვიყიდდი პეგასსbiggrin.gif
მადლობა, შენც გაიხარე ძალიან მომწონს ლეიტონი alk.gif


არომატეკამ პოსტი დადო ახალ ავენტუსზე, ცვლილება არის სურნელში, თუ მხოლოდ ვიზუალურია?

Posted by: akako78 15 Nov 2020, 12:16
პიანისტი
არ ვიცი რევიუები უნდა ნახო..კი გალერიში ჰქონდათ 1200 ლარამდეა 100მლ..1186 თუ რაღაც..მოკლედ 350 დოლარამდე გამოდის და მაგ ფასებში შეიძლება 300მლ სხვა ნიშეები იყიდოს კაცმა.ნუ არ ვიცი კაცია და გუნება..
===========================================================================================================================
დარწმუნებულივარ ამ "ღატაკ საქართველოში" მალე ეგ დეფიციტში იქნება..ისე როჟა დოვზე და ფრედერიკ მალეზე უნდა გავიდე როგორმე და ბუტიკი შევქმნა(ეს ხუმრობით თორემ თორემ სხვი ბამბა გაიყიდება ოქროდ ვიიდრე ჩემი ოქროsmile.gif)სერჟიკა ლუტენს ისე მწვანილივით დავდებდიsmile.gif..დავადებ 2000-3000-4000-5000 ლარებს..დარწმუნებულივარ 6 თვეში ამ კოვიდის პირობებშიც ამოვყიდიდი..გაიგეს აქ ნიშე ბრენდებიო და დაესია მთელი ე.წ. სვეწკობა..ვაუ კილიანი მიყვარს-ეგეთი სასტავი(მანამდე ვაიმე შანელი კოკო და რამე-დიორს ისე ამრეზადაც კი უყურებდნენ ეგენი,ფეისბუკებზე შანელის ქაღალდის ჩანთებს რომ დებენ..აქაოდა კურომ შანელში გაიმეტა 500-700-1000 ლარიო და ახარბებენ დაქალუშკა გოგჩოებსsmile.gif)..მერე იტყვიან ვაიმე:როჟა მიყვარსsmile.gifმალე მიყვარს..არც კი იციან ამ დროს სად რა და როგორ უნდა გამოიყენონ-ნუ რათქმაუნდა ყველა მასეთი არაა,ბევრმაც ისწავლა ეტიკეტი პარფიუმის გამოყენების..ისეთი ვარიანტია უმეტესობისთვის:მონადირემ საფანტი რომ წაიღოს დათვის მოსაკლავად და პირიქით..ხოხობზე ჟაკნებით რომ ინადიროსsmile.gif

Posted by: rezi0881 15 Nov 2020, 12:33
პიანისტი
QUOTE
მახსოვს პირველივე ტესტზე ვთქვი რო ვიყიდდი პეგასს
მადლობა, შენც გაიხარე ძალიან მომწონს ლეიტონი

ჰოო, მოკლედ ორივე კარგია, ამ სეზონზე და ზამთარშიც. alk.gif
ახალ ავენტუსზე ვერ გეტყვი არ დამიტესტავს, არ მეგონა მაგას თუ მიიღებდნენ ლიმიტირებულია, განსხვავებული პირამიდა აქვთ, ალბათ პატარა ცვლილება იქნება მაგრამ ძირითადად ავენტუსი იქნება. საინტერესოა რა ეღირება.. smile.gif

4L3X

საინტერესო მანსერა გქონია wind wood მამაკაცის არის, ამსგავსებ რამე ცნობილს? ფარენჰეიტს თუ მიამსგავსე, იყიდება ეგ თბილისში?



Posted by: 4L3X 15 Nov 2020, 12:43
rezi0881
წარმოიდგინე ფარენჰეიტი არასდროს არ მქონია. იის ნოტით ეს პირველი სუნამოა რაც მაქვს. https://www.facebook.com/le.parfum24/ აი აქ აქვთ ვიცი. შეიძლება კიდევ ვულე ვუში ქონდეთ და/ან არომაბუტიკში.

Posted by: rezi0881 15 Nov 2020, 12:50
4L3X

მადლობა.. smile.gif მოვიკითხავ, ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს.

Posted by: 4L3X 15 Nov 2020, 21:04
ხალხო სადმე გეგულებათ თბილისში ატომაიზერიანი დეკანტერები რომ იყიდებოდეს?

Posted by: rezi0881 15 Nov 2020, 21:11
4L3X

მე ვერ ვნახე და ამათ შევუკვეთე 2 კვირაში მომიტანეს, მგონი ადგილზე არ აქვთ და თვითონაც უკვეთავენ. https://www.facebook.com/CosmeticjarsGEORGIAN/
პიანისტმა დაწერა წინა გვერდზე რომელიღაც ფბ ფეიჯზე ვნახეო. შეიძლება აქაც აქვთ არ ვიცი, მე ვერ მივაგენი.



Posted by: 4L3X 15 Nov 2020, 21:14
rezi0881
მადლობა

Posted by: akako78 16 Nov 2020, 14:51
L'Artisan Parfumeur Perfume & Cologne ამ ბრენდის სუნამოებზე რა იცით?რომელია კარგი და მამაკაცური?ე.წ. უნისქსიც იყოს,მაგრამ არაფემინური..

Posted by: USER001 16 Nov 2020, 17:21
ფორუმელებო
Armaf CDNIM- EDP თუ EDT?
არმაფს თავისი საიტი აქვს თუ ნებისმიერი პარფიუმერიის საიტიდან გამოვწერო?

Posted by: 4L3X 16 Nov 2020, 17:27
akako78
QUOTE (akako78 @ 16 Nov 2020, 14:51 )
L'Artisan Parfumeur Perfume & Cologne ამ ბრენდის სუნამოებზე რა იცით?რომელია კარგი და მამაკაცური?ე.წ. უნისქსიც იყოს,მაგრამ არაფემინური..

Timbuktu-ს აქებენ. მანგოს სურნელით არის. Lutecia-ს ქონდა ადრე მაგრამ ვერ მივუსწარი drug.gif
აბა ეს ნახე


Posted by: senpai 16 Nov 2020, 17:56
akako78
ეს ცადე თუ მოგწონს ამბრა. საკუთარი ხელწერით გააკეთა პარფიუმერმა. სხვაში ვერ შეგეშლება ისეთია.

user posted image

Posted by: akako78 16 Nov 2020, 19:11
senpai
4L3X
მადლობა..კი ვიცი ეგენი ასე თუ ისე..ვინმე თუ ჰყვარობთ ან სარგებლობთ მეთქი უფრო ეგ უნდა დამეწერაsmile.gif
USER001
მე ედტ მაქვს ძველი 2017 წლისს..და ეხლა რომ ვიწერდე ფრაგრანსენეტიდან 50 დოლარია სადღაც ედპ 200მლ მაგას გამოვიწერდი..

Posted by: USER001 16 Nov 2020, 23:59
QUOTE (akako78 @ 16 Nov 2020, 19:11 )
USER001
მე ედტ მაქვს ძველი 2017 წლისს..და ეხლა რომ ვიწერდე ფრაგრანსენეტიდან 50 დოლარია სადღაც ედპ 200მლ მაგას გამოვიწერდი..

პირადი გამოცდილებით, შემოდგომა ზამთრის სეზონზე გამოდგება?
Zara- Vibrant leather ზაფხულში კარგი იყო საკმაოდ, ახლა 2 საათში იკარგება საერთოდ.

Posted by: Master_Nick 17 Nov 2020, 01:00
Atelier des ors - Bois Sikar ეს ხომ არ გაქვთ დატესტილი,

Posted by: rezi0881 17 Nov 2020, 16:43
akako78

ძალიან იაფად იყო გაალერიას ლუტეციაში L'Artisan Parfumeur 150 ლარამდე ღირდა 100 მლ. მეც ტიმბუკტუ მაინტერესებდა და აღარ იყო დარჩენილი.
მახსოვს ეს მომეწონა Mandarine L'Artisan Parfumeur საკაიფო სვეჟაკია, ცხელ ამინდში ვათვალიერებდი და კარგი ციტრუსია ნატურალური სურნელით კოლონის პონტშია ოღონდ.

Master_Nick

მეც მაინტერსებდა Bois Sikar მაგრამ ვერ დავტესტე არომაბუტიკს აქვს ეგ ბრენდი მაგრამ ეგ სუნამო მგონი არ მიუღიათ, იძახიან უფრო კვამლის სუნი უფრო აქვს ვიდრე თამბაქოს ფოთლის. უფრო smoky არის როგორც აღნიშნავენ.



Posted by: akako78 17 Nov 2020, 19:52
rezi0881
ვა ეგ როდის იყო რევაზ?ჩამოვრჩი რა-სანამ რაჭველივით გავიღვიძე,კოვიდის,ეკონომიკის სრული კრახის და უსასრულო გაურკვევლობის პირობებში აგერ ლუტეციამ ერთი რიგითი სურნელი გააორმაგაsmile.gifის კაცი დამანახა ერთი ან ქალი რომელიც 600-ს რაღაც ლარს ლოთეირში გადაიხდის როცა LM პარფუმის ბლექ უდის ყიდვა შეიძლება მაგ ფასსად, ან ფორტისის და ა.შ.smile.gifsmile.gif

პ.ს.დღეს ვატარე ზადიქი ედტ ძველი-პირველი..და უცნაური ვანილია ასევ ვთქვათ-დარქი..დავისხი ერთ ხელზე ტომ ფორდის ედტ პირველი..და ვითომც არაფერი დაგესხას კაცს 1 საათში..საშინელი გადარეფორმურილებულია..არ იყიდოთ არავინ-არ შეცდეთ..ჩემი რჩევაა..ასევე მეორეზე დავისხი პაშა ახალი ედპ..2 საათზე მეტი იყო სულ სხვა სურნელი,სპეციებით და ჰოი საკვირველებავ..უცნაურად იყეფებოდა ეს 2 საათი..მერე "დაზგნარდა" და გადაიქცა ასევე ვთვათ ნაზომატოს აფგანოს გამქრალი სურნელით-უკვე რომ ლაგდება 10-12 საათის მერე..არ დავუჯერე რეცეპტორებს და ძმას დავატესტინე და მანაც იგივენაირად აღიქვა!!!???smile.gifნუ მოკლედ რა..რა ხდება ამ ამ ახალ ტრენდებში მე არ ვიცი,მაგრამ ეგ ვიცი რომ სურნელი ასე რადიკალურად არ უნდა იცვლებოდეს ბაზის მერე..ანუ ბაზის მერე შეიცვალა!!!???ნუ ჰევროპამაც გაუბერა აშკარად..

Posted by: rezi0881 17 Nov 2020, 20:12
akako78

წინა ზაფხულს იყო, ჯერ კიდევ ბლომად სუნამოები ელაგათ არტიზანის, რატომღაც არ ვამახვილებდი მაგ ბრენდზე ყურადღებას, არადა დაბალი ფასი იყო და კარგი რამის შერჩევა შეიძლებოდა, უფრო სწორად რაც ვნახე სახელები არ მახსოვს მაგრამ განსაკუთრებულად რამე არ მომწონებია. ეგ მანდარინი ფრეშია და მომეწონა smile.gif

Posted by: akako78 17 Nov 2020, 20:36
rezi0881
ეხ რევაზ რაღაზე უნდა გაამახვილო ყურადღება მე მგონი ამოწურე 80% ლიმიტი შენი ინტერესის..smile.gifsmile.gif
პ.ს. კოლექცია გაქვს უმაგრესი..ნუ ჩემი გადმოსახედიდან..მე ჯერ ლუქსებს ვებრძვიsmile.gif

Posted by: rezi0881 17 Nov 2020, 21:33
akako78

არა, ბევრი საინტერესო რამეა, სხვა თუ არაფერი სულ ემატება და ემატება სიახლეები. ისეთი ინტერესიც აღარ მაქვს როგორც თავიდან და ეხლა უფრო სხვანაირი მიდგომა მაქვს.
არაფერი ბრძოლა არ უნდა ლუქსებს, მშვენიერი სუნამოა ძალიან ბევრი, თან კარგი შერჩეული გაქვს და დროში შეგროვებული, რატომ იცრუებთ გულს? ორივეს ქონა უფრო სწორი მიდგომაა.

Posted by: akako78 17 Nov 2020, 22:29
rezi0881
კი მართალი ხარ..მასე ვარ მეც..სააკაძეში რომ არის კინოფილმში-ბარათაშვილს რომ ეუბნება მწიგნობარი მეცნიერ-ოსტატი ციხეების მშენებლობის არ დაგანებებო..ასე ვარ მეც..არ დავანებებ ჩემს წლების წინ ნაგროვებ სუნამოებს ლუქსი იქნება თუ არალუქსიsmile.gifნიშეებს ვეპარები ისე როგორც მელია საქათმესsmile.gifვებრძვი მეთქი ვგულისხმობდი რომ ლუქსებსაც ვყიდულობ..არ ვარ მხოლოდ ნიშეზე ჩაციკლულიsmile.gif

Posted by: Arien 18 Nov 2020, 12:04
akako78

მოვუსმინე,მადლობა smile.gif
ნახსენები ხუთი სუნამოდან გალიანო და ელდო მაქვს,კომ დე გარსონიც ვიცი,დანარჩენი ორი არა,ოღონდ მე გალიანო უფრო გაზაფხულზე მიყვარს და არა შემოდგომაზე.
ბლოგერებიდან ამ გოგოს ვუსმენ - Fragrant Cat.
Atelier Cologne-ის სემფლები რომ გამოვწერე მაშინ ვიპოვე,იგივე ნაკრებზე ჰქონდა მიმოხილვა.ელი სააბის პრივატ ხაზიდან რომ 4 სუნამო მაქვს ეს მისი დამსახურებაა და
The Merchant of Venice - ც.პარფიუმერული გემოვნება რაღაცეებზე ემთხვევა,მაგ.მოსკინოს ლაით ქლაუდს მოსწონს.ბევრ ჩემთვის უცნობ სუნამოზე აქვს რევიუები და საინტერესოა.
alyonka_blog - ეს ბლოგერიც მომწონს,ძალიან საყვარელია,გულწრფელი,მისი დამსახურებითაც რამდენიმე ბრენდით დავინტერესდი,ახლა
Citizen Queen - Juliette has a Gun ამას ველოდები.

Posted by: akako78 18 Nov 2020, 14:09
Arien


არაფრის რა მადლობა..კი ვიცი ეგენიც შემხვედრია ლისტში..Atelier Cologne-დან,ლა არტიზან პარფიუმერიდანაც იცი კარგი რამე-რუმეები?მამაკაცურს რომელს დაახასიათებდი?
პ.ს.ფორდზე და ესტე ლაუდეზე იქნება ფასდაკლებაო ლუტეციამ..დააცარიელებენ ფორდის თაროებსsmile.gif

Posted by: rezi0881 18 Nov 2020, 14:27
Arien

როგორ ხარ? Exit the King - Etat Libre d'Orange ეს თუ ჩამოგივიდა როგორ მოგეწონა?

Posted by: USER001 18 Nov 2020, 21:34
მანდარინი - ანანასი , რომელ სუნამოშია ყველაზე გამოკვეთილად?

Posted by: Arien 18 Nov 2020, 21:49
akako78
QUOTE
Atelr ieCologne-დან,ლა არტიზან პარფიუმერიდანაც იცი კარგი რამე-რუმეები?მამაკაცურს რომელს დაახასიათებდი?

Atelier Cologne-დან ნებისმიერი შეძლება ატაროს კაცმა,არცერთი არ არის გამორჩეულად ფემინური.ხშირად სახელდან იკითხება თუ რა ნოტა აქვთ დამუშავებული და ინტერესის მიხედვით შეიძლება არჩევა.გმორჩეული ციტრუსები აქვთ,ცოცხალი,ინტენსიური სურნელით,სეტს გადავხედე საიტზე და ძალიან კარგი ნაკრებია,ბრენდი თუ გაინტერესებს,სეტის შეძენა ჯობია.
L'Artisan Parfumeur-ის მაქვს Drôle de Rose,მქონდა L'Ete en Douce და Rose Privée,ამ ორივეს სიამოვნებით გავიმეორებდი ზაფხულში.
ნოტინოს სემფლები მქონდა Tea for Two და Traversee du Bosphore,ორივე კარგი და უნისექსი სუნამოა,შეიძლება კაცს უფრო მეტად მოუხდეს.სამწუხაროდ ბევრს არ ვიცნობ ამ ბრენდიდან.
rezi0881
QUOTE
როგორ ხარ? Exit the King - Etat Libre d'Orange ეს თუ ჩამოგივიდა როგორ მოგეწონა?

როგორ ვარ და სამსახურში ბევრი საქმეა.თანამშრომლები მორიგეობით დადიან თითო კვირით,ყველა ერთბაშად რომ არ დაინფიცირდეს და მე კიდევ ყოველ დღე,რახან ოთახში მარტო ვარ.ჰოდა დავიღალე biggrin.gif
Exit the King - ჩამოვიდა,ვარდის ძვირადღირებულ საპონს რომ ჟასმინი დაუმატო ეგაა,უფრო ქალისკენაა,ბაზაში უკვე ხავსი და ჟასმინი ხდება ინტენსიური.რაღაცით ჰისტორის მონა ლიზას ჰგავს.ან დაახლოებით Putain des Palaces +Jasmin et Cigarette,სიგარეტის გარეშე.
ჯერ სემფლი მეყოფა,მერე ვნხოთ.
ამასაც ველოდები -

Posted by: black_man 18 Nov 2020, 22:09
fragrancebuy.ca ამ საიტზე ვერ ვნახე კოდი შიფინგი უფასო რომ იყოს............ rolleyes.gif

Posted by: rezi0881 18 Nov 2020, 22:50
Arien

ბევრი საქმე ტეხავს biggrin.gif მაგრამ იზოლირებულად ყოფნა მაინც ყველაზე კარგი ვარიანტია ამ სიტუაციაში.

Exit the King ზე წერენ რომ უფრო ქალურია, საპნის და ხავსის კომბინაცია საინტერესო ჩანდა მაგრამ, ვარდი და ჟასმინი თუ იგრძნობა გამოკვეთილად ქალური იქნება. კიი მეც რამოდენიმე სემფლი შენახული მაქვს რაც მომწონს და დიდხანს მყოფნის ესენიც.

Aerin ეს ბრენდი საერთოდ არ ვიცი, დავსერჩე და სულ ქალის სუნამოები ქონია. smile.gif

დღეს მოვხვდი გალერიაში, ბევრი არაფერი მითვალიერებია ხელის ხლება რომ არ შეიძლება, კონსულტანს ვთხოვე და თითო სპრეი Wonderwood და 2 Man დავასხმევინე ხელზე. ამ წვიმიან ამინდში მინდოდა 2 Man დამეტესტა და მართლაც ძაალიან კარგი იყო. Wonderwood იც ძალიან მომწონს ესეც მაგარი ვუდიარომატიკია. ჩვეულებრივი 2 იც კარგია და საინტერესო ნასომატოს ბლამაჟს გავს.




Posted by: Arien 19 Nov 2020, 13:57
rezi0881
QUOTE
Aerin ეს ბრენდი საერთოდ არ ვიცი, დავსერჩე და სულ ქალის სუნამოები ქონია.


ესტე ლოდერის შვილიშვილია,ესტეს კომპანიაში მუშაობს და საკუთარი ხაზიც გააკეთა.მისი ორი მინიატურა მაქვს და სამი კოლონის ნიმუში,ძალიან მომეწონა,ქალური,თავბრუდამხვევი არომატებია,ხარისხი იგრძნობა,არ დამენანება იმ თანხის გადახდა რასაც ითხოვენ.

QUOTE
Wonderwood

ეს მეც მომწონს,ვერცხლისფერი ორიანიც მქონდა მაგრამ ეგეც იჩუქეს,მოკლედ კომ დე გარსონებში არ მიმართლებს biggrin.gif
მოსკინოს შავ დათუნიაზე იმდენი ვწერე,რომ ეგეც აღარ მაქვს.3,5 წლის ძმიშვილს მოეწონა ფლაკონი და მივეცი,ისეთი ბედნიერი იყო love.gif როცა მოდის,მისი ერთ-ერთი გასართობი ჩემი სუნამოების დალაგებაა,იღებს უჯრიდან,ამწკრივებს იატაკზე,აძრობს თავსახურებს და ყნოსავს,არჩევს რომელი კარგია,მერე ერთად ვალაგებთ smile.gif)

Posted by: akako78 19 Nov 2020, 16:42
Arien
აუ რამდენი ვიცინეsmile.gifჩემმა ბიჭმა რომ მკითხა ლურტეციაში ვიყავით-მამიკო ამათ როჟა დოვი აქვთო?და გოგოებმა ყურები ცქვიტესsmile.gifდა მაგარი იცინეს...4 წლის იყოsmile.gif

Posted by: rezi0881 19 Nov 2020, 16:46
Arien

ააჰ გასაგებია, კარგად შეითავსეს პაპა ბებიების პროფესია biggrin.gif Juliette Has A Gun ამის პარფიუმერიც ხო ნინა რიჩის შვილიშვილია.

ვერცხლისფერი 2 იც კარგია, კიდევ თუ შეიძენ გადამალე არ გამოაჩინო, ნამეტანი ეტანებიან კომ დე გარსონს. biggrin.gif მოსკინოს ისეთი ფლაკონი აქვს ნადვილად მოეწონებოდა, სუნამოებსაც თუ შეაყვარებ მერე თქვი შენ, არ მოგიწიოს ხშირხშირად გაჩუქება. biggrin.gif

Posted by: 4L3X 19 Nov 2020, 16:58
Arien
პრაქტიკულად ანაგრამა გიპოვნია.

და აი ასე გაუფრთხილებლად ამის დროც მოვიდა

user posted image

მძიმე მაგრამ ამავე დროს მიმზიდველი სურნელი. ზუსტად ცივი ამინდებისთვის.

Posted by: USER001 19 Nov 2020, 20:48
კრიდის სანტალი უკვე გამიტრუხდა givi.gif

ხილის/ციტრუსოვანი სურნელით რომელ სუნამოს მირჩევთ ფორუმებო?

თუ არა და CDNIM ვიყიდი yes.gif gigi.gif

Posted by: akako78 19 Nov 2020, 22:20
USER001
სედრა ბუასე იყიდე მანსერასი და ორ კურდღელს დაიჭერ-არ დაგჭირდება ყიდვა არმაფის..ან ვილდ ფრუიტი-ცუდი არ უნდა იყოს ასე მახსოვს..რავიცი ან ესსენტრიკი იყიდე 04..დღეს დავტესტე და უმაგრესია ..
* * *
4L3X
ეგ კარგი რამე უნდა იყოს..დავტესტე ადრე..მაქვს რედ ტობაკო და მართლაც რომ მძიმე არტირელიაა..ჯერ არ გამიხსნია-მაქვს მაგდაგვარი თაფლი თამბაქო ალუბალის პონტში მუგლერის ჰავანა და არ ვიჩქარე..ბლექ თუ ბლექი და ბლექ ლაინი მანსერასი არ სჯობნის მაგ პრესტიჟიუმს?შეგიდარებია ეგენი ერთმანეთისთვის?მახსოვს ეგენი ორივე ძალიან კარგი სუნამოები იყო როცა დავტესტე თუ ეხლა არ დააცვედანეს და არ გამოუსვეს კვერცხებში ცელი..smile.gif

Posted by: 4L3X 19 Nov 2020, 22:30
akako78
ამას რომ ვყიდულობდი Black to Black არ ქონდა გამყიდველს. Black Prestigium გამასინჯა და Black Intensive Aoud. ძალიან მსგავსი ინგრედიენტები აქვს აი ძმებივით არიან. მაგრამ პრესტიჟი უფრო დახვეწილია Black Intensive Aoud უფრო აწყვეტილია. 2 წლის წინ ვიყიდე (ძალიან კონცენტრირებული და 120მლ არ არის ადვილი გასახარჯი) ამიტომ არ ვიცი ეხლა გაწყალებულია თუ არა.

Posted by: USER001 19 Nov 2020, 23:00
QUOTE (akako78 @ 19 Nov 2020, 22:20 )
USER001
სედრა ბუასე იყიდე მანსერასი და ორ კურდღელს დაიჭერ-არ დაგჭირდება ყიდვა არმაფის..ან ვილდ ფრუიტი-ცუდი არ უნდა იყოს ასე მახსოვს..რავიცი ან ესსენტრიკი იყიდე 04..დღეს დავტესტე და უმაგრესია ..
* * *

მანსერას ვცდი, ოღონდ აქ ვიყიდი.
Fragrancenet - დან გამოწერილი სანტალი 4-5 საათში უკვე აღარც იგრძნობა კანზე ეს ბოლო პერიოდია, როდესაც ლუტეციაში დაპკურებული 10 საათამდე იყო შესამჩნევი vik.gif

Posted by: პიანისტი 20 Nov 2020, 10:16
გამარჯობა^^
არომატეკამ ფბზე დაპოსტა განსაკუთრებულ სეილებზე,რომელიც ყველა ბრენდს ეხება დღეს და გაქვთ ინფორმაცია % ზე?

Posted by: Arien 20 Nov 2020, 10:17
akako78
QUOTE
აუ რამდენი ვიცინეჩემმა ბიჭმა რომ მკითხა ლურტეციაში ვიყავით-მამიკო ამათ როჟა დოვი აქვთო?და გოგოებმა ყურები ცქვიტესდა მაგარი იცინეს...4 წლის იყო


საყავრელი love.gif
ჩვენიც ბიჭია,უფრო პატარა რომ იყო ერთი კრისტალებიანი ფლაკონი გამიტეხა,ბურთები რომ დაგორავდა ეგ მოსწონდა და დაატარებდა.
ერთხელ შეძვრა სადღაც 20მლ სუნამო დაცალა,ასხა და ასხა კუთხეში biggrin.gif ახლა დაჭკვიანებულია,მეკითხება ხოლმე და იცის სახეში როგორ არ მიისხას.

rezi0881
QUOTE
ააჰ გასაგებია, კარგად შეითავსეს პაპა ბებიების პროფესია  Juliette Has A Gun ამის პარფიუმერიც ხო ნინა რიჩის შვილიშვილია.

