#52290875 · 4 Mar 2018, 18:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძალიან გვიან, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, მინდოდა facebook-ში მომეწერა პირადად, ვიდრე აქ წაეკითხა ხალხს, მაგრამ ვინაიდან ვერ გიპოვე, ამიტომ გადავწყვიტე აქ დამეწერა ჩემი დიდი აღიარებითი წერილი (რომ წაიკითხავ, აუცილებლად გაგახსენდები ვინც ვარ): უკვე თითქმის 3 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც ჩვენს შორის განხეთქილება მოხდა და ვაღიარებ, რომ ის ჩემი ბრალი იყო და ამაზე ძალიან ვწუხვარ. კარგად მახსოვს, პირველად რომ მომეწერე ტელეფონში, რომ ჩვენს შორის მეგობრობა ვეღარ გაგრძელდებოდა, იმის მაგივრად, რომ მეკითხა მიზეზი, გადაგეკიდე, გინდოდა თუ არა გაგვეგრძელებინა მეგობრობა, რაც ასე ძალიან არა სწორი ქმედება იყო ჩემი მხრიდან. განა ძნელი იყო მიზეზი მეკითხა? შენ ხომ მიპასუხებდი, მეც გაგიგებდი და მშვიდობიანადაც დავშორდებოდით ერთმანეთს. მართლაც ძალიან მიკვირს ასე რომ არ მოვიქეცი და როგორც ვხვდები, ამან გამოიწვია შენი გაბრაზება. შენი გაიტანე, კიდევაც დამშორდი და დამიბლოკე facebook-ის პროფილიც. მეორე დღეს კი, იმის მაგივრად რომ მეკითხა facebook-ის პროფილის დაბლოკვის მიზეზი, "რქებით" მოგაწექი, გინდოდა თუ არა განგებლოკა ჩემი პროფილი, რაშიც ასევე მეორე დიდი შეცდომა დავუშვი. ეს გადაიზარდა ჩვენს შორის ნამდვილ განხეთქილებაში... მართლა ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო და არ შემიძლია არ ვაღიარო. ვხვდები ჩემს მაშინდელ შეცდომებს, რის გამოც დიდ ბოდიშს გიხდი. ეს ჩვენს შორის ნამდვილად არ უნდა მომხდარიყო. ნეტავ თავიდანვე გამერკვია დაშორების მიზეზი და როგორ არ გაგიგებდი. P.S. ის მარიც კიდევ ნეტავ რას მატყუებდა, რომ შენ თითქოს ჩემს მიმართ გქონდა გრძნობა და ჩემგან მოელოდი აქტიურობას. თუ ნამდვილად კარგი უნდოდა ჩვენთვის, მაშინ ტყუილები არ უნდა ეკადრა საერთოდ. ძალიან გამიხარდება თუკი ამ წერილს ნახავ და წაიკითხავ, ან ვინმე შენი ნაცნობი ნახავს და წაგაკითხებს.
|