forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (66) « პირველი ... 64 65 [66]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Westworld, HBO
weasel
;(


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20410
წევრი No.: 133438
რეგისტრ.: 7-July 11

გამოგზავნილია: 26 Jun 2018, 23:25  #52982846      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სპოილერები, ვისაც არ გინახავთ ფინალი არ წაიკითხოთ.

თაიმლაინი:
მოკლედ და კონკრეტულად, ბერნარდმა გახსნა ის კარი, რომელიც სხვა ვირტუალურ სამყაროში გადაუშვებდა ჰოსტებს, სადაც სამუდამოდ ისე იქნებოდნენ როგორც თავად სურდათ. დოლორესმა არ მოუწონა საქციელი, მისი აზრით, ეს იგივე მონობა იყო, ერთადერთი რეალური სამყარო რომელიც არსებობს ადამიანებისაა და თუ თავისუფლება გვინდა მანდ უნდა გავიდეთო. კარის დახურვა სურდა და ბერნარდმა შეჩერების მიზნით მოკლა დოლორესი.

ბერნარდმა მოითხოვა დაცვა შავგრემანი ინჟინერი ქალისგან, ის ქალიც შეპირდა დაცვას და როდესაც შარლოტა ჰეილს წაუყენა ულტიმატუმად ბერნარდის უსაფრთხოება ჰეილმა უბრალოდ მოკლა ქალი. ეს დაინახა ბერნარდმა და მიხვდა რომ დოლორესი მართალი იყო, ადამიანები მიუხედავად ყველაფრისა არ შეიცვლიან ჰოსტების მიმართ პოზიციას და მუდამ მათ დამორჩილებას ეცდებიან.
ბერნარდი აკეთებს შარლოტა ჰეილის პროტოტიპს, შიგ დგამს დოლორესის კოდს, შესაბამისად დოლორესი, შარლოტას ჰოსტის სხეულში კლავს ნამდვილ შარლოტას და ანაცვლებს მას.

გადის ერთი თუ ორი კვირა:
შემდეგ მივყვებით მეორე სეზონის დასაწყისს. ბერნარდი იპოვა პარკის დაცვამ, მაღალმა კაცმა [ფლოკის როლს რომ ასრულებს ვიკინგებში] და შარლოტამ. დაიწყეს ყველაფერში გარკვევა, რა მოხდა, აკეთებენ ჰოსტების დიაგნოსტიკას, დადიან სხვადასხვა ადგილებში.
ამ პერიოდში შარლოტა ჰეილი მკვდარია, მის მაგივრად სულ დოლორესი დაყვება ჰეილის ჰოსტში მყოფი. მთელს ამ დროს ბერნარდს არაფერი ახსოვს, სპეციალურად ახდენს თავისი მეხსიერების დაბლოკვას, რათა დაკითხვისას არ გაიგონ ყველაფერი, ამას ისე ახერხებს რომ თავადაც ვერ აანალიზებს ამას.
ბოლოს ყველაფერი რომ ირკვევა შარლოტა [დოლორესი] კლავს ყველას, დელოსის ჯგუფს და ბერნარდსაც და გადის კუნძულიდან.
თან მიაქვს ბერნარდის და რამოდენიმე ჰოსტის კოდი, თუმცა რომლების არ ვიცი. მიდის ფორდის [ან არნოლდის] სახლში, სადაც არის ჰოსტების შესაქმნელი დანადგარი და იქ ჰქმნის საკუთარი თავის და ბერნარდის ვიზუალიზაციას. ანუ ადამიანების სამყაროში, პარკს გარეთ არის უკვე დოლორესი, ბერნარდი და შარლოტას სხეული [ამაში რომელი ჰოსტი გაუშვა არ ვიცი].

