„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ 2013 წელს დაფუძნდა, ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის, საქართველოს ბანკის მიერ. უნივერსიტეტის დაფუძნება მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის ფინანსური განათლების გავრცელებას და ხელმისაწვდომობას. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“მომხმარებელს სთავაზობს აკადემიური, სასერტიფიკატო და ტრენინგ პროგრამების ფართო არჩევანს
საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტის მისიაა ‐ აქტიური როლი ითამაშოს საზოგადოების განათლების პროცესში, მოახდინოს ცოდნის გენერირება, გადაცემა, აპლიკაცია. ხელი შეუწყოს ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას და უზრუნველყოფას.
განავითაროს საგანმანათლებლო პროგრამები, თანამედროვე და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად წარმართოს სასწავლო პროცესი. განახორციელოს მნიშვნელოვანი კვლევითი საქმიანობა.
შექმნას ისეთი საუნივერსიტეტო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ინდივიდის პიროვნულ და პროფესიულ ზრდას უწყვეტი განათლების მიღების გზით.
ჩამოაყალიბოს ურთიერთთანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემის, გუნდურობის, გაზიარებული პასუხისმგებლობებისა და შეხედულებების ღირებულებათა სისტემა.
პროგრამები :
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაჩარიცხვა, დაფინანსება