Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > საქართველო > არმაზისხევი


Posted by: არწივი9 12 Nov 2006, 18:53
ლამაზი და კარგი, თან საინტერესო ადგილი თბილისთან ასე ახლოს, იქნებ ფორუმელები წავსულიყავით მანდ ლაშქრობაზე? smile.gif იქამდე გაეცანით ამ ადგილების ისტორიას და ღირშესანიშნაობებს............



არმაზისხევი

არმაზისხევი არის ძველი მცხეთის ერთ-ერთი უბანი, ქართლის მეფეთა ერისთავების (პიტიახშების) რეზიდენცია, მდებარეობს მცხეთის დასავლეთით, მოიცავს მარტაზისხევის, სანგრისხევის და საერთოდ არმაზისხევ-ძეგვის ზოლის მტკვრის მარჯვენა მხარის ნამოსახლარებსა და ციხესიმაგრეებს. არმაზისხევში არის შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი. ხევის თავზე ციხე-სიმაგრეა.
“დიდი” მცხეთის ეს უბანი გვიანდელი ბრინჯაო-ადრინდელი რკინის ხანის ნამოსახლარებზეა შექმნილი, საერისთავო სამყოფელი და განსასვენებელი კი მცხეთის გადედაქალაქებას უკავშირდება.
არმაზისხევში არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა 1937-1946 წლებში, აღმოჩენილია გვიანდელი ბრინჯაო-ადრინდელი რკინის ხანის სამაროვანი, ერისთავთა (პიტიახშთა) განსასვენებელი, კრამიტსამარხები, სარკოფაგები და მავზოლეუმის ტიპის სამარხი, გვიანდელი ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ქვის სამარხები. აგრეთვე ერისთავთა სასახლის კომპლექსის ნანგრევები, არმაზისხევის აბანო, წყალსადენის ნაშთები, კერამიკული სახელოსნო და მარანი.
განსაკუთრებით მდიდრული იყო ერისთავთა სამარხები (2-3 საუკუნეები). სამარხეული მასალიდან აღსანიშნავია: ოქროს სარტყელი, სატევრის ოქროს ქარქაში, შუბლსამკაულები (დიადემები), ყელსაბამები, სამაჯურები, საყურეები, ბეჭდები, სამკაულები და სხვა. ოქროს ნივთებით შემკულია ალმანდინის, ზურმუხტის, ნეფრიტის, საფირონის, ამეთვისტოს, აქატის, ქალცედონის, მალაქიტის, ლაჟვარდის ონიქსის, ალმასის და სხვა ძვირფასი თუ ნახევრად ძვირფასი ქვებით. მათზე ხშირად წარწერა და გამოსახულებაა ამოკვეთილი. ვერცხლის ნივთთაგან გამოირჩევა სიუხვის ქალღმერთის ჰორელიეფური გამოსახულებით და მამაკაცის მკერდზედა გამოსახულებით შემკული თასები, სხვადასხვა ფორმის საღვინეები.
გათხრების დროს აღმოჩენილმა ბერძნულმა და არამეულმა წარწერებმა (მაგალითად არმაზის ბილინგვა) სიახლე შეიტანეს სქართველოს ისტორიაში. ცნობილი გახდნენ იბერთა დიდი მეფე ქსეფარნუგი, ზევახ (ჯავახ) უფალი, ასპარუკ ერისთავი, ჯავახ მცირე, სარაფიტა, ბერსუმა პიტიახში, კარპაკი და სხვანი.
მარანი(45*90 მეტრი) არმაზისხევის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. ქვევრების უმეტესობა დამტვრეულია (ყველაზე დიდი ქვევრის სიმაღლე ორი მეტრია, კედლის სისქე 1,5-2 სანტიმეტრი, მუცლის დიამეტრი 85 სანტიმეტრი, პირისა 0,4 მეტრი და ფსკერის 0,2 მეტრი). ყველა ქვევრი შვეულადაა მიწაში ჩადგმული და ყველას დიდი მუცელი აქვს. ბევრ მათგანს გარედან შემოვლებული აქვს საკმაოდ რელიეფური სადა ან ჭდეული ორი,Oოთხი ან მეტი წვრილი სარტყელი. ზოგიერთ ქვევრს შემორჩენილი აქვს ქვის სარქველი-ქვიშაქვის მრგვალი ან ოთხკუთხა, საკმაოდ უსწორმასწორო ფილა.
სამაროვნები, რომლებიც მეოთხე-მეცხრე საუკუნეებს განეკუთვნება, საშუალო და დაბალი ფენების მასობრივი სასაფლაოა. სამარხები ნაგებია დაუდევრად, გაუთლელი ფილებით. გრძივი კედლები ხშირად ნატეხი ქვით და თიხითაა ამოყვანილი. ყველა სამარხი დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ (აქა-იქ მცირე გადახრით), მიცვალებულები ასვენია თავით დასავლეთისაკენ, გულაღმა, ხელდაშვებული და გაშოტილი. ქვის სამარხები უმეტესად კოლექტიური, საოჯახო სამარხებია. სამარხეული ინვენტარიდან აღსანიშნავია სამკაული (სპილენძის, ბრინჯაოს, რკინის ღეროვანი და მშვილდური საკინძები, ბეჭდები, საყურეები, სამაჯურები, აბზინდები, მძივები), ტანსაცმლის ლითონის ნაწილები და მინის ჭურჭელი. იშვიათად გხვდება პატიოსანი თვლები და ძვირფასი ლითონი, აღმოჩენილია თითო-ოროლა რკინის დანისპირი, ორი ცალი არაბული მონეტა (განეკუთვნებიან მერვე საუკუნეს), რკინის ლურსმნები.
არმაზისხევში აღმოჩენილია აგრეთვე ქვითკირის ნაგებობის ნაშთები, ე.წ. ზღურბლიანი ნაგებობა და გამოვლინდა ერთიმეორისაგან კაპიტალური კედლით გამოყოფილი სენაკების ნანგრევები.
არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები ამჟამად შემოზღუდულია და საველე მუზეუმია შექმნილი.


