Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რადიოელექტრონიკა > ლამპიონი მზის ენერგიაზე


Posted by: *shotia* 25 Dec 2016, 05:57
მოგესალმებით, ძალიან გთხოვთ გამიზიარეთ თქვენი ცოდნა. ვიყიდე 150 ვატიანი ლამპიონი, მინდა რომ სრულად მზის ენერგიაზე იყოს. რამდენი პანელი დამჭირდება, რა მოცულობის აკუმლატორი და კიდევ რა იქნება საჭირო რომ ღამე 10-12 საათი ენთოს და 100% solar იყოს. მადლობა წინასწარ.
user posted image

Posted by: nocs_13 25 Dec 2016, 06:08
რამდენ ვოლტიანი ნათურაა ეგეც დაგეწერა ბარემ, უფრო ზუსტი პასუხისთვის გამოდგება.

Posted by: *shotia* 25 Dec 2016, 06:35
ეს არის კონკრეტულად https://www.amazon.com/gp/product/B01D3WCDBA/

Posted by: nocs_13 25 Dec 2016, 07:44
Voltage 120277 volts
თავიდან კი ამივიდა თვალები შუბლზე მაგრამ ვვარაუდობ რომ 120/277 იგულისხმება biggrin.gif
ანუ ჩვეულებრივ ელექტრო ქსელზეა გათვლილი, რაც ნიშნავს იმას რომ გადამყვანი(მუდმივი-ცვლადისკენ, 12-24->120ისკენ, ან ბევრი აკუმულატორი მიმდევრობით)
დაგჭირდება თუ აკუმულატორიდან გეგმავ კვებას ან თუნდაც სინათლის პანელიდან. გადამყვანის მაგივრად მგონი ჯობია ნათურა გამოცვალო. ნახო რამე 12V იგივე
სიმძლავრის და გამოთვლები გაადვილდება.
I=W/V=150/12=12.5
Ta=12(საათი) * 12.5(ამპერი) = 150AmHr(ამპერსაათი ტევადობა). +25%(სტრახოვკა)
ეს აკუმულატორი რომ დატენო 8-10 სათიანი რეჟიმში დაგჭირდება 15-20 ამპერიანი მზის პანელი.
200W ფარგლებში, დაახლოებით ესეთი. https://www.amazon.com/Renogy-Watts-Volts-Monocrystalline-Bundle/dp/B00B8L8MD2

რავი აბა, გიღიირს?

პუ.სუ. ეს ცოტა "ხალხური" გამოთვლების შედეგით. უფრო ზუსტად თუ დავთვლით შეიძლება უფრო დაბალი სიმძლავრის პანელის
გამოყენებაც, მაგრამ ფინანსურად მგონია რომ სურათი დიდად არ შეიცვლება თუ აკუმულატორს და პანელს გაცილებით იაფად არ ნახავ.
აკუმულატორის შემთხვევაში შეიძლება მანქანის აკუმულატორიც გამოგადგეს და ამით ხარჯები შემცირდეს, ხოლო მზის პანელზე არ ვიცი.
იქნებ ალიექსპრესზე ნახო რამე იაფად. ჰო ნათურა კიდე.... ან გადამყვანი...

Posted by: *shotia* 25 Dec 2016, 09:01
რენტაბილური რომ არ არის და მრავალი წელი უნდა ფულის ამოღებას, მაგას ვხვდები, უბრალოდ გასართობად მინდა.

ანუ ეგ პანელი გასაგებია რომ 200W . ეყოფა.
ასევე მაინტერესებს ინვერტერი რა სიმძლავრის დასჭირდება და ასევე მაინტერესებს რამდენი ცალი მანქანის ნახმარი აკუმლატორი იქნება საჭირო?
მე როგორც გავიგე ინვერტერის მოვალეობა არის შემდეგი.. 12 ვოლტს გადაიყვანს 120 ვოლტზე და თან ინახავს ამ დენს. ასეა?
* * *
გასაგებია დავიანგარიშე, ანუ ერთი ცალი ეს ეყოფა: http://tegetamotors.ge/ka/products/act/mview/akumulatori-Extreme-210-a-s/?id=769479&type=batteries&category=&subcategory=

Posted by: nocs_13 25 Dec 2016, 17:45
ინვერტორი დენს არ ინახავს, აკუმულატორი ინახავს.
ინვერტორის სიმძლავრეს რაც შეეხება, 175 ვატი მაინც უნდა იყის. თუ ზუსტად 150ი იქნება დანაკარგების გამო
ვერ უზრუნველყოფს სრულ სიმძლავრეს და სულ გადახურებულ მდგომარეობაში იქნება და მალე გადაიწვება.
წესით ეგ აკუმულატორი კი ეყოფა. ეგ ლამპიონი მხოლოდ ცვლადი დენის პირობებში მუშაობს მგონი და
ამიტომ ინვერტორი საჭიროა.

