Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > ბარის ბიზნეს - კაფე ბარი


Posted by: meurneoba 24 Mar 2024, 16:24
გამარჯობა, დაინტერესებული ვარ კაფე ბარის გახსნით, იქნებ ვინმე ხართ აქ ვინც ამ ბიზნესშია ან შეხება ქონია რამდენიმე კითხვაზე რომ მიპასუხოთ?


1. როგორ ვადგენთ გასაყიდ ფასებს? პირობითად 1 შოთი ჭაჭა, ან 1 ჭიქა ღვინო, ან საჭმლის შემთხვევაში პირობითად სენდვიჩი


თვითღირებულებას რამდენი პროცენტი უნდა მოვუმატოთ ეს მაინტერესებს, თვიტღირებულებაში შემყავს არამარტო ინგრედიენტები, არამედ კომუნალურის ხარჯებიც და სხვა გადასახადებიც (ქირა ხელფასები და ა.შ.)

2. რამდენად გამართლებულია კაფე ბარი? კონცეფცია ექნება გამორჩეული და მოთხოვნებს დააკმაკყოფილებს
რა მოგებას უნდა ველოდო თვეში თუ საშუალოდ მიდის ბარის საქმე

3. საჭმელზეც მაინტერესებს, მინდა მქონდეს სენდვიჩები ჰოთდოგი, კარტოფილი, მსგავსი საჭმელები რა ფასი უნდა დავადო თქვენი აზრით?

არც ძვირი რომ იყოს და არც იმდენად იაფფასიანი რომ საიმიჯოდ ცუდი იყოს

მივიღებ სხვა ყველა საკითხზე რჩევებს

Posted by: IirinOK 25 Mar 2024, 00:17
QUOTE
რამდენად გამართლებულია კაფე ბარი?

არაფრად არ ვარგა
სხვა რამე მოიფიქრე

Posted by: meurneoba 25 Mar 2024, 01:45
QUOTE (IirinOK @ 25 Mar 2024, 00:17 )
QUOTE
რამდენად გამართლებულია კაფე ბარი?

არაფრად არ ვარგა
სხვა რამე მოიფიქრე

შეგიძლია ცოტა უფრო მეტი და არგუმენტირებულად მითხრა?

გადაწყვეტილი მაქვს, ბევრი ბარია რომელიც ვხედავ წლებია მუშაობენ და რატო არ ვარგა არაფრად?

Posted by: Stroller 26 Mar 2024, 10:28
ვინაიდან გამოცდილება არ გაქვს, ვფიქრობ ჯობია ჯერ სხვაგან დაიწყო მუშაობა და შეხედო შიდა სამზარეულოს

პ.ს მეც არ მაქვს გამოცდილება მაგ სფეროში თორემ არ დაგზარდებოდი

Posted by: ladusha2 26 Mar 2024, 12:00
meurneoba

სანამ შენთვითონ არ გაკეთებ მაინც ვერ ჩაწვდები ნიუნსებს. ან უნდა გარისკო და პირდაპირ გაკეთო ან მართლა დაიწყო ვინმესთან მუშაობა და შიდა სამზარეულოში მალევე გაერკვევი. ძალიან ისეთ კითხვას სვავ შენთვითონაც რომ შეგიძლია დათვალო 1) წადი ისეთ ბარში და კაფებში რომლებიც ფიქრობ რომ იქნებიან შენი კონკურენტები, ნახე ფასები გადაუღე მენიუს სურათი. 2) რისი გაკეთებე გინდა მენიუში შენთან ნახე ინგრედიენტები და დათვალე. 3) იჯარა , ხელფასი და კომუნალურები სავარაუდოს მიუთითებ. მაინც ბრუნვზაეა ეგ მიბმული როგორი მუშოაბა გექნება.

Posted by: GEORGEXIII 26 Mar 2024, 13:20
სანსეტის მაგალითს გეტყვი წლების წინ მუშაობდა ბათუმის ფილიალში ძმაკაცი მიმტნად, საჭმელებზე 30-40% ქონდათ ფასსნამატი, ხოლო სასმელებზე 300-400%

Posted by: JAH 27 Mar 2024, 15:12
მუსიკა ან დიჯეი თუ დაგჭირდათ აქ ვარ შეგიძლიათ გადახედოთ ჩემ პლეი ლისტს ნებისმიერ პლატფორმაზე ისე გააჩნია სენდვიჩს არ უნდა გასცდეს და ლუდს მომსახურეობა თორე ტვინის კიბო ხდება მერე თან აქ სუფრის კულტურის მხარეში ხო მიმიხვდი რასაც ვგულისხმობთ
* * *
.........................................................................................................................

.

Posted by: AlexFromUkraine 28 Apr 2024, 01:57
გამარჯობა. ამჟამად სარესტორნო ბიზნესში უზარმაზარი კონკურენციის პირობებში, თქვენ ძალიან უნდა გამოირჩეოდეთ თქვენი კონკურენტებისგან.
გააოცეთ კლიენტები. აიძულეთ მათ გააზიარონ თქვენი რესტორნის ფოტოები Facebook-სა და Instagram-ზე. მაშინ წარმატება მოვა შენთან.
ჩვენ გთავაზობთ მოწყობილობებს მომხმარებლების მოსაზიდად რესტორნებში, ბარებში, კაფეებში.
https://www.evebot.ge/user posted image
https://youtu.be/b-_Q8yAVHZs

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)