forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (99) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> World Of Warcraft . არაოფიციალური სერვერები, Part VIII
zgarb7
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2707
წევრი No.: 186741
რეგისტრ.: 27-May 14

გამოგზავნილია: 27 Mar 2017, 12:28  #50237284      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
user posted image

საუკეთესო უცხოური არაოფიციალური სერვერები:

Elysium Project

Warmane (იგივე Molten WOW)

ExcaliburWOW

WoW Circle

Monster-WoW

PandaWOW

WodEmpire

UWoW

საუკეთესო სერვერები ექსპანსიის მიხედვით:

Vanilla იგივე Classic: https://elysium-project.org
Burning Crusade: http://www.excalibur-server.com
Wrath of the Lich King: http://www.warmane.com
Cataclysm: https://monster-wow.com
Mists of Pandaria: http://pandawow.ru
Warlords of Draenor: http://wodempire.com
Legion: https://uwow.biz

წინა თემის ლინკი
World Of Warcraft . არაოფიციალური სერვერები Part VII

------------
როგორ დავიწყოთ ელიზიუმის რეალმზე თამაში - ვანილა ექსპანსიაზე ვოვის ვერსია 1.12.1-ზე (განახლებული გაიდი ვერსია 6. ასევე შეიცავს დამწყებებისთვის გაიდს.)
იქ სადაც ჩვენც ვთამაშობთ და გილდიაც გვაქვს.

პირველ რიგში ვრეგისტრირდებით აქ:
https://elysium-project.org/play

რეგისტრაციის შემდეგ ვამოწმებთ ჩვენს email-ს და თუ მოვიდა ვერიფიკაციის ლინკი გადავდივართ ამ ლინკზე და ვაკეთებთ ვერიფიკაციას.

შემდეგ უნდა გადმოვწეროთ თვითონ თამაში.

1. თამაშის გადმოწერისთვის ჯერ დაყენებული უნდა გქოდეთ utorrent-ი.
utorrent-ის გადმოსაწერად შევდივართ http://www.utorrent.com/#comp-tbl აქ,
ვაჭერთ Get utorrent for windows. გადმოვწერთ და მერე ვაინსტალირებთ.
2. შემდეგ შევდივართ ამ ლინკზე და ვიწერთ ტორენტ ფაილს:
https://docs.google.com/uc?id=0BwqkyVclKhsv...export=download
3. გადმოწერილ ტორენტ ფაილს ვხსნით და გაიხსნება უტორენტი და იქ ვირჩევთ ადგილს სად გადმოწეროს და ვაჭერთ ok.
დაიწყებს თამაშის გადმოწერას. გაითვალისწინეთ რომ დაარქივებულია და 5.08გბ-ია ზომაში.
4. შემდეგ თამაში რომ გადმოიწერება დეარქივაციას ვუკეთებთ რარ ფაილს.
5. შევდივართ თამაშის მთავარ დირექტორიაში და ვეძებთ ფაილს სახელად: realmlist.wtf
6. ვხსნით ამ ფაილს notepad-ით შიგნით ვწერთ ამ ტექსტს:
set realmlist logon.elysium-project.org
და ვაჭერთ File>Save და ვხურავთ notepad-ს.
7. შემდეგ ვუშვებთ თამაშს WoW.e xe დან.
8. შემდეგ გამოვა ლოგონის სქრინი და მანდ შეგვყავს უზერნეიმი და პაროლი რითიც დავრეგისტრირდით საიტზე.
9. შემდეგ გამოვა სქრინი და მაღლა მარჯვნივ ვნიშნავთ მოსანიშნს United States და ვაჭერთ Suggest Realm-ს და გამოდის რეალმების სია.
10. ვირჩევთ იქ Elysium -ს.
11. შემდეგ ვაწვებით Create new character-ს და ვქმნით პერსონაჟს რომლითაც უნდა ვითამაშოთ.
შეგიძლიათ აირჩიოთ ჰორდა ან ალიანსი. ესენი ერთმანეთის მტრები არიან. შეგიძლიათ აირჩიო რასა და მერე კლასი. ყველა რასას ყველა კლასი არ ყავს. აირჩიეთ რომელიც მოგეწონებათ.

შექმენით პერსონაჟი, დაარქვით სახელი და მერე Enter Worlds დააჭირეთ და თამაშში ხართ უკვე

------------
ვანილას ექსპანსიაზე ბევრი რამე არ იყო და ამიტომ დაგჭირდებათ ედონები.
მაგალითად ისეთი ედონი რომელიც რუკაზე გაჩვენებთ თუ სად არის ქვესტები ასაღები, მოსაკლავი, ჩასაბარებელი. რომელი რუკა რამდენ ლეველიანია და ა.შ.

ედონების აღწერა, გადმოწერა, დაყენება:

OmniCC აჩევენებს სპელების ქულდაუნებს
MobInfo2 აჩვენებს მობების სიცოცხლეს რიცხვობრვიად.
Questie-3.69 აჩვენებს რუკაზე ქვესტებს სად უნდა მოკლა და სად უნდა ჩააბარო (საუკეთესო ქვესტის ედონია)
SellValue აჩვენებს იტემების ფასებს თუ რა ფასში იყიდება იტემი ვენდორთან. (ერთხელ უნდა გახსნათ ვენდორი და იტემები უნდა გეწყოთ ჩანთაში ამ დროს და მის მერე ერთხელ რომ ნახავ უკვე იცის ფასი იმ იტემის. გასათვალისწინებელია რომ თუ 20 სტეკი გიდევს აჩვენებს მხოლოდ 1 ცალის ფასს).
Cartographer აჩვენებს რუკებს ლეველის მიხედვით. ასევე გახსნილია ყველა რუკა.
Atlasloot გიჩვენებთ ინსტანსებს და ბოსებს და ასევე რას დროპავენ ესა თუ ის ბოსები და რამდენი %-ია შანსი რომ დადროპონ.
NatureEnemyCastbar გიჩვენებთ მოწინააღმდეგის კასტინგ ბარს. თუ რას კასტავს მოწინააღმდეგე. ასევე აჩვენებს ტარგეტის დებუფებს. მაღლა პატარა რუკასტან ჩნდება იკონკა საიდანაც შეგიძლიათ დაანასტროიკოთ.

ეს ყველა ედონი გადმოწერეთ აქედან:
http://bin.ge/dl/250333/Addons-1-12-1.rar.html
გადმოწერილი არქივი (Addons 1.12.1.rar) ჩააგდეთ თამაშის ფოლდერი>Interface>Addons ამ ფოლდერში და მიეცით ზედ მარჯვენა მაუსი და Extract Here. (ამ დროს თამაში გათიშული უნდა გქონდეთ. იმისთვის რომ თამაშის დირექტორიაში იყოს ფოლდერი Interface>Addons ერთხელ მაინც უნდა გქონდეთ თამაში ჩართული და შესული უნდა იყოთ თამაშში. ასევე მაუსის მარჯევენა კნოპკას რომ დააჭერთ არქივზე Extract Here რო გამოვიდეს უნდა გქონდეთ დაინსტალირებული Winrar პროგრამა).
ამოარქივების მერე უნდა ქონდეს ფოლდერებს დაახლოებით ასეთი სახე რაც ამ სურათშია: https://attach.forum.ge/post-37-1488974797.png

როცა ედონების ჩაყრის მერე ჩართავთ თამაშს (ამ დროს უკვე უნდა გქონდეთ შექმნილი პერსონაჟი) და დადგებით ჩარაქთერის არჩევის სქრინზე დაბლა მარცხნივ დააჭირეთ
Addons და იქ მონიშნეთ Load out of date addons თუ უკვე მონიშნული არ არის.
ასევე მაგ სქრინზევე მაღლა მარჯვნივ 48 რო წერია 250 ჩაწერეთ. (ეს აუცილებელია რომ გააკეთოთ თორე შეიძლება თამაშში შესვლისას უბრალოდ გაგითიშოთ თამაში. ეს საჭიროა Questie ედონმა რომ იმუშავოს.). Addons კნოპკა თუ არ ჩანს ესეიგი ედონები არ ჩაგიყრიათ სწორად.


პ.ს. ასეთი სერვერი ჯერ არ შექმნილა. ძალიან მაგარი სერვერია და ონლაინიც ძალიან დიდი აქ.
ასევე გაითვალისწინეთ რომ ძველი პენტიუმ 4-ებითაც კი ითამაშებთ რადგან ძველი ექსპანსიაა და კომპიუტერის დიდი მოთხოვნები არ აქვს.
ასევე ჩვენ ყველანი აქ ვინც ვართ ვთამაშობთ Horde-ში. თუ ჩვენთან გინდათ თამაში შესაბამისად ჰორდა უნდა აირჩიოთ.
ასევე გაითვალისწინეთ რომ ხანდახან დროებით სერვერზე აყენებენ მაქს მოთამაშეების ლიმიტს და შესაძლოა აღმოჩნდეთ რიგში და უნდა მოიცადოთ სანამ ჩარაქტერის არჩევის სქრინზე შეგიყვანთ.
10-15 წუთი უნდება შესვლას ხოლმე როცა რიგია. შეგიძლიათ ჩაკეცოთ ამ დროს თამაში და სხვა რამეები გააკეთოთ.


