#59869693 · 1 Dec 2022, 21:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოდერს ვთხოვ არ დახუროს, პასუხს მივიღებ და თავად დავხურავ.
ასეთი სიტუაციაა - მყავს პატარა სპანიელი, რომელსაც დღეს საღამოს დეიდაჩემი ასეირნებდა, უცბად ოთხი ქუჩის ძაღლი დაესხა თავს, რომლებითაც ჩემი უბანი სავსეა, და ცუგა დამიკბინეს, დეიდაჩემსაც უკბინეს ფეხზე. ჭრილობები დაუმუშავა ვეტერინარმა და ცოფის აცრაც გაუკეთა ძაღლს. დეიდაჩემიც აიცრა რა თქმა უნდა. ამიტომ დვარნიაშკების მოსაგერიებლად და შესაშინებლად გადავწყვიტე სტარტოვკის ყიდვა, რომელიც ძალიან იაფია.
ხომ ვერ მეტყვით, რამდენად ეფექტურია ამ საქმისთვის სტარტოვკა და კანონი რაიმე შეზღუდვას ხომ არ აწესებს მისი გამოყენებისთვის?
თუ სხვა განყოფილებაში უნდა გამეხსნა თემა, მიმითითოს მოდერმა და ასეც მოვიქცევი.
This post has been edited by madridiSSta1988 on 1 Dec 2022, 21:05
--------------------
„ეს არის მადრიდის რეალი და ამიტომ იყო, რომ ჩემთვის სიტყვა დამარცხება არ არსებობდა.“
RAUL MADRID.
|