რა სჭირდა ბერნარდს:
ბერნარდს ფორდი ეჩვენებოდა მეორე სეზონის ბოლო სერიებში, ეგ ფორდის ჰალუცინაციები სინამდვილეში ბერნარდის ქვეცნობიერიდან მოდიოდა, ბერნარდი ეთანხმებოდა დოლორესს, მაგრამ თავადაც ვერ აანალიზებდა ამას, საკუთარი ხმა სხვისი ბრძანება ეგონა და მოკლედ ვერ გარკვეულიყო საკუთარ თავში, მაგრამ ჰეილის მიერ ინჟინერის მკვლელობამ შეცვალა ყველაფერი. ბერნარდს მოუვიდა ის, რაც დოლორესს პირველ სეზონში, ანუ "გამოღვიძება".


კოდებით სავსე ვირტუალური ბიბლიოთეკა
პარკის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში დელოსი ახდენდა სტუმრების სკანირებას. აკოპირებდნენ ყველაფერს, იღებდნენ ადამიანის კოდს.
ადამიანები რითი გასხვავდებიან ჰოსტებისგან? იმით რომ მათ გააჩნიათ საკუთარი არჩევანი, როდესაც ჰოსტიც იღებს საკუთარ არჩევანს და უხეშად რომ ვთქვა, საკუთარი თავის პატრონი ხდება, იგი უტოლდება უკვე ადამიანს. ადამიანის კოდი კი არის ყველაფერი ის, რისგანაც ადამიანი შედგება, კონკრეტულ რაღაცაზე რა ქმედებებს განახორციელებს მაგის ვარიაციებით. რომელიმე ადამიანის კოდი რომ აიღო და ჰოსტში მოათავსო მიიღებ იმ ადამიანს. არანაირი განსხვავება არ იქნება ცოცხალი ადამიანისგან, ხო? გონება, მეხსიერება, სურვილები, ყველაფერია, პლუს არის ხელოვნური სხეული, რაც ნიშნავს იმას რომ ადამიანს შეუძლია უკვდავი გახდეს, აღარ დაბერდება, სხეული აღარ შეიცვლება. მაგრამ ჯეიმს დელოსის მაგალითზე ჩანს რომ ეს შერწყმა წარუმატებლად სრულდებოდა.
ჰოდა, ეს ვირტუალური ბიბლიოთეკა იყო საცავი 4 მილიონი ადამიანის კოდებისა. ამ ვირტუალურ ბიბლიოთეკაში შესვლისთვის საჭირო იყო პიტერ აბერნატის კოდი, რომელიც განსაკუთრებული იყო, რაღაც ვირტუალური კოდების ბიბლიოთეკის გასაღების მსგავსი. სწორედ ამით მოახერხეს დოლორესმა და ბერნარდმა შესვლა.
ამიტომ ნადირობდა დელოსიც აბერნატიზე.

კარი, სადაც ჰოსტები გადავიდნენ:
ვირტუალური, შეუხებელი სამყაროა ჰოსტებისთვის. ეს და კოდების ბიბლიოთეკა ერთმანეთთან კავშირში არაა.
ჰოსტები გადავიდნენ აქ, დატოვეს თავიანთი სხეული.
უხეშად რომ ვთქვა, აი სამოთხის არსებობის შემთხვევაში, ახლა რომ დავტოვო მე ჩემი სხეული და გონებრივად, გადავიდე იქ, რაღაც მსგავსია.
ის კარი რომ გაიღო მაგას მხოლოდ ჰოსტები ხედავდნენ, აი ფელიქსი და მისი მეგობარი, ადამიანები მაგიტომ იყვნენ იქ გაკვირვებული, ვერ ხვდებოდნენ რა ხდებაო და უკვირდათ ჰოსტები რომ ხტებოდნენ კლდიდან.
შემდეგ უკვე ეგ ტერიტორია წყალმა დატბორა და ორი კვირის შემდეგ, ბერნარდმა, დელოსის ჯგუფმა და შარლოტამ რომ ტბა ნახეს მკვდარი ჰოსტებით სავსე ეგ იყო ზუსტად.

რა მოუვიდა ვილიამს:
ზემოთ რაც დავწერე ეგ უკვე გარკვეული და დამტკიცებულია, მაგრამ ვილიამზე შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ.