Juliette Has A Gun - ამის ბოლო სუნამო მომეწონა - Musc Invisible,დიდი განვითარება არ აქვს,როგორც თავიდან იგრძნობა,ბოლომდე ეგეთია,მაგრამ ძალაიან სასიამოვნო მუშკია,თითქოს მარილის ნოტით,პუდრით და მცირე დოზით ყვავილებით,უნისექსია.თუ მშვიდობა იქნება,მოვძებნი მერე საიდან გამოვწერო ფლაკონი.
Nicolai Parfumeur Createur - ეს ბრენდიც გერლენის ოჯახის წარმომადგენლისაა - Patricia de Nicolaï.საინტერესო სუნამოები აქვს,რამდენიმე ნიმუში მქონდა და ფასიც ხელმისაწვდომია.სიამოვნებით გავეცნობოდი უფრო მეტს.ზოგადად მომწონს ეს მემკვიდრეობითი ბრენდები,ძლიერი ზურგი აქვთ და ვფიქრობ ეცდებიან ხარისხი შეინარჩუნონ,რაღაც საინტერესო შექმნან და ა.შ.
QUOTE
არ მოგიწიოს ხშირხშირად გაჩუქება.

ბოლო ორ კვირაში ოთხი სუნამო გავაჩუქე,თუმცა კიდევ ბევრი დამრჩა smile.gif)

4L3X
QUOTE
პრაქტიკულად ანაგრამა გიპოვნია.

დიახ და ეგეც მომწონს smile.gif)

Posted by: akako78 20 Nov 2020, 10:18
USER001
შძეგიძლია წაიღო ბოთლი და შეადარო..ფრგარანცენეტზე წესით არ უნდა იყოს ფეიკი..უბრალოდ აქ შეიძლება ძველი ფორ,ულაცია აქვთ შემორჩენილი და ახალი უკვე დაცვედანებულია..რა გასაკვირია-გაიყიდა ქრიდის სახლი..აწი ეგენი არ მგონია გაბრწყინდნენ..ძველი ინერციით იმოძრავებენ სავარაუდოდ..მანსერასაც ახალი ფორმულაცია აქვს..სურნელიც შეცვლილია..უფრო დახვეწილია,მაგრამ გამყოლობა ძველის სჯობნის..ძველი სმოუკია და საერთოდაც არ გავს ავებტუსს..ახალი უფრო ჰგავს..ვულევუში ფასდაკლებას დაელოდე და იყიდე..
* * *
Arien

უყურე შენ?smile.gifხო კიდევ კარგი თვალებში არ შეისხაsmile.gifხო ეტყობა დაგინახა და გბაძავს პარფუმერიის სიყვარულშიsmile.gif

Posted by: rezi0881 20 Nov 2020, 14:13
Arien

Juliette Has A Gun არ ვიცნობ კარგად ამ ბრენდს, ბევრიც არ მითვალიერებია, უფრო ქალბატობებისთვის არის ამის სუნამოები, ნუ ყოველშემთხვევაში მე რაც ვნეხე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

Nicolai Parfumeur Createur კი ეს ვიცი გერლენის ოჯახის წარმომადგენლია მუშაობდა გერლენში და მერე თავის ბრენდი შექმნა, ამისი სუნამოებიც საინტერესო ჩანს. არაფერი დამიტესტავს თუმცა ხშირად შემხვედრია განხილვებში. Cap Neroli მაინტერესებდა ერთი პერიოდი ხშირად ატრიალებდნენ იუთუბერები.


Posted by: Master_Nick 20 Nov 2020, 18:08
ფერარის ბრაით ნეროლი და მუგლერის კოლონი, ამ ორიდან საზაფხულოდ რომელს გაუწევთ რეკომენდაციას?

Posted by: akako78 20 Nov 2020, 19:15
Master_Nick
მუგლერი ადრე ძალიან კარგი იყო..წააგავს ქრიდის ვეტივერს როგორც მახსოვს..ნეროლიც კარგია იაფია და მაგ ფასში არ დაიწუნება..

Posted by: USER001 20 Nov 2020, 19:39
QUOTE (akako78 @ 20 Nov 2020, 10:18 )
USER001
შძეგიძლია წაიღო ბოთლი და შეადარო..ფრგარანცენეტზე წესით არ უნდა იყოს ფეიკი..უბრალოდ აქ შეიძლება ძველი ფორ,ულაცია აქვთ შემორჩენილი და ახალი უკვე დაცვედანებულია..რა გასაკვირია-გაიყიდა ქრიდის სახლი..აწი ეგენი არ მგონია გაბრწყინდნენ..ძველი ინერციით იმოძრავებენ სავარაუდოდ..მანსერასაც ახალი ფორმულაცია აქვს..სურნელიც შეცვლილია..უფრო დახვეწილია,მაგრამ გამყოლობა ძველის სჯობნის..ძველი სმოუკია და საერთოდაც არ გავს ავებტუსს..ახალი უფრო ჰგავს..ვულევუში ფასდაკლებას დაელოდე და იყიდე..

სავარაუდოდ მაგ ფორმულირების ამბავია, ვულევუში სედარ ბოისე საერთოდ არ აქვთ ამ ეტაპზე, და რაც აქვთ ქალის არომატებია.


ფორუმელებო, შემოდგომა ზამთრის სუნამო შემარჩევინეთ.

რამე კომპლიმენტების მაგნიტი lol.gif

ზოგადად გრილი სურნელები მომწონს...

Posted by: Master_Nick 20 Nov 2020, 21:18
akako78
კი აქებენ მაგ მუგლერს.
აზაროს ვაილდ მინთი ჩამოუტანია ვულე ვუს და ხომ არ დაგიტესტია?

Posted by: rezi0881 20 Nov 2020, 21:28

ეს გერმანელი ბლოგერი იცით? Marc Gebauer, ძვირფასი საათებით მოვაჭრეა.. სტილის ექსპერტი, ძალიან მოხდენილად იცვამს ჯენტლმენ სტილში. რამოდენიმე ვიდეო უდევს თავის არხზე ძალიან ძვირფასი უდების.. ეს ვიდეო კი უდის დისტილაცია წარმოებაზეა და საკმაოდ საინტერესოა, აქვს ამ ორიენტალ უდს რაღაც მომაჯადოვებელი, ოღონდ გააჩნია რამდენად ძვირფასია და რამდენად კარგად არის დამუშავებული.

Oud Imperial Extrait Perris Monte Carlo ეს მომეწონა ძალიან, ადრეც დავწერე.. იგრძნობა სურნელის სიძვირფასე და ფასითაც საკმაოდ ძვირი ღირს. ვისაც მოგწონთ აღმოსავლური უდები ეს ნამდვილად მოგეწონებათ.





Posted by: akako78 20 Nov 2020, 22:25
Master_Nick
არა სხვები ვტესტე ზოგიც ნიშე ზოგიც დიზაინერი..დანჰილი გქონდა მე მგონი სენჩური და არ მოგეწონა?მაგარი გამყოლიცაა და უცხო სურნელი აქვს..ძვირფასი საპნისებრია..გამყოლობაც მახსოვს საკმაოდ კარგი აქვს..

Posted by: Master_Nick 20 Nov 2020, 22:40
akako78
კი დანჰილის სენჩური მაქვს და ვერ ვიგუე, რთულია ჩემთვის, ნამდვილად უცხო სურნელი აქვს.

Posted by: akako78 21 Nov 2020, 10:33
rezi0881
კი საინტერესო ვიდეოა რეზი..უდი ამ ბოლო ხანს მაგრად მომწონს კიდევ უფრო..ზამთარში გათბობს რაღაცნაირად..თან რას დავაკვირდი რომ მზიან ამინდს არ უხდება მაინცდამაინც..უფრო საღამოს ან წვიმიან-აი დღევანდელ ამინდს:მოღრუბრულს-ნესტიანს უფრო ვახდენ მე ჩემზე..

ეგ მონტე კარლო პერისი კარგად არის შეფასებული-დავტესტავ იქით კვირაში..მგონი ლუტეციას აქვს არა?

Posted by: 4L3X 21 Nov 2020, 10:55
akako78
QUOTE (akako78 @ 21 Nov 2020, 10:33 )
კი საინტერესო ვიდეოა რეზი..უდი ამ ბოლო ხანს მაგრად მომწონს კიდევ უფრო..ზამთარში გათბობს რაღაცნაირად..თან რას დავაკვირფი რომ მზიან ამინდს არ უხდება მაინცდამაინც..უფრო საღამოს ან წვიმიან-აი დღევანდელ ამინდს:მოღრუბრულს-ნესტიანს უფრო ვახდენ მე ჩემზე..

მეც ეგრე მეგონა რომ უდი უფრო ცივი ამინდებისთვის არის. მაგრამ Aoud Lemon Mint სცადე. ეხლა საერთოდ არ იხსნება. სამაგიეროთ ზაფხულშია ძალიან კარგი. თუ ცხელ ამინდში "სვეჟაკები" ყელში ამოგივიდა აი ეს უნდა სცადო მომგებიანად გამოგარჩევს სხვებისგან.

user posted image

Posted by: akako78 21 Nov 2020, 11:02
4L3X
კი ვიცი ეგ..რომ გამოვიდა დავტესტე და მომეწონა..ყიდვა ჯერ არ მიფიქრია..ლემონ ლაინზე მეტად მე მგონი ეგ უფრო მომეწონა..მანსერას რომ სწყალობ გეტყობა და მონტალების თუ გაქვს რაიმე?მე ჯერ მონტალი არ მიყიდია რატომღაც..მაინტერესებს ბლექ უდი და რედ ვეტივერი..ნაქები ინტენს კაფე რომ დავისხი-საკაცეთი წამიღეს სახლში..შაკიკი გამიათმაგა და ცხვირის რეცეპტორები დასასვენებლად გაუშვა კაი ხნითsmile.gifრომ მახსენდება ეხლაც მზარავსsmile.gif

Posted by: 4L3X 21 Nov 2020, 11:10
akako78
არა Montale-ებს არც ვეკარები აი ზუსტად იმ მიზეზებით რაც შენ ჩამოთვალე. Mancera უფრო დახვეწილი და რაფინირებულია. პიერ მონტალი მაგ კომპანიისთვის რომ ქმნის სუნამოებს მემგონი არ კლიენტს ითვალისწინებს და არც გარშემომყოფებს. "ხელოვნებას" ქმნის რომელიც ყველას არ ესმის.

Posted by: akako78 21 Nov 2020, 11:31
4L3X
უდ ლეზერ მონტალი არის ტომ ფორდის ომბრე ლეზერის და ტუსკანური ტყავის ინსპირაცია..თან იაფად არის ვიდრე ესენი..აქ ეხლა ფორდზე 40 პროცენტია ფასდაკლებაა ორ არომატზე და დანარჩენზე 30 პროცენტია..მაგრამ ისე გაუძვირებიათ საწყისი ფასები რომ არც კი ღირს მაგათი ყიდვა..აგერ მონტალს ან მანსერას გამოიწერ კაცი მაგ ფასებში ბარე 2-ს..

პ.ს.მანსერასი პირველ რიგში მინდა ეხლა ჰინდუ კუში და უდ ექსკლუზივი..

Posted by: rezi0881 21 Nov 2020, 12:34
akako78

კი, მეც ზამთარში მომწონს უდი, ცივ და უჟმურ ამინდებში.. ზაფხულში არც ვეკარები, მაგრამ არის ხალხი ვინც ზაფხულში ატარებს უდს, ამბრას, და მაგ პერიოდში უფრო მოსწონთ, ისეთი მოსაზრებაც არის რომ ზაფხულში ცხელ კანზე უფრო კარგად იხსნება ეს ინგრედიენტები. მე რამდენჯერაც ვცადე სიცხეში ისე შემაწუხა მაშინვე ჩამოვიბანე. სიცხეში გრილი და ციტრუსი სხვა რამეზე გადაკეტილია რეცეპტორები. პერის მონტე კარლო კი ლუტეციაში არის, ამის სანდალსაც ძალიან აქებენ Santal du Pacifique Extrait

Posted by: 4L3X 21 Nov 2020, 12:55
rezi0881
უდი უდისგან განსხვავდება. აი მე რომ დავდე Black Prestigium ეგ რომ დავისხა ივნისში ალბათ ტვინში სისხლი ჩამესხმევა. მაგრამ Aoud Lemon Mint საზაფხულოა.

Posted by: akako78 21 Nov 2020, 13:23
rezi0881
ხო გააჩნია მართლაც უდს..ნატურალური უდი დავისხი და მართლა სულ სხვა არის..ჯერ მაგ დონემდე ვერ ვარ მისული..ხო დამუშავებასაც გააჩნია..მაგალითად მე რომ ლევანტიუმი ვიყიდე ისეთი მსუბუქია უდის მხვრივ რომ ზაფხულში საღამოს(არა მზეზე)ძალიან კარგი იქნება..ნუ მოკლედ ზაფხულშიც შეიძლება თუ სუნამოს შეარჩევ-ოღონდ მთელი მუღამია რომ მზე უნდა იყოს ჩასული..აქაა მთავრი ასპექტი ჩემთვის..

Posted by: rezi0881 21 Nov 2020, 13:28
4L3X

კი ნამდვილად განსხვავდება უდები ერთმანეთისგან. Black Prestigium ეს როდესაც ვნახე ძალიან მომეწონა, ეხლა კარგი იქნება სამაგისო ამინდები დაიწყო.
Aoud Lemon Mint ეს ზაფხულში დავისხი დასატესტად, კარგი ფრეშ ციტრუსით იწყება მერე უფრო უდში მიდის, ციტრუსის და უდის კომბინაციაა, საინტერესოა,
საზაფხულოდ მე ეს უფრო მომეწონა Soleil d'Italie Mancera

Posted by: akako78 21 Nov 2020, 13:38
rezi0881
4L3X
ვეივ მასკსაც აქებენ ზაფხულში..არ მახსოვს ეგ..ალბათ არც დამიტესტია..

Posted by: rezi0881 21 Nov 2020, 13:39
akako78

უდი აღმოსავლური იაფფასიანი და ქიმოზური მტრისას, არც უნდა მიეკარო, უბრალოდ ის რაც დისტილირებული და ნატურალური ქვია, რა ფასები ღირს ვინაა მაგის მყიდველი. მე საერთოდ არ მიყვარდა მაგრამ ნელნელა შემეცვალა გემოვნება, ყველაზე მეტი სიღრმე განვითარება მაინც მასეთ აღმოსავლურ სუნამოებს აქვს.

Posted by: akako78 21 Nov 2020, 13:42
rezi0881
კი მეც მასე ვარ ეხლა..შევეპარე უდებს..არადა ეხლა ფუჟერებია მოდაში უფრო..მაგრამ უდს ვერ ჩამოსწევს ვერავენ რადაგანაც უკვე დიდი ხანია დაიმკვიდრა ადგილი ამ ნოტამ პარფიუმერიაში..

Posted by: 4L3X 21 Nov 2020, 14:00
rezi0881
akako78
მე 2 სახლი ვიცი ექსკლუზიურად უდზე რომ მოუშაობს Amouroud და The House of Oud ორივე კაი ძვირია. დატესტვით არ დამიტესტია მაგრამ ალბათ განსხვავებული იმ უდებისგან რაც გამისინჯავს მაგ ნოტის.

Posted by: rezi0881 21 Nov 2020, 14:12
akako78

კარგია თვალიერებაში უფრო და უფრო აღმოაჩენ საინტერესო რამეებს, განსაკუთრებით უფრო უდებზე რო ჩამოიყალიბო გემოვნება.

4L3X

Amouroud ამის Oud du Jour ძალიან კარგია, ისედაც კარგი სუნამოები აქვთ, The House of Oud ამის არაფერი არ ვიცი.


Posted by: akako78 21 Nov 2020, 17:28
პარფუმს დე ნიკოლაის თუ რაიმე დაგიტესტავთ?ან ნიორკ ინტენსი ხომ არ იცით ამ სახლის?

Posted by: USER001 22 Nov 2020, 00:35
Bleu de chanel Eau de parfum
Bleu de chanel parfum - დან რომელი უფრო მამაკაცურია?


Posted by: Master_Nick 22 Nov 2020, 09:29
Mugler pure malt რა მაგარი სუნამო ყოფილა, ამ ბრენდის სხვა სუნამოებზე რას ფიქრობთ? კრიპტომინტი და ულტრაზესტი მაინტერესებს.

Posted by: akako78 22 Nov 2020, 10:51
Master_Nick
კრიპტომინტი როცა იყიდებოდა და პურ ტონკა არ ვიყიდე რატომღაც ამაზონზე..42-49 დოლარმდე იყო..კურსი 2.6 ალბათ საშუალო..კი კარგია პურ მალტიც,მაგრამ მე უფრო ჰავანას ვიყენებ..
პ.ს.ნიკ რომ მოგწერე ნახე?
USER001

სამი ბლუდან მე ედპ მაქვს და ედპ მომწონს..თუმცა სამივე კარგია თავისებურად..ედტ ადრე ძალიან კარგი იყო..ახლები გადაარეფორმულირესო და არ ვიცი..ახალი პარფუმისგან უფრო მეტს ველოდი..ჩემს კანზე დიდხანს ვერ ძლებს..უნდა დატესტო ხელდახელ..ერთზე დაისხა ედპ და მეორეზე ახალი პარფუმი...

rezi0881

აფგანოს სტილის ლაუდანო ნერო არის ყველაზე მისაწვდომი და განბაჟება რომ არ სჭირდება,მაგრამ არ ჰგავს ისე როგორც იძახიან..თუ დაგიტესტავს რეზი?ისე მაგარი გამყოლია-მკვეთრია კი,მაგრამ ჯდება მერე კათოლიკური ეკლესიის სურნელიც დაჰყვება რაღაც მაგიური ოპიუმივით..ჩემზე გაიხსნა სმოიკი სურნელით,მერე ლადანით და თითქოს ირისის არაპუდრისებრი ნოტებით..გამყოლობა ძალიან კარგი აქვს..პირბადეებშიც კი ატარებდა აშკარადsmile.gif

Posted by: febus 22 Nov 2020, 11:46
user posted image

ეს სუნამო მითავდება ძაან მომწონს და სად და რამდენად ვიყიდი ხო არ იცით?

Posted by: rezi0881 22 Nov 2020, 12:36
akako78

მასეთია ჩემთვისაც შენ როგორც დაახასიათე, განბაჟების გარეშე თუ შეიძენ კარგი ვარიანტია, თავიდან არ მომეწონა მაგ სიმკვეთრის გამო მაგრამ მერე შემეცვალა აზრი, კუირსის ტარება რო დავიწყე მაგან გამიღრმავა ინტერესი მსგავსებზე და ნელნელა უფრო და უფრო მომეწონა და დამაინტერესა. პირველად ეგ ვნახე ავგანოს სტილის სუნამოებში და რაღაც ბომბა იყო, სუნამოს სურნელადაც ვერ აღვიქვი იმდენად უცხო და ძლიერი რაღაც იყო. ეხლა ვთვლი რომ მშვენიერი საკოლექციო ნიმუშია, ბედკიდი რო პოსტავდა მაგას ძალიან მოწონდა მახსოვს. მოკლედ ავგანოს თემატიკა თუ გინდა ფასი ხარისხიდან გამომდინარე კარგი ვარიანტია.

febus

ეგ ბრენდი ლუტეციას აქვს, ეგ კონკრეტული არ ვიცი აქვთ თუ არა, ჯობია ფბ-ზე მიწერო, ეხლა ფასდაკლებები აქვთ და შეიძლება იაფი იყოს.




Posted by: akako78 22 Nov 2020, 13:02
rezi0881
კი მახსოვს ბედ კიდს ჰქონდა..მაშინ მეც მემკვეთრა და ეხლა ეტყობა მიეჩვია ცხვირიsmile.gifკი განბაჟების გარეშე შეიძლება ტესტერის დათრევა..მაგაზე იაფად ვერაფერს ვერ იყიდი მაგ სტილში სამწუხაროდ..კუირსიც მინდოდა ძალიან რადგანაც ლაითია(111 დოლარად არის ტესტერი-მაგრამ განბაჟება უწევს,ხომ არ იცი საიდან შეიძლება მაგის ყიდვა განბაჟების გარეშე?) და LM პარფუმის ბლექ უდი..თვითონ აფგანოც მაგრამ ძალიან გაწყალებულია ეხლანდელი რაც დავტესტე..30 პროცენტი აქვს შემცირებული..კანზე მალე ქრება..ტანსაცმელზე ლაუდანომ 2ჯერ დიდხანს გააგრძელა..აქედან დასკვა აფგანოში 30 მლ იხდი 400 ლარამდე გამოწერით ან 450 იღებ 30მლ-ს..ტესტერს ლაუდანოსას 100მლ კი 260 ლარში..ვიყიდი უცილობრივ საკოლექციოდ,თანაც ექსტაქტია პარფუმის..
პ.ს.ისე ტერონი მაგ სტილში ამჟამად ყველას მირჩევნია..სოსპირო და ბლექ უდის LM პარფუმის შემდეგ..შტერკუსის ჯერ ვერაფერი გავიგე..ბოსელი და თავლაა ერთგვარი(თუ ჩაურღმავდება კაცი-რაც არ მინდა რომ გავაკეთო უფრო შორს წახვალ კიდევsmile.gif

febus

$59.14 ღირს ფრაგზე(fragrancenet.com) ოღონდ უნდა იყიდო მოქმედი ამაზონის ღილაკით და გადაავსო 60 დოლარის მაღლა შეკვეთა და ამერიკის მისამართზე უფასოდ მიიტან..210-215 ლარი მაინც დაჯდება ჩამოტანით მხოლოდ ეგ..ასე რომ გაითვალისწინე..ოღონდ კუპონის კოდი უნდა ჩაუწერო ყიდვისას 35% ოფ-ი..აქ ლუტეციაში დარეკე და გეტყვიან ფასებს

Posted by: rezi0881 22 Nov 2020, 13:13
akako78

ვერ გეტყვი გამოწერის ფასებს აღარ მითვალიერებია ეს სუნამოები. 50 მლ თუ გაწყობს კუირსი აქ ფასდაკლებაზე შეიძლება უფრო ნაკლები გამოვიდეს ვიდრე გამოწერით, თუარადა ლაუდანოსთვის კარგი ფასია გამოსაწერად.

Posted by: febus 22 Nov 2020, 13:19
rezi0881
მადლობა.

............

Posted by: black_man 22 Nov 2020, 14:43
USER001
Bleu de chanel Eau de parfum ეს უფრო მამაკაცური მეჩვენა და უფრო დიდხანს გაძლო ჩემს კანზეც...

Master_Nick
ჰავანაც ძაან მაგარია )

Posted by: febus 22 Nov 2020, 15:16
akako78
ლიტეციაში დავრეკე მაგრამ აღარ შემოგვაქო სამეუხაროდ დიდი ხანიაო.

35% ყველა სუნამოზე აქვთ ფასდაკლება? შავი პარასკევიაო ფასდაკლებებიაო და რამე კაი ვარიანტი თუ ვნახე ვიყიდდი

Posted by: Master_Nick 22 Nov 2020, 15:23
black_man
ჰავანა არ დამიტესტია, საინტერესო სერია აქვს, ტეხავს რომ თბილისში არ არის ხელმისაწვდომი

Posted by: akako78 22 Nov 2020, 15:31
febus
არა კუპონი უნდა ჩაწერო აი ეს როცა კარტაზე გექნება ჩაგდებული TSPECP35 ისე 25 პროცენტია ფასდაკლება..სხვაგან მაგაზე იაფი არ მინახავს ჯერ..და რავიცი თუ ნახავ იყიდე..ამაზონზე 75დოლარია..

Posted by: rezi0881 22 Nov 2020, 16:42
Master_Nick

ქსერჯოფის ნაქსოსი ნახე წარმოდგენა რო შეიქმნა, თუ მოგეწონება ჰავანაც მოგეწონება, გავს ერთმანეთს.
პურ-მალთიც ძალიან კარგია, მე პირადად ჰავანას მირჩევნია.


Posted by: USER001 22 Nov 2020, 16:52
QUOTE (febus @ 22 Nov 2020, 15:16 )
akako78
ლიტეციაში დავრეკე მაგრამ აღარ შემოგვაქო სამეუხაროდ დიდი ხანიაო.

35% ყველა სუნამოზე აქვთ ფასდაკლება? შავი პარასკევიაო ფასდაკლებებიაო და რამე კაი ვარიანტი თუ ვნახე ვიყიდდი

https://email.fragrancenet.com/pub/cc?_ri_=X0Gzc2X%3DAQpglLjHJlTQGhhK2kXohmuIzfXrbfb1TLUzaTuwO4H183yehodhh2tnO1H6DzcKv11n1mcsIUdHzfzaU2zbL5VXtpKX%3DSTRAAURWT&_ei_=Eq2tf9zs59idfPO1Sc_9BbmiGG6JWWMYPixrBIwEnRc8GHd0M4WP-K16KEI2eGBaQCUYdYLUgbIHqwHZpE3t5-4bCra-VZPri4kDhCkALBWFkeDm5R4L.&_di_=u6fnf3fbaq0f82vmuqjubcfjr5u62929653betf4vmj3bbv6lu60

ამ ლინკით ცადე აბა 35% იანი ფასდაკლებაა, თუ არ გამოვიდა დაწერე ვიპოვი უშუალოდ ფასდაკლების კოდს.

Posted by: Master_Nick 22 Nov 2020, 18:22
rezi0881
ჰავანა ტკბილია ძალიან? თუ სწორად მახსოვს ქსერჟოფის ნაქსოსი უსაშველოდ ტკბილია არა? ვერ ვატარებ მე ეგეთ ტკბილებს.

კილიანის ბლექ ფანტომი დავტესტე შენი რჩევით, ვისკი/რომის კომბინაციაში, გადასარევია, მაგრამ რა ფასი ჰქონია old.gif უსაშველოდ ძვირია.

Posted by: rezi0881 22 Nov 2020, 19:14
Master_Nick

ჰო ეგ ორივე ერთ ჟანრშია, ჯობია ნახო მაინც და კანზე დაკვირდე როგორ მოგეწონება თუ გაინტერესებს.

ბლექ ფანტომი მაგარია, ფასი კიი ძვირია, გურმანულია ალკოჰოლის ნოტებით მაგარი რამეა. smile.gif ზამთრისთვის.

Posted by: Master_Nick 23 Nov 2020, 09:58
rezi0881
Atkinsons 24 old bond street ხომ არ დაგიტესტავს როგორია?

