Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > მამოლოგის კონსულტაცია- II


Posted by: Solveig 1 May 2014, 00:24
პირველი თემა

http://forum.ge/?f=43&showtopic=33708847&st=0

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას..

Posted by: lika_law 7 May 2014, 10:44
მოგესალმებით კიდევ ერთხელ,
კიდევ ერთხელ მოვიწერები ამას:
2008-ში გავიკეთე პატარა ფიბროადენომის ოპერაცია, მერე გავთხოვდი, ბავშვიც გავაჩინე, ვერ ვაწოვე საერთოდ და გავიშრე. 2011 წელს მრავლობითი ფიბროადენომატური კვანძები ამომაჭრეს (ორივე მკერდიდან სულ 14 ცალი), ჰორმონებზეც ვმკურნალობდი, ფარისებრიც და სხვა დანარჩენიც ბოლოს რომ გადავამოწმე, მწყობრში იყო.დაახლოებით შარშან ზაფხულში კონტროლის მიზნით და გავიკეთე სარძევეს გამოკვლევა. ისევ მაქვს ფიბროადენომები, 4 ცალი, 10, 12, 9 და 16 მილიმეტრი ზომებით, მოვიარე მამოლოგები და არაა საგანგაშოო, დავაკვირდეთო, შემდეგ დავრჩი ფეხმძიმედ და აღარ მიმიხედავს, თან ყველამ მირჩია გააჩინე და აჭამე საუკეთესო რეაბილიტაციააო.
მოკლედ პატარა მყავს ეხლა 3 კვირის, ვწვალობთ ძალიან, თავები მაქვს ჩაბრუნებული და ვერ კიდებს პირს, თან რძე მაქვს ცოტა და ხელოვნურს ვუმატებ და სოსკის მერე საერთოდ კალპაკითაც აღარ იდებს ძუძუს, უკვე 3 დღეა ვიწველი და ისე ვაძლევ, დღეში სამჯერ ვიწველი და თან გამოწველისას ვიმასაჟებსავით ხანდახან ცოტა ძლიერადაც რადგან ისე რძე არ გამოდის, ხოდა, რა მაინტერესებს, ასეთი ქცევით რამე ტრამვას ხომ არ მივაყენებ მკერდს? მითუემეტს უკვე მაქვს ეს ფიბროადენომები კიდევ რამდენიმე ცალი sad.gif

Posted by: Solveig 7 May 2014, 12:04
lika_law
QUOTE
კიდევ ერთხელ მოვიწერები ამას:

მოგწერეს უკვე პასუხი წინა თემაში.

Posted by: Natuka NGN 7 May 2014, 13:02
lika_law
გოგონი გიპასუხათ ექიმმა წინა თემაში: http://forum.ge/?showtopic=33708847&view=findpost&p=40772287

Posted by: lika_law 7 May 2014, 13:09
Natuka NGN
ამ კონკრეტულ კითხვაზე არ უპასუხიათ, იქ სხვა კითხვა დავსვი, აქ სხვა რამეს ვეკითხები გამოწველასთან დაკავშირებით !!!

Posted by: Solveig 7 May 2014, 13:17
lika_law
QUOTE
!!!

ცოტა ხმადაბლა.


ეს იყო შენი კითხვა:

QUOTE
მოგესალმებით,
2008-ში გავიკეთე პატარა ფიბროადენომის ოპერაცია, მერე გავთხოვდი, ბავშვიც გავაჩინე, ვერ ვაწოვე საერთოდ და გავიშრე. 2011 წელს მრავლობითი ფიბროადენომატური კვანძები ამომაჭრეს (ორივე მკერდიდან სულ 14 ცალი), ჰორმონებზეც ვმკურნალობდი, ფარისებრიც და სხვა დანარჩენიც ბოლოს რომ გადავამოწმე, მწყობრში იყო.დაახლოებით შარშან ზაფხულში კონტროლის მიზნით და გავიკეთე სარძევეს გამოკვლევა. ისევ მაქვს ფიბროადენომები, 4 ცალი, 10, 12, 9 და 16 მილიმეტრი ზომებით, მოვიარე მამოლოგები და არაა საგანგაშოო, დავაკვირდეთო, შემდეგ დავრჩი ფეხმძიმედ და აღარ მიმიხედავს, თან ყველამ მირჩია გააჩინე და აჭამე საუკეთესო რეაბილიტაციააო.
მოკლედ პატარა მყავს ეხლა 2 კვირის, ვწვალობთ ძალიან, თავები მაქვს ჩაბრუნებული და კალპაკებით ვაძლევ, თან დამისკდა ძალიან და არანაირი მალამო არ მშველის, რძეც არ მაქვს ბევრი, პირიქით - ძალიან ცოტაა, ვსვამ მომყვანებს თუმცა ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებული შედეგი არ ჩანს. რასაც ბავშვი ვერ წოვს და ვერ ერევა, ვიწველი და ისე ვაძლევ, მაგრამ ჯამში ორივედან გამოწველილი 80 გრამს არ აღემატება. მასაჟისტიც დადის, სადინრებიც დამიხსნა, მაგრამ უშედეგოდ, არაა რძე ბევრიო ისიც იძახის. ნუ, კიდევ ბერვი ნიუანსია როგორ ვწვალობთ, მაგრამ ყველაფერს ვერ ვწერ.
ხოდა რა მაინტერესებს, ასე წვალებას, ხომ არ ჯობია გავიშრო? იქნებ ამიხსნათ კონკრეტულად რას არგებს ძXუძUთი კვება ჩემს ფიბროადენომატურ კვანძებს ან გაშრობა რა მავნე შედეგს დააყენებს? მასტიტისაც ძალიან მეშინია, მკერდი დიდი მაქვს და მეშინია სადმე რამე არ ჩარჩეს... გთხოვთ მიპასუხოთ რა



ეს მოგწერა ექიმმა
QUOTE
ძუძუთი კვების რაიმე შედეგიც ცდა არ ღირს, იმიტომ რომ არაფერზე ფიბროადენომების მხრივ არ იმოქმედებს. არც ძუძUს გაშრობა არ იმოქმედებს არც ცუდად არც კარგად. თქვენ რომ რძე არ გაქვთ ესეც ფიბროადენომების ბრალი არ არის, ეს ზოგადა ძუძუს ჯირკვლოვანი ქსოვილის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
მასეთი მრავლობითი ფიბროადენომების დროს თითოეულის ოპერაციული გზით ამოღება არ არის სწორი გზა, იმიტომ რომ ყველას მაინც ვერ ამოიღებს ქირურგი. გასარკვევია ზოგიერთი საკითხები, ისეთი როგორც გენეტიკურად დატვირთულობა, შესაძლებელია საჭირო იყოს BRCA გენებზე გენეტიკური ტესტირება ანუ შესაფასებელია რისკები და იმის მიხედვით არის დასაგეგმი მკურნალობის ტაქტიკა, საჭიროა თუ არა ოპერაცია.
თუმცა ამჟამად ჯობია არაფერზე არ იფიქროთ, თუ რძე ცოტაა და მწვალობთ გაიშროთ და ბავშვს ნორმალურად აჭამოთ შემცვლელი... რომ გავა 1 წელი შემდეგ ისევ გაიკეთოდ ექოსკოპიური გამოკვლევა და ექიმთან ერთად გადაწყვიტოთ იმ კვლევების გაკეთების საჭიროება რაც ჩამოვთვალე



ახლა სვამ პრაქტიკულად იგივე კითხვას:
QUOTE
კიდევ ერთხელ მოვიწერები ამას:
2008-ში გავიკეთე პატარა ფიბროადენომის ოპერაცია, მერე გავთხოვდი, ბავშვიც გავაჩინე, ვერ ვაწოვე საერთოდ და გავიშრე. 2011 წელს მრავლობითი ფიბროადენომატური კვანძები ამომაჭრეს (ორივე მკერდიდან სულ 14 ცალი), ჰორმონებზეც ვმკურნალობდი, ფარისებრიც და სხვა დანარჩენიც ბოლოს რომ გადავამოწმე, მწყობრში იყო.დაახლოებით შარშან ზაფხულში კონტროლის მიზნით და გავიკეთე სარძევეს გამოკვლევა. ისევ მაქვს ფიბროადენომები, 4 ცალი, 10, 12, 9 და 16 მილიმეტრი ზომებით, მოვიარე მამოლოგები და არაა საგანგაშოო, დავაკვირდეთო, შემდეგ დავრჩი ფეხმძიმედ და აღარ მიმიხედავს, თან ყველამ მირჩია გააჩინე და აჭამე საუკეთესო რეაბილიტაციააო.
მოკლედ პატარა მყავს ეხლა 3 კვირის, ვწვალობთ ძალიან, თავები მაქვს ჩაბრუნებული და ვერ კიდებს პირს, თან რძე მაქვს ცოტა და ხელოვნურს ვუმატებ და სოსკის მერე საერთოდ კალპაკითაც აღარ იდებს ძუძუს, უკვე 3 დღეა ვიწველი და ისე ვაძლევ, დღეში სამჯერ ვიწველი და თან გამოწველისას ვიმასაჟებსავით ხანდახან ცოტა ძლიერადაც რადგან ისე რძე არ გამოდის, ხოდა, რა მაინტერესებს, ასეთი ქცევით რამე ტრამვას ხომ არ მივაყენებ მკერდს?



სად არის კითხვა, რომელზეც არ უპასუხიათ?

გითხრა ექიმმა, რომ კვება საერთოდ არ ღირს, უნდა გაიშრო რძე.

Posted by: lika_law 7 May 2014, 13:35
Solveig
კიდევ ერთხელ მოვიწერები ამას:
2008-ში გავიკეთე პატარა ფიბროადენომის ოპერაცია, მერე გავთხოვდი, ბავშვიც გავაჩინე, ვერ ვაწოვე საერთოდ და გავიშრე. 2011 წელს მრავლობითი ფიბროადენომატური კვანძები ამომაჭრეს (ორივე მკერდიდან სულ 14 ცალი), ჰორმონებზეც ვმკურნალობდი, ფარისებრიც და სხვა დანარჩენიც ბოლოს რომ გადავამოწმე, მწყობრში იყო.დაახლოებით შარშან ზაფხულში კონტროლის მიზნით და გავიკეთე სარძევეს გამოკვლევა. ისევ მაქვს ფიბროადენომები, 4 ცალი, 10, 12, 9 და 16 მილიმეტრი ზომებით, მოვიარე მამოლოგები და არაა საგანგაშოო, დავაკვირდეთო, შემდეგ დავრჩი ფეხმძიმედ და აღარ მიმიხედავს, თან ყველამ მირჩია გააჩინე და აჭამე საუკეთესო რეაბილიტაციააო.

ეს დავწერე იმიტომ, რომ სიტუაცია კიდევ ერთხელ ამეხსნა და კითხვა არის ეს:

QUOTE
უკვე 3 დღეა ვიწველი და ისე ვაძლევ, დღეში სამჯერ ვიწველი და თან გამოწველისას ვიმასაჟებსავით ხანდახან ცოტა ძლიერადაც რადგან ისე რძე არ გამოდის, ხოდა, რა მაინტერესებს, ასეთი ქცევით რამე ტრამვას ხომ არ მივაყენებ მკერდს?



მემგონი არის სხვაობა, ხო???

QUOTE
lika_law
QUOTE
!!!

ცოტა ხმადაბლა.


რაც შეეხება ამას, სამი ძახილის ნიშანი ყვირილის გამომხატველი არ არის და აშკარად უადგილო იყო ეს გაფრთხილება

Posted by: Solveig 7 May 2014, 13:44
lika_law


გითხრა ადამიანმა, რომ

1. ის, რომ რძე არ გაქვს, არაა კავშირში კვანძებთან.
2. ბავშვის რძით კვება აბსოლუტურად არანაირად არ გააუმჯობესებს კვანძების მდგომარეობას.
3. რაკი რძე არის ცოტა, ბავშვი ვერ იღებს საკმარისად და გარდა ამისა, შენც ძალიან წვალობ.

ამის გამო გირჩია, რომ გაიშრო რძე, რადგან მხოლოდ დისკომფორტი და წვალებაა და სარგებელი თითქმის არაფერი.

შესაბამისად, მეორე კითხვის დასმა-რამე ტრავმას ხომ არ მივაყენებ მკერდსო- უკვე არის სრულიად უსაფუძვლო. იმიტომ, რომ რძის გაშრობის რეკომენდაცია მოგცა უკვე.

ისედაც, საკმაოდ მტკივნეულ პროცედურებს აღწერ და სულ არ სჭირდება ექიმი იმის მიხვედრას, რომ ტრავმატულია.

ასე რომ, თავად განსაჯე ახლა...

Posted by: DocTemo 8 May 2014, 00:52
lika_law
ზეწოლის ძალის ხასიათს და მტკივნეულობას კი თქენზე უკეთესად ვერავინ განსჯის, თუ გტკივათ და გაწუხებთ ეს პროცედურა ძალიან, არ მგონია რომ ღირდეს, მითუმეტეს საკმარის რაოდენობას ვერ აგროვებთ. ... მეც არ ვიცი ნამდვილად რის რჩევა შეიძლება კიდევ ასე...
მგონი პრობლემა იმაშია რომ მიხვიდეთ უნდა მამოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც გაგსინჯავთ და უფრო საფუძვლიანად გაიგებს პრობლემას, აგიხსნით რა ჯობია და როგორ. არ ღირს მასეთი რაღაცეების სახლის პირობებში გადაწყვეტა.

Posted by: lika_law 8 May 2014, 07:44
DocTemo
DocTemo
Mადლობა...

Posted by: lika_law 9 May 2014, 10:38
DocTemo
Kიდევვ ერთი კითხვა მაქვს: რძის გაშრობის მიზნით რამდენად მიზანსეწონილია დოსტინექსის დალევა და რა დოზირებით?

Posted by: Natuka NGN 9 May 2014, 10:51
lika_law
QUOTE
რამდენად მიზანსეწონილია დოსტინექსის დალევა და რა დოზირებით?

როგორ ფიქრობ ფორუმით შეიძლება დოსტინექსის დოზის განსაზრვრა? არ შეიძლება.

Posted by: lika_law 9 May 2014, 11:46
Natuka NGN
Mასაჟისტმა დამინიშნა და მამოლოგის აზრიც მაინტერესებდა

Posted by: DocTemo 10 May 2014, 13:55
lika_law
QUOTE
Mასაჟისტმა დამინიშნა

მასაჟისტს უფლება არ აქვს რომ დანიშნოს დოსტინექსი (თუ შესაბამისი სეტიფიკატი არ აქვს) და მითუმეტეს ნებისმიერ ექიმს ასე დისტანტურად. თუ მაინდამაინც ექიმის გარეშე გსურთ მიღება, გუგლში ნახავთ დოზირებებს თავისუფლად

Posted by: Natuka NGN 10 May 2014, 14:18
lika_law
რა მასაჟისტმა დაგინიშნა, რა უფლებით. იმდენად მძიმე წამალია ჩემთვის ექიმმა დოზა საკმაოდ ხანგრძლივი მონიტპრონგის შემდეგ დამინიშნა. როგორ შეიძლება ჰიპოფოზის ჯირკვალზე მოქმედი პრეპარატი მასაჟოსტმა დანიშნოს?
თავი არ დაიზიანო გეთაყვა

Posted by: lika_law 10 May 2014, 14:58
DocTemo
Natuka NGN
Uი მადლობა...
* * *
Natuka NGN
QUOTE
რა მასაჟისტმა დაგინიშნა, რა უფლებით


არა მარტო კონკრეტული მასაჟისტი, ნებისმიერ მასაჟისტს რომ ჰკითხო გასაშრობად რა ვქნაო - დოსტინექსს იტყვის პირველ რიგში უპირობოდ...სამ სხვადასხვას ვკითხე აზრი და პირველივე სიტყვა დოსტინექსი იყო sad.gif

Posted by: Solveig 10 May 2014, 17:25
lika_law
მასაჟისტს, რომელიც კლიენტს დოსტინექსს უნიშნავს, ბროწეულის ოყნა აქვს გამოსაწერი.

ასევე, ზოგიერთი გენიოსი კოსმეტოლოგი დიანეს უნიშნავს თურმე ეპილაციაზე მისულ გოგოებს.

რამდენს იღებს ეს ხალხი თავიანთ ტავზე, გადაირევი კაცი.


Posted by: DocTemo 10 May 2014, 22:13
არ არის გასაკვირი მასაჟისტს რომ გინეკოლოგის სერტიფიკატი ქონდეს, და კანონმდებლობის და საექიმო ეთიკის ფარგლებში იქცეოდეს ეს ამბავი.... ასე რომ ყველაფერი შესაძლებელია smile.gif

Posted by: Solveig 11 May 2014, 00:13
DocTemo

ძალიან ოპტიმისტური განცხადებაა. ისე, საექიმო ეთიკა რა შუაშია?

თეორიულად, შეიძლება, რომ, გინეკოლოგს ჰქონდეს მასაჟისტის ან კოსმეტოლოგის სერტიფიკატი და მუშაობდეს ამ სპეციალობით (თუ ექიმად სამსახური ვერ შეძლო), მაგრამ, რა დიპლომიც არ უნდა ჰქონდეს, ურაზე დოსტინექსის დანიშვნა ძალიან არასერიოზული საქციელი მგონია. იგივე ითქმის დიანეზეც.

Posted by: giorgil599 11 May 2014, 09:26
http://forum.ge/?f=43&showtopic=34647871

Posted by: Miss_Nata 11 May 2014, 22:20
მოკლედ უკვე რამოდენიმე ხანია მაწუხებს მკერდი,მაქვს სიმძიმის შეგრძნება,მტკივა იღლიების არეშიც,ბეჭებში,ისედაც დიდი მკერდი მაქვს და ჩემთვის ბუნებრივიცაა სიმძიმის შეგრძნება,მაგრამ ეს უკვე მუდმივ ტკივილში გადამივიდა,ვისინჯავ და არსად გამაგრებული არ ჩანს თითქოს,მაგრამ მაწუხებსsad.gif შიში შემეპარა,თან არსად ვიძახი,წინასწარ მეშინია ექიმთან მისვლის sad.gif მითხრეს ციკლის დამთავრების შემდეგ სამი დღე უნდა იყოს გასული რომ ექიმთან წახვიდეო(დიაგნოზის უტყუარობის თვალსაზრისით) ციკლი, კი თვის ბოლომდე ჯერ არ მექნება და ვიცდი(ან უფრო დროს ვწელავ) მოკლედ უნდა მეშინოდეს,არა?? ჰო,გულის ფიცარს რომ ეძახიან მაგისი ტკივილით დამეწყო,საწილში გადატრიალებასაც მიშლის,ახლა ყველაფერი ერთად მტკივა უკვე sad.gif მირჩიეთ რამე...

Posted by: DocTemo 12 May 2014, 09:28
Miss_Nata
რამდენი წლის ხართ? ახალგაზრდა ასაკში ხშირია მასეთი ტკივილები. თვითონ ამბობტ მითუმეტეს რომ დიდი ზომის მკერდი გაქვთ და სიმძიმის შეგრძნება ისედაც გქონდათ. პერიოდულად ეს სიმძიმე ტკივილში შეიძლება გადადიოდეს და ეს ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარეობს. ეს როგორც წესი თვით ძუძუს პატოლოგიებთან არ არის დაკავშირებული (ანუ მკერდში რაიმე სიმსივნე სეთ დროს არ არის).
უნდა მოიშოროთ შიში, მიხვიდეთ ექიმთან. უკეთესია ციკლამდე მიხვიდეთ, გაესაუბროთ (დამშვიდების მიზნით) და ციკლის შემდეგ გადაიღოთ ექოსკოპია.

Posted by: Miss_Nata 12 May 2014, 14:45
DocTemo
ვარ 35 წლის, ანუ კონსულტაცია ჯობია ციკლამდე,ეს არ ვიცოდი,უბრალოდ შიში მაქვს უკვე სერიოზული რას მეტყვის ექიმიsad.gif ციხისელს მირჩევთ თუ ნემსაძეს? თუ არაკორექტული კითხვაა,მომიტევეთ.

Posted by: ashley_tko 12 May 2014, 16:52
Miss_Nata
ორივესთან ვარ ნამყოფი, ვერ გადავიკითხე თქვენ რა პრობლემა გაქვთ მაგრამ ნემსაძე გამუდმებით დანაზე იყურბა,მისთვის რომ დამეჯერებინა ეხლა სულ ტყუილად ვიქნებოდი ვინ იცის რამდენჯერ გაჭრილი, ისეთი პრობლემის გამო რაც სკალპერის გარეშეც მოგვარდა. ციხისელს გირჩევდით მე.
მამოლოგთან მაქვს კითხვა რაა...



ორსულობის მე8 თვეში ვარ. მკერდს რომ ვისინჯავდი შევატყვე რომ მაქვს პატარა ბურთულები მკერდში რომლებიც არ მოძრაობენ. ხსენი მომდის უკვე 2კვირაა და ცოტა რძეც მოყვება და შეიძლება ამას დავაბრალო? მკერდის ვენები მაქვს წამოწეული და ხანდახან მეწვის.
DocTemo

Posted by: Miss_Nata 12 May 2014, 19:33
ashley_tko
მადლობა, მეც დედას რომ პრობლემა ჰქონდა ციხისელთან მყავდა,მაგრამ მეგობარი ნემსაძის პაციენტია და სხვების აზრიც მაინტერესებდა,მადლობა დიდი.

Posted by: DocTemo 12 May 2014, 23:15
ashley_tko
კი, შესაძლებელია ორსულობასთან და ხსენის დაგროვებსთან იყოს კავშირში. ანუ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას გავს

Posted by: Natuka NGN 12 May 2014, 23:48
Miss_Nata
მე საერთპდ სხვას გირჩევდი, ახალგაზრდას, არაქართული განათლებით smile.gif საერთოდ რაც ღრმად შევედიმედიცინის სიტუაციებში,. მივხვდი რომ ზედპეტად გაპიარებულ ყველა ექიმთანმისვლა უბრალოდ არ შეიძლება.
მოგწერ პმ

Posted by: ashley_tko 13 May 2014, 12:04
DocTemo
დიდი მადლობა..

Posted by: Miss_Nata 13 May 2014, 12:25
Natuka NGN
სიამოვნებით მივიღებდი თქვენს რჩევასაც smile.gif

Posted by: ნია ნია 20 May 2014, 21:09
DocTemo
ექიმთან მაქვს შეკითხვა-პროფილაქტიკური კანქვეშა ამპუტაცია და სილიკონით აღდგენა რამდენად მისაღებია და თუ ურჩევთ პაციენტს?
ფიბროადენომის ოპერაციის შემდეგ ჰისტომორფოლოგიაში ეწერა - ფიბროზულ-კისტური დაავადების პროლიფერაციული ფორმა, ეპითელური ატიპიური მცირე უბანი. აპოკრინული მეტაპლაზია,ჯირკვლოვანი ადენოზით წარმოდგენილი კერა, ჯირკვლოვანი ელემენტების ჰიპერპლაზია---ეს ყველაფერი კიბოს წინა დაავადებად ითვლება როგორც გავერკვიე და 50-70 ჯერ მეტია კიბოს გაჩენის საფრთხე.
1 წელში კვლავ გაჩნდა მრავლობითი ფიბროზულ-კისტოზური ჩანართი და უკვე ვფიქრობ მუდმივ შიშში და კონტროლში ცხოვრებას,(ალბათ 5-10 წელში კიბოც გაჩნდება და მერე მკურნალობას) სჯობს ეხლავე დაველაპარაკო ექიმს პროფილაქტიკურ ოპერაციაზე. თქვენი აზრიც მაინტერესებს. მადლობა წინასწარ
p.s. კონტრაცეპტივის დალევა რამდენად დასაშვებია ამ დაავადების დროს? 9 დღეა რაც ვსვავ (ჯესის) და 5 დღეა მუდმივი ტკივილი მაქვს. შეიძლება წამალს უკავშირდებოდეს?

Posted by: Solveig 20 May 2014, 21:35
ნია ნია


ექიმი კი არ ვარ, მაგრამ მეეჭვება, კონტრაცეპტივები კარგი იყოს სარძევე ჯირკვლის დაავადების დროს.

ქალები, რომლებიც მაგას სვამენ, პერიოდულად იმოწმებენ თავს და ამ შემოწმებაში სარძევე ჯირკვლის გასინჯვაც შედის...ასე რომ, დასკვნებს შენც გამოიტან..

Posted by: DocTemo 21 May 2014, 00:12
ნია ნია
პროფილაქტიკური მასტექტომიისთვის არსებობს მკვეთრად განსაზღვრული ჩვენებები, ძირითადი მათგან არის გენეტიკური წინასწარგანწყობა რომელიც უნდა დასტურდებოდეს გენეტიკური ტესტით (BRCA mutation).
სხვა პირდაპირი ჩვენება ამჟამად პროფილაქტიკური მასტექტომიისთვის არ არის.
ჩემი აზრით თქვენს მიერ აღწერილი მორფოლოგიური დასკვნა:
QUOTE
ფიბროზულ-კისტური დაავადების პროლიფერაციული ფორმა, ეპითელური ატიპიური მცირე უბანი. აპოკრინული მეტაპლაზია,ჯირკვლოვანი ადენოზით წარმოდგენილი კერა, ჯირკვლოვანი ელემენტების ჰიპერპლაზია

არ არის მასეთი შიშის და გადაწყვეტილების მიღების ადექვატური მიზეზი
და არც ის რომ ფიბროზულ-კისტოზური "ჩანართები" აღინიშნება ახლა.
მაგ მდგომარეობას ჭირდება კარგად შერჩეული პათოგენეზური მკურნალობა და დაკვირვება წელიწადში 2 ჯერ.
ამასთან, ოპერაცია არ არის ადვილი არც ტექნიკურად და არც ადაპტაციის მხრვი და ახლავს ბევრი გართულება, ადრეული თუ გვიანი, ამიტომ გადაწყვეტილება უნდა იყოს კარგად აწონ-დაწონილი და არ უნდა ემყარებოდეს მხოლოდ შიშის ფაქტორს.
კონტრაცეპტივის მხოლოდ ხანგრძლივი დალევა (5-10 წელი) არის რისკ ფაქტორი ძუძუს კიბოსთვის, არა რამდენიმე წელი.
* * *
ნია ნია
QUOTE
5 დღეა მუდმივი ტკივილი მაქვს. შეიძლება წამალს უკავშირდებოდეს?

კი შეიძლება, თუმცა ეს დაავადების მაჩვენებელი არ არის. ეს ფიზიოლოგიური მოვლენაა, ძუძუს პასუხი ჰორმონალური ფონის შეცვლაზე, როგორც წესი 1-2 კვირაშ გადის

Posted by: ნია ნია 21 May 2014, 08:36
DocTemo
QUOTE
გენეტიკური ტესტით (BRCA mutation)

ჩვენთან თუ კეთდება ეს ტესტი? ღირებულება რა არის?

QUOTE
ახლავს ბევრი გართულება, ადრეული თუ გვიანი,

კონკრეტულად რა გართულებებია შესაძლებელი?

Posted by: tamuna1503 21 May 2014, 12:02
გამარჯობათ. კითხვა მაქვსsmile.gif რა აზრის ხართ მამოლოგ ირაკლი სიხარულიძეზე და ხომ არ იცით მისი ამჟამინდელი სამუშაო ადგილის მისამართი ან ტელეფონის ნომერი? მადლობა წინასწარ.

Posted by: DocTemo 21 May 2014, 15:51
ნია ნია
QUOTE
ჩვენთან თუ კეთდება ეს ტესტი? ღირებულება რა არის?

არ ვიცი ზუსტად თუ კეთდება, მგონი არა, ალბათ გაგზავნა შესაძლებელია საზღვარგარეთ.
უკრაინაში (კიევში) ასეთი ფასებია, კლინიკაში რომელიც იზრაელში თუ გერმანიაში აგზავნის
BRCA1 / 2 - 360$
расширенные они дороже BRCA1/BRCA2 (L1)+CHEK2+NBS1 - 930$


Posted by: fati 21 May 2014, 16:44
კარგა ხანია მარცხენა მკერდის ტკივილს ვგრძნობ, ხელის შეხებითაც მტიკა... ტკივილი თითქოს იღლიისკენ გადამდის... ვის უნდა მივაკითხო ისიც არ ვიცი, ანუ ვინაა უფრო კარგი სპეციალისტი და ა.შ.
თან ისიც მაინტერესებს , პირდაპირ მამოლოგს უნდა მივმართო ??
მსგავსი პრობლემა ჰქონდა 2 მეგობარს და როგორც მეუბნებიან შეიძლება მამოლოგი არც დაგჭირდეს , ეხო დაგჭირდებაო, ხოდა ეს ეხოსკოპია სად უნდა გავიკეთო , ეგაც არ ვიციი... იქნებ რაიმე მირჩიოთ...

Posted by: pepi grdzelicinda 21 May 2014, 16:53
fati
ეროვნული სკრინინგ ცენტრი, 20 35 35 დარეკე და ჩაეწერე მამოლოგთან. ექოსკოპიაც იქვეა და მამოგრაფიაც. წერეთლის 71 მგონი

Posted by: angelochka_ 21 May 2014, 20:19
Mკერდზე შეხებისას ტკივილი ღAმ შეიძLება გამოიწვიოს???სიმაგრის GარეშE

Posted by: DocTemo 23 May 2014, 00:08
angelochka_
ჰორმონალურმა დისბალანსმა, რომელიც შესაძლებელია რომ არ იყო პათოლოგიური. მასტოპათიაც არის ტკივილის მიზეზი. მიმართეთ მამოლოგს კონსულტაიისთვის

Posted by: glamo 24 May 2014, 19:06
გამარჯობა, მკერდის პერიოდული ტკივილების და სიმაგრეების გამო გამიშვეს ექოსკოპიაზე და როგორც მითხრეს მაქვს ფიროზულ-კისტოზური მასტოპათია. მკურნალობა არანაირი არ დანიშნულა, ასევე წლების განმავლობაში ვიღებ თირეოტროპულ ჰორმონს (აუტოიმუნური ჰიპოთირეოზი მაქვს). მაინტერესებს რომელი, ან რა ტიპის ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღებაა ჩემთვის დასაშვები? ანალიზებში პერიოდულად მაქვს მომატებული პროგესტერონი და პროლაქტინი. ბოლო შედეგებით ეს ორივე ნორმაშია. საქართველოში არ ვიმყოფები და ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი გამოხმაურება. დიდი მადლობა.

Posted by: DocTemo 24 May 2014, 23:59
glamo
QUOTE
მკერდის პერიოდული ტკივილების და სიმაგრეების გამო

QUOTE
ფიროზულ-კისტოზური მასტოპათია

მკურნალობის დანიშნვა ტკივილების ინტენსივობაზე და ცისტების ზომაზეა დამოკიდებული. თუ გაწუხებთ და თან ხშირად, ან თუკი ექოსკოპიით ცისტები 1სმ-ზე დიდია, მაშინ მკურნალობა საჭიროა.
ცისტების განვითარება ფარისებრის პათოლოგიასთან სრულიად შესაძლებელია რომ იყოს დაკავშირებული.. ეს საშიში არაა...
ჩასახვის საწინააღმდეგო აბების დანიშნვა მაინც გინეკოლოგზეა და არა მამოოგზე ან ონკოლოგზე. ამისთვის მიმართეთ გინეკოლოგს და მან შეგირჩიოთ. ჩემი აზრით დიდი მნიშნვნელობა არ აქვს ძუძუსთვის რა ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს მიიღებთ.

Posted by: fati 25 May 2014, 20:17
კლინიკა "ფერტიმედის" შესახებ ვინმეს თუ გსმენიათ... მეგობარმა მირჩია მანდ ეკა კვირტიასთან მისვლა... ვინმეს თუ გქონიათ შეხება იქნებ მომწეროთ...

Posted by: ნია ნია 28 May 2014, 15:37
Dოცთემო
ექიმთან მაქვს შეკითხვა: ცისტების სამკურნალოდ დამენიშნა ვუშე-მუგუს. ამ მედიკამენტზე (ფერმეტია როგორც ვიცი )მაინტერესებს ინფორმაცია,როგორ მოქმედებს. ინტერნეტში ვერაფერი ვნახე. (დამენიშნა პროჟესტოჟელთან ერთად)

Posted by: umbr_ella 2 Jun 2014, 14:17
1 კითხვა მაქვს. მასთოპათიის დროს რა ანალიზი კეთდება ან რა წამლები ინიშნება არავინ იცით?

Posted by: mdinaradze 2 Jun 2014, 15:00
გამარჯობათ. მკერდში მაქვს ფიბროზულ-ცისტური ჩანართი. რომელიც მხოლოდ პრემენსტრუალურრ პერიოდში მკვრივდება და ციკლის მერე აღარ ისინჯება ხელით. მოკლედ ოპერაციას ვგეგმავდით მაგრამ საშემოდგომოდ გადავდე. ეხლა ზღვაზე მინდა წასვლა 1 კვირით ან 10 დღით. ვიცი რომ მზის სხივები სასარგებლო მაინცდამაინც არაა ასეთ დროს მაგრამ მაინტერესებს რამდენად საშიშია და რა შეიძლება გამოიწვიოს.. ძალიან მინდა ზღვაზე sad.gif

Posted by: DocTemo 2 Jun 2014, 15:50
ნია ნია
QUOTE
ცისტების სამკურნალოდ დამენიშნა ვუშე-მუგუს.

მე არ გამიგია ასეთი პრეპარატი. არსებობს მკურნაობის სტანდარტული მეთოდები.

umbr_ella
მასტოპათიის დიაგნოზი ისმება გამოკვლევებით (ექოსკოპია, გასინჯვა), სისხლის ანალიზებით არ ჩანს.
წამლებს კონსულტაციის შემდეგ მამოლოგი დაგინიშნევს.
mdinaradze
QUOTE
მკერდში მაქვს ფიბროზულ-ცისტური ჩანართი. რომელიც მხოლოდ პრემენსტრუალურ პერიოდში მკვრივდება და ციკლის მერე აღარ ისინჯება ხელით

ეს ოპერაციის ჩვენებას არ წარმოადგენ ანუ ვფიქრობ ოპერაცია საერთოდ არ არის საჭირო

Posted by: ნია ნია 3 Jun 2014, 09:20
DocTemo
QUOTE
მე არ გამიგია ასეთი პრეპარატი


არასწორად მეწერა წამლის დასახელება. ასე ქვია-- ვობე-მუგოს E - WOBE-MUGOS E - ВОБЕ-МУГОС Е. ინტერნეტშიც მივაგენი ანოტაციას http://www.mkurnali.ge/enciklopedia.html?task=term&id=5719

Posted by: umbr_ella 3 Jun 2014, 10:55
DocTemo
QUOTE
მასტოპათიის დიაგნოზი ისმება გამოკვლევებით (ექოსკოპია, გასინჯვა), სისხლის ანალიზებით არ ჩანს.
წამლებს კონსულტაციის შემდეგ მამოლოგი დაგინიშნევს.

მადლობა

Posted by: gogona22 4 Jun 2014, 14:45
ოპერაცი გავიკეტე ფიბროადენომის 7 თვის წინ , შეიძლება ჩემთვის სლარიუმში გარუჯვა?

Posted by: DocTemo 5 Jun 2014, 19:33
ნია ნია
QUOTE
ვობე-მუგოს E - WOBE-MUGOS E - ВОБЕ-МУГОС Е.

QUOTE
ცისტების სამკურნალოდ დამენიშნა ვუშე-მუგუს.

არ მინახავს ლიტერატურაში ცისტების სამკურნალოდ რომ იყოს ნაჩვენები, და ჩემი აზრით არ აქვს ამ პრეპარატს არანაირი კავშირი ცისტების პათოგენეზთან, თუმცა შიძლება ვინმე კოლეგას აქვს დადებითი გამოცდილება და ნიშნავს.
ბაზარზე ძალიან ბევრი იმუნომოდულატორია, ბევრი რეკლამირდება როგორც სიმსივნის საწინააღმდეგო... არ მოისმინება ყველა ფარმ-წარმომადგენელზე...

gogona22
QUOTE
ოპერაცი გავიკეტე ფიბროადენომის 7 თვის წინ , შეიძლება ჩემთვის სლარიუმში გარუჯვა?

სოლაიუმს ფიბროადენომასთან კავშირი არ აქვს.
მასტოპათიასთან რამდენად აქვს, ესეც ზუსტად არაა ცნობილი.
ზოგადად რომ ორგანიზმისთვის არ არის სასარგებლო მგონი ამაზე შეთანხმდა მეცნიერები და ექიმები..

Posted by: მიშონი 10 Jun 2014, 18:36
გამარჯობათ
შეკითხვა მაქვს
მაინტერესებს ოპერაცია საჭიროა თუ არა ოპერაცია ან საშიში არის თუ არა ეხოსკოპიის დასკვნა:


იღლიის ფოსოში ერთი სტრუქტურაშეუცვლელი ლიმფური ჯირყვალი, სიგრძივი ზომით 10მმ
სარძევე ჯირყვალში სითხური წარმონაქმნი ცისტა, ზომით 4,2X3მმ

Posted by: DocTemo 10 Jun 2014, 23:37
მიშონი
QUOTE
იღლიის ფოსოში ერთი სტრუქტურაშეუცვლელი ლიმფური ჯირყვალი, სიგრძივი ზომით 10მმ
სარძევე ჯირყვალში სითხური წარმონაქმნი ცისტა, ზომით 4,2X3მმ

არ არის საოპერაციო

ოღონს ჯირყვლები არაა მაგი, ჯირკვლებია smile.gif

Posted by: ashley_tko 11 Jun 2014, 21:27
DocTemo
ბატონო თემო... 1 თვეში ველოდები ბავშვს რომელიც ბუნებრივად უნდა ვკვებო, მაინტერესებს თუ შეიძლება მკერდის დვრილების პირსახოცით დამუშავება წოვებისთვის მკერდის მოსამზადებლად?
და კიდევ,პირველ ბავშვს რომ ვაწოვე, არ ვიცი იმის მერე თუ იქამდეც, მკერდის დვრილებზე და კერტებზე მაქვს რამდენიმე მრგვალი მუქი ყავისფერი ლაქა. ნორმალურია ეს ლაქები?წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: DocTemo 12 Jun 2014, 23:41
ashley_tko
QUOTE
მკერდის დვრილების პირსახოცით დამუშავება

არ ვიცი რა დამუშავებაზე მეუბნებით... ზოგადად ვთვლი რომ რაიმე დამუშავება წინასწარ არ ღირს.. ბუნებრივ კვებას ბუნებრივი მომზადება აქვს თავისი და ეს საკმარისია.
ლაქებს რაც შეეხება, ნორმალური არ არის თუმცა საშიშიც არ იქნება. გინეკოლოგს აჩვენეთ და დამშვიდდებით

Posted by: cvangurashka 13 Jun 2014, 13:56
მირჩიეთ რამე მარჯვენა მკერდი მაქვს გამაგრებული, მაგრამ არ მტკივა. გამოვიწველე ბავშვიც კარგად ჭამს სიმაგრე მაინც არ გადის მეორე დგეა ასე ვარ. მასაჟისტი მყავდა მთელი კურსი ჩავიტარე, სახლის პირობებში მირჩიეთ რა ვქნა. პიტნის ნაყენს ვიდებ მარა არ მშველის უპრო ეპექტური არაფერია? sad.gif

Posted by: sofunia 19 Jun 2014, 12:09
გამარჯობათ,მაქვს კითხვა მამოლოგთან,ციკლიდან მერამდენე დგეს უნდა ჩატარდეს გამოკვლევები(ეხო,მამოგრაფია)?

Posted by: irakli222 19 Jun 2014, 22:05
sofunia
QUOTE
ციკლიდან მერამდენე დგეს უნდა ჩატარდეს გამოკვლევები(ეხო,მამოგრაფია)?


დამთავრებიდან ერთ კვირაში

Posted by: baraTTeoshka 21 Jun 2014, 20:20
მკერდზე თავები გამიდიდდა ანუ გამობურცული როა ეგ კი არა ანუ თვითონ კანი რა და რისი ბრალი შეიზლება იყოს? თან მარცხენა მარჯვენასთან შედარებით საკაიფოდ დიდია
* * *
ძუძუს კერტი კი არა აი ის მუქი კანი რა, ძუძუს თავზე გამიფართოვდა უფრო

Posted by: barbaqa777 3 Jul 2014, 22:30
გინეკომასტიაზე რამეს ვერ მეტყვით?, როგორ ინკურნება


ოპერაციის ფასი თუ იცით ... და რომელ კლინიკებსჰი ხდება ეს ოპერაციები

Posted by: Atrina 6 Jul 2014, 13:02
მაინტერესებს თუ შეიძლება ჰერპეს ზოსტერი განვითარდეს ინტრაოპერაციული სხივური თერაპიის და ჰორმონოთერაპიის შემდეგ. მარჯვენა მხარეს თავის და კისრის არეში აღინიშნება გამონაყარი რომელსაც თან სდევს ქავილი წვა და წერტილოვანი წამიერი ტკივილები თმის ძირებში. ანტივირუსული პრეპარატის მიღება დავიწყო ჩემით თუ ხვალამდე დავიცადო. ვისთან მივიდე რეკომენდაციას ვის გაუწევთ? სხიური თერაპია გასაკეთებელი მაქვს და რა ჯობია გავაგრძელო არიმიდექსი თუ დროებით შევწყვიტო?
მადლობა smile.gif

Posted by: naa 6 Jul 2014, 14:04
თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ.
რძეს ვიშრობ, თავი დავანებებინე პატარას და დამინიშნეს ქაფურის ფხვნილი დაშრობისთვის. დავლიე 3 დღე და მმართლა მკერდიც შემიმსუბუქდა და დამიპატარავდა, მაგრამ მაინც გამოვიდა რძე რო მოვუჭირე და რა ვქნა?


და როდის არის რეკომენდებული მამოლოგთან მისვლა?

Posted by: kekuna 8 Jul 2014, 13:07
მოგესამლებით. ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ მარცხენა მკერდი მტკივა, დღეს შევამჩნიე პატარა წერტილი კანის ზემოთ როგორც ცხიმის გროვა კანისფერი 2 ცალი. ძალიან მეშინია, სიმაგრეები არ მაქვს ესენი კანის ზემოდანაა. ვარ 27 წლის

Posted by: nadira64 14 Jul 2014, 18:27
Sin-BI-RADS: 2
Dex-Bi-RADS: 5
cr mammae dex რას ნიშნავს?

Posted by: ciania 21 Jul 2014, 12:16
გამარჯობათ smile.gif მგონი პროლემა გამიჩნდა და იქნებ დამაკვალიანოთ smile.gif იღლიაში 2 კვირის წინ გამიჩნდა პატარა ამობურცულობა (აფხრეწვისას ძალიან გავაღიზიანე კეანი, ჯერ მთელი კვირა მეწვოდა, ბოლოს გამიარა, რამდენიმე დღსი შემდეგ ზუსტად იმ ადგილას, რომელიც ყველაზე მეტად დავაზიანე იქ ყცებ ამოიბურცა რარაც). დეზადორის ხმარება შევწყვიტე და სოდას ვისვავ ყოველ დილით (ძალიან კარგი საშუალება აღმოჩნდა) ეს ამობურცულობა ყოველდღე პატარავდება, თითქმის სულ გამიქრა, მაგრამ ოდნავ მაინც მაქვს. მკერდზე და სხვაგან არანაირი არაფერი არც შეიმჩნევა და არც მტკივა... მირჩევთ რამეს? smile.gif

Posted by: ninininiko 22 Jul 2014, 15:17
გამარჯობათ
მოკლედ დედა 42 წლისაა და მამოგრაფიით და სარძევე ჯირკვლის ექოთი მარცხენა ჯირკვალზე აქვს 1.5 სმ-ის კვანძი-ფიბროადენომა მოკლედ,
ახლა რაშია საქმე წავიკითხე ბევრი ლიტერატურა და არის 2 მიდგომა ერთი რომ აუცილებელია ახლავე პუნქცია და ოპერაცია და მეორე დაკვირვების რეჯიმში ყოფნა და ცდა,თუ მოიმატებს ზომებში მაშინ ოპერაცია.
2 მამოლოგთან ვიყავით და აი ასეტი გასხვავებული ტატქიკა გვითხრეს იმათაც.
გამოცდილებიდან გამომდინარე ამ ფიბროადენომის იქნებ მკურნალობის რომელი ტაქტიკა ჯობია გვირჩიოთ? და არის რამე გაიდლაინი?იქნებ დამილინკოთ?სასურველია რუსულად ან ქარტულად.თუმცა ინგლისურადაც რომ იყოს არა უშავს გადავათაგმნინებ
მოკლედ ძალიან დაშინებულები ვარტ და ...
მადლობა წინასწარ...
აქავ დავდებ .იქნებ ვინმემ მიპასუხოს

Posted by: Drakoni K2 26 Jul 2014, 06:53
გამარჯობათ.