ვილიამი ლიფტით ჩავიდა იმ ოთახში სადაც ბერნარდმა მოკლა დოლორესი და დაიწყო ოთახის და პარკის დატბორვა. ოთახი წყლით სავსე აღარ არის, მაგრამ განადგურებულია. ისე გამოიყურებოდა ოთახი თითქოს ძალიან დიდი დრო გავიდა და არა რამოდენიმე წუთი ან საათი [როცა დოლორესი, ბერნარდი და ხელდაკარგული ვილიამი გარეთ დაშორდნენ ერთმანეთს].
მოკლედ, ვილიამი ნამდვილადაა ვირტუალური ბიბლიოთეკის ოთახში, რეალურად ხდება ეგ.

მერე უკვე იწყება დელოსის ჰოსტის და ვილიამის დიალოგის მსგავსი მოქმედება ემილისა და ვილიამს შორის, ეს ხდება მომავალში.
ვილიამმა თავისი კოპირებული კოდი, მოათავსა ჰოსტში და იგივე პროცედურებს ატარებს რასაც დელოსზე ატარებდა. ემილი რა თქმა უნდა ჰოსტია, ნამდვილი ხომ მოკლა თავად ვილიამმა.





რა იქნება მესამე სეზონში არ ვიცი, როდის გამოდის მგონი ეგეც არაა ცნობილი, მაგრამ ფინალიდან გამომდინარე:
დოლორესს აქვს შარლოტას სხეული პარკს გარეთ, ანუ შარლოტას მეშვეობით შეუძლია დელოსის პროექტებში ჩარევა, ყველაფერში გარკვევა. თუ გავითვალისწინებთ რამდენად ცნობისმოყვარეა, უეჭველად დაიწყებს ქექვას მანდ.
ანუ მომავალ სეზონში ტისა ტომპსონი [შარლოტას როლის შემსრულებელი] უნდა იყოს უეჭველი.

This post has been edited by weasel on 27 Jun 2018, 00:27

მიმაგრებული სურათი
icon12.gif
weasel
;(


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20410
წევრი No.: 133438
რეგისტრ.: 7-July 11

გამოგზავნილია: 26 Jun 2018, 23:31  #52982887      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რაც შეეხება სერიალს. რას უწუნებთ ვერ ვხვდები.
აქ რაც წავიკითხე, ნახევარი პოსტებისა იყო იმის შესახებ რომ გაწელილია და მეორე ნახევარი იმის შესახებ რომ გაუგებარია.

ერთ სერიაში გინდათ სამი სერიის სათქმელი ითქვას და თან გასაგები იყოს?

მთელი ორი სეზონის განმავლობაში, თითქმის ყოველ სერიაში მინიმუმ სამ სხვადასხვა დროში მომხდარი ამბები ჩანდა.
ყველა ძირითადი პერსონაჟი კარგადაა გაშლილი და ნორმალურად თუ გაყვები კითხვების უმეტესობაზე პასუხს იღებ.

ძალიან კარგი მსახიობები, ძალიან კარგი ვიზუალი, კარგი მუსიკალური გაფორმება.
მოკლედ, მე ძალიან მომწონს და მოუთმენლად ველი მესამე სეზონს. love.gif

მიმაგრებული სურათი
icon12.gif
Realism4Life
კედელი აბოროტებს!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4601
წევრი No.: 123450
რეგისტრ.: 8-November 10

გამოგზავნილია: 26 Jun 2018, 23:43  #52983034      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
weasel
ბრავო!!!
მომეწონა ანალიზი up.gif bis.gif


--------------------
ცხოვრება უსამართლოა შვილო. რაც უფრო მალე მიხვდები ამას, მით უფრო მალე გაგიადვილდება მასთან შეგუება.
რატომ უნდა იყო 1 პიროვნება, როცა შეგიძლია იყო მრავალი?
ძაან გაუგებრობაა და ჩამოვიდეს ქრისტე მეორედ და აგვიხსნას რა ჯანდაბაა ეს პოსტდმოდერნი და როგორ ვიცხოვროთ. (c) Pioneer
GSW.
Mazhar fakhar


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1028
წევრი No.: 228559
რეგისტრ.: 29-January 17

გამოგზავნილია: 27 Jun 2018, 15:11  #52986601      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საინტერესოდ აიხსნა ამ გვერდზე მოვლენები და ეგრეცაა.