ცოტა ძვირი გასართობი გამოდის მარა, შენ იცი აბა, წარმატებები. wink.gif

Posted by: *shotia* 25 Dec 2016, 20:36
მადლობა.
2 კვირაში ჩამოდის ლამპიონი და ნელნელა დავყრი სურათებს რა ეტაპზე ვიქნები და რა გამოვა ვნახოთ

Posted by: *shotia* 26 Jan 2017, 01:56
ჩამომივიდა bis.gif
user posted image


user posted image


პანელებს აქვე ვიყიდი, 2 ცალ 250 watt-იანს. ასევე აქვე ვიყიდი აკუმლატორს.

რაც შეეხება ინრტერს და ჩარჯ კონტროლერს იქნებ მირჩიოთ რამდენ ვატიანი მჭირდება და რომელი.

https://www.amazon.com/s/ref=nb_sb_ss_c_1_15?url=search-alias%3Daps&field-keywords=solar+charge+controller&sprefix=solar+charge+co%2Ccar-electronics%2C500&crid=125PIWT5TVI3I


Posted by: mixa 26 Jan 2017, 09:35
*shotia*
250$ გადაიხადე მაგაში?

მაგაში რომ ლედებია ჩალაგებული ეგენი მუშაობს მუდმივი დენით და რახან 220ვ უნდა ესეიგი შიგნით აქვს კვების ბლოკი რომელსაც 220 ცვლადი გადაყავს მუდმივში.
საერთოდ ყველა კვების ბლოკი ან ინვენტორი ამ გადაყვანა გადმოყვანაში კარგავს ენერგიას სითბოს სახით.
შენს ადგილას დავშლიდი და ვნახავდი შიგნით რა კვების ბლოკია და რეალურად რამდენი ვოლტი, ამპერი მიეწოდება ლედებს, იმიტო რო შენ სოლარ პანელის მიერ გამომუშავებული ენეგია მაინც მუდმივ დენში უნდა შეინახო.

Posted by: *shotia* 26 Jan 2017, 13:26
ეხლა დავშალე და ეს არის შიგნით:
user posted image

user posted image

Posted by: cicero 31 Jan 2017, 10:44
*shotia*

საინტერესოა wink.gif
მე გირჩევდი თუ დაშლაზე მიდგა საქმე, ლედების პანელიც მოხსნა და ნახო როგორაა ლედები ერთმანეთთან შეერთებული (მიმდევრობით\პარლელურად\კომბინირებული) ეს იმიტომ დაგჭირდება რომ, თუ არსებულ გარდამქმნელს მოხსნი ლედებს დრივერი დაჭირდება რომ არ დაიწვას აკუმულიატორებიდან პირდაპირი კვებისაგან. https://www.amazon.com/dp/B019W4C5IE/ref=twister_B01CZMO31M?_encoding=UTF8&th=1

Posted by: iraklius92 11 Feb 2017, 18:04
100 ვატი 12 საათზე 12 ვოლტიან ა კუმულიატორებზე არის კილოვატი და 200 მანქანის სტანდარტული აკუმულიატორი 12 *60 ამპერსაათი =700 გარდამაგისა უფრო მალე გაითიშება ანუ 500 პლიუს ინვერტორის დანაკარგი 30 პროცენტი და დატენვის კონტროლერისა ნუ ეს ერთად მოკლედ გარანტირებულად 200ვატი პანელი 4 60 ამპერიანი აკუმულიატორი ახალი ან 6 7 ნახმარი დატენვის კონტროლერი და ინვერტორი 220 ზე .

Posted by: "დმანისი1" 18 Feb 2017, 00:31
მაგარია და თან ეკონომიურიsmile.gif up.gif

Posted by: Tariel 12 Apr 2017, 21:29
*shotia*
გამართე სისტემა?
ისე მაგ ლედებს 30-42ვოლტი კვება უნდა, როგორც კვების ბლოკს აწერია.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)