Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფსიქოლოგია > როცა ღამე აღარ თენდება! ...


Posted by: Stalker2005 25 Mar 2018, 00:38
როცა ღამე აღარ თენდება!
(ანუ ყავა კონიაკის გარეშე)
***
- უკვე დილაა...
მაგრამ არ დაადგა საშველი გათენებას!
- მთელი დღეა ვიღვიძებ...
და ისევ სხვის სიზმარში მეღვიძება!
- ცხოვრებას ველოდები და...
ცხოვრების მოლოდინში მეცხოვრება!
- წერილს ველი და ...
მხოლოდ ფოსტალიონი მხვდება,
- სახლიდან გავდივარ და...
ისევ სიცარიელე მეგებება!
- სახლში ვბრუნდები და ...
ვხედავ სავარძელში როგორ მეძინება!
- თითქმის მთელი დღეა ...
და გუშინდელი ღამე ჯერ არ გათენებულა!
- და მაინც სად არის ის...
ვინც ყოველივე ამას ხედავს?!
- ალბათ რომელიმე სიზმარშია...
და იქ კიდე სულ სხვა სიზმარს ხედავს!

**********
... მაგარი მაზალო რამეა ცნობიერების ნაკადი - რო გგონია რომ იქა ხარ, ამ დროს ისევ აქა ხარ!
ჰოუ, გუშინ მეტროს ბაქანზე სულმოუთქმელად ავაჭერი და ვერ მიუსწარი მატარებელს...მაგრამ, ბოლო ვაგონის ფანჯარაში თვალი მოვკარი ჩემს თავს ... შუა თითს მიჩვენებდა! facepalm.gif
...საკუთარ თვალებს არ დავუჯერე, მაგრამ მაინც ცუდად მენიშნა და სახლში დაFბრუნდი. კარები ლამის ჩამოვიღე ზარის რეკვით, ბოლოს გამიღეს და ვუყურებ კარებში ჩემივე - მე მეგებება და სახეზე იგივე ირონია დასთამაშებს, რაც მეტროს ვაგონს ფანჯრიდან! ბოლოს სერიოზულად მითხრა შემოდიო და სახლში შემიძღვა. მისაღებში რო შევედით და ხელი გაიშვრა და მეკითხება - აიმას თუ სცნობო?! ... ვხედავ მე ვზივარ სავარძელში და მძინავს!...გავოგნდი, მაგრამ ისევ ჩემმა ხმამ გამომაფხიზლა, ის ტიპი-მე მეუბნება არ მიხვიდე და არ გააღვიძოო, რო იცოდე - ის ახლა ძილში შენ გხედავს სიზმარში მე რო მელაპარაკები და რო გააღვიძო, ყველა ერთად გავქრებით, რადგან შენ მე და იმას ხედავ სიზმარში და მე კიდე - შენ და იმასაო! drug.gif
...გაიგეთ რამე?!...თუ ვერა, არ ინერვიულოთ, მეც თქვენს დღეში ვარ!...ისევ აჯობებს კაი ლახტავოი ჭიქა გადაFკრათ და ცნობიერების ნაკადებზე წავისაუბროთ! wink.gif biggrin.gif

Posted by: Estrella 25 Mar 2018, 02:37
ის, ვინც ყოველივე ამას ხედავს?
ვერ ხედავს. გრძნობს.
დიიიიდი, უზარზე მაზარი, გაფართოებაზე ფართო, ჰაერზე ჰაერი,
სიცარიელეზე ცარიელი, არაფროფაზე არაფრობად ქცეულა.
მასში დაიბლანტება სიზმრები, სიზმრების სიზმრები, ერთი სიზმრიდან მეორეში მომზირალი სიზმარები, ჩვენ.