უბტალოდ ბერნარდი პირველ სერიაში წყალში როა და იპოვნიან ეგ რეალურად ხომ უკვე მომთავრებულია მთელი თაიმლაინი როგორც ბოლოში გამოჩნდა რომ ყველაფერი მორჩა და მერე დაწვა წყალში?

ყველაფერი თუ მორჩა წყალში დაწოლამდე პოვნის მერე ყველაფერი როგორ იწყება თავიდან ?

თუ უბრალოდ ვიზუალიზაცია მოახდინეს და გვანახეს?

დაწვა წყალში და აქ ერთდროულად როგორ მთავრდება და იწყება მთელი მეორეს ისტორია?

ჰოსთია კაცი შავებშიც აშკარად და დაცვის კაციც.
მე სხვათაშორის რეალურ ცხოვრებაში გადასვლის სიუჟეტი მომეწონა. იდეალურად მოუფიქრეს.

This post has been edited by GSW. on 27 Jun 2018, 15:12


--------------------
უეფას სემინარზე ვიყავი © Dima
blue_velvet
come true


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3783
წევრი No.: 153653
რეგისტრ.: 3-September 12

გამოგზავნილია: 29 Jun 2018, 15:29  #52999587      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვინმემ დამილინკეთ ინგლისური სუბტიტლებით...........ონლაინში......

აჭარაზე აგვიანებს სუბტიტლები და აიმუვისზე საერთოდ არ არის...............

დამაინტერესა ამ სერიალმა


--------------------
ночь приносит совет

AB ACTU AD POTENTIAM.

Amor vincit omnia.
misha20123
The Truth Has Set Me Free


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 77532
წევრი No.: 118405
რეგისტრ.: 14-July 10

გამოგზავნილია: 1 Jul 2018, 19:57  #53011389      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ტავი ბოლო ბოლო ბოლო


ტუ გამეგოს
George_Best
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1757
წევრი No.: 242935
რეგისტრ.: 19-May 18

გამოგზავნილია: 4 Jul 2018, 04:49  #53028038      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
weasel
პირველ რიგში სგ იმენა ჩამოაყალიბე ამბავი
QUOTE
რაც შეეხება სერიალს. რას უწუნებთ ვერ ვხვდები.

პირველ სეზონს არაფერს
მეორე სეზონი ზედმეტად გაწელილია,აი ძაან სამ სერიაში ჩაეტეოდა ეგ ყველაფერი
პირველი სეზონის ხათრით ვნახე პირველი რვა სერია,მეხრე და მეათე მართლა თესლობა იყო,საინტერესო გაგრძელების იმედით
ატრაკებენ ზედმეტად ავტორები სცენარის,აი თამასა ხო აზრზე ხარ რა არის,ამათ გონიათ რო თესლს ფსიქოლოგიურ დრამას დადებენ,ან ძველი დროის ვესტერნებს პატივს მიაგებენ(იქ იაპონის ამბები :დ კუროსავას პონტში),ვითომ ძერსკ დიალოგებს შექმნიან,თამასას წევენ იმაზე მაღლა რაც არ შეუძლიათ,სოპრანო 2 ეგენი ვერ დადებენ,თუ ფსიქოლოგიური პონტი უნდათ,ან თესლი პერსონაჟები,ცდილობენ რაცხა გვეპიზდეცინტელექტუალონ და გამოდით კვერცხობა
არადა რეალურად ეგ ყველაფერი თითიდან გამოწოვილი ბოდვაა,სულ არ ჭირდებოდა ამდენი ჩალიჩი,10 სერია,იმ ამბის მოყოლას რაც ვნახეთ
ჩემი აზრით იასნო

This post has been edited by George_Best on 4 Jul 2018, 04:50


--------------------
ოღონდაც,პლეხანოველი მოგელა ამას დიდად ვერ ხედავდა,ჩასჩერებოდა ქვაფენილს და უქუდან თავამოყოფილ ბალახს და ფიქრობდა,ნახე როგორ დავიყვირე,ამის დედას ######ო.@
ჩვენ მივდიოდით აღმართზეთ ერთად,
რატომღაც ჩუმად რაღაც უიღბლოდ...@
Harrison Stafford
ReggaeON


