forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (126) « პირველი ... 120 121 [122] 123 124 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> რომელ საათის ფირმას ანიჭებთ უპირატესობას? ||VOL 2, კომენტარები მაჯის საათებს!
PING
MISANTHROPE ENGINEER


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27233
წევრი No.: 21676
რეგისტრ.: 15-July 06

გამოგზავნილია: 12 Jun 2019, 10:31  #54796912      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
FANNIE
QUOTE
კაი ჩანთაში კი ვიხდი ხოლმე ძვირს, ფეხსაცმელშიც მაგრამ ეგ არ ითვლება,

ხოდა ეგ გვიკვირს ჩვენც ამ ქალებს რა გაჭედვები აქვთ ზიზილ-პიპილო უაზრო ჩანთებზე რომლის დანიშნულებაა რაღაცეები ჩაყარო და A წერტილიდან B წერტილამდე მიიტანო რაღაცეები.

This post has been edited by PING on 12 Jun 2019, 10:32


--------------------
10111100.10000001.11110000.00011011

I M M O R T A L
GrigolS
⌚⌚⌚


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5307
წევრი No.: 12976
რეგისტრ.: 21-September 05

გამოგზავნილია: 12 Jun 2019, 11:26  #54797171      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
FANNIE
ბევრი დეტალია:
1 საათი მაინც გჭირდება ტყავის სამაჯურით, თხელი, კლასიკური, 38-40 მილიმეტრის ზომის. კოსტუმზე და ფორმალურ ტანსაცმელზე რომ გამოიყენო.
1 საათი მაინც გჭირდება რომელსაც შაბათ-კვირას იხმარ. ეს უფრო დიდი უნდა იყოს, გამძლე ფოლადის კორპუსით, პრიორიტეტულად საფირის მინით და გამძლე სამაჯურით (მეტალი, სქელი ზულუ ან რეზინი).
კიდევ ერთი ან ორი საათი გინდა ყოველდღიური საქმეებისთვის, ნაკლებად ფორმალურ ტანსაცმელზე რომ გამოიყენებ.

მოკლედ, არაფრით განსხვავდება იმ პრინციპისგან, რომლითაც ჩანთებს არჩევთ ქალბატონები smile.gif
datunia93
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13758
წევრი No.: 163227
რეგისტრ.: 9-March 13

გამოგზავნილია: 12 Jun 2019, 12:33  #54797476      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted imageGrigolS
ვერ ვასწორებ ამ დედატკბილს ამას, ზუსტად ერთი საათით უკანაა biggrin.gif იქნება დამეხმარო ან ვიდეო მომაძებნინო იუთბზე, სადაც ამიხსნიან ძირითად პრინციპს

This post has been edited by datunia93 on 12 Jun 2019, 12:36
FANNIE
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 543
წევრი No.: 247570
რეგისტრ.: 30-December 18

გამოგზავნილია: 12 Jun 2019, 13:16  #54797674      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
senpai
QUOTE
რას ურჩევდი კაცებს, სად დააბანდოს თავისი კაპიტალი აქსესუარებში ? ქალები არ ითვლება 

მძიმე მრეწველობა, მეტალი, ქვანახშირი yes.gif

lol.gif PING
QUOTE
ზიზილ-პიპილო უაზრო ჩანთებზე რომლის დანიშნულებაა რაღაცეები ჩაყარო და A წერტილიდან B წერტილამდე მიიტანო რაღაცეები.