არმაზისხევის აბანო

არმაზისხევის აბანო განეკუთვნება 2-3 საუკუნეებს და მდებარეობს არმაზისხევში, ერისთავთა სამყოფელ-განსასვენებელის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, გაითხარა 1937-1938 წლებში ა.კალანდაძის ხელმძღვანელობით. ეს აბანო ჯერჯერობით უძველესია სქართველოს ტერიტორიაზე. შედგება ხუთი განყოფილებისაგან: გასახდელი დარბაზის(შემორჩენილია საძირკველი და კედლების ნაწილი, იატაკი ხისა უნდა ყოფილიყო), საცეცხლფარეშოს და სამი საბანაო განყოფილებისაგან-ცხელი (კალდარიუმი), თბილი (ტეპიდარიუმი) და ცივი (ფრიგიდარიუმი) ნაწილებისაგან. ნაგებობა ორსართულიანია. ქვედა სართულში გასათბობი განყოფილებაა (კალორიფერი ანუ ჰიპოქაუსტი), ზევით ცხელი და თბილი აბანოები. შენობის საერთო სიგრძეა 22 მეტრი, ხოლო უდიდესი სიგანე 8,8 მეტრი. ცივ აბანოს ორივე სართული უკავია.
არმაზისხევის აბანო განეკუთვნება რომაულ აბანოთა ჯგუფს, რომელთა აღწერასაც პირველად ვიტრუვიუსთან ვხვდებით. ასეთი აბანოები გავრცელებული იყო მცირე აზიაში, სირიაში. საქართველოში გვხვდება აგრეთვე არმაზციხეში, ბიჭვინთაში, შუხუთში, ნოქალაქევში. მსგავსი აბანო არის აგრეთვე სომხეთშიც (გარნისი). უბნების მიხედვით აბანოების განლაგება მცხეთაში გვიანდელი ანტიკური საქართველოს ქალაქური ცხოვრების, კერძოდ სანიტარულ-კომუნალური კულტურის მაღალ დონეზე მიუთითებს.

არმაზი მცხეთისა

ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი მცხეთიდან 1,5 კოლიმეტრში. მთავარი ნაგებობაა დარბაზული ეკლესია, რომელმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. ეკვდერის კარისთავის ასომთავრული წარწერიბის მიხედვით (რომელიც დაცულია საქართველოს ისტორიის მუზეუმში), ეკლესია აშენებულა 1150-1178 წლებს შორის. დასავლეთიდან მას ეკვრის შეისრულთაღიანი კარიბჭე, ჩრდილოეთ მხარეს ეკვდერი და მცირე ზომის საძვალის მსგავსი სადგომია. კომპლექსი ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით. ეკლესიასა და კარიბჭეში შემორჩენილია მეთორმეტე საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. ეკლესიის დასავლეთ მხარეს მდებარე სამრეკლო მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებს განეკუთვნება. აქვეა შუა საუკუნეების გალავნისა და სენაკების ნანაგრევები.

არმაზის ციხე

არმაზის ციხე დგას არმაზისხევის სათავესთან, რკინიგზის ხაზის სამხრეთით, სამ კილომეტრში, ორ ხევს შორის აღმართულ ძნელად მისადგომ მაღალ კლდოვან მთაზე, თარიღდება მეცამეტე-მეთოთხმეტე საუკუნეებით.
ციხე შედგება გალავნისა და კოშკისაგან, ნაგებია ნატეხი ქვით, ძლიერ დაზიანებულია. ციხეს შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს ჰქონია (შემორჩენილია მისი კვალი). გალავანი გეგმით ტრაპეციის მაგვარია (26*27,5 მეტრი). კოშკი დგას გალავნის სამხრეთ ნაწილში. იგი წიბოებმომრგვალებული პრიზმაა (გვერდების სიგრძეა 13,5 მეტრი). პირველი სართული ყრუა. შიგნით მისი ერთი კუთხე ცერადაა გადატიხრული (სამეურნეო დანიშნულებისათვის). შესასვლელი მეორე სართულზეა, ჩრდილოეთით. ამ სართულზე მოზრდილი სარკმლებია. მესამე სართულის კედლების მხოლოდ ქვედა ნაწილია შემორჩენილი.

Posted by: LUNATIKI 12 Nov 2006, 19:10
არმაზის ხევი..... ( მე ვაფუჭებ ფონს მაგრამ ცალკე არა მაქვს sad.gif )

Posted by: sharla IX 12 Nov 2006, 21:24
აუ, მე ვარ ნამყოფი...
ძალიან ულამაზესი ადგილია...
ძაან მომწონს ...
თან კინაღამ სადღაც გადავიჩეხე ... tongue.gif

Posted by: არწივი9 14 Nov 2006, 19:52
არსენას გამოქვაბულში ხართ ნამყოფი? smile.gif

Posted by: ტემპერა 14 Nov 2006, 21:39
დაახლოებით პირველ-მეორე კურსზე, ყოველ შაბათ კვირას დავდიოთ,
თავის ღამე დარჩენებით..

Posted by: miramax 14 Nov 2006, 22:28
მეც ვარ ნამყოფი მეც! jump.gif ორჯერ smile.gif)))


QUOTE
არსენას გამოქვაბულში ხართ ნამყოფი?

no.gif mo.gif


Posted by: არწივი9 14 Nov 2006, 22:52
QUOTE (miramax @ 14 Nov 2006, 21:28 )
მეც ვარ ნამყოფი მეც! jump.gif ორჯერ smile.gif)))


QUOTE
არსენას გამოქვაბულში ხართ ნამყოფი?

no.gif mo.gif

კიდევ კარგი თორემ მანდ "არსენა მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს" და თურმე ფორუმელებს მდიდრად მიიჩნევს, თავის თავს კი ღარიბად და მთელს ფულს თვითონ იჯიბავს, მოკლედ მანდ ფრთხილად უნდა ვიყოთ wink.gif თუმცა მე თუ წამოგყევით ვერაფერს გაბედავს smile.gif

Posted by: miramax 15 Nov 2006, 21:26
არწივი9
QUOTE
თუმცა მე თუ წამოგყევით ვერაფერს გაბედავს

როდის? user.gif

Posted by: არწივი9 15 Nov 2006, 21:56
QUOTE (miramax @ 15 Nov 2006, 20:26 )
არწივი9
QUOTE
თუმცა მე თუ წამოგყევით ვერაფერს გაბედავს

როდის? user.gif

წავიდეთ გაზაფხულზე როცა საქართველოს ველ-მინდრები მწვანე და ხასხასა ბალახითაა შემოსილი, როცა ბუნება იღვიძებს და ჰაერში მისი საამო სუნი დგას, როცა სიცივე უკვე გასულია და ჯერ არაა შემოსული სულისშემხუთველი ხვატი და პაპანაქება, როცა შენს მზერას წარიტაცებს ახლადაყვავილებული ხეები, როცა მოგინდება რომ ფეხშიშველამ ბალახზე გაიარო და მიწის ძალა იგრძნო, მაშინ და მხოლოდ მაშინ....................................... smile.gif