----------------
გაიდი თამაშის დროს:
10 ლეველი სანამ არ გახდებით ვისპერში (იგივე პირადში თამაშის დროს) ვერავის ვერაფერს ვერ მიწერთ.

ფართი (Party)
ფართი არის ჯგუფის შეკვრა. ფართიში შესაძლებელია გაერთიანდეს მაქს 5 კაცი. თუ ფართიში ხარ მაღლა მარცხნივ შენი სახის ქვემოთ დაეხატება სხვა მოთამაშეების სახეებიც რაც ნიშნავს რომ ფართიში ხართ. ფართიში როცა გპატიჟებენ გამოდის დადასტურების ფანჯარა Accept. აჭერთ და შედიხართ ფართიში. ფართი რომ დატოვოთ მაღლა მარცხნივ თქვენს სახე-ზე დააჭირეთ მაუსის მარჯვენა კნოპკას და Leave Party მიეცით. ფართი საჭიროა ხოლმე ისეთი ქვესტების შესრულების დროს რომელსაც მარტო ვერ შეასრულებთ და სხვების დახმარებაა საჭირო. ასევე ფართი იკრიბება ხოლმე როცა Dungeon-ებში მიდიხართ. თქვენ რომ დაპატიჟოთ ფართიში ვინმე მონიშნეთ ჯერ სხვისი პერსონაჟი, მერე მის სურათზე მაღლა დააჭირეთ მარჯვენა მაუსს და მიეცით Invite. ის თუ დათანხმდება შემოვა თქვენთან ფართიში. (თუ უკვე სხვა ფართიშია დაეწერება რომ სხვა ფართიშიაო და ვერ დაპატიჟებთო). როცა თქვენ პატიჟებთ ფართიში ვინმეს პირველად თქვენ ხდებით ფართი ლიდერი და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ დაპატიჟოთ დამატებითი მოთამაშეები.

Guild (გილდია)
გილდია არის მოთამაშეების თავმოყრა ერთ ჯგუფში. სადაც ჩეთაობთ მხოლოდ გილდელები. (ასევე ჩეთაობა შეგიძლიათ ფართიშიც). გილდის ჩეთი თამაშში ჩანს მწვანედ.
რომ ნახოთ გილდის წევრები დააჭირეთ O ასოს და მერე გადადით Guld-ზე. თუ Guild განაცრისფერებულია ესეიგი თქვენ გილდიაში არ ხართ.

Friends List (მეგობრების სია)
თამაშში შეგიძლიათ დაიმატოთ მეგობრები და ნახოთ ხოლმე ვინ არის ონლაინში. ასევე როცა შემოვა თუ გავა თამაშიდან დაეწერება თქვენთან რომ შემოვიდა ან გავიდაო.
მეგობრების დასამატებლად დააჭირეთ O ასოს და მერე მიეცით Add Friend და აკრიფეთ მოთამაშის სახელი. ასევე შესაძლებელია მონიშნოთ თამაშში მოთამაშე და მერე დააჭიროთ Add Friend-ს და ეგრევე სახელის აკრეფის გარეშე ჩავარდება მეგობრების სიაში.

ფართიში ჩათი, გილდიაში ჩათი, ჩვეულებრივ ჩათზე გადაყვანა, General-ში ჩათი, Trade-ში ჩათი.

ფართი ჩათზე რომ გადართოთ (ანუ ფართიში იჩათაოთ) დააჭირეთ Enter-ს, და აკრიფეთ /p მერე გამოტოვება (Space) და ტექსტი რაც გინდათ. ამის შემდეგ უკვე Enter-ს რომ დააჭერთ ავტომატურად დაწერთ ფართი ჩათში. ფართი ჩათის ტექსტი ჩანს ცისფრად. თუ გინდათ რომ დაუბრუნდეთ ჩვეულებრივ ჩათს დააჭირეთ Enter-ს და აკრიფეთ /s და გამოტოვება (Space) და ტექსტი რაც გინდათ. ამის შემდეგ უკვე Enter-ს რომ დააჭერთ ავტომატურად დაწერთ ჩვეულებრივ ჩათში.

გილდის ჩათზე რომ გადართოთ (ანუ გილდიაში იჩათაოთ) დააჭირეთ Enter-ს, და აკრიფეთ /g მერე გამოტოვება (Space) და ტექსტი რაც გინდათ. ამის შემდეგ უკვე Enter-ს რომ დააჭერთ ავტომატურად დაწერთ გილდის ჩათში. გილდ ჩათი ჩანს მწვანედ. თუ გინდათ რომ დაუბრუნდეთ ჩვეულებრივ ჩათს დააჭირეთ Enter-ს და აკრიფეთ /s და გამოტოვება (Space) და ტექსტი რაც გინდათ. ამის შემდეგ უკვე Enter-ს რომ დააჭერთ ავტომატურად დაწერთ ჩვეულებრივ ჩათში.

ჩათი General-ში (ანუ იმ ტერიტორიაზე სადაც იმყოფებით). General-ში ჩათი არის იმ რუკის ტერიტრიაზე ჩათი სადაც ხართ. General-ში რომ დაწეროთ რამე დააჭირეთ Enter-ს, და აკრიფეთ /1 მერე გამოტოვება (Space) და ტექსტი რაც გინდათ და დაიწერება General-ში.

ჩათი Trade-ში (ანუ იმ ქალაქის სავაჭრო ჩათში ჩათაობა სადაც იმყოფებით). Trade-ში ჩათი არის იმ ქალაქის სავაჭრო ჩათში ჩათაობა სადაც იმყოფებით. აქ ჩათაობენ რაიმეს გაყიდვა ან ყიდვა რომ უნდათ. Trade-ში რომ დაწეროთ რამე დააჭირეთ Enter-ს, და აკრიფეთ /2 მერე გამოტოვება (Space) და ტექსტი რაც გინდათ და დაიწერება Trade-ში.

დანჯენები/ინსტანსები (Dungeons and Instances)
დანჯენები და ინსტანსები წარმოადგენს ადგილებს სადაც არიან Elite (ძლიერი) მობები და ბოსები (Boss მთავარი მობები). ბოსები ტოვებენ კარგ + სტატებიან ზმანებს. ასევე შესაძლებელია იქ უბრალო ელიტმაც დაგიდროპოთ რამე ღირებული მარა ამის შანსი ნაკლებია. დანჯენი ან ინსტანსი რომ გაიტანოთ საჭიროა შეიკრიბოთ ფართი სადაც იქნება ტანკი ანუ ვინც გატანკავს (დარტყმებს აიღებს თავის თავზე) და ჰილერი (მკურნალი) ვინც სიცოცხლეს მოგიმატებთ და dps-ები ვინც დემიჯს მიაყენებს მობებს.
გაითვალისწინეთ რომ დანჯენში/ინსტანსში დაყენებულია გრუპ ლუტი.

რა არის გრუპ ლუტი და როგორ მუშაობს ის:
გრუპ ლუტის დროს თუ რამე ღირებული დაიდროპა ყველა მოთამაშესთან ფართიში გამოჩნდება ეს იტემი და ზედ ეწერება Need, Greed, Pass.
თუ დააჭერთ Need-ს ეს ნიშნავს რომ ეს იტემი თქვენ გჭირდებათ და ყველა ვინც Need-ს დააჭერთ იმათთან გაიროლებით (გააგორებთ კამათელს 1-დან 100-მდე) და ვისაც დიდი roll ექნება იმას გადაეცემა ეს ნივთი ავტომატურად ჩანთაში.
თუ დააჭერთ Greed-ს ეს ნიშნავს რომ თქვენ ეს იტემი არ გჭირდებათ და ყველა ვინც Greed-ს დააჭერს იმათთან გაიროლებით (გააგორებთ კამათელს 1-დან 100-მდე) და ვისაც დიდი roll ექნება იმას გადაეცემა ეს ნივთი ავტომატურად ჩანთაში. თუ სიტყვაზე ვინმემ დააჭირა Need-ს და სხვებმა Greed-ს უპირატესობა მიეცემათ Need-ებს და Greed-ები ამ ნივთს ვერ მიიღებენ.
თუ დააჭერთ Pass (ანუ წითელ X-ს) ეს ნიშნავს რომ ეს ნივთი საერთოდ არ გინდათ და სხვებს გადეცემა გასაროლად.
გაითვალისწინეთ დამწყებება რომ თუ ისეთ ნივთზე დააჭერთ Need-ს რომელიც თქვენ კლასს არ ჭირდება, მაგალითად ხართ ვარიორი და დავარდა Cloth ტიპის ზმანი და თქვენ დააჭირეთ Need-ს ამის გამო შესაძლებელია გამოგაგდონ ფართიდან და დაგატოვებინონ დანჯენი.

