Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კლასიკური მუსიკა > ჩვენი მუსიკალური აღმოჩენები


Posted by: WAGNERITE 28 Apr 2008, 20:05
ეს თემა ჩვენ მუსიკალურ აღმოჩენებს მივუძღვნათ. რაგინდარა ცნობილიც არ უნდა იყოს ესა თუ ის მუსიკოსი ან ნაწარმოები, სანამ მას შენთვის არ "აღმოაჩენ", მანამ ყოველთვის სხვისი ან სულაც არავისი იქნება.

დღეს მე კირილ კონდრაშინის მალერი აღმოვაჩინე.

Kirill Kondrashin was an important, at times great Mahler conductor. While the British press keeps up an ongoing historical commentary about the beginnings of "the acceptance of Mahler in Britain" in the late 1950s and early '60s (accompanied by a spate of generally terrible broadcast airchecks by Horenstein and Barbirolli) no one ever discusses the similar phenomenon in Russia, for which Kondrashin was largely responsible. -- http://www.classicstoday.com/review.asp?ReviewNum=5212

კონდრაშინს კარგა ხნის მანძილზე მარტო სოციალისტური სამშობლოს ღალატით თუ ვიცნობდი. მისი მალერი ბლომად დამიგროვდა, მაგრამ მოსასმენად ვერც ერთხელ ვერ მოვიცალე.

წეღან მეცხრე სიმფონია მომხვდა ხელთ და ვიფიქრე, ვნახავ ერთი რა არის მეთქი. ორიოდე ფრაგმენტის გასინჯვას ვაპირებდი და ვეღარ კი მოვწყდი.

მეცხრეს ერთ-ერთი პირველი სტუდიური ჩანაწერია, 1964 წლისა, ბერნსტაინის, ანჩერლის, კლემპერერის, კუბელიკის, შოლტის, ნოიმანის, აბრავანელის, ჰაიტინკის ცნობილ ვერსიებზე ადრე გაკეთებული.

ეხლა, ცხადია, მოსკოვის ფილარმონიის ორკესტრი კონსერტგებაუ არ არის, მაგრამ ის კი უნდა ვთქვა, რომ ესოდენ კარგი მალერი ბევრი არ მომისმენია.

კონდრაშინს თავიდანვე ასე იცნობენ და მალერის მართლა დიდი შემსრულებელი ყოფილა.

Posted by: inana 28 Apr 2008, 20:31
WAGNERITE
ძალიან კარგი თემა გახსენი. ჩემთვის ბოლო ერთი წელი, შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არის მუსიკალური აღმოჩენების წელი, აღმოჩენა და სასწაული არ არის ბრუკნერის სიმფონიები? ვაგნერის ,,პარსიფალი", ,,ლოენგრინი", ,,ნიბელუნგების ბეჭედი", ზიგფრიდ იდილი", მალერის ,,ერდე", მეათე, შტრაუსის ,,მეტამორფოზები", ,,გმირის ცხოვრება", ,,სალომე", ,,ელექტრა", პეტერსონის მეშვიდე, ლისტის ,,დანტე სიმფონია", იქით მონტევერდის ,,ორფეო", კიდევ ბევრი, პირველები რაც გამახსენდა, ესენია. გეთანხმები, წიგნისა არ იყოს, თუ შენთვის არ აღმოაჩინე, როგორი სახელიც არ უნდა ჰქონდეს, როგორი შარავანდედითაც არ უნდა იყოს მოსილი, ვერაფერს გახდები, ეს ,,შენთვის აღმოჩენა" კი, ვგონებ, ის არის, რაც ნაკლებად არის დამოკიდებული ძალისხმევასა და მონდომებაზე. შეხვედრა უნდა შედგეს. და თუ შედგა, ამ ბედნიერებას და ნეტარებას ცოტა რამ თუ შეედრება დედამიწის გულზე.

Posted by: weisenhaus 28 Apr 2008, 22:27
ყველაზე კარგი ვინც არ ვიცოდი და აღმოვაჩინე ეს ვებერია. იმის მემილიონედითაც არაა ცნობილი , რაც სინამდვილეში მისი მუსიკაა. შემდეგ მოსდევს გუნო და მასნე , აგრეთვე ლორტცინგი, ბუალდე , მარშნერი , ალევი, ობერი და კიდევ რამოდენიმე.

Posted by: Pathetikos 28 Apr 2008, 23:44
ჰენდელი!