მოკლედ თუ ვინმეს სურვილი ექნება თავისუფლად შეგვიძლია ლაშქრობა მოვაწყოთ არმაზისხევში. იგი ახლოსაა, მანდ არის კანიონები, არის ციხე-სიმაგრე, არის ე.წ. ციკლოპური კლდეები და არის ყველაფერი რაც კი სჭირდება ლაშქრობას. არმაზიციხეზე ასვლის შემდეგ შეგვიძლია უკანვე, მცხეთაში ჩამოვიდეთ და მტკვრის პირას ღია რესტორანში (სურათზე) ვიქეიფოთ ან დიდ დიღომში ჩამოვიდეთ ბილიკ-ბილიკ

ისე, ნიკი miramax მე ძალიან მომწონს. მისი მეორე ნაწილი max ეს ხომ მაქსიმალურს ნიშნავს და ადამიანი ამისკენ უნდა ისწრაფვოდეს ხოლო mira ეს http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9C%D0%B8%D1%80%D0%B0_%28%D0%B7%D0%B2%D0%B5%D0%B7%D0%B4%D0%B0%29 ვეშაპის თანავარსკვლავედში..... smile.gif

Posted by: PINKY 16 Nov 2006, 03:31
არწივი9
QUOTE
არსენას გამოქვაბულში ხართ ნამყოფი?

ჰოოოოოოოოოოოოოო...

Posted by: არწივი9 16 Nov 2006, 19:35
QUOTE (PINKY @ 16 Nov 2006, 02:31 )
არწივი9
QUOTE
არსენას გამოქვაბულში ხართ ნამყოფი?

ჰოოოოოოოოოოოოოო...

რაო არსენამ რა გითხრათ? რამე ხომ არ დაგაბარათ ჩემთან? wink.gif

Posted by: miramax 16 Nov 2006, 19:42
არწივი9
QUOTE
წავიდეთ გაზაფხულზე როცა საქართველოს ველ-მინდრები მწვანე და ხასხასა ბალახითაა შემოსილი, როცა ბუნება იღვიძებს და ჰაერში მისი საამო სუნი დგას, როცა სიცივე უკვე გასულია და ჯერ არაა შემოსული სულისშემხუთველი ხვატი და პაპანაქება, როცა შენს მზერას წარიტაცებს ახლადაყვავილებული ხეები, როცა მოგინდება რომ ფეხშიშველამ ბალახზე გაიარო და მიწის ძალა იგრძნო, მაშინ და მხოლოდ მაშინ.......................................

მე პირვლი ჩამწერეთ მაგ სიაში! smile.gif smile.gif

QUOTE
ისე, ნიკი miramax მე ძალიან მომწონს. მისი მეორე ნაწილი max ეს ხომ მაქსიმალურს ნიშნავს და ადამიანი ამისკენ უნდა ისწრაფვოდეს

გმადლობ! 2kiss.gif ვცდილობ smile.gif
QUOTE
mira ეს ვარსკვლავია ვეშაპის თანავარსკვლავედში.....

როგორი სასაცილოა და საყვარელი smile.gif




არსენას გამოქვაბული ახლოსაა არმაზთან?

Posted by: არწივი9 16 Nov 2006, 19:48
QUOTE (miramax @ 16 Nov 2006, 18:42 )
არწივი9
QUOTE
წავიდეთ გაზაფხულზე როცა საქართველოს ველ-მინდრები მწვანე და ხასხასა ბალახითაა შემოსილი, როცა ბუნება იღვიძებს და ჰაერში მისი საამო სუნი დგას, როცა სიცივე უკვე გასულია და ჯერ არაა შემოსული სულისშემხუთველი ხვატი და პაპანაქება, როცა შენს მზერას წარიტაცებს ახლადაყვავილებული ხეები, როცა მოგინდება რომ ფეხშიშველამ ბალახზე გაიარო და მიწის ძალა იგრძნო, მაშინ და მხოლოდ მაშინ.......................................

მე პირვლი ჩამწერეთ მაგ სიაში! smile.gif smile.gif

QUOTE
ისე, ნიკი miramax მე ძალიან მომწონს. მისი მეორე ნაწილი max ეს ხომ მაქსიმალურს ნიშნავს და ადამიანი ამისკენ უნდა ისწრაფვოდეს

გმადლობ! 2kiss.gif ვცდილობ smile.gif
QUOTE
mira ეს ვარსკვლავია ვეშაპის თანავარსკვლავედში.....

როგორი სასაცილოა და საყვარელი smile.gif




არსენას გამოქვაბული ახლოსაა არმაზთან?

პირდაპირი მანძილი 100 მეტრიც არაა, მაგრამ ორი მოპირდაპირე ფერდობის მხარეზე მდებარეობენ და ცოტა ცოცვა-ფოფხვა დასჭირდება ადამიანს რომ მანდ ავიდეს თუმცა გარანტიას გაძლევ რომ იქ არსენას ვეღარ ვნახავთ. ხომ გახსოვს გიორგი კუჭატნელმა რომ ღალატით მოკლა? wink.gif "ერთი ლეკის ბიჭი ჰყავდა იმ გიორგი კუჭატნელსა" smile.gif

Posted by: miramax 16 Nov 2006, 20:55
QUOTE
ცოცვა-ფოფხვა დასჭირდება ადამიანს რომ მანდ ავიდეს

ჩემი სტიქია biggrin.gif love.gif


Posted by: არწივი9 16 Nov 2006, 21:15
QUOTE (miramax @ 16 Nov 2006, 19:55 )
QUOTE
ცოცვა-ფოფხვა დასჭირდება ადამიანს რომ მანდ ავიდეს

ჩემი სტიქია biggrin.gif love.gif

მაშ დაველოდოთ გაზაფხულს და მე გაგიძღვები(თ) არმაზისკენ smile.gif

Posted by: miramax 16 Nov 2006, 23:30
ხო და გაზაფხულამდე მოგროვდება ხალხიც smile.gif

Posted by: Vlad-Cepesh 16 Nov 2006, 23:36
LUNATIKI
QUOTE
( მე ვაფუჭებ ფონს მაგრამ ცალკე არა მაქვს

შენ მაგაზე არ ინერვიულო
ეს გამოდგება? smile.gif

Posted by: eloiza 17 Nov 2006, 00:27
QUOTE
მაშ დაველოდოთ გაზაფხულს

მანამდე არაფერი გეტკინოთbiggrin.gif

არწივი9
QUOTE
მე გაგიძღვები(თ) არმაზისკენ

საიდან იცნობ ასე კარგად მაგ მხარეს?






