Archerგამარჯობა ბატონო ექიმო
შენთვის ბავშვობა, ჩემთვის სწავლა
1) თუ ნვიდიას დრაივერი გინდა, ძალიან დიდი შანსია, ან სისტემას მოყვებოდეს, ან ადვილი დასაყენებელი იყოს
მე ისევ რედჰატზე ვზივარ და ჩვენთან rpmfusion-nonfree-დან დგება. (თუმცა, რომ მოგიყვე, რომ დესკტოპზე ისევ ლინუქსი მიყენია, ძალიან მოგატყუებ.)
სისტემის ნელა ჩატვირთვა ვიდეოდრაივერის პრობლემა არა მგონია იყოს. მგონი შეუძლია სისტემდ-ს, გითხრას, რაზე რა დრო დახარჯა.
პროპრიერტარი დრაივერი, თუ არსებობს შენი სისტემისთვის, უნდა გეყენოს კიდეც, მაგრამ მგონი რაღაც სიტუაციებში ხელით უნდა უთხრა კერნელს, რომ ოპენსორს დრაივერი, რაც მოყვება, არ ჩართოს (სტარტაპის დროს მაგალითად).
და ისე, როგორც ლამის 20 წლის წინ, ახლაც ლოგები, ლოგები, ლოგები. დარწმუნებული ვარ ძალიან ადვილი/ადვილად გადაწყვეტადი პრობლემაა
წადი /var/log-ში და ათვალიერე ფაილები. /var/log/X.log მგონი ასე ერქვა, ჩაიხედე შიგნით.
ლოგების სახელები სისტემაზეა დამოკიდებული, მაგრამ ასე საზოგადოდ "ის დისტრო მუშაობს ეს არ მუშაობს" არაა
(ნუ კაი, ჩემთვის უბუნტუ ვინდოუსზე ცუდად მუშაობს
).
2) AMD-ზეც იგივეა , ოღონდ რაღაც სხვანაირად აქვთ. amdgpu დრაივერი არის ოპენსორსი, მაგრამ მაგათი (და სხვის, მაგრამ დახურული) 3D აქსელერაციების გარეშე. კარგად დაწერილი (თვითონ წერენ ოპენსორსსაც, რომ გამოხვედი და ღაღადებ აქ ;D) . ამის ზემოდან, თუ მხარდაჭერილია, დგება amdgpupro დრაივერი, რომელიც გირთავს მთელ დახურულ რაღაცებს (1 ე უნდა, კი. რაღაცე არაა ის სიტყვა
) (თუ ძალიან გაინტერესებს, ერთერთი მასეთი სისულელე არის S3 image compression, რომელიც დახურულია და S3 არ ხსნის სტანდარტს,კიდიათ
).
უბრალოდ თავსებადობის მატრიცა და ცოტა სურვილი, ჩაიხედო შიგნით.
P.S. მე რომ შენი, დავაყენებდი სუსეს
რაც მახსოვხარ, მოგეწონება.
* * *
ვუი თურმე რამდენი რამ არ წამიკითხავს
ჩამოვყევი და "უფს"
Remember children. With great power there comes great responsibility.