პროფესიების გაიდი:

ვანილა ვოვის პროფესიების გაიდი ძალიან მოკლედ:

ვანილას პირველადი პროფესიებია:
Alchemy
Blacksmithing
Enchanting
Engineering
Herbalism
Leatherworking
Mining
Skinning
Tailoring

მეორეადი პროფესიებია:
Cooking
First Aid
Fishing

პირველადი პროფესია შეგიძლია გქონდეს მხოლოდ 2
მეორადი პროფესია შეგიძლია ისწავლო სამივე ერთად.

Alchemy - ით ამზადებ პოტიონებს (Potion) რომლების დალევის შემდეგაც ან სიცოცხლე გემატება მომენტალურად, ან მანა, ან 30 წუთი ან ერთი საათით დაგედება ბაფი. ასევე შეიძლება გაქრე ან სიჩქარე მოიმატო რამოდენიმე წამი (არის ეგეთი პოტიონებიც)
Alchemy მოითხოვს Herbalism-ით მოპოვებულ მასალებს ანუ Herb-ებს (ყვავილებს).
ამიტომ ორივეს ერთად იღებენ ხოლმე თუ არ უნდათ რომ ცალკე ყვავილები აუქციონზე იყიდონ და ფული ხარჯონ.

Blacksmithing - ით ამზადებ Mail და Plate ტიპის არმორს (ზმანებს) ასევე ჭედავს იარაღებს და ფარებს.
Blacksmithing მოითხოვს Mining-ით მოპოვებულ მასალებს ანუ Ore-ებს (მინერალებს).

Enchanting - ით უკვე ჩაცმულ ზმანებს ან ჩანთაში მყოფს ან სხვა მოთამაშისას ადებ Enchant-ებს ანუ აძლიერებ (+ სტატებს). მაგალითად შეგიძლია ფეხსაცმელს დაადო ისეთი ენჩანტი რომ ცოტა სწრაფად ირბინოს მოთამაშემ. ან ინტელექტი დაიდო ან აგილიტი ან სტამინა სხვადასხვა ტიპის ზმანზე.
Enchanting - ის სწავლასთან ერთად სწავლობ Disenchant აბილიტის რომლითაც დადროპილ ზმანებს მინიმუმ მწვანე ფერისას ანადგურებ და შედეგად იღებ Enchanting-ისთვის საჭირო მასალებს.

Engineering - ით ამზადებ ბომბებს, იარაღებს ჰანთერისთვის, ტყვიებს ჰანთერისთვის, რეფლექტორ ტრინკეტებს მაგალითად მაგას რომ დაიდებ 5 წამის განმავლობაში თუ ფაირ დაიდე ფაირ სპელს ვინც გესვრის უკან დაუბრუნებს და მას მოხვდება შენ მაგივრად. ასევე ამზადებს ისეთ ტრინკეტს რომელიც მკვდარს აცოცხლებს მარა დიდი ქოლდაუნი აქ.
Engineering მოითხოვს Mining-ით მოპოვებულ მასალებს ანუ Ore-ებს (მინერალებს).

Herbalism - ით მოიპოვებ ჰერბებს ანუ ყვავილებს. ზემოთ წერია რომ ჭირდება ალქიმიას.

Leatherworking - ით ამზადებს Leather-ის ტიპის ზმანებს. ანუ ტყავებს. მაგას იცვამს როგუე და დრუიდი. ასევე ამზადებს ჰანთერისთვის ტყვიების/ისრების ჩანთებს. ასევე Leatherworking-ი კერავს Mail ზმანებსაც რომელსაც იცმევს Shaman და Hunter 40 ლეველის მერე.
Leatherworking მოითხოვს Skinning-ით მოპოვებულ მასალებს ანუ ტყავებს

Mining - ით მოიპოვებ მინერალებს სხვადასხვა ადგილებზე. ზემოთ წერია ჭირდება Blacksmithing-ს და Engineering-ს

Skinning - ით ატყავებ Beast ტიპის მობებს. ეს ტყავები ზემოთ წერია ჭირდება Leatherworking-ს.

Tailoring - ით ამზადებ Cloth-ის ტიპის ზმანებს. Cloth-ს იცვამს Mage, Priest და Warlock. ასევე ამზადებ ჩანთებს იტემებისთვის. Tailoring-ისთვის საჭირო ქსოვილებს დროპავენ Humanoid ტიპის მობები.


გასათვალისწინებელია რომ ზოგ პროფესიას ჭირდება სხვა პროფესიით დამზადებული იტემები.
მაგალითად Enchanting-ს ჭირდება Blacksmithing-ით დამზადებული Rod-ები. მაგის გარეშე Enchanting-ს ვერ ააკაჩავებ. თუმცა ეს ჭირდება მხოლოდ ერჯერადად და არა სულ.

Cooking - ით ამზადებ საჭმელებს რომელსაც ჭამ. ზოგი ისეთი საჭმელია ბუფი გედება და გემატება სტატები.
Cooking მოითხოვს Fishing-ით მოპოვებულ მასალებს ანუ თევზებს

First Aid - ით ამზადებ ბანდაჯებს რომლითაც იმატებ სიცოცხლეს ძალიან სწრაფად 10 წამის განმავლობაში. მუშაობს როდესაც ხარ Combat-ში. ხმარობენ პვპ-ში.
ასევე ამზადებს როგუე-ს საწამლავის მოსახსნელ იტემებსაც.

Fishing - ით თევზაობ წყლებთან ახლოს და იჭერ თევზებს. ზემოთ წერია ჭირდება Cooking-ს.

ნასწავლი პროფესიის გაუქმება:
დააჭირეთ K ასოს და პროფესიის სახელი რო წერია იქ სკილის ბოლოში იქნება წითელი X და მაგით გააუქმებთ.


კლასების გაიდი:
Druid - დრუიდი საკმაოდ კომპლექსური კლასია. აქვს სხვადასხვა ფორმებში გადაქცევის შესაძლებლობა (კატა/ლომი, დათვი, სელაპი, მუნკინი, Travel Form). შეუძლია იყოს ტანკი (დათვით), ჰილერი, ან DPS-ი (დემიჯ დილერი). სპელების წყაროდ იყენებს მანას ან ენერგრიას (კატის ფორმა) ან რეიჯს (დათვის ფორმა).
Hunter - მონადირე. შეუძლია იყოს DPS-ი (დემიჯ დილერი). ყავს პეტები (მოთვინიერებული ცხოველები). პეტები საკმაოდ დიდ დახმარებას უწევენ თამაშის დროს. ჰანთერს შეუძლია მოათვინიეროს Beast ტიპის მობები და გახადოს საკუთარ მოთვინერებულ ცხოველად რომელიც გეხმარება თამაშის დროს. სპელების წყაროდ იყენებს მანას.
Mage - მაგიკოსი შეუძლია იყოს DPS-ი (დემიჯ დილერი). საკმაოდ სასიამოვნო სათამაშო კლასია. აქვს 3 სხვადასხვა განხრა. frost, fire ან arcane. დაბალი ლეველიდანვე სწავლობს საჭმელების დამზადებას (რაც კარგი იმით არის რომ ყიდვა აღარ გიწევს და ფული აღარ გეხარჯება საჭმელ/სასმელებში). შეუძლია დატელეპორტდეს მომენტალურად (10 წამში) მთავარ ქალაქებში. შეუძლია გაუხსნას მთავარ ქალაქებში სხვა მოთამაშეებს პორტალები რითიც ისინი დატელეპორტდებიან იქ. სპელების წყაროდ იყენებს მანას. შეუძლია დამზადებული სასმელ/საჭმელები გადასცეს სხვა მოთამაშეს. მაგებს ხშირად თხოვენ დამიმზადე საჭმელ სასმელი და მომეციო. (გაითვალისწინეთ რომ 15 წუთზე მეტი ხანით თუ გახვალთ თამაშიდან ეს დამზადებული საჭმელ/სასმელები ქრება. ასევე ამ სასმელ/საჭმელებს ვერ გაყიდით ვენდორთან).
Paladin - პალადინი. შეუძლია იყოს DPS-ი (დემიჯ დილერი), ჰილერი ან ტანკი. ეს კლასი ვანილაში ყავს მხოლოდ ალიანსის ფრაქციას. სპელების წყაროდ იყენებს მანას.
Priest - ფრისტი. შეუძლია იყოს DPS-ი (დემიჯ დილერი), ან ჰილერი. სპელების წყაროდ იყენებს მანას.
Rogue - ყალთაბანდი. საკმაოდ საინტერესო კლასია. შეუძლია გაქრეს და მოწინააღმდეგეს მიეპაროს უკნიდან და საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენოს. შეუძლია მოწამლოს იარაღაები და ამით მოწამლოს მოწინააღმდეგე (Poison-ებით რითიც შესაძლებელია მოწინააღმდეგის სვლის შენელება ან ზიანის მიყენება). სპელების წყაროდ იყენებს ენერგიას.
Shaman - შამანი. შეუძლია იყოს DPS-ი (დემიჯ დილერი), ან ჰილერი. აქვს ტოტემები, რომლებიც ასაღებადაც დაგჭირდებათ შეასრულოთ ქვესტები. 20 ლეველზე სწავლობს მგლად გადაქცევას რაც მოძრაობის სიჩქარეს გიმატებთ 40%-ით. ეს კლასი ვანილაში ყავს მხოლოდ ჰორდის ფრაქციას. სპელების წყაროდ იყენებს მანას.
Warlock - ვარლოკი. შეუძლია იყოს DPS-ი (დემიჯ დილერი). ყავს პეტები, რომლებიც საკმაოდ გეხმარებიან თამაშის დროს. მაგალითად ყავს ვოიდვოკერი (დაგჭირდებათ ქვესტის შესრულება ამის მისაღებად) რომელიც გამოიყენება ტანკად და მიუქსევს მობს, ის მობი შენს ვოიდვოკერს ურტყამს და შენ ამ დროს შორიდან ურტყამ. სპელების წყაროდ იყენებს მანას.
Warrior - მებრძოლი. შეუძლია იყოს DPS-ი (დემიჯ დილერი). ან ტანკი. ვანილაში ვარიორების ძირითადი როლია ტანკაობა. სპელების წყაროდ იყენებს რეიჯს.

