#54742507 · 31 May 2019, 21:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა.
ესეთი კაზუსია:
1) არსებობს ორი ვალის აღიარების დოკუმენტი. ორივე დოკუმენტში მოვალის მიერ არის სხვადასხვა თანხა ვალად აღიარებული. (ერთი პირობითად 5 ლარი , მეორეში 10 ლარი) , ორივე ერთი და იგივე თარიღშია შედგენილი. კრედიტორს აქვს მოვალის აღიარება , რომლშიც წერია რომ ვალი შეადგენს 10 ლარს, მოვალეს აქვს ვალი აღიარება რომელშიც წერია , რომ კრედიტორის ვალი აქვს 5 ლარი , ოღონდ მოვალეს აქვს ამ დოკუმენტის ასლი. (ე.წ ქსეროქსი).
2) ორივე ვალის აღიარება გაკეთებულია ცალმხრივად , ანუ მოვალის მიერ დაწერილია ხელწერილი, მაგ: მე ჯოკია ბოდოკიას ამ პირის ვალი მაქვს ამდენი და ამდენი და გადავიხდი ამ დროს.
3) ვინიდან მოვალემ ვალის აღიარების დოკუმენტში მითითებულ ვადაში არ განახორციელა ვალდებულების შერულება , კრედიტორმა მიმართა სასამართლოს , რომ მოვალეს დაეკისროს 10 ლარის გადახდა. მოვალემ შესაგებელით სადავო გახადა ვალის ოდენობა და შესაგებელს დაურთო მეორე ვალის აღიარება , რომელშიც 5 ლარია მითითებული და განცხადა მას ვალი აქვს არა 10 ლარი არამედ 5 ლარი.
შეკითხვა:
მოსამართლე დავის განხილვის შემთხვევაში მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ 10 ლარის გადახდა დაკისრებს ? თუ 5 ლარის??
--------------------
ვაი დამარცხებულთ!
ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.
|