პარლამენტში პრეზიდენტის ხელფასის გაზრდის შესახებ ინიციტივა შევიდა კატეგორია: პოლიტიკა | თარიღი: 2013-12-10 17:32:12
პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ხელფასის გაზრდის შესახებ ინიციტივა შევიდა. "საქართველოს პრეზიდენტის შრომითი ანაზღრაურების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი 9 000 ლარით უნდა განისაზღვროს.
კანონპროექტის მიღების მიზეზად განმარტებულია ის, რომ კანონის მოქმედი დებულების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი ადეკვატურად არ არის უზრუნველყოფილი შრომითი ანაზღაურებით.
როგორც კანონპროექტის ავტორი განმარტავს, კანონპროექტის მიღება მიმდინარე წლისთვის არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას, რადგან პრეზიდენტის შრომის ანაზღაურების დაფინანსება მოხდება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ხოლო 2014 წელს დაფინანსება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში განხორციელდება.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძეა.
ამჟამად პრეზიდენტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი 4 720 ლარით არის განსაზღვრული.
- See more at:
http://politico.ge/index.php/news/view/884...h.fdNFytTf.dpuf