და ნეტავ, რა იყო ჩვენამდე?
თუ დავუშვებთ, რომ მართლაც ასეა და მართლაც ქცეულა?
საინტერესოა. უბრალოდ საინტერესოა.
ვისთვის? ვისთვის და ჩემთვის, რომელსაც მგონია, რომ ჩემი თავის ნებისმიერ ინტერპრეტაციაში გადავალ და გადმოვალ.
ვინ ვიყავი მე ერთი თვის უკან? ახლა არ ვარ ის. არაფრით მგავს. ხმაც სხვაა. მანერებიც. მზერაც. თვით წარბებიც!
მე ვარ ჩემივე თავის სიზმართუხუცესი....

მე ასე მგონია... და ამიტომ მეინტერესება.
შენ არ გეინტერესება რა იყო მანამდე, რადგან შენს თავს შიშინით ეხები და ეს შეხება გწვავს.


სტალკერს smile.gif


სიცხე 38.9 პროგრესირებადი, იმედიანად პროგრესირებადი. biggrin.gif

Posted by: s-n-r 25 Mar 2018, 03:55
როცა სიცხისგან გათანგულს ბოდვები მეწყებოდა,
მზის ათინათი ჭადრის ფოთლებში ანიმეს ქმნიდა, ზღაპრულს, საოცარს,
დაბრუნებულს კი, ავტოების ულმობელი სიგნალებით თავმობეზრებულს,
ცხელი პიურე და ალუჩა მენატრებოდა, ძლიერ (ოდესღაც ბებო რომ მახვედრებდა).
გუნებაწამხდარს, წიგნების გროვაზე დასკუპებული არარსებული კარლსონი მამხნევებდა, მაგრამ ამაოდ.

Posted by: Lаki 25 Mar 2018, 10:05
ზემოთ ნათქვამებიდან ვერაფერი გავიგე თუმცა ჩემსას მაინც დავამატებ biggrin.gif
ძილი (ღამის!) ყველაფერს მირჩევნია. რატომ იცით, ჩემს სიზმრებს ძირითადად მევე ვმართავ და მათში მოგზაურობა ყველზე დიდ შვებას მგვრის...

სიზმარიც გადამიბია/გამიგრძელებია
ვერაა მგონი მთლად დალაგებული მდგომარეობა. boli.gif


დიდი ხნის განმავლობაში დავფრინავდი კიდეც. ყველაზე უძლიერესი შეგრძნება love.gif,
მერე უცებ შეწყდა და ვეღარ გავაგრძელე (ფრენა) sad.gif

Posted by: Stalker2005 25 Mar 2018, 20:57
Estrella
QUOTE

სტალკერს 


სიცხე 38.9 პროგრესირებადი, იმედიანად პროგრესირებადი.



up.gif vik.gif lol.gif ... ესტრელლა, მთავარია იმედი არ მოგვშალოს ღმერთმა და ფარენგეიტის 32F ქვეითაც დავეშვებით!


QUOTE
საინტერესოა. უბრალოდ საინტერესოა.

...ყველაფერი ნმდვილი - "უბრალოდ საინტერესოა", რაც იმს ნიშნავს, რომ ხნდახან მანამდე ნცვიფრდები, სანამ გახდება "უბრალოდ საინტერესო"! 2kiss.gif

QUOTE
ვისთვის? ვისთვის და ჩემთვის, მგონია, რომ ჩემი თავის ნებისმიერ ინტერპრეტაციაში გადავალ და გადმოვალ.

...ამას ძველი ტოლტეკების თანამედროვე ენაზე ჰქვია - "სტლკინგი" !

QUOTE
შენ არ გეინტერესება რა იყო მანამდე, რადგან შენს თავს შიშინით ეხები და ეს შეხება გწვავს.

...რა იყო მანამდე უკვე ნანახი მაქვს, მაგრამ გამოგიტყდები და ცოტა "მეშიშიშინია" კიდეც გავიგო რა იყო მანამის მანამდე.
არა ჩემი დაწვის, მაზოლს რაღა დაწვავს...არამედ რასაც შევეხები, ის არ დავაზიანო და მას არ დავუფრთხო ანგელოზები!
user posted image

s-n-r
QUOTE
ცხელი პიურე და ალუჩა მენატრებოდა, ძლიერ (ოდესღაც ბებო რომ მახვედრებდა).

