forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (2) 1 [2]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სავარაუდოდ თაღლით სომეხ ბიზნესმენს გადავეყარე
Z-owner
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2487
წევრი No.: 178841
რეგისტრ.: 26-December 13

გამოგზავნილია: 6 Jun 2019, 14:32  #54769952      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეგეთი სასტავი დასაკიდებელია, პლიუს სომეხს და ფული არ ქონდეს არ არსებობს, ეს თუ შეურაცხოფა ეგონება ვინმეს, თავისი პრობლემაა. მეც მთხოვა ერთმა ქალმა ფული, საფულე და საბუთები დავკარგე და სახლში ვერ მივდივარო, არაფერი დაკარგული იმას არ ქონდა, ფული უნდოდა და მივეცი 2 ლარი. არ უნდა მოტყუვდე თემაა რა, ხალხი ისეა გამხეცებული ლამის ტრუსიკი და ნასკები გაგხადონ, გაიარეთ აბა ღამე კლუბების ახლომახლო, ისეთი სასტავი მოძრაობს იმენა მსხვერპლს რომ ეძებენ.
lasha16
無限 Mugen Power


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2324
წევრი No.: 26825
რეგისტრ.: 11-December 06

გამოგზავნილია: 6 Jun 2019, 14:54  #54770074      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ladusha2
როცა შენთვითონ გინდა ადმიანზე დახმარება დაეხმარე უანგაროდ,უკან ნუხა დაელოდები მათგან სიკეთეს.
ოქროს სიტყვებია და ერთ-ერთი უდიდესი ჰუმანური ფილოსოფიაა, გნებავთ ქრისტიანულიც.
მასე ვარ და ამ ფილოსოფიით ვცხოვრობ, მეც მომიპარია რაღაც (არაფერი ღირებული, მაგრამ არააქვს ამას მნიშვნელობა) თუმცა არ დავსჯილვარ და არ მიზღვევია ამის გამო, ამან მორალური გაკვეთილი მასწავლა, გავაცნობიერე რომ ნემსის ქურდი და აქლმეის ქურდი ერთია. (აღარ მინდა ამაზე მეტად დაწვრილმანება, ზედმეტია უბრალოდ)

მოპარვამ მასწავლა გაკვეთილი და ამან სულ სხვა საფეხურზე ამიყვანა (როგორც ამაზე ნოდარ დუმბაძე საუბრობდა). მხოლოდ საკუთარი თავის სარგებელი რომ მადარდებდეს და არა საზოგადოების, მაშინ სხვანაირი ადამიანი ვიქნებოდი და აქამდე სხვანირად ვიცხოვრებდი.

სიკეთის ქმნა და წასვლა, ისე რომ მისგან სიკეთეს არ დაელოდო - ეს დათა თუთაშხიიდან მახსენებს მონაკვეთს, რასაც 100%-ით ვეთანხმები, ასეც მიქნია არაერთხელ და ასეც უნდა გავაგრძელო, მაგრამ რა ვქნა? გული არ მიშვებს, როცა დათასავით უსამართლობას ვხედავ არ შემიძლია გულხელდაკრეფილი ვიჯდე და ვუყურო ამას. არ შემიძლია ისეთი ადამიანების შეწყნარება, რომლებიც უსამართლოდ, სხვისი მოტყუების ხარჯზე ცხოვრობენ.



Human Rights
ჰო რათქმაუნდა, ძალიან არარეულირ ამბავია, უცნობ ადამიანს რომ ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ფულს ასესხებ, ასეთი ღვთისნიერი ადამიანები როგორ შეიძლება XXI საუკუნეში არსებობდნენ, თუმცა ამის ახსნა ფსიქოლოგიით შეიძლება.

მე INFJ ტიპის ადამიანი ვარ და ასეთ ადამიანებს ახასიათებთ მსგავსი "მსხვერპლის" გაღება, თუმცა INFJ ტიპის ადამიანები 1%-ია მსოფლიოში და ამიტომაც არის იშვიათად ასეთი "დაუჯერებელი" შემთხვევები.

