ერთი მეორეზე უკეთესი პირობები აქვთ
პრინციპში თუ გაქვს დაბრუნების თავი იმ პირობებში და დროში რასაც გთავაზობენ არცერთს არ აქვთ კატასტროფული პირობები მაგრამ, თუ ვერ გაისტუმრე თავის დროზე, ჯარიმებში და საკომისიოებში ორი მაგდენს ზემოდან დაგაწერენ. ან უნდა დაიკიდო მერე და სასამართლო რა შეღავათსაც გაგიკეთებს იმას გადაიხდი
ისე ყველაზე ტრაკები ბანკებში არიან. მაგათაც ხომ აქვთ სწრაფი სესხები, საქართველოს ბანკის მქონდა მე, ხოდა გადაცილება მქონდა 13 დღე მგონი, არაა ეს კატასტროფული ვადაგადაცილება და მირეკავს ვიღაც 5 საათზე და მეუბნება დღეს 9 საათამდე შემოიტანე სესხიო. მეთქი ვერ შემოვიტან დღეს, ცოტა მაცალეთქო, არა მეტს ვეღარ დაგაცდით დღეს 9 საათამდე ბოლო ვადა გაქვსო, კაი მეთქი არა მაქვს და რა ვქნა წადით და მიჩივლეთქო ან ხვალამდე მაინც მაცალეთ 2 საათში სად ვიშოვოთქო. ვივუსი და ეგეთები 1 კვირასაც მოგცემენ და უფრო მოდიან თანამშრომლობაზე, ბანკები მიჯრილზე რეკავენ
კი არ გიჩივლებთო ხვალ დილიდან დავიწყებთ ნათესავებში რეკვასო ვისაც მივწვდებითო. არადა ამის უფლება კანონით არ აქვთ, პირადი ინფორმაციის დაცვის შესახებ კანონით არ შეიძლება ეს.
დავრეკე მერე საქართველოს ბანკში მეთქი ხელშეკრულება მაჩვენეთ სადაც ეგ პუნქტი წერიაო, ჩვენო უკვე სხვა სამსახურს გადავეცით ეგ და იმათ თავისი წესები აქვთო
ხომ იციან რომ კანონს არღვევენ მარა მარტივი და ტრაკული ლოგიკა აქვს, კაცს თუ 200 ლარი არ აქვს რომ შემოიტანოს, ის ჩივილს ხომ არ დაიწყებსო არც მაგის თავი ექნებაო. თუ იჩივლებს ვინმე მილიონში ერთი რაღაც მცირე უმნიშვნელო ჯარიმას დააკისრებენ,
მე კიდე დამირეკა მეორე დღეს ვიღაც გოგომ იგივე მუქარებით, მერე ესეთი რაღაც გავაკეთე მაშინ ჩავიწერე ის ქალი რასაც მეუბნებოდა ტელეფონში რომ მემუქრებოდა, მივედი საქართველოს ბანკში მენეჯერთან ვიღაც ქალი იყო, ისიც მივიტანე კანონში რომ წერია მაგის უფლება რომ არ აქვთ, და მეთქი ამას ეხლა ყველა საშუალებით გავავრცელებ როგორი ურთიერთობა გაქვთ კლიენტან თუ გაწყობთ ესეთი ანტი რეკლამა და გიღირთ კი ბატონო, თუ არადა მაცალეთ თვის ბოლომდე და გადავიხდიო. ხოდა ჯარიმების ნაწილი ჩამომაჭრეს და გადავიხადე მერე 2 თვეში
This post has been edited by manuchari123456 on 28 Nov 2017, 16:37