პ.ს. დავით გარეჯის დალაშქვრას ვაპირებ ამ შაბათსsmile.gif

Posted by: არწივი9 17 Nov 2006, 13:33
QUOTE (eloiza @ 16 Nov 2006, 23:27 )
არწივი9
QUOTE
მე გაგიძღვები(თ) არმაზისკენ

საიდან იცნობ ასე კარგად მაგ მხარეს?

რამოდენიმეჯერ ვარ ნამყოფი მაგ ადგილებში და მასალებსაც ვაგროვებდი (პირველ გვერდზე რომ წერია) მასზე. ძალიან კარგი ადგილია ერთდღიანი ლაშქრობისათვის......... smile.gif

Posted by: miramax 17 Nov 2006, 21:21
ერთდღიან და 2დღიან პახოდებში სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას.


QUOTE
დავით გარეჯი

ორჯერ დავიპყარი smile.gif love.gif

არმაზიც 2ჯერ, მაგრამ საფორთხიალოდ მე-10-დ წავალ biggrin.gif



Posted by: არწივი9 17 Nov 2006, 21:23
QUOTE (miramax @ 17 Nov 2006, 20:21 )
ერთდღიან და 2დღიან პახოდებში სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას.


QUOTE
დავით გარეჯი

ორჯერ დავიპყარი smile.gif love.gif

არმაზიც 2ჯერ, მაგრამ საფორთხიალოდ მე-10-დ წავალ biggrin.gif

ჰოდა ვიქეიფოთ კიდეც კლდეების პირას, შენს სადღეგრძელოს შევსვამ დიდი ყანწით smile.gif

Posted by: miramax 17 Nov 2006, 21:34
არწივი9
კი, აბა რა, თუ წავალთ ვიქეიფებთ კიდეც yes.gif yes.gif
დავლიოთ კაი, კი არ ვსვამ, მარა დავლევ biggrin.gif


2 კვირის წინ ნეკრესში ვიყავი user.gif ვიფორთხიალე იქაც smile.gif))))
ბედნიერებისგან ვბრწყინავდი biggrin.gif


Posted by: PINKY 18 Nov 2006, 03:26
არწივი9
QUOTE
რამე ხომ არ დაგაბარათ ჩემთან?

თოვლყ რომოვა..

აუცილებლადამოვიდესო..

დარაცშემპირდა..

ამომიტანოსო..

user posted image


QUOTE
მაშ დაველოდოთ გაზაფხულს და მე გაგიძღვები(თ) არმაზისკენ

რატომ ? ? ?

Posted by: არწივი9 18 Nov 2006, 15:13
QUOTE (miramax @ 17 Nov 2006, 20:34 )
არწივი9
კი, აბა რა, თუ წავალთ ვიქეიფებთ კიდეც  yes.gif  yes.gif
დავლიოთ კაი, კი არ ვსვამ, მარა დავლევ biggrin.gif


2 კვირის წინ ნეკრესში ვიყავი  user.gif ვიფორთხიალე იქაც smile.gif)))) 
ბედნიერებისგან ვბრწყინავდი biggrin.gif

მე განა ვსვამ? gigi.gif სულაც არა მაგრამ როცა აუცილებელია ჩემში მოთავსდება ყველა სადღეგრძელო რაც კი არსებობს................... wink.gif

Posted by: Chanunpa Wakan 19 Nov 2006, 02:00
საშინლად ცუდად მაგრამ მაინც ციხე ჩანს და დავდებ user.gif

Posted by: miramax 19 Nov 2006, 02:43
არწივი9
QUOTE
მე განა ვსვამ?სულაც არა მაგრამ როცა აუცილებელია ჩემში მოთავსდება ყველა სადღეგრძელო რაც კი არსებობს...................

biggrin.gif

ხო და ვიფორთხიალოთ მაშინ და მერე დავლიოთ! biggrin.gif მწვადებს არ ვიყოთ ოღონდ! biggrin.gif





და ეხა გამახსენდა, ერთერთ არმაზზე ასვლის დროს საკმაოდ ცუდად დაშავდა ერთი ჩემი მეგობარი.
ძალიან ზემოთ ვიყავით და მოგეხსენებათ როგორი ასასვლელებია სახიფათო და ფეხი აუცურდა, საბედნიეროდ მალე მოეჭიდა, თორემ არც კი ვიცი რა მოუვიდოდა. მაშინ მხოლოდ ფეხი იღრძო. ძლივს ჩამოვიყვანეთ მცხეთამდე user.gif

Posted by: არწივი9 19 Nov 2006, 18:21
[QUOTE=miramax,19 Nov 2006, 01:43 ] არწივი9
[QUOTE]მე განა ვსვამ?სულაც არა მაგრამ როცა აუცილებელია ჩემში მოთავსდება ყველა სადღეგრძელო რაც კი არსებობს................... [/QUOTE]
biggrin.gif

ხო და ვიფორთხიალოთ მაშინ და მერე დავლიოთ! biggrin.gif მწვადებს არ ვიყოთ ოღონდ! biggrin.gif

[QUOTE]


მწვადები არ გიყვარს? აბა რა მივირთვათ? smile.gif

Posted by: miramax 19 Nov 2006, 18:27
არა, არ მიყვარს მწვადი user.gif no.gif

რამე...სანამ წავალთ მოვიფიქროთ wink.gif biggrin.gif



შენ რატო დაძრომიალობ მთა-კლდეზე? იკვლევ რამეს? smile.gif

Posted by: არწივი9 19 Nov 2006, 18:54
QUOTE (miramax @ 19 Nov 2006, 17:27 )
არა, არ მიყვარს მწვადი  user.gif  no.gif

რამე...სანამ  წავალთ მოვიფიქროთ  wink.gif biggrin.gif



შენ რატო დაძრომიალობ მთა-კლდეზე? იკვლევ რამეს? smile.gif

კარგი, მწვადის გარეშეც შეიძლება გაძლება smile.gif


არა მე არაფერს არ ვიკვლევ, უბრალოდ მთა მიყვარს ძალიან და ამის დამამტკიცებელ საბუთებს http://photofile.ru/users/giorgi/ ნახავ....... smile.gif

Posted by: miramax 19 Nov 2006, 23:05
QUOTE
დამამტკიცებელ საბუთებს აქ ნახავ.

jump.gif ძალიან მაგარია!