რათქმაუნდა ყველა ადამიანი უნიკალურია და ყველა ადამიანის გადმოსახედიდან, ჩემი ეს შემთხვევა სხვადასხვა ნაიარად ჩანს, ზოგისთვის უაზრო ვარ, ზოგისთვის ჭკვიანი, ამას დიდი მნიშვნელობა არააქვს და არც ბევრი ფილოსოფიით არ მინდა თავის შეგაწყინოთ, უბრალოდ არ მიყვარს ბოროტი ხალხი და ჩემი ტიპის ადამიანი, ბუნებით ჰუმანისტია.

როცა ვხედავ გაიძვერა ადამიანს ავტომატურად მიჩნდება სურვილი დავიცვა სხვები. აქედან გამომდინარე, მე არ მაქვს პრეტენზია 60 ლარზე, მე მაქვს პრეტენზია დაისაჯოს და პასუხი აგოს მის საქმიანობაზე.
უამრავი კამერის წინ მივეცი ფული, მაქვს მისი ნომერი და ხმის ჩანაწერიც. იმ კაცის სახესაც ნახავენ ვინ არის და რას საქმიანობს. საზოგადოებისთვის კარგი საქმის გაკეთებას ვცდილობ და ამაში ვიცი რომ თქვენც მეთანხმებით. დღესაც დავურეკე და ნომერი გათიშული აქვს.

დღეს საღამოს მივალ პოლიციის განოყფილებაში და მერე ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
* * *
QUOTE (Z-owner @ 6 Jun 2019, 14:32 )
ეგეთი სასტავი დასაკიდებელია, პლიუს სომეხს და ფული არ ქონდეს არ არსებობს, ეს თუ შეურაცხოფა ეგონება ვინმეს, თავისი პრობლემაა. მეც მთხოვა ერთმა ქალმა ფული, საფულე და საბუთები დავკარგე და სახლში ვერ მივდივარო, არაფერი დაკარგული იმას არ ქონდა, ფული უნდოდა და მივეცი 2 ლარი. არ უნდა მოტყუვდე თემაა რა, ხალხი ისეა გამხეცებული ლამის ტრუსიკი და ნასკები გაგხადონ, გაიარეთ აბა ღამე კლუბების ახლომახლო, ისეთი სასტავი მოძრაობს იმენა მსხვერპლს რომ ეძებენ.

არადა ზუსტად რამდენიმე დღის წინ, მანდვე სანამ ეს ისტორია მოხდებოდა, ერთი მოხუცი ქალი მაჩერებს ძალის გამოყენებით ანუ მივდიოდი და ხელით დამიჭირა და ფული მთხოვა. წამალზე ამკლდება 50 თეთრიო და მომეციო (არანაირი თხოვნა, მკტიცებით ფორმაში მოთხოვა). ჯიბეში 40 თეთრი მედო და მივეცი.

მემგონი აქვე სადაც ვმუშაობ, დგანან გზის მოპირდაპირე მხრიდან და ვინმე რომ გამოვა, მერე აედევნებიან რომ ფული "აახიონ".

ეს ორი შემთხვევა რამდენიმე დღის შუალედში მოხდა. როგორც ჩანს კოლმეურნეობაზე ბევრი ასეთი გამომძალველი იყრის თავს და ვისაც "დააგოიმებენ" იმათ ფულს ძალავენ.
უბრალოდ როცა მიდიხარ შენთვის, სამასხურის მერე გადაღლილი, და ვინმე მოულოდნელად გაჩერებს, მაგ მომენტით სარგებლობენ რომ აზრზე მოსვლა ვერ მოასწრო.




