Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ანორგაზმია.


Posted by: barjakyzu 10 Oct 2007, 23:46
მოგესალმებით
და ყველას წინასწარ ვთხოვ ნუ გააოფებთ

გავიცანი გოგონა რომელთანაც 2ჯერ მქონდა სექსი,პირველად ერთი კვირის წინ და მეორედ დღეს.ორივეჯერ დამემართა ერთი და იგივე:სექსუალური აგზნება(ერექცია)დროულად მემართება,ასევე სექსუალური აქტი უპრობლემოდ,მაგრამ ბოლოს ორგაზმი არ მემართება sad.gif
არადა სექსუალური აქტი 1,5-2 საათი მაინც გაგრძელდა.
ფსიქოლოგიურად ძალიან დათრგუნული ვარ ამ მიზეზით,კომპეტენტურ პირებს ვთხოვ გამარკვიოთ რა მიზეზით შეიდზლება იყოს გამოწვეული ასეთი რამ.

Posted by: nodari60 10 Oct 2007, 23:51
სექსოლოგი კი არა პროსტატა გაასინჯე . უროლოგიის ინსტიტუტი მე4 სართული კიბიდან მარცხნივ

Posted by: BadbadGirl 11 Oct 2007, 00:11
barjakyzu
QUOTE
გავიცანი გოგონა რომელთანაც 2ჯერ მქონდა სექსი,პირველად ერთი კვირის წინ და მეორედ დღეს.ორივეჯერ დამემართა ერთი და იგივე:სექსუალური აგზნება(ერექცია)დროულად მემართება,ასევე სექსუალური აქტი უპრობლემოდ,მაგრამ ბოლოს ორგაზმი არ მემართება sad.gif არადა სექსუალური აქტი 1,5-2 საათი მაინც გაგრძელდა. ფსიქოლოგიურად ძალიან დათრგუნული ვარ ამ მიზეზით,კომპეტენტურ პირებს ვთხოვ გამარკვიოთ რა მიზეზით შეიდზლება იყოს გამოწვეული ასეთი რამ.

ხანდახან ორგაზმი რომ გქონდეს პარტნიორს უნდა ენდობოდე.
მანამდე კი მიპასუხე თუ შეიძლება სექსი მანამდე (ანუ მოცემულ შემთხვევამდე რომელიც შენ აღწერე) თუ გქონია ვინმესთან და თუ კი მაშინ გქონდა თუ არა ორგაზმი ?

Posted by: barjakyzu 11 Oct 2007, 00:28
მანამდე ერთხელ მქონდა, ისიც საუნის წარმომადგენელთან
და მაშინაც ანალოგიური სიტუაცია დამემართა
მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო
sad.gif

Posted by: BadbadGirl 11 Oct 2007, 00:31
barjakyzu
ვფიქრობ რომ ორგაზმი ხშირად პარტნიორებს შორის ნდობას მოჰყვება . თუმცა თუ მაინც ძალიან დარდობ, მაშინ დასამშვიდებლად უბრალოდ კონსულტაციაზე წადი ექიმთან . უროლოთან ანდა სექსოპათოლოგთან.

Posted by: barjakyzu 11 Oct 2007, 00:35
მაგას ვაპირებ smile.gif
ხვალ დილით წავალ
მარა მაგარი მიტყდება პირადად საუბარი ამ თემაზე

Posted by: BadbadGirl 11 Oct 2007, 00:38
barjakyzu
QUOTE
მარა მაგარი მიტყდება პირადად საუბარი ამ თემაზე

ექიმები იმისთვის არსებობენ რომ დაგვეხმარონ smile.gif არაფერია გასატეხი smile.gif
წარმატებას და ჯანმრთელობას გისურვებ smile.gif

Posted by: tazo200X 11 Oct 2007, 01:07
QUOTE
არადა სექსუალური აქტი 1,5-2 საათი მაინც გაგრძელდა.