რამდენჯერ მოვუსმინე და რამდენნაირს, თითქოს ბოლო დროს "ქსერქსეც" შემაყვარა ჩემი საყვარელი მორინ ფორესტერის და ლუჩია პოპის გენიალურმა სიმღერამ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჰენდელში მე ყოველთვის ბრწყინვალე მომღერლების ტექნიკა მხიბლავდა და მიყვარდა, და არა თვითონ ჰენდელი. თუმცა შესრულებასა და "ორიგინალს" შორის მკვეთრი განსხვავება მუსიკაში ცოტა არის იყოს და უადგილოა...

ხოდა, უკვე კვირაზე მეტია ჩაციკლული ვარ ორადორ არიაზე "არიოდანტედან", რომლებიც (განსაკუთრებით, პირველი!) ისეთი სიხარულის განცდას მანიჭებენ, როგორი ცოცხალი და კონკრეტული განცდაც კაი ხანია არცერთ მუსიკალურ ნაწარმოებს არ მოუნიჭებია.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ შემთხვევაში "ორიგინალი" ჰენდელით აღფრთოვანება ჩემში ანე სოფი ფონ ოტერის არაჩვეულებრივად ელეგანტურმა სიმღერამ გამოიწვია. ეს ქალი კლასიკური მაგალითია იმისი, თუ როგორ შეიძლება არ ფლობდე განსაკუთრებულ ხმას, მაგრამ არტისტიზმით და სიმღერის უნარით მიაღწიო ძალიან დიდ შედეგებს.

არიოდანტეს პირველი არია:
http://files.ge/file/229134/-ali-di--constanza-mp3.html

არიოდანტეს მეორე არია:
http://files.ge/file/229141/H--ndel---Ariodante--1997-Minkowski-Otter-Dawson-Cangemi----CD3---15---Atto-3---Scena-8---Aria-Ariodante--Dopo-notte--atra-e-funesta-mp3.html

რა ვიცი, ალბათ თქვენ ისე ვერ მოისმენთ როგორც მე და ან ჩვეულებრივ ჩახუჭუჭებულ ბაროკოდ მოგეჩვენებათ ან რამე ჩემ აღმოჩენაზე უფრო მაგარს აღმოაჩენთ, მარა მაინც გიზიარებთ. აქაურებთან ამართლებს ხოლმე. smile.gif


Posted by: Contralto 29 Apr 2008, 12:32
ეს უკრაინელი პიანისტი იუთუბზე აღმოვაჩინე შარშან, მანამდე არც მსმენოდა.

ნუ, რა უნდა ვთქვა, მისი სახელია ვალენტინა ლისიცა. და ის წარმოუდგენელი ვირტუოზია. თუმცა, მისი ერთადერთი ღირსება, ალბათ, მხოლოდ ესაა.

მაგრამ მოუსმინეთ და თავად დარწმუნდით:

პაგანინი-ლისტი "კამპანელა"
http://youtube.com/watch?v=hVrgRQCcRGc

რახმანინოვი, ეტიუდ სურათები, ოპ. 39, #6
http://youtube.com/watch?v=DAb2nI2hVqk

უყურეთ და ტემპებს დააკვირდით კარგად wow.gif wow.gif wow.gif

იგივე ნაწარმოები (რახმანინოვი) სხვა, კიდევ უფრო სწრაფი შესრულებით: არ გინდათ, რომ სპორტულებში ჩაცმულმა ნათესავმა ასე დაგიკრათ სახლში? biggrin.gif
http://youtube.com/watch?v=OICSVujrtJU&feature=related

Posted by: Fitzcarraldo 1 May 2008, 03:51
აი, კრისტა ლუდვიგის ერბარმე მინდა რომ აღმოჩენად მექცეს, დაიდოს ჩანაწერი!

Posted by: Pathetikos 1 May 2008, 10:04
Fitzcarraldo
მე კარაიანისაში მოვისმინე და მართლა აღმოჩენა იყო. მისი ყველა არია.

Posted by: MaShiko-MuSicology 1 May 2008, 14:06
QUOTE
მისი სახელია ვალენტინა ლისიცა. და ის წარმოუდგენელი ვირტუოზია

ლისიცა მხოლოდ დუეტებში მყავს მოსმენილი, მგონი თავისსავე ქმართან ერთად. რახმანინოვის პირველ სუიტას, ვებერის რონდოს და, თუ სწორად მახსოვს, ლისტის "რემინისცენციებს" უკრავენ. აი, მანდ, ტემპები, ჩემი აზრით მეტისმეტია, სუიტის ბოლო ნაწილი საერთოდ გაუგებარია...