ზიზილ-პიპილო ჩანთები დიდ თუ პატარა ლოგოიანი და უგემოვნო არც მე მაქვს, კარგ ჩანთას ბრენდიც რომ არ იყოს ეტყობა რომ კარგია ანუ ა და ბე პუნქტამდე გემრიელად გადაგაქვს ნივთები თან კოხტაა gigi.gif

GrigolS
QUOTE
ბევრი დეტალია:
1 საათი მაინც გჭირდება ტყავის სამაჯურით, თხელი, კლასიკური, 38-40 მილიმეტრის ზომის. კოსტუმზე და ფორმალურ ტანსაცმელზე რომ გამოიყენო.
1 საათი მაინც გჭირდება რომელსაც შაბათ-კვირას იხმარ. ეს უფრო დიდი უნდა იყოს, გამძლე ფოლადის კორპუსით, პრიორიტეტულად საფირის მინით და გამძლე სამაჯურით (მეტალი, სქელი ზულუ ან რეზინი).
კიდევ ერთი ან ორი საათი გინდა ყოველდღიური საქმეებისთვის, ნაკლებად ფორმალურ ტანსაცმელზე რომ გამოიყენებ.


კარგად ჩაშალე დამაჯერებლად. მადლობა.

QUOTE
მოკლედ, არაფრით განსხვავდება იმ პრინციპისგან, რომლითაც ჩანთებს არჩევთ ქალბატონები


ისეთი საათები არ გაქვთ რომ ელით სიტუაციას სადაც გაიკეთებთ მაგრამ წლები დევს და ვერ იკეთებთ?ეგეთი ჩანთები და კაკუნები ქალებს უხვად გვაქვს lol.gif facepalm.gif

ერთ ისეთ ჩანთაში კარგად მივათხლიშე მსუყედ რომელსაც წინა საუკუნეში თუ დავიკავებდი თორემ ამ საუკუნეში სად უნდა გავიჩითო რომ დავიკავო ვერ ვხვდები მაგრამ მომწონს კარადაში რომ დევს, ერთიც ვოვ პაემნისთვის ფეხსაცმელი რომ დევს და ელოდები შესაფერის დროს, მეტიც იაპონური ქოლგა მიდევს ხელნაკეთი რომელიც ასევე არ გამომიყენებია არასდროს, კაი ხოოო ვნებდები იყიდეთ ეს თქვენი საათები გჭრდებათ როგორც ჩანს ფუნქცია მაინც აქვს ჩემ მიერ ნაყიდი სისულელეებისგან განსხვავებით lol.gif წავედი ავსლუკუნდე facepalm.gif

This post has been edited by FANNIE on 12 Jun 2019, 13:16


--------------------
I want to do with you what spring does with the cherry trees...
GrigolS
⌚⌚⌚


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5307
წევრი No.: 12976
რეგისტრ.: 21-September 05

გამოგზავნილია: 12 Jun 2019, 19:33  #54799456      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
FANNIE
QUOTE
ისეთი საათები არ გაქვთ რომ ელით სიტუაციას სადაც გაიკეთებთ მაგრამ წლები დევს და ვერ იკეთებთ?ეგეთი ჩანთები და კაკუნები ქალებს უხვად გვაქვს   

კი, როგორ არა! აღფრთოვანებული რომ ყიდულობ 6 თვე ნაგროვები ფულით და მერე წელიწადში 2-ჯერ რომ გეკეთა სულ. ეგეთი 3 ცალი მქონდა წლის დასაწყისში და ერთზე ვარ ჩამოსული. ამას ვეღარ ველევი biggrin.gif

datunia93
ის მაინც დაგეწერა რა საათია smile.gif))
neo>
^^


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1849
წევრი No.: 226782
რეგისტრ.: 8-December 16

გამოგზავნილია: 12 Jun 2019, 22:54  #54800260      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GrigolS
თუ იცით. მინერალურ მინა გამძლეობის მხრივ როგორია?
ეხლა casio უბრალო საათი მაქვს და უკვე დამეკაწრა :/


--------------------
eh
GrigolS
⌚⌚⌚


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5307
წევრი No.: 12976
რეგისტრ.: 21-September 05

გამოგზავნილია: 13 Jun 2019, 00:19  #54800713      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
neo>
ყველაზე იოლად იკაწრება პლასმასი (იაფი კასიოები, G-Shock-ების დიდი ნაწილი), უფრო გამძლეა აკრილი (თითქმის ყველა ვინტაჟური საათი), კიდევ უფრო გამძლეა მინერალი (დღევანდელი საათების აბსოლუტური უმრავლესობა, მითუმეტეს $250-ს ქვევით). ყველაზე გამძლეა საფირი.