მანა (Mana):
მანა საჭიროა სპელების დასაკასტად. მანა გეცლება როცა კასტავ სპელებს. შევსება შეგიძლია სასმელებით როცა კომბატში არ ხარ ან თუ კომბატში ხარ პოტიონებით. მაგალითად მეიჯს შეუძლია ასევე შეივსოს Evocation-ით ან მანას ქვით. ვისაც მანა აქვს სპელების წყაროდ იმას ჩანთაში სულ დაჭირდება მანის სასმელები.

ენერგია (Energy):
კლასებს რომლებსაც ენერგია აქვს სპელების წყაროდ არ ჭირდებათ არაფრის დალევა ან ჭამა რომ ენერგია შეივსონ. ენერგია გევსება თვითონ რამოდენიმე წამში ერთხელ გარკვეული რაოდენობა.

რეიჯი (Rage):
კლასებს რომლებსაც რეიჯი აქვს სპელების წყაროდ არ ჭირდებათ არაფრის დალევა ან ჭამა რომ რეიჯი შეივსონ. რეიჯი გევსება თვითონ როდესაც აყენებ ზიანს ან შენ გაყენებენ ზიანს.


ტალენტები (Talents):
ტალენტები არის მთავარი გადამწყვეტი სკილები და სკილების დანავაროტკებები რაც გიწყვიტავს ფაქტიურად როგორი პერსონაჟი გეყოლება. ტალენტები იხსნება პირველად 10 ლეველზე. 10 ლეველზე გეძლევა პირველი ტალენტ პოინტი. N ასოს თუ დააჭერ ნახავ შენ ტალენტების ხეს. ტალენტები უნდა გაანაწილოთ სწორად და ჭკვიანურად. არ უნდა გაუშვათ ისეთ ტალენტებში რომლებიც არ გჭრიდებათ. ამიტომ გამოცდილს უნდა მიმართოთ რომ აგიწყონ ტალენტები.
ტალენტების აწყობაში დაგეხმარებათ ეს საიტი: http://db.vanillagaming.org/?talent
60 ლეველზე გექნებათ ჯამში 51 ტალენტი. გაითვალისწინეთ რომ ტალენტები რომ ჩამოყაროთ და თავიდან ააწყოთ ჯდება ძალიან ძვირი. თავიდან 1 გოლდი, მერე 5 გოლდი და იმატებს და იმატებს. ამიტომ ხშირად ვერ შეცვლით ტალენტებს რადგან ძვირი ჯდება. თუ საკმარისი გოლდი გაქვთ მაშინ კი.


ზმანების ტიპების გაიდი:
Cloth - ამ ტიპის ზმანებს იცვამენ Mage, Warlock, Priest. ამ ტიპის ზმანს აქვს ძალიან დაბალი არმორი. ამიტომ თქვენ გაყენებენ დიდ Melee დემიჯს. მაგალითად ვარიორი, როგუე და სხვები.
Leather - ამ ტიპის ზმანებს იცვამენ Druid, Hunter, Shaman, Warrior, Paladin. აქვს საშუალო არმორი.
Mail - ამ ტიპის ზმანებს იცვამენ Hunter (40 ლეველის ზემოთ), Shaman (40 ლეველის ზემოთ), Warrior, Paladin. აქვს საშუალოზე მაღალი არმორი.
Plate - ამ ტიპის ზმანებს იცვამენ Paladin (40 ლეველის ზემოთ), Warrior (40 ლეველის ზემოთ). აქვს ძალიან მაღალი არმორი. შესაბამისად ნაკლები Melee დემიჯი ადგებათ ასეთი ტიპის არმორიან მოტამაშეებს. ამიტომაც ადვილად ტანკავენ Plate ტიპის არმორიანი მოთამაშეები.


ჰერსტოუნი (ტელეპორტის ქვა) და ინნები (Inn):
თამაშის დაწყებისთანავე ჩანთაში გექნებათ Hearthstone რომელიც დაგატელეპორტებთ დაყენებულ Inn-ში. თავიდან ეს ქვა გატელეპორტებთ იქ საიდანაც იწყებთ თამაშს.
თქვენ შეგიძლიათ ეს ქვა დააყენოთ ქალაქებში Innkeeper-თან და ამის შემდგომ ეს ქვა უკვე იმ ქალაქში დაგატელეპორტებთ სადაც დააყენებთ. ამისთვის საჭიროა მოძებნოთ ქალაქში Innkeeper-ი და დააყენოთ იქ ქვა.


დაღლა/დასვენების ფუნქციონალი:
თამაშში არსებობს დაღლის და დასვენების ფუნქცია. თუ ხარ დასვენებული ორმაგი XP მოდის მობების მოკვლისგან. რომ დაასვენოთ თქვენი ჩარი საჭიროა როცა თამაშიდან გამოდიხართ თქვენი პერსონაჟი დატოვოთ Inn-ში ან რომელიმე მთავარ ქალაქში. რომ მიხვდეთ Inn-ში ხართ თუ არა როცა შეხვალთ Inn-ში ეკრანზე მაღლა მარცხნივ თქვენი სახე სადაც არის იმ ფანჯრის კონტური შეიცვლება ყვითლად და დაიწყებს ციმციმს. ასევე როცა დასვენებული ხართ დაბლა XP ბარი (მაჩვენებელი) არის ლურჯი. თუ დაღლილი ხართ ის არის იასამნისფერი.
რომ ნახოთ სადამდე ხართ დასვენებული XP ბარზე უნდა შეხედოთ მაჩვენებელს (ისარს რომელიც წინ არის ცოტა წაწეული თქვენი არსებული XP-იდან მარჯვნივ).


მაუნტები (ცხენზე ჭენება/ჯირითი):
თამაშში არსებობს ასევე მაუნტები რომლებზეც შეგიძლიათ დაჯდეთ და სწრაფად იმოძრაოთ. მაუნტზე დაჯდომას სწავლობთ პირველად 40 ლეველზე. 40 ლეველზე 60%-იან მაუნტის ჭენებას სწავლობთ რომელზე დაჯდომის შემდგომ 60%-ით სწრაფად გადაადგილდებით. შემდეგ 60 ლეველზე სწავლობთ 100%-იან მაუნტს. რომელზე დაჯდომის შემდგომ 100%-ით სწრაფად გადაადგილდებით. ჭენების სწავლა საკმაოდ ძვირი ჯდება.

თამაშის ფული:
თამაშში არსებობს ფული: Copper, Silver და Gold.
100 Copper = 1 silver-ს
100 Silver = 1 gold-ს


სპელების სწავლა (სკილები):
ყოველ ლუწ ლეველზე შეგიძლიათ ისწავლოთ ახალი სპელები (აბილითები/სკილები). ამისთვის საჭიროა ქალაქში მოძებნოთ თქვენი კლასის შესაბამისი ტრეინერი. მაგალითად თუ ხართ Priest უნდა მოძებნოთ ისეთი NPC რომელსაც აწერია Priest Trainer. მიხვიდეთ მასთან, დააჭიროთ მასზე მაუსის მარჯვენა კნოპკას და ისწავლოთ სპელები.

