NACNOBIარ ვაპირებ კამათს ახლა დიზელის ძრავებზე. ნანახი მაქ ეგ მონაცემები
დამიჯერე არა მგონია რომ შენზე ნაკლები გემოვნება მქონდეს დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი E60 M5 ბენზინის ძრავზე
სადმე მიწერია რომ ჯობია დიზელის ძრავი ბენზინისას? მაგრამ ეგრეც აღარაა რო "ძრავი მარტო ბენზინზე ვიცი მე"
ძველი დიზელის ძრავებს ქონდა პრობლემები მაგრამ მაინცდამაინც 2000 წლამდე გამოშვებული ძრავებით ნუ იხელმძღვენელებთ 2012 წლის ბოლო კვარტალია გარეთ
სამწუხაროდ საქართველო არა მაგრამ ევროპის ქვეყნები შეგიძლია აიღო მაგალითისთვის
დავწერე მე დიზელის პლიუსი ზევით მაგრამ ეტყობა არ მიაქციე ყურადღება
გავავსე ჩემი მანქანაის 70 ლიტრიანი ბაკი ბოლომდე წავედი ბათუმში და დავბრუნდი უკან. საშვალო წავს მიჩვენებდა 5.6 ლიტრას 100 კილომეტრზე ბორტკომპიუტერი.
რო ჩავედი ბათუმში ბაკში 3/4 დიზელი კიდე იყო ანუ დაწვა მეოთხედი. უკან რო დავბრუნდი თბილისში ნახევარს ცოტათი ჩამოცილებული იყო
ანუ დაახლოებით 40 ლიტრით გავიარე 800 კილომეტრამდე
ამის წინა მანქანა რაც მყავდა BMW E34 530i (218 HP)თვეში ბენზინში მეხარჯებოდა დაახლოებით 600 ლარი
ეხლა მყავს BMW E60 530D (218 HP) და იგივე სიარულით 200 ლარზეც აღარ ავდივარ(დიზელს ვასხავ რომპეტროლის FX ეხლა ღირს 2.30 GEL)
მგონი სხვაობა არის ხო?
მოკლედ ბევრი რო აღარ ვწერო დიზელის ძრავი არის ბევრად ეკონომიური და შესაბამისად ნორმალურ ქვეყნებში ევროპაში დიზელისძრავიან მანქანებს ყიდულობენ 1 მიზეზით. ბევრი ვისაც აქვს სასიარულოო დადის დიზლის ძრავიანი მანქანით!
ეხლა გეტყვი რა ხდება მაგ მხრივ საქართველოში და როგორ ესმით აქ ეკონომია:
ტიპი ყიდულობს 4.4 X5 ბენზინზე ან რამე სხვა მანქნანას დიდ ძრავზე მაგრამ იმის გამო რომ ბენზინის ჩასხმის ტრაკი არ აქ მანქანაში იწყება მარაზმი რასაც ქვია გაზის აპარატურის და ბალონის ჩაყენება მანქანაში. ხვრიტავენ მანქანის ძრავს, უმეტეს შემთხვევაში უერთებენ გაურკვეველი წარმომავლობის გაზის დანადგარებს კუსტარულად. რათქმაუნდა ამის ნორმალურად გამკეთებელი არავინ არაა და იწყება შემდეგ რამდენიმე ათეულ ჯერიანი ვიზიტი პროფილაქტიკებში ამ აპარატურის რეგულირებისთვის, თითქმის უქმდება საბარგული, მანქანას მუდმივ სატარებლად ემატება 150-200 კილო ბალასტი რომლიც არამგონია მანქანის სავალ ნაწილზე დადებითად მოქმედებდეს..., ასევე იმაზეც უნდა გეშინოდეს რომ ნიდაიბოგ ავარიაშI მოხვდე ბალონმა არ გაუშვას მაგ დროს ....
ხო და რაც მთავარია ამ ყველაფერს თან ახლავს მეორე კიდევ უფრო დიდი მარაზმი რათქმაუნდა ქართველი კაცისთვის რომელის 5.0 კუბატურიანი მანქანით დადის როგორ ეკადრება გაზის გამოჩენა ნაცნობმა რო დაინახოს რას იფიქრებს და ამ კატეგორიის ხალხი ღამე აზაპრავკებს გაზით მანქანებს(ვისაც არ ჯერა გაიარეთ ღამე გაზის ზაპრავკებზე)
ეხლა მოდი თქვი სიმართლე რომელი ვარინტი ჯობია ამ ორიდან ევროპული თუ ქართული?
This post has been edited by system32 on 26 Aug 2012, 03:58