მოკლედ წინა თემის 98-99 გვერდებზე იგრძნობოდა იმედები, რომ ამ თემას რაიმე ახლის სიო დაჰბერავდა და ჩვენს ისედაც მწირ ბილიოთეკას შეახალისებდა.
იმედები განქარდა. თემის გამხსნელმა იჯაფა და წინა თემებიდან გადმოაკოპირა მრავალი აწ უკვე განსვენებული საიტი, მათ შორის ქლოუდიც, სადაც ერთ დროს ჩემი სტატიაც იდო.
პირდაპირ გეტყვით შეგიძლიათ დაივიწყოთ ამ თემის შესავალი არაა რელევანტური.
ვეცდები ცოტა განვაახლო თემა მათთვის ვინც პირველი თაობის ქინდლი გამოვიწერეთ და დღემდე ვინახავთ.
პირველი პრობლემა არის კონვერტაციის პრობლემა - რაც მოგვარდა ამაზონის ბოლო ცდით:
ეს არის ძალიან საჭირო აპლიკაცია, რომელიც თქვენს ანდროიდ სისტემებში, ბრაუზერებში, პერსონალურ კომპიუტერებში და ლეპტოპებში უნდა გქონდეთ, თუ რომელიმე თაობის ქინდლის მფლობელი ხართ:
1. ეს არის შეუცვლელი ექსტენშენი გუგლ ქრომისთვის, თუ შემთხვევით რომელიმე სტატია მოგეწონათ, ან ხართ სტუდენტი და თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია დევს საიტზე, ყოველგვარი დაკოპირების გარეშე შეგიძლიათ გაუშვათ თქვენს რიდერში. ზემოთ დადებულ სლაიდზე ნათლად ჩანს როგორ უნდა გადმოწეროთ.
ასეთი სახე აქვს ლეპტოპში .### ტიპის ფაილს. ნებისმიერ (გამონაკლისებს ქვევით ჩამოვთვლი) docx ; pdf ფაილს გარდაქმნის თქვენი ქინდლისთვის მოსახერხებლად.
აღსანიშნავია რომ: 1. ამ აპლიკაციის მეშვეობით მოიხსნა აბზაცებიად დაჩეხილი ფრომატის პრობლემა (რაც ნაცნობია ყველა ქინდლის მფლობელთათვის).
2. ფაილი უნდა იყოს გაციფრულებული და არ უნდა იყოს დასკანერებეული
3. თქვენს მოწყობილობაში უნდა იყოს იგივე ექაუნთი გააქტიურებული რაც არის ამაზონზე თქვენი ავთენტური ექაუნთი. (თუ არ გაქვთ მოშორდით კოცონებს და დარეგისტრირდით)
4. ფაილის გაგზავნას და მიღებას სჭირდება ინტერნეტის წვდომა ( ძალიან ლოგიკურია).
დააკვირდით მეოთხე სლაიდს: აქ ბოლოში აუცილებლად უნდა იყოს მითითება რომ თქვენ გასაგზავნი ფაილის (ნებისმიერი ფორმატის) ქინდლისთვის მოსახერხებელ ფორმატში გაგზავნა გსურთ.
თუ ოფშენებში ვერ გაერკვევით შეგიძლიათ დაწეროთ და გაგცემთ პასუხს.
იმედს ვიტოვებ ცოტა გარკვეულობა მეც შევიტანე ამ საკითხში...
* * *
p.s შედეგი
უმბერტო ეკო - ვარდის სახელი
This post has been edited by merkantila on 21 Aug 2018, 16:44
No one writes to the colonel..
"სამოქალაქო საზოგადოების ჭეშმარიტი ფუძემდებელი იყო ის პირველი ადამიანი, ვინც შემოღობა მიწა, თქვა: "აქაურობა ჩემია" და მოძებნა საკმარისად გულუბრყვილო ადამიანები, რომლებმაც ეს დაიჯერეს."