დიდ ქალაქებში რაიმეს მოსაძებნად მაგალითად პროფესიის ტრეინერის შეგიძლიათ მიმართოთ დაცვას (NPC-ები რომლებიც დგანან მთავარ ქალაქებში როგორც დაცვა):
რომ დაელაპარაკებით ჩამოიწერება სია და იმ სიიდან რომელიმეს არჩევის შემდგომ უკვე რუკაზე გაგიჩნდებათ წითელი დროშა. ამით ნახავთ თუ სად დგას ესა თუ ტრეინერი თუ NPC ქალაქში.

თამაშში სიკვდილი:
როცა მოკვდებით თამაშში გაჩნდებით უახლოეს სასაფლაოსთან როგორც სული. რომ გაცოცხლდეთ უნდა მოძებნოთ თქვენი გვამი, მიხვიდეთ ახლოს და გაცოცხლდეთ.
თუ გეზარებათ მისვლა გვამთან ან ვერ პოულობთ გვამს, სადაც გაჩნდებით მაგ სასაფლაოსთან დგას სპირით ჰეალერი რომელსაც შეგიძლიათ დაელაპარაკოთ და გაცოცხლდეთ იქვე. ოღონდ ასეთ შემთხვევაში გედებათ დებუფი (ჯარიმის) რომელიც გაკლებთ სტატებს რამოდენიმე წუთით (მაგალითად 10 წუთი გედებათ ეს დებუფი). ასევე ასეთი გაცოცხლების დროს იტემებზე დურაბილითი ძალიან ეცემა და ზმანების შეკეთება მოგიწევთ. (დურაბილითი როცა ეცემა ბოლომდე იმ ზმანისგან მოცემულ +ებს ვერ მიიღებს თქვენი ჩარი და ამისთვის უნდა მოძებნოთ NPC რომელიც გაგიკეთებთ ზმანებზე Repair-ს).

თუ გაიჭედეთ როგორც სული სადმე ან ისე ცოცხალი და ვერ იყენებთ ჰერსტოუნს (ტელეპორტის ქვას):
ბოლო ვარიანტი რომ გამოძვრეთ გაჭედილი მდგომარებიდან:
დაბლა ვაჭერთ წითელ კითხვის ნიშანს და იქ ვეძებთ Auto-Unstuck ფუნქციას და ვიყენებთ მას რომელიც გამოგიყვანთ გაჭედილი მდგომარეობიდან.


Trade (იტემების სხვისთვის მიცემა) და Soulbound იტემები:
თამაშში შეგიძლიათ სხვა მოთამაშეს გადასცეთ ნივთები Trade-ით. ამისთვის დადექით ახლოს მოთამაშესთან, მონიშნეთ ის, და მის სურათზე (მაღლა) დააჭირეთ მაუსის მარჯვენა კნოპკას ხელი და აირჩიეთ Trade. გამოვა ფანჯარა უჯრებით. ამ უჯრებში თქვენი ჩანთიდან მოკიდეთ ხელი რომელიმე იტემს და ჩადეთ და დააჭირეთ Trade-ს ხელი.
ზმანებს რომლებსაც ერთხელ მაინც ჩაიცვამთ მიენიჭებათ სტატუსი Soulbound. რაც ნიშნავს რომ ასეთ ზმანებს ვერ მისცემთ ვერავის, ვერ გაუგზავნით მეილზე და ვერ გაყიდით აუქციონზე. შეგეძლებათ ჩაიცვათ მხოლოდ თქვენ ან გაყიდვა შეგეძლებათ მხოლოდ ვენდროთან.
ასევე ზოგი ზმანი რომელიც ვარდება დანჯენებში ან ინსტანსებში აღების თანავე (და არა ჩაცმის) ხდება Soulbound-ი და შემდეგ მას სხვა მოთამაშეს ვერ გადასცემთ. ამიტომ უნდა იყოთ ყურადღებით რომ ისეთ იტემზე არ დააჭიროთ Need-ს რომელიც არ გჭირდება რადგან მერე სხვას ვეღარ მისცემთ. მაგალითად თუ ხართ Priest (იცმევთ ამ დროს მხოლოდ Cloth-ს) და დავარდა Mail ტიპის ზმანი არ უნდა დააჭიროთ Need-ს არამედ Greed-ს.


აუქციონები:
თამაშში დიდ ქალაქებში დგანან აუქციონის NPC-ები. აუქციონზე შეგიძლიათ დადოთ იტემები და გაყიდოთ, რომელსაც ყიდულობენ სხვა მოთამაშეები. მაგალითად შეგიძლიათ დადოთ პროფესიით მოპოვებული მასალა და გაყიდოთ და ამით გააკეთოთ თამაშის ფული. გაითვალისწინეთ რომ Soulbound იტემებს ვერ დადებთ აუქციონზე.
რჩევა ასეთია: რამის დადება რომ გინდათ აუქციონზე ჯერ მოძებნეთ თუ დევს უკვე აუქციონზე და რა ფასი ადევს გაიგეთ რომ ისეთი ფასი არ დაადოთ რომ არ იყიდოს არავინ.
აუქციონზე მოსაძებნათ რომ გახსნით აუქციონს მაღლა მარცხნივ გრაფაში ხელით უნდა ჩაწეროთ იტემის სახელი და დააჭიროთ Search-ს.
საწყისი და გამოსყიდვის ფასი (Buyout price):
აუქციონზე იტემს აქვს ორი ფასი: საწყისი და გამოსყიდვის. გამოსყიდვის ფასი არის ის ფასი რომელიც უნდა გადაიხადოს მყიდველმა თუ ეგრევე უნდა იყიდოს იტემი აუქციონზე და მოცდა არ უნდა. საწყისი ფასი არის ის ფასი რომლითაც იწყება ბიდების დადება ამ იტემზე.
მაგალითად თუ დევს რაიმე ნივთი 20 ვერცხლად და ეგრევე ყიდვის ფასი არის 80 ვერხცლი თქვენ შეგიძლიათ დაადოთ ბიდი +20 ვერცხლი. რაც ნიშნავს რომ დრო რომ გავა ამ აუქციონის თუ სხვამ არ დაბიდა თქვენს მერე თქვენ ამ იტემს მიიღებთ 40 ვერცხლად მეილზე (თამაშში არსებობს ფოსტა რომელზეც იღებთ იტემებს ან აუქციონიდან ან სხვა მოთამაშეებიდან).
ამიტომ როდესაც რამეს დებთ გასაყიდად და გინდათ რომ ეგრევე იყიდონ და ბიდაობა არ დაიწყონ საწყისი ფასი და ეგრევე ყიდვის ფასი დაადეთ ერთი და იგივე.
აუქციონს აქვს დრო. მაგალითად 24 საათიანად თუ დადებთ იტემს და თუ არ გაიყიდა ამ 24 საათში ის უკან გიბრუნდებათ მეილზე. მე გირჩევთ რომ ყოველთვის მაქსიმალური დრო მიუთითოთ თუ რამდენი ხანი უნდა იყოს ის აუქციონზე რადგან ასე უფრო გაიყიდება. ასევე გაითვალისწინეთ რომ აუქციონზე რაიმეს რომ დებთ მაგაშიც იხდით ფულს. (ეს დაეწერება როდესაც ჩაადებთ აუქციონის უჯრაში იტემს).
თამაშში ფულის შოვნის კარგი წყარო არის აუქციონი. ამიტომ უნდა გამოიყენოთ ის.


იტემები და მათი ფერები:
იტემებს რომლებსაც ლუტავთ აქვთ ფერები. თუ აქვთ ნაცრისფერი ფერი ნიშნავს რომ ეს არის ნაგავი და შეგიძლიათ გაყიდოთ ვენდორთან. თუ აქვს თეთრი ფერი ეს ნიშნავს რომ ამ იტემის გამოყენება შეიძლება რაიმე პროფესიაში და შეგიძლიათ გაყიდოთ აუქციონზე. შემდეგ მოდის მწვანე, ლურჯი, იასამნისფერი (ეპიკი) და სტაფილოსფერი (ლეჯენდარი).
მწვანე ნაკლები ხარისხის. ლურჯი ნორმალური ხარისხის, ეპიკი უმაღლესი ხარისხის, ლეჯენდარი (ბოლო ხარისხი, ასეთი იტემები ძალიან იშვიათია და ცოტა)

(... გაიდი გრძელდება ქვედა პოსტში)

This post has been edited by zgarb7 on 27 Mar 2017, 12:49


--------------------
Warrior vs Mage?
zgarb7
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2707
წევრი No.: 186741
რეგისტრ.: 27-May 14

