NI-224-KAმგონი უბრალოდ გემოვნების საკითხია უკვე აქ და ვერამგონია შევთანხმდეთ
ვინ რაში იპოვის საუკეთესო კომპრომის მაგაზეა.
ვერ წარმომიდგენია ეგეთი სად უნდა წავიდე ამ მანქანით კუზაო რო გავღუნო ან რატო უნდა მომინდეს ეგრე გავიმეტო ეს ყოველდღიური მანქანა, ამ ხნის განმავლობაში არასოდეს შემქმნია საჭიროება სადმე ისეთ ადგილას მივსულიყავი ეგეთი სირთულის გზა რო შემხვედროდა. თბილიში ვცხოვრობ და 98% აქ დავდივარ. ხანდახან ვაწყობთ გასვლებს მეგობრებთან ერთად სხვადასხვა ქალაქებში საბოდიალოდ ან რაიმე ლამაზ ადგილას ბუნებაში ვმწვადაობთ, სრულებით მაკმაყოფილებს ამის გამავლობა არც არაფერი გაღუნულა 3 წელი ხდება უკვე. რეალურად ექსტრემალურს არაფერს ვაკეთებ მოკლედ ამ მანქანით. წელს გომის მთაზე ვფიქრობთ წასვლას არამგონია რაიმე სირთულე იყოს იქ ასვლა ამ მანქანით სედანებით ადიან.
რამდენი პროცენტი იყენებს პრადოებს ფორტუნერებს და 200 ებს ეგეთ უგზოობაში? ჩემი აზრით არც ღირს ეგეთი მანქანებით მასე გართობა. ექსტრემალური ოფროუდი ისეთი მანქანით ჯობია რომელიც იაფი ღირს და შეგუებული ხარ იმ ფაქტს რომ ეგ მანქანა სულ რო სახურავზე დააგდო ან დაჭეჭყო გული არ დაგწყდება და ტრაგედია არ იქნება. შეიძლება ვიღაცა მილიონერია და უღირს მაგ მანქანებით გარისკვა მაგრამ ჩემთვის ეგეთი ფუფუნება ხელმიუწვდომელია. მაქსიმუმ რამე ჯიმნის თუ დავითრევ შელახულს და კიდე უფრო შევლახავ ან 70 სერიის მოკლე ბაზას, მთის მოტოებიც მომწონს. უბრალოდ ვიცი რო ეგ იქნება სათამაშო მანქანები და წელიწადში რავი 2 ჯერ თუ გამოვიყენე დანიშნულებისამებრ კარგია, იმიტორო იმ GX ის არ იყოს მომიწევს ადგილების სპეციალურად ძებნა. GX ზე კიდე ზუსტად მაგას მივხვდი რო ვერ ვიმეტებდი და ვერ ვრისკავდი, ეგრე კიდე გართობა აღარ გამოდის.
აქედან გამომდინარე პრადოც ფორტუნერიც და რანერიც იგივენაირად უნდა მეხმარა როგორც ეხლა ეს. პრობლემა კიდე მაგ მანქანებს ტევადობა აქვთ და ასევე მატორები.
2.7 ბენზინი კი გეცოდინება რაც არის ეგ არც განიხილებოდა.
3.0 დიზელი ეკონომიურობით ზუსტად რო მაკმაყოფილებდა მაგრამ აჩქარება და ხმა აქვს ისეთი ნერვებს დაგაგლეჯს. თან ალბათ გეცოდინება მაგ ძრავების პრობლემებიც.
2.8 დიზელი ახლები რაც არის ვერაფერი ცხენის ძალების მომატებით ვერ გამოირჩევა და თან კიდე ის რაღაც სითხის ჩასხმა და ამბები უნდა.
4.0 ბენზინი აი ამაზე სერიოზულად ვფიქრობდი ყველანაირად კარგი ძრავია, მაგრამ აქ უკვე წვის პრობლემა ჩნდება. განსაკუთრებით საცობებით სავსე ქალაქში.
სექუოიაც ვარიანტი იყო ტევადობა მომწონდა მაგრამ ნუ ეგ რასაც წვავს კი იცი
ამიტომ მომხიბლა ამ ჰაილენდერმა რო ტევადობა უკეთესი აქვს ვიდრე პრადოებს და ფორტუნერებს, უფრო სწრაფია ვიდრე პრადოები და ფორტუნერები, 8 წამამდე ჩქარდება 100 მდე და ყველაზე მთავარი ძრავი აქვს 3.5 2GR 21 მდე სხვადასხვა მოდელში დევს ეგ ბლოკი, გამოცდილი და მუშა ძრავია, რამდენს გადის და როგორ ძალიან ბევრი ინფორმაციაა მაგაზე.
ჰიბრიდის შემთხვევაში კიდე ეგ ძრავი დეფორსირებულია საერთოდ
რაც ძრავის რესურს კიდე უფრო ზრდის. კარობკა აქვს eCVT ანუ არანაირი რემნები და ცეპები, ძალიან მარტივი და გამძლე კონსტრუქციაა, იმაზე უფრო გამძლე და მარტივი ვიდრე მექანიკები და ავტომატიკები დღეს არსებული.
ტოიოტამ ძალიან დიდი რესურსი ჩადო ჰიბრიდული სისტემის შექმნაში და დაამტკიცა თავისი საიმედოობა გამძლეობა ეფექტურობა, მაგის მაგალითია ყველასგან ნაგინები პრიუსი რომელიც ასე მრავლადაა და ივლიან კიდე ვინ იცის რამდენს
ჰიბრიდს ერთი შეხედვით ბევრი ელექტროობა და ამბები აქვს, მაგრამ რეალურად ზუსტად ეგ ელექტროობაა ყველაზე გამძლე, უფრო გამძლე ვიდრე შიდა წვის ძრავი, ზუსტად მაგიტო ტოიოტა 10 წელს იძლევა ელემენტებზე გარანტიას მაგრამ არა შიდა წვის ძრავზე
P.S.
ახალი კრუზაკის ძრავები თუ ნახე ტოპ მოდელებში V6 ჰიბრიდია ტურბოთი
აპრილში უნდა წარადგინონ წესით.
This post has been edited by RAMPAGE- on 9 Apr 2021, 03:50