ადგილობრივ დონეზე ჩამკვდარია ყველაფერი და ვართ წუმპეში
თუმცა კარგი ამბებიც მაქვს. წელს სეზონის ბოლოს დავიწყე სიარული ტრეკზე, ძველებიც შემეხმიანნენ ვინც დადის წლებია, ბევრი ახალბედაც წამოვიდა და ყოველ ხუთშაბათს წყვეტაა რუსთავში. ვიდეოებსაც დავდებ ტრეკისას პოპულარიზაციისთვის. შემდეგ სეზონზე შეჯიბების ჩატარებაც გვინდა სხვადასხვა კუბატურაში, წესით სტრიტების კლასიც იქნება და ვნახოთ რა გამოვა.
მიდგომაა შესაცვლელი ბაიკის მიმართ ზოგადად ხალხში და განსაკუთრებით სპორტბაიკის მიმართ. დაინახოს უნდა ხალხმა, რომ სპორტი არის ტრეკისთვის შექმნილი და იქ იგრძნობ სპორტით თავს როგორც თევზი წყალში და არა ქალაქში გაზაობისას. პრინციპში ვინც ერთხელ მაინც მოხვდა ტრეკზე უკვე ყველა ასე ფიქრობს და ქალაქში აღარც კი გინდება სიარული სპორტით.
This post has been edited by StreetBaron on 21 Oct 2020, 18:22
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)