#54788018 · 10 Jun 2019, 13:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით, დამიწერეს 200 ლარიანი ჯარიმა ავარიული სიტუაციის შექმნისთვის, რეალურად დასაშვებ სიჩქარემდე ავჩქარდი და მერე ავუშვი გაზს ფეხი (დაბუქსავების გარეშე) ვთვლი რო არ შემიქმნია ავარიული სიტუაცია, რომელიღაც სამმართველოს უფროსი მოძრაობდა საკუთარი ავტომობილით , რომელმაც გადასცა ჩემი ავტომობილის ნომრები და გამაჩერეს, ჯარიმის დაწერიდან მეორე დღეს მივედი გავასაჩივრე, მოვითხოვე ვიდეო ჩანაწერი და ახსნა განმარტებაში დავწერე რომ ავჩქარდი დასაშვებ სიჩქარემდე თქო ( მანქანას შედარებით დიდი ხმა აქვს) , ვითხოვდი ვიდეო ჩანაწერს რომელიც ვერ წარმომიდგინეს პასუხი" იყო ალბათ იცით რომ სამმართველოს უფროსს არ უყენია მანქანაში კამერაო", მეორედ გავასაჩივრე და დავწერე რო თავს არ ვთვლი დამნაშავეთ და ვაჟა ფშაველაზე მილიონი კამერა აყენია რომელიმეში გამოვჩნდები თქო, პასუხი არ მიმიღია, შემთხვევით შევამოწმე პოლიციის ჯარიმების გვერდი და 200 ლარიანი 600 ლარია გამხდარი. დავურეკე რა ხდება თქო და ალბათ პროგრამული ხარვეზიაო. თქვენი პასუხი გამოგზავნილია და მოგივათო გავიდა 2 კვირა არ მომსვლია წერილი, ვკითხე ვიდეო ჩანაწერებს მიგზავნით თქო და არაო ჩანაწერები არ არის ღამე იყო და კამერებში მანქანა არ ჩანსო, მაინტერესებს აზრი აქვს თუ არა სასამართლოში გასაჩივრებას, და რა ღირს სასამართლოში რო შევიტანო განცხადება
|