#56255270 · 5 May 2020, 22:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, მოკლედ ჩემი მეგობარი ასეთი სიტუაციაშია, დაახლოებით ორი წელია ბინა აქვს ნაქირავები და ორი წლის მანძილზე ყოველთვის პატიოსნად, დაგვიანებების გარეშე, იხდიდა ქირას. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე დაკარგა სამსახური, მარტში გადაიხადა სრულად ქირა და აპრილში შეუთანხმდა ნახევარი თანხის გადახდაზე, რაზეც ბინის მეპატრონე დათანხმდა. აპრილშიც გადაიხადა შეთანხმებისამებრ თანხის ნახევარი. მაისის თვეში, როდესაც უწევდა ქირის გადახდა, თანხის მეოთხედზე მეტი ვერ იშოვნა. შეპირდა დარჩენილი თანხის მიცემას, 10 დღის მანძილზე. ჩემი მეგობარი შეხვდა ბინის მეპატრონეს, რომელიც ძალიან უკმაყოფილო იყო, იმიტომ რომ თანხის მხოლოდ მეოთხედი მიიღო, გადმოვიდა შეურაცხყოფაზე და ცილს სწამებდა, რომ მას ხელფასი ჩარიცხული აქვს, შეგნებულად არ იხდის ბინის ქირას და სარგებლობს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით.
ამ დროს, ჩემს მეგობარს, აპრილის ბოლოს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დაუყადაღა პირადი ანგარიშები. გამომდინარე აქედან სახელმწიფოს მიერ დადგენილ დახმარებას როდესაც მიიღებს ანუ საუბარია 200 ლარზე ამ თანხასაც ვერ აიღებს.
ამ ყველაფრის ფონზე ბინის მეპატრონემ მოითხოვა ბინის შვიდი დღის ვადაში დაცლა, და არც მაცადა 10 დღის მანძილზე გადამეხადა ქირის დარჩენილი ნაწილი.
ყოველთვის ცდილობდა ჩემი მეგობარი დაკისრებული ვალდებულება დროულად შეესრულებინა მიუხედავად შექმნილი ვითარებისა სრულად თუ არ ნახევრად მაინც.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩემი მეგობარი რომ წავიდეს და ბინა დაცალოს ფიზიკურად არ აქვს არსად წასასვლელი და არც იმის საშუალება აქვს რომ სხვაგან იქირაოს ბინა რადგან არავინ არ დააცდის ერთი თვე ქირის გარეშე ცხოვრებას.
მაინტერესებს რა ბერკეტი აქვს სამართლებრივად რომ ერთ კვირაში ბინა არ დაცალოს ან რისი უფლება აქვს კანონით რომ არც ჩემი მეგობრის უფლებები შეილახოს და არც ბინის პატრონის.
|