Posted by: WAGNERITE 2 May 2008, 18:11
Pathetikos
ხო იცი, ლუდვიგი კლემპერერთან და კარაიანთან ერთნაირად არა მღერის gigi.gif

Posted by: Pathetikos 2 May 2008, 18:27
WAGNERITE
yes.gif

თუ გავითვალისწინებთ, თუ როგორ მღერის ლუდვილი მალერს კარაიანთან და როგორ მღერის იგივეს კლემპერერთან, ლუდვიგი კლემპერერის ბახში ცუდი უნდა იყოს, რადგან კარაიანისაში კარგია. biggrin.gif


ისე, მუსიკალური აღმოჩენებიო, და შენ მიერ დადებული ლუდვიგის ბრიუნჰილდე მართლა აღმოჩენა იყო. გვინეთ ჯოუნსი ხოა ველური და არაფერი არ ღლის და არ აჩერებს, მარა ხანდახან ზედმეტად არაზუსტია ხოლმე. ლუდვიგი რაღაც სასწაულს შვრება. bis.gif

Posted by: inana 14 Jun 2008, 21:09
ბელა ბარტოკი : ლურჯწვერა ჰერცოგის სასახლე

აღმოჩენად მექცა.

Posted by: loza 14 Jun 2008, 23:42
ლისტი: დანტეს წაკითხვის შემდეგ.
რაღაცით ჰგავს მაზეპას, სადღაც - პირველ მეფისტოს. თითქოს h-moll-ის ინტონაციებიც გესმის კაცს.
პრინციპში, გულთან ახლოს ვერ მიმაქვს (მეათე კლასში რომ ვიყავი, მაშინ მიმქონდა), გუშინწინისწინისწინდელი დღეა.

Posted by: Fitzcarraldo 15 Jun 2008, 00:19
loza
QUOTE
ლისტი: დანტეს წაკითხვის შემდეგ.



დანტე-სონატაში და ლისტის ნებისმიერ ოპუსში, იცი რა მიყვარს? - სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია, ასე რომ, დღეს რომ მოგეწონოს, ისე დაუკარი, თორემ, ლაზარ ბერმანი რომ უკრავს, ის რა თქმა უნდა გუშინწინისწინისწინისწინდელი დღეა biggrin.gif

Posted by: WAGNERITE 15 Jul 2008, 20:05
ახალს რას ვიტყვი, აღმოჩენა ყოველთვის იქ გველოდება, სადაც ჩვენ არ ველოდებით ხოლმე. ახლაც ასე მოხდა.

კოლექციონერის ამბავი ხომ იცით. თუკი ვინმეს სადმე რიხარდ შტრაუსი დაუკრავს, ყველაფერი შემიგროვებია.

ბოლოს შტრაუსის საორკესტრო ნაწარმოებების შვიდდისკიანი კომპლექტი დავიმატე, ციურიხის ტონჰალესა და დავიდ ცინმანის შესრულებით. არ ვაპირებდი, მაგრამ კომპლეტიზმის ცდუნებამ წამძლია (ცუდი ჩვევაა, გამოცდილი გექნებათ).

ცინმანის ხოტბას ხშირად კი გადავწყდომივარ, მაგრამ ებრაულ სოლიდარობას მივაწერდი ხოლმე. უფრო ბეთჰოვენს უქებენ, ზოგჯერ მალერსაც (მთელი ბეთჰოვენი მაქვს, სიმფონია-კონცერტებიანად, ოღონდ არ მომისმენია).

გმირის ცხოვრებით დავიწყე. ჯერ დისკს ვუყურებ - 49:15. რა ამბავია, ასე ნელა კარაიანიც არ უკრავს. მოკლედ, კარგს არაფერს ველოდები.

ჰოდა, ჩემო მეგობრებო, ერთ წუთში ყბა რომ ჩამომივარდა, კარგა ხანს დავრჩი ასე. ასეთი პირდაპირი და არამანერული დასაწყისი ხომ რაინერის მერე არ მინახავს, ასეთი შტრაუსი კი საერთოდ არ გამიგონია და ვერც წარმოვიდგენდი.

ცინმანი არ ცდილობს კემპეს, კარაიანს თუ სინოპოლის ფერადოვნებაში შეეჯიბროს. ტონჰალესთან ერთად ამის ცდა უგუნურება იქნებოდა. სამაგიეროდ ისეთ სიზუსტეს, საორკესტრო დისციპლინასა და კონტროლს გვთავაზობს, რომ ტოლს არავის არ უდებს.