Posted by: febus 23 Nov 2020, 12:00
USER001
https://www.fragrancenet.com/cologne/loewe/solo-loewe/edt#155365

აი დაახლოებით ესეთია მარა ზუსტად ისეთი ფლაკონი არ აქვს და აქედან როგორ უნდა გამოვიწერო? ან რა დაჯდება აქამდე ვერ ვერკვევი. ეს 125მლ. ღირს ეს ფასი ხო როგორც მივხვდი?

Posted by: rezi0881 23 Nov 2020, 12:04
Master_Nick

კი ვიცი Atkinsons 24 old bond street ალკოჰოლის ნოტით არის ოღონდ არა აღმოსავლურ სტილში, ჩაიც თუ მოგწონს სუნამოში ნახე, წყნარი არამყვირალა სუნამოა უფრო კლასიკური სუნამოს სტილია.

Posted by: febus 23 Nov 2020, 12:18
user posted image

მოკლედ ესეთი ვერ ვნახე აქ და გამოწერითაც მეზარება მაგდენი ჩალიჩი.. ამის მსგავსს აქ ვერაფერს მირჩევთ? დაახლოებით 150 ლარამდე.

Posted by: Master_Nick 23 Nov 2020, 12:42
QUOTE (rezi0881 @ 23 Nov 2020, 12:04 )
Master_Nick

კი ვიცი Atkinsons 24 old bond street ალკოჰოლის ნოტით არის ოღონდ არა აღმოსავლურ სტილში, ჩაიც თუ მოგწონს სუნამოში ნახე, წყნარი არამყვირალა სუნამოა უფრო კლასიკური სუნამოს სტილია.

up.gif ნეტა აქ თუ აქვთ ლუტეციაში. ებაიზეა კარგ ფასში და დაუტესტავად ვიყიდო თუ არა ვფიქრობ. ჩაის ნოტიც მომწონს სუნამოში.

Posted by: rezi0881 23 Nov 2020, 13:14
Master_Nick

კი, აქვთ გალერიაშიც ედოთ და ვაკეშიც, დატესტე მაინც ისე ნუ იყიდი. აქაც ფასდაკლება იყო მაგ სუნამოზე საკმაოდ იაფად ქონდათ.

febus

პენჰალიგონის სუნამოები დაათვალიერე ლუტეციაში, ფასდაკლება რეებზეც არის, Endymion Concentré Penhaligon's ეს თუ მოგეწონა უკეთესს ასეთ ფასში ვერ ნახავ.


Posted by: Master_Nick 23 Nov 2020, 13:57
rezi0881
ატკინსონის უდებზე როგორი აზრის ხარ? რამოდენიმე ვარიანტი აქვთ უდებში.

Posted by: rezi0881 23 Nov 2020, 14:15
Master_Nick

უდებიდან მარტო ეს ვიცი Oud Save The King - დიდი ხნის წინ ვნახე და მახსოვს მომეწონა. საინტერესოა ესეც.

Posted by: febus 23 Nov 2020, 14:34
rezi0881
user posted image

ამაზე ამბობ? ისეთი აღწერა აქვს სუნი არ ვიცი მარა ყიდვა მომინდა biggrin.gif

სხვები რაც მითხარი ვერ ვნახე ლუტეციაში აქვტ ეგენიც?

Posted by: rezi0881 23 Nov 2020, 14:53
febus

ეგ სუნამო არ ვიცი, Penhaligon's ამ ბრენდის სუნამოების ნაწილზე აქვთ ფასდაკლება, Endymion Concentré ესე ქვია მე რაც გითხარი.

Posted by: febus 23 Nov 2020, 14:55
rezi0881
ვერ ვპოულობ მაგას ლინკი რო ჩამიგდო შეგიძლია? თუ არ შეგაწუხებ ეხლა ვაპირებ ყიდვას და მაგიტომ მინდა

მგონი ლუტეციაში აღარ აქვთ ეგ ბრენდი.

Posted by: rezi0881 23 Nov 2020, 15:02
febus

არ უდევთ საიტზე პენჰალიგონი აქვთ ისე, საიტზე ძალიან ბევრი რამე არ უდევთ, დიდი უაზრო საიტი აქვთ. მე ბოლოს ერთი კვირის წინ ვნახე გალერიას ლუტეციაში და ქონდათ,
ჯობია მიხვიდე და ადგილზე ნახო.

Posted by: febus 23 Nov 2020, 15:04
rezi0881

დიდი მადლობა მეგობარო ისთის ლუტეციაში ვაპირებ გასვლას და დავათვალიერებ, კიდე ხო არ მირჩევ რამეს სანამ წავალ? იქ ის გოგო დამახვევს თავბრუს და დამაბნევს ვიცი და მინდა მომზადებული მივიდე biggrin.gif

Posted by: rezi0881 23 Nov 2020, 15:07
febus

არაფრის, ისთის ლუტეციაში არ ვიცი რეები აქვთ. ალაგ-ალაგ ულაგიათ მოკლედ ბრენდები, ნახე მაინც შეიძლება მანდაც ქონდეთ.
LOEWE ეს კიდევ პეკინზე აქვთ, საიტზე არც ეს არ უდევთ, ესეც იკითხე ისთში შეიძლება იქაც ქონდეთ.
* * *
carthusia ეს ბრენდიც მოკითხე და დაათვალიერე კარგი ფასდაკლება იყო ამაზეც.

Posted by: febus 23 Nov 2020, 15:13
rezi0881
დიდი მადლობა ვნახავ აუცილებლად.

........

Posted by: USER001 23 Nov 2020, 19:54
ამ ცივ ამინდებში ჩემდა გასაკვირად გაბანას ლაით ბლუ საკმაოდ შესამჩნევი იყო yes.gif

Posted by: Master_Nick 23 Nov 2020, 20:18
QUOTE (rezi0881 @ 23 Nov 2020, 14:53 )
Penhaligon's Endymion Concentré

ეს გრილი სუნამოა ? რა ფასი აქვს სეილზე ხომ არ გახსოვს.

Posted by: akako78 23 Nov 2020, 21:09
Master_Nick
გრილი არაა მაგრამ არც ძალიან ისეთია რომ არ მოიხმარო ზაფხულის ცხელი დღეების გარდა..220 ლარამდეა 100მლ ლურჯი ბოთლი ფასდაკლებით..სუნით მე კოლონი მირჩევნია თეთრი გამჭირვალე-რაც კარგი იყო კოლონში ის ამოიღეს და დაამატეს ვითომდა ტყავის სურნელი..მოკლედ არც თევზია და არც ხორცი..ეს უფრო დიზაინერულია რა..არაფერი სცხია ნიშესი რაიმე ჩემის აზრით..დიორის სუნამო გეგონება..გამყოლობა არ უვარგა..ედპ-კია მარა კოლონივითაა ეგეც..

პ.ს.ერთადერთი ბოთლი მომეწონა ძალიან..მაგაში 68 დოლარის მიცემას აგერ შეუკვეთავ კაცი და მოლეკულას ვიყიდი რაიმეს მე პირადად..ან 10 დოლარს დავამატებ და ტერენზის ლაუდანო ნერო მომდის..ვაპირებდი ვითომდა ყიდვას მაგრამ გადავიფიქრე კატეგორიულად..

Posted by: USER001 23 Nov 2020, 22:16
Bleu de Chanel eau de parfum ვისაც გქონია, რომელი სეზონისაა?

Fragrantica-ზე 4 ვე სეზონი საკმაოდ კარგადაა გამოკვეთლი და ასეთი უნივერსალურია?

Posted by: black_man 24 Nov 2020, 01:56
USER001
უფრო გაზაფხული-ზაფხულის არის, თუმცა შემოდგომა-ზამთარშიც გამოიყენებს ადამიანი... ეს სუნამო ნაკლებად შესამჩნევია ძაან ცხელ სეზონზე და ძაან სიცივეში.... უფრო საშუალო ტემპერატურაზეა შესამჩნევი და ეფექტური კომპლიმენტების მხრივ ))

Posted by: akako78 25 Nov 2020, 09:36
გუშინ ვიყავი გალერიის ლუტეციაში და 1189 ლარიანი ავენტუსი 10 წლის იუბილე ედიშენი აღარ ჰქონდათ!!!???..არადა ხუთი ბოთლი დავლანდე რომ ედოთ..ზუსტად 5 დღეში გაიყიდა ამხელა ფასის ხუთივე(თან ტიპი შემოვიდა და ეგ იკითხა ვა გაგითავდათო?მაგიტომ მივაქციე ყურადღება,ყიდვა უნდოდა განვადებით!!!!?? გაეცინათ კონსულტანტებს)..და აქ უჭირს ხალხს?აქ არ აქვთ ფული?აქვთ კი აქვთ,მაგრამ წუწუნებენ..ტირიან-ფუ ამათი რა..
ამ კოვიდს პირობებში 150 ლარიან სუნამოს რომ ვყიდულობ და მაგაზე ვფიქრობ რომ ისედაც ბევრი მაქვს და რა ჯანდაბად მინდა მეთქი და აგერ მწვანილივით ყიდულობენ ღრუზინები ხომ ფაქტია..
პ.ს. ერთი გიჟქალა ახლობელი გვყავს..და გამდიდრდა უცხოეთში..ჩამოვიდა ტრაბახობს-ტრაბახობს ჩემებთან და მერე მაინც გიჟივით წამოიძახა:ფული არ მაქვს ფული არ მაქვს..მერე უსევ გააგრძელა ტრაბახი..გავიდა ერთი საათი სადღაც ისევ წამოიძახა:ფული არ მაქვს ფული არ მაქვს..ნუ მიჩვეული იყო მთელი ცხოვრება ფული არ მაქვსოს ძახილს ეგ ჩემანალაsmile.gifვერ მოიშალა და გეტრაბახება ამდენი იმდენი და ასე შევძელიო ეს ყველაფერიო და მერე რობოტივით ისევ კივის:ფული არ მაქვსსსსსსსსსსსსსსსს..................საგიჟეთში ვართ აშკარად-მასიური ფსიქოზი სჭირს ხალხს..ვინც იყიდა ყველას გაუმარჯოს ქრიდი და სხვა ათასი რამე-მშვიდობაში მოახმაროს..არასოდეს არ ვყოფილვარ შურიანი და არც ვიქნები-ქრიდის ავენტუსიც მაქვს და სხვა ბევრი რამე რუმეებიც..და კიდევ ბევრს ვიყიდი იმედი მაქვს...ერთი ვიცი ნათლად-რომ ვკდებოდე შიმშილით-ფულს არ ვისესხებ რომ ვიცოდე ვერ დავუბრუნებ უკან მსესხებელს..და აქ ყველა გადაგდებაზე და მოტყუებაზეა 90 პროცენტი..

Posted by: spider77 25 Nov 2020, 10:33
მოგესალმებით მეგობრებო.
ლომანის ელ პასო გახსოვთ? gigi.gif

ეს იყო ჩემი პირველი სიყვარული love.gif

user posted image

Posted by: akako78 25 Nov 2020, 10:42
spider77

კი მახსოვს..კარგი რამე იყო იმ წლებში..კარგად მახსენდებაsmile.gifტკბილი იყო როგორც მახსოვს და თამბაქოც მშვენივრად იგრძნობოდა თუ არ მეშლება..

Posted by: spider77 25 Nov 2020, 10:49
akako78
QUOTE
კარგი რამე იყო იმ წლებში

კი, ნამდვილად yes.gif
ეხლაც დამაინტერესა და იმ დროინდელი ნოსტალგიით უნდა გამოვიწერო smile.gif

QUOTE
ტკბოლი იყო როგორც მახსოვ

ზომიერად.

QUOTE
თამბაქოც მშვენივრად იგრძნობოდა თუ არ მეშლება

ამ დროს თამბაქო არაა მის ნოტებში.
ქართულად არ ვიცი რა ქვია და აი ეს აძლევს თამბაქოს იდენტურ სურნელს.

user posted image

Posted by: Გთხოვთაირჩიოთნიკი 25 Nov 2020, 10:59
დღეს გამოვწერე

პირველი სავარჯიშო დარბაზისთვის
მეორე ყოველდღიური (საღამოსკენ უფრო). ამის პარფუმ ვერსიაც იყო, მაგრამ ეს მომეწონა უფრო აქ რომ დავტესტე

user posted image

Posted by: 4L3X 25 Nov 2020, 13:16
QUOTE (spider77 @ 25 Nov 2020, 10:33 )
user posted image

ჰოი დედასა eek.gif
მამაჩემს ქონდა მახსოვს. user.gif
კაი თუ 90 ფართია მაშინ ესეც

user posted image
ეს კი დედაჩემს user.gif

Posted by: Master_Nick 25 Nov 2020, 13:22
akako78
რამე ახალი და საინტერესო ხომ არ გინახავს, ფასდაკლებები რეალურია?

Posted by: akako78 25 Nov 2020, 14:04
აქვთ სოსპიროს 2-3 არომატზე რომელიც ვერ ამოყიდეს ალბათ არომატეკაში და ასევე პენჰალიგონსებზე..ასევე რაც დარჩათ კარტუზია..აქვთ ბონდ 9 და იქ რავი ისეთი ვერაფერი დავინახე საინტერესო..თავდაპირველი ფასი აქვთ იმხელაზე აწეული რომ 400 ლარს სცილდება მაინც ეგენი..

Posted by: black_man 25 Nov 2020, 17:35
დღეს ვიყავი ლუტეციაში, დავტესტე სუნამოები, აქვთ ფასდაკლება ისეთ ბრენდებზე, რაც ნაკლებად ცნობილია და ვერ ყიდიან... ნიშე ხაზზე ისეთი ფასები ადევს, რაც არ უნდა დააკლონ მაინც გამოწერა ჯობია უმრავლესობაზე... ვტესტავდი და კონსტულტანტმა გთხოვ პირდბადე აიწიეო მეთქი რანაირად დავტესტო მაშინ, რა ვქნა რეგულაციებია ასეთიო... biggrin.gif ზოგჯერ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ იქ მომუშავეები თითქოს საერთოდ არაფრის აზრზე არ არიან... ნუ არიან გამონაკლისები, ვინც თავის საქმის პროფია... და ეს თავზე დადგომა რა უბედურებაა კიდევ, გაქვს რამდენიმე სურნელი ბლოტერზე ტესტავ, რაღაც დროის გასვლის შემდეგ გინდა გაიგო, როგორ შეიცვლება სურნელი, რა განვითარება ექნება... ესენი კიდე იმენა როდის იყიდი, ერთი სული აქვთ, მთავარია გაყიდონ, კლიენტი კმაყოფილი წავა თუ არა მაგარი არ აინტერესებთ... ძაან ცუდი მიდგომაა ეს.... მომსახურების დონე ძაან დაწია ლუტეციამ და დიდი მინუსი ჩემგან, მაგ მიმართულებით..

Posted by: akako78 25 Nov 2020, 18:34
black_man
კი მასეა..ამ ბოლო ხანს სანამ არ ვუთხარი 4 სუნამო ვიყიდე უკვე ამ დღეებში და ერთი სემპლიც არ გაგიტანებიაოთმეთქი და სახის კრების სიმპლები 1მლ 5 ცალი გამომატანა..სუნამოს სემპლები არ გვაქვსო..სახლში მიაქვთ ალბათsmile.gifხო ზოგი პოზიტიური ადამიანია..ზოგიც კი ისეთია რომ 2 ცალ ხბოს ვერ ანდობდი კაციsmile.gifხელი არ დაადო-არ შეიძლებაო..ხომ დავისხი მეთქი ეს სითხე და მაინც რატომ არ შეიძლებამეთქი-ასეთი რეგულაციებიაო..ამათი საპირისპიროდ არომა ბუტიკს დიდი პლიუსი ჩემგან..სასიამოვნო გოგონები არიან და არც დაგზარდებიან..

Posted by: Master_Nick 25 Nov 2020, 18:59
black_man
ლუტეციაში სად იყავი? ჭავჭავაძეზე ხომ არა? მანდ ჩემი საყვარელი კონსულტანტები მუშაობენ old.gif
ერთი ნორმალური საიტი ვერ ააწყვეს 1 წელია ლამის პანდემიის პირობებში ვართ. ერთი დამფუძნებელი იქნებ კითხულობდეს ამ თემას, ხოდა მინდა ვუთხრა რომ გაახილეთ თვალები- ბიზნესის წინსვლა თუ გინდათ.



Posted by: black_man 25 Nov 2020, 19:02
Master_Nick
გალერიას ლუტეციაში ვიყავი... საიტი მართლაც, რა გაუხდათ ერთი ნორმალური რომ ააწყონ...

Posted by: Master_Nick 25 Nov 2020, 19:24
akako78
აზაროს ბრენდს როგორ უყურებ? ახალი ვაილდ მინთი მაინტერესებს და ხომ არ დაგიტესტია?

Posted by: black_man 25 Nov 2020, 19:32
Master_Nick
აუ სხვათაშორის კი მინდოდა დატესტვა, გავერთე მერე სხვა სუნამოებში და ამომივარდა თავიდან... თუ მოვხვდები დავტესტავ ახლებს აუცილებლად... აზაროს ბრენდი ისე მომწონს მე..

Posted by: Გთხოვთაირჩიოთნიკი 25 Nov 2020, 19:45
QUOTE (Გთხოვთაირჩიოთნიკი @ 25 Nov 2020, 10:59 )
დღეს გამოვწერე

პირველი სავარჯიშო დარბაზისთვის
მეორე ყოველდღიური (საღამოსკენ უფრო). ამის პარფუმ ვერსიაც იყო, მაგრამ ეს მომეწონა უფრო აქ რომ დავტესტე

user posted image

დამეხმარეთ:

ამ საიტიდან გამოვწერე აღნიშნული სუნამოები
https://www.fragrancenet.com/

ჩვეულებრივად ჩამომაჭრა თანხა
ახლახანს მომწერეს რომ თანხა უკან დამიბრუნდა და შეკვეთა გაუქმდა
მიზეზი: მე-3 პირთან მიდიოდა შეკვეთა და ეს აკრძალულია ჩვენთანო (გულისხმობენ გამზიდ კომპანიას)
რა ჯანდაბაა?
როგორ იწერთ ამ საიტიდან?

Posted by: Master_Nick 25 Nov 2020, 19:56
black_man
თუ დატესტავ, გაგვიზიარე მერე შთაბეჭდილებები. ეს ახალი სერია მეც მაინტერესებს.

Posted by: akako78 25 Nov 2020, 19:58
Გთხოვთაირჩიოთნიკი
ამაზონი ღილაკია მანდ და იმით უნდა გამოიწერო..ამაზონზე უნდა გქონდეს აქტიური ექაუნთი-ანუ გაკეთებული უნდა გქონდეს მანამდე შეკვეთა..და ამაზონის ეკაუნთის მისამართზე წავა..უნდა გააცილო 60 დოლარს და უფასოდ მიაქვს დელავერის შტატში და ალბათ სხვაგანაც..35 პროცენტიანი კუპონი წინა გვერდებზე ჩავაგდე

Posted by: Გთხოვთაირჩიოთნიკი 25 Nov 2020, 20:11
akako78
ვახ გაიხარე
ამაზონის ღილაკიც ვნახე და 35 პროცენტიანი კუპონიც love.gif
საიტი 25 პროცენტს აკლებდა
ესე მარტივად კი -35% love.gif

იმედია გამოვა და ისევ უკან არ დამიბრუნებს

Posted by: akako78 25 Nov 2020, 20:19
Გთხოვთაირჩიოთნიკი
არაფერს..გამოგივა იმედია..
* * *
akako78
https://www.maxaroma.com/ აქედან თუ გამოგიწერიათ ვინმეს..

Posted by: akako78 26 Nov 2020, 20:38
Master_Nick
დღეს დავტესტე ფრაპინი 1270 და მაგარია რა..კოგნიაკი და ბარის სკამი მოუხდება..არც სიფგარა აწყენს და გვერდზე თუ გინ შავტუხა ქალბატონი..თვალებ მოელვარე ვნებიანი და სექსუალური..რა სჯობია ამ სამ რამეს არა?smile.gif

პ.ს.დღეს ვიყავი ისი პარიშიც და ჰოი საკვირველებავ..ვნახე პურ ჰავანა,პურ მალტი და ულტიმატი..შემოუტანიათ ჯიგარსონებს აბა..
============================================================================================================================================
პ.ს.ნეჯმას სუნამოებზე რას იტყვით მეგობრებო?რომელია უდის და ასე ვთქვათ-მამაკაცური და შემოდგომა ზამთრის..ან თუნდაც ზაფხულ გაზაფხულისაც იყოს თუ ვინმეს გაქვთ კარგი გამოცდილება?

Posted by: 4L3X 26 Nov 2020, 20:49
QUOTE
დღეს დავტესტე ფრაპინი 1270 და მაგარია

სუნამო არ ვიცი და ერთი მაგათ კონიაკს კი გადავირტყავ ამ ახალწელს თუ არის საქართველოში.

ესენი მაინტერესებს. კარგი ნოტები აქვთ.




Posted by: akako78 26 Nov 2020, 20:54
4L3X
აუცილებლად-აბა რა..მხოლოდ სუნამოს დედა ვატირე თუ იქვე არ გაქვს ის სიტუაცია თუ გიყვარს ბახუსი და საპირისპირო სქესის ვნებიანი წარმოამადგენელი..smile.gif

პ.ს.ომარ ხაიამის შეგონების(რუბაის)არ იყოს:ბრძენია იგი, ვინც ილაღებს თეთრგულა ქალთან,. ღვინოს დალევს და ფიალას კი ქვაზე მიახლისsmile.gif

Posted by: Master_Nick 26 Nov 2020, 21:07
QUOTE (akako78 @ 26 Nov 2020, 20:38 )
Master_Nick
დღეს დავტესტე ფრაპინი 1270 და მაგარია რა..კოგნიაკი და ბარის სკამი მოუხდება..არც სიფგარა აწყენს და გვერდზე თუ გინ შავტუხა ქალბატონი..თვალებ მოელვარე ვნებიანი და სექსუალური..რა სჯობია ამ სამ რამეს არა?smile.gif

მაგარია ფრაპინიც, კონიაკიც, სიგარაც და შავტუხა ქალბატონიც up.gif კარგი რამეები ჩამოთვალე.

მუგლერის ჰავანა და მალტი რა ფასში ჰქონდათ?

Posted by: Arien 27 Nov 2020, 11:05
როგორ ველოდებოდი და იძულებული ვარ ბლექ ფრაიდი გამოვტოვო.
თავს ვინუგეშებ უკვე გამოწერილი ამანათებით.
ჯერ მხოლოდ სამი დავტესტე:
1.Evening Rose Aerin Lauder - მომეწონა,ეს არის წითელი ვარდების და წითელი ღვინის სუნამო + საკმეველი,ძლიერი შლეიფით.ბაზაში ცოტა ტკბება,მაგრამ ღვინის ნოტა ბოლომდე იგრძნობა,ვფიქრობ ცოტა პროვოკაციულია,ამართლებს სახელს, ნამდვილად საღამოს ვარდია,შემთვრალი.
2.Amber Musk Aerin Lauder - მუშკი მალე იფანტება,ამბრა-ჟასმინის ნოტებია დომინანტი,+ვანილი,რბილი,კომფორტული,ძალიან სასიამოვნო არომატია.
3.Lipstick Fever Juliette Has A Gun - პუდრის+ჟოლო,სხვა პუდრის არომატები მირჩევნია,თუნდა მულენ რუჟი,ჯამში სასიამოვნოა,მაგრამ რაღაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ მოუხდენია.
* * *
Laboratorio Olfattivo - სამი სუნამო მაქვს და რაც ამ კაცს მოვუსმინე,მგონი ყველა მინდა love.gif
Nirmal - ამან დამაინტერესა როგორია,ვერ ვიხსენებ.
Tantrico და Vetyverso ამათი სემფლები დამიმთავრდა,ორივე უნისექსია კი არა,უფრო კაცის სუნამოებია,მაგრამ ჩემზე მაგრად მომეწონა.


Posted by: barbara7 27 Nov 2020, 20:56
akako78
35%-იანი კუპონი სად ნახეთ? საიტზე არ ჩანს ხო?
* * *
ამაზონის გადახდის მეთოდს ვირჩევ https://www.fragrancenet.com-ზე და მაინც უარს მეუბნება?

Posted by: akako78 27 Nov 2020, 22:39
barbara7
ერთხელ გამოწერილი უნდა გქონდეს მაინც რომ განახორციელოს..ანუ შეკვეთილი უნდა გქონდის იმ ექაუნთით..არ ჩანს როგორც ვიცი:ესაა TSPECP35..ეს უნდა მიუთითო ჩექაუთის დროს..პ.ს.სხვანაირად არ ვიცი როგორ დაგეხმარო..

Posted by: barbara7 27 Nov 2020, 23:38
akako78
გამოწერილი მაქვს, უბრალოდ იმ ბარათს ვადა ამოეწურა და სხვა ბარათი შევიყვანე, ვერ ვხვდები რატომ არ მაწერინებს

Posted by: akako78 27 Nov 2020, 23:40
barbara7
შეიძლება იმ ბარათით რომ არ გაქვს გამოწერილი მაგიტომ..ისე ბარათს რომ ცვლი აბა მისამართიც ხომ არ შეგიცვლია?მაშინ გეტყვი რომ მეგობარს ვისაც აქვს ამაზონის ექაუნთი იმით სცადო..მაგ ახალი შეყვანილი ბარათის გამოც შეიძლება იყოს..ამიტომ მასე გამოიწერე ექნება ვინმეს მოქმედი

Posted by: USER001 27 Nov 2020, 23:45
სუნამოების ბრენდების Shower gel - ზე რა აზრის ხართ?

Posted by: barbara7 28 Nov 2020, 10:25
akako78
https://www.fragrancex.com ამ საიტზეც ხომ არ იცით რამე ფასდაკლების კოდი?

Posted by: akako78 28 Nov 2020, 10:31
barbara7
ეს არის 15% იანი კოდი JEREMY15 სხვა არ ვიცი სამწუხაროდ..რა სუნამოს შეძენა გსურს თუ საიდუმლო არაა?smile.gif

Posted by: barbara7 28 Nov 2020, 10:50
L'instant De Guerlain ახალი არაფერი და კიდე პატარა შეფუთვების ერთი-ორი სუნამო

Posted by: akako78 28 Nov 2020, 11:50
barbara7

ეს ქალი თუ კაცის?და რა გამოდის ფასდაკლებით ან ერთგან ან მეორეგან?

Posted by: barbara7 28 Nov 2020, 12:12
ქალის. 42 დოლარამდე ფრაგრანსექსზე და იქ 30 დოლარი და თან სხვა უფრო მეტი რაღაცეებიც მომდის.

