აიას პირველი მარცხი ლოკომოტივი-აია 15:9
ლოკომოტივი (15-9) კობერიძე, შიოშვილი, ქავთარაძე, ბერძენიშვილი, ჟამუტაშვილი, კვინიხიძე, ღვინჯილია, (1-8) ნაცარაშვილი, გენებაშვილი, ელოშვილი, ჩიტიძე, ოზგებაშვილი, ნიშნიანიძე (ბერიშვილი 65), ახვლედიანი, მაისურაძე.
4ს,ა: კვინიხიძეაია (15-9) ხამაშურიძე, გოგლიჩიძე, აშვეთია (გუდავა 70), სინაურიძე (გოშაძე 66), ჩხიკვაძე, შარვაშიძე, როხვაძე (გოგია 68), (1-8) ნარიაშვილი, სხულუხია (გურეშიძე 58), ლომიძე, ძაგნიძე, იობიძე (ცირეკიძე 59), რევიშვილი, შალამბერიძე, თხელიძე.
3ს: სინაურიძე, შარვაშიძესინბინი: ხამაშურიძემსაჯი: ნ.რობიტაშვილი
საქართველოს ჩემპიონატში დღემდე ორი დაუმარცხებელი გუნდის მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული, უშეღავათო გამოდგა. ვაკეში, ლოკომოტივის სტადიონზე მასპინძელს, თბილისის "ლოკომოტივს" ქუთაისის "აიასთან" მატჩში დიდი ჯაფა დაადდგა, თუმცა მეტოქის დამარცხება მაინც შეძლო - 15:9
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ქუთაისელთა თამაშში ისევ იჩინა თავი შარშანდელმა სენმა. დამრტყმელმა გაგა სინაურიძემ სამი საჯარიმო ვერ გაიტანა, მის ლოკომოტიველ ვიზავის ბობა კვინიხიძეს კი ასპროცენტიანი მაჩვნებელი აქვს.
თამაში თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. გამარჯვება ორივე გუნდზე ალალი იქნებოდა, თუმცა რკინიგზელებმა სტუმრებზე ნაკლები შეცდომა დაუშვეს და დამსხურებულადაც მოიგეს.
ქუთათურთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საინტერესო, გაშლილი რაგბის თამაშს ცდილობდნენ, მეტოქეს საკმაო თავსატეხს უჩენდნენ, თუმცა "ლოკომოტივმა" დაცვაში, ფაქტობრივად, უშეცდომოდ ითამაშა. ნათლად გამოჩნდა, რომ "აიას" ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო დერეფანში და ცენტრიდან დაკიდებულ ბურთებზე თამაშის დასახვეწად.
"ლოკომოტივს" წლეულს სათამაშო დისციპლინა გაცილებით უკეთესი აქვს, თუმცა არბიტრმა თბილისელები კამათისთვის ორჯერ მაინც დააჯარიმა. რკინიგზელები გაცილებით ორგანიზებულად, უფრო სოლიდურად გამოიყურებიან. რაც მთავარია, ჰარმონიულადაა შერწყმული შერკინებისა და უკანა ხაზის თამაში.
ერთადერთი რაც ორივე გუნდის ნაკლია, ესაა ხშირი შეცდომები ხელდახელ და რაკში თამაშისას. მორაგბეებს ხშირად უვარდებოდათ ბურთი ხელიდან და არ წინპასების რაოდენობა იყო მცირე. უფრო მეტად ამ კომპონენტში ქუთაისელები სცოდავდნენ, რაც ბუნებრივიცაა, რადგან მეტოქეზე ხშირად ისინი ცდილობდნენ ხელდახელ თამაშს.
ანგარიში "ლოკომოტივმა" პირველივე შეტევისას გახსნა. ცენტრიდან დაკიდებულ ბურთზე "აიამ" ცუდად ითამაშა და ის რკინიგზელთა ნადავლი გახდა. თამაში რაკში გადავიდა, თუმცა
მალევე სტუმართა სასარგებლოდ შერკინება დაინიშნა. "ლოკომოტივმა" მოწინააღმდეგის შერკინება დაძრა და ბურთი აართვა. ღია თამაშში კი ქუთაისელები დაჯარიმდნენ და რკინიგზელთა მგეზავმა ბობა კვინიხიძემ შანსი ხელიდან არ გაუშვა - 3:0.
მომდევნო 25 წუთში ბობამ კიდევ ერთი საჯარიმო და ერთიც დიდოსტატურად დარტყმული არეკნი გაიტანა, რაც ლოკომოტიველთა საკმაოდ ხანგრძლივ, მრავალფაზიან შეტევას მოჰყვა. შუალედში გაგა სინაურიძემ ორი საჯარიმოდან მხოლოდ ერთი გაიტანა - 3:9.
ანგარიშში დაწინაურება, უფრო ზუსტად კი, ლელოს გატანა "აიას" 27- წუთზე შეეძლო. რკინიგზელები საკუთარ ოცდაორმეტრიან ზონაში დაჯარიმდნენ. ქუთაისელებმა ჯარიმა აუტში გადაიტანეს. დერეფანი სუფთად ვერ მოიგეს, მაგრამ შეტევის გაგრძელება მაინც მოახერხეს. სტუმრები ლელოს მჭიდროდ მიუახლოვდნენ. მათი მორკინალების შეჩერება "ლოკომოტივმა" წესის დარღვევით შეძლო. ჯარიმა "აიამ" ისევ აუტში გადაიტანა. ამჯერად დერეფანში ბურთი უკეთესად ააგდეს, მაგრამ მერე წინ გაუვარდათ და შეტევაც ჩაიშალა.
ტაიმის ბოლო ათ წუთში გუნდებმა თითო საჯარიმო გაცვალეს - 12:6 "ლოკომოტივის" სასარგებლოდ.
მეორე ტაიმში ვითარება დიდად არ შეცლილა. სტუმართა მორიგი შეცდომა კვინიხიძემ ისევ გამოიყენა და 49-ე წუთზე საჯარიმოთი თავისიანები ცხრა ქულით დააწინაურა - 15:6. სამ წუთში სინაურიძემ კარის პირდაპირ, ოცდაორი მეტრიდან დაარტყა საჯარიმო და ვერ გაიტანა.
ცხრაქულიანი სხვაობა 75-ე წუთამდე შენარჩუნდა. ქუთაისელთა მორიგი შეტევა მასპინძლებმა ისევ წესის დარღვევით შეაჩერეს და ამჯერად საჯარიმო ახლო მანძილიდან მგეზავმა ლევან შარვაშიძემ გაიტანა - 9:15.
"აიას" მატჩის გადარჩენის შანსი გაუჩნდა. თამაშის მოსაგებად გარდასახული ლელო კმაროდა, მაგრამ "ლოკომოტივი" არაფრის დათმობას აპირებდა. რკინიგზელებმა მატჩის ბოლო ხუთი წუთი მეტოქის მოედნის ნახევარზე გაატარეს და ყველანაირად ცდილობდნენ, ქუთაისელებისთვის შეტევის წამოწყების საშუალება არ მიეცათ.
ერთ-ერთ ეპიზოდში კვინიხიძემ არეკნით სცადა ცხრაქულიანი სხვაობის აღდგენა, მაგრამ არ გამოუვიდა. აიელების მცდელობა კი, მასპინძელთა ნახევარზე ეთამაშათ და ბოლო წუთებზე შტურმი მოეწყოთ, უშედეგო გამოდგა.
* * *