გამოგზავნილია: 27 Mar 2017, 12:42  #50237398      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორ ვიქცევით თამაშის დროს კაჩაობისას:
ლოგიკა ესეთია: ვკაჩაობთ იმ ტერიტორიაზე რომელიც თქვენს ლეველს შეესაბამება. როცა გადავცდებით ამ ტერიტორიის ლეველს ან ამოვწურავთ ყველა ქვესტს გადავდივართ შემდეგ თქვენი ლეველის შესაბამის ტერიტორიაზე. მაგალითად ხართ 5 ლეველი, ამ შემთხვევაში ვკაჩაობთ ისეთ რუკაზე (ანუ ასრულებთ ქვესტებს, კლავთ მობებს) რომელსაც აწერია 1-10 Level. თუ გახდებით 10 ან 10 ლეველზე მეტი და ამ 1-10 ლეველიან ტერიტორიაზე ამოწურავთ ქვესტებს მაშინ გადადიხართ შემდეგ უახლოეს ტერიტორიაზე რომელსაც აწერია მაგალითად 10-20.
ასევე ხანდახან შესაძლებელია მოცემულ ტერიტორიაზე ამოწუროთ ქვესტები და ვერ გადაცდეთ მოცემული ტერიტორიის ლეველს (მაგალითად ხართ 16 ლეველი და ამოწურეთ 10-20-იან რუკაზე ყველა ქვესტი) ასეთ შემთხვევაში უნდა მოძებნოთ ისეთი რუკა რომელსაც ასევე აწერია 10-20 ლეველი და გადახვიდეთ იქ. ეს შესაძლებელია აღმოჩნდეს სხვა კონტიტენტზე. მაგრამ გაითვალისწინოთ უნდა ისიც რომ არ უნდა გადახვიდეთ ისეთ ტერიტორიაზე რომელიც ეკუთვნის მოწინააღმდეგე ფრაქციას თორე იქ ქვესტები არ დაგხვდებათ.

------------
თავიდან თამაშში შესვლის მერე გასაკეთებელი ქმედებები:
თავიდან პირველად რომ ჩართავთ თამაშს ვინმესგან ქვესტს რომ იღებთ ქვესტის ტექსტი იწერება ნელა. მომენტალურად რომ დაიწეროს შევდივართ Esc>Interface Options და ვეძებთ Instant Quest Text მოსანიშნს და ვნიშნავთ.

ასევე თუ Questie ედონი გიყენიათ როცა ვაჭერთ L ასოს და მერე ქვესტის სახელზე Shift+მაუსის მარხენა ღილაკს და გამოდის ქვესტის ტექსტი ეკრანზე ეს გამოდის უადგილო ადგილას და გადასაადგილებლად ვაჭერთ Ctrl+Shift+მაუსის მარცხენა კნოპკა ზედ ამ ტექსტზე და არ ვუშვებთ მაუსის კნოპკას ხელს და გადავათრევთ სადაც გვინდა.

ასევე თავიდან გამოტანილია მარტო ერთი ActionBar-ი სკილებისთვის. რომ გამოვიტანოთ ყველა შევდივართ:
Esc>Interface Options>Advanced Options
და ვნიშნავთ ამეებს
Show Bottom Left ActionBar
Show Bottom Right ActionBar
Show Right ActionBar
Show Right ActionBar 2
და ვაჭერთ OK.

მიმაგრებული სურათი
game_logo_wow__1_.png
aca baca banci bunca
Fus ro dah


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 20727
წევრი No.: 61258
რეგისტრ.: 15-May 08

გამოგზავნილია: 27 Mar 2017, 13:16  #50237648      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
ხო კიდევ ნუ მარტო ჩემი აზრი არაა და ბევრჯერ ისმევა ეს კითხვა "რა პროფესიები ვასწავლო თავიდან"? მინიმგი და სკინინგი. ორივე პროფესიით მოპოვებული მატერიალები მოთხოვნადია და აუქციონზე ყოველთვის გაყიდით. შესაბამისად არასოდეს მოგაკლდებათ იმის ფული რომ აუქციონზე იყიდოთ ასე თუ ისე უკეთესი იარაღი ან ტანსაცმელი ვიდრე ამის დაკრაფტვას შეძლებდით. რაც შეეხება დამკაში გასვლას და უკვე პვპზე ორიენტირებას, მინინგს დატოვებთ და სკინინგს ჩაანაცვლებთ ინჟინერიით. ინჟინერიით ფულს ვერ გააკეთებთ მაგრამ ყოველთვის გექნებათ რამდენიმე სიურპრიზი მოწინააღმდეგისთვის. ასეთია რეფლექტორი: http://db.vanillagaming.org/?item=18634. თუ გამოცდილი მოთამაშე ხართ და სპელებს თუ ცნობთ, შესაბამის რეფლექტორს გამოიყენებთ, თუ არა და ადვილად შეიძლება გაგება რომელ სპელს როგორი ანიმაცია აქვს ან უბრალოდ ადონს დააყენებთ სადაც გიჩვენებთ თუ რას კასტავს მოწინააღმდეგე. მოკლედ ვთანხმდებით იმაზე რომ საჭირო პროფესიაა მაღალ ლეველზე მაგრამ სისტემატიურად თუ დადიხართ დანჯეონებში და იღებთ სიამოვნებას ამით მაშინ ვტოვებთ სკინინგს და მინიმგის მაგივრად ვირჩევთ ალქიმიას. ჩვენ სერვერზე დიდი რაოდენობით არ იყიდება ყვავილები (ყოველ შემთხვევაში ალიანსში აუქციონი არაა ნამეტანი მდიდარი და ბევრი რამე დეფიციტურია) მაგრამ მაინც არ გაგიჭირდებათ ალქიმიის აკაჩავება. გაქვთ მუდმივი ბაფი, გაქვთ მუდმივი შემოსავლის წყარო (სკინინგი). ვოტ ტაკიე უ ნას პერაგი.


ხო ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვანია ამ თამაშში. ამიტომ ვირჩევთ იმ პროფესიას რაც ფულს მოგვიტანს პირველ რიგში და არა ზიზილ პიპილო ნივთებს. თუმცა კი დროპის წყალობით შეგვიძლია სკინინგთან ერთად ენჩანტიც ავაკაჩაოთ. (პირადად მე მასე მაქვს და ხანდახან ისეთ რამეს დავშლი ხოლმე ცოტა არ იყოს მენანება. biggrin.gif ) რაც უფრო შემოსავლიანი პროფესია გაქვთ, მით უფრო უკეთესი იარაღი და ტანსაცმელი გაქვთ, უკეთესი იარაღი და ტანსაცმელი = კომფორტულ კაჩაობას - მობების ადვილად ხოცვას და შესაბამისად გაძეძგილი ჩანთებით ქალაქში ხშირხშირად გადასვლას და ჯიბეში ხურდის აჩხრიალებას.

რაც შეეხება ენჩანტს, შეგიძლია აქედანაც ნახოთ მოგება, დაშლილი ნივთებიდან ამოსული სხვადასხვა მატერიალებიც საკმაოდ მოთხოვნადია აუქციონზე. უბრალოდ ზედმეტად ბევრი არ გაყიდოთ, ერთი თავისებურება გააჩნია ამ პროფესიას. დაშლილი ნივთიდან ამოსული მატერიალების წყალობით "ვაკაჩავებთ" ამ პროფესიას. ეს პირველი ფაქტორი. შემდგომი ფაქტორი ის არის რომ რაც უფრო მაღალი რანგის ნივთია (ხელი ფეხი ხმალი ქამარი ბეჭედი) მით უფრო მაღალ რანგს მოითხოვს ამ პროფესიისას რომ შევძლოთ დაშლა. ეს მეორე ფაქტორი. მესამე ფაქტორი ის არის რომ ჩვენი პერსონაჟი ნელნელა იზრდება, მაღალი ლეველის მობებთან გადავდივართ და შესაბამისად ნივთებიც მაღალი რანგის ცვივა. ეს მესამე ფაქტორი.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩვენ თუ საწყის ეტაპზე დავიწყებთ ენჩანტის მატერიალების გაყიდვას, გავხდებით ოცდაათი ლეველი და ენჩანტი მხოლოდ 60ზე გვექნება ან 50ზე აკაჩავებული, შემდეგ დროპს უკვე ვეღად დავშლით. ან მოგვიწევს დაბალი ლეველის მობებთან დაბრუნება და დროპზე ზრუნვა და ფაქტობრივად დროს ფუჭად დავკარგავთ იმიტომ რომ გამოცდილება იქსპი არ მოგვივა მობებისგან, ან უბრალოდ როდესაც დავრწმუნდებით რომ ძველი მატერიალები აღარ დაგვჭირდება, ჩავდებთ აუქციონში. ელემენტარული საწყის ეტაპზე ამოსული მატერიალები http://db.vanillagaming.org/?item=10940#sold-by:0-2+1 აუქციონზე თითო 2 ვერცხლად იყიდება. არც ისე იშვიათი მატერიალია. დაახლოებით 15 ნივთიდან შეგვიძლია საშუალოდ 20 ასეთი მატერიალის ამოღება. ყველაზე იაფფასიანი და ადვილად მოპოვებადია. თუმცა კი როგორც ზემოთ დავწერე, არ ღის დასაწყისშივე გაყიდვა, შეიძლება მოგიწიოთ ისევ ყიდვა. biggrin.gif
* * *

ruxadze1990
QUOTE
პრიესტი ლაბაძე და ველექსაა მარტო
მაგათ თუ განთლება უნდა ვოვ-ში



შენ გგონია ახლა რა მაკროსიც დავწერე ეს პრისტზე მუშაობს? biggrin.gif არ გინდა ეს ცხვირის აბზეკვა და შეირგე თუ რამე ახალი გაიგე. ბიჯოს?! biggrin.gif

* * *
ხალხო ალიანსში რა ქვია ნპც რომელთანაც xp გავაჩერებ?