Posted by: Melakud 28 Nov 2020, 13:21
Arien

მოსკინოს რომელ მაღაზიაში ტესტავთ და ყიდულობთ? Toy Boy დამაინტერესა, აღწერის მიხედვით იმ სუნამოს
გავს რის ყიდვასაც ვაპირებ გაზაფხულზე, ჯო მელოუნ English pear and freesia. მსხალი, ვარდი ფრეზია და ქვემოდან სანელებლებიც იგრძნობაც მოსკინოშიო ამბობენ

Posted by: USER001 28 Nov 2020, 14:05
QUOTE (USER001 @ 27 Nov 2020, 23:45 )
სუნამოების ბრენდების Shower gel  - ზე რა აზრის ხართ?

--------------------------

Posted by: Arien 28 Nov 2020, 14:33
Melakud
QUOTE
მოსკინოს რომელ მაღაზიაში ტესტავთ და ყიდულობთ?


ისი პარის აქვს და წესით ყველა ფილიალში უნდა ჰქონდეთ.
ნახეთ Toy Boy და მერე დაწერეთ როგორ მოგეწონებათ smile.gif

Posted by: Master_Nick 28 Nov 2020, 20:19
ბენტლის ახალი სუნამო Silverlake რომ არ დაგიტესტავთ ვინმეს?

Posted by: Hyperzet 29 Nov 2020, 01:17
ჩემო ყოვლისმცოდნეებო,
Nobile 1942 -ის " ჭრიჭინებთან ცეკვა" (danza delle libellule) როგორია ხომ არ იცით?
აღმიწერეთ თქვენებურად, პოეტურად და ყოვლისმომცველად.

chups.gif

Posted by: black_man 29 Nov 2020, 14:49

Master_Nick
ჯერ არ არის როგორც ვიცი შემოტანილი, ისე კი მეც ველოდები საინტერესო რამ ჩანს.........
USER001
მქონდა ორი სუნამოს Shower gel და საკმაოდ კარგი იყო.... კონკრეტულად რა გაინტერესებს?

Posted by: Master_Nick 29 Nov 2020, 16:03
black_man
ბენტლი ინტენსის ყიდვას ვაპირებდი და ლუტეციას ამოუყიდია, სადმე ხომ არ გეგულება რომ იყიდებოდეს?

Posted by: black_man 29 Nov 2020, 16:14

ლუტეციას გარდა, აქ არ შემხვედრია არსად ბენტლი....

Posted by: Master_Nick 29 Nov 2020, 17:56
black_man
იმედია პანდემია რომ დასრულდება შემოიტანენ. პარფიუმერული მაღაზიები დაიხურა ხომ?

Posted by: USER001 29 Nov 2020, 19:34
QUOTE (black_man @ 29 Nov 2020, 14:49 )
USER001
მქონდა ორი სუნამოს Shower gel და საკმაოდ კარგი იყო.... კონკრეტულად რა გაინტერესებს?

ანუ ის სურნელი სხეულზე დიდხანს რჩება თუ არა, მაგალითად
A სუნამო
A სუნამოს Shower gel, მათი კომბინაცია თუ იქნება 10-12 საათს მაინც.

Posted by: Master_Nick 29 Nov 2020, 20:52
ატკინსონის მორიგი შედევრი
Atkinsons odd fellow's bouquet
user posted image

Posted by: akako78 29 Nov 2020, 21:23
Master_Nick
ლამაზი რამეა ნიკ..მშვიდობაში და ბევრის შეძენაში..უძველესი ბრენდია ეგ მსოფლიოში..მესამე მე მგონი..თYუ ჩავთვლით ჰუბილანტს და მის წინ კარტუზიას..კარტუზია უფრო ლეგენდაა ბერზე და დედოფალზე..მსოფლიოში ყველაზე პატარა ლაბორატორია აქვს და შექმნილია თუ არ ვცდები გასული საუკუნის 40-იან წლებში,მაგრამ ლეგენდის მიხედვით პირველიაsmile.gif

პ.ს.მართლა კოგნიაკის ფერია-როგორ დაახასიათებ?

Posted by: black_man 29 Nov 2020, 23:09
USER001
5-6 საათამდე, ნუ გააჩნია კიდევაც რომელი სუნამოსი არის.. საზაფხულო სეზონის ნაკლებად ძლებს უფრო...
Master_Nick
გილოცავ, მაგარი რამეა... )

Posted by: Master_Nick 29 Nov 2020, 23:25
akako78
ეს თამბაქოს, სიგარების, ალუბლის, ნუშის და ვანილის ძალიან დახვეწილი კომბინაციაა. სადღაც ლუტენსის შერგის ჰგავს, თუმცა აქ ბევრად ხარისხიანი თამბაქოს ფოთლებია. ატკინსონი ჩემი ფავორიტი ბრენდი ხდება, რაც დავტესტე ძალიან მომეწონა up.gif ერთი ამათი უდები დამრჩა სანახავი.

black_man
მადლობა wink.gif

Posted by: Master_Nick 2 Dec 2020, 22:22
rezi0881
გაუმარჯოს, როგორ ხარ?
Atkinsons Scilly Neroli ხომ არ გქონია ან დაგიტესტავს?

Posted by: rezi0881 3 Dec 2020, 00:24
Master_Nick

გაუმარჯოს, მადლობა კარგად, თავად როგორ ხარ?
ქონით არა, ისე დამიტესტია, ნეროლი თუ მოგწონს მოგეწონება, აქუატიკ/ციტრუსოვანი ნეროლია, ფრეშ კატეგორიაა, კარგია მაგრამ ვერ ვიტყვი რომ განსაკუთრებულია, დატესტე საინტერესოა.. Mint & Tonic -ს არ მირჩევნია.

Posted by: Master_Nick 3 Dec 2020, 08:55
rezi0881
მეც კარგად, მადლობა. ვუძლებ ამ პანდემიას და ლოქდაუნებს wink.gif Mint&tonic ფრეშ კატეგორიაში რაც გამისინჯავს ჯერჯერობით საუკეთესოა ჩემთვის. ატკინსონის რაც გავსინჯე ყველაფერი მომეწონა, სერიოზული პარფ. სახლი ყოფილა. ეს ნეროლი იბაიზე შემხვდა ძალიან კარგ ფასად და დაუტესტავად ვიყიდო თუ არა ვფიქრობ. ლუტეცია დაკეტილია და ეხლა ფიზიკურად ვერ დავტესტავ.

Posted by: rezi0881 3 Dec 2020, 13:47
Master_Nick

არ ვიცი რა გითხრა biggrin.gif ჰო ეხლა ფიზიკურად ვერ დატესტავ. აი ნეროლი თუ იცი რაცაა და მოგწონს მაგის მიხედვით მიიღე გადაწყვეტილება, ატკინსონის ბრენდი მოგწონს, კოლექციასაც აკეთებ როგორც ვხვდები, თუ მისაღები ფასია დაითრიე, ნეროლი როგორც ნოტა და როგორც ნეროლის სუნამო გექნება კოლექციაში. ისე იმდენად გამოკვეთილი ნოტაა თითქმის ყველა ნეროლი ერთმანეთს გავს.

Posted by: Master_Nick 3 Dec 2020, 13:56
rezi0881
დავაგვიანე, გაიყიდა ისეთ ფასში იყო wink.gif კი ნეროლი ვიცი, Versace Pour Home ში გვხვდება ნეროლი და კარგია.
ატკინსონის კოლექცია უნდა გავაკეთო იმდენად მომეწონა, ნელ ნელა შევავსებ კოლექციას.

Posted by: rezi0881 3 Dec 2020, 14:22
Master_Nick

არაუშავს როცა იქნება შესაძლებელი დატესტე, 50/50 ზეა მაინც ბლაინდ შეძენა, მოგეწონება თუ არა smile.gif მერეც შეიძლება ჩავარდეს იაფად.
ეს ახალიც საინტერესო ჩანს. ქრიდის ვიკინგს გავსო. 44 Gerrard Street Atkinsons

user posted image



Posted by: Master_Nick 3 Dec 2020, 18:03
rezi0881
ეს ახალი საინტერესო რამე ჩანს, მითუმეტეს ვიკინგს თუ ამსგავსებენ. მე ვიკინგი ავენტუსს მირჩევნია.
ამათი უდები მაინტერესებს, სემპლები გამოვწერე კარგად უნდა დავტესტო და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას.

Posted by: Გთხოვთაირჩიოთნიკი 4 Dec 2020, 09:23
ერთი კითხვა მაქვს
ეს საიტი (https://www.fragrancenet.com/) არ არის პოპულარული ამერიკაში?
სუნამოებს ცოტა მიმოხილვები და კომენტარები აქვთ.
მაგალითად:
https://www.fragrancenet.com/cologne/bvlgari/bvlgari-man-black-orient/parfum#299224
https://www.fragrancenet.com/cologne/azzaro/azzaro-intense/eau-de-parfum?mv_pc=LS&utm_campaign=NaSw8PierkU&utm_medium=Affiliate&utm_source=LS#299093

1-2 რევიუ აქვთ ხოლმე და რატომ?


Posted by: senpai 4 Dec 2020, 16:18
დღეს იდეალური ამინდია უდისთვის love.gif


user posted image

Posted by: 4L3X 4 Dec 2020, 16:20
QUOTE (senpai @ 4 Dec 2020, 16:18 )
დღეს იდეალური ამინდია უდისთვის  love.gif


ნამდვილად ეგრეა yes.gif

Posted by: akako78 4 Dec 2020, 17:54
senpai
4L3X
კი მეც ესეთი ამინდები მიყვარს..თუ გინდ თოვ-ჭყაპიც იყოს..მაგრად იხსნება და გათბობს..მაგ ბაირედოს სემპლი მქონდა და კარგი რამეა..

Posted by: black_man 4 Dec 2020, 19:50
Გთხოვთაირჩიოთნიკი
პოპულარულია ამერიკაში, მაგრამ განხილვებს მანდ ნაკლებად წერენ პარფიუმერიის მოყვარულები... ფრაგრანტიკაზე ან პროფუმო ნეტზე შეგიძლია ნახო სუნამოების განხილვა, შეფასებები....

Posted by: senpai 4 Dec 2020, 21:40
4L3X
akako78
ამის სურნელი მოგწონთ ? რაღაც მაგრად იხსნება ამ ცივ ამინდებში გარეთ.

cardamom

user posted image


კომბინაციაში უფრო საუცხოოა.

user posted image

Posted by: 4L3X 4 Dec 2020, 22:11
senpai
კი კარდამონი კარგი ნოტაა. გადასარევი არაფერია მაგრამ კარგია. დარიჩინი კარგია როგორც სურნელი მაგრამ პარფიუმერიაში ჯერ არ შემხვედრია მაგის სურნელიანი სუნამო.

Posted by: akako78 4 Dec 2020, 23:14
senpai
კი მიყვარს ეგ მეც..ლა ნუი დელ ომი რომ ვნახე პირველად ახალი გამოსული იყო..და ვტესტე ბევრი სუნამოები მაშინ..მახსოვს ლა ნუი მომეწონა ყველაზე მეტად..დარიჩინიც კი და მინდალს რომ ეძახიან..ეგეთი სურნელები მომწონს მეც მაგრად..არც უდზე და თამბაქოზე ვიძახი უარს..ერთადერთი ტყავია თუ არ მომეწონა ზოგი..მაგალითად საშინლად ვერ ვიტან გუჩის აბსოლუს..ეგ რომ ნაბახუსევზე დავისხა ალბათ ეს ავადსახსენებელი კოვიდ 19 მონაგონი იქნებაsmile.gif

Posted by: senpai 4 Dec 2020, 23:30
4L3X
QUOTE
დარიჩინი კარგია როგორც სურნელი მაგრამ პარფიუმერიაში ჯერ არ შემხვედრია

სპაისბომბი არ დაგიტესტავს ?


akako78
QUOTE
სურნელები მომწონს მეც მაგრად

yes.gif up.gif

ეს კაცია მაგ ნოტების კომბიანების მასტერი.


Olivier Cresp

user posted image


Posted by: 4L3X 4 Dec 2020, 23:32
senpai
QUOTE (senpai @ 4 Dec 2020, 23:30 )
სპაისბომბი არ დაგიტესტავს ?

არა. no.gif
და ალბათ აღარც დავტესტავ აწი.

Posted by: akako78 4 Dec 2020, 23:39
senpai
კი კრესპი მაგარია..და საერთოდ ესპანელებიც მაგრები არიან როგორც პარფიუმერები(მონაგალმა ჩვენთან ბაშვი რომ იბადება სუნამოს ვაპკურებთო ახალშობილსო-ეს რაღაც ცრურწმენა ჰქონიათ რომ ალბათ დიდხანს და უდარდელად იცხოვროს ლამაზ ფერებში)..ისე არც იტალიელები აკლებენ,მაგრამ აგერ პრაგმატულმა გერმანელმა გეზამ კი გადაატრიალა პარფიუმერიაsmile.gif

Posted by: spider77 5 Dec 2020, 08:35
QUOTE
ამის სურნელი მოგწონთ ? რაღაც მაგრად იხსნება ამ ცივ ამინდებში გარეთ.


user posted image

Posted by: Გთხოვთაირჩიოთნიკი 5 Dec 2020, 08:48
spider77
ძალიან მიყვარს ეგ სუნამო
გამითავდა და გამოვწერე 100იანი. გზაშია bis.gif
დაახლოებით ორჯერ ძვირი ღირს აქ გამოწერასთან შედარებით

Posted by: spider77 5 Dec 2020, 09:00
Გთხოვთაირჩიოთნიკი
QUOTE
ძალიან მიყვარს ეგ სუნამო

კარგია, განსაკუთრებით ეხლა.
ორივე ვერსია მაქვს - EDT, EDP

QUOTE
დაახლოებით ორჯერ ძვირი ღირს აქ გამოწერასთან შედარებით

ეგრეა.

Posted by: akako78 5 Dec 2020, 11:57
spider77
კი კარგი სუნამოა..მახსოვს ახალი გამოსული იყო და დავტესტე-დავისხი მომეწონა-ზუსტად ესეთი ამინდი იყო..ამბრა და თამბაქო იგრძნობოდა..გამყოლობაც დღევანდელ ვერსიასთან შედარებით ძალიან კარგი იყო ედტ-თვის..მე ეხლა პარფიუმ ვერსია მაქვს..და არც ეგ არის ცუდი..ამ ძველ ვერსიას გავს..

Posted by: Გთხოვთაირჩიოთნიკი 5 Dec 2020, 12:09
სუნამოების ექსპერტები როგორ ხდებიან?

ამდენ რამეს სად ყნოსავენ ან მერე როგორ არჩევენ?

Posted by: spider77 5 Dec 2020, 12:51
akako78
QUOTE
ძალიან კარგი იყო ედტ-თვის..მე ეხლა პარფიუმ ვერსია მაქვს..და არც ეგ არის ცუდი..ამ ძველ ვერსიას გავს..

EDT და EDP შემადგენლობა აბსოლუტურად ერთი და იგივეა, მხოლოდ კონცენტრაციაშია განსხვავება. შესაბამისად გამყოლობა აქვთ (ჩემ კანზე) 5 და 8 საათი.
* * *

ისე, ოლდ სქულის მოყვარულებს ამას გირჩევთ, არაჩვეულებრივია.
არ მოველოდი იმდენად მომეწონა.

user posted image

Posted by: akako78 5 Dec 2020, 22:19
spider77
კი ეგ კარგი ოლდია..მეც დავტესტე და მომეწონა..მშვიდობაში..ასევე კოტის ასპენიც ნახე როცა გექნება მომენტი..ამგვანებენ და წააგავს კიდეც გრინ აირიშ ვოთერს..

პს.Molinard Cuir Eau de Parfum ამ ბრენდის რაიმეს თუ იცით პარფუმოყვარულებო-უფრო სენპაისთანაა გული მიგრძნობს ეს კითხვა მაგრამ მაინცsmile.gifამასაც აქებენ და სხვებსაც ამ მოკრძალებული ნიშე ბრენდისგან..

Posted by: Გთხოვთაირჩიოთნიკი 6 Dec 2020, 07:49
-35% კუპონია: RENG7
https://www.fragrancenet.com/

Posted by: barbara7 6 Dec 2020, 21:14
Გთხოვთაირჩიოთნიკი
გამოიწერეთ მაგ საიტიდან?

Posted by: Გთხოვთაირჩიოთნიკი 6 Dec 2020, 21:47
barbara7
კი, გამოვწერე რამდენიმე კვირის წინ

Posted by: akako78 6 Dec 2020, 22:22
სამწუხაროდ ვახტანგ ფხაკაძე გარდაცვლილა-ღმერთმა აცხონოს-ლუტეციის და არომატეკას ჯგუფის დამფუძნებელი კოვიდ 19-ით..და აქ კიდევ ბევრ ბნელ ადამიანს კიდევ არ სჯერა რომ ეს არის ვერაგი დაავადება რომლის გაგებაში არ არიან ვერც ექიმები და ვერც დიდი ფული ვერ შველის ამ ბიოლოგიურ იარაღთან ბრძოლაში..

Posted by: black_man 6 Dec 2020, 22:30
ნამდვილად, ვუერთდები სამძიმარს, ღმერთმა აცხონოს, კეთილშობილი ადამიანი იყო... რა უნდა მოხდეს მეტი ამ ხალხმა რომ დაიჯეროს და გაფრთხილდნენ?... უკუნით სიბნელეშია დღესაც ბევრი და კიდევ არ სჯერათ.... sad.gif

Posted by: Master_Nick 6 Dec 2020, 22:51

სამწუხარო ამბავია, ახალგაზრდა კაცი წავიდა. აქ მდგომარეობის დამძიმების შემდეგ უცხოეთში ჰყავდათ სამკურნალოდ გადაყვანილი. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი.

Posted by: spider77 6 Dec 2020, 23:47
QUOTE
რა უნდა მოხდეს მეტი ამ ხალხმა რომ დაიჯეროს და გაფრთხილდნენ?..

რაც არ უნდა ცინიკურად ჟღერდეს, სანამ თავად არ დაზარალდებიან მანამდე არ დაიჯერებენ.

Posted by: პიანისტი 7 Dec 2020, 01:19
სამწუხარო ამბავია, მაგ კაცის დამსახურება ძალიან დიდია და მეწყინა.

ფბ პოსტებს აჰაჰავებდა ხალხი კოვიდზე ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისში , ეხლა ტირილის სმაილებით ჩაანაცვლა იგივე ხალხმა, ვინც ერიდებოდა სხვებს დასცინოდნენ , ბრბო ერთერთი ყველაზე ცუდი რაღაც არის.

Posted by: Master_Nick 7 Dec 2020, 19:59
Mugler pure malt ზე რას იტყვით?

Posted by: senpai 7 Dec 2020, 20:00
ეკლესიის საკმევლის სურნელი რომელ სუნამოს აქვს თქვენთვის ? რაღაც მომინდა მსგავსი ტიპის სურნელის შემატება კოლექციაში

Posted by: akako78 7 Dec 2020, 21:51
senpai
მე ლაუდანო ნერომ დამიტოვა ეგეთი შეგრძნება რომ დაჯდა კანზე-კათოლიკური ეკლესიის ვარიანტში..

პ.ს.ერთხელ მეგობარმა გააღო საბარგული მანქანის და შიგნით ედო ორი ქოთანი-ლამაზი პაწაწინა მოყვითალო ყვავილებით..საბარგულში სუნი იდგა რაღაც სასწაული...აი სუნამო იყო ჩემთვის რა ზუსტად..მხოლოდ ერთი ნოტი ასეთი ლამაზი არ მახსოვს როდესმე რომ ,ეგრძნოს..მოკლედ ასე მითხრა რომ ამისგან ამზადებენ მირონსო და ეკლესიიდან ძლივს ვიშოვე-ძალიან იშვიათი ყვავილიოა(ნუ ერთერთი უმთავრესი ინგრედიაენტიაო რა ეს იგულისხმა მირონის)აღარ მახსოვს დასახელება სამწუხაროდ..

Posted by: spider77 7 Dec 2020, 21:56
senpai
QUOTE
ეკლესიის საკმევლის სურნელი რომელ სუნამოს აქვს თქვენთვის ?

ჩემთვის არა და. ..

აგერ, მაგ თემაზე:

https://www.fragrantica.ru/board/viewtopic.php?id=91335&show=all

Posted by: Master_Nick 8 Dec 2020, 00:15
QUOTE (senpai @ 7 Dec 2020, 20:00 )
ეკლესიის საკმევლის სურნელი რომელ სუნამოს აქვს თქვენთვის ? რაღაც მომინდა მსგავსი ტიპის სურნელის შემატება კოლექციაში

Serge Lutens Chergui რაც დრო გადის უფრო მეტად ვგრძნობ საკმეველს.

Posted by: akako78 8 Dec 2020, 00:24
Master_Nick
პურ მალტი არ არის მთლიანობაში ის რასაც უცხოელები აქებენ..არ აქვს ის კონიაკის ნოტი ჯერემის რომ ელანდება მანდ..მე ჰავანა მირჩევნია..
პ.ს.აი ულტრა ზესტს რომ აქებენ ჯერემი და ძმანნი მისნი-დაგიტესტავთ ვინმეს?

Posted by: Master_Nick 8 Dec 2020, 00:40
akako78
ხო რა ვიცი, ამოვიჩემე ეს მუგლერი, არადა ატკინსონს ისეთი რომის, ვისკის, კონიაკის, თამბაქოს და შოკოლადის სურნელის კომბინაციები აქვს, მაგის მერე არ მგონია რამე მომეწონოს. wink.gif

Posted by: rezi0881 10 Dec 2020, 01:03

Opium Pour Homme Eau de Parfum Yves Saint Laurent - ესეც ცივ ამინდში რა კარგია, სითბოში მძიმეა. კარგად იხსნება და არ იცვლება სურნელი.

Copal Azur Aedes de Venustas - საკმეველის თემაში ერთერთი საუკეთესოა ჩემთვის, საინტერესო კარგი ტრანსფორმაციით.

Incense Oud By Kilian - ესეც კარგი საკმეველია და კარგად იგრძნობა უდთან და ვარდთან ერთად.

Colonia Oud Acqua di Parma - მე ამაშიც ვგრძნობ ძალიან ლამაზ საკმეველს.








Posted by: MKBHD 10 Dec 2020, 07:30
john varvatos artisan - ხანგრძლივობით როგორია?

Posted by: akako78 10 Dec 2020, 10:07
MKBHD
საშუალოზე დაბალი ჩემს კანზე..დავტესტე ძმაზე და შვილზე..3 საათი საშუალოდ..
პ.ს.აი მაგის ახალს რომ აქებს სიაფანდი გერმანელი-ჯერემი პური საპნისებრია კიდევ უფრო მეტად ვიდრე ეგ ორიგინალი და ბევრად დაბალი ხარისხის და გამყოლობის..რამდენ ადამიანს აყიდინა ეგ სულელური არტიზან პური და სი ქეი შოკი..საშინელებაა თანამედროვე მოლეკულურ-სინთეთიკური პარფიუმერიის..

Posted by: პიანისტი 10 Dec 2020, 10:11
აი ეგ ჯერემი მართლა მაგარი ფეიკია, თუმცა მომავალში თუ ვინმე დავაარსებთ სახლს დაგვჭირდება ჯერემი პიარისთვის biggrin.gif

Posted by: Გთხოვთაირჩიოთნიკი 10 Dec 2020, 10:20
akako78
პიანისტი
https://www.youtube.com/channel/UC9IImcLkUdmURWtQhxu8VwQ
ეს არის ნორმალური

Posted by: akako78 10 Dec 2020, 11:14
Გთხოვთაირჩიოთნიკი
კი ვიცი ეგ..მე მაგისი ნაკოლკებიანი ცოლი უფრო მომწონს სიმართლე გითხრაsmile.gif

Posted by: . 10 Dec 2020, 11:22
სხვა სუნამოს ვეღარ ვატარებ ამ სეზონზე, იმდენად "ჩემი" ყოფილა smile.gif)


user posted image

Posted by: akako78 10 Dec 2020, 11:53
.
და მხოლოდ ერთს ატარებ?არ გბეზრდება?მაგ სტილში 10-15 სუნამო მაქვს..ფორდის 7 სუნამო მაქვს და ძალიან მიყვარს ეგ ბრენდი..

Posted by: . 10 Dec 2020, 12:02
akako78

მე პირიქით, საჩემოდ არ მომწონს ეს ბრენდი...ტომ ფორდის ერთადერთი სუნამოა, რომელმაც არ დამამძიმა და ვატარებ სიამოვნებით.

მობეზრებას რაც შეეხება, ყველას ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს პარფიუმთან, მე არ მიყვარს სუნამოს "გამეორება", ამ ფლაკონს რომ ჩავცლი, მეორედ აღარ შევიძენ.

კოლექციის შეგროვების ნებისყოფა არ მაქვს და არც ინტერესი, 5 სუნამო თუ მაქვს, 2 უნდა გავაჩუქო smile.gif)



Posted by: spider77 10 Dec 2020, 16:22
MKBHD
akako78
QUOTE
john varvatos artisan - ხანგრძლივობით როგორია?

QUOTE
3 საათი საშუალოდ..

ჩემ შემთხვევაში, მაქსიმუმ - 3 სთ.

ოღონდ ზაფხულის ვერსია, ყავისფერ და ბეჟ ფლაკონებში.
შავ ფლაკონს ცოტა მეტი აქვს გამყოლობა, ოღონდ ეგ ცოტა მძიმეა.