ჰმ..
ჩემი აზრით ეს ფსიქოლოგიური პრობლემა უფრო არის.შეიძლება პრობლემები გაქ ცხოვრებაში,რთულიპერიოდი..
ან კიდე,სექსუალური აქტის დროს უბრალოდ კონცენტრირებული არ ხარ და აზრები გეფანტება.
ერექცია თუ გაქ,ე.ი ნაკლებადსავარაუდოა რომ რამე ფიზიოლოგიური იყოს...

Posted by: barjakyzu 11 Oct 2007, 01:09
მეც ამის იმედი მაქვს
და კიდევ ერთი რასაც ვფიქრობ ესაა რომ პრეზერვატივი მიქნის დისკომფორტს
და შეიძლება ესაა მიზეზი?

Posted by: BadbadGirl 11 Oct 2007, 01:10
tazo200X
QUOTE
ჩემი აზრით ეს ფსიქოლოგიური პრობლემა უფრო არის.შეიძლება პრობლემები გაქ ცხოვრებაში,რთულიპერიოდი.. ან კიდე,სექსუალური აქტის დროს უბრალოდ კონცენტრირებული არ ხარ და აზრები გეფანტება. ერექცია თუ გაქ,ე.ი ნაკლებადსავარაუდოა რომ რამე ფიზიოლოგიური იყოს...

მეც ფსიქს. ვფიქრობ (თუმცა არა მაინცდამაინც რთული პერიოდი და ა.შ.) , მაგრამ ფიზიოლოგია ყველა ვარიანტში უნდა გამოირიცხოს, ამიტომ ჩემი აზრით ნამდვილად ჯობია რომ ექიმთან მივიდეს პროფილაქტიკის მიზნით smile.gif

Posted by: tazo200X 11 Oct 2007, 01:11
barjakyzu
ეცადე პრეზერვატივის გარეშე..ოღონდ აუცილებლად იმ პარტნიორთან,ვისაც ენდობი.ნუ ეს არ გესწავლება იმედია.
სცადე.
მე ჩემი გამოცდილებიდან ვიცი,რომ როდესაც რამე გაწუდებს,ორგაზმს აღწევ ძნელად,ზოგჯერ კი საერთოდ ვერ აღწევ.უბრალოდ თავს გრძნობ დარელაქსებულად,მარა ორგაზმი,როგორც ასეთი,არ არი.
მოკლედ,ჩემი აზრით პრობლემა უნდა აუხსნა შენს მეგობარ გოგონას(ყველაფერი ხომ ურთიერთგაგებაზეა).დარწმუნებული ვარ,გაგიგებს

Posted by: m-jemali 11 Oct 2007, 01:15
QUOTE (barjakyzu @ 10 Oct 2007, 23:46 )
მოგესალმებით
და ყველას წინასწარ ვთხოვ ნუ გააოფებთ

გავიცანი გოგონა რომელთანაც 2ჯერ მქონდა სექსი,პირველად ერთი კვირის წინ და მეორედ დღეს.ორივეჯერ დამემართა ერთი და იგივე:სექსუალური აგზნება(ერექცია)დროულად მემართება,ასევე სექსუალური აქტი უპრობლემოდ,მაგრამ ბოლოს ორგაზმი არ მემართება sad.gif
არადა სექსუალური აქტი 1,5-2 საათი მაინც გაგრძელდა.
ფსიქოლოგიურად ძალიან დათრგუნული ვარ ამ მიზეზით,კომპეტენტურ პირებს ვთხოვ გამარკვიოთ რა მიზეზით შეიდზლება იყოს გამოწვეული ასეთი რამ.

მაპატიე.... ონანიზმი ხშირად გაქვს?

Posted by: DrJohnes 11 Oct 2007, 01:26
barjakyzu

QUOTE
ონანიზმი ხშირად გაქვს?


და თუ კი მაშინ ამ დროს თუ გაქვს ხოლმე დროული ორგაზმი?

Posted by: BadbadGirl 11 Oct 2007, 01:34
mama-jemali
DrJohnes
QUOTE
მაპატიე.... ონანიზმი ხშირად გაქვს?

