დედიკოებო და მომავალო დედიკოებო,
რა ჩავაცვათ ახალშობილს/ჩვილს? - გამოცდილი დედებისთვის შესაძლოა ეს კითხვა უმარტივესი იყოს, თუმცა ჩვენ, ვისაც ჩვილებთან ურთიერთობის არანაირი გამოცდილება/პრაქტიკა არ გვქონია, მუდმივად ამაზე ვფიქრობთ
(ნუ, ყოველ შემთხვევაში - მე
)
გთხოვთ, არ დაიზაროთ და კონკრეტულად აგვიღწერეთ რას და რამდენს ვაცმევთ : ) (ზოგადი რჩევები "პლიუს 1", "როგორც შენ იცვამ" და სხვ. არ მიიღება)
პ.ს. პირადად მე სექტემბრის პირველ რიცხვებში ველოდები და მაგალითისვთვის შემოდგომის კოლექციით შეგიძლიათ დაიწყოთ
პ.პ.ს. "გზამკვლევს" გადავხედე და ამ ტიპის თემა ვერ ვნახე, ასე რომ, ვფიქრობ, მისი არსებობა საჭიროა.