--------------------
დიპერი მოკრივეა, შენ პამიდორი ხარ.
https://www.youtube.com/watch?v=Hb56OiHJfcM
მაკოცო რა, ხატი კი არ ვარ... (c) პაპაჩემი.
http://www.ice.ge/liv/liv/rachul.php
XDLabadze
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1065
წევრი No.: 146727
რეგისტრ.: 13-April 12

გამოგზავნილია: 27 Mar 2017, 20:27  #50240922      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსირ, იმედია სახლამდე მივალ როდესღაც, 5 დღეა ონლინეში არ ვყოფილვარ.
aca baca banci bunca
Fus ro dah


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 20727
წევრი No.: 61258
რეგისტრ.: 15-May 08

გამოგზავნილია: 27 Mar 2017, 21:08  #50241267      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
XDLabadze
ალიანსში რა ქვია ნპც რომელთანაც xp გავაჩერებ? mo.gif ვგუგლე ვგუგლე მარა ვერ დავგუგლე. ახალი ექსპანსიების ლოკაციები დევს მარტო. :/
ruxadze1990
FC CHELSEA


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4197
წევრი No.: 176982
რეგისტრ.: 22-November 13

გამოგზავნილია: 27 Mar 2017, 22:08  #50241828      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (aca baca banci bunca @ 27 Mar 2017, 13:16 )
ხო კიდევ ნუ მარტო ჩემი აზრი არაა და ბევრჯერ ისმევა ეს კითხვა "რა პროფესიები ვასწავლო თავიდან"? მინიმგი და სკინინგი. ორივე პროფესიით მოპოვებული მატერიალები მოთხოვნადია და აუქციონზე ყოველთვის გაყიდით. შესაბამისად არასოდეს მოგაკლდებათ იმის ფული რომ აუქციონზე იყიდოთ ასე თუ ისე უკეთესი იარაღი ან ტანსაცმელი ვიდრე ამის დაკრაფტვას შეძლებდით. რაც შეეხება დამკაში გასვლას და უკვე პვპზე ორიენტირებას, მინინგს დატოვებთ და სკინინგს ჩაანაცვლებთ ინჟინერიით. ინჟინერიით ფულს ვერ გააკეთებთ მაგრამ ყოველთვის გექნებათ რამდენიმე სიურპრიზი მოწინააღმდეგისთვის. ასეთია რეფლექტორი: http://db.vanillagaming.org/?item=18634. თუ გამოცდილი მოთამაშე ხართ და სპელებს თუ ცნობთ, შესაბამის რეფლექტორს გამოიყენებთ, თუ არა და ადვილად შეიძლება გაგება რომელ სპელს როგორი ანიმაცია აქვს ან უბრალოდ ადონს დააყენებთ სადაც გიჩვენებთ თუ რას კასტავს მოწინააღმდეგე. მოკლედ ვთანხმდებით იმაზე რომ საჭირო პროფესიაა მაღალ ლეველზე მაგრამ სისტემატიურად თუ დადიხართ დანჯეონებში და იღებთ სიამოვნებას ამით მაშინ ვტოვებთ სკინინგს და მინიმგის მაგივრად ვირჩევთ ალქიმიას. ჩვენ სერვერზე დიდი რაოდენობით არ იყიდება ყვავილები (ყოველ შემთხვევაში ალიანსში აუქციონი არაა ნამეტანი მდიდარი და ბევრი რამე დეფიციტურია) მაგრამ მაინც არ გაგიჭირდებათ ალქიმიის აკაჩავება. გაქვთ მუდმივი ბაფი, გაქვთ მუდმივი შემოსავლის წყარო (სკინინგი). ვოტ ტაკიე უ ნას პერაგი.


ხო ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვანია ამ თამაშში. ამიტომ ვირჩევთ იმ პროფესიას რაც ფულს მოგვიტანს პირველ რიგში და არა ზიზილ პიპილო ნივთებს. თუმცა კი დროპის წყალობით შეგვიძლია სკინინგთან ერთად ენჩანტიც ავაკაჩაოთ. (პირადად მე მასე მაქვს და ხანდახან ისეთ რამეს დავშლი ხოლმე ცოტა არ იყოს მენანება. biggrin.gif ) რაც უფრო შემოსავლიანი პროფესია გაქვთ, მით უფრო უკეთესი იარაღი და ტანსაცმელი გაქვთ, უკეთესი იარაღი და ტანსაცმელი = კომფორტულ კაჩაობას - მობების ადვილად ხოცვას და შესაბამისად გაძეძგილი ჩანთებით ქალაქში ხშირხშირად გადასვლას და ჯიბეში ხურდის აჩხრიალებას.

რაც შეეხება ენჩანტს, შეგიძლია აქედანაც ნახოთ მოგება, დაშლილი ნივთებიდან ამოსული სხვადასხვა მატერიალებიც საკმაოდ მოთხოვნადია აუქციონზე. უბრალოდ ზედმეტად ბევრი არ გაყიდოთ, ერთი თავისებურება გააჩნია ამ პროფესიას. დაშლილი ნივთიდან ამოსული მატერიალების წყალობით "ვაკაჩავებთ" ამ პროფესიას. ეს პირველი ფაქტორი. შემდგომი ფაქტორი ის არის რომ რაც უფრო მაღალი რანგის ნივთია (ხელი ფეხი ხმალი ქამარი ბეჭედი) მით უფრო მაღალ რანგს მოითხოვს ამ პროფესიისას რომ შევძლოთ დაშლა. ეს მეორე ფაქტორი. მესამე ფაქტორი ის არის რომ ჩვენი პერსონაჟი ნელნელა იზრდება, მაღალი ლეველის მობებთან გადავდივართ და შესაბამისად ნივთებიც მაღალი რანგის ცვივა. ეს მესამე ფაქტორი.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩვენ თუ საწყის ეტაპზე დავიწყებთ ენჩანტის მატერიალების გაყიდვას, გავხდებით ოცდაათი ლეველი და ენჩანტი მხოლოდ 60ზე გვექნება ან 50ზე აკაჩავებული, შემდეგ დროპს უკვე ვეღად დავშლით. ან მოგვიწევს დაბალი ლეველის მობებთან დაბრუნება და დროპზე ზრუნვა და ფაქტობრივად დროს ფუჭად დავკარგავთ იმიტომ რომ გამოცდილება იქსპი არ მოგვივა მობებისგან, ან უბრალოდ როდესაც დავრწმუნდებით რომ ძველი მატერიალები აღარ დაგვჭირდება, ჩავდებთ აუქციონში. ელემენტარული საწყის ეტაპზე ამოსული მატერიალები http://db.vanillagaming.org/?item=10940#sold-by:0-2+1 აუქციონზე თითო 2 ვერცხლად იყიდება. არც ისე იშვიათი მატერიალია. დაახლოებით 15 ნივთიდან შეგვიძლია საშუალოდ 20 ასეთი მატერიალის ამოღება. ყველაზე იაფფასიანი და ადვილად მოპოვებადია. თუმცა კი როგორც ზემოთ დავწერე, არ ღის დასაწყისშივე გაყიდვა, შეიძლება მოგიწიოთ ისევ ყიდვა. biggrin.gif
* * *

ruxadze1990
QUOTE
პრიესტი ლაბაძე და ველექსაა მარტო
მაგათ თუ განთლება უნდა ვოვ-ში



შენ გგონია ახლა რა მაკროსიც დავწერე ეს პრისტზე მუშაობს? biggrin.gif არ გინდა ეს ცხვირის აბზეკვა და შეირგე თუ რამე ახალი გაიგე. ბიჯოს?! biggrin.gif

* * *
ხალხო ალიანსში რა ქვია ნპც რომელთანაც xp გავაჩერებ?

რა არის ახალი ბაბაუაჩემმა მასწავლა ეს თამაში lol.gif მაკროსებს ისიც წერდა
cry.gif
aca baca banci bunca
Fus ro dah


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 20727
წევრი No.: 61258
რეგისტრ.: 15-May 08

გამოგზავნილია: 27 Mar 2017, 22:23  #50241947      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
ruxadze1990
რაღაც გაწუხებს შენ აშკარად.

