ავტობანის მშენებლობა 2006 წლის 15 მარტს დაიწყო.
პირობითად ავტობანი დაყოფილია რამდენიმე მონაკვეთად, რომელთა ნაწილი დასრულებულია, ნაწილი მშენებლობის პროცესშია, ნაწილი დაპროექტების და ნაწილი მხოლოდ პერსპექტივაშია.
-
რუსთავი - წითელი ხიდი (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 35 კმ. სტატუსი უცნობია):
-
ნატახტარი - თბილისის შემოვლითი გზა (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 55 კმ. სტატუსი უცნობია):
-
ნატახტარი - რუისი (დასრულებულია):
-
აგარა - ზემო ოსიაური (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 12 კმ. (დასრულებულია).
-
ზემო ოსიაური - ჩუმათელეთი (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 12 კმ. დაყოფილი იყო ორ ლოტად):
პირველ ლოტი (5,8 კმ) დაასრულა ჩინურმა "სინოჰიდრომ" და მოძრაობა ორივე ზოლზე გაიხსნა. ასევე ასრულებს მეორე ლოტის 1,5 კმ-ს მშენებლობას, რომლის შემდეგაც (ოქტომბერში) სრულად ცალმხრივად გაიხსნება აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა.
მეორე ლოტის დარჩენილი ნაწილის ტენდერი ჩატარდა 2020 წლის 1 აპრილს და ჯერ კიდევ ოფიციალური ვერსიით მიმდინარეობს შერჩევა/შეფასება. ტენდერში CHINA ROAD AND BRIDGE CORPORATION-მა დააფიქსირა ყველაზე დაბალი ფასი, თუმცა ბოროტი ხმები ამბობენ, მაგ ლოტსაც ერთადერთ და განუმეორებელ "სინოჰიდროს" მისცემენო.
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=343563&lang=en-
ჩუმათელეთი - არგვეთა (იგივე რიკოთის უღელტეხილი). ყველაზე რთული მონაკვეთი. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი:
- ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ. გამარჯვებული კომპანია - “China State Construction Engineering Corporation Limited” სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული (2022 წლის სექტემბერი).
- ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ. გამარჯვებული კომპანია - “Hunan Road and Bridge Construction Group“ სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული (2021 წლის დეკემბრამდე).
- უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ. გამარჯვებული კომპანია - „China Road and Bridge Corporation“. პროექტის განხორციელების ვადა 2018 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდეა განსაზღვრული.
- შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7 კმ. გამარჯვებული კომპანია - “Guizhou Highway Engineering Group” და “China National Technical Import and Export Corporation“. სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული (2023 წლის იანვარი).
-
ზესტაფონი - ქუთაისის შემოვლითი (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 15.2 კმ. დასრულებულია).
-
ქუთაისის შემოვლითი - სამტრედია (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 42 კმ. დასრულებულია ერთი ზოლი და მეორე ზოლის 19 კმ.
მეორე ზოლზე მიმდინარეობს სამუშაოები.
1 ლოტი (6 კმ) - გამარჯვებული: შპს კომპანია ბლექ სი გრუპი
2 ლოტი (7,4 კმ) - გამარჯვებული: შპს კომპანია ბლექ სი გრუპი
3 ლოტი (16,6 კმ) - დასრულებულია.
4 ლოტი (11,3 კმ) - გამარჯვებული: შპს კომპანია ბლექ სი გრუპი
ჯამში 41,3 კმ. პროექტის დასრულების ვადა 2020 წლის ოქტომბერი.
-
სამტრედია - გრიგოლეთი (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 52 კმ). დაყოფილია 4 ლოტად:
II ლოტი - სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 11.5 კმ. მშენებლობას ახორციელებს "აკკორდი". დასრულების ახალი თარიღი 2021 წლის ზაფხული.
II ლოტი - სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 18.5 კმ. დასრულებულია.მოძრაობა გახსნილია 14 კმ.ზე (ჯაპანა-ლანჩხუთი).
III ლოტის მშენებლობას იდეაში ახორციელებდა კომპანია "ტოდინი", თუმცა აღარ აშენებს და ახალი კონტრაქტორი ჯერ არ ჩანს. სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 12 კმ.
IV ლოტის მშენებლობას ახორციელებს კომპანია "China Railway 23rd", მაგრამ აქაც დიდი ჩამორჩენებია და რა და როდის იქნება, არავინ იცის. სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 9.5 კმ.):
-
- გრიგოლეთი - ფოთი (დაპროექტებულია). -
გრიგოლეთი - ქობულეთის შემოვლითი E70 (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 14 კმ) სამშენებლო სამუშაოებს თურქული სამშენებლო კომპანია (ერთობლივი საწარმო) „POLAT YOL & MAPA“ ასრულებს. პროექტის განხორციელების ვადად სამუშაოების დაწყებიდან 24 თვეა. ხელშეკრულება გაფორმდა 2018 წლის 3 დეკემბერს. თუმცა, რათქმაუნდა, 2020 წლის ბოლოს ვერ დასრულდება. ახალი დასრულების ვადაა 2021 წლის ზაფხული (მემგონი).
-
ქობულეთის შემოვლითი გზა E70 (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 33,6 კმ. დასრულებულია).
-
ბათუმის შემოვლითი გზა - სარფი E70 (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 33,6 კმ.
- პირველ ლოტზე, ბათუმის შემოვლითი - 14 კმ, სამშენებლო სამუშაოებს თურქული სამშენებლო კომპანია (ერთობლივი საწარმო) „POLAT YOL & MAPA“ ასრულებს. სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლები იყო. შემდეგ ერთ წლით გადაიწია და 2021 წელს იგეგმება დასრულება
. დანარჩენ ნაწილზე მიმდინარეობს პროექტირება.
ამჟამად რეალურად დასრულებული მონაკვეთები:
-
-
-
-
-
მთლიანი რუკა:
როგორი იქნება ზემო ოსიაური ჩუმათელეთი + რიკოთის ავტობანი:
მეტი ინფორმაცია:
http://georoad.ge/ ამჟამინდელმა მთავრობამ თავის წინასაარჩევნო პროგრამაში დიდი ადგილი დაუთმო ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტს, რომლის უდიდესი წილი სწორედ ავტობანზე და მისი შენაკადი მაგისტრალებისა და გზების მშენებლობაზე მოდის. გეგმის მიხედვით ეს გრანდიოზული პროექტები (რიკოთის ჩათვლით) 2020 წლისათვის მთლიანად უნდა დასრულდეს (ჩასწორება: ვადამ 2023 წლამდე გადაიწია და სავარაუდოდ კიდევ უფრო გადაიწევს). უფრო დეტალურად:
http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=434&info_id=57765მეტი ინფორმაცია მიმდინარე პროექტების ვადებზე:
http://www.georoad.ge/uploads/files/infras...7-2020.18.4.pdfწინა თემების ბმულები:
ავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძეავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - IIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - IIIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - IVავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - Vავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - VIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - VIIავტობანი - ნაწილი 8ავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძეავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - Xავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - XIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - XIIწინა თემის ტოპ მპოსტავები:
Poster Posts
ZEUS 346
ქაფქიანა 201
ნიკა 124
kataxxl 111
winrar 106
eleqtro 65
rommel 58
otokarcobra 53
donmixo777 42
JSB14BSJ 37