ყოჩაღ! smile.gif


კიდე შემატე სურათები smile.gif

Posted by: PINKY 20 Nov 2006, 03:59
ისეთყ შეგრდზნებვა მაკვს..

რომთკვენ..

დადიჰართიმიტომ..

რომჯამოთ..

















user posted image

Posted by: არწივი9 20 Nov 2006, 15:57
QUOTE (miramax @ 19 Nov 2006, 22:05 )
QUOTE
დამამტკიცებელ საბუთებს აქ ნახავ.

jump.gif ძალიან მაგარია!

ყოჩაღ! smile.gif


კიდე შემატე სურათები smile.gif

როცა სადმე მივდივარ სულ ვიღებ და ვამატებ ხოლმე მანდ და თუ გაზაფხულზე ან ზაფხულში სადმე წავალ(თ) კიდევაც დაემატება მანდ სურათები smile.gif

Posted by: miramax 20 Nov 2006, 17:23
PINKY
QUOTE
ისეთყ შეგრდზნებვა მაკვს..

რომთკვენ..

დადიჰართიმიტომ..

რომჯამოთ..

no.gif no.gif no.gif
ჯერ ერთი ჭამა ვაბშე არ მიყვარს biggrin.gif
მეორე იმისთვის დავდივარ რომ ვნახო ! smile.gif


არწივი9
smile.gif

Posted by: PINKY 21 Nov 2006, 00:52
miramax
QUOTE
მეორე იმისთვის დავდივარ რომ ვნახო !

ჰო..

ეგმეცვიცყ..

უბრალოდ შეგრდზნებამაკვს ეგეთყ..

:ჰუჰ:

Posted by: gc84 20 Apr 2007, 15:57
მანქანით ასვლა შეიძლება ხეობაში?
თუ კი სადამდე მიდის გხა და საიდან უნდა გადავუხვიო smile.gif

Posted by: naia 20 Apr 2007, 16:04
აუცილებლად წავიდეთ
გველები ხომ არაა მანდ? user.gif

Posted by: eleqtro 20 Apr 2007, 16:14
PINKY
ეგ სურათი სადაა გადაღებული?

Posted by: პერწკლი 20 Apr 2007, 17:54
ულამაზესი ადგილია, yes.gif

მაგრამ საფორთხიალოა იმდენიიიიი rolleyes.gif

Posted by: gc84 20 Apr 2007, 19:05
QUOTE
მანქანით ასვლა შეიძლება ხეობაში?
თუ კი სადამდე მიდის გხა და საიდან უნდა გადავუხვიო

user.gif

Posted by: Chanunpa Wakan 21 Apr 2007, 02:58
gc84
როგორც მახსოვს არა..
naia
იკნება ერტი ორი მაგრამ არ იკბინებიანsmile.gif
პერწკლი
QUOTE
ულამაზესი ადგილია, 

მაგრამ საფორთხიალოა იმდენიიიიი 

შენგან ამას არ მოველოდი boli.gif



tongue.gif


wink.gif

Posted by: Qartlis Deda 1 May 2007, 23:05
ამ კვირას ახალგაზრდებთან ერთად ვიყავი არმაზსში...smile.gif მარშუტი იყო ასეთი:
მდინარე კარსანის ხევი, სოფ. კარსანი, ჩავუარეთ წმინდა ნინოს ეკლესიას და საბოლოოდ გადავედით არმაზის ციხეზე.... შევყავით ცხვირები არსენას გამოქვააბულშიც smile.gif
არ ვიცი გივლიათ თუ არა ასეთი მარშუტით, მაგრამ ოდნავ სირთულეეებს მაინც წააწყდებოდითsmile.gif
გზა, ანუ ბილიკი ნინოწმინდის ეკლესიიდან არმაზის ციხემდე არ არსებობს, ან მდინარეს უნდა გაუყვეთ ან და ციცაბო კლდეებიდან უნდა დაეშვათsmile.gif (როგორც მოგვიანებით შევიტყვე ასეც აკეთებენ ხოლმე) ჩვენ პირველი ვარიანტი ავირჩიეთsmile.gif
დავაგდებ სურათEბს ისეთEბს რომელიც აქ არ მინახია:

Posted by: Qartlis Deda 1 May 2007, 23:16
ეს არის ხედი არმაზის ციხისა ნინოწმინდის ეკლესიის ქედის თითქმის ძირში

Posted by: Qartlis Deda 1 May 2007, 23:22
ეს არის ხედი არსენას გამოქვაბულიდან

Posted by: Qartlis Deda 1 May 2007, 23:29
ეს კი პატარა სამ მეტრიანი ჩანჩქერი მდინარე არმაზის ხეობაშიsmile.gif როგორც მითხრეს, ნინოწმინდის ეკლესიიდან კლდით თუ დაეშვებით, აქ ამ ჩანჩქერთან ამოყოფთ თავსო...

Posted by: Qartlis Deda 1 May 2007, 23:34
ცოტა შორიდან ასე ჩანს ეს ჩანჩქერი

Posted by: Qartlis Deda 1 May 2007, 23:40
ორ საფეხურიანი ჩანჩქერუკებიbiggrin.gif................

Posted by: Qartlis Deda 1 May 2007, 23:45
ადგილ ადგილ ასეთ ვიწრო კალაპოტში მიედინებოდა მდინარე
* * *
აი ასეთია ეს ხეობა არმაზის ციხემდე... მეტი სურათი არ მაქვს sad.gif

ისე შეკითხვა მაქვს არმაზის ხევის მოყვარულებოsmile.gif მაგ მიდამოებში თუ გსმენიათ "ციხე დიდის" არსებობის შესახებ? მის გვერდით მთაზე, მთა სამებაზე კი რაღაც ეკლესიააა... მითხრეს რომ ეგ ციხე იგივე სურამის ციხეაო და რამდენად მართალია მაინტერესებსsmile.gif

Posted by: naia 4 May 2007, 16:46
თუ წასვლა გადაწყვიტეთ მეც შემატყობინეთ პლიიზ.
ფორუმზე ყოველდღე შემოსვლას ვერ ვახერხებ და იქნებ იმეილით დამეკონტაქტოთ

Posted by: PINKY 5 May 2007, 15:20
naia

მან და მაინც აქგინ და..

