Far too late most understand the missed aims in life: Joy, beauty and nature, health, travel and culture. Therefore, man, be wise early! Time has come! Travel, travel! "Wilhelm Busch"
ქუჩაში თუ ათ გამვლელს გააჩერებ და კითხავ უყვარს თუ არა მოგზაურობა, ათივეს თვალები გაუბრწყინდება და გეტყვის რომ - კი, მაგრამ ამ ათიდან ერთიც კი არაფერს აკეთებს საამისოდ
ჩვენ კი მე ჩემი ცოლი და პატარა შვილუკა, 8 თვე ვაწყობდით მანქანას (და ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია) სამოგზაუროდ, მითუმეტეს რამხელა კულტურა არსებობს მსოფლიოში ფოლცვაგენის კემპერვანის. საქართველოში იდეით შეიძლება არა პირველი, მაგრამ განხორციელებით ნამდვილად ვართ პირველები ვინც ეს დაიწყო დანერგა და ბოლომდეც მიიყვანს
ეს ჩვენი მიკროავტობუსია მეტსახელად "Wanderer"
ხოლო ჩვენი დასავლეთ საქართველოს ტური დაიწყო ქუთაისით, სადაც ერთი ღამით დავრჩით ბაგრატის ტაძრის ეზოში, მეორე დღეს მოვინახულეთ სათაფლია
კი ბევრია ამ ქალაქში სანახავი თუმცა რადგან ზაფხულია გული უფრო ზღვისკენ მიგვიწევდა და გზა გავაგრძელეთ ჩრდილო დასავლეთით კინჩხას ჩანჩქერისკენ
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას 10 ლარი ერთი ადამიანის შესვლა ცოტა ძვირია იმის ფონზე რომ შიდა ტურიზმი მკვდარია და ხელშეწყობის მაგივრად ხელისშეშლაა, ბავშვები 6 წლამდე 5 ღირდა მგონი. ხოლო გზა ასფალტირებულია თუმცა ამ ჩვენი 35 წლის მანქანისთვის მეტისმეტად დაუსრულებელი აღმართები იყო კიდევ კარგი თერმოსტატი ამოღებული მაქვს
არ დავრჩენილვართ და პირდაპირ გავუყევით გზას უკიდურეს დასავლეთში ანაკლიაში
რა მაგარი ქალაქი იქნებოდა ანაკლია, მესამედ ვნახულობ უკვე და სულ ერთი და იგივე შეგრძნება მაქვს, ეზოში რომ "მოსკვიჩს" დააყენებენ და ხავსი მოედება. რამხელა ტურისტული პოტენციალი იკარგება ამ მოუვლელობით, მხოლოდ ფესტივალები ტარდება და ახლაც "eco waves" ტარდებოდა, რის გამოც თითქმის არ მიგვაკარეს ხიდის მიმდებარე ტერიტორიას, მანქანით პლიაჟთან ახლოს მოხვედრა ხომ ისედაც წარმოუდგენელია
1 ღამით დავრჩით ანაკლიაში, რატომღაც გვეგონა ღამით კოღოები შეგვჭამდნენ და აღმოჩნდა ჩვენს სახლში ბევრად მეტი კოღოა
საღამოს დავტოვეთ ანაკლია რადგან ღამით ბავშვს კარგად ეძინა და მგზავრობა მეტად კომფორტული იყო ამ მხრივ. წავედით და გავყევით ზღვისპირეთს, ციხისძირამდე არ გავჩერებულვართ
მომენტი როდესაც სიმყუდროვის მოყვარული ადამიანი პოლულობ შესაფერის ადგილს
1993 წელს გამოშვეული რუსულო საბურავო: მადლობა რომ გვემსახურე პატიოსნად