15 წლის ასაკში, რას შეიძლება უკავშირდებოდეს მკერდის ოდნავ გადიდება, მცირეოდენი ტკივილი (ხელით ზემოქმედების შემთხვევაში) და მცირეოდენი თეთრი ფერის გამონადენი? შესაძლებელია ეს გარდატეხის ასაკის, ან გარდატეხის ასაკში სარძევე ჯირკვლების ჩამოყალიბების ბრალი? (ლაპარაკია გოგოზე). გმადლობთ.


Posted by: anika2014 26 Jul 2014, 23:58
გამარჯობათ,მოვყევი ავარიაში მძღოლის უკან მეკეთა ღვედი.შეტაკების დროს ღვედმა დამიზიანა მკერდი არის დალურჯებული ფაქტიურად გასჰავებული საკმაოდ დიდ ადგილა.მირჩიეთ როგორ მოვიქცე რამდენად სასშიშია

Posted by: mammolog 4 Aug 2014, 10:32
anika2014
ცოტა გვიან ვნახე წერილი sad.gif სარძევე ჯირკვლების ტრავმირება ძალიან საყურადღებოა! ეხლა უნდა გადაიღოთ ექოსკოპია სარძევე ჯირკვლების და მამოლოგის კონსულტაცია.
* * *
Drakoni K2
სარძევე ჯირკვლების გადიდება ეს ასაკობრივი ნორმაა, ცოტა ტკივილიც ზეწოლის დროს ან ციკლის დაწყებამდე ესეც ნორმაა. გამონადენი კი გამოსაკვლევია: გააჩნია როგორი ფერისაა, თუ რძის ფერია მაშჰინ პროლაქტინი განსაზღვრეთ სისხლში და თუ მომატებულია პროლაქტინი მაშინ მამოლოგთან არ უნდა იმკურნალოთ, ენდოკრინოლოგს უნდა მიმართოთ, რადგან ამ პრობლემებს ხშირად ჩიყვი ( ფარისებრი ჯირკვალი) იწვევს. თუ გამონადენი გამჭვირვალე ფერისაა მაშინ ექოსკოპია უნდა გადაიღოთ, კისტა არ იყოს სარძევე ჯირკვლის. თუ კისტაა მაშინ მიმართეთ მამოლოგს.

Posted by: mammolog 5 Aug 2014, 12:59
naa
უკვე რეკომენდირებულია მიხვიდეთ მამოლოგთან. სასურველია სრულიად მოხდეს რძის გაშრობა; მამოლოგი კი თვითონ გადაწყვიტას გჭირდებათ თუ არა მედიკამენტების ჩართვა.
* * *
ciania
შემდეგი აფხრეწისას უფრო ნაზად მოიქეცით smile.gif თუ დაპატარავდა და ქრება არ ჭირდება რაიმე ჩარევები, დააკვირდით არ გაიზარდოს, არ გაწითლდეს და არ დაგიჩირქდეთ.
* * *
kekuna
თუ კანზეა ეს წარმონაქმნი და არ გაწუხებთ ნუ ნერვიულობთ. შესაძლებელია იყოს ათერომა, ცხიმის დაგროვება, დააკვირდით წარმონაქმნს აქვს თუ არა პატარა ხვრელი, ანუუ როგორც ფერის მჭამელას. თუ ასეთია მაშინ შესაძლებელია ინფექცია შევიდეს და დაჩირქდეს. რა ზომისაა ეს წარმონაქმნები?
* * *
sofunia
ციკლიდან მე-7-9 დღე არის ყველაზე კარგი პერიოდი სარძევე ჯირკვლების ექოსკოპიისთვის.
* * *
ninininiko
კარგი იქნებოდათ დაგედოთ მამოგრაფიის და ექოსკოპიის სურათებიც. ანამნეზში ახლო ნათესავებთან იყო სარძევე ჯირკვლის ან საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნე?. მართალია 1,5 სმ წარმონაქმნი არ არის დიდი შეიძლება დაკვირვება და ყოველ 6 თვეში აკონტროლოთ, თუმცა საბოლოოდ ეს მაინც ამოსაკვეთი იქნება, იმიტომ რომ რაც ასაკში შედის ადამიანი მით უფრო მეტი რისკია ყველა პილუს ქსოვილი, წარმონაქმნი, გადაგვარდეს ავთვისებიანად.
რაც შეეხება ბიოფსია თუ პირდაპირ ოპერაციას: ბიოფსიის შემთხვევაში აუცილებელია შემდეგ გაკეთდეს ოპერაცია. ბიოფსიაც არსებობს ორი სახის :წვრილნემსოვანი და მსხვილნემსოვანი. წვრილნემსოვანის შემთხვევაში ეს არის ციტოლოგიური კვლევა,რომელიც 100 % დიაგნოზს მაინც ვერ სვამს და რაც შეეხება მსხვილნემსოვანი ეს გამოკვლევა საკმაოდ ძვირი ღირს და თუ ექოსკოპიით და მამოგრაფიით ეჭვი არ არის სხვა წარმონამქნზე ანუ არაკეთილთვუისებიანზე მაშინ ჯობს პირდაპირ გააკეთოთ ოპერაცია, ამოიკვეთოს და მთლიანი პრეპარატი გაიგზავნოს შემდეგ პათომორფოლოგიურ კვლევაზე.

Posted by: jadvari 8 Aug 2014, 14:45
გამარჯობა. წელიწადზე მეტია მაწუხებს მარცხენა მკერდი უფო მეტად იღლიის მხარეს. სიმაგრეს ვერ ვპოულობ. პერიოდულად თითქოს ყრუდ ვგრძნობ მკერდში ტკივილს და მწიწკნის. ძალიან მეშინოდა ექიმთან მისვლის. მაგრამ მყავს სკოლის ასაკის შვილები და მათ დედა ჯერ კიდევ სჭირდებათ. ამიტომ გადავწყვიტე გავრისკო გამოკვლევა.

მოკლედ ჩემი ჯანმრთელობის შესახებ: ვარ 47 წლის. პირველი შვილი გავაჩინე 31 წლის ასაკში. მეორედ მალევე დავრჩი ფეხმძიმედ საშვილოსნოს ყელზე მქონდა დიდი ზომის მიომის კვანძი და მოცილებაზე არც ყოფილა საუბარი. 32 წლისამ გავაჩინე მეორე შვილი მაგრამ კვნძის გამო საჭირო იყო საკეისრო კვეთა და პარალელურად საშვილოსნოც ამომკვეთეს. აქამდე არაფერს არ შევუწუხებივარ.

ეხლა გთხოვთ მირჩიოთ საიდან დავიწყო, სად მივიდე გამოსაკვლევად, ან რა პერიოდში (ოპერაციის შემდაგ ბუნებრივია ციკლი აღარ მაქვს). ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ჩემთვის ფინანსური მხარე მნიშვნელოვანია და თავისთავად ყველაფერი ხელმისაწვდომი რომ იყოს.

წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: irakli222 8 Aug 2014, 20:48
jadvari

წერეთელზე და ვარკეთილში არის სკრინინგ ცენტრები.
იქ მიბრძანდით და უფასოდ გამოგიკვლევენ.
აი http://gnsc.ge/?act=page&id=22&parent=21&lang=ge მისამართები

Posted by: ashley_tko 11 Aug 2014, 18:31
ექიმებო ცოტა ხანი მომაქციეთ რა ყურადღება.. ახლობელს მკერდის თავიდან გამოსდის სისხლი. ეხოზე იყო მისული და ვერაფერი ვერ ნახეს მაგრამ უთხრეს შეიძლება სადინარშია რამე და ციტოლოგია გაიკეთეთო. ორი კითხვა მაქვს
1.რამე რომ იყოს სადინარში ეხოზე არ უნდა გამოჩენილიყო?
და
2. სადინარში თუ არაფერია ეხოს მიხედვით, რას უნდა გაუკეთონ ციტოლოგია, სისხლს? დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: jadvari 12 Aug 2014, 10:11
irakli222
ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის

Posted by: mammolog 12 Aug 2014, 10:56
ashley_tko
ეს არის მინცას დაავადება. დუქტოგრაფია უნდა გაიკეთოს! ექოსკოპიით არ ჩანს და არც ციტოლოგიით გამოჩნდება. ამ დროს სადინარში პაპილომა იზრდება. მკურნალობა ქირურგიულია. თუმცა ჯერ დიაგნოზი უნდა დადასტურდეს დუქტოგრაფიით smile.gif

Posted by: ashley_tko 12 Aug 2014, 12:14
mammolog
ძალიან დიდი მადლობა, ეხლა დავურეკე და ონკოლოგიურშია, ციტოლოგია გამაკეთებინეს და პასუხს ველოდებიო. ანუ ციტოლოგიით არ გამოჩნდება და ტყუილად აკეთებინებენ facepalm.gif

Posted by: mammolog 12 Aug 2014, 14:35
ashley_tko
თუ სისხლიანი გამონადენია და არა მწვანე ან ყავისფერი მაშინ წესით ციტოლოგიით არ ჩანს. პაპილომა ჩანს დუქტოგრაფიაზე, ექოსკოპიით ფაქტიურად შეუძლებელია ნახო მაგრამ იმ შემთხვევაში ნახავს რადიოლოგი თუ მამოგრაფიით დადგინდება ზუსტი ლოკალიზაცია და თუ ძალიან თანამედროვე აპარატია biggrin.gif
* * *
ashley_tko
მაპატიეთ სმაილისთვის ( მიჩვეული ხელი .... smile.gif

Posted by: kakana 16 Aug 2014, 22:51
mammolog
მკერდის გახურება რომელიც გადაეცემა ბეჭში ზურგზე ხან მხრებზე მკლავზე (ან მეორე მკერდზე და მკლავზე იშვიათად, )
ხან მუცელშIიც დამივლის ხოლმე მაგრამ მაინც ძირითადად მარცენა მხარეს მაქვს ეს დისკომფორტი თითქოს გარედან მიხურს მთელი კანი

პ.ს აქვე გკითხავთ ხან უცემბ წამომტკივდებასავით მკერდის არეში ტკივილსაც ვერ დავარქმევ,რომელიც იღლიისკენ გადადის და ხან მკლავზე ასევე ბოლო პერიოდი მაქს ავსეთი შეგრძნება აი დაახლოებით მეძუძური როცა ხარ და რძე გაწვება დაახლოებით ასეთი რამ დვრილის არეში და ასევე წიწკვნასავით პერიოდულად ესეც დვრილის არეში

Posted by: mammolog 18 Aug 2014, 11:52
kakana
თქვენი ჩივილები ძირითადად გავს ხერხემლის ტკივილს. ოსტეოხონდროზი ხო არ გაწუხებთ? ძალიან ხშირად მკლავში გადაცემა ტკივილის ახასიათებს ხერხემალს.
და ეს წვის შეგრძნება რაც მკერდში გაქვთ, შეამოწმეთ გამონადენი ხო არ გაქვთ. კარგი იქნება ექოსკოპიას თუ გადაიღებთ სარძევე ჯირკვლის.

Posted by: pekineli 21 Aug 2014, 20:48
ვინმეს დაულევია აქ პრეპარატი დისმატექსი?

პაციენტი კაცი სვამს ექიმის დანიშნულებით (ფიბრომატოზული კვანძები აქვს) და აქვს მოწიწკვნის შეგრძნება და ჩქმეტის - მოკლედ ძალიან უსიამოვნო მსუბუქი ტკივილები.

პრეპარატს უწერია, რომ არაა ნაჩვენები მკერდის სიმსივნის დროს - მაგრამ ფიბრომა ხომ სიმსივნეა და შეეშვას პაციენტი?

დაწერეთ რა მნიშვნელოვანია.

პაციენტებო დაწერეთ ეგეთი შეგრძნება ახლავს ამ პრეპარატს?
* * *
mammolog
ძვირფასო მამოლოგო, დისმატექსსა და დისმენორმს შორი რა სხვაობაა. ორივე პრეპარატი დაინიშნა ალტერნატიულად. სხვადასხვა პერიოდებში სხვადასხვა. თუმცა პაციენტს დისმენორმზე არ ქონდა რეაქცია (ტკივილი) ხოლო დისმატექსზე ქონდა

თუმცა დისმატექსის კურსის შემდეგ შემცირდა ფიბრომა - შეიძლებოდა ასე ემოქმედა დისმატექსს თუ შეცდომაა რაიმე ექოსკოპოსტის?

7X9 კვანძი გახდა 3X4 , არადა მამოლოგმა თქვა ფიბრომა არ იწოვებაო.

Posted by: ashley_tko 21 Aug 2014, 21:36
mammolog
გამარჯობათ, ჩემს ახლობელს ონკოლოგიურში გაუკეთეს ციტოლოგია და როგორც თქვენ ივარაუდეთ არაფერი გამოჩნდა. დუქტოგრაფიაზე გაგზავნის მაგივრად დააიმედეს არაფერი არ ჩანს და ერთ თვეში მოდით ისევ ციტოლოგია გავიმეოროთო და გამოუშვეს უკან!!
ვერაფრით ვერ დავითანხმე დუქტოგრაფიაზე რაც ძალიან მანერვიულებსsad.gif ერთი თვე ცოტა დრო ხომ არ არის...
ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის..

Posted by: mammolog 22 Aug 2014, 14:04
ashley_tko
ეგ ავთვისებიანი დაავადება არ არის ამიტომ 1 და 2 თვეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ 1 თვის შემდეგაც არაფერი არ გამოჩნდება. მანდ პირდაპირი ჩვენება არის დუქტოგრაფია და ოპერაციული მკურნალობა, ოგონდ ზუსტი ლოკალიზაციის გარკვევას საჭირო სად არის სადინრისშიდა პაპილომა. smile.gif გამონადენი არის ისევ??? გისურვებთ წარმატებებს.
* * *
pekineli
"ფიბრომა" ალბათ ფიბროადენომაზე საუბრობთ. ფიბროადენომა ეგ არის კეთილთვისებიანი სიმსივნე და რაც შეეხება დისმატექსი არ ინიშნება ავთვისებიანი სიმსივნის დროს. დისმატექსისის ჩვენება კი პირდაპირ არის მასტოპათია, ფიბრომატოზი. ამიტომ ეგ არ არის ამ შემთხვევაში უკუჩვენება. რაც შეეხება ფიბროადენომის განწოვას: ფიბროადენომა თუ არის 1 სმ-მდე არის შანსი რომ მოხდეს მისი განწოვა. ამიტომ ასეთ პატარა წარმონაქმნზე არ კეთდება ოპერაცია, თუმცა მისი განწოვაც ძალიან იშვიათად ხდება. მაგრამ არის შემთხვევები როცა მედიკამენტოზურ მკურნალობას ემორჩილება, რაც ძალიან კარგია. წიწკნაც და ტკივილის წამლის მიღებას ახასიათებს, თუმცა ესეც ინდივიდუალურია.
* * *
pekineli
დისმენორმი არის ჰომეოპათი რომელიც არეგულირებს პროლაქტინს და ესტროგენებს. ეს ჰორმონები ძუძუზე მოქმედებენ , მათი დარღვევა იწვევს მასტოპათიას , ამიტომ დანიშნა ეს მედიკამენტი.

Posted by: pekineli 22 Aug 2014, 15:07
mammolog
შეიძლება PM ში გკითხოთ რაღაც?

Posted by: violet 23 Aug 2014, 14:39
ეს მონაცემებირ რეალურია?

- შესაძლებელია თუ არა, ტრავმის შემდეგ სარძევე ჯირკვლის კიბო განვითარდეს?
- სავსებით შესაძლებელია, თანაც უფრო მეტად - ისეთი უმნიშვნელო, შემთხვევითი ტრავმის შემდეგ, რომელსაც ქალბატონები ხშირად ყურადღებას არც კი აქცევენ. ასეთი ტრავმიდან 2-3 წლის შემდეგ ასიდან 85 შემთხვევაში კიბო ვითარდება

http://www.mkurnali.ge/onkologia/2944-sardzeve-jirkvlis-kibo.html

Posted by: LOTUSi 25 Aug 2014, 00:00
mammolog
გამარჯობა, ციკლის დაწყებამდე 10 დღით ადრე მეწყება მკერდში სიმძიმის შეგრძნება. განსაკუთრებით მარხენა მხარეს ყოველთვის უფრო მეტად. მარცხენა მხარეს ხელით რომ ვისინჯავ დიდი მოცულობის სიმაგრეს ვგრძნობ, როცა მარჯვენა რბილია.
რა შეიძლება იყოს სავარაუდოდ? სად მივიდე ექოსკოპიაზე?

Posted by: mammolog 25 Aug 2014, 10:35
LOTUSi
ციკლის შემდეგ ტკივილი ქრება?? მკერდი რბილდება? თუ ყველაფერი ნორმას უბრუნდება, სანერვიულო არ არის. ექოსკოპია სად უნდა გადაიღო ვერ გეტყვით.

Posted by: lady t 26 Aug 2014, 15:20
გამარჯობათ, , დღეს ვიყავი მამოლოგთან, დამიდგინდა ფიბროადენობა ზომით: 14*9 მმ,ვარ 29 წლის, მითხრეს რომ აუცილებელია ამოკვეტა, მით უფრო იმის გათვალისწინებით რომ დედას 3 წლის წინ მოკვეთილი აქვს მკერდი.
ძალიან განვიცდი ოპერაციის ამბავს, ამიხსნენს რომ საგანგაშო არაფერია, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ, არ არსებობს სხვა გზა, რომ ოპერაცია არ დამჭირდეს?
მესმის რომ ჩემზე მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს ბევრს, მაგრამ იქნებ მიპასუხოთ, ძალიან მჭირდება სპეციალისტების რჩევა.
გმადლობთ წინასწარ.

Posted by: mammolog 27 Aug 2014, 12:55
lady t
სასურველია რომ გაიკეთოთ ოპერაცია, ფიბროადდენომის მკურნალობა მედიკამენტებით არ ხდება. მაგრამ თქვენი მდგომარეობა ცოტათი დასაფიქრებელია: როცა დედას, დეიდას, ბებიას აქვს სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე საკონტროლებელია თქვენი სარძევე ჯირკვლებიც. მე პირადად თქვენს შემთხვევაში სანამ ოპერაციას დავგეგმავ გავაკეთებდი კორ-ბიოფსიას, ეს არის წარმონაქმნის მორფოლოგიური გამოკვლევა და შემდეგ ოპერაციას.
არსებობს გენეტიკური ანალიზი: BRC1 BRC2, როცა ახლო ნათესავს აქვს სარძევე ჯირკვლის სიმსივნე სასურველია ეს ანალიზი ჩაიტაროთ და შეამოწმოთ თქვენი გენეტიკური განწყობა. თუმცა ეს ანალიზი ფინანსურად ძვირია sad.gif

Posted by: lady t 27 Aug 2014, 16:10
mammolog
დიდი მადლობა, მეშინია ბიოფსიის, უფრო სწორედ პასუხის sad.gif sad.gif sad.gif ისე ვნერვიულობ ეს დღეები, რამე რომც არ მჭირდეს გამიჩნდება.

Posted by: Blue October 7 Sep 2014, 21:18
თითქმის 1 წელია მაწუხებს მკერდის საშინელი შებერილობა და სიმძმით გამოხატული ტკივილი. ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი გინეკოლოგი გამოვიცვალე, ყველა ვისაც შევჩივლე - უჰ ეგ არაფერია, პროლაქტინი გექნება მაღალი..!

არც ორსული ვარ და არც ვყოფილვარ, ანუ მეძუძური არ ვყოფილვარ.

ბოლოს ერთი ნათელი გონების გინეკოლოგი აღმოვაჩინე და ვინაიდან მამოლოგი, ვისთანაც ვიყავი არ მომეწონა, გინეკოლოგს დავანიშნინე მკურნალობა. ვსვამდი დოსტინექსს 3 თვე. ახლა ძაალიან დაბალი მაქვს, მაგრამ სიმპტომები იგივე რჩება.

მუცელზე ძილი მიყვარს და ვერ ვწვები, გვერდზეც კი ვერ ვბრუნდები მოძრაობისას სიმძიმე იმდენად მაწვება და მტკივა sad.gif

ექოსკოპიაზე გამოჩნდა რომ სადინარი არხები მაქვს გადიდებული, დოსტინექსის მერე ექოსკოპია არ გამიკეთებია...

ხელით 3-4 ჯირკვალსაც ვგრძნობდი, რომელიც 4 თვის წინ გამიჩნდა, ახლა საკმაოდ შემცირდნენ ზომაში.

დამტანჯა facepalm.gif



mammolog ჰელფ..

Posted by: mammolog 8 Sep 2014, 10:36
Blue October
თქვენ ფიქრობთ რომ ის გინეკოლოგი "ნათელი გონებისაა" ? დოსტინექს რამდენ აბს სვამდით? პროლაქტინის ანალიზი ჩააბარეთ???
თქვენ რასაც მიყვებით არ უნდა გქონდეთ დიდი პრობლემა. თქვენი დიოაგნოზია მასტოდინია, ანუ მტკივნეული მკერდი. ეს არ ნიშნავს რომ მკერდი გაქვს დაზიანებული, ეს არის თქვენი მდგომარეობა, ანუ სტრესები, ნერვიულობები იწვევს ასეთ მდგომარეობას. თქვენ გჭირდებათ ვიტამინოთერაპია ოგონდ მკერდისთვის სასარგებლო. ეს მამოლოგმა უნდა გამოგიწეროთ.

Posted by: Blue October 9 Sep 2014, 22:45
mammolog

კი ნამდვილად ნათელი გონებისაა, წლებია უამრავ გინეკოლოგი გამოვიცვალე,ს ანამ ექიმთან მივალ პრობლემის შესახებაც ინტერნეტში ინფოებს ვკითხულობ.
პროლაქტინის ანალიზზე დავწერე უკვე, რომ ბოლოს აღებულიდან საკმაოდ დაბალი მქონდა.


2 მამოლოგთან ვიყავი, 2ივე გაგებარი სახით მიყურებდა :/

ბუშტნამქერის ოპერაცია გავიკეთე 1 წლის წინ, მას შემდეგ დამეწყო..

Posted by: ninininiko 21 Sep 2014, 13:02
გამარჯობათ
1 მკერდის ოპერაციის მერე იმუნოჰისტოქიმიის პასუხი რამდენ დღეშია ხოლმე?
და ასეთი კითხვა
2. მკერდის სექტორული რეზექციის მერე რამდენ ხანში შეიძლება ექსტირპაცია საშვილოსნოს-ამ ოპერაციის გაკეთება?ნუ იმ მოსაზრებით რომ ორგანიზმა უნდა აღიდგინოს ძალები.ერთი თვე შუალედი ამ ოპერაციებს შორის ოპტიმალურია?
3 მკერდის სიმსივნის დადგენის შემდეგ ,ანუ ექო დიაგნოსტიკიდან ოპერაციაგაკეთდა 5 თუ 6 თვის მერე.... პაციენტის ბრალია ეს...მოკლედ ასეთი შეკითხვა მაქვს ამ 5 თუ ექვსთვიან დაგვიანებას რა ცუდი შედეგები შეიძლებოდა რომ გამოეწვია??შეიძლება რომ ამ დაგვიანებით არც არაფერი გაფუჭებულიყო ??/
ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ამ კითხვებზე პასუხი.მესმის რომ ზოგადი კითხვებია,მაგრამ ახლა საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამ კითხვებზე პასუხს ჩემთვის
დიდი მადლობა

Posted by: mammolog 21 Sep 2014, 16:59
ninininiko
1. ოპერაციის შემდეგ იმუნოჰისტოქიმია 14 დღეში უნდა იყოს მზად!
2.სექტორული რეზექცია იყო თუ რადიკალური სექტორული რეზექცია? თუ მხოლოდ სექტორი იყო მაშინ ორგანიზმს ძალების აღდგენა არ ჭირდება და საერთოდ თუ საჭირო იყო საშვილოსნოს ექსტირპაცია ერთმომენტად გაგეკეთებიათ ორივე ოპერაცია?
3.მკერდის კეთილთვისებიან სიმსივნეზე საუბრობთ თუ ავთვისებიანზე? მხოლოდ ექოსკოპიით ავთვისებიანი სიმსივნე არ დგინდება. თუ ავთვისებიანი იყო სიმსივნე მაშინ სასურველია 10 დღის განმავლობაში დაიწყოთ მკურნალობა და თუ კეთილთვისებიანია მაშინ 5-6 თვეში არაფერი არ მოხდება.

Posted by: ninininiko 22 Sep 2014, 15:11
დიდი მადლობა
მოკლედ კვანძია.სავარაუდოდ ფიბროადენომა.ციტოლოგია არ გამიკეთებია.
დაახლოებით 5 თვის უკან დამეწყო ტკივილეები იღლიის ფოსოში და ექოზე და მამოგრაფიაზე გამოჩნდა კვანძი...
ჩემი ბრალია როომ ამდენი ხანი აღარ მივაქციე ყურადღება
მოკლედ იქით კვირას მივდივარ ანალიზებზე და სავარაუდოდ დაიგეგმება ოპერაცია.
მაინტერესებს ამ 5 თვიან დაგვიანებას,თუ ეს ავთვისებიანი წარმონაქმნია რა პრობლემები შეუძლია რომ გამოეწვია??

Posted by: agr_bak 30 Sep 2014, 04:26
ninininiko
QUOTE
მოკლედ იქით კვირას მივდივარ ანალიზებზე და სავარაუდოდ დაიგეგმება ოპერაცია.

თუ ბიოფსია არ გაგიკეთებიათ მხოლოდ ექოზე ფიბროადენომის დიაგნოზით რატომ გგონიათ რომ ოპერაცია დაიგეგმება?
ეგეთი კვანძები ლამის ყოველ მეორე ქალს აქვს და თუ ზომაში არ იზრდება ან ბიოფსია არ აჩვენებს მათ ავთვისებიანობას არაფერია საშიში.

კეთილთვისებიანი კვანძები არ არის საოპერაციო. მათ მხოლოდ კონტროლი სჭირდებათ 6-12 თვეში ერთხელ.

მე ექიმი არ ვარ მაგრამ თავად მაქვს ასეთი კვანძები უკვე ბევრი წელია და რაც ჩემი ექიმებისგან ვიცი იმ გამოცდილებას გიზიარებთ.




Posted by: tamuna89-tamuna89 7 Oct 2014, 13:55
ეხოზე მივიღეთ პასუხი: მარჯვენა სარძევე ჯირკავლში სითხური ჩანართი აკუსტიკური ჩრდილით და ცისტური ჩანართი 0. 08 სმ.ცისტის შიგნით ისახება მიკროკალცინატი. რამდენად საშიშია ეს პასუხი და რა გამოკვლევებია საჭირო დამატებით?

Posted by: hotpoint 9 Oct 2014, 13:57
გამარჯობათ, თუ იცით დამეხმარეთ, სად მუშაობს ამჟამად რევაზ ციციშვილი ? წინასწარ მადლობა

Posted by: queen4 26 Oct 2014, 19:55
მარცხენა მხარეს იღლიაში მაწუხებს ერთი ჯირკვალი, რომელიც ციკლამდე ღიზიანდება და ძალიან მტკივა, ისე რომ მარცხენა მხარეს დაწოლაც კი მიჭირს, ეს გრძელდება უკვე დაახლოებით წელიწადნახევარია, რას მირჩევთ მამოლოგთან ვიზიტი როდისაა რეკომენდებული (ანუ ციკლიდან მერეამდენე დღეს)?

Posted by: xatatula 28 Oct 2014, 15:15
დღეს ვიყავი მამოლოგთან კონსულტაციაზე. ჯერ ეხო გადამიღეს და დასკვნაში წერია:
პარენქიმა ოდნავ არაერთგვაროვანი სტრუქტურისაა
კეროვანი დაზიანებები: ორივე სარძევე ჯირკვალში დიფუზურად ფიქსირდება ერთეული კვანძები, უდიდესი 10X4მმ (კვანძოვანი მასტოპათიის ულტრაბგერითი სურათი)
სარძევე სადინარები არაა გაფართოებული ლიმფური გზები არ ვიზუალიზდება
რეგიონული ლიმფური კვანძები ექოლოგიურად პათოლოგიური ცვლილებების გარეშეა.

მერე ამით წავედი მამოლოგთან, ხელით გამსინჯა, ხელით არ ისინჯებაო მაგრამ გამომიწერა ეპოვექსი 2 თვე.

ავუხსენი რომ მარცხენა მკერდი მტკივა, მაგრამ ამ ტკივილი გამომწვევი მასტოპათია არ იქნებაო. მტკივა მკერდის გარეთა მხარე იღლიისკენ.

მოკლედ, საშინლად დაბნეული ვარ. არ ვიცი რამდენად საშიში და სანერვიულო. კი ლოგიკურად ვიცი რომ უნდა ვაკონტროლო და ასე შემდეგ. მითხრეს რომ კვანძებია და მორჩა. ანუ ამას არ ჭირდება ბიოფსია, იქნებ სიმსივნურია, თუ სტრუქტურაზე ეტყობა ეგ. ეხლა მოვედი აზრზე და ამდენ კითხვას ვსვამ. იქ გაშტერებული ვიჯექი და თავს ვაქიცინებდი მარტო smile.gif

ხვალ ვიკეთებ ტსჩ-ის ანალიზს, რომ გავიგო ფარისებრის ამბავი ხომ არ არის. და ამაზეც დავიბენი, მხოლოდ ტსჩ-ით გავიგებ რაიმე ხდება თუ არა?

ჩემი კითხვა ძალიან ზოგადი და აბდა-უბდაა აშკარად. უბრალოდ ადამიანურ ენაზე ამიხსენით თუ შეძლებთ, რა ხდება ჩემს თავს.

და კიდევ რომელი მამოლოგი შეგიძლიათ მირჩიოთ, სადაც კიდევ ერთხელ მივალ და გადავამოწმებ ჩემს ამბებს. ოღონდ მართლა კარგი და გამოგიცდიათ. თუნდაც პმ-ში გამაგებინეთ აქ თუ არ შეიძლება დაწერა

Posted by: Colors123 30 Oct 2014, 15:30
გამარჯობათ
იღლია მაწუხებდა ტკივილი მქონდა და გავიოკეთე ულტრასონოგრაფია,
შედეგი ასეთია მარჯვენა იღლიის ფოსო: 6,7 მმ ზომის შეუცვლელი სტრუქტურის მქონე ლიმპური ჯირკვალი
მარცხენა: იღლიის ფოსო : ისახება 5მმ ზომის სტრუქტურულად შეუცვლელი ლიმფური ჯირკვალი
ექიმმა ამიკრძალა დეზადორანტების ხმარება და გამომიშვა სხვა არაფერიაო,
ინტერნეტში როგორც მოვიძიე 5მმ ზე მეტი საშიშიაო
და სინამდვილეში რახდება არის საშიში თუ არაფერია?

Posted by: GvancGv12 2 Nov 2014, 17:05
ბავშვებოო გამარჯობათ.
მენსტრუაციამდე 14 დღით ადრე მქონდა პირველი სექსი.
განსაკუთრებული ტკივილი არ მქონია, არც სისხლდენა.
სექსის მერე, მგონი 2-3 დღის შემდეგ წამომივიდა სისხლი, ცოტა ძალიან.
მენზამდე 12 დღით ადრე ამტკივდა მკერდი, გამიმკვრივდა და ა.შ, როგორც იცის მენზის წინ.
არანაირი გადაცდენა არ მქონია, "დაჟე" 3 დღით ადრე მომივიდა. ჩვეულებრივ, სტანდარტული ტკივილებით. არც ძალიან ბევრი, არც ძალიან ცოტა.
5 დღიანი ციკლი მაქვს და ასეც გაგრძელდა.
მენზი დავამთავრე 4 დღის წინ. გუშინ ყოველი შემთხვევისთვის მაინც გავიკეთე ორსულობის ტესტი. (ბბ ტესტი). დილას, უზმოზე. (როგორც ვიცი შარდში ჰორმონის რაოდენობა ამ დროს უფრო მაღალია).
არანაირი სიმპტომი არ მაქვს ორსულობის, ძალიან კარგად ვარ, უბრალოდ მკერდის მგრძნობელობა მაქვს მომატებული.
თითქოს ოდნავ მიხურს კერტებთან (თინეიჯერობის პერიოდში რომ იცის, ზრდის დროს მგრძნობელობის მომატება, დაახლოებით ისე), სიცივეზე განსაკუთრებით რეაგირებს.
ორსულობა ხომ ყველა ვარიანტში გამორიცხულია? მიპასუხეთ რააა, პათოლოგიურად მეშინია ამ ეტაპზე ორსულობის და მგონი ფსიქოლოგიური სინდრომი დავიმართე უკვე :დდ შიზოიდივით ვიქცევი.

Posted by: ninininiko 15 Nov 2014, 22:04
ძალიან დიდი თხოვნა მაქვს
მოკლედ მაქვს ფიბროადენომა(ნუ სავარაუდო ექოთი და მამოგრაფიით)ყოველ 2 თვეში ეს ჩემი ინიციატივით ვიკეთებ მამოგრაფიას და ექოს.
ნუ ერტმა მამოლოგმა საოპერაციოაო,მეორემ თუ არ იზრდება დავაკვირდეთო.
მოკლედ დაბნეული ვარ.
ახლა რა მაინტერესებს პუნქცია სადიაგნოსტიკოდ აქაც ერტმა თქვა გაიკეთეო,მეორემ შეგიძლია არ გაიკეთოო
მოკლედ რა მაინტერესებს ფიბროადენომა თუა მარტლა და ჯერ არ მინდ აოპერაციის გაკეთება ეს პუნქცია თვითონ ამ ქსოვილს ადგილობრივად და ამ ფიბროადენომას თეორიულად შეიძლება რომ რამე ცუდი გაუკეთოს?
ანუ სისმსივნის დროს პუნქციიდან ძალიან მალე უნდა გაკეთდეს ოპერაცია,რადგან ქსოვილის დაზიანება ხდებაო და ამ სიმსივნის ''გაშლაო''
მოკლედ ჩავთვალოთ რომ იმენნა ფიბროადენომაა და ცუდი არაფერი და ზომაში არ იზრდება .აი ამ პუნქციამ რა შეიძლება რომ დააზიანოს ?დამიზიანოს სარძევე ჯირკვალში და ამ კვანძში??

Posted by: operis achrdili 24 Nov 2014, 20:16
ძალიან გთხოვთ, პირადში მომწერეთ ისეთ მამოლოგზე ინფორმაცია, რომელიც არის თუ არა გასაკეთებელი ოპერაცია საოპერაციოში არ შემიყვანს. მქონდა ურთიერთობა საკმაოდ ცნობილ მამოლოგთან, რომელმაც ერთი ვიზიტის შემდეგ ოპერაცია "გამომიწერა", მერე მასთან ერთად ბატონმა ვოვა მეტრეველმა ნახა ჩემი სურათები და შეთახმდნენ რომ თურმე არაფერი მჭირდა. გადავრჩი ოპერაციას! ეხლა ერთი წლის შემდეგ იღლიის ქვეშ ტკივილის გამო ისევ გავიკეთე ბატონ ვოვასთან მამოგრაფია და მითხრა რომ ანთებითი პროცესია და ექიმს აუცილებლად ეჩვენეო, მივედი ისევ ჩემს ყოფილ ექიმთან და ისევ საოპერაციოში მიმაქანებს.
იქნებ მირჩიოთ ვინმე, ვინც მჭირდება თუ არ მჭირდება, ქირურგიულ ჩარევას არ დამაძალებს და არ დამზაფრავს!

Posted by: nit123 27 Nov 2014, 14:17
შარშან იღლიის ჯირკვალი გამიმიზეზდა.... რამდენიმე მქონდა ამობურცუილი და საშნლად მტკიოდა... ზოგი თავისით გაქრა, მაგრამ ერთი ძაან გაიზარდა და დაჩირქდა... sad.gif მოკლედ გახდა გასაჭჭრელი, გამოვიდა უხვად ჩირქი... იმის მერე პრობლემა არ შემქნია.... მაგრამ ახლა, ოდნავ რაღაცაზე რომ ვინერივულებ, ყრუდ მტკივდება იღლიაში, თითქოს უცხო სხეული მაქვსო, მკლავით რომ ვაწვები, მერე თავისით გადის...
რისი ბრალია? კიბო მაქვს?????

Posted by: mammolog 28 Nov 2014, 15:58
ninininiko
არსებობს ორი მეთოდი პუნქციის: არის წვრილ ნემსოვანი და მსხვილნემსოვანი (კორ-ბიოფსია) ; ტქვენს შემთხვევაში უკეთესია გაიკეთოთ მსხვილნემსოვანი. რაც შეეხებბა თუ პასუხი იქნება ფიბროადენომა, მაშინ ეს არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის თქვენს ფიბროადენომა და შეგიდზლიათ შემდეგ ყოველ 6 თვეში გადაიღოთ ექოსკოპია და გააკონტროლოთ ზომები. რამდენი წლის ხართ?
* * *
Colors123
15 მმ-მდეც კიი ნორმად ითვლება თუ სტრუქტურა არ აქვს შეცვლილი. ტქვენს შემთხვევაში კველაფერი ნორმაშია. მე ვფიქრობ ეს იღლიის ბრალი არ უნდა იყოს. ხერხემალი ხომ არ გაწუხებთ??? მაგ დროსაც შესაძლებელია ტკივილი.

Posted by: earth 28 Nov 2014, 21:38
mammolog
გამარჯობა,

მყავს ერთი თვის პატარა, ძუძუს ვერ წოვს ამიტომ ვიწველი და ისე ვაძლევ. რამდენიმე დღის წინ გამიჩნდა სიმაგრე მარცხენა კმერდში. დღეს ვიყავი მამოლოგთან გადავიღეთ ეხო და 10X15მმ არის სითხოვანი უბანი სქელი ბლანტი არაერთგვაროვანი შიგთავსით და რადგან მასაჟისტი დადიოდა უკვე 2 კვირა და ვერაფერი ვუშველეთ გადაწყვიტა ნემსით ამოიღონ სითხე. რამდენად ეფექტურია ეს მეთოდი და უსაფრთხო?

Posted by: ninininiko 29 Nov 2014, 10:17
mammolog
იქნებ პირადში მომწეროთ თქვენი სახელი,გვარი და კლინიკა
მინდა თქვენთან კონსულტაციაზე მოსვლა.კარგი დაზღვევა მაქვს და მინდა სწორედ გავაკეთო ყველაფერი
და მადლობა

Posted by: mammolog 30 Nov 2014, 17:58
earth
10-15მმ სითხოვანი შიგთავსი არ არის ბევრი,თუმცა სქელი, არაერთგვაროვანი ანტებითის მანიშნებელია. რაიმე მკურნალობ ა არ დაგინიშნეს? ან რაიმე საფენები გარეგანად? მე პირადად ჩემს პაციენტებში ვცდილობ ჯერ მედიკამენტებით ვუმკურნალო. კანი გაწითლებული გაქვთ? სიცხე გააქვთ? ზოგადად მკერდზე მასაჟები, გამოწველები არ არის რეკომენდირებული. მხოლოდ ბავშვს მიეცით ან საწველით. ბავშვზე კარგად ვერავი ვერ გამოქაჩავს და კოველთვის იმ მკერდით დაიწყეთ კვება რომელშიც პრობლემა გაქვთ.

Posted by: earth 30 Nov 2014, 21:19
mammolog
არა მკურნალობა არ დამინიშნა, არანაირი საფენები და მედიკამენტი არ უხსენებია, პირდაპირ ციტოლოგია.
ვიყავი ციტოლოგთან, თუმცა ბევრი ვერაფრი ამიღო სიმაგრე ისევ მაქვს, პასუხი ხვალ იქნება და დავწერ პასუხსაც.

კანი შეწითლებული არ მაქვს, არც სიცხე მაქვს, ყოველთვის ვიზომავ.
ბავშვი სამწუხაროდ არ წოვს და კიკოს გამოსავწლით ვიწველი, რაც რჩება იმას მასაჟისტი იღებს.
მასაჟისტის მერე სიკვრივე საგრძნობლად პატარავდება ტუმცა მეორე დღისთვის ისევ იმატებს sad.gif
ეს რისი მანიშნებელი უნდა იყოს?

Posted by: mammolog 1 Dec 2014, 11:55
earth
ეს გროვდება იმიტომ რომ რძე გაქვთ მკერდში. და ბავშვი საერთოდ არ წოვს?? მაშინ უნდა გაიშროთ რძე და ეს სიმაგრეც გაქრება.

Posted by: earth 1 Dec 2014, 16:55
mammolog
მოკლედ ვიყავი დღეს ექიმთან, ციტოლოგიის პასუხის შემდეგ გამომიწერა დოსტინექსი 2 აბი (0,5 დღეშო ორჯერ) და ზინატი 10 დღე (ესეც დღეში 2ჯერ)

დოსტინექსო გასაგებია რძეს დამიშრობს თან უნდა ვიწველო ხო პარაელურად? ბავშვი საერთოდ არ წოვს sad.gif

ეს ანტიბიოტიკი ზინატი რასშვება? და ამ წამლების შემდეგ სიმაგრეც გაქრება.?

მადლობა პასუხებისთვის

პ.ს. ძალიან მეშინია რამე არ გამირთულდეს

Posted by: ninininiko 2 Dec 2014, 10:54
მოკლედ აგვისტოს ბოლოს ჩატარდა სექტორული რეზექცია-
შემდეგ სავარაუდოდ სხივები.ინტრაოპერაციულად ზუსტად ვიცი რომ სხივები გაკეთდა,აი მერე არ ვიცი
და ახლა 3 თვის შემდეგ ახალი კვანძია იმ მკერდში და მეორე მკერდშიც
შესაძლებელია ასეთი რამ?
და ახლა ეუბნებიან რომ ორივე მკერდის რადიკალური რეზექცია უნდა გაკეთდეს თავისი ლიმფური კვანძების ამოჭრით და მერე ისევ სხივები?
მეორეჯერ შეიძლება ეს სხივები?
და 3 თვის მერე შეიძლება ისევ ახალი კვანძი?/
ჩემს უახლოეს ადამიანს ეხება და ამის ფონზე ჩემი დიაგნოზის ისე მეშინია უკვე აღარ ვიცი რა ვქნა sad.gif

Posted by: Blank 2 Dec 2014, 19:54
mammolog
გამარჯობა.

54 წლის ქალს პროფილაქტიკური კვლევისას მამოლოგმა ექოსკოპია ურჩია. ექოსკოპიამ ისევ მამოლოგთან გააგზავნა დამატებითი მამოგრამისთვის. ხელით არაფერი ისინჯება, არც არაფერი აწუხებს, მაგრამ უთხრეს, რომ 1 სმ-მდე საეჭვო უბანია და შეიძლება ციტოლოგიური კვლევა დასჭირდეს.
საყურადღებო ნამდვილადაა, მაგრამ შიშის საფუძველი რამდენად გვაქვს?

Posted by: mammolog 3 Dec 2014, 14:25
Blank
წესით როცა მამოლოგთან 54 წლის ქალბატონი მიბრძანდება კონსულტაციაზე პირველად უნდა გაიგზავნოს პაციენტი მამოგრაფიაზე, ეს უფასო გამოკვლევაა, სკრინინგულია 40 წლიდან-70 წლის ჩათვლით. იმ შემთხვევაში შეიძლება პირდაპირ გაუშვა პაციენტი ექოსკოპიაზე თუ მკერდი ძალიან მტკივნეულია ან ანთებაა( მასტიტი). მამოგრაფიით უნდა შეფასდეს საბოლოოდ საჭირო არის თუ არა ბიოფსია.

Posted by: Blank 3 Dec 2014, 14:38
mammolog
ჰო, ანუ სკრინინგზე იყო და მამოლოგმა ექოსკოპიაზე გაუშვა. ექოსკოპიიდან ისევ მამოგრაფიაზე + ციტოლოგიურის რეკომენდაციით. ახლა მეორე მამოგრაფიის პასუხს ველოდებით.
მკერდი არც მტკივნეულია, არც არანაირი ჩივილი არ აწუხებს. დაახლოებით 3 თვის წინ ექოსკოპია გაიკეთა და არაფერი იყო. ახლა 1სმ საეჭვო უბანიაო.

Posted by: earth 3 Dec 2014, 14:47
mammolog
QUOTE
ეს ანტიბიოტიკი ზინატი რასშვება? და ამ წამლების შემდეგ სიმაგრეც გაქრება.?

მადლობა პასუხებისთვის

ამაზე იქნებ მიპასუხოთ,

მადლობა წინასწარ

Posted by: lilu-1986 3 Dec 2014, 16:29
გამარჯობათ.
ბოლო პერიოდია მკერდის არეში ტკვილი მაწუხებს, ამას თან დაერთო ციკლის არევაც. მკერდიდან გამონადენიც, ბლანტისებრი რძის მაგვარი. ჰოდა ეხლა მირჩიეს მადიჩის სახელობის მამოლოგიის ცენტრში მისვლა. გისარგებლიათ ამ კლინიკით ?