თუვაბშე ? ? ?

: )

Posted by: <<DARLO>> 5 May 2007, 18:14
და ამ არმაზისხევში როგორ მივიდე? ანუ გზა იქნებ ვინმემ დაწეროსsmile.gif

Posted by: არწივი9 5 May 2007, 18:25
<<DARLO>>
QUOTE
და ამ არმაზისხევში როგორ მივიდე? ანუ გზა იქნებ ვინმემ დაწეროს

ჯერ მცხეთაში უნდა წახვიდე და რკინიგზას გაუყვე, მერე ასე 2 კილომეტრის მერე ნახავ ტყიან ხეობას და იქ უნდა შეხვიდე, იოლი მისაგნებია, უბრალოდ ზეპირად ახსნა ძნელია smile.gif

naia
QUOTE
თუ წასვლა გადაწყვიტეთ მეც შემატყობინეთ პლიიზ.
ფორუმზე ყოველდღე შემოსვლას ვერ ვახერხებ და იქნებ იმეილით დამეკონტაქტოთ

დაწერე იმეილი და თუ წავალთ, მოგწერთ yes.gif

Posted by: PINKY 5 May 2007, 19:16
არწივი9
QUOTE
იმეილი

MSN Identity nina_mrd@hotmail.com

Posted by: <<DARLO>> 7 May 2007, 12:22
არწივი9
QUOTE
ჯერ მცხეთაში უნდა წახვიდე და რკინიგზას გაუყვე, მერე ასე 2 კილომეტრის მერე ნახავ ტყიან ხეობას და იქ უნდა შეხვიდე, იოლი მისაგნებია, უბრალოდ ზეპირად ახსნა ძნელია

გმადლობ, და მანქანით სადამდე უნდა მივიდე? ანუ სადმე არის ისეთი ადგილი რომ გავაცერო და არაფერი არ მოუვა?

Posted by: არწივი9 7 May 2007, 20:12
<<DARLO>>
QUOTE
მანქანით სადამდე უნდა მივიდე?

იმ ხეობის შესასვლელამდე რომელიც რკინიგზის ხაზის გადაღმაა

QUOTE
ანუ სადმე არის ისეთი ადგილი რომ გავაცერო და არაფერი არ მოუვა?

იქვე რესტორანია ქვემოთ მტკვრის პირას (სურათზე) და მგონი მანდ შეიძლება მანქანის გაჩერება

http://imageshack.us

Posted by: MiXaKo 8 May 2007, 03:58
არმაზის ხეობა არის მშვენიერი ადგილი იმისთვის რომ რამდენიმე დღით წახვიდე კარვებით. საჭმლის თრევა არ გიწევსbiggrin.gif სხვები მოგცემენ იმდენს, რომ დაგრჩება კიდეც წამოსვლისასbiggrin.gif

Posted by: kapitan 9 May 2007, 16:44
ესეც არმაზის ხეობა
ზემოთ ციხე
ქვემოთ ნანგრევები

Posted by: Allah 9 May 2007, 16:48
მაინდ პირველ კურსზე სგორლიშკა ვსვი ორაყი, ისეთი გავითიშე მეორედ მანდ წამსვლელი არა ვარ biggrin.gif

Posted by: F_R_E_Y_A 9 May 2007, 16:53
არმაზის ციხიდან ხედია ძალიან ლამაზი, მაგრამ სანამ იქ ახვალ... biggrin.gif

Posted by: GT 9 May 2007, 16:54
F R E Y A
ვერტალიოტი არ გყავს?
biggrin.gif
--------------------------------------------------------

Posted by: kapitan 11 May 2007, 13:26
F R E Y A
QUOTE
არმაზის ციხიდან ხედია ძალიან ლამაზი, მაგრამ სანამ იქ ახვალ... biggrin.gif


არმაზის ციხეზე ასვლა არაფერია იმასთან შედარებით რაც ზემოთ ეკლესიაზე ასასვლელია, არა და ზემოთ სანახავი მართლაც ბევრია და ძალიან ლამაზი ხედია იქედან. ახლო მომავალში ვაპირებ წავიდე და არმაზს ზემოდან დავადგები, მერე სურატებს დავდებ და თქვენტიტონ განსაჯეთ.

მანამდე კი ამ ხედიტ დატკბით

Posted by: eleqtro 11 May 2007, 21:23
Qartlis Deda
ზუსტად მაგ დღეს ვიყავით ჩვენც და მგონი თქვენ დაგინახეთ. ზუსტად მაგ მთაზე იყო მოზრდილი ჯგუფი და როგორც ვიფიქრეთ ჩამოსასვლელ გზებს ეძებდა.

Posted by: jorjika 13 May 2007, 11:23
QUOTE
არმაზისხევი, ხართ აქ ნამყოფი

თუ არ ცავთლი ერთი დღით გასეირნებას,ღამის თევით და კარვებით 67 ღამე მაქვს გატარებული არმაზში smile.gif (კომპში მიწერია როდის და სად დავდივარ ხოლმე smile.gif )

Posted by: Qartlis Deda 13 May 2007, 22:32
eleqtro

კი ზუსტად მაგ კლდიდან ვცდილობდით ჩამოსვლას, მაგრამ უშედეგოდsad.gif ამიტომ მოგვიწია მდინარის გასწრივ მოძრაობა, რათა მიგვეღწია ციხემდე smile.gif

Posted by: LOLZ 13 May 2007, 22:37
eleqtro


ციხის ქვეშ მაფიოზობანას თქვენ თამაშობდით? არა მჯერა! დადე სურათი რომელი ხარ :დ

Posted by: eleqtro 14 May 2007, 07:35
LOLZ
გიტარაზეც უკრავდნენ? ეგ ფსიქოლოგების ჯგუფი იქნებოდა,ისინიც მაგ დროს იყვნენ. smile.gif
Qartlis Deda
შარშან ვცადე არმაზიდან ასვლა მანდ მაგრამ გზას ვერ მივაკვლიე.

Posted by: jorjika 14 May 2007, 11:22
როდის წავიდეთ? 1წელია არ ვყოფილვარ მანდ smile.gif
<<<<<<<<<<>>>>>>>>

Posted by: forever`s_NEVER 16 Jul 2007, 14:53
QUOTE
არმაზისხევი

გუშინ ვიყავი. up.gif
გიდების სკოლის მორიგი სასწავლო ტური იყო .