...ცხელ პიურეზე, სკოლის ბუფეტის კატლეტები გამახსენდა, გულო ბაბოს მიერ გემრიელად შეზავებული და შემწვარი...მაშინ კატლეტი და პური 25- კაპიკი ღირდა , თან ნამდვილი ხორცის კატლეტი და არა სოიოს ფარშის! wink.gif

Lаki
QUOTE
დიდი ხნის განმავლობაში დავფრინავდი კიდეც. ყველაზე უძლიერესი შეგრძნება

...გეთანხმები!...დაბლა დაშვებისას და ვარდნისას, გული რო გიჩქარდება და ძილშიც რო გრძნობ! up.gif

Posted by: Estrella 26 Mar 2018, 02:15
Stalker2005
QUOTE
"უბრალოდ საინტერესოა", რაც იმს ნიშნავს, რომ ხნდახან მანამდე ნცვიფრდები, სანამ გახდება "უბრალოდ საინტერესო"!

და ის, რაც განგაცვიფრებს, ჩვეულებრვ, წინასწარი ინტერესის გარეშე აკრთობს ნცვიფრებით smile.gif

QUOTE
ის არ დავაზიანო და მას არ დავუფრთხო ანგელოზები!

მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა... smile.gif


s-n-r
QUOTE
როცა სიცხისგან გათანგულს ბოდვები მეწყებოდა,
მზის ათინათი ჭადრის ფოთლებში ანიმეს ქმნიდა, ზღაპრულს, საოცარს,
დაბრუნებულს კი, ავტოების ულმობელი სიგნალებით თავმობეზრებულს,
ცხელი პიურე და ალუჩა მენატრებოდა, ძლიერ (ოდესღაც ბებო რომ მახვედრებდა).
გუნებაწამხდარს, წიგნების გროვაზე დასკუპებული არარსებული კარლსონი მამხნევებდა, მაგრამ ამაოდ.

ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი
ნუკრის თვალებით, თმით-მიმოზებით.
და მწუხარების მალე ნიავში
მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები.

შეშლილი სახით კიოდა ქუჩა,
შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა!
მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა,
და გაისმოდა დების სიმღერა.


და ბებო smile.gif




Lаki
QUOTE
დიდი ხნის განმავლობაში დავფრინავდი კიდეც. ყველაზე უძლიერესი შეგრძნება ,
მერე უცებ შეწყდა და ვეღარ გავაგრძელე (ფრენა)

წყლის ზედაპირზე სწრაფად დავრბი-დავრუცავ.
თითქოს ტერფებით ვარ წყალზე მოჭიდებული,
თორემ ისე სწრაფად და მაღლიდან მივცურ-მივფრენ, ჰაერში ცურვა მომიწევს.




და თუ კი მე ვარ ჩემივე სიზმარი, მაშინ იქ, სადაც ახლა მძინავს, ვიღასი სიზმარია? smile.gif

Posted by: Lаki 26 Mar 2018, 08:31
Estrella
QUOTE
და თუ კი მე ვარ ჩემივე სიზმარი, მაშინ იქ, სადაც ახლა მძინავს, ვიღასი სიზმარია?

ეჭვი მაქვს რომ ვიღაც ჩვენი ორეული სადღაც დაბორიალობს დედამიწაზე და სიზმრებსაც ისინი გვიგზავნიან/ვუგზავნით.
ალბათ მოულოდნელად (უმიზეზოდ) მოგვრილი სევდა/სიხარულიც მათი დამსახურებაა biggrin.gif
ცოდოა ადამიანი მარტო(დ) ამ დედამიწაზე. (არც ასეთი სასტიკია ღმერთი რომ საბოოლოო სიმარტოვისთვის გაწიროს მის ხატადქმნილი), მითუმეტეს მაშინ თუკი მის ნამდვილ ნახევარს ვერ მიაგნო ან დაკარგა...