Posted by: Colors123 4 Dec 2014, 11:37
mammolog
მადლობთ გამოხმაურებისთვის,
დიახ მაწუხებს ხერხემალი საკმაოდ მოხრილი დავდივარ sad.gif

Posted by: mammolog 4 Dec 2014, 21:49
earth
earth
ანტიბიოტიკი ანთებით პროცეს არჩენს და ეს სიმაგრეც უნდა გააქროს. თუმცა ადგილობრივად საფენებიც კარგი იქნებოდა. დოსტინექსი კი რძის წარმოქნას აბლოკირებს. წესით შედეგიანი უნდა იკოს მკურნალობა. თუმცა სიმაგრე მკურნალობის შემდეგ ეგრევე შეიძლება არ გაქრეს. დრო ჭირდება.
* * *
Blank
თუ მამოგრაფიულადაც საეჭვო უბანი იქნება მაშინ სასურველია გაკეთდეს მსხვილნემსოვანი ბიოფსია,(წარმონაქმნის ჰისტოლოგიური კვლევა ) და არა წვრილნნემსოვანი (ციტოლოგია) . ჰისტოლოგია 100 %დიაგნოზს სვამს. ციტოლოგია კი მთლად ზუსტი არ არის.

Posted by: taktakuna 4 Dec 2014, 22:25
mammolog
გამარჯობა! ბოლო პერიოდში ძალიან მაწუხებდა მარჯვენა მკერდის ქვედა მხარე, მოჭერითი სახის ტკივილები და მწიწკნიდა სულ. გუშინ გავიკეთე ექოსკოპია და კი მითხრეს მასტიტი გაქვსო, მაგრამ გაიწოვსო, თუმცა ვერ ვისვენებ მაინც, დასკვნაში მიწერია:
ორივე სარძევე ჯირკვალი- კანქვეშა ცხიმოვანი ჭარბად გამოხატული. პარენქიმის სტრუქტურა შერეული(ფიბროზულ-ცხიმოვან-ჯირკვლოვანი)შენებით.პარენქიმის ექოგენობა ზომიერად მომატებული. ფიბროზული ქსოვილი გამოხატულია ჭარბად, სარძევე სადინარები დილატირებული არ არის 2.7მმ-ზე მეტად, გარკვეულ უბნებში ქმნის ცისტურ ჩანართებს.
კუპერის იოგები ისახება ჰიპერექოგენური ჭიმების სახით.
მოცულობითი წარმონაქმნი არ აღინიშნება.
მარჯვნივ:
5-6სთ-ის პროექციაზე, დვრილთან ისახება სწორკონტურებიანი, იზოექოგენური, ავასკულარული წარმონაქმნი, ზომით 6.6*2.9მმ.
7-8 სთ-ის პროექციაზე ისახება(სავარაუდოდ ცისტური) ავასკულარული, იზოექოგენური წარმონაქმნი, ზომით 5მმ.
9სთ-ის პროექციაზე, დვრილთან 3-სმ-ში ისახება სწორკონტურებიანი, ავასკულარული, იზოექოგენური(სავარაუდოდ ცისტური) წარმონაქმნი, ზომით 6*5.5მმ.
მარცხნივ:
დვრილის ქვეშ ისახება სწორკონტურებიანი, ავასკულარული, იზოექოგენური( სავარაუდოდ ცისტური) წარმონაქმნი, ზმოით 5.9*4.3მმ.

მაინტერესებს საშიში არის რამე და მივაკითხო მამოლოგსაც, თუ არაა საჭირო? წინასწარ მადლობას გიხდით.

Posted by: mammolog 7 Dec 2014, 13:17

taktakuna
ტქვენი ექოსკოპიური დასკვნა ამბობს რომ გაქვთ კისტოზური მასტოპათია. (მასტიტს არ აღწერს სადმე). კისტები არ არის საშიში, თუმცა უნდა გაარკვიოთ რატომ გაქვთ ამდენი კისტა. ფარისებრი ჯირკვალი უნდა გააკონტროლოთ ენდოკრინოლოგთან. ძირითადად ჩიყვია მაგის მიზეზი. ამ კისტებს განსაკუთრებული მკურნალობა არ ჭირდება თუმცა თუ ჩიყვია აუცილებლად უნდა მოიწესრიგოთ. სამომავლოდ რომ არ გაიზარდოს ეს კისტები და მარტლა არ განვიტარდეს მასტიტი (ანუ ანთება )

Posted by: taktakuna 7 Dec 2014, 15:14
mammolog
გასაგებია, მასტიტიო თითქოს მახსოვს რომ მითხრა ექოზე. ფარისებურზეც გავიკეთე ექოსკოპია და არაფერი არ გაქვსო და შეიძლებოდა არ გამოჩენილიყო? გავიკეთებ ანალიზსაც მაგისას დასარწმუნებლად. ანუ თუ ჩიყვი არ მაქვს ამ კისტებს სხვა მკურნალობა არ უნდა?

Posted by: eleniko19 7 Dec 2014, 19:29
გამარჯობათ მკერდის ქვეშ კანი მაქვს ერთ ადგილზე სისხლჩაქცევასავით შეფერილი და რომ დავაჭერ სითხესავით გამომდის ოდნავ. შვილი არ მყავს და ვარ 38 წლის დიდი მკერდი მაქვს და ვფიქრობ ცხიმოვანი ჯირკვალი ხომ არ გაღიზიანდა,დიდი ხანია შევამჩნიე ხან გაღიზიანდება ხან ჩაცხრება.

Posted by: mammolog 8 Dec 2014, 13:30
taktakuna
ფარისებრის გამოსაკვლევად მარტო ექოსკოპია არ არის საკმარისი. ჰორმონებიც უნდა გამოიკვლიოთ. თუ ფარისებრი ნორმაშია მაშინ საჭირო იქნება მკურნალობა კისტოზური მასტოპათიის.
* * *
eleniko19
თქვენი ჩივილებით ათერომას გავს ( ანუ ცხიმგროვა) რომელსაც აქვს პატარა ხვრელი და როცა ინფიცირდება მაშინ გამონადენი აქვს, არ წითლდება? მკურნალობა ძირითადად ოპერაციულია. მაგრამ ჯერ ექოსკოპია უნდა გადაიღოთ.

Posted by: kato treveli 8 Dec 2014, 14:06
გამარჯობათ, დღეს გავიკეთე ექო და დიაგნოზი ასეთია ცისტოზურ-ფიბრომული მასტოპათია, არაფერი საჭირო არ არის და 6 თვეში ერთხელ იკონტროლეო, ვერაფრით ვერ დავმშვიდდი, მამოლოგის კონსულტაცია საჭიროა თუ არა? ან რაიმე წამალი არ არსებობს, რო გაიწოვოს?

Posted by: earth 8 Dec 2014, 18:02
mammolog
QUOTE

ანტიბიოტიკი ანთებით პროცეს არჩენს და ეს სიმაგრეც უნდა გააქროს. თუმცა ადგილობრივად საფენებიც კარგი იქნებოდა. დოსტინექსი კი რძის წარმოქნას აბლოკირებს. წესით შედეგიანი უნდა იკოს მკურნალობა. თუმცა სიმაგრე მკურნალობის შემდეგ ეგრევე შეიძლება არ გაქრეს. დრო ჭირდება.


1. მოკლედ ამ დოსტინექსით დავიშრე რძE, დავლიე 3 აბი და დამიმატა მერე 2 კიდევ. ახლა რძე აღარ მაქვს მაგრამ წყალივით უფერული გამონადენი მაქვს, რომელიც ოდნავ წებოვანია, ეს გამონადენიც უნდა გაქრეს და გამოვიწველო ხოლმე თუ ნორმალურია რძის დაშრობის შEმდეგ ასეთი გამონადენი?

2. ანუ დავიშრე რძE დოსტინექსით დავლიე ზინატი 10 აბი (5დღE) მაგრამ სიმკვრივე არ გაქრა და რაც არაფერი, ტკივილი მაქვს ხანდახან. სიცხეები და სიწითლე მკერდზე არ აქვს.
მამოლოგმა მაინც გასაჭრელიაო

წავიდე სხვასთან თუ ნამდვილად გასაჭრელია?
თავიდან ჩავიტარეთ ექოსკოპია და ციტოლოგია, მეტი არაფერი გაგვიკეთებია.


Posted by: taktakuna 9 Dec 2014, 21:41
mammolog
დიდი მადლობა პასუხისთვის

Posted by: ashley_tko 9 Dec 2014, 21:50
mammolog
გამარჯობათ, ადრე მოგწერეთ ქალბატონზე რომელსაც აქვს სისხლიანი გამონადენი მკერდიდან. ონკოლოგიურში გაუკეთეს ციტოლოგია და არაფერი არ არისო და გამოუშვეს სახლში, თქვენ გვირჩიეთ დუქტოგრაფიის გაკეთება, მივედით ეროვნულ სკრინინგ ცენტრში სადაც გვითხრეს არ ვიცით რა არის დუქტოგრაფია, არც კი გვსმენიაო. მოკლედ საშინელებაა რაც აქ ხდება.
ხომ ვერ მეტყვით საქართველოში სად კეთდება ეს კვლევა?

Posted by: keeee 9 Dec 2014, 22:23
mammolog
გამარჯობა
იღლიაში მაქვს პატარა ჯირკვალივით მრგვალი არ არის თითქოს სიგრძეზეა, არ მტკივა, არ მაწუხებს, ვაპირებ ექიმთან მისვლას, რა შეიძლება იყოს? ლიმფური ჯირკვალი შეიძლება იყოს გადიდებული?

ძაგნიძე როგორი სპეციალისტის ვერ მეტყვით?

Posted by: ninininiko 10 Dec 2014, 10:35
mammolog
მოკლედ დიდი მადლობა.
ახალი წლების მერე გადავწყვიტე ოპერაციის გაკეთება,თუმცა ძაგნიძემ მირჩია რომ ყოველ 3-6 თვეში გადავაკონტროლოთ ასე მირჩევნია. ძალიან შემაშინა ჩემი ახლობლის ისტორიამ და ასე გადავწყვიტე.ციტოლოგიას კი არ ვიკეთებ-ოპერაციის დროს ექსპრესანალიზს გავაკეთებთო და მერე მორფოლოგია და იმუნოჰისტოქიმია.
კარგად ვერ გავარკვიე რა განსხვავებაა ამათ შორის მაგრამ..მოკლედ ასეა და კიდევ მორფოლოგიის პასუხები სხვა ლაბორატორიაშიც გადაამოწმეთო ეს მირჩიეს იქ სხვა პაციენტებმა.
ახლა ასეთი კითხვა მაქვს ქიმიის კურსი ანუ 1. ერთი კურსი ქიმიის რამდენი პროცედურა კეთდება ერთი კურსის დროს ?და რა ინტერვალით?
2.ერთი კურსი დაახლოებით რამდენი ხანი გრძელდება?ერთი კვირა?მეტი?
3.ქიმიის კურსებს შორის რამდენია ინტერვალი?ანუ ერთი კურსი რომ მორჩება სანამ მეორე დაიწყება?ერთი თვე,მეტი?
ძალიან დიდი მადლობა
ძალიან მადლიან საქმეა რომ აქ სხვადსხვა განყოფილებაში არის ექიმი და კითხვებზე პასუხს გაგცემენ...
* * *
არის ფორუმზე ვინმე ვინც ეს ყველაფერი გაიარა?ან ახლა გადის?
როგორ უმკლავდებით ამ ყველაფერს?
ფსიქოლოგთან მივიდე?ეკლესიაში?
საშინელი შიში მაქვს ცუდის და მიჭირს გამკლავება
იქნებ გავუზიაროთ ერთმანეთს?
საზღვაგარეთ კლუბებიცაა მგონის

Posted by: Girl 10 Dec 2014, 21:56
გამარჯობა, შეკითხვა მაქვს თუ შეიძLევა მეც მიპასუხეთ ბავშVი მყავს ბუნებრივ კვებაზე მხოლოდ ღამე, დღე დამატებას იღებს. მიწევს დავტოვო 10 დღით და შესაბამისად ვეღარ ვაჭმევ ეს დღეები. მაინტერესებს როგორ ჯობია მოვიქცე, გავიშრო (ვიცი რომ იყიდება აბები რომელიც 2 დღეშI აგვარებს ამ პრობლემას) თუ გამოსაწველი წავიღო და ამ 10 დღის მერე ჩვეულებრივად გავაგრძელებინო ბავშვს კვება ? (უკვე 5 თვის იქნება მაგრამ მაინც.. 6 თვმდე რომ ვაჭამო..)
ანუ მაინტერესებს მე პრობლემა ხომ არ შემექმნება ბავშვი რომ აღარ შეჭამს და მარტო გამოვიწველი? ხომ არ გამიმაგრდება ან რამე ამდაგვარი პრობლემა გაჩნდება ?
თუ გავიშრობ აბებით ამას რამე უკუჩვენებები აქვს? მოკლედ რჩევა მჭირდება როგორ ჯობია მოვიქცე. მადლობა წინასწარ.

Posted by: ნია ნია 11 Dec 2014, 22:58
თითქმის 2 წლის წინ გავიკეთე ფიბროადენომის ოპერაცია, დრენაჟის ადგილას გვედა კუთხეში დარჩა საშინელი ამობურცული ნაწიბური, რომელიც ორი დღეა ძალიან მაწუხებს და მტკივა... რამდენად საშიშია, შესაძლებელია გადაგვარდეს ნაწიბურის ქსოვილი? როგორ მკურნალობენ ნაწიბურს, შეიძლება ამოიჭრას ამობურცული ადგილი? ვის უნდა მივმართო, მამოლოგს თუ კანის ექიმს?

Posted by: mammolog 13 Dec 2014, 23:23
Girl
ეგ თქვენი ნებაა გაიშრობთ თუ შემოუნახავთ ბავშვს. თუმცა გარანტიას ვერავინ მოგცემს რომ გამოწველის მერე რაიმე სიმაგრე არ დაგრჩეს. ანუ შესაძლებელია იმდენად კარგად ვერ გამოიწველო როგორც ამას ბავშვი შვრება. ისიც დასაფიქრებელია 10 დღე რომ ბავშვს ძუძუს აგარ მისცემთ მერე შეჩამს კი...?? smile.gif რაც შეეხება გასაშრობ აბებს ესეც ინდივიდუალურია ზოგს 2 აბი ყოფნის ზოგსაც 6-8. ეს საკმაოდ ძლიერი წამალია და გვერდითი ეფექტებიც აქვს.
* * *
keeee
კიი ეს შესაძლებელია ლიმფური ჯირკვალი იკოს. დიდი ხანია გააქვთ? გადაიღეთ ექოსკოპია.
* * *
ნია ნია
ფიბროადენომა ეს არის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი და თუ გაიკეთეთ ოპერაცია აგარაფერში გადაგვარდება smile.gif რაც შეეხება ნაწიბურს ხშირად რჩება უხეში ნაწიბურები რომლებიც მტკივნეულია. პლასტიკურ ქირურგს უნდა მიმართოთ, შესაძლოა ლაზერით მოაწესრიგონ ან ოპერაციულად.
* * *
ashley_tko
ეს თბილისში გითხრეს?? რომ დუქტოგრაფია არ სმენიათ? ალბათ მამოლოგი არ იყო smile.gif დუქტოგრაფიას აკეთებენ ყველგან სადაც მამოგრაფიას იღებენ. ეს ძალიან მარტივი გამოკვლევაა, დვრილიდან შეყავთ კონტრასტი და შემდეგ იღებენ მამოგრაფიას და ამ დროს ძალიან კარგად ჩანს სადინრები და არის თუ არა რაიმე წარმონაქმნი სადინრისშიგნით, რაც ძირითადად არის ძუძუდან სისხლიანი გამონადენის მიზეზი!
* * *
kato treveli
ჩივილები გააქვთ? გაწუხებთ მკერდი? ეს დიაგნოზი ძალიან ბევრ ქალს აქვს. გააჩნია როგორი დასკვნა გაქვთ. კისტები ბევრი გაქვთ? ფარისებრი გამოიკვლიეთ!
* * *
earth
რამდენი ხანი გავიდა ამ მკურნალობის შემდეგ? წესით მკერდიდან გამონადენი არ უნდა იყოს. თუ რჩება გამონადენი მკურნალობა უნდა გააგრძელოთ ოღონდ სხვა მედიკამენტებით. რაც შეეხება სიმაგრეს დასაკვირვებელია, ასე ვერ გეტყვით საჭიროა თუ არა გაჭრა, თუმცა ციტოლოგიას არანაირი აზრი არ აქვს, არაფერ ინფორმაციულს არ მოგცემთ. თქვენ რაიმე საფენები არ დაგინიშნეს ხო? მასტიტმა იცის გამკვრივება, ხან გასაკვეთია ხანაც იშლება sad.gif მაგრამ თქვენს შემთხვევაში ვერ გეტკვით როგორაა. მაგრამ უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. რამდენი წლის ხართ?

Posted by: ashley_tko 14 Dec 2014, 00:35
mammolog
მამოლოგი არ იყო,მისაღებში უთხრეს რომ არ კეთდება და არ იციან რას ნიშნავს.პირველად გვესმისო. შეეძლო ეკითხა მამოლოგისთვის მაგრამ იმდენად დარწმუნებული იყო რომ არ არსებობს ესეთი კვლევა,ეჭვიც არ შეპარვია.მერე დამირეკა ამ ქალბატონმა და ვუთხარი სადინარშიდა მამოგრაფია უთხარი,იქნებ მიხვდნენთქო მაგრამ აღარ მიბრუნდა.2 თვე გავიდა და ვეღარ მიგვყავს ექიმთან,ეშინია,აღარ ვიცით როგორ მოვიქცეთsad.gif

იცით რა მინდა გკითხოთ,მე მქონდა დიაგნოზი "ცისტურად შეცვლილი სადინარები პაკეტის სახით". ნემსაძესთან და ციხისელთან გავდიოდი კონსულტაციებს.ციტოლოგია გავიკეთე და რძე აღმოჩნდა ამ ცისტებში,2 წლით ადრე ბუნებრივად ვკვებავდი ბავშვს და ალბათ რადგან რძის დამშრობი არ დავლიე ჩაგროვდა.მეორეზე რომ დავორსულდი გამიარა მკერდის ტკივილმა.მეც ხომ არ უნდა გამეკეთებინა დუქტოგრაფია?და რამე ხომ არ გამომეპარა

და კიდევ ეხლაც ვაწოვებ ძუძუს, 1 თვეში მინდა დავანებებინო და რადგან ესეთი მწარე გამოცდილება მაქვს,როგორ უნდა მოვიქცე რომ სადინარებში ისევ არ ჩაგროვდეს რძე?? ადრე ძაან მტკიოდა,უთოთი გამთბარი ცხვირსახოცის საფენები მშველოდა მხოლოდ. ეხლაც მტკივა იგივე ადგილი და ძაან ვნევიულობ რომ იგივე არ დამემართოს.

ძაან დიდი მადლობა და ბოდიში ამდენი შეკითხვისთვის

Posted by: keeee 14 Dec 2014, 19:27
mammolog
QUOTE
კიი ეს შესაძლებელია ლიმფური ჯირკვალი იკოს. დიდი ხანია გააქვთ? გადაიღეთ ექოსკოპია.
* * *

გადავიღე ეხო და გაპარსვის შედეგად შეჭრილი ინფექციააა, ექიმმა გაიწოვსო...

Posted by: mammolog 14 Dec 2014, 21:07
ashley_tko
დუქტოგრაფია საჭიროა მაშინ როცა ძუძუდან სისხლისფერი გამონადენია, სხვა შემთხვევაში არ არის საჭირო. თქვენთან ექოსკოპიაც სრულებით საკმარისია. სადინრების ცისტურად გაგანიერება არ არის საშიში, ეს ძირითადად მეძუძურ დედებს აქვს, გაშრება რძე საბოლოოდ და ეს სადინრების გაგანიერებაც ალაგდება, თუ არ ალაგდა მაშინ მედიკამენტოზურად იმკურნალებთ და მორჩენადია smile.gif

Posted by: ashley_tko 14 Dec 2014, 22:01
mammolog
თუ ასეთი მარტივი იყო რაღას მერჩოდნენ ერთი წელი biggrin.gif ერთმა უნდა გავჭრათო,ერთმა მეორე ბავშვი გააჩინე გამოწოვსო ..... მოკლედ თქვენი იმედი მაქვს,ბევრჯერ და ბევრჯერ უნდა შეგაწუხოთ სანამ დავიშრობ, თორემ ისევ რომ იგივე დამემართოს და ვინმემ მითხრას ეხლა მესამე გააჩინე და ის გამოწოვსო რადიკალურ მასტექტომიას მივმართავ,არც დავფიქრდები biggrin.gif

Posted by: esoupieichai 18 Dec 2014, 13:39
გამარჯობა, ძუძუსთავები დაფარულია ფუფხით, როგორც მამოლოგმა მითხრა. ონკოლოგიური პრობლემა არ არის. ბეპანთენის მალამო წაისვიო. მაგრამ ისევ ისეა. სხვა მეთოდი თუ არსებობს? გმადლობთ smile.gif

Posted by: mammolog 18 Dec 2014, 23:16
esoupieichai
მიმართეთ დერმატოლოგს!

Posted by: esoupieichai 19 Dec 2014, 11:38
mammolog

Posted by: HeyDude 19 Dec 2014, 23:38
გამარჯობა, გთხოვთ მიპასუხოთ, ციკლიდან 21-ე დღე მაქვს და დღეს მოულოდნელად ცალი ძუძუ ამტკივდა, ერთ ადგილას, საკმაოდ მწვავედ. მოვისინჯე ცვლილება ვერ შევნიშნე, გარდა იმისა რომ ცოტა გადიდებული მეჩვენა ორივე, ალბათ მენსტრუაციის წინა პერიოდის ბრალია. ტკივილმა შემაშფოთა, სადღაც 2 საათი მტკიოდა მოვლითი ტკივილით sad.gif საყურადღებოა? ასაკი 25

Posted by: mammolog 20 Dec 2014, 00:09
HeyDude
პრემენსტრუალური ტკივილია. ასეთი ტკივილი სტრესების დროსაც შესაძლებელია. თუ ტკივილი გაგრძელდება ციკლის დამტავრების შემდეგაც მაშინ მიმართეთ მამოლოგს.

Posted by: agr_bak 22 Dec 2014, 06:09
keeee
QUOTE
ძაგნიძე როგორი სპეციალისტის ვერ მეტყვით?

თუ გოგიტა ძაგნიძეს გულისხმობთ კარგი მამოლოგია.

Posted by: keeee 22 Dec 2014, 09:51
agr_bak
QUOTE
თუ გოგიტა ძაგნიძეს გულისხმობთ კარგი მამოლოგია.

კი ეგ ვიგულისხმე, მადლობთ

Posted by: kekuna 23 Dec 2014, 12:11
გამარჯობათ, 2 კითხვა მაქვს თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ.
1) ჩემს ქმარს მარჯვენა ძუძუს კერტი უმაგრდება და გახურების შეგრძნება აქვს . ხელს თუჯ მოუჭერს ამოდის მოთეთრო-მოყვითალო ნივთიერება. რა შეიძლება იყოს? და აუცილებელია თუ არა მამოლოგთან კონსულტაცია?
2) წეღან შევამჩნიე ძუძუს ტერტში მაქვს შავი წერტილი, აი როგორც ფერისმჭამალე. ზუსტან შუაშია კერტის. რა ვქნაა? რა შეიძლება იყოს?

Posted by: Natty Phot{o}graphy 26 Dec 2014, 01:06
შემიძლია მოგაწოდოთ: Tarceva(erlotinib) 150mg F. Hoffmann-La Roche Ltd, Basel (შვეიცარია).
კარბოსინი carboplatin 10მგ/მლ (450მგ/45მლ) The Netherlands
CERUKAL ცერუკალი 10მგ/2მლ
მედროლი ®მეთილპრედნიზოლონი MEDROL 4მგ
Zofran ონდანსეტრონი 8მგ
დამიკავშირდით : 595 3 555 31

Posted by: ninininiko 28 Dec 2014, 00:56
მე ვარ ნინო...
მჭირს სიმსივნე მკერდის.
გავიკეთე ოპერაცია.
ახლა ვიკეთებ ქიმიას...

თუ ვინმეს აქ გაუვლია ეს ყველაფერი და გაუჩნდება სურვილი შეხმიანების ...მომიპიემეთ...
არ ვიცი რა ვქნაsad.gif
საშინელი დეპრესია მაქვსsad.gif

Posted by: Luarsab1 28 Dec 2014, 04:46
QUOTE
მე ვარ ნინო...
მჭირს სიმსივნე მკერდის.
გავიკეთე ოპერაცია.
ახლა ვიკეთებ ქიმიას...

თუ ვინმეს აქ გაუვლია ეს ყველაფერი და გაუჩნდება სურვილი შეხმიანების ...მომიპიემეთ...
არ ვიცი რა ვქნა
საშინელი დეპრესია მაქვს

ღმერთი შენსკენ

Posted by: Annabell 28 Dec 2014, 08:01
მაპატიეთ პოსტი წავშალე

არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი

Posted by: earth 29 Dec 2014, 12:07
გამარჯობა,

გავიკეთე მკერდზე ოპერაცია 10 დღის წინ, მასტიტის დიაგნოზით.

ჭრილობა გამიკერეს. რამდენჯერმე ვიყავი გადახვევაზე.

ბოლო რამდენიმე დღე ნაოპერაციები მკერდი მტკივა, მანამდე ოპერაციის შEმდეგ 2-3 დღე არ მტკიებია.
ეს ვუთხარი ექიმს, შემირჭო ნემსი და გამოიღო სითხე მოწითალო ფერის (სისხლს არ გავდა, უფრო სისხლნარევი სითხე იყო)
მითხრა რომ ეს არის ლიმფა და კიდევ დამიბარა რამდენიმე დღეში რომ ისევ ამოიღოს.
ახლა კიდევ მაქვს ხანდახან ეს მოვლითი ტკივილი.

მაინტერესებს რამე საშიშ ხომ არ არის ეს ლიმფის დაგროვება?
შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება? რატომ გროვდება?
როდემდე გაგრძელდება ეს დაგროვება და ნემსით ამოღება?

მადლობა წინასწარ

Posted by: mammolog 30 Dec 2014, 11:54
earth
ეს ჩვეულებრივი ამბავია. მკერდზე ოპერაციის შემდეგ ასე ხშირად ხდება, გროვდება ლიმფა. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ინდივიდუალურია, არის პაციენტები საერთოდ არ გროვდებატ, ზოგს კიდე 1 ტვეც უგრძელდება. მოკლედ ზუსტ დროს ვერავინ ვერ გეტყვით smile.gif

Posted by: earth 30 Dec 2014, 19:15
mammolog
გასაგებია,

დიდ მადლობა smile.gif

Posted by: eleniko19 4 Jan 2015, 18:37
QUOTE (mammolog @ 8 Dec 2014, 13:30 )
taktakuna
ფარისებრის გამოსაკვლევად მარტო ექოსკოპია არ არის საკმარისი. ჰორმონებიც უნდა გამოიკვლიოთ. თუ ფარისებრი ნორმაშია მაშინ საჭირო იქნება მკურნალობა კისტოზური მასტოპათიის.
* * *
eleniko19
თქვენი ჩივილებით ათერომას გავს ( ანუ ცხიმგროვა) რომელსაც აქვს პატარა ხვრელი და როცა ინფიცირდება მაშინ გამონადენი აქვს, არ წითლდება? მკურნალობა ძირითადად ოპერაციულია. მაგრამ ჯერ ექოსკოპია უნდა გადაიღოთ.

დიახ. პერიოდულად მოწითალო მოლურჯო მოშავო ფერებს იცვლის და ხანდახან სითხე დგება ხან მაგრდება. გამონადენი თუ დავაჭერ ოდნავ მაქვს და სანამ ექიმთან მივალ შეიძლება ბეტადინი წავისვა? ( ინფექცია რომ არ შეიჭრას. )


Posted by: Beq@ 6 Jan 2015, 11:22
mammolog

QUOTE
ეს ჩვეულებრივი ამბავია. მკერდზე ოპერაციის შემდეგ ასე ხშირად ხდება, გროვდება ლიმფა. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ინდივიდუალურია, არის პაციენტები საერთოდ არ გროვდებატ, ზოგს კიდე 1 ტვეც უგრძელდება. მოკლედ ზუსტ დროს ვერავინ ვერ გეტყვით




რა ინტენსივობით უნდა ხდებოდეს დაგრივილი ლიმფის ამოღება ნემსით და რა მოხდება რომ არ მოხდეს მისი ამოღება (არ გაიწოვება?)

Posted by: mammolog 7 Jan 2015, 00:42
Beq@ ესეც ინდივიდუალურია smile.gif გააჩნია რამდენი გროვდება სითხე. თავიდან იბარებ პაციენტს 2-3 დღეში ერთჯერ, თუ 5 მლ-ზე მეტი არ არის კვირასი ერთჯერაც საკმარისია, 2 მლ საერთოდ აგარ უნდა ამოქჩვა, წესით თავისით გაიწოვება. თუ ბევრი გროვდება სიტხე და არ ამოიღებ შეგაწუხებთ, მტკივნეულია და შესაძლოა დაირქდეს. ამიტომ ამოქაჩვა აუცილებელია.

Posted by: supermaswi 8 Jan 2015, 20:26
მეუღლე იყო მამოლოგთან და დაუდგინეს მასტოპატია მხოლოდ გასინჯვით და დაუნიშნეს მასტოდინონი 3 თვის მანძილზე დასალევად და მაინტერესებს მხოლოდ მასტოდენონი საკმარისია მასტოპატიის სამკურნალოდ? ( მცირე რაოდებობით უთხრეს ცალ მკერდზე)

Posted by: lila2009 15 Jan 2015, 11:47
შვილების გაჩენისა და ძუძუთი კვების შემდეგ, მკერდი თითქმის გამიქრა, ძუძუს თავები კი უცნაურად ჩამომეკიდა.. გარშემო კანი მოეჭმუჭნა, გამაგრებულები მაქვს თავები. სხვა სიმაგრე არ მაქვს მკერდში, არაფერი, თავების სიმაგრე ჩვეულებრივი მოვლენაა? sad.gif თუ სასწრაფო ყურადღებას საჭიროებს?

Posted by: VACANT 22 Jan 2015, 11:17
ძალიან მაინტერესებს მკერდის რაიმე პრობლემა შეიძლება უშვილობის წინაპირობა იყოს?

Posted by: mammolog 22 Jan 2015, 22:34
VACANT
მკერდის პრობლემები უშვილობას არ იწვევს. პროლაქტინის მომატება კი უშვილობის მიზეზია, რომელიც მკერდიდან რძის გამოსვლით აღინიშნება. მაგრამ ამას ძუძუ არ იწვევს, ეს ჰიპოფიზიდან მოდის.

Posted by: VACANT 23 Jan 2015, 13:34
mammolog
უღრმესი მადლობა.

Posted by: lila2009 25 Jan 2015, 17:01
QUOTE (lila2009 @ 15 Jan 2015, 11:47 )
შვილების გაჩენისა და ძუძუთი კვების შემდეგ, მკერდი თითქმის გამიქრა, ძუძუს თავები კი უცნაურად ჩამომეკიდა.. გარშემო კანი მოეჭმუჭნა, გამაგრებულები მაქვს თავები. სხვა სიმაგრე არ მაქვს მკერდში, არაფერი, თავების სიმაგრე ჩვეულებრივი მოვლენაა? sad.gif თუ სასწრაფო ყურადღებას საჭიროებს?

mammolog
გთხოვთ,მეც გამცეთ პასუცი ზემოთ დაწერილზე

Posted by: likuna83 1 Feb 2015, 16:13
მარჯვენა მკერდის გვერდით, იღლიის ქვემოთ შევამჩნიე ორი მოძრავი ბურთულასავით გამაგრება, ერთი ცოტა დიდი და მეორე ძალიან პატარა, ამჯამად ვმკურნალობ კუჭ-ნაწლავზე და ვსვავ მოტორიკის მოსაწესრიგებელ წამალ ტრიბუქს ფორტეს, ორითვის წინ მმსგავსი პრეპარატის მიღების შემდეგ მქონდა მკერდიდან რძისმიერი ცოტაოდენი გამონადენი და მენსტრუალური ციკლის დარღვევა, რომელიც მომიწესრიგდა წამლის მიღების შეწყვეტის შემდეგ. შესაძლებელია ეს ისევ პრეპარატს გამოეწვია და დაველოდო იქნებ თავისით გაქრეს, თუ სასწრაფოდ წავიდე ექიმთან, მამოლოგის კონსულტაცია და ექოსკოპიური კვლევა გავიარე 5 თვის წინ და არაფერი არ გაქვსო მითხრა ექიმმა, თუმცა პერიოდულად დისკომფორტს ვგრძნობ მარჯვენა მკერდში, და იღლიის მხარეს.

Posted by: pumpuliko 3 Feb 2015, 13:46
გამაჯობა
იქნებ მირჩიოთ , თბილისში ვინ აკეთებს კარგად მამოგრაფიას ? ვისთან მივიდე ?

Posted by: ninikoniniko-eqimi 3 Feb 2015, 18:18
სალამი.
ნემსაძე და ციხისელი სად იღებენ პაციენტებს?რომელ კლინიკაში?
მადლობა წინასწარ.

Posted by: irakli222 4 Feb 2015, 21:34
ninikoniniko-eqimi
გია ნემსაძეს თავისი კლინიკა აქვს, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი, დიღომშია ყოფილ რკინიგზის საავადმყოფოში , მესამე სართულზე.
გია ციხისელი კოტე მარდალეიშვილის კლინიკაში მუშაობს, ლისის ტბაზე ონკოცენტრის ტერიტორიაზე ცალკე შენობაა.

Posted by: Mariami1995 7 Feb 2015, 22:23
Gამარჯობა,ვარ 19 წლის.დაახლოებით ერთი წლის წინ დამეწყო დიაკომფორტი და ჩხვლეტის შეგრძნება მარცხენა მკერდში.ეხოსკოპიამ აჩვენა მხოლოდ მცირე ზომის კვანძები იღლიის არეში.მაქვს ხელის მოჭერით უფერო გამონადენი.ყრუ ტკივილი გადადის მხარზე და ბეჭზეც.რა შეიძლება ვივარაუდო თუ ეხომ არაფერი აჩვენა?

Posted by: mammolog 9 Feb 2015, 11:22
Mariami1995
გამონადენი როდის გაქვთ? ციკლს როცა ელოდებით თუ ციკლის შემდეგაც?
მკერდში როცა გამონადენია არ შეიძლება თქვა რომ არაფერია, ექოსკოპიაზე სადინრები არის გაფართოებული?

Posted by: გიორგი XII 9 Feb 2015, 21:18
ვიზიტის ფასი მაინტერესებს დაწერეთ.................

Posted by: ashley_tko 13 Feb 2015, 13:27
mammolog
დამეხმარეთ რააა, ძუძუს ვაწოვებ ბავშვს 7 თვეა,ცოტა ხნის წინ შევნიშნე ორივე მკერდზე,ერთი და იგივე ადგილეს მაქვს პატარა ყვითელი ლაქები( თითო- თითო) რა შეიძლება იყოს???
sad.gif

Posted by: sofi-18 13 Feb 2015, 23:32
თემა დახურეს, აქ გადმოვიტან:

კ. მადიჩის სახელობის მამოლოგიის ცენტრი - აფერისტები, ვაჭრები და უზრდელები

ისეთი განერვიულებული და დამცირებული ვარ, რომ არ დავწერო არ შემიძლია,
სხვები მაინც გაფრთხილდნენ და იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩდნენ.

ე. წ. გია ნემსაძეს და თავის თანაშემწე ქალს ერიდეთ!!!!!!!!!!!!!

დასკვნა 1. ესენი არიან ჩვეულებრივი ვაჭრები!!!!!!! და აფერისტები! – ასაღებენ 250 ლარიან წამალს, თუ გაუვათ, თუ არა 20 ლარიანს გინიშნავენ მერე!
დასკვნა2: ყველას ერთიდაიგივეს უნიშნავს წლებია, მართონ აქ ფორუმს რომ გადავხედე ეხლა, აღმოვაჩინე რომ 10 წლის განმავლობაში ამ ერთიდაიგივ წამლებს ასაღებს. დავიჯერო მამოლოგიაში მედიცინა ისე ვერ განვითარდა რომ არაფერი შეცვლილა.
დასკვნა 3: არაფრად უღირთ სხვა ადამინის თავმოყვარეობა და ღირსება
დასკვნა 4: დაუცველია პაციენტის კონფიდენციალურობა.
დასკვნა 4 : უფულოები არ გაეკაროთ მანდაურობას, გადაგივლიან!!!!!!!!!!!

Posted by: ashley_tko 14 Feb 2015, 00:06
sofi-18
რა მოხდა??? sad.gif
ნემსაძე მე მიკეთებდა ოპერაციას სულ არაფრის გამო,კიდევ კარგი იმ დილით შემეშინდა და ციხისელთან წავედი ოპერაციის მაგივრად.
ციხისელს რომ ვუთხარი ოპერაციას მიკეთებს ნემსაძეთქო არ დაიჯერა,მითხრა ეხლა თუ გააჭრევინებ სადინარებს,მაინც ჩაგიგროვდება და კიდევ გასაჭრელი იქნებიო.როგორ აპირებს ოპერაციის გაკეთებას აზრზე არ ვარო.
ცისტურად შეცვლილი სადინარები პაკეტის სახით <<<< ეს მეწერა დასკვნაში.

1.5 წელი იყო გასული რაც ძუძუს აღარ ვაწოვებდი ბავშვს და რძე კიდევ მომდიოდა, ამ ფორუმელმა მამოლოგმა მითხრა პროლაქტინზე უნდა გაგეკეთებინა ანალიზიო, სხვებმა ხან ციტოლოგია მაკეთებინეს,ხან უაზრო წამლები დამინიშნეს, ყოველი მენზის შემდეგ ეხოებზე მარბენინებდნენ, მოკლედ გამტანჯეს.

Posted by: mammolog 14 Feb 2015, 00:06
ashley_tko
ეს ლაქები რა ზომისაა?? მხოლოდ ლაქაა თუ კანზე წარმონაქმნიც ისინჯება? ეს მამოლოგიური პრობლემა არ არის, უფრო დერმატოლოგს უნდა მიმართოთ.

Posted by: ashley_tko 14 Feb 2015, 00:20
mammolog
წარმონაქმნი მგონი არ ისინჯება, პატარა ლაქებია, დაახლოებით 5 მილიმეტრი.

საერთოდ სიმართლე გითხრათ მკერდის გასინჯვა ვერ ვისწავლე ვერაფრითsad.gif რამდენჯერაც ვისინჯავ უამრავი ბურთულები მხვდება მაგრამ ეხოზე ისეთი არასდროს არაფერია.

ძალიან დიდი მადლობა

Posted by: sofi-18 14 Feb 2015, 01:47
ashley_tko
აღარ მიკვირს რომ იკადრებდა. რაც მე იქ დღე გამომატარეს, ჯერ ვერ გამოვსულვარ მდგომარეობიდან. ტიპს მოწყობილი აქვს ფულის დაზგა:

აბსოლიტურად უყურადღებო, არც მომისმინა რა ჩივილები მქონდა, არც გამონადენზე უკითხავს,მარტო გამსინჯა, სასწრაფოდ ეხოზე გამიშვა.
თავის მდივანმა ცალკე თვითონ ცალკე გაიგიჟეს თავები სხვაგან რატო გადაიღე ეხოო.

ფორმა 100-ის დაწერაც დამაყვედრა ასჯერ და გადამაყოლა იმ ნაგავმა ქალმა!
გამომიწერეს ბალახეული წამალი, მგზავნიან სადღაც ჯანდაბა აფთიაქში და თან დამცინის ეს ქალი სახალხოდ- შენ მაგის მყიდველი ხარო?
250 ლარის წამლებიაო.
თან მეუბნებიან არაფერი გჭირსო.
რომ ვთხოვე იქნება რამე ხელმისაწვდომი დამინიშნოთ მეთქი, გადაირია, აიღრინა ნემსაძე - ,,,, ეხლააააა, რას გეტყვიიი იციიიი?! მე აქ ბუღალტერი კი არა ვაააარ!!! რაც საჭიროა ის დაგინიშნე, თუ არ გინდა ნულ დალევო.!

ექიმის ხსენება შემძულდა, რომ ვკვდებოდე ექიმთან რა მიმიყვანს მითხარით?!

Posted by: ashley_tko 14 Feb 2015, 12:45
sofi-18
დიაგნოზი რა გითხრა??

მეც ნერვები მომეშალა ეხლა biggrin.gif

ერთი ექიმის უტაქტობის გამო ყველა ექიმის იმედს ნუ დაკარგავ, ისევ შენთვის იქნება ცუდი.ძაან ბევრი მართლა კარგი ექიმი გვყავს. უბრალოდ კარგად უნდა გაიკითხო სანამ მისვლას გადაწყვეტ.


ამ ყველაფრიდან გამომდინარე უღრმესი მადლობა ფორუმელ ექიმებს ასე უანგაროდ რომ გვეხმარებიან. bis.gif bis.gif

Posted by: sofi-18 14 Feb 2015, 17:28
ashley_tko
არაფერი გჭირს, ეგ ნახევარ საქართველოს აქვსო და მერე ფურცელზე მიმიჯღაბნეს რაღაც, ვერც ვკითხულობ. მასტოფატია მგონი.

კარგია წინასწარ გაკითხვა, მაგრამ დრო არ მქონდა საერთოდ, ძალიან მეჩქარებოდა.

ახლოს ეგ კლინიკა იყო, თან მარტო ნემსაძე იყო დარჩენილი კლინიკაში, ყველაზე მეტს იღებს 55 ლარს კონსულტაციაში, 40 ძუძუს ეხო, პლიუს ფარისებრი ... , და კიდევ გგზავნის სადღაც თავის GMM აფთიაქში და გიწერს 250 ლარის წამლებს.
შეკითხვა თუ რამეზე შეუბრუნე შეურაცხადები ხდებიან, ის კლიმაქსიანი ქალი ვინ არის საერთოდ კარებში რო უზის?!

ასეთი განერვიულებული და ატირებული ადმინისტრატორ გოგონებთან რომ მივედი, მომისმინეს და მამშვიდებდნენ,ა რ ინერვიულო, დაიცადე, იქნებ სხვა ექიმს ვთხოვოთ, იქნებ არაფერია ეგ რომ დალიოო, ან სხვა დავანიშნინოთო.
მხოლოდ ამის შემდეგ, რომ დამინახა იმ ქალბატონმა არსად მივდიოდი და ეს გოგონები დამყვებოდნენ,
იკადრა გამობრძანდა, მომეცი ეგ ფურცელიო, ეგ წამლები არ გინდა, გადაჯღაბნა, ეს დალიეო.
რომელიც აფთიაქში ვნახე და მხოლოდ 19 ლარი ღირს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
– აფთიაქებს ვერ უსახებთ წამლებს მეთქი?!
– წადი და იჩივლეო!
– აუცილებლად მეთქი!!!
ამიტომაც ვწერ ამ ფორუმზე, სადაც უამრავი ადამიანი კითხულობს. სხვაგანაც მივწერ.

Posted by: ashley_tko 14 Feb 2015, 20:03
sofi-18
მასტოპათია. ნახევარ საქართველოს ჭირს,კი...
კითხე აგერ ფორუმის მამოლოგებს. მე არ დამილევია ეგ ნემსაძის წამლები, მაგრამ იქნებ კარგი წამლებია,დაწერე აბა სახელები. თუ კარგი წამლებია და ღირს ყიდვა, როცა გექნება საშუალება იყიდი,სასწრაფო არაფერია ნამდვილად 2kiss.gif
უბრალოდ 6 თვეში ერთხელ ან წელიწადში ერთხელ ეხო გადაიღე ხოლმე.

Posted by: sofi-18 15 Feb 2015, 20:05
ashley_tko
smile.gif რავიცი, როცა შედარებით იაფი წამალიც არსებობს, თავიდანვე ასე ძვირიანს რატომ ნიშნავენ? ამაში ვერ ვხედავ ლოგიკას.

ან ყოველშემთხვევაში. ხომ შეუძლიათ კითხონ პაციენტს თავიდანვე, თუკი ამ ეტაპზე საშუალება არ გაქვს, იაფი წამალი შესთავაზონ.
მაინცდამაინც უნდა ეჩხუბათ, მეტირა და მერე დაეწერათ სხვა?

მე მაგათი აგრესია და ასეთი ცინიკური დამოკიდებულება მეწყინა, თორემ...

Posted by: ninininiko 15 Feb 2015, 20:36
sofi-18 ძალიან კარგს შვები რომ წერ.
აუცილებლად დაწერეთ ყველგან.მაგათ ფბ გვერდზეც.
იმდენი ექიმი გამოვიარე და დიდი მადლობის მეტი არ მეთქმის ბევრისთვის
მაგრამ ბევრი სრულიად უციდინარი და იმენნა ვაჭარია.სულ კიდია ადამიანის ბედიsad.gif
დიდი მადლობა ფორუმელ ექიმებს
და რისი კითხვა მინდა ეს ლიმფედემა ხელში რამდენჯერ შეიძლება რომ დაგემართოს?
ან ოპერაციიდან რამდენი ხნის შემდეგ აღარ უნდა გქონდეს??ანუ პირველ თვეებში ალბათ უფრო მეტია სიხშირე ხო??