Posted by: MKBHD 10 Dec 2020, 17:40
akako78
არადა მომეწონა არტიზანი, ადრე მახსოვს 20-30 ის ფარგლებში ღირდა და ეხლა 40 მდეა ასული

spider77
QUOTE
ოღონდ ზაფხულის ვერსია, ყავისფერ

ხო ყავისფერზე ვამბობ, პროსტა არტიზანრო ქვია, შავი არ მინდა ბენტლი ინტენსი და ლალიქ ალექსტრიმი მაქ ზამთრისთვის, საზაფხულოები იშვიათად მომწონს მარა არტიზანი კაი იყო, გამყოლობა კი რავიცი

Posted by: akako78 10 Dec 2020, 18:36
MKBHD
კი მეც ძველი არტიზანი მირჩევნია ახალს..ჯერემმა გაასაღა ეგ არტიზანი პურ-ი ხალხზე-გახადა პოპულარული..უბრალოდ ამ სეზონის ნაღდად არაა..იაფად თუ იქნებოდა შეგეძლო გეყიდა და ატომაიზერში გექნებოდა..ვარვატოსების არასოდეს არ გამოირჩეოდნენ გამყოლობით..ნუ ჩემს კანზე მე ვერსაჩეს ეუ ფრეშს საერთოდ ვერ ვგრძობ..გეგონება წყალი დავისხიო სპირტთან შერეულიოsmile.gif

Posted by: black_man 10 Dec 2020, 18:38
MKBHD
გამყოლობა ძაან ცუდი აქვს... სურნელი არ არის ცუდი, მომეწონა მეც.... თუმცა, მაგაში რაც უნდა გადაიხადო ბევრად კარგ სუნამოს იყიდი.........

Posted by: Master_Nick 10 Dec 2020, 21:17
MKBHD
მე მაქვს ვარვატოსის არტიზან პიუარი, ბლუ და ვინტაჟი. სამივე ოკ -ია ფასი ხარისხის კომბინაციის კუთხით. ზაფხულში არტიზან პიუარი საკმაოდ კარგად ვიხმარე, მთლიანობაში კმაყოფილი ვარ.

კარგი გამყოლობა და დახვეწილი ბუნებრივი/ნატურალური სურნელი თუ გინდა საზაფხულოდ (და არა მარტო საზაფხულოდ) იდეალურია Atkinsons Mint&tonic, თუმცა ფასიც მაღალია.

Posted by: spider77 10 Dec 2020, 21:42
MKBHD
QUOTE
ხო ყავისფერზე ვამბობ, პროსტა არტიზანრო ქვია

კი მეც ეგ ვიგულისხმე, მაქვს, ძალიან კარგი სურნელია, მაგრამ გამყოლობა მისი აქილევსის ქუსლია.

ზაფხულობით როცა სახლში ვარ მაშინ ვისხამ ხოლმე gigi.gif


Posted by: MKBHD 10 Dec 2020, 22:49
akako78
QUOTE
იაფად თუ იქნებოდა შეგეძლო გეყიდა და ატომაიზერში გექნებოდ

153 არი ლუტეციაში 125მლ,

black_man
QUOTE
მაგაში რაც უნდა გადაიხადო ბევრად კარგ სუნამოს იყიდი..

მაგალითად რომელს მირჩევ აბა საზაფხულო მინდა რამე შევმატო ჩემ მოკრძალებულ "კოლექციას" (Eros EDT / Encre Noire Noire a l'extreme / Azzaro Wanted / Bentley men intense)

ეროსს ვხმარობ ყოველდღიურად და საკმაოდ კარგ რექაციებს იწვევს, Bvlgari man in black ან La nuit de lhomme EDT მინდა კიდე მარა აშკარად რამე fresh უფრო მაკლია, Cedrat boise და light blue intense-ზე არ გავგიჟდი , კარგებია ორივე მარა მაინც (ეს ალბათ მაინც უფრო იმიტო რო ცოტა მძიმე მძაფრი სუნამოები მომწონს)

Posted by: akako78 10 Dec 2020, 23:26
MKBHD
კი არ არის ცუდი ფასი..ნიშე იყიდე ისე მაგ ფასში ჯუნიპერ სლინგი პენჰალიგონის..140 ლარი იყო ისევ თუ აქვთ ფასდაკლება..არაა ეგეც გამყოლი მაგრამ 5 სპრეი კი კმარა რომ ბევრად კარგი სურნელით რომ იარო კაცმა ზაფხულში..ბოლო ბოლო ყველგან 100 დოლარია ან 145 დოლარი..თუ ტკბილები და საფრონ ტყავი უდი მოგწონს თუ აქვთ დარჩენილი ამ სეზონისთვის დარქ საფრონ ნიათი იყიდე ხესუს დელ პოზოსი..ეგ კი არის გამყოლი..ლუტეციაში იყო ორივე

Posted by: spider77 11 Dec 2020, 00:11
MKBHD
არც Bvlgari man, არც La nuit de lhomme EDT და მსგავსი სუნამოები ზაფხულის ვერსიად არ გამოგადგება.

თუ ფასზე შეზღუდვა არ გაქვს ლუქსიდან შემიძლია გასატესტად გირჩიო dior homme სპორტი ან ოდეკოლონი, ასევე შანელის allure Blanch.
უგივე ჰერმესის ფრეში, ან acqua di parma-ს რომელიმე ვერსია.

თუ უფრო მძიმე გინდა, ფარენჰეიტის ედტ-ც შეგიძლია თბილ (და არა ძაან ცხელ) ამინდშიც იხმარო.

Posted by: MKBHD 11 Dec 2020, 00:33
akako78
QUOTE
140 ლარი იყო ისევ თუ აქვთ ფასდაკლება.

QUOTE
ბოლო ბოლო ყველგან 100 დოლარია ან 145 დოლარი.

ამხელა სხვაობა რატოა? biggrin.gif
* * *
spider77
QUOTE
არც Bvlgari man, არც La nuit de lhomme EDT და მსგავსი სუნამოები ზაფხულის ვერსიად არ გამოგადგება.

ხო მაგიტო დავწერე კი მომწონს მარა რამე fresh უფრო მაკლიათქო

QUOTE
თუ ფასზე შეზღუდვა არ გაქვს

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე სადღაც 200 ზე მეტის გადახდა უბრალოდ არ მინდა, არადა ვულევუმ რო მანსერა შემოიტანა red tobacco ზე მედგა თვალი sleep.gif ეხლა ვეღარ გავიმეტებ მაგხელა თანხას biggrin.gif
* * *
საზაფხულოდ კიდე რა ვარიანტებია juniper sling-ის გარდა მსგავს ფასში?

Posted by: black_man 11 Dec 2020, 02:04
MKBHD
თუ დაბალ ფასად ეძებ, შემიძლია გირჩიო ფრეში, მაგარ ფასად არის ლუტეციაში, თან დატესტავ კიდეც... After Game El Ganso for men
თუ 200 ლარამდე აპირებ გადახდას აკაკომ გირჩია კარგი ვარიანტი და ნიშე ჯობია იყიდო.......
ლუქსებიდან ესენი:
Allure Homme Sport Eau Extreme
Luna Rossa Prada
L'Eau Majeure d'Issey Issey Miyake
Cool Water Intense EDP


Posted by: MKBHD 11 Dec 2020, 02:32
black_man
QUOTE
After Game El Ganso for men

ძაალიან იაფია biggrin.gif გამყოლობა ნორმ? კარგს ძაანაც ვერ მოვთხოვ ისეთი ფასია

QUOTE
აკაკომ გირჩია კარგი ვარიანტი და ნიშე ჯობია იყიდო

პენჰალიგონსი ხო?

akako78
QUOTE
არაა ეგეც გამყოლი მაგრამ 5 სპრეი კი კმარა რომ ბევრად კარგი სურნელით რომ იარო კაცმა ზაფხულში

ეროს-ს რაც აქ მისაღებია და მსგავსი მაინც თუ არი მშვენიერი, 5-ს ვისხავ ამასაც, ჯერემის სტილში biggrin.gif

აზაროს ქრომებზე რას იტყვით?
* * *
QUOTE
თან დატესტავ კიდეც

ხო 24 ში იხსნება მგონი მოლები დავადგები ეგრევე იმედია იქნება მანამდე ფასდაკლებები

Posted by: Გთხოვთაირჩიოთნიკი 11 Dec 2020, 06:56
QUOTE
საზაფხულოდ კიდე რა ვარიანტებია

მეც რაც მქონია საზაფხულოდ და ძალიან მომწონს:
aqua di gio profumo
dolce gabbana light blue intense
prada L Homme

Posted by: Master_Nick 11 Dec 2020, 09:13
Გთხოვთაირჩიოთნიკი
ლუტეციას ჰქონდა კარგი (-50) ფასდაკლება ნიშებზე Cartusia Mediterraneo და Annick Goutal Eau D'hadrien ზე. საზაფხულოდ ორივე ბომბია. გუტალის ეს სუნამო მგონი დარჩენილი აქვთ.

ლუქსებიდან Dior higher energy და YSL Cologne bleue კარგებია. Versace pour homme ასევე კლასიკაა საზაფხულოდ.

Posted by: dencqvita 11 Dec 2020, 15:10
მეგობრებო გოგოს რა სუნამოს აჩუქებდით 100-150 ლარის ფარგლებში, ოღონდ არ ვიცი როგორები მოსწონს და რამე ნეიტრალური რო იყოს, რივიუებიდან dolce gabbana l'imperatrice 3 -ს შევარჩიესავით და როგორია? ჩვენთან იქნება რომელიმე მაღაზიაში?

Posted by: 4L3X 11 Dec 2020, 15:32
dencqvita
თუ არ იცი როგორი სუნამოები მოწონს. ჯობია ეხლა უყიდო სასჩუქრე ტალონი მაგ თანხის და მერე დააკვრიდე რისი სუნი ქნება იმის მიხედვით იყიდე შემდეგ შენით სუნამო.

Posted by: black_man 11 Dec 2020, 18:00
MKBHD
ეგ აქ ღირს ძაან იაფი ჩვენთან, თან ფასდაკლებაა თორემ ამერიკაში 45-50$ ღირს.... გამყოლობა ნორმალური აქვს.... სურნელიც საკმაოდ კარგია და სინთეტიკა არ იგრძნობა.... პარფიუმერიც საკმაოდ ცნობილია მაგ სუნამოსი.... ფასის ვარიანტში ღირს დასატესტად.... 65 ში 125 მლ მოგდის, მთელი ზაფხული შეგიძლია თავზე ივლო იმდენია gigi.gif
biggrin.gif

Posted by: spider77 11 Dec 2020, 18:34
After Game El Ganso for men

QUOTE
სურნელიც საკმაოდ კარგია და სინთეტიკა არ იგრძნობა.

ნუ ესეც პირობითია.
პიტნის და პეტიტგრენის კომბინაცია ბევრს არ მოსწონს (მათ შორის მეც).
მე რო არ მომწონს ეგ რა თქმა უნდა არაფერს ნიშნავს, მაგრამ მაინც დადესტვაა საჭირო, პრინციპში ისე როგორც ნებისმიერი სუნამოს შემთხვევაში.

Posted by: black_man 11 Dec 2020, 18:52
spider77
კი, მაგიტომ ვეუბნები მერე დატესტე თქო, და არა პირდაპირ იყიდე, შეიძლება არც მოეწონოს ყველა სუნამოს დატესტვა ჭირდება..... მე მაგალითად დავტესტე და მომეწონა, ფასთან მიმართებაში ნამდვილად კარგია..... . . მიახლოებით რომ მიხვდეს როგორი სურნელია, შემიძლია ვთქვა, რომ Dior Homme Cologne - ს წააგავს, მსგავსი ხასიათის სურნელია....

Posted by: spider77 11 Dec 2020, 19:06
black_man
QUOTE
კი, მაგიტომ ვეუბნები მერე დატესტე თქო, და არა პირდაპირ იყიდე, შეიძლება არც მოეწონოს ყველა სუნამოს დატესტვა ჭირდება..... მე მაგალითად დავტესტე და მომეწონა

ჩემი ნათქვამი უხეშად არ მოგეჩვენოს. აქ, ტექსტში ცოტა ძნელია თანმდევი ემოციების და მიმიკების გადმოცემა smile.gif

რა თქმა უნდა გეთანხმები.

Posted by: MKBHD 11 Dec 2020, 19:20
black_man
QUOTE
ეგ აქ ღირს ძაან იაფი ჩვენთან, თან ფასდაკლებაა თორემ ამერიკაში 45-50$ ღირს

ძლივს ვნახე რაღაც ჩვენთან რო იმაზე იაფია ვიდრე ამერიკაში biggrin.gif ბენტლი ინთენსი მაქ ეგრე ნაყიდი 80 ლარად 100მლ საიტზე 30+ დოლარებია
QUOTE
მიახლოებით რომ მიხვდეს როგორი სურნელია, შემიძლია ვთქვა, რომ Dior Homme Cologne - ს წააგავს

ეს after game?
https://www.youtube.com/watch?v=SfFCnc2MlJU ამათ ვაფშე 80 დოლარი უწერიათ biggrin.gif part time hero-ც კაი უნდა იყოს

Posted by: black_man 11 Dec 2020, 19:48
spider77
გაიხარე, არა ყველაფერი გასაგებია, არ მიმიღია უხეშად...... up.gif up.gif war.gif
MKBHD
კი after game..... ისე ბენტლი ბლექ ედიშენი მეც აქ ვიყიდე, უფრო იაფი გამოდიოდა იმ დროს... კი, კარგი ოთხეულია აქ შემოსული, ყველა 65 ღირს თან ფასდაკლებით, შეიძლება რომელიმეს არჩევა... ნუ ისეთი ფასია,
თუ მოგეწონა, გული არ დაგწყდება და არც დასხმა დაგენანება, მოცულობაც საკმაოა.... biggrin.gif მაგათმაც შეაქეს მთლიანობაში, თან 80 დოლარის კვალობაზე..... war.gif

Posted by: MKBHD 11 Dec 2020, 19:57
black_man
QUOTE
თუ მოგეწონა, გული არ დაგწყდება და არც დასხმა დაგენანება,

ისეთი ფასია სუ რო არ მომეწონოს ისე გააჩუქებს კაცი biggrin.gif პროსტა 4 ცალი როა სერიაში პროსტა ინტერესის გამო მინდა ამორჩევა თორე კაი blind buy იქნებოდა

QUOTE
მაგათმაც შეაქეს მთლიანობაში, თან 80 დოლარის კვალობაზე.....

ნახვამდე რა თქმა უნდა ვერაფერს ვიტყვი მარა მე ცოტა არ იყოს გამიკვრიდა ეგ ფაქტი biggrin.gif , მითუმეტეს 100- დოლარში იმდენი კარგი რაღაცაა

Posted by: black_man 11 Dec 2020, 20:52
MKBHD
24 ში გაიხსნება და შეგიძლია ნახო, მთავარია 50% იანი ფასდაკლება ისევ იყოს............. მაგ ოთხიდან რომელიმე უნდა მოგეწონოს, ფაქტიურად ყველა სეზონია მაგ სერიაში...... biggrin.gif

Posted by: senpai 11 Dec 2020, 23:44
ამ ხაზის სუნამოები სანახავია. იმედია იქნება ლუტეციაში როცა გახსნიან

user posted image

Posted by: akako78 12 Dec 2020, 12:38
senpai
მე ვიყიდე დარქ საფრონ ნაითი..და კარგია..ეგეც მინდოდა ან არბიან ნაითი..არცერთი აღარ ჰქონდათ..

Posted by: black_man 12 Dec 2020, 17:05
senpai
მე მაქვს მაგ ხაზიდან Noble musk და Gold cedar...
Gold cedar მომწონს, ძაან კარგია..... ტობაკო ვუდი ზაფხულში დავტესტე და იმ მომენტში ზედმეტად მძაფრი მომეჩვენა... სურნელი კი მაგარია...

Posted by: Master_Nick 12 Dec 2020, 22:00
ატკინსონის სახლის მორიგი ფავორიტი Atkinsons Mint&Tonic
user posted image

Posted by: akako78 12 Dec 2020, 22:12
Master_Nick
კარგი იქნება აშკარად ეტყობა..მეც მინდა ერთი მაგ სახლიდან ნიკ..უდს არ ვიყიდი(როგორც მახსოვს პერის მონტე კარლოს უდებმა დააფარა)და არც შენ გირჩევ,მაგრამ აი ის კოგნიაკის ნოტი რომ აქვს იმას კი ვიყიდდი..

Posted by: Master_Nick 12 Dec 2020, 22:36
akako78
ეს მინტი ძალიან მაგარია, მოგეწონება შენი გემოვნება რომ ვიცი.
ეხლა სხვა სემპლებს ველოდები (უდებიც არის) დავტესტავ კარგად და მერე მივიღებ გადაწ3ყვეტილებას. სამივე ძალიან მომწონს.
user posted image

ამ სემპლებში რაც ჩამოვა, პირატის გრანდ რეზერვიც უნდა იყოს და მოგცემ დასატესტად.

Posted by: akako78 13 Dec 2020, 13:02
Master_Nick
მადლობა ნიკ..მაგარი ლამაზი ბოთლებია..ეგენი კი ყველა საინტერესოა..საერთოდ ეგერე ვერ გაიგებს კაციო ერთი ვლოგერი იძახის ატკინსონსო..უნდა ატაროო რომ შთაბეჭდილება შეგექმნასო

Posted by: Master_Nick 13 Dec 2020, 14:00
akako78
კი ტარება და დაკვირვება უნდა ატკინსონს, თუმცა ჩემი აზრით და მწირი გამოცდილებით ერთი რამ ცხადია, რომ საკმაოდ დამჯდარი, დახვეწილი და სასიამოვნოდ სატარებელი სუნამოები აქვთ. მე ზედმეტად გამოკვეთილი, მძაფრი და მყვირალა სურნელებს არ/ვერ ვატარებ.

Posted by: rezi0881 13 Dec 2020, 19:50
Master_Nick

მშვენიერი სამეულია up.gif მინთი დროული იყო, სწორი გადაწყვეტილებაა, თორემ ამ ვისკი/თამბაქო/გემრიელობებმა ნამეტანი შეყოლა იცის.. smile.gif

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ესეც ჩემი ატკინსონი..

user posted image



Posted by: Master_Nick 14 Dec 2020, 13:29
rezi0881
up.gif საინტერესოა როგორ დაახასიათებ ბარლინგტონს. ბრმად ვაპირებდი ყიდვას და ვერ გავრისკე wink.gif კარგი დახასიათებები აქვს და რეალობას ასახავს?

Posted by: rezi0881 14 Dec 2020, 14:40
Master_Nick

კარგია მე მომწონს, რაღაცით ვამსგავსებ L'Homme Idéal L'Intense Guerlain ამის ხასიათში ჯდება მაგრამ სხვაა მაინც, მამაკაცურია უფრო უნისექსის კვალობაზე. უფრო ფეფერი, ვეტივერი, სმოუკი ნოტები, ამ სტილის სუნამოა, ბრმად ნუ შეიძენ იყიდება ჩვენთან და დატესტე რო მოახერხებ, საინტერესოა.


Posted by: Master_Nick 14 Dec 2020, 21:22
rezi0881
დავტესტავ აუცილებლად. მანამდე კი 44 Gerrard street ველოდები.

Posted by: rezi0881 14 Dec 2020, 21:33
Master_Nick

საქართველოში ალბათ პირველს გექნება biggrin.gif გაგვიზიარე შთაბეჭდილებები.
ვფიქრობ რო ძალიან კარგი იქნება.. Citrus Aromatic არის

Posted by: akako78 14 Dec 2020, 22:51
rezi0881
რევაზ ალუბალი იგრძნობა და ტყავისებრი თამბაქო?ალბათ უფრო შემოდგომის იქნება არა?

Master_Nick

ნიკ პოპულარს ხდი საქართველოში ატკინსონს..გააძვირებენ დემარლის არ იყოსsmile.gif

პ.ს.მოლინარდის ქუირი თუ იცით აქ ვინმემ ან ამ ბრენდის რომელიმე კარგი სუნამო მამაკაცური ან სუფთა უნისექსი?

Posted by: rezi0881 14 Dec 2020, 23:11
akako78

არა, ეგენი არ იგრძნობა უფრო სხვანაირია, ანუ გერლენს მაგ მხრივ არ გავს.. როგორ გითხრა შავი როა გერლენის ინტენსი მთლიანობაში მაგის ხასიათში ჯდება. რო ნახო ალბათ დაიჭერ საერთოს. სიცხის გარდა ყველა სეზონზე წავა, ცხელი ამინდისთვის მძიმე იქნება..

Posted by: Melakud 15 Dec 2020, 13:49
Dior Homme Intense ყიდდა რომელიღაც იუზერ. გამოიწერა და არ აღფრთოვანდა როგორც მახსოვს.

ახლა ვაპირებ ხელახლა ყიდვას. ჩემი პირველი სერიოზული სუნამო იყო. არც მე გადავირიე როცა ჩამოვიდა.
დიდი განვითარება არ აქვს და დამჯდარია. განსაკუთრებული პირველი ეფექტ არ აქვს.
როცა წლები გავიდა და ბევრი მქონდა, ერთ-ერთი ხარისხიანი და ვიტყოდი
საუკეთესოც კი არის ღამის ფორმალურ სურნელებს შორის. მუქი ყავისფერი, მუქი იისფერი, მუქი ოქროსფერი ამ მდიდრულ ფერებთან ასოცირდება ჩემთვის.


დიორ ომ პარფიუმი და დიორ ომ არ გამისინჯავს.

Posted by: spider77 15 Dec 2020, 23:03
Melakud
QUOTE
დიორ ომ პარფიუმი

სამწუხაროდ, ძველი, კლასიკური აღარ გამოდის.
ყველაზე უკეთესი იყო.

ახალი, 2020 წლის დიორ ომ პირადად მე მომწონს, თუმცა ესეც წინა წლების (2005, 2011 თუ 13) იყო უკეთესი.

უფრო ნაზი ვერსია ვისაც მოსწონს, კარგი ვარიანტია Dior homme eau (ორივე მაქვს), ცისფერი სითხე რომელშიც ასხია. ესეც მომწონს. ვისაც ირისის სურნელი იზიდავს ძალიან მოეწონება.


QUOTE
განსაკუთრებული პირველი ეფექტ არ აქვს

განსამუთრებული პირველი ეფექტი და ტყავის სურნელი თუ მოგწონს, ფარენჰეიტი იდეალურია. სტარტი დაუვიწყარი აქვს, ბოლოსკენ კი, ბაზაში წყნარდება და დიორების კლასიკური სურნელიც იგრძნობა.


Posted by: Melakud 15 Dec 2020, 23:29
spider77

ტყავი არ მიყვარს როგორც ნოტი. ომ ინტენსში არის ტყავისმაგვარი ეფექტ მაგრამ ნოტებში არ აქვს.
ფარენჰეიტ თავის უამრავი ფლანკერით ძველმოდური ხაზია ჩემთვის. ომ ინტენს სერიოზულიც არის და თანამედროვეც.

2020 წლის რეფორმულირებას არ აქებენ.
მე მქონდა ის ვერსია რაც 2011 წლიდან გამოდიოდა.
2007 წელში შეიქმნა პირველი ფორმულირებით, რომელსაც ყველაზე უფრო აქებენ და 50 მლ. 450 დოლარად უდევს ვიღაცას იბეიზე smile.gif

ისევ იმას ვიყიდი რაც მქონდა
ძალიან კარგ პერიოდს მახსენებს და ამ ახალ წელს გავალ მაღაზიაშ

Posted by: spider77 16 Dec 2020, 00:02
Melakud
QUOTE
ის ვერსია რაც 2011 წლიდან გამოდიოდა.
2007 წელში შეიქმნა პირველი ფორმულირებით, რომელსაც ყველაზე უფრო აქებენ

კი, ეგრეა.

QUOTE
50 მლ. 450 დოლარად უდევს ვიღაცას იბეიზე

უფრო იაფადაც არის ხოლმე.

Posted by: senpai 19 Dec 2020, 11:35


user posted image


-----------------

Posted by: akako78 19 Dec 2020, 12:41
senpai
ვა ლამაზია..როგორ დაახასიათებდი?მოლინარდის კუირს მივამგვანე..ხომ არ იცი ეგეც?

Posted by: Master_Nick 19 Dec 2020, 21:32
QUOTE (akako78 @ 14 Dec 2020, 22:51 )


Master_Nick

ნიკ პოპულარს ხდი საქართველოში ატკინსონს..გააძვირებენ დემარლის არ იყოსsmile.gif

კარგი ბრენდი აღმოჩნდა და მისასალმებელია რომ საქართველოშიც არის ხელმისაწვდომი, ლუტეციას -50% სეილები აქვს ხოლმე ამ ბრენდზე, ასე აღმოვაჩინე მე სრულიად შემთხვევით და როგორც ვატყობ ამ აღმოჩენის შემდეგ მომიწევს კოლექციის აფდეიტი, ბევრ სუნამოს ვეჭვობ ვეღარც გამოვიყენებ,smile.gif

Posted by: rezi0881 20 Dec 2020, 11:56

1899 Hemingway Histoires de Parfums

user posted image



Posted by: Master_Nick 20 Dec 2020, 12:57
rezi0881
გაუმარჯოს, საინტერესო სახელწოდება აქვს ამ ბრენდს. ჰემინგუეი სერიოზული ალკოჰოლიკი და კიდევ უფრო მაგარი მწეველი იყო. ვისკის და თამბაქოს თემაა?

Posted by: rezi0881 20 Dec 2020, 13:37
Master_Nick

გაუმარჯოს, ამ სუნამოს სპაისბომბს ადარებენ, მთლიანობაში გავს კიდეც ოღონდ ძალიან არა, მე უფრო დარიჩინს ვგრძნობ და ჯუნიპერს https://www.fragrantica.com/notes/Juniper-142.html თუ იცი ეს ნოტა.. თამბაქო და ვისკი არაა დაანონსებული ნოტებში მაგრამ ნამდვილად იგრძნობა ორივე ლაითად, ან სხვა რამე თუ ქმნის მსგავს ეფექტს არ ვიცი.. მთლიანობაში ფრეშ/სპაისი არის, ვეტივერი და ციტრუსიც აქვს. მგონი ზომიერადაა ყველაფერი, პირდაპირ სუნელების დახლი არაა. ჰოო, ის ალუბლის თუ ალუბლისმაგვარი სურნელიც დაყვება მსგავსი ტიპის სუნამოებმა რომ იცის.

Posted by: akako78 20 Dec 2020, 14:39
rezi0881
კი მაგის ამინდია ეხლა ზუსტად..მშვენიერი იქნება..

Posted by: Master_Nick 20 Dec 2020, 17:59
rezi0881
სპაისბომბს თუ ჰგავს კარგი იქნება, კარგად დაახასიათე, რაც ჩამოთვალე ნოტები ყველა მომწონს, დასატესტად მოვინიშნავ აუცილებლად. მარკიზ დე სადიც ამ პარფ სახლის სუნამოა ხომ?