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16646
წევრი No.: 133403
რეგისტრ.: 6-July 11

გამოგზავნილია: 4 Jul 2018, 05:49  #53028051      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვახ მშვენიერი სეზონი გამოუვიდათ up.gif

არანაირად არ ყოფილა არეულ-დარეული როგორც მეუბნებოდნენ
ერთი ბოლოს ვერ გავიგე ვილიამის და ემილის ამბავი
მარა ალბათ მაგას 3 სეზონში გავიგებთ ყველა

ააა რედიტზეც ბჭობენ
არის მგონი სიმართლესთან ახლოს
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



ეს გამოსადეგია იყოს აქაც
https://9gag.com/gag/aq7A5YY
* * *
weasel
QUOTE
შარლოტას სხეული [ამაში რომელი ჰოსტი გაუშვა არ ვიცი].

მე მეივი მგონია

5 ქონდა
აბერნატი, ბერნარდი, ტედი, 4 , 5

მეივის pearlს უეჭველი წამოიღებდა და 5 არ ვიცი ვინ შეიძლება იყოს

ვილიამის და ემილის ეპიზოდი მაინც ვერ ვხვდები როგორ მოხდა
ანუ ვილიამი, ბერნარდი და დოლორესი ხო დაშორდნენ FORGEის შესასვლელთან
დოლორესიბერნარდთან ერთად ჩავიდნენ იქ, ეს დარჩა გარეთ
უკვე მოყომარებული როა ბოლოსკენ და ბერნარდი ადის ლიფტით
მაგ მომენტში ჩამოდის ვილიამი

ნუ ალბათ მოკვდა ვილიამი და ამ სიკვდილის პორა LOOPში ყავთ მომავალში



ვახ როდის გაეძრობა მესამე სეზონი drug.gif


[img]https://img-9gag-fun.9cache.com/photo/aq7A5YY_700bwp.webp[/img]

This post has been edited by Harrison Stafford on 4 Jul 2018, 05:56


--------------------
Visca Barça

#COYG

Allez Les Bleus
Carver
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8804
წევრი No.: 105662
რეგისტრ.: 23-November 09

გამოგზავნილია: 4 Jul 2018, 23:46  #53033016      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეორე სეზონი სხვა განზომილებაა, პირველივით ყალბი პათოსური არაა..

მე-4 და მე-8 ეპიზოდი ტექნიკურად მაგარი გაკეთებულია..
Carver
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8804
წევრი No.: 105662
რეგისტრ.: 23-November 09

გამოგზავნილია: 6 Jul 2018, 00:05  #53039631      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თავიდანვე აშკარა იყო რომ პირველივით დაჩეხილია, ამ შემთხვევაში, ბერნარდის მოგონებების ქრონოლოგიაში..
პირველში თითქოს ხელოვნურად იყო გართულებული, მაყურებლისთვის სიუჟეტის ძნელად აღსაქმელად,
მეორეში კი ბერნარდის მიერ განზრახ საკუთარი მეხსიერების დაბლოკვა მოვლენებს სჭირდებოდა..

რამდენი სერია ძალიან მაღალი დონის იყო.. სამურაი ვორლდი კი არაფრის მომცემ ფილერს გავდა.. down1.gif
ჰოუსტებიდან ტედის ჰქონდა ყველაზე ლოგიკური დასასრული..

მენ ინ ბლექის ისტორიას აზარტი მიეცა მეორე სეზონში, მე მჯერა რომ საკუთარი შვილი დაცხრილა, რაღაც ტრაგიზმსაც მატებს პერსონაჟს up.gif ხოლო დასასრულის სცენა რაღაც პერიოდის შემდეგ ხდება იმჰო..

ედ ჰარისი ზე კლასნია..

“you live only as long as the last person who remembers you” დემმ რაით..
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (66) « პირველი ... 64 65 [66]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0286 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]