This post has been edited by lasha16 on 6 Jun 2019, 14:58


--------------------
Bonneville 400
ladusha2
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1375
წევრი No.: 118061
რეგისტრ.: 6-July 10

გამოგზავნილია: 6 Jun 2019, 15:57  #54770418      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
არადა ზუსტად რამდენიმე დღის წინ, მანდვე სანამ ეს ისტორია მოხდებოდა, ერთი მოხუცი ქალი მაჩერებს ძალის გამოყენებით ანუ მივდიოდი და ხელით დამიჭირა და ფული მთხოვა. წამალზე ამკლდება 50 თეთრიო და მომეციო (არანაირი თხოვნა, მკტიცებით ფორმაში მოთხოვა). ჯიბეში 40 თეთრი მედო და მივეცი.

მემგონი აქვე სადაც ვმუშაობ, დგანან გზის მოპირდაპირე მხრიდან და ვინმე რომ გამოვა, მერე აედევნებიან რომ ფული "აახიონ".

ეს ორი შემთხვევა რამდენიმე დღის შუალედში მოხდა. როგორც ჩანს კოლმეურნეობაზე ბევრი ასეთი გამომძალველი იყრის თავს და ვისაც "დააგოიმებენ" იმათ ფულს ძალავენ.
უბრალოდ როცა მიდიხარ შენთვის, სამასხურის მერე გადაღლილი, და ვინმე მოულოდნელად გაჩერებს, მაგ მომენტით სარგებლობენ რომ აზრზე მოსვლა ვერ მოასწრო.


მათხოვრებით არი ქვეყანა სავსე, შენ გონია პოლიციამ არიცის ეგ ამბავი ან სახელმწიფომ მარა კიდიათ!თუნდაც სტაიანშიკის ინსტიტუტი აიღე რა ფენომენია , შენ ოფიციალურად გადახდილი გაქ დახაზულ ხაზებში გაჩერების უფლება და ესენი თავის ჭკუაზე ანაწილებენ ვინ სად დაყენონ, პლიუს გწყევლიან ფულს თუ არმიცემ. ისევ ჩვენ ხალხს გვიწევს ჩვენთვითონ მოვაგვაროთ მათან კომუნიკაცია(მე ვთვლი მო მათხოვრები არიან ეგენი სამწუხაროდ შეურაწყოფას არ ვაყენებ). სადა ამ დროს პოლიცია, კანონი და ა.შ(უკანონო შემოსავალი აქვთ + უკანონოდ დგანან)
Human Rights
Soldier of Fortune


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16986
წევრი No.: 16496
რეგისტრ.: 23-January 06

გამოგზავნილია: 6 Jun 2019, 16:09  #54770476      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
lasha16
QUOTE
ჰო რათქმაუნდა, ძალიან არარეულირ ამბავია, უცნობ ადამიანს რომ ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ფულს ასესხებ, ასეთი ღვთისნიერი ადამიანები როგორ შეიძლება XXI საუკუნეში არსებობდნენ, თუმცა ამის ახსნა ფსიქოლოგიით შეიძლება.


სანან 'გაჭირვებულს' დაეხმარები მანამდე ცოტა ინტიუციით და ლოგიკური აზროვნებით უნდა გაარკვიო მართლა 'გაჭირვებულია' თუ არა.
იმ ტიპმა კიდევ გონების პროცესში ჩართვის საშუალება არ მოგცა და პირდაპირ 'ემოციებით' დაგიჭირა.
მთელი თეორია არსებობს ამ ყველაფერზე როცა მოწყვლადი ადამიანები იღებენ გადაყვეტილებას ემოცით მაგრამ რაღაც დონეზე კრიტიკული აზროვნების უნარის გამომუშავება ყველას შეუძლია. ემოციურად ცოტა უნდა 'დაბლაგვდე' რომ მსგავსი რაღაცეებს მიხვდე.