მიუხედავად ამისა - ყველა იკაწრება. რაც უფრო იოლად იკაწრება, მით უფრო იოლად პოლირდება (ამიტომ ხანდახან აკრილი ძალიან მაგარი რამეა).
* * *
სხვა სამაჯურზე:
user posted image
* * *
მოკლედ ამ კანდინოზე:

კორპუსი
ფოლადის კორპუსი საფირის მინით. შავი ნაწილი ხარისხიანად არის გაკეთებული და ყველა ზედაპირი კარგად არის დამუშავებული. ზედაპირის დამუშავება ორნაირია - ძირითადად პოლირებულია. სამაჯურის სამაგრების ზედა ნაწილი უფრო brushed არის ვიდრე პოლირებული. შავ ბეზელზე რიცხვები brushed არის. crown ხრახნზეა. ვიზუალი გემოვნების ამბავია, მაგრამ მე უფრო და უფრო მომწონს. უარყოფითი მხარეებიდან - 23მმ-იანი სამაჯური უნდა. ამ ზომის სამაჯური უბრალოდ არასდროს მქონია და მომიწევს სამაჯურების კოლექციის განახლება... ინტერნეტ რესურსებში წყალგაუმტარობა 100 მეტრი წერია, თუმცა საათს 20 ატმოსფერო აწერია. ორივე შემთხვევაში - საყვინთად არ ვარგა (ფუნქციურად არ ვარგა, ლუმინისცენტობა სუსტია, ბეზელი არ ბრუნავს) და ზღვაზე ყოფნისას 100 მეტრიც საკმარისია smile.gif

ციფებრლატი და ისრები
კარგად დამუშავებული, დეფექტების გარეშე ციბერბლატი. ყველაფერი კარგი და ხარისხიანია, თუმცა არაფერი გამორჩეული. ისრები ძალიან კარგად არის დამუშავებული, უდეფექტოდ გაპრიალებული, სწორი და გამოკვეთილი კიდეებით. ლუმინისცენტობა - საშუალო. სეიკოს დონეზე ვერ მიდის, ვერც ტისოს ზოგ მოდელს გაეჯიბრება, მაგრამ ცუდი ნამდვილად არ არის.

მექანიზმი
ეტა 2824-2. უკვდავი, გამოცდილი და ძალიან ზუსტი მექანიზმი. ვერსია "standard", ყველანაირი გაფორმების და ნავაროტების გარეშე. ამ მექანიზმისთვის სტანდარტული მძიმე დაქოქვისთვის (ხელით როდესაც ქოქავ), Crown ძალიან სრიალაა.

სამაჯური
სტანდარტული სამაჯური კარგია. რბილია, მოქნილია და ნახატიც კარგად აქვს დატანილი. შესაკრავი ცუდია - შესადარისად, სეიკო 5-ი სამაჯური სტანდარტული შესაკრავი უკეთესია, თუმცა ამას დამატებითი დაცვაა აქვს. დაცვის ნაწილი კარგად არის გაკეთებული (როცა უკვე პირველი საკეტით დაკეტე), მაგრამ საათის ხელზე გაკეთებისას გიწევს დაუკვირდე რომ მექანიზმი სწორად იხურება და რეალურად დაიკეტება. წინააღმდეგ შემთხვევაში გვერდზე მოექცევა და ალბათ გაიღუნება კიდეც. თვითონ სამაჯურის განიც არასტანდარტულია - 23 მმ. მოკლედ, ეს რომ მცოდნოდა შეიძლება არ მეყიდა. ფოტოზეც ეტყობა - 22მმ-იანი სამაჯური (რაც დღეს ერთერთი ყველაზე გავრცელებული ზომაა) ვიწროა და კარგად არ ზის.

შეჯამება
ამაზე კარგი ხარისხის მექანიკური საათი 500 ლარში უბრალოდ არაფერი მეგულება. გამოცდილი მექანიზმი, რომლის ნაწილების შევნა ყველაზე მარტივია, ფოლადის კორპუსი, მაღალი წყალგაუმტარობა და კარგი ზომა აქვს. რა მინუსებიც ზემოთ აღვწერე - ყველა ასატანია. როგორც წესი 500 ლარში ყველაფერი იდეალური არაფერს აქვს smile.gif თუ ჩემსავით სამაჯურების ცვლა გიყვართ, გაითვალისწინეთ, რომ 23-24 მმ-იანი სამაჯურები დაგჭირდებათ და სავარაუდოდ, ეს სამაჯურები მხოლოდ ამ საათისთვის გამოგადგებათ...
Doctordoge
01101000 01100101 01101100 01101100 01101111


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 256
წევრი No.: 223893
რეგისტრ.: 13-September 16

გამოგზავნილია: 14 Jun 2019, 22:02  #54809460      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image
დღეს მაჩუქეს ეს Lucien piccard.
ამ ფირმასთან დაკავშირებით ინფო არ მაქვს და დაახლოებით რა დონეში გადის?


--------------------
ჩვენ გავფრინდებით
pukaaa
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 323
წევრი No.: 146905
რეგისტრ.: 16-April 12

გამოგზავნილია: 15 Jun 2019, 17:26  #54812478      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვინმე დამეხმარეთ რა გავარკვიო ეს საათი ორიგინალია თუ არა
user posted image
user posted image
glamo
♐️


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5784
წევრი No.: 127699
რეგისტრ.: 20-February 11

გამოგზავნილია: 15 Jun 2019, 18:07  #54812649      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა. ბულგარის საათის სამაჯურს სად შევიძენ?
PING
MISANTHROPE ENGINEER


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27233
წევრი No.: 21676
რეგისტრ.: 15-July 06

გამოგზავნილია: 15 Jun 2019, 19:23  #54812895      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
pukaaa
ესე ხელში თუ არ დაიჭირე ისე ვერავინ დაადგენს,
პ.ს. ორიგინალს გავს.


glamo
E_Bay ზე
GrigolS
⌚⌚⌚


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5307
წევრი No.: 12976
რეგისტრ.: 21-September 05

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 13:38  #54820872      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
pukaaa
რატომ არ უნდა იყოს ორიგინალი? არამგონია ეგ ვინმეს "გაეყალბებინა"
Doctordoge
01101000 01100101 01101100 01101100 01101111


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 256
წევრი No.: 223893
რეგისტრ.: 13-September 16

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 13:43  #54820899      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GrigolS
კასიო დურო მომხვდა გულზე ძალიან biggrin.gif ამაზონზე ვნახე 50 დოლარად და ორიგინალია მაგ ფასში ვითომ?
GrigolS
⌚⌚⌚


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5307
წევრი No.: 12976
რეგისტრ.: 21-September 05

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 14:10  #54821046      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Doctordoge
QUOTE
ამაზონზე ვნახე 50 დოლარად და ორიგინალია მაგ ფასში ვითომ?

ნახე სელერის რეიტინგი. წესით ორიგინალი იქნება.
shako1994
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 500
წევრი No.: 160165
რეგისტრ.: 25-January 13

გამოგზავნილია: 28 Jun 2019, 00:38  #54888636      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა 500 ლარის ფარგლებში რომელი ბრენდის საათს მირჩევთ საქართველოში რომ ვიყიდო მამაკაცისთვის მინდა
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (126) « პირველი ... 120 121 [122] 123 124 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0520 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]