ნამდვილად არ მეგონა, შტრაუსის მძიმე ფაქტურაში ყველა ხმის ასეთი მკაფიო გამოკვეთა შესაძლებელი თუ იქნებოდა - თან ისე ძალდაუტანებლად და თავისთავად, თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავი იყოს.

ვნახოთ, დროის გამოცდას როგორ გაუძლებს. ის კი ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ დავიდ ცინმანი და ტონჰალეს ორკესტრი შტრაუსის ახალ საშემსრულებლო სტილს ამკვიდრებენ.

Posted by: WAGNERITE 22 Oct 2008, 22:54
ლამაზი მუსიკაა. არ მოველოდი. სამი საათი გრძელდება და მთლიანად მოვუსმინე. gigi.gif

http://www.musicweb-international.com/classRev/2007/Sept07/Bantock_Omar_Khayyam_CHSA5051.htm
http://www.musicweb-international.com/classRev/2008/Jan08/Bantock_CHSA5051.htm

Posted by: inana 23 Oct 2008, 17:11
რამე რო იყოს, როგორ უნდა მოისმინოს კაცმა? rolleyes.gif

Posted by: JSB14BSJ 20 Nov 2016, 23:59
WAGNERITE
QUOTE
კირილ კონდრაშინის მალერი

ვერ წარმოვიდგენდი, თუ მომეწონებოდა.
მეშვიდე მომეწონა ძალიან, თუ როგორცაა.
ბერნსტაინი ვერ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ აბადოს კი სჯობნის.
რეტლის მალერის ხსენებაც არ ღირს.
რვა წელია, ეს თემა არსებობს და თითქოს ახლა შემოვიხედე პირველად.
Contralto
QUOTE
ვალენტინა ლისიცა

დიდი არაფერი...

Posted by: djbachi 21 Nov 2016, 13:15
ძაან ძვირფასი თემაა. ეს მაინც ვაცოცხლოთ თუ ყველა სხვა თემას საფლავი გავუთხარეთ? :დ

ჩემი ბოლოდროინდელი ნამდვილი აღმოჩენა სტივ რაიხია. კომპოზიტორთან ესე გამეკეთებინოს თვითიდენტიფიკაცია, არ მახსოვს.


Posted by: Chacha13 26 Nov 2016, 14:47
https://www.youtube.com/watch?v=x3Y77YHGakQ




[/YOUTUBE]

Posted by: JSB14BSJ 15 May 2017, 23:52
QUOTE
ჩვენი მუსიკალური აღმოჩენები

მუსორგსკი

Posted by: zamzumi 15 Aug 2017, 00:59
კარლ რიხტერი : ორღანისტი, ბახის უბადლო შემსრულებელი.

Posted by: JSB14BSJ 16 Aug 2017, 15:59
QUOTE
კარლ რიხტერი

up.gif
მამაა
აგვისტოს ნათელზე კი არა და სიცხეზე ლუდივით მიდის.
ბახში ახლოს ვერავინ მივა (თავის პროფილში) და სხვა ძველ მუსიკაში კოპმანსაც არა უშავს, უბრალოდ წაურომანტიულებს.

Posted by: *Mandala 20 Aug 2017, 10:23
weisenhaus
მასნეს ვერთერი love.gif



მე შუმანის კარნავალი რამდენიმე წლის წინ მოვისმინე

Posted by: zamzumi 23 Aug 2017, 00:25
QUOTE
ძველ მუსიკაში კოპმანსაც არა უშავს


ინტერნეტში არაფერი არ დევს.
ან მე ვერ ვიპოვე...




Posted by: humanoidi 28 Aug 2017, 22:28
love.gif


* * *
ესეც დიდებულია. ♥ biggrin.gif


Charles IX
მოი, გასინჯე. ;
* * *
.

Posted by: Charles IX 3 Sep 2017, 22:10
humanoidi
არ მიყვარს პროფანაცია - ასე უსმენო და უნიჭო მუსიკოსები უკრავენ

Posted by: humanoidi 4 Sep 2017, 00:33
Charles IX
ბრაიან ინომაც მიიღო მანდ ჩაწერებში მონაწილეობა.
უბრალოდ კაიფია მთელი პროექტი. : ))

აი, ფლორენსა არ კაიფობდა, სერიოზულად მღეროდა ასე და სუპერპოპულარული ქალი იყო. love.gif
დიდი ხანია მეც ვეტრფი და შიგადაშიგ ვუსმენ კიდეც. gigi.gif



P. S. რამდენი ნახვა დაუგროვებია ვიდეოს ფლორენსზე მერილ სტრიპის ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ. biggrin.gif


Posted by: Charles IX 4 Sep 2017, 21:31
humanoidi
QUOTE
უბრალოდ კაიფია მთელი პროექტი.