Posted by: tatia777 16 Feb 2015, 22:39
გამარჯობათ ვარ 22 წლის .არ ვარ გათხოვილი და არც შვილი მყავს(თუ აქვს ამას მნიშვნელობა)
დაახლოებით წელიწადზე მეტია მტკივა მკერდი ოღონდ როცა ხელს ვიჭერ .ჩვეულებრივ მდგომარეობაში არ მტკივა ხოლმე . არ მაქვს გამაგრება,არც გამონადენი მაგრამ თვიური მაქვს არეული თან საშინლად . მგონი გენეტიკურია იმიტომ რომ ჩემს ბებოსაც ასე ჰქონდა. ორი თვე მაქვს ერთი თვე არა .ან შეიძლება თვეგამოშვებითაც მქონდეს . ვგრძნობ რომ საკვერცხეებზეც მაქვს პრობლემა . როგორც კი ფეხი გამიცივდბა ან შემცივდება მაშინვე საშინელი ტკივილი მეწყება .თითქოს მქაჩავს რაღაც მუცელში . მეგობარს ქონდა ზუსტად ასე და ბოლოს საკვერცხეების ანთება აღმოაჩნდა . შეიძლება მკერდის ტკივილი დაკავშირებული იყოს არეულ ციკლთან ან საკვერცხეების ანთებასთან ?თუ მაინც და მაინც კიბოს სიმპტომია ეს ტკივილი . აბა ამდენი ხანია მტკივა და რამე ხომ შეიცვლებოდა ?
ხო რაც მთავარია გინეკოლოგთან ვიყავი და მითხრა მკერდში არაფერი გესინჯება ხელითო და არ მგონია რამე იყოს საშიში მაგრამ მაინც მიდი მამოლოგთანო ,მაგრამ შემეშინდა მისვლა და აღარ მივედი .მესინია კიბო არ მითხრან
გთხოვთ მითხარით რისი ბრალი შეიძლება იყოს რა ძალიან მეშინია .

Posted by: ashley_tko 17 Feb 2015, 23:18
tatia777
სანამ მამოლოგი დაგიწერს პასუხს ჩემსას გეტყვი, ეს ტკივილი მენსტრუაციამდე გეწყება? დააკვირდი პერიოდს,იმიტომ რომ თუ მენსტრუაციამდე 10 დღით ადრე გეწყება ტკივილი და მენსტრუაციისას და მერეც ცოტა ხნით გივლის,ეს ბუნებრივია. ამიტომაა რომ მამოლოგთან მენზის მერე 10 დღის განმავლობაში უნდა მიხვიდე,როცა მკერდი " დამშვიდებულოა". თუ არაფერი გესინჯება მკერდში,კიბო რატომ უნდა გითხრან, თან ტკივილი კიბოს ნაკლებად ახასიათებს.წელიწადში ერთხელ კი ყველა ქალი უნდა მივიდეს მამოლოგთან პროფილაქტიკური გასინჯვისთვის.

Posted by: tatia777 18 Feb 2015, 01:00
ashley_tko
კი ციკლამდე მეწყება და იცი როგორ მტკივა ხოლმე?აი თითქოს ღია ჭრილობა რომ აგეწვება ისე .
თან ორივე ზუსტად ერთსა და იმავე ადგილას
თუ ხელით არ დავაწვები ვერც ვგრძნობ რომ მტკივა არ მაწუხებს.
ციკლის მერე მწვავე ტკივილი მივლის მაგრამ რაღაცნაირი ყრუ ტკივილი ისევ მრჩება . აგერ წელიწადზე მეტია ასე ვარ. არც გამრტულებია მდგომარეობა და არც გამნელებია .

ციკლის არევამ შეიძლება გამოიწვიოს მკერდის ტკივილი?ან ანთებამ . ძაან ბევრმა მითხრა მტკიოდა და ანთებით იყო გამოწვეულიო .

Posted by: ashley_tko 18 Feb 2015, 11:24
tatia777
მე არ ვიცი მამოლოგები გეტყვიან რომ ნახავენ შენ პოსტს,ციკლი და მკერდი წესით კავშირშია ერთმანეთთან.
რა იცი რიმ არეული გაქვს,კალენდარს აწარმოებ? რამდენ დღიანი ციკლი გაქვს? ერთი ციკლის დაწყებიდან მეორე ციკლის დაწყებამდე რამდენი დღეა ანუ, 27 დან 33 დღემდე შუალედია ნორმა მე როგორც ვიცი.
გადაიღე მკერდზე ეხო და აღარ ინერვიულებ ამდენს.

Posted by: tatia777 18 Feb 2015, 11:45
ashley_tko
რა ვიცი და დავწერე წინა პოსტშიც რომ ხან 2 თვე მაქვს და 1 არა ხან თვეგამოშვებით
მადლობა . მეც მგონია რომ ციკლის ბრალია იმიტომ რომ რაც ასე დამემართა მას მერეა მტკივა

Posted by: ashley_tko 18 Feb 2015, 12:21
mammolog
მკერდის დაშრობაზე თუ შეგიძლიათ დაგვიწეროთ,როგორ უნდა მოვიქცეთ რომ ბოლომდე დავიშროთ??
წამლის გარეშე შესაძლებელია ბილომდე დაშრობა? წინა ლაქტაციაზე ვერ დავიშრე გაკვრით და კისტები ჩამიგროვდა

Posted by: mammolog 19 Feb 2015, 14:31
ashley_tko
ლაქტაციის შესაწყვეტად ( რძის გასაშორობად) კონსულტაციაზე უნდა მიხვიდეთ მამოლოგთან, ეს ისეთი ტაბლეტებია რომლის დანიშვნა ასე ვირტუალურად არ შეიძლება, თან რეცეპტის გარეშე არ გაიცემა ეს მედიკამენტები. რძის გაშრობა მხოლოდ მკერდის აკვრით არ ხდება!

Posted by: tatia777 19 Feb 2015, 16:25
მე არ მიპასუხებს მამოლოგი ?
ვიცი რომ დიაგნოზს ასე ვერავინ დასვამს მაგრამ სავარაუდოდ მაინც

Posted by: ninininiko 19 Feb 2015, 21:21
ძალიან მინდა რომ ბევრმა ქალმა წაიკითხოს ეს პოსტი.
მოკლედ ვიცი რომ შიშის გამო ბევრი დებს და არ მიდის ექიმთან
ხო და მინდა დაიჯეროთ რომ მამოგრაფია და ციტოლოგია საერთოდ არაა მტკივნეული.აი საერთოდ.
არ ჩამომართვათ რეკლამაში და ციტოლოგია აუცილებლად გააკეთებინეთ თამარ კალოიანს...
და კიდევ უცხოეტში მკერდის სიმსივნე საერტოდ არ მიაჩნიათ დიდ რამედ.
რჩევა მექნება რომ აუცილებლად კითხეთ თქვენს ექიმს ყველაფერი.ყველა კითხვაზე უნდა გაგცენ პასუხი.აუცილებლად ნახეთ ნეტში და გადაამოწმეთ ნებისმიერი ჩვენთაგანის საახლობლოში არის ექიმი და გადაამოწმეთ ანალიზები,კვლევები.რამდენად სწორია დიაგნოზი და სწორედ მიდის მკურნალობა.
ბედნიერებაა რომ სახელმწიფო აფინანსებს ბევრ რამეს,მაგრამ მაინც ბევრი ხარჯია.
მინდა იცოდეს ყველამ რომ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს როგორი განწყობით იქნებით თავად.
ასევე გამხნევებას,მორალურად გვერდით დგომას დიდი მნიშვნელობა აქვს.მიეცით ახლობლებს თქვენი დამხარების საშუალება და უფლება.
ადრეულ სტადიაზე განსაკუთრებით სრული განკურნება ჩვეულებრივი ამბავია.
მოკლედ ყველას ვისაც მკერდის სიმსივნის დიაგნოზს დაუსვამენ მინდა კარგი ამბები და სულის სიხმნევე ვუსურვო.
რომც არ გწამდეთ უბრალოდ მიდით ეკლესიაში.
და კიდევ გერმანიაში ციტოლოგიის პასუხის გაგზავნა 900 ლარამდე ჯდება,მორფოლოგია იმუნოცისტოქმია(იმედია სწორედ ვწერ)დაახლოებით 1500 ლარი მაქსიმუმ.
მესმის რომ ხანდახან 100,მეტიც 10 ლარიც კი პრობლემაა
მაგრამ არაა ეს ისეთი თანხა რომ ვერ მოაგროვოთ და აუცილებლად გადაამოწმეთ ანალიზები.ის მაინც გეცოდინებათ რომ სწორი დიაგნოზია და ონკოლოგია არის ტუ არა.
ძალიან ძნელია პირველი ხანები,მაგრამ მოერევა ყველაფერს და ჩვეულებრივად გრძელდება ცხოვრება
მინდა ვინც ახლა გადის ან ექნება ეს პრობლემა გაამხნევოს ჩემმა პოსტმა.

Posted by: ashley_tko 19 Feb 2015, 23:14
ninininiko
თამარ კალოიანს მეც გავუწევ რეკომენდაციას,მეც მასთან გავიკეთე ციტოლოგია

mammolog
მადლობა. მამოლოგთან მივალ რათქმაუნდა, მაგრამ თქვენი აზრიც მაინტერესებდა

Posted by: ashley_tko 1 Mar 2015, 13:28
mammolog
კიდევ ერთხელ უნდა შეგაწუხოთ, ლაქტაციისას იღლიის ლიმფური კვანძების გადიდება ბუნებრივი პროცესია თუ რაიმე პათოლოგიაზე მიუთითებს?

Posted by: მადამ ფისუნია 1 Mar 2015, 20:46
ვინმე კარგ მამოლოგს ხომ ვერ მირჩევდით? ან ხომ ვერ გამაცნობდით მამოგრაფიაზე რა ასაკიდან არის გამოკვლევა უფასოდ?

Posted by: zerto 4 Mar 2015, 01:42
მარჯვენა საზარდულში მქონდა ტკივილები დაახლოებიტ ერტი წელი, მერე გამიარა ერტი ექვსი ტვის მერე დამეწყო ისევ, ცოტათი მარცხენაც მაწუხებს როცა დზალას ვატან ,. მიწევს ხსჰირად ჯდომა ხომ არ სჰეიდზლება მაგის ბრალი იყოს? ან რა მჩირს და ვის გავესინჯო?

Posted by: kesuniko 4 Mar 2015, 10:13
თამარ კალოიანს დიდი + ჩემგან, რომ არა ეს ქალბატონი ფატალური შედეგები ექნებოდა ჩემს ჯანმრთელობას sad.gif
ეს ერთი და მეორე:

მყავს 7 თვის ბავშვი, მენზი გადამიცდა სავარაუდოდ ორსულად ვარ და ბავშვს ძუძუთი კვება საერთოდ შევუზღუდო? მხოლოდ ღამე ჭამს ცოტას. მეშინია ან ერთი ბავშვისთვის არ იყოს საზიანო ან სავარაუდო მეორესთვის smile.gif

Posted by: mammolog 4 Mar 2015, 16:44
kesuniko
ძუძუთი კვება უნდა შეწყვიტოდ, საზიანოა ბავშვისთვის რომელიც ჭამს. კუჭის მოქმედება ნორმალური აქვს ბავშვს?ანუ აურევს, ასე რომ შეწყვიტეთ. რძე თავისით შემცირდება, რაიმე ტაბლეტები რძის გასაშრობი არ დალიოთ არ შეიძლება.

Posted by: MrsT 4 Mar 2015, 17:29
mammolog
გამარჯობა. აქ პირველად ვპოსტავ. 2დღეა ჩემს მეუღლეს (27 წლის მამაკაცს) მარცხენა მკერდზე თავთან სიმაგრე გაუჩნდა და ტკივილიც აქვს.. რას გვირჩევთ რისი ბრალი შეიძლება იყოს? მამოლოგთან ვაპირებთ მისვლას ონკოლოგიურ საავადმყოფოდი დიღომში. წინასწარ იქნებ გვითხრათ რა შეიძლება ამის მიზეზი იყოს მამაკაცში

Posted by: mammolog 5 Mar 2015, 11:06
MrsT
გამარჯობათ! გამონადენი აქვს ძუძუდან? ძირითადად მკერდის გამაგრება ეს არის გინეკომასტია. სასურველია ძუძუს ექოსკოპია გაიკეთოთ.

Posted by: მადამ ფისუნია 5 Mar 2015, 13:43
mammolog
ერთი მკერდი მაქვს თითქმის ერთი ზომით პატარა მეორეზე და ზუსტად ამ პატარაზე მაქვს ტკივილები შიგნიდან ხელის ნებისმიერი შემთხვევითი შეხებაც მტკენს და რა უნდა ვქნა?

Posted by: MrsT 5 Mar 2015, 19:28
mammolog
გამონადენი არ აქვს. გამაგრება შეუმცირდა და მხოლოდ ძუძუს თავზე აქვს. გამონადენი არ ჰქონია. გაილეთებს ექოსკოპიას. როგორც მოთხრა ბავშვობაშიც დაემართა მსგავსად და თავისით გაუქრა. ეს რამეს ნიშნავს? ანუ შეიძლება პერიოდულად მსგავსი რამე განმეორდეს?
* * *
ერთი ფაქტია კიდევ ცხიმგროვები უჩნდება პერიოდულად ხელებზე.ყურის ბიბილოს უკან უგროვდება მუდმივად. ესეც რამე კავშირშია? mammolog

Posted by: mammolog 6 Mar 2015, 10:43
MrsT
ეს სავარაუდოდ ათერომა უნდა იყოს ( ცხიმის დაგროვება) მაგიტომაა სასურველი რომ გადაიღოთ ექოსკოპია და ნახოთ თუ ათერომაა ჯობს ამოკვეთოთ რომ ისევ არ გაუნმეორდეს, ხშირად ჩირქდებიან ათერომები და უფრო რთულდება შემდეგ მკურნალობა.

* * *
მადამ ფისუნია
ცალი მკერდი თავიდანვე ჩამორჩება ზრდაში თუ თავიდან ნორმალურად ვითარდებოდა და შემდეგ მოხდა ასეთი ზომის შემცირება? თუ ასეთი ასიმეტრია არის თავიდანვე მაშინ ეს თქვენთვის ფიზიოლოგიაა და სანერვიულო არაფერია და ტკივილები ამ ასიმეტრიის გამო არ უნდა იყოს უბრალოდ მასტოპათია იქნება და უნდა მიმართოთ მამოლოგს

Posted by: მადამ ფისუნია 6 Mar 2015, 16:19
mammolog
QUOTE
უნდა მიმართოთ მამოლოგს

დიდი მადლობა , და თქვენ რომელ კლინიკას მირჩევთ სად მივიდე?

Posted by: MrsT 6 Mar 2015, 16:28
mammolog
ძალიან დიდი მადლობა ამომწურავი პასუხებისთვის. ნებისმიერ ადგილზე გაიკეთოს ექოსკოპია თუ რომელიმე კლინიკა და სპეციალისტი შეგიძლიათ მირჩიოთ? თუ გინდათ პმ მომწერეთ რეკლამაში რომ არ ჩაგეთვალოთ

Posted by: mammolog 6 Mar 2015, 21:54
MrsT
თბილისში რა ხდება ვერ გეტყვით , თუმცა ბათუმში შემიძლია გაგიწიოთ რეკომენდაცია რათქმაუნდა პმ-ში smile.gif

Posted by: MrsT 7 Mar 2015, 00:08
mammolog
სამწუხაროა თბილისში ვართ ჩვენ.. მადლობა მაინც

Posted by: გრინი 8 Mar 2015, 13:46
გამარჯობა
ციტოლოგიის პროფედურა მტკივნეულია? ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ მტკივნეულია და არ მეუბნებიან, ხოდა აქ თუ გაგიკეთებიათ ვინმეს, მიპასუხეთ, რა.
მირჩევნია ვიცოდე წინასწარ, უფრო მშვიდად ვიქნები, ვიდრე იქ მოულოდნელი იყოს რამე.

და კიდე ბიოფსია და ციტოლოგია აქამდე ერთი მეგონა მე, ახლა მითხრეს სხვადასხვააო და ჰა? spy.gif
* * *
მითხარით რა ვინმემ, ხვალ უნდა გადავწყვიტო გაკეთება-არგაკეთება

Posted by: mammolog 10 Mar 2015, 12:00
გრინი
ციტოლოგია კეთდება წვრილი ნემსით და ბიოფსია სპეციალური ფისტოლეტით, ცოტა უფრო მსხვილია და იღებს ქსოვილს და დიაგნოსტირებისთვის უფრო კარგია. მტკივნეული არცერთი არ არის, ჩვენ წინასწარ ვაკეთებთ გაუტკივარებას, ერთი ინსულისნის შპრიცის ჩხვლეტაა.

Posted by: გრინი 10 Mar 2015, 18:48
mammolog
მადლობა პასუხისთვის
გავიკეთე უკვე ციტოლოგია.. გაუტკივარებაზე ვკითხე და არ კეთდებაო.
არადა აშკარად მტკივნეული და ძალიან არასასიამოვნო პროცედურაა.
ამის ფონზე ბიოფსია საერტოდ ვეღარ წარმომიდგენია გაუტკივარების გარეშე.

Posted by: nita0607 12 Mar 2015, 20:25
გამარჯობა,
6 თვეა რაც ძუძუს აღარ ვაწოვებ ბავშვს და ხელის მოჭერისას მაინც გამოდის რძე. გამშრობი არ დამილევია, ისედაც ცოტა ხანი მქონდა და გამიშრა თავისით. საშიშია ეხლა რო ისევ მაქვს დარჩენილი? როგორ უნდა მოვიქცე?

Posted by: nanuka odikadze 13 Mar 2015, 11:29
რამდენიმე დღეა ვკითხულობ ყველა პოსტს ;((

მაქვს ფიბროზული ადენომა და ოპერაციის გარეშე თუ ვინმეს გქონიათ შემთხვევა რომ გაეწოვოს, ყველა მეიბნება რო არა, მე კიდევ ოპერაცია არ მინდა რადგან ერთხელ უკვე გავიკეთე ორი წლის წინ ახლა ისევ გამიჩნდა sad.gif(

Posted by: mammolog 13 Mar 2015, 23:44
გრინი
ანუ გითხრეს რომ გაუტკივარება არ შეიძლებაო ციტოლოგიის დროსო?? ასე გითხრეს? საინტერესოა sad.gif

* * *
nanuka odikadze
რამდენი წლის ხართ? ექოსკოპია გაიკეთეთ? , რა ზომისაა? 15 მმ-მდე შეიძლება ოპერაცია არ გაიკეთოთ და დააექოსკოპიით უნდა აკონტროლოთ იზრდება თუ არა ზომებში. თუ 2 სმ-მდეა კორ-ბიოფსია გაიკეთეთ და მორფოლოგიურადაც თუ ფიბროადენომაა, შეგიძლიათ არ გაიკეთოთ ოპერაცია, უბრალოთ ყოველ 6 თვეში ზომებში გააკონტროლეთ.

Posted by: გრინი 14 Mar 2015, 12:00
mammolog
დიახ, ასე მითხრეს. იმდენი პაციენტი ყავდათ ცოცხალ რიგში, სულ არ გამიკვირდება რომ მოვეგტყუებინე კიდეც, დროის დაზოგვის მიზნით biggrin.gif
ჩემები 15მმ-ზე დიდებია, მაგრამ ოპერაცია მაინც არ დამინიშნა მამოლოგმა, 3თვის მერე გადაიღე ექოსკოპია და თუიზრდება გავაკეთებთ ოპერაციას თუ არა და იყოსო.
და ერთ რამე სვერ მივხვდი, მკურნალობა არაა საჭირო დატოვების შემთხვევაში? რომ გაიწოვოს.

Posted by: nerbe 14 Mar 2015, 23:55
QUOTE (nanuka odikadze @ 13 Mar 2015, 11:29 )
რამდენიმე დღეა ვკითხულობ ყველა პოსტს ;((

მაქვს ფიბროზული ადენომა და ოპერაციის გარეშე თუ ვინმეს გქონიათ შემთხვევა რომ გაეწოვოს, ყველა მეიბნება რო არა, მე კიდევ ოპერაცია არ მინდა რადგან ერთხელ უკვე გავიკეთე ორი წლის წინ ახლა ისევ გამიჩნდა sad.gif(

რა ზომის გაქვს გააჩნია.
თუ გაიკეთე 2 წლისწინ უკვე, ჰორმონალურ ფონს არ აკონტროლებდი?

Posted by: nanuka odikadze 16 Mar 2015, 12:51
5 მმ. რამდენიმე ექიმთან ვიყავი და არცერთმა არ მითხრა ჰორმონების შესახებ, მხოლოდ ჩიყვზე მითხრეს გამოიკვლიე და კისტა ხო არ გაქვს საკვერცხეზეო, ახლა მე თვითონ ესე ინტერნეტიდან შევიტყვე რომ კარგი იქნება გავიგო რა ხდება ჰორმონებში და ახლა იმ ეტაპზე ვარ გავიგო რომელი ჰორმონით დავიწყო. ამის შესახებ თუ მირჩევთ კარგი იქნება ან სად გავიკეთო ან პირველად რომელი ჰორმონი გავიკეთო და მნიშვნელობა თუ აქვს ციკლის პერიოდს.

მადლობა smile.gif))
ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ :*
* * *
QUOTE (mammolog @ 13 Mar 2015, 23:44 )


* * *
nanuka odikadze
რამდენი წლის ხართ? ექოსკოპია გაიკეთეთ? , რა ზომისაა? 15 მმ-მდე შეიძლება ოპერაცია არ გაიკეთოთ და დააექოსკოპიით უნდა აკონტროლოთ იზრდება თუ არა ზომებში. თუ 2 სმ-მდეა კორ-ბიოფსია გაიკეთეთ და მორფოლოგიურადაც თუ ფიბროადენომაა, შეგიძლიათ არ გაიკეთოთ ოპერაცია, უბრალოთ ყოველ 6 თვეში ზომებში გააკონტროლეთ.

26 წლის. 5 მმ, მითხრეს რომ ორსულობის შემთხვევაში საშიშია, sad.gif და გავიკეთო ოპერაცია თუ არა ვერ გავიგე როგორ მოვიქცე sad.gif((

Posted by: nita0607 16 Mar 2015, 14:52
გამარჯობა,
6 თვეა რაც ძუძუს აღარ ვაწოვებ ბავშვს და ხელის მოჭერისას მაინც გამოდის რძე. გამშრობი არ დამილევია, ისედაც ცოტა ხანი მქონდა და გამიშრა თავისით. საშიშია ეხლა რო ისევ მაქვს დარჩენილი? როგორ უნდა მოვიქცე?


გთხოვთ, მიპასუხეთ

Posted by: საკურა. 16 Mar 2015, 15:35
რამდენად დასაშვებია ბიუსჰალტერმა გამოიწვიოს მკერდის ტკივილი? ....
ვინმე კარგი მამოლოგი მირჩიეთ (სასურველია ქალი smile.gif )..... იმედია არ ვაოფებ თემას.....

Posted by: Natuka NGN 17 Mar 2015, 22:06
იუზერ likadi-ის საყურადღებოდ: გააქტიურეთ თვქენი იუზერი რეგისტრაციისას მითითებულ მაილზე მოსული ბმულით, სხვაგვარად ვერ მოახერხებთ ფორუმზე ბეჭდვას.
ეს არის ტქვემი კითხვა:
"გამარჯობათ.
8 წლის წინ მარცხენა სარძევა ჯირკვლის ზედა ლატერალურ კვანდრანტში აღმოვიჩინე კვანძი რაც ექოსკოპიურად დადასტურდა ფიბროადენომა ზომით 10X7 მმ,
მამოლოგმა ოპერაციისგან თავი შეიკავა.
წელს აღმოვაჩინე კვანძი მარცხენა იღლიის ფოსოში,(ვარ 33 წლის) რაც ექოსკოპიურად დადასტურდა ლიმფური ჯირკვალი ზომით 10X7 მმ, ხოლო ფიბროადენომა ზომებით არ შეცვლილა.
მამოლოგმა გამაგზავნა ციტოლოგიაზე,პასუხად მივიღე
ფიბროადენომატოზის სურათი.
და ლიმფოიდური ელემენტების ჰიპერპლაზიის სურათი, აიმაივნური უჯრედები არ აღმოჩნდა,
ამის შემდეგ მამოლოგმა დამინიშნა მკურნალობა( ეპოვექსი, სელევეფი,ბრექსონი,ექსტრასედი) და 4 თვის შემდეგ ექო-გაკონტროლება.

ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა ექიმის მხრიდან? რამდენად სწორადდა შერჩეული მკურნალობა? და თუ კიდევ მირჩევთ რაიმეს? "
თუ მოდის მამოლოგი გიპასუხებთ: http://tsamali.ge/%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94

Posted by: mammolog 18 Mar 2015, 23:16
გრინი
ორ სანტიმეტრიანი და უფრო დიდი კვანძები მკურნალობას არ ექვემდებარება. არ გაიწოვებიან. ერთადერთი მკურნალობის მეთოდია კვანძის ამოკვეთა.

Posted by: badrijan 18 Mar 2015, 23:22
mammolog
მოგესალმებით
1 სანტიმეტრამდე კვანძი გაიწოვება?
რა პრეპარატი შეიძლება რაც გაწოვას უწყობს ხელსს?
მადლობთ წიონასწარ.

Posted by: ninininiko 24 Mar 2015, 11:01
გამარჯობათ.
მოკლედ ქიმიოთერაპია საშუალოდ რამდენ თვეს გრძელდება?და საშუალო კურსი და შუალედები რამდენია?
და ქიმია როცაა დაწყებული და მიოკარდიუმის ინფაქტი განვითარდა ამ დროს შეიძლება შეწყვეტა ქიმიის თუ რა ხდება?
აგვისტოში ჩატარებული ოპერაციის ,შემდეგ ქიმიების ფონზე როცა მარტში ონკომარკერები მომატებულია რამდენად საშიშია ეს?
დიდი მადლობა

Posted by: pepi grdzelicinda 8 Apr 2015, 09:57
საკურა.
თამარ როინიშვილი, აბელოფის კლინიკაში მუშაობს, გაგუას სამშობიაროს კორპუსშია მე 6 სართულზე

Posted by: helicopter 13 Apr 2015, 13:26
გამარჯობა
19 წლის ვარ და ამბოლო დროს მკერდის თავიდან ხანდახან მაქვს გამონადენი მარჯვენადან თეთრი მარცხენადან რარაც მოყვითალო ფერის სითხე მაგრამ იმ შემთხვევაში ხელს თუ მოუჭერ(ისიც ხანდახან) რამდენიმეთვის წინ ვიყავი ექოსკოპიაზე არაფერი გაქვსო ჩიყვზეც გავიკეთე აცრა მაგრამ არაფერი მქონდა და რისი ბრალი შეიძლება იყოს ?

Posted by: romantika 15 Apr 2015, 21:08
საუკეთესო მამოლოგი ვინ არის დღეს საქართველოში,ვის შეიძლება ვენდოთ?

Posted by: Scoorp 16 Apr 2015, 16:49
ძუძუს თავების გამაგრება და ტკივილი (ნუ ძალიან არა) მაგრამ მაინც
რისი ბრალი შეიძლება იყოს? :/

Posted by: badrijan 19 Apr 2015, 00:52
QUOTE (badrijan @ 18 Mar 2015, 23:22 )
mammolog
მოგესალმებით
1 სანტიმეტრამდე კვანძი გაიწოვება?
რა პრეპარატი შეიძლება რაც გაწოვას უწყობს ხელსს?
მადლობთ წიონასწარ.

აღარაა აქ მამოლოგი?

რომ მიპასუხოს კითხვაზე

Posted by: ColD 23 Apr 2015, 01:03
QUOTE (romantika @ 15 Apr 2015, 21:08 )
საუკეთესო მამოლოგი ვინ არის დღეს საქართველოში,ვის შეიძლება ვენდოთ?

მე პირადად ვენდობი მარტო ძაგნიძეს,

Posted by: an_an 24 Apr 2015, 13:43
გამარჯობათ, ცისტა 5 მმ, რამდენად საშიშია ხომ ვერ მეტყვით? ძალიან ვარ შეშინებული......................

Posted by: romantika 25 Apr 2015, 00:40
quote დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის.ყველამ ძაგნიძე მირჩია,საახლობლოს ვგულისხმობ,მაგრამ ჯერ ვერ მოვახერხე მაინც მისვლა.ჩემს ახლობელს,მოზარდ გოგონას რამდენიმე ფიბროადენომა ამოაჭრეს და ისევ გაჩნდა.ჰორმონალურად ყველაფერი წესრიგში აქვს.ახლა რამდენიმე კვანძი კიდევ ფიქსირდება.მინდა მამოლოგს ვკითხო აქედან,თუ არის საშიშროება რამე ცუდში რომ გადაიზარდოს?ექიმმა უთხრა,ჯერ ხელი აღარ ვახლოთ,დავაკვირდეთო.ერთ-ერთი კვანძი 2სმ-იანია,დანარჩენი პატარებია.....კიდევ ერთხელ,დიდი მადლობა ყურადღებისათვის smile.gif

Posted by: mammolog 27 Apr 2015, 20:12

an_an
5 მმ ცისტად არც კი ითვლება ეგ სადინრის გაგანიერება უფროა, არ არის საშიში და არც მკურნალობა არ ჭირდება. ფარისებრი გამოიკვლიეთ. თუ რაიმე ცვლილებები გექნებათ ფარისებრ ჯირკვალში იმკურნალეთ რომ სამომავლოდ არ გაგიმრავლდეთ ცისტები ძუძუში.
* * *
helicopter
ექოსკოპია გაიკეთეთ , გამონადენი ძირითადად ცისტებმა იცის ან სადინრების გაგანიერებამ.
* * *
badrijan
რამდენი წლის ხართ? კვანძები (ფიბროადენომები) მედიკამენტოზური მკურნალობით არ გაიწოვებიან. ამ დროს სასურველია აკონტროლოთ ზომა ექოსკოპიით და თუ მზარდია მაშინ ოპერაციული მკურნალობა. თუმცა 35 წლამდე 2 სმ-მდეც რომ გაიზარდოს არ არის სასწრაფო საოპერაციო smile.gif
* * *
nanuka odikadze
5 მმ ფიბროადენომა საოპერაციო არ არის. ეს იმდენად პატარა ზომისაა რომ ოპერაციამ შესაძლოა უფრო დაგიზიანოს მკერდი ვიდრე ამ პატარა ფიბროადენომამ. რაც შეეხება ძუძუთი კვების დროს შეიძლება შეგიქმნას პრობლემა, ანუ სტაზი გამოიწვიოს რძის. თუმცა ძალიან ბევრს სტაზი ფიბროადენომების გარეშეც ემართებათ.

Posted by: romantika 27 Apr 2015, 22:06
მამოლოგს მინდა მივმართო კითხვით,რომელიც წინა პოსტშიც დავსვი.16 წლის გოგონასთვის,რომელმაც ერთხელ უკვე გაიკეთა ფიბროადენომის ოპერაცია(ჰქონდა დიდი ზომის ფიბროადენომები რამდენიმე ცალი)ახლაც აღმოაჩნდა,3 თვის შემდეგ კიდევ რამდენიმე და ერთ-ერთი არის 2 სმ.საშიშია დატოვება?სასწრაფო ოპერაცია ხომ არ არის კიდევ საჭირო?იმასაც დავამატებ,რომ წინა ოპერაციის დროს,მორფოლოგიური კვლევის შედეგად დადგინდა ტუბულური ადენომა.რას გვირჩევთ ბატონო ექიმო?ძალიან ვნერვიულობ.ნუთუ ეს კვანძი ვერ დაინახეს ან ასე მალე გაიზარდა 2 სანტიმეტრამდე?

Posted by: mammolog 28 Apr 2015, 00:04
nita0607
გააჩნია თქვენ საშიშს რას ეძახით smile.gif ყოველ შემთხვევაში ძუძუს თუ აღარ აწოვებთ აუცილებელია რძის სრულიად გაშრობა, არცერთი წვეთი არ უნდა მოდიოდეს. ეს გამონადენი კოველთვისაა თუ ციკლის წინა პერიოდში?

Posted by: teonaj307 29 Apr 2015, 21:32
Gamarjoba.dzalian gtxovt mipasuxot chems shekitxvaze:21 wlis var. 9 tvis gatxovili var, magram am etapze shvilis yolas ar vgegmavt shesabamisad viyenebt kontraceftivebs, cikli yoveltvis droulad maqvs.aranairi problema ar mawucebs am mxriv garda imisa rom 1 kviraa mkerdidan maqvs (kertebze xelit zewolit) tetri, rdzismsgavsi gamonadeni mcire raodenobit.dzalian shemeshinda da dges viyavi mamologtan konsultaciaze, gadavige exo da araferi gamochnda cudi, prolaqtinis analizi momtxova chavitaro menstruaciis me-5 dges, mitxra rom momatebuli iqneba da shvilosnobaze dzalian did problemas shemiqmnis.sanam analizzis dro momiva nerviulobit albat gavgijdebi da dzalian gtxovt mipasuxot rogor moviqce, am etapze daorsulebas ar vgegmav magram arminda momavalshi problemebi shemeqmnes
* * *
mammolog Gamarjoba.dzalian gtxovt mipasuxot chems shekitxvaze:21 wlis var. 9 tvis gatxovili var, magram am etapze shvilis yolas ar vgegmavt shesabamisad viyenebt kontraceftivebs, arc orsuloba damdgara shesabamisad.cikli yoveltvis droulad maqvs.aranairi problema ar mawucebs am mxriv garda imisa rom 1 kviraa mkerdidan maqvs (kertebze xelit zewolis, titebis mocheris shedegad) tetri, rdzismsgavsi gamonadeni mcire raodenobit.dzalian shemeshinda da dges viyavi mamologtan konsultaciaze, gadavige exo da araferi gamochnda cudi, prolaqtinis analizi momtxova chavitaro menstruaciis me-5 dges, mitxra rom momatebuli iqneba da shvilosnobaze dzalian did problemas shemiqmnis.sanam analizzis dro momiva nerviulobit albat gavgijdebi da dzalian gtxovt mipasuxot rogor moviqce, am etapze daorsulebas ar vgegmav magram arminda momavalshi problemebi shemeqmnes. 

Posted by: ColD 29 Apr 2015, 22:43
teonaj307

ეგ ჰორმონი ზუსტად ნერვიულობაზე იწევს ნორმაზე ზევით ასე რომ თუ ინერვიულებ შეიძლება მეტი გაჩვენოს ვიდრე გაქვს, ეგ ჰორმონი ბევრ ქალს აქვს მომატებული და დარეგულირებას ექვემდებარება ასე რომ სანერვიულო არაფერი გაქვს, კარგი გინეკოლოგი ნახე ვინც მილიონ წამალს არ დაგალევინებს,
ჯერ გაიგე ექიმი რას გეტყვის, ჩემ მეგობარს მარტო ცხოვრების ჯანსაღი წესი მოსთხოვა ექიმმა და მართლა ასე დაურეგულირდა ეგ ჰორმონი (დილით ადრე გაღვიძება, ადრე დაძინება , ნერვიულობა და სტრესული ცხოვრება გამორიცხე, ფეხით სიარული ყოველ დღე, შაქრის და თეთრი ფქვილის შეზღუდვა მაქსიმალურად, დილის საუზმე აუცილებლად, და ჯანსაღი კვება ზოგადად),
ასე რომ არ ინერვიულო

Posted by: teonaj307 29 Apr 2015, 22:59
Dzalian didi madloba gamoxmaurebis da ketili rchevkstvis.

Posted by: teonaj307 1 May 2015, 23:19
Gamarjoba.bodishi rom kidev gawuxebt.tqvengan bevri kargi rcheva mivige da tu shegidzliat exlac mirchiet rogor moviqce.momatebuli maq prolaqtini magram ramdenia machvenebeli arvoci radgan analizi samshabats miwevs da mere pasuxi 1 kvirashi iqnebao da mokled ra minda gkitxot sanam eqimi momcems danishnulebas:am etapze ar vapireb shvilis yolas minimum 1 weli da mkurnaloba exla chavitaro tu ushualod dafegmdzimeBamde?

Posted by: ColD 2 May 2015, 00:08
teonaj307

დროულად უნდა იმკურნალო ჩემი აზრით, რაც გადადებ ცუდია,

ექიმს კითხე თვითონ, მერე რო მოგინდება დაორსულება შეიძლება დრო დაგჭირდეს კიდე მაგ ჰორმონის მოსაწესრიგებლად თანაც სხვა ჰორმონებზეც მოქმედებს ერთი ჰორმონის აწევა ასე რომ დროულად ჯობია იზრუნო ჯანმრთელობაზე

Posted by: romantika 6 May 2015, 20:30
მაპატიეთ,ფიბროადენომას ხელით შეხებისას ტკივილი ახასიათებს?

Posted by: nanuka odikadze 7 May 2015, 13:30
QUOTE (romantika @ 6 May 2015, 20:30 )
მაპატიეთ,ფიბროადენომას ხელით შეხებისას ტკივილი ახასიათებს?

მე ხელით შეხების გარეშეც მტკივა მაგალითად და როცა ეხოზე მივდივარ, ეხოს გადაღების შემდეგ განსაკუთრებით ჩხვლეტები მაქვს/

Posted by: lelius 10 May 2015, 18:54
გამარჯობა,თუ შეგიძლიათ მირჩიოთ:
მკერდში მარჯვენა მხარეს ისინჯება პატარა კვანძი,რაიმე სახის ტკივილები არ აღინიშნება.
აუცილებელია თუ არა მამოლოგთან კონსულტაცია?
და კიდევ, რამდენად მიზანშეწონილია იღლიაში ლაზერული ეპილაცია ასეთ შემთხვევაში?

Posted by: ashley_tko 11 May 2015, 19:20
mammolog
გამარჯობა!!
ბავშვს დავანებებინე ძუძუზე თავი. ექიმის დანიშნულებით დავლიე ნახევარი აბი დოსტინექსი, კიდევ უნდა დამელია 12 საათში მაგრამ ძაან ცუდად გამხადა და ვეღარ დავლევ.
2 კვირა გავიდა და რძე ხელის მოჭერაზე კიდევ მაქვს. მკერდი არ მევსება, ანუ არ მაწუხებს. ერთადერთი რამდენიმე დგის წინ ამტკივდა სადინარი და გამოვიწველე და მომეშვა. ვიცი რომ ესე დატოვება არ შეიძლება მაგრამ როგორ დავიშრო? დოსტინექსს მართლა ვეღარ დავლევ

Posted by: ColD 12 May 2015, 01:26
QUOTE (lelius @ 10 May 2015, 18:54 )
აუცილებელია თუ არა მამოლოგთან კონსულტაცია?

კი აუცილებელია უეჭველი უნდა მიხვიდე ,
ეპილაციაზე ექიმს კითხე კონსულტაციაზე რომ მიხვალ

Posted by: Alisaka 17 May 2015, 23:08
გამარჯობათ,რამდენიმე თვეა მკერდის ტკივიმი დამეწყო ციკლის მოსვლამდე ლამის 10 დღით ადრე.თუ მკერდით ვწევარ და მძინავს თავები ძან მტმივა ექიმმა თქვა ბუნებრივიაო და თან ეგ იმას ბიშნავს რომ მკერდი კიდე გაგეზრდებაო,რამდენად მართალია გაზრდა არ გაზრდის საკითხი?

Posted by: sandy 18 May 2015, 19:26
50 წელს მიტანებულ გაუთხოვარ ქალბატონს უჩვეულო ჩივილი აქვს - მკერდში ქავილის შეგრძნება.
უფრო სწორედ, არა მხოლოდ მკერდში.
შეგრძნება იწყება იღლიებიდან, გადადის მკლავებზე, მკერდზე (ორივე მხარეს ვგულისხმობ) და უფრო ქვემოთაც.
ეს არაა ტკივილი, არც წვა, არც გახურება, არამედ სწორედ ქავილი.
ხან საკმაოდ ძლიერი, ტკივილის ზღვარზე, ხან მსუბუქი ღიტინის მსგავსი, ლამის სასიამოვნოც.
თავად მკერდს ვერავითარ ცვლილებას ვერ ამჩნევს, არც შემაგრება შიგნით, არც გამონაყარი გარეთ... შეგრძნება კი გვარიანად არასასიამოვნოა.
ირწმუნება, რომ ამ უსიამოვნო განცდას უქრობს, დროებით მაინც, შხაპი, ან არყის კომპრესი, ან უბრალოდ, ქავილის საწინააღმდეგო მალამო.
ექიმთან ვერ დავძარით. რა შეიძლება იყოს?

Posted by: ashley_tko 29 May 2015, 14:09
დამეხმარეთ რაა!! ჩემმა დამ რომელიც არის 23 წლის შენიშნა სიმაგრე მკერდში, იყო წასული მამოლოგთან, გააკეთებინეს მამოგრაფია და უთხრეს რომ აქვს 3 კვანძი ერთ მკერდში და 2 მეორეში. საოპერაციოაო, არ გაიწოვსო. რა გავაკეთოთ გავყვეთ ბრმად ოპერაციაზე? იქნებ სხვა გამოსავალი არის, მომწერეთ რა ექიმებმა და ვისაც ქონია მსგავსი გამოცდილება, ვნერვიულობთ ძაან

Posted by: tamusia222 15 Jun 2015, 16:33
QUOTE (Solveig @ 1 May 2014, 00:24 )
პირველი თემა

http://forum.ge/?f=43&showtopic=33708847&st=0

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას..

გამარჯობათ,ციკლს ველოდებოდი 16ივნისს მომივიდა 13ღამე(მანამდე 10 დღე მტკიოდა წელი და მუცელი,რაც არ ვიცი ხოლმე ციკლის დაწყების მხოლოდ წინა 2 დღეს ვგრძნობდი) გუშინ დილას მაისურზე შევნიშნე ჯანგისფერი გამონადენი და ვიფიქრე რომ პროლაქტინის ბრალია მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ ვიღავი წამოწოლილი მარცხენა მხარეს და დაიწყო წვეთა წითლად სისხლისფრად,ძალიან შემაშინა რადგან ვიცი რომ პაპილომას ნიშანია,გინეკოლოგს ველაპარაკე და მომავალ ორშაბათს დამიბარა,ციკლი მოჭარბებულად მომდის,ანალიზებს ჰორმონებზე ვიკეთებ ხვალ,მაინტერესებს რაიმე სხვა გინეკოლოგიურმა პრობლემამაც თუ იცის სისხლი მკერდიდან,რადგან უცნაურად მეჩვენება ტკივილი მუცლის და წელის არეში ასე დამთხვეოდეს,(წინა თვეში ვსვი სალბის ნაყენი) ვიღებ ფოლიუმის მჯავას და ომეგა 3,გვინდა ბავშვი,გთხოვთ დამეხმაროთ...

Posted by: khatia_s 18 Jun 2015, 20:24
გამარჯობა, რძის გასაშრობად ე.წ. ქაფურის ფხვნილს თუ უწევთ რეკომენდაციას?

Posted by: tamusia222 20 Jun 2015, 15:50
QUOTE (khatia_s @ 18 Jun 2015, 20:24 )
გამარჯობა, რძის გასაშრობად ე.წ. ქაფურის ფხვნილს თუ უწევთ რეკომენდაციას?

წაიკითხე eek.gif http://www.mkurnali.ge/kitxva-pasuxi.html?view=question&id=140694

Posted by: badrijan 2 Jul 2015, 10:55
mammolog
მოგესალმებით ექიმო.
ადრე გწერდით ჩემი პრობლემის თაობაზე. ვარ ვაჟი ახალგაზრდა. 25 წლის. ძუძUში მქონდა ფიბრომატოზული კვანძები. ჯერ დაპატარავდა ახლა კი აღარ გამოჩნდა საერთოდ ექოზე. ძალიან მიხარია. თუმცა უდიდესი პრობლემა ჩემთვის ცხიმოვანი და ჯირკვლოვანი ქსოილის მონაცვლეობაა რომელიც ძალიან მინდა მოვიშორო და აქვს აზრი ვარჯიშებით, რაიმე პრეპარატებით მასთან ბროლას თუ მხოლოდ ოპერაციით იქნება შესაძლებელი ე.წ. გინეკომასტიის პრობლემის მოგვარება?

Posted by: IllusorY 2 Jul 2015, 16:21
გამარჯობა!
პროფილაქტიკისთვის გავიკეთე სხვადასხვა გამოკვლევა.
აღმომაჩნდა მრავალკვანძოვანი ჩიყვი 8მმ-მდე ზომის (ამაზე ენდოკრინოლოგიურ თემაში დავწერე).

დღეს გავიკეთე ექომამოგრაფია. შედეგი ასეთია:
კანის სისქე- არ აღემატება2მმ-ს;
კონტური - დეფორმაციის გარეშე;
კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი- ზომიერად გამოხატული;
პარენქიმის ექოსტრუქტურა - ორივე სარძევე ჯირკვალი ისახება მკვეთრად გამოხატული ფიბროადენომატოზული ცვლილებებითა და სადინარების დილატაციით. ამ ფონზე მარჯვენა სარძევე ჯირკვალში ლატერალური კვადრანტების საზღვარზე ისახება 5მმ-მდე დიამეტრის კისტოზურად დილატირებული სარძევე სადინარი, ხოლო მარცხენა სარძევე ჯირკვალში ისახება მოგრძო ფორმის, ფიბროადენომატოზული კვანძოვანი ტიპის უბანი, კაფსულის გარეშე ზომით 8X5მმ.
სარძევე სადინარების დიამეტრი - დიფუზურად დილატირებულია
ლიმფური გზები - არ ისახება;
იღლიის ფოსო - თავისუფალი.
------------------------------------------
საშვილოსნოს ექოსკოპიამ კი აჩვენა შემდეგი:
საშვილოსნოს ტანის ზომები 49-32-42მმ, მოცულობა
საშვილოსნო მსხლისებური ფორმი, ნორმალური მდე
მიომეტრიუმი ერთგვარივანი
ენდომეტრიუმის სისქე-11მმ ღრუ თავისუფალი
საშვილოსნოს ყელის ზომა 29-31მმ არხის ექოგენ
საკვერცხეების ზომები:
მარჯვენა 26-23-22მმ, მოცულობა 5.9 სმ3
მარჩხენა 24-22-20მმ მოცულობა 5.2სმ3
ორივე საკვერცხეში ფოლიკულური აპარატი სუსტად გამოხატული.
დუგლასის ფოსო თავისუფალი.
--------------------------------------
საკვერცხეების პოლიკისტოზის დიაგნოზი 20 წლის წინ დამისვეს.

გთხოვთ, გამიმარტოთ რამდენად საშიშია მამოგრაფიის ეს ჩვენება და კიდევ რა სახის გამოკვლევაა საჭირო საბოლოო დიაგნოზის დასასმელად.
ექვემდებარება მკურნალობას? რამდენად ალბათურია ოპარაციული ჩარევა, შედეგიანია ოპარაცია? (ძალიან ვნერვიულობ, არ მომეწონა, ექიმები რომ ჩემს გარეშე საუბრობდნენ)
ვარ 40 წლის, გაუთხოვარი.

წინასწარ გიხდით მადლობას

Posted by: amoeka 9 Jul 2015, 20:00
გამარჯობათ. მყავს პატარა ძუძუთი ვკვებავ. დაახლოებით ერთი კვირაა გამიმაგრდა მკერდში პატარა ადგილი. მასაჟისტმა ვერ დაშალა, მინდა მამოლოგთან ვიზიტი. ვის გაუწევთ რეკომენდაციას? და რომელ კლინიკაში? ხვალ მინდა მისვლა.

Posted by: romantika 9 Jul 2015, 23:24
გამარჯობათ,მაინტერესებს,შესაძლებელია ფიბროადენომა თავისით დაპატარავდეს?

Posted by: badrijan 10 Jul 2015, 10:54
romantika
QUOTE
გამარჯობათ,მაინტერესებს,შესაძლებელია ფიბროადენომა თავისით დაპატარავდეს?

ექიმი არ ვარ მაგრამ როგორც პაციენტი გეტყვი რომ ჩემი დაპატარავდა და გაიწოვა.
არაო არ შეიძლებაო მეუბნებოდნენ. არადა ფაქტი სახეზეა

Posted by: IllusorY 11 Jul 2015, 13:20
თუ შეგიძლიათ, მირჩიეთ ქვემოთ მოცემული შემთხვევისას რამდენად შეიძლება ცეფანორმის დანიშვნა. უკუჩვენებაში აქვს: სარძევე ჯირკვლის სიმსივნე.

ორივე სარძევე ჯირკვალი ისახება მკვეთრად გამოხატული ფიბროადენომატოზული ცვლილებებითა და სადინარების დილატაციით. ამ ფონზე მარჯვენა სარძევე ჯირკვალში ლატერალური კვადრანტების საზღვარზე ისახება 5მმ-მდე დიამეტრის კისტოზურად დილატირებული სარძევე სადინარი, ხოლო მარცხენა სარძევე ჯირკვალში ისახება მოგრძო ფორმის, ფიბროადენომატოზული კვანძოვანი ტიპის უბანი, კაფსულის გარეშე ზომით 8X5მმ.
სარძევე სადინარების დიამეტრი - დიფუზურად დილატირებულია.

უკვე ერთი კვირაა ვსვამ... sad.gif

Posted by: IllusorY 30 Jul 2015, 11:55
შევწყიტე ცეფანორმის სმა, მკერდის ტკივილი დამეწყო.

Posted by: barbaqaa 3 Aug 2015, 23:50
გამარჯობათ! ვარ 18 წლის და არ ვარ მსუქანი, მაგრამ მკერდის თავები მაქვს გამოწეული და სიმაგრის მსგავსია შიგნით. თავიდან მჯეროდა გარრდატეხის ასაკის ბრალი იყო მაგრამ ამდენხანს რომ გაგრძელდა მოვძებნე ინტერნეტში და გინეკომასტია მემგონი. როგორ შეიძლება გავიგო რა არის? რა ღირს გინეკომასტიის ოპერაცია? (მადლობა)

Posted by: mammolog 13 Aug 2015, 11:15
romantika
ფიბროადენომა თავისით არ პატარავდება, თუ დაპატარავდა ე.ი. ცისტა ყოფილა.
* * *
barbaqaa
ჩაიტარეთ მკერდის ექოსკოპია. და დაადგენთ არის თუ არა გინეკომასტია. რაც შეეხება ოპერაციის ფასს ყველა კლინიკას განსხვავებული ფასები აქვს smile.gif
* * *
IllusorY
რამდენი ხანია სვამთ ცეფანორმს? ფარისებრი უნდა გამოიკვლიოთ !
* * *
badrijan
არანაირი ვარჯიშები და მასაჯები ვერ გააქრობს გინეკომასტიას, უნდა დადგინდეს ნამდვილად ცხიმია თუ ჯირკვალი. თუ ცხიმია ლიპოსაქციითაც შესაძლებელია მოშორება.
* * *
tamusia222
მართალია სისხლიანი გამონადენი ძირითადად პაპილომამ იცის, მაგრამ ეს სისხლი წამოვიდა როცა მენსტრუაცია დაგეწყოთ? დააკვირდით მენსტრუაციის დამთავრების შემდეგაც თუ გექნებათ. სადინარშიდა პაპილომამ ძირითადად მუქი წითელი ან უფრო ყავისფერი გამონადენი იცის. თუ პაპილომაა არ არის სანერვიულო, გაიკეთეთ დუქტოგრაფია და თუ დადასტურდება ოპერაციულად ამოიკვეთავთ, ასე საგანგაშო არ არის ეს დიაგნოზი.
* * *
ashley_tko
23 წლის გოგოს მამოგრაფია გააკეთებიეს? თუ ექოსკოპია? გააჩნია კვანძები რამხელაა ზომით? მომწერეთ გამოკვლევის დასკვნა.
* * *
sandy
ეს ან ნერვოზულია ან კიდე დერმატოლოგიური პრობლემაა.

Posted by: ashley_tko 20 Aug 2015, 15:04
mammolog
QUOTE
23 წლის გოგოს მამოგრაფია გააკეთებიეს? თუ ექოსკოპია? გააჩნია კვანძები რამხელაა ზომით? მომწერეთ გამოკვლევის დასკვნა.

ექოსკოპია, მაპატიეთ შემეშალა. ფიბროადენომის ზომებია 11X13 და 11X14 . სხვა მამოლოგთანაც ვიყავით, თავიდან ოპერაციაზე ფიქრობდა მაგრამ საბოლოოდ დაუნიშნა მამოლეპტინი და დიაკრისი, 6 თვეში მოდი კონტროლზეო. შეიძლება ამ წამლებმა გააქრონ ფიბროადენომები თუ საბოლოოდ მაინც ოპერაციაა გამოსავალი?
დაორსულებას გეგმავდა და გადადო ამ მკურნალობის გამო, ორსულობა რამდენად წაადგება ამ ვითარებაში

მეორე ქალბატონზე რომ გითხარით მკერდიდან სისხლი მოსდისთქო, გაიკეთა იმ ქალბატონმა ოპერაცია და კარგად არის, როგორც გვითხარით, პაპილომები აღმოჩნდა ძალიან ბევრი, უღრმესი მადლობა შემოგითვალათ

Posted by: sandy 21 Aug 2015, 21:43
mammolog

დიდი მადლობა პასუხისთვის smile.gif

Posted by: Natuka NGN 22 Aug 2015, 17:22
IllusorY
მიხედეთ ფარისებრს. მრავალკვანძოვანი ჩიყვი. მაგ პრობლემის მოგვარების გარეშე არაფერი არ მოგიწესრიგდებათ.

Posted by: gunci05 24 Aug 2015, 12:17
გამარჯობა, ვარ ორსული, მე9 თვეში, გინეკოლოგმა მირჩია მკერდის სპირტით დამუშავება...
რამდენად მისაღებია სპირტის გამოყენება?

Posted by: leluka21 30 Aug 2015, 20:46
შესაძლებელია ფიბროადენომა ისევ გაჩნდეს?? ორივე მკერდზე ამოკვეთილი მაქ,მაგრამ გაგონილი მაქვს რომ შესაძლებელია ისევ გაჩნდეს,

Posted by: viuviu 1 Sep 2015, 21:23
გამარჯობათ,ერთი შეკითხვა მაქვს ექიმთან,ვარ 5 თვის გათხოვილი, ჯერ ორსულად არ ვარ (ნუ ტესტმა არაო sad.gif ) წინა თვეში ციკლს რომ ვამთვრებდი ბოლო დღეებში ,შევამჩნიე მარჯვენა მკერდში დვრილის ქვეშ რაღაც მრგვალი მაგარი სხეული. (მოძრდილი კენჭივით ) ყოველგვარი ტკივილის გარეშე რამდენიმე დღეში თავისით გაიარა.მსგავსი აქამდე არაფერი მქონია.ეხლა კიდევ უკვე ერთი კვირაა საშინლად მტკივა ორივე მკერდი ,ზუსტად ისე როგორც ციკლის მოსვლის დროს არადა იქამდე კიდევ 10 -12 დღეა.ხომ ვერ მეტყვით საშიშია და მივაკითხო ექიმს თუ უკვე მიზეზოდ ვიძაბები? გთხოვთ მიპასუხოთ,დიდი მადლობა :*

Posted by: V~V_nosferatu_V~V 3 Sep 2015, 18:18
ვიღებ ჩასახვის საწინააღმდეგო აგეგს და მკერდი გამეზარდა ციტა. რაც მთავარია მტკივა. ამ თვეში უფრო მტკივა ვიდრე წინა თვეში მტკიოდა. საშისი ხომ არ არის? წამლის ანოტაციაში კი წერია, რომ მკერდის ტკივილი შეიძლება იყოს გვერდითი ეფექტიო.

Posted by: mkgnmc 6 Sep 2015, 22:43
ქალი მამოლოგი მირჩიეთ, კლინიკაც მიმითოთ იქნებ
მადლობა წინასწარ

Posted by: IllusorY 24 Sep 2015, 11:44
mammolog
QUOTE
რამდენი ხანია სვამთ ცეფანორმს? ფარისებრი უნდა გამოიკვლიოთ !

ცეფანორმი ვსვი 15 დღე. შევწყვიტე სმა, რადგან ვიგრძენი მკერდში ტკივილი.
გამოვიკვლიე ფარისებური ჯირკვალი:
ფარისებური ჯირკვალი ნორმალური ფორმის, კონტური მკვეთრი, სწორი. სტრუქტურა მცირედ არაერთგვაროვანი, ექოგენობა საშუალო. სისხლძარღვოვანი სურათი ნორმალური.
მარცხენა ნაწილში იკვეთება კომპლექსური შენების (სითხოვან-ქსოვილური) კვანძები ზომით 4-4-4მმ, 5-7-8მმ.
მარჯვენა ნაწილში იკვეთება კომპლექსური შენების (სითხოვან-ქსოვილური) კვანძები ზომით 5-5-5მმ, 7-7-8მმ. ამავე წილში ისახება კომპლექსური შენების (სითხოვან-ქსოვილური) კვანძები მიჯრით ზომით 5-7-7მმ, 4-4-4მმ, 4-4-4მმ. ამავე წილში ისთმუსთან გადასვლის პროექციაში ისახება კომპლექსური შენების (სითხოვან-ქსოვილური) კვანძი ზომით 5-5-5მმ.
კისრის ორივე მხარეს ისახება სტრუქტურულა შეუცვლელი ლიმფური კვანძები სიგრძივი ზომით 8მმ.8მმ
მარჯვენა წილის ზომებია 1.9 - 1.9 - 5.2 სმ, მოცულობა 8.9სმ3,
ისთმუსი ზომით 3მმ.
მარცხენა წილის ზომებია 1.7 - 1.7 - 5.0 სმ, მოცულობა 6.9სმ3,
საერთო მოცულობაა 15.8 სმ3

TSH Anti-tpo ნორმაშია, დამენიშნა 25მკგ ეუთიროქსი, სელენი 100მკგ.

მაგრამ ორი დღეა მკერდზე მაქვს წითელი წარმონაქმნი დაახლოებით 5 მმ დიამეტრის, ლაქასავით, არც ამობურცულია და არც ჩაღრმავებული, თითქოს კანი დაიწვა.
* * *
მირჩიეთ სანდო კლინიკა, სანდო ონკოლოგი, გთხოვთ.

Posted by: IllusorY 25 Sep 2015, 12:01
გთხოვთ, მირჩიეთ კარგი სპეციალისტი.

Posted by: Nuci44 26 Sep 2015, 14:29
გთხოვთ მითხრათ რას ნიშნავს Dex-BI-RADS: 2 Sin-BI-RADS:5


Posted by: Iris87 2 Oct 2015, 13:34
თუ გჭირდებათ ვინმეს: რადოფენი, ამეტრიპსი (იგივე ქიმორად ფორტე), პერიკასტუსი. 1 თვის მარაგია. აღარ დამჭირდა და მიდევს გაუხსნელები. რაც ღირს აფთიაქებში იმაზე ბევრად იაფად მივცემ მსურველს.

Posted by: mziako 5 Oct 2015, 15:26
mammolog

გამარჯობათ. ბავშვობაში მივიღე დამწვრობა და მარჯვენა მკერდი მაქვს დაზიანებული. შრამებიც მაქვს. თავები მაქვს ორივე მკერდზე ჩვეულებრივ. ვარ 20 კვირის ორსული გინეკოლოგმა მითხრა რომ მამოლოგის დასკვნა დაგჭირდება ძუძუთი კვებისთვისო. არასდროს მქონია მკერდზე ტკივილი ან რამე და რა სახის პრობლემების წინაშე შეიძლება დავდგე ორსულობის გამო? რა სახის გამოკვლევები დამჭირდება ამ შემთხვევაში თუ გასინჯვით შემოიფარგლება მამოლოგი?

კიდევ მაინტერესებს ძუძუს თავთან ფეხმძიმობის პერიოდში რაღაც შავი ლაქა გამომივიდია პიგმენტური ლაქასავით, გინეკოლოგმა არაფერიაო და ამასთან დაკავშირებით დერმატოლოგთან უნდა გავიარო კონსულტაცია თუ მამოლოგთან?

Posted by: ashley_tko 5 Oct 2015, 22:50
QUOTE
mammolog
QUOTE
23 წლის გოგოს მამოგრაფია გააკეთებიეს? თუ ექოსკოპია? გააჩნია კვანძები რამხელაა ზომით? მომწერეთ გამოკვლევის დასკვნა.

ექოსკოპია, მაპატიეთ შემეშალა. ფიბროადენომის ზომებია 11X13 და 11X14 . სხვა მამოლოგთანაც ვიყავით, თავიდან ოპერაციაზე ფიქრობდა მაგრამ საბოლოოდ დაუნიშნა მამოლეპტინი და დიაკრისი, 6 თვეში მოდი კონტროლზეო. შეიძლება ამ წამლებმა გააქრონ ფიბროადენომები თუ საბოლოოდ მაინც ოპერაციაა გამოსავალი?
დაორსულებას გეგმავდა და გადადო ამ მკურნალობის გამო, ორსულობა რამდენად წაადგება ამ ვითარებაში

მეორე ქალბატონზე რომ გითხარით მკერდიდან სისხლი მოსდისთქო, გაიკეთა იმ ქალბატონმა ოპერაცია და კარგად არის, როგორც გვითხარით, პაპილომები აღმოჩნდა ძალიან ბევრი, უღრმესი მადლობა შემოგითვალათ


Posted by: jangula 6 Oct 2015, 10:03
mammolog

აღარ შემოდის აქ? sad.gif



გამარჯობათ
პაციენტს ჰქონდა მკერდის სიმსივნე. ამოკვეAთეს ჯირკვალი და ჩაუტარეს დასხივება.
ამის მერე დაუნიშნეს ჰორმონალური თერაპია იმის გამო რომ ვინაიდან მისთვის ეს სარისკო იყო, მას არ მოსვლოდა ქალური ციკლი.
ამ თერაპიის ხანგრძლივობაა 5 წელი.

პაციენტს აქვს ასეთი შეკიტხვა (ძალიან ნერვიულობს და იქნებ შედარებით დამაჯერებლათ უპასუხოთ პლს)- ამ 5 წლის გასვლის შემდეგ, როცა დასრულდება დღეს დანიშნული ჰორმოთერაპია, არსებობს თუ არა იმის ვარიანტი რომ პაციენტს კვლავ დაუბრუნდეს ციკლი და იქნება თუ არა "ეს დაბრუნება" მისი სიცოცხლისთვის (ჯანმრთელობისთვის) საშიში?

გმადლობთ

Posted by: pekineli 17 Oct 2015, 14:37
mammolog
QUOTE
badrijan
არანაირი ვარჯიშები და მასაჯები ვერ გააქრობს გინეკომასტიას, უნდა დადგინდეს ნამდვილად ცხიმია თუ ჯირკვალი. თუ ცხიმია ლიპოსაქციითაც შესაძლებელია მოშორება.

თუ ცხიმიცაა და ჯირკვლოვანი ქსოვილიც დავიჯერო არ არსებობს მისი მედიკამენტოზური მკურნალობის საშუალება?
დისმატექსი, დისმენორმნი ტამოქსიფენი რამდენი პრეპარატია.
ნუთუ არაფერს აზრი არ აქვს?

Posted by: aura 21 Oct 2015, 15:23
მამოლოგთან ვაპირებ მისვლას, ჩაწერის თარიღი დაემთხვა ციკლის პერიოდს, ანუ ორი დღის მერე ველოდები.. აქვს რაიმე მნიშვნელობა ამას?

Posted by: Miss_Nata 24 Oct 2015, 10:43
დიდი ხნის შიშის მერე მივედი მამოლოგთან,მაქვს აუტანელი ტკივილები,ვიყავი გია ნემსაძესთან,ძალიან კმაყოფილი დავრჩი მიღებით,კონსულტაციით. გამსინჯა,გადამიღეს ექოსკოპიები მკერდის,ფარისებრის,საშვილოსნოს... მოკლედ.არსად არაფერი არ მჭირს. ნემსაძემ ამ ტკივილებით უნდა იცხოვროო,ანუ თვითონ მკერდიც დიდი მაქვს საკმაოდ, ექოსკოპიის ექიმმა დაიპატარავო ჯობიაო,რისიც საშინლად მეშინია, არადა ტკივილებით ცხოვრება როგორია,განსაკუთრებით ციკლის წინა პერიოდში მაგიჟებს sad.gif რას მირჩევთ?

Posted by: jangula 26 Oct 2015, 08:40
QUOTE
რას მირჩევთ?

QUOTE
გია ნემსაძეს


დმ!

აი ამას.

სხვა ექიმთან მიდი. დავუშვათ მიშა ჯანჯალიასთან, ონკოლოგიურში.



Posted by: pvm 14 Nov 2015, 23:01
QUOTE (Miss_Nata @ 24 Oct 2015, 10:43 )
დიდი ხნის შიშის მერე მივედი მამოლოგთან,მაქვს აუტანელი ტკივილები,ვიყავი გია ნემსაძესთან,ძალიან კმაყოფილი დავრჩი მიღებით,კონსულტაციით. გამსინჯა,გადამიღეს ექოსკოპიები მკერდის,ფარისებრის,საშვილოსნოს... მოკლედ.არსად არაფერი არ მჭირს. ნემსაძემ ამ ტკივილებით უნდა იცხოვროო,ანუ თვითონ მკერდიც დიდი მაქვს საკმაოდ, ექოსკოპიის ექიმმა დაიპატარავო ჯობიაო,რისიც საშინლად მეშინია, არადა ტკივილებით ცხოვრება როგორია,განსაკუთრებით ციკლის წინა პერიოდში მაგიჟებს sad.gif რას მირჩევთ?

ციკლის დაწყებამდე 7-10 დღით ადრე ვეროშპირონი და პროჟესტოჟელის გელი

Posted by: tatubatu ^_^ 19 Dec 2015, 22:45
ჰეელფ user.gif ნემსაძე თუ ძაგნიძე? რომელს მირჩევთ? user.gif

Posted by: svani1990 20 Dec 2015, 23:37
მამოლოგის დახმარება მჭიდება და PM იქნებ დამიკავშირდეთ, PM აგიხსნით ყველაფერს.

Posted by: SPC 14 Jan 2016, 21:05
ესეიგი, მკერდში მაქვს რამოდიმე თვეა ტკივილები. ვიყავი ექოზე 3 თვის წინ. მითრხეს, გამაგრებები არ არისო თუმცა მასტოპატია მაინც აღგენიშნებაო. ანუ მაშინ არ მქონდა კვანძები. ამჟამად 9 კვირის ორსული ვარ და გინეკოლოგმა აღმოაჩინა გამაგრებები. სანერვიულოა ეს?? მითხრა რომ 16 კვირამდე მამოლოგთან მისვლას აზრი არ აქვს. ანუ როდის სჯობს მივიდე მამოლოგთან? გქონიათ ვინემს ასე? გინეკეოლოგმა მითხრა რომ რადგან მანამდე არ იყო გამაგრებები, ეს შეიძლება ორსულობის გამო იყოსო. ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა

Posted by: matsatsuna 14 Jan 2016, 22:31
SPC
მიდი შენც მამოლოგთან და დაწყნარდები,სანამ 16 კვირის გახდები ინერვიულებ და ცოფოა ბაო smile.gif

Posted by: SPC 15 Jan 2016, 11:37
matsatsuna
უბრალოდ აზრი არ აქვსო მითხრეს. ალბათ სჯობს მაინც მივიდე და თავად მამოლოგს ვკითხო აქვს თუ არა აზრი? აქ ხომ პოსტავდა მამოლოგი ნეტავ შემოიხედოს

Posted by: nanuka odikadze 15 Jan 2016, 16:34
QUOTE (SPC @ 15 Jan 2016, 11:37 )
matsatsuna
უბრალოდ აზრი არ აქვსო მითხრეს. ალბათ სჯობს მაინც მივიდე და თავად  მამოლოგს ვკითხო აქვს თუ არა აზრი? აქ ხომ პოსტავდა მამოლოგი ნეტავ შემოიხედოს


მიდი აუცილებლად მამოლოგთან და დამშვიდდები, ჩემი აზრით ძალიანაც აქვს აზრი მისვლას, მე ადენომები მაქვს და 18 კვირის ორსული ვარ უკვე, ძაგნიძესთან დავდივარ და ძალიან კმაყოფილი ვარ.
არ ინერვიულო :*

Posted by: SPC 15 Jan 2016, 21:20
nanuka odikadze
მადლბა მივალ მაშინ

Posted by: tatubatu ^_^ 25 Jan 2016, 19:05
ხალხნო ვიყავი ნემსაძესთან და დამინიშნა მამოლეპტინი და გრავიკური, ეს მამოლეპტინი კარგი მაგრამ გრავიკურზე ვინმემ იცით რამე? დიდი ინფორმაცია არ დევს და თან მარტო ბახტრიონზე იყიდება... დავინტერესდი :/

Posted by: mariam.i 3 Mar 2016, 23:42
გამარჯობა, მკერდზე მაქვს ფიბროადენომა, ვმკურნალობ დანიშნულებისამებრ, უბრალოდ ვერ ვიძინებ თუ მუცელზე არ მძინავს და საშიში ხომ არ არის ან რამე პრობლემას ხომ არ სემიქმნის მკერდზე ძილი?

Posted by: bususxuna 14 Mar 2016, 22:22
აქ რამის კითხვას აზრი ააქვს საერთოდ. მეოთხე სტადიაზე თუ მოგისწრებს ამათი პასუხი facepalm.gif

Posted by: ckupee 16 Mar 2016, 00:33
მოკლედ მირჩიეთ რამე თორე გასკდა გულიიიიი...ერთი წლის წინ ვიყავი მამოლოგთან ავერსის კლინიკაში მოკლედ ექიმი ჩქარობდა ოპერაციაზე მე გადამიღეს ეხო თ რაც ქვია მკერდზე და როგორც მითხრეს მაქვს კვანძი რომელიც შეიძლება მშობიარობის შემდეგ დამრჩენოდა მაგრამ არც მკურნალობა და არაფერი დამინიშნეს..ასევე მქონდა ძირმაგარას მაგვარი რაღაც იმავე მკერდზე (მარჯვენა) ხოდა ეს პსსუხები რომ შვიტანე ექიმთან ექიმი არ დამხვა ექთანმა არაფერიაო და გამომიშვა ეხლა კიი ისევ იმავე მკერდზე იმავე ადგილზე ისევ ძირმაგარას ნაირი უფრო შავი წერტილი მაგარი მააქვს..რა ვქნაა რა გავაკეთო მითხარით რააა..იქნებ სიმსივნეააა ან რახააც და ვკვდებიიი sad.gifხო 25 წლის ვარ...
ხო კიდე ძირ მაგარა ჩნდებაო როგორც გადავიკითხე ჰიგიენური ნორმების არ დაცვით არადა მაგ მხრივ გიჟი ვაარ...მე ის მაეჭვებს რომ ერთი და იგივე ადგილას როტომ მიჩნდება,,,რატომ არის შავი და მაგარი..ხელს რომ მოვკიდებ ისეთი ტკივილს ვგრძნობ წამებით რომ გული ლამის გამიჩერდეს

Posted by: ckupee 21 Mar 2016, 23:22
ამ თემაში პასუხს ვინმე გამცემს
?

Posted by: Seirēn 24 Mar 2016, 17:18
მკერდი გამეზარდა დაახლოებით ნახევარი ზომით, ჰორმონები წესრიგშიმაქვს, მამოლოგთან ბოლოს 6 თვის უკან ვიყავი და ყველაფერი რიგზე იყო, ორსულად არვარ, რაშეიძლება იყოს მიზეზი? facepalm.gif

Posted by: marrriam 27 Mar 2016, 03:45
მარცხენა მხარეს მკერდის ქვედა ნაწილში ვგრძნობ ტკივილს
დააოებით 4 დღე იქნება ალბათ ზუსტად არ მახსოვს
ვერ ვიგებ ზუსტად მკერდი მტკივა თუ ძვალი მტკივა რამე თუ რა მტკივა შეხებისას მხოლოდ
ჰოდა დღეს შევამჩნიე რომ
მარცხენა მხარეს მკერდი აშკარად უფრო დიდი მაქვს
შეიძლება რამე დროებითი ტრავმის ბრალი იყოს ?
კარდიოგრამა გადავიღე და ის რაღაცები რომ დამაგრეს თავიდან იმას დავაბრალე და არ ვაქცევდი ყურადღებას მაგრამ აი ზომაში განსხვავებამ
დამაფიქრა

Posted by: mammolog 6 Apr 2016, 17:31
marrriam
მიდით მამოლოგთან. კარდიოგრამის ბრალი არ იქნება. ექოსკოპიური კვლევა ჩაიტარეთ სარძევე ჯირკვლის.

* * *
Seirēn
ხომ არ მოიმატეთ წონაში ამ ბოლო პერიოდში?
* * *
mariam.i
მკერდზე წოლა პრობლემას არ შეგიქმნით. ფიბროადენომა რა ზომისაა? მისი მკურნალობა ძირითადად ოპერაციულია. მედიკამენტების მიღებას აზრი არ აქვს.
* * *
ckupee
სავარაუდოდ თქვენ გაქვთ ათერომა, ანუ ეს არის ცხიმგროვა, რომელიც ინფიცირდება და ჩირქდება, მისი მკურნალობა არის ქირურგიული, უნდა ამოიკვეთოს კაფსულით და დაისვენებთ. ეს წარმონაქმნი ფერიჭამელს წააგავს ხო? რამხელა ზომისაა?

Posted by: tatubatu ^_^ 8 Apr 2016, 19:55
ექიმმა დამინიშნა მამოლეპტინი დღეში 5ტაბლეტი სამჯერ, ანუ გამოდის რომ 15 უნდა დავლიო? ეს წამალი ზოგადად ასე ინიშნება? 15 ტაბლეტი დღეში ძალიან მებევრა უარესი არ დამემართოს რამე :/

Posted by: Seirēn 11 Apr 2016, 17:49
QUOTE
ხომ არ მოიმატეთ წონაში ამ ბოლო პერიოდში?

არა, პირიქით დავიკელი :/

Posted by: Celandriel 13 Apr 2016, 12:03
კურაციოში დავრეკე, ძაგნიძესთან მინდოდა კონსულტაციაზე ჩაწერა და წარმოდგენა არ გვაქვს როდის მოვაო. აბა პაციენტებს როგორ იღებს მეთქი და არ ვიცითო.... რომელ კლინიკაში იციან მისი გრაფიკი და მოვახერხებ ჩაწერას ხომ ვერ მეტყვით? smile.gif

Posted by: womanly 16 Apr 2016, 15:09
tatubatu ^_^
არ მახსოვს რამდენს ვსვავდი რომ არ მოგატყუოთ მაგრამ ძალიან კარგი წამალია... ვინ დაგინიშნათ?
მაინტერესებს ვინმემ ხომ არ იცით გია ნემსაძე ამჟამად სად იღებს პაციენტებს?

Posted by: medicine2016 22 Apr 2016, 19:25
მოკლედ გეტყვით რა ხდება.
ბოლო დროს წონაში მოვიმატე საგრძნობლად და უმოძროდ ვიყავი
ბოლო 2 თვეა მაწუხებს სახსრების მოვლითი ტკივილი
თითქოს ხელი დაღლილი მაქვს რომ ვწევ
ხელის თითები გული
დღის განმავლობაში ხან ერთი რამე მაწუხებს ხან მეორე
გაუსაძლისი და რამე ეგეთი არ არის
დავიწყე დიეტა და წონაშიც მოვიკელი და
რამე საშიში ხო არაა
მაგ. მეტასტაზები ყელში ან ძვლის
მაგრამ 2 თვე ასე თუ მაწუხებს ეხლა ცუდად ხო უნდა ვიყო
დამისვით რა კითხვები და გიპასუხებთ პანიკაში ვარ ამ ბოლო დროს

ვისთან მივიდე თერაპევთან, კარდიოლოგთან, რევმატოლოგთან, ონკოლოგთან თუ ვისთან
ღამე მძინავს მშვიდად
სიარულის დროს თითქოს ფეხი მტკივა შიგნიდან და დაჯდომა და მოხრა მინდა

გუშინ წვიმის დროს მარჯვენა ხელის სახსარი მტკიოდა ყოველ ნახევარ საათშI ერთხელ
დღეს აღარ მტკივა
ხელის თითები შიგნიდან და გარედან არ ვიცი
რა
დღეს არაფერი მაწუხებს
თუ მეტასტაზურია დაუშვად ასეთი რამე შეიძლება იყოს რომ გადამიაროს თავისით? წონაც საკაიფოდ მაქვს?

სისხლის ანალიზებით არაფერი გამოჩნდა. ნევროპათოლოგმა დამინიშნა ქსანაქსი
ათი დღის წინ

აი, როცა ვდგავარ მგონია, რომ თითქოს შიგნიდან ჩატეხილი მაქ ძვალი, ხან ხელი წამიერად, როცა ვზივარ წამოვდგები უცბად მგონია რომ რაღაცა ჩამიწყდა
ეს წონის ბრალია?
ვისთან მივიდე? რა გამოკვლევები ჩავიტარო?
წონის ბრალია?

Posted by: MR.LACOSTE 24 Apr 2016, 06:25
მამოლოგი რისი ექიმია? მამებთან არის რამით დაკავშირებული?

Posted by: ckupee 1 May 2016, 14:29
mammolog
QUOTE
ckupee
სავარაუდოდ თქვენ გაქვთ ათერომა, ანუ ეს არის ცხიმგროვა, რომელიც ინფიცირდება და ჩირქდება, მისი მკურნალობა არის ქირურგიული, უნდა ამოიკვეთოს კაფსულით და დაისვენებთ. ეს წარმონაქმნი ფერიჭამელს წააგავს ხო? რამხელა ზომისაა?

ფეკირიჭამელას არა უფრო ძირ მაგარას წააგავს საკმაოდ მოზრდილია და ხელს რომ მოვიკიდებ სასტიკად მტივაა

Posted by: tatubatu ^_^ 7 May 2016, 12:34
womanly
ნემსაძემ დამინიშნა მაგრამ ცოტა უყურადღებოდ მომეჩვენა და იმიტო დავინტერესდი, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტშია ლუბლიანას 5

Posted by: womanly 22 May 2016, 17:02
tatubatu ^_^
უყურადღებოდ??? ძალიან მიკვირს ეხლა მაგას რო ამბობ ჩემს მიმართ ძალიან ყურადღებიანი იყო... არვიცი კარგა ხანი აღარ ვყოფილვარ და რამე თუ შეიცვალა...
წინასწარუნდა ჩაწერა მიღებაზე??? თუ პირდაპირ მივიდეე. მე მიმართვით მინდა მისვლა სადაზღვეოდან ჩემი დაზღვევის პროვაიდერი ყიფილა ეგ კლინიკა და მაგიტომ მაინტერესებს

Posted by: taamo 22 May 2016, 17:51
გამარჯობა. იმედია სწორ ადგილას ვწერ ჩემს შეკითხვას. გასულ ზაფხულს იღლიაში შევნიშნე მცირე ზომის გამაგრებული ადგილი. მეგონა ჩვეულებრივი მუწუკი, მაგრამ დიდხანს არ გაქრა. ამის შემდეგ პერიოდულად ხან ისევ ისინჯება ხელით ეს გამაგრებული ადგილი, ხან არა. ამასთან ერთად. რამდენჯერმე ყრუ ტკივილები მქონდა იღლიის არეშიც და მკერდშიც. მამოლოგთან უნდა მივიდე ამ შემთხვევაში? წინასწარ მადლობა.

Posted by: taamo 25 May 2016, 20:14
QUOTE (taamo @ 22 May 2016, 17:51 )
გამარჯობა. იმედია სწორ ადგილას ვწერ ჩემს შეკითხვას. გასულ ზაფხულს იღლიაში შევნიშნე მცირე ზომის გამაგრებული ადგილი. მეგონა ჩვეულებრივი მუწუკი, მაგრამ დიდხანს არ გაქრა. ამის შემდეგ პერიოდულად ხან ისევ ისინჯება ხელით ეს გამაგრებული ადგილი, ხან არა. ამასთან ერთად. რამდენჯერმე ყრუ ტკივილები მქონდა იღლიის არეშიც და მკერდშიც. მამოლოგთან უნდა მივიდე ამ შემთხვევაში? წინასწარ მადლობა.

ვერავინ მიპასუხებთ? cry.gif ..........

Posted by: tekle333 7 Jun 2016, 10:59
გამარჯობათ მეგობრებო, დედა მყავდა მიყვანილი გუშინ ძაგნიძესთან ძალიან უყურადღებოდ მოგვიდგა. 65 ლარი ვიზიტი და ზუსტად 2 წუთი მიგვიღო. დახედა პაციენტს ხელით არც გასინჯა, გამოვარდა კაბინეტიდან სადღაც ეჩქარებოდა და გზადაგზა ლაპარაკობდა რა იყო, შეკითხვა დავუსვი რომელზეც არც კი მიპასუხა. მოკლედ არის ათერომა რომელიც უნდა ამოიღონ ადგილობრივი ანესთეზიით. ფასიც მომაძახა, სად შეიძლება სხვაგან მივიყვანო სადაც ამ ათერომას მოაშორებენ ?

Posted by: inga1988 13 Jun 2016, 00:09
Gamarjoba.ekimtan maqvs aseti kitxva.8 tve vawove bavshvs zuzu.da 4 tvea ukve rac tviton tavi daaneba wovas. Da chemma axloblebma mirchies tavisit gagishrebao.ekimi hormons daginishnabs da ar gindao.me 5 tve daiwko rac ar gamishra.maqvs isev wyalivit 1 an 2 wveti. Tavisit Sheileba gashres tu mamologs vecvwno? Xandaxan titkos zan patara burtulebic aris.xandaxan ar aris :-(

Posted by: mammolog 17 Jun 2016, 12:57
inga1988
მამოლოგის კონსულტაცია აუცილებელია. როცა გრძელდება ლაქტაცია შესაძლოა განვითარდეს მასტიტი. არის შემთხვევები როცა თავისით ქრება რძე ,თუმცა ძალიან იშვიათად.

Posted by: marrriam 24 Jun 2016, 05:21
ულიფობას/უბიუსჰალტერობას/უაზღუდობას რამე მნიშვნელოვანი ზიანის მოტანა შეუძლია ?
(თუ დვრბივარ ან რამე ისეთს ვაკეთებ სპორტულ ლიფს ვიცვამ )

Posted by: zanduki 1 Jul 2016, 15:52
გამარჯობა, ე.ი მამოლოგთან ვიყავი , ეხო გადაღებულია, არაფერი სამკურნალო და პრობლემური,

მაგრამ ვიზუალურად ჩანს და ხელის შეხებითაც ბურთულის მსგავსი, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, უნდა შემეშინდეს? sad.gif

Posted by: საკურა. 1 Jul 2016, 20:23
3 დღის წინ მკერდში ვიგრძენი ჩხვლეტა, გული გამორიცხულია, მარჯვენა მხარეა, თან პირდაპირ უშუალოდ მკერდში იყო, 2-3 წუთის მანძილზე....
დღეს ისევ გამიმეორა....ზუსტად იმ ადგილას....
ეხოზე ჩავეწერე სამშაბათს, იმედია მამოლოგთან კონსულტაცია აღარ დამჭირდება და არ გადამამისამართებს, მაგრამ ზოგადად რა იწვევს ვერ მეტყვით?...
სამშაბათამდე მიღწევა მინდა.... sad.gif

Posted by: sparkle555 15 Jul 2016, 14:09
მოგესალმებით! ჩემს მეგობარმა გაიკეთა მკერდზე ოპერაცია, აღმოაჩნდა მედულური კარცინომა. ოპერაცია გაიკეთა სტამბულში, სადაც დაუნიშნეს სხივური თერაპია, რომლის გამოც კიდევ 45 დღე სტამბულში ვერ დარჩება, ამიტომ გთხოვთ,მირჩიოთ თბილისში სად კეთდება სხივური თერაპია ყველაზე კარგად და რადიოლოგიც ვინ არის კარგი? მადლობა წინასწარ

Posted by: maqaqo 17 Jul 2016, 15:22
Natuka NGN
Miss_Nata
მე საერთპდ სხვას გირჩევდი, ახალგაზრდას, არაქართული განათლებით საერთოდ რაც ღრმად შევედიმედიცინის სიტუაციებში,. მივხვდი რომ ზედპეტად გაპიარებულ ყველა ექიმთანმისვლა უბრალოდ არ შეიძლება.
მოგწერ პმ

შეგიძლიატ მეც მომწეროთ ამ მამოლოგის კორდინატები?

Posted by: ane mekeshi 19 Jul 2016, 19:10
გამარჯობა.
რამდენიმე დღეა, მარცხენა მკერდში ვგრძნობ უსიამოვნო შეგრძნებას და პერიოდულად ტკივილს (დახრისას, ხელის აწევისას). ადრეც მაწუხებდა ხოლმე, მაგრამ სულ გული მეგონა. ექიმთანაც ვიყავი, მაგრამ მითხრა, გულის ბრალი არააო. ერთი წელია, რაც რძე გამიშრა (არავითარი წამალი არ დამილევია, არც ამიკრავს, თავისით გაშრა). შეიძლება, ამის ბრალი იყოს? ძალიან ვნერვიულობ და არ ვიცი, როგორ მოვიქცე. თან თბილისშიც არ ვარ, დასასვენებლად ვარ წამოსული. sad.gif

Posted by: spiridon_surajia 24 Jul 2016, 20:34
სად უნდა ვიკითხო არ ვიცი მაგრამ აქ დავწერ. დედაჩემი დაეცა და მკერდზე აქვს ჩალურჯებული. ექიმთან ვაპირებთ ზეგ მისვლას მაგრამ მანამდე თუ ვიუნმეს შეგიძლიათ უპასუხეთ აქ. რამე სერიოზული შეიძლება იყოს?

Posted by: Macaki 25 Jul 2016, 11:10
გამარჯობა,
ვარ 20 კვირის ორსული, დაორსულებამდე 2 კვირით ადრე გამიკეთდა მკერდზე ოპერაცია, აღმოჩნდა კარცინომა, აქ როგორც მითხრეს ინვაზიური. ბლოკების თურქეთში გადაგზავნის შემდეგ აღმოჩნდა ინ სიტუ. . . .შემდეგ მოხდა ლიმფური ჯირკვლის დათვალიერება, რიგით მე–2 ოპერაცია, უკვე თურქეთში, ორსულობის 7 კვირაზე. გაირკვა რომ სუფთა იყო, და დამრთეს ნება ასე უმკურნალებლად გამეგრძელებინა ორულობა. . . .მაინტერესებს, რამდენად დიდია რისკია რომ ახალი კერა გაჩნდეს? ვინაა საქართველოში ისეთი ძლიერი მამოლოგი რომ არ შეეშინდება ჩემი პატრონობა (მონიტორინგი) ორსულობის ბოლომდე?

Posted by: Likri 5 Aug 2016, 18:52
გამარჯობათ,აქ კითხვებს ვსვავთ და პასუხს არავინ გვცემს? smile.gif დავწერ მაინც,იქნებ იცოდეს ვინმემ პასხუი
მოკლედ,რუჯს ვიღებ ბიუსჰალტერის გარეშე,ბოლო 3 დღეა,გაღიზიანებული მაქვს მკერდი,გაბერილისავით,თითქოს გაიზარა,არადა,არ გაზრდილა,ხელს რომ ვიკითებ,ზედმეტად მკვრივია,ვიდრე იყო,მტკივა თავებიც სულ ოდნავ,ვითომ მაგის ბრალია?თუ იცით,დაწეროთ იქნება
არც პერიოდი მაქვს და არც ორსულად ვარ

Posted by: mammolog 22 Aug 2016, 12:09
Likri
ძუძუს არ უყვარს რუჯი, ხშირად კისტოზურ მასტოპათიას იწვევს, ამიტომ სასურველია გაიკეთოთ სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია.

Posted by: Likri 5 Sep 2016, 13:41
mammolog
QUOTE
Likri
ძუძუს არ უყვარს რუჯი, ხშირად კისტოზურ მასტოპათიას იწვევს, ამიტომ სასურველია გაიკეთოთ სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია.

გაიარა მაგ რუჯმაც,კარგა ხანია,მზესაც არ გავკარებივარ,მაგრამ უსასტიკესად მტკივა ახლა მკერდის თავები weep.gif აი,კატასტროფულად,ორსულად არ ვარ,არც პერიოდის დროა წესით,ჰოდა,ხვალ,ზეგ მივალ და ვაჩვენებ
საშინელი ტკივილია
ხვალ ზეგ კიარა,ახლა წავალ ბარემ.

Posted by: Likri 8 Sep 2016, 18:29
ტყუილად გქონიათ ეს თემა
მაინც არავინ შემოდის

Posted by: DocTemo 11 Sep 2016, 16:50
Likri
თქვენს კითხვაზე ხომ გიპასუხათ ექიმმა. რა არ გაწყობთ თემაში?
თანაც თქვით რომ მივალ ექიმთანო და მეტი არ მოგიწერიათ.

Posted by: cash-cash 12 Sep 2016, 13:44
გამარჯობათ. აქ პირველად ვპოსტავ, თქვენი დახმარება მჭირდება

წინა თვეს ფიბროადენომის ოპერაცია გავიკეთე მკერდზე, მოვიდა ციტოლოგიური დასკვნა, თუმცა ჩემი ექიმი არ იყო ადგილზე და იქვე ვიკითXეთ და ფიბროადენომააო. ხოდაა. სულ ახლახან მირეკავს ჩემი ექიმი. კი გამიკვირდა რომ დავხედე ტელეფონს.
შენი დასკვნა ვნახეო და მოკლედ დამატებითი კვლევა გჭირდებაო. მეთქი რატომთქო და გადაგვარებული უჯრედები იყოო და რომ გამოირიცხოს რაიმე ცუდიო. ფორმა 100 დაგიწერო ამ კვლევაზეო. ახლა 3ზე მივდივარ, უნდა შევხვდე. მეთქი გაგესაუბრებით, წესიერად ვერც გავიგეთქო.

ჩემს დასკვნაშI ასე ეწერა: მარჯვენა ძუძუს ფიბროადენომა მასკლეროზირებელი ადენობისა და აპოკრინული მეტაპლაზიის უბნებით.
დავგუგლე და ვერაფერი ვიპოვე გარდა ამისა :
Апокринная Метаплазия - конкретный вид клеточного изменения, связанного с разнообразием груди кистозные нарушения. Это - абсолютно доброкачественное условие, которое сам по себе не увеличивает риск для последующего рака молочной железы. Апокринная метаплазия иногда описывается как ‘доброкачественная эпителиальная альтерация’ ткани молочных желез, что означает, что эпителиальные клетки претерпевают неожиданное изменение.

ვინმეს მსგავსი დიაგნოზი თუ გქონიათ, ვინც მსგავსი ოპერაცია გაიკეთეთ, ან უბრალოდ გესმით ეს რას ნიშნავს? გთხოვთ მიპასუხოთ. წინასწარ გმადლობთ

Posted by: MoniBell 14 Sep 2016, 14:30
კარგი ქალი მამოლოგი მირჩიეთ, გთხოვთ

Posted by: DocTemo 18 Sep 2016, 09:05
cash-cash
რა გაარკვიეთ ექიმთან შეხვედრისას?

Posted by: MILA77 22 Sep 2016, 22:49
გამარჯობათ.იქნებ ვინმეს გქონდათ ჩემნაირი პრობლემა.სამი წლის წინ მოვიშორე ხალი რომელიც იღლიასთან ახლოს იყო.გარკვეული დრო მქონდა წვა.მერე გამიარა.ახლა ისევ მეწვის ის ადგილი და ხანაც მკერდზეც გადასცემს.ციტოლოგიაც გავიკითე და არაფერი იყო.ძალიან მეშინია და ამის გამო დეპრესიოა მაქვს.თან ადენომაც მაქვს მკერდზე .არ ვიცი რას დავაბრალო ასეთი ჩივილები((

Posted by: darkvision 24 Sep 2016, 22:05
გამარჯობა, 1 კვირის წინ ვიმშობიარე, ექიმის რეკომენდაციით დამენიშნა დოსტინექსი, მეორე დღეა ვიღებ, მკერდი არ გამომიწველია, ხსენი აღარ მომდის მაგრამ ვგრძნობ რომ მკერდში რძე მაქ დახელის მოკიდებისას მტკივა , როგორ მოვიქცე? ეს რძე თავისით გაშრება თუ რამე სხვა ხერხი არსებობს ?

Posted by: PoisonnIvy 25 Sep 2016, 15:26
QUOTE
გაღიზიანებული მაქვს მკერდი,გაბერილისავით,თითქოს გაიზარა,არადა,არ გაზრდილა,ხელს რომ ვიკითებ


აუ მეც ზუსტად იგივე სიტუაცია მაქვს,მაგრამ რუჯთან არაფერ კავშირში უნდა იყოს,ბიუსჰალტერით ვირუჯები და იმიტომ.

თან მარჯვენა მხარეს მხოლოდ,მეოერ მკერდი მტკივა,მაგრამ ასეთი გაზრდილი არ არის.

აუ რა უნდა ვქნა,საშიში ხომ არ არის?

Posted by: etusha23 13 Oct 2016, 23:29
Natuka NGN
ნატუკა, გთხოვ დამეხმარო, მამოლოგი მჭირდება, მაგრამ ზედმეტად გაპიარებული (შენი სიტყვებია), ნამდვილად არა, აღარ ვენდობი, 2 წუთსაც კი არ მოგისმენენ და 70-80 ლარი უნდა გადააგდო. იქნებ მომწერო პირადში იმ ექიმის კოორდინატები ვისაც შენ მირჩევ.

Posted by: babuawvera45 16 Oct 2016, 21:27
მირჩიეთ მამოლოგი გოგოებო, ცხოვრებაში არ ვყოფილვარ და მინდა ძალიან კვალიფიციურ ექიმთან მივიდე. იდეაში არაფერი მაწუხებს კონსულტაცია და ეხოსკოპია მინდა უბრალოდ თავად თუ არ ჩათვლის რაიმეს დამატებით საჭიროდ

Posted by: etusha23 21 Oct 2016, 01:04
ღმერთმა ყველა ჯანმრთელად გამყოფოთ, მაგრამ კითხვაზე პასუხის გამცემიც არავინაა ამ განყოფილებაში?

Posted by: cash-cash 21 Oct 2016, 12:42
DocTemo
მადლობა ყურადღებისთვის. გავიგეთე დამატებითი ქიმიური კვლევა და პასუხები კარგია. ასე რომ უკვე მშვიდად ვარ smile.gif

Posted by: GeoTop 31 Oct 2016, 21:01
მეგობრებო,
დეიდაჩემს დაუდგინეს მკერდის კიბოს, უთხრეს მკერდის მოკვეთა გჭირდებაო.

ვიცი, რომ მერია და საყოველთაო აფინანსებს ოპერაციას, თუმცა ამ ეტაპზე არ ვარ დარწმუნებული თუ სრულად ანაზღაურებს როგორც ოპერაციის ხარჯებს, ასევე ოპერაციის შემდგომ საჭირო კონსულტაციებსა და წამლებს.

ვისაც გქონიათ ამასთან შეხება, იქნებ მოიწეროთ, რამდენი პროცენტით დააფინანსეს ოპერაცია და რა თანხის დადება მოგიწიათ საკუთარი ჯიბიდან? მადლობა.

Posted by: austen 5 Nov 2016, 21:40
გამარჯობა, მაინტერესებს მამოლოგთან კონსულტაცია შედის თუ არა სტუდენტურ დაზღვევაში? ინტერნეტში მოვიძიე და მემგონი 20%-ის გადახდა მიწევს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ სადაც მოქმედებს ჩემი დაზღვევა იმ კლინიკაში მამოლოგი არ ჰყავთ და რამდენად არის შესაძლებელი სხვაგან ვისარგებლო ამ მომსახურეობით? გთხოვთ მიპასუხოთ

Posted by: annaninio 6 Nov 2016, 08:55
DocTemo
ორსულობის დროს მკერდზე გამიჩნდა ხალები, ყავისფერ ნაწილზე, შესაძლებელია თუ არა ძუძუთი კვება ასეთ დროს.?

Posted by: Homo_Sapiens14 15 Nov 2016, 23:04
გამარჯობათ ერთი შეკითხვით მინდა მოგმართოთ. sad.gif
მკერდზე კარგა ხანია მაქვს ჟირავიკივით შეზღუდულად მოძრავი ბურთულა, . მამოგრაფიის და სინჯის აღებით საეჭვო დასკვნა არ გაუკეთებიათ. მაგრამ მკერდის დვრილები თითქმის სულ ჩაწეული მაქვს და რამდენადაც ვიცი, ესსიმსივნის ერთ-ერთი სიმპტომია თუ შეიძლება სხვა რამით იყოს განპირობებული?

Posted by: rusa0811 21 Dec 2016, 23:42
მოგესალმებით,რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული ძუძუს თავების ტკივილი?

Posted by: bususxuna 6 Jan 2017, 23:57
ეხოსკოპია მინდა ,კარგი ექიმი არავინ იცით ?

Posted by: bachi1975 7 Jan 2017, 18:25
Sopo Maxaradze, karapsmedlainshi

Posted by: tini100 26 Jan 2017, 11:51
გამარჯობათ,


დიფუზურ ფიბროადენომაზე რას მეტყვით, იკურნება არ იკურნება? ექიმმა მითხრა სტაბილური სქესობრივი ცხოვრება და ორსულობა უშველისო. არვიცი რამდენად ვენდო sad.gif

Posted by: taamo 28 Jan 2017, 23:08
მამოგრაფიის გაკეთება მესაჭიროება და ხომ ვერ მირჩევთ სად შეიძლება? კარგი მამოლოგიც ხომ არ იცით?

Posted by: taamo 31 Jan 2017, 11:13
QUOTE (taamo @ 28 Jan 2017, 23:08 )
მამოგრაფიის გაკეთება მესაჭიროება და ხომ ვერ მირჩევთ სად შეიძლება? კარგი მამოლოგიც ხომ არ იცით?



არავის შეგიძლიათ გამცეთ პასუხი? სანდო კლინიკა და მამოლოგი მესაჭიროება

Posted by: leluchiko 9 Feb 2017, 11:31
გამარჯობათ, კარგი მამაოლოგი მჭირდება და ვინმე კარგი/საუკეთესო ვინ იცით?მირჩიეთ რაააა sad.gif sad.gif

Posted by: Natuka NGN 11 Feb 2017, 18:05
leluchiko
taamo
მოგწერთ ცოტა მოგვიანებით.

Posted by: melo098 12 Feb 2017, 13:36
გამარჯობა, ვარ 24 წლის. 2 კვირაა მკერდის ტკივილი დამეწყო, ირაკლი კოხრეიძესთან ვიყავი ეხო გადავიღე და დამიდგინეს მარცხენა მკერდში არათანაბრად ჩანაცვლებული ფიბროზული ქსოვილი. პერიკასტუსი დამინიშნა 3 თვე და მერე ისევ მოდი კონტროლზეო. მეშინია რამდენად არის იმის შანსი რომ არ გაიწოვოს ან რამე ცუდში გადაიზარდოს? არც ბავშვები მყავს და არც გათხოვილი ვარ, რას შეიძლება გამოეწვია ეს ფიბროზული ქსოვილი? დავგუგლე ინტერნეტში ამ ფიბროზულ ქსოვილს როგორც მივხვდი ყველა იჭრის მაგრამ ამოჭრა რომ საჭირო ყოფილიყო ხომ მეტყოდა sad.gif

Posted by: Natuka NGN 14 Feb 2017, 14:36
melo098
დამშვიდდი ირაკლი ძალიან კარგი მამოლოგია. ასე რომ მიენდე.

Posted by: turmaninini 17 Feb 2017, 16:38
მოგესალმებით, იქნებ დამეხმაროთ, მყავს ერთი თვის ბავშვი და ძუძუს აღარ ჭამდა, ჩამიმაგრდა, მასაჯისტი მყავდა და მერე დავლიე დოსტინექსი ნახევარი აბი 12 საათში ერთხელ, მაგრამ საშინლად მაქვს მკერდი გამაგრებული, რძე მომაწვა, მითხრეს აღარ უნდა გამოიწველოო, რა ვქნა აღარ ვიცი საშინლად დამებერა და რძეც მოდის თავისდაუნებურად. უნდა გამოვიწველო ისევ, თუ გაბრუნდება რძე? და რამდენი ხანი უნდა დავლიო კიდევ დოსტინექსი?

Posted by: FRANCHESKAA 21 Feb 2017, 15:18
სკრინინგ ცენტრში წერეთელზე არის მამოლოგი, ნანა ტაბატაძე თუ არ ვცდები, გქონიათ მასთან შეხება?

Posted by: Maia88 21 Feb 2017, 16:07
გამარჯობა. ამ თემაზე ვეძებე პოსტი და ვერ ვნახე, ასე რომ ალბათ აქ უნდა დავსვა კითხვა:

ჩემს პაწაწინა გოგოს (5 თვისაა) ძუძუს თავები ჩაბრუნებული აქვს. ან, როგორ ვთქვა, თავებს ვხედავ, მაგრამ ზედაპირიდან არაა ამოწეული. პედიატრმა მითხრა სავარაუდოდ ასე დარჩებაო, მაგრამ საშიში არაფერია, რადგან ბავშვი სწორად იმატებს წონაში და არანაირი ჩივილი არ აქვსო.

მაინც არ მასვენებს ამაზე ფიქრი sad.gif მაინტერესებს, სულ ასე დარჩება თუ ზრდასთან ერთად შეიცვლება მდგომარეობა?

ასევე: ხომ არ მივიყვანო მამოლოგთან და ჩავუტარო გამოკვლევები? თუ კი, რა ტიპის გამოკვლევებია საჭირო?

Posted by: pisooo_piso 23 Feb 2017, 01:58
გამარჯობა მარცხენა მკერდის არეში მაქვს ჩხვლეტის მსგავსი ტკივილი თითქოს ელვისებური ხანდახან ყრუ ფერდის არეში. თითქოს ნემსის ჩხვლეტის და ოდნავ წვის. რისი ბრალი შეიძლება იყოს. მამოლოგთან სანამ მივალ არ მინდა დავპანიკდე smile.gif

Posted by: chupa82 24 Feb 2017, 16:22
ვიყავი მამოლოგთან გავიკეთე ეხო მამოგრაფია დამიდგინეს ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია და დამინიშნა მხოლოდ კორნუსტიმი 300. აბ ბიო დანამატზე გსმენიათ რამე ვერსად ვერ ვნახე ნორმალური ინფორმაცია , მხოლოდ ფეისბუკ გვერდი აქვთ , https://www.facebook.com/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9B-300-129174977493180/

Posted by: FRANCHESKAA 24 Feb 2017, 19:52
chupa82

მეც ეს მითხრა ერთმა მამოლოგმა, ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია, დამინიშნა მხოლოდ პროჟესტოგელი, მაგრამ ტკივილი მაქვს ისევ. როგორც გავიგე, სკრინინგ ცენტრში ვინც იყო მისული, ყველას ეს გელი აქვს დანიშნული, რა სარგებელი მოაქვს, მე ჯერ ვერ დავადგინე.

სად იყავი, რომელ ექიმთან?

Posted by: chupa82 25 Feb 2017, 12:59
FRANCHESKAA
მედკაპიტალში ვიყავი დაზღვევით მივედი და მე თვითონ ვთხოვე კარგი პრეპარატი დამინიშნე სადაზღვეო რომც არ მინაზღაურებდეს, მტავარია ეფექტური იყოს მეთქი და მერე ეს დამინიშნა sad.gif ხოდა აღარ ვიცი, ვიღან უნდა ენდო რაა, თან იაფიც არ ღირს ერთ თვიანი კურსია და 135 ლარი ჯდებაო

Posted by: Natuka NGN 25 Feb 2017, 13:56
FRANCHESKAA
პროგესტერონია ეს გელი, იღებ ადგილობრივად და არა გენერალიზებულად, ყველაზე კარგი საშუალებაა მსგავსი პრობლემის დროს. შენი პრობლემა ჰორმონალური პრობლემაა. პირადად გამომიცდია, ძალიან კარგია. არანაირი კისტა აღარ მაქვს. და სკრინინგ-ცენტრში ყველას უნიშნავენ რას ნიშნავს? თუ არ სჭრდება არავის არ დაუნიშნავენ smile.gif

Posted by: FRANCHESKAA 25 Feb 2017, 18:20
chupa82
რამდენი ხანია რაც მოიხმარ?


Natuka NGN
მე კისტა არ მაქვს და არც ჰორმონალური პრობლემა, საქმეც ამაშია.

რა ჩივილები გქონდა და რომელმა ექიმმა დაგინიშნა?

სკრინინგში ვიყავი მე, დედა, მეგობარი და კოლეგა, სხვა და სხვა დროს, ყველას დანიშნულებაში გვაქვს ერთი და იგივე.

მე ჯერ არ მისარგებლია ამ გელით, თუმცა ვინც ისარგებლა, უკეთესობა არ აქვს.

Posted by: TamunaKr 26 Feb 2017, 23:19
7 წლის ბავშვს(გოგონას) აქვს მკერდის არეში ტკივილი ერთ მხარეს და თითქოს თავი აქვს ჩაბრუნებული. ტანვარჯიშზე დავარტყი ცუდათო და მაგის მერე იტკიებს. საშიშია ამხელა ბავშვში?

Posted by: Natuka NGN 26 Feb 2017, 23:53
FRANCHESKAA
ზევით წერ ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათიაო და კისტა როგორ არ გაქვს? მაშინ ეს დიაგნოზი როგორ? მამოლოგთან კონსულტაციაზე მიხვედი რაღაც ჩივილის გამო არა?
მე მქონდა კისტა და აღარ მაქვს.
ერთი და იგივე კი არ არის დანიშნული, ერთ-ერთი მთავარი პრეპარატია, რომელიც ბევრი მამოლოგიური პრობლემის დროს გამოიყენება.
კიდევ, უმთავრესი, მამოლოგიური პრობლემები დიდწილად ფარისებრის პრობლემებიდან არის გამოწვეული, ქალებს, რომელსაც ეს პრობლემები აქვს, აუცილებლად უნდა გამოიკვლიონ ფარისებრი და საჭიროების შემთვხევაში იმკურნალონ, მხოლოდ მაშინ დადგება სასურველი შედეგი. მაღალი პროლაქტინის დროსაც ამ მალამოს ნიშნავენ.
ჩემი რჩევა იმათთვის,ვისაც უკეთესობა არ აქვს - კარგად გამოიკვლიონ ფარისებრი, თუ პრობლემა აქვთ, ჯერ ის მოაგვარონ.
მამოლოგიური პრობლემა არასდროს არაა ცალკე აღებული.
TamunaKr
გარედან ემჩნევა რამე? დაბეჟილობა არ იყოს. გააჩნია არს დაარტყა კიდევ. თუ ცოტა კიდევ გაუგრძელდა, ქირურგს აჩვენეთ მაინც, ძვლის პორბლემაც გამორიცხოს და დაბეჟილობა. მაგ მიდამომ ხანგრძლივად იცის ისე ტკივილი ტრავმის შემდეგ.

Posted by: FRANCHESKAA 27 Feb 2017, 00:27
Natuka NGN
მითხრეს ეს დიაგნოზი, თუმცა არ დადასტურდა. სხვა 2 ექიმთან ვიყავი კიდევ, კუნთია დაჭიმულიო, ტკივილი იწყება იღლიის არედან და ჩადის მკერდის ქვემოთაც.
ფარისებრი წესრიგშია, პროლაქტინიც გავიკეთე 2 კვირის უკან, ისიც ნორმაა.

მე წინააღმდეგი კი არ ვარ ამ გელის, უბრალოდ, მაინტერესებდა თუ უსარგებლია ვინმეს და შედეგით კმაყოფილია.

Posted by: tatubatu ^_^ 1 Mar 2017, 12:09
ნემსაძეს ჩემგაან დიიიდი მინუსიი )) შეიძლება პროფესიონალია თავისი საქმის მაგრამ როცა ელემენტარულად ვიზიტში ამხელა თანხას იხდი ყურადღებით მაინც უნდა მოგისმინოს პაციენტს )) ჯერ ერთი ეგ უყურადღებობა, მეორე ის რომ ექოსკოპია გამაკეთებინეს ახლიდან ფარისებრის და ჰორმონალური ანალიზები რომლებიც ზუსტად ერთი კვირის გაკეთებული მქონდა სხვაგან, არ აღიარებენ თურმე სხვა საავადმყოფოს, ნდობა მარტო თავისი თანამშრომლების აქვთ, და მესამეე ის რომ დიაგნოზის დასმის შემდეგ გამომიშვა მდივანთან და იმან ჩამომიწერა წამლები თავისი დოზებით და მიმითითა აფთიაქი სადაც უნდა მეყიდა.... ჩემს წინ ქალი იყო რომელსაც სიმსივნე ჰქონდა და ატირებული გამოუშვეს, თხოვდა გამსინჯეთ რაღაც უარესად ვარო და შენ სხვაგან იკეთებ ქიმიებს და აქ რას მომადექიო დაახლოებით ასეთი სიტუაცია (რომ წავიდა მდივანმა ამ ქალს ნევროზი აქვს მგონი ასე მოდის შეგვაწუხა უკვეო)... მოკლედ დათრგუნული შევედი და უარესად დათრგუნული და უკმაყოფილო გამოვედი, მე მაგ კაცთან მიმსვლელი აღარ ვარ, წავიკითხე აქაც უარყოფითი გამოხმაურებები და ჩავთვალე საჭიროდ ჩემი გამოცდილებას გამეზიარებინა smile.gif

Posted by: chupa82 2 Mar 2017, 16:20
FRANCHESKAA
ჯერ დალევა არ დამიწყია, დილემის წინაშე ვარ ან აგნუსკასტ პლიუსი ან კორნუსტიმი 300. ვერ გადავწყვიტე რომელი, კომპეტენტურიც ვერავინ ვნახე გადამემოწმებინა

Posted by: John Jolie 17 Mar 2017, 02:14
მეძუძურს 7-8 მმ კისტა აღმოაჩნდა
ეხო ვინც გაუკეთა, იმან უთხრა ესე 1-2 თვეში მოდი, შეიძლება გაწოვილი იყოს, რადგან სადინარზე ზისო... თუ არა, მერე წადი მამოლოგთანო

დროს ხომ არ ვკარგვთ? ან შეიძლება კისტა არ იყოს და სხვა რამე იყოს? ანუ ადვილი გასარჩევია? ხომ არ აერეოდა?
კარგი მამოლოგი მირჩიეთ რა

მედიკამენტოზურ მკურნალოვას ექვემდებარება თუ ნემსით ამოიღებენ?
* * *
Natuka NGN
QUOTE
მოგწერთ ცოტა მოგვიანებით.


მეც მომწერეთ კაი მამოლოგის კოორდინატები რა

Posted by: HeyDude 17 Mar 2017, 22:06
იღლიის ეპილაციის მერე მტკივა მკერდი და იღლიის არე პერიოდულად sad.gif ციკლი ცოტა ხნის წინ დამიმთავრდა, მოსვლის დრო არ მაქვს ანუ. ექოსკოპიის გაკეთებას აქვს აზრი? დიოდურს ვიკეთებ ალექსანდრიტის თავით და პანიკა დამეწყო უკვე, მეჩვენება რომ რაღაც დამემართა cry.gif

Posted by: Estrella 20 Mar 2017, 14:58
გამარჯობა.
თუ იცით, გამიზიარეთ თქვენი აზრი, მკერდის მასაჟი ეფექტურია მკერდის ჯანმრთელობის და სილამაზისთვის?
მე პირიქით მეგონა და ცოტა ხნის უკან აღმოვაჩინე, თურმე ვცდებოდი.
აი, ერთ-ერთი მაგალითი:




მადლობა. smile.gif

Posted by: teklikie 21 Mar 2017, 12:38
HeyDude
ექოსკოპია თU გინდა მკერდის ციკლის პირველ ფაზაში ჯობია,მე-7 დღიდან მე-9 დღემდე ასე

Posted by: Fao 29 Mar 2017, 14:50
გამარჯობა.
მარჯვენა იღლიის ფოსოში მაქვს ტკივილი, ხელის აწევას მიშლის რაღაც დონეზე.
ასევე გადაეცემა მარჯვენა ბეჭს, მთელ ჩაყოლებაზე, ანუ ზურგიც მტკივა.
გუშინ დამეწყო ეს, დღეს შევამჩნიე, რომ მარცხენა მხარეს კისერიც მაქვს შესიებული და მტკივა.
მაქვს უმადობა, თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება (ალერგიის დროს რომ იცის ხოლმე), საშინლად უენერგიოდ ვარ, ვერც ვმუშაობ. დაახლოებით 1 კვირა დაბალი სიცხეები მქონდა, 37-37.5
ჩაწერილი ვარ იქით კვირაში ექიმთან, უბრალოდ მანამდე ხომ არ გაქვთ რამე იდეა, რასთან მაქვს საქმე?

Posted by: marto 29 Mar 2017, 20:20
Natuka NGN


იქნებ მეც მირჩიოთ კარგი მამოლოგი, სასწრაფოდ მჭირდება : ((




Posted by: italiana1 5 Apr 2017, 11:32
კარგ მამოლოგს მეც ვეძებ და იქნებ ვინმე ღვთისნიერმა მირჩიოს, ძალიან გთხოვთ.
წლებია მათთან მაქვს შეხება, ჯერ დედას გამო, შემდეგ ჩემი პრობლემების გამო...გვარებს არ ჩამოვთვლი, მაგრამ თბილისში დღეს ვინც ცნობილი და პოლულარული მამოლოგია, არ გისმენს არცერთი, 1 წუთი გრძელდება ვიზიტი, იხდი კოლოსალურ თანხას და კვლევების შედეგებს არც კი იღებენ ფაილიდან, ტელეფონს არ პასუხობენ, ან მიდიხარ იხდი თანხას და პასუხებს ვერ იღებ...არ ვიცი რა ქვია ამას. იქნებ დამეხმაროთ და მირჩიოთ მამოლოგი, რომელიც მოგისმენს და არ იქნება პაციენტების ჩქარა მიღებაზე და ფულის კეთებაზე ორიენტირებული sad.gif


Posted by: jasmin11 5 Apr 2017, 14:57
italiana1
ზუსტად მაგ კითხვის დასმას ვაპირებდი ((( ძაგნიძესთან ვიყავი და იგივე სიტუაცია, 1 წუთი მომისმინა და შენი გადასაწყვეტია ამოიჭრი თუ დაიტოვეო (ფიბროადენომებზე ვსაუბრობ, ზომით 32მმ და 29მმ) სტიმულაციებს ვაპირებ ორსულობას ვგეგმავ და ზსუტად ვიცი არ მომისმენს წესიერად....შეიძლება ისევ გაიზარდოსო მოკლედ გოგოებო იქნებ ვინმეს იგივე სიტუაცია გქონდათ და გვირჩიეთ რამე რა.... ძაგნიძე ვიცი რომ ქირურგია და მოკლედ მისგან დიდი ვერაფრის მოლოდინი ვერ მაქვს, თუ მიხვალ უნდა უთხრა რომ ოპერაციას იკეთებ და მორჩა, ისე აზრი არ აქვს არაფერს არ გირჩევს წესიერად, "ვერ გაძლევ გარანტიას" ამოვჭრი და ისევ არ ამოვაო, სულ ასე ამბობს.....მარა მე ხო უნდა ვიცოდე რამე, ექიმი ხო არ ვარ (((( საიდან გადავწყვიტო მე თვითონ ესე ჰაერზე რა....

Posted by: italiana1 5 Apr 2017, 15:34
jasmin11
მე შეგნებულად არ ვწერდი გვარს მაგრამ რადგან გაიჟღერა, ვადასტურებ, გუშინ ვიყავი ძაგნიძესთან, ზუსტად 1 წუთი, შეიძლება არცკი ერთი...რა ნაცნობი სიტყვებია "ვერ გაძლევ გარანტიასო", "შენი გადასაწყვეტიაო" sad.gif((( გვეშველება რამე? ვისთან შეიძლება მისვლა წარმოდგენა არ მაქვს

Posted by: jasmin11 5 Apr 2017, 15:58
italiana1
ანუ შენთანაც იგივეა ? sad.gif ხო მე ორჯერ ვიყავი და მივხვდი რომ ამსთან მისვლა მხოლოდ მაშინაა გამართლებული თუ გადავწყვეტ ამოჭრას...ისე არანაირი აზრი არ აქვს, ულტრასაუნდში სოფო მახარაძესთან ვიყავი და რაც სათქმელი იყო მისი მხრიდან ისედაც მითხრა, იგივეს მოსასმენად 100 ლარის გადახდა არ მინდა sad.gif ხოდა არ ვიცი რააა.... შენ რა პრობლემა გაქვს ? რა ზომებისაა , ფიბრომაა ?

Posted by: Miss_n 6 Apr 2017, 07:52
გამარჯობა, ბავშვი მყავს ერთი თვის, დაახლოებით სამი ოთხი დღეა დამეწყო მკერდის ტკივილი იღლიის მხარეს, გამაგრებული მაქვს და მტკივა, ოდნავ გაწითლებულია, სიცხეები მქონდა 39-მდე ორი დღე სანამ მასაჟისტმა არ გამომიწველა რძე, მაგრამ მითხრა სადინარი გექნება დაცობილი და მამოლოგთან წადი, ექოზეც ნახოს, ასე მასაჟით მარტო შეიძლება ვერ მოვხსნათ და ანტიბიოტიკი დაგჭირდესო. მამოლოგმა ხელით გამსინჯა და მითხრა არაფერი არ გჭირს, შეგუბებაა, პარაცეტამოლი დალიე და შენით გამოიწველე თუ ბავშვი ვერ ჭამსო, არადა ბავშვი ბოლომდე ცლის მკერდს. მაინტერესებს რა ვქნა, წავიდე სხვასთან და გადავიღო ექო, შეიძლება მასტიტი განვითარდეს შეგუბების ფონზე? თუ მართლა თავისით გამივლის და ბავშვი მოერევა?

Posted by: jasmin11 6 Apr 2017, 14:32
italiana1
ხვალ სიხარულიძე ირაკლისთან ვარ ჩაწერილიდ ა დავწერ აბა რა შთაბეჭდილებით ვიქნები.... შენ ხომ ვერავინ იპოვე ? მე მირჩეს ეს ბიჭი და კიდევ თამარ აბულაძე, მაგრამ ირაკლისთან მივდივარ...

Posted by: italiana1 6 Apr 2017, 16:30
jasmin11
ირაკლი სიხარულიძე გამიგია, მაგრამ არ მივსულვარ მასთან. მე ფიბრომა არ მაქვს, უარესი იყო - სიმსივნე (კარცინომა) 1სმ. , 4 წლის უკან ძაგნიძემ გამიკეთა ოპერაცია, ყოველ 6 თვეში ვაკონტროლებ და ყველა მისვლაზე ვრწმუნდები, რომ ექიმი უნდა შევცვალო, თორემ ტყუილად ფულის ხარჯვა და თავის მოტყუებაა sad.gif როგორც ოპერატორი ვიცი, რომ საუკეთესოა, მაგრამ მკურნალ ექიმად აყვანა არ ღირს.

Posted by: companycreative 6 Apr 2017, 19:05
მოგესალმებით ყველას, ჯიპიაი ჰოლდინგის საცალო გატიდვების მენეჯერი ვარ, ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებით თუ რაიმე გაინტერესებთ ან გსურთ დაზღვევა დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ კითხვებზე და მოგემსახურებით.

Posted by: maqaqo 9 Apr 2017, 20:34
QUOTE
jasmin11

თუ შეგიძლიათ დაწერეთ შთაბეჭდილება ირაკლი სიხარულიძის შესახებ

Posted by: jasmin11 10 Apr 2017, 13:06
გოგოებო ვიყავი ირაკლისთან, რავიცი მომეწონა,, ყურადღებით გადახედა რაც მივუტანე (მანამდე გენერალურად მოვებმზადე, ჩავულაგე ფაილებში ყველა გამოკვლევა რაც კი მქონდა სულ ცალ-ცალკე) და წაიკიტხა, მოკლედ ისეთი მდგომარეობა მაქვს რომ ამოსაჭრელია ფიბროადენომები 3.2 სმ. 2.9 სმ და მეორე მკერდში 1.1, 1.4, 1.3 სმ აი ამ ზომების, არ გინდა დატოვებაო, იზრდება დინამიკაშიო, არ დაუწყია :შენი გადასაწყვეტია" და დებილობები, ამოსაჭრელია ესო კონკრეტულად. ხოდა ცემ ქმარსაც მოეწონა ყურადდღებიანი ჩანსო და ცანცარა არააო, ვიკეთებ მასთან სავარაუდოდ. მედიქლაბში მოწვეული კონსულტანტია, ვიზიტი 70 ლარი ღირდა. ძაგნიძეზე მეც ეგ დავასკვენი, კარგი ქირურგია მაგრამ მამოლოგი და მკურნალი ექიმი ნაკლებად გულისხმიერი და ყურადღებიანი. 2 წუთში 2 სიტყვას გეტყვის და 100 ლარი უნდა გადააგდო.

Posted by: maqaqo 10 Apr 2017, 14:06
jasmin11
და უკაცრავად სად იღებს პაციენტებს ირაკლი სიხარულიძე?მეც ძაგნიძეს პაციენტი ვარ და მჭირდება გულისხმიერი ექიმი
მადლობა

Posted by: italiana1 10 Apr 2017, 14:18
jasmin11
კარგია, მიხარია და ჯანმრთელობას გისურვებ. სიხარულიძე ლუბლიანაზეცაა მგონი ონკოლოგიის ცენტრში. მეც ვიფიქრებ მასთან მისვლაზე, აბა ძაგნიძესთან დროის და ფულის უაზროდ ხარჯვაა...

Posted by: jasmin11 11 Apr 2017, 14:30
maqaqo
მედიქლაბში უნდა დარეკო და შეუთანხმო მისვლა, ესაა ტაშკენტის 22ა, და ლუბლიანაზეც ზის ონკოლოგიურ დისპანსერში.
ხო, არ ვიცი ძაგნიძე ვიცი რომ კარგი ქირურგია მაგრამ რატომღაც ირაკლისთან ვფიქრობ მაინც გაკეთებას, უფრო გულისხმიერი მგონია. ისიც ონკოქირურგია და აკეთებს ოპერაციებს. ვნახე მისი რეზიუმეც ინტერნეტში და კარგი განათლება აქვს, 46 წლისაა და ამ სფეროში დიდი გამოცდილება.
* * *
italiana1
დიდი მადლობა! ორსულობას ვგეგმავ და ოპერაციის მერე იმედია მალე გამოგვივა ყველაფერი! ირაკლიმ გვირჩია სტიმულაცია და ორსულობამდე მოიშორე ეს კვანძებიო.

Posted by: mik111 11 Apr 2017, 23:06
გამარჯობათ მეგობრებო.დედაჩემს აღმოაჩნდა მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე,მეორე ა სტადია.გაიკეთა ოპერაცია,კერძოდ ამოიჭრა სარძევე ჯირკვლიდან სიმსივნური წარმონაქმნი და იღლიიდან ლიმფური კვანძი.გაიკეთა ქიმიოტერაპია და სხივური თერაპიის კურსი.ამ ყველაფრის მერე გაიკეთა გამოკვლევები,ყველაფერი სუფთაა,მკერდის მარკერებია მომატებულიო ექიმმა. იქნებ მითხრათ ეს რას ნიშნავს? ან თქვენი გამოცდილება გამიზიაროთsad.gif.მადლობა წინასწარ

Posted by: italiana1 12 Apr 2017, 11:18
mik111
მე როგორც ვიცი, არ უნდა იყოს მომატებული. ექიმმა უნდა დანიშნოს მკურნალობის კურსი ისევ და აუცილებლად მიმართეთ და დროულად.

Posted by: maqaqo 20 Apr 2017, 15:59

Natuka NGN
ნატუკა შეგიძლია მეც მომწეროთ კარგი მამოლოგის კორდინატები,თემო ექიმი კი ვიცი რომ ზალიან კარგი ექიმია ,მაგრამ ბათუმში ვერ ჩავდივარ ზაფხულამდე და თბილიში მირჩიე ვინმე
მადლობა წინასწარ

Posted by: ლიმაზარი 25 Apr 2017, 23:17
მკერდის ტკივილი მაქვს საშინელი, ზომაშიც მოიმატა აშკარად ,ხელით ისეთი არაფერი არ ისინჯება,შემეშინდა ორსულად არ ვიყო მეთქი,საბედნიეროდ არ აღმოვჩნდი...
ციკლის მერეც მტკივა ნუ ისე ძალიან აღარ ,მაგრამ მაინც....
რა ჯანდაბა მჭირს???

Posted by: lela222 31 May 2017, 00:10
მეც მაქვს კითხვა.ფიბროადენომა მაქვს სარძევეზე 10 წელია უკვე.ზომაში ნელა იმატებს.დაახლოებით 4 ეხოსკოპია მექნება გადაღებული.აღარც ვაკონტროლებ უკვე..მაწუხებს ხოლმე როცა ვიღლები.ხოდა არაფრის დიდებით ოპერაციას არ ვთანხმდები.ახლახან გავიგე კრიოაბლაციით მკურნალობის შესახებ.ვიდეოებსაც ვუყურე როგორ მკურნალობენ.საქართველოში არ ტარდება როგორც ვიცი.შემთხვევით ხომ არავის გსმენიათ მაინც იქნებ შემოვიდა ეს მეთოდი ჩვენთანაც.არც კი დავფიქრდები ისე გავიკეთებ

Posted by: button nose 9 Jul 2017, 22:43
კითხვა მაქვს ექიმთან: 2 კვირის წინ ღამე გამაღვიძა საშინელმა მკერდის ტკივილმა(მექანიკურ დაზიანებას რომ მოსდევს ისეთი ტკივილი), მაში ვიფიქრე ალბათ ან ცუდად მედო ან რაღაც თქო. მას მერე თავი ყრუდ მტკივა, ხან მეტად ხან ნაკლებად.(ნუ გაუსაძლისად არა, სადღაც ყრუდ). ცოტა მეჩვენება რომ ფორმა შეიცვალა მკერდმა და ზომამ მოიმატა(გამონადენი არ მაქვს, ჯირკვლები ჩემი ცოდნის დონეზე არ მესინჯება. თუ შეიძლება მითხრათ ასე ზეპირად მიახლოებით მაინც უ და ვინერვიულო თუ ეგ არაფერი?!
მადლობთ

Posted by: maiako_mao 12 Jul 2017, 16:08


აქ არ უნდა შემოვსულიყავი უარესად დავიგრუზე sad.gif

Posted by: ƎVOLVE 23 Jul 2017, 17:50
გინეკომასტიის ოპერაცია გაგიკეთებიათ ვინმეს საქართველოში? თუ კი, კმაყოფილი ხართ შედეგით? არიან ამისი კომპეტენტური სპეციალისტები საერთოდ?

და რაც მთავარია, რა ჯდება ჯირკვლის და სრულიად მკერდის ოპერაცია ორივე მხარეს?

Posted by: holden kolpildi 2 Aug 2017, 20:02
გამარჯობათ კახა ბარამიძეზე რას მეტყვით რამდენად კარგი მაოლოგია ??!

Posted by: maiako_mao 15 Aug 2017, 11:51
holden kolpildi


მე ვმკურნალობდი მაგასთან და ძალიან კარგი სპეციალისტია, მაშინ ჯანმრთელობი სახლში იყო ეხლა არვიცი.

Posted by: tatubatu ^_^ 6 Nov 2017, 11:10
კახა ბარამიძესთან ვაპირებ ფიბროადენობის გადამოწმებას, ხოდა ექოსკოპია როგორი აქვთ ჯანმრთელობის სახლში იიცით ვინმემ? თუ არადა მირჩიეთ ვინმე კარგი, წინასწარ მინდა ექოსკოპია გავიკეთო და ისე მივიდე არ მაქვს დრო ორჯერ მისვლისთვის sad.gif

Posted by: pawu88 7 Nov 2017, 02:26
გამარჯობა. მაქვს ფიბროადენომური კვანძი. 6_7მმ რამდენად საჭიროებს მკურნალობას. მითხრეს 20მმ მდე არ არის აიცილებელიო. რას მირჩევთ.

Posted by: nin232 7 Nov 2017, 12:57
გამარჯობა, მამოლოგმა მირჩია გამოვიყენო დეოდორანტი ალუმინისა და ტალკის გარეშე. ალუმინის გარეშე აწერია ზოგს, მაგრამ ტალკის გარეშეც რომ ეწეროს ასეთი ვერსად ვიპოვე. იქნებ მირჩიოთ. დიდი მადლობა წინასწარ <3

Posted by: holden kolpildi 12 Nov 2017, 22:23
maiako_mao
tatubatu ^_^
არ გაეკაროთ არც ჯანმრთელობის სახლს და არც კახას
დეიდაჩემს თავის დროზე სხვა ექიმი რომ აერჩია ეხლა ცოცხალი იქნებოდა

Posted by: maiako_mao 13 Nov 2017, 09:58
holden kolpildi

მე კახასთან როდესაც ვიყავი , მაშინ ჯანმრთელობის სახლში არ მუშაობდა. 2008 წელს იყო "მედუნაში" ჯიქიაზე..... მაშინ პროფესიონალურ დონეზე გამიკეთა ბიოფსიაც და შემდგომი პროცედურებიც (დანიშნულება, მკურნალობა და ა.შ). ჯერ-ჯერობით ცოცხალი ვარ...........

Posted by: chanelgirl999 13 Nov 2017, 10:59
მკერდის ქავილი რამ შეიძლება გამოიწვიოს? ღამით მაღვიძებს ხოლმე ქავილის შეგრძნება, დღე ჩვეულებრივად ვარ. თან კონტრაცეპტივს ვსვამ და ძალიან მეშინია, მაგ დროს ხომ იზრდება მკერდის კიბოს განვითარების რისკი

Posted by: tatubatu ^_^ 15 Nov 2017, 16:46
holden kolpildi

რავი ბევრმა მიქო, ყურადღებიანია ძალიანო. რავიცი რა ვისთან მივიდე ვეღარ გავიგე, ნემსაძე აყავდათ ცაში მივედი და ნორმალურად არც მომისმინა, 1წუთი და კითხვაც ვერ დავსვი არაფერია სერიოზულიო და გამომიშვა მასე გარეთ ვიწერდი წამლის დოზებს მდივანთან :@ ვინმე ისეთი მინდა ვინც ნორმალურად გადახედავს დიაგნოზს და სერიოზულია და უბრალო რამე მაინც ყურადღებით მოეკიდება : (((((

Posted by: holden kolpildi 18 Nov 2017, 13:28
maiako_mao
ღმერთმა.კარგად გამყოფოთ
კახამ იმდენი შეცდომები დაუშვა დეიდაჩემთან რომ უკვე გამოსწორება გვიანი იყო
მოსაკვეთი მკერდი დაუტოვა და მერე იქადნებოდა მთავარი მოკვეთა კი არა შენარჩუნებაოო
მერე კიაღიარა რომ უნდა მოგვეკვეთაო როცა მთელ სხეულზე გადავიდა მეტასტაზები ბიოფსიის დროს ჰეპატიტი აჰკიდეს და გადასხმის დოზა შეეშალათ და კუჭ ნაწლავი ისეთ დღეშიჩაუგდეს რომ 2 კვირა წყალსაც ვწრ სვამდა რანიმაციაშიიყო თა ნ ონკოლოგიური პავიენტი რომ.იყო ძლივს დაგავიყვანეთ სხვა კლინიკაში
მეორე დეიდასაც აქვს მკერდზე ანალოგოური უფრო მძიმე ფორმა იმის ექიმი ნემსაძეა კარგადა ცოცხალია წამლების ქვეშ კია მაგრამ არსად გადასულა მეტასტაზები

Posted by: winipux 7 Dec 2017, 15:07
Ikneb damexmarot ras nishnavs da romel mamologs mirchevtuser posted image

Posted by: angelochka_ 7 Dec 2017, 18:47
მითხარით გთხოვთ, ლაზერული ეპილაცია იღლიის ხომ არ იწვევს ცვლილებებს სარძევე ჯირკვლის ან იღლიის კვანძებს?

Posted by: winipux 11 Dec 2017, 01:02
გამარჯობათ! აქ უკვე 3 დღეა დავდე პასუხი მაგრამ არავინ არ გამომეხმაურა...არავინ არ კითხულობთ თუ რა ხდება? მე თხოვნით მ9გმართეთ!მაინტერესევს ვუს მირჩევთ ექიმს!

Posted by: Bulbusa 26 Dec 2017, 22:16
გამარჯობა, 1 წლის წინ რძის არ ქონის გამო დავანებებინე ბავშვს ძუძუზე თავი, მაშინ 2 თვის იყო. ამ ბოლოს ვგრძნობ რაღაც დისკომფორტს მარჯვენა მკერდის არეში და სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე რომ რძე ისევ გამომდის ძალიან ცოტა 3-4 წვეთი. ეს ნორმალურია?

Posted by: ReBelDiNaAa 4 Jan 2018, 01:10
გამარჯობა.იქნებ ვინმემ იცოდეთ,როგორ შეიძლება გავარკვიოთ გოგო ქალიშვილი არის თუ არა? არსებობს რამე ანალიზი ან ტესტი ამისთვის?

Posted by: mammolog 21 Jan 2018, 00:11
Bulbusa
Bulbusa
ძუძუდან გამონადენი არ უნდა იყოს. სავარაუდოდ პროლაქტინი გაქვთ მომატებული. რეკომენდებულია მამოლოგის კონსულტაცია.

* * *
Bulbusa
Bulbusa
ძუძუდან გამონადენი არ უნდა იყოს. სავარაუდოდ პროლაქტინი გაქვთ მომატებული. რეკომენდებულია მამოლოგის კონსულტაცია.

* * *
winipux
ამ დასკვნის მიხედვით ყველაფერი რიგზე გაქვთ თუმცა ჩივილები თუ გაქვთ ჯობს ექოსკოპიაც გსიკეთოთ სარძევე ჯირკვლებზე. მამოგრაფიაში აღწერენ რომ გაქვთ ფიბროზი ACR 3 რაც ნიშნავს რომ მკერდი მკვრივია და კარგად არ ჩანს სტრუქტურა ამიტომ ამ დროს დამატებუთ აკეთებენ ექოსკოპიას.

Posted by: Perske 24 Jan 2018, 23:12
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: თეონა777 29 Jan 2018, 15:06
გამარჯობა.ვარ ორსულად და ძუძუს თავზე ორივე მხარე გამიჩნდა ხორცმეტები?რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის მივმართო?

Posted by: tatubatu ^_^ 29 Jan 2018, 17:33
კახა ბარამიძე ჯანმრთელობის სახლის გარდა სადმე არის კიდევ? თუ იცით ვინმემ chups.gif
* * *
კარგი მამოლოგებიდან კიდევ ვინ შეგიძლიათ მირჩიოთ? ზაფხულში ვიყავი კახასთან და 60ღირდა, ახლა 100გაუხდიათ ვიზიტი რა უბედურებაა :/

Posted by: angelochka_ 5 Feb 2018, 21:50
mammolog
გამარჯობა,მაქვს ფიბროადენომა 3.9*8.2
არაფერი არ დაინიშნა,მხოლოდ კონტროლი.რამდენად დიდია და საჭიროებს თუარა რამენაორ ჩარევას

Posted by: tatubatu ^_^ 7 Feb 2018, 09:48
angelochka_
მეც მაქვს 18*10 და მეორეც სადღაც მასეთი ზომის ოდნავ პატარა, ეგ კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, არ გაიწოვება და ამიტომ ან ოპერაცია უნდა გაიკეთო ან კიდევ უბრალოდ 6 თვეში ერთხელ გადააკონტროლო ზომაში რომ არ გაიზარდოს. პირველად რომ ვიყავი ნემსაძემ მამოლეპტინი დამინიშნა, მაგრამ ბოლოს ვიყავი ბარამიძესთან და გუშინ ვიყავი სიხარულიძესთან და აღარაფერი დაუნიშნავთ, ასე რომ ან ოპერაცია ან კიდევ მუდმივი კონტროლი სხვა საშველი არ აქვს მაგ ამბავს vis.gif vis.gif ვისთან იყავი ისე შენ?

Posted by: angelochka_ 7 Feb 2018, 12:07
tatubatu ^_^
3 თვეშI ერთხელ კონტროლიო, მთეი ცხოვრებ აუნდა ვაკონტროლო? bis.gif ოპერაციის მერე მაინც არის შანსი, რომ ისევ გაჩნდესო
მე კიევშI ვცხოვრობ და აქ ვიყავი. არაფერი დაუნისნავს, რავიცი sad.gif მეშინია უკვე

Posted by: tatubatu ^_^ 7 Feb 2018, 16:42
angelochka_
გაგახარებ და კი სულ უნდა აკონტროლო bis.gif მთავარია ზომაში არ გაიზარდოს რა, მე 2 წელია მარტო მარცხენაზე მქონდა და ბოლო ექოსკოპიაზე გამოჩნდა რო მარჯვნივაც გაჩნდა, შესაბამისად ოპერაციას თუ გაიკეთებ გარანტია არ გაქვს რომ სხვა არ გაჩნდება : ((( ყველაზე მთავარი რაც არის, ისაა რომ ზომაში ზრდა არ ჰქონდეს, სხვა ვერაფრით ვერ ვუშველით სამწუხაროდ... მე 6 თვეში ერთხელ დავდივარ საშუალოდ, ოპერაციის მეშინია და პლიუს ამას მერე კიდე რო გამიჩნდეს არ ვიცი რას ვიზამ, ამიტომ გაჭრას თავს ვარიდებ და სადამდეც შესაძლებელი იქნება კონტროლზე ვივლი sa.gif ნუ გეშინია მიეჩვევი alk.gif ნუ ხანდახან მეც მეშინია ხოლმე, მაგრამ ისე აღარ როგორც პირველად სანამ მივიდოდი biggrin.gif

Posted by: angelochka_ 7 Feb 2018, 17:26
tatubatu ^_^
არადა საერთოდ არ მაწუხებდა არაფერი, ისე მივედი sleep.gif rolleyes.gif
პმ მოგწერე

Posted by: keen 12 Feb 2018, 14:40
QUOTE (tatubatu ^_^ @ 29 Jan 2018, 17:33 )
კახა ბარამიძე ჯანმრთელობის სახლის გარდა სადმე არის კიდევ? თუ იცით ვინმემ chups.gif 
* * *
კარგი მამოლოგებიდან კიდევ ვინ შეგიძლიათ მირჩიოთ? ზაფხულში ვიყავი კახასთან და 60ღირდა, ახლა 100გაუხდიათ ვიზიტი რა უბედურებაა :/

ეუფ... რა ამბავია? ასეთს რას აკეთებს ვითომ? spy.gif

პ.ს. მეც მინდა კარგი მამოლოგის შესახებ ინფო yes.gif

Posted by: sunny_flower 12 Feb 2018, 16:23
გარკვეული პერიოდულობით მტკივა მკერდი ბოლო სამი 3 თვეა
თავიდან მენსტურაციულ პერიოდს ვაბრალებდი, მერე ცუდ ლიფს. ახლა უკვე ზუსტად ვიცი რომ ნებისმიერ პერიოდში მაქვს ტკივილი და ლიფის სახეობაზეც არაა დამოკიდებული, რამდენჯერმე სპორტულ თავისუფალ ლიფშიც მეტკინა.

ტკივილი ჩხვლეტისმაგვარია, შიგნიდან მბწკენს თითქოს და ორივე ძუძუზე, ანუ ხან ერთზე ხან მეორეზე. ვზუალურად არაფერი ეტყობა და არც სიმაგრე არ მაქვს არავითარი

რისი ბრალი შეიძლება იყო? ამ კვირაში კი ჩავწერე და მივდივარ ექიმთან მაგრამ მაინც აზრსაც მოვისმენდი
ეხოს დამინიშნავენ თუ როგორ გაიგებენ რისი ბრალია
* * *
რა ხდება, გაქრნენ მამოლოგები ამ თემიდან?

Posted by: tatubatu ^_^ 13 Feb 2018, 20:03
კეენ

განსაკუთრებულს არაფერს, ხელით მოსინჯავს და ეგაა :დდ მართლა ვერ ვხვდები 100ლარი რატო უნდა ღირდეს კონსულტაცია, რომელიც მაქსიმუმ 5 წუთი გრძელდება facepalm.gif
აქ ვერავისგან ვერ გავიგე კარგი ექიმი და ჩემით ავარჩიე ირაკლი სიხარულიძე და რავი მომეწონა, ბევრი არაფერი მჭირდებოდა უბრალოდ გადამოწმებაზე ვიყავი, მაგრამ კითხვების დასმის საშუალებაც მომცა და ნორმალურადაც მელაპარაკა

Posted by: keen 13 Feb 2018, 20:53
QUOTE (tatubatu ^_^ @ 13 Feb 2018, 20:03 )
კეენ

განსაკუთრებულს არაფერს, ხელით მოსინჯავს და ეგაა :დდ მართლა ვერ ვხვდები 100ლარი რატო უნდა ღირდეს კონსულტაცია, რომელიც მაქსიმუმ 5 წუთი გრძელდება  facepalm.gif
აქ ვერავისგან ვერ გავიგე კარგი ექიმი და ჩემით ავარჩიე ირაკლი სიხარულიძე და რავი მომეწონა, ბევრი არაფერი მჭირდებოდა უბრალოდ გადამოწმებაზე ვიყავი, მაგრამ კითხვების დასმის საშუალებაც მომცა და ნორმალურადაც მელაპარაკა

დაზღვევისთვის მჭირდება ექიმის კონსულტაცია და მისი დანიშნული კვლევები, თორემ პირდაპირ მივიდოდი ექოსკოპიაზე. მეც გეგმიური ვიზიტი მიწევდა, როდის, აღარც მახსოვს და უკვე აღარ ღირს გადადება.

იმდენ ექიმთან ვარ ნამყოფი, რა მოთვლის და ბარამიძეს განსაკუთრებულს ვერაფერს ვატყობ. არა და, ხალხი ისე აქებს...

სამაგიეროდ ჯან. სახლის რადიოლოგის ძნელაძის ფანი ვარ, ლამისაა. უჭკვიანესი, პოზიტიური, ექიმი, რომლის დიაგნოზსაც შეუძლებელია, არ ენდო, წლები გადის და სულ ისეთი დადებითია, თავში არ უვარდება. ვიზიტი მგონი ისევ 50 ლარი ღირს... რა ლოგიკაა?

100 ლარი რაში უნდა გადავიხადო ბარამიძესთან ვიზიტში, მართლა არ მესმის... spy.gif როცა საეჭვო რაღაც გამაგრება იყო, ექოს და ბიოფსიის პასუხის მერე მითხრა დიაგნოზი. სპეციალისტების დაწერილი დიაგნოზის წაკითხვა მეც შემიძლია smile.gif

ვინმე ნორმალური მამოლოგი მჭირდება, ვისთანაც პერიოდულად ვივლი კონტროლზე user.gif

Posted by: tatubatu ^_^ 14 Feb 2018, 09:49
keen

მეც მასე ვარ, კონტროლისთვის მჭირდება მამოლოგი, უბრალოდ დაზღვევის გარეშე დავდივარ და ჯერ ექოსკოპიას ვიკეთებ და რამე ცვლილება თუა მერე მივდივარ მამოლოგთან.. აი ფასებს რაც შეეხება მაგას ვერც მე ვხვდები და ალბათ ვერც მივხვდები biggrin.gif უბრალოდ ეგ მომენტია რო სახელი გაუვარდება ექიმს და ვსო ცეცხლის ფასი ედება მერე იმ 1 წუთს facepalm.gif

Posted by: კულე 1 Mar 2018, 21:21
ძაღლმა თამაშის დროს ჩამაჭირა მკერდში თათი ძალიან ძლიერად, იმ წამს ყურადღება არ მიმიქცევია და ნახევარ საათში შევედი დასაბანად და კი აღმოვაჩინე იმ ადგილას შეშუპებული ადგილი. არადა მაგ დროს ცივს იდებენ ხოლმე რომ არ გასივდეს ამას კი ცხელი მოხვდა და სავარაუდოდ უფრო მეტად გასივდა. მას შემდეგ გავიდა უკვე ორი კვირა თითქოს ოდნავ ჩაცხრა მაგრამ ჯერ ისევ არის შეშუპება შემორჩენილი. არაფერს არ ვისვამ და არც ვსვამ, მენსტრუაციაც გადამიცდა რამდენიმე დღით. აი გულის მხარეს მაქვს უმოძრაო ოდნავ გასქელებული ადგილი, ხანდახან უფრო დიდია ხანდახან კიდე იჩუტება. რას მირჩევთ? ეხოს აუცილებლად გადავიღებ მენსტრუაციის მოსვლის შემდეგ მაგრამ მანამდე თუ გქონიათ ვინმეს ასეთი შემთხვევა რა შეიძლება რომ წავისვა ან რამდენი ხანში უნდა გაქრეს ეს შეშუპება ან უნდა მეშინოდეს თუ არ ღირს ნერვიულობად. ხო კიდევ ტკივილი, წვა, კანის ფერის შეცვლა ასეთი რაღაცეები არ მაქ. ვარ 22 წლის, მდედრობითი სქესის.

Posted by: lolita88 1 Apr 2018, 21:54
ორი დღეა ორივე მკერდმა დამიწყო ტკივილი მენტრუაციის დროს რომ იცის ისე, ანუ დარბილებულია და ოდნავი ხელით შეხებისას მთლაიანდ მტკივა.
თან ორივე მკერდი ერთდროულად, ციკლს ათი დღეა მოვრჩი და არაიარი კავშირი ციკლთან ვერ ექნება, 28 წლის ვარ, რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული?

ექიმთან მივალ იმ კვირაში თუ არ გაიარა იქამდე, მაგრამ მანამდე იქნებ მიპასუხოთ თუ ვინემს გაქვთ გამოცდილება რისი რბალი შეიძლება იყოს ეს?

მადლობა
* * *
2-3 კილო მოვიმატე წონაში, 51 კილო ვარ ახლა და მკერდიც ცოტა გაიზარდა , ამის გამო ხომ არ იქნება? sad.gif

Posted by: lolita88 1 Apr 2018, 21:59
ორი დღეა ორივე მკერდმა დამიწყო ტკივილი მენტრუაციის დროს რომ იცის ისე, ანუ დარბილებულია და ოდნავი ხელით შეხებისას მთლაიანდ მტკივა.
თან ორივე მკერდი ერთდროულად, ციკლს ათი დღეა მოვრჩი და არაიარი კავშირი ციკლთან ვერ ექნება, 28 წლის ვარ, რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული?

ექიმთან მივალ იმ კვირაში თუ არ გაიარა იქამდე, მაგრამ მანამდე იქნებ მიპასუხოთ თუ ვინემს გაქვთ გამოცდილება რისი რბალი შეიძლება იყოს ეს?

მადლობა

Posted by: charjer 2 Apr 2018, 14:12
Lifis tarebas eqimebis umetesoba saertod grdzalavs

Posted by: aeternitas 10 Apr 2018, 12:48
გამარჯობა, მარცხენა ძუძუს თავი მაქვს ჩაბრუნებული რამდენიმე წელია, მინდა კონსულტაციაზე მისვლა მამოლოგთან, ვის მირჩევთ?

Posted by: Mrs Raycher 19 Apr 2018, 16:27
გამარჯობა!!

გადავხედე თემას და ჩემნაირი სიმპტომი ვერსად ამოვიკითხე.

მარცხენა მკერდში ვგრძნობ სიმძიმეს, არ მტკივა, აი უბრალოდ ვგრძნობ რომ სიმძიმეს.

ბავშვი მყავს 5 თვის და 3 თვეა დაახლოებით რაც აღარ ჭამს ძუძუს.

მასაჟისტმა გამომიწველა ბოლოს და მითხრა რომ აღარ მქონდა არაფერი და ეხლა ხელს რომ ვიჭერ რძე ისევ გამოდის.

ეს სიმძიმე რა არის იცით ვინმემ?

ისე მეშინია და ისე ვნერვიულობ ვერ მივედი ექიმამადე sad.gif

ყველაზე საშინელებები წარმოვიდგინე

Posted by: pekineli 23 Apr 2018, 23:03
ძუძუსთავების ტკივილისა და მგრძნობელობის მომატება ნორმალურია მამკაცებში თუ აუცილებლად ჰორმონების ბრალია?

სულ წესრიგში მგონდა სასქესო ჰორმონები და
კიდევ ჩავაბარო ანალიზები?

Posted by: Cosmonomad 25 Apr 2018, 14:13
გამარჯობა.
მოკლედ, ჩემს დას ხშირად სტკივა მკერდი, განსაკუთრებით პრე და პოსტ მენსტრუაციის შემდეგ, რამდენიმე ადგილას სიმაგრეებიც კი გამოსდის, ხელის ოდნავი შეხებაც კი ტკივილს იწვევს, სიცივეზეც ანალოგიური შედეგი აქვს, როგორც კი ოდნავ შესცივდება, ეგრევე უწყებს ტკივილს.
ერთმა ექთანმა უთხრა, ეგ სიცივის ბრალიაო, რამდენად შეესაბამება რეალობას, ან რატომ აღიქვამს სიცივეს ასე მძაფრად?

Posted by: makachu24 23 Jun 2018, 17:50
გამარჯობა.დაწოლ მდგომარებაში ორივე ძუძუს თავი მიბრუნდება.ხანდახან დღის განმავლობაში მაქვს ჩხვლეტის შეგრძნება ორივე მკერდში თითქოს ზურგის მხრიდანაც.მაქვა ლაქტაციის პერიოდი უკვე 13თვეა.არის თუ არა კავშირში ლაქტაციასთან ჩემი სიმპტომები .ვცხოვრობ ბორჯომში ამ დარგის აპეციალისტი აქაურ სავადმყოფოში არ მოიძენბნება.მივმართო უახლოეს მომავალAი მამოლოგა თუ დაველოდო ძუძუთი კვების შეწყვეტას.გთხოვთ დამაკვალიანოთ.

* * *
გამარჯობა.დაწოლ მდგომარებაში ორივე ძუძუს თავი მიბრუნდება.ხანდახან დღის განმავლობაში მაქვს ჩხვლეტის შეგრძნება ორივე მკერდში თითქოს ზურგის მხრიდანაც.მაქვა ლაქტაციის პერიოდი უკვე 13თვეა.არის თუ არა კავშირში ლაქტაციასთან ჩემი სიმპტომები .ვცხოვრობ ბორჯომში ამ დარგის აპეციალისტი აქაურ სავადმყოფოში არ მოიძენბნება.მივმართო უახლოეს მომავალAი მამოლოგა თუ დაველოდო ძუძუთი კვების შეწყვეტას.გთხოვთ დამაკვალიანოთ.





Posted by: butterflygirl 24 Jun 2018, 16:33

მკერდისს ტკივილს ბევრი რამ იწვევს. პოსტ და შემდგომი პერიოდი, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი. გაციება და ა.შ. ამიტომ ექიმთან უნდა მიხვიდეთ აუცილებლად.

პ.ს. ქალმა წელიწადში 2ჯერ აუცილებლად უნდა გაიაროს გინეკოლოგის და მამოლოგის კონსულტაცია…
* * *
ჩემი მამოლოგი არ აღიარებს ლიფს smile.gif)) სულ იმას მეუბნება, არ ჩაიცვაო. თუ მაინცდამაინც გინდა რომ გეცვას, სპორტული ლიფი ატარეო.

Posted by: სერაფიტი 24 Jun 2018, 21:53
butterflygirl

QUOTE
ჩემი მამოლოგი არ აღიარებს ლიფს


მართლა ზრდის სიმსივნის რისკს? არი რამე კვლევები?
უჯერებ?smile.gif)

Posted by: butterflygirl 25 Jun 2018, 06:44
სიმსივნის რისკს ზრდის ის რკინები, რაც მოთავსებულია ლიფის ე.წ."ჩაშკებში". ზოგადად ექიმების არ მჯერა, მაგრამ მამოლოგს არ ვეკამათები არასოდეს

Posted by: ashley_tko 25 Jun 2018, 18:27
მოგესალმებით, ორივე მკერდი მტკივა საშინლად ხელის დაჭერაზე, თითქოს დაბეჟილი მაქვს. მენზს არ ველოდები ჯერ, მზის აბაზანები მივიღე ამ შაბათ-კვირას.. ნუ ცოტა მანამდეც.. შეიძლება ეს იყოს მიზეზი ? მამოლოგთან სულ ცოტა ხნის წინ ვიყავი და ეხოც გადავიღე, არ მქონია არანაირი პრობლემა. თუ მზის აბაზანების ბრალია, მოვისმენდი სიამოვნებით რატომ ხდება ასე და ახლა რით ვუშველო თავს. დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: butterflygirl 26 Jun 2018, 08:31
ექიმის გარეშე ნურაფერს დალევ. ფიბროზული სხეულის მომატებამ იცის საშინელი ტკივილი. მე მქონდა და მხარსაც კი გადასცემდა ტკივილს. ვიმკურნალე და ჩადგა ნორმაში smile.gif

Posted by: ashley_tko 26 Jun 2018, 09:13
butterflygirl
მადლობა, ფიბროზული კვანძები გქონდა ? ეხოზე ჩანდა? როგორც აღვნიშნე ვიყავი ახლახანს ექიმთან და ყველაფერი რიგზე მქონდა, ორ დღეში რა შეიცვალა ვერ ვხვდები, მზეს თუ შეეძლო ასეთი რამის გამოწვევა ეს მაინტერესებს sad.gif

Posted by: butterflygirl 26 Jun 2018, 16:14
ზოგადად ფიბროზული სხეული როცა აარის მომატებული, უკრძალავენ მზის სხივეებს და ალბათ მოქმედებს…

Posted by: Mrs Raycher 29 Jun 2018, 17:20
გამარჯობა!

ადრეც დავწერე აქ, მას მერე ვიყავი ეხოზე და არაფერი არ აღმოჩნდა, ეხომ საერთოდ არაფერი არ გჭირსო მითხრა.

მაგრამ ეს სიმძიმის შეგრძნება ისევ მაქვს მკერდში, რაღაც უსიამოვნო შეგრძნებაა, ხელს რომ ვიჭერ ერთი ძუძდან რძე ისევ გამოდის, იქინდან რომელიც მაწუხებს, მცირე რაოდენობით მაგრამ მაინც. და თითქოს მკერდზე პატარა ადგილას, მცირე კანიც ცვლილება აღმოვაჩინე, თითქოს ოდნავ ჩაღრმავებულია. ვერ ვხვდები ძუძუს რომ ვაჭმევდი მაგის ბრალია თუ რამე მჭირს? იმიტომ რომ ძირითადად მაგ ძუძუს წოვდა და უფრო მეტი რძე მაგეთ მქონდა.

იქნებ რამე იცოდეთ, ძალიან მეშინია და ექიმთანაც ვერ მივდივარ.

შეიძლება რომ ეხოს ვერ დაენახა რამე სერიოზული? sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: butterflygirl 30 Jun 2018, 07:56
მე 2წელი ვერ გავიშრე smile.gif

მიდი მამოლოგთან, ეხო თუ სუფთაა, მაშინ პროლაქტინის ამბებია და ანალიზები დაგჭირდება.

Posted by: Mrs Raycher 30 Jun 2018, 09:44
butterflygirl

პროლაქტინიც გავიკეთე და ნორმაშია. არადა ძალიან შემაწუხა და შიში ვერაფრით დავძლიე რომ ექიმთან მივიდე.

Posted by: Lotta 5 Jul 2018, 20:35
გამარჯობა, იქნება ვინმეს გქონიათ გამოცდილება:

მოკლედ, მკერდიდან დამეწყო მომწვანო ფერის გამონადენი, მივედი მამოლოგთან, (კურაციოში ნინო კაპანაძესთან). გამიშვა ექომამოგროფიაზე, სადაც ერთ მხარეს გამოჩნდა მცირე ზომის ცისტა (6Х3), ხოლო მეორეზე ცოტა დიდი ზომის ფიბროადენომა (18,5X8,5).

ბიოფსია არ გამიკეთებია, გავიკეთე მხოლოდ დვრილიდან გამონადენის ციტოლოგია . ნუ დასკვანში ეწერა, რომ შეესებამება მასთოპათიის სურათს.

ეს ყველაფერი მივიტანე თავიდან ექიმთან და დამინიშნა მხოლოდ მცენარეული,ჰომეოპატიური წამალი -მასტოდინონი 3 თვე და მერე ისევ გადამოწმება.

ეს გამონადენი კიდე არ მცირდება..... მოკლედ, აქ ვინმე ექიმი არის ხოლმე? ანუ რას მირჩევთ დაველოდო კიდე 3 თვე, თუ სხვა ექიმთან გადავამოწმო?

Posted by: qqq05 7 Jul 2018, 14:05
მოგესალმებით

მაქვს ქისტოზური მასტოპათია, რამდენიმე კისტა 2-3 სმ, მაინტერესებს რომელ ჰორმონებზე გავიკეთო კვლევა,
ფარისებრის ჰორმონები წესრიგშია

Posted by: (sun) 25 Jul 2018, 22:51
გამარჯობათ,

12x8x4 მმ ლიმფური კვანძი რასნიშნავს, საშიშია?

Posted by: torckiko 8 Sep 2018, 20:43
გამარჯობათ, ირინა მარღანია როგორი ექიმია თუ იცით, მასთან მაგზავნიან ეხოზე და ვინმეს გქონიათ შეხება?

Posted by: Ninaninaki 7 Nov 2018, 21:04
გამარჯობათ. ძუძუზე მაქვს მსუბუქი ხარისხის დიფუზურ-ფიბროზულ-ცისტოზური მასტოპათია კვანძოვანი ფიბროადენომატოზის ელემენტებით. კვანძის ზომა 9.4x4.4 და ოპერაციას საჭიროებს თუ რაიმე პრეპარატებით შეიძლება გაიწოვოს

Posted by: banker 8 Nov 2018, 13:47
მამოლოგი ნინო ქართველიშვილი კურაციოს გარდა სხვა რომელ კლინიკაშია ხომ არ იცით, ან იქნებ საკონტაქტო ნომერი გქონდეთ?

Posted by: irakli222 11 Nov 2018, 20:34
banker
ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში, გოგიტა ძაგნიძის ასისტენტია

Posted by: DocTemo 18 Nov 2018, 13:52
QUOTE (Lotta @ 5 Jul 2018, 20:35 )
გამარჯობა, იქნება ვინმეს გქონიათ გამოცდილება:

მოკლედ, მკერდიდან დამეწყო მომწვანო ფერის გამონადენი, მივედი მამოლოგთან, (კურაციოში ნინო კაპანაძესთან). გამიშვა ექომამოგროფიაზე, სადაც ერთ მხარეს გამოჩნდა მცირე ზომის ცისტა (6Х3), ხოლო მეორეზე ცოტა დიდი ზომის ფიბროადენომა (18,5X8,5).

ბიოფსია არ გამიკეთებია, გავიკეთე მხოლოდ დვრილიდან გამონადენის ციტოლოგია . ნუ დასკვანში ეწერა, რომ შეესებამება მასთოპათიის სურათს.

ეს ყველაფერი მივიტანე თავიდან ექიმთან და დამინიშნა მხოლოდ მცენარეული,ჰომეოპატიური წამალი -მასტოდინონი 3 თვე და მერე ისევ გადამოწმება.

ეს გამონადენი კიდე არ მცირდება..... მოკლედ, აქ ვინმე ექიმი არის ხოლმე? ანუ რას მირჩევთ დაველოდო კიდე 3 თვე, თუ სხვა ექიმთან გადავამოწმო?

სრული სურათის გარკვევა მაგ ტექსტით შეუძებელია. თუ მამოლოგმა.ნახა და დაგინიშნათ, გაარგძელოთ უნდა.. ნებისმიერ შემთხვევაში თვით გამონადენი რაიმე სარისკოს არ წარმოადგენს.
* * *
QUOTE (Ninaninaki @ 7 Nov 2018, 21:04 )
გამარჯობათ. ძუძუზე მაქვს მსუბუქი ხარისხის დიფუზურ-ფიბროზულ-ცისტოზური მასტოპათია კვანძოვანი ფიბროადენომატოზის ელემენტებით. კვანძის ზომა 9.4x4.4 და ოპერაციას საჭიროებს თუ რაიმე პრეპარატებით შეიძლება გაიწოვოს

თუკი ულტრაბგერით არ წერია რომ საეჭვო კვანძია ოპერაცია არ საჭიროებს.

Posted by: ani053 29 Nov 2018, 16:21
რადიკალური მასტექტომია გავიკეთე 6 თვის წინ.. ვსვამ არიმიდექსს ეხლა მიწევს ექიმთან მისვლა შემოწმებაზე და რა ანალიზები უნდა გავიკეთო გეგმიურად ხომ არ იცით.. ერთი კალცის გადასხმა ვიცი.. ალბათ ექოსკოპიას გამიკეთებს კიდევ
* * *
banker

კურაციოში გირჩევთ მიხვიდეთ, იმიტომ რომ ხეჩინაშვილში მეორედ მოსვლაა sad.gif((

Posted by: DocTemo 1 Dec 2018, 10:44
QUOTE (ani053 @ 29 Nov 2018, 16:21 )
რადიკალური მასტექტომია გავიკეთე 6 თვის წინ.. ვსვამ არიმიდექსს ეხლა მიწევს ექიმთან მისვლა შემოწმებაზე და რა ანალიზები უნდა გავიკეთო გეგმიურად ხომ არ იცით.. ერთი კალცის გადასხმა ვიცი.. ალბათ ექოსკოპიას გამიკეთებს კიდევ
* * *
banker

კურაციოში გირჩევთ მიხვიდეთ, იმიტომ რომ ხეჩინაშვილში მეორედ მოსვლაა sad.gif((

გამარჯობა. მხოლოდ მასტექტომიის ცოდნით შეუძლებელია კონტროლის რეკომენდაციის მოცემა. სხვა ბევრი სამედიცინო მონაცემია საჭირო.

Posted by: Lotta 5 Dec 2018, 00:17
DocTemo

ძალიან დიდი მადლბა პასუხისთვის. თუმცა, სხვა ექიმთან მაინც მივედი, ძიძიგურთან და გამომდინარე იქიდან, რომ გადამოწმებიდან 1 თვეში კდიევ 6 მილიმეტრით იყო გაზრდილი, ოპერაცია მირჩია და აგვისტოში გავიკეთე.

ახლა ისევ მაქვს პრობლემა, ამჯერად მარჯვენა მკერდზე აღმომაჩნდა, სავარაუდოდ ისევ ფიბროადენობა (11.5X 7.5) ზოგადად რა აჩენს ამ ფიბროადენომებს. ან რამდენად აუცილებელია ამოკვეთა. ძიძიგურმა ისეთი პასუხი გამცა მაშინ, რომ პირველ ჯერზე არც დავფიქრებულვარ, ისე გავიკეთე. ანუ მითხრა, რომ 100 დან 90 შეიძლება არ გადაგვარდეს და აი, 10 კიო. შემეშინდა იმ 10 მე არ ვყოფილიყავი და ფატობრივად დაუფიქრებლად გადავწყვიტე აგვისტოში გაკეთება.

ამჯერად უკვე ბევრს ვფიქრობ. პირველი რაც მაინტერესებს ანუ ის რომ ფიბროადენომაა, აუცილებელია ბიოფსიით დადასტურდეს? და კიდევ იცით რა დამაინტერესა. ფიბროადენომა იმთავითვე ზემოთ მითითებული ზომებით შეიძლება გაჩნდეს, თუ ჯერ პატარა ჩნდება და შემდგომ იზრდება?

მადლობა წინასწარ პასუხისთვი

Posted by: tatubatu ^_^ 5 Jan 2019, 10:49
გამარჯობათ )) მოკლედ მაინტერესებს მკერდიდან ხსენის მაგვარი მოთეთრო მცირე რაოდენობის გამონადენი რას შეიძლება დავუკავშირო? ფიბროადენომა მაქვს მცირე ზომის ორივე მკერდზე და შეიძლება რამე კავშირში იყოს? თუ მაღალი პროლაქტინის ბრალია? ადრე ვიმკურნალე მაღალ პროლაქტინზე და ამიტომ არ გამოვრივხავ მაგასაც (ორსულობასთან კავშირში არაა). მოკლედ ამ პრობლემის მოგვარება მინდა და საიდან დავიწყო ))

Posted by: ჯი-ნია-ნი 28 Jan 2019, 19:44
გამარჯობა.

მარცხენა მკერდის ქვედა არეში, ძვალთან, ხშირად მაქვს ტკივილის შეგრძნება და ასევე დრვილის წვის შეგრძნებაც.

შესაძლებელია ეს სიმსივნე იყოს თუ უფრო გულის ბრალი?

რომელ ექიმთან წავიდე ვეღარ გავიგე :/

Posted by: fermina 5 Feb 2019, 00:02
წესიერი მამოლოგი დაწერეთ რა....

ძაგნიძე კარგია? ზედმეტად კვარცხლბეკიდან ხომ არ ელაპარაკება პაცენტებს? და ამჟამად სად მუშაობს?

Posted by: FRANCHESKAA 8 Mar 2019, 00:15
fermina
არა, პირიქით. ტატიშვილშიც არის და ძალიან გულდასმით, ადამიანურად უდგება პაციენტებს

Posted by: raffaello 10 Mar 2019, 12:13
მოგესალმებით.
ბოლო პერიოდში სექსუალური კავშირის მერე მცირე სისხლდენა მაქვს საშოდან..
მაინტერესებს რისი ბრალია და რომელ გინეკოლოგს მირჩევდით?
პაპტესტი თუა საჭირო ან რა ანალიზები დამჭირდება?

Posted by: Heart_of_Darkness 15 Mar 2019, 18:41
fermina
მაგაზე კარგი ექიმი არ შემხვედრია, ყურადღებიანი, სასიამოვნო მოსაუბრე, ადამიანური...
იშვიათად ვენდობი ექიმებს, მაგრამ გოგიტა იმ იშვიათ გამონაკლისში შედის. ყველას ვურჩევ. ხეჩინაშვილში აქვს თავისი განყოფილება.

Posted by: holden kolpildi 25 Mar 2019, 20:25
კარგი მამოლოგი მირჩიეთ

კვარცხლბეკიდან რომ არ მესაუბრებოდეს ისეთი..

Posted by: DocTemo 26 Mar 2019, 21:28
QUOTE (Lotta @ 5 Dec 2018, 00:17 )
DocTemo

ძალიან დიდი მადლბა პასუხისთვის. თუმცა, სხვა ექიმთან მაინც მივედი, ძიძიგურთან და გამომდინარე იქიდან, რომ გადამოწმებიდან 1 თვეში კდიევ 6 მილიმეტრით იყო გაზრდილი, ოპერაცია მირჩია და აგვისტოში გავიკეთე.

ახლა ისევ მაქვს პრობლემა, ამჯერად მარჯვენა მკერდზე აღმომაჩნდა, სავარაუდოდ ისევ ფიბროადენობა (11.5X 7.5) ზოგადად რა აჩენს ამ ფიბროადენომებს. ან რამდენად აუცილებელია ამოკვეთა. ძიძიგურმა ისეთი პასუხი გამცა მაშინ, რომ პირველ ჯერზე არც დავფიქრებულვარ, ისე გავიკეთე. ანუ მითხრა, რომ 100 დან 90 შეიძლება არ გადაგვარდეს და აი, 10 კიო. შემეშინდა იმ 10 მე არ ვყოფილიყავი და ფატობრივად დაუფიქრებლად გადავწყვიტე აგვისტოში გაკეთება.

ამჯერად უკვე ბევრს ვფიქრობ. პირველი რაც მაინტერესებს ანუ ის რომ ფიბროადენომაა, აუცილებელია ბიოფსიით დადასტურდეს? და კიდევ იცით რა დამაინტერესა. ფიბროადენომა იმთავითვე ზემოთ მითითებული ზომებით შეიძლება გაჩნდეს, თუ ჯერ პატარა ჩნდება და შემდგომ იზრდება?

მადლობა წინასწარ პასუხისთვი

3თვეზე მეტია გასული და ეხლა კონტროლის შედეგებიც უნდა გქონდეთ წესით... როგორია, საინტერესოა.

* * *
QUOTE (tatubatu ^_^ @ 5 Jan 2019, 10:49 )
გამარჯობათ )) მოკლედ მაინტერესებს მკერდიდან ხსენის მაგვარი მოთეთრო მცირე რაოდენობის გამონადენი რას შეიძლება დავუკავშირო? ფიბროადენომა მაქვს მცირე ზომის ორივე მკერდზე და შეიძლება რამე კავშირში იყოს? თუ მაღალი პროლაქტინის ბრალია? ადრე ვიმკურნალე მაღალ პროლაქტინზე და ამიტომ არ გამოვრივხავ მაგასაც (ორსულობასთან კავშირში არაა). მოკლედ ამ პრობლემის მოგვარება მინდა და საიდან დავიწყო ))

ეს უფრო მეტი ალბათობით პროლაქტინის მაღალი დონის გამოა. ფიბროადენომები არ იწვევენ გამონადენს.
* * *
QUOTE (ჯი-ნია-ნი @ 28 Jan 2019, 19:44 )
გამარჯობა.

მარცხენა მკერდის ქვედა არეში, ძვალთან, ხშირად მაქვს ტკივილის შეგრძნება და ასევე დრვილის წვის შეგრძნებაც.

შესაძლებელია ეს სიმსივნე იყოს თუ უფრო გულის ბრალი?

რომელ ექიმთან წავიდე ვეღარ გავიგე :/

ახალგაზრდა ასაკში უფრო არა (ტკივილს ვგულისხმობ). წვა კი ნამდვილად ვერ იქნება კიბოს სიმპტომი. უმჯობესია დაიწყოთ ძუძუს ულტრაბგერითი კვლევიდან

Posted by: 0x7F 28 Mar 2019, 13:23
გამარჯობა,

სად და ვისთან გვირჩებთ რენტგენომამოგრაფიას?

მადლობა.

Posted by: qetiqeti76 30 Mar 2019, 10:30
მეგობრებო,ძალიან მჭირდება თქვენი რჩევა.გუშინ სკრინინგში მამოგრაფია გავიკეთე,ექოსკოპიაზეც შემიყვანეს,მრავლობითი ცისტები მაქვს ორივე ჯირკვალში.მამოლოგმაც გამსინჯა,პასუხები 15-ში იქნება.ძალიან ვნერვიულობ,ცუდი არაფერი იყოს.წინასწარ არ მითხრეს პასუხი.ორივე მკერდი მტკივა და სიმძიმის შეგრძნება მაქვს.ასე ვიხი ხოლმე მენსტრუაციის წინ,მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებით მტკივა.წინასწარ არაფეეი დაუნიშნავთ.ამ ტკივილს როგორ ვუშველო? სანამ პასუხი იქნება,რა მოითმენს... sad.gif
* * *
ცისტებზეც ექოსკოპიაზე გავიგე,ექოსკოპისტი რომ კარნახობდა,12 მმ ზომის ორივე ჯირკვალში და პლიუს მრავლობითი ცისტებიო.პასუხი არ გამცეს წესიერი.მამოლოგმა კი მითხრა,ნუ გეშინიაო,მაგრამ როგორ გინდა არ გეშინოდეს?!

Posted by: DocTemo 30 Mar 2019, 12:24
QUOTE (qetiqeti76 @ 30 Mar 2019, 10:30 )
მეგობრებო,ძალიან მჭირდება თქვენი რჩევა.გუშინ სკრინინგში მამოგრაფია გავიკეთე,ექოსკოპიაზეც შემიყვანეს,მრავლობითი ცისტები მაქვს ორივე ჯირკვალში.მამოლოგმაც გამსინჯა,პასუხები 15-ში იქნება.ძალიან ვნერვიულობ,ცუდი არაფერი იყოს.წინასწარ არ მითხრეს პასუხი.ორივე მკერდი მტკივა და სიმძიმის შეგრძნება მაქვს.ასე ვიხი ხოლმე მენსტრუაციის წინ,მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებით მტკივა.წინასწარ არაფეეი დაუნიშნავთ.ამ ტკივილს როგორ ვუშველო? სანამ პასუხი იქნება,რა მოითმენს... sad.gif
* * *
ცისტებზეც ექოსკოპიაზე გავიგე,ექოსკოპისტი რომ კარნახობდა,12 მმ ზომის ორივე ჯირკვალში და პლიუს მრავლობითი ცისტებიო.პასუხი არ გამცეს წესიერი.მამოლოგმა კი მითხრა,ნუ გეშინიაო,მაგრამ როგორ გინდა არ გეშინოდეს?!

რასაც ყვებით ახასიათებს ცისტურ მასტოპათიას, რააც კეთილთვისებიანი დაავადებაა და ეს არ არის კიბოს სიმპტომები. თან რომ დაენახათ რამე თვალნათლივ საეჭვო აუცილებლად გეტყოდნენ და 15მდე არ გაწელავდნენ.
რაც შეეხება ტკივილს, მამოლოგმა უნდა დაგინიშნოთ წამლები მაგ კვლვებზე დაყრდნობით, სხვა შემთხვევაში რეკომენდეციები ვერ იქნება გამართლებული. ასევე შეგიძლიათ შემდეგ დასკვნის სურათი გამოაგზავნოთ და ვფიროქბ სასარგებლო იქნება მეორე აზრის მოსმენაც.

Posted by: qetiqeti76 30 Mar 2019, 13:17
ძალიან დიდი მადლობა,დავმშვიდდი ცოტა.ოღონდ ტკივილი ძალიან მაწუხებს,განსაკუთრებით დაწოლისას.დაველოდები 15 რიცხვს.გმადლობთ გამოხმაურებისთვის smile.gif

Posted by: fermina 8 Apr 2019, 15:13
FRANCHESKAA
Heart_of_Darkness
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: happy dreamer91 23 Apr 2019, 11:46
გამარჯობა, მასტოპათია რამდენად საშიშია? გუშინ გადავიღე სონოგრაფია და მასტოპათია გაქვსო, მენსტრუაციის მეორე ფაზაა, ამიტომ კარგად ვერ გაარჩია რა ხდება შიგნით, მაგრამ დიდი კვანძები არ ჩანსო. სითხე ჩანს, თუმცა გამონადენი არასდროს შემინიშნავს. ანთება მაქვს და ვმკურნალობ, შეიძლება ანთებას გამოეწვია მასტოპათია? მამოლოგთან აუცილებლად მივიდე თუ ჯერ ანთების მოშორებას დაველოდო და როცა ყველა პრობლემა ალაგდება მერე მივიდე მამოლოგთან?

Posted by: marioka 23 Apr 2019, 19:34
გამარჯობათ, კითხვა მაქვს მამოლოგთან, ეხოსკოპიაზე ვიყავი მაწუხებდა მკერდის ტკივილი წვის და ჩხვლეტის შეგრძნებით , ძუძუზე მყავს ბავშვი რომელიც არ ჭამს მარცხენა ძუძუს, თავიდანვე არჭამა მარცხენა ძუძუ და რძეც ძალიან ცოტა მქონდა ცალ მკერდში , ხელით შეხებისას მტკიოდა მაგრამ გამაგრებული არმქონდა, გამოსაწველით ვცადე რამდენჯერმე გამოწველა და ძნელათ მოდიოდა რძე და მეწვოდა სადინარები , ექიმთან ვიყავი იანვარში გეგმიურ შემოწმებაზე და რომ ვუთხარი რაც მაწუხებდა ხელით გამსინჯა მითხრა რომ არანაირი სიმაგრე არ გაქვს და ეხოსკოპია გაიკეთე მაინც გადაამოწმე მასტოპათია არიყოსო, მარტში გავიკეთე ეხო და სანამ ეხოსკოპიაზე მივიდოდი თებერვალში ხელით გასინჯვისას შევამჩნიე პატარა სიმაგრე მოგრძო ფორმის არელოასთან ახლოს , ეხოსკოპიამ მითხრა 1.4 სმ კვანძია და კორ ბიოფსია უნდა გაიკეთოო, მაინტერესებს რატომ დამინიშნა ესე გადაჭრით ბიოფსია თან კორ და არა ციტოლოგია, მადლობა წინასწარ

Posted by: DocTemo 24 Apr 2019, 08:42
QUOTE (happy dreamer91 @ 23 Apr 2019, 11:46 )
გამარჯობა, მასტოპათია რამდენად საშიშია? გუშინ გადავიღე სონოგრაფია და მასტოპათია გაქვსო, მენსტრუაციის მეორე ფაზაა, ამიტომ კარგად ვერ გაარჩია რა ხდება შიგნით, მაგრამ დიდი კვანძები არ ჩანსო. სითხე ჩანს, თუმცა გამონადენი არასდროს შემინიშნავს. ანთება მაქვს და ვმკურნალობ, შეიძლება ანთებას გამოეწვია მასტოპათია? მამოლოგთან აუცილებლად მივიდე თუ ჯერ ანთების მოშორებას დაველოდო და როცა ყველა პრობლემა ალაგდება მერე მივიდე მამოლოგთან?

გამარჯობა.
მასტოპთიის დიგნოზს როგორც წესი ტკივიილი უნდა ახლდეს. თუ მკერდი არ გტკივათ და თუ ულტრაბგერით კვანძოვანი წარმონაქმნები არ არის, ეს მასტოპთიად (როგორც დაავადებად) არ უნდა აღიქვას. სითხე რას ნიშნავს ოღონდ დააზუსტედ, ცისტებია თუ სადინრებში სითხე. სხვადასხვა ანთებები ნაკლებად იწვევს მასტოათიას თუკი ქრონიკული და ხანგრძლივი არ არის.
დალოდებაც შეიძლება, ოღონდ ძაან დიდ ხანს არა, შემდეგი ციკლის შემდეგ ჯობია ეჩვენთ მამოლოგს
* * *
QUOTE (marioka @ 23 Apr 2019, 19:34 )
გამარჯობათ, კითხვა მაქვს მამოლოგთან, ეხოსკოპიაზე ვიყავი მაწუხებდა მკერდის ტკივილი წვის და ჩხვლეტის შეგრძნებით , ძუძუზე მყავს ბავშვი რომელიც არ ჭამს მარცხენა ძუძუს, თავიდანვე არჭამა მარცხენა ძუძუ და რძეც ძალიან ცოტა მქონდა ცალ მკერდში , ხელით შეხებისას მტკიოდა მაგრამ გამაგრებული არმქონდა, გამოსაწველით ვცადე რამდენჯერმე გამოწველა და ძნელათ მოდიოდა რძე და მეწვოდა სადინარები , ექიმთან ვიყავი იანვარში გეგმიურ შემოწმებაზე და რომ ვუთხარი რაც მაწუხებდა ხელით გამსინჯა მითხრა რომ არანაირი სიმაგრე არ გაქვს და ეხოსკოპია გაიკეთე მაინც გადაამოწმე მასტოპათია არიყოსო, მარტში გავიკეთე ეხო და სანამ ეხოსკოპიაზე მივიდოდი თებერვალში ხელით გასინჯვისას შევამჩნიე პატარა სიმაგრე მოგრძო ფორმის არელოასთან ახლოს , ეხოსკოპიამ მითხრა 1.4 სმ კვანძია და კორ ბიოფსია უნდა გაიკეთოო, მაინტერესებს რატომ დამინიშნა ესე გადაჭრით ბიოფსია თან კორ და არა ციტოლოგია, მადლობა წინასწარ

გამარჯობა. კვანძზე გასაკეთებელი ბიოფსიის სახეობის დაგეგმვა დამოკიდებულია ამ კვანძის ექოსკოპიურ და ხელით გასინჯვის შედეგად მიღებულ მონაცემებზე. თუკი ექოსკოპიურად უფრო გავს სითხოვანს მაშინ წვრილნემსოვანი ბიოფსია იგეგმება (რაზეც ციტოლოგიას ამბობთ), მაგრამ თუკი ქსოვილოვანია ან საეჭვოა მაშინ კორი ჯობია. თქვენ რასაც ყვებით საეჭვო კატეგორიაშI არ უნდა გადიოდეს.. თუმცა ეს მხოლოდ ექოსკოპიით სადსვნის ნახვის შედეგად შეიძლება იქნეს გადაწყვეტილი.

Posted by: happy dreamer91 24 Apr 2019, 17:25
DocTemo
მადლობა გამოხმაურებისთვის, ტკივილს ვერ დავარქმევ, უფრო უსიამოვნო შეგრძნება მაქვს მარცხენა მკერდში, ზედა ნაწილში, იღლიისკენ. გინეკოლოგმა ხელით გამსინჯა და მასტოპათია არისო, რადიოლოგმაც იგივე თქვა.
ასე წერია:
მენსტრუაციის მეორე ფაზა
მარჯვენა სარძევე ჯირკვალი: კანის სისქე 0,09 სმ, ცხიმოვანი ქსოვილი: 0,56სმ, ჯირკვლოვანი ქსოვილი 0,54 სმ, სადინარები დილატირებული 0,9 მმ-დან 3,4 მმ-მდე. არაჰომოგენური სითხოვანი შიგთავსით.
მარცხენა სარძევე ჯირკვალი: კანის სისქე 0,08 სმ, ცხიმოვანი ქსოვილი: 0,35 სმ, ჯირკვლოვანი ქსოვილი 0,54 სმ, სადინარები დილატირებული 0,8მმ-დან 2,7მმ-მდე. არაჰომოგენური სითხოვანი შიგთავსით
კუპერის იოგი: დეფორმაციის გარეშე
ჯირკვლის მადეფორმირებელი ქსოვილიდან ჭარბობს ჯირკვლოვანი ქსოვილი.
ლავიწზედა და ლავიწქვედა, მარცხენა იღლიის გარეთა და შიგნითა ლიმფური კვანძები: კონტური სადა, მკვეთრი
ექოგენობა: უცვლელი, ზომა და ფორმა უცვლელი სტრუქტურა: უცვლელი

Posted by: marioka 24 Apr 2019, 17:59
სამწუხაროდ ეხოსკოპიის პასუხი არ მაქვს, არვიმყოფები საქართველოში და აქ არიძლევიან ისეთ დაწვრილებით პასუხებს როგორც საქართველოში, მხოლოდ ვიცი რომ 1.4 სმ არის და კვანძია. ხელით გასინჯვისას თითქოს უფრო პატარაა ზომაში ვიდრე 1 თვის წინ იყო, არმინდოდა ამ ბიოფსიის გაკეთება მაგრამ ისეთი დაჟინებით მოითხოვა აქ ექიმმა სხვა გზა არ მაქვს, ძუძუთი კვების დროს იმედია უსაფთხოა ეს ბიოფსია.

Posted by: DocTemo 24 Apr 2019, 18:56
QUOTE (happy dreamer91 @ 24 Apr 2019, 17:25 )
DocTemo
მადლობა გამოხმაურებისთვის, ტკივილს ვერ დავარქმევ, უფრო უსიამოვნო შეგრძნება მაქვს მარცხენა მკერდში, ზედა ნაწილში, იღლიისკენ. გინეკოლოგმა ხელით გამსინჯა და მასტოპათია არისო, რადიოლოგმაც იგივე თქვა.
ასე წერია:
მენსტრუაციის მეორე ფაზა
მარჯვენა სარძევე ჯირკვალი: კანის სისქე 0,09 სმ, ცხიმოვანი ქსოვილი: 0,56სმ, ჯირკვლოვანი ქსოვილი 0,54 სმ, სადინარები დილატირებული 0,9 მმ-დან 3,4 მმ-მდე. არაჰომოგენური სითხოვანი შიგთავსით.
მარცხენა სარძევე ჯირკვალი: კანის სისქე 0,08 სმ, ცხიმოვანი ქსოვილი: 0,35 სმ, ჯირკვლოვანი ქსოვილი 0,54 სმ, სადინარები დილატირებული 0,8მმ-დან 2,7მმ-მდე. არაჰომოგენური სითხოვანი შიგთავსით
კუპერის იოგი: დეფორმაციის გარეშე
ჯირკვლის მადეფორმირებელი ქსოვილიდან ჭარბობს ჯირკვლოვანი ქსოვილი.
ლავიწზედა და ლავიწქვედა, მარცხენა იღლიის გარეთა და შიგნითა ლიმფური კვანძები: კონტური სადა, მკვეთრი
ექოგენობა: უცვლელი, ზომა და ფორმა უცვლელი სტრუქტურა: უცვლელი

საპრობლემი დიდად არაფერი ჩანს. მკურნალობას ვერ დაგინიშნავთ ასე შორიდან.. smile.gif თუ ტკივილი არ არის სასწრაფო დასაწყებიც არაა.. თუმცა რეალური კონსულტაცია მაინც რეალური კონსულტაციაა და გაითვალისწინოთ უნდა ეს.
* * *
QUOTE (marioka @ 24 Apr 2019, 17:59 )
სამწუხაროდ ეხოსკოპიის პასუხი არ მაქვს, არვიმყოფები საქართველოში და აქ არიძლევიან ისეთ დაწვრილებით პასუხებს როგორც საქართველოში, მხოლოდ ვიცი რომ 1.4 სმ არის და კვანძია. ხელით გასინჯვისას თითქოს უფრო პატარაა ზომაში ვიდრე 1 თვის წინ იყო, არმინდოდა ამ ბიოფსიის გაკეთება მაგრამ ისეთი დაჟინებით მოითხოვა აქ ექიმმა სხვა გზა არ მაქვს, ძუძუთი კვების დროს იმედია უსაფთხოა ეს ბიოფსია.

ეტყობა ქსოვილოვანია (ანუ სითხოვანი - ცისტა არ არის) და იმიტომ. კორიც უსაფრთხოა და არაფერია რთული მასში, ძუძუთი კვების დროსაც კი.

Posted by: happy dreamer91 25 Apr 2019, 10:22
DocTemo
დიახ, მხოლოდ ის მაინტერესებდა რამე საშიში ხომ არ არის, თორე მამოლოგთან აუცილებლდ მივალ, გინეკოლოგიურ პრობლემებს როცა მოვიგვარრბ.

Posted by: ciyvi77 30 Jun 2019, 00:59
ვარ 45 წლის. ყოველწლიური გამოკვლევის შემდეგ ჯერ ეჭვი მიიტანეს და შემდეგ ექოზე დამიდგინდა 1.5 სმ ზომის მკვრივი წარმონაქმნი, მარცხენა მკერდზე. ჩანს რომ მარაგდება სისხლძარღვებით. დამენიშნა ბიოფსია. მაინტერესებს არის რაიმე შანსი რომ ავთვისებიანი არ იყოს? არ მაწუხებდა, მაგრამ მრავლობითი გამოკვლევების შედეგად უსიამოვნო შეგრძნება მაქვს და მაწუხებს მარცხენა მკლავი 3 კვირაა, იღლიიდან იდაყვამდე. დახველებისას განსაკუთრებით. იღლიის ექოსკოპიისას ლიმფური ჯირკვლები ნორმაში იყო და არაფერი საეჭვო არ გამოჩნდა.

Posted by: ciyvi77 11 Jul 2019, 00:50
ფიბროზულ ცისტური ადენომის მკურნალობის გამოცდილება ვისაც გაქვთ, გთხოვთ გამიზიაროთ. მადლობთ.

Posted by: Natuka NGN 20 Jul 2019, 15:29
ciyvi77
არ მქონია, მქონდა ცისტა და ფარისებრის ოპერაციის შემდეგ თავად გამიქრა.
თუ ოპერაციულ ჩარვას გადაწყვეტ. ამას გირჩევ: https://fibroadenoma.net/ge/

Posted by: Margot 23 Aug 2019, 15:48
Cr mammae sin Tinimo რას ნიშნავს გამაგებინეთ.

Posted by: სერაფიტი 6 Sep 2019, 23:27
გამარჯობა.
ზუსტად არ ვიცი, აქ უნდა დავსვა თუ არა კითხვა.
მარცხენა იღლიაში რამდენიმე თვეა პატარა კანისფერი ცხიმგროვასავით მაქვს, აკნეს ზომის, არც მაწუხებდა, არაფერი. თმის ჩაბრუნებაც კი მეგონა და გაივლის ნელნელათქო.
რამდენიმე დღის წინ ცოტა ვაწვალესავით და ოდნავ გაიზარდა, ხელის დადებით მტკივა და დღის განმავლობაშიც ყრუდ რაღაც უსიამოვნოდ მაქვს. თითს რო ვადებ, პაწია ცხიმგროვა ბურთივითაა.

რის ექიმს უნდა ვეჩვენო? ონკოლოგს, მამოლოგს, თერაპევტს, იქნებ მირჩიოთ?
ცოტა მშიშარა ვარ ასეთ რამეებში და იქნებ დავმშვიდდე.

Posted by: Mariami2302 22 Apr 2020, 01:01
გამარჯობათ მოკლედ პროლაქტინი მაქვს მაღალი მყავს უკვე შვილი 5 წლის ნუ ბუნებრივი კვება მიიღო მხოლოდ 3 თვე შემდეგ აღარ ერგებოდა წამალი არ მიმიღია და მოკლეთ რძეც გაშრა , შარშან ამდროს ძალაინ ცუდად გავხდი ყველანაირი გამოკვლევა ჩამიტარდა ერთადერთი პროლაქტინი ამოვარდა საერთო პრობლემაში მაგრამ სიმპტომები თირკმლის პრობლემის იყო. ნუ ექიმმა დამინიშნა დოსტინექსი 3 თვე კვირასში ერთხელ მეოთხედი ყველაზე უბედურება ის არის რომ ფსიქოლოგიურად სუსტი და მშიშარავარ წამლების მეშინია ცუდად რომ ვარ პანიკაში ვვარდები რაც ადრე არ მახასიათებდა ამ ძვირფასმა ექიმმა დანიშნულებას თან მოაყოლა რომ წამალს რომ დავლევდი არ შემშინებოდა სახლში მარტო არ ვყოფილიყავი და არსად გავსულიყავი იმ დღეს ხოდა ეს ჩემი წამალი რომელმაც ადამიანის სახე უნდა დამიბრუნოს და 25 წლის გოგო ისევ სიცოცხლით სავსე უნდა გამხადოს მიდევს ესე ვიტრინაში ვერ ვეკარები ხალხნო გამოზიარეთ რა როგორი წამალია რას მოველოდე რო დავლევ ზუსტად ვგრძნობ რო უნდა დავლიო თორე მალე საგიჟეთი აღარ მიმიღებს წმარიც დამშორდება და შვილის გამექცევაsmile.gif))) არ მეშინია წონაში მატების ისედაც 45 კილო ვარ ავიტააან მაგას როგორღაც გულის რევის შეგრძნებასაც 1 უარყოფითი ვარ და რაც მე ორსულობაში ტოქსიკოზი გამოვიარე მაგაზე უარესს არ დამმართებს თავბრუსხვევა კიდე ეხა რო მაქვს პროლაქტინისგამო ეგეც მეყოფა ავიტან მოკლეთ რა სასწაულს უნდა ველოდე ამ ერთი ციცქნა წამლისგან მითხარით რა

Posted by: კულე 26 Apr 2020, 03:49
გამარჯობათ დიდი იმედი მაქვს რომ დამეხმარებით და დამაკვალიანებთ.
მიახლოებით 2 წლის წინ ბანაობის დროს მარცხენა მკერდის ზედა ნაწილში შევნიშნე რაღაც გამონაზარდი. აი ქსოვილი რომ დარბილებული იქნება და ოდნავ გადიდებული ისეთი, მეორე მკერდს შევადარე და მეორეში ყველაფერი ნორმალურად იყო. ეს დავაბრალე იმას, რომ რამდენიმე საათით ადრე პატარა ტრავმასავით მივიღე ამ ადგილას და მეთქი სისხლჩაქცევაა მალე გაივლისთქო. რამდენიმე დღის შემდეგ იღლიაში გამიჩნდა თხილის ზომის მოძრავი ბურთულა, დეოდორანტებს ვხმარობ ხშირად და მაგას დავაბრალე, რამდენიმე დღეში ეს ბურთულა ცოტა მტკივნეული გახდა და მისგან რაღაც სითხეც გადმოიღვარა. ბურთულა არ გამქრალა უბრალოდ პატარა ზომის გახდა. იმ თვეში მენსტრუაცია საერთოდ არ მომსვლია პლუს თმიანობა მომემატა საგრძნობლად. თუ ამდენ ხანს მხოლოდ ტუჩს ვიკეთებდი ერთიანად მთელ სახეზე წამომივიდა თმები. რამდენიმე კვირის შემდეგ, ერთ ღამეს თითქოსდა ეს წარმონაქმნი მკერდში გასკდასავით და რაღაც სითხესავით ჩაიღვარა მკერდში და რომ შევნიშნე აშკარად იყო დაპატარავებული წარმონაქმნი მაგრამ გაქრობით არ გამქრალა. მეთქი დაველოდები კიდევ ცოტას იქნებ გაქრესთქო მაგრამ არაფერი არ შეცვლილა არც მკერდში და არც იღლიაში. მენსტრუაცია შემდეგ თვეებში ჩვეულებრივად მომივიდა ოღონდ ჭარბთმიანობა დამრჩა. მკერდში წარმონაქმნის გაჩენიდან 4-5 თვეში მივედი რადიოლოგთან, რომელმაც ჯერ ხელით შემიმოწმა მკერდი შემდეგ ეხოსკოპია ჩამიტარა ორივე მკერდზე და საერთოდ ვერაფერი აღმოაჩინა, ყოველნაირად სუფთა ხარო, იღლიაში წარმონაქმნზეც გადაატარა და დეოდორანტისგან გაქ საშიში არაფერიაო. ამის მერე მივივიწყე ამ მკერდის ამბები მარა პერიოდულად ხელით ვისინჯავდი ხოლმე. იღლიაში წარმონაქმნი ისევაა, ძალიან პატარა ზომის და არ მტკივა და მკერდშიც ისევ მაქვს წარმონაქმნი რომელიც ზომაში არ იცვლება, უბრალოდ მენსტრუაციის დროს თითქოს ცოტათი იზრდება და შემდგომ ისევ პატარავდება მაგრამ გაქრობით არ ქრება. ეს წარმონაქმნი მოძრავი არ არის სულ ერთი და იგივე ადგილას იგრძნობა. თვითონ მკერდს რომ ვსინჯავ ხელში მასში არაფერია. აი თითქოს შიგნით ნეკნზე არის ეს რაღაც. სისხლის ანალიზი, შარდის, შაქრის, გემოგლობინის ჩატარებული მაქ, ყველაფერი წესრიგშია. საშვილოსნოც გადავიღე მკერდთან ერთად და იქაც ყველაფერი წესრიგშია. კანზე მქონდა პატარაობიდან პრობლემები გამონაყრის, რომელიც ახლაც მაქვს.
სქესი: მდედრობითი, ასაკი წარმონაქმნის გაჩენის დროს 22 ახლა უკვე 24 წლის. წონა: ჭარბწონიანი, 167 სიმაღლეში და 82-83 კილო. უფრო მეტიც ვიყავი მაგრამ დავიკელი ვარჯიშითა და სწორი კვებით, ზუსტად ეს რაღაც რომ გამიჩნდა მაშინ უკვე 10 კილომდე მქონდა დაკლებული. გაუთხოვარი, ქალიშვილი.
რომ არ ქრება ეს რაღაც უკვე ძალიან შევშინდი, ვაიდა რამე ცუდია და არ ჩანს, შეგიძლიათ მითხრათ რა შეიძლება იყოს ან რა გავაკეთო?

Posted by: Malena_ 16 May 2020, 10:51
კულე
აღარ იხმარო ასეთი დეოდორანტი ხშირად რომელიც ოფლს აქრობს.

QUOTE
სისხლის ანალიზი, შარდის, შაქრის, გემოგლობინის ჩატარებული მაქ, ყველაფერი წესრიგშია. საშვილოსნოც გადავიღე მკერდთან ერთად და იქაც ყველაფერი წესრიგშია.

ეს გასაგებია, მაგრამ ჭარბთმიანობა ჰორმონებთან არის კავშირში და არა შაქარი ან ჰემოგლობინი.

მოკლედ, შენი პრობლემა იმაშია რომ პანიკაში ხარ.
ნუ გეშინია, რადგან შენ ჩათვალე საჭიროდ რომ რადიოლოგისთვის მიგემართა და არა მამოლოგისთვის - ალბათ გამოუცდელიბის ბრალია.

რადგან ასე პანიკაში ხარ, წადი და გამოიკვლიე მამოლოგთან მკერდზეც გაგსინჯავენ და იღლიასაც,
გამოკვლევა უფასოა
ამ ლინკზე გადადი და გაეცანი
http://www.gnsc.ge/?act=page&id=21&lang=ge


* * *
სერაფიტი
QUOTE
რის ექიმს უნდა ვეჩვენო? ონკოლოგს, მამოლოგს, თერაპევტს, იქნებ მირჩიოთ?
ცოტა მშიშარა ვარ ასეთ რამეებში და იქნებ დავმშვიდდე.

თერაპევტს გააჩნია, ზოგი იღებს თავის თავზე და ნიშნავს მკურნალობას
ზოგი გადაამისამართებს პაციენტს

მამოლოგების უმეტესობა ასევე ონკოლოგია.

აგერ დავულინკე უფასო ქალთა კონსულტაცია, თუ დრო და სურვილი გაქვს გაესინჯე.
http://www.gnsc.ge/?act=page&id=21&lang=ge
* * *
Mariami2302
QUOTE
ძვირფასმა ექიმმა დანიშნულებას თან მოაყოლა რომ წამალს რომ დავლევდი არ შემშინებოდა სახლში მარტო არ ვყოფილიყავი და არსად გავსულიყავი იმ დღეს

დოსტინექსს მე ვსვამ 3 თვეა, კვირაში 2აბით დავიწყე და ნახევარზე ჩამოვედი ექიმის დანიშნულებით, და რავიცი, ჯანმრთელი ვარ და ნორმალურად .
რეები მოუბოდია ამ შენს ექიმს.

რამდენი გაქვს პროლაქტინი?

პ.ს. მე ძალიან მაღალი მქონდა და შეწყვეტილი მესტრუაცია.
რომ დამინიშნეს მკურნალობა მესტრუაციის წინა პერიოდში ვჭედავდი ემოციურად (ნუ მე სხვა წამალიც მქონდა დანიშნული)

Posted by: კულე 17 May 2020, 01:08
Malena_
პირველ რიგში დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის.
ასაკით არ მიწევს არანაირო უფასო გამოკვლევები, 24 წლის ვარ. თბილისშიც არ ვცხოვრობ, რეგიონში ვარ და ორშაბათს მივდივარ გინეკოლოგთან და ვნახოთ რას მეტყვის. მეც მგონია რომ ჰორმონალური დარღვევები უნდა მქონდეს და ჩავიტარებ ანალიზს ექიმის მითითებით. იღლიასაც და მკერდსაც ვანახებ და ვნახოთ რას მეტყვის. შეიძლება ჰორმონებია არეული და ამის მოწესრიგების მერე ისედაც ჩადგეს ყველაფერი ნორმაში თუ არადა მერე მამოლოგსაც მივაკითხავ უკვე.
არა პანიკაში არ ვარ, უბრალოდ ცოტა მშიშარა ვარ და ამდენი ხანი რომ არ გამიქრა თავისთავად ცუდზე იწყებ ადამიანი ფიქრს. მაგრამ იმისდა მიხედვით რომ ზომაში არ გაზრდილა, პირიქით პატარავდება, იმედი მაქვს რომ ცუდი არაფერია და ეშველება რამე. smile.gif

Posted by: Malena_ 17 May 2020, 11:35
კულე
ხო ეს მეც გვიან ვნახე რომ 40 წლიდან არის უფასო კონსულტაცია.

ეს გამონაზარდი ჰორმონების ბრალი არ იქნება.
ჭარბთმიანობა და ჭარბწონიანობა არის ხოლმე ჰორმონების ბრალი და ამას ჭირდება ენდოკრინოლოგი.

მესტრუაცია არ გაქვს არეული, არ გაქვს ტკივილები საკვერცხის ან გამონადენი ან რამე მსგავსი და რატომ, ვისი რჩევით აირჩიე გინეკოლოგი?

შენი საქმის შენ იცი რა თქმა უნდა.

ჩემი სუბიექტური აზრია რომ წონა და თმიანობისთვის გჭირდება ენდოკრინოლოგი
და ამ წანაზარდისთვის მამოლოგი.

კითხე, დაურეკე ოჯახის ექიმს, თერაპევსტს და ის უკეთ გირჩევს.

რადგან რადიოლოგთან ერთხელ უკვე იყავი, გადაყარე ფული და ისევ არ გაქვს პასუხი.

პ.ს. მე თავად დავდივარ გინეკოლოგთან, მამოლოგთან, ენდოკრინოლოგთან და ა. შ.
ნუ ცოტა ჩავიხედე საქმეში givi.gif

Posted by: სერაფიტი 17 May 2020, 13:37
Malena_
QUOTE
აგერ დავულინკე უფასო ქალთა კონსულტაცია, თუ დრო და სურვილი გაქვს გაესინჯე.


ასაკობრივად არ მიწევს უფასო სკრინინგი, 31-ის ვარ.
ფარისებრის და საშვილოსნოსი ჩავიტარე.
მადლობა ინფორმაციისთვისsmile.gif

Posted by: კულე 17 May 2020, 17:05
Malena_
ენდოკრინოლოგი არ გვყავს აქ და მაგიტომ ვიფიქრე გინეკოლოგთან მივალ მეთქი, მგონი პორმონებს ეგ უნდა ხედავდეს. წონა ბავშვოვიდან მაწუხებს ეს ჰორმონების არა უფრო გენეტიკის და ბევრი ჩამის ბრალი უნდა იყოს. smile.gif მენსტრუაციაზე სერიოზული პრობლემები თითქოს არ მაქ, უბრალოდ ტკივილი მოსვლის დროს, რამდენიმე დღით ხან კვირით გადაცდენა და ერთხელ გამომიტოვა საერთოდ. მაგრამ მაგ დროს უცხოეთში ვიყავი და იცისო ასე მითხრეს. რახან გარკვეული ხარ ამ საქმეში, კიდევ შეგეკითხები რა. ეს ბოლო კვირაა თითქოს რაღაც სითხესავით მოძრაოვს მკერდში და ის გამონაზარდი შემიმცირდა და რა შეიძლება იყოს? აი თითქოს რაღაც რო გაიხსნება და გაიწოვება ისეა. ბოლომდე არ გამქრალა ოღონდ უბრალოდ ზომაში შემცირდა.

Posted by: Malena_ 17 May 2020, 17:40
კულე
QUOTE
ენდოკრინოლოგი არ გვყავს აქ და მაგიტომ ვიფიქრე გინეკოლოგთან მივალ მეთქი, მგონი პორმონებს ეგ უნდა ხედავდეს.

გინეკოლოგი მხოლოდ ქალურ ჰორმონებს ხედავს.
მე გინეკოლოგმა გამაგზავნა ენდოკრინოლოგთან. როდესაც წონაზე დავუწყე წუწუნი.

QUOTE
ეს ბოლო კვირაა თითქოს რაღაც სითხესავით მოძრაოვს მკერდში და ის გამონაზარდი შემიმცირდა და რა შეიძლება იყოს?

მე მგონია რომ კერდის კუნთებია ნორმალური და შენ არ ხარ პროფესიონალი რომ მიხვდე ხელის დადებით სითხეაშიგნით თუ სხვა რამე.
სითხე გასკდა, ჩაიღვარა, ეს ის (არ ვიცი მე, არ გეწყინოს და ეს შენი ფანტაზია მგონია)
სითხე რომ იყოს ან რამე ყველაზე ცოტა გეტკიებოდა.
ძუძუს თავი ნორმალურად გამოიყურება?

ქალების დიდ პროცენტს აქვს წარმონაქმნები მკერდში, შენ არ ხარ არც პირველი და არც უკანასკნელი.
უბრალოდ ამას ჭირდება კონტროლი რომ არ გაიზარდოს და "სახე"არ იცვალოს.

პ.ს. მკურნალი.გე ზე არიან ექიმები და იქ შეგიძლია დაუსვა შეკითხვა მამოლოგს.


Posted by: კულე 17 May 2020, 18:25
Malena_
ძუძუს თავები ხან ამოიბურცება ხაბ ჩადის, ეს ბავშვობიდან ასე მაქვს. ხო მესმის ცოტა ფანტაზიასავით ჟღერს მაგრამ მართლა ვგრძნობ რაღაც სითხის მოძრაობას, რათქმაუნდა ამას თან ახლავს უსიამოვნო შეგრძნება მკერდში მაგრამ ტკივილი არა. მოკლედ შენი თქმის არ იყოს ამდენ მარჩიელობას ჯობია მივიდე მამოლოგთან, მაგრამ მგონი მამოლოგთან მენსტრუაციის დაწყებიდან მე-5 მე-10 დღეს უნდა მივიდე გასინჯვაზე, მენსტრუაცია პირველში მქონდა. წავიდე ახლავე რამე საჩქაროა თუ დაველოდო მენსტრუაციის მოსვლას და რომ მომივა მაშინ მივიდე?

Posted by: Malena_ 17 May 2020, 18:42
კულე
user posted image
user posted image
wow.gif wow.gif

წადი ექიმთან წადი

არ ვიცი დაურეკე გინეკოლოგს და კითხე როდის მიხვიდე მენსტრუაციიდან რომელ დღეს.

წადი ექიმთაააააააააან.

Posted by: კულე 17 May 2020, 19:30
Malena_
yes.gif yes.gif yes.gif მგონი ეს მჩირს, პორმონული ფონი ამერია და ეს გამიჩნდა, თან როცა ეს გამიჩნდა იმ თვეში მენსტრუაცია არ მომსვლია საერთოდ, ჭარბთმიანობაც იმ პერიოდიდან დამეწყო, იღლიაშიც ბურთულა იმ თვეში გამიჩნდა, თითქოს ყველაფერი ერთად მოხდა. წავალ გინეკოლოგთან და ვნახოთ რას მეტყვის.

Posted by: Malena_ 17 May 2020, 19:39
კულე
კულე
user posted image

Posted by: კულე 17 May 2020, 19:46
Malena_
სწორედ ამიტომ ჯერ გინეკოლოგთან მივალ და თუ რამე გამოჩნდა მერე უკვე მამოლოგთან მივალ ციკლის მეექვსე-მეთორმეტე დღეს.
უბრალოდ ეს გინეკოლოგი კარგი ქალია, აქვს ექოსკოპიური აპარატიც და გავასინჯინებ ხელით თავს და მკერდსაც გადავაღებინებ, ვნახოთ აქ რა გამოჩნდება და მერე წავალ მამოლოგთან. მაგრამ იქნებ თუ ჰორმონალური დარღვევების ბრალია, ამის მოწესრიგების მერე ესეც გამიქრეს. ამიტომ ჯერ ვესტუმრები გინეკოლოგს და მერე მამოლოგს. ერთი რამე გასაგებია, რომ მისახედი მაქ ეს პრობლემა. cry.gif

Posted by: ღამის_რაფსოდია 20 May 2020, 12:26
QUOTE (კულე)
ამიტომ ჯერ გინეკოლოგთან მივალ და თუ რამე გამოჩნდა მერე უკვე მამოლოგთან მივალ

კარგი აზრია, შეიძლება გინეკოლოგმა თავადვე გადაგამისამართოს ან მამოლოგთან ან ენდოკრინოლოგთან. up.gif

ვიმედოვნებ, ყველაფერს ადრეულ ეტაპებებზე ჩარევით აღმოფხვრავთ ქირურგიულ გართულებებამდე.


Posted by: კულე 20 May 2020, 15:19
ღამის_რაფსოდია
მეც დიდი იმედი მაქვს, რომ სერიოზული ჩარევა არ დაჭირდება. იქნებ ციკლამდე გაიწოვოს კიდეც, ეს ერთი კვირაა ძალიან შემცირდა ზომაში, იქნებ გაქრეს კიდეც საერთოდ. smile.gif

Posted by: ღამის_რაფსოდია 20 May 2020, 23:26
კულე
QUOTE
ციკლამდე გაიწოვოს კიდეც

დიახ, შესაძლოა მასაჟებმაც უშველოს.

QUOTE
დიდი იმედი მაქვს

მშვენიერია smile.gif

Posted by: Malena_ 21 May 2020, 09:27
QUOTE (ღამის_რაფსოდია @ 20 May 2020, 23:26 )
კულე
QUOTE
ციკლამდე გაიწოვოს კიდეც

დიახ, შესაძლოა მასაჟებმაც უშველოს.

თქვენ ხო ხალხნი არა ხართ

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

პ.ს.ყველაზე აქტიური უსათაურო
2799 პოსტი ამ განყოფილებაში
( 268% ამ წევრის ჯამური პოსტების რაოდენობისა ) lol.gif


კულე
QUOTE
ციკლამდე გაიწოვოს კიდეც

დიახ, შესაძლოა მასაჟებმაც უშველოს.

გატყუებს გოგო
არ მოიკიდო ხელი, არ დაიზილო, არ გასკდეს ან გართულდეს უფრო

რა მასაჟები, ამან რა იცის

Posted by: ღამის_რაფსოდია 21 May 2020, 10:02
Malena_
biggrin.gif კაი ჰო უსათაუროა მოსთაქთივი

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



უმოძრავობამ იცის ჩამოყალიბება...




* * *
კულე
მიდით უშუალო ფიზიკურ გასინჯვაზე, სასურველია იყოს მამოლოგი. რაც შეიძლება მალე. გადადებების გარეშე.
Malena_ს რეაქციამ კარგად დამაკვირვებინა თქვენ პირველ პოსტზე და მართლაც არის საფრთხე, ბარემ გამოვრიცხოთ დროულად, ექსპერიმენტების გარეშე.

ჯანმრთელობის შემოწმება ყოველთვის აუცილებელია და საჭირო. თქვენს შემთხვევაში მითუმეტეს.

Posted by: კულე 21 May 2020, 15:05
არავითარ მასაჟებს და ასე შემდეგ არ ვაპირებ, თუ გაიწოვს გაიწოვს თავისით. ისედაც ვაპირებ ციკლის მერე ექიმთან მისვლას, 2 წელზე მეტია უკვე ასე მაქვს. მეგონა გაქრებოდა დროთა განმავლობაში, მარა რახან არ ქრება მივიდე შესაბამის სპეციალისტთან უნდა.

Posted by: Tatusi_tatu 6 Jul 2020, 13:01
გამარჯობა,

მაინტერესებს თუ გსმენიათ რამე დამატებით სარძევე ჯირკვალზე, რომელიც განთავსებულია იღლიაში. თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით პირადი გამოცდილება რომ გამიზიაროთ.

მადლობა

Posted by: shandy 19 Aug 2020, 19:16
გამარჯობა, კითხვა მაქვს ექიმთან. მამოლოგმა დამინიშნა რიბატრანი, რამდენად შეიძლება ვობენზიმით მისი შეცვლა? ჯერ ერთი ფასის გამო და მეორეც ვობენზიმი უფრო ფართო დანიშნულებისაა და მგონი რომ უფრო მოგებული დარჩება ჩემი ორგანიზმი. არა? smile.gif

Posted by: Pepela88 27 Sep 2020, 00:05
მოგესალმებით მაქვს ტკივი მკერდში 2 დღეა , უფრო ხელს რომ ვიდებ მაშინ, ხელით რომ ვიდინჯავ რაღაც პატარა ჯირკვლრბიცით მხვდება 3-4 თვის წინ გავიკეთე ექისკოპია და მითხრეს რომ ცხიმიანი მკერდი მაქვს და მცხიმგროვებია, მაქვს ციკლის წინა პერიოდი 12-14 დღე ციკლამდე . შეიძლება პმს-ის ბრალი იყო? კიდევ მინდა ექოსკოპია გავიკეთო და ციკლიდან რამდენ დღეში ჯობია? თუ არ აქვს მნიშვნელობა?

Posted by: shavi_kheli 1 Oct 2020, 09:06
Pepela88
გამარჯობა
QUOTE
-4 თვის წინ გავიკეთე ექისკოპია და მითხრეს რომ ცხიმიანი მკერდი მაქვს და მცხიმგროვებია

თუკი 3-4 თვის წინ არ გითხრეს რომ რაიმე სამკურნალოა

არ მგონია მე რომ ახლა იყოს.

QUOTE
კიდევ მინდა ექოსკოპია გავიკეთო და ციკლიდან რამდენ დღეში ჯობია?

ციკლის დაწყებიდან 2 კვირაში

თუმცაღა შემხვედრია ექიმები რომლებიც არ აკეთებს ამაზე აქცენტს.


Posted by: Pepela88 2 Oct 2020, 16:03
shavi_kheli
მადლობა მივხვდი რომ პმსის ბრალი იყო
* * *
shavi_kheli
მადლობა მივხვდი რომ პმსის ბრალი იყო

Posted by: John Jolie 19 Oct 2020, 19:12
გამარჯობა
ვარ მეძუძური და წუხელ დამეწყო მარცხენა ძუძუს ტკივილი, თითქოს უნდა გამსკდარიყო. კანი მტკივა რა
მაგ ძუძუს ბავშვი არა წოვს აქტიურად. სიმაგრე არა აქვს
შეხებაზე ლამის გული მიმდის
ძუძუს ანთებაა?
მამოლოგთან უნდა მივიდე ხო? და ეხოც დამჭირდება ალბათ
ვის მირჩევთ?

Posted by: mariamxvedelidze1209 30 Aug 2021, 10:35
მეგობრებო, დამეხმარეთ. მყავს 4 თვის პატარა მყავს ძუძუზე მაგრამ მაქვს მომატებული სარძევე ჯირკვლები ზომაში ( იღლიაშია გადასული ) ისეთი მტკინვეულია გაუსაძლისი დაგეგმილი მაქვს ამოკვეთა ჯირკვლების ნაწილის ექიმის რჩევით რა საკვირველია რადგან რძე მიგროვდება იღლიის მხარესაც და გაუსაძლისი ტკივილები მაქვს მიჭირს ბავშვის გამოკვება. 2 კვირა დამრჩა ოპერცაიამდე და გავიგე რომ ორსულად ვარ. 2 კვირაა ვფიქრობ და მე და მეუღლემ გადავწყვიტეთ აბორტი გავიკეთო. ვერც ფსიქო-ემოციურად და მგონი ვერც ფიზიოლოგიურად ვერ შევძლება ბავშვის გაჩენას. ძალიან დასტრესილი ვარ ფსიქოლოგთან დავდივარ მაგრამ უშედეგოდ . თან სიეთი დაბდურა ვარ ბავშვის დაჭერას ახლა ვსწავლობ დამოუკიდებლად თვალში წვეთებიც ვერ ჩამოწვეთია ძალიან მოუხერხებელი ვარ მშობლები კიდევ ქვეყანაში არ არიან რომ მომეხმარონ გაზრდაში. გინეკოლოგი ვიღაც გაურკვეველ ადამინთან მირჩევს მისვლას აბორტისთვსი და მეშინია ისეც იმდენი დაავდება და პრობლემა მაქვს გადატანილი არასტერილურ გარემოს და არაპროფესიონალიზმის მეშინია იქნებ რომელიმე კლინიკას და ექიმს გაუწიოატ რეკომენდაცია? ვიცი რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მივიღე მაგრამ ალბათ მალე მე გავგიჟდები არეული ჰორმონები მაქვს თან და ამდენს ემოციას ვესრარ გადავიტან.

Posted by: Anabeli111 31 Oct 2021, 01:00
გამარჯობა ♡ ვგრძნობდი მცირედ დისკომფორტს მარცხენა ძუძუს არეში. გადავიღე ეხო და არის შემდეგი პასუხი:
user posted image
user posted image

ეხოსკოპისტმა მითხრა, რომ მაქვს მასტოპათიისკენ მიდრეკილი მკერდი და უნდა ვაკონტროლო. ამ ეტაპზე საშიში არაფერია. ვიყავი მამოლოგთანაც და მანაც იგივე გამიმეორა. უნდა ვაკონტროლო ეს ცისტები.

2016 წელს გავიკეთე ფიბროადენომის ოპერაცია მარჯვენა მკერდზე.

2018 წელს დავოჯახდი. მქონდა 2 შეწყვეტილი ორსულობა, მათ შორის 1 2021 წლის ივნისში. 2020 წლის ოქტომბერში გადავიმოწმე ეზო და არ მქონია არანაირი ცისტა. შესაძლოა მედიკამენტოზურ აბორტს გამოეწვია?

მაინტერესებს პრევენციისთვის რა შეიძლება გავაკეთო. მადლობა წინასწარ ♡♡

Posted by: Winter- 13 Dec 2021, 11:56
ვის მირჩევთ თბილისში კარგ მამოლოგს(ქალს) ?
როგორც ვიცი როცა გაწუხებს იმდენად საშიში არ არის.მითია თუ რეალობა?
დაახლოებით 15 წლის წინ მქონდა პრობლემა და ვიმკურნალე.მას მერე არ გადამიმოწმებია და იმედია რამე უბედურება არ მჭირს

Posted by: John Jolie 23 Dec 2021, 19:36
პროფილაქტიკის მიზნით მინდა მკერდის შემოწმება (ეხოც და მანუალურადაც , ან მარტო ეხო. თუ რამეა ეხოში ხო ყველაფერი გამოჩნდება) + პრობლემების გარეშე ძუძუს როგორ გავიშრო მირჩიოს კვალიფიციურმა ექიმმა

ვის მირჩევთ?

Posted by: LaBohemia 8 Apr 2022, 18:04
Anabeli111
მეც ზუსტად ანალოგიური დიაგნოზი მაქვს.
ცისტები, დიფუზური მასტოპატია.
მამოლოგ ონკოლოგთან ვიყავი რომელმაც მითხრა რომ სერიოზული არაფერია, მაგრამ კონტროლი სჭირდება.
მე ჩემს ორგანიზმზე დაკვირვებით ვხვდები რომ გირმონალური დისბალანსის გამო მაქვს, რადგან ოცულაციის დროს მტკივა საშინლად მკერდი, ან ესტროგენი მიწევს უაზროდ ან საკვერცხე ვერ იმუშავებს საკმარის ჰორმონს.
ამიტომ ენდოკრინოლოგთან ვაპირებ კვლევის ჩატარებას, შენც იგივეს გირჩევ, რადგან უმიზეზოდ არ ჩნდება არაფერი.
ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჯანსაღი კვება!

Posted by: buchki99 8 Apr 2022, 19:06
გინეკომასტიის შემთხვევაში როგორ მოვიქცე? ვინმე სამეხმარეთ რა. ფინასტერიდს ვსვავ თმის ცვენის გამო. დეჰიდროტესტესტორონის შემამცირებელია რაც თმის ფოლეკიულაზე მოქმედებს და ამას შეიძლება გამოეწვია? მინიმალურ დოზას ვსვავ 5მგ ტაბლეტია და 2 დღეში 1ხელ 2.5მგს ვსვავ შუაზე ვყოფ. რას მირჩევთ?

Posted by: VIP Blogger 19 May 2022, 11:37
user posted image


ჩვენს კოლეგას, 28 წლის ხატია ქირიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას მკერდის ინვაზიური სადინროვანი კარცინომა დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია/მკურნალობას საჭიროებს თურქეთში.

გამომდინარე მისი წინა, ღვიძლის პრობლემიდან, შეუძლებელია საქართველოში მისი განკურნება. (თრომბოზი, 2015 წელს ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია თურქეთში) და ახლაც საჭიროებს სტამბულში, აჯიბადენის კლინიკაში გამგზავრებას, რაც უდიდეს ხარჯებთან არის დაკავშირებული. (40.000 ლარი). ხატია 29 მაისს თურქეთში უნდა იყოს.

დახმარების შესაძლებლობის შემთხვევაში, ნებისმიერი თანხა შეგიძლიათ დარიცხოთ შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:

პაციენტის (ხატიას) საბანკო ანგარიშები:

საქართველოს ბანკის ანგარიში:

#GE74BG0000000100830590

თიბისი ბანკის ანგარიში:

#GE51TB7206845061100004



https://rustavi2.ge/ka/news/229475?fbclid=IwAR39seY9CUpnEkt5D0ZeWIZXsWul6iespggs8dfHvNEvagP8i3qzVidwSbg



user posted image




იუზერებო ყველა გთხოვთ ჩარიცხოთ თანხა მითითებულ საბანკო ანგარიშზე თუნდაც 1 ლარი. სულ საჭიროა 40.000 ლარი

წინასწარ გმადლობთ.

Posted by: 7903251 16 Sep 2022, 10:47
გამარჯობა, ძალიან კარგ ადამიანს დაუდგინდა მარჯვენა ძუძუს კიბო. სანამ ექიმთამ მისვლას შევძლებთ, გთხოვთ, გამიწიოთ კონსულტაცია, რა ხდება ამ პაციენტის თავს, იგი არის 40 წლის.

ჰისტოპათოლოგიური კვლევის პასუხია.

მიკროსკოპია: გამოკვლეულ მარჯვენა ძუძუს ბიოპტატებში აღინიშნება ზომიერად პოლიმორფული
ბირთვის მქონე ატიპიური უჯრედების ალვეოლური და ტრაბეკულური პროლიფერატების ინვაზია
დესმოპლაზიურ სტრომაში, ალაგ გავრცელებით ცხიმოვან ქსოვილში. სტრომაში აღინიშნება სუსტად
გამოხატული ლიმფოციტური ინფილტრაცია.
სიმსივნის ავთვისებიანობის ხარისხი ბლუმ-რიჩარდსონის სისტემის ელსტონ/ნოტინგჰემის
მოდიფიკაციის მიხედვით: მილაკების ფორმირება - 3 ქულა; ბირთვული პოლიმორფიზმი - 2 ქულა;
მიტოზური აქტივობა - 1 ქულა; ჯამი - 6 ქულა (Grade 2).


დასკვნა: მარჯვენა ძუძუს ინვაზიური სადინროვანი კარცინომა, Grade 2. ICD-O code 8500/3.
Luminal A-like (Intrinsic molecular subtypes based on St. Gallen International Expert Consensus 2013).
იმუნოჰისტოქიმიური კვლევა:
HER2/neu= 1+ ნეგატიურია
ER= 8 (5+3) პოზიტიურია
PR= 8 (5+3) პოზიტიურია
Ki-67= 12%


Posted by: Natuka NGN 18 Sep 2022, 22:09
7903251
ერთ ძლაიან კარგ ონკო-მამოლოგს ვკითხე თქვენს პრობლემაზე და ეს მიპასუხა:
"აგრესიული ფორმა არაა და თუ არ არის იღლიაში გადასული ან სადმე შორეული მეტასტაზი არაა მაშინ ადვილად მორჩება.. ოპერაცია+/-სხივური + ჰორმონოთერაპია.
სიმსივნის ზომას და ექოსკოპიაზე იღლიის ლიმფური კვანძების სტატუსს გააჩნია"

Posted by: Winter- 3 May 2023, 09:02
მამოგრაფიის შემდეგ ექოსკოპიაზე რომ დამიბარეს,რას უნდა ნიშნავდეს?

Posted by: Gelbakha 25 Feb 2024, 22:19
გამარჯობათ.
ვარ 36 წლის მამაკაცი. 2 წლის წინ ჩამიტარდა მარჯვენამხრივი კანქვეშა მასტექტომია. დვრილის უკან მქონდა კვანძოვანი ლიპომა. ვერ ვამჩნევდი, რომ არა ვარჯიშის დროს სიმძიმის მოხვედრისას ტკივილი. დამინიშნეს კურკუმინი და კიდევ რაღაც მცენარეული ერთი თვით, ჰორმონების სარეგულიროდ (ანალიზების აღების გარეშე), რამაც რა თქმა უნდა შედეგი არ გამოიღო და მოვიშორე ქირურგიული გზით. 2 თვის წინ ისევ შევამჩნიე იგივე სიმაგრე, ოღონდ მარცხნივ. მივმართე ანდროლოგს, ჩავიტარე ანალიზები და ენდოკრინული მიზეზი რაც შეიძლება ყოფილიყო, ყველაფერი გამოირიცხა, ყველა ჰორმონი ნორმაშია. სავარაუდოდ ისევ ქირურგიულად მოვიშორებ, მაგრამ რაღაც ხომ იწვევს? რა შეიძლება იყოს მიზეზი გარდა ჰორმონალური დისბალანსისა (რაც გამოირიცხა). იქნებ სხვა რამე პრობლემა მაქვს და ეს ლიპომა მეორეული გამოვლინებაა. რა შეიძლება გამოვიკვლიო?
წინასწარ გმადლობთ.

Posted by: niniko14 28 Feb 2024, 19:28
გამარჯობა.მაქვს ცისტები მკერდში.მარცხენა მხარეს დიდი ზომის .52მლ სითხით.მაწუხებს და მტკივა.რაიონში მამოლოგმა მხოლოდ დ ვიტამინის გადამოწმება მირჩია.რა ვქნა ვერ ვიგებ? სითხე ამოვიღო?.არადა ისევ დგებაო

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)