თუ სწავლა არ გეზარება, კლასგარეშე უნდა ჩაუჯდე და ისწავლო შენით, სხვანაირად არაფერი გამოვა.
სულ რომ მაგარ უნივერსიტეტში დადიოდე, "კლასგარეშე" სწავლა და ჩხირკედელაობა მაინც აუცილებელია.
მონახე ონლაინ კურსები, ბლომად კარგი კურსებია ინტერნეტში, იმ 4 წელში რაც იქ უნდა დახარჯო, შეგიძლია კარგი პროფესიონალი გახდე და დრო ტყუილად არ დაკარგო.
ეს პოსტი ნახე და ლინკებს გადახედე
"როგორ ვისწავლოთ პროგრამირება" (post #49992095)კერძო მასწავლებელთან "პროგრამირებაზე" სიარული სისულელე მგონია.
ინტერნეტში ძალიან მაგარი კურსები და ტუტორიალებია კარგი ამოცანებით, მაგალითებით და ა.შ.
დავიჯერო თავად C++ ( ან ნებისმიერი სხვა ) ენის შემქმნელის წიგნზე ან ლექციებზე უკეთ ხსნიან ?
გარდა მაგისა, თითქმის ყველანაირ კითხვაზე შეგიძლია მონახო პასუხი StackOverflow.com-ზე,
ბევრი Open Source პროექტია, სადაც შეგიძლია ნახო, რა როგორ არის გაკეთებული.
თუ ინგლისური არ იცი, რომ წიგნები წაიკითხო და ვიდეოებს უყურო, მაშინ პირველ რიგში ინგლისური ისწავლე მაგ დონეზე, აუცილებელია.
syarunaმაგ მიმართულებით არ ვიცი სად და როგორ ასწავლიან, თუმცა შენც იგივეს გეტყოდი, სადაც არ უნდა მოხვდე, ინტერნეტში მაინც მონახე კურსები, ტუტორიალები და ისწავლე.
თუ მოინდომებ დამოუკიდებლად სწავლასაც შეძლებ და მეტსაც