დეჟა ვუ-ც მაგათგან იქნება.... yes.gif

Posted by: HurricaneKat. 26 Mar 2018, 08:48
QUOTE (s-n-r @ 25 Mar 2018, 03:55 )
როცა სიცხისგან გათანგულს ბოდვები მეწყებოდა,
მზის ათინათი ჭადრის ფოთლებში ანიმეს ქმნიდა, ზღაპრულს, საოცარს,
დაბრუნებულს კი, ავტოების ულმობელი სიგნალებით თავმობეზრებულს,
ცხელი პიურე და ალუჩა მენატრებოდა, ძლიერ (ოდესღაც ბებო რომ მახვედრებდა).
გუნებაწამხდარს, წიგნების გროვაზე დასკუპებული არარსებული კარლსონი მამხნევებდა, მაგრამ ამაოდ.

თეთრი ლექსია? user.gif ...........
* * *
ერთი!
ჰე, ადამიანო, ყური დაუგდე!
ორი!
რას იტყვის ღრმა შუა ღამე?
სამი!
'მეძინა,მეძინა-"
ოთხი!
"ღრმა ძილისგანა გამომეღვიძა"
ხუთი!
'ქვეყანა ღრმაა'
შვიდი!
"ღრმა არის ურვა-"
რვა!
"სიხარული უფრო ღრმაა, ვიდრე გულის მწუხარება':
ცხრა!
"ურვა იტყვის: წარვედ!'
ათი!
ხოლო ყოველ სიხარულს
მარადიულობა ჰსურს-,
თერთმეტი!
'-ჰსურს ღრმა მარადიულობა!'
თორმეტი!

Posted by: Estrella 27 Mar 2018, 00:45
Lаki
QUOTE
ეჭვი მაქვს რომ ვიღაც ჩვენი ორეული სადღაც დაბორიალობს დედამიწაზე და სიზმრებსაც ისინი გვიგზავნიან/ვუგზავნით.
ალბათ მოულოდნელად (უმიზეზოდ) მოგვრილი სევდა/სიხარულიც მათი დამსახურებაა
ცოდოა ადამიანი მარტო(დ) ამ დედამიწაზე. (არც ასეთი სასტიკია ღმერთი რომ საბოოლოო სიმარტოვისთვის გაწიროს მის ხატადქმნილი), მითუმეტეს მაშინ თუკი მის ნამდვილ ნახევარს ვერ მიაგნო ან დაკარგა...

დეჟა ვუ-ც მაგათგან იქნება....

შეიძლება.... არ ვიცი.... smile.gif

მე არ მაქვს ეჭვი.
უბრალოდ, არ ვიცი. smile.gif
(სიტყვების თამაში სიტყვების თამაშისათვის)

Posted by: iskkra 27 Mar 2018, 00:54
დიდი ხნის განმავლობაში დავფრინავდი კიდეც. ყველაზე უძლიერესი შეგრძნება

Posted by: Stalker2005 27 Mar 2018, 01:30
Estrella
QUOTE
და ის, რაც განგაცვიფრებს, ჩვეულებრვ, წინასწარი ინტერესის გარეშე აკრთობს ნცვიფრებით

...მოიცა, გეტყვი...ინტერესი რომ დაიბადოს, უნდა მოხდეს განცვიფრება შეხვედრაში!
...შეხვედრა რომ შედგეს, უნდა ინებონ ვარსკვლავებმა!
...ვარსკვლავებმა რომ ინებონ, ვიღაცამ უნდა მელოდია შეასრულოს !
...მელოდია რომ შსრულდეს, გული უნდა ძგერდეს!
...გულის ძგერა კი სიცოცხლის ფეთქვაა!


