მანევრირების წესების დარღვევის მუხლი რომელიც 200 ლარ ჯარიმას ითვალისწინებს არის ძალიან ზოგადი და ფართო. პოლიციას შესაძლებლობა აქვს იქიდან მოარგოს ქოთანს ყური, საიდანაც უნდა.
ზუსტად ასეთ სიტუაციაში გამოწერილი ჯარიმა გადავახიეთ თავზე იდიოტ პოლიციელს სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ. რასაც მოვუსმინე ჩანაწერს, იდენტური შემთხვევაა - აჩერებენ და ებაზრებიან სიჩქარის გადაჭარბებაზე, მერე უცებ მანევრირების დარღვევაზე და ზოლიდან-ზოლში გადასვლაზე.
სწორედ ამას ედავებოდნენ ჩემს მეგობარსაც. რაც მთავარია, მსგავსი რამ მას არ გაუკეთებია, პირიქით, პირველ ზოლში მოძრაობდა დაბალი სიჩქარით მთელს ქუჩაზე.
მე მაშინ დავასკვენი რომ პოლიციამ პროსტაზე გააჩერა ჩემი მეგობარი და უსაფუძვლოდ გამოუწერა ეს ჯარიმა თანაც სწორედ იმ მუხლის საფუძველზე, რომელიც ასეთი უაზრო ჯარიმების გამოწერის შესაძლებლობას იძლევა. თანაც ჯარიმა 200 ლარია.
მოკლედ, რომ დავრწმუნდით, რომ ტყუილად გამოწერილი ჯარიმა იყო, ავდექით და დავიწყეთ მტკიცებულებების მოპოვებაზე ზრუნვა. ვფიქრობდი, რომ ვინაიდან სამართალდარღვევას ადგილი საერთოდ არ ჰქონია, პოლიციას სავარაუდოდ არ ექნებოდა ერთგვაროვანი ჩვენებები ამ საქმის გარემოებათა შესახებ.
გავასაჩივრეთ ჯერ შსს-ში. იქ ჩამოართვეს ახსნაგანმარტება პოლიციელს ვინც დააჯარიმა. ჩვენ გაგვამტყუნეს. წავედით სასამართლოში და იქ ასეთი რამ მოხდა - პოლიციელმა დეტალურ დაკითხვაზე აურდაურია ყველაფერი
დეტალურად რომ ჩავეძიეთ, ვერ გაიხსენა ვერაფერი დაზუსტებით და ბოლოს არსებითი რამაც კი შეეშალა. შსს-ს ახსნაგანმარტებაში ამტკიცებდა რომ პეკინის დასაწყისიდან გამოეკიდა დამრღვევს. ხოლო სასამართლოში დაკითხვაზე თქვა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტთან შენიშნა და იქიდან გამოეკიდა.
მოკლედ, სასამართლო მიხვდა რომ დარღვევა გამოგონილი იყო და გააუქმა ჯარიმა.
იმ პერიოდში რომ გავიკითხეთ, 20-მდე ადამიანი ვნახეთ ვისაც ასე უმიზეზოდ გამოუწერეს 200 ლარიანი ჯარიმა. ჰოდა როგორც ჩანს ტრენდია პოლიციაში ფულის კეთების. და ეს აშკარად ზემოდან, ხელმძღვანელობიდან მოდის, თორემ რიგითი ხეპრე პოლიციელი იმ 20 პუნქტიან მუხლში თავს დავდებ რომ ვერ გაერკვევა, მეც კი პროფესიით იურისტმა ძლივს გავუგე თავი და ბოლო.
ასე რომ ვურჩევდი ამ ვიდეოს სუბიექტს, რომ გაასაჩივროს ჯარიმა - ჯერ შსს-ში. იქ სავარაუდოდ ახსნაგანმარტებას დააწერინებენ პოლიციელს და ამით დასრულდება. შემდეგ უკვე უნდა გაასაჩივროს სასამართლოში და სასამართლოში დაკითხოს პოლიციელი დეტალურად. იქ გამოჩნდება ვინ არის და რა უნდა. თუ ნამდვილად დაარღვიე და ყველაფერი სწორად გააკეთა, აშკარად გამოჩნდება, ყველაფერს გაიხსენებს დეტალურად. თუ ვერ გაიხსენა ან ფაქტები შეუსაბამო იყო, მაშინ შენ გაგამართლებენ.
პ.ს. შსს-ში გასაჩივრებისას აუცილებლად მოითხოვე გაჩვენონ კამერის ჩანაწერები. იმის მიხედვით თუ რას გედავებიან, ნახე რომელ ქუჩებზე გაიარე, რომელ კამერებთან და იმ კამერების ჩანაწერები მოითხოვე. ამას მერეც გამოიყენებ. ამაზე პოლიცია უარს გეტყვის ათასი მიზეზის მოშველიებით.
იქიდან გამომდინარე თუ რა ახსნა-განმარტებას მისცემს პოლიციელი შსს-ში, სასამართლოზე აუცილებლად ხელახლა დააყენე შუამდგომლობა რომ წარმოადგინონ კამერის ჩანაწერები რომლებიც ამ პატრულის სიტყვებს დაადასტურებს. სასამართლო დაავალებს პოლიციას და პოლიცია სავარაუდოდ ვერ/არ წარმოადგენს. ესეც შენი სასარგებლო ფაქტი იქნება.
ჰოდა თუ არანაირი მტკიცებულება არ ექნება პოლიციას და მის ჩვენებებშიც არსებითი წინააღმდეგობები იქნება, გააუქმებს ჯარიმას.