#58646290 · 28 Nov 2021, 00:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მართლაცდა, რატომ არის წმინდა გიორგი საქართველოს მფარველი? ვინმემ დანიშნა თუ თავისი ინიციატივით იკისრა ეს საშარო საქმე? იქიდან შემოთვალა ამ ზონის მაყურებელი დღეიდან მე ვიქნებიო? ისე, სიცოცხლეში საერთოდ იცოდა საქართველო სად იყო? ან რა უბედურებაა ამის მფარველი წმინდანი და იმის მფარველი წმინდანი? ეს ხომ ცხადია, რომ ესენი უბრალოდ სახეშეცვლილი კერპები არიან? ის კი არადა, ზუსტად იციან კიდევაც რომელი წმინდანი თუ კონკრეტული ხატი რომელი კერპი (ღმერთი) იყო.
ძალიან მიკვირს, რატომ არ გინდათ, რომ იესო ქრისტე იყოს თქვენი მფარველი? გერიდებათ შეწუხება? თუ ვერ იცლის თქვენთვის? თუ არ გევასებათ ქრისტე ? ნამეტანი პრეტენზიულია, რაცხა მცნებების დაცვას გთხოვთ და ეს კერპები გირჩევნიათ ამიტომ, რომლებიც არაფერს მოითხოვენ სამაგიეროდ, ჰაჰა, სანთელი დაუნთო და ცხვარი დაუკლა.
ისე გიო, მინდა გითხრა, რომ ნამეტანი ცუდად მფარველობ საქართველოს. ცოტა მოიხოდე, თორემ გადაგაყენებთ. ვინმე თუ უნდა იყოს საქართველოს მფარველი წმინდანი, ესაა ილია ჭავჭავაძე (მართალი). არა ვარ მართალი? კაცი მთელი ცხოვრება საქართველოსთვის იღწვოდა, იბრძოდა და საქართველოსთვის მოკლეს
--------------------
https://modivisaubrot.wordpress.com/
|