Posted by: Lаki 27 Mar 2018, 08:49
Estrella


ხო, რასაც გაიგონებ ყველფერი არ უნდა დაიჯერო user.gif

Posted by: Estrella 27 Mar 2018, 13:25
Stalker2005
QUOTE
...მოიცა, გეტყვი...ინტერესი რომ დაიბადოს, უნდა მოხდეს განცვიფრება შეხვედრაში!
...შეხვედრა რომ შედგეს, უნდა ინებონ ვარსკვლავებმა!
...ვარსკვლავებმა რომ ინებონ, ვიღაცამ უნდა მელოდია შეასრულოს !
...მელოდია რომ შსრულდეს, გული უნდა ძგერდეს!
...გულის ძგერა კი სიცოცხლის ფეთქვაა!

მეორეში გადასვლის ინსტინქტით? smile.gif

შთაგონებით ანთებული მზერის ნაპერწკლებით,
ოდნავ დაყოვნებულით, წარსულგანცდილს თუ იგონებდა რამეს,
ხელის მეტყველი ძარღვებით და სხარტი სტაკატოებით,
მოჰქონდა ტალღა, მკვეთრი სიოსი, რაღაცით რომ შენში შემოცოცებულ სიცხეს ამგვანე.


Posted by: shepherd 1 Apr 2018, 19:25
Stalker2005
QUOTE
...გაიგეთ რამე?!...თუ ვერა, არ ინერვიულოთ, მეც თქვენს დღეში ვარ!...ისევ აჯობებს კაი ლახტავოი ჭიქა გადაFკრათ და ცნობიერების ნაკადებზე წავისაუბროთ!

გავიგე, ჩვეულებრივი მდგომარეობაა

განსაკუთრებით ლახტავოი ჭიქების (ჭიქის არა) გადაბმის მერე

ხანდახენ მენატრება ხოლმე ტიტანური აზრები))
როცა მარტო ხარ და ზემოდან დასცქერი მთელ სამყაროს ირონიულადsmile.gif

Posted by: Stalker2005 6 Apr 2018, 00:48
shepherd
QUOTE
გავიგე, ჩვეულებრივი მდგომარეობაა

განსაკუთრებით ლახტავოი ჭიქების (ჭიქის არა) გადაბმის მერე

lol.gif up.gif up.gif

QUOTE
როცა მარტო ხარ და ზემოდან დასცქერი მთელ სამყაროს ირონიულად


კაკრაზ ლახტავოი მაგითაა კაი, რომ არც დასცქერი და არც ასცქერი...პროსტა უფრო ჩოტკად იყურები თვალებიდან!

ირონიას რაც შეეხება, ყველაზე მეტად ის საკუთარ თავზე მემერთება...და უკვე მერე ვპოულობ სხვებთან მსგავსებებს. smile.gif

Posted by: GeorgeSurgeon 6 Apr 2018, 01:45
Lаki
QUOTE
ზემოთ ნათქვამებიდან ვერაფერი გავიგე თუმცა ჩემსას მაინც დავამატებ
ძილი (ღამის!) ყველაფერს მირჩევნია. რატომ იცით, ჩემს სიზმრებს ძირითადად მევე ვმართავ და მათში მოგზაურობა ყველზე დიდ შვებას მგვრის...

სიზმარიც გადამიბია/გამიგრძელებია
ვერაა მგონი მთლად დალაგებული მდგომარეობა. 


დიდი ხნის განმავლობაში დავფრინავდი კიდეც. ყველაზე უძლიერესი შეგრძნება ,
მერე უცებ შეწყდა და ვეღარ გავაგრძელე (ფრენა) 

ამ მდგომარეობას ლუციდური ძილი ეწოდება. სიზმარს კი ლუციდური სიზმარი.

Posted by: Lаki 6 Apr 2018, 09:00
GeorgeSurgeon
QUOTE
ამ მდგომარეობას ლუციდური ძილი ეწოდება. სიზმარს კი ლუციდური სიზმარი.



