forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> თბილისში უნებართვო მშენებლობა, ძველი მეპატრონისგან
MGS
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 266
წევრი No.: 250229
რეგისტრ.: 26-April 19

გამოგზავნილია: 3 Jun 2019, 16:50  #54754942      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა,

დაახლოებით წელიწადნახევრის წინ იყიდეს ჩემმა მშობლებმა კერძო ბინა პატარა ეზოთი. გვინდოდა პატარა ავტოსადგომის ჩადგმა და ნებართვებში გარკვევისას აღმოვაჩინეთ რომ ძველ მეპატრონეს ბინა უნებართვოდ ჰქონია გაფართოვებული.
ამ შემთხვევაში რა ხდება, შეიძლება მოვიდნენ და დამანგრევინონ ბინა? საჯარო რეესტრის საკადასტრო რუქაზე დაშტრიხული არის ბინის ფართობი და ვიფიქრეთ ყველაფერი წესრიგშიაო. საკადასტრო რუქას რეესტრი თუ შეიტანს სისტემაში, შეიძლება რომ უნებართვო იყოს მაინც?

მადლობა წინასწარ
GHOST91
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 85
წევრი No.: 250828
რეგისტრ.: 28-May 19

გამოგზავნილია: 4 Jun 2019, 09:53  #54758075      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა.

ძალიან ზედაპირული ინფორმაცია მოწოდებული თქვენ მიერ.

რის საფუძველზე ადგენთ , რომ უკანონ არის აშენებული?? ნებართვები სად მოიძიეთ შესაბამის დაწესებულებაში თუ ოჯახში ე.წ საბუთებში??

უნდა გაარკვიოთ როდის მოხდა მშენებლობა და იქედან გამომდინარე უნდა დადგინდეს ამ ეპაზე ექვემდებარება თუ არა უკანონო მშენებლობა სანქციას.

წესით თუ უნებართვოდ არის აშენებული საჯარო რეესტრს არ უნდა დაერეგისტრირებინა ეს ფართი.


--------------------
ვაი დამარცხებულთ!
MGS
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 266
წევრი No.: 250229
რეგისტრ.: 26-April 19

გამოგზავნილია: 4 Jun 2019, 10:25  #54758203      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GHOST91
მადლობა გამოხმაურებისთვის,
როგორც ერთმა მეგობარმა მითხრა ადრე არეგისტრირებდა საჯარო რეესტრი უპრობლემოდ. ბოლო წლებში მერიის გარეშე აღარ აკეთებენო.
ეს აშენდა 2016 წელს და იქიდან მოყოლებული უწერია კვადრატულობა.
ანუ როგორც ვხვდები რახან რეესტრში გატარებული იყო უკვე ყიდვის მომენტში, აღარავინ შემოგვედავება ხომ? მე თუ რეესტრი მეუბნება ბინა არის 50 კვადრატული ვალდებული ვარ მოვიძიო რამდენად კანონიერად არის ეს 50 კვადრატული აშენებული?

კიდე ერთი შეკითხვა მაქვს, აქვე არის მითითებული ნ2 შენბა, რომელიც იდეაში არასდროს ყოფილა. უბრალოდ ამ ყოფილ მეპატრონეს უნდოდა აეშენრბინა და თავისი ჭკუით რეესტრში მეორე შენობაც დაარეგისტრირა მაშინ. ეხლქ ამ ადგილას ოთახის ან ავტოსადგომის აშენება თუ არის შესაძლებელი?

კიდე ერთიც და მორჩა biggrin.gif ბინის სახურავის ბრტყელი/ოდნავ დახრილი გადახურვიდან სამკუთხედად გადახურვა შეიძლება თუ ეგეც მშენებლობაში ითვლება? თუ ეგ არ შეიძლება 1 მეტრით რომ ავამაღლო ერთი მხარე რომ მეტი დახრა ჰქონდეს, ეგ მაინც შეიძლება?

მადლობა კიდევ ერთხელ
GHOST91
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 85
წევრი No.: 250828
რეგისტრ.: 28-May 19

გამოგზავნილია: 4 Jun 2019, 12:04  #54758744      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
როგორც ერთმა მეგობარმა მითხრა ადრე არეგისტრირებდა საჯარო რეესტრი უპრობლემოდ. ბოლო წლებში მერიის გარეშე აღარ აკეთებენო.


დიახ ადრე რეგისტრირდებოდა , ახლა წესით არ რეგისტრირდება მერიის ან ადგილობრივი თვიმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შენობის ექსპლოტაციის აქტის გარეშე.


[ქუოტე]ეს აშენდა 2016 წელს და იქიდან მოყოლებული უწერია კვადრატულობა.[/ქუოტე]

თუ აშენდა 2016 _ში ნებართვის გარეშე მაშინ ეს არის უკანონო მშნებლობა.


[ქუოტე]ანუ როგორც ვხვდები რახან რეესტრში გატარებული იყო უკვე ყიდვის მომენტში, აღარავინ შემოგვედავება ხომ? მე თუ რეესტრი მეუბნება ბინა არის 50 კვადრატული ვალდებული ვარ მოვიძიო რამდენად კანონიერად არის ეს 50 კვადრატული აშენებული?[/ქუოტე]
არა , რეესტრში გატარება არ ნიშნავს , რომ მშენებლობა ლეგალიზებულია ანუ კანონიერია, შესაბამისად თუ კანონმდებლობით ხანდაზმულობა არ ვრცელდება ამ მშენებლობაზე შესაძლოა მერია ან ადგილობრივი თვიმმართველობის ორგანო მოგედავოთ.

[ქუოტე]იდე ერთი შეკითხვა მაქვს, აქვე არის მითითებული ნ2 შენბა, რომელიც იდეაში არასდროს ყოფილა. უბრალოდ ამ ყოფილ მეპატრონეს უნდოდა აეშენრბინა და თავისი ჭკუით რეესტრში მეორე შენობაც დაარეგისტრირა მაშინ. ეხლქ ამ ადგილას ოთახის ან ავტოსადგომის აშენება თუ არის შესაძლებელი?
[/ქუოტე]

არ არის შესაძლებელი. ნებისმიერი სახის მშენებლობა საჭიროებს ნებართვას, თქვენ რომ ახლა მშენებლობა დაიყოთ თვითნებურად და მერიის ან ადგილობრივი თვიმმართველობის ორგანოს მშენბლობაზე ზედამხედველი ორგანო ამ დროს მოვიდეს ყველაზე ცუდ ვარიანტში შეიძლება დაგაჯარიმონ უნებართო მშენბლობისთვის და უკვე აშენებული დემონტაჟი მოითხოვონ.


QUOTE
კიდე ერთიც და მორჩა  ბინის სახურავის ბრტყელი/ოდნავ დახრილი გადახურვიდან სამკუთხედად გადახურვა შეიძლება თუ ეგეც მშენებლობაში ითვლება? თუ ეგ არ შეიძლება 1 მეტრით რომ ავამაღლო ერთი მხარე რომ მეტი დახრა ჰქონდეს, ეგ მაინც შეიძლება?


არ შეიძლება , აღნიშნული უნდა შეათანხმოთ მერიასთან ან ადგილობრივი თვიმმართველობის ორგანოსთან , წინაღმდეგ შემთხვეაში იქნება უკანონო და დაექვემდებარება სანქციას.


0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0197 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]