ერთ დღეში რისი ნახვაც შეიძლებოდა ყველაფერი ვნახეთ. ყველგან ავბობღდით, სადაც ხელი და ფეხი მიგვიწვდებოდა. ერთგან ჩანჩქერიც გაჭრეს, სახალისოდ. თანაც, ძალიან საიტერესო ხელმძღვანელი გვყავდა.

ერთი-ორგან კარვები იყო გაშლილი. ღვთისმშობლის ეკლესიასთანაც ქეიფობდნენ.
შესამჩნევია, რომ ნაგავს მიაქვს იქაურობა. ტერიტორიას ეტყობა, ვიზიტორები არ აკლია, მაგრამ სადაც ნახშირი და ნაკოცონარია, ყველგან პლასტმასის თეფში, ჭიქა, ბოთლი, პარკები და გაზეთებია მობნეული. ხეებზეც, ლოდებზეც, წყალშიც sad.gif

Posted by: forever`s_NEVER 17 Jul 2007, 13:16
...............................................................

Posted by: forever`s_NEVER 17 Jul 2007, 13:20
არსენაც ვნახეთ smile.gif

Posted by: forever`s_NEVER 17 Jul 2007, 13:24
ღვთისმშობლის ეკლესია

Posted by: forever`s_NEVER 17 Jul 2007, 13:28
...............................................................................................

Posted by: forever`s_NEVER 17 Jul 2007, 13:30
.......................................................................................

Posted by: kobalsky 17 Jul 2007, 13:36
QUOTE
არსენაც ვნახეთ

ისა და მაგ გამოქვაბულს რა ქვია?

ჩვენი კარვები ლიფივითაა tongue.gif

Posted by: nokiamagaria 21 Jul 2007, 17:51
ვააა ჩემიანებო როგორ ხართ , ეხლა კვირას ვიყავით კარვებით და რო დავთვერი ტახტში მეძინა მთელი ღამეე !!1 პ.ს სად გადავჩი no.gif

Posted by: არწივი9 21 Jul 2007, 20:53
kobalsky
QUOTE
ისა და მაგ გამოქვაბულს რა ქვია?

არსენას გამოქვაბულს ეძახიან

Posted by: batono 22 Jul 2007, 10:18
მაგარი კლდეზე საცოცავი ადგილებია

Posted by: არწივი9 22 Jul 2007, 11:47
batono
QUOTE
მაგარი კლდეზე საცოცავი ადგილებია

არც ლეღვთახევია ნაკლები smile.gif

Posted by: moxetialetemo 27 Jan 2011, 21:34
მე ახლა მინდა წასვლა და რუკა არავის გაქვთ? გირს ზამთარში წასვლა?

Posted by: არწივი9 15 Feb 2011, 19:12
moxetialetemo
QUOTE
მე ახლა მინდა წასვლა და რუკა არავის გაქვთ?

რუკა რად გინდა, პირდაპირ წადი http://www.SmileS.ge

QUOTE
გირს ზამთარში წასვლა?

არა მგონია, დაელოდე გაზაფხულს და მაშინ წადი smile.gif

Posted by: moxetialetemo 15 Feb 2011, 20:01
QUOTE უკვე ვიყავი და ძალიან მომეწონა რუკა როგორ არ მინდოდა., გზა მე არ ვიცოდი და თან ყველაპრის ნახვა მინდოდა......))

Posted by: არწივი9 16 Feb 2011, 01:09
moxetialetemo
შემოდი http://karavi.ge/index.php-ზე და იარე რამდენიც გინდა საუკეთესო ადგილებში smile.gif

Posted by: moxetialetemo 16 Feb 2011, 01:38
ვიცი http://karavi.ge/index.php-%E1%83%96%E1%83%94 ეს და კიდევ www. molashqre.ge.....მაგრამ მირცჰევნია ცჰემიტ ვიარო ხოლმე.........

Posted by: Fabian 16 Feb 2011, 19:35
ზაფხულობით კარგია არმაზისხევი love.gif

Posted by: moxetialetemo 24 Feb 2011, 16:34
წმ. ნინოს ეკლესიიდან ყველაზე უსაფრთხო გზა ციხებდე , იცის ვინმემ როგორ არის? და კიდევ საფიკნიკე ადგილის ფოტო თუ აქვს ვინმეს დადოს რა.....smile.gif

Posted by: nj23 24 Feb 2011, 23:01
საპიკნიკეთ ზედ ციხის ძირში პატარა მდელოა , ქარისგან დაცული ,მოკლედ კარგია

Posted by: credo 5 Apr 2012, 22:24
ციხეზე ერთი გზა მიდის და ეკლესიაც ადვილი საპოვნელია?

Posted by: d_tsabo 5 Apr 2012, 22:54
credo
QUOTE
ციხეზე ერთი გზა მიდის და ეკლესიაც ადვილი საპოვნელია?

yes.gif yes.gif

Posted by: Etrange 5 Apr 2012, 23:02
QUOTE (არწივი9 @ 14 Nov 2006, 19:52 )
არსენას გამოქვაბულში ხართ ნამყოფი? smile.gif

სად კასპში ?
...................................................

Posted by: d_tsabo 5 Apr 2012, 23:04
Etrange
QUOTE
სად კასპში ?

არმაზში

Posted by: AkakiG 16 Apr 2012, 16:52
აპრილის ბოლოს ვაპირებთ ასვლას და უკვე გამწვანებული იქნება ხო?

Posted by: credo 17 Apr 2012, 20:47
დღეს ვიყავი არმაზში და ძალიან კარგი იყო წვიმის და ქარის მიუხედავად smile.gif))))))))
მონასტერში რო თეთრი ძაღლი ყავთ ყველაზე ყველაზე მაგარი ტიპია, მთელი დღე დაგვყვებოდა და წამოსვლისას ლიანფაგებამდე ჩამოგვაცილა love.gif

Posted by: არწივი9 17 Apr 2012, 22:43
credo
QUOTE
მონასტერში რო თეთრი ძაღლი ყავთ

ესაა?
http://image.geotorrents.com/
http://image.geotorrents.com/
http://image.geotorrents.com/

Posted by: credo 18 Apr 2012, 00:57
არწივი9
არც ერთ სურათში რო არ ჩანს წესიერად lol.gif
ეგ არაა მგონი, მაგას ლეკვები ყავდა და ძაან აგრესიული იყო, ერთზე გაიწია კდიეც და შარვალში ეცა
user posted image

ააი ეს

Posted by: ხუციშვილი 30 Apr 2012, 20:08
ორჯერ ვარ ნამყოფი, აი რესტორანშიც ვიყავი მანდ არმაზის ხევშიც და არმაზშიც smile.gif)

Posted by: d_tsabo 30 Apr 2012, 20:56
credo
http://photohost.aisiforce.org/st133/00088_1335804975_r8zwh.jpg
1xucishvili1
ერტი 80 ვიქნები ასული მეტჯერ თუ არაgivi.gif

Posted by: AkakiG 30 Apr 2012, 21:00
არმაზისხევიდან ჭილის ტბაზე ვაპირებთ ამოსვლას და გადავრჩებით? givi.gif

Posted by: d_tsabo 30 Apr 2012, 23:32
AkakiG
QUOTE
არმაზისხევიდან ჭილის ტბაზე ვაპირებთ ამოსვლას და გადავრჩებით?