QUOTE
და თუ კი მაშინ ამ დროს თუ გაქვს ხოლმე დროული ორგაზმი?

ამ კითხვებზე პასუხი ხომ თავადაც იცით ?!

Posted by: _SisterofNight_ 11 Oct 2007, 11:12
ისე ჩემს გარშემოც ხშირია ეგ პრობლემა ოღონდ ქალებში და რისი ბრალია არ იციან სექსოპათოლოგთან მისვლა კიდე არავის არ უნდა როგორც ხდება ხოლმე.

Posted by: baby-bobo 11 Oct 2007, 11:16
_SisterofNight_

QUOTE
ისე ჩემს გარშემოც ხშირია ეგ პრობლემა ოღონდ ქალებში და რისი ბრალია არ იციან სექსოპათოლოგთან მისვლა კიდე არავის არ უნდა როგორც ხდება ხოლმე.


ხო მეც ხშირად მსმენია, მაგრამ სექსოლოგთან მისვლის კულტურა ჩვენში არ დევს....

Posted by: _SisterofNight_ 11 Oct 2007, 11:23
უიმე არაა ყველას ერიდება და არ იმჩნევენ, მაგრამ როგორ შეიძლება არ შეიმჩნიო ეგეთი რამე? აბა ის ჯობია დაქალები რო ჩაჯდებიან და იწყება მაშინ პრობლემებზე ლაპარაკი მათ შორის სექსუალურზეც? gigi.gif

Posted by: killer 11 Oct 2007, 12:30
BadbadGirl
QUOTE
ვფიქრობ რომ ორგაზმი ხშირად პარტნიორებს შორის ნდობას მოჰყვება .

მე მეგონა მაგი მარტო ქალებს ეხებოდა smile.gif

სექსოლოგთან მისვლის კულტურა შეიძლება დევს მაგრამ თბილისი პატარა ქალაქია და ხვალ შეიძლება ის შენი სექსოლოგი შენი ახლობლის ახლობელი აღმოჩნდეს, რომელთანაც განხილული ექნება შენი სექსუალური პრობლემა.

ახლობელს შეემთხვა მასეთი რაღაც- მივიდა სექსოპათოლოგთან (გოგო), ესაუბრა პრობლემებზე, რაც იმ მომენტისთვის აწუხებდა და ზუსტად მესამე დღეს ჩემი სხვა ახლობელი მოდის და მეუბნება, უი იცი ის იმასთან იყო მისული და გააფრთხილე სხვა დროს არ მივიდეს, იმიტომ რომ ესენი ერთმანეთში ბაზრობენ და ხალისობენ პაციენტებზეო.

ეს იყო სადრაც 8-9 წლის წინ.. იმედია იმის მერე შეიცვალა სიტუაცია.

Posted by: BadbadGirl 11 Oct 2007, 14:17
killer
QUOTE
მე მეგონა მაგი მარტო ქალებს ეხებოდა smile.gif

ქალებს დიდი პროცენტით
კაცებში იშვიათად . თან ჩვენ არ ვიცით ამ თემის ავტორი რა პირეოვნებაა, ასე რომ არაა გამოორიცხული.

ყოველი შემთხვევისათის, იმედია მალე უკეთესად იგრძნობს თავს.

Posted by: _SisterofNight_ 11 Oct 2007, 14:47
ხო ქალებში უფროა ეს მეც როგორც ვიცი ვიდრე კაცებში და პარტნიორზეა დამოკიდებული ალბათ ამ შემთხვევაში კაც პარტნიორზე რო მარტო თავის თავზე არ უნდა იფიქროს. სექსოპათოლოგთან მართალია მაგიტომაც ვერ მიდიან რო უტყდებათ.

Posted by: m-jemali 11 Oct 2007, 15:25
QUOTE (_SisterofNight_ @ 11 Oct 2007, 14:47 )
ხო ქალებში უფროა ეს მეც როგორც ვიცი ვიდრე კაცებში და პარტნიორზეა დამოკიდებული ალბათ ამ შემთხვევაში კაც პარტნიორზე რო მარტო თავის თავზე არ უნდა იფიქროს. სექსოპათოლოგთან მართალია მაგიტომაც ვერ მიდიან რო უტყდებათ.