აი რომ გითხრა ბიზნესმენი ვარო, მაგ დროს უნდა კითხო, შენი ოჯახის წევრებს დაუკავშირდი რუსეთში და იმათ გადმოგირიცხონ ვესტერნ უნიონითქო (10 წუთის თემაა) - უნდა დააკვირდე რა რეაქცია ექნება.
თუ ოჯახის წევრი არ ყავდა, ვერ კითხე როგორც ბიზნესმენს 1 მეგობარი მაინც არ ყავდა რომ თანხა გარმოერიცხათ? - უნდა დააკვირდე ამ დროს მის პასუხს

This post has been edited by Human Rights on 6 Jun 2019, 16:14


--------------------
„აქაც კაი კაცი იყო, იქ ნათელი დაადგესა!“
lasha16
無限 Mugen Power


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2324
წევრი No.: 26825
რეგისტრ.: 11-December 06

გამოგზავნილია: 6 Jun 2019, 20:35  #54771884      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვიყავი უკვე პოლიციის განყოფილებაში და განვაცხადე.

ეს ძალიან მსუბუქი პრობლემაა სხვა უფრო მძიმე დანაშაულებებთან შედარებით, ასე რომ არამგონია ამ საქმის გამო, ვინმე უფრო მნიშვნელოვან საქმეებს მოცდეს.

უბრალოდ თუ ვინმე გარკვეულ დროს და რესურს დაახარჯავს ამ საქმეს, ადვილად იპოვნიან რადგან კამერები არის, დროც და თარიღიც იციან, მობილურის ნომერიც ჩაიწერეს. იმ ნომრიდან ჩანაწერების ამოყრაც შეუძლიათ, დანარჩენი უკვე მათი საქმეა.

თუ რამე სიახლე იქნება, დავწერ და თქვენც გაიგებთ.
eldorado31
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1260
წევრი No.: 176589
რეგისტრ.: 14-November 13

გამოგზავნილია: 6 Jun 2019, 23:24  #54772663      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მგონია რომ თემის ავტორი ტროლაობს, ასე დღისით, მზისით ყოვლად უცნობ ადამიანს ფული როგორ ასესხა?

უცნობი ადამიანი გაჭირვებაში იყო და დაეხმარა. აბა ზოგჯერ უცხო ადამიანებსაც თუ არ ვენდეთ საშველი აღარ ყოფილა ამ დედამიწაზე biggrin.gif
Human Rights
Soldier of Fortune


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16986
წევრი No.: 16496
რეგისტრ.: 23-January 06

გამოგზავნილია: 6 Jun 2019, 23:42  #54772738      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
eldorado31
QUOTE
უცნობი ადამიანი გაჭირვებაში იყო და დაეხმარა. აბა ზოგჯერ უცხო ადამიანებსაც თუ არ ვენდეთ საშველი აღარ ყოფილა ამ დედამიწაზე


სიტუაციას გააჩნია მეგობარო და კრიტიკული აზროვნების უნარს.
თორემ უცხოსაც დაეხმარები და შეიძლება ისეთსაც დაეხმარო თავის ჭკუით რომ ჰგონია გატყუებს და შენ თავი შეგნებულად მოატყუებინო.

lasha16
კარგია რომ საქმეს ბოლომდე მიყვები.

ისე ჩათვალე რომ 60 ლარად (ძალიან იაფად) კარგი ცხოვრებისეული გამოცდილება 'იყიდე', შეიძლებოდა ურესიც მომხდარიყო.
მგონი ამ ყველაფრით მოგებული შენ უფრო დარჩი გრძელვადიან პერსპექტივაში.
მომავალში როცა შეიძლება საქმე უფრო დიდ თანხას ეხებოდეს, უფრო ყურადღებით იქნები.

This post has been edited by Human Rights on 7 Jun 2019, 00:39
lasha16
無限 Mugen Power


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2324
წევრი No.: 26825
რეგისტრ.: 11-December 06

გამოგზავნილია: 8 Jun 2019, 10:54  #54778852      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Human Rights
კი, მე უფრო მეტად დავრჩი მოგებული რადგან ჩემი ტვინი არ იყო აფერისტებთან საუბრით გამოცდილი, მეგონა რომ ადამიანები ტყუილს ბიზნესად არ გადააქცევდნენ, რომ 1000-ში ერთხელ 60 ლარიანი ტყუილი არაუშავს, მაგრამ არაუშავს, ვისწავლე და უფრო უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო.
მსგავსი მატყუარა და გადამგდები ხალხი რომლებიც სხვის სიკეთეს თავისი თავის სასარგებლოდ იყენებენ, ღმერთი არ მოახმარს და მეორეც, არ შეერგება რადგან ყოველთვის არ გაუმართლებს, ერთხელაც კოკა წყალს აღარ მოუტანს.