პ.ს. მაკროსებზე რომ გკითხე ერთსაათიანი პაუზის მერე "ააამმმმმ"ო მიპასუხე და ახლა გახდი პრაფესორი? თუ იცი დაწერე, იმიტომ რომ ბევრს აინტერესებს, თუ არ იცი არაუშავს. შენ კი არა ბევრი ბერდება სხვადასხვა თამაშებში მაგრამ მაინც ვერ სწავლობს. no.gif



კაი თუ რაღაც სპელი არ იკასტება მაგალითად მანა არ გვყოფნის ან არაა შესაფერისი ტარგეტი, ან დებაფი გვადევს და ფროსტიდან ვერაფერს ვკასტავთ და შემდეგი სპელი არკანის "სკოლიდან" არის, რა უნდა ჩავწეროთ მაკროსში რომ ეს სპელი გამოტოვოს? mo.gif

სამ დღეს გაძლევ და მერე თუ ისევ ამმმმმო მიპასუხე თამაში წაშალე. yes.gif

This post has been edited by aca baca banci bunca on 27 Mar 2017, 22:30
BlasTeR
Deja Vu


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3546
წევრი No.: 14816
რეგისტრ.: 24-November 05

გამოგზავნილია: 27 Mar 2017, 23:08  #50242364      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
aca baca banci bunca
XP-ს ვერ გააჩერებ ვანილაში...


--------------------
გადაიხადე დაუვიწყარი დაბადების დღე :)

www.dejavuclub.ge

www.youtube.com/djvevents

ნებისმიერი ასაკისთვის :)

Kostava str. N36 - Tel: 2-93-18-12, 558-143-184
aca baca banci bunca
Fus ro dah


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 20727
წევრი No.: 61258
რეგისტრ.: 15-May 08

გამოგზავნილია: 27 Mar 2017, 23:18  #50242447      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
BlasTeR
QUOTE
XP-ს ვერ გააჩერებ ვანილაში...

მადლობ.

ეს პრაფესორმა მომწერა "XP გაჩერება თუ გინდა სადაც ალიანსის მთავარი ბოსი დგას მანდ არის ნპს რომელიც Xპ აჩერესებს " ruxadze1990
გაიგე? წადი თამაში ისწავლე. givi.gif

ხო იქ ზემოთ შეცდომით მიწერია. პრისტზე მუშაობს მარა არა მარტო პრისტის მაკროსია, ბევრს სჭირდება, დრუიდს მაგს შამანს პალადინს. და ნუ გაქვს ახლა რაღაცის არცოდნის კომპლექსი. :*
BlasTeR
შენ ხომ არ იცი შემთხვევით პატარა ქოლდაუნების სპელები როგორ გადავაბა მაკროსში? კომბინაცია რომ გავაკეთო, რაღაც სპელის დაკასტვა დებაფი დებაფი სპელი და ასე შემდეგ...

This post has been edited by aca baca banci bunca on 27 Mar 2017, 23:27
aca baca banci bunca
Fus ro dah


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 20727
წევრი No.: 61258
რეგისტრ.: 15-May 08

გამოგზავნილია: 28 Mar 2017, 01:24  #50243336      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
XDLabadze
უი უი პროფესიული კითხვა მაქვს შენთან. biggrin.gif მოკლედ spirit tap იმ შემთხვევაშიც გედება თუ ფართიში ხარ და უბრალოდ ერთი ორი წაადე მობს და მერე ფართის წევრებმა მოკლედ? თუ იმენა შენი სპელით უნდა დავარდეს რომ დაგედოს?

მიმაგრებული სურათი
safe_image.jpg
XDLabadze
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1065
წევრი No.: 146727
რეგისტრ.: 13-April 12

გამოგზავნილია: 28 Mar 2017, 09:12  #50243895      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (aca baca banci bunca @ 28 Mar 2017, 01:24 )
XDLabadze
უი უი პროფესიული კითხვა მაქვს შენთან. biggrin.gif მოკლედ spirit tap იმ შემთხვევაშიც გედება თუ ფართიში ხარ და უბრალოდ ერთი ორი წაადე მობს და მერე ფართის წევრებმა მოკლედ? თუ იმენა შენი სპელით უნდა დავარდეს რომ დაგედოს?

პარტში როცა ხარ პროცენტულად თუ აჯობე დპსში სხვებს მაგ მობზე მერე ირთვება , ასე იყო ეს , აქ ცოტას ურევს , მაგრამ შენ რომ 1 ესროლო და სხვამ მოკლას არ ირთვება წესით ესე იყო და აქ მე რომ ვაკვირდები ზოგჯერ ურევს.

კაი ტალანტია პვს პონტში და საკაჩაოდ. მანა თითქმის სულ გაქ. ხვალე იმედია მივალ სახლში და ცოტას წავითამაშებ , მომენატრა უკვე ალლიკების დალოცვა. ))

This post has been edited by XDLabadze on 28 Mar 2017, 09:17
ruxadze1990
FC CHELSEA


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4197
წევრი No.: 176982
რეგისტრ.: 22-November 13

გამოგზავნილია: 28 Mar 2017, 11:21  #50244518      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (aca baca banci bunca @ 27 Mar 2017, 23:18 )
BlasTeR
QUOTE
XP-ს ვერ გააჩერებ ვანილაში...

მადლობ.

ეს პრაფესორმა მომწერა "XP გაჩერება თუ გინდა სადაც ალიანსის მთავარი ბოსი დგას მანდ არის ნპს რომელიც Xპ აჩერესებს " ruxadze1990
გაიგე? წადი თამაში ისწავლე. givi.gif

ხო იქ ზემოთ შეცდომით მიწერია. პრისტზე მუშაობს მარა არა მარტო პრისტის მაკროსია, ბევრს სჭირდება, დრუიდს მაგს შამანს პალადინს. და ნუ გაქვს ახლა რაღაცის არცოდნის კომპლექსი. :*
BlasTeR
შენ ხომ არ იცი შემთხვევით პატარა ქოლდაუნების სპელები როგორ გადავაბა მაკროსში? კომბინაცია რომ გავაკეთო, რაღაც სპელის დაკასტვა დებაფი დებაფი სპელი და ასე შემდეგ...

მანდ დგას კარგად ნახე lol.gif cry.gif
moverie
High Warlord


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1497
წევრი No.: 19989
რეგისტრ.: 28-May 06

გამოგზავნილია: 28 Mar 2017, 12:02  #50244793      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq · aim
ruxadze1990
რატომ ატყუებ, ალიანსის კი არა ჰორდას ბოსი აჩერებს xp და აქ მოდი...
ბექა ჩაუსატკავდი ეხლა, სხვანაირად მაგას ვერ გამოიტყუებ biggrin.gif
aca baca banci bunca
Fus ro dah


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 20727
წევრი No.: 61258
რეგისტრ.: 15-May 08

გამოგზავნილია: 28 Mar 2017, 14:14  #50245737      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
ruxadze1990
ეეე ყველაფერს რო იბრალებ, სხვა ექსპანსიებშია. და არ გინდა ახლა ვითომ გაიღადავა ბიჭმა. lol.gif

ძმურად ყველაფრის ცოდნას რომ იბრალებ, რამე იცი საერთოდ? biggrin.gif


XDLabadze
QUOTE
კაი ტალანტია პვს პონტში და საკაჩაოდ. მანა თითქმის სულ გაქ. ხვალე იმედია მივალ სახლში და ცოტას წავითამაშებ , მომენატრა უკვე ალლიკების დალოცვა. ))

ხო ნუ იმხელა ენციკლოპედია წავიკითხე. biggrin.gif თეორიაში წარმოვიდგინე და როგორ უნდა გაგიჭირდეს კაჩი ამ ჩარით მეთქი ვიფიქრე...
გეხვეწები რა პატარა ქოლდაუნების სპელები როგორ ჩავსვა ერთად მაკროსში დაწერე რა. 5 წუთი უნდა მაგას. sleep.gif არა, რუხაძემ კი იცის კაცო, ბაბუამისიც წერდა თურმე როგორც თვითონ თქვა მაგრამ მაინც ახლა არ შევაწუხებ, იქსპის ნპც უნდა მოკლას შტორმვინდში, კარგი დროპი აქვს. lol.gif

moverie
29 ლეველით გადმოვიდე კაცო? სადაა სინდისი და ნამუსი. biggrin.gif

This post has been edited by aca baca banci bunca on 28 Mar 2017, 14:18
zgarb7
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2707
წევრი No.: 186741
რეგისტრ.: 27-May 14

გამოგზავნილია: 28 Mar 2017, 14:48  #50246032      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იქსპის შესაჩერებელი ნპც biggrin.gif მაგარს ტროლაობთ რა. biggrin.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (99) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.9525 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]