Posted by: Arien 20 Dec 2020, 18:45
-----------------------------------

Posted by: black_man 20 Dec 2020, 19:04
Arien
მშვიდობაში up.gif up.gif up.gif

Posted by: rezi0881 20 Dec 2020, 19:23

akako78

კი, ესეც უფრო ცივი ამინდის არის smile.gif

Master_Nick

ამისია მარკიზ დე სადიც smile.gif იქსტრიმ მასკულინური სუნამოა, საკმაოდ ხისტი ტყავია.

Arien

ფაუდერი ფაუდერი? biggrin.gif როგორ ხარ 2kiss.gif ეგ ხომ გქონდა ისე მახსოვს.







Posted by: Master_Nick 20 Dec 2020, 20:12
rezi0881
მე ვერ გავიგე დე სადი, საერთოდ ტყავთან ვერ ვმეგობრობ, სურნელში მითუმეტეს. wink.gif

Posted by: rezi0881 20 Dec 2020, 20:36
Master_Nick

ნახე და არ მოგეწონა? ტყავი სპეციფიურია ყველას არ მოსწონს, ზოგი მეც არ მომწონს, თუ მოხვდი არომატეკაში ეს ნახე შეიძლება ეს მოგეწონოს African Leather Memo Paris არაა პირდაპირ პერჩატკი ცხვირში. smile.gif

Posted by: Arien 20 Dec 2020, 22:21
black_man
QUOTE
მშვიდობაში 

მადლობა smile.gif

rezi0881
QUOTE
ფაუდერი ფაუდერი?  როგორ ხარ  ეგ ხომ გქონდა ისე მახსოვს.

+ შუშხუნა ალდეჰიდები და ტყავი.განსხვავებულია და დელიკატური,საკმაოდ სასიამოვნო და ვფიქრობ არც პრეტენზიული.ცოტა მეუცხოვება,ფრაგრანტიკის მიხედვით ჰგავს Putain des Palaces და Powder Flowers,თუმცა ვერ ვამსგავსებ.
ამ ბრენდის მხოლოდ Anyway მაქვს,ეს კი ბრმა შენაძენი იყო.მართალია არომათეკაში აქვთ,მაგრამ მე მანდ ვერ ვხვდები და გარისკვა მომიწია.დიდი ალბათობით უნდა მომწონებოდა და საბედნიეროდ ეგრეც გამოვიდა smile.gif

ზაფხულიდან გამომყვა Besos - ძალიან მოუხდა ცივ სეზონს,ბაგში გარეცხილი და დათოვლილი თეთრეულის სუნი აქვს biggrin.gif love.gif
შემდეგ დაემატა Need-U და ახლა ეს Citizen Queen.

როგორ ვარ მაგას ნუ მკითხავ,ძლივს ვუძლებ ცდუნებას რამე არ ვიყიდო ონლაინ ჩვენს პარფიუმერულ მაღაზიებში,ხან შანელის კრისტალი მინდა,ხან ბოტეგა ვენეტა... ვცდილობ გონივრულად მოქცევას biggrin.gif
შენთან რა ხდება?თავად როგორ ხარ? 2kiss.gif

Posted by: rezi0881 20 Dec 2020, 23:12
Arien

კარგია რომ მოგეწონა smile.gif ესეიგი პუდრის მუსკუსის და სუფთა სურნელების ხასიათზე ხარ. მაგ სუნამოებს ალბათ პუდრის გამო ადარებენ. მსგავსი სურნელები მართლაც დელიკატურია და სასიამოვნოა ქალბატონზე.. ალბათ ესეც მოგეწონება თუ არ იცი Lazy Sunday Morning Maison Martin Margiela.
QUOTE
ზაფხულიდან გამომყვა Besos - ძალიან მოუხდა ცივ სეზონს,ბაგში გარეცხილი და დათოვლილი თეთრეულის სუნი აქვს 
შემდეგ დაემატა Need-U და ახლა ეს Citizen Queen.

რა საინტერესო რამე დაწერე დათოვლილი თეთრეულის სურნელი, რაღაც ოზონის სუფთა ცივი ჰაერის სუნი რო აქვს smile.gif
ცდუნება რთულია მაგრამ გონივრული მოქცევაც აუცილებელია biggrin.gif biggrin.gif
მეც ვარ რა, მადლობა.. smile.gif
Incident Diplomatique ამის სემფლი მაქვს, ვეტივერის მეგა დოზა აქვს მგონი, რო ახსენებენ earthy root vetiver -ს მგონი ესაა biggrin.gif ხან მაგრად იხსნება ზომიერად თუ დაისხი ცივ ჰაერზე ძალიან მომწონს. სითბოში რაღაც მედიცინის სუნი აქვს ჩახშობილი. ქალებს რომ არ მოეწონებათ ისეთია.

Posted by: Arien 21 Dec 2020, 11:26
rezi0881
QUOTE
კარგია რომ მოგეწონა  ესეიგი პუდრის მუსკუსის და სუფთა სურნელების ხასიათზე ხარ. მაგ სუნამოებს ალბათ პუდრის გამო ადარებენ. მსგავსი სურნელები მართლაც დელიკატურია და სასიამოვნოა ქალბატონზე.. ალბათ ესეც მოგეწონება თუ არ იცი Lazy Sunday Morning Maison Martin Margiela.


კი,ეგეთი არომატები მინდა სადაც white,soapy,musk,nude,Clean და მსგავსი ურევია.Lazy Sunday Morning ვიცი და კარგია.
ნიმუშები მქონდა ევოდის და ბოკლეს,ერთი-ერთი განსაკუთრებით მომეწონა,რომ გაიხსნებიან მივალ სანახავად.
Besos მთელი ზაფხული მესხა და მხოლოდ დეკემბერში მივიღე კომპლიმენტები,სხვებმაც შეამჩნიეს smile.gif
Incident Diplomatique - ამას ვერ ვიხსენებ, მალის ვეტივერზე რთულია? Vetyverso კი ისევ მომწონს,მეგობრისთვის მინდოდა,მაგრამ მასზე მგონი დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა,ვერც Green Water-მა და ისევ საკუთარი თავისთვის თუ შევიძენ.

London WIDIAN - ეს იყიდება 320 ლარად,ვერიკოს პოსტი შემხვდეა ფბ-ზე.

Posted by: akako78 21 Dec 2020, 11:29
Arien
მშვიდობაში ჯულიეტა..ვიდიანი კარგი სუნამოა ნაღდად..და კარგი ფასია თუ 100მლ..გაუხსნელია?

Posted by: rezi0881 21 Dec 2020, 12:26
Arien
QUOTE
Incident Diplomatique - ამას ვერ ვიხსენებ, მალის ვეტივერზე რთულია? Vetyverso კი ისევ მომწონს,მეგობრისთვის მინდოდა,მაგრამ მასზე მგონი დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა,ვერც Green Water-მა და ისევ საკუთარი თავისთვის თუ შევიძენ.

კი, ბევრად რთულია, თან მუსკატის კაკალთან არის და რაღაც მძიმე აურას ქმნის. არ აღმოჩნდა საჩემო.. Vetyverso უფრო რეტრო სტილის სუნამოა და ვეტივერი შედარებით სუფთა და მსუბუქია მანდ. Green Water ესეც რეტრო სტილია.. საჩუქრად მაინც mass appeal სუნამო ჯობია, მართალია მსგავსი სტილის ნიშე სუნამო შეიძლება არ მოეწონოს და ვერ გაუგოს. smile.gif

Posted by: Master_Nick 21 Dec 2020, 18:32
QUOTE (rezi0881 @ 20 Dec 2020, 20:36 )
Master_Nick

ნახე და არ მოგეწონა? ტყავი სპეციფიურია ყველას არ მოსწონს, ზოგი მეც არ მომწონს,

კი და ძალიან მძიმეა, ფარენგეიტსაც ვერ ვხმარობ მაგ ტყავის ნოტის გამო და საერთოდ ვერ მოვირგე ტყავი, არ არის ჩემი.



* * *
Arien
გილოცავთ შენაძენს, საინტერესო ფასდაკლებებია?

Posted by: Arien 21 Dec 2020, 22:59
akako78
QUOTE
მშვიდობაში ჯულიეტა..ვიდიანი კარგი სუნამოა ნაღდად..და კარგი ფასია თუ 100მლ..გაუხსნელია?

მადლობა smile.gif
ვიდიანი მხოლოდ 50მლ.-ია და რამდენადაც ფოტოზე გავარჩიე,ნაკლულია.ახალი საკმაოდ ძვირი ღირს,დელმა ან შავი კოლექციის მესამე და მეხუთე ყოფილიყო,მენდომებოდა.

rezi0881
QUOTE
კი, ბევრად რთულია, თან მუსკატის კაკალთან არის და რაღაც მძიმე აურას ქმნის. არ აღმოჩნდა საჩემო.. Vetyverso უფრო რეტრო სტილის სუნამოა და ვეტივერი შედარებით სუფთა და მსუბუქია მანდ. Green Water ესეც რეტრო სტილია.. საჩუქრად მაინც mass appeal სუნამო ჯობია, მართალია მსგავსი სტილის ნიშე სუნამო შეიძლება არ მოეწონოს და ვერ გაუგოს.

ვეტივერი ცოტა სიახლეა ჩემთვის და ვნახავ რომ ვიცოდე როგორია.სუნამოს ჩუქებაზე გეთანხმები,თუ ძალიან ახლობელი არ არის,მეც იგივე პრინციპით ვარჩევ,აი ახლობელთან უფრო ვრისკავ და სუბიექტური არჩევანი გამომდის.
Master_Nick
QUOTE
გილოცავთ შენაძენს, საინტერესო ფასდაკლებებია?

მადლობა smile.gif
კი,კარგი ფასდაკლებები აქვთ.შანელზე იშვიათად აკლებენ და მაგაზეც იყო,ყოველ შემთახვევაში ისი პარის ჰქონდა და შეიძლება ახლაც აქვთ.
უფრო რაღაც სიახლის ნახვა მინდოდა,ჰოდა ახლობლის არაბული და ფეიქ სუნამოები დავტესტე,მაღაზია აქვს და ყიდის. ეს რომ არა,ალბათ რაიმე მაინც შემომეყიდებოდა smile.gif)

Posted by: spider77 23 Dec 2020, 16:58
მიგესალმებით მეგობრებო.
ისე, თუ იცით ვინმემ, ზარას მაღაზიებში (მოლებში) სუნამოები აქვთ?

Posted by: Scoorp 23 Dec 2020, 17:14
spider77

კი, აქვთ


----

მეგობრებო ვერცხლისფერ ინკანტოს ვეძებ, სადმე ხომ არ გეგულებათ?

Posted by: Master_Nick 23 Dec 2020, 17:17
Arien
შანელზე როგორც ვიცი ფასდაკლებებს თვითონ ბრენდი არ აკეთებს. როგორც ჩანს კრიზისი მათაც შეეხო.

Posted by: spider77 23 Dec 2020, 18:43
Scoorp
QUOTE
კი, აქვთ

მადლობა.

არასდროს დავკვირვებივარ.
აწი მივაქცევ ყურადღებას თუ ნორმალური ფასები ექნებათ. ...

Posted by: rezi0881 23 Dec 2020, 20:50

Nasomatto Duro

user posted image




Posted by: black_man 23 Dec 2020, 23:40
rezi0881
მშვიდობაში up.gif up.gif up.gif up.gif up.gif

Posted by: 4L3X 23 Dec 2020, 23:50
rezi0881
wow up.gif
გაგვიზიარე მერე შენი მოსაზრება ამ სუნამოზე.

Posted by: rezi0881 24 Dec 2020, 00:18
black_man
4L3X

მადლობა ორივეს up.gif ახალი არაა დიდი ხანია რაც მაქვს.
QUOTE
გაგვიზიარე მერე შენი მოსაზრება ამ სუნამოზე.

რთულია გადმოსაცემად ისეთი სუნამოა, ქალბატონზე ან უნისექსად ვერ წარმომიდგენია. ხის ნოტები, ტყავი, პაჩული, სპაისები. ყველაფერი ისეა გაკეთებული რომ ძალიან მასკულინურად ისმოდეს..


Posted by: პიანისტი 24 Dec 2020, 13:51
rezi0881
რეზი როგორ ხარ? რა მაინტერესებს მემოს აფრიკული ტყავიდან შემიძლია გადავასხა? ერთს მინდა ვაჩუქო 10მგ

Ocean leather შემოუტანია არომატეკას, ნეტა როგორია ზაფხულისთვის
მაგრად დავინტერესდი, ნეტა ფემინური არ იყოს.
თუ შეივლით ვინმე ოკეანეც ნახეთ აუცილებლად.

აი აფრიკა სასწაული სუნამოა))

ეს არის
https://aromatequegeorgia.ge/product/ocean-leather-eau-de-parfum/

100 ლარით გაძვირებულა აფრიკა, 740 ღირდა ზაფხულში

Posted by: rezi0881 24 Dec 2020, 15:02
პიანისტი

კარგად შენ როგორ ხარ? კი ჩვეულებრივ გადაასხავ როგორც მაშინ ვქენით. ის ხო გაქვს ზედ რაც მაგრდება.
Ocean leather არ ვიცი იქით რო მოვხვდები ვნახავ.. მემოს ტყავებში ყველაზე ძაან მეც აფრიკული მომწონს.
ფასები მგონი ყველგან მოემატა down1.gif

Posted by: akako78 24 Dec 2020, 19:56
2011 წელში ვიყიდე არმანი ემპორიო დაიმონდს ედტ(2010 წლის ბატჩ კოდით)..ერთი თითქმის ჩავცალე 75მლ და მეორე 30მლ ტრეველი მედო ისე-არ ვიყენებდი..ხოდა გავასხი გუშინ სახლში და მეუღლე იდგა 7 მეტრში სამზარეულოში-მე საძინებელში(ვერ მხედავდა) და 2 წამში მკითხა რა დაისხიო სამზარეულოდან მე ისევ 7მეტრით ვიყავი დაშორებულიsmile.gif რა კარგი სურნელი მოვიდაოsmile.gifნუ რავიცი კი ფუჭდება არომატები მაგრამ 10 წლისაა და ზუსტად 24 საათი არის გასული და ჯემრზე ეხლაც შლეიფობს და კანზეც კი ისმისsmile.gifპ.ს.სხვათაშორის გამოვიწერე არმანის ამერიკის საიტიდან(არადა არ ატარებს ქართულ ქარდებს და ეს გაეპარათsmile.gif)შემდეგი შეკვეთა დამიბლოკეს მახსოვსsmile.gif

rezi0881
თითქმის რაც უფრო მამაკაცისკენ აქვს ნასომატოს ყველა მომწონს..ახალი ფორმულაცია აფგანო არ მომეწონა..ნუდიფლორუმი კი მაგარი რამე გამოდგა-არ მეგონა..ეს დურო და პარდონი საჭიროა კოლექციონერისთვის..იმედია და არ დაახერხა კვერცხები ამათაც გუალტიერმა ისე როგორც აფგანოს..
============================================================================================================================================================
მონტალის ბევრი სუნამო გააფრენს ზეცაში ეხლა აფგანოს ექსტრაქტობას..სადღაა ეგ ექსტრაქტი?იყო ეგ როდესღაც ექსტრაქტი...(ლაუდანო ნერომ ტერენზისამ ზუსტად ორჯერ აჯობა(მესხა ერთი ერთ მკლავზე მეორე მეორეზე),ნუ ქსერჯოფზე აფგანო პუროზე(სოსპირო ლაილატი იგივე)) აღარაფერს ვიძახი..ეგეთი გამყოლი მე იშვიათად მინახავს რაიმე..კუირსიც საკმაოდ დაადებილეს..დავტესტე ეგეც და საშინელი არაგამყოლია..წინ ემბლემა რომ ეხატა ბოთლს საკმაოდ მომეწონა-ძველი ფორმულაცია,მაგრამ LM პარფუმის ბლექ უდი მაინც მერჩივნა ბევრად ადრეც და ეხლაც))

პ.ს.2.ამ ბოლო ხანს ვტესტე აფგანოს მიმართულების სუნამოები-აფგანო დავისხი 4 მძიმე სპრეი ერთ დღეს და რომ იძახიან ესაო ისაო ყველას დახოცავო-რა ყველას დახოცავ?ძლივს მესმოდა სურნელი ახალი ფორმულაციის..სხვათაშორის ბლექ უდიც მაგას გავს LM პარფუმის..არაა მყვირალა უფრო შენთვისააა რა სასიამოვნო..მერე დავისხი 4 დიდი სპრეი ლაუდანო ნერო..გარეთ ვიყავი თან მაგარ სიცივეში..შლეიფი ჰქონდა და სიმჭახე რავიცი..ძალიან ლამაზად დაჯდა ჩემს კანზე..და ლაილატი კი საერთოდ ეგ რა ყოფილა?ამომაძრო სული 4 გაპკურებამ..ახალი ფორმულაციაც ძალიან გამყოლია..მეგა გამყოლობა აქვს..ესენი ვტესტე ჩემს კანზე და არა ბლოტერზე და თან ვიპკურე მხოლოდ ახალმა გამოსულმა საშხაპედან(თუ ვინმეს გინდათ არომატის სიძლიერე-შლეიფი და მდგრადობა გაიგოთ-უმჯობესია ეს ამ დროს მოიმოქმედოთ)

Posted by: პიანისტი 25 Dec 2020, 11:53
rezi0881
გაიხარე მეც კარგად.
ძალიან მარტივი ყოფილა, ერთი თითისთვის არის დამღლელი biggrin.gif
ამ ზაფხულს ბევრი მემო დავტესტე და მემოს სუნამოებს ახასიათებს უნისექსებში ფემინური სჭარბობს,ძირითად ტყავებს არ ვგულისხმობ.
ეტყობა სახლს ქალი და კაცი რო ქმნის, იმედია ოკეანე დაბალანსებული იქნება მაგ კუთხით.
ჰო ფასები ძალიან გარბის, სილვერზეც 200 ლარია ზუსტად მომატებული წელიწადნახევარში.

akako78
ზოგიერთი სუნამოს შემთხვევაში მგონი უკეთესს ხდის დრო, ალბათ შემცველობაზე და ნოტებზეა დამოკიდებული?

Posted by: rezi0881 25 Dec 2020, 18:09
akako78

ბლექი 2014 წლის მაქვს, 2 სპრეი საკმარისია სრული დღისთვის, 3 ალბათ მაქსიმუმი. სხვათაშორის კუირსსაც ხანგრძლივი მდგრადობა აქვს და დღემდე მომწონს, ცოტა შეიცვალა კიდეც, რაღაც მოტკბო ალკოჰოლის ნოტით იხსნება სასიამოვნოდ და საკაიფოა.. ჩემი ძველია რომელი წლის არის ვერ გავარკვიე არ აწერია..

პიანისტი

QUOTE
ამ ზაფხულს ბევრი მემო დავტესტე და მემოს სუნამოებს ახასიათებს უნისექსებში ფემინური სჭარბობს,ძირითად ტყავებს არ ვგულისხმობ.
ეტყობა სახლს ქალი და კაცი რო ქმნის, იმედია ოკეანე დაბალანსებული იქნება მაგ კუთხით.

კი, ტყავები უფრო კაცის არის, განსაკუთრებით Irish და Russian Leather, ორივეს სემფლი მქონდა და მომეწონა.
ორივე დონეა, აირიში ძაან ჯენტლმენსკი სუნამოა, ზომიერად უნდა დაისხა შესაბამის ამინდში და ალბათ ჩაცმულობაც უნდა შეუსაბამო ისეთია up.gif
რუსული ფუჟერული ტყავია. ტყის, წიწვის ნოტებით არის და მასკულინური სუნამოა.
ეს ოკეანე უფრო ლაითი ვარიანტი ჩანს ციტრუსებით არის და მსუბუქი ტყავია როგორც წერენ.

Posted by: akako78 25 Dec 2020, 19:30
rezi0881
კი შენი ძველებია რეზი და ეგენი მართლა კარგი იქნება..ალბათ დროც უნდა რომ დაჯდეს და დაღვინდესsmile.gifშეიძლება ისინიც დადგეს დროთა განვმავლობაში..დღეს დავისხი მარკიზ დე სადი ჰისტორის..ძალიან მაგარია მაგრამ ვერ გაიგო მეუღლემ..მძაფრიაო ძალიანოsmile.gifმოგწონს ეგ ეგზემპლიარი?რაღაცით ლაუდანოსაც წააგავს ტერენზისას..მოკლედ ბრუტარული სუნამოების დატესტვა მაქვს ამოჩემებულიsmile.gif

პ.ს.შენს კუირსის ბოთლს წინ ემბლემა აქვს?
* * *
პიანისტი
უფრო კი ,მაგრამ კიდევ უფრო სინთეთიკური და ქიმიური შემადგენლობა..მაგეების გარეშე სუნამო მართლა ვერ იცოცხლებდა 10 წელი..აი ეგ ამხანაგები უმართავენ წყობას სურნელს და კომპოზიციას მთლიანობაში ანუ პარფიუმერის მოფიქრებულ კომპოზიცია მაქვს მხედველობაში..

Posted by: rezi0881 25 Dec 2020, 19:50
akako78

მომწონს მარკიზ დე სადი, არაყოვედღიურად მაგრამ პერიოდულად ძალიან მომწონს მსგავსი სუნამოები. მიუხედავად იმისა რომ ბრუტალური და ხისტია, აქვს რაღაც სასიამოვნო არომატული ნოტებიც, ეგ მომწონს.
QUOTE
პ.ს.შენს კუირსის ბოთლს წინ ემბლემა აქვს?

კი აქვს.

Posted by: akako78 25 Dec 2020, 21:53
კი მაშინ გამყოლია ეგ კუირსი-შენ ახალი უნდა ნახო უემბლერმო-ფასი გაორმაგებული აქვს თითქმის და დაცვედანებულია..ისე რომ რა კუირსი?რის კარნერ ესპანია ბარსელონა-წავიდნენ ერთი მაგათი ბრენდიც და მომგონიც რა..მონტალი ქაბულ უდი მირჩევნია ახლანდელ აფგანოსაც და მაგასაც..არადა პიერ მონტალის კონკურენტის(ერთდროს პარტნიორის მონტალის საქმეში-მაგან სუნამოები გამოუშვა კი გააფრინა ეგ მონტალი თავიდან ბოლომდე)

პ.ს.არის ორი ბრენდი მონტალის მონტალ პარიზ და მონტალ ინტერნაციონალ..ხოდა ამ ინტერნაციონალმა გამოუშვა ქაბულ უდი..გლიჯავს და იფრენს ყველაფერს რაც კი აფგანოს თემაშია-ერთადერთი ქსერჯობს ვერ აფრენს..

Posted by: blue_velvet 26 Dec 2020, 07:08
user posted image
როგორ ხართ?

დღეს ეს ბიდი შევიძინე(pre owned მითითებულია ბატჩ კოდები ყველაზე). ახალი წლის საჩუქარი გავუკეთე საკუთარ თავს.

აქედან ავენტუსის კლონი არმაფი მაქვს და ძაააან მომწონს, ასევე პრადაც მაქვს და მომწონს. დანარჩენი არცერთი არ მქონია.

ეს pineapple vintage ხომ არ გქონიათ? კარგი რამე ჩანს.


Posted by: Გთხოვთაირჩიოთნიკი 26 Dec 2020, 08:57
blue_velvet
იდეალური დიზაინერების სუნამოებია
club de nut და mont blanc explorer კრიდის კლონებია როგორც ვიცი. კარგია მონტ ბლანკი?


ამასთან გქონიათ შეხება?
user posted image

Posted by: პიანისტი 26 Dec 2020, 10:27
rezi0881
ირიში ვიცი და არჩევანი ამ ორ შორის გავაკეთე, ძალიან კარგი სუნამოა ირიში, იქით გოდოლფინიც მომწონს.
უდი არ მაქვს და ამ ნოტაში ვერც ვერკვევი, არადა მაგრად მევასება ხის სურნელი.

akako78
კი მართალი ხარ , გაქვს ისეთი ძველი სუნამო რომელსაც გაუფუჭდა სურნელი?
მე ორი მაქვს 5 და 6 წლის და ვერაფერს ვამჩნევ

Posted by: rezi0881 26 Dec 2020, 12:15
პიანისტი

Shams Oud Memo Paris ეს გავს ტომ ფორდის უდ ვუდს, 1-1-ში არარის მაგრამ მთლიანობაში უდვუდის ტიპის უდია, უდ-ვუდზე ორჯერ მდგრადია თუ მეტი არა.

Posted by: spider77 26 Dec 2020, 13:34
Გთხოვთაირჩიოთნიკი
QUOTE
იდეალური დიზაინერების სუნამოებია
club de nut და mont blanc explorer

პირდად მე, ქრიიდს ზარას (zara vibrant leather edp) უფრო ვამსგავებ ვიდრე
club de nut-ს. აი მონბლან ექსპლორერი ჯერ არ ვიცი, გამოწერილი მაქვს, მალე ჩამომივა და დავწერ. უკვე სამივეს შედარება შემეძლება ქრიდთან.

Posted by: akako78 26 Dec 2020, 13:54
პიანისტი
ერთხელ იყო მხოლოდ დეიდაშვილის კოლექციაში არმანის აქუა დი ჟიოს შეეცვალა..მხოლოდ ეგ..ცოტა სხვანაირი გახდა ლე მალის გოტიესი ჩემიც..მაგრამ მდგრადობა არ დაუკარგავს..ერთეულები რა აალბათ 100 დან 2 სუნამო თუ გაუფუჭდება კაცს..მე ყველაზე ძველი მაქვს 2007 წლის არმანი და კარგია ჯერჯერობით..უკვე სადღაც 10მლ-ღაა დარჩენილი მაგრამ როცა დავისხი არ შესცვლია სურნელი..
* * *
blue_velvet
პინნიაპლე ვინტაჟზე რას გვეტყვი?გავს ავენტუსს?და როგორია რომ შეადარო სხვებს..(მშვენიერი კოლექციაა)

პ.სმონ ბლანს ვერ გავუგე ვერაფერი..თავიდან გავს ავენტუსს ნუ ქიმიურია მაინც,შემდგომ კი საერთო ქრება ჩემს კანზე..2 საათის მერე ვერ ვგრძნობsmile.gif

Posted by: black_man 26 Dec 2020, 16:15
გამარჯობათ.. როგორ ხართ?
ფიურ ჰავანას იდეალური ალტერნატივა ყველა მხრივ....
user posted image

Posted by: akako78 26 Dec 2020, 16:28
black_man
გაუმარჯოს..მშვიდობაში..კარგია თუ მოგეწონა..

