იაღოვა ყველას ტკივილია
.
დავამატებ ნელ ნელა სხვადასხვა რაღაცეებს, ყველაფერი ერთად რო ვწერო მთელი დღეები აქ მომიწევს ჯდომა ხო აზრზე ხარ
.
ნებისმიერი საინტერესო ინფო სხვასაც შეუძლია დაამატოს, ოღონდ ინგლისურად და რუსულად არა. ხვდებით ალბათ რატო არა
* * *
________________________________________
ძაან ბევრის წერა მეზარება და შევეცდები მოკლედ და გასაგებად დავწერო...
ძრავმა რომ იმუშავოს მას საწვავის სახით ჭირდება ბენზინი და ჰაერი, რომელიც გარკვეული კონცენტრაციით ერევა ერთმანეთს( ე.წ. ,,სმესი'') და იწვის. ტურბოს იდეა ეკუთნის დაიმლერს, მაინც რო ვიცოდეთ..
20 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული აკეთებდნენ დიდი მოცულობის ძრავებს, შედეგად იღებდნენ ძალიან ბევრ წვას და ნაკლებ გაწევას(ნაკლებს წვასთან მიმართებაში). ეს დღესაც ამერიკელების საყვარელი სტილია, muscle cars..
ისინი ზრდიდნენ ცილინდრის მოცულობას და შესაბამისად შემავალი ჰაერისაც.. ტურბოს მიზანია იგივე მოცულობაში მეტი ჟანგბადი მოათავსოს. ის გამონაბოლქვი აიერების ენერგიის ხარჯზე მოქმედებს.
ტურბოს ტურბო კომპრესორსაც ეძახიან რადგან ორი ნაწილისგან შედგება, კომპრესორისგან და მეორეს რას ეძახიან აღარ მახსოვს..
მგონი როტორს. ეს გამონაბოლქვი აირი ატრიალებს ამ როტორს და შემდეგ კომპრესორი დამატებით ჰაერს ტენის ცილინდრებში(intake).
Uploaded with
ImageShack.usაი კაი სურათი.
ეს ჰაერი რა თქმა უნდა ძალიან ხურდება, ამიტომ აყენებენ ინტერქულერს. ამას ორი დატვირთვა აქვს, პირველი ისაა რო ინტერქულერის გარეშე ძრავი დადნება
, მეორე ისაა რო ცივი ჰაერი უფრო ადვილად იკუმშება ვიდრე ცხელი, შესაბამისად რაც უფრო მეტად მოხდება ჰაერის გაციება მით მეტი რაოდებოდა მოხვდება ცილინდრში და ჯამში მანქანა უფრო მეტად დაიდგავს
))..
შეიძლება ცოტა არეულად მიწერია მარა მეტად ვერ შევძელი ძნ დაღლილი ვარ..
ცოტა ხანში გავაგრძელებ..
* * *
ხო.. ეხლა ნელ ნელა დავუბრუნდეთ იმ თემას საიდანაც წამოვიდა ეს ტურბოები და მთელი ამბები. ტვინ ტურბოს, ბიტურბოს და ა.შ.
თუ როგორ დაუბერავს ტურბო, რა თქმა უნდა თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია რა აბაროტზე მუშაობს მანქანა. ანუ სიტყვაზე როდესაც მანქანის ტახომეტრი 2000ზეა, გამონაბოლქვის რაოდენობა მინიმალურია, შესაბამისად ტურბინის ,,პროპელერი'' ან არ ტრიალებს, ან ისე უმნიშვნელოდ ტრიალებს რომ ის ძრავში ვერავითარ დამატებით ჰაერს ვერ ქაჩავს.
ხოდა ქე მივედით ჩვენ პატივცემულ ტვინ ტურბოსთან. ანუ აყენებენ ერთის მაგივრად 2 ტურბოს. ერთი ტურბო მოქმედებაში მოდის დაბალ აბაროტზე, ხოლო ცოტა მერე. დედა აზრი ისაა რო ტურბომ დაბალ აბაროტზეც იფუნქციონიროს და დაეხმაროს ძრავს.
პ.ს. ეს ძრავები კონსტრუქციულად ბევრად რთულია.
იგივეს აღნიშნავს ბიტურბოც. აქაც ორი ტურბოა. ზემოთ იყო ნახსენები და V ტიპის ძრავში ისინი სიმეტრიულადაა განლაგებული.
მილიონი რაღაც შეიძლება დაწერო მარა ყველაფერს ერთად ვერ დაწერ, აჯაფსანდალი გამოვა
იმედია ვინმეს გამოადგება ჩემი პოსტი. დიდი გადმოცემის უნარით არ ვარ დაჯილდოვებული ))))))))
Uploaded with
ImageShack.usუმოკლესი გზა სამოთხისკენ
:D
This post has been edited by Piani Master on 9 Jan 2012, 21:24