თუკი გსურთ ქუთაისში რამე საქმის დაწყება/გაგრძელება, გჭირდებათ საიმედო(!) კაცი, მომსახურების სფეროში მმართველობის ტიტანური (არ მრცხვენია ამ ტერმინის!) გამოცდილებით, არ გაქვთ ოფისის დასაქირავებელი თანხა (ან ერიდებით დასაწყისისთვის ზედმეტ ხარჯებს) მაშინ იცოდეთ რომ ქუთაისში LAKI თქვენ გელოდებათ. (ანუ ჯერ ზარს და მერე შეხვედრას
)
დასაწყისითვის არ დაგჭირდებათ ოფისის დაქირავება, ტელეფონის და ინტერნეტის ხარჯების გაწევა. საჭიროების შემთხვევაში საკუთრებაში მაქვს გარაჟი; ერთი სიტყვით მზად ვარ ჩავდგე თქვენი ბიზნესის სამსახურში. გასამრჯელოზეც დიდ მოთხოვნებს არ დაგიყენებთ, დავიწყოთ და მერე საქმე თავად დაგვანახებს თავს. როგორც გიღირდეთ ქუთაისში წარმოებული ბიზნესი, ხელფასიც (შემოსავალი) ისეთი დამინიშნეთ.(იოლად მოვრიგდებით. არც ანგარიშში მოგატყებთ!).
აქცენტს ვაკეტებ ტურიზმის სფეროზე და ამიტომ გავხსენი ეს თემა ამ განყოფილებაში. ასევე მზად ვარ საქმე ვაკეთო იმერეთის მასშტაბით. (და სხვაგანაც)
მყავს საკუთარი ავტომანქანა.
ერთი სიტყვით ვაცხადებ მზადყოფნას ვემსახურო ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივ მოგზაურობის მოყვარულებს როგორც თქვენი წარმომადგენელი.
დანარჩენი PM
პ და ს
მზად ვარ განვიხილო საჭირო და სასრგებლო რჩევები/წინადადებები.
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3