ალპინიზმის გამოცდილება გაქვთ? არც ისე ადვილია ეგ ამბავი ფიზიკურად დიდი ძალები დაგჭირდებათ

Posted by: AkakiG 30 Apr 2012, 23:38
QUOTE (d_tsabo @ 30 Apr 2012, 23:32 )
AkakiG
QUOTE
არმაზისხევიდან ჭილის ტბაზე ვაპირებთ ამოსვლას და გადავრჩებით?

ალპინიზმის გამოცდილება გაქვთ? არც ისე ადვილია ეგ ამბავი ფიზიკურად დიდი ძალები დაგჭირდებათ

drug.gif

რა ალპინიზმი
ქოროღლთან რო აღმართია მანდ რო ავედი კინაღამ დავიბრიდე givi.gif

მარა ზატო სულიერად ვარ უტეხი gigi.gif

Posted by: d_tsabo 30 Apr 2012, 23:40
AkakiG
QUOTE
ქოროღლთან რო აღმართია მანდ რო ავედი კინაღამ დავიბრიდე

კაი მაშინ გნახავთ სადმე გადაჩეხილს როდისმე givi.gif givi.gif

Posted by: teo-teokuna 30 Apr 2012, 23:50
QUOTE (AkakiG @ 30 Apr 2012, 23:38 )

ქოროღლთან რო აღმართია მანდ რო ავედი კინაღამ დავიბრიდე givi.gif

მარა ზატო სულიერად ვარ უტეხი gigi.gif

lol.gif lol.gif lol.gif



ვაი.... ბოდიში დიდი.... lol.gif lol.gif lol.gif



უტეხი სულიერება ვერ უშველის ამ საქმეს gigi.gif

Posted by: AkakiG 1 May 2012, 14:48
biggrin.gif

იმ კვირას წავალთ ალბათ, აი ამ მარშრუტით - http://allshares.ge/download.php?id=16A589EC49 ( google earthის ტრეკია).
წმინდა ნინოს ეკლესიამდე ვარ ეგრე ასული, კლდეზე, მარა მაშინ მაგ ქედს გავუყევით და ბაგინეთთან, მტკვარ-არაგვის შესართავთან ჩამოვედით.
ახლა ვართულებთ უფრო war.gif

Posted by: moxetialetemo 1 May 2012, 16:34
ასეთ რაგაცეებს ვკითხულოდი სანამ წავედი-სამჯერ ვიყავი და ყველაპერი ვე ვნახე, რთულია ასვლა ჩამოსვლა-მსგავსი კომენტარები მაგრამ ერთხელ წავედი და ანახევა დღეში ვნახე მერე კი ჩამოვჯექით არსენას გამოქვაბულსი............საჭმელად გვიანობამდე))))))))))

Posted by: დ ა თ ვ ი 2 May 2012, 10:24
AkakiG
მაგ წმინდა ნინოს ქედის მოპირდაპირეზე ააჭერით იარეთ ბლომად ერთი ორი საათი აღმართზე და გზა შეგხვდებათ და იმას გაუყევით ზევით იმ ტალახში ბოდიალს მასე სჯობს

Posted by: AkakiG 2 May 2012, 10:45
QUOTE (დ ა თ ვ ი @ 2 May 2012, 10:24 )
AkakiG
მაგ წმინდა ნინოს ქედის მოპირდაპირეზე ააჭერით იარეთ ბლომად ერთი ორი საათი აღმართზე და გზა შეგხვდებათ და იმას გაუყევით ზევით იმ ტალახში ბოდიალს მასე სჯობს

მოპირდაპირე მხარეში რას გულისხმობ, არსენას გამოქვაბულის მხარეს? თუ პირდაპირ ზედა მხარეს დავაწვეთ?

Posted by: SPIRIT CRUSHER 2 May 2012, 10:46
QUOTE
არმაზისხევიდან ჭილის ტბაზე ვაპირებთ ამოსვლას და გადავრჩებით? givi.gif

biggrin.gif იმედია

Posted by: AkakiG 2 May 2013, 15:12
გახლდით გუშინ bis.gif
გადავედით ჭილის ტბაზე, მაგრამ ძალიან, ძალიან გაგვიჭირდა. chups.gif

Posted by: არწივი9 2 May 2013, 20:52
QUOTE
მაგრამ ძალიან, ძალიან გაგვიჭირდა

რა იყო მანდ ასეთი ძნელი? spy.gif

Posted by: AkakiG 3 May 2013, 02:28
არწივი9
გზა.
შორს მოკლე ვარჩიეთ და ხეობას ავუყევით. user posted image
შუაში ნაშალი ქვები და ქვეშ წყალი, იქეთ-აქეთჩამოცვენილი ფოთლები, რომელზე დადგმისას ფეხი 20 სმზე ჩადის და იქედან სველი ამოდის biggrin.gif

Posted by: Atreverse 6 Oct 2015, 16:35
ხალხო, არმაზის ტაძრამდე მანქანით ავალ? თუ მხოლოდ საფეხმავლო გზაა?

Posted by: PINKY 6 Oct 2015, 16:49
Atreverse

უკვე კი..

: (

Posted by: Atreverse 4 Nov 2015, 15:02
QUOTE
უკვე კი..

: (


მადლობაა smile.gif

Posted by: grizly2 4 Jun 2018, 16:46
არმაზის ციხეზე გვინდა წავიდეთ და როგორც მივხვდი სოფელ კარსანის ბოლოს წმ. ნინოს ეკლესია როა მაქედან მიდის გზა და უფრო დაზუსტებით იქნებ ამიხსნათ როგორ გადავალ?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)