ციხისძირში 2 დღე გავატარეთ ცოტა ბანაობა ცოტა სეირნობა და ჰამაკში კოტრიალი
შემდეგი იყო ბათუმი, ვიფიქრეთ დავრჩებოდით ღამით ბათუმში ზღვასთან ახლოს, მაგრამ შევცდით, აეროპორტის მხარეს მეგულებოდა ერთი ადგილი და ისეთი ხალხი აბირჟავებდა მოსაღამოებულს რომ ვერ გავრისკეთ ბავშვიანად იქ გაჩერება, ხოლო ზე აეროპორტის დასაჯდომი ბილიკის გადაღმა სადაც ბულვარი მთავრდება გაუსაძლისი იქნებოდა ღამისთევა ისეთი გამაყრუებელი ხმა ქონდა თვითმფრინავებს აფრენა-დაჯდომისას
წამოვედით და ურეკში ამოვყავით თავი
დილით ხედები გვქონდა: მოხუცი ქალები და კაცები, მოჭიჭყინე ბავშვები, მათი მოჩხუბარი მშობლები და პლიაჟზე გასარუჯად შეყვანილი მანქანები
არც ყავა დაგვილევია არც გვიჭამია ეგრევე გავბრუნდით უკან და მტირალას პარკში წავედით, კარგი ადგილია მისასვლელი გზის სივიწროვის მიუხედავად და ჯპს-ის იდიოტური გზის ჩვენებებისა (თუ მოხვდებით არის მონაკვეთი სადაც გზას აჩვენებს პირდაპირ ქვიან გზაზე, არ დაუჯეროთ ნავიგატორს და მარცხნივ რკინის ხიდზე გადადით და ისე გააგრძელეთ გზა) მტირალას ფოტოები არ მაქვს ამ დროისთვის და მოგვიანებით ჩავამატებ. არც აქ დავრჩენილვართ ქობულეთში გამოვბრუნდით და 2 დღე დავრჩით
წინ ზღვა და უკან ეს მაგრობა ხედი, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ 6 წელია. ქობულეთში ლურჯი ბენზინ გასამართი სადგურია სანამ ქალაქში შეხვალთ "პრომეთე" მის მოპირდაპირედ არის საკმაოდ დიდი ტერიტორია კემპინგისთვის, კაფე ბარიც არის, წყალიც, ტუალეტიც საშხაპეც და ელეკტროენერგიაც, და კიდევ არიან საკმაოდ ბევრი დამსვენებლები კარვებით და მანქანებით რომელშიც როგორ ეტეოდნენ დღემდე გამოცანად მრჩება, დილით ვხედავდი იყვნენ 5-6 და ღამით კარავი არ ქონდათ გაშლილი. ყველა ეროვნების ხალხი იყო, უმეტესობა მაინც ქართველები, ზოგი ღრეობდა ღრუზინულად, ზოგიც ნორმალურად იყვნენ და ისვენებდნენ
დავასრულეთ 6 დღიანი მოგზაურობა, გავიარეთ 979 კმ დავხარჯეთ 65 ლტ დიზელი 5.5 ლტ ზეთი (ბევრს აქცევს და აღმართზე წვავს) და ერთი ცალი საბურავი
სამომავლოდ ტექდათვალიერების საკითხის მოგვარების შემდეგ ვგეგმავთ: მზის პანალების საკითხის მოგვარებას, მოცლილ დროს აუცილებლად ავაწყობ საბარგულს, თავზე დამატებით გავუკეთებთ წყლის რეზერვუარს რომელიც ასევე იქნება საშხაპეც და ჭურჭლისაც, რადგან მანქანაში ნასოსით მოწყობილი ონკანი თავისი 30 ლიტრიანი წყლით არ გვეყო და სამჯერ მოგვიხდა გავსება, კარგი ისაა რომ გარედან ივსება შლანგით. ძალიან მინდა ძრავის შეცვლა და 1.9 ჩადგმა, იატაკის დაგება ალბათ უფრო ლამინატის (ვნახოთ) ჭერზეც აუცილებლად ქეჩა