და რატომ არის უფრო ქალებში "ანორგაზმია"?

Posted by: _SisterofNight_ 11 Oct 2007, 15:51
არ ვიცი სტატისტიკურადაც ცნობილია რო ქალები უფრო ძნელად აღწევენ ორგაზმს ვიდრე კაცები და ისე რეალობაშიც ვიცი ბევრისგან ეგეთი მდგომარეობა, ან ის რომ მხოლოდ გარკვეულ პოზაში აღწევენ ორგაზმს და სხვა პოზაში არა, ჩემს გარშემო უმრავლესობას ეს უკანასკნელი აწუხებს და ვერ ხვდებიან რისი ბრალია, სექსოლოგთან მისვლა კიდევ არავის არ უნდა.

გავრცელებულია ეგეთი აზრი რომ ქალს აქვს G Spot-ი რომელიც ყველაზე ეროგენული მიდამოა და თუ ამის სტიმულაცია ხდება სექსის დროს ქალი მარტო მაშინ განიცდის ორგაზმს, რამდენად შეესაბამება ეს რეალობას არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რო ქალების უმრავლესობას აწუხებს ანორგაზმია.

Posted by: m-jemali 11 Oct 2007, 16:19
QUOTE
სექსოლოგთან მისვლა კიდევ არავის არ უნდა.


ანუ სექსოლოგთან მხოლოდ კაცები დადიან? ვახ, ეტყობა არ ევასებათ ქართველ ქალებს ორგაზმი და არ მიდიან ექიმთან lol.gif

QUOTE
ფაქტია რო ქალების უმრავლესობას აწუხებს ანორგაზმია.


თქვენც ხომ არა?

Posted by: upfir 11 Oct 2007, 20:29
QUOTE
სექსოლოგთან მისვლის კულტურა შეიძლება დევს მაგრამ თბილისი პატარა ქალაქია და ხვალ შეიძლება ის შენი სექსოლოგი შენი ახლობლის ახლობელი აღმოჩნდეს, რომელთანაც განხილული ექნება შენი სექსუალური პრობლემა.

ახლობელს შეემთხვა მასეთი რაღაც- მივიდა სექსოპათოლოგთან (გოგო), ესაუბრა პრობლემებზე, რაც იმ მომენტისთვის აწუხებდა და ზუსტად მესამე დღეს ჩემი სხვა ახლობელი მოდის და მეუბნება, უი იცი ის იმასთან იყო მისული და გააფრთხილე სხვა დროს არ მივიდეს, იმიტომ რომ ესენი ერთმანეთში ბაზრობენ და ხალისობენ პაციენტებზეო.


არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ მე თუ გავიგე ჩემი კოლეგისგან ამგვარი-გაპანღურება გარანტირებული აქვს. მაგრამ, ასეთი გაბაზრება და "ხალისი" პაციენტებზე, მე უფრო ანეგდოტებში და გამიგია. რეალური პროფესიონალი ამას არ იზამს. მეორე საკითხია, რომ სექს.პრობლემებით პაციენტები ხვდებიან ან საეჭვო პირებთან (კვალიფიკაციას ვგულისხმობ) ან უბრალოდ იდიოტებთან. ამის უამრავი მაგალითი ვიცი. იქამდე მივიდა საქმე, რომ ერთ-ერთი ექიმი თავის სავიზიტო ბარათზე წერდა ტყუილებს, ვითომც და "ესა და ეს" ვარ და "ამა და ამ" სექსოლოგიის ცენტრში ვმუშაობო... მიგდია უჯრაში ეს ბარათი. ამისთანა ხალხისგან სხვა რაა გასაკვირია.

ამ თემის ავტორს. აქ შედარებით ადექვატური და ნაკლებადადექვატური რჩევები მოგცეს. მიდი ექიმთან. უროლოგთან, სექსოლოგთან. მთავარია პატიოსანთან. პირველ ეტაპზე მიახლოებით მაინც გაერკვევა შენი პრობლემა რომელ სფეროშია.