პ.ს.მონტალის ბლექ უდი თუ იცით აქ ვინმემ..ჯერ ვერ დავტესტე..

Posted by: black_man 26 Dec 2020, 16:32
akako78
გაუმარჯოს... კი მომეწონა, ძაან კარგია .... გაიხარე..



Posted by: Გთხოვთაირჩიოთნიკი 27 Dec 2020, 08:04
spider77
QUOTE
zara vibrant leather edp

ეს ვიცი
უბრალოდ ეჭვი მაქვს, რომ გამყოლი არ იქნება

საინტერესოა მონტ ბლანკი. დაწერე მერე შთაბეჭდილება smile.gif
* * *
QUOTE (Გთხოვთაირჩიოთნიკი @ 26 Dec 2020, 08:57 )
blue_velvet
იდეალური დიზაინერების სუნამოებია
club de nut და mont blanc explorer კრიდის კლონებია როგორც ვიცი. კარგია მონტ ბლანკი?


ამასთან გქონიათ შეხება?
user posted image

ეს არავინ იცით?

.................................

Posted by: Master_Nick 27 Dec 2020, 14:29
black_man
გაუმარჯოს, რა ბრენდია დაგვიწერე wink.gif

რეალური ფასდაკლებებია პარფ მაღაზიებში? რამე საინტერესო ხომ არ გიპოვიათ მისაღებ ფასად?

Posted by: Გთხოვთაირჩიოთნიკი 27 Dec 2020, 15:03
Master_Nick
ფასდაკლებები არის, მაგრამ გამოწერა მაინც იაიფი ჯდება თუ არ გეჩქარება

Posted by: black_man 27 Dec 2020, 15:37
Master_Nick
გაუმარჯოს... ეს ბრენდია Insurrection II Wild Reyane Tradition for men იბეიზე მარტივად ნახავ... wink.gif

Posted by: Master_Nick 27 Dec 2020, 16:03
black_man
ოკ, მადლობა. ვნახე და 2 ჯერ იაფი ყოფილა ჰავანაზე. არც გამიგია ეს ბრენდი.

Გთხოვთაირჩიოთნიკი
გამოწერა იაფი ჯდება, ლოდინი უნდა დიდი ხანი wink.gif 2 კვირაა ბრიტანეთიდან ამანათს ველოდები facepalm.gif

Posted by: MidiMovdivar 27 Dec 2020, 21:32
---------------------------------------------------------------------------------------------

Posted by: Master_Nick 28 Dec 2020, 20:40
rezi0881
გაუმარჯოს, ხომ ხარ მაგრად? მატება გვაქვს ატკინსონის ოჯახში.
44 Gerrard street ჩამოვიდა.
user posted image

Posted by: spider77 28 Dec 2020, 21:17
მოგესალებით მეგბრებო.
დამაინტერესა, გამოვიწერე და ჩამომივიდა Trussardi pour homme.
ზოგადად იშვიათად, რომ რომელიმე სუნამომ გამაწბილოს, უმეტეს შემთხვევაში მომწონს ხოლმე.
მაგრამ, არის კატეგორია, რო არ მოველი იმდენად მასიამოვნებენ.
აი ზუსტად ამ კატეგორიას, ან უფრო მეტსაც განეკუთვნება ტრუსარდი.
ძალიან, ძაააან მომეწონა love.gif

Posted by: black_man 28 Dec 2020, 21:41
Master_Nick
spider77
მშვიდობაში ორივეს....
რომელი ტრუსარდია? ვერ ვპოულობ ფრაგრანტიკაზე....

Posted by: spider77 28 Dec 2020, 22:19
black_man
QUOTE
მშვიდობაში

მადლობა. smile.gif


QUOTE
რომელი ტრუსარდია? ვერ ვპოულობ ფრაგრანტიკაზე....

აი ეს:

https://www.fragrantica.com/perfume/Trussardi/Trussardi-Uomo-1039.html
* * *
rezi0881
მადლობა smile.gif

ძალიან სასიამივნოა, არ ვიცი როგორ გაგიზიაროთ, ვფიქრობ კაცს (თუნდაც ქალს) კორონა თუ არ აქვს, უეჭველი მოეწონება gigi.gif

Posted by: rezi0881 28 Dec 2020, 22:19
Master_Nick

QUOTE
გაუმარჯოს, ხომ ხარ მაგრად? მატება გვაქვს ატკინსონის ოჯახში.

მადლობა კარგად, თავად როგორ ხარ? ვაა მშვიდობაში და სულ კაი ამბებში მოიხმარე.. როგორ მოგეწონა თან დაგვიხასიათე აბა საინტერესო უნდა იყოს smile.gif შენ მოკლედ შენი ბრენდი აღმოაჩინე.. smile.gif

black_man

შენც გილოცავ ახალ სუნამოს, ჰავანა ვიცი საკაიფოა, მაგის შეფასებებს რომ გადავხედე გამიკვირდა საკმაოდ მაღალი რეინტიგი აქვს და მოსწონთ ხალხს.. smile.gif როგორც ჩანს კარგ კლონებს აკეთებენ..

spider77

გილოცავ ასევე smile.gif რედი მქონდა მე ტრუსარდის 5 ცალი პრობნიკი და საკმაოდ სასიამოვნოდ მოვიხმარე up.gif ეგ არ ვიცი როგორია.




Posted by: rezi0881 28 Dec 2020, 22:29
spider77

QUOTE
ძალიან სასიამივნოა, არ ვიცი როგორ გაგიზიაროთ, ვფიქრობ კაცს (თუნდაც ქალს) კორონა თუ არ აქვს, უეჭველი მოეწონება

ვხვდები დაახლოვებით რაც იქნება ოლდსქულ მასკულინური ვინტაჟი შენ რო გევასება იმ სტილის biggrin.gif ძალიან კარგია თუ მოგეწონა up.gif

Posted by: playstation 28 Dec 2020, 22:34
QUOTE (blue_velvet @ 26 Dec 2020, 07:08 )
user posted image
როგორ ხართ?

დღეს ეს ბიდი შევიძინე(pre owned მითითებულია ბატჩ კოდები ყველაზე). ახალი წლის საჩუქარი გავუკეთე საკუთარ თავს.

აქედან ავენტუსის კლონი არმაფი მაქვს და ძაააან მომწონს, ასევე პრადაც მაქვს და მომწონს. დანარჩენი არცერთი არ მქონია.

ეს pineapple vintage ხომ არ გქონიათ? კარგი რამე ჩანს.

YSL Y-ზე დაწერე მერე როგორ მოგეწონება




თუ გაგიტესტავთ Versace Eros-ი თუ გაგიტესტავთ და რას მეტყვით
რევიუებში ჯერ კაცი ვერ ვნახე მაგაზე ცუდი ეთქვას

ასევე Dior Sauvage მაინტერესებს ამართლებს თავის ფასს?

Posted by: spider77 28 Dec 2020, 22:48
playstation
ავტომობილებიდან სუნამოებში გხედავ smile.gif

QUOTE
YSL Y

ჩემ სუბიექტურ აზრს გეტყვი:
არ მიყვარს ზედმეტეად მოტკბო სუნამოები და ასეთად ჩამრჩა, როგორც მოტკბო და ზედმეტად მყვირალა.
არ მომეწონა და გავაჩუქე. დასკვნები თავად გააკეთე.

სწორად გამიგეთ, ზოგადად YSL ხაზი მომწონს, მარამ ეს არ მომეწონა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ცუდია, გემოვნებაზე არ დავობენ.


QUOTE
ასევე Dior Sauvage მაინტერესებს ამართლებს თავის ფასს?

კარგია, მაგრამ ვფიქრობ ფასი გაბერილია.

მაგ ფასის სეგმენტში მგონი ჯობია Dior homme-ს ყიდვა.

Posted by: Master_Nick 28 Dec 2020, 22:56
black_man
rezi0881
მადლობა.
რთულია დასახასიათებლად, დრო მინდა 2-3 დღე მაინც. ცალსახად რაც შემიძლია ვთქვა რომ, ბევრი ლიმონი/ლაიმი, ხისებრი ვერაფერი ვიპოვე, ვარდიც იგრძნობა. ძალიან მრავალფეროვანია. საზაფხულოდ კარგი ვარიანტი უნდა იყოს, თუმცა ზაფხულისთვის უკეთესი ვარიანტებიც მაქვს.

Posted by: akako78 28 Dec 2020, 22:57
playstation
ცუდი ეროსზე ედტ-ზე?გეტყვი და ძალიანაც-ჩემს დამოკიდებულობას გაგიმხელ..მაქვს 2016 წლიდან და ბატჩ კოდიც 2016 წლისააა..მოკლედ ძალიან ქიმოზურია-საშინელი სუნამოა ვერსაჩის სახლიდან ერთ-ერთი..მხოლოდ ვიყენებ როცა მინუს სცდება გრადუსი საქართველოში..ძალიან სასიამოვნოდ ისმის ყინვაში რათქმაუნდა პირველადი პიტნა,შემდეგ ძალიან ქიმოზური ვაშლი და ამის შემდგომ მე მესმის ვანილი და ამბრა-ასევე ტონკა ბინი რომელიც მე პირადად ძალიან მიყვარს(რომლის გულისთვისაც შევიძინე-გოწიეს ლე მალეს ვარიანტში-ამოსული მქონდა ყელში მაგისი ერთფეროვნება-კურქჯანმა რომელიც ძალიან სვეწკია დღეს მომაბეზრა თავი საშინლად) ერთად რომელიც ძალიან ქიმოზურებია ოთხივე ნოტი,მაგრამ არის ერთი დიდი მაგრამ..ეს არის სუნამო(ანუ კომპოზიცია) მთლიანობაში რომელიც ჩემთვის ზამთარში როცა მინუსზეა გრადუსი ძალიან მომწონს..დანარჩენ დროებში აბსოლიტურად მოიხმარს ადამიანი გაზაფხულზეც და შემოდგომაზეც,უბრალოდ მე პირადად მაგას არ ვიყენებ ამ დროებში(ჩემს კანზე ქიმოზურია როგორც პურ ომი,ასევე დილან ბლუ და ეუ ფრაიჩეს მე პირადად სუნამოდ ვერ აღვიქვავ-წყალია ჩვეულებრივი ჩემთვის))მაგ სახლიდან მე პირადად მომწონს ვერსაჩე დრიმერი(რომელიც რატომღაც ამდენი წლის მერე გერმანელმა ბიზნესმენმა ჯერემიმ და უთუბერმა ეხლაღა გააპიარა)და მეორე უდ ნუარი ედპ რომელიც გამიცვალა აქ ფორუმელმა ვან კლიფის სუნამოში..მადლობა მას..დიზაინერებში ყველაზე კარგი უდია დამწყებისთვის ჩემის აზრით..
* * *
Master_Nick

მშვიდობაში ნიკ..ლამაზია ატკინსონის ბოთლები..დააცადე რამოდენი ხანი და მერე დატესტე..მგზავრობის მერე დაღლილი იქნებაsmile.gifმერე გაგვიზიარე შენი მოსაზრება..
spider77
ძალიამ ძვირია ივსენი Y პარფუმი..მე პირადად ბევრად მირჩევნია აწ უკვე კლასიკად მიჩნეული შანელის ბლუ ედპ ბევრად..გამყოლობას ემსხვერპლა ქიმოზურობა ამ ორ სიტყვაში ეს ეგზემპლიარი-ჩემი ვერდიქტია ეს და არასოდეს არ ვიყიდი მაგ სუნამოს-არადა 15 მაინც მექნება ივსენის სუნამოები ბოლტები და ა.შ.

Posted by: playstation 28 Dec 2020, 23:02
spider77
akako78
აქ რა ძალიან ღრმად განიხილავთ სუნამოებს

მხოლოდ ახალხანს დავინტერესდი და დავიწყე მოსინჯვა სხვადასხვა სუნაოების
აქამდე მაგრა მეკიდა ეს თემა

რევიუებს რასაც ვუყურე ეროს და სავაჟი ყოველთვის ტოპ-ებში გაყვავდა ჯერემის.
ტესტებსაც რომ ატარებდა უმეტესობა სწორედ მაგ ორ სუნამოს ანიჭებდა ყველაზე მაღალ ქულებს.

ეგ ჯერემი ცოტა კომერციულ თემებს ხომ არ აწვება?

მოკლედ ვნახოთ ხვალე მომიტანენ წესით და გავტესტავ

Posted by: black_man 28 Dec 2020, 23:03
spider77
საინტერესოა, საკმაოდ მდიდარი პირამიდა აქვს... აქ მაინც იყოს დავტესტავდი.... ტრუსარდი უომო 2011 მქონდა ადრე სურნელი მომწონდა უბრალოდ ხანგრძლივობა არ ქონდა კარგი.....
rezi0881
გაიხარე... კი საკმაოდ კარგია, სრულიად ამართლებს მაგ რეიტინგს.... კონკრეტულად ჰავანას კლონი ძაან მაგარი გამოუვიდათ.....

Posted by: spider77 28 Dec 2020, 23:05
akako78
QUOTE
ჩემს კანზე ქიმოზურია როგორც პურ ომი,ასევე დილან ბლუ და ეუ ფრაიჩეს მე პირადად სუნამოდ ვერ აღვიქვავ-წყალია ჩვეულებრივი ჩემთვის

ანალოგიურად gigi.gif

ვერსაჩეებში ეთადერთი l' homme-ს ვაღიარებ love.gif

Posted by: 4L3X 28 Dec 2020, 23:08
playstation
QUOTE (playstation @ 28 Dec 2020, 23:02 )
მხოლოდ ახალხანს დავინტერესდი და დავიწყე მოსინჯვა სხვადასხვა სუნაოების
აქამდე მაგრა მეკიდა ეს თემა


კეთილი იყოს კლუბში მობრძანება. ყველა საიდანღაც ვიწყებთ.

QUOTE (playstation @ 28 Dec 2020, 23:02 )
ეგ ჯერემი ცოტა კომერციულ თემებს ხომ არ აწვება?


საკუთარ პარფიუმერიას არ ყიდის რო? gigi.gif
ამ თემაში ვითათბირეთ და ჯერემი გაიყიდულ რევიუერად გამოვაცხადეთ.

Posted by: spider77 28 Dec 2020, 23:09
akako78
QUOTE
ძალიამ ძვირია ივსენი Y პარფუმი..მე პირადად ბევრად მირჩევნია აწ უკვე კლასიკად მიჩნეული შანელის ბლუ ედპ ბევრად..გამყოლობას ემსხვერპლა ქიმოზურობა ამ ორ სიტყვაში ეს ეგზემპლიარი-ჩემი ვერდიქტია ეს და არასოდეს არ ვიყიდი მაგ სუნამოს-არადა 15 მაინც მექნება ივსენის სუნამოები ბოლტები და ა.შ.

+100000

Posted by: Master_Nick 28 Dec 2020, 23:10
akako78
მადლობა. ბოთლებიც მაგარი აქვს და სითხეებიც. ჰოო დავაცადო უნდა დაჯდეს სურნელი.
Mint&tonic სამპლი მაქვს შენთვის გადადებული, საზაფხულოდ უნდა გაყიდინო ატკინსონი biggrin.gif

Posted by: spider77 28 Dec 2020, 23:17
დღეს ზარა ვიბრანტ კოლონი შევიძინე (აქ).
ლევანი ხო არ ხართ რომელიმე? smile.gif


სტარტი ფანტასტიური აქვს, ბაზა არ მომეწონა. რა თქმა უნდა ლევანი არაფერ შუაშია gigi.gif

Posted by: akako78 28 Dec 2020, 23:19
Master_Nick
ათი წლისაა ჩემი ბიჭი პატარა და ეხლაღა დაუმუღამა მისტერ ბინს..რომ ვუთხარი ატკინოსონია გვარად და პარფიუმერიის სახლია მისი გვარის მეთქი ყველაზე ძველი არამარტო დიდ ბრიტანეთში-არამედ მთელი მსოფლიოს მაშტაბით მეთქი-გაუხარდა ძალიან-მაგას უფრო გაუხარდება ნიკ თუ ვიყიდი-ისე რაღა დაგიმალო და მეც მინდა კოლექციაში ეგ ლამაზი ბოთლიsmile.gif

Posted by: rezi0881 28 Dec 2020, 23:22
spider77
QUOTE
ჩემ სუბიექტურ აზრს გეტყვი:
არ მიყვარს ზედმეტეად მოტკბო სუნამოები და ასეთად ჩამრჩა, როგორც მოტკბო და ზედმეტად მყვირალა.
არ მომეწონა და გავაჩუქე. დასკვნები თავად გააკეთე.

სწორად გამიგეთ, ზოგადად YSL ხაზი მომწონს, მარამ ეს არ მომეწონა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ცუდია, გემოვნებაზე არ დავობენ.


სწორად შეაფასე, ივსენი არის დონე M7 ორიგინალი რომ მქონდა იქიდან მიყვარს და ხშირად დამიწერია, ლანუიტი აქვთ შედევრი. მაგრამ ეგ Y არის მასმარკეტზე გათვლილი პაპსა.

Master_Nick

ჩემთვის უკვე ძალიან საინტერესოდ ჟღერს ციტრუსი ვარდთან ძალიან ელეგანტურია.. ნელნელა უფრო და უფრო მოგეწონება როგორც სიახლე საინტერესოდ შემოვა, ისე ჩემ რჩევას თუ გაითვალისწინებ სრული ფლაკონის ბრმად შეძენას მოერიდე, მითუმეტეს ძვირიანების smile.gif


black_man
QUOTE
გაიხარე... კი საკმაოდ კარგია, სრულიად ამართლებს მაგ რეიტინგს.... კონკრეტულად ჰავანას კლონი ძაან მაგარი გამოუვიდათ.....

ძალიანაც კარგი, სწორედ ეხლაა მაგის სეზონი და მოიხმარე გემრიელად smile.gif



Posted by: akako78 28 Dec 2020, 23:22
spider77
მშვიდობაში..მადლობა ჩემი აღმქმების გამომხმაურებაშიsmile.gifკი ლევანი ძველი ფორუმელია თუ მას გულისხმობ-წესიერი და კარგი ადამიანია-მაგისგან თუ იყიდე გაგიმართლდა

Posted by: spider77 28 Dec 2020, 23:27
akako78
QUOTE
მშვიდობაში

მადლობა.

QUOTE
წესიერი და კარგი ადამიანია

მეც ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
უბრალოდ ამ კორონა სიტუაციის გადამკიდე ძაან ლაკონური და პრაგმატული კონტაქტი გვქონდა smile.gif

* * *


rezi0881
QUOTE
ივსენი არის დონე

რა თქმა უნდა.


Posted by: Master_Nick 28 Dec 2020, 23:59
rezi0881
სემპლიდან დავტესტე ეს და ამის მერე მივიღე გადაწყვეტილება. wink.gif მე ნიშებს ეხლა ვამუღამებ და დრო მჭირდება კარგად რომ ჩავწვდე ნიუანსებს. ვარდთან და ციტრუსთან ერთად ჟასმინიც კარგად ისმის, მოკლედ რთულია დასახასიათებლად.
ესენი გაქვს დატესტილი? საჩუქრად გამოაგზავნა სელერმა
Oud Save the Queen
White Rose De Alix
24 Old Bond Street

Posted by: rezi0881 29 Dec 2020, 00:13
Master_Nick

ზოგადად რაც უფრო რთულია სუნამო დასახასიათებლად, მით უფრო საინეტესოა.
24 old bond street დიდი ხნის წინ კი მაქვს დატესტილი მაგრამ სიმართლე რომ გითხრა არ მახსოვს მაგის სურნელი.
QUOTE
Oud Save the Queen
White Rose De Alix

ესენი მგონი არა.


Posted by: Master_Nick 29 Dec 2020, 11:31
akako78
დღეს დავტესტე pure malt და მართალი ხარ, არაფერი ისეთი განსაკუთრებული როგორც რეკლამას უკეთებენ wink.gif


Posted by: akako78 29 Dec 2020, 13:23
Master_Nick

ხო რავიცი ეს ჯერემი კორლეონესავითაა მაგან თუ ხელში რაიმე დაატრიალა მერე ატრიალებენ და ნარჩენი თუთიყუშები უმეტესად ერთი და იგივეს..ცუდი სუნამო ნაღდად არაა..მაგრამ არც გადამრიე..120 ლარზე მეტი არ ღირს ეგ 100მლ რა საყიდლად..

Posted by: rezi0881 29 Dec 2020, 16:54

... ფორუმული ჩეინჯები ...

Pegasus Parfums de Marly
Carlisle Parfums de Marly
Bois Mystérieux Guerlain
Cocaïne Franck Boclet
1740 Marquis de Sade Histoires de Parfums
Royal Amber S.T. Dupont


user posted image


Posted by: Master_Nick 29 Dec 2020, 21:02
akako78
მარტო ჯერემი ? ყველა ბლოგერი აფანატებს მაგ სუნამოზე. biggrin.gif გეთანხმები ცუდი ნაღდად არ არის მაგრამ ფასში ნიშებსაც იყიდი. იგივე ფრაპინი, ატკინსონი და ა.შ.

Posted by: akako78 29 Dec 2020, 21:53
rezi0881
ბოის როგორ დაახასითებდი გერლენის რეზი?ან 1740 ჰისტორისას?1740 ვტესტე და მე დიორ ომ პარფუმი მირჩევნია ბევრად..ლაუდანომაც დააფარა ჩემთვის თანაც მაგრად..არ მეგონა ტერენზის სუნამო თუ ასე მომეწონებოდა..კოკაინიც მომწონს მე პირადად-მოგეწონა?

Posted by: პიანისტი 29 Dec 2020, 22:08
რა კარგი სეტი მაქვს და რა ცუდი დროა biggrin.gif თან ლეიტონი სასწაულია, ლანუიტით ჯერ არც გავსულვარ.sad.gif
იქით სილვერიც მაგარია სიცივეში, უპირობოდ ოთხივე სეზონის მეფეა ეს სუნამო.

Posted by: rezi0881 29 Dec 2020, 22:24
akako78
QUOTE
ბოის როგორ დაახასიტებდი გერლენის

ესეც ერთერთი ისეთი სუნამოა რომლის დახასიათებაც გამიჭირდება.. ორიენტალური სუნამოა, ტყავის თემაზეა, გერლენის ამ ხაზის სუნამოები თუ იცი მაგ ჟანრშია, თუ არ იცი დატესტე ძალიან საინტერესოა.

1740 ზე ჩემსავე პოსტს დავაციტირებ.
QUOTE
akako78

მომწონს მარკიზ დე სადი, არაყოვედღიურად მაგრამ პერიოდულად ძალიან მომწონს მსგავსი სუნამოები. მიუხედავად იმისა რომ ბრუტალური და ხისტია, აქვს რაღაც სასიამოვნო არომატული ნოტებიც, ეგ მომწონს.


QUOTE
კოკაინიც მომწონს მე პირადად-მოგეწონა?

არ მომეწონა თავიდან რადგან ტუბეროზა არ მიყვარს, ფემინინ ნოტაა ჩემთვის, რამოდენიმე დატესტვის და ტარების შემდეგ შემეცვალა აზრი, საინტერესო white floral-ია ნამდვილად, ეხლა ვფიქრობ რომ ძალიან კარგი უნისექსია.




Posted by: akako78 29 Dec 2020, 23:02
rezi0881
კი მეც მომწეონა კოკაინი მართლაც რომ უნისექსია..1740 მეც მომეწონა მაგრამ ლაუდანოს ვიყიდი-გადავწყვიტე..ორივე არ მჭირდება..დიორ ომ პარფუმი კი ორივეს მირჩევნია-კიდევ კარგი გერმანელმა შაკალმა ჯერემიმ არ გააპიარა ეგ სუნამო თავის დროზე თორემ ეღირებოდა თავიდანვე 150 დოლარი რაც ეხლა ღირს ან მეტი..მე 89 დოლარად შევიძინე ძველი ფორმულაცია ადრე და არის ჩემთვის 90% ნიშეების ნიშეა..სამწუხაროდ უმოწყალოდ ჩავცალე(ნუ ოჯახის წევრები დამეხმარნენ-ჩემი ძმა და მამაჩემი თავზეც ისხავდნენ ხოლმეsmile.gif) და დუბლი არ გავაკეთე..-აი მაგაზე მწყდება გული რეზი..
* * *
Master_Nick
ხო იმიტომ რომ ჯერემიმ აუნთო მწვანე..რამდენი სუნამო გააძვირა მაგ ჩარუმამ?!!!საიდან გამოძვრა ეგ სალახანა-დღეს ბევრად იაფი ეღირებოდა პარფუმს დე მარლი და ქრიდები ეგ რომ არა..მაგან გაასაღებინა ნიშეებიც და ივსენ ლორანს ხომ ლა ნუითი აშოვინა მილიონები..უკვე ისე მეზარება მაგის ვიდეოები არცერთს არ ვუყურებ და მაგის ნაქების დასხმაც კი არ მინდება-ფაშათ ფაშა კალიასი(კახაბერ კალაძე) არ იყოს გადაშენდეს ან ელ.ენერგიის ტარიფი დაგვისუფსიდიროს გერმანიიდან smile.gif)

Posted by: Გთხოვთაირჩიოთნიკი 30 Dec 2020, 06:54
https://www.fragrancenet.com/ აქედან 25-ში გამოვწერე რამდენიმე სუნამო. თანზა გადავიხადე და ყველაფერი, მაგრამ აქამდე არ მოუცია ტრეკინგ კოდი და არც დაშიპულა

გქონიათ ესეთი შემთხვევა?

Posted by: black_man 30 Dec 2020, 11:49
Გთხოვთაირჩიოთნიკი
გადატვირთულია სავარაუდოდ..... ეგენი ხან სწრაფად აგზავნიან ხოლმე, ხან აგვიანებენ ვერ გავუგე მაგათ...

Posted by: Გთხოვთაირჩიოთნიკი 30 Dec 2020, 13:18
black_man
ხო, მეც ეგრე ვფიქრობ

Posted by: spider77 30 Dec 2020, 19:37
ეხლა უბრალოდ დამაინტერესა და ზაფხულის სუნამოები დავისხი ერთ ხელზე 2 და მეორეზეც ორი. აქამდე არ დავკვირვებივარ, საშინელი სუნი აქვთ ზამთარში gigi.gif

ეტყობა სიცივეში ვერ იხსნებიან და მაგიტომ fingal.gif


* * *


Გთხოვთაირჩიოთნიკი
QUOTE
25-ში გამოვწერე რამდენიმე სუნამო

არცაა გასაკვირი.
მაგათთან შობის დღეებში ყველაფერი პარალიზებულია. ჩვენსავით ახალ წელს კი არ ზეიმობენ smile.gif



Posted by: C_Moltisanti 30 Dec 2020, 21:35
გასაყიდი ვის რა გაქვთ კარგი და საინტერესო?
არომატზე შეზღუდვა არ მაქვს smile.gif

Posted by: spider77 30 Dec 2020, 23:47
C_Moltisanti
QUOTE
გასაყიდი ვის რა გაქვთ

მეორადიც?