უბრალოდ ძალიან გამაღიზიანებელია ის რომ უცნობი ადამიანი რომელიც გეხმარება, ისე რომ არ გეკითხება დეტალებს, და ასეთ ჰუმანურ საქციელს შენ არ აფასებ, პირიქით მიითვისებ და მიიმალები, რა ჰქვია?
შუბლზე ძარღვის გაწყვეტა ჰქვია ამას, ანუ ცხოველის დონეზე დაცემა.

60 ლარი კიდევ ერთხელ ვამბობ არაფერია, რადგან 1 თვე უხელფასოდაც მიმუშავია და ისე წამოვსულვარ სამსახურიდან, იქაც 1000 ლარის ღირებულების ჭკუა ვისწავლე. მე ზოგადად ინტროვერტი ვარ და არ მიყვარს ხალხთან და მასებთან ურთიერთობა, ამიტომაც ნაკლებად მიწევს გათახსირებული ადამიანებთან ურთიერთობა, თუმცა არაუშავს, როგორც მართლმადიდებელ ადამიანს, ღმერთის მჯერა და ისევ ვინც ჩემი ხათრით და სიკეთით ბოროტად ისარგებლა ღმერთი მიუზღავს იქ.
rockforever
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9915
წევრი No.: 77956
რეგისტრ.: 10-December 08

გამოგზავნილია: 8 Jun 2019, 12:51  #54779275      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
ეგ სომეხი ბიზნესმენი

შეიძლება სომეხი საერთოდაც არ გამოდგეს ბოლოს და ქართველი იყოს

თაღლითობის ისეთ ლეველებს მიაღწია ხალხმა

პირი ღია დარჩება ადამიანს.



--------------------
„სამყარო პირველად იყო მოთავსებული მუხუდოს მარცვალში, მარცვალი შემდგომ აფეთქდა, დაიწყო ნივთიერებათა გარტყორცნა და დღეს ჩვენ ვიმყოფებით გატყორცნის სტადიაში, ხოლო სააკაშვილი სუპერ გატყორცნის სტადიაშია თავისი ქვეყნიდან, ხალხიდან" (c) შალვა ნათელაშვილი
LOLZ
ჭორიტიკოსი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25057
წევრი No.: 6624
რეგისტრ.: 1-October 04

გამოგზავნილია: 8 Jun 2019, 16:13  #54779909      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
lasha16
მაგ დროს დეტალები უნდა ჰკითხო, რომელ სასტუმროშია, როდის მიდის, რა ჰქვია მის საწარმოს, რა მისამართზეა და ა.შ.

დადე მერე, როგორ დამთავრდება ეგ ამბავი.

VALETA

ოკ მაშინ ამ თემაში ყველა დამპოსტავს 100-100 ლარი მიეცი და თავი იმით ინუგეშე რომ ზედმეტი გქონდა არ არ გჭირდება მისი დაბრუნება.
სესხი არის სესხი, 1 ლარი იქნება თუ მილიონი. და გადახდა უნდა. საჩუქარი სხვა რამეა.
მერე კიდევ .. მაინტერესებს, შენი აზრით თაღლითობა კარგია და იგივე რომ შენთვის გაეკეთებინათ, მოგეწონებოდა?


--------------------
Ave Gijmaj! თაყვანი მეცით, თქვენი ახალი ღმერთი ვარ!!!
--
უნდა იყო აჩქარებული მაგრამ ნელი. საოცარი რამეა. ვინც ამას შეძლებს აუცილებლად გადადგავს სწორ ნაბიჯებს.
--
Every person, all the events of your life are there because you have drawn them there. What you choose to do with them is up to you.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) 1 [2]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0331 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]