გასაგებია.
მაგრამ კაიფიც შეიძლება პროფანაცია იყოს...

მაგ ქალის პოპულარობა კი ჩემთვის იმაზე ბეევრად უფრო დიდი გამოცანაა, ვიდრე სურამელაშვილის მომღერლობა, კალაძის პოლიტიკოსობა თუ ბიძინას ფსიხოანალიტიკოსობა biggrin.gif

Posted by: humanoidi 4 Sep 2017, 21:57
Charles IX
QUOTE
მაგ ქალის პოპულარობა კი ჩემთვის იმაზე ბეევრად უფრო დიდი გამოცანაა, ვიდრე სურამელაშვილის მომღერლობა, კალაძის პოლიტიკოსობა თუ ბიძინას ფსიხოანალიტიკოსობა

gigi.gif gigi.gif gigi.gif

ყველაფერში გეთანხმები, გიალოს გარდა. biggrin.gif

Posted by: Q 7 10 Sep 2017, 10:33
QUOTE (humanoidi @ 28 Aug 2017, 22:28 )
love.gif                 


* * *
ესეც დიდებულია. ♥ biggrin.gif


Charles IX
მოი, გასინჯე. ;
* * *
.                   



ასწორებს up.gif








ეს გამახსენდა ამაზე.
უძლიერესია lol.gif





Posted by: humanoidi 13 Sep 2017, 11:07
Q 7

QUOTE
ეს გამახსენდა ამაზე.
უძლიერესია lol.gif



როგორც მახსოვს, მაგის მერე დაიწყო ომი სირიაში. gigi.gif

Posted by: zamzumi 24 Jun 2020, 21:50
https://youtu.be/YsbrRAgv1b4

სიბელიუსი - ჩემი ბოლო აღმოჩენა love.gif

Posted by: ajax-amsterdam 24 Jul 2020, 17:02
რამე ჰოლანდიური კაი ჯგუფები მოიტათsmile.gif))

Posted by: zamzumi 24 Jul 2020, 23:55
QUOTE
რამე ჰოლანდიური კაი ჯგუფები მოიტათ))

https://youtu.be/JnxsCPXr9-Y

Posted by: ajax-amsterdam 4 Aug 2020, 01:51
zamzumi

ასწორებს. ერთი ეგ ვიცი რო ევროვიზიებს Xშირად იგებდნენ ჰოლანდიელები

Posted by: THH 11 Aug 2020, 02:32
მაქს ბრუხის სავიოლინო კოკცერტი

https://www.youtube.com/watch?v=TM0kQSvxHhU

Posted by: zamzumi 27 Sep 2020, 21:36
გუშინ "აღმოვაჩინე" საოცრად საინტერესო პიანისტი.
ბეთხოვენის პათეტიკური და მთვარის სონატა დაუკრა.

დღეს მინდოდა ინტერნეტში დამეძებნა და გვარს ვეღარ ვიხსენებ.
იქნებ ვინმე დამეხმაროთ biggrin.gif
ანოტაციიდან რაც მახსოვს:
მიხეილი ჰქვია და ნალჩიკშია დაბადებული.
ჩრ,ამერიკული, ევროპული და რუსული კრიტიკა ერთხმად აღიარებს მის
არაჩვეულებრივ ტალანტს.

Posted by: zamzumi 24 Jan 2021, 14:49
https://youtu.be/EUKFK2ezoCQ

მიხეილ ჰაიდნი, რექვიემი

Posted by: ზილფა 11 Oct 2022, 01:54
QUOTE (THH @ 11 Aug 2020, 02:32 )
მაქს ბრუხის სავიოლინო კოკცერტი

https://www.youtube.com/watch?v=TM0kQSvxHhU

აუ, კიი. მეც ძალიან მიყვარს.
ჰილარი ჰანის შესრულებით მოგისმენია? ცოტა უხეშია, მაგრამ გემრიელად უკრავს. არანაირი ზედმეტი პათეტიკა და ემოცია

[YOUTUBE]KDJ6Wbzgy3E&t=1037s[/YOUTUBE]

პ.ს. რატომღაც ვერ ჩავსვი იუთუბის ლინკი user.gif

Posted by: zamzumi 6 Sep 2023, 00:08
https://youtu.be/zZwk-c4nUOA


Bruch Violin Concerto No.1 | Kerson Leong - Live in Brussels

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)