Posted by: alexandro13 15 Oct 2007, 22:49
მე სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ 2 საათიანი სექსი (კოიტუსი) ძალიან გრძელია...
პირადი გამოცდილებიდან, როცა ამ დროს მეცნიერებაზე ვფიქრობ (ხდება ასედაც, იშვიათად) მაშინ ვერ ვაღწევ ორგაზმს... და ვანებებ თავს... რაც მთავარია, პარტნიორსაც არ მოსწონს 2 საათიანი ჯაჯგური smile.gif


* * *
ხოლო ამ თემაზე საუბარი სირცხვილი არ არის... რაც არ უნდა მალო, ბოლოს გაჭირვება თავს არ დამალავს...

Posted by: chiefangel 14 Jan 2011, 12:13
კარგი სექსოლოგის საკონტაქტოს ხომ ვერ მომცემთ

Posted by: Natuka NGN 14 Jan 2011, 13:42
chiefangel
შემიძლა მოგცე.
რაც შეეხება შენს კითხვას გინეკოლოოგის თემაში, აქ გიპასუხებ.
-----
თავისუფლად შეიძლება. გააჩნია ხელით გაღიზიანებაში რას გულისხმობ, კლიტორის გაღიზიანებას თუ ვაგინის. არიან ქალები, ვინც ძნელად აღწევენ ვაგინალურ ორგაზმს. ამისატვის სპეციალური პოზების შერჩევაა საჭირო. აქ მნიშვნელოვანია პარტნიორი იარაღის ზომებიც. სწორედ პოზის შერჩევისას ესეც გასათვალისწინებელია.
და თუ ზოგადად ვიტყვი, აუცილებლად უნდა შეირჩეს პოზა, როდესაც ე.წ. G ზონა ღიზიანდება. ძლაინ ხშირად ვაგინალური ორგაზმის არქონის მიზეზი არის იგივე პრეზერვატივი, ან დისკომფორტი სექსისა,ს წვა და ა.შ.
ერთი სიტყვით, გააჩნია პრობლემას. რაც შეეხება სექსოლოგებს, სეგიLძია ნახო med.ge-ზე. ანდრო კანდელაკი, გია ბეროშვილი. ქალებს არ გირჩევ smile.gif თორემ ლუბრიკანტად შესაძლოა ბუბხენის ზეტი დაგინიშნონ... ეს ისე, გადახვევა.

Posted by: Nensi_1988 15 Jan 2011, 14:59
QUOTE
სექსოლოგთან მისვლის კულტურა შეიძლება დევს მაგრამ თბილისი პატარა ქალაქია და ხვალ შეიძლება ის შენი სექსოლოგი შენი ახლობლის ახლობელი აღმოჩნდეს, რომელთანაც განხილული ექნება შენი სექსუალური პრობლემა.

ახლობელს შეემთხვა მასეთი რაღაც- მივიდა სექსოპათოლოგთან (გოგო), ესაუბრა პრობლემებზე, რაც იმ მომენტისთვის აწუხებდა და ზუსტად მესამე დღეს ჩემი სხვა ახლობელი მოდის და მეუბნება, უი იცი ის იმასთან იყო მისული და გააფრთხილე სხვა დროს არ მივიდეს, იმიტომ რომ ესენი ერთმანეთში ბაზრობენ და ხალისობენ პაციენტებზეო.


ეგეთს ლიცენზია უნდა ჩამოართვა!



Posted by: merkantil 15 Jan 2011, 18:15
_SisterofNight_
QUOTE
სექსოლოგთან მისვლა კიდევ არავის არ უნდა.
ჩემი აზრით არ იცნობენ საკუთარ სხეულს კარგად და იმიტომ აქვთ ეგ პრობლემა. ნუ ეხლა თუ თავი არ დაზოგე და უსასრულოდ გაიჭერი ფანტაზიებში, საშველი კი მაინც არაა, მერე კი უნდა მიაკითხო სექსოლოგსbiggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)