QUOTE
არომატზე შეზღუდვა არ მაქვს

ანუ?. smile.gif

Posted by: C_Moltisanti 31 Dec 2020, 00:46
QUOTE (spider77 @ 30 Dec 2020, 23:47 )
C_Moltisanti
QUOTE
გასაყიდი ვის რა გაქვთ

მეორადიც?

QUOTE
არომატზე შეზღუდვა არ მაქვს

ანუ?. smile.gif

ანუ ზოგს რო ჩუქნიან და არ მოსწონს და ცვლის ან ყიდის და ასე შემდეგ... მეც მაქ ნორმალური კოლექცია და რაღაცების გაცვლაზეც ვიფიქრებდი smile.gif აქ ახალი ვარ და სალამი დაგვიანებით!!

პ.ს. წეღან მოვიგე ეს ალური და რას ფიქრობთ იბეიდან ვისაც გიყიდიათ კერძო პირისგან. მაღაზიებიდან მეც მაქ ბევრი გამოწერილია და ესე არვიცი.. რუსეთიდან მოდის თან და არა ამერიკიდან. ფასი კი მაგარია ამ ლეგენდისთვის smile.gif)

Posted by: spider77 31 Dec 2020, 00:56
C_Moltisanti
QUOTE
სალამი დაგვიანებით

გაგიმარჯოს.

QUOTE
მეც მაქ ნორმალური კოლექცია და რაღაცების გაცვლაზეც ვიფიქრებდი

მაგალითად რას გაცვლიდი შენი კოლექციიდან, იქნებ ვინმეს მოეწონოს.

QUOTE
წეღან მოვიგე ეს ალური და რას ფიქრობთ იბეიდან ვისაც გიყიდიათ კერძო პირისგან.

მშვიდობაში, ძაან მაგარი ფასია.

QUOTE
ესე არვიცი.. რუსეთიდან მოდის თან და არა ამერიკიდან

რუსეთიდან რო ჩამოგივა მერე გამოჩნდება როგორია, მანამდე ვერაფერს იტყვი.

ერთხელ მეც მოვიგე მაგ ხაზის კოლონი, დაახლოებით მაგ ფასად და რუსს ეცოტავა თანხა და არ გამოაგზავნა.
მაგის მერე რუსებს არ ვეკარები.

Posted by: C_Moltisanti 31 Dec 2020, 01:13
QUOTE (spider77 @ 31 Dec 2020, 00:56 )
C_Moltisanti
QUOTE
სალამი დაგვიანებით

გაგიმარჯოს.

QUOTE
მეც მაქ ნორმალური კოლექცია და რაღაცების გაცვლაზეც ვიფიქრებდი

მაგალითად რას გაცვლიდი შენი კოლექციიდან, იქნებ ვინმეს მოეწონოს.
პაკოს მილიონ პრაივი მაგალითად.. ვერ დავუმუღამე ბოლომდე. აი ხვალ თუ მოვკრიბე ერთად ყველა ჩავაგდებ მთელი კოლექციის ფოტოს და ვნახოთ.

QUOTE
წეღან მოვიგე ეს ალური და რას ფიქრობთ იბეიდან ვისაც გიყიდიათ კერძო პირისგან.

მშვიდობაში, ძაან მაგარი ფასია.

QUOTE
ესე არვიცი.. რუსეთიდან მოდის თან და არა ამერიკიდან

რუსეთიდან რო ჩამოგივა მერე გამოჩნდება როგორია, მანამდე ვერაფერს იტყვი.

ერთხელ მეც მოვიგე მაგ ხაზის კოლონი, დაახლოებით მაგ ფასად და რუსს ეცოტავა თანხა და არ გამოაგზავნა.
მაგის მერე რუსებს არ ვეკარები.
ხოო მეც მოვიგე ზაფხულში ავენტუსი შედარებით აიფად და სპრეიერის და ბოთლის და ა.შ სურათები რო გამოვაგზავნინე ფეიკი გამოდგა და დავაქენსელებინე საბოლოოდ. მოკლედ ან ვერ ერკვევიან ან კარგი ბიზნესი აქვთ, მე მეორეს უფრო ვფიქრობ : ) )

QUOTE
მეც მაქ ნორმალური კოლექცია და რაღაცების გაცვლაზეც ვიფიქრებდი

მაგალითად რას გაცვლიდი შენი კოლექციიდან, იქნებ ვინმეს მოეწონოს.
პაკოს მილიონ პრაივი მაგალითად.. ვერ დავუმუღამე ბოლომდე. აი ხვალ თუ მოვკრიბე ერთად ყველა ჩავაგდებ მთელი კოლექციის ფოტოს და ვნახოთ.

QUOTE
ესე არვიცი.. რუსეთიდან მოდის თან და არა ამერიკიდან

რუსეთიდან რო ჩამოგივა მერე გამოჩნდება როგორია, მანამდე ვერაფერს იტყვი.

ერთხელ მეც მოვიგე მაგ ხაზის კოლონი, დაახლოებით მაგ ფასად და რუსს ეცოტავა თანხა და არ გამოაგზავნა.
მაგის მერე რუსებს არ ვეკარები.
ხოო მეც მოვიგე ზაფხულში ავენტუსი შედარებით აიფად და სპრეიერის და ბოთლის და ა.შ სურათები რო გამოვაგზავნინე ფეიკი გამოდგა და დავაქენსელებინე საბოლოოდ. მოკლედ ან ვერ ერკვევიან ან კარგი ბიზნესი აქვთ, მე მეორეს უფრო ვფიქრობ : ) )

Posted by: spider77 31 Dec 2020, 13:56
Გთხოვთაირჩიოთნიკი
QUOTE
კარგია მონტ ბლანკი?

ჩამომივიდა და მომეწონა, კარგია yes.gif

ქრიდთან მსგავსების კუთხით და ისედაც, ამ სამს ამ თანმიომდევრობით დავაყენებდი:

1. მონბლან ექსპლორერი
2. ზარა ლეიზა ედპ
3. კლაბ დე ნათი (თუ რაც ქვია)

Posted by: black_man 31 Dec 2020, 14:26
spider77
მშვიდობაში კარგია თუ მოგეწონა...
C_Moltisanti
რუსეთიდან მეც ვერიდები, იბეიზე რაც დევს ხოლმე უმეტესობა ფეიკებია... ეგაა რომ სახელი აქვთ გატეხილი უკვე, თუმცა გამონაკლისებიც არის და კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ავთენტურიც იყოს....

Posted by: spider77 31 Dec 2020, 14:33
black_man
QUOTE
მშვიდობაში კარგია თუ მოგეწონა...

მადლობა smile.gif

QUOTE
რუსეთიდან მეც ვერიდები, იბეიზე რაც დევს ხოლმე უმეტესობა ფეიკებია... ეგაა რომ სახელი აქვთ გატეხილი უკვე, თუმცა გამონაკლისებიც არის და კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ავთენტურიც იყოს....

+1

Posted by: playstation 31 Dec 2020, 15:15
დღეს მომიტანეს Eros ჯერ არ განისხნია

მოაყოლეს რამდენიმე ტესტერი და საჩუქრად ბოსის პატარა ჩანთა smile.gif
ძალიან გამისწორდა.

საღამოს გავტესტავ ეროსს
ასევე YSL Y რატომ არ მოგწონთ ძალიან კარგი სუნი აქვს.
მემგონი ესეც ზაფხულის არომატინუფროა ზამთარში სუნი დიდად არ მომწონს ხან კარგია ხან თითქოს ზედმეტი სუნი აქვსო. ვერ დავუმუღამე ბოლომდე

P.S. ebay-დან ტესტერი გამოვიწერრ და ეგეთი ნაგავია სუნი საერთოდ აცდენილია.
არადა სელერი თავს იგიჟებდა 1:1-ში ორიგინალის არომატიაო.
თან 30$ ტესტერისთვის ფასდაკლებაზე მგონი არ ნორმალური უნდა ყოფილიყო.

ახლა მიგდია სახლში და ოთახში ვასხავ ხოლმე ფარდებს და სხვადასხვა ნივთებს ოთახში სასიამოვნო სურნელი რომ იყოს ხოლმე

Posted by: dadn 31 Dec 2020, 16:15
დამდეგს გილოცავთ .
ამ თემაში მხოლოდ შემოხედვით შემოვიფარგლები ხოლმე , ასე მგონია ჩემი ყნოსვის ორგანო ვერასოდეს მივა აქ მპოსტავების ასე დეტალურად არომატების დახასიათების დონემდე.
ერთი კითხვა მაქვს Issey Miyake Nuit d'Issey თუ დაგიტესთავთ ?
user posted image
რაღაც ახალს ძლიერი ხის არომატით ვეძებ, ამ დღეებში გამოწერილი სუნამო (Acqua di Giò) მომივიდა და 30% ფასდაკლების ვაუჩერი მოყვა 31.12.2020 მდე facepalm.gif. ან რამე (ხე/ტყავი რომ ჭარბობდეს) ხომ არ მირჩევთ ...






Posted by: C_Moltisanti 31 Dec 2020, 16:26
QUOTE (dadn @ 31 Dec 2020, 16:15 )
რაღაც ახალს ძლიერი ხის არომატით ვეძებ, ამ დღეებში გამოწერილი სუნამო (Acqua di Giò) მომივიდა და 30% ფასდაკლების ვაუჩერი მოყვა 31.12.2020 მდე facepalm.gif. ან რამე (ხე/ტყავი რომ ჭარბობდეს) ხომ არ მირჩევთ ...

ტომ ფორდების უმეტესობა, კაროლინას პრაივი, ვალენტინო, მარჯიელა... ან ცოტა იაფიანი შავი ვარვატოსი, ბევრია მოკლედ

Posted by: black_man 31 Dec 2020, 16:57
dadn
კი დატესტილი მაქვს კარგია... up.gif მაგის ედტ ვერსია უფრო მრავალფეროვანია.. პერფორმანსი ორივეს თითქმის ერთნაირი აქვს up.gif

Posted by: Გთხოვთაირჩიოთნიკი 31 Dec 2020, 17:29
spider77
ძალიან კარგი მონტ ბლანკმა იმედები თუ გაამართლა
მეც გამოვიწერ გაზაფხულისთვის
ან გაყიდვას თუ გადაწყვეტ შემოიხედე აქ და შემომეხმიანე


აქ ვიღაცას ვერსაჩე ეროსზე კითხულობდა როგორიაო.
სუნამოებში ვერ ვერკვევი პროფესიონალურად. მაგრამ მომხმარებელი ვარ და მეც შემიძლია სუბიექტური შეფასებები.
ჰოდა, ეროსზე ვიტყვი იმას, რომ ვერ ვუგებ იმ ხალხს, რომელიც ამბობს რომ ვერსაჩე ეროსი ყოველდღიური სუნამოა.

მე მაგ სუნამოში ვგრძნობ შემდეგს: აი სასიამოვნო არომატის სასმლით რომ ხარ გრადუსში და თან რაღაც არომატული აპეტაიზერიც რომ დაყოლებული გაქ. ამის შედეგად პირიან რომ სასიამოვნო სუნი ამოგდის იმ სასმლის და აპეტაიზერის, აი მაგას მაგონებს ეროსი. ასევე, მაგონებს ბნელ ან უფრო სწორად რომ ვთქვა ინტიმური განათებებით გაწყობილ ღამის კლუბს, სადაც დენს ფლორზე უამრავი ადამიანი მოძრაობს და გვერდზე რომ ჩაგივლიან ხოლმე, ყოველთვის მაგ სუნს ტოვებენ. აი არ ვიცი, მაგრამ ეროსი ღამის ბნელ კლუბებს და მთვრალ გოგოებს მაგონებს.

შესაბამისად, ყოველდღიურად ეგ სუნამო ვერ წარმომიდგენია

Posted by: Master_Nick 31 Dec 2020, 17:56
QUOTE (dadn @ 31 Dec 2020, 16:15 )

რაღაც ახალს ძლიერი ხის არომატით ვეძებ,

Encre Noire Lalique აბა ეს დატესტე. ბომბი სუნამოა ძალიან დემოკრატიულ ფასად.

Posted by: Გთხოვთაირჩიოთნიკი 31 Dec 2020, 18:05
Encre Noire Lalique

შეიძლება ითქვას ჩემი პირველი სუნამოა

14-15 წლის ვიქნებოდი რომ მაჩუქეს
არადა, ამ ასაკის საერთოდ არაა smile.gif


Posted by: playstation 31 Dec 2020, 18:47
საწყისები

რატომ არ მოგწონთY არ მესმის
მე მაგრა მისწორდება ეს სურნელი

Eros-ს გავტესტავ აწი და დავწერ შთაბეჭდილებებს
user posted image

Posted by: Გთხოვთაირჩიოთნიკი 31 Dec 2020, 19:01
ამ ფრაგნასნეტმა ხო გამიტრაკა საქმე
გამოწერის ლომებო დამეხმარეთ
ამაზონ ფეით გადავიხადე და თანდა დამიბრუნა უკან
მიზეზი არ უწერია
რა ჯანდაბა უნდა


ძალიან ზოგადი ვარაუდი მაქვს, რომ რაც გამოვიწერე საწყობში გაუთავდათ და ფული დამიბრუნეს. რომ გამოვწერე იყო, მარა ეტყობა გათავდა.
გქონიათ ესეთი შემთხვევა?

Posted by: dadn 31 Dec 2020, 19:13
black_man
მადლობა .. მოვასწარი ყიდვა biggrin.gif
C_Moltisanti
Master_Nick
up.gif მადლობა

აქვე ჩამოვწერ სამომავლოდ (ხე/ტყავი):
Lalique Encre Noire A L'Extreme
Tom ForD Noir Extreme
Valentino Uomo Intense
Maison Margiela
John Varvatos

გერმანიაში ბოლო დროს flaconi.de დან ვიწერ(სამწუხაროდ საქართველოში არ აგზავნიან) - douglas ზე შედარებით ყოველთვის მეტი ფასდაკლებები აქვთ.

Posted by: Გთხოვთაირჩიოთნიკი 31 Dec 2020, 19:15
მოკლედ, ოპერატიულად შემოვვარდი აქ და დავწერე პრობლემა.
ეხლა მეილი მომივიდა და რაც ზემოთ დავწერე ეგ არის.
გენიოსი ვარ რა.
ეგენი კიდე დებილები

user posted image

Posted by: akako78 31 Dec 2020, 19:22
ყველას გილოცავთ დამდეგ 2021 წელს..იმედია ბევრად უკეთესი წელი იქნება ვიდრე ეს წელი..

playstation
Y ჩემზე ძალიან ქიმოზობს(ისე მე პარფუმი მეგონა-არცერთი არ მომწონს მაგ ხაზიდან..ერთადერთი ლაივ ინტენსი ედტ რომ არის ეგ უფრო შედარებით მომწონა როგორც მახსოვს)...ბლუ დე შანელის ედპ მირჩევნია..ეროსი ედტ ზამთარის ყინვაში კარგია ჩემს კანზე..ეგეც ქიმოზურია მაგრამ მაქვს კოლექციაში და ვიყენებ ყოველდღიურად თუ არა ხშირად(რუსების არ იყოს რაბოჩაია ლაშადკაა რა ზამთარშიsmile.gif)

პ.ს.მე ახალი არც მონ ბლან ლეგენდის პარფუმი მომეწონა,არც ეროსის და არც გოწიეს ლე მალეს პარფუმი..
spider77
მშვიდობაში ექსპროლერი..გახსნა მომწონს..მერე ვერც ვგძნობ..ქრება ჩემს კანზე უკვალოდ-ვერ კი იფიქრებს კაცი რომ აქ იმ ადგილას სუნამო მესხა..
dadn
კი დამიტესტავს ახალი გამოსული რომ იყო-ყიდვაც მინდოდა მაგრამ ვერ მოვიხელკეთილე-სხვებს ვამჯობინებდი-ფასი ვს ხარისხი ცუდი ნაღდად არაა..არ მაქვს კოლექვიაში მაგრამ ედტ უფრო მომეწონა..ედპ მე არ მომეწონა
C_Moltisanti
საინტერესო ფასია-იმედია ორიგინალი იქნება..ისე მე არ მჯერა რომ რუსები მესამედ ან მეოთხედ ფასებში ყიდინენ ლუქსებსაც და ნიშეებსაც..ყაზახსტანელებიც მაიმუნობენ ეტყობა ისეთი ფასები უდევთ იბეიზე..მე ექსპერტი ვერ ვარ იბეს საკითხებში-ჯერ არც კი გამომიწერია არაფერი მაქედან..დაწერე მერე რომ ჩამოვა და ისი პარიში შეადარე თუ იქნება გახსნილი და ხელდახელ..ან სადაც ნახავ ორიგინალს-უტყუარს..იმედია გაგიმართლებს...თუ ფეიკი ჩამოვა მაგას დაიტოვებ და პეი პალით თანხას არ გააგზავნი და ფული დაგრჩება შენი თუ წაიღებს სელერი მაინც?ვინც იცის ეს ამბები დაწეროს-კარგი იქნება..

Posted by: C_Moltisanti 31 Dec 2020, 20:09
QUOTE (akako78 @ 31 Dec 2020, 19:22 )
C_Moltisanti
საინტერესო ფასია-იმედია ორიგინალი იქნება..ისე მე არ მჯერა რომ რუსები მესამედ ან მეოთხედ ფასებში ყიდინენ ლუქსებსაც და ნიშეებსაც..ყაზახსტანელებიც მაიმუნობენ ეტყობა ისეთი ფასები უდევთ იბეიზე..მე ექსპერტი ვერ ვარ იბეს საკითხებში-ჯერ არც კი გამომიწერია არაფერი მაქედან..დაწერე მერე რომ ჩამოვა და ისი პარიში შეადარე თუ იქნება გახსნილი და ხელდახელ..ან სადაც ნახავ ორიგინალს-უტყუარს..იმედია გაგიმართლებს...თუ ფეიკი ჩამოვა მაგას დაიტოვებ და პეი პალით თანხას არ გააგზავნი და ფული დაგრჩება შენი თუ წაიღებს სელერი მაინც?ვინც იცის ეს ამბები დაწეროს-კარგი იქნება..

მე კი ვარ იბეის ხშირი მომხმარებელი, მარა რუსებისგან არ მიყიდია..ავენტუსი მოვიგე ერთი ზაფხულში და დეტალურ სურათებზე მივხვდი რო ფეიკი იყო და დავაქენსელებინე. ისე მაქვს ქეისი გახსნილი სხვა აითემზე შემთხვევით რო ჩამოვიდა და დამიბრუნეს ჩვეულებრივად. ამაზეც დავაბრუნებინებ თუ არიქნება ნაღდი პროსტა მეზარება ამდენი დავი-დარაბა : ) ჯერ არც გადამირიცხია თანხა მივწერე და თავს იგიჟებს ნაღდიაო და ვნახოთ არვიცი

Posted by: spider77 31 Dec 2020, 21:32
C_Moltisanti
QUOTE
ცოტა იაფიანი შავი ვარვატოსი

ძალიან კარგია.

Გთხოვთაირჩიოთნიკი
QUOTE
გაყიდვას თუ გადაწყვეტ

არა, ნამდვილად არა smile.gif
30-იანი შევიძინე და გაზაფხულიდან ავითვისებ.


akako78
QUOTE
მშვიდობაში ექსპროლერი

მადლობა.

QUOTE
ქრება ჩემს კანზე უკვალოდ-ვერ კი იფიქრებს კაცი რომ აქ იმ ადგილას სუნამო მესხა

EDP (ისე ამისი edt ვერსიაც თუ არის არ ვიცი) 6-7 საათი მიჩერდება, უკვე ორჯერ დავისხი, ვნახოთ გაზაფხულზე როგორ გაქაჩავს.

Posted by: akako78 1 Jan 2021, 01:48
ყველას გილოცავთ 2021 წელს..იმედია უკეთესი წელი იქნება ყველანაირად და რაც მთავარია ჯანმრთელად ვიყოთ ყველანი..

spider77
არა ეგ ექსპოლერზე დავწერე და ერთი ვერსია აქვს-ისედაც ახალია..ეგ ეტყობა უფრო ვერსაჩე ეროსზე მქონდა პოსტი..

Posted by: Master_Nick 1 Jan 2021, 11:54
akako78
გილოცავ! მრავალს დაესწარი შენს ოჯახთან ერთად alk.gif
Armani stronger with you ხომ არ დაგიტესტავს, საინტერესოა შენი შეფასება

Posted by: akako78 1 Jan 2021, 12:56
Master_Nick
მადლობა-ასევე მრავალს დაესწარი ყველა ძვირფას ადამინებთან ერთად..ძვირია პირველი,მეორე ცუდი ნაღდად არაა მაგრამ არც ისე ეგ ფული რომ ღირდეს..ინტესლი უფრო მომეწონა როგორც მახსოვს..გამყოლობა აქვს თითქოს,მაგრამ პროექცია არ უვარგა 2 საათი "ოტ სილი" რუსულად რომ ვთვათsmile.gifძალიან გაძვირდა არმანი..აღარც კი ვიხედები მაგ ბრენდისკენ უკვე წლებია..ბოლო შენაძენები ოუდ ნუიტ-ი მაქვს და ეუ სედრა..

Posted by: black_man 1 Jan 2021, 13:13
akako78
Master_Nick
გილოცავთ ყველას, სიკეთის და ბედნიერების წელი ყოფილიყოს, ყველაფერი ცუდი ძველ წელში დარჩენილიყოს....

Posted by: akako78 1 Jan 2021, 13:20
black_man
იხარე..მადლობა ასევე ჯანმრთელობას და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ..

Posted by: Fragrance66 1 Jan 2021, 13:59
გილოცავთ ! მრავალს დაესწარით ! ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებ ყველას !

Posted by: Master_Nick 1 Jan 2021, 14:44
akako78
არმანზე ფასდაკლებებია ლუტეციაში და ვიფიქრე რამეს ვიყიდი მეთქი. ზენიას სუნამოებზეა კიდევ -40% ფასდაკლება. ზენიაზე რას იტყვი ვარგა პარფიუმერიაში?

black_man
მეც გილოცავ, მრავალს დაესწარი alk.gif

Posted by: spider77 1 Jan 2021, 15:03
მეგობრებო . ...
ყველას, ყველას, ყველას !!!
გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, ჯანმრთელობა და ბედნიერება არ მოგკლებოდეთ bis.gif

Posted by: rezi0881 1 Jan 2021, 15:27

გილოცავთ მეგობრებო ახალ წელს!!!

მრავალს დაესწარით.. ჯანმრთელობა, წარმატება და, ბედნიერება არ მოგკლებოდეთ.

ყველაფერი ცუდი უკან დარჩენილიყოს!



Posted by: levani169 1 Jan 2021, 18:37
კარგ სუნამოში რამდენს იხდით საშუალოდ? (100მლ)

Posted by: პიანისტი 1 Jan 2021, 18:41
გილოცავთ ახალ წელს , მრავალ საუკეთესო წელს დაესწარით.


user posted image

Posted by: Master_Nick 1 Jan 2021, 19:36
QUOTE (levani169 @ 1 Jan 2021, 18:37 )
კარგ სუნამოში რამდენს იხდით საშუალოდ? (100მლ)

საშუალო ფასები 100 - 250 ლარის ფარგლებში მერყეობს. ეხლა ფასდაკლებებზე კიდევ უფრო იაფად შეიძლება ყიდვა.

Posted by: 4L3X 1 Jan 2021, 20:50
გილოცავთ დამდგარ ახალ წელს. ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ და რა თქმაუნდა გარეთ გასვლას და სოციალიზაცია რომ თქვენი საყვარელი სუნამოები გამოამზეუროთ ხალხში smile.gif
სანდო წყაროებიდან გავიგე რომ ტომ ფორდი Tobacco Oud-ის წარმოების შეწყვეტას აპირებს. ვისაც მოგწონთ ეგ სუნამო იჩქარეთ! ისე რა ღირს და მალე მართლა ცეცხლის ფასი დაედება. ასევე შეწყდება ჟან პოლ გოტიეს Ultra Male.

Posted by: black_man 1 Jan 2021, 23:06
დატესტილი გაქვთ? კარგ ფასად არის ისი-პარში
user posted image
* * *
მეგობრებო ახალი თემა გავხსენი იქ დაპოსტეთ, ამას კიდევ დახურავს მოდერი

Posted by: Გთხოვთაირჩიოთნიკი 2 Jan 2021, 08:31
QUOTE
.ინტესლი უფრო მომეწონა როგორც მახსოვს..გამყოლობა აქვს თითქოს,

სუნი არ გადის
იმენა სულ აგდის რა
ამაზე ძლიერი სუნამო მე არ მქონია

Posted by: akako78 2 Jan 2021, 11:39
Გთხოვთაირჩიოთნიკი
ინტესლი კი კარგია მაგრამ ძვირია..მაგ ფასში ნიშეს შეიძენს კაცი..ამიტომ გაფეტიშებულ ლუქსებს აღარ ვყიდულობ..ეგ სუნამო არის დამწვარი შაქრის სურნელი და ქიმიურად დამუშავებული ამბრის,ასევე ვითომდა ტყავის ვითომდა სურნელი..ძალიან ქიმოზურია და უსახოა ჩემთვის..მე ინტესლი უფრო მომეწონა..ყიდვით არცერთს არ ვიყიდი-შორს ჩემგან ეგ არმანები..
* * *
ყველას გილოცავთ ფორუმელბს..და არამარტოsmile.gif

rezi0881
4L3X
პიანისტი
levani169
spider77
Fragrance66

Master_Nick
პ.ს.ნიკ მომწონს ზენია..მაგათ ექსტრიმი ჰქონდათ უმაგრესი პურ ომი..იაფად რასაც წააწყდები იყიდე არ ინანებ-ძვირის გადახდა არ ღირს-ოღონდ დატესტე-ბლაინდს არ გირჩევ..

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)