ლილოში სიარული, ეგრე რომ ვთქვათ გოიმობად რატომ ითვლება? ხშირად მხვდება ასეთი სულისკვეთება.
ჩემს მეგობარს თურქეთიდან ტანსაცმელი ჩამოჰქონდა, ლილოში და პეკინზე ანაწილებდა.
აბა, გამოიცანით, რა სხვაობა იყო მათში? არაფერი. მხოლოდ ფასი.
ერთი და იგივე სარაფანს პეკინზე 2.5-ჯერ ძვირად ყიდდა.
ჩვეულებრივი ჩაის ჭიქა, ლამაზი და საყვარელი 2 ლარად რომაა ლილოში, დანიურში 5 ლარი ადევს.
ასევე, ბიჟუტერია. თითქმის საბითუმო ფასად იქედან გააქვთ და მაღაზიებში ზუსტად იგივე 2-ჯერ ძვირად მინახავს.
ლილოში 120 ლარად ვიყიდე მშვენიერი პილოტკა, 220 ღირდა მარჯანიშვილზე ბუწიკში. და ბევრი ასეთი მაგალითი შემიძლია ჩამოვთვალო.
ა, ჰო, უსაკაიფოესი მანტო, 150 ლარად, დავაკლებინე და 130 მოვაცემინე. კიდობანში 200 ლარი ედოთ საყვარლებს.
რაზ ვიზამთ, ალბათ სნობიზმი და პეროიზმი მსხვერპლად უაზრო ხარჯებს მოითხოვს.
* * *
maiako_mao