რაც გინდა ის ეწოდოს.
მენატრება (ფრენა) mo.gif

Posted by: GeorgeSurgeon 6 Apr 2018, 14:11
Lаki

სიზმრების მართვა შესაძლებელია. ლუციდური ძილის ხელოვნურად გამოწვევაც შესაძლებელია. ეს ადამიანის ქვეცნობიერზე მოქმედებაა. ამ მეთოდით შესაძლებელია დიდი რაოდენობით ინფორმაციის დამახსოვრებაც კი! მაგალითად ლექსების ან პოემების. ძილის წინ თუ წაიკითხავ, ლუციდურ სიზმარში შეგიძლია გადაშალო წიგნი და გაიხსენო/წაიკითხო ლექსი/პოემა/ტექსტი და დილით როცა გაიღვიძებ გემახსოვრება. yes.gif yes.gif
* * *
საინტერესო ბლოგია ლუციდურ სიზმრებზე
http://stultusius.blogspot.com

Posted by: Lаki 6 Apr 2018, 14:17
Estrella
QUOTE
შთაგონებით ანთებული მზერის ნაპერწკლებით,
ოდნავ დაყოვნებულით, წარსულგანცდილს თუ იგონებდა რამეს,
ხელის მეტყველი ძარღვებით და სხარტი სტაკატოებით,
მოჰქონდა ტალღა, მკვეთრი სიოსი, რაღაცით რომ შენში შემოცოცებულ სიცხეს ამგვანე.
2kiss.gif

user.gif
* * *
GeorgeSurgeon
QUOTE
საინტერესო ბლოგია ლუციდურ სიზმრებზე
ლუციდური სიზმრები


არ დავმალავ და შენგან მოვისმინე პირველად ეგ ტერმინი.
მაგ ბლოგსაც მივაგენი
ნაწილი წავიკითხე, დანარჩენს მერე წსვიკითხავ.


არადა, მომენტრა
დამიბრუნეთ ჩემი
QUOTE
ლუციდური სიზმრები


weep.gif

Posted by: GeorgeSurgeon 6 Apr 2018, 14:47
QUOTE
არადა, მომენტრა
დამიბრუნეთ ჩემი

მთავარი მონდომებაა და დაბრუნდება...

ფილმებიც არის ლუციდურ სიზმრებზე.

Posted by: Stalker2005 25 May 2018, 15:52
GeorgeSurgeon
QUOTE
სიზმრების მართვა შესაძლებელია.

... საკმაოდ ზერელედ ნათქვამია!

სიზმართხედვას კასტანედა უწოდებდა ცნობერების სხვა რეჟიმზე გადართვას...ცნობიერების ველის ფოკუსის გადატანა სხვა განზომილებაში, თუმცა როცა "იქ" იმყოფები "აქ" ვეღარაფერს ხედავ...უბრალოდ მოგვიანებით შეიძლება რესტავრირება გაუკეთო იქ ნახულს სხვა ტერმინებში....ანუ იმის თქმა მინდა, რომ ფოკუსი ერთდროულად არ მუშაობს იქაც და აქაც. მე აქ ფოკუსი ვიხმარე, ორიგინალში ის "შეკრების წერტილად" მოიხსენიება.

მე მაგალითად საკუტარი ხელის გულის ნახვა ვცადე, ოღონდ ისე რომ მისი გამოსახულების ფიქსაცია მომეხდინა...იმდენად ძნელი აღმოჩნდა, რომ მივატოვე ტრენინგი.
მაგრამ ვიცი დანამდვილებით, რომ ვისაც "პეიოტის" პრაქტიკა გაუვლია, მათთვის ამის და ბევრი სხვა რამის გაკეთება ძნელი საქმეს არა წარმოადგენს.

Posted by: Lаki 26 May 2018, 09:15
იყოს რა, სიზმარშიც და ცხადშიც, ჩემთან...

Posted by: alublismuraba 1 Aug 2018, 11:57
QUOTE
ხელის მეტყველი ძარღვებით და სხარტი სტაკატოებით,

სხარტი ტაკოები წამეკითხა უცებ lol.gif

როცა ღამე არ თენდება,ესე იგი სინდისი არ გვაძინებს.არ მივცეთ